იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 2
სანდრომ მანქანა ნათიას კორპუსის შორი-ახლოს დააპარკინგა და სევდიანი თვალებით გახედა მისი ბინის ფანჯრებს, კარგა ხანს უყურებდა და მისი გონება კვლავ ფიქრმა წაიღო, იმაზე ფიქრმა რა მოხდებოდა თუ ნანას ნაცვლად ახლა, ნათიას გაუგზავნიდა შეტყობინებას, რა რეაქცია ექნებოდა მას, ამ ნაბიჯის გადადგმით უფრო ხომ არ შეაშინებდა ნათიას, რომლისთვისაც დღემდე არცერთხელ არ დაურეკავს და შეტყობინება არ გაუგზავნია, რადგან მთელი ეს დრო მია აგვარებდა ნანასთან საქმეებს მარიანასთან დაკავშირებით, მაგრამ, მერე ისე გააკეთა რომ ნანას თავად ეკონტაქტებოდა, მან, რა თქმა უნდა გააპროტესტა ეს და სანდროს არაერთხელ ეჩხუბა ამის გამო, მაგრამ ბოლოს შეეჩვია მის ზარებს და შეტყობინებებს, მითუმეტეს რომ სანდრომ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებოდა და არასდროს სცდებოდა თავაზიანობის ფარგლებს, ნანას გაჭედვების მიუხედავად. სანდრომ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და შეტყობინება დაწერა, დიდხანს ფიქრობდა ვისთვის გაეგზავნა კვლავ ნანასთვის თუ ამ ჯერად გაებედა და ნათიასთვის გაეგზავნა, დიდხანს ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო, რამდენად სწორი იქნებოდა მისი მხრიდან კვლავ ნათიას ცხოვრებაში შეჭრა, საშინლად დაძაბა იმაზე ფიქრმა თუ რა რექცია ექნებოდა ნᲐთიას მისი შეტყობინების მიღების შემდეგ, რამდენად მშვიდად მიიღებდა ის ამას, ბევრი ფიქრის მერე ნანას ნომერი აკრიფა და გაგზავნას აპირებდა თუმცა გადაიფიქრა, შუბლი მოისრისა აკანკალებული ხელით და ძალიან გაბრაზდა საკუთარ თავზე, რომ ამდონემდე დაიყვანა საყვარელ ქალთან ურთიერთობა... ამიტომ გამბედაობა მოიკრიბა, ნათიას ნომერი მიუთითა მიმღებში და ზედმეტი ფიქრის გარეშე გაგაზავნა. ნათიამ თავი ძლივს ასწია ბალიშიდან და ტელეფონის ძებნა დაიწყო მომენტალურად, რადგან შეტყობინების ხმამ გააღვიძა, მაგრამ ვერ იპოვა და ძებნას შეეშვა, თან მომღიმარ მარიანს მიაჩერდა რომელიც მისი გაწეწილი თმის დანახვაზე აკისკისდა -როგორც იქნა გაიღვიძე-შევიდა ნანა მის ოთახში და ნათიას დანახვაზე მასაც სიცილი აუტყდა -რას ხედავთ სასაცილოს-გაბრაზდა ნათია და საწოლიდან წამოდგა გაჭირვებით -მიდი დროზე მოემზადე და მარიანა ბაღში წაიყვანე, მე ცხრაზე უნდა გავიდე -უთხრა ნანამ და ოთᲮიდან გავიდა, კიდევ რომ მიუვიდა ნათიას შეტყობინება ტელეფონის იქამდე არ მოეშვა სანამ არ იპოვა და როგორც კი ეკრანი აანთო გული შეეკუმშა, თვალებს ვერ უჯერებდა რომ სანდროს ნომერიდან მიუვიდა შეტყობინება, თან ორი, საშინლად დაიძაბა და ისიც ვერ მოახერხა რომ გაეხსნა და ენახა რას სწერდა ისე საშინლად იმოქმედა ამ ამბავმა მასზე, დიდხანს, ძალიან დაჰყურებდა ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ სანდროს ნომერს და ვერ ბედავდა გაეხსნა -მოხდა რამე?-ნანას ხმამ შეაკრთო დაძაბული გოგონა რომელიც უაზროდ დაჰყურებდა ტელეფონს -არაფერი-უთხრა ნათიამ არეული ხმᲘთ და ტელეფონიდან მზერა დედამისზე გადაიტანა -რას ჰქვია არა? სულ გაფითრდი-უთხრა ბრაზნარევი ტონით ნანამ და ნელ-ნელა მიუახლობდა შვილს -სანდრომ მომწერა-უთხრა ნათიამ ჩაავრდნილი ხმით დედას და ისევ ტელეფონს ჩააცქერდა -სანდრომ?!-ჰკითხა უცნაური ტონით ქალმა და გაეცინა -ხომ გეუბნებოდი? -ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა ნანა შვილს, შიშისგან და მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტნენ დედა-შვილი -არა ხომ ვამბობდი რომ ეგ ბᲘჭი თავს არ დაგანებეს-მეთქი? ხომ გეუბნებოდი? ხედავ? -კარგი რა დედა მე რატომ მეჩხუბები? -ნანას ყვრილმა აზრზე მოიყვანა ნათია -იმიტომ რომ შენი ბრალია ეს ყველაფერი -რა არის ჩემი ბრალი?-გაბრაზდა ნათია -წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა და არ მინახია, მითუმეტეს არ დამკონტაქტებია, არ ვიცი ახლა რატომ მომწერა მაინცდამაინც მე და არა შენ როგორც ყოველთვის -იმიტომ რომ მშვიდად და მოთმინებით ილოდება შესაფერის დროს -რის დროს დედა-თვალები აატრიალა ნათიამ -იმ დროს როცა ისევ შემოიჭრება შენს ცხოვრებაში! -ამას არ დავუშვებ-უთხრა ნათიამ დარწმუნებით დედას და სევდიანად გაუღიმა -მე არ ვიცი სანდრო რას ფიქრობს და რის მიღწევას ცდილობს ასეთი ქცევით, მაგრამ მე მას უფლებას არ მივცემ რომ ისევ შემოიჭრას ჩემს ცხოვრებაში -შემოიჭრება-უთხრა ნანამ მტკიცებით ფორმაში და თვალებში ჩააცქერდა თვალებაწყლიანებულ გოგონას -იმიტომ რომ მას ისევ უყვარხარ და ყველაზე დიდი უბედურება ისაა რომ შენც ისევ გიყვარს -არ მიყვარს-გაბრაზდა ნათია -ნათია-ნანა შვილს მიუახლოვდა და მისი სახე ხელებში მოიქცია -თქვენ... შენ და ის არანორმალური... ერთმანეთს ისევ იზიდავთ... იმის მიუხედავად რომ ერთმანეთს ატკინეთ, ძალიან ატკინეთ და ერთმანეთი ფაქტიურად გაანადგურეთ რაღაც გრძნობა მაინც დარჩა თქვენში, ამას შენს თვალებში ვხედავ..ეს კი ძალიან საშიშია! გესმის ნათია? ის თუ მოისურვებს ვიცი ვერ შეეწინააღმდეგები -დედა ასე რატომ მელაპარაკები?-ეწყინა ნათიას და უკან დაიხია -ნათია თავს ნუ იტყუებ!-უთხრა ნანამ არეული ხმᲘთ -ვიცი რომ ისევ გიყვარს, ასე რომ არ იყოს...ასე ძალიან არ შემეშინდებოდა მის სიახლოვის შენთან... მაგრამ შენ... -დედა უფლებას არ მივცემ რომ ჩემს ცხოვრებაში ისევ გამოჩნდეს, მითუმეტეს წარსულში დამაბრუნოს -მეც სწორედ ეგ მინდა ნათია-უთხრა ნანამ გაღიზიᲜებული ტონით -არ მინდა ისევ შენს ცხოვრებაში გამოჩნდეს და ისევ იქ, იმ ჯოჯოხეთში დაბრუნდე... -არ დავბრუნდები ნუ გეშინია-უთხრა ნათიამ მშვიდი ტონით -იმედი მაქვს ნათია რომ გრძნობებს არ აჰყვები და არ დაიჯერებ, რომ ის, მართლა შეიცვალა, ის სანდროა, ნათია, სანდრო, ის ვერ შეიცლება! ის უბრალოდ ასეთია! -ვიცი დედა, რომ სანდროა-უთხრა ნათიამ გაღიზიანებული ტონით და სააბაზანოში შევიდა კარი ჩაკეტა და კარგა ხნის ფიქრის მერე, როცა თავს მოერია და დაწყნარდა სანდროს შეტყობინება გახსნა ,, ნათია ბათუმში ვარ, მინდა მარიანა დღეს ბაღში მე წავიყვანო თუ წინაადეგი არ იქნები" წაიკითხა თუ არა სუნთქვა შეეკრა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს კი არ კითხულობდა სანდროს ხმა ჩაემოდა ყურში, საშინლად დაძაბა იმის გააზრებამ რომ ახლა ვალდებული იყო პასუხიც მიეწერა... ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს რაღაცას აშავებდა, იმით რომ მის შეტყობინებას კითხულობდა და კიდევ პასუხიც უნდა დაებრუნებინა,როცა ნანამ კარზე მიუკაკუნა შეშინებული ადგილზე შეხტა -ნათია რახდეაბ კარგად ხარ? -კი დედა კარგად ვარ-გამოსძახა ნათიამ და მეორე შეტყობინება ნახა ,,ნათია შენს პასუხს ველოდები" ამან საშინლად გააღიზიანა გოგონა, აქაც კი მბრძანებლობდა სანდრო და ითხოვდა ის გაეკეთებინა ნათიას რაც მას სურდა, გაბრაზებულმა ტელეფონი ხელებშორია მოიქცია და ძლიერად მოუჭირა თითები, ვეღარ იღებდა გადაწყვეტილება მიეწერა თუ არა პასუხი, ფიქრი იმაზე დაიწყო რას იფიქრებდა თავად სანდრო თუ პასუხს არ დაუბრუნებდა ნათია, იფიქრებდა რომ მას ისევ ისე ეშინოდა სანდროსი, ეს კი ყველაზე ნაკლებად უნდოდა ნათიას, პასუხის დაბრუნება კი სანდროს სურვილის შესრულებას ნიშნავდა... და ამ შემთხევაში ნანა მართალი იქნებოდა, რადგან სანდრო კარგად გააცნობიერებდა რომ მის სურვილს ვერ ეწინააღმდეგებოდა ნათია -ნათია-დაუკაკუნა ისევ ნანამ-რა ჯანდაბა მოგწერა? მანდ რომ ჩაიკეტე და ამდენს ფიქრობ მასზე?-ახლაღა დაინტერესდა ნანა შეტყობინების შინაარსზე -ბათუმში და უნდა რომ...-ნათიამ ბევრი ყოყმანის მერე გადაწყვიტა ეთქვა სიმართლე რადგან გადაწყვეტილებას მარტო ვერ იღებდა და უნდოდა დედასგან მოეღო რჩევა როგორ მოქცეულიყო, კარი გააღო და სააბაზანო ოთახიდან გავიდა ლაპარაკით -ბათუმში-აყვირდა ისევ ნანა-ღმერთო ჩემო, ბათუმში ჩამოვიდა? დღეს ოთხშაბათი არაა? მარიანა პარასკევს არ უნდა წაუყვანა? -რა ვაქნა დედა? ქალაქში ჩამოსვლას ხომ ვერ ავუკრძალავ-გაღიზიანდა ნათია და მარიანას მიაჩერდა რომელიც ძალიან დაძაბა მათმა ჩხუბმა -ხომ ვამბობდი არა? ვიცოდი ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, ვიცოდი შენზე უარს ვერ იტყოდა -დედა გთხოვ-შეეხვეწა ნათია -ისედაც ცუდად ვარ -ცუდად რატომ ხარ? თუ არაფერს ნიშნავს შენთვის რატომ გადარდების მის ჩამოსვლა არ ჩამოსვლა? თუ შენთვის მისი არსებობა არაფერს ნიშნავს რატომ გაფორიაქებს მისი შეტყობინებები? -დედა ძალიან გთხოვ-შეეხვეწა ნათია და საძინებელში შეიკეტა მოღუშული სახით მარიანასთან ერთად -დედა ბებო მამაზე რატომ ჩხუბობს? -ახედა საცოდავად მარიანამ დედას -უბრალოდ ნერვიულობს არ უნდა მე და მამამ რომ ისევ ვიჩხუბოთ-გაუღიმა ნათიამ შვილს და თავზე აკოცა და შეკრთა როცა ისევ შეტყობინება მიუვიდა, ისე დაიძაბა და განერვიულდა რომ კარგა ხანს ვერ შეძლო დამშვიდება და ძალის მოკრება იმისთვის რომ მისი მონაწერი ენახა, არ არ იცოდა რომ ნამდვილად ისევ მან მოსწერა მაგრამ გრძნობდა რომ მისი შეტყობინება იყო ისევ -მამამ მოგწერა?-მიანათა ცისფერი დიდრონი თვალები მარიანამ დედას, ნათიამ შვილს გაუღიმა და სახეზე მოეფერა, შემდეგ კი სუნთქვა შეკრულმა შეტყობინება გახსნა ,,ნათია " წაიკითხა თუ არა შეკრთა, ყურში სანდროს ხმა ჩაესმა ისევ იმ ინტონაციით რომლითაც იცოდა მისი სახელის ძაძახება, მკაცრი, ცივი მბრძანებლური ტონით, ბავრი აღარ უფიქრია ნათიას, თავს მოერია დამშვიდდა და პასუხი სასწრაფოდ მისწერა. სანდრო რომელიც ნერვიულობისგან უკვე მოეითხე ღერს ეწეოდა და ტელეფონის ეკრანს არ აშორებდა ამღვრეულ თვალებს გული შეუქანდა როცა ეკრანი აენთო და მასზე ნათიას ნომერი გამოისახა, გულმა გამალებით დაუწყო ცემა და მხედველობა იმ დონემდე დაუბინდდა რომ ცოტა ხანს ვერ შეძლო კითხავ, როცა აზრზე მოვიდა და დამშვიდდა შეტყობინება წაიკითხა ,,როგორც გინდა" სანდროს მწარედ გაეციანა ამ ორის სიტყვის წაკითხვისას, საშინლად გაღიზიანდა, მიხვდა ასე რატომ დააგვიანა პასუხი ნათიამ, რადგან მთელი ეს დრო მისთვის სწორ მოსაწერ სიყვებს ეძებდა და ზუსტად იპოვა, ამ ორი სიტყვით კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მის მანკიერ თვისებათა მთელ არსენალს რომელიც დროდადრო ჯერ კიდევ მის გულსა და გონებაში ბობოქრობდა, რაც მეტჯერ კითხულობდა მის მონაწერს უფრო მეტად ბრაზდებოდა და ბოლოს ტელეფონის ეკრანი ჩააქრო და ჯიბეში ჩაიდო ტელეფონი, რომ რამე სისულელე არ მიეწერა ყოფილი ცოლისთვის. ნანამ აღარაფერი უთხრ ნათიას რადგან მარიანა საშინლად Დაძაბა მისმა ჩხუბმა, ამიტომ სახლიდან ბევრად ადრე გავიდა და მაშინვე სანროს დაურეკა, რომელიც რა თქმა უნდა ელოდა გაბრაზები ნანას ზარს, მაშინვე უპასუხა და მოთმინებით ისმენდა მის ჩხუბა -რის მიღწევას ცდილობ სანდრო? რა გინდა ნათიასგან? თავს არასოდეს დაანებებ ჩემს შვილს? თუ გგონია რომ დავიჯერებთ შეიცვალე... შენი თავაზიანი საუბრებით ცდები, ზუსტად ვიცი რომ არაფერი შეცვლილა პირადად შენს დამოკიდებულებᲐში ნათიასთან მიმართებაში -მე ახლა მხოლოდ მარიანას გამო ვარ აქ და მხოლოდ მის გამო გეკონტაქტებით, ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ-უთხრა სანდრომ მკაცრი ტონით და გაუთიშა. სამდრომ ათის ნახევარზე ნათიას კორპუსის წინ გააჩერა მანქანა და მისწერა ,,ნათია მარიანას ველოდები" ნათიამ რომ წაიკითხა მისი შეტყობინება გაეცინა, აქაც კი იგრძნობოდა მისი მბრძანებლურო ