შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების სურნელი #6


6-03-2021, 13:36
ავტორი Hilalli
ნანახია 1 920

მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე კონტაქტი ისევ აღადგინეს, თუმცა ნანუს ვეკოს ცალკე ნახვის იდეა არ ხიბლავდა. იცოდა ცდუნებას ვერ გაუძლებდა და მის მკლავებში გაეხვეოდა. ამიტომ ცხოვრებაში ერთხელ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და შეხვედრაზე უარი უთხრა. არვიცი რატომ მაგრამ ეს არ გამკვირვებია. სანდროს საქციელი უფრო მიკვირდა. იმ ღამით ნანუ სახლამდე მიაცილა. ნამდვილი წყვილივით იქცეოდნენ თუმცა მეორე დღეს ისევე გაქრა როგორც წინაზე. ეს ყმაწვილი საშინლად მაბნევდა ნანუ ანჯაფარიძე კი იმ გოგონების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა სანდროსთვის პასუხი მოეთხოვა ანდაც კოცნის მერე თავად გამოჩენილიყო. რათქმაუნდა ეს აბნევდა და გულის სიღრმეში ინტერესსაც უღძრავდა მაგრამ მაინც არ სურდა ინიციატივის გამოჩენა. ზედმეტად ამპარტავანი იყო, იცოდა დიდხანს ვერ გაძლებდა ასე უკონტაქთოდ და გამოჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნანუ უნებისყოფო ქალი იყო როდესაც საქმე სიყვარულის თამაშებს ეხებოდა მთელი აზარტით შეეძლო მოთმენა. ეს ძალიან აღმაგზნებდა მაგრამ ჩემთვის მაინც მიუწვდომლად რჩებოდა.
გოგონა სახლიდან თითქმის არ გასულა რამდენიმე დღის განმავლობაში, ვეკომ კი აღარ იცოდა რით გამოეტყუებინა სახლიდან. გამოცდებს რომ მორჩა კურსელებთან ერთად დასალევად წავიდა. ვეკომაც დრო იხელთა და პირდაპირ მთვრალ გოგონას კურსელის სახლთან მიაკითხა. იმ ღამეს ნანუს ბევრი არ უფიქრია ჩასულიყო თუ არა. საკმაოდ ნასვამიც იყო, ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ სიჩქარეშ შემთხვევით კურსელის მანტო შემოიცვა რომელიც თავისაში აერია. ერთიანად ცქმუტავდა, ლიფტში სიხარულით შევარდა. წამები რომელიც კაბინას 6 დან 1 სართულზე ჩასასვლელად დასჭირდა საუკუნით გაეწელა. დიდიხანია ასე არაფერს აუფორიაქებია მისი გული. ვხვდებოდი ვეკო აბაშიძეს, როგორც უბრალო გასართობს ისე არ აღიქვავდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა თავს რას არწმუნებდა. ნანუს სახე ერთიანად გაუბრწყინდა როდესაც ტაქსის უკანა სავარძელში მჯდომი ყმაწვილი დანიხა. ვეკოს კი ვნებიანად გაეღიმა. მანქანიდან გადმოვიდა და მძღოლს დალოდება სთხოვა.
- გამარჯობა. - ვნებიანად მესალმა გოგონას და გულში ჩაიკრა.
- სადმე მიდიხარ? - მოწყენილად ჰკითხა ნანუმ
- ჰოო... კოჯორში მეგობრებთან. - გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ვნებიანად დაუკოცნა თვალები. - მალე უნდა გავიდე, უბრალოდ მინდოდა მენახე, ცოტახნით მაინც. ხომ არ წამოხვალ?
- სად? - ნანუს გაეცინა - და ნიკა?
- არა ნიკა იქ არ იქნება. სხვა მეგობრებთან.
- ვერ... წასვლისას ნიკამ უნდა გამომიაროს, ვერაფერს მოვატყუებ.
- კარგი... - წელზე ნაზად მოხვია ხელები.
- წამოდი გავისეირნოთ.
- სად? - სარკაზმულად ჰკითხა ვაჟმა
- მყუდრო ადგილას - მიუგო მთვრალმა გოგონამ.
- სადმე სახლი გაქვს აქ? - გაეცინა
- არა მაგრამ ერთი ადგილია სკოლამდე სიგარეტს ვეწეოდით ხოლმე. რომ არავის დავენახეთ.
- და ეგეთ ადგილას რა გვინდა? - ჩვეული სარკაზმი მოიშველია.
- არ გინდა მაკოცო? - ვნებიანად ჰკითხა ქალმა, წამოიწია და ხელი გაუწოდა
- ძალიან მინდა - ვეკომ ძლიერად მოუჭირა გოგონას ხელს და გაჰყვა.
სიცილით აუყვნენ ვიწრო ქუჩას, ღამის წყვდიადში მხოლოდ ისინი ანათებდნენ. მომწონდა ეს ორი ერთად. საშინლად უხდებოდნენ ერთმანეთს თანაც ბედნიერი წყვილის ასოციაციას მიქმნიდნენ. მაგრამ მათ თვალებში სიყვარულს ვერ ვხედავდი. მხოლოდ ვნება, თუმცა ეს ვნება იმდენად ძლიერი იყო თავადაც შეიძლებოდა სიყვარულში არეოდათ. მაგრამ ეს წყვილი საკმაოდ ჭკვინი იყო საკმაოდ დიდი გამოცდილებით და ორივემ კარგად იცოდა საზღვარი ვნებასა და სიყვარულს შორის. დარწმუნებუი ვიყავი მიუხედავად მათი ამ სიხარულისა რასაც ერთმანეთისაგან წოვდნენ, რომ ეს თამაში დიდხანს არ გაგრძელდებოდა. მაგრამ მჯეროდა მათ ამბავს ისეთივე ამაღელვებელი დასასრული ეწერა როგორც დაიწყეს. მეკი სიამოვნებით დაველოდებოდი ამ დასასრულს.
ნანუმ ძველ გარაჟში შეიყვანა ვეკო, აშკარა იყო იქ არავინ დადიოდა მაგრამ მაინც საშიში ადგილი ჩანდა. დანგრეული და ნახევრად ჩამოშლილი იყო საშნელი სიბნელით მოცული.
- აქ სიგარეტის მოსაწევად დადიოდი? - გაცინა ვეკოს
- ხოო...
- არ გეშინოდათ?
- მაშინ კი... მაგრამ ადრენალინი კარგია - გაეცინა და სახე ახლოს მისწია ვაჟთან - მაგრამ შენთან ერთად არ მეშინია.
- რა მთვრალი ხარ... - სარკაზმულად ჩაეცინა ვეკოს - არც ჩემი არ გეშინია? არამგონია აქ შენი ყვირილი ვინმემ გაიგოს.
- უნდა მეშინოდეს?
- ცოტათი... - ვნებიანად დაეწაფა მის ბაგეებს
ქალიც სწრაფად აჰყვა უნდოდა მთლიანად მისი გამხდარიყო, ვნებისაგან თვალებს ვეღარ ახელდა, ერთი მომენტი ისიც ვიფიქრე ორივე თავს დაკარგავს თქო. ვეკომ ხელში აიტაცა და კედელთან მიიყვანა, ქალის ფეხები მჭიდროდ მოერგო მის წელს და ვნებიანად კოცნიდა, თავსა და მხრებზე ეალერსებოდა, გაჭირვებით სუნთქავდა, ფიქრები დახშობოდა. მამაკაცის სურნელი აშმაგებდა, ვაჟი კი ურცხვად უფათურებდა ხელებს მკერდსა და შიშველ წელზე. უნდოდა მისი ტანისამოსი შემოეხია. ხელს მაგრად უჭერდა გოგონას ზედას და თვალწინ ედგა როგორ ფლიეთდა ნაწილნაწილ. თუმცა იმასაც ხვდებოდა რომ ზედმეტი მოუვიდოდა. და თავს მაქსიმალურად იკავებდა. ქალის სურნელი ისე აგიჟებდა ვხვდებოდი რაღაც ძალიან ცუდს ჩაიდენდა დროზე რომ არ გაეჩერებინა. გოგონას ყოველი ჩასუნთქვა კი იმდენად ვნებიანი იყო ვეკოს ვერც გავამტყუნებდი, ამას მისი ბაგეებისა და ხელების მოძრაობა ემატებოდა რომელიც ნებისმიერს გააშმაგებდა. ყველაფერს მივცემდი ოღონდ ვეკოს ადგილას მე ვყოფილიყავი. თუმცა ამ სურვილს მარტო ჩემი არსებობა არ შეეჭამა. ვხედავდი ეს კოცნა ნანუს როგორ ნუსხავდა, თითოეულ წამს მთელი არსებით შეიგრძნობდა, როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი მიმზიდველი. ამბორით გაბრუებულმა გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე ჩაუცურა ვაჟმა საცვლებში ხელები. მათი ვნების ალი მეც მაბრმავებდა. ქალს კვნესა აღმოხდა და თვალები ერთიანად გადაუცვივდა უკან. ვხედავდი როგორ უწყდებოდა თვით კონტროლის ძაფები ვეკოს შუბლიდან და ამას მთელი არსებით ვგრძნობდი. ამას ნანუც გრძნობდა, ნიკაპზე შიშის თრთოლვა დაეტყო. არცისეთი მამაცი და გაბედული იყო როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. თავისივე დაწყებული თამაში აშინებდა.
- გეყოფა - სიცილით უთრა ვეკოს თუმცა მისი აცახცახებული ნიკაპი ღიმილით დამალულ შიშზე მეტყველებდა. ვეკოს პასუხი არ გაუცია თითქოს ვერც გაიგო.სუნთქვა კიდევ უფრო გაუხშირდა. - ვეკო... გაჩერდი! ამჯერად უფრო მკაცრად მიმართა, და სცადა საცველიდან ვაჟის ხელი ამოეწია, რაც საკმაოდ გაჭირდა. ვაჟი ძლიერი იყო თანაც ადრენალინით სავსე. - ვეკოო... გთხო გაჩერდი!
- არაფერს დაგიშავებ დამშვიდდი! - თბილად უთხრა გოგონას და ნაზად აკოცა შუბზე, ქოშინებდა ეტყობოდა, რომ გაჩერება ჯერკიდევ საშინლად უჭირდა.
- მაშინ ხელები ამოწიე! - მკაცრად მიუგო გოგონამ და ხელში ჩაებღაუჭა.
- ხოოო... - გოგონას შარვლიდან ხელები ამოსწია და აცახცახებულ ნიკაპზე მოუსვა - ჩემი გეშინია?
- არა! - სიმწრით ჩაეცინა ნანუს
- რატომ კანკალებ?
- ცივაა... ვნება...
- არაფერს დაგიშავებ... დამშვიდდი...
- ვერაფერს დამიშავებ! - გოგონამ სიამაყით შეხედა და ტანისამოსიდან მტვერი ჩამოიფერთხა.
- კოჯორშ არ წამოხვალ? - განმეორებით შეეკითხა ვეკო, იცოდა სახლიდან მეორეთ ვეღარ დაუსხლტებოდა - თუ გინდა კოჯორი დავიკიდოთ და სადმე სხვაგან წავიდეთ, მერე უკან დაგაბრუნებ.
- არა... კურსელთან უნდა ავიდე.
- კარგი... სხვა დროს იყოს - გაუღიმა და ხელში აიტაცა. ქუჩაში ასე გაიყვანა.
გოგონას გაეცინა, შეეტყო როგორ ესიამოვნა ეს რომანტიული მზრუნველობა.
პატარა ქალბატონს სახე კიდევ უფრო გაებადრა როდესაც კურსელის სახლთან მივიდნენ, ვეკოს ხელი ჰქონდა გადახვეული ზემოდან კი მისი მეგობრების ხმაური ისმოდა. აივანზე გადმომდგარიყვნენ და მომხიბლავ წყვილს უყურებდნენ. სასიამოვნო უნდა ყოფილიყო ასეთი ყურადრების განცდა, განსაკუთრებით კი მეგობრების თვალწინ. ვეკომ მალევე შეამჩნია ცნობისმოყყვარე მაყურებელი, ჩუმად გააპარა თვალი ზევით, გაცეინა და გოგონას ნაზად აკოცა შუბლზე. ისე მოწიწებითა და წმინდათ თითქოსდა ცხოვრებაში არგაუფიქრია რაიმე ზედმეტი ეკადრებინოს მისთის. შთბეჭდილებას ნამდვილად ახდენდა ეს ბიჭი. ასე დაიშალნენ იმ ღამეს ვნების ალში გახვეული მიჯნურნი. ვეკო კოჯორში წავიდა, სადაც რათქმაუნდა სექსის გარეშე არ დარჩენილა, თუმცა ნანუს ეშხში გახვეულს სიამოვნება ვერ მიეღო სხვა ქალის ალერსით, მიუხედავად იმისა, რომ გოგონას რომლთანაც იმ ღამით იწვა ვერაფერს დაუწუნებდი.ზოგი იტყვის სიყვარულიაო მაგრამ ჩემთვის ეს ძლიერი სურვილი იყო. სრულყოფილი სიამოვნების ჟინი, რომელიც აუცილებლად უნდა მიეღო. ნანუს კი ნიკამ მოაკითხა მოგვაინებით და სახლში წაიყვანა. გზაში ხმა არ გაუცია ძმისთვის. მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე კი ჩუმად ხვდებოდა ვეკოს სხვადასხვა ადგილებში, ძირითადათ იმდენად ხალხმრავალ, რომ კოცნასაც ვერ ახერხებდნენ. თუმცა ცენტრალური უბნებისაგან მაინც მოშორებით. არუნდოდა ვინმეს ვეკოსთან ერთად დაენახა. უფროსწორად ვინმეს ნიკასა და ბექოს წრიდან თორემ იმაზე მეტად არაფერი ეამაყებოდა, როგორც ამ ყმაწვილთან ერთად ხალხში გამოჩენა. შემდეგ კი ის მოხდა რასაც მთელი ეს დრო სულმოუთქმელად ველოდი.
ერთ სუსხიან დილას, როდესაც ნანუ უნივერსიტეტში მიდიოდა, სადარბაზოსთან ნაცნობი მანქანა დაუხვდა, რომელის კარსაც მომხიბლავი შავგვრემანი ყმაწვილი მიყრდნობოდა.
- აქ რას აკეთებ? - გაკვირვებულმა ჰკითხა ნანუმ
- სხვანაირად ვერ ვახერხებდი დაკავშირებას... - ღიმილით მიუგო ბექომ
- ჰო... ყველგან დაგბლოკე - ირონიით უპასუხა ნანუმ - ცოტა მაღალი IQ რომ გქონდეს მიხვდებოდი, რომ დაკავშორება არმინდოდა. და არა იმიტომ, რომ უეცარი რომანტიკისკენ მოგიწოდებდი.
- მე კი რატომღაც მეორე ვარიანტი განვიხილე.
- შეცდი! - ირონიულად გაუღიმა და გზა განაგრძო.
- დაჯექი საუბარი მინდა.
- მეჩქარება!
- უფრო სწრაფად შემიძლია მიგიყვანო ხომ იცი?! ... არ მინდა, რომ გაცივდე თორემ ქუჩაში დგომის წინააღმდეგი არ ვარ.
ნანუს პასუხი არ გაუცია ბექო იოსელიანთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. საბოლოოდ მაინც ყოველთვის იღებდა იმას რაც სურდა და არმოგეშვებოდა სანამ არ მიაღწევდა თავისას. მას და ვეკოს, რომ ვუყურებდი ვხვდებოდი ნანუს გემოვნებაში აშკარად არიყო ადგილი სანდრო მესხისთვის. ეს ყმაწვილი კი ვეკოს ძალიან მაგონებდა. ნანუ უსიტყვოთ მიუახლოვდა მანქანის კარებს ბექომ კი ფრთხილად გაუღო და დააბინავა, ისეთი მოწიწებით ასე მეგონა ღვედსაც თავად შეუკრავდა. თუმცა ეს ნატიფი მზრუნველობა საოცრად მომეწონა.
- რა გინდა ბექო? - მანქანის ძრავის ჩართვისთანავე ჰკითხა გოგონამ.
- შენი დაბრუნება.
- თავად არ დამშორდი? რაგინდა?
- მაპატიე... - ნაზად გადახედა გოგონას
- რა გგონია როცა მოგინდება დამშორდებო და მერე შემირიგებ?
- არა... მაგრამ შეეცადე გამიგო რთული პერიოდი იყო.
- ნაწყენი ვარ! და არ მესმის
- ნანუკა გთხოვ... მაპატიე
- არა! და ნანუკას ნუ მეძახი იცი როგო მეგოიმება ეგ სახელი.
- ნანუ... შემირიგდი!
- თან ესე პირდაპირ მაგას როგორ მთხოვ? მაქსიმუმ გამოსაცდელი ვადა მოგცე.
- რა? - ბექომ ძლიერად დაამუხრუჭა მანქანა ბედი მათი რომ ღვედი ეკეთათ ასე მეგონა შუშაში გაფრინდებოდნენ. - შენ მე ვიღაც ს*რი ხომ არ გგონივარ? რაგამოსაცდელ ვადებზე მელაპარაკები.
- რაგინდა ბექო? თავი დამანებე!
- დაფიქრდი ვის ელაპარაკები!
- კაიი... დავფირდები. ახლა ლექციაზე მაგვიანდება. - გოგონა მანქანიდან გადავიდა და კარი ძლიერად მიიჯახუნა.
მომწონდა მისი ემოციური სტაბილურობა. ლექციაზე დაგვიანებით თამამად შევიდა. მხოლოდ გამარჯობა თქვა, ბოდიშის მოხდა არ დავიწყებია არც ზრდილობასთან ჰქონია პრობლემები უბრალოდ თვლიდა, რომ მას დაგვიანების უფლება ჰქონდა. აუდიტორიაში მისმა გამოჩენამ ხმაური გამოიწვია. მერხებთან დაწყვილებულმა სტუდენტებმა თვალი გააყოლეს. ყველა მადგანს მიესალმა და თამად გადაულაპარაკა. მომხიბლავი პრფესორიც გაჩუმდა და მშვიდად ელოდა როდის მოიძიებდა მანდილოსანი თავის ადგილს.
- შეიძლება გავაგრძელო ? - ჰკითა ახალგაზრდა პროფესორმა როდესაც გოგონა სააბოლოოდ დაეშვა სკამზე.
- რათქმაუნდა - ამაყი ღიმილით უპასუხა ნანუმ. მიყვარდა მისი ღიმილი გამუდმებით ისეთი იყო თითქოს არასოდეს ყოფილა დამწუხრებული. არ უნერვიულია, და არც კი უტირია. ძლიერი ქალი იყო. თუმცა ჯერ ვერ გამერჩია მგლის ტყავში გადაცმული ცხვარი თუ პირიქით.



