შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთნ ერთად 2 ნაწილი X


27-02-2021, 13:47
ავტორი EREM_UDU
ნანახია 676

აი დაბრუნდა ჩემი სიზმარი ასე ნანატრი სიზმარი,ხომ ვთქვი რომ ამ სიზმრის დაბრუნებისათვის თუ საჭირო იყო მოვკვდებოდი...
ჰო,ჩემო ტკბილო ვიცი როგორი ჯიუტიც მყავხარ, მაგრამ ნუცდილობ ნიაკო აქ მოსვლას,ეს ხომ მხოლოდ შენი წარმოსახვაა, რომელიც აღარ გაგრძელდება დიდხანს,უნდა დაბრუნდე და უკვე სამუდამოდ ბოლოჯერ მხედავ უნდა დაგემშვიდობო,უნდა გამიშვა გეყოს ბავშობა ვნებ თავს ჩემო ტკბილო,მიყვარხარ და გკოცნი ახლა წადი გელოდებიან რეალურ სამყაროში დაი იქ მეც დაგხვდები გპირდები.
სახეზე რაღაც ძალიან ცივის შეხება ვიგრძენი,გავახილე თვალები, კუპრივით შავი ცა მოჩანს,წვიმის წვეთები პირდაპირ სახეზე მეცემა რამოდენიმე ადამიანი შეკრებილა ჩემს გარშემო,მათ შორის ვხედავ იმ ტკივილის ყველაზე დიდ მიზეზს ჩსისიხლიანებული თვალებით დამყურებს თავზე და თითქოს იაზრებს რა გამიკეთა, როგორ მომაყენა ჭრილობები და რამდენი ტკივილი დამიტოვა მისი წასვლით,თუმცა ახლა ისე დგას ჩემთან თითქოს არაფერ შუაში იყოს, ამ წამს მის სისხლიან თვალებს აღარ აქვს ფასი,წამით თვალი მის თითზე გამიშტერდა რომელზეც ჩვენი სიყვარულის გამომხატევლი ნიშანი უნდა ეტარებინა , თუმცა ახლა კალიცო ეკეთა რომელიც ყველაზე უფრო დიდი ბორკილი იყო მთელ სამყაროში,უცბად შეიშმუშნა და ხელი ჯიბეში ჩაიყო, ამასობაში წამომაყენეს მათემ ხელი გამომიწოდა და ხალხს მადლობა გადაუხადა.
-როგორ მომაგენი?
-ჯერ კიდევ მახსოვს შენი საყვარელი ადგილები,
-აჰამ,გასაგებია!!
და საშინელი დუმილი ჩამოწვა რომედენიმე ნაბიჯი გადავდგით და უცბად დავინახე ჩვენსკენ მომავალი რეზი, ღმერთო როგორ გამიხარდა, მაშველი ძალის დანახვა,მოგვიახლოვდა და გადამეხვია,როგორი თბილი იყო როგორ მჭირდებოდა ახლა ეს მათე ყოფილიყო, მაგრამ არა...
-შენ ვიღამ დაგირეკა?
-როგორც ჩანს ჩემ ნომერს ისევ ჯიბით ატარებ და ჩაიცინა მადლობა რომ დაეხმარეთ...
-რეზი ეს მათეა გაიცანი,ძლივს ამოვღერღე,თუმცა არ დაიბნა რეზიი და წამში მიხვდა ვინც იყო, კიდევ უფრო მომიახლოვდა და გულზე მიმიკრა.
-ძალიან სასიამოვნოა როდესაც ნია გავიცანი მაშინ რაღაცეები მომიყვა თქვენზე თუმცა ძალიან უმნიშვნელო დეტალები რაც ალბათ საჭირო იყო ახალი ურთიერთობის დაწყებისას ცოდნოდა პარტნიორს,ძალიან გამიხარდება თუ უფრო ახლოს გაგიცნობთ და კიდევ ერთხელ მადლობა რომ დაეხმარეთ ჩემს ნიას.
-არაფერს რას ბრძანებთ, სასიამოვნოა ჩემთვისაც რეზი...
-როგორ დასველებულხარ საყვარელო მოიხურე კურტკა და წავიდეთ თორემ გაცივდები, მათე ბოდიში უნდა წავიდეთ ჩვენ.
-არაა,პრობლემა და მანქანით ვარ გაგიყვანთ.
-არა ნუ შეწუხდებით მეც მანქანით ვარ ხოტას გავივლით ფხით მანქანამდე, ნახვამდის.
-ნახვამდი ნი...
-მშვიდობით მათე...
ფეხით გავუყევით ქუჩას და ისე ჩავსხედით მანქანაში სიტყვაც არ გამიგია რეზის საუბრიდან,როდესაც მანქანაში ჩავჯექით და რეზიმ გათბობა ჩართო ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ თბებოდა ჩემი სხეული,თითქოს ყინულის ნატეხი იყო და სითბოში წყლად იქცეოდა ,ვგრძნობდი თითოეულ ადგილას სითბო როგორ იპარებოდა დაძარღვებში მდუღარე სისხლი როგორ იწყებდა მოძრაობას.
ამ გრძნობებში გართული ვიყავი,როდესაც რეზიმ სიჩუმე დაარღვია,ღვედი შეიკარი ნია და სად წაგიყვანო მითხარი თუ გინდა სახლში მიგიყვან თუ გინდა გავისეირნოთ და მერე წაგიყვან სახლში, ეს დღეები მაინც არ ვარ მორიგე ვისვენებ ასე,რომ შენს განკარგულებაში ვარ გამიღიმა და იმდენად გამომწვევად უცბად თავში გამიელვა ახლა რომ ვაკოცო ნეტავ რა მოხდება?!მის ტუჩებს,რომ დავეწაფო ისე თითქოს მწყურვალი ვიყო და წყალს ვსვამდე ისეთი შეგრძნებით რომ თითქოს აქამდე ჩემი ტუჩები არავის შეხებია და ის ახალ პირველი იქნება ვინც ჩემს უბიწო ტუჩებს შეეხება...ღმერთო მეგონა რომ თუ არ ვაკოცებდი გავიგუდებოდი,თუმცა დაავძლიე ჩემი თავი და სურვილები ღვედი შევიკარი გავხედე:
-იცი რა,უხერხული ხომ არ იქნება, რაღაც რომ გკითხო?
-ჰმ! ჩვენშორის ეგეთები მოსულა?მკითხე რაც გსურს.
-შეგიძლია სადმე წყნარ ადგილას წამიყვანო,რადგან გცალია დღეს?სახლში ახლა ყველაზე ნაკლებად მსურს.
-მზად ხარ? მაშინ დღეს მე ვგეგმავ ყველაფერს და იცი რა დღეს კი არა ერთი კვირა ჩემი ხარ კარგი?ცოტა დამშვიდება და ფსიქოლოგიური თერპიაც გჭირდება,აი ნელ-ნელა გათენდა კიდეც და დილიდან დავიწყებთ ერთად ყველაფერს ოღონდ დედაშსენს დავურეკოთ მოგვიანებით არ დაგვავიწყდეს არ ვანერვიულოთ ცოდოა.
-კარგი,მაგრამ ტანსაცმელი რომ არ მაქვს შევიაროთ მაშინ სახლში.
-ვიყიდით,ახლა დაისვენე ცოტახანი,დახუჭე თვალები და მალე მივალთ.
თავი დავუქნიე და ფანჯარას მივაშტერდი,მუსიკას აუწია ძალიან წყნარს და მშვიდს თითქოს ზუსტად იცოდა რა მჭირდებოდა ახლა,მე კი გავყურებდი გზას ვუყურბდი ცას აწვდენილი ხეები როგორ გარბოდნენ ერთმანეთის მიყოლებით ისე, თითქოს ჩამორჩენის ეშინოდათ ამ ხეებშორის მზის სხივები იჭრებოდა და ცდილობდა რამოდენიმე საათის წინანდელი წვიმის ნაკვალევი გაექრო სანამ უსულოდ მოხეტიალე არსებები გამოაბიჯებდნენ ქუჩაში,აქიქ მოჩანდა მაღალი კორპუსები,კერძო სახლები და ეს ყველაფეი იმდენად სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა არასდროს არ მინდოდა დასრულებულიყო,რა ვართ ადამიანები უსიცოცხლო არსებები რომელთაც სულის ნასახი არ გააჩნია,სულის რომელიც სიყვარულს გაუფრთხილდება და იმ გრძნობებს რაც ყველაზე მეტად აძლევს სიცოცხლის საშვალებას თავად მათ,უცბად წითელი აინთო შუქნიშანზე და გავჩერდით არც კი გამიხედავს რეზისაკენ,ისევ გზას გავცქეროდი თვალში ერთი ასაკიანი ქალი მომხვდა იმდენად ლამაზი იყო ალაგალაგ ჭაღარა შეპაროდა თმაში,უცბად იმდენად ახლოს მოვიდა თითქოს იგრძნო რომ მის კარგად დანახვას ვცდილობდი ნაოჭებიც შეპარვია სახეზე, ამდენი სიცივით ხელები გაუხეშებია და კოჟრები დატყვია მის ლამაზ წვრილ თითებს,მეეზოვის ჟილეტი მოუცვამს და გამალებით გვის ქალაქს,რომ სუფთად დაახვედროს ემოციოდ დარჩენილ ხალხს,რომლებიც ისე მოისვრიან უსარგებლო ნივთს ქუჩაში სულ არ გაახსენდებათ ეს ქალბატონი, ამასობაში მწვანეც აინთო გზა გავაგრძელეთ და მზემ უფრო მეტად გამოანათა, ის ქალი თვალებიდა არ ამომდიოდა.
-რა ვართ ადამიანები?
-ვერ გავიგე რა თქვი.
-რა ვართთქო ადამიანები?! უსარგებლო ნაგვის ურნები რომლებიც მოვდივართ ამ ქვეყანაზე იმისათვის რომ ჯერ ჩვენი ჩასახვით ვატკინოთ მშობელ დედას, შემდეგ მშობიარობით,შემდეგ მის მკერდს თავები დავუხეთქოთ ჭამით გაუმაძღრობის გამო და კიდევ ერთხელ შევახსენოთ თავი როგორი მონსტრები ვართ ეს პატარა არსებები, ვათენებინოთ უამრავი ღამე ჩვენი ცუდად ყოფნის გამო,როდესაც გავიზრდებით იფიქრებს რომ ამოიუნთქა და სწორედ მაშინ უნდა გავუცრუოთ იმედი და დავანარცხოთ ისევ მწარედ მიწაზე,ახლა უკვე ვათენებინოთ ღამეები ჩვენი სახლში გვიან ან საერთოდ არ დაბრუნების გამო, დაიწყება პერიოდი როდესაც ჩვენ მოგვიკლავენ გულს თავიანთი უსარგებლო სიტყვებითა და უპასუხო სიყვარულით,შემდეგ ან გავთხოვდებით ან ცოლს მოიყვანთ და ასე გაგრძელდება ეს ციკლი უსასრულოა ასე გრძელდება მანამ სანამ არ დაგვიჭკნება იმ ულამაზესი ქალის მსგავსად სახე, თმაში ჭაღარა არ შეგვეპარება, ხელებზე კოჟრები არ გაგვიჩნდება და ნელ ნელა მოვემზადებით ღმერთთან შესახვედრად ,ნეტავ თუ არსებობს მაინც იქაური ცხოვრება ასე რომ გვაჯერებენ სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობას.უსარგებლო ნაგვის ურნები რომლებიც ერთ დღეს გატყდებიან და სამუდამოდ მოიშორებენ თავიდან გადაადნობენ და მისგან ახალ ურნას ჩამოასხამენ.
ჩაეღიმა ისევ,შენ რო კაცმა გისმინოს თავს შეაზიზღებ გეფიცები,კიდევ კარგი ჯერ ჩემზე ასე არ მოქმედებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent