შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(17)


12-03-2021, 13:12
ავტორი sati
ნანახია 1 714

***
დაკრძალვაზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყო მისული, ვიდრე წინა დღეებში. სასაფლაო გადავსებული იყო სამთავრობო მანქანებით. ყველა ბიზნესმენი, პარლამენტარი, პოლიტიკოსი, რამდენიმე მინისტრიც და ახლობლები შეკრებილიყვნენ და მცირე ხნიან დუმილით მიაგებდნენ პატივს ვაჟას. დაჩი, ადა, ეკატეირნე და დავითიც მისულიყვნენ და ერთად იდგნენ. დიმიტრი იმ წუთებში საერთოდ არ უყურებდა არავის, სასახლეს მისჩერებოდა რაღაც გაურკვეველი მზერით. ვერ შეატყობდით ვერანაირ ემოციას. თვითონაც დაბნეული იყო, მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის განმავლობაში ყოველდღე ელოდებოდნენ, რომ ვაჟა ვეღარ გაუძლებდა მკურნალობას, მისი გარდაცვალება მაინც შოკი იყო მთელი ოჯახისთვის. ელისაბედი დარკძალვაზე არ მისულა. სახლში დარჩა და ადას და დაჩის ელოდებოდა. ნელ-ნელა ხალხმა მანქანებში ჩასხდომა დაიწყო. ბოლოს თათა, დიმიტრი, ადა და დაჩი დარჩნენ. ადაც მანქანაში დაჯდა და ოჯახი მარტო დატოვა.
-დიმიტრი, უნდა წავიდეთ-თათამ მკლავზე მოკიდა ხელი და მანქანისკენ უბიძგა.
-წადი შენ. მერე მოვალ-ხელი გააშვებინა და იქვე ჩამოჯდა. თათამ აღარ გაუმეორა მეორედ და წავიდა-შეგილია წახვიდე.
დაჩის უნდოდა, რამე ისეთი ეთქვა რაც დიმიტრის ხასიათზე მოიყვანდა ან გულს მოულბობდა. თუნდაც დაამშვიდებდა ან თავს მარტო არ აგრძნობინებდა. მაგრამ იცოდა,რომ ძმასთან ასეთი რაღაცეები არ ჭრიდა. ცოტახანი იდგა , ელოდებოდა, იქნებ მალე წასულიყო, მაგრამ დიმიტრი გაურყევლად იჯდა. მაშინ დაჩი ადასთან მივიდა და მანქანაში ჩასხდნენ ორივე.
-ელისაბედი გელოდება, არ წამოხვალ?
-არა, უხერხულია. ეხლა არამგონია უნდოდეს ვინმესთან ლაპარაკი.
-დამიჯერე უნდა.
-დაჩი.
-ყოფილი მეუღლე გარდაეცვალა ადა და არა ქმარი, რომელზეც მთელი ცხოვრება გიჟდებოდა. დამიჯერე ეგრე არ განიცდის.
-შენ როგორ ხარ?
-ნორმალურად. მოკლედ წავედით?-დაჩი პირველ დღესთან შედარებით უკეთ გრძნობდა თავს. ან ყოველ შემთხვევაში ცდილობდა ასე წარმოეჩინა თავი, ადას და დედამისს რო არ ენერვიულათ. რეალურად კი მამის სიკვდილზე მეტად სხვა რამეს განიცდიდა. განიცდიდა , რომ შესაძლებლობა არ მიეცა მასთან შერიგების. არა ბოდიშის მოხდის შანსზე, არამედ მასთან დროის გატარებაზე. ადაც ცუდად გრძნობდა თავს, რადგან დაჩი არ ესაუბრებოდა მამაზე. ყველანაირ ემოციას მალავდა და საკუთარ თავში ინახავდა. ამით ძალიან წააგავდა დიმიტრის. თუმცა მხოლოდ ამ საკითხში. დიმიტრისგან განსხვავებით დაჩი ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. სწორედ ამ მიზეზის გამო არ სურდა მას ადას განერვიულება და მამამისზე საუბარი.
-კარგი. როგორც გინდა.
-ადა, რამე მოხდა?-დაჩიმ მანქანა დაქოქა და სახლისკენ აიღო გეზი.
-რაზე?
-ზოგჯერ მგონია ვაჟას სიკვდილს ან ჩემზე მეტად განიცდი, ან რაღაც გაწუხებს.
-ნუ ხუმრობ მაგ თემაზე.
-არ მიხუმრია. რა გჭირს?-ცალი ხელით საჭეზე ედო, მეორეთი კი ადას ხელი ეკავა, დროდადრო თვალებში უყურებდა, ცდილობდა რაიმე მაინც ამოეკითხა. ადას ბევრი რამ აწუხებდა. თუმცა ანალოგიურად, არ სურდა დაჩის განერვიულება წვრილმანებით ესეთ სიტუაციაში.
-არა, ცოტა დაღლილი ვარ. ჯერ აკლიმატიზაციის ბრალია ალბათ.
-ხო მართლა, ლეონი უნდა გამაცნო აუცილებლად.
-ხო გაიცანი უკვე?-ადამ გაკვირვებულმა შეხედა. დაჩის სინამდვილეში ლეონის გაცნობა იმდენად არ აღელვებდა, რამდენადაც მათი მეგობრობა. რამდენი მეგობარი შესთავაზებდა დაქალს ურთიერთობის გაყალბებას ვიღაცის საეჭვიანებლად. კარგი ბევრი. მაგრამ მაინც ეჭვობდა, რომ ლეონს რაიმე გრძობა ჰქონდა ადას მიმართ და გიჟივით ეჭვიანობდა, მიუხედავად იმისა, რომ მაინც ერთად იყვნენ.
-მერე უფრო ახლოს მინდა. შენი მეგობარია.
-აქამდე არც ალექსანდრეს და ნინის გაცნობა არ გნდომებია.
-ალექსას 5 წლიდან ვიცნობ, ნინისაც გავიცნობ. რა პრობლემაა-ადა წამით დაფიქრდა და დაჩის გამომეტყველებას დააკვირდა, მერე თავისთვის ჩაიცინა და ფანჯარაში გაიხედა-რა გაცინებს?
-არაფერი.
-ადა, რა გაცინებს-თან საჭის გაკონტროლებას ცდილობდა და თან ადას გაბრაზებული სახით უყურებდა-მეც გამაცინე.
-ეხა შენ გინდა მითხრა, რომ ლეონის გაცნობდა გინდა,იმიტო რო ჩემი მეგობარია და აარა იმიტო რო ეჭვიანობ?
-ვეჭვიანობ ? კარგი, რო ვეჭვიანობდა რა არ მაქვს საფუძველი?
-არა. არანაირი-ადას ისევ ეცინებოდა-როგორ შეიძლება იფიქრო, რო მე და ლეონს რა..-დაჩიმ გააწყვეტინა.
-მე არ მითქვამს, რომ შენ და ლეონს.
-აბა? მარტო მე?
-ადა, ნუ სულელობ. იცი რაც ვიგულისხმე.
-ლეონს შეყვარებული ჰყავს, ღმერთო ჩემო. დაჩი. ნაღდად არ ვიცოდი თუ ესეთი სულელი იყავი-ადამ გადაიხარხარა, ოდნავ გადაიწია მისკენ და ლოყაზე აკოცა.
-რას აკეთებ, ეხა ავარიაშიც გინდა რომ მოვყვეთ? -დაჩი სახეზე გაწითლდა. არ უნდოდა ადა მიმხვდარიყო რომ ეჭვიანობდა.
-არც ერთ ჩემ მეგობარზე არ გაქვს საეჭვიანო. ყველას წლებია ვიცნობ.
-შენზე არც ვეჭვიანობ.
-აბა ლეონი გიყვარს ? და მაგაზე ეჭვიანობ?-დაჩიმ სიცილი ვეღარ შეიკავა და კისკისი აუტყდა.
-სერიოზულად ავარიაში მოვყვებით, დაჯექი წესიერად და ღვედს ნუ იხსნი.
-მოვედით უკვე-ადამ ნიშნის მოგებით გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. ბავშვივით უხაროდა მასთან ნებისმიერი პატარა კამათის მოგება. რადგან სხვა ყველაფერში ვერასდროს ვერ უგებდა დებატებში-მოიცადე. რო არ გამომიცვლია? დაკრძალვის კაბით უნდა ვნახო დედაშენი?
-და კიდე მე ვარ სულელი-დაჩიმ ამოიოხრა, მკლავზე მოკიდა ხელი და ზემოთ აიყვანა. ელისაბედი სახლს ალაგებდა და თან ტელევიზორი ჰქონდა ჩართული.
-დედა, მოვედით-დაჩიმ კარი გააღო და ადა შიგნით შეიყვანა.
-მოდით ბავშვებო. დაჩი ეს რა არის? დამლაგებელი რატო არ მოგყავს? ან რატომ არ გადადიხარ ამ ბინიდან?-ელისაბედმა პირდაპირ საყვედურებით დაიწყო , როგორც დედებს სჩვევიათ.
-დედა, იმედია ჩემი ოთახი არ დაგილაგებია.
-არა.
-კაია, ბოლოს რო დამილაგე 2 კვირა ვეძებდი ტანსაცმელს. აუ მშია , გვაქ რამე თუ გამოვიძახო?
-რას ქვია გამოიძახო. ისედაც დაავადებული გექნება ეგ საცოდავი თავი ამდენი ფასთ ფუდებით, თუ რასაც ჭამ. ადა მითხარი რა გიყვარს და ყველაფერს გაგიკეთებთ.
-არ შეწუხდეთ, რამე გამოვიძახოთ მართლა.
-არა, რას ქვია გამოვიძახოთ. ვინ მიგაჩვიათ ამ გამოძახებას. ვნახავ რეები აქვს ამ ჩემ ბედოვლათს და ყველაფერს გავაკეთებ-სამზარუელოში გავიდა და მაცივარში ქექვა დაიწყო. დაჩის ამიტომ უყვარდა დედამისი სიგიჟემდე. ვერც ერთ ელიტარულ ოჯახში ვერ ნახავდით დიასახლისს, რომელიც ისე ზრუნავდა შვილის კვებაზე და ჯანმრთელობაზე, როგორც ელისაბედი.ყველანაირი საჭმლის კეთება იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც მდიდარ ოჯახში გაიზარდა. ადა ელისაბედს რომ უყურებდა, ცოტა გული წყდებოდა კიდეც. არ ახსოვდა , რომ ეკატერინეს ოდესმე რაიმე მოემზადებინა მისთვის. არადა ეკატერინე სწორედ ჩვუელებრივი ოჯახიდან მოდიოდა. თან უხაროდა, რომ დაჩის ერთი ადამიანი მაინც ჰყავდა ისეთი, რომელიც მასზე სათანადოდ ზრუნავდა. დაჩის თვალებშიც დაინახავდით, რომ უსაზღვროდ ბედნიერი იყო დედის ქოთქოთით და მზრუნველოდებით. თითქოს ამაყობდა და ამიტომ უნდოდა ადას ამოყვანა მასთან შესახვედრად.
-ეკატერინე მირეკავს მთელი დღეა.
-ჩემი აზრით, ოდესმე მოგიწევს რომ უთხრა.
-მართალს გეუბნება შვილო-ელისაბედიც გამოვიდა სამზარეულოდან-ძალიააან გემრიელ სუპს გიკეთებთ.
-მოიცადე-ადამ დაჩის გახედა გაკვირვებულმა-რას მეუბნება მართალს?
-როდემდე უნდა დამალოთ, რომ ერთად ხართ?
-რა?-დაჩიმაც გაოცებულმა გახედა ჯერ დედამისს მერე ადას-როდის მოასწარი ადა თქმა?
-მე? მე მეგონა შენ უთხარი.
-რათ უნდა ამას თქმა. გაჭრილი ვაშლივით ვიცნობ ჩემ შვილს ადა. ჯერ მარტო მაშინ რომ დამირეკეთ სკაიპით იტალიაში, მივხვდი უკვე რომ მოგწონდათ ერთმანეთი.
-საიდან მიხვდი ერთი?-დაჩის გაეცინა.
-გითხარი უკვე.
-და .. წინააღმდეგი არ ხართ?-ადამ ამოილუღლუღა.
-რისი? ჩემი შვილის ბედნიერების? ო, ადა, დამიჯერე ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ თავი მოგაჩვენო ან პირფერი ადამიანი ვარ, მაგრამ შენზე უკეთესს დაჩისთვის ვერც ვინატრებდი.
-ნეტა დედაჩემიც თქვენსავით ფიქრობდეს-ადას შერცხვა, რომ ელისაბედი ასე კარგად შეხვდა მათ ამბავს და ეკატერინესთან წინ ომს ელოდებოდა.
-დედაშენს რთული ხასიათი აქვს ნამდვილად. მაგრამ არ დაგიშლის დამიჯერე.
-როგორც ჩანს კარგად არ იცნობთ დედაჩემს. როგორც კი შეამჩნია, რომ ერთმანეთი მოგვწონდა, სასწრაფო წესით გამამწესა გერმანიაში.
-ეხლა ვერსად გაგამწესებს. ერთად დაველაპარაკებით.-დაჩი დამშვიდებას შეეცადა.
-არა, ჯერ მე დაველაპარაკები საღამოს.
-დედა , მოვკვდით შიმშილით და ეს შენი სუპი რამდენ ხანში იქნება?-დაჩიმ პატარა ბავშვივით ამოიოხრა, სამზარეულოში შევიდა , ქვაბს ახადა და შიგნით ჩაიხედა-კარტოფილი, სტაფილო და მწვანილი? ეს არის სუპი? თუ წყალი კარტოფილით.
-კი ეგ არის სუპი-ელისაბედმა გაუღიმა-ბავშვობაშიც ვერ იტანდა ვერანაირ სუპს. ისე მიშლიდა ნერვებს, მთელს სახლში დავსდევდი თეფშით და ბოლოს იქამდე მივყავდი, რომ თავზე გადასხმა მინდებოდა.
-მართალია. დაჭერობანას ვთამაშობდით, ერთი კოვზიც ერთი კოვზიც, ესე ყვიროდა მთელ სახლში და აგიჟებდა დაცვას-დაჩის და ელისაბედს გულიანად ეცინებოდათ ამის გახსენებაზე. ადასაც რაღაცნაირად სითბო ჩაეღვარა გულში მათი ცქერისას. თვითონაც კი გრძნობდა , რამხელა სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ დედა-შვილს.
-დიმიტრი და დაჩი ბავშვობაშიც ჩხუბობდნენ?-ადამ ენაზე იკბინია ამ შეკითხვის შემდეგ, არ უნდოდა სევდიანი თემა ჩამოეგდო. მაგრამ პირიქით. ელისაბედს მის გახსენებაზე თვალები გაუნათდა.
-არა. ვერ დაიჯერებ და არაფერზე არ ჩხუბობდნენ. პირიქით. ვინმე თუ რომელიმეს აწყენინებდა, მეორე მიწიდან ამოთხრიდა, იპოვიდა და პასუხს აგებინებდა. ბავშვობაში დიმიტრის პრობლემები ჰქონდა კბილებზე, ბრეკეტები გავუკეთეთ-ელისაბედი ჩამოჯდა და თან მცირე პაუზებს აკეთებდა, რომ კარგად გაეხსენებინა ის დრო-და ვიღაც ბიჭებმა დაცინეს, უკვე გაკვეთილების მერე ხდებოდა ეს. გარეთ იყვნენ. და დაჩიმ დაინახაა. რო მივარდა ამ 7 კლასელს, თვითონ 4 კლასში იყო სწორად თუ მახსოვს. თან ის ბიჭი კაი მაღალი იყო.
-რა იცი ეხლა შენ დედა მაღალი იყო თუ არა-დაჩიმ გააწყვეტინა.
-ვიზე ვლაპარაკობთ არ იცი ვითომ ეხლა? კაკაბაძე რო მეშვიდე კლასში უკვე მეტრა სამოცი იყო არ გახსოვს?
-კაკაბაძე? მიშოზე ამბობთ?-ადა კარგად იცნობდა მიშოს. ისიც ერთ-ერთი მდიდარი ოჯახიდან მომავალი იყო. დიმიტრი მისდღემში ვერ იტანდა მას და გვარის გაგონებაზეც კი ნერვები ეშლებოდა.
-კი. შენ რა იცნობ? ეხლა არ მითხრა ძმაკაცობენო-დაჩი გაღიზიანდა. მაგრამ რაზე გაღიზიანდა თვითონაც ვერ ხვდებოდა. რატომღაც ზედმეტად განიცდიდა ადას ნებისმიერ ურთიერთობას ვინმე სხვა ბიჭთან მის გარდა. არა იმიტომ, რომ არ ენდობოდა. უბრალოდ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მისთვის საკმარისი არ იყო. რომ იმდენს ვერ მისცემდა, რამდენსაც მაგალითად მიშო.
-ბავშვობაში ვიცნობდი ხო. მერე ეგეც საზღვარგარეთ წავიდა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. მერე?
-ხოდა ისეთი ჩხუბი ატყდა. იქიდან დიმიტრიც ჩაერთო და ეს ორივე ამ კაკაბაძეს ურტყამდნენ. თვითონაც კარგად მოხვდათ ისე.
-მოგვხვდებოდა დედა, ჩვენზე 2 ჯერ მაღალი იყო კაკაბაძე, მეტი არც ჭირდებოდა არავინ, მარა ჩვენ ორნი ვიყავით. და ისინი ათნი მაინც. დეგენერატები-დაჩის შეგინება უნდოდა, მაგრამ დედასთან და ადასთან თავი შეიკავა.
-ეხლა რომ ჩხუბობენ, გულს მიკლავს. ვაჟას დამსახურებაა.
-არ გვინდა დღეს ვაჟაზე ლაპარაკი-დაჩიმ გააწყვეტინა-შეხედე ამ სუპს გადავირიე უკვე.
-რა დღე დამიდგა, რომ სუპის დროზე გაკეთებას მთხოვ.
-გთხოვ, თორე ისეთი პირი უჩანს გადმოიღებ ეხლა რამე ფოტო ალბომს და დაათვალიერებინებ ჩმი ბავშვობის ფოტოებს.
-აუ აქ გაქვთ?-ადამ დაჩი გვერდით გაწია და ელისაბედთან მივიდა.
-არა, მაგრამ შემდეგზე მოვიტან.
-რა დავაშავე-დაჩიმ ამოიოხრა.
როგორც იქნა სადილი გაკეთდა და სამივე ერთად მიუსხდნენ მაგიდას. ამ დროს ადას მამამისმა დაურეკა.
-ეს უნდა ავიღო. დავითს, რომ არ ვუპასუხო სპეცრაზმი დაგვადგება აქ დამიჯერე-წამოდგა და საძინებელში გავიდა-გისმენ მამა?
-სად ხარ ადა? ხომ გითხარი დაკრძალვის შემდეგ სამსახურში მოდი თქო. ბევრი საქმე გვაქვს.
-დაჩისთან და დედამისთან ვარ.
-რა გინდა მანდ?! -აღშფოთებულმა ჰკითხა.
-მამა, მოვალ ცოტახანში.
-ცოტახანში არა. ეხლავე მოხვალ. მანქანა არ გამომაგზავნინო-დავითი პასუხსაც არ დაელოდა ისე გაუთიშა. ადა ტირილამდე მივიდა, ისე გაღიზიანდა. ამდენი კონტროლი და დიქტატურა აღარ შეეძლო. სახეზე მუქი წითელი ფერი დაედო. კარი გააღო, ჩანთას ხელი დაავლო და კინაღამ დაუმშვიდობებლად წავიდა.
-უნდა წავიდე. სამსახურში რაღაც საქმეები მაქვს. დიდი მადლობა სადილისთვის.
-რა მადლობა? არც გიჭამია-ელისაბედი წამოდგა, უნდოდა გაეჩერებინა ცოტახნით.
-გაგაცილებ-დაჩი მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.
-ნახვამდის-ადა გარეთ გავიდა და დაჩიც გაყვა.
-რა მოხდა?
-არაფერი, მეჩქარება.
-ადა, მოიცადე ორი წუთი. რა მოხდა?
-არაფერი. მართლა. მადლობა სადილისთვის-აკოცა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. ტაქსი გამოიძახა და წავიდა. მორჩა ერთი მიზანი ჰქონდა დასახული ამდენ ლოლიავს აღარ აპირებდა. ზრდასრული ადამიანი იყო და უნდა გაეგოთ მის მშობლებს ბოლოს და ბოლოს , რომ ისე ვერ ატრიალებდნენ, როგორც მათ უნდოდათ. ოფისში გახელებული მივიდა, მამამისის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა და საჩხუბრად მოემზადა, რომ დიმიტრი დაინახა.
-დ-დიმიტრი?-ენა დაება ნერვიულობისგან. მიხვდა ,რასაც აკეთებდა აქ. დიმიტრიმ ომი პირდაპირი გაგებით მიიღო. ომში კი ყველაზე ჭკვიანური შეტევა ირიბია. უპოვო მოწინააღმდეგეს სუსტი მხარე და იქ დაარტყა. დიმიტრისთვის ეს ფირმა იყო, დაჩისთვის კი საყვარელი ადამიანები. ამ შემთხვევაში ადა.
-მარტო დაგტოვებთ. ბედნიერ დღეს გისურვებ ადა-თვალი ჩაუკრა, ისე ,რ ომ დავითს არ დაუნახავს და კაბინეტიდან გავიდა.
-რამდენი ხანი მატყუებდი?-დავითიც ისეთივე გაბრაზებული და გულდაწყვეტილი იყო, როგორც ადა.
-ვაპირებდი თქმას.
-როდის?!-მისმა ხმამ მთელ ოფისში დაიჭექა.
-მამა, აქ არა.
-აქ არა?! აბა სად ადა? სად! გინდოდა გაშორება დიმიტრისთან ,დაგთანხმდი. დაჩის ეხმარებოდი პროექტშიდა მიმტკიცებდი არაფერი ხდებაო, კარგი. არაფერი გითხარი. გერმანიაში უცებ წახვედი ახსნის გარეშე. მაშინაც არაფერ...
-წავედი?! თუ გამაგდეთ?
-შენთვისვე გავაკეთეთ ეგრე. და კარგად იცი. განათლებ..
-განათლება არაფერ შუაშია. დაინახე, რომ დაჩი მომწონდა და მაშინე მომაცილე.
-და ეხლაც იგივეს გავაკეთებ.
-რატომ? გინდა, რომ უბედური ვიყო?
-ნუ ადრამატიზირებ ადა-დავითი თითქოს დამშვიდდა, როდესაც სიმართლე მოისმინა. დაჩიზე მეტად ადას ტყული უფრო ადარდებდა, რადგან უმცროს აბელაშვილს არაფრად აგდებდა. რა თქმა უნდა თვლიდა , რომ საკმაოდ ჭკვიანი და განათლებულ იადმიანი იყო, თუმცა შვილისთვის არ ემეტებოდა-არ დაგინახო მის გვერდით. სამსახური, სახლი. სანამ არ დავრწმუნდები , რომ თქვენი ურთიერთბობა დასრულდა, ვანო მიგიყვანს სახლში და ოფისში.
-ვერ გავიგე?-ადამ ჩანთა ძირს დააგდო და მამამისთან ახლოს მივიდა-შენ მე 16 წლის გგონივარ?
-არა, მაგრამ ეგრე იქცევი. არ მაქვს ამის დრო. წადი იმუშავე.
-არ ვაპირებ.
-ადა, ეხლა უკვე 2 წლის ბავშვივით იქცევი.
-არა, ვერ გამიგე. მივდივარ სამსახურიდან. თუ საჭიროა სახლიდანაც.
დავითი გაოგნებული უყურებდა, სკამიდან წამოდგა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო.
-ვიღაც ბიჭის გამო... მამაზე და ოჯახზე ამბობ უარს?
-არა. დაჩის გამო არა. იმის გამო, რომ შენთვის მარიონეტის გარდა არაფერი არ ვარ.
-მთელი 22 წელი შენ განათლებას და აღზრდას შევალიეთ!
-კი, ვაჟამაც შეალია 22 წელი დიმიტრის განათლებას და აღზრდას. მაგრამ არასდროს დაინტერესებულა რამდენად ბედნიერი იყო მისი შვილი. შეხედე ეხლა დიმიტრის მომავალს. მე არ ვაპირებ იმავე შეცდომების გამეორებას. ან შენ და დედა მიმიღებთ ისეთს, როგორიც ვარ. ან მე მივდივარ.
-და როგორ აპირებ ცხოვრებას? სამსახურიდან რომ წახვალ? გგონია ისევ მე შეგინახავ?
-თუ საჭირო იქნება, ბენზინგასამართზეც ვიმუშავებ.
-რეებს ლაპარაკობ! ხმადაბლა ილაპარაკე.
-რატომ? ხალხმა არ გაიგოს? დამისახელე ერთი მიზეზი მაინც რის გამოც დაჩის ესე ვერ იტან?! ერთი!
-შენ იცი რა სკანდალი ატყდება, როდესაც გაიგებენ რომ დიმიტრის უმცროს ძმასთან გაქვს რომანი?!
-რომანი?! რატომ გამოგყავს, ისე თითქოს მე ვღალატობ ვინმეს?
-ეგრე გამოვა!!-აშკარა იყო, რომ დავითი ვიღაცის სიტყვებს იმეორებდა. დიმიტრის კარგად ჰქონდა ჩაწვეთებული ის ფაქტი, რომ საშინელი ჭორები აგორდებოდა მის ოჯახზე. რასაც მისი ბიზნესის ჩავარდნაც მოყვებოდა. გაგგიჩნდებათ კითხვა, თითქოს ბიზნესი რა შუაშია, მაგრამ ზუსტადაც , რომ შუაშია. აღარავინ არ ჩადებდა ფულს მის საქმიანობაში. ელიტაში ოჯახს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. შენს შეცდომებს ლუპით აკვირდებოდნენ და ისე განსაზღვრავდნენ რა ტიპის ურთიერთობის დაჭერას აპირებდნენ თქვენთან. დიმიტრის მხრიდან ყველაზე ბინძური ნაბიჯი იყო, ადასთვის ღალატის დაბრალება.
-დიმიტრი გღალატობდა შენ? ეს გინდა დავიჯეროთ?
-მამა-ადას ხმა ჩაწყდა-რეებს მეუბნები? შენ გჯერა, რომ მე მსგავს რამეს გავაკეთებდი?!-დავითს პასუხი არ გაუცემია, თავი დახრილი ჰქონდა და იატაკს მისჩერებოდა. თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა, მაგრამ ყოყმანობდა-როგორც გინდა-ჩანთა გახსნა, საფულე ამოიღო და ბარათები მაგიდაზე დაულაგა. მერე მანქანის გასაღებიც იქვე დაუდო და წავიდა. ადამ არ იცოდა რას აპირებდა, ან რა ელოდებოდა მომავალში. არც იმის იმედი ჰქონდა, რომ რომელიმეს გული მოულბებოდა ან შეეცოდებოდა. კარგად იცნობდა მშობლებს. თუმცა არ ეშინოდა. იცოდა დაჩი ყველაფერში მხარს დაუჭერდა. ამ მომენტისთვის სხვა არავინ ჰყავდა და რეალურად სხვა ვერავინ ვერ გაუგებდა. მაგრამ რაღაც მომენტში შეკრთა. დაჩის კისერზე ვერ დააწვებოდა. მას საკმარისი საზრუნავი ჰქონდა. ისევ ის გრძნობა დაეუფლა რაც ერთი წლის წინ.გაქცევა უნდოდა. მაგრამ ახლა ფული არ ჰქონდა. დაჩის სახლის გზიდან გადაუხვია და ნინისთან წავიდა. ყველაფერი მოუყვა და მის გასაკვირად ნინიმ გაუგო.
-ადა, მომისმინე. რატომ არ შეგეძლო უბრალოდ გეთქვა რომ დაშორდებოდი? ან რომ დიმიტრიმ მოატყუა მამაშენი? -ნახევრად გაუგო.
-ნინი, ამდენი გელაპარაკე, რომ აღარ შემიძლია ესეთი კონტროლის ქვეშ ყოფნა და შენ რეებს მეუბნები-ადა ცრემლებს ძლივს იკავებდა, მაგრამ ნინის საუბარი ისე აღიზიანებდა ტირილის მაგივრად წივილ-კივილის ატეხვის სურვილი უფრო ებადებოდა.
-ადა უბრალოდ ვერ ვხვდები. ჯერ დიმიტრის დაშორდი, ეხლა ოჯახიდან წამოხვედი.
-სახლიდან. ნინი.
-ხო. სახლიდან. ღირს ეს ყველაფერი ერთ დაჩი აბელაშვილად? ცუდად არ გამიგო.
-როგორ არ გაგიგო ცუდად, როდესაც ადამიანზე ლაპარაკობ, რომელიც მიყვარს?-ადას ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან-დავიღალე ნინი. სერიოზულად დავიღალე.
-ად-ადა-ნინის არ ენახა ადას ტირილი, რადგან ძალიან იშვიათად თუ ტიროდა ადა-კარგი, რა გატირებს გოგო. ცოტახანი ჩემთან იცხოვრებ, მერე სამსახურსაც იპოვი. დაჩისაც აქვს თავისი ბიზნესი დაწყნარდი. შენებსაც მოულბებათ გული აი ნახავ. თუ გინდა მე და ალექსა დაველაპარაკებით.
-ადა-ალექსანდრე შემოვიდა ოთახში და მაგიდაზე ჩაი დაუდო. მერე გვერდით მიუჯდა და ხელი მოხვია-დამშვიდდი ეხლა. დალიე ჩაი და ერთად მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ-ადა ვერ მშვიდდებოდა, სუნთქვაც უჭირდა უკვე ისე ტიროდა-ნინი, მიდი წამლებში რამე დამამშვიდებელი იპოვე.
-არა, არ მინდა-ადამ ცრემლები მოიწმინდა და დამშვიდება სცადა. მერე ჩაი აიღო და ოდნავ მოსვა.
-დაჩის არ ეუბნები?-ალექსანდრემ ჰკითხა და სალფეტკი მიაწოდა, რომ ცრემლები შეემშრალებინა.
-არა, ჯერ. საკმარისი პრობლემები აქვს ჩემ გარეშე. ფუ... რა ნაბი*ვარია.
-დაჩი?-ნინის გაეცინა. ალექსანდრემ და ადამ საშინელი სახეებით გახედეს.
-დიმიტრი იგულისხმა ჩემი აზრით. ნინ. სერიოზულად მიდი რამე დამამშვიდებელი მოიტანე-ნინი ოთახიდან გავიდა-ნამდვილად არის. ამიტომ არ უნდა წამოგეწყოთ არც ერთს ეს ყველაფერი.
-მე არც დამიწყია. დაჩიმ ვეღარ მოუთმინა და მე მოვყევი ამ ყველაფრის შუაში..
-თავიდან არ დაიწყო ეხლა ტირილი. რას იზამ. რაც მოხდა მოხდა. ერთს გეტყვი. დაჩი ხო იტოვებს იმ აქციებს. დაიწყე აბელაშვილებთან მუშაობა. დიმიტრისაც გააღიზიანებთ. ერთადაც იქნებით.
-და ყველა ვალაპარაკოთ?
-როდიდან გადარდებს.
-მამაჩემს ადარდებს.
-გადაიტანონ. ხომ გიყვარს დაჩი არა?
-კი.
-ხოდა დამიჯერე. ესე ჯობია. მიხვდება ამით, ყველა, რომ უკან დახევას არ აპირებთ. თან ნახე მერე, შვილებს მოუყვებით და შვილიშილებს, რომ აი მთელი სამყარო ჩვენ წინააღმდეგ იყო ადა ბებო გენაცვალოთ თქვენ და მე და ბაბუა მაინც ერთად დავრჩიტო.
-დებილო-ადას გაეცინა და ალექსანდრეს მხარზე ჩამოადო თავი.
-გეყოფა თვითგვემა. ადა, რომელსაც მე ვიცნობ, თავს გაუხეთქავს ორივე აბელაშვილს. აიყვანე თავი ხელში.
-მართალი ხარ-ადა წამოდგა და ოთახში აქეთ-იქით სიარული დაიწყო-დავიწყებ იქ მუშაობას. შეეგუოს იდეას, რომ არ დავშორდებით. მერე იქნებ მიხვდეს კიდეც, რომ სისულელეებს აკეთებს და მოუტრიალდეს ტვინი.
-კიდე დიმიტრიზე ვლაპარაკობთ?-ალექსანდრეს გაეცინა.
-აბა რანაირად შევარიგო?
-ჯერ ვერანაირად.



რა უნდა დიმიტრის? რას მოიგებს ამგვარი საქციელით? angry ბოლოს საერთოდ მარტო არ დარჩეს ეგ საცოდავი angry

ადას შემართება მომწონს❤ დავითიც და ეკატერინეც უარესის ღირსები არიან. როდემდე უნდა აკეთებდნენ ყველაფერს მარტო ხალხის დასანახად? ძალიან მაინტერესებს ელისაბედის და ეკატერინეს დიალოგი. რას ეტყვიან ერთმანეთს მაგის ინტერესი მკლავს grin
ალექსის და ნინის პერსონაჟის მიმართ ნელ-ნელა დადებითად ვეწყობი blush

 


№2  offline წევრი sati

რუსკიმარუსია
რა უნდა დიმიტრის? რას მოიგებს ამგვარი საქციელით? angry ბოლოს საერთოდ მარტო არ დარჩეს ეგ საცოდავი angry

ადას შემართება მომწონს❤ დავითიც და ეკატერინეც უარესის ღირსები არიან. როდემდე უნდა აკეთებდნენ ყველაფერს მარტო ხალხის დასანახად? ძალიან მაინტერესებს ელისაბედის და ეკატერინეს დიალოგი. რას ეტყვიან ერთმანეთს მაგის ინტერესი მკლავს grin
ალექსის და ნინის პერსონაჟის მიმართ ნელ-ნელა დადებითად ვეწყობი blush

დიმიტრის არ ასვენებს შურის მომენტი. აქციების დიდი ნაწილი ხომ დარჩა დაჩის და ეხლა ადაც მასთან ერთად არის. ვეცდები მალე დავდო შემდეგიი heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი Marr

Erti amosuntkvit wavikitxee ybela tavii gelodeebiiii rodis daďeb shemdegs?

 


№4 სტუმარი ატბ

დღეს დადებ შემდეგს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent