შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმისამართო წერილი


7-03-2021, 14:25
ავტორი ლურჯი მზე
ნანახია 1 264

ტრადიციულად, 7 მარტია, მე კი ისევ წერილს ვწერ შენთვის, უმისამართო წერილს, მერამდენე წერილია უკვე ხელის თითები აღარ მყოფნის, იმდენი წელი გავიდა...
ადრე უფრო ხშირად ვწერდი წერილებს შენთვის,ახლა კი მხოლოდ ორჯერ, 7 მარტს, როცა ანგელოზებთან გფრინდი და 30 ივლისს შენს დაბადების დღეზე...ჰო უშენოდ დარჩენილ შენს წლებს ვითვლი...
7 მარტი ძალიან მეჯავრება, კალენდარიდან ამოვგლეჯდი ამ დღეს, მაგრამ უკვე ამაზე ფიქრც გვიანია...
რამდენიმე დღის წინ Skype ჩავრთე, იქ ცოტა კონტაკტი მაქვს, და Drong ისევ იქაა, იცი მოგწერე მომენატრეთქო, მაგრამ ის გზავნილიც ისევე დაიკარგა როგორც ჩემი წერილები, ასე მხოლოდ საკუთარ თავს ვიტყუებ და უშენობას ისევ არ და ვერ ვიჯერებ...მიუხედავად იმისა რომ უამრავი წელი გავიდა...
ჯიუტად ვწერ და გიყვები ამბებს,უშენოდ გადატანილ თავგადასავლებს...
მე ისევ ისეთი არანორმალური ვარ, დრომ ვერ შემცვალა,ისევ ისეთი უცნაური და უფრო შეშლილი...
ჩემი მრავალწლიანი სიყვარულის ისტორია დასრულდა, ძაფის გორგალივით დასრულდა და სადღაც გაწყდა კიდეც, ჰო ის სიყვარული ერთგულად რომ ვდარაჯობდი ამდენი წელი... იყო და არა იყოსავეთ მორჩა. წერტილი.
ახლა გამიღიმებდი და მეტყოდი გიჟი ხარო,შენი ლამაზი თვალებიდან კი ვარსკვლავები დაიწყებდა ცვენას...
ისიც უნდა გითხრა ერთი ბიჭი მომეწონა, კი არა და ხეზე მუშაობს და ეს უფრო მომეწონა ალბათ, ხეზე მუშაობა ჩემი სისუსტეა, მერე იცი რა მიხდა? ამ ბიჭმა უარმყო, მიხვდა რომ შეშლილი ვარ,განა მარტივია ჩემნაირი შეშლილის ატანა... ახლა დამცინებდი, და ყველაფერს დავთმობდი შენი სიცილის მოსასმენად...
მოგონებებს ვერ კი არა, არ ვშლი, ბედნერი დღეები, მეტროს კიბეებზე დატნეული ჩემი ყვითელი კედის თასმები, ბამბის ნაყინით ხეტიალობები და მზესუმზირის კნატუნი. ქუჩაში ნაგვის მოგროვება და უზნეო მოზარდებთან კამათები,ლოზუნგით "ქუჩაში ნუ ყრით ნაგავს"... თბილისის პარლამენტთან ცალ ფეხზე დგომა, ვინ უფრო დიდხანს გაძლებდა, მოგებული ყოველთვის მე ვიყავი,განა იმიტომ რომ მართლა შენზე მეტი შემეძლო,არა იცოდი როგორ გაგეხარებინე და ყოველთვის მარცხს მანახებდი. არადა მაშინაც ვიცოდი და ახლა უფრო კარგად ვხვდები რომ ეს სიყვარული იყო... ახლა მჯერა მე უფრო მიყვრხარო რომ მეჯიუტებოდი... ისიც კი დამაჯერე რომ შენზე უფრო შორს ქვებს მე ვისროდი, არა და მაშინაც ცრუობდი, ჩემი სიფრიფანა ხელებით 2 მეტრს იქეთ ვერ ვისროდი, შენ კი... და მეღიმება, ყოველთვის პირველი მე ვიყავი...იმიტომ რომ ამას შენ ირჩევდი, ჰოო, რადგან შენ თავი დაგემარცხებინა ჩემთან და ჩემი სიხარულით ხტუნვა გენახა რომ დაგამარცხე...
ჩემნაირ შეშლის განა ყველა უგებს, შენ ჩემი ნაწილი იყავი,დღემდე ცოცხლობ ჩემში და ჩემთვის...
იცი შენ სხვა განზომილებაში წასვლის შემდეგ შენს მეგობარ პუშკინას დავუმეგობრდი, კარგი ბიჭია, შენს მონატრებას მასთან საუბრით ვშველი ხოლმე,ცოლი მოიყვანა და შვილს შაკო დაარქვა, შეიძლება იცი უკვე და მე მაინც გიყვები... ცრემლები მისით მოდიოდნენ თვალებიდან როცა მითხრა. შენ არსად წასულხარ,აქ ხარ და ისევ ყველას გულში ხარ... შენს ძმასაც ვკითხულობდი,ბოლოს დამეკარგა, ასე ჩვევია,მერე ისევ გამოჩნდება ხოლმე...
მალიამოსაც ენატრები,მარიმ ძალინ ბევრი გადაიტანა, ბევრი ტკივილიანი და ცარიელი დღეები, იციასაც როგორ ჭირდება შენი ზრუნვა და სიყვარული? თუმცა შენ არ ხარ, მალოც სულ მარტო დავტოვეთ...
იცი დრონგ ჩემს ყველა სურვილს ვისრულებ,ძველებურად ჯიუტი თხა ვარ,ის სურვილების ავისრულე ერთად რომ ვხატავდით, უბრალოდ შენს გარეშე ძალიან გამიჭირდა,ტკივილიანი სიხარულები დავარქვი.
ხშირად სანაპიროზე მივდივარ და ზღვას ვუყვები ამბებს შენზე და შენთან ვგზავნი უსასრულოდ მესიჯებს...
შენ აქ ხარ ჩემთან და არცერთი დღე არ გასულა,რომ არ გინატრო... მივეჩვიე შენს გარეშე სუნთქვას,მაგრამ ხანდახან სპაზმური შემოტევა მაინც მერევა....
მენატრები დრონგ!
იცი რა მამშვიდებს?
სხვა სივრცესა და განზომილებაში ვიცი რომ ისევ შევხვდებით და ბევრს ჩაგეხუტები!
იქნებ მე პეპელა ვიყო და შენ კიდევ ყვავილი ,ან პირიქით, ისე როგორც მაშინ, წლების წინ მაღლივში ვბჭობდით ამაზე, თუმცა მაშინ მე პეპელა ვიყავი შენ ყვავლი,მაგრამ მატყუებდი მაშინაც, პეპელა შენ აღმოჩნდი ხანმოკლე სიცოცხლით მე კი ყვავილი ვარ და დღემდე ვერ გახმა ჩემი ფესვები...
სხვა ცხოვრებაში კიდევ რომ შეგხვდები პეპელა მე ვიქნები, უფლებას აღარ მოგცემ ისევ გაფრინდე...
ახლა კი მოვრჩები წერას და ისევ მოგწერ...ძალიან რომ მომენატრები და სუნთქვა გამიჭირდება შენთან მოვალ და წერილებს დაგიწერ...
შეხვედრამდე დრონგ!
7 მარტია... დაწყევლილი 7 მარტი, ვიღაც არამზადას ხელებმა შენი სიცოცხლე დაასრულა..



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

ლურჯო...... გული მეტკინა((((
რამდენი სევდა გაქვს,მაგ სიფერადის უკან,რამდენი სიბნელე და სიცარიელე....
ვწუხვარ რომ არ შემიძლია,ტკივილი შეგიმსუბუქო.
♡♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent