შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი. თავი 2.


9-03-2021, 14:38
ავტორი zia-maria
ნანახია 1 632

  მსუბუქად და ჰაეროვნად მიაბიჯებს თითქოს მიწას არც ეხება,  თეთრ კარს მძიმედ აღებს და სადარბაზოს მბჟუტავ შუქზე მკრთალად ხედავს მის წინ მდგარ მაღალ გოგონას თმები მხრებზე დაეყარა და ჯიუტად უცქერდა თვალებში თითქოს საყვედურებდა ,,ლოდინით დავიღალე და თავად გიპოვე''. დააბნია მოულოდნელობამ, დააბნია უცნაურმა და განსხვავებულმა სურნელმა და მოუნდა გოგონას თმას შეხებოდა, მაგრამ გოგონა გულშეღონებული წაიქცა მის ფეხებთან და გაოცებულმა ზემოდან დახედა უგონოდ მყოფს, შემდეგ აზრი მოიკრიბა და გოგონა ხელში აიყვანა სახეში სული შეუბერა, გულზე მიიკრა და შეიგრძნო მისი არითმული გულისცემა. არც დაფიქრებულა სად დაეწვინა, უკან ხევით შებრუნდა და თავის საძინებელში თავისივე საწოლში ჩააწვინა, საწოლს გვერდით სავარძელი გამოსწია და უხმოდ ჯდება სავარძელში, სახეს კი ხელისგულებით იფარავს. ოფლით სველმა და შეშინებულმა გაიღვიძა, როცა დარწმუნდა თავისივე საწოლში მარტო ეძინა ჩაეცინა. ადგა, სააბაზანოში შევიდა ცივი წყლის ქვეშ დადგა და თავის თავში სიზმრის გაანალიზება დაიწყო, ვერ მიხვდა რა ხდებოდა მის თავს, მოულოდნელად გონება გაეხსნა ტანზე პირსახოცშემოხვეულმა ტელეფონი აიღო და საათს არც კი დახედა ნაცნობ ნომერზე დარეკა, რამდენიმე ზარის შემდეგ ნამძინარევი და მოგუდული ხმა გაიგონა.
-რა ხდება.
-არაფერი.
-კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ.
-სასწრაფო არ გჭირდება.
-არა საყვარელო ჯამრთელი ვარ.
-მაშინ საათი გაფიფუჭდა? გარეთ მაინც გაიხედე და ქალაქის სიჩუმით მიხვდები რა დროა ყველა ნორმალურ ადამიანს ძინავს შენს გარდა.
-მომისმინე, შორენა გოგონა რომელიც მე მოვიყვანე როგორ არის.
-ღმერთო, ამ დროს მაღვიძებს და რა კითხვას მისვამს. მეღადავები?
-არა, რატომ უნდა გეღადავო ამ დროს.
-გეფიცები ჩემი ხელით გაგგუდავ გიორგი.
-მითხარი გოგონა როგორ არის. ბრაზი გიორგისაც მოერია ხმაში შორენას ბურდღუნზე.
-კარგად არის, დღეს გაეწერა და თავის ფეხით წავიდა დედასთან ერთად და კიდევ, სხეულის ყველა ორგანო თან გავატანეთ. დაიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა თუ კიდევ გაინტერესებს რამე, გითხრა რა ეცვა წასვლის წინ?
-გაგიტაცებ ერთ დღეს და შენს ორგანოებს ამოგაცლი ამით ძალიან  დიდ ფულს გავაკეთებ, მხოლოდ მითხარი ჯამრთელი ხომ ხარ.
-რომ რამე დამემართოს დავიბარებ რომ გიორგიმ გამიტაცა, მასთან მომიკითხეთ.
-ძალიან აუტანელი ბავშვი ხარ ზოგჯერ, ძალიან აუტანელი იცი რას ნიშნავს? 
-მე ზოგჯერ მაინც ვამჟღავნებ ჩემს სიბრაზეს და აუტანლობას, შენ ყოველ დღე აუტანელი ხარ და კარგია ერთად რომ არ ვცხოვრობთ.
-შორე...........................
-მეძინება და შენი არც დანხავა მინდა არც შენი ხმის გაგონება, ვთიშავ ტელეფონს.
-ტვინს გაგითიშავ, მომის.............................
-წუხანდელი მორიგეობის შემდეგ დღევანდელი დღე გადავაბი და ტვინი ისედაც გათიშული მაქვს, ასე რომ შემეშვიიიი. ერთიანად მიაყარა შორენამ ჩქარა-ჩქარა და ტელეფონი გაუთიშა. უსმენდა შორენას და როცა ხმა აღარ მოესმა გაოცებული დასცქეროდა გათიშულ ტელეფონს საიდანაც დიშვილები უყურებდნენ ბედნიერი ღიმილით.
-თქვენ ხართ ვინც მამშვიდებს და თქვენ ხართ მხოლოდ რომ ვერ გიბრაზდებით, ბიძიას ანგელოზები თქვენ არ იცით როგორ უყვარხართ ძიას და როგორ მოენატრეთ. თქვა და ტელეფონი მაგიდაზე დადო, შემდეგ კედელზე დაკიდებულ უზარმაზარ საათს შეხედა და გაეცინა, რადგან შორენას გაბრაზების მიზეზს მიხვდა შუაღამე გადასულიყო რადგან 4 სთ-ს ითვლდა საათის ისრები, მაინც ჩაიცინა და  ჩაიბურდღუნა.
-ბუზღუნა ხარ. სიგარეტი აიღო და აივანზე გავიდა, საგრძნობლად ღრმა ნაპასი დაარტყა და დაგროვებული კვამლი ჰაერში ბურთებად გაუშვა, მეორედ უნდა დაერტყა იგივე ნაპასი ტელეფონის ხმა რომ გაიგონა, ჯერ ჩაეცინა გაიფიქრა გავაღვიძე და ძილის გატეხვის შემდეგ ახლა მესენჯერით დამირეკაო და ღიმილით აიღო ტელეფონი, მაგრამ გაოცებული და შეშინებული დასცქეროდა როცა ნაცნობი სურათი დაინახა, ამ დროს ყოველთვის ეშინოდა და ზარსაც შიშით პასუხობდა, მაგრამ შიშს არ იმჩნევდა.
-გისმენ კაპლარო ჩოჩია.
-გიორგუნა როგორ გამახარე რომ გამოანათე, რატომ არ გძინავს რატომ ხარ ფხიზლად ქალაქს დარაჯობ თუ რამე აწუხებს ჩემს გიორგუნას.
-ალბად გულმა მიგრძნო და შენი ზარის ლოდინში ვიყავი ბესარიონ.
-ხმა არ მომწონს შენი, გიო ყველაფერი კარგად არის?
-კარგად არის, მაგრამ რატომღაც შენგან ზარი ყოველთვის მაშინებს და რატომ ეს თავახაც ხომ იცი.
-ყველაფერი კარგად არის, დღეს სიმშვიდე გვაქვს და დარჩენილი ორი თვეც მალე გავა.
-ღმერის ნებით ეს ორი თვეც კარგად გავა და დაბრუნდები.
-ასე ძალიან მოგენატრე?
-ადამიანი ადამიანისთვის მზე არისო და ჩემი მზე რომ ავღანეთში ანათებს მე აქ როგორ ვიქნები მშვიდად.
-ვიცი, ვიცი  ახლაც იმიტომ გღვიძავს ჩემი დარდით ჩამომხმარი ხარ, ცეკვერეეე.
-მაგ სიტყვას კიდევ იტყვი და მაქედან დაბრუნებულს მე მოგიღებ ბოლოს. თქვა გიორგიმ და რაღაც გრუხუნი გაისმა.
-ეს რა ხმა არის ბესო. შიში ჩაუდგა თვალებში გიორგის და ბესოც გაოცებული იყო, შემდეგ კი თქვა.
-მგონი................................
-განგაშია, ჩოჩია თავდასხმაა იარაღი აიღეთ და თავი დაიცავით. გაიგონა გიორგიმ და შეხედა როგორ გაეყო სახე ბესოს და სახეზე სულ გათეთრდა.
-გიორგი ილოცე ჩვენზე, შეხვედრამდე მეგობარო.
-ბესო ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ  ისევ შევხვდებით ...................... ვეღარ დაასრულა წინადადება, ტელეფონი გაითიშა და ვერ დამშვიდდა, ვერც შეძლო დაძინება როცა იცოდა იცოდა  ჩოჩია ცხელ წერტილში იყო და არავინ იცოდა რა მდგომარეობაში იყო. გიორგი ყველა მეომარზე ფიქრობდა, რომლებიც სამშობლოდან შორს იბრძოდა ცხელ წერტილში სადაც სულ დაუსრულებელი ომია. ავღანეთის მიწას უამრავი ქართველი ვაჟკაცების სისხლი ჰქონდა შემხმარი და ცრემლი მოერია. სახლში ვეღარ გაჩერდა იხრჩობოდა, ჰაერი არ ჰყოფნიდა ჩაიცვა და  შუაღამის 4 სთ-ზე ტაძარში წავიდა მეგობრის სახელზე და ყველა ქართველის სახელზე ვინც ავღანეთის ომში იბრძოდა სანთლები დაანთო. ვერ დამშვიდდა, ვერ მოისვენა ჯიბეში ტელეფონს ეძებდა, მაგრამ სიჩქარეში დარჩენოდა სახლში და აჩქარებული ნაბიჯებით გაუყვა გზას, სახლში მისულმა პირველად ტელეფონი ნახა და ფიქრობდა დარეკა თუ არ დაერეკა, ფიქრებში და ლოდინში ჩაეძინა, ეგონა მთელი დღე ეძინა, მაგრამ სულ რამდენიმე წუთი ჩათვლიმა და როცა თვალი გაახილა ჩოჩიადან დუმილი იყო და არც არანაირი  მინიშნება არც ინფორმაცია. რამოდენიმე დღე მეგობრისგან ვერაფერი გაიგო ვერც საქმეს უდებდა გულს და ერთ დილით ყავას მიირთმევდა როცა ტელეფონზე მესენჯერმა დარეკა, აკანკალებული ხელით უპასუხა და როგორც იქნა გაიღიმა როცა ჩოჩიას მომღიმარი სახე დაინახა.
-შენ, შენ არც კი იცი როგორ გამახარე შენი ზარით და მაგ შენი ღიმილით.
-შენდამი სიყვარულის დასამტკიცებლად, რომ დავბრუნდები გეფიცები შენს თავს აუცილებლად მექნება ჯიბეში ფოჩიანი კამფეტი საყვარელო.
