...და მზე ამოვიდა (მეშვიდე თავი) (ფინალური)
,,ამ დღეს დასრულდა ჩემი ცხოვრების ლამაზი დღეები... დღეები, რომლებიც არ დამავიწყდება“ ლექციები დასრულდა და დანი გამოვიდა. - შუადღე მშვიდობისა მშვენიერებო! - მოგვესალმა სამივეს. - გამარჯობა სიძე - იყვირა ნენემ. ეს ხომ ვერ დავაოკე რა. - ჰმმ, უკვე სიძე ვარ? - გაიცინა მან. - სიმართლეს გეტყვით და, რაც მოხვედით ანა იმის შემდეგ შენზე ბჭობს და უკვე ტვინი აგვიფეთქა. - აი თაიამ ეს სიურპრიზი მომიწყო და მე ჭარხალს მოვუჯოკრე სიწითლეში. - ოჰოო, რაო რას ამბობს? - კმაყოფილების ღიმილით შემომხედა მე. - მოგიყვათ როგორ ჩამივარდა მკლავებში, როგორ მეხუტებოდა და სხვათაშორის არცერთხელ არ უკოცნია... - დამცინავად და კმაყოფილმა გამოიხედა ჩემსკენ და გოგონებს მიუბრუნდა - არადა, დილას რომ გავიღვიძეთ, ჩემს სიტყვებს და მის ჩახუტებას, როგორ მოუხდებოდა ერთი კოცნა... - მე ფიქრებში წავედი წამიერად, და მექანიკურად წამომცდა: - ეჰ, აბაა... - მერე გონზე მოვედი და უკვე სამივე ჩემზე იცინოდა. - არ არის პრობლემა, თუ გინდა ავანაზღაუროდ - გამიღიმა დანიმ და წელზე ხელი მომხვია. არ ვიცი რატომ გავშეშდი. უცებ დამეკარგა აზროვნების უნარი მის შეხებაზე. - დანი გაუშვი, ხედავ? გამოშტერდა - სიცილი დაიწყო ნენემ და ამ დროს დემეტრე გამოვიდა უნივერსიტეტიდან. - გამარჯობა ძვირფასებოო - მოგვესალმა ის. - პრივეტ დემე, როგორ ხარ? - ჰკითხა ნენემ. - კარგად, კარგად ლამაზო, შენ? - სიტყვა გაუგრძელა დემეტრემ. - მადლობა, მეც კარგად. - არა, არა, მადლობა მაშნ გადამიხადე, პაემნიდან კმაყოფილი რომ დაბრუნდები. - გაუღიმე დემეტრემ და კინოს ორი ბილეთი ამოაცურა ჯიბიდან. უცებ ნენე გაჩერდა და რამდენიმე წამში თქვა: - თანახმა ვარ. - ამაზე სიცილი აგვიტყდა. როგორც შემდგომ განმარტა ჩვენთან, დიდ ოცნებებში წასულა. - დღეს საღამოს არის და ყველა წავიდეთ, მე, ნენე, ანა, დანი, თაია და... თაი შენ არავის არ წამოიყვან? - გაუღიმა დემემ. - ძმაოო! მე ვინ მყავს რომ წამოვიყვანო. მთელი უნივერსიტეტი გიჟდება ჩემზე და ყველას წამოყვანა ძვირი დაჯდება - გაიცინა მან. ამ დროს დანის დაურეკეს: - გამარჯობა... აა, მიშკა შენ ხარ? კარგი კარგი, გელოდები აქვე ვდგავარ. დროებით. - დანი ვინ იყო? - ვკითხე მე მორიდებით. - მიშკა, აი იმ დღეს რომ ვეჩხუბე. - ახლაც უნდა იჩხუბოთ? - იკითხა ნენემ. - არა,არა, საუბარი უნდა მხოლოდ. - ზდაროვა! - მოგვესმა ხმა და აი ესეც საშინლად სიმპატიური და თავისუფალ სტილში გამოწყობილი მიშკა. - გამარჯობა მიშკა! - უთხრა დანიმ და ხელი ჩამოართვა. - მოკლედ, არ მინდა დაძაბვა, უბრალოდ ხელი ჩამოვართვათ და მოვრჩეთ რა. - ხელი გამოუწოდა მიშკამ. დანიმ ის ჩვენგან ცალკე გაიყვანა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, თაიაზე უსაუბრიათ. თაია მოსწონებია ამ მიშკას და გადაწყვიტა ამ ,,ხელის ჩამორთმევით“ თაიაც გაეცნო. მგონი უკვე აშკარაა რომ დემეტრე და ნენე, ასევე მიშკა და თაია მშვენიერი წყვილები იქნებიან. მე კი წინ დიდი საშინელება მელოდა, იმ დროს კი ამის გაფიქრებაც არ მომსვლია აზრად. - აბა, ბავშვებო, დღეს მიშკაც წამოვა კინოში ჩვენთან ერთაად - თქვა დანიმ. - მანამდე კი რაღაც მაქვს საყიდელი და უნდა გავიდე. ანა! შეგეხმიანები, როდესაც მოვიცლი სადმე კაფეში შევხვდეთ. - გამიღიმა მან და მანქანისკენ წავიდა. მე, ნენე და თაია წამოვედით, რათა ჩვენს კაფეში შევსულიყავით. - მე მიშკა ვარ - გაისმა უკნიდან ხმა. - ხომ თაია გქვიათ? თაია შემოტრიალდა. ახედა-ჩახედა ამ ჩვენს მიშკას და მიახალა: - მგონი არ გიცნობ - ამას მოაყოლა მწარე სარკაზმული გაღიმება, ზურგის შექცევა და გზის გაგრძელება. - ერთი წამით. შეიძლება ყავაზე დაგპატიჟოთ? - ჰმმ, მოდი ავწონ-დავწონოთ ყველაფერი... - მან კიდევ ახედა-ჩახედა მიშკას და მიახალა: - დავფიქრდი და არა! - ერთი წუთით! გთხოვთ, რა იქნება რომ ნორმალურად დამელაპარაკოთ. - ჰააჰ, კარგი, არ გიცნობთ, ყავის დალევა არ შეიძლება. ახლა კი სარკაზმულად გაგიღიმებთ, შეგათვალიერებთ და წავალ. დამაკმაყოფლებელი პასუხია? - ძევოშკა, - დაიწყო მიშკამ რუსულის ჩარევა - მე თქვენ მომწონხართ, ყავა მინდა, რომ ერთად დავლიოთ. - თაიას მოსწონდა ბიჭები, რომლებიც ნახევარი საუკუნე არ იმალებოდნენ სიყვარულით და ამ სითამამის გამო ყავის დალევაზე დასთანხმდა. მოსაღამოვდა. ჩვენ სამნი კაფეში ვისხედით და დანის, მიშკასა და დემეტრეს განვიკითხავდით. მე დანის ზარს ველოდი. კაფეში უნდა წავსულიყავით. ამ დროს ერთ-ერთი ოფიციანტი, დაპანიკებული გამოდის და ამბობს: - სწრაფად, ჩართეთ ტელევიზორი, ეს ხომ ჩვენი სტუდენტია. ტელევიზორი ჩაირთო და მე იმ დროს მოვკვდი. იმ დროინდელი ჩემი თავი უკვე დიდი ხანია დავასამარე. საინფორმაციო გამოშვებაში ავტოსაგზაო შემთხვევა იყო ნახსენები. მე გავშეშდი. გააზრება ვერ მოვასწარი. გოგონები წამოხტენენ და მეც მიყვიროდნენ, რომ ჩქარა ავმდგარიყავი და წავსულიყავით საავადმყოფოში. ჩემი მზე ისევ უკან ჩადიოდა... რატომ მაინც და მაინც დანი? ეს გავიფიქრე და ცრემლები წამომივიდა. გამწარებული მივრბოდი მანქანამდე და საავადმყოფოშიც მალე მივედი. მასთან ექიმი იყო. რამდენიმე წუთში გამოვიდა და გვეუბნებოდა, რომ მხოლოდ ერთს შეეძლო შესვლა და ისიც თუ მოასწრებდა... და მე პალატაში შევედი. ვკანკალებდი. ის სისხლში იყო ამოსვრილი. მიუხედავად ამისა მისი თვალები მზეს მაინც ირეკლავდა... იმ მზეს რომელიც ჩემთვის უნდა ამოსულიყო, მაგრამ ვერ მოასწრო. მე სუნთქვა შემეკვრა. - ანა! - წამოიძახა მან. - დანი! დანი! მე შენთან ვარ. ყველაფერი კარგად იქნება. მე... - ანა! გაჩუმდი... ცოტა დრო დაგვრჩა. - ძლივს საუბრობდა იგი. ნეტავ ეს სიტყვები არ გამეგო... - არა დანი ჩვენ წინ მთელი ცხოვრება გვაქვს - ვამბობდი მე და თავი მის მკერდზე მედო... ჩემთვის გულში ვიმეორებდი : ღმერთო, კიდევ გაგვითენდეს მე და დანის დილა ერთად. - ანა! მე შენთვის ყელსაბამი ვიყიდე... მინდა იცოდე, რომ სულ შენთან ვიქნები. ანა! მე შენ ძალიან მიყვარხარ! ამ სიტყვებზე ვეღარ მოვითმინე და უკვე მთლიანად მოვეშვი. ისტერიკული ტირილი დამეწყო. თავი მისი მკერდიდან ავწიე, დავიხარე და ვაკოცე... ეს იყო მომენტი, როდესაც მე დასასრულს ვგრძნობდი... ვიგრძენი უსასრულობის დასასრული... პირველი კოცნისგან განსხვავებით, ეს გულწრფელი იყო... - დანი! მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ! - ვთქვი, დანიმ შემომხედა, გამიღიმა და ამ ღიმილს აპარატის ხმა მოჰყვა... აპარატი ზუზუნებდა... დანი აღარ იყო... მე მოვკვდი... დანი იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი მზე... ადამიანი, რომელსაც პირველად და ჩემს ცხოვრებაში ბოლოჯერ ვაკოცე... ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე მაჩვენა. დანიელი, რომელიც ჩემი ქმარი უნდა ყოფილიყო... რა მოხდებოდა იმ დღეს, დანი გაბრაზებული ლექციიდან რომ არ გამოსულიყო და მთის სახლში არ წასულიყო... იქნებ ჩემთვის ყელსაბამიც არ ეყიდა და ეს არ მომხდარიყო... ყელსაბამი... აი ეს დამრჩა მისგან. მზის ფორმის ყელსაბამი. მისი სურნელი დღემდე მახსოვს. მთის სახლში ვარ და მოსაგონებლად იმ საწოლში ვწვები. მისკენ ვტრიალდები, იმის იმედით, რომ ის იქ, ყავით ხელში დამხვდება, მაგრამ მე მხოლოდ ცარიელი სივრცე მხვდება. ცრემლები მომდის და მტკივა, მაგრამ ვიცი, რომ ის ჩემთანაა. მენატრება... სიცოცხლის ბოლო წვეთამდე მენატრება... და მასთან მინდა... მაგრამ უკვე გვიანია. მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ ოდესმე კიდევ ამოვა მზე და მე მას ვნახავ... სადღაც ის ჰორიზონტს გაჰყურებს და იცის, რომ მე აქ, მარტოდ მარტო, მთის სახლში,ვზივარ და მასზე ვფიქრობ. მან გაიგო, რომ მე მიყვარდა. და ჩემი მზე ამოსვლისთანავე ჩავიდა, მაგრამ მთავარია, რომ ამოვიდა... და მზე ამოვიდა... დანის თვალებში... მან შემომხედა და მზე ამოვიდა... დასასრული. ძალიან დავაგვიანე ბოლო ორი თავის დადება. ბოდიში ამისთვის... დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ წაიკითხავთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.