№1 სტუმარი სიუ

ძაან მომწონს ძაან კარგად წერ და კარგი ამბავია ძაან ველოდები გაგრძელებას

 


№2  offline წევრი Hilalli

სიუ
ძაან მომწონს ძაან კარგად წერ და კარგი ამბავია ძაან ველოდები გაგრძელებას

მადლობა ❤️

 


№3  offline წევრი Nobodyelse

ეს თავი მაშინ წავიკითხე როცა დადე, შეცდომების მიუხედავად მაინც მაინტერესებს ამ ისტორიის გაგრძელება, თუნდაც იმიტომ რომ ყველა საშინელი და ზედმეტად ეგოისტი პერსონაჟია. სულ ამბობ, რომ აღარ დააგვიანებ, თუმცა ამაოდ... confused

 


№4  offline წევრი Hilalli

Nobodyelse
ეს თავი მაშინ წავიკითხე როცა დადე, შეცდომების მიუხედავად მაინც მაინტერესებს ამ ისტორიის გაგრძელება, თუნდაც იმიტომ რომ ყველა საშინელი და ზედმეტად ეგოისტი პერსონაჟია. სულ ამბობ, რომ აღარ დააგვიანებ, თუმცა ამაოდ... confused

ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ ❤️ ავტვირთე და დაემატება მალე. იმედია მოგეწონება

 


№5 სტუმარი Delilah

I'm amazed, I must say. Seldom do I come across a blog that's both equally efucative and interesting, andd let me tell you, yoou have hit the
nail on the head. Thee issue is something not enough men and women are speaking intelligently
about. I'm very happy that I found this in my hunt for something concerning
this.

Also visit my web-site Https://Telegra.Ph/

 


№6 სტუმარი Maricela

It's nearly impossible to find well-informed people about this subject, butt you seem like you know what you're talking about!
Thanks

Take a look at my blog post: http://www.spearboard.com/member.php?u=806187

 


№7 სტუმარი სტუმარი Jenny

Nice blog here! Also your site loads up fast!

What host are you using? Can I get your affiliate link to your host?
I wish mmy website loaded upp as fast as yours lol

my blog post :: Www.Adtgamer.Com.Br

 


№8 სტუმარი Tandy

Wow, amazing blog layout! How lengthy have you been running a blog for?
you make running a bpog loopk easy. The full loook of your wweb
site is fantastic, as ell aas thhe content material!


Also visit my homepage; http://www.scoreit.Org/p/davidhfn

 


№9 სტუმარი Melanie

Exccellent article. I absolutely love this website.
Thanks!

Also vjsit my site :: http://Www.Mixfight.nl/forum/member.php?88438-Eldarois

 


№10 სტუმარი Minerva

I think the admin off this web page is in fact working hard in support of his site,
as here every stuff is quality based information.

Alsoo visit my site ... http://Weeklywars.De

 


№11 სტუმარი Suzanna

Hello there! Do you usee Twitter? I'd like to follow you if tnat would be ok.

I'm definitely enjoying your blog and look forward to
new updates.

Also visit my homepage ... http://www.Lycantic.com/forum/viewtopic.php?f=6&t=471026

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent