შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...და მზე ამოვიდა (მეხუთე თავი)


27-01-2021, 16:57
ავტორი DiscoverYourWo(L)d
ნანახია 837

რაც არ უნდა ყოფილიყო, სამსახურსა და პირად ცხოვრებას არ ავურევდი. ნოეს ხელი ჩამოვართვი, ისევე როგორც დანის. დანი მიცნობდა. იცოდა, რომ სამსახურში პირადზე ხმას არ ამოვიღებდი და ჩემი სერიოზული ქმედებები არც უკვირდა. აი ნოე კი გაკვირვებული იყო. ამ დროს ნენე და თაია გამოვიდნენ. დემე ჩვენთან ერთად იყო მოლაპარაკებაზე.
- ნენე, თაია! აქეთ მოდით, ბიზნესის საკითხები უნდა შევათანხმოთ. რადგან ახალ საქმეს ვიწყებთ საჭიროა ყველა თანამშრომელმა ერთად განვიხილოთ. - თქვა ნიკოლოზმა და გოგონებს დაუძახა.
გოგონები მოვიდნენ. ჩემთან დადგნენ და ნიკოლოზმა კი კონფერენციის ჩატარება დაიწყო. ჩვენ კი საიდუმლო ჭორაობის საათები დაგვიდგა. დაიწყო გადალაპარაკებები, რომელიც ჩვენ ასე ძალიან მოგვწონდა.
- დანი საყვარელია ძააან! - დაიწყო ნენემ.
- ნოე კი ძალიან ,,მაგარი“ ბიჭია. - გაიღიმა თაიამ და ნოესკენ გაიხედა, რომელიც დაბნეული საბუთებში იქექებოდა. ვერ გაეგო ნიკოლოზი რომელ სქემაზე საუბრობდა.
- მიდი! მიდი დაეხმარე. - მიჯიკა ნენემ. იმ დროს ძალიან მომინდა მისვლა. მაგრამ ნენეს ვანიშნე, რომ გაჩუმებულიყო...
- რომელ გვერდზე ვართ? - უხერხულად იკითხა ნოემ.
- აი, ანა დაგეხმარება - ყალბად გაუღიმა თაიმ, რომელიც ჩვენს დაახლოებას ცდილობდა.
თაის გაოცებულმა გავხედე. გავბრაზდი თქო ვერ ვიტყვი... მინდოდა მასთან მისვლა. როგორ მინდოდა მასთან ერთად ყოფნა. მისი ჩახუტება, მისი სურნელი... ძალიან მინდოდა მასთან. მისი ღიმილი... მისი თითები... მისი ხმა... და თვითონ ის.
მივედი და გადავფურცლე.
- აი აქ ვართ. -ვუთხარი მე. მან კი ყურში ჩამჩურჩულა:
- დღეს იდეალურად გამოიყურები. - და გამიღიმა. ჩემი რეაქცია კი... სუნთქვა შემეკვრა. გამეღიმა. გრძელი თმები ყურზე გადავიწიე და სახე მისკენ შევატრიალე. მეც ჩუმად ვუთხარი:
- მადლობა, შენც არაგიშავს. - და ორივემ ჩუმად ჩავიცინეთ. იმ დღეს შავი, ყელიანი ზედა მეცვა, რომელიც იმაზე ბევრად გამხდარს მაჩენდა ვიდრე ვარ. შავი, თანამედროვე, ოდნავ სპორტული და ოდნავ კლასიკური ქვედაბოლო, რომელიც მეც ძალიან მომწონდა და ფეხზე კი შავი ბათინკი. გულზე ვერცხლისფერი გულსაკიდი მეკიდა და ვერცხლისფერი, პატარა საყურეები მეკიდა. თმები დასწორებული, წელამდე მწვდებოდა. მოკლედ რომ ვთქვა, ნენესა და თაიას სტილის გამოყენება ყოველთვის მშვენიერი იყო. სანამ კონფერენცია დაიწყებოდა, ოთახში შევედით და ნენეს მიერ ჩამოტანილი ახალი ტანსაცმელები მოვიზომეთ, რომელიც არა დადიანების არამედ ჩემი თავის სტილზე იყო გაწერილი და ეს ძალიან მსიამოვნებდა. ისე ჩავიცვი, როგორც მე მინდოდა... როგორც ჩანს, ეს მცირე დიალოგი ნოესთან, დანიმ დაინახა და გაიგონა, იმიტომ, რომ ნოეს გვერდზე იჯდა.
- ანა! თუ შეიძლება დაუბრუნდი ადგილს! - მითხრა ნიკოლოზმა, რომელსაც არც თუ ისე ესიამოვნა ჩემი და ნოეს გაღიმება.
- ახლავე - ვთქვი მე და ადგილს დავუბრუნდი.
გოგონებმა კითხვები დამაყარეს. მე კი ეს მცირე დიალოგი ვუამბე მათ და ახლა მათი განკითხვის ობიექტად ვიქეცი. მეცინებოდა, იმდენად სასაცილოდ საუბრობდნენ. როგორც იქნა, კონფერენცია დასრულდა და ახლა უკვე უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავით.
- ნოე! აბა წარმატებები! - ხელი ჩამოართვა ნიკოლოზმა.
- ნოეც ლექციებზე მოდის? - გამიკვირდა მე.
- თქვენს უნივერსიტეტში გადმოვიდა.
- კი, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მან უკვე დაამთავრა სწავლა. ის ხომ 21 წლისაა. - ვთქვი მე.
ნოემ ჩაახველა და მიმახვედრა, რომ წესით მე ეს არ უნდა მცოდნოდა, რადგან ჩემმა ოჯახმა ავტობანზე შეხვედრის ამბავი არ იცოდა. ნენემ და თაიამაც მიჯიკეს.
- არა შვილო, ნოე ცხრამეტი წლისაა და მესამე კურსზეა. - თქვა ნიკოლოზმა. ესე იგი, რა გამოდის? მომატყუა? რაში დასჭირდა? გავბრაზდი. გაბრაზებულმა შევხედე. რათქმა უნდა, როდესაც ეს ნენემ და თაიამ გაიაზრეს, ისინიც გაბრაზდნენ და ლამაზად ჩაცმული, გაბრაზებული სამეული ოთახიდან სწრაფად და ეფექტურად გავედით. უკან დემე გამოგვყვა.
- ნენე!
- გისმენ! - უთხრა ნენემ და მისკენ წავიდა, რაც მას ჩვენი ,,განკითხვის“ ობიექტად აქცევდა. ეს რათქმაუნდა ხუმრობა იყო. როდესაც ერთმანეთზე ვბჭობდით და მერე სამივე ერთად ვიცინოდით.
- შენი კაბინეტი ჩემი კაბინეტის გვერდზე იქნება - გაუღიმა დემემ და ძალიან იდიოტურად გამოუვიდა.
- ჰმმ, კარგიაა - თქვა ნენემ გაკვირვებული ხმით და ჩვენსკენ წამოვიდა.
- მოიცადე, ჩემი მანქანა თავისუფალია, შეგიძლია ლექციებზე ჩემთან ერთად წამოხვიდე.
- არა, გოგონები ერთად მივდივართ. მადლობაა - საყვარლად გაუღიმა ნენემ და ჩვენ გაკვირვებულად და გაღიმებულად შემოგვხედა. წარბები შეკუმშა, ტუჩის ცალი მხარე ზევით ასწია და თავი გააქნია.
- კარგი, კარგი. - თქვა დემემ და მისი მანქანისკენ გასწია.
როგორც იქნა, მივედით ლექციებზე. ყველა ჩვენს-ჩვენ სალექციო დარბაზებში წავედით. მე და დანის ერთი ლექცია გვქონდა. შევედი დარბაზში და ყველაზე უკან დავჯექი. დარბაზი ძალიან დიდი და ლამაზი იყო. უკან მხარეს კი დიდი ფანჯრები ჰქონდა. სწორედ ამის გამო, ძალიან მომწონდა უკან ჯდომა. როდესაც ჩემს ადგილას მოვკალათდი, დანი შემოვიდა და ჩემთან დაჯდა.
- როგორ ხარ? - მკითხა მან.
- კარგად, შენ?
- მადლობა, კარგად.
მე გავუღიმე და შევეცადე ამ ჟესტით საუბარი დამესრულებინა.
- ნოე კარგი ბიჭია ხომ? - ისეთი ტონით მკითხა, თითქოს რაღაცის გაგება სურდა ჩემგან. მეც არ დავიბენი. იმდენი მქონდა ნაფიქრი, რაზე რა უნდა მეპასუხა, უკვე მექანიკურად ვიცოდი.
- ერთი ნახვისთვის ნორმალურია. ისე არ ვიცნობ.
- ჰმმ, კარგი. - მითხრა მან და წიგნი გადაშალა.
- რატომ მეკითხები? -ჩავეძიე მე.
- დღეს ისე იცინოდით... ერთად - თქვა მან ვითომ გაღიმებულმა, ოდნავ აგდებული ტონით.
- დანი, ადამიანს რომ გავუცინო რაიმე დანაშაულია? - მისკენ შევტრიალდი და მკაცრი ტონით ვუთხარი. იმდენად მკაცრად მომივიდა, რომ დანი გაკვირვებული დარჩა.
- ანა! მოდი არ გვინდა ამ თემაზე საუბარი კარგი? - გამიღიმა მან და ეცადა მისი გაბრაზება მის გულშივე დაეტოვებინა.
მე ხმა აღარ ამომიღია და წიგნის ფურცვლა განვაგრძე.
- რომელ გვერდზე ვართ? - მკითხა წინ მჯდომმა ბიჭმა.
- ოცდამეხუთეზე - ჩემს მაგივრად უპასუხა დანიმ. არა ეჭვიანობის ან რაიმე პათოლოგიური მიზეზით, არამედ უბრალოდ, ზრდილობისათვის.
- მე გოგონას შევეკითხე - უთხრა ბიჭმა. ეტყობოდა, რომ ,,ინტელიგენტთა“ ოჯახიდან არ იყო. ძველი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
დანიმ წარბები შეკრა.
- ხოდა, გოგონას მაგივრად მე გიპასუხეთ - განაგრძო მან ზრდილობიანად.
- ბრატ, ახლა მისმინე, როდესაც დევოჩკას ვეკითხები, იქ შენ არ ჩაერევი. მოსულა? - ფეხზე წამოდგა, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და დანის ოდნავ ხმამაღალ ტონზე უთხრა.
დანიც წამოდგა. ჰალტუხი გაისწორა და ზრდილობიანად მიმართა:
- თქვენი სახელი?
- მიშკა ვარ ბრატ, გაბაშვილი.
- მიხეილ, თქვენი გვარი იმაზე მეტყველებს, რომ უბრალო ოჯახიდან არ ბრძანდებით, მიუხედავად ამისა, ეს უნივერსიტეტი მხოლოდ ინტელიგენტთა ოჯახის შვილებისათვისაა და ესეც ზემოთხსენებულზე მიუთითებს, ამიტომაც, გთხოვთ, დაუბრუნდეთ ადგილს და შესაბამისად მოიქცეთ.
- აე, ბრატ, ჭკუას მასწავლი? შენი სახელი პრინცო? - ჰკითხა მიშკამ სიცილით.
- დანიელ ანდრონიკაშვილი გახლავართ და მერწმუნეთ ქუჩური საქმის გარჩევაც არანაკლებ ვიცი.
- პრავდა, პრინცო დანიელ, თქვენ ხომ ქუჩის ბიჭობაში ბადალი არ გყავთ - დაიწყო სიცილი და დანის ვატყობდი, რომ უკვე მოთმინება ეწურებოდა.
- თუ კიდევ დიდხანს გააგრძელებ უღირსად მოქცევას და ჩემს დამცირებას ქალბატონის წინაშე, სხვა ზომებს მივმართავ.
- ვაიმე, შემეშინდა - სიცილი განაგრძო მიშკამ და სიგარეტს მოუკიდა. დრო იხელთა სანამ ლექტორი შემოვიდოდა. სხვა მოსწავლეები გაკვირვებულები იყურებოდნენ. ძირითადად გოგონები იყვნენ და დანიელს დასცინოდნენ.
- დანი, დაჯექი და თავი დაანებე - ვუთხარი მე და მკლავზე ხელი მოვკიდე.
- გამიშვი ანა - მითხრა მან და შემდეგ მიშკას მიმართა - ბრატ, პაკაჟი მნე, შტო ტი უმეეშ. (ძმაო, მაჩვენე, რა შეგიძლია).
მიშკამ ჩაიცინა.
- გავიდეთ?
- ესეიგი აუცილებლად ჩხუბი გინდა? - ჰკითხა დანიმ.
- არა, თუ ნაშას დამითმობ არა. - გაიცინა მან.
დანიმ ვეღარ მოითმინა და სახეში მწარედ გაარტყა.
- არ ვიკადრებ შეგინებას, თორემ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. - თქვა დანიმ.
მე სწრაფად ავდექი.
- დანი, სასწრაფოთ გავდივართ აქედან. ჩქარა! - ვიყვირე მე.
- მოიცადე, სად გარბიხარ? - წამოდგა მიშკა.
- არსად. - პასუხი შეუბრუნა დანიმ.
- შენი დედა მო... - სიტყვა არ დაემთავრებინა მიშკას, რომ დანიმ მეორედ შემოსცხო და კიდევ დაანარცხა წინ მდგომ მერხზე.
- ვერ გავიგონე ბრატ! - გაუღიმა დანიმ.
მიშკა წამოდგა და საყელოში სწვდა.
- ბიჭო, შენ თვალში ხომ არ გეპატარავები? ლაწირაკო ბავშვო! როგორ ბედავ დამარტყა, მე მიშკა გაბაშვილს?! როგორ ბედავ? მე არ ვკადრულობ შენზე ხელი ავწიო და შენ როგორ ბედავ?
- გაწიე ხელები! შენ როგორ ბედავ ჩემს საცოლეს ასე ელაპარაკო? - ხელი გააწევინა დანიმ და უყვირა.
- ლექციების მერე გნახავ ბრატ. - უთხრა მიშკამ, როდესაც დარბაზში შემომავალი ლექტორი დაინახა.
- აუცილებლად! - თქვამ დანიმ და საყელო გაისწორა. ადგილზე დაჯდა. ასეთი გაბრაზებული არასოდეს არ მენახა. ამდენი წელია ვიცნობ და არ ვიცონი საერთოდ ამ ყველაფერის გაკეთება თუ შეეძლო.
- კარგად ხარ? - ვკითხე მე. თან მერიდებოდა მასთან საუბარი. ის ჩემზე ოდნავ გაბრაზებული იყო... კოცნის შემდეგ ,,მივაგდე“, მერე ნოესთან დიალოგს, რომ მოვყევი, გაიგონა და არ ესიამოვნა და ახლა კი ლაპარაკს თავს ვარიდებდი. მას კი ჩემს გამო ჩხუბი მოუწია.
- არა, არ ვარ კარგად! - მიპასუხა მან მკაცრად. - საერთოდ ეს რამეს ნიშნავს შენთვის?
- რა? - ვუპასუხე მე და სიმართლე გითხრათ, დანი ასეთი სერიოზული და ,,ნამდვილი“ არასოდეს არ მენახა.
- ჩემი გრძნობები, რაიმეს ნიშნავს შენთვის?
მე გავჩუმდი... თავი დავხარე.
- ნოე მოგწონს? - მკითხა მან. ისევ მკაცრი ტონი ჰქონდა.
მე ცოტა დავიბენი. გამახსენდა ნოე. მისი აღნაგობა, საუბარი, მასთან ცეკვა, ბუხართან ძილი და ყველაფერი. ამაზე ჩაფიქრებულმა ხმის ამოღება ვერ შევძელი.
- ასეც ვიცოდი! - შემომხედა ძალიან ნაწყენი და გაბრაზებული სახით. ის წამოდგა და ჩანთაში მისი წიგნები ჩადო.
- სად მიდიხარ? - ვკითხე მე.
- არ ვარ ვალდებული რაიმეზე გიპასუხო - მითხრა მან და ლექციიდან სასწრაფოდ გავიდა.
მე ძალიან ავნერვიულდი. არ მინდოდა დანისთან კამათი. ახლა მან ყველაფერი იცოდა. შემეშინდა სალომესთვის არ ეთქვა, ამიტომაც მეც სწრაფად ავდექი და ლექცია დავტოვე.
- დანი! დამიცადე - ვეძახდი მას.
- გისმენ! რა გინდა?
- სალომეს... - დავიწყე წინადადება, მან კი გამაწყვეტინა.
- სალომეს არაფერს არ ვეტყვი. მოიცადე შენ არ იცი?
- რა უნდა ვიცოდე?
- სალომე და ნოე, იმ საღამოს დაშორდნენ.
- რა? - გაურკვევლობაში აღმოვჩნდი მე. არ ვიცოდი, ეს უნდა გამხარებოდა თუ არა?!
- გიხაროდეს, ყველა გზა თავისუფალი გაქვს.
- დანი! ასე ნუ ამბობ.
- აბა როგორ ვთქვა?, მე მკოცნი, მაშინ როდესაც სხვა მოგწონს, მე მომყვები წვეულებებზე, მაშინ როდესაც სხვაზე ფიქრობ და ასე შემდეგ. რატომ აკეთებ ამას? -
- მე... დანი მაპატიე. - მე სიტყვები ამომეწურა. გული შემეკუმშა. არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა...
- ხო, და კიდევ ერთი... მე, ნოე და სალომე, ნიკოლოზმა ორი თვით თქვენთან მოგვიწვია საცხოვრებლად. როგორც იცი ახალი პროექტია და ყველამ ამაზე უნდა ვიმუშაოთ ერთიანი ძალებით. სამივე დავთანხმდით. სალომე დიზაინში ერკვევა და თან როგორც ჩემი მამიდაშვილი, ნიკოლოზმა ბიზნესში ჩართო.
მე პირი ღია დამრჩა. მე, ნენე, თაი, დემე, სალომე,დანი და ნოე ერთად, ერთ სახლში, ორი თვით.
- ჩემს სახლში?! - ვიკითხე მე.
- დიახ, შენს სახლში და ხომ, არავის არაფერს არ ვეტყვი ანა. არ ინერვიულო.
- დანი გთხოვ, მაპატიე რა.
- მოდიხარ? ერთ კარგ ადგილას მივდივარ. - მითხრა მან და გამიღიმა. ამ ერთი ღიმილისთვის, თითქოს მზად ვიყავი ლექციები ჩვეულებრივ დამეთმო. ნენეს და თაიას დავუმესიჯე, რომ დანისთან ერთად გავდიოდი და ნიკოლოზთან არაფერი არ შეემჩნიათ.
მანქანისკენ დავიძარით.
- ანა! მე ხანდახან ვეწევი - მითხრა დანიმ. ჰმმ, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. არ გავბრაზებულვარ. უფრო მისი გულწრფელობა მომეწონა.
- მერე მოწიე - გავუღიმე მე - ახლა ორივეს გვაქვს საიდუმლოებები ერთმანეთთან - მანქანაში ჩავჯექით და გზას სიცილით გავუყევით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent