შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დემონის მდგმური" (სრულად)


2-03-2021, 22:39
ავტორი ტერიკო74
ნანახია 22 701

-აბა,გისმენ?!-სათვალეს ზემოდან გადმომხედა და საწერი კალმის კაკუნს მოჰყვა მაგიდაზე.
-მე არაფერი დამიშავებია!-შიშს თავი მოვუკარი და უტეხად გავუსწორე თვალი.
-აფციაური! - წუწკ მელასავით დამაკვირდა.
-დიახ,მე გახლავართ,-თავის კანტურს მოვყევი.
-იცოდე,მარტო სამსახურიდან გათავისუფლებას არ გაკმარებ!-მეგონა ტუჩები პირში ჩაუბრუნდა,ისე მოსხიპა.
-არ ვიცი, ამ მუქარაზე რა რეაგირება უნდა მქონდეს,- გაკვირვებით ავიჩეჩე მხრები.
-დამცინი?!- კისერი წამოიგრძელა.
-ბატონო ბადრი, კლიენტი ზედმეტად აგრესიული იყო, წამოხტომისას ჩემს ფეხს წამოედო,წაბარბაცდა და შემდეგ თქვენც იცით,- მეც წავიგრძელე კისერი.
-შენს ფეხს წამოედო?!- წარბები აზიდა.
-დიახ,ჩემს ფეხს.
- და ის ღვინის ბოთლიც თავად გადაიმტვრია თავზე,ხომ?
შევატყვე როგორ იბერებოდა ნელ-ნელა.მივხვდი,ერთი სიტყვაც საკმარისი იქნებოდა საფითილედ.
-როცა წამომედო ფეხზე,მაშინ გამივარდა ხელიდან და ზედ დაეცა,- მაინც არ დავიხიე უკან,ვთქვი და მიამიტურად ავათამაშე წამწამები.
-იცი,რამდენი ნაკერი ადევს?!- ჩემი პროგნოზი არ გამართლდა,მშვიდად მკითხა.
-საიდან უნდა ვიცოდე?- ავწრიალდი.სადღაც სინდისმაც მიჩქმიტა.
-სამი ნაკერი თავზე,ორი ტუჩზე,-თქვა და გულზე დაიკრიფა ხელები.
-რა საშინელებაა,-ისე შევიცხადე,თითქოს ჩემი ნამოქმედარი არ ყოფილიყო.
- ბედი შენი..-თავის ქნევას მოჰყვა.
-ჩემი ბედი?-თვალები გავაცეცე.
-ჰო,ჰო,ბედი გქონია,არ გიჩივლა. ბოდიშს ელოდება,-მითხრა და პირი გააწკლაპუნა.
არ მესიამოვნა.სახე შემეჭმუხნა.
- ბოდიშს?- უხალისოდ ვკითხე.
-დიახ,-ირონიულად შემომხედა.
-ეს მისი ტელეფონის ნომერია,-სავიზიტო ბარათი გამოაცურა ჩემსკენ. წამიერად დავხედე.
" რატი კრიხელი"
-რა ნაცნობი გვარია?- ჩავილაპარაკე ჩემთვის.
-დიახ,დიახ.. იცი,ვინ არის?-ბადრის ჩაეცინა.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
- პარლამენტარ თენგიზ კრიხელის ვაჟი!-თქვა და ჩემს შემცბარ თვალების დანახვაზე, კმაყოფილებით სავსემ გაიღიმა.
- უზრდელი შვილი ჰყოლია,ბატონ პარლამენტარს!- მაინც არ დავეცი ზურგზე.
-იცი,შენს გამო,შეიძლება რესტორანი დამიხურონ?!- აქამდე მოთოკილ თავს უცებ შეხსნა კვანძი.
-ხუთი ნაკერის გამო?- გულწრფელად გამიკვირდა.
-ფეფიკო,მორჩი! - ისე დაიყვირა,გაწითლდა.-თუ დღესვე არ მოუხდი ბოდიშს,ხვალიდან აქ აღარავინ იმუშავებს,გესმის?!
-ჰალსტუხი,- ამოვიკნავლე.
-რა?!-შეშლილივით შემომხედა.
-ჰალსტუხი მოუშვით,- კისერზე საწყალი თვალებით შევხედე ბადრის.
-აფციაური,მოაგვარე ეს პრობლემა!-კბილებში გამოცრა.
უხმოდ ავიღე სავიზიტო ბარათი და ბადრის თავის დაკვრით დავემშვიდობე.ძალიან ვიყავი აღელვებული.სულაც არ მინდოდა ისევ პირისპირ შეხვედრა იმ ვაჟბატონთან,მითუმეტეს ბოდიშის მოსახდელად. ცოტა კი გადავამეტე,როდესაც ხელი ჩემსკენ გამოაფათურა,მაგრამ დასჯის ღირსი ნამდვილად იყო! ბადრის რესტორანს არ დავეძებდი,ისიც კარგი ჩიტი იყო,მუსუსი. ჩემს თანამშრომლებთან ვგრძნობდი პასუხისმგებლობას,ჩემს გამო სამსახურის გარეშე რომ დარჩებოდნენ. სავიზიტო ბარათს რამოდენიმეჯერ დავხედე.
-ფეფიკო,-შეფ-მზარეულმა მახომ თვალი შემასწრო სამზარეულოსთან ჩავლისას.
-არ მუშაობ დღეს?-გაკვირვებულმა მკითხა. რა მათქმევინებდა,რომ მისი სამუშაოს ბედიც ჩემს ხელთ იყო.
-გავენთავისუფლე,ვერ ვარ კარგად,- შეწუხებული სახე მივიღე.
-რა დაგემართა?-მზრუნველად მომკიდა ხელი.
-მგონი გავცივდი,- გავუღიმე და წასვლა დავაპირე.
-იმ ამბავზე რა ხდება?- ჩემგან შელამაზებული კლიენტი იგულისხმა.
- მგონი გადავრჩი,-ჩავიცინე და მახოს დავემშვიდობე.
-ფეფიკო!-გასვლისას მომაძახა.-ღირსი იყო!-ცერა თითი ასწია.
ნეტავ იცოდეს,თუ არ მოვაგვარე,ხვალიდან როგორ აპრეხდა თითებს.თავი გავაქნიე და შემინული კარი გავიხურე.
ისე ციოდა,მანქანამდე სირბილით მივედი. გაყინულ საჭეს თითები მოწიწებით მოვდე და ძრავა ავამუშავე. ისევ კრიხელის სავიზიტო ბარათი ამოვიღე. გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. დამნაშავედ მაინც და მაინც არ ვთვლიდი თავს.ვაჟბატონს რომ მოკლე ხელები ჰქონოდა,არც ნაკერებით დაუმშვენებოდა თავ-პირი. უკმაყოფილოდ ჩავაბრუნე ჩანთაში ბარათი და მანქანა დავძარი. სახლამდე მუსიკის თანხლებით ვიმგზავრე.ვცდილობდი, ბადრისგან შემოხვეული უარყოფითი აურა შორს განმედევნა.
კარში შესვლისთანავე ცუციკო შემეგება საყვედურებით. კნავილით გამეგლასუნა ფეხებზე.
-გშია,ცუც?- თავზე ხელი გადავუსვი.უარესად აკნავლდა. საჭმელი სასწრაფოდ დავუდე თეფშზე და ყავისთვის ელექტრო ჩაიდანი ჩავრთე.
მობილურ ტელეფონზე შემოსულ შეტყობინებაში ზეწარივით გაშლილი ტექსტი დამხვდა. ბადრი მწერდა,დამირეკა იმ კრიხელმა და სასწრაფოდ ელოდება შენს ზარს,თორემ დილამდე არ მოვიცდი,ეხლავე დაგიკეტავ მაგ ბუნაგსო.გულს შემომეყარა.ასე რთულადაც არ მეგონა საქმე. გავბრაზდი კიდეც. სწრაფად მოვიმარჯვე კრიხელის ნომერი.
-გისმენთ!
მის ხმის გაგონებისთანავე,ცოტა არ იყოს,მუხლები ამიკანკალდა.
-ფეფიკო აფციაური ვარ, რესტორან " ბადრი მთვარედან",- ხმაგაპარულმა ვთქვი და სუნთქვა შევკარი.
ჩაცინების ხმა მომესმა.რაღაც გამარჯვებულის ირონია ვიგრძენი.
- შვიდ საათზე ჩემს ოფისში გელოდები! - მომახალა და ტელეფონი გამითიშა.
-უყურე ამას?!-სიბრაზისგან ნაპერწკელები გავყარე თვალებიდან და მობილური გამეტებით მოვისროლე მაგიდაზე.
- ოფისში უნდა ვეახლო ვაჟბატონს!- სახე დავჯღანე. -ვერ მოგართვი!- ვთქვი და არხეინად გადავიდე ფეხი-ფეხზე. დიდხანს არ გასტანა ჩემმა ჯიბრმა, ტელეფონის ეკრანზე "მუსუსი ბადრი" რომ დაიწერა,უცებ წამოვხტი.
-შვიდ საათზე რომ არ გამოცხადდე მის ოფისში,კრიხელი არ ვიცი და მე მართლა ვერ გადამირჩები!- გამოსცრა კბილებში და პარლამენტარის ვაჟივით დამიკიდა ყურმილი.
ვიგრძენი როგორ დაიძრა სისხლი კეფისკენ. თვალების დახუჭვა მოვასწარი,თორემ წითელ ცრემლებს გადმოვყრიდი სიმწრისგან.
- უსინდისოებო! ერთმანეთზე უარესებო! - ისეთი გაავებული ვეცი კარადას,ცუციკო შიშისგან კნავილს მოჰყვა.
- ხმა!-დავუბრიალე თვალები და ტანსაცმელში თავით შევვარდი.
-მუხლმოდრეკილი ბოდიში ნებავს?! ვნახოთ,ვისი აჯობებს?! - კაშნე ისე გამეტებით შემოვიხვიე ყელზე,ხრიალი დავიწყე.
მანქანამდე ისევ სირბილით მივედი და გაყინულ საჭეს ჩავაფრინდი.
მთავარ გზაზე საცობში გაბმული საყვირით ვეცადე გვერდის აქცევა სხვა ავტომობილებისთვის.რაზეც მძღოლების უკმაყოფილო შეძახილები დავიმსახურე. არც მე დავაკელი და სათითაოდ მოვიგერიე ხელების ქნევით.რაზეც არც ისინი დამრჩნენ ვალში და შუბლთან იტრიალეს თითები. ასე ხელების ცეკვა-თამაშით დავიძარით და როგორც იქნა მივაღწიე მითითებულ მისამართზე.
შენობის შესასვლელში დაცვის წევრი გადამიდგა წინ,დაყენებული მიმიკით და ხმით მომთხოვა საშვი.
- საშვი არ მაქვს,ბატონი კრიხელი საქმის კურსშია,მელოდება!- არც მე შემშლია მიმიკის დაყენება.
საეჭვოდ ამათვალიერა და ტელეფონი მოიმარჯვა. სამ წამიანი პაუზის შემდეგ თავის დაქნევით მანიშნა,რომ შესვლა შემეძლო.
ჩემი კაშნე ამაყად გადავიგდე მხარზე და წარბაწეულმა ავუარე გვერდი. რაც უფრო ვუახლოვდებოდი კრიხელის კაბინეტს,ჩემი სიამაყეც ძალას კარგავდა და უფრო მეტიც, მუხლებმა დამიწყეს კანკალი.
სანამ კარზე დავაკაკუნებდი,ინსტიქტურად დავხედე საათს.რვის ათი წუთი იყო.
-მობრძანდით!
არა,ეს არ იყო მიპატიჟება,ეს უფრო ღრენას ჰგავდა. წარმოვიდგინე ტყავის სავარძელში ეშვებიანი მხეცი,რომელიც მსხვერპლს ჩასისხლიანებული თვალებით ელოდება. ლამის უკან გავიქეცი,მაგრამ გამახსენდა ბადრი და მთელი მომსახურე პერსონალი,რომელთაც ჩემი ბოდიშმოუხდელობით შიმშილი მოუწევდათ სხვა სამსახურის მოძებნამდე.
ამას შესვლა არ ერქვა,შევიძურწე და ძლივს გავუსწორე თვალი მართლაც ტყავის სავარძელში მჯდომს. თავზე კეპი ეხურა,აი ტუჩზე კი ნათლად დავინახე ჩემი ხელით ჩადენილი შედევრი. ფხუკუნისმაგვარი ხმა ამომივიდა ხორხიდან,თუმცა სწრაფადვე მოვუხმე გონებას.
-სასაცილოა?!- სავარძლიდან წამოიწია და წარბებქვეშიდან დამაკვირდა.
-ხიხინები მაქვს,- დამფრთხალმა რამოდენიმეჯერ ჩავახველე.
-რა გაქვს?!- მგონი პირველად გაიგო ეს სიტყვა,ისე მოებრიცა პირი.
-ხიხინები,ფილტვების ანთება მქონდა და დამიტოვა,-მოვისაწ.... თავი.
-დაჯექი!- მიბრძანა. უცებ გამიჩნდა სურვილი მის ტუჩზე ნაკერების მომატებისა,თუმცა მორჩილად ჩამოვჯექი და კაშნე მოვუშვი.
- დაგაგვიანდა მოსვლა!- დასტურად მაჯის საათზე ჯერ თვითონ დაიხედა,შემდეგ ჩემსკენ გამოსწია ხელი,რომ კარგად დამენახა ისრები.
-დიახ,ვიცი,საცობი იყო,- გავუღიმე და ჩემი საათიანი მაჯა მოვიშიშვლე.
დავინახე როგორ ჩაეცინა.
-დაგაგვიანდა-მეთქი,- კიდევ გამიმეორა.
-რას გულისხმობთ?!-გულს შემომეყარა.
-წესით უნდა მიხვდე,- გამომცდელად დამაკვირდა.
- როგორ? დახურეთ რესტორანი?-პირი დავაღე.ვერ წარმომედგინა ასეთი სიბოროტე.
-დიახ! -მოკლედ მომიჭრა.
- ხუმრობთ?-ფეხზე წამოვხტი.
-სრულიადაც არა,-საზურგეზე გადაწვა და მკლავები მკერდზე გადაიჯვარედინა.-ხვალიდან უმუშევარი ხარ!
-ეს..ეს..-ენა დამება სიტყვების ძებნაში.
- ზუსტ დროს ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა!- თქვა და წამოდგა.
-ღმერთო,რა ჩავარტყი ამისთანა,-ჩავიბუტბუტე და ჩემსკენ წამოსულ კრიხელის დანახვაზე უკან გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი.
-ხედავ? ძვირად დაგიჯდა ხულიგნობა,-მომიახლოვდა ზომაზე მეტად.
- ათი წუთი წყვეტდა ყველაფერს?- თვალები გამიფართოვდა.
-როგორც ჩანს?!- ახლოს დამიდგა ირონიული ღიმილით.
- რომ მცოდნოდა,არ მოვიდოდი. სულაც არ მეპიტნავებოდა ბოდიშის მოხდა, მითუმეტეს,რომ დამნაშავე არ ვყოფილვარ!-უტეხად გავუსწორე მზერა.
- არსებობს ერთი მაგრამ,რომელსაც შეუძლია შეცვალოს სიტუაცია,-მითხრა მოულოდნელად.
- და რა არის ეგ მაგრამ?- ცალყბად ჩავიცინე.
- შენი ბოდიში,ოღონდ არა სიტყვიერად,-თვალები დააწვრილა.
გულში კი გამკრა,საითაც უხვევდა,თუმცა სანამ ხუთ ნაკერს კიდევ ხუთს დავუმატებდი,დაზუსტება გადავწყვიტე.
-აბა,როგორ? -მეც მივუწვრილე თვალები.
- ერთი ღამე ჩემთან უნდა გაატარო,- აი,ასე,მომახალა პირდაპირ და თავდაჯერებულმა გამიღიმა.
-თავხედო!- ისეთი ლაწანი გავადინე სახეში,ხელი ამეწვა.
მის ტუჩზეც არ დააყოვნა სისხლმა წამოსვლა და არც ჩემს წინ გველეშაპის აღმოცენებამ. ერთი ის დავინახე ,როგორ წამოიღო ხელი ჩემსკენ დასარტყმელად,თვალები დავხუჭე.თუმცა კედელზე ყრუდ გაისმა დარტყმის ხმა.
- ამას არ გაპატიებ! - მითხრა ყურთან მრისხანე ხმით და ჩემს მოშვებულ კაშნეს დასწვდა.ვიფიქრე,ჩემი დახრჩობა გადაწყვიტა-თქო.შეშინებულმა გავიბრძოლე. წამიერად გაჩერდა, შემდეგ ფრთხილად შემისწორა და თვალებში ჩამხედა.
-წადი!- თქვა და შეტრიალდა.
აჩქარებული ნაბიჯით დავტოვე მისი კაბინეტი. მანქანაში ჩავჯექი და საჭეს შუბლით დავეყრდენი. ყველა თანამშრომლის სახე წარმოვიდგინე. ზუსტად ვიცოდი,რომ ყველა უმუშევარი ვრჩებოდით კი არა,დავრჩით. ცრემლები წამომცვივდა. დავწყევლე ის დღე,როდესაც რესტორანში მივედი სამუშაოდ. გამახსენდა ბადრიც და მის ჩასუქებულ კისერზე წამოცმული ჰალტუხიც,როგორ მოუჭერდა უარესად,როდესაც გაიგებდა,რომ ბოდიში ვერ შედგა. მობილურის ზუზუნმა გამომაფხიზლა. ბადრის ნომრის დანახვაზე თვალები უიმედოდ გადავატრიალე.
-სად ხარ,ქალბატონო?!- გავაგონე,თუ არა,მეცა კრაზანასავით.
-სახლში მივდივარ,-ჩავილაპარაკე ემოციებით დაღლილმა.
-რესტორანში მოდი,გელოდები,- მითხრა აღელვებულმა.
-ღმერთო რა დავაშავე?!-წამოვიძახე სიმწრით.
ისევ საცობი და ხელების გაბრაზებით ქნევით გავიარე მთელი გზა.
***
-დაჯექი,- ჩაფიქრებული ხმა ჰქონდა ბადრის.
-რა ხდება?-ვითომ არ ვიცოდი,ვიკითხე მაინც.
- კრიხელმა დამირეკა,ერთ კვირა მოგვცა ვადა, მთელი სერიოზულობით გამომიცხადა,რომ უმუშევრად დაგვტოვებს ყველას და იმაზეც იზრუნებს,რომ ვერსად მოვიკიდოთ ფეხი,თუ ბოდიშს არ მოუხდი! გამაგებინე,რისთვის მიხვედი?!- ისე დაიყვირა,ყბა მოექცა გვერდზე.
- ეს შანტაჟია!- გავცეცხლდი. ბოდიშის მოხდის ფორმის განხილვას ბადრისთან ვერ დავიწყებდი,რაც შემომთავაზა ამდენი ადამიანის კეთილდღეობისთვის.
- მეც ვიცი,რომ შანტაჟია! სხვა გზა არ არის,რა გახდა ერთი სიტყვის თქმა?!- გაკვირვებული დამაკვირდა.
-ვუჩივლებ! როგორ შეიძლება ერთი ინციდენტის გამო,ამდენ ადამიანს დაგვიმახინჯოს ცხოვრება?!- ჩემს უსუსურობაზე ცრემლები მომაწვა.
-ვის უჩივლებ აფციაური?- საცოდავად შემომხედა.
- კრიხელს!
- დაეშვი დედამიწაზე!- ხელით მანიშნა.
მეც დავეშვი,ოღონდ სკამზე,მოწყვეტით. ვიგრძენი როგორ დამასხა ცივმა ოფლმა და ტუჩები დამიბუჟდა.
-ცუდად ვარ,-ძლივს ამოვილუღლუღე. მკვირცხლად წამოხტა ბადრი და წყალი მომირბენინა.არადა მოუქნელი მეგონა,ძლივს ვნახე გარბენით მდგომარეობაში.
ცივმა წყალმა ცოტა მომიყვანა გონზე.
-მოვაგვარებ,-ვთქვი და წამოვდექი. თავბრუსხვევა კი ვიგრძენი,მაგრამ ისე მინდოდა გავცლოდი იქაურობას,აღარ დავეძებდი.ლასლასით წავედი კარისკენ.
-შენი იმედი მაქვს..გვაქვს..- ბადრის ხმა დამეწია.
კარგა ხანს ვერ დავძარი ადგილიდან მანქანა. გულისრევას ვგრძნობდი.აშკარად ნერვული შეტევა მქონდა. მუსიკა ჩავრთე,ვეცადე ყურადღება სიმღერაზე გადამეტანა. მინდოდა,თუ არ მინდოდა,რიტმს ავყევი, ავტომობილიც დავძარი და ნელი სვლით გადავედი გზის სავალ ნაწილზე. ბუნდოვნად ვხედავდი ჩემს წინ მიმავალ მანქანებს. დავიძაბე და თვალებსაც დავაძალე მხედველობა. უარესად აჭრელდა ჩემს წინ კადრი,მკვეთრად დავამუხრუჭე და უმალ ვიგრძენი დარტყმის ხმაც. საბედნიეროდ გონება არ დამიკარგავს, მაგრამ განძრევა ვერ მოვახერხე.
-შენ რა გაგიჟდი?!- მანქანის კარს გაბრაზებით დაეჯაჯგურა ვიღაც. ჩემს დანახვაზე უარესად აენთო,მე კი მის დანახვაზე ბნედა მეცა.
-თქვენ?- სახეზე ლიმონისფერი დამედო მგონი.
-დიახ,მე!- კრიხელმა თავი შემოყო მანქანის სალონში და სახე ჩემს სახესთან შეაჩერა. ისე გააჭრილა კბილები,მეგონა საკბენად ემზადებოდა. თავი უკან გავწიე დაფეთებულმა.
- ავტომობილის ტარება თუ არა იცი,საკერავ მანქანაზე სცადე!- ზედ ცხვირთან მითხრა.
სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე,უნებურად წამსკდა ცრემლები.
-გტკივა რამე?- შემცბარმა მომკიდა მხარზე ხელი.
-დამანებე თავი!- უარესად ავღრიალდი.
-გადმოდი!- მსუბუქად დამქაჩა.
-შემეშვი! მონსტრო,ბოროტო! -მივაყარე და ფეხებიც ავაბაკუნე.
ისე უცებ დამავლო ხელი და გადამსვა მანქანიდან,გააზრებაც ვერ მოვასწარი. თავით-ფეხამდის ამათვალიერ-ჩამათვალიერა,მიმატრიალ-მომატრიალა,მკლავები ამიწ-დამიწია და კმაყოფილმა შემომხედა.
-არაფერი დაგშავებია,აბა,ახლა მითხარი,რა გატირებს?
გაოგნებული ვიდექი,ჩემი გადმოსახედიდან ენით აღუწერელ ბოროტების წინ,რომელიც ჩემს ჯანმრთელობაზე წუხდა.
-ცუდად ვარ,- ენის დაბუჟება და სხეულში ძალის გამოცლა ერთიანად ვიგრძენი და თვით მონსტრის მკერდზე ავატრიალე თვალები. ჩემი დაჭერა მოასწრო ეს მახსოვს.
თვალები რომ გავახილე, მის შეშინებულ სახეს წავაწყდი. მთლად მონსტრსაც აღარ გავდა.
-კარგად ხარ?- მუჭით წყალი მომასხურა. ერთიანად ავკანკალდი.ჯერ ისედაც ყინავდა,წყალმა უარესად გამყინა.
-მცივა,-ვთქვი და მოვიბუზე.მაშინღა მივხვდი მის მანქანაში რომ ვისხედით.
- ღუმელი ჩართულია,თუ არ გაკმაყოფილებს,შემიძლია ჩაგეხუტო,სხვა ვერაფერს შემოგთავაზებ,-მითხრა და ჩემსკენ გადმოიწია.
- თავხედო! - თვალები დავაკვესე.
-წესით მაგ სიტყვას ლაწანიც უხდება,-ჩაეცინა.
- ვიცი,უბრალოდ ახლა ცუდად ვარ,- მის დაჟინებულ მზერას თვალი ავარიდე.
-ა,ესე იგი,ცუდად რომ არ იყო, გაიმეორებდი?- კაშნეზე დამქაჩა,რომ მისკენ მიმეხედა.
-აუცილებლად! - კაშნე გამოვტაცე ხელიდან გაგულისებულმა.
-სად ცხოვრობ,მიგიყვან,- დასერიოზულდა და სავარძელზე შესწორდა.
-თავადაც გავიგნებ გზას,მადლობა,- უხეშად მომივიდა,თუმცა მეტსაც იმსახურებდა.
-ნუ ჯიუტობ,მიგიყვან,-ჩემს პასუხს აღარ დალოდებია, გასაღები გადაატრიალა.
-ჩემი მანქანა სად არის?!
-მიხედავენ და მოგიყვანენ,დაწყნარდი.
-ვინ მიხედავს?- გამიკვირდა.
-გაჩუმდი ცოტა ხანს,- ხმადაბლა მითხრა და ოდნავ ჩაიღიმა.
-ვინ ხარ,რა გინდა,რატომ გადამეკიდე?!
-მე გადაგეკიდე?!- უცებ მოიძრო თავიდან კეპი. -უყურე შენს ნახელავს!
-დამსახურებულად მიიღე ეგ საჩუქარი!- არ დავიხიე უკან.
თავი გააქნია და ისევ დაიხურა კეპი.
-ბოდიშის თემა ძალაშია,-მითხრა ნიშნიმოგებით და სიჩქარეს კმაყოფილი სახით მოუმატა.
-გააჩერე!- დავიკივლე განწირული ხმით. ყურიც არ შეუბერტყავს.ის კი არა და, მუსიკასაც აუწია. ისე გავცეცხლდი,ლამის გაქანებული მანქანიდან გადავხტი.ასეთი უტიფარი ცხოვრებაში არავინ შემხვედროდა.
-გააჩერე,ახლავე,მონსტრო,ბოროტო,არაკაცო!- განვაახლე რეპერტუარი.
-თუ არ გაჩუმდები,გაგაჩუმებ!
-რამდენს ბედავ? ვინ გგონია თავი? რადგან მამაშენი გავლენიანი პირია,გგონია ყველაფრის უფლება გაქვს? თავში გაქვს ავარდნილი!-გავწიწმატდი.
-ბოლოჯერ გაფრთხილებ,გაჩუმდი! -ხმას აუწია.
- გგონია რასაც მოისურვებ,ყველაფერი შენი იქნება? ვინ ხარ ასეთი?!- მაინც ვერ დამამუნჯა.
-კარგი..- მუქარა შევატყვე ხმაში.არც შევმცდარვარ. სწრაფად გადაიყვანა გზის პირზე ავტომობილი და მუხრუჭის საფერხულს გამეტებით დააჭირა ფეხი.
-მე გაგაფრთხილე!- მითხრა და ერთი ხელის მოსმით მიმიმწყვდია თავისკენ და ტუჩებზე გაშმაგებით დამაცხრა. არ გავნძრეულვარ,ვეღარც შიშს ვგრძნობდი,ვერც კოცნას. ვიჯექი მარიონეტივით,არანაირი განცდით და გრძნობით. კრიხელი კი განაგრძობდა ჩემს დაგემოვნებას. წინააღმდეგობა რომ ვერ იგრძნო, ჩემს ბაგეს მოცილდა და წამიერად მომეყრდნო შუბლით შუბლზე.
-ბოდიში,-თქვა ხმადახშულმა და საჭეს მიუტრიალდა. არცერთს ხმა არ ამოგვიღია.მისამართიც კი არ უკითხავს,ისე მიმიყვანა სახლამდე.მივხვდი,ჩემზე ყველანაირ ინფორმაციას ფლობდა.
სანამ სადარბაზოში არ შევედი,იქამდე მდარაჯობდა. სახლში შესული მაშინვე ფანჯარას ვეცი,მაინტერესებდა წავიდა,თუ მისი ამოსვლის შიში უნდა მქონოდა.თითქოს ამ ნიშანს ელოდაო,ფარების ანთება-ჩაქრობის თამაშით მიმახვედრა,რომ მშვიდობით დამიგულა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა.შვებით ამოვისუნთქე და მაშინღა მივაქციე ყურადღება აკნავლებულ ცუციკოს.
-დღეს ყველა მე მსაყვედურობთ,- ხელში ავიყვანე და თავზე ვაკოცე.მაშინვე გაიტრუნა და სიამოვნების კრუსუნი ამოუშვა.
ლოგინში ცუციკოსთან ერთად ჩავწექი.ძილზე არც მიფიქრია,ვერც დამეძინებოდა,ისე ვიყავი აფორიაქებული. უარესად ავირიე როდესაც ტელეფონზე მესიჯი მოვიდა ნაცნობი ნომრიდან.
"ტკბილი ძილი,ფეფო" -წავიკითხე,თუ არა ფეხზე წამოვხტი. ფანჯარასთან ფეხაკრეფით მივედი და ეზო დავზვერე.საეჭვო ვერაფერი დავლანდე.მაინც ვერ მოვისვენე და ახლა აივანზე გავედი,რომ სადარბაზოს მიდამო მომეთვალიერებინა. ელდა მეცა,როდესაც კრიხელის ავტომობილი დავინახე. გულმა გამალებით დამიწყო ცემა,ლამის იქვე ჩავიკეცე,მოაჯირს დავეყრდენი და ღრმად ჩავისუნთქე.
ისევ დაიწკაპუნა მობილურმა.გიჟივით შევვარდი ოთახში და ტელეფონს ვეცი.
"დაწყნარდი,დაწექი და დაიძინე"-კრიხელი ჩემს ნერვებზე თამაშობდა.
"თუ არ შეწყვეტ ჩემს თვალთვალს,პოლიციას გამოვიძახებ!" სასწრაფოდ ავკრიფე ტექსტი და გავუშვი.
"გამოიძახე,გელოდები" უცებ მომივიდა პასუხი.
"დამავიწყდა,რომ ყოვლისშემძლე ხარ და არაფრის გეშინია"-ისევ მივუბრუნე ხურდა.
"მეშინია"- ასეთ პასუხს არ ველოდი და ვერც დავიჯერე,რამე თუ აშინებდა ბოროტების სიმბოლოს. მივხვდი,საუბრის გასაგრძელებლად შემოაგდო ეს სიტყვა. აღარაფერი მიმიწერია. ჩაკეტილი კარი ისევ შევამოწმე და ცუციკოს მივუწექი.
ისევ დაიწკაპუნა შეტყობინების ხმამ და მეც შევხტი.
"სულ რაღაც ერთი კვირა.. ძილინებისა" -წავიკითხე,თუ არა, ინსტიქტურად წამოვიკივლე. კრიხელის თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა. ისე გავმწარდი, ჩასვლა დავაპირე და მისი "შელამაზება" ყველა სიტყვით. უკუვაგდე ეს აზრი და ისევ ტექსტის გაგზავნას დავჯერდი.
" არასოდეს!" - მივწერე და გულის ფანცქალით დაველოდე პასუხს,რომელიც არ მომსვლია.
დიდხანს ვიწრიალე საწოლზე,ვერა და ვერ დავმშვიდდი. ათასი შიშნარევი ფიქრი არ მანებებდა თავს. განთიადს თვალებდაჭყეტილი შევხვდი. სჯობდა საერთოდ არ დავწოლილიყავი.აქეთ-იქით ტრიალისგან გვერდები ამტკივდა. ზანტად წამოვდექი ,ცუცაც მომყვა მშიერი თვალებით.
-ცუც, არ ვარ კარგად,-ვუთხარი მოწყენილი ხმით. აინუშშიც არ ჩააგდო ჩემი გასაჭირი,თავის თეფშთან დაჯდა და პირი მოაღო.
- ეს არის ჩვენი მეგობრობა?- ნაწყენმა დავუყარე საჭმელი და გაზქურას მივუტრიალდი. უხალისოდ გავიმზადე ყავა და ნება-ნება მოვსვი ჩემი მაცოცხლებელი სითხე. ტელეფონზე ზარი რომ გაისმა,ისევ კრიხელი მეგონა.შევცდი,ჩემი მეგობარი სვეტა იყო. ისეთი გახარებული ლაპარაკობდა,ვერაფერი გავიგე მისი ნათქვამიდან.
-სვეეტ!- ხმამაღლა მომივიდა,თუმცა გაჭრა,გაჩუმდა მაშინვე.-დალაგებულად მითხარი,რა ხდება?-მოლოდინში დავიძაბე.
-ტყუილად ვილაპარაკე ამდენი?!-მითხრა კისკისით.
-ისე მიაყარე, ქურთულ-ქართულად რას გავიგებდი?-მეც გამეცინა.
- ჩამოვდივაარ!- აკივლდა.
-არ არსებობს,როდის?!-სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე.
- ზაფხულში,სულ მოვდივარ!
წამიერად გავშეშდი.მეგონა მომესმა.
-რა თქვი?!-გაოგნებულმა ძლივს ავამოძრავე პირი.
- ხო,ვეღარ ვძლებ,ხომ იცი საქართველოს გარეშე არ შემიძლია,არც შენს გარეშე,- ხმაზე შევატყვე,რომ ცრემლები მოაწვა.
-მერე შენები?- გამიკვირდა,როგორ უშვებდნენ მარტოს.
- არ იციან,მაქედან გავაგებინებ,-ჩაიფხუკუნა.
-გაგიჟდება დედაშენი,- შემეშინდა სვეტას გადაწყვეტილების.
-ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს აქ ცხოვრებას,მოვდივარ! -გადაწყვეტით მითხრა.
- ხომ ჩემთან მოხვალ სვეეტ?!-ავცქმუტდი.
-აბა,სად წავალ?- ისევ აკისკისდა.-წავედი,ბევრი საქმე მაქვს,დაგირეკავ ამ დღეებში,გაკოცე!-თქვა და გამითიშა.
სიხარულისგან აღარ ვიცოდი,რა გამეკეთებინა. ცუციკოს ხან კუდზე დავწვდი,ხან ყურებზე. იქამდე არ მოვეშვი,სანამ გვარიანად არ დამისვა კლანჭი ხელზე.
-უჟმურო!- გავუბრაზდი და სასწრაფოდ მოვიბანე ნაკაწრი საპნით.
საღამომდე,სანამ სამსახურში წასვლამდე,საკმაო დრო მქონდა. ისე გამახარა სვეტას ჩამოსვლის ამბავმა, ვერაფერს დავუდე გული. სასეირნოდ გასვლაც ქარმა გადამაფიქრებინა. თან საკმაოდ ციოდა.
კარზე ზარის ხმაზე შევხტი. არავის ველოდი. სათვალთვალოში,რომ გავიხედე,უცხო მამაკაცი დავლანდე.
-ვინ გნებავთ?-კარს შიგნიდან ვკითხე.
-სახელოსნოდან ვარ,მანქანა მოგიყვანეთ,-უცებ ამიხსნა ვიზიტის მიზეზი. თამამად გამოვაღე კარი და სტუმარი შევათვალიერე.
- სულ გადამავიწყდა,-მოვუბოდიშე.-რამდენია საჭირო?-დავფაცურდი.
- არაფერი,-გამიღიმა და გასაღები გადმომცა. მივხვდი კრიხელს ეზრუნა თანხაზეც,არ მესიამოვნა მასთან ვალში ყოფნა. გავისტუმრე,თუ არა ხელოსანი,ტელეფონს ვეცი და ნომერი ავკრიბე. ამაოდ ველოდი ზუმერის შეწყვეტას. კრიხელმა ცოცხალი თავით არ მიპასუხა. უარესად ავწრიალდი.ის იყო შეტყობინების გაგზავნას ვაპირებდი,რომ აწკრიალდა ჩემი მობილური.თავად დემონი რეკავდა.
- არ მეგონა,ასე უცებ თუ მოგენატრებოდი,-გავაგონე,თუ არა მომშხამა.
-იუმორიც რა მდარე გაქვს,-მეც ვუჩხვლიტე.
-ც? კიდევ რა მაქვს მდარე?
-მუქარა,- უცებ მივახალე.
- მე მუქარა არ ვიცი,მე მხოლოდ ვაფრთხილებ,შემდეგ ვასრულებ.
ისეთი თავდაჯერებული ხმა ჰქონდა,შიშმა დამიარა და ხმა ჩამიწყდა.
-რატომ გაჩუმდი?- მიხვდა,რომ მიზანში მოარტყა.
- რამდენია გადასახდელი მანქანაზე?- ძლივს ამოვიდგი ენა.
-არაფერი!
-შენი მოწყალება არავის სჭირდება!
-მაშინ ერთი კოცნა,-მომესმა,როგორ ჩაეცინა.
-მოძალადე ხარ! შენს ნომერს ვბლოკავ და მეორედ არ გაბედო ჩემი შეწუხება! - ყვირილზე გადავედი.
-საცხოვრებელსაც ხომ არ შეიცვლი?!
-აუცილებლად! - ვთქვი მტკიცედ და გავუთიშე. სასწრაფოდ დავბლოკე კიდეც მისი ნომერი. გაცეცხლებული მოვყევი ოთახებში სიარულს,თან ბრაზიანად შევუკურთხე კიდეც კრიხელს.
ტელეფონი ისევ აზუზუნდა. უცხო ნომერი იყო. გულმა კი მიგრძნო,ვინც იქნებოდა,მაგრამ მაინც თავაზიანად ვუპასუხე.
- მეორედ ,მასე რომ დამიხეთქო ყურმილი,სახლში ამოგაკითხავ!- მითხრა და გამითიშა. სახტად დარჩენილმა კარგა ხანს ვერ ამოვიღე ხმა.
-ეს რა ჭირი ავიკიდე?!- უიმედოდ წამოვიძახე და იატაკზე ჩავჯექი. ნერვული ცახცახი ამივარდა.კბილებს ციებანივით ვაწკარუნებდი. რაღაც უნდა მემოქმედა,რომ როგორმე მომეშორებინა თავიდან ეს მონსტრი.
ხელის კანკალით მოვძებნე ბადრის ნომერი.
-ბატონო ბადრი,ფეფო ვარ,სამსახურიდან მივდივარ,თქვენთან ვეღარ ვიმუშავებ,-მივაყარე ამოუსუნთქავად.
- რა? რა ხდება? რა სამსახური?-აშკარად გავაღვიძე,ისეთი დაბნეული ჩანდა.
- მაპატიეთ ბატონო ბადრი,სამსახურიდან მივდივარ.
-ორ საათში რესტორანში გელოდები!- უცებ გამოფხიზლდა.
-კარგი,-ვთქვი მორჩილად.
რესტორნიდან წამოსვლის იდეა უცებ მომაფიქრდა.იქნებ,შემშვებოდა კრიხელი,მეც და ჩემს თანამშრომლების ბედსაც.
***
-აბა,ახლა ამიხსენი,რა ხდება?- ბადრი ქშენა-ქშენით ჩაეკვეხა სავარძელში.
-სამსახურს თავს ვანებებ,-ვთქვი და ამოვიოხრე.
-რატომ? მიზეზი?!
-დასვენება მჭირდება,დავიღალე.
-შემიძლია შვებულება მოგცე,- ეჭვიანად დამაკვირდა.
- საერთოდ მინდა წასვლა,აღარ მინდა მუშაობა,-ბოლომდე ვიცრუე.
-შენი წასვლით საქმეს არ ეშველება,-მიმახვედრა,რომ იცოდა მიზეზი.
-რომელ საქმეს?-მიამიტურად შევხედე.
- წუხელ დამირეკა კრიხელმა,შენი აქედან წასვლა და რესტორნის დახურვა ერთი იქნება,-თავი დააქნია.
- რაც უნდა ის უქნია,ამომივიდა ყელში მაგის კაპრიზები!- აწეულ ხმაში ცრემლები გამეჩხირა.
-ასე გიმძიმს ერთი სიტყვის თქმა მისთვის,რომ მზად ხარ ყველაფერი და ყველა გაგვანადგურო?- გაოცებულმა შემომხედა.
-დიახ..არ ვაპირებ ბოდიშებით მუხლების გადატყავებას,მე მართალი ვარ და აქეთ აქვს მოსახდელი ბოდიში!- ამაყად დავდექი.
-კარგი..კარგი.. რა გაეწყობა..მე ვერაფერს დაგაძალებ,თუმცა გახსოვდეს,ზუსტად ორმოცდახუთი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე მთელი ცხოვრება,მათ შორის შენც,- ხელები დანებების ნიშნად გაშალა განზე.
-მაგის ხუშტურებს ვერ შევწირავ თავს!- დავუყვირე და კარი გამოვიჯახუნე. მანქანამდე ტირილით მივედი.
-არ გაგივა ჩემთან ეგ ოინები!- ვთქვი და მანქანა ადგილიდან მოვწყვიტე.კრიხელის ოფისში დავაპირე მისვლა,თუმცა მასთან საუბარი წყლის ნაყვა იქნებოდა. სჯობდა,მომეთმინა და დროთა განმავლობაში მივხვდებოდი,როგორ უნდა მემოქმედა. ჩემს სამსახურიდან წასვლას ბადრი აუცილებლად მოახსენებდა.ძალების მოკრება მჭირდებოდა დემონთან შესაჯახებლად.სულ,რომ ქვეყნის მასშტაბით დაეხურა ყველა რესტორანი,მაინც ვერ მაიძულებდა თავისი კაპრიზის დაკმაყოფილებას.
საცხოვრებელ კორპუსთან დამეწია ბადრის შეტყობინება.
"გილოცავ! ხვალიდან ყველა უმუშევრები ვართ! " მეგონა ურო დამკრეს. ავტომობილი შევაჩერე და ხელმეორედ გადავიკითხე იმის იმედით,რომ ტექსტში ცვლილება იქნებოდა. იგივე ეწერა.უღონოდ ჩამოვყარე მკლავები. უკან დახევა არც მიფიქრია,ისე გავმწარდი,ალბათ ჩემს წინ,რომ მდგარიყო კრიხელი, ხელი არ ამიკანკალდებოდა,ისე მოვკლავდი.
ბადრისთვის არაფერი მიმიწერია.
სახლში აღელვებული შევვარდი. ცუციკოს კნავილს ყურადღება არ მივაქციე,თავი მქონდა საკნავლელი. აუცილებლად მჭირდებოდა დამშვიდება. გამახსენდა კარადაში მიჩქმალული არყის ბოთლი. ერთმანეთის მიყოლებით დავლიე ორი ჭიქა. უცებ გამიხურდა სხეული.ნელ-ნელა დაძაბულობაც მომეხსნა და ცოტა ხასიათზეც მოვედი. კარზე ვიღაცამ მომთხოვნად დააკაკუნა. ვინატრე კრიხელი ყოფილიყო,რომ რაც კი მქონდა ენაზე მომდგარი,ყველაფერი მეთქვა მისთვის. გავეშებულმა გამოვგლიჯე კარი და მთლად უარესი დამხვდა.ჩემი ოთხი თანამშრომელი შეფ-მზარეულ მახოს ჩათვლით. მგლოვიარეებივით შემოვიდნენ და კედელთან ჩამწკრივდნენ.
-რა გჭირთ?- ვიკითხე,თუმცა მათ სახეებზე ყველაფერი წავიკითხე.
- ფეფო,კითხულობ კიდეც? დავიღუპეთ,ყველა..- თქვა მახომ და დანარჩენებს გადახედა.
- ჩვენს ბოდიშს არ მიიღებს,თორემ შენს ნაცვლად,მოვუხდიდით,- აწრიალდა ქეთი. იცოდეს როგორი ბოდიშია,ვნახავდი როგორ იჭიკჭიკებდა.
- ქირას ვერ გადავიხდი,ბავშვებს რა ვუყო?-აწუწუნდა ლიაც. უცებ დამკრა თავში ჩემმა ბინის ქირამაც. როგორ გადავიხდიდი უმუშევარი?
-წამლები რით ვუყიდო დედას,-აჰყვა ბელაც.
ოთხივე კარგად შევათვალიერე. ალკოჰოლმაც მეტი გამბედაობა შემძინა და მკაცრად გამოვაცხადე.
-ვერაფერს შევცვლი! მაპატიეთ!-თავი დავუკარი და კარისკენ გავიხედე,რაც მათი წასვლის მანიშნებელი იყო.
-ფეფო,ვერ გცნობ?!-მახომ მკლავზე მომკიდა ხელი.
-დამტოვეთ,გთხოვთ!- მინდოდა დროზე წასულიყვნენ. ისედაც სინდისი მჭამდა,რომ ჩემს გამო ამ დღეში ჩავარდნენ. თავს რატომ ვიდანაშაულებდი,არ ვიცოდი,მაგრამ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.
-ფეფო,ჯიუტობის დრო არ არის,როგორღაც გადააბიჯე სიამაყეს,ჩვენს გამო მაინც,-ცრემლები წამოყარა ლიამ.
-წადით,გთხოვთ..- მინდოდა მომესწრო კარის დაკეტვა,რომ ჩემი დაგუბებული ხმა ამომეშვა თავისუფლად.
აღარაფერი უთქვამთ,მხოლოდ თვალებით მიმახვედრეს,რომ ძალიან დასანანი იყო ჩემი მხრიდან ასეთი სიჯიუტე. წავიდნენ და მეც კარს მიყრდნობილი ავქვითინდი. ვერ ვხვდებოდი კრიხელის აკვიატებას.შეეძლო,ჩვეულებრივად მოეწონებინა ჩემთვის თავი,იქნებ მეც მომწონებოდა კიდეც და სულაც აღარ დასჭირვებოდა შანტაჟით ჩემი დასაკუთრება. ალბათ,ფსიქიკური პრობლემები აქვს,დავასკვენი და უარესად შევშინდი. ავადმყოფთან კი არა,კარგად მყოფთან გიჭირდა ადამიანს საუბარი.მთლად უიმედობამ შემიპყრო.
ისევ დალევა გადავწყვიტე.მინდოდა გავთიშულიყავი და აღარაფერი მომესმინ-დამენახა. კიდევ სამი ჭიქა არაყი დავლიე ზედიზედ. წამში დატრიალდა სამზარეულო და გულის რევაც ვიგრძენი. საკმაოდ ფეხარეული წავედი საძინებლისკენ და საწოლზე გავიშოტე. ერთი ის მახსოვს,როგორ მომიწვა კრუტუნით ცუციკო და თან გავითიშე კიდეც.
***
ძილში ვიგრძენი,ვიღაცამ როგორ გადამაფარა საბანი.ის კი არა და,გვერდებშიც კი ამომიკეცა. ზანტად გავახილე თვალები,ჯერ კიდევ ვგრძნობდი თავბრუსხვევას. ბუნდოვნად დავინახე ნაცნობი სახე,ოდნავ წამოვიწიე,მეგონა მომეჩვენა. ქუთუთოები დავქაჩე,წამში მხედველობაც გასწორდა და ჩემი გულის მრუდიც.
კრიხელი იდგა მომღიმარი სახით და ხელში ცუციკო ეჭირა. ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ასეთ კადრს.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-წამოვხტი გაავებული.
- არ გეკადრება, სტუმრის ასე დახვედრა,- მითხრა და ცუციკოს თავზე გადაუსვა ხელი. ქალბატონიც სიამოვნების კრუტუნს მოჰყვა დემონის მკლავებში.
-ახლავე დატოვე ჩემი სახლი,თორემ არ ვიცი რას მოვიმოქმედებ!
-საინტერესო იქნება,რას მოიმოქმედებ,- ყურადღებით დამაკვირდა.
- რა გინდა? რატომ არ მანებებ თავს? ხომ დახურე რესტორანი,ხომ გაიტანე შენი?მორჩა კინო!
- ეგ არაფერს ცვლის,ბოდიში გაქვს მოსახდელი,- მითხრა მშვიდად.
-ბოდიში ბატონო,რატი! - თეატრალურად გავშალე ხელები.
-მასე არა!-თავი გააქნია.
უცებ რამ მომიარა არ ვიცი,ალბათ სასმლის ბრალიც იყო,ჩემი წყობილებიდან გამოსვლა,ერთი ხელის მოსმით შემოვიგლიჯე ტანისამოსი და მის წინ დედიშობილა ავისვეტე.
-მოდი!- ჯიქურ შევხედე. წარბიც არ შეტოკებია,ისე მიყურა ცოტა ხანს.შემდეგ ,ნელა დაიხარა,ჩემი კაბა ხელში აიღო და მომაწოდა.
-ჩაიცვი,-მითხრა ხმადაბლა და უკანმოუხედავად წავიდა.
ძარღვებში სისხლი გამეყინა. ადგილზე მოვკვდი.კარგა ხანს ვიდექი შიშველი და უხმოდ მდიოდა ცრემლი.
***
საღამოს მაღალი სიცხე მომცა. ლოგინში ვბორგავდი და ვბოდავდი.
-სვეტა მაინც იყოს აქ..- ვთქვი და წვალებით წამოვდექი. წამალი უნდა მომეძებნა,თორემ სიცხე არ აპირებდა თავის დანებებას. მობილურის ზარმა შემაჩერა. ბადრი რეკავდა. მასთან საუბრის თავი არ მქონდა, გავუთიშე. ახლიდან ატეხა რეკვა.
-გისენთ,- ძლივს ამომივიდა ხმა გამშრალი ყელიდან.
- ხვალიდან ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ, მადლობა,-გახარებული ჩანდა.
-ბატონო?-ყურებს არ დავუჯერე.
-ხვალიდან ვმუშაობთ,კარგია,რომ ბოლომდე არ გაგვწირე.
- გასაგებია..გილოცავთ!- უხალისოდ ვუთხარი.
- ხვალ საღამოს სამსახურში გელოდები.
-მე თქვენთან აღარ ვმუშაობ ბატონო ბადრი,- გამახსენდა ჩემი წამოსვლის ამბავი.
- მაგ თემაზე ვისაუბრებთ,ხვალ გელოდები!
-ვერ მოვალ,მაღალი სიცხე მაქვს.
- სიცხე?-შეიცხადა.- გჭირდება რამე?
მისი მზრუნველი ტონი გამიკვირდა.
-არაფერი,მადლობა..უნდა გავთიშო,არ ვარ კარგად,-სანამ კიდევ რამეს იტყოდა,სასწრაფოდ დავაჭირე წითელ ღილაკს თითი.
ძლივს ვიპოვნე სიცხის დამწევი.ერთი აბი გადავყლაპე და ისევ დავწექი. ცუციკო როგორც ყოველთვის,ჩემს გვერდით გაიშხლართა. ფიქრებმა პირდაპირ კრიხელთან მიმიყვანეს. ისე უცებ გააუქმა გადაწყვეტილება,ნამდვილად გამიკვირდა.მეგონა ჯვარს მაცვამდა ,სანამ საწადელს არ მიაღწევდა.თუმცა,მისმა ქცევამ ,საგონებელში კი ჩამაგდო.
-მეთამაშება,როგორც კატა თაგვს,გამიშვებს-დამიჭერს,გამიშვებს-დამიჭერს,ნეტავ,კიდევ რას უნდა ველოდო მისგან?-ხმამაღლა მომივიდა ფიქრები.
კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ჩემზე წინ ცუციკო გაიქცა.არასდროს მოქცეულა ასე. სტუმარს არასდროს ეგებებოდა. ძლივს ჩამთბარი წამოვდექი ისევ და კარი გამოვაღე. კრიხელი იდგა. მის დანახვაზე ისე დავიხიე უკან,თითქოს მართლა დემონი დამენახოს. შინაურულად შემოვიდა და ცუცის მიეფერა,არც ქალბატონმა დააკლო. გაკვირვებულმა დავხედე კაპარჩხანას,რომელიც ლამის ხელებში ჩაადნა ჩემს მოსისხლე მტერს.
-რა გინდა?- ძალაგამოცლილმა ვკითხე.ჩხუბის თავი არ მქონდა.
არაფერი უთქვამს. იქვე ტელეფონის მაგიდაზე წამლების ორი კოლოფი დადო და კარისკენ წავიდა.
-რატომ?!- დავუყვირე.
უცებ შედგა და შემოტრიალდა. დინჯი ნაბიჯით მომიახლოვდა და ჩემს პირისპირ გაჩერდა. ისედაც მიჭირდა სუნთქვა,მის სიახლოვეზე საერთოდ შევწყვიტე.
- გეშინია ჩემი? - თვალებში ჩამხედა.
ინსტიქტურად დავუქნიე თავი. შევამჩნიე როგორ შეეჭმუხნა შუბლი. ნელი მოძრაობით წამოიღო ჩემსკენ ხელი და ჰაერში,ჩემს ღაწვთან შეაჩერა. არ გავნძრეულვარ. ოდნავ გამიღიმა.
- ძალიან ლამაზი იყავი,-მითხრა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კარში. მივხვდი ჩემი სიშიშვლე იგულისხმა და სახეზე ალმური მომედო. კარი ჩავრაზე და წამლებს დავხედე. ორივე სიცხის დამწევი აღმოჩნდა.უკვე დაზუსტებით ვიცოდი,რომ ბადრი კრიხელის შიკრიკი იყო და არც იმას გამოვრიცხავდი,რომ რესტორნის ამბავი მხოლოდ თამაში იყო,ჩემს ხელში ჩასაგდებად. ამის გააზრება და ჩემი აფეთქება ერთი იყო. სულ გადამავიწყდა ცუდად ყოფნა. გაცოფებულმა მოვყევი ჩხუბს საკუთარ თავთან.
ცუციკო დაიმალა.
***
ძალიანაც არ მინდოდა დემონის მოტანილი წამალი დამელია,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. დილისთვის უკეთესად ვიგრძენი თავი. ბადრიმ დამირეკა,მომიკითხა.ვუთხარი,რომ ვკვდებოდი.დრო დავინიშნე.წესით,ზუსტად ოც წუთში უნდა გამოჩენილიყო კრიხელი ჩემს კართან. ვიჯექი ფეხი-ფეხზე გადადებული და მშვიდად ვწრუპავდი ყავას,თან საათს ვაკონტროლებდი.
-თქვენ გიჩვენებთ სეირს!- მუქარით დავაქნიე თავი. ოცი არა და,ზუსტად თხუთმეთ წუთში ატყდა ბრახუნი ჩემს კარზე. ნერვიც არ შემტოკებია, კმაყოფილმა განვაგრძე ყავის სმა.ხმაური შეწყდა და კარგად მომესმა, კრიხელის ხმა,ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას. ფეხაკრეფით მივედი კართან და ყური დავუგდე.
-ვაჟა,ისევ იმ მისამართზე მოდი, სწრაფად.თან ახალი საკეტი წამოიღე! -თვალები შუბლზე ამივიდა. ვის სახლში აპირებდა გასაღების გამოცვლას,ლამის ჭკუიდან გადავედი. მის თავხედობას საზღვარი არ ჰქონდა.გამწარებულმა გამოვაღე კარი.დამინახა,თუ არა,მხრებში მეცა.
-ნორმალური ხარ?-დამაჯანჯღარა.
-გამიშვი ხელი! ვინ ხარ,ამდენს რომ ბედავ?!- ავფართხალდი.
-მეგონა,მართლა მოკვდი!- კბილებში გამოსცრა.
- თუ მინდა მოვკვდები,თუ მინდა გადავრჩები და საერთოდ,მიბრძანდი აქედან!მეორედ არ დაგინახო აქ მოსული და იმ შენს მაცნეს გადაეცი,არ ვაპატიებ!-დავიმუქრე ბადრის მისამართითაც.
- ერთი რამე დაიმახსოვრე,შენი სიკვდილიც და გადარჩენაც ჯერ ჩემთან უნდა შეათანხმო,-მითხრა და ხელი შემიშვა.
მის განცხადებაზე,ისეთი სიცილი ამიტყდა,მარტო კრიხელს კი არა,მეც მეგონა,რომ გავგიჟდი. გაოცებული მიყურებდა.
- შენთან უნდა შევათანხმო?- უარესად ავკისკისდი.
-რაოდენ წამოუდგნელადაც არ უნდა გეჩვენებოდეს,ასეა,- თავის დაქნევით გაამყარა ნათქვამი.
- არ მინდა იმედი გაგიცრუო,მაგრამ უნდა გითხრა, ჩემს მეურვედ არ მომწონხარ,- დავიჯღანე.
- მე არ მიკითხავს რა მოგწონს და რა არა?!- მთელი სერიოზულობით მითხრა.
- გაეთრიე აქედან! -მოთმინებამ მიღალატა.
- რა თქვი?-მომიახლოვდა.
-გაეთრიე ჩემი სახლიდან!
-გაიმეორე!-უფრო ახლოს მოვიდა.
-გ ა ე თ რ ი ე !- დავუმარცვლე.
-კიდევ გაიმეორე!-ლამის ტუჩები ტუჩებზე შემახო.
-წადი,-დავიჩურჩულე.
ირონიულად ჩაეღიმა და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. ცოტა ამოვისუნთქე. ამაზეც გაეღიმა.
-წადი,დაწექი, მე დაველოდები ხელოსანს,-ვითომც არაფერი მომხდარიყოს,ისე მითხრა.
- ავად ხარ?!- ხელმეორედ ავუშვი აფრები.
- არ მიყვარს,როდესაც ჩემთან ხმას უწევენ,- წარბი ასწია.
-რას ლაპარაკობთ? საერთოდ არ მაინტერესებს,რა გიყვარს და რა არა,მიბრძანდი აქედან!
- აუცილებლად დაგაინტერესებს,- ჩემსკენ აპირებდა ისევ წამოსვლას,კარზე კაკუნი რომ გაისმა. ხელოსანი ვაჟა იყო. მის დანახვაზე სულ გადავირიე. კრიხელის ბრძანებით საკეტის შეცვლას შეუდგა. ჩემს აღშფოთ-შეშფოთებას ყურადღება არცერთმა მიაქცია. უფრო მეტიც, დემონმა ხელი დამავლო და საძინებლისკენ გამაქანა.ტყუილად ვიქნევდი ფეხებს,ვერას გავხდი მის ძლიერ მკლავებთან.
- ახლავე გამოვიძახებ პოლიციას!- გაავებულმა დავიყვირე და მობილურის ძებნა დავიწყე. გამახსენდა სამზარეულოში,რომ დავტოვე. იქით დავაპირე წასვლა.
-ჩემით ისარგებლე,-მშვიდად გამომიწოდა თავისი ტელეფონი.
-მარტო პოლიციას კი არა,სასწრაფო დახმარებასაც,ფსიქიატრიულში ხარ წასაყვანი! -ხელიდან წავგლიჯე მობილური,თუმცა ნომრის აკრება შევაყოვნე.
-მიდი,გელოდები,-თვალების მოძრაობით მანიშნა.
ვერ შევძელი. აზრიც არ ჰქონდა,სალ კლდესთან ვიდექი და ძალით ვერაფერს გავხდებოდი,ისევ ჭკუით უნდა მომეგო. უღონოდ ჩამოვჯექი საწოლზე და თავი ხელებში ჩავრგე.
- ჭკვიანი გოგო,-შემაქო და ოთახიდან გავიდა. ისე დავითრგუნე,სიკვდილი მომინდა. კრიხელი იქაც ჩამომაკითხავდა ალბათ,ისე ამომიჩემა. "ან ძალიან მოვწონვარ,ან ბოთლის ჩარტყმას ვერ მპატიობს და ასე მიხდის სამაგიეროს"- გავიფიქრე. პირველი ვარიანტი უფრო მაწყობდა,თორემ მეორე ვარიანტი,დარწმუნებული ვიყავი სიგიჟის ზღვარზე მიმიყვანდა.
ვაჟას საქმე მოემთავრებინა.გავიგონე,როგორ დაემშვიდობა კრიხელს.
-ეს შენი ახალი გასაღებია,- ცხვირწინ ამითამაშა.
მტრულად შევხედე.
-გაბრაზებულიც საშინლად ლამაზი ხარ,-გამიღიმა და გასაღები ხელში ჩამიდო. მივხვდი,მეორე ასეთივე გასაღები მის ჯიბეში იდო.
- რატომ მექცევი ასე?-ცოტა ხმა დავათბე.ვეცადე ბრძოლის ტაქტიკა შემეცვალა.
-როგორ ასე?- ვითომ ვერ მიხვდა.
-აი,ასე.. უაზროდ კუდში დევნა,ახლა ეს მორიგი ახირება,რომ ჩემი სახლის გასაღები გქონოდა.
-შენი სახლის? - გაიოცა.
-დიახ,ჩემი სახლის.
-მე სხვის ქონებას არასდროს ვეხები,-მხრები აიჩეჩა.
-იუმორში მოიკოჭლებ,-სიმწრით გამეცინა.
-სულაც არ ვხუმრობ,- თვალი ჩამიკრა.-წავედი,წამლები დალიე,შემოგეხმიანები,- თქვა და წასვლა დააპირა.
-მადლობა ღმერთო!- ხმამაღლა წამოვიძახე.
-ისე ნუ იზამ,აქ დავრჩე,-გაეცინა.
- დარჩები და მე წავალ!
-ვერსად წახვალ,ფეფო,ვერსად!- მუქარასავით გაისმა მისი ხმა. აღარაფერი მითქვამს.ოღონდაც გაეღწია ბინიდან.მარტო მინდოდა დარჩენა.ამდენ ემოციებს ვეღარ ვუძლებდი.
წასვლამდე,ისევ მომიახლოვდა.
-არ მინდა ჩემი გეშინოდეს,-მითხრა და შეტრიალდა.
რატომღაც გამაჟრჟოლა. სიცხის ბრალი ნამდვილად არ იყო.
შევცბი. სასწრაფოდ ვისკუპე საწოლში და მოვიკუნტე.
-ოღონდ ეს არა,ოღონდ ეს არა,-თავი ქნევა დავიწყე. შემაშინა იმ აზრმა,რომ შეიძლებოდა მოძალადე შემყვარებოდა.
***
საღამოს სიცხემ ისევ ამიწია. თვალებში მიბნელდებოდა.გამშრალ პირს ძლივს ვამოძრავებდი. ერთის მაგივრად ორი წამლის აბი გადავყლაპე. ცუციკოს როგორც იქნა შევეცოდე და კნავილით დამადგა თავზე.
-მოდი ჩემთან,-საბანის კიდე ავწიე.უცებ შემომიძვრა და ჩემს მუცელთან მოკალათდა.მესიამოვნა მისი სითბო. გავყუჩდი და ფიქრმა გამიტაცა. ისევ და ისევ კრიხელთან. მისი საქციელი რომ მახსენდებოდა,ხან მეღიმებოდა,ხან ბრაზი მიპყრობდა.
კარზე საკეტის გადატრიალების ხმა ,რომ მომესმა, თავი წამოვწიე. სანამ მე წამოვდექი, კრიხელი შემოვიდა ოთახში. მობეზრებულად გადავაგდე თავი ბალიშზე.
-როგორ ხარ?- ექიმივით დამხედა.
-უკვე ცუდად,- დავუღრინე.
-გაწითლებული ხარ,სიცხე გაქვს?- ჩემს სიბრაზეს ყურადღება არ მიაქცია,დაიხარა და შუბლზე დამადო ხელი.შეხებას, ისევ ის გაჟრჟოლება მოჰყვა.
-დაუკითხავად რატომ შემოხვედი,იქნებ რა ფორმაში ვარ?!
-მეტი უარესი ფორმა არსებობს,რაც იმ დღეს ვნახე? - სჯობდა სილა გაეწნა,უარესად ავწითლდი.
- შეხსენება არ იყო საჭირო!
-უბრალოდ,სიტყვამ მოიტანა,თორემ არაფერი ისეთი,- ისევ მომისინჯა შუბლი.-ცხელი ხარ,რამდენი გაქვს ?
-ოცდაცხრამეტი,- თქმა სჯობდა,თორემ ისე გააპარა თერმომეტრისკენ თვალი,მივხვდი,გაზომვას მაიძულებდა.
- დალიე წამალი?
-დავლიე,დამიწევს ცოტა ხანში..შეგიძლია წახვიდე.
- ჩაის გაგიმზადებ,- მზრუნველი ქმარივით მითხრა.
-რატი,არ გესმის? წადი!
-თაფლი გაქვს?
-ნორმალური ხარ? -წამოდგომა დავაპირე.
-იწექი, მე თვითონ ვიპოვნი,-მითხრა და სამზარეულოში გავიდა.
ვეღარ ვიგებდი,როგორ უნდა მოვქეულიყავი.ამ ადამიანთან არაფერი ჭრიდა,არც ჩხუბი,არც დაყვავება,ასეთი შეშლილი თაყვანისმცემელი,თუ მტერი,პირველად შემხვდა.
-ფეფიკო არ აყვე ნერვებს,დაწყნარდი..დაწყნარდი,- ბუტბუტით შევუდექი თავის დამშვიდებას. შემდეგ ღრმა ჩასუნთქვებზე გადავედი.
-თაფლიც ვიპოვნე და ლიმონიც,-კმაყოფილმა მომიტანა ჩაის ფინჯანი და ტუმბოზე დადგა.-ცოტა შეგრილდეს,-თითის აწევით გამაფრთხილა.
- რის მიღწევას ცდილობ?- საწოლზე წამოვჯექი და გააფთრებულმა შევხედე.
- რას გულისხმობ?
-შენს უცნაურ ქცევას ჩემდამი.
-ავად ხარ და გეხმარები,რას ხედავ ამაში უცნაურს?
-თავს ნუ ისულელებ! - ნერვებმა მიმტყუნა.
-ხმას ნუ უწევ,- მითხრა ხმადაბლა.
-ალბათ,ეს დასჯის ახალი წესია!-ფეხზე წამოვხტი.
- დასჯა?-ჩაეცინა.
-დიახ! ვერ ინელებ ,თუ როგორ გაკადრეს ქალაქის მშვენებას,ბატონ რატი კრიხელს შეწინააღმდეგება!
-ქალაქის მშვენებას? კომპლიმენტიც ამას ჰქვია,- მადლობის ნიშნად თავი დამიკრა.
- ბოდიში ხომ მოგიხადე,შემიძლია კიდევ ერთხელ მოგიხადო,ოღონდ სამუდამოდ დამანებე თავი!
-ბოდიშის მოხდის რომელ ფორმას გულისხმობ,სიტყვიერს,თუ ..?-თვალები მოჭუტა.
თავს იმ სამარცხვინო საქციელს ისედაც ვერ ვპატიობდი და ზუსტად იმ მტკივან ადგილზე ფეხის დაბიჯებამ ,გული შემიკუმშა.
-არაადამიანი ხარ!- ცრემლები წამსკდა.
- ფეფო,-შემცბარი წამოვიდა ჩემსკენ.
-არ მომეკარო!- სახეზე ავიფარე ხელები.
მაშინვე შეჩერდა. გამიკვირდა,როგორ დაემორჩილა ჩემს სიტყვას. მგონი ცრემლებმა გაჭრა. ამის გაფიქრება და უარესად ავქვითინდი.
მეგონა წავიდოდა. შევცდი. სამზარეულოში გავიდა და რის გაკეთებას აპირებდა არ ვიცი,ხმები კი შემომესმა,კარადაში რაღაცას რომ ეძებდა.
-ეს გიჟია! -უკვე მერამდენედ დავუსვი დიაგნოზი და გაავებული დავადექი თავზე.
- ცრემლები იარაღად არ გამოგადგება!- მითხრა და მაცივრის კარი გამოაღო.
- შეყვარებული მყავს,ერთ კვირაში ჩამოდის,საზღვარგარეთაა,- უცებ დავაბრეხვე ტყუილი.ვიფიქრე,ამით მაინც მოვიშორებდი თავიდან. გვერდულად გამომხედა.
-გყავდა!-მოკლედ მომიჭრა.
მისმა უტიფრობამ ისე აღმაშფოთა, ერთი ნახტომით ვეცი და მკერდზე მუშტები დავუშინე.
-წადი! წადი! -ვუყვიროდი სასწორაკვეთილი ხმით.
არ განძრეულა,გმირულად გაუძლო ჩემს ისტერიკებს. ამან უარესად დამაბნია. მივხვდი,კრიხელთან არაფერი ჭრიდა.
- მორჩი?-მშვიდად მკითხა,როდესაც დანებებულმა ჩამოვყარე მხრები.
ხმა არ გამიცია,მოჩვენებასავით წავედი საძინებლისკენ და საწოლზე პირქვე დავემხე. ცუციკომ მაშინვე იხელთა დრო და ჩემს ზურგზე მოერგო.
-ნეტავ შენ,ცუც,არავინ გიშლის ნერვებს,გივლიან,გეფერებიან,რასაც გინდა იმას აკეთებ,-მოვყევი წუწუნს. ისე ვიყავი გადაღლილი, ძილის გარდა აღარაფერი მინდოდა. კრიხელს სულ რომ თავზე დაემხო სახლი,აღარ მაინტერესებდა. თვალები დავხუჭე და მალევე ჩამეძინა.
გვიან ღამით გამომეღვიძა,ოფლში ვცურავდი. როგორც ჩანდა,სიცხემ და კრიხელმა ერთად გადაწყვიტეს წასვლა.ვინაიდან ვერსად დავლანდე ვაჟბატონი.მხოლოდ სამზარეულოს მაგიდაზე დამხვდა გამზადებული ერბოკვერცხი. გამეცინა. სიამოვნება შევატყვე ჩემს თავს და უცებ მოვკუმე პირი.
- ფეფო,ის მოძალადეა!- შემოვუძახე თავს და მაგიდას მივუჯექი.
- ცოტა ცივია,მაგრამ არაუშავს,- მოშიებული მადიანად შევექეცი დემონის ნახელავს.
***
დილისკენ ისევ ხმაურმა გამომაღვიძა. მობეზრებულმა გადავატრიალე თვალები.მივხვდი ვინც იქნებოდა. საძინებლის კარზე ფრთხილად დააკაკუნა. გამიკვირდა,პირდაპირ,რომ არ შემოვიდა. ხმა არ გავეცი.
-შემოვდივარ!- თქვა და კარი ოდნავ შემოაღო.
ისე სიმპათიურად გამოიყურებოდა, ენა ჩამივარდა.
-სიცხე კიდევ გაქვს? -კარიდანვე მკითხა.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-კარგია,-გამიღიმა და სამზარეულოში გავიდა.
დაქირავებულ მზარეულივით შეუდგა საქმეს. ვეღარ ვიგებდი უნდა მეცინა,თუ მეტირა.
- უკვე კარგად ვარ,აღარ ვსაჭიროებ მოვლას,თავადაც გავართმევ თავს,- სამზარეულოში შევედი. კარტოფილს თლიდა.
-მე არ მიკითხავს საჭიროებ,თუ არა,- ხელში შეათამაშა დანა.
-რატი,სერიოზული ეჭვი მაქვს,რომ ვერ ხარ,-გულწრფელად ვუთხარი.
- სერიოზული ეჭვი!- თქვა და პირის კიდეები ქვემოთ დასწია.
-შენი ქცევა არ ჰგავს ნორმალური ადამიანის ქცევას..შანტაჟი,ძალადობა..
- მე დაგაშანტაჟე?- ურცხვად გაიოცა.
- გაგახსენო?!
-გისმენ!
-მომბეზრდა ეს უაზრო კინკლაობა.. რამეს თუ ითხოვ,პირდაპირ მითხარი,თუ არა და,წადი შენს გზაზე.
-ბოდიშს,-მითხრა გამომწვევად.
ჩამეცინა. თამაშს ბოლო არ უჩანდა.
-თუ-ს?- დაკონკრეტება გადავწყვიტე.
-თუ-ს,თუ-ს! - დამეთანხმა.
-მერე რას უცდი?!
წამიერად გაშეშდა და მზერა გამისწორა.
-მზად ხარ? - ცინიკურად გაიღიმა.
-დიახ!- ვთქვი მტკიცედ.
-კარგი,-ფეხზე წამოდგა,ხელები დაიბანა და სანამ შეიმშრალა,მე ჩემი დამემართა. ვინანე ჩემი უაზროდ გასროლილი სიტყვა. თუმცა,უნდა დავრწმუნებულიყავი,რას ითხოვდა ჩემგან.
ნელი ნაბიჯით გამოემართა ჩემსკენ. სანამ მომიახლოვდა,კანკალი ამივარდა. პირისპირ გამისწორდა,თუ არა,მე უკვე მუხლებში ძალა წამერთვა.
ხალათის ელვა შესაკრავს ფრთხილად დასწვდა. თან თვალს არ მაცილებდა,მზერით მბურღავდა. ნელ-ნელა დაიწყო ელვის შეხსნა.მე გული ყელში ამომაჯდა.
-სულელი ხარ,-თავი გააქნია და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.
კარგა ხანს ვერ ავმოძრავდი. უკვე ეჭვიც აღარ მეპარებოდა,რომ კრიხელს მოვწონდი. თუმცა ასეთი გზით ჩემთან დაახლოვება რატომ გადაწყვიტა,უცნობი იყო.
***
ხუთმა დღემ ისე გაიარა,რატი ჩემს სიახლოვეს არ გამოჩენილა. გამიკვირდა,თან მისი ყურადღებაც მომაკლდა და ხალისი დავკარგე. არ მინდოდა დამეჯერებინა,რომ შევცდი დასკვნის გამოტანაში. იმდენად ხშირად მეფიქრებოდა მასზე,ვგრძნობდი მონატრება მიპყრობდა.
ბადრიმ დამირეკა,თუ გამოჯანმრთელდი,გამოდი სამსახურშიო. უმუშევრად ისედაც არ მაწყობდა ჯდომა, ორ დღეში ბინის ქირა მქონდა გადასახდელი.
რესტორანში მისვლისას თანამშრომლები სიხარულით შემომერტყნენ გარს. გვეგონა აღარ მოხვიდოდიო,არა და,შენი დამსახურებაა,რომ ვმუშაობთო.უხერხულად ვიღიმოდი. იცოდნენ,მაინც რა ნერვების ფასად დამიჯდა ეს დადგმული ფარსი.
- ფეფიკო,-მხურვალედ გადამეხვია მახო.
-ერთხელ მაინც მოგეკითხე,ასე თუ მოგენატრე?-ვუსაყვედურე.
-აკრძალული გვქონდა შენი შეწუხება,-ყურში მიჩურჩულა.
-რა? ვისგან?!-გავოცდი.
-შეფისგან.
-მაგას ვინ ეკითხებოდა?-ავპილპილდი და ბადრის კაბინეტისკენ წავედი.
დაკაკუნების შემდეგ,პასუხს არ დავლოდებივარ,ისე შევაღე კარი და ცივწყალ გადასხმულივით დავრჩი. ბადრისთან კრიხელი დამხვდა. მის დანახვაზე ერთიანად ავილეწე.
-აი,ფეფოც მოვიდა,- ღიმილით თქვა ბადრიმ. რატიმ ვითომც ვერ შემამჩნია,ყურადღება არ მოუქცევია.მეწყინა,თანაც როგორ.
-თუ გნებავთ,მერე შემოვალ,- უკან დახევა ვცადე.
-არა,შემოდი,- ხელით მანიშნა ბადრიმ. კრიხელის პირდაპირ აწურული ჩამოვჯექი სკამზე. წამიერად შემავლო თვალი ვაჟბატონმა და ისევ ბადრის მიუტრიალდა.
-როგორც მოვილაპარაკეთ,ყველაფერი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე!-უთხრა და წამოდგა.
-იქნება,ბატონო რატი, - ბადრიც წამოდგა და ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა. გასვლამდე კრიხელმა თვალი ჩამიკრა. ჩემმა გულმაც არ დააყოვნა ყირაზე გადასვლა.
-ფეფო მიხარია,რომ დაბრუნდი, იმედია ყველანაირი გაუგებრობა ავიცილეთ თავიდან და აღარ განმეორდება მსგავსი,- ლამის ენის მოჩლექით მითხრა.
-რომელი გაუგებრობა?-წარბი შევყარე.
-აი,კრიხელთან დაკავშირებით რაც იყო,-ხმა გაეპარა.
-კრიხელს მე მივხედავ ბატონო ბადრი,თქვენ კი სჯობია მსგავს თამაშში აღარ აღმოჩნდეთ!
-რომელ თამაშში?
-თქვენს მიერ დადგმულში! ახლა კი ჩემს საქმეს მივხედავ! - წამოვდექი და თავაწეულმა დავტოვე კაბინეტი.
მთელი საღამო ტელეფონისკენ მეჭირა თვალი,იქნებ ვაჟბატონს ხელი წაცდენოდა,ერთი შეტყობინება მაინც გამოეგზავნა. სულ ტყუილად ველოდი,მობილური დუმდა.
-ფეფო,შაბათს იმ შენს შელამაზებულ კლიენტს მაგიდა აქვს შეკვეთილი ჩვენთან,- მომიახლოვდა ბელა ახალი ამბით.
-რა მაგიდა?- ავფორიაქდი.
-დაბადების დღე ჰქონია,სულ ფოე-ფოე ხალხი ეყოლება,-ჩაიფხუკუნა.
-ოჰ,-მეც ჩავიცინე. ბელასთან აღელვება არ შევიმჩნიე.
- იმედია,ისევ არ დაამშვენებ?- გადაიკისკისა.
-თუ ჭკვიანად იქნება,გადარჩება,-მეც გულიანად გამეცინა და სტუმრების მაგიდისკენ წავედი.
ძლივს ჩავამთავრე სამუშაო საათები. სახლში გვიან ღამით დავბრუნდი. სადარბაზოსთან ახლოს კრიხელის ავტომობილს მოვკარი თვალი.
-დავიჯერო მოვიდა?!-სიხარულის ელდა მეცა. სწრაფად ავირბინე კიბე და კარი გავაღე. მხოლოდ ცუციკო შემომეგება. ფეხაკრეფით დავიწყე ოთახების დათვალიერება. არც კრიხელი ჩანდა,არც რაიმე მიმანიშნებელი. აივანზეც გავედი.აღარც მისი მანქანა ჩანდა.ყურებჩამოყრილი შემოვედი სახლში.
-მგონი მოჩვენებები დამეწყო! - ამოვიოხრე და აბაზანისკენ გავეშურე. ცრემლები ყელში მებჯინებოდა. ერთის მხრივ კრიხელი მაშინებდა თავისი მოძალადოებრივი ქცევებით,მეორე მხრივ კი მაგნიტივით მიზიდავდა.
მიუხედავად დაღლილობისა,ვერც ცხელმა შხაპმა მიშველა,ძილგამტყდარი ვიწექი და კრიხელზე აკვიატებულ ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებდი. ცუციკო საეჭვოდ აწრიალდა,კუდაპრეხილი გაიქცა შემოსასვლელისკენ. გულში უცნაურად გამკრა და მეც წამოვდექი.გასვლა ვერ მოვასწარი, რატი შემოვიდა. ამღვრეული თვალებით შემომხედა,მივხვდი ნასვამი იყო.შიშმა ამიტანა.
-რატომ მოხვედი?- ვკითხე ხმაგაპარულმა.
-უაზრო კითხვები არ მიყვარს,- ჩვეულად ასწია ცალი წარბი.
- შუაღამის სამ საათზე მოდიხარ,დაუკითხავად აღებ კარს და თურმე არც უნდა გკითხო?- თვალები დავუბრიალე.
-რა დრო გასულა,ნწ,ნწ,-საათზე დაიხედა და თავი გააქნია. მისმა სიმშვიდემ უფრო გამაღიზიანა. რაღა კრიხელი და რაღა კედელზე ცერცვის შეყრა.
-შენთან თამაშის ხასიათზე არ ვარ!
-აბა,ვისთან ?- ჩემსკენ წამოვიდა.
-გაჩერდი!- დავუყვირე დამფთხალმა და უკან გადავდგი ნაბიჯი.
- ხმას ნუ უწევ,- მომიახლოვდა და უცებ მომხვია წელზე მკლავები.
-გაეთრიე აქედან!-ვეცადე ხელიდან დავსხლტომოდი.
-ოჰ,-გაეცინა და თავისკენ მიმიზიდა.
-მოძალადე!- კიდევ გავიბრძოლე.
-დამშვიდდი,- მიჩურჩულა და უფრო ძლიერად მომიმწყვდია.
- რატი,გთხოვ..- ხვეწნაზე გადავედი. შიშისგან გული მიმდიოდა.ჯერ ფხიზელს ვერაფერს ვაგებინებდი და ნასვამს ხომ საერთოდ.
- რას მთხოვ?-ტუჩები ჩემს ღაწვზე გამოაპარა.
-წადი..- ვთქვი ძალაგამოცლილმა.
- რაღაც რიხი მოგაკლდა ხმაში,- გაეღიმა და ნაზად შემეხო ბაგეზე.მივხვდი,რომ ვეღარ ვუძალიანდებოდი, უფრო სწორად აღარ. ჩემგან წინააღმდეგობა რომ ვერ იგრძნო,უფრო ვნებიანად დამწვდა ტუჩებზე. სუნთქვა შემეკრა.სიამოვნებისგან თვალები მივლულე და მთლიანად მივენდე ჩემს მოძალადეს.
-დავრჩე?- მკითხა ვნებამორეულმა.
-არ ვიცი,-ძლივს ვუპასუხე.
- დაისვენე,- თმაზე ჩამომისვა ხელი და ღიმილით წავიდა კარისკენ.
არ ველოდი საქმის ასე შემოტრიალებას,ჩემს თავზე გავბრაზდი,კრიხელთან სისუსტის გამოვლენამ სირცხვილის ცეცხლი წამიკიდა.კიდევ კარგი წავიდა,თორემ მეც არ ვიცი,სადამდე მივიდოდით.
რაღა დამაძინებდა, დილამდე ვტუქსავდი ჩემს თავს,რომ მსგავსი საქციელი აღარ უნდა განმეორებულიყო.
რამოდენიმე დღე აღარ მოსულა.გაელვებით შემონათებებს მივეჩვიე კიდეც მისი მხრიდან.ვიცოდი, ასე იოლად თავს არ დამანებებდა და მოვიდოდა.
***
შაბათს რესტორანში ერთი საათით ადრე დაგვიბარა უფროსმა. ბევრი სტუმარი გვეყოლება და მაგიდებია მოსაწესრიგებელიო. ჩემი დიდი თხოვნისა,რომ იმ დღეს გავეთავისუფლებინე სამუშაო მოვალეობისგან,ცივი უარი მტკიცა ბადრიმ. შენ მჭირდები ყველაზე მეტად, სხვა რომელი დღეც გინდა ,ოღონდ შაბათს არაო. დილიდანვე დავიწყე გამზადება.ვღელავდი,კრიხელთან მომიწევდა შეხვედრა.
სამსახურამდე ,ჯერ ქირის გადახდა გადავწყვიტე.ბინის მფლობელთან მივედი.
- ქალბატონო ირა,ბინის ქირა მოგიტანეთ,- ჩანთისკენ წავიღე ხელი.
-ფეფიკო,ეს როგორ,არ გითხრეს?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-ვის რა უნდა ეთქვა?- მეც გაკვირვებულმა შევხედე.
- ახალმა მფლობელმა,- უარესად გაოცდა.
-ბატონო?- ვერაფერს მივხვდი.
-ორი კვირის წინ გავყიდე ბინა,ეს ისე უცებ გადაწყდა,შენი გაფრთხილება ვერ მოვასწარი,მაგრამ ბატონმა რატიმ მითხრა,რომ თავად გეტყოდა.
მეგონა ფეხქვეშ სართული გამომეცალა. დავრეტიანდი. კრიხელისგან გასაკვირი არაფერი იყო,მაგრამ ის,რომ ჩემს დროებით საცხოვრებელს იყიდდა,ვერ წარმოვიდგენდი.
-გასაგებია,- კიბისკენ მძიმედ შევბრუნდი.
მანქანაში ჩავჯექი,თუ არა,სარკეში შევათვალიერე თავი,ფერი არ მედო. ჯერ ისედაც არ ვიყავი მუშაობის ხასიათზე,სულ წამიხდა ნირი. ვაჟბატონის სახლში ვცხოვრობდი თურმე და არ ვიცოდი,იმიტომ გამოცვალა თამამად საკეტიც.
***
რესტორანში ისეთი აურზაური დამხვდა,გულს შემომეყარა. ორ საათში ყველაფერი მზად უნდა გვქონოდა.ბადრი ბრძანებების გაცემით დადიოდა წინ და უკან. კიდევ კარგი ტელეფონზე დაურეკეს და ცოტა ხანს შეგვეშვა.
- ყველა ცნობადი სახე აქ იქნება,- მიჩურჩულა ქეთიმ.
-იმიტომ დარბის ბადრი გახვითქული?-გამეცინა.
- რას არ ირბენს, იმდენ ფულს ჩაიჯიბავს,-ცხვირი აბზიკა ქეთიმ.
- მგონი მოვიდნენ,- რესტორნის ფოიეში რამოდენიმე ადამიანი გამოჩნდა. გული ამიჩქარდა,ვიცოდი სადაცაა კრიხელიც მოვიდოდა. ვეცადე მღელვარება ღიმილით დამეფარა.
ნელ-ნელა ივსებოდა დარბაზი, იუბილარი იგვიანებდა. მე კი მოთმინების ძაფი მიწყდებოდა.
- მოდის,- ბელამ იდაყვი წამკრა.
-ვინ?- უცებ გავიხედე ფოიესკენ და გავშეშდი. კრიხელი იდგა, სერიალიდან გადმოვარდნილ გმირს ჰგავდა,თან ახალგაზრდა გოგო ახლდა,არც ის გამოიყურებოდა ნაკლებად. ლამის თვალთ დამიბნელდა,როდესაც ხელი მოხვია და მიიხუტა. ნერვიულობისგან კრიჭა შემეკრა.
-რა სულელი ვიყავი!- გამოვცერი კბილებში და სასწრაფოდ გავეცალე დარბაზს.
-რა დაგემართა?- უკან მომყვა ბელა.
-უნდა წავიდე,ცუდად ვარ,- ტირილს ცოტაღა მაკლდა.
-ბადრი გაგიჟდება!
-ბადრის დარდი გაქვს,თუ ჩემი?-ცრემლი ვეღარ შევიკავე.
- ფეფო, რამე ხდება?-ეჭვიანად შემომხედა.
-არაფერი,წავალ და ბადრის შენ უთხარი,კარგი?- მუდარით სავსე თვალები მივაპყარი.
- სად ხართ?ხალხი გელოდებათ!- გაცოფებული შემოვარდა ბადრი.
-მე უნდა წავიდე,ცუდად ვარ,-ამოვიკნავლე.
-ფეფო,ახლა ნუ მიღალატებ,ვიწვით! - ისეთი სახე მიიღო, შემეცოდა. უსინდისობა იქნებოდა ეჭვიანობის გამო ამდენი ხალხის მიტოვება.
მორჩილად დავუქნიე თავი და ისევ დარბაზში გავედი. უარესად წამიჭირა სპაზმებმა ყელში,როდესაც რატი და ის გოგო გვერდი-გვერდ მსხდომი დავინახე. ბედნიერი თვალებით შესცქეროდნენ ერთმანეთს.
- მერვე მაგიდაც შენია,- მითხრა აღელვებით ბადრიმ.
-იქნებ, იქ სხვა გაუშვა?- ვერაფრით მოვემსახურებოდი კრიხელის მაგიდას.
- ფეფო,ჭირვეულობის დრო არ არის!- მკაცრად მითხრა.
სხვა გზა არ მქონდა, მოვიმარჯვე ხის ლანგარი და ფეხათრევით წავედი მაგიდისკენ. გზა და გზა ვლოცულობდი,ოღონდაც ხელიდან არ გამვარდნოდა რამე,ისე ვცახცახებდი.
მშვიდობით მივაღწიე. რატისკენ არ გამიხედავს,თუმცა მისი მზერა ვიგრძენი. მის გვერდით მჯდომი კი შევათვალიერე ახლოდან.
-ჰმ,დიდი ვერაფერი,- თავი დავიმშვიდე,თუმცა ძალიან დავითრგუნე. ამდენი ჩემდამი უცნაური ქცევის შემდეგ,ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი,რომ შეყვარებული ეყოლებოდა. მივხვდი,რომ არა მოწონება,არამედ ვერ მპატიობდა შეურაცხყოფას.
მთელი საღამო წინ და უკან დავრბოდი. თავს ვიკავებდი,რომ კრიხელის თვალებს არ შევჩეხებოდი. შორიდან,მალულად კი ვათვალიერებდი მის მაგიდას. ისიც დავინახე,რამოდენიმეჯერ ,რომ გადაიხარა გოგონასკენ და ნაზად აკოცა ლოყაზე. ჯერ ისედაც დაკარგული მქონდა ყველაფრის ხალისი,მათი შემხედვარე უარესად დავიშალე მარტივ-მამრავლებად.
-ლამაზი მეუღლე ჰყოლია,- მიჩურჩულა ქეთიმ. მეუღლე საიდან მოიტანა,არ ვიცი,მე კი მომცელა მისმა სიტყვებმა.
-ისე ვარ დაღლილი,არაფერი მაინტერესებს,-მისი თავიდან მოშორება ვცადე.
- ისე მთელი საღამოა,შენს მოძრაობას აყოლებს თვალს,-ჩაიცინა. გული შემიხტა."ორი კურდღლის დაჭერა მარტივი არ არის"-გავიფიქრე და გარეთ გავედი. სუფთა ჰაერზე უნდა გავსულიყავი ცოტა ხანს,სანამ ბოლომდე გამგუდავდა ემოცია.
თოვდა.გავედი, თუ არა,ჰაერის ცივ ნაკადს დავეშურე. მესიამოვნა. თვალები დავხუჭე და სახეზე დაცემულ ფიფქებს გავუღიმე. მკლავზე შეხება,რომ ვიგრძენი,მოულოდნელობისგან შევკივლე.
-ნუ გეშინია,- მითხრა ხმადაბლა.
- რა გინდა?!- არ მესიამოვნა მყუდროების დარღვევა.
-გაცივდები,- მზრუნველად მომხვია მკლავი.
-შენ რა,გაგიჟდი?-დაფეთებულმა გავიხედე შენობის კარისკენ.
- რატომ?- ჩაეცინა.
- ხელები დაიმოკლე!-თვალები დავუბრიალე და ვეცადე გავცლოდი. ვერ მოვასწარი. უფრო ძლიერად ჩამეჭიდა და შენობის უკან მხარეს სირბილით წამიყვანა.
- რას აკეთებ?!- ხმას ავუწიე.
ხმაც არ ამოუღია,ისე დამაცხრა ტუჩებზე,სული შემიგუბდა. წამიერად მეც ავყევი,თუმცა უცებ მოვეგე გონს და ხელი ვკარი.
-არასდროს შემეხო! - გასაქცევად მოვემზადე.
ხელმეორედ დამაკვდა ბაგეზე, უფრო მომთხოვნად. ძალიანაც არ მინდოდა,ასე მიმელოცა მისთვის იუბილე,თავად მაიძულა. მთელი ძალით ვტკიცე სახეში. უცებ ჩაუსისხლიანდა თვალები და მტაცებელს დაემსგავსა.
-თითი არ დამაკარო!- სანამ რამეს მოიმოქმედებდა, დავასწარი.
-წადი,-მითხრა გესლიანად. საშინლად მეწყინა,სჯობდა ეჩხუბა,ვიდრე ზიზღი გარეოდა ხმაში. კარისკენ წავედი, სხეულს ვერ ვმორჩილებდი,ისე ვკანკალებდი.
- ხვალ ქირას გადაგიხდი,სანამ სხვა ბინას მოვძებნი!-მივაძახე ნახევრად ტირილით.მისი თამაშებისთვის ბოლო უნდა მომეღო.
არაფერი უთქვამს.
კარგა ხანს არ შემოსულა დარბაზში. დაძაბული ვალაგებდი ჭურჭელს,ერთი სული მქონდა,როდის წავიდოდი სახლში. თავბრუსხვევას ვგრძნობდი.იქამდე,თუ ვცრუობდი,ცუდად ვარ-მეთქი,მართლა ცუდად გავხდი და ეს კრიხელის დამსახურება იყო. ბადრისთან გაფითრებული მივედი.
-უნდა წავიდე,ძალიან ცუდად ვარ!- პასუხს არ დაველოდე,ისე მოვიცვი ქურთუკი და სასწრაფოდ გავეცალე იმ ტერიტორიას.
***
ცუციკო,როგორც ყოველთვის საყვედურებით შემეგება.რამდენი საჭმელიც არ უნდა დამეტოვებინა მისთვის,მუდამ უკმაყოფილო იყო.
-უმადურო!- კრიხელზე გაბრაზებული ფისოს ვეცი. უფრო გაავებით ატეხა კნავილი,ეტყობა ეწყინა. სასუსნავები დავუყარე და სამზარეულოში გავედი. ადგილს ვერ ვპოულობდი. რაც რატი გამოჩნდა, თავდაყირა დადგა ჩემი ცხოვრება. სულ რაღაც ათ დღეში მოახერხა მასზე მეფიქრა გამუდმებით. ცოტა არ იყო ვინანე კიდეც ჩემი საქციელი,აღარ იყო საჭირო ამდენი ცემა-ტყეპა. ბოლო-ბოლო ქალი ვარ,თუ ბრიუს ლი?!
ჩაი გავიმზადე და ფანჯარასთან დავჯექი. ლამაზად ეშვებოდნენ ციდან ფიფქები და ლამპიონების შუქზე ბრილიანტებივით ბრწყინავდნენ. ტელეფონზე შემოსულმა შეტყობინებამ ზამთრის პეიზაჟს მომწყვიტა.
"მეორე ბოდიშიც დაემატა"
ისე შევქანდი,ლამის ცხელი ჩაი გადავივლე ფეხებზე. ერთის გამო,ლამის ჯვარს მაცვა და ახლა ამასაც დაიხვევდა ხელზე.მივხვდი,თამაში კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა.
" ვერ ეღირსები!" -დავუბრუნე პასუხი.
დიდხანს ველოდე მუქარის წერილს,მაგრამ არაფერი მოუწერია. ამან უფრო შემაშინა. მივხვდი,მის მოსვლას უნდა დავლოდებოდი. თავის შემზადება დავიწყე.აყოლა და ისტერიკები არ გაჭრიდა. სჯობდა ,მის დინებას გავყოლოდი,რადგანაც წინააღმდეგობა უარესად ახელებდა. რატის ლოდინში უკვე მესამე ფინჯან ჩაის გეახლებოდით.ის კი არა და არ ჩანდა. ზეზეურად მთვლემდა. საათი დილის ოთხ საათს უჩვენებდა. წამოვდექი და საძინებლისკენ ვაპირებდი წასვლას,საკეტის ჩხაკუნი რომ გაისმა. ისევ დავეშვი სკამზე და მოვემზადე ურჩხულთან შესახვედრად.
-მელოდი?-დამინახა და ირონიულად ჩაეღიმა.
-გელოდი,-არ დამიმალავს.
-ეს უკვე კარგია,- თავი დააქნია.
-აბა,გისმენ?!- ხელები გადავიჯვარედინე გულზე.
-სიტყვები ზედმეტი იქნება,- მომიახლოვდა.
-მეგონა მეუღლესთან ერთად მესტუმრებოდი,გამაცნობდი,- უცებ გავყიდე თავი.
-ვისთან ერთად?- მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა.
- მეუღლესთან,- მის მზერას ვერ გავუძელი,თავი ფანჯრისკენ მივატრიალე.
-ადექი,- მითხრა და წამომწია.
ავდექი და მის პირისპირ გავჩერდი.
-უნდა გაკოცო,-გამაფრთხილა,ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ალბათ, ემწარა ჩემი ხელი. ლამის გამეცინა.
-როგორც გინდა,- მორჩილად დავდექი.
- ფეფო?- წარბები შუბლზე აზიდა.
-მარტო კოცნა კი არა,ორივე ბოდიშის მოხდას ვაპირებ.
მოულოდნელობისგან უკან გამწია და ისე დამაკვირდა.
-სერიოზულად?- ისე მიყურებდა,აშკარად ეგონა ,რომ შევიშალე.
-ხუმრობის მეტყობა რამე?- ვთქვი და გახდა დავიწყე.
-მოიცადე,-ხელი დამიჭირა.
- გადაიფიქრე?!- აქეთ შევუტიე.
- რატომ გადაწყვიტე? - უკან დაიხია. მისი უკუსვლა კარგად მენიშნა,მივხვდი,სწორი სტრატეგია მეჭირა.
-თავს დამნაშავედ ვგრძნობ,უკვე რამდენჯერ მოგაყენე შეურაცხყოფა,ეს უნდა გამოვისყიდო აუცილებლად,ბოდიშს მოგიხდი ისე,როგორც შენი სურვილი იყო.ამით შენც კმაყოფილი იქნები და მეც განმეწმინდება სინდისი,- ვთქვი და გახდა გავაგრძელე.
-მეკაიფები?!- ტონს აუწია.
- არა,რა თქმა უნდა.. მომეხმარე,-ზურგით დავუდექი და აზღუდის შესაკრავზე ვანიშნე.
-ჩაიცვი!- კბილებში გამოსცრა.
-რუბიკონი გადალახულია!- ვთქვი მტკიცედ. ისე შევიჭერი როლში, გამოსვლას აღარ ვფიქრობდი.
-გესმის?! ჩაიცვი!- ცოტა უხეშად დამაჯანჯღარა.
-ჩემს სახლში,თუ მინდა გავიხდი,თუ მინდა ჩავიცვამ!- თვალები დავუბრიალე და შარვლის გახდა დავიწყე.
-ფეფო,ნუ მიწვევ!- შევატყვე ნერვებს ვეღარ იმორჩილებდა.
- მომეხმარე,ვიწრო მაქვს ეს შარვალი,-დავჯექი და ფეხები მისკენ გავიშვირე.
ცოტა ხანს დაკვირვებით მიყურა. შემდეგ ჩაიცინა და შარვლის საქამრეზე დამწვდა,უცებ გამაძრო და უმისამართოდ გაისროლა. თავი უკვე გამარჯვების ზღვარზე მეგონა,თურმე ნაადრევად ვზეიმობდი. ჩემსკენ დაიხარა და ახლა აზღუდის შესაკრავს დასწვდა.
-რას აკეთებ?- ხმა ამიკანკალდა.
-გეხმარები,- მიჩურჩულა ყურში და ზურგზე ნაზად გადამატარა ხელი. საქმის ვითარება ისე შეიცვალა,აქეთ გამოვემწყვდიე ხაფანგში. შემცბარი წამოვხტი ფეხზე.
-სად წავიდა ფეფოს გამბედაობა?- ცინიკურად ჩაიცინა და თავის მკლავებში მომიქცია.
- რატი,შენ ამას არ იზამ!- მუშტები მივარტყი მკერდზე.
-უკვე გვიანია,-თქვა და ჩემს საცვლისკენ წაიღო ხელი.
ტვინმა განგაში ატეხა.კრიხელთან სახიფათო თამაშში აყოლა ძვირად მიჯდებოდა.
-გამიშვი,გთხოვ!-ავფართხალდი.
-მოეშვი,-ხმაშეცვლილმა მითხრა,რაც იმის მანიშნებელი იყო,რომ გაჩერებას არ აპირებდა.
-არც გაბედო!-კიდევ ერთხელ გავიბრძოლე.
-აღიარე,რომ მოგწონვარ,-ვნებამორეული ჩურჩულზე გადავიდა.
საშველად ცუციკოს გავხედე.იჯდა მშვიდად და თათებს ილოკავდა.არა რა,ძაღლი უნდა მეშვილა, დამიცავდა მაინც!
-არ მომწონხარ და მეტიც,ვერ გიტან!
-შენი საქციელი ,შენს სიტყვების წინააღმდეგობაში მოდის,-ჩაეცინა.-ჩემს დანახვაზე მაშინვე შიშვლდები და მიწვევ,რას მივაწერო ეს ყველაფერი?!
სიმართლე მითხრა.მგონი პირველივე შეხვედრიდან მომწონდა კრიხელი.თავს არ ვუტყდებოდი,თორემ მისი სიახლოვეც ჭკუიდან მშლიდა.უცნაური დამოკიდებულებაც ჩემდამი,უფრო მეტ ინტერესს მიღვივებდა.
-არაკაცივით ძალას იხმარ?!- ვეცადე გონზე მომეყვანა.
-ნწუ,ნებითა შენითა,- ჩემი თმა მუჭში მოიქცია და ბაგეზე დამაკვდა. ვეღარ ვუძლებდი მის მოფერებას. იმ დონეზე მივედი,რომ სულაც აღარ ვფიქრობდი,კრიხელს ოჯახი ჰყავდა,თუ არა. ჩემს დაუკითხავად გაცოცდნენ ხელები მის მხრებზე და მთლიანად მივენდე.
დანებებული დამიგულა,თუ არა,უფრო გათამამდა. გიჟივით მკოცნიდა და მკლავებს ურცხვად დაატარებდა ჩემს ნახევრად შიშველ სხეულზე. ჩემგან საპასუხოდ ვნების კვნესამაც არ დააყოვნა.
-ვიცოდი,-თქვა და ფრთხილად მომშორდა. კმაყოფილი ღიმილით ამათვალიერა.
აწითლებული ვიდექი შემდგომ იერიშის მოლოდინში.
- ჩათვალე,რომ ბოდიში შედგა,-ჩემი მაისური აიღო , მკერდზე მომაფარა და თვალი ჩამიკრა.
გაბახებული ვიდექი და არ ვიცოდი,როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ვეღარც ვიტირე და ვეღარც ხმა ამოვიღე. მხოლოდ კრიხელს ვბურღავდი მტრული მზერით და მის განადგურებაზე ვფიქრობდი.
-ნახვამდის ფეფო,- თითები აათამაშა დამშვიდობების ნიშნად და უკუსვლით დაიწყო გასვლა კარისკენ,თან თვალს არ მაცილებდა. ვუყურებდი მის სახეს,რომელსაც გამარჯვება ეწერა.
კარი გაიხურა,თუ არა, დაჭრილი დათვივით დავიწყე ღმუილი. მაჯობა კრიხელმა და ამასთან შეგუება სიკვდილის ტოლფასი იყო. ბოლომდე გამაპარტახა და დამტოვა!
***
მთელი ორი კვირა რატი არ გამოჩენილა,აღარც ველოდი. თავისას მიაღწია,დამაჩოქა და მიმაგდო. მოუშუშებელ ჭრილობად ვგრძნობდი ტკივილს მთელ ტანში. თუმცა,მას რას ვერჩოდი,მე ვიყავი დამნაშავე და დათესილს ვიმკიდი. განცხადებებს დავეძებდი ბინის ქირის თაობაზე. კრიხელის სახლში გაჩერება აღარ შემეძლო. სადაც დავრეკე,ყველა უარს მეუბნებოდა ცუციკოს გამო.კატას ვერ ვაცხოვრებთო. ისე გავბრაზდი,შემომელანძღნენ კიდეც. ძლივს აღმოვაჩინე ერთი ღვთისნიერი ადამიანი,რომელსაც ცხოველები უყვარდა.გამიხარდა. საღამოსკენ დავთქვით შეხვედრა. რაც შეიძლება,მალე უნდა მომეგვარებინა.თუ შევთანხმდებოდი ახალ ბინის მეპატრონესთან, იმ დღესვე გავქრებოდი მისი სახლიდან.
ბადრის დავურეკე ,აუცილებელი საქმე გამომიჩნდა და ცოტა შემაგვიანდება -მეთქი.
-ფეფო,შენთან საქმე მაქვს,- ბადრის ხმა არ მომეწონა.
-რამე მოხდა?- გამიკვირდა.
-ტელეფონში სალაპარაკო არ არის, აუცილებლად უნდა მოხვიდე,ახლავე!
დავიძაბე. სასწრაფოდ გავემზადე და ბინის სანახავად წასვლამდე,რესტორნისკენ გავეშურე.
***
ჩაფიქრებული იჯდა ბადრი. დამინახა და ხელით მანიშნა,შემოდიო.
-მშვიდობაა?- მივუახლოვდი.
-არ ვიცი როგორ აგიხსნა,- დატანჯული სახით შემომხედა.
- როგორც არის,ისე,- ვიგრძენი მე მეხებოდა.
-მიჭირს ამის თქმა,მაგრამ სამსახურიდან განთავისუფლებ,-მითხრა და თვალი ამარიდა.
- კრიხელი?- მაშინვე მივხვდი.
- მეტს ვერაფერს გეტყვი,-სინანული იგრძნობოდა მის ხმაში.
-არც არის საჭირო,ყველაფერი გასაგებია,- სიმწრით ჩავიცინე.
შენობიდან შურდულივით გამოვვარდი. აზრი აღარ ჰქონდა ბინაზე მისვლას,უხელფასოდ ვერაფერს ვიზამდი. კრიხელი ყველა გზას მიჭრიდა. ისედაც განადგურებულს,ბოლომდე მიპირებდა გასრესვას. სახლში დავბრუნდი.ყველაფერი უნდა ამეწონ-დამეწონა. ზაფხული რომ ყოფილიყო,იმ ჭკუაზე ვიყავი,გარეთ გავათენებდი ღამეებს,ოღონდაც კრიხელის სახლს მოვშორებოდი.ვერც ვერავის მივადგებოდი კარზე ცუციკოსთან ერთად.არ მინდოდა სვეტაც ამეფორიაქებინა ჩემი პრობლემებით.ახლოდან სჯობდა ყველაფრის თქმა.
ვიჯექი დაღვრემილი ფანჯარასთან და ჩემს უიმედო მომავალზე ვფიქრობდი. სამსახურის ძებნა უნდა დამეწყო,ეს ვიცოდი,მაგრამ ძალა არ შემწევდა.
ოთხი დღე უაზროდ გავატარე.ძილად ვიყავი მიშვებული. დეპრესია სახეზე იყო. სიკვდილს ვნატრობდი.ცუციკო,რომ არა,ალბათ მართლა მოვიკლავდი თავს.სულ უპატრონოდ დამრჩებოდა და ალბათ,ნერვიულობით ხელმეორედ მოვკვდებოდი.
მეხუთე დღეს სვეტას მივწერე,დამირეკე საქმე მაქვს-მეთქი. იმ წუთში გადმომირეკა.
-ფეფო,კარგად ხარ?- ჩემს მისუსტებულ ხმაზე შეშინდა.
- ცუდად ვარ,სვეტ,- გული ამიჩუყდა და ცრემლები გადმოვუშვი.
-ნუ მაშინებ,გოგო,რა მოხდა?- ლამის ტელეფონში გამოძვრა.
-მოკლედ გეტყვი,-ვუთხარი და მოკლედ რა მოგახსენოთ, ლაპარაკი კი გაგვიგრძელდა,იმდენჯერ ჩამეკირკიტა დეტალებში,იძულებული გამხადა ზედმიწევნით მომეთხრო ყოველი ეპიზოდი. არაფერი დამიმალავს.
-ვაიმე,ფეფო უყვარხარ!- გადაიკისკისა ამბის დასასრულს.
- შენც გაგიჟდი? არ გესმის რას გეუბნები? ყველანაირად გამანადგურა!- აღვშფოთდი.
-რა სულელი ხარ, ფეფიკო,-კისკისს უმატა.
-შენც ამის მხარეს ხარ?-გავბრაზდი.
-მე მომწონს, - სიცილს ვერ იკავებდა.
-რა მოგწონს გოგო? ადამიანად აღარ ვარგივარ!
- აუ,ფეფო, მაგარი ტიპია,ხელიდან არ გაუშვა!
-ქურთული მაინც ვიცოდე,რომ გასაგებად აგიხსნა!-წავკბინე.
-უყვარხარ,შეუშვი მაგ თავში.აი,ნახავ,მოვა,ახალი სიურპრიზებით..აუ,ხომ მომიყვები,ფეფ?- მივხვდი ხტუნაობდა.
-შენც ამაზე ნაკლებად კი არ აფრენ?! - წყალს გავატანე ორივე.
- წავედი ახლა და იცოდე,არ გამიბრაზო ეგ კაცი,- ჩამძახა და გამითიშა.
გამეცინა სვეტას აჟიტირებულ ხმაზე. ცოტა ტრაგიკულად უნდა მომეყოლა,რომ მიმხვდარიყო, საქმე არც ისე სასაცილოდ რომ არ იყო.
მეგობართან საუბარმა ცოტა დამამშვიდა. გვიან ღამემდე ვერ დავიძინე. ფიქრები არ მანებებდნენ თავს. დავიჯერო ვუყვარვარ?- უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი ჩემს მეორე მეს.
კარზე კაკუნი,რომ გაისმა,გამიკვირდა. ასე გვიან ვინ უნდა ყოფილიყო. კრიხელი არც მიფიქრია. კარი გამოვაღე და ზუსტად ის დამხვდა.
- როდის აქეთ აკაკუნებ?- ზიზღით შევხედე.
- ასეც ხდება ხოლმე,- ირონიული ღიმილით ამიარა გვერდი.-რატომ არ გძინავს?-უცებ მომიტრიალდა.
- ჩემს შეყვარებულს ველოდები,-ხმაურით დავკეტე კარი.
-აი,მოვედი კიდეც,- ხელები გაშალა.
- რა სასაცილოა,- მსუბუქად დავუკარი ტაში.
გვერდულად გამომხედა და ოთახის თვალიერებას მიჰყვა. გაკვირვებულმა მივადევნე თვალი. ვერ ვიგებდი რას ეძებდა.
-მამოწმებ,მარტო ვარ,თუ არა?!-უცებ დამკრა თავში და მისკენ წავედი.
- მასე ფიქრობ? -სასაცილოდ არ ეყო.
-რატომ მოხვედი?!
-ჩემს სახლში როცა მინდა, მაშინ მოვალ.
-შეგახსენო,თუ იცი,რომ მდგმური გყავს?!
- მდგმურიც მყავს?
- კი,დროებით.. მალე გადავალ აქედან!
- მე კიდევ ვფიქრობდი,მარტო არ მომიწევს ცხოვრება-მეთქი,სამწუხაროა,- თავი გადააქნია.
-რაა?!- პირი დავაღე.
-სწორად მიხვდი, აქ გადმოვდივარ საცხოვრებლად,- წარბები აათამაშა.
-ალბათ მეუღლესთან ერთად,- ვეცადე ტექნიკურად გამერკვია მისი ოჯახური მდგომარეობა.
-დიახ,მეუღლესთან ერთად!
-შენს უმსგავსო საქციელს საზღვარი არ აქვს! - წამოვენთე.
-შენს გაბრაზების მიზეზს ვერ ვხდები?!-მომიახლოვდა.
-ხვალვე ვიშოვნი სამსახურს და აქედან წავალ!
-წარმატებას გისურვებ,- გამიღიმა.
-მართლა დემონი ხარ!
-შენ კი დემონის მდგმური,-მითხრა და ჩემი სახისკენ წამოიღო ხელი.გველნაკბენივით გადავხტი უკან.
- ნუ გეშინია,- თბილად მითხრა. ეჭვით შევხედე.მივხვდი, რაღაც ახალი თამაში ჰქონდა განზრახული. სანამ ფსიქიატრიულში არ გამისტუმრებდა,იქამდე არ მომეშვებოდა.
-ვიძინებ!-გამოვუცხადე და საძინებლისკენ წავედი. ცუციკო არ გამომყოლია. კრიხელს აეტუზა კრუტუნით.
-ტკბილი ძილი,- კართან დამეწია მისი ხმა.
ტკბილი კი არა, შამფურივით ვტრიალებდი,ვერაფრით დავიძინე,ან რა დამაძინებდა,სულთამხუთავი მეორე ოთახში მეგულებოდა. მისი შიშით თვალიც ვერ მოვხუჭე.
-დაიძინე,მივდივარ,-დაიძახა და კარის დაკეტვის ხმაც გავიგონე.შვებით ამოვისუნთქე. მალევე მივლულე თვალები.
დილით,მთელი შემართებით წამოვდექი.რა-დაც არ უნდა დამჯდომოდა,სამსახური უნდა მეშოვნა. გავემზადე და ოპტიმისტური განწყობით გავუყევი გზას. თუ კი სადმე კაფე-ბარი და რესტორანი შემხვდა,ყველგან დავტოვე ჩემი ტელეფონის ნომერი. იმედით სავსე გავეშურე სახლში. ნეტავ არ მივსულიყავი, კრიხელი დამხვდა მუშებთან ერთად. რომლებიც გამალებით აწყობდნენ ჩემი საძინებლის გვერდით ოთახში ავეჯს.
-მალე მორჩებიან,- სახეზე შემატყო უკმაყოფილება რატიმ.
- არ ვწუხდები,-დავუღრინე და ყავისთვის ჩაიდანი ჩავრთე.
-გამიკეთებ მეც?- გამიღიმა. უარი დავაპირე,მაგრამ გამახსენდა სიცხიანს რომ მივლიდა.
-გაგიკეთებ,- ვუთხარი მშრალად.
-სად იყავი? - ახლოს მოიწია.
-ჩემი მარშრუტი შენ არ გეხება.
- ერთად მოგვიწევს ცხოვრება და მოდი,ნუ ვიჩხუბებთ,კარგი?- კისერი მოიღერა.
-ერთად არა,ერთ სახლში კი,ისიც დროებით! მალე ვიშოვნი სამსახურს,-ვუთხარი ნიშნისმოგებით.
-თუნდაც დროებით.
-არ ვაპირებ შენთან ენის მოჩლექით საუბარს.
- მაგაზე მე ვიზრუნებ,- თვალი ჩამიკრა.
- მოგწონვარ?- გამომწვევად დავუდექი წინ.
-მომწონხარ,ოღონდ შიშველი,- ძლივს მოუყარა პირს თავი,ეცინებოდა.
- აუტანელი ხარ! -ხმა გამებზარა.
- გულწრფელად გიპასუხე,არ გიხდება სამოსი,ისე უფრო მიმზიდველი ხარ.
სახე გამიხურდა.
-გრცხვენია?- განაგრძო ჩემი წამება.
მისი გაძლება შეუძლებელი იყო. მანქანაში ცხოვრება სჯობდა,მასთან ერთად ყოფნას. ათუხთუხებულ ჩაიდანს ყურადღება არ მივაქციე, ჩემს საძინებელში აჩქარებით გავედი და კარადაში რაც კი ხელში მომხვდა,ყველაფრის ჩატენვა დავიწყე ჩემოდანში.
-შენი ტუსაღი არასდროს ვიქნები!- დავუყვირე ოთახში შემოსულს.
-რას აკეთებ?- ხელიდან წამგლიჯა ჩემოდანი.
-მივდივარ!
- ნუ ყვირი,ხალხია!- სიბრაზისგან სახე შეეცვალა.
- ვინ ხარ,ჩემზე რომ ბრძანებლობ? გამაგებინე,რა უფლებით?- ტირილი ამიტყდა.
- გავაცილებ და დავილაპარაკებთ!- კუშტად შემათვალიერა და გავიდა.
უძლური ვიყავი მის წინაშე. ისე მიმორჩილებდა,წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. ვიჯექი საწოლზე აკანკალებული და ველოდი მუშების წასვლას.ვიცოდი სახლიდან ვერ გავაღწევდი. მონა უფრო თავისუფალი იყო,ვიდრე მე. ასეთი არც მოწონება მსმენოდა და არც სიყვარული.მტერსაც აღარ გავდა,რაღაც ამოუცნობ მოვლენასთან მქონდა საქმე.
მუშები წავიდნენ და მეც დავიძაბე კრიხელის მოლოდინში. ჩემდა გასაკვირად მშვიდად შემოვიდა.
-წამოდი,ყავა დავლიოთ,თან ვისაუბროთ.
- შენთან არაფერი მაქვს სასაუბრო. უნდა წავიდე და გამიშვებ! - წამოვდექი და ჩემოდნის სახელურს დავწვდი.
-ფეფო?!- მობეზრებულად გადააქნია თავი.- არ გვინდა რა ეს სცენები,წამოდი.
-რატი,შემეშვი!
- ურჩი გოგო,-გაეცინა და ახლოს მოვიდა.
- იქნებ სხვა ენაზე უნდა გითხრა,ვატყობ ქართულთან მწყრალად ხარ.
- სცადე სხვა ენებიც,- ლამის ზედ ამეკრა.
უკან-უკან დავიხიე ,რომ გავცლოდი. თვითონაც მომყვა. ისე მიყურებდა გული ამიჩქარდა.მივხვდი მახეში გავები,როდესაც ჩემს უკან საწოლს მივაწყდი და ზედ გადავვარდი. წამოდგომა ვერ მოვასწარი,მთელი ძალით დამაწვა ზემოდან და ხელები გამიკავა.
- ჩემი ხარ,-მიჩურჩულა და ტუჩები ჩემს ყელზე გააცოცა. ჟრუანტელმაც არ დააყოვნა ჩემს სხეულში.თუმცა გაძალიანება ვცადე.
-გაყუჩდი,არაფერს დაგიშავებ,-ფრთხილად მოიქცია ჩემი სახე ხელებში და ნაზად მაკოცა. ძალაგამოცლილმა დავხუჭე თვალები.
-არსად წახვალ,არასდროს,- ცხვირით მოჰყვა ჩემი სახის კონტურის მოხაზვას.
- ცოლი გყავს,-ამოვისლუკუნე.
-ვიკა ჩემი შვილია,- მითხრა და განაგრძო მოფერება.
-ვინ ვიკა?- თავი წამოვწიე.
-ვინც ჩემი მეუღლე გეგონა,ის,-გაეცინა. მეგონა ხელმეორედ დავიბადე. სიხარულის ტალღამ გადამიარა კუჭის თავზე.
-ვიკას დედა მშობიარობას გადაჰყვა,- თქვა და გვერდზე გადაწვა.
-მაპატიე,- ვინანე ,რომ ვახსენე.
პირველად შემეცოდა დემონი.
-არა უშავს,- გამიღიმა და მკლავზე თითი დამისვა. გამაჟრჟოლა.
-ყავას გავამზადებ,- წამოდგომა დავაპირე.
-არ გვინდა ყავა,აქ იყავი,-ჩემსკენ გადმობრუნდა და თვალებში ჩამხედა.
ვეღარ ვიცანი კრიხელი. სულ სხვა მზერა ჰქონდა,სიყვარულით და სითბოთი სავსე.
- ფეფო,რას იტყვი ერთად,რომ ვიცხოვროთ?- მუცელზე დამადო ხელი.
-სხვა გზას მიტოვებ?- არც ჩემი თვალები ამბობდნენ ნაკლებს.
- სხვა გზა არც არსებობს,- თავისკენ მიმიზიდა.
- ბოდიში,-ვთქვი და გამეცინა.
- მინიშნება მომწონს! -რატისაც გაეცინა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
- ეგ არ მიგულისხმია!- მსუბუქად მივკარი ხელი.
- ვიცი ეგ ქალური ხრიკები,- თქვა და ვნებამორეული დამეწაფა ბაგეზე.
მინდოდა მეყვირა რომ ბედნიერი ვიყავი.
მე დემონის მდგმური!

დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი ელისო

ძალიან კარგი იყო.ვისიამოვნე.მადლობა ამისთვის.

 


№2  offline წევრი პალომა

ჩავტკბი ♡
ძალიან მიყვარს შენი პერსონაჟები, რა გავაკეთო ♡

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ასეთი "ტერიკო" მომწონს მეეე ^-^
ჩვეულად, გიჟი პერსონაჟებით და გიჟი ემოციებით ^-^

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიკა

სიგიჟე ქალი ხარ შენი პერსონაჟებიანად ❤❤❤

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

არა რაატერიკო. ასე მიუხვედრელი რატომ უნდა იყო ქალი ვერ ვხვდებიი. ისე ვისიამოვნეე. მადლობა შენ. გილოცავ დგევანდელ დგეს. ბედნნიერი და ჯანმრტელი დედა იყავი

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ელისო
ძალიან კარგი იყო.ვისიამოვნე.მადლობა ამისთვის.


ელისო,მადლობა <3

პალომა
ჩავტკბი ♡
ძალიან მიყვარს შენი პერსონაჟები, რა გავაკეთო ♡


ხშირად შემაჯანჯღარე))) <3 მადლობა ჩემო კარგო <3

სტუმარი ლიკა
სიგიჟე ქალი ხარ შენი პერსონაჟებიანად ❤❤❤

ლიკა)) <3

სტუმარი ანი
ასეთი "ტერიკო" მომწონს მეეე ^-^
ჩვეულად, გიჟი პერსონაჟებით და გიჟი ემოციებით ^-^


ანი <3 მეც ასეთი მომწონს,მაგრამ გადავუხვევ ხოლმე გზიდან,უნებურად)) <3

Qeti qimucadze
არა რაატერიკო. ასე მიუხვედრელი რატომ უნდა იყო ქალი ვერ ვხვდებიი. ისე ვისიამოვნეე. მადლობა შენ. გილოცავ დგევანდელ დგეს. ბედნნიერი და ჯანმრტელი დედა იყავი


ქეთ,ჩემო კარგო,გაიხარე <3 მეც გილოცავ,ბედნიერი დედა იყავი მუდამ <3

 


№7 სტუმარი ეკა

სასიანოვნო ისტორიაა❤

 


№8 სტუმარი maco maco

აუუ გაგრძელებაააა.... რა ტკილი ხარ რაა

 


№9 სტუმარი სტუმარი ლუკკიანეცცი

მიყვარს თქვენი ისტორიები ზოგადად მაგრამ ამ ისტორიის კითხვისას დისკომფორტის მეტი ვერაფერი განვიცადე. ეს ჩემი პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ვერანაირი სახის ძალადობას ვერ გავარომანტიულებ:) არ მინდა ამ კომენტარმა ცუდი გრძნობა დაგიტოვოთ ან რამე, არანაირი ორაზროვნება უბრალოდ ჩემი გულწრფელი შეფასება. <3
წარმატებები ყველაფერში:)

 


№10 სტუმარი Ana-maria

როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო.უამრავი ემოცია საოცარი იუმორის ფონზე.ძალიან მომეწონა ფეფიკო და რატი,დემონი და მისი მდგმური.
.

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

ტეროო რა კარგად და გიჟურად დაგვიბრუნდიი..ძალიან მომეწონა, ესეთი ამბებია შენი სტილი,ეს შენ ხარ. რა არანორმალურია ფეფ,მაგრამ მოარჯულა კრიხელმა..ღირდა შენი ლოდინი ტკბილოო..წარმატებებიი

 


№12  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰაა ემოიებისგან დაგვცალეეე, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო, ამავე დროს ცოტა სახალისო იყო ეს თამაშები, ძალიანნ ძალიან კარგი იყო , და სხვათაშორის ვფიქრობ გაგრძელება ექნება, საინტერესო იქნება ნაი შემდგომი ურთიერთობა

 


№13 სტუმარი სტუმარი თიკო

შუა ღამისას შემოვდივარ საიტზე დაღვრემილი. ვხედავ რაღაც ახალ ისტორიას და როცა შენი სახელი ამოვიკითხე ავტორის ადგილას, გეფიცები სახე გამინათდა რაღაც ახალი, გიჟურის მოლოდინში. რომ იტყვიან ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. უძალიანმაგრესად მაგარი ისტორია იყო და ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება გააგრძელო. ძალიან მაინტერესებს და შემიყვარდა ეს წყვილი. გელი!❤❤❤❤❤❤❤❤

 


№14 სტუმარი Ket

Karg gogoebs cudi bichebi uyvardebat! Haha kargi iyo teriko, mteli qila mawoni shemomechama kitxvashi!

 


№15 წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო????????პოზიტიურად დავიწყე დღე და დიდი მადლობა ????????

 


№16 სტუმარი Ana

Არ შეიძლება ასეთი ძალადობის გარომანტიზება. Კომენტარებიდანაც ჩანს, რომ არ შეიძლება. Ადამიანი ხელებს რომ გიფათურებს, გაშანტაჟებს, სახლში გვარდება და ა. Შ. Იმას უნდა უჩივლო. Ეს კაცი მოძალადეა, ეს გოგო კიდევ უთავმოყვარეო და სულელი.

 


№17  offline წევრი ირო

ნინააა ეს იყო უმაგრესი რამ,რაც კი წამიკითხავს,მოკლე,შინაარსიანი,ემოციური,საყვარელი და გემრიელი.არც კი ვიცი რა დავწერო,ვიცი რომ ერთხელ კიდევ უნდა წავიკითხო და თავიდან ვისიამოვნო.
დედის დღეს გილოცავ,მრავალს დაესწარი.საუკეთესოდ დაწყებული დღეა დღსს.

 


№18  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ეკა
სასიანოვნო ისტორიაა❤


მადლობა <3

maco maco
აუუ გაგრძელებაააა.... რა ტკილი ხარ რაა


მაცო )) <3 დიდი მადლობა <3

სტუმარი ლუკკიანეცცი
მიყვარს თქვენი ისტორიები ზოგადად მაგრამ ამ ისტორიის კითხვისას დისკომფორტის მეტი ვერაფერი განვიცადე. ეს ჩემი პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ვერანაირი სახის ძალადობას ვერ გავარომანტიულებ:) არ მინდა ამ კომენტარმა ცუდი გრძნობა დაგიტოვოთ ან რამე, არანაირი ორაზროვნება უბრალოდ ჩემი გულწრფელი შეფასება. <3
წარმატებები ყველაფერში:)


არანაირი ცუდი გრძნობა,მივესალმები კრიტიკას)) <3
მადლობა <3

Ana-maria
როგორც ყოველთვის ძალიან კარგი იყო.უამრავი ემოცია საოცარი იუმორის ფონზე.ძალიან მომეწონა ფეფიკო და რატი,დემონი და მისი მდგმური.
.


ანა-მარია,დიდი მადლობა <3

სტუმარი ნინო
ტეროო რა კარგად და გიჟურად დაგვიბრუნდიი..ძალიან მომეწონა, ესეთი ამბებია შენი სტილი,ეს შენ ხარ. რა არანორმალურია ფეფ,მაგრამ მოარჯულა კრიხელმა..ღირდა შენი ლოდინი ტკბილოო..წარმატებებიი


ნინ, მადლობა ჩემო ლამაზო <3 მიხარია,რომ მოგეწონა <3

Daldoni Daldoni
უჰაა ემოიებისგან დაგვცალეეე, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო, ამავე დროს ცოტა სახალისო იყო ეს თამაშები, ძალიანნ ძალიან კარგი იყო , და სხვათაშორის ვფიქრობ გაგრძელება ექნება, საინტერესო იქნება ნაი შემდგომი ურთიერთობა


დალდონი,მიხარიხარ <3 ყოველთვის ყურადღებიანო,დიდი მადლობა <3

გაგრძელება არ ვიცი,არ მიფიქრია ამაზე))) ავურ-დავურიო ძლივს დაწყობილი ურთერთობა?))))

სტუმარი თიკო
შუა ღამისას შემოვდივარ საიტზე დაღვრემილი. ვხედავ რაღაც ახალ ისტორიას და როცა შენი სახელი ამოვიკითხე ავტორის ადგილას, გეფიცები სახე გამინათდა რაღაც ახალი, გიჟურის მოლოდინში. რომ იტყვიან ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. უძალიანმაგრესად მაგარი ისტორია იყო და ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება გააგრძელო. ძალიან მაინტერესებს და შემიყვარდა ეს წყვილი. გელი!❤❤❤❤❤❤❤❤


თიკო,ძალიან გამახარე <3 დიდი მადლობა ჩემო კარგო <3
ვნახოთ,იქნებ გავაგრძელო კიდეც )))

Ket
Karg gogoebs cudi bichebi uyvardebat! Haha kargi iyo teriko, mteli qila mawoni shemomechama kitxvashi!


ქეთ))))) ბევრი მაწვნის ქილები უნდა გასუფთავებინო )) მიყვარხარ <3

Tamuna Gogaladze
ძალიან კარგი იყო????????პოზიტიურად დავიწყე დღე და დიდი მადლობა ????????


თამუნა,გაიხარე ,დიდი მადლობა <3

Ana
Არ შეიძლება ასეთი ძალადობის გარომანტიზება. Კომენტარებიდანაც ჩანს, რომ არ შეიძლება. Ადამიანი ხელებს რომ გიფათურებს, გაშანტაჟებს, სახლში გვარდება და ა. Შ. Იმას უნდა უჩივლო. Ეს კაცი მოძალადეა, ეს გოგო კიდევ უთავმოყვარეო და სულელი.


ალბათ,მოსწონდა ფეფიკოს ასეთი მოძალადე))) რას გაუგებ სიყვარულს))
მადლობა <3
ისე,მეგონა ცოტა იუმორით შეხედავდით))

 


№19  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ირო
ნინააა ეს იყო უმაგრესი რამ,რაც კი წამიკითხავს,მოკლე,შინაარსიანი,ემოციური,საყვარელი და გემრიელი.არც კი ვიცი რა დავწერო,ვიცი რომ ერთხელ კიდევ უნდა წავიკითხო და თავიდან ვისიამოვნო.
დედის დღეს გილოცავ,მრავალს დაესწარი.საუკეთესოდ დაწყებული დღეა დღსს.


ირო,ჩემო საყვარელო,უღრმესი მადლობა <3

მეც გილოცავ დღევანდელ დღეს,არ ვიცი დედიკო ხარ,თუ არა,მომავალი მაინც იქნები <3

 


№20  offline წევრი OKI ME

უუჰ, რა კარგი იყოო ❤️❤️❤️ ჩემს უძილობას, გუშინ ღამე, კი უშველა :დდ სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას. საინტერესო იქნებოდა ❤️❤️ წარმატებები ❤️❤️

 


№21 სტუმარი სტუმარი nancho

შენებური იყო,იუმორით სავსე,სულ გაღიმებულმა წავიკითხე.მადლობა.

 


№22  offline წევრი თ. ა.

ისე კარგად წავიკითხე თან ჩუმად ვხითხოთებდი ჩემს მძინარე შვილს არ დაეჭყიტა თვალები ეჭვიანობს ჩემს კითხვაზე.
ბოთლის ჩარტყმა იყო ცოტა უფრო მეტი უნდა ექნა. ყველაზე კარგი კი მისი აღწერის ეპიზოდი იყო წაიქცა და თავი დაარტყა. ძალიან მხიარული იყო და ისე მჭირდებოდა ახლა ასეთი ისტორია როცა ვნახე თვალებს არ დავუჯერე. უფრო მეტს ველოდი რომ მეტად გააწვალებდა ფეფო იმ საზიზღარს, მაგრამ დასარულნა ცოტა მომილბო გული. წინა რომანის პერსონაჟისგან განსხვავებით ეს უფრო ფრთხილი მეჩვენა. რაღაცნაირად ვფიქრობ ასე მშვიდად არ დაჯდება ფეფო და გამონახავს რამეს რომ გაგვამხიარულოს.
ძალიან მიყვარხარ ასე რომ გვახარებ ჩემო ტერიკო.
ძალიან მინდა ბევრი ვილაქლაქო და დავწერო, მაგრამ სამუშაოს გამო აზრი მეფანტება და ამიტომაც გავჩერდე ჯობია.
წარმატებები კიდევ და კიდევ.

 


№23  offline წევრი ნანა73

ორიგინალური იყო ნინ. kissing_heart
შენი ხელწერა განუმეორებელი. ყოველთვის სიამოვნების წყარო!!!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№24  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Megioki
უუჰ, რა კარგი იყოო ❤️❤️❤️ ჩემს უძილობას, გუშინ ღამე, კი უშველა :დდ სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას. საინტერესო იქნებოდა ❤️❤️ წარმატებები ❤️❤️


მეგი <3 გაიხარე ჩემო კარგო,დიდი მადლობა <3

სტუმარი nancho
შენებური იყო,იუმორით სავსე,სულ გაღიმებულმა წავიკითხე.მადლობა.


ნანჩო,მიხარიხარ <3 მადლობა

თ. ა.
ისე კარგად წავიკითხე თან ჩუმად ვხითხოთებდი ჩემს მძინარე შვილს არ დაეჭყიტა თვალები ეჭვიანობს ჩემს კითხვაზე.
ბოთლის ჩარტყმა იყო ცოტა უფრო მეტი უნდა ექნა. ყველაზე კარგი კი მისი აღწერის ეპიზოდი იყო წაიქცა და თავი დაარტყა. ძალიან მხიარული იყო და ისე მჭირდებოდა ახლა ასეთი ისტორია როცა ვნახე თვალებს არ დავუჯერე. უფრო მეტს ველოდი რომ მეტად გააწვალებდა ფეფო იმ საზიზღარს, მაგრამ დასარულნა ცოტა მომილბო გული. წინა რომანის პერსონაჟისგან განსხვავებით ეს უფრო ფრთხილი მეჩვენა. რაღაცნაირად ვფიქრობ ასე მშვიდად არ დაჯდება ფეფო და გამონახავს რამეს რომ გაგვამხიარულოს.
ძალიან მიყვარხარ ასე რომ გვახარებ ჩემო ტერიკო.
ძალიან მინდა ბევრი ვილაქლაქო და დავწერო, მაგრამ სამუშაოს გამო აზრი მეფანტება და ამიტომაც გავჩერდე ჯობია.
წარმატებები კიდევ და კიდევ.


თამილა,ჩემო თბილო,მეც ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა,მუდამ ყურადღებიანო <3

მიხარია,რომ მოგეწონა <3 შენც მუდამ წარმატებით გევლოს და ნუ გაჩერდი))) გელოდები იცოდე)))

ნანა73
ორიგინალური იყო ნინ. kissing_heart
შენი ხელწერა განუმეორებელი. ყოველთვის სიამოვნების წყარო!!!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️


ნანიკო,ჩემი სიყვარული გოგო ხარ შენ <3 მადლობა ძვირფასო <3

 


№25  offline წევრი tamuna.s

ძალიან მიყვარხარ როგორც შენ, ისე შენი ყველა ისტორია, მაგრამ ამ ისტორიამ იმედი გამიცრუა, რადგან გაღიზიანების გარდა ვერაფერი ვიგრძენი. რადგან ვერანაირად ვერ მოვიწონებ ძალადობის რომანტიზებას. ბოდიში და ერთი არ “შეუდო“, თორე ყველანაირად იძალადა ამ კაცმა ფეფოზე. ფული და ძალაუფლება გამოიყენა რომ ქალი რომელიც ვითომ მოეწონა. დამცირებული და ღირსება შელახული ენახა, გოგო ფაქტიურად დააჩოქა,. არცერთი რატის საქციელი არ იყო კაცური და მისი სიყვარული ვერცერთ ასპეკტში ვერ დავინახე. საინტერესოა ფეფოს რომ ოჯახი ყოლოდა მაშინაც ასე არაკაცურად მოიქცეოდა? მაპატიე მაგრამ ამ ისტორიაში ვერსად დავინახე წყვილი, მხოლოდ მოძალადე კაცი და მისი მსხვერპლი ჩანდა. მითუმეტეს ლამის ფეფოსხელა შვილი ყოლია, ესეიგი ზრდასრული, ჩამოყალიბებული კაცია და არა თინეიჯერი ლაწირაკი, ნუთუ ამხელა კაცმა, გოგოს მოსახიბლად ადამიანური და კაცური ვერაფერი მოიფიქრა?! ან რომელ მომენტში მოეწონა და შეუყვარდა ფეფოს ვერ გავიგე. ყველამ წარმოიდგინეთ ფეფოს ადგილზე თავი , არ მგონია ნამდვილ ცხოვრებაში ვიღაც მდიდარი ბიძია ასე გადაგეკიდოს და ის შეგიყვარდეს. შენი ყველა ისტორია მინიმუმ ორჯერ მაინც მაქვს წაკითხული, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ისტორიას მეორედ აღარ წავიკითხავ.

 


№26 სტუმარი სტუმარი თეა

სიმართლე ითქვას ძალიან კარგად წერ,მაგრამ......რატი არის ტიპიური მოძალადე.როგორ შეიძლება ის დადებით პიროვნებად აღიქვა არ მესმის.უსიამოვნო შეგრძნება დამრჩა ,ცოტა არ იყოს.((

 


№27  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

tamuna.s
ძალიან მიყვარხარ როგორც შენ, ისე შენი ყველა ისტორია, მაგრამ ამ ისტორიამ იმედი გამიცრუა, რადგან გაღიზიანების გარდა ვერაფერი ვიგრძენი. რადგან ვერანაირად ვერ მოვიწონებ ძალადობის რომანტიზებას. ბოდიში და ერთი არ “შეუდო“, თორე ყველანაირად იძალადა ამ კაცმა ფეფოზე. ფული და ძალაუფლება გამოიყენა რომ ქალი რომელიც ვითომ მოეწონა. დამცირებული და ღირსება შელახული ენახა, გოგო ფაქტიურად დააჩოქა,. არცერთი რატის საქციელი არ იყო კაცური და მისი სიყვარული ვერცერთ ასპეკტში ვერ დავინახე. საინტერესოა ფეფოს რომ ოჯახი ყოლოდა მაშინაც ასე არაკაცურად მოიქცეოდა? მაპატიე მაგრამ ამ ისტორიაში ვერსად დავინახე წყვილი, მხოლოდ მოძალადე კაცი და მისი მსხვერპლი ჩანდა. მითუმეტეს ლამის ფეფოსხელა შვილი ყოლია, ესეიგი ზრდასრული, ჩამოყალიბებული კაცია და არა თინეიჯერი ლაწირაკი, ნუთუ ამხელა კაცმა, გოგოს მოსახიბლად ადამიანური და კაცური ვერაფერი მოიფიქრა?! ან რომელ მომენტში მოეწონა და შეუყვარდა ფეფოს ვერ გავიგე. ყველამ წარმოიდგინეთ ფეფოს ადგილზე თავი , არ მგონია ნამდვილ ცხოვრებაში ვიღაც მდიდარი ბიძია ასე გადაგეკიდოს და ის შეგიყვარდეს. შენი ყველა ისტორია მინიმუმ ორჯერ მაინც მაქვს წაკითხული, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ისტორიას მეორედ აღარ წავიკითხავ.


თამუნა,მადლობა,რომ წაიკითხე <3

რაც შეეხება პერსონაჟს და საერთოდ სიუჟეტს,როდესაც ვწერდი,ზუსტად ვიცოდი ,რომ უკმაყოფილო კომენტარებიც მოყვებოდა <3

ყველა დემონს თავისი "მდგმური" ჰყავს)

სტუმარი თეა
სიმართლე ითქვას ძალიან კარგად წერ,მაგრამ......რატი არის ტიპიური მოძალადე.როგორ შეიძლება ის დადებით პიროვნებად აღიქვა არ მესმის.უსიამოვნო შეგრძნება დამრჩა ,ცოტა არ იყოს.((


მადლობა თეა <3

 


№28 სტუმარი სტუმარი nancho

ეს ისტორია და ჩვენ მკითხველი ვიმსახურებთ გაგრძელებას,

 


№29 სტუმარი სტუმარი კრავაი

საოცარი ფანტაზიის უნარი გაქვთ და ადამიანებში იმ თვისებების დანახვის ნიჭი, რომელსაც სხვები ვერ ხედავენ. დასამახსოვრებელი ისტორიაა. P.S.ყოველთვის მიხარია თქვენი ნაწერის წაკითხვა.

 


№30  offline წევრი თეოფილე

მიყვარს შენი ისტორიები❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent