თანახმა ხარ?(14)
კატო სახლში ნამტირალევი იჯდა, ამ დროს კი მისი მთელი სამეგობრო იქ იყო. დაჩის ელოდებოდნენ. ისიც ტორტით და საჩუქრით მივიდა პირველ საათზე და თავი ისე მოიკატუნა თითქოს სპეციალურად დააგვიანა. თუმცა კატო მართლაც ბავშვი იყო, სულ ახლახანს გამხდარიყო 19-ის. საშინლად გაღიზიანებული იყო, რომ ზუსტად 12 ზე არ მივიდა დაჩი. დაშორებას აპირებდა, თუმცა, როდესაც ულამაზესი ყელსაბამი დაინახა სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. დაჩი სწორედ ამ მომენტში დაეჭვდა კატოსთან ურთიერთობის გაგრძელებაზე. როდესაც ფიქრობდა საყვარელი ადამიანის საჩუქარზე,ფასი საერთოდ არ ახსენდებოდა იმდენად, რამდენადაც შეყვარებულის გახარება. კატოს საჩუქრის არჩევისას კი ყველაზე ძვირიან ყელსაბამს ეძებდა. ადას დაბადების დღეზე, რომ ფიქრობდა კი თავში უამრავი აზრი უტრიალებდა. მერე ახსენდებოდა დაბადების დღეზე ჩაიდანი, რომ აჩუქა და სიცილი აუტყდა. სხვათა შორის კარგადაც გამოადგა. კატოსთან საღამომ ყველაზე მოსაწყენად ჩაიარა მისთვის, გადაწყვიტა დაშორებოდა, ოღონდ მომდევნო დღეს. ესეთ დღეს ვერ ჩაუშლიდა. -დაჩიი, მეც მაქ შენთვის საჩუქარიი-კატო კალთაში ჩაუჯდა, კისერზე მოხვია ხელები და კისერში აკოცა-ჩემს საძინებელში. -ხვალ მანახებ. -არა, ეხლა. -კატო ნასვამი ხარ. -ანუ არ გინდივარ?-დაჩი მას როგორც პატარა ბავშვს მართლა ისე უყურებდა, ვერც იხსენებდა რატომ იყვნენ საერთოდ ერთად. გვერდით გადასვა და მისთვის წყლის მოსატანად წავიდა და რომ დაბრუნდა დაძინებული დახვდა. ხელში აიყვანა, საძინებელში შევიდა და საწოლზე დააწვინა. ამ დროს ადამ მიწერა. ,,ხვალ რომ მოიცლი დამირეკე, საქმე მაქვს’’ დაჩის არ უნდოდა ხვალამდე დაცდა, ადას ხმის მოსმენა სურდა და მაშინვე დაურეკა. -მიხვედი სახლში? -კი. შენ კატოსთან? -ხო. რა საქმე გაქვს? -ხვალ გეტყოდი არ მეჩქარება. -არა, არ ვარ დაკავებული. -როგორ, კატოსთან არ ხარ? -ჩაეძინა. აბა? -მოკლედ, მამაჩემმა გადაწყვიტა კორპორატივი მოეწყო ერთ-ერთ სასტუმროში და რადგან შენც პარტნიორი ხარ, უნდა რომ იქ იყო. თუ წინააღმდეგი არ ხარ. იმედია არ ხარ. -არა, რატომ. -შეგიძლია კატოც წამოიყვანო, ან ვინმე. არ ვიცი. -ლეონი იქ იქნება? -რატომ მეკითხები?-დაჩი პირდაპირ ამ კითხვას საერთოდ არ ელოდებოდა. ნორმალურ შემთხვევაში ადამიანი ჩვეულებრივად უპასუხებდა, რომ ისე აინტერესებდა. თუმცა სულ სხვა სიტუაციაა, როდესაც პასუხი ან საერთოდ არ გინდა, ან პირდაპირ სიმართლის თქმა. -ვიფიქრე კარგი იქნებოდა თუ..ლეონი და კატოც დამეგობრდებოდნენ-რამ გათქმევინა? იმწამსვე გაიფიქრა დაჩიმ. ადას სახე უნდა გენახათ, ალბათ ეგონა, რომ ეღადავებოდა. რა შუაში იყვნენ კატო და ლეონი ერთმანეთთან. -არ ვიცი წამოვა თუ არა, მგონი მამაჩემმა უთხრა. მოკლედ შენი გადასაწყვეტია. -სად წამოვალ? -კატომ წამოყო თავი. -კარგი, აღარ მოგაცდენ. ჩემგან მიულოცე კატოს დაბადების დღე-ადამ გათიშა. ცოტა გაგიკვირდებათ და ადა ისე არ ეჭვიანობდა კატოზე, როგორც დაჩი ლეონზე. ალბათ ადას თვითშეფასება უფრო მაღალი ჰქონდა და ხვდებოდა, როდესაც წინ თანასწორი კონკურენტი ჰყავდა. კატოს ნამდვილად ვერ აღიქვამდა სერიოზულად. პირიქით, დარწმუნებულიც იყო, რომ დაჩის არც უყვარდა ან აინტერესებდა. ზედმეტად ცარიელი და უტვინო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ ამას არც ფარავდა და არც მანერებით გამოირჩეოდა. ჩვეულებრივი პატარა და გამოუცდელი გოგო იყო. დაჩის შემთხვევაში თვითშეფასთან არ გვაქვს საქმე. მას უბრალოდ ადასნაირად არავინ არასდროს ყვარებია და თან რეალურად არაფერი უღობავდა გზას ლეონის გარდა, რომელსაც სავარაუდოდ მილიონები ჰქონდა. როდესაც დაჩის პროექტი ეხლა იწყებდა აღსრულებას. რაღაც უნდა მოეფიქრა, დანებება საერთოდ არ უნდოდა. საკმარისად ელოდა ადას, სანამ დიმიტრის დაივიწყებდა. ხვდებოდა, რომ პირველივე დღიდან იზიდავდა, უბრალოდ ძმის გამო იკავებდა თავს. თუმცა კატოს გამოყენება ამ ამბავში საკმაოდ მომგებიანი იქნებოდა დაჩისთვის, ასე ვერ მოექცეოდა მას. დილით გადაწყვიტა ყველაფერი აეხსნა კატოსთვის და ისე წასულიყო კაჭრეთში. -დილა მშვიდობის-დაჩი სამზარეულოში იყო, ყავას აკეთებდა ,როდესაც კატო საძინებლიდან ნახევრად შიშველი გამოვიდა. -თავი მისკდება. ძალიან მომეწონა შენი საჩუქარი. მადლობა. აი ძალიან. -მიხარია. -რა სახე გაქვს?-სკამზე შემოჯდა და დაჩის გახედა. -კატო... -უნდა დავშორდეთ ხომ?-გაეცინა და ყავა მოსვა-უკვე ვიცი ეგ გამომეტყველება, სამწუხაროდ არა ერთხელ მინახავს. -კატო, შესანიშნავი -ბავშვი ვარ. ყოველთვის ჩემზე უფროსები მომწონს და სულ ესე მთავრდება , მგონი დროა ჩემხელებთან ვცადო ბედი. არაუშავს, მაინც ვიცი რომ ადა მოგწონს. -ჰა? -კარგი, გეტყობოდა მთელი საღამო რო დასდევდი. დედაშენიც აბოდებს. არ მაქვს პრობლემა. -ამდენი ხანი იცოდი? -კი, მაინტერესებდა შენ როდის გამომიტყდებოდი. თან ცოტა გავერთე. ეხლა არ გაბრაზდე, ამდენი ხანი შენ მატყუებდი და მგონი საკმაოდ მშვიდად შევხვდი ამ ყველაფერს. -და ძალიან მიკვირს. კიდე ნასვამი ხომ არ ხარ? -შეიძლება ბავშვი ვარ და პატარა, მაგრამ ისტერიჩკა ნაღდად არა-ამბობდა გოგო, რომელმაც გუშინ ისტერიკა მოაწყო 12 საათზე, რომ არ მიულოცა დაჩიმ დაბადების დღე. თუმცა ახლა ყველაფერზე დათანხმებოდა, ოღონდ იგივე არ გამოეარა რაც წინა ღამეს მოუწყო კატომ. -კარგია, რომ ესე ადვილად მოვაგვარეთ ყველაფერი. -მაგრამ ერთი რაღაც მაინტერესებს. გუშინ რას ეუბნებოდი ადას სად უნდა წავიდეთ? -კაჭრეთში დაგვპატიჟეს კორპორატივზე. -ადა იქნება იქ შეყვარებულთან ერთად? -ხო. -არ გინდა რო ვაეჭვიანოთ? -არა, კატო, მე არ მინდა ესე ... -კარგი რა, ხო გიყვარს. ხოდა დამიჯერე. -ადას ლეონი უყვარს. -მოდი ვაღიარებ, შეიძლება განათლებას არ ვასხივებ და ზე წიგნიერი ადამიანი არ ვარ, მაგრამ აი სიყვარულს რაც ეხება, მანდ პროფესიონალი ვარ. დამიჯერე. 2 წუთში ვხედავ, როდესაც ვინმეს ვინმე უყვარს ან არა. ხოდა ადას ნამდვილად არ უყვარს ეგ ლაიონი თუ ლიონი. -ლეონი. -არ აქვს მნიშვნელობა. მოკლედ, უნდა ვაეჭვიანოთ. -კატო, მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ -ვალში ხარ ჩემთან დაჩი. ესე უცებ დამშორდი. ხოდა მე მაცადე ეს. -რაში გჭირდება? -ვერ ხვდები კიდე? მოვიწყინე. -გუშინ არ გეტყობოდა. -თან მიყვარს ესეთი თამაშები. რას დაკარგავ? -მაქსიმუმ ჩემი ცხოვრების სიყვარულს? -არა, ესე ადვილად არ დაკარგავ. დამიჯერე. აი ნახავ. არ ინანებ თუ წამიყვან. თან სულ მინდოდა კაჭრეთში წასვლა. -იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი. არ მინდა იქ სპონტანური რაღაცეები და სხვადასხვა საწოლში ვიწვებით. გაიგე? -კი. კი. ანუ წავალთ? -კარგი. ჩალაგდი, საღამოს მივდივართ. -აუუ!!-იმხელაზე იკივლა მეზობლის ძაღლმა დაიწყო ყეფა-მადლობა, მადლობა, მადლობაა!!-დაჩისკენ გაექანა და ჩაეხუტა-ისე ვინმე სიმპატიური ძმაკაცი ხომ არ გყავს? -კატო-დაჩიმ მკაცრად გადახედა. -ხო კარგი. ჩავიცმევ და წავედით. აუ თავი როგორ მტკივა, ისე რა ჩავიცვა, აუ ძაან რამე ელეგანტური, ან ყველფაერს წამოვიღეებ!-საძინებელში შევარდა გიჟივით და ყველაფერი აურია. დაჩიმ თვითონაც კარგად იცოდა, რომ ადას ლეონი არ უყვარდა, უბრალოდ ეგონა, რომ მათ ერთმანეთი მოსწონდათ. ეს ღამე ბოლო იმედივით იყო მისთვის. თორე ცოტაც და ადა ისევ დაუსხლტებოდა ხელიდან, რასაც ვერ დაუშვებდა. აქ ყველაზე მთავარი პრობლემა ადას გულის მოგება ეჩვენებოდა, მაგრამ მთავარი მაინც აბელაშვილების მომავალი რისხვა იყო, შეჯერებული აბაშიძეების უკმაყოფილებასთან. ერთი კარგი დიდი აფეთქება კი გამოვიდოდა. ლეონი, ადა, კატო და დაჩი პირველები ჩავიდნენ კორპორატივზე. ყველა ძალიან დაღლილი იყო გზისგან და ჯერ ნომრებში შევიდნენ. სალომე ცოტა დაგვიანებით მოვიდა, ადამ ყალბი აიდი გაუკეთა, ვითომ მათთან მუშაობდა კომპანიაში და მას და ლეონს ცალკე ნომერი აუღო. -ესე იგი შენ ხარ ჩემი შეყვარებულის საცოლე?-სალომე ნომერში დაუკაკუნებლად შევიდა და ოდნავ ირონიულად გახედა ადას. -ვაიმე, საცოლე არა-ადას ნერვულად გაეცინა-მე ადა ვარ. -ვიცი სალომე. კი ძალიან გამგები და რამე ვარ, მაგრამ რო იცოდე, ლეონთან რამე ზედმეტს ცდი და საღამოს ჯაკუზში დამხრჩვალს გიპოვიან. -არა, რას ამბობ-მერე სალომესაც გაეცინა. -ვხუმრობ. ნაწილობრივად. ლეონი ცოტა გიჟი ადამიანია და მიჩვეული ვარ. ჩვენც ძაან უცნაურად შევხვდით. აეროპორტში 20 წუთი მეხვეწებოდა გერმანულად ჩემი ჩემოდანი შენად გავასაღოთ და ისე ავიტანოთო, მე ორი ვერ ამაქვს და ლიმიტია და ჩაბარება არ მინდაო.უცნაური ადამიანია. -საკმაოდ. იმედია ყველაფერი გამოვა. -შორიდან მაიცნ დამანახე მერე, ვის გამო შევქმენით ამხელა ტყუილი? -აუცილებლად. მგონი შეყვარებულთან ერთად მოვიდა. -ისე რა იცი, იქნება ისიც გაეჭვიანებს? -არა, ჩემამდე ჰყავდა შეყვარებული .ა ნუ სანამ ჩამოვიდიდი. არ უყვარს, მაგრამ მგონი მოსწონს არ ვიცი. მოკლედ, დიდი მადლობა, რომ ესე გაგებით მოეკიდე ყველაფერს. -მადლობა ლეონს გადაუხადე, ეს ყვეალფერი წარმატებით რო დასრულდება. -მე მარჩევთ?-ლეონი ნომერში შემოვიდა და ჩემოდანი შემოიტანა, შემდეგ სალომეს აკოცა-ხო მაგარი მყავს?-ადას მიუბრუნდა. -ძალიან. ქედს ვიხრი. -მოკლედ, გეგმა ასეთია. ეხლა არი სადილი, რომელზეც მე და შენ არ ჩავალთ. -რატომ? -წეღან ვიყავი ქვევით, დაჩი და კატო არიან. საჭმელი ამოგიტანე-მაგიდაზე დადო-ვითომ აქ ვჭამთ, მერე სალომე ქვემოთ ჩავა და ხმამაღლა ეტყვის ერთ-ერთ ოფიციანტს რომ შამპანური გამოაგზავნონ ჩვენს ოთახში. -რამეს ავღნიშნავთ?-ადამ გაკვირვებულმა გახედა ორივეს. -არა, ადა. როგორ გეტყობა, რომ არავინ არ გიეჭვიანებია აქამდე-სალომეც ჩაერთო საუბარში-არაფერს არ აღნიშნავთ, რომანტიული საღამო გაქვთ. ამიტომ ძალიან გვიან ჩახვალთ იმ კორპორატივზე, რომელიც ღამეა. იქამდე მე და ლეონს გვექნება ეს რომანტიული საღამო იმ ნომერში, რომელშიც წესით თქვენ ორი უნდა იყოთ. გპირდები არ ვიხმაურებთ-სალომემ თვალი ჩაუკრა და ლეონს აკოცა-ჯერ მე გავალ და მერე ჩუმად გამოდი შენ რომ არ შეგვამჩნიონ. -მგონი ორივე შეშლილები ხართ-ადას გაეცინა. -მგონი?-ლეონიც გაყვა სალომეს. ადას მართლა ეწურებოდა იმედები, ზოგადად მოუთმენელი ადამიანი იყო და ვერ იტანდა ლოდინს. მითუმეტეს ისეთ საკითხში, როგორიცაა სიყვარული. ერთხელ უკვე დარჩა იმედგაცრუებული, მეორეჯერ ვერ გადაიტანდა. სულ ეუბნებოდა თავს, რომ მეორედ წარუმატებელი ურთიერთობის შემთხვევაში თავს დაანებებდა სიყვარულს და ისე გათხოვდებოდა. სხვა გზა არ ჰქონდა. ამასობაში დაჩი და კატო ნომერში დაბრუნდნენ. -არ ჩანან. ან შამპანურს რატო შეუკვეთავდნენ? -რომელ ნომერში არიან? -128. -ხოდა იდეა მაქვს. -რა იდეა? -წავალ და ვეტყვი, რომ ლეონს ადას მამა ეძებს. რომ ორივე უნდა ჩამოვიდნენ სავახშმოდ და დაიწყონ კორპორატივისთვის მზადებას. ერთი სიტყვით, იმ რომანტიულ საღამოს ჩავუშლით , რომლის მოწყობაც უნდათ. -და რატომ? -ღმერთო, დაჩი. რა სისულელეებს მეკითხები. შენ არაფეირ გევალება, დაიწყე მომზადება . ყველაფერს მე გავაკეთებ-კატო ნომრიდან გავიდა და ლეონის და ადას ოთახს მიადგა და კარზე დააკაკუნა. თუმცა სალომეს და ლეონს არ ესმოდათ, რადგან ,,დაკავებულები’’იყვნენ. კარზე ნიშანიც კი ეკიდა. მაგრამ კატო დანებებას არ აპირებდა. -ადა! ლეონ! დავითი გეძებთ-კატომ კიდევ დააკაკუნა. -ლეონ... ამ დღის შემდეგ ყველაფერი რო არ დამთავრდეს ჩემი ხელით მოგკლავ-სალომემ ხალათი ჩაიცვა და აბაზანაში გავიდა. ლეონმა ამოიოხრა და კართან მივიდა და გააღო. ტანზე არაფერი ეცვა. -გისმენ? კატო? -დავითმა დროზე მოემზადონ კორპორატივისთვისო, ადამ არ უნდა დააგვიანოს. -კარგი, ჩამოვალთ. -თუ დაღლილი ხარ შეგიძლია დარჩე. -არა,ორივე ჩამოვ..-ლეონს ოდნავ ეჭვი შეეპარა ამ წინადადების შემდეგ, თუმცა იმდენად გადაღლილი იყო აღარ მიუქცევია დიდი ყურადღება, კარი დახურა და ადას დაურეკა. -ხო? -მამაშენი გველოდება. -რა? აბა რომანტიული საღამო? -გეგმები იცვლება. გამოეწყე. შოუ იწყება მიამორ. -იმედია ბოლო. ძალიან დავიღალე. -ბოლო შოუ შენი მტრისთვის იყოს აბაშიძე-ლეონმა გათიშა და მომზადება დაიწყო საღამოსთვის. წარმოიდგინეთ ეს საღამო რამდენი ადამიანისთვის იყო გადამწყვეტი, ლეონის და სალომეს ურთიერთობის, დაჩის და ადას ურთიერტობისთვის ეს ბევრს ნიშნავდა. ამ კორპორატვიზე, რაც მოხდებოდა , გავლენას იქონიებდა აბელაშვილებზეც და აბაშიძეებზეც. სალომეზეც, ლეონზეც და რაღაც მხრივ კატოზეც. თუმცა ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც ადასთვის და დაჩისთვის იქნებოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ყველაფერი მხოლოდ ამ საღამოთი იწყებოდა. თუ ადა და დაჩი ამ საღამოს შემდეგ სამოთხეს ელოდებოდნენ, უნდა სცოდნოდათ, რომ ეს მხოლოდ ჯოჯოხეთის დასაწყისი იქნებოდა. ორივე წყვილი ულამაზესად გამოწყობილი იყო საღამოსთვის. თვალს ვერ მოწყვეტდით ვერც ერთს. კატოსაც საკმაოდ კარგად ეცვა. ადამ მხოლოდ მაშინ იგრძნო კონკურენცია. -ლეონ, ამ წამს ჩემი თავდაჯერებულობა ფეხქვეშ გაითელა. -რატო? -შეხედე-ადამ კატოზე მიანიშნა და მის კაბაზე. -შემომხედე. მენდე. უნდა ვიცეკვოთ. -რა ვიცეკვოთ, აზრზე არ ვარ ცეკვის-ამ დროს კატომ დაჩის აკოცა და ადა სიბრაზისგან ვარდისფრად იქცა-კარგი ვიცეკვოთ. ლეონმა ადა საცეკვაოდ გაიწვია, მაქსიმალურად ცდილობდა მასთან დისტანცია დაეცვა, თუმცა თუ უნდოდა, რომ რამე გამოსვლოდათ უნდა გადაებიჯებინა საზღვრებისთვის. ოთახში სალომეს ძებნა დაიწყო თვალებით, თითქოს მის პასუხს ელოდებოდა. აი ისიც, ოთახის კუთხეში იდგა. მიხვდა ლეონი რის თქმასაც ცდილობდა, ღრმად ამოისუნთქა და თავი დაუქნია. შემდეგ ლეონმა თავის მოძრაობით მიანიშნა დაჩიზე, იცოდა , რომ მასაც აინტერესებდა ვინ იყო ის. სალომეს გაეცინა, დაჩის საკმაოდ კარგად იცნობდა და ვერ იჯერებდა, რომ აქ იყო. ახლა რო დაენახა ყველას ყველაფერი ჩაეშლებოდა. ამიტომ იმწამსვე გავიდა დარბაზიდან, არც უნდოდა დიდად რაც მოხდებოდა, იმისთვის თვალის დევნება. ცეკვის დასასრულს, ლეონმა ადას წელზე ხელი შემოხვია და აკოცა. ადა დაიბნა, საერთოდ არ ელოდებოდა ამას და სახე სულ წითლად შეეღება. დაჩიმ ვეღარ გაუძლო ამას და გაღიზიანებული გავიდა გარეთ . კატოც თან გაჰყვა, მაგრამ ადამ დაასწრო და ოთახიდან პირველი გავიდა. -დაჩი? რა მოხდა? -არაფერი, შედი შიგნით ადა. -რა დაგემართა? სიბრაზისგან ძლივს იკავებდა დაჩი თავს, რომ არ ეღრიალა. -საყვარელი გელოდება, მიდი. -რატომ ბრაზობ? -რატომ ვბრაზობ?! მართლა არ გახსოვს იმ ღამეს რაც მითხარი? და მე რა გიპასუხე?! -ანუ ... მომატყუე და იმ ღამეს... -არა, ადა იმ ღამეს არაფერი მომხდარა როგორც უკვე გითხარი. და მგონი არც არაფერი მოხდება. აწი. -რაზე ლაპარაკობ? ეს უსამართლობაა, შენ ყველაფერი გახსოვს და როგორც გინდა ისე მანიპულირებ. -მე ვმანიპულირებ? მე არ ვაფიშირებ ჩემ შეყვარებულს. -ვერ გავიგე? -როდის გახასიათებდა ასეთი პომპეზურობა?-დაჩი ისეთი გაბრაზებული იყო ხელებს აქეთ-იქით ისროდა-მამაშენი იყო ისე დარბაზში. მისიც არ შეგრცხვა? იცი რა ჩემი საქმე არ არის..-გაჩერება სცადა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა-დიმიტრისთან რომ იყავი, სხვების თანდასწრებით ხელსაც არ კიდებდი. -რატომ გაღიზიანებს ჩემი ურთიერთობა ლეონთან? -ადა უფრო ახლოს მივიდა, მაგრამ დაჩიმ უკან დაიხია. -არ მაღიზიანებს. -აბა, ვერ ვხვდები რატომ ვჩხუბობთ. -ადა,სიმართლე მითხარი . იმ ღამეს რაც მოხდა არ გახსოვს? გემუდარები, მითხარი სიმართლე. რატომ წახვედი მაშინ? მართლა იმიტო, რო გეგონა სექსი გვქონდა? -დაჩი, რა დავიფიცო რომ არაფერი არ მახსოვს. მინდა რომ მახსოვდეს, მაგრამ არ მახსოვს. ამიტო მითხარი ესეთი რა გავაკეთეთ? -რომ გითხრა რა შეიცვლება? -ვერ გავიგე? -დარწმუნებული ხარ რომ გინდა იცოდე? მე არ ვარ დარწმუნებული, რო მინდა გითხრა. საერთოდაც, იცი რა,რაც გინდა ის ქენი. -რა რაც მინდა ის ვქნა დაჩი ნუ გამაგიჟე!-ადაც გაცოფდა. -საყვარელო, ხო მშვიდობაა?-ლეონიც გარეთ გამოვიდა. -მშვიდობაა-დაჩიმ უპასუხა-შეიყვანე უკან. არ გაგიცივდეს. -მოიცადე დაჩი-დაჩი წასვლას აპირებდა, მაგრამ ადამ გააჩერა-5 წუთში შემოვალ. სალაპარაკო გვაქვს. -კარგი, უბრალოდ კატოც ეძებს, რაღაც უნდა ვუთხრაო. დროზე მორჩით-ლოყაზე აკოცა და შებრუნდა. -ამ ბიჭს საერთოდ არ გააჩნია არავის რიდი?! ნამდვილი ევროპელი-ადა უკვე ვეღარაფერს ხვდებოდა. -და მე რომ ლეონთან ურთიერთობას მიკრიტიკებ, შენსას გადახედე? ჰა?! -რა გინდა ჩემი ურთიერთობისგან?! კატოს რა უპოვე დასაწუნი? -თქვენც იგივეს არ აკეთებდით? რასაც ჩვენ! -რაზე ვლაპარაკობთ? რომანტიული საღამოს მოწყობაზე სამუშაო საათებში? და მერე სექსზე დარბაზში ყველას თვალწინ? -არანორმალური ხარ. სერიოზულად? -კარგი მაპატიე, ზედმეტი მომივიდა. მაპატიე. -არა, აქ დავასრულოთ. მითხარი რა მოხდა იმ ღამეს ასეთი. -ისე რაღაც მინდა გკითხო. შენი აზრით ლეონი შენი შესაფერისია? -ვერ გავიგე? -გეკითხები, ლეონი შენი შესაფერისი გგონია?-დაჩი ახლოს მივიდა და სახიდან თმა გადაუწია-დიმიტრის საერთოდ არ გაგონებს? უემოციოს, გაშეშებულს, ცარიელს, უსულოს. -რა ეტყობა.. ჩვენ ურთიერთობას უსულობის?-ადა აღელდა, რაც უფრო ახლოს მიდიოდა დაჩი მასთან გული უჩქარდებოდა. -ყველაფერი. შეიძლება ლეონს მოწონხარ, მაგრამ შენ ადა... მე მინახიხარ შენ შეყვარებული.. და ახლა -მაშინ სხვა ადამიანი მიყვარდა. -შენ გინდა დამაჯერო, რომ ეს გიყვარს?-დაჩი კიდევ უფრო გაღიზიანდა და უკან დაიხია. -რატომ გადარდებს ესე ძაან ვინ მიყვარს?! შენ საერთოდ ხვდები ვისთან ხარ? კატო 19 წლის ისტერიჩკაა, რომელსაც რამე ბრჭყვიალას თუ უყიდი ცოალდაც გამოგყვება. მე როგორ მიკრიტიკებ არჩევანს, როდესაც ლამის სკოლის მოსწავლესთან ერთად ატარებ დროს? მგონი ცოტა უსამართლობაა. მე თუ ლეონი არ შემეფერება, იმიტომ,რომ დიმიტრის ჰგავს, მაშინ შენ კატო არ შეგეფერება, იმიტომ, რომ ის ანის გავს. ხო, ვიცი რომ ანი შენი ყოფილია. ეგეც დამიმალე. ამიტომ აქ თუ შესაფერისს ადამიანებზე ვსაუბრობთ, კარგი მე ვაღიარებ, რომ ლეონი დიმიტრის ჰგავს და არ შემეფერება, თუ შენ იგივეს გაიმეორებ. მაგრამ ორივემ კარგად ვიცით, რომ შენ მაგას არ გააკეთებ. ამიტომ ნუღა ვხარჯავთ ძალიან გთხოვ დროს უაზრო კამათში. ეს ის ჩხუბი არ არის, რასაც სიგარეტის პირობასავით მოვაგვარებთ. მე ვიტყვი, რომ ლეონს აღარ ვნახავ და შენ კატოს დაშორდები. ეს თამაში არ არ არის-ყველაზე ყალბი და ირონიული ბოლო 5 სიტყვა. -ბევრად მეტის ღირსი ხარ. ღირსი ხარ ადამიანის, რომელიც ხელის გულზე გატარებს, ადამიანის, რომელიც შეიძლება მილიონებს და ოქროს სასახლეებს ვერ მოგცემს, მაგრამ ყველაფერს იზამს ამისთვის. ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ თავი სასურველ, ღირსეულ, ჭკვიან და ულამაზეს ქალად გაგრძნობინოს მთელ მსოფლიოში. ადამიანს, რომელსაც არ ადარდებს საზოგადოების აზრი და ყალბი არ არის. ადამიანს, რომელიც არ გიღალატებს და არ მოგატყუებს. ადა, იმ ღამეს მე შენ გითხარი, რომ შენს მიმართ რაღაც გრძნობები მეც მქონდა. უბრალოდ დიმიტრის გამო ვიკავებდი თავს. რომ ჩამოხვედი აღარ გითხარი, იმიტომ, რომ მეგონა ყველაფერი დამავწიყდა. როგორც კი ლეონთან დაგინახე, მივხვდი, რომ ისევ... რომ არ მინდოდა ისევ დამეკარგე. შენგან არაფერს არ ველი. უბრალოდ ვერ ავიტან ამდენ სიყალბეს. მინდა იცოდე სიმართლე. მე და შენ ვერაფერი გვექნება საერთო,იმიტომ რომ ვერ ვიმეგობრებ ადამიანთან, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს. მომწონს არა, მიყვარს. იმდენად მიყვარს, რომ ლამის ვეფხისტყაოსანი წავუკითხე და ისეთი სენტიმენტალური ბანალურობები ვესაუბრე, რომ სავარაუდოდ ხვალ აფრიკის ბილეთი ექნება ნაყიდი-ადა აცრემლებული უსმენდა ამ ყველაფერს. -შეგიძლია ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიმეორო?-ცრემლი მოიწმინდა და გაეცინა. -ვერ...-დაჩი დაიბნა-აბა .. -სიმართლე რომ გითხრა მეც, მგონი შემიზიზღებ. -მითხარი. ეხლა თუ მეტყვი რომ ლეონი არ გიყვარს, არ შეგიზიზღებ. -უარესი, არც მომწონს. -უარესი?! რა ლოგიკით არის უარესი. -შენ საეჭვიანებლად ვაკეთებდი. -ადა, მეთამაშები? -აღარ. - ვერ გავიგე ვერაფერი. -მიყვარხარ, უბრალოდ მეგონა რომ..-დაჩიმ არც დააცალა ისე მოხვია წელზე ხელი, ახლოს მიიზდა, თვალებში ჩახედა დარწმუნდა, რომ ადა არ იტყუებოდა და აკოცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.