რაე (თავი 4)
*** -ეს უკვე არამხოლოდ პრეზიდენტის, არამედ მთლიანად სახელმწიფოს დისკრედიტაციაა.-წარბებისშეჭმუხნით, ოდნავ ხმამაღლა გააჟღერა იუსტიციის მინისტრმა, რომელსაც შუბლთან შევერცხლილ თმაში, ოდნავი ცვარი უბზინავდა. გრძელი მაგიდის თითქმის ყველა სავარძელი შევსებული იყო. მაგიდის თავში, პრეზიდენტი იჯდა. მისგან მარჯვნივ კი, მაგიდის პირველ სავარძელში, პრემიერ მინისტრი. მარხცხენა პირველ სავარძელში, შინაგან საქმეთა მინისტრი. სხვა ადგილებში კი, ქვეყნის დანარჩენი მინისტრები გადანაწილებულიყვნენ. ყველანი იჭვნარევად შეშტერებოდა ერთმანეთს. -საპატრიარქო რა პოზიციაზეა? -გაისმა მიხეილის ფალცეტური, ყელისმიერი ხმა. -რის საშუალებასაც რელიგია და ქრისტიანული მოძღვრება იძლევა. -სარდონიკულად ჩაიცინა პრემიერმა უჩუმრად. -ალბათ, თავიანთ რადიოსა და ტელევიზიაში გააკეთებენ განცხადებას. -პრემიერის უხერხული კომენტარი, ოდნავ ხმამაღალი ტემბრით გადაფარა საზოგადოებასთან ურთიერთობის მინისტრმა. -ალბათ? -გაოცებული უკმაყოფილებით გადმოხედა პრემიერმა. მერე კი, ისევ სარდონიკულად ჩაიცინა, თუმცა ამჯერად ამ ჩაცინებას ცოტაოდენი ბოღმაც დაეტყო. რამოდენიმე წამის წინ, მისი ნათქვამი რომ ხმამაღალი ტემბრით გადაფარეს. -საზოგადოებასთან ურთიერთობის მინისტრს, დავიჯერო ამაზე მნიშვნელოვანი საქმე გქონდათ ახლა? -„განტევების ვაცს“ თუ ეძებთ, არასწორი მიმართულება აგირჩევიათ, ბატონო თეიმურაზ. -სარკასტული გესლიანობით უპასუხა საზოგადოებასთან ურთიერთობის მინისტრმა და მაგიდის ზედაპირზე დადებულ თეთრ ქაღალს ნერვულად გაუხახუნა კალმის პირი. -მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ როდიდან მძლავრობდა ემანსიპაცია, ვფიქრობ კვლავ არსებობს სფეროები, სადაც ქალი ვერ მოირთხამს ფეხს. მაგალითად, ესაა ქალი პოლიტიკაში და მით უფრო, მინისტრის პოზიციაზე. -ეს რა პროფანაციული ტირადაა?! -აღშფოთდა ქალბატონი სალომე. -ღმერთმანი, ქალბატონმა სალომემ სიტყვა პროფანაციის მნიშვნელობა არ იცის?! -ეს რა მასხარაობაა? კარგით რა, ხალხო. ქვეყანა ლამისაა თავზე დაგვამხონ და თქვენ რას არჩევთ? -გაოცებული მრისხანებით წამოიძახა მიხეილმა. სალომემ, ვარცხნილობა ნერვულად შეისწორა და უხერხულად ჩაახველა. თეიმურაზი კი, ასკეტურად გასწორდა სავარძელში. უხერხული სიჩუმე სულ სამ წამს გაგრძელდა. -ბოლოსდაბოლოს, ვიტყვით, რომ ეს არის სატანისტური სექტის ნამოქმედარი. -უჩვეულო სიმშვიდით განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.-ხალხს სჯერა ასეთების. -არამგონია, ხალხი მხოლოდ ამ განცხადებას დასჯერდეს.-თქვა პრემიერმა.-მეტი კონკრეტიკაა საჭირო. -ჰოდა, დავიჭიროთ ვინმე. რა ბრობლემაა?!-უდარდელად ჩაილაპარაკა შსს მინისტრმა.-აღიარებით ჩვენებასაც ვათქმევინებთ და ტელევიზიებში გავაშუქებთ. -ჩემზე აგორებულ სკანდალსაც მათ თუ მივაწერთ, ორი კურდღლის დაჭერა გამოვა.-კმაყოფილი ჩანდა პრეზიდენტი. -ესე იგი, ყველაფერი დალაგდა.-ღიპზე ხელი მოისვა იუსტიციის მინისტრმა.-ახლა წავიდეთ, ვჭამოთ. ერთი მეორის მიყოლებით გავიდნენ მთავარი დარბაზის კარიდან და სანადიმოდ გაეშურნენ. რამოდენიმე წუთის შემდეგ, საპატრიარქოს განცხადებამ, სადაც სამღვდელოება მოუწოდებდა ქრისტიან მოსახლეობას, რომ ნებისმიერი აგრესიული და ინდიფერენტული განცხადება-ქმედებებისგან თავი შეეკავებინათ და ლოცვები გაეძლიერებინათ, ცალსახად ხელი შეუწყო სახელმწიფოს გეგმას და საქმეც თითქოს უფრო გამარტივდა. მიუხედავად საპატრიარქოს განცხადებისა, საზოგადოებაში შფოთვა შეიმჩნეოდა. მით უფრო, რომ დღევანდელ რეალობაში, ძენ-ბუდისტურ მიდრეკილებებთან ერთად, იგნოსტიკოსები აგნოსტიკოსებს აჭარბებს და ათეისტები თეისტებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მათ შორის სხვაობა და უპირატესობა ეპიკურ წერტილს მიაღწევს და ეს აშკარა გახდება, რეალობა პირს იცვლის და რელიგია ისევ აიღებს საწყის ლიდერულ სადავეებს ხელში. *** პრეზიდენტის სახლს, საკმაოდ მოზრდილი უკანა ეზო ჰქონდა. ხელოვნური, მწვანე ბალახით აბიბინებულ მდელოზე, ვერტიკალურად ჩამწკრივებული ატმის ხეები, ადამიანის ანატომიის ნიმუშს მოგაგონებდათ. სახლის მეორე სართულის აივნიდან, ზმორებითა და მთქნარებით გამოვიდა მარიამი და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი. შემოდგომის მიწურულის შეუფერებლად, საკმაოდ თბილოდა და მზემ თვალები დასწვა. სახლის მარჯვენა კუთხიდან, ძაღლის შინაურული ღავღავი შემოესმა და აივნის მოაჯირებს, ხელის გულებით დაეყრდნო. -ბადი.-გასძახა თბილად. უზარმაზარი, გერმანული ლეონბერგერმა, ისეთი მოუსვენარი ხტუნვა და ღავღავი ატეხა, რომ საცაა მოაჯირს მისწვდებოდა. მარიამს თვალები აენთო და სიცილით შებრუნდა ოთახში. ცოტა ხანში, გრძელ საღამურებში გამოწრობილი, პლედშემოხვეული გოგონა სახლის უკანა ეზოში გამოვიდა და ბადისკენ გაექანა. ეს უკანასკნელი კი ისე მოიკნუტა და დაპატარავდა, გეგონებოდათ ეს სიდიდე, სადღაც მარიამის პატარა მკლავებში იკარგებოდა. მიწაზე გაწვა და ენა გადმოაგდო. მარიამი დიაფრაგმაზე უსვამდა ხელებს. -ჩემო ფუმფულა ბიჭო.-ამჯერად,თათებს უკოცნიდა მარიამი.-ჩემო ღუნღულა. ბადი სრულ ნეტარებას მისცემოდა. ენაგადმოგდებული, მხიარულად ქოშეინებდა და უმისამართოდ იყურებოდა. რაღაც მომენტში წამოდგა. იმოდენა იყო, რომ მარიამს თითქმის მკერდამდე მისწვდა. სახე ენით დაუნამა და ცხვირი ლოყაზე აუსვა. -ერთობით? -მშვიდი ღიმილით გამოემართა მათკენ ნინო, თან სახე მზეს მიაფიცხა. -ჰო.-სიცილით გამოხედა მარიამმა და კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა ბადის ცხვირზე. ნინო კარგად მიუახლოვდა მათ. ქალიშვილს შუბლზე აკოცა, ბადის კი თავზე გადაუსვა ხელი. დედა-შვილი, აუზთან ახლოს მდგარ თეთრ, მრგვალ მაგიდასთან ჩამოსხდა. ნინოს ცოტათი მღელვარება შეემჩნეოდა, მტაცებლური მზრუნველობით ჩაშტერებოდა სახეში მარიამს და ისტერიულად უსვამდა შუბლზე ხელს. მერე კი, ერთიანად მოეშვა. ხელები მოისრისა და მაგიდაზე დადგმულ, ცხელი ყავით სავსე თეთრ ფინჯანს დაავლო ხელი. მსუყედ მოსვა და ქალიშვილს მიუბრუნდა. -მამაშენი შენზე ნერვიულობს. ამბობს, რომ უმჯობესი იქნება თუ სახლიდან გასვლას მოერიდები. მარიამმა წარბები შეჭმუხნა და უნდობლად დააშტერდა დედას. -ვითომ, რატომ? -რას ნიშნავს, რატომ? ვერ ხედავ, რა ხდება?-ხმა გაუმკაცრდა ნინოს. -სხვათაშორის, მამაშენის შიშს მეც ვიზიარებ და საერთოდაც, მგონია რომ უმჯობესი იქნება ისევ პარიზში თუ დაბრუნდები.-მზერა აარიდა ქალმა. მარიამს სახე მოეღრიცა და გაკვირვებულად ჩაეცინა. -პრეზიდენტის ბოჰემურ ცხოვრებას თუ საზოგადოება ადეკვატურად იღებს და უარყოფს, ამასთან მე ვარ შუაში, დედა? -ღმერთო ჩემო, მარიამ! არ მჯერა, რომ ამას ვისმენ. გუშინდელ ამბავთან, მამაშენის ცხოვრება რა შუაშია?! ისეთი რამ მოხდა, მგონი ყველას გადაავიწყდა ეგ ამბავი. -ვერ ვხვდები, მე რა შუაში ვარ, ვიღაც ბაპტისტების, თუ... ვიღაც საზიზღარი, უნიჭო ფრაერების მიერ მოწყობილ ვანდალიზმში?! -ისე გაცხარდა მარიამი, რომ სახეზე წამოწითლდა. -მარიამ, შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ?! მსგავსი გულუბრყვილობა შენგან, ცოტათი დაუჯერებელია. -სკამზე წამოიწია ნინო და განრისხებით მიაშტერდა მარიამს. მერე მოეშვა და ისევ მიეყრდნო საზურგეს. -თუ სადმე გასვლას გადაწყვეტ, დაცვა გამოგყვება. -პარიასავით ნუ მექცევი! ნინომ თავი გადააქნია. მერე ფეხი ფეხზე გადაიდო და ღრმად ჩაჯდა სავარძელში, რათა უკან გადაგდებული თავით უფრო კარგად მიჰფიცხებოდა მზეს. -ქალბატონო მარიამ, ნინო...-ჩქარი ნაბიჯით გამოემართა მათკენ უნიფორმიანი. -ბატონი თორნიკე გაღაბიანი მოვიდა. ნინომ ცალი თვალით გაჰხედა მარიამს, რომელმაც გაიგონა რა თორნიკეს სახელი, სწრაფად წამოხტა და თვალის დახამხამებაში მოსწყდა ადგილს. ნინოს გაეცინა და უნიფორმიანს მიუბრუნდა. -მოვიდეს, ელიზა. საუზმეს აქ მივირთმევთ. მარიამი მოემზადება და ისიც შემოგვიერთდება.-სავარძელში გასწორდა ქალბატონი ნინო. *** ნასაუზმევს, მარიამი და თორნიკე შუადღის მზეს ეფიცხებოდნენ აუზთან. მართლაც, უჩვეულოდ თბილი დღე იყო. მარიამს სხეულზე მჭიდროდ მოჭერილი თეთრი, უმკლავო მაისური ეცვა. ფეხებს, შუა ბარძაყებამდე, სხეულზე კარგად მომდგარი მუქი, მოშავო იისფერი ქვედაბოლო უმშვენებდა. თავისზე ერთი ზომით დიდი, ხასხასა სტაფილოსფერი პიჯაკი, რომლის სიგრძე ზუსტად ქვედაბოლოს სიგრძისა იყო, მზის შუქზე კიდევ უფრო კაშკაშებდა. ტერფები კი, შვიდი სანტიმეტრი სიგრძის, სამკუთხაცხვირიან, ფოსფორისფერ ფეხსაცმელში ჩაემალა. ზუსტად ამავე ფერის ხელჩანთა, ფეხებზე დაედო და მოუთმენლად აკაკუნებდა გრძელ თითებს მასზე. -იქნებ, აჯობებს დაბრუნდე პარიზში?! -ძლივს დაარღვია სიჩუმე თორნიკემ. -შენც მაგას იმეორებ. -მშვიდად თქვა მარიამმა, ისე რომ თორნიკესკენ არც გაუხედავს. -კი. იმიტომ რომ, ახლა ასე დგას საკითხი. მარიამი წამოდგა. მის გრძელ ფეხებს თორნიკემ თვალი ვერ აარიდა და მოურიდებლად გააყოლა. -ჰეი, საით?-უცბად, მოვიდა გონს და წამოდგა. -აბა, მაიძულე სახლში დარჩენა. -უკან არ მოუხედავს მარიამს და ხმაურიანი ნაბიჯებით, გზა განაგრძო. თორნიკე უკან აედევნა და როცა მარიამი თავის მანქანას მოუახლოვდა, მათკენ წამოსულ ნინოს, თორნიკემ ანიშნა რომ გაყვებოდა. მარიამი მძღოლის სავარძელში მოთავსდა და მალევე მიუჯდა გვერდით თორნიკეც. გოგონას თავი ისე ეჭირა, თითქოს მანქანაში მარტო იყო და ბიჭს ზედაც არ უყურებდა. მზის სათვალე მოირგო და მანქანა დაძრა. გაიხლიჩა რა ორად სახლის ეზოში შესასვლელი უზარმაზარი კარი, მალევე მიიმალა მანქანა და მაგისტრალზე სხვათა რიგებს შეუერთდა. რამოდენიმე წუთი მდუმარედ მგზავრობდნენ, შემდეგ კი, ისევ თორნიკემ დაარღვია სიჩუმე. -სად მივდივართ? -არ ვიცი. -უპასუხა მარიამმა და მარცხნივ გადაუხვია. -აქეთ გზა არ არის, მარიამ. გაჩერდი, დამსვი. -საჭეს ხელი დაადო თორნიკემ. მარიამმა დაამუხრუჭა და თორნიკეს გაჰხედა წარბებშეჭმუხვნით. მერე კი, ენით ტუჩები გაისველა და მანქანიდან გადავიდა. ადგილები გაცვალეს და თორნიკემ ცენტრალური ქუჩისკენ აიღო გეზი. ხიდს გადასცდნენ თუ არა, გზაჯვარედინზე, მარჯვნივ ჩაუხვია თორნიკემ და სავაჭრო ცენტრისკენ დაიძრა. გზაზე, სანამ სავაჭრო ცენტრამდე მიხვალ, კიდევ ერთი გზაჯვარედინია, რომლის ერთ მხარეს ვიწრო ჩიხში მარიამმა დრედებიანს მოჰკრა თვალი და სწრაფად გასწორდა სავარძელი, სათვალე მოიხსნა და დააკვირდა. თუმცა, დრედებიანი ვისწრო გასასვლელმა ჩაყლაპა. ამასობაში, ახალგაზრდები სავაჭრო ცენტრს მიუახლოვდნენ და შლაგბაუმთან შეჩერდნენ. სანამ ძელი აიწეოდა, მარიამი სწრაფად ჩამოვიდა მანქანიდან და ვიწრო გასასვლელისკენ დაიძრა სირბილით. მაღალი ქუსლებით, ცოტათი უჭირდა, მაგრამ ცდილობდა დრედებიანს დასწეოდა. გასცდა თუ არა, ვიწრო გასასვლელს, ირგვლივ მიმოიხედა და წამიერად ისევ მოჰკრა დრედებიანს თვალი, სანამ შენობის მაღალი გალავანი არ ჩაყლაპავდა ისევ. გოგონა სწრაფად გაქანდა შენობისაკენ და თითქმის სირბილით მივიდა შესასვლელთან. მწვანე, უზარმაზარი კარი აეღობა მის თვალებს, რომელსაც გვერდით პატარა, თავის ზომის კარი ჰქონდა. რამოდენიმე წამი იდგა გოგონა კართან, როცა მაჯაში ვიღაც სწვდა და მისკენ შეატრიალა. -შენ რა, სულ შეიშალე? -დააცხრა თავზე თორნიკე. -სად გამოიქეცი, აქ რა გინდა? -ნაცნობი დავინახე.-დაბნეულობისგან ძლივს წამოიძახა მარიამმა. -კარგი, რა.-ქლესურად უპასუხა თორნიკემ. -შენი ნაცნობი, გიჟია? -რატომ? -აბა, აქ რა გინდა?-თავით შენობისკენ ანიშნა თორნიკემ. -ფსიქიატრიული საავადმყოფოა. მარიამი ოდნავ შეცბა. სახეზე შეწუხებული იერსახე მიეცა და მწვანე კარს უნდობლად მიაჩერდა. თორნიკემ ხელი ჩასჭიდა და მოჰქაჩა. -უკან ვბრუნდებით. არც იოცნებო, რომ ხელს გამიშვებ! -მკაცრად დასძახა თორნიკემ და იქაურობას მოსწყდა. *** აქა-იქ მიმოფანტულ ბებერ ჭადრის ხეებში, ამაყად აშლილიყო დიდებული ალვის ხეები. მზე ზუსტად ჰორიზონტზე იდგა და ჰაერი გაუნძრევლად დასჩერებოდა ერთ ადგილს. სულისშემხუთავი სიმშვიდე იყო. ხეებს შორის, მელოტი ბილიკი, უსწორმასწოროდ მიიწევდა ჭუჭყისფერი, ძველი შენობისაკენ. ხეებთან, აქა-იქ მწვანე, გრძელი სკამები მიმობნეულიყო. თეთრ სამოსში გამოწყობილი ექიმები კი, შეპარვით დასტრიალებდნენ ეზოში მიმოფანტულ უცნაურ ადამიანებს. ბილიკზე მოძრავ გაბეს, თეთრთმიანი, ბეჭებში მოხრილი ქალი მიუახლოვდა. გაბე მოურიდებლად დააცქერდა ქალს, რომელსაც ხელში თეთრ ზეწარში გახვეული თოჯინა ეჭირა და ისე არხევდა, თითქოს მის დაძინებას ცდილობდა. -ჩუმად. -შესძახა თვალების ქაჩვით ქალმა. -ჩუმად იარე, თორემ გაეღვიძება და მთელი ღამე აღარ დამაძინებს. გაბემ საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიდო და თავი დაუკრა ქალს. ამ უკანასკნელმა, ქვევიდან, ეშმაკურად გაუღიმა მამაკაცს და თავი დაუქნია მორცხვად. მერე პირი გაშალა და თამამად გაუცინა - წინა საჩვენებელი კბილი აკლდა. გაბე შენობაში შესასვლელ კიბეს აუყვა და შევიდა. მიმღებში მას უკვე ელოდნენ. შავთმიანი, თითქმის შუახნის, ასვევე თეთრ სამოსში ჩაცმული ქალი გაემართა მისკენ ღიმილით. -გაბრიელ. დიდი ხანია არ მოსულხარ. -ერთმანეთი გადაკოცნეს. -ვერ მოვახერხე, ლეილა. ბევრი საქმე მქონდა. როგორ არის? -ამ თვეში, უკვე ორჯერ საშინელი შეტევა ჰქონდა. გვიწევდა მაღალი დოზა მიგვეცა. ეს ორი დღე, მშვიდად არის. გრძელ დერეფანს დაადგნენ, რომლის ორივე მხარეს ოთახები იყო ჩამწკრივებული. მათი უმეტესი ნაწილი ღია გახლდათ, დერეფანშიც ბლომად ირეოდა ადამიანები. არანაკლებ უცნაურები, ვიდრე ეზოში შეხვდა გაბეს. ლეილამ, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და დერეფნის ბოლოს აღმართული კარის ბოქლომს მოარგო. კარი გაიღო და გაბე მეორე გრძელ დეფერანში მოყვა, რომელის ასევე ორივე მხარეს ოთახები იყო, მაგრამ წინასგან განსხვავებით, ყველა ბოქლომით ჩაეკეტათ და არც ხალხი ირეოდა. ერთ-ერთ კართან შეჩერდნენ. კარს მომცრო საჰაერო სარკმელი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ გარედან იღებოდა. შავთმიანმა, სარკმელს პატარა გასაღები მოარგო და ორ გადატრიალებაზე, ჩამოსწია. რკინის ორი გისოსი ოთხ ნაწილად ჰყოფდა საჰაერო სარკმელს. გაბემ მასში გაიხედა და თეთრ ოთახში, მისკენ ზურგით, გისოსებიან სარკმელთან მდგარი ბიჭუნა დაინახა. თხელი, თეთრი, გრძელი ხალათი ეცვა, კოჭზე გადაჭრილი და ძალიან გამხდარი იყო. თხელი, თეთრი თმა მხრებამდე სწვდებოდა. ფეხები მხრების სიგანეზე ჰქონდა გაშლილი და ირხეოდა. ხან მარჯვენა ფეხს დააწვებოდა, ხანაც მარცხენას. იფიქრებდით, რომ ამ სამყარის არ ეკუთვნოდა. გაბე ხარბად უყურებდა, თვალებს თითქმის არ ახამხამებდა. მისი სარკაზმი, რომელიც ყოველთვის, თილისმასავით ედო სახეზე, სადღაც გამქრალიყო და ამჯერად, უტყვი სიმშვიდე ეწერა. ბიჭუნამ უცებ ერთბაშად შეწყვიტა რხევა და თავი ოდნავ მოატრიალა. მხრები თავს გამოჰყვა და გაბეს თვალებმა დაინახეს: ბიჭის თოვლისფერი კანი, გამოკვეთილი ყბის ძვალი და მოკლე, პატარა, სწორი ცხვირი. მარჯვენა შუა ლოყაზე და ყბის ძვალთან ორი ცალი, შავი, მომცრო, თითქმის შეუმჩნეველი ხალი ჰქონდა. სახე მთლიანად რომ მოატრიალა და მთელი სხეულით მობრუნდა გაბესკენ, უცნაურად მიაშტერდა. თვალები ბუდეში ღრმად ჩამჯდარი ჰქონდა, გარე კუთხეები კი დაბლა დახრილი. სიგამხდრისკან, ყველა ძვალი გამოკვეთილი ჰქონდა. შუაში გაჭრილი ნიკაპი, ატამს მიუგავდა, რაც მის სახეს, ოთხკუთხედს ხდიდა. ვარდისფერი ტუჩები განიერი და არც ისე თხელი ჰქონდა. წინა ჩოლკა, თვალებში ჩამოჰყროდა და ისეთი გამხდარი იყო, თეთრი ჩიტის ბუმბულს მოგაგონებდათ. ურეაქციოდ უყურა გაბეს, მერე კი გაკვირვებით შეკრა წარბები და თვალები აუწითლდა. -მოვედი, რაელ. -ღიმილით უთხრა გაბემ. რაელს თვალები აენთო, ტუჩები განზე გაქაჩა და გაბედულად გაიცინა. მეჩხერი კბილები ჰქონდა, წინა ორი კბილი კი, ნახევარი სანტიმეტრით მაინც დაშორებოდა ერთმანეთს. კუპიდონს ჰგავდა, საცაა აღმართავდა ისარს და სიყვარულით დაგასნეულებდა. თუმცა, ისრის ნაცვლად, თავისი ღიმილიც საკმარისი იყო. უმანკო, უცოდველი, პირველყოფილი ღიმილი ჰქონდა და გაბეს ძალიან მოუნდა მასთან შესვლა. -კარი გამიღე.-ისე თქვა, შავთმიანისკენ არ გაუხედავს. -წამალი ჯერ არ დაულევია, ოთხ საათზე დალევს და მერე უსაფრთხო იქნება. -ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა ლეილას. -გამიღე, ახლაც უსაფრთხოა.-დაჰხედა გაბემ. -გაბე, რაელი, გაბე, რაელი, გაბე, რაელი...-აყვირდა ბიჭი. -აი, ხომ ხედავ? -წააქეზა ქალმა. -გაბე, გაბე, გაბე...რაელ, გაბე.-ახლა უკვე არამამაკაცური, ფალცეტური ხმა ამოუშვა ბიჭმა და სახელების ხმოვნები უსაშველოდ გაწელა. -შემოდი, შემოდი... გაბე, რაელი.-დამაყრუებლად გაჰყვიროდა. -ახლა, რა უნდა ვქნათ? -შიშჩამდგარი ხმით იკითხა გაბემ. რაელი უკვე მუშტებს ირტყამდა სახეში და ისტერიულად, განწირული ხმით ბღაოდა. ლეილამ, სასწრაფოდ აიღო ტელეფონი და ექთნები მოიხმო, მაგრამ რაელი გისოსებს მოუახლოვდა და ისეთი ძალით მიახეთქა შუბლი, რომ წითელმა სისხლმა გაბეს თვალი დაუნამა. -გეყოფა, რაელ. დამშვიდდი.-გისოსს ხელი ჩასჭიდა გაბრიელმა. რაელი ოთახს ურტყამდა წრეებს და უსაშველოდ ბღაოდა. მერე ერთბაშად, კარისკენ გამოემართა გრძელი, მძიმე ნაბიჯებით და შუბლი მიადო გოსოსზე შემოხვეული გაბრიელის ხელს. ნესტოები დაჰბერვოდა და სწრაფად სუნთქავდა. ტუჩის კუთხეებზე, ნერწყვი დაგროვებოდა. მერე, ფრთხილად აჰხედა ჯერ ხელს, მერე კი გაბრიელს და ნელა შეახო თავისი ხელი გაბეს ხელს. თვალები ცრემლებმა დაუნისლა, პატარა ბალღივით მოეჭიდა გაბეს ხელს და გისოსი შეანჯღრია. -შემოდი. შემოდი.-დაიწყო პატარა ბავშვივით ზლუქუნი. -დამშვიდდი. ჩემი ხომ გჯერა? -თავი დაუქნია გაბრიელმა. -ჩშშ... დამშვიდდი. რაეილი რაღაცას ითმენდა, სახეზე სიმწრის წუხილი ედო. იმედიანად ჩაფრენოდა გაბეს ხელს და რაც ძალი და ღონი ჰქონდა, უჭერდა. რამოდენიმე წამში კი, კარი გააღეს და კეფაზე ჩხვლეტა იგრძნო რაეილმა. თვალები მიებნიდა, ხოლო დაეხუჭა თუ არა, ცრემლები ჩამოუგორდა. გაბეს ხელზე შემოხვეული, თოვლივით თეთრი ხელი მოეშვა, მოდუნდა და დაეცა. -ახლა, ალბათ დილამდე იძინებს. -თქვა ისევ შავთმიანმა. გაბე ერთხანს დაყოვნდა, უყურა როგორ ჩააწვინეს ლოგინში რაელი და მხოლოდ ამის შემდეგ გაბრუნდა უკან. -ადრე, როცა უფრო ხშირად მოდიოდი, შედარებით მშვიდად იყო. ახლა, დიდი ხანია არ გინახავს და ბევრ ემოციას ვერ გაუმკლავდა. არ იცის, როგორ გამოხატოს. -გააგრძელა ქალმა. გაბე მშვიდად უსმენდა, მერე კი, დრედებზე გადაისვა ხელი და თვალები მოიფშვნიტა. -ვეცდები, სიარულს მოვუხშირო. -დარდშეპარული ხმით უპასუხა გაბრიელმა. მერე კი, მხარზე დაადო ხელი და თავი დაუკრა დასამშვიდობებლად. მზეს უჩუმრად ეპარებოდა შავი ღრუბელი და ხეების ფოთლებს ნელა არხევდა შემოდგომის ცივი ნიავი. *** ცისფერი, ვარდისფერი და წითელი განათებები, არაჩვეულებრივად კორელირებდა ბოძებზე შემოხვეულ ექსჰიბიციონისტებზე. გენეტალიების „არშიყი“, ნარკოტიკებისა თუ, სასმლისგან გაბრუებულ მაყურებლებს, კიდევ უფრო აღაგზნებდა. გალიებს შორის, თეთრი, ამაღლებული სცენა, რომელზეც ბრჭყვიალა ფანტელები მიმობნეულიყო და კლუბის დომინანტ ფერს შიგადაშიგ აყვირდებდა, სცენის ბოლოში მდგარ VIP ბორდოსფერ სავარძელთან წყდებოდა. სცენის ბოლო, მომრგვალებული იყო და მასზე ქალის ნახევრად შიშველ, ზეთისგან მოპილპიკე სხეულზე, ბენჯამინ ფრანკლინის პოსტერიანი ბანკნოტები ეყარა. ზოგი, ქალის გავას მიჰკვროდა, საცვალში ჩატენილი ბანკნოტიდან კი, ფრანკლინის მხოლოდ თვალები გამოსჭვივოდა. დანარჩენები, იქვე, სცენაზე მიმობნეულიყო. ქალის წინ, ჩასუქებული, არც თუ ისე დაბალი ჩინის მფლობელი მამრი იდგა. სკრუპულოზურად შესჩერებოდა ქალის სხეულს და სახეზე ბრიყვული, ბავშვური აღტაცება დასთამაშებდა. ხელი, შარვლის ჯიბეში ჩაჰყო და ამჯერად, მაკ-ლინკის პოსტერიანი ორი ცალი ბანკნოტი აუცურა ქალს ბარძაყზე. ქალი მუხლებზე იდგა და გრძელ, შავ თმას წრიულად ატრიალებდა კისერზე, ხოლო მარჯვენა ხელს, მუცელზე ისვამდა ვერტიკალური მიმართულებით. ხუთასდოლარიან კუპიურებს მოჰკრა თუ არა თვალი, მაშინვე გადმოიხარა. ახალშობილის პოზაში დადგა, მამაკაცს მიუახლოვდა და ენა აუსვა ყურთან, მერე კი ისევ მუხლებზე დადგა და მუცელი მაქსიმალურად გაიშვირა მამაკაცისაკენ. ეს უკანასკნელიც ხარბად მიუახლოვდა მას და კუპიურები სწრაფად ჩაუცურა საცვალში. ამ სცენას, უილაჯო აპათიით შესჩერებოდა ბართან მჯდომი ევა, თან უხალისოდ სვამდა არაყს. -კაიფში *ექსი მაგრად ასწორებს. -ყურში ჩასჩურჩულა ირიმ, ღონემიხდილი ღიმილით. ევას გაეცინა. ირი გვერდით მიუჯდა და ბარმენს არაყი სთხოვა, თან ურჩი ჟღალი თმა საგულდაგულოდ გადაიგდო ბეჭზე. -ვისთან? -უდარდელად იკითხა ევამ. -ჩვენში, ვინც ყველაზე სიმპათიური, თავბრუდამხვევი და სექსუალურია, იმასთან. -ხმამაღლა გაიცინა ირიმ. -გაბე ჯერ არ გამოჩენილა. -ჩაილაპარაკა ევამ. -ნუ გამო*ირდი ამ გაბეზე!-ხელი აიქნია ირიმ. -კოკაზე გელაპარაკები. ევამ უნდობლად გაჰხედა და არაყი მოსვა. -დიდი ხანია *იმაობთ? -არც ისე. თავიდან, უბრალოდ ს ფრიქციით დავიწყეთ. მერე ფელაციაზე გადავედით და დღეს აღმოვაჩინე, რომ საკუთარი სფინქტერის ხმარებაში ბადალი არ მყავს. ისე მოვუჭირე, საწყალს ეგონა, ვეღარასდროს გამოიღებდა. -ახარხარდა ირი. -კარგი რა, *ესზე გულს ნუ ამიცრუებ. -ენა გადმოაგდო ევამ და ორი თითი იტაკა პირში. გეგონებოდათ, გულს ირევსო. -შენ ალბათ, მხოლოდ მასტურბირებ და თან წარმოიდგენ გაბე როგორ გ*იმავს. არა? -სარდონიკულად აატრიალა თვალები ირიმ. -აჰა, მოვიდა შენი bad boy. -ევას ზურგს უკან გაიჭყიტა ირიმ. ევამ, ჭიქაში დარჩენილი არაყი ბოლომდე ჩაცალა და სკამიდან ჩამოხტა. -ეცადე, არაფერი შეგეტყოს. -შესძახა ირიმ და ისიც ჩამოსრიალდა სკამიდან. გაბე უხასიათოდ ჩანდა. ამაღლებულ, მრგვალ მაგიდასთან იჯდა. იქვე ისხდნენ ლეო და სანი და ვისკის სვამდნენ. -საღამომშვიდობისა. -თქვეს გოგონებმა ერთხმად და მაგიდასთან ჩამოსხდნენ. ბიჭებმაც უპასუხეს სალამზე, მხოლოდ გაბე იჯდა სახეშექცევით და უაზროდ შეშტერებოდა სცენას. -როგორ ხარ? -გვერდით მიუჯდა ევა და ეცადა, მუხლზე შეჰხებოდა. გაბემ იგრძნო რა ოდნავი შეხება, სწრაფად მოატრიალა თავი და წარბები შეჭმუხნა. ევამ მაშინვე აარიდა მზერა და რამოდენიმე სანტიმეტრით გვერდზე ჩაჩოჩდა. გაბემ თვალი მოავლო მათ. -კოკა და დანარჩენები სად არიან? სადაცაა შვიდი შესრულდება და დაბლა ვიკრიბებით. -ხაზგასმით თქვა გაბემ. -კოკა აქ არის. -მაცდური სიცილით გაჰხედა ირიმ, მამაკაცის საპირფარეშოდან გამომავალ კოკას და მის გვერდით, რბილ ზედაპირს ორჯერ დაჰკრა ხელი. -დანარჩენებიც ჩამოვლენ თანდათან. -რბილად აღნიშნა ევამ. -თანდათან არა! -მკაცრად შეჰბღვირა გაბემ. -რომ ვამბობ შვიდზე, ესე იგი ზუსტად შვიდზე უკვე იქ უნდა ერჭო, სადაც ვამბობ. გასაგებია? -ჩემთვის კი. -იგივე ბღვერით უპასუხა ევამ. რამოდენიმე წამი მრისხანედ შეაჩერდნენ თვალებში ერთმანეთს. -ერთი ამას უყურეთ. -წამოიძახა სანიმ და ქურდულად გაიხედა მოპირდაპირედ. ყველამ მის მზერას გააყოლა თვალი. გაბემ მიაბრუნა თუ არა თავი, მარიამი დაინახა. ამ უკანასკნელს იქამდე შეემჩნია დრედებიანი, სანამ დრედებიანი შეამჩნევდა მას. ქვევიდან, უნდობლად შესჩერებოდა გაბეს სამი წამი. მერე კი, თვალის არეალს მოსწყდა და სადღაც გაუჩინარდა. გაბე სწრაფად წამოდგა და სცენისკენ წავიდა. -სად წავიდა? არ უნდა შევკრებილიყავით? -გაკვირვებით მიმოიხედა ირიმ. ევას სუნთქვა აუჩქარდა და სიგარეტს გაუკიდა. სანიმ და ლეომ ერთმანეთს გადახედეს და რაღაც ანიშნეს. კოკამ კი, ბარძაყზე ხელი აუცურა ირის და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ახალგაზრდები დაიფანტნენ, მაგიდასთან მხოლოდ ევა და სანი დარჩა. -ევა, ყველაფერს იმჩნევ. -ნიკაპთან ორი თითით შეეხო სანი. -წადი შენი, სანი! -რისხვით გასწია თავი ევამ და სწრაფად მოშორდა იქაურობას. *** ბარის გვერდით, სამკუთხა კედელთან, ორკაციანი, დაბალი, რბილი სავარძელი იდო. იმ ადგილას, კლუბის შუქი ვერ აღწევდა და ამიტომ ბოლომდე იყო ჩაბნელებული. მარიამის ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა გაეთიშა. ეკრანი წამით გაანათა და ჩააქრო. -გამოპარულს ჰგავხარ. -ხრინწიანი ხმა მიუახლოვდა მარიამს და მარჯვნივ მიუჯდა. -ყველა სტუმარს ამდენ ყურადღებას აქცევ აქ? -გაჰხედა მარიამმა. სახე ძალიან ახლოს დაუხვდა და გაბე მის ტუჩებს შეეხო. მისი სუნთქვა ცხლად ედებოდა მარიამს და ტანში ჟრუანტელს ჰგვრიდა. გოგონამ, ენით ტუჩები გაისველა და თვალები დახუჭა. სუნთქვა გაუხშირდა, გულის ცემა უფრო ხმაურიანი გაუხდა. გაბემ, მარჯვენა ცერა თითი ნიკაპიდან ყელისკენ ჩაუცურა და მაისურის საყელოსთან შეჩერდა. ტუჩები გოგონას ტუჩებს მოაშორა და ნიკაპზე დაუტოვა ცხელი კოცნის კვალი. მარიამს გაეცინა და თვალები გაახილა. -აი, მესმის. -სიცილით თქვა მან. -ეს რაღაც თანამედროვე მიდგომაა, შთაბეჭდილების მოსახდენად? -გინდოდა, მეკოცნა? -ჰკითხა გაბემ. -მე მინდა რომ სასმელზე დამპატიჟო. -ძალადაკარგული ხმით უპასუხა მარიამმა. გაბე წამოდგა, ხელი გაუწოდა გოგონას. მის თხელ თითებს ჩაავლო და ბარისკენ მიიპატიჟა. მაღალ სკამზე დაჯდომაში დაეხმარა და გრძელ ფეხებსაც წამით შეავლო თვალი. დაუყოვნებლივ, სასმელი შეუკვეთა ბარმენს, გვერდით მიუჯდა მარიამს და მის დაჟინებულ მზერას თამამად გაუსწორა თვალი. მოშორებით, ევა უჩუმრად უყურებდა მათ. სახეზე დაუოკებელი მრისხანება ეწერა და ისეთ გესლს აყოლებდა ყოველ ამოსუნთქვას, რომ შეუძლებელი იყო არ შეგემჩნია. ბოლოს, ვეღარ მოითმინა და ბარისკენ წავიდა. -არ გაბედო! -მკლავში სწვდა სანი და სარდაფისკენ წაათრია. მეხუთე თავი დაიდება ორშაბათს. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.