შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(13)


5-03-2021, 00:59
ავტორი sati
ნანახია 9 537

-იცი რამდენი ხანია რაც ერთად არიან?
-რამდენი.
-1 თვეც არ იქნება ადა.
-და უკვე დედამისს აცნობს? მაგრამ ახლოს არიან. მეც მალე გამაცნო. თან ესე ადვილად არ იახლოვებს არავის.
-ჩემი აზრით, მორიგი ჩვეულებრივი გატაცებაა. იმ გოგოსაც ეტყობა, რომ დიდად არ აინტერესებს დაჩი. 3 დღეს მივცემ, რო დაშორდნენ. იქამდე კიდე შენ გადაწყვიტე, თანახმა ხარ, რომ ეს თამაში გავაგრძელოთ?
-კარგი. უბრალოდ სალომეს ეტყვი ყველაფერს. და მალე დავამთავრებთ. მაგრამ სალომეს გარდა არავინ არ უნდა იცოდეს.
***

როგორც იქნა ადამ სამსახურისთვისაც მოიცალა. დრო იყო ფირმის მმართველობა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა ეს არც ისე ადვილად გამოუვიდოდა. არავინ არ დაემორჩილებოდა 22 წლის გამოუცდელ ადამიანს. რა თქმა უნდა მათ ვერც გაამტყუვნებდით, მაგრამ ადა ბავშვობიდან უყურებდა მამამისს , როგორ მუშაობდა. ეკატერინეც სულ სამსახურში იყო, მათ კი არ სურდათ ძიძის აყვანა და ადა ბაღის და სკოლის შემდეგ ფირმაში ატარებდა დიდ დროს. აკვირდებოდა რა როგორ მუშაობდა. ბავშვობიდანვე ძალიან ცნობისმოყვარე იყო. დავითი დაპირდა რომ 1 თვე სულ გვერდში ედგებოდა და ყველაფერს ასწავლიდა. პირველივე დღეს მნიშვნელოვანი თათბირი უნდა ჩაეტარებინათ, რომელზეც დიმიტრი და მამამისიც იქნებოდნენ. ბიზნესმენი იკრიბებოდნენ თვეში ერთხელ, რათა განეხილათ პოსტკოვიდური სიტუაციის სიმძიმე და მის აღმოსაფხვრელად ახალ-ახალ იდეებს სთავაზობდნენ ერთმანეთს. ამასთანავე გარკვეულ შეღავათებს უკეთებდნენ პარტიონ ფირმებს პროდუქტის შეძენისას ან რაიმე სერვისით სარგებლობისას. თათბირზე საკმაოდ საინტერესო წინადადება გაჟღერდა, რაც აბელაშვილებისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა დაჩის ეკოლოგიური სასტუმრო ახსენა. ამან დიდი დისკომფორტი გამოიწვია სათათბირო ოთახში. არავინ არ იღებდა ხმას და ყველა აბელაშვილებს უყურებდა.
-მე კარგად ვარ ჩახედული ამ საქმეში-ადამ ამოილუღლუღა, თუმცა ცოტახანში უფრო თავდაჯერებულად გააგრძელა საუბარი-ნებას თუ დამრთავთ მოკლედ გეტყვით რა როგორ-ადა წამოდგა და ახლა ყველა მას უყურებდა-საგრანტო კონკურსით გაკეთებული პროექტია, საკმაოდ წარმატებული. უცხოეთში ყოფილა მსგავსი პრეცენდენტები, მაგრამ ძალიან ცოტა. საქართველოში ნამდვილად პირველია და მინდა გითხრათ უამრავი ინვესტორი ჰყავს. მათ შორის ჩვენი ფირმა.
-კი, კი. მეც გადავხედე პროექტს, დიდი მომავალი აქვს დაჩის.
-მგონი არ იქნება ცუდი თუ დაჩიც შემოგვიერთდება მომავალ თვეში, რას იტყვით?-ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ჰკითხა ვაჟას.
-ჯერ არ ვიცით რამდენად წარმატებული გამოვა პროექტი-ვაჟამ მკაცრი გამომეტყველებით გადახედა ყველას, თითქოს უინტელექტო საზოგადოებაში მჯდარიყო და თვითონ ყოვლისმცოდნე მისანი ყოფილიყოს-დაჩის არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, შესაბამისად ვფიქრობ, საკმაოდ სარისკოა მსგავს უპრეცენდენტო-ამ სიტყვის წარმოთქმისას ადას გადახედა გაღიზიანებულმა-ბიზნესში ფულის ჩადება. თქვენი აზრით რატომ არის უპრეცენდენტო? იმიტომ რომ საკმაოდ ძვირი ჯდება და სულ რომ 10 ინვესტორი ჰყავდეს პროექტს, მუდმივად დაჭირდება ფინანსების დამატება.
ვაჟას სიტყვების შემდეგ ისევ სიჩუმე ჩამოწვა ოთახში, თუმცა ისევ ადამ გამოთქვა ინიციატივა.
-ყველა ბიზნესი სარისკოა არა ბატონო ვაჟა? გაიხსენეთ თქვენ საიდან დაიწყეთ. ბატონებო, თქვენი აზრით გაუნათლებელი ადამიანი დაწერდა ამდენად წარმატებულ პროექტს? როგორ ფიქრობთ?
-ადა, თუ საიდუმლო არ არის, საიდან იცით ამდენი ეკოლოგიური პროექტის სასტუმროს შესახებ?-დიმიტრიმ გამომწვევად გახედა ყოფილ საცოლეს.
-არ არის საიდუმლო. მე და დაჩი ახლო მეგობრები ვართ და ჩემი თვალით მაქვს ნანახი პროექტი.
-თუ თქვენ დაწერეთ?-დიმიტრი მზაკვრულად იღიმებოდა და თან ადას რეაქციას აკვირდებოდა.
-მე როგორ დავწერდი, ჩემი სფერო არ არის პროექტ მენეჯერობა. ჩემი ძირითადი სპეციალობა პიარია.
-ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა-ახლა ეს თათბირი დიმიტრის და ადას დაპირისპირებად უფრო იქცა-არც პროექტ მენეჯერი ხართ, არც ბიზნესში არ ერკვევით, ხომ? მაშინ რატომ უნდა ვიფიქროთ , რომ დაჩის პროექტი რამენაირად მაინც არის წარმატებული? როდესაც მე კარგად ვიცნობ ჩემ ამბიციურ ძმას და ვიცი მისი შესაძლებლობები.
-აქ დაჩის შესაძლებლობებზე არ ვსაუბრობთ, ბატონო დიმიტრი-ადამ გაუღიმა-ეს უკვე პირადულია. ჩვენ ვსაუბრობთ პროექტზე, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ბევრი ასპექტის გამო. მოგეხსენებათ დღევანდელი მდგომარეობა, კოვიდ კრიზისთან ერთად ყველაზე დიდი გამოწვევა გლობალური დათბობაა, ამიტომ ...
-რა შუაშია გლობალური დათბობა ბიზნესთან, თემას გადავუხვიეთ, ცოტა არარელევანტურია..
-არარელევანტური არის თქვენი უსაფუძვლო კომენტარები-ადამ თავი ვეღარ შეიკავა-თუ ჩემი არ გჯერათ, იმიტომ რომ მე გამოუცდელი ვარ, კეთილი. მოუსმინეთ ბატონ დავითს, რომელმაც თავისი თვალით ნახა პროექტი და კვირაში ორჯერ მაინც ამოწმებს მშენებლობას.
-მართალია ბატონებო-დავითმა სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და მოუკიდა. ოთახი სულ ბოლში იყო, თითქმის ყველა ეწეოდა-მე გადავხედე ყველაფერს და ვერ ვხედავ იმაზე მეტ რისკს, ვიდრე უნდა იყოს. ბოლო-ბოლო ბიზნესია არასდროს გვაქვს გარანტია არც მე და არც თქვენ რო რამე კოვიდ 21 არ შემოვა და ყველა არ გავკოტრდებით. წლებია ამ სფეროში ვარ და ესეთი ნიჭი არ მინახავს, რომელიც შენ შვილს აქვს ვაჟა. დაჩის-სპეციალურად დააზუსტა და დიმიტრის თვალი ჩაუკრა, თუმცა ბევრი ვერავინ დაინახავდა ისეთ ბუღში. ადა წამოდგა და ფანჯარა გააღო.
-და რა თქმა უნდა აქ არავინ გაძალებთ ფულის ჩადებას არც ერთ ბიზნესში, უბრალოდ საკითხიად ჩამოვარდა, ბატონმა გიამ ახსენა. მე ვეთანხმები, რომ დაჩი ამ კაბინეტში უნდა იჯდეს ჩვენთან ერთად. თვითონ თუ თანახმაა.
-თუ თანახმაა?-ვაჟამ წარბი აწია.
-ყველას არ სურს საკუთარი საქმის გარჩევა და გეგმების გაზიარება ვაჟა. მოკლედ. ვინ არის ამის წინააღმდეგი?-ვაჟა საკუთარ შვილზე ვერაფერს იტყოდა, მაინც იმიჯს უფრთხილდებოდა.ცხადია ამას უყურადღებოდ არ დატოვებდნენ აბელაშვილები. წლები დახარჯეს ოჯახურ ბიზნესზე და ახლა დაჩის გამო არ გაანადგურებდნენ არც იმიჯს და არც აბელაშვილების გვარს. თათბირზე არავინ წინააღმდეგი არ იყო, რადგან ფულის ჩადებაზე ჯერ არც არავინ ფიქრობდა. წარმოიდგინეთ, ადა, დიმიტრი, დაჩი, დავითი და ვაჟა ერთ ოთახში ბიზნეს შეხვედრაზე სხვა ინვესტორებთან ერთად. ცირკი, სპექტაკლი და სანახაობაც ამას ქვია. თათბირის შემდეგ დავითი და ადა ოფისში დაბრუნდნენ.
-ადა, ასეთ შეხვედრებზე ისეთი შენიშვნა, როგორიც შენ დიმიტრის მიეცი არაპროფესიონალურია. ყველამ იცის თქვენი წარსული.
-ვიცი, უბრალოდ..
-ადა. დამასრულებინე. ყველამ იცის თქვენი წარსული, სამსახურში დიმიტრი შენი ყოფილი ქმარი არ არის, შენი მორიგი კოლეგაა. რომელთანაც ვალდებული ხარ ცივილიური საუბარი გქონდეს. ან თუ არ შეგიძლია ისე მოახერხე კბენა, რომ სხვებმა მაინც ვერ გაიგონ-დავითს გაეცინა და სავარძელში ჩაეშვა.
-არასდროს არ მენდობიან ვაჟას გამო. მხედავენ როგორც პატარა გამოუცდელ გოგოს.
-შენც დაანახე, რომ ცდებიან. მესმის გაგიჭირდება ასაკის გამო და შეიძლება იმიტომაც, რომ ქალი ხარ, მაგრამ არ მიაქციო ყურადღება. შენ 10 ჯერ უფრო მეტად მოაზროვნე და ნიჭიერი ხარ, ვიდრე რომელიმე მათგანი. თან მალე ეგენიც დატოვებენ ბიზნესს და პენსიაზე გავლენ. ჩათვალე სულ დიმიტრის ასაკის ხალხთან მოგიწევს მუშაობა მომავალ წელს ან 3 წელში მაინც. ეხლა ბევრი საქმე მაქვს და გაითვალისწინე რაც გითხარი.
-კარგი.
-ხო, და ადა?
-ხო?
-ლეონი დაპატიჟე საღამოს ჩვენთან.
-რატომ?
-იცი რატომაც.
და საკუთარ დაგებულ მახეში გაება. როგორც ჩანს დავითმა შეამჩნია მათი თამაში და ახლა უკან დასახევი გზა ნამდვილად არ იყო. ოფისიდან გავიდა და ლეონს დაურეკა.
-გისმენ?
-ლეონ, მოგკლავ.
-რა დავაშავე? გარდა იმისა, რომ უმაგრესი ძმაკაცი ვარ და
-მამაჩემმა დაგვინახა იმ დღეს და ეხლა მომთხოვა, რომ სახლში დაგპატიჟო ვახშამზე. რო გაგიცნოს.
-მოვალ მერე რა პრობლემაა?
-როგორც ჩემი შეყვარებული?
-ხო.
-შენ სულ გააფრინე? სალომემ იცის ეს ყველაფერი?
-კი.
-რა? და თანახმაა?
-ვერ გეტყვი რომ სიხარულისგან მეცხე ცაზეა, თუ ყველაფერს ძალიან არ გავწელავთ და შორს არ წავალთ, წინააღმდეგი არ არის. უბრალოდ უნდა რომ ახლოს იყოს ხოლმე როცა სადმე ერთად ვიქნებით მე და შენ. ადა, მგონი წინააღმდეგი აქ მარტო შენ ხარ.
-არ მიყვარს ტყუილები.
-გახსოვს, რომ დამთანხმდი? მოკლედ მოვალ საღამოს.
-ხო, მაგრამ სალომეს რომ ვერ წამოიყვან?
-მემგონი მიხვდება, რომ შენებთან ისეთს არაფერს ვიზამთ. თან მეგობრების სანახავად გადის დღეს ისედაც. სალომე ჩემი სადარდებელია.
-და რა უნდა ვთქვათ, როგორ გავიცანით ერთმაენთი?
-სიმართლე ადა, უცნობები ხომ არ ვართ. 4 წელია გიცნობ, რაღაცეებს შევალამაზებთ, ცოტა რომანტიულ ელფერს მივცემთ და ეგ არის. დაწყნარდი, ეგ მე მომანდე.
-კარგი. საღამოს 7ზე გელოდები. მთავარია ხვალ უკვე ცოლობა არ მთხოვო, თორე ისე მალე ვითარდება ყველაფერი, მგონი დაჩი შენი მეჯვარე იქნება-ადამ გათიშა და ანერვიულებული დაბრუნდა ოფისში. ძალიან ბევრი საფიქრალი ჰქონდა. ამ დროს დავითი შემოვიდა მასთან ოთახში.
-ადა, მე საქმიან შეხვედრაზე უნდა გავიდე. შენ დაჩის დაიბარებ და დაელაპარაკები იმაზე რაც დღეს თათბირზე გავარჩიეთ. თუ დაგთანხმდა ლანასთან გადი, ხო იცი, მდივანთან და გამოართმევ კონტრაქტს რაზეც მოაწერს ხელს.
-მოიცა, მე უნდა დავურეკო?
-ხო. წავედი. მიზნად დაისახე, რომ დაგთანხმდეს.
***
პირველი დღე და უკვე ყოფილ ქმართან და დაჩისთან უწევდა გამკლავება სამსახურშიც კი. რანაირად უნდა მოქცეულიყო პროფესიონალივით,როდესაც პირადი ცხოვრება ყოველ ნაბიჯზე დაყვებოდა. დაჩის დაურეკა და ყურმილი კატომ აიღო.
-გისმენ ადა?
-კ-კატო, შენ ხარ?
-კიი, დაჩი აბაზანაშია.
-თუ შეგიძლია უთხარი რომ გადმორეკოს.
-რამე მნიშვნელოვანია?
-კი.
-მმმ, კარგი. კარგად ადა-კატომ გათიშა.
-ვინ იყო?-დაჩი აბაზანიდან ნახევრად შიშველი გამოვიდა და ტელეფონი აიღო.
-არავინ.
-რა არავინ, აბა ვის ელაპარაკებოდი-კატომ ადას დარეკილი წაშალა.
-დედაჩემს-კატომ გაუღიმა, სავარძლიდან წამოდგა, დაჩის კისერზე შემოხვია ხელები და აკოცა-რატო ვლპარაკობთ საერთოდ.
-არა, კატო არ მცალია. მშენებლობაზე უნდა წავიდე-თვითონაც მოწყვეტით აკოცა, გაუღიმა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.
-ხვალ ჩემი დაბადების დღეა.
-მახსოვს.
-ხოდა ვიფიქრე, სადმე ხომ არ წავსულიყავით?
-ქალაქს ვერ დავტოვებ სამსახურის გამო. მაგრამ მე უკეთესი იდეა მაქვს. მომენდე. ჩავიცმევ და გავიდეთ.
-კარგი.
***
ადამ კიდევ ერთხელ დაურეკა დაჩის, მაგრამ მშენებლობაზე იყო, ხმა არ ესმოდა და არ უპასუხია.
-კარგი, მაგარია. გუშინდელი ეწყინა და ეხლა ტელეფონს არ პასუხობს. მშენებლობაზე წავალ იქნება იქ მაინც დამხვდეს-ადამ ჩანთას მოკიდა ხელი და წავიდა. თავს იტყუებდა, თითქოს იქ სამსახურის გამო მიდიოდა და არა იმიტომ, რომ უნდოდა შეემოწმებინა კატოსთან ერთად ერთობოდა, თუ მუშაობდა. მისი მანქანა, რომ დაინახა დაწყნარდა.
-ქალბატონო დახურული მშენებლ...
-ხო, ხო გავიგე-სამშენებლო კასკა მოაცილა თავიდან, თვითონდ აიფარა და ზევით ავიდა.
-ადა?
-ხო , ადა. ზარებს არ პასუხობ, არც გადმომირეკე.
-გადმოგირეკე?
-არ აქვს მნიშვნელობა, გავიგე რომ ნაწყენი ხარ, უბრალოდ საქმეზე გირეკავდი და ამიტომ მოვედი.
-რა საქმეზე? ნაწყენი?
-საქმეზე ვისაუბროთ ჯერ.
-კარგი, წავიდეთ სადმე დავსხდეთ.
-არა, არ გვაქვს მაგდენი დრო. საღამოს მელოდებიან სახლში. მოკლედ თათბირი იყო დღეს ბიზნესმენებთან და შენი პროექტით ძალიან დაინტერესებულები არიან. ზოგადად მათ რიგებში საკმაოდ შეძლებული ხალხი ირიცხება, მაგრამ შენი პროექტი იმდენად მომგებიანი ჩანს, რომ ფიქრობენ შენც უნდა ესწრებოდე თათბირებს.
-რატომ?
-პოსტ კოვიდურ სიტუაციაში ეხმარებიან ერთმანეთს , თან ახალ ინვესტორებს შეიძენდი.
-და ესე ყველა დათანხმდა?
-არა, რა თქმა უნდა. იყო რაღაც ეჭვები, მაგრამ მამაჩემს რადგან წვდომა ჰქონდა დეტალებთან, აუხსნა რომ არაფერი სარისკო არ არის. მოკლედ მომავალ თვეში 5 რიცხვშია ჩანიშნული შეხვედრა, საბუთებს გამოგიგზავნით მზად რო იქნება.
-მადლობა, მაგრამ არა.
-რა? სერიოზულად ამბობ ამას?
-არ მაქვს სურვილი.
-არ მჯერა-ადას გაეცინა-და რა დაემართა ადამიანს, რომელიც მეუბნებოდა,რომ ყველაფერი უნდა გააკეთო მიზნის მისაღწევად? რასაც არ უნდა ფიქრობდნენ სხვები? თუ გეშინია?
-არაფრის არ მეშინია, არ მსიამოვნებს მსგავსი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა.
-არც მე, მაგრამ სამსახური სამსახურია. შენ გგონია ყოველთვის ისეთ ადამიანებთან იქნები, რომლებთანაც მოგწონს ყოფნა? თუ მარტო შენ სამეგობროს ამუშავებ იმ სასტუმროში? თუ შენ ბინაში დაიმალები. დაჩი, ეს არის უმაგრესი შესაძლებლობა, შენ სასტუმროს საკმაოდ დიდი თანხები დაჭირდება. აქ კიდე რეალური ინვესტორები არიან, იცი რა რთულია ამ თათბირებზე მოხვედრა? 2 მილიონს მაინც უნდა აკეთებდეს თვეში ბიზნესმენი, რომ იქ იჯდეს. მოგწონს თუ არა, გავხარ მათ თუ არა, შენც ბიზნესმენი ხარ და ფაქტობრივად უკვე ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი წევრი. თუ გინდა, რომ შენმა სასტუმრომ გაამართლოს, გადააბიჯებ შენს თავმოყვარეობას და ეგოს და მომდევნო თვის 5 რიცხვში იქ იქნები.
-შეიძლება ვიფიქრო მაინც?-დაჩის გაეღიმა.
-კი. რატო იღიმი?-ადა სიბრაზისგან გაწითლდა.
-ამ წამს მასტერკლასი ჩამიტარე. ყველა არგუმენტი გამიცამტვერე. გახსოვს ადრე მე ვიყავი ეგრე.
-მახსოვს. როგორც ჩანს ყველაფერი შეიცვალა. მოიფიქრე მომავალ თვემდე. ეხლა რაც შეეხება წყენას..
-არ ვარ ნაწყენი. მართლა. უბრალოდ მიკვირს. მეტი არაფერი. თუ გინდა სამსახურში გაგიყვან, ან მძღოლს ვეტყვი.
-რა გიკვირს?
-ადა, ისევ ვიჩხუბებთ, არ გვინდა გთხოვ.
-მოიცადე. რაზე ვიჩხუბებთ?
-ვფიქრობ არ შეგეფერება ლეონისნაირი ადამიანი.
-და ვითომ რატომ?
-შენს თვალებში ვერ ვხედავ იმას , რაც შეყვარებული ადამიანის გამომეტყველებაში უნდა იყოს.
-ეხლა ექსპერტი გახდი? შენ და კატო რა გიჟდებით ერთმანეთზე?
-ცოტახანია რაც ერთად ვართ.
-ჩვენც.
-2 თვე? იქამდე ხო უნდა მოგწონებოდა. უბრალოდ ვერც მაგას ვხედავ.
-მაშინ ბ-ბრმა ყოფილხარ.
-ან უბრალოდ არც არაფერი არ არის. მე მგონია რომ უბრალოდ დაბნეული ხარ .
-ჩემი აზრით, გეჩვენება.
-ადა, ადრე ყველაფერზე ვსაუბრობდით. ეხლა...
-და რა გინდა რომ გითხრა? მიკრიტიკებ არჩევანს. ადრე დიმიტრიზე ხმას არ იღებდი.
-ბევრი მიზეზის გამო და შენც იცი. ნეტა დროულად ამომეღო. ჩემი შეცდომა იყო და იმავეს დაშვება არ მინდა.
-დარწმუნებული ხარ რომ მხოლოდ მაგიტომ?
-რა მხოლოდ მაგიტომ?
-მგონი შენც ისეთივე დაბნეული ხარ, როგორც მე.
-კატოს გულისხმობ?
-საყვარელი ბავშვია. მართლა. უბრალოდ მგონი მალე მოგწყინდება.
-კატო არ მოგწონს? ხედავ მე არ მწყინს, ამიხსენი რატომ.
-რა მნიშვნელობა აქვს?
-ის მნიშვნელობა აქვს, რომ მე მაინტერესებს შენი აზრი ადა. ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ხარ-რეალურად კარგად ვიცით რა მოტივიც იმალებოდა დაჩის ცნობისმოყვარეობის უკან. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ორივე ერთი და იმავე სიტუაციაში იყო. ერთმანეთი მოსწონდათ, თუმცა საოცრად თავშეკავებულად საუბრობდნენ. დაჩის ეგონა, რომ ადას მართლა ლეონის და დიმიტრისნაირი ადამიანები უყვარდა. ადას კი მიაჩნდა, რომ დაჩისთვის მართლა მორიგი ცარიელი, მამიკოს გათამამებული გოგო იყო. მათი შიშები ისევ იმ საზოგადოების ბრალი იყო, რომელშიც აღიზარდნენ.
-არ ვიცნობ, ამიტომ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მორჩა წავედი.
-დაგირეკავ საღამოს და გეტყვი პასუხს.
-როგორც გინდა-ისევ ის გრძნობა დაეუფლა, რაც ადრე... ყოველი საუბრის შემდეგ თავგზააბნეული დადიოდა.
***
ახლა მორიგი მძიმე საღამო ელოდებოდა. ტყუილებით აღსავსე ვახშამი მშობლებთან ერთად. ადას ყველაზე მეტად ეკატერინესი ეშინოდა, შვილს ხუთი თითივით იცნობდა და სავარაუდოდ ადვილად მიხვდებოდა ტყუილს. ამიტომ საუკეთესოდ უნდა ეთამაშა როლი. ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი, ელეგანტური და ლამაზი კაბა ჩაიცვა, რაც კი ჰქონდა. მაკიაჟი გაიკეთა, თმაც აიწია და ქვემოთ ჩავიდა. ლეონი ადრე მოსულიყო, ხელში შამპანური და ყვავილები ეკავა. თვითონაც გამოწყობილი იყო შარვალ-კოსტუმში.
-ვაუ-ადას გაეცინა-4 წლის განმავლობაში ჯინსების გარდა არაფერში არ მინახიხარ. რა უცნაურია.
-შესანიშნავად გამოიყურები ადა.
-თავადაც. ესე ყალბად თავი ჩემ 16 დაბადების დღეზე არ მიგრძვნია, როდესაც ჩემი მეგობრების მაგივრად მამაჩემის ბიზნეს პარტინიორები იყვნენ ჩემს წვეულებაზე.
-შე საცოდავო, რა მძიმე ბავშვობა გქონდა არა?
-ჰაჰა ლეონ.
-კარგი, ცოტა სასაცილო იყო. რა მოხდა.
-ლეონ!-დავითიც შარვალ-კოსტუმში იყო, თუმცა სამსახურშიც მსგავს ფორმაში დადიოდა.
-ეს თქვენ ბატონო დავით. მიხარია ისევ თქვენი ნახვა-ლეონმა ხელი ჩამოართვა და შამპანური მიაწოდა.
-დიდი მადლობა. მობრძანდით, ეკატერინე გელოდებათ.
დავითმა ისინი შიგნით შეიყვანა.
-ქალბატონო ეკატერინე, მიხარია თქვენი ნახვა-ლეონმა ყვავილები მიართვა-შესანიშნავად გამოიყურებით დღეს-ადა შოკში იყო, თუ რამდენად კარგად შეეძლო ლეონს ტყუილი. ნამდვილად არტისტი იყო.
-რა კარგად საუბრობ ქართულად ლეონ, გერმანელი ხარ?
-ბებია მყავდა ქართველი მარტო. ადა მასწავლიდა ქართულს. შ..-უნდა ეთქვა შეყვარებულიც ქართველი მყავსო, მაგრამ ენაზე იკბინა და სიმწრისგან კინაღამ იყვირა-შესანიშნავი სახლი გაქვთ.
-მადლობა. დავსხდეთ.
ადამ ღრმად ამოისუნთქა და მაგიდას მიუჯდა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჯერჯერობით იმიტომ, რომ ცოტახანში ეკატერინე კითხვების დასმას დაიწყებდა, შეიძლება ადვილად ჩაეჭრა ლეონი.
-იცი, ცოტა გამიკვირდა, როდესაც შენ და ადას შესახებ გავიგეთ-ეკატერინე პირდაპირ საქმეზე გადავიდა-ჩემი შვილი ზოგადად იმპულსურობით არ გამოირჩეოდა. ყოველ შემთხვევაში ადრე.
-ადა სურპრიზებით აღსავსე ადამიანია-ლეონმა გაიღიმა და ადას ისეთი მზერით გახედა, გეგონებოდათ, რომ ყურებამდე შეყვარებული იყო.
-რა იმპულსურობა დედა. 4 წელი ვიცნობდი ადამიანს. ყოველთვის გვაკავშირებდა რაღაც, დიმიტრის რომ დავშორდი და დავბრუნდი სულ გვერდში მედგა-გადაწყვიტა აყოლოდა თამაშში, ბოლო-ბოლო მშობლებთან ტყუილზე ისე არ ნერვიულობდა, როგორც დაჩისთან თამაშზე.
-ლეონ შენ აქ სამუშაოდ ჩამოხვედი?-დავითმა დაიწყო ჩვეულებრივი გამოკითხვა, რომელსაც შვილის ყოველ თაყვანისმცემელს უტარებდა. ადას მართლაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა წარსულში, თუმცა ვახშმის შემდეგ არავის გაუქაჩავს დიმიტრის გარდა.
-დაახლოებით. ძირითდი პროფესია ფსიქოლოგიაა, მაგრამ მაინორად ტურიზმი მაქვს აღებული და ვფიქრობ საქართველოში დავსაქმდე . გამოცდილებაც მაქვს.
-რა საინტერესოა-დავითმა შამპანური გახსნა. რა საინტერესოა ცოტა უკმაყოფილო სახით თქვა. რა თქმა უნდა ადას მომავალზე არ ნერვიულობდა მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ მაინც სურდა, რომ შვილის საქმრო შეძლებული ყოფილიყო.
-მაინც სად?-ეკატერინეც ჩაერთო საუბარში. ადას ტელეფონი მაგიდაზე იდო, როდესაც ეკრანი აინთო და დაჩის სახელი გამოჩნდა. ურეკავდა.
-ერთი წუთით, მოვალ-ადამ ტელეფონი აიღო და ოდნავ მოშორებით გავიდა-გისმენ?
-ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?
-არა. მშვიდობაა?
-გადავწყვიტე, უბრალოდ მირჩევნია პირადად შეგხვდე და ისე აგიხსნა. გცალია?
-ამ, ცოტა გვიან?
-ეხლა ვერა?
-საყვარელო, დედაშენმა სამზარეულოდან ჭიქების დამატება გვთხოვა, მამაშენის მეგობარი მოდის ცოლთან ერთად-ლეონი ადასთან მივიდა და ტელეფონთან ახლოს მიიწია, დაჩის მისი ხმა რომ გაეგო.
-ლეონთან ერთად ხარ?-დაჩის ხმაშიც კი ეტყობოდა ეჭვიანობა.
-ცოტა გვიან გნახავ, კარგი?
-შენ და ლეონი? თუ მარტო შენ.
-არა მარტო მე-ყველაფერი უფრო შორს მიდიოდა, ვიდრე ადას უნდოდა. ხვდებოდა, რომ რაც უფრო დიდხანს გააგრძელებდა თამაშს, მით უფრო დისტანცირდებოდა დაჩისგან-გთხოვ?
-კარგი-დაჩიმ ტელეფონი გათიშა.
***
ვახშმის შემდეგ ადამ ტანსაცმელი გამოიცვალა, ალბათ უკვე 12 ის ნახევარი იქნებოდა, მაგრამ მაინც მიწერა დაჩის და პარკში შეხვედრა თხოვა.
-ბოდიში ესე გვიან რო მოგწერე, უბრალოდ იქამდე ვერ განვთავისუფლდი.
-არ არის პრობლემა. პირიქით.
-რა გადაწყვიტე?
-თან გავისეირნოთ-სიარული დაიწყეს-არ მინდა ცუდად გაიგო, რასაც გეტყვი. ისედაც საკმარისად შეიცვალა ჩემი ცხოვრება ბოლო წელს. მესმის, რომ დახმარება გინდა, უბრალოდ მართლა არ მსურს ყოველ თვე მსგავს საზოგადოებასთან ჩემი ბიზნესის გარჩევა. ინვესტორებს სხვანაირადაც ვიპოვი. უფროსწორად ვპოულობ. უცხოელებს. სანამ გერმანიაში იყავი, ბიზნეს მენეჯმენტის ინტენსიური კურსი გავიარე , როგორც ჩანს საერთოდ არ არის საჭირო უმაღლესი დაამთავრო იმისთვის, რომ ბიზნესმენი გახდა. მოკლედ, უარი უნდა გითხრა ადა. საკმარისზე მეტი დავთმე ამ ბიზნესისთვის და არ მინდა ჩემ ოჯახს დავემსგავსო. ჩემით მოვძებნი ყველა საჭირო რესურს სასტუმროსთვის.
-კარგი, შენი არჩევანია. პატივს ვცემ.
-მართლა, არ გწყინს? ისე, ხომ იცი რომ ეს შენი ბიზნესიც არის?
-არა, მე უარი ვთქვი ყველანაირ საავტორო უფლებაზე გახსოვს? წერილშიც იდო საბუთები.
-მახსოვს. მეგონა გადაიფიქრე.
-არა. ეს თავიდან ბოლომდე შენი პროექტია დაჩი. რომელიც დაიმსახურე. წარმომიდგენია დედა როგორი გახარებულია.
-ძალიან. შენც იცი როგორი მადლობელიც ვარ შენი.
-ვიცი. ტყუილად.
-არა, ტყუილად არა ადა. მე მგონია, რომ დღემდე ვერ ხვდები რამხელა გავლენა იქონიე ჩემს ცხოვრებაზე. ყველაფერი თავდაყირა დამიყენე. შენ რომ არა...-ამ დროს დაჩის ტელეფონზე მიწერეს-ჯანდაბა... ჯანდაბა კატოს დაბადების დღე დამავიწყდა.
-წადი.
-ჯერ არ დაგვისრულებია.
-პასუხი, ხომ მითხარი. წადი.
-რითი ხარ მოსული? ტაქსი გამოგიძახო? ან
-წადი დაჩი. სანამ განაწყენდა, დროზე მიდი.
-კარგი, მადლობა-უცებ გადაკოცნა და ლამის სირბილით წავიდა. იფიქრებდით, რომ ადას ეს ფაქტი ეწყინა , არადა პირიქით. საყვარელი ადამიანის დაბადების დღე იშვიათად თუ ავიწყდებათ. ამან იმედი მისცა. ამ დროს ლეონმა დაურეკა.
-სად ხარ?
-დაჩის სანახავად ვიყავი.
-როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
-ნორმალურად.
-იდეა მაქვს, უბრალოდ ცოტა ჩახლართული.
-აბა?
-მამაშენს ველაპარაკე, სამსახურში კორპორატივს გეგმავს, ისე რო კაჭრეთში ან სადმე წახვიდეთ. ხოდა, ამბობდა, რომ დაჩისთვისაც აპირებდა შეთავაზებას, რადგან ინვესტორია მაგის პროექტის. მე ლუქსს ავიღებ, შენ ცალკე იქნები, მე და სალომე ცალკე და ვერავინ ვერაფერს მიხვდება.
-კარგი იდეაა. მარტო დიდი ხნით ვერც ერთი ვერ ვრჩებით ერთმანეთთან, ხან სამსახური, ხან კატო და ხან რა ვიცი.
-დამიჯერე, ყველაფერი გამოვა.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეეეე, აი ვაიმეეეეე. ეს კატო მომიყვანეთ თმებიით უნდა ვითრიოოოოოო.. ეს... ეს ნახე რაააა დამპალი ყოფილაა..
ნერვი ამიწიოკა, დეგენერატი..
აიი რატოოო, არ უთხრა დაჩის ის რომ კატოს ველაპარაკე და მითხრა ვეტყვი და დაგირეკავსო, ამაზე გავბრაზდი ძაან -_- .

ლეონი ძალიან მომწონს, აი ძალიაააან, სალომე ჯერ არ გამოჩენილა მაგრამ ამ ყველაფერს გაგებით რომ მოეკიდა ეგეც ძალიან მომეწონა ^-^

კატოს რა მიზნები აქვს დაჩისთან ვერ ვხვდები.
ან დაჩი რამ დააბრმავა ვერ გავიგე :/
კაჭრეთის იდეააა ძალაინ მომწონს, იმედია კატო არ წამოტყლაშუნდება და არ მომიშლის ნერვებს :/

აქედანაც "განშორებულად" რომ წავიდნენ Ადი და დაჩა მე გავგიჟდები :დ

მალე დადე რა შემდეგი თავი, გელი მოუთმენლად ^-^

 


№2  offline წევრი sati

სტუმარი ანი
ვაიმეეეე, აი ვაიმეეეეე. ეს კატო მომიყვანეთ თმებიით უნდა ვითრიოოოოოო.. ეს... ეს ნახე რაააა დამპალი ყოფილაა..
ნერვი ამიწიოკა, დეგენერატი..
აიი რატოოო, არ უთხრა დაჩის ის რომ კატოს ველაპარაკე და მითხრა ვეტყვი და დაგირეკავსო, ამაზე გავბრაზდი ძაან -_- .

ლეონი ძალიან მომწონს, აი ძალიაააან, სალომე ჯერ არ გამოჩენილა მაგრამ ამ ყველაფერს გაგებით რომ მოეკიდა ეგეც ძალიან მომეწონა ^-^

კატოს რა მიზნები აქვს დაჩისთან ვერ ვხვდები.
ან დაჩი რამ დააბრმავა ვერ გავიგე :/
კაჭრეთის იდეააა ძალაინ მომწონს, იმედია კატო არ წამოტყლაშუნდება და არ მომიშლის ნერვებს :/

აქედანაც "განშორებულად" რომ წავიდნენ Ადი და დაჩა მე გავგიჟდები :დ

მალე დადე რა შემდეგი თავი, გელი მოუთმენლად ^-^

იმიტომ არ უთხრა, რომ არ თვლიდა დიდად მნიშვნელოვან ფაქტად.კატოს დონეზე დავარდნა არ უნდოდა. ვეცდები ღამე დავდოო heart_eyes heart_eyes

 


მემგონი ქალბატონ კატოს ჩხუბის დროს, გაბრაზებულ გულზე ზედმეტი წამოსცდება დაჩისთან და აი მანდ დასრულდება ყველაფერი :) რაღაცას ხლართავს ეგ გოგო, თორე ისე რატომ დაუმალავდა დაჩის ადას ზარს?
ლეონი მომწონს და სალომეც მგონია კარგი გოგო იქნება, რადგან ამათ თამაშს გაგებით მოეკიდა ❤
იმედია კაჭრეთიდან წყვილი სახით დაბრუნდებიან და კიდევ დავითი და თამარი არ გაჭედავენ :)
მომეწონა ადას შემართება თათბირზე. ასრ განაგრძოს და მამამისს დაუჯეროს, ემოციებს არ აყვეს და მაგარი ბიზნესმენი იქნება❤

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა ვითარდება მვლენები მადლობა წარმატებები

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტრესოდ ვითარდევბა მოვლენებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent