შემიყვარებ! 20 თავი
მარიამი განადგურებული დაბრუნდა სახლში, თავს საშინლად გრძნობდა, ამიტომ დედას მიწერა რომ დაძინებას აპირებდა და არ შეეწუხებინთ, ტელეფონი გამორთო მაშინვე და დამამშვიდებლები დალია, სანამ დაიძინებდა მისი გონებიდან არ ქრებოდა ლაშას და მისი ცოლის სახეები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მარიამის წარმოსახვაში და იქამდე არ დაანებეს თავი გაგიჟებულ გოგონას სანამ არ დაეძინა. მარიანა დივანზე იჯდა და მოღუშული სახით უყურებდა ალექსანდრეს, რომელიც ერთ წერტილს მიშტერებოდა, ხმის ამოღებას ვერცერთი ვერ ბედავდა, სათქმელი არაფერი ჰქონდათ, რადგან რეალურად თავად არ იცოდნენ რა უნდოდათ ერთმანეთისგან -შეგიძლია რომ ტელეფონი მათხოვო?-დაარღვია უხერხული სიჩუმე მარიანას ხმამ, ალექსანდრემ დაძაბული მზერა კარადიდან მარიანაზე გადაიტანა და თვალებში ჩააცქერდა დაბნეულ გოგონას -რად გინდა?-ჰკითხა დაძაბული ტონით -უნდა დავრეკო-აშკარად გაოცდა მისი უცნაური შეკითხვის გამო გოგონა -ვისთან?-ჩაეკითხა ბიჭი -მათხოვებ თუ არა -გაცეცხლდა გოგონა, ალექსანდრემ ცოტა ხანს იყოყმანა შემდეგ კი ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი და გაუწოდა, მარიანამ ხელიდან უხეშად წაგლიჯა ტელეფონი და ფეხზე წამოვარდა -საით?-ალექსანდრეც ადგა და კართან მისულ გოგონას გზა გადაუღობა -თუ შეიძლება გამატარე-ახედა თავზე წამომდგარ ბიჭს სახე ალეწილმა გოგონამ -აქედან დარეკე-დაუღრინა ბიჭმა და კარებში ისე ჩადგა რომ მარიანას ოთახიდან გასვლის არანაირი შანსი არ დაუტოვა -თავი ვინ გგონია-გაცეცხლდა გოგონა -შენი ქმარი-უთხრა მომღიმარი სახით ბიჭმა და მის ღიმილზე მარიანასაც რომ გაეღიმა რამდენიმე წამᲘთ გაიფანტა მათ შორის არსებული დაძაბულობა -გამატარე თუ შეიძლება-დააიგნორა მისინსიტყვები გოგონამ -დარეკე სანამ გადავიფიქრე და არ წაგართვი ტელეფონი-დაუღრინა ბᲘჭმა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან -ძალიან ხომ არ შეგაწუხებ?-ჰკითხა მარიანას თან ნერვიულად მოუკიდა -თითქოს შენთვის მნიშვენლობა ჰქონდეს ჩემს აზრს -დაუღრინა გოგონამ და ზურგი აქცია დაძაბულ ბიჭს, თან დედამისის ნომერი აკრიᲤა და მოუთმენლად დაელოდა მისი ხმის გაგონებას -გისმენთ?-გაისმა სოფოს არეული ხმა -დედა მე ვარ-აღმოხდა მარიანას და ხმა ჩაუწყდა მღელვარებისგან -მარიანა?-გაოცებული ტონით იკითხა ქალმა -დედა გთხოვ მამას დაელაპარაკე, უთხარი რომ მართლა არ მინდოდა ასე რომ მომხდარიყო... თქვენთვის გულის ტკენა არ მინდოდა -იმედები გამიცრუე-მიახალა ცივად ქალმა და გაუთიშა, მარიანა ადგილზე გაიყინა, გაქვავდა, ვერ იჯერებდა რომ დედამ ასეთი საშინელი სიტყვები უთხრა, რამდენიმე წამის განმავლობაში თვალთ დაუბნელდა და ძალა გამოცლილს ტელეფონი ხელიდან გაუვარდა, დაფეთებული ალექსანდრე გოგონას მივარდა და თვალებში ჩააცქერდა, მარიანას ცხვირი აეწვა და უნებურად ცრემლები გადმოსცვივდა -მარიანა-დაიძაბა ბიჭი და მისი სახისკენ წაიღო ხელი, რომ სახიდან ცრემლები მოეშორებინა -არ შემეხო-დაუღრინა გოგონამ და ჰაერში გაუშეშდა ხელი გაღიზიანებულ ბიჭს -მოხდა რამე?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე სახე ალეწილ გოგონას, მარიანამ არაფერი უპასუხა და საძინებელში შევიდა, კედელს მიეყრდნო და ძალა გამოცლილი იატაკისკენ დაცურდა ატირებული, ალექსანდრე მიხვდა რომ დედამისმა რაღაც საშინელება უთხრა მარიანას და გული საშინლად ეტკინა იმის გააზრებაზე, რომ მარიანას მის გამო ამდენი საშინელების გადატანა უწევდა, კარგა ხანს იდგა ერთ ადგილას მიყინულივით და ვერ ბედავდა ოთახში შესვლა რადგან ძალა არ ჰყოფნიდა მარიანა ამ მდგომარეობაში ენახა, ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და დალეწილი კარი ფრთხილად შეაღო და სახე წაშლილ გოგონას მიაჩერდა ამღვრეული თვალებით, რომელიც ცივ იატაკზე იჯდა უემოციო სახით ერთ წერტილს მიშტერებული, ალექსანდრეს ბევრი არ უფიქრია მაშინვე მივარდა და ხეᲚში აიტაცა თავგზააბნეული გოგონა, რომელმაც მოულოდნელობისგან შეკივლა და ინსტიქტურად ძლიერად შემოხვია ხელები კისერზე, ალექსანდრეს მაშინვე სუნთქვა შეეკრა მისი სიახლოვით გაბრუებულს და თავი მის თმებში ჩარგო, ღრმად შეისუნთქა მისი თმის გამაბრუებელი სურნელი და კიდევ უფრო მეტად მიიკრო სხეულზე სიფრიფანა სხეული -ხელი გამიშვი-დაუჩურჩულა ყურში მარიანამ და სასიამოვნო ეოფირიიდან გამოყვანა თავგზააბნეული ბიჭი -მარიანა-აღმოხდა ალექსანდრეს და მზერა მისი თვალებიდან, მის ტუჩებზე გადაიტანა -ხელი გამიშვი-გაღიზიანდა გოგონა და როგორც კი ალექსანდრემ ძირს დასვა მაშინვე აივანზე გავარდა -მარიანა-უკან მიჰყვა ალექსანდრე -ახლა არა გთხოვ-შეეხვეწა გოგონა და მისკენ მიტრიალდა ატირებული -გადაუვლით და გვაპატიებენ-უთხრა ჩავარდნილი ხმით -შენ მათ არ იცნობ, არასოდეს მაპატიებენ იმას რაც ჩავიდინე-უთხრა მარიანამ ცრემლიანი თვალებით -არაფერი ჩაგიდენია-უთხრა ბრაზნარევი ტონით ბიჭმა -გთხოვ არ გინდა... -შეეხვეწა მარიანა -მარიანა-ალექსანდრემ წამებში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი და გულში ჩაიკრა -თავი დამანებე-მარიანამ უხეშად მოიშორა ბიჭი და სახლში შევიდა, დივანზე დაჯდა და უემოციო სახით ერთ წერტილს გაუშტერა თვალი, ალექსანდრე მოღუშული სახით შევიდა მისაღებში და ტირილისგან თვალებდასიებულ გოგონას მიაჩერდა -ოთახში შედი და დაისვენე-მეორე საძინებელზე მიუთითა, რომლის კარი ჯერ კიდევ მთელი იყო -არ მინდა -უთხრა დაძაბული ტონით გოგონამ და უნებურად მისი ამღვრეული თვალებისკენ გაექცა მზერა -მე აქ დავიძინებ-იმ დივანზე მიუთითა ალექსანდრემ დამფრთხალ გოგონას, რომელზეც მარიანა იჯდა, გოგონას უნებურად ისევ ცრემლები მოეძალა და მაშინვე მზერა აარიდა ალექსანდრეს ალეწილ სახეს, მოულოდნელად ფეხზე წამოვარდა და მითითებულ საძინებელში შევიდა, ალექსანდრე საშინლად დაიძაბა, თვალები დახუჭა გაბრაზებულმა და ტუჩები უკმაყოფილო სახით დაბრიცა და თან უნებურად სმენა დაძაბა, აინტერესებდა მარიანა კარს ჩაკეტავდა თუ არა შიგნიდან, სწორედ ამ დროს საწოლზე მჯდომი გოგონა უყურებდა კარს და ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო ჩაეკეტა თუ არა კარი, თუმცა მალევე გიჟივით გაეცინა საკუთარ თავზე და იმ მდგომარეობაზე რომელშიც ახლა იმყოფებოდა, საწოლზე გადაწვა, თავი ბალიშში ჩარგო და ატირდა, აგიჟებდა იმაზე ფიქრი რომ ასეთ სულელურ და საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვერ იჯერებდა რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მის თავს ხდებოდა, რომ ალექსანდრეს ოთახში შესვლის ეშინოდა, რომ კარის დაკეტვა უნდოდა, მაგრამ ხმოლოდ იმიტომ არ კეტავდა, რომ თუ საჭიროება მოთხოვდა იცოდა მის ქმარს ნებისმიერ დროს ეყოფოდა ძალა იმისთვის რომ ეს კარი შეემტვრია, მერე იმაზე ფიქრმა წაიღო რომ ალექსანდრე ასე უცნაურად გახდა მისი ქმრის სტატუსისი მატარებელი... მერე იმაზე, რომ ცოლი დაერქვა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს მამამ და ალექსანდრემ...ფიქრებს აყოლილი ლამის შეიშალა, ამიტომ ფიქრი შეწყვიტა და თვალები დახუჭა ალექსანდრე ძალიან ეცადა რომ თავი ხელში აეყვანა და გრძნობებს არ აჰყოლოდა, მაგრამ ვერ მოერია თავს და ვერ დაშოშმინდა, ამიტომ კარადიდან ვისკის ბოთლი გამოიღო და ჭიქაში დაასხა, სავარძელზე დაჯდა და ნელ-ნელა დაიწყო სასმლის წრუპვა პირამდე სავსე ჭიქიდან, ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე...მაგრამ ამანაც ვერ დაამშვიდა, ვერ დაავიწყა მომხდარი და ვერ დააშოშმინა მისი ერთმანეთში არეული გრძნობები, ამიტომ ფეხზე წამოდგა და მარიანას ოთხის კარს მიუახლოვდა, სახელური ფრთხილად დაᲥაჩა და კარი შეაღო ძალიან ნელა, რომ დარწმუნდა მარიანას ეძინა მშვიდად შევიდა და მძინარე გოგონას მიუახლივდა, ოდნავ დაიხარა და მის სახეს დააკვირდა,ამიტომ კარგად გაარჩია მის სახეზე აღბეჭდილი ემოციები მთვარის კაშკაშა ნათების ფონზე, რომლის ვერცხლის ფერი სხივები უხვად იჭრებოდა ოთახში, დიდხანს, ძალიან დიდხანს უყურებდა ალექსანდრე საყვარელი გოგონას სახეს, ბოლოს ვერ გაუძლო ცდუნებას სულ ოდნავ შეახო ცივი თითები მის ტუჩებს, როცა გოგონა შეიშმუშნა მაშინვე უკან დაიხია დამფრთხალმა,მაგრამ ისევ რომ მშვიდად გააგრძელა ძილი გოგონამ ფრთხილად მიუახლოვდა, საწოლის წინ ჩაიმუხლა, ხელები საწოლზე დააწყო, თან ისე , რომ მარიანას თმას შეხებოდა აკანკალებული თითები, და თან მის სახეს მიაჩერდა სასმლისგა ამღვრეული, ჩაწითლებული თვალებით, მარიანამ თითქოს იგრძნო მისი მწველი, დაჟინებული მზერა და თვალები გაახილა, როცა ალექსანდრეს სილუეტი დალანდა თან ასე ახლოს, ძალიან შეეშინდა, დამფრთხალი საწოლზე წამოჯდა და კუთხეში მიიყუჟა, ალექსანდრე ძალიან გააღიზიანა გოგონას ქცევამ და მაშინვე ფეხზე წამოდგა -შენი შეშინება არ მინდოდა-უთხრა ჩავარდნილი ხმით და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია თან ისე რომ მარიანასთვის თვალი არ მოუშორებია, გოგონამ არაფერი უპასუხა და როცა გააჟრჟოლა შიშისგან თუ სიცივისგან ალექსანდრე მოიღუშა-მე გავალ...-თქვა არეული ხმᲘთ და დაკარისკენ წადგა ნაბიჯი-აღარ შემოვალ, შეგიძლია მშვიდად დაიძინო -უთხრა ბრაზნარევი ტონით და ოთახიდან გავიდა , მარიანა ისეთი დაბნეული და დაძაბული იყო მომხდარის გამო რომ კარგა ხანს მოძრაობას ვერ ბედავდა და კარგა ხანს იყო მიყუჟული საწოლის ბოლოში, ბოლოს თავს მოერია, საბნის ქვეშ შეწვა და თვალები დახუჭა, ფიქრის გარეშე. დილით ხმაურმა გააღვიძა მარიანა და დაფეთებული წამოჯდა საწოლზე, კარზე კაკუნის ხმამ კიდევ უფრო შეაკრთო და შეშინდა -შეიძლება?-ოდნავ შეაღო კარი ალექსანდრემ და გაუღიმა -რა ხდება-დაიძაბა გოგონა -ჩემები მოვიდნენ-უთხრა მშვიდი ტონით და მარიანას მაშინვე სახე წაეშალა -რაა?-აღმოხდა შეშინებულ გოგონას და მაშინვე ადგა საწოლიდან -ერთი სული აქვთ გაგიცნონ-უთხრა მომღიმარი სახით და ვერ მიხვდა რატომ ატირდა სრულიად მოულოდნელად სახე წაშლილი გოგონა -არა ღმერთო, ოღონდ ეს არა-ამოისლუკუნა მარიანამ და ზურგი აქცია ალექსანდრეს -მარიანა-დაიძაბა ბიჭი-რა გჭირს? -არ შემიძლია-თქვა მარიანამ უფრო თავისთვის ვიდრე ალექსისი მისაᲛართით -მარიანა-გაბრაზდა ალექსანდრე და თავისკენ შეატრიალა დამფრთხალი გოგონა -წამოდი გთხოვ -გთხოვ არ შემიძლია, ახლა მათი ნახვა და გაცნობა -შეეხვეწა მარიანა და უკან დაიხია -მთელი ცხოვრება ამ ოთახში აპირებ დამალვას? -თავი დამანებე-გაბრაზდა მარიანა -წამოდი უკვე ერთი საათია გელოდებიან-ხელი გაუწოდა ბიჭმა -გთხოვ არ შემიძლია-დამფრთხალმა გოგონამ უკან დაიხია და როცა ალექსანდრემ მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა ძალიან დაიბნა -წამოდი -დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან დაბნეულ გოგონას და სანამ მარიანა აზრზე მოვიდოდა ხელი ჩაკიდა და ოთახიდან ფაქტიურად ძალით გაიყვანა -ღმერთო არა გთხოვ-შეეხვეწა ალექსანდრეს და მეორე ხელით დაებღაუჭა მის ხელს, რომელითაც ალექსანდრეს ისე ძლიერად ჰქონდა დაჭრილი მისი ხელი რომ ვერაფრით დაუსხლტა, როცა იმ ოთახში შეიყვანა დამფრთხალი გოგონა სადაც მისი ახლობლები იყვნენ შეყრილნი, მარიანა საშინლად დაიძაბა და ერთი კიდევ გაიბრძოლა, თუმცა ალექსის მარწუხივით შემოჭდობილ თითებს ვერაფრით დაუსხლტა -გაიცანით ჩემი ცოლი მარიანა ჯავახიშვილი-გამოაცხადა გრაციოზულად და ყველა რომ მათკენ მიტრიალდა და მარიანას მიაჩერდა ამდენი უცხო ადამიანი, ისე შეეშინდა, დაიბნა და დაიძაბა დამფრთხალი გოგონა რომ გონება დაკარგა. თვლები რომ გაᲮილა და ალექსანდრეს მომღიმარ სახეს ჰკიდა თვალი და გაახსენდა რაც მოხდა მაშინვე სახეზე ხელები აიფარა და ატირდა -ნუ ტირი რა გთხოვ-შეეხვეწა ალექსანდრე და სახიდან მოაშორებინა ხელები -ისევ არასწორად მოვიქეცი...ვიცი... მაგრამ... არ მეგონა ასე თუ განიცდიდი -თქვა დანანებით და თვალებში ჩააცქერდა თვალებაწყლიანებულ გოგონას რომელმაც ახლაღა შეამჩნია ის რომ სხვა ოთახში იყვნენ, ამიტომ საწოლზე წამოჯდა დაძაბული და ალექსანდრეს კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა, რადგან სადაც იყნენ იმ სახლს მხოლოდ ორი საძინებელი ჰქონდა და იქ აშკარად არ იყვნენ-ეეს?-მარიანასავით თვალი მოატარა ოთახს და გაეცინა -ჩვენი საძინებელია -უთხრა დამარცვლით და მარიანას ისევ ცრემლები რომ მოეძალა დაიბნა, ვერ მიხვდა ამ ორმა სიტყვამ რატომ მოახდინა მასზე ასეთი საშინელი და უცნაური გავლენა, მარიანას გააჟრჟოლა იმის გაფიქრებაზე რომ ახლა ალექსანდრეს სახლში იყო, მის ოჯახის წევრებთან ერთად, რომ ახლა მის საძინებელში იყო, რომელიც სრულიად მიულოდნელად გახდა მისიც და საწოლი... რომელიც იყო ალექსანდრესი გახდა მისიც... და სიტყვა ,,ჩვენი" სრულიად გაუაზრებლად გახდა მთავარი მის ცხოვრებაში, ატირებულმა თავი ბალიშებში ჩარგო და თავზე საბანი გადაიფარა -შეიძლება?-გაისმა ვიღაცის წკრიალა ხმა ოთახში და მარიანამ უნებურად საბანი გადაიხადა და საწოლზე წამოჯდა მორიდებით-გამარჯობა მე ანანო ვარ ალექსისი და-უთხრა მომღიმარი სახით დაბნეულ გოგონას და ხელი გაუწოდა, მარიანამ აკანკალებული ხელი ჩამოართვა და გაუღიმა -როგორც იქნა გავიცანით ერთმანეთი -შენ არ იცი რომ ცოლ-ქმარს ოთახში არ უნდა შეუვარდე დაკაკუნების გარეშე? -ჰკითხა ალექსმა დას და ხელი გადახვია, თან მარიანას მიაჩერდა მომღიმარი სახით -იქნებ რა საქმით ვართ დაკავებული? ასე თუ გაგრძელდა ძმიშვილები კარგა ხანს არ გეყოლება-უთხრა ირონიული ღიმილით თანნისე რომ მარიანას ალეწილი სახისთვის თვალი არ მოუშორებია -იდიოტო-ანანომ ძმას მუცელზე უჩქმიტა და სიცილი აუტყდა -არანორმალური-უყვირა მარიანამ და ბალიში ესროლა ქმარს და სწორედ ამ დროს თამუნა შევიდა ოთახში, სამივე დაიბნა და ქალს მიაჩერდა რომელმაც ბალიში მშვიდად აიღო და საწოლის კიდეზე დადო უემოციო სახით, მარიანას ერჩივნა ახლა მიწა გასკდომოდა და თან ჩაეტანა ვიდრე თამუნასთვის გაესწორებინა თვალი -თამუნა-უთხრა ქალმა ძლივს შეკავები სიცილით შეშინებულ გოგონას და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მარიანამ ჯერ სახეზე შეხედა ქალს მერე მის გამოწვდილს ხელს დააცქერდა შეშინებული და ფრთილად ჩამოართვა აკანკალებული ხელი, თამუნამ თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი აუტყდა-ალექსანდრე მოგკალვ-თქვა სიცილით და დამფრთხალ გოგონას თმაზე ჩამოუსვა ხელი -ნუ ნერვიულობ ჩემო ლამაზო-გაუღიმა მარიანას და ლოყაზე მიადო ხელი, შემდეგ მიტრიალდა ანანოს ხელი ჩაკიდა და ოთახიდან გაიყვანა აკისკისებული გოგონა -ღმერთო დედაშენი ან მამაჩემი თუ არა, მე უეჭველი მოგკლავ-უთხრა მარიანამ მომღიმარ ბიჭს და ისევ ის ბალიში ესროლა. მარიამის გაოცებას საზღვარი არ ჰქონა როცა ეს ამბავი გაიგო, მაშინვე გიორგოს დაადგა სახლში და ალექსისი სახᲚში წაიყვანა თან გზაში დაკითხვა მოუწყო რა, როგორ და რატომ მოხდა. მარიანას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა მარიამი ესტუმრა -ჩემი გადარეული გოგო-გაუღიმა მარიაამმა სახე ალეწილ დას და გულში ჩაიკრა -ეს რეები დაგიტრიალებით შენ და ალექსს -სასამართლო იყო გუშინ და ვერც მოგიკითხე მარიამ -უთხრა დაბნეულმა გოგონამ დას -რა დროს სასამართლოა ღმერთო-აღმოხდა მარიამს მომღიმარი სახით -და გამითხოვდა -გეგა გაგიჟდა, დედაჩემიც არ მელაპარაკება, ანაც არ გამოუშვეს ჩვენთან-თვალები აუწყლიანდა გოგონას -გადაუვლით და შეგირიგდებიან-გაუღიმა მარიამმა დას და გაეცინა -ღმერთო არ მჯერა რომ შენ გათხოვდი -გავთხოვდი ხმამაღალი ნათქვამია-დაუჩურჩულა დას და ცრემლები მოეძალა მარიანას -მთავარია რომ ერთმანეთი გიყვართ, სხვა ყველა და ყველაფერი უმნიშვნელოა, გესმის ჩემი? ცხოვრებაში შეიძლება ყველაფერი სწორად გააკეთო, სწორად დაგეგმო და ამ გეგმას ერთხელაც არ გადაუხვიო, მაგრამ ბედნიერება მაინც ვერ იპოვო... ცხოვრებაში მთავარია რომ ნამდვილი სიყვარული იპოვო... მერა რა რომ ყველაფერი არასწორად მოხდა... -მარიამ საშინლად ვგრძნობ თავს, ვერც კი აგიხსნი... ძალიან მტკივა გული რომ დედას და მამას იმედები გავუცრუე და გული ვატკინე... მითუმეტეს ძალიან მრცხვენია ალექსანდრეს მშობლების რომ ყველაფერი ასე გამოვიდა -შენმა მშობლებმა ცხოვრებაში ყვალანაირი შეცდომა დაუშვეს და მე თუ მკითხავ უფლება არ აქვთ პასუხი მოგთხოვონ ამის გამო... -ჰო მაგრამ -არავითარი მაგრამ, გიყვარს მასაც უყვარხარ მორჩა ისტორიის დასასრული-გაუღიმა მარიაამმა დას და გულში ჩაიკრა -რა მნიშვნელობა აქვს რა და როგორ მთავარია ერთმანეთი გიყვართ და ერთად ყოფნა გინდათ! -ჰო მაგრამ -არავითარი მაგრამ, შენმა მშობლებმა ბევრად მეტი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ დღემდე ერთად არიან და ერთმანეთი უყვართ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს... მე შემომხედე დღემდე თავგზააბნეული დავდივარ...ბედნიერების რეცეპტი არ არსებობს... მთავარია რომ გიყვარს და მასაც უყვარხარ, სხვა ყველაფერი უაზრობაა...გეგმები, ოცნებები, წესები... გესმის ჩემი? ქორწილის დღეს, ყველაზე ბედნიერი, ამაღელვებელი და საოცნებო დღე... მაგრამ მარიანასთვის ასე არ იყო... ეს დღე მისთვის ჩეულებრივი სავალდებულო დღე იყო თეთრი კაბით... რადგან არც დედა, არც მამა, არც ანა მის გვერდᲘთ არ იყო, ალქსანდრესთან ურთიერთობაც ვერ დაალაგა, მისი ყოველი წინ გადმოდგმული ნაბიჯი მარიანასთვის უკან დახევის მიზეზი ხდებოდა და ასე გაურკვევლობაში მყოფი აღმოჩნდა პატარძალი თეთრი კაბით. ცოლი, რძალი, პატარძალი... ყველა ეს ტატუსი გაუაზრებლად გაჩნდა მის ცხოვრებაში და ძალიან გაუჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება, თუმცა ქორწილის დღეს მაინც მოვიდა რაღაც განსაკუთრებული განწყობა, იმის გამო რომ გეგამ შვილის სტატუსი გაურკვეველი ვადით შეუჩერა მარიანას, ის თეთრი კაბით ალექსანდრს გამოჩენას მარიამის სახლში დაელოდა. -ულამაზესი ხარ-უღიმოდა მარიამი დას და აღფრთოვᲛებას ვერ მალავდა მისი შემხედვარე -როგორ გგონია დედა არ მოვა?-ჰკითხა მარიანამ დაძაბული ტონით დას -არვიცი მაგათსას რას გაიგებ-უთხრა გულწრფელად მარიამმა -მაგრამ არ ინერვიულო თუ არ მოვლენ მაგაზე, დრო მოვა და დაშოშმიმდებიან და შეგირიგდებიან- და ორივე შეკრთა როცა ოთახში ანა შევარდა გიჟივით, გადარეული დები ერთმანეთს ჩაეხუტნენ ცოტა იტირეს ართმანეთის დანახვისას და როცა დაწყნარდნენ ანას დაკითხვას შეუდგნენ - რა დროს ჩემი ამბებია ერთი კარგად დამენახე-ანამ მარიანას ხელი ჩაკიდა ადგილზე დატრიალა -საბოლოოდ გადაიყვან იმ ბიჭს ჭკუიდან -უთხრა სიცილით და მარიანას კაბას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი -შენი აზრით თავისი ნებით გამომიშვებდნენ?იცი რეები ჩავიდინე აქ რომ მოვხვედრილიყავი? -თქვა ანამ და სიცილი აუტყდა -მოკლეთ დილა ადრიან გაზი გავუშვი სამზარეულოში, ნუ ცოტა რა თქმა უნდა და დავწექი ვითომ არაფრია აზრზე არ ვიყავი, დედას სუნი რომ მოუვიდა გიჟებივით აგვყარა საწოლიდან მე და მამა და სახლიდან გამოგვაქცია, დარეკა ასე და ასეო, მოკლეთ მოვიდნენ შესამოწმელბლად და მე მოვტყდი იმ აურზაურში -შენ რა გაგიჟდი?-შეიცხᲐდა მარიანამ -შენ რომ თეთრ კაბაში არ მენახე მართლა გავგიჟდებოᲓი -გაუღიმა ანამ დას და ლოყებზე უჩქმიტა - აუ ახლა რა მეშველება? -თქვა ცრემლიანი თვალებით -სასწრაფოდ მჭირდება დის შვილი რომ უშენობა გადავიტანო და ვაპატიო ალექსანდრეს შენი აწაპვნა -ღმერთო არასდროს არ დაჭკვიანდები შენ?-გაეცინა მარიანას და თვალები აატრიალა როცა ანამ ისევ უჩქმიტა ლოყებზე -უნდა დავფიქრდე, მგონი კარგია რომ მოგიტაცა ალექსანდრემ-,შენი ბუზღუნის მოსმენას პატარა ბუნჩულა დიშვილის ჯღავილის მოსმენა ჯობს-ისეთი სერიოზული ტონით თქვა რომ სამივე და ერთმანეთს მიაჩერსა სერიოზული სახით და სიცილი აუტყდათ მერე ეგიჟებივით -უკაცრავად ჯერ ეს ერთი რა არ მოვუტაცებივარ ჩემი ნებით გავყევი და მეორეც ჯერ უნდა ვისწავლო და ბავშვები მერე -კი კი სულ მაგ ჭკუაზეა ჩემი სიძე -გაეცინა ანას -იცოდე გეგას დავურეკავ და შენს თავს წავაყვანინებ-დაემუქრა მარიანა-თუ ფიქრობ რომ არ მოვარდება დაცვის ბიჭებიამთ და არ წაგიყვანს სახლში ცდები -ჰო...ისე შენც კი წაგიყვანდა ამ თეთრი კაბიანათ სახლში, მაგრამ მოსახდენი მოხდა უკვე და აწი რაღა აზრი აქვს -თქვა დანანებით ანამ და სიცილი აუყდა მარიანას აწითლებული სახის შემხედვარეს -იცოდე მოგკლავ-დაემუქრა მარიანა დას და მაია რომ შევარდა ოთახში მოდიანო სამივე უცნაურად აღელდა. ალექსანდრე ძალიან ღელავდა და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა მანქანაში -დაწყნარდი-გაეცინა ბექას -განსაკუთრებული არაფერი არ ხდება -ეგ შენთვის აღარ ნიშნავს ძმაო არაფერს, იმიტომ რომ მესამ წრეზე ხარ წასული-უთხრა სიცილით და მხარზე ხელი დაარტყა მეგობარს ალექსანდრემ -ჰო ძაან მოვინდომე-გაეცინა ბექას -შენ კიდევ ძლივს დაგადგა საშველი, მაგრამ... -კაი აღარ გამახსნო ეგ-გაეცინა ალექსანდრეს -ცოლი მოგყავს და თან არ იცი რა მოხდება...-შეხედა გაღიზიანებულ ბიჭს და გიჟივით გაეცინა -არ მირიგდება და რა გავაკეთო? ეს ქორწილიც უაზრობაა, უკვე გამომიცხადა რომ არაფრის იმედი არ გქონდესო -ძაან გაწვალებს ხო-გაეცინა ბექას და სიცილი აუტდა , თან მანქანა დააპარკინგა-დიდხანს თუ გაწვალა ჩემსავით მეორე წრეზე წადი, მერე მესამე ადვილია-გაეცინა და მანქანიდან გადავიდა. ალექსანდრემ უკანა სავარძელზე დადები დიდი წითელი ვარდების თაიგული აიღო ხელში პიჯაკი და ჰალსტუხი მანქანი დაბურულ მინის ანარეკლში გაისწორა და კიბეები მშვიდად აიარა ახლობლების გარემოცვაში, სახლში შევიდა ძალიან უემოციო სახით, რადგან ეს მისთვისაც ისეთივე სავალდებულო დღე იყო როგორც მარიანასთვის, მაგრამ როცა მისაღებ ოთახში შევიდა და თეთრ საქორწილო კაბაში გამოწყობილი მარიანა დაინახა ადგილზე გაშეშდა, წამის მეასედში იგრძნო როგორ შეწყვიტა გულმა ცემა და ნელ-ნელა როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში, იმდენად ლამᲐზი, დახვეწილი და ნაზი იყო ამ კაბაში მარიანა იმდენად ანათებდა და ბრწყინავდა რომ უბრალოდ გაშტერდა მისი შემხედვარე ალექსნდრე -ძმაო აზრზე მოდი-ბექამ მხარზე ხელი დაადო და წინ უბიძგა, დაბნეული ალექსანდრე მარიანას მიუახლოვდა , ვარდების თაიგული გაუწოდა და ყურში დაუჩურჩულა -ძალიან ლამაზი ხარ-უთხრა სუნთქვა არეულმა და ყელზე მოაწება ცხელი ტუჩები , მარიანს შეხების ადგილას საშინლად დაეწვა კანი და დაიძაბა, თუმცა დაბნეულობის მიუხედავად ღიმილს არ იშორებდა სახიდან, ალექსანდრე მოჯადოებულივით უყურებდა მარიანას და თვალს ვერ წყვეტდა გვერდით მდგომ გოგონას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.