-ვაიმე, გოგო რომ ვიყო ვიფიქრებდი დიდი ხნის უნახავ საქმროს ველაპარაკებითქო. 
-ხომ არ გადაიკეთებდი თავს, ისე გოგოობა მოგიხდებოდა.
-გადაშენდი. ორივე იცინოდა, მაგრამ გიორგი დასერიოზულდა და ბესოს უთხრა.
-ბესარიონ იცი როგორ მანერვიულე?
-კარგად ვართ, დაიღუპა რამოდენიმე, მაგრამ ჩემი ბატალიონიდან არავინ დამკლებია.
-სამწუხაროა რომ დაიღუპნენ ბიჭები, მაგრამ ძალიან გამიხარდა შენი დანახვა.
-გიო იმ დილით რომ დაგირეკე და არ გეძინა, რამე მოხდა? პრობლემები ხომ არ გაქვს, ან ხომ ხარ კარგად.
-არაფერი სერიოზული, უცნაურმა სიზმარმა გამაღვიძა.
-სიზმარმა? რა დაგესიზმრა, მოსაკლავად მოგდევდა ვინმე თუ გაბედე და კლუბში ჩემს გარეშე წახვედი ამიტომ იტანჯები ან  გოგოები დაგესიზმრა სტრიპტიზის ცეკვის დროს?
-იხალისე, იხალისე შენ თუ რამე ჩაგცდა ხომ აღარ გაჩერდები.
-არა, არა გამახსენდა შენ უეჭველი ის გოგონა ნახე სიზმარში რომ გადაარჩინე სიკვდილს,. ხომ გამოვიცანი, კითხვის დასმაც აღარაა საჭირო.
-კაკულია მოიკოჭლებს ამ ბოლო დროს და შენ მას ჯობიხარ, ათიანში გაარტყი.
-მოიცადე ხუმრობა გადავდოთ და არ გიცდია მოგეძებნა?
-უნდა ვიპოვო? არ ვიცი, მე ხომ ის სულ ერთხელ ვნახე.
-მე ვფიქრობ რომ უნდა იპოვო.
-ვნახოთ, ეს დროის საკითხია.
-მე წავედი გიო და მაგრად იყავი.
-აღარ დაიკარგო და აღარ მანერვიულო. გულწრფელი იყო გიორგის სიტყვები და მეგობარს გაეღიმა მის გულწრფელობაზე. ბესიკი ჩოჩია კაპრალ სპეციალისტი, ქართველი მეომარი მას არა ერთი მედალი აქვს აღებული და მათ შორის ღირსების მედალიც. ყველა ჯარისკაცის ცხოვრება რისკია ავღანეთის მიწაზე. საუბარი დაასრულეს თუ არა გიორგი კმაყოფილი ღიმილით სივრცეში ერთ წერტილს უცქერდა, კაპრალი ჩოჩია კი სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა უფროსის კაბინეტისკენ.
-უფროსო...................
-მოდი, მოდი ჩოჩია.
-მითხრეს რომ მეძახდით. უფროსმა მეგობრულად ჩამოართვა ხელი ჩოჩიას და გაუღიმა, მაგრამ ჩოჩია მიხვდა ამ ღიმილის მიღმა უზარმაზარი სევდა იყო.
-დავალება გვაქვს ჩოჩია.
-გისმენთ უფროსო.
-ავღანეთში მებრძოლ ქართველ მეომრებს თავი სასიკვდილოდ გვაქვს განწირული, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავთ  არცერთი ჩვენთაგანი. ბესო თავდახრილი უსმენდა უფროსს და ხვდებოდა, რომ დავალება რომელსაც მას აძლევდა უფროსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო.
-ამჯერად მარტო არ გაგიშვებთ, მეც თქვენს გვერდით ვიქნები.
-თქვენ აქ ბაზაზე უფრო მნიშვნელოვანი ხართ უფროსო.
-ჩემთვის თვითეული თქვენთაგანის სიცოცხლე უფრო ღირებული და მნიშვნელოვანია ჩოჩია.
-გისმენთ, დავალების შესახებ ვისაუბროთ.
-ყველა მეომარი, ყველა ქვედანაყოფი ექვსი თვის განმავლობაში ინტესიურ მომზადებას გადის და ერთ-ერთ ასეთ მომზადებულ ჯგუფს შენ პირადად ხელმძღვანელობ. ყოჩაღი ბიჭები გყავს ჩოჩია და განგაშის დღეს შენი ჯგუფიდან არ დაგკლებია მებრძოლები, ვცდები?
-არა უფროსო, ჩვენ ყველა უვნებელი დავბრუნდით ბანაკში.
-მეორე ბატალიონი განახევრდა, ჩოჩია რამდენიმე მებრძოლი უნდა დაიმატო შენს ჯგუფში და მათთან ერთად წახვალთ დავალებაზე, დავალება კი რთულია შვილო.
-ჩვენ შევძლებთ დავალებას თავი გავართვათ უფროსო.
-ჩვენი რამდენიმე მეომარი ტყვედ არის აყვანილი, დავალება მათი განთავისუფლება და ტყვეობიდან დახსნა არის. ტყვეები სადაც ყავთ ჩაკეტილი ის ადგილი გარშემო დანაღმულია, დანაღმულ ველთან კი ახლოს ავღანელების ბანაკია. ეს რთული დავალებაა, მაგრამ ჩვენ ქართველები რისკიანი ხალხი ვართ და უნდა წავიდეთ რისკზე ჩვენი ბიჭების გადასარჩენად.
-მე ოცეული მყავს უფროსო, რამდენს ვიმატებ მეორე ჯგუფიდან.
-მეორე ოცეული განახევრდა, ამიტომ იმ დარჩენილ ათ მეომარს შენ განდობ.
-გამოდის 30 მეომარი ვართ, საშიშიც არის ამდენის ერთად წასვლა, მაგრამ მათ თუ ბატალიონი ყავთ ჩვენ ცოტა ვართ და უხმაუროდაც გაგვიჭირდება დავალების შესრულება, მაგრამ ვიყოთ უფლის იმედზე და ჩვენს გონიერებაზე.
-ჩოჩია ჩვენ განგაშის დღეს 32 მეომარი დავკარგეთ, ბევრი დაიჭრა და ბევრი ტყვედ აიყვანეს ჩვენ ვალდებულები ვართ გავანთავისუფლოთ ჩვენი ბიჭები და ისინი სიკვდილს გადავარჩინოთ.
-როდის გავდივართ.
-დილით შევიკრიბებით და გასვლის  საათიც ცნობილი იქნება, ვერ დავიცდით ვინ იცის მათ როგორ უჭირთ.
-გასაგებია უფროსო.ჩოჩიამ ჩესტი აუღო უფროს და კარებში გასვლისას მისმა ხმამ შეაჩერა.
-შენით ვამაყობ ჩოჩია.
-მადლბა უფროსო ნდობისთვის.
-იმ ღამით ვერ შეძლო დაძინება ბესომ ის ყველაზე და ყველაფერზე ფიქრობდა, დილით კი უძილობისგან  ჩაწითლებული თვალებით უფროსის წინ იჯდა და ისმენდა მის გეგმას თუ როგორ უნდა მისულიყვნენ უხმოდ დანიშნულების ადგილამდე. ყველა ნერვიულობდა, მაგრამ ბესო ყველაზე მეტად განიცდიდა, ბიჭებს მაინც ამხნევებდა და გამთენიისას თავის მეომრებთან ერთად წავიდა დავალების შესასრულებლად. რამდენიმე კილომეტრი ტყე-ტყე მანქანით იარეს, შემდეგ ფეხით გააგრძელეს გზა, გზა და გზა კონტაქტობდა უფროსთან და როცა დანაღმულ ველს მიუახლოვდნენ ის ყველაზე წინ დადგა და ხოხვით მიიწევდა წინ დანაღმულ ველზე რადგან ბომბის განაღვმა მას შეეძლო თუ ბესო გზას გააგრძელებდა ესე იგი ისევ მიიწევდნენ წინ და ასე უხმაუროდ მივიდნენ ბანაკამდე.
-უფროსო, უფროსო გესმით ჩემი ხმა?
-მესმის, ჩოჩია როგორ ხართ.
-აქამდე კარგად მოვედით და კილომეტრში ვართ ბანაკთან.
-ჩოჩია შენი და შენი გონიერების იმედი მაქვს, გაუფრთხილდი თითოეულ მეომარს აქედან კი დამხმარე რაზმს ვაგზავნი ისინი უკვე გზაში არიან.
-გასაგებია.ბესო ორ მეომართან ერთად მივიდა იმ ადგილამდე სადაც ტყვეები ყავდათ, მოახერხა და  ტყვეებთანაც შეაღწია, რამდენიმე მეომარმა იცნო მათი მეომრები და ჯერ გაოცებულები უცქერდნენ, შემდეგ კი თვალებით საუბრობდნენ. ერთ-ერთმა გააფრთხილა რომ ძალიან სიფრთხილე იყო საჭირო, მაგრამ ბესომ თვალი ჩაუკრა ბიჭებს და რამოდენიმე ავღანელი უხმოდ მიაძინა, მათი იარაღი კი ტყვე მეომრებს დაურიგა რომლებსაც ბრძოლა შეეძლოთ.50-მდე მეომარი შეგროვდა ჯამში და ყველაფერი უხმოდ დარულდებოდა რომ არა უცაბედი შემთხვევა, ბესომ ყველა წინ გაუშვა და თავად ყველაზე ბოლოს გადიოდა უკვე ბანაკიდან, როცა  მოულოდნელად მის წინ ავღამნელი მეომარი დაინახა, მან იარაღი დაუმიზნა ბესოს მაგრამ დაასწრო სროლა რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ყველა წინ გაუშვა და ის ვერ შეძლებდა მარტო უამრავ მებრძოლებთან შეტაკებას, ამიტომ არც დაფიქრდა ისე ესროლა მის წინ მდგომს და თავად წყალში გადახტა. სიბნელეში მტერმა ვერ შეამჩნია მსხვერპლი საით წავიდა და ტყეში გაიფანტნენ, ბესომ კი წყალ-წყალ გაუყვა ტყის ნაპირს.
-წყალი შეამოწმეთ, არ უნდა გაუშვათ უნდა დავიჭიროთ. იარაღის სროლის ხმაზე წინ წასული მეომრები შეჩერდნენ და  შეამჩნიეს რომ კაპრალი მათთან ერთად არ იყო, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა.
-მე უკან დავბრუნდები, თქვენ გაიყვანეთ დაჭრილები და დასუსტებულები, რაც შეიძლება ჩქარა უნდა იაროთ რომ ტრანსპორტამდე მიხვიდეთ, მე კაპრალს ვიპოვი და მასთან ვიქნები, ან ერთად დავბრუნდებით ან ერთად ჩავბარდებით.
-არ არის საჭირო უკან დაბრუნება, მე აქ ვარ და უნდა ვიჩქაროთ აქედან გასვლა. მოესმათ კაპრალის ხმა და ყველას გაუხარდა მისი გამოჩენა, ჩოჩიამ უვნებელი მიიყვანა ბანაკში ყველა მეომარი და  ამ დავალების შესრულებისთვის სიცოცხლისთვის თავდადებული მებრძოლის მედალი გადაეცა ჩოჩიას და ორი თვეც დასრულდა ჩოჩია დაბრუნდა, პირველი ზარიც პირადი ნომრიდან გიორგისთან განახორციელა.
-გისმენთ.
-როგორ ხარ ჩემო ცეკვერეეე.
-ბესო შენ უკვე აქ ხარ, უკვე დაბრუნდი?
-ჩამოვედი, უკვე ჩვენს მიწაზე ვდგევარ და საღამოს გნახავ.
-უნამუსო, რატომ საღამოს და არა ახლავეს.
-ახლა ჩამოვედით და უნდა გამოვცხადდეთ, საღამომდე გიო.
-კარგი მე ყველას დაურეკავ და ჩვენს ადგილზე მოდი. გიორგიმ ტელეფონი გათიშა და ყველა მეგობარს აცნობა რომ დღეს საღამოს უნდა შეიკრიბონ და ყველა მიზეზი მიუღებელია და რომ იფიქრა დღევანდელი დღე დასრულდა სიუპრიზებთან ერთად კიდევ ერთი არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდა წინ, ეს სიუორიზი კი მირანდა იყო.
-გიორგი როგორ მიხარია შენი ნახვა, როგორ ხარ. დედაშენმა მითხრა რომ ნომერი გამოცვალე, მე კი არ დავიჯერე.
-რატომ, დაუჯერებელი რატომ არის ჩემი ნომრის შეცვლა.
-იმიტომ რომ მე არ მაქვს შენი ნომერი.
-საჭირო რომ ყოფილიყო გეცოდინებოდა მირანდა.
-კარგი, კარგი როგორც ყოველთვის დღესაც უხეშობ.
-მირანდა კარგად მეჩქარება უნდა წავიდე.
-სად მიდიხარ, მნიშვნელოვანი შეხვედრაა დღეს და შენი იქ ყოფნა აუცილებელია, უნდა წამომყვე.
-მე არ მეხება მამაჩემის ბიზნესი და ამიტომ ჩემი იქ ყოფნის აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან მე მის საქმეში არ ვერევი.
-მაგრამ მაინც საჭიროა იქ იყო, გთხოვ გიორგი და ერთ საათში ვიკრიბებით სასტუმროში. გიორგი წავიდა, მისთვის არ იყო საინტერესო რასაც მამა საქმიანობდა, მას ჰქონდა თავისი საქმე და ბედნიერი იყო მისი წარმატებებით, მაგრამ გადაწყვიტა იმ დღეს მამას გვერდით ყოფილიყო.ბიზნესი რომელსაც ბატონი ემზარი ფლობდა ეს იყო რემონტი და მშენებლობა. გიორგი დაგვიანებული მივიდა კომპანიის საზეიმო შეკრებაზე, მას უკვე აღარ ელოდა ემზარი და სიბრაზისაგან მეგობრებს თავს არიდებდა, მაგრამ კარი გაიღო და გიორგი დარბაზში შევიდა.
-მოვიდა, დედა გიორგი მოვიდა.
-მადლობა უფალო, როგორც იქნა ინება მოსვლა და ხალხში გამოჩენა დიდებულმა პრინცმა.
-დედა გთხოვ თავი შეიკავე და არაფერი არ უთხრა.
-ბატონო ემზარი თქვენი ბიზნესი ალბად თქვენს შემდეგ თქვენს შვილს გადაეცემა.
-არანაირი საერთო არ მაქვს მამაჩემის ბიზნესთან და არც ვაპირებ მის  ბიზნეს სათავეში ჩაუდგე, მე ჩემი საქმე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ. განაცხადა გიორგიმ და მამას თვალებში შეხედა.
-იდიოტი. ჩაილაპარაკა მარინამ და გიორგის გაბრაზებულა შეხედა, შემდეგ გიორგის გვერდით მდგარ მამაკაცს შეხედა და ყველას შეუმჩნევლად თავი დაუქნია, ეს მათი ნიშანი იყო და მამაკაცმაც ყველას მოუწოდა.
-ბატონებო და ქალბატონებო დღეს როგორც ვიცით კომპანიის 30 წელს ავღნიშნავთ, მაგრამ ჩვენ სიურპრიზი გვაქვს თქვენთვის, დღეს მართლაც რომ ძალიან დიდი დღეა, რადგან ასევე უნდა ავღნიშნოთ ჩვენი ბავშვების გიორგის და მირანდას ნიშნობა. გიორგიმ გაოცებულმა შეხედა ჯერ ემზარის, შემდეგ მარინას და ბოლოს მირანდას ესროლა გაბრაზებული მზერა და იქვე მყოფ საზოგადოებას მოავლო თვალი, მამაკაცი კი არ ჩუმდებოდა და გიორგის მიუბრუნდა.
-ღელავ ჩემო მეგობარო, მაგრამ არ უნდა იღელვო რადგან თქვენ ხომ სიყვარულით შეუღლდებით.
-გამარკვიეთ რა ხდება, ვინ გითხრათ რომ მე თანახმა ვარ ამ ქორწინებაზე. მკაცრად თქვა გიორგიმ და მირანდას მიუახლოვდა.
-გიორგი გთხო.......................
-ამიტომ მთხოვე დღეს აქ მოვსულიყავი, დღეს გინდოდა  შენი დაგეგმილი ვითომ ნიშნობა ყოფილიყო, მამაჩემი კი არა შენი თავი გაღელვებდა. მაპატიე მამა, მაგრამ იმ საუბრის შემდეგ რაც ჩვენ ვისაუბრეთ არ მეგონა ეს თუ მოხდებოდა და აქ მოტყუებით მომიყვანდით. თქვა და გაბრაზებულმა დატოვა დარბაზი. სიჩუმეში მხოლოდ მირანდას ცრემლნარევი ხმა გაისმა.
-გიორგი...............................
-წადი უკან გაყევი მაგ იდიოტს. ხელი კრა შვილს მარინამ და თითქმის ძალით გააგდო დარბაზიდან.
-გიორგი გთხოვ მომისმინე.
-რა მოგისმინო, რა უნდა მითხრა რაც ჯერ არ გითქვია. მირანდა რამდენჯერ გითხარი რომ არ მიყვარხარ და ვერ შეგიყვარებ, ვერ შეგხედავ და ვერ შეგეხები ისე როგორც ქალს. გაიგე შენ ჩემთვის პატარა გოგო ხარ ჯერ კიდევ თავზე ორი კიკინით და ბაფთით.
-მე მიყვარხარ და ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა, გიორგი  ჩვენ ძლიერები ვიქნებით.
-გინდა გვერდით გყავდეს მამაკაცი რომელიც ყოველ დღე სხვასთან გიღალატებს, სხვასთან იპოვის იმას რასაც შენგან ვერ მიიღებს, შენში ვერ შეხედავს, ვერ აღიქვამს  და შენ ამას ასე უსიტყვოდ და ასე ჩუმდ შეეგუები?
-ყველაფერზე თანახმა ვარ, მხოლოდ შენს გვერდით ვიყო.
-დაუჯერებელია, უკვე შენი დანახვაც აღარ მინდა.
-გიორგი დღეს, მხოლოდ დღეს იყავი ჩემს გვერდით.
-არა, მირანდა არასოდეს არ მოხდება ის რაც შენ გინდა მიიღო ჩემგან, მე არ შემიძლია შენს გამო გავიღო ეს დიდი მსხვეპლი და ჩემი თავი შენ შემოგწირო. გიორგი წავიდა და მირანდა მას მისტიროდა.
-გიორგი, გიორგი არ წახვიდე და არ შემარცხვინო გთხოვ.
-წავიდა. გვერდით დედა ამოუდგა მირანდას და მის დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ შვილზე მეტად თავად იყო აღშფოთებული გიორგის უარით და გაბრაზებულმა თქვა.
-მწარედ გადაიხდი დღევანდელ ჩემს შერცხვენას და დაცინვას.
-დედა, წავიდეთ აქდან არ შემიძლია დარბაზში დავბრუნდე.
-წავიდეთ. მანქანის მოყვანა უბრძანა დაცვას და მირანდასთან ერთად დატოვა რესტორნის ეზო, სახლში მისულმა კარებიდანვე მოისროლა ჩანთა და მირანდას გაბრაზებულმა შეხედა.
-შენი ბრალია, შენ ხარ დამნაშავე.
-მე რა დავაშავე. უთხრა ტირილით მირანდამ და გული ამოუჯდა ტირილისგან.
-დააშავე, წლებია მეგობრობთ მის გვერდით ხარ და ვერ შეძელი მისთვის თავი შეგეყვარებინა.
-ვერ შევძელი, მე შემიყვარდა მაგრამ მას არა გულს ვერ უბრძანებ დედა ვინ შეიყვაროს და ვინ გადაიყვაროს.
-რაც გვაქვს, რაც გაგვაჩნია, რასაც ხედავ იმ კომპანიიდან გვაქვს და მათ გარეშე ჩვენი ცხოვრება ნულის ტოლფასია, ამიტომ უნდა მოვახერხოთ და დაქოწინდე გიორგიზე.
-ვერ შევძლებ, გაიგე რომ ეს შეუძლებელია.
-მე შევძლებ, ის ვალდებული იქნება ეს გააკეთოს. დღე ჩვეულებრივად გააგრძელა გიორგიმ და იმდენად დიდი იყო სიბრაზე, თითქოს მისთვის თვით სამყაროც უხილავი გახდა. ნეტა რას გრძნობენ ის ადამიანები როცა მათ უგულოდ უვლიან და ასწორებენ მიწასთან. მივიდა დანიშნულ ადგილზე სადაც მეგობრებს უნდა შეხვედროდა. შეხედა მათ და მხოლოდ მაშინ გახსნა წარბები და გულში თქვა.
-აი ესაა ჩემი სამყარო, სამყაროში საიდანაც დღემდე ვერ ამოვსულვარ და მაბედნიერებს ამ სახეების ყურება და ეს არის ადგილი სადაც .ჩემი გიჟური ხასიათის გამოვლენა შემიძლია და არ მინდა ჩემში არაფერი დავტოვო, მინდა ყველაფერი გავცე და მხოლოდ ამ ხალხისთვის.
-გიორგი შორიდან რატომ გვიყურებ, ახლოს მოდი. უთხრა ბაკომ და ორივე ერთმანეთს გადაეხვია.
-რა მოხდა ყველა რატომ შეგვკრიბე, გიორგი რას ავღნიშნავთ.
-ცოტაც მოითმინეთ და მალე გავიგებთ ჩვენი დღევანდელი თავშეყრის მიზეზს.
-უხასიათოდ რატომ ხარ, აქ ხარ მაგრამ თითქოს გინდა აქედან გაიქცე.
-მართალი ხარ ბაკო მინდა აქედან წავიდე, ძალიან შორს მინდა წავიდე ყველას და ყველაფერს რომ მოვწყდე ისე შორს.
-გიორგი ძალიან გაბრაზებული ხარ, ისევ მირანდას ეხება?
-ისევ მირანდა და დღეს მართლა ძალიან გამაბრაზა, ნიშნობა მომიწყო დედა-შვილმა ისე რომ არაფერი ვიცოდი, ყელში ამოვიდა უკვე ბაკო მათი ქცევები.
-მართლაც რომ მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი.........................
-ჩოჩია, შეხედეთ ჩოჩია მოდის როდის დაბრუნდა. ექვსი თვის უნახავ ჩოჩიას მეგობრები სიხარულის ყიჟინით შეხვდნენ.
-დღეს საქმე მაქვს, დილით ადრე ვარ ასადგომი და ასეთები არ იქნება, რადგან ყველა ვსვამთ.
-მე მთაში მივდივარ, ასე რომ ვერ გამოგყვებით. თქვა გიორგიმ და ხელები მაღლა ასწია.
-გიორგი დღეს არ მომწონხარ, შენში რაღაც ცვლილებაა, მაგრამ არა სასიამოვნო.
-სწორედ რომ არასააიამოვნოა მირანდას ქცევა, არცერთი ნორმალური თავმოყვარე მამაკაცი არ მოითმენს მის ქცევებს. თქვა გიორგი გიორგაძემ და ბესოს მოკლედ აუხსნეს საქმის შინაარსი.
-გიორგის ძალიან დიდი გული აქვს, მას არ შეუძლია აწყენინოს ვინმეს და მით უფრო ქალს, გიო უბრალოდ გაატარე რა და გულთან ნუ მიიტან წყენას.
-მეც ასე ვფიქრობ, მობეზრდება უყურადღებობა და დანებდება ისიც. თქვა ბაკომ და გიორგის თვალი ჩაუკრა გამხნევების მხრივ.
-დედამისი არ დანებდება, ვიცი რაღაცას გამიჩალიჩებს.  მეგობრები სხვა და სხვა თემაზე საუბრობდნენ, იმავე რესტორანში მათგან შეუმჩნევლად ისხდა სამი გოგონა და სამივეს სილამაზე დარბაზს ამშვენებდა.

      რა ანადგურებს ადამიანებს, ალბათ ყველაზე მეტად უყურადღებობა და თუ გიფიქრიათ თქვენ რომელიმეს, რა არის იმ ადამიანის სიცოცხლე რომელსაც მეგობარი არ ყავს. თქვენ რატომ მიყურებთ დაჭყეტილი თვალებით, რა გგონიათ მთვრალი ვარ? არა, მაგრამ სათქმელი მინდა ბოლომდე ვთქვა და ხო რას ვამბობდი? დიახ, თქვენ ჩემი მეგობრები არ ხართ, ჩემი დები ხართ და თქვენ  ჩემში მთელ სამყაროს წარმოადგენთ, სამყარო სადაც ჩვენ შევქმენით ჩვენი პატარა კუთხე და ოფიციანტ.
-დიახ, გისმენთ.
-კიდევ ერთი ბოთლი წითელი ღვინო მოგვიტანე. ახალგაზრდა მამაკაცს ჩაეცინა და  ღვინო მიართვა ლამაზ მანდილოსანს და წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ გოგონამ არ გაუშვა და გაოცებული უყურებდა.
-კიდევ რამე გნებავთ მოგტანოთ?
-არა, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ერთი კითხვაზე მიპასუხებ?
-გისმენთ.
-უმეგობროდ ადამიანი რამდენი წელი იცოცხლებს?
-ვფიქრობ არც თუ ისე დიდი დრო ექნება სიცოცხლისთვის.
-რატომ ფიქრობ ასე?
-ეს მეორე კითხვა არის.
-მერე? რა რომ მიპასუხო გინდა ფული გადაგიხადო?
-არა, რას ბრძანებთ.
-მაშინ მიპასუხე კითხვაზე.
-იმიტომ რომ მეგობრები გვილამაზებს ცხოვრებას და უმეგობროდ........................
-უმეგობროდ ცხოვრება კი სამყაროს გარეშე ცხოვრებას ნიშნავს და დედამიწაზე შენი ადგილის გარეშე ყოფნას ნიშნავს. დღეს ჩემი დღეა და მე მხოლოდ ეს ორი მეგობარი მყავს გვერდით, ალბად გაგიკვირდა ხომ?
-რატომ უნდა გამიკვირდეს.
-რატომ? იმიტომ რომ რესტორანი არ დავჯავშვნე წინასწარ ერთი თვით ადრე და არ გადაიჭედა უამრავი ნაცნობ-უცნობებით, მაგრამ ხომ  ჩვენ სამნი ვართ, მხოლოდ სამნი.
-ამ შემთხვევაში ვიფიქრებდი, სულის ნაწილები უფრო ხართ ერთმანეთის ვიდრე მეგობრები.
-აიიიი, მიხვდაააააა. მიმტანს გაეცინა და რამდენიმე წუთში პატარა ლამაზი ტორტიც მიართვა იუბილარს.
-ეს, ეს რატომ ან ვისგან?
-ეს ჩვენი რესტორანისგან საჩუქრად იუბილარს. იუბილარი გოგონას მიუბრუნდა და თითქოს გაბრაზებულმა უთხრა.
-შენ ყველაფერზე რომ წუწუნებ, აი საჩუქარი დღეს თუ არ ავირტყი.
-მაინც ჩემს აზრზე ვარ, სახლში ვყოფილიყავით მშვიდად ოჯახურ წრეში.
-ლილია ჭიქა დაცალე ნუ იცი სასმელის აცილება.
-დავცალე, დავცალეეე და ვერ გავიგე ერთი სადღეგრძელო ორჯერ რატომ უნდა შევსვა.
-თვალს არ გაშორებ, დღეს მაგ სკამზე დაგტოვებ ეგებ ვინმემ წაგიყვანოს.
-შეხედეთ, ოთხი მამაკაცი რომ ზის იმათ ხედავთ? ერთი მათგანი ანანოს არ აშორებს თვალს. თქვა ქეთიმ და ლილიას თვალი ჩაუკრა.
-ვინ იცის იქნებ ბედიც არის. თქვა ლილიამ და გოგონები გულიანად იცინოდნენ.
-ჩემს დაცინვას უკეთესია ჭიქები დაცალეთ.
-კარგია თქვენთან, მაგრამ ხვალ მე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.
-ნუ იგონებ და ნუ ცდილობ თავი გადაირჩინო მარიამ დეიდამ გვითხრა კარგად გაერთეთო.
-მომისმინეთ, ხვალ ოფიციალურად პირველად უნდა წავრსდგე კომპანიაში ყველას წინაშე და მაპატიეთ რომ თქვენი დატოვება მიწევს, მაგრამ უნდა წავიდე.
-წადი, წადი შვილო და ბამბის საღამურები ჩაიცვი ღამით  ძვლები რომ გაითბო აბა გამთბობი შენ არ გყავს. იცინოდა ანანო და ქეთი, ლილიამ კი ორივეს ვითომ გაბრაზებით შეხედა და უთხრა.
-რა ცუდები ხართ, ამიტომ არცერთს არ გაკოცებთ. და წავედი.
-დაგირეკავთ და......................
-ქეთი ეს არ დატოვო აქ ვიცი ვიღაცას აიკიდებს.
-მშვიდად იყავი, მივხედავ. ქეთის ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და წავიდა, მაგრამ გაოცებული უცქერდა ცას რომელიც შავი ღრუბლით იყო გაშავებული და სადაც იყო წვიმას დაიწყებდა. შეცდა, რომ ტაქსი არ გამოიძახა ტელეფონი ამოიღო და ნახა ბატარეია დამჯდარიყო, თითქოს ღამე ხელს უშლიდა ადგილიდან დაძვრაში. სიჩუმის გარდა მის გვერდით არავინ იყო, ქუჩა ბნელია ცა კიდევ უფრო ბნელი და პირქუში. სიჩუმე წვიმის წვეთებმა დაარღვია და უნდოდა გაქცეულიყო წვიმისგან, მაგრამ განა წვიმას ვინმე გაექცევა? ტაქსიც არ ჩანდა, რამდენიმე წუთში საშინელი ქარი ამოვარდა და ქარმა წვიმაც მოიტანა კაბაც დაუსველდა და სხეულზე მიეკრა, მიდიოდა და მანქანების სიგნალი აცილებდა თავს კი უხერხულად გრძნობდა, მიდიოდა და წვიმის მსხვილი წვეთები მის სახეზე თუ სხეულზე ეშმაკურად დახტოდნენ და მხიარულობდნენ. გზის მეორე მხარეს უნდა გადასულიყო და იფიქრა მანქანას გადავასწრებო, მაგრამ ფარების მკვეთრმა შუქმა შეაჩერა და თავადაც გაოცებული უცქერდა უკვე მიახლოებულ მანქანას თვალები მაგრად დახუჭა, მაგრამ თავადაც მძღოლი გაოცებული უყურებდა. თვალებს ვერ უჯერებდა და იგრძნო როგორ აუჩქარდა გული, როგორ დაიწყო სისხლმა ჩხრიალი ძარღვებში და თავისთვის ჩაიდუდუნა.
-ეს, ეს ხომ ის გოგონა არის, ნუთუ ვცდები? მოულოდნელობისგან და გაოცებისაგან ისე გაითიშა, გოგონა გზიდან გადავიდა და გზა ფეხით გააგრძელა.
-რა სილამაზეა, შეუცნობელია ქალის სილამაზე და თან სველი ქალი.






სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent