შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 11)


28-02-2021, 11:41
ავტორი Melice
ნანახია 2 993

საწოლზე გულაღმა ვიწექი და პირად ვარსკვლავებს ისე შევყურებდი, თითქოს იქ ვეძებდი პასუხებს. კითხვებისა და ვარაუდების კორიანტელი საფეთქლებს შორის დაძრწოდა და თვალებთან ტკივილს მიტოვებდა.
არ მჯეროდა, რომ მართლა ვნახე, ველაპარაკე და ჩემში დაგროვებული ბრაზი ჭაობივით დავიტოვე.
უნდა მეთქვა! ყველაფერი უნდა მეთქვა...
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თავი შევიკავე, საკუთარი თავმოყვარეობა იყო.
მიწა მაშინ გამომაცალა, როცა მასთან ფეხშეწყობილ სიარულს ვსწავლობდი, მაგრამ უნდა ეფიქრა, რომ ნაბიჯების გამართულად გადადგმა შემეძლო.
ზუსტად ისე უნდა სტკენოდა, როგორც მე მეტკინა. ისე უნდა გასცრუებოდა იმედები... საკუთარ სხეულში და ჩამწვარიყო.
ჯერ არ ვიცოდი როგორ, მაგრამ აუცილებლად მოვუფიქრებდი საკადრის პასუხს.
ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ვინმესთვის სამაგიეროს გადახდის სურვილი ასე მძლავრად შემომიტევდა. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მეტად მინდოდა დატანჯულიყო. ბოლომდე ეგრძნო ცხოვრების სისასტიკე.
თითქოს გული ყველა სხვა გრძნობისგან დაიცალა და თავი უკეთესად ვიგრძენი.


დილის ექვსი საათისთვის სანაპიროზე გავედი. წინა დღის დაძაბულობის შემდეგ ზღვის წყალი სასწრაფო დახმარებასავით იმოქმედებდა. გათენებული ბოლომდე არ იყო, მაგრამ მეთევზეებისა და რამოდენიმე თანაქალაქელის სილუეტი მაინც დავლანდე.
ზღვიდან გრილი სიო უბერავდა და მოჰქონდა მარილის არომატი, იოდის სუსტი გემო. მომინდა, რომ ეს სიო ვყოფილიყავი.
ზღვის ნაოჭებზე ვისრიალებდი და მთლიანად მისი სურნელი მექნებოდა. სიბრაზისას ირგვლივ დავტრიალდებოდი, ღრუბელსა და წყალს ცილინდრივით შევაერთებდი. ზღვის ტორნადო ვიქნებოდი, არასდროს გადავიდოდი ხმელეთზე. არასდროს დავანგრევდი იმას რაც სხვისთვის სახლს ნიშნავდა.
მაგრამ უბრალოდ ადამიანი ვიყავი.
მოკლე სარაფანი სწრაფად გავიხადე და ცივ ქვებზე ფრთხილად გავიარე. ზღვას შორიდან მოჰქონდა ტალღები და ნაპირთან ხმადაბლა ეჩხუბებოდა.
წყალი ჰაერზე უფრო მაღალი ტემპერატურის აღმოჩნდა. სიამოვნებისგან გატრუნული გადავეშვი მის წიაღში, ჰაერი ფილტვებში შევაკავე და ჩავყვინთე.
ამოსვლას არ ვჩქარობდი. მზე უკვე ამოსული იყო და წყალქვეშა სამყაროც გარკვევით ჩანდა. თვალგახელილი ვაკვირდებოდი საკუთარ თმას. ქარში მოყოლილი მანდალივით გაიშალა, გაიჟღინთა, გასცურა.
ჩემმა უჯრედებმა თითქმის ბოლომდე გახარჯეს შეკავებული ჟანგბადი და მის ნაცვლად არც ნახშირორჟანგის გამოყოფას დასზარებიან. ზედაპირზე ასვლას ვაპირებდი, როცა მოგუდული დგაფუნის ხმა გავიგონე და ირგვლივ წყალი აიმღვრა.
ჩემკენ ვიღაც მოცურავდა. ყოველ მოქნეულ ხელზე უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. უკვე ერთი მეტრიც აღარ გვაშორებდა, როცა მისი სახის ნაკვთების გარჩევა შევძელი.
ზღვისფერთვალება ბიჭი ზღვისავე სიღრმეში ჩამოსულიყო და მეძებდა. ფსკერს ტერფი ძლიერად დავკარი და ზედაპირისკენ გავცურე. უჰაერობისგან შეკუმშულ ფილტვებში ჰაერი ჩავუშვი. ჩემს გვერდით საბამაც ამოაპო ჯებირი და მისგან წამოსული შხეფები თავზე გადამევლო.
- აქ რას აკეთებ? - ვცდილობდი ვერტიკალურად მეცურა და ერთ ადგილას ვყოფილიყავი.
- რომ აღარ გამოჩნდი, მეგონა, რომ ცურვა არ იცოდი და...
- ოჰ, ინერვიულე? - ხელებით ნახევარრკალი მოვხაზე და ნაპირისკენ გავწიე.
- მოიცადე... - მარტივად წამომეწია, წინ გადამეღობა და სანამ გვერდს ცურვით ავუვლიდი, მაჯაზე ხელი წამავლო. - უნდა მომისმინო!
- გისმენ... - მის თვალებს დავაკვრდი. სველი თმიდან გამუდმებით უჟონავდა წყლის წვეთები.
ჩემი მორჩილებით გაკვირვებულმა ხელი გამიშვა.
- მე წავედი, რადგან...
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და სიღრმისკენ ჩავყვინთე. თვალებგახელილი მივიწევდი ნაპირისკენ. წელზე შეხება ვიგრძენი და თევზივით ავფართხალდი. მისკენ მიმაბრუნა და ორივე ხელი ერთი ხელით მტევნის საშუალებით შემიბოჭა.
პირი მაგრად მოეკუმა და მოჭუტული თვალებით დაძაბული მაშტერდებოდა. გასანთავისუფლებლად კიდევ ერთხელ გავიბრძოლე, არ მინდოდა ზედაპირზე ავეყვანე და იმის ახსნა გაეგრძელებინა, რისი დავიწყებაც ასე ძალიან მინდოდა.
ხელი თანათან გამიშვა და მივხვდი, რომ არსად გაცურვას აპირებდა.
ფსკერზე ვიყავით. ჩვენი წილი ატმოსფეროები ფილტვებში გაქვავებულიყვნენ.
ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ იქ იყო...
თითები მოლივლივე თმის ძირებში შემიცურა და მისკენ მიბიძგა.
უჰაერობისგან ფილტვები მეკუმშებოდა, მაგრამ როგორც კი მისი ტუჩები შემეხო, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა პროცესებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს.
ფსკერზე ვიყავი, ბედნიერი... და ეს შეგრძნება გულს მტკენდა.
თავისუფალი ხელი წელზე შემომხვია. ცურვა შევწყვიტეთ, აღარც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვიყავით, ამიტომ სიმძიმის ძალას ამომგდებმა ძალამ სძლია და წნევამ ზედაპირისკენ აგვისროლა.

წყლიდან შეშლილივით გამოვვარდი და გრილმა ნიავმა კანი დამიხორკლა.
- ლიტა!.. - საბა დგაფუნით გამოეყო ზღვას.
სარაფანი სწრაფად გადავიცვი და ქვებზე დაფენილი პირსახოცი აბრეშუმისგან ნაქსოვ ჩანთაში ჩავტენე. გონებაში საკუთარ თავს უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავდი. წუთიერმა სისუსტემ მაჯობა!.. ისევ მივეცი თამაშის საშუალება.

შლოპანცში ტერფები გავუყარე და ბულვარის ზოლისკენ ლამის სირბილით გავწიე. იქედან უნდა გამეღწია. გაშლილი თმიდან წყლის წვეთები გაუჩერებლად ჩამოედინებოდნენ და სიცივისგან კბილები მიკაწკაწებდა.
ჩემკენ მომავალი კენჭების ჩხრიალის ხმით მივხვდი, რომ მიახლოვდებოდა და როგორც კი ფეხს ავუჩქარე, ჩემმა შლოპანცმა საცოდავად დაიტყლაშუნა. დანანებით დავხედე დაშლილ ფეხსაცმელს. მეორეც გავიხადე, განძივით მოვიმარჯვე და გზა ფეხშიშველმა განვაგრძე.
- ყოველთვის ვერ გაიქცევი!.. - საბამ სულ ახლოდან მომაძახა.
მოძრაობის უნარი დავკარგე.
- გაქცევა შენი საქმეა, მე არ გავრბივარ. - მისკენ მივტრიალდი.
- გარბიხარ!
- მე შენთან სალაპარაკო ან რაიმე გასარჩევი არ მაქვს!.. - ბოლო ხმაზე ვყვიროდი. - ხომ თქვი, რომ ყველაფერი თამაში იყო და არ გიყვარდი? ახლა რაღა გინდა?
- მე არასდროს მითქვამს, რომ არ მიყვარხარ... ან არ მიყვარდი. - თვალებში მზეები აენთო. - ჩემი წასვლის მიზეზს ვერ გეტყვი, მაგრამ მინდა იცოდე, რომ წასვლა არ მინდოდა...
- აღარ მჯერა. - მწარედ გამეღიმა. - შენ თქვი, რომ ყველაფერი შურისძიების გამო დაიწყე.
- დავიწყე, მაგრამ შურისძიების გამო არ წავსულვარ. - სასოწარკვეთილი მზერა გამისწორა. - ერთხელაც დამიჯერე ისე, რომ მიზეზი არ მკითხო.
- სმენასთან როგორ ხარ? აღარ მჯერა და შეიგნე. - გავტრიალდი, მაგრამ დამავიწყდა ფეხშიშველი რომ ვიყავი და წვრილ კენჭებზე გადავაბიჯე თუ არა, მთელი სხეული დამეკრუნჩხა. ვცადე არ შემემჩნია, წელში გავსწორდი და ბულვარის ზოლზე გადავედი.
- რაიმეს დააბიჯებ და იტკენ... - გვერდით ისე მომყვებოდა, თითქოს წუთის წინ მის ორეულს ვუღრიალე.
- შენს საქმეს მიხედე. - ზედაც არ შემიხედავს.
- ახლავე! - ერთი ხელი მხრებზე მომხვია, მეორე-მუხლების უკან და სანამ მომხდარის სიცხადეს გავიაზრებდი, უკვე ხელში ვყავდი ატაცებული. - შენ ხარ ჩემი საქმე.
- დამსვი! - გასათავისუფლებლად გავიბრძოლე. ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია და ლოყა მის მკერდზე მიმეკრო.
- რაც უფრო იმოძრავებ, მით უფრო ძლიერად მიგიხუტებ. - ღიმილით ჩამომხედა და ქუჩისკენ გზა გაიკვლია.
გავჩერდი. ზღვის სიმლაშეში არეული ნაცნობი არომატი ცხვირის ნესტოებში შემიძვრა და მოძრაობის უნარი წამართვა. მის გულისცემას ყური მივადე და საკუთარი პულსაცია შეუმჩნევლად შევიმოწმე.
ჩვენი გულები ისევ ერთ რიტმში ძგერდნენ, მაგრამ ეს აღარაფერს ნიშნავდა.

გაპრიალებულ მანქანასთან გაჩერდა და მოკირწლულ ფილაქანზე ფრთხილად ჩამომსვა.
- ტაქსის გავაჩერებ. - მაშინვე თვალები დავაცეცე.
- მე გაგიყვან. - კარი მგზავრის მხრიდან გამოაღო და შემათვალიერა. - არავინ გაგიჩერებს, ერთიანად სველი ხარ.
- თუ არავი გამიჩერებს, ფეხით წავალ... - საკუთარ უიმედო მდგომარეობაზე ჩავფიქრდი.
- ნუ იქცევი ბავშვივით... - გვერდზე გადგა და თავით სავარძლისკენ მანიშნა. - არ ვიკბინები.

მანქანა ჩემს კორპუსთან გააჩერა.
- რას ფიქრობ? - ჩემკენ მოტრიალდა და ზღვისფერი თვალები მომაპყრო.
- არაფერს. - მხრები მსუბუქად ავიჩეჩე. - ბოლო დროს ხშირად ხდება, რომ არაფერზე ვფიქრობ.
- ჩვენზე რას ფიქრობ? - სახე ისე დაეძაბა, დარწმუნებული ვიყავი, რომ სისხლის მოძრაობაც შეუწყდებოდა.
- ამ კითხვას მეორედ მისვამ. - ცინიზმის საფეხურებს შევუყევი. - პირველად სკვერში მკითხე, მე კი გიპასუხე, რომ...
- შენ აქ ხარ და მეც აქ ვარ... - თვალებში უცნაური სხივი გაუკრთა. - ასე მიპასუხე და ძალიან მინდა, რომ ახლაც ასე მიპასუხო.
- მაშინ მხოლოდ ორნი ვიყავით... - საქარე მინას გავხედე. - ახლა კი ჩვენს შორის შენი შურისძიება და ჩემი იმედგაცრუება სახლობენ.
- გავიგე, რომ კარტინგებზე ყოფილხარ. - თემა ისე სწრაფად შეცვალა, წამით დავიბენი.
- მერე?
- სწრაფი ვერსია მოგისინჯავს. - ოდნავი ღიმილი გაეპარა და ამის ხილვამ თითოეული ნერვის დაბოლოება გამიღიზიანა.
- მარტო არ ვყოფილვარ.
- ვიცი. - ხმაში ფოლადი გაერია. ჩემმა ქვეცნობიერმა თავმომწონედ ჩაიფხუკუნა.
- ამოდი და ზურა ნახე, დარწმუნებული ვარ, მოგენატრებოდა. - კარი ცინიკური ღიმილით გავაღე და შიშველი ტერფები ტროტუარზე მიმეკრო.
- წინ იყურე, ფეხი არაფერს დააბიჯო. - სერიოზული გამომეტყველებით დამარიგა და ჩემს რეპლიკაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
კარი მივუჯახუნე და სადარბაზოს მივაშურე.

თბილმა შხაპმა მომთენთა და როგორც კი თმა გავიშრე საწოლში შევსრიალდი.
თითქმის შუადღემდე მეძინა. მისაღები ოთახიდან ხმაური შემომესმა და დამფრთხალი წამოვხტი. ზურა იმ დროს სამსახურში უნდა ყოფილიყო.
ფეხაკრებით გავიარე მოკლე კორიდორი და ხელში სამზარეულოში მოფუსფუსე ნათელა შემრჩა.
- ვის გაუღვიძია!.. - ხელები გაშალა და ჩამეხუტა.
- ქობულეთი ვის მიანდე? - წარბი შევკარი.
- საღამომდე გაძლებენ. - ხელი უდარდელად აიქნია.
ნათელას ქობულეთის ზღვისპირა ქუჩაზე კერძო სახლი ჰქონდა. ზაფხულობით დამსვენებლებზე აქირავებდა და ერთ სეზონზე აღებული თანხა მთელი წელი ჰყოფნიდა.
ცხელი ხაჭაპური ოთხ ნაწილად გაჭრა და მაგიდის ცენტში დააბრძანა.
- ოქროს ხელები გაქვს, ნათელა... - ერთი ნაჭერი ავიღე. კიდეებიდან ყველის ძაფები გველებივით ჩამოიწელნენ.
- ახლა უფრო გამხდარი ხარ, ვიდრე წინა ჩამოსვლაზე. - ქვედა ტუჩი დემონსტრაციულად დაუშვა. - ასე თუ გააგრძელე, მალე მხოლოდ სახელი დარჩები.
- რაღაც მინდოდა, რომ მეკითხა... - ცხელმა ლუკმამ დიაფრაგმაზე მწველი ზოლი დამიტოვა.
- აბა, მკითხე. - ჩემს მოპირდაპირედ მონდომებული მოსწავლესავით ჩამოჯდა.
- დედას გარდაცვალების შემდეგ, ზურა სად იყო?
- ხომ იცი, სულ მოგზაურობდა...
- ვიცი, რომ თბილისის ბინაში ცხოვრობდა. - ჩვეულებრივი მოვლენასავით გამოვაცხადე. - ისიც ვიცი, რომ მარტო არ იყო.
- საიდან იცი? - ერთიანად გაფითრდა.
- სამუდამოდ არაფერი იმალება. - თვალი გავუსწორე. - რა იცი იმ ქალზე?
- არაფერი. - ხელები გაასავსავა.
- დედას სიცოცხლეშიც ჰყავდა?
- არა!.. ეგ როგორ იფიქრე? - გულწრფელად ეწყინა. - ზურას სოფია უბრალოდ კიარ უყვარდა, აღმერთებდა... სახლი, სამსახური, ქალაქი და ცხოვრება მიატოვა, რადგან დედაშენს ზღვის გარეშე არ შეეძლო. ზურა სოფიას თვალებით ცოცხლობდა და იმ დღეს მასთან ერთად დაიმარხა. შენ ძალიან გავხარ დედაშენს, მისი ასლი ხარ. არ შეეძლო იმ სახლში ცხოვრება, საიდანაც სიყვარული გაასვენა... სადაც აჩრდილივით დადიოდი და დედას კითხულობდი. ამიტომ წავიდა...
- სხვა ქალის არსებობას რითი ახსნი?.. - მადა წამიხდა.
- მე როგორც ვიცი, მანამდეც იცნობდა. ქუჩაში შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს და ძველი ნაცნობობა აღადგინეს. - თვალი მაღალ კარადას გაუსწორა და სხვის მოგონებებში გადაეშვა. - მეგობრული შეხვედრებით დაიწყეს. ზურამ მითხრა, რომ იმ ქალს სიმშვიდის ტარება შეეძლო. ერთ დილას ყვირილით გაიღვიძე, კოშმარი გესიზმრა, თითქოს ზურა შავ მატარებელში ჯდებოდა და ნისლში იკარგებოდა. დავურეკეთ და სთხოვე, რომ ჩამოსულიყო. ყველაფერი მიატოვა, ჩამოვიდა და იმის შემდეგ აღარ წასულა...
- არ მახსოვს... რატომ არ მახსოვს? - მიკვირდა, რადგან ოთხი წლის ასაკის შემდეგ თითქმის ყველაფერი მახსოვდა.
- სანამ ზურა არ ჩამოვიდა ვერაფრით დაგაწყნარეთ, სრული შოკი გქონდა... - მზერაში ორი კურცხალი გადმოეკიდა. - შენმა ცნობიერმა ნეგატიური შეგრძნება დაგავიწყა.


საღამოს ნათელა ქობულეთში გავაცილე და თამუნას სანახავად რუსთაველის ქუჩას მივაშურე.
სოიოს ნაყინზე თუ გსმენიათ?
ეს არის სრული იდილიისა და ნეტარების შერწყმა, გემოს რეცეფტორების სამოთხე. თამუნას სწორედ აქ შევხვდი. ბედნიერების შემცველი მასა ერთჯერად ჭიქებში გადაგვინაწილეს, ზედ პლასტმასის კოვზებიც ჩაარჭეს და სრულიად კმაყოფილები გამოგვისტუმრეს.
ფეხით დავუყევით ტროტუარს. შუქნიშანზე ქუჩაც გადავკვეთეთ და ექვსი მაისის პარკში შევაბიჯეთ.
- აქაურობა სხვა სამყაროა... - თამუნამ თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა.
- მე ჩემი სამყარო ხუთი წუთის წინ ვიყიდე. - ნაყინის საკმაოდ დიდი ლუკმა გადავუძახე.
- თბილისში არ მოგეპოვებათ?
- ვერსად ვიპოვე. - დანანებით ამოვიოხრე. - ბევრ საკითხში მოიკოჭლებენ.
ტბას ირგვლივ სავალი ბილიკი ერტყა. მოპირდაპირე მხარეს დელფინარიუმის ოვალური შენობა წამოეჭიმათ. ტბის მარცხნივ კი ზოოპარკის გისოსები მოჩანდა. არ მიყვარდა არაფერი ისეთი, რაც ციხესთან ასოცირდებოდა.
მძულდა ცირკებიც და არ მესმოდა, რა იყო სხვისი ტანჯვის ცქერაში ასეთი სასიამოვნო? რატომ იყო დატყვევებული ცხოველის ცქერა ასეთი მოთხოვნადი?

ტბას მივუახლოვდით და უშველებელ ქვებზე ჩამოვჯექით. ორმა ბაყაყმა მაშინვე წყალში ისკუპა.
- დღეს კიდევ ვნახე... - სასხვათაშორისოდ ვთქვი და პირის ღრუ ნაყინით გამოვივსე.
- მასთან დალაპარაკება შენც გჭირდება. - თვალები მოჭუტა.
- თავის გამართლების რეჟიმზეა გადართული. - ხმას გაუაზრებლად ავუწიე. - მითხრა, რომ შურისძიების გამო არ წასულა და წასვლა არ უნდოდა.
- აბა, რაღატომ წავიდა?
- არ ამბობს. - სინანულის ბგერები წამომცდა. - რატომღაც იმის ამბიცია აქვს, რომ დავუჯერებ და ზედმეტი კითხვა არ გამიჩნდება.
- აქვს შანსი? - ფრთხილად გამომხედა.
- აღარ...
- დაჩისთან რა ხდება?
- მობილურის საშუალებით ვკონტაქტობთ. - მხრები ავიწურე. - არაფერი რომანტიული.


სახლში გვიან დავბრუნდი.
ზურა მისაღებ ოთახში, დივანზე მიწოლილიყო და საფეხბურთო მატჩს შესციცინებდა.
- საღამო მშვიდობისა. - სავარძელზე ჩამოვჯექი.
- შენც მშვიდობიანი საღამო. - დივანზე წამოჯდა და ტელევიზორის ხმას ჩაუწია. - თამუნა როგორაა?
- არაუშავს. - სუსტად გავუღიმე და იატაკს თვალი მოვავლე. - შუქურა სადაა?
- შენს საწოლში სძინავს. - ისე თბილად გაიღიმა, გული სიღრმემდე გამითბა. - დღეს ქათმის ფილე ჰქონდა ვახშმად, ქალბატონ შუქრის.
- ისე, შუქრი მამაკაცის სახელია, ხომ ვიცით?
- გენდერული თანასწორობა გვაქვს ოჯახში, დაგავიწყდა? - ეს ფაქტი რატომღაც ფემინიზმს დაუკავშირა.
უშედეგო ბრძოლამ დამღალა.
- წავალ, დავისვენებ.
- ძილინებისა. - დივანზე ძველებურად მიწვა. - ამ დღეებში მარინა და ლუკა ჩამოდიან, ჯერ ძალიან სიცივე ყოფილა. აგვისტოში ისევ წავლენ და ჩვენც გავყვეთ, რას იტყვი?
- გინდა წასვლა? - ოთახის შუაგულში გავეხიდე.
- შენც თუ იქნები, მინდა. - სევდიანად გამიღიმა. - თამუნაც წავიყვანოთ.
- მანამდე ერთი თვეა, მაგრამ იდეა მომწონს.


დილით წვიმისა და ჭექა-ქუხილის ხმამ გამაღვიძა.
ფანჯარაში გავიხედე. ზეცა კორპუსებს შორის იქცეოდა და ქუჩებში ტბავდებოდა. ბათუმის სანიაღვრე სისტემა არასდროს იყო მზად კოკისპირული წვიმებისთვის.

შუადღისკენ გადაიღო. ქუჩები უკალაპოტო მდინარეებისგან დაიცალა და ცხარე ცრემლით ატირებული ბათუმი საღამოსთვის უკვე ბავშვივით უდარდელად კისკისებდა.
ცა სუფთა ზეწარივით გადაისარკა. ჰაერში მიწის სურნელი დატრიალდა და ისე მომინდა მზის ჩასვლის ნახვა...

სანაპირომდე მისასვლელი გზა ნელი ნაბიჯით დავფარე. არაფერი შეედრებოდა ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში სეირნობას. მითუმეტეს, თუ დღის პირველ ნახევარში წვიმდა.

ბულვარის ზოლზე გავედი და სანაპიროს ჰორიზონტალურად გავედევნე. მზე მალე ზღვაში ჩაესვენებოდა.
- ლამაზი საღამოა, არა? - საბას ხმა ისე ახლოდან ჩამესმა, რომ მოულოდნელობისგან შევხტი.
- დამდევ?
- „როგორც აჩრდილი პატრონს.“- თავი მსუბუქად დამიკრა.
- მარტო მინდა ყოფნა. - მზერა ავარიდე და გზა განვაგრძე.
- მაშინ მე აი, იმ მუსიკოსებთან მივალ და ვიმღერებ.
ორი ბიჭისკენ მანიშნა. ერთი მიკროფონს ამოწმებდა, მეორე - გიტარის სიმებს.
საბა მათთან მივიდა და საუბარი გაუბა. წასვლა მინდოდა, მაგრამ ქვეცნობიერი ინტერესისგან კვდებოდა. თითქოს ფეხებში ძაფები გამომაბა და მისი მარიონეტი გამხადა. მისი მოსმენა უნდოდა, ესეიგი ვერსად წავიდოდი.

ქუჩის მუსიკოსებიდან ერთ-ერთმა აკორდები ტალღების ხმაურში გაურია და „ვაკის პარკის“ მელოდა მაშინვე ვიცანი.
საბა მიკროფონს ჩაფრენოდა და თვალს არ მაშორებდა.
- „სადღაც შორს, სადაც თოვს,
ის ქვეყანა ვის არ ახსოვს?
ვგზავნი წერილს...
ვეძებ ჩემგან გაფრენილს,
მივყვები ძაფს გაწყვეტილს,
იმედი მაქვს, ვახსოვარ და მელის.
მე ვიპოვი მის ნაკვალევს და გავუყვები გზას.
ვიცი, რომ ამ სიყვარულს მე ვერ გავუყოფ სხვას,
მჯერა, განშორება კლავს და ჩემს გამოჩენას ელის.
მე გავარღვევ ყინულებს და გადავლახავ მთას,
გადავივლი უდაბნოს და გადავცურავ ზღვას,
როცა ვიცი, რომ ის დგას და მე პაემანზე მელის...“

მზერა საბასგან მზეზე გადავიტანე.
უკვე ზღვის ზედაპირს ეხებოდა. თავისუფალი ადგილი თვალით მოვძებნე და ქვის სკამზე ჩამოვჯექი.
მზე ჩადიოდა და თან მიჰქონდა მთელი დღის სევდა, სიხარული... დილის წვიმას ზღვა სასინლად გაებრაზებინა, ტალღებად ბობოქრობდა და მთელ სამყაროს ემუქრებოდა.
ვიგრძენი, როგორ მომიჯდა ვიღაც.
- ზღვა გადმოცურე? - ვიკითხე და გავიაზრე, რომ შეიძლებოდა სხვა ყოფილიყო. ვიფიქრე, მაგრამ არ მიდარდია.
- არა... - ჩამწყდარი ხმით მიპასუხა. - შევცურე, მაგრამ უკან გამომაგდო. ზედმეტი ტვირთივით გამომრიყა.
- ზღვა ვალს ყოველთვის აბრუნებს. - ღრმად ფილოსოფიური აზრი დავდე.
- ფიქრობ, რომ შენს გამო ჩემზე შური იძია? - გვერდულად გამომხედა.
- არა, ყველა შენსავით არ მსჯელობს. - ენის გამოყოფაღა მაკლდა. - თანაც ეგ უკანასკნელი ჩემი გასაკეთებელია და არა ზღვის.
- მემუქრები?
- გაფრთხილებ და ცოტათი გემუქრები.
- თუ თავს უკეთ იგრძნობ, თანახმა ვარ. - ჰორიზონტს გახედა.
- თანხმობა არ მჭირდება. - ნიშნის მოგებით ვუპასუხე.

მზე თანდათან ჩაადნა დედამიწას... ჩაიღვენთა, გაქრა, მისგან მხოლოდ მეწამულად გადღაბნილი ზეცა დარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ორნაირი ბრუნვის შესახებ ვიცოდი, მაინც ჯიუტად მწამდა, რომ მზე აუცილებლად ზღვაში ჩადიოდა.
- იცი, რომ მზეს ლაჟვარდისთვალება შეუყვარდა? - ვკითხე და ძალისხმევის მთელი ბატალიონი დამჭირდა, მისკენ რომ არ გამეხედა.
- არა, მომიყევი.
- მზეს ლაჟვარდისთვალება ყმაწვილი შეუყვარდა. იმ დროს ზღვებს ისეთივე შეფერილობა ჰქონდა, როგორიც ჭიქაში ჩასხმულ წყალს აქვს. მზე ისე იყო შეყვარებული, რომ გამუდმებით ზეცაში ეკიდა და თავის სატრფოს დაჰნათოდა. ზედმეტმა გრძნობამ მცხუნვარება გაუძლიერა და დედამიწაზე გვალვა დაიწყო. მიწათმოქმედება განადგურდა, სასმელი წყალი ხალხს ძლივს ჰყოფნიდა. ერთ დღეს, ლაჟვარდისთვალება ბიჭმა სათევზაოდ წასვლა გადაწყვიტა, ამ საქმეში გამოუცდელი იყო, მაგრამ საკვები სჭირდებოდა. ხის მორებისგან ტივი შეკრა და მღელვარე ზღვას შეერია. უცაბედად, შტორმი დაიწყო, ტივი ნაწილებად დაიშალა, ხოლო მზის სატრფო ფსკერზე დაიკარგა. დილას, როცა ყველაფერი ჩადგა, მზემ ბიჭის ძებნა დაიწყო. ყველგან ეძება, მაგრამ ვერსად იპოვა. ბოლოს, სანაპიროსკენ გაიხედა და დაინახა, რომ ზღვა ლაჟვარდისფრად შეღებილიყო. იმ დღის შემდეგ მზე ყოველ დღე ზღვაში იხრჩობს თავს, თავის მარადიულ სიყვარულს უერთდება. ყოველ დღე ცოცხლდება და ეძებს, ეძებს... ვერ პოულობს და ისევ ზღვაში ემხობა.
- არასდროს მსმენია ეს ლეგენდა. - თითი ნიკაპზე ნაზად წამავლო და მის ზღვისფერ მზერას გამასწორა.
- მე თვითონ მოვიფიქრე, როცა ბავშვი ვიყავი. - მაშინვე ვაღიარე.
- ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგიმსახურო... - ჩემს ტუჩებთან სულ ახლოს დაიჩურჩულა.
ფეხზე დენდარტყმულივით წამოვხტი და ჰორიზონტს დანანებით გავხედე.
- შენ უკვე ფსკერზე ხარ, და მე შენს გამო დახრჩობას არ ვაპირებ!..
სანამ რაიმეს სათქმელად პირს გააღებდა, სწრაფად გავეცალე. სახლისკენ ჩქარი ნაბიჯით მივიწევდი და თავში მილიონი აზრი მიტრიალებდა.
ის მართლა ფსკერზე იყო, მე კი გამუდმებით ვეძებდი...



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ლიტას მხრიდან შურისძიებაზეე და საპასუხოო ტკივილის მიყენებაზეე, ყველაზე დიდი ადამიანი მაშინ ხარ როცაა მისნაირი არ ხდებიი ვინც ასე გატკინა, იმედია დაჩის გამოყენებას არ დაიწყებს, ყველაზე დიდი საპასუხოო დარტყმა საბასთვის მისი დაიგნორებაა და ისე აღქმა იქნება ვითომც არ არსებობს, იმედია ლიტა ისევ ისეთად დარჩება როგორიც არის რადგან მე ასეთი მომწონს, აი სულ ვამბობდი ზურას მხრიდან მოყოლილი სიმართლის მოსმენა მინდამეთქიიი, თან ვფიქრობ ყველაფერი ისე არ იყოო როგორც საბას ეგონაა და ლიტას შეცდომა იყოო მამამისს რომ დაელაპარაკა და მისი მხრიდან მოყოლილი სიმართლე არ მოისმინაა, ანუ საბას აქვს მიზეზი რატომაც წავიდაა, მაგრამ მაინც რაც არ უნდა იყოს ვერანაირად ვერ ვღებულობ მაგ პერსონაჟს, ვნახოთ როგორიი მიზეზი ექნებაა რომ ასე თუ ისეე ცოტა მაინც გავამართლოო.

 


№2  offline წევრი Melice

სტუმარი დარინა
ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ლიტას მხრიდან შურისძიებაზეე და საპასუხოო ტკივილის მიყენებაზეე, ყველაზე დიდი ადამიანი მაშინ ხარ როცაა მისნაირი არ ხდებიი ვინც ასე გატკინა, იმედია დაჩის გამოყენებას არ დაიწყებს, ყველაზე დიდი საპასუხოო დარტყმა საბასთვის მისი დაიგნორებაა და ისე აღქმა იქნება ვითომც არ არსებობს, იმედია ლიტა ისევ ისეთად დარჩება როგორიც არის რადგან მე ასეთი მომწონს, აი სულ ვამბობდი ზურას მხრიდან მოყოლილი სიმართლის მოსმენა მინდამეთქიიი, თან ვფიქრობ ყველაფერი ისე არ იყოო როგორც საბას ეგონაა და ლიტას შეცდომა იყოო მამამისს რომ დაელაპარაკა და მისი მხრიდან მოყოლილი სიმართლე არ მოისმინაა, ანუ საბას აქვს მიზეზი რატომაც წავიდაა, მაგრამ მაინც რაც არ უნდა იყოს ვერანაირად ვერ ვღებულობ მაგ პერსონაჟს, ვნახოთ როგორიი მიზეზი ექნებაა რომ ასე თუ ისეე ცოტა მაინც გავამართლოო.

მიზეზი რა თქმა უბნა ჰქონდა ❣️
ვნახოთ, რამდენად საკმარისი...

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

აი რაღაცნაირი ძლიერი თავი იყო...
ლიტას გადაწყვეტილება არ მომეწონა მაგრამ ისიც ადამიანია და თითქოს მისი მანკიერებაც გამოიკვეთა.
მზის და ზღვის ლეგენდა მომეწონა //
დიდი კომპლიმენტი ჩემგან
უუმაგრესი თავი იყო. ]]

 


№4  offline წევრი Melice

სტუმარი მარიკო
აი რაღაცნაირი ძლიერი თავი იყო...
ლიტას გადაწყვეტილება არ მომეწონა მაგრამ ისიც ადამიანია და თითქოს მისი მანკიერებაც გამოიკვეთა.
მზის და ზღვის ლეგენდა მომეწონა //
დიდი კომპლიმენტი ჩემგან
უუმაგრესი თავი იყო. ]]

მიხარია, რომ მოგწონათ ❣️ ლიტაც ადამიანია ❣️

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

მიზეზის ცოდნის გარეშე უბრალოდ შანსიც კი არ აქვს საბას, რატომ ვერ იაზრებს ამას?! :(
ძალიან გამიხარდა ასე მალე რომ დაიდო ახალი თავი, გავბედნიერᲓი პირდაპირ ^-^

იმედია შემდეგიც ასე გამიხარებს გულს...

"-მე წავედი, რადგან...
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და სიღრმისკენ ჩავყვინთე. თვალებგახელილი მივიწევდი ნაპირისკენ. წელზე შეხება ვიგრძენი და თევზივით ავფართხალდი. მისკენ მიმაბრუნა და ორივე ხელი ერთი ხელით მტევნის საშუალებით შემიბოჭა.
პირი მაგრად მოეკუმა და მოჭუტული თვალებით დაძაბული მაშტერდებოდა. გასანთავისუფლებლად კიდევ ერთხელ გავიბრძოლე, არ მინდოდა ზედაპირზე ავეყვანე და იმის ახსნა გაეგრძელებინა, რისი დავიწყებაც ასე ძალიან მინდოდა.
ხელი თანათან გამიშვა და მივხვდი, რომ არსად გაცურვას აპირებდა.
ფსკერზე ვიყავით. ჩვენი წილი ატმოსფეროები ფილტვებში გაქვავებულიყვნენ.
ვუყურებდი და არ მჯეროდა, რომ იქ იყო...
თითები მოლივლივე თმის ძირებში შემიცურა და მისკენ მიბიძგა.
უჰაერობისგან ფილტვები მეკუმშებოდა, მაგრამ როგორც კი მისი ტუჩები შემეხო, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა პროცესებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს.
ფსკერზე ვიყავი, ბედნიერი... და ეს შეგრძნება გულს მტკენდა."

საუკეთესო იყო ^-^
მთელი ისტორიის მანძილზე ველოდი რაღაც მსგავს, ამ ორის "გალაჟვარდებას ზღვაში" ^-^ და იმაზე კარგი იყო ვიდრე წარმოვიდგენდი ^-^

 


№6 სტუმარი სტუმარი თამო

საოცარი წყვილია რა ვქნა რომ მომწონს.საბას მიზეზი მაინტერესებს თუ შირსიძიება არაა წასვლის მიზეზი მაშინ რა არის? "ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგიმსახურო"
აი აქ არვიცი ველი მათ ამბავს ძალიან მაინტერესებს.ასევე წარსულიც და ზურას და ლიას ამბავი.შენ კი მინდა გითხრა რომ საოცრად წერ

 


№7  offline წევრი Melice

რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს კომენტარებს ❣️
გულისფანცქქლით ვკითხულობ ხოლმე და საპასუხო სიტყვები არ მომდის ❤️
რომელი "მადლობა" გამოხატავს ჩემს გრძნობას?
არც ერთი ❣️

 


№8 სტუმარი სტუმარი nancho

ხოო კოდევ უკეთესად ვითარდება მოვლენები,როგორ მომწონს შენი მხატვრული ხერხები,ძალიან კარგად გაქვს შეზავებული,ისე მაინც მინდა .ლიტას პერსონაჟი ძალიან მომწონს,

 


№9  offline წევრი OKI ME

იცი რა მომწონს? გაბანალურებული რომ არაა სიუჟეტი. გული ატკინა, მოკლა, გაიქცა, მერე ისევ დაბრუნდა. დიდი იმედი მაქვს რომ აუხსნის წასვლის რეალურ მიზეზს, თორემ რომ უყვარდა, უყვარს და წასვლა არ უნდოდა ეს ხომ ცხადია.

კარგია რომ ადვილად არ პატიობს ლიტა ამ ყველაფერს და ალბათ სწორადაც იქცევა. ეს ჩემი აზრია. ისე მის ადგილას რომ წარმოვიდგენ თავს არ ვიცი რას ვიზამდი. ალბათ უარესად მოვიქცეოდი. თუმცა ძალიანაც შორს არ წავა იმედი მაქვს და მალე გაერკვევიან ყველაფერში.

ჰო, აშკარად რაღაც ისეთი მიზეზი არსებობს რის გამოც დაშორდნენ ლია და ზურა. ველოდები მათ ისტორიას. ყველაზე მოტყუებული ლიას ქმარია ისე. ძალიან უნამუსოდ ექცევა ლია ქმარსაც და შვილსაც. თავიდან სხვანაირად შევხედე მაგრამ წინა თავში ლიას სიტყვებმა სრულებით შეცვალა შეხედულება. ჯერ-ჯერობით კარგს არაფერს ვფიქრობ.

ოჰ, ესენი რომ შერიგდებიან (იმედი მაქვს ოდესმე შეროგდებიან და ბედნიერები იქნებიან) ლიას სახე დამანახა :დდდ წარმატებებიი ❤️❤️

 


№10  offline წევრი Melice

Megioki
იცი რა მომწონს? გაბანალურებული რომ არაა სიუჟეტი. გული ატკინა, მოკლა, გაიქცა, მერე ისევ დაბრუნდა. დიდი იმედი მაქვს რომ აუხსნის წასვლის რეალურ მიზეზს, თორემ რომ უყვარდა, უყვარს და წასვლა არ უნდოდა ეს ხომ ცხადია.

კარგია რომ ადვილად არ პატიობს ლიტა ამ ყველაფერს და ალბათ სწორადაც იქცევა. ეს ჩემი აზრია. ისე მის ადგილას რომ წარმოვიდგენ თავს არ ვიცი რას ვიზამდი. ალბათ უარესად მოვიქცეოდი. თუმცა ძალიანაც შორს არ წავა იმედი მაქვს და მალე გაერკვევიან ყველაფერში.

ჰო, აშკარად რაღაც ისეთი მიზეზი არსებობს რის გამოც დაშორდნენ ლია და ზურა. ველოდები მათ ისტორიას. ყველაზე მოტყუებული ლიას ქმარია ისე. ძალიან უნამუსოდ ექცევა ლია ქმარსაც და შვილსაც. თავიდან სხვანაირად შევხედე მაგრამ წინა თავში ლიას სიტყვებმა სრულებით შეცვალა შეხედულება. ჯერ-ჯერობით კარგს არაფერს ვფიქრობ.

ოჰ, ესენი რომ შერიგდებიან (იმედი მაქვს ოდესმე შეროგდებიან და ბედნიერები იქნებიან) ლიას სახე დამანახა :დდდ წარმატებებიი ❤️❤️

როგორც ყოველთვის, გამორჩეული კომენტარი ❣️
იმედი მაქვს, რომ ისტორიის ბოლომდე შეგინარჩუნდება ეს დამოკიდებულება ❣️

 


№11  offline წევრი Barbare ❤

ისეთი ისტორიაა მომავალში წიგნად დაბეჭდილს, დიდი სიამოვნებით, რომ შევმატებდი პირად ბიბლიოთეკას❤

 


№12  offline წევრი ვიპნი

❣️❣️❣️❣️სუპერ გოგო ხარ❣️❣️❣️❣️

 


№13 სტუმარი სტუმარი ქეთა

ლიტა ჩემი ხასიათია. სრულიად ლოგიკურია გაუჩნდეს შურისძიების გრძნობა. მაგრამ ეს არ მოიცავს მესამე პირის, თუნდაც დაჩის გამოყენებას. ლიტა ასეთი არაა. ვიცი ტკივა საბას თან როგორ, მაგრამ ლიტასაც ვამართლებ, საბას უნდა გასცეს საკადრისი პასუხი.
ამით სულაც არ ვამბობ იმას, რომ ლიტამ არ უნდა აპატიოს. რა თქმა უნდა დრო სჭირდება, საბას პასუხები სჭირდება და პატიებაც მოხდება :დ
უაზრო სიამაყე და ამპარტავნება მგონია, როცა ადამიანს პატიების უნარი არ გააჩნია.
რა ვქნა ეს ორი ერთმანეთისთვის შექმნილი ადამიანი, ცალ-ცალკე ვერ წარმომიდგენია.

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო სასიამოვნო გასაოცარი მაგარი ძნელია წარსულში დარჩეს ის ემოციები და გულის ტკივილი ასე რომ არ ვიცი ეს თად ყოფნა როგორ იქნება ორის.საინტეედო კია გავიგოთ რატომ წავიდა საბა.ნადლობა წარმატებები ველოდები ახალ თავს

 


№15 სტუმარი სტუმარი მარი

დღეს დადებ?

 


№16  offline წევრი Melice

მადლობა ყველას ყველას ❣️❣️❣️ ასეთი დადებითი აურისთვის, რომელიც არასდროს გენანებათ ❣️
დღეს გვიანობამდე ვიმუშავებ და შევეცდები დილამდე ავტვირთო ❤️

 


№17  offline წევრი Barbare ❤

არ გაგისწორეს ახალი თავი ხომ? უამრავჯერ შევამოწმე ახალი თავი დსიდი თუ არა :(❤ გელი მოუთმენლად ❤

 


№18  offline წევრი Melice

Barbare ❤
არ გაგისწორეს ახალი თავი ხომ? უამრავჯერ შევამოწმე ახალი თავი დსიდი თუ არა :(❤ გელი მოუთმენლად ❤

დამათენდა ბეჭდვაში...
ჯერ არ ამიტვირთავს, თუმცა მალე ავტვირთავ და იმედი მაქვს, რომ დღესვე დაადასტურებენ innocent

 


№19  offline წევრი Barbare ❤

Melice
Barbare ❤
არ გაგისწორეს ახალი თავი ხომ? უამრავჯერ შევამოწმე ახალი თავი დსიდი თუ არა :(❤ გელი მოუთმენლად ❤

დამათენდა ბეჭდვაში...
ჯერ არ ამიტვირთავს, თუმცა მალე ავტვირთავ და იმედი მაქვს, რომ დღესვე დაადასტურებენ innocent

იმედია გელი მთელი გულით ❤

 


№20  offline წევრი Melice

Barbare ❤
Melice
Barbare ❤
არ გაგისწორეს ახალი თავი ხომ? უამრავჯერ შევამოწმე ახალი თავი დსიდი თუ არა :(❤ გელი მოუთმენლად ❤

დამათენდა ბეჭდვაში...
ჯერ არ ამიტვირთავს, თუმცა მალე ავტვირთავ და იმედი მაქვს, რომ დღესვე დაადასტურებენ innocent

იმედია გელი მთელი გულით ❤

დასტურს ელოდება ????

 


№21 სტუმარი ანუ

Melice
Barbare ❤
Melice
Barbare ❤
არ გაგისწორეს ახალი თავი ხომ? უამრავჯერ შევამოწმე ახალი თავი დსიდი თუ არა :(❤ გელი მოუთმენლად ❤

დამათენდა ბეჭდვაში...
ჯერ არ ამიტვირთავს, თუმცა მალე ავტვირთავ და იმედი მაქვს, რომ დღესვე დაადასტურებენ innocent

იმედია გელი მთელი გულით ❤

დასტურს ელოდება ????

ღმერთოოო მალე დაადასტურონ რაა :'( :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent