შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(9)


27-02-2021, 00:22
ავტორი sati
ნანახია 1 714

-იმავე მიზეზით, რატომაც შენ არ გინდა რომ მე გერმანიაში წავიდე.
-ეჭვი მეპარება იგივე იყოს. იმიტომ , რომ მე მგონია რო შეცდომას უშვებ და მე რა შეცდომას ვუშვებ დედაჩემთან წასვლით?
-დაჩი... უბრალოდ... კარგი, არაფერი. მართალი ხარ-ადამ ღრმად ამოისუნთქა-მანქანამ მომაკითხა, დროა წავიდე.
-არ მინდა, რომ ნაწყენი წახვიდე.
-მერე ვილაპარაკოთ.
-ადა, მაშინ ჯერ მითხარი როდის მერე და წადი.
-არ ვიცი, დაჩი.. ხვალ შუალედურები მაქვს და ქორწილის საკითხები უნდა მოვაგვარო. მერე-ადამ გადაკოცნა და გადაეხვია, უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ დაჩის პირიქით არ წყენია მისი საქციელი-მადლობა,რომ მომაკითხე ნინისთან.
-პირიქით, მადლობა პროექტზე.
-ღამე მშვიდობის-ადამ ჩანთა აიღო და ქვევით ჩავიდა.
***
სახლში მისულს ეგონა ყველას ეძინებოდა, მაგრამ მისაღებში მამამისი ელოდებოდა.
-ადა, მოდი ორი წუთით. უნდა ვილაპარაკოთ-სახეზე საკმაოდ მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. იშვიათად თუ ესმოდა ადას მამისგან ,,უნდა ვილაპარაკოთ’’.
-კარგი-მშვიდად უპასუხა და მისაღებში შევიდა.
-მესმის რთული პერიოდი გაქვს. დიმიტრის შორდები, ჯერ არავინ იცის, მაგრამ ტყუილს ვერ ავიტან ამ სახლში.
-რა ტყუილს?
-სად დარჩი გუშინ ღამე?
-ხომ გითხარი ნინის დაბადების დღე ჰქონდა და იქ ვიყავი.
-ნინის რატომ არ ახსოვს?
-შენ რა ჩემ ყოველ ნაბიჯს ამოწმებ?
-ადა, შევამჩნიე რომ საკმაოდ ბევრ დროს ატარებ დიმიტრის ძმასთან და ისიც ვიცი რომ გუშინ იქ დარჩი. მე არ გამიზრდიხ..-ადამ არც დააცადა დასრულება ისე მიუჯდა გვერდით და ახსნა სცადა.
-მამა, პროექტის დაწერაში ვეხმარები . უმაგრესი რაღაც მოიფიქრა, მაპატიე რომ მოგატყუე, უბრალოდ ვიცოდი, რომ არ მოგეწონებოდა ეს ფაქტი. მართლა არაფერი არ ხდება ჩვენს შორის, პატარა ერთ ოთახიანი ბინა აქვს, მე საძინებელში მეძინა, თვითონ იატაკზე მისაღებში.
-იატაკზე?
-სავარძელი არ აქვს.
-აბელაშვილის შვილს?
-ხო, დიდად არ გიჟდება ვაჟა შვილზე და პირიქით. ეკოლოგიური სასტუმროს გაკეთებას გეგმავს. დიდი ბაღებით, მინიმალური დაბინძურებით და ულამაზესი არქიტექტურით.
-პროექტს აკეთებდით. 2 დღეა.
-გრანტზე გავაგზავნეთ, დედამისიც დაგვეხმარა სკაიპით. იტალიაშია. ხო მენდობი.
-გენდობი, მაგრამ..
-ვიცი, არ უნდა მომეტყუებინე. მაპატიე. უბრალოდ არ მინდოდა რო გენერვიულა ან გემოწმებინე გიჟივით ათ წუთში ერთხელ. ძალიან კარგი ადამიანია მართლა.
-კარგი. მაგრამ არ მომწონს იქ რომ რჩები. როგორც დღეს მთხოვე საშვი, ისე მოიქეცი სხვა დროსაც , რომელი საათიც არ უნდა იყოს. და გაითვალისწინე, არც ისეთი დიდი ხარ, როგორც შენ გგონია.
-ვიცი..
-პროექტმა კიდე დამაინტერესა. თუ გაიგებთ პასუხს კონკურსიდან, დაჩის უთხარი, რომ ჩემი სახით ერთი ინვესტორი ყავს უკვე.
-ვნახოთ, არ უყვარს დიდად დახმარებები.
-აბა ბიზნესში ინვესტორის გარეშე ესე ნულიდან როგორ აპირებს დაწყებას?
-ვეტყვი აუცილებლად. მა... დიმიტრი კიდე არ ეუბნება არავის რომ დავშორდით...
დავითმა ადას შეხედა, ეგონა თვითონ მოგვარდებოდნენ ბავშვები, მაგრამ ახლა ყველაფერი თვითონ უნდა მოეგვარებინა.
-არ ინერვიულო. ხვალ შევხვდები ვაჟას და ჩუმად, წყნარად მოვაგვარებთ ყველაფერს. შენ არც მოგიწევს დიმიტრის ნახვა ისე. ბოლო-ბოლო ხელიც არ გაქვთ მოწერილი.
-მადლობა მა...
შემოსასვლელში ეკატერინე იდგა და მათ უსმენდა, მხოლოდ შემდეგ შეამჩნიეს ადამ და დავითმა.
-შენ რა ადას კაპრიზებს ემორჩილები?
-ეკატერინე, არ დაიწყო თავიდან-დავითმა მკაცრი ტონით უპასუხა-მე ჩემ შვილს უღირსს ადამიანს არ მივათხოვებ. არ გვიჭირს ხო მგონი ეგრეც?
-ხალხი რას იტყვის! ვინ მოიყვანს მეორედ ადას ცოლად?
-არავის ცოლი ადა არ ყოფილა. ადა წადი შენს ოთახში გვიანია.
-ჩემს გარეშე იღებ ახლა გადაწყვეტილებას დავით?
-ეს ადას გადაწყვეტილებაა, აღარ არის ბავშვი.
-კარგი.. როგორც ჩანს ბევრი გაქვთ სალაპარაკო, მე წავალ-ადა შემოსასვლელში გავიდა, მაგრამ ეკატერინემ გააჩერა.
-დალიე?
-ნინის დაბადების დღე იყო დედა, ალკოჰოლიკობა კი არ დამიწყია.
-წესიერად ესაუბრე დედაშენს ადა. ადი ოთახში.
ადა დაემორჩილა მამის ნებას და საძინებელში ავიდა.
-გესმის ეს შენ რას ნიშნავს? აბელაშვილები არ იტყვიან მიზეზს, ადა დაშავდება. იფიქრებენ რომ არ გამოდგა საცოლედ.
-არ მაინტერესებს, ყველამ იცის, რომ ადა წესიერი და პატიოსანი ადამიანია.
-რომელიც ღამღამობით აბელაშვილების სირცხვილთან დადის.
-ეკატერინე... ვერ გცნობ, წესიერად ისაუბრე ჩვენს შვილზე! ველაპარაკე ადას, არაფერი არ ხდება მათ შორის.
-რომ ხდებოდეს არც გეტყოდა.
-ადა უკვე ზრდასრული ადამიანია, ვერც შენ და ვერც მე ვერ ვაკონტროლებთ მის ცხოვრებას. თვითონ აგებს პასუხს ყველა გადაწყვეტილებაზე.
-არა, ასე არ არის. ადას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი დავით, რასაც ვერ ვასწავლი სანამ შენ ერევი და იცავ.
-ბოლოჯერ ვიმეორებ და გინდ მომისმინე და გინდ არა, მაგრამ ამაზე მეორედ აღარ ვისაუბრებთ. ადა გაშორდება დიმიტრის, შენ კიდე გვერდით დაუდგები როგორც დედა, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ეხლა. რაც შეეხება დაჩი აბელაშვილს, მე მჯერა ადასი.
-შენ ხვდები ადას, რომ მოსწონს ეს ბიჭი?
-და რა გავაკეთო ეკატერინე, დავუშალო?
-იცი რა ჭორები ...
-არ მადარდებს!! დამთავრდა. გვიანია და დავიღალე. მთელი დღე ოფისში ვარ და სახლში ნაღდად არ მინდა ადას მომავალ და შესაძლო საქმროს შესახებ დავა. მე რომ მესმინა ჩემი მშობლებისთვის, როდესაც შენ მომყავდი ეკატერინე, ახლა არც ადა იქნებოდა არც შენ იქნებოდი ამ სახლში. ამიტომ დაფიქრდი, სანამ შენ შვილს სიყვარულს დაუშლი და გააყოლებ იმ .. ნაბი*ვარს. ღამე მშვიდობის.
***
ეკატერინე ჯიუტი ქალი იყო, თუმცა შვილი მართლა ძალიან უყვარდა და ყველაფერს მისთვის აკეთებდა. თავისუფლად შეეძლო ჭორები გადაეტანა, არ იცოდა ადა რამდენად გაუმკლავდებოდა ამას. ქმართან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა არ შეწინააღმდეგებოდა არც დავითს და არც შვილს. საძინებელში ავიდა ადასთან სალაპარაკოდ.
-დედა, არ დაიწყო გეხვეწები. დღეს დიმიტრიმ ისეთი საშინელება გამიკეთა, რომ ნაღდად არიმსახურებს პატიებას.
-რა გააკეთა?
-ნინისთან ვიყავი-ადა საწოლზე ჩამოჯდა-ყველამ დავლიეთ, ირმაც იქ იყო. დიმიტრიმ მოათრია. ვთამაშობდით რაღაცას.. და ირმამ მკითხა.. დიმიტრი როგორია ს...
-რა დიმიტრი როგორია?
-საწოლში.
-ირმამ? ირმა როდიდან გახდა ასეთი...
-ბ*ზი?
-ადა! შეარჩიე სიტყვები. მაგრამ... დაახლოებით. ურცხვი.
-არ ვიცი. ყველას თვალწინ მკითხა.
-შენ რა უპასუხე?
-არაფერი, ტელეფონზე დამირეკეს.. და წამოვედი.
-ადა? რატომ მგონია რომ არც შენ დააკელი პასუხი?-ეკატერინეს გაეღიმა და გვერდით ჩამოუჯდა-კარგი მითხარი, გპირდები არ გაგკიცხავ.
-შენ უკეთ გეცოდინება თქო-ეკატერინეს წამით გაეცინა, მაგრამ ისევ სერიოზული სახე მიიღო.
-ადა, ფაქტობრივად ყველას უთხარი სიმართლე?
-დედა, ისეთი ნასვამები იყვნენ, მე დიმიტრი ვიყავი, თუ ადა იმას ვერ არჩევდნენ.
-ადა. დაჩიზე უნდა ვილაპარაკოთ.
-რა უნდა ვილაპარაკოთ დაჩიზე?
-მოგწონს?
-დედაა-ადა საწოლზე დაწვა და ბალიში დაიფარა თავზე-როგორ არ შეილება რო უბრალო მეგობრობის გჯეროდეთ შენ და მამას?
-მაშინ რატო ფარავ სახეს?
-დავიღალე და იმიტო. დაკითხვა მომიწყო ჯერ მამამ, მერე შენ. საათს შეხედე, საერთოდ მე მელოდებოდით? 4 საათია უკვე.
-კარგი. კარგი. მაგრამ თუ მოგეწონება.. მეტყვი ხო?
-დედა.
-თუ უკვე მოგწონს? ადა, დაჩი შ..
-ქალბატონო ეკატერინე, გთხოვთ დატოვოთ ოთახი, მეძინება. ჩემ პირად სივრცეში იჭრებით. ზედმეტად.
-კარგი. ღამე მშვიდობის.
***
დილით ადგომისთანავე ადამ ტელეფონი გათიშა, არ უნდოდა არავისთან ლაპარაკი. ყველა ახალი გამოსული იქნებოდა პახმელიიდან და არ აინტერესებდა რა ახსოვდათ იმ ღამიდან. ელოდებოდა, სანამ ვაჟა და დავითი მოგვარდებოდნენ ერთმანეთში. აბელაშვილების თავი ნაღდად არ ჰქონდა. ქორწილი რეალურად 2 დღეში უნდა ჩატარებულიყო. გეგმის მიხედვით სამზადისიც დღეს უნდა დაეწყო. სახლში დარჩენა არ უნდოდა, ამიტომ ლეპტოპის ჩანთა აიღო, კომპიუტერი ჩადო შიგნით და კაფეში წავიდა სამუშაოდ. იმედი ჰქონდა, რომ არავის შეხვდებოდა. მაგრამ უცებ გიორგი დაინახა, რომელიც ყავას ყიდულობდა წასაღებად.
-დილა მშვიდობის, მზეთუნახავო-მზის სათვალე ეკეთა, აშკარად თვითონაც საშინელი პახმელია ჰქონდა.
-დილა მშვიდობის...
-შენ მგონი ყველაზე მაგრა დათვერი და საერთოდ როგორ ფუნქციონირებ დღეს?
-რავი. მალევე გამოვედი.
კიდე ცოტახანი ილაპარაკეს, მაგრამ გიორგის ერთხელაც არ უხსენებია დიმიტრი, როგორც ჩანს გაიგო მათი ამბავი. თუმცა ადასთან მასზე საუბრის სურვილი არ ჰქონდა, იმდენი შეგნებაც გააჩნდა, რომ არ გაენაწყენებინა ადა. რეალურად ყველა დიმიტრის ძმაკაცი ძალიან ახლოს იყო ადასთან, უყვარდათ და დიდ პატივსაც სცემდნენ. დიმიტრის და ადას დაშორებით, მათი მეგობრობა არ შეწყდებოდა.
-კაი, წავედი მე. ხო შენი გადახდილია. რაც გინდა აიღე.
-მადლობა, მაგრამ...
-აბა შენ იცი-გადაკოცნა და წავიდა.
მთელი გულით უნდოდა რომ მეცადინეობაზე ფოკუსირებულიყო, მაგრამ არ გამოსდიოდა. სულ დაჩიზე ეფიქრებოდა. ბოლოს გადაწყვიტა თვითონაც დაბრუნებულიყო გერმანიაში. მარტო დარჩენა არ უნდოდა. ბილეთების ძებნა დაიწყო ინტერნეტში, როდესაც მესიჯი მოუვიდა ფეისბუქზე დაჩისგან.
-ტელეფონი რატომ გაქვს გათიშული?
ადას არ უპასუხია. 1-2 საათში კაფედანაც წამოვიდა,რადგან მანქანა ნინისთან ჰქონდა დატოვებული , ფეხით გადაწყვიტა სახლში წასვლა. სეირნობისას გაახსენდა, რომ დაჩის სამსახურთან უნდა გაევლო, მაგრამ უკვე გვიანი იყო გზის შეცვლა, რადგან ბენზინგასამართთან იყო. გატრიალება დააპირა, მაგრამ დაჩი თვითონ მივიდა ჩქარი ნაბიჯებით.
-მომეჩვენა, თუ გაბრუნებას აპირებდი-მისკენ შემოაბრუნა და გაუღიმა.
-არა, მაღაზიაში.. ვაპირებდი შესვლას.
-აჰამ. ადა საშინელი მატყუარა ხარ. რამე მოხდა? ისევ დიმიტრიმ გაწყენინა თუ რატომ გაქვს ყველაფერი გათიშული?
-არა, დიმიტრი არაფერ შუაშია.
-მაშინ მეორე საზიზღარმა აბელაშვილმა თუ შენმა რომელიმე მეგობარმა?
-საზიზღარმა..-ადას გაეცინა-არა, არ ვარ ნაწყენი.
-ადა, ცუდი მატყუარა ხარ თქო.
-არა, მართალი იყავი. მეც ვნახე ბილეთები გერმანიაში გასაფრენად და სრულიად მართალი ხარ, დროა ორივემ ჩვენ ცხოვრებას მივხედოთ. ჩამოვალთ ისევ არდადეგებზე , ვნახავთ ერთმაენთს და სრულიად საკმარისი იქნება. ამიტომ...-ადა გაუთავებლად ბოდავდა რაღაცას.
-ადა, მომისმინე. პირიქით. მართალი ხარ. დაველოდები სანამ კონკურსი დამთავრდება, პასუხს გავიგებ და თუ დადებითი იქნება არც წავალ.
-შენ.. შენ ეხლა მეღადავები? ბილეთი დავჯავშნე დაჩი.
-მე არ მითქვაამს.. და მოიცა, მე თუ წავალ ეს შენთვის რას ცვლის? მე რატო ვარ შენი გერმანიაში დაბრუნების მიზეზი?
-ეგ.. ეგ არ მითქვამს.. უბრალოდ მეგონა... კომენდანტი იწყება, თუ არ გინდა ორივემ ბენზინგასამართზე გავატაროთ ღამე, დროა წავიდეთ.
-ადა ჯერ 8ის წუთებია.
-სამსახურიდან გინდა რომ გაგაგდონ?
-არა, დამთავრდა ჩემი სმენა-დაჩიმ მოულოდნელად სიცილი დაიწყო, შემდეგ გააცნობიერა რომ ადას მკლავი კიდევ ხელით ეკავა და ოდნავ უკან დაიხია-უნდა დაგანახო შენი სახე, როგორ გინდა დამაჯერო რომ ნაწყენი არ ხარ.
-არ ვარ... არაფერს არ გაჯერებ.
-კარგი. მაშინ დამთანხმდები გასეირნებაზე.
-მეჩქარება..
-სად?
-კარგი, არსად, მაგრამ...
-ადა. მესმის, რატომაც ხარ ნაწყენი და ვერ ვხვდები, რატომ მიმალავ. უცებ გამოვიცვლი და ცოტახანი, სულ თხუთმეტი წუთი დამითმე.
ზუსტადაც ამ თხუთმეტი წუთის ეშინოდა ადას. დაჩისთან საუბრის შემდეგ როგორც ყოველთვის ტვინი ერეოდა. აი ახლაც, იტალიაში წასვლა გადაწყვიტა, ადამ იფიქრა, რომ თვითონაც უნდა წასულიყო. უცებ ისევ შეიცვალა აზრი. ვერ ხვდებოდა რატომ იყო ამდენად დამოკიდებული დაჩის გადაწყვეტილებაზე? დაჩიმ მალევე გამოიცვალა და სეირნობა გააგრძელეს.
-არ ვიცოდი ბილეთს თუ იღებდი, მაგიტომ მოგწერე დილით ლაპარაკი მინდოდა გუშინდელის მერე.
-კარგი, დავივიწყოთ.
-ადა, მე არ შემიძლია დავიწყება, როდესაც ვიცი, რომ ჩემზე ნაწყენი არის ვინმე.
-იმიტომ,რომ დუმილი კამათის სხვა მეთოდით გაგრძელებაა?-დაჩის გაუკვირდა, ადას რომ ახსოვდა მისი ნათქვამი.
-ანუ შენ კიდე მეკამათები?
-არა.. ისე გამახსენდა.
-ნერვი გაქვს და მე მეკამათები? დაჩი აბელაშვილს?
-კი. დაჩი აბელაშვილს.
-თუ გინდა რომ დავივიწყოთ მაცადე დასრულება ვსო. ვსაუბრობ.
-კარგი.
-ნუ მაწყვეტინებ-დიმიტრიც ცოტა აღელვებული იყო-მოკლედ. მინდა , რომ დედაჩემს სურპრიზი გავუკეთო, ჯერ ჩამოვიყვან და მერე ვეტყვი, რომ გრანტი დაგვიდასტურდა.
-მოიცადე, დაგიდასტურდა.
-ეგ გეგმის მეორე ნაწილია, ყველაფერი თუ დამიდასტურდა, მინდა რომ შენც დამეხმარო.. და მეწილე იყო. სანამ უარს მეტყვი, ან რამე მიზეზს მოიფიქრებ, გინდ გერმანიიდან იყოს, ონლაინ ჩავერთვებით, მოვიფიქრებთ რამეს. მაგრამ პროექტს ვერ დავწერდი, შენ რომ არა.
-თუ გინდა დაგეხმარები, მაგრამ მეწილე...
-არა, მეწილე.
-ერთი პირობით.
-რა პირობით?
-ინვესტორს მე ავირჩევ.
-რატომ მაქვს ეჭვი რომ კონკრეტულ ინვესტორზე გვაქვს საუბარი?
-ვიცი, რომ ყველაფრის დამოუკიდებლად დაწყება გინდა, არც მამიკოების ჩარევა და არავის, უბრალოდ მამაჩემს რომ მოვუყევი პროექტის იდეა ძალიანმოეწონა. თქვა თუ ნებას მომცემს მინდა ინვესტორი ვიყოო.
-და როგორ ვაწყენინო მამაშენს ჩვენს ბიზნესში ფულის ჩადებაზე, თუ შენ მეწილეობაზე დამთანხმდები?
-ანუ შევთანხმდით?
-შევთანხმდით . კონტრაქტსაც გავაფორმებთ და ადა.. როგორც მეწილე ვალდებული ხარ , რომ ყველა ჩემი დარეკილი აიღო და ყველა მესიჯზე მიპასუხო. გასაგებია?
-ვერ გავიგე-ადას გაეცინა.
-ამას აუცილებლად ჩავწერ კონტრაქტში.
-ჰმ.. კიდე? კიდე?
-მომაფიქრდება. როდის მიდიხარ გერმანიაში?
-არ... ვიცი.
-წეღან არ თქვი რომ ბილეთი დაჯავშნე?
ადა გაჩერდა და დაჩის მიუბრუნდა.
-საშინელი გავლენა გაქვს ჩემზე .
-რატო...-დაჩი აღელდა, არ მოეწონა საითაც მიდიოდა საუბარი.
-არ ვიცი... შენ გადაწყვიტე გაფრენა, უცებ მეც გადავწყვიტე წასვლა.
-მარტო არ გინდა დარჩენა. მესმის. და არც იქნები. ცოტა იმპულსური ადამიანი ვარ, მაპატიე რომ წინასწარ არ გაგაფრთხილე ბილეთზე. ზოგჯერ მემართე...
-არა, არ გაქ ბოდიში მოსახდელი. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ და არ ხარ ვალდებული მე მითხრა რას როგორ აკეთებ.
-ადა, უბრალო მეგობარი.. უბრალო მეგობარი? უბრალო მეგობარი უწოდე.. არ ვიცი თათას. მე და შენ უბრალო მეგობრები რომ არ ვართ, მგონი კარგა ხანია მიხვდი.
-კარგი, კარგი მეგობრები ვართ?
-საბავშვო ბაღში ვართ? საუკეთესო მეგობრები.
-აბა ახლო ამხანაგი?
-ახლო.. რა?-დაჩიმ გადაიხარხარა-კარგი მაგაზე კიდე ვიმუშავებთ.
-ნუ დამცინი.. მე გითხარი, რომ ფაქტობრივად უტვინო ვარ და ბატივით მოგყვები ყველაფერში რასაც მეუბნები.
-და მე იმავეს არ ვაკეთებ? დიმიტრისთან მთხოვე შერიგება, წამოგყევი. ვაჟასთან, მანდაც წამოვედი. დარჩენა მთხოვე ფაქტობრივად გუშინ. ადა, არაფერი არ არის ცუდი იმაში, რომ ადამიანის რჩევას მიყვე. ოღონდ რჩევას. მე პირიქით გირჩიე , გერმანიაში არ წახვიდე თქო.
-მართალი ხარ...-ცოტათი დამშვიდდა. დაჩისთან საუბარი ყველაზე დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო მოვლენა იყო ხოლმე მისთვის დღის განმავლობაში. ემოციურად დატვირთული. დასაწყისში პრობლემებით და მღელვარებით აღსავსე, ბოლოში კი ყველაფერი უპრობლემოდ სრულდებოდა.
-არ მომწონს.
-რა არ მოგწონს?
-შენი ხასიათი დღეს. რამე სხვა მოხდა კიდე?
-გარდა იმისა, რომ ქმარმა მიღალატა და ჩემს მაგივრად მამაჩემი აგვარებს ჩემ პრობლემებს? არა.
-რატომ აგვარებს შენს მაგივრად.
-იმიტომ,რომ მე გამბედაობა არ მყოფნის მეორედ მივიდე იქ და მშვიდად ვისაუბრო.
-მე წამოგყვები თუ გინდა.
-სალაპარაკოდ?
-შენთვითონ არ თქვი რომ გაწუხებს, მამა რომ აგვარებს შენს მაგივრად. ზრდასრული ადამიანი ხარ.
-არა.. არ შემიძლია. და გთხოვ არ დამაძალო.
-კარგი. როგორც გინდა. გახსოვს გუშინ რომ მითხარი, ეს დრო გამოვიყენოთ ერთმანეთის გასაცნობადო.
-ხო, მერე?
-ხვალ.. არ ვმუშაობ. ჩემი მეგობრები ამოვლენ და რაღაცეებს ამოიტანენ. მინდა გაგაცნო. რადგან მე უკვე ვიცნობ ალექსანდრესაც ნინისაც და.. ირმას გაცნობის სურვილით არ ვკვდები, მინდა შენც გაიცნო.
-ხო, მაგრამ მე არ წამიყვანიხარ მათ გასაცნობად.
-მაგის დროც მოვა. როცა მოგინდება.
-ეხლა, მაგათთან ერთად არაფრის კეთება მინდა.
-წამოხვალ?
-არ ვიცი.. არ ვარ გართობის ხასიათზე მართლა.. ისევ ბევრს დავლევ და..
-ვინ თქვა რომ დასალევად მოდიხარ?
-და... შენს მეგობრებს.. მოვეწონები?
-ადა-დაჩიმ ისევ სიცილი დაიწყო , გააჩერა და მხარზე ხელი დაადო-პირიქით ხომ არ უნდა გკითხო. შენ ცოტა სხვანაირ ადამიანებს ხარ მიჩვეული.
-ნუ... თუ შენნაირები არიან, არ გამიჭირდება . ცოტა მომბეზრდება.
-მოგბ.. მოგბეზრდება?
-ვხუმრობ-ეხლა ადამ გადაიხარხარა-რაა, შენ დამცინი იმის მერე რაც სასეირნოდ წამოვედით. მეც ხომ მაქვს უფლება. კარგი ამოვალ. რა ამოვიტანო?
-შენ მოდი. დანარჩენი არაფერი.
-კარგი.. უნდა წავიდე ეხლა, ოღონდ მართლა.
-ხო , ვხედავ ნაწყენი რო აღარ ხარ, უბრალოდ დაბოღმილად მეხუმრები.
-დაჩი.
-კარგი. ვხუმრობ.. ვხუმრობ. ხვალამდე-გადაკოცნა და სახლისკენ წავიდა. ადას სახლიც ახლოს იყო და კომენდანტამდე მოასწრო მისვლა.
***
ქორწილის წინა დღე. დილიდან არ გაჩერებულა ზარები ეკატერინეს ტელეფონზე. ყველა ქორწილის შესახებ ურეკავდა, როგორც ჩანს ვაჟას და დავითს უკვე მოეგვარებინათ ეს საკითხი. თუმცა ადამ არ იცოდა რა თქვეს სიმართლის ნაცვლად. დილით ადრე ადგა, ხალათი შემოიცვა და ქვევით ჩავიდა. მის და გასაკვირად ეკატერინეც და დავითიც სახლში იყვნენ და საუზმობდნენ.
-დილა მშვიდობის-გაკვირვებულმა გახედა ორივეს.
-დილა მშვიდობის ადა. მოდი, დაჯექი.
ადა მაგიდას მიუჯდა.
-როგორც.. მივხვდი, დღეს სამსახურში არ მიდიხარ?-მამამისს მიუტრიალდა.
-არა.
-ანუ უკვე თქვით.. რომ გავშორდით?
-კი.
-რა მიზეზი თქვით?
-მკაცრად გავაფრთხილეთ აბელაშვილები, რომ არანაირ მიზეზს არ ვამბობთ.
-რა?
-ადა, შენ ეს საქმე მე მომანდე უკვე. ამიტომ მე ის გადაწყვეტილება მივიღე , რაც სწორად ჩავთვალე.
-და დიმიტრი ამ ყველაფრიდან ესე მშვიდად და წყნარად გამოვა?
-რანაირად გამოვა მშვიდად, ცოლი დაკარგა-ეკატერინეს გაუკვირდა ადას ქცევა. ადა არ ჰგავდა ბოღმიან ადამიანს, რომელსაც სამაგიეროს გადახდა სურდა. თუმცა აქ ბოღმა არაფერ შუაში იყო. ღალატი ბოღმასთან დიდ კავშირში არ არის.
-კარგი. როგორც გინდათ. წავალ გამოვიცვლი, კაფეში გავალ სადმე.
-მოიცადე, არ დაგვიმთავრებია-დავითმა შეაჩერა-შენ სწავლაზეც უნდა ვისაუბროთ. თვის ბოლომდე აქ დარჩები. მესმის, რომ რთული პერიოდი გაქვს. მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდები.
-რ-რატომ?
-უხარისხოა ესე სწავლა. ტყუილა არ ვიხდით ფულს იმხელა უნივესიტეტში. აქამდე არაფერი გითხარი ისევ დიმიტრის გამო, ვიფიქრე მისი საზრუნავია თქო. ეხლა ყველაფერი შეიცვალა.
-მამა, თვის ბოლო 1 კვირაშია.
-ხო.
-ეს ჩემი არჩევანი არ არის?
-ადა, სწავლას უნდა მიხედო. ბოლო წელია. კარიერა უნდა აიწყო. რომ ჩამოხვალ აქ უნდა დასაქმდე ზაფხულში და მერე ისევ მაგისტრატურა. ამ დიმიტრის ხომ არ შეწირავ შენ მთელ კარიერას?
-მარტო დიმიტრიზე არ არის აქ ლაპარაკი. მეგობრები მყავს...
-ამდენი ხანი არ გადარდებდა ეგ ფაქტი.
-ეხლა მაქვს არჩევნის საშუალება და იმიტო. არ მინდა ჯერ წასვლა.
-ადა, 1 კვირა გაქვს წინ. დაისვენებ, დამშვიდდები და შემდეგ წახვალ. აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი.
-როგორც ჩანს შევცდი, არჩევანი არ მქონია-მაგიდიდან წამოდგა. გაღიზიანდა მშობლებთან საუბრის შემდეგ. ხვდებოდა რასაც უკეთებდნენ. სწავლის ხარისხის გამო არავინ აბრუნებდა გერმანიაში. არ უნდოდათ რომ ხალხისთვის საჭორაო მიზეზი მიეცათ. ვერ იჯერებდა, რომ კიდევ ამაზე დარდობდნენ მისი მშობლები და ყველაზე მეტად იმაზე ღიზიანდებოდა, რომ ვერც შეეწინააღმდეგებოდა. ისინი უხდიდნენ სწავლის და საცხოვრებლის ფულსაც, დიდი არჩევანი აქ არ იყო. ერთის გარდა. თუ დაჩის პროექტი დაფინანსებას მიიღებდა და ადა მეწილე გახდებოდა , თავისუფლად შეძლებდა უნივერსიტეტის მეორე სემესტრის საფასურის დაფარვას და აღარ მოუწევდა გერმანიაში წასვლა. ამიტომ გადაწყვიტა დაჩისთვის არაფერი ეთქვა ჯერ. უცებ ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა, გახსნა და ფეისბუქის ნოთიფიქეიშენი დახვდა. დღეს დაჩის დაბადების დღე იყო. როგორც ჩანს მეგობრების გასაცნობად კი არ ეძახდა, არამედ დაბადების დღეზე პატიჟებდა. ადა საგონებელში ჩავარდა, ნამდვილად დაბადების დღის თარიღი იყო მითითებული? მაშინ რატომ არ უთხრა არაფერი დაჩიმ? მის პროფილზე გადავიდა და მილოცვები ნახა. ნამდვილად დღეს ჰქონდა. მეორე პრობლემა. რა უნდა ეჩუქებინა ადამიანისთვის, რომელიც ყველა ძვირიან საჩუქარს უკან დაუბრუნებდა. თან არც ერთ მის მეგობარს არ იცნობდა. გადაწყვიტა რამე უბრალო, მაგრამ გამოსადეგი ეჩუქებინა. მომავალ დაბადების დღეზე კი ნამდვილად საუკეთესო საჩუქარს აჩუქებდა.
***
დილით ჯერ კაფეში გავიდა, ბოლო ფინალური წერა ონლაინ. ყავა დალია და შემდეგ დაჩის საჩუქარზე გავიდა. მაღაზიაში ერთ-ერთი ნაცნობი შეხვდა. თათას დაქალი თინა. ღმერთო რას არ იზამდა,ოღონდ მიწა გამსკდარიყო და იქვე ჩაეტანა. გატრიალება სცადა ჩუმად, მაგრამ მსგავს ხალხს ვერაფერს გამოაპარებ.
-ადა, საყვარელო. შენ ხარ?
-კი, თინა.. მე ვარ-ნაძალადევი ღიმილით, შეტრიალდა-როგორ ხარ თინა?
-შენ როგორ ხარ ადა?-ახლოს მივიდა და მხარზე ხელი დაადო-ხომ ხარ მშვიდად?
-კარგად ვარ. მადლობა.
-ალბათ როგორ განიცდი...
-რას?
-გაშორებას. ხო გაშორდი ქმარს? ხვალ რომ უნდა გქონოდათ ქორწილი?-ადას თინას შეხსენების გარეშეც ახსოვდა, უბრალოდ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი-აი მეც ეხლა ვყიდულობ ჩემი ნოდიკოსთვის რაღაცეებს. ცოლი მოიყვანა ამას წინათ და სახლი ბოლომდე არ მოუწყვიათ-რა საჭირო იყო ადას სახის წინ მისი შვილის ბედნიერების ფრიალი? ზოგჯერ მათ საზოგადოებაში ფულზე მეტად, ქორწინებას და იდეალურ ოჯახს თვლიდნენ წარმატებად. ოღონდ განსხვავებას დააკვირდით, იდეალურ და არა ბედნიერ. რადგან ნოდარიკოს დედა ყიდულობდა სახლისთვის ავეჯსაც და ელექტრო მოწყობილებებს, თქვენთვითონ გამოიტანეთ დასკვნა, რამდენად ბედნიერი თანაცხოვრება ექნებათ ნოდარიკოს, მის ცოლს და თინას.
-გამიხარდა შენი ნახვა, მაგრამ მართლა მეჩქარება თინა.
-რას ყიდულობ საყვარელო?
-საჩუქარს მეგობრისთვის.
-უი, ნინისთვის ხომ არა? ამას წინათ არ ჰქონდა დაბადების დღე? რით ვერ თხოვა ხელი ამ ალექსანდრემ არა? -გადაიფიქრა საჩუქრის ყიდვა დაჩისთვის, ეხლა რამეს აიღებდა და თინას ცხვირპირს გაუერთიანებდა.
-არა, ნინისთვის არა. აბა კარგად თინა-კონსულტანტთან მივიდა, დაჩის საჩუქარი იყიდა და სახლში გავიდა მოსამზადებლად. ამასობაში დაჩიმაც დაურეკა.
-აი ტელეფონის აღებაც ვისწავლეთ ხომ?
-კი. როგორ ხარ?
-კარგად. თავად?
-მ..ეც.
-მ..ეც?
-ხო მეც.
-კიდე ერთხელ თუ გაიმეორებ დავიჯერებ. მოხდა რამე?
-არა, რაღაცას ვაკეთებ-დაჩის საჩუქარს ახვევდა და თან ტელეფონზე ლაპარაკობდა. მაგრმა რეალურად თინასთან შეხვედრამ ნაღდად იქონია მის ხასიათზე გავლენა.
-დღეს.. ხო არ დაგვიწყებია ჩემთან რომ მოდიხარ?
-არაა. ალბათ ოდნავ გვიან შემოგირბენ. მერე მგონი ალექსასთან რაღაც ტუსოვკაა და იქ მივდივარ.
-ალექსასთან..-ცოტახნით პაუზა გააკეთა დაჩიმ. თუმცა ადა იტყუებოდა, უნდოდა ცოტა გაეღიზიანებინა და სამაიგერო გადაეხადა დაბადების დღის შესახებ რომ დაუმალა. ახლა ისე მოექცეოდა თითქოს ეს დღე დიდად მნიშვნელოვანი არ იყო მისთვის.
-ხო, ამჯერად წესიერი დასალევი ექნებათ ალბათ. გამომივლიან შენთან.
-და მალე წახვალ? მინდოდა რომ კარგად გაგეცნო ჩემი მეგობრები.
-გავიცნობ, კი. კარგი, ეხლა უნდა წავიდე ეკატერინე მეძახის. აბა საღამომდე-ადამ გაუთიშა და საჩუქარი გვერდით გადადო. რამდენ დაბადების დღეზე ყოფილა, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად ნერვიულობდა. ჯერ საჩუქარზე, მერე დაჩის მეგობრებზე. დაჩის გაცნობის პირველივე დღიდან, მასზე 10 ჯერ ჭკვიანად მიაჩნდა. მის ძმაკაცებზე, რომ ფიქრობდა, გული უსკდებოდა. რა საერთო უნდა გამოენახა მათთან. ან იქნებ საერთოდაც ვინმე დაქალებიც ჰყოლოდა იქ, ადა ზედმეტად გამოწყობილი მისულიყო და თავი შეერცხვინა. წინასწარ გაწითლდა სირცხვილისგან. მერე გააცნობიერა, რომ უბრალოდ ერთ ადგილას იჯდა და კედელს მისჩერებოდა. ეკატერინეს ხმამ გამოაფხიზლა.
-ადა. ხომ კარგად ხარ?
-კი-უხეშად უპასუხა, როგორც გაბრაზებულ თინეიჯერებს სჩვევიათ ხოლმე, ადგა და კარადაში ტანსაცმლის არჩევა დაიწყო.
-ადა, მესმის ნაწყენი ხარ რომ შენ არ გკითხეთ გერმანიაში წასვლაზე.
-არ ვარ...-ადამ ღრმად ამოისუნთქა-სხვა პრობლემები მაქვს ეხლა.
-ეს რა არის?
-დაჩის საჩუქარი. დაბადების დღე აქვს დღეს.
-რა უყიდე?
-ჩ... არ აქვს მნიშვნელობა-ადას გაეცინა, ეკატერინესთვის რომ ეთქვა ვერ გააგებინებდა რატომ უყიდა ესეთი საჩუქარი.
-კარგი , ადა გთხოვ დამელაპარაკე.
-ვნერვიულობ-ძლივს შემობრუნდა და დედამისს აღელვებულმა გახედა-მეგობრები იქნებიან იქ დაჩის. სულ სხვა წრე ყავს.
-ნარკომანების?
-დედა. რა ნარკომანები.
-აბა?
-ნუ ჩვენგან ბევრად განსხვავებულები. ყოველ მეორეს მშობელი პარლამენტარი და ბიზნესმენი არ არის.
-ანუ ღარიბები არიან?
-არა...-ადამ ღრმად ამოისუნთქა-არ ვიცი. მაგრამ განსხვავებულები. არ ვიცი როგორ უნდა ჩავიცვა ისე, რომ არავის დასაცინი არ გავხდე იქ.
-გასაგებია..-ეკატერინე წამოდგა და კარადასთან მივიდა, ცალ ხელში ჯინსი და ჩვეულებრივი შავი ზედა ეკავა, მეორეში შავი ელეგანტური, თუმცა ყოველდღიური კაბა.
-ჯინსი.. სერიოზულად?
-აირჩიე.
-კაბა.. არც მახსოვს საიდან მაქვს. იმედია დიმიტრის არ უჩუქებია.
-არა, დიმიტრი მსგავს იცი რომ არ გაჩუქებდა. იმიტომ არ გახსოვს , რომ არსად ჩაგიცვამს. მე გიყიდე 1-2 წლის წინ. ბოლო კაბაა რაც გიყიდე.
-კარგი.. ამას ჩავიცმევ. მაკიაჟს არ გავიკეთებ-ეკატერინეს ეცინებოდა ადას მღელვარებაზე. რა თქმა უნდა ნერვიულობდა, რადგან ხვდებოდა ადას აღელვების მიზეზს. არ უნდოდა რომ ეს გატაცება სერიოზულ სიყვარულში გადასულიყო. იმედი ჰქონდა, რომ მხოლოდ დიმიტრის დავიწყებას ცდილობდა.
-და მაინც რა უყიდე საჩუქრად?
-რო მოვალ მერე გეტყვი. ამაზე ნაღდად იღადავებენ, მაგრამ ზუსტად მაგიტომ ვიყიდე. ძვირიან საჩუქარს არ გამომართმევდა.. დიმიტრის კიდე სულ საათებს ან რამე სუნამოს ვჩუქნიდი. ერთხელ სულელური 300 დოლარიანი შარფი ვუყიდე.. ნეტა რამ მაყიდინა საზიზღრობა იოყ.
-სულ.. რომ უკეთია მაგ შარფზე ამბობ?
-კი.. საშინელებაა, სულ მინდოდა მომეხრჩო. ეხლა კიდე უფრო მინდა. მოკლედ. წავალ გამოვიცვლი.
***
9 საათი გამხდარიყო და ადა ჯერ სახლიდანაც არ იყო გასული. დაჩიმ ორჯერ დაურეკა, მაგრამ არაფეირ. როგორც იქნა ათის ნახევარი იყო, კარზე კაკუნი რომ გაისმა. დაჩის ერთ-ერთმა მეგობარმა გააღო, რადგან თვითონ აივანზე იყო.
-გამარჯობაა, ადა ხომ? ლაშა. კიდე კაი მოხვედი,თორე ცოტაც და ტირილს დაიწყებდა. სერიოზულად-ლაშა ისე სწრაფად ლაპარაკობდა, ადამ ვერაფერი ვერ გაიგო, უცებ გადაკოცნეს ერთმანეთი. მერე ლაშამ შიგნით შეიყვანა და დაჩის ხმამაღლა დაუძახა. ოთახში დაჩის გარდა კიდე ხუთნი იყვნენ. 2 გოგო და 3 ბიჭი.
-არ ესმის მუსიკის გამო. მოდი მანამდე დანარჩენებს გაგაცნობ. ჩემი ერთი და განუმეორებელი შეყვარებული ელენე გაიცანი.
-სასიამოვნოა ადაა, ძლივს არ გაგიცანით. გაგვიბურღა ტვინი შენზე ლაპარაკით-ელენემაც გადაკოცნა.
-ჩემთვისაც..
-ეს ..ოო ეს არის ვინც არის.
-ლაშა გეყოფა-ანიმ გააჩერა სიცილით-ანი. სასიამოვნოა.
-ასევე-ადა თავს ცოტა უხერხულად გრძნობდა. მართალია გოგოები მართლა სპორტულებით არ იყვნენ მისულები, მაგრამ მარტო თვითონ გრძნობდა თავს გამოწყობილად.
-აღარ გვინდა შენი წარდგენა რა-ერთმა ბიჭმა გააწყვეტინა-ნიკო-ნიკო ადასთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და შემდეგ ხელზე აკოცა-თქვენს გვერდით მიგულეთ ამ საღამოს.
-და ბოლოს-ადა ფაქტობრივად ალყაში იყო მოქცეული-გვერდით ნიკო ედგა, წინ ლაშა და მარცხნიდან კიდევ ერთი ბიჭი მიუახლოვდა-სანდრო. სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც..
-ეს საჩუქარიაა? რა უყიდეე?-ანი მიუახლოვდა და ჩაიჭყიტა ცელოფანში.
-ორი წუთით მივალ მივულოცავ და მოვალ-ადა აივანზე გავიდა. დაჩის უკნიდან მიეპარა და ლოყაზე აკოცა-გილოცავ.
-ადა?-გაკვირვებული შემოტრიალდა, ოდნავ ნაწყენი სახით-რ.. საიდან გაიგე?
-სულელო, ფეისბუქზე გყავარ მეგობრებში.
-მეგონა არ მოხვიდოდი.
-გეგმაც ეგ იყო.
-და ალექსას ტუსოვკა?
-არანაირი ტუსოვკა არ არის. არა ტუსოვკა უეჭველი ექნებათ ,მაგრამ მე არ მივდივარ. აბა გახსენი-ადა სიცილს ძლივს იკავებდა და დაჩის საჩუქარი მისცა.
-ადა... აი ამიტომ არ გითხარი.
-დამიჯერე, რომ გახსნი კიდევ უფრო ინანებ რომ არ მითხარი-ახლა უკვე ხარხარებდა. უკაც ანი და ელენე იდგნენ, ცნობისმოყვარეობით აღსავსე. დაჩიმ ცელფონიდან ყუთი ამოიღო და რომ გახსნა ჩაიდანი დახვდა. ცოტახანი უყურა, მერე ადას გახედა და გაეღიმა.
-შენ.. რა ჩაიდანი მაჩუქე?
-საშინელი ჩაიდანი გაქვს.რამდენჯერ ყავას და ჩაის მიკეთებდი, მინდოდა რომ აივნიდან მესროლა ისეთი ხმა ჰქონდა.
-რ..ადა.. -ეხლა უკვე დაჩისაც ეცინებოდა, შუბლზე აკოცა და ჩაეხუტა-წამოდი . გაგაცნობ ბავშვებს.
-ჩვენ უკვე გავიცანიიით-ანიც გამოვიდა-ვაიმე.. ჩაიდანიი კიდევ კარგი. საშინელი ხმა აქვს ხოომ ძველს?
-კიი. მაგიტომ ვუყიდე-ადა ღიმილით უყურებდა დაჩის.
-ხო დამცინეთ. თქვენ მაინც ძველით გაგიკეთებთ ნერვები რო მოგეშალოთ. ვსო შევედით-დაჩიმ გოგოები შიგნით შეიყვანა და აივნის კარი დახურა-ადა მომეცი პალტო დაგცხება, დავკიდებ სადმე.
ადას სულ გადაავიწყდა პალტო რომ ეცვა. ჩანთა მაგიდაზე დადო და პალტო დაჩის მიაწოდა. ის კიდევ უცნაური სახით უყურებდა.
-ადა... -როგროც ჩანს კაბას უყურებდა. ამ დროს ლაშას და ნიკოს ყურადღებაც მიიპყრო-რ..
-რა.. საშინელი კაბაა ხო?
-ძალიან ლამაზი ხარ-ძლივს ამოღერღა ეს სამი სიტყვა, პალტო საძინებელში გაიტანა და უკან ბორძიკით გამოვიდა. წინ საუკეთესო დაბადების დღე ელოდებოდა.



№1  offline წევრი Chocolate from White Hell

ვა, პირველი ვარ:დდდ ხოხ, მომწონს პირველობა.
მოკლედ, ღრმაწიკულ ნიუანსებზე დიდად არ შევჩერდები-ორიოდე სიტყვით შეგაწყენ თავს.
როგორც დიდი მეცენატი, ანუ მე:დდდ ვიტყოდი, რომ ხარვეზები გაქვს. ზოგი სინტაქსური, ზოგიც სიტყვიერი. სამეგობრო წრეში "მოჟნა", მაგრამ აქ რავი. სიტყვის გაგრძლება(მიხვდები რა ადგილებსაც ვგულისხომ), უხეშად ჩანს, რა...თვალს ძალიან ბევრი წერტილუკაც ეკვეხება კითხვის დროს და წამსხიპე თავი, თუ გინდა:დდდ
გამოსწორებადია ყველაფერი. მეტი მოინდომე და ვაფშე პერფექტო იქნება❤️
ჰო, სიუჟეტის დროა....
გუშინ წავიკითხე რვავე თავი. თვალები დამეთხლიშა, დიად მაჯლაჯუნებს ვფიცავ:დდ მაგრამ მომეწონა. ბოლო თავზე, კომენტარის დატოვება მინდოდა, მაგრამ აღარ შემეძლო:დდ დაგელოდე მე-9 თავამდე და მეც აქ ვარ.
კიდევ რა...ცოტა მეტი ინტრიგა მინდა, ხვდები? რაღაცები ჩახლართე, საიდუმლოდ დატოვე და ბოლოს ახსენი ფარდა, ან რამე, რა.
ისეთი ისტორიაა, იმენა ტიპი ექშენს ითხოვს:დდდ მეც ვითხოვ, გენაცვა. ოღონდაც, ამ გამოქინძებულ დიმიტრის ნუ აპარპაშებ, თორემ გული გამიქვავდება:დდ დაჩი...დაჩი უკვე მიყვარს, მაგრამ იმედია ბოლომდე ასეთი ხაზი გაჰყვება მას-სათნო და თბილი უნდა იყოს ბოლომდე. ნუ, ავტორი შენ ხარ და შენ უკეთ იცი, მაგრამ ჩემს პაწაწუნა სურვილს გამცნობ:დდ

ველ...წარმატებები, გოგონი და გელი-ახალი თავით.
აქ ვარ მეც. სადღაც-კუთხეში.
აბა შენ იცი!❤️

 


დაჩის საჩუქარზე მეც ძალიან ბევრი ვიცინე :)
მიხარია სიტუაცია ნელ-ნელა რომ ლაგდება. ისიც ძალიან მახარებს, რომ სეას მშობლები გვერდში უდგანან, განსაკუთრებით თამარი, რომელსაც ცოტა ცუდი რეაქცია ჰქონდა დეას საქციელზე, მაგრამ ახლა ისეთი დედაა როგორიც უნდა იყოს❤ მიხარია ისეთ დედად, რომ არ აქციე ხალხის აზრს ყველაფერზე წინ რომ აყენებს, საშინელებებს აკეთებენ და ამით შვილებს ცხოვრებას უნგრევენ.
დაჩის და ადას წყვილს რაც შეეხება, ჯერ არ უნდა იჩქარონ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვითარდეს მათი ურთიერთობა და დეაც თუ გერმანიაში დაბრუნდება და სწავლას იქ დაასრულებს უკეთესი იქნება. ასე მეტი დრო ექნებათ საკუთარ გრძნობებში გასარკვევად.ეს ჩემი მოკრძალებული აზრია :)
დაჩის სამეგობრო მომეწონა და ვფიქრობ დეა მალე ამ სამეგობროს სრულუფლებიანი წევრი გახდება ❤

ახლა რაც შეეხება შეცდომებს :( თვალში ბევრი წერტილი მომხვდა და ცოტა არ იყოს უსიამოვნოა. ისევ აქტიურად იყენებ სიტყვა "ნაღდად," ცუდად არ გამოგო, მაგრამ ლიტერატურულად ნამდვილად არასწორია. ეს რომ იყოს ისტორია "ძველ ბიჭებზე" მაშინ კიდევ ხო, მისაღებია მსგავსი ლექსიკა. მე შენს ადგილზე, რომ ვიყო მეწილეს ნაცვლად პარტნიორს ვიტყოდი, უფრო კარგად ჟღერს :) ხო, კიდევ "ეხლა" არაა სწორი, სწორია-ახლა.
ისევ იმედი მაქვს არ მიწყენ.
აქვე რჩევა, სანამ ატვირთავ გადახედე ხოლმე ნაწერს, (მჯერა, რომ ასეც იქცევი) მეტი ეფექტისტვის ხმამაღლა წაიკითხე და თავადვე მიხვდები შეცდომებს❤
ველოდები შემდეგ მსუყე თავს❤

 


№3  offline წევრი sati

რუსკიმარუსია
დაჩის საჩუქარზე მეც ძალიან ბევრი ვიცინე :)
მიხარია სიტუაცია ნელ-ნელა რომ ლაგდება. ისიც ძალიან მახარებს, რომ სეას მშობლები გვერდში უდგანან, განსაკუთრებით თამარი, რომელსაც ცოტა ცუდი რეაქცია ჰქონდა დეას საქციელზე, მაგრამ ახლა ისეთი დედაა როგორიც უნდა იყოს❤ მიხარია ისეთ დედად, რომ არ აქციე ხალხის აზრს ყველაფერზე წინ რომ აყენებს, საშინელებებს აკეთებენ და ამით შვილებს ცხოვრებას უნგრევენ.
დაჩის და ადას წყვილს რაც შეეხება, ჯერ არ უნდა იჩქარონ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვითარდეს მათი ურთიერთობა და დეაც თუ გერმანიაში დაბრუნდება და სწავლას იქ დაასრულებს უკეთესი იქნება. ასე მეტი დრო ექნებათ საკუთარ გრძნობებში გასარკვევად.ეს ჩემი მოკრძალებული აზრია :)
დაჩის სამეგობრო მომეწონა და ვფიქრობ დეა მალე ამ სამეგობროს სრულუფლებიანი წევრი გახდება ❤

ახლა რაც შეეხება შეცდომებს :( თვალში ბევრი წერტილი მომხვდა და ცოტა არ იყოს უსიამოვნოა. ისევ აქტიურად იყენებ სიტყვა "ნაღდად," ცუდად არ გამოგო, მაგრამ ლიტერატურულად ნამდვილად არასწორია. ეს რომ იყოს ისტორია "ძველ ბიჭებზე" მაშინ კიდევ ხო, მისაღებია მსგავსი ლექსიკა. მე შენს ადგილზე, რომ ვიყო მეწილეს ნაცვლად პარტნიორს ვიტყოდი, უფრო კარგად ჟღერს :) ხო, კიდევ "ეხლა" არაა სწორი, სწორია-ახლა.
ისევ იმედი მაქვს არ მიწყენ.
აქვე რჩევა, სანამ ატვირთავ გადახედე ხოლმე ნაწერს, (მჯერა, რომ ასეც იქცევი) მეტი ეფექტისტვის ხმამაღლა წაიკითხე და თავადვე მიხვდები შეცდომებს❤
ველოდები შემდეგ მსუყე თავს❤

არა რა წყენაა <3 გეთანხმები ნელა უნდა განვითარდეს მათი ურთიერთობა, უბრალოდ ვიფიქრე ძალიან ხო არ გავწელე თქო. მიხარია თუ მოგწოონს ❤❤

Chocolate from White Hell
ვა, პირველი ვარ:დდდ ხოხ, მომწონს პირველობა.
მოკლედ, ღრმაწიკულ ნიუანსებზე დიდად არ შევჩერდები-ორიოდე სიტყვით შეგაწყენ თავს.
როგორც დიდი მეცენატი, ანუ მე:დდდ ვიტყოდი, რომ ხარვეზები გაქვს. ზოგი სინტაქსური, ზოგიც სიტყვიერი. სამეგობრო წრეში "მოჟნა", მაგრამ აქ რავი. სიტყვის გაგრძლება(მიხვდები რა ადგილებსაც ვგულისხომ), უხეშად ჩანს, რა...თვალს ძალიან ბევრი წერტილუკაც ეკვეხება კითხვის დროს და წამსხიპე თავი, თუ გინდა:დდდ
გამოსწორებადია ყველაფერი. მეტი მოინდომე და ვაფშე პერფექტო იქნება❤️
ჰო, სიუჟეტის დროა....
გუშინ წავიკითხე რვავე თავი. თვალები დამეთხლიშა, დიად მაჯლაჯუნებს ვფიცავ:დდ მაგრამ მომეწონა. ბოლო თავზე, კომენტარის დატოვება მინდოდა, მაგრამ აღარ შემეძლო:დდ დაგელოდე მე-9 თავამდე და მეც აქ ვარ.
კიდევ რა...ცოტა მეტი ინტრიგა მინდა, ხვდები? რაღაცები ჩახლართე, საიდუმლოდ დატოვე და ბოლოს ახსენი ფარდა, ან რამე, რა.
ისეთი ისტორიაა, იმენა ტიპი ექშენს ითხოვს:დდდ მეც ვითხოვ, გენაცვა. ოღონდაც, ამ გამოქინძებულ დიმიტრის ნუ აპარპაშებ, თორემ გული გამიქვავდება:დდ დაჩი...დაჩი უკვე მიყვარს, მაგრამ იმედია ბოლომდე ასეთი ხაზი გაჰყვება მას-სათნო და თბილი უნდა იყოს ბოლომდე. ნუ, ავტორი შენ ხარ და შენ უკეთ იცი, მაგრამ ჩემს პაწაწუნა სურვილს გამცნობ:დდ

ველ...წარმატებები, გოგონი და გელი-ახალი თავით.
აქ ვარ მეც. სადღაც-კუთხეში.
აბა შენ იცი!❤️

❤❤❤❤

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

Დღეს დადებ?

 


№5  offline წევრი sati

სტუმარი მარი
Დღეს დადებ?

ცოტა რთული დღე მაქვს, მაგრამ ვეცდები ღამე დავდო ცოტა მოგვიანებით. heart_eyes

 


№6  offline წევრი sati

sati
სტუმარი მარი
Დღეს დადებ?

ცოტა რთული დღე მაქვს, მაგრამ ვეცდები ღამე დავდო ცოტა მოგვიანებით. heart_eyes

დღეს ვერანაირად ვახერხებ უნივერსიტეტი მეწყება და საგიჟეთი მააქვს მაგრამ ხვალ აუცილებლად დავდეებ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent