შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვალსი ლურჯ ფონზე +18 (სრულად)


27-02-2021, 17:13
ავტორი ნადარაია
ნანახია 94 889

დაგიბრუდნით მეგობრებო! ბოდიშს ვიხდი, რომ დიდხანს გალოდინეთ...მაგრამ ეს ისტორია ამად ღირდა. მართალია, ცოტა განსხვავებული სტილისაა, ჩემს ძველ მოთხრობებს არ ჰგავს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ... სავსეა ემოციით, სიყვარულით, რომანტიკით, ცოტა ტოქსიკური ურთიერთობით, მაგრამ გული მიგრძნობს მოგეწონებათ.

რაც შეეხება "გაზაფხულების" მეორე ნაწილს, გპირდებით, რომ აუცილებლად იქნება. უბრალოდ დროის დიდი პრობლემა მაქვს და ხშირად ვერ ვახერხებ აქტიურობას, მაგრამ არ დაგაღალატებთ...

ველოდები თქვენს გამოხმაურებას... თქვენი თითოეული კომენტარი, თითოეული თბილი სიტყვა, თითოეული შექება ჩემთვის უზარმაზარი მოტივაციაა! თვალს გადევნებთ ყველგან, აქაც და სოციალურ ქსელში, ვკითხულობ ყველაფერს და ძალიან, ძალიან მიყვარხართ!თქვენი გვერდში დგომა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის!


1

ხელების კანკალით ვკრავ ჩემოდანს და ჩაბნელებულ ოთახს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს. არ მინდა რამე დამრჩეს, მაგრამ შუქის ანთების უფრო მეშინია. მეშინია, რადგან აუცილებლად გადავიფიქრებ წასვლას, ამოვალაგებ ჩემოდანს და გავაგრძელებ ჩვეულ ცხოვრებას. მაგრამ იქნება კი ის ოდესმე ისეთი, როგორიც აქამდე იყო?!
ჩემოდანს განზე ვდგამ და ტანსაცმლიანად ვწვები საწოლში. საბანში ვეხვევი და ვცდილობ გავთბე, მაგრამ მაინც მაკანკალებს. გაზაფხულის ბოლოა და მაინც მაკანკალებს... ნერვიულობისგან, რა თქმა უნდა ნერვიულობისგან.
„დამშვიდდი... დაწყნარდი... ახლა ამაზე ფიქრი არ ღირს... ხვალ მგზავრობის დროს იფიქრებ... დრო თავზესაყრელად გექნება... ახლა არა... ახლა ძილი...“
***
დილით ადრე მეღვიძება, კიდევ უფრო აფორიაქებულს, ნანერვიულებს და დაღლილს. თმააბურდული გავდივარ სამზარეულოში და ჩაიდანს ვდგამ. ფანჯარასთან ვდგები და თხელი გამჭვირვალე ფარდის მიღმა ვაკვირდები სამყაროს. ერთი შეხედვით როგორი ჩვეულებრივია ყველაფერი. ერთი ჩვეულებრივი დილა, არაფრით გამორჩეული. რამდენიმე მეეზოვე გულმოდგინედ გვის ეზოს, ქალბატონები უკვე დააგორავებენ პატარა ბავშვებს თავიანთი ეტლებით და სახეს მზეს უშვერენ გამოსაფხიზლებლად.
მზის სხივები ასეთი უადგილო არასდროს მომჩვენებია.
ყავას ვიკეთებ და ცხელი ჭიქით ხელში ამჯერად აივანზე გავდივარ. სკამზე ვჯდები და მეც მზეს ვუშვერ სახეს, რომელიც თვალების დახუჭვას მაიძულებს. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვგრძნობ, როგორ მიდუნდება კუნთები, როგორ ეშვება დაჭიმული სხეული და რამდენიმე წუთით, მხოლოდ რამდენიმე წუთით ვიბრუნებ ჩვეულ თავისუფლებას.
სამწუხაროდ, ბედნიერება ყავის ამოწურვასთან ერთად მთავრდება. შხაპს ვიღებ და ტანსაცმელს ვარჩევ. მუქ ლურჯ ნაჭრის შარვალს და მოვარდისფრო ბრეტელიან ზედას ვიცმევ. ყოველი შემთხვევისთვის მოსაცმელსაც ვამზადებ. ზუსტად 10 საათზე ტელეფონზე შეტყობინება მომდის.
„უკვე დაბლა ვარ.“
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ადამიანს ცხოვრებაში პირველად ვხვდები და წარმოდგენაც არ მაქვს როგორ გამოიყურება, სულ ცოტა იმ ინფორმაციას მაინც ველოდი, რა მარკის მანქანა უნდა მოვძებნო ან რა ფერის. ჩემს პატარა ჩემოდანს ვწევ და კარს საგულდაგულოდ ვკეტავ ყველა საკეტით.
სადარბაზოდან გასვლის წინ მზის სათვალესაც ვიკეთებ და ჩემი უცნობი მეგზურის ძებნას ვიწყებ. ალბათ, გაინტერესებთ, ვისზეა საუბარი. მეც მაინტერესებს.
მხოლოდ ის ვიცი, რომ უცნობი გოგონა ჩემი მამიდაშვილია. სახელად ელა, უფრო სწორედ ელენე, მაგრამ მე ელად გამეცნო. რატომ არ ვიცნობ ჩემს მამიდაშვილს? დამიჯერეთ, გუშინ დილამდე წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მამა მყავდა, არა თუ მამიდაშვილი.
კიდევ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და ეზოს კარგად ვაკვირდები. თუმცა... რა საჭიროა?! შავ ჯიპთან მდგომი ყურებამდე გაღიმებული გოგონა მთელი მონდომებით მიქნევს ხელს.
- აი, ამას ნამდვილად არ ველოდი... - ვჩურჩულებ ჩემთვის და მისკენ მივდივარ.
ჩემზე საკმაოდ დაბალი და გამხდარია. ყავისფერი თმა ძალიან მოკლედ აქვს შეჭრილი, თავზე კი შარფი რუსი „ბაბუშკასავით“ აქვს შემოხვეული, თუმცა ძალიან უხდება. სახეს ვერ ვხედავ, რადგან მასაც მუქი სათვალე უკეთია. მისგან მოშორებით ვდგები.
- გამარჯობა, მატილდა... - მეუბნება უბედნიერესი ხმით და ხელს მიწვდის.
- სალამი. - ვპასუხობ ჩუმად და ხელს ვართმევ.
- ღმერთო ჩემო, არ მჯერა, რომ გაგიცანი! რა ბედნიერებაა...
მის არაადეკვატურ რეაქციებს წარბაწეული ვაკვირდები. ცოტა გაოცებული ვარ, ნამდვილად არ ველოდი.
- ბოდიში, მაგრამ მეც ასევე თქო ვერ გიპასუხებ...
ცოტა ხნით ჩუმდება, შემდეგ კი ისევ ღიმილიანი სახით მეუბნება:
- ესაა შენი ბარგი? აქ რამე ჩაატიე? მომეცი, საბარგულში ჩავდებ... შენ კი ჩემს გვერდით დაიკავე ადგილი...
კიდევ უფრო გაოგნებული ვაწვდი ჩემოდანს და მძღოლის გვერდით ადგილს ვიკავებ. მანქანაში ელას სუნამოს სუნი დგას, გრილი, ყვავილების სურნელით. რამდენიმე წამში ელაც აღებს კარს.
- მაინც გახსენებ... რამე ხომ არ გრჩება? - მეკითხება მეგობრულად.
- არა, შეგიძლია დაიძრა.
ყველაზე მოულოდნელი ისაა, რომ ეს პატარა ელფივით გოგონა გიჟივით წყვეტს მანქანას ადგილიდან და მიაქროლებს. ორივე ხელით მაგრად ვეჭიდები ყველაფერს, რასაც შემიძლია.
რამდენიმე წამში უკვე პირველ შუქნიშანთან ვჩერდებით. ელა ჩემკენ ტრიალდება გაღიმებული სახით.
- ალბათ, გშია...
უკანა სავარძლისკენ ტრიალდება და რაღაც ყუთს იღებს. გაბადრული სახით ხსნის თავს. ყუთიდან შოკოლადის მაფინები იცქირებიან.
- მე გამოვაცხვე... - აღფრთოვანებული ხმა აქვს. - წესით უნდა მოგეწონოს...
ამ დროს უკნიდან გაბმული სიგნალი ისმის. როგორც ჩანს, მწვანე შუქნიშანი აინთო. ელაც მაშინვე სიგნალით პასუხობს.
- არანორმალური!
კოპებშეკრული ძრავს, უფრო სწორედ წყვეტს მანქანას. ნამდვილად არ ვარ ჭამის ხასიათზე, მაგრამ შოკოლადიანი მაფინი მართლა საუცხოოდ გამოიყურება. თითებით პატარა ნატეხს ვატეხავ და ვსინჯავ. უგემრიელესია.
რამდენიმე წუთით უხერხული დუმილი წვება, რომელსაც მხოლოდ ჩემი ყბის ქნევის ხმა არღვევს.
- მოგეწონა? - მეკითხება ისევ ღიმილით.
- ძალიან... საოცრებაა...
- აუ... როგორ მიხარია... ჩემს ბიძაშვილს ჩემი გაკეთებული ნამცხვარი მოეწონა...
საინტერესოა, ეს გოგო მართლა ასეთია თუ თავს იკატუნებს?
- ბიძაშვილი ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია... - ვეუბნები ცინიკურად. - ჯერ კიდევ ორი დღის წინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მამიდაშვილი მყავდა...
- ხო, ვიცი... - სევდიანდება უცებ. - არც მე ვიცოდი დიდ ხანს... რამდენიმე წლის წინ გავიგე შემთხვევით, მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი... დედაჩემმა და ბებიაჩემმა გახსენეს...
- ხო? საინტერესოა... და რა თქვეს?
- მაშინ, როგორც მახსოვს, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარე... და ამას აღნიშნავდნენ... ბებია ამბობდა ჭკვიანი გოგო ყოფილა, გენებმა თავისი ქნესო...
- გენებმა? - მეცინება.-რომელმა გენებმა?
- დევდარიანების გენებმა... ჩვენმა გენებმა... ბებოც, ბაბუც და მათი მშობლებიც ექიმები იყვნენ... დედაჩემიც ექიმია...
- რა საინტერესო აღმოჩენაა... - ცინიზმს ვერ ვმალავ.
- მგონი, მარტო მე გადავუხვიე გენებს... - მეუბნება სიცილით. - აკადემია დავამთავრე... დიზაინერი ვარ...
არ ვიცი რა ვუპასუხო. სამწუხაროდ არც კომუნიკაბელურობის და ბევრი საერთოს გამონახვის ნიჭით არ დამაჯილდოვა დედაბუნებამ.
- რამდენ ხანში ვიქნებით? - ვეკითხები რამდენიმე წუთის შემდეგ.
- აჰ... ბევრი დრო გვინდა... ალბათ, 9 საათში. ჩვენი სოფელი მესტიაზე უფრო შორსაა... ნაკრაში ყოფილხარ?
- არა... არასდროს... სვანეთშიც კი არ ვყოფილვარ...
გაოგნებული მაჩერდება.
- რას ამბობ! საოცრებაა... განსაკუთრებით ჩვენი ნაკრა...
- იცი რა მაინტერესებს?! - ვეღარ ვითმენ. - თუ ასეთი გასაოცარი სოფელი გვაქვს... თუ ასეთი დიდი საგვარეულო და ოჯახი გვაქვს... რატომ არასდროს არავინ მომიკითხა? ერთხელ მაინც?
- ეს ასე არ არის, მატილდა... - მპასუხობს შეცბუნებული ხმით. - ჩვენ ყოველთვის გკითხულობდით...
- ხო? მაშინ 23 წლის ასაკში რატომ ვიგებ, რომ მამა, რომელიც მთელი ცხოვრება მკვდარი მეგონა ახლახანს მოკლეს და მე მის გასვენებაში უნდა ჩამოვიდე?! რატომ მირეკავს 23 წლის ასაკში ჩემი მამიდაშვილი და მეუბნება, რომ გამომივლის და ერთად წავალთ ნაკრაში? - ბოლო სიტყვაზე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებ.
- მე ბევრი არაფერი ვიცი, მატილდა... მე ვერ გაგცემ ამ კითხვებზე პასუხს...
- და შენ რა იცი? ის მაინც მითხარი, გთხოვ... თორემ მალე გავრეკავ!
- მე ვიცი, რომ დედაშენი წინააღმდეგი იყო ჩვენთან ყველანაირი ურთიერთობის...
- აჰა... ესეიგი დედაჩემსაც გადმოწვდით...
- მატილდა... მე არავის ვეხები... არც მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან შენ გინდა გეუბნები იმას, რაც მე ვიცი...
- რა მოუვიდა.
- ვის?
- მამაჩემს... რა მოუვიდა? რატომ მოკლეს?
- შოთა ძალიან კარგი კაცი იყო... არაჩვეულებრივი ბიძა... - ხმა უკანკალებს.
- მამაც გადასარევი!
- ბიზნესმენი იყო... - ჩემს კომენტარს არ იმჩნევს. - ღმერთო ჩემო... არც კი მჯერა, რომ მასზე წარსულში ვლაპარაკობ...
თვალებს ხუჭავს და ლოყებზე ცრემლები უგორდება. ნეტავ მეც შემეძლოს ასე ტირილი.
- იცი... მართლა არაჩვეულებრივი ადამიანის შვილი ხარ... რა სამწუხაროა, რომ არ იცნობდი...
- მაგას უკვე ვერასდროს გავიგებ... სანამ არ მოკვდა მაქამდე არ გავახსენდი არავის და ახლა მოგინდათ ჩემი ჭირისუფლობა?
- მე... მე მართლა არაფერი ვიცი, მატილდა... გთხოვ, მე არ მეჩხუბო... მე არ მომთხოვო ამ ყველაფერზე პასუხი...
მეცოდება. ვხედავ, რომ აშკარად ნერვიულობს, ტირის და ხმა უკანკალებს... თან წინ ამხელა გზაა... და საერთოდაც... განა რა დააშავა მან? არც არაფერი.
- კარგი, მაპატიე... ზედმეტი მომივიდა...
- მე მართლა მინდა შენი გაცნობა... შენთან მეგობრობა... ვიცი, რომ ეს წარმოუდგენლად გეჩვენება... მაგრამ ვერ წარმოიდგენ რამდენი წელია შენი გაცნობა მინდა... სულ წარმოვიდგენდი ხოლმე ჩვენს შეხვედრას... როგორ გავუგებდით ერთმანეთს... როგორ ვივლიდით ერთად ყველგან... სამედიცინო უნივერსიტეტთან ჩავლისას სულ ვჩერდებოდი და ეზოში შეკრებილ თეთრ ხალათიან ბავშვებს ვაკვირდებოდი იმ იმედით, რომ შენც იქ იყავი, ასე ახლოს ჩემგან... ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ცუდ ამბავს გახარებდი და ასე გაგიცნობდი... მაგრამ მე იმედი მაინც მაქვს... - მიღიმის ცრემლიანი თვალებით.
- არც კი ვიცი რა გიპასუხო... - ვუღიმი მკრთალად. - მამაჩემზე კიდევ მომიყევი... რისი ბიზნესი ჰქონდა?
- ეგ ზუსტად არ ვიცი... მაგრამ ხშირად უწევდა ჩერქეზეთში, ყაბარდოში და ბალყარეთში ყოფნა... ფაქტობრივად, ბოლო წლები სულ მანდ იყო...
- რა ჯანდაბა უნდოდა ჩერქეზებთან? - ვეკითხები შეცბუნებული.
- რთული ადამიანი იყო, შოთა... არასდროს გვესაუბრებოდა თავის საქმეებზე... მხოლოდ ის ვიცოდით, რაც მას სურდა... საკუთარ დედასაც კი არ ეუბნებოდა არაფერს...
- ცოტა წარმოუდგენელ რაღაცას მეუბნები...
- ვიცი, ეგრე ჟღერს... მაგრამ უნდა დაიჯერო... ზოგადად ბევრს არასდროს ლაპარაკობდა... არც დიდად კომუნიკაბელურობით გამოირჩეოდა...
აი, თურმე ვის ვგავარ.
- ჩერქეზებმა მოკლეს?
ჩემს კითხვაზე კრთება. თითქოს შეეშინდაო.
- სავარაუდოდ... რადგან მას სხვა მტერი არ ჰყავდა... აქ თითქმის არასდროს იყო... ალბათ, წელიწადში ათი თვე წასული იყო... და მაშინაც კი, როცა ჩამოდიოდა ყოველთვის ახლდა ვიღაც ჩერქეზი, ბალყარელი ან ყარაჩაელი... და ყოველთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ...
- ჩერქეზულად....
- კი, ჩერქეზულად...
- პოლიციას არ მიმართეთ? მკვლელობას არ იძიებენ?
- კი... მივმართეთ, რა თქმა უნდა... მაგრამ რა გითხრა... გამოიძიებენ რო?!
- რას ჰქვია არ გამოიძიებენ... ეს მათი საქმეა...
რამდენიმე წუთის განმავლობაში სრულ სიჩუმეში მივიწევთ წინ. ცალი თვალით ვხედავ, რომ ელას რაღაცის თქმა უნდა. პირს აღებს, მაგრამ უთქმელადვე ხურავს.
- გისმენ... - მოთმინების ფიალა მევსება.
- რა? - მეკითხება დაბნეული.
- რაღაცის თქმა გინდა... ხო და გისმენ...
- იცი... მამაშენს ძალიან უყვარდი...
აი, ამ სიტყვებზე კი ხარხარს ვიწყებ.
- ელა, მგონი შენ კარგად ვერ გაიგე რა გითხარი დღეს... ორი დღის წინ არც კი ვიცოდი, რომ მამა მყავდა. ჩემს ცხოვრებაში ბიოლოგიური მამა დიდი ხნის მკვდარია, უფრო სწორედ, არასდროს ყოფილა... და ვერავინ დამაჯერებს, რომ ადამიანს, რომელიც ერთხელაც კი არ შემხმიანებია ჩემს ცხოვრებაში, მე ძალიან ვუყვარდი...
- და იმაზე არ გიფიქრია, რომ გეხმიანებოდა, მაგრამ დედაშენი არ უშვებდა შენთან?
- ეს შეიძლება მაშინ, როცა პატარა ვიყავი... მაგრამ რატომ არ გამოჩნდა მაშინ, როცა უკვე გავიზარდე და დედისგან ნებართვას აღარ ვიღებდი?
- შეეშინდა... შეეშინდა, რომ უარყოფდი... და ასეც იქნებოდა...
მართალს ამბობს. ვცეცხლდები!
- ხოდა მე არ მჭირდება მშიშარა მამა! მყავს უკვე ერთი, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ და რომელიც ძალიან მიყვარს...
- მაშინ რატომ დამთანხმდი?
- რა? - მისი კითხვა ბრინჯივით მაბნევს.
ვიცი რატომ დავთანხმდი? რატომ ვზივარ ახლა აქ? რატომ მივდივარ ჩემი ქალაქიდან, ჩემი ცხოვრებიდან ასე შორს? რას ველოდები?
- რატომ ხარ ახლა აქ?
- იმიტომ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მინდა ვნახო ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ თქვა უარი ჩემზე, როცა მუცელში ვიყავი... თუნდაც მკვდარი...
ამის შემდეგ ელა დუმდება. მისი მუდამ მოღიმარი სახე ქრება. კიდევ უფრო სწრაფად მივყავარ და გამწარებული უსიგნალებს ყველას, ვინც კი წინ გადაეღობება. რა თქმა უნდა, აქ ეს ხალხი არაფერ შუაშია. თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობ, რომ ჩემი სიტყვებით ასე გავანერვიულე... მაგრამ აბა მე მკითხოს რა დღეშია ჩემი ნერვები?!
ვერც კი ვხვდები, როდის ვითიშები და როცა ვიღვიძებ უკვე სამი საათია გასული.
- როგორი მძინარა ყოფილხარ...
მიღიმის ელა. როგორც ჩანს, კარგი გუნება დაუბრუნდა.
- მგზავრობას ვერ ვიტან... - ვეუბნები ძილისგან დაბოხებული ხმით. - მართლა ყველაზე მეტად მეზიზღება... განსაკუთრებით 9 სააათიანი გზა...
- მესმის შენი... მეც ძალიან მღლის... მაგრამ მივეჩვიე... თბილისი ნაკრას გზა ჩემი მთელი ცხოვრებაა...
- შენ არ დაიღალე? თუ შეისვენე უკვე?
- არა... უშენოდ როგორ გავბედავდი... - ისევ კისკისებს, ეს გოგო გინდა არ გინდა კარგ ხასიათზე დაგაყენებს. - მალე გავაჩერებ... ყავა დავლიოთ... იმედია, ყავა გიყვარს...
- ექიმობას ვაპირებ... ვალდებული ვარ... უნდა მიყვარდეს... - მეცინება მეც.
- ახლა რომელ კურსზე ხარ?
- მეხუთე... ერთ წელში ბაკალავრს დავამთავრებ...
- მაგარია... ყოველთვის აღფრთოვანებით შევყურებ ხოლმე ექიმებს... აი, დედაჩემი თერაპევტია... შეიძლება გსმენია კიდეც... მაია დევდარიანი...
რა თქმა უნდა მსმენია. ღმერთო ჩემო, ნუთუ მთელ ქვეყანაში ცნობილი და აღიარებული მაია დევდარიანი მამიდაჩემია?! ვინმემ მიჩქმიტეთ და გამაღვიძეთ ამ გაურკვევლობიდან.
- მსმენია... ვის არ სმენია?!
- მაიკოს ყველაზე მეტად გაუხარდა შენი სამედიცინოზე ჩაბარების ამბავი... - მისი სიტყვები მაშეშებს. - სულ იმას იძახდა იქნებ ჩემი ძმის შვილი აქ მაინც გავიცნოო...
- ყოველ წამს მაოცებ, ელა...- პირველად წარმოვთქვამ მის სახელს.
- ბებო ცნობილი მიკრობიოლოგია... თავის დროზე წიგნიც კი გამოსცა... ქეთევან ფოჩიანი...
უკვე მეცინება. მართლა მეცინება. შეუძლებელია ეს რეალობა იყოს, მართლა შეუძლებელია.
- რა გაცინებს? - მეკითხება გაკვირვებით.
- ქეთევან ფოჩიანის წიგნით სწავლობს მთელი სამედიცინო... მათ შორის მეც... შემთხვევით ჩვენი დიდი დიდი ბაბუა ჰიპოკრატეც ხომ არ იყო? გეფიცები, კიო რომ მითხრა თუ გამიკვირდეს... - ვეუბნები ცინიკურად.
- გინდა არ გინდა შენი ოჯახი შენს გარშემო იყო... ყოველთვის...
- ეჰ, ელა... როგორც ჩანს მე და შენ სხვადასხვა წარმოდგენები გვაქვს ოჯახზე...
ერთ-ერთ კაფესთან აჩერებს. მზის სხივები სასიამოვნოდ მხვდება კანზე და თითქოს ერთიანად ვივსები ძალით. ყავით ხელში ერთმანეთის პირისპირ ვსხდებით. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად იხსნის სათვალეს. ელა იმაზე ლამაზია, ვიდრე მეგონა. ღია ცისფერი თვალები და პატარა, აპრეხილი ცხვირით მართლაც საბავშვო ფილმიდან გადმომხტარ ელფს ჰგავს.
- შენ რას საქმიანობ, ელა? - დროა ჩემში მიძინებული ადამიანობა გავაღვიძო.
სახე უნათდება. აშკარად სიამოვნებს, რომ მისი ცხოვრებით ვინტერესდები.
- მე დიზაინერი ვარ... უფრო სწორედ, ვსწავლობ... ტანსაცმლის დიზაინერი... კვიციანთან ვმუშაობ, ასე ვთქვათ, ჩემი მასწავლებელია... და სიმპატიებით არის განწყობილი ჩემი ნამუშევრების მიმართ...
წარმოდგენა არ მაქვს კვიციანი ვინ არის, მაგრამ იმდენად აღფრთოვანებული მეუბნება ამას, რომ ჩემი უვიცობა არ უნდა გამოვაჩინო.
- ესეთ დიზაინერთან თუ მუშაობ... ესეიგი ნამდვილად ნიჭიერი ხარ...
ჩემი სიტყვები მისთვის პიკია. აცრემლებული, სიყვარულის თვალებით შემომყურებს.
- აქამდე სად იყავი, მატილდა?! რატომ არ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში?!
გაოცებისგან წარბები შუბლზე ამდის. ზოგადად ყოველთვის ცივი ვიყავი. არასდროს მიზიდავდა ზედმეტი თბილი სიტყვები, ურთიერთობები, სიყვარულის ახსნები და მსგავსი გულახდილობები. ვინც მიყვარდა ჩემთვის ვიცოდი, რომ მიყვარდა და მათაც იცოდნენ, რომ ჩემს გულში ადგილი ეკავათ. ამას არასდროს დასჭირვებია სიტყვიერი დამტკიცება. ეს გოგო კი ჩემი სრული ანტიპოდია. თითოეული სახის მიმიკა, ქცევა და სიტყვა გასცემს მის ემოციებს. ცოტა მრცხვენია კიდეც ჩემი მუდამ გაყინული სახის, სკეპტიკური გამოხედვის და ცინიკური მიდგომის.
- შეყვარებული გყავს? - თემა გადამაქვს მაშინვე.
- არა... - ეცინება. - მე არასდროს არავინ მყვარებია... - ხმაში სევდა ეპარება. - და შენ?
- ძალიანაც კარგი... დამიჯერე, შეყვარებულს, ურთიერთობას და ზოგადად კაცს არაფერი კარგი არ მოაქვს ადამიანის ცხოვრებაში. - ვეუბნები უდარდელად და ყავის დიდ ყლუპს ვსვამ. - არაფერი შეედრება თავისუფლებას... როცა საკუთარ თავს მხოლოდ შენ განაგებ... ზედმეტი პასუხისმგებლობების გარეშე...
- შენი სიტყვებიდან გამომდინარე ვიღაც გყავდა...
- კი... ვიღაც ნამდვილად მყავდა... და კარგი არაფერი მოუტანია ჩემს ცხოვრებაში... თუმცა მაშინ მეც პატარა ვიყავი... - რაც არ უნდა ვცადო, რომ უდარდელი ხმა მქონდეს, ეს თემა ყოველთვის მამძიმებს და წონასწორობას მაკარგვინებს. - სიყვარული მხოლოდ კოცნა და ჩახუტება მეგონა... ჩემი თავი ელიზაბეტ ბენეტი, ის კი მისტერ დარსი...
- „სიამაყე და ცრურწმენა“... როგორ მიყვარს...
- აი, რაღაც საერთო უკვე გვაქვს... - ვეუბნები იმედის მომცემი ხმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფილმი მას შემდეგ არ მინახავს, რაც ჩემთვის სიყვარული ცრურწმენად იქცა.
- და რატომ დაშორდით?
- აჰ... - ვოხრავ. - ბევრი მიზეზი იყო ერთდროულად... ძალიან ბევრი პრობლემა გვქონდა და უბრალოდ თვალს ვხუჭავდით... ჩვეულებრივი მოძალადე იყო, რომელიც 18 წლის გოგონას ფსიქიკას ანგრევდა... ფეხქვეშ ჰქონდა გათელილი ჩემი თვითშეფასება... საბოლოოდ იმის გამო დავშორდით, რომ მიღალატა... თუმცა ამის გაგების შემდეგ ორჯერ მივეცი შანსი და შევურიგდი... - მეცინება. - ხედავ, რა სულელი ვიყავი?
- შეცდომებზე ვსწავლობთ... თანაც სულელი კი არა ძლიერი ხარ... თორემ ამ თემაზე ასე თავისუფლად და თან სიცილით არ ილაპარაკებდი...
ამ სიტყვების შემდეგ ვრწმუნდები, რომ ჩემი მამიდაშვილი ძალიან გამოუცდელია. განა ჩემი სიმწრის ღიმილი ჩემს სიძლიერეზე მიუთითებს? თუმცა მას ჯერ კიდევ სჯერა თეთრ რაშზე მხედრებული პრინცის, მისტერ დარსის და როჩესტერის არსებობის... ცოტა არ იყოს მშურს... ჩემი თავი მახსენდება, როცა მეც მისნაირი ვიყავი... მეოცნებე... უდარდელი... წრფელი სიყვარულის არსებობის და პოვნის იმედით აღსავსე... მაშინ ბევრად ხალისიანი ვიყავი, ზეზეულად არ ვმოქმედებდი და ცხოვრებას ვგრძნობდი...
- და როგორია სიყვარული? - მეკითხება იმედით აღსავსე თვალებით. - მართლა გრძნობ პეპლებს?
რა ნამუსით უნდა ვუპასუხო, რომ ეს ყველაფერი მოგონილია, ყველა პეპელა, ყვავილი თუ ჭიანჭველა, ყველაფეერი გამოგონილია. თან მაშინ, როცა ჩემგან იმედის მომცემ პასუხს ელოდება, იმედის, რომ „ის“ ერთ დღეს გამოჩნდება და ცხოვრებას ამოუტრიალებს.
- ვერ გეტყვი როგორია... რადგან არც მე მყვარებია ვინმე... ეს ბიჭი უბრალოდ ჩემი ცხოვრებისეული შეცდომა იყო... სხვა არაფერი... - ისევ ვუცინი.
ცოტა იმედგაცრუებულია, მაგრამ რას ვიზამ?! სჯობდა მომეტყუებინა და მეთქვა, რომ აქამდე რაც სიყვარულზე, მის ძალაზე, სიყვარულით ჩადენილ სიგიჟეებზე და არაამქვეყნიურ გრძნობებზე გაუგია უბრალოდ ავტორების, მწერლების და მეოცნებე ადამიანების ნაბოდვარია?!
მომდევნო რამდენიმე საათიც საუბრებში გადის. ჩემი მამიდაშვილი ელა იმაზე კარგი ადამიანია, ვიდრე წარმოვიდგენდი. მეც კი ვნანობ, რომ აქამდე არ ვიცნობდი. ელასნაირი მეგობარი რომ მყოლოდა გვერდში ვინ იცის რამდენ პრობლემას ავირიდებდი თავიდან.
რა საინტერესოა არა ცხოვრება? დღეს დილით იმ გეგმით მოვდიოდი, რომ ამ გოგონას ზედაც არ შევხედავდი, ხმასაც არ გავცემდი. მე კი ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული ისტორიებიც კი გავუმხილე. ვაპირებდი, რომ პირველად და უკანასკნელად შევხვედროდი მას... ახლა კი რა იქნება? განა იმდენად უგულო ვარ, რომ ეს პატარა ელფი ცხოვრებიდან ისე გავაქრო თითქოს არც არასდროს გამოჩენილა?!
მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ის მაშინებს, რაც ახლა მელოდება... სულ რაღაც რამდენიმე საათში იმ ადამიანებს ვნახავ, ვინც უარმყვეს... ვისაც არასდროს გავხსენებივარ... არასდროს მოვუკითხივარ... და ყველაზე საშინელება ის არის, რომ მარტო ვარ... სულ მარტო... ამდენ უცხო ადამიანში სრულიად მარტო...

2.
- მატილდა... მატილდა...
ჩამესმის ჩემი სახელი. ვიღაცას ძილ-ბურანიდან გამოვყავარ. არ მინდა გაღვიძება... სასტიკად არ მინდა... აქ თბილა... დედაჩემთან ერთად ჩვენს სახლში ვარ... დედა ჩემს საყვარელ ნამცხვარს აცხობს... სახლში შოკოლადის გამაბრუებელი სურნელი დგას... მძინავს, მაგრამ დამეფიცება, რომ სუნს ვგრძნობ...
- მატილდა... გაიღვიძე...
ნუ მაღვიძებთ... გთხოვთ... კარზე ზარია... სირბილით მივდივარ და ვაღებ... კართან მამაჩემი დგას... მომღიმარი... ჩემი ყველაზე ტკბილი, საყვარელი მამიკო... გოგა...
- შემოდი, მა... - ვეუბნები სიხარულით.
გოგას სახე ეცვლება... წამებში სევდიანდება და დაღვრემილი შემომყურებს...
- შემოდი, მამა... რა მოგივიდა... გოგა... - მკლავებზე ვეჭიდები და ვცდილობ ძალით შემოვიყვანო, მაგრამ არ შემოდის.
ტირილს ვიწყებ. მუხლებში ვუვარდები და ვევედრები, რომ შემოვიდეს. ვტირი, ვკივი, ვურტყამ... მაგრამ არ იძვრის...
შემდეგ კი მის უკან „მას“ ვხედავ. გოგაზე მაღალია... კაპიუშონის გამო მის სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ კარგად ვიცი ვინც არის... ჩვენკენ მოდის... ჩემი და გოგასკენ...
- გადი აქედან! - ვუყვირი მას. - გადი აქედან! შენ აქ ვერასდროს შემოხვალ! მოშორდი მამაჩემს!
გოგას ვეფარები, მის დაცვას ვცდილობ. კიდევ უფრო გვიახლოვდება... სახეზე ღიმილი ეფინება.
- შენ ხომ კარგად იცი ვინ არის მამაშენი... - მეუბნება საზარელი ხმით.
და მე ის მძულს... ამ წამს... ამ ქვეყანაზე... ყველაზე მეტად მძულს... ჩემს ცხოვრებაში უკითხავად გამოჩენა არ იკმარა და ახლა ჩემს სათაყვანებელ მამასაც მართმევს... არა! მე გოგას არ დავთმობ! მე გოგამ გამზარდა! ის არის მამაჩემი! მხოლოდ ის!
- მატილდა... ჩამოვედით... მატილდა...
თვალებს შეშინებული ვახელ. სიზმარში ნერვების მოშლა ცხადშიც მომყვება. განერვიულებული მთლიანად ვცახცახებ. ჯერ კიდევ დანისლულ თვალებს ჩემს გვერდით მჯდომ გოგონას ვუსწორებ. ვინ არის? ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს... ასე მგონია ისევ გოგას ვეფარები... შეშინებული ვიყურები აქეთ-იქით... „მას“ ვეძებ... ვეძებ, რადგან უნდა გავაგდო... ჩემი ცხოვრებიდან უნდა მოვიშორო...
- მატილდა... კარგად ხარ? - მეკითხება ელა.
- არ უნდა ჩამოვსულიყავი... - ვჩურჩულებ.
- რა?
თვალებს ვიფშვნეტ და ვცდილობ გამოვფხიზლდე. მანქანიდან გარეთ ვიყურები. დაღამებულა. ელას მანქანა გზატკეცილისგან მოშორებით ჰყავს გაჩერებული. გარეთ ავის მომასწავლებელი სიჩუმე დგას.
- დიდი ხანია ჩამოვედით? - ვეკითხები ბოლოს.
- რამდენიმე წუთია... უბრალოდ სანამ სახლისკენ გადავუხვევდით გადავწყვიტე შენი გაღვიძება... - დამფრთხალი ხმა აქვს.
- კარგი გოგო ხარ... მადლობა, ელა... - ვეუბნები ბოლოს.
ჩემი სიტყვები ამშვიდებს. მანქანას ძრავს და ვიწყო შუკაში შევდივართ.
ღმერთო ჩემო... ამისთვის მზად არ ვარ... ცხოვრებაში პირველად უნდა ვნახო ოჯახის წევრები, რომლებსაც არასდროს გავხსენებივარ... უნდა დავიტირო მამა, რომელიც არასდროს მინახავს... რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს?! რით დავიმსახურე ეს?!
ნერვიულობისგან მაჯებს ვიჩქმეტ. მუცელში ნერვიული ტკივილი მივლის და მაკანკალებს. მეგონა მზად ვიყავი... მეგონა ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი... თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ ვზივარ სახლში... ჩემს დივანზე... როგორ ვსვამ ყავას და ველოდები ჩემს დაქალებს... ღმერთო... ნეტავ, ახლა აქ არ ვიყო...
მანქანა ჩერდება, მაგრამ თვალებს არ ვახელ. ძაღლების ყეფა ჩამესმის. ნუთუ მოვედით? თითქოს 9 საათი არც გვიმგზავრია... ასე მალე რატომ მოვედით? არ ვარ მზად... არა...
მანქანიდან ინერციით გადავდივარ. უკუნეთი სიბნელეა. მხოლოდ წინ... მოშორებით ვხედავ მობჟუტურე ნათურას. ნაბიჯის გადადგმა მინდა, მაგრამ ფეხებს ვერ ვძრავ. თითქოს ლოდები . გაოგნებული დავყურებ ჩემს ფეხებს. რატომ ვკანკალებ?
- წამოდი, მატილდა... - წინ მიდგება ელა.
არ ვიცი რას დავაბრალო, ელას სიტყვების ჯადოსნურობას თუ ჩემს ფანტაზიებს, მაგრამ ნაბიჯს ვდგამ. მობჟუტურე ნათურასთან რამდენიმე სილუეტს ვარჩევ. ძაღლის ყეფა მატულობს.
- არ შეგეშინდეს... ეს ჩვენი ბომბორაა... იცი როგორი თბილი და კეთილია? უბრალოდ უცხო ხარ და ამიტომ ყეფს... მაგრამ მალე მოგეჩვევა...
ეჰ, ელა... ნეტავ, ახლა მართლა ძაღლი მადარდებდეს და სხვა არაფერი...
- ელა... ჩემთან იყავი... არც ერთი წამით არ დამტოვო მარტო, გთხოვ...
ვევედრები ჩუმად. თავს მიქნევს. სილუეტები ადამიანებად იქცევიან, ადამიანები კი პიროვნებებად, რომელთა სახეებს ბუნდოვნად ვარჩევ.
- მატილდა...
ხელებგაშლილი მეგებება შავებში ჩაცმული ასაკოვანი ქალი. ბებიაჩემი.
- როგორ მიხარია, რომ ჩამოხვედი, შვილო...
მიახლოვდება. ჩემზე ერთი თავით დაბალია. გაუფერულებული თვალებით შემომყურებს დაბლიდან და ჩემი სახის ყველა დეტალს აკვირდება. ვის ვხედავ მე? ქალს... დანაოჭებულ, დაბერებულ, ტკივილისგან სახემოღრეცილ ქალს... სწორი ცხვრით, თხელი ტუჩებით და წყლისფერი თვალებით... მისი ახალგაზრდობის ფოტო არაერთხელ მინახავს უნივერსიტეტში მიკრობიოლოგიის კათედრაზე გამოკრული... არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ სართულზე ჩავლისას ყოველთვის ვჩერდებოდი ქეთევან ფოჩიანის ფოტოსთან. ვაკვირდებოდი პროფილში მჯდარ მომღიმარ ქალბატონს, მის კისერზე ჩამოკიდულ უზარმაზარ ზურმუხტის თვალს, მის ულამაზეს ნაკვთებს და ჭკვიან, არისტოკრატულ გამოხედვას. რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ქალი ბებიაჩემი იყო?! ვინმეს რომ ეთქვა სიცილით მოვკვდებოდი...
- იმედია, ჩემგან იგივე პასუხს არ ელით... - მხოლოდ ამას ვეუბნები და ცივ მზერას ვაგებებ.
- მართლა გულით გელოდებოდით, საყვარელო...
ამჯერად ბებიაჩემის უკან მდგომი ქალი მოდის ჩემკენ. ღმერთო ჩემო, როგორ ჰგავს ელას... ეს მაღალი, მხრებში გამართული, სანდომიანი სახით მომზირალი ქალი მაია დევდარიანია... მამიდაჩემი...
- დედა... მატილდა დაღილილია... წეღან ისედაც გავაღვიძე... არ არის მიჩვეული შორ გზაზე წასვლას და მგზავრობას... ნუ დავღლით დღეს, გთხოვთ...
გულში ვლოცავ ელას! ყველაზე მეტად სწორედ ამ სიტყვების გაგონება მჭირდებოდა ახლა... ამდენი უცხო ემოციისგან ისედაც ფეხები მეკვეთება... ძალა აღარ მაქვს... ელა ხელს მკიდებს და მეც ინერციით მივყვები.
ჩაბნელებულ სახლში შევდივართ. ერთ-ერთ ოთახში პატარა შუქს ანთებს.
- ეს ჩემი ოთახია... თუ წინააღმდეგი არ ხარ აქ დაიძინე... იცი... სხვა ოთახები დაკავებულია... ძალიან ბევრი ნათესავია ჩამოსული და სხვა გზა არ არის... და მეც აქ უნდა დავიძინო... - მორიდებით მეუბნება ბოლო სიტყვებს.
ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ნამდვილად არანაირი.
- მადლობა... - მხოლოდ ამას ვეუბნები და საწოლში ვესვენები.
დილით ადრე მეღვიძება. მამლის გაუთავებელი ყივილი მაღვიძებს. საწოლიდან წამოდგომას ვცდილობ, მაგრამ სხეულს ვერ ვძრავ. ყველაფერი მტკივა. ყველაფერი ამ ხის საწოლის და ლეიბის ბრალია. შეწუხებული სახით ვდგები, მაგრამ მაშინვე ვნანობ. ხის იატაკზე ფეხის დადგმისთანავე ისეთი ჭრაჭუნი ისმის მძინარე ელაც კი კრთება. ჯანდაბა! ამიტომ მეზიზღება სოფლები, სოფლის სახლები და ყველაფერი აქაურობასთან დაკავშირებული.
ადამიანთა, ალბათ, 90%-ს ერთხელ მაინც უნატრია ახლა სადმე გადაკარგულ სოფელში ჩამსვა, პატარა ხის სახლში, სრულ სიჩუმეში და სიწყნარეშიო. აი, მე დამეფიცება, რომ არასდროს. იმ 90%-ში ნორმალური ადამიანები გადიან, დარჩენილ 10%-ში კი ჩემნაირი არანორმალურები. არასდროს მიზიდავდა სიჩუმე, სიწყნარე, ჩიტების ჭიკჭიკი და ხის სახლი... ჭრაჭუნა სახლი! თოთხმეტ წლამდე დედაჩემი მაიძულებდა ზაფხულობით ორი კვირა მაინც გამეტარებინა სამეგრელოში... ერთი კვირა ბებია-ბაბუასთან, ერთი კვირა კი გვერდზე სოფელში გოგა მამიკოს ნათესავებთან. მიუხედავად ჩემი უსაზღვრო სიყვარულისა ამ ადამიანების მიმართ, წლებთან ერთად ორი კვირა ერთ კვირად იქცა, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ორ-ორ დღედ. შეიძლება გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ ქალაქი მენატრებოდა... ყველანაირი... დამღლელი... ხმაურიანი... ჭუჭყიანი... მაინც მენატრებოდა... სოფლის ხალხის მომღიმარ, ალალ სახეებს ქანცგამძვრალი, გადაღლილი და სევდიანი თბილისელები მერჩივნენ. რატომ? სიჩუმე... ბავშვობიდან მძულს სიჩუმე... ყველაზე მეტად ვერ ვიტან... მაშინაც კი, როცა სახლში სულ მარტო ვარ ვცდილობ რაღაც ვახმაურო... დინამიკი... ფირსაკრავი... რადიოც კი ჩამირთავს... ამიტომ ვაღმერთებ ქალაქს... ქალაქში ცხოვრება დუღს... ყოველთვის... ყოველ წამს... ქალაქს სიჩუმისთვის არ სცალია... ხმაური კი არასდროს დაგტოვებს მარტო... არასდროს მოუშვებს მარტოსულობას შენთან ახლოს... სოფელში ჩასვლისთანავე ხმაური ქრებოდა და ირგვლივ იდეალური სიჩუმე ისადგურებდა... სოფლის სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და აქა-იქ ძაღლის ყეფა არღვევს. ვიღაცისთვის ეს სიმშვიდის მომტანია... ვიღაცა ასეთ ადგილზე ყოფნას ნატრობს... ვიღაცა ასეთ ადგილზე სულიერად ისვენებს... და მე? რატომ არ ვგავარ სხვებს? რატომ არ ვეძებ სიმშვიდეს?
- დილა მშვიდობის... - ჩამესმის ელას ნამძინარევი ხმა.
მისკენ ვბრუნდები. ფართო თვალები ძილისგან დაწვრილებული აქვს... კიდევ უფრო საყვარელია... კიდევ უფრო მეტად ჰგავს ელფს...
- მშვიდობისა რა მოგახსენო... - ვუღიმი.
- როგორ მიყვარს აქ გაღვიძება... - გემრიელად იზმორება. - სულ სხვანაირად მოქმედებს აქაურობა ჩემზე...
და ჩემი მამიდაშვილი, საბედნიეროდ, იმ 90%-ში შედის. მიხარია.
- აი, მე კი მეზიზღება... - ისევ საწოლზე ვჯდები ფეხების მორთხმით.
- მართლა? რანაირად?
- სოფელი... სიჩუმე... ხის საწოლი... უხეში გადასაფარებელი...
ხელით იმ გაფშიკინებულ პლედზე ვანიშნებ, რომელიც ორივეს გვეფარა მთელი ღამე. ელას ეღიმება.
- ანუ კომფორტის მოყვარული გოგონა ხარ? - მეკითხება და ხელით ისეთ ჟესტს მაჩვენებს, თითქოს მხრიდან თმას იყრის.
- ვინ არ არის? - მეცინება. - მაგრამ მე ზედმეტად არ მიყვარს აქაურობა... მართლა...
- დავიჯერო ბავშვობაში სადმე სოფელში არ ისვენებდი?
- როგორ არა... სანამ ხმის ამოღებას ვისწავლიდი... მერე აღარ... თან საშინელი ალერგია მაქვს თხილზე... გარდატეხის ასაკში დამეწყო... ჩემი არდადეგები და სოფელში წასვლა კი სამეგრელოში თხილის სეზონს ემთხვეოდა... საბედნიეროდ, მამაჩემი მიხვდა, რომ ერთ ზაფხულსაც სამეგრელოში წასვლა შემიწირავდა და დედაჩემი გადაარწმუნა... ასე ვთქვათ, მამიკოს წყალობით გადავრჩი... - გოგას გახსენებაზე გულში სითბო მეღვრება.
ელას ღიმილი ნელ-ნელა სევდიანდება.
- რა უცნაურია ცხოვრება... შენ სხვა კაცი მიგაჩნია მამად... ნამდვილი კი გვერდზე სახლში გაციებული წევს...
- ხო... ზედმეტად უცნაურია... არარეალური... ჯერ კიდევ მგონია, რომ ეს ყველაფერი მესიზმრება...
ელა საწოლიდან დგება და კარადისკენ მიდის. ტანსაცმელს იღებს და აწყობს, შავ ტანსაცმელს...
- ელა... ჩემგან ეს ხალხი რას ელის?
- ვერ გავიგე?! - შეშდება დაბნეული.
- მართლა მაინტერესებს... რა უნდა ვქნა? რა როლი აკისრია ჩემს აქ ყოფნას?
- ბებიას გაიცნობ...
- ხომ იცი, რომ კისერზე არავის ჩამოვეკიდები... ვერავის მოვაჩვენებ თავს, თითქოს ოჯახის წევრების 23 წლის შემდეგ პოვნით ბედნიერი ვარ... ვერც იქ დავჯდები თვალცრემლიანი ჭირისუფალივით, რადგან მე არ დამიკარგავს მამა... მე საერთოდ არავინ არ დამიკარგავს... მამაჩემი დედაჩემთან ერთად დუბლინში ცხოვრობს... გესმის, ელა?
- მესმის... მართლა მესმის... - მიყურებს ყურებჩამოყრილი. - არც კი ვიცი რა გითხრა... ერთადერთი იმას შეგპირდები, რომ შენს გვერდით ვიქნები და არ დაგტოვებ...
- შენ... შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ელა... - ვეუბნები ბოლოს.
მოწესრიგების შემდეგ გარეთ გავდივარ. მაგრამ მალევე ვშეშდები, რადგან კართან ის არსება დგას, რომელსაც ჩემი ჩამოსვლა ყველაზე მეტად არ ესიამოვნა.
- ეს არის შენი სტუმართმოყვარეობა? - ვეკითხები ბომბორას, რომელიც თითქმის ჩემი სიმაღლის არის. - ასე ხვდებიან „ოჯახის წევრებს“?
ბომბორა გაოგნებული შემომყურებს. დაყეფებას აპირებდა, მაგრამ აშკარად გადაიფიქრა. უკანა თათებზე ჯდება, თავის გაბურძგნულ თავს გვერდზე ხრის და ამჯერად გვერდიდან მათვალიერებს. მეცინება.
- შენთვის მოსაწონ სტანდარტებში ვჯდები?! აი, შენ ჩემთვის ჯდები და შენთან მეგობრობა მინდა... შეიძლება მოგეფერო?
ხელს მისკენ ვიშვერ და მის რეაქციას ვაკვირდები. საიდან მატილდა ამხელა სითამამე? მისი ერთი პირის დაღება და ხელიც კი აღარ გექნება. მაგრამ ბომბორა თავს ხრის. ეს კი იმის ნიშანია, რომ დავმეგობრდით. თითებს გაბურძგნულ ბეწვში ვუცურებ და თავზე ვეფერები.
- კარგი ბიჭი... - ვაქებ.
- ყველას არ აქვს ბომბორას მოფერების პატივი... ყველას არ იკარებს...
საიდანღაც მამიდაჩემი ჩნდება, რომელიც ღიმილიანი სახით გვიახლოვდება მე და ბომბორას.
- ხო, მაგრას გუშინ მივხვდი...
- როგორ გეძინა?
- ცუდად... - ვპასუხობ პირდაპირ. - სახლიდან შორს წასვლას არ ვარ მიჩვეული... და იმედია მალე დავბრუნდები...
- როცა გინდა დაბრუნდი... მე იმისთვისაც მადლიერი ვარ, რომ ჩამოხვედი...
მაია მიახლოვდება და ჩემს გვერდით ჯდება. ისევ ბომბორას ვეფერები, რომელიც სიამოვნებისგან გატრუნული თვალებს ნაბავს.
- არც კი ვიცი რატომ ჩამოვედი...
- მაგას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... - მუხლზე ხელს მადებს, რაზეც ვკრთები. - როგორი პატარა მახსოვხარ... სულ პატარა... რამდენიმე თვის... და ახლა ქალი ხარ... დიდი ხარ...
- 23 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ მოგეკითხეთ იქნებ კიდევ ერთხელ გენახეთ პატარა...
- რა თქმა უნდა... მესმის შენი... გაბრაზებული ხარ...
- გაბრაზებული საკმარისად ვერ აღწერს, დამიჯერეთ...
- ყველაფერი რთულად იყო, მატილდა... დედაშენი მამაშენს ჯერ კიდევ მაშინ გაშორდა, როცა ორსულად იყო... გვეგონა მალევე გადაუვლიდა და შერიგდებოდნენ... და ასეც იყო...
- ასე იყო? - ამ დეტალზე რატომ არასდროს მსმენია?!
- კი, ჩემო ლამაზო... შოთა და თეონა შერიგდნენ... დაახლოებით ორი წელი იცხოვრეს კიდევ ერთად... შემდეგ კი... სამწუხაროდ, საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს...
- ორ წლამდე თუ შოთა ჩვენთან ცხოვრობდა რატომ ერთი ფოტოც კი არ მინახავს მისი? - არ ვნებდები.
- მოიცა...
მაიკო სწრაფი ნაბიჯით დგება და სახლში შედის. რამდენიმე წუთის შემდეგ კი დიდი ალბომით ხელში ბრუნდება. ალბომის მოძველებულ სუნს ვგრძნობ, სასიამოვნო სუნს.
- აი, ამ ფოტოზე შენ ხარ... სხვათაშორის ჩემი გადაღებულია...
ფოტოზე რამდენიმე თვის ბავშვი პლედებშია გახვეული.
- აქ კი შენ, ქეთო და თაიკო... თაიკო ქეთოს დაა... თუმცა დიდი ხანია ცოცხალი აღარაა...
ფოტოზე ბებიაჩემს კალთაში ვუზივარ, მის დას კი თითები ჩემს მხარზე უდევს.
- ეს ფოტო ყველაზე მეტად მიყვარს... - მეუბნება თბილი ხმით შემდეგ ფოტოზე.
ფოტოზე ორი პატარა ბავშვი ჰყავთ გვერდიგვერდ დასმული.
- ეს... ელა? - ვეკითხები გაკვირვებით.
- კი... ელაა... და შენ... - მპასუხობს კისკისით.
შემდეგ ფოტოზე კი დედაჩემს ვხედავ. გვერდით გრძელ თმიანი, ულვაშიანი კაცი უდგას, რომელიც იღიმის. ხელში კი პატარა ბავშვი უჭირავს. დედაჩემს მეორე მხარს გოგონა უმშვენებს.
- ეს მე ვარ... მე, თეონა, შოთა და შენ...
შოთას სახელის ხსენებაზე ხმა უკანკალებს, შემდეგ კი მის სახეზე ცრემლები მოიკვლევენ გზას.
- ჩემი შოთა... ჩემი ტკბილი და მზრუნველი ძმა...
მართლა არ მესმის... არ მესმის... თუ ასეთი ადამიანი იყო... თუ ასე უყვარდა ყველას... თუ ასე დასწყვიტა გული ყველას... მე... მე რატომ არ გავხსენებივარ არასდროს?! ამდენს ვეღარ გავუძლებ... არ შემიძლია...
- ჩემო მატილდა... ჩემი ლამაზი გოგო... - ამჯერად თმაზე მეფერება. - როგორ ვნანობ, რომ არ ჩავერიე, როცა შენს ბედს წყვეტდნენ... როგორ ვნანობ, რომ მამაშენს დანებების უფლება მივეცი... არ ვაიძულე ებრძოლა შენთვის...
პირღია ვუსმენ. რას ამბობს? რას ბოდავს?
- იცი, როგორ უყვარდი? მზე და მთვარე ამოსდიოდა შენზე... ელას ვფიცავარ თუ ვაჭარბებდე... მთელს სამყაროს ერჩივნე...
- და ამ ყველაფერს ახლა რატომ ვიგებ? თან თქვენგან? ვინმე ამიხსნის ამას?
- ეს დედაშენის გადაწყვეტილება იყო... მასთან გაშორების შემდეგ საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა შოთასთან... ჩვენთან... აგვიკრძალა მოსვლა და შენი ნახვა... გვეუბნებოდა დაივიწყეთ ჩვენი არსებობის შესახებო...
- ამის მოსმენა აღარ მინდა! - ხმას ვუწევ და ვდგები. - ახლა ყველაფერს დედაჩემს გადააბრალებთ და გგონიათ დავიჯერებ?
- დედაშენს არავინ ადანაშაულებს... მე მესმის მისი... შოთამ დააშავა... ძალიან დააშავა და თეონამ ბევრი ინერვიულა... მართლა კარგად მესმის მისი... მაგრამ მეგონა გადაუვლიდა... მეგონა რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ მაინც მოგვცემდა შენთან მოახლოვების ნებას... მაგრამ არა... იცი რამდენჯერ დავურეკეთ? წერილებსაც კი ვწერდი... შენახულიც მაქვს მისი პასუხები... მისი უარები... კატეგორიულ უარს ამბობდა ყოველთვის... არ უნდოდა, რომ გაგვეცანი... წერილებთან ერთად შენს ფოტოებს გვიგზავნიდა...
ალბომის ბოლოსკენ შლის, სადაც მართლა ძალიან ბევრი ჩემი ფოტოა.
- ბოლო ფოტო ხუთი წლის წინ გამოგზავნა... სკოლის ბანკეტის ფოტო... უნდა გენახა შოთას რეაქცია ეს რომ ნახა... თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე... მთელ სვანეთს ანახა... სიხარულით გაჰყვიროდა: „ნახეთ რა გოგო მყავსო“...
გულში სევდა მეღვრება. ვგრძნობ, როგორ მწიწკნის რაღაც შიგნიდან. არა, მატილდა, არა! ასე არ შეიძლება! გონს მოდი!
- ამის მოსმენა აღარ მინდა...
ვდგები და ისევ ოთახში შევდივარ. კართან ატუზული ელა დარცხვენილი მიყურებს. აჰა... ესეიგი ესეც გვისმენდა. ღმერთო! როგორ მინდა სახლში... არ უნდა ჩამოვსულიყავი... რა სულელი ვარ...
ელასთან ერთად ვსაუზმობ. ყველანაირად ფეხს ვითრევ... არ მინდა მამაჩემის ნახვა... განსაკუთრებით კი მკვდრის... ოღონდ აქ არ ვიყო... ოღონდ აქ არ ვიყო ახლა... დედაჩემთან მინდა... პირველად ვნანობ, რომ დუბლინში არ გავყევი... არადა როგორ მეხვეწებოდნენ წამოდიო... რომ გავყოლოდი ახლაც დუბლინში ვიქნებოდი და მშვიდი ცხოვრებით ვიცხოვრებდი...
სახლის ჭიშკარს გავცქერი. ჭირისუფლათა რაოდენობა იმატებს და იმატებს. მოშორებით მდგომი სახლიდან ტირილის და გოდების ხმაც მატულობს. ელასთან ერთად ნელი ნაბიჯით მივდივარ ამ სახლისკენ. ვნერვიულობ... საშინლად ვნერვიულობ... ფეხები მიკანკალებს და თავს ძლივს ვიჭერ. რა ჯანდაბაა? აქ რა მინდა?!
- გასვენება როდის არის? - ვეკითხები ჩემს მამიდაშვილს.
- რა? - ასეთი მოულოდნელია ეს კითხვა?
- როდის დაკრძალავენ?
- ხვალ...
ხვალ... ღმერთო, როგორი შვებაა... როგორი შვებაა... მხოლოდ ეს ორი დღე... მხოლოდ ეს ორი დღე უნდა გადავაგორო... როგორმე უნდა გადავიტანო და შემდეგ სამუდამოდ წავშალო მეხსიერებიდან... როგორი მადლიერი ვარ, რომ მეგრელებივით ერთ კვირიანი დატირება არ მოუწყვეს... თეონა ყოველთვის მაიძულებდა ახლო ნათესავების პანაშვიდებზე სამეგრელოს გადაკარგულ სოფლებში სიარულს... საშინელება იყო...
ოთახში შევდივართ. კუბო ცენტრშია დასვენებული, თავთან კი მამაჩემის უზარმაზარი ფოტო დევს. პირველად ვხედავ მის სახეს, პირველად ვაკვირდები მის ნაკვთებს. ქერა თმას და აზიური ჭრილის თვალებს. აი, თურმე ვის ვგავარ... გულში რაღაც მწყდება, რაღაც მძიმე და მტკივნეული.
ნაბიჯს ვდგამ. ვგრძნობ, როგორ მიყურებს ოცი წყვილი თვალი ერთდროულად. როგორ ელოდებიან ჩემს რეაქციას. სანახაობისთვის შეკრებილი ადამიანები... სამარცხვინო ადამიანები... მართლა მაინტერესებს რას ელიან ჩემგან? კუბოზე უნდა დავემხო და სახის ჩამოხოკვა დავიწყო?! როგორ ავუხსნა ამ ხალხს, რომ ამ ადამიანს პირველად ვხედავ... ის ჩემთვის ისეთივე უცხოა, როგორც სხვა ყველა აქ მჯდომი... როგორ უნდა დავიტირო კაცი, რომელსაც არასდროს გავხსენებივარ... არასდროს უცდია ჩემთან დაკავშირება... მისი ხმაც კი არ ვიცი როგორია...
- და ვერც ვერასდროს გავიგებ... - ვჩურჩულებ ჩემთვის.
იმავე წამს ელა მწყდება გვერდიდან და კუბოზე ემხობა. ორივე ხელს ხვევს და ტირილს იწყებს... საშინელ... სულის შემკვრელ ტირილს...
- ჩემი ყველაზე კეთილი... მზრუნველი ბიძა... - ზლუქუნებს ელა.
აღარ ვიცი რა ვქნა. ელას ვუახლოვდები და მხარზე ხელს ვადებ. გრძელ ფეხებს ვამჩნევ. მამაჩემი მინიმუმ მეტრა და 90 იქნებოდა. აი, თურმე ვის ვგავარ მაღალი. შოთას სახეს ვაკვირდები. მშვიდი... იდეალურად მშვიდი სახე აქვს... დასვენებული... ბავშვობაში დიდი ბაბუა რომ გარდამეცვალა გოგა მამიკოს ახლობელი მოძღვარი მოვიდა ჩვენთან და ასეთი რამ გვითხრა: ახლა მისი სული ისეთ კარგ ადგილზეა, რომ გავაღვიძოთ და დაბრუნება ვთხოვოთ თავისი ნებით არ დაბრუნდება, იქ ყოფნას არჩევსო. მაშინ შვიდი წლის ვიყავი. ამ სიტყვების მოსმენამ ისეთ გაურკვევლობაში ჩამაგდო, რომ დღემდე არ დამვიწყებია. ვერაფრით ვიგებდი სად იყო ჩემი დიდი ბაბუა უფრო კარგ ადგილას, რომ მეც კი უარს მეტყოდა დაბრუნებაზე თუ შევხვეწებოდი. ახლა კი მესმის რას გულისხმობდა ის მოძღვარი. ძვირფასი ადამიანის დაკარგვით ტრაურში ჩავარდნილ ადამიანს ერთადერთი იმის წარმოდგენა დაამშვიდებს, რომ მიცვალებულის სული სამუდამო განსასვენებელშია... იქ, სადაც ყველაფერი კარგად არის... სადაც არაფერი გაწუხებს... არაფერი გადარდებს... მართალია მამაჩემს არ ვიცნობდი, მაგრამ კარგად ვხედავ მის ნატანჯ სახეს. ვინ იცის რა გამოიარა ცხოვრებაში... რამდენჯერ ეტკინა... რამდენჯერ გაუცრუვდა იმედი... რას განიცდიდა... რაზე დარდობდა... და იმის წარმოდგენა, რომ ახლა ის სადღაც სხვაგან არის, სადღაც უფრო კარგ ადგილას, სადაც მშვიდად იქნება, ნამდვილად შვებაა...
დამხობილ ელას ვაყენებ და დედამისისკენ მიმყავს. მყისვე ათავისუფლებენ ადგილებს ჩვენთვის. ელა მაიკოს ეხვევა და თავს მის კალთაში დებს.
მე ისევ მის ფოტოს ვაკვირდები და წარმოვიდგენ როგორი იყო ცოცხალი. ჯანდაბა! ვგრძნობ, როგორ მევსება თვალები რაღაც ცხელით... როგორ მოგორავს ჩემს ლოყაზე ეული ცრემლი. მაშინვე ვიწმენდ, არ მინდა ვინმემ დაინახოს. არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ მამაჩემს ვტირი. არა. მამაჩემი დუბლინშია დედაჩემთან ერთად. ეს კი... ეს უბრალოდ ადამიანია... ადამიანი, რომელიც ორი დღის წინ ცოცხალი იყო, ფეხზე იდგა, უხაროდა და სწყინდა, რაღაცას გეგმავდა... ცხოვრობდა... უბრალოდ ცხოვრობდა... დღეს კი აღარ არის... აღარ არის და თავისი წასვლით ამდენ ადამიანს დასწყვიტა გული... მე არ ვტირი მამაჩემს... მე ვტირი სიკვდილს... დაუნდობელ, ბოროტ, ყველასთვის დამღუპველ სიკვდილს, რომელსაც ვერავინ გაექცევა... ვერავინ აცდება...
და სადღაც გულის გულში უზარმაზარი რაღაც მწყდება - იმედგაცრუება... ნეტავ, ერთხელ მაინც მენახა ცოცხალი... ერთხელ მაინც გამეგო მისი ხმა... ერთხელ მაინც ჩამეხედა აწ უკვე სამუდამოდ დახუჭულ თვალებში...

3.
ხალხის ნაკადი არ წყდება. ასევე არ წყდება ჩემკენ მომართული თვალების რაოდენობაც. ისე მაკვირდებიან, როგორც მუზეუმის ექსპონატს. აღარ ვიცი რა ვქნა... ხან ჩემი ნებით ვაშტერდები იატაკს, ხან გაბრაზებული მეც დაჟინებით ვაშტერდები ჩემკენ მომზირალ ხალხს, რომ მზერა მომაშორონ... მაგრამ ვის ვეჭიდები? სვანებს?! ბოლოს ისევ მე მიწევს მზერის არიდება... აბსოლუტურად ყველა ლაქა შევისწავლე დეტალებში, რაც კი ხის იატაკზეა.
ყველანაირ ხალხს ვხედავ, მაგრამ ძირითადად მაინც სვანები და ჩერქეზები არიან. ამასაც იმით ვარჩევ, რომ მათი ნათქვამი ერთი სიტყვაც კი არ მესმის. ყველა თავის „ენაზე“ უბერავს. როგორც ჩანს ბებაჩემმაც კარგად იცის ჩერქეზების ენა, რადგან მათ სამძიმარს ჩერქეზულადვე პასუხობს. როგორი მკაცრი გამოხედვა აქვთ ყველას... სვანებსაც და ჩერქეზებსაც... მთის ხალხი მაინც სულ სხვაა. მართალია ჩერქეზეთიც, ყარაჩაიც, ყაბარდოც და ბალყარეთიც წლებია უკვე რუსეთს ეკუთვნის, მათთვის ყველაზე ახლობელი მაინც სვანები არიან. თითქოს მზერითვე უგებენ ერთმანეთს, სიტყვებიც არ არის საჭირო.
მაგრამ ერთადერთი, რაც მათი შეხედვისას მეუფლება - შიშია. მათ გაყინულ და დაუნდობელ თვალებში კარგს ვერაფერს ვხედავ. ახლა ყველაზე მეტად მინდა, რომ ჩემს სახლში, ჩემს საწოლში ვიყო... გადასაფარებელში გახვეული და დაცული... ოღონდ აქ არა... ამ გაყინულ, ცივ, დამთრგუნველ ადგილას არა... ოღონდ მამაჩემის პანაშვიდზე არა...
ამდენი ჯდომისგან ყველაფერი მიბუჟდება. მაიას და ელას ვუჩურჩულებ, რომ ცოტა ხნით გარეთ გავივლი.
- როგორც გინდა, ჩემო სიცოცხლე... - მპასუხობს მამიდაჩემი.
როგორ შეუძლია იყოს ასეთი თბილი? არც კი მიცნობს...
სწრაფი ნაბიჯით გავდივარ და ჩემკენ მომართულ ყველა სახეს ვაიგნორებ. კიბეზე ვეშვები და სახლს ეზოს მეორე მხრიდან ვუვლი. საბედნიეროდ აქ არავინ არ არის. ძალიან მინდება ვინმესთვის დარეკვა. ვინმესთვის არა... გოგასთვის...
მამაჩემის ნომერს ვკრეფ. რამდენიმე წამის შემდეგ მისი ხმაც ჩამესმის, ჩემი საყვარელი ხმა.
„მამას გოგო... ასეთ დროს რამ შეგაწუხა?“
მავიწყდება, რომ ახლა სამსახურს ვაცდენ. უფრო სწორედ, პრაქტიკებს. ახლა ღუდუშაურის საავადმყოფოში პრაქტიკებზე უნდა ვიყო.
„რამდენიმე დღეა არ დამირეკავს... ჩემი მამიკოს ხმის გაგონება რომ მომენატროს არ შეიძლება?“ - კითხვას ვუბრუნებ „ნაწყენი“ ხმით, მხოლოდ იმის დასამალად, რომ ახლა ტირილამდე ვარ მისული.
„არ შეიძლება რომელია?! ვალდებული ხარ მოგენატროს!“
მის სიტყვებზე მეცინება.
„თეონა რას შვება?“
„თეონა ძაღლს ასეირნებს... რომელიც ჩემზე მეტად უყვარს...“ - მეუბნება დაეჭვებული ხმით.
„არაუშავს... ჩემზე მეტადაც უყვარს... გვესმის ერთმანეთის, მა...“ - მეცინება მეც.
„მაგის გამო გამცვივდა თმები, რა გგონია შენ? ძაღლი რომ ქმარზე მეტად ეყვარება... ნწ, ნწ, ნწ...“ - კიდევ უფრო ადრამატიზირებს.
წარმოვიდგენ გოგას ნახევრად შემელოტებულ თავს და გულში სითბო მეღვრება. ახლა, როგორც არასდროს ისე მჭირდება მისი ჩახუტება.
„კარგად ხარ, ლამამო?“ - მეკითხება დაეჭვებით.
როცა პატარა ვიყავი გოგა მასწავლიდა „შენ მამას გულის მალამო ხარო“... მე მალამოს ვერ ვიმეორებდი და ლამამოთი შევცვალე. მას შემდეგ 23 წელია ეს ზედმეტსახელი მაქვს შერჩენილი.
„კი... შეძლებისდაგვარად... ცოტა დაღლილი... გუშინაც გვიან დავიძინე ვმეცადინეობდი...“ - საკუთარი ტყუილის მრცხვენია, აქამდე არასდროს მომიტყუებია გოგა.
„დასვენება გჭირდება, მა... ახლა იცი რა უნდა ქნა? პირველივე რეისზე დაჯდე და ჩვენთან ჩამოხვიდე... და მე და დედა გაგვახარო...“.
ეჰ, ნეტავ ეს აქამდე მექნა. ნეტავ, ახლა მართლა დუბლინში ვიყო ჩემს მშობლებთან... რა ჯანდაბა მინდა აქ? რა შუაში ვარ?!
„ხომ იცი, რომ არ მიყვარს ეს სპონტანურობა...“ - ვეუბნები სიცილით.
„რანაირი ჩემი შვილი ხარ ახლა შენ?“ - მეკითხება ნაწყენი ხმით.
ეჰ, გოგა... ნეტავ, მართლა შენი შვილი ვიყო... ნეტავ, რამდენიმე საათის წინ ჩემი გაუცნობელი და ცხოვრებაში უნახავი მამის მიცვალებული სხეული არ მენახა...
„ახლა ვერ ჩამოვალ, მა... ყველაფერი ახლა ხდება ჩემს ცხოვრებაში... რა გავაკეთო...“
„რა და უნდა მიხედო შენს ცხოვრებას, ჩემო ლამამო... შენ გარდა მას არავინ მიხედავს... გავიქეცი ახლა მე, საჭესთან უნდა დავჯდე თან...“
„გკოცნი ბევრს... ძალიან მიყვარხარ... მართლა...“ - ცრემლებს ვეღარ ვიკავებ, გამწარებული საჩვენებელ თითზე ვიკბენ, რომ ჩემი ზლუქუნი გოგამ არ გაიგოს.
„დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ, მატილდა? ხომ იცი... ერთი სიტყვა და მანდ გავჩნდები... მერე მივალ და თავს გავუნგრევ... კისრით ვახოხიალებ...“
„ოხ, გოგა... რა გეშველება... როდემდე უნდა ერჩოდე ჩემს არარსებულ და შენთვის გადამალულ საყვარლებს?“ - ხმა მიკანკალებს, მაგრამ დაე, ეგონოს, რომ სიცილისგან.
„ვიღაცას მართლა მიმალავ... და მე გავარკვევ ვის...“ - მეუბნება იდუმალი ხმით, ისევ მაცინებს.
გოგა ერთადერთი ადამიანია, ვისაც უსასრულოდ, ნებისმიერ წამს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია ჩემი გაცინება. გოგა ერთადერთია...
ცრემლებს ვიწმენდ, რამდენიმეჯერ ღრმად ვუშვებ გრილ ჰაერს ფილტვებში და უკან ვბრუნდები. კიბეზე ფეხს ვდგამ, როცა ვიღაც მკლავში უხეშად მავლებს ხელს.
გაოგნებული ვუყურებ შავებში ჩაცმულ ასაკიან ქალს, რომელიც კუდიან ჯადოქარს უფრო ჰგავს, ვიდრე საყვარელ ბებოს. ნაცრისფერი, ყინულივით თვალებით მაშტერდება, მაგრამ თითქოს მე არ მიყურებს. თითქოს სადღაც შორს, ჩემს მიღმა იყურება.
- ერთი თვეც არ იქნება გასული, როცა შავს გაიხდი და თეთრს ჩაიცმევ...
- რა?! - ვეკითხები შეშფოთებული და ვცდილობ ხელი გავითავისუფლო.
- დიდებული კაცია... მაგრამ ორ კაბას ვხედავ... ორჯერ ჩაიცმევ თეთრს... ორჯერ... - იმეორებს ბუტბუტით.
- ხელი გამიშვით!
ხელს მთელი ძალით ვქაჩავ, ქალი ინერციით უკან ვარდება, მაგრამ წონასწორობას იჭერს. სირბილით ავდივარ სახლში და ადგილს ისევ ელას გვერდით ვიკავებ. გული ამოვარდნაზე მაქვს. რა ჯანდაბა უნდოდა ამ ქალს? ყველა ასე არანორმალურად რატომ იქცევა გამაგებინებს ვინმე?!
- კარგად ხარ? - მეჩურჩულება ელა.
- კი... მგონი...
უკვე იმდენად დაღლილი ვარ, რომ იმ ქალის ნათქვამზე ფიქრის თავიც კი არ მაქვს. ხალხის რაოდენობა კი არა და არ წყდება. წამით არ ცარიელდება ოთახი. რამდენიმე საათში ბნელდება კიდეც. ვზივარ გაშეშებული, უაზროდ. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ აქ ვარ. ჯერ კიდევ სამი დღის წინ ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა. სამედიცინოს სტუდენტი გოგონა, მატილდა დევდარიანი... რომლის მშობლებიც რამდენიმე წელია უკვე დუბლინში ცხოვრობენ მამის სამსახურისდა გამო. ერთი ჩვეულებრივი გოგონა, ერთი ჩვეულებრივი მატილდა არაფრით გამორჩეული ცხოვრებით... დღეს კი სვანეთში ვარ... ჩემს ნამდვილ ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან ერთად... მამაჩემის პანაშვიდზე... ბიოლოგიური მამის პანაშვიდზე, ვის გვარსაც 23 წლია ვატარებ.
ძირითადად არ მესმის რაზე ლაპარაკობენ, რადგან ან სვანურია ან ჩერქეზული, მაგრამ შიგადაშიგ გამოერევა ქართულიც... იხსენებენ შოთა დევდარიანს... უკვე ზღაპრებად და ლეგენდებად ქცეულ ისტორიებს ყვებიან... გავიგე, რომ თურმე ბავშვობიდან არაჩვეულებრივად ჯირითობდა ცხენზე... ცხენის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და აქაც ჰყავს სამი საუკეთესო ცხენი... გავიგე, რომ ჯირითის და ცხენების სიყვარული მისგან გამომყოლია... ჯირითი ხომ წლებია ის ერთადერთი საქმიანობაა, რომელიც მამშვიდებს, სულიერად მაწყნარებს და სიამოვნებას მგვრის. თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, როგორ მივყავარ პატარა მატილდა იპოდრომზე მას, როგორ ვარჩევთ ერთად ცხენს, როგორ მწევს ჰაერში და მსვამს უნაგირზე... მაგრამ არა... არ შემიძლია... ვერ ვანაცვლებ... გოგას სახეს ვერ ვანაცვლებ შოთას გრძელი თმით და ნუშისებრი თვალებით... ჩემნაირი თვალებით... გოგა იყოს ის, ვინც პირველად იპოდრომზე მიმიყვანა... ვისთან ერთადაც დიდი სიყვარულით ავარჩიე ჩემი ცხენი - პენელოპე... ვერ ჩავანაცვლებ... არ შემიძლია...
ისიც გავიგე, რომ ერთადერთი ქალი მის ცხოვრებაში დედაჩემი იყო. მასთან დაშორების შემდეგ შოთას არავისკენ გაუხედავს, არასდროს...
ქართველები ბევრს ვერაფერს იხსენებენ და რასაც იხსენებენ ან ბავშვობის ამბებია, ან სტუდენტობის. როგორც ჩანს ჩემი და თეონას მიტოვების შემდეგ მალევე გაიხიზნა ჩერქეზებთან და ცხოვრების ნახევარი იქ გაატარა. სახლზე დაკვირვებით ვერ ვიტყვი, რომ მამაჩემი ღარიბი იყო. რამდენიმე საკმაოდ ძვირადღირებულ ნივთს, ნახატს და ხელოვნების ნიმუშს ვხედავ. ოთახებიც თანამედროვედ არის გარემონტებული და უამრავი ბროლის ჭაღით გაბრდღვიალებული. რას აკეთებდა შოთა? რა იდუმალ ცხოვრებას ეწეოდა წლების განმავლობაში? ან ამდენი ნაცნობის მოგროვება სად მოასწრო? ეზოში უზარმაზარი და ძვირადღირებული ჯიპების რაოდენობაც არ წყდება... ელამ მითხრა ჩემი ჯიპიც შოთამ მაჩუქა დაბადების დღეზეო... მანქანებში ვერ ვერკვევი, მაგრამ ფაქტია ახალი მოდელია, თან საკმაოდ ლამაზი და თანამედროვე. ბებიაჩემიც და მამიდაჩემიც თავიდან ბოლომდე ოქროთი არიან ასხმულები, ოქროს სამკაულს კი სხვადასხვა ზომის თვლებიც ამშვენებს. სიმდიდრეზე დახამებული არ გეგონოთ, არც მე გავზრდილვარ სიღარიბეში, მაგრამ აქ წამოსვლის წინ ნამდვილად არ მეგონა, რომ აქ ასეთი სიტუაცია დამხვდებოდა.
ბოლო ჭირისუფალიც მიდის, ბოლო მანქანაც იქოქება და ვრჩებით მარტო... მე, ელა, მაია და ქეთო...
-ღმერთო, როგორ დავიღალე... თავი მისკდება... - საფეთქლებს იზელს ბებიაჩემი.
-ჯერ სად ვართ, დედა... - გვერდზე უჯდება მაიკო და ზურგზე უწყებს მოფერებას. - შენ ხვალ ნახე...
-ჩემი საცოდავი შვილი... ჩემი საცოდავი შვილი... - იწყებს ზმუილს ქეთევანი და მიცვალებულს უახლოვდება. - აქ არის, შოთა... შენი სათაყვანებელი მატილდა... აქ არის... შენი გოგო... და ვერასდროს გაიგებს როგორ გიყვარდა...
-კარგი, დედა... - აჩუმებს მაიკო. - ისედაც ფერი არ ადევს სახეზე ამ ბავშვს... კიდევ ნუ უმატებ...
მადლობა! ასეთი მადლიერი არასდროს ვყოფილვარ. ახლა ყველაზე მეტად სწორედ ასეთი სიტყვების მოსმენა არ შემიძლია... არ შემიძლია ჩემში იმ გრძნობების გაღვიძება, რომლებმაც ჯერ კიდევ პატარაობაში მიიძინეს... არ შემიძლია...
მოულოდნელად მანქანის ძრავის ხმა ისმის. თითებით ფარდას ოდნავ ვწევ. უზარმაზარი შავი ჯიპი ჩერდება, ანთებული ფარები ქრება. მზერას ვძაბავ, მაინტერესებს ვინ ზის საჭესთან, მაგრამ ვერ ვხედავ. ზედმეტად ბნელა. წინა კარიდან კაცი გადმოდის, დიდი ღიპით და მელოტი თავით. უკანა კარებიდან კი ორი ქალი. ერთ-ერთის მყვირალა წითელი თმა მაშინვე მხვდება თვალში. ბოლოს მძღოლიც კადრულობს გადმობრძანებას. საკმაოდ მაღალია, სავარაუდოდ ახალგაზრდაა. კარს კეტავს თუ არა თავს წევს და ჩემკენ იყურება, ჩვენი თვალები წამიერად ხვდება ერთმანეთს. მოულოდნელობისგან ვკრთები, ბზიკნაკბენივით ვუშვებ ფარდას ხელს და უკან ვბრუნდები.
- მატილდა... ვინ არის? - მეკითხება დაეჭვებით მაიკო.
- წარმოდგენა არ მაქვს... - მხრებს ვიჩეჩავ და კუთხისკენ ვჩოჩდები, თითქოს დამალვას ვცდილობ.
კიდევ ჩემკენ მომზირალ თვალებს ვეღარ გავუძლებ... ვეღარ ავიტან ამდენ გამომცდელ მზერას... ამდენ გამომცდელ ადამიანს, რომლებიც თითქოს ჩემგან სისუსტეს ელოდებიან...ერთი დღისთვის ისედაც საკმარისი გამოცდილება მივიღე... საკმარისად ვიდარდე და ვინერვიულე...
კიბეზე ნაბიჯების ხმა ისმის. ქეთო და მაიკო გვერდიგვერდ სხდებიან, ელა კი მოშორებით ჯდება თავჩაღუნული. საწყალი ელა, როგორ დაიღალა, თვალებს ძლივს ახელს... თან რამდენი იტირა... როგორ ჰყვარებია თურმე მამაჩემი...
კარი იღება, ყველანაირი ძახილის და დაკაკუნების გარეშე. ჯერ ის ღიპიანი კაცი შემოდის. მაშინვე გვერდზე ატრიალებს თავს და მე მიყურებს, თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. არადა როგორი იმედი მქონდა, რომ ამ კუთხეში შეუმჩნეველი დავრჩებოდი. კაციც საკმაოდ მაღალია. შავი შარვალი და ამავე ფერის პიჯაკი უმშვენებს მოსუქებულ ტანს. შემდეგ ის წითელ თმიანი ქალი შემოდის. ოთახში მაშინვე ქალის მძაფრი და ტკბილი სუნამოს სურნელი ტრიალდება, რომელიც ცხვირს მწვავს. მეორე ქალი ქერაა, შედარებით გამხდარი და უფრო ასაკიანი. მათ უკან კიდევ ორი კაცი მოჰყვებათ, მაგრამ ისინი ჭირისუფალს არ ჰგვანან. ნუთუ დაცვით გვეახლნენ?! მათ დანახვაზე უნებლიედ ვშეშდები, მზერა მათზე მეყინება. რა თქმა უნდა, პირველად ვხედავ მათ. როგორც ჩანს, ჩემი ნათესავებიც ასე არიან. ბებიაჩემი მაინც ფეხზე წამომდგარი ეგებება მათ. უცნობი ქალები ლოყაზე კოცნიან და რაღაცას ეჩურჩულებიან, რაზეც ქეთო მადლობას უხდის. შემდეგ მაიკოს ართმევენ ხელს და ისევ რაღაცას ეუბნებიან დაბალი ხმით. მაიკო უბრალოდ თავს უქნევს. მოპირდაპირე სკამებზე სხდებიან.
- ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, ქალბატონო ქეთევან, ქალბატონო მაია...
ვხედავ, როგორ უვარდებათ ყბა გაოცებისგან ქეთოს და მაიკოს. მათგან განსხვავებით უცნობი ჭირისუფალი ნამდვილად კარგად იცნობს მათ.
- მე გახლავართ თარაშ ვიბლიანი. განსვენებული შოთას კარგი მეგობარი, კეთილისმსურველი და ყოფილი ბიზნესპარტნიორი. ესენი ჩემი ოჯახის წევრები არიან. ჩემი მეუღლე დარინა ვიბლიანი და მისი და დადუნა. - ამჯერად ღიპიანი კაცი იწყებს საუბარს. - ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას... ასეთი დიდებული ადამიანები ასე უდროო დროს არ უნდა გვტოვებდნენ...
ამ კაცის გამყინავი ხმა მთელ სხეულში მივლის და თმა ყალყზე მიდგება. არასასიამოვნო, ცივი აურა დაჰყვება მთელ ოჯახს.
კიდევ ერთხელ ვათვალიერებ ქალებს. შავებში არიან ჩაცმულები, მაგრამ ეტყობა, როგორი ძვირადღირებული სამოსია. ქერა თმიანს შედარებით თბილი მზერა აქვს, მისი დისგან განსხვავებით, რომელიც სკეპტიკურ მზერას არ გვაშორებს, უფრო სწორედ, მე არ მაშორებს. მისი მზერით გაღიზიანებული მეც დაჟინებული, „სწერვული“ გამოხედვით ვპასუხობ. ზღურბლზე ამჯერად ის ბიჭი ჩნდება, რომელიც საჭესთან იჯდა. იმაზე მაღალია, ვიდრე წარმოვიდგენდი. ჩემზე ორი თავით მაღალია, არადა თითქმის მეტრა და ოთხმოცი ვარ სიმაღლეში. ბიჭს თეთრ ზედაზე შავი, თხელი ქურთუკი აქვს მოსხმული, თუმცა კარგად ვხედავ მის განიერ და დაკუნთულ მხრებს. მუქი, ოდნავ გრძელი თმა უკან აქვს გადავარცხნილი, სახეზე კი მოკლე წვერი აქვს, ერთი შეხედვით საკმაოდ მოვლილი, თავის თავზე შეყვარებული იდიოტის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჩემს მზერას ისევ იჭერს და ამჯერად ზიზღნარევი გამოხედვით მაჯილდოვებს. მთელ სხეულში მცრის. ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება მეუფლება. თითქოს ყველაზე საწყალი და დაუცველი არსება ვარ ამ ქვეყანაზე.
ბიჭი კართანვე რჩება.
- ეს ჩემი ვაჟია - ონისე. - ბიჭისკენ იშვერს ხელს თარაში.
- ვიზიარებ თქვენს მწუხარებას... - მისი ბოხზე ბოხი ხმა ექოსავით ედება მთელ ოთახს, შემდეგ ჩემს სხეულს, თითქოს ყველა უჯრედამდე აღწევს და ყველგან არასასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს.
- აქ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ მოვედით. - იწყებს ისევ თარაში. - განსაკუთრებით კი შენ გეხება, მატილდა...
ელასკენ იშვერს ხელს. გაოგნებული ელა გაფართოებული თვალებით აშტერდება კაცს, შემდეგ კი მე. ხმის ამოღება ნამდვილად არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
- მატილდა მე ვარ... - ვცდილობ მტკიცე ხმა მქონდეს.
თარაში ნელა ტრიალდება ჩემკენ და კიდევ უფრო ნელა მათვალიერებს თავიდან ფეხებამდე. მისი მზერა შუშასავით პრიალა და ცივია. თვალს ვარიდებ და ამჯერად სხვა, უფრო დამცინავ მზერას ვაწყდები, რომელიც ონისეს ეკუთვნის. რა დავუშავე ამ ბიჭს?
- შოთას გადამალული და ყველასთვის უცნობი შვილი - მატილდა... - ღიმილით დგამს რამდენიმე ნაბიჯს ჩემკენ. - სასიამოვნოა... ვიზიარებ შენს მწუხარებას...
- დიდი მადლობა! - ვპასუხობ უხეშად.
- რაშია საქმე, ბატონო თარაშ? - ამჯერად ქეთო იმაღლებს ხმას.
- თქვენს შვილიშვილს - მატილდას - საფრთხე ემუქრება. ალბათ, რამდენიმე დღეში ან კვირაში მოსაკლავად მოაკითხავენ.
ამის თქმა და მაიას შეკივლება ერთია. ქეთოს სახიდან ფერი გადასდის.
- დამშვიდდით, ქალბატონო, თქვენს დასახმარებლად ვართ აქ... - იძახის წითელ თმიანი ქალი.
- რას ნიშნავს დასახმარებლად? - ადგილიდან ფრინდება მაია.
- ჩვენ მესტიიდან ჩამოვედით. - იწყებს თარაში. – მოგეხსენებათ, ხშირად ჩამოდიან ყაბარდო-ბალყარეთიდან ჩვენთან და ჭორებიც ადვილად ვრცელდება. თქვენ წარმოიდგინეთ შოთას სიკვდილის შესახებაც მათგან გავიგეთ... როგორც ჩანს ძალიან გააბრაზა თქვენმა შვილმა ჩერქეზები... მისი მოკვლაც არ იკმარეს და კიდევ გეგმებს აწყობენ...
- რას ბოდავთ?! - თითქმის კივის მამიდაჩემი.
ვიბლიანის სახეზე გაკვირვებას ვხედავ, უკან კი ონისეს ჩაფრუტუნებაც კი მესმის.
- როგორც ჩანს საერთოდ არ გცოდნიათ თქვენი ძმის გმირობების შესახებ... არ იცით როგორი „ვაჟკაცი“ იყო, ხომ?! როგორ გვასახელა სვანები უცხო ხალხთან...
- ჩემს შვილზე ასეთ საუბარს როგორ ბედავთ?! - ამჯერად ქეთევანი გრგვინავს.
- წესიერად, ქალბატონო! - თვალებს უბრიალებს თარაში. - მოკლედ გეტყვით. კარგად იცით შოთა წლებია ჩერქეზებთან დაძვრებოდა, წლებია მათთან ერთად საერთო საქმიანობას ეწეოდა... შემოსავალსაც არ უჩიოდა, ცხონებული... - ბოლო სიტყვებზე სახლს ავლებს მზერას. - მაგრამ ზედმეტი მოუვიდა... ორი წლის წინ ბიზნეს-გარიგება დადო საკმაოდ გავლენიან და საშიშ ადამიანებთან. გვარად გურბანოვებთან. არც ეს გვარი გეცნობათ?
- დიახ, ჩემს ძმას ხშირად უხსენებია ეს გვარი ტელეფონით საუბრისას. - ამბობს მაიკო ჩამწყდარი ხმით.
- არც არის გასაკვირი. - თითქოს სიამოვნებისგან მოგვრილი ღიმილი ეფინება.
- იტყვით ბოლოს და ბოლოს? - ვერღარ ვითმენ.
კაცი მრისხანე მზერას მესვრის, მაგრამ მეც ასეთივე მზერით ვპასუხობ.
- თქვენი შვილი სვანეთში არალეგალურად მოიპოვებდა ოქროს. - ამბობს ომახიანად. - შემდეგ კი ჩერქეზებთან ერთად რუსეთის შავ ბაზარზე ყიდდა.
ამის გაგონებაზე რატომღაც ოქროებით ასხმული ქეთევანი და მაიკო მახსენდებიან. სწორედ იმიტომ მიიპყრო ამ სამკაულმა ჩემი ყურადღება, რომ მართლაც ულამაზესი და უიშვიათესი თვლებით და დიზაინით იყო აწყობილი, მაგრამ ისინი უბრალოდ ოჯახის რელიქვიებად ან მათ ახირებად ჩავთვალე.
- რა? - ბებიაჩემი ყურებს არ უჯერებს, მაიკო კი ხარხარს იწყებს.
- რა ოქრო?! საერთოდ რას ბოდავთ?!
- ქალბატონო ქეთევან, შეურაცხყოფას მაყენებთ.
- თქვენ? მე გაყენებთ? და თქვენ ამ თქვენი გამოსვლით აქ მწოლიარე ჩემი შვილის სხეულს არ შეურაცხყოფთ? - ხელს კუბოსკენ იშვერს.
- მე სიმართლეს გეუბნებით, ქალბატონებო. გურბანოვები საშიში ხალხია. ერთი სიტყვითაც არ ვაჭარბებ. ხომ ხედავთ... მოკლეს... პირდაპირ გულში ესროლეს ტყვია... დღისით, მზისით...
ბოლო სიტყვებზე მეც კი მთელ სხეულში მცრის.
- ეს პოლიციას უთხარით? იციან, მაგ გურბანოვებზე რომ გაქვთ ეჭვი? - ვეკითხები შეშფოთებული.
თარაშს ეღიმება, მასთან ერთად სიბნელეში მდგომი მისი შვილის კბილებიც ელავს წამიერად. რა აცინებს ამ ხალხს?
- და თქვენ გგონიათ გურბანოვებს ამას დაუმტკიცებენ? ან გგონიათ მათ ვინმე მიადგება? ჩვენსავით უპატრონო ქვეყნიდან არ გეგონნონ... ჩერქეზებს რუსეთი მფარველობს... ისინი მოიპოვებენ ოქროს, წლებია. ისეთ ადგილებში, სადაც არ შეიძლება. იცით რატომ? იქ ურანი მოიპოვება. ურანის გაშიშვლება კი ძალიან, ძალიან სახიფათოა. მაგრამ გურბანოვები თავს იმით იმართლებენ, რომ მცოდნეები არიან და იციან საიდან მიუდგენენ.
- რა ზღაპარს ყვებით? - ისევ მაიკო ერთვება. - ვინ მისცემს ვიღაც გურბანოვებს თუნდაც რუსეთში მთებში ოქროს არალეგალურად ძებნის უფლებას?
- და რატომ გგონიათ, რომ არ მისცემენ?! მე თქვენ ჭკვიანი ქალი მგონიხართ, ქალბატონო მაია. - მამიდაჩემს სახე ელეწება, ალმური ასდის. - მათ მფარველები ჰყავთ ყველგან. ზუსტად ამიტომ მეეჭვება, რომ ცხონებული შოთას საქმე ოდესმე გაიხსნას.
- რომელი საუკუნეა? ჭურში ვცხოვრობთ? - ვიძახი ისევ მე.
- თავმოხდილ ქვევრში. - ჩამესმის ონისეს ბოხი ხმა, მისი ცინიკოსობა საზღვრებს ცდება.
თვალებს ვჭუტავ და მტრულ მზერას ვესვრი, მაგრამ ის ჩემკენ არც იყურება.
- ანუ თქვენ ამბობთ, რომ ჩემი ძმა ოქროს იპარავდა სვანეთის მთებიდან?
- არა მხოლოდ სვანეთის... ჩერქეზთა ტერიტორიაზე არსებული მთებიდანაც... თქვენი ძმა გურბანოვებთან ერთად წლები მუშაობდა და საკმაოდ ბევრი ფულიც იშოვა. და შემდეგ იცით რა მოხდა? მათი გაცურება გადაწყვიტა. უფრო მეტი ფულის შოვნა მოუნდა, მაგრამ არ გაუვიდა. - ბოლო სიტყვებში რაღაც ფარული კმაყოფილება იგრძნობა. - ვეუბნებოდი, ყოველთვის ვურჩევდი მათთან საქმე არ დაეჭირა... მაგრამ არასდროს მისმენდა. შოთა განდიდების მანიით იყო შეპყრობილი.
- როგორ ბედავთ! - ხმას უწევს ქეთომ.
- იმდენად ცუდად ჰქონდა საქმე, რომ მოკვლით ემუქრებოდნენ.
- თქვენ ეს იცოდით და არაფერი თქვით? - ვერ ვიჯერებ მოსმენილს.
- უკაცრავად და ვისთვის უნდა მეთქვა?! სხვა სვანებს რომ გაეგოთ ეს ამბავი ჩერქეზებზე ადრე დააჭედავდნენ ტყვიას როგორც მოღალატეს...
- საკმარისია! - დგება მაიკო.-ახლავე დატოვეთ ჩვენი სახლი! როგორ ბედავთ აქ დგომას... მიცვალებულის არ გრცხვენიათ, კარგი, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიცოდეთ... მგლოვიარე ხალხი! ძმის დატირება მაცადეთ! ეგ თქვენი ზღაპრები კი თქვენს კოშკებს მოუყევით მესტიაში!
- ქალბატონო მაია... აქ თქვენს დასახმარებლად ვართ მოსულები... თქვენ ჩვენ გჭირდებით... საქმე თქვენი ძმისშვილის სიცოცხლეს ეხება...
- და მე რა შუაში ვარ აქ საერთოდ?! - ცინიზმს ვერ ვიკავებ.
- შენ მისი შთამომავალი ხარ! - ხელს იშვერს კუბოსკენ. - ერთადერთი შთამომავალი...
- არ ვარ! მე მას არც კი ვიცნობდი! მე სხვა მამა მყავს!
წამიერი დუმილი ისადგურებს. ვხედავ როგორ ეცვლებათ სახე მაიას და ქეთოს, როგორ ასდით წარბები შუბლზე ვიბლიანბს.
- მთავარი ეგ არ არის... - აგრძელებს თარაში. - ფაქტია, მის გვარს ატარებ... ახლა აქ ხარ... და ასობით ჩერქეზმა გნახა დღეს აქ, როგორც მგლოვიარე შვილი...
- და მერე რა?
- რა და მთაში ხარ! - მოთმინების ფიალა ევსება ონისესაც.
- ონისე! - განრისხებულ მზერას ესვრის თარაში შვილს და ისიც დუმდება.
- მთის დაუნდობელ და მკაცრ წესებზე დარწმუნებული ვარ თბილისშიც გსმენია...
- უკაცრავად... შემახსენეთ... რომელ საუკუნეში ვართ? - თვალებს ვჭუტავ გაბრაზებით.
- შეიძლება ჩვენთვის ოცდამეერთეა... მაგრამ ჩერქეზები ნამდვილად ათწლეულებით უკან არიან...
- კიდევ ერთხელ ვიკითხავ... და?! - ხელებს ლოდინის ნიშნად ვიშვერ წინ. - მე აქ რა შუაში ვარ?!
- მთის წესების თანახმად მოღალატის სიკვდილი არ კმარა... მისი შთამომავლობაც უნდა დაისაჯოს...
- რომელი მთის წესების?! - თითქმის ვკივი, ვერ ვიჯერებ, რომ ეს კაცი ამ ყველაფერს სერიოზულად ამბობს.
- ადიღეების წესების! ჩერქეზები თავიანთ თავს ადიღეებს უწოდებენ... ადიღეები კი უძველესი კავკასიელები არიან! ადიღეების წეს-ჩვეულებები ქართველებისაზე მეტად დაუნდობელია...
სიცილს ვიწყებ. პანიკურ, უაზრო სიცილს.
- ჭირსაც წაუღია თქვენი ხისთავიანი თავები თქვენივე ტრადიციებით! - ვღრიალებ ბოლო ხმაზე.
ვხედავ, როგორ ეჭიმება სხეული ონისეს, როგორ იყურებიან „დაცვის“ კაცები ჩემკენ მტრული მზერით. ვინ იცის, იქნებ ჩემი აქვე გაფატვრაც უნდათ.
- ჩვენ აქ კეთილი განზრახვით მოვედით! - იძახის მჭექარედ და თვალს არ მაშორებს.
- რომელი კეთილი განზრახვით? - ეკითხება მაიკო ცინიკურად.
- ეს ბავშვი საფრთხეშია, ქალბატონო მაია... - თვალს უსწორებს მამიდაჩემს, ხელით კი ჩემკენ ანიშნებს.
- და გგონიათ დაგიჯერებთ?!
- მატილდას მოკლავენ. - იძახის ამჯერად დარინა.
- გურბანოვები მოკლავენ. - იძახის თარაში საკმაოდ მშვიდი ხმით. - ერთი მკვდარი არ გეყოლებათ გასვენებული მეორეს დაგატირებინებენ.
-ხომ არ გადაირიეთ?! - არაამქვეყნიური ხმა ამოსდის ქეთოს.
- ამას აპირებენ, ქალბატონო ქეთევან... მეც მყავს ჩემი ხალხი ჩერქეზეთში... სანდო ხალხი... მე კი მათ ნათქვამს გადმოგცემთ თქვენ...
- რას ჰქვია აპირებენ? - ძალა მიბრუნდება. - ჯერ ერთი რომელი საუკუნეა? მეორეც, ქალის მოკვლა ესეც თქვენი ტრადიციების ნაწილია?!
- ჩვენს ტრადიციებს რომ შეეშვა არ გინდა?! თუ ადიღეს და სვანს ვერ არჩევ?! - მეუბნება ონისე ცინიკური ხმით.
- არა, არ მინდა! - ვპასუხობ და მტრულ მზერას ვესვრი.
საშინელი სურვილი მიპყრობს ვეტაკო და თავი ბუხარზე ვარტყმევინო.
- სვანებს მსგავსი ტრადიციები არ აქვთ! არასდროს ჰქონიათ! - გრგვინავს თარაშიც უკან მდგომი ერთ-ერთი კაცი. - სვანები არასდროს ეთანხმებოდნენ ადიღეების კანონებს!
- თბილისში წავალ... დედაჩემთან და მამაჩემთან უცხოეთში წავალ...
- ყველგან მოგაგნებენ... - ამბობს ამჯერად დადუნა.
- დადუნა ჩერქეზის ცოლი იყო... დაუჯერე... იცის რასაც ამბობს... - მეუბნება თარაში.
- და უკაცრავად თქვენ რას მთავაზობთ? - ცინიზმს ვეღარ ვთოკავ. - როგორ აპირებთ ჩემს დახსნას? როგორც ვხედავ, ჩერქეზები ღმერთს გაუტოლეთ, ამბობთ ყველგან მოგაგნებენო...
- ყველგან, გარდა მესტიისა... - ამჯერად ონისე იღებს ხმას.
- გადასარევი... ანუ მესტიაში დამალვას მთავაზობთ? გამზადებული გაქვთ უკვე კოშკი?!
- იქნებ დამშვიდდე? - ჩამესმის თარაშის ხმა.
- ბატონო?! არარსებული მამის პანაშვიდზე ჩამოვედი... ნეტავ, არ ჩამოვსულიყავი, მაგრამ მაინც ჩამოვედი... ის არ კმაროდა, რომ მთელი დღის განმავლობაში ასობით უცხო ადამიანი უაზროდ მაშტერდებოდა, როგორც ვოლიერში გამოკეტილ ცხოველს... და ახლა მოდიხართ ვიღაც ვიბლიანები, რომლებსაც ჩემი ოჯახის წევრებიც კი არ გიცნობენ და ყვებით რაღაც საოცარ ისტორიებს მიცვალებულზე... ამბობთ, რომ ცუდი ადამიანი იყო, მოღალატე და სიკვდილი დაიმსახურა... და თან მის შთამომავალზე დარდობთ?! რატომ უნდა დავიჯერო, რომ ჩემზე დარდობთ და გინდათ სიკვდილისგან მიხსნათ?! ან ის რატომ უნდა დავიჯერო, რომ ვიღაც ჩერქეზები იქამდე არ მოისვენებენ, სანამ არ მომკლავენ?! დებილი გგონივართ?!
- თარაშ, წავედით... - ისმის ისევ ონისეს ბოხი ხმა.
- მოიცა... ჯერ არ დამიმთავრებია... მატილდა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბავშვია... - ამ სიტყვებზე პირდაპირი მნიშვნელობით ტვინში სისხლი მასხამს. - მაგრამ თქვენგან უფრო ველოდი გაგებას და მხარდაჭერას, ქალბატონო ქეთევან... სვანების ოჯახში გაზრდილი ხართ... ჩერქეზებს მთელი ცხოვრებაა ხედავთ... განა არ იცით როგორი დაუნდობლები არიან?!
- მე ყველაფერი კარგად ვიცი... მაგრამ მხოლოდ ერთი რამ არ მესმის... თუ ჩემი შვილი მოღალატე და გამყიდველია... თქვენ რატომ გინდათ ასე ძალიან ჩვენი დახმარება?!
- რამდენიმე წლის წინ შოთამ სიკვდილისგან მიხსნა... - ამბობს თარაში წრფელი ხმით. - შოთას გადარჩენა ვერ მოვასწარი, მაგრამ მისი შვილი უნდა ვიხსნა... ეს ჩემი მოვალეობაა...
რამდენიმე წუთით დუმილი ისადგურებს. ხან ქალებს ვუყურებ, ხან თარაშს, ხან კი ონისეს, რომელიც მტრულ მზერას არ მაშორებს.
- მაშინ რას გვთავაზობთ, ბატონო თარაშ? მართლა კოშკში უნდა გადავმალოთ? - ბებიაჩემის კითხვა მაოგნებს, ნუთუ ასე უცებ დაიჯერა ეს ყველაფერი?!
- არა... კოშკში არა... მატილდა ჩვენთან იცხოვრებს... შეიძლება არ გვიცნობთ, მაგრამ ვიბლიანებზე გაგებული აუცილებლად გექნებათ... იცით, როგორი ავტორიტეტითაც ვსარგებლობთ მესტიაში...
არც ქეთო და არც მაია არ იღებს ხმას. ესეიგი მართლა იციან რასაც ეს კაცი ამბობს.
- ჩვენთან ყველაზე დაცული იქნება... ჩერქეზებთან საერთო ბიზნესს მეც ვაწარმოებ... ამასთან ერთად, მთელი სვანეთი გვერდში დამიდგება თუ საჭირო გახდა... მაგრამ კიდევ ერთი პრობლემაა...
- რა პრობლემა? - კითხულობს მაია.
- მატილდა დევდარიანს, როგორც შოთა დევდარიანის შვილს არავინ დაინდობს... განსაკუთრებით შოთას სიკვდილის შემდეგ, როცა უკვე ყველამ იცის როგორ აყაჩაღებდა შოთა სვანეთს, როგორ ღალატობდა საკუთარ ხალხს და ფულში ცვლიდა...
- ტყუილია! ერთი სიტყვისაც არ მჯერა! - არ დრკება ქეთო.
- ამას უკვე არც აქვს მნიშვნელობა... ფაქტია, შოთას შვილს არც სვანები გაახარებენ... იმიტომ მატილდა ჩემი ოჯახის წევრი უნდა გახდეს... ჩემი რძალი... ჩემი ონისეს ცოლი...
ბოლო სიტყვები ექოსავით ჩამესმის. წამიერად თვალებში მიბნელდება, შემდეგ კი ერთიანად მასხამს.
- ბატონო?! - ყურებს არ ვუჯერებ. - გესმით მაინც რას ამბობთ?!
- მხოლოდ ამ შემთხვევაში გადარჩები, შვილო, რატომ არ გესმის?! - წკიპზეა უკვე თარაშიც.
- თქვენ მე რაღაც ნივთი ხომ არ გგონივართ?! 23 წლის ვარ! ჩემი ცხოვრება მაქვს! რა უფლებით წყვეტთ ჩემს ბედს?! რა უფლებით მიწყვეტთ ვის გავყვე ცოლად?! თქვენ მართლა წინა საუკუნეში ხომ არ ჩარჩით?!
- მე იმას ვამბობ, რაც იქნება!
- და რას მიკეთებს ეს ქვეყანა და პოლიცია მაშინ?! რატომ უნდა მეშინოდეს ვიღაც ჩერქეზების 21-ე საუკუნეში?!
- თარაშ... წავედით! - ამჯერად უფრო ომახიანად ამბობს ონისე.
- ნამდვილად თქვენი წასვლის დროა! - ცეცხლს ვყრი. - დამერწმუნეთ, ამ საქმეს გათხოვების გარეშეც მოვაგვარებ... თან აი, ამაზე გათხოვების... - ამრეზით ვუყურებ ონისეს, რომელიც არანაკლებ ზიზღით შემომყურებს.
- არც მე ვიწვი შენი ცოლად მოყვანის სურვილით...
- ონისე! - ღრიალებს თარაში.
- ხოდა ძალიან კარგი! შევთანხმდით! გვესმის ერთმანეთს!
დარინა და დადუნა დგებიან და გასასვლელისკენ მოდიან. როგორც ჩანს, მართლა მიდიან.
- შარში ყოფ თავს, მატილდა... - მეუბნება ბოლოჯერ თარაში. - იცოდე, ახლა თუ უარს იტყვი მერე ვეღარ გიშველით...
- როგორმე თქვენი შველის გარეშეც მივხედავ თავს.
- ქალბატონო ქეთევან... - უკანასკნელი იმედის თვალით უტრიალდება ბებიაჩემს.
- არა, ბატონო თარაშ... მატილდა საკმაოდ დიდია და თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მე კი მხოლოდ და მხოლოდ ვეთანხმები...
ხმის ამოუღებლად გადიან ოთახიდან, მხოლოდ თარაში რჩება.
- ხვალ დაკრძალვა რომელ საათზეა? - კითხულობს ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
- პირველზე...
- მაშინ ხვალამდე... იქნებ ხვალამდე გონებაც გაგინათდეთ...
- ნახვამდის! - ისევ ხმას ვუწევ.
თარაში გადის და კარს ხურავს. სწრაფად სხდებიან მანქანაში, ონისეც სწრაფად ქოქავს და მალევე ქრებიან ეზოდან.

4.
მეორე დილით მამაჩემს კრძალავენ. უამრავი ადამიანი მიაცილებს სამუდამო განსასვენებლისკენ. ისევ არის ცრემლები, ტირილი, კივილი, გოდება... მაგრამ აღარაფერი მესმის. გათიშული, გადაღლილი, ინსტიქტურად ვმოძრაობ და ხალხის მასას მივყვები.
- ამას ოდესმე წარმოიდგენდი, მატილდა? - მეკითხება ხმააკანკალებული მაია.
- კონკრეტულად რას? ბიოლოგიურ მამას მხოლოდ მკვდარს რომ ვნახავდი თუ მის დაკრძალვაზე შავებით შემოსილი სხვა ოჯახის წევრებთან ერთად ვიქნებოდი?
- ჩემი ბრალია... ნაწილობრივ ჩემი ბრალია ეს ყველაფერი ასე რომ მოხდა... უნდა დამეძალებინა შოთასთვის, რომ შენთვის ებრძოლა...
- ადამიანს, როცა რაღაც უნდა, დაძალება არ სჭირდება, მაიკო...
- მართალი ხარ, მაგრამ შოთა არ ჰგავდა სხვებს... არ იყო ურთიერთობებში გაბედული... ძალიან შეუვალი, ჩაკეტილი... თავის სამყარო ჰქონდა... ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველას თითო სიტყვა რომ შეგვეწია იქნებ ერთხელ მაინც გენახა ცოცხალი...
- ამას უკვე აღარ ეშველება... - ვასრულებ საუბარს.
მამიდაჩემი მხარზე ხელს მხვევს. არ ვეწინააღმდეგები. სიმართლე რომ ვთქვა, მსიამოვნებს კიდეც მისი შეხება, მისგან მომავალი სითბო და მზრუნველობა. უცნაური გრძნობა მეუფლება... თითქოს ეს ადამიანი მართლა ჩემია... თითქოს ვგრძნობ, როგორ ჩქეფს ჩვენს სისხლძარღვებში ერთი სისხლი...
თვალი უაზროდ მიშტერდება სადღაც შორს, საფლავებისგან შორს. თუმცა, როცა ფოკუსს ვასწორებ, მას ვხედავ. იქ დგას. ონისე ვიბლიანი ჩვენგან რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას და ჩვენკენ ურცხვად იყურება. რა უნდა? გუშინდელი გამოსვლა არ ეყოთ? ენით აღუწერელი ზიზღი მიპყრობს ამ ადამიანის მიმართ. მინდა, რომ ვეტაკო და რაღაც დავუშავო.
დღის შუქზე კარგად ჩანს მისი გარეგნობა. საკმაოდ მაღალია, შეიძლება ორი მეტრიც კი. განიერი მხრები და დაკუნთული ხელები მას სიმკაცრეს, სიუხეშეს მატებს, რაც საერთოდ არ მომწონს. მაჟრიალებს კიდეც. არც თუ ისე მოკლე ღია ყავისფერი თმა უკან აქვს გადავარცხნილი, სწორი ცხვირი ბოლოსკენ ოდნავ აპრეხილი აქვს, რაც მის გამოხედვას უფრო ქედმაღლურს ხდის. წამიერად ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება, მის ლურჯ თვალებს წამიერად ვაწყდები, თვალებს, რომელიც სიძულვილით უელავს. მაშინვე მზერას ვარიდებ, ინსტიქტურად თვალებს ვხუჭავ, თითქოს მისი გამოხედვისგან თავს ვიცავ.
- მატილდა... - ჩამესმის ელას ჩურჩული. - რა ჯანდაბა უნდათ ამ ვიბლიანებს აქ?
- არ ვიცი... - ვპასუხობ ზიზღით, იმის წარმოდგენაზეც კი მაჟრიალებს, რომ ეს ხის კუნძი შეიძლებოდა ჩემი ქმარი გამხდარიყო. - წარმოდგენაც არ მაქვს..
ქეთო და მაია საფლავზე ემხობიან, ელა კი ჩემს გვერდით დგას და ჩუმად ტირის. მე კი აღარ ვიცი საით გავიხედო. არ მინდა... არ მინდა ამ მომენტის სამუდამოდ დამახსოვრება... არ შემიძლია... და ჩემი თვალები ისევ მის ცივ მზერას აწყდებიან. რა უნდა ამ ბიჭს? რატომ მომშტერებია?!
სახლში რამდენიმე საათის შემდეგ ვბრუნდებით. ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალოთ და უზარმაზარ ქელეხს შევუერთდეთ. ქელეხი ჩემთვის ყველაზე საძულველი ტრადიციაა, რომელსაც დიდი სიამოვნებით გავაქრობდი საერთოდ ისტორიიდან. მე და ელენე საძინებელში შევდივართ. მაიას მიერ ჩვენთვის საგულდაგულოდ გამზადებული შავი სამოსი გამოღებული კარადის კარზე კიდია. ელენე საწოლზე თავით ემხობა.
- მე არ მოვდივარ... - მეუბნება ჩუმად.
- რა? - ვეკითხები შეშფოთებული.
- არ მოვდივარ... მეზიზღება ქელეხი... იქ მყოფი ყველა ადამიანი მეზიზღება... ასე გადაეცი ყველას...
- ელენე... ხომ იცი რომ გადაირევიან?!
- არ გადაირევიან...
- გინდა მეც დავრჩე? თუ ცუდად ხარ მეც...
- არა, არა... კარგად ვარ... უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა... გთხოვ...
- როგორც გინდა...
ჩუმად ვიცვამ შავ სამოსს, ჩემს მუდამ დატალღულ ბეჭებამდე თმას მაღლა ვიწევ და გარეთ გავდივარ.
- არ მოდის... - ვეუბნები მაიას და ქეთოს.
- რას ჰქვია არ მოდის? - თვალები შუბლზე ასდის ქეთოს. - ბიძამისის ქელეხში არ მოდის? ასობით ადამიანი იქნება! რას იფიქრებენ!
უკვე შეწინააღმდეგების ძალაც აღარ შემწევს, მანქანის კარს ვაღებ და ვჯდები.
ქელეხის დამღელი სუფრიდან საკმაოდ გვიან ვბრუნდებით. უკვე ბნელა კიდეც. ოთახში ამოვდივარ გასავათებული და ერთი სული მაქვს როდის მივესვენები საწოლზე. შუქი ჩამქრალია. ფეხაკრეფით შემოვდივარ ოთახში, არ მინდა ელენე გავაღვიძო. დაწოლისას შემთხვევით მის ბალიშს ვეხები, სველ ბალიშს... როგორ უტირია... როგორ ჰყვარებია ამ პატარა არსებას ბიძამისი... როგორ ჰყვარებია ელას მამაჩემი... ეჰ, ნეტავ როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ელა, მართლა ერთად რომ გავზრდილიყავით?! იქნებ მეც შენსავით ცხარე ცრემლით დამეტირა კაცი, რომლის წყალობითაც ვარსებობ.
დაკრძალვიდან 3 დღის შემდეგ მეგრელებს ერთი ტრადიცია აქვთ, რომელსაც „მკლავის გახსნა“ ჰქვია. ამ დღეს ოჯახში სუფრა იშლება და უახლოესი ნათესავები თუ ნაცნობები მოდიან. ხშირად მაიძულებდნენ სამეგრელოში მსგავს რიტუალებს რომ დავსწრებოდი. როგორც ჩანს, სვანებსაც ჰქონიათ მსგავსი რაღაც.
ეზოს კუთხეში ვზივარ და ვაკვირდები, როგორ შლიან სეფას მეზობლები. უამრავი ადამიანი ირევა, რამდენიმე უცხოსაც კი ვხედავ. განსაკუთრებით მაშინებენ კაცები, რომლებიც ეზოს ერთ-ერთ კუთხეში დგანან და ხან მე მომშტერებიან, ხან ქეთოს, ხან მაიას, რომლებიც ანერვიულებულები დადიან წინ და უკან.
მოულოდნელად ეზოში ვიბლიანების მანქანა შემოდის. ინსტიქტურად ვდგები და სამზარეულოში მოფუსფუსე ელასთან მივდივარ. თარაშ ვიბლიანი დიდი და მტკიცე ნაბიჯებით მოდის სახლისკენ. უკან ონისესაც ვხედავ დედამისთან ერთად. ზიზღი მიპყრობს.
- რით ავხსნათ თქვენი აქ მობრძანების პატივი? ამჯერად ვინ უნდა გადაარჩინოთ? - მკვახედ ეკითხება მაია.
- ნუთუ არ შეიძლება უბრალოდ მოსვლა? ვხედავ არაჩვეულებრივი სუფრა გაგიშლიათ...
- წამობრძანდით და თქვენი ადგილი დაიკავეთ... - ჩემდა მოულოდნელად იძახის ქეთო. – ვინც ჩემს საცოდავ შვილს პატივს სცემს ჩემი ოჯახის კარი მათთვის ყოველთვის ღიაა...
გაოგნებული, პირდაღებული ვხევდები.
ონისეს სახეზე ცინიკურ ღიმილს ვამჩნევ. საინტერესოა, რამ გაახალისა?!
ბებიაჩემი ვიბლიანებს წინ უძღვება, მეც ინსტიქტურად უკან მივყვები. მოულოდნელად თარაში ჩერდება, ონისეს რაღაცას ეუბნება სვანურად და ეზოს მეორე ბოლოსკენ ანიშნებს. მეც იქით ვიხედები, თუმცა სტუმრების გარდა ვერავის ვხედავ.
მოულოდნელად ონისე ჩემკენ ბრუნდება და მეკითხება:
- შენ სად ჯდები?
ეს კითხვა იმდენად მოულოდნელია, რომ ყურებს არ ვუჯერებ.
- რა?
- სად ჯდები-თქო. - თვალებს ატრიალებს.
- რა შენი საქმეა! - ვცხარდები მაშინვე.
- ღმერთო, რა ჯიუტი არსება ხარ!
მეუბნება და სწრაფი ნაბიჯით მშორდება. საიდან იცის ამ ადამიანმა მე როგორი ვარ, როცა ცხოვრებაში მესამედ ვხედავ. ისე მაღიზიანებს, რომ მინდება ჩემს გასწვრივ მდგარი ღვინით სავსე დოქი პირდაპირ თავში გავუქანო.
სუფრების, სადღეგრძელოების და უაზრო მონოლოგების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. ახლაც არ ვაპირებდი დაჯდომას ქეთოს განრისხებულ თვალებს რომ არ ვეიძულებინე. ცალი წარბის აწევით მაიძულა 70 კაციან სეფას შემოვჯდომოდი.
ჩემდა გასაკვირად ონისე ჩემს გვერდით ჯდება. გაოგნებული და განრისხებული ვაშტერდები, ის კი ღიმილიანი სახით წინ იყურება, ვითომც არაფერი.
- შეიძლება გავიგო რა ჯანდაბა გინდა?! - ვეღარ ვითმენ.
- აი, ის ქათმის ბარკალი... - თვალებით მანიშნებს ჩემს წინ თეფშზე.
- დიდი სიამოვნებით ძვლიანად გადაგაყლაპებდი, მაგრამ ხალხია და არ შემიძლია...
ჩემკენ ტრიალდება, ცინიკურ მზერას გაკვირვების ელფერიც დაკრავს.
- რამე დაგიშავე? თუ რით დავიმსახურე ეს ზიზღი?
- რამე? უბრალოდ არ მომწონხართ! არც შენ და არც ჩენი ოჯახი! თქვენ კი ბოლო დღეებია მოსვენებას არ გვაძლევთ... ყველგან თქვენ რატომ გხედავთ?!
მოულოდნელად ონისე ხარხარს იწყებს. ახლა მართლა მინდება თავი რომელიმე საჭმლით სავსე ჯამში ჩავაყოფინო.
- და შენ გგონია მე მიხარია აქ ყოფნა?
- აბა აქ რა ჯანდაბას აკეთებთ?! შენც გიჟდებოდი მამაჩემზე და პატივს სცემ მის ოჯახს შენი აქ ყოფნით?
- საერთოდ არ ვიცნობდი მამაშენს...
- ხოდა შენგან ერთი სიტყვის მოსმენაც აღარ მინდა! და საერთოდ... გადაჯექი სხვაგან!
- არ შემიძლია, აქ უნდა ვიყო...
- და რატომ? - შეშფოთებული თითქმის ვკივი.
- სუფრის შუაში ვარ და ყველა საჭმელს თანაბრად მივწვდები...
ამას მეუბნება და ქათმის ბარკალს თეფშზე იდებს.
- რა ჯიშის ცხოველი ხარ, საინტერესოა... - ვამბობ ჩუმად, მაგრამ ისე, რომ ყველაფერი კარგად გაიგოს.
ვხედავ, როგორ არ სიამოვნებს ჩემი სიტყვები, როგორ ებერება ხელებზე ძარღვები, მაგრამ მე ეს ყველაფერი უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებს.
მიუხედავად ჭამისა, თითქოს რაღაცნაირად დაძაბულია. გამუდმებით აქეთ-იქით იყურება, ხან თარაშს გახედავს, ხან დედამისს. მისი დაძაბულობა თითქოს მეც მედება. განსაკუთრებით მაბნევენ ჩერქეზები, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან. მათ დამშეულ, ქალის უნახავ მზერებს ხშირად ვაწყდები და აღარ ვიცი რა ვქნა. ასე უხერხულად თავი არასდროს მიგრძვნია. რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა უჩინარი გავხდებოდე, ოღონდ ახლა გავქრებოდე.
განსაკუთრებით არასასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს ერთი კაცი, რომელიც ჯერ კიდევ დაკრძალვიდან მახსოვს. სულ ჩვენს გარშემო იყო, სულ ჩვენს ახლოს ტრიალებდა. ახლაც აქ არის, არაფერს ჭამს, ცოტას სვამს და ყოველ ხუთ წუთში მოსაწევად გადის.
მორიგი მოსაწევად გასვლის დროს თვალს ვაყოლებ, იმდენად მსუქანია, რომ პერანგი და პიჯაკი ტანზე ასკდება, ჩასუქებული თავი და ღაბაბი აქვს. რამდენიმე წამის შემდეგ ჩემკენ ტრიალდება და წამიერად ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება. დიდი, ამღვრეული და სისხლძარღვებისგან დასერილი თვალები აქვს, რაც კიდევ უფრო შემზარავს ხდის. ტუჩის კუთხე უტყდება, იცინის, საზიზღრად, ბოროტულად იღიმის. შემდეგ კი... შემდეგ კი მის ხელს ვხედავ, ხელში იარაღი უჭირავს, რომელსაც მე მიმიზნებს.
გასროლის გამაყრუებელი ხმა მთელ ეზოს თითქოს შუაზე სერავს. ჩემდა გასაკვირად ძირს ვგდივარ, ყურები მიგუბდება და გაბმული წუილი ჩამესმის, ცაზე აქა-იქ გაფანტულ თეთრ ღრუბლებს ვაშტერდები... და ბოლოს მზერა ონისეზე გადამაქვს, რომელიც მაჯებში ჩამფრენია და ზემოდან არის მოქცეული.
თავს ოდნავ გვერდით ვატრიალებ. ვხედავ მაიას და ქეთოს, რომლებიც ჩემკენ გამორბიან შეშლილი სახით, ვხედავ დაფანტულ სტუმრებს, რომლებიც გარშემო შემომხვევიან დაბნეული, გაოგნებული და შეშინებული სახეებით.
ნუთუ მე მესროლეს?
თუ მესროლეს, რატომ არაფერი მტკივა? რატომ ვერ ვხედავ სისხლს? რატომ არ მიჭირს სუნთქვა და საერთოდ, რატომ ვარ ცოცხალი?
- ცივი წყალი მოიტანეთ! დროზე! - ონისეს ღრიალი მაფხიზლებს.
შემდეგ კი მის შეხებას ვგრძნობ ჩემს სახეზე. ცივი წყლით ხან საფეთქლებს მიზელს, ხან შუბლს, ხან ყვრიმალებს.
- რა... რა ჯანდაბა მოხდა? - ვხავი, ჩემი ხმა მხოლოდ ონისეს ესმის.
- შენი მოკვლა სცადეს...
- ჩემი? - გულისრევას ვგრძნობ, თვალებში მიბნელდება.
მაგრამ ონისე დარჩენილ წყალს ერთიანად სახეზე მასხამს. ყველანაირი ენერგია ერთიანად მაწვება.
- გიჟი ხარ? - ინსტიქტურად ადომას ვცდილობ.
- წეღარ სიკვდილისგან გიხსენი და კიდევ მე ვარ გიჟი? - თითქოს ეწყინაო.
ისევ უკან ვვარდები. შემდეგ კი ის მეხება. ონისე ხელს მკლავზე ძალიან ნაზად მკიდებს. თითქოს წარმოუდგენელიც კია, ადამიანს, რომელსაც ყველაზე ცივი და ზიზღნარევი გამოხედვა აქვს ასეთი ნაზი შეხება საიდან გამოსდის?!
- ხელი გამიშვი! - მკლავს მისი ხელისგან ვითავისუფლებ.
მამიდაჩემი მიახლოვდება, ონისეს გვერდზე წევს და ყავარჯენივით მიდგება გვერდში.
- ხომ კარგად ხარ? - ერთიანად კანკალებს ქალი.
- კარგად ვარ... რა მოხდა? ვინ მესროლა?
ახლა უკვე თარაშის ხმა ჩამესმის.
- სახლში აიყვანეთ, მგონი სალაპარაკო გვაქვს...
არ ვიცი როგორ ავდივარ სახლში, სად მიდიან სტუმრები ან როგორ ვჩნდებით ჩვენს მისაღებში მე, მაია, ლია, ქეთო და ვიბლიანები ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ დივანზე ვზივარ, გასროლის ხმა ჯერ კიდევ ყურებში ჩამესმის და ფეხები მიკანკალებს. შეშინებული ელა მკლავზე მეფერება, ონისე კი წინ მიდგას ატუზული და თვალს არ მაშორებს. თითქოს რაღაც თანაგრძნობით შემომყურებს, მაგრამ ზიზღის კვალს მაინც ვხედავ.
- ესენი ვინ იყვნენ? - ეკითხება ქეთევანი.
- გურბანოვები... გაფრთხილებდით... ხომ გეუბნებოდით?! მაგრამ არ გჯეროდათ ჩემი...
- და მე რა შუაში ვარ? - არ ვიცი საიდან მიბრუნდება ხმა.
- მერამდენედ სვამ მაგ კითხვას?! - თვალებს ატრიალებს ონისე.
- შენთვის არაფერი მიკითხავს! - ვეუბნები გაღიზიანებული.
- ესაა შენი მადლიერება?!
- კი მაგრამ... - გვეჩრება მაიკო. - აქ როგორ გაბედეს მოსვლა?! დღისით, მზისით... ჩვენს საკუთარ სახლში... ამდენი ადამიანის თანდასწრებით...
- ქალბატონო მაია, ნუ გავიწყდებათ, რომ ყველა ჩერქეზი ერთი მენტალობისაა... და თუ ვინმე ეწინააღმდეგება მათ დამოკიდებულებას, მხოლოდ ჩერქეზობის გამო გაჩუმდებიან და ხმასაც არ ამოიღებენ...
- ახლა რა უნდა ვქნათ? - ისმის ქეთოს შეშინებული ხმა.
- მე მგონი ხვდებით პასუხს, ქალბატონო ქეთო... - ისმის დარინას ხმა, თან თავის წითელ დალალებს ყურს უკან იწევს.
- მოიცა... რა? - ვერც კი ვიაზრებ ისე ვიწყებ კივილს და ოთახში სირბილს. - თქვენ ხომ არ გაგიჟდით? არა! სხვა გზაც უნდა არსებობდეს!
იმედის თვალებით ვიხედები მაიასკენ, რომელიც იატაკს მიშტერებია. ღმერთო, ვინმემ გამაღვიძეთ! გამაღვიძეთ და მითხარით, რომ ეს უბრალოდ კოშმარია!
- წეღან კინაღამ მოგკლეს, მატილდა... - ამბობს ქეთო. - ჩვენს საკუთარ სახლში... ახლა მართლა დავრწმუნდი, რომ ის არანორმალურები ყველაფერზე არიან წამსვლელები...
- და მე რა შუაში ვარ! გამაგებინეთ! მე საერთოდ რა შუაში ვარ?! - იმდენად სასოწარკვეთილი ხმა მაქვს, რომ ჩემი თავიც კი მეცოდება.
- იმ შუაში ხარ, რომ დევდარიანი ხარ! - წყობიდან გამოდის ონისე.
- შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ! გინდათ, რომ ამ ცხოველის ცოლი გავხდე?! - ხელს ონისესკენ ვიშვერ და მაიასკენ ვტრიალდები.
- არც მე მეხალისება შენი ცოლად მოყვანა! - ხმას უწევს წყობიდან გამოსული. - შენი დანახვაც კი მაღიზიანებს!
- ონისე! - გრგვინავს თარაში, შვილს განმგმირავ მზერას ესვრის და ონისეც ჩუმდება.
- ხო და არავინ გავალდებულებს ამას! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ხალხო! რა გათხოვება? რა შურისძიება და რა მკვლელობა? ახლავე რატომ არ მივდივართ პოლიციაში?!
- მატილდა, ერთხელ მაინც დამიჯერე... - მომმართავს თარაში შედარებით მშვიდი ხმით. - მართლა ძალიან საშიშ ხალხთან გვაქვს საქმე... მართლა არაფერზე დაიხევენ უკან... ვერ ხედავ? შოთა ჯერ მიწაში არ გაცივებულა მის სახლში თავდასხმა მოაწყვეს და კინაღამ მოგკლეს. შენი ღამით მარტო დატოვებაც კი სახიფათოა უკვე, არათუ გარეთ სიარული ან სადმე წასვლა. გგონია პოლიცია დაგიცავს? მიმოიხედე სად ვცხოვრობთ, რომელ ქვეყანაში და როგორ ხალხში... გგონია ვინმე გვერდში დაგიდგება?
- არ მაინტერესებს! ხვალვე უკან ვბრუნდები... თბილისში... ელა თუ არ წამიყვანს მარტო წავალ... ფეხით წავალ, მაგრამ აქ წამითაც აღარ გავჩერდები! ამოხვედით ყელში უკვე! ამ ერთ კვირაში იმდენი ვნახე და გადავიტანე მთელი ცხოვრება მეყოფა!
- საბოლოო გადაწყვეტილება მაინც შენზეა, მატილდა... - მეუბნება თარაში. - რამდენიმე წუთის წინ მომხდარის შემდეგ თუ კიდევ ვერ იაზრებ რა ხალხთან გაქვს საქმე, მგონი დაფიქრება გჭირდება...
- მე უკვე ვთქვი ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება... ახლავე დავურეკავ ჩემს მშობლებს... რამდენიმე საათში აქ გაჩნდებიან... მამაჩემი პროკურორი იყო... როგორმე გამოძებნის საჭირო ხალხს, ვინც დამიცავს... ყველანაირი გათხოვების გარეშე...
- კი ბატონო... - ჩემდა გასაკვირად თარაში თავს მორჩილად აქნევს. - მაგრამ იცოდეთ... ჩვენ გაგაფრთხილეთ...
შემდეგ გვტოვებენ. გვტოვებენ და თითქოს ყვენალანირი ძალა, ენერგია და ხმა თან მიაქვთ. მოწყვეტით ვეცემი დივანზე. არ ვიცი რამდენ ხანს ვსხედვართ ასე ოთხივენი, დუმილში. არ ვიცი რას ფიქრობს მამიდაჩემი, ან ელა, რომლსაც ფერი ახლაც არ ადევს სახეზე, ან ქეთო, რომელსაც შვილის დატირებაც კი არ აცადეს.
და მე? რას ვგრძნობ მე? ცოლად უნდა გავყვე კაცს, რომელიც ოდნავადაც არ უახლოვდება ჩემს იდეალს. კაცს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, არ მომწონს, არ მიზიდავს. კაცს, რომლის მიმართ მხოლოდ სიძულვილს ვგრძნობ, უფრო და უფრო მეტ სიძულვილს. არასდროს... უბრალოდ, არასდროს...


5.
იმ ღამეს თეთრად ვათენებ. წარმოვიდგენ როგორ მაცვია თეთრი კაბა, როგორ ვდგავარ საკურთხეველთან სრულიად უცხო ადამიანის გვერდით, როგორი სიძულვილით აღსავსე თვალებით შევყურებთ ერთმანეთს... მერე წარმოვიდგენ როგორ მივყავარ მთელ ოჯახს სრულიად უცხო სახლში. სახლი ზუსტად ისეთი წარმომიდგენია, როგორც საშინელებათა ფილმებშია - მუქი, ბნელი, ჩამყაყებული სუნით და ბოროტი მაცხოვრებლებით.
დილით ადრე ვდგები და მაშინვე ჩაცმას ვიწყებ. ამ საზიზღარი იატაკის წყალობით ელაც მალევე იღვიძებს.
- მატილდა... სად მიდიხარ?
- თბილისში... ჩემს სახლში...
- მოიცა... - დგება მაშინვე. - შენ გგონია მარტო გაგიშვებ?
- ელენე... არავინ გავალდებულებს ჩემს უკან წაყვანას... როგორმე გამოვნახავ უკან დასაბრუნებელ გზას...
- არა, მეთქი! - მისი კატეგორიული ხმა მაოცებს. - თუ ის გიჟები მართლები არიან და ჩერქეზები მოსაკლავად დაგსდევენ... შენი აზრით, მარტო სადმე გაგიშვებ?
- ელა!
- არა!
აღარაფერს აღარ ვამბობ, აბაზანაში შევდივარ მოსაწესრიგებლად. როგორი დაღლილი, გაუფერულებული და ნანერვიულები სახე მაქვს... დამატენიანებლის თხელ ფენას ვისმევ სახეზე, იქნებ მკვდრის ფერი გადამივიდეს. გონებაში უკვე გეგმებს ვაწყობ რას ვიზამ დაბრუნებისთანავე... როგორც კი სახლში ფეხს შევდგამ, მაშინვე დავურეკავ მამაჩემს და ყველაფერს მოვუყვები, ვიცი, გამიგებს... შემდეგ კი ჩამოვლენ და ყველაფერი მოგვარდება. ჩემი მამიკო დამიცავს... ის ჩემთვის ყველაფერს გააკეთებს... გოგას გახსენებაზე ძალიან მინდება მისი ჩახუტება, მისი სუნამოს სურნელის შეგრძნება.
ელა გამზადებული მხვდება. მოწესრიგების შემდეგ კი ერთად გავდივართ სამზარეულოში. ქეთევანი თავწაკრული ზის, მაიკო კი მოთუხთუხე ქვაბს ჩაჰყურებს.
- დილა მშვიდობისა... - ეუბნება ელა.
ორივე ერთდროულად იხედება ჯერ ჩვენკენ, შემდეგ კი ჩვენი ჩანთებისკენ.
- ეს რა არის... მიდიხართ?! - ამბობს შეშფოთებული ქეთო.
- დიახ. მგონი გუშინ გარკვევით ვთქვი ყველაფერი...
- ვაი... იქნებ კიდევ დაფიქრებულიყავი, შვილო... მატილდა... მეც ვიცნობ ადიღეებს... დაუნდობელი ხალხია... თავისებური, უცნაური წესები და კანონები აქვთ... მთელი ბავშვობა ადიღეებს ვხედავდი... მათთან ერთად გავიზარდე... მაშინ კიდევ ლმობიერები იყვნენ... ახლა კი არ უყვართ ქართველები... ნახევარი გარუსებულია... ნახევარი გათურქებული... არ ვიცი ჩემი შვილი როგორ პოულობდა მათთან საერთო ენას, მაგრამ არ ვუყვარვართ... ხომ ხედავ... შოთა არ დაინდეს... გუშინ კინაღამ ჩვენს თვალწინ მოგკლეს...
- ვიღაც უცხო კაცის ცოლობას ადიღეს დაჭედებული ტყვია მირჩევნია!
არც კი ვიცი საიდან ამომდის ეს სიტყვები, მაგრამ ფაქტია - ვამბობ. ცოტა არ იყოს მეც კი მეშინია ამ ნათქვამის... მაგრამ ონისე ვიბლიანის ცოლობა?! თარაშ ვიბლიანთან და მის კაშკაშა ცოლთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება?! არასდროს!
საუზმის შემდეგ მე და ელა მანქანისკენ მივდივართ. ელა კოცნებით ავსებს ქეთოს, კისერზე ეკიდება დედამისს და ჰპირდება, რომ მშვიდობით ჩამიყვანს თბილისში, იქ კი გვერდიდან არ მომშორდება. გმადლობთ, რომ მეც მკითხეთ რა მინდა! უკვე ჩაჯდომას ვაპირებ, როცა მაია ჩემკენ მოდის და მეხუტება. მოულოდნელობისგან ვშეშდები, მაგრამ მისი ჩახუტება მსიამოვნებს. ხელს ზურგზე ვადებ და მეც ვეხუტები.
- როგორი დიდი გოგო ხარ... დამოუკიდებელი... თავისუფალი... მებრძოლი... ჭკვიანი... გთხოვ, ახლა მაინც მომეცი შანსი, რომ დაშვებული შეცდომა გამოვასწორო... შენი გაცნობა მინდა... შენთან მეგობრობა მინდა... შენ ჩვენ გვჭირდები... მე... ქეთოს... ელას... ყველას გვჭირდები...
ვერაფერს ვამბობ. ან რა უნდა ვუთხრა? მადლიერი ვარ, რომ გიპოვეთ და არც მე დაგკარგავთ არასდროს, თქო?
- მადლობა ყველაფრისთვის... - მხოლოდ ამას ვლუღლუღებ და მანქანაში ვჯდები.
ქეთევან ფოჩიანი აცრემლებული თვალებით გვაცილებს. ხელს ვუქნევ და ვცდილობ გავუღიმო.
- წავედით? - მეკითხება ელა.
- წავედით...
ამ წამს ყველაზე მადლიერი ელასი ვარ. მადლიერი ვარ, რომ არ დამტოვა მარტო, პირობა შეასრულა და სულ ჩემთან იყო... სიტყვით თუ უსიტყვოდ მაინც ჩემთან იყო...
მივდივარ... სვანეთიდან მივდივარ... ჩემს თბილისში, ჩემს სახლში ვბრუნდები... მაგრამ რაღაც ისე არ არის... თავს თავისუფლად ვერ ვგრძნობ... მაინც მთელი სხეული დაჭიმული მაქვს, გონება დაძაბული...
- ცოტა ხნით დაიძინე... - მეუბნება ელა. - წინ მაინც დიდი გზა გვაქვს...
ელას სიტყვები იავნანასავით ჩამესმის. მალევე ვითიშები.
ცუდ სიზმარს ვხედავ, ძალიან ცუდს. ჩემთვის სრულიად უცხო სახლში ვარ, სრულიად უცხო ოთახში. თავს რამდენიმე აქამდე უნახავი ქალი დამტრიალებს. მათგან ერთ-ერთი მიახლოვდება და ჩემთვის თეთრი კაბის ჩაცმევას ცდილობს. რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები. ხელებს და ფეხებს გამალებით ვიქნევ, მაგრამ ბოროტი ქალი სხვებს ანიშნებს თვალით რაღაცას. სამი გოგონა მიახლოვდება. კიდურებს მიკავებენ, ვეღარ ვინძრევი, ვეღარ ვმოძრაობ. ისევ ჩემკენ მოდის, თავს კაბაში მაყოფინებს და ცდილობს დაბლა ჩამოწიოს. მოულოდნელად ქალის სახე იცვლება და იმ ქალის სახეს იღებს, ვინც პანაშვიდის დროს კიბეზე გამაჩერა.
„ერთი თვეც არ იქნება გასული თეთრს ჩაიცმევ... მაგრამ ერთხელ არა... ცხოვრებაში ორჯერ გეცმევა თეთრი...“
მანქანის ბორბლების სულისწამღები ჭრიალი და შემდეგ უკვე შეჯახების ხმა მაფხიზლებს. სიზმრიდან ჩაყოლილი სიტყვები ჯერ კიდევ გუგუნებს ჩემს ყურებში, ამიტომ გონს ვერ მოვდივარ რა ხდება. არაფერი მესმის, გამწარებული ვახამხამებ თვალებს, რომ დაბინდული მზერა გამეწმინდოს. თავი რაღაც რბილზე მიდევს. ღმერთო ჩემო, აირბაგები გაიხსნა?! ღმერთო, როგორ მტკივა თავი... თავს ძლივს ვატრიალებ მარცხნივ. ელა... ღმერთო, ელა... გახეთქილი შუბლიდან თქრიალით სდის სისხლი. თვალები დახუჭული აქვს, შუბლი შეჭმუხნული. ელას აირბაგი არ გახსნილა...
- ელა... - ვხავი და ვცდილობ გოგონას მივწვდე.
რამდენჯერმე ვაჯანჯღარებ. წარბზე მიმიკა უკრთება. ცოცხალია... ღმერთო! ნუთუ სადღაც მართლა არსებობ?! ცოცხალია... ელენე ცოცხალია...
- ელა... - კიდევ უფრო ომახიანად ვცდილობ დაძახებას.
მისკენ ვიწევი, მაგრამ რაღაც არ მიშვებს. ღვედი მიჭერს. დასისხლიანებული თითებით ღვედს ვიგლეჯ და ელას ვუახლოვდები.
- ელა... ხმა გამეცი... ელა...
რაღაცას ლუღლუღებს. ელენეს ორგანიზმი შოკშია. სასწრაფო! ამჯერად ტელეფონს ვეძებ, თითები ისე მიკანკალებს, მხოლოდ მეოთხე ცდის შემდეგ ვკრეფ 112-ს.
- მოვლენ... გესმის, ელა? მალე მოვლენ და გვიშველიან...
მანქანა! თვალწინ ყველა აქამდე ნანახი ფილმი ერთიანად მიდგება... უფრო სწორედ ის კადრი, როცა ნაავარიები მანქანა რამდენიმე წუთში ფეთქდება. ელა უნდა გადავიყვანო... მეც უნდა გადავიდე...
კარს, ჩემდა გასაკვირად, პირველივე მცდელობის შემდეგ ვაღებ. ფეხებს ვყოფ. ღმერთო ჩემო. უზარმაზარი შუშის ნამსხვრევი პირდაპირ წვივში მაქვს ჩარჭობილი, მარცხენა ფეხი მთლიანად სისხლში ცურავს. საინტერესოა, რატომ ვერ ვგრძნობ ტკივილს სულ ოდნავადაც კი?
მანქანიდან გადავდივარ. კოჭლობით ვუვლი მეორე მხარეს. კარს ვეჯაჯგურები, მაგრამ ვერ ვაღებ. ელას კარი ჩაკეტილია. მანქანის ხმა მესმის. საიდანღაც მანქანა მოდის. მართლაც, წამებში დიდი ჯიპი ჩერდება ჩვენთან, რუსული ნომრით. მანქანიდან ორი კაცი გადმოდის. ყვირილით მივდივარ მათკენ.
- დამეხმარეთ... გთხოვთ... კარი გამაღებინეთ... იქ ჩემი მამიდაშვილია... - ვუყვირი მათ ენაზე.
შეწუხებული სახეებით მორბიან მანქანისკენ. ღმერთო, ოღონდ ახლა არ აფეთქდეს... ბიჭები მანქანას უახლოვდებიან, მაგრამ მანქანის ნაცვლად ჩემკენ იყურებიან. ისევ ყვირილს ვიწყებ, ხელით მანქანისკენ ვანიშნებ. ერთ-ერთი ნაბიჯს დგამს ჩემკენ. მეც ავტომატურად უკან ვიხევ. სანამ მას შეშინებული ვუყურებ, მეორე დროს არ კარგავს და პირდაპირ ფეხებში მეჭიდება. ამჯერად ვგრძნობ ჭრილობას, ორგანიზმი შოკიდან გამოდის. მეორე კი ხელებში მწვდება და წამებში მიკოჭავს.
- ხომ არ გაგიჟდით... ვინ ხართ! გარეკეთ?! რა გინდათ... იქ, გოგოს ვერ ხედავთ?.. - ვკივი შეშფოთებული.
მანქანისკენ მიმათრევენ და პირდაპირი მნიშნველობით საბარგულში მტენიან.
მანქანას გიჟივით ძრავენ და თავს რაღაც ბლაგვ ნივთს ვურტყამ, თან ძალიან მწარედ. რა ჯანდაბა მოხდა ახლახანს? მართლა ვერ ვიაზრებ... ნუთუ ეს მართლა ხდება?
რამდენიმე წუთის შემდეგ ვმშვიდდები და საღი აზრი მიბრუნდება. ფეხის ტკივილიც უფრო და უფრო მატულობს. მანქანა ჩერდება. კარები იღება და სავარაუდოდ ჩემი გამტაცებლები მანქანიდან გადადიან. ვიღაცას ესაუბრებიან. ქართულად ნამდვილად არა. არც რუსულია, არც სვანურს ჰგავს. მაგრამ კიდევ უფრო უხეში ენაა, უფრო მეტი თანხმოვნით, ჟღერადობას მოკლებული.
აი, აქ კი ვიაზრებ რა ხდება ჩემს თავს. ისინი ჩერქეზულად საუბრობენ. ეს საზიზღარი და უხეში ენა ადიღეების ენაა. ჯანდაბა! ნუთუ მართლა ამათ მომიტაცეს? ნუთუ მართლა მოკვლას მიპირებენ? მოკვლა რომ სდომოდათ აქამდე არ მომკლავდნენ? მაგრამ არა... ისეთ ადგილზე მივყავარ, სადაც ჩემს გვამსაც ვერ იპოვნიან, ალბათ...
ღმერთო ჩემო! ჩემს ფიქრებზეც კი მეცინება... ნუთუ ეს მართლა ხდება?! როგორ შეიძლება 21-ე საუკუნეში ეს რეალობა იყოს?!
შემდეგ მანქანას ისევ ძრავენ. ჯაყჯაყისგან ვხვდები, რომ გატეხილ გზაზე დავდივართ. ორი ვარიანტია... ერთი: სადღაც მიუვალ ბილიკზე მივდივართ, რომ სადმე ხრამში გადამაგდონ. მეორე: უკვე ჩერქეზეთში ან ყაბარდოში ვართ და აქაური გზები ასეთია.
ღმერთო, ვინ იცის რა სჭირს ახლა ელას. კიდევ კარგი სასწრაფოს გამოძახება მაინც მოვასწარი... სასწრაფოს წესით პოლიციაც მოჰყვება. რომ გაიგებენ, რომ მე იქ არ ვარ მაშინვე დამიწყებენ ძებნას. იმედის ნაპერწკალი იღვიძებს ჩემში.
ჯაყჯაყი კიდევ რამდენიმე საათს გრძელდება, შემდეგ კი ვჩერდებით. მანქანიდან ისევ გადადიან. ამჯერად ძაღლების ყეფის ხმა მესმის. ვიღაცები გვიახლოვდებიან. ისევ ჩერქეზულად საუბრობენ. რამდენიმე ქალის ხმასაც ვარჩევ. იმედი მეძლევა. იქნებ ქალები დამეხმარონ... იქნებ არ გამწირონ სასიკვდილოდ.
ველოდები, როდის გახსნიან საბარგულს და როდის დავინახავ მათ სახეს. მთელი სხეული გაბუჟებული მაქვს და თავბრუ მეხვევა. სავარაუდოდ, ამდენი სისხლის დაკარგვის გამო. თუმცა ფეხი იმდენად აღარ მტკივა, შეიძლება ჭრილობამ შეხორცება დაიწყო.
მაგრამ ხმები ნელ-ნელა წყდება, სადღაც მიდიან. მე კი საბარგულში მტოვებენ. არ ვიცი რამდენი საათი გადის, მაგრამ მეძინება. მხოლოდ მაშინ ვიღვიძებ, როცა ვიღაცას ხელში ატატებული მივყავარ სადღაც. მთელი სხეულით ვებრძვი, ფეხების ქნევას ვიწყებ. კაცს უჭირს ჩემი დამორჩილება. რაღაცას მეუბნება ჩერქეზულად, შეიძლება მაგინებს კიდეც. მაინც არ ვჩერდები. არც კი ვიცი რისი იმედი მაქვს, ხელფეხშეკრული სადმე გავიქცევი?!
კაცს სახლში შევყავარ. სახლში რაღაც მოთუშულის სუნი დგას, ჩემთვის საკმაოდ არასასიამოვნო. მორყეულ სკამზე მსვამს. კაცს ვაკვირდები. გამხდარია, მაგრამ საკმაოდ ძლიერი. დაახლოებით 35 წლის ინქება. შავ თმაში ჭაღარა აქვს შეპარული. უპროპორციო სახის ნაკვთები კიდევ უფრო ამაზრზენს ხდის. მახინჯ სახეზე ღიმილი ეფინება. მიახლოვდება და ჩემკენ იხრება. სახეზე ჩამოყრილ თმას გვერდზე მიწევს. მის შეხებაზე ამაზრზენი არაფერი გამომიცდია ცხოვრებაში. ტვინში სისხლი მასხამს. სახეში ვაფურთხებ.
ღიმილი სახეზე ეყინება. თვალებში მრისხანება უდგება. შემდეგ კი თვალებში მიბნელდება, კარგად ვხედავ როგორ ჩნდებიან ფერადი ნაპერწკლები სადღაც უსასრულობაში. მთელი ძალით მაწნის სილას. არაკაცი, ნაბი*ვარი.
მაგრამ ამავე დროს საიდანღაც ვიღაც პუტკუნა და დაბალი ქალი გამორბის. თავზე ჰიჯაბის მაგვარი რაღაც აქვს წაკრული. ბიჭს ჩხუბით ეუბნება რაღაცას და ისიც უკან იწევს, მაგრამ სიძულვილით აღსავსე მზერას არ მაშორებს. ვინ ჯანდაბები არიან?! რა უნდათ ჩემგან?! ესენი ნამდვილად არ ჰგვანან ოქროს მომპოვებელ გურბანოვებს...
შემდეგ კაცი ოთახიდან გადის და ქალთან მარტო ვრჩები. დამფრთხალი მიყურებს. ადგილიდან არ იძვრის. შავ კაბაზე აქა-იქ ლაქები ამჩნევია. შეუღებავი თმა უკან უწესრიგოდ აქვს შეკრული.
- ვინ ხართ? - ვბედავ ხმის ამოღებას, რაზეც ქალი უფრო კრთება. - რა გინდათ ჩემგან?
- Ben… Ben gürcüce bilmiyorum...
ქართული არ ვიციო?! ქართული არ იცის და თურქული იცის?! თურქული აქ საერთოდ რა შუაშია?! გააზრებას ვერ ვასწრებ კიდევ ორი უცხო ბიჭი შემოდის, გამხდრები, შავებში ჩაცმულები. ერთ-ერთს ხელში ავყავარ და რომელიღაც ოთახში მიმათრევს. ოთახი ბნელია, მობჟუტურე ნათურის ფონზე ბევრს ვერაფერს ვხედავ. კედელთან პატარა საწოლია მიდგმული, საწოლის გვერდზე მაგიდაა, მაგიდაზე რამდენიმე წიგნი. წიგნები ყველაზე ნაკლებად შეეფერება ამ ადგილს და სიტუაციას. საწოლზე მსვამენ და ოთახიდან გადიან. საკეტის გადატრიალების ხმით ვხვდები, რომ ჩამკეტეს.
თავი მიბჟუის. იმის გააზრება, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, ზედმეტად რთული, უაზრო და უჩვეულოა. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ მალე გამეღვიძება და ისევ ელას მანქანაში ვიქნები, ან უკვე ჩემს სახლში. ფეხებს შეძლებისდაგვარად ვხრი და თავს მუხლებს ვადებ. დედიკო... მამიკო... ახლა ყველაზე მეტად მინდა მათთან... გული მეკუმშება, თვალები ცრემლებით მევსება.
- არა! ახლა არ ვიტირებ! ახლა არა!
ვიმხნევებ თავს. ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის... დარწმუნებული ვარ პოლიცია უკვე მეძებს... მაიკო დედაჩემს ყველაფერს შეატყობინებდა... გოგა და თეონა ახლა აეროპორტში არიან და ფრენას ელოდებიან... გოგა უკვე დაურეკავდა თავის ნაცნობ პოლიციელებს და ყველა მეძებს... მე მეძებენ... მალე მოვლენ, მიშველიან... ამ არანორმალურებს კი ციხეში უკრავენ თავს...
სიბნელეს თვალს ვაჩვევ და ოთახს ვაკვირდები. ძველი ნივთების გროვაა მთელი ოთახი. ნესტისგან ჩამოგლეჯილი შპალერი, აქა-იქ აცვენილი იატაკი. ძველი, წიგნებით გატენილი კარადა საგულდაგულოდ ჩაურაზავთ ბოქლომით. ფანჯარაზეც გისოსებია გაკეთებული. როგორც ჩანს, ჩემს მოტაცებას დიდი ხანი გეგმავდნენ.
ცოტა ხანში კარი იღება. 15-16 წლის გამხდარი და ჩემზე მეტად შეშინებული გოგონა შემოდის. ხელში ლანგარი უჭირავს. ახლა ვიაზრებ, რომ ძალიან მშია. ნელი ნაბიჯით მიახლოვდება და ლანგარს საწოლზე დებს. თავზე მასაც შარფი აქვს შემოხვეული, უწესრიგოდ.
საწოლზე ფრთხილად ჯდება და ფეხზე ხელს მადებს. ხელებით მანიშნებს, რომ ჭრილობას დამიმუშავებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ გოგონას ვენდობი. დასისხლიანებულ და დასვრილ შარვალს მიკეცავს და ჭრილობას აკვირდება. ხელში ფანარი უჭირავს, რომელსაც ჭრილობას ანათებს. სპირტიანი ბამბით წმენდს გამხმარ სისხლს ჭრილობის გარშემო, შემდეგ კი ჭრილობას, თან სულსაც მიბერავს. მაგრამ იმ ტკივილის შემდეგ, რაც დღეს გადავიტანე, სპირტისგან წვას თითქმის ვერ ვგრძნობ. ჭრილობის შემდეგ ჩემი სახის და ხელების წმენდას იწყებს თბილი წყლით.
- კარგი გოგონა ჩანხარ... - ვეუბნები ჩუმად. - გთხოვ... ის მაინც მითხარი სად ვარ და რას მიპირებთ...
გოგონა არ იძვრის, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ ჩემი ესმის.
- გთხოვ... გეხვეწები... შემიცოდე... უბრალოდ მითხარი რას მიპირებთ... თუ მკლავენ ჭრილობას რატომ მიმუშავებ?!
გოგონა ისევ დუმს. ფეხზე სახვევს მადებს, შარვლის ტოტს ისევ დაბლა წევს და გასასვლელისკენ მიდის.
- გთხოვ... - არ ვკარგავ იმედს.
- ჭამე... - მპასუხობს მხოლოდ ამას და მაშინვე გადის.
მისი აქცენტით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი არ არის. თავზე შემოხვეული შარფების მიხედვით მუსლიმები უნდა იყვნენ, თან ქალი თურქულად დამელაპარაკა, მაგრამ თურქებს არ ჰგვანან.
საჭმელს ვაკვირდები. რაღაც გაურკვეველი წვნიანი, თეთრი პური და ყველის ნაჭერი დევს. შეკრული ხელებით შეძლებისდაგვარად ვჭამ. წვნიანი იმაზე გემრიელია, ვიდრე წარმოვიდგენდი. რაღაცით თურქულ ჩორბას ჰგავს.
ძალიან ცივა. შეძლებისდაგვარად საბანში ვეხვევი და ვწვები. ახლა ყველაზე მეტად გამოძინება, დასვენება და საღი გონების დაბრუნება მჭირდება. თუ დღეს ღამით არავინ გამოჩნდა საშველად, პოლიციის იმედზე ვეღარ ვიქნები... ისევ ჩემით უნდა მოვახერხო რამე...

5.
დილით გვიან მეღვიძება. ასე აჩვენებს ძველი საათი, რომელიც თურმე ოთახში კიდია. დღის შუქზე უფრო კარგად ვარჩევ ოთახს. ყველაფერი ძველი, დრომოჭმული და სიძველის სუნით აყროლებულია. კედლებზე ნესტის კვალი ამჩნევია, რომელიც დაობებულია და ასევე საშინელი სუნი ასდის. იატაკი დიდი ხნის გამოუგველ-გამოუწმენდავია, კუთხეებში მკვდარი მწერები ყრია. ასეთ პირობებში საერთოდ როგორ ცხოვრობენ?! ზუსტად ორ წუთში კი ისევ ის გოგონა შემოდის, ვინც გუშინ საჭმელი შემომიტანა. ახლაღა ვამჩნევ, რომ საკმაოდ ლამაზია, წაბლისფერი, გრძელი თმა და ღია ფისფერი თვალები აქვს, საკმაოდ მაღალი და გამხდარია. ნაკვთებით, აღნაგობით, გარეგონიბით იმდენად ჰგავს ქართველს, რომ შეუძლებელია მასზე სხვა ეროვნებისააო იფიქრო. მაგრამ თუ ის ჩერქეზია, ყველაფერი გასაგებია. ჩერქეზებიც ისეთივე კავკასიელები არიან, როგორც ჩვენ. ჩვენ ერთი წინაპარი გვყავდა, განსაკუთრებით ახლოს კი სხვანები, აფხაზები და ჩერქეზები იყვნენ. რა საწყენია, რომ პოლიტიკა ასეთი დაუნდობელია, რა საწყენია, რომ რუსეთის ტირანიამ ერთი წინაპრის შთამომავალი ხალხი ასე ნაწილ-ნაწილ დაფლითა და თითქმის მოსისხლე მტრებად აქცია. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთის აღარ გვესმის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით: არ გვესმის იმიტომ, რომ ყველამ სხვადასხვა ენა გავიხადეთ მშობლიურად და არ გვესმის იმიტომ, რომ არ გვინდა გაგება... გოგონა წამიერად მიღიმის. მიახლოვდება და დაბმულ ფეხებს მიხსნის. ეს გუშინ არ შეეძლო რომ გაეკეთებინა?! ვღიზიანდები!
ხელით მანიშნებს ადექიო. ვემორჩილები. ოთახიდან გავყავარ და მოპირდაპირე კარში შევყავარ. ეს ტუალეტია. გოგონა კარს კეტავს და ჩემგან ზურგით დგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ მიყურებს და შემიძლია მოვისაქმო. ძალიან დიდი მადლობა! პირდაპირ გადასარევია!
ხელის დაბანის პროცესს მაქსიმალურად ვწელავ. ტუალეტს ვაკვირდები. ერთი ციცქნა ფანჯრის მეტი აქ არაფერი არაა, ფანჯარა კი იმდენად პატარაა, რომ თავიც არ გამეტევა. ჯანდაბა! გოგონა ხელებს მიმშრალებს და ისევ ოთახში მაბრუნებს. ხელ-ფეხს ისევ მიკრავს და გადის. ცოტა ხანში კი საუზმით ხელში ბრუნდება. ისევ ვეხვეწები, რომ მითხრას სად ვარ და რას მიპირებენ, მაგრამ ხმას არ მცემს.
ასე გრძელდება მომდევნო ორი დღე. იმედს მაინც არ ვკარგავ, რომ ნებისმიერ წამს გოგა გამოჩნდება, იარაღასხმული... პოლიციასთან ერთად... ამ ჯოჯოხეთიდან დამიხსნის და სახლში დამაბრუნებს... მაგრამ გოგა არა და არ ჩანს. არც გოგა და არც სხვა ვინმე სულიერი.
მესამე დღეს გაქცევის გეგმის დაწყობას ვიწყებ. რადგან ამ ოთახიდან გაქცევა ფიზიკურად შეუძლებელია, ჩემი ერთადერთი გამოსავალი ტუალეტში გასვლის დროს გაქცევაა. მაგრამ ტუალეტიდან ეს შეუძლებელია, ამიტომ სხვა გზა არ მრჩება. როგორმე ის გოგონა უნდა გავთიშო, მომენტით ვისარგებლო და გავიქცე. მაგრამ სად წავალ?! ისიც არ ვიცი სად ვარ... ამ ხალხის ენაც არ ვიცი... სავარაუდოდ, საქართველოშიც არ ვარ... აქ ვიღაც უცხოს ვინ დამეხმარება?!
კარი იღება და გოგონა შემოდის ლანგრით ხელში. სადილი შემოაქვს. გვერდით მიჯდება და ჭრილობას სახვევს ხსნის.
- შენი სახელი მაინც მითხარი... ამდენი დღეა მივლი... ჩემზე ზრუნავ... სახელი მაინც არ უნდა ვიცოდე?!
- აიშე... - ამბობს წვრილი ხმით.
პასუხისგან გაოგნებულს იმედი მეძლევა, იქნებ ავალაპარაკო.
- აიშე... ხომ ხედავ... არ გეწინააღმდეგები... გაქცევას არ ვცდილობ... გთხოვ... მხოლოდ ის მითხარი რას მიპირებთ? გურბანოვებს უნდა მისცეთ ჩემი თავი? უნდა მომკლან?
გურბანოვების გვარის გაგონებაზე თვალები უფართოვდება.
- მოკვლა არ... მოკვლა არ... - მეუბნება გატეხილი ქართულით. - გურბანოვ სხვა რამ უნდა... შენ „პადარკა“ არის...
- რა? - ვიბნევი.
- გურბანოვ ბიზნეს თურქიე’დე... - იმდენ ენაზე მესაუბრება, გაოგნებული ვარ საერთოდ რამე რომ მესმის. - შენ „პადარკა“ მუსტაფა ბეი... ცოლი მუსტაფა ბეი...
გაოგნებისგან ყბა მივარდება.
- აიშე... რას ამბობ... ცოლად მაყოლებენ ვინმეს?!
აიშე თავს მიქნევს. ერთიანად მცრის! კიდევ გათხოვებას მიპირებენ?! ღმერთო, სად ხარ?! რა დაგიშავე ასეთი?! ვერ ვიჯერებ... ამის დაჯერება შეუძლებელია... აქამდე რატომ არავინ მოვიდა?! ნუთუ არ მეძებენ?! ვერ დავიჯერებ... ვერ დავიჯერებ, რომ გოგამ სამყარო არ გადააბრუნა ჩემს ძებნაში...
მეორე დილით აიშე საუზმესთან ერთად პირსახოცებით შემოდის.
- ბანიო... - მეუბნება თურქულად.
ღმერთო, როგორ მჭირდებოდა ახლა ეს! არც კი მერიდება აიშესი ისე ვიხდი ტანსაცმელს და ჩემს შიშველ სხეულს ცხელი წყლის ჭავლს უმოწყალოდ ვუშვერ. იქამდე ვდგავარ, სანამ თითები ბოლომდე არ მილბება და მიპატარავდება, სანამ კანი არ მეფუფქება. არ შემიძლია... არ შემიძლია... ვერც კი წარმოვიდგენ, რომ რამდენიმე საათში ვიღაცის ცოლი უნდა გავხდე. ვიღაც თურქი მუსტაფასი. კი მაგრამ ნივთი ვარ? ასე უმოწყალოდ როგორ წყვეტენ ჩემს ბედს?! თან რის გამო? ვის გამო? იმ მამის წარსული ცოდვების გამო, ვისაც არც კი ვიცნობდი. მხოლოდ იმის გამო ვისჯები, რომ მის გვარს ვატარებ, დევდარიანების ავადსახსენებელ გვარს!
აიშე სუფთა ტანსაცმელს მაძლევს და ოთახში ვბრუნდებით.
- მადლობა... აიშე... შხაპი ყველაზე მეტად მჭირდებოდა... - ვეუბნები მადლიერი სახით.
თვალებით მეუბნება არაფრისო. ფეხზე ისევ მადებს სახვევს, თუმცა რა შედარებაა, ჭრილობა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია.
- საღამოს მუსტაფა ბეი მოვა... - მეუბნება ჩურჩულით. - შენთვის მოვა...
ვშეშდები. სუნთქვასაც კი ვწყვეტ. კანკალს ვიწყებ, მთელი სხეული მიკანკალებს, ვერ ვჩერდები.
- არა, აიშე... არა... გთხოვ... აიშე... გაქცევაში დამეხმარე... აიშე... მე ბევრი ფული მაქვს... ჩემს ნათესავებს ბევრი ფული აქვთ... ყველაფერს მოგცემ რასაც მეტყვი... ოღონდ გაქცევაში დამეხმარე...
ვევედრები სასოწარკვეთილი, თან მის ხელს ვეჭიდები.
- არა! არა! - დამფრთხალი აიშე ხელს ითავისუფლებს და ოთახიდან გარბის.
ჯანდაბა! ჯანდაბა! ყველაფერი ერთიანად მაწვება, თავს მუხლებში ვრგავ და ტირილს ვიწყებ. ცხელი ცრემლები დამშრალ კანს უმოწყალოდ მისერავენ. ღმერთო, რატომ?! რატომ გამწირე ასე?! რა დავაშავე ასეთი?!
ოთახს მემილიონედ ვათვალიერებ, იმის აღმოჩენის იმედით, რომ არსებობს გასაქცევი, რომელიც აქამდე არ მინახავს, მაგრამ არა... არაფერი არ არის... ჩვეულებრივ ცხრაკლიტულში ვარ. არც კარია ღია. ტუალეტშიც კი ვერ გავდივარ. არც აიშე შემოსულა დილის შემდეგ, ალბათ, შევაშინე. შეიძლება სახლში გაუგეს, რომ ქართულად დამელაპარაკა და ამაზე ეჩხუბნენ. ათასი უაზრო, უსაფუძვლო და უდროო ფიქრი მიტრიალებს თავში.
ღონემიხდილი და დანებებული ვგდივარ საწოლზე, როცა საკეტის გადატრიალების ხმა მესმის. არც კი ვინძრევი. ამჯერად აიშესთან ერთად ის ქალი შემოდის, რომელმაც პირველ დღეს თურქულად მითხრა რაღაც. აიშეს ნამტირალევი სახე აქვს. ნუთუ ჩემ გამო დასაჯეს?
ქალს ხელში წითელი კაბა უჭირავს. ერთი შეხედვით ჩოხას ჰგავს, უფრო სწორედ იმ საცეკვაო ფორმას, რომელსაც ქართული ფოლკლორული ცეკვის ანსამბლები აცმევენ გოგონებს. ბავშვობაში თეონას ცეკვაზე დავყავდი, რა თქმა უნდა, ძალით. მოქნილობით ვერ გამოვირჩეოდი, ამიტომ კონცერტზე ცეკვაც კი არ მღირსებია. თეონამაც ხელი რომ ჩაიქნია და ანსამბლიდან გამომიყვანა, ერთადერთი რაზეც გული დამწყდა ის ლამაზი ქართული ნაციონალური კაბები იყო, რომლებიც სარეპეტიციოს გარდერობში ეკიდა. გული დამწყდა, რომ ერთხელაც არ მეღირსა მათი ჩაცმა. ახლა კი ვუყურებ ზუსტად ისეთ კაბას, რომელზეც წლები ვოცნებობდი... ვუყურებ ზიზღით... რადგან ეს ჩემი საქორწინო კაბაა... საბედისწერო კაბა...
არ ვეწინააღმდეგები და ვიცმევ. აიშე თმას მიკეთებს, ნაზად მვარცხნის და ჩემს დაუმორჩილებელ ტალღებს იმორჩილებს. უკანასკნელი შტრიხი ჩემი თავსაბურავია, რომელსაც ქალი მახვევს თავზე და ოთახიდან გავყავარ.
ეზოში გავდივართ, სადაც ორი უზარმაზარი ჯიპი დგას. ჯიპთან კი ათიოდე კაცია შეკრებილი. ჩვენს გამოჩენაზე ყველა ჩვენკენ იყურება. ისევ ვიჭერ დაგეშილ, ქალის უნახავ და წაბილწულ მზერებს. გულს მირევენ.
გაქცევა... გაქცევა... გაქცევა...
მხოლოდ ეს მიტრილებს თავში. ეზოს თვალს ვავლებ. მინდვრის გადაღმა გატეხილი გზა მოსჩანს, რომელიც ღმერთმა უწყის სად მიდის. აიშე და დედამისი კი ისე ჩამფრენიან ხელებში, რომ მათგან გაქცევა არც ისე მარტივია. და თუ მაინც მოვახერხე ეს, დამშეული ჩერქეზები ადგილზე დამაკლავენ. ღმერთო! სად ხარ?! რატომ დამტოვე?! ამათ ხელში მარტო რატომ დამტოვე?!
- Hoşgeldiniz! (კეთილი იყოს თქვენი მობრძანება) - ეუბნება ქალი ყველაზე მსუქან, შეუხედავ, მუქი კანის და საზარელი ულვაშის მქონე კაცს. – Mustafa Bey!
მუსტაფაც ესალმება და თავის წყლიანი თვალებით მე მაკვირდება, თავიდან ფეხებამდე, ძალიან ნელა. რამდენიმე ნაბიჯს დგამს ჩემკენ და თავი ახლოს მოაქვს, ამჯერად სახეზე მაკვირდება. ამაზე დამამცირებელ სიტუაციაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. დგანან და მათვალიერებენ როგორც საქონელს, გასაყიდ საქონელს, რომელსაც ხმის ამოღებაც არ შეუძლია.
- Haklısın Zaurdin, o çok güzel… (მართალი ხარ, ზაურდინ, ძალიან ლამაზია) - ეუბნება იმ ჩერქეზს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ შევაფურთხე.
ჩერქეზი ნასიამოვნები სახით უქნევს თავს.
- ve ben Gürcü kızları çok seviyorum… ( და მე ქართველი გოგონები ძალიან მიყვარს).
ბოლო სიტყვებს ჩემს გასაგონად ამბობს, კიდევ უფრო იხრება ჩემკენ და თითებს ლოყაზე მისრიალებს. თავს ამრეზით უკან ვწევ, ის კი კიდევ უფრო მეტად იღიმის. თავის ბინძურ თითებს ლოყიდან ნიკაპზე, ნიკაბიდან კი კისრისკენ ასრიალებს, შემდეგ მკერდისკენ. მკერდთან ჩერდება და ჩემს მკერდს უხეშად იქცევს თავის კოტიტა თითებში.
საკმარისია!
- შე ნაბი*ვარო! - ვღრიალებ და ფეხს მთელი ძალით ვურტყამ უბეში.
მუსტაფა ტკივილისგან იკეცება. ქალებს ხელებიდან ვუსხლტები და ეზოს კარისკენ მივრბივარ, მაგრამ ჩერქეზი ორი ნაბიჯის გადადგმასაც არ მაცლის, წამებში მიჭერს. თმაში ხელს მავლებს და თრევით მივყავარ ისევ მუსტაფასკენ. გაცეცხლებული მუსტაფას თვალებში უზარმაზარ სიძულვილს ვკითხულობ, სიძულვილზე მეტად კი შეურაცხყოფას და სახელის შერცხვენას. გამწარებული მთელი ძალით მაწნის სილას... ჯერ ერთი მხარეს... შემდეგ მეორეს...
იმდენად მტკივნეულია, რომ თავი კინაღამ მისკდება. დარეტიანებული თვალებიდან ვეღარ ვიყურები, ფოკუსსაც კი ვერ ვასწორებ. თავს ვერ ვიმაგრებ და ძირს ვეცემი. ჩერქეზი ისევ თმაში მაფრინდება და ისევ მაყენებს. ამჯერად თვითონ მაწნის სილას, თან იმხელა ძალით, რომ მოწყვეტით ვეცემი ცივ მიწაზე.
- Babam!.. (მამა!) - ჩამესმის აიშეს წივილი.
ჩერქეზი აიშეს უტრიალდება და ჩემთვის განკუთვნილ მეორე სილას მას აწნის. თუმცა აიშე, ჩემგან განსხვავებით, თავს იმაგრებს.
არ ვიცი რა მემართება. არ ვიცი სად ვარ. კიდევ ცოცხალი ვარ თუ არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ წამს ჩემი ღირსება გადათელეს, ჩემი და აიშეს ღირსება ფეხქვეშ გაიგდეს... ჩვენს ქალობას დაუნდობლად გადაუარეს. დაჩაგრული ყოველთვის ქალია... ყოველთვის პატარა და გამოუცდელი... ჩემს თავზე მეტად ეს პატარა ბავშვი მეცოდება... ბავშვი, რომელსაც სწორედ ასეთი არაკაცები უმახინჯებენ სიცოცხლეს, უმახინჯებენ უცოდველ სულს...
თავბრუს ხვევას გულის რევის შეგრძნებაც ემატება. გონება მიმდის. თვალებს ვხუჭავ, თუმცა რა აზრი აქვს, ისედაც ვერაფერს ვხედავდი.
გასროლის ხმა ცას აპობს. ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე. შეკივლება, ღრიალი, ყვირი, წივილი, გინება და ძაღლების ყეფა ერთმანეთში ირევა. ვიღაც მაფრინდება, უხეშად მიტაცებს ხელში და მანქანაში მტენის. ეს მუსტაფაა. მანქანაში მტენის და კარს ისე ძლიერად ხურავს, რომ კარი პირდაპირ ფეხებში მხვდება. სროლის ხმა არ წყდება. ნუთუ გურბანოვები არიან?! ახლა მომაკითხეს მოსაკლავად?! დაე, მომკლან... ამ კაცის ცოლობას სიკვდილი მირჩევნია...
მესმის როგორ ირევა ერთმანეთში თურქული, ჩერქეზული და სვანური სიტყვები... ღმერთო მაღალო... სვანური მესმის!..
ვიბლიანები... ნუთუ ვიბლიანები არიან? მათ გახსენებაზე გულში იმედის ნაპერწკალი იღვიძებს...
კარი იღება. ვიღაც ხელს მავლებს და მანქანიდან გადავყავარ. მუსტაფას უხეში შეხების შემდეგ ნამდვილად ვგრძნობ ვიღაცის ნაზ და მზრუნველ ხელებს. ის არის... ამის დაჯერება წარმოუდგენელია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ის არის... ონისე ვიბლიანი... მისი სხეულიდან ისევ ჩვეული სიცივე მოდის, მისი გრილი სუნამოს სუნსაც კი ვგრძნობ, წელზე სწორედ მისი ხელები ჩამჭიდებიან ახლა... მაგრამ თავის დაღწევას არ ვცდილობ... პირიქით... თავს ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობ... ჯანდაბა! ახლა სწორედ ის მჭირდებოდა... სწორედ ონისე ვიბლიანი მჭირდებოდა... მისი ძალა... მისი სიახლოვე... მისი გადარჩენა მჭირდებოდა...
მანქანაში მსვამს, აკანკალებული ხელებით მიკრავს ღვედს და მანქანას გიჟივით წყვეტს ადგილიდან. ნელ-ნელა მოვდივარ გონს, ადღაბნილი სილუეტები ფორმას იღებენ, ყურებში წუილი კლებულობს, გულის რევის შეგრძნება ქრება.
- სად მივდივართ? - ვხავი და თავს მისკენ ვაბრუნებ.
- მატილდა... კარგად ხარ? - მეკითხება შეშფოთებული.
- რა მოხდა?
- ჩემი ბრალია... ყველაფერი ჩემი ბრალია... - მისი ხმა მაშინებს. - ვიცოდით რასაც გიპირებდნენ... ველოდებოდით, როდის ჩაგსვამდნენ მანქანაში და გაუდგებოდნენ თურქეთისკენ გზას... როგორც კი საქართველოს საზღვარს გადაკვეთდნენ მაშინ ვაპირებდით თავდასხმას და შენს გამოხსნას... მაგრამ რომ დავინახე... რომ დავინახე როგორ დაგარტყეს... რომ დავინახე როგორ უმოწყალოდ გცემდნენ... ვეღარ მოვითმინე...
ბოხი ხმა სიბრაზისგან უკანაკალებს, თვალები კი ავისმომასწავლებლად უელავს. მაშინებს. ისე მაშინებს, როგორც არასდროს.
- ვეღარ მოვითმინე და გავისროლე... სხვა გზა არ იყო... თარაში და სხვები იქ დარჩნენ... ვინ იცის რა ბედი ეწევათ... და ეს ყველაფერი შენ გამო! - ახლა მე მიბრუნდება და მრისხანე მზერას მესვრის. - შენი დაუჯერებლობის გამო! რომ მოგესმინა ჩვენთვის... ჯანდაბა! რომ მოგესმინა... ახლა ასეთ სიტუაციაში ხომ არ იქნებოდი?! ვინ იცის რა გიქნეს ამ რამდენიმე დღეში... სანამ ჩვენ მოგაგენით... ამის დედაც... გეგონა მეხალისებოდა შენი ცოლად მოყვანა?!
- ნუ ღრიალებ! - მხოლოდ ამას ვამბობ.
- ვღრიალებ?! - მოულოდნელად სიცილს იწყებს. - სრულ ჭკუაზე რომ ვარ არ გიკვირს?!
- ეს ხალხი ვინ იყო? გურბანოვებს არ ჰგავდნენ...
- არა... ესენი მათ ბრძანებას ასრულებდნენ...
- რომელ ბრძანებაზე მესაუბრები?! არავის ნდომებია ჩემი მოკვლა... პირიქით... გათხოვება დამიპირეს...
ბოლო სიტყვებზე ჩემს წითელ სამოსს ვაკვირდები. მეცინება, სიმწრისგან მეცინება.
- შენი გათხოვება მათთვის უფრო სარფიანი აღმოჩნდა, ვიდრე მოკვლა... ამიტომ გადაიფიქრეს...
- მეტის მოსმენა აღარ მინდა! ისედაც შეშლამდე სულ ცოტა მიკლია... სახლში წამიყვანე... ჩემს სახლში... ხვალვე ავიღებ ბილეთს და პირველივე რეისით...
მისი მოულოდნელი ხარხარი მაჩერებს. გაოგნებული ვატრიალებ თავს მისკენ. გიჟს ჰგავს, ნამდვილად გაგიჟდა...
- რა გაცინებს?! - ვეკითხები გაღიზიანებით.
- სულელი კი ჩანდი, მაგრამ მთლად ასეთიც არ მეგონე...
- ბატონო?!
- კიდევ არ გესმის რა შარში ხარ?! პირიქით... ახლა ორმაგად შარში ხარ... ჩერქეზებთან ერთად გათურქებული ჩერქეზებიც გადაგემტერნენ... ვინღა დაგინდობს ამის მერე?! თბილისამდე ჩასვლასაც ვერ მოვასწრებთ ორივეს ერთმანეთზე დაგვაკლავენ...
- აბა რას მთავაზობ?! - ვკივი.
- მესტიაში მივდივართ... ჩემებთან...
- მე შენ ცოლად არ გამოგყვები!
- შეეშვი ამ ცოლად გამოყოლას ცოტა ხნით! შეუგნებელო! იქ ყველაზე დაცულად იქნები... ცოტა ხნით მაინც, სანამ თარაში დაბრუნდება... და მერე ერთად მოვიფიქრებთ რას მოვიმოქმედებთ მომავალში...
- შეუგნებლის ხმა მესმის!
პასუხს აღარ მცემს, რაც კიდევ უფრო მაღიზიანებს. რამდენიმე საათის შემდეგ უკვე მესტიაში ვართ. აქამდე მესტიაში არასდროს ვყოფილვარ, მხოლოდ ფოტოები მქონდა ნანახი. სიტყვები არ მყოფნის, მართლა ულამაზესია. ჩემს თავზე ვბრაზდები. შემეძლო მილიონჯერ ჩამოვსულიყავი აქ ჩემს მეგობრებთან ერთად, საოცარი დრო გამეტარებინა. მე კი სახლში ვიჯექი ინტროვერტივით და ქალაქს ვერ ველეოდი.
ონისე სადღაც უხვევს. ნელ-ნელა გზა ვიწროვდება. უფრო და უფრო მაღლა ავდივართ. მალე უზარმაზარ გალავანს ვუახლოვდებით, რომელსაც მოჩუქურთმებული ჭიშკარი ამშვენებს.
- აქ ცხოვრობ?! - ვეკითხები ცინიკურად.
- გგონია ჩემს სახლში მიგიყვან?!
ისევ მაჩუმებს. ღმერთო, ამ ადამიანზე უხეში არავინ შემხვედრია! დაცვის თანამშრომელი ჭიშკარს აღებს. ონისე თავის დაქნევით ესალმება. რა თქმა უნდა... ეს სასტუმროა. უზარმაზარ წარწერას ვაკვირდები - „მესტია ინნ“. საკმაოდ ლამაზი, მუქი ხით გაფორმებული სასტუმროა.
- გადმოხვალ თუ გადმოგიყვანო? - მეკითხება სრული სერიოზულობით.
როგორ შეუძლია ასეთი უხეშობის შემდეგ ასე ჩვეულებრივად მკითხოს მისი დახმარება ხომ არ მჭირდება?!
- ღმერთმა შენი გადმოყვანა ნუ დამაჭირვოს...
ვამბობ ჩემთვის და კარს ვაღებ, მაგრამ აშკარად ესმის ჩემი ნათქვამი, რადგან ეღიმება. სასტუმროს ჰოლში შევდივართ, მიმღების ნაცვლად კი პირდაპირ ლიფტთან მაჩერებს.
- ნომერს არ ვიღებთ?
- უკვე არის შენს სახელზე, არ იდარდო...
- აქ რატომ ვართ?
- ახლა ოთახში ახვალ, მოწესრიგდები და თუ გინდა დაიძინე... მალე თარაშიც დაბრუნდება და შემდეგ ერთად მოვიფიქრებთ რას ვიზამთ მომავლში...
- რა არის აქ მოსაფიქრებელი?!
ლიფტში შევდივართ. ონისე მესამე სართულს აჭერს თითს.
- კიდევ უნდა ამახსნევინო?!
პასუხს აღარ ვცემ. ჩიპით ოთახის კარს მიღებს და ერთად შევდივართ.
- ჩემი მამიდაშვილი როგორ არის? - ახლაღა მახსენდება ელა და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
- კარგად... გადარჩა... მგონი სახლში გაწერეს... - მეუბნება უაზრო ხმით და ოთახს თვალს ავლებს. - წესით ტანსაცმელი უნდა... რა თქმა უნდა, დაავიწყდათ...
ჩიპს მაჩეჩებს და ოთახიდან გადის.
- არანორმალური...
საკმაოდ ლამაზი ოთახია, კიდევ უფრო ლამაზი ხედით, რომელიც პირდაპირ მყინვარებს გადაჰყურებს. შემთხვევით სარკეს ვაწყდები. ღმერთო ჩემო! რას ვგავარ?! აწეწილი თმა, აქა-იქ დალურჯებული სახე, ჩაშავებული თვალის უპეები, დამსკდარი ტუჩები. ნანახით შეძრული რამდენიმე წამში უკვე ცხელი წყლის ჭავლის ქვეშ ვდგავარ. ვდგავარ უსასრულოდ. მინდა რომ წყალმა ჭუჭყთან ერთად ის დამცირებაც ჩამომრეცხოს, რაც რამდენიმე საათის წინ გადავიტანე.
რამდენიმე წუთში პირსახოცშემოხვეული გამოვდივარ ოთახში. ზუსტად იმავე წამს კი კარი წრიპინებს, ონისე შემოდის, ხელში რაღაც შეკვრა უჭირავს. წამითაც კი არ იშმუშნება, არადა მის წინ ნახევრად შიშველი ვდგავარ.
- რას გიგავს ტანი... - მეუბნება შეწუხებული სახით და შემს ფეხებს აკვირდება.
- რამდენიმე დღის წინ ავარიაში ხომ არ მოვყევი?! რამდენიმე საათის წინ ორმა კაცმა ხომ არ გამიგდო წიხლქვეშ?! - ვეკითხები მისი რეაქციით შეძრული.
- რომ დაგეჯერებინა ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა?! - ხმას უწევს.
- რა იყო?! ასე ძალიან გადარდებ თუ რაშია საქმე?!
- საერთოდ არც კი მაინტერესებ! აიღე ეს ტანსაცმელი და ჩაიცვი! - შეკვრას საწოლზე მიგდებს. - მერე კი დაიძინე! იქნებ ცოტა მაინც დაემსგავსო ადამიანს!
- გაეთრიე აქედან! და ამის მერე შენნაირებზე იტყვიან კაციაო! უტაქტო უზრდელო!
რაღაცის სათქმელად პირს აღებს, მაგრამ ჩერდება. რამდენიმე წამს სიძულვილით ანთებული თვალებით მიყურებს, შემდეგ კი ტრიალდება და გადის, უბრალოდ გადის.
- ხოდა ეგრე! - ვღრიალებ კიდევ.
სუფთა ტანსაცმელს ვიცმევ და სველი თმითვე ვწვები სუფთა საწოლში. მართლა როგორ მჭირდება ძილი...რამდენი ღამეა ნორმალურად არ მძინებია... ბალიშზე თავის დადება და ჩემი გათიშვა ერთია.
რამდენიმე საათში მეღვიძება. უკვე ბნელა. ოთახში ერთადერთი პატარა ბრა ანთია. ძლივს ვდგები. ახლაღა ვიაზრებ, რომ ყველაფერი მტკივა, სხეულის ყველა ნაწილი, ყველა უჯრედი. აბაზანაში შევდივარ და სახეზე წყალს ვისხამ გამოსაფხიზლებლად. თმა გაფუებული და დატალღული მაქვს. ესღა მაკლდა. თმას მაღლა ვიწევ და ფანქრით ვიმაგდებ, რომელზეც ლამაზად არის ამოტვიფრული სასტუმროს ლოგო.
ოთახიდან ჩუმად გავდივარ, არ მინდა იმ ცხოველმა გაიგოს. ლიფტისკენ მივიპარები. ძალიან მიკვირს, რომ აქამდე დედაჩემი კივილით არ ჩამოქანდა აქ, მამაჩემი კი სპეცნაზით. სხვათაშორის, ჩემი ახლად აღმოჩენილი ნათესავების აქ არ ყოფნაც მიკვირს. ნუთუ ის მაინც არ ადარდებთ ცოცხალი ვარ თუ არა?!
მიმღებში ჩავდივარ და დახლს მიღმა მჯდომ გოგონას და ბიჭს ტელეფონს ვთხოვ, სასწრაფოდ უნდა დავრეკო.
- უკაცრავად, მაგრამ ტელეფონს ვერ მოგცემთ... ბრძანება გვაქვს უფროსისგან, რომ არ დაგარეკინოთ... - მეუბნება წრიპინა ხმით გოგონა.
- უკაცრავად?! - გაოგნებისგან წარბები შუბლზე ამდის. - რა უფლებით არ მაძლევთ ტელეფონს?! ან ვინ არის თქვენი უფროსი?! სასწრაფოდ მოვითხოვ მენეჯერთან საუბარს! ახლავე! ან თვითონ იმ უფროსთან! სად არის?!
- აქ ვარ... - ჩამესმის უკნიდან ყველაზე საძულველი ხმა.
ნელა ვბრუნდები და განრისხებული მზერით ვაჯილდოვებ.
- შენ ხარ უფროსი?! - ვერ ვიკავებ ცინიზმს.
- წამოდი... სალაპარაკო გვაქვს...
- მე არ მაქვს!
- თოკო... - უტრიალდება ბიჭს. - ვახშამი მზად არის?
- დიახ, ბატონო ონისე.
- ძალიან კარგი... უთხარით ამ ქალბატონის ოთახში ამოიტანონ...
ბიჭი თავს უქნევს და იმავე წამს ქრება.
- წამოდი.
- არა!
- მატილდა... დროზე!
- არა, მეთქი!
ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს, მაგრამ არ გამოსდის. ძალიან კარგი... ღირსია... არც ის მოსწონს, რომ თანამშრომლების თვალში მისი რეპუტაცია ილახება. აღარაფერს ამბობს, მიახლოვდება და ხელს მაჯაში მავლებს.
- დროზე წამოდი! - კბილებში ცრის.
ხელს მაგრად მიჭერს და მქაჩავს. შეწინააღმდეგებას ვცდილობ, მაგრამ ჩემზე ძლიერია, ბევრად ძლიერი. ლიფტში შევდივართ.
- ცხოველი ხარ! - ვეუბნები და თან მაჯას ვიზელ.
- ცხოველებთან იყავი რამდენიმე საათის წინ. მეგონა არჩევდი...
- გგონია მათგან დიდად განსხვავდები?!
სიბრაზისგან კისერზე ძარღვი ებერება. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი ნერვების მოშლა ყველაზე მეტად მსიამოვნებს. ოთახში შევდივართ. საწოლზე ვჯდები, ის კი მოპირდაპირე კედელს ეყრდნობა. რამდენიმე წუთის განმავლობაში განრისხებული მზერებით შევცქერით ერთმანეთს. ნელ-ნელა მის თვალებში განრისხება ქრება, მშვიდდება, ეღიმება კიდეც. ნელ-ნელა მათვალიერებს. დიდხანს აკვირდება ჩემს კისერს, აწეულ თმას, რომელიც ალაგ-ალაგ გაპუწულია.
-რატომ არ მარეკინებ? - მოთმინების ფიალა მევსება.
ზუსტად იმავე წამს კარზე აკაკუნებენ, ონისე კარს აღებს და ლანგრით ხელში ბრუნდება. ოთახში საჭმლის მადის აღმძვრელი სურნელი დგება.
-არ ვიცოდი რა გიყვარს... ამიტომ ყველაფერი ამოვატანინე... ცოტ-ცოტა...
მისი სიტყვები მაბნევს. მართლა მაინტერესებს, სად ქრება ასე უცბად მისი განრისხება და საიდან ისადგურებს მასში ეს გულუბრყვილო, მზრუნველი ტონი?!
-პასუხს ველოდები...
ვახსენებ თავს და ცხელ წვნიანს ვეწაფები.
-სანამ თარაში არ მოვა ვერ დაგარეკინებ...
- მამიკოს ბიჭი... - ვჩურჩულებ ჩემთვის, მაგრამ გადასარევად ესმის.
- რატომ უხეშობ?! ხომ ხედავ, ვცდილობ ადამიანურად დაგელაპარაკო...
თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ. არ იმსახურებს ჩემგან ასე ქცევას, მაგრამ ბოლო დღეებში იმდენი რამ გადავიტანე ჭკუა ნამდვილად არ მომეკითხება.
- კარგი... ბოდიში... - ვეუბნები ჩუმად.
- აი, ხედავ? შენც შეგძლებია...
- მამაჩემმა არაფერი იცის, ხო?
დუმს.
- თქვი, ვიბლიანო... დებილი არ ვარ... მამაჩემი აქამდე არ ჩამოსულა, ესეიგი არაფერიც არ იცის... მითხარი რატომ არ იცის... ეგ მაინც ხომ შეგიძლია?!
- ასე ჩათვალეს საჭიროდ ბებიაშენმა და მამიდაშენმა...
პირდაპირი მნიშვნელობით ყბა მივარდება.
- მაგათ ვინ ეკითხება საერთოდ?!
- მომისმინე, მატილდა... შენ რომ წაგიყვანეს მალევე შევიტყვეთ ავარიის შესახებ... ავარიაც ძალით იყო მოწყობილი... როგორც ვიცი, შენ გეძინა და ვერ გაიგე რა მოხდა... ელამ მოგვიყვა, რომ საბურავები დაუშვეს... ამიტომ ვეღარ დაიმორჩილა საჭე და იქვე სპეციალურად დაყენებულ ტრაქტორს შეასკდა...
- ელა ხომ მართლა კარგადაა?
- კი... სასწრაფომ მესტიაში ჩამოიყვანა, საავადმყოფოში... მალევე გავიგეთ ჩვენც ყველაფერი... ბებიაშენი და მამიდაშენი ჭკუაზე არ იყვნენ... ცალკე ელაზე დარდობდნენ, ცალკე შენზე... აპირებდნენ შენი მშობლებისთვის დარეკვას, მაგრამ თარაშმა შეაჩერა...
- რა თქმა უნდა, ჩემი კეთილისმსურველი თარაშ ვიბლიანი! - თვალებს ვატრიალებ.
- მატილდა... მომისმინე... ამ საქმეში პოლიციის ჩართვა და შენი სიკვდილი ერთი იქნებოდა... არანაირი მტკიცებულება არ გაგვაჩნდა იმის, რომ მათ წაგიყვანეს... პოლიცია რომ მისულიყო და ეთქვა ბრალს გდებენ გოგონას გატაცებაშიო, ჩერქეზები ისე გაგაქრობდნენ შენს გვამსაც ვერავინ იპოვიდა, გესმის?! ნუ გავიწყდება, რომ იმათ სახელმწიფო იცავს, ჩვენგან გასნხვავებით... შენ ეს რომელიმე ფილმი ან დეტექტივური სერიალი ნუ გგონია... მთაში ვართ... მთის ხალხთან... კავკასიელებთან... და მით უმეტეს გარუსებულ და გათურქებულ კავკასიელებთან... გგონია იქ პოლიცია რამეს გახდებოდა?! მამაშენიც არ იჯდებოდა მშვიდად და აუცილებლად გაიჩენდა მტრებს, რომლებიც არ მოასვენებდნენ არასდროს... ეს ერთადერთი გამოსავალი იყო... ამიტომ დაგვთანხმდნენ ქეთევანი და მაიაც... მათ, შენგან განსხვავებით, კარგად იციან რა ხალხთან გვაქვს საქმე... წლებია მათ უყურებენ, იცნობენ მათ ხასიათს და დაუნდობლობას...
დაჯერება არ მინდა, მაგრამ მესმის... მართლა მესმის მისი. იმ სისასტიკის შემდეგ, რაც იქ ვნახე, ვრწმუნდები, რომ ონისე სიმართლეს ამბობს. ყველანაირი მადა მიქრება და ლანგარს განზე ვდგამ.
- ახლა რას ველოდებით?
- ახლა თარაშს ველოდებით...
- ოღონდ ისევ გათხოვება არ მიხსენოთ, გთხოვ... მართლა გთხოვ... - ჩემი ხმის გაგონებაზე მეც კი მეცოდება საკუთარი თავი. - სხვა გზა უნდა არსებობდეს... გთხოვ...
ისევ დუმს. კიდევ უფრო მეტად მაკვირდება, არ მესმის რას ელის ჩემგან.
- ვეცდები...
- საქმე მარტო ჩემს ცხოვრებას ხომ არ ეხება?! დავიჯერო, შენ არ გაქვს შენი ცხოვრება?! შენი პირადი?!
- მე მაქვს ჩემი მიზეზები, რის გამოც ვთანხმდები ამ ყველაფერს...
- ხოდა მე არ ვარ თანახმა! ახლა გადი და დამტოვე... არ ვარ კარგად... ყველაფერი მტკივა... ფიზიკურადაც... სულიერადაც... ძალა აღარ მაქვს...
თავს მიქნევს და კარისკენ ნელი ნაბიჯით მიდის. გასვლის წინ ჩერდება, თითქოს რაღაცის თქმა უნდა, წამიერად ჩემკენ აპარებს მზერას, მაგრამ უსიტყვოდ გადის.

6.
მეორე დილით ონისეს კაკუნი მაღვიძებს. თმააბურდული და ჯერ კიდევ თვალებზე ბინდგადაკრული ვუღებ კარს. ის, ჩემგან განსხვავებით, გადასარევად გამოიყურება. კლასიკური ტანსაცმელი, უკან საგუდაგულოდ გადავარცხნილი თმა, სუნამოს საოცარი სურნელი და თავისი ჩვეული ცინიკური გამოხედვა.
- ათ წუთში მზად იყავი... ყველა დაბლა გელოდება...
- შენც დილა მშვიდობისა... - ვეუბნები მთქნარებით და კარს ცხვირწინ ვუჯახუნებ.
კოჭლობით ჩავდივარ დაბლა. სასტუმროს პერსონალი პატარა საკონფერენციო დარბაზისკენ მანიშნებს. დარბაზში შესული არ ვარ ისე მახტება ვიღაც და გულში მიკრავს. რა თქმა უნდა, მამიდაჩემი მაიკო.
- მატილდა... ცოცხალი ხარ... კარგად ხარ... - იმეორებს აკანკალებული ხმით.
- კარგად ვარ... გადასარევად ვარ... - ვპასუხობ უხალისოდ და მეც ვხვევ ხელებს.
ქეთოც მიკრავს გულში და დაჟეჟილ ზურგზე მოფერებას მიწეყებს.
- გამარჯობა, მატილდა... - ჩამესმის თარაშის ხმა.
თარაში თავის ცოლთან ერთად ჩვენგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ზის.
- გაგიმარჯოთ... ელა როგორ არის? - მივმართავ მამიდაჩემს.
- არაუშავს... რა შედარებაა... არ უნდა გამეშვით იმ დღეს მარტოები... ჩემი ბრალია ყველაფერი...
- გეყოთ ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება, ქალბატონო მაია... - ამჯერად დარინას გამყინავი ხმა ჩამესმის.
ზუსტად ამ დროს ონისეც შემოდის და ყველასგან მოშორებით იკავებს ადგილს.
- ონისემ მომიყვა რატომაც არ შეატყობინეთ ჩემს მშობლებს ეს ყველაფერი... გასაგებია... რაღაც დონეზე მეც გეთანხმებით... მათივე უსაფრთხოებისთვის ასე სჯობდა... მაგრამ ახლა რატომ არ მიშვებთ შეიძლება გავიგო?
- მატილდა... მე შენ ჭკვიანი გოგო მგონიხარ... - იწყებს თარაში. - ნუთუ კიდევ ვერ ხვდები რა შარში ხარ?! ამდენი რამის შემდეგ... რაც შენ ჩერქეზებთან გადაიტანე...
- მე არ ვამბობ, რომ აქ დავრჩები... უცხოეთში წავალ... ჩემებთან წავალ... ან საერთოდ სხვა ქვეყანაში წავალ... იქ, სადაც ვერ მომაგნებენ...
- ეგ მუსტაფა იცი ვინ არის?!
- არა... და არც მინდა რომ ვიცოდე...
- მუსტაფა ქარადოღლუ ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის მეწილეა... 27%-ს ფლობს... ხვდები მაინც ეს რამდენია? შენი აზრით, გამწარებულ ავიაკომპანიის უფროსს გაუჭირდება შენი პოვნა?! სადაც არ უნდა იყო მოგძებნიან... მუსტაფა კი შურს იძიებს მისი სახელის შერცხვენისთვის...
- ვინმე გამაგებინებს საერთოდ რა შუაში არიან თურქები ჩერქეზებთან?!
- მატილდა... - ამჯერად ქეთოს იღებს ხმას. - წლების წინ... საბჭოთა კავშირის დროს ძალიან ცუდად... ძალიან უსამართლოდ მოექცნენ ჩერქეზებს... რა გგონია, რატომ შეგვიძულეს ასე, როცა ერთ დროს ძმებივით ვიყავით?! ჩერქეზებიც კავკასიელები არიან... მათი კუშტი ხასიათი ყველასთვის ცნობილია... არც არის გასაკვირი, რომ არ უნდოდათ რუსეთის მმართველობის ქვეშ მოქცევა... არ უნდოდათ კავკასიელობის დაკარგვა... ამიტომ ადიღეები გაერთიანდნენ რუსეთის წინააღმდეგ... ითხოვდნენ დამოუკიდებლობას... დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას... მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს როგორ წარმოგიდგენია ეს ამბავი?! რა თქმა უნდა, შეეწინააღმდეგნენ... უარი უთხრეს და დანებებისკენ მოუწოდეს... არ დანებდნენ და დაიწყო პატარ-პატარა აჯანყებები... საკმაოდ ბევრნი იყვნენ... ძალა ერჩოდათ... სისხლი სწყუროდათ... მაგრამ მაინც დამარცხდნენ... ასიათასობით ჩერქეზი გადაასახლეს თურქეთში... აი, ასე პირდაპირ მოდიოდნენ და გემებში ტენიდნენ... უნდოდათ საბოლოოდ მოეშორებინათ ადიღეები... ატოვებინებდნენ საკუთარ მიწა-წყალს, ოჯახებს და წარსულს... ზოგმა თურქეთამდეც ვერ ჩააღწია... შავ ზღვაში ყრიდნენ... არ დაიჯერებ, ბებო, მაგრამ ჩემი თვალით მაქვს ნანახი... იცი რამდენი წლის განმავლობაში რიყავდა შავი ზღვა უდანაშაულო ჩერქეზების გვამებს? საბოლოოდ გატყდნენ კავკასიელები და ბედს დამორჩილდნენ... თურქებმა შეიფარეს... ბევრს მოეწონა იქაურობა და დარჩენა ამჯობინეს... იცი რამდენი ჩერქეზი ცხოვრობს ახლა თურქეთში?! ბევრი კი დაბრუნდა... გათურქებული, გამუსლიმებული, მაგრამ მაინც დაბრუნდა... აი, ეს ხალხი ცხოვრობს ახლა ადიღეების მიწაზე... ამ ხალხთან ჰქონდა საქმე ჩემს საცოდავ შვილს... და მის გამო შენც... - ბოლო სიტყვებზე ცრემლები სკდება და ცხვირსახოცში რგავს თავს.
-ახლა ხვდები, მატილდა, რატომ არის აუცილებელი შენი და ონისეს ქორწინება? - მეკითხება ისევ თარაში.
- თუ ასე უნდათ ჩემი მოკვლა... და თუ ამბობთ, რომ მთელ პლანეტაზე სადაც არ უნდა წავიდე ყველგან მომაგნებენ... ონისე შეაკავებს მათ?!
- ონისე არა... მაგრამ მასთან ქორწინება კი... გურბანოვები მოკვლას გიპირებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, შოთას დაკრძალვაზე მოგკრეს თვალი... მოეწონე და შენი უფრო სარფიანად გამოყენება გადაწყვიტეს... შენ რომ მუსტაფას ცოლი გამხდარიყავი ეს მათთვის, ფაქტობრივად, მუსტაფას ოჯახში შესვლა იქნებოდა... მუსტაფა აუცილებლად დაასაჩუქრებდა მათ და უზრუნველად აცხოვრებდა...
- და თქვენ აქ რა შუაში ხართ?
-ადრეც მითქვამს შენთვის, რომ ჩემი ცოლის და - დადუნა - ჩერქეზის ცოლი იყო... მათ შვილი ჰყავთ, შესაბამისად ასე თუ ისე ჩერქეზებს ვენათესავებით... ამას გარდა, ჩერქეზებს არ აწყობთ სვანებთან ურთიერთობის გაფუჭება... ჩვენ ბევრი საერთო ბიზნესი და საქმე გვაქვს... ამას გარდა, ახსოვთ წარსული და იციან, რომ სვანები მათთვის არასდროს ყოფილან მტრები... ასე თუ ისე, კავკასიელებს შემორჩენილი აქვთ წარსულის პატივისცემა... როცა გაიგებენ, რომ შოთას შვილი ვიბლიანის ცოლი გახდა, მართალია განრისხდებიან, მაგრამ სხვა გზა არ ექნებათ... შეგეშვებიან... თავიანთი მოხერხებულობით კი იმდენს იზამენ, რომ მუსტაფას შენს თავს დაავიწყებენ... დიდი ალბათობით, ისიც შეგეშვება და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელებ ჩვეულ ცხოვრებას...
- და ეს რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს?
- ორი და სამი თვე საკმარისი არ იქნება... აუცილებლად გამოგზავნიან თავიანთ ხალხს, ვინც შორიდან დააკვირდება თქვენს ურთიერთობას... იმასაც ვერ უნდა მიხვდნენ, რომ ეს ქორწინება ფიქტიურია... თუ ეს გაიგეს, ჩათვალეთ მარტო მატილდას კი არა სულ ყველას ამოგვწყვეტენ მათი გაცურების მცდელობისთვის...
- მართლა ვერ ვხვდები, რაში გაწყობთ ეს?! რაში გაწყობთ თქვენი და თქვენი ოჯახის საფრთხეში ჩაგდება ჩემ გამო?!
- შენ აქ არაფერ შუაში ხარ... მამაშენმა წლების წინ სიკვდილისგან მიხსნა... ვალში ვარ...
- მამაჩემი აღარ არის... შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველანაირი ვალი!
- არასდროს! - ღრიალებს თარაში და ადგილზე მაქვავებს. - მეორედ ასეთი სიტყვები არ გავიგონო! ეს უკვე ჩემი ღირსების შეურაცხყოფაა!
- როგორც ჩანს... - ხმას ვიღებ რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ. - თქვენ ყველაფერი გადაგიწყვეტიათ... გეგმები დაგიწყვიათ... ჩემს უარს საერთოდ რაიმე აზრი აქვს?! ჩემს სიტყვას ფასი აქვს?!
- მატილდა... ეს ყველაფერი დროებითია... - მიახლოვდება დარინა. - მხოლოდ რამდენიმე თვე... ისე იცხოვრებ, როგორც აქამდე ცხოვრობდი...
სიცილს ვიწყებ. უაზრო სიცილს.
- მართლა გჯერათ მაგის?!
დარინას სახე ეცვლება, თითქოს სილა გააწნესო ისე იყურება.
- ჩვენს სახლში იცხოვრებ და მხოლოდ ხალხში მოგიწევს ქმარზე შეყვარებული ცოლის როლის თამაში...
- გადასარევია... პირდაპირ გადასარევი... - ახლა უკვე ვხარხარებ.
- მატილდა... შეიგნე, რომ თუ არ დათანხმდები მოგკლავენ! - თავს ვეღარ იკავებს ონისე.
სიცილი სახეზე მეყინება. წამიერად აღარც მახსოვდა, რომ ისიც აქ იყო. ჩემი უბედურების მთავარი გმირი - ონისე ვიბლიანი. განმგმირავ მზერას ვესვრი. საშინელი სურვილი მიპყრობს ვეტაკო და რაღაც დავუშავო.
- როგორც აქამდე ვთქვი, ჩემს პასუხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... ისედაც ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვთ... - ვამბობ ჩუმად და ზიზღით ვაკვირდები ოთახში მყოფ თითოეულ ადამიანს. - მხოლოდ ერთი წელი... მხოლოდ თორმეტი თვე... შემდეგ კი ისე დავივიწყებ ამ წელს, თითქოს არც არასდროს ყოფილა...
ვამბობ ჩემს ბოლო სიტყვას და ოთახიდან გამოვდივარ. ფეხები მეკვეთება, მთელი სხეული მიკანკალებს. მესმის, როგორ მეძახის მამიდაჩემი, მაგრამ უკან არ ვბრუნდები. გონებადაბინდული ავდივარ ოთახში და საწოლზე თავით ვეშვები. არც კი მჯერა, რომ ამ ფარსს ჩემი ნებით ვთანხმდები. მაგრამ თურმე მყვარებია სიცოცხლე... მართლა მყვარებია... იმ სიგიჟის შემდეგ, რაც ბოლო დღეებში გადავიტანე მართლა მჯერა, რომ არავინ დამინდობს... მოვლენ და ისე გამაქრობენ ვერავინ მიპოვის... მე კი ჯერ არ მიცხოვრია... არაფრისთვის მიმიღწევია... არც კი მყვარებია... ჯერ ადრეა, ადრეა ჩემი სიკვდილი...
ტირილს ვიწყებ, ცხარე ცრემლით ვტირი. ვტირი ყველაფერს, ჩემს განვლილ ცხოვრებას, ჩემს ბოლო დღეებს, იმ ტკივილს, იმ შიშს, იმ ტანჯვას და შეურაცხყოფას, რაც გადავიტანე... ვტირი ჩემს მომავალს, რომელიც მე არ ამირჩევია... ვტირი იმ ტყუილებს, რომლების თქმაც მამაჩემისთვის მომიწევს, რადგან არასდროს დამიჯერებს თუ რატომ დავუმალე, რომ ვიღაც „უგონოდ“ შემიყვარდა და ცოლადაც კი გავყევი... ვტირი ყველაფერს ერთიანად... გულამოსკვნით... ცხარე ცრემლით...
კარი იღება. ის არის... რატომ არ მეშვება?! რატომ არ მანებებს თავს?! ხომ მაინც გაიტანეს თავისი... ისედაც ჩემი ატანა მოუწევს მომდევნო თვეები... ახლა მაინც დამანებოს თავი და დამტოვოს მარტო ჩემს გლოვაში, ხომ შეიძლება?!
- არაფერი არ ღირს ცრემლებად და ნერვიულობად...
- ჩემთვის ღირს!
- ცუდი ქმარი არ ვიქნები, გპირდები...
გაოგნებული ვწევ თავს და მისკენ ვტრიალდები. იცინის. როგორ შეუძლია ასეთ დროს კარგ ხასიათზე ყოფნა, როცა მე მთელი სამყარო თავზე მენგრევა?!
- გადი აქედან! საერთოდ ყველანი გადით და დამტოვეთ მარტო! არანაირი საერთოს ქონა არ მინდა შენთან! ცოლის დაძახებაც არ გაბედო იცოდე!
- ავი და აუტანელი ხარ! - მეუბნება და კარს იჯახუნებს.
იმ დღეს ოთახიდან აღარ გავდივარ. ორჯერ ამოაქვთ საჭმელი, რომელსაც პირს არ ვაკარებ. საღამოს ონისე მიკაკუნებს და ტელეფონს მაწვდის, ჩემს ახალ ტელეფონს. უთქმელად ვუხურავ კარს და მამაჩემს ვურეკავ. გაოგნებული ვრჩები, როცა ვიგებ, რომ მამაჩემს თურმე ეს დღეები მხოლოდ „ვწერდი“ და ერთხელაც ვერ მოვიცალე დასარეკად. ჩემი სახელით მამაჩემს სწერდნენ და ვინ იცის რას ატყუებდნენ! ვიბლიანების მიმართ ზიზღი უფრო და უფრო მემატება. იმის წარმოდგენაც კი მაგიჟებს თუ რა ჯოჯხეთი მელის მათთან.
მამაჩემს ვეუბნები, რომ ვთხოვდები... რომ ამდენი დღე იმიტომ ვერ დავურეკე, რომ ამის თქმას ვერ ვბედავდი... რომ უგონოდ მიყვარს ონისე ვიბლიანი და ცოტა ხსნის წინ ჯვარი დავიწერეთ. გოგა ჯერ სიცილს იწყებს... ჰგონია, რომ „ვეკაიფები“, მაგრამ ჩემი დუმილი აეჭვებს. შემდეგ კი მესმის ის, რაც ცხოვრებაში არასდროს გამიგია - მამაჩემის ღრიალი. წყობიდან გამოსულიც კი არ მინახავს, არასდროს... ახლა კი ყვირის, ღრიალებს და ცოფებს ყრის. მეჩხუბება, რომ ეს ყველაფერი აქამდე დავუმალე... რომ ყველა ზღაპარი, რასაც ჩემს მომავალ კარიერაზე ვუყვებოდი ასე ერთი ხელის მოსმით გრძნობებს და სიყვარულს გავატანე... რომ ვუღალატე და მისი ამდენი წლის დარიგებები არაფრად ჩავაგდე... და ყველაზე მეტად იმაზე ბრაზობს, რომ აქამდე არაფერი ვუთხარი და მხოლოდ მას შემდეგ ვეუბნები, რაც უკვე „გავთხოვდი“ და ქმარი მყავს. ჩამესმის დედაჩემის შეშინებული ხმაც. წარმომიდგენია, როგორი გაოგნებული და შეშფოთებული სახით უყურებს გოგას, რომელსაც ცხოვრებაში ხმისთვისაც კი არ აუწევია. შემდეგ კი მითიშავენ... ასე უბრალოდ მითიშავენ და მტოვებენ მარტო ჩემს გასაჭირთან ერთად...
ცრემლები ზღვასავით მდის. სარკეში ვიხედები. რას დამამსგავსეს? ამ რამდენიმე დღეში რას დამამსგავსეს? მისი ბრალია! ყველაფერი ვიბლიანის ბრალია!
ოთახიდან შეშლილი სახით გავდივარ და მთელი ძალით ვაბრახუნებ მისი ოთახის კარზე. წარბაწეული მიღებს კარს. მისკენ მივდივარ და მთელი ძალით ვუწყებ მუშტების რტყმას ქვასავით გამაგრებულ მკერდზე. ნელ-ნელა უკან იხევს, მაგრამ არ მეწინააღმდეგება.
- შენი ბრალია! - ვღრიალებ გამწარებული. - ყველაფერი შენი ბრალია! შენ გამო მენგრევა ცხოვრება! შენ! შენ! შენ!
გამალებით ვურტყამ. მინდა ეტკინოს... ისე ეტკინოს, როგორც მე მტკივა... მინდა გამაკავოს! შემეწინააღმდეგოს! მაგრამ არც კი იძვრის. დგას გაძეგლებული და მაცდის... მაცდის, სანამ ძალა არ გამომელევა...
- ხმა ამოიღე! თქვი რამე! არანორმალურო სვანო! რა გინდათ?! რატომ ერევით ჩემს ცხოვრებაში?!
მართლაც მელევა ძალა და უბრალოდ ზლუქუნს ვიწყებ, პატარა ბავშვივით ზლუქუნს. მოულოდნელად მის შეხებას ვგრძნობ, მაჯებს მიჭერს და მაიძულებს რომ შევხედო. თვალებში ვერ ვუყურებ, მრცხვენია იმის, რაც რამდენიმე წამის წინ ჩავიდინე.
- მატილდა... - მეუბნება მშვიდად. - დაწყნარდი და შემომხედე...
მაინც არ ვუყურებ. ერთადერთი რაც მინდა ის არის, რომ გამიშვას და ჩემს ოთახში გავქრე. ის კი ყველაფერს პირიქით აკეთებს. ნიკაპ ქვეშ თითებს მიცურებს და თავს მაწევინებს, მაიძულებს რომ შევხედო. და ასეც ხდება... პირველად ვუსწორებ ჩემს თვალებს მის მუქ თვალებს ასე ახლოდან. პირველად ვიძირები მის თვალებში და სირცხვილისგან კიდევ უფრო ვწითლდები.
- მართლა მესმის შენი... ვიცი რასაც განიცდი... გამომიცდია მეც, როცა ერთი ხელის მოსმით, ერთ წამში ცხოვრება უკუღმა ტრიალდება და ყველაფერი აზრს კარგავს... მაგრამ გპირდები, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება... გპირდები, რომ ერთი საათით მეტსაც არ გაიძულებ ჩემთან და ჩემს ოჯახთან ყოფნას მას შემდეგ, რაც შენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება...
არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს, მაგრამ მისი სიტყვები მართლა მამშვიდებს. მისი ხმა, მისი შეხება და მისი ხელებიდან მომავალი სითბო, მისი თვალები... ყველაფერი ერთიანად მამშვიდებს.
- ბოდიში... - ვლუღლუღებ შერცხვენილი.
ხელებს ვაშვებინებ და უკანმოუხედავად გამოვრბივარ მისი ოთახიდან.
მეორე დილით აბაზანიდან გამოსულს გასაოცარი სიურპრიზი მხვდება. ჩემი საპატარძლო კაბა საწოლზეა დაბრძანებული. ცოტა არ იყოს გაოგნებულიც კი ვარ, ნუთუ ეს მართლა ჩემი საქორწინო კაბაა?! კაბის გვერდით ზარდახშა დევს, რომელსაც თავზე პატარა კონვერტი აქვს.
„ ვიცი, რომ ეს დღე სულაც არ არის ისეთი, როგორზეც ოცნებობდი. ვიცი, რომ ყველანი გძულვართ, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ ცდებოდი. (კი, კი, აბა რა...თვალებს ვატრიალებ.) ონისე სულაც არ არის ისეთი, როგორიც გგონია. ნეტავ ბევრი დრო გქონოდათ ერთმანეთის გასაცნობად, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია შენ იცოცხლო და გადარჩე... ვიცი არ არის სასიამოვნო, მაგრამ გთხოვ, რომ ეს კაბა ჩაიცვა, ჩემს მიერ გამოგზავნილი სამკაულები გაიკეთო და მართლა ისე გამოეწყო, როგორც პატარძალს შეეფერება. ამას შენთვისვე ვამბობ... ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ შენ და ონისე ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილი ხართ... მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგანებებენ თავს თუ ამაში დარწმუნდებიან, რადგან, როგორც უკვე თარაშმა გითხრა, ისინი ჩვენ ნათესავებად გვეკუთვნიან და მას, რაც „ჩვენია“, არაფერს დაუშავებენ.
ვიცი, რომ ბევრს ვითხოვთ. კარგად მესმის შენი, რადგან ძალიან ახალგაზრდა ხარ და საკუთარი ცხოვრება გაქვს, რომელსაც დროებით გართმევთ, მაგრამ ასეა საჭირო, შენ თვითონვე დარწმუნდები, რომ ასეა საჭირო.
ხვალ პირველი საათისთვის ონისე გამოგივლის. გახსოვდეს, ისე უნდა ბრწყინავდე, როგორც ნამდვილი პატარძალი.
დარინა“
- ისე უნდა ბრწყინავდე, როგორც ნამდვილი პატარძალი. - დარინას ვაჯავრებ. - სათქმელად მარტივია, ხომ?
გაოგნებული ვუყურებ დარინას გამოგზავნილ ნივთებს. თეთრი საცვლებიც კი არ დავიწყებია. ჩემდა გასაკვირად კაბა იმაზე მეტად მიხდება, ვიდრე მეგონა. სადაა, თუმცა არა უბრალო, წვრილი ნაქარგებით არის გაფორმებული. ტანზე მომდგარი იდეალურად აჩენს ჩემს წვრილ წელს და განიერ მენჯებს. არც სიარულში მიშლის ხელს, არც ძირს ფორთხავს. მკერდიც კი ლამაზად ზის ამოღებულ დეკოლტეში, რომელსაც ორი წვრილი ბრეტელი იჭერს, რომ არაფერი ვთქვა ჩემს თითქმის სრულიად მოშიშვლებულ ზურგზე. სიმართლე გითხრათ, მათგან ასეთ „თანამედროვე“ კაბას ნამდვილად არ ველოდი.
სარკეში ვიყურები და მართლა პატარძალს ვხედავ. პატარძალს, რომელსაც არც საქმრო აურჩევია, არც კაბა და არც თავისი ცხოვრება. ნუთუ ხვალ ჩემი ქორწილია?! იმის გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ ამ ფარსს დავთანხმდი და მართლა უნდა გავთხოვდე და უკვე ქორწილია?!
საბედისწერო დღეც დგება... დილიდან ვკანკალებ... ყველაფერი მიკანკალებს, ყველაფერი ხელიდან მიცვივა...
გრძელ დატალღულ თმას შეძლებისდაგვარად მაღლა ვიწევ, რაც ჩემს გრძელ კისერს უფრო გამოკვეთს. მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ, ღია ვარდისფერ ტუჩსაცს ვისმევ და საშუალო ქუსლიან ფეხსაცმელს ვიცმევ, რომელიც ცოტა დიდი მაქვს. როგორც ჩანს, ამაში შეცდნენ.
კარზე კაკუნი მაფხიზლებს. ხალათს ვიცმევ და ფეხშიშველი გავრბივარ. გაოგნებული ვშეშდები, როცა კართან ელას ვხედავ, კასტილებით ხელში.
- ღმერთო ჩემო, ელა!
ვერც კი წარმოვიდგენდი ოდესმე მისი ნახვა ასე თუ გამახარებდა. მთელი ძალით ვეხვევი.
- გავიგე აქ ვიღაც პატარძალიაო... - მეუბნება ღიმილით.
- საერთოდ არ მეღიმება, ელა!
მოკლედ მიყვება თუ რა გადაიტანა ავარიის შემდეგ. სიმართლე გითხრათ, ბევრი არც არაფერი ახსოვს, მაგრამ მომავალ რამდენიმე საათზე ფიქრს ყველაფერი მირჩევნია, ამიტომ ერთი და იგივე ისტორიას რამდენჯერმე ვაყოლებ. დრო კი არ ჩერდება, დაუნდობლად მიქრის და წყეული პირველი საათიც ახლოვდება. გაჭირვებით ვიცმევ კაბას, რომელსაც კიდევ უფრო გაჭირვებით მიკრავს ჩემი მამიდაშვილი.
იმდენად ვღიზიანდები ჩემი ასეთი მდგომარეობით, რომ სურვილი მიპყრობს ეს კაბა ტანზევე შემოვიხიო, ნაფლეთებად ვაქციო და ეს დღე ისე გავიხსენო, როგორც უბრალოდ ცუდი სიზმარი.
ზუსტად პირველ საათზე ჭიშკართან ჩემთვის უკვე ნაცნობი უზარმაზარი შავი „პრადო“ დგება. ყოველთვის მაღიზიანებდა ამ მარკის მანქანა, რადგან მათი პატრონები გაბღენძილ, გაზულუქებულ, ფულიან შუა ხნის მამაკაცებთან ასოცირდებოდნენ. ონისეს სიძულვილს მისი მანქანის სიძულვილიც ემატება. სიგნალით მანიშნებს, რომ დაბლა უნდა ჩავიდე. გადასარევია, ამობრძანებასაც არ კადრულობს. მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები ჩემი არასდროს ყოფილა, მაგრამ ვცდილობ გამართულად ვიარო.
- ღმერთო ჩემო, მატილდა... თხოვდები... - მეუბნება ელა ლიფტში.
- ელა! გთხოვ... ჩემი გამჭირვებია...
იმდენად მავედრებელი ხმა მაქვს, რომ ელა მართლა ჩუმდება. ასე უხმოდ გავდივართ სასტუმროდან.
-ჯანდაბა შენს თავს, მატილდა დევდარიანო... რას აკეთებ საერთოდ?! რა ჯანდაბას აკეთებ... - ვეუბნები ჩემს თავს.
ვიბლიანი მანქანიდან გადმოდის და გამომცდელ მზერას კოჭებიდან თმის ღერამდე მაყოლებს. აი ასე, ურცხვად. კლასიკურ შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილი. ჩემი მოლოდინები აქაც არ მართლდება. მეგონა უგემოვნოდ ეცმეოდა, გადაცვეთილი შავი შარვალი და პიჯაკი... მაგრამ ონისე იმაზე მომხიბვლელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. თავისი ოდნავ გრძელი თმა ისევ უკან აქვს გადავარცხნილი, წვერი დამოკლებული, სადაც ახლა უფრო გარკვევით ჩანს მისი სქელი ტუჩები. რაღაცნაირად მეჩვენება, რომ არც ის არის ტიპური სიძე, არც მას ეტყობა, რომ ქორწილი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაც აცვია ძალიან უხდება.
ზღურბლს ვაბიჯებ თუ არა, ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წვრილი ქუსლი მიტრიალდება და წონასწორობას ვკარგავ. „ორღობეში“ დაცემისგან ონისეს ხელები მარჩენენ. უკვე მეორედ ვგრძნობ ჩემს მკლავებზე მისი უზარმაზარი ხელების შეხებას. მეორედ მიცრუვდება იმედი, რადგან უხეშობის მოლოდინში საოცარი სინაზე მხვდება.
- ხელი გამიშვი! - მაინც ვიშორებ და მანქანაში ვჯდები.
- ჩვენს ქორწილში მინიმუმ გამარჯობას მაინც ველოდი... - ცინიკოსობს მაშინვე.
- რა იყო, გეწყინა? - ვაჯავრებ.
- არანაირად... ძვირფასო... ჩვენ ერთმანეთი ისე გვიყვარს, შენგან არასდროს არაფერი მეწყინება...
- დიახ, ჩემო საყვარელო... - ვყვები ცინიზმში. - ზუსტად ამიტომ არ ვქორწინდებით? ჩვენ ხომ იდეალური წყვილი ვართ...
- არა და მართლა ვაპირებდი კომპლიმენტის გაკეთებას, ვითომ კარგად გამოიყურები... მაგრამ... გადავიფიქრე... - მეუბნება გესლიანად, სიტყვა „ვითომს“ კი განსაკუთრებით .
გაოგნებისგან ყბა მივარდება.
- ბატონო?!
- ვაი... ასე უცებ დამიძაბე? - შეშინებულ სახეს იღებს.
- და შენ ვინ გგონია შენი თავი? რახან კლასიკურად ჩაიცვი და გაბურძგნული წვერი დაიმოკლე კარგად გამოიყურები?
- მე ჩემი თავი საერთოდ არ მიხსენებია... - წარბის აწევით იხედება ჩემკენ. - და ისიც არ ვიცოდი ჩემს გარეგნობას ასე თუ აკვირდებოდი...
გამწარებისგან ვჩუმდები. არა... არ შევარჩენ... ამ სიტვებს სულ ძმრად ამოვადენ. შენ მე არ მიცნობ, ონისე ვიბლიანო, შენ მე საერთოდ არ მიცნობ...
არ ვაღიარებ, ცოცხალი თავით არ ვაღიარებ, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. ბავშვობიდან ჩვევა მაქვს, როცა რაიმეზე ვნერვიულობ ყოველთვის თითებს ვაწვალებ. ახლაც ასე ვშვები... დაუსრულებლად...
- იცი რა არ მესმის? - ვეკითხები ბოლოს. - შენი მშობლების მიზეზი გასაგებია... შოთასგან დავალებულად გრძნობენ თავს და ასე შემდეგ... მაგრამ შენ? იმდენად არავის მოსწონხარ, რომ ცოლის მოყვანის ამ ხერხზეც თანახმა ხარ?
- ეს შენი საქმე არ არის... - ჩემდა გასაკვირად ხმა უსერიოზულდება. - მადლობა თქვი, რომ მომყავხარ...
-კი... ყოველ დღე სანთელს დავანთებ... არა, მართლა მაინტერესებს... შენი პირადი ცხოვრება არ გაგაჩნია? კარგი, ჩემსას იპარავთ, მაგრამ შენ? დავიჯერო ამდენი წლის ხარ და არავინ გყავს?
- და შენი აზრით რამდენი წლის ვარ? - წამიერად მზერას მისწორებს.
- რა ვიცი... 30 ან 35...
- სერიოზულად?
- რა იყო, მეტი?
- 27 წლის ვარ... იცოდე მაინც... ვინმემ რომ გკითხოს ქმრის ასაკი...
27 წელს მართლა არ ველოდი. თავისი გარეგნობით, აღნაგობით და სისრულით ბევრად უფროსის შთაბეჭდილებას ტოვებს.
- კი... ჩემი ცხოვრება გამაჩნია, რომელსაც რამდენიმე თვით ვაპაუზებ... მე ჩემი მიზეზები მაქვს, ეს ახლავე გაიაზრე, თორემ შენი არარსებული მომხიბვლელობის მსხვერპლი ნამდვილად არ ვარ...
- მე არ ვარ მომხიბვლელი?! მე?! - ისეთ შეცხადებას ვუწყობ, თითქოს მართლა ჯულია რობერტსი ვიყო.
- დიახ... ჩემს თვალში ერთი გატუტუცებული, ველური და თავნება გოგო ხარ... ასეთები არ მხიბლავს, საბედნიეროდ...
თითოეული სიტყვა ლახვარივით მესობა გულზე, არც კი ვიცი რატომ. მაგრამ როგორც შხამი შედგება წვეთებისგან, ისე ეწვეთება თითოეული მისი სიტყვა ჩემს მეხსიერებაში, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად აივსება და ვფიცავ, პირველი მსხვერპლი სწორედ ონისე ვიბლიანი იქნება.
რამდენიმე საათში უშგულში ჩავდივართ. უნდა ვაღიარო, რომ კიდევ ერთხელ ვნანობ ჩემი ქალაქის სიყვარულს. აქამდე სვანეთში როგორ არ ჩამოვედი?! გაოგნებული ვუყურებ წვრილ გზებს, ბუმბერაზ მთებს, რომლებიც თითქოს ძალას მმატებენ. თითქოს გვერდში მიდგანან. თითქოს თავინათი დუმილით მამხნევებენ და უკან მომყვებიან, როგორც მცველები.
- ჯვარს მართლა ვიწერთ? - ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ამ კითხვას ამ სიტუაციაში და ამ კონტექსტში დავსვამდი.
თავს მიქნევს.
- რა საჭიროა?! ხელის მოწერა არ კმარა?
- აქ, შენი აზრით, ხელის მოწერას ვინმე უყურებს? მთაში ვართ, მატილდა...
- და მთაში ქვის ხანაა?
- მთაში ტრადიციებია!
- სად მივდივართ?! - არგუმენტები მელევა და შეწინააღმდეგების თავიც აღარ მაქვს.
- უშგულის ლამარიაზე გსმენია?
- მსმენია...
- ღმერთს რომ სამუდამო სიყვარული უნდა შევფიცოთ იმაზე თუ გსმენია? - მეუბნება და ხარხარს იწყებს.
- არანორმალური ხარ... - ზიზღნარევ მზერას ვაპარებ მისკენ. - ეს ამდენი მანქანა ჩვენს ქორწილშია მოსული?
თუ კი სადმე მანქანის გაჩერება შესაძლებელია, ყველგან სხვადასხვანაირ მანქანებს ვხედავ, უმეტესად ჯიპებს. როცა თარაშმა თქვა თქვენს ქორწლის ბევრი ელოდებაო, ვერც კი წარმოვიდგენდი ბევრი თუ ამდენი იყო.
ონისე მანქანას ყველაზე ღია და გამოსაჩენ ადგილას აჩერებს. უკვე ვხედავ ასობით მზერას ჩვენკენ მომართულს. ნერვიულობის მორიგი და უფრო ძლიერი ტალღა მივლის. თითებს ისე ვაწვალებ, მგონი უკვე ნახეთქებიც კი მაქვს. მოულოდნელად ონისე ჩემკენ ბრუნდება.
- შემომხედე! - მეუბნება მბრძანებლური ტონით და მეც ვემორჩილები. - დამშვიდდი და ღრმად ისუნთქე... აი, ასე... აქედან რომ გადავალთ ჩათვალე დეტექტორში უნდა გავიაროთ... არავის ენდო, არავის დაელაპარაკო... როგორადაც არ უნდა მოგეჩვენოს, არავის ენდო... მე და შენ ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებული წყვილი ვართ და ეს ყველამ უნდა დაინახოს... მარტო დანახვა არ კმარა... უნდა დაიჯერონ... გაიგე?!
- გავიგე!
- ასე მარტივადაც ნუ უყურებ ამ ამბავს... შენ მათთვის მოღალატის შვილი ხარ... და ერთადერთი, რასაც ამ ღალატის გადაფარვა შეუძლია იცი რა არის?
- ჩვენი სიყვარული?! - ვეკითხები ცინიკურად.
- დიახ... ჩვენი სიყვარული... შენ ამ ხალხს არ იცნობ, არ იცი რაზე არიან წამსვლელები, რისი გაკეთება შეუძლიათ... მე 27 წელია მათ ვუყურებ და დამიჯერე ბევრი საზარელი და უსამართლო რამ მინახავს. პატარა შეცდომაც კი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს...
წამიერად ჩემს უკან მზერას აპარებს.
- უკან არ გაიხედო... - მეუბნება ღიმილით, რომელიც ყველაზე შეუფერებელია ახლა.
- რა?
- უკან გახედვა არ გაბედო... - ახლა უკვე კბილებსაც კი აჩენს.
- რატომ?
- თუ თვალი არ მატყუებს... გურბანოვებს ვხედავ...
- რა? - კინაღამ თავს ვატრიალებ.
- არ გაიხედო მეთქი... ამყევი სიცილში... ახლავე... გაიცინე... ყველა ჩვენ გვიყურებს, მატილდა... გაიცინე...
და მეც ვიკრიჭები უაზროდ.
- მოიცა, რა?! აქ არიან?! ჩვენს ქორწილში?! - მაინც ვერ ვიკავებ თავს.
- ხო... აბა რას ელოდი?! არავინ ჩათვალო მეგობრად... რაც არ უნდა გაგიღიმონ და კარგად მოგექცნენ ყველაში პოტენციურ მტერს უნდა ხედავდე... ასეა საჭირო... კაცმა არ იცის რამდენნი არიან, რას გეგმავენ და რა უნდათ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ...
- ისე ლაპარაკობ, თითქოს მართლა გადარდებდე... - ვეღარ ვიკავებ თავს.
- უკვე აგიხსენი, რომ საერთოდ არ მადარდებ... - წამების წინ მის თვალებში აკიაფებული ნაპერწკალი უცებ ქრება. - მე ჩემი მიზეზები მაქვს... ახლა კი იჯექი და როცა გადმოგიყვან ხელი ჩამკიდე... საყვარელო...
- ოხ... როგორ მძულხარ... - ვჩურჩულებ გამწარებული, მაგრამ ვიცი, რომ კარგად ესმის.
ჩემს კარს აღებს და ხელს მიწვდის.
- ღიმილი... ბედნიერი წყვილი... ნუ გავიწყდება... - მეუბნება და ფართოდ მიღიმის.
სულელურად ვეჭყანები და სამყაროში, ალბათ, ყველაზე ყალბ ღიმილს ვიკრავ სახეზე. მადლობა ღმერთს, ეკლესიის შესასვლელთან ახლოს ვართ და ეკლესიის ჭიშკრის მიღმა დარჩენილ ხალხს თავს ვარიდებ, მაგრამ ეკლესიის ეზო ნამდვილად გადაჭედილია. თითქოს ხალხი შუაზე იპობა და ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ბილიკი კეთდება. ბილიკი მხოლოდ ჩვენთვის. ჩემთვის და ჩემი მომავალი ქმრისთვის.
ელას, მაიას და ქეთოს ერთ-ერთ კუთხეში ვხედავ. დამნაშავეების მზერით მიყურებენ, მაგრამ მაიას სახეზე მაინც ვხედავ ფარულ აღფრთოვანებას. ვუღიმი. რაც შეიძლება ფართოდ და გულწრფელად ვუღიმი.
წელზე ონისეს ნაზ შეხებას ვგრძნობ. არ ვიცი ამას ძალით აკეთებს თუ არა, მაგრამ მისი თითები ჩემს მოშიშვლებულ წელს ნაზად ეხებიან.
- ხელი გააჩერე! - ვეჩურჩულები მუქარით.
ის კი პირიქით იქცევა, უფრო ახლოს მიზიდავს თავისკენ და კიდევ უფრო ურცხვად დააცურებს თითებს.
- ამის გამო მაგ თითებს სათითაოდ დაგატეხავ! - კიდევ ერთხელ ვემუქრები.
მოულოდნელად ვიღაც ხელებს მხვევს და მეხუტება. გაოგნებული ვუყურებ 15-16 წლის ბიჭს, რომელიც სახეზე გადაფენილი გულწრფელი ღიმილით მიყურებს. მის გამომეტყველებაზე ღიმილს ვერ ვიკავებ.
- მინდა, რომ ძალიან ბედნიერები იყოთ... - ამბობს ყროყინა ხმით, როგორც ჩანს გარდატეხის ასაკი ახალი დაწყებული აქვს.
- ეს ჩემი ძმაა... - მეჩურჩულება ონისე. - ლუკა.
- ძმა? - ღიმილით ვტრიალდები მისკენ.
- ხო... მე არ ამირჩევია... - მეუბნება ყალბი იმედგაცრუებით.
ლუკას ვუღიმი. ნუთუ რაიმე ნათელი წერტილი არსებობს მათ ოჯახში?!
დარინა და თარაში შორიდან გვესალმებიან. ონისე მზრუნველი ქმარივით ჩემკენ ბრუნდება და თავსაბურავს მახვევს. თვალებში მიყურებს და თვალებში ეშმაკები დაუხტიან.
- მაგ მზერას განანებ... - კბილებში ვცრი.
- მანანებ? ცოლო... იცოდე შენი ადგილი! - წამიერად წარბებს კრავს.
მეღიმება. მართლა მეღიმება. მასაც ეღიმება. დარწმუნებული ვარ ორი კვირის წინ ვერც კი წარმოიდგნედა, რომ ორ კვირაში ცოლის მოყვანა მოუწევდა. რაღაცნაირად თითქოს მესმის მისიც, მაგრამ არა! მაინც მძულს! მძულს, რადგან ნაბიჯს გადავადგამ თუ არა გაუთავებელი ლოცვის მოსმენა მომიწევს, რომელიც საძულველ კაცთან ზეციური კავშირით შემაერთებს.
საბედნიეროდ, ეკლესია იმდენად პატარაა, რომ მღვდელთან და მეჯვარეებთან ერთად ძლივს ვეტევით. დიახ, მე მეჯვარეც მყავს. ხუჭუჭა მომღიმარი გოგონა, რომელსაც ცხოვრებაში პირველად ვხედავ. ღიმილითვე ვპასუხობ. დარწმუნებული ვარ უკიდურესად უმეგობრო და მარტოსული გოგო ვგონივარ, რომელსაც მეჯვარედაც არავინ გაჰყვა.
ჩვეულებრივი ჯვრისწერაა, არაფრით გამორჩეული. უბრალოდ ერთი განსხვავებით - მე ვარ პატარძალი. გვირგვინებსაც გვახურავენ, უზარმაზარი სანთლებიც გვიჭირავს, ღვინოსაც ვსვამთ ერთი ჭიქიდან, ბეჭდებსაც ვცვლით და მეჯვარეებთან ერთად წრეზეც დავდივართ.
იმდენად არარეალურად მეჩვენება ეს ყველაფერი, რომ ჩემი ფანტაზიის ნაყოფიც კი მგონია. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს მართლა მე ვარ თეთრ კაბაში გამოწყობილი, ლამარიის ეკლესიაში ონისესთან ერთად. და დიახ... რამდენიმე წუთის წინ მე თვითონ დავთანხმდი მის ცოლობას.
ეკლესიიდან ერთად გამოვდივართ. ისევ ხელიხელ ჩაკიდებულები, ოღონდ ამჯერად ცოლ-ქმარი. მისი შეხება თითქოს სასიამოვნოც კი ხდება, მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს, რომ გამიშვას.
- გაემზადე... - მეჩურჩულება.
- რა?
მაგრამ ხმა მიწყდება, რადგან თავის ძლიერ ხელებს წელზე მხვევს და ჰაერში მატრიალებს. ტაშის ხმა მესმის. ოვაციები, ხალხის ჟივილ-ხივილი და სტვენა. ნუთუ მართლა ჩემი ქორწილია? ონისე მიწაზე მაბრუნებს, ჩემკენ იხრება და ლოყაზე ძალიან ნაზად მკოცნის, მისი თბილი ტუჩების შეხებას ვგრძნობ. თითქოს ხალხიც ამას ელოდაო, უფრო და უფრო უმატებენ ტაშს. თავბრუ მესხმის.
- ჩემზე უკვე გონებასაც კარგავ? - მეკითხება ნასიამოვნები ხმით და ხელს ისევ წელზე მიცურებს.
- გულის რევა მომაწვა, უბრალოდ... - ვპასუხობ ღიმილით. - მითხარი, რომ სეფაში არ უნდა ვისხდეთ და „დაისს“ არავინ გვაცეკვებს...
- არა... ნუ დარდობ... ხალხმა იცის, რომ ოჯახის წევრი გარდაგეცვალა... ამიტომ მთლად საზეიმოდაც არ გაქვს საქმე...
- რა უცნაური ხალხი ხართ ეს სვანები... - ვერ ვიკავებ თავს.
მოულოდნელად 20 წლამდე კამერამომარჯვებული ბიჭი გვიახლოვდება.
- სამახსოვრო ფოტო...
- ჩარჩოში უნდა ჩავსვათ? - ვეკითხები ონისეს ცინიკურად, მისკენ ვიხრები და თავს მხარზე ვადებ.
- კი... ჩვენს საძინებელში დავკიდებთ...
ისიც კიდევ უფრო ახლოს მიზიდავს თავისკენ.
- შეგიძლიათ კიდევ ერთხელ აიყვანოთ? არაჩვეულებრივი კადრი გამოვა... - ფოტოგრაფს მართლა სჯერა, რომ ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული ცოლ-ქმარი ვართ.
- ერთი ფოტო არ კმარა? - ვკითხულობ ჩუმად, ისე, რომ მხოლოდ ონისემ გაიგოს.
- რა თქმა უნდა, შემიძლია... - ამბობს ომახიანად. - ისეთი ცოლი მერგო მიწაზე არც უნდა ჩამოვსვა...
მის ამ ნათქვამზე მართლა მეცინება. მისი ამოუცნობი პიროვნება მაგიჟებს, მასში ორი სხვადასხვა ონისე ცხოვრობს - უხეში და მწარე ენით და მზრუნველი, არაჩვეულებრივი იუმორით. ვგრძნობ, როგორ მეცლება ფეხქვეშ მიწა. ონისეს თვალებში ვუყურებ. ისიც იცინის.
თარაში რამდენიმე ნათესავს და მეგობარს მაცნობს. ძირითადად ოჯახები არიან. იმდენი სვანური გვარი მესმის ერთდროულად, რომ უკვე გონება მერევა. მაინც როგორი ლამაზი და უცხო გვარები აქვთ ამ სვანებს: ონიანები, ხეცურიანები, კვანტალიანები, დადეშქელიანები, გირგვლიანები, ფილფანები და კიდევ მრავალი სხვა. კარგად ვათვალიერებ მხიარულ ახალგაზრდებს, შედარებით მოქუფრულ ქალებს და მკაცრი გამომეტყველების მქონე კაცებს. ცოტა შიშიც კი მიპყრობს. ამდენ უცხო ადამიანში მართლა რთულია გაარჩიო მტერი და მოყვარე. მაგრამ ონისე არც ერთი წამით არ მტოვებს, სულ თან დამყვება, ხელი ჩემს წელზე აქვს შემოხვეული.
ლამარიის ეზოდან გასვლის წინ კიდევ ერთხელ მიბრუნდება ფეხი. მადლობა ღმერთს, ისევ ონისე მიჭერს.
- სიარული არ იცი? - უხეში ონისე ბრუნდება.
სანამ გავსწორდები ხელი მის შარვალზე მიხვდება, სადაც რაღაც ბლაგვ საგანს ვგრძნობ.
- აქ რა გაქვს? - ვეკითხები შეშინებული.
- იარაღი. - თვალებს ატრიალებს მობეზრებით.
- და რა საჭიროა ქორწილში იარაღის ქონა?
- რატომ მამეორებინებ ერთი და იმავეს?! ნებისმიერ წამს შეიძლება თავს დაგესხან!
- კაი?! და არ მითხრა, რომ ჩემს გამო ახლა ვიღაცას ესვრი! - ვეუბნები ცინიკურად, რადგან ყველაზე დაუჯერებელ რაღაცას ვამბობ.
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამთ და მანქანას ვუახლოვდებით. მოულოდნელად ონისე მაჯაში მავლებს ხელს, თან საკმაოდ მწარედ. მთელი ძალით მაკრავს მანქანაზე.
- მტკივა! ცხოველო!
- დამღალა შენმა უაზრო რეპლიკებმა და კომენტარებმა, გაიგე?! - თვალები რისხვისგან უელავს. - ნუ გგონია, რომ ყველაფერს მოგითმენ! შენ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა აკონტროლე, კარგად გაიგე?!
- როგორ ბედავ... - ვცდილობ შევეწინააღმდეგო, მაგრამ უფრო ძლიერად მიჭერს ხელს, ლამისაა მაჯა მომძვრეს.
- გაიგე-მეთქი?!
- ხელი გაწიე! - ვეუბნები ჩუმად და მის უბეს წიხლით ვაჯილდოვებ.
მოულოდნელობისა და ტკივილისგან იკეცება, მაგრამ მალევე სწორდება.
- მეორედ შემეხები და საერთოდ უშვილოდ დაგტოვებ, გაიგე?! ხომ კარგად გაიგე?!
გააფთრებული ვაღებ მანქანის კარს და ვჯდები. ისიც მალევე ჯდება და მანქანას ქოქავს. ხმას არ იღებს, მაგრამ ვგრძნობ როგორი გაბრაზებულია. აბა მე მკითხოს?! დიდი სიამოვნებით მივახრჩობდი აქვე!
ბოლოს მზერას ჩემს მარჯვენა ხელზე ვაჩერებ, უფრო სწორედ, ჩემს თითზე აბრდღვიალებულ ოქროს ბეჭედზე. ბეჭედს ეტყობა, რომ გემოვნებით არის შერჩეული. ჩვეულებრივ ნიშნობის ბეჭედს არ ჰგავს. არის მასში რაღაც ძველი და მომხიბვლელი, განსაკუთრებით თვალშისაცემია ის ორნამენტები, რომლებითაც ხელოვანს არ დაეზარა ბეჭდის შემკობა.
- ცხოველი არ ვარ... - ამბობს რამდენიმე წუთის შემდეგ ჩუმად.
- ხარ... - ვპასუხობ.
- არ ვარ... შენ მე არ მიცნობ... - თითქოს იმედგაცრუება ჟღერს მის ხმაში.
- არც მჭირდება ეგ...
- ჩემზე არასწორი წარმოდგენა გაქვს...
- კინაღამ ხელი მომატეხე! აი, რატომ ხარ ცხოველი!
- აღარ შეგეხები... - მეუბნება ცოტა ხნის შემდეგ. - აღარასდროს...
მომდევნო ერთ საათს რაღაც იუსტიციის სახლის მაგვარ შენობაში ვატარებთ, ხელს ვაწერთ და ოფიციალურად ვხდებით ცოლ-ქმარი.
ოვაციების და მოლოცვების ღიმილით მიღების შემდეგ ისევ ონისეს მანქანაში ვყოფ თავს.
ონისე სადღაც ტყისკენ უხვევს. გზა ნელ-ნელა კიდევ უფრო წვრილდება. უღრან ტყეში გაკეთებული სამანქანო ბილიკი იმაზე უფრო მომხიბვლელია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. ფანჯარას ვწევ და თავს გარეთ ვყოფ. მცენარეების სასიამოვნო სურნელი ტრიალებს. აქა-იქ მზის სხივების ნაფლეთები ჩანს, რომლებმაც ხეების გადახლართული ტოტები გაარღვიეს. შემდეგ კი ტყე მთავრდება და აღმართი იწყება.
უზარმაზარ ქვის გალავანს ვუახლოვდებით, რომელიც იმდენად მაღალია, რომ შიგნით არაფერი ჩანს. მანქანას ჭიშკართან აჩერებს, ფანჯრიდან თავს ყოფს და კარისკაცს სვანურად ესალმება. ისიც თავს გვიკრავს და რაღაც ღილაკს აჭერს. ჭიშკარი იღება. სვანეთისთვის ზედმეტად თანამედროვე სიტუაცია მხვდება.
უზარმაზარ ეზოში შევდივართ, რომლის ბოლოშიც ძალიან ლამაზი ქვით ნაშენები სახლი დგას. სახლი იმდენად დიდია, რომ ცოტა წარმოუდგენელია როგორ შეიძლება აქ მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდეს. სახლის უკან რამდენიმე სვანური კოშკი მოჩანს. ასე ახლოდან კოშკები არასდროს მინახავს.
სახლი ორ სართულიანია, უზარმაზარი და ღია ფანჯრებით, რომლებიც პირდაპირ ტყეს და მთებს გადმოჰყურებს.
- ღმერთო, რა ლამაზია... - თავს ვერ ვიკავებ.
- ხო? - ჩემკენ იხედება და თავის მოლურჯო თვალებს მანათებს. - ეგრეც არ მოგეწონოს ჩვენთან ცხოვრება... დროებით ხარ... ნუ გავიწყდება...
განრისხებულ მზერას ვესვრი.
- შენი შეხსენება არავის სჭირდება... ღმერთმა დამიფაროს თქვენთან დავრჩე!
- ჩვენც... ჩვენც... - ხელებს მლოცველივით აერთებს და ცისკენ ირონიულად იყურება.
- ჩხუბი გინდა?! თუ რას მივაწერო შენი ბანძი იუმორი?
- ქორწინების პირველივე დღეს ჩხუბი? კარგი რა... დღეს შევფიცე, რომ სულ შენზე ვიზრუნებ და ცივ ნიავს არ მოგაკარებ...
- აუტანელი ხარ! - მანქანის კარს ვაღებ და გადმოვდივარ.
მისი ხარხარი ჩამესმის.
- მძულხარ!
ღიმილი სახიდან ეშლება.
- არც მე მეხატები გულზე, უჟმურო „სწერვა“... ახლა კი ხელი ჩამჭიდე...
კოპებშეკრული ჯერ მის ხელს ვუყურებ, შემდეგ მას.
- სახლში ჩვენ გარდა კიდევ ცხოვრობს ხალხი... დაახლოებით ათამდე მოსამსახურეა... არც ისინი არიან სანდო... ამიტომ, ნუ გავიწყდება, რომ ჩემი ცოლი გახდი ცოტა ხნის წინ...
სხვა რა გზა მაქვს. ხელს ვკიდებ და სახლში შევდივართ.
ოვაციებით გვხვდებიან. რამდენიმე უცხო სახეს ვარჩევ, ალბათ, ნათესავები არიან. ოთახის ცენტრში ყურებამდე ღიმილგადაკრულ ლუკას ვხედავ, რომელიც მთელი მონდომებით უკრავს ტაშს. მეღიმება. როგორ შეიძლება ასეთ უჟმურს ასეთი ძმა ჰყავდეს?
გვილოცავენ, გვეხვევიან, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ბევრ შვილს გვისურვებენ...
მეცინება. მართლა მეცინება. ჯერ კიდევ რომელიღაც კოშმარში ან ბანალურ სერიალში მგონია თავი. უბრალოდ იმის წარმოდგენაც შეუძლებელია, რომ 21-ე საუკუნეში ჩემი ნებით მივყვები ცოლად სრულიად უცხო კაცს, რათა არ მომკლან ასევე სრულიად უცხო ადამიანებმა, რომლებსაც უღალატა კაცმა, რომლის გვარსაც ვატარებ.
- თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში... - მეუბნება თარაში. - ჩათვალე, რომ აქ ყველაზე უსაფრთხოდ და დაცულად იქნები...
წამიერად ვუღიმი და თვალს ვარიდებ.
- ონისე... დაღილილი ვარ... - ვეჩურჩულები.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ამდენ ადამიანში ისევ ონისე მიმაჩნია ყველაზე ახლობლად.
- მე მატილდას ჩვენს ოთახს ვაჩვენებ... და ნაირა... - ერთ-ერთი მოსამსახურისკენ ტრიალდება. - გთხოვ, ჩემოდნები ამოიტანონ რა...
- რა ჩემოდნები? - ვუყურებ გაოგნებული.
- ტანსაცმელი ხომ გინდა? თუ შიშველი აპირებ...
არც ვამთავრებინებ, მთელი ძალით ვუჭერ ხელს მის ხელს და ფრჩხილებს დაუნდობლად ვარჭობ. წარბიც არ უტოკდება, კიბისკენ მიბიძგებს.
- ნუ იქცევი ველურივით...
ღმერთო, როგორ მაღიზიანებს! კიდევ უფრო ძლიერად ვარჭობ კლანჭებს.
- რა ჯიუტი ხარ! - მეუბნება მობეზრებული ხმით.
- ახლა ხომ აღარავინ გვიყურებს?! ხელი გამიშვი! - მუჯლუგუნს ვთავაზობ და თავს ვითავისუფლებ.
- აქეთ წამოდი...
გრძელ, მუქი შინდისფერი მუხით მოპირკეთებულ დერეფანს მივუყვებით, რომელსაც აქა-იქ ბრები ანათებს. ვხედავ პატარა ჟურნალის მაგიდებს, მათ გარშემო შემოწყობილ სკამებს, რამდენიმე კარს, კედლებზე ჩამოკიდულ ნახატებს, უზარმაზარ მოჩუქურთმებულ სარკეს. სახლს ეტყობა, რომ საკმაოდ ძველია, თუმცა ვიღაცას მის გათანამედროვებაზეც უფრიქრია. ხის აიტაკი რამდენიმე ადგილას ჭრიალებს, თუმცა ხმაურის ჩასახშობად ხალიჩებია დაფენილი. კედლებზე ოჯახის ფოტოებიცაა ჩამწკრივებული, თუმცა დაბალი ხილვადობის გამო მათზე გამოსახულებებს ვერ ვარჩევ.
- აქ ყველა ოთახში ცხოვრობენ? - პირდაპირ სულელური კითხვით ვიწყებ.
რა თქმა უნდა, ცინიკურად ეღიმება.
- თითქმის ყველაში, თუმცა ზოგიერთი მისაღებია...
- სტუმრის მისაღები რამდენიმე ოთახი გაქვთ?
- შენ დედაჩემს არ იცნობ... თუ კი რამე ოთახი არსებობს ყველაფერი აქვს მოწყობილი... სახლს ხვალ დაათვალიერებ...
- და მე სად უნდა ვიცხოვრო?
- მე არა... ჩვენ... - მისწორებს და სახეზე ღიმილი ეფინება, აშკარად მოსწონს ჩემი გამწარება.
ორ ფრთიან უზარმაზარ კარს აღებს.
- მობრძანდით... - ხელებით შიგნით შეპატიჟების დებილურ ჟესტს აკეთებს.
უზარმაზარ, ძალიან მაღალ ჭერიან ოთახში შევდივარ, რომელიც იმაზე თანამედროვედაა მოწყობილი, ვიდრე წარმომედგინა. მარჯვენა კედელი მთლიანად შუშის არის, რომელიც გამწვანებულ უღრან ტყეს და უზარმაზარ დათოვლილ მთებს გადაჰყურებს. ხედი იმდენად გამაოგნებელია, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაშტერებული ვიყურები. ასეთი ხედი მხოლოდ ფილმებში თუ მინახავს.
- ისე არ მოგეწონოს, რომ აქ დარჩენა გადაწყვიტო. - ჩამძახის ონისეს ხმა.
- აქ დარჩენას ვერაფერი მაიძულებს! - ვეჭყანები, ის კი ისევ იცინის.
- აქაურობის დასათვალიერებლად საკმარისზე მეტი დრო გექნება... - ჩამრთველისკენ იხრება და შუქს ანთებს.
რეალურად, ოთახში კი არა მყუდრო მისაღებში ვარ. ღია მომწვანო-მოცისფრო შპალერი იქაურობას იდეალურ სიმშვიდეს სძენს. ოთახის შუაგულში თეთრი დივანი დგას, რომელიც პირდაპირ შუშებიანი კედლისკენ არის შეტრიალებული, თითქოს კინოთეატრი იყოს, რომელიც სვანეთის ულამაზეს ბუნებას გადაჰყურებს. ძირს აქაც ხალიჩა აგია, ლამაზი ორნამენტებით გაწყობილი, თუმცა აქა-იქ ღია ყავისფერი პარკეტიც მოჩანს.
შუშების მოპირდაპირე კედელი თაროებით არის გაწყობილი, რომლებიც წიგნებით არის დახუნძლული. თაროებზე სხვადასხვა სუვენირებიცაა ჩამოწყობილი, სავარაუდოდ ჩემი ქმარი კოლექციონერია, უცხოეთიდან ჩამოტანილი ხარახურის. ერთ-ერთი კედლიდან ჯონ ლენონიც იყურება თავისი სათვალით. ჯონ ლენონის ქვეშ ფირსაკრავს და კოხტად დაწყობილ ფირებსაც ვხედავ.
- პოსტმოდერნიზმი გიზიდავს? - ჯონ ლენონის ნახატზე ვანიშნებ.
- შეიძლება ასეც ითქვას... მაგრამ ეს ნახატი მეგობარმა მაჩუქა...
ოთახის მეორე კუთხეში პატარა სათავსო დგას, რომელშიც ვხედავ შუქზე მოლაპლაპე ალკოჰოლური სასმელების ბოთლებს.
ოთახი ერთი შეხედვით მართლაც შთამბეჭდავია. განსაკუთრებით ის მხიბლავს, რომ თითოეული დეტალი გათვლილია და ერთი ნივთიც კი არ დევს უფუნქციოდ.
- არ ელოდი, ხომ? - თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს.
- მინიმუმ მუმიების სარკოფაგს ველოდი... - ვეუბნები და მზერას ვუსწორებ.
მისი ლურჯი თვალები საკმაოდ დამაბნევლად შემომყურებენ. დავასკვენი, როცა მკვეთრი სინათლე ანათებს, მაშინ მისი თვალები ლურჯია, ღამით კი უკუნეთივით ბნელი.
- აქ ჩემი საძინებელია. - კიდევ ერთ კარს აღებს.
ოთახი იმაზე დიდია, ვიდრე მისაღები. უზარმაზარი საწოლი მაბნევს. აშკარად თავისუფლად ძილის მოყვარულია, თან, დიდი ალბათობით, არც მარტოს ეძინა ხოლმე. შუშებიანი კედელი აქაც გრძელდება, თუმცა ბევრად უკეთესი ხედით. აქედან რომელიღაც მყინვარი ძალიან გარკვევით მოსჩანს, ტყე კი კიდევ უფრო უღრანი და დაბურული ხდება, რაც უფრო საოცარ იდუმალებას სძენს.
მოპირდაპირე კედელზე მუქი ფერის გრძელი კარადაა გადაჭიმული, ძალიან ბევრი სათავსოთი და სარკით. თუმცა ყველაზე მომხიბვლელი საწოლის მოპირდაპირე კედელია, რომელშიც ბუხარია ჩამონტაჟებული. თანამედროვედ მოწყობილი ბუხარი, რომელსაც მინა აქვს აფარებული. მინა ჩემი და ონისეს გამოსახულებას ირეკლავს. ვხედავ, როგორ ვიყურები მინისკენ და როგორ მიყურებს ონისეს გამოსახულება მე.
- აქ აბაზანაა... - ბუხრის გასწვრივ კარს აღებს.
აბაზანაც უზარმაზარია. კრემისფერში გარდამავალი ყავისფერი კედლებით, თეთრი ყავისფრად დაზოლილი მარმარილოს ფილებით, ხის ჩარჩოში ჩასმული უზარმაზარი სარკით, რომელიც ორი გვერდიგვერდ ჩადგმული პირსაბანის თავზეა აღმართული. კუთხეში შუშის დუშკაბინა ჩანს, იმხელაა, რომ ოთხი კაცი თავისუფლად დაეტევა.
სარკის გვერდებზე თაროებია, სადაც ონისეს წვერსაპარსს, შამპუნებს, დუშგელებს და სუნამოებს ვხედავ.
- ეს თაროები შენთვის გავათავისუფლე... - მანიშნებს რამდენიმე თაროზე. - რამდენიმე უჯრა და საკიდიც გეკუთვნის ოთახის კარადაში, მეუღლევ...
ბოლო სიტყვებზე თვალებს ვატრიალებ. ისევ საძინებელში ვბრუნდებით.
- შენს ჩანთებს შემოგიტან და შეგიძლია ამოლაგება დაიწყო. აი, ეს უჯრები და საკიდი გეკუთვნის შენ. სასტიკად არ მიყვარს, როცა ჩემს ნივთებს ეხებიან. ეს ცოლებსაც ეხებათ...
- ჩემს გარდა კიდევ ბევრი გყავს?
- ჯერ არა... მაგრამ ხომ მეყოლება...
- რომელი სრულ ჭკუაზე მყოფი გამოგყვება შენ... - ვჩურჩულებ ჩემთვის.
- მგონი გაგაფრთხილე რეპლიკებზე და უაზროდ ნასროლ სიტყვებზე, ხო? - მიახლოვდება და მრისხანებით ანთებული ლურჯი თვალებით მიმზერს.
- და შენც რა მარტივად ვარდები, ხო? სადაა შენი სვანური მტკიცე ხასიათი?
- ჩემს სიმტკიცეს და ხასიათს ნუ გამოსცდი, გირჩევ... ნუ გავიწყდება, რომ შენ გჭირდები... მე სულაც არ მადარდებ...
- როგორ დამავიწყდება... ყოველ წამს მახსენებ... უი, მადლობებიც უნდა გიხადო? რამხელა მსხვერპლი გაიღე ცოლად რომ მომიყვანე, დიდი მადლობა ონისე, ხო? - არც მე ვაკლებ ცინიზმს.
- შენთან ჩხუბს არ ვაპირებ... - ისე მიახლოვდება, რომ მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებს, მისი გრილი სურნელი ძალიან სიამოვნებს ჩემს რეცეპტორებს. - იცხოვრე შენთვის, ზედმეტი პრობლემების და კომფლიქტების გარეშე... რამდენიმე თვე მალე გავა და ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს... ნუ ეცდები ჩემი წყობიდან გამოყვანას და არც მე გაგცემ ხმას... ეცადე სახლში ყველასთან მეგობრული იყო და არავინ გადაიკიდო...
- ვინ გგონივარ?! - ვეღარ ვითმენ და ხმას ვუწევ.
- ენა! - თვალებს მიბრიალებს. - ჩემთვის ხმის აწევის უფლება არავის მოუცია...
- არც შენთვის მოუცია ვინმეს დამრიგებლობის ნება!
- შენთან წესიერი ლაპარაკი შეუძლებელია! - თვალებს ატრიალებს და კარისკენ მიდის.
- შენ ხომ მყავხარ შეგნებული!
აღარ ბრუნდება. სავარაუდოდ თავისი მყუდრო საცხოვრებლიდანაც გადის. რა საინტერესოა არა?! სახლში პატარა სახლი აქვს მოწყობილი.
დაახლოებით ორი საათის შემდეგ კარზე კაკუნი მესმის.
- ქალბატონო მატილდა... - ჩემს წინ ჩემზე რამდენიმე წლით პატარა გოგონა დგას, ს საკმაოდ გამხდარია, ღია თმა მაღლა აქვს აწეული და ხელში რაღაც ჩანთა უჭირავს.
- უბრალოდ მატილდა, გთხოვ...
გაკვირვებული მომჩერებია.
- ეს ბატონმა ონისემ გამოგიგზავნათ...
- რა ჯანდ... რა არის? - მახსენდება, რომ ქმარი ძალიან მიყვარს და ტონს ვარბილებ.
- თქვენი ჩემოდნები...
- ეს ონისემ მიყიდა? - სკეპტიკურ მზერას არ ვაშორებ ჩანთას.
- ასე თქვა, აქ ზოგი ნივთი ძალიან ძვირადღირებულია და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის დასჭირდებაო... ალბათ, წვეულებებს გულისხმობს... - ხვდება, რომ მისი ნათქვამი ერთი სიტყვაც არ მესმის და ახსნას ცდილობს. - ვიბლიანების ოჯახი ძალიან ცნობილია აქ... სასტუმროც ნახეთ, ალბათ... ხშირად პატივსაცემი ხალხი ჩამოდის და თქვენ, როგორც ვიბლიანების რძალს მოგიწევთ იქ გამოჩენა...
„ღმერთო გაძლება მომეცი...“ - ვფიქრობ ჩემთვის და სახეზე ყალბ ღიმილის ვიკრავ.
- მადლობა, ჩემო კარგო... როგორი მზრუნველი მეუღლე მყავს...
- ბატონი ონისე... მართლა ძალიან მზრუნველია... - გაკვირვებით ვაკვირდები გოგონას, მის ხმაში ფარული აღტაცება ჟღერს.
გულში რაღაც ეჭვიანობის მაგვარი მკბენს, მაგრამ მალევე ვაქრობ. მე არ მაინტერესებს ვის უყვარს ჩემი ფიქტიური ქმარი.
- კარგი... შეგიძლია გახვიდე... მადლობა...
ორ დიდ ჩემოდანს ოთახში ვაგორებ.
- იგრძნო აშკარად, რომ ფეხები მეკვეთება დაღლილობისგან და კიდევ ერთი განსაცდელი შემომიგზავნა!
ჩემდა გასაკვირად ჩანთაში საკმაოდ ლამაზი და ელეგანტური ტანსაცმელი დევს. ვიღებ რამდენიმე გამომწვევ და თამამ კაბს, მოკლე ქვედაკაბებს, რომლებსაც წინა ცხოვრებაში თითქმის არასდროს ვხმარობდი. მკერდამოღებულ ზედებს, ზურგმოშიშვლებულ ბრეტელიან მაისურებს. რამდენიმე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც დევს. განსაკუთრებით მხიბლავს შავი, წაწვეტებულთავიანი დაბალი და წვრილი ქუსლის მქონე ფეხსაცმელი, რომლიდანაც დიდი ასოებით Calvin Klein ამომყურებს. ვხედავ საკმაოდ სექსუალურ ქალის თეთრეულსაც, თითქმის გამჭირვალე ტრუსებს და ბიუსჰალტერებს.
- და ამას ჰგონია, რომ მე ამას ჩავიცმევ?!
- არაფერიც არ მგონია... - ჩამესმის მისი ბოხი ხმა.
შიშისგან ხელებიდან ყველაფერი მიცვივა. როდის შემოიპარა ეს ბოროტი სული?!
ძირს იხრება და ტრუსებს იღებს, უემოციო სახით მაჩეჩებს ხელში.
- 21-ე საუკუნეში ეს აღარავის აოცებს... თუ არ მოგწონს არავინ გაიძულებს ჩაცმას...
- სანამ შემოხვალ დააკაკუნე ხოლმე! - სხვას ვერაფერს ვპასუხობ.
- ეგღა მაკლია ჩემს ოთახში კაკუნით შემოვიდე...
საწოლზე კიდევ ერთ დიდ ყუთს დებს.
- ეს რა არის?
- კოსმეტიკა...
- არ ვხმარობ კოსმეტიკას!
- დღეიდან იხმარ!
- ვერ მაიძულებ!
- ყოველ დღე არავინ გთხოვს... თუ გინდა თმაც არ დაივარცხნო! მაგრამ როცა სადმე გავალთ, აუცილებლად მოგიწევს ულამაზესი იყო... მაკიაჟის გარეშე ეგ არ გამოვა, ეგეთი სრულყოფილიც არ ხარ!
გამწარებისგან მთელი ძალით ხელს ვკრავ, ბარბაცდება და საწოლზე ეშვება, მაგრამ მაჯებში ხელებს მავლებს და თან მიყოლებს.
- ხელი გაწიე, ცხოველო! - მთელი სხეულით ვიბრძვი, თან წიხლებს ვურტყამ.
წამებში მატრიალებს და ზემოდან მექცევა. ორივე ხელს თავს უკან მიკავებს, ფეხებსაც მიშეშებს. გოლიათი! მაინც არ ვნებდები, ვწრიალებ, ტანს ვიქნევ, მაგრამ მაინც მაშეშებს.
- ახლა მომისმინე! ეტყობა ვერ გაიგე რა გითხარი დღეს! ჩემთვის არაფერს წარმოადგენ... შესაბამისად, არც შენი უაზრო გამოხტომების ატანას ვაპირებ! ნუ მეწინააღმდეგები! როცა გეუბნები, რომ რაღაც საჭიროა, ესეიგი მართლა საჭიროა! შენთვისვე სჯობს დამიჯერო! მგონი ვერც იმას იაზრებ რამხელა საფრთხე გემუქრება და მე როგორ ვრისკავ ჩემი და ჩემი ოჯახის კეთილდღეობას შენი ცოლად მოყვანით! ენას ნუ მიტლიკინებ და არც მე გაგცემ პასუხს! და კიდევ... ნუ იქნევ მაგ ხელებს პროვინციელივით... არ გიხდება, დამიჯერე...
- აუტანელო! ცხოველო! ხელი გამიშვი! მტკივა!
მშორდება და ისე ისწორებს ტანსაცმელს, ვითომც არაფერი.
- აქ რა გინდა?! - ვეკითხები ბოლოს.
- მეძინება. საკმაოდ რთული დღე მქონდა.
კარადისკენ მიდის, მაისურს და პირსახოცს იღებს.
- მე შენთან დაწოლას არ ვაპირებ! - ვეუბნები რაც შეიძლება მტკიცე ხმით. - არც სექსი გვექნება, არასდროს!
ჯერ მიყურებს, შემდეგ კი ხარხარს იწყებს. ხმამაღლა, გამაღიზიანებლად ხარხარებს.
- ნუ დარდობ... არც მე ვაპირებ სექსით დავკავდე იმ ადამიანთან, რომელიც ოდნავადაც არ მიზიდავს... ღმერთს მადლობა, რომ ჩემი დივანი იშლება...
თითქოს შვებას ვგრძნობ. უზარმაზარი ლოდი მეცლება. მის დამამცირებელ რეპლიკებს ყურადღებასაც არ ვაქცევ.
მესმის როგორ უშვებს წყალს, რომელიც წვიმის ხმას ჰგავს. ტანსაცმელს ვიხდი და თხელ პენუარს ვიცმევ. თითქოს საბოლოოდ მძლევს დაღლა. ფეხებმოკვეთილი ვენარცხები საწოლზე და იმის თავიც კი არ მაქვს, რომ საბანი გადავიფარო. რამდენიმე წუთის შემდეგ მესმის როგორ გამოდის აბაზანიდან ონისე, როგორ მახურავს თხელ საბანს, როგორ აქრობს შუქს და როგორ კეტავს ოთახის კარს. თითქოს მაინც ზრუნავს ჩემზე. დაბნეული ფიქრები მაწვებიან, მაგრამ ამისთვისაც ძალიან დაღლილი ვარ. ვინ იცის, იქნებ ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
რამდენიმე წუთში საბოლოოდ ვითიშები, მაგრამ მაინც ვასწრებ იმის გააზრებას, რომ მე უკვე გათხოვილი ვარ.

7.
დილით ვიღაცის ლანდი მაღვიძებს. თვალებზე ჯერ კიდევ ბურუსი მაქვს გადაკრული, მაგრამ მაინც ვარჩევ ონისეს მომღიმარ სახეს, რომელიც ზემოდან დამყურებს.
- ღმერთო ჩემო! - ვკივი შეშინებული.
- ღმერთო არა, ონისე... - მისწორებს მრავალმნიშვნელოვნად.
- აქ რა ჯანდაბა გინდა?!
- ჩემს ოთახში, ჩემს საძინებელში, ჩემს ცოლთან?! - გაოგნებული ხმით მეკითხება.
- იუმორინაა... - ტაშს ვუკრავ. - რატომ მაღვიძებ?
- საუზმის დროა...
- არ ვსაუზმობ მე! - ვცდილობ ზურგი შევაქციო, მაგრამ მხრებში ხელებს მავლებს და მატრიალებს.
- საუზმობ. ჩვენი ცოლ-ქმრობის პირველ დილას ასე იწყებ? ქმარს მარტო უშვებ სასაუზმოდ?
- ქმარი დამელოდოს როდის გამოვიძინებ და მერე ჩამოვიდეს ჩემთან ერთად! - ვეუბნები წარბის აწევით.
- მემგონი ამხელა პრეტენზიები ნამდვილ ცოლებსაც კი არ აქვთ...
- ღმერთს ვთხოვ ისეთი ცოლი შეგახვედროს, რომ...
- კარგი, კარგი... - მაწყვეტინებს ხელის აქნევით. - ეს ერთი რაც შემახვედრა სრულიად საკმარისია...
თავს ვერ ვიკავებ და მეცინება. ჯერ გაკვირვებული მიყურებს, შემდეგ თვითონაც ღიმილი ეპარება სახეზე.
- არა და ერთი შეხედვით ნორმალური ადამიანი ჩანხარ... - მეუბნება ბოლოს.
- შენ ერთი შეხედვითაც არანორმალური სვანი ხარ... - ვეჭყანები.
- ჩაიცვი ახლა და დივანი ამილაგე... - დგება და კარადისკენ მიდის.
- რა ვქნა? - სრული შეცხადებით ვეკითხები. - აბა ათი მოსამსახურეო?
- ძალიან გინდა ნახონ როგორ სძინავთ ახალდაქორწინებულ წყვილს ცალცალკე?
- და შენ თვითონ ვერ აალაგებ?
- ცოლის გაკეთებული სულ სხვაა... - მეუბნება ირონიით და აბაზანის კარს იჯახუნებს.
სხვა რა გზა მაქვს. მორჩილი მეუღლესავით დივნიდან თეთრეულს ვკეცავ. ხედი მისაღებიდან იმაზე ლამაზია, ვიდრე გუშინ ჩანდა. ფეხმორთხმით ვჯდები თეთრ დივანზე და გაშტერებული გადავყურებ ტყეს. მზე მთის უკან იმალება, მაგრამ რამდენიმე სხივს მაინც აპარებს ჩემკენ, ტყის მაღალი ხეებისკენ და პრიალა ფოთლებისკენ. ზუსტად ისეთი ხედია, რომელიც ფიქრს და ოცნებას გაიძულებს. საინტერესოა, ახლა რაზე უნდა ვიფიქრო ან ვიოცნებო?
- რომანტიკა... - ჩამესმის ონისეს ხმა. - დროზე გაემზადე... ძალიან მშია...
- შენ ხომ „იმენა“ ცხოვრებას არ აცდი არავის...
ჩავლისას მთელი ძალით ვეჯახები მის მხარს. ფილმებში მაქვს ნანახი, როგორ გაჰკრავენ ხოლმე მხარს, მაგრამ იმდენად მტკივნეულია ვის დავაბრალო არ ვიცი, ჩემს სისულელეს თუ ჩემს უზარმაზარ ქმარს?
კიბეზე ჩასვლისას ისევ ვგრძნობ მის ნაზ შეხებას წელზე.
- ეს აუცილებელია? - ვეჩურჩულები.
- აუცილებელია. - კიდევ უფრო ახლოს მიზიდავს და თავის გრძელ თითებს თეძოზე დაასრიალებს.
ერთ-ერთ უზარმაზარ ოთახში შევყავარ. გრძელი მაგიდაა გაშლილი და დაახლოებით თხუთმეტამდე ადამიანი შემოსხდომია.
- ნუ გეშინია... სულ ასე არ ვსაუზმობთ... დღეს სტუმრები გვყავს და კიდევ რამდენიმე დღე ასე იქნება... - მეჩურჩულება და ყველას ომახიანად ესალმება.
- როგორ ხარ, ჩემო კარგო? - ღიმილით მოდის ჩემკენ დარინა.
წითელი დალალები დახვეული აქვს და ისე მდიდრულად აცვია, თითქოს თავის სახლში კი არა დედოფალ ელიზაბეტთან იყოს ჩაიზე.
- გმადლობთ, კარგად... - ვუღიმი მეც.
- როგორ მოეწყვე? - მეკითხება თარაში, რომელიც სუფრის თავშია მოკალათებული.
- არაჩვეულებრივად! - ვეუბნები ცინიკური ღიმილით. - უკეთეს ბედში გათხოვებას ვერც ვინატრებდი!
ლუკას ფხუკუნი ჩამესმის. მისკენ ვიხედები და თვალს ვუკრავ.
- მატილდა, გაიცანი ესენი ჩვენი ნათესავები არიან... ამირეჯიბების ოჯახი... დედაჩემის ნათესავები...
რამდენიმე ქალბატონს და კაცს ვუკრავ თავს. ჩემდა გასაკვირად, ისინიც თბილი ღიმილით შემომყურებენ.
ონისე გვერდით მიჯდება და ხელს ხელზე მადებს. ვერ უარვყოფ, რომ მისი შეხება სასიამოვნოა, რბილი და ნაზი ხელები აქვს.
არც მეკითხება ისე მისხამს ჩაის და თეფშზე სხვადასხვანაირ კერძებს მიწყობს. მისი სითავხედე უკვე მაღიზიანებს.
- პირიც ხომ არ გაგიღო რომ ხელით მაჭამო?! - ვეკითხები გაბრაზებული.
- რა ფანტაზიებით ხარ?!
როგორ შეუძლია ჩემს მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა ჩემს წინააღმდეგ შემოაბრუნოს?!
საბედნიეროდ, საუზმის შემდეგ ონისე და თარაში ერთად მიდიან. გასვლის წინ ჩემი ძვირფასი ქმარი შუბლზე მკოცნის და მიბარებს, რომ არ მოვიწყინო. როგორ შეუძლია ასე კარგად ითამაშოს მზრუნველი და ცოლზე შეყვარებული ქმრის როლი?!
რამდენიმე საათს ოთახში ვატარებ. საბოლოოდ ვაწესრიგებ ჩემს ყველა ნივთს. შემდეგ კი სახლის დასათვალიერებლად გამოვდივარ. ჩვენი საცხოვრებლის გვერდით პირველივე კარს ვაღებ. უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ვყოფ თავს. მეგონა ონისეს ჰქონდა ბევრი წიგნი, თურმე ვცდებოდი. ვინტაჟური სტილის დივნები, მუქი ხით მოპირკეთებული ოთახი და თაროები, რომლებიც დახუნძლულია სხვადასხვა ენაზე დაწერილი წიგნებით.
გვერდითა ოთახი ჩაკეტილია. როგორც ჩანს, ყველა ოთახს სულაც არ იყენებენ. შემდეგი უკვე საძინებელია, რომელსაც რომელიღაც მოსამსახურე ალაგებს. ალბათ, რომელიმე სტუმარს ეძინა. მოსამსახურე თავის დაკვრით და დუდღუნით მესალმება. ვცდილობ მათთან საერთო გამოვნახო, ისე ველაპარაკო, როგორც ყველა სხვას, მაგრამ ისინი სულაც არ ჩანან მეგობრულები ჩემს მიმართ. თითქოს სპეციალურად აგებენ ჩვენს შორის ბარიკადებს, სპეციალურად ცდილობენ თავიანთი ზრდილობით და თავმდაბლობით ჩემგან თავი შორს დაიჭირონ.
კიდევ რამდენიმე ოთახს ვნახულობ. ძირითადად, ან მოსასვენებელია, ან საძინებელი. დერეფნის ბოლო ოთახსაც ვაღებ, მაგრამ მაშინვე ვნანობ, რომ დაუკაკუნებლად შევედი. ფანჯარასთან შუახნის მამაკაცი ზის, რომელიც გაკვირვებული შემომყურებს.
- უკაცრავად... - ვეუბნები და გამოსვლას ვაპირებ, მაგრამ მაჩერებს.
- მოიცა... შენ მატილდა ხარ, ხომ? - იმდენად თბილი და მზრუნველი ხმა აქვს, რომ ოთახში შევდივარ და კარსაც კი ვკეტავ.
- დიახ... - ამ ოჯახში მოსვლის შემდეგ პირველად ვიღიმი გულწრფელად.
- შემოდი, შემოდი... - მის მოპირდაპირე სკამზე ხელით მანიშნებს.
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და გარკვევით ვხედავ, რომ კაცი ინვალიდის ეტლში ზის.
- სიამოვნებით ავდგებოდი და ჩაგეხუტებოდი... მაგრამ... - მეუბნება სიცილით, პირველად ვხედავ ადამიანი თავის გასაჭირზე სიცილით საუბრობდეს.
- თქვენ ვინ ბრძანდებით? - მის წინ ვჯდები.
წამიერად თვალს ვავლებ ოთახს. ძალიან მყუდრო და სასიამოვნო გარემოა, ოთახში ახლად შემოტანილი მინდვრის ყვავილების მოტკბო სურნელი ტრიალებს.
- თქვენობით არა, გთხოვ... მე კირილე ვიბლიანი გახლავარ... თარაშის ძმა...
- ონისეს ბიძა? - ვეკითხები გაკვირვებით.
- დიახ... - მპასუხობს ფარული ღიმილით. - და შენ მისი ცოლი, ხომ ასეა?
- დიახ, ცოლი... - მეც მეპარება ღიმილი.
- მე ყველაფერი ვიცი... - გამომცდელი მზერით მათვალიერებს.
- რა ყველაფერი?
- ონისე არაფერს მიმალავს... ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან... - ამბობს აშკარა სიამოვნებით. - და შენც შეგიძლია ყოველთვის გულახდილი იყო... რაშიც შევძლებ ყველაფერში დაგეხმარები... ამ ოჯახში ჩემზე სანდო, ალბათ, მხოლოდ ონისეა...
- ონისე და სანდო? - ვერ ვიკავებ ცინიზმს.
- შენ მას არ იცნობ... არც ის გიცნობს... დამიჯერე, ის გასაოცარი ადამიანია...
- არ მინდა გაწყენინოთ, მაგრამ მაგას ვერ დავიჯერებ...
სიცილს იწყებს. რაღაც მომენტში მსგავსებას ვიჭერ მასსა და ონისეს შორის, ერთნაირი ჩაღიმება, ერთნაირი გვერდულად ჩატეხილი ღიმილი.
- ძალიან მინდა, რომ გაიცნო... შანსი მაინც მიეცი... თუ გაშორდებით...
- თუ?!
- თუ გაშორდებით ის მაინც გეცოდინება, რომ ვიღაც ვიგინდარას ცოლი არ ყოფილხარ... დარწმუნებული ვარ, როგორც კი გაიცნობ აუცილებლად გაგიჩნდება რაღაც თუნდაც პატივისცემის მაგვარი მის მიმართ...
- პატივისცემა? მას ვეზიზღები... - ვეღარ ვითმენ.
- არ ეზიზღები... - ეღიმება ისევ. - მე სულ სხვანაირი შთაბეჭდილება დამრჩა, როცა შენზე მიყვებოდა...
- ჩემზე გიყვებოდათ?
- „თ“-ებით ნუ მელაპარაკები, გთხოვ... - მაშინვე გადააქვს თემა.
- კარგი...
- შენზე მომიყევი... ყველაფერი მაინტერესებს...
მეცინება. ამ ოჯახში პირველად დაინტერესდნენ ჩემით, როგორც პიროვნებით, როგორც მატილდა დევდარიანით.
- იქნებ მკითხოთ? მეც სიამოვნებით გიპასუხებთ...
- ყველაზე მარტივით დავიწყოთ მაშინ... სად დაიბადე?
ხელს მარცხნივ წევს და რაღაც ღილაკს აჭერს.
- რამდენიმე წუთში სასწაული მოხდება! - თვალს მიკრავს და ხელით მანიშნებს რომ დავიწყო.
- თბილისში დავიბადე... ჩვენი სახლი ერთ-ერთ ძველ უბანში - ვეძისშია. პატარა, მყუდრო ორ სართულიანი სახლია.
ბოლო სიტყვებზე ხმა გამებზარა. ახლა მივხვდი თუ როგორ მენატრება ჩემი სახლი, ჩემი პატარა ოთახი, ჩემი ხმაურიანი მეზობლები და ჩემი თბილისი.
- იქ ჯერ ვერ დაბრუნდები... - თითქოს ჩემს აზრებს კითხულობს. - აქ ყველაზე დაცულად იქნები... აქ ჩვენ ვართ, ჩვენი ხალხია, ონისეა... იქ საფრთხე გემუქრება...
- ვიცი... - დანანებით ვუქნევ თავს.
- მშობლებთან ერთად ცხოვრობ?
- არა... ჩემი მშობლები წლებია დუბლინში ცხოვრობენ... მეც ვიყავი რამდენიმე თვით, მაგრამ ვერ გავძელი და უკან დავბრუნდი... პატარა ბინა მაქვს უნივერსიტეტთან ახლოს...
- საწყენია, რომ მშობლები ახლოს არ გყავს... - გამომცდელი მზერით მათვალიერებს.
- არც ისე... იმდენად მიყვარს დამოუკიდებლობა, რომ აქ რომ იყვნენ, ალბათ, მაინც ცალკე ვიცხოვრებდი... - უხერხულად ხან საით ვიხედები, ხან საით, არასდროს მიყვარდა ამ თემაზე საუბარი.
- მეც ვიცნობდი შოთას... - მეუბნება ბოლოს.
- მგონი, შოთას ჩემ გარდა ყველა იცნობდა... - სიმწრით მეღიმება.
- ცუდი მამა ნამდვილად არ გყოლია, ჩემო გოგო... - მეუბნება ჩაფიქრებით და თითქოს სადღაც ძველ მოგონებებში იცქირება. - ამ მხრივ შეგიძლია ყოველთვის ამაყი იყო...
- ამაყი?! მთელი სვანეთი ვერ იტანსო, მოღალატე და გამყიდველი იყოო...
- ასე გითხრეს? - მიყურებს დაეჭვებით.
- დიახ... სწორედ თქვენმა ოჯახის წევრებმა...
- საინტერესოა... - ამბობს კიდევ უფრო ჩაფიქრებული სახით. - ჩემი ონისე როგორი ბიჭია? - მეკითხება მხიარულად უხერხული დუმილის განსამუხტად.
- აუტანელი... - ვპასუხობ დაფიქრების გარეშე. - უჟმური და უხეშია... უტაქტო... უ-ზე რაც იწყება მგონი ყველაფერი შეეფერება.
კირილი ხარხარს იწყებს. მის შემხედვარე მეც მეცინება.
- ონისე არასდროს მიგატოვებს... - მეუბნება მცირედი პაუზის შემდეგ.
- რა? - ამ სიტყვების გარდა ყველაფერს ველოდი.
- ხო, ახლა ეს არ გადარდებს, მაგრამ მოვა დრო და ამაზე დაფიქრდები...
მეღიმება. განა რა უნდა ვუთხრა?
- სად სწავლობ? - უხერხულობის გასაფანტად მაშინვე გადააქვს თემა.
- სამედიცინოზე...
- ოჰო... - ინტერესით სწევს წარბებს მაღლა. - ექიმი იქნები...
- იმედია... ოდესმე...
- იცი... აქ მესტიაში პატარა კლინიკაა. დიდი არაფერი, მაგრამ რაღაცას მაინც წარმოადგენს. აქაურებს პირველად დახმარებას უწევს... ზამთრობით თეთნულდზე თუ ვინმე დაშავდა ჯერ აქ მოჰყავთ, შემდეგ საჭიროებისამებრ ბარში. იქნებ ონისემ ნება დაგრთოს...
თვალები სიხარულით მენთება. ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი რამ შესაძლებელი თუ იქნებოდა. ჩემს ბედნიერებას აშკარად ამჩნევს და ეცინება.
- ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც ონისეს მოსწონს...
ეს სიტყვები მაბნევს. აშკარად არ ვარ. ვერანაირად ვერ ვეწყობით ერთმანეთს. რომ მიგვიშვა, ალბათ, დავხოცავთ. თან დიდი ამბით გამომიცხადა არ მიზიდავო. კიდევ კარგი!
კარზე აკაკუნებენ. ის მოსამსახურე შემოდის, რომელიც ჩემს ქმარზეა შეყვარებული. ხელში დიდი ლანგარი უჭირავს და ჩვენს წინ დებს.
- მადლობა, ჩემო ოქრო... - თავს უხრის კირილე.
გოგონა თბილად უღიმის, მე კი ცივი მზერით მაჯილდოვებს და გადის. მეღიმება.
- აი, სასწაული მოვა თქო, ხომ გითხარი... შეხედე, ახალგამომცხვარი ჯემიანი ნამცხვრები...
ისეთივე ბედნიერებისგან აციმციმებული თვალებით დაჰყურებს ნამცხვრებს, როგორც მე ვუყურებდი მას წუთის წინ, როცა კლინიკაში მუშაობის იდეით მომხიბლა.
- შენი აზრით, ონისე მომცემს უფლებას, რომ კლინიკაში ვიარო?
- ჯერ არა... მაგრამ რამდენიმე თვეში რატომაც არა?
- არა... ეგ ისეთი უჟმურია მარტო იმიტომ არ დამთანხმდება, რომ მე მინდა...
- იცი როგორი მგრძნობიარე და კეთილია?
- როგორც ჩანს, ამ სახლში ყველა აღმერთებთ ონისეს... ჩემ გარდა...
ეღიმება და ბედნიერი სახით ნამცხვარს კბეჩს.
კიდევ რამდენიმე წუთს გრძელდება ჩვენი საუბარი, შემდეგ კი ვემშვიდობები და ვპირდები, რომ ყოველ დღე გამოვნახავ დროს მასთან სასაუბროდ.

8.
აგვისტო ილევა და სვანეთში უკვე საკმაოდ გრილა. თითქმის შევეგუე ჩემს საცხოვრებელ სახლს, ვიბლიანების ოჯახს და ამ გარემოს. უკვე აღარ მაოცებს მათი ყოველდღიური ფაციფუცი, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, რადგან ბარიდან თუ კი რამე პროდუქტი არსებობს ყველაფერი ამოაქვთ, იმარაგებენ და აბინავებენ.
რამდენიმე დღის წინ უსაქმურობისგან მეც კი მივეხმარე ვაშლის გათლაში, რადგან ჯემებს აკეთებდნენ. მართალია ყველამ გაოგნებით შემომხედა... მართალია სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემს ხელში მომარჯვებულ დანას, მაგრამ ნაირას გამამხნევებელი მზერა არ მაძლევდა დანებების საშუალებას. ნაირა ამათგან ყველაზე ასაკოვანია, მაგრამ ენერგიით სავსე. ჩემი ქმარიც ყველაზე მეტად მას ენდობა, თუკი რამე უნდა, მხოლოდ ნაირას ავალებს. ონისე კი ნამდვილად არ ცდება ადამიანების ცნობაში.
რა არ ვცადე, მაგრამ ვერაფრით მოვიპოვე მსახურების ნდობა. რამდენჯერ ვცადე მათთან მეგობრული საუბრის წამოწყება, ხან საიდან მოვუარე, ხან საიდან... ერთ-ერთს ჩემი ტანსაცმელებიც კი ვაჩუქე, რადგან შევატყვე, რომ დალაგებისას ანთებული თვალებით უყურებდა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა... ბოლოს უკვე ხელი ჩავიქნიე და გაბრაზებულზე მათ „სწერვულ“ გამოხტომებზე იგივენაირად დავიწყე პასუხი.
რაც შეეხება კირილეს, მასთან ისე გავშინაურდი, როგორც საკუთარი ოჯახის წევრთან. იმაზე უფრო სახალისო ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. რაც მთავარია, საინტერესო მოსაუბრე, საინტერესო შეხედულებებით და აზრებით. საბედნიეროდ, სწორედ ის აღმოჩნდა ის ერთადერთი, ვისთანაც დაუფარავად შემიძლია ყველაფერზე საუბარი, მოურიდებლად შემიძლია ვიწუწუნო ონისეს უხეშობებზე ან მსახურებთან გაუგებრობებზე. ის კი ღიმილიანი სახით მისმენს და დაშოშმინებისკენ მომიწოდებს. ყოველ დილით ერთი სული მაქვს როდის შევალ მასთან. სასაუბრო თემა ყოველთვის გამზადებული აქვს: წიგნები, ფილმები, მოგზაურობა, წარსული და მომავალი, საყვარელი ადგილები, ზოგადსაკაცობრიო თემები, ერთსქესიანთა ქორწინებაც კი განვიხილეთ. აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით ხიბლავს ფილოსოფია, ფროიდის და ნიცშეს დიდი მოყვარულია. საინტერესო ისტორიები გამანდო ჰიპოკრატეზეც კი, რადგან თვლის, რომ ყველა მომავალი ექიმი უნდა იყოს ამაში გათვითცნობიერებული. ფაქტია, რომ კირილეს დახმარებით იმაზე უფრო მარტივად გავიარე ადაპტაცია სრულიად უცხო გარემოში, ვიდრე წარმოვიდგენდი. სწორედ ის დამეხმარა ფეხი ამეწყო ჩემთვის ყველაზე უდროო დროს მოვლენილ ახალი ცხოვრებისთვის, რომელიც სულაც არ იყო ჩემი არჩეული. კირილესთან სტუმრობები ჰაგრიდთან სტუმრობებს ჰგავდა  გემრიელი ჩაით და სხვადასხვანაირი ნამცხვრებით დამშვენებული. მისი საუბრები კი ყველაზე ეფექტური თერაპია აღმოჩნდა ჩემთვის.
ლუკასთან ერთად ძირითადად გარეთ დავდივარ. ჩავდივართ სასტუმრომდე, გადავუხვევთ ჩემთვის უცნობ და მისთვის ნაცნობ ბილიკებზე და ხან სად ამოვყოფთ თავს, ხან სად. საოცარი ბიჭია. მუდამ მომღიმარი, მუდამ ბედნიერი. იცით როგორია? რომ შეხედავ და მისგან მომავალი მუხტი წამიერად შენზეც რომ გადმოდის... მასთან ერთად გავიწყდება სად ხარ, ვინ ხარ და აქამდე რა გაწუხებდა. „მატის“ მეძახის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახელის არც შემოკლებული და არც კნინობით-ალერსობითი ფორმები მომწონს, მისგან ამასაც ვიღებ. საინტერესო ადამიანია გასაოცარი შინაგანი სამყაროთი. მისი ფანტაზიის უნარი მაოცებს, მისი საუბრის მანერა, გამორჩეული სიტყვები და ფრაზები ზედმეტად შთამბეჭდავია. სულ ვაქებ და ვხედავ, რომ სიამოვნებს, მაგრამ ყოველთვის წითლდება და მაშინვე თემა გადააქვს. მასთან ერთად თავს 15-16 წლის გოგონად ვგრძნობ, რომელიც სიამოვნებით დაძვრება ხეებზე, ფეხებს ყინულივით ცივ წყალში ყოფს და მინდვრის ყვავილებს აგროვებს. ხშირად ვფიქრობ, ოდესმე ამას წარმოვიდგენდი? სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი ჩემს თავს ჩემი ქმრის ძმასთან ერთად ტყეში მოსეირნეს და მინდორში მორბენალს.
ხშირად მეხმიანება ელა, ჩემი ელფივით მამიდაშვილი. ერთხელ ჩამოვიდა კიდეც და დარცხვენილმა გამომიცხადა, რომ ხშირად ვერ ჩამოვა, რადგან ავარიის შემდეგ მანქანაზე ვეღარ ჯდება, თბილისიდან წამომყვანს კი ყოველ კვირას ვერ იპოვის. კარგად მესმის მისი... მეც ხომ იქ ვიყავი? საჭესთან კი არა მძღოლის გვერდით დაჯდომაზეც კი მაკანკალებს იმ საბედისწერო დღის შემდეგ. ელაზე უფრო ხშირად კი მამიდაჩემი მაიკო მირეკავს. ჩემდა გასაკვირად, მასთან ურთიერთობა იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. აღარც აგრესიას ვგრძნობ მის მიმართ, პირიქით, ტელეფონზე მისი სახელის გამოჩენისას ბედნიერების ღიმილი გადამეკვრება ხოლმე სახეზე. ათას ისტორიას მიყვება, შეიძლება უმეტესობა არც არის მართალი, მაგრამ იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში ნამდვილად ვტოვებ ვიბლიანების გალიას და სხვა სამყაროში გადავდივარ, ამიტომ კიდევ უფრო მეტად ვაფასებ მაია დევდარიანს, ცნობილ თერაპევტს და ჩემს მამიდას.
რაც შეეხება ჩემს მშობლებს. იმ დღის შემდეგ გოგას ხმა აღარ გამიგია. მხოლოდ მწერს, ეგეც, ალბათ, მაშინ, როცა ძალიან ვენატრები და ეს მონატრება მის სიამაყეს სჯობნის. მწერს ძალიან მოკლედ და ლაკონურად, მხოლოდ ორ წინადადებას და შემდეგ ქრება. როგორც კი კითხვას შევუბრუნებ, მაშინვე ქრება მიმოწერიდან და ჩემს „შენ როგორ ხარ, მა?“-ს უპასუხოდ ტოვებს. დედაჩემი, გოგასგან განსხვავებით, ხშირად მირეკავს და მკითხულობს, მეკითხება ჩემზე და ონისეზე, ვიბლიანების ოჯახზე, ჩვენს ურთიერთობაზე და ცოლ-ქმრობაზე. და მეც ვიგონებ ათას ისტორიას, ვთხზავ სასიყვარულო დრამებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, თეონას ეს ყველაფერი სჯერა. მაგრამ როგორც კი ვკითხავ თუ როდის ჩამოვლენ დედაჩემი ჩუმდება. დუმდება საუკუნოდ. „გოგას საქმეები აქვს ჯერ...“ - მხოლოდ ამ ტყუილით მიშორებს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ მას უბრალოდ ჩემი ნახვა არ უნდა... საღამოობით ჩუმად ვტირი... დიახ, ვტირი, რომ გოგას ასე მოვექეცი, ასე გავუცრუე იმედები და ყოველ დღე ურცხვად ახალ-ახალ ტყუილებს ვახვევ თავს. ალბათ, ბევრს გაუკვირდება და იკითხავს: გათხოვდა, კაცი ხომ არ მოუკლავს, რა არის ამაში ასეთი იმედის გამაცრუებელი და სამარცხვინოო... ეჰ, ვაი, რომ გოგასთვის არის... მთელი ცხოვრება იმას ჩამჩიჩინებდა პირველ რიგში კარიერაზე უნდა იფიქრო, რადგან ჭკვიანი გოგო ხარ და შენი ტალანტი ასე უბრალოდ არ უნდა დაიკარგოსო... სულ ამას ამბობდა, ჩემი შვილი დიასახლისობისთვის არ დაბადებულა, სამედიცინო სფეროში გადატრიალება უნდა მოახდინოსო... და მეც ყოველთვის ვეთანხმებოდი... განა იმიტომ, რომ მას ასე უნდოდა... არა, მეც ასე ვფიქრობდი... ვფიქრობდი და დღემდე ვფიქრობ, რომ ადამიანმა პირველ რიგში თავისი დანიშნულება უნდა იპოვოს... ბევრი ვიცი, ვისთვისაც ეს დანიშნულება დედობა და ოჯახის შექმნაა, მაგრამ ჩემთვის ეს ნამდვილად არ ყოფილა უპირატესი... და ეს მამაჩემმა იცოდა, ძალიან კარგად იცოდა... ახლა კი რას ვაკეთებ?! ვცხოვრობ სადღაც გადაკარგულში, მარჯვენა ხელზე კი ოქროს ბეჭედი მიკეთია, უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე და სწავლა დროებით გავწყვიტე... მხოლოდ ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მესმის გოგასი, ვხვდები, რატომაც ვერ მირეკავს, რატომ ეშინია ჩემი ხმის გაგონების...
ალბათ, გაინტერესებთ რა ხდება ჩემს ძვირფას მეუღლესთან. პასუხი მარტივია - სრულიად არაფერი. ერთი თვის განმავლობაში თითქმის საერთოდ არ გვისაუბრია. ალბათ, მეტყვით შენც ეგ არ გინდოდაო? მინდოდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მაიგნორებს ისე ვბრაზდები, რომ მინდა თმებში ჩავაფრინდე და რამე დავუშავო. სულ მისი ყურადღების მიქცევას ვცდილობ. მინდა, რომ მამჩნევდეს. მინდა ისე იტანჯებოდეს, როგორც მე მისი ცოლობით. ის კი ისე აგრძელებს ცხოვრებას, თითქოს მორიგი დეკორაცია ვიყო მისი ოთახისთვის, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს ძალით არავის დავუქორწინებივართ. იმის ნაცვლად, რომ ახლა მეგობრებთან ერთად ევროპის რომელიმე ქვეყანაში ვისვენებდე, ფიქტიურ ქმართან ერთად სვანეთში ოთხ კედელს შუა ვარ გამოკეტილი. ნებართვის გარეშე ეზოდანაც კი ვერ გავდივარ, სახლში ისე დავაბიჯებ, როგორც სტუმარი და ყველა ისე მიყურებს, როგორც დროებით თავსატეხს, რომელიც მალე წავა. ის კი ჩვეულებრივად ცხოვრობს. დილით ადრე გადის სახლიდან და საღამოს ბრუნდება. ოჯახთან ერთად საუზმობს, კიბეზე ჩასვლისას ხელს მხვევს, სახლიდან გასვლის წინ მზრუნველი ქმარივით ხან ხელზე მემთხვევა ხან შუბლზე. მეც ვალდებული ვარ უაზროდ გაკრეჭილმა ვუყურო და სიყვარულისგან ანთებული თვალებით ვუცქირო. მიწევს რამდენჯერმე მოსამსახურეების თანდასწრებით დავიწუწუნო თუ როდის მოვა ჩემი ქმარი და გაბუტული ავიდე ოთახში. ყოველ დილით ვალაგებ მის თეთრეულს დივნიდან და ამოუხსნელი ძალა მაიძულებს, რომ რამდენიმე სიტყვა ვუთხრა იმ იმედით, რომ საუბარს მაინც გამიბამს, მაგრამ არა... რაც დრო გადის, უფრო და უფრო მოკლდება ჩვენი დიალოგი, უფრო და უფრო მდორედ მპასუხობს, მალევე მიშორებს, თითქოს გამირბის. ახლა ისევ მეტყვით შენც ეგ არ გინდოდაო? რა თქმა უნდა, მინდოდა, მაგრამ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ვერ ვიგებ რატომ, მაგრამ თითქოს უფრო და უფრო ვმძიმდები, უფრო მეტად აგრესიული ვხდები და უფრო მინდება მისი ყურადღების მიქცევა. მინდა, რომ ადამიანად აღმიქვამდეს, ხედავდეს რას ვგრძნობ და რაღაცას მაინც გამოხატავდეს. ნუთუ ამდენად ვეზიზღები?! კი მაგრამ რატომ?! მან დამინგრია ცხოვრება! მან წამართვა თავისუფლება! მე ვარ ის ერთადერთი, რომელიც სიძულვილით უნდა იყოს აღსავსე! მე უნდა ვაიგნორებდე! მე უნდა ვპასუხობდე მოკლედ!
ყველაფერი ერთიანად მასხამს და კირილესთან შევდივარ.
- რაღაც ხდება. - მაშინვე ამჩნევს ჩემს ალეწილ სახეს.
- საღამოობით ონისე აქ შემოდის ხოლმე, ხომ?
- დიახ, რატომ მეკითხები?
- ჩემზე უყვები? - ვუყურებ ეჭვის თვალით.
- შენზე ბევრ კარგს ვეუბნები...
- მაგრამ ჩემს პრობლემებზეც უყვები?
- რა თქმა უნდა არა... ეს ხომ მხოლოდ ჩვენს შორის რჩება? - ჩვეული ინტერესით სწევს წარბებს მაღლა.
- მაშინ ახლა რაღაცას გეტყვი... რაც... დიდი ხანია მაწუხებს... მაგრამ უნდა შემპირდე, რომ ონისე ვერაფერს გაიგებს...
- გპირდები... - მიღიმის და ჩაის პატარა ფაიფურის ჭიქაში ასხამს.
- ონისე მაიგნორებს! - ინერციით ფეხზე ვდგები და ოთახში ვიწყებ სიარულს. - ზედაც არ მიყურებს!
გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებით და ჩვეული ფარული ღიმილით მიყურებს, ხელში მომარჯვებულ ჭიქას ისევ მაგიდაზე დგამს და თავისი ეტლით ჩემკენ ტრიალდება.
- უფრო კონკრეტულად?
- ასე მგონია ადამიანად არ მთვლის... მთელი დღეები ისე გავა ერთ სიტყვასაც არ მეტყვის! ასე მგონია რაღაც მოჩვენება ვარ და ვერ მხედავს! ვინ მისცა ამის უფლება?! მან დამინგრია ცხოვრება... არ გეწყინოს, მაგრამ სწორედ ვიბლიანებმა შემოაბიჯეს ჩემს ცხოვრებაში დაუკითხავად, ხელი დამავლეს და აქ წამომიყვანეს! სწორედ ამიტომ ერთადერთი ვინც მას უნდა აიგნორებდეს მე ვარ! მხოლოდ მე მაქვს უფლება მძულდეს... და ამ დროს რა ხდება?! ისე ცხოვრობს, თითქოს არაფერი შეცვლილა...
- და შენ რა იცი როგორი იყო მისი ცხოვრება შენამდე?
- მე... მე... - მაბნევს. - არ ვიცი! მაგრამ მის ცხოვრებას არაფერი ეტყობა კალაპოტიდან ამოვარდნილის! ყოველ დილით სახიდან გადის და საღამოს მოდის, ჭამს, სვამს, ყველას ჩვეულებრივად ექცევა... და მე?
- შენ სიკვდილით გემუქრებიან... რატომ გავიწყდება შენი აქ ყოფნის მთავარი მიზეზი?
- სიკვდილით? ვინმეს ჩემი მოკვლა რომ უნდოდეს აქამდე მომკლავდა...
- რატომ მგონია, რომ ამ საფრთხეს საერთოდ არ აღიქვამ სერიოზულად? აქ დაცული ხარ... აქ და რამდენიმე სოფელში საფრთხე არ გემუქრება, რადგან ვიბლიანებს სიტყვა ეთქმით... ხალხი გაფრთხილებულია, რომ სიცოცხლის ფასად უნდა დაგიცვან... გგონია ჩვენს საზღვრებს რომ გასცდები არაფერი მოგივა?! ჩერქეზები ყველგან არიან... ტილებივით არიან მოდებულები აქაურობას... ერთი პატარა არასწორი ნაბიჯი და ისე გაგაქრობენ ვერავინ გიპოვის...
მერამდენედ ვისმენ ამ სიტყვებს, მაგრამ კირილესგან მათი მოსმენა ყველაზე დამაჯერებელია. ადამიანისგან, რომელსაც ასე ვენდობი და უკვე ოჯახის წევრად აღვიქვამ, მსგავსი სიტყვების გაგონება მაშეშებს. თითქოს ახლა ვიაზრებ იმ რეალურ საფრთხეს, რაც მართლა მემუქრება.
ძალაგამოცლილი ვჯდები ჩემს ადგილზე და ნამცხვრის ნაჭერს თეფშზე ვიდებ.
- რაც შეეხება ონისეს... - მეუბნება ცოტა ხნის შემდეგ. - მე მგონია, რომ თავს იცავს...
- თავს იცავს? ჩემგან?!
- შენგან...
- ეგეთი მოძალადეც არ ვარ უაზროდ თავს დავესხა...
- არა, მატილდა... მას შენთან დაახლოვების ეშინია... და მისი კარგად მესმის...
- დაახლოვების?! - ცინიკურად მეღიმება.
- ეშინია, რომ თუ დაგელაპარაკება, თუ ხშირად ისაუბრებთ და ერთმანეთს გაიცნობთ მოგეჩვევა... აქამდეც გითხარი, რომ შენ ზუსტად ისეთი გოგო ხარ, როგორიც მას ხიბლავს...
- კარგი რა... ახლა არ მითხრა, რომ ჩემი შეყვარების ეშინია... - სიცილს ვერ ვიკავებ.
- ნუ... ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია... და ჩემზე უკეთ მას არავინ იცნობს... - ბოლო სიტყვებს ჩვეული სიამაყით ამბობს.
- არ მომეჩვევა... შანსი არაა... დასანახად ვერ მიტანს...
- და რომ მოგეჩვიოს? ონისე ყოველთვის მომავალზე ფიქრობს, აწმყო არასდროს აკმაყოფილებს... მოჩვევას გადაჩვევა დასჭირდება... როგორც შენ ამბობ, ოდესმე ხომ დასრულდება თქვენი ფიქტიური ქორწინება?! შენ წახვალ... და ის მარტო დარჩება... შენზე ფიქრებს, ნოსტალგიას და მონატრებას ურჩევნია საერთოდ არ გიცნობდეს... მარტივი ფილოსოფიაა...
- რაო, შენი ფროიდიც ამას ამბობს?
- ფროიდი სულ მეთანხმება... - მეუბნება ძალიან დარწმუნებული ხმით.
- რატომ გიყვარს ყველაფრის დრამატიზირება? განა რანაირად უნდა მომეჩვიოს ამ მოკლე დროში ისე, რომ მთელი ცხოვრება ჩემზე ფიქრები სტანჯავდეს, კარგი რა...
- კი ბატონო... როგორც გინდა... მე ჩემი აზრი მოგახსენე...
- და საერთოდ ვერ დამამშვიდე...
- ჩემი ბრალი არ არის ონისეზე ფიქრი თუ გაფორიაქებს... - მეუბნება და ხარხარს იწყებს.
თავს ვერ ვიკავებ და მეცინება.
- ეგრე ხო? - ვდგები და თითს ვუქნევ. - ხო და გაგებუტე... აღარ მოვალ აქ...
კარისკენ მივდივარ.
- მოხვალ. - მეძახის სრული სიმშვიდით.
- მოვალ, აბა სად წავალ... - ვჩურჩულებ ჩემთვის და კარს ვიხურავ.
მოწყვეტით ვეცემი ჩემს საწოლზე. შეუძლებელია. შეუძლებელია კირილეს აზრები სიმართლე იყოს. ვერ დავიჯერებ, რომ მხოლოდ იმიტომ მაიგნორებს, რომ ჩემთან დაახლოვების ეშინია.
სექტემბრის დასაწყისია, ზაფხულის შედარებით თბილი ამინდები გრილით იცვლება. უფრო ხშირად ფუჭდება ამინდი, უბერავს ქარი ან მოდის ცივი წვიმა. ჩემი აქ ყოფნა უკვე თვე-ნახევარს ითვლის. სიმართლე რომ ვთქვა, ვერც კი ვიაზრებ როდის გავიდა ეს დრო. თითქოს ვიბლიანების ოჯახში ცხოვრება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თითქოს ყოველ დილით მათთან საუზმობა, შუადღეზე ოჯახური საუბრები, საღამოობით სვანური ისტორიების მოსმენა ჩემს ყოველდღიურობად იქცა. არარეალურ კომფორტის ზონას მივაგენი, რომელიც ამავდროულად ყველაზე მეტად მახრჩობს და თავისუფლებას მიზღუდავს.
უზომოდ მენატრებიან მეგობრები, დაქალები, რომლებსაც დღემდე ვერ გაუგიათ ჩემი ასე უცბად გათხოვების მიზეზი. იმის წარმოდგენაც, რომ რამდენიმე კვირაში სწავლა იწყება, რომელიც სავსე უნდა ყოფილიყო პრაქტიკებით, მორიგეობებით და ნათენები ღამეებით, მაგიჟებს. ასეთ დროს ყველაზე უმოქმედო ადამიანად ვგრძნობ თავს და სევდა მაწვება. სამწუხაროდ, ვერც კირილე მშველის და ვერც ლუკა.
ახლაც თბილად ჩაფუთნული გამოვდივარ ლუკასთან ერთად. როგორც ყოველთვის, წინ მიმიძღვის, ტყისკენ უხვევს და ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ბილიკებით მივყავარ.
- რატომ ხარ მოწყენილი? - მეკითხება ბოლოს, რადგან მის მიერ წამოწყებულ საუბრებს ჩემდა უნებურად მოკლე პასუხებით ვამთავრებ.
- მომბეზრდა აქ ყოფნა... - ვეუბნები და ხის კუნძზე მოწყვეტით ვჯდები.
- მესმის შენი... მეც მომბეზრდა... მაგრამ მე რამდენიმე დღეში წავალ და შენ რა უნდა ქნა უჩემოდ, კაცმა არ იცის... - მეუბნება წარბების თამაშით.
- სად მიდიხარ? - ვეკითხები შეშფოთებული.
- ნუ გავიწყდება, რომ მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვარ...
- და აქ არ არის სკოლა?
- შენ რომ თბილისის სკოლა დაამთავრე კარგია?! - მეკითხება ცოტა არ იყოს ნაწყენი ხმით.
თავს ვერ ვიკავებ და მეცინება.
- ესეიგი თბილისშიც ცხოვრობთ...
- თბილისშიც? ეს სვანეთში ჩამოვდივართ დასასვენებლად, თორემ ყველანი ქალაქში ვცხოვრობთ...
- მართლა? - გაკვირვებას ვერ ვმალავ. - ანუ ჩვენც შენთან ერთად წამოვალთ? - იმედის ნაპერწკალს ვხედავ.
- კი, როგორ არა... - ხელის აქნევით ზურგს მაქცევს და ერთ-ერთი ხის ტოტს ეკიდება. - ნუ გავიწყდება, რომ ტყვე ხარ. შენ გამო აქ რჩებიან... და აქ იქნებიან მანამ, სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება.
- ჩემ გამო?! რა სისულელეა!?
- აქ რომ გიცავენ ისე ვერავინ დაგიცავს თბილისში...
- გავიგე... გავიგე... მეათასეჯერ მეუბნებით...
სიცილს იწყებს.
- ლუკა... რაღაც მინდა გკითხო... - ვეუბნები შეფარვით.
- გისმენ... - გვერდით მიჯდება, გაყვითლებულ ფოთოლს იღებს და წყვალებას უწყებს.
- როცა თარაში პირველად მოვიდა ჩვენთან... გვითხრა, რომ მამაჩემისგან სიცოცხლით არის დავალებული... ამიტომ ვალდებულია იზრუნოს ჩემზე და ყველაფერი გააკეთოს, რომ არ მომკლან...
- გაინტერესებს რატომ არის სიცოცხლით დავალებული? - ყველაზე მეტად ამ ბიჭში მისი სისხარტე და მიხვედრილობა მომწონს.
- ხო...
- დანამდვილებით ვერ გეტყვი... სჯობს ისევ ონისეს ჰკითხო...
- კარგი რა... ონისე საერთოდ არ მელაპარაკება... ან თუ მელაპარაკება ვჩხუბობთ...
ეღიმება.
- ჩემი ძმა ჭკუიდან გადაგყავს...
- ვის ვინ გადაჰყავს, საკითხავია... - ვეუბნები და თვალებს ვატრიალებ.
- როგორც ვიცი რამდენიმე წლის წინ, როცა მე 5-6 წლის ვიქნებოდი მამაჩემი რაღაც პრობლემებში გაეხვა. მაშინ პირველად დაიჭირა საქმე ადიღეებთან და რაღაცაში ვერ გაუგეს... მოკვლას უპირებდნენ... უფრო სწორედ, მოწამლვას... მაგრამ შოთა დევდარიანმა გაიგო ეს ყველაფერი და მამაჩემი გააფრთხილა...
- მაშინ იცნობდნენ ერთმანეთს?
- როგორც ვიცი მხოლოდ შორიდან... მაგრამ ამ ამბის შემდეგ დამეგობრდნენ... მგონი მაგის მერე „გაჩითა“ თარაშმა ოქროს ამბებში მამაშენი...
- მოიცა, მამაჩემზე ადრე თარაში იყო ამ ოქროს ბიზნესში ჩართული?
- კი... თარაში წლების განმავლობაში მუშაობდა ადიღეებთან ერთად... მაგრამ მერე რაღაც მოხდა... ლიცენზია წაართვეს, რადგან ურანის გაშიშვლების საფრთხე დადგა... ამდენი ოქროს მოპოვება ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომ თარაშს უკან დახევა მოუწია...
- და ჩემმა ბიოლოგიურმა მამამ გაბედა სახელმწიფო ბრძანებას შეწინააღმდეგებოდა და ოქროს მოპოვება გაეგრძელებინა?! - ყურებს არ ვუჯერებ.
- ნუ გავიწყდება, რომ მე მხოლოდ ბავშვი ვარ... და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ყური მაქვს მოკრული... ამიტომ სჯობს ონისეს ჰკითხო, თქო...
- როგორი დაცქვეტილი ყურები გქონია, ლუკა ბატონო...
ისევ იცინის. გასაოცარია, მაგრამ ლუკა და ონისე საერთოდ არ ჰგვანან ერთმანეთს. ლუკა ძალიან ჰგავს დარინას, მისნაირი ღია მწვანე თვალები, თეთრი კანი და ლამაზი შუბლი აქვს.
- მაგრამ ამ ამბავთან ონისე რა შუაშია? - მებადება მეორე, უფრო მნიშნველოვანი კითხვა. - მას ხომ შეეძლო უბრალოდ უარი ეთქვა მამამისისთვის და სრულიად უცხო გოგო ცოლად არ მოეყვანა?
- გინდა ჩემმა ძმამ თავი მომაჭრას? - საწყალი თვალებით იყურება ჩემკენ.
- ხომ იცი, რომ არაფერს ვიტყვი... ან თუ ვთქვი მაინც შორს იქნები... და როცა ჩამოხვალ ონისესაც დავიწყებული ექნება ყველაფერი...
- საერთოდ ვერ დამამშვიდე... - კოპებს კრავს.
- კარგი ახლა... მითხარი... ცოლი ვარ ბოლოს და ბოლოს...
- ძალიან მიყვარს როცა ამ ფრაზას ხმარობ ხოლმე...
მხარს ვკრავ და კუნძიდან ვაგდებ.
- კარგი... გეტყვი... მაგრამ იცოდე, რამე რომ წამოგცდეს ტყავს გამაძრობს და აღარავინ გეყოლება ხმის გამცემი...
- ამოღერღე! - ვეღარ ვითმენ.
- კესოზე გსმენია?
- კესო?
- კესო ონისეს შეყვარებულია...
- რა?! - იმხელა ხმაზე გამომდის, რომ მთები ექოს გვიბრუნებენ.
- კაი... დამშვიდდი... ახლა არ ვიცი რა ურთიერთობა აქვთ, მაგრამ შეყვარებულები იყვნენ...
- და სად არის ეგ გოგო?! - ბოლო სიტყვას განსაკუთრებული ზიზღით წარმოვთქვამ.
- არ ვიცი... დიდი ხანია არ მინახავს...
- და ეგ გოგო ამ ამბავთან რა შუაშია?!
- ონისეს კესოს ცოლად მოყვანა უნდოდა... მაგრამ თარაში და დარინა კატეგორიული წინააღმდეგები არიან მათი ქორწინების... ასე ვთქვათ... ცოტა თავაშვებული გოგოა... მეც კი არ მომწონს, წარმოიდგინე... ვერანაირი საერთო ვერ გამოვნახე... ჩემი აზრით, მაგარი უინტელექტოა... - ამბობს ცხვირის აბზუებით. - დღემდე მიკვირს რა ნახა ჩემმა ძმამ ეგეთ გოგოში საინტერესო და მიმზიდველი, რომ ცოლად მოყვანაც კი გადაწყვიტა...
- ეს როდის მოხდა?
- დაახლოებით ერთი წლის წინ... ონისემ მამასთან ძალიან იჩხუბა... მერე სახლიდანაც წავიდა და რამდენიმე თვე არ გამოჩენილა...
- იმ გოგოსთან იყო?
- არა... ის გოგო დაშორდა... დაქორწინება უნდოდა... შენ არ აფასებ თორემ არ იცი რამდენ გოგოს სურს ვიბლიანების ოჯახში ადგილის „განაღდება“...
- ჰაჰ... რა სასაცილოა... - მოსმენილი იმდენად ნერვებზე მშლის, რომ ლუკას კომენტარებზეც კი აღარ მეღიმება.
- რომ ჰკითხო სულაც არ მოსწონს ჩემი ძმა... აბა რატომ აიწიე ნერვებზეო?! - მეუბნება ნიშნის მოგებით და თან გარბის, რადგან მორიგი მუჯლუგუნის ფეთებას ვუპირებ.
- არავინაც არ მომწონს! უბრალოდ არაა სასიამოვნო იმის მოსმენა, რომ ჩემს ქმარს სხვა ქალი უყვარს...
- როცა გინდა ქმარია, როცა გინდა ფიქტიური...
- ლუკა! ხეზე მიგაბამ და დაგტოვებ! სხვა რამეზე მეშლება ნერვები!
- კარგი... როგორც გინდა...
რეალურად მეც არ ვიცი რაზე ვღიზიანედები ასე. რატომ მოქმედებს ეს ყველაფერი ჩემზე საერთოდ?! ჩვენ ხომ მართლა ფიქტიურ ქორწინებაში ვართ?! არც მანამდე შევთანხმებულვართ, რომ ამ ყალბი ურთიერთობის გარეთ სხვა რაიმე რეალური არ გვექნებოდა. დარწმუნებული ვარ ონისეს რომ ეთქვა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში გიკრძალავ ვინმესთან ურთიერთობასო, ალბათ, ერთ ამბავს დავაწევდი. ახლა კი ყველაფერი სხვანაირადაა. მას ჰყავს სხვა... მას უყვარს სხვა... ის სულ სხვა ადამიანზე ფიქრობს...
- ონისემ ისევ შეყვარებულობა შესთავაზა... დროებით... - აგრძელებს ლუკა. - მაგრამ არ აწყობდა ქალბატონს ეს და დაშორდა... მალევე დაგვიბრუნდა ონისე ჩვენ... და... მალევე გამოჩნდა კესოც... შერიგება სთხოვა... სიყვარულები უხსნა... ათასი სისულელე და ესეც, რა თქმა უნდა, გაება.
- მაგარი დებილი ძმა გყავს! - ამ სიტყვებით გულს ვიფხან.
- ვიცი... მერე მოხდა ეს ამბები და თარაშმა შენი ცოლად შერთვა მოსთხოვა... ონისე დათანხმდა, ოღონდ იმ პირობით, რომ კესოს ცოლად მოყვანის ნებას მისცემდნენ... უფრო სწორედ... კესოს რძლად მიიღებდნენ... თორემ ეგ ისეთი ჯიხვია წინ ვინ გადაუდგება...
- ანუ ერთი წამით... - თითს ვწევ. - მე ცოლად იმიტომ მომიყვანა, რომ როცა გამშორდება ის კესო შეირთოს ცოლად?!
- დაახლოებით... მაგრამ საქმე იმაშია, რომ კარგა ხანია კესო აღარ ჩანს... ამიტომ შეიძლება ონისე შენ დაგრჩეს... კესოს ასჯერ სჯობიხარ... და მილიონჯერ მირჩევნიხარ იმ მანიპულატორს...
ამის შემდეგ ბევრს აღარ ვაგრძელებთ და მალევე ვბრუნდებით სახლში. თავში ყველა აზრი მერევა. სულელი ვარ! ნამდვილი სულელი! როგორ მივეცი თავს იმის ნება, რომ კირილეს სიტყვები დამეჯერებინა?! რომ თითქოს ონისე მხოლოდ იმიტომ მარიდებს თავს, რომ ჩემი შეყვარების ეშინია. ჩემს სიდებილეზე მწარედ მეღიმება. თურმე მხოლოდ იმიტომ გამირბის, რომ სულ სხვა ქალზე ფიქრობს... ვინ იცის... შეიძლება ნატრობს თავის ლოგინში ვიღაც მატილდას ნაცვლად კესო იწვეს.
სახლში ძლივს ავდივარ. ლუკა სასტუმროსთან მემშვიდობება და ფერდობის ავლა მარტოს მიწევს. სუნთქვის გაძნელებას ვგრძნობ. დიდი ხანია ფილტვებში მოჭერა და ტკივილი აღარ მიგრძვნია. ღმერთო, ოღონდ ასთმა არ იყოს! ვლოცულობ გულში. ნუთუ ამ ყველაფერმა ისე გამაღიზიანა, რომ ასთმის შეტევა გამოიწვია?! არა... აქ სხვა ამბავიცაა...
არ ვცდები. სახლში შესულს იატაკზე გაშლილი თხილი მხვდება. ვიბლიანები და თავიანთი მარაგი! სამი მოსამსახურე ფეხმორთხმით ზის და ახალმოტანილ თხილს ფოთლებისგან არჩევს. ეს ფოთლები კი გადასაყრელად გარეთ გააქვთ და ზუსტად იქ ყრიან, საიდანაც მე ამოვედი ცოტა ხნის წინ.
ვგრძნობ, როგორ მეხვევა თავბრუ. კიბისკენ მივდივარ და დარინას მოძახებულ „ხომ კარგად ხარ“-ს ვაიგნორებ.
უკანასკნელ ძალებს ვიკრებ, რომ კიბეზე ავფოფხდე. შიგნიდან ვგრძნობ გაბუჟებას, თითქოს ფილტვის ალვეოლები სადაცაა დასკდებიან. ხველას ვუმატებ. ოთახში შევდივარ. სუნთქვა ისე მიჭირს, რომ თვალებთან შავ ლაქებს ვხედავ. სმენა მეხშობა და ისე გამწარებით ვახველებ, რომ სადაცაა ფილტვებს ამოვიღებ. ხელების უმიზნო მოძრაობებით ვპოულობ ინჰალატორს და პირისკენ მიმაქვს. პირველი შესუნთქვა ყოველთვის ყველაზე რთულია... მაგრამ თავს ძალას ვატან. წამებში ვგრძნობ შვებას. შესუნთქული წამალი მალამოდ ედება ჩემს ბრონქებს. კიდევ რამდენიმე შესუნთქვა და უკვე აღარ ვეცემი. წონასწორობას ვიჭერ და საწოლისკენ მივდივარ. ფეხმორთხმით ვჯდები და სუნთქვას ვაგრძელებ. მოპირდაპირედ ჩამოკიდულ სარკეში ჩემს ანარეკლს ვამჩნევ. სულ აწითლებული ვარ, თვალები თითქმის აღარ მიჩანს. ქუთუთოები გალურჯებული მაქვს და ცრემლები მდის. აწეწილი თმით და ასეთი სახით საშინელებათა ფილმიდან გადმოსულ არსებას ვგავარ.
კიდევ რამდენიმე შესუნთქვა და უკვე ხველებასაც ვწყვეტ, მაგრამ მაინც ხროტინით ვსუნთქავ. ნელ-ნელა ვმშვიდდები. ბედი ხომ გინდა? ყველაფერი ერთდოულად მოხდა... ჩემი უაზრო განერვიულება რაღაც სისულელეზე და ვიბლიანების მისაღებში გაშლილი თხილის მოსავალი.
იმავე წამს ვიღაც კარს გლეჯს. შეშინებული ინჰალატორს ბალიშის ქვეშ ვაცურებ. ჩემს წინ თვალებგაფართოებული და განრისხებული ონისე დგას. საიდან გაჩნდა?! ჩემი სახის დანახვაზე გამომეტყველება ეცვლება.
- რა გჭირს?! კარგად ხარ?! - სირბილით მიახლოვდება, გვერდით მიჯდება და დახრილ თავს მაღლა მაწევინებს.
- ნუ მიყურებ! მახინჯი ვარ! - ვუძალიანდები და თავს კიდევ უფრო დაბლა ვხრი.
- ორი წლის ბავშვი ხარ?! რა დროს ეგაა?! გამაგებინებ რა გჭირს და რატომ ჰგავხარ ნაცემს?!
- არაფერი არ მჭირს! - სახიდან ხელს ვაშვებინებ.
- იქ რას მალავ?! - ბალიშის ქვეშ ჩემს გაშეშებულ ხელს ამჩნევს.
- არაფერს! -კიდევ უფრო ვუძალიანდები.
თავის ძლიერ ხელს მაჯაში მავლებს და თითქმის მატეხავს.
- ცხოველო! - ვღრიალებ ტკივილით. - უხეშო! საერთოდ ვინმემ გასწავლა ქალთან მოქცევა?!
ისედაც წკიპზე მისულს ხელის ტკივილი შვებად მევლინება და ტირილს ვიწყებ. ონისე გაოგნებული მომჩერებია.
- მატილდა... - მეუბნება ჩუმად.
- ჩემს სახელს ნუ წარმოთქვამ! და საერთოდ გაეთრიე აქედან! - მკერდზე მუშტებს ვუშენ.
ჩემი ინჰალატორისკენ იხრება.
- ვენტოლინი?! - მიყურებს აღშფოთებული. - ასთმა გაქვს?
- დიახ, მაქვს!!
- რატომ არ მითხარი?! - ხმას უწევს გაბრაზებული.
- როდის მკითხე?!
- კარგი რა... ასეთი მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გეთქვა!
- რატომ? ძალიან დარდობ ჩემზე, ხო?! - წყობიდან გამოსვლა და ხველის მატება ერთია.
- რა პასუხის მოსმენა გინდა?! - თითქოს ხმა ებზარება. - ახლა წამალი რომ არ გქონოდა და გაგუდულიყავი მერე რა უნდა მექნა?
- რავი აბა! გექნებათ ვიბლიანებს საგვარეულო აკლდამა და იქ მიპოვიდი ადგილს!
- მატილდა! - ხმას უწევს და ძალიან ახლოს მოდის ჩემკენ. - ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო... შენ არ მიცნობ, მაგრამ მე ასეთი ვარ... ყოველ შემთხვევაში ამის შემდეგ ვენტოლინს მაინც მოვიმარაგებ...
- ნუთუ ჩემზე ზრუნავ? - ცინიზმს ვურევ ხმაში. - შენი ჩარევის გარეშეც როგორმე გავაკონტროლებ ვენტოლინის მარაგს!
- მე შენს სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მაქვს აღებული... ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მოკვლის უფლება არავის აქვს, მათ შორის ასთმასაც. და ხო... ვზრუნავ... ეს ჩემი მოვალეობაა...
- არავის დაუვალდებულებიხარ... შენს გამოჩენამდეც მშვენივრად ვუვლიდი თავს და ახლაც ასე არის... - ჰაერი ძლივს მყოფნის, მაგრამ სათქმელს მაინც ვამთავრებ.
- რა ჯიუტი ხარ... ხანდახან მაოცებ... იცი რა... რაღაცას შემოგთავაზებ... - ოთახიდან გადის და რამდენიმე წამში რაღაც ფლაკონით ბრუნდება.
გაკვირვებული ვუყურებ. ასეთი სერიოზული არასდროს მინახავს. თითქოს შეეშინდა. შეეშნდა, რომ რამე მომივიდოდა. ანერვიულებულიც კი მეჩვენება. ნუთუ ჩემს გამო?! არა! არა! არანაირად! მეორედ არ მოვტყუვდები! მას სხვა უყვარს... მორჩა...
- მოდი რამდენიმე წუთით დაივიწყე ყველაფერი რისი დავიწყებაც გინდა... დაივიწყე, რომ ასთმა გაქვს... დაივიწყე, რომ შენი მამაშენი არ გელაპარაკება... - ეს საიდანღა იცის?! - დაივიწყე, რომ შენს ძველ ცხოვრებას ჩამოშორდი... დაივიწყე, რომ გძულვარ... თუ გინდა ისიც დაივიწყე, რომ ჩემი ცოლი ხარ...
- ეგ ყველაზე მეტად მინდა... - ვეუბნები რაც შეიძლება „სწერვულად“.
- დაწექი... - მეუბნება მბრძანებლური ტონით.
- რა?
- დაწექი, მატილდა... არაფერს დაგიშავებ თუ ამის გეშინია... ეს ევკალიპტის ზეთია. - ფლაკონზე მიმითითებს. - წამიკითხავს, რომ ასთმურ შეტევას შველის...
- და?!
- მასაჟს გაგიკეთებ... მოგეშვება და გასიებაც ჩაცხრება...
- არავითარ შემთხვევაში! - ისეთ გაურკვევლობაში ვარ, რომ აღარ ვიცი რა ვთქვა.
- მატილდა... ვიცი რასაც ვაკეთებ... შენ უბრალოდ მოდუნდი... თვალები დახუჭე და ვინც გინდა ის წარმოიდგინე... - ბოლო სიტყვებს რაღაცნაირი ორჭოფობით ამბობს.
ვნებდები. დიახ, ვნებდები. საწოლზე ვწვები, მაგრამ თვალებს არ ვხუჭავ. ონისე ჩემს ფეხებთან ჯდება. მზის სხივები ვეღარ ანათებენ ოთახს და ყოველ წამს უფრო და უფრო ბინდდება. ონისეს ვაკვირდები. მოგრძო თმა ჩვეულად უკან აქვს გადავარცხნილი. ნაცრისფერი მაისური და სპორტული შარვალი აცვია. რამდენიმე წვეთ ევკალიპტის ზეთს ფეხებზე მაწვეთებს. ჩემი კაბა მუხლებსაც კი არ მიფარავს. უხერხულობის შეგრძნება მეუფლება, წამოდგომასაც კი ვფიქრობ, მაგრამ მისი ხელების ნაზი შეხება მაშეშებს. ევკალიპტის მძაფრი სუნი მთელ ოთახს ედება. ონისე მართალი იყო. ისე მშველის ამ ჰაერის შესუნთქვაც კი, როგორც ინჰალატორი. რამდენჯერმე ღრმა ჩასუნთქვას ვაკეთებ და თითქოს ფილტვები მიფართოვდება.
- ევკალიპტი უებარი საშუალებაა... - მეუბნება ნასიამოვნები ხმით.
ძალიან ნაზად დაატარებს ხელებს ჩემს წვივებზე, თითების ბალიშების მსუბუქი დაჭერით მაიძულებს, რომ დაძაბულობა მოვიხსნა. კოჭებისკენ ჩადის, კოჭებიდან ტერფებისკენ. ღმერთო! როგორი სასიამოვნოა. თითქოს მართლა სამყაროს ვწყდები. მისი ძლიერი ხელები და ნაზი შეხება იდეალურ ნაზავს ქმნიან ჩემთვის. ვაკვირდები მის პროფილს. მის ოდნავ კეხიან ცხვირს და ლამაზ ტუჩებს.
- თვალები დახუჭე, მატილდა... მოეშვი...
ვემორჩილები და თვალებს ვხუჭავ. მაგრამ ერთი განსხვავებით: წარმოდგენას არ ვცვლი, თვალებდახუჭულიც კი მის სახეს წარმოვიდგენ და უფრო მძაფრად ვგრძნობ მის შეხებას. კოჭებიდან ისევ წვივებისკენ ამოდის, შემდეგ მუხლებისკენ და ბარძაყებისკენ, კაბას თითქმის საცვლამდე მიწევს, მაგრამ მისი ხელები იმდენად მსიამოვნებს, რომ ვერ ვეწინააღმდეგები. თითქოს ტრანსში მაგდებს, პარალიზებული ვარ, ვერ ვინძრევი და მთლიანად სიამოვნებაში ვეშვები.
რამდენიმე წუთის განმავლობაში გაუჩერებლად მიმასაჟებს ფეხებს. შემდეგ ჩემთან კიდევ უფრო ახლოს ჯდება. თეძოებზე ხელებს მკიდებს და წამოჯდომას მაიძულებს. ვემორჩილები. კაბაზე გადაცმულ თბილ „ჰუდის“ ბოლოებს ეჭიდება და წამებში მხდის. მის წინ ბრეტელიანი კაბით და ვზივარ, რომელიც მკერდთან საკმაოდ ამოჭრილია. ისევ მაკითხავს სირცხვილის შეგრძნება, მაგრამ ონისე ისევ მაწვენს.
- თვალები არ გაახილო... მენდე... - მეუბნება ჩურჩულით.
ხელებს ბრეტელებისგან მითავისუფლებს და კაბის საგულეს მკერდის თავებამდე წევს. კიდევ რამდენიმე წვეთ ზეთს მაპკურებს, ამჯერად გულ-მკერდზე. ახლა უფრო მძაფრად ვგრძნობ ევკალიპტის სუნს. ვგრძნობ, რომ ჩემი გაბუჟებული სასუნთქი სისტემა ნელ-ნელა ეშვება.
მეხება და მთელ სხეულზე ტაო მაყრის. ღმერთო... იმედია ვერ გრძნობს... დაასრიალებს ხელებს ჩემს ლავიწებზე, მხრებზე და ხელებზე. თითების სასიამოვნო მოძრაობებით მიუყვება მკლავებს, მაჯებს და ხელის გულებს. თითქოს ექსტაზში ვვარდები. იქაურობას მთლიანად ვწყდები, მაგრამ არ მინდა... თავს არ ვაძლევ რეალობისგან ბოლომდე მოწყვეტის ნებას. მინდა ვგრძნობდე, ვგრძნობდე ონისეს ხელების სიმხურვალეს, მესმოდეს მისი გახშირებული სუნთქვა. ვინ იცის რას ფიქრობს... ღმერთო! ახლა ყველაზე მეტად მისი ფიქრების წაკითხვას ვნატრობ. რატომ იწყვევს ჩემში მისი შეხება ამდენ უჩვეულო შეგრძნებას? ეს ასთმის და ევკალიპტის ზეთის ბრალია მხოლოდ?
ბოლოს სახისკენ ამოდის. უნაზესი მოძრაობებით მიზელს საფეთქლებს, შუბლს და თვალების ირგვლივ მიდამოს. მერე ჩერდება. არ მინდა! სასტიკად არ მინდა რომ გაჩერდეს. არ მინდა გამოფხიზლება.
ნაზი მოძრაობით ჯერ ერთ ხელს აბრუნებს ბრეტელში, შემდეგ მეორეს. თვალებს ვახელ და ვაკვირდები. ის მე არ მიყურებს, ჩემს მხარს დასცქერის. და შემდეგ იხრება... იხრება და მის ცხელ ტუჩებს ჯერ მხარზე ვგრძნობ შემდეგ კი ლავიწთან. მისი კოცნა ტალღებივით მივლის მთელ სხეულში და კიდევ ერთხელ მბურძგლავს. თავს არ წევს, ტუჩებს ისევ ლავიწთან მაკრავს. მის სუნთქვას კანზე ვგრძნობ. არ ვიცი რა მემართება, მაგრამ თავისუფალ ხელს თმაში ვუცურებ და თითებით ვეფერები.
- მადლობა... - ვამბობ ჩურჩულით.
- მიხარია, რომ უკეთ ხარ... - თავს ოდნავ სწევს და თვალს მისწორებს. - იცოდე... რაც არ უნდა მოხდეს... ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი... არასდროს დამიმალო რამე თუ გიჭირს... ყველაფერს გავაკეთებ შენს დასახმარებლად...
თავს ვუქნევ და წამიერად ვუღიმი. კიდევ ერთხელ მკოცნის, ამჯერად კისერში და ოთახიდან გადის. გადის და თითქოს მთელი ენერგია თან მიაქვს. მე ვითიშები.

9.
ვერ ვიტყვი, რომ ამ დღის შემდეგ ჩემდამი ონისეს დამოკიდებულება შეიცვალა. ჩვეულ რიტმში გაგრძელდა ცხოვრება. დილით ადრე დგებოდა და გასაშლელ დივანს დასალაგებლად მიტოვებდა. ვარჯიშობდა და გაოფლილი სახლში ბრუნდებოდა. შხაპს ივლებდა და აბაზანიდან გამოსული ხელებზე შერჩენილი წვეთებით მაღვიძებდა, რაც სასტიკად მაღიზიანებდა. წამოვუხტებოდი ჩხუბით, ვეცემოდი და ხან მუშტებს დავუშენდი ხან გაშლილ ხელებს, ის კი ჩვეულებრივ ცინიკურად მიყურებდა და ხარხარებდა. მერე ერთად ჩავდიოდით სასაუზმოდ. კიბეზე ვეშვებოდით და, როგორც ყოველთვის, ხელს მხვევდა. მაგრამ სწორედ ამ ჟესტში ვამჩნევდი ცვლილებას. ეს აღარ იყო ჩვეულებრივი, მოვალეობის მოხდის მიზნით მოხვეული ხელი, მხოლოდ სხვების დასანახად. ეს იყო რაღაც სხვა. შეიძლება სულაც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ ვგრძნობდი რაღაც განსხვავებულ მუხტს მისი თბილი და ხავერდოვანი ხელიდან მომავალს.
- შენსა და ონისეს შორის რამე მოხდა? - ვითომც არაფერი ისე მეკითხება კირილე და თან ჩაის დიდი ყლუპს სვამს.
- რატომ? - ვიბნევი.
- რაღაც განსხვავებულად იქცევით... ორივე... - ბოლო სიტყვა მცირედი პაუზის შემდეგ აყოლებს.
- უიმე... არაფერი საერთოდ... - ვცდილობ ბუნებრივად მოვიქცე და მეც ჩაის ვსვამ. - ისევ ისეთი უხეშია, თავისი უადგილო ხუმრობებით...
- ისევ გაიგნორებს?
- კი... მაგრამ ერთი განსხვავებით... ახლა უფრო მეტს მაწვალებს!
- მაგალითად? - ეღიმება.
- დილით დადგება და წყლის წვეთებით მაღვიძებს... გუშინწინ გამომპრანჭა! გაგიჟებული ხმით დამირეკა ვიღაც სტუმრები მოდიან და ისე გამოიკაზმე ნაკლი რომ ვერ გიპოვონო! იცი რამდენი ვიწვალე?! მალოდინა ოთახში! მერე მოვიდა და სიცილი დაიწყო! სტუმრებმა გადაიფიქრეს მოსვლაო...
- და მერე რა ქენი?
- რა უნდა მექნა?! სიმწრისგან ტირილი დავიწყე...
- ონისე ტირილს ვერ იტანს...
- ხო?! და რატომ გამამწარა ასე? რატომ იქცევა 3 წლის ბავშვივით?
- წარმოდგენა არ მაქვს... - ეღიმება ისევ.
- კირილე... რატომ არ საუზმობ ჩვენთან ერთად? - ვეკითხები მცირედი პაუზის შემდეგ. - ან საერთოდ, რატომ არასდროს ხარ დაბლა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად?
სახე ეშლება. იმდენად არ ველოდი ასეთ რეაქციას, რომ თავს უხერხულადაც კი ვგრძნობ. მაგრამ ვერ მოვითმინე. ეს კითხვა ჩემი ამ ოჯახში მოსვლის პირველივე კვირიდან მაწუხებს, დღეს კი მეათე კვირა სრულდება.
- ასე ვთქვათ... მარტო ყოფნა მიყვარს...
- გასაგებია, მაგრამ სულ?! სულ აქ ხარ ამ ოთახში და თითქმის არასდროს გადიხარ...
- ეს ცოტა რთული და საკმაოდ გრძელი ოჯახური დრამაა, ჩემო მატილდა... - გაღიმებას ცდილობს, მაგრამ სევდიანი თვალები ყველაფერს ამბობენ.
- შენ ვინმესთან შეიძლება ცუდი ურთიერთობა გქონდეს, კირილე?! მაგას ვერ დავიჯერებ... მე შეიძლება ვერ ვუგებდე... ონისე ვერ უგებდეს... მაგრამ შენ?
- ყველა შენსავით არ ფიქრობს ამ ოჯახში, მატილდა...
- მე რომ გთხოვო ჩემი ხათრით მაინც არ ჩამოხვალ?
უარის ნიშნად თავს აქნევს.
- სულ ერთხელ... სულ, სულ ერთხელ... - თვალს ვუკრავ და ხელებს მთხოვნელივით ვიჭერ.
- კარგი... შეიძლება... მაგრამ მე როცა გეტყვი მაშინ...
საღამოს იგივე კითხვით ონისეს ვუბრუნდები, როცა აბაზანიდან გამოსული და თავისი დივნისკენ აპირებს წასვლას.
ონისე იბნევა და ჩემკენ მოდის. საწოლზე ჯდება.
- შენ ამაზე ფიქრით რატომ იღლი თავს? - მათვალიერებს ეჭვით.
- კირილე ერთადერთი ადამიანია ამ ოჯახში, ვინც მიგებს და ვისთანაც თავისუფლად შემიძლია საუბარი... ლუკასთანაც ვმეგობრობდი, მაგრამ წავიდა... ამიტომ დავრჩით მე და კირილე...
- ჩემთანაც შეგიძლია ისაუბრო თუ რამე გჭირდება... ვინმე თუ გაწუხებს... რამე გინდა?
- არა, ონისე, არა... რა შუაშია ეგ? მე უბრალოდ ადამიანთან მჭირდება ურთიერთობა, საუბარი, მეგობრობა... თორემ ჭკუიდან შევიშლები... ისედაც ცოტა მიკლია... და დიდი ხანია მადარდებს ჩემი ერთადერთი მეგობარი, რომელიც არასდროს გამოდის ოთახიდან და თითქმის არავისთან ურთიერთობს...
- სიმართლე გითხრა, არ ვიცი... ბიძაჩემი ყოველთვის აქ არის... წლებია უკვე... ჩვენ ძირითადად თბილისში ვცხოვრობთ... ეს პირველი წელია, რაც აქ გადმოვსახლდით გაურკვეველი ვადით... შენ გამო...
- დიახ, ვიცი... - თვალებს ვატრიალებ.
- აქამდე დაძაბული ურთიერთობა არ შემინიშნავს კირილესა და ჩემს მშობლებს შორის... თითქოს ჩვეული თემაა, რომ კირილეზე არ საუბრობენ, კირილე არსად არ გვახლავს...
- და ამ ყველაფერს რაღაც მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს?
- ხვალ მეც დაველაპარაკები ბიძაჩემს... არამგონია რამე სერიოზული მიზეზი ჰქონდეს...
- კი ბატონო... - თავს ვუქნევ კმაყოფილი ღიმილით. - ახლა შეგიძლია გაბრძანდე...
ღიმილით მივანიშნებ კარისკენ.
- დიდი ხანია მბრძანებლობა დაიწყე? - თავისი ჩვეული ცინიზმით მათვალიერებს და საწოლზე კომფორტულად წვება.
- ეს ჩემი საწოლია... და ჩემი ტერიტორიაა... - ვცდილობ მტკიცე ხმა მქონდეს, მაგრამ მეცინება.
- არანაირად... როგორც ცოლს მხოლოდ ეგ ბალიში და ეგ მხარე გეკუთვნის... და მე აქ წოლის სრული უფლება მაქვს...
- კარგი ახლა... გვეყოს... - ხელებით ვეჭიდები და ძალით ვცდილობ მის საწოლიდან გადაგდებას, მაგრამ ამხელა ადამიანის დაძვრა მარტივია?! - გაბრძანდი და დამტოვე მარტო...
მოულოდნელად ხელებს მაჯებში მავლებს, ზემოდან მექცევა და ხელებს თავს უკან მიკავებს. ოთახში შემომავალი მთვარის შუქი პირდაპირ სახეზე ეცემა. მუდამ გადავარცხნილი თმა ოდნავ აჩეჩილი და დატალღული აქვს, რაც, უნდა ვაღიარო, ბევრად უფრო სექსუალურს ხდის. თავისი ჩამუქებული თვალებით მიყურებს, რომლებშიც ჭინკები დაუხტიან, სახეზე კი ფართო და ცინიკური ღიმილი დასთამაშებს და თეთრი კბილები უელავს.
- რომ არ გავიდე რას იზამ?
ვუძალიანდები, მინდა ხელები მაინც გავაშვებინო, მაგრამ იმდენად ვყავარ შებოჭილი, რომ განძრევაც შეუძლებელია.
- გახვალ!
- ეს ჩემი საწოლია... რატომ გავიწყდება?
ბოლო გაფართხალებას შედეგი გამოაქვს. ვტრიალდები და ახლა მე ვექცევი ზემოდან.
- არ მეგონა ასეთი მონდომებული თუ იყავი... - მაჯილდოვებს უაზრო კომენტარით.
- და გგონია ეგეთი სიმპატიური ან მიმზიდველი ხარ, რომ ასეთი მონდომებული ვიყო?! - არც მე ვაკლებ ცინიზმს.
- ხო?! არა და მეგონა უკვე მოგწონდი... - იმდენად საკუთარ თავში დარწმუნებული ხმა აქვს, რომ ვღიზიანდები.
- ჰაჰაჰა... პირაპირ ვგიჟდები შენზე...
- ნუ... ჯერ არ გიჟდები... - ხელს მაისურის ქვეშ მიცურებს და ნელ-ნელა წელიდან ბეჭებისკენ ამოდის. - მაგრამ... არის შანსი რომ გაგიჟდე...
ვუღიმი და მისი მკლავისკენ ვიხრები. მთელი ძალით სწორედ იმ ხელზე ვკბენ, რომელსაც ჩემს ზურგზ დააცურებს. გაოგნებული ონისე ღრიალს იწყებს.
-შენ გოგო ნორმალური ხარ?! - მაშინვე ფრინდება საწოლიდან.
- სრულიად... კარი მარცხნივ...
ნიშნისმოგებით ვიშვერ ხელს კარისკენ.
- ეგ სიქაჯე არ შეგრჩება... დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები...
მეუბნება სიცილით და კარს კეტავს.
იმდენად ნასიამოვნები ვარ, რომ სახეზე ღიმილგადაფეილი ვიძინებ. გეფიცებით, ტკბილი სიზმრებიც კი მესიზმრება.

10.
რამდენიმე დღის შემდეგ კირილე სასაუზმოდ დაბლა ჩამოსვლაზე მთანხმდება. იმდენად მიხარია, რომ კისერზე ვეკიდები და ხელებს ვხვევ. უხერხული ღიმილით მიყურებს.
- აი, ნახავ... ყველას გაუხარდება შენი დაბლა ხილვა... - ვეუბნები აფორიაქებული.
ხმას არ იღებს. მის ეტლს ხელს ვკიდებ და დერეფნისკენ მივაგორებ. ონისეც იქვე დგას.
- ეგრე რაა... - ეუბნება ხალისიანი ხმით. - მაინცდამაინც ამ ჩემს ცოლს უნდა გამოეყვანე მაგ ოთახიდან?
- ამ ჩემს ცოლს, ხო? - მრისხანე მზერას ვესვრი.
- ამ ჩემს უნიკალურ ცოლს... ასე მოგწონს? - კითხვას მიბრუნებს ცინიკურად.
წამებში ხელში იტაცებს ბიძამისს და კიბეზე ჩაარბენინებს. მე ეტლი ჩამაქვს. ასეთი დადუმებული და დარცხვენილი კირილე არასდროს მინახავს. ცოტა მეშინია კიდეც.
- კირილე, კარგად ხარ? - ვეკითხები ბოლოს. - თუ გინდა დაგაბრუნებთ ისევ ოთახში...
- არა... მე შეგპირდი, რომ ჩამოვიდოდი...
- კი, მაგრამ რაღაც ვერ ვატყობ, რომ აქ ჩამოსვლით ბედნიერი ხარ... და შენი ბედნიერება რაღაც სულელურ პირობაზე მნიშვნელოვანია...
- რად უნდა ამდენი ლაპარაკი? კირილე ამ ოჯახის წევრია, ვსო...
ეტლს ხელს ავლებს და მისაღებისკენ მიაგორებს. მისაღებში, როგორც ყოველთვის, ახლაც გაბრდღვიალებული სუფრაა გაშლილი, დარინას უძვირფასესი ჭურჭლით გაწყობილი. როგორც ჩანს, მხოლოდ ჩვენ ვაკლივართ სუფრას. რამდენიმე უცხო ადამიანსაც ვხედავ, მაგრამ ამას უკვე მივეჩვიე. თითქოს უკვე ჩვეული ამბავია, რომ რომელიმე შორეული ნათესავი, დარინას ბავშვობის დაქალი თუ თარაშის ბიზნეს პარტნიორი ჩვენთან ერთად უნდა საუზმობდეს, სადილობდეს და რამდენიმე დღითაც რჩებოდეს. დარინას სახე მაოცებს. გაოგნებული დაჰყურებს ხან კირილეს და ხან ონისეს. თარაშის სახე კი მრისხანებით ინთება.
- რაშია საქმე? - ჩამესმის ონისეს უკმაყოფილო ბრაზნარევი ხმა.
- რატომ შეაწუხე ბიძაშენი? - თარაში ცდილობს ემოციების მოთოკვას, მაგრამ არ გამოსდის.
- სასაუზმოდ ჩამოყვანა შეწუხებაა?!
- ხომ იცი, რომ ბიძაშენს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს? რატომ ჩამოიყვანე? - ეკითხება მწყრალი ხმით დარინაც.
- რა რეაქციებია?! - წყობიდან გამოდის ჩემი ქმარი. - კირილე ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრია და თქვენგან უნდა იღებდეს ნებართვას როდის და სად წავა?!
- კარგი... - ჩვეულ ყალბ ღიმილს იკრავს დარინა და სტუმრებისკენ იხედება. - ახლა ამის გარჩევის დრო არ არის... ნაირა... თეფში მოიტანე ოჯახის სრულუფლებიანი წევრისთვის...
გაოგნებული ვუყურებ მათ. აქ ნამდვილად რაღაც სხვა ამბავია... დარცხვენილი ვიყურები კირილესკენ, რომელიც დარინას გაყინული მზერით უყურებს.
ლუკმა არ გადამდის ყელში. სუფრაზეც სამარისებური სიჩუმეა ჩამოწოლილი თანმხლები დაძაბულობით. გულში ჩემს თავს ვლანძღავ ამ ინიციატივისთვის. დღეიდან კირილეს სირცხვილით როგორ ჩავხედო თვალებში? ვერც მას ვუსწორებ თვალს და ვერც თარაშს და დარინას, რომლებიც ეკლებზე სხედან. ვხედავ, როგორ ცქმუტავს ონისე. სადაცაა აფეთქდება.
- გამაგებინებთ რა ხდება?! - ონისეს ომახიანი ხმა ექოდ ედება ოთახს.
- რა უნდა ხდებოდეს?! - მსგავსი ხმით პასუხობს თარაში.
- აშკარად რაღაც რიგზე არ არის და მინდა გავიგო რაშია საქმე! ნუთუ კირილეს აქ ჩამოსვლა არ გესიამოვნათ ასე?!
- ონისე... - ალმოდებული დარინა ჩვეული სიმშვიდის ნიღაბით ცდილობს შვილის დაჭერას.
- რა ონისე?!
- ბიძაშენი არაფერ შუაშია... - ამბობს თარაში. - სასტუმროში რაღაც პრობლემები შეიქმნა და ამიტომ ვართ დაძაბულები...
- და ამის გამო ადამიანს საუზმე უნდა ჩააშხამოთ?! ან ისეთი რა პრობლემაა ჩვენ რომ ვერ მოვაგვარებთ, მამა?!
ასეთი ხისტი ხასიათის ადამიანს ჯერ არ შევხვედრილვარ.
- ონისე... - ვჩურჩულებ მეც სირცხვილისგან აალებული. - დაწყნარდი...
მაგრამ ჩემი ხმა არ ესმის. ინსტიქტურად მაგიდის გადასაფარებლის ქვეშ ხელს ვაცურებ და მის ხელს ვეჭიდები. საოცარი მუხტი მივლის, რომელიც მთელ სხეულს ედება. აშკარად ისიც გრძნობს ამას, რადგან ჩუმდება. თითქოს ამ ხელის ჩაჭიდებით დამცავი ბარიერი წარმოიქმნება, რომელიც სუფრაზე ჩამოწოლილი დაძაბულობისგან გვაცალკევებს.
ნაზად ვუჭერ თითებს. მისი შეხება მსიამოვნებს, მისი ხელებიდან მომავალი სითბო მომწონს. რას ვაკეთებ?! რატომ მერევა ტვინი ამ ბიჭთან ახლოს როცა ვარ?! ხელს ვუშვებ.
საუზმის შემდეგ კირილე ისევ ოთახში აგვყავს. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ერთი სული მაქვს როდის შევალ ოთახში, როდის გადავიფარებ საბანს თავზე და სადღაც გავქრები.
ოთახისკენ მივრბივარ, კარის დასაკეტად ვტრიალდები, მაგრამ ონისეც უკან მომყვება.
„გთხოვ, ონისე, წადი და მარტო დამტოვე...“ - ვნატრობ გულში. მაინც შემოდის. სირცხვილისგან აღარ ვიცი რა ვქნა. რა მინდოდა?! რატომ ვერეოდი სხვის საქმეში?!
- შენი თეთრი პერანგი გაუთოვებული მოიტანეს გუშინ... - დაბნეულობისგან აღარ ვიცი რა ვუთხრა.
კარადის კარს ვაღებ და საკიდიდან პერანგს ვხსნი. ონისე არ იძვრის. თვალს ვერ ვუსწორებ.
- მატილდა... რა ხდება?
- არაფერი... ხომ მიდიხარ სადღაც? ჩაიცვი და წადი... მარტო დამტოვე...
ბოლო სიტყვებზე ხმა მიკანკალებს. რა ჯანდაბა მჭირს?
პერანგს მაწვდის და ისევ კარადაში აბრუნებს.
- შემომხედე!
თავს უარის ნიშნად ვაქნევ. მხედველობა მებინდება. ჯანდაბა! მგონი ვტირი.
- შემომხედე... - ნიკაპ ქვეშ თითებს მიცურებს და თავს მაწევინებს.
მაინც ვერ ვუყურებ.
- შენ რა... ტირი? - გაკვირვებით მეკითხება.
- ხო... მგონი... - ჩემს სიტყვებზე მეცინება.
- არ ხარ ნორმალური... ნუ ტირი და მითხარი რა ხდება!
ვიცი რა ხდება? მეც ვერ ვიგებ რა მჭირს. ასეთ გაურკვევლობაში არასდროს ვყოფილვარ.
ცრემლებს ვიწმენდ და ვცდილობ გავუღიმო.
- არაფერი... კარგად ვარ... ვსო...
ჩამოკიდულ პერანგს ისევ ვხსნი და ვაწვდი. უხეშად მართმევს და უკან კიდებს.
- დაანებებ ამ პერანგს თავს?
- რა გინდა?! - მეც შეტევაზე გადავდივარ.
- ხმას ნუ უწევ!
-შენ ნუ მეჩხუბები!
წამიერად თვალებს ხუჭავს და რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას აკეთებს. და კიდევ მე ვარ არანორმალური?!
- მინდა მესაუბრო... მინდა მითხრა რა გაწუხებს... - მეუბნება მშვიდი ხმით, რომელშიც სადღაც თბილ ნოტებსაც კი ვიჭერ.
ხელს მკიდებს და საწოლისკენ მივყავარ. დაჰიპნოზებული და მონუსხული მივყვები. ჩემს წინ ჯდება და თავის ხელებში მოქცეულ ჩემს ხელს დაჰყურებს. მის ხელებს პირველად ვაკვირდები. გრძელი და დაკუნთული მკლავები ალაგ-ალაგ დაძარღვული მტევნით მთავრდება. საოცრად ლამაზი და ნატიფი გრძელი თითები აქვს. არ მინდა რომ გამიშვას, სასტიკად არ მინდა.
- აქამდე ამაზე არ გვისაუბრია... - მზერით მბურღავს და მაიძულებს თვალებში შევხედო. - ბრმა არ ვარ, მატილდა... ვხედავ როგორ იტანჯები...
ჩემდა გასაკვირად მის თვალებში სევდა ისადგურებს.
- გგონია არ მესმის როგორი რთულია შენთვის აქ ყოფნა? ორ დღეში გათხოვდი სრულიად უცხო და არასასიამოვნო ადამიანზე... გიწევს სადღაც მთაში, გადაკარგულში და ყინვაში ცხოვრება სრულიად უცხო ოჯახთან, სადაც ყველა თავისებურად უბერავს... მოშორდი შენს ცხოვრებას, შენს ოჯახს, მეგობრებს და ყველაფერს, რაც გიყვარდა და სიამოვნებას განიჭებდა...
თვალები ისევ ცრემლებით მევსება. არ მეგონა ონისეს ადამიანის სულში ჩაძრომის და ორატორობის ნიჭი თუ ჰქონდა. ცრემლი ლოყაზე მოგორავს. ონისე კი ნაზად მეხება სახეზე და ცრემლს მაშორებს.
- ჩემთვის ძალიან მძიმეა შენი ყურება... შენი ტანჯვის ყურება და იმის გააზრება, რომ ამ ცრემლების მიზეზი მე და ჩემი ოჯახი ვართ...
- მე უბრალოდ... - ვბლუყუნებ რაღაცას.
- მინდა დაგეხმარო, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს როგორ... ამიტომ... დამელაპარაკე...
ცერა თითით მეფერება ხელზე, რომელიც მის ხელშია მოქცეული. მეფერება თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მე მაინც ვგრძნობ და მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის.
- თავს ძალიან უცხოდ ვგრძნობ... - ვიწყებ მცირედი პაუზის შემდეგ და თითქოს გულიდან ლოდი მეცლება. - სადაც არ უნდა ვიყო... ვისაც არ უნდა ვესაუბრებოდე... რასაც არ უნდა ვაკეთებდე... ვგრძნობ, რომ მე აქაურობას არ ვეკუთვნი... ასე მიყურებს ამ ოჯახში ყველა... მოსამსახურიდან დაწყებული დედაშენით დამთავრებული... ვიცი, რომ ეს ასეც უნდა იყოს... ვიცი, რომ რეალურად აქ არაფერს წარმოვადგენ და მათ ვერც გავამტყუვნებ... მე აქ დროებით ვარ... მაგრამ... ძალიან რთულია... თითქმის სამი თვეა აქ ვარ და ასე მარტოსულად თავი არასდროს მიგრძვნია...
ცრემლების კიდევ ერთი ტალღა მაწვება. ნერვები მეშლება. როდის გავხდი ასეთი სუსტი და უსუსური?
- და ახლა აქ იდიოტივით ცრემლებს ვღვრი! - ვამბობ გაღიზიანებული და თავს ხელებში ვრგავ. - მე ასეთი არ ვიყავი!
- მოდი ჩემთან... - ჩამესმის მისი ბოხი ხმა.
- რა? - გაოცებული ვუყურებ.
- ნუ გიყვარს ყველაფრის ასე გაპრობლემება... მოდი...
თავის უზარმაზარ მკლავებს მხვევს და თავისკენ მიზიდავს. მისი შეხება მსიამოვნებს, საოცრად, ენით აღუწერლად მსიამოვნებს. მაგიჟებს მისი სხეულის სიახლოვე და მისგან მომავალი სითბო. თავს მხარზე ვადებ და მის თავბრუდამხვევ სურნელში ვიძირები. ვმშვიდდები. მართლა ვმშვიდდები. აქამდეც მეპარებოდა ეს გრძნობა, თითქოს ამდენ ადამიანში მაინც ონისე იყო ყველაზე ახლობელი ჩემთვის. ახლა კი ვხვდები, რომ მართლა ასეა. როდის? როგორ მოხდა ეს? როდის გალღვა ჩვენს შორის აღმართული უზარმაზარი ყინული? რატომ ვგრძნობ ამ სიმშვიდეს მის მკლავებში?
- არ გინდა ცოტა ხნით ფიქრიც შეწყვიტო? - მეჩურჩულება.
- ასეთ დროს მაშინებ... ოღონდ მართლა... - ვუყურებ სერიოზული სახით.
ეცინება. მეც მეცინება. თვალებში მიყურებს. პირდაპირ მბურღავს. თავის გრძელ თითებს თმაში მიცურებს. სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ. ჩემკენ იხრება. მის სუნთქვას კისერზე ვგრძნობ. ნაზად მკოცნის კისერში. გული გამალებით მიცემს. არ მყოფნის... მინდა, რომ კიდევ მაკოცოს, უფრო ძლიერ ჩამეხუტოს და ხელი არ გამიშვას. მის გვერდით პატარა დაუცველ ბავშვად ვიქცევი და ეს მსიამოვნებს, ვერ ვიჯერებ, მაგრამ საოცრად მსიამოვნებს.
- მეც ძალიან მიჭირს... - მეუბნება ბოლოს. - მყავდეს ასეთი ლამაზი ცოლი და შორიდან ვუყურებდე მას...
- აბა არ მიზიდავო? - ვაყრანტალებ და მაშინვე ვნანობ, ასეთი სულელური კითხვა არასდროს დამისვამს.
- ლამაზსა და მიმზიდველს შორის განსხვავებაა.
- ხელი გამიშვი! საზიზღარო! - ვიშორებ ნაწყენი, მაგრამ კიდევ უფრო ძლიერად მიჭერს.
- ვგიჟდები... მეკეტება შენს იმპულსურობაზე! - ხარხარებს. - ნუ ხვანცალებ! ვიცი, რომ ჩემთან ყოფნა მოგწონს! - ყველანაირი მოძრაობის გზას მიბლოკავს და ისევ ჩემი კისრისკენ იხრება.
- არ მომწონს! - ვეწინააღმდეგები, მაგრამ მაინც ვადებ თავს.
- კარგი... არ მოგწონს...
- და ახლა ამას რა ჰქვია? - ვეკითხები რამდენიმე წუთის შემდეგ მისი სიახლოვისგან გონებაარეული.
- ზედმეტს ნუ ფიქრობ, თქო!

11.
ოქტომბერი იმაზე ცივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რამდენჯერმე უკვე მოთოვა კიდეც. უმეტესად კი ონისეს ოთახის უზარმაზარი ფანჯრებიდან ჩამუქებულ გარემოს, ჩამოწოლილ შავ ღრუბლებს და ჩემსავით დასევდიანებულ მყინვარებს გავცქერი. უსაქმურობისგან, მოწყენილობისგან და მარტოობისგან დეპრესია დამეწყო. უენერგიოდ ვარ და ამის გამო ოთახიდან გასვლის სურვილიც არ მაქვს. მოვუკელი ჭამასაც, საუბარსაც და სიცილსაც. სარკეში რომ ვიხედები ფსიქიატრიულის პაციენტს ვგავარ, წამლებისგან გაბრუებულს და ჩამომჭკნარს. მართალია კირილესთან ისევ ვაგრძელებ საუბრებს, მაგრამ ამინდის გაუარესებასთან და სიცივესთან ერთად კირილეს ტკივილები მატულობს. წელის და სახსრების ტკივილის გამო ხშირად წევს გამაყუჩებლებისგან გაბრუებული და ჩემთვის აღარ სცხელა. მეგონა ჩემდამი ონისეს დამოკიდებულება შეიცვალა. მეგონა უფრო ხშირად დამელაპარაკებოდა, მეტ ყურადღებას მომაქცევდა და ჩემს გამხიარულებას შეეცდებოდა, მაგრამ ამაოდ. ისევ გამირბის.
- მატილდა... ჩემი ჰალსტუხი ხომ არ გინახავს? - შემორბის ოთახში, როგორც ყოველთვის სადღაც გარბის და ეჩქარება.
- არა... - ვპასუხობ ძალიან ჩუმად, მუცელზე ვწევარ, თავით ფანჯრისკენ და უსასრულობას გავცქერი.
- გთხოვ, გაიხსენე... აქ უნდა შემოეტანათ...
- თავი დამანებე... მართლა შენი ცოლი კი არ ვარ... - უხეშად გამომდის, მაგრამ იმდენად ცუდად ვარ, რომ არ მადარდებს.
- მატილდა... რა გჭირს? - გაკვირვებული ხმა აქვს.
მოდის და ჩემს ფეხებთან ჯდება. მის მზერას ვერ გავუძლებ. თავს საპირისპირო მხარეს ვატრიალებ და ისევ ზურგს ვაქცევ.
- რაშია საქმე?! - ხმას უწევს.
- ნუ მიყვირი!
- არ გიყვირი. მე გაწყენინე რამე?
- ყველამ მაწყენინეთ... ცხოვრება მომპარეთ და დამატყვევეთ...
- კიდევ ამაზე ვსაუბრობთ?
- არა... არასდროს ვსაუბრობთ... ამიტომ მიბრძანდი სადაც მიდიოდი!
- შემომხედავ?
- არა...
-ჩაიცვი. - მეუბნება მოულოდნელად.
- რა?
- ადექი და ჩაიცვი... 15 წუთი გაქვს...
ვტრიალდები და ვჯდები.
- სად მიგყავარ?
- სახლიდან გასვლა გჭირდება.
- ევრიკა... მიხვდი?
- ლამაზად ჩაიცვი... მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიმყავხარ და ჩემს ცოლს უნდა შეეფერებოდე...
- შენი თქმის გარეშეც მივხვდებოდი მაგას!
- დროზე!
-უხეშო!
გაბრაზებული ვდგები და კარადისკენ მივდივარ.
- ჩემი ნაყიდი ტანსაცმელი გადმოიღე. ლამაზთან ერთად სექსუალურიც უნდა იყოს... და ასევე ძვირადღირებული... - ბოლო სიტყვებს განსაკუთრებით უსვამს ხაზს.
- როგორი აუტანელი ხარ! - ვცეცხლდები. - ყოველ წამს ვრწმუნდები, რომ შენნაირ კაცს არასდროს... ასი წელი არ შევხედავდი...
- და მე შევხედავდი ქალს, რომელმაც ისიც არ იცის როგორ ჩაიცვას?
მწყინს. ძალიან... ძალიან მწყინს... მისი სიტყვები ლახვარივით მესობა გულში. არ ვიცი რა მემართება, მაგრამ თითქოს საუბრის უნარი მერთმევა. ერთი სიტყვაც კი არ ამომდის პირიდან. ზურგს ვაქცევ და იმ უჯრას ვაღებ, სადაც მის მიერ ნაყიდი ტანსაცმელი აწყვია. რაც ხელში მხვდება იმ კაბას ვიღებ და გამოსაცვლელად აბაზანაში შევდივარ. მისკენ არ ვიხედები. დარწმუნებული ვარ მის ცინიკურ მზერას რომ გადავეყარო ემოციებს ვეღარ მოვთოკავ და პატარა ბავშვივით ავტირდები. რა ჯანდაბა მჭირს? როდის გავხდი ასეთი?
კაბა საკმაოდ სექსუალურია. ვაღიარებ, ასეთი ტანსაცმელი არასდროს მცმია. ზურგი ლამაზად არის ამოჭრილი, მოტკეცილი ქსოვილი კი წვრილ წელს და ფართო მენჯებს უკეთ გამოკვეთს. მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ და გამოვდივარ. ონისეს ისევ არ ვუყურებ. მეორე კარადას ვაღებ და ფეხსაცმლის არჩევას ვიწყებ. შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იდეალურია. კარისკენ მივდივარ ისე, რომ ონისეს არც ველოდები.
- აღარც მელოდები? - მესმის უკნიდან.
საკიდისკენ მივდავარ და გრძელ მანტოს ვეჭიდები. იმავე წამს ხელზე მის შეხებას ვგრძნობ. მაჟრიალებს. მანტოს ჩემს ნაცვლად ხსნის და ჩაცმაში მეხმარება. წინ მიდგება და ორიოდე ღილს მიკრავს. მაინც არ ვუყურებ.
- გამებუტე? - დაბლა იხრება და ცდილობს თვალებში ჩამხედოს, მაგრამ საპირისპირო მხარეს ვიხედები.
მანტოში ჩაყოლილ გრძელ თმას მისწორებს და წინ ჩამოვარდნილ რამდენიმე კულულს ყურს უკან მიწევს. წამიერად, მხოლოდ წამიერად ვაპარებ მისკენ მზერას და, რა თქმა უნდა, ამჩნევს. ეღიმება. ზურგს ვაქცევ და ოთახიდან გამოვდივარ. კიბეზე ისე ჩავდივარ არ ველოდები. ჩემი ფეხსაცმლის კაკუნის ხმაზე სამზარეულოდან დარინა გამოდის თავისი მოახლეების თანხლებით.
- თქვენ ორნი ერთად საით?! - თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს და გაოგნებული მზერით ონისეს უყურებს.
- დღეს კონტრაქტს ვაწერთ ხელს... მნიშვნელოვანი შეხვედრაა... ურიგო არ იქნებოდა ცოლის იქ გამოჩენა...
- კი მაგრამ... საშიში არ არის?! მატილდას გარეთ გაყვანა...
- ჩემთან ერთად არაფერი მოუვა... ნუ დარდობ, დედა...
დარინას კიდევ რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ჩერდება. ცივი მზერით შემოგვყურებს ორივეს. ონისე უდარდელი სახით მავლებს ხელს და სახლიდან გავყავარ.
ამჯერად შავ ჯიპში ვსხდებით. როგორც ჩანს, თოვლის მოსვლასთან ერთად მანქანების ზომაც შეიცვალა.
- გცივა? - მეკითხება ონისე.
თავს ვუქნევ. გათბობას რთავს.
- რადგან ისე წარგადგენ, როგორც ჩემს ცოლს მინდა, რომ რაღაც დეტალები მაინც იცოდე... - იწყებს თავისი ჟღერადი ბოხი ხმით. - სასტუმროების ქსელის დაარსება ჩემი იდეა იყო. მაშინ 19 წლის ვიყავი. თარაშმა მხარი დამიჭირა და, ასე ვთქვათ, ჩემი პროექტი სრულად დააფინანსა. სახელის დარქმევა მინდოდა, მაგრამ თარაშმა აიჩემა ჩვენი გვარი უნდა ფიგურირებდესო... ამიტომ „ვიბლიანი“ უწოდა.
- მოიცა... „ვილა ვიბლიანი“ თქვენი სასტუმროა? - ცოტა არ იყოს გაოგნებული ვარ.
- ხო... - გაკვირვებულ მზერას მესვრის. - ერთ-ერთი ფილიალია... ნამყოფი ხარ?
- კი... ჩემი უნივერსიტეტი ხშირად ქირაობს თქვენს სასტუმროს წვეულებებისთვის...
- ანუ, დიდი ალბათობით, აქამდეც მინახიხარ... - რაღაც იდუმალი ღიმილი ეფინება მის სახეს. - მე ყოველთვის ვესწრები ჩვენს სასტუმროებში მოწყობილ „ივენთებს“.
- შეიძლება... მაგრამ მე ხომ არაფრით გამორჩეული გოგონა ვარ... შენ როგორ შემამჩნევდი?!
- მატილდა!
- შენს სიტყვებს ვიმეორებ, ონისე...
რამდენიმე წუთით დუმილი ისადგურებს.
- რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩვენი სასტუმროები თითქმის ყველგან არის სვანეთის გარდა. ის სასტუმრო, რომელშიც ქორწილამდე ცხოვრობდი ჩვენი არ არის... უფრო სწორედ, თარაშს წილი აქვს, მაგრამ ჩვენ არ დაგვიარსებია. ახლა სადაც მიმყავხარ მაგ სასტუმროს თითქმის ორი წელია ვაშენებთ. ამდენი ხანი იმიტომ დასჭირდა, რომ მთის რელიეფი რთულია. დიდხანს ვეძებდით ისეთ ადგილს, რომელიც უსაფრთხო იქნებოდა უზარმაზარი შენობის ჩასადგმელად... შემდეგი იყო მასალები... ყველაზე დიდი დრო მასალების ლოდინმა წაიღო. თხუთმეტჯერ ვიყავი წასული ალპებში... ვათვალიერებდი იქაურ მაღალი დონის სასტუმროებს, ვუკავშირდებოდი მათ მშენებლებს და დეტალებში ვახსნევინებდი აშენების სტრუქტურას... რამდენიმე აქაც კი ჩამოვიყვანე...
ონისეს ვაკვირდები. აქამდე მის საქმიანობაზე არაფერი ვიცოდი. მეგონა თარაში იყო ყველაფრის თავი და ეს უბრალოდ მამიკოს გაზულუქებული ბიჭი, რომელსაც დიდად არც ეხალისებოდა საქმეებში ჩართვა. თურმე სულ სხვანაირად ყოფილა. თურმე ონისეა ყველაფრის თავი და თავი. თანაც რამდენი უწვალია. ისეთ დეტალებზე დაფიქრებულა, რომლებსაც ბევრი ყურადღებას არ მიაქცევდა. ყოველ შემთხვევაში, არამგონია ვინმე თხუთმეტჯერ ალპებში გაფრენილიყო სასტუმროების მშენებლებთან გასასაუბრებლად. და... ვაღიარებ... ყველაზე მომხიბვლელი სწორედ ახლა არის ონისე. ახლა, როცა გავიგე თუ როგორი სხვანაირია საქმიანი, სერიოზული, ჩაფიქრებული და პასუხისმგებლიანი.
- მოკლედ... დიდი წვალების შემდეგ გავდივართ ბოლოში. ზუსტად ორ კვირაში სასტუმროს გახსნა იქნება... გრანდიოზული გახსნა... - თვალები უნათებს. - ძალიან ბევრი ხალხი იქნება... და შენ ყველას წინაშე წარსდგები, როგორც ჩემი ცოლი...
- როგორი პატივია... - ვეუბნები ცინიკურად.
მანქანას სასტუმროსთან აჩერებს. გადმოვდივარ და ყბა მივარდება. უზარმაზარ ხუთ სართულიან შენობას შევცქერი. ცენტრალურ შესასვლელში შევდივარ, რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ კი ჰოლში.
- მატილდა... დამელოდე... - მეძახის ონისე, რომელსაც ხელში ტყავის ჩანთა უჭირავს, სავარაუდოდ, საბუთებით გატენილი.
- გელოდები...
გვერდით მიდგება და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს.
- კარგად გამოიყურები...
ჩემკენ იხრება და ნაზად მკოცნის ყურს უკან, შემდეგ კისერზე. უცნაური კანკალი მივლის სხეულში.
- რა ჯანდაბას აკეთებ?! ახლაც ვინმე გვიყურებს?
- კამერები... - მეუბნება სიცილით და სწრაფი ნაბიჯით მიდის წინ.
ჭერს ვუყურებ. აქ არანაირი კამერა არ არის.
- ონისე... - მივსდევ, მაგრამ აზრი აღარ აქვს.
მთავარ კარში შედის, სადაც ოცამდე ადამიანს ვხედავ. პირველივე დაახლოებით ჩემხელა ბიჭი გვეგებება. გამხდარი და მომღიმარია.
- ბატონო ონისე... ქალბატონო... - თავს გვიკრავს.
- მატილდა... - ეუბნება ჩემს სახელს. - ჩემი ცოლი...
- ქალბატონო მატილდა... - აღფრთოვანებით მათვალიერებს ბიჭი. - მოსაცმელს გამოგართმევთ...
- აჰ... - ვფხიზლდები. - დიახ, რა თქმა უნდა...
ონისე მოშიშვლებულ წელზე ხელს მხვევს, თითებს ურცხვად დააცურებს კანზე, თან რამდენჯერმე მჩქმეტს.
- გეყოფა... - ვეჩურჩულები უხერხულად.
- არა. - მპასუხობს ისე, რომ ჩემკენ არც იხედება.
უზარმაზარ მისაღებს თვალს ვავლებ. ასეთი მდიდრული, გემოვნებიანი და თანამედროვე სასტუმრო არასდროს მინახავს. მაღალი ჭერი აქვს, ვინტაჟური სტილის განათებები კი საოცრად მდიდრულ ელფერს სძენს. დივნები, სკამები, ყველაფერი ფერებშია შეხამებული. ონისე ჩემს მზერას აყოლებს თვალს.
- ჯერ ყველაფერი არ დაგვიწყვია... კიდევ რაღაც ავეჯს ველოდებით... საზღვარზეა გაჭედილი და დიდი იმედი მაქვს მალე გამოუშვებენ... მთავარია გახსნას ჩამოუსწროს...
- ჩამოუსწრებს... - მესმის ქალის ხმა. - ნუ დარდობ...
ვტრიალდები. დაახლოებით ონისეს ასაკის ქერა ქალი ჩემი ქმრისკენ ანთებული თვალებით იყურება და იღიმის. მისკენ იხრება და ლოყაზე კოცნის. სექსუალურ ტანზე შემოტკეცილი კაბა აცვია, ქერა თმა კი დალალებად აქვს უკან შეკრული. ეჭვიანობა ცეცხლის ალივით მედება. ონისეს ხელს ვკიდებ და თითებს თითებში ვუცურებ. ონისე ღიმილნარევი მზერით დაჰყურებს ჩემს ქმედებას.
- ძვირფასო... ეს ქალბატონი ვინ არის? - ვეკითხები საოცრად ნაზი ხმით.
- ეს ნინაა... ნინა სასტუმროს მენეჯერი იქნება...
ნინა ცივი მზერით მათვალიერებს და ბოლოს წამიერად მიღიმის.
- ნინა... გაიცანი... ეს ჩემი უმშვენიერესი მეუღლეა... მატილდა...
გოგონას თვალებში შურის ნაპერწკლებს ვხედავ.
- სასიამოვნოა... - მეუბნება ასევე ცივი ხმით და თავს მიკრავს. - ონისე... ერთი წუთით თუ შეიძლება? რაღაც ნახაზს მინდა შეხედო...
- კი, რა თქმა უნდა...
კიდევ უფრო ვცეცხლდები.
- მატილდა... ორი წუთით დამელოდე... მანამდე შეგიძლია სასტუმრო დაათვალიერო...
ფეხსაცმლის კაკუნით მივდივარ ლიფტისკენ. არც კი ვიცი რომელ სართულს ვაჭერ. უზარმაზარ დერეფანში გამოვდივარ და გაცეცხლებუი მივუყვები. ერთ-ერთ ოთახში შევრბივარ. ოთახიც ისეთივე მდიდრულია, როგორც სასტუმრო. ყველა დეტალი გათვლილია. ნახატიც კი არ კიდია ფერებთან შეუხამებლად.
აბაზანაში შევრბივარ და ცივ წყალს ვუშვებ.
- შენ მიდი სასტუმრო დაათვალიერე... - გაბრაზებული ვაჯავრებ. - რისთვის მოვყავარ თუ მაინც მარტო უნდა გამიშვას დასათვალიერებლად?! თუ მე ვარ მისი ცოლი სხვა ქალს რატომ მიყვება?!
ცივ წყალს სახეში ვისხამ. კარისკენ ვტრიალდები, მაგრამ ვშეშდები. ჩემს წინ ვიღაც საკმაოდ საშიში გარეგნობის მამაკაცი დგას. შეშინებული უკან ვხტები.
- გთხოვთ... ნუ გეშინიათ... - მეუბნება უდარდელი ხმით და სახეზე არასასიამოვნო ღიმილი ეფინება.
- ვინ ხართ? - არ ვიცი ძალას სად ვპოულობ.
- მე... ერეკლე მქვია... და თქვენ, ალბათ, მატილდა...
ჯიბიდან ნაჭრის ცხვირსახოცს იღებს და ჩემკენ იხრება. სულაც არ მინდა უცხო კაცის შეხება, ამიტომ ცხვირსახოცს ვართმევ, რაზეც ეღიმება.
- დიახ... საიდან იცით?
- რას ჰქვია საიდან?! თქვენი და ონისეს მოულოდნელ შეუღლებაზე ბავშვებიც კი ლაპარაკობდნენ... - სიტყვა „მოულოდნელს“ უფრო გამოკვეთილად ამბობს.
- აჰ... ჩვენი შეუღლება... - მწარე ღიმილი მედება სახეზე.
- რა მოხდა? იჩხუბეთ? - მეკითხება დიდი ინტერესით.
- ვიჩხუბეთ? საიდან მოიტანეთ?
- შემთხვევით თქვენი ხმა გავიგე... სხვა ქალი ახსენეთ...
- არა... - ვცდილობ უდარდელი ვიყო. - არაფერი სერიოზული...
- წყვილებს ყოველთვის მოსდით ჩხუბი, მატილდა... მთავარია ამან ყოველდღიური ხასიათი არ მიიღოს... თქვენს შემთხვევაში ხომ არ არის ეგრე?
მისი გამომცდელი კითხვები კიდევ უფრო მაბნევს. უფრო და უფრო არ მსიამოვნებს მისი სიახლოვე.
- რას ბრძანებთ... ჩვენ თითქმის არასდროს...
- მატილდა! - ჩამესმის ონისეს ომახიანი ხმა.
ერეკლე გვერდზე იწევს. ონისეს გაოგნებულ და განრისხებულ მზერას ვაწყდები.
- შენ აქ რას აკეთებ? - უხეშად ეკითხება ერეკლეს.
- ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ, ონისე... როგორ გიკითხო? - ისევ ჩვეული ცინიკური ხმა აქვს, ისევ ჩვეული ღიმილი გადაჰკვრია სახეზე.
- მატილდა, წამოდი...
ხელს მავლებს და ოთახიდან თითქმის ძალით გამოვყავარ.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, მატილდა... - ჩამესმის ერეკლეს ხმა უკნიდან.
ონისე ისე მიჭერს მაჯაზე თითებს, რომ სისხლი აღარ მოძრაობს. ლიფტში შევდივართ.
- ხელი გამიშვი, ტყიურო! მტკივა!
ხელს ოდნავ მიშვებს, მაგრამ განრისხებული თვალებს ჩემკენ ატრიალებს.
- არ დავინახო მეორედ მაგ ადამიანს დაელაპარაკო... გაიგე?! არც კი შეხედო...
- რა მოხდა? - ვეკითხები გაოგნებული. - ვინ არის?
- ჩერქეზია!
- რა? - რაღაცნაირი შიში მიპყრობს. - აქ რა უნდა?
- დეიდაჩემის შვილია... დადუნას შვილი...
- მერე?
- როცა დადუნა თავის ქმარს გაშორდა ერეკლემ მამამისთან დარჩენა არჩია, ჩერქეზეთში... იქ გაიზარდა... ქართველობის მაგას არაფერი ეტყობა, სულით ხორცამდე ადიღეა... გესმის?! არც ის ინდობა... ამიტომ მას არ უნდა გაეკარო!
- კარგი... გავიგე... არაფერი ჩაუდენია... მხოლოდ ვსაუბრობდით... - ვლუღლუღებ.
- გვერდიდან არ მომშორდე!
- შენ თვითონ გამიშვი სასტუმროს დასათვალიერებლად!
- მატილდა... გვერდიდან არ მომშორდე...
მეუბნება და რამდენჯერმე ღრმად სუნთქავს. ლიფტიდან გამოვდივართ, ამჯერად რომელიღაც სხვა დერეფანში.
ვჩუმდები, რადგან შეწინააღმდეგების თავი აღარ მაქვს. ჩუმად ვაპარებ მზერას უკან დერეფნისკენ. ასე მგონია ერეკლე მოგვსდევს. ძალიან რთულია იმის გააზრება, რომ შეიძლება მას ჩემი მოკვლა ჰქონდეს დავალებული. თან რისთვის? მე ხომ საერთოდ არაფერი დამიშავებია. ონისე კი მიმარბენინების გიჟივით წინ. წამიერად თვალებში მიბნელდება. წონასწორობას ვკარგავ.
- ონისე... - ძლივს ვაბრუნებ ენას.
არ ჩერდება.
- ონისე... ერთი წამით... გთხოვ... - ვეხვეწები ბოლოს.
ცივ კედელს ვეყრდნობი შიშველი ზურგით. ფეხები მიკანკალებს. თვალებს უაზროდ ვატრიალებ, ყველაფერს გადღაბნილად ვხედავ და ფოკუსს ვერ ვასწორებ.
- მატილდა... - შეშინებული ხმა აქვს. - რა დაგემართა?
- მე... მე... საერთოდ... არაფერი დამიშავებია... - ჩემს ხმას ვერ ვცნობ, პანიკა მიპყრობს.
- მატილდა... ისუნთქე... მშვიდად...
- საერთოდ... რა ხდება... რა ჯანდაბა ხდება... - მომდგარი ცრემლები ხმას მიპობენ. - მე... მე რატომ... რატომ უნდა მომკლან...
- მოდი ჩემთან...
ორივე ხელს მხვევს და მთელი ძალით მიკრავს.
- ჩემთან როცა ხარ არაფრის უნდა გეშინოდეს, მატილდა... - ზურგზე ნაზად მეფერება. - არავის მივცემ უფლებას, რომ ჩემს ცოლს შეეხონ... შეხების უფლებაც კი არ აქვთ...
მისი სიტყვები, როგორც ყოველთვის, გავლენას ახდენენ ჩემზე და ნელ-ნელა ვმშვიდდები. როგორ ვაღიარო, რომ ონისეს სიტყვები მამშვიდებს? როგორ ვაღიარო, რომ მისი შეხება მსიამოვნებს? როგორ ვაღიარო, რომ მისგან უზარმაზარი ძალა მოდის... ძალა, რომელიც მაიძულებს მისი სიტყვების დაჯერებას. კანკალი წყდება. ისევ ვსუნთქავ. ისევ ვგრძნობ კიდურებში ძალას. ისევ ცოცხალი ვარ. ცოცხალი და დაცული.
სასტუმროში კიდევ რამდენიმე საათით ვრჩებით, ოღონდ ამჯერად ჩემი მეუღლე გვერდიდან არ მშორდება. გაოცებული შევყურებ მას. არასდროს მინახავს ადამიანი ერთდროულად ამდენ საქმეს აკეთებდეს. ცოტა გაოგნებულიც კი ვარ. მომწონს მისი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ. პატივისცემით ეპყრობა ყველას, ბოლომდე ისმენს მათ გასაჭირსა თუ რჩევას. მოხიბლული ვარ ონისეს დახვეწილი გემოვნებით. მართლა საოცრად ახამებს ყველა დეტალს.
- ონისე... - გვიახლოვდება ნინა.
ინსტიქტურად ვიბლიანს ხელს ვკიდებ და ძლიერ ვეჭიდები, თითქოს ვინმე წართმევას მიპირებდეს. ეღიმება. ისევ ის ცინიკური ღიმილი ასე რომ მაღიზიანებს!
- ფარდებზე მინდოდა მეკითხა... რამდენიმე ვარიანტი მოგვიტანეს... ამ ოთახის ფარდების ფერია ასარჩევი... ოქროსფერი, მუქი მწვანე და ბორდოსფერი... ჩემი აზრით ბორდოსფერი მოუხდება... უფრო მდიდრულ ელფერს შესძენს...
- შესაძლებელია... - ამბობს ონისე.
- ბორდოსფერი არ მოუხდება... - ვერევი ურცხვად და ონისეს გაკვირვებულ მზერასაც ვიმსახურებ.
- რატომ? - აგრესიული ტონით მეკითხება ქერა ქალბატონი.
- შეიძლება უფრო მდიდრული გამოჩნდეს, მაგრამ „დამგრუზველი“ ფერია... ჩემი აზრით, მთავარი შემოსასვლელი ისეთივე კომფორტული უნდა იყოს დამსვენებლისთვის, როგორც საძინებელი... ბორდოსფერი კი მძიმედ მოქმედებს ადამიანზე და დიდხანს ამ გარემოში ვერ გაჩერდება... ასევე ცუდად მოქმედებს თვალებზე და ფიქრებზე... მწვანე კი სიმშვიდესთან ასოცირდება... ყველაფერი იმდენად ძვირფასია და მდიდრულია, რომ ადამიანი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მდიდრული ფარდების გარეშეც შეამჩნევს... მწვანე კი მისაღებს მდიდრულთან ერთად კომფორტულად აქცევს...
- იცი რა, ნინა? - თვალს არ მაშორებს ვიბლიანი. - ჩემი ცოლი მართალია...
იმდენად მოულოდნელია ეს სიტყვები, რომ გაოგნებული ვაჩერდები ონისეს. ისიც მიყურებს, ოღონდ სულ სხვანაირი თვალებით. ასეთი გაბრწყინებული არასდროს მინახავს.
- კი ბატონო... - ამბობს დაბალი ხმით ნინა. - იყოს ისე, როგორც თქვენს ცოლს სურს...
გვეცლება. და ვრჩებით მარტო. მე და ონისე. და ჩვენი გადახლართული მზერა.
- დაიღლებოდი... - მეუბნება ბოლოს დამთბარი ხმით. - წამოდი, წავიდეთ...
- ოღონდ სახლში არა... - ვამბობ ინსტიქტურად.
- კარგი... - ეცინება.
ხელს მავლებს და გასასვლელისკენ მივდივართ.
მანქანაში ვსხდებით. ჩემდა გასაკვირად მუსიკას რთავს, თანაც კლასიკურს. კლავიშების სასიამოვნო მელოდია იღვრება.
- მუსიკას უსმენ... თან კლასიკურს... - ვერ ვმალავ გაკვირვებას.
- ხანდახან... ეს დებიუსია... - რაღაცნაირად აღფრთოვანებით საუბრობს.
- სამი წელი დავყავდი დედაჩემს ფორტეპიანოზე... საშინელი სამი წელი იყო...
ეცინება.
- საინტერსო ადამიანი ჩანხარ... - მეუბნება რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ.
ვერაფერს ვპასუხობ. კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანას აჩერებს. გადმოვდივარ. ალაგ-ალაგ მიყინული თოვლია შერჩენილი.
- სად ვართ?
- წამოდი...
წინ მიდის. მივყვები. ჩემს თვალწინ პატარა და კოხტა სახლი დგას, ქვით ნაშენები. ონისე კარს უახლოვდება და ბოქლომს გასაღებს არგებს. ჯერ მე მიშვებს, შემდეგ კი თვითონაც შემოდის.
- ეს...
- ეს ჩემი სახლია... - ამბობს სიამაყით. - მხოლოდ ჩემი...
- რას ნიშნავს მხოლოდ ჩემი?
- აქ მხოლოდ მე მოვდივარ ხოლმე... როცა მარტო ყოფნა მჭირდება... ან როცა ყველასგან და ყვეალაფრისგან ვიღლები...
ოთახს თვალს ვავლებ. მთლიანად ხითაა მოპირკეთებული. გარედან ქვა რომ არ დამენახა ვიფიქრებდი ხის ქოხში ვარ თქო. ოთახის კუთხეში უზარმაზარი ბუხარია. ბუხრის წინ დივანი. სამზარეულოს ნაცვლად ბარია გაკეთებული. ბარის მოპირდაპირედ კი ორად ორი კარი, სავარაუდოდ, საძინებელი და აბაზანა.
- მოგწონს? - თითქოს ნერვიულობსო.
- რა თქმა უნდა... შენს ადგილას სულ აქ ვიცხოვრებდი...
- სულ მოსაბეზრებელია... ზოგადად, მარტოობა მოსაბეზრებელია... - რაღაცნაირი სევდიანი ხმა აქვს.
ცოტა გაკვირვებული ვარ. ეს მართლა ის ონისეა, რომელსაც მე ვიცნობ?
ბუხარს ანთებს. აგიზგიზებული ცეცხლის ფონზე მის პროფილს ვაკვირდები. ძალიან მიმზიდველია. იმდენად სრულყოფილი ნაკვთები აქვს, რომ თვალს ვერ ვაშორებ.
- ფრთხილად იყავი... არ შეგიყვარდე... - მზერას აპარებს ჩემკენ.
- არანაირად...
არ ვიბნევი. მანტოს ვიხდი და დივანზე ვჯდები.
- გაცივდები.
- არ გავცივდები.
ოთახიდან გადის და მალევე პლედით ხელში ბრუნდება. შიშველ ზურგზე მახურავს.
- რას მივაწერო შენი ასეთი მზრუნველობა? - ვეღარ ვითმენ.
- რომელი ქმარი არ ზრუნავს ცოლზე?
- საინტერესო ადამიანი რატომ ვჩანვარ?
აგიზგიზებულ ბუხარს თავს ანებებს და ჩემს გვერდით ჯდება.
- ჯერ არ ვიცი... მაგრამ თავიდან როცა გაგიცანი უინტერესო ადამიანად გთვლიდი... მეგონა ჩვეულებრივი, სტანდარტული გოგონა იყავი... მაგრამ ყოველ დღე მეცვლება წარმოდგენა... ყველას არ ჰგავხარ, ფაქტია...
- რახან გულახდილობის საღამო გვაქვს... მეც გეტყვი, რომ უფრო აუტანელი მეგონე, ვიდრე ხარ...
ეცინება. მოულოდნელად ხელს მხვევს და თავისკენ მიზიდავს.
- ჩამეხუტე თქო არ მითქვამს...
- მაშინ რატომ არ მიძალიანდები? - მეკითხება ეშმაკურად.
- რამდენი თვეა მიძალიანდები... რა ხეირი? - ეშმაკურადვე ვუბრუნებ პასუხს.
ვგრძნობ, როგორ ეჭიმება სხეული, ჩემს მხრებზე გადმოხვეული ხელი, როგორ უშტერდება მზერა მოგიზგიზე ცეცხლის ალზე.
- არანაირი... - ამბობს ბოლოს.
ხელზე ვეხები და თითებს მის თითებში ვხლართავ. გულის ცემა იმატებს. ჩემიც... მისიც... ნელა ვიხრები მისი ხელისკენ და ნაზად ვკოცნი. იმდენად ინსტიქტურად ვაკეთებ, რომ ვერც კი ვიაზრებ ჩემს საქციელს.
- ასე რატომ აკეთებ? - მეკითხება შეცვლილი ხმით.
ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება. დაბნეული, ამღვრეული მზერა აქვს. მისი ჩვეული, მკაცრი გამოხედვა, კუშტი სახე სადღაც ქრება. საოცარი სურვილი მიპყრობს ხელები მოვხვიო, სახეზე მოვეფერო და ბევრჯერ ვაკოცო. მაგრამ არა... არ შეიძლება...
- არც მე ვიცი... - ვუღიმი დამნაშავე ბავშვივით.
ხელს ითავისუფლებს და სახეზე ჩამოყრილ თმას უკან მიწევს. თლილი თითებით ნაზად მეხება სახეზე. სიამოვნებისგან თვალებს ვლულავ. ეღიმება, მაგრამ უფრო სევდიანად.
- შენ ერთ დღეს წახვალ... - ამბობს გაბზარული ხმით.
ვერაფერს ვამბობ. მისკენ ვიხრები და თავს მხარზე ვადებ. მისი გრილი სუნამოს სურნელი მსიამოვნებს, ამ სურნელში ვეხვევი და თვალებს ვხუჭავ.

12.
ზუსტად ორი კვირის თავზე ონისეს ღმუილი მაღვიძებს. კარადასთან დგას და თავის ტანსაცმელებს შესცქერის.
- რომელი საათია? - ვეკითხები თვალებზე ბინდგადაკრული.
- შვიდი.
- ასე ადრე რატომ გღვიძავს?
- დღეს სასტუმროს გახსნაა, მატილდა. - ცოტა არ იყოს ნაწყენი ხმა აქვს.
- მახსოვს, მახსოვს... ორი კვირაა მარტო ეგ მესმის ამ ოჯახში!
- ხო და ადექი! მოემზადე!
- მბრძანებლურ ტონს ოდესმე მოიშლი?! - ვეკითხები გაღიზიანებით.
- შენ შენს აუტანელ კომენტარებს მოიშლი?!
- არა!
- ხო და არც მე! - ისევ კარადისკენ ტრიალდება.
- გაბრძანდი ოთახიდან! უნდა ჩავიცვა! და საერთოდ ვინ მოგცა აქ შემოსვლის უფლება?! იქნებ შიშველს მძინავს?!
- რატომ ვერ შეიგნე, რომ საერთოდ არ მაინტერებს არც შენი სიშიშვლე, არც შენი სხეული და საერთოდ... არ მიზიდავ, როგორც ქალი...
ამ სიტყვების მოსმენა და მისი ჩვეული ცინიკური გამოხედვის დანახვა ერთია! ტვინში სისხლი მასხამს. საწოლიდან ვფრინდები. ატლასის პენუარს ერთი ხელის მოძრაობით ვიხდი და ტრუსის ამარა ვრჩები. იმდენად არ ელის, რომ გაოგნებული მიყურებს. თვალებს ნელი მოძრაობით აყოლებს ჩემს შიშველ სხეულს, სავსე მკერდს და ფეხებს. სხეული ეჭიმება. თვალები ვნებისგან ენთება.
ზუსტად ეს მინდოდა! გატყდა! თვალებმა... სხეულმა... საქციელმა გაყიდა... შეუძლებელია ადამიანს ასეთი რეაქცია ჰქონდეს და მისთვის სასურველი არ იყო.
- არანორმალური ხარ. - მეუბნება ბოლოს.
კარისკენ მიდის. მის სახეს ვაკვირდები. მაინც ვამჩნევ მის ჩაღიმებას. ზუსტად ამ ჩაღიმებას ველოდი. გულის ფანცქალით ველოდი. სუნთქვა გამეყინა, წამიერად მთელი სამყარო გაჩერდა.
- რა ჯანდაბა გჭირს, მატილდა! - ვკვნესი, როცა ოთახიდან გადის.
კარადისკენ მივდივარ და ნაცრისფერ სპორტულებს ვიცმევ. აბაზანის შემდეგ არხეინად გავდივარ ოთახიდან. ონისე ფანჯარასთან დგას და მყინვარებს გასცქერის.
- სასაუზმოდ არ ჩამოხვალ? - ვეკითხები მზრუნველი ცოლის ხმით.
ნელა ტრიალდება ჩემკენ. ისევ თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს.
- შიშველი უფრო მომწონხარ. - მეუბნება გამომწვევი მზერით.
- მაგის ხილვას ვეღარ ეღირსები მეტჯერ. - ზურგს ვაქცევ.
- მაგასაც ვნახავთ...
- თავდაჯერებული იდიოტი! - ვამბობ საკმაოდ ხმამაღლა და კარს ვაჯახუნებ.
სასაუზმოდ იმაზე მეტი ადამიანია შეკერებილი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ყველა ჩემკენ იხედება. დარინა სუსტად მიღიმის. თარაში თავს მიკრავს. ყველას ვესალმები და ჩემს ადგილს ვიკავებ.
- შენი ქმარი არ ჩამოვა, ძვირფასო? - მეკითხება რომელიღაც შუახნის ქალბატონი.
- არამგონია საუზმის ხასიათზე იყოს...
- რა თქმა უნდა... - სიამაყით ამბობს დარია. - დღეს ხომ მისი სასტუმროს გახსნაა... ამდენი იწვალა და იშრომა... ვის სცხელა ჭამისთვის?!
საუბარში არ ვერევი. ყველაზე მეტად ეს მოსაბეზრებელი საუბრები მაღიზიანებს. მალევე ვდგები და რაც არ უნდა უხერხული იყოს სუფრას ვტოვებ. სამზარეულოში შევდივარ. რამდენიმე მოსამსახურე გაოგნებული შემომყურებს. რით ვერ მიეჩვივნენ, რომ ამ ოჯახში ქალბატონივით ქცევა არ შემიძლია?
- თუ შეიძლება რამდენიმე ნაჭერ პურს, ყველს და ქლიავის ჯემს წავიღებ...
რამდენიმე წუთში თეფშით ხელში ჩემი და ონისეს საცხოვრებლისკენ მივუყვები დერეფანს. კირილეს ოთახის კარი ღიაა.
- დილამშვიდობისა, კირილე... - ვუღიმი კარიდანვე.
- შენც დილამშვიდობისა, მატილდა... ეს რა მიგაქვს?
- ეს... შენი ძმისშვილისთვის... ისე ნერვიულობს მალე გული წაუვა...
ეღიმება. ოხ, ეს ფარული ღიმილები! გადამრევენ!
ოთახში შევდივარ. ჩემი მეუღლე დივანზე ზის და ტელევიზორის ეკრანს მიშტერებია.
- არ ვიცოდი მულტფილმებს თუ უყურებდი... - ვეუბნები სიცილით.
- ჰა... რა? - ფხიზლდება უცებ.
ახლაღა ამჩნევს ტელევიზორის ეკრანზე მორბენალ „მიკი-მაუსს“. ეღიმება. ყველაზე უბრალოდ, ბავშვურად და ალალად ეღიმება. მისი ღიმილი კი მეც მაიძულებს გაღიმებას. ფეხმორთხმით ვუჯდები გვერდით. თეფშს აკვირდება.
- დაბლა იმდენი ხალხია ვერ ჭამე, ხო? - მეკითხება თანაგრძნობით.
- არა... მე როცა მშია ყველგან შევჭამ... ეს შენთვისაა...
- ნაირამ გამოგატანა? - წამიერად თვალებს ატრიალებს.
- არ შეიძლება მეც ვიზრუნო ჩემს ქმარზე?
ვეუბნები კეკლუცად, თან ჯემს ვუსმევ პურს.
- მატილდა, ვერ შევჭამ... - მეუბნება ისევ ბავშვური ხმით.
თეფშს მაგიდაზე ვდებ და ონისეს თვალს თვალში ვუყრი.
- დამელაპარაკე...
- რა?
- დამელაპარაკე, ონისე... მოდი, წარმოიდგინე... რა შეიძლება მოხდეს დღეს ყველაზე ცუდი...
- არ მინდა!
- გინდა! - წარბებს ვუქაჩავ.
- ხალხს არ მოეწონება ჩემი სასტუმრო...
- ეგ უბრალოდ შეუძლებელია... მეც კი მოვიხიბლე...
- ოხ... რახან შენ მოიხიბლე...
- უხეშო!
- კარგი... - ეცინება. - ჩუმად ვარ...
- კიდევ რა შეიძლება მოხდეს?
- გურბანოვები შემოიჭრნენ და წაგიყვანონ...
ამ სიტყვების გაგონებაზე შიშისგან მაჟრჟოლებს. რომ წარმოვიდგენ, როგორ მკოჭავენ და მიმათრევენ მოსაკლავად, მაჟრიალებს. რამდენიმე თვის წინ ხომ ზუსტად ასე გააკეთეს. დასისხლიანებული, ნაავარიებიც არ დამინდეს.
- არავინ წამიყვანს... ვერ გაბედავენ... თან გვერდიდან არ მოგშორდები... თარაშიც იქ იქნება...
- ისე... იქნებ კარგიც იყოს რომ წაგიყვანონ? - ჩვეული ცინიზმი უბრუნდება. - აღარვინ გამაგდებს ჩემი საკუთარი ოთახიდან, თან შიშველი...
ისევ თეფშს ვიღებ. ჯემიან პურის ნატეხს ვიღებ და მისი პირისკენ მიმაქვს.
- ერთი ლუკმა მაინც ჭამე... ენერგია ხომ გჭირდება...
- ასეთი მზრუნველობა რით დავიმსახურე? - მეკითხება სრული სერიოზულობით.
- ამ კითხვაზე პასუხი არ გამაჩნია...
- ჩემი აზრით, გაგაჩნია... უბრალოდ საკუთარ თავთან მეტი გულწრფელობაა საჭირო...
მისი თავდაჯერებულობა მაღიზიანებს. გაბრაზებული ვდებ თეფშს და ვდგები, მაგრამ მაშინვე ხელს მავლებს, კალთაში მისვამს და ხელებს წელზე მაჭდობს. ზურგით თავის მუცელზე მიკრავს. ვიბრძვი, ვეწინააღმდეგები, მაგრამ კიდევ უფრო მიჭერს და მაკავებს.
- გამიშვი! დროზე!
- არა!
- გამიშვი, მეთქი!
- ნუ ფართხალებ!
- ყველაზე უხეში... უზრდელი... უტაქტო ადამიანი ხარ! - ვერ ვწყნარდები.
- კიდევ? - მეკითხება დიდი ინტერესით, თან თმას მიშლის და ერთ მხარეს მიწევს.
- აუტანელი... ცხოველი... ცინიკოსი...
- კიდევ? - თმებისგან გათავისუფლებულ მხარზე მის სუნთქვას ვგრძნობ.
შემდეგ კი ძალიან ნაზ და ფაქიზ კოცნას. ღმერთო... როგორ მსიამოვნებს! მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის, რომელიც საბოლოოდ მუცელში ჩერდება, ყრუ და სასიამოვნო ტკივილს იწვევს. კოცნებით მიუყვება მხრიდან კისრისკენ, ლოყაზე, საფეთქელზე და შუბლზეც ვგრძნობ მწველ კოცნებს.
- როგორი ნაზი კანი გაქვს... - მეუბნება ვნებააშლილი ხმით.
- კარგი... გეყოფა... ახლა გამიშვი... - ვფხიზლდები უცებ.
- არა! ჯერ არა! - მიჭერს და კიდევ უფრო ძლიერად მიკრავს სხეულზე.
ჯანდაბას... ვნებდები. სხეულს ვადუნებ და მთლიანად მას ვაწვები. ეღიმება. თავს მხარზე ვადებ და თვალებს ვხუჭავ. რა ჯანდაბას ვაკეთებ?! რატომ არ ვეწინააღმდეგები?! რატომ არ ვცდილობ თავის დაღწევას?! რატომ მსიამოვნებს მასთან ყოფნა?! რატომ მახვევს თავბრუს მისი სურნელი?! რატომ მომწონს მისი შეხება... სიახლოვე... ალერსი...
- რამდენჯერ უნდა გითხრა ხმამაღლა ნუ ფიქრობ თქო... - მეუბნება რამდენიმე წუთის შემდეგ.
მეცინება. მისკენ ვატრიალებ თავს. არ მიყურებს. მყინვარებს გასცქერის. ვაკვირდები მის პროფილს. მის ღია ფერის თვალებს, მის ცხვირს და ტუჩებს. ინსტიქტურად ონისესკენ ვიხრები და ჩემს ტუჩებს მის კისერს ვახებ. ვგრძნობ, როგორ ეჭიმება სხეული, როგორ უხშირდება გულისცემა.
- ასე ნუ აკეთებ... - მეუბნება ჩუმად.
- როგორ? - კიდევ ერთხელ ვკოცნი, ამჯერად ლოყაზე.
- მატილდა... ეს თამაში დაგღუპავს... შენც და მეც...
მინდა ვიყვირო... მინდა მთელი ხმით ვიყვირო - ჯანდაბას... დაგვღუპოს... თანახმა ვარ... თანახმა ვარ, რადგან შენთან აქამდე განუცდელ ყველაზე სასიამოვნოს განვიცდი... მინდა ბოლო ხმაზე დავუყვირო... მაგრამ არ შეიძლება...
- ხო და გამიშვი...
დივნიდან ვდგები. მინდა გამაჩეროს... მინდა, რომ ისევ მაჯაში ჩამავლოს ხელი, ისევ ჩამიხუტოს და ისევ მაკოცოს... მაგრამ არა... არ მეწინააღმდეგება.
დარინას მისაღები გავსებულია სტილისტებით, ვიზაჟისტებით და ათასი მსგავსი პროფესიის ხალხით. ჩემი დედამთილი რამდენიმე დღით ადრე შემითანხმდა, რომ მის „მასკარადში“ უნდა მიმეღო მონაწილეობა. ლექცია წამიკითხა თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ვიბლიანების რძალი, თუ როგორ დამაკვირდება ყველა მე და შეეცდებიან ნაკლი მომიძებნონ. ასევე მასწავლა, როგორ ვიპოზიორო ჟურნალისტების წინ, როგორ ვითამაშო ყურებამდე შეყვარებული ცოლის და ბედნიერი რძლის როლი.
უხასიათოდ ვუჯდები სტილისტს, რომელიც დარინას გადამკიდე უკვე გადაღლილია.
- ქალბატონო მატილდა, რაიმე კონკრეტული ვარცხნილობა გნებავთ?
- არა... არ აქვს დიდი მნიშვნელობა ჩემთვის... შენთვის მომინდია... - ვეუბნები უხასიათოდ.
- ლამაზი და გრძელი კისერი გაქვთ... თმას თუ მაღლა ავწევთ ეს ყველაფერი საოცრად გამოჩნდება...
უხალისოდ ვუქნევ თავს. თვალებს ვხუჭავ და ფიქრებში ვიძირები.
სულ რამდენიმე თვის წინ ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვიყავი. ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრებით, რომელიც ძალიან მომწონდა. ახლა ვინ ვარ? უსიყვარულოდ გათხოვილი ქალი, რომელიც სხვების ბრძანებებს ემორჩილება.
დარწმუნებული ვარ ცოტა რომ მოგვეცადა და პოლიცია ჩაგვერია ამ საქმეში ახლა ყველაფერი დალაგებული იქნებოდა. ნერვები მეშლება ჩემს თავზეც, რადგან ასე უცებ შევეგუე ბედს, ბრძოლის გარეშე დავნებდი და სრულიად უცხო ხალხს ჩემი ცხოვრების მართვის უფლება მივეცი. სიგიჟემდე მენატრება ჩემი ოჯახი, მენატრებიან მეგობრები, ჯგუფელები და კურსელები... საავადმყოფოში გათენებული ღამეებიც კი მენატრება, როცა მორიგე ვიყავი და თან საგამოცდო კონსპექტებში მქონდა თავი ჩარგული.
- მე დავამთავრე... - მაფხიზლებს სტილისტი.
- ასე მალე?
- თითქმის ოცი წუთი გავიდა... - ეღიმება.
დაბნეული ვდგები და ოთახს თვალს ვავლებს. თმაზე ფოლგებშემოხვეული დარინა თავისკენ მანიშნებს ხელით.
- მატილდა, ჩემო გოგო... ვიზაჟისტიც მოგხედავს და ეგაა...
უხალისოდ ვუღიმი და ვიზაჟისტის სკამზე ვჯდები. დაახლოებით ჩემხელა გოგონაა, საკმაოდ ლამაზი და ეშხიანი.
- კაბა რა ფერია? - მხოლოდ ამას მეკითხება.
- ლურჯი...
ონისეს ნაყიდ კაბებში განსაკუთრებულად მომხიბლა ერთმა კაბამ, რომელიც ჩუმად მოვიზომე კიდეც რამდენჯერმე. სწორედ დღეს არის მაგ კაბის ჩაცმის დრო.
საკმაოდ გამომწვევი მაკიაჟით ავდივარ ოთახში, რომელიც იდეალურად ჯდება ვარცხნილობასთან. ცოტა გაოგნებული ვარ. არ ველოდი ასეთ მონდომებას. ჩვენი საცხოვრებელი ცარიელია. როგორც ჩანს, ონისე სადღაც გაქრა.
კაბას და მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიცმევ. ჩემს სექსუალურ ჩაცმულობას უკანასკნელ შტრიხებს - სვაროვსკის სამკაულებს ვმატებ. არ ვაღიარებ, მაგრამ მინდა ისე გამოვიყურებოდე, რომ ონისეს ყბა ჩამოუვარდეს. მინდა თითოეული სიტყვა ინანოს, რაც ჩემს გარეგნობაზე აუგით თქვა.
კარზე კაკუნი მესმის და გულის ფანცქალით მივდივარ გასაღებად.
- ღმერთო ჩემო! - ვკივი სიხარულისგან. - ლუკა!
ჩემი ქმრის უმცროს ძმას სიხარულით ვეკიდები კისერზე.
- ეს ღვთაება ქალბატონი ჩემი ძმის ცოლია? - პირდაღებული მაშტერდება. - ახლა ვნანობ, რომ პირველი მე არ დავიბადე...
მეცინება.
- როგორ მომენატრე რომ იცოდე... - კიდევ ერთხელ ვეხვევი.
- ხოდა სიურპრიზი... ნუთუ გეგონა, რომ არ ჩამოვიდოდი?
ხელკავს ვუკეთებ და ერთად ჩავდივართ დაბლა. სწორედ ლუკა მეხმარება მანტოს ჩაცმაში და სახლიდან გავდივართ. თარაშის მანქანაში ვსხდებით. სად არის ონისე?
მანქანის შიდა სარკიდან მათვალიერებს თარაში, შემდეგ კი მანქანას ქოქავს და მივდივართ. რა უცნაურ ოჯახში მიწევს ცხოვრება? როგორ შეუძლიათ იყვნენ ასე გაყინულები, ასე უემოციოდ და გულგრილად ყველაფრის მიმართ? არც დარინასა და თარაშს შორის ვხედავ დიდ სიყვარულს. თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით არიან ცოლ-ქმარი, ყველანაირი გრძნობის გარეშე. ყოველთვის ცოტას საუბრობენ, თუ საუბრობენ ესეც ოჯახის ან ბიზნესის საქმეზე და ისიც სრულიად უემოციოდ.
რამდენიმე წუთის შემდეგ თარაში მანქანას „ვიბლიანი რეზიდენსის“ წინ აჩერებს. ლუკა ჯენლტმენურად ხელკავს მთავაზობს და ერთად შევდივართ სასტუმროს უზარმაზარ ჰოლში. გაჩერებული მანქანების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ ბევრი ხალხია მოსული.
გული გამალებით მიცემს. არ ვიცი რატომ... რას ველოდები? რა მინდა რომ მოხდეს? წარმოდგენაც არ მაქვს. უბრალოდ მინდა, რომ ონისემ დამინახოს, ჩემით მოიხიბლოს. მეც კი ვხვდები, რომ ეს უბრალოდ თამაში აღარ არის. მაგრამ მე ეს თამაში მომწონს... ძალიან მომწონს... ცხოვრება იმდენად უსამართლოდ მომექცა, რომ ერთხელ მეც მინდა გავრისკო. ჯანდაბას, სადაც არ უნდა მივყავდე ამ რისკს... მინდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მეც გავრისკო.
შიგნით იმაზე მეტი ადამიანი მხვდება, ვიდრე წარმოვიდგენდი. ლუკა წამიერად მშორდება და ნათესავებში ერევა, მე კი მარტო ვრჩები. სრულიად მარტო. უცხო ადამიანებში. თვალებით ონისეს ძებნას ვიწყებ. რა ვქნა, რომ ონისე ყველაზე ახლობელია ჩემთვის ამ ხალხს შორის?
ონისეს ნაცვლად კი პირდაპირ მომღიმარ ერეკლეს ვეჩეხები. თვალებს მობეზრებით ვატრიალებ და შებრუნებას ვაპირებ, მაგრამ მაჯაზე მსუბუქად მეხება და მატრიალებს.
- ვინ მოგცა ჩემი შეხების უფლება? - გადავდივარ შეტევაზე.
- მისალმება არ გასწავლეს? - მიღიმის ისევ.
შავი ყორნისფერი თმა შუბლზე აქვს ჩამოყრილი, ღია ცისფერი თვალები კი ეშმაკურად უელავს. უდაოდ ძალიან სიმპატიურია, ჩვენი პირველი შეხვედრისას ეს არ შემიმჩნევია.
- შენთან ურთიერთობა კატეგორიულად ამიკრძალეს...
- ქმრის ჭკუაზე დადიხარ, მატილდა?!
- რაც გინდა ის დაარქვი...
- შენი ქმარი არ დადის შენს ჭკუაზე, ფაქტია... - მისი ღიმილი უკვე მაღიზიანებს.
- რას გულისხმობ?
- იცი ახლა სად არის? უფრო სწორედ... ვისთან არის?
- გინდა ჩემი ქმრის ერთგულებაში ეჭვი შემატანინო?
ისე ვიცავ ჩემს ღირსებას, თითქოს მართლა ცოლ-ქმარი ვიყოთ.
- თავდაჯერებულობა... შენნაირ ქალებს სწორედ თავდაჯერებულობა ღუპავთ ხოლმე...
იმავე წამს ლუკას შეხებას და შვებას ვგრძნობ! თითქოს იგრძნო როგორ მჭირდებოდა...
- პატარა ვიბლიანს სალამი... - ახლა ლუკას ესალმება ცინიკურად.
- გამარჯობა, ერეკლე... - პასუხობს უემოციოდ, აშკარად არც ლუკას ეხატება გულზე. - წამოდი მატილდა, ონისე მოვძებნოთ...
- არ გირჩევთ... - აგრძელებს ღიმილით და დაჟინებულ მზერას არ მაშორებს.
- რატომ? - ეკითხება ლუკა გაღიზიანებით.
შემდეგ კი მესმის ერეკლეს პასუხი სვანურად. ჩემთვის გაურკვეველ სიტყვებში მაინც ვარჩევ იმ ერთადერთს, რის გაგებასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი და რისი გაგებაც პირდაპირ ტვინში მირტყამს - „კესო“. ამ ყველაფერს კი ლუკას შეშფოთებული მზერაც მიდასტურებს.
უკანმოუხედავად ვტოვებ მისაღებს და ლიფტისკენ მივდივარ. კარის დაკეტვას ვცდილობ, მაგრამ ლუკა მაინც შემოდის შიგნით.
- სად გარბიხარ, მატილდა? - ცდილობს აღელვება არ შეიმჩნიოს.
- ჩემი ძვირფასი მეუღლის მოსაძებნად...
- არ გინდა... თვითონ მოვა... რაღაც საქმე აქვსო, მითხრეს...
- ლუკა... დებილი გგონივარ?! - განრისხებულ მზერას ვესვრი.
პატარა ვიბლიანი დასჯილი ბავშვივით ჩუმდება. უმისამართოდ დავდივარ დერეფნებში და იმის დანახვას ველი, რაც ყველაზე მეტად მატკენს გულს. ერთ-ერთი სართულის დერეფნის ბოლოში ჩემი წარმოდგენები მართლდება.
ონისეს ზურგს ვხედავ, რომელზეც სხვა ქალის ხელებია შემოხვეული, მათი ტუჩები კი ერთმანეთს ეხება. ძალიან ვნებიანად კოცნიან. რამდენჯერმე ძილის წინ ფარულ და აკრძალულ ფიქრებში მეც წარმოვიდგენდი როგორ ვკოცნიდი ონისეს, როგორ ეხებოდა მისი ტუჩები ჩემსას და რას ვიგრძნობდი მაშინ. ამ წამიდან კი ყველაფერი ქრება. ყველანარი ემოცია, ფიქრი, განცდა ერთიანად ბარდება წარსულს. ვუყურებ მათ და ერთადერთი რასაც ვგრძნობ ზიზღია - ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. რატომ აღმოვჩდნი ასეთი სულელი? რატომ დავიწყე რაღაც უაზრო სასიყვარულო დრამების აწყობა? რატომ მეგონა, რომ ონისესა და ჩემს შორის ფორმალურ ცოლ-ქმრობაზე მეტი იყო? არანაირი უფლება არ მქონდა ასე მოვქცეოდი ჩემს თავს.
უკანმოუხედავად ვბრუნდები ისევ ლიფტში, ამჯერად მარტო. ლუკა გახევებული შესცქერის თავის ძმას. ერთ-ერთ სართულს ვაჭერ, ქუსლიან ფეხსაცმელს ვიხდი და ნატკენ ფეხის გულს ხელით ვიზელ. ფეხშიშველი გავდივარ დერეფანში და ერთ-ერთ ნომერში შევდივარ.
სიბრაზისგან აღარ ვიცი რა ვქნა. მთელი ძალით ვურტყამ ფეხს კარადას.
- ჯანდაბა! ჯანდაბა! მარტილდა! როგორი სულელი ხარ! გამოუცდელი! იდიოტი! მეოცნებე! სულელი!
უკიდურესი სიტყვებით ვლანძღავ ჩემს თავს. ნელ-ნელა გულში წყენაც ისადგურებს. და ვისზე ვარ ნაწყენი?! ონისეზე?! რა უფლებით? ჩვენ ერთმანეთისთვის ერთგულება არ მოგვითხოვია...
მაგრამ... გულის სიღრმეში რატომღაც მეგონა, რომ ონისე ვიბლიანს მოვწონდი მაინც. არა და ისიც ვიცი, რომ ჩემთან ფიქტიურ ქორწინებას მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ გაშორების შემდეგ მშობლებს მისი და კესოს ურთიერთობა ეღიარებინათ. ფაქტობრივად, ცოლად მომიყვანა იმისთვის, რომ მერე სხვა მოიყვანოს. წესით ამაზე რეაქცია არ უნდა მქონდეს... პირიქით, მადლიერიც უნდა ვიყო, რადგან ცოლად სწორედ ჩემი უსაფრთხოებისთვის მომიყვანა, მაგრამ ასე არ არის! ძალიან, ძალიან მტკივა მისი საქციელი... მეცოდება ჩემი თავი... ჩემი სულელი და მეოცნებე თავი, რომელიც ასე მარტივად წამოეგო ანკესს.
გამოსვლას ვაპირებ, როცა კარი იღება და ერეკლე შემოდის.
- გაქცევა გამოსავალი არ არის... - ამჯერად სერიოზული სახით შემოდის.
- ჰა, მიდი... დამცინე... დამამცირე... რაც გინდა ის ქენი...
- რატომ გგონია, რომ აქ ამისთვის მოვედი?
ჩემკენ მოდის და გვერდით მიჯდება. მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე ჩერქეზია, მის გვერდით საფრთხეს არ ვგრძნობ, ამიტომ ადგილიდან არ ვიძვრი.
- აბა, რისი თქმა გინდა? დავიჯერო გადარდებს რას ვგრძნობ?
- რამეს გრძნობ? მგონი ეს უფრო სადარდებელია ახლა შენ რომ რამეს გრძნობდე...
საიდან იცის? ნუთუ ყველაფერს მიხვდა?
- ქმარი რომ სხვა ქალს კოცნის... - ვიწყებ დაბნეული.
- კარგი ახლა! - მაჩუმებს ეგრევე. - გგონია მჯერა, რომ ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებული წყვილი ხართ?
- შენი მოსმენა აღარ მინდა! - ადგომას ვცდილობ, მაგრამ მაჯაში ხელს მავლებს და ისევ მსვამს.
- მე ყველაფერი ვიცი, მატილდა... - მეუბნება ღიმილით. - ვიცი, რომ ჩემი ნათესავები მოკვლას გიპირებენ...
- მხოლოდ ნათესავები?
მოულოდნელად ხარხარს იწყებს.
- შენ მართლა გგონია, რომ მეც შენი მოკვლა მინდა? სერიოზულად?
პასუხს არ ვცემ. მზერას ვაშორებ და წინ ვიყურები.
- ღმერთო ჩემო... არ იდარდო, მატილდა... მე არ მოგკლავ... - სულს ძლივს ითქვამს.
- რა ჯანდაბა გინდა?
- მეცოდები... შენს პირად ცხოვრებას იმ ადამიანს სწირავ, რომელსაც სხვა ქალი უყვარს...
- შენ არაფერი იცი!
- შენი თვალით არ ნახე?
- არავის არაფერს ვწირავ!
- აჰ... თქვენი გარიგება... ერთი წელი ცოლ-ქმრობა და მერე დავიშალეთ, ხო?
- დიახ!
- რა დიახ, მატილდა?! შენ თუ ონისე შეგიყვარდა გგონია დაშლა ეგრე მარტივად გამოვა?!
- არავინაც არ მიყვარს! რას ბოდავ საერთოდ?! ან ვინ მოგცა უფლება?!
უხეშად ვკრავ ხელს და კარისკენ მივდივარ. წამებში მეწევა, გაღებულ კარს კეტავს და ჩემს წინ ჩერდება, ძალიან, ძალიან ახლოს. ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება. როგორი იდუმალი და უძირო თვალები აქვს. თითებით სახეზე მეხება და ნაზად მეფერება. უჩვეულო სიცივე მოდის მისგან.
- როგორი იღბლიანია ონისე ვიბლიანი შენნაირი გოგოს ყურადღება რომ დაიმსახურა...
თავს უკან ვწევ, მისი შეხება არ მომწონს. ხელი ჰაერში უშეშდება. სახეზე ისევ ჩვეულ ღიმილს იკრავს. მიუხედავად ყველაფრისა, საკმაოდ სიმპატიურია ერეკლე და ვერც იმას უარვყოფ, რომ მიზიდავს. მაგრამ როცა ონისეს შეხება, ონისეს სიახლოვე და მისი სურნელი მახსენდება, უბრალოდ შეუძლებელია სხვაზე ფიქრი.
- რა ჯანდაბად გინდა ადამიანი, რომელიც ვერ გაფასებს?
- ეს ასე არ არის...
- ასეა! - თვალები განრისხებისგან უელავს.
- ნუ მტანჯავ... - ვნებდები და საწყლად ვხუჭავ თვალებს. - გთხოვ... შემეშვი... მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს... გთხოვ... ნუ მიმატებ... ისედაც შენი არანორმალური ნათესავების გამო საკუთარ ცხოვრებას ჩამოვშორდი და აქ, ამ მთაში ვარ გამოკეტილი სრულიად არანორმალურების ოჯახში...
ვერც ვიაზრებ ისე მადგება ცრემლები.
- კარგი... ბოდიში... ოღონდ არ იტირო... - შეშფოთებული უკან იხევს. - ჩემი ბრალია... არ უნდა...
- რა არ უნდა? რამე ისეთი მითხარი, რაც აქამდე არ ვიცოდი?!
- სამაგიეროდ... შემიძლია შურისძიებაში დაგეხმარო... - მოულოდნელად ბოროტი ღიმილი ეფინება სახეზე.
ჩემს თავზე მეცინება, რომ არანორმალური ადიღეს გეგმას ვთანხმდები. მაგრამ უკვე აღარფერი მადარდებს. ონისე ყველაფერს ინანებს, ყველა კოცნას, ყველა შეხებას...
ლიფტიდან ერთად გავდივართ, ერეკლეს ხელკავით მივყავარ მთავარი დარბაზისკენ.
- ახლა იქ შენი ქმარი სიტყვით გამოდის... - ეშმაკურად მანიშნებს დარბაზისკენ.
შიში და „რაღაცის გაფუჭების სურვილი“ ერთიანად მივლის მთელ სხეულში.
- ახლა ჩვენ იქ ერთად შევალთ... - აშკარად ეტყობა, რომ აზარტშია შესული.
- და ყველა ჩვენ მოგვაშტერდება...
- მე მიყურე... ცოცხალი თავით არ გაიხედო სხვებისკენ... გამიცინე...
მართლა მეცინება. მგონი თამაში არც დამჭირდება.
კარს ვაღებთ და შევდივართ. შემაღლებულ ადგილას მართლა დგას ონისე ვიბლიანი, რომელიც მაშინვე გვამჩნევს. თვალებში მრისხანება უდგება.
- მე მიყურე, თქო! - მეუბნება ჩუმად ერეკლე.
ასეც ვიქცევი და ღიმილიანი სახით ერეკლესკენ ვტრიალდები. ერეკლე რაღაცის მოყოლას იწყებს. ვიცინი. ვცდილობ მაქსიმალურად უდარდელად გავიცინო.
ერთ-ერთ კუთხეში ვჩერდებით და საუბარს ვაგრძელებთ.
- მთელი სანათესაო ჩვენ შემოგვყურებს... - მეუბნება ღიმილით.
- გვიყურონ...
- განსაკუთრებით შენი დედამთილის და ჩემი ძვირფასი დეიდის მზერა მაშინებს... აფთარივით იყურება...
- ეგ სულ აფთარივით იყურება...
ამაზე მართლა გულიანად გვეცინება. ისევ ლუკა გვიახლოვდება. გაოგნებული მიყურებს.
- მატილდა... კარგად ხარ?
- გადასარევად, ლუკა... - ვუღიმი ჩემი ქმრის ძმას.
- არ გეტყობა... - მტრული მზერით ათვალიერებს ერეკლეს. - მატილდა... წამოდი ჩემთან ერთად... იქით დავდგეთ... გთხოვ...
მავედრებელი თვალებით მიყურებს. მეცოდება. ლუკამ რა დააშავა? მგონი ერთადერთი დალაგებული ადამიანია ვიბლიანების ოჯახში.
- მე წავალ... ერეკლე... - ვეუბნები ბოლოს. - ლუკას ვერ ვაწყენინებ...
ერეკლესაც თითქოს ესმის ჩემიო, ისევ მიღიმის. ჩემს ხელს თავის ხელებში იქცევს და ნაზად მკოცნის.
- თავს გაუფრთხილდი, ძვირფასო... იცოდე შენი თავის ფასი...
ხელს ნაზად მიშვებს, ლუკას თავს უკრავს და გასასვლელისკენ მიდის.
რამდენიმე წუთში ონისე საუბარს ასრულებს, მქუხარე აპლოდისმენტებით აჯილდოვებენ მას. რაღაცნაირი სიამაყის განცდა მეუფლება. რას ვამაყობ? ჩემი არარსებული ქმრის წარმატებას?
- გული გატკინა, ხომ? - მეკითხება ლუკა ჩუმად, თან ისე, რომ არც მიყურებს.
- ხო... მაგრამ ჩემი ბრალია... არ უნდა მიმეცა ამის ნება...
- არა და დარწმუნებული ვარ, რომ შენზე გიჟდება...
- შენ ჯერ პატარა ხარ, ლუკა... ჩემზე რომ გიჟდებოდეს სხვა ქალს არც კი შეხედავდა... თანაც... ჩემზე ვერ გაგიჟდებოდა... იმიტომ, რომ ის ქალი ჩემამდე არსებობდა მის გულში...
- თუ გინდა დამელოდე სანამ გავიზრდები... - მეუბნება ბოლოს წარბების თამაშით.
სიცილს ვერ ვიკავებ. ლუკაც ჩემთან ერთად იწყებს ხარხარს.
მის მოახლოვებას ვგრძნობ... თითქოს მთელი სამყარო ჩერდება... ჩემი გულის ბაგაბუგის მეტი არაფერი მესმის. ვშეშდები... ერთ ადგილზე ვიყინები...
- იმედია, შენი საქციელის ახსნა გამზადებული გაქვს...
ასეთი განრისხებული არასდროს მინახავს. ნელა, ძალიან ნელა ვტრიალდები მისკენ და მაქსიმალურად ცინიკურ გამომეტყველებას ვიღებ.
- უკაცრავად? ახსნა-განმარტებები უნდა გაბარო?
- მატილდა! - კბილებში სცრის ჩემს სახელს.
თვალები სიბრაზისგან უელავს. ღმერთო! ასეთი სექსუალური არასდროს ყოფილა!
არც კი ვიცი საიდან, მაგრამ კესო ჩვენს გვერდით ჩნდება, ჩემს ძვირფას დედამთილდთან ერთად. ქერა, ჩემზე ერთი თავით დაბალი და საკმაოდ ლამაზი გოგონაა. ნავარჯიშები, იდეალური სხეული აქვს. იმედგაცრუებული ვარ... გარეგნულად კესო იდეალურია.
- მატილდა, ძვრიფასო... - დარინას გამაღიზიანებლად განაზებული ხმა ჩამესმის. - გაიცანი... ონისეს მეგობარი კესო ონიანი...
კესო თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს, ბოლოს ყალბ ღიმილს იკრავს სახეზე და მესალმება.
- სასიამოვნოა... - ვეუბნები და მკრთალად ვუღიმი.
- ძალიან მოულოდნელი იყო თქვენი დაქორწინების ამბავი... - იწყებს მაშინვე. - იმდენად მოულოდნელი, რომ ჩამოსვლაც ვერ მოვახერხე...
- არაუშავს, კეს... ბევრი არაფერი გამოგიტოვებია...
ამბობს ონისე, თან განრისხებულ და ცინიკურ მზერას არ მაშორებს. მტკივა... მისი თითოეული სიტყვა ისარივით მესობა გულზე. თურმე როგორი სულელი მეოცნებე ვყოფილვარ.
- სამაგიეროდ ახლა ჩამოვედი დიდი ხნით... - გამარჯვებულის ხმით აცხადებს გოგონა.
- მართლა? - წარბებაწეული დარინა მისკენ ტრიალდება.
- როდის აქეთ გაინტერესებთ ჩემი ამბები, ქალბატონო დარინა? - კესოს ცინიზმიც არ აყოვნებს.
- ჩემო ძვირფასო... - ბეჭდებით დახუნძლულ ხელს კესოს ხელს ახებს და კიდევ უფრო უღიმის. - როდის არ მაინტერესებდა? პირიქით... თუ დიდხანს რჩები სვანეთში... - გველურ მზერას აპარებს ჩემკენ. - ჩვენთან დარჩენის შემოთავაზება მინდოდა...
გაოგნებისგან პირს ვაღებ. მეც და კესოც. არანაკლებ გაოცებულები შეჰყურებენ დედას ვიბლიანები. ლუკამ მითხრა სწორედ დარინა იყო ონისეს და კესოს ქორწინების წინააღმდეგიო... ახლა რა ჯანდაბა ეტაკა?
- დიდი სიამოვნებით... - ღიმილით ამბობს ონიანი ბოლოს.
დარინა კესოსთან ერთად რჩება. ონისე კი ჩვეულ ამპლუას უბრუნდება, წელზე ხელს მხვევს და ხალხისკენ მივყავარ. ორივე ჩუმად ვართ. ვერც ერთი ვბედავთ ხმის ამოღებას. ან რა უნდა ვთქვათ?! ამ ყველაფრით ხომ კიდევ უფრო მაგრძნობინეს, რამდენად უცხო და ზედმეტი ვარ მათ ცხოვრებაში? განსაკუთრებით დარინამ. არ მეგონა ამ ქალს თუ ასე ვძულდი. არც ონისეს შეხებაა ძველებური. თითქოს აღარ მოდის ის მუხტები, თითქოს ახლა ნამდვილად ფორმალური გახდა ჩვენი ქორწინება.
რამდენიმე ქართველ და უცხოელ სტუმარს მაცნობს. ვცდილობ ბედნიერი ცოლის როლი მოვირგო, მაგრამ არამგონია კარგად გამომდიოდეს... იმიტომ, რომ ერთადერთი რაც ახლა მინდა ჩემს ოთახში ყოფნა, თავის ბალიშში ჩარგვა და საბნის გადაფარება მინდა... ჩემს ოთახში... ჩემს ნამდვილ ოთახში... თბილისში...
- ცუდად ხარ? - მეკითხება ონისე ჩუმად, წამიერად ისევ უბრუნდება მზრუნველი ხმა.
- ხო... სახლში მინდა... - არ ვუყურებ, არ მინდა ჩემი ამღვრეული თვალები დაინახოს.
- გინდა, ვეტყვი და წაგიყვანენ... რამე გტკივა?
- ყველაფერი მტკივა... - ვპასუხობ გულწრფელად.
- დაიღალე, ალბათ... დიდი ხანია სახლიდან არ გამოსულხარ...
აღარ ვპასუხობ. გული მიგრძნობს კიდევ ერთი სიტყვა და პატარა ბავშვივით ავტირდები. ონისე ერთხანს მიყურებს, შემდეგ კი ლუკას ძებნას იწყებს თვალებით.
ლუკასთან ერთად თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. მანტოს მაცმევს და მანქანისკენ მივდივართ. მძღოლი ჯიპს ქოქავს. როგორი წარმოდგენები მქონდა... მეგონა ერთ-ერთი უბედნიერესი საღამო იქნებოდა ჩემთვის... მეგონა ბედნიერებისგან ვიბრწყინებდი... მეგონა ონისესთან ერთად სიცილ-კისკისით წამოვიდოდი სახლისკენ. ეჰ... რამდენი რამე მეგონა.
ფანჯარას თავს ვადებ და ცრემლებს გზას ვაძლევ. აღარ შემიძლია ამდენი შეკავება... მეც ხომ ადამიანი ვარ...
ლუკა ხელს მხვევს და თავს მხარზე მადებს.
- დრო სჭირდება... თავის თავში უნდა გაერკვეს...
- არა, ლუკა... ეგ არ არის საჭირო... ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ერთად უნდა იყვნენ...
მანტოს გაუხდელად ავდივარ კიბეზე. ფეხსაცმელს ხელში ვიჭერ და სირბილით შევდივარ ონისეს „სახლში“. თავით ვემხობი საწოლზე და ტირილს ვიწყებ... საშინელ... გულის მომკვლელ ტირილს... ტირილს, რომელიც შვებას მგვრის...
არ ვიცი რამდენი საათი გადის, მაგრამ ძილ-ბურანიდან ხმაურს გამოვყავარ. დაბლა სართულიდან სიცილის ხმა ამოდის. როგორც ჩანს დაბრუნდნენ... ღმერთო... როგორი ზედმეტი ვარ... ასე უსარგებლო ნივთად თავი არასდროს მიგრძვნია... რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა აქ არ ვიყო... თუნდაც გურბანოვებს ვყავდე სადმე მოსაკლავად დამწყვდეული... ოღონდ აქ არა... ოღონდ ვიბლიანებთან არა...
რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახის კარი იღება და ოთახში ონისეს გრილი სურნელი დგება.
- მატილდა... გძინავს? - მეკითხება ჩუმად.
პასუხს არ ვცემ. ერთხანს დგას და სიჩუმე ისადგურებს. ნელი ნაბიჯით უახლოვდება საწოლს, ჩემკენ იხრება. ბეჭზე მკოცნის. ცხელი კოცნისგან მთელ სხეულზე მბურძგლავს.
- ესე იგი გძინავს...
საბნის ერთ ბოლოს ხელს ავლებს და გაყინულ ზურგზე მაფარებს. შემდეგ კი ფეხაკრეფით გადის ოთახიდან.

13.
ცივი დეკემბერი იწყება. ძალიან, ძალიან ცივი. თითქოს ასეთი დაუნდობელი არასდროს ყოფილა. ვისაც არ გამოუცდია არამგონია დაიჯეროს როგორი რთულია ზამთარი მთაში, განსაკუთრებით კი სვანეთში. მუხლამდე თოვლს კიდევ და კიდევ ემატება ყოველ დღე. თითქმის სულ თოვს. აქამდე არ მიყვარდა თოვლი და სიცივე, ახლა კი თითქოს ყველაზე მეტად თოვლს ესმის ჩემი. ვჯდები დივანზე, ავიღებ ხან სამედიცინო წიგნებს, რომლებიც, ღმერთს მადლობა, ფოსტით გამომიგზავნეს მეგობრებმა, ხან თარაშის ბიბლიოთეკიდან ვთხოულობ ლიტერატურას და ვკითხულობ. არ მეგონა ამ წიგნს ოდესმე თუ მოვუბრუნდებოდი, მაგრამ „ძმები კარამაზოვებიც“ კი წავიკითხე. თუ კითხვა მღლის გავყურებ დათოვლილ მყინვარებს, ფიფქებს, რომლებიც თითქმის არ ჩერდებიან და ვფიქრობ... ვფიქრობ უსასრულოდ, ყველაფერზე... ვიხსენებ ბავშვობას, დედაჩემს, მამაჩემს, ერთად გატარებულ ბედნიერ დღეებს... ამდენი თვის შემდეგაც ვერ მოვდივარ გონზე... რა მოუვიდა ჩემს ცხოვრებას? ასე ერთი ხელის მოსმით რატომ შეიცვალა? განა რა შეცდომა დავუშვი, რა მოხდა, რით დავიმსახურე ეს ყველაფერი?
ერთ-ერთ ასეთ ჩაფიქრებულ დღეს შოთას პანაშვიდი მახსენდება, როცა კიბეზე ვიღაც არანორმალურმა ქალმა გამაჩერა და რაღაც არარეალურის ბოდვა დაიწყო... განა როგორ დავიჯერო? როგორ დავიჯერო, რომ იმ ქალის ნაბოდვარი გამართლდა? გონებას ვძაბავ და ვიხსენებ. თეთრ სამოსს ვხედავო და მე გავთხოვდი... გამათხოვეს... ძალით... სრულიად უცხო ადამიანზე... მაგრამ ჩემზე თქვა მეორედ გათხოვდებიო... რა თქმა უნდა?! აბა ამ ოჯახში რა გამაჩერებს?! მე და ონისე მაშინვე გავშორდებით, როგორც კი გურბანოვები დამშვიდდებიან. დარწმუნებული ვარ ონისე დღეებს ითვლის ეს როდის მოხდება... ჩემსავით...
რაც კესო ჩვენთან ჩასახლდა თითქმის არ გამოვდივარ ოთახიდან. არანაირი სურვილი არ მაქვს მასთან რაიმე საერთო მქონდეს. არც მისი და დარინას მოულოდნელად გატკბილებულ ურთიერთობაში ჩარევა მინდა, ონისეზე ხომ საუბარიც არ მაქვს. კირილესთან საუბრებსაც შევეშვი, მაგრამ კირილე არ მეშვება და ყოველ დღე თუ არა დღე გამოშვებით მიანც შემოაყვანინებს რომელიმე მოსამსახურეს თავს ჩემს მისაღებში და ცდილობს ჩემთან საუბარს.
- მატილდა... - მეუბნება ერთ დღეს. - რას გრძნობ?
-მართლა გაინტერესებს რას ვგრძნობ, კირილე? - ვეკითხები ცინიკური სიცილნარევი სახით.
- მაინტერესებს...
- ვიხრჩობი... ვიგუდები... ჰაერი არ მყოფნის... ყოველ დღე... ყოველ წამს... იცი რა საშინელი გრძნობაა იმის განცდა, რომ შენ აქაურობას არ ეკუთვნი? რომ შენ აქ არ უნდა იყო... რომ ყველასთვის ზედმეტი ტვირთი ხარ... რამდენი თვეა აქ ვცხოვრობ და ყველა ისე მიყურებს, როგორც რაღაც ზედმეტ ნივთს, რომელსაც მალე მოისვრიან... მე... მე არ მემეტება ჩემი თავი ასეთი ცხოვრებისთვის... მე ასე არ გავზრდილვარ...
- იცი... შეიძლება ყველაზე კარგად მე მესმოდეს შენი... - მის თვალებში აქამდე ამოუკითხავ სევდას ვხედავ, უზარმაზარ სევდას.
- თავისუფლება მენატრება, კირილე... ხანდახან ვფიქრობ... რა მოხდებოდა ამ ფარსზე რომ არ დავთანხმებულიყავი? განა მართლა მომკლავდნენ? სადმე გავიქცეოდი... გავქრებოდი და ვერავინ მიპოვიდა...
- და გგონია ბებიაშენს, მამიდაშენს ან შენს მამიდაშვილს დატოვებდნენ ცოცხალს?
- რის გამო, კირილე, ამიხსენი! - თითქმის ვყვირი. - რის გამო?! შოთას ცოდვების გამო ოჯახი უნდა დაისაჯოს?! ესაა მთის ხალხის სამართალი?! არამგონია... მე ვარ სულელი... მე... მორჩილი, კარგი გოგოსავით დავუჯერე უფროსებს და ახლა აქ ვარ... გამოკეტილი... სრულიად მარტო... სრულიად უცხო ხალხში... არავის ვადარდებ... და გინდა მითხრა, რომ ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი არ სჯობდა?!
- ჯერ ერთი ზედმეტი არ ხარ... ყოველ შემთხვევაში მე ძალიან შემიყვარდი, ძალიან მადარდებ და ამიტომაც არ გეშვები... - ცრემლებჩამდგარი თვალებით შევყურებ. - და დარწმუნებული ვარ ონისეს ორჯერ მეტად უყვარხარ... - ცინიკურ სიცილს ვერ ვიკავებ. - მეორეც... მთის კანონები ჩვენმა დაუნდობელმა წინაპრებმა შემოიღეს და ზოგიერთი ოჯახი დღემდე მისდევს ამ კანონებს... მათ შორის არიან გურბანოვებიც... აქამდეც მითქვამს შენთვის, რომ გამუსულმანების შემდეგ ადიღეები კიდევ უფრო დაუნდობლები გახდნენ... შურისძიების სურვილი თითქოს გენებში აქვთ უკვე გამჯდარი... ვერ პატიობენ ქართველებს, რომ მაშინ, საბჭოთა რეპრესიების დროს გვერდში არ დაუდგნენ და მათსავით დამოუკიდებლობა არ მოვინდომეთ...
- კირილე... არ დამიმალო... მართლა იპარავდა ოქროს?
- შოთა? - წამიერად ჩერდება. - მატილდა... ფული და ქონება ძალიან მავნეა ადამიანისთვის... რაც არ უნდა პატიოსანი იყოს, შეიძლება ძალიან... ძალიან მარტივად სძლიოს სიხარბემ... ჩემი აზრით, სწორედ ეს დაემართა შოთას... სიხარბე დამღუპველი რაღაც არის... მაგრამ ბოლომდე ვერც გაამტყუვნებ... ადამიანის ბუნება ასეთია: ყოველთვის უფრო და უფრო მეტი გინდა, რთულია დაკმაყოფილდე იმით, რაც იმ მომენტში გაქვს და ფარული აღტაცებით არ იფიქრო იმაზე თუ რა შეიძლება გქონდეს ხვალ... სწორედ ეს იყო შოთას შეცდომა... ვერ ისწავლა ზომა და წონა და სწორედ ამ შეცდომამ იმსხვერპლა...
რამდენიმე საუკუნის წინ სვანეთში ოქროს თითქმის ვერ მოიპოვებდნენ და რაც მოიპოვებოდა, უმეტესად ხატების და ჯვრების მოსაპირკეთებლად იყენებდნენ... ეს ოქრო ითვლებოდა ყველაზე წმინდად, ყველაზე სუფთად და ძვირფასად... ამიტომ თემებში კანონი მიიღეს: ოქროს ქურდს სიკვდილით სჯიდნენ, თავს კი ხატებით და ეკლესიით იმართლებდნენ, მოპარული ოქრო ხომ წმინდა საქმეს აკლდებოდა... რა თქმა უნდა დრო გავიდა, შეხედულებები შეიცვალა, ხალხი შეიცვალა... მაგრამ ბევრი ტრადიციული სვანის მენტალიტეტს არაფერი ეშველა... წესი წესია... ოქროს ქურდი სიკვდილით უნდა დაისაჯოს, მისი ოჯახი კი სამუდამო სირცხვილისთვის უნდა იყოს განწირული... ადიღეები შოთას ასე მარტივად ვერ მოკლავდნენ... მათ სვანები დაეხმარნენ... მოღალატე თავიანთი ხელებით გადასცეს მტერს...
- განა ამდენი რა მოიპარა სიკვდილი რომ დაიმსახურა? ან რად უნდოდა? - ყურებს არ ვუჯერებ.
- ნუ... ათი გრამი ოქროს გამო არ მოკლავდნენ... აი, რაც შეეხება მეორე კითხვას - წარმოდგენა არ მაქვს, სამწუხაროდ. ფაქტია, რომ ამ საბედისწერო შეცდომამ იმსხვერპლა შოთას სიცოცხლე... ოქრო... ზოგადად, სვანები შურისძიებისას არასდროს კმაყოფილდებოდნენ ოჯახის კონკრეტული წევრით... მათი მიზანი მთელი ოჯახის გაუბედურება იყო... ხშირად სწორედ ამის გამო ეკიდებოდნენ ოჯახები ერთმანეთს საშვილიშვილოდ და იცი დღემდე რამდენი გვარი ერჩის ერთმანეთს?! შეიძლება ახალ თაობას წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რატომ უნდა სძულდეთ კონკრეტული გვარის და ოჯახის ხალხი, მაგრამ მათ სიძულვილში ზრდიან... ზუსტად იმ სიძულვილში, რომელშიც მათი მშობლები და შეიძლება იმათი მშობლებიც გაიზარდნენ... და რის გამო? წარმოდგენაც არ აქვთ...
- გარეთ 21-ე საუკუნეა, კირილე...
- მთაში დრო ნელა გადის... მგონი ეს უკვე ისწავლე...
მეღიმება. არაერთხელ გამჩენია შეგრძნება, თითქოს 4-5 თვის ნაცვლად 4-5 წელი გავიდა რაც აქ ვარ.
- და გამოსავალი რა არის კირილე? თუ ეს სიძულვილი მამიდან შვილს გადაეცემა ესეიგი არასდროს გაახარებენ დევდარიანების ოჯახს? ცოტა არ მჯერა... ძალიან არარეალურია...
- გამოსავალი, სამწუხაროდ, არ ვიცი... მაგრამ შენი აქ ყოფნით შენი თავის გარდა შენს ნათესავებსაც იცავ... გურბანოვებმა იციან, რომ თუ შენი ოჯახის წევრებს შეეხებიან, თარაში ამას არ შეარჩენს... ეს სვანებმაც იციან, ამიტომ ვერავინ გაბედავს უპატივცემულოდ მოექცეს შენს ოჯახს...
- რაც არ უნდა იყოს... მე და ონისე ძალიან მალე გავშორდებით... და ამ საქმეს ცივილურად მოვკიდებ ხელს... ადვოკატებით, სამართალდამცავებით და ისე, როგორც 21-ე საუკუნეს შეესაბამება... და ამ ჯოჯოხეთურ რამდენიმე თვეს ისე დავივიწყებ, თითქოს არც არასდროს ყოფილა...
- და შენ გინდა მისი დავიწყება, მატილდა?!
ვშრები. როგორც ყოველთვის, კირილე ზუსტად მიზანში არტყამს. მინდა? მინდა კი ონისეს დავიწყება? როგორ... როგორ უნდა დავაღწიო თავი მასზე ფიქრებს?! ან იმ მოგონებებს, რაც მასთან სამუდამოდ დამაკავშირებს?
- ძალიან მინდა! - ვეუბნები გაბრაზებით, ვდგები და ოთახში გავდივარ.

14.
ორი კვირა აუტანლად გადის. სასადილო ოთახში ვზივარ ვიბლიანების ოჯახთან ერთად. ჩემი ძვირფასი მეუღლე გვერდზე მიზის და გემრიელად შეექცევა ქათმის ბარკალს. კესო ონიანი ისევ ოჯახის სტუმარია... გაურკვეველი ვადით. თითქმის არ ვესაუბრები, არც კი ვესალმები, რაც ძალიან აღიზიანებს. ყველანაირად ცდილობს ჩემი ყურადღების მიქცევას, ჩემთვის ნერვების მოშლას. ხან უხერხულ კითხვებს მაყრის, ხან ჩემი და ონისეს პირად ურთიერთობაზე მეკითხება და ჩვენს გამოტეხვას ცდილობს. ჩემს დასანახად ეფლირტავება ჩემს ქმარს, ელაქუცება მისი ოჯახის წევრებს... მოსამსახურეებიც კი თვალებში შესციცინებენ მაშინ, როცა მე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას. მაგრამ... არ მადარდებს... მართლა არ მადარდებს... იმდენად შევეგუე მის აქ ყოფნას, რომ ჩვეულებრივად ვიღებ ყველაფერს. წარბსაც აღარ ვხრი იმაზე, რომ ონისე და კესო რამდენიმე საათით სადღაც უჩინარდებიან და შემდეგ ბრუნდებიან. აღარც ონისეს ველაპარაკები ხშირად. თვითონაც თავს მარიდებს და მხოლოდ მაშინ ჩამკიდებს ხელს თუ მოსამსახურეების წინ მორიგი შეყვარებული წყვილის გათამაშება გვიწევს. ყველანაირად ცდილობს კესო, რომ ჩემში ეჭვიანი ცოლი გააღვიძოს... რას არ აკეთებს, ოღონდ მაგრძნობინოს, რომ ჩემს ქმარს ის ჩემზე მეტად უყვარს, რომ ჩემზე უკეთესია, ჩემზე მაღლა დგას და ვიბლიანების ოჯახისთვის ჩემზე სასურველი რძალია. ნეტავ იცოდეს, როგორ სიამოვნებით დავუთმობდი ამ ადგილს და დავიბრუნებდი ჩემს ძველ ცხოვრებას. ხელიც არ ამიკანკალდებოდა ისე მივცემდი ჩემს მარჯვენა ხელზე მოკაშკაშე ოქროს ბეჭედს მას და ონისესთან ერთად ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებდი.
ახლაც ვზივარ, მადიანად შევექცევი ცხელ კუბდარს და ყურადღებას არ ვაქცევ კესოს, რომელიც მთელი მონდომებით უყვება მაგიდასთან მსხდომებს უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების ისტორიას. ფსიქოლოგია დაუმთავრებია ისეთ უნივერსიტეტში, რომელიც ჩემი უნივერსიტეტის ფრჩხილადაც არ ღირს.
- შენ რომელი უნივერსიტეტი დაამთავრე, მატილდა?
მეკითხება შაქარივით ტკბილი ხმით. განა არ იცის, რომ უნივერსიტეტი ჯერ არ დამიმთავრებია?! უბრალოდ უნდა, რომ მთელი ოჯახის წინ იმ ფაქტს გაუსვას ხაზი, რომ მას უკვე დიპლომი აქვს და „შემდგარი ქალია“, მე კი გავთხოვდი და სწავლას თავი დავანებე.
- ჯერ არ დამიმთავრებია, ძვირფასო... მეხუთეკურსი დავხურე, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი დამრჩა...
- ჰაჰ... მეტისმეტად რთული პროფესია აგირჩევია...
- ზოგადად... სირთულეები მიზიდავს... - კუბდრის მორიგ ლუკმას ვკბეჩ.
- არ გეტყობა... გათხოვების გამო სწავლას თავი დაანებე... ასე არ შეიძლება...
- ხო... სიყვარულმა თავგზა ამირია... მაგრამ მალე დავუბრუნები სწავლას... შენ ამაზე არ იდარდო... - ვუღიმი.
- ზოგადად გოგონების 80% გათხოვების გამო მიტოვებულ სწავლას აღარ აგრძელებს... მაგრამ შენ გაგიმართლა... ისეთი ქმარი გყავს, რომელიც მთელი ცხოვრება გაცხოვრებს და არაფერს მოგაკლებს...
- გეთანხმები, ძვირფასო... ნამდვილად შეუდარებელი ქმარი მყავს... - ონისესკენ ვიყურები „სულელი შეყვარებულის“ მზერით. - მაგრამ პარაზიტიზმი და სხვის კისერზე ცხოვრება ყველაზე საშინელი რაღაცაა... გსმენია პარაზიტიზმზე? პარაზიტი ძალიან მავნე არსებაა, რომელიც ეძებს მარჩენალს, რომელსაც საცხოვრებლად და საჭმელად გამოიყენებს... - ბოლო ორ სიტყვაზე დარინასკენ ვიხედები, შემდეგ კი ისევ „პარაზიტს“ ვუსწორებ მზერას. - პარაზიტი მასპინძელს პოულობს და მასში ჩასახლებას ცდილობს... ამ დროს მთავარ გადაწყვეტილებას მაინც მასპინძელი იღებს... - ისევ დარინასკენ ვიყურები. - მას აქვს არჩევანის უფლება - ან სამუდამოდ იტოვებს პარაზიტს ან იშორებს... მაგრამ ეს მასპინძელი დიდი გონებამახვილობით არ გამოირჩევა და ჰგონია, რომ პარაზიტზე ძლიერია, მას გააკონტროლებს და მაშინ მოიშორებს, როცა აღარ დასჭირდება... - ისევ კესოს ვუყურებ. - და სწორედ ამაში ცდება... რადგან პარაზიტი მართლა პარაზიტია... ის ნელ-ნელა ხვევს თავის მარწუხებში მასპინძელს, ნელ-ნელა აწვდის შხამს და როცა მასპინძელი მიხვდება თავის შეცდომას... - ისევ დარინას ვუყურებ, გაცეცხლებულ დარინას. - უკვე გვიანია... პარაზიტს ის შეჭმული ჰყავს... ამიტომ მინდა, რომ ჩემი კარიერა მქონდეს, ჩემი შემოსავალი, ჩემი ცხოვრება და ჩემმა არაჩვეულებრივმა მეუღლემ რაც არ უნდა ია და ვარდით მოფენილი ცხოვრება შემომთავაზოს, სულ სხვა გრძნობაა, როცა შენ შენით მიაღწევ ამ ყველაფერს... ხომ გესმის? თან არამგონია ონისესნაირ კაცს შეუმდგარი ქალი მოუხდეს გვერდით...
ამ სიტყვებზე ისევ ონისესკენ ვიყურები. ღიმილით შემომყურებს. წრფელი, აღფრთოვანებული ღიმილით. ესეიგი მიხვდა რაც ვიგულისხმე... და არ გაბრაზდა?!
კესო სახეალეწილი შემოგვყურებს ორივეს. დარწმუნებული ვარ, რომ შეეძლოს აქვე და ახლავე მიმახრჩობდა საკუთარი ხელით.
მოულოდნელად ოთახში მოსამსახურე შემორბის შეშილილი სახით.
- რა ხდება, ანა?!
- ქალბატონო დარინა... მოთხილამურე... რომელიღაც მოთხილამურე დაიმტვრა...
- აქ? აქ რა ჯანდაბა უნდა მოთხილამურეს?
- არ ვიცი, ქალბატონო. ფაქტია აქ, ჩვენი მთის ფერდობზე დაიმტვრა... ყვირის... არ ჩერდება... მგონი დამტვრეულია... და სანამ სასწრაფო მოვა... ჩვენმა ბიჭებმა სასტუმროში გადაიყვანეს...
- დამტვრეული კაცი ადგილიდან ბიჭებმა დაძრეს?! - ვღრიალებ. - თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ?!
მთელი ოჯახი გაოგნებული შემომყურებს ონისეს გარდა. მაშინვე დგება, ხელს მკიდებს და კარისკენ ერთად მივრბივართ. გიჟივით ქოქავს მანქანას და მოყინულ გზაზე მაქსიმალური სიჩქარით მივქრივართ.
- ექიმი... ექიმი არ გყავთ?
- უახლოესი მედ პუნქტი მესტიაშია... სავარაუდოდ სასწრაფო მესტიიდან ამოვა...
- რამდენ ხანში?
- არავინ იცის... შეიძლება რამდენიმე საათიც დასჭირდეთ... ოხ, ეს თოვლი... ჯანდაბა!
- ონისე... ისედაც დამტვრეულ კაცს ვინ იცის გადმოყვანისას რა უქნეს... ექიმი სჭირდება... ტრავმატოლოგი! - ცოფებს ვყრი.
- მე მჯერა შენი... მატილდა...
მოულოდნელად ჩემს ხელს თავის ხელში იქცევს. ამდენი ხნის შემდეგ პირველი გულწრფელი შეხება... ღმერთო, როგორ მომნატრებია... როგორ ძალიან მომნატრებია... თითქოს ისევ ის ონისეა... ჩემი ონისე, რომელიც კესოს გამოჩენამდე იყო. არა! არა! არა! მან კესოში გამცვალა! ხელს ვაშვებინებ.
- მე... მე მხოლოდ პრაქტიკებზე დავდიოდი საავადმყოფოში... არანაირი გამოცდილება არ მაქვს... ბევრი რამ ნასწავლიც კი არ მაქვს... ონისე!
- მატილდა... დამშვიდდი... ნუ ხარ პანიკაში... ცივი გონებით შეხედე... დიდთოვლობაა და კაცმა არ იცის ექიმი როდის ამოვა... თან მესტიაში ბევრად მეტი დამტვრეული ეყოლებათ... ჰაწვალი და თეთნულდი ახლოსაა და სვანეთი უკვე გაივსო ტურისტებით. აქ მგონი ერთადერთი ხარ, ვისაც სულ ცოტა სამედიცინო განათლება მაინც აქვს...
- მე... მეშინია...
- ნუ გეშინია... ჩემი მატილდა მშიშარა არ არის... - ღიმილით მიყურებს და თვალს მიკრავს.
ამ სიტყვების გაგონებაზე ერთიანად ვივსები თავდაჯერებულობით. გული მიჩქარდება, თითქოს ვგრძნობ, როგორ ფართოვდება სისხლძარღვები, როგორ ივსება მთელი ორგანიზმი ჯანგბადით და ენერგიით... რამდენი კვირაა ეს ენერგია არ მიგრძვნია...
მანქანას აჩერებს. სირბილით გადავდივარ. სასტუმროს შესასვლელშივე მესმის დამტვრეულის კვნესა. დაახლოებით 30 წლის ბიჭია. სავარაუდოდ, ტურისტი. იქვე მიყუდებული ფართე თხილამურებით თუ ვიმსჯელებთ, „ფრი რაიდერია“, რა თქმა უნდა, აბა აქ სხვა ვინ დაიმტვრეოდა. (ავტ. თხილამურების სიგრძე და სიგანე გასნხვავდება. გრძელი და წვრილი თხილამურები ძირითადად გაწმენდილ გზაზე სპორტული სრიალისთვის გამოიყენება, შედარებით მოკლე და ფართე თხილამურები გაუკვალავ თოვლში სასრიალოდაა, ამას ძირითადად ის ადამიანები იყენებენ, ვინც გაუკვალავ დათოვლილ ტყეებში, კლდეებზე და მიუვალ ადგილებში ამჯობინებენ თავგადასავლებით აღსავსე სრიალს).
ტურისტს თავზე ბუზებივით შემოჰხვევიან.
- გაიწიეთ... გამატარეთ...
ხალხს ვწევ და დამტვრეულს ვუახლოვდები. არც ისე საშინლადაა, როგორც წარმოვიდგენდი. რატომღაც ყველაზე საშინელ სურათს ველოდი - სისხლის გუბეს, გაჩერებულ გულს და სიკვდილის გზაზე დამდგარ პაციენტს. ცოცხალი და გონზე მყოფი უკვე იმედს მაძლევს.
„გერმანელია...“ მესმის საიდანღაც. სამედიცინოზე გერმანულს ვსწავლობდი, ამიტომ ჩემს არც თუ ისე გამართულ გერმანულს ვიხსენებ.
- Wie heißen Sie Herr? (რა გქვიათ, ბატონო?) - ვეკითხები და მოტეხილობების შეთვალიერებას ვიწყებ.
- Erik… Schneider… - მპასუხობს ტანჯული ხმით.
- Herr Schneider... Ich bin Mathilda... Ich studiere Medizin in Medizinische Universität... Ich habe auch Praktika gemacht, aber ich bin nicht Ärztin... Ich bin nicht sicher, dass ich Ihr helfen kann, aber es gibt auch keine Zeit... Wir wissen nicht, wenn der Arzt kommt... Erlauben Sie mir möglicherweise Ihr zu helfen? (ბატონო შნაიდერ, მე ვარ მატილდა... ვსწავლობ მედიცინას სამედიცინო უნივერსიტეტში... ცოტა პრაქტიკული გამოცდილება მაქვს, მაგრამ ექიმი არ ვარ... ამიტომ არ ვარ დარწმუნებული, რომ დაგეხმარებით, მაგრამ დროც არ არის... არავინ იცის როდის მოვა ექიმი... ნებას მრთავთ, რომ როგორც შემიძლია დაგეხმაროთ?) - ყველაფერს ერთიანად ვაყრი.
ტურისტი გაოგნებული შემომყურებს, მაგრამ ბოლოს თავს მიქნევს. სხვა რა გზა აქვს?
მხარი აქვს ამოვარდნილი, მცირე წვივის ძვალი სავარაუდოდ მოტეხილი, მეორე ხელის მხრის ძვალი ან გაბზარული ან მოტეხილი... სუნთქვა უჭირს... ანუ კარგ შემთხვევაში ნეკნები აქვს დაჟეჟილი, ცუდში მოტეხილი. ბარძარის ძვლის მედიალური გოჯიც გაბზარული ან მოტეხილი... ღმერთო ჩემო... უკვე ვლოცულობ, რომ ექიმი მალე მოვიდეს.
რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ. მოტეხილ ფეხს ვუფიქსირებ. მთავარია არ იმოძრავოს. დიდი წვალების და ონისეს დახმარების შემდეგ ამოვარდნილ მხარსაც ვუსვამ და ვუფიქსირებ. რამდენიმე ჭრილობას ვუმუშავებ და ვუხვევ. ამასობაში ექიმიც მოდის.
როგორც ჩანს კარგი და გამოცდილი ტრავმატოლოგია. ღმერთს მადლობა... ამაში მაინც გამიმართლა. მოკლედ ვუხსნი რა სჭირდა, რაზე მქონდა ეჭვი და რა მოვიმოქმედე. ექიმი ტურისტს დამამშვიდებლის ორმაგ დოზას უკეთებს. შემდეგ ფრთხილად გადაჰყავთ საკაცეზე და სასწრაფოს მანქანაში ათავსებენ. როგორ მინდა... ღმერთო, როგორ მინდა გაყოლა... ნეტავ შემეძლოს... ახლა ვგრძნობ, როგორ მომნატრებია მედიცინა, როგორ მომნატრებია ჩემი საყვარელი საქმე. დაძაბულობა, სისხარტე, წამლების სუნიც კი...
- კარგი გოგონა ხართ... - მეუბნება ექიმი, სანამ სასწრაფოს კარს მიუხურავენ. - არაჩვეულებრივად იმუშავეთ... დანარჩენს მე მივხედავ...
რამდენიმე წუთის განმავლობაში გავყურებ მიმავალ სასწრაფოს. მანამ ვუყურებ, სანამ წერტილს არ ემსგავსება და საბოლოოდ არ ქრება. ჩაბნელებულ ცას ვამჩნევ. მოსაღამოვებულა. ნუთუ ამდენი დრო გავიდა? ძლივს... ამდენი ხნის შემდეგ მთაშიც ვიგრძენი, რომ დრო გავიდა!
თოვლის ჭრაჭუნი მესმის. თოვლშიც კი ვცნობ ონისეს ნაბიჯებს. უკნიდან მეპარება და ხელებს წელზე მხვევს.
- რა საჭიროა? - ვეკითხები გაღიზიანებით, მაგრამ ვის ვატყუებ? ახლა ყველაზე მეტად მისი ჩახუტება მინდა.
- ხალხი გვიყურებს... - მეუბნება მშვიდად და კიდევ უფრო ძლიერ მიკრავს თავის სხეულზე. - ცოტა არ იყოს გამაოცე დღეს...
- გეგონა ექიმადაც არ ვვარგოდი?
- სხვა რაში არ ვარგიხარ?
- მე მეკითხები? რაც გიცნობ იმას მიმეორებ საერთოდ არ ხარ მიმზიდველიო... ღმერთი კომპენსაციის სახით არამიმზიდველ გოგონებს ჭკუას გვაძლევს...
- ახ... რა თქმა უნდა...
რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე ვდგავართ. იმდენად მენატრებოდა მისი ჩახუტება, რომ არ მინდა ხელი გავაშვებინო. ღმერთო! როგორი სასიამოვნოა მისი სხეულიდან მომავალი სითბო, მისი სურნელი, მისი სიახლოვე... ღმერთო! რა სულელი ვარ...
- დაღილილი ხარ? - მეჩურჩულება ჩვეული მზრუნველი ხმით.
- ძალიან...
ახლაღა ვიაზრებ, რომ ფეხზე ძლივს ვდგავარ. გადაჩვეული ყველანაირ მუშაობას, მოძრაობას და საქმეს ამ რამდენიმე საათმა ერთიანად მომცელა. მანქანისკენ მივდივართ. ონისე სასტუმროს წინ შეკრებილებს მადლობას უხდის და ემშვიდობება. მანქანას ძრავს.
რამდენიმე წუთის შემდეგ ხმას ვიღებ.
- რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ? - ვიწყებ პატარა ბავშვივით.
ეღიმება. ღმერთო! როგორი სიმპატიურია... ადამიანს ასე უხდებოდეს ღიმილი მე ჯერ არ მინახავს...
- გააჩნია რას მთხოვ...
- საავადმყოფოში მუშაობის უფლება მომეცი... - თვალების ვხუჭავ და განაჩენის მოსმენის ლოდინში ვირინდები.
მანქანის დამუხრუჭება მაფხიზლებს. ონისე გაოგნებული შემომყურებს.
- მართლა გგონია, რომ ამაზე დაგთანხმდები?
- კვირაში რამდენიმე დღით მაინც... გთხოვ... აქამდე შენთვის არაფერი მითხოვია... არასდროს... - ცრემლნარევ მზერას ძლივს ვუსწორებ. - არც გთხოვდი... ვიცი, არანაირი უფლება არ მაქვს ამის... მაგრამ მე ეს მჭირდება...
- მატილდა... - წინააღმდეგობანარევი მზერით მიყურებს.
- ონისე... ცუდად ვარ... იცი რამდენი ხანია ცუდად ვარ? დამწყვდეული ვარ... არ შემიძლია ასე... არ შემიძლია... - თვალზე უადგილოდ ჩამოგორებულ ცრემლს უხეშად ვიშორებ, კანი მიხურს. - ამდენი თვის შემდეგ დღეს პირველად ვიგრძენი თავი ცოცხლად... პირველად ვიგრძენი, რომ ისევ ადამიანი ვარ... ისევ მატილდა ვარ... ისევ პიროვნება ვარ... ვიტანჯები... ონისე... ძალიან ვიტანჯები... ვცდილობ არ შეგაწუხოთ... ზედმეტად არავის გავეჩხირო თვალში... ზედმეტად არავინ გავაღიზიანო... ვცდილობ ვიყო ჩემთვის მარტო... შეუმშნევლად... მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ჩემს თავსაც დავკარგავ... ვიბლიანების სახლში კი არა ამ სამყაროშიც შეუმჩნეველი გავხდები... და ეს არ მინდა... ეს დამანგრევს... მეც ხომ ადამიანი ვარ, ონისე...
ვეღარ ვიკავებ... თავს ვეღარ ვიკავებ და ტირილს ვიწყებ. სახეს ხელებში ვრგავ და ვქვითინებ. როგორი სუსტი ვარ... როგორი დაუცველი... და ყოველთვის მაშინ, როცა ონისესთან პირისპირ მარტო ვრჩები.
მოულოდნელად ონისე თავის სავარძელს უკან წევს. ხელს მკიდებს და პატარა ბავშვივით თავისკენ მქაჩავს.
- მოდი აქ...
ვერც კი ვიაზრებ ისე ვჩნდები მის კალთაში, თავს მის კისერში ვრგავ და მთელი სხეულით მას ვესვენები. თითქოს მთელი დაძაბულობა ერთიანად მეხსნება.
- ჩვეულებრივი პატარა ბავშვი ხარ... - მეუბნება ღიმილით და ნაზად მწმენდს ცრემლს.
- ნერვები მეშლება... - არ ვცხრები. - შენს გვერდით ყოველთვის სუსტი ვარ...
- მერე არ მოგწონს როცა ვიღაც ძლიერი გხვევს ხელს?
მთელი ძალით მიჭერს მკლავებს.
- ასე გამჭყლიტავ! - ვერ ვიკავებ სიცილს.
- აი, ასე... სიცილიც გვახსოვს თურმე როგორია...
ახლაღა ვიაზრებ რამდენი ხანია არ გამიცინია. პირისპირ ვუყურებთ ერთმანეთს. მართალია ბნელა, მაგრამ ლამპიონებიდან შემოპარული სინათლის წყალობით კარგად ვარჩევ მის სილუეტს. სწორ და ლამაზ ცხვირს, მოკლე წვერით დაფარულ კანს, დიდ ტუჩებს და ლამაზ წარბებს.
უკან შეკრული თმას ეჭიდება და მიშლის. თმა ტალღებად მეფინება სახეზე. თითების ნაზი მოძრაობით ყურს უკან მიწევს ჩამოშლილ დალალებს.
- ონისე... - მისი შეხება მადნობს, ერთიანად მთიშავს.
ჩემი კისრისკენ იხრება და ნაზად მკოცნის. სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ.
- გისმენ... კიდევ რაიმე სათხოვარი ხომ არ გაქვს? - მეკითხება ცინიკურად, თან კოცნით ლოყისკენ მოუყვება.
- დამიბრუნე... თავისუფლება... - ვეხვეწები ჩურჩულით.
- შენ რომ იქ რამე დაგემართოს... - თვალთან მკოცნის და მზერას მისწორებს.
- რა?
- ჩემს თავს არასდროს ვაპატიებ, მატილდა...
როგორი გულწრფელი თვალები აქვს... მტკიცე, ძლიერი გამოხედვა... ოხ! როგორ მაღიზიანებს მისი თავდაჯერებულობა!
- არავინ გავალდებულებს... ონისე...
- მავალდებულებს... მე შენი ქმარი ვარ... - და კიდევ ერთხელ მკოცნის კისერზე.
- ქმრობა ვალდებულება არ არის... და ჩვენ რეალურად არც ვართ ცოლ-ქმარი...
- და აბა ახლა რას ვაკეთებთ?
მაისურის ქვეშ ხელს მიცურებს წელზე და უფრო ახლოს მიზიდავს თავისკენ.
- და ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? - ვეკითხები.
- ჩემთვის მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს, შენი აზრით, საერთოდ რამეს გავაკეთებდი?!
- ონისე... ნუ მაბნევ... - მგონი უფრო ვეხვეწები, ვიდრე ვწუწუნებ.
- აქამდე მითქვამს, რომ ძალიან ლამაზი ხარ?
ერთიანად ვშეშდები. ენა მივარდება.
- მეთამაშები, ხო? - მაშინვე ირთვება თავდაცვის ინსტიქტი. - არ გეყო? კიდევ რა უნდა დამიშავო? კიდევ რა უნდა მატკინო?
ონისე ნელ-ნელა მიახლოვდება. მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებს. მის სუნთქვას ჩემს კანზე ვგრძნობ.
- გული...
ხელს მადებს იქ, სადაც წესით გულია. შემდეგ კი მკერდისკენ მიასრიალებს.
- ეგ უკვე მატკინე...
ეღიმება და ჩემს ტუჩებს ეწაფება. ძალიან, ძალიან ნაზად მკოცნის. მუცელი ისე მტკივა ასე მგონია რაღაც აფეთქდება. მაგიჟებს... არ მყოფნის... მისი კოცნა არ მყოფნის... როგორი ტკბილი ყოფილა... როგორი გემრიელი... როგორი ვნებიანი... მთელ სხეულზე ცეცხლი მედება... წამიერად ვდუნდები და კოცნაში ვყვები. ხელებს კისერზე ვხვევ და ვცდილობ მის ტუჩებს ავყვე. ჰაერი არ მყოფნის, მაგრამ ერთიანად ვივსები... ცოტაც და გონებას დავკარგავ...
მაგრამ არა...
გონს მოვდივარ. ზუსტად ასე კოცნიდა კესოს რამდენიმე კვირის წინ. თვალწინ სწორედ ის სასტუმროს სცენა მიდგება.
და ვშორდები. ჩვენი ტუჩები ერთმანეთს წყდება, სხეულები შორდება. ცოტა გაკვირვებული მიყურებს...
- არ შემიძლია... - ვეუბნები ჩუმად.
- კარგი რა, მატილდა... ერთხელ მაინც დააყენე შენი სურვილი გონებაზე წინ...
- ვერ დავაყენებ... იმიტომ, რომ მერე გული მტკივა...
- და მე გტკენ გულს?
- დაგინახეთ... ონისე... - ვეუბნები და მთელ გულს და სულს ამ სიტყვებს ვაყოლებ. - დაგინახეთ შენ და კესო სასტუმროს გახსნაზე...
ონისეს სახეზე ეჭვი და გაკვირვება კრთება. საზურგეს ეყრდნობა. ამასობაში ისევ ჩემს ადგილზე ვბრუნდები.
რამდენიმე წუთიან დუმილს ონისე არღვევს.
- ახლა ყველაფერი გასაგებია... ყველაფერი გასაგებია...
სკამს ასწორებს და მანქანას ქოქავს. სახლში მისვლამდე ხმას არც ერთი ვიღებთ. დაძაბული და წუთების წინ დატრიალებული ვნებისგან ჩახუთული ჰაერია. მანქანიდან გადმოვდივარ.
- მხოლოდ სამი დღე... კვირაში სამი დღე... - მესმის უკნიდან.
სახეზე ბედნიერი ღიმილი მეფინება. სიხარულისგან მსუბუქად ვხტები კიდეც.
- მადლობა... - ვეუბნები და სახლის კარს ვაღებ.

15.
და მე ისევ ცოცხალი ვარ... ამდენი ხნის შემდეგ... ისევ ვსუნთქავ თავისუფლად...
დეკემბრის ბოლო ისე მოდის ვერც კი ვგრძნობ. მესტიის მთავარ საავადმყოფოში დავდივარ უკვე რამდენიმე კვირაა. მართალია ონისემ სამი დღე მითხრა, მაგრამ თითქმის ყოველ დღე აქ ვარ. მთავარი ექიმი ოთარ ჯაჭვლიანი სიხარულით შემხვდა. გამიმართლა, რადგან ის ტრავმატოლოგია და სამომავლო პროფესიად დიდი ხანია ტრავმატოლოგიას მივიჩნევ, განსაკუთრებით გერმანელი მოთხილამურის ისტორიის შემდეგ.
ონისეს ყოველ დილით ჩამოვყავარ მესტიაში, ძირითადად მებუზღუნება, თავისი უჟმური სახით და სიმკაცრით ცდილობს გადამაფიქრებინოს „სახლიდან გასვლები“, მაგრამ არ გამოსდის. საავადმყოფოსთან მტოვებს და თავის საქმეებზე მიდის, მაგრამ არაერთხელ შემინიშნავს ფანჯრიდან მისი შავი ჯიპი. როგორც ჩანს, ვერ ისვენებს, მაინც ბრუნდება და რამდენი ხანიც შეუძლია მდარაჯობს.
არ უარვყოფ, რომ ძალიან მომწონს, როცა ჩემზე ზრუნავს. რეალურად, ტელეფონით ოჯახის წევრებთან საუბარს და სიტყვიერ გამხნევებას თუ არ ჩავთვლი (ბოლო კვირებია გოგა ისევ მელაპარაკება), ონისე ერთადერთია, ვისაც მართლა ვადარდებ. მომწონს, როცა გადასვლის წინ „ჭკვიანად იყავიო“ მეუბნება. ვგიჟდები, როცა საღამოობით ვალოდინებ და სახეალეწილი მხვდება, განრისხებული თვალებით. ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ კესო ონიანისთვის იმდენი დრო აღარ რჩება, როგორც აქამდე.
მაგრამ...
როცა სახლში ვარ სულ ერთად არიან. ერთად გადიან გარეთ, დასეირნობენ, კესო სასტუმროშიც ხშირად მიყვება მას. ერთად უყურებენ ტელევიზორს. მართალია, იქ მთელი ოჯახი იკრიბება ჩემ გარდა, მაგრამ მაინც ერთად არიან.
მაგრამ...
ეს ასეც უნდა იყოს. კესო მისი პირველი სიყვარულია. რაც არ უნდა სკეპტიკურად ვუყურებდე ამ გოგოს, ონისე მას ჩემთან შეხვედრამდე ბევრად ადრე იცნობდა და ფაქტია, ჩემს ცოლად მოყვანას იმიტომ დასთანხმდა, რომ გაშორების შემდეგ ვიბლიანების ოჯახს კესო რძლად მიეღო. თუ დარინას და კესოს სიამტკბილურ ურთიერთობას გადავხედავთ - ონისეს გეგმა გამართლდა. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ დარინა კესოს როგორც მომავალ რძალს ისე უყურებს.
რას ვგრძნობ?
მტკივა... არადა არ უნდა მტკიოდეს... მე ეს ადამიანი თავიდანვე მძულდა და ასე უნდა გაგრძელებულიყო ბოლომდე. მაგრამ რა მოხდა? ამ ნახევარ წელში ჩემს გულში ისეთმა გრძნობებმა გაიღვიძეს, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდი. ო... როგორი ძლიერები არიან... თუ მოინდომეს შეუძლიათ სრულიად დამაკარგვინონ გონება და საღი აზრი და ვინ იცის რას ვიზამ... დღითიდღე უფრო და უფრო მიჭირს თავის კონტროლი, განსაკუთრებით ჩვენი კოცნის შემდეგ.
აი, ონისე კი პირიქითაა. თითქოს ჩემთან არის, მაგრამ ყურადღებას აღარ მაქცევს. ხანდახან მგონია, რომ მსჯის, რადგან კოცნა გავაწყვეტინე, მაგრამ ამას ერთი წამითაც კი არ ვნანობ. უფრო უხასიათო გახდა, უფრო უჟმური და მკაცრი. მის თვალებში ვეღარ ვხედავ ვნების ნაპერწკალს, რომელსაც აქამდე ყოველთვის ვხედავდი როცა ჩემთან იყო, მესაუბრებოდა ან უბრალოდ მიყურებდა.
ზედიზედ ოთხი დამტვრეული მოთხილამურის მოვლის შემდეგ გათანგული ვბრუნდები სახლში. „სად ხარ ამდენ ხანსო...“ მხოლოდ ამ ოთხი სიტყვით მაჯილდოვებს ჩემი ქმარი, ფეხები დაღლილობისგან მეკვეთება. ძლივს ვბობვღდები ჯიპში და სახლისკენ ვიძრებით. იმდენად დაღლილი ვარ, რომ ლაპარაკი კი არა ფიქრის თავიც არ მაქვს. ვერც კი ვხვდები ისე ვითიშები და მეძინება.
როცა ვფხიზლდები, უკვე მის ხელებში ვარ მოქცეული. ისე ვყავარ ატატებული, თითქოს თვეების ბავშვი ვიყო. მეღიმება. მართლა მაინტერესებს, როგორ შეუძლია იყოს ერთდროულად ასეთი უხეში და ასეთი მზრუნველი?! ჯერ კიდევ ვერ ამოვხსენი ეს მოვლენა... ხომ შეეძლო გავეღვიძებინე, მის ადგილას სხვა ნებისმიერი ხომ ასე გააკეთებდა?
სითბოთი ვხვდები, რომ უკვე სახლში ვართ. საკმაოდ გვიანია, ამიტომ ზედმეტი ხალხი უკვე საძინებლებშია გაკრეფილი. კიბეზე ავდივართ. ჩვენი „სახლის“ კარს მხრით აწვება და აღებს.
ჩაბნელებულ საძინებელში შევდივართ, თვალებს წამიერად ვახელ. ისეთი დაღლილი ვარ, რომ ქუთუთოებზე სიმძიმეს ვგრძნობ და მალევე მეხუჭება. საწოლზე მაწვენს. ჯერ ფეხსაცმელს მხდის, შემდეგ ქურთუკს. ჯინსის შარვალზე შემოკრულ ქამარს მიხსნის, შემდეგ შარვალს და ამასაც ხელის ერთი მოსმით მხდის. მის წინ საცვლის ამარა ვწევარ. ისედაც გაყინული კიდევ უფრო ვკანკალებ. ბოლოს ონისე უზარმაზარ საბანს იღებს და მაფარებს. ღმერთო!.. ახლა ყველაზე მეტად მისი ჩახუტება და ძილი მჭირდება... ნეტავ შემეძლოს...
„ოდესმე შენს სურვილს გონებაზე წინ დააყენებ?“ - ჩამესმის ონისეს ხმა ქვეცნობიერში.
ჯანდაბას!
შებრუნებას და გასვლას აპირებს, მაგრამ მის ხელს ვეჭიდები. ჩემი გაყინული ხელი მის თბილ ხელს ხვდება. კრთება, მაგრამ ადგილიდან აღარ იძვრის.
- დარჩი... - ვეუბნები ჩუმად.
- რა თქვი?
- დარჩი... ჩემთან დარჩი...
სულისწამღები დუმილი ისადგურებს. წამები საუკუნეებად მეჩვენება. ჩემს გულს ბაგაბუგი გაუდის. შემდეგ კი მესმის ფეხსაცმლის გაგორების ხმა. ნუთუ მართლა რჩება?!
- ჩაიწიე...
მეუბნება საოცრათ თბილი ხმით. ვჩოჩდები ისე, რომ ონისესთვის საკმარისი ადგილი დარჩეს. მის თბილ სხეულს ჩემს გვერდით ვგრძნობ. ამჯერად მე ვაფარებ საბანს და ორივე ხელს ვხვევ. თავს მის კისერში ვრგავ და ღრმად ვუშვებ ფილტვებში ონისეს სურნელით გაჟღერთილ ჰაერს. ისიც მხვევს თავის უზარმაზარ და დაკუნთულ ხელებს.
- ოხ... მატილდა... - მეჩურჩულება, თან თითებით თმაზე მეფერება. - რას მიკეთებ?!
- უბრალოდ ჩამეხუტე... - ვეჩურჩულები ყურთან და იქვე ვკოცნი.
ძლიერი ხელებით კიდევ უფრო მეტად მიხუტებს და მთლიანად მის სხეულს ვეკვრი. მშვიდად სუნთქავს, მაგრამ მისი გულიც ამოხტომას ლამობს. მარცხენა ხელს წელიდან საჯდომზე მიცურებს. მეღიმება. ჩემივე ხელით საჯდომიდან ხელს ისევ წელზე ვაბრუნებინებ.
- არა! - მეწინააღმდეგება და ხელს ისევ საჯდომზე მადებს.
- არანორმალური ქმარი მყავს...
- მე ცოლი...
მეღიმება. კომფორტულად ვწვები მის მკლავებში და რამდენიმე წამში ისევ ძილ-ბურანში ვეხვევი. ყველაზე უჩვეულო, ყველაზე სასიამოვნო და მათრობელ ბურანში, რომლიდანაც შიგადაშიგ მისი ალერსი მაღვიძებს... მისი მოფერება თმაზე... ზურგზე... ფეხებზე...
დილით მარტო ვიღვიძებ. ცოტა არ იყოს მწყინს. დავიჯერო ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო?
სასაუზმოდ ჩავდივარ. რადგან მთავარ სუფრას გამოვაკლდი, რადგან დარინასეული საუზმე დილის ცხრა საათზეა, პირდაპირ სამზარეულოში შევდივარ. რამდენიმე მოსამსახურე უღიმღამოდ მათვალიერებს, მხოლოდ ნაირა მოდის ღიმილიანი სახით ჩემკენ.
- ქალბატონს გაუღვიძია...
- დილა მშვიდობისა, ნაირა... გუშინ ისეთი დაღილილი მოვედი თავი ძლივს ავწიე...
- ხო... თვალი მოვკარი როგორ მიჰყავდი ონისეს ხელში ატაცებული... - მიღიმის და ეშმაკურად თვალს მიკრავს.
- წავიდა ონისე? - ვეკითხები უდარდელად, ვითომ არც მაინტერესებს.
- კი... დილით ადრე წავიდა... იმ გოგოსთან ერთად... - ნაირა მობეზრებით ატრიალებს თვალებს, აშკარად არ გიჟდება კესოზე. - დილიდანვე ტვინი შეუჭამა სადღაც წამიყვანეო და აჰა...
- კარგი რა, ნაირა... - თავს ძალას ვატან რომ გავუღიმო. - რომ არ ნდომოდა ხომ არ წაიყვანდა?
ნაირა ყავას მისხამს. ერთი სული მაქვს ეს ქაფქაფა სითხე გადავუშვა და ორგანიზმი გამოვაფხიზლო.
- აქ დილიდანვე რატომ არის ფუსფუსი? - ვეკითხები ბოლოს, როცა გოგონების ბზრიალი თავბრუს მახვევს.
- დღეს 30 დეკემბერია, აღარ გახსოვს?
- მართლა?
ცოტა არ იყოს არ მჯერა. არ მჯერა, რომ რამდენიმე საათში ახალი წელია. პირველი ახალი წელი, რომელსაც ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად არ შევხვდები. პირველი ახალი წელი, რომელსაც გათხოვილი ქალის სტატუსით ვეგებები. შარშან ამ დროს ვინმეს რომ ეთქვა მომავალ წელს ქმარი გეყოლება, რომელსაც უსიყვარულოდ გაყვები და მასთან ერთად ახალ წელს სვანეთში შეხვდებიო, სიცილით მოვკვდებოდი.
- როგორც ჩანს, დღეს არავინ წამიყვანს საავადმყოფოში და აქ მაინც დაგეხმარები რამეში... გთხოვ, ნაირა... არ გამწირო უსაქმურობისთვის...
თვალები უფართოვდება.
- ქალბატონმა რომ დაგინახოს აქ, მე გამიშვებენ სამსახურიდან...
- კარგი რა... შენ ვინ უნდა გაგიშვას... უშენოდ აქ რა უნდა ქნან... ონისე არ მისცემს უფლებას, ხომ იცი... - ვცდილობ მოვთაფლო.
- კი მაგრამ...
- რომ შემოვა დავიმალები... ვერ დამინახავს...
ხელებს მავედრებელ პოზიციაში ვიჭერ და ხვეწნით აღსავსე თვალებით შევცქერი. ნაირას ეცინება. ეს კის ნიშნავს.
- და რისი გაკეთება შეგიძლია?
- შენ მე სხვა ქალბატონები არ გეგონო... მეგრული სისხლი მირევია... - ვამბობ სიამაყით.
- საცივს გააკეთებ? - მიყურებს ეჭვის თვალით.
- საცივი არა... მაგრამ საცივისთვის ნიგვზის გატარება შემიძლია... გოზინაყისთვისაც დავჭრი...
ხარხარს იწყებს. ძალიან დიდი ბოდიში სამედიცინოზე სწავლასთან ერთად საცივის კეთება რომ არ ვისწავლე გოგას ნათესავებისგან.
- თხილსაც მოგცემ, ქალბატონ დარინას უყვარს...
კარადისკენ ტრიალდება, მაგრამ სასწრაფოდ ვაჩერებ.
- ნაირა! ეგ არ ქნა! თხილზე ალერგია მაქვს! წინაც რომ დამიდო, დამიჯერე, შეტევა დამეწყება... და ამ წინა საახალწლოდ მოვკვდები!
- რას ამბობ! გაჩუმდი! - მიწყრება მაშინვე. - აიღე მაშინ ეს ნიგოზი და ხმა აღარ გავიგო შენი!
სამზარეულოში ტრიალი იმაზე უფრო სასიამოვნოა, ვიდრე წარმოვიდგენდი. თან ნაირასთან ჭორაობა მეხმარება. აქამდე სად ვიყავი? მასთან უფრო მეტი დრო უნდა გამეტარებინა. ძალიან ბევრი ახალი რამ შევიტყვე. მაგალითად ვიცი, რომ დარინა და თარაში ცხოვრების რაღაც პერიოდი დაშორებულები იყვნენ, შემდეგ კი მოულოდნელად შერიგდნენ. ნაირაც დამეთანხმა, რომ მათ ურთიერთობაში სიყვარულის ნასახიც არ არის. ასევე გავიგე, რომ კესო და ონისე ერთად გაიზარდნენ, კესოს მამა მდიდარი ბიზნესმენი გახლდათ, რომელიც თარაშთან მეგობრობდა. მაგრამ მათ შორის შელაპარაკება მოხდა არავინ იცის რაზე, რამდენიმე თვეში კი კესოს მამა სრულიად გაკოტრდა. ამის შემდეგ დარინამ კესოს მოშორება გადაწყვიტა და ონისეს მასთან დაშორება აიძულა. ონისე მაშინ ოცი წლის იყო. წლების შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ურთიერთობა განაახლეს. მართალია მალავდნენ, მაგრამ ნათქვამია „არ არსებობს დაფარული რომ არ გამჟღავნდესო“... თან როცა საქმეში დარინა იყო ჩარეული მალევე მიხვდა რაშიც იყო საქმე. მან ისევ მოსთხოვა ონისეს კესოსთან დაშორება, საჯაროდ განაცხადა, რომ მათ ქორწინებას არასდროს აღიარებდა, რადგან ონისეს ბევრად უფრო კარგი გოგონა შეეფერებოდა.(კარგი - მატერიალური თვალსაზრისით.) ონისე შეეწინააღმდეგა. რადგან ოჯახმა მხარი არ დაუჭირა, ონისე ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. აღარ ადარდებდა ოჯახის აზრი, რადგან შეეძლო თავისუფლად შეხვედროდა შეყვარებულს როცა უნდოდა და სადაც უნდოდა. მალე ხელის თხოვნასაც აპირებდა, როცა მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. ონისე სვანეთში ჩამოვიდა და რამდენიმე კვირის შემდეგ მე შემირთო ცოლად.
- იცი... მე მესმის ყველაფერი... ონისეს ეგონა, რომ ის გოგო უყვარდა... მერე გამოჩნდი შენ და ისე შეუყვარდი, რომ რამდენიმე კვირაში ცოლად მოგიყვანა... - მეუბნება აღფრთოვანებით. - ზუსტად ეგ არის ერთი ნახვით შეყვარება... ამდენი წლის აკვიატება ერთიანად დაავიწყდა...
- ხო... - ვეუბნები მსუბუქი ღიმილით, რა საინტერესო ყოფილა სხვისი თვალით დანახული ჩვენი ურთიერთობა.
- მაგრამ ხომ ხედავ... მაინც ჩამოვიდა... - მეჩურჩულება გაცხარებით. - როგორ თქვი? პარაზიტი... ხო, ხო... პარაზიტი... არ გვეშვება!
საუბარში გართულები ვერც კი ვხვდებით როდის შემოდის დარინა. დოინჯშემოკრული წინ მიდგება და ამრეზით მათვალიერებს. სამზარეულოში ტრიალისგან თავით ფეხებამდე ფქვილში ვარ ამოსვრილი. (ზოგადად, ძალიან მოხერხებული ვარ.)
- ახალი მოსამსახურე გვყავს და არ ვიცი? - კითხულობს სასხვათაშორისოდ.
- დარინა... ახალი წელი ისეთი დღესასწაულია, რომლის სამზადისშიც მთელი ოჯახი უნდა იყოს ჩართული...
- სამზადისში? ონისე ნამდვილად არის ჩართული სამზადისში, რადგან თბილისში წავიდა... საჩუქრების და საახალწლო მოსართავების საყიდლად... კესოსთან ერთად... - ბოლო სიტყვებზე ეღიმება. - კესოს იდეა იყო... მაგრამ ჩემი რძალი ბევრად უფრო მაღალი დონისაა, სამზარეულოში ტრიალს და ისპანახის სუნით აქოთებას ამჯობინებს...
ეს სიტყვები ერთიანად მანგრევს. მერამდენე თვეა ეს ქალი ყველანაირად ცდილობს ჩემს დამცირებას. რა უნდა? რას მერჩის?
- დარინა, ჩემთან რაიმე პრობლემა გაქვს? - ვეკითხები რაც შემიძლია მტკიცედ.
- მე? - შეცხადებაც ამას ჰქვია. - რას ამბობ, ძვირფასო...
მისი ამაზრზენი ღიმილი მაღიზიანებს.
- ნაირა... - უტრიალდება ქალს. - დღეს მაგიდას ორი თეფში მოაკელი ვახშამზე... კესომ დარეკა, დღეს ვერ ასწრებენ ჩამოსვლას და ხვალ დაბრუნდებიან...
ამ ქალს რატომ ჰგონია, რომ ამ სიტყვებით მატკენს?
პროტესტის ნიშნად ვახშმად საერთოდ არ ჩავდივარ. მოგვიანებით ნაირა ამოდის და ოთახის კართან ჩემს საყვარელ სალათს მიტოვებს. ვცდილობ არ ვიფიქრო, მაგრამ გონება მაინც კესოსა და ონისესკენ გამირბის. ვინ იცის ახლა რას აკეთებენ... სად არიან... ვეჭვიანობ... ო, როგორ ვეჭვიანობ... მაგრამ ამის არანაირი უფლება არ მაქვს... ფიქტიური ქორწინება ონისეს სიყვარულს არ უნდა აღუდგეს წინ... მაგრამ ცოტა არ იყოს გულიც კი მწყდება... ონისესნაირი ბიჭისთვის კესო ძალიან შეუფერებლად მიმაჩნია. ონისეს არ სჭირდება გვერდით ქალი, რომელიც მატერიალისტია... რომელსაც ზედმეტად გრძელი ენა აქვს და სახალხოდ მოსწონს თავის ქება... არ ვთვლი, რომ ონისეს მიმართ გრძნობები გამიჩნდა... უბრალოდ მას შევეჩვიე და აღარ მეზიზღება... პირიქით... მისთვის კარგი მინდა... იმდენად მზრუნველია ჩემს მიმართ, რომ შეუძლებელია მძულდეს... ეს ადამიანი ცოდოა კესოსნაირ გოგოსთან, ძალიან ცოდოა... მას სჭირდება მზრუნველი, გამგები ადამიანი, რომელიც მის ყველა იდეას და წამოწყებას აღფრთოვანებით შეეგებება, გვერდში დაუდგება და მისთვის მოტივაციად იქცევა... კესო... კესო კი უბრალოდ მოჩვენებითი ადამიანია, რომელიც პირველ რიგში თავის თავზე ზრუნავს და შემდეგ, თუ მისთვის სარგებლის მომტანია, სხვაზეც.
ცა წითლდება... ასეთი წითელი ცა არასდროს მინახავს... დღესავით ანათებს და იდეალურად ჩანს თოვლი... ბარდნის... ამას თოვაც აღარ ჰქვია... ამაზე საოცრება... ამაზე დიდი სილამაზე და სასწაული განა რა უნდა ინატრო ადამიანმა წინა საახალწლოდ? რამდენიმე წუთი აღფრთოვანებისგან გაშტერებული გავყურებ მყინვარებს და ტყეს... და ამ დროს ყველაზე მეტად მინდა, რომ ის ახლა აქ იყოს... სწორედ ახლა ვგრძნობ ყველაზე რეალურად თუ როგორ მჭირდება მისი ჩემს გვერდით ყოფნა... მისი ჩვეული ჩახუტება და ალერსი... მზერით ალერსი... რომელსაც არასდროს მაკლებს... მორიდებული, მოზომილი შეხება, რომელიც მთლიანად მავსებს... ნეტავ ახლა მარტო არ ვიყო...
დედაჩემი მირეკავს. ეს ცოტა მეხმარება, ყურადღებას ჩემი ოჯახის წინასაახალწლო ფუსფუსზე მატანინებს... იმის წარმოდგენა, რომ პირველად შევხვდები ახალ წელს მათგან ასე შორს უზარმაზარ ტკივილს მაყენებს, თეონა და გოგა საახალწლოდ ყოველთვის ჩამოდიოდნენ. რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა დედა მეჩხუბებოდეს ხაჭაპურისთვის ცომის მოზელაში დამეხმარეო... მე კი ჩემს უსაქმურ მეგობრებთან ერთად სადმე დავიმალებოდი და ახალ წლამდე აღარც გამოვყოფდი თავს... მაიკო მაიმედებს, რომ ეს ბოლო ახალი წელია, რომელსაც ცალცალკე შევხვდებით... ცრემლები მადგება... ამ წამს ყველასი მშურს... დედაჩემის, ელენესი, ონისესი, კესოსი... საერთოდ ყველასი, ვინც თავისუფალია... ვინც ჩემსავით გამომწყვდეული არ არის ყველსგან და ყველაფრისგან შორს... ვინც ასე სევდიანად ხვდება ახალ წელს იმ ხალხთან ერთად, რომლებსაც მისი დანახვაც არ უნდათ.
ერთადერთი რაც ასეთ დროს მშველის ხოლმე „ჰარი პოტერია“. მარტივად ვპოულობ ფილმის პირველ ნაწილს და უზარმაზარ ეკრანზე ვრთავ. ახალი წლის პერიოდი ამ ფილმის გარეშე წარმოუდგენელია ჩემთვის. ღმერთს მადლობა, მისი ყურება მაინც შემიძლია, თანაც მთელი ღამით...
ისევ მის მკლავებში მეღვიძება. თავისი მზრუნველი თვალებით დამყურებს, ჰაერში ვყავარ ატაცებული. ხელებს ვხვევ და თავს მის კისერში ვგრავ, მის სურნელში ვეხვევი.
- როდის ჩამოხვედი... - ვეჩურჩულები ნამძინარევი ხმით.
ფანჯრისკენ ვაპარებ მზერას, ჯერ კიდევ ბნელა. საწოლზე მაწვენს... რბილ და ფუმფულა საბანში ვეხვევი. ახლაღა ვხვდები როგორი არაკომფორტული იყო დივანზე წოლა.
- ბოლო წამს გადავიფიქრე თბილისში დარჩენა და გვიან წამოვედით...
- ჯერ ხომ ღამეა? - ვეკითხები პატარა ბავშვივით.
ეცინება. დაბინდული მზერით მაინც ვხედავ მის მომაჯადოვებელ ღიმილს.
- დილის ექვსი საათია... დაიძინე, ჯერ ადრეა...
კისერზე ვეჭიდები და არ ვუშვებ.
- არ დამტოვო... აღარ დამტოვო...
ისევ ეცინება, ნაზად მეფერება სახეზე თავისი თბილი თითებით.
- უნდა ვიბანაო... ნამგზავრი ვარ...
- მერე ხომ მოხვალ... - ხვეწნას უფრო ჰგავს მგონი.
- მოვალ, ხო... მოვალ...
რა აცინებს ნეტავ? გაფიქრებას ვერ ვასწრებ ისევ ძილ-ბურანში ვეხვევი. არ ვიცი რამდენი დრო გადის... შეიძლება უკვე თენდება კიდეც, მაგრამ მის შეხებას ვგრძნობ. თავის ძლიერ მკლავებში მიქცევს. ზურგით ვეკვრი მის სხეულს. დუშგელის არომატული სურნელი აქვს. ხელებით თმაზე მეფერება, კისერზე მის ცხელ კოცნას ვგრძნობ. ნაზი, სათუთი კოცნებით მიუყვება ჩემს მხრებს და მკლავებს. როგორ შეუძლია იყოს ასეთი უხეში ყველაფერში და ამავდროულად ასეთი ნაზი ალერსში?!
- თურმე ერთი დღეც ვერ ვძლებ უშენოდ...
ჩამესმის მისი ხმა. ძალიან, ძალიან ჩუმად ამბობს... დარწმუნებული ვარ ჰგონია, რომ მძინავს... მაგრამ მე მაინც მესმის... ჯანდაბას! ხომ მესმის!..
დილით ონისეზე ადრე მეღვიძება. მისკენ ვტრიალდები და ვუყურებ... უბრალოდ ვუყურებ, მისი ყველა დეტალის შესწავლა და დამახსოვრება მინდა... საოცრად მშვიდი სახე აქვს... ლამაზი ფორმის წარბები, ფართო თვალის ჭრილი, სწორი, ოდნავ კეხიანი ცხვირი, დიდი შუბლი და შუბლზე ჩამოყრილი ყავისფერი თმა... საოცარი მოყვანილობის, დიდი და გემრიელი ტუჩები.
წამოდგომას ვაპირებ და მეორე მხარეს ვჩოჩდები, მაგრამ წამებში მეჭიდება მაჯაზე და უკან მაბრუნებს. კისკისს ვიწყებ.
- არანორმალურო... - ვცდილობ თავის დაღწევას, მაგრამ არ გამომდის.
- მე? ჩუმად მიყურებ და კიდევ მე ვარ არანორმალური?
ვგრძნობ როგორ ვწითლდები, სისხლი თავში მაწვება, როგორ მრცხვენია... ჯანდაბა!
- არაფერსაც არ გიყურებ! - ზურგს ვაქცევ გაბუტული და ხელებს ვაჯვარედინებ. - და საერთოდ... აქ რა მინდა?
- ოთახში რომ შემოვედი პირველი რაც დავინახე ალბუს დამბლდორი ვარდებოდა კოშკიდან... მერე შენ დაგინახე საცოდავად მოგრეხილი და შემეცოდე...
- დედაშენმა მითხრა თბილისში რჩებიანო...
- და შენც იეჭვიანე? - ლოყაზე ნაზად მეფერება და ისე მომმართავს, როგორც პატარა ბავშვს.
- რატომ უნდა ვიეჭვიანო? შენს მიმართ რაიმე გრძნობა გამაჩნია და არ ვიცი?
ეცინება. ცინიკურად რა თქმა უნდა. ოხ... ახლა გავულაწუნებდი!
- ღამღამობით უფრო მომწონხარ, ხოლმე... დღისით შენში „სწერვა“ იღვიძებს...
საწოლიდან გიჯივით ვხტები.
- და დილაობით შენში რაც იღვიძებს მე რატომ მეხება?!
- შენ აქ არაფერ შუაში ხარ, ჩემო კარგო... - ხარხარებს და საწოლზე ჯდება. - კაცები ასე ვართ ბიოლოგიურად მოწყობილნი... მზის ამოსვლას ასე ვეგებებით...
- არა ნორმალური ხ ა რ! მართლა!
ვერც მე ვიკავებ სიცილს. საწოლიდან ბალიშს ვიღებ და პირდაპირ თავში ვესვრი, რომელსაც სხარტად იცილებს. აბაზანაში ვქრები!
როცა გამოვდივარ ონისე ოთახში აღარ მხვდება. მეორე ოთახის კარს ვაღებ და თვალები მინათდება. კარში ლუკა დგას და ჩემს ქმარს ელაპარაკება.
- ლუკა! - კივილით მივრბივარ მისკენ და კისერზე ვეკიდები.
- ჩემი ყველაზე საოცარი რძალი! - მეხუტება ისიც.
- კინაღამ მეგონა, რომ ამ დღესასწაულზე ამ უჟმურთან დამტოვე! - ონისეზე ვანიშნებ.
- უჟმური ვინაა საკითხავია! - არ აკლებს პასუხს.
- როგორ გამიხარდა შენი ჩამოსვლა!.. ვერ წარმოიდგენ!..
- ასე გაბრაზებს ჩემი ძმა?
- ამ სამყაროში ყველაზე აუტანელი ძმა გყავს... ოღონდ მართლა...
- დამიჯერე, ლუკ... ღამით სულ სხვანაირად ჭიკჭიკებს...
ლუკას თვალს უკრავს და აბაზანისკენ მიდის.
- არა, ხომ გეუბნები? იდიოტია ოფიციალური... - ვანიშნებ უკვე გაუჩინარებულ ონისეზე.
- ვიცი, მჯერა... - მიცინის. - სასაუზმოდ ჩავიდეთ?
- რა თქმა უნდა...
კიბეზე ლუკასთან ერთად ვეშვები. მთავარ მისაღებში უამრავი ყუთი აწყვია.
- ეს საჩუქრებია? - ვკითხულობ დაეჭვებით.
- არა... - ეცინება. - ამ ყუთებში ნაძვის ხე და მოსართავებია... დედაჩემის საყვარელი საქმიანობაა ამ ხის მორთვა... თან მთელ ოჯახს გვაიძულებს ხოლმე მონაწილეობის მიღებას... - თვალებს ატრიალებს მობეზრებით.
- რაღაც ვერ წარმომიდგენიხარ ნაძვის ხის მოსართავად დამდგარი...
- მთელ ოჯახს ჩემს გარდა... - თვალს მიკრავს.
ერთად შევდივართ სასაუზმოდ. კესო ლუკას დიდი სიყვარულით ეხვევა, რასაც პატარა ვიბლიანს ნამდვილად ვერ ვატყობ. მსიამოვნებს. მე და ლუკა ერთად ვერ ვიტანთ ამ გოგოს.
- როგორ მომენატრე, ლუკინო... - ეუბნება იდიოტური ღიმილით და ლოყაზე პატარა ბავშვივით ჩქმეტს, რაც ლუკას არ სიამოვნებს. - როგორ ხარ?
- არამიშავს... თავად როგორ გიკითხო?
- ცოტა დაღლილი ვარ... - ამბობს და ჩვენს მოპირდაპირედ ჯდება. - ონისემ იმდენ მაღაზიაში წამიყვანა ბოლოს ქანცი გამძვრა...
თითქოს არც კი ვუსმენდე ისე ვიღებ შემწვარი კვერცხის ნაჭერს და ჭამას ვიწყებ.
- მეგონა დარჩებოდით... - ჩამესმის დარინას დინჯი ხმა.
- ასეც ვაპირებდით... ვერაზე ავედით, ონისეს ბინაში... - ბოლო სიტყვებს განსაკუთრებით ხაზს უსვამს, მე კი ამჯერად ყავის დასხმას ვაგრძელებ. - თან ხომ იცით, როგორ ძალიან მიყვარს ეგ ბინა... ფაქტობრივად ჩემი და ონისეს გარემონტებულია... რაც მაგის მასალებზე ვირბინეთ მაშინ...
ახლა ამას ჰგონია, რომ ამის პროვოკაციას წამოვეგები? კესანე, ძვრიფასო... შენ მე არ მიცნობ...
- მახსოვს, ძვირფასო... - იღიმის დარინა. - მერე რატომ დაბრუნდით?
- ონისეს სასტუმროდან დაურეკეს, გადაუდებელი საქმეაო... სხვა გზა არ გვქონდა, თორემ ონისე ისეთი დაღლილი იყო...
როგორ ურცხვად იტყუება?! შეიძლება მასსავით მთელი ცხოვრებაა არ ვიცნობ ონისე ვიბლიანს, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ გადაუდებელი საქმის გამოჩენის შემთხვევაში ონისე ახლა აბაზანაში სანებივროდ არ იქნებოდა... მორიგი პროვოკაცია...
როგორც ჩანს, ჩემი უყურედღებობა ქალბატონს აგიჟებს...
- შენ ხომ არ გაგვინაწყენდი, მატილდა? ქმრის გარეშე დაძინება ხომ არ გაგიჭირდა?
- არანაირად, ჩემო საყვარელო... - ვუღიმი როგორც ყოველთვის. - მთავარია მაინც მის მკლავებში გამეღვიძა...
“I adore you”(მე შენ გაღმერთებ) - ამბობს ლუკა მარტო ჩემს გასაგონად.
საუზმის შემდეგ ლუკასთან ერთად სასეირნოდ გავდივარ. არაამქვეყნიურად ცივა, მაგრამ არ მაინტერესებს. თერმულ ტანსაცმელში ჩაფუთნულება სასტუმროსკენ მივგორავთ.
- ვიცი, რომ რაღაცის მოყოლა გინდა... - ვეუბნები რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ.
- ჰაჰ... ასე მეტყობა?
- გეტყობა კი არა პირდაპირ მითხარი რა ჰქვია, რა გვარია და საიდან იცნობ...
- გრძნეული რძალი მყავს!
- გოგონები ყოველთვის ვხვდებით, როცა ბიჭი შეყვარებულია... - თვალს ვუკრავ.
- ანუ ჩემს ძმაზეც ხვდები?
წამიერად ჩახუტებული კესო და ონისე მიდგებიან თვალწინ.
- ახლა შენს ძმაზე არ ვსაუბრობთ! - წარბებს მაღლა ვქაჩავ. - და მგონი კითხვა დავსვი!
- ჩემი სკოლელია... წელს გადმოვიდა...
- ოჰო... მერე?
- ყველაზე ლამაზი გოგონაა ამ სამყაროში!
ღმერთო ჩემო... ასეთი გულწრფელი, სუფთა და გულიდან წამოსული სიტყვები არასდროს მომისმენია. როგორ შეუძლია 15 წლის ბიჭს იყოს ასეთი დიდი?!
- იმედია იცნობ...
- რა თქმა უნდა... თან აღმოჩნდა, რომ ინგლისურზე ერთ მასწავლებელთან დავდივართ...
- მერე?
- სახლამდე ვაცილებ ყოველთვის... დავუყვებით ვაჟას ბოლოდან და თითქმის სამედიცინო უნივერსიტეტამდე ჩამოვდივართ ხოლმე... გეფიცები, მატილდა... ეგ ყველაზე საოცარი 1 საათია მთელი კვირის განმავლობაში... იცი როგორ ველოდები ხოლმე ოთხშაბათს?
ყველაზე კეთილი და უბოროტო შურით მშურს. ბედნიერი ის გოგო, ვინც ლუკა ვიბლიანის გულს დაიპყრობს...
- რა ჰქვია?
- ნანო... - ისეთი სიფაქიზით წარმოთქვამს მის სახელს, ვეჭვდები კიდეც, მართლა ლუკაა?!
- თვითონ მოსწონხარ? რას გრძნობ?
- თავიდან საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას... მერე ნელ-ნელა გავეცანი და ახლა ვმეგობრობთ... ათას რამეზე ვსაუბრობთ ხოლმე... ყოველთვის მისმენს და მეც... მისი ხმის გაგონება ყველაფერს მირჩევნია...
პარალელურ სამყაროში ჩემი და ონისეს ურთიერთობა მიდგება თვალწინ - არასდროს ვსაუბრობთ, სულ ვჩხუბობთ... ნეტავ, ოდესმე ჩემი ხმის გაგონებაც ყველაფერს ერჩივნება ვინმეს?
- ეს კაცი მართლა შეყვარებულია... - ხარხარს ვიწყებ.
- დამცინი ხო? აქ მე ვიტანჯები და შენ დამცინი, ხო?
- ხოო... - ვეღარ ვსუნთქავ სიცილისგან.
ლუკა თოვლისკენ იხრება და წამებში ცივი გუნდა პირდაპირ სახეში მხვდება... სამაგიეროს გადახდასაც არ ვაყოვნებ და თავით პირდაპირ თოვლში ვაყუდებ.
- ცივია... მოგიხდება... აშკარად შენს გულს ცეცხლი უკიდია...
- ბოროტი რძალი მყავს! - ამბობს იმედგაცრუებული ხმით და სახიდან თოვლს იშორებს.
- სჯობს ის მომაფიქრებინო რა ვაჩუქო ახალ წელს! - მეუბნება გაბუტული ხმით.
- საინტერესოა... რა უყვარს?
- ბევრი რამ უყვარს, მაგრამ ეგ მებანალურება... რამე ისეთი მინდა... სამახსოვრო... აი, რომ შეხედავს და მე ვახსენდებოდე...
- ვაუ, ლუკა... მაოცებ...
- მგონი მიყვარს... მიყვარს, ხო? - ყველაზე ბავშვურ კითხვას ვისმენ.
- სიყვარული, ჩემი აზრით, ცოტა სხვანაირი რაღაცაა... არ ვთვლი, რომ ასე ერთიანად რამდენიმე თვეში მოდის... დრო სჭირდება... გრძნობა ნელ-ნელა უნდა გაღვივდეს და არა ერთიანად, რომ სულ ანათოს და მერე მოულოდნელად ერთიანად არ ჩაქრეს... ამიტომ, მე ვფიქრობ, ჯერ კარგად უნდა გაიცნო... მარტო კვირაში ერთხელ საუბრით ეს არ გამოვა... ამას დროს სჭირდება... შეიძლება ახლა გგონია რომ გიყვარს, მაგრამ მოდი სიმართლეს გეტყვი... ეს უფრო ეიფორიაა... მისით მოხიბლული ხარ... მასთან ყოფნა გინდა... გიზიდავს... მოგწონს... ამას ეიფორია ჰქვია და არა სიყვარული... მაგრამ იმას არ ვამბობ, რომ ეიფორია ცუდია... პირიქით! ძალიან მაგარია და ამ ეიფორიის გარეშე შეუძლებელია რაღაც პერიოდის შემდეგ სიყვარული ჩამოყალიბდეს... უბრლოდ ერთადერთი რასაც გირჩევ ისაა, რომ ჯერ ნაადრევი დასკვნები არ გააკეთო და რაც არ უნდა გულით გინდოდეს ჯერ არ უთხრა „მიყვარხარ...“. ეს... ეს ძალიან წრფელი გრძნობაა და ეს სიტყვა... ამ სიტყვამ მნიშვნელობა არ უნდა დაკარგოს... არ უნდა გაუფერულდეს... ჩემი აზრით, გაუაზრებლად არ უნდა ისროლო ეს სიტყვა... არ უნდა უთხრა ყოველ მეორეს... იმიტომ რომ ერთ დღეს, როცა მიხვდები, რომ მართლა ვიღაც გიყვარს... ამ სიტყვას არ უნდა ჰქონდეს ფასი დაკარგული... მოვლენები არ დააჩქარო და მიყევი დინებას... ნელ-ნელა გაიცნობ... მერე სეირნობა შეხვედრებში და პაემნებში გადაიზრდება... და მერე რაღაც პერიოდის შემდეგ აქ რაღაცას იგრძნობ... - ხელს ქურთუკზე ვადებ, იქ, სადაც წესით მისი გულია. - იმ აჩქროლებას არ ვგულისხმობ, რასაც ახლა გრძნობ, როცა მასთან ხარ... რაღაც უფრო სხვას... რაღაც ტკივლინარევს, მაგრამ ძალიან სასიამოვნოს... რაღაც ისეთს, რის გარეშეც სიცოცხლეც კი წარმოუდგენელი გახდება შენთვის... და როცა ამას იგრძნობ, შენ თვითონ დარწმუნდები, რომ დროა ეს სიტყვა წარმოთქვა... და რაც მთავარია, არასდროს ინანებ მაგას...
- ღმერთო ჩემო! ჩემი რძალი ყველაფერთან ერთად გრძნობების ექსპერტიც ყოფილა... რა გაგიკეთა ამნაირი ჩემმა ძმამ?!
მეღიმება. მეღიმება, რადგან ისეთი რაღაც შევთხზავი, რაც ცხოვრებაში არ განმიცდია.
რამდენიმე საათიანი საუბრების და ბოდიალის შემდეგ თოვლში სრულიად ამოგანგლულები და გაყინულები ვბრუნდებით სახლში.
სახლში შემოსულს პირდაპირ გასაოცარი კადრი მხვდება. უზარმაზარი ნაძვის ხე თითქმის მორთული. დარინა თავისი ბოლო მოდელი ტელეფონით ხელში ფოტოს უღებს (ჩუმად) ონისეს, რომელსაც ხელში ჰყავს ატაცებული კესო, რომელიც ნაძვის ხის თავისკენ სათამაშოს კიდებს. უცხომ კი არა ლამისაა მეც დავიჯერო, რომ ეს ბედნიერი წყვილი ნამდვილი ოჯახია, მე კი უბრალოდ შემოსწრებული მეზობელი. ლუკა ჩახველებით ჩვენს შემოსვლას ატყობინებს. ქალბატონი ონიანი კი ვითომ შემთხვევით მოუხერხებლად ტრიალდება და პირდაპირ მკლავებში უვარდება ჩემს ქმარს.
მეღიმება. უბრალოდ მეღიმება. მათ მზერას ვაშორებ და კიბისკენ მივდივარ. გზად ტანსაცმელზე შერჩენილ თოვლს ვყრი, რომელიც წამებში წყლის სევდიან წვეთებად იქცევა. ოთახში შესული თბილ ტანსაცმელს გზადვე ვყრი და აბაზანაში შევდივარ. გაბრუებულს კარის დაკეტვაც კი მავიწყდება. ცხელ წყალს ვუშვებ და სიცივისგან გათოშილ სხეულს ვუშვერ. ვგრძნობ, როგორ მოქმედებს ცხელი წყლის ჭავლი ჩემს ორგანიზმზე, როგორ ფართოვდება სიცივისგან შევიწტოვებული სისხლძარღვები, როგორ ჩქარდება სისხლის მიდინება გულიდან ორგანოებისკენ და ორგანოებიდან გულისკენ.
გაცეცხლებული ვარ! თვალწინ ისევ ის ოჯახური კადრი მიდგას... და მაშინ მე ვინ ვარ?! ვინ ჯანდაბა ვარ?! რატომ ვარ აქ?! რა მინდა ამ უცხო ხალხში, ამ უცხო ოჯახში ყველაზე უცხოს... რატომ მაღიზიანებს ასე ძალიან ონისეს გვერდით სხვა ქალის დანახვა?! რატომ ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ კესო კი არა მე ვარ უცხო ამ ოჯახში. მაინც გაცეცხლებული ვარ! რომ შემეძლოს კლანჭებით ჩავაფრინდებოდი ამ გოგოს და იმ ქერა თმებს სულ გავაცლიდი!
თვალებს ვხუჭავ და ვდუნდები... ავი ფიქრების მოშორებას ვცდილობ... მე არ უნდა დამავიწყდეს ვინ ვარ... მე... მე მატილდა ვარ... მატილდა დევდარიანი... სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, მომავალი ექიმი... მე ჩემი ცხოვრება მაქვს, რომელიც დროებით შეჩერდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოდესმე ჩვეულ კალაპოტში არ ჩაჯდება და არ გაგრძელდება... მე ჩემი გეგმები მაქვს... ჩემი მიზნები მაქვს... მე ვარ ჩემი ცხოვრების მმართველი და არავის მივცემ უფლებას თავის ჭკუაზე მმართოს... გამომიყენოს... ჩემს გრძნობებზე ითამაშოს... ჩემი პიროვნება გადათელოს... ჩემს პატივმოყვარეობას გადაუაროს... არავის... არავის...
და რაღაც უზარმაზარ ძალას ვგრძნობ... ძალას, რომელიც იღვიძებს ჩემში... ვგრძნობ, როგორ ვივსები, როგორ მემატება სითამამე...
და ვგრძნობ მის მზერას...
ჩემსკენ მომართულს...
მის დაბინდულ, ვნებებაშლილ მზერას... და ეს მზერა მე მეკუთვნის... მე და არც ერთ სხვა ქალს ამ ქვეყანაზე...
მე სასურველი ვარ... მისთვის ყველაზე სასურველი... შეუძლია სხვა ჰყავდეს, მაგრამ მაინც აქ არის... მაინც ჩემკენ მოუწევს გული... მაინც მე ვგრძნობ მის მწველ მზერას ჩემს შიშველ სხეულზე...
და მე მისკენ ვიხედები... სითამამე სირცხვილს სადღაც კუნჭულში მალავს... და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება... მე მას მზერას ვუსწორებ... ახლა ჩემს თვალებს შემოჰყურებს გრძნობებაშლილი... თვალებამღვრეული... სურვილის ცეცლში დამწვარი...
და ვგრძნობ, რომ მე მასზე ძლიერი ვარ... უფრო მეტიც... მე მასზე ბატონობა შემიძლია...
ნელა გადმოვდივარ დუშიდან და სველი ფეხებით ცივ მეტლახზე ვდგები. ძალიან ნელა ვხსნი საკიდიდან ხალათს და სველ სხეულზე ვიხურავ. ონისე ისევ მე მიყურებს... თვალს ვერ მწყვეტს... წარბშეუხრელად შევყურებ, არაფრისმთქმელი მზერით... აღარ მსურს ვიყო დაბნეული გოგონა, რომელსაც ადვილად მართავენ... ადვილად უბრძანებენ... თავიანთ ჭკუაზე ატარებენ და მის გრძნობებზე ითამაშებენ... არა...
ჩაბნელებულ ოთახში დგას. ნელი ნაბიჯით მივდივარ მისკენ. არც მე ვაშორებ თვალს... პირიქით... ალბათ, ყველაზე დაჟინებული მზერით ვუყურებ. წინ ვუდგები. ოთახს მხოლოდ აბაზანიდან შემოპარული მკრთალი სინათლე ანათებს, მაგრამ მე კარგად ვარჩევ მისი სახის ნაკვთებს, მის გამომეტყველებას... მესმის მისი აჩქარებული გულისცემა...
- იეჭვიანე? - მეკითხება ჩვეული ცინიზმით, მაგრამ თავდაჯერებულობა აკლია.
- რატომ გგონია, რომ შენ ჩემს ეჭვიანობას იმსახურებ? - ვეკითხები ხრინწიანი ხმით.
- ა, არა? მე სხვა შთაბეჭდილება მრჩება...
ოხ, ეს ცინიზმი...
კიდევ უფრო ახლოს მივდივარ მასთან. ხელებს მაღლა ვწევ და თითებით ნაზად ვეხები მის სახეს. რგოლებს ვხაზავ, ლოყაზე ვეფერები. გაოგნებული მიყურებს. თითებით ნაზად ვეხები მის ტუჩებსაც... ყველაზე ტკბილ და გემრიელ ტუჩებს ამ ქვეყანაზე...
შემდეგ მის ხელს ვიღებ და შიშველ მკერდზე ვიდებ. მზერა თვალებიდან თავისი ხელისკენ და მკერდისკენ გადააქვს. მკერდიდან ხელს ცოტა შუაში, გულისკენ ვაცურებინებ.
- რომ ვეჭვიანობდე ესეიგი აქ რაღაცას უნდა ვგრძნობდე... - ვეუბნები კიდევ უფრო გათამამებული. - მე კი... ვერაფერს ვგრძნობ... საერთოდ ვერაფერს... - ბოლო სიტყვებს ვუმარცვლავ.
ეღიმება. ხელს ამჯერად თავისი ნებით მიასრიალებს ისევ მკერდისკენ. გამაგრებულ თავებს თითებით ეთამაშება. მბურძგლავს. ღმერთო! როგორი სასიამოვნო ყოფილა! მეორე ხელსაც იშველიებს... მეორე ხელით მეორე მკერდზე მეხება და მიჭერს, ჩემს მკერდს თავის მუჭებში იქცევს. ჩემკენ იხრება და ყურთან ახლოს მკოცნის.
- თუ ვერაფერს გრძნობ გული ასე რატომ გიცემს? - მეკითხება ჩურჩულით.
არ მინდა გავტყდე! მინდა ისევ ძლიერი დავრჩე! ისევ ძლიერი და თავდაჯერებული! მაგრამ მის მკლავებში ეს შეუძლებელია... უბრალოდ, შეუძლებელი...
- შენ ვერ აიძულებ ჩემს გულს აჩქარებას...
- მაგასაც ვნახავთ... - თვალს მიკრავს.
კიდევ უფრო მიახლოვდება, თავს გვერდზე მაწევინებს და ჩემს კისერს ეწაფება. იმდენად ძლიერად მკოცნის, იმდენად მომთხოვნად, რომ ჩემი ნაზი კანი ხვალ დილით ჩალურჯებებით აჭრელებული დამხვდება. კოცნებით მიუყვება ჩემს მხრებს, ლავიწებს და მკერდისკენ ჩამოდის. ისევ ძლიერად მკოცნის... დაუნდობლად... მაგრამ ძალიან მსიამოვნებს. ჩემს მკერდის თავებს ენით ეთამაშება. სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ. კოცნებით მიუყვება ჩემს მუცელს, თეძოებს და ფეხებს. ხალათი მხრებიდან მიცურდება და ძირს ეცემა. ერთიანად ვცახცახებ... ფეხები მიკანკალებს... მუცელი სიამოვნებისგან მტკივა... შემდეგ კი ერთიანად არაამქვეყნიურ მორევში ვეშვები... მის კოცნას ბოქვენზე ვგრძნობ... მის შეხებას ჩემს სასირცხვო ბაგეებზე... მის ენას ყველაზე სენსიტიურ ადგილას...
ერთიანად ვინთები. ხელებს თმაში ვუცურებ და მაგრად ვქაჩავ. ის ჩემია... ის აქ არის... ჩემს წინ... დაჩოქილი... ყველაზე დიდ ძალაუფლებას ვგრძნობ...
სიამოვნების ტალღები მივლის მთელ სხეულში... როგორ შეუძლია იყოს ერთდროულად ასეთი ნაზი და ასეთი მომთხოვნი... და როცა პიკისკენ მივდივარ სწორედ მაშინ ჩერდება... ჩემს ბოქვენს ტოვებს და სველი კოცნებით ისევ მუცლისკენ ამოდის... შემდეგ მკერდისკენ... ისევ ეთამაშება ჩემს დაბერილ და გამაგრებულ მკერდს... შემდეგ კისერს...
ისევ თვალებში მიყურებს... ვნებააშლილ თვალებში... მის უძირო თვალებშიც ვხედავ მოგიზგიზე ალებს... სურვილს... ჩემს სურვილს...
- გული ისევ საგულეში გაქვს?
- და შენ? - ვუბრუნებ კითხვას მაშინვე.
- იეჭვიანე?
მეღიმება.
- აი, ასეთი რომ ხარ... ასეთი დაუნდობელი... ასეთი უგულო... აუტანელი და საზიზღარი... - სიტყვებს გაუაზრებლად ვისვრი.
- კიდევ? - სახეზე ღიმილი ეფინება.
- მძულხარ!
- მხოლოდ გძულვარ?
- ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე!
ვეუბნები და მის ტუჩებს ვეწაფები. ყველაფერი ერთიანად ცოცხლდება... ყველა გრძნობა ერთიანად ფეთქდება ჩემს ტუჩებზე. მის ხელს ვიღებ და ისევ დაბლა ვაცურებინებ. ეღიმება, მაგრამ არ ვაცდი, ისევ ვკოცნი. თითებს ნაზად დააცურებს კლიტორზე. ვკოცნი, სანამ ჰაერი მყოფნის... და როცა აღარ მყოფნის, მაშინაც ვკოცნი... შემდეგ კი ვგრძნობ სიამოვნების მოახლოვებას... ორგაზმის ტალღა მთელ სხეულზე მედება...
გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებს ვიბლიანს. ტუჩებიდან კოცნებით ნიკაპს და კისერს მიუყვება. შემდეგ ისევ მაღლა ტუჩებისკენ.
შუბლს შუბლზე მადებს და აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობს. ისევ მაკანკალებს.
- გცივა... - მეუბნება და ძირს დავარდნილ ხალათს მხრებზე მახურავს.
- ჩაცმის დროა...
ვუბნები დარცხვენით. კარადისკენ მივდივარ და საცვლებს ვიღებ. რამდენიმე წუთში უკვე ჩაცმული ვდგავარ მის წინ. ისევ მიახლოვდება და თბილ ჯემპრში მოყოლილ თმას მისწორებს. ლოყას მის გაშლილ ხელისგულს ვადებ და თვალებს ვხუჭავ.
- ვინ ხარ, მატილდა... ვინ ხარ... რა დანიშნულებით გამოჩდნი ჩემს თითქმის დალაგებულ ცხოვრებაში?
- ხო? მაშინ არ იდარდო... - ხმა მებზარება. - მალე გავქრები და შენი ცხოვრება ისევ დალაგდება...
- ეგრე გგონია? ნუთუ ისე უკვალოდ გაქრები, რომ აღარც კი გამახსენდები?
- შენ ის გიყვარს, ონისე... - ვგრძნობ, როგორ ძალიან მტკივა ამ სიტყვების წარმოთქმა. - სულ გიყვარდა... ჩემამდე ასე იყო... ახლაც ასე არის...
- ხოო... ასე იყო... ნამდვილად იყო...
თითქოს მე არც მელაპარაკება. შემდეგ ხელებს მიშვებს და ოთახიდან გადის. გადის და მთელი სითბო თან მიაქვს. ოთახში ყინავს! მარტოობისგან ყინავს! რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა გაქრობა შემეძლოს... გავქრებოდი და აღარასდროს გამოვჩნდებოდი... აღარასდროს...
ახალ წელს ერთად ვხვდებით... მთელი ვიბლიანების ოჯახი... კირილეც კი დაბლაა, კესოს და ონისეს მორთულ ნაძვისხესთან ვდგავართ. შუშხუნა შამპანიურებით სავსე ბოკლებით ხელში... ონისე გარეთ გადის ფეიერვერკების სასროლად. რა თქმა უნდა, კესოც კუდში მიჰყვება. ზუსტად 12 საათზე ფეიერვერკი ცაში ეშვება. ყველა ფერად შუქებს შესცქერის, აღფრთოვანებული, ბედნიერი შეძახილები ისმის. მე კი... მე კი მხოლოდ ონისეს კისერზე ჩამოკიდულ კესოს ვხედავ... ონისეს ძლიერ ხელებს მასზე მოხვეულს... ზუსტად იმ ხელებს, რომლებითაც ცოტა ხნის წინ მე მეალერსებოდა.
კმარა!
დედაჩემი მირეკავს და სამზარეულოში გავდივარ. ვცდილობ რაც შეიძლება ბედნიერი ხმა მქონდეს... არ უნდა გაიგოს, რომ ახლა ერთადერთი რაც მინდა ოთახში ასვლა და საწოლში ტირილია... არ უნდა გაიგოს!..
„არ ინერვიულო დედი... მომავალ ახალ წელს ისევ ერთად შევხვდებით...“ - მეუბნება მაიკო.
ტელეფონს ვთიშავ.
- იმედია ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი ახალი წელია ამ ოჯახში... - ვამბობ უკვე გათიშულ ტელეფონში.
ვტრიალდები. ის აქ არის! აქ დგას და მისმენდა! სევდიანი სახე აქვს... სევდიანზე მეტად კი იმედგაცრუებული...
- ახალ წელს გილოცავ, მატილდა... - მეუბნება ბოხი ხმით.
- შენც გილოცავ, ონისე... - ვუღიმი. - ამდენ ადამიანში ერთადერთი ოჯახი მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის...
- და შენ მაინც გინდა ამ ოჯახისგან თავის დაღწევა...
ვშეშდები. რა უნდა ვუთხრა?! ვუთხრა არ მინდა თქო?! საერთოდ ვიცი რა მინდა?! ამ ნახევარ წელში საერთოდ დამავიწყდა როგორი იყო ჩემი ცხოვრება ონისე ვიბლიანის გარეშე... დამავიწყდა როგორი თავისუფალი ვიყავი... და არა ტყვე!
რამდენიმე წუთს კიდევ ვძლებ ამ ვითომ ბედნიერი ოჯახის მასკარადზე, შემდეგ თავის ტკივილს ვიმიზეზებ და ოთახში ავდივარ. მეგობრების მოლოცვებს ვპასუხობ და კიდევ უფრო მაწვება სევდა. ახლა თბილისში რომ ვიყო სახლში რა გამაჩერებდა?! ან ჩემი მეგობრების სახლში ვიქნებოდი ან მათთან ერთად სადმე მთვრალი... ეს არის ახალი წელი?! ასე სევდიანად უნდა დაიწყოს წელი!?
მაინც ველი... მაინც ველი, რომ მოვა... მის სითბოს ვიგრძნობ უკნიდან... ჩავეხუტები და მის სურნელში გახვეული დავიძინებ... მაგრამ არ მოდის... არ მოდის... მთელი ღამე გადის და ონისე არ მოდის...

16.
დილით ადრე მეღვიძება. ამ სახლში გაჩერების არანაირი სურვილი არ მაქვს. კლინიკაში უნდა წავიდე. მეორე ოთახში გავდივარ იმ იმედით, რომ მძინარე ონისეს დივანზე მაინც ვნახავ, მაგრამ არ არის.
ჩუმად ვხურავ კარს და კიბისკენ მივდივარ. როგორც ჩანს, მოსამსახურეებისთვის დასვენების დღეა, რადგან კაციშვილი არ ჭაჭანებს. აქა-იქ ქაღალდის ფეიერვერკები და შამპანიურის ბოთლის კორპის თავსახურები ყრია. ასეთი დაულაგებელი ეს სახლი არასდროს მინახავს.
ონისეს ვეძებ, მაგრამ ვერსად ვპოულობ. პირველი სართულს მივუყვები. შეიძლება არც დამიჯეროთ, მაგრამ ამ მხარეს არასდროს გამოვსულვარ. ჩემი მარშრუტი ყოველთვის კიბე, კირილეს ოთახი და ჩემი და ონისეს საცხოვრებელი იყო.
უკვე მობრუნებას და საძინებელში ასვლას ვაპირებ, როცა ერთ-ერთი ოთახის კარს ოდნავ შეღებულს ვხედავ. კარს ვუახლოვდები და შიგნით ვიხედები. ტვინში სისხლი მასხავს. საწოლზე პირქვე დამხობილი ონისე წევს, ონისეზე კი ხელები კესოს აქვს შემოხვეული მახრჩობელა გველივით.
გააფთრებული ავრბივარ საძინებელში. ონისეს კარადაში ერთ-ერთი მანქანის გასაღებს ვიღებ და სახლიდან სირბილით გავდივარ. მანქანას ხმაურით ვქოქავ და ადგილიდან ვწყვეტ.
- მძულხართ! მეზიზღებით! ორივე მეზიზღებით! - ვღრიალებ გააფთრებული.
ნეტავ აქ არ ვიყო... ღმერთო! ოღონდ აქ არ ვიყო... გზას ვუყურებ... რა მარტივია გაქცევა... ერთი გადახვევა და სახლში შემიძლია წასვლა... დედაჩემთან... ბებიაჩემთან... ჩემს მეგობრებთან... ჩემს საყვარელ ხალხთან... რა მიდგას წინ? მე შემიძლია გავიქცე... გავიქცე და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდე... საჭის ერთი მობრუნება და რამდენიმე საათში სახლში ვიქნები, ჩემს სახლში... სადაც არავინ მაგრძნობინებს თავს ზედმეტად...
მაგრამ არ შემიძლია... განა იმიტომ, რომ მეშინია?! არა... მასთან მინდა... არ მინდა ონისესგან შორს ყოფნა... ღმერთო რა სულელი ვარ! რას ვბოდავ? ამის გაფიქრებაც კი არ შეიძლება!
- იდიოტო! იდიოტო, გოგო! შენ ის გძულს... შენ მას ვერ იტან! მას სხვა უყვარს! შენ არასდროს შემოგხედავს სიყვარულის თვალებით! მის გულში შენი ადგილი არ არის, შეიგნე!
და მე გაქცევაზე უარს ვამბობ... ჩემი ნებით... ჩემი სულელი ნებით...
მანქანას კლინიკის წინ ვაჩერებ და გადავდივარ. რამდენიმე ექთანი გაოგნებული მიყურებს. ვცდილობ დავივიწყო, რომ ამ წამს ყველაზე უბედური ვარ ამ ქვეყანაზე და ზრდილობიანად ვულოცავ ახალ წელს. როგორც ჩანს დღეს მთავარი ექიმი თომა ჯიშკარიანია. ბატონ თომასაც ვულოცავ ახალ წელს. ისიც დაწვრილებული თვალებით მათვალიერებს.
- აქ რა გინდა, გოგონი? ახალი წელია...
- მე აქ მინდა... - ვცდილობ გავუღიმო. - არის ვინმე მისახედი?
- ჰაჰ... მისახედს რა გამოლევს? შენ რომელი გინდა მითხარი - სიმთვრალე თუ დამწვრობა?
- დამწვრობა იყოს...
ახალი წლის პერიოდი განსაკუთრებით სავსეა დამწვრობებით - ფეიერვერკებით, ასაფეთქებლებით და ათასი სისულელით გამოწვეული დამწვრობებით.
ანკეტას ვუყურებ. 30 წლის ბიჭი. მარჯვენა ხელის დამწვრობა. პალატაში შევდივარ.
- გამარჯობა. - ვესალმები ომახიანად. - ბატონმა თომამ თქვენი თავი მე გადმომაბარა... რამე ხომ არ გაწუხებთ?
- რა უნდა მაწუხებდეს... სრულიად ჯანმრთელი ვარ... - მპასუხობს ცინიზმით.
ხელიდან სახვევს ვხსნი, წარბებს ჭმუხნის და კვნესის. ოხ, ეს კაცები! საერთოდ არ შეუძლიათ ტკივილის მოთმენა... არადა, რომ ჰკითხო ყველაზე გამძლეები არიან.
- მალამო უნდა წაგისვათ...
- წამისვეს უკვე. - ისევ უხეშობს.
- კიდევ საჭიროა! - აღარც მე მყოფნის ნერვები.
მის წინ ვჯდები და ხელის დამუშავებას ვიწყებ.
- რა იყო, სახლიდან გამოგაგდეს? - მეკითხება რამდენიმე წუთის შემდეგ.
- რა?
- აბა ახალ წელს ვინ მუშაობს?
- შენნაირებს მიხედვა არ სჭირდებათ? - ვეკითხები წარბის აწევით.
- რა გქვია?
- მატილდა. - ვეუბნები რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ.
ჩემი სახელის გაგონებაზე გამომეტყველება წამიერად ეცვლება, ინტერესი კრთება და უფრო დეტალურად მაკვირდება. შემდეგ კი ისევ ჩვეულ უაზრო სახეს იღებს.
ხელს ვუხვევ და ვდგები. გასასვლელისკენ მივდივარ, მაგრამ მისი ხმა მაჩერებს.
- როგორი პატივია... თვით ვიბლიანების რძალმა მიმკურნალა...
- შენ რა იცი მე ვინ ვარ?
- აქ ყველა გიცნობს... აქაც და იქაც, საიდანაც მე ვარ... გიორგი ახბა... სასიამოვნოა... - ხელს მიქნევს და სახეზე ამაზრზენი ღიმილი დასთამაშებს.
ჩერქეზი! ოთახიდან შეშინებული გამოვდივარ, მაშინვე ვიღაცას ვეჯახები, ხელებიდან ფურცლების შეკვრას ვაგდებინებ. ჯანდაბა! ასაკრეფად ვიხრები. მაშინვე ვაწვდი და ვშეშდები. ჩემს წინ ერეკლე დგას, ჩვეული ღიმილით და ეშმაკური მზერით.
- მატილდა... ამ ახალ წელს აქ?
- ყველას რატომ უკვირს?! - ვკითხულობ მობეზრებით.
- არ მიკვირს... პირიქით... მიხარია...
- შენ რა გინდა აქ?
- ვშიშობ ჩემი ძმა უკვე გაიცანი... - თვალს იმ პალატისკენ აპარებს, სადაც რამდენიმე წუთის წინ ვიყავი.
- ღმერთო ჩემო! - სახე მიწუხდება. - ეს აუტანელი შენი ძმაა?
- რას ვიზამთ... ოჯახს ჩვენ არ ვირჩევთ... - მეუბნება მხრების აჩეჩვით. - შენ განსაკუთრებით არ აგირჩევია შენი ქმარი...
მეცინება. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. თვალს არ მაშორებს, მონუსხული მიყურებს.
- მიდი... ძმას მიხედე, ერეკლე... ახბა... - ვიმეორებ მის ჩერქეზულ გვარს.
ვცდილობ გავეცალო, მაგრამ მკლავზე ხელს ნაზად მკიდებს და მაჩერებს.
- ჩემი ძმა მოიცდის... აი, შენ კი უქმროდ ხშირად ვერ გნახულობ... ამჯერად რა დააშავა?
- რა იცი, რომ დააშავა?
- ახალ წელს სამუშაოდ ხარ გამოსული... ისეთი სახე გაქვს რომ მიგიშვან ცრემლებად დაიღვრები... გაბრაზებისგან ისე ხარ გაბერილი შეიძლება შეხებითაც კი გასკდე... კარგი რა...
ისევ მეცინება. მიყვარს მიხვედრილი ადამიანები.
- ყველაფერი კარგად არის...
- ისევ ის გოგო, ხო? ონიანი...
მისი გვარის გაგონებაზეც კი მაჟრიალებს და ვცოფდები.
- ნუ ახსენებ!
ეცინება. ხელს მკიდებს და სკამისკენ მივყავარ. ვჯდებით, მაგრამ ხელს მაინც არ მიშვებს. არც მე მაქვს გაშვების სურვილი. ნეტავ ონისე გვხედავდეს! მაგრამ რა? განა რამეს იგრძნობდა?!
- მერამდენედ გეუბნები სულელი ქმარი გყავს, თქო... ვერ ხედავს რა ცოლი იგდო ხელთ...
ამჯერად მას ვაჯილდოვებ მტრული მზერით.
- ხელთ იგდო, ხო?! მე რა, ნივთი ვარ?!
- არ ხარ... მაგრამ ვიბლიანები სწორედ ეგრე გექცევიან... არ გინდა თვალთმაქცობა... მე ყველაფერს ვხედავ...
- არაუშავს... მალე დამთავრდება ჩვენი ქორწინება და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება... მე თბილისში ჩემს ცხოვრებას გავაგრძელებ... ონისე კი... მოიყვანს იმ გოგოს ცოლად... გულს გაუხარებს დარინას და... იცხოვრებენ ტკბილად და ბედნიერად...
- კარგი ახლა არ იტირო... - მეუბნება ცინიკურად.
გაბრაზებული, რაც ძალი და ღონე მაქვს, მუჯლუგუნს ვთავაზობ მხარში. სიცილს იწყებს. მეც მეცინება. ერეკლესთან ყოველთვის კარგ ხასიათზე ვდგები.
- შენს ძმას აქ რა უნდა? - ვეკითხები სერიოზულად.
- ჩემი ძმა არასდროს მტოვებს ახალ წელს მარტო... მესტიაში ჩამოდის ხოლმე...
- რატომ მარტო? შენ რატომ არ მიდიხარ ჩერქეზეთში?
- ერთადერთი, ვინც მათთან მაკავშირებდა დედაჩემი იყო... მისი ხათრით ვცხოვრობდი მამაჩემთან და მის ნათესავებთან ერთად... შემდეგ... - ხმა ებზარება, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს. - დედაჩემი გაშორდა მამაჩემს... და მე დედაჩემის ნათესავებთან გადავწყვიტე გადმოსახლება...
- და გიორგი?
- გიორგი ჩემი ნახევარძმაა... დედა სხვა გვყავს...
- მაგრამ გადასარევად საუბრობს ქართულად... - აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
- გიორგის დედაც ქართველი იყო... - მიღიმის. - მამაჩემს უყვარს ქართველი ქალები... - აყოლებს ზიზღით.
- მამაშენს არ ეკონტაქტები?
- წლებია უკვე არ მინახავს... და მაგ მოძალადის ნახვის სურვილიც არ მაქვს... გაგვიმწარა ბავშვობა მე და გიორგის... გაუმწარა სიცოცხლე დედაჩემს...
- მართლა ასეთი დაუნდობლები არიან ადიღეები?! - კიდევ არ მჯერა. - და გიორგი სად ცხოვრობს?
- გიორგი ჯერ კიდევ მასთან ცხოვრობს... ის ვერ ელევა ჩერქეზეთს, ჩემგან განსხვავებით... - ისევ ეღიმება. - მაგრამ ხანდახან მშურს მისი... თავის ხალხთან მაინც არის... ჩემგან განსხვავებით ზიზღით არავინ უყურებს... არავინ თვლის არასასურველ სტუმრად...
- რა ნაცნობი გრძნობაა...
- სამაგიეროდ შენ შეგიძლია მაგის შეცვლა... თუ შენი ნებით არ არიჩევ ვიბლიანს მალევე დაუბრუნდები შენს ცხოვრებას...
- და შენ რატომ არ მიდიხარ სადმე სხვაგან? თუნდაც თბილისში...
- დედაჩემს ვერ დავტოვებ მარტო... სამწუხაროდ, სვანეთის გარდა არსად არ სურს ცხოვრება... და მეც აქ მიმაჯაჭვა... - ამბობს ამოოხვრით.
- და მარტო რატომ ვერ დატოვებ?! აქ ხომ მისი ოჯახის სხვა წევრებიც არიან...
- დედაჩემი არ არის ძლიერი ქალი, მატილდა... არ უყვარს ბრძოლა და ყველაფერზე თავს ხრის... და ამით სარგებლობს ყველა... ჩერქეზებიდან დაწყებული დარინათი დამთავრებული... ნუ გგონია, რომ რახან მისი დაა რაიმე უპირატესობით სარგებლობს... რაც კი დედაჩემის და შემდეგ უკვე ჩემს ცხოვრებაში ცუდი მომხდარა ყველაფერი დარინას ხელშეწყობით იყო... ამიტომ ვერ დავტოვებ... ვერ შევძლებ სხვაგან თავისუფლად ცხოვრებას...
მონუსხული შევცქერი. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ერთი შეხედვით ბედნიერი და უდარდელი ადამიანი ამდენს განიცდიდა... უდარდელობა ხომ მხოლოდ ნიღაბია, იმ სევდის, ტკივილის და წარსულის წარუშლელი კვალის მიერ დატოვებული... ჩემს თვალში ერეკლე ერთი ორად მაღლდება... დღეიდან მასზე რაც არ უნდა მითხრან ვერავინ დამაჯერებს, რომ ერეკლე ახბა ცუდი ადამიანია...
- სამაგიეროდ ძმა მყავს იდეალური... - ამბობს ჩვეული მხიარულებით.
- ზედმეტად! - თვალებს ვატრიალებ. - რას აფეთქებდით გუშინ კინაღამ ხელი რომ წასძვრა?
ეცინება.
- ოჯახს ჩვენ არ ვირჩევთ თქო, ხომ გითხარი... არანორმალურია...
მოულოდნელად ტელეფონი მირეკავს. ეკრანისკენ თვალს ვაპარებ. ლუკაა.
- მგონი გაიგეს შენი გაქცევის შესახებ...
- მგონი დავიღუპე... - ვეუბნები უაზრო სახით და ტელეფონს ვპასუხობ.
„მატილდა... მითხარი რომ ცოცხალი ხარ...“ - მესმის ლუკას შეშფოთებული ხმა.
„ცოცხალი ვარ...“
„ხოდა გაიქეცი... ჩემი ძმა გადარეულია... ცოფებს ყრის და ხელში რაც მოხვდა ყველაფერი დალეწა...“
„შენს ძმას გადაეცი, რომ ჩემზე არ იდარდოს და თავის საყვარელთან ერთად ძილი გააგრძელოს!“
ლუკა დუმს. მალევე ვუთიშავ ტელეფონს.
- ონისე ვიბლიანი იმ დონის სი/რია, რომ შენს თვალწინ სხვა ქალთან იძინებს? - გაოგნებას ვერ მალავს.
- კარგი რა, ერეკლე... ვითომ არ იცოდე, რომ მათ ურთიერთობა ჩემს გამოჩენამდე, ალბათ, ათწლეულის წინაც ჰქონდათ...
- რაც არ უნდა ურთიერთობა ჰქონდეთ... ეს უბრალოდ შეურაცხყოფაა... შენი შეურაცხყოფა... და რატომ ითმენ ვერ ვხვდები...
მიმღების ფანჯრიდანვე ვხედავ როგორ გიჟივით შემოჰყავს ონისეს მანქანა ეზოში და ჭრიალით აჩერებს.
- მგონი სჯობს პალატაში შეხვიდე... - ეს უფრო ხვეწნაა, ვიდრე რჩევა.
- როგორც მიბრძანებთ...
მოულოდნელად ტელეფონს მართმევს. რაღაცას კრეფს და მიბრუნებს.
- ეს ჩემი ნომერია... რა დროც არ უნდა იყოს... როცა არ უნდა იყოს... დამირეკე... - თვალს მიკრავს და თავისი ძმის პალატაში შედის.
სირბილით გავდივარ გარეთ. არ მინდა ონისე აქ შემოვარდეს. ზუსტად კარის ზღურბლთან ვეჩეხებით ერთმანეთს.
- მანქანაში ჩაჯექი! დროზე! - კბილებში ცრის.
ვემორჩილები და ვჯდები. გიჟივით ქოქავს მანქანას და ისეთი სისწრაფით წყვეტს ადგილიდან, რომ ყინულზე ვსრიალდებით. მაგრამ... როგორც ჩანს ონისეც მიჩვეულია ამას და მანქანაც... წამებში იბრუნებს კონტროლს და მთავარ გზაზე გადის.
- ავადმყოფო! კინაღამ მოვკვდით! - ვღრიალებ პანიკაში ჩავარდნილი.
- აჰა... თურმე შენ სიკვდილისაც გეშინია...
- რა გინდა?!
- მე რა მინდა, გოგო?! ახალ წელს მომინდომე სახლიდან გასვლა?! ახალ წელს?! როცა მესტია სავსეა ჩერქეზებით?!
- გზას უყურე! - ვკივი ისევ.
გიჟივით ამუხრუჭებს და მანქანა გზიდან გადაჰყავს.
- არანორმალურო!
- მატილდა, რატომ მაგიჟებ? ნუთუ ვერ იაზრებ რა საფრთხე გემუქრება?
- და რა გავაკეთე ასეთი? სამსახურში მოვედი! კაცი ხომ არ მომიკლავს?!
- შენ რომ ვინმეს მოეკალი?! - ღრიალებს.
- და შენ ეგ რატომ გადარდებს?! - ვღრიალებ მეც.
- იმიტომ რომ... - და ჩერდება, საუკუნოდ ჩერდება, ღრმად ისუნთქავს ჰაერს და მშვიდად აგრძელებს. - მე შენი ქმარი ვარ... მე პასუხს ვაგებ შენს სიცოცხლეზე...
- შენ რომ ჩემი ქმარი იყო... სხვის ლოგინში არ გაიღვიძებდი... სხვა ქალს არ ექნებოდა შენთვის ხელები შემოხვეული... - ვეუბნები ჩუმად.
თვალები უფართოვდება. ჩუმდება. თითქოს აღარც კი სუნთქავს.
- მე... მე მთვრალი ვიყავი... - იწყებს ჩუმად.
გაჩუმების ნიშნად ხელს ვუწევ.
- კმარა, ონისე! კმარა... არ ხარ ვალდებული თავი იმართლო... ეს მე ვარ არასასურველ დროს შენს ცხოვრებაში შემოჭრილი...
- ასე არ არის!
- არის... ვიცი... ვხვდები, რომ კესო გიყვარს... მასაც უყვარხარ და ჩვენი ფარსის გამო ისიც ტყუილად იტანჯება... ნამდვილად არ მინდა სხვისი უბედურების მიზეზი გავხდე... არ მინდა თქვენს შორის ჩავდგე...
- მატილდა...
- დამამთავრებინე... ადრე თუ გვიან ხომ მაინც დამთავრდება ეს სპექტაკლი... დავიშლებით ცივილურად... მე ჩემს ცხოვრებას დავიბრუნებ... შენ შენსას...
- ამას ყოველ დღე რატომ მიმეორებ?
- იმიტომ, რომ ეს ასე უნდა იყოს... და ეს მოხდება...
- კარგი! და ჩემგან რა გინდა?!
- დღეიდან აღარანაირი ფლირტი... აღარანაირი შეხება... აღარანაირი კოცნა და სექსი... უნდა დამთავრდეს...
- და იქნებ მე არ მსურს ამის დამთავრება?!
- არ გსურს? მაშინ რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას? მინდა ყველაფერი გავარკვიოთ... ჩვენს შორის რა ხდება?
ონისე დუმს. ვერაფერს მპასუხობს. მტკივნეული სიჩუმე საუკუნედ იწელება.
- პასუხი არ გაქვს? მოდი, ვიფიქროთ... რა შეიძლება ჩვენს ურთიერთობას ეწოდოს? ვნება? ლტოლვა? იცი რა?! მგონი შენ მე არ მიცნობ! საერთოდ არ მაკმაყოფილებს ვნება და ლტოლვა... არც ვინმეს სათადარიგო გეგმად ყოფნას ვაპირებ... არც ვინმესთან იძულებით ქორწინება იყო ჩემი გეგმა... ამიტომ მინდა ყველაფერი გავაკრვიოთ... დარჩენილი თვეები ვიცხოვრებთ ისე, როგორც თავიდან... თუ გინდა მე დავიძინებ დივანზე...
ეცინება. რამე სასაცილოს ვამბობ?!
- რაც შეეხება კესოს... არც აქამდე უკითხავს ჩემთვის ვინმეს აზრი, მაგრამ არ ვარ კესოს ჩვენთან ცხოვრების წინააღმდეგი... მაგრამ! კარგად მომისმინე ონისე ვიბლიანო! - მზერას ვუსწორებ. - ჩემი რეპუტაციის გათელვას არავის ვაპატიებ! განსაკუთრებით კი შენ! ვიღაც მოსამსახურეებს და მთელ სვანეთს არ მივცემ ჩემზე ჭორაობის უფლებას... აქამდე მაგრად მეკიდ/ა... მაგრამ ახლა სამსახური მაქვს და საკმაოდ ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება... მათზე შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობ და „ნაღდად“ არ მინდა მათ თვალში დავდაბლდე... არ მინდა ჩემზე ამბობდნენ ქმარი ცხვირწინ ღალატობსო... არ მინდა დამცინოდნენ და კიდევ უარესი - ვეცოდებოდე... რაც გინდა ის ქენით შენ და იმ გოგომ... მაგრამ არა სახალხოდ... არა ყველას დასანახად... მათ შორის დარინას უერთგულესი მოსამსახურეების წინ!
მიყურებს. მგონი პარანოია მჭირს, მაგრამ ფაქტია, რომ მის მზერაში აღფრთოვანებას ვხედავ. არა! ნამდვილად გარეკილი მაქვს. შემდეგ კი მანქანას ქოქავს.
- კარგი... როგორც გინდა... - მეუბნება რამდენიმე წუთის შემდეგ. - მაგრამ მეორედ არ ვნახო სახლიდან გაქცევა...
ასეთი მშვიდი რანაირადაა, როცა მე გული და სული მეგლიჯება?! ნუთუ ეს ადამიანი საერთოდ, საერთოდ არაფერს გრძნობს ჩემს მიმართ?! ოჰ! როგორ მინდა რომ ვატკინო! მინდა ისე ვატკინო, როგორც მე მტკივა!

17.
სახლში იმ იმედით ვბრუნდები, რომ ლუკასთან ერთად სასეირნოდ წავალ და ვიბლიანების ოჯახს გავერიდები, მაგრამ იმედგაცრუებული ვრჩები. ლუკა ნათესავებთან მხვდება წასული. დასევდიანებული ავდივარ ოთახში, ტანსაცმელს ვიცვლი. საწოლზე ონისეს პერანგები მხვდება. როგორც ჩანს ჩემს საძებნელად ისე გამოვარდა, რომ ყველაფერი აქ მიყარა. პერანგებს ვიღებ და კარადისკენ მომაქვს. მაგრამ ვჩერდები. მისი სურნელი... ღმერთო! ყველაზე სასიამოვნო, მათრობელი, არაამქვეყნიური გრილი სურნელი... პერანგებს ვიხუტებ და ფილტვებს მისი არომატით ვავსებ. ჯანდაბა! ნუთუ მიყვარდება? როგორ?! განა ეს შესაძლებელია? სიყვარულში გამოცდილება არ მაქვს... აქამდე სხვა ადამიანი მხოლოდ ერთხელ მოვუშვი ახლოს და მან არც კი დამინდო, მიღალატა და თვითშეფასება დამინგრია... სამუდამოდ დამაკარგვინდა ნდობა ყველა საპირისპირო სქესის ადამიანის მიმართ... და მას შემდეგ გავურბოდი ამას... გავურბოდი სიყვარულს, რადგან სიყვარული აბრმავებს, სიყვარულს სადღაც მაღლა აჰყავხარ და შემდეგ ერთიანად განარცხებს მიწაზე... თან ისე, რომ შეიძლება წამოდგომის ძალაც ვეღარ იპოვო... მას შემდეგ არავისთვის მიმიცია უფლება, რომ ჩემს სულს მოახლოვებოდნენ... არც ონისესთვის დამირთავს ამის ნება... მაგრამ... ნუთუ ეს შეიძლება სიყვარული იყოს?
მასთან ყოფნა მსიამოვნებს... მისი შეხება მსიამოვნებს... მის სურნელზე ვგიჟდები... მის კოცნას ჭკუიდან გადავყავარ... მინდა, რომ სულ ჩემთან იყოს... ყველაზე მშვიდად მის გვერდით, მასთან ჩახუტებულს მძინავს... ყველაზე ბედნიერი მის გვერდით ვიღვიძებ... მის გვერდით თავს ყველზე დაცულად ვგრძნობ... და იმ გოგოზე ეჭვიანობით ვსკდები! როცა სხვასთან ვხედავ გული მეფლითება... ეს... ეს სიყვარულის სიმპტომებია?!
არა! შანსი არ არის! არა! მატილდა, არა! ეს... ეს შენი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, იცოდე! ეს იქნება შეცდომა, რომელიც ყოველთვის დაგტანჯავს... ეს იქნება ყველაზე მტკივნეული და მტანჯველი პასუხგაუცემელი, ცალმხრივი სიყვარული, მატილდა! ამაზე ოცნებობდი? ცალმხრივ სიყვარულზე? გეგმა „ბედ“ ყოფნაზე? გყვარებოდა კაცი, რომელსაც სხვა ეყვარებოდა? გინდა გვერდში ის ადამიანი გყავდეს, რომელიც შენს გვერდით იწვება და სხვაზე იფიქრებს? არა! არასდროს! ეს არ მოხდება!
- მე ის არ მიყვარს! - ვიძახი მტკიცედ, პერანგებს ვკიდებ და სასწრაფოდ ვხურავ.
ყურადღების გადასატანად კირილესთან გავდივარ.
- მოფრინდა ჩემი მერცხალი? - მეგებება ონისეს ბიძა ღიმილით.
ენით ვერ აღვწერ როგორ შემიყვარდა ეს კაცი. ასეთი ალალი, უშუალო, საკმაოდ ბრძენი და ამავდროულად მუდამ სევდიანი არასდროს არავინ მინახავს. კირილე რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის აქამდე რამდენჯერ გავიქცეოდი. მისი დამამშვიდებელი საუბრები რომ არა, კარგა ხნის წინ გადავიდოდი ჭკუიდან.
- გაიგე ჩემი გაქცევის შესახებ? - ვეკითხები სიცილით და მის მოპირდაპირედ დივანზე ვჯდები.
- გავიგე რომელია... და ისიც გავიგე რატომაც გავარდი... - მეუბნება მცირედი პაუზის შემდეგ.
მზერას ვუსწორებ და ისევ მეღიმება.
- კირილე, „სუსის“ თანამშრომელი ხარ თუ ყოფილი „კაგებე“?
ეცინება, გულიანად იცინის.
- ეტლში კი ვზივარ... მაგრამ აგენტები მყავს ყველგან...
- აჰ... გასაგებია... და კონკრეტულად რა გითხრეს ამ აგენტებმა?
- ის, რომ ონისე სულელია...
- სრულიად გეთანხმები!
- რომ სიმთვრალეში თავს ვეღარ აკონტროლებს და სად ითიშება არ ახსოვს... და სხვები ამით სარგებლობენ... - მეუბნება და გამომცდელი მზერით დაბლიდან მიყურებს.
- კარგი რა... გეხვეწები... არ გინდა ეს უაზრო სიტყვები... მას უნდა კესოსთან ყოფნა... რომ არ ნდომოდა იქ არ დაიძინებდა...
- და შენ ეჭვიანობ. - მეუბნება ძალიან მშვიდად.
- მე ვეჭვიანობ? არა, კირილე... არ ვეჭვიანობ, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ! ონისეს ასეთი საქციელი ჩემი შეურაცხყოფაა... მილიონი ადამიანი ხედავს! - გააფთრებისგან ფეხზე ვიჭრები და ოთახში სიარულს ვიწყებ. - აქამდე არ მადარდებდა... მაგრამ რაც საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა... იცი რამდენ ჭორს ვისმენ? ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს წამებში იგებენ და ყველა ერთად განიხილავს... ნამდვილად არ მინდა ასეთი განხილვის საგანი ჩემი და ონისეს ცოლქმრობა გახდეს... არავის მივცემ უფლებას ჩემზე აგდებით ილაპარაკოს, რადგან ქმარი თვალწინ მღალატობს სხვა ქალთან და მე ამას მშვიდად ვითმენ...
- ესე იგი ნამდვილად არ ეჭვიანობ...
- კირილე! ონისე ჩემს მიმართ რომ რამეს გრძნობდეს აქამდე რამეს მაინც მეტყოდა... და სხვა ქალთან ჩახუტებულს არ ვიპოვიდი...
- და შენ გინდა რომ რამეს გრძნობდეს?
მისი ჩამჭრელი კითხვები!!! ყოველთვის ასე რატომ ცდილობს ჩემს გამოტეხვას?
- ჩემს სურვილს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... - ვეუბნები ჩამქრალი ხმით და ოთახიდან გამოვდივარ.

18.
სრულიად განსხვავებული დილა თენდება... ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვხედავ მზეს... მყინვარების დახლეჩილი წვერებიდან მზის სხივები ჩანჩქერებივით იღვრებიან. აბაზანაში შევდივარ და ვწესრიგდები. სარკეში ჩემს ანარეკლს ვათვალიერებ. როგორ გავმხდარვარ... ჩაცვენილ ლოყებზე თითებს ვიტარებ. ახლოდან ვაკვირდები ჩემს ჩაშავებულ თვალის უპეებს... ღმერთო ჩემო, არასდროს, არასდროს მქონია ასე... კიდევ უფრო ახლოდან ვაკვირდები ჩემს ჩამქრალ, უსისცოცხლო თვალებს. თვალებს, რომლებშიც ყოველთვის იყო რაღაც ნაპერწკალი... რა მოუვიდა? სად წავიდა? ვაკვირდები ჩემს თმას... როგორ გამზრდია... თითქმის წელამდე მაქვს... თმის ბოლოები ლამაზად არის ჩახვეული... სწორედ ამ ბოლოებს ეთამაშებოდა ონისე, როცა ჩემს გვერდით ეძინა ხოლმე...
ამის გახსენებაზე სხეულში აუტანელ ტკივილს ვგრძნობ... თითქოს ვიღაცამ გულიდან მუცლის ჩაყოლებაზე ბასრი დანა დამისვა... როდის... კი მაგრამ როდის მოვუშვი ეს ადამიანი ასე ახლოს?! როდის გამიჩნდა გრძნობები მის მიმართ?
აბაზანიდან გავდივარ, ჩაცმას ვაპირებ, მაგრამ ვშეშდები. საძინებლის ფანჯრიდან დანახული ხედი მაშტერებს. მონუსხული მივდივარ საწოლისკენ და ფეხმორთხმით ვჯდები. სახურავზე ჩამოკონწიალებული ყინულის ლოლოები წითელ-ყვითელ ფერებში ანათებს და ოთახში ცისარტყელის ფერებად იღვრება. როგორც ჩანს მთელი ღამე თოვდა. ახალდადებული თოვლი კი მზის შუქზე ისე ბრწყინავს, თვალს მჭრის და ბედნიერებით მავსებს. უცნაურია, არა? როგორ შეუძლია გარემოს, ამინდს და ბუნებას ერთიანად იმოქმედოს ადამიანის განწყობაზე...
შემდეგ კი მის შეხებას ვგრძნობ... მის თითებს ჩემს შიშველ ზურგზე, მის სუნთქვას კანზე... თვალებს ვხუჭავ, გული მეკუმშება...
- ონისე... - ვჩურჩულებ.
- ჩშ... - ჩამესმის მისი ხმა ყურთან. - ზედმეტად არ გეხები... არც გკოცნი... მიუხედავად იმისა, რომ ეს სექსუალური პენუარი გაცვია და ერთი სული მაქვს ზედ შემოგახიო...
მეუბნება დამჯერი ბავშვის ხმით. მეცინება. ეჰ... არა და როგორ მინდა, რომ ასე იყოს... როგორ მინდა, რომ მეხებოდე... შენი შეხება მწვავდეს... როგორ მინდა მკოცნიდე... თურმე როგორ მინდა შენ გეკუთვნოდე...
- როგორი ლამაზია... - ვეუბნები ჩუმად და მზერას ისევ აბრჭყვიალებულ თოვლს ვუშტერებ.
- ძალიან... ამიტომ მიყვარს აქაურობა... ამიტომ მიყვარს სვანეთი... ასეთი გასაოცარი ბუნება სადმე გინახავს?
- არა... ფაქტობრივად სამოთხეში ვარ დამწყვდეული...
- ხო... ეგრე გამოდის... თან ჩემნაირი ანგელოზივით ბიჭი გმფარველობს...
- იდიოტო... - ვეუბნები სიცილით და თავს მისკენ ვატრიალებ.
ასეთი ნათელი თვალები არასდროს ჰქონია, მზის სხივებისგან და თოვლისგან განათებული. ლურჯი თვალები... ღმერთო ჩემო... ასეთი ფერის თვალები... ასეთი თვალები არასდროს მინახავს...
- დაბადების დღეს გილოცავ, მატილდა... - მეუბნება მოულოდნელად.
ღმერთო ჩემო! სამი იანვარი... ჩემი დაბადების დღე! როგორ დამავიწყდა? შეუძლებელია... შეუძლებელია ადამიანს შენი დაბადების დღე დაგავიწყდეს... ნუთუ დამავიწყდა? გაოცებისგან თვალები მიფართოვდება.
- შენ საიდან იცი? - ვეკითხები გაოცებული ხმით.
- ნუ... მართალია თარიღების დამახსოვრებაში მოვიკოჭლებ... - წარბებს მაღლა წევს. - მაგრამ... ქმარს არ ეკადრება ცოლის დაბადების დღის არ ცოდნა...
- როგორ დამავიწყდა? მეც კი დამავიწყდა საკუთარი დაბადების დღე... - ჯერ კიდევ შოკში ვარ.
ეღიმება. ღმერთო... როგორ მიყვარს ეს ჩაღიმება... უხერხული, ცინიკური და ალალი ჩაღიმება, რომელიც მის ლოყაზე პატარა ფოსოს აჩენს. ჯიბიდან პატარა ყუთს იღებს და მაწვდის.
- ონისე... - მოულოდნელობისგან და უხერხულობისგან აღარ ვიცი რა ვქნა.
- გახსენი... ყველა იუბილარი იმსახურებს საჩუქარს... განსაკუთრებით ქმრისგან... - მეუბნება წარბების თამაშით.
მეცინება.
- ახალ წელსაც მინდოდა რამის ჩუქება... მაგრამ ვიცოდი არ მიიღებდი... დამიწყებდი: „მე არაფერი მიყიდია და შენ რა ვალდებული ხარ...“- ხმას იწვრილებს და მაჯავრებს. - ამიტომ... ამას ვეღარ დამიბრუნებ...
- ასე როდის გამიცანი?! - ვეკითხები თავის ქნევით და ყუთს ვხსნი.
საუცხოო... ულამაზესი სამაჯური მიყურებს ყუთიდან... მზის სხივებით აბრწყინებული სვაროვსკის ფერადი თვლებით...
- მინდოდა რაღაც სამახსოვრო ყოფილიყო... რაღაც შენნაირი ნაზი და იშვიათი...
სამაჯურზე მეტად მისი სიტყვები მაოგნებს. ნუთუ ამას მე მეუბნება?
სამაჯურს იღებს და ხელზე მახვევს. თითების ნაზი მოძრაობით კრავს საკეტს. სვაროვსკის თვლები ჩემს მაჯაზე ბრწყინავენ.
- დამამუნჯე... ონისე... - ვეუბნები მონუსხული და მზერას მისკენ ვაპარებ.
- ხო? - მეკითხება თვითკმაყოფილი ხმით.
- შვიდი თვის წინ ამ სამყაროში ყველაზე მეტად მეზიზღებოდი... პირველივე წამიდან შეგიძულე, როცა დაგინახე... ყველაზე საშინელი ადამიანი მეგონე... როგორ... როგორ მოახერხე, რომ ამ დონემდე მივედით? - სამაჯურიან ხელს თვალწინ ვუფრიალებ. - მართლა არ მესმის... როდის... როგორ... რანაირად გახდი ასეთი ახლობელი ჩემთვის...
- მართლა? მართლა ეგრე თვლი? - ეჭვის თვალით მიყურებს.
- განა ეგრე არ არის? - კითხვას ვუბრუნებ სიცილით.
- მაშინ რატომ არ მიშვებ უფრო ახლოს? - წამებში უსერიოზულდება სახე. - რატომ აშენებ მუდამ ჩვენს შორის ბარიერებს?
ვშრები. ყველა სიტყვა ერთიანად ქრება გონებიდან.
- არა, ონისე... ცდები... შენი წარსული... შენი წარსული და შენი ოჯახი ქმნის ამ ბარიერს... მე კი მას ვეფარები... ვეფარები, რადგან ვალდებული ვარ თავი დავიცვა...
- ჩემგან? - მეკითხება ცინიკურად.
- იმ ტკივილისგან, რომლის მოყენებაც შენ შეგიძლია...
წუთიერი დუმილი ისადგურებს ჩვენს შორის. ერთმანეთისგან მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი გვაშორებს. მხოლოდ ჩვენი სუნთქვის ხმა ჩამესმის, გახშირებული სუნთქვის.
- საჩუქრისთვის დიდი მადლობა... ხომ ხედავ... ისიც კი არ მახსოვდა, რომ დაბადების დღე მაქვს...
მისკენ ვიხრები და ლოყაზე ნაზად ვკოცნი, თვალებს ხუჭავს, მეორე ხელს თმაში ვუცურებ. შემდეგ კი ვეხვევი, ძლიერად ვეხვევი. ხელებს წელზე მაჭდობს და თითებს ატლასის პენუარზე დააცურებს.
- მე არ მაქვს კოცნის უფლება, ხომ? - მეკითხება ჩუმად.
- არა... შენ არა... - ვეუბნები სიცილით. - ეს უბრალოდ მეგობრული კოცნა იყო... და მეგობრული ჩახუტება...
- აჰ... მაშინ რა გაეწყობა...
გასვლის წინ კიდევ ერთხელ ტრიალდება ჩემკენ.
- დღეს საღამოს სასტუმროში წვეულება იქნება... აუცილებლად უნდა ვიყოთ და ჩემი ცოლი უნდა ბრწყინავდეს... - თვალს მიკრავს.
მართალია წვეულების არანაირი ხალისი არ მაქვს, მაგრამ რა გაეწყობა. კარადისკენ მივდივარ და ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ.
დრო ისე მეპარება ვერც ვამჩნევ. შუადღისკენ დაბლა ჩავდივარ უზომოდ მშიერი. მისაღებ ოთახში მხვდება თითქმის მთელი ოჯახი. დარინა დივანზე წამოპლაკული კესოსთან ერთად ყავის ფინჯნებით ხელში. თარაშიც იქვე ახლოს გაზეთმომარჯვებული. მისალმებას ვაპირებ, როცა ლუკა მახტება და მეხუტება.
- გილოცავ დაბადების დღეს, მატილდა! - აცხადებს საზეიმო ხმით.
- დაბადების დღე გაქვს?
ჩამესმის დარინას ხმა, ცხვირზე ჩამოცურებული სათვალის მიღმა მაკვირდება, თხემით ტერფამდე.
- დიახ... მადლობა, ლუკ... - ვეჩურჩულები ლუკას და მეც ვეხუტები.
- მაპატიე საყვარელო, არ ვიცოდი... - ჩვეულ ტკბილ ხმას ირგებს ჩემი დედამთილი. - თორემ უსაჩუქროდ არ დაგტოვებდით...
- არც არის საჭირო... მგონი, ონისემ ყველას ნაცვლად აჩუქა... - მესმის კესოს გესლიანი ხმა, რომელიც ჩემს ხელზე აბრწყინებულ სამაჯურს თვალს არ აშორებს. - გილოცავ მატილდა... ამ ოჯახის რძლობაზე უკეთესი რა უნდა გისურვოს ადამიანმა... ამიტომ გისურვებ, რომ ამ ადგილს გაუფრთხილდე...
- გმადლობ... მაგრამ ცხოვრებაში სხვა, ბევრად ღირებული მიზნები მაქვს... შენგან განსხვავებით... - ბოლო სიტყვებს ჩუმად ვამბობ, მაგრამ ისე, რომ გაიგოს.
სახიდან ფერი გადასდის. აბა რა ეგონა? როდემდე მოვუთმენდი ამ დამცირებას? თავაწეული გამოვდივარ ოთახიდან და სამზარეულოსკენ მივდივარ. ლუკა სირბილით მომყვება უკან.
- აქამდეც მითქვამს რომ გაღმერთებ, ხომ? - მეჩურჩულება აღფრთოვანებული ხმით და ხარხარს იწყებს.
- კი, გითქვამს... - მეც მეცინება და კიდევ უფრო ამაყად შევაბიჯებ სამზარეულოში.
- რა გაცინებთ? მეც გამაცინეთ... - გვეგებება ნაირა.
- ეჰ... ჩემო ნაირა... - თავისზე ორი თავით დაბალ ნაირას გვერდით უდგება და ხელს ხვევს. - ლეგენდარული რძალი გვყავს... ლეგენდარული! და ჯერ კიდევ ვერ ვაფასებთ...
ლუკას სიტყვებზე კიდევ უფრო მეცინება. მაცივარს ვაღებ და წვენს ვისხამ.
-მე ვაფასებ, ჩემო კარგო... ვინც უნდა აფასებდეს ის დადის ტვინარეული თორემ...
წამიერად ვშეშდები. ნაირამაც იცის. ამ ოჯახში ყველამ ყველაფერი იცის. რა თქმა უნდა ტვინარეულში ონისეს გულისხმობს.
- რას მაჭმევ, ნაირა? - ვცდილობ თემა გადავიტანო.
- რა გესიამოვნება?
მეკითხება მზრუნველი ხმით და ჩვეული ფუთფუთით მაცივართან მიდის.
- რაიმე ტკბილი!
რამდენიმე წამში ჩემს წინ სამნაირი ნამცხვარი ჩნდება.
- არც ერთს არ აქვს თხილი, ჩემო კარგო... - თვალს მიკრავს და ყავას მისხამს.
- თხილი? - უკვირს ლუკას.
- თხილზე როგორი ალერგია მაქვს იცი? - ვეუბნები სიცილით. - აქ, წინ რომ დამიდო მაშინაც კი დამაწყებინებს ხველებას და ცემინებას...
ამ დროს სამზარეულოში კესო შემოდის. ჯერ კიდევ სიძულვილის ალები უკრთის თვალებში. განრისხებული მზერით გვათვალიერებს მე და ლუკას, შემდეგ კი ნაირასკენ ტრიალდება.
- ნაირა... დარინამ სადილი სამისთვის გაშალოსო... მერე სტილისტები მოდიან...
აჰ... რა თქმა უნდა... აბა როგორ ჩაივლის წვეულება სტილისტების გარეშე?!
- ამას რა სჭირს? - გვეკითხება დაბნეული ნაირა, როცა კესო გადის.
- შური... - პასუხობს ლუკა.
- ბოღმა... - ვამატებ მე.
- ეჭვიანობა... - აგრძელებს პატარა ვიბლიანი.
- კი მაგრამ... აქამდე ხომ არ იყო ეგრე?
- დღეს მატილდას დაბადების დღეა... ონისემ კი სამაჯური აჩუქა... რაზეც ქალბატონი გულზე სკდება... - ხელით იმ ადგილისკენ ანიშნებს, სადაც წუთის წინ კესო იდგა.
ნაირა ჯერ ლუკას აცქერდება გაკვირვებული, შემდეგ კი მე.
- ჩემო გოგო! - მაგრად მეხვევა და მკოცნის. - არ უნდა გეთქვა? ტორტს გამოვაცხობდი... დიდ ტორტს...
- არ დამიჯერებ, მაგრამ მეც არ მახსოვდა... - ვეუბნები და შოკოლადიან ფუნთუშას ვკბეჩ. - თან... არამგონია დარინას მოსწონებოდა ეგ... მისი ნებართვის გარეშე...
აღარ ვამთავრებ. ისედაც ყველაფერი ცხადია.
- ძალიან კარგი! ყოჩაღ, ონისეს! - ამბობს ბედნიერი ხმით და ტაშსაც კი უკრავს. - გაიგოს იმ ქალბატონმა, რომ ამ ოჯახში ზედმეტია...
ეჰ, ნაირა. ამ ოჯახში ზედმეტი მხოლოდ მე ვარ. ღმერთო, როდის მეღირსება თავისუფლება... როდის დავიბრუნებ ძველ ცხოვრებას... ვიბლიანების გარეშე... მაგრამ ონისე... რატომ მინდა, რომ ჩემთან იყოს? რატომ არ მეშვება მასზე ფიქრები?
პროტესტის ნიშნად უარს ვამბობ დარინას სტილისტებზე და ჩემით ვიწყებ მომზადებას.
რამდენიმე საათში კარზე მიკაკუნებენ.
- მზად ვარ, მზად... - ვიძახი მობეზრებული ხმით. - არაა საჭირო კარი ჩამომიღოთ...
მაგრამ ვშეშდები. კართან ჩემი მამიდაშვილი ელა დგას. არ ვიცი როდის, როგორ ან რანაირად შემიყვარდა ეს გოგო ასე ძალიან... გულში ვიკრავ.
- გეგონა დაბადების დღეზე მარტო დაგტოვებდი? - მეუბნება სიცილით.
- ყველაზე გასაოცარი საჩუქარი ხარ, დამიჯერე...
მე და ელა ერთად ჩავდივართ დაბლა. კართან კი მორიგი გასაოცარი სცენა მხვდება. სარკესთან მდგარი ონისე, რომელსაც კესო ონიანი ჰალსტუხის შეკვრაში ეხმარება. პირდაპირ გადასარევია! ეს პატარა კადრიც კი საკმარისია მთელი დღის ჩაშხამებისთვის...
- მე ელას მანქანით წამოვალ. - ვეუბნები ცივი ხმით და მანტოს ვიცმევ.
- რატომ? - უკვირს ონისეს.
ნუთუ ვერ ხვდება?! მართლა მიკვირს... ნუთუ ვერ ხვდება, რომ მისი და კესოს ერთად დანახვა ცუდად მხდის? დილით მე მეფერება, მენამიოკება, მაბნევს და იმედს მაძლევს, საღამოს კი ყველაფერს ერთიანად მიმსხვრევს, რადგან ისევ მის გვერდით ვხედავ... მერამდენე შემთხვევაა უკვე?!
- იმიტომ! - ვეუბნები კიდევ უფრო უხეშად და გარეთ გავდივარ.
- ონისემ გაგაბრაზა? - მეკითხება ელა მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ.
- არა.
- როგორ არა?! აბა ეს რა იყო? - გაკვირვებას ვერ მალავს.
- უბრალოდ მილიონჯერ გავაფრთხილე... - სიმწრისგან კბილებში ვცრი. - მილიონჯერ ვუთხარი, რომ ხალხის დასანახად იმ გოგოს არ მიეკაროს... და მაინც იმავეს აკეთებს...
- ვერ გავიგე... ხალხი რა შუაშია?
- იმ შუაშია, რომ ის ჩემი ქმარია! ჩემი ქმარი, რომელიც ცოლივით სულ სხვა ქალს ექცევა! - თითქმის ვკივი.
- შენ რა... ეჭვიანობ?!
- არა! ეჭვიანობა რა შუაშია! უბრალოდ მისი ასეთი საქციელი პირდაპირ ჩემს რეპუტაციას ეხება... ეს ჩემი შეურაცხყოფაა...
- შეგიყვარდა?! - კიდევ უფრო გაოგნებული ხმა აქვს.
- რა?!
- ღმერთო ჩემო... ღმერთო მაღალო... შეგიყვარდა... მატილდა... ნუთუ შეგიყვარდა?!
- შენ საერთოდ რა იცი სიყვარულზე?! - გაბრაზებული ელაზე ვიყრი ჯავრს. - დაეშვი, ელა... დაეშვი დედამიწაზე... სიყვარული არ არსებობს... და თუ არსებობს ეგეც ცალმხრივი, რომელიც გტანჯავს და ბოლოს განადგურებს... დროა გამოხვიდე ზღაპრების ასაკიდან...
ელას გაოგნებული თვალები ნელ-ნელა ცრემლებით ივსება. საშინელი ზიზღი მიპყრობს საკუთარი თავის მიმართ. ასეთი საშინელი... ასეთი აუტანელი როდის გავხდი?! როდიდან ვეღარ ვაკონტროლებ თავს?! როდიდან ვეღარ ვაკონტროლებ საკუთარ ენას?! რა დამიშავა ამ გოგომ?! რატომ ამოვანთხიე ყველაფერი ელაზე?! ამის შემდეგ მე ადამიანი ვარ?! ამის შემდეგ მე საერთოდ რამეს ვიმსახურებ?!
- მაპატიე, ელა... - ვლუღლუღებ ბოლოს. - ხომ ხედავ რანაირი ვარ? არ ვიმსახურებ შენნაირ ადამიანს გვერდში... ხედავ როგორი მშიშარა ვარ? საკუთარ თავთანაც ვერ ვაღიარებ სიმართლეს... ვერ ვაღიარებ, რომ ვიბლიანი შემიყვარდა... ვერ ვაღიარებ... ვერა...
- აღიარება არ სჭირდება ამას... ეგ სიყვარული თვალებში გეტყობა, როცა მას უყურებ...
- ხოდა სულელი ვარ... - თავს ხელებში ვრგავ. - იდიოტი ვარ... როგორ მივეცი ჩემს თავს ასეთი სისუსტის გამოჩენის უფლება?! უნდა მძულდეს... ხომ უნდა მძულდეს?! მან მე ცხოვრება წამართვა... მისი ოჯახი შვიდი თვეა სიცოცხლეს მიმწარებს... და მე?! რას ვაკეთებ ამ დროს მე?! რა დროს სიყვარულია... რა დროს სიყვარულია...
- და სიყვარულს აქვს განსაზღვრული დრო როცა უნდა მოვიდეს?
- არა! მაგრამ არც იმის უფლება აქვს, რომ ყველაზე არასასურველ დროს და არასასურველ ადგილას მოვიდეს... არ აქვს... არა... ვგრძნობ, რომ ვსუსტდები... და მალე ვეღარ შევძლებ ამ ყველაფრის ატანას...
- ნეტავ შენი დახმარება შემეძლოს...
პასუხს აღარ ვცემ. მალევე ვუახლოვდებით სასტუმროს. საახალწლოდ მორთული, გაცისკროვნებული შენობა საოცრად ლამაზია. მანქანიდან გადმოსული რამდენიმე წუთის განმავლობაში მონუსხული შევცქერი გარე ფასადს. სიამაყით ვივსები. ეს საოცრება ხომ თავიდან ბოლომდე ჩემი ქმრის მიერ არის აშენებული?! მან შთაბერა სული და ასეთი გასაოცარი, თანამედროვე და მართლაც რომ საამაყო სასტუმრო ჩადგა.
- ყველას ქმარს კი არ შეუძლია ასეთი რამის აშენება... - თითქოს ჩემს ფიქრებს კითხულობს ელა.
მეღიმება.
- ქმარი ზედმეტად ხმამაღალი ნათქვამია...
- კი მაგრამ... - ენა ებმევა ელას. - თქვენ ხომ... წეღან ხომ ვნახე თქვენი ოთახი... თქვენ ხომ ერთად... ერთად გძინავთ...
სირცხვილისგან გადაწითლებული ელა მიყინულ თოვლს თვალს არ აშორებს. ისეთი საყვარელია, რომ თავს ვერ ვიკავებ და სიცილს ვიწყებ.
- რას მეკითხები ელა... სექსი გვაქვს თუ არა?
- კარგი... ბოდიში... მაპატიე... - კიდევ უფრო ბლუყუნებს. - რა ჩემი საქმეა...
- არა, ელა... სექსი არ გვაქვს... - ვხარხარებ. - მე ოთახში მძინავს, ონისეს დივანზე...
- მაგრამ თქვენ ხომ... ცოლ-ქმარი ხართ...
- ფიქტიური... ნუ გავიწყდება... ფიქ-ტი-უ-რი...
- და... იმ გოგოსთან?
ელას კითხვა ადგილზე მაშეშებს. კითხვა, რომელსაც ამდენი თვეა გავურბივარ. კითხვა, რომელსაც საკუთარ გონებას არც კი ვაკარებ. იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ კაცი, რომელიც მიყვარს და რომელსაც ჩემი ქმარი ჰქვია ჩემს ზურგს უკან სხვასთან იყოფს სარეცელს.
- წარმოდგენა არ მაქვს, ელა...
უხმოდ შევდივართ სასტუმროში. ელას კითხვა მოსვენებას არ მაძლევს. შეიძლება ონისეს და კესოს მთელი ეს პერიოდი სექსიც ჰქონდათ?! ღმერთო! ამაზე მტკივნეული, წარმოდგენის დონეზეც კი, არაფერი ყოფილა... თითქოს გული მეფლითება... ჰაერი არ მყოფნის... ღამღამობით ჩემს ფიქრებში ბოლო თვეებია მხოლოდ ონისე ბატონობს... თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ როგორ მეხება შიშველ ზურგზე თავისი ნაზი თითებით... როგორ მკოცნის ყელზე, ყელიდან მკერდისკენ როგორ მიუყვება მისი ტუჩები, როგორ მეხება მკერდზე, მუცელზე, ბოქვენზე... როგორ დაასრიალებს თავის თითებს ჩემს ფეხებზე და საჯდომზე... განა არ ვიცი, რომ ეს ყველაზე აკრძალული ფიქრებია?! განა არ ვიცი, რომ ეს არასდროს მოხდება და მხოლოდ ჩემს ფანტაზიაში დარჩება?! განა არ ვიცი, რომ ამით ყველაზე მეტად მე ვტკენ ჩემს თავს? მაგრამ რა ვქნა, რომ ვერ გავურბივარ... რა ვქნა, რომ დაღამებას მხოლოდ ამიტომ ველოდები ხოლმე?!
ვიბლიანების ოჯახი ჯერ არ მოსულა, თუმცა საახალწლოდ მორთულ გაკაშკაშებულ მისაღებში უამრავი ადამიანი ირევა. რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც კი ვხედავ. მეღიმება. ამას საერთოდ ოდესმე წარმოვიდგენდი?
- თვალთ დამიბნელდა და თურმე რაში ყოფილა საქმე... - უკნიდან ჩამესმის ერეკლე ახბას ხმა. - თვით მატილდა დევდარიანმა შემოანათა ვიბლიანების ჯურღმულში...
ღიმილით ვბრუნდები მისკენ. ერეკლეს ნახვა ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. გულში სითბო მეღვრება.
- ელა, გაიცანი... ეს ერეკლეა, ონისეს დეიდაშვილი...
- სასიამოვნოა... - ლუღლუღებს ჩემი დაბნეული მამიდაშვილი.
ერეკლე გოგონას ხელს თავის ხელებში იქცევს და ემთხვევა.
- ეს რა გენეტიკა გაქვთ დევდარიანებს?! - ამბობს გაოცებით. - აფროდიტას შთამომავლები ხართ?!
- კარგი ახლა... - სიცილს ვერ ვიკავებ.
- როგორ ხარ, მატილდა?! სად არის შენი უღირსი ქმარი?!
- თავის უღირს საყვარელთან, სად იქნება?!
სწორედ იმიტომ მიყვარს ერეკლე, რომ მასთან არაფრის დამალვა არ მიწევს. მასთან უდიდეს თავისუფლებას ვგრძნობ.
- რა დონის დებილია, ღმერთო მაღალო...
- ორ წუთში მოვალ... - მეჩურჩულება ელა და გვეცლება.
- ეს ასეთი მორცხვია სულ? თუ მე დავამუნჯე?
- არა... სვანებისგან რაც გერგო ეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონაა, ნამდვილად... - ვეუბნები გადაჭრით.
მოულოდნელად ერთ-ერთი სასტუმროს პერსონალი მიახლოვდება.
- ქალბატონო მატილდა... ბატონმა ონისემ გვიბრძანა თქვენთან ერთი საკითხის დაზუსტება...
- დიახ, გისმენთ...
- ტორტს ჩააქრობთ თუ უბრალოდ დავჭრათ ყველანაირი ცერემონიალის გარეშე?
- რა თქმა უნდა, მეორე... არანაირი ჩაქრობა...
ცოტა არ იყოს გაკვირვებული გვეცლება.
- არ მითხრა დაბადების დღე მაქვსო... - ნაწყენი ხმა აქვს ერეკლეს.
- მქონია... თურმე... მაგრამ გეფიცები არც კი მახსოვდა...
- მაგ ტყუილს ვერ დავიჯერებ...
- გგონია ჩემი დაბადების დღე რაიმეს ნიშნავს ჩემთვის?! განსაკუთრებით წელს, როცა ვიბლიანების მონა ვარ... - ვეუბნები წარბების აწევით.
ელა სასმლით ხელში გვიახლოვდება.
- ცოტა ხნით დაგტოვებთ, გოგონებო... - ამჯერად ერეკლე მაოცებს. - მოულოდნელი საქმე გამომიჩნდა...
პერსონალს თავის მანტოს ართმევს და სასტუმროდან გადის.
- მე დავაფრთხე, ვითომ? - კითხულობს ელა.
- რას ბოდავ, ელა?!
გოგონას თვალებში რაღაც სხვა ნაპერწკალს ვხედავ. მთელი სხეული უთრთის, თითები უკანკალებს.
- არ მითხრა, რომ მოგეწონა... - ვეუბნები ფარული ღიმილით.
- რა? მე? ვინ?
რა თქმა უნდა, მოეწონა. ერეკლე საკმაოდ სიმპატიურია, რაც არაერთხელ აღმინიშნავს. მაგრამ გარეგნობაზე მეტად შარმიანია და სწორედ ეს ხიბლავს ყველას.
ცოტა ხანში მთავარ კარში დარინას წითელ თავს და თარაშს ვხედავ. დარინას უკან კესო მოდის, კესოს უკან კი ონისე. შეხედავ და მართლაც ოჯახს ჰგვანან. ეს მე ვარ აქ ზედმეტი... მხოლოდ მე...
„ონისე ვიბლიანი, როგორც ყოველთვის, უსიმპატიურესია...“ - ჩამესმის ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგომი გოგონას ხმა.
„რად გინდა, ცოლი ჰყავს...“ - პასუხობს მეორე იმედგაცრუებული ხმით.
მეღიმება. იმის წარმოდგენა, რომ ამდენი ქალისთვის სანატრელი კაცი ჩემი ქმარია გულზე მალამოდ მედება.
„გვერდზე რომ უდგას ცოლია?“ - კითხულობს ისევ პირველი.
აქ კი გულში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ და თვალთ მიბნელდება.
„ცოლია... აბა სხვა ვინ იქნება...“ - დახშულ ყურებში მაინც აღწევს მეორეს პასუხი.
აღარ შემიძლია... აღარ მინდა... აღარ მინდა ამდენის გაძლება... საშინელებაა... ენით აღუწერელი საშინელება... არც ერთ ქალს არ ვუსურვებ მსგავს მდგომარეობაში ერთი წამით აღმოჩენასაც კი.
ონისე თვალებით მეძებს და ჩემკენ მოდის. ახ, რა თქმა უნდა... ჩვენი სასიყვარულო მასკარადი.
- მოხვედი ძვირფასო? - ვეკითხები ცინიკურად.
- სალაპარაკო გვაქვს. - მეუბნება ჩვეული ცივი და უჟმური ხმით.
- მე დაგტოვებთ...
- არა, ელა... ცალკე უნდა დაველაპარაკო, სიჩუმეში...
ხელს უხეშად მავლებს მაჯაში და მეორე ჰოლისკენ მივყავარ. ერთ-ერთ ნომერს აღებს და ოთახში შევდივართ.
- რა ჯანდაბა გინდა?!
- მე რა მინდა?! რა საქციელი იყო წეღან? - თვალები განრისხებისგან უელავს.
- რომელი საქციელი?!
- „მე ელასთან ვჯდები“... - მაჯავრებს.
- აჰ... აი, თურმე... არ მინდოდა თქვენი ოჯახური იდილიის დარღვევა... ამიტომ გაგეცალეთ...
- რა ოჯახური იდილია, მატილდა... წონასწორობას ნუ მაკარგვინებ...
- ეს შენ ნუ მაკარგვინებ წონასწორობას! - ხმას ვუწევ. - მგონი გარკვევით გითხარი, რომ ხალხის თანდასწრებით იმ გოგოს არ უნდა ელაქუცო! მე ვარ შენი ცოლი, ეს ოხერი, მე! შეიგნე! მე უნდა მცემდე პატივს! ყველა თქვენზე ლაპარაკობს, ონისე, ყველა...
განრისხებულ სახეზე ჩვეული ცინიზმი უბუნდება.
- რა იყო, ხომ არ ეჭვიანობ?!
- ვეჭვიანობ?! მე ვეჭვიანობ?! რატომ გგონია, რომ ჩემი ეჭვიანობის ღირსი ხარ?! ერთი ჩვეულებრივი, გატუტუცებული, გათამამებული და თავხედი ადამიანი ხარ!
ჩემი სიტყვები ლახვარივით ესობა გულზე. ძალიანაც კარგი! ღირსია...
- საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი! ნარცისი! ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს! ეგოისტი!
- მატილდა!
- სიმართლის მოსმენა მწარეა, არა?! ერთხელ მაინც ჩემზეც რომ იფიქრო არ შეიძლება?! ჩემს რეპუტაციას არაფრად აგდებ, ხომ?! თუ თავს იმით იმშვიდებ, რომ ეს გოგო მაინც მალე წავა და არავის ემახსოვრება?!
- რას ბოდავ?!
- მე ვბოდავ?! საქართველოში ვცხოვრობთ, ვიბლიანო! აქ ყველა ყველას იცნობს! ყველაფერს ვფიცავ, არასდროს გავეკარები სვანეთს! ოღონდ შენ მოგშორდე, ოღონდ შენს ტყვეობას დავაღწიო თავი! მაგრამ... ამ ხალხს სადმე აუცილებლად გადავეყრები... ექიმებს... ექთნებს... აუცილებლად გადავეყრები და ვერ ავიტან ჩემს ზურგს უკან მათ ლაპარაკს... ვერ ავიტან იმის გაგონებას, რომ ქმარი ცხვირწინ მღალატობდა... როგორც კი მოგშორდები მაშინვე დაგივიწყებ! გონებიდან ამოვიშლი შენთან და შენს ოჯახთან გატარებულ დღეებს... მთლიანად გავაქრობ სვანეთს და სამუდამოდ დაგივიწყებ... და არავის მივცემ შეურაცხმყოფელი ჭორების გავრცელებით ჩემთვის ამ ყველაფრის გახსენების უფლებას... არავის მივცემ უფლებას, რომ გამახსენოს როგორ დამტანჯა შენმა ცოლობამ!
- ამას მართლა გულით მეუბნები? - მეკითხება, ჩემდა გასაკვირად, ძალიან მშვიდი ხმით.
როგორ შემიძლია ეს გითხრა, როცა ჩემს გულში მხოლოდ შენ ცხოვრობ...
- რა თქმა უნდა! შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავ!
- ანუ არაფერს ვნიშნავ... - იმეორებს გაბოროტებული ხმით.
- მძულხარ! მძულხარ! მძულხარ! - ვუმეორებ რობოტივით.
რატომ არ მეწინააღმდეგება?! მის უმოქმედობას კიდევ უფრო გამოვყავარ წყობიდან... მინდა შემეწინააღმდეგოს, თუნდაც დამიღრიალოს... მაგრამ ხმას არ იღებს...
- ხვალ თარაშს დაველაპარაკები და მაქსიმალურად დავაჩქაროთ ჩვენი განქორწინება...
ენით აღუწერელ ტკივილს ვგრძნობ. ერთიანად ვიცელები, ფეხებში ძალა მეცლება. ამ წამს ყველაზე, ყველაზე სუსტი და დაუცველი არსება ვარ ამ სამყაროში.
- გადასარევი... - ვეუბნები უკანასკნელი ძალებით. - მეორე დღესვე ახალ ცოლსაც ხომ არ მოიყვან?!
ვცდილობ ცინიკური ვიყო, მაგრამ ჩემი ხმა საცოდავი უფროა, საცოდავზე საცოდავი.
- აი, ეგ უკვე შენი საქმე ნამდვილად არ არის...
მეუბნება და ოთახიდან გადის. გადის და თან იყოლებს ყველანაირ ემოციას, სითბოს და მტოვებს გაყინულ ოთახში მარტოს. ფეხებში ძალა მეცლება და ვიკეცები. თავს მუხლებში ვრგავ და ტირილს ვიწყებ. ჯანდაბა! ჯანდაბა! როგორ ვაფუჭებ ყველაფერს... მე ვარ ჩემი თავის ყველაზე დიდი მტერი... მე და სიამაყე... მაგრამ არ შემიძლია... ვერ ვეტყვი, რომ მიყვარს... ვერ ვაგრძნობინებ, რომ მტკენს... იმიტომ, რომ შემდეგ კიდევ უფრო მეტად მატკენს... მატკენს თავისი უარით... მე კი ამას ვერ გადავიტან...
არ ვიცი საიდან ვპოულობ ადგომის ძალას, მაგრამ ჩამოდღაბნილ მაკიაჟს ვისწორებ და მთავარ შემოსასვლელში ვბრუნდები. ჩემი თვალები პირდაპირ ონისეს ეჩეხება, რომელსაც კესოს წელზე ხელი აქვს მოხვეული და ვიღაცას ესაუბრება ღიმილით. ზუსტად ისე აქვს მოხვეული, როგორც მე მხვევდა მთელი ამდენი თვის განმავლობაში. მტკივა... მთელი სხეული მტკივა... სული მტკივა... ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ მიწა გასკდეს და თან ჩამიტანოს... მინდა, რომ გავქრე... თითქოს არც არასდროს ვარსებობდი... თითქოს არც არასდროს ვამძიმებდი დედამიწას ჩემი არსებობით...
- წამოდი მატილდა... - ჩამესმის უკნიდან.
აცრემლებული თვალებით ერეკლეს ვეჯახები. უსიტყვოდ ვემორჩილები. ხელს ვკიდებ და ერთად ვქრებით დარბაზიდან შეუმჩნევლად... ორი ერთ ბედქვეშ მყოფი, ოჯახისგან უარყოფილი, უდროო დროს არასწორ ადგილას აღმოჩენილი ადამიანი - მე და ერეკლე ახბა.
ერეკლეს მანქანაში ვსხდებით. ქოქავს და ცენტრალურ გზაზე გავდივართ. ნელ-ნელა ვმშვიდდები. რაც უფრო ვშორდები ვიბლიანს უფრო და უფრო ვმშვიდდები, მაგრამ ტკივილი მაინც არ მშორდება.
- იცი შენი ქმარი ვინ არის?! - გაბრაზებას ვერ თოკავს ერეკლე. - ნამდვილი *ლ/ე!
- ერეკლე...
- რა ერეკლე?! შენნაირ ცოლს რომ ვერ დაინახავ... რომ ვერ დააფასებ... *ლ/ე ხარ აბა რა ხარ?!
- მას სხვა უყვარს... ამის გამო რატომ უნდა დავადანაშაულოთ?
- ვინ, გოგო, ვინ?! კესო ონიანი? მთელი ცხოვრებაა თავის ჭკუაზე ატრიალებს ონისეს... მთელი ცხოვრებაა ვიბლიანების ქონებას დარაჯობს... და ონისე კიდევ უფრო დიდი სირ*ა ამის უფლებას რომ აძლევს...
- ახლა ამაზე საუბარი არ მინდა... გთხოვ... გეხვეწები...
- აბა რა გინდა? მითხარი... და ყველაფერს გავაკეთებ...
- დალევა... - ვუცინი და წარბებს ვათამაშებ.
მოულოდნელად ხარხარს იწყებს.
- არანორმალურო... - მანქანა სავალი ნაწილიდან გადაჰყავს და აჩერებს.
- ჩემი დაბადების დღე ტირილში უნდა გავატარო?!
- არანაირად!
მანქანიდან გადადის, საბარგულს აღებს და არყის ბოთლით ხელში ბრუნდება.
- სერიოზულად?! - ვერ ვიკავებ თავს. - არყით უნდა დამათრო?
- მადლობა თქვი საერთოდ, რომ ახალ წელს მორჩენილი არაყი მანქანაში მიდევს...
ბოთლს ქვემოდან ხელს არტყამს, შემდეგ კი თავსახურს ხდის.
- მეათე კლასის შემდეგ არყით არ დავმთვრალვარ...
- არც მე... - მითამაშებს წარბებს. - ბავშვობას გაუმარჯოს...
ბოთლს ჩემკენ იშვერს, ვითომ მადღეგრძელებს და შემდეგ მწარე სითხეს პირში უშვებს. თვალებს მაგრად ხუჭავს და ამჯერად მე მაწვდის ბოთლს. მის საქციელს ვიმეორებ. მწველი სითხე მთელ საყლაპავს მიწვავს, მაგრამ მაშინვე მახურებს. მსიამოვნებს...
ბავშვობის სადღგრძელოს დიდობის ემატება. დიდობისას მეგობრობის სადღეგრძელო მოსდევს, მეგობრობას სიყვარულის. უკვე საკმარისად შეზარხოშებულები ვართ. ვგრძნობ, როგორ ვხურვარ და ერეკლეს ნათქვამ ყოველ დებილობაზე როგორ მეცინება.
- ოდესმე გყვარებია, ერეკლე? - ვეკითხები სრული სერიოზულობით.
მანქანა სპირტის სუნად ყარს. ერეკლე ზურგით სკამს ეყრდნობა და თავს ჩემკენ ატრიალებს.
- არა... არასდროს არავინ არ მყვარებია... - ღრმად ისუნთქავს ჰაერს. - აქამდე...
მის ბოლო სიტყვებზე ერთიანად ტაო მაყრის. თვალებს ვხუჭავ და ნელა ვახელ.
- ერეკლე... ეს სიყვარული არ არის...
- აბა რა არის?
წინ ჩამოვარდნილ თმას უკან მიწევს, ნაზად მიცურებს თითებს ლოყაზე, ლოყიდან კისერს, მხარს და მკლავს მიუყვება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერაფერს ვგრძნობ, საერთოდ ვერაფერს. არადა საკმარისია ონისე სულ ოდნავ მაინც შემეხოს მთელ სხეულში ელექტროდენი მივლის და თმა ყალყზე მიდგება. ესაა სამართალი?!
- მე... - ძლივს ვიღებ ხმას.
- შენ... - მიღიმის სევდიანად, მისი თითები ჩემს მაჯასთან ჩერდება. - შენ ის გიყვარს...
- არ მიყვარს...
- არა?!
თითებს სამაჯურის ქვეშ მიცურებს, ონისეს მიერ ნაჩუქარი სამაჯურის ქვეშ. ქაჩავს და ჯაჭვი კანზე მედება.
- ფრთხილად... გაწყდება... - ვეუბნები შეშფოთებული ხმით.
- ხომ ამბობ არ მიყვარსო... მაშინ რა მნიშვნელობა აქვს გაწყდება თუ არა?!
მამუნჯებს. ხმას ვეღარ ვიღებ. ან რა უნდა ვუთხრა?
- იცი როგორ მინდა, რომ გავწყვიტო?! - მეუბნება გაბოროტებული ხმით. - ნეტავ შემეძლოს... ნეტავ შემეძლოს...
- ერეკლე... ერთ დღეს აუცილებლად შეხვდები ისეთ ადამიანს, რომელიც დაგაფასებს და შეგიყვარებს... სამწუხაროდ, ეს მე არ ვარ...
მიღიმის. თბილად მიღიმის, როგორც სჩვევია ხოლმე.
- წავიდეთ? - იბრუნებს ჩვეულ მხიარულ ხმას.
თავის ვუქნევ. ცოტა ხანში ვიბლიანების ეზოში შევდივართ. ერეკლე უკანა სავარძლიდან ყავისფერ ქაღალდში გახვეულ რაღაცას მაწვდის.
- ეს რა არის? - ვეკითხები გაკვირვებით.
- ჩემი საჩუქარი.
- ამისთვის გაქანდი წვეულებიდან?
თავს მიქნევს. ქაღალდს ვაშორებ და გაოგნებისგან პირდაღებული ვრჩები.
- ღმერთო ჩემო! ერეკლე! ეს შენ დახატე?
ხელში ჩემი პორტრეტი მრჩება. ძალიან ბევრი ღია ფერით დახატული გოგონა, რომელიც გამომეტყველებით ძალიან მგავს მე. მონუსხული შევცქერი ხან ნახატს ხან კი ერეკლეს.
- ხო... ჩემთვის დავხატე... მაგრამ მირჩევნია შენ გქონდეს... ასე არასდროს დაგავიწყდები...
- მე შენ არც ისე დამავიწყდები, რომ იცოდე...
მისკენ ვიხრები და ლოყაზე ვკოცნი. შემდეგ კი მანქანიდან გადმოვდივარ. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას და ხელს ვუქნევ.
სახლის კარს ერთ-ერთი მოსამსახურე მიღებს. როგორც ჩანს, ვიბლიანები ჯერ არ დაბრუნებულან. ძალიან კარგი! ოთახისკენ მივდივარ, მაგრამ კირილეს ხმა მაჩერებს.
- ასე ადრე?! - ეტლით კარისკენ მოგორავს.
- მე დავბრუნდი ადრე... - ვუღიმი ჩემს უსაყვარლეს ვიბლიანს.
ალკოჰოლი მაინც თავისას შვება. თვალებზე ბინდი მაქვს გადაკრული და ძალიან მეძინება.
- ონისე სად არის? მარტო მოხვედი?
- არა... ერეკლე ახბამ მომიყვანა... - ხელში აბრდღვიალებულ ტილოს ვაჩვენებ.
- ახბასთან მარტო იყავი?! - მეკითხება შეშფოთებით. - მატილდა... ახბა ადიღეა...
- მაგ ახბას ვუყვარვარ... ვინც არ უნდა იყოს... შენი სვანისგან განსხვავებით...
ბოლო სიტყვებს ჩუმად ვეუბნები, ოთახის კარს ვაღებ და გაოგნებულ კირილეს დერეფანშივე ვტოვებ.

20.
უაზროდ გაწელილი იანვარი სევდაში, სიცივეში და მარტოობაში კიდევ უფრო იწელება. მარტო ვარ ისე, როგორც არასდროს. როგორც ჩანს, ჩემმა მაშინდელმა სიტყვებმა ძალიან იმოქმედეს ონისეზე, რადგან მთელი თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ გამცა ხმა და ისიც მაშინ, როცა სხვა გზა არ ჰქონდა. ისე იქცევა, თითქოს საერთოდ არ ვარსებობ. ჩვენს საცხოვრებელშიც კი მხოლოდ იმიტომ შემოდის, რომ შხაპი მიიღოს, ჩაიცვას და დაიძინოს. ჩემი საავადმყოფოში ტარება ერთ-ერთ მსახურს - კობას დაავალა, რომელიც დიდად მეგობრულობით არ გამოირჩევა, თუ რამეს არ ვკითხავ ხმას არ ამოიღებს და მთელი დღის განმავლობაში ჰაჩიკოსავით მელოდება მანქანაში.
ძალიან ცუდად ვარ. ენითაც ვერ აღვწერ ისე ცუდად... ერთადერთი ხმის გამცემიც დავკარგე. აქამდეც გვიჩხუბია, მაგრამ ასეთ დონეზე არასდროს მივსულვართ. რაც არ უნდა მომხდარიყო დილით სასაუზმოდ მაინც ერთად ჩავდიოდით, მაინც მომხვევდა ხელს და ერთად შევიდოდით ოთახში. ახლა ამასაც აღარ აკეთებს. როცა სასაუზმოდ ჩავდივარ ონისე უკვე წასული მხვდება. ვხვდები მის მინიშნებას - არ უნდა ჩემთან არანაირი ურთიერთობა. ამიტომ ბოლო ორი კვირაა დილის ექვსზე გავდივარ სახლიდან, გადაუდებელ პაციენტებს ვიმიზეზებ და არც არავინ მაჩერებს. მირჩევნია მე მომაკლდეს დილის ძილი, ვიდრე ონისე ოჯახს ჩამოვაშორო და დარინას კიდევ უფრო შევძულდე. დარინასთვის ხომ დილის საუზმე ყველაზე წმინდა რიტუალია.
ჩემთვის საბედნიეროდ სვანეთში გაქანებული სათხილამურო სეზონია და საქმე არ მელევა. ქართველებზე მეტი უცხოელი ტურისტია, რაც უფრო მართობს. იმდენ საინტერესო ისტორიას მიყვებიან უკვე გადაწყვეტილი მაქვს რას ვიზამ ონისესთან განქორწინების შემდეგ - სამოგზაუროდ გადავიხვეწები.
სახლში გვიან მივდივარ. იმდენად დაღლილი ვარ ფეხზე ძლივს ვდგავარ. ნაირა შეწუხებული სახით მეგებება.
- ცოტა მაინც შეიცოდე შენი თავი, შვილო... ასე არ შეიძლება... რას დაემსგავსე? გახდი... ძვლებიღა დარჩი... სიყვითლე დაგკრავს უკვე...
- კარგი ახლა... - ვცდილობ გავუღიმო. - კარგად ვარ...
- არ ხარ... წამოდი სამზარეულოში ჩაის დაგალევინებ და რამე ჭამე...
- არ მშია, ნაირა, მართლა...
- წამოდი, თორემ თმებით წაგიყვან! - ისე მემუქრება ნამდვილად გამკეთებელია.
მეღიმება. მივყვები და თეთრ ტყავის სკამზე ვჯდები. თავს ვერ ვიჭერ და ხელს ვეყრდნობი.
- ასე როგორ შეიძლება, ჰა?! - აგრძელებს ნაირა ქოთქოთს.
- არ მშია-თქო... ჩაის დავლევ მხოლოდ...
- დღეს რამე ჭამე?
წამიერად ვფიქრდები. არა, დღეს არაფერი მიჭამია. მაგრამ რა ვქნა, რომ საერთოდ ვერ ვგრძნობ შიმშილს?
- კი... საავადმყოფოში ვჭამე ორჯერ...
- ხომ არ მატყუებ?
- რა ხდება, ნაირა? - ვეკითხები სიცილით.
- დილით ონისემ მითხრა მატილდა საერთოდ აღარ ჭამსო... და დააძალეო...
- რაო?! - ყურებს არ ვუჯერებ.
- ჩშშ! - ტუჩებზე თითს იდებს. - არ გამთქვა, თორემ მომკლავს...
- მართლა ასე გითხრა? - ჩემს მუცელში მიძინებული გრძნობები ცოცხლდებიან.
- რა გაგიკვირდა? ქმარია! პირველი ის ამჩნევს შენს სიგამხდრეს... რომელ კაცს მოსწონს გაძვალტყავებული გოგო?!
ჩაის წამებში ვცლი და ოთახში ავდივარ. სირბილით შევდივარ ოთახში, სადაც აბაზანაში შესასვლელად გამზადებული ონისე მხვდება. გაკვირვებულ მზერას მესვრის წამიერად.
- გამარჯობა...
რას ვბოდავ?! რა გამარჯობა?!
-გაგიმარჯოს... - მეუბნება წარბის აწევით და აბაზანაში შედის.
კარადას ვაღებ და გამოსაცვლელ ტანსაცმელს ვიმზადებ. წამლების სუნად ყარს ჩემი ტანსაცმელი. ოთახში „ვალოკორდინის“ სუნი დგება. ის არის კარადის მიხურვას ვაპირებ, როცა ერთ-ერთ თაროზე ონისეს ტელეფონი ინთება. როგორც ჩანს, თაროზე შემოდო და დაავიწყდა.
აქ კი ყველაზე სამარცხვინოდ ვიქცევი. არასდროს ასეთ რამეს არ ვიკადრებდი, მაგრამ ეჭვიანობა... ეჭვიანობა მახრჩობს რამდენი ხანია... ტელეფონს ვიღებ. ონისეს პაროლს ვწერ. დიდი ხანია ეს პაროლი დაფიქსირებული მაქვს. შეტყობინებებში შევდივარ. კესოსთან მიმოწერებს ვხსნი. ჩემდა გასაკვირად არაფერი მხვდება, გარდა ჩვეულებრივი მიმოწერისა, როგორიცაა მაგალითად „დარინამ გთხოვა წნევის წამალი წამომიღეო“, „რამდენ ხანში მოხვალ?“, „სასტუმროში ხარ?“ და მსგავსი სისულელეები. არანაირი ფლირტი, სიყვარული, თბილი სიტყვები, „სმაილებიც“ კი არ არის!
- ალბათ, წაშლილი აქვს... - ვერც კი ვიაზრებ ისე ვამბობ ხმამაღლა.
ცოტა იმედგაცრუებულიც კი ვარ. უკვე ტელეფონის დადებას ვაპირებ, როცა შემთხვევით ფოტოალბომზე მეჭირება.
გაოგნებისგან ტელეფონი კინაღამ მივარდება. ერთ-ერთ ფოტოალბომს ასო-ბგერა „მ“ აწერია... ალბომი ჩემი ფოტოებით არის სავსე... თვალებს რამდენჯერმე ძლიერად ვახამხამებ. მართლა არ მჯერა ის, რასაც ვხედავ!
ჩემი ფოტოები... ჩუმად გადაღებული ფოტოები... მძინარე ფოტოებიც კია... თან ყველაფერთან ერთად ონისეს ფოტოგრაფიის ნიჭიც ჰქონია, რადგან მართლა საუცხოო ფოტოებია. ზოგან ჩემს ცხვირზე აქვს მახვილი გაკეთებული, ზოგან ტუჩებზე, ზოგან ჩემს დატალღულ თმაზე... როდის მოასწრო?! რანაირად მოახერხა?! მე სად ვიყავი აქამდე?! როგორ ვერ მივხვდი... მაგრამ ვერც მივხვდებოდი, იმიტომ რომ ახლაც კი არ მჯერა...
თითების კანკალით ვდებ ტელეფონს ისევ კარადაში და კარს ვხურავ. მავიწყდება ყველანაირი დაღლა, სტრესი... საერთოდ ყველაფერი მავიწყდება... ვინმემ მიჩქმიტეთ და გამაღვიძეთ... შეუძლებელია ეს რეალობა იყოს... მთელი სხეული მიკანკალებს... მუცელში მოვლითი ტკივილები მატულობს... ვერ ვინძრევი...
არ ვიცი რამდენი დრო გადის, მაგრამ აბაზანის კარი იღება და ონისე გამოდის. მაისური და სპორტული შარვალი აცვია, თმა ჯერ კიდევ სველი აქვს. კიდევ უფრო გაოცებული მიყურებს.
- კარგად ხარ? - მეკითხება ბოლოს.
მოულოდნელად თვალთ მიბნელდება. არ ვიცი რა არის - შიმშილი, დაღლა, სტრესი თუ ცოტა ხნის წინ ნანახი ყველაფერი, მაგრამ ფაქტია - ჩემი ორგანიზმი ვეღარ უძლებს ამას და გონებას ვკარგავ. უკანასკნელი რასაც ვხედავ ონისეს ხელებია, ჩემი მოჩვარული სხეულის დასაჭერად გამოქანებული.
ნიშადურის სპირტის მწველი სუნი მაფხიზლებს. საწოლზე ვწევარ, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში. ზემოდან კი ონისე ვიბლიანი დამცქერის... ჩემი ონისე ვიბლიანი... ჩემი ქმარი...
- მატილდა... რა დაგემართა? - მეკითხება შეშფოთებული ხმით. - გინდა სასწრაფო გამოვიძახო?
- არა... - ვაჩერებ მაშინვე. - არ წახვიდე...
ონისე დენდარტყმულივით მეცლება და მოშორებით დგება.
- თუ რამე გჭირს მითხარი... თუ არადა გავალ... - იბრუნებს ჩვეულ ცივ ტონს.
- არ გახვიდე... გთხოვ... - წამოჯდომას ვცდილობ. - ჩემთან დარჩი...
- არა!
მეუბნება გადაჭრით და კარისკენ მიდის.
- შენი ტელეფონი ვნახე. - თავს ვერ ვიკავებ და ჩემი ხმა ექოსავით ედება მთელ ოთახს.
ონისე შეშდება. ძალიან ნელა ბრუნდება ჩემკენ. მის განრისხებულ თვალებს ვეჩეხები. ცოტაც და ცეცხლის ფრქვევას დაიწყებს, ალბათ. ნელი ნაბიჯით მოდის ჩემკენ. შიშისგან უკან ვიწევი, მაგრამ ვერ ვასწრებ. თავისი ძლიერი ხელებით მაჯებში მაფრინდება. ისე ძლიერ მიჭერს, ცოტაც და მომატეხავს.
- ვინ მოგცა მაგის უფლება?! - კბილებში ცრის.
- ნუთუ ვერ ხედავ როგორ ვიტანჯები?! - უკანასკნელ ძალებს ვიკრებ. - მართლა ვერ ხედავ, დავიჯერო?! ვერ ხედავ, რომ უშენოდ ყოფნა არ შემიძლია?! ვერ ხედავ, რომ ერთი შენი შემოხედვაც კი საკმარისია, რომ იმ დღეს კარგ ხასიათზე ვიყო?!
ნელ-ნელა ხელებს მიშვებს. მომენტს ვიყენებ და საწოლზე მუხლებით ვდგები. თვალებს თვალებში ვუყრი.
- ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მითხრა... ერთხელ მაინც გაბედო იმის აღიარება, რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ! ხომ შეიძლება ერთხელ მაინც მოვისმინო ეს?!
- არ შეიძლება! არა!
- რატომ?!
- იმიტომ, რომ შენ წახვალ! წახვალ და მარტო დამტოვებ!
- უშენოდ გატარებული ერთი საათიც კი ბოლოს მიღებს... რატომ გგონია, რომ წავალ?!
- ეგ შენ გეჩვენება ასე... - მეუბნება და სახე ტკივილისგან ეღრიცება. - რვა თვეა მხოლოდ მე მიყურებ... ერთადერთი ახალგაზრდა ვარ, ვისაც ხედავ... ჩემი ცოლი გქვია... ერთად ვცხოვრობთ... ეს ჩვეულებრივი ამბავია... როგორც მძევლებსა და გამტაცებლებს შორის სტოკჰოლმის სინდრომი... (ავტ. როცა მძევლებს გამტაცებლები „უყვარდებათ“, მათ მიმართ სექსუალური ლტოლვა უჩნდებათ). შენ რასაც არ უნდა გრძნობდე ეგ სიყვარული არ არის...
- ერთადერთი ის ვიცი, რომ შენ მჭირდები... შენი სიახლოვე მჭირდება... შენი შეხება მჭირდება...
ვეუბნები და კიდევ უფრო ვუახლოვდები. მისი მენთოლიანი კბილისპასტის სუნს ვგრძნობ. მისი გრილი სუნთქვა კისერზე მედება.
- არა, მატილდა... არა... - ისევ უკან გაწევას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის.
მაისურს ხელს ვავლებ და წამებში ვიძრობ. შავი ბიუსჰალტერის ამარა ვრჩები მის წინ. მზერა ჩემი სხეულისკენ გაურბის. ვიცი, რომ მის მოთმინებას ვცდი, მაგრამ მინდა... მე ის მინდა... დიდი ხანია მინდა...
- მინდა, რომ ჩვენმა სხეულებმა ერთმანეთი გაიცნონ... - ვეჩურჩულები ყურთან და იქვე ნაზად ვკოცნი.
სხეული ეჭიმება. ყველა კუნთი ეჭიმება. კოცნებით მივუყვები მის კისერს და ქვედა ყბის ძვალს. ხელებით მის მაისურს ვეჭიდები და წამებში ვაშიშვლებ. ათრთოლებული თითებით ნაზად ვეხები მკერდზე და ნელა ვუცურებ მუცლისკენ.
- მატილდა... გაჩერდი... - მეხვეწება. - ხომ იცი, რომ მერე ვინანებთ... მერე ორივეს გვეტკინება...
- დაე, ვინანოთ... - ვეუბნები ღიმილით. - ტკივილს ისედაც მივეჩვიე...
თითქოს ეს სჭირდებოდა. გიჟივით მეწაფება ვიბლიანი ტუჩებზე. ორივე ხელით თმაში ვაფრინდები და კოცნაში ვყვები. მის გემოს ვგრძნობ... მისი სველი ტუჩები მისველებენ ტუჩებს... ენას რამდენჯერმე ვუყოფ პირში, რაც აშკარად ძალიან მოსწონს. ჰაერი აღარ გვყოფნის და წამიერად ვჩერდებით. ორივე გიჟივით ვსუნთქავთ, ორივე სურვილით ვიწვით. მაგრამ მაინც მე მიყურებს... ჩემგან ელოდება თანხმობას... მინდა... ძალიან მინდა... მინდა, რომ ჩემი ქმარი შევიგრძნო...
მის ერეგირებულ ასოს შარვალზევე ვეხები. ონისეს სხეული კიდევ უფრო ეჭიმება. ვუახლოვდები და კისერზე ვკოცნი. კისრიდან სველი კოცნებით მკერდს და მუცელს მივუყვები. შემდეგ კი ისევ ზემოთ მკერდისკენ. ამჯერად შარვალს ვუწევ და ისე ვეხები მის ასოს. სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს. თითებს დავატარებ და ნაზი მოძრაობით კიდევ უფრო აღვაგზნებ. ბიუსჰალტერს კინაღამ მახევს და ორივე ხელით ჩემს შიშველ მკერდს აფრინდება. სიცილს ვერ ვიკავებ. ადრე სადღაც მაქვს ამოკითხული ტოქსიკურ წყვილებს საუკეთესო სექსი აქვთო... მგონი მე და ონისე გვიგულისხმეს.
გიჟივით მკოცნის მკერდზე, მკოცნის, მკბენს და მჩქმეტს, მაგრამ ძალიან, ძალიან მსიამოვნებს. ხელს მკრავს და საწოლზე მაგდებს. შარვალს წვდება და საცვლიანად მხდის. ფეხებს მაშლევინებს. ისევ ტუჩებზე მაცხრება. ტუჩების შემდეგ მკერდზე გადადის, მკერდიდან მუცელზე, მუცლიდან კი ბოქვენზე. თითებით ნაზად მეხება სასირცხვო ბაგეებზე, ენით კი კლიტორზე. სიამოვნების მორევში ვეშვევბი. ფეხებს ვხრი და შიშველ ბეჭებზე ვაწყობ. ხელებით გრძელ თმაში ვაფრინდები. თითქოს ჩემი საქციელი კიდევ უფრო მეტად ახელებს. მკოცნის და ენით მეთამაშება ყველგან. ხან ტემპს უჩქარებს, ხანაც ანელებს. სიამოვნებისგან მთელი სხეული მითრთის და ვიკლაკნები.
რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ზემოთ მოუყვება კოცნებით. თვალებს მისწორებს და გამომცდელი მზერით მაკვირდება.
- დარწმუნებული ხარ? - მეკითხება კიდევ ერთხელ.
- სრულიად... - ვუქნევ თავს.
- აქამდე... - კითხვას ვერ უყრის თავს.
- მცდელობა მქონია მხოლოდ...
ეღიმება. თვალს არ მაშორებს. თბილ და მზრუნველ მზერას... ხმას არ იღებს, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ მას არ ვუყვარვარ... თვალები ყიდიან... ყოველი შეხება, სინაზე და მზრუნველობა ყიდის...
თითებს ფეხებზე მოასრიალებს და საშოში მიცურებს. ისევ ვიკლაკნები, ამჯერად ტკივილისგან.
- მოდუნდი... მატილდა... - მეჩურჩულება. - თორემ გატკენ... და ამას ჩემს თავს არ ვაპატიებ...
- არ შემიძლია... ვნერვიულობ... - ემოციებს ვეღარ ვთოკავ.
ისევ ეცინება. კიდევ უფრო თბილი და მზრუნველი გამოხედვა აქვს.
- ადრე რომ გითხარი... გახსოვს? საერთოდ არ მიზიდავ თქო... - მეჩურჩულება და ტუჩებზე ნაზად მკოცნის. - მოგატყუე... მაგნიტივით მიზიდავ...
მისი სიტყვები მოქმედებენ. თითქოს დაძაბულობა მეხსნება, ონისე კი კიდევ უფრო ღრმად შემოდის ჩემში.
- შენ ყველაზე ვნებიანი და სასურველი ქალი ხარ... ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ... პირველივე წამიდან მინდიხარ...
წამებში იძრობს შარვალს და ზემოდან მექცევა. არც კი ვიცი საიდან და რანაირად, მაგრამ პრეზერვატივს ხსნის და ირგებს.
- ყოველთვის შენი სურვილით ვიწვი... განსაკუთრებით მაშინ, როცა მეჩხუბები... როცა გააფთრებული ლეოპარდივით შემომყურებ და ერთი სული გაქვს როდის გამგლეჯ შუაზე...
მისი ასოს თავს ბაგეებთან ვგრძნობ. ნაზად დაასრიალებს. ონისე მომენტს ეძებს.
- გასაოცარი ქალი ხარ, მატილდა...
მეუბნება და ისევ მკოცნის. უკანასკნელი დაძაბულობაც მეხსნება. ონისე ჩემში შემოდის. მტკივა... ძალიან მტკივა... მაგრამ მისი ალერსი, მისი კოცნა და მისი ჩურჩული ჩემს ყურებთან ყველაფერს მავიწყებს. რამდენიმე წუთის შემდეგ ბიძგებს უმატებს... უფრო და უფრო ღრმად შემოდის... სიამოვნების ტალღები ტკივილს უტოლდებიან... ბეჭებზე ხელს ვხვევ და ფრჩხილებს ვასობ. ტემპს აჩქარებს. მოქნილად იქნევს თეძოს და ჩემს სხეულსაც იყოლიებს. სიამოვნების ტალღები უფრო და უფრო მატულობს. ვგრძნობ, რომ პიკისკენ მივდივარ. ტუჩებიდან კვნესა მწყდება. ონისეც ზმუის. მისი ხმა კიდევ უფრო მეტად აღმაგზნებს. ტემპს უჩქარებს... და, აი, ისიც... ნანატრი ორგაზმი, რომელიც ცეცხლივით ედება მთელ სხეულს. სადღაც შორს ვფრინდები... კვნესას ვეღარ ვთოკავ... რამდენიმე წამში ონისეს უმატებს ღმუილს და ღრიალით ათავ**ებს.
ჩვენი გაოფლილი, ვნებისგან და სურვილისგან დაღლილი სხეულები ერთმანეთს ესვენება. თმებში ხელებს მიცურებს და ნაზად ეთამაშება ჩემს კულულებს. მე კი მის ტორსს ვეხვევი, მთელი ძალით ვეხვევი, თითქოს ვინმე წართმევას მიპირებდეს.
არც ერთი არ ვიღებთ ხმას... სიამაყე ისევ აქ არის... გაუბედაობაც არ გვტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა სხეულებმა ყველაფერი უკვე თქვეს. არაუშავს, მთავარია ეს ორივემ ვიცით...
მის მკლავებში მეძინება... ყველაზე ტკბილად, ყველაზე დიდი სიამოვნების შემდეგ...

21.
სამწუხაროდ, დილით გაღვიძებულს ონისე არც საწოლში მხვდება და არც ოთახში. ცოტა ხანში ირკვევა, რომ არც სახლში. ნაწყენი ვარ. არ მეგონა გუშინდელი ამბების შემდეგ ასე უსიტყვოდ თუ დამტოვებდა. უაზროდ დავბორიალობ სახლში. დარინას ვეკითხები ონისეზე, ქალბატონი კი უხეშად მპასუხობს, რომ დილით ადრე წავიდა და არ დაუბარებია სად მიდიოდა. შემდეგ იმასაც ამატებს, რომ მისი ბიჭი არ არის ვალდებული მე შემითანხმოს სად და როდის წავა. ამ ქალმა გარეკა... მსგავსი რამ არც კი გამიფიქრია... უბრალოდ მშვიდად ვკითხე სად არის ონისე-თქო...
დარინაზე გაბრაზებულს და ონისესგან მიტოვებულს სხვა გზა არ მრჩება - ისევ და ისევ ჩემი კლინიკა.
ჩემი მუდმივი თანამგზავრი კობა ისევ მანქანაში მელოდება. გაუთოვებულ თეთრ ხალათს კოხტად ვდებ მანქანაში და ერთად მივდივართ. საავადმყოფოში სრული ქაოსი მხვდება. ყველა დაბნეული დარბის აქეთ-იქით, ზოგი საკაცეს მიაგორებს, ზოგი წამლების ურიკას, ზოგი სისხლის ბანკიდან დარჩენილ მარაგს ეზიდება.
- რა ჯანდაბა ხდება? - ვეკითხები ერთ-ერთ ექთანს შეშფოთებული.
- ჰაწვალზე ზვავი ჩამოწვა... ცხრა კაცი ჩაიყოლა...
- ღმერთო ჩემო!
შეშფოთებისგან პირზე ხელს ვიფარებ.
- როგორ არიან?!
ხალათი უკვე მაცვია და ექთანს პალატისკენ მივსდევ.
- სამი ადგილზე გარდაიცვალა... ერთი აქ... მეორე გვიკვდება... დანარჩენები დაჟეჟილები, ყველაფერი დამტვრეული აქვთ... თავის ტრავმები... არამგონია ვინმე გადარჩეს...
- რას ამბობ!
- ორი ბავშვია... დედა დაეღუპათ... მამა კომაშია... კიდევ ერთი ტურისტია გადარჩენილი... მისი ცოლიც სიკვდილს ებრძვის...
- რა ტრაგედიაა! ღმერთო! მე რა გავაკეთო?
- ბავშვებს მიხედე... ტრავმატოლოგი სჭირდებათ... ბატონი ჯაჭვლიანი ოპერაციაზეა...
მოსმენილისგან ჯერ კიდევ შეძრული ვარ... სულ ვკანკალებ, თითებს ვერ ვიმორჩილებ. რეანიმაციაში შევდივარ. ადგილზე ვშეშდები. ბავშვები ისე არიან დაჟეჟილები და გალურჯებულები, რომ სახეც კი არ უჩანთ. სავარაუდოდ, ბიჭები არიან.
მადლობა ღმერთს, რომ თბილისიდან ჩამოსული ერთ-ერთი ცნობილი ექიმი მესტიაში აღმოჩნდა დასასვენებლად ჩამოსული. მისი დახმარებით ვუფიქსირებ ბავშვებს მოტეხილობებს...
- სისხლი გვჭირდება... ბევრი სისხლი... მეორე უარყოფითი... უმცროსი ბავშვი მეორე უარყოფითია... სად ვიშოვოთ ახლა აქ მეორე უარყოფითი...
განერვიულებული ქალი თავში ხელს იკრავს.
- ყველას შევატყობინოთ... ვიღაც აუცილებლად აღმოჩნდება...
- მეორე ბავშვი დადებითია... მამამისსაც იმავე სისხლის ჯგუფი აქვს... ტურისტს გაუმართლა... პირველი დადებითია... მეც პირველი დადებითი ვარ...
- მეც... - ვეუბნები იმედმოცემული.
- ჯერ-ჯერობით ჩვენი სისხლი ეყოფა... მაგრამ რაც მეტი ადამიანი მოვა მით უკეთესი... აქაურობას არ ვიცნობ... თქვენ აქაური ხართ?
- არა... მაგრამ ბევრ ადამიანს ვიცნობ... გადავრეკავ ახლავე...
პირველი რაც მახსენდება სასტუმროა. სასტუმროში ვრეკავ და როგორც მათი უფროსის ცოლი ვუბრძანებ, რომ სასწრაფოდ საავადმყოფოში მოვიდნენ სისხლის ჩასაბარებლად. გაოგნებული გოგონა კიდევ ერთხელ მამეორებინებს სათქმელს.
- ყველა, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფრჩხილები სალონში არ გაუკეთებია... ვისაც ბოლო ხანებში ტატუ არ გაუკეთებია... ვინც სხვა მხრივ ჯანმრთელია... ყველა აქ მოვიდეს... სასწრაფოდ...
ვინ იცის რა ამბავს დამაწევენ ვიბლიანები ამის გამო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. მანქანაში გასუსული კობაც კი გადმომყავს ძალით. კობამ არც კი იცის რომელი სისხლის ჯგუფი აქვს. ერეკლესაც ვურეკავ და მპირდება, რომ მალე მოვა. ონისე, რა თქმა უნდა, არ მპასუხობს. გაბრაზებული ვთიშავ ტელეფონს და ჩემს საქმეს ვუბრუნდები.
ცოტა ხანში მოსაცდელი სისხლის ჩამბარებლებით ივსება. საბედნიეროდ, სწორედ ერეკლე ახბაა ის, ვისაც მეორე უარყოფითი სისხლი აქვს.
- გადაგვარჩინე, ერეკლე! შვიდი წლის ბავშვის სიცოცხლე იხსენი! - ვეუბნები მადლიერი.
- კარგი რაა... - მეუბნება დარცხვენით.
- საუკეთესო ხარ! მართლა!
- რაღაც ვიბლიანს ვერ ვხედავ აქ... - წარბს წევს და ოთახს თვალს ავლებს.
მეღიმება. არ არსებობს ონისეს წაკბენის შანსი რომ ხელიდან გაუშვას...
- არ მპასუხობს მთელი დღეა... - ვეუბნები იმედგაცრუებული.
- რატომ უმართლებთ ასეთ იდიოტებს?! - კითხულობს ნაწყენი ხმით.
- ერეკლე!
- კარგი ხო... ჩუმად ვარ... - მიცინის.
თბილისელი ექიმი მეძახის და მეც სირბილით მივდივარ მასთან.
- ჯაჭვლიანმა ოპერაცია დაასრულა... მგონი წარმატებით... იქნებ ის ტურისტი გადარჩეს... საცოდაობაა... ოცდაათ წლამდე გოგონაა თან...
- ღმერთმა ქნას! - ვეუბნები შეწუხებული ხმით. - ბავშვები როგორ არიან?
- უკეთ... გაუმართლათ...
- არ სჯობს თბილისში რომ გადავიყვანოთ? ან ქუთაისში... სადმე ისეთ ადგილზე, სადაც უფრო მეტი კვალიფიციური ექიმია...
- არა... ამათი ტრანსპორტირება ახლა არ შეიძლება... მე დავურეკე რამდენიმე კოლეგას და როგორც კი შეძლებენ ამოვლენ...
- როგორ გაგვიმართლა, რომ აქ აღმოჩნდით... - ვეუბნები აღფრთოვანებით.
სევდიანად მიღიმის და ოთახიდან გადის. ბავშვების ანკეტების შევსებას ვიწყებ. უფროსს დათა რქმევია, უმცროსს საბა. იციან კი, რომ დედით ობლები არიან? თვალები ცრემლებით მევსება... სიმწრის ცრემლებით... როგორი უსამართლოა ცხოვრება, დაუნდობელი და უსამართლო...
დამღლელი, გამთანგველი დღის შემდეგ კობას სახლში მივყავარ. არც კობაა კარგად სისხლის ჩაბარების შემდეგ. თავბრუ ეხვევა და უენერგიოდაა. უამრავ მადლობას ვუხდი გაწეული საქმის გამო.
- შოკოლადი ჭამე, კობა... - ვეუბნები მანქანიდან გადასვლის წინ.
- მე კარგი, მაგრამ თქვენც უნდა ჭამოთ რამე... მთელი დღეა ლუკმა არ ჩაგიდიათ...
- შენც დაგავალა ჩემი კვება ვიბლიანმა?! - ვეკითხები წარბის აწევით.
- დიახ და ბოლო სამი დღეა ვატყუებ... სამსახურიდან გამაგდებენ...
- შენ ვინ გაგაგდებს, კობა... - ვუღიმი და კარს ვუკეტავ.
შიმშილის, დაღლილობის და სტრესის ფონზე ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. სახლში შევდივარ. მისაღები ოთახიდან ხმაური და სიცილი გამოდის. ისევ სტუმრები... შეიძლება ამ ქალს სულ სტუმრები ჰყავდეს?
სამზარეულოში ვიპარები და მაცივარს ვაღებ. ბუტერბროტს ვიკეთებ და გემრიელად ვკბეჩ. ამაზე გემრიელი რა შეიძლება ახლა იყოს?! ფეხაკრეფით გამოვდივარ სამზარეულოდან და კიბისკენ მივიპარები. პირველ საფეხურზე ფეხის შედგმას ვერ ვასწრებ, როცა დიქტატორის ხმა ჩამესმის.
- მატილდა! - მეძახის დარინა.
სხვა გზა არ მაქვს. სახეზე ყალბ ღიმილს ვიკრავ და ოთახში შევდივარ. სუფრასთან დარინას ასაკის ქერა ქალბატონია წამოსკუპული, კაცის გვერდით, რომელიც, სავარაუდოდ, მისი ქმარია. ქალი თავისი მელიის გამოხედვით ძალიან ჰგავს ჩემს საყვარელ პარაზიტს. ესეიგი თავისი ჩასახლება არ იკმარა და ოჯახიც ჩამოიყვანა... გადასარევია...
- სალამი... - ვეუბნები ყველას.
- გაიცანი, ძვირფასო, ეს კესოს დედაა ტანია... ეს კი მამამისი გიორგი...
- სასიამოვნოა... - ვუქნევ თავს.
- რა საყვარელი რძალი გყოლია, დარინა... - ეუბნება ტანია ღიმილით, რომელიც დაბოტოქსებულ ტუჩებს საერთოდ არ უხდება. - მაგრამ, როგორც ჩანს, სტუმრები არ უყვარს... ისე მიიპარებოდა არც უნდოდა ჩვენი ნახვა...
ბოლო სიტყვებს ვითომ ხუმრობით ამბობს. ახლა ღირსი არაა მთელი სამყაროს ჯავრი მასზე ვიყარო?!
- ჩემი დედამთილის წყალობით მუდმივ სტუმრიანობას და ხალხმრავლობას მიჩვეული ვარ და მინდა გითხრათ, რომ ჩემით დიდად არავინ ინტერესდება... ამიტომ გადავწყვიტე გვერდის ავლა, რადგან თქვენც ჩვეულებრივი სტუმრები ხართ... ხომ არ ვცდები?!
ქალს ღიმილი სახეზე ეყინება, კაცი კი ხველებას იწყებს.
- რატომ, საყვარელო... - მეუბნება აკანკალებული ხმით დარინა. - ამდენი თვის განმავლობაში კი უნდა გაგეგო როგორი ძვირფასი და ახლობელია ჩვენთვის კესო... - ამ სიტყვებზე ტანიას თვალებში სითბო ეღვრება. - ეს მის მშობლებსაც ეხებათ...
- დიახ, კესო ნამდვილად ძვირფასია ვიბლიანების ოჯახისთვის... - თავს ვუქნევ ღიმილით. - ისე, არც მეგონა საქართველოში თუ იყავით... იმდენი ხანია კესო აქ ცხოვრობს მეგონა უცხოეთში წახვედით და კესოს სხვა დასარჩენი არ ჰქონდა...
ტანიას თბილი გამომეტყველება წამში ქრება და მას ნამდვილი „სწერვა“ რუსი ტანიჩკა ანაცვლებს.
- კესოს იმაზე მეტი დასარჩენი აქვს, ვიდრე შენ გგონია... და სხვებისგან განსხვავებით პატრონიც ჰყავს...
ბოლო სიტყვებზე ტვინში სისხლი მასხამს.
- უკაცრავად?! მგონი არასწორად გავიგე... ახლახან უპატრონო მიწოდეთ?!
- როგორ გეკადრება, შვილო... - მაშინვე უარყოფს. - თარაშ ვიბლიანისნაირი პატრონი ნეტავ ყველას ჰყავდეს...
ამ სიტყვებზე კიდევ უფრო ვგიჟდები. თავს ძლივს ვიჭერ, რომ ქერა თმაში არ ჩავაფრინდე და ღერა-ღერა არ გავაცალო.
- ჩემს პატრონს გოგა ჰქვია... გოგა თოლორაია... და დამიჯერეთ, მამაჩემისნაირი ადამიანი ძალიან ცოტა დადის...
- მართლა? - მეკითხება გაოცებით. - და სად არის ახლა გოგა თოლორაია?! ფაქტია, აქ ხარ, ვიბლიანების ოჯახში ცხოვრობ... ონისე ვიბლიანის ცოლი გქვია... მადლიერი იყავი, შვილო, და ეცადე შეინარჩუნო ეს ადგილი...
- სხვებისგან განსხვავებით არაფრის შენარჩუნება არ მჭირდება... სულ ცოტა დარჩა ჩემს წასვლამდე... მაგრამ, დამიჯერეთ, არამგონია ვინმემ ჩემი ადგილი ოდესმე დაიკავოს...
პირდაღებულს ვტოვებ ტანიას, კიდევ უფრო პირდაღებულს კი დარინას. სირბილით ავდივარ კიბეზე და ოთახში ვიკეტები. აღფრთოვანებული ვარ ჩემი თავით... მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია... მხოლოდ და მხოლოდ თავის დასამშვიდებელი სიტყვები... ფაქტი კი სულ სხვანაირია: არც ონისე ყოფილა დაბლა და არც კესო... ისევ ერთად არიან... ისევ სადღაც არიან ერთად, მიუხედავად გუშინდელი ღამისა ონისე მაინც მასთანაა... და ამის მერე დამაჯერებს ვინმე რომ მას მე ვუყვარვარ?!
სულელი ვარ... საცოდავი და სულელი... კიდევ ერთხელ წამოვეგე ჩემი გრძნობების მახეს... კიდევ ერთხელ ჩავფლავდი და ისევ მარტო დავრჩი... სულელი მატილდა... ოდესმე ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა თავის შეცდომებზე?! როდემდე უნდა გაიმეოროს ერთი და იგივე სისულელე?! თანაც როგორი დამღუპველი სისულელე...
იმდენად დაღლილი ვარ, რომ ფიქრის თავიც კი არ მაქვს. დამაძინებლის ორმაგ დოზას ვსვამ და საცვლების ამარა უზარმაზარ საბანში ვეხვევი. საბედნიეროდ, დაღლილობა მაინც თავისას შვება და მალევე ვითიშები. ახლა ონისეზე ფიქრის დრო არ არის... ხვალ სერიოზული დღე მელოდება... მე იმ ბავშვებს ვჭირდები... გადარჩენილ ბავშვებს...
დილით ადრე ვიღვიძებ, თბილად ვიცვამ და წასასვლელად ვემზადები. ჩემი ხალათი გუშინდლის შემდეგ სულ სისხლით და თაბაშირით არის მოთხვრილი, ამიტომ სხვა გზა არ მრჩება - ონისეს ერთ-ერთ თეთრ მოკლემკლავიან პერანგს ვიღებ, იმდენი აქვს მაინც ვერ შეამჩნევს.
ონისეს მისაღებში ვპოულობ დივანზე გაშხლართულს. როგორც ჩანს, გვიან მოვიდა, რადგან დილის ძილის მოყვარული ნამდვილად არ არის. როგორ მინდა, რომ მოვეხვიო... ლოყაზე ვაკოცო და ძილისგან აჩეჩილ თმაზე მოვეფერო, მაგრამ გუშინდელი საქციელის შემდეგ ჩემგან შეხედვასაც კი არ იმსახურებს.
ნაწყენი გამოვდივარ ჩვენი საცხოვრებლიდან. კირილეს კართან ვჩერდები.
- დაუმშვიდობებლად მიიპარებოდი? - მეკითხება ეშმაკურად.
- როგორ გეკადრებათ... როდის წავსულვარ ისე?!
ოთახში შევდივარ. კირილე თავის მაგიდასთან მიხმობს, სადაც ყოველთვის დევს ცხელი ჩაიდანი და ნამცხვრები.
- სად მიიჩქარი?
- საავადმყოფოში, რა თქმა უნდა... გუშინ საშინელი დღე მქონდა... ტრაგედია დატრიალდა...
- ვნახე ტელევიზორში...ზვავი ჰაწვალზე... - ხმა უწყდება.
- ხო... კატასტროფაა... ერთი ტურისტი გადარჩა... კიდევ მამა და მისი ორი შვილი... კიდევ ერთი ტურისტი იყო გუშინ ცოცხალი, მაგრამ დილით ერთ-ერთი ექიმის მონაწერი დამხვდა ღამით გარდაიცვალაო...
- რა საშინელებაა...
- წავედი, კირილე... - ჩაის ჭიქას მაგიდაზე ვაბრუნებ და კარისკენ მივდივარ. - მართლა საჭირო ვარ იქ...
- ონისე წაგიყვანს? - მეკითხება შეპარვით.
- მაგის წაყვანა არ მჭირდება... - ვპასუხობ უხეშად. - გუშინ მჭირდებოდა... მთელი დღე ვურეკავდი... და ეს... ეს სადღაც დაძვრებოდა ონიანთან ერთად...
- რომ იცოდე... ონისე მთელი დღე ჰაწვალზე იყო... - ვშეშდები. - მისი წყალობით ამოიყვანეს გადარჩენილები... შემდეგ კი სავალი გზის გასუფთავებაში ეხმარებოდა...
- ოხ, კირილე... შენ რომ არ ჰყავდე ონისეს, ვინ გაამართლებდა მის ყოველ საქციელს?
ვეუბნები თავის ქნევით და ოთახიდან გამოვდივარ. ბედნიერი ვეშვები კიბეზე. ჩემი ქმარი ყველაფერთან ერთად გმირიც გამოდის?! გული რაღაცნაირი სიამაყით მევსება. მაგრამ კესო სად ჯანდაბაში იყო მაშინ?!
ამ ფიქრებს ვიბლიანების სახლშივე ვტოვებ. კობას მანქანაში სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი მახსენდება - ბავშვები, რომლებმაც აუცილებლად უნდა იცოცხლონ.
საბედნიეროდ, ბავშვები ბევრად უკეთ არიან, რასაც ვერ ვიტყვი მათ მამაზე, რომელიც ჯერ კიდევ კომაშია. ტურისტიც გადარჩა. დღეს მორიგე ექიმი გვარად ჯიშკარიანია. გაოგნებული ვრჩები, როცა ოპერაციაზე დასწრებას მთავაზობს.
- თქვენ საკმაოდ გონებამახვილი გოგონა ხართ, მატილდა... - მეუბნება ბოხი ხმით. - ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში არ იბნევით, პანიკაში არ ვარდებით და გამოსავალს ადვილად პოულობთ... მე კი დღევანდელ ურთულეს ოპერაციაზე სწორედ თქვენნაირი გონებამახვილი ადამიანები მჭირდება...
როგორც ირკვევა, ოპერაციას საბას ვუკეთებთ. ღამით კრუნჩხვები დაწყებია, მიზეზი კი თავის ტრავმა აღმოჩნდა. სპეციალურად მისთვის დილით თბილისდან ჩამოფრინდა მიხეილ თვალავაძე - უძლიერესი ნეიროქირურგი. ნუთუ მე მიხეილ თვალავაძესთან ერთად საოპერაციოში ვიდგები?! ადამიანთან, რომელთან მოხვედრაზე ოცნებაც კი ზედმეტია... მისთვის ინტერნებს და რეზიდენტებს გამადიდებელი შუშით ეძებენ...
და ამდენი თვის შემდეგ პირველად ვარ მადლიერი, რომ მესტიაში აღმოვჩნდი... ღირდა... ამ დღისთვის, ამ წამისთვის ღირდა რვა თვიანი ტანჯვა და წამება, ვიბლიანების ტყვეობა... ღირდა...
აუცილებლად დავამახსოვრებ თავს თვალავაძეს... და როცა ძველ ცხოვრებას დავუბრუნდები იქნებ მის „სამოთხეშიც“ შევყო თავი...
ცეკვა-ცეკვით მივდივარ გასახდელში და საოპერაციო ფორმას ვიცმევ. ტელეფონს ვთიშავ და გასახდელში ვტოვებ, მაინც არავის გავახსენდები...
საოპერაციოში შესულს პაციენტი უკვე გამზადებული მხვდება. ხელებს კარგად ვიბან და შიგნით შევდივარ. მალევე შემოდიან ქირურგებიც - თვალავაძე და ჯიშკარიანი. ჩემს გარდა ოთახში რამდენიმე რეზიდენტია, რომლებიც თვალავაძეს ჩამოყვნენ. მშურს. როგორ მშურს მათი. მათ ხომ ასეთი მასწავლებელი ჰყავთ.
თვალავაძე წამიერად მაშტერდება, ოთხკუთხედი სათვალის ჩარჩოებიდან მანათებს ღია ცისფერ თვალებს.
- ეს მატილდა დევდარიანია... - ეუბნება ჩემზე ჯიშკარიანი. - სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი...
თვალავაძე გაკვირვებით უყურებს ჯერ ექიმს, შემდეგ კი მე.
- თუმცა, მინდა გითხრათ, რომ სტუნდეტის კვალობაზე საკმაოდ ბევრი იცის... და ერთ დღეს მისგან არაჩვეულებრივი ექიმი დადგება...
ვგრძნობ, როგორ მედება ალმური სახეზე. ნუთუ ისეთი დონის ექიმი, როგორიც ჯიშკარიანია მაქებს ნეიროქირურგიის ღმერთთან?! ვინმემ მიჩქმიტეთ...
- ვნახავთ... - მხოლოდ ამას ამბობს თვალავაძე.
პაციენტს უახლოვდება და თავის ჯადოსნურ ხელებს ახებს.
ოპერაცია რვა საათზე მეტს გრძელდება. ფეხზე ძლივს ვდგავარ, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლაა, ყველაზე სასიამოვნო მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. გაოგნებული ვუყურებ მართლაც რომ ნეიროქირურგიის ღმერთს. ასეთი უბადლოდ ჩატარებული ოპერაცია არასდროს მინახავს. გაოგნებული ვარ თვალავაძის მოთმინებით. რვა საათია წარბიც კი არ შეუხრია, ერთხელაც არ ამოუოხრავს. გაოგნებული ვარ მისი რეზიდენტებითაც. უსიტყვოდ ესმით რა სჭირდება ქირურგს, უსიტყვოდ ესმით რა უნდა გააკეთონ და რა მომენტში. რაც შემეხება მე... თვალავაძემ ჭრილობის ამოშრობის უფლება მომცა... ასევე პატარა ნაკერიც დავადე, საკმაოდ კარგად. ექიმს არაფერი უთქვამს, მაგრამ რაიმე ცუდად რომ მექნა აუცილებლად გამაგდებდნენ საოპერაციოდან, ამიტომ კმაყოფილი ვარ... უბრალოდ კმაყოფილი...
მოწყვეტით ვეცემი გასახდელში სკამს. ახლა ვგრძნობ, როგორი დაძაბული, დაჭიმული და დაბუჟებული ვიყავი აქამდე. აბაზანაში შევდივარ და წყალს ვივლებ. ცოტა ვფხიზლდები. სველი თმით გამოვდივარ გასახდელში და პირსახოცით ნაზად ვიმშრალებ. რამდენიმე წუთში ხმაურით შემოდიან ინტერნები და რეზიდენტები. კუთხეში ვიყუჟები. მობილურს ვრთავ. 137 გამოტოვებული ზარი მაქვს ონისესგან.
- რა ავადმყოფია... - ვჩურჩულებ გაბრაზებით.
ქურთუკს მკლავზე ვიკიდებ და კარისკენ მივდივარ, როცა ერთ-ერთი რეზიდენტი მეძახის. გაოგნებული ვტრიალდები. შავგრემანი, მაღალი, ხუჭუჭთმიანი ბიჭია, რომელიც საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ოპერაციაში. მის უკან ორი გოგონა დგას. სხვებიც ჩვენკენ იყურებიან.
- ისე გარბიხარ არც გვემშვიდობები? - მეკითხება ნაწყენი ხმით.
- მე უბრალოდ... - სიტყვებს ვერ ვპოულობ.
- კარგი... - მახლოვდება და მიცინის. - ნუ გეშინია... არ ვიკბინებით...
- ძალიან კარგად გაართვი ყველაფერს თავი... - მეუბნება ერთ-ერთი გოგონა.
- მართლა? - კიდევ უფრო ვიბნევი. - ისე ვნერვიულობდი...
- თვალავაძეს მოეწონე, ფაქტია... - მეუბნება ისევ ბიჭი. - რომ არ მოსწონებოდი პაციენტთან არც კი მიგიშვებდა...
მისი სიტყვები კიდევ უფრო მსიამოვნებს. ბიჭი ყველას ემშვიდობება და ჩემთან ერთად დერეფანში გამოდის.
- მე ბერდია მქვია... - ხელს მიწოდებს. - მაგრამ მეგობრები ბეროს მეძახიან.
- სასიამოვნოა, ბერო... - მეც ვართმევ ხელს.
- ვიცნობდეთ ერთმანეთს... რა იცი, იქნებ ერთ დღეს ისევ ამოვყოთ თავი ერთ საოპერაციოში...
ბიჭი საკმაოდ სიმპატიურია, თან ეს ძალიან კარგად იცის. სწორედ ამით სარგებლობს, ალბათ, ყველასთან. ასეთი ბევრი მყოლია სამედიცინოზე, ლექტორებსაც თავიანთი გარეგნობით და ენამახვილობით რომ ხიბლავდნენ. როგორ მენატრებიან... ღმერთო, როგორ მენატრება ჩემი ცხოვრება...
მიმღების გოგონებს ვემშვიდობებით და გასასვლელისკენ მივდივართ.
- აქვე ცხოვრობ? - მეკითხება სასხვათაშორისოდ.
- კი, ახლოს...
- მანქანით ვარ და შემიძლია გაგიყვანო... - მეუბნება იმედმოცემული.
პირს ვაღებ, მაგრამ ვინ მაცდის?!
- შენი წაყვანა არავის სჭირდება. - კბილებში ცრის ონისე ვიბლიანი, რომელიც აფთარივით დგას საავადმყოფოს კართან.
- უკაცრავად?! - ტონს ძაბავს ბერდიაც.
- ეს გოგონა ჩემი ცოლია. - ეუბნება დამარცვლით.
- ცოლი?! - გაკვირვებული ბიჭი მე შემომყურებს.
აღარ ვიცი რა ვქნა. ონისეს ვებრდღვნა ამ უხერხული სიტუაციისთვის თუ თავს ვუშველო და გავიქცე.
- რას იტყვი, მატილდა?! - ამჯერად მე მიბრუნდება სიბრაზისგან აკანკალებული ხმით ონისე.
- დიახ, ჩემი ქმარია. - არანაკლებ გაბრაზებული ტონი მაქვს მე. - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ბერო... აუცილებლად შევხვდებით კიდევ...
ბოლო სიტყვებს განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, ბერდიას ვუღიმი და ონისეს მანქანისკენ მივდივარ. ბერდია ონისეს ქორულ მზერას არანაკლებ მტრულ გამოხედვას ახვედრებს, მაგრამ, ალბათ, ხვდება, რომ ხისთავნიან სვანთან დაჯახება კარგს არაფერს მოუტანს, ამიტომ ეცლება და სხვა მხარეს მიდის.
ონისე უსიტყვოდ ჯდება მანქანაში, ქოქავს და როგორც ყოველთვის მოყინულ მიწაზე ბრუნს აკეთებს. იმდენად მივეჩვიე მის არანორმალურ ტარებას, რომ გული აღარ მისკდება, უბრალოდ მანქანას ვეჭიდები ძლიერად. სიბრაზისგან ხელები უკანკალებს, დაჟინებულ მზერას არ აშორებს გზას. გაბრაზდა?! იეჭვიანა?! ძალიან კარგი! ერთხელ მაინც იგრძნოს თავი ჩემს ადგილას!
უხმოდ გადმოვდივარ მანქანიდან და სწრაფი ნაბიჯით შევდივარ სახლში. ნაირა კართან მეგებება და რაღაცას მეუბნება, მაგრამ გაბრაზებისგან არაფერი მესმის. პირდაპირ კიბისკენ მივდივარ. ისიც მომყვება. თავისი უაზრმაზარი ნაბიჯებით მომყვება. მისი ქშენა ყურებში ჩამესმის. უკვე ვფიქრობ რას გადავატეხავ თავზე ოთახში შესვლის შემდეგ.
მისაღებსაც სწრაფი ნაბიჯით გავდივარ და საძინებელში შევდივარ. კარის დაკეტვა მინდა, მაგრამ თავისი უაზრმაზარი ხელებით იჭერს კარს და ოთახში შემოდის.
- რა გინდა?! - ვეღარ ვითმენ. - რატომ არ მანებებ თავს?!
- რა მინდა?! რა მინდა?! - ხმას უმატებს ვიბლიანი.
- შემეშვი! თავი დამანებე... შე-მე-შვი! - ხმას ვუწევ მეც.
- მილიონჯერ დაგირეკე! ერთხელაც არ მიპასუხე!
- შეგეძლო ნებისმიერისთვის გეკითხა კლინიკაში ჩემი ადგილსამყოფელი! რვა საათიან ოპერაციაზე ვიყავი! პატარა ბავშვის გადასარჩენად!
- და ის გამ*ო*ს*ირებული ვინ იყო?! - კისერზე არტერია ებერება.
- წესიერად ილაპარაკე! - ვუყვირი.
- არა! როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ! ვინ იყო ის ბიჭი-თქო საყვარლად რომ მოსეირნობდით ერთად!
- ვინ მოგცა მაგის უფლება?! ვისთანაც მინდა იმასთან ვივლი და ვისთანაც მინდა იმასთან ვილაპარაკებ! და საერთოდ! რასაც მინდა იმას გავაკეთებ! ვინ მოგცა ჩემი კონტროლის უფლება?!
- მატილდა!
- ვინ მოგცა ჩემზე ეჭვიანობის უფლება?!
- ვინ მომცა?! მე შენი ქმარი ვარ! - ღრიალებს.
- ფორმალური! ფორმალური ქმარი! დროებითი ქმარი!
- არ ვარ!
ღრიალებს და მოულოდნელად მაჯებში მაფრინდება. მთელი ძალით მიჭერს ხელზე.
- აბა რა ხარ?! - ვკივი შეშფოთებული.
- გგონია ასე მარტივად გაგიშვებ?! რვა თვეა მხოლოდ შენი წასვლა გაკერია პირზე! დავიღალე! გგონია ასე მარტივად შეგელევი?! გგონია უბრძოლველად დაგთმობ?!
- გადაირიე?! - ხელების გათავისუფლებას ვცდილობ, მაგრამ კიდევ უფრო მიჭერს და უფრო ახლოს მიზიდავს.
- გადავირიე! ხო! შენ გადამრიე! შენ გადამიყვანე ჭკუიდან! ჯერ იყო და მთელი დღე არ მპასუხობდი! მეგონა უკვე სადღაც ჩერქეზეთში იყავი ან კიდევ უარესი! სადმე ხრამში გადაგდებული, დასახიჩრებული და მკვდარი! მერე კი რას ვხედავ?! ვიღაც სი*რთან ერთად მოსეირნობ და ბედნიერად კისკისებთ...
- ავადმყოფო! - ისევ ვეწინააღმდეგები. - გამიშვი!
როგორც იქნა მისი ტორებისგან ვთავისუფლდები. გამწარებისგან თავს ვეღარ ვიკავებ, გონება მებინდება, მთელი ძალით ვაწნი სილას. ტკაცანის ხმა მთელ ოთახს აპობს. ონისეს სახეზე სიბრაზე ქრება და მას გაოგნება ანაცვლებს.
აკანკალებულ ხელს პირზე ვიფარებ. ღმერთო ჩემო, რა გავაკეთე?! ორივენი ღრმად ვსუნთქავთ... ოთახში მხოლოდ ჩვენი სუნთქვის ხმა ისმის. თითქოს დრო გაჩერდა... წამი გაიყინა...
შემდეგ კი ონისეს შეხებას ვგრძნობ. წელზე მაფრინდება, ტუჩებით კი ჩემს ტუჩებს ეძგერება. გიჟურად... არაადამიანურად მკოცნის. ვიხრჩობი, ჰაერი არ მყოფნის, მაგრამ ვიბლიანი არ ჩერდება. ასე უნდა შურისძიება?! ასე იყოს...
ორივე ხელით თმაში ვაფრინდები. ხელში ავყავარ. ფეხებით მის წელს ვეჭიდები. ენას პირში მიყოფს. კოცნებით მიუყვება ჩემს კისერს, მკერდს... კბილებით ეტანება ჩემს გამაგრებულ მკერდის თავებს. პირიდან კვნესა მხდება. საწოლზე მაწვენს. მის მაისურს ვაფინდები და წამებში ვაშიშვლებ. ის კი, როგორც ყოველთვის არანორმალურივით იქცევა. ჩემს პერანგს აფრინდება და პირდაპირი მნიშვნელობით ტანზე მახევს. ნაჭრის გაფხრეწვის ხმა ჩამესმის.
- არანორმალური ხარ... - ვჩურჩულებ მის ტუჩებთან.
- შენ კი მოსარჯულებელი... - მეუბნება და ისევ მკერდისკენ მიუყვება კოცნებით.
ძლიერად მიჭერს თეძოებზე ხელებს. თითქოს ასე ცდილობს ჩემზე შურისძიებას, მაგრამ მომწონს... ძალიან მომწონს. თითებით ჯერ ნაზად მეხება სასირცხვო ბაგეებზე, შემდეგ კი საშოში მიცურებს. ნაზ მოძრაობებს ღრმა და ძლიერი ბიძგები მოჰყვება. იმდენად აღზნებული ვარ, რომ ბევრი არ დამრჩენია გათა*ვ*ებამდე. მაგრამ ჩერდება. აი, ასე... უმოწყალოდ ჩერდება...
ისევ ტუჩებზე მაცხრება. სახეზე ბოროტული ღიმილი დასთამაშებს...
- როგორ ბედავ?! - ვეკითხები გაოგნებული.
- წეღან ხელი გამარტყი, ხო?! - მეკითხება წარბის აწევით.
და აი, მისი შურისძიებაც. კოცნებით მიუყვება ჩემს მუცელს და ბოქვენთან ჩერდება. მისი ენის შეხებას ვგრძნობ კლიტორთან. ისევ მეჭიმება სხეული, ისევ მატულობს კანკალი. აღარ შემიძლია... თავს ვეღარ ვიკავებ... კიდევ უფრო ვიჭიმები და პიკისთვის ვემზადები, როცა ისევ ჩერდება. დგება და ცინიკურად დამყურებს.
- ასე ნუ იქცევი, ონისე... - თითქმის ვეხვეწები. - ნუ მტანჯავ...
- მე გტანჯავ?! - მეკითხება და თან შარვალს იხდის. - მე?! და შენ რას მიკეთებ ეს ამდენი თვეა?! შენ არ მაწვალებ?! შენ არ მტანჯავ მე?!
პრეზერვატივს ხსნის და ირგებს. ზემოდან მექცევა. მზერას მისწორებს. კიდევ ერთხელ ვიძირები მის უძირო, ვნებებაშლილ თვალებში.
ასოს თავს კლიტორზე მახებს. ცუდად ვარ... მეტი არ შემიძლია.
- დაგინახავ კიდევ ერთხელ სხვა კაცთან?!
მეკითხება ჩურჩულით და ყურს უკან მკოცნის, ასოს თავს კი დაუნდობლად დაატარებს ჩემს სასირცხვო ბაგეებზე. პასუხს არ ვცემ.
- კიდევ მაეჭვიანებ?! - აგრძელებს. - კიდევ შეგეხება სხვისი ხელი?!
ხახუნს უფრო და უფრო უმატებს. ჯანდაბას!
- არა! - ვპასუხობ მოწყვეტით და მის ტუჩებს ვაფრინდები.
წამებში აერთიანებს ჩვენს სხეულებს. რამდენიმე ნელი ბიძგის შემდეგ ტემპს უმატებს და უფრო და უფრო ღრმად შემოდის. თეძოებზე ხელებს მავლებს და ჩემს მოძრაობებს თავის სხეულს აყოლებს. კვნესას ვერ ვიკავებ... არც ვიკავებ... საწოლის რკინის თავს ვაფრინდები ხელებით... კიდევ რამდენიმე ბიძგიც და კივილით ვათ*ა*ვებ. ჩემს აკანკალებულ სხეულს ონისეს დაჭიმული სხეული ეცემა. თავს ჩემს მკერდში რგავს. გახშირებულად სუნთქავს. თბილი ჰაერი შიშველ სხეულზე მეფინება.
მთელი სხეული სასიამოვნოდ მიბჟუის. მგონი, ხშირად უნდა გავაბრაზო... თუ კი ასეთი სექსით დამაჯილდოვებს რატომაც არა?!
ძილი მერევა. ერთი დღისთვის საკმარისზე ბევრი ემოცია მეწვია... საკმარისზე მეტი განვიცადე...
- ხვალ დილით ჩემს გვერდით რომ არ გაიღვიძო... - ვიკრებ ბოლო ძალებს. - ცხოვრებაში ვეღარ მნახავ...
ჩემს მუქარაზე ეცინება.
- ნეტავ, ყოველ დილას შენს გვერდით ვიღვიძებდე...
არ ვიცი, ბოლო სიტყვებს მართლა ამბობს თუ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ გონება მეთიშება... ონისეს თავს ამჯერად ძილი მართმევს...

23.
ვიბლიანი სიტყვას ასრულებს. მის მკლავებში ახლართულს მეღვიძება. მისი ძლიერი, დაკუნთული მკლავები ძლიერად მეხვევიან. ვტრიალდები და თავს შიშველ მკერდზე ვადებ, თან დილის მზის სხივებზე აბრდღვიალებულ მყინვარებს გავცქერი. ონისეს გვერდით როცა ვიღვიძებ ყოველთვის გასაოცარი ამინდი მხვდება ხოლმე. ნაზად ვკოცნი მუცელზე. რა ვქნა, რომ მართლა შემიყვარდა?! რა ჯანდაბა ვქნა, რომ ამ არანორმალურმა სვანმა ჩემს გულში დაისადგურა?! ვიცი, რომ სულაც არ არის ისეთი უხეში, როგორსაც თამაშობს. ნეტავ სხვა დროს გამეცნო... ნეტავ სხვა სიტუაციაში გამეცნო... ვინ იცის, იქნებ რომანტიულ ონისესაც გადავყროდი სადმე... იქნებ, სხვა წყვილების მსგავსად, ჩვენც გვევლო კინოში, თეატრში... უმისამართოდ გვებორიალა ქუჩებში... გვეკეთებინა ათასი სისულელე...
კიდევ ერთხელ ვკოცნი, კიდევ უფრო ნაზად. წრიალს იწყებს, მგონი გავაღვიძე.
- რაშია საქმე?! - მეკითხება ბოხი ხმით და ხელებით თვალებს იფშვნეტს.
- დილა მშვიდობისა... - ვუღიმი და ნიკაპით მის მუცელს ვეყრდნობი.
- დიდი ხანია გღვიძავს? - მიღიმის და თმაში თითებს მიცურებს.
- არც ისე...
- და რას შვებოდი? ჩემი კოცნის გარდა, რა თქმა უნდა...
მეგონა ეძინა... „აფერისტი“!
- მყინვარებს ვუყურებდი და ვფიქრობდი...
- ჩემზე? - მეკითხება წარბების თამაშით.
- შენზე... ჩემზე... ჩვენზე... ყველაფერზე... - ვეუბნები ამოოხვრით.
- მერე რა მოიფიქრე? - კიდევ უფრო ნაზად მეფერება.
- როგორი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა სხვა დროს და სხვა სიტუაციაში რომ გამეცანი...
ეღიმება, რაღაცნაირად სევდიანად ეღიმება.
- არ იქნებოდა... - მეუბნება ბოლოს და მზერას მისწორებს. - შენ მე არ შემომხედავდი... მე შენ არ შემოგხედავდი... გავაგრძელებდით ჩვეულებრივად ცხოვრებას...
მართალია. გაოგნებული ვარ, როგორ ზუსტად აღწერა ყველაფერი. მიუხედავად მისი გარეგნობისა, არასდროს დავინტერესდებოდი მისი გაცნობით... კესოდან თუ ვიმსჯელებთ, არც ვიბლიანი დაიწვებოდა ჩემი გაცნობის სურვილით.
- რა საინტერესოა ცხოვრება... - ვეუბნები და უფრო მაღლა ვჩოჩდები, კისერზე ვკოცნი.
- ამოუცნობია... და ცხოვრებაში არასდროს არაფერი ხდება უბრალოდ... ყველაფერს რაღაც დატვირთვა აქვს...
თვალებში ვუყურებ. ლაჟვარდოვან ლურჯ თვალებში. როგორ მიყვარს... როგორ ძალიან მიყვარს... როგორ მინდა ვაგრძნობინო, რომ მიყვარს... როგორ მინდა ვუთხრა, რომ მიყვარს...
- ონისე... - ვჩურჩულებ მის სახელს. - მე... მე...
მაგრამ ვერ ვეუბნები... არ შემიძლია... არ მყოფნის გამბედაობა... უპასუხო გრძნობას... მის უარს ვერ გადავიტან... არ შემიძლია... მართალია ტელეფონში ჩემი ფოტოები აქვს... მართალია საუკეთესო სექსი გვაქვს... მაგრამ ეს არ კმარა... არ ვენდობი, მის გრძნობებში არ ვარ დარწმუნებული... არ ვიცი ეს რა არის... თავდაცვის ინსტიქტი?! ძველი იმედგაცრუებისგან, ძველი ურთიერთობისგან დატოვებული ტრავმა?! მეორედ უარყოფას ვერ გადავიტან... ერთხელაც საკმარისი იყო იმის განცდა, რომ სხვა მამჯობინეს, სხვაში გამცვალეს... თვალები ცრემლებით მევსება...
- მატილდა... - სახეზე შეშფოთება ეხატება. - კარგად ხარ?
- მე კლინიკაში უნდა წავიდე... - მხოლოდ ამას ვამბობ.
თავს ვითავისუფლებ მისი მკლავებიდან და აბაზანაში შევრბივარ. ოთახიდან გამოსულს ონისე წასული მხვდება. კართან ვიკეცები, თავს მუხლებში ვრგავ და ცრემლებს გზას ვაძლევ. რა ჯანდაბა მჭირს... როდის გავხდი ასეთი?!
რამდენიმე წუთის შემდეგ ძალებს ვიკრებ და გასასვლელად ვემზადები. სწორედ მაშინ ჩამესმის ჩვენი „მისაღების“ კარზე კაკუნის ხმა. ალბათ, რომელიმე მოსამსახურეა. კარს ვაღებ.
- დილა მშვიდობისა... - კართან კესო ონიანი დგას.
- დავეჭვდი უკვე... ნამდვილად მშვიდობიანია?! - ვეკითხები გაოცებული. - რამე მოხდა?
- შენთან დალაპარაკება მინდა... შეიძლება?!
ნებართვას არც ელოდება ისე მწევს გვერდით და ოთახში შემოდის. ნელა ათვალიერებს ოთახს და ცინიკურად იღიმის.
- რა ეტყობა ახლა ამ ოთახს, რომ აქ წყვილი ცხოვრობს?
მის კითხვაზე ვცეცხლდები. რა შენი საქმეა საერთოდ?!
- სამწუხაროდ არეული საწოლი უკვე დავალაგე, თორემ განახებდი წყვილის ცხოვრების კვალს... - არ ვაკლებ მეც.
- კარგი რა... გგონია არ ვიცი, რომ ონისეს ცალკე სძინავს, აი, ამ დივანზე? - თეთრი დივნისკენ ხელს იშვერს. - არ არის ჩემი მოტყუება საჭირო, მატილდა... ონისემ თავისი პირით მითხრა ეს...
ამ გოგოსთან ყველაზე არაადეკვატური ვხდები. წამიერად ოთახში შევდივარ და გუშინდელი ღამის არაჩვეულებრივი „არტეფაქტი“ გამომაქვს. პრეზერვატივის გახეული შეფუთვა.
- და შენი აზრით, ეს რა არის? - ცხვირწინ ვუფრიალებ კესოს.
ყბა უვარდება, სახეზე ჯერ ალმური გადასდის, შემდეგ კი ფითრდება.
- შეიძლება სექსი გაქვთ, მაგრამ ონისეს მე ვუყვარვარ... - მეუბნება ერთი ამოსუნთქვით. - სექსი ყველასთან აქვთ, სიყვარულით კი ერთი უყვართ ხოლმე...
- ხო? შენ ეგეთი სიყვარულის გწამს?
- რაც არ უნდა იძახო, ფაქტი ფაქტია... ონისეს მე ვუყვარვარ...
- მე კი მგონია, რომ უთავმოყვარეო ადამიანი ხარ, რომელიც ვერ ხვდება სად არის მისი ადგილი... როდის ტოვებ ვიბლიანების სახლს?
- მე არსად არ წავალ... აქ ჩამოსვლა ონისემ მთხოვა... შემიძლია მონაწერებიც განახო თუ როგორ მეხვეწებოდა ჩამოსვლას... როგორ ვენატრებოდი და ვჭირდებოდი... როგორ ვერ ძლებდა უჩემოდ... როგორ მიხსნიდა სიყვარულს...
- არ მაინტერესებს...
- და დამიჯერე, პრეზერვატივის შეფუთვების მთელი კოლექცია მექნებოდა ამ თვეების განმავლობაში დაგროვილი, უბრალოდ შენსავით არ ვაგროვებ... ვყრი ხოლმე...
ვცოფდები! ტვინში სისხლი მასხამს!
- შენი მოსმენა აღარ მინდა! გაეთრიე ჩემი ოთახიდან!
- შენი ოთახიდან?! დამიჯერე, რამდენიმე თვეში აქ მე და ონისე ვიცხოვრებთ... ამიტომ, სჯობს აჩქარდე... დავიღალე ლოდინით და თქვენი მასკარადის ყურებით... - ბოლო სიტყვებს განსაკუთრებით ამრეზით მეუბნება.
- გადი, თორემ ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ! - ვემუქრები ბოლოჯერ.
ცოტაც და მართლა თმებში ვწვდები, მაგრამ ჭკუა ჰყოფნის და თავისი ნებით გადის. რამდენიმე წუთში მაქსიმალურად „დამშვიდებული“ ვეშვები კიბეზე, კობას მანქანაში ვჯდები და ვიბლიანების სახლს ვტოვებთ.
საავადმყოფომდე ბევრი არ არის დარჩენილი, როცა გზაზე ონისეს მანქანას ვხედავ შემხვედრი მიმართულებით მომავალს. ფარებს გვინთებს.
- კობა! არ გაბედო გაჩერება! - ვეუბნები, მაგრამ უკვე გვიანია, მანქანას აჩერებს.
კაცი ასე შესციცინებდეს უფროსს თვალებში?! გაბრაზებული გადავდივარ მანქანიდან. ჩემგან განსხვავებით, ონისე გადასარევ ხასიათზეა. ჩემკენ მოდის და სულ ერთი ნაბიჯის მოშორებით ჩერდება.
- მატილდა... მე... მე დიდხანს ვფიქრობდი და...
- შენი ხმის გაგონებაც არ მინდა! - ვაჩერებ მაშინვე.
თვალებში გაოცება უდგება.
- რამე მოხდა?
- შენი საყვარელი მოხდა! შენი კესო ონიანი მოხდა! - ხმას ვუწევ, სულაც არ მადარდებს კობა. - კარგია ცხოვრება, ხო?!
- რას ამბობ?! - კოპებს კრავს.
- ჩემს ოთახში იყო ამობრძანებული... გამომიცხადა მე და ონისეს თვეებია გადასარევი სექსი გვაქვსო... - ისეთი სახე აქვს, თითქოს გიჟი ვიყო და რამეს ვიგონებდე. - ეს როგორაა, იქნებ მეც ამიხსნა?! რამდენჯერაც აგიდ*გ*ებ*ა იმის მიხედვით ნაწილდება უპირატესობები ვისი ოთახიც უფრო ახლოსაა?!
- მატილდა! სიტყვებს დაუკვირდი! - კბილებში ცრის განრისხებული.
- კიდევ მე?! კიდევ მატილდა?! - გაოგნებას ვერ ვმალავ. - იმდენად უბედური იყავი ჩემთან, რომ იმ გოგოს დაურეკე და ჩამოსვლას ეხვეწებოდი?!
ბოლო კითხვას ზიზღით და ამრეზით ვუსვამ.
- მატილდა...
- ხო... ეხვეწებოდი... ჩამოსვლას ეხვეწებოდი... კოცნიდი... ეხვეოდი... აქეთ-იქით დაატარებდი... გარშემო ყველა კესოს თვლიდა შენს ცოლად და არა მე... ამ ყველაფერთან ერთად მასთან ერთად ჟიმ*ა*ო/ბდი... იქნებ ბოლო პერიოდში კესო აღარ გკადრულობდა და ამიტომ მოხვედი ჩემთან?!
- სულ გარეკე, გოგო?! - მწარედ მავლებს ხელებს მაჯებში.
- ხელი არ დამაკარო! ამ ბინძური ხელებით ჯერ იმას ეფერებოდი... მერე მე...
- იქნებ მეც მომისმინო?!
- მოგისმინო?! ნუთუ იმ დონეზე დაეცემი, რომ ამ ყველაფერს უარყოფ?!
- არ უარვყოფ... კესოს მართლა ვთხოვე ჩამოსვლა, რადგან შენს გამოჩენამდე ის იყო ჩემი შეყვარებული... - გულში ჩხვლეტას ვგრძნობ. - წლების განმავლობაში მას ვთვლიდი ჩემი ცხოვრების სიყვარულად... გინდა უარვყო, რომ ხუთი წელი შეყვარებულები ვიყავით და სექსი არასდროს გვქონია?! დაიჯერებ ეს რომ გითხრა?!
- გადასარევი... ხოდა ყველაფერი გარკვეულია... - ხმის კანკალით ვეუბნები და მანქანისკენ ვტრიალდები, მაგრამ მიჭერს და ისევ მისკენ მატრიალებს.
- მომისმინე!
მისი ჩვეული მბრძანებლური ტონი! მის მუქ თვალებს ვაჩერდები... ის სილურჯეები, მე რომ ასე ძალიან მიყვარს, თითქოს დღევანდელი დილის იდილიას გაჰყვნენ. ახლა მას შავი, დაბურული თვალები აქვს... ცივი... უცხო...
- მე ვთხოვე ჩამოსვლა, რადგან მეგონა, რომ მენატრებოდა... მეგონა, რომ მჭირდებოდა... შენს გვერდით დაბნეული ვიყავი... უაზროდ დაბნეული... კესო მჭირდებოდა, რომ ჩემი თავი დამებრუნებინა...
- მერე, დაიბრუნე?! - ვეკითხები ცინიზმით.
- მეგონა ჩამოვიდოდა და ისევ მასზე დავიწყებდი ფიქრს! გარიდებდი თავს და ვცდილობდი მეტი დრო გამეტარებინა კესოსთან... ისევ ისეთი სიახლოვე გვქონოდა, მაგრამ არ გამოდიოდა... მასთან ყოფნის დროსაც კი შენზე ვფიქრობდი...
- მას კოცნიდი და ჩემზე ფიქრობდი?! - ცინიზმს სიცილსაც ვაყოლებ.
- ხო! ხო! - ღრიალებს. - საშინლად ჟღერს, მაგრამ ხო! თან ვიცოდი, რომ შენ ჩემი დანახვაც არ გინდოდა... ვიცოდი, რომ ჩვენს შორის არასდროს არაფერი გამოვიდოდა და ეს მაგიჟებდა! მაქსიმალურად გერიდებოდი... ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ სახლში არ ვყოფილიყავი, მაგრამ ასეც არ შემეძლო... ვერ ვძლებდი... აუტანლად მიზიდავდი... სულ შენთან მინდოდა... შენს სიახლოვეს ყოფნა მინდოდა... მეგონა კესო დაარღვევდა ამ მიზიდულობას... მასთან ძველებური სიახლოვე მეგონა ამომიგდებდა თავიდან შენზე ფიქრებს, მაგრამ არა!
- და მერე სექსიც სცადე იქნებ ამან მაინც მიშველოსო, ხომ?!
- მატილდა! კესოსთან კოცნის მეტი არაფერი ყოფილა...
- არ მჯერა!
- ნუთუ ამდენი თვის განმავლობაში... - ხმა უწყდება. - ოდესმე მომიტყუებიხარ?!
- არ მაინტერესებს! მე აქ აშკარად ზედმეტი ვარ... შენი სატრფოდან დაწყებული უკანასკნელი მოსამსახურით დამთავრებული ყველა მაგრძნობინებს, რომ ამ ოჯახში ზედმეტი ვარ!
- არ გესმის, რომ მე მჭირდები?! შენს მიმართ გრძნობები მაქვს...
-ხოდა მე არა! ერთადერთი რასაც ვგრძნობ ეს ზიზღია! ამდენი თვის განმავლობაში იმდენი ტკივილი მომაყენე მთელი ცხოვრება მეყოფა! არ მჭირდება შენნარი ადამიანი... და სჯობს ის დააფასო, ვისაც სჭირდები...
ცოტაც და ტირილს დავიწყებ. გული შუაზე მეპობა... მეფლითება... რა ძნელი ყოფილა... რა ძნელი ყოფილა ამ სიტყვების საყვარელი ადამიანისთვის თქმა... რაღა მაინც და მაინც მე?! მე ხომ ყოველთვის მშვიდი ცხოვრება მინდოდა... ონისეს ხელს ვუშვებ და კობას მანქანისკენ მივდივარ. უხერხულობისგან აწითლებულ კობას გაზეთში აქვს თავი ჩარგული.
- ვსიო?! ასე მშორდები?! - ღრიალებს ისევ. - ასე ვამთავრებთ?!
- არც არაფერი ყოფილა... არაფერი...
მანქანაში ვჯდები. კობაც რაც შეიძლება სწრაფად ეცლება იქაურობას. საქარე მინიდან ვხედავ, როგორ ურყამს გამწარებული ვიბლიანი მანქანას ფეხებს. თავს ხელებში ვრგავ. აღარ შემიძლია... ამდენი ემოცია... დაძაბულობა... სტრესი... ჩხუბი... არ შემიძლია...
- მეც მოსამსახურე ვარ, მაგრამ იმ გოგოს დასანახად ვერ ვიტან... - მეუბნება კობა უკვე კლინიკასთან.
- მე კი შენი უფროსი მიყვარს, მაგრამ რა ვუთხარი გადასარევად გაიგე... - ვეუბნები ამოოხვრით.
კარს ვხურავ და კლინიკაში შევრბივარ. არც აქ მხვდება კარგი ამბავი. გუშინდელი ნაოპერაციევი ბავშვი ცუდ დღეშია... მისი მდგომარეობა გაუარესდა.
მთელი საავადმყოფო ფეხზე დგას. გააფთრებული თვალავაძე სხვა ექიმებთან ერთად კონსილიუმს ატარებს, ოპერაციის ვიდეოჩანაწერს უყურებენ რომ გაიგონ რაში დაუშვეს შეცდომა.
გასახდელში ბერდიას ვაწყდები. ღიმილით მესალმება. მეც ჩემი შემორჩენილი ძალით ვცდილობ გავუღიმო.
- არ დაგხვდა კარგი ამბავი, ხომ? - მეკითხება სევდიანი ხმით.
- ეს ბავშვი უნდა გადავარჩინოთ. - ვეუბნები გადაჭრით.
მთელი დღის განმავლობაში ვსხედვართ მე და ბერდია და ცხრა საათიანი ოპერაციის ვიდეოჩანაწერს თავიდან ბოლომდე ვუყურებთ. არაფერია... აქ არაფერია... თვალავაძის იდეალურად გაკეთებული ოპერაცია არაფერ შუაშია. რაღაც სხვა არის...
- ბერდია... კიდევ ერთხელ გაიმეორე რა სიმპტომები აქვს ახლა ბავშვს?
- მაღალი სიცხე... შეშუპება...
- ანუ ინფექცია... ორი აზრი არ არის ინფექციაა... მაგრამ საიდან?!
დაღლილები ვესვენებით გასახდელში ერთ-ერთ დივანს. აპარატიდან ორცხობილებს ყიდულობს, მე კი ცხელ ყავას ვაკეთებ.
- შენს ქმართან ბედნიერი ხარ? - მეკითხება ბოლოს.
- რატომ... - მეღიმება. - რა შემამჩნიე უბედურების?
- არა, არა... უბრალოდ ჩვეულებრივ ერთმანეთზე შეყვარებულ წყვილს არ ჰგავხართ...
- უბრალოდ ახლა ურთიერთობის რთულ ეტაპზე ვართ... - ვცდილობ ხალისიანი ხმა შევინარჩუნო. - შენზე მომიყევი რამე... შეყვარებული გყავს?
- არა... მყავდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ დავშორდით...
- კარგი... სხვა თემა... - ვიცინით ორივე. - ნეიროქირურგია რატომ გადაწყვიტე?
- ოოო... რთული კითხვაა... თუ არ გამთქვამ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ... თვალავაძე ჩემი ნათესავია... ბიძას ვეძახი ბავშვობიდან... 12-13 წლიდან უკვე მქონდა მედიცინის მიმართ ინტერესი, ხშირად დავყვებოდი მას საავადმყოფოში... 15 წლიდან უკვე ოპერაციებსაც ვესწრებოდი... ძირითადად მუცლის ღრუს ქირურგიას ან კარდიოლოგიას... უფრო სწორედ, ასე უნდოდა ბიძაჩემს... ყველანაირად მარიდებდა ნეიროქირურგიას... და ერთხელაც, როცა უკვე პირველ კურსზე ვიყავი თავის ოპერაციაზე დასწრების ნება დამრთო... ახლაც მბურძგლავს... გეფიცები, მატილდა, ყველაზე საუცხოო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში... გაუნძრევლად ვიდექი რამდენიმე საათი და უბრალოდ ვუყურებდი, როგორ სჩადიოდა საოცრებებს ბიძაჩემი ცოცხალი ადამიანის თავში! მანდ მივხვდი, რომ მეც ეს მინდოდა... და მას შემდეგ ვერ მიშორებს... - ამბობს სიცილით.
- და ვერც მოგიშორებს... - ვაბოლოვებ მე.
მსგავს საუბრებში გადის დრო, მაგრამ გონებით სულ სხვაგან ვარ. ვიღიმი, მაგრამ ერთი სული მაქვს სადმე კუთხეში მივიკუჭო და ტირილით გავსკდე. არ შემიძლია ასე... როგორც კი ვიფიქრებ, რომ ყველაფერი დალაგდა... ყველაფერი კარგად არის... ზუსტად მაშინ ხდება საშინელება და მე და ონისე ისევ მტრებად ვეკიდებით ერთმანეთს...
გვიან მოვდივარ საავადმყოფოდან. გზაში ჩაძინებულს კობა მაღვიძებს, როცა ვიბლიანების სახლის ეზოში მანქანას აჩერებს. ახალჩათვლემილზე გაღვიძებაზე საშინელება არაფერი არაა! თან როცა გარეთ მინუს თხუთმეტი გრადუსი ყინვაა, რომელიც დაუნდობლად გეკიდება მთელ სხეულზე. არ მინდა... არ მინდა ამ სახლში შესვლა... არ მინდა ვიბლიანებთან ყოფნა... არ მინდა კესოს გამარჯვებული სახის დანახვა... არ შემიძლია...
მაინც შევდივარ... სახლში ავისმომასწავლებელი სიჩუმეა... კიბეზე ქურდივით მივიპარები და ოთახში შევდივარ. ონისე აქ არ არის. კარს ვკეტავ. ტანსაცმელს ვიცვლი, თბილ პლედს ვიღებ და მასში გახვეული დივანზე ვწვები. აუტანელი სიჩუმე კიდევ უფრო მაშინებს. რა ხდება? სად არიან ყველანი? სად არის ონისე?
კარზე ფრთხილი კაკუნი მაფხიზლებს. ზლაზვნით ვდგები. კართან ნაირა დგას.
- მშვიდობაა? - ვეკითხები ჩურჩულით.
ნაირა ოთახში შემოდის და კარს ისევ მაკეტვინებს. გაფითრებული სახე აქვს.
- რა მოხდა, მეტყვი? სად არიან ყველანი?
- დღეს ბატონმა ონისემ იჩხუბა...
- რა? - ყურებს არ ვუჯერებ.
- ყველას ეჩხუბა... დედამისს... მამამისს... კესოს მშობლებს...
- კი მაგრამ, რატომ?! რაზე?!
- ჩემს ცხოვრებაში რატომ ერევითო... ვინ მოგცათ უფლება ჩემს გარეშე გადამიწყვიტოთ მომავალიო...
- მერე?
- მერე კესოს ეჩხუბა... არ ვიცი რაზე, მაგრამ ყვიროდნენ... იმ არანორმალურმა გოგომ დარინას ვაზებიც კი დალეწა... ტირილით გამოვარდა... მერე ვითომ ცუდად გახდა და წამლებით გვარბენინა...
- რას ამბობ...
- მერე კი ონისემ უთხრა ამ სახლში აღარ დაგინახოთ არც ერთიო...
- რა?! - იმხელა ხმაზე ვეკითხები, რომ მთელ ოთახს ექოდ ედება.
- ხო... და გაყარა...
- წავიდნენ?!
- კი... ჩაალაგეს ჩემოდნები და წავიდნენ...
- ონისე სადაა?
- არ ვიცი... წავიდა და აღარ დაბრუნებულა...
- ღმერთო ჩემო... - კიდევ შოკში ვარ.
ნაირა ისეთივე ფეხაკრეფით იპარება, როგორც შემოვიდა და მტოვებს გაოგნებულს. რა მოხდა?! რა ჯანდაბა მოხდა, რომ ონისემ თავისი ნებით გაყარა სახლიდან ონიანები?! იმდენად წარმოუდგენელია, რომ ამას, ალბათ, ვერც დავიჯერებ.
რამდენიმე საათის განმავლობაში ვწრიალებ, ვერ ვისვენებ, ვერ ვიძინებ. ყველანაირ გაფაჩუნებაზეც კი მგონია, რომ ონისე მოვიდა და კართან დგას... მაგრამ ონისე არ ჩანს... და მეც მეძინება...

24.
დილით ძალიან ადრე ვდგები. არავის ნახვა არ მინდა, განსაკუთრებით დარინასი. თუ ნაირამ რაც თქვა მართალია და ონისემ კესო სახლიდან გააგდო, ქალბატონი ყველაფერს მე დამაბრალებს, მე კი ისეთი დაღლილი ვარ... ისე უენერგიოდ ვარ, რომ შეპასუხების და ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს.
თითქმის კიბესთან ვარ მისული, როცა კირილეს ხმა ჩამესმის. ეტლით დერეფანშია გამოგორებული და განმგმირავ მზერას არ მაშორებს. ნელა ვბრუნდები მისკენ. ძალიან სერიოზული სახე აქვს. ასეთი სერიოზული კირილე არასდროს მინახავს. თვალებით მანიშნებს, რომ ჩემთან დალაპარაკება უნდა და ოთახში უნდა შევყვე. დასჯილი ბავშვივით ვემორჩილები. კარს კეტავს.
იმდენად ადრეა, რომ ჯერ მოსამსახურეებსაც არ გაუღვიძიათ, შესაბამისად, ამდენი თვის განმავლობაში პირველად, კირილეს მაგიდას ცხელი ჩაის და ნამცხვრების გარეშე ვხედავ.
- როგორ ხარ, მატილდა?
ჩვეული მანერები არასდროს ავიწყდება. ჯერ მოკითხვა, შემდეგ კი საქმე. ესაა კირილე ვიბლიანი...
- არც ისე კარგად... შენ როგორ ხარ?
- არც მე. შენთან დალაპარაკება მინდა...
- ონისეს ხომ არ მოუვიდა რამე?! ასეთი სერიოზული არასდროს მინახიხარ, კირილე... - ხმაში შიში და ნერვიულობა მეპარება.
- ონისეს ხომ არ მოუვიდა რამე. - იმეორებს ჩემს ნათქვამს ძალიან ნელა. - ნუთუ ონისე გადარდებს?
- ამას სერიოზულად მეკითხები?! ხომ იცი, რომ ყველაზე მეტად მადარდებს... - ცხოვრებაში პირველად კირილესთანაც კი გულახდილი ვარ.
სახეზე წამიერად სიამოვნება ეხატება, მხოლოდ წამიერად, შემდეგ კი ისევ კოპებს კრავს და თვალებს თვალებში მიყრის. პირველად ვაკვირდები მის თვალებს, რომელსაც აქამდე „ვერ“ ვხედავდი. დღის სინათლეზე აბრწყინებული ლურჯი თვალები... ჩემი ონისეს თვალები... ონისეს ზუსტად კირილესნაირი თვალები ჰქონია...
- მაშინ გამაგებინე, რატომ ტანჯავ ამ ბიჭს?! ან შენ რატომ იტანჯავ თავს უმიზეზოდ?! სანამ შენ მიხვდებოდი რომ ონისე გადარდებდა, მანამდე ვიცოდი ეგ მე... ამდენი თვეა ველოდები, როდის აღიარებდით ამას ორივე... როდის აღიარებდით, რომ ყველაზე მეტად ერთმანეთი გადარდებთ, ერთმანეთზე ფიქრობთ, ერთმანეთი გიყვართ...
- კარგი რა... - ვიცინი სიმწრით. - ონისეს მე არ ვუყვარვარ...
- საიდან იცი?!
- ერთხელ მაინც რომ ეთქვა...
- მიეცი იმის შანსი, რომ ეთქვა?! - მაწყვეტინებს მაშინვე.
- როდის არ მივეცი?! - ვღიზიანდები.
- ონისე სხვებს არ ჰგავს, მატილდა, ამას კარგად ხვდები, იმედია... თითქმის არასდროს აჩენს თავის ემოციებს და თავდაცვის მიზნით მუდამ ერთი ცინიკური მზერა აქვს აფარებული... მაგრამ დავიჯერო არასდროს გინახავს ონისეს ნამდვილი სახე? - წარბებს მაღლა წევს. - განსაკუთრებით ბოლო ხანებში... ხომ იცი, რომ სულაც არ არის ისეთი ცივი და უდარდელი, როგორიც ჩანს...
- ამით რისი თქმა გინდა, კირილე? - ვეკითხები მოუთმენლად.
- კარგი... პირდაპირ გეტყვი... აქამდე იმიტომ არ უთქვამს არაფერი, რომ ყოველ წამს უმეორებ, რომ მალე წახვალ... რომ წახვალ და შენს ცხოვრებას დაუბრუნდები...
- ეს ონისემ გითხრა?
- ონისე მე ყველაფერს მიყვება... - ამბობს ამაყად.
- და ჩემგან რას ითხოვ?! არ წავიდე?! აქ დავრჩე?! ამ ტყვეობაში?!
- არა! მატილდა... მაგას არასდროს გეტყვი...
- აქაურობის ატანა აღარ მაქვს, კირილე... - ჩემი საცოდავი ხმა მაშინებს. - აღარ შემიძლია... დარინას და თარაშის დანახვაც აღარ მინდა... მოჩვენებად ვიქეცი, ერთ ოთახში შეყუჟულ მოჩვენებად... თავისუფლებაზე ძვირფასი ჩემთვის არაფერი არაა... ჩემი ცხოვრება მინდა, ჩემი პირადი ცხოვრება...
- ეს უთხარი ონისეს?
- კარგი რა... ონისემ ეს დიდი ხანია იცის...
- არა, მატილდა, არა... მას ჰგონია, რომ შენ შენს წასვლაში მისგან გათავისუფლებას გულისხმობ... რომ მისი ატანა აღარ გაქვს...
- რა სისულელეა...
- სწორედ ამიტომ იკავებს თავს... სწორედ ამიტომ ვერ იხსნება ბოლომდე შენთან... ჰგონია, რომ მისგან თავის დაღწევა გინდა... ვერ გეუბნება, იმიტომ რომ შენგან მოსმენილი უარი აშინებს... როგორ უნდა იცხოვროს მერე ამ უარით?!
გაოგნებული ვუყურებ კირილეს. ნუთუ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება?! შეუძლებელია ონისე ასე ფიქრობდეს... ეს ხომ ისედაც ლოგიკურია, რომ მე მისგან კი არა მისი ოჯახისგან მინდა გაქცევა?!
- შემპირდი, რომ საღამოს დაილაპარაკებთ... - მეუბნება ბოლოს. - დროა უკვე, რომ ყველაფერი გაარკვიოთ... მით უმეტეს ხელის შემშლელი ფაქტორი აღარ გყავთ, დარწმუნებული ვარ, ნაირა უკვე შეგატყობინებდა რა მოხდა გუშინ...
- „კაგებეშნიკი“ ტყუილად არ შემირქმევია შენთვის... - მეღიმება.
- შემპირდი... მატილდა... - მიღიმის კირილეც.
- კარგი... გპირდები დაველაპარაკები...
კირილეს ვტოვებ და სახლიდან ვიპარები. კობა მანქანაში მხვდება ნამძინარევი სახით.
- ბოდიში, კობა, ასე ადრე გაღვიძებისთვის... - ვეუბნები გულწრფელად.
რაღაცას ბზუის, მაგრამ სიტყვები გარკვევით არ მესმის.
არც საავადმყოფოში მხვდება კარგი ამბავი. ბავშვი ძალიან მძიმედ არის. როგორც იქნა, ინფექციის წყარო იპოვეს... პატარა ჭრილობა, რომელმაც მთელი ორგანიზმი მოუწამლა. მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან იპოვეს...
- ინფექციის გარდა ერთ-ერთი ჭრილობა გაეხსნა და ბევრი სისხლი დაკარგა... - მეუბნება სახეწაშლილი ბერდია, რომელსაც მთელი ღამე აქ გაუთენებია.
- სისხლი გვაქვს?
- ძალიან ცოტა... მეორე უარყოფითი ძლივს ვიშოვეთ...
- ჯანდაბა... კიდევ გვჭირდება სისხლი...
მიმღებში მივდივარ და მესტიაში არსებულ ყველა სასტუმროში ვრეკავ. ვეხვეწები, ვევედრები... იქნებ იყოს ვინმე მეორე უაყოფითი სისხლით... მეუბნებიან, რომ აუცილებლად გაარკვევენ და დარეკავენ... მაგრამ არავინ რეკავს... არავინ... ერეკლეც თბილისში წასულა სასწრაფო საქმეზე...
- ჯანდაბა! ჯანდაბა! - ცოტაც და ტირილს დავიწყებ.
ასე გადის რამდენიმე საათი. უახლოეს საავადმყოფოებშიც დავრეკეთ... გვითხრეს სისხლის ბანკში რაც გვაქვს მოგაწვდითო, მაგრამ რამდენიმე საათია არავინ ჩანს. მეორედ ვურეკავ სასტუმროებს... თხუთმეტამდე მსუველი მოვიდა, მაგრამ არავის აღმოაჩნდა მეორე უარყოფითი ჯგუფის სისხლი. აქაურებიც რეკავენ ოჯახებში, მაგრამ თითქოს ახლა გაქრა ყველა... ახლა გაწყდა მეორე უარყოფითი ჯგუფის სისხლი, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება.
ჯანდაბა! იმას ვაკეთებ, რისგანაც თავს ყველაზე მეტად ვიკავებდი... თარაშ ვიბლიანს ვურეკავ.
- მშვიდობაა? - მპასუხობს გაკვირვებული ხმით.
- რაღაც მინდა გთხოვოთ... ამდენი თვეა გემორჩილებით, ყველაფერი გავაკეთე რაც მოისურვეთ... ვალდებული ხართ ეს ერთი თხოვნა შემისრულოთ...
- გააჩნია რას მთხოვ...
- საავადმყოფოში ბავშვი გვიკვდება... ზვავს გადარჩენილი ბავშვი... სისხლი სჭირდება... ბოლო იმედი ხართ... თქვენ, დარინამ, ონისემ, დადუნამ, მოსამსახურეებმა... ყველამ უნდა ჩააბაროს სისხლი, ვინც ჯანმრთელია... იქნებ რომელიმეს სისხლის ჯგუფი დაემთხვეს ბავშვისას... საქმე ბავშვს ეხება... პატარას, რომელიც ათი წლისაც კი არ არის...
წამიერი დუმილი ისადგურებს. თარაში ფიქრობს. გული გამალებით მიცემს.
- კარგი... - მეუბნება ბოლოს. - მაგრამ იცოდე, ამას ჩემი კეთილი ნებით ვაკეთებ... არანაირ ვალში არ ვარ შენთან...
ტელეფონს მითიშავს.
რამდენიმე წუთის შემდეგ თარაშ ვიბლიანის მანქანა საავადმყოფოს ეზოში ჩერდება. უკან კიდევ ორი მანქანა მოსდევს. როგორც ჩანს, მართლა დაიჯერა ჩემი ნათქვამი და ყველას უბრძანა სისხლის ჩაბარება.
დარინა მეუბნება, რომ პირველი უარყოფითი ჯგუფის სისხლი აქვს. თარაშმა კი არ იცის. ვეუბნები, რომ გადამოწმების მიზნით ყველას სისხლს დავტესტავთ და ჯგუფებს გავიგებთ. თერთმეტი ადამიანი გვიზის მიმღებში, ღმერთო, რა იქნება რომელიმეს მაინც აღმოაჩნდეს მეორე უარყოფითი სისხლი...
თარაშს კათეტერს ვუდგამ. თვალებმოჭუტული აკვირდება ჩემს ყველა მოძრაობას.
- მადლობა. - ვეუბნები ჩუმად.
- როგორც გითხარი, მე შენთვის არაფერი გამიკეთებია... ეს მხოლოდ ჩემი კეთილი ნებაა...
- დიახ... - ცოტა გაოგნებული ვარ. - არაფერში გავალდებულებთ... მშვიდად იყავით...
- ონისესაც დავურეკე... მაგრამ არ ვიცი მოვა თუ არა...
ზუსტად ამ დროს კარი იღება და ექთანს ონისე შემოჰყავს ოთახში. სასწრაფოდ ვდგები და ვიმართები. წამიერად ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება, შემდეგ კი მზერას მარიდებს და თავისუფალი სკამისკენ მიდის. ამღვრეული თვალები, ჩაშავებული თვალის უპეები, ამდენი თვის განმავლობაში პირველად მუდამ უკან გადავარცხნილი თმა უწესრიგოდ აქვს აჩეჩილი.
მაისურის სახელოს იწევს და დაძარღვულ მკლავს სკამის სახელურზე დებს. იმავე წამს ერთ-ერთი ინტერნი შემორბის და ექთანს სასწრაფოდ ეძახის. დაბნეული ექთანი მე შემომყურებს.
-მე ჩავუდგამ, გალია, არ არის პრობლემა... - ვეუბნები შეშინებული ხმით.
ოთახში ნემსის ჩხვლეტისგან გამოწვეული ოხვრა ისმის. დარინა კი ერთ-ერთ ინტერნს ეჩხუბება, რადგან ვენა ვერ იპოვა და არასწორ ადგილას უჩხვლიტა.
მაგრამ არაფერი მესმის... მხოლოდ მას ვხედავ... მხოლოდ ონისეს ნაწყენ და ჩამუქებულ თვალებს ვხედავ. ამჯერად ისიც მიყურებს. ძალიან... ძალიან გაბრაზებულია ჩემზე... მისი თვალები პირდაპირ მეუბნებიან, რომ იმედი გავუცრუე... რომ არ დავინდე და ვატკინე... ნუთუ ასე ვატკინე?! ნუთუ ჩემმა სიტყვებმა ასე იმოქმედა მასზე?! იქნებ კირილე მართალია... იქნებ მართლა ვუყვარვარ... მაგრამ ჩემი არაადამიანური საქციელის შემდეგ... ჩემი დაუფიქრებელი ისტერიკის შემდეგ მაპატიებს კი ონისე ამ ყველაფერს?!
თითები მიკანკალებს. ნემსს თავს მხოლოდ მესამე ცდის შემდეგ ვხსნი. არა... ასე არ გამოვა... უნდა დავმშვიდდე... რამდენჯერმე ღრმად ვუშვებ ჰაერს ფილტვებში... ონისეს სურნელით, მისი სიახლოვით გაჟღენთილ ჰაერს... მშველის. ნაზად ვეხები მის ხელს.
- ახლა გატკენ... - ვაფრთხილებ შერჭობამდე.
- ვერ მატკენ. - მეუბნება ჩუმად, მაგრამ ძალიან მტკიცედ.
კათეტერს ვუდგამ, მისი ორაზროვანი ნათქვამი კი გონებას მიბინდავს. აღარ შემიძლია... ამ ოთახში ვეღარ გავჩერდები...
გარეთ გამოვრბივარ, თეთრი ხალათის ამარა ვდგები ყინვაში... მაგრამ ვერ ვგრძნობ... ასეთი დასტრესილი არასდროს ვყოფილვარ... გონება ორად მეხლიჩება - ერთ მხარეს მომაკვდავი ბავშვი, მეორე მხარეს ჩემი გრძნობები და ონისე. თოვლს ვიღებ და სახეზე ვისვამ. მსიამოვნებს. მისი სიცივე მაფხიზლებს და ამ სამყაროში დაბრუნებას მაძულებს.
ზუსტად იმავე წამს საავადმყოფოს კარი იღება. ექთანი კივილით მეუბნება, რომ ერთ-ერთ დონორს მეორე უარყოფითი ჯგუფის სისხლი აქვს. სიხარულისგან ყველაფერი მავიწყდება. შიგნით შევრბივარ.
- ვისია? ხომ ნამდვილად ჯანმრთელია დონორი? - ვეკითხები მედდას.
- დიახ... დონორი ონისე ვიბლიანია...
ჩემი ონისე... რა თქმა უნდა, ჩემი ონისე... ბედნიერი ღიმილით ვიხედები მისკენ. ისევ მზერას მარიდებს.
მოსამსახურეების ნაწილი სახლში მიდის. სახლში ბრუნდებიან დარინა და თარაშიც. მხოლოდ ონისე რჩება, კათეტერშეერთებული ონისე. ვუახლოვდები და გვერდით ვუჯდები.
- მადლობა რომ მოხვედი... - ვეუბნები იატაკსმიშტერებული.
- შენთვის არ მოვსულვარ... ბავშვს ვჭირდებოდი...
- რა თქმა უნდა, ვიცი... ჩემთვის არავინ მოსულხართ... მაგრამ მაინც მადლობა... შენ კარგი ადამიანი ხარ, ონისე... მხოლოდ ჩემნაირი სულელები ვარ ხედავენ ამას...
- შენთან საუბარი არ მინდა... - მეუბნება აკანკალებული ხმით.
- საჭესთან არ დაჯდე... თავბრუს ხვევა და გულის რევის შეგრძნება გექნება... კობას უთხარი წაგიყვანოს და დაისვენე... აუცილებლად ჭამე რამე...
- შენ ჩემი ცოლი არ ხარ... - მეუბნება გაბრაზებული. - როგორმე შენს გარეშეც ვცხოვრობდი... ახლაც ასე იქნება... და ნუ ზრუნავ... - ბოლო სიტყვებს განსაკუთრებულად ამრეზით ამბობს. - არავინ გავალდებულებს...
სათქმელიც არაფერია...
ვდგები და ოთახიდან გამოვდივარ. მიმღებში ერთ-ერთ სკამზე ვჯდები, ფეხებს ვხრი და თავით მუხლებს ვეყრდნობი. მთელი სხეული მიბჟუის... ძალიან, ძალიან დავიღალე... ყველაფრისგან დავიღალე... მეტი არ შემიძლია... ფიქრისგანაც კი დავიღალე... რაც იქნება იქნება... წავალ და ვეცდები ამ ყველაფრის დავიწყებას... ონისეს ჩემთან ლაპარაკიც კი არ უნდა... წავალ და ვეცდები, რომ დავივიწყო ის... დავივიწყო მისი შეხება... მისი კოცნა... მისი ზრუნვა... დავივიწყო მისი სიახლოვე, რომელსაც ჩემი სხეული ყოველთვის ითხოვს...
- მატილდა... - მაფხიზლებს ერთ-ერთი ექთანი...
- ბატონო... - ფეხებს დაბლა ვუშვებ.
- სისხლის კონტეინერებს ჯგუფების, სახელების და გვარების, პირადი ნომრების მიწერა სჭირდება... სანამ გაფუჭდა ბანკში უნდა შევინახოთ... მე ოპერაციაზე მიძახებენ...
- რა თქმა უნდა... - თავს ვუქნევ.
როგორც ყოველთვის, აქაც პირველი დადებითი სისხლი სჭარბობს. დარინას ჯერიც მოდის. ამ ქალს სისხლიც კი უარყოფითი აქვს. წამიერად თვალწინ მიდგება მისი კაშკაშა წითელი თმა, დამცინავი გამოხედვა და კატასავით ცისფერი თვალები...
თარაშ ვიბლიანი... მესამე დადებითი...
მოიცა, რა?! გაოგნებული დავყურებ დავთარს. რაღაც შეცდომაა. კომპიუტერში ვამოწმებ. აქაც მესამე დადებითი წერია. თვალთ მიბნელდება... გონება მეხშობა... ეს... ეს...
- შეუძლებელია! - ვერ ვიკავებ შეშფოთებას.
- რა არის შეუძლებელი?!
ღმერთო ჩემო... შიშისგან ვხტები... უკნიდან ონისე ვიბლიანის ხმა ჩამესმის. თვალებგაფართოებული ვბრუნდები მისკენ, თითქოს წინ ონისე კი არა ვიღაც მოჩვენება მედგეს. ფურცელს მაშინვე ვკუჭავ.
- რა ხდება?! - მიახლოვდება კოპებჭეკრული.
- არაფერი... - ვცდილობ ჩვეული ხმა დავიბრუნო.
- რა არაფერი! რა მოხდა, მეთქი!
ჩაბღუჯულ ფურცელს ხელებიდან მგლეჯს.
- რა ნახე აქ? - მეკითხება კიდევ უფრო მრისხანე ხმით.
- რაღაც შეცდომაა... შეუძლებელია ასე იყოს... არ მინდა ტყუილად განერვიულო... - ენა მებმის.
- ამოღერღავ?!
- შენ... შენ მეორე ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი გაქვს... დარინას პირველი უარყოფითი... თარაშს... თარაშს კი მესამე დადებითი...
- ანუ?!
- შეუძლებელია პირველი უარყოფითი და მესამე დადებითი ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს მეორე უარყოფითი სისხლის ჯგუფის შვილი ეყოლოთ...
თვალები გაოგნებისგან უფართოვდება. სულ ერთიანად ფითრდება. წამირად ღიმილიც კი ეფინება, თითქოს ახლა იაზრებს ჩემს ნათქვამს... შემდეგ კი ღიმილი უქრება... თითქოს ყველაფერი ერთაინად ენგრევა...
- დარწმუნებული ხარ? - მხოლოდ ამას მეკითხება.
- არა... ონისე... არ ვარ... - ვეუბნები მიყრით. - არის რაღაც გამონაკლისები რეზუს ფაქტორთან დაკავშირებით...
- რეზუს ფაქტორთან... და არა სისხლის ჯგუფთან...
- ონისე... შეცდომა იქნება... - ვხავი სასოწარკვეთილი. - უნდა გადავამოწმოთ კიდევ... შეცდომები იპარება, ხომ იცი...
მაგრამ ონისე აღარ მისმენს. მთავარი კარისკენ მიდის, რობოტივით, აუჩქარებელი ტემპით, თვალებით ერთ წერტილს მიშტერებია.
- ონისე... ნუ მაშინებ... - მივსდევ.
რა სულელი ვარ?! როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი რამ პირში მიახალო?! როგორ შეიძლება ოჯახის საიდუმლოებში ასე დაუფიქრებლად ჩარევა?! ახლა უკვე რაც არ უნდა მოხდეს ონისე ვიბლიანს სწორედ ამ საშინელი ამბის მაცნედ ვემახსოვრები...
გარეთ გადის. კოორდინაცია დარღვეული აქვს... მომენტებში გვერდზე ქანდება... ასე როგორ შეიძლება! რამდენი სისხლი დაკარგა! საერთოდ ფეხზე როგორ დგას?!
- ონისე... მოიცადე... - მივსდევ და მხარზე ვეჭიდები.
- თავი დამანებე, მატილდა... - მიშორებს უხეშად.
მანქანის გასაღებს იღებს.
- არც კი გაბედო, ონისე ვიბლიანო, საჭესთან დაჯდომა, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! - ვწივი რაც კი ძალი და ღონე მაქვს.
გაოგნებული იყურება ჩემკენ. წარბებს მაღლა წევს.
- არ დაჯდები-მეთქი! - თვალებს ვუბრიალებ. - დავიჯერო თავბრუ არ გეხვევა?!
- ვერც კი წარმოიდგენ ახლა საერთოდ რა ხდება ჩემს თავში...
მანქანის გასაღებს ვართმევ და ამჯერად მე ვჯდები საჭესთან. მანქანას ვქოქავ. გზაზე გავდივართ. რაც შეიძლება ნელა უნდა მივიდეთ სახლში... ონისემ ცხელ გულზე შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს ან თქვას, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრება ინანებს...
- მიადგი გაზს ფეხი, თორემ... - კბილებში ცრის.
ღმერთო, როგორი გაბრაზებულია... რა სულელი ვარ! რა სულელი ვარ! ენას კბილს ვერ ვაჭერ! გურბანოვები კი არა ვიბლიანები გამაქრობენ სამუდამოდ, როცა გაიგებენ რა ჩავიდინე...
- რას აპირებ? - ვეკითხები რაც შეიძლება მტკიცე ხმით.
- სიმართლის გარკვევას. - მეუბნება მოკლედ.
მზერას მარიდებს, ფანჯრიდან გასცქერის უსასრულობას.
- ვიცი რასაც გრძნობ...
- არ იცი.
- დაახლოებით ვიცი... - ვბრაზდები. - რამდენიმე თვის წინ მეც შევიტყვე, რომ მამა, რომელიც წლების განმავლობაში მკვდარი მეგონა ცოცხალი ყოფილა...
- ეგ სხვაა...
- რატომ არის სხვა?! პირიქით... თუ ეს მართალია, მამაჩემისგან განსხვავებით მამაშენი შეიძლება ცოცხალი იყოს...
- შენი აზრით, იმ კაცს მამად ოდესმე ვაღიარებ, ვინც თარაშ ვიბლიანის ხელში ჩამაგდო?! - მეკითხება შეშფოთებული.
აი, აქ კი ვხვდები, რომ ონისე არასდროს ყოფილა თარაშის შვილობით ბედნიერი... არასდროს ყვარებია თარაში, როგორც მამა... შეიძლება, არც არასდროს უგრძვნია მისგან მამობრივი სითბო, რომელიც, ალბათ, ყოველთვის აკლდა. აქამდეც შემიმჩნევია, რომ ონისეს თავის მშობლებთან არანაირი ახლო ურთიერთობა არ ჰქონია... ვინ იცის, იქნებ ონისე გულის გულში ბედნიერიც კია იმით, რასაც რამდენიმე წუთში გაიგებს... იქნებ უნდა კიდეც, რომ ეს გაიგოს... იქნებ უნდა, რომ თარაშ ვიბლიანი მამამისი არ აღმოჩნდეს...
- ონისე... ძალიან ბევრი სისხლი გაქვს დაკარგული... არ ხარ კარგად... ის ენერგია, რაც ახლა გაგაჩნია ადრენალინის მოზღვავების გამო გაქვს... იქნებ ახლა არ ღირდეს... წამოდი... სადმე წავიდეთ... სხვაგან წავიდეთ... დაისვენებ... შეჭამ...
- ამას სერიოზულად მეუბნები?! - წყობიდან გამოდის. - ასეთი რაღაც რომ გაგეგო სახლში დაჯდებოდი და ყავას მოწრუპავდი, მატილდა?!
- ცუდად გახდები, ადამიანო, ცუდად...
- არ მითხრა, რომ გადარდებს რა მომივა... - იწყებს ცინიკურად ხარხარს.
- იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენს შორის მოხდა... შენი აზრით, არ მადარდებს?!
- ჩვენს შორის არაფერი არ მომხდარა! არც ცოლი მყავს ნამდვილი... და როგორც ჩანს, არც მშობლები... ახლა კი კეთილი ინებე და გაზს ფეხი მიადგი ბოლომდე...
ისევ მაჩუმებს. საუბედუროდ, მალევე ვუახლოვდებით ვიბლიანების უზარმაზარ ჭიშკარს. მანქანის გაჩერებას არ მაცდის, კარს აღებს და გადარბის.
- დაგახრჩობ, ვიბლიანო... - ვერ ვიკავებთ თავს.
მანქანას შუა გზაზევე ვაჩერებ და მეც გადავრბივარ.
- ონისე... მოიცადე... - ვცდილობ დავეწიო. - ონისე ვიბლიანო... მოიცადე...
- იქნებ არც ვარ ვიბლიანი?
წამიერად აპარებს სიბრაზისგან აელვარებულ თვალებს ჩემკენ, სახლის ზღურბლთან ჩერდება და მთელი ძალით აბრახუნებს კარზე. იმდენად საშინელი ხმა აქვს, რომ ინსტიქტურად ყურებზე ხელებს ვიფარებ.
- ონისე... - ვჩურჩულებ ისევ.
- თარაშ! - ღრიალებს და კიდევ უფრო ძლიერად აბრახუნებს. - გააღე კარი... თარაშ ვიბლიანო!
ღმერთო... ასე არასდროს მინატრია სხვაგან ყოფნა... ნეტავ, ახლავე გამისკდეს მიწა და თან ჩამიტანოს... ოღონდ აქ არ ვიყო... ოღონდ აქ არა...
- რა ამბავია?! - კარს აღებს გაფითრებული ნაირა. - ონისე... რა ხდება...
ქალს გვერდზე წევს და შიგნით შედის.
- თარაშ! თარაშ!
მისი ბოხი ხმა ექოსავით ედება მთელ სახლს, ამ ჩაბნელებულ, ზედმეტად გაძვირფასებულ, უსიყვარულო სახლს.
- რა ხდება?!
შეშფოთებული დარინა მისაღებიდან გამორბის. ხელში ჯერ კიდევ დაუკეცავი წიგნი უჭირავს, ცხვირზე კი საკითხავი სათვალე ადევს.
- თარაში სად არის?!
- აქ ვარ. - გამოდის დინჯი ნაბიჯით.
მაისური ძლივს უფარავს უზარმაზარ ღიპს, სახეზე კი გაკვირვება და გაბრაზება ერთიანად ეხატება.
- თვალებში ჩამხედეთ... ორივემ! თვალებში ჩამხედეთ და მითხარით... მე თქვენი შვილი ვარ?!
და ვხედავ ზუსტად იმას, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. დარინას სახეზე გამკრთალ შიშს... ნუთუ ეს სიმართლეა?! ნუთუ ონისე მართლა არ არის მათი შვილი?!
- ონისე... - მაშინვე გონს მოდის დარინა. - საიდან მოიტანე ეს სისულელე?!
- პასუხს ვითხოვ! - ღრიალებს ისევ.
ფერი საერთოდ აღარ ადევს... შეიძლება ნებისმიერ წამს წაიქცეს... საერთოდ სად პოულობს ამ ღრიალის ძალასაც მიკვირს...
- საიდან მოიტანე ასეთი სისულელე?! - აგრძელებს ისევ დარინა. - რა თქმა უნდა ჩვენი შვილი ხარ...
მაგრამ ონისე საერთოდ არ უყურებს ქალს. თვალს არ აშორებს თარაშ ვიბლიანს, რომელიც არანაკლებ ქორული მზერით ბურღავს თავის შვილს. ჩემს უკან ნაირა კანკალებს, კიბესთან კი ყველა მოსამსახურე გაყურსული უცქერს სეირს.
- მითხარი, თარაშ! მითხარი! - ამბობს ზიზღით.
- ასეთ შეურაცხყოფას არავისგან ავიტან! - კბილებში ცრის თარაშ ვიბლიანი.
- მატილდა! უთხარი! - ონისე ჩემკენ ტრიალდება, თვალებში ცეცხლი უგიზგიზებს. - უთხარი ყველაფერი...
- მე... მე... არა... - ენა მებმის.
- უთხარი! - ღრიალებს.
- მე... მე უბრალოდ შეცდომა დავუშვი... ონისე... ეს არ არის მართალი... - თვალები ცრემლებით მევსება.
- უთხარი-მეთქი, მატილდა! - მიყვირის ბოლო ხმაზე.
- კარგი... - ცხელი ცრემლი ჩემს ლოყაზე მოგორავს. - კარგი... თქვენი სისხლის ჯგუფები... სისხლის ჯგუფები არ ემთხვევა ერთმანეთს...
- შე საზიზღარო! ქუჩის გოგო! მათხოვარო! - დარინა ჩემკენ მოიწევს გაშლილი ხელებით, ცოტაც და თმებში ჩამაფრინდება. - შეგიფარეთ! ჩვენს ხარჯზე ცხოვრობ რამდენი თვეა... ესაა შენი მადლობა?!
ინსტიქტურად უკან ვიწევი, დარინა კი მომყვება. შიშისგან თვალებს ვხუჭავ. მაგრამ არავინ მესხმის თავს. დარინას ონისე ეღობება.
- მატილდას თითსაც ვერ მიაკარებ! - ცრის კბილებში.
- მათხოვარო! ქუჩის ქალო! ძუკ*ნ*ავ!
- ბოლოს და ბოლოს მეტყვით სიმართლეს?! მიშვილეთ?! ვინ... ვინ ჩამაგდო თქვენს ხელში?!
- ონისე!
კირილეს ომახიანი ხმა ექოდ ედება მთელ ოთახს და ყველას ერთიანად აჩუმებს. ყველანი ინსტიქტურად მისკენ ვიხედებით. კიბის ბოლოში კირილე ზის თავის ეტლში, ჩვეული ჩაცმულობით, ჩვეული ინტელიგენტურობით, ჭაღარა, კოხტად გადავარცხნილი თმა და ჭაღარა წვერი.
- ვერ გამაჩუმებ, კირილე... - წამიერად ონისეს ხმა დატუქსული ბავშვის ხმას ემსგავსება.
რამდენი თვეა აქ ვარ, ვიბლიანების ყოველდღიურობის ნაწილი ვარ... მათი არასასურველი ოჯახის წევრი ვარ... ყველაფერს ვხედავ და მესმის... ონისეს მხოლოდ კირილეს მიმართ გააჩნია პატივისცემა... მხოლოდ და მხოლოდ კირილეს მიმართ...
- ონისე, შვილო... ამ გოგოს უჯერებ? - მტრულ მზერას მესვრის დარინა. - რა ხანია გატყობ... - თითს მიქნევს. - შენ ჩვენი ოჯახის დაშლა გინდა... მოგეწონა კარგი ცხოვრება?! გინდა ონისეც დაისაკუთრო თავისი ქონებით?!
- ბატონო?! - გაოგნებას ვერ ვმალავ. - არავის სჭირდება თქვენი ქონება! არც ეს ოჯახი მჭირდება... როგორ ბედავთ?!
- მატილდას თავი დაანებეთ! - ღრიალებს ონისე და ნელი ნაბიჯით თარაშს უახლოვდება. - იქნებ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გეყოს კაცობა... იქნებ ჩამხედო თვალებში და მითხრა სიმართლე!
თარაში კი ზედაც არ უყურებს შვილს. კიბისკენ იყურება. ცინიკურ მზერას არ აშორებს კირილეს. კირილეც მას უყურებს ზიზღით. თავისი ლურჯი თვალებით ბურღავს თარაშ ვიბლიანს...
ლურჯი თვალები...
ლურჯი თვალები...
- ღმერთო ჩემო! - გაოგნებისგან ხელებს პირზე ვიფარებ.
დაბნეული ონისე ჯერ ჩემკენ იყურება, შემდეგ კი ჩემს მზერას აყოლებს თვალს. ონისეს და კირილეს თვალებიც ხვდებიან ერთმანეთს. კირილეს ჩამქრალი... დანაშაულით აღსავსე თვალები... მავედრებელი თვალები... თვალები, რომლებიც ბოდიშს იხდიან და პატიებას ითხოვენ...
ონისეს გაკვირვებული მზერა შეშფოთებით ეცვლება... თითქოს გონება უნდათდება... ყველაფერს ხვდება, მაგრამ დაჯერება არ უნდა... რამდენიმე წამში კი ჩემი ქმრის თვალებში ის უკანასკნელი ნაპერწკალიც ქრება, რომელიც გააჩნდა... რომელსაც ებღაუჭებოდა... რომელიც ვიბლიანების ოჯახთან აკავშირებდა...
- შეუძლებელია... შეუძლებელია... - ღრიალებს ჩახლეჩილი ხმით. - არა... ვერ დავიჯერებ... ოღონდ ეს არ მითხრა... - ნელი ნაბიჯით მიდის კიბისკენ.
- მე სხვა გზა არ მქონდა... - ჩემდა გასაკვირად კირილეს ძალიან მტკიცე ხმა აქვს.
- რა?! ხვდები მაინც რას ამბობ?! - ღრიალებს ბოლო ხმაზე.
ვხედავ, როგორ ევსება თვალები ცრემლებით წამიერად. ვერც მე ვიკავებ თავს...
- წლების წინ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი... ის ქალი შემიყვარდა, რომელიც ჩემგან შეხედვასაც კი არ იმსახურებდა...
ამ სიტყვებზე კირილე დარინასკენ იხედება. გაოგნებული ვტრიალდები დარინასკენ. დასჯილი ბავშვივით კუთხეშია მიკუნტული. ეს ის დარინაა რამდენიმე წუთის წინ თმებში რომ მაფრინდებოდა?!
- ჩემგან დაფეხმძიმდა... ერთად გადავედით საცხოვრებლად... ორი წლის იქნებოდი, როცა ჩემი ცხოვრება შეიცვალა... ეზოში ჩამყავდი გასასეირნებლად, ლიფტი გამოვიძახე... ერთად შევედით... მაგრამ მოხდა უბედურება... ლიფტი ჩამოწყდა... შენ მაშინ ძალიან პატარა იყავი, ონისე... ღმერთს მადლობა, არ გახსოვს ის ჯოჯოხეთი. ხელში აგიყვანე... ვიცოდი, რომ ასეთ უფრო გადაგარჩენდი... გადაგარჩინე... ღმერთს მადლობა, რომ მხოლოდ ჩემი ფეხები შეეწირა ამ ყველაფერს... აღარაფერი მადარდებდა, მთავარი ის იყო, რომ ხელში მეჭირე... ცოცხალი და საღსალამათი...
გაოგნებული ვუსმენ კირილეს. ნუთუ ამას მალავდა?! რატომ ერთხელაც არ ვკითხე თუ რატომ იყო ხეიბარი?! რატომ არ გამიჩნდა ეს კითხვა?!
- მე არ მინდოდა ვიბლიანების ქონება... - აგრძელებს კირილე. - ამის გამო მამაჩემი და ჩემი ოჯახი დავტოვე, თბილისში ჩამოვედი სასწავლებლად... მინდოდა ყველაფრისთვის ჩემით მიმეღწია... მე მეშრომა, მე მეწვალა და ჩემი ძალებით მერჩინა ოჯახი... ამის გამო წლები არ მელაპარაკებოდა არც მამაჩემი და არც ჩემი ღვიძლი ძმა... - თარაშისკენ იყურება. - როცა ლიფტის ჩამოვარდნაზე შეიტყვეს, მაშინვე ჩამოქანდნენ სვანეთიდან... არასდროს დამავიწყდება მამაჩემის გამარჯვებული მზერა... მზერა, რომელიც პირდაპირ მეუბნებოდა „მე ხომ მართალი ვიყავი, რომ დაგეჯერებინა და ჩემთან დარჩენილიყავი არაფერი მოხდებოდაო...“. მის წინ ძვლებდამსხვრეული, დამტვრეული და ნახევრად მკვდარი ვიწექი, ის კი მხოლოდ თავის „გამარჯვებაზე“ ფიქრობდა... ბედნიერი იყო, რომ ვერაფერს მივაღწიე და ისევ მის იმედზე ვრჩებოდი... - კირილეს ხმა სიბრაზისგან უკანკალებს. - როცა ჩემი მდგომარეობა დასტაბილურდა, მამაჩემმა გამომიცხადა გეგმა მაქვს და იმედია ახლა მაინც დამიჯერებო... სწორედ მაშინ მითხრა, რომ ჩემს შვილს ხეიბარი მამა არაფერში გამოადგებოდა... მითხრა, რომ მას ისეთი მშობელი უნდა ჰყოლოდა, როგორც ის იყო ჩემთვის - ძლიერი, დამოუკიდებელი, ვისზეც დაყრდნობა შეეძლებდა... არ მჯეროდა, რომ ამას მართლა მეუბნებოდა... ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი უბედურებით სარგებლობდა და თავის ჭკუაზე მატრიალებდა... მაშინ მითხრა, რომ დარინა თანახმა იყო თარაშს გაჰყოლოდა ცოლად... იმითაც ისარგებლა, რომ მე და დარინა ქორწინებაში არ ვიყავით... გავშრი... ყურებს არ ვუჯერებდი... ქალი, რომელიც მიყვარდა თავისი ნებით აპირებდა ჩემი ძმის ცოლობას... ასეთი რაღაც საერთოდ წარმოგიდგენია?! მიზეზი კი შენი კეთილდღეობა იყო... სრულფასოვან ოჯახში გაზრდა... ვის რაში სჭირდება ხეიბარი, არაფრისმაქნისი მამა?! ეს იყო მამაჩემის სამართალი, ონისე... ასე ისარგებლეს ჩემი უბედურებით... იცოდნენ, რომ ფიზიკურად წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი, ექიმებმა თავიდანვე თქვეს, რომ ჩემი ფეხზე წამოყენების შანსი არ არსებობდა... ჩემს სიტყვას კი ფასი არ ჰქონდა... - ბოლო სიტყვებს განსაკუთრებით ტკივილით ამბობს. - მაგრამ იცი რისი იმედი მქონდა?! ბოლომდე მჯეროდა, რომ დედაშენი ამ ყველაფერზე უარს იტყოდა... რომ მოვიდოდა ჩემთან და მეტყოდა „არაუშავს, ყველაფერს ეშველება... თუ საჭირო გახდება მე ვიმუშავებ... მალე შენც წამოგაყენებთ, რაღაცას მოვახერხებთ, გამოსავალი ყოველთვის არის... არ გვჭირდება არავის დახმარება... ჩვენ შევინარჩუნებთ ოჯახს და გავზრდით ჩვენს შვილს...“. აი, ასეთ დამოკიდებულებას ველოდი იმ ქალისგან, რომელსაც სიყვარულს ვეფიცებოდი... მან კი მატერიალურ კეთილდღეობაში გამცვალა...
- ასე არ ყოფილა... - ჩახლეჩილ ხმას იმაღლებს დარინა. - მე სხვა არჩევანი არ დამიტოვეს...
- არა... მთელი ცხოვრება სიმდიდრეს იყავი დახამებული... - გამყინავი ხმით ეუბნება კირილე. - რამდენჯერ გითქვამს მამაშენს შეურიგდიო... რამდენჯერ გითქვამს მისი დახმარება მივიღოთო... თუმცა ახლა შენ არ გელაპარაკები! შენთან სალაპარაკო საერთოდ არაფერი მაქვს... უკვე დიდი ხანია!
გაოგნებული ვარ კირილეს სიმტკიცით... აღფრთოვანებული ვარ მისი პიროვნული სიძლიერით... გულში მიხარია კიდეც, რომ ჩემი ონისე... ონისე, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, სწორედ ამ კაცის შვილია...
- არასდროს გაპატიებ, რომ ამ კაცის ხელში ჩამაგდე! - ეუბნება ონისე ბოლოს.
ძლივს სუნთქავს. აშკარად ეტყობა, რომ ცუდად არის...
- თან იცოდი... იცოდი, როგორი უბედური ვიყავი ყოველთვის... - აგრძელებს გატეხილი ხმით.
- უმადურო ბავშვო! - გრგვინავს თარაში. - გაგზარდე... არაფერი მომიკლია... საკუთარი შვილივით მიგიღე... ეგ არის შენი მადლობა?!
- მადლობა?! - ცოტაც და თარაშს სწვდება საყელოში. - რომ გამზარდე?! მამის სითბო რომ არ მომაკელი?! ჩემს გადაწყვეტილებას რომ პატივს სცემდი?!
- გაეთრიე ამ სახლიდან!
ისე ღრიალებს თარაში, რომ კარადებში ჩამწკრივებული ანტიკვარი ჭურჭელი ზრიალს იწყებს...
- არც მე ვაპირებ აქ დარჩენას!
ონისე ერთ-ერთ სკამს იღებს და მთელი ძალით ანარცხებს ძირს. სკამი იფშვნება. შიშისგან თავზე ხელებს ვიფარებ.
ონისე კარისკენ მიდის და რაც ძალი და ღონე აქვს აჯახუნებს. რამდენიმე წამის განმავლობაში გაოგნებული ვდგავარ. ვერ ვინძრევი. ვერ ვიჯერებ მომხდარს...
ნუთუ ეს სიმართლეა?! ნუთუ კირილე ვიბლიანი ონისეს ნამდვილი მამაა?! ონისე ამას არასდროს აპატიებს... არასდროს...
ოთახს თვალს ვავლებ... ყველა ერთ ადგილზეა გაშეშებული. თითქოს არც სუნთქავენ. კუთხეში მიკუჭული დარინა, რომელიც თითქოს ერთიანად ჩამობერდა ერთ წამში. განრისხებული თარაში, რომელსაც გახშირებული სუნთქვისგან ღიპი აუდ-ჩაუდის. აკანკალებული ნაირა, რომელმაც არ იცის რა ქნას... და კირილე, რომელსაც თავი ხელებში აქვს ჩარგული...
და მე ვინ ვარ აქ? ვინ? ონისეს გარეშე ვინ ვარ? რა მინდა?
ასე მარტოსულად თავი არასდროს მიგრძვნია... ონისე... ონისე... ის არის ჩემი სიმშვიდე, ჩემი ძალა და იმედი...
დენდარტყმულივით ვფხიზლდები... ასეთ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდა... ღმერთო! რაღაცას მოიწევს...
სამზარეულოში შევდივარ და ხელში რაც მხვდება ყველაფერს ვიღებ. თითქოს კობა გრძნობდაო, დაქოქილ მანქანაში მელოდება.
- ჩქარა... კობა... უნდა დავეწიოთ...
კობაც ადგილიდან წყვეტს მანქანას.
- სად იქნება? სასტუმროში?
- არა, არა... მანდ არ წავიდოდა...
გონებაში მხოლოდ ის სახლი მიტრიალებს, სადაც ონისემ ადრე მიმიყვანა. პატარა, კოხტა ხის სახლი. მეგონა გზა არ მემახსოვრებოდა, მაგრამ თურმე გაჭირვებისას ადამიანი ყველაფერს გაიხსენებს...
კობა მანქანას აჩერებს. საბედნიეროდ, ონისეს მანქანაც აქაა... ესეიგი მშვიდობით მოაღწია... გულიდან უზარმაზარი ლოდი მეხსნება...
კარი ჩაკეტილი აქვს. რამდენჯერმე ვაკაკუნებ. ხელები სულ ერთიანად მიკანკალებს. მუხლებიც მითრთის. მალე, ონისე, მალე... გამიღე.
რამდენიმე წამის შემდეგ საკეტის გადატრიალების ხმაც მესმის.
- აქ რა გინდა?! - მეკითხება უხეშად.
სიბნელის გამო თითქმის ვერ ვარჩევ მის სახეს.
- შეიძლება შემოვიდე? - ენას ძლივს ვატრიალებ.
- არა!
კარს მიხურავს, მაგრამ ბოლო წამს ვიჭერ.
- გადი, მატილდა!
- არა!
წინააღმდეგობას ვუწევ და სახლში ძალით შევდივარ. ერთადერთი ნათურა ბჟუტავს ოთახში. რამდენიმე მეტრის მოშორებით დგება, სახეს მარიდებს.
- ონისე... - ვიწყებ ჩამწყდარი ხმით.
- რა გინდა?! ბედნიერი ხარ?!
- რა?! - ვერ ვიკავებ შეშფოთებას. - რით უნდა ვიყო ბედნიერი?! შენი უბედურებით?! ნუთუ მხოლოდ ეს შთაბეჭდილება დავტოვე შენზე?!
- მატილდა... - შედარებით მშვიდი ხმა აქვს. - გაღიზიანებული ვარ... ცხოვრება თავზე ჩამომენგრა ცოტა ხნის წინ... შემეშვი... წადი და მარტო დამტოვე...
- არა!
- მატილდა! წადი! - ღრიალებს ბოლო ხმაზე.
- არ წავალ! მარტო არ დაგტოვებ! შენ წახვიდოდი?!
რამდენიმე წამის განმავლობაში გახევებული შემომყურებს. ვიცი, რომ ახლა თავბრუ ეხვევა. ძლივს სუნთქავს... ფეხზეც ძლივს დგას... აქამდე როგორ „გაქაჩა“ ეგეც კი მიკვირს...
- მართლა არ მესმის რა გინდა აქ... - მეუბნება ცივი ხმით. - ხომ მითხარი მეზიზღებიო? ხომ არ გადარდებ? ხოდა წადი შენს გზაზე... სადარდებელი არც მე მაკლია!
- არსადაც არ წავალ!
- რატომ?!
- იმიტომ, რომ შენი ცოლი ვარ!
- არ მჭირდება! - ღრიალებს ისევ.
- იმიტომ, რომ მიყვარხარ! - ვყვირი ბოლო ხმაზე.
ონისე შეშდება. დრო ჩერდება. წამი იყინება. ვკანკალებ, თავით ფეხებამდე ვკანკალებ. ვერც კი ვიჯერებ, რომ ეს ხმამაღლა ვთქვი... ღმერთო, როგორი თავისუფლებაა... ამოვისუნთქე... გულიდან სიმძიმე მომეხსნა... ბუმბულივით მჩატე გავხდი...
ნელი ნაბიჯით მოდის ჩემკენ. დაბალი შუქის გამო მის სახეს ვერ ვარჩევ. მიახლოვდება. ძალიან, ძალიან ახლოს მოდის. თითებით ნაზად მეხება ნიკაპზე და თავს მაწევინებს.
- რა თქვი? - მეკითხება გაოგნებული.
- მიყვარხარ... - კიდევ ერთხელ წყდება ჩემს ბაგეს ეს სიტყვა, კიდევ ერთხელ ვგრძნობ თავისუფლებას. - მიყვარხარ...
ონისეს თვალები უნათდება. შეკრული კოპები ეხსნება. ეღიმება... ლამაზად ტეხავს ტუჩის კუთხეს, ლოყაზე კი პატარა ფოსო უჩნდება. ჩემკენ იხრება. ნაზად მკოცნის საფეთქელთან... შემდეგ შუბლზე... მეორე საფეთქელთან... ლოყაზე... ცხვირზე... ყბასთან... ძალიან, ძალიან ნაზად მეხება...
- მართლა გიყვარვარ? - ჩურჩულებს ჩემს ტუჩებთან.
- მართლა მიყვარხარ... - ვეუბნები და ყურებამდე მეღიმება.
თავისი დიდი ტუჩებით ნაზად ეხება ჩემს ბაგეებს. ნაზად და ძალიან ნელა... თითქოს პირველად კოცნიდეს ვინმეს... კისერზე ხელებს ვხვევ, თითებს თმებში ვუცურებ. ძალიან, ძალიან ვნებიანად მკოცნის... გული ამოხტომას მაქვს... მუცელი ისე მტკივა, თითქოს რაღაც შიგნიდან მთელი ძალით მქაჩავდესო...
დივნისკენ მივყავარ. კალთაში მისვამს და ხელებს ძლიერად მხვევს. თავს ჩემს კისერში რგავს. ღრმად უშვებს ჰაერს ფილტვებში.
- რამდენი ხანია ამის გაგონება მინდა... - ჩურჩულებს ჩემს ყურთან. - ნუთუ ეს სურნელი ჩემია?! ნუთუ ეს კისერი... ეს თმები... ეს თვალები... ჩემია?!
- ეს თვალები მხოლოდ შენ გხედავენ... თან დიდი ხანია... - ვეუბნები სიცილით.
ასე ვსხედვართ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ნელ-ნელა მშვიდდება. გულის ცემა ურეგულირდება. შფოთვა და კანკალი იკლებს.
- უკეთ ხარ? - ვეკითხები ჩურჩულით.
- ბევრად... - მპასუხობს და ყურთან მკოცნის.
- ძალიან ვინერვიულე... მეგონა რაღაც დაგემართებოდა... და ამას ჩემს თავს არასდროს ვაპატიებდი... - ვეუბნები სლუკუნით.
- ძალიან ცუდად ვარ... ასე ცუდად არასდრო ვყოფილვარ... - მეუბნება აკანკალებული ხმით.
- გინდა ვილაპარაკოთ? - ვთავაზობ და ჩამოვარდნილ კულულს უკან ვუწევ. - მოგისმენ... კარგი მსმენელი ვარ...
- არ შემიძლია... - ამ სიტყვებს ისეთი ტკივილით ამბობს, რომ გული მეწვება.
- მიდი, ონისე... ახლახანს მივხვდი, რომ იმის ხმამაღლა თქმა, რაც დიდი ხანია გაწუხებს ყველაზე დიდი შვებაა...
ეღიმება. თან თბილად... თან სევდიანად...
- რა ვთქვა? როგორი უბედური ვიყავი მთელი ცხოვრება თარაშის შვილობით? როგორ მაკლდა მამის სითბო და მზრუნველობა ყოველთვის? მატილდა... ის არასდროს აღმიქვამდა შვილად... არასდროს... როგორ არ ვცდილობდი მისთვის თავის მოწონებას... კარგი სწავლით, კარგი ნიშნებით... ვცდილობდი ყველასგან შექება დამემსახურებინა... მინდოდა ეთქვათ მისთვის... შევექე მასწავლებლებს და თარაშს ერთხელ მაინც თავზე ხელი გადაესვა ჩემთვის... ერთხელ მაინც ეთქვა, რომ ჩემით ამაყობდა... რომ კარგი შვილი ვიყავი... მაგრამ არა! არასდროს! და მთელი ცხოვრება... ყოველთვის ჩემს თავში ვეძებდი ნაკლს... ყოველთვის ჩემს თავს ვაკრიტიკებდი... მეგონა ჩემი ბრალი იყო მისი უსიყვარულობა და უყურადღებობა... მეგონა მე არ ვიყავი საკმარისად კარგი...
- კარგი რა...
მის თითოეულ სიტყვას ვგრძნობ... მისი თითოეული ამოოხვრა გულს მიფლეთს... თითებით ნაზად ვეფერები ლოყაზე... ხელის გულზე მკოცნის...
- როცა კარგით ვერ შევძელი მისი ყურადღების... მისი აღიარების მოპოვება, მერე ცუდი ვცადე... საშინელი თინეიჯერი ვიყავი... აუტანელი... ვეწეოდი, ვსვამდი, დღეები სახლში არ მივდიოდი და არც ვაგებინებდი ჩემს ადგილსამყოფელს... სულ შარში ვეხვეოდი... ნაცემი და დასისხლიანებული მივდიოდი... საავადმყოფოშიც კი დამაწვინეს ერთხელ და იცი რა ქნა? არ მოვიდა... არც დარინა გამოუშვა... მხოლოდ ნაირას მისცა ჩემთვის საჭმლის მოტანის უფლება... ამიტომ კიდევ უფრო უარესად ვიქცეოდი... ჩხუბობდა... ძალიან ბრაზობდა... მიყვიროდა... სახლიდანაც კი გავუგდივარ, მაგრამ მომწონდა... მომწონდა, რომ თავს ვახსენებდი... მომწონდა რომ ვახსოვდი... ვფიქრობდი, რომ რახან ასე ბრაზობს ესეიგი სადღაც გულის სიღრმეში მაინც ვადარდებ თქო... - ეღიმება. - ვადარდებ კი არა... მხოლოდ თავისი რეპუტაცია ადარდებდა... ჟურნალების გარეკნებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ თვეში ერთხელ რომელიღაც ჟურნალ-გაზეთის ერთ გვერდს უთმობდნენ ცნობილი ბიზნესმენის - თარაშ ვიბლიანის შვილის „ხელიდან წასვლას“. აი, რა ადარდებდა... მხოლოდ ხალხის აზრი... მისი რეპუტაციის შელახვა...
ბრაზი აწვება. გული ისევ უჩქარდება. კისერზე სისხლძარღვები ებერება.
- ბოლოს დავასკვენი, რომ უბრალოდ ასეთი იყო... უემოციო ადამიანი, რომელსაც უბრალოდ არ ადარდებდა თავისი შვილი... არასდროს ჩამხუტებია მამაშვილურად... არასდროს მიგრძვნია მისგან სითბო... მაგრამ შევეგუე, მატილდა... მართლა მივიღე ისეთად, როგორიც იყო...
და მერე რა მოხდა? ლუკა დაიბადა... თარაშ ვიბლიანის ნამდვილი შვილი... მისი და დარინას თურმე გარიგებული სიყვარულის ნაყოფი... და მის თვალებში პირველად დავინახე მამობა... გესმის? თვალები უნათებდა... ყველგან დაატარებდა... არაფერი ენანებოდა ლუკასთვის... თვალებანთებული უყურებდა მის პირველ ნაბიჯებს... პატარა სიცხეზეც კი სამი სასწრაფო გვედგა ხოლმე სახლთან...
- ღმერთო ჩემო... - თავს ვერ ვიკავებ.
- იცი როგორ მშურდა იმ 2-3 წლის ბავშვის?! მამაჩემს ის მთელ ქვეყანას ერჩვნა... ლუკას რომ დასჭირვებოდა ადგებოდა და გამყიდიდა... არ ვაჭარბებ, მართლა გეუბნები... როცა უკვე ვიჯერებდი, რომ თარაში უბრალოდ უგრძნობი ადამიანი იყო, სწორედ მაშინ გამოავლინა ყველა ის გრძნობა, რასაც მთელი ცხოვრება დანატრებული ვიყავი...
- და კირილე? კირილე სად იყო მთელი ეს დრო?
- სვანეთში... კირილეს მხოლოდ არდადეგებზე თუ ვნახულობდი... ერთი სული მქონდა აქ წამოვსულიყავი... დღეებს ვითვლიდი ხოლმე, იმიტომ რომ კირილე იყო ის ერთადერთი, ვისთანაც თავს ჭკვიანად, წარმატებულად და დაფასებულად ვგრძნობდი... არასდროს ენანებოდა ჩემთვის საქებარი სიტყვები... ალბათ, კირილე იყო ის ერთადერთი, ვინც მოტივაციას მაძლევდა. პატარა რომ ვიყავი კალთაში მისვამდა და მეფერებოდა... მაშინ არ ვიცოდი, რომ ფეხები ასე ძალიან ტკიოდა, მაგრამ ყველაფერს იტანდა... როცა თარაშს ეგონა, რომ გაუნათლებელი უწიგნური ვიყავი, კირილესთან ერთად ყველა წიგნის ყველა პერსონაჟს საათობით განვიხილავდი...
- გაგიმართლა, რომ კირილე ყოველთვის შენთან იყო... - თმებში ვუცურებ თითებს.
- იყო... მაგრამ მატილდა... იცი რამდენჯერ მინატრია, რომ ის ყოფილიყო მამაჩემი? მითქვამს კიდეც კირილესთვის... ნეტავ შენ იყო ჩემი მამა-თქო... და ყოველთვის იცი რას მეუბნებოდა? რაში გჭირდება უფეხო მამაო და იცინოდა...
ვხედავ, როგორ ევსება თვალები ცრემლებით. როგორ მოგორავს ეული ცრემლი მის სახეზე.
- აახ... - ბრაზდება და უხეშად იშორებს სისველეს თვალებიდან. - ხედავ რას დამამსგავსეს? კაცები არ ტირიან! - ბრაზდება საკუთარ თავზე.
- ტირიან... - ვეუბნები მშვიდად. - ყველა ტირის, ვინც გულით ადამიანია... ვისაც გრძნობები აქვს...
- არასდროს ვაპატიებ კირილეს, რომ ასე მომექცა...
- ონისე, ხომ იცი, რომ ეს მისი არჩევანი არ ყოფილა... როცა დაელაპარაკები, უფრო დაწვრილებით გიამბობს ყველაფერს...
- არ დაველაპარაკები!
- ნუ იქცევი ხისთავიანი სვანივით! - ვუწევ ხმას. - ახლა კირილეს ყველაზე მეტად შენ სჭირდები... ვისთან ტოვებ? თარაშთან? დარინასთან?
პასუხს აღარ მცემს. ვდგები და მისი მკლავებისგან თავს ვითავისუფლებ.
- საით? - მეკითხება შეშფოთებული.
- გონზე უნდა მოგიყვანო. - თვალს ვუკრავ.
გარეთ გავდივარ. კობა, როგორც ყოველთვის, მანქანაში მელოდება. ორი სიტყვით ვეუბნები, რომ ყველაფერი რიგზეა და შეუძლია სახლში წავიდეს. მანქანიდან საჭმელი გადმომაქვს.
- ეს რა არის? - უყურებს გაოგნებული ონისე კალათს.
- გშია... რამდენი სისხლი დაკარგე, ადამიანო... რამდენი იჩხუბე და იყვირე... გულწასული რომ არ გდიხარ, მიკვირს... - ვეუბნები გამწყრალი ხმით.
ეღიმება. მეც მეღიმება. როგორ ჩანს, ქლიავის ჯემი წამომიღია. ჯემს პურზე ვუსმევ და პირს ვაღებინებ.
- დაახლოებით იცი როდის ჩამივარდი გულში? - ვეკითხები წარბების თამაშით. - პირველად რომ ამოგიტანე ქლიავის ჯემი საჭმელად...
სიცილს იწყებს.
- რა დამავიწყებს მაგ დღეს... - თვალებს ატრიალებს. - ერეკლე ახბაზე რომ მაეჭვიანე...
- უი, იეჭვიანე? - ვეკითხები ვითომ გაკვირვებით.
- უი, კი... - მაჯავრებს და მორიგ ლუკმას იტენის.
- ეს შემთხვევით ის დღეც ხომ არ იყო ქალბატონი კესო ონიანი რომ ჩამოაბრძანეთ და სახლში შეაბრძანეთ? - არც მე ვაკლებ.
- კი... ეგ დღე იყო... - თვალს მიკრავს.
მტრულ მზერას ვესვრი. ხარხარს იწყებს.
- შენს რეაქციებზე ვგიჟდებოდი... - მეუბნება სიცილით. - როცა ეჭვიანობდი და არ იმჩნევდი...
- შენც გადასარევი რეაქციები გქონდა, როცა ერეკლესთან ვიყავი... ან იმ ინტერნთან საავადმყოფოში...
- მაგას ნუ მახსენებ... როგორ გადამირჩა მიკვირს...
- არანორმალური... ხისთავიანი სვანი...
- შენზე შეყვარებული... - მკოცნის ლოყაზე. - არანორმალური... - მეორე ლოყაზეც. - სვანი...
ნაზად მეხება ტუჩებზე და ჰაეროვანი კოცნით მაჯილდოვებს.
ტუჩებიდან კოცნებით ჩემს კისერს მიუყვება.
- შენს სურნელზე მეკეტება... - მეჩურჩულება ყურთან და იცინის.
- სუნამოც კი არ მასხია... - ვეუბნები დარცხვენით.
- არა... მე შენს სურნელზე ვამბობ... მატილდას სურნელზე...
მოსაცმელს მხდის. სიცივე სხეულზე მხვდება და მბურძგლავს. შიდა მაისურსაც მაძრობს. მის წინაშე ბიუსჰალტერის ამარა ვზივარ. თვალები ვნებით მენთება. მისი სიახლოვე, მისი შეხება, მისგან მომავალი სითბო ერთიანად მაგიჟებს.
კოცნებით მიუყვება ჩემს ლავიწის ძვლებს და მხრებს. თითების ნაზი მოძრაობით მიხსნის ბიუსჰალტერს და წელს ზემოთ მაშიშვლებს. მკერდი კიდევ უფრო მიმკვრივდება. ვნებაარეული ონისე ჩემი მკერდისკენ იხრება და ძლიერად მკოცნის. თავის ხელებში იქცევს, ენით ძუძუს თავებს ეთამაშება. ვსველდები... ვკვნესი...
ერთია, როცა ადამიანთან მხოლოდ ვნება გაკავშირებს და ნებდები... მეორე და ყველაზე სასიამოვნო კი იმ ადამიანთან ალერსია, რომელიც გიყვარს და რომელსაც უყვარხარ. როცა მისი თითოეული შეხებიდან... თითოეული კოცნიდან სიყვარული მოდის... როცა მისი შეხება სასიამოვნოდ გწვავს... აქამდე განუცდელი ჟრუანტელი გივლის... მუცლიდან რაღაც ამოხტომას ლამობს... გული საგულეში ვერ ჩერდება... სამყაროში ყველაფერი ჩერდება... დრო და წამი იყინება...
მაისურს ვხდი. მის შიშველ სხეულს ნაზად ვეხები. თითებს დავასრიალებ. მინდა ბოლომდე ვიგრძნო, შევიგრძნო, რომ ეს ადამიანი ჩემია. რომ მისი გული ჩემთვის ფეთქავს. როგორი ეგოიზმია... როგორი სასიამოვნო ეგოიზმია... ვიღაცის გული ჩემთვის ფეთქავს... ვიღაცა მხოლოდ ჩემზე ფიქრობს... ვიღაცას მხოლოდ მე ვუნდივარ...
ტუჩებით მკერდზე ვეხები. კოცნებით მის კისერს მივუყვები. სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს. თითებს გრძელ თმაში ვუცურებ. ეს თმაც მე მეკუთვნის... ეს თავიც... ეს ადამიანი ჩემია...
შარვალს მხდის. დივანზე მუხლებით ვდგები. ორივე ხელს კისერზე ვხვევ და მის ტუჩებსს ვეწაფები. ვნებიანი კოცნა კიდევ უფრო აგიჟებს. მის ერეგირებულ ასოს ვგრძნობ. ქამარს ნელა ვუხსნი, შემდეგ შარვალს. ხელებს ვუცურებ და გარედან ვეხები. სიამოვნებს. თითებით ძლიერად მაფრინდება საჯდომზე.
- მაგიჟებ... მატილდა... - მეჩურჩულება.
- შენ მე! - ვეუბნები და ტუჩზე ნაზად ვკბენ.
თითებს საცვალში მიცურებს.
- ვიღაცას როგორ ვუნდივარ?! - ამბობს გამარჯვებული ხმით.
- მარტო მე „ვიღაცას“?!
ვეკითხები გაკვირვებით, საცვალში ხელს ვუცურებ და მეც იგივეს ვიმეორებ. თითების ნაზი მოძრაობით ვასტიმულირებ. სიამოვნებისგან ოხრავს. მეღიმება.
თითებით ნაზად მეხება კლიტორზე, შემდეგ კი საშოში მიცურებს. ისევ ვკვნესი, უფრო ხმამაღლა. ნელ-ნელა ტემპს უჩქარებს. არც მე ვაკლებ.
მოულოდნელად ჩერდება. საცვალს გიჟივით მხდის, ნაჭრის გაფხრეწვის ხმაც კი ისმის.
- არანორმალური... - მეცინება.
საცვალს იხდის. შარვლის ჯიბიდან პრეზერვატივს იღებს. ახლა ეს არანორმალური არ არის?! ჯიბით დააქვს?! კიდევ უფრო მეცინება.
დივანზე ჯდება. მის წინ ვდგავარ... აწითლებული... ვნებებაშლილი... აგზნებული... თვალებში მიყურებს... მეც მის სილურჯეებს ვაშტერდები... ჩემი სიყვარულით ანთებულ სილურჯეებს...
- მიყვარხარ...
მიახლოვდება და მუცელზე მკოცნის. კოცნებით მიუყვება ჩემს თეძოებს, ბოქვენს... ნაზად მეხება ენით კლიტორზე. კვნესას ვერ ვიკავებ. სხეული მეკლაკნება. თმებში ვაფრინდები.
- გავჩერდე? - მეკითხება ეშმაკურად.
- ა...რა... - არ ვიცი სად ვპოულობ ხმას.
ისევ მეხება. სიამოვნების მორევში ვეშვები. ტალღებს ვიჭერ... ნელ-ნელა პიკისკენ მივდივარ...
ისევ ჩერდება...
- ონისე... - ვკვნესი საცოდავად.
- ეს ერეკლე ახბასა და იმ ინტერნისთვის!
იცინის. ეგრე ხომ?! გაბრაზებული მხრებზე ხელს ვკრავ და უკან ვაგდებ. ზურგით დივანს ეყრდნობა. ვიმუხლები. მისკენ ვიხრები. ამჯერად მე ვკოცნი მუცელზე. სახეზე გაკვირვება ეტყობა. კოცნებით მივუყვები V ხაზს. მის ერეგირებულ ასოს ხელებში ვიქცევ. ნაზად ვეხები ენით ასოს თავს. ეშკმაკურ მზერას ვაპარებ მისკენ. სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს. მთელი სხეული ეჭიმება. ამჯერად თვითონ მიცურებს თმაში ხელებს. ტემპს ვუჩქარებ... მისი ოხვრა კიდევ უფრო აღმაგზნებს. ზუსტად პიკის წინ ვჩერდები.
- ეს კესოსთვის! - ვეუბნები გამარჯვებული ხმით.
სახეზე გაკვირვებული ღიმილი ეფინება.
- უფრო და უფრო მაოცებ... - მეუბნება აღტაცებით.
პრეზერვატივს ხსნის და ასოზე იცმევს.
- ზემოდან! - მეუბნება მბძანებლური ხმით და თვალს მიკრავს.
ზემოდან ვექცევი. ასოს ნაზად მიცურებს საშოში. აუტანელი ტკივილი ნელ-ნელა სიამოვნებაში გადადის. თვალებს ვხუჭავ.
- მე მიყურე! - მეუბნება ისევ მბრძანებლურად.
თვალებს ვახელ. ისევ ლურჯი თვალები აქვს... ის ლურჯი, მე რომ ძალიან მიყვარს და ასე იშვიათად მაჩვენებს ხოლმე. ხელებს თეძოებზე მავლებს. ნაზად მკოცნის ნეკნებზე... მკერდზე... მკლავებზე... ნელ-ნელა მოძრაობას ვიწყებ. სასიამოვნო ტალღები ისევ მეღვრება სხეულში. ისევ მეკლაკნება თეძოები. მკერდზე ხელებს მიჭერს. სიამოვნებისგან თავს უკან ვაგდებ.
- მე მიყურე! - იმეორებს ისევ.
ტემპს ვუჩქარებ. მზერით მბურღავს. საჯდომზე ხელს მარტყამს. კიდევ უფრო ვუმატებ ტემპს. კვნესას ვეღარ ვიკავებ.
- მიყურე... - მიმეორებს რობოტივით. - შენ ჩემი ხარ! ჩემი ხარ! მე მეკუთვნი! ჩემი ქალი ხარ!
- ჰო? - ვეკითხები ღიმილით.
- ჩემი ხარ... მიყვარხარ...
ვგრძნობ, როგორ უახლოვდება პიკს. ვგრძნობ, როგორ ვეღარ ვიკავებ თავს. ცოტაც... რამდენიმე წამიც... კივილით ვათ/ა/*ვებ. ორგაზმი მთელ სხეულს გიჟური ტალღასავით ედება. რამდენიმე წამში ონისეც ღრიალებს. ონისეც ათა/ვ*ე/ბს.
დაცვარული სხეულით მის სხეულს ვეკრობი. ორივე ღრმად ვსუნთქავთ. ასეთი რაღაც არასდროს გამომიცდია... როგორც ჩანს არც ონისეს... გულზე თავს ვადებ... ეს გული ჩემთვის ფეთქავს...
ეს გული მხოლოდ ჩემთვის ფეთქავს...

25.
დილით მანქანის ძრავის ხმა მაღვიძებს. თვალები ჯერ კიდევ ძილისგან დაბინდული მაქვს. ონისეს შიშველ სხეულზე ვწევარ. მეღიმება... ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილა... მართლა გამოვუტყდით ერთმანეთს ჩვენს გრძნობებში...
ნუთუ მართლა შემიყვარდა?! ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღებოდა, შემიყვარდა...
გარეთ ვიღაც არის. აშკარად არ მომესმა. ონისეს ნაზად ვკოცნი მკერდზე, ვდგები და იქვე დაყრილ ტანსაცმელს ვიცმევ. გარეთ გავდივარ. არ მომჩვენებია. სახლის გასწვრივ, ოდნავ მოშორებით ნამდვილად ვხედავ თარაშ ვიბლიანს, თავის უზარმაზარ ჯიპზე მიყრდნობილს. ხელები გადაჯვარედინებული აქვს და საზიზღარი ღიმილით შემომყურებს.
- ნაბიჭ*/ვ/*არი... - ვჩურჩულებ ზიზღით.
ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები, მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ვდგები.
- აქ რა გინდათ? - ვეკითხები აგდებით.
- ესეიგი მოეწყვე... ონისე გაინაღდე... გამოიჭირე... თავი შეაყვარე... საწოლშიც ჩაუგორდი... და ბოლოს ოჯახსაც ჩამოაშორე, ხომ?
მისი დამცინავი ხმა უფრო მაღიზიანებს თუ მის მიერ წარმოთქმული სიტყვები ვერ ვხვდები. ვცოფდები. ერთი სული მაქვს ვეცე და ერთიანად დავკაწრო.
- როგორ ბედავთ?! ვინ მოგცათ უფლება?!
ახლა ყველაზე მეტად ჩემი მამიკო მინდა... ჩემი გოგა... გოგა დამიცავდა... ისეთ დღეში ჩააგდებდა ფეხზეც ვეღარ გაივლიდა...
- არ მითხრა, რომ სწორედ ეს არ იყო შენი გეგმა... - აგრძელებს უფრო მეტი ცინიზმით. - ჩემი შეცდომაა... მეგონა სიკეთეს გავაკეთებდი... შოთას წინაშე ჩემს ვალს მოვიხდიდი... სიცოცხლე გაჩუქე, უმადურო გოგო! - ბოლო სიტყვებს განსაკუთრებული ზიზღით ამბობს. - და შენ რა გამიკეთე?! შვილს ჩამომაშორე?!
- შვილს?! - ვღიზიანდები. - შვილები ასე ადვილად არ შორდებიან იმ ადამიანებს, რომლებსაც მშობლებად თვლიან... დარწმუნებული ხართ, რომ ონისესთვის ნამდვილად მშობელი იყავით?!
თარაშს თავისი ამაზრზენი ღიმილი სახეზე ეყინება. კოპებს ხსნის, სახე უსერიოზულდება. როგორც ჩანს, ზუსტად წერტილში მოვატყი.
- თავხედო! მამაშენის შვილისგან მეტს არც მოველოდი...
- მამაჩემს საერთოდ არ იცნობთ! თქვენი წარმოდგენებისგან განსხვავებით მე მამად იმ ადამიანს ვთვლი, ვინც მშობელივით გამზარდა...
- ხოდა მით უმეტეს... მამაშენის...
- მამაჩემზე ერთ გადაბრუნებულ სიტყვას იტყვით და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
იმდენად დამაჯერებლად ვემუქრები, რომ მგონი იჯერებს კიდეც. მეც კი მიკვირს ჩემი სიმტკიცის, მაგრამ არა... გოგაზე ერთ ზედმეტ სიტყვასაც არ ვაპატიებ არავის!
- ეს ყველაფერი ასე არ შეგრჩება... მატილდა დევდარიანო... დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები... ჩემი ჩათვლით ჩათვალე მთელი სვანეთი მტრად მოიკიდე...
- თქვენი არ მეშინია! - ვეუბნები ამაყად. - გგონიათ სვანები გაამართლებენ თქვენს საქციელს?! ძმის ცოლი მოიყვანეთ ცოლად... მათ შვილს კი მთელი ცხოვრება ატყუებდით...
- დაეშვი მიწაზე, სულელო გოგო! შენ გგონია ეს ამბავი მთელმა სვანეთმა არ იცის?! ეგ წესები სწორედ ამათი მოგონილია... მეც ისევე მაიძულეს დარინას ცოლად მოყვანა, როგორც კირილეს ოჯახის დათმობა...
- არ მჯერა! ადამიანს ვერავინ აიძულებს ისეთ რამეს, რაც არ უნდა...
- ანუ აღიარებ, რომ ონისეს ცოლობა გინდოდა?!
სახეზე გამარჯვებულის ღიმილი ეფინება. ვშრები.
- მე... მე ეგ არ მიგულისხმია!
- არა... ზუსტად ეგ თქვი... და დაიმახსოვრე... არ შეგრჩება... არც ერთი წამით...
- გაეთრიეთ აქედან! - თითს გზისკენ ვიშვერ. - გაეთრიეთ, სანამ ონისეს გაუღვიძია! იცით მაინც როგორ იყო გუშინ?! თუ მშობელი და მამა ხართ მაგაზე მაინც იფიქრეთ... მაგრამ ვის ველაპარაკები?! - ზიზღით ვუყურებ.
- თარაშ ვიბლიანის მტრად მოკიდება...
- თქვენ არ იცით როგორია მატილდა დევდარიანის მტრად მოკიდება! - არ ვაცლი დამთავრებას.
მოულოდნელად ხარხარს იწყებს. საშინელ... ამაზრზენ ხარხარს... მანქანის კარს აღებს და შიგნით ჯდება.
- იმაზე სულელი ხარ, ვიდრე მეგონე...
მანქანას ქოქავს და ეზოდან გადის. რამდენიმე წუთის განმავლობაში გავყურებ ამ გზას. შიში მიპყრობს... პირველად ცხოვრებაში მართლა ვგრნობ შიშს... ყველა ძვლით... ყველა ქსოვილით ვგრძნობ...
ნელი ნაბიჯით ვბრუნდები სახლში. ონისეს ისევ სძინავს. შეშას ვიღებ და ბუხარს ვანთებ. მოგიზგიზე ცეცხლიდან მომავალი სითბო ნელ-ნელა ეფინება ოთახს. ცეცხლის შუქზე ონისეს სახე კიდევ უფრო იდეალურად მეჩვენება. მისი ნაკვთები... ღმერთო! ნუთუ მართლა შემიყვარდა?!
ნელა ვუახლოვდები და მის ტუჩებს ვეხები. წარბებს ხრის. კიდევ ერთხელ ვკოცნი, ამჯერად ყბასთან. ზმუის. არ უნდა გაღვიძება. მეღიმება.
- კარგი ხო... - ვბუზღუნებ. - დაიძინე...
ბუხრისკენ ვჩოჩდები და ხალიჩაზე ვჯდები.
- უკვე გამაღვიძე... - ამბობს ძილისგან დაბოხებული ხმით.
- დიდი ბოდიში. - ვეუბნები წარბის აწევით.
თვალებს იფშვნეტს და საწოლიდან დგება. პლედი ძირს ვარდება. ჩემს წინ შიშველი ონისე დგას.
- ღმერთო ჩემო! - ზედმეტად ხმამაღლა გამომდის. - რამე მაინც მიიფარე...
თვალებზე ხელს ვიფარებ და პლედს ვაწვდი. ჯერ გაოგნებული მიყურებს, შემდეგ კი ბოლო ხმაზე იწყებს ხარხარს.
-რა გაცინებს! - ჩემს თავზე ვბრაზდები.
- გუშინ გადასარევად „იჯექი“ და...
- კარგი... კარგი... - ვაჩუმებ. - უბრალოდ არ ვარ მიჩვეული შიშველი კაცების ყურებას...
- მიგაჩვევ... - თვალს მიკრავს და საცვალს იცმევს.
აბაზანისკენ მიდის.
- ავადმყოფი... - სიცილს ვერ ვიკავებ.
ცეცხლს ვაშტერდები. ყველა ფიქრი ერთიანად მაწვება. იმის გააზრება, რაც ამ რამდენიმე თვეში ჩემს თავს დატრიალდა, ცოტა რთულია. ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ცხოვრებით... ვსწავლობდი, ვმუშაობდი, მეგობრებს ვნახულობდი... ძველი გულისტკენის ვერ დავიწყების გამო ყოველთვის გავურბოდი სასიყვარულო ურთიერთობებს. ყოველ საღამოს ვესაუბრებოდი მშობლებს ინტერნეტით, ყოველ არდადეგებზე ჩავდიოდი მათთან... მხოლოდ ეს იყო ჩემი ჩვეულებრივი, რუტინული ცხოვრება...
ზუსტად ერთ წამში ამობრუნდა ყველაფერი... ზუსტად ერთ წამში დაირღვა ჩემი იდეალური რუტინა... ეს ჩემმა პატარა მამიდაშვილმა - ელამ გააკეთა. დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ბიოლოგიური მამა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გარდაცვლილად ვთვლიდი, ახლახანს გარდაიცვალა, უფრო სწორედ, მოკლეს. სწორედ იმ წამს ვიგრძენი, რომ აღაფერი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში ძველებურად... ვეღარ შევძლებდი ვყოფილიყავი ის მატილდა, რომელსაც წლების განმავლობაში ვქმნიდი.
აწ უკვე ჩაცმული ონისე გვერდით მიჯდება, ხელებს მხვევს და თავის სხეულზე მიკრავს.
- რა არ გაძინებს დილიდან? - მეჩურჩულება და ლოყაზე მკოცნის.
- ადრე გამეღვიძა... - ვატყუებ ურცხვად. - შენ როგორ ხარ?
- უკეთ... - მპასუხობს რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ. - ყოველ შემთხვევაში სამყარო აღარ ბრუნავს ჩემთვის...
მეღიმება.
- ანუ თავბრუსხვევამ გაგიარა...
- ნუ... თუ არ ჩავთვლით იმ თავბუსხვევას, რომელსაც მატილდა იწყვევს ჩემში, გამიარა...
მისკენ ვბრუნდები, მუხლებზე ვდგები და ორივე ხელს ვხვევ. თავს მის კისერში ვრგავ და ღრმად ვისუნთქავ მის გრილ სურნელს.
- ნუთუ რეალური ხარ?! - ვეკითხები და თმაზე ვეფერები. - ნუთუ აქ ხარ... ჩემთან...
- აქ ვარ... შენთან... - მპასუხობს ღიმილით და ტუჩებზე ნაზად მკოცნის.
- და ახლა რა იქნება, ონისე? - ვეკითხები დამფრთხალი ხმით, სევდიან თვალებს მის სილურჯეებს ვუსწორებ.
- ახლა... - წარბებს მაღლა წევს. - ახლა სექსი გვექნება... გადასარევი სექსი...
- ონისე... - სიცილს ვერ ვიკავებ. - ხომ იცი რაც ვიგულისხმე...
- ვიცი... მაგრამ სექსის გარეშე საღი გონება არ დამიბრუნდება... ამიტომ, ჯერ ორგაზმი... ბევრი... - თვალს მიკრავს.
- გიჟი ხარ... არანორმალური ხარ...
მაისურზე ხელს მავლებს და წამებში მაშიშვლებს. თითებით ლავიწებიდან მკერდისკენ მიუყვება და მჩქმეტს.
- მე ვარ გიჟი?! - მეკითხება გაოგნებით. - რისთვის მაიძულე წეღან ჩაცმა ისევ გახდას თუ მიპირებდი?! - ისეთი გაკვირვებული სახე აქვს, რომ ხარხარს ვიწყებ.
- არა-ნორმალური... - ვიმეორებ ისევ. - უნდა დავფიქრდე მინდა თუ არა შენთან ერთად მთელი ცხოვრების გატარება...
ამ სიტყვებზე თვალები ენთება. წელზე ხელს მავლებს და თავის სხეულზე უხეშად მიკრავს.
- შენ ჩემი ხარ, მატილდა დევდარიანო! ჩემი! გაიგე?! რაც არ უნდა თქვა, არ დაგთმობ! არასდროს! შენ ჩემი ცოლი ხარ და ყოველთვის ჩემი ცოლი იქნები!
ვერ აღვწერ როგორ მსიამოვნებს ერთი შეხედვით ასეთი ბანალური სიტყვების მოსმენა. სხვაზე რომ გამეგო, გამეცინებოდა... მაგრამ თურმე როგორი სასიამოვნო ყოფილა მათი მოსმენა, როცა ეს სიტყვები შენ გეკუთვნის...
მაშიშვლებს და ხალიჩაზე მაწვენს. ცხელი კოცნებით მიუყვება ჩემს სხეულს, რომელსაც გუშინდელი მხურვალების კვალი ჯერ კიდევ ეტყობა. ნაზად მეხება ყველგან, მე კი მთელი სხეულით ვცდილობ მის შეგრძნებას... მისი შეხების, მისი ალერსის სამუდამოდ დამახსოვრებას...
- მიყვარხარ, ვიბლიანო... - ვეუბნები ყურთან.
ეცინება. ბედნიერებისგან ეცინება. ფეხებს მაშლევინებს და ერთი ბიძგით აერთიანებს ჩვენს სხეულებს.
- ხო? - მეკითხება ვნებაარეული ხმით.
- მიყვარხარ და მეშინია... - ხმა მიკანკალებს.
- სექსის დროს ცუდზე არ ფიქრობენ... - უხეში ბიძგით მანიშნებს, რომ უნდა გავჩუმდე. - მე ხომ აქ ვარ... - მეუბნება ალერსიანი ხმით. - რისი გეშინია?
ნელ-ნელა ტემპს უმატებს. სიამოვნების ტალღებიც უფრო და უფრო მატულობენ.
- მე...
- ჩშშ... - კოცნით მაჩუმებს. - მიყვარხარ... მიყვარხარ... დაიმახსოვრე... მთავარი ესაა...
კვნესას ვეღარ ვიკავებ. ონისეზე შეყვარებული... მისი სხეულისგან დამძიმებული... მის სხეულთან შერწყმული... მისი სურნელით გაბრუებული... ორგაზმი გონებას მაკარგვინებს... ეს ყველაზე ბედნიერი, ყველაზე არარეალური და სასიამოვნო წამებია ჩემს ცხოვრებაში...
როცა გონს მოვდივარ ონისეს ღმუილიც ჩამესმის. ვიცი, რომ ისიც ზუტად იგივეს გრძნობს, რასაც მე...
ო, როგორ არ მინდა ამ ბედნიერი წამის დასრულება... როგორ არ მინდა მის გარეშე ყოფნა...
ღონემიხდილი ვესვენები მის სხეულს. თმაში ხელებს მიცურებს. აშლილი ვნებები ნელ-ნელა სიყვარულში გადადის. მკერდზე ვკოცნი და მუცელზე ვეფერები.
- ონისე... ხომ დაელაპარაკები კირილეს? - ვეკითხები შეფარვით.
პასუხს არ მცემს.
- ნუ იქნები მართლა სვანი... ხომ იცი, რომ მაგ ადამიანს ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარხარ... - ვაგრძელებ ჩემსას. - და ხომ იცი, რომ შენც ყველაზე მეტად გიყვარს... რა საჭიროა ტყუილად ტანჯვა და ნერვიულობა? ხომ იცი, რომ კირილე ახლა, ალბათ, ჭკუიდან გადადის... მთელი ღამე არ სძინებია... ნამცხვარსაც კი არ ჭამს...
წამიერად ტუჩის კუთხე უტყდება.
- ახლა უკვე იცი, რომ შენ ხარ მისი ერთადერთი პატრონი... ერთხელ ვცხოვრობთ, ონისე... და ეს ცხოვრებაც ერთი ამოსუნთქვაა... უნდა გამოიყენო ეს შანსი... შანსი გაქვს, რომ გყავდეს მამა, რომელსაც ყოველთვის ნატრობდი... შანსი გაქვს, რომ იმ ადამიანს დაუძახო მამა, ვისაც ნატრობდი, რომ მამაშენი ყოფილიყო...
- დაველაპარაკები... - მეუბნება და ნაზად მკოცნის შუბლზე.
- მთლად ხისთავიანიც არ ყოფილხარ... - ვეუბნები ღიმილით.
- ფეხებით დაგკიდებ! - მემუქრება ღიმილით. - ვერ ვიტან მაგ სიტყვას...
- ჩემი ფეხები გადაშლილ მდგომარეობაში უფრო მომწონს... - ვეუბნები წარბების თამაშით. - მგონი, შენც...
- და კიდევ მე ვარ არანორმალური, ხომ?!
მომდევნო ორი დღე მხოლოდ ალერსში, სიყვარულში, ბევრ სექსში და სიცილში გადის.
მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად ორი დღის შემდეგ ერეკლე ახბასთან ერთად თბილისის გზას გამოვუყვებოდი... გულნატკენი... გაბრაზებული... გადათელილი... ატირებული...

26.
წმინდა ანას სახელობის პარკში ვზივარ. როგორც ყოველთვის. ბოლო დროს განსაკუთრებით მოვეჩვიე ამ ადგილს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩემი სახლიდან საკმაოდ შორს არის, მეორე რიგში იმიტომ, რომ ყვავილების ულამაზესი ხეივანი გააკეთეს.
წელიწადზე მეტია, რაც დუბლინში ვცხოვრობ. წელიწადზე მეტია, რაც ჩემგან არაფერი დარჩა. ჩამოვხმი, გავშრი, დავკარგზე ცხოვრების ხალისი, მოტივაცია, მიზანი... დავკარგე საკუთარი თავი... ის მატილდა დავკარგე, რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდი.
მინდორში გაშლილ პლედზე ვარ წამოგორებული. უაზროდ გავცქერი მინდორს. პატარა მწვანე ობობა მთელი მონდომებით ქსოვს ქსელს ერთ-ერთ ყვავილზე. აი, ეს არის ახლა ჩემი ცხოვრება. არაფრის კეთება... არაფერზე ფიქრი... არაფერში დროის გაყვანა...
მე ვარ ჩვეულებრივი მოჩვენება...
რა არ გააკეთეს ჩემმა მშობლებმა... მატარეს თერაპიებზე... ფსიქოლოგებთან... მეფერებოდნენ... ტკბილად მესაუბრებოდნენ... მეჩხუბებოდნენ... მიყვიროდნენ... რა დამემართა?! თითქოს ქვად ვიქეცი, ცივ, უგრძნობ ქვად, რომელიც ყველაფერს ისხლეტს... რომელსაც არაფერი აინტერესებს...
პლედს ვახვევ და ნაჭრის ჩანთაში ვდებ. ახალი ადგილი უნდა ვიპოვო... ეს უკვე მომბეზრდა... ნელი ნაბიჯით მივდივარ ბილიკისკენ. გაზაფხულია, მაგრამ სუსხია. ფეხსაცმელი სულ ტალახშია ამოსვრილი. არაუშავს, მაინც არ მადარდებს.
ნაყინის კიოსკის კაცი ხელს მიქნევს. წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და რა ჰქვია, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა ყოველ დღე ვხედავთ ერთმანეთს. ოღონდ ერთი განსხვავებაა - მას საქმე აქვს, ნაყინს ყიდის, დუბლინელ ბავშვებს ახარებს... მე კი უსაქმურად დავეხეტები და წარმოდგენა არ მაქვს რისთვის.
ტრამვაიში ვჯდები. კუთხეში, ერთ ადგილიან სკამზე. თავს ფანჯარას ვადებ. ავტობუსში დუბლინელები ზუზუნებენ. ყველა რაღაცაზე საუბრობს, შიგადაშიგ იცინიან. რა ბედნიერებაა ხმაური... აქ ჩამოსვლის შემდეგ უფრო შემიყვარდა, უფრო დავაფასე ხმაური...
ყოველთვის სადღაც ხმაურიან ადგილას ვარ... ხმაური მართმევს იმ ძალას, რომელსაც სიჩუმეში ფიქრში დავხარჯავდი... ხმაური მართმევს ყველაფერს და შემდეგ მშვიდად ვიძინებ... დაღლილი... ზედმეტი ფიქრის გარეშე...
მე მიყვარს ხმაური... ყოველთვის მიყვარდა... მგონი, მასაც ვუყვარვარ...
ჩემს ხელს ვაშტერდები. უფრო სწორედ, სვაროვსკის თვლებიან სამაჯურს. ვერ ვიხსნი და, ალბათ, ვერც ვერასდროს მოვიხსნი. არ შემიძლია... ამდენი ხნის მერეც არ დამვიწყებია...
ქალაქის ცენტრში ჩამოვდივარ... მიყვარს უაზროდ ქუჩებში ხეტიალი... მაღაზიების ვიტრინების თვალიერება... თუმცა, არაფერს ვყიდულობ... რა საჭიროა? ვინ მიყურებს?! მეც კი აღარ ვუყურებ ჩემს თავს სარკეში... დიდი ხანია უკვე...
ერთ-ერთი მუზეუმის თავზე ახალი ბროშურაა. მრავალ უცხოელ მხატვართან ერთად ქართულ გვარს ვხედავ... რუსუდან ფეტვიაშვილი... რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატების გამოფენაა... აქ, შუა დუბლინში...
გამოვექეცი... გამოვექეცი საქართველოს, სვანეთს, ჩემს სამშობლოს... ყველაფერს ქართულს... დავივიწყე ყველა, ვინც საქართველოსთან მაკავშირდებდა... მაგრამ საქართველო არ მანებებს თავს...
გაუაზრებლად ვდგები რიგში... ვიღებ ბილეთს... დარბაზში შევდივარ...
ყოველთვის გაგებული მქონდა ამ ქალბატონის შესახებ, მაგრამ არასდროს გამომიხატავს დიდი ინტერესი. ახლა კი... ამფენი თვის შემდეგ პირველად ვგრძნობ რაღაც ბედნიერების მაგვარს... მეგონა დავკარგე, სამუდამოდ დავკარგე ბედნიერების შეგრძნება...
ხშირად გამიგია, რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვისო... მართალია... ერთი ქართველი მხატვრის ნახატების დანახვამ ისე გამაბედნიერა, იმხელა შვება და თავისუფლება ვიგრძენი, რაც წელიწადზე მეტია არ მიგრძვნია...
მენატრება... როგორ მენატრება საქართველო...
მაგრამ რატომ მაწყენინა ასე?! რატომ მატკინა გული ასე დაუნდობლად?! როგორ ვაპატიო, რომ აქ, ამ უცხო ქვეყანაში გამომაგდო და უკან დასაბრუნებელი გზა არ დამიტოვა...
ეს ქალი გენიოსი ყოფილა... გაოგნებული ვუყურებ მის ნახატებს... რა სილამაზეა?! როგორ შეიძლება ასეთი საოცრება ჯერ გონებაში წარმოიდგინო, შემდეგ კი ტილოზე გადმოიტანო?! ნახატების უმეტესობა უსათაუროა... როგორც ჩანს, ავტორი მთლიანად დამთვარიელებელს ანდობს მისი ჩანაფიქრის ამოცნობას... თუმცა, არის რამდენიმე ნახატი ზედმეტად ზოგადი სახელებით, როგორიცაა „სევდა“, „ოცნება“, „საუბარი“, „აღსარება“... ამ ბოლო ნახატის ფერები დარინას მაგონებს... მის წითელ, კაშკაშა თმას...
ყველაზე მეტად კი ერთი უსახელო ნახატი მიპყრობს. გაქვავებული ვაშტერდები, თვალს ვერ ვწყვეტ... ლურჯ ფონზე წყვილია დახატული... ერთმანეთის პირისპირ სხედან, თვალებში უყურებენ... თითქოს რაღაცას ელიანო ერთმანეთისგან... თითქოს რომელიმემ უნდა გადმოდგას პირველი ნაბიჯი, მაგრამ ვერც ერთი ბედავს... და უყურებენ ასე ერთმანეთს... უსასრულოდ... მათ უკან ფონზე კიდევ ერთი წყვილია დახატული, უფრო მკრთალად, მეორეხარისხოვნად... გოგონა ბიჭისგან ზურგშექცევით დგას, თავდახრილი... ბიჭს კი მისთვის ხელი აქვს შემოხვეული... ძლიერი მკლავი... თითქოს არ უშვებს, არ აძლევს წასვლის ნებას...
ნახატის ფონი კი ლურჯია... ლურჯი... ოხ, ეს წყეული ლურჯი...
როგორ მენატრება... როგორ ძალიან მენატრება...
გულში ძლიერი ტკივილი მივლის... მაგრად მჩხვლეტს... ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვგრძნობ, რომ ისევ ცოცხალი ვარ... ნუთუ ისევ ვარსებობ...
გაბრუებული ვბრუნდები სახლში. დედაჩემი მაშინვე ამჩევს ჩემში მომხდარ რაღაც ცვლილებას.
- მატილდა... - მიახლოვდება შეშინებული. - კარგად ხარ?
- არამიშავს... - ვეუბნები და მკრთალად ვუღიმი. - ქალაქში რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატების გამოფენაა... ერთი განსაკუთრებული ნახატი აქვს... ადვილად იცნობ... ყველასგან გამორჩეულია... ლურჯი ფონი აქვს...
კიბისკენ მივდივარ და გაოგნებულ დედაჩემს დაბლა ვტოვებ.

27.
ცხელი ყავით სავსე ფინჯნით ხელში ონისეს სახლის აივანზე ვზივარ. ონისეს კი, რა თქმა უნდა, სძინავს. თვალებს ვხუჭავ და სახეს მზეს ვუშვერ. რამდენი ხანია ასე მშვიდად არ ვყოფილვარ... მიუხედავად თარაშის მუქარისა, მაინც მშვიდად ვარ. არ მეშინია, რადგან ონისე ჩემთან არის. მასთან კი არაფერი მემუქრება.
მოულოდნელად ტელეფონი მირეკავს. ელას ნომერია. მეღიმება. ჩემი ელა თითქმის ყოველ მეორე დღეს მირეკავს და მკითხულობს. ელა რომ არ ყოფილიყო ვიბლიანების ტყვეობიდან უკვე გაქცეული ვიქნებოდი, ალბათ.
„მატილდა...“ - ელას ხმა არ მომწონს.
„რამე მოხდა?“
„გცალია?“
„რა თქმა უნდა, შენთვის როდის არ მცალია... რანაირი ხმა გაქვს, ელა? მშვიდობაა?“ - მეც მეპარება შიში.
„არ მაქვს კარგი ამბავი, მატილდა...“ - მეუბნება ხმის კანკალით.
„რა მოხდა?! ქეთო...“ - ხმა მიწყდება.
„არა, არა... ყველა კარგადაა... საქმე შენ გეხება...“
„მე?“
„შენს მამათილს... თარაშ ვიბლიანს...“
„რა მოხდა?“ - ფეხზე ვდგები.
„მე... მე არც კი ვიცი როგორ გითხრა...“ - ენა ებმის.
„ელენე! მოკლედ და კონკრეტულად!“
„გუშინ ქეთოსთან ერთი კაცი იყო მისული... მე თბილისში ვარ, ხომ იცი...“
„ვინ კაცი?“
„ბახარ გურბანოვი...“
რამდენი ხანია ეს გვარი არ გამიგია... შიშისგან ერთიანად მბურძგლავს...
„რა ჯანდაბა უნდოდა? მე მეძებდა?“
„საქმეც მაგაშია, რომ არა...“ - ელას ხმა უწყდება. – „მოგვატყუეს... მატილდა... თარაშ ვიბლიანმა მოგვატყუა...“
„რა?! რა მოგვატყუა?!“ - ჩემი ხმა სადღაც ქრება.
„არანაირი ჩერქეზი გურბანოვი არ არსებობდა... უფრო სწორედ არსებობდა, მაგრამ შენს მოკვლას არავინ აპირებდა...“
„რა?!“ - ფეხებში ძალა მეცლება, სკამზე ვესვენები.
„ამ კაცმა ბებიას უთხრა, რომ მე მოვკალი შენი შვილი, რადგან იმსახურებდაო... მაგრამ მის შვილს არაფერს ვერჩოდი, ეს ყველაფერი თარაშ ვიბლიანის მოგონილიაო... თურმე სწორედ თარაშმა გახვია შოთა ისეთ შარში, რომ ჩერქეზებმა არ აპატიეს და მოკლეს...“
ბოლო სიტყვებზე ელა ტირილს იწყებს. ყურებს არ ვუჯერებ.
„რას ამბობ, ელა? აბა რა ჯანდაბად უნდოდა თარაშს ჩემი რძლობა? რისთვის მოიგონა ეს ყველაფერი?!“
„ღმერთო, მატილდა... ხომ არ შემიძულებ?! ამ ცხოვრებაში რაც კი ცუდი ამბავია ყველაფერის მახარობელი მე ვარ... ხომ არ შემიძულებ?!“ - ელა პატარა ბავშვივით გულამოსკვნით ტირის.
„არა, ელა... არასდროს... შენ რა შუაში ხარ... ოღონდ განაგრძე, გთხოვ...“
„შოთამ ქონება დაგიტოვა...“
„რა ქნა?!“ - იმხელა ხმაზე ვკივი, რომ მთები ბანს მაძლევენ. – „რა ქნა?“ - ვაკითხები ამჯერად ჩურჩულით.
„მილიონ-ნახევარი... ხო, მატილდა... არც კი ვიცოდით, რომ ამხელა ფულის პატრონი იყო... შენ დაგიტოვა... იცოდა, რომ მოკლავდნენ და სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ანდერძი დაწერა... მოწმედ კი, საუბედუროდ, თარაშ ვიბლიანი წაიყვანა... ენდობოდა... მატილდა... მამაშენი მაგ კაცს ენდობოდა... რა იცოდა, რომ ზურგს უკან საფლავს უთხრიდა...“
კანკალს ვიწყებ. ფეხებიდან დაწყებული ყბის ძვლებით დამთავრებული, ერთიანად ვკანკალებ.
„მერე?“
„უბრალოდ არ უნდოდა შენთვის მაშინვე გადმოეცათ ეს ფული... ანდერძში გარკვევით ჩაწერა, რომ მხოლოდ მას შემდეგ მიიღებდი შენს წილს, რაც გათხოვდებოდი და ქორწინებიდან მინიმუმ ერთი წელი შესრულდებოდა...“
ღმერთო ჩემო! რა სულელი ვარ! რა სულელი ვარ! როგორ დავიჯერე! როგორ წამოვეგე ამას! აქამდე როგორ ვერ მივხვდი! როგორ ვერ გავიგე, რომ არავინ აპირებდა ჩემს მოკვლას...
„და თარაში ჩემს ქონებას რანაირად მიიღებდა?“
„ეგ არ ვიცი, მაგრამ ექნებოდა რაღაც გეგმა... სულ თუ არაფერი, ნებისმიერი განქორწინების დროს წყვილის ქონება ორად იყოფა... მაგრამ არამგონია თარაში მხოლოდ ნახევარს დასჯერებოდა...“
„და ის ავარია?! ჩემი გატაცება?!“ - უკანასკნელ იმედს ვებღაუჭები, მაგრამ პასუხი უკვე ისედაც ვიცი.
„თარაშის დაგეგმილი იყო... ის ჩერქეზები კი ვინც შენ მოგიტაცეს თარაშის მიერ იყვნენ დაქირავებულები...“
თითქოს ახლა ლაგდება ყველაფერი გონებაში. გამხდარი, გალეული ჩერქეზები. მათი ნახევრად დანგრეული, ღარიბული სახლი. რატომ ვერ მივხვდი, რომ ის ნანგრევები ოქროს მომპოვებელი გურბანოვის ნამდვილად არ იქნებოდა?!
„ნაბიჭვ*/ა/*რი თარაშ ვიბლიანი...“ - ვცრი კბილებში. – „იცოდა, რომ ჩემი ნებით ონისეს არასდროს გავყვებოდი ცოლად... იცოდა, რომ სულელი არ ვიყავი და მის მუქარას არ წამოვეგებოდი... მაგრამ ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა... ხედავ, ელა, რამდენი გათვალა?! ადამიანის გატაცება დაგეგმა...“
„მატილდა... დამშვიდდი, გთხოვ... ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ... ხომ ხედავ როგორი საშიში კაცია? ყველაფერზეა წამსვლელი...“
„ახლა უნდა გაგითიშო, ელა...“ - მხოლოდ ამას ვაბამ თავს.
ელა კიდევ რაღაცას ამბობს, მაგრამ აღარ ვუსმენ.
ონისეს მანქანის გასაღებს ვიღებ, მანქანაში ვჯდები და გეზს ვიბლიანების სახლისკენ ვიღებ. ჭიშკართან დაცვა მაჩერებს.
- ბოდიშით, ქალბატონო მატილდა, მაგრამ აკრძალული გვაქვს თქვენი აქ შემოშვება... - მედუდღუნება ერთ-ერთი თანამშრომელი.
- ბატონო?! არ მაინტერესებს... თარაშ ვიბლიანთან საქმე მაქვს...
- ვერა, ქალბატონო მატილდა, სამსახურიდან გამაგდებენ...
მანქანიდან გადმოვდივარ. ჭიშკართან ვდგები და ღრიალს ვიწყებ.
- თარაშ! თარაშ ვიბლიანო! გამოდი გარეთ! შენთან საქმე მაქვს! ქურდო! ნაძირალა! მატყუარავ! გამოდი გარეთ!
ბრაზისგან გონება დაბინდული მაქვს. ვერ ვიაზრებ რას ვაკეთებ.
ცოტა ხანში კარი იღება, თარაშ ვიბლიანი ეჭვის თვალით იყურება ჩემკენ. უკან გაფითრებული დარინა დგას, მის გვერთიდ კი კიდევ უფრო გაფითრებული ნაირა.
- არც ერთი არ დაგინახოთ გარეთ გამოსული! - ემუქრება ქალებს და კარს კეტავს.
ნელი ნაბიჯით მოდის ჩემკენ.
- ნუთუ თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნია?! - მეკითხება ზიზღით. - რას დამდგარხარ პროვინციელივით კართან და ღრიალებ?!
- მე ყველაფერი ვიცი... - კბილებში ვცრი. - ვიცი, რაც ჩაიდინე... ქურდო... მამაჩემი შენ გასწირე... შენ გახვიე სასიკვდილო საქმეებში...
- ხო? - არ იბნევა. - მამაშენს თავში ტვინი რომ ჰქონოდა თავს სასიკვდილოდ არ გაიხდიდა... ამის სათქმელად თუ მოხვედი, თავი ტყუილად შეგიწუხებია...
მეუბნება და ზურგს მაქცევს. ტვინში სისხლი მასხამს.
- ჩემს ქონებაზე ვიცი... - ვეუბნები ბოლოს.
ადგილზე შეშდება, რამდენიმე წამის შემდეგ კი ნელა ბრუნდება ჩემკენ.
- რა ქონება?
- კარგი, ახლა... არ გინდა ეს სპექტაკლი... ვიცი, რომ მამაჩემმა მილიონ-ნახევარი დამიტოვა...
თვალები წამიერად უფართოვდება... გაყიდა... ამ ჟესტით მან საკუთარი თავი გაყიდა... ნუთუ ელა მართალია?!
- ისიც ვიცი, რომ ჩემი გატაცება შენ მოაწყვე... ვიცი, რომ მამაჩემის ქონებაზე წვდომა მხოლოდ ერთ წლიანი ქორწინების შემდეგ მექნება...
ხმას არ იღებს. უბრალოდ მომშტერებია. მის სახეზეც კი ვერაფერს ვკითხულობ.
- ეს ასე არ შეგრჩება, თარაშ ვიბლიანო, კარგად დაიმახსოვრე... არც მამაჩემის სიცოცხლე, არც ჩემი გატაცება და არც სხვისი ქონების მითვისების მცდელობა... არაფერი არ შეგრჩება...
მოულოდნელად სახეზე ბოროტული ღიმილი ეფინება... საშინელი, ამაზრზენი და ბოროტული ღიმილი...
- ყოჩაღ, მატილდა... გილოცავ... იმაზე უფრო ნაკლებად სულელი აღმოჩნდი, ვიდრე მეგონე...
ცხოვრებაში პირველად მინდება ადამიანს ვეცე და ჩემი ხელით დავახრჩო.
- ეს ცინიზმი ვერ გიშველის, თარაშ ვიბლიანო... შენი საქმე წასულია...
- აჰ... ანუ მეც მომიშორებ... გისოსებს მიღმა გამომკეტავ... შვილს ხომ ჩამომაშორე... სასტუმროების მფლობელი ქმარი გაინაღდე... ამას პლუს მილიონ ნახევარი... გადასარევი ცხოვრებისეული გეგმაა, ბრავო...
- მე ჩემი სათქმელი ვთქვი... - ვეუბნები მშვიდი ხმით და მანქანისკენ ვბრუნდები, მაგრამ ადგილზე მაშეშებს.
- მე არ დამიმთავრებია! - გრგვინავს.
- სასამართლოზე შევხვდებით... - ვაგრძელებ ჩემსას.
- მე თუ მიჩივლებ ონისესაც თან გავიყოლებ...
- რა?! - ვეკითხები შეშფოთებული ხმით.
- გგონია ონისემ არ იცოდა ეს ყველაფერი?!
მეღიმება.
- ვეღარ მომატყუებ... აზრი არ აქვს... ბოლომდე ნუ დაიმცირებ თავს...
- გგონია ამდენს ონისეს თანხმობის გარეშე გავბედავდი? გგონია მართლა შენი სიცოცხლე ადარდებდა და მხოლოდ ამიტომ მოგიყვანა ცოლად?! თან მაშინ, როცა საყვარელი ქალი უკვე ჰყავდა და მის ცოლად მოყვანასაც კი გეგმავდა...
იმდენად დამაჯერებლად ამბობს, რომ წამიერად ეჭვიც კი მეპარება, მაგრამ არა... ჩემი ონისე... ჩემი ონისე, რომელსაც ვუყვარვარ, რომელიც ამდენი დღეა სიყვარულს მეფიცება... ჩემი ონისე, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს... ეს შეუძლებელია, უბრალოდ შეუძლებელი...
- გგონია მაგას დავიჯერებ?! - ვეკითხები აგდებით. - ონისეს მე ვუყვარვარ... ნუთუ სულ ოდნავ მაინც არ იცნობ შენს „შვილს“? როგორ ბედავ მისთვის ასეთი რამის კადრებას?
- არა, ჩემო ძვირფასო... მე კი არა, ეს შენ არ იცნობ საერთოდ ონისეს... ეგ სიყვარული, ვნება და გრძნობები მხოლოდ ჩვენი გეგმის ნაწილია...
- არ მჯერა... - სანამ წყობიდან საბოლოოდ გამოვედი, სჯობს გავეცალო. - ნახვამდის...
მანქანისკენ ვბრუნდები, მაგრამ ისევ მაჩერებს.
- არ გჯერა? გინდა დაგიმტკიცო?
თვალებით მის გვერდით მდგომ ბიჭს რაღაცას ანიშნებს. ბიჭი სირბილით მიდის სახლისკენ. გულში რაღაც მძიმე ბიძგს ვგრძნობ. რა უნდა დამიმტკიცოს? ვერ დავიჯერებ... როგორ შეიძლება ონისე ასეთ რამეზე წასულიყო?! ონისე... ადამიანი, რომელიც მიყვარს... ეს ხომ შეუძლებელია?!
დამშვიდდი მატილდა... ეს მხოლოდ თარაშის პროვოკაციაა, რომელსაც არ უნდა წამოეგო...
ბიჭი რამდენიმე წუთში ბრუნდება. ხელში რაღაც ქაღალდების დასტა უჭირავს. ყურებამდე გაღიმებული თარაში ბიჭს დასტას ართმევს, შემდეგ კი მე მაწვდის.
- ეს რა ჯანდაბაა? - ვეკითხები აგდებით.
- გამომართვი... წაიკითხე... - მპასუხობს მშვიდად.
- რა არის-მეთქი!
- საქორწინო ხელშეკრულება... ონისეს ხელმოწერით...
ფურცლებს ვართმევ. წვრილი ასოებით ნაწერ უამრავ პუნქტს ვხედავ.
- ყურადღებით წაიკითხე, რამე არ გამოგეპაროს...
თითქოს კითხვა მავიწყდება... ასოებს ვხედავ, მაგრამ მათ კომბინაციებს ვერა. ეს რა არის? შიში?!
არ მინდა! ვერ წავიკითხავ! აქ რომ მართლა ისეთი რამ დამხვდეს, რასაც თარაში ამბობს... ეს მე ბოლოს მომიღებს...
თავიდან ყველაფერი მარტივი პუნქტებით იწყება, როგორიცაა ჩემთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრების აუცილებლობა, ერთად საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე დასწრება, წვეულებებზე ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებულ წყვილად წარდგენა. მეორე გვერდზე ნათლად ვხედავ კესო ონიანის სახელს და გვარს. გულში პირველი ლახვარი მესობა. „მხოლოდ ამ ქორწინების შემდეგ მექნება უფლება ცოლად მოვიყვანო ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული - კესანე ონიანი. ოჯახი კი თავის მხრივ ვალდებულია აღიაროს ის ჩემს კანონიერ მეუღლედ, პატივი სცეს და შეიყვაროს როგორც რძალი.“.
ეს ხომ ისედაც ვიცოდი?! მაგრამ საკუთარი თვალით დანახული უფრო მტკივნეული ყოფილა...
ეს გვერდი მთლიანად კესო ონიანს და მის ოჯახს ეხება. მაგალითად: თარაში საკუთარ თავზე იღებს ონიანების გაკოტრებული ოჯახისთვის დახმარების ხელის გაწოდებას, ონისეს ქონებიდან წილის კესოსთვის მიცემას და მრავალი სხვა.
მესამე გვერდის ბოლოს ონისეს ხელმოწერას ვხედავ. ლამაზი კალიგრაფიით ჩახუჭუჭებულ ასოებს, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის იდენტობას ამტკიცებს - ონისე ვიბლიანის.
ხელმოწერის მაღლა კი ერთი პატარა, თითქოს შეუმჩნეველი პუნქტია. ამ ქორწინებიდან ონისე ვიბლიანი მიიღებს კუთვნილ ნახევარ მილიონს, რომელიც მატილდა დევდარიანს ბიოლოგიურმა მამამ უანდერძა.
თვალებში მიბნელდება. თავბრუ მეხვევა. საშინელი გულის რევის შეგრძნება მაწვება.
-ეს... ეს შეუძლებელია...
სახეშეძრული ვაჩერდები თარაშს, რომელსაც თვითკმაყოფილი, გამარჯვებულის ღიმილი დასთამაშებს.
- კარგი რა... მე შენგან მეტ აზროვნებას მოველოდი, მატილდა... - ამბობს „იმედგაცრუებული“ ხმით. - როგორ დაიჯერე, რომ ონისეს ასე უგონოდ შეუყვარდი?! ან როგორ დაიჯერე, რომ ონისემ ამ ქონებაზე არაფერი იცოდა?!
- ეს საქმე ასე არ შეგრჩებათ... არც ერთს... - ფურცლების დასტას ფეხებთან ვუგდებ და ვტრიალდები.
მანქანაში ვჯდები.
აქ ერთი წამითაც აღარ გავჩერდები. ვიბლიანების წყეულ სახლს აღარასდროს გავეკარები.
მანქანას ვქოქავ. კიდურები ისე მიკანკალებს, რომ ცოტაც და რამეს შევასკდები. მანქანას მოშორებით ვაჩერებ.
- შეუძლებელია! - ვღრიალებ და საჭეს მუშტებს ვუშენ. - შეუძლებელია! ონისე ამას არ გამიკეთებდა! ონისე ასე არ მომექცეოდა!
მაგრამ ხომ ვნახე... ჩემი თვალით ვნახე მისი ხელმოწერა... ნამდვილი კალმით ნაწერი... ზუსტად ის ჩახუჭუჭებული ხელმოწერა, რომელმაც იმ საბედისწერო დღეს მომხიბლა, როცა ოფიციალურად ცოლ-ქმარი გავხდით.
თითების კანკალით ტელეფონს ვიღებ. ერეკლე... ერეკლეს უნდა დავურეკო...
რამდენიმე წამში მპასუხობს.
„სილამაზის დედოფალს ვახლავარ...“ - მხიარული ხმა აქვს.
„ერეკლე...“ - სახელის დასრულებას ვერ ვასწრებ, როცა პანიკური ტირილი მივარდება.
„მატილდა...“ - ღრიალებს ტელეფონში. – „ რა მოხდა... მატილდა... სად ხარ?!“
„წამიყვანე... გთხოვ... თბილისში წამიყვანე... აქ ერთი წამითაც ვერ გავჩერდები...“
„წაგიყვან... ახლავე წაგიყვან... ოღონდ მითხარი სად ხარ...“
„ვიბლიანების სახლიდან რამდენიმე მეტრში...“
„არსად წახვიდე! გაიგე?! უკვე მანქანაში ვარ! ფეხი არ მოიცვალო!“
ტელეფონი ხელიდან მივარდება. შუბლს საჭეს ვადებ და ბოლო ხმაზე ვიწყებ მოთქმას. ახლა ვხვდები, რომ ხმით ტირილი უფრო შვებაა, ვიდრე ჩუმად.
- რატომ გამიკეთე ეს, ონისე... რატომ... ხომ იცოდი, რომ მართლა შემიყვარდი... ხომ იცოდი, რომ ამას ვერ გადავიტანდი...
გულის რევა არ მეშვება. მანქანის კარს ვაღებ, იქვე ხესთან ვიმუხლები და ვაღებინებ. ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!
რა გამიკეთეს?! რა დღეში ჩამაგდეს?!
რამდენიმე წუთში ერეკლეს მანქანას ვხედავ. ერეკლე სირბილით მიახლოვდება.
- მატილდა... როგორ ხარ... რა მოხდა?! - სახეწაშილილი მიყურებს.
- თბილისში წამიყვან?
- წამოდი... ჩაჯექი...
ონისეს მანქანის კარს ვკეტავ. გასაღებს შიგნითვე ვტოვებ. ბოლოჯერ ვავლებ სევდიან მზერას. თითქოს მანქანას კი არა თვითონ მას ვემშვიდობებოდე.
როგორ გამწირა? ნუთუ საერთოდ არ შევებრალე?
გზად ორი სიტყვით ვუყვები ერეკლეს მომხდარს, შემდეგ კი მომდევნო საათ-ნახევარი ერეკლეს გინებას ვისმენ, თარაშ ვიბლიანისკენ მიმართულს, იმის მომდევნო სამი საათი კი ონისეს წვდება. არაფრის ძალა არ მაქვს, თვალებსაც კი ძლივს ვახელ.
ერეკლე იმდენად გამოდის წყობიდან, რომ რამდენჯერმე მობრუნება და ონისესთვის თავ-პირის გაერთიანება გადაწყვიტა.
- იცოდე მოვკლავ! - ღრიალებს ისევ.
- ერეკლე... გთხოვ... - ვევედრები. - ჩემი გამჭირვებია... სვანეთი და ის მთები კიდევ ერთი წამითაც რომ ვნახო მეც დამკარგავ სამუდამოდ... ერთადერთს გთხოვ... სახლში წამიყვანე... ჩემს სახლში დამტოვე...
როგორც ჩანს, ჩემს ვედრებას ნაყოფი გამოაქვს. ერეკლე შოშმინდება, მაგრამ შიგადაშიგ მაინც ჩამესმის გინება და გაბრაზებული ოხვრა. ეჰ, ერეკლე... ცემა და მუშტი-კრივი ამ საქმეს რომ შველოდეს...
გული მეფლითება. ნაწილ-ნაწილ... ნაკუწ-ნაკუწ მეფლითება... თავი ასე გამოყენებულად არასდროს მიგრძვნია... ჩემი თავმოყვარეობა ფეხქვეშ არის გათელილი... ჩემი გრძნობები უსულგულოდ დასერეს... ყველაფერი ისე მტკივა, თითქოს ათასი ღია ჭრილობიდან სისხლი მდიოდეს... მხოლოდ ცრემლები მისველებს სახეს... ცრემლები, რომლებსაც უბრალოდ ვერ ვაკავებ...
თბილისში შევდივართ. მძინავს, მაგრამ მაინც ვგრძნობ, რომ უკვე სახლში ვარ. ვიბლიანებისგან შორს... მისგან შორს...
შვებას ვგრძნობ... ჯანდაბა! სახლში ვარ...
ერეკლეს ხელში ავყავარ. ძალაგამოცლილი თავს მის მხარზე ვდებ. სადარბაზოში შევდივართ. ჩემი სახლის კარზე აკაკუნებს. ახლა მახსენდება, რომ ჩემი გასაღები ელას მივეცი. როგორც ჩანს, ერეკლე და ელა შეთანხმდნენ.
კარი იღება. სახლში შესულს ვანილის სუნი პირდაპირ ცხვირს მწვავს. წამოსვლის წინა დღეს ვანილი დამეპნა. ახლაც, ამდენი თვის შემდეგაც კი დგას ვანილის სუნი. თითქოს არაფერი მომხდარა... თითქოს რამდენიმე საათით გავედი და ისევ სახლში დავბრუნდი... ჩემი სახლი ისევ ისეთია, როგორიც დავტოვე...
მაგრამ მე?! მე ვარ ის მატილდა, ვინც აქამდე ვიყავი?!
არა... მე ახლა ერთი ჩვეულებრივი მოჩვენება ვარ, რომელიც გადათელეს... რომელსაც ცხოვრება თავზე ჩამოენგრა... რომელიც არავინ დაინდო...

28.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში ოთახიდან არ გამოვდივარ. ფარდები ჩამოფარებული მაქვს, რადაგან სინათლე მაღიზიანებს. თბილი საბანი თავზე მაქვს გადაფარებული და ვწევარ. უბრალოდ ვწევარ და კედელს მივშტერებივარ.
შიგადაშიგ ვტირი, უფრო სწორედ, ცრემლები თავისით იკვალავენ გზას, როცა რაღაც ბედნიერი წამი მახსენდება ჩემი და ონისე ვიბლიანის რამდენიმე თვიანი თანაცხოვრებიდან.
შემდეგ კი ცრემლი მიშრება, რადგან მისი ოჯახი მახსენდება. მახსენდება თარაშის სიტყვები, ფულზე გაყიდული ჩვენი ქორწინება და აღარ ვტირი. ძალაგამოცლილი ვიძინებ.
ელას და ერეკლეს დაჟინებული ხვეწნა-მუდარის შემდეგ რამდენიმე ლუკმას ვჭამ, რომელსაც რამდენიმე წუთში ვაღებინებ. ელაც ჩემთან ერთად ღვრის ცრემლებს... ცრემლებს, რომელსაც ერეკლე წმენდს...
და მე?! რამხელა ეგოიზმია, ხომ? ორი დღის წინ ხომ მეც მყავდა ადამიანი, რომელიც მზად იყო ყველა ცრემლი კოცნით ამოეშრო.
კარებზე ბრახუნი მაფხიზლებს. გული მიჩერდება... ის არის! ონისეა... სუნთქვასაც კი ვწყვეტ. კარს აღებენ.
- სად არის?! - ღრიალებს ვიბლიანი. - სად არის?! მატილდა... მატილდა... - მეძახის.
როგორ მინდა გავვარდე, კისერზე ჩამოვეკიდო და მაგრად მოვეხვიო... როგორ მინდა ისევ შევიგრძნო მისი გრილი სურნელი...
- რა გამიკეთე... ონისე... - ვჩურჩულებ ჩემთვის.
- როგორ ბედავ აქ მოთრევას?! - ღრიალებს ერეკლე ახბა.
- შენ?! შენ აქ რა ჯანდაბა გინდა?!
წარმოდგენაც კი არ მინდა როგორი სახე აქვს ონისეს.
- მე მეკითხები ამას?! მოღალატე! მამაშენის მონა! ფულის მონა ვიბლიანო! მთელი ცხოვრება ჩემს ჩერქეზულ სისხლს დასცინოდით ყველა! და ამ დროს თქვენ რა გიჩქეფთ?! ვიბლიანების დამპალი სისხლი!
- აქ შენთან საჩხუბრად არ მოვსულვარ! მატილდა სად არის? - აგრძელებს ღრიალს.
- მატილდას სახელის ხსნებას საერთოდ როგორ ბედავ?!
- ერეკლე ახბა! გამეცალე, თორემ შენს სისხლში გავისვრი ხელებს!
- გაგეცალო?!
ბოლო ხმაზე ღრიალებს ერეკლე. ოთახში რაღაც ტყდება. ელას შეკივლება ჩამესმის.
- შე ნაბიჭ/*ვ*/არო... ფულის მონა...
- ვის ეძახი ნაბიჭ/*ვ*/არს! მოგკლავ!
კიდევ რაღაც ტყდება.
- გაჩერდით! ღმერთო! გაჩერდით! - წივის ელა.
არ ვიცი საიდან ვპოულობ ადგომის ძალას, მაგრამ ვდგები. კარისკენ მივფორთხავ. ერეკლე და ონისე კისერში ჩაფრენიან ერთმანეთს. ორი ჯიხვი, რქებით დატაკებული ჯიხვები.
- გაჩერდით... - ხმა ამომდის, მაგრამ არავის ესმის.
კიდევ უფრო ახლოს მივდივარ.
- გაჩერდით! - ვცდილობ მაქსიმალურად ხმამაღლა ვთქვა.
გამომდის... ორივე მე მაშტერდება.
- მატილდა... - დასისხლიანებული ონისე ჩემკენ მორბის და მკლავებში მაფრინდება. - ყველაფერს აგიხსნი... თარაშმა მოგატყუა...
- როგორ ბედავ თავის მართლებას! - ღრიალებს ერეკლე, რომელსაც გატეხილი ცხვირიდან სისხლი თქრიალით სდის.
- არ მაინტერესებს, ონისე... წადი...
ვცდილობ თვალებში არ შევხედო... მის სილურჯეებს კიდევ ერთხელ რომ ჩავხედო, ავტირდები...
- მატილდა... იცი მაინც რა გამოვიარე? გავიღვიძე და ვერ გიპოვე... ვერც მანქანა ვნახე... მეგონა ჩერქეზებმა გაგიტაცეს... მეგონა მოგკლეს... ყველაფერი წარმოვიდგინე, მატილდა... სადმე ხრამში გადაგდებულს გეძებდი...
წამიერად მეღიმება.
- ჩერქეზები... კარგი რა... ჩემი ყველაზე დიდი მტერი მამაშენია...
- მატილდა...
- ხომ ხედავ, ცოცხალი ვარ... არავის დაუღლია თავი ჩემი მოკვლით... შეგიძლია წახვიდე...
- მატილდა შემომხედე! - საბოლოოდ გამოდის წყობიდან.
მზერას ვუსწორებ. ფეხებში ძალა მეცლება. მის შეშლილ სახეზე გახეთქილი წარბიდან სისხლი წვეთავს. ისეთი სახე აქვს... ისეთი რეალური... როგორ შეიძლება იმის დაჯერება, რომ ახლა ის თამაშობს?
მაგრამ ვნახე... ჩემი თვალით ვნახე კონტრაქტი... ჩემი თვალით ვნახე ის ხელმოწერა...
- როგორ დაიჯერე, მატილდა... იმ ყველაფრის მერე, რაც ჩვენს შორის მოხდა... როგორ დაიჯერე...
- ონისე... თავი დამანებე... ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა... დავიღალე, გესმის... შენი ოჯახისგან დავიღალე... ზედმეტად ბევრი რამ დავთმე, ზედმეტად ბევრი დრო დავკარგე... არ შემიძლია მეტი... ადამიანი ვარ მეც...
- და მერე მე?! ასე მარტივად მიშორებ, მატილდა? მე... მე შენ მიყვარხარ, მატილდა... ნუთუ ეჭვი გეპარება?!
მის მზერას ვეღარ ვუძლებ. არ შემიძლია...
- ონისე წადი...
- ვერ გაიგე?! - ღრიალს უმატებს ერეკლე, ერთი სული აქვს ისევ კისერში ჩააფრინდეს ვიბლიანს. - გაა*/ჯ/*ვი აქედან!
ონისე ხელს მიშვებს და ისევ ერეკლეს აფრინდება. მუშტს პირდაპირ ყბაში არტყამს. ელა ისევ ყვირის! ჩემი პატარა, ელფივით მამიდაშვილი ელა თავისზე ორჯერ მაღალ ონისეს ხელებში აფრინდება...
- ხელი გაუშვი, ცხოველო... - წივის.
ამასობაში არანაკლებ მუშტს უქანებს ერეკლეც.
- გაჩერდით! - ვყვირი ბოლო ხმაზე. - გაჩერდით ახლავე! ერეკლე, იცოდე კიდევ ერთი ზედმეტი მოძრაობა და ცხოვრებაში ხმას არ გაგცემ!
ერეკლე ონისეს ხელს უშვებს და უკან იხევს.
- ონისე წადი... რამდენიმე დღეში მე თვითონ შეგეხმიანები... ახლა არაფერი არ შემიძლია... ფიქრიც არ შემიძლია...
- მატილდა...
ისევ ხელებში მაფრინდება. სათითაოდ მკოცნის თითებზე.
- მატილდა... გთხოვ, დამიჯერე...
- რა დაგიჯერო, ონისე, რა დაგიჯერო... ის შენი ხელმოწერა არ ყოფილა?!
თვალებს სიმწრისგან ხუჭავს.
- ჩემი იყო... ეს დედამოტ/*ყნ/*ული... ჩემი იყო... მაგრამ გეფიცები კონტრაქტი ბოლომდე არ წამიკითხავს... ვიცი სულელი ვარ... ვიცი, რომ ყველაზე დიდი იდიოტი ვარ, მაგრამ მაშინ სულ ფეხებზე მე*კ/იდა ყველაფერი... ბრმად მოვაწერე ხელი, ვერც კი წარმოვიდგენდი თარაში ასეთ რამეს თუ გეგმავდა... ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე დაუნდობლად გამწირავდა...
- კმარა! - ღრალებს ისევ ერეკლე. - ოდნავი თავმოყვარეობაც არ გაქვს ასე ურცხვად რომ იტყუები!
- მე შენ არ გელაპარაკები, ერეკლე ახბა! - ქორულ მზერას ესვრის. - ჩემს თავმოყვარეობაზე შენ სალაპარაკო არ გაქვს!
- ონისე... - ვჩურჩულებ. - წადი, გთხოვ... ახლა არა...
- მომისმინე, მატილდა... მომისმინე, თორემ ჭკუიდან შევიშლები! სანამ გავიგებდი, რომ აქ იყავი მთელი სამყარო ჩამომენგრა, მატილდა... ცხოვრებამ აზრი დაკარგა...
- გეხვეწები... - ცრემლები თავისით იკვალავენ გზას.
- ასე როგორ დაგტოვო, მატილდა... ასეთ მდგომარეობაში როგორ დაგტოვო... გგონია სადმე წასვლას შევძლებ? გგონია დამეძინება? მატილდა... ორი დღის წინ...
- დასრულდა... ყველაფერი დასრულდა... - არ ვამთავრებინებ. - და თუ სულ ოდნავ მაინც გიყვარვარ და ჩემს მიმართ ოდნავი პატივისცემა მაინც გაგაჩნია წადი...
- მატილდა... - ხმა უკანკალებს.
- წადი...
- როდის დამირეკავ... მითხარი...
- რამდენიმე დღე მომეცი...
ჯიბიდან ჩემს ტელეფონს იღებს. საერთოდ აღარ მახსოვდა ეს ტელეფონი...
- ჩემს მანქანაში ვიპოვე...
ტელეფონს ვართმევ.
- როცა არ უნდა დამირეკო, წამებში აქ გავჩნდები... ოღონდ დამირეკე... ხომ დამირეკავ?
ბოლო კითხვა კითხვაზე მეტად ვედრებას ჰგავს. თავს ვუქნევ.
კიდევ ერთხელ მკოცნის ხელზე. მაჟრჟოლებს, მთელ სხეულში მივლის... ბოლოჯერ ავლებს ოთახს თვალს. ერეკლეს სიძულვილით აღსავსე მზერას ესვრის და ნელი ნაბიჯით მიდის კარისკენ.
- მატილდა... არასდროს მომიტყუებიხარ... რასაც გეუბნებოდი ყველაფერი სიმართლეა... სიგიჟემდე მიყვარხარ... არ დამტოვო, გთხოვ...
ბოლო სიტყვები ლახვარივით მესობა გულზე. ბოლოჯერ ვუსწორებ ცრემლიან თვალებს ონისეს, გაღიმებას ვცდილობ, მაგრამ რაღაცნაირად ვიმანჭები. ერთ სიტყვასაც კი ვერ ვეუბნები...
ონისე მიდის... მეშინია ცუდად არ გახდეს... ვინ დაუმუშავებს ახლა იმ გახეთქილ წარბს... მიდის და გულს და სულს თან ვაყოლებ...
ჩემი ოთახის კარს ვკეტავ და იქვე ვიკეცები... ყველაფერი მტკივა... სიტყვა „მტკივა“ სრულად ვერ აღწერს იმ გრძნობას, რასაც ჩემი სხეულის ყველა უჯრედი განიცდის...
არ ვიცი რამდენი საათი გადის... რამდენი საათი ვზივარ ასე, სანამ ყველა ცრემლი არ მელევა... სანამ უაზროდ მივჩერებივარ უსასრულობას... მაგრამ ვდგები... კარს ჩუმად ვაღებ და აბაზანაში გავდივარ.
სარკეში რაღაც არსებას ვხედავ... ორ დღეში განადგურებულ მატილდა დევდარიანს... ეს არსება საერთოდ არ მგავს მე... იმდენად ვღიზიანდები, რომ იქვე დაკიდულ პირსახოცს სარკეს ვაფარებ. სჯობს არ ჩავიხედო... აღარასდროს...
ფეხაკრეფით გამოვდივარ, მაგრამ ვშეშდები. ერეკლეს და ელას ჩურჩული ჩამესმის.
- შენ ყველაზე ლამაზი თვალები გაქვს, ელა... - ეუბნება ერეკლე.
გონებაში წარმოვიდგენ ელას დაბნეულ, გაბადრულ სახეს. ხომ ვიცი ახლა მის გულში რა ხდება... წამიერად მეღიმება...
- ამ სიბნელეში რას ხედავ?! - ეკითხება ელა აკანკალებული ხმით.
- ბრმაც რომ ვიყო მაინც დავინახავდი... არ სჭირდება ამას სინათლე...
შემდეგ კი ორივე ჩუმდება. მათი ბაგეები ერთმანეთს ეხება... აი, აქ იბადება სიყვარული... ჭეშმარიტი სიყვარული... ყველანაირი იძულებითი ქორწინების, ხელშეკრულების და ტყუილის გარეშე...
***
მეორე დილით ერეკლეს და ელას აეროპორტში მივყავარ. პირველივე რეისით ირლანდიაში მივფრინავ...
***
ვნანობ, რომ არ დაველაპარაკე... ვნანობ, რომ ასე საშინლად მოვექეცი... ვნანობ, რომ იმედი მივეცი და ასე უსულგულოდ დავტოვე...
ვიცი, რომ არ მატყუებს... ვიცი, რომ იმდენად სულელია, რომ თარაშის დაგებულ მახეს ადვილად წამოეგო და ხელიც ბრმად მოაწერა... ვიცი...
მაგრამ არ შემიძლია... ვერ გავაგრძელებ მასთან ცხოვრებას ისე, თითქოს არაფერი მომხდარა... თითქოს ეს ჯოჯოხეთური რამდენიმე დღე, ეს ამდენი ტკივილი და დამცირება არ გადამიტანია... არ შემიძლია...
დრო მჭირდება...

29.
გოგასთან ერთად სათევზაოდ მივდივარ. დიახ... მეც მიკვირს, მაგრამ ნამდვილად სათევზაოდ. ორი დღის წინ ერთად ვიყავით მაღაზიაში, ერთად ვიყიდეთ სათევზაო აღჭურვილობა, სპეციალური ტანსაცმელი. ზოგადად, მამაჩემი ასეთია... ერთი ჰობის ამოჩემება იცის და სანამ ყელში არ ამოუვა ბოლომდე მისდევს. ასე იყო ბავშვობაში ცხენოსნობა. მისი დაჟინებული თხოვნით დავიწყე იპოდრომზე სიარული და ჯირითის სწავლა. შემდეგ იყო თხილამურებით სრიალი. სამი წლის განმავლობაში ზამთრის ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდით გუდაურში სასრიალოდ. ცოტა რომ გავიზარდე სანადიროდ წასვლა ვცადეთ, მაგრამ ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ შეწყვიტა, რადგან ტყუილად წვალობდა და მეც ტყუილად მაღვიძებდა დილის ექვს საათზე.
ახლა კი მთელი ენთუზიაზმით უზიარებს დედაჩემს თავის სათევზაო გეგმებს. თეონა უკვე მიჩვეულია, რომ მის ნებისმიერ წამოწყებას ასევე ენთუზიაზმით უნდა შეხვდეს. ახლაც თავს უქნევს და თან ჩუმად თვალებით მანიშნებს „ამან უკვე გარეკაო“. მეცინება.
მანქანაში ვჯდებით. გოგამ ქალაქგარეთ ერთ-ერთი ტბა აღმოაჩინა, რომელზეც წერდნენ დამწყებთათვის იდეალური სათევზაოაო.
მამაჩემისკენ მზერას ვაპარებ. ღმერთო, როგორ მიყვარს! როგორი მადლიერი ვარ, რომ სწორედ ისაა მამაჩემი.
ჩემი ჩამოსვლა ორივესთვის მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით კი გოგასთვის. როცა ჩემოდნებით სახლის კარს მოვადექი სახლში მხოლოდ დედა დამხვდა. გოგა სამსახურიდან მივლინებით იყო წასული. სწორედ მაშინ ვიხელთე დრო და დედაჩემს ყველაფერი მოვუყევი. აბსოლუტურად ყველაფერზე გადავუშალე გული, არაფერი დამიმალავს. რა თქმა უნდა, ჩემი გასაოცარი დედა ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდა. ძალიან ეწყინა, რომ აქამდე არაფერი ვუთხარი და ამდენი თვის განმავლობაში ტყუილში ვაცხოვრებდი.
რამდენიმე დღის შემდეგ გოგაც დაბრუნდა. მეც შედარებით დამშვიდებული დავხვდი. გოგასთვის სიმართლე არ გაგვიმხელია... ეს რომ მეთქვა არც კი დაფიქრდებოდა ისე წავიდოდა თბილისში და თარაშ ვიბლიანს ტყვიას დაახლიდა, შემდეგ კი შეიძლება ონისეც მიეყოლებინა. ამიტომ მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ჩემს არჩევანში შევცდი... არ უნდა ავყოლოდი გრძნობებს და არ უნდა გავყოლოდი ახალგაცნობილ ადამიანს ცოლად...
ჩემი მამიკო ანკესს წამოეგო და ყველაფერი დაიჯერა. გულიანად აგინა ჩემს ყოფილ ქმარს და პირობა ჩამომართვა, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავს სისულელეს აღარ ჩავიდენ.
ძალიან განიცდიდა ჩემს უხასიათობას, ჩემს დეპრესიას და გლოვას. რამდენჯერმე ცხელ გულზე თვითმფრინავის ბილეთიც იყიდა თბილისში დასაბრუნებელი, რომ მისი ქალიშვილის გულის მტკენელზე შური ეძია. მაგრამ საბედნიეროდ თეონამ წაასწრო და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.
ახლა კი ვსხედვართ მანქანაში და მივიწევთ რომელიღაც ტბისკენ სათევზაოდ.
- რატომ მიყურებ? - მეკითხება თბილი ღიმილით.
- სამყაროში ყველაზე სიმპატიური მამა რომ მყავს, იცოდი?
- მე კი ვიცი, მაგრამ სამყარომ არ იცის... - მპასუხობს იმედგაცრუებული ხმით.
სიცილს ვერ ვიკავებ.
- როგორ მენატრებოდა შენი სიცილი... - მეუბნება ჩამწყდარი ხმით.
გულ-მუცელი მემღვრევა. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ჩემს მშობლებს ჩემი ტანჯვის ყურების ნება მივეცი... ჩემთან ერთად დავტანჯე... ახლაც ვტანჯავ...
სათევზაო აღჭურვილობის აწყობას ორი საათი ვუნდებით. ბოლოს ვიღლები და დანებებული ვჯდები ქვიშაზე.
- როდის იყო ჩემი შვილი ასე მალე ნებდებოდა? - მეკითხება გოგა.
- მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ თევზაობა მისთვის არ არის...
- მხოლოდ თევზაობაზე არ მაქვს საუბარი... - წამიერ მზერას მესვრის, რომელიც იმაზე მეტის მთქმელია, ვიდრე ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენს შორის თქმულა.
- არ მიყვარს თევზი... - ვეუბნები გულმოსული.
- როდის მერე?
- დღეიდან.
- პატარა ბავშვი ხარ, მატილდა, ისევ... - მეუბნება ღიმილით და სკამზე ადგილს იკავებს.
ანკესს ამზადებს და წყალში აგდებს. პირველივე ცდაზე გამოსდის. მეღიმება.
- და ახლა უნდა ველოდოთ? - ვეკითხები მობეზრებით.
- დიახ...
- რამდენი ხანი?
- შეიძლება რამდენიმე საათიც...
- საათი?! კარგი რა...
- რამდენიმე საათი საკმარისია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავილაპარაკოთ...
- გოგა... - ხმაში შიში მიკრთება.
- რა გოგა? შეიძლება ჩემი „გაკეთებული“ არ ხარ, მაგრამ ჩემი გაზრდილი ხარ... და მე ყველაზე კარგად გიცნობ... ვხედავ როგორ იტანჯები... ვხედავ, რომ თვალსა და ხელს შუა მეცლები... მეგონა დროებითი იყო და გადაგივლიდა, მაგრამ ასე არ არის... მითხარი რა გავაკეთო...
- მამა...
- ვხედავ რომ გიყვარს... რა, ასე არ არის? - ისევ იმ გამომცდელ მზერას მესვრის.
- ასეა. - თვალს ვარიდებ. - იმაზე უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე აქამდე მიყვარდა...
- რა ჩაიდინა ასეთი უპატიებელი?
და მართლაც... რა ჩაიდინა ონისემ უპატიებელი? ამდენი წლის განმავლობაში მილიონჯერ გავიხსენე ჩვენი ისტორია თავიდან ბოლომდე. მილიონჯერ გადავხარშე და ყოველ ჯერზე იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ყველაზე სულელი ადამიანი ვარ მთელ სამყაროში... რომ ონისეს არაფერი დაუშავებია და თარაშის პროვოკაციას წამოვეგე... მრცხვენია... ძალიან, ძალიან მრცხვენია... ენით ვერ აღვწერ ისე ვნანობ, რომ ცხელ გულზე მივიღე გადაწყვეტილება, ონისეს ხვეწნის მიუხედავად ისე წამოვედი, რომ ერთელაც არ მოვუსმინე... სულელი ვარ... ონისეს კი ჩემნაირი სულელი გვერდით არ სჭირდება...
- არაფერი... - ვპასუხობ ჩამქრალი ხმით. - ჩემი ბრალია ყველაფერი და ამას ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ... ძალიან, ძალიან ცუდად მოვექეცი... ძალიან დიდი ტკივილი მივაყენე მაშინ, როცა ისედაც ყველაფერი ტკიოდა და ყველასგან მიტოვებული იყო...
- არ მჯერა... ჩემი შვილი ასე არ მოიქცეოდა... - მეუბნება გოგა.
- სწორედ შენი სულელი შვილი მოიქცა ასე, მამა... ვერ შევძლებ... ვერასდროს ჩავხედავ თვალებში კიდევ ერთხელ...
- და როდემდე უნდა იყო ასე? როდემდე უნდა იცხოვრო ასე უაზროდ, იბორიალო ქუჩებში უმისამართოდ... ხომ ფაქტია, რომ რაღაც მოსვენებას არ გაძლევს... და არც მოგცემს, მატილდა... ვერ მოისვენებ, სანამ არ დაელაპარაკები... უკვე ბევრი დრო გავიდა... ხომ ხედავ, რომ დროის გასვლა საქმეს არ შველის... პირიქით, უფრო გტიკვა და უფრო გენატრება...
ცრემლები მადგება. გოგასთან ასეთი გულახდილი საუბარი არასდროს მქონია. ნუთუ ასე ცუდად ვარ?! ნუთუ ასე შევიცვალე, რომ გოგა საკუთარი ნებით მომიწოდებს ჩემს მისივე თქმით „უღირს ქმართან“ დაბრუნებას.
- არ მაპატიებს... წარმოდგენაც არ მინდა როგორი გაბრაზებულია ჩემზე... შეიძლება უკვე სხვაც ჰყავს...
ბოლო სიტყვებს განსაკუთრებული ტკივილით ვამბობ. ამდენი თვეა მხოლოდ იმის წარმოდგენა მიღებს ბოლოს, რომ ახლა ონისეს გვერდით კესო ონიანი ან ვინმე მისნაირია... ჩემი ონისეს გვერდით... ადამიანის, რომელიც ერთ დროს სიყვარულს მეფიცებოდა... ადამიანის, რომელმაც სამყაროში ყველაზე გასაოცარ გრძნობას მაზიარა...
-შეუძლებელია... თუ მას უყვარხარ სხვას არ გაიჩენდა...
- რას მეუბნები გოგა? გინდა, რომ წავიდე? - ახლა გოგაზე ვიყრი ჯავრს.
- არა... მინდა, რომ ბედნიერი იყო... შენი ტანჯვის და ტკივილის ყურება ბოლოს მიღებს...
- გესმის, რომ ვერ დავბრუნდები? გესმის, რომ ადამიანი ჩემი სპონტანური და სულელი საქცილით გადავრიე... ვატკინე... არ მიმიღებს... არასდროს...
- ცოტაოდენი შანსიც არ არის?
- საყვარელ ადამიანებს ასე არ სწირავენ, მამა... ერთხელ მაინც მოუსმენენ მის აზრს და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას... სამწუხაროდ, ეს შენმა შვილმა არ ქნა...
- შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მატილდა... განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, როცა ყველაზე გამოუცდელები ვართ... ყველაზე მეტ შეცდომას კი სწორედ მაშინ ვუშვებთ, როცა შეყვარებულები ვართ... როცა გონება გვეხშობა და მხოლოდ გული განაგებს ჩვენს პიროვნებას...
მოულოდნელად მისი ანკესი ირხევა. გოგა სიხარულისგან ფეხზე დგება. ასე ვიქცევი მეც. დიდი მონდომებით ქაჩავს უკან ანკესს. ცრუ განგაშია... წყალმცენარე ყოფილა. იმედგაცრუებული გოგა ისევ სკამზე ჯდება.
- ნუთუ სულ მცირე შანსიც არ არის, რომ მოგისმინოს და ერთმანეთს დაელაპარაკოთ?
- შეიძლება არის, მაგრამ ძალიან მეშინია... ვერ შევძლებ... თვალს ვერ გავუსწორებ... ისეთ დროს დავაღალატე, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი... რა ადამიანი ვარ ახლა მე ამის მერე?!
თავს ვეღარ ვიკავებ. ამდენი თვის ნაგროვები ემოცია ერთიანად მაწყდება. თავს მუხლებში ვრგავ და ტირილს ვიწყებ. გოგა არ ინძრევა. მაცდის.
მეორედ ქაჩავს მის ანკესს რაღაც. მეორედ შევდივართ შეცდომაში. აშკარად გოგასაც ეტყობა მოუთმენლობა.
- ადამიანი ხარ, მატილდა... ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა... მთავარია აღიარება და ბოდიშის მოხდა შეგეძლოს... მგონი ღირს ცდად... თუ არაფერი გამოვიდა ის მაინც გეცოდინება, რომ სცადე...
- ვერ შევძლებ... - ვიმეორებ რობოტივით.
- კიდევ ერთხელ გაგიმეორებ კითხვას: როდის იყო ჩემი შვილი ასე მარტივად ნებდებოდა?
და მართლაც... როდის იყო ასე ადვილად ვეგუებოდი ბედს?! როდის იყო ასე მარტივად ვნებდებოდი ცხოვრებას?! როდის იყო უბრძოლველად ვეგუებოდი ბედს?! რატომ გავაკეთე ასე ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა ბრძოლა?! საქმე ხომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ საგანძურს - ონისეს ეხებოდა...
სულელი ვარ... სულელი...
ანკესი კიდევ ერთხელ იქაჩება. გოგა ისევ ფეხზე იჭრება. მეც.
- თევზია! მატილდა! თევზია! - ყვირის სიხარულით.
- დავიჭირეთ! - ვყვები მეც.
გახარებული ვეხვევი მამაჩემს. ჩემს ყველაზე ტკბილ, მზრუნველ და ბრძენ მამას.
- ცოდოა... - მეუბნება ბოლოს.
- რა?! - ყურებს არ ვუჯერებ.
- ცოდოა... გავუშვათ...
თევზს კაუჭს ხსნის და ახლოდან აკვირდება. შემდეგ წყალს უახლოვდება და თავის სახლში აბრუნებს.
ამ ყველაფრის დაკეცვას და შენახვას კიდევ ორ საათს ვუნდებით. რეზინის ფეხსაცმლის ჭყაპუნით მივდივართ მანქანისკენ.
- არ მესმის რას მოგყავდი აქ თუ იმ თევზის გაშვებას აპირებდი? - ვეკითხები გამწყრალი და დაღილილი ხმით.
- ანუ გინდა მითხრა, რომ ჩვენი აქ წამოსვლის მიზეზი მართლა თევზაობა იყო?! - გამომცდელი მზერით მიბრუნდებს კითხვას.
- გოგა თოლორაია... შენ ვინც არ გიცნობს... - მეღიმება ჩუმად.
მეორე დღეს თბილისის მიმართულებით ბილეთს ვიღებ.
***
ხელების კანკალით ვკრავ ჩემოდანს და ჩაბნელებულ ოთახს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს. არ მინდა რამე დამრჩეს, მაგრამ შუქის ანთების უფრო მეშინია. მეშინია, რადგან აუცილებლად გადავიფიქრებ წასვლას, ამოვალაგებ ჩემოდანს და გავაგრძელებ ჩვეულ ცხოვრებას. მაგრამ მინდა, რომ ის ისე გაგრძელდეს, როგორც ბოლო ორ წელს იყო?!
ჩემოდანს განზე ვდგამ და ტანსაცმლიანად ვწვები საწოლში. საბანში ვეხვევი და ვცდილობ გავთბე, მაგრამ მაინც მაკანკალებს. გაზაფხულის ბოლოა და მაინც მაკანკალებს... ნერვიულობისგან, რა თქმა უნდა ნერვიულობისგან.
„დამშვიდდი... დაწყნარდი... ახლა ამაზე ფიქრი არ ღირს... ხვალ მგზავრობის დროს იფიქრებ... დრო თავზესაყრელად გექნება... ახლა არა... ახლა ძილი...“

30.
როგორც იქნა ჩემოდანს ხელს ვავლებ. გული საგულედან ამოხტომასაა. კარი იღება. თვალს ვავლებ დამხვედრთა რიგს. პატარა ბავშვები მოაჯირზე არიან ჩამოკიდულები. უკან უფროსები და სტუდენტები ბუშტებით ვიღაცის ლოდინში ხმაურობენ. წამიერად ყველა მე მიყურებს, მაგრამ იმედი უცრუვდებათ და მზერას მარიდებენ.
მოშორებით სკამზე ელას და ერეკლეს ვხედავ. ვჩერდები. როგორი საყვარლები არიან! ფერი ფერსაო თურმე ამათზე უთქვამთ. ერეკლეს ელას ხელი უჭირავს და ნაზად ეფერება თითებზე. ელენეს კი მის მხარზე უდევს თავი და ნაზად ეფერება თმაზე. მოულოდნელად ერეკლე ჩემს მზერას იჭერს. სახეზე ყურებამდე ღიმილი ეფინება.
ჩემი ელფივით მამიდაშვილი სირბილით მიახლოვდება და მეხუტება. როგორ მენატრებოდა თურმე... როგორ მენატრებოდა მისი ყვავილების სურნელი. მისი მოკლე თმა და ზედ ფერადი შარფი შემოხვეული.
- რომ დარეკე ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა მოდიოდი... - მეუბნება ერთი ამოსუნთქვით.
კიდევ ერთხელ მეხვევა ძლიერად.
- სილამაზის ქალღმერთს ვახლავარ... - მიახლოვდება ერეკლეც.
ახლა ერეკლე მხვევს ძლიერ ხელებს და თმაზე მკოცნის.
- როგორ მომენატრეთ, იცით? - ძლივს ვიღებ ხმას.
- ჩვენც ძალიან, მატილდა... - ხმა უკანკალებს ელას.
- აჰა... უკვე „თქვენც“ ხომ? - ვუყურებ ეჭვის თვალით. - რა გამოვტოვე?
ელა დარცხვენით იყურება დაბლა, შემდეგ კი თავის მარჯვენა ხელს მაჩვენებს. თითზე ბეჭედი უბრწყინავს. თვალები მიფართოვდება.
- არ არსებობს! - ვკივი სიხარულით. - ელა! ერეკლე ახბა! რა გოგო ჩაიგდე ხელში, ჰა?!
ორივეს ისევ ძლიერად ვეხვევი. როგორ მიხარია... როგორ მიხარია მათი ბედნიერება ვერც კი აღვწერ!
- რა ბიჭი ჩამიგდო ხელში აქეთ, რა... - მეუბნება ამაყად.
- ფრთხილად იყავი, ახბა, ეს ბეჭედი თითზე სამუდამოდ მიმაგრებული კი არაა... - წარბს უქაჩავს ელა.
- ყოჩაღ ელა... - ვეუბნები გულწრფელად. - გისწავლია, როგორ უნდა ბიჭის წვალება...
- აბა, აბა! ხელი არ ახლო ჩემს გოგოს! - გვერდზე მწევს ერეკლე. - დევდარიანების საშიში თამაშებისგან შორს!
ასე სიცილით მივდივართ მანქანისკენ, მაგრამ თითოეული ნაბიჯი მიფლეთს გულს. ახლა ხომ ვიცი, რომ სადღაც აქ, ძალიან, ძალიან ახლოს ონისე ვიბლიანია... ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული... სიყვარული, რომელიც გავწირე და არ დავინდე...
ერეკლეს მანქანა ჩემს ეზოში შეჰყავს. მახსოვს, როგორ დავტოვე აქაურობა ორი წლის წინ. მახსოვს რას ვგრძნობდი... როგორ მტკიოდა ყველაფერი... განადგურებული ვიყავი... ჩემთვის ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა...
გადმოვდივარ. ჩემს ჩემოდანს ერეკლე მოაგორებს. ელა კი თავისი და ერეკლეს ქორწილის სამომავლო გეგმებს მიზიარებს. როგორი ბედნიერია! ელას ზუსტად ის ცხოვრება ელოდება, რაც ყოველთვის ძალიან უნდოდა... იპოვა არაჩვეულებრივი ბიჭი, რომელმაც ყველა სასიყვარულო რომანის და ფილმის არსებობა დააჯერა... სწორედ ნახევრად ჩერქეზი ერეკლე ახბა აღმოჩნდა ის ერთადერთი მისთვის.
ისევ ონისე მახსენდება... ყველაფერი მის თავს რატომ მახსენებს? შორს რომ ვიყავი ასე ძლიერ ვერ ვგრძნობდი ამ მონატრებას... ახლა კი სხეულის ყველა უჯრედი მას ითხოვს...
ელა სადილის გამზადებას იწყებს. ერთი სული მაქვს მარტო დავრჩე... ერთი სული მაქვს საბანი თავზე გადავიფარო და გავქრე... ამ ხერხს უკვე ისე მივეჩვიე, რომ ერთადერთ გასაქცევად სწორედ ეს მიმაჩნია...
- პატარა ცერემონიალი გვინდა... - აგრძელებს ისევ ელა. - იმდენი ნათესავი გვყავს მეც და ერეკლესაც წარმოიდგინე ყველა რომ დავპატიჟოთ... - იცინის ელა.
- ვინღა ეძახის ნათესავებს, გოგო... - უკნიდან ეპარება ერეკლე და ხელებს ხვევს. - გინდა მთელი ჩერქეზეთი ჩამოგიყვანო?
- როდის აპირებთ ქორწილს? - ვეკითხები ღიმილით.
- სამ კვირაში... 17 ივნისს... - ამბობს ისევ ელა.
- შენი აზრით, სამ კვირაში კაბის პოვნას და შეკერვას მოვასწრებ? ღმერთო ჩემო! ახლავე უნდა დავიწყო ძებნა... - ვეუბნები მთელი ენთუზიაზმით.
როგორი რთულია, როცა შინაგანად განადგურებული ხარ... ცხოვრების ხალისი საერთოდ არ გაქვს... მაგრამ შენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის ბედნიერი, ლაღი და უდარდელი ადამიანის ღიმილი უნდა აიკრა სახეზე...
ასე გადის მომდევნო რამდენიმე საათი. სიცილში, კისკისში, ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბარში... ათასგვარ ისტორიას ვთხზავ ირლანდიაში ჩემს მიერ გატარებული დროის მოსაგონად... ვუყვები ქალაქებზე, რომლებშიც არასროს ვყოფილვარ... ვუყვები ამბებს, რომლებიც არ გადამხდენია... მთავარია სჯერათ... აბა ვინ დამიჯერებს, რომ მთელი ორი წელი პარკიდან პარკში ბორიალში გავლიე...
ოთახში გავდივარ. მზე თითქმის ჩასულია, მკრთალი სინათლე ანათებს ოთახს. საწოლზე ვჯდები. ძალიან დავიღალე. თავს მუხლებში ვრგავ. თავბრუ მეხვევა. არ ყოფილა მარტივი უკან დაბრუნება... მეგონა გადამიარა... მეგონა სულ ოდნავ მაინც დამავიწყდა მომხდარი... მაგრამ არა... მაკანკალებს და ვერ ვჩერდები... მუცელში არასასიამოვნო ტკივილს ვგრძნობ...
კარზე კაკუნი მაფხიზლებს. ერეკლეა. მიახლოვდება და გვერდით მიჯდება.
- სად გამოიპარე? - მეკითხება ღიმილით.
- წყვილი მარტო დაგტოვეთ... - ვპასუხობ ღიმილით.
- კარგი ერთი... მარტო საკმარისად ვიყავით... მე ის უფრო მადარდებს შენ რატომ ხარ მარტო...
ერეკლე გამომცდელ მზერას მისწორებს. თვალებში ვუყურებ და საცოდავად ვიჭყანები.
- მარტო ყოფნა მირჩევნია... - ვატყუებ ურცხვად.
- მატყუარა... - მიღიმის და ლოყაზე მჩქმეტს. - მიდი მკითხე...
- რა? - ვიბნევი.
- ვიცი, რომ გაინტერესებს... ხოდა მკითხე...
კარგი რა, ერეკლე... ასეთ სიტუაციაში ჩემი ჩაყენება საცოდაობაა...
- ხო... მაინტერესებს როგორ არის... სად არის... რას შვება... მაგრამ შენ რა იცი? - ვეკითხები ცოტა გაღიზიანებით. - არ მითხრა, რომ დაძმაკაცდით...
- შენ წარმოიდგინე და საერთო გამოვნახეთ...
თვალები მიფართოვდება.
- რა? მართლა?
- შენი წასვლის მერე ბევრი რამ მოხდა, მატილდა...
- და რა მოხდა ისეთი ორმა მოსისხლე მტერმა საერთო რომ გამონახეთ? - ვერც კი ვიაზრებ ისე ვცეცხლდები.
- რატომ დაბრუნდი, მატილდა? - მეკითხება სრული სერიოზულობით.
- ჯერ მეც არ ვიცი ეგ...
- ამდენი წელია არ გამოჩენილხარ... ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუე...
- რატომ?
- მეგონა მართლა გიყვარდა... მეგონა ასე უცებ არ დანებდებოდი...
- ერეკლე ახბა! ორი წლის წინ ზუსტად ამ კართან მოკვლით ემუქრებოდი ონისეს!
- ხო, ვიცი... მაგრამ თქვენ სხვა ურთიერთობა გქონდათ... სიყვარული ისეთი რამაა, მატილდა, ყველაფერს პატიობ საყვარელ ადამიანს... ახლა უფრო მივხვდი ამას, როცა საკუთარ თავზე გამოვცადე ეს გრძნობა...
- ვაპატიე... ვაპატიე კი არა აქეთ ვარ საპატიებელი, ერეკლე... მე დავტოვე ონისე... მე არ მოვუსმინე... მე არ ჩავაგდე არაფრად მისი აზრი... არა და როგორ მეხვეწებოდა... მომისმინეო... და შევპირდი, რომ მოვუსმენდი... და მე რა გავაკეთე?! გავიქეცი... მთელი ორი წლით გავიქეცი...
- და რატომ დაბრუნდი? სიმართლე გითხრა არც მეგონა, რომ ოდესმე დაბრუნდებოდი...
- მიყვარს! ერეკლე! მიყვარს! - არაამქვეყნიური ხმა ამომდის. - ვგიჟდები! იმაზე უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე მიყვარდა... სული მეგლიჯება! ენით ვერ აღწვერ, მართლა ვერ აღვწერ ისე მტკივა შიგნიდან ყველაფერი... წამითაც არ გამნელებია არაფერი იქ ყოფნის დროს... თავს ვიტყუებდი, მაგრამ არ არის ასე... თითქოს სხეულის ყველა უჯრედი ითხოვდა მის სიახლოვეს... ეს... ეს...
ცრემლები მსკდება. სათქმელს ვერ ვამთავრებ.
- კარგი ახლა... - ერეკლე ხელს მხვევს და გულში მიკრავს. - მოდი ჩემთან... არ იტირო...
- არ შემიძლია, ერეკლე... მის გარეშე ვერ ვცოცხლობ... მის გარეშე ცალთვალა ვარ... კოჭლი ვარ... ცალხელა ვარ... არასრულფასოვანი ვარ... - გულამოსკვნით ვტირი. - და როცა ვიცი, რომ ის სადღაც აქ არის... სადღაც თბილისში, სულ რამდენიმე კილომეტრში... ვგიჟდები, ერეკლე! ვგიჟდები!
- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, მატილდა... მთავარია აქ ხარ...
- არ მაპატიებს, არასდროს! თვალებშიც ვერ ჩავხედავ... არ შემიძლია... ალბათ, ვძულვარ... რა თქმა უნდა, ვძულვარ...
- ასე არ არის, მატილდა... არ სძულხარ... მაგრამ ძალიან გაბრაზებულია... გულნატკენია... თან სვანურად...
- არ უნდა ჩამოვსულიყავი... აზრი არ აქვს... ხვალვე წავალ უკან...
- რას ამბობ? და მერე ჩვენი ქორწილი? ელასაც გულს ატკენ?
- თქვენი ქორწილის შემდეგ... - ვეუბნები ჩუმად.
- და შენი ჩამოსვლის მიზანი რა არის, მატილდა?
- ონისე... ონისეა ყველაფრის მიზანი...
- მაშინ რატომ ზიხარ აქ?
- მოვკვდები... ერეკლე... თვალს ვერ გავუსწორებ... გესმის მაინც როგორ მოვექეცი?
- ახლა ყველაზე მეტად სჭირდები... - მეუბნება ჩუმად.
- რატომ?
- მატილდა... - იწყებს ენის ბორძიკით. - ცოტა ხნის წინ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა...
- ერეკლე... - ხმა მებზარება. - ონისეს შეემთხვა რამე?
წამიერად გონებაში რამდენიმე სურათს ვხედავ... ონისეს ნაავარიებ მანქანას... საავადმყოფოს რეანიმაციას... ონისეს ეტლში... ყველაფერს...
- არა... ონისე საღსალამათია...
- ერეკლე! ამოღერღე! - ვეღარ ვითმენ.
- კირილე აღარ გვყავს, მატილდა... ჩვენი კირილე...
თვალთ მიბნელდება. სულში რაღაც მწყდება. გონება მეთიშება. ასეთი რაღაც არასდროს მიგრძვნია... ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ რაღაც ძვირფასის დაკარგვას... თავში მხოლოდ სამი სიტყვა მიტრიალებს: კირილე აღარ გვყავს... როგორ შეიძლება კირილე აღარ იყოს? ეს ხომ შეუძლებელია... კირილე, ნამცვხვრების და ჩაის მოყვარული, მუდამ მხიარული, მოვლილი, სიმპატიური... ინტელექტუალი, მუდამ წიგნებზე და ზოგადსაკაცობრიო თემებზე მოლაპარაკე... ჩემი პირველი მრჩეველი... ჩემი იდეალი კირილე...
- ერეკლე... რას ამბობ... მატყუებ... მითხარი, რომ მატყუებ...
პანიკაში ვვარდები. ძირს ვგდივარ. ცრემლები ღაპაღუპით მდის. სულს ვერ ვითქვამ. ხმაურზე ელაც შემოდის, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინვე ხვდება რაც მითხრეს. კართანვე დგება მდუმარედ.
- რას ამბობ, ერეკლე! რას ამბობ! კირილე! ჩემი კირილე! - სულისშემძვრელი ხმა ამომდის.
- მატილდა...
მასზე ვბრაზდები! ძალიან ვბრაზდები! მასზეც, ელაზეც, ყველა ჩემს ნათესავზე და ნაცნობზე! პირველ რიგში კი ჩემს თავზე...
- რატომ არ მითხარი?! აქამდე რატომ არ მითხარი?! - გადავდივარ შეტევაზე.
- ერთი თვის წინ გარდაიცვალა...
- კი მაგრამ რა მოუვიდა?! ერეკლე! შეუძლებელია! კირილე...
- არ იყო კარგად, მატილდა... არც მაშინ ყოფილა კარგად, როცა შენც სვანეთში ცხოვრობდი... ტკივილები აწუხებდა...
- ხო მაგრამ... კარგად იყო...
მახსენდება ის დღეები, როდესაც კირილეს ვერ ვნახულობდი. მოსამსახურეები არც მიშვებდნენ. მეუბნებოდნენ ცუდად არისო. არასდროს ჩავძიებივარ რა სჭირდა... მეგონა ეს წელის და კიდურების ტკივილს უკავშირდებოდა...
- გულმა უმტყუვნა...
- ყველაფერი მომიყევი, ერეკლე... - მის ფეხებთან ვჯდები, ცხელი ცრემლი მიბუგავს სახეს.
- შენი წასვლის შემდეგ ონისე ხშირად მოდიოდა აქ... მაშინ დავილაპარაკეთ პირველად... - ეღიმება. - ბოლოს და ბოლოს დეიდაშვილები ვართ, დრო იყო ერთხელ და სამუდამოდ საერთო ენა გამოგვენახა... ბევრს ვსაუბრობთ და დავძმაკაცდით-თქო, ვერ მოტყუებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთმანეთის მოკვლის სურვილი აღარ გვაქვს... ძალიან ცუდად იყო, მატილდა... შენმა წასვლამ საბოლოოდ დაანგრია... ადამიანს აღარ ჰგავდა... ჩასისხლიანებული თვალები, მოშვებული წვერი, ყოველთვის ბოლო მოდაზე ჩაცმული და მოწესრიგებული ონისე უკანასკნელი „ბრადიაგასავით“ დადიოდა... შემეცოდა... მეც კი შემეცოდა...
თავს ვხრი. ცრემლების მორიგი ტალღა მივლის. ამ წამს ყველაფერზე მეტად მეზიზღება ჩემი თავი.
- ამას იმიტომ არ გეუბნები, მატილდა, რომ იტირო... უბრალოდ მინდა იცოდე, როგორი ძვირფასი იყავი ონისესთვის...
- ვიცი, ერეკლე, ვიცი... თვითმრფინავში ჩაჯდომამდეც კი ვიცოდი ეგ, მაგრამ იდიოტი ვარ! ბოლო დონის იდიოტი! სად მივდიოდი ვერც ვხდებოდი... საშინელი ადამიანი ვარ! იცი როგორ ვნანობ? რას წარმოვიდგენდი კირილესაც თუ დავკარგავდი... ახლა ორმაგად ვნანობ... ოხ, როგორ ვბრაზობ ჩემს თავზე! სულელი! ნამდვილი სულელი ვარ!
- ონისე მიყვებოდა თუ როგორ შეუყვარდი... ისიც ამიხსნა როგორ მოატყუა თარაშმა... თავიდან არ მინდოდა მისი მოსმენა... იცი, როგორც მეზიზღებოდა... მაგრამ შემეცოდა... მისი თითოეული სიტყვა, თითოეული მიმიკა, თითოეული საქციელი იმაზე მეტყველებდა, რომ ონისე მართალი იყო... ამიტომ გადავწყვიტე მისი მოსმენა... ჩემდა გასაკვირად ონისემაც გადამიშალა გული... წარმოგიდგენია? მისთვის ყველაზე ახლობელი მე აღმოვჩნდი... - ისევ ეცინება.
- ერეკლე ახბა და ონისე ვიბლიანი... - იმეორებს ელა.
- მაგრამ მალევე მიხვდა, რომ დაბრუნებას არ აპირებდი... იცი რამდენჯერ დააპირა ჩამოსვლა? უნდოდა ყველაფრის ახსნა... შენი დაბრუნება უნდოდა... მაგრამ ჰქონდა ამას აზრი, მატილდა? ორი წლის შემდეგ ჩამოხვედი... ორი წელი დიდი დროა...
- ვიცი... - თავს ვხრი.
- ონისესთვის კი ცხოვრება გრძელდებოდა... მალევე წავედით სვანეთში, ერთად... კირილე წამოვიყვანეთ თბილისში... მას შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ...
გული სითბოთი მევსება. ჩემგან განსხვავებით, ონისემ კირილეს ყველაფერი აპატია და მამად მიიღო. ახლა უფრო მეტად ვხვდები, რომ ონისესნაირ ადამიანს უბრალოდ არ ვიმსახურებ.
- ჩემგან განსხვავებით, ონისეს პატიება შესძლებია... - ვეუბნები ჩამწყდარი ხმით.
- არ მინდა რაიმეს იმედი მოგცე, მატილდა... - მხარზე ხელს მადებს. - მაგრამ თუ ეს ნამდვილი სიყვარულია ჯერ კიდევ არის შანსი...
- შანსი? ერეკლე... მითხარი, გულწრფელად მითხარი... როცა ადამიანი ასე მოგექცევა... როცა მაშინ გაქცევს ზურგს, როცა ყველაზე მეტად გიჭირს და ყველაზე მეტად გჭირდება... ასეთ ადამიანს აპატიებდი? ასეთი ადამიანი კიდევ გეყვარებოდა?
- მატილდა... - ამჯერად ელა მიახლოვდება. - ისიც იტანჯება... შეიძლება ძალიან გაბრაზებულია... შეიძლება ამბობდეს მისი დანახვაც არ მინდაო, მაგრამ ფაქტია, რომ იტანჯება... ჩემი აზრით, იმსახურებს ერთხელ მაინც შენთან ლაპარაკს... სულ რომ არაფერი მოხდეს... სულ რომ არაფერი შეიცვალოს და გითხრას აღარ მიყვარხარო, ლაპარაკი მაინც საჭიროა...
- ვერ შევძლებ, ელა... არ მეყოფა გამბედაობა...
- შეძლებ...
- კირილეს საფლავზე მინდა წასვლა... - ვეუბნები ერეკლეს. - ხომ იცი სადაც არის?
- რა თქმა უნდა... - მიქნევს თავს.
მეორე დილით ადრე ვდგები. ერეკლე მანქანით მაკითხავს. ლოყაზე კოცნით ვესალმები, მანქანას ძრავს. ყვავილების დიდ თაიგულს ვყიდულობ. ლამაზი თაიგული, ბევრი სხვადასხვანაირი ყვავილით გაწყობილი. კირილეს ოთახში ყოველთვის მხვდებოდა ვაზაში ჩადებული სხვადასხვანაირი ყვავილების თაიგული.
მანქანას აჩერებს. რამდენიმე მეტრს ფეხით გავდივართ, მდუმარებაში. ბოლოს კი ერეკლე ნაბიჯებს უკლებს. ერთ-ერთ საფლავზე უკვე ვხედავ ოქროსფერი ასოებით ამოტვიფრულ კირილე ვიბლიანის სახელს.
ფეხები მეკვეთება. მეგონა შევძლებდი... მეგონა ამის ძალა მაინც მქონდა... ძლივს მივათრევ ჩემს თავს საფლავამდე და იქვე ვემხობი. ცრემლების წვიმა ჩემს სახეზე ეშვება.
- კირილე... - ვხავი მოთქმით და მიწას ვეფერები. - ჩემი კირილე... ყველაზე თბილი... მზრუნველი... სამართლიანი კირილე...
ერეკლე მოშორებით დგება და მიყურებს. მოღალატე ვარ კირილე... ნამდვილი მოღალატე... არ ვიყავი შენთან... არ ვცდილობდი შენი ტკივილების დაამებას... არ ვცდილობდი ბოლო წუთებში შენთან ყოფნას... არც უკანასკნელ გზაზე გამიცილებიხარ... და ამის მერე მე ადამიანი ვარ?! ვერ შევასრულე პირობა... არც შენ მოგხედე და ონისეც მივატოვე... მოღალატე მატილდა...
ტირილით გულის ჯერების შემდეგ ერეკლე მიწიდან მაყენებს. მზრუნველად მხვევს ხელს და მანქანისკენ მივყავარ.
- თავს ნუ დაიდანაშაულებ, მატილდა... ეგ არაფერს უშველის... კირილემ იცოდა, რომ ძალიან გიყვარდა და პატივს სცემდი...
- არ გავაცილე... მის გვერდით არ ვიყავი... იმ საბედისწერო დღის შემდეგ ლაპარაკის შანსიც არ მოგვცემია... - ცხარე ცრემლი მდის. - იცი როგორ ვნანობ? დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს...
ერეკლე ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე უხვევს. აქაურობა არ მეცნობა. შემდეგ კი ერთ-ერთი ოთხ სართულიანი ძალიან თანამედროვე და კოხტა კორპუსის ქვეშ აჩერებს.
- ერეკლე... რა ხდება?
- ჯერ კიდევ შეგიძლია რაღაცების გამოსწორება, მატილდა... ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ტანჯვაში და თვითგვემაში გაატარო...
- ერეკლე... - ენა მივარდება.
- მესამე სართული, ბინა 5ბ... მე აქ გელოდები...
- ერეკლე... - ფეხების კანკალი მეწყება.
- ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიე ყველაფერი, მატილდა...
თითების კანკალით ვაღებ მანქანის კარს. ისე მეშინია, როგორც არასდროს. მეშინია, მაგრამ თან სურივილი მკლავს. ენით აღუწერლად მენატრება... მისი ნახვა, მისი სახე, მისი ლურჯი თვალები... ძალიან მენატრება...
ლიფტს ვიძახებ. მესამე სართულამდე ასასვლელი გზა საუკუნედ იწელება. კარი იღება. სართულზე მხოლოდ სამი კარია. ერთ-ერთზე ნათლად ვხედავ 5ბ-ს. კართან მისული უკან ვბრუნდები. არ შემიძლია... ვერ შევალ... თვალს ვერ გავუსწორებ... მოვკვდები...
- რისთვის ჩამოხვედი, მატილდა... - ვჩურჩულებ ჩემთვის. - იცოდე, ახლა თუ უკან დაბრუნდები ცხოვრებაში მეორე უდიდეს შეცდომას დაუშვებ, რომელსაც ყოველთვის ინანებ...
არ ვბრუნდები... ნაცრისფერ კარზე ზარს ვრეკავ.
ერთი... ორი... სამი... ოთხი...
კარი იღება.
ის არის... ღმერთო ჩემო! ონისეა... ჩემი ონისე... ჩემს წინ... სამყარო ჩერდება... დედამიწა წყვეტს ბრუნვას... დრო ჩერდება...
ამ ორი წლის განმავლობაში რამდენჯერ წარმომედგინა ეს შეხვედრა. რამდენჯერ დამდგომია თვალწინ მისი სახე, რომელსაც ბოლომდე ვერ ვარჩევდი... რამდენჯერ მიგრძვნია მისი სურნელი შორიდან... რამდენჯერ ჩამიხედავს მისი ლურჯი თვალებისთვის, მაგრამ ახლა... ახლა ყველაფერი სულ სხვანაირადაა... ახლა მართლა მის წინ ვდგავარ... ნათლად ვხედავ მის დაღლილ, გაფერმკრთალებულ სახეს... ვგრძნობ მის გრილ სურნელს... ჩემს საყვარელ სურნელს... ვხედავ მის ჩამუქებულ თვალებს, რომლებსაც ნელ-ნელა უბრუნდებათ ჩვეული სილურჯე...
ჯერ გაკვირვებული მიყურებს, შემდეგ კი გაკვირვებას განრისხება ანაცვლებს.
- აქ რა გინდა? - მეკითხება აგდებით.
- ონისე... - ხმა მიკანკალებს.
თავით ფეხებამდე ვკანკალებ. თითებს ვერ ვაჩერებ. მუცელი ისე მტკივა ცოტაც და დავეცემი. რთული ყოფილა... იმაზე რთული ყოფილა აქ დგომა, ვიდრე მეგონა...
- ინებე დაბრუნება? - აგრძელებს ცინიზმით.
- არ შემომიშვებ?
ჩემი თავის მიკვირს. საიდან ამხელა გამბედაობა?
ონისე გვერდზე იწევა და გზას მითავისუფლებს. პირველად ვარ მის სახლში. ნათელი და მყუდრო ბინაა, ზუსტად ისეთი, როგორიც ონისეს შეეფერება. სტილით კი ძალიან ჰგავს სვანეთის „საცხოვრებელს“.
- ყავაც უნდა შემოგთავაზო? - აგრძელებს ცინიზმით.
- ონისე...
- რატომ დაბრუნდი?
- შენთან სალაპარაკო მაქვს... - ცოტაც და პატარა ბავშვივით ავტირდები.
- მე არ მაქვს... შეგიძლია დაბრუნდე იქ, საიდანაც მოხვედი...
- კირილეზე გავიგე... - თვალები ცრემლებით მევსება, ხმა კი მებზარება. - ვიზიარებ, ონისე... მთელი გულით ვიზიარებ...
- ამიტომ ხარ მიწაში ამოგანგლული? - ჩემს დასვრილ ტანსაცმელს აკვირდება.
- მე... მე ძალიან მიყვარდა კირილე...
პირზე მხოლოდ და მხოლოდ ბანალური და გადაცვეთილი ფრაზები მადგება. რა რთული ყოფილა იმის გადმოცემა, რასაც მართლა გულით გრძნობ.
- კირილესაც უყვარდი, თუ ეს დაგამშვიდებს...
- ვერც კი წამომიდგენია სამყარო მის გარეშე... უბრალოდ შეუძლებელია...
- ის ერთადერთი ადამიანიც დავკარგე, ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარდი და ჩემთვის არასდროს უღალატია... - ამბობს დამწვარი ხმით.
- ონისე...
ინსტიქტურად ფეხზე ვდგები და მისკენ მივიწევ. მინდა რომ მოვეხვიო. ამას იმდენად გაუაზრებლად ვაკეთებ, რომ რეალობაში მხოლოდ მისი უკან გაწევა მაბრუნებს.
- რა გინდა, მატილდა?! რისთვის დაბრუნდი?! - გრგვინავს მკაცრი ხმით.
- მაპატიე... - ვლუღლუღებ.
- გვიანია! - თვალები მრისხანებისგან ენთება.
- ძალიან... ძალიან ვნანობ, ონისე... სულელი ვარ... იდიოტივით მოვიქეცი... გრძნობებს ავყევი... იმ ეგოისტ მატილდას დავუჯერე, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა...
- მიხარია, რომ მადგენს ხვდები... - ამბობს გულგრილად.
- შევიცვალე... ონისე... გეფიცები... არც ერთი დღე არ გამიტარებია ბედნიერად... დღე არ გასულა, რომ შენზე არ მეფიქრა... მენატრებოდი... სიგიჟემდე მენატრებოდი...
- გაჩერდი! - ხელის აწევით მაჩერებს. - აღარ გააგრძელო! არ გაბედო გაგრძელება! არანაირი უფლება არ გაქვს გაგრძელების!
- ონისე...
- რა გთხოვე ასეთი, მატილდა? მხოლოდ შანსის მოცემას და დალაპარაკებას გთხოვდი! თან იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენს შორის მოხდა... საბედნიეროდ, ეს ყველაფერი უკვე წარსულში დარჩა! შანსიც კი არ მომეცი, რომ ამეხსნა სიმართლე... ნუთუ საერთოდ არ გჯეროდა ჩემი? ნუთუ ასე მარტივად წამოეგე თარაშის სიტყვებს?
- ონისე... სულელი ვიყავი... დაბნეული... თვალწინ მედგა ყველა ის დღე, რაც სვანეთში სიკვდილის შიშით გავატარე... გეფიცები, მერჩივნა მართლა ჩერქეზებს მოვეკალი, ვიდრე ახლა აქ ამ სიტუაციაში ვმდგარიყავი შენთან... გეფიცები, მერჩივნა ვინმეს ხრამში გადავეგდე, ოღონდ ეს ტკივილი არ მომეყენებინა შენთვის...
- არ მჯერა... ერთი სიტყვისაც არ მჯერა...
- გეფიცები ონისე...
- ხო?! კარგია, როცა არ გისმენენ?! კარგია, როცა შენი არ სჯერათ?!
ბოლო სიტყვებს იმხელა ტკივილს აყოლებს, რომ ვხვდები, ჩემს აქ ყოფნას აზრი არ აქვს. აქამდე უნდა დავბრუნებულიყავი... ახლა უკვე გვიანია...
ადგომის ძალას ვპოულობ. ონისე თავით ფეხებამდე მათვალიერებს. არ ვიცი ეს უკვე ჩემი ფანტაზიის ნაყოფია თუ არა, მაგრამ წამიერად, მხოლოდ წამიერად ვხედავ მის თვალებში გამკრთალ მონატრებას.
- უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ძალიან, ძალიან მიყვარხარ... ერთი წამითაც არ შემიწყვიტავს შენი სიყვარული... ძალიან, ძალიან მენატრებოდი... ახლაც მენატრები... - ხმა ისევ მიკანკალებს. - იმის დანახვა, რომ ჩემგან შორს დგახარ და აღარ გიყვარვარ ყველაზე დიდი სასჯელია ჩემთვის... მაგრამ ღირსი ვარ... ყველაფრის ღირსი ვარ... - თვალზე ცრემლი მიგორდება. - უბრალოდ მინდა იცოდე, რომ გულწრფელად ვწუხვარ კირილეს გამო... კირილე ჩემთვისაც მშობელივით იყო და კიდევ უფრო ვწუხვარ, რომ ასეთ დროს შენს გვერდით არ ვიყავი... გეფიცები, ონისე, ყველა ჩემს საქციელს ვნანობ... მრცხვენია, რომ შენი იმედები ვერ გავამართლე... მრცხვენია, რომ ისეთ დროს დაგტოვე, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი. - გაყინული მზერა ნელ-ნელა ეცვლება. - სამყაროში ყველაზე დიდი სულელი ვარ, რადგან შენნაირი ადამიანის სიყვარული არ დავაფასე და ამისთვის საკმარისად ვისჯები უკვე დიდი ხანია... მინდა იცოდე, რომ ძალიან ვნანობ... ვნანობ, რომ არ გაგიფრთხილდი... არ ვიზრუნე ჩვენს ურთიერთობაზე და ერთ წამში დავანაგრიე ყველაფერი... ღმერთო ჩემო! როგორი მტკივნეული ყოფილა ამ ყველაფრის თქმა...
მუცელზე ხელებს ვიჭერ, ფილტვებში ღრმად ვუშვებ ჰაერს. ვიბლიანი თვალს არ მაშორებს. შემომყურებს, როგორც უცხოს... კარისკენ მივდივარ. ველოდები, როდის გამაჩერებს. გულის სიღრმეში არ ვკარგავ იმედს, რომ გამაჩერებს და მეტყვის, რომ მაპატია... ჩამეხუტება და ისევ შევიგრძნობ მისი სხეულიდან მომავალ სითბოს... მაგრამ არა... ეს ხომ მხოლოდ ოცნებებში ხდება...
კარს ვაღებ. კიდევ ერთხელ ვტრიალდები მისკენ.
- ბედნიერებას გისურვებ, ონისე... - ვცდილობ გავუღიმო. - გისურვებ ისეთი ადამიანის პოვნას, რომელიც შენნაირ ადამიანს დააფასებს და ჩემსავით სულელი არ აღმოჩნდება...
კარს ვაღებ და სადარბაზოში გამოვდივარ. გრილი ჰაერი სახეზე სასიამოვნოდ მხვდება. ლიფტს აღარ ველოდები, კიბით ვეშვები დაბლა. ერეკლეს მანქანის კარს ვაღებ და ვჯდები. სახეზე ჩამოყრილ ცრემლებს ხელებით ვიწმენდ.
- აბა? - მეკითხება ახბა.
- დასრულდა... ერეკლე... ახლა მართლა დასრულდა...
ერეკლე მანქანას ქოქავს. სახლში მივყავარ. ჩემს ცარიელ, გაყინულ სახლში, სადაც მხოლოდ მარტოობა მელოდება...



31.
ორი დღის შემდეგ კარზე ბრაგუნი მაფხიზლებს. თხელ პენუარზე ხალათს ვისხამ და შიშით გავდივარ შემოსასვლელში. ელა და ერეკლე ერთი საათის წინ წავიდნენ. ყოველი შემთხვევისთვის ტელეფონს ვიღებ და ერეკლეს ნომერს ვკრეფ.
ურდულს ვწევ. ის არის... ონისეა... კართან დგას და განრისხებულ მზერას არ მაშორებს. პირდაპირ ცეცხლს უშვებს ნესტოებიდან. უხეშად მწევს გვერდზე და შიგნით შემოდის. თვალს არ მაშორებს. ხალათი მხრებიდან მიცურდება, რაც მის მზერას არ ეპარება. მაშინვე ვისწორებ და ქამარს მჭიდროდ ვიჭერ.
- კირილემ იცოდა, რომ ერთ დღეს ჩამოხვიდოდი... - მეუბნება ერთი ამოსუნთქვით. - ჩემგან განსხვავებით, ყოველ დღე გელოდა...
ვიცი, რომ ამ სიტყვებით ჩემთვის ტკივილის მოყენება უნდა და ასეც გამოსდის.
- არ კარგავდა იმედს, რომ მალე დამშვიდდებოდი... რომ ძალიან გიყვარდი და უჩემოდ ვერ გაძლებდი...
- ასეც არის... - ვეუბნები ჩუმად.
- ხო? ანუ ორი წელი არ არის დიდხანს, ხომ? - წარბებს მაღლა სწევს.
- ონისე...
- არ მაინტერესებს...
მოსაცმლის ჯიბიდან თეთრ კონვერტს იღებს.
- ეს წერილი კირილემ დაგიტოვა... არ ვიცი რა წერია... არც მაინტერესებს... უბრალოდ რომ არ გადმომეცა არ შემეძლო...
წერილს თითების კანკალით ვართმევ. გული შუაზე მეპობა. იმის წარმოდგენა, რომ ამ კონვერტს კირილეს თითები ეხებოდნენ, ბოლოს მიღებს. კონვერტს იქვე პატარა თაროზე ვდებ.
ონისე ცოფიანი ძაღლივით შემომყურებს. შანსი რომ ჰქონდეს, ალბათ, ჰაერში გამბრდღვნიდა.
მოულოდნელად ხელს მავლებს და მთელი ძალით მანარცხებს კედელზე. თავბრუ მეხვევა, წონასწორობის შეგრძნებას ვკარგავ.
- როგორ გაბედე დაბრუნება, ჰა?! - ღრიალებს ვიბლიანი.
- უშენოდ არ შემიძლია! - ვპასუხობ მეც.
- მე შემიძლია! გაიგე?! მე შემიძლია!
თითქოს რაღაცის დამტკიცებას ცდილობსო. რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს შევყურებთ. ვიბლიანს მზერა ჩემი ტუჩებისკენ გაურბის.
- წადი! იქ დაბრუნდი, საიდანაც ჩამოხვედი! - მეუბნება ჩუმად.
- აქ უკვე აღარაფერი დამრჩენია... - ვჩურჩულებ მეც.
- წადი მეთქი! - აგრძლებს ღრიალს. - ერთხელ ხომ წახვედი?! ახლაც წადი! აქ არაფერი დაგრჩენია!
- არ წავალ! აქ შენს დასაბრუნებლად ჩამოვედი... - არც კი ვიცი საიდან მოდის ამდენი გამბედაობა.
წამიერად ჩერდება. ქორულ მზერას არ მაშორებს.
- ჯანდაბა!
ღრიალებს გაბრაზებით და ტუჩებზე გიჟივით მაცხრება. ხელებს ვითავისუფლებ და ორივე ხელს კისერზე ვხვევ. როგორ მენატრებოდა! ღმერთო... როგორ მენატრებოდა მისი ჩახუტება... მისი კოცნა, ეს არანორმალური კოცნა... მისი გემო... მისი სურნელი... მისი სიახლოვე... როგორ მენატრებოდა...
ძლიერად მკოცნის. თითქოს ჩქარობსო... თითქოს მალე ხელიდან უნდა გამოვეცალო... სადაცაა გული გამიჩერდება...
ხალათი მხრებიდან მიცურდება და ჩემს ფეხებთან ვარდება. კოცნას წყვეტს. თვალებს თვალებში მიყრის. ვნება... ცეცხლი... მრისხანება... სურვილი... ყველაფერი ერთად გიზგიზებს მის ლურჯ თვალებში...
პენუარს წვდება და ტანზე მახევს. ნაჭერის გაფხრეწვის ხმა მთელ ოთახს ექოდ ედება. მეშინია, მაგრამ სურვილით ვიწვი. ტუჩებს წყდება და სველი, გიჟური კოცნებით მიუყვება ჩემს კისერს, ლავიწებს. ჩემს მკერდს მუშტებში იქცევს და ძლიერად მიჭერს. მტკივა. ტუჩებით კერტებზე მეტანება, ბოლოს კი მკბენს.
- ონისე, მტკივა... - ვეუბნები სუნთქვაარეული.
- ხო? მე არ მტკიოდა, შენი აზრით?
- ონისე... მაპატიე... - ვეუბნები ვედრებით.
მოულოდნელად ისევ კედელზე მანარცხებს. თითებით კისერზე მაფრინდება.
- როდის მოგეცი იმის უფლება, რომ ასე შეგეყვარებინა ჩემთვის თავი?! ამიხსენი! - ღრიალებს გიჟივით. - რატომ მომექეცი ასე?!
- ონისე... მე... მაპატიე, გთხოვ...
ნელ-ნელა ხელს კისრიდან ლავიწებისკენ ასრიალებს, თითებით მკერდის ძვალს მიუყვება, შემდეგ მკერდს. გამაგრებულ თავებზე თითებით რგოლებს ხაზავს. მთელ სხეულზე მბურძგლავს.
- იცი მაინც რა გადავიტანე?! რა არ ვიფიქრე! ყველაფერში საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი! როგორ შეძელი მატილდა?! როგორ შეძელი ასე ადგომა და უბრალოდ წასვლა?! ნუთუ საერთოდ არ გიყვარდი?!
- მიყვარდი... ჭკუას ვკარგავ შენზე... ახლაც მიყვარხარ...
- ეს სიყვარულია, მატილდა?! გამაგებინე! ესაა შენთვის სიყვარული?!
გულნატკენ მზერას მისწორებს. მის ლურჯ თვალებში იმხელა ტკივილს ვხედავ... ზუსტად ისე ვუყურებთ ერთმანეთს, როგორც ფეტვიაშვილის ლურჯ ნახატში გოგონა და ბიჭი... ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებულები, რომლებიც წყენას ვერ პატიობენ ერთმანეთს... მაგრამ ყოველთვის თვალები ყიდიან ადამიანს... ნაწყენი, გულნატკენი, მაგრამ ფარული მონატრებით ანთებული, შეყვარებული თვალები...
წამიერად სიხარული მაწვება... არ ვძულვარ! მთავარია არ ვძულვარ... ჯერ კიდევ არსებობს პატარა შანსი... შანსი, რომ მის ნდობას დავიბრუნებ...
- იცი როგორ მენატრებოდი? - ვეკითხები ჩუმად.
ვუახლოვდები და კისერზე ვკოცნი. ძალიან ნაზად, ძალიან ნელა... მინდა ჩემმა ტუჩებმა ეს კოცნა დაიმახსოვრონ... დაიმახსოვრონ მისი კანის სითბო... მისი კანის სურნელი...
- ძალიან... ძალიან მენატრებოდი...
კოცნებით მივუყვები მის ყბას. ყურს უკან ვკოცნი. სხეული ეჭიმება. ძარღვები ებერება. ცოტაც, და მისი თავშეკავებულობა დაიმსხვრევა.
- თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, რომ ჩემს გვერდით იყავი... წარმოვიდგენდი როგორ გკოცნიდი...
მის ტუჩებს ვუახლოვდები და ვნებიანად ვკოცნი. თვალებს ხუჭავს. მის ხელს ვიღებ.
- როცა მონატრება მაგიჟებდა წარმოვიდგენდი როგორ მეხებოდი...
თითებს მკერდიდან მუცლისკენ ვაცურებინებ, მუცლიდან კი ბოქვენისკენ. ვსველდები. თითებით ნაზად მეხება კლიტორზე. სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ.
- წარმოვიდგენდი როგორ მავსებდი...
თითებს საშოში მიცურებს. მის ერეგირებულ ასოს ვგრძნობ. ისევ ვუნდივარ... მისთვის ისევ სასურველი ქალი ვარ...
წამის მეასედში ხელში ავყავარ, მეორე წამს კი ჩემს საწოლზე ვარ დაგდებული. ზემოდან მექცევა. მაისურის გახდაში ვეხმარები. ტუჩებით მის მხრებს, მის დაკუნთულ მკერდს და მუცელს ვეტანები. სიგიჟემდე მენატრებოდა მისი მხურვლე სხეული...
წამებში იძრობს შარვალს. ფეხებს მაშლევინებს და ზემოდან მექცევა. არ მიყურებს... მინდა, რომ მიყურებდეს... მინდა რომ მე მხედავდეს, მაგრამ მზერას მარიდებს.
- ონისე... - ვეჩურჩულები. - გთხოვ, მაპატიე...
ძლიერი, მტკივნეული ბიძგით აერთიანებს ჩვენს სხეულებს. უხეში მოძრაობებით შემოდის ჩემში... სასიამოვნო ტალღები ტკივილთან ერთად მივლიან, მაგრამ ტკივილი სჭარბობს...
- ონისე... მტკივა... - თვალები ცრემლებით მევსება. - ნუ მტანჯავ...
ვიბლიანი ჩერდება. დანისლულ თვალებს მისწორებს. რამდენიმე წამის განმავლობაში ვუყურებთ ერთმანეთს... სრულ სიჩუმეში... არც კი ვსუნთქავ...
- არ შემიძლია... - მეუბნება ბოლოს.
- რა?
- არ შემიძლია შენთვის ტკენა...
ნელი ბიძგით აგრძელებს მოძრაობას. თვალებს სიამოვნებისგან ვლულავ. ისევ ჩერდება.
- მინდა, რომ გატკინო... მინდა, რომ შენც ისე გეტკინოს, როგორც მე მტკიოდა... - კბილებში ცრის. - მაგრამ არ შემიძლია... არ შემიძლია...
ნელი ბიძგებით აგრძელებს მოძრაობას. თვალებით მბურღავს. ტკივილი ქრება... ტკივილს სიამოვნება ანაცვლებს. ნელ-ნელა ტემპს უჩქარებს. ტუჩებიდან რამდენჯერმე კვნესა მწყდება. ხელით ისევ მკერდზე მაფრინდება. აგზნებისგან ჭკუიდან გადავდივარ. ორივე ხელს კისერზე ვხვევ და ჩემკენ ვიზიდავ. მინდა ვგრძნობდე, მინდა ვგრძნობდე მისი სხეულის სიმძიმეს, მისი კანის სიახლოვეს, მის სხეულს... თავს მის კისერში ვრგავ... კიდევ უფრო უმატებს ტემპს... ვგრძნობ, როგორ ვუახლოვდები პიკს... კიდევ რამდენიმე ბიძგიც და ხმამაღალი კვნესით ვათ/*ა*/ვებ... რამდენიმე წამში ონისეც უმატებს ზმუილს და სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს... ვგრძნობ, როგორ მავსებს რაღაც თბილი...
სხეული უმძიმდება. აქ არის... ნამდვილად აქ არის... ჩემს გვერდით... ისევ ჩემთან არის... ჩვენი შიშველი სხეულები ისევ ერთმანეთს ეკვრიან...
ჩემკენ ტრიალდება. თვალებში შეხედვის მრცხვენია. გაოფლილ სახეზე მიკრულ თმას მაშორებს. ამდენი ხნის შემდეგ ისევ ხლართავს თავის თითებს ჩემს თმებში. სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ. მის ხელს ვიჭერ და თითებზე ვკოცნი... სათითაოდ... ყველა თითზე... ხელის გულზე...
ყველაფერი ერთიანად მაწვება... ემოციებს ვეღარ ვთოკავ... არ შემიძლია... ეს გრძნობა ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. თვალებს უფრო მაგრად ვხუჭავ და ტირილს ვიწყებ. პატარა ბავშვივით მოთქმით ტირილს. ვერ ვჩერდები. ცრემლების ზღვა თავისით მოდის.
- მაპატიე რა... - ვლუღლუღებ. - მაპატიე, გთხოვ...
ონისეს სახეზე დაბნეულობა ეხატება.
- საშინელი ადამიანი ვარ... - ვერ ვჩერდები. - ვიცი, რომ პატიებას არ ვიმსახურებ... ვიცი, რომ არ გიმსახურებ... ჩემი თავი მეზიზღება... შენც გეზიზღები, ხო?
თავს ხელებში ვგრავ და მოთქმით ტირილს ვაგრძელებ. მეგონა ყველა ცრემლი გავლიე... მეგონა აღარ ვიტირებდი... მაგრამ მასთან სიახლოვემ... მასთან სექსმა... ერთად მოზღვავებულმა ამდენმა გრძნობამ მაინც თავისი ქნა... სულელივით ვტირი და ვერ ვჩერდები...
- პატარა ბავშვი ხარ, მატილდა... - მეუბნება ღიმილით და კისერში მკოცნის.
- საზიზღარი ადამიანი ვარ... ონისე... შენგან მხოლოდ ზიზღს ვიმსახურებ...
თითებით ნაზად მწმენდს ცრემლებს. ჩემკენ იხრება და ამჯერად თვალებზე მკოცნის, სათითაოდ...
- როგორ შეიძლება მეზიზღებოდე?! იმსახურებ, მაგრამ... არ შემიძლია... შენი შეძულება ჩემს ძალებს აღემატება...
თვალებიდან ხელებს ვიშორებ. ლურჯი თვალები ისე უელავს, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა...
- არ გეზიზღები? - ვეკითხები პატარა ბავშვივით.
ისევ ეღიმება.
- არა... არ შემიძლია...
ჩემკენ იხრება და ნაზად მეხება ტუჩებზე. კოცნაში ვყვები. თითებს თმაში ვუცურებ.
- ისევ გინდა ჩემთან ყოფნა? - ვეკითხები აკანკალებული ხმით.
როგორ მეშინია ამ კითხვის... როგორ ძალიან მეშინია... სახიდან ღიმილი უქრება. ლურჯი თვალები ისევ ენისლება.
- დაიძინე, მატილდა... - მეუბნება ბოლოს.
ჩემგან მოშორებით წვება. ეს უფსკრული... შეუძლებელია ამ უფსკრულის ამოვსება... ყველაფერი მე გავაფუჭე და გამოსასწორებლად ვერაფერს ვაკეთებ...
გულნატკენი ვბრუნდები მეორე მხარეს. ცივ ბალიშზე ვდებ თავს. დიდხანს არ მეძინება... ძალიან დიდხანს... რთულია ძილი, როცა ის ადამიანი აქ არის, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს... ჩვენ სულ რამდენიმე სანტიმეტრი, მთელი ორი წელი და უზარმაზარი უფსკრული გვაშორებს...
საბოლოოდ ვკარგავ იმედს...
მაგრამ ეს იმედიც წამიერად მიბრუნდება... შეიძლება ჩემი ფანტაზიის ნაყოფია... შეიძლება მეჩვენება... მაგრამ ძილ-ბურანში მის ნაზ კოცნებს ვგრძნობ... კისერზე... ბეჭებზე... კოცნებით მიუყვება ხერხემალს... ჩემს ზურგს... გაყინულ სხეულზე საბანს მაფარებს... ისევ ზრუნავს ჩემზე...
როცა მეღვიძება სახლში მარტო ვარ... არ ვიცი როდის წავიდა... სად წავიდა ან დაბრუნდება თუ არა... მაგრამ ის ხომ აქ იყო... აქ იყო ჩემთან... ისევ ჩემთან...

32.
სამი კვირა ისე გადის, რომ ონისესგან საერთოდ არაფერი ისმის. ცოტა ეჭვიც კი მეპარება იმ საღამოს არსებობაში... იქნებ ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო...
ელას დაჟინებული თხოვნით, სხვა გოგონების მსგავსად, მეც იასამნისფერ კაბას ვიკერავ. კაბა მუხლებს ცდება, კორსეტი წელს სექსუალურად მიკვეთს, გულის ფორმის წინა ნაწილი კი მკერდს ლამაზად აჩენს. კაბა უბრეტელოა, მხრები მოშიშვლებული მაქვს. თვალწინ სამეჯლისოდ გამზადებული მე-18 საუკუნის გოგონები მიდგებიან, ვალსის და კადრილის საცეკვად გამზადებულები... მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიცმევ, მხარზე კი ვერცხლისფერ ჩანთას ვიკიდებ. თმები მაღლა მაქვს აწეული. სარკეში ჩემს გრძელ კისერს ვაკვირდები. როგორ მინდა, რომ ონისე მხედავდეს... როგორ მინდა, რომ აქ იყოს...
გაბმული სიგნალი მესმის. სახლს ვკეტავ და ეზოში ჩავრბივარ. ელამ მითხრა ერეკლეს ნაცნობი მოგაკითხავსო. გაოგნებული ვრჩები. არც მეტი არც ნაკლები, ერეკლეს ძმა, გიორგი ახბა დგას ჩემს წინ და სკეპტიკურ მზერას არ მაშორებს...
- შენ? - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა მადგება პირზე.
- მე... გამარჯობა, მატილდა ექიმო... - მეუბნება წარბების თამაშით.
- გაგიმარჯოს... - ღიმილს ვერ ვიკავებ.
მის ვერცხლისფერ ჯიპში ვჯდები. მანქანაში სასიამოვნო სუნამოს სურნელი დგას.
- გჯერა, რომ შენი ძმის ქორწილია? - ვეკითხები გიორგის.
- არანაირად... - ეცინება მასაც. - რას წარმოვიდგენდი ამ უჟმურს თუ ვინმე გაჰყვებოდა ცოლად... თან ელასნაირი გოგო...
- შენი ძმა თუ უჟმურია შენ რაღა ხარ მაშინ... - ვეუბნები სიცილით. - მგონი შენ უფრო დარჩები მარტო...
- ოჰო... შენი და ვიბლიანის დაშორების ამბავმა ჩერქეზეთშიც ჩამოაღწია, რომ იცოდე... - კბენაზე კბენითვე მპასუხობს. - ქორწილში ჩემი წასაყვანი რომ გახდი, ამასაც ვხედავ...
- აუტანელო... - მაინც მეცინება.
- შენ დაიწყე... - გიორგიც იცინის.
- ისე, რომ იცოდე არაჩვეულებრივად გამოიყურები... - ეშმაკურ მზერას აპარებს ჩემკენ.
- ღმერთო ჩემო, რა პატივია... - გაოგნებას ვერ ვმალავ.
- ვიბლიანი თუ არა ერთი უნიკალური ახბა თავისუფალია... - თვალს მიკრავს. - შეგიძლია „დამკერო“...
- არც იოცნებო... - ვეუბნები ღიმილით.
- კარგი ხო... ვიბლიანის გადაკიდებას... არა... ზედმეტად მიყვარს ჩემი თავი...
მალევე მივდივართ დანიშნულების ადგილას. ერეკლე და ელა ჯვარს ერთ-ერთ პატარა ტაძარში იწერენ. თავსაბურავს ვიკეთებ. გიორგი მანქანიდან არ იძვრის.
- არ მოდიხარ? - ვეკითხები გაკვირვებით.
- მე მუსლიმი ვარ, მატილდა... - მპასუხობს ღიმილით.
კიდევ უფრო გაკვირვებული გადმოვდივარ მანქანიდან. რა უცნაურია ძმობა... ცალ-ცალკე ცხოვრობენ... სხვადასხვა დედები ჰყავთ... ერთი მამასთან ცხოვრობს სულ სხვა მხარეში... მეორე დედასთან სულ სხვა მხარეში... და მაინც როგორ უყვართ ერთმანეთი... როგორ პატივს სცემენ ერთმანეთს... მიუხედავად იმისა, რომ რელიგიაც კი არ აქვთ საერთო... სხვადასხვა რწმენით ცხოვრობენ... მაინც ძმები არიან... მაინც ერთი სისხლი სჩქეფს მათ ვენებში... საჭირო რომ გახდეს მაინც ყველაფერს გააკეთებენ ერთმანეთისთვის... სწორედ ეს არის ძმობა...
ტაძარში შევდივარ. საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ელა პატარა ანგელოზს ჰგავს. სადა, ნაზი, ელას შესაფერისი კაბა აცვია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ერთად ავარჩიეთ. ელას ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი. თვალები უბრწყინავს. შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ერეკლე ახბა მღვდელთან რაღაცას არკვევს. წამიერად აპარებს მზერას ჩემკენ. თითებით ტაშის დაკვრის იმიტაციას ვაკეთებ, ერეკლეს ჩაცმულობას ვუწონებ. როგორ შემაყვარა თავი ერეკლემ... როგორი ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნათესავის - ელენეს მეორე ნახევარი სწორედ ასეთი ძლიერი, ჭკვიანი და მზრუნველი ადამიანია.
ჯვრისწერა იყწება. ელა და ერეკლე მეჯვარეებთან ერთად მღვდლის წინ დგებიან. ღმერთო, როგორი ლამაზები არიან...
თვალწინ მიდგება ჩემი და ონისეს ჯვრისწერა... ყველაზე დაუგეგმავი დღე ჩემს ცხოვრებაში. საინტერესოა, როგორ გამოვიყურებოდით ჩვენ უცხო ხალხის თვალში? მაშინ ვერც კი ვიაზრებდი რას ვეფიცებოდი ღმერთს... ვერც მე, ვერც ონისე... ვერც კი ვხვდებოდით რამხელა პასუხისმგებლობას ვიღებდით ჩვენს თავზე... როგორი მძიმე უღლის ქვეშ ვყოფდით თავს... მაშინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ამ უღელს თავს ვეღარასდროს დავაღწევდით, უფრო სწორედ, დაღწევის სურვილიც აღარ გვექნებოდა... როგორი მარტივი ჩანდა ცხოვრება მაშინ...
ინსტიქტურად უკან ვიყურები. გული მიჩერდება... აქ დგას... ონისე ვიბლიანი აქ არის... კარში დგას და ჩემკენ იყურება... კანკალს ვიწყებ. არ შემიძლია... არ შემიძლია ასე უბრალოდ უცხოსავით მისი ყურება... ის ჩემია... ჩემი ადამიანია... ადამიანი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს.
წამიერად მიღიმის. არ ვიცი ეს რას ნიშნავს... მესალმება? რამეს მანიშნებს? მის სიახლოვეს აზროვნების უნარსაც კი ვკარგავ... ისევ წინ ვბრუნდები...
ელა და ერეკლე ბეჭდებს ცვლიან... მათი სიყვარული სამუდამო კავშირით გვირგვინდება...
ცერემონიალის ბოლოს ორივეს ძლიერად ვეხვევი... დღეის შემდეგ ისინი აღარ იქნებიან უბრალოდ ელენე და ერეკლე... მათ უკვე ცოლი და ქმარი ჰქვიათ... ოჯახი...
გონება მინათდება. თურმე პასუხი რა ახლოს ყოფილა... სულ ოდნავ მეტად რომ მეფიქრა და სიტუაციისთვის სხვა კუთხიდან შემეხედა შეიძლება აქამდეც მივმხვდარიყავი პასუხს... შეიძლება მივმხვდარიყავი, რატომ შევძელი ასე მარტივად წასვლა... შეიძლება ჩემი თავი ასე ძლიერაც არ დამედანაშაულებინა მომხდარში ეს რომ აქამდე მცოდნოდა...
რა თქმა უნდა...
მე და ონისე ვიყავით ცოლ-ქმარი... ფიქტიური თუ არაფიქტიური... ჩვენ მხოლოდ ცოლ-ქმარი ვიყავით. ჩვენი ურთიერთობა ოჯახამდე არ მისულა... სწორედ ეს იყო მთავარი პრობლემა... მას შემდეგ რაც მივხვდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, მაინც არ გვიწოდებია ერთმანეთისთვის ოჯახი... ონისეს ოჯახი ისევ ვიბლიანები იყვნენ, თარაში, დარინა, კირილე, ლუკა... ჩემთვის კი თეონა, გოგა, ელა და ყველა სხვა, ონისეს გარდა...
შვებას ვგრძნობ... არ ვიცი რატომ, მაგრამ გულიდან უზარმაზარი ლოდი მეხსნება. პასუხი აქ იყო, ასე ახლოს... ორი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დავფიქრებულვარ ამაზე... ჩემი და ონისეს არარეალურად დაწყებული ცოლქმრობა არასდროს მისულა ოჯახამდე... და ჩვენ მაშინაც კი ძალიან, ძალიან ბევრი გვეკლდა ერთმანეთის ოჯახად აღიარებამდე...
თითქოს ასე იყო საჭირო... თითქოს უნდა გასულიყო ეს დრო... თითქოს ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო, რომ ჩვენ პასუხი გვეპოვნა... რომ ერთმანეთი თავიდან შეგვეფასებინა... რომ ერთმანეთი თავიდან გვეპოვა... თითქოს საჭირო იყო ეს განშორება...
თვალით ონისეს ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ. უჩვეულო სიმსუბუქე მიბრუნდება. თითქოს ბუმბულივით მჩატე ვხდები. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვგრძნობ თავს ასე თავისუფლად, ასე ბედნიერად.
ფეხსაცმლის კაკუნით მივდივარ გიორგის მანქანისკენ.
- აბა? - მეკითხება გიორგი.
- ოფიციალურად ცოლ-ქმარნი არიან... - ვეუბნები საზეიმო ხმით.
- შენ რა იყო, რა ბედნიერი ხარ? - ერეკლეც კი ამჩნევს ჩემში მომხდარ ცვლილებას. - ვიბლიანის მანქანას კი მოვკარი თვალი, მაგრამ აშკარად შენს გარეშე ჩაჯდა და წავიდა...
- შენ სულ ასეთი გესლიანი ენა გაქვს? - ვერ მომიშლის ნერვებს, ნებას არ მივცემ.
- მხოლოდ ახლობლებთან... - მპასუხობს სრული სერიოზულობით.
- არანორმალური ხარ... - სიცილს ვერ ვიკავებ.
- ახლა სად მივდივართ? რესტორანში?
- რა იყო, ახბა, ყანწების ჩადგმა ხომ არ გინდა?
- უხ, რა მიყვარს ქართული სუფრები... - იძახის სიცილით.
- ხო და იმედები უნდა გაგიცრუო... ელას სულ სხვა ქორწილი აქვს დაგეგმილი...
ელენემ ქორწილი ერთ-ერთ ვერანდაზე დაგეგმა. ელეგანტური, ყვავილებით გაწყობილი სუფრა, სანთლები, მუსიკა და რომანტიკა... ზუსტად ელას შესაფერისი წვეულება...
ცოტა ადრე გვიწევს მისვლა. ახბას ვტოვებ და მაიკოსთან ერთად უკანასკნელი შტრიხების გასწორებას ვიწყებ.
- ულამაზესი ხარ... მატილდა... - მეუბნება აღფრთოვანებით მამიდაჩემი.
- თქვენს ქალიშვილს ვერ შევედრები, ქალბატონო მაია... - ვცდილობ თემა გადავიტანო.
- შენს ქორწილში შენც შეუდარებელი იყავი... - მახსენებს ძველ დროს.
- ხომ იცი, რომ ეგ ნამდვილი ქორწილი არ იყო...
- ვიცი, მაგრამ შენი თვალები სულ სხვას ამბობენ...
ოხ, ეს მინიშნებები.
- მაიკო...
- კარგი, ხო... ჩუმად ვარ...
რამდენიმე წუთში სტუმრების ნაკადი იწყებს მოსვლას. ელამ სტუმრებისთვის წინასწარ განკუთვნილი ადგილების დარიგება მე დამავალა. ყველას ღიმილით ვეგებები და განკუთვნილი ადგილებისკენ მოვუწოდებ.
ყველაზე მეტად მის გამოჩენას ველოდები... მისთვის განკუთვნილი 31-ე ნომერი ხელში მიჭირავს. არ ჩანს... ყველა ნომერს ვარიგებ... ყველა სტუმარი ადგილზეა... ვიბლიანი კი არ ჩანს...
ჩემს ადგილს ვიკავებ და უღიმღამოდ ვიწყებ ჭამას. რამდენიმე ლუკმაზე მეტი არ გადამდის. მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ ცუდ ხასიათზე ვიყო... ელასთვის უნდა ვბრწყინავდე! ელასთვის და ერეკლესთვის... ეს მათი დღეა და მე უბრალოდ არ მაქვს ცუდ ხასიათზე ყოფნის...
ცოტა შამპანიურს ვსვამ. ხასიათზე მოვყავარ. შეზარხოშებულ ელასთან ერთად რამდენიმე ცეკვას ვცეკვავ. ერთ ცეკვას ერეკლესაც ვჩუქნი, რომელიც ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა.
- ცოლი მყავს... მატილდა... ცოლი... - მეუბნება სიცილით და ცეკვის დროს მატრიალებს.
- თან რა ცოლი... - ვეუბნები სიამაყით.
- სამყაროში ყველაზე მაგარი ცოლი!
სასმელი თავბრუს მახვევს, მცხელა. გასაგრილებლად ვერანდაზე გავდივარ. ნიავი სასიამოვნოდ მედება მოშიშვლებულ მხრებზე. მოაჯირს ვეყრდნობი. რატომ არ მოვიდა? ნუთუ ჩემი აქ ყოფნის გამო შეიკავა თავი? რამდენ კითხვის ნიშანს ტოვებს ეს ბიჭი?
- ღმერთო მიშველე... - ვაყოლებ ამოოხვრას და თავს ხელებში ვრგავ.
- რამდენჯერ უნდა გითხრა, ღმერთო არა... ონისე...
მისი ხმის გაგონებაზე სხეულზე ტაო მაყრის. გახევებული ვტრიალდები. აქ არის... უსიმპატიურესი... უსექსუალურესი... ჩემი ქმარი... მაინც მოვიდა... გული სიხარულით მევსება...
- მოხვედი... - ბედნიერებას ვერ ვმალავ.
- მოვედი... - მიქნევს თავს და მიღიმის.
მოულოდნელად ნელი, მელოდიური მუსიკა ირთვება, ვალსს ჰგავს... ელას და ერეკლეს დადგმული ცეკვაა...
- ელა და ერეკლე ცეკვავენ...
- მერე? - თვალს არ მაშორებს.
- ვუყუროთ...
- რა საჭიროა?
- ონისე...
- მოდი ვიცეკვოთ... - მიახლოვდება იდუმალი ღიმილით.
- მერე ელა?
- როგორმე უშენოდ იცეკვებენ...
ვნებდები. ხელებს წელზე მხვევს. მის შეხებაზე მბურძგლავს. ორივე ხელით კისერზე ვეჭიდები.
- რატომ დაგაგვიანდა? - ვეკითხები ჩუმად.
- ვფიქრობდი...
- რაზე?
- ღირდა თუ არა ჩემი მოსვლა...
- მერე?
- მერე აქ ვარ... შენთან...
იხრება და ნაზად მკოცნის მხარზე.
- ახლა მაინც მიპასუხე... რატომ დაბრუნდი? - მეკითხება და გამომცდელ მზერას მაპყრობს.
- დღეს მივხვდი რატომაც დავბრუნდი... იმასაც მივხვდი რატომაც წავედი... - ვეუბნები ფარული აღტაცებით.
- ჰო? აბა რას მიხვდი?
- წავედი იმიტომ, რომ მე და შენ უბრალოდ ცოლ-ქმარი ვიყავით... მაგრამ აღიარე, ონისე, მე და შენ არ ვყოფილვართ ოჯახი...
- ვაღიარებ... - ღიმილით მიქნევს თავს.
- და დავბრუნდი იმიტომ... იმიტომ, რომ შენთან ერთად ოჯახის შექმნა მინდა... მინდა ჩვენი სახლი გვქონდეს... ქორწილში ჩემი არჩეული კაბა მეცვას... იქ აღვნიშნოთ, სადაც მე და შენ გადავწყვეტთ... მინდა, რომ ერთად მოვიაროთ მსოფლიო... აღარ მინდა ცარიელ სახლში დაბრუნება... მინდა ყოველ საღამოს ერთად ვიძინებდეთ... დილით შენს მკლავებში ვიღვიძებდე... სახლში მოსვლა შენ გამო მიხაროდეს... ჩვენი პატარა ოჯახი მინდა, ონისე...
სახეზე ფართო ღიმილი ეფინება. რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე უთქმელად ვაგრძელებთ ცეკვას. ერთი, ორი, სამი... ერთი, ორი, სამი... ჩემი გონებაც ვალსის ტემს ყვება... გული მეწურება... რატომ არაფერს ამბობს?! ნუთუ არ მეთანხმება?!
- ყველაფერი გასაგებია... - იწყებს მშვიდი ხმით. - მაგრამ ერთი რამ გამოგრჩა...
- რა გამომრჩა?
- სექსი... - ამბობს სრული სერიოზულობით.
- ონისე!.. - თავს ვერ ვიკავებ.
ხარხარს იწყებს. აქ მე ჰაერი არ მყოფნის ნერვიულობისგან და ეს სექსზე ფიქრობს?!
- მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგთანხმდები თუ შემპირდები ძალიან ბევრ სექსს...
- ონისე!!
- ორ წელიწადში ერთხელ სექსი არ მაწყობს, რა გავაკეთო?
- ანუ მაპატიე? - ვეკითხები დარცხვენით.
- გაპატიე... გაპატიე იმიტომ, რომ არც მე შემიძლია შენს გარეშე ცხოვრება... ეს ორი წელი... ეს ორი წელი სრული ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის... აღარ მინდა მეტი დროის დაკარგვა... შენთან ყოფნა მინდა, მატილდა... ჩვენი ოჯახი მინდა... მე და შენ... უსასრულოოდ...
ყურებს არ ვუჯერებ... ნუთუ ეს მართლა ხდება?!
- ახლა წესით უნდა მაკოცო... - ცოტა ნაწყენი ხმა აქვს.
მეცინება. ჩემკენ იხრება. ხელებს თმაში ვუცურებ და მის ტუჩებს ვეწაფები. მისი კოცნა ასეთი ტკბილი არასდროს ყოფილა...
მხარზე თავს ვადებ. კიდევ ერთ ბრუნს ვაკეთებთ.
ერთი... ორი... სამი... ერთი... ორი... სამი...
- არ ვიცოდი ვალსის ცეკვაც თუ გეხერხებოდა... - ვეუბნები ბოლოს.
- შენ ჩემი ბევრი შესაძლებლობის შესახებ არ იცი... - ამბობს ნიშნისმოგებით.
- დუბლინში ერთ-ერთ მუზეუმში ქართველი მხატვრის გამოფენა იყო... რუსუდან ფეტვიაშვილის... ერთი ნახატი მომეწონა ძალიან... ლურჯ ფონზე წყვილი ეხატა... შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გავბედე ჩამოსვლა ეს ნახატი იყო...
- და რას შვებოდნენ? ისინიც ვალსს ხომ არ ცეკვავდნენ? - კიდევ ერთხელ მატრიალებს მოქნილად.
- არა... - უარვყოფ სიცილით. - ისინი უბრალოდ ერთმანეთს უყურებდნენ... თვალებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს... რაღაცით ჩვენ გვგავდნენ...
- მე და შენ... ლურჯ ფონზე... ერთმანეთს ვუყურებდით... - იმეორებს რობოტივით. - და ვალსი?
- ონისე! - მისი არასერიოზულობა მწყინს.
- ვიკითხე, ბატონო... უბრალოდ ვიკითხე... ხომ შეიძლებოდა მე და შენ ლურჯ ფონზე ვალსი გვეცეკვა?
- რა შუაშია?
- მატილდა... - ღიმილით მაჩუმებს. - უბრალოდ გაჩუმდი და მეცეკვე...
ვნებდები. კიდევ რამდენჯერმე მატრიალებს. თვალებზე ვაშტერდები. მის ლურჯ თვალებში ჩემს თავს ვხედავ... ბედნიერს... გაღიმებულს... უდარდელს... მის უძირო ლურჯ თვალებში ვალსს ვცეკვავ...
მუსიკა მთავრდება, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ცეკვას... იდუმალი ვალსი ლურჯ ფონზე...
- ხომ აღარ დამტოვებ? - მეკითხება ბოლოს ჩურჩულით.
- აღარასდროს... აღარასდროს...
- კირილეს წერილი წაიკითხე? - მეკითხება მცირედი პაუზის შემდეგ.
- წავიკითხე... ბევრი ვიტირე... იცი როგორ მენატრება?
- მეც მენატრება... - ამბობს ჩამწყდარი ხმით. - არ წამაკითხებ მაგ წერილს?
- არა... ეს ჩემი და კირილეს საიდუმლოა...
- როცა პირველად ჩვენთან გადმოხვედი და კირილემ გაგიცნო იმ საღამოს თავისთან ოთახში დამიბარა...
- ოჰო... მერე?
- იცი რა მითხრა? სულელი კაცი იქნები ამ გოგოზე ოდესმე უარი რომ თქვაო...
- მართლა? - გული სიხარულით მევსება.
- მართლა... - ეცინება. - მითხრა აგერ ნახავ ისე შეგიყვარდება შენც ვერ გაიაზრებო...
- ყოვლად ბრძენი... - მეცინება.
- ეს რომ მითხრა დავცინე... ხომ არ გაგიჟდი, ნახე რა ველურია, ამას საერთოდ ვინმე შეიყვარებს-თქო?!
- ხო, ხო?! - წარბებს ვუქაჩავ და მხარზე მსუბუქად ვარტყამ. - ანუ ველური...
- მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ კირილე მართალს ამბობდა... ნელ-ნელა მიყვარდებოდი... ყოველ დღე... ყოველ წამს...
მუცელში ნერვიული ტკივილი მივლის.
- რატომღაც მეგონა, რომ გძულდი და არასდროს შემომხედავდი როგორც კაცს... ამიტომ გაგირბოდი... ვცდილობდი სახლში არ ვყოფილიყავი, მაგრამ სიგიჟემდე მენატრებოდი... ღამ-ღამობით ჩუმად გიყურებდი მძინარეს და მთელი დღის მონატრებას ღამით ვივსებდი...
- ონისე...
ჩემკენ იხრება და ნაზად მკოცნის ბაგეებზე.
- მერე შენი ფოტოების შეგროვება დავიწყე... რომლებიც ერთ დღეს მიპოვე...
- შოკირებული ვიყავი... - ემოციას ვერ ვმალავ. - თვალებს არ ვუჯერებდი... ისედაც ხომ ეჭვიანობა მახრჩობდა, როცა კესოსთან გხედავდი მთელი დღე... მეგონა ზედმეტი ვიყავი და ჩემს წასვლას ნატრობდი... და მერე უცებ ჩემი ფოტოებით გატენილი ტელეფონი ვნახე...
ხარხარს იწყებს.
- ხვდები მაინც რამდენი საოცრება გვექნება შვილებისთვის მოსაყოლი? - მეკითხება სიცილით.
გულში რაღაც მივლის... რაღაც აქამდე გამოუცდელი მუხტი ედება მთელ სხეულს... ონისეს არასდროს უხსენებია შვილები... ახლა კი პირდაპირ მეუბნება, რომ ჩემგან შვილები უნდა... როგორც ნამდვილ ოჯახებში ხდება ხოლმე...
- ონისე... - ხმას ძლივს ვიღებ. - შვილები?
მოულოდნელად ვერანდაზე მთვრალი ერეკლე გამორბის, ასევე არანაკლებ შეზარხოშებულ ელასთან ერთად.
- აე... - გვიხლოვდება გაკრეჭილი ერეკლე. - შერიგდით?
ონისეს გვერდით უდგება და კარგი ძმაკაცივით ხვევს ხელს.
- ელა... - მიმართავს ონისე. - აქამდე უნდა გეთქვა უარი... - თვალებით მთვრალ ერეკლეზე ანიშნებს. - ახლა უკვე გვიანია...
ელა კისკისებს. ძლიერად მეხვევა და თავის ყვავილების სურნელს მაფრქვევს. დარბაზიდან კიდევ ერთი ნაბიჯარეული ერეკლეს ძმაკაცი გვიახლოვდება, ასევე ყურებამდე გაღიმებული და ნეფე-პატარძალს ისევ დარბაზში ექაჩება.
ონისე იდუმალი ღიმილით ბრუნდება ჩემკენ.
- რა? - ვეკითხები ბოლოს, რადგან ვერაფერს ვხვდები.
- ჩვენი შვილი რომ მკითხავს ნათლიას ცხვირი ვინ გაულამაზაო, წარმოიდგინე, როგორი სიამაყით ვეტყვი მე-თქო...
სიცილს ვეღარ ვიკავებ. თვალწინ მიდგება პატარა ბავშვი, რომელიც ჯერ ერეკლეს გატეხილ ცხვირს აკვირდება, შემდეგ კი გაურკვევლობით აღსავსე თვალებით მამამისს უბრუნდება...
- არა-ნორმალური ხარ... მართლა... - ვეუბნები თავის ქნევით.
- ხო და ამ არანორმალურს უყვარხარ...
გაშტერებული ვუყურებ.
- მატილდა! რა გჭირს?! - კოპებს კრავს. - წესით ახლაც უნდა მაკოცო!
სახეზე ღიმილი მეფინება. კისერზე ვეკიდები და ვნებიანი კოცნით ვაჯილდოვებ.


***
„ძვირფასო მატილდა,
რადგან ამ წერილს ვწერ, ესეიგი აღარ მაქვს იმედი, რომ კიდევ შეგხვდები... ჯანდაბა! რთული ყოფილა ამ სიტყვების დაწერა... მენანება წასვლა... არ მინდა... ასე მგონია ახლა ვიწყებ ცხოვრებას, მაგრამ, თურმე, წასვლის დროც მოსულა...
ვიცი, რომ ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდები... ეს რომ არ ვიცოდე, გეფიცები, ერთ სიტყვასაც არ გავიმეტებდი შენთვის... მაგრამ რა გული მოგითმენს? რამდენ ხანს გაძლებ ონისეს გარეშე? მე ხომ ვიცი, რომ გიყვარს... მე ეს ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, სანამ შენ გაიაზრებდი და აღიარებდი... შენს მიერ ონისეზე აუგით ნათქვამ ყველა სიტყვაში ჩანდა ეს სიყვარული... და მე ვერ გავამართლებდი „კაგებეს“ აგენტ კირილეს სახელს ეს შენზე ადრე რომ არ გამეგო...
მთავარია ახლა აქ ხარ...
იცოდე, რაც არ უნდა გითხრას ონისემ... როგორც ცუდადაც არ უნდა მოგექცეს... როგორც არ უნდა გაგრძნობინოს, რომ ვითომ აღარ ადარდებ და ეზიზღები, წამითაც არ დაიჯერო ეს სისულელე. ჭკუას კარგავს, მატილდა, მართლა ჭკუას კარგავს შენზე... სადაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყოველ წამს შენზე ფიქრობს... ორი წელია მის სახეზე ღიმილი არ დამინახავს... ამის გამო, როგორც ონისეს მამა, ძალიან, ძალიან ნაწყენი ვარ შენზე... როგორც შენს მეგობარს კი ძალიან კარგად მესმის შენი...
უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ონისეს სიყვარული არ განელებია... პირიქით... შეიძლება ახლა უფრო მეტად უყვარხარ, ვიდრე აქამდე... და ეს სიყვარული ტანჯავს...
რახან ამას კითხულობ, ესეიგი დაბრუნდი... ჩემო ტკბილო გოგონა! ონისეს გაბარებ... მთელი ცხოვრება მე ვიყავი მისი ერთადერთი გულშემატკივარი, ერთადერთი ნამდვილი მეგობარი, მშობელი... მართალია ფარულად, მაგრამ ონისე ყოველთვის გრძნობდა ამას... ჩემი წასვლის შემდეგ უნდა გაიაზრო, რომ ონისე მარტო რჩება... ობოლი, მარტოსული... მაგრამ მე შენი იმედი მაქვს... შენი გაცნობის პირველივე წამიდან მივხვდი, რომ შენ იყავი ის ადამიანი, ვინც ონისეს გაუგებდა, ვინც მე ჩამანაცვლებდა, ვინც გახდებოდა მისი პირველი გულშემატკივარი, მესაიდუმლე, მეგობარი და, რაც მთავარია. ცხოვრების სიყვარული...
არ გეგონოს, რომ მარტივ რაღაცას გავალებ... ჩემს ერთადერთ სიყვარულს, შვილს, გულის და სულის ნაწილს გაბარებ, მატილდა... უნდა მიხედო... ყოველთვის გვერდში უნდა ედგე... არ მიატოვო... აღარ დატოვო, არასდროს, რაც არ უნდა მოხდეს აღარ გამოაცდევინო მარტოობის ტკივილი... თითქმის ოცდაათი წელი ვიცხოვრე ამ ტკივილით და გეფიცები, ადამიანისთვის ყველაზე დიდი სასჯელი მარტოობაა... გეცოდებოდეს მარტოსული ადამიანი, ყოველთვის...
თავიდან მეც ძალიან გავბრაზდი, როცა შენი წასვლის შესახებ გავიგე. ვხედავდი, როგორ ედებოდა გულზე ცეცხლი ჩემს შვილს, როგორ იტანჯებოდა და ტკიოდა, მე კი ვერაფრით ვშველოდი... შენ გადანაშაულებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ შენც შენი მიზეზები გქონდა... იცი, ერთხელ ვუთხარი ონისეს, არაუშავს, რადგან წავიდა ესეიგი ასე იყო საჭირო თქო... კიდევ იქნები ბედნიერი, კიდევ შეიყვარებ ვინმეს და ცოლადაც მოიყვან თქო... ონისემ ამღვრეული თვალებით შემომხედა, რაღაცნაირი იმედგაცრუება გაკრთა მის თვალებში... იცი რა მითხრა? სხვას როგორ შევხედავ, როცა სადაც არ უნდა გავიხედო მატილდა მელანდებაო... ან რა ნამუსით მოვიყვანო ცოლი, მე ხომ ცოლი უკვე მყავსო... აი, მანდ მივხვდი, რომ ონისეს გრძნობა იმაზე ძლიერი იყო, ვიდრე მეგონა... სწორედ ამის შემდეგ შევხედე ამ ყველაფერს შენი გადმოსახედიდან... მივხვდი, რომ შენც არანაკლებ გეტკინა... მივხვდი, რომ ბოლოს აუცილებლად დაბრუნდებოდი...
წამითაც არ იფიქრო, რომ შენზე ნაწყენი ვარ... ისე ძალიან შემაყვარე თავი, ჩემო ტკბილო გოგო, როგორ შემიძლია შენზე ნაწყენი ვიყო? მწყინს, რომ ისე მიდივარ ერთხელაც ვერ მოვახერხე შენთან საუბარი, მაგრამ, ალბათ, ასეც იყო საჭირო...
გთხოვ, კიდევ ერთხელ გთხოვ, რაც არ უნდა მოხდეს ჩემი ონისე მარტო არ დატოვო... შენი წასვლით გამოწვეული ტკივილი მე გადავატანინე... როგორც შემეძლო, რითაც შემეძლო გადავატანინე... ახლა შენ ხარ ვალდებული, რომ ჩემი წასვლით გამოწვეული ტკივილი შეუმსუბუქო და ის სიცარიელეც შენ ამოუვსო, რომელსაც, სამწუხაროდ, მე ვუტოვებ...
კირილეს უყვარხართ...
მაისი, წელს რა მნიშვნელობა აქვს...“



№1 სტუმარი ტაისა

ვაიიიიმე, არ ვიცი რატომ დაიდო ასე გვიან გუშინ დამატებული, მაგრამ მემგონი პირველი ვარ და იიისე მიხარია, რომ დავფრინააავ <333

წავიკითხავ და გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს <33333

 


№2  offline წევრი ნადარაია

ტაისა
ვაიიიიმე, არ ვიცი რატომ დაიდო ასე გვიან გუშინ დამატებული, მაგრამ მემგონი პირველი ვარ და იიისე მიხარია, რომ დავფრინააავ <333

წავიკითხავ და გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს <33333


3 დღეა ველოდები დადებას მეც :( მთავარია დაიდო! გელოდები საყვარელო მოუთმენლად!❤️

 


№3  offline მოდერი ნეაკო

ძალიან კარგი ისტორიაა ❤ემოციების ზღვაა❤წარმატებები შენ ❤❤❤

 


№4  offline წევრი ნადარაია

ნეაკო
ძალიან კარგი ისტორიაა ❤ემოციების ზღვაა❤წარმატებები შენ ❤❤❤

მადლობა დიდიი!❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

არ ვიცი, ჩემმა განწყობამ იმოქმედა, წვიმამ, ისტორიამ, თუ ყველაფერმა ერთად, მაგრამ დავმძიმდი, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება "მძიმე" კატეგორიაში გავიყვანოთ ეს ისტორია, თუმცა დასაწყისიდან ტრიალებდა მძიმე აურა.

შესაძლოა, სულაც არ დაწერო სულის შემკვრელი ამბავი თავისი ტრაგედიებით, მაგრამ მძაფრი ემოციები დაუტოვო მკითხველს.
ამით იმის თქმა მინდა, რომ უბრალო წინადადებებით, (უბრალოში ვგულისხმობ ყოველდღიურ, ყველასთვის გასაგებ ენას და არა მხატვრული ლიტერატურის ზენიტს) შეგიძლია დიდი შთაბეჭდილება მოახდინო და რაღაც დიდი გადაატრიალო.
უდავოდ საინტერესო ამბავი იყო, თავისივე პერსონაჟებით.
მიყვარს, როცა ყველაფერი ისე არ აღმოჩნდება ხოლმე, როგორც კითხვის დროს ფიქრობ და ძალიან ვაფასებ, როცა ავტორი ყოველ ჯერზე, სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანებს აცნობს მკითხველს.
ხშირად ვკითხულობ ისტორიებს, რომელთა პერსონაჟებიც ჩვეულებრივები არიან. როგორი საინტერესოც უნდა იყოს მთელი შინაარსი, ავტორი არ გაძლევს საშუალებას, რომ შენთვის უცნობი ტიპი გაიცნო და შეიცნო. მათი პერსონაჟების სულიერი სამყარო, ქმედებები, ფიქრები, არ გიშვებს წინ, რომ რაღაც ახალი აღმოაჩინო.
ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული პერსონაჟი ამბობს ახალ სიტყვას და ამასთანავე, შინაარსიც არაბანალურია.
მოკლედ, კარგი იყო ყველაფერი. დამთრგუნა, მაგრამ ღირდა ეს ემოციები, ესეც საჭიროა.
წარმატებას გისურვებ!

 


№6  offline წევრი ნადარაია

Margo Tokyo
არ ვიცი, ჩემმა განწყობამ იმოქმედა, წვიმამ, ისტორიამ, თუ ყველაფერმა ერთად, მაგრამ დავმძიმდი, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება "მძიმე" კატეგორიაში გავიყვანოთ ეს ისტორია, თუმცა დასაწყისიდან ტრიალებდა მძიმე აურა.

შესაძლოა, სულაც არ დაწერო სულის შემკვრელი ამბავი თავისი ტრაგედიებით, მაგრამ მძაფრი ემოციები დაუტოვო მკითხველს.
ამით იმის თქმა მინდა, რომ უბრალო წინადადებებით, (უბრალოში ვგულისხმობ ყოველდღიურ, ყველასთვის გასაგებ ენას და არა მხატვრული ლიტერატურის ზენიტს) შეგიძლია დიდი შთაბეჭდილება მოახდინო და რაღაც დიდი გადაატრიალო.
უდავოდ საინტერესო ამბავი იყო, თავისივე პერსონაჟებით.
მიყვარს, როცა ყველაფერი ისე არ აღმოჩნდება ხოლმე, როგორც კითხვის დროს ფიქრობ და ძალიან ვაფასებ, როცა ავტორი ყოველ ჯერზე, სრულიად განსხვავებული ტიპის ადამიანებს აცნობს მკითხველს.
ხშირად ვკითხულობ ისტორიებს, რომელთა პერსონაჟებიც ჩვეულებრივები არიან. როგორი საინტერესოც უნდა იყოს მთელი შინაარსი, ავტორი არ გაძლევს საშუალებას, რომ შენთვის უცნობი ტიპი გაიცნო და შეიცნო. მათი პერსონაჟების სულიერი სამყარო, ქმედებები, ფიქრები, არ გიშვებს წინ, რომ რაღაც ახალი აღმოაჩინო.
ეს ის შემთხვევაა, როცა თითოეული პერსონაჟი ამბობს ახალ სიტყვას და ამასთანავე, შინაარსიც არაბანალურია.
მოკლედ, კარგი იყო ყველაფერი. დამთრგუნა, მაგრამ ღირდა ეს ემოციები, ესეც საჭიროა.
წარმატებას გისურვებ!


ვაი! ძალიან, ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️ზუსტად ეს გათვლა მქონდა და მიხარია, რომ დაინახეთ... არ მინდოდა ბანალური გამოსულიყო, არც მე მიყვარს, როცა მკითხველმა წინასწარ იცის რა მოხდება და ზუსტად ეს მოულოდნელობის ეფექტი მინდოდა ყოფილიყო ყველგან❤️❤️❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი abezara98

რა გითხრა, ისეთი, რაც აქამდე არ მითქვამს? მართლა ისეთი კარგი გამოგივიდა ეს უკანასკნელი, რომ ბოლოში ამეტირა კიდეც heart_eyes ისე სადაა ნაწინასწარმეტყველები მეორე თეთრი კაბა? joy აი, ამიტომ არ ვენდობი მათ არასდროს და მუდამ სკეპტიკური თვალით ვუყურებ. კიდევ მინდოდა მატილდასა და ონისეს სითბო და სიყვარულით აღსავსე მომენტები, მეტი სითბო და სიყვარული, მაგრამ მთელი ისტორიის განმავლობაში მათი სითბო მგონი სულ 2 თუ 3 თავში მივიღე, რა იყო, დაგენანა, გოგო? joy joy
რაც კარგად დავინახე, იყო ის, რომ თითოეული პერსონაჟს ჰქონდა თავისი ნაკლი, ეშინოდათ და სისუსტეს ავლენდნენ და სწორედ ამით იყვნენ უფრო მეტად ადამიანურები და რეალურები (განსაკუთრებით ონისესა და მატილდაზე ვიტყოდი ამას grin ), თუმცა ერთადერთი და განუმეორებელი ერეკლეც მყავდა, რომელსაც ცალკე ქვემოთაც ვაქებ და ავდიდებ bowtie heart_eyes ყველას გასაგონად ვაცხადებ, ერეკლე ჩემი ბიჭია (მხოლოდ ამის მერე ელასი bowtie ) და თითი არ დაედოს! smirk heart_eyes
ჰო, ახლა თითოეული მათგანის განხილვაზე გადავიდეთ და ვისით დავიწყებ, თუ არა ჩემი მატილდათი. მატილდა ერთი მარტოსული გოგოა, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, არაფერი აკლია ცხოვრებაში, მაგრამ იმდენადაა არეული, გატეხილი და ჩაკეტილი, რომ გულთან დიდად არაფერს უშვებს და ზერელედ ატარებდა ყველაფერს (ნუ, სანამ სვანეთში ჩამოვიდოდა). ტოქსიკური ურთიერთობა პირველ სიყვარულთან, უფრო ტოქსიკური ონისესთან და რაღა დარჩა მატილდასგან? გახსოვს, ვიძახდი, ონისე იმდენს იზამს მატილდას დაკარგავს-მეთქი. უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. smile თავად იყო ასეთი ხასიათის - ერთი მხრივ დაჩაგრული და უსუსრი გოგო, რომელსაც მზრუნველობა და სითბო სჭირდებოდა, მეორეს მხრივ ჭკვიანი ექიმი და ძლიერი ქალი და მესამეს მხრივ გულნატკენი მატილდა, რომელმაც ამდენი ვეღარ აიტანა და საკუთარ თავთან ერთად ონისეც დამიტანჯა.
დევდარიანების ოჯახი ცალკე ფენომენია და მათ შორის ყველაზე გამორჩეული ელაა, რომელმაც მოახერხა და ამ ისტორიის საუკეთესო პერსონაჟს გამოჰკრა ხელი heart_eyes joy (ჩემი აღფრთოვანება კიდევ ერთხელ შენ ასეთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟების შექმნისთვის. მარტო ჩემი აჩო და ნიკოლა რად ღიდნენ და ახლა ერეკლე ახბაც მიემატა მათ სიას და უკვე ლიდერობს კიდეც grin ). ელე ზედმეტად საყვარელია, მართლა ნამდვილი ელფი. ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით რომ უყურებს და ერეკლე კი იმდენად მომწონს, რაის ონისე, ნიკოლასთან ერთად მას ველი წითელბანტშემოხეულს და მაინც გაითვალისწინე smirk smirk smirk ნუ, ქეთოსა და მაიაზე რა ვთქვა? ერთი ბებიაა, მეორე მამიდა. მაგრამ ორივეს ბრალია, რომ მატილდა შოთას არ იცნობდა. ზოგჯერ უკან დახევას, ისევ ჩარევა სჯობს, მაგრამ არც ერთმა მოისურვა, ხოდა იყვნენ ახლა ისე როგორც არიან confused
მივადექი ვიბლიანებსაც. ესენი მართლა ფენომენები არიან. არ მესმის, როგორ შეძლეს თარაშმა, დარინამ და კირილემ ერთ ოჯახში გაჩერება და ერთად ცხოვრება ამდენი რამის მერე. რანაირად გამაგებინეთ, ხალხო?! scream ბატონი მამამთილით დავიწყოთ. თურმე ამას ჩაურთავს შოთა საქმეში და მერე პანაშვიდზე მოდგა და აქეთ ლანძღავდა დევდარიანს, ეგ გამყიდველი და სახელის შემარცხვენელიო? რა ნამუსით? ენა როგორ მოუბრუნდა? unamused ყველაფერთან ერთად ერთი ბუნჩულა კაცის როლი ისე მარტივად შეასრულა და გამაცუცურაკა, შოკში ვარ! ნამუსგარეცხილი ფულის მონა ეს! unamused expressionless მე დარინა მეგონა გველი და თურმე ეს არ ყოფილა?! როგორ არ უნდა შევეხო ჩემს საყვარელ ქალბატონ დედას? ჭახჭახა წითელი თავით თავიდანვე გააფრთხილა მატილდა, არ მენდო, ძალიან დამპალი და გველი ვარ. კიდევ კარგი, ეს მაინც იყო ხილული და თავისი ქმარივით ორმოს ზურგს უკან არ უთხრიდა ჩემს ბატს grin მაგრამ მასზე აზრი მაინც არ შემცვლია - როგორი ფულის მონა და გამყიდველიც მეგონა თავიდანვე, ისევ ისეთი დარჩა. მხოლოდ უფრო საცოდავის პოზიცია უფრო დაიკავა, მეტი არაფერი.
არ შემიძლია ამ ოჯახის ნამდვილ მარგალიტ კირილეზე არ ვთქვა არაფერი. მართლა ბაჯაღლო ოქრო იყო, რომელსაც არ აფასებდნენ. ყველაზე მეტად მგონია, რომ სწორედ ის დაისაჯა. როგორია უყურებდე ახლოდან, მაგრამ მაინც შორიდან როგორ იზრდება შენი შვილი და მამას სულ სხვას ეძახის. შენმა საყვარელმა ქალმა კი ფულსა და დიდებაზე გაგცვალა და შენ აღარც კი არადრებ, რადგან ინვალიდი ხარ disappointed და მაინც ჩემს თავზე მეშლება ნერვები, როგორ ვერ მივხვდი, იმდენჯერ ახსენა მატილდამ კირილეს ლურჯი თვალები! ჩემი კაგებე კირილე, რომელიც ყველაზე ბრძენი და საყვარელი პერსონაჟი იყო. თავშესაფარი მატილდასა და ონისესთვის. ისე, მე თუ მკითხავ, ერეკლეც რომ დალაპარაკებოდა კირილეს, თავიდანვე ასეთი საშიში და ხისტი აღარ მომეჩვენებოდა joy ლუკა მგონი კი არა, ონისეზე უფრო ჭკვიანია. ერეკლეს ჰგავს joy joy
აი, თავიდან ხომ უსიამოვნო პერსონაჟის სახით გამოჩნდა და მეც არ ვენდობოდი, მაგრამ მეორე გამოჩენისთანავე მაშინვე მომეწონა. მგონი, ერთადერთია, რომელმაც მატილდას სიამაყის გრძნობის შესახებ გაახსენა რაღაც, ონისეც აეჭვიანა smiling_imp smiling_imp smirk smirk და რაც მთავარია, ყველასავით მატილდას იმას კი არ ჩასჩიჩინებს, კარგი ბიჭია ონისე და მასაც უყვარხარო, არაა! სიმართლეს უებნება, იდიოტია და მასზე დროის დახარჯვა არ ღირსო smirk smirk joy joy მერე რა, რომ ადიღეელია? მაინც მასში უფრო მეტი სვანური სისხლია! და მადლობა, რომ ჩემმა ერეკლემ ვაჟბატონი სცემა! მთელი ისტორიის განმავლობაში მაგას ვითხოვდი და ამიხდა კიდეც. ისე მერე ამათმა შვილმა ნათლიას რომ ჰკითხოს, მამას ვინღამ გაუტეხა ცხვირიო, ერეკლემაც სიამაყით უნდა უპასუხოს მეო! smirk heart_eyes მოკლედ, ჩემი ბიჭია ეს და ხელი არ დაედოს! bowtie heart_eyes
როგორ შემიძლია პარაზიტი კესო არ ვახსენო და ერთი-ორი თბილი სიტყვა არ ვთქვა მასზე. ჩვეულებრივი ქონებაზე დახარბებული დარინას ახალგაზრდობაა. აღარც მიკვირს, რატომ გაუგო ამ ორმა გველმა ერთმანეთს. თუმცა გველს რას ვერჩი, ამათზე საყვარელია smiling_imp smiling_imp იცი, ჯერ ისევ მგონია,პირვეი დაშორება ონისეს სახლიდან წამოსვლის ბრალი იყო. იგრძნო ქალბატონმა, იმდენად მდიდარი ვეღარ იყო მისი შეყვარებული, ქონების გარეშე რჩებოდა და მერე ეკადრებოდა პარაზიტს ასეთი „გამხდარი“ პატრონი? ჰოდა, ადგა და დაშორდა, მაგრამ დაუბრუნდა/შეურიგდა ოჯახს თუ არა, ესეც გამოჩნდა. რა გინდა, კარგი ყნოსვა ჰქონია, რას ვერჩი unamused მაგრამ მაინც უთავმყოვარეო და ერთი სულელი ქალის შთაბეჭდლება დატოვა ჩემზე! unamused
რაც შეეხება თავად ბატონ ონისეს, მან შეიწირა მთელი ჩემი ნერვული სისტემა და ემოციები! ისტორიის კითხვისას იმდენჯერ შევიცვალე პოზიცია, იმდენჯერ შემაყვარა თავი და რამდენჯერაც არ ვთქვი, აი, ახლა რაღა უნდა გააკეთოს ისეთი, ნერვი რომ მომიშალოს-მეთქი, წინა საქციელზე უარეს რაღაცას სჩადიოდა და ხაზს უსვამდა ყველაფერს. ამასაც მონდომება და ნიჭი უნდა, ყოჩაღ ონისე! joy joy სე არც ონისეს არ აქვს სიამაყის ნასახიც, ხო? აბა, რანაირად შეეძლო ასეთ გარიგებაზე წასვა, მხოლოდ იმიტომ, რომ კესო რძლად ეღიარებინათ. ზრდასრული კაცი ხარ, იდიოტო, შენი აზრი არ გაგაჩნია?! flushed
ვერც იმას ვხვდები, მართლა ესეც ასეთი უთავმოყვარეო იდიოტია თუ თავს ისულელებს?! მატილდა დნება ამის დანახვისას, შეხებისას. ეს მშვენივრად მოეხსენება ვაჟბატონს, კოცნის, ეფერება და ჰოპ, მეორე წამს ისეთ რამეს აკეთებს, ერთიანად ანგრევს ჩემს გოგოს. ზოგჯერ მგონია, სპეციალურად აკეთებს, აეჭვიანებს კესოთი მატილდას-მეთქი, მაგრამ ბოლოს რაღა საჭირო იყო ის ჰალსტუხის შეკვრაში დახმარება?! ამხელა ბიზნესენი კაცია და დავიჯერო ჯერ არასდროს შეუკრავს ჰალსტუხი? უი, ცუდად ექნებოდა შეკრული და კესოც დედმამიშვილურად ეხმარებოდა. და მერე აქეთაა გაკვირვებული, რატომ არ მოდის ჩემთან ერთად და რამ გააბრაზა მატილდაო თვალები გაახილე და ტვინი გაანძრიე, შტერო! მართლა ღირსი იყო, ჩემმა ერეკლემ რომ მოსდო ყბაში! და ამაზე ამბობდა კირილე, ჭკვიანი ბიჭიაო?! unamused ისე ბოლოს მართლა რა იკაცა? grin ძლისვ არ მოსვა ყველა თავის ადგილას? მაგრამ ისე შემეცოდა, ლამის მე მივედი და თავზე გადავუსვი ხელი. გეფიცები, მატილდასთვის კარი რომ მიეჯახუნებინა და არ დალაპარაკებოდა, მაინც მის მხარეს დავრჩებოდი. ყველანაირი უფლება ექნებოდა და ღირსიც იქნებოდა ქალბატონი მშიშარა! smirk
მეტი რაღა გითხრა? ისევ ერეკლეს ქებას ვერ მოვყვები, მაგაზე საუბარი უსასრულოდ შემიძლია მაინც grin მართლა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ისტორია იყო, რაც კი წამიკითხავს. ამდენი ემოცია დიდი ხანია აღარ გამომიხატავს და ასე ახლოს პერსონაჟები არ მისულან ჩემ გულთან heart_eyes heart_eyes
P.S. ერეკლეს და ნიკოლას მაინც ველოდები შეფუთულს grin heart_eyes

 


№8  offline წევრი ნადარაია

შენზე რომ ვგიჟდები იცი ხომ? შენ რომ ხარ ის ადამიანი, რომლის წყალობითაც ამ ისტორიის წერა გავაგრძელე ეგეც იცი ხომ? წაშლას რომ ვაპირებდი და რომ გამაგრძელებინე❤️❤️❤️❤️მეტი რა უნდა გითხრა არ ვიცი! მიყვარხარ და მადლობა რომ არსებობ!❤️❤️❤️❤️ძალიან ძალიიიან ძვირფასი ხარ ჩემთვის და ყოველთვის დაველოდები შენს კომენტარს! ყველგან!❤️❤️



abezara98
რა გითხრა, ისეთი, რაც აქამდე არ მითქვამს? მართლა ისეთი კარგი გამოგივიდა ეს უკანასკნელი, რომ ბოლოში ამეტირა კიდეც heart_eyes ისე სადაა ნაწინასწარმეტყველები მეორე თეთრი კაბა? joy აი, ამიტომ არ ვენდობი მათ არასდროს და მუდამ სკეპტიკური თვალით ვუყურებ. კიდევ მინდოდა მატილდასა და ონისეს სითბო და სიყვარულით აღსავსე მომენტები, მეტი სითბო და სიყვარული, მაგრამ მთელი ისტორიის განმავლობაში მათი სითბო მგონი სულ 2 თუ 3 თავში მივიღე, რა იყო, დაგენანა, გოგო? joy joy
რაც კარგად დავინახე, იყო ის, რომ თითოეული პერსონაჟს ჰქონდა თავისი ნაკლი, ეშინოდათ და სისუსტეს ავლენდნენ და სწორედ ამით იყვნენ უფრო მეტად ადამიანურები და რეალურები (განსაკუთრებით ონისესა და მატილდაზე ვიტყოდი ამას grin ), თუმცა ერთადერთი და განუმეორებელი ერეკლეც მყავდა, რომელსაც ცალკე ქვემოთაც ვაქებ და ავდიდებ bowtie heart_eyes ყველას გასაგონად ვაცხადებ, ერეკლე ჩემი ბიჭია (მხოლოდ ამის მერე ელასი bowtie ) და თითი არ დაედოს! smirk heart_eyes
ჰო, ახლა თითოეული მათგანის განხილვაზე გადავიდეთ და ვისით დავიწყებ, თუ არა ჩემი მატილდათი. მატილდა ერთი მარტოსული გოგოა, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, არაფერი აკლია ცხოვრებაში, მაგრამ იმდენადაა არეული, გატეხილი და ჩაკეტილი, რომ გულთან დიდად არაფერს უშვებს და ზერელედ ატარებდა ყველაფერს (ნუ, სანამ სვანეთში ჩამოვიდოდა). ტოქსიკური ურთიერთობა პირველ სიყვარულთან, უფრო ტოქსიკური ონისესთან და რაღა დარჩა მატილდასგან? გახსოვს, ვიძახდი, ონისე იმდენს იზამს მატილდას დაკარგავს-მეთქი. უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. smile თავად იყო ასეთი ხასიათის - ერთი მხრივ დაჩაგრული და უსუსრი გოგო, რომელსაც მზრუნველობა და სითბო სჭირდებოდა, მეორეს მხრივ ჭკვიანი ექიმი და ძლიერი ქალი და მესამეს მხრივ გულნატკენი მატილდა, რომელმაც ამდენი ვეღარ აიტანა და საკუთარ თავთან ერთად ონისეც დამიტანჯა.
დევდარიანების ოჯახი ცალკე ფენომენია და მათ შორის ყველაზე გამორჩეული ელაა, რომელმაც მოახერხა და ამ ისტორიის საუკეთესო პერსონაჟს გამოჰკრა ხელი heart_eyes joy (ჩემი აღფრთოვანება კიდევ ერთხელ შენ ასეთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟების შექმნისთვის. მარტო ჩემი აჩო და ნიკოლა რად ღიდნენ და ახლა ერეკლე ახბაც მიემატა მათ სიას და უკვე ლიდერობს კიდეც grin ). ელე ზედმეტად საყვარელია, მართლა ნამდვილი ელფი. ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით რომ უყურებს და ერეკლე კი იმდენად მომწონს, რაის ონისე, ნიკოლასთან ერთად მას ველი წითელბანტშემოხეულს და მაინც გაითვალისწინე smirk smirk smirk ნუ, ქეთოსა და მაიაზე რა ვთქვა? ერთი ბებიაა, მეორე მამიდა. მაგრამ ორივეს ბრალია, რომ მატილდა შოთას არ იცნობდა. ზოგჯერ უკან დახევას, ისევ ჩარევა სჯობს, მაგრამ არც ერთმა მოისურვა, ხოდა იყვნენ ახლა ისე როგორც არიან confused
მივადექი ვიბლიანებსაც. ესენი მართლა ფენომენები არიან. არ მესმის, როგორ შეძლეს თარაშმა, დარინამ და კირილემ ერთ ოჯახში გაჩერება და ერთად ცხოვრება ამდენი რამის მერე. რანაირად გამაგებინეთ, ხალხო?! scream ბატონი მამამთილით დავიწყოთ. თურმე ამას ჩაურთავს შოთა საქმეში და მერე პანაშვიდზე მოდგა და აქეთ ლანძღავდა დევდარიანს, ეგ გამყიდველი და სახელის შემარცხვენელიო? რა ნამუსით? ენა როგორ მოუბრუნდა? unamused ყველაფერთან ერთად ერთი ბუნჩულა კაცის როლი ისე მარტივად შეასრულა და გამაცუცურაკა, შოკში ვარ! ნამუსგარეცხილი ფულის მონა ეს! unamused expressionless მე დარინა მეგონა გველი და თურმე ეს არ ყოფილა?! როგორ არ უნდა შევეხო ჩემს საყვარელ ქალბატონ დედას? ჭახჭახა წითელი თავით თავიდანვე გააფრთხილა მატილდა, არ მენდო, ძალიან დამპალი და გველი ვარ. კიდევ კარგი, ეს მაინც იყო ხილული და თავისი ქმარივით ორმოს ზურგს უკან არ უთხრიდა ჩემს ბატს grin მაგრამ მასზე აზრი მაინც არ შემცვლია - როგორი ფულის მონა და გამყიდველიც მეგონა თავიდანვე, ისევ ისეთი დარჩა. მხოლოდ უფრო საცოდავის პოზიცია უფრო დაიკავა, მეტი არაფერი.
არ შემიძლია ამ ოჯახის ნამდვილ მარგალიტ კირილეზე არ ვთქვა არაფერი. მართლა ბაჯაღლო ოქრო იყო, რომელსაც არ აფასებდნენ. ყველაზე მეტად მგონია, რომ სწორედ ის დაისაჯა. როგორია უყურებდე ახლოდან, მაგრამ მაინც შორიდან როგორ იზრდება შენი შვილი და მამას სულ სხვას ეძახის. შენმა საყვარელმა ქალმა კი ფულსა და დიდებაზე გაგცვალა და შენ აღარც კი არადრებ, რადგან ინვალიდი ხარ disappointed და მაინც ჩემს თავზე მეშლება ნერვები, როგორ ვერ მივხვდი, იმდენჯერ ახსენა მატილდამ კირილეს ლურჯი თვალები! ჩემი კაგებე კირილე, რომელიც ყველაზე ბრძენი და საყვარელი პერსონაჟი იყო. თავშესაფარი მატილდასა და ონისესთვის. ისე, მე თუ მკითხავ, ერეკლეც რომ დალაპარაკებოდა კირილეს, თავიდანვე ასეთი საშიში და ხისტი აღარ მომეჩვენებოდა joy ლუკა მგონი კი არა, ონისეზე უფრო ჭკვიანია. ერეკლეს ჰგავს joy joy
აი, თავიდან ხომ უსიამოვნო პერსონაჟის სახით გამოჩნდა და მეც არ ვენდობოდი, მაგრამ მეორე გამოჩენისთანავე მაშინვე მომეწონა. მგონი, ერთადერთია, რომელმაც მატილდას სიამაყის გრძნობის შესახებ გაახსენა რაღაც, ონისეც აეჭვიანა smiling_imp smiling_imp smirk smirk და რაც მთავარია, ყველასავით მატილდას იმას კი არ ჩასჩიჩინებს, კარგი ბიჭია ონისე და მასაც უყვარხარო, არაა! სიმართლეს უებნება, იდიოტია და მასზე დროის დახარჯვა არ ღირსო smirk smirk joy joy მერე რა, რომ ადიღეელია? მაინც მასში უფრო მეტი სვანური სისხლია! და მადლობა, რომ ჩემმა ერეკლემ ვაჟბატონი სცემა! მთელი ისტორიის განმავლობაში მაგას ვითხოვდი და ამიხდა კიდეც. ისე მერე ამათმა შვილმა ნათლიას რომ ჰკითხოს, მამას ვინღამ გაუტეხა ცხვირიო, ერეკლემაც სიამაყით უნდა უპასუხოს მეო! smirk heart_eyes მოკლედ, ჩემი ბიჭია ეს და ხელი არ დაედოს! bowtie heart_eyes
როგორ შემიძლია პარაზიტი კესო არ ვახსენო და ერთი-ორი თბილი სიტყვა არ ვთქვა მასზე. ჩვეულებრივი ქონებაზე დახარბებული დარინას ახალგაზრდობაა. აღარც მიკვირს, რატომ გაუგო ამ ორმა გველმა ერთმანეთს. თუმცა გველს რას ვერჩი, ამათზე საყვარელია smiling_imp smiling_imp იცი, ჯერ ისევ მგონია,პირვეი დაშორება ონისეს სახლიდან წამოსვლის ბრალი იყო. იგრძნო ქალბატონმა, იმდენად მდიდარი ვეღარ იყო მისი შეყვარებული, ქონების გარეშე რჩებოდა და მერე ეკადრებოდა პარაზიტს ასეთი „გამხდარი“ პატრონი? ჰოდა, ადგა და დაშორდა, მაგრამ დაუბრუნდა/შეურიგდა ოჯახს თუ არა, ესეც გამოჩნდა. რა გინდა, კარგი ყნოსვა ჰქონია, რას ვერჩი unamused მაგრამ მაინც უთავმყოვარეო და ერთი სულელი ქალის შთაბეჭდლება დატოვა ჩემზე! unamused
რაც შეეხება თავად ბატონ ონისეს, მან შეიწირა მთელი ჩემი ნერვული სისტემა და ემოციები! ისტორიის კითხვისას იმდენჯერ შევიცვალე პოზიცია, იმდენჯერ შემაყვარა თავი და რამდენჯერაც არ ვთქვი, აი, ახლა რაღა უნდა გააკეთოს ისეთი, ნერვი რომ მომიშალოს-მეთქი, წინა საქციელზე უარეს რაღაცას სჩადიოდა და ხაზს უსვამდა ყველაფერს. ამასაც მონდომება და ნიჭი უნდა, ყოჩაღ ონისე! joy joy სე არც ონისეს არ აქვს სიამაყის ნასახიც, ხო? აბა, რანაირად შეეძლო ასეთ გარიგებაზე წასვა, მხოლოდ იმიტომ, რომ კესო რძლად ეღიარებინათ. ზრდასრული კაცი ხარ, იდიოტო, შენი აზრი არ გაგაჩნია?! flushed
ვერც იმას ვხვდები, მართლა ესეც ასეთი უთავმოყვარეო იდიოტია თუ თავს ისულელებს?! მატილდა დნება ამის დანახვისას, შეხებისას. ეს მშვენივრად მოეხსენება ვაჟბატონს, კოცნის, ეფერება და ჰოპ, მეორე წამს ისეთ რამეს აკეთებს, ერთიანად ანგრევს ჩემს გოგოს. ზოგჯერ მგონია, სპეციალურად აკეთებს, აეჭვიანებს კესოთი მატილდას-მეთქი, მაგრამ ბოლოს რაღა საჭირო იყო ის ჰალსტუხის შეკვრაში დახმარება?! ამხელა ბიზნესენი კაცია და დავიჯერო ჯერ არასდროს შეუკრავს ჰალსტუხი? უი, ცუდად ექნებოდა შეკრული და კესოც დედმამიშვილურად ეხმარებოდა. და მერე აქეთაა გაკვირვებული, რატომ არ მოდის ჩემთან ერთად და რამ გააბრაზა მატილდაო თვალები გაახილე და ტვინი გაანძრიე, შტერო! მართლა ღირსი იყო, ჩემმა ერეკლემ რომ მოსდო ყბაში! და ამაზე ამბობდა კირილე, ჭკვიანი ბიჭიაო?! unamused ისე ბოლოს მართლა რა იკაცა? grin ძლისვ არ მოსვა ყველა თავის ადგილას? მაგრამ ისე შემეცოდა, ლამის მე მივედი და თავზე გადავუსვი ხელი. გეფიცები, მატილდასთვის კარი რომ მიეჯახუნებინა და არ დალაპარაკებოდა, მაინც მის მხარეს დავრჩებოდი. ყველანაირი უფლება ექნებოდა და ღირსიც იქნებოდა ქალბატონი მშიშარა! smirk
მეტი რაღა გითხრა? ისევ ერეკლეს ქებას ვერ მოვყვები, მაგაზე საუბარი უსასრულოდ შემიძლია მაინც grin მართლა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ისტორია იყო, რაც კი წამიკითხავს. ამდენი ემოცია დიდი ხანია აღარ გამომიხატავს და ასე ახლოს პერსონაჟები არ მისულან ჩემ გულთან heart_eyes heart_eyes
P.S. ერეკლეს და ნიკოლას მაინც ველოდები შეფუთულს grin heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინო

ეს რაიყოო? რაღაცა საოცრებაა, ძალიან მომეწონა, საუკეთესო ხაარ!! <3

 


№10  offline წევრი ნადარაია

სტუმარი ნინო
ეს რაიყოო? რაღაცა საოცრებაა, ძალიან მომეწონა, საუკეთესო ხაარ!! <3

ნინო მადლობა!❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი დარინა

ღმერთო ჩემო ეს რა იყოოო, ემოციების ზღვაში ვარ და ჯერ კიდევ სიტყვების დამორჩილება მიჭირს, საოცარი ისტორია იყოო, თავისი გემრიელი სიუჟეტით, აი ადამიანი რამდენად ხარბი და დაუნდობელი ინდა იყოს რომ ეს ყველაფერი თვალდაუხამხამებლად მოაწყოს, ცოტა არ იყოს ბოღმა მახრჩობს, ბოლო დროს მომრა ლდა რატომღაც მატილდასნაირი ქალებიი რომლებიც სიყვარულის გაგებაში არ არიან მე თუ მკითხავ, მაგრამ მათ რომ კითხოო სიყვარულისგან მოყენებული ტკივილით იკრუნჩხებიან, თავიდანვეე თავისი უაზრო გამოხტომებით ამ თავისი ვითომდა ველური ქცევებით მაღიზიანებდაა, იმდენად უაზროდ იქცეოდა ზოგჯერ მეც კი მიკვირს ონისესნაირ ადამიანს როგორ შეუყვარდააა, კი მესმის ამხელა სტრესი მიიღოო თვეების განმავლობაშიი სულ სიცრუეში იცხოვრაა, მაგრამ ბოლოს იმ ადამიანს დაუჯერაა ვინც ეს ჯოჯოხეთო მოუწყოო და მას რომ კითხოო საყვარელ ადამიანს არც კი მოუსმინაა, მე მასეთი სიყვარულის არ მჯერაა და არც მწამს, ისე გაება თარაშის მახეშიი ონისეს გრძნობებზე არც დაფიქრებულაა თავის ეგოისტ მეს ვერ აჯობაა, ცოტა სხვანაირად რომ მოქცეულიყოო და თავიდანვეე და სხვანაირი თვალი შეეხედა ყველაფერზეე ასეთ დღეში არ ჩავარდებოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის სულ მცდარ გადაწყვეტილებებს იღებდაა, ბოლოს იმ დონემდე მივედიი რომ წყვილის ერთად დარჩენაც კი აღარ მინდოდა რადგან მე არ შემიძლია იმ ადამიანის პატიებაა ვინც ქვეყანას გირჩევნიაა, მაგრამ სამაგიეროდ არ გისმენს და შენი სიყვარულის გამომხატველი თვალების არ ჯერაა, სიტყვებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტიია და ისეთ გასაჭირში გტოვებს რომელმაც შეიძლება მოგკლას, ონისეე კი აი არ ვიცი ამ საოცარ პერსონაჟზე რა ვთქვააა ამ ისტორიიის ყველაზე ნათელიი პერსონაჟიაა რომელსაც ყველანაირად გავუგეე და მისი ტკივილიი ყველაზე მეტად მეტკინააა, ყველაზეე მეტად იყოო დაჩაგრულიი, უსიყვარულოდ უმშობლოდ გაზრდილიი და ამას პლიუს საყვარელი ქალის მიერ ასე დაუნდობლად გამეტებულიი, მე მის ადგილზე ვერასოდეს ვაპატიებდი მატილდას რადგან აი არც ლოგიკურად და არ ისეე საპატიებელი არ იყოო, ყველაზე არასაიმედოო ადამიანი აღმოჩნდაა, როგორ უნდა დაეყრდნობმასეთ ადამიანს, ვინ იცის როდის დაკრავს კიდევ ფეხს და გაიქცევაა, თვალებიდან ვერ ამომდის მისი ხვეწნა რომ დალაპარაკებოდა და შანსი მოეცაა ის მიცემული იმედიც მაგრამ სასტიკად მოტყუებულიი, ყველაზე მეტად არ მომეწონა მატილდას პერსონაჟიი და ამ ბოლო დროს სულ ეგეთი ქალები მხვდებაა, შეიძლება გაიქცეე რაღაც მომენტში მაგრამ ორო წელი არ უნდა გჭირდებოდეს უკან მოსაბრუნებლად, ონისე კი საოცარი იყოო და მატილდას არ იმსახურებდაა ეს არის ჩემი აზრიი, ყველაზე მეტად ის ვერ გავიგე ისე კარგად შერჩათ თარაშს თავისი საქციელებიი ვითომც არაფერი გაეკეთებინოს, უსამართლობის შეგრძნება გამოჩნდაა. შენ კი მართლა საოცარი ხარ სულ გელოდებოდი ახალი ისტორიით და აგერ კი გამაოცეე, წარმატებები საყვარელოო და გელოდები უფრო ტკბილი ისტორიით.

 


№12  offline წევრი ნადარაია

ვაი❤️❤️მადლობა შენ ასეთი კომენტარისთვის!❤️❤️გეთანხმები ყველაფერში, უბრალოდ მინდოდა მენახებინა, რომ მეორე შანსს იმსახურებს ყველა, თან თუ გიყვარს ადამიანი მეორე შანსი (სამწუხაროდ) არ გენანება. მიხარია, რომ ონისე მოგეწონა, მართლა კარგი ბიჭი გამომივიდა და მიხარია :) :) :)



სტუმარი დარინა
ღმერთო ჩემო ეს რა იყოოო, ემოციების ზღვაში ვარ და ჯერ კიდევ სიტყვების დამორჩილება მიჭირს, საოცარი ისტორია იყოო, თავისი გემრიელი სიუჟეტით, აი ადამიანი რამდენად ხარბი და დაუნდობელი ინდა იყოს რომ ეს ყველაფერი თვალდაუხამხამებლად მოაწყოს, ცოტა არ იყოს ბოღმა მახრჩობს, ბოლო დროს მომრა ლდა რატომღაც მატილდასნაირი ქალებიი რომლებიც სიყვარულის გაგებაში არ არიან მე თუ მკითხავ, მაგრამ მათ რომ კითხოო სიყვარულისგან მოყენებული ტკივილით იკრუნჩხებიან, თავიდანვეე თავისი უაზრო გამოხტომებით ამ თავისი ვითომდა ველური ქცევებით მაღიზიანებდაა, იმდენად უაზროდ იქცეოდა ზოგჯერ მეც კი მიკვირს ონისესნაირ ადამიანს როგორ შეუყვარდააა, კი მესმის ამხელა სტრესი მიიღოო თვეების განმავლობაშიი სულ სიცრუეში იცხოვრაა, მაგრამ ბოლოს იმ ადამიანს დაუჯერაა ვინც ეს ჯოჯოხეთო მოუწყოო და მას რომ კითხოო საყვარელ ადამიანს არც კი მოუსმინაა, მე მასეთი სიყვარულის არ მჯერაა და არც მწამს, ისე გაება თარაშის მახეშიი ონისეს გრძნობებზე არც დაფიქრებულაა თავის ეგოისტ მეს ვერ აჯობაა, ცოტა სხვანაირად რომ მოქცეულიყოო და თავიდანვეე და სხვანაირი თვალი შეეხედა ყველაფერზეე ასეთ დღეში არ ჩავარდებოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის სულ მცდარ გადაწყვეტილებებს იღებდაა, ბოლოს იმ დონემდე მივედიი რომ წყვილის ერთად დარჩენაც კი აღარ მინდოდა რადგან მე არ შემიძლია იმ ადამიანის პატიებაა ვინც ქვეყანას გირჩევნიაა, მაგრამ სამაგიეროდ არ გისმენს და შენი სიყვარულის გამომხატველი თვალების არ ჯერაა, სიტყვებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტიია და ისეთ გასაჭირში გტოვებს რომელმაც შეიძლება მოგკლას, ონისეე კი აი არ ვიცი ამ საოცარ პერსონაჟზე რა ვთქვააა ამ ისტორიიის ყველაზე ნათელიი პერსონაჟიაა რომელსაც ყველანაირად გავუგეე და მისი ტკივილიი ყველაზე მეტად მეტკინააა, ყველაზეე მეტად იყოო დაჩაგრულიი, უსიყვარულოდ უმშობლოდ გაზრდილიი და ამას პლიუს საყვარელი ქალის მიერ ასე დაუნდობლად გამეტებულიი, მე მის ადგილზე ვერასოდეს ვაპატიებდი მატილდას რადგან აი არც ლოგიკურად და არ ისეე საპატიებელი არ იყოო, ყველაზე არასაიმედოო ადამიანი აღმოჩნდაა, როგორ უნდა დაეყრდნობმასეთ ადამიანს, ვინ იცის როდის დაკრავს კიდევ ფეხს და გაიქცევაა, თვალებიდან ვერ ამომდის მისი ხვეწნა რომ დალაპარაკებოდა და შანსი მოეცაა ის მიცემული იმედიც მაგრამ სასტიკად მოტყუებულიი, ყველაზე მეტად არ მომეწონა მატილდას პერსონაჟიი და ამ ბოლო დროს სულ ეგეთი ქალები მხვდებაა, შეიძლება გაიქცეე რაღაც მომენტში მაგრამ ორო წელი არ უნდა გჭირდებოდეს უკან მოსაბრუნებლად, ონისე კი საოცარი იყოო და მატილდას არ იმსახურებდაა ეს არის ჩემი აზრიი, ყველაზე მეტად ის ვერ გავიგე ისე კარგად შერჩათ თარაშს თავისი საქციელებიი ვითომც არაფერი გაეკეთებინოს, უსამართლობის შეგრძნება გამოჩნდაა. შენ კი მართლა საოცარი ხარ სულ გელოდებოდი ახალი ისტორიით და აგერ კი გამაოცეე, წარმატებები საყვარელოო და გელოდები უფრო ტკბილი ისტორიით.

 


№13 სტუმარი სტუმარი დარინა

იცო კიდევ რამდენი რამის დაწერა მინდოდა მაგრამ ეს სიტყვებიც გამეფანტა ისე იმოქმედა ჩემზეე ისტორიამ და პერსონაჟების ქცევებმააა, ალბათ რომ გადამივლის ეს ემოციებიი და სიტყვებიც დამიბრუნდებაა კიდევ ბევრ რამეს დაგიწერ, ვისთვის როგორ მაგრამ არის მომენტებიი რომ (სამწუხაროდ) მეორე შანსის მიცემაა ვფიქრობ ვერ ხერხდებაა აი რომც გინდოდეს მაინც ვერააა და ეს ის სიტუაცია იყო ჩემთვის, ზოგადად ალბათ მე ვარ კერკეტი კაკალი ასეთი რაღაცებიის პატიება რომ არ შემიძლიაა, ანუ ყველაზე მეტად საყვარელ ადამიანებს ვერ ვპატიობთ მათგან მოყენებულ დაუმსახურებელ ტკივილებს, აი მინდა ისეთი ძლიერი ადამიანები ვიყოთ რომ საყვარელი ადამიანების გვჯეროდეს და ჩვენი ბედნიერებისთვის ვიბრძოდეთ და არა გავრბოდეთ როცა ყველაზე მეტად ვეირდებით, მაგრამ სამწუხაროდ ბოლოს სულ ასეთი სიტუაციები მხვდებაა ისტორიებშიი ვერ უმკლავდებიან თავის ეგოისტობას არ იბრძვიან და უბრხოლველად ნებდებიან, ბევრი ძლიერი ადამიანი მინდა ჩვენს ირგვლივ. მე კი ონისეს ადგილზე მეორე შანს ვერ მივცემდი ვაპატიებდი მაგრამ უკან არ დავუბრუნდებოდიი, ყველაზე მეტად არა საინედო ადამიანები არ მიყვარს, რომლენსაც ბრძოლა არ შეუძლიათ, გაჭირვების დროს გვერდში არ გიდგებიან, აი მატილდას იმას ვერ ვპატიობ მიუხედავად იმისა იცოდა ონისეზე ყველაფერი როგორ გაიზარდა რას ფიქრობდა თარაშზეე და მაინც რომ გაება მის მახეშიი, აი ონისეზე მასეთი რამე არც ინდა დაეშვა რომ სულ რაღაც ნახევარი მილიონის გამოო ასეთ რამეს მოუწყობდაა. შენზე მართლა არ მომწყინდება საქებარის სიტყვების თქმაა რადგან პირველივე ისტორიიდან მოგყვებიი❤️❤️❤️

 


№14  offline წევრი ნადარაია

ისე მიხარია, რომ მართლა ასეთი ემოციური იყო და ასე იმოქმედა შენზე!❤️❤️❤️❤️მადლობაა


სტუმარი დარინა
იცო კიდევ რამდენი რამის დაწერა მინდოდა მაგრამ ეს სიტყვებიც გამეფანტა ისე იმოქმედა ჩემზეე ისტორიამ და პერსონაჟების ქცევებმააა, ალბათ რომ გადამივლის ეს ემოციებიი და სიტყვებიც დამიბრუნდებაა კიდევ ბევრ რამეს დაგიწერ, ვისთვის როგორ მაგრამ არის მომენტებიი რომ (სამწუხაროდ) მეორე შანსის მიცემაა ვფიქრობ ვერ ხერხდებაა აი რომც გინდოდეს მაინც ვერააა და ეს ის სიტუაცია იყო ჩემთვის, ზოგადად ალბათ მე ვარ კერკეტი კაკალი ასეთი რაღაცებიის პატიება რომ არ შემიძლიაა, ანუ ყველაზე მეტად საყვარელ ადამიანებს ვერ ვპატიობთ მათგან მოყენებულ დაუმსახურებელ ტკივილებს, აი მინდა ისეთი ძლიერი ადამიანები ვიყოთ რომ საყვარელი ადამიანების გვჯეროდეს და ჩვენი ბედნიერებისთვის ვიბრძოდეთ და არა გავრბოდეთ როცა ყველაზე მეტად ვეირდებით, მაგრამ სამწუხაროდ ბოლოს სულ ასეთი სიტუაციები მხვდებაა ისტორიებშიი ვერ უმკლავდებიან თავის ეგოისტობას არ იბრძვიან და უბრხოლველად ნებდებიან, ბევრი ძლიერი ადამიანი მინდა ჩვენს ირგვლივ. მე კი ონისეს ადგილზე მეორე შანს ვერ მივცემდი ვაპატიებდი მაგრამ უკან არ დავუბრუნდებოდიი, ყველაზე მეტად არა საინედო ადამიანები არ მიყვარს, რომლენსაც ბრძოლა არ შეუძლიათ, გაჭირვების დროს გვერდში არ გიდგებიან, აი მატილდას იმას ვერ ვპატიობ მიუხედავად იმისა იცოდა ონისეზე ყველაფერი როგორ გაიზარდა რას ფიქრობდა თარაშზეე და მაინც რომ გაება მის მახეშიი, აი ონისეზე მასეთი რამე არც ინდა დაეშვა რომ სულ რაღაც ნახევარი მილიონის გამოო ასეთ რამეს მოუწყობდაა. შენზე მართლა არ მომწყინდება საქებარის სიტყვების თქმაა რადგან პირველივე ისტორიიდან მოგყვებიი❤️❤️❤️

 


№15 სტუმარი Meara

საოცარი ისტორია იყო, ლამაზი პასაჟები და შეკრული სცენარით. რაც მთავარია, უამრავი ემოცია გამოიწვია. ბრავო heart_eyes

 


№16  offline წევრი ნადარაია

Meara
საოცარი ისტორია იყო, ლამაზი პასაჟები და შეკრული სცენარით. რაც მთავარია, უამრავი ემოცია გამოიწვია. ბრავო heart_eyes


მადლობა დიდი!❤️❤️❤️

 


№17 სტუმარი სტუმარი კატო

ეს რა საოცრება იყო???? ჯერ კიდევ შოკირებული დავცქერი ჩემს ეკრანს!!! გადავირიე, გავგიჟდი, ვიცინე, ვიტირე, ვინერვიულე, ვირგძენი! ყველაფერი ერთიანად, ამდენი ემოცია, ამდენი ტკივილი. მართლა რა ვთქვა არ ვიცი... მიუხედავად მატილდას დაბნეულობის და ბევრი სისულელისა მაინც ბოლომდე ვბალეშიკობდი ამ გოგოს❤️❤️როცა ადამიანი გულით ნანობს აუცილებლად იმსახურებს კიდევ ერთ შანსს და შენ სწორედ ეს დაგვანახე! მადლობა, რომ ეს დღე ასე გამილამაზე!❤️

 


№18  offline წევრი ნადარაია

სტუმარი კატო
ეს რა საოცრება იყო???? ჯერ კიდევ შოკირებული დავცქერი ჩემს ეკრანს!!! გადავირიე, გავგიჟდი, ვიცინე, ვიტირე, ვინერვიულე, ვირგძენი! ყველაფერი ერთიანად, ამდენი ემოცია, ამდენი ტკივილი. მართლა რა ვთქვა არ ვიცი... მიუხედავად მატილდას დაბნეულობის და ბევრი სისულელისა მაინც ბოლომდე ვბალეშიკობდი ამ გოგოს❤️❤️როცა ადამიანი გულით ნანობს აუცილებლად იმსახურებს კიდევ ერთ შანსს და შენ სწორედ ეს დაგვანახე! მადლობა, რომ ეს დღე ასე გამილამაზე!❤️



კატო❤️❤️დიდი მადლობა! მიხარია, ვერ აღვწერ ისე მიხარია!!

 


№19 სტუმარი სტუმარი ტასო

ღმეეეეერთოოოო ეს რააააა საოცრებაააააა! ❤️❤️❤️ ვტირიიიიიი, ვეეეერ ვჩერდებიიიიი! იციიი როგორ ველოდებოდიიი შენს ახალ ისტორიააააას?! და როგოოორიიი საოცრებააა დამხვდაა ააააქ! ერეკლე ახბაზე ვარ უგოოოონოოოდ შეყვარებულიიი! ვგიჟდებიიიი შენს პერსონაჟებზეეე! შენი წერის სტილზე ხო საერთოოოოდ! უმაგრესი ხააარ მართლა!!!!!!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№20  offline წევრი ნადარაია

აუ ძალიან დიდი მადლობა მართლა!❤️❤️❤️
სტუმარი ტასო
ღმეეეეერთოოოო ეს რააააა საოცრებაააააა! ❤️❤️❤️ ვტირიიიიიი, ვეეეერ ვჩერდებიიიიი! იციიი როგორ ველოდებოდიიი შენს ახალ ისტორიააააას?! და როგოოორიიი საოცრებააა დამხვდაა ააააქ! ერეკლე ახბაზე ვარ უგოოოონოოოდ შეყვარებულიიი! ვგიჟდებიიიი შენს პერსონაჟებზეეე! შენი წერის სტილზე ხო საერთოოოოდ! უმაგრესი ხააარ მართლა!!!!!!!!❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი ბაია

როგორც ყოველთვის ახლაც არაჩვეულებრივი ისტორია შემოგვთავაზე!!! ემოციების ზღვა იყო ჩემთვის... მიყვარს, როცა ისტორიები სრულად იდება და თან ასეთი სრულყოფილი, იდეალურად გამართული და დალაგებული აღმოჩნდება ხოლმე... საუკეთესო ხარ!

 


№22  offline წევრი ნადარაია

ბაია❤️❤️❤️ველოდი შენს კომენტარს სხვათაშორის❤️❤️❤️❤️მადლობა ჩემო საყვარელო!



სტუმარი ბაია
როგორც ყოველთვის ახლაც არაჩვეულებრივი ისტორია შემოგვთავაზე!!! ემოციების ზღვა იყო ჩემთვის... მიყვარს, როცა ისტორიები სრულად იდება და თან ასეთი სრულყოფილი, იდეალურად გამართული და დალაგებული აღმოჩნდება ხოლმე... საუკეთესო ხარ!

 


№23 სტუმარი ტაისა

მოკლედ დავბრუნდი დააა ასე იმიტომ დამაგვიანდა, რომ ძალიან, ძალიან ნელა ვკითხულობდი იმ სიამოვნების გახანგრძლივებისთვის, რომელიც ამ ისტორიამ მომანიჭა.

წერის სტილი,ცალკე ისტორიის და პერსონაჟების სახელები, ქცევა მანერები, სიტყვები ყველაფერი გამორჩეულად კარგი იყო)
უზომოდ აღფრთოვანებული, ბედნიერი და ემოციებით დატვირთული ვარ.
პირველ რიგში იმიტომ , რომ იშვიათად მინახავს ასე ადამიანური პერსონაჟები ამ საიტზე და მომწონს,რომ შენი გმირები და განსაკუთრებულად მატილდა , ამ ისტორიიდან ძალიან რეალურია.
ონისე რაღაცნაირი ტიპია,აიიიი ძალიან საინტერესო და განსხვავებული, ცოტა მანიპულატორი , რაღანაირად უხეშიც და თბილიც. აღარაფერს ვამბობ ერეკლეზე
ერეკლე არის მართლა უუუუდიდესი პერსონაჟი, უდიადესი) (თვალებიდან ვარსკვლავები მცვივა ამას რომ ვწერ))
<3333

ნუ სრულიად სხვა სამყარო შექმნა კირილემ. თითქოს მზესავით გაანათა დაბნეული და გზაარეული ადამიანების გონება და ყველაფერი ისე გააკეთა , როგორც საჭირო იყო.

საერთო ჯამში, ისეთი ემოციებით დავიმუხტე , ისეთი ტკბილ-მწარე გრძნობებით, რომ ალბათ ვეღარც დავიძინებ)))) იშვიათადაა ისტორია ერთდროულად ასეთი საინტერესო დაა ასეთი აღმაფრთოვანებელი )) შენ საოცარი გოგო ხარ და ყოველი ისტორიის შემდეგ უფრო და უფრო მაგარი ხდები)
მადლობა, რომ წერ და მადლობა , რომ მე და შენს შემოქმედებაზე შეყვარებულ სხვა ადამიანებსაც გვაძლევ იმის შანს, ეს საოცრებები წავიკითხოთ.)))

და ჰო, ყველაზე მთავარი) მოუხედავად ამ ისტორიის უპირო სიდიადისა გაზაფხულები ჩემთთვის მაინც საუკთესოა და ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ გაგრძელებას <33333

გელოდები მოუთმენლად ))))) <3333

 


№24  offline წევრი ნადარაია

ტაისა ჩემო ტკბილო!❤️❤️❤️❤️მადლობაა! მიხარია, რომ ამდენი შევძელი და ასე იმოქმედა შენზე❤️❤️❤️ვეცდები, რომ მალე დავბრუნდე და კიდევ გაგახარო❤️❤️❤️❤️❤️როგორც შენ მე მახარებ შენი კომენტარით და თბილი სიტყვებით❤️❤️❤️❤️



ტაისა
მოკლედ დავბრუნდი დააა ასე იმიტომ დამაგვიანდა, რომ ძალიან, ძალიან ნელა ვკითხულობდი იმ სიამოვნების გახანგრძლივებისთვის, რომელიც ამ ისტორიამ მომანიჭა.

წერის სტილი,ცალკე ისტორიის და პერსონაჟების სახელები, ქცევა მანერები, სიტყვები ყველაფერი გამორჩეულად კარგი იყო)
უზომოდ აღფრთოვანებული, ბედნიერი და ემოციებით დატვირთული ვარ.
პირველ რიგში იმიტომ , რომ იშვიათად მინახავს ასე ადამიანური პერსონაჟები ამ საიტზე და მომწონს,რომ შენი გმირები და განსაკუთრებულად მატილდა , ამ ისტორიიდან ძალიან რეალურია.
ონისე რაღაცნაირი ტიპია,აიიიი ძალიან საინტერესო და განსხვავებული, ცოტა მანიპულატორი , რაღანაირად უხეშიც და თბილიც. აღარაფერს ვამბობ ერეკლეზე
ერეკლე არის მართლა უუუუდიდესი პერსონაჟი, უდიადესი) (თვალებიდან ვარსკვლავები მცვივა ამას რომ ვწერ))
<3333

ნუ სრულიად სხვა სამყარო შექმნა კირილემ. თითქოს მზესავით გაანათა დაბნეული და გზაარეული ადამიანების გონება და ყველაფერი ისე გააკეთა , როგორც საჭირო იყო.

საერთო ჯამში, ისეთი ემოციებით დავიმუხტე , ისეთი ტკბილ-მწარე გრძნობებით, რომ ალბათ ვეღარც დავიძინებ)))) იშვიათადაა ისტორია ერთდროულად ასეთი საინტერესო დაა ასეთი აღმაფრთოვანებელი )) შენ საოცარი გოგო ხარ და ყოველი ისტორიის შემდეგ უფრო და უფრო მაგარი ხდები)
მადლობა, რომ წერ და მადლობა , რომ მე და შენს შემოქმედებაზე შეყვარებულ სხვა ადამიანებსაც გვაძლევ იმის შანს, ეს საოცრებები წავიკითხოთ.)))

და ჰო, ყველაზე მთავარი) მოუხედავად ამ ისტორიის უპირო სიდიადისა გაზაფხულები ჩემთთვის მაინც საუკთესოა და ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ გაგრძელებას <33333

გელოდები მოუთმენლად ))))) <3333

 


№25 სტუმარი najo

დღეს დილით შემოვედი საიტზე, რაღაც კარგი ისტორიის წაკითხვა მინდოდა, აი ისეთის ბოლოს იმედს რომ არ გიცრუებს. იმედგაცრუება კი არა შოკირებული ვარ მართლა! ეს რა იყო?! ან აქამდე რატომ არ მაქვს შენი ისტორია წაკითხული? ჩათვალე ჩემი სახით ახალი უსერიოზულესი ფანი და მიმდევარი შეიძინე... არ მოგასვენებ აწი არასდროს! ❤️

 


№26  offline წევრი ნადარაია

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა შენ!❤️❤️❤️❤️


najo
დღეს დილით შემოვედი საიტზე, რაღაც კარგი ისტორიის წაკითხვა მინდოდა, აი ისეთის ბოლოს იმედს რომ არ გიცრუებს. იმედგაცრუება კი არა შოკირებული ვარ მართლა! ეს რა იყო?! ან აქამდე რატომ არ მაქვს შენი ისტორია წაკითხული? ჩათვალე ჩემი სახით ახალი უსერიოზულესი ფანი და მიმდევარი შეიძინე... არ მოგასვენებ აწი არასდროს! ❤️

 


№27  offline წევრი თეოფილე

სასწაული ისტორიაა ❤️ ძალიან ნიჭიერი ხარ და ყველა შენი ისტორია საოცრად მიყვარს ❤️

 


№28  offline წევრი ნადარაია

თეოფილე
სასწაული ისტორიაა ❤️ ძალიან ნიჭიერი ხარ და ყველა შენი ისტორია საოცრად მიყვარს ❤️


უუუდიდესი მადლობაა ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№29  offline წევრი TamoTi

ვაიმე ეს რა იყოო¯\(◉‿◉)/¯ ასეთი სავსე ყველანაირი ემოციებით 乁༼☯‿☯✿༽ㄏ ძალიან ძალიან მომეწონა(*❛‿❛)→ნამდვილად ღირდა ლოდინი ასეთი საოცრებისთვის❤️❤️❤️ერთ ერთი უსაყვარლესი და ფავორიტი ისტორიაა❤️❤️

 


№30  offline წევრი ნადარაია

Tamuna Gogaladze
ვაიმე ეს რა იყოო¯\(◉‿◉)/¯ ასეთი სავსე ყველანაირი ემოციებით 乁༼☯‿☯✿༽ㄏ ძალიან ძალიან მომეწონა(*❛‿❛)→ნამდვილად ღირდა ლოდინი ასეთი საოცრებისთვის❤️❤️❤️ერთ ერთი უსაყვარლესი და ფავორიტი ისტორიაა❤️❤️



თამუნა❤️❤️❤️❤️დიდი მადლობა შენ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent