შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ შენ ?! (XI)


25-02-2021, 21:08
ავტორი ირი ...
ნანახია 1 325

XI
-დათო, მგონი ეს წვენი გაფუჭებულია.- მივუბრუნდი ჩემს ძმას მას შემდეგ, რაც ანანასის წვენის ჭიქა სულმოუთქმელად გამოვცალე.
მას შემდეგ, რაც თამაზის სახლიდან წამოვედით და Mcdonalds-ში ბიჭებს დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი, იმის ნაცვლად, რომ ყველა ჩვენს სახლებში დავბრუნებულიყავით, გადაწყვიტეს, რომ მომხდარი ამბის აღნიშვნა ღირდა, გზად უამრავი პროდუქტი და სასმელი იყიდეს და ისევ გიორგისთან ამაბარგეს.
-ირაა...-რა დალიე? -მომვარდა შეშინებული გიგი.
-ანანასის წვენი, რა იყო რო? -ვკითხე მე და წვენის ჭიქა ცხვირ წინ ავუფრიალე.
-აუ, ის ჭიქა იყო? -საუბარში ჩაერთო დათო.
-კი.- უპასუხა შეცბუნებულმა გიგიმ.
-შარში ვართ.-დათომ შუბლზე ხელი შემოირტყა, მერე ჭიქა გამომართვა და ოდნავ დასუნა. -კი, ნამდვილად ეგ იყო.
-რა ხდება? -სამზარეულოში შემოვიდა გიორგი და უკან უამრავი ჩანთით ხელდამსვენებული რომა შემოყვა.
-გამომართვით ესენი ტოო.. მე კი არ ვარ მონა ეე..-ბუზღუნებდა და პროდუქტების მაგიდაზე დალაგებას ცდილობდა, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდა.
-დაახლოებით 20 წუთში შენ თვითონ მიხვდები.-გაეცინა დათოს და ჩემი წვენის ჭიქა მიაწოდა. გიორგიმ გაოცებულმა გამოართვა ჭიქა, მაგრამ როცა ოდნავ დაყნოსა, მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა.
-გიიგიიიი...-შეუბრუნდა მაშინვე.
-ოო რა გინდა ეე.. რა ჩემი ბრალია. მარტო მარტინის დალევას, ვიფიქრე წვენში გავურევთ და უფრო გაგვისწორდებათქო, მაგრამ სანამ მე მეორე ჭიქას გავაკეთებდი, ირამ გამოცალა.
-და ვერ მიხვდა კაცო, რომ წვენი არ იყო? -დაინტერესდა გიორგი.
-ბოლომდე რომ გამოცალა, მხოლოდ მერე მითხრა, მგონი წვენი გაფუჭებულიაო. ალკოჰოლს არ ეკარება და შესაბამისად გემოც ეუცხოვა . ეგ რა არის, ერთხელ ჩაიში შაქრის ნაცვლად მარილი ჩავუყარე და მაინც ბოლომდე დაცალა, ბოლოს კი თქვა, მგონი ჩაის ფერი გაფუჭდაო. -სამივეს სიცილი წასკდა.
-ბევრი ესხა მარტინი ამ ჭიქაში? -ამჯერად გიგის მიუბრუნდა გიორგი და საკმაოდ მოზრდილი წვენის ჭიქა დაანახა.
-მოდი ვთქვათ, რომ წვენი ესხა მხოლოდ შეფერილობისთვის და სუნისთვის, მაქსიმუმ 2-3 ყლუპი. ანუ, თუ ირა ალკოჰოლს მართლა არ ეკარება, ისე დაათრობს, ხვალ შეიძლება პატრონი ვერ იცნოს.
-ბიჭოო... გაგვილოთდა გოგო. კაი კაცი, მთვრალი კაცი. -რომას ბუზღუნი მაშინვე დაავიწყდა და ტრადიციულად მასხრობის ხასიათზე დადგა. მე ამ პერიოდის განმავლობაში ყველაფერი მესმოდა, მაგრამ გააზრებით ვერ ვიაზრებდი.
-წამოდით, მისაღებში მაგიდა გავშალე და იქ ვივახშმოთ.-შესთავაზა გიორგიმ ბიჭებს და ისინიც სიმაღლისდამიხედვით გაყვნენ უკან. -წამო ირა, შენ არ გშია?
-არსადაც არ წამოვალ, აქ მინდა და აქ ვიჯდები და შენი გაზრდილი კი არ ვარ, რამე რომ მიბრძანო. -წარბი შევკარი და ხელი მთელი ძალით დავუბრახუნე სამზარეულოს მაგიდაზე.
-გაჭედა. -ამოიოხრა გიორგიმ და ჩემი წამოყენება სცადა.
-უკაცრავად, რამდენს ბედავ შენ. ვინ ხარ საერთოდ,რატომ მეფათურები? -გიორგის ხელები გავაშვებინე და ადგილზე ავფართხალდი.
-ირინა, გიორგი ვარ, შემომხედე. -გიორგიმ ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაშტერდა . მე მაშინვე გონება გამინათდა, როგორც კი მისი ვარსკვლავებით მოჭედილ ღამისფერ თვალებს შევხედე.
-გიორგიი... უი, გიორგი ყოფილხარ. დიიიიდ თვალება გიორგი. იცი რამხელა თვალები გაქვს? აააიიიი ამხელა.-მე ორივე ხელი მაქსიმალურად გავშალე და შევეცადე მისი თვალების იმიტაცია ხელებით გამეკეთებინა.
-ჰო, მაგხელა თვალები მაქვს. ახლა წამოდი, მისაღებში გავიდეთ.-გამიღიმა გიორგიმ და კიდევ ერთხელ სცადა მისაღებში ჩემი გაყვანა.
-მისაღებში რა მინდა, უნდა მიმიღო? არ მინდა მე მისაღებში, უკვე მიღებული ვარ კაცო.-მე კიდევ ერთხელ დავიხსენი გიორგის ხელებისგან თავი.-მცივა მე, მცივა.- უცებ ამაკანკალა.
-მოიცა ერთ წამს.-გიომ ხელები გამიშვა და რამდენიმე წუთში პლედით ხელში დაბრუნდა. მხრებზე შემომახვია და მაშივე გამიარა კანკალმა, სასიამოვნო სითბომ დამიარა სხეულში და მოვდუნდი. რამდენიმე წამი გაყუსული ვიდექი, მაგრამ როცა ჩემი სხეული ტემპერატურას შეეგუა, თითქოს გამოვფხიზლდი.
-ეს რა არის? -დავიხედე ღუნღულა პლედზე. -აუ ეს რა მიქენი? რატო ამამსუქნე?--ავბურდღუნდი მე და პლედი მხრებიდან მოვიშორე.
-რა გიქენი? -სიცილი აუტყდა გიორგის.
-ამამსუქნე.
-ეგ რას ნიშნავს?-სიცილს ვერ წყვეტდა.
-რას ნიშნავს და ეგ პლედი რომ შემომახვიე ამსუქნული გავხდი. -მე ბუზღუნდ არ ვწყვეტდი, გიორგი კი სიცილს. ღმერთმა იცის, რამდენ ხანს გავაგრძელებდი დადღანს, მაგრამ მისაღებიდან მუსიკის ხმა გავიგე და იქით წავფრატუნდი. -აუუუ... აუწიეთ რაა...-წამოვიყვირე ოთახში შესულმა და გავიგე, როგორ შესთხოვა ჩემმა ძმამ ღმერთს, რომ ჩემთვის გადმოეხედა.
-ირა, შემთხვევით ჩაირთო ეს, მოიცა, რამე კარგ მუსიკას მოგიძებნი. -გამიღიმა გიგიმ და მუსიკის გამორთვა დააპირა. რის გაგონებაზეც მე თავზე ქარიშხალივით დავატყდი.
-არააა.. მე ეს მომწონს, არ გამომირთოთ.-ვიყვირე მე და ricky martin-livin la vida loca-ს მაქსიმალური მონდომებით ავაყოლე ტანი.
-დათო, შენს დას მგონი კენჭის გავლა აქვს. -უთხრა ოთახში შემოსულმა გიორგიმ, როცა ჩემს მოძრაობებს თვალი ვერ მოსწყვიტა.
-კენჭის არა გიორგი, კენჭების .-ამოიოხრა დათომ და კიდევ ერთი სამხიარულო „ანანასის წვენი“ გამოცალა.
-ბიჭო, რა დაალევინეთ ეგეთი? მეც გამიკეთეთ რა .-ბიჭებს მიუბრუნდა ჩემი ყურებით გახალისებული რომა.
-რა გაგიკეთოთ, მეექვსე ეგეთი ჭიქა გამოცალე უკვე. -უპასუხა გიგიმ.
-აუუ.. აბა მე რატომ არ ვარ ირასავით?
-რა დებილი ხარ ღმერთოო..-ამოიოხრა გიორგიმ.-მაგას ცხოვრებაში არ დაულევია და იმოქმედა. აბა, კარგად გაიხსენე, შენ რომ პირველად დალიე ეგრე მოყუდებით არაყი, რა დღეში ჩავარდი.
-კარგი ჰო, რაებს იხსენებ. არ გაგიგია მაინც, რაც წარსულში ხდება, წარსულშივე რჩებაო?- ჩაილაპარაკა რომამ და კიდევ ერთი ჭიქა გამოცალა.
-ჰო, ზუსტად ეგრეა .-დაეთანხმა დათო ხითხითით.
-მიდი ირა, გაისტუმრე თამაზა და აუშვი აფთრები. -დამიყვირა რომამ და მუსიკას უფრო აუწია.
-რა აუშვა?-ლამის სკამიდან გადავარდა დათო .
-აფთრები.-უპასუხა რომამ.
-მაგას აღარ დაუსხათ, თორემ მართლა აფთრებს მივუგდებ. -თვალები დაუბრიალა გიორგიმ რომას.
-აღარ მინდა ტო, მე ეხლა მინდა ავდგე და ირას ვეცეკვო. -გახალისდა რომა და ბანცალ-ბანცალით დაიწყო ჩემთან ერთად ცეკვა.
-აუუ რომა რა მაგარიააა....-ვკიოდი მე , რომ მუსიკის ხმა გადამეფარა.
-აუ... ძაან ასწორეებს.- ხალისში არ ჩამომრჩა არც რომა.
-ღმერთო, დამაბრმავე და ამას ნუღარ მაყურებინებ. -ჩემი ძმა კიდევ არ წყვეტდა ღმერთთან საუბარს, გიგი კი იჯდა ჩუმად და ისე სვამდა, იფიქრებდით, მართლა ანანასის წვენს სვამსო.
-ვფიქრობ, ამის ძილის დროა .-გადაულაპარაკა გიორგიმ დათოს.
-ჰო, მართალი ხარ, წავიღებ ამას, თორემ კიდევ რამე სასწაულს ჩაიდენს.
-იყავი, გააგრძელე შენ, მე მაინც არ ვსვამ და ავაცილებ მეორე სართულამდე. -ფეხზე წამოდგა გიორგი.
-დარწმუნებული ხარ? ეგ ფხიზელი არაა სანდო და ღმერთმა იცის, მთვრალს რა მოაფიქრდება .- გაეცინა დათოს.
-კი, კი. იკუნტრუშებს ცოტახანს და დაიღლება , სულ ასეთ ენერგიაზე ხომ არ იქნება?-ვითომ რიტორიკული კითხვა დასვა გიორგიმ, მაგრამ როცა ჩემი ძმისგან დასტური ვერ მიიღო, ცოტა დაიძაბა. -მოიცა, რისი თქმა გინდა, რომ არ დაიღლება?
-რა გითხრა აბა, ფხიზელს ისეთი ენერგია აქვს ხოლმე დოღის ცხენს დაღლის თუ მოინდომა და ახლა არ ვიცი...-ორივეს გაეცინათ.
-მაინც ვცდი.-ბოლოს ესღა უპასუხა გიორგიმ და ჩემთან მოვიდა, მე და რომა ამასობაში უკვე “gangam st”-ს ვცეკვავდით, იმაში სრულებით დარწმუნებულები, რომ ილეთებს უშეცდომოდ ვაკეთებდით.- ირა, წამო მაღლა ავიდეთ.
-მაღლა რა მინდა? ჰეეეიი... სექსი ლეიდიიი..... ოპა განგამ სტაააილ...-თან გიორგის ვეკითხებოდი , თან ბოლო ხმაზე ვხაოდი.
-იქ ვიცეკვოთ.
-მართლა? იქაცაა მუსიკები?
-ჰო, აბა, იქ უფრო ხმამაღლაა თან.
-იეეეს... წავედიით. -სანამ გიორგი დამეწეოდა მე უკვე კიბის საფეხურებთან ვიდექი. -ეს საფეხურები რატომ მოძრაობს? რად გინდა სახლში ესკალატორი? გიო, გინდა ანეკდოტი გითხრა? -არ ვწყნარდებოდი მე და მოჭუტული თვალებით ვცდილობდი, მოძრავი კიბის საფეხურების აღქმას.
-მიდი. -მითხრა მან, ცალი ხელი წელზე შემომხვია და კიბისკენ დაიძრა.
-რა და, ლოკოკინა და კუ სირბილში ეჯიბრებოდნენ და ლოკოკინამ გაასწრო და კუს დაუძახა-უუუუუუუუუუ-ო. -გიორგი წამით გაჩერდა, გაოცებულმა ჩამომხედა, მაგრამ როცა მიხვდა, აზრი არ ქონდა არაფრის თქმას, ღმერთო შენ მიშველეო და სიარული განაგრძო.
-გიო ნახე, წვიმა ვარ. ტკაპ, ტკუპ, ტკაპ, ტკუპ...-მე გიორგის ხელებიდან გავუსხლტი და კიბის საფეხურებზე ასკინკილა დავიწყე ხტუნვა.
-ირინა, დაეცემი, ნუ დახტიხარ .
-მერე ვიქნები ირინა დაცემული. -ამის თქმა იყო და ფეხი გადამიბრუნდა. საბედნიეროდ, გიორგიმ იმარჯვა, წინ გადამიდგა და კიბეზე დაგორებას გადამარჩინა. მე მის მკერდზე დავრჩი მიწებებული და თვალების გახელას არ ვჩქარობდი.
-იქნებ გაახილო თვალები.-ჩაიბურტყუნა გიორგიმ.
-ვაიმე გიუნაა.... ეს რამხელა მკერდი გაქვს ბიჭო.... -ჯერ გიორგის ავხედე, მერე კი მის მკერდზე გადავიტანე მზერა. -აქ რამ მოგიყვანა შე ბარაქიანო , შენა ჰა?-ვკითხე გიორგის მკერდს და კიდევ ერთხელ დავაკვირდი გაოცებული ჯერ მის მკერდს და მერე ჩემსას დავხედე გაწბილებულმა. -რა იყო ბიჭო, მკერდი პამელასი გაქვს, ფეხები-ნაომისი, ვინა ხარ შენა? -მე გიორგის ძლივს შეკავებულ სიცილს ყურადღება არ მივაქციე და დაეჭვებით შევხედე.- გეკითხები და მიპასუხე, რატომ მოსწყდი მთავარ გუნდს?
-ვაიმე, მეტიც არ მიინდა, ხვალ რამე არ გახსოვდეს, მთელი ცხოვრება ყელში უნდა ამოგადინო და გამასხარაო დღევანდელი საღამო, მაცადე შენ.-მემუქრებოდა გიორგი და ქეჩოთი მიმათრევდა ოთახისკენ .
როგორ იქნა შემაგდო საძინებელში და სანამ კარადისკენ მიბრუნდა ტანსაცმლის გამოსაღებად, მე იმხელა ხმაზე ვიყვირე, პერანგი ხელიდან გაუვარდა.
-რა, რა დაგემართა? რა მოხდა? -მომვარდა შეშინებული, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი.
-ვის გაუბედე ჰა? შენ ვის გაუბედე საერთოდ ხელების ფათური, ხელი გაწი ბიჭოო... -ვყვიროდი ბოლო ხმაზე და ადგილზე ვფართხალებდი, გიორგი რამდენიმე წამს გაოგნებული მიყურებდა, მაგრამ როცა მიხვდა ,რომ დაწყნარებას არ ვაპირებდი, საწოლზე ჩამოჯდა, ტელეფონში ვიდეო ჩართო და გადაღება დაიწყო. მე კი ამ დროს გიორგის საწოლის გვედით დადებულ რკინის საკიდს ვეჩხუბებოდი, რომელიც მანეკენს წააგავდა, ხელების ნაცვლად კი ორი რკინის მოგრძო ნაჭერი ჰქონდა, რომელსაც ბანცალის დროს ჩემი მაისური წამოედო და ვერაფრით ვითავისუფლებდი თავს, გავიწეოდი უკან, ეს საკიდიც ჩემკენ ყირავდებოდა, გავსწორდებოდი, ეს საკიდიც თავის ადგილზე ჩერდებოდა, მაგრამ ვერაფრით გავითავისუფლე მაისური. ამდენი სტრესის მერე კი მომელანდა, რომ ის საკიდი, ვიღაც კაცი იყო და ჩემთვის მაისურის შემოხევას ლამობდა. ჩემს კივილზე ბიჭები დაუკაკუნებლად შემოცვივდნენ ოთახში. რამდენიმე წუთი ადგილზე გაშეშდნენ, მაგრამ როცა გიორგის სიცილისგან აჭარხლებული სახე დაინახეს და მერე მე და „ჩემს მოწინააღმდეგეს“ დაგვაკვირდნენ, მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე და სეირის ყურება გიორგისთან ერთად განაგრძეს.
ზუსტად არ მახსოვს, რამდენ ხანს ვჩხუბობდი, ან როდის ჩამეძინა, მაგრამ დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. თვალები ძლივს გავახილე და შევეცადე, გამეხსენებინა, რა მოხდა წინა საღამოს. მაგრამ დაახლოებით ისეთ მდგომარეოაბაში ავღმოჩნდი, როგორც “The Hangover”-ის ბიჭები. ის იყო, წამოდგომა დავაპირე, რომ თავზე რაღაცამ გადამიფრინა, შიშისგან შევკივლე, მაგრამ როცა მფრინავ არსებაში ქათამი ამოვიცანი, შიში გაკვირვებამ შეცვალა.
-ღმერთო, გეხვეწები გამახსენე, რა ჩავიდინე. მაგრამ, არა იყოს, არ გამახსენო. -ვთქვი მე და საწოლიდან ერთიანად გაბუჟებულ, გაბრუებული წამოვდექი, სააბაზანოში ვაპირებდი შესვლას, მაგრამ, გზად უზარმაზარ სარკეს ჩავუარე და როცა იქ წამიერად ვიღაც გაბურძგნული, ტუშ ადღაბნილი, წითელ პომადა გაგლესილი პიროვნება დავინახე, იმხელა ხმაზე ვიკივლე, სახლი თავზე დავიმხე. რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ის საფრთხობელა, რომელიც სარკიდან მომშტერებოდა, მე ვიყავი. ჩემს კივილზე შეშინებული გიორგი შემოვარდა ოთახში.
-რა დაგემართა?-მომვარდა გაკვირვებული.
-რა ჯანდაბა მჭირს, რას ვგავარ?-წარმოვთქვი ხავილით და ვიგრძენი, როგორ დამეკაწრა ყელი ტკივილისგან .-ან ხმა რატომ არ მაქვს?
-აი, მაგას გეკითხებოდი მთელი საღამო რას გავხართქო, მაგრამ მისმენდა ვინმე? -გაეცინა გიორგის.
-ეს ქათამი საიდანღა გაჩნდა აქ? -ვიკითხე შეშინებულმა.
-აივნიდან იყურებოდი და გარეთ დაინახე, მერე წუწუნი დაიწყე, რომ მთელი ცხოვრება გინდოდა, და გყოლოდა და ამიერიდან ეს ქათამი იქნებოდა შენი და. ამ განაცხადის მერე ჩახვედი და ამოიყვანე, გაბურძგნული იმიტომ ხარ, რომ ბუჩქებში შევარდა საცოდავი ფრინველი, როცა დაინახა მტაცებელი მისდებდა შენი სახით, მაგრამ შენ ამან არ დაგაბრკოლა, შენც შეყევი ბუჩქებში და საბოლოოდ, როგორც ხედავ გაიმარჯვე. მაგრამ ქათამი ძლივს გადაურჩა ბუჩის, რომ არ შეჭამა. სხვათაშორის სახელიც დაარქვი.
-რა საახელი?-ამოვიხავლე მოსმენილისგან გაოგნებულმა.
-კოკოროკოკო. მერე საწოლში ჩაიწვინე, ჩემთან ერთად უნდა დავაძინოო, მაგრამ ქათამი არ ჩერდებოდა და შენ მთელი ღამე უმღეროდი,რომ დასძინებოდა.
-ვაიმე, გაჩუმდი გემუდარები.-მოსმენილისგან სრული შოკი მქონდა .- ეს პერანგი როდისღა ჩავიცვი? -ვკითხე მე და გიორგის თეთრ პერანგზე დავიიხედე, რომელიც ლამის მუხლამდე მწვდებოდა.
-შენ არ ჩაგიცვამს. ცოტა რომ დაწყნარდი, ამდენი ხვანცალისგან დაგცხა და ჩემი თანდასწრებით სრულიად გაშიშვლდი, მე ვიფიქრე, რომ ასე შიშველს რომ გერბინა, არ იქნებოდა კარგი აზრი და ჩემი პერანგი ჩაგაცვი ძალით. -ლამის გული გამისკდა, იმდენად შემრცხვა, მინდოდა მიწა გამსკდომოდა და საერთოდ გავმქრალიყავი. გული ამიჩუყდა და ტუჩი სატირლად დამებრიცა. როცა ასეთ მდგომარეობაში დამინახა გიორგიმ, მაშინვე მოულბა გული.
-სუუ.. არ იტირო რაა.-მითხრა შეწუხებულმა, ჩემთანნ მოვიდა და გულში ჩამიკრა. -მართლა კი არა გოგო, გაგეხუმრე. არ ვიცი , როდის გამოიცვალე, პერანგი მომეციო, წუწუნებდი, მცხელაო, მეც მოგეცი პერანგი და გარეთ გავედი, რომ შემოვბრუნდი, შენ უკვე ჩემი პერანგი გეცვა და ტკბილად გეძინა. არა ინერვიულო რა, დედას გეფიცები გაგეხუმრე. -გიორგი ისე მამშვიდებდა, როგორც პატარა ბავშვს, თავზე ხელს მისვამდა და პერიოდულად შუბლზე მკოცნიდა . როცა იგრძნო, რომ საბოლოოდ დავმშვიდდი ოდნავ მომიშორა და თვალებში ჩამხედა.
-აბა, დამშვიდდი?-მითხრა ღიმილით/
-ცუდი ბიჭი ხარ, კიდე მოტყუება მინდოდა? ისედაც ამ დღეში ვარ. -შევუბღვირე მე.
-აუ ბოდიში რა, მეგონა გაგახსენდებოდა და გავიმაიმუნე. მიდი ახლა მოწესრიგდი და ქვევით ჩამოდი ვისაუზმოთ, თავის ტკივილიც გაგივლის, თანნ ხომ უნდა მოგიყვე კიდევ რაებს აკეთებდი. -გაეცინა გიორგის.
-ვაიმე ღმერთოოო... არ მომიყვე რაა..-ჩემს სახეზე უარესად აუტყდა სიცილი. -ბიჭები სად არიან?- ვკითხე მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ დაწყნარებას არ აპირებდა.
-დათო ისევ სოფელში წავიდა, საქმეებია კიდევ და ჩემები ცოდოები არიან მარტოო, რომა გიგიმ წაიღო სახლში, დილამდე სვავდა და ბოდიალის ხასიათზე იყო. ანუ მარტოები ვართ, მე , შენ ბუჩი და შენი დაიკო .-გაეცინა გიორგის და კარისკენ წავიდა.
-გიოო..-მივაძახე, სანამ გარეთ გავიდოდა.
-ბატონო?!
-გიო, შეიძლება კიდევ შენი პერანგი რომ ჩავიცვა?
-კი კაცო, კარადაშია, რომელიც მოგეწონება აიღე.-მითხრა ღიმილით და კარს მიღმა გაუჩინარდა. მე კი საშხაპეში შევვარდი. ცხელმა წყალმა ცოტა მომადუნა და წინა დღეს გადახდენილი ამბები ნელ-ნელა აღმიდგა გონებაში. -ღმერთოო.... რატომ მაშინვე არ მომკალი? აი ზუსტად მაგიტომ არ ვსვამ, რომ მსგავს სიტუაციაში არასდროს ვყოფილიყავი და რად გინდა . -თან ვბანაობდი, თან ვწუწუნებდი. როგორც იქნა , ვინებე და გამოვედი სააბაზანოდან, გიორგის პერანგი კარადიდან გამოვიღე და სწრაფად მოვირგე ტანზე. წინანდელთან შედარებით მოკლე აღმოჩნნდა, მაგრამ არ გამომიცვლია. ფეხშიშველი წავტანტალდი ქვედა სართულზე, ჯერ მისაღებში შევედი, შემდეგ კი სამზარეულოში, მაგრამ გიორგი არსად ჩანდა . მე შიმსილისგან კუჭი მიხმებოდა და გადავწყვიტე, საუზმე მომემზადებინა ორივესთვის. მაცივარი გამოვაღე და პროდუქტებს დავუწყე ყურება, ისე გავერთე პროდუქტების თვალიერებით, ვერც გავიგე, როდის შემოვიდა ოთახში გიორგი, უკნიდან მომეპარა და ჩამეხუტა, ხელები მუცელზე შემომხვია, ცხვირი კი ჩემს კისერში ჩარგო.
-რომ იცოდე, როგორ მაგიჟებ და რად მიჯდება თავის მოთოკვა. -ამოიჩურჩულა და ტუჩები არტერიაზე მომაწება. ერთიანად გამაკანკალა.
-გიორგი.-აღმომხდა ძალაწართმეულს.
-ვიცი, ნუ ნერვიულობ.-მითხრა მან და თავისკენ მიმაბრუნა. თითებით სახეზე ჩემოყრილი თმა გადამიწია ყურს უკან. შემდეგ კი ახხლოს მოიწია ჩემთან. არაფერს აკეთებდა, უბრალოდ ჩემთან ახლოს იყო, იმდენად ახლოს, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი. ჩემს რეაქციას აკვირდებოდა, მაგრამ როცა ჩემს თვალებში შიში ვერ დაინახა, წელზე ხელი წამავლო მთელი ძალით ამიკრა სხეულზე და ისე დამეწაფა ტუჩებზე, როგორც მოწყურებული ადამიანი წყალს. ამჯერად მეც აღარ დავიბენი, ხელი თმაში შევუცურე და ფრთხილად წავეტანე ტუჩებზე, როცა ჩემგანაც დადებითი რეაქცია იგრძნო, უფრო გაშმაგდა, მკოცნიდა შეუჩერებლად, მთელი ემოციით, არ ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ის საოცარი მომენტი, მაგრამ რეალობაში ქათმის კაკანმა და ფორთხიალმა და ბუჩის ყეფამ დაგვაბრუნა. ქათამი , რომელიც ოთახიდან ჩემთან ერთად გამობანცალდა და მანამდე თავისთვის დატანტალებდა, სანამ ბუჩი მიაგნებდა, თავზე გადაგვაფრინდა და მაცივარზე შემოჯდა . გააფთრებული ბუჩი კი ორზე დადგა და გამწარებული უყეფდა საცოდავ კოკოროკოკოს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებინა, რომ ჩემი და იყო.
-ოხ თქვენი რაა...-ჩაიბურტყუნა გიორგიმ და გაჭირვებით მომშორდა. შუბლი შუბლზე მომადო. -ირა , რატომ მაგიჟებ?
-არ ვიცი. -ამოვიბურტყუნე საცოდავად. გიორგის გაეღიმა. ტუჩებზე ცერა თითი გადამისვა და ისევ თვალებში ჩამაშტერდა. ზუსტად არ ვიცი, ემოციებისგან, თუ სიცივისგან, მაგრამ ერთიანად ავცახცცახდი, და როცა დაინახა, რომ ფეხშიშველი ვიდექი იატაკზე წამიერად გაუქრა ის ვნების ნაპერწკალი და ისევ ბრაზიან დედიკოდ გადაიქცა.
-ოხ , როგორ უნდა მოგცხო რაა..-ჩაიღრინა და სწრაფად გავიდა მისაღებში, საიდანაც პლედით ხელში დაბრუნდა . -ვიცი, ახლა უნდა აგამსუქნო და ისეც ჩხუბი არ დამიწყო.
-რა უნდა მიქნა?-ვკითხე გიორგის მას შენდეგ, რაც პლედში ისე გამახვია, როგორც პატარა ბავშვი და სავარძელში ჩამსვა.
-აგამსუქნო. გუშინ შენ თვითონ მოიგონე ეგ სიტყვა, არ გახსოვს?-მკითხა მან და ბუჩის გასძახა. -ბუჩი მოდი აქ. -ცუგოც მაშინვე მოფუნთრუშდა ჩვენთან. -აქ დაუჯექი და გაათბე, ფეხი არ მოიცვალო იცოდე.-ისე ელაპარაკებოდა, მართლა გამიჩნდა ეჭვი, რომ ძაღლს ყველაფერი ესმოდა. მართლაც, ბუჩი დამჯერი ბავშვივით ჩამომიჯდა ფეხებთან, თავი კალთაში ჩამიდო და გაიყუსა .-შენ კი ადგილიდან არ გაინძრე ქალბატონო, საუზმეს მოგიმზადებ ახლა, მაგრამ ეჭვი მაქვს წამალი უკვე მიიღე ნაბახუსევისთვის ხო?-გაეცინა გიორგის და თვალი ჩამიკრა როცა ჩემი აწითლებული ლოყები დაინაახა.
-აი , როგორ მაოცებ, ვერ ვიგებ, რაა.. წეღან ისეთი სექსუალური იყავი, ისეთი გამომწვევი, ახლა კი პატარა ბავშვივით ხარ. რომ გიყურებ თავი პედოფილი მგონია.-აბუზღუნდა გიორგი და მაცივრიდან პროდუქტების გამოლაგებას შეუდგა. მე კი სრულიად მოდუნებული, ბედნიერი და აფორიაქებული ვიჯექი, თავზე ბუჩის ვუსვამდი ხელს და არაფერზე ვფიქრობდი...



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა უფრო მალე დებდე ხოლმე....

 


№2  offline წევრი ირი ...

მე ვდებ მალე, მაგრამ რატომღაც გვიან დებენ ხოლმე ჩემს ისტორიებს :(

 


№3 სტუმარი ცირა

ღმერთო!რანაირი გაბრაზებულიც არ უნდა ვიყო ყველაფერი მავიწყდება ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ დაიდიოტივით ჯერ ხმით ვიცინი ხოლმე და მერე მთელი დღე გაღიმებული დავდივარ!!!შენ გაიხარე ყველა ემოციისათვის რასაც გვანიჭებ!!!

 


№4 სტუმარი Anj

როდის დადებ შემდეგს?

 


№5  offline წევრი Nobodyelse

ძალიან მომწონს!!
ვიფიქრე, დასრულებას დაველოდებიმეთქი, მაგრამ მაინც წამეკითხა :D

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

როდიის დადეეეებ?

 


№7  offline წევრი Mariam Khutsishvili

ახალ თავს აღარ დებ?

 


№8 სტუმარი ატბ

როოოოდის დადებ? -_-

 


№9  offline წევრი Nobodyelse

სჯობდა დასრულებას დავლოდებოდი... იმედია დასრულდება.

 


№10 სტუმარი სტუმარი ლიკა

წელიწადში ერთხელ უნდა დადო? -_-

 


№11  offline წევრი Nobodyelse

შეწყვიტე თუ ლოდინს აქვს აზრი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent