შემიყვარებ! 17 თავი
მარიამს თვალწინ მხოლოდ ლაშა სახე ედგა და იმის მიუხედავად, რომ საკუთარი თვალით ნახა, რაც მან გააკეთა, მაინც ვერ იჯერებდა რომ ლაშა თავისი სურვილითჩაბარდა, მთელი გზა ჩუმად იყო და ფიქრობდა...ფუქრობდა ლაშაზე, მომხდარზე, და კიდევ ვერ იაზრებდა რომ ის რაც ნახა რეალურად მოხდა, როცა მანქანა გაჩერდა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ფიქრი ლაშაზე, მანქანიდან ისე გადავიდა რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს ლაშას მეგობრებისთვის, მანქანის კარი გამეტებით მიაჯახუნა და სადარბაზოში ატირებული შევარდა, კიბეები აირბინა და კარს ეცა, აკანკალები ხელებით ძლივს მოარგო საკეტს გასაღები და ბოლოსდაბოლოს რომ შეძლო კარის გაღება გაგიჟებული შევარდა სახლში, თვლაწინ ისევ ლაშას მომღიმარი სახე დაუდგა და გაცეცხლებული გოგონა მაგიდას ეცა და თუ რამ მსხვრევადი და ლეწვადი იყო ყველაფერი ძირს გადმოყარა, მაგრამ ამანაც რომ არ დაამშვიდა ახლა კარადის ღია თაროებს ეცა და ყველაფერი იატაკზე გადმოყარა აკანკალები ხელებით, ბოლოს იმ დონეზე აუცახცახდა ხელები და მთელი სხეული რომ კედელს მიეყრდნო იატაკისკენ დაცურდა, დიდხანს ძალიან დიდხანს იჯდა ცივ იატაკზე და ტიროდა, ზუსტად არც ახსოვდა რამდენი წუთი ან საათი იჯდა ასე გაშტერებული და ატირებული...ტიროდა ლაშას გამო, საკუთარი თავის გამო, მამას გამო, თორნიკეს გამო...უფრო ზუსტად თავადაც ვერ ხვდებოდა ვის გამო და რის გამო იტანჯებოდა ასე ძალიან, რისი ეშინოდა ახლა ამ წამს ყველაზე ძალიან, იმის რომ ლაშას ციხეში ჩასვამდნენ თუ იმის რომ მასაც ჩასვამდნენ? იმის რომ ირაკლი ამ საქმეშიც ჩაერეოდა ხელახლა და საბოლოოდ გაანადგურებდა მასაც და მამაისსაც? იქნებ იმის რომ ლაშამ არ იცოდა ირაკლის მათი სურათები რომ ჰქონდა და ამ ნაბიჯით საბოოოდ გაანადგურა მარიამის მომავალიცდა საკუთარიც?იქნებ ყველასი და ყველაფერის ეშინოდა ახლა ამ წამს? ასე ნერვებს აყოლილი სიგიჟის ზღვარზე მისული ფეხზე წამოდგა და კარადას ეცა, გამოიღო Ვისკის ბოთლი გახსნა და ჭიქაში დაასხა, უემოციო სახით დაჯდა დივანზე და ერთი მოყუდებით დაცალა ჭიქა და ერთ წერტრილს მიაშტერდა ცარიელი ჭიქით ხელში, აი ასე იჯდა კარგა ხანს და ფიქრობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა... ეშინოდა, ძალიან ეშინოდა... ამიტომ ჭიქა მეორედ შეივსო და მოიყუდა... სწორედ ამ დროს კარზე კაკუნის ხმა მოესმა და აცრემლიანებული თვალებით გაიხედა ჰოლისკენ საიდანაც ფრთხილი ნაბიჯების ხმა ისმოდა, ეგონა პოლიცია მოვიდა და გი შეეკუმშა -მარიამ?-თორნიკეს ხმის გაგონებამ დაამშვიდა დაძაბული გოგონა და უემოციო სახით მიაჩერდა კარში შემოსულ ბიჭს, რომელმაც ოთახი მოღუშული სახით მოათვალიერა და დაუპატიჟებლად შევიდა მისაღებში დივანზე დაჯდა და სახე წაშლილ გოგონას მიაჩერდა, მათი დანისლული თვალები ერთმანეთს შეეფეთა და დიდხანს ძალიან დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში -დალევ?-დაარღვია უხეში სიჩუმე მარიამის ხმამ და თორნიკეს მწვანე ჩამუქები სფეროებიდან მზერა ვისკის ბოთლზე გადაიტანა -საჭესთან ვარ-უთხრა მაქსიმალურად მშვიდი ტონით ბიჭმა და ისე რომ მარიამის ეწილი სახისთვის თვალი არ მოუშორებია დაიჩურჩულა -შენს გამო არა?-მარიამს ცხვირი აეწვა და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, მჟავე სითხე ერთი მოყუდებით დალია სავსე ჭიქიდან და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები, ჭიქა ხმაურით დადო მაგიდაზე და თორნიკეს დანისლულ თვალებს გაუსწორა მზერა -ჩემს გამო-დაეთანხმა მარიამი და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით შეეწინააღმდეგა -ნუ გეშინია გამოვა-უთხრა უკმაყოფილო ტონით თორნიკემ და რაღარც ფურცლები მათ შორის მდგომ პატარა მაგიდაზე დაყარა -ეს რა არის?-ჰკითხა მᲐვიდი ტონით გოგონამ -შენი და ლაშას სურათები-უთხრა აგრესიული ტონით ბიჭმა და ჯიბიდან ამოიღო დისკი და ფლეშკა რომლებიც სურათებთან დადო -თორნიკე?-მარიამი ვერაფერს მიხვდა -სანამ ჩაბარდებოდა მე გამომიგზავნა ეს ყველაფერი-უთხრა თორნიკემ დაბნეულ გოგონას -ვერ გავიგე-გაბრაზდა მარიამი თორნიკეს სიტყვა ძუნწობაზე -როგორც მისმა მეგობარმა ამიხსნა, Ლაშამ, ირაკლის მისთვის თქვენი სურათების მიცემა აიძულა... რა მეთოდებით მოახერხა ეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია წაართვა, თან ყველა მტკიცებულება... ასე რომ ნუღარ გეშინია რომ ირაკლი ამ საქმეში ვეღარ შეძლᲔბს ჩარევას... გესმის რას გეუბნები?-უთხრა მოღუშული სახით და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან -ეს სურათები მივიღე და რამდენიმე წუთში ლაშაც ჩაბარდა პოლიციას...-ნერვიულად მოუკიდა სიგარეტს და გააბოლა, თან ისე რომ მარიამის არეული სახისთვის თვალი არ მიუშორებია -შენ აღარაფერი გემუქრება... შეგიძლია მშვიდად იყო... -ანუ? ირაკლის აღარაფერი არ აქვს?-აირია მარიამი -არა, ლაშამ მოაგვარა ეს საქმე... ახლა ამ საქმეში მხოლოდ მისი და შენი ჩვენებაა მთავარი და გადამწყვეტი... -ანუ შევძლებ დავამტკიცო რომ უდანაშაულო ვარ? -რა თქმა უნდა-გაეღიმა თორნიკეს მარიამის აღფრთოვანები სახის შემხედვარეს -სასამართლოს მხოლოდ მისი Და შენი ჩვენება ექნება... სადაც ორივეს ერთიდაიგივეს იტყვით... რომ მან გაგიტაცა დაშინებით და მუქარით... თან ყველა მოწმე ადადსტურებს რომ არანაირი ნაცნობობა მანამდე არ გქონიათ და შესაბამისად მიზეზი არ გქონდა გაქცევაში დახმარებოდი მას... -რომ არ ვუჩივი ამის გამო? მოსამართლეს ეჭვი არ შეეპარება?-დაიბნა მარიამი -არ შეეპარება, რადგან აღნიშნავ რომ თავიდანვე გაგაფრთხილა რომ არაფერს დაგიშავებდა და ასეც მოიქცა... უვნებლად გაგიშვა -ანუ შეიძლება რომ მოსამართლე დავარწმუნო ჩემს სიმართლეში? -ჰო შეიძლება... თან შენი თმის სამაგრი, რითიც გახსნა ხელბორკილი მაშინ და შენ მძევლად აგიყვანა... რაც შენ არცერთხელ არ გითქვამს ჩვენებაში, ლაშამ მაშინვე აჩვენა პოლიციას... ახლა დერეფნის კამერის ჩანაწერევს ვნახავთ... Და თუ მართლა მისი თქმით წინა ღამეს პალატაში მოგხსნა ის თმის სამაგრი... დერეფნის კამერებში გამოჩნდება რომ აღარ გიკეთია მისი პალატიდან გამოსულს... მერე დილით გახსნა ხელბორკილი და მძევლად აგიყვანა შენ... თამ მხოლოდ იმ მიზეზით რომ იცოდა მინისტრის შვილი იყავი... -იმიტომ არ ვთქვი რომ არ დამიჯერებდნენ... რომ მან ისე მომხსნა რომ ვერაფერს მივხვდი -ნუ გეშინია მარიამ... ლაშას ჩვენება ყველაფერს შეცვლის... ვეღარავინ დაგადანაშაულებს... მითუმეტეს რომ ირაკლისის სურათები წაართვა და ამ საქმეში ვეღარ ჩაერევა... იმიტომ ჩაბარდა რომ ირაკლის ეს სურᲐთები წაართვა და შენი უდანაშაულობა დაამტკიცოს... -და თავად ლაშას რა ელოდება? მას ხომ ჩასვამენ? -შენი გატაცების გამო არ ჩასვამენ რადგან არ უჩივლე... მხოლოდ ძველი დანაშაის და გაქცევის გამო წაუყენებენ ბრალს -შეგიძლია დაეხმარო?-შეხედა მარიამმა აცრემლიანებული თვალებით სახე ალეწილ ბიჭს-შენ ხომ გჯერა მისი უდანაშაულობის?-ვეღარ გაუძლო და ცრემლები გადმოსცვივდა, თავს საშინლად გრძნობდა ამ ყველაფერის გამო -შემიძლია-უთხრა ჩავარდნილი ხმით ბიჭმა და მზერა აარიდა მარიამის გაფითრებულ სახეს -გთხოვ დაეხმარე-შეხედა მარიამმა ცრემლიანი თვალებით -ნუ ღელავ, ამ საქმეს არ მივატოვებ... მასაც დავეხმარები და შენც-უთხრა თორნიკემ და ფეხზე წამოდგა, მარიამიც წამოდგა და არეული თვალებით მიაჩერდა -დავამტკიცებ თქვენ უდანაშაულობას...-გაუღიმა და ხელის ზურგი ჩამოუსვა ლოყაზე და ცრემლები მოაშორა მარიამის წაშლილ სახეს -მის დასჯას არ ვაპირებ-გაუღიმა სევდიანი სახით და გასასვლელისკენ წავიდა, მარიამს ისევ ცხვირი აეწვა ცრემლები გადმოსცვივდა. თორნიკემ კიბეები ჩაირბინა და გეგას დაურეკა მაშინვე -რა ჯანდაბა ხდება თორნიკე? -უნდა შეგხვდეთ -ჩემთან მოდი-უთხრა კაცმა ჩავარდნილი ხმᲘთ -ბატონო გეგა მარიამისგან მოვდივარ ახლა... ძალიან ცუდ მდგომარეობაშია... ვფიქრობ მისი მარტო დატოვება არ შეიძლება, იქნებ დედამის დაურეკოთ? -სვამს?-დაუღრინა კაცმა -უბრალოდ ძალიან ეშინია... -ტყუპებს გავუშვებ მასთან, დედამისის თავი არ მქვს ახლა-უთხრა გეგამ -მე მალე მოვალ თქვენს ოᲤისში-უთხრა თორნიკემ და გაუთიშა. გეგამ მაშინვე სოფოს დაურეკა -გოგოებს უთხარი რომ გოჩა მოვა და მარიამთან წაიყვანს -რაა? -Ფეთქდა სოფო -რაც გაიგე-დაუღრინა გეგამ ცოლს -არსად წავლენ -წავლენ -გინდა რომ იმ კრეტინ ბიჭებს შეხვდენენ? -ვერ შეხვდებიან გოჩასთან ერთად ჩემს დაცვას გავაყოლებ და მთელი ღამე მარიამის კორპუსთან იდგებიან ბიჭები -რა სისულელეა-გაბრაზდა სოფო -გოგოებს უთხარი მოემზადონ მიდიან!-დაუყვირა გეგამ და გაუთიშა. სოფო არეული სახიᲧ შევდა სამზარეოში და გოგონებს მიაჩერდა -ჩაიცვით მარიამთან მიდიხართ-უთხრა უკმაყოფილ ტონით აღფრთოვანებულ გოგონებს, რომლებიც მაშინვე თავიაანთ ოთახებში შეცვივდნენ და მზადება დაიწყეს -მომისმინეთ-დაუღრინა სოფომ გოგონებს როცა ორივე მისაღებში გავიდა -გოჩა და მამთქვენის დაცვა მთი ღამე მარიამისნკორპუსთან იდგება...თუ მაინც ეცდებით და გაბედავთ მათ ნახვას ძალიან ცუდი რამ მოხდება -დაუღრინა გოგონებს და თვალებში ჩააცქერდა ჯერ მარიანას მერე ანას - დარწმუნებული ვარ რომ მარიამის ტელეფონით მათ დაურაკავთ და მინდა გითხრათ რომ სიტყვებს და ქმედებებს დაუკვირდეთ! ახლა წადით-დაუღინა და გახარებული გოგონები სახლიდან რომ გაცვივდნენ მაინც გაეცინა. მარიამი გაოცებული მიაჩერდა დებს რომლებიც ღია კარში აფორიაქებულები შევიდნენ -მოხდა რამე?-მარიამს მისცვივდნენ და მის გვერდზე დასხდნენ დივანზე -ჩემი ვიჟი გოგოები -გაუცინა მარიამმა დებს და ორივეს ჩაეხუტა -რა გჭირს შენ ? ტიროდი? -დალიე? -სახლი რატომაა ასეთ დღეში?-მიაყარეს კითხვები დებმა -მერე აგიხსნით-გაუღიმა მარიამმა დებს, ფეხზე წამოდგა ვისკის ბოთლს წამოავლო ხელი და კარადაში შეინახა -მარიამ მოგვიყევი რა-შეეხვეწა ანა დას -ლაშა ჩაბარდა...-უთხრა მარიამმა დაძაბული ტონით -მერე შენ რა გატირებს?-გაოცდა მარიანა -აუ ახლა თქვენ არ დამიწყოთ-გაბრაზდა მარიამი და აივანზე გავარდა, სიგარეტის კოლოფით ხელში -აქამდეც უნდა ჩაბარებულიყო ეგ ედიოტი-თქვა ანამ ბრაზნარევი ტონით -ჰო მის გამო რამდენი პრობლემა შეგექმნა-დაეთანხმა მარიანა დას -გოგოებო-გაბრაზდა მარიამი-ლაშა ცუდი ადამიანი არაა და სწორედ ჩამს გამო ჩაბარდა -Აქამდეც უნდა ჩაბარებოდა და ეღიარებინა რომ გაგიტაცა ძალის გამოყენებით-უთხრა ანამ -ჰო მისი ჩვენების საფუძველზე ვეღარავინ დაგდებდა ბრალს რომ გაქცევაში დაეხმარე! გესმის მარიამ?-უთხრა ბრაზნარევი ტონით მარიანამ- ამდენი პრობლემა აღარ შეგექმნებოდა, თავიდანვე რომ ჩაბარებოდა ეგ იდიოტი... -ახლა რომ ჩანარდა რა?-თქვა ანამ მოღუშული სახით-შენ უკვე დაკარგე სამსახური, ნდობა, პატივისცემა... უკვე გვიანაია მისი ეს ნაბიჯი... -გთხოვთ ახლა არა და ლაშაზე არა-შეეხვეწა მარიამი, სიგარეტია ამოიღო და ნერვიულად მოუკიდა -მარიამ ლაშაზე ზედმეტად ნერვიულობ მგონი-ანა თვალებში ჩააცქერდა დას -ჰო მეც ეგრე მგონია-დაეთანხმა მარიანა დას -თქვენი დაბადების დღე სად უნდა აღნიშნოს ბატონმა გეგამ?-სიტყვა ბანზე აუგდო დებს -გეგას არ უნდა... და ჩვენც არ გვინდა აღნიშვნა ასეთ რთულ სიტუაციაში -კაით რა-გაეცინა მარიამს -რა რთული სიტუაცია...თან ოქროს დავადების დღის გამაზვა არ შეიძლება -მარიამ იცი რა გაგიჟებულია გეგა? ფაქტიურად ყველაფერი დალეწა სახლში -მერე ჩემს გამოა გაგიჟებული... თქვენ ხომ არ დააშავეთ რამე?-გაეცინა მარიამს -შენს გამო კი არა, ცუდი მინისტრი რომ იყო მაგის გამო გადაეკიდა ის ირაკლი-გაეცინა ანას -კაი ნუ მამშვიდებთ-გაეცინა მარიამს- ყველამ კარგად ვიცით რომ ჩემს გამო დაემშვიდობა ბატონი გეგა მინისტრობას -კაი რა მარიამ დაიკიდე-გაეღიმა მარიანას -ექვსი წელი უცვლელი მინისტრი იყო, ოდესღაც მაინც მოუწევდა თანამდებობის დათმობა... -ჰო შენ მიზეზი გახდი უბრალოთ და მოვლენები დააჩქარე ერთი ორი წლით-გიჟივით გაეცინა ანას -გეგას რომ ესმოდეს ახლა -აკისკიდა მარიანაც -მე და შენ-ანას მიაჩერდა -ცხვირსაც აღარ გაგვაყოფიმებდა სახლოდან -ისე ხომ რას ამბობ-გაბრაზდა წაᲛში ანა -თუ გავალთ სადმე დედასთან ერთად, ისიც ერთი საათით და სახლში მიგვარბენინებს მერე, თუ ვერ მოახერხა წამოსვლა, გეგას დაცვა დაგვდევს კუდში, ნეტა იცოდე რა იდიოტები არიან-აკისკიკდა ანა -რა უჟმურ სახიანები არიან-კისკისებდა მარიანა-არადა გვეგონა რომ გადადგა გაუშვებდა მაგ უჟმურე ბიჭებს მაგრამ დაიტოვა... კარგად ასრულებენ თავიაანთ საქმეს და მჭირდებიანო -აუ ხო რა გაეშვა მაინც-აბუზღუნდა ანა -ადრე რომ ჰყავდა იმათ მაგრად ვასულელებდით ხოლმე და ამ უჟმურებს ვერა, თან რაც ეს ქალბატონი-ანა, მარიამს მიაჩერდა და მარიანასკენ გაიშვირა ხელი-ღამე ალექსანდრეს შეხვდა იმის მერე კორპუსის წინ დგანა პასტაიანათ -ანუ ყველაფერი ჩემი ბრალია-შეიცხადა მარიანამ -აბა ვისი ბრალია?-გაუბრაზდა ანა -მოუნდა ქალბატონს შუა ღამისას რომანტიული შეხვედრა -გოგოებო გეყოფათ-გაეცინა მარიამს მათი სახეების შემხედვარეს -არ იჩხუბოთ, ანა მისმინე შეყვარებული ადამიანისგან კიდევ ბევრ სისულელეს უნდა ელოდო, ასე რომ... -კარგი რა მარიამ შეენც?-გაებუტა მარიანა დას -მარიანა მისმინე-გაᲣღიმა მარიამმა დას -ჯობია თუ ასე აღარ მოიქცევი... მშობლები ამ შემთხვევაში მართლები არიან... ვფიქრობ სწორად იქცევიან... -რაა?- გაბრაზდა ანა-ჩვენი სახლში გამოკეტვა და დაცვის აყვანა სწორია? -გოგონებო თქვენ საერთოდ არ იცნებოთ ცხოვრებას... და მითუმეტეს ადამინებს... ისინი ისეთი კარგები, სამარიანები, საყვარლები და კეთილის მსურველები არ არიან როგორადაც თავს გვაჩვენებენ... გესმით? ცხოვრება ძალიან სასტიკია... ზოგჯერ დაუნდობელიც... ნელ-ნელა გაიცნობთ ცხოვრების მახინჯ მხარეებს და გული გეტკინებათ... იცით რატომ ? იმიტომ რომ მშობლებისგან ხშირად იქნებᲘთ შორს და სხვა ადამიანები აუცილებლად გულს გატკენენ, გიღალატებენ, მოგატყუებენ, დაგამცირებენ, გაგაცურებენ, იმედებს გაგიცრუებენ... -ეს აუცილებლად უნდა მოხდეს?-ჰკითხა მოღუშული სახით ანამ მარიამს რომელმაცეორე ღერს მოუკიდა აკანკალებული თითებით -ჰო-დაეთანხმა დას და მზერა აარიდა მის სახეს-იმიტომ რომ ჩვენს გარშემო სულ არიან და იქნებიან ადამინები რომლებმაც საერთოდ არ იციან თადგომა, თანაგრძნობა ერთგულება და სიყვარული... თქვენ ამას ვერ გრძნობთ, რადგან მშობლები გიცავენთ ამ ყველაფრისგან...და ცდილობენ მაქსიმალურად დიდხანს დაგიცვანთ... ნუ გწყინთ რომ ისინი ასე იქცევიან, მათ არ უნდათ გული გეტკინოთ, რადგან ადრე თუ გვიან ასეთ ადამიანებთან მაინც გადაიკვეთება თქვენი გზები... რაც უფრო გვიან მით ნაკლებად გეტკინებათ გული... რაც უფრო ადრე მოხდება ეს კვეთა მით მეტად გეტკინებათ გული... გესმით ეეს? -მარიამ და შეენ?-ჰკითხა მოულოდნელად თვალებ აწყლიანებულმა მარიანამ დას -მე?-გაუკვირდა მარიამს -შენ ხომ მამამ მიგატოვა... -რა სისულელეა-გაეცინა მარიამს -მამა დედას დაშორდა და სოფო მოიყვანა ცოლად, მაგრამ ჩვენ არ მივუტოვებივართ-თქვა ჩამწყდარი ხმით და ზურგი შეაქცია დებს რომ თვალზე მომდგარი ცრემლები არ შეემჩნიათ დებს რომლებიც უმალ გადმოსცვივდა -ჩვენ სიმართლე გავიგეთ მარიამ-უთხრა ჩამწყდარი ხმით ანამ დას და ცრემლები მოეძალა -ვიცით სინამდვილეში რაც მოხდა-აღმოხდა და ხმა ჩაუწყდა -ჰო გავიგეთ-დაეთანხმა მარიანა-გავიგეთ რომ მამამ დედას გამო მიგატოვათ... რომ მამას სამი წელი უყვარდა დედა და ეს დედაშენმაც იცოდა..და მთი სამი წელი იტანდა გეგას ღალატს... -გოგონებო-მარიამმა ცრემლები მაჯით მოიწმინდა და მათეკნ შეტრიალდა -მაშინ როცა ვხედავდი როგორი დაძაბულიი ურთიერთობა ჰქონდათ მამას და დედას ძალიან ვიტანჯებოდი... მთინსამი წელი ჯოჯოხეთსი გავატარეთ მე და დედამ...მერე მამა სახლიდან წავიდა და შემძულდა ის... სიმართლეს გეტყვით სოფოც მძულდა... ყველაფერში მას ვადანაშაულებდი... ვერც ერთს ვერ ვიტანდი რადგან დედა მათ გამო ყოველღამე ჩუმად ტიროდა მე რომ არ გამეგო... არ უნდოდა მისი ცრემლები მენახა და ღამე ჩუმად იტანჯებოდა მათ გამო... მე კი დედას გამო ვიტანჯებოდი... ჰოდა მძულდა გეგაც და სოფოც ასე რომ დაგვტანჯეს მე და დედა... -და შენ მაინც შეგვიყვარე მთელი გულით-აღმოხდა მარიანას -ჰო შეგიყვარეთ რადგან თქვენ არაფერი დაგიშავებიათ... თქვენ ყველაზე უცოდველი და უდანაშაულო იყავით მომხდარში... როგორ შეიძლებოდა არ მყვარებოდით? დედაც სულ ამას მასწავდიდა რომ არ შეიძლება, ბავშვს, უდანაშაულო ბავშვს პასუხი მოსთხოვო მშობლის დანაშაულისთვის! სულ მეუბნწბოდა რომ თქვენ ჩემი დები ხართ და უნდა მიყვარდეთ, ხოდა შემიყვარდით... თქვენ ჩემი ცხოვრება გააფერადეთ... ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ძალი მიყვარხართ და როგორ მოხარია რომ არსებობთ... -ჰო მაგრამ ეს ხომ ძალინ რთულია?-დაღონდა მარიანა-შენ ჩვენმა მშობლებმა გული გატკინეს -ჰო მაგრამ მათ მატკინეს და არა თქვენ... თქვენ მე ცხოვრება გამოფერადეთ -გაუღიმა დებს და ორივე გუᲚში ჩაიკრა -იცით თორნიკემ ერთხელ მითხრა გააჩნია შენ, ადამინი როგორ შეხედავ მომხდარსო, როგორ დაინახავო... მე მამას და სოფოს ამბავმა ტკივილი მომაყენა... მაგრამ გაჩნდით თქვენ და ეს ძალიან კარგია... ძალიან კარგია რომ მამა წავიდა... რადგან გაჩნდით თქვენ...ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ადამინები... -მარიამ-ასლუკუნდა ანა-რა კარგია რომ არსებობ -კარგი ისაა თქვენ რომ არსებობთ-გაუღიმა მარიამმა დებს-და კიდევ გეტყვით ერთს როცა ათი წლის ხარ... ან თუნდაც თვრამეტის... ცხოვრების და ადამიანების არ გესმის და ყველაფერს სხვა თვალით უყურებ... მაგრამ როცა იზრდები... -ანუ ჩვენ ბავშვები ვართ?-გაეცინა ანას -არა უბრალოდ ვგულისხმობ ქალის და მამაკაცის ურთიერთობას-დააკონკრეტა მარიამმა და მარიანას მიაჩერდა -ურთიერთობა მარტო ჩახუტება, მონატრება და კოცნა არაა... გესმით?-ჩაეკითხა ჯერ მარიანას მერე ანას-ქალის და მამაკაცის ურთიერთობა ბევრად ღრმაა და ბევრად რთულია...შორიდან ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი განსაკუთრებულად ლამაზი და საოცარი გეჩვენება ადამიანს ... მერე როცა უახლოვდები მას, ნელ-ნელა იცვლები... და ისიც იცვლება, რაც უფრო უახლოვდები შენ მას და ის შენ, უფრო მეტად იცვლებით ორივე, სხვანაირდებით... უფრო მეტს მოითხოვთ ერთმანეთისგა... მერე გრძნობები ცივდება, ფერმკთალდება, უფერულდება, იღლები, იცვლები, საკუთარ თავს კარგავ და მასაც... ასე მოხდა დედას და მამას ურთიერთობაშიც... ორივე შეიცვალა, გაცივდა, გაუფერულდა... დაიღალნენ ერთმანეთისგან... ამიტომ მამამ ახვისი ძებნა დაიწყო... სინამსვილეში სოფო არაფერში ადამნაშავე გოგონებო... სინამდვილეში ცილ-ქმრის ურთიერთობაში მესამე არასდროსაა დამნაშავე! ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი როცა პირველად შემიყვარდა... როცა პირველად მქონდა ურთიერთობა მამაკაცთან, რომლისგანაც იმედგაცრუებული დავრჩი... ამიტომაც დავშორდი, მივატოვე და წამოვედი მისგან...დედამ ვერ მიატოვა მამა რადგან მე ვყავდი... მამაც ვერ დგამდა ამ ნაბიჯს ალბათ ჩემს გამო... ჰოდა ხვისი ძებნა დაიწყო, სოფო მის ცხოვრებაში კი არ შეიჭრა და მამას ოჯახი დაუნგრია, არამედ თავად მამამ იპოვა ის, თავად მამა წავიდა მასთან, რადგან მამას სჭირდებოდა ეს...ახალი ურთიერთობა, ახალი ადამიანი, ახალი სიყვარული... სოფო ახალგახრდა, ლამაზი, მომხიბვლელი პოზიტიური , ხალისიანი, თავისუფალი გოგო იყო, მამას ყურადღება მიიქცია და მოხდა ის რაც მოხდა... სინამდვილეში არივინაა დამნაშავე იმაში რაც მოხდა... დედას და მამას გრძნობები გაცივდა, გახუნდა, მამას სხვა ადამინის ძებნა დაიწყო... ჰოდა იპოვა სოფო, შეიძლებოდა ეპოვა ნებისმიერი სხვა ქალი სოფოს ნაცვლად, რადგან მან ძებნა დაიწყო ესეიგი რაც მოხდა იმაში მხოლოდ ის და დედა არიან დამნაშავეები და არა სოფო -მარიამ როგორ შეგიძლია რომ ასე ილაპარაკო? ეს ხომ ძალინ რთული? ჯერ მხოლოდ სათქმელად არა თუ აღსაქმელად მერე გასააზრებლად და შეასგუებლად?-გაოგნდა ანა -ამიტომ გეუბნებით გოგონებო, სანამ თავად არ გექნებათ ურთიერთობა მამაკაცთან, ისე ვერ გაიგებთ რეალურად რას ნიშნავს გიყვარდეს, მერე Აღარ გიყვარდეს და წასვლა .ოგინდეს მისგან...ისე ვერ გაიგებთ რატომ შეიება რომელიმეს წასვლა მოუნდეს მეორესგან... ისე ვერ მიხვდებით რას განიცდის ის ვინც მიდის, რას გრძნობს... რა სტკივა და რატომ მიდის... გესმით? ამას მაშინ გაიაზრებთ როცა შეგიყვარდებათ და როცა მის გვერდზე დაიწყებთ ცხოვრებას -შენ... მაშინ... ვეკო რატომ მიატოვე?-ჰკითხა მარიანამ ყოყმანით -იმედები გამიცრუა, სრულიად სხვა ადამინი აღმოჩნდა... გული საშინლად მეტკინა იმის გააზრებაზე რომ მე შევცდი... მასში კი არა, არამედ საკუთარ გადაწყვეტილებაში, არჩევანში... და... ეს ვეე ავიტანე, ჰოდა ავდექი და მივატოვე -მარიამ-სულ დაიბნა ანა -ანუ სოფო აღარ გძულს? -არა არ მძულს-გაეცინა გოგონას და სახლში შეიყვანა დები რომლებიც სიცივისგან აკანკალდნენ -მარიამ გგონია რომ ექსანდრე გულს მატკენს? გგონია რომ მეც შევცდები შენსავით მასში? გგონია მამა და დედა სწორად იქცევიან? -მარიანა-მარიამმა დას გაუღიმა მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა -მისმინე, ალექსანდრე ოცდაშვიდი წლისაა ხომ ასეა?-გოგონამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად-მას შეუყვარდი... შენც შეგიყვარდა... ახლა რას ითხოვ მშობლებისგან? გინდა რომ მასთან შეხვედრის უფლება მოგცენ? გინდა რომ შეყვარებულები იყოთ? -გაუღიმა თვალებაწყლიანებულ გოგონას -როგორ გგონია ალექსანდრე შეძლებს რომ შენი შეყვარებული იყოს? -მარიამ ასე რატომ მეუბნები?-ეწყინა მარიანა და ატირდა -ჩემი სულელი გოგო-გაეღიმა მარიამს და გულში ჩაიკრა მარიანა -მისმინე -როცა ოდნავ დამშვიდდა მარიანა დივანზე დასვა და მის გვერდძე დაჯდა -ალექსანდრე ოცდაშვიდი წლისაა, შეყვარებულია, თან შენი ოჯახი საშინელ წინააღმდეგობას უწევს და ეს კიდევ უფრო აგიჟებს დიდი ალბათობით, მითუმეტეს, რომ ვიცით მთლად დალაგებული არაა ჩვენი პერსპექტიული სასიძო... ხოდა რის თქმას ვცდილობ -სიცილი აუტყდა მარიამს მარიანას ალეწილი აახის შემხედვარეს -კაი ნუ მებუტები ვცდილობ აგიხსნა რომ, მაქსიმუმ ერთი ორი თვე გაქაჩოს შენმა არანორმალურმა შეყვალრებულმა შენთან წინდაუკან სიარუᲚში -ანუ?-გაბრაზებული მიაჩერდა დას მარიანა -ანუ ეცდება დაგარწმუნოს... -რაში უნდა დამარწმუნოს?-უარესად გაბრაზდა მარიანა და მარიამს სიცილი რომ აუტყდა ფეხზე წამოვარდა -ღმერთო ჩემი გაგიჟება გინდათ?-გახედა ანას რომელიც გიჟივით იცინოდა -მოკლეთ იმის თქმა ვცდილობ რომ ის მთლად დალაგებული არაა, შენც არ მყავხარ ძალიან დაფიქრებული და აზრიანი... ჰოდა -მადლობა ასეთი საოცარი კომპლიმენტებისთვის მარიამ-გაბრაზდა მარიანა -ჰოდა რომ დაგარწმუნებს ის შენი ალექსანდრე და ცოლობაზე დაგითანხმებს მერე ნახავ-უთხრა ანამ სიცილით -ცოლობაზე?-გაოცდა მარიანა და სიცილი აუტყდა-რა ცოლობა ღმერთო ჩემო წესიერადაც ვერ გავიცანით ერთმანეთი გეგას და სოფოს გადამკიდემ - მარიანა მა სიტყვებს გაგახსენებ-დაემუქრა ანა სიცილით -ირივე ერთად გაგიჟდით თუ რა ჯანდაბაა?-გაცეცხლდა როცა ორივე სიცილისგან ცრემლებამდე მივიდა. თორნიკე Გვიან ღამით დაბრუნდა შინ და Ფეხაკრეფით შევიდანსახლში რომ არ გაეღვიძებინა დედა და ბებია -მოხვედი ბე?-მოესმა სამზარეულოდან თინას ხმა და მაშინვე იქით წავიდა თორნიკე -ჰო მოვედი ბე-გაუღიმა ქალს დს შუბლზე აკოცა-შენ რატომ არ გძინავს? -ვერ დავიძინე ბე-გაუღიმა ქალმა და ჩაიდანი ჩართო-ჩაიზე ხომ არ დამეწვევი ბებია?-ახედა მომღიმარ შვილიშვილს -შენი ხელით Გაკეთებულს, ყავასაც კი დავლევ-გაუღიმა ქალს და თავზე აკოცა -შენ რა გითხარი-გაეცინა თიას და ჩაის მომზადებას შეუდგა -თორნიკე ის ბიჭი რატომ ჩაბარდა? -ჰკითხა როცა ჭიქა გაუწოდა მომღიმარ ბიჭს -მარიამის გამო... ირაკლის სურათები წართვა... ჰოდა ჩაბარდა... ახლა მარიამს გაამართლებენ -სწორად მოიქცა რომ ჩაბარდა, დაიტანჯა საწყალი გოგო მისგამო... -ჰო ახლა როცა ლაშა ჩვენებას მისცემს მარიამის სიმართლეში ეჭვს ვეღარბშეიტანენ -და მას თავად...რა ეშველება ბე?-ჰკითხა თინამ შვილიშვილს და მის არეულ სახეს მზერა აარიდა -დაეხმარები ისევ? შენ ხომ მარიამის გამო გინდოდა ლაშას უდანაშაულობის დამტკიცება, რადგან ის გაქცეული იყო და მარიამისნარავის სჯეროდა ... ახლა როცა ის ჩაბარდა და მარიამზე სიმართლე თქვა... და მარიამი გამართლდა... მაინც დაეხმარები?-ჰკითხა ყოყმანით -დავეხმარები ბე, იმის გამო ვერ დავსჯი რომ მარიამს ის შეუყვარდა... ვერ დავუშვებ რომ ციხეში იმ დანაშაულისთვის იჯდეს რაც არ ჩაუდენია -როგორ მიხარია რომ ჩემი შვილიშვილი ხარ... რა კარგია რომ არსებობ თორნიკე -და დედას როგორ უხარია-თქვა მაკამ და შვილს მიეხუტა -გაგაღვიძეთ?-გაუღიმა თორნუკემ დედას და ხელი გადახვია -Გელობოდი და ჩამძინებია, კარგია რომ გამეღვიძა... ახლა მშვიდად დავიძინებ-გაუღიმა მაკამ შვილს და სახეზე ხელი ჩამოუსვა -რომ აგვიანებ გული მისკდება ხომ იცი -კაი რა დედა, ხომ გაგაფრთხილე დამაგვიანდება-მეთქი? თან უკვე დიდი ბიჭი ვარ-გაეცინა თორნიკეს -ჰო დიდი ბიჭი ხარ, მაგრამ მიჭირს ამ აზრთან შეგუება-გაეცინა მაკას -ანუ მარიამი გაამართლებენ? ჰკითხა კარგახნი სიჩუმის მერე მომღიმარ ბიჭს -ჰო ასე მგონია... სასამართლოზე არ მგონია გაუჭირდეს მოსამართლის დარწმუნება, მითუმეტეს რომ ირაკლი აღარაა ამ საქმით დაინტერესებული, უფრო სწორად ვეღარ-გაეცინა მას -და ლაშა?-ჰკითხა ქალმა -ბევრი მტკიცებულება არსებობს იმის რომ უდანაშაულოა და მის ადვიკატს დავეხმარები... არ მინდა ის და მისი მეგობრები უდანაშაულოდ ჩასხდნენ -რა კარგია რომ ასეთი ძლიერი და სამართლიანი ხარ-გაუღიმა მაკამ -და რატომ გჯერა ასე ძალიან ლაშას უდანაშაულობის? -ჩაეკითხა თინა -შალვამ ცხრაზე გაიარა იქ სადაც კამერაა, უკან მალევე მიჰყვა მანქანების ნაკადში ის ტიპი ვისზეც ეჭვი მაქვს რომ დაეჯახა... ლაშამ კი ერთი საათის მერე გაიარა იმ კამერასთან, შემნდეგ კამერასთან იმ ტიპის მანქანამ ჩაიარა... კამერებს შორის რამდენიმე კილომეტრია, დაუსახლებელი პინქტია თან, შალვა არანაირი მიზეზით ერთი საათით არ უნდა გაჩერებულიყო Ქუჩაში... და ერთი საათის მერე მომავალ ლაშას არ უნდა გადაჰყროდა რომელიც ძალით დაეტაკებოდა მოტოციკლიან შალვას... ჯერ ეს ერთი... მერე მეორე, იმ ტიპმა მანქანა გაყიდა ავარიიდან მესამე დღეს და ხელოსანთანაც ჰყავდა მანქანა და ვიპოვე ის ხელოსანი... მოკლეთ... ვიცი რომ ის დაეჯახა განზრახ და არა ლაშა... ლაშას ადვოკატი ბევრ საქმეზე დარბის და ასე ვერ დაწვრილმანდა ამ საქმეზე... მაგრამ მე რომ მივაწოდე ინფორმაცია უფრო ღრმად ჩაჰყვა და მოკლეთ ის ტიპია რა... და უნდა დავაკაო, ის განზრხ დაეჯახა ბიჭს და პასუხი უნდა აგოს დანაშაულისთვის.... ლაშა კი უნდა გამოვიდეს... -კარგი ბიჭო ხარ შენ ბებია-გაუღიმა თინამ -მარიამი ოდესმე აუცილებლად შეამჩნევს შენს დიდ და გულწრფელ სიყვარულს -კაი რა დედა ტვინს ნუღარ ურევ, ისედაც ნახე რა დღეშია-გაბრაზდა მაკა -ტვინს კიარ ვურევ სიმართლეს ვეუბნები, ის გოგონა აუცილებალდ დაინახვას Ამ სიყვარულს -კაი რა დედა-Ბუზღუნდა მაკა -კაი წავედი დავიძინებ-გაუღიმა თორნუკემ დედას და ბებიას და დასაძინებლად გავიდა მოღუშული სახით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.