შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(10)


1-03-2021, 01:19
ავტორი sati
ნანახია 1 681

-აბა ვის დავუსხაა-ელენემ არაყი გამოიტანა და პლასმასის წითელ ჭიქებში ჩამოსხმა დაიწყო. ანი ტორტს ამზადებდა. ყველა ერთ ამბავში იყო, დაჩის გარშემო ტრიალებდნენ, თუმცა ის მთელი საღამოს განმავლობაში მხოლოდ ადაზე ფიქრობდა.
-შენი დაბადების დღე როდის არის?
-არ გეტყვი. როგორც შენ არ მითხარი.
-4 წლის ხარ? ადა?-მასთან ახლოს მივიდა და თმა სახიდან გადაუწია.
-არა, ბოღმიანი ვარ და სამაგიეროს გადახდა მიყვარს-თვითონ გადაიწია თმა სახიდან და ანისთან წავიდა დასახმარებლად.
-თქვენ ერთად ხართ?-ლაშამ ჰკითხა დაჩის.
-საიდან მოიტანე?
-თუ ერთად ხართ, ცოტა ტეხავს. რავი ანიც აქ არის..
-არ ვართ ერთად თქო და ანი ყოფილია. ვმეგობრობთ.
-ადამ იცის?-საუბარში სანდროც ჩაერთო.
-თქვენ ჩემი ძმაკაცები ხართ თუ ადასი?
-თუ ადა შენი შეყვარებულია, ორივესი-ნიკომ მუსიკას ჩაუწია, რადგან გოგოებს ტორტი გამოჰქონდათ სამზარეულოდან. შემდეგ ყველამ სიმღერა დაიწყო.
-მოიცადე.. სანთლებიც ჩავარჭოთ.
-მოიცადე.. 23 ის გახდა? მე..
-რამდენის გეგონა?-ელენემ ჰკითხა.
-ჩემხელა.
-ადა, დაჩიმ გვითხრა რომ ძალიაან უნდა, რომ შენ მიუტანო ტორტი ჩასაქრობად-ლაშას მოეწონა ადას და დაჩის ურთიერთობის იდეა. გადაწყვიტა ამ საღამოს რამენაირად კიდევ უფრო დაეახლოვებინა ერთმანეთთან. თან ცოტა ნასვამიც იყო და გართობაც უნდოდა. ეს სიტყვები დაჩიმ გაიგო და ოდნავ გაღიზიანდა.
-აუუ, მე მინდოდაა-ანიმ დაიწუწუნა-მაგრამ, სტუმარს ხომ არ ვაწყენინებთ. კარგი ადა. მიდი.
ადამ ტორტი ხელში აიღო, ბავშვებმა სიმღერა დაიწყეს. სახეზე ორივე საშინლად გაწითლებული იყო, თუმცა ცდილობდნენ არ შეემჩნიათ.
-ჩაიფიქრე სურვილი-ადა რატომღაც თვალებში ძლივს უყურებდა. ასე არასდროს დამართნია, რამდენჯერ ყოფილან მარტო. ღამეც დარჩენილან ერთ სახლში, მაგრამ ახლა ადამიანების გარემოცვაში, როდესაც მის წინ იდგა, თავს უხერხულად გრძნობდა.
-შემომხედე ჯერ-დაჩის გაეცინა, ადამ ძლივს ახედა-ჩავიფიქრე.. -და ჩააქრო. ადამ ტორტი გვერდით გადადო,ლოყაზე აკოცა და ჩაეხუტა.
-რა ჩაიფიქრე?-ყურში ჩასჩურჩულა.
-ცუდი ბედი მაქვს. რომ გითხრა არ ახდება.
-გილოცავ!!-ანიმ ადა ოდნავ უხეშად გაწია და გიჟივით ჩაეხუტა დაჩის-როგორ მიყვარხარ შე დეგენერატო-უკვე საკმაოდ ნასვამი იყო.
-მოდიი ეხლა ყველამ ვითამაშოოოთ-ნიკომ ხელი გადახვია ადას და მეორე მხრიდან დაჩის, ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.
-რა ვითამაშოთ ნიკო, ძლივს ლაპარაკობ-დაჩის გაეცინა.
-დალევაზე. იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ ნასვამები.
-ადა არ სვამს-დაჩიმ არც დააცადა ადას პასუხის გაცემა.
-იყოს ცოტას დავლევ. არაუშავს.
-არ დალიო, თუ არ გინდა.
-არ არის თქო პრობლემა.
-ხოდა ვითამაშოოოთ!-ელენემ უკვე მესამე ბოთლი გამოიტანა სასმლით სავსე. მაგიდა საძინებელში გაიტანეს და ხალიჩაზე დაჯდნენ. შუაში ბოთლი ჩადეს.
-ეხლა, როგორ არის ჩვენთან ეს... ადა. ჩვენ არ გვიყვარს ეს სიმართლე თუ მოქმედება. ჩვენთან არის სიმართლე და მოქმედება. გეტყვით კითხვას და მოქმედებას , ან ერთს ირჩევ ან მეორეს.. თუ არც ერთს, მაშინ სვამ. პონიატნო?
-კი-ადას გაეცინა. ჯერ ჯერობით ყველაფრით კმაყოფილი იყო. ბოთლი დაჩიმ დაატრიალა და ანი და ლაშაზე გაჩერდა.
-ოპააა... ანუშკებიი-ლაშამ ბოროტულად ჩაიცინა-მოკლედ მთელი გზაა ტვინი გაბურღა, რაღაცაზე მეჩხუბება მთელი დღეა იმიტო რო ვიღაც ტიპს დაადო და იმას არ გაუტყდა. ხოდა აიღე ეხა ტელეფონი დაურეკე მაგ ტიპს და უთხარი რო მაგრა გევასება.
-ჰა?-ანი სვამდა და სიცილისგან კინაღამ დაიხრჩო-საერთოდ არ მევასება. უბრალოდ არ მიყვარს დეგენერატი ბიჭები. კითხვა რა არის?-ლაშამ ისეთი თვალებით შეხედა მიხვდა რომ კითხვის მოსმენა არც უნდოდა-კარგი.. აი რას არ გავაკეთებ რო გაგართოთ. აივანზე გავალ.
-მეც გამოგყვები რომ დავრწმუნდე-ლაშა და ანი აივანზე გავიდნენ. ამასობაში მეორედ დაატრიალეს და ელენე და ადაზე გაჩერდა.
-ჰმ.. ადაა-ნიკომ რაღაც ჩასჩურჩულა ელენეს ყურში-ხომ. ჯერ კითხვას დაგისვამ. ამ ოთახში ვინც ვართ, არჩევანი რომ გქონდეს.. და რასაც ვუყურებ დღეს ჩვენ ბიჭებს აშკარად გაქვს, რომელთან წახვიდოდი პაემანზეე?-ადასთვის მსგავსი კითხვები უცხო არ იყო და არ დაბნეულა. დაჩი რაღაც უცნაური ღიმილით აკვირდებოდა ადას სახის გამომეტყველებას, თითქოს იცოდა რას უპასუხებდა.
-ალბათ.. ლაშას.
-რაო?-ნიკომ გადაიხარხარა, დაჩის სახელის გაგონებას ელოდებოდა.
-აჰა..-დაჩიმ უხერხულად ჩაიბურტყუნა-მე დავატრიალებ-ამ დროს ლაშა და ანიც შემოვიდნენ.
-რა გამაზე შენ ხო არ იცი-ელენე სიცილით მიუტრიალდა ლაშას-ადას შენთან პაემანზე უნდა წასვლა.
-მე ძმაკაცების გოგოებთან არ დავდივარ.. -და ამ დროს ენაზე იკბინა-კი არადა... პაემნებზე არ დავდივარ სადმე თქო-ადამ საშინლად იგრძნო თავი. ეს ნიშნავდა, რომ დაჩის მოწონდა? ძმაკაცს ხომ ეცოდინებოდა მსგავსი რამ? ამ დროს ადას დიმიტრიმ დაურეკა.
-მოვალ ეხლავე-ადამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, აივანზე გავიდა და აიღო-გისმენ?
-აიღე, კიდევ კარგი.
-რა გინდა დიმიტრი?
-ხვალ ჩვენი ქორწილი უნდა ყოფილიყო.
-ვიცი.
-საერთოდ არ გწყდება გული?
-სერიოზულად მაგიტომ მირეკავ?
-არა. ბოდიში მინდოდა მომეხადა.
-მიღებულია. უნდა წავიდე.
-არა. ადა. 3 წელი გვქონდა ურთიერთობა, ესე როგორ შეგიძლია ხაზი გადაუსვა ყველაფერს.
-როგორც შენ გადაუსვი ისე მეც. რატომ არ შეგილია რომ თავი დამანებო? შენგან განსხვავებით მე ამ ყველაფერმა გამანადგურა.
-მესმის.. ძალიან განადგურებული ხარ, განსაკუთრებით მაგ მუსიკის ფონზე. ვივარაუდო რომ ჩემი ძმის დაბადების დღეზე ხარ?
-ჩემი ადგილსამყოფელი შენ არ გეხება.
-ადა, გთხოვ შევხვდეთ სადმე და დავილაპარაკოთ.
-რისთვის?-ადას თვალები აუცრემლიანდა-რომ კიდევ ერთხელ მომატყუო და ჩემ გრძნობებზე ითამაშო?
-ადა, თუ არაფრის მოსმენა არ გინდა რატომ აიღე ყურმილი?
-არ ვიცი...-ცრემლები მოიწმინდა, დაჩი დაინახა, რომელიც მისკენ მიდიოდა და ზურგი შეაქცია.
-იმიტომ, რომ კიდევ გიყვარვარ.
-მე არ შემიძლია ადამიანის 2 დღეში გადაყვარება.
-მიხარია.
-ჩემი ტანჯვა?
-არა, რომ ესე ადვილად არ ამომშალე ცხოვრებიდან.
-უნდა წავიდე.
-არ შემხვდები?
-მალე გერმანიაში ვბრუნდები. არ მაქვს დრო-გაუთიშა და უკან რომ გატრიალდა დაჩის შეეჯახა. ძალიან ახლოს იდგა მასთან.
-ვინ იყო?-ხელები გადააჯვარედინა და მკაცრად გახედა.
-ნინი. ალექსასთან ამოდიო.
-გერმანიაში რომ ბრუნდებოდი არ ვიცოდი.
-ჰეი, დღეს შენი დაბადების დღეა და არა ადას პრობლემების გარჩევის. გატრიალდი, ელენეს გამოვართვათ მეოთხე ბოთლიც, მაგრად დავლიოთ და გავერთოტ. პრობლემების გარჩევას მერეც მოვასწრებთ-დაჩი ახლოს მივიდა და თვალებში ჩახედა.
-საშინელი მატყუარა ხარ. მაგრამ ხვალ ვილაპარაკებთ ამაზე. წამოდი.
-დაბრუნდნეეენ!!! გამოიტანე მეხუთე ბოთლი ელენეე!!
-მეხუთე? მეოთხეს რა დაემართა?-დაჩიმ გაკვირვებულმა იკითხა.
-ანის კითხე, აბაზანაშია-ნიკოს გაეცინა და კიდევ ორი ბოთლი გამოიტანა.
-ხალხო ნაღდად არაყს ვსვამთ თუ ამდენი რანაირად დავლიეთ?
-ჩემო ადა, ეს რა არის. ეხლა კორონაა და გაჭირვებაა თორე წინა წელს უნდა გენახა ყანწები არ გვქონდა, მარა ბოცებით კი ვსვამდით ღვინოს-ნიკომ ჭიქები ჩამოურიგა ბავშვებს, ჩამოასხეს და ბოთლი ისევ სათამაშოდ გამოიყენეს.
-კაი, მგონი ყველა მაგრა დავთვერით სათამაშოდ... ხოდა ჩავრთოთ ეხა რამე ჯაგაჯუგები და მაგრად ვიცეკვოთ არაა?-ელენემ დინამიკი ამოიღო ჩანთიდან და ტელეფონი შეუერთა.
-ჩემ ფლეილისთს ხელი არ ეხლოს ჯანჯღავა-ნიკომ თითი დაუქნია და დინამიკი გამოართვა-მე ვრთავ. ადექით ეხლა.
-ანი ხო კარგადაა-დაჩიმ იკითხა.
-დაიკიდე, კარგად იქნება-ელენემ ხელი მოკიდა და საცეკვაოდ გაიყვანა.
-ადა, შენ არ ცეკვავ ლამაზო?-ლაშა სასაცილო სანახავი იყო. თვალებს ძლივს ახელდა, მთვრალის მაგივრად დაბოლილს უფრო ჰგავდა.
-როგორ არა.
-მერე სირცხვილია, ეგეთი კაბით ხარ მოსული, ელენეს და ანას ანახე მასტერკლასი. ელენეს ლიკვიდირებაში დაგეხმარები. შენ დაჩის ეცეკვე-ლაშას კომენტარმა ისევ უხერხულად აგრძნობინა თავი, თუმცა დიმიტრისთან საუბრის შემდეგ ყველაფრის დავიწყება და უბრალოდ ცეკვა უნდოდა. ბოთლს ხელი მოკიდა, მოიყუდა და სმა დაიწყო.
-ვაააუ. ადა ეგეთი ტემპით ანას გადაუჯოკრავს-ნიკო წამოდგა და ადაც წამოაყენა საცეკვაოდ.
-ადა, არ დალიო ამდენი ცუდად გახდები-დაჩიმ გამოართვა ბოთლი და თვითონ მოიყუდა. მერე ღიმილით გახედა, ხელი გაუწოდა და ორივემ ერთად დაიწყო ცეკვა. საკმაოდ ნასვამები იყვნენ. დილით ადამ დაჩის გვერდით გაიღვიძა. მისი ზედა ეცვა,დაჩი გვერდით ეწვა და ადას მხარზე ჰქონდა ჩამოდებული თავი. ორივეს საბნის ქვეშ ეძინა. ინფაქტმა კინაღამ დაარტყა. ამას ისევ დიმიტრისთან შერიგება ერჩივნა. არაფერი არ ახსოვდა რაც წინა ღამეს მოხდა. კაბის ძებნა დაიწყო და ძირს იპოვა . ახლა ორჯერ უფრო მეტად შეეშინდა. აბაზანაში შევიდა სასწრაფოდ გამოიცვალა და გამოვიდა. მისაღებში ყველას ერთმანეთზე ეძინა. ტელეფონი ვერაფრით ვერ იპოვა, მხოლოდ ჩანთა. არ უნდოდა დალოდებოდა ბავშვებს როდის გაიღვიძებდნენ, ხელი დაავლო ჩანთას, კარი გააღო და წავიდა.
-ღმერთო.. ეს რა გავაკეთე...-თან თავი ტკივილისგან უსკდებოდა, მზე საშინლად აღიზიანებდა, ძლივს მიდიოდა. წარმოდგენაც არ უნდოდა რა სანახავი იყო. აჩეჩილი თმები, დაკუჭული კაბა, ბარბაცით მიდიოდა. ტაქსი გააჩერა და ნინისთან წავიდა. 20წუთი მაინც აკაკუნებდა კარზე სანამ ნახევრად შიშველმა ალექსანდრემ არ გაუღო.
-რა ხდება ადა? რომელი საათია. მოგსდევენ?
-გამატარე-გიჟივით შევარდა და ნინისთან ავიდა საძინებელში-ნინი, ნინი გაიღვიძე.
-რა ხდება? -ნინიც იმავე დღეში იყო რაც ადა, გაჩეჩილი და საშინელ პახმელიაზე.
-არ ვიცი. გუშინ დაჩის დაბადების დღე იყო-გული ამოვარდნაზე ჰქონდა, სუნთქვა უჭირდა და ძლივს ყვებოდა-დავლიეთ, ვთამაშობდით, მერე დიმიტრიმ დამირეკა, ნერვები მომეშალა, კიდევ უფრო მეტი დავლიე, მეც და დაჩიმაც. მერე ვცეკვავდით და ბოლო რაც მახსოვს...
-რა ადა ამოღერღე-ნინი საწოლიდან ადგა და გვერდით მიუჯდა.
-დაჩის ზედაში გამეღვიძა და გვერდით მეწვა.
-რააა?! სექსი გქონდათ?! !!-ნინიმ იმხელაზე იყვირა ალექსანდრემ კი არა მთელმა ვაკემ გაიგო.
-გაჩუმდი!!!-ადამ კარი დაკეტა და ზურგით მიეყრდნო.
-მიპასუხე! ადა! ეს როგორ გააკეთე? დიმიტრის ძმაა, დღეს ქორწილი უნდა გქონოდათ. არა მესმის რომ გაბრაზებული იყავი..
-არა! არ მახსოვს. არაფერი არ მახსოვს. საქმეც მაგაშია. მაგრამ რა შანსია რომ არ გვქონოდა? ანუ ვინ გამხადა კაბა?
-არ ვიცი. არ ვიცი , ადა. ეს როგორ დაგემართა?
-კარგი , ნინი გეგონება შენ არასდროს დაგმართნია მსგავსი რამე.
-ალექსანდრეს ძმასთან არ მქონია სექსი ისე რომ არც მხსომებია? ნაღდად არ დამმართნია!
-კარგი! გეხვეწები ისედაც ცუდად ვარ. გავგიჟდები. არაფერი მახსოვს.
-კარგი, დამშვიდდი. დაჩიმ რა თქვა?
-არაფერი, წამოვედი.
-რატო წამოხვედი?
-აბა დავრჩენილიყავი?! თუ რამე მოხდა როგორ მეთქვა რომ შეცდომაა?
-ადა, ესე უმიზეზოდ არ დაწვებოდი ადამიანთან. ხომ გიცნობ არა? იქნებ მოგწონს?
-ნინი. დიმიტრი მიყვარდა და 3 წელი ვიყავით ერთად.
-კარგი, ხო ნუ მეჩხუბები. ყავაც არ დამილევია ჯერ.
-ნინი, გავგიჟდები. მიშველე რამე.
-ექიმთან რომ წავიდეთ? ფუ.. გინეკოლოგთან.
-და რა ვკითხო, გამარჯობა არ ვიცი გუშინ სექსი მქონდა თუ არა თქო?
-ადა, ნუ მეცინიკოსები დილიდანვე. დახმარებას ვცდილობ, შენ იწექი შენი ქმრის ძმასთან და არა მე.
-ყოფილი ქმრის! ნინი, ეხლა თუ არ დამეხმარები-შუა ლაპარაკში გაწყვიტა ლაპარაკი-რანაირად შემიძლია დიმიტრიზე ნაწყენი ვიყო,როდესაც იგივე და უარესი გავუკეთე?
-ერთად ხომ აღარ ხართ?
-კარგი, ჩემ თავს როგორ გავუკეთე ეს? დაჩის როგორღა შევხედო თვალებში?
-ჩემი აზრით აჭარბებ. დაივიწყებთ ორივე და ვსო.
-რა მეშველება-საწოლზე დაწვა და სახეზე აიფარა ხელები.
-არ არის ტრაგედია. გავარკვევთ ყველაფერს. მოკლედ დაველოდოთ დაჩი როდის დაგირეკავს.
-არა.არ გამოვა. ტელეფონი ვერ ვიპოვე ვერსად და დაჩისთან არის.
-მაშინ წადი და წამოიღე.
-არა, არ შემიძლია.
-მაშინ ერთად წავიდეთ, ოღონდ მაცადე გამოფხიზლებ... ვაიმე ადა რო დაფეხმძიმდე?!
-ნინი!!!-ადამ ბალიში ესროლა-გააფრინე სულ? რა გინდა რომ ინფაქტი დამემარტოს? ეკატერინე მომკლავს.
-კარგი, ადა ერთი სექსით არ დაფეხმძიმდებოდი-ოთახში ალექსანდრე შემოვიდა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო.
-რ-რ-რა თქვი?! შენ რა გვისმენდი?
-ნინი მთელ ვაკეზე გაყვირის, მე კი არა გვერდით ნაზი დეიდა გისმენდათ. სხვათაშორის თავის შვილიშვილს ეუბნებოდა, აი შეხედე რა თაობა მოდისო.
-ნინი, გაათრიე ეხლა ეს აქედან, თორე ნაზი დეიდას ვაჩვენებ.
-პიტნის ჩაი ადა, ორ წუთში დაგამშვიდებს. იქამდე ბორჯომი დალიე პახმელიაზე გიშველის-ალექსანდრემ მაისური გადაიცვა, ნინის აკოცა, ადას თმები აუჩეჩა დაწავიდა.
-კარგი, წამოდი ყავა დავლიოთ, ვიბანავოთ, მოვწესრიგდეთ და წავიდეთ. დაწყნარდი გავარკვევთ ყველაფერს.
-არა. გერმანიაში უნდა წავიდე.
-რა? დღეს?
-ხო, დღეს. ჯერ დაჩისთან წავალთ. მე და შენ. და წამით არ დამტოვებ მასთან მარტოს გაიგე?!
-კი. მაგრამ, დღესვე გერმანიაში?
-დღესვე თუ არა ხვალ, მაგრამ უნდა წავიდე. ძალიან გამიგრძელდა არდადეგები. საბანაოდ შევალ.
ადა ცდილობდა გაეხსენებინა რა მოხდა წინა ღამეს. აზრადაც არ მოსდიოდა თავში როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო ყველაფერი. ზოგადად არ იყო ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც ასე ადვილად დაუწვებოდა ერთი თვის გაცნობილს, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო დიმიტრიზე. მსგავსი გზით არ გადაუხდიდა სამაგიეროს. თუმცა ფაქტი ერთი იყო. რა შანსია იმის, რომ ერთმანეთის გვერდით ნახევრად შიშვლები იწვნენ და არაფერი მომხდარა? მითუმეტეს, როდესაც ნასვამები იყვნენ და ერთმანეთის მიმართ ნაღდად ჰქონდათ გრძნობები. უკვე ორივე ხვდებოდა ამას, დიდი დამალვაც არ ჭირდებოდა. უბრალოდ ასე მალე არ სურდათ გამჟღავნება. და გუშინ რაც მოხდა გამჟღავნებაზე ბევრად მეტს ნიშნავდა. ადა 40 წუთის შემდეგ გამოვიდა აბაზანიდან , ჩაიცვა და ნინისთან ერთად გაბრუნდა დაჩისთან. სახლში კიდევ მისი მეგობრები იყვნენ, როგორც ჩანს დაჩი სახლში არ იყო.
-ადაა, ჰეიი-კარი ლაშამ გააღო-შემოდიი. მეგობარიც მოიყვანე?
-ტელეფონი დამრჩა აქ. დილა მშვიდობის .. პირველ რიგში-ადა დაბნეული იყო, შიგნით შევიდა, ნინი არც გააცნო ლაშას ისე დაიწყო ტელეფონის ძებნა.
-დილა მშვიდობის მადმოზელ-ნიკომ მასთან მიირბინა და ხელზე აკოცა-როგორ ბრძანდება მისი უდიდებულესობა? პახმელია?
-საშინელი. მისმინე, ჩემი ტელეფონი ხომ არ გინახავს?
-გაერთეთ გუშინ შენ და დაჩი?-ანიმ გესლიანად მიანიშნა წინა ღამეზე. ცოტაც და ადას გული წაუვიდოდა.
-ტელეფონი არ იცით ჩემი სად არის?-ადა ნერიულობდა და ერთი და იმავეს იმეორებდა.
-აი აქ არის-ნინიმ იპოვა და ადას მისცა-წავედით?
-მოიცადე დაჩის არ დაელოდებით?-სანდრომ ადას ხელი მოკიდა და გააჩერა.
-არა, მეჩქარება.
-ადა, შენი საყურეც ვიპოვე-ანიმ დაჩის საძინებლიდან მისი საყურე გამოიტანა და მისცა.
-უი.. მადლობა-მხოლოდ მაშინ შეამჩნია რომ ცალი საყურე არ ეკეთა-აბა კარგად ბავშვებო და დიდი მადლობა გუშინდელი დღისთვის-ადამ ყველა გადაკოცნა, ნინის ხელი დაავლო და მთელი სისწრაფით ჩაირბინა კიბეები.
-ადა, რატომ არ ველოდებით დაჩის?
-იმიტომ... ნინი მგონი საკმარისი მტკიცებულებები მაქვს წინა ღამის შესახებ, ესეც რომ არ იყოს ზედმეტად გადავაბიჯეთ ორივემ მეგობრობის ლიმიტს.
-თუ არაფერი არ გქონდათ, მგონი ისეთი არაფერი მომხდარა. უბრალოდ ჩაგეძინათ.
-ნინი, შენ გჯერა მაგის? შენ და ალექსანდრესაც ჩაგეძინათ წინა ღამეს საწოლში?
-იქნებ გახსოვს რამე?
-არ ვიცი, ვცეკვავდით. მარტო მე და დაჩი. მერე თითქოს მახსოვს საძინებელში როგორ გავდივართ და მეტი არაფერი. რატომღაც.. დარწმუნებული ვარ, რომ. კარგი არ მინდა ამაზე საუბარი. ბილეთი უნდა ავიღო და ხვალვე გავფრინდე, დაჩისთან საუბარს ვერ გადავიტან.
-და თუ არაფერი არ მოხდა?!
-არ აქვს მნიშვნელობა. გუშინდელი ღამე არც მაგას ემახსოვრება და ბევრს ვერაფერს მეტყვის.
-დამიჯერე ემახსოვრება თუ
-ნინი! გეყოფა!-ამ დროს დაჩის შეეჩეხნენ გზაში.
-ჰეი, გეძებდი დილით, დაგირეკე კიდეც, ტელეფონი ჩემთან დაგრჩენია. პრივეტ ნინი-ნინი გადაკოცნა.
-ხო, ის, ლექცია თუ რაღაც მქონდა და სახლში უნდა წავსულიყავი.
-რაღაცეები ამომქონდა ყველას ერთად რო გვესაუზმა, ხო არ ამოხვალთ?
-არა-ნინიმ შეაწყვეტინა-მე მომყვება ადა .
-სად?
-ექიმთან.
-მშვიდობაა?
-კი. მოკლედ აბა მადლობა გუშინდელისთვის-ადამ მადლობა გადაუხადა და გავლას აპირებდა, მაგრამ დაჩიმ მკლავში მოკიდა ხელი და გააჩერა.
-ყველაფერი კარგად არის?
-კი, პახმელია მაქვს უბრალოდ-ოდნავ ცივად მიუგო, ნაძალადევად გადაკოცნა და წავიდა. იმის შემდეგ მთელი დღე ბარგის ლაგებაში იყო, მისდა საბედნიეროდ საღამოს ფრენა იყო. ბილეთიც იყიდა და ყველასთან დაუმშვიდობებლად უნდოდა წასვლა. მშობლები საბედნიეროდ არ იყვნენ სახლში და მათთვის არაფრის ახსნა არ მოუწევდა. დიდი ხანი აღარ შეეძლო გაჩერება, ამიტომ ფრენამდე 2 საათით ადრე გამოიძახა ტაქსი, ისე რომ ნინისთვისაც არ უთხოვია გაცილება და აეროპორტში წავიდა. უბრალოდ წერილი დაუტოვა ნინის, თხოვა იმ შემთხვევაში მიეცა დაჩისთვის ტუ საგრანტო კონკურსიდან მოუვდიოდა პასუხი. წერილში ახსნილი იყო ვის უნდა დაკავშირებულიყო, რომელი ინვესტორი ჩადებდა მის ბიზნესში ფულს და ა.შ. არ უნდოდა ადას შეცდომების გამო მისი ბიზნესი დაეზიანებინა. სხვა არაფერს არ წერდა წერილში.ტელეფონი გათიშული ჰქონდა არავის რომ არ დაერეკა. არავისში კი ისევ დაჩი იგულისხმება, რომელიც ისედაც არ აპირებდა დარეკვას, რადგან სამსახურში იყო. მხოლოდ საღამოს გადაწყვიტა ადას მოკითხვა. რადგან მისი ტელეფონი გათიშული იყო, ნინის დაურეკა.
-გისმენთ?
-ნინი, დაჩი ვარ. ადას რატომ აქვს ტელეფონი გათიშული ხომ არ იცი?
-ალბათ უკვე თვითმფრინავშია და იმ.. ანუ, თვითმფრინავის მოუდზე აქვს. ხო.
-რა თვითმფრინავი?
-ანუ, ტელეფონს რომ აქვს ფუნქცია. თუ შენ ნოკია გაქვს და არ იცი ეგ რა არის, კაი დაიკიდე.
-ნინი, რა თვითმფრინავი?
-ხო კარგი, მაინც გაიგებდი მერე. ადა გერმანიაში დაბრუნდა.
-ვერ გავიგე.
-რა ვერ გაიგე?
-რას ქვია ადა გერმანიაში დაბრუნდა?
-დღეს ჰქონდა აღებული ბილეთი, ჩაჯდა თვითმფრინავში და ეხლა უკვე შუა გზაშია.
-მეღადავები? ესე დაუმშვიდობებლად წავიდა?
-ხომ.
-ნინი, მითხარი რო ღადაობ. რატომ?
-ეგ ადას უნდა ჰკითხო. ბოდიში.
-ადა, ესე უმიზეზოდ არ წავიდოდა. რამე მოხდა? დიმიტრიმ გაუკეთა ისევ რამე? ვინმე დაემუქრა თუ რა ხდება საერთოდ?!!


***
უკვე წინასწარ ვიცი ამ თავს რა ემოციებიც მოყვება :დ თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს დასასრული არ არის და შემდეგ თავში რაღაც დროის მონაკვეთს გამოვტოვებ. დანარჩენს საიდუმლოდ დავტოვებ ჯერ flushed bowtie და ბოდიში მალ-მალე რომ ვეღარ ვდებ ეს დღეები sweat heart_eyes



№1 სტუმარი სტუმარი nina

დაჩისგან ასეთ სამეგობროს არ ველოდი, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

რა სულელურად მოიქცა ადა რა -_-
ცოტა მეტ აზროვნებას ველოდი მისგან

 


ადა სულელი და დაუკვირვებელი გოგოსავით მოიქცა. იქნებ ჯერ დაჩის დალაპარაკებიდა და მერე გაქცეულიყო? ისე წავიდა რომ დაჩიც გაუკვერვლობაში დატოვა. ბიჭს არაფერი დაუშავებია თან :(

დაჩის სამეგობროში ყველა მომეწონა ანას გარდა. ძალიან სწერვულად შეეცადა ადას დამცირებას "შენი საყურე ვიპოვეო" . კრეტინი.
მაინტერესებს შემდეგ რა იქნება.

 


№4  offline წევრი sati

რუსკიმარუსია
ადა სულელი და დაუკვირვებელი გოგოსავით მოიქცა. იქნებ ჯერ დაჩის დალაპარაკებიდა და მერე გაქცეულიყო? ისე წავიდა რომ დაჩიც გაუკვერვლობაში დატოვა. ბიჭს არაფერი დაუშავებია თან :(

დაჩის სამეგობროში ყველა მომეწონა ანას გარდა. ძალიან სწერვულად შეეცადა ადას დამცირებას "შენი საყურე ვიპოვეო" . კრეტინი.
მაინტერესებს შემდეგ რა იქნება.

ადაც ჩვეულებრივი ადამიანია და ყოველთვის სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს. ეგრე ღალატიც ვერ შეამჩნია საქმროსი წლების განმავლობაში. და სულ სწორ არჩევანს რომ აკეთებდეს მგონი არც იქნებოდა საინტერესო ისტორია joy მადლობა რომ კითხულოობ heart_eyes

სტუმარი nina
დაჩისგან ასეთ სამეგობროს არ ველოდი, საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤️❤️❤️

heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი Mmm

აჰა,დაჩის ისე უკვირს ადას წასვლა ესეგი მათ შორის არაფერი მომხდარა,ან თვითონაც არაფერი არ ახსოვს.

ამაღამ ახალი თავი ხომ იქნება?

 


№6 სტუმარი ატბ

როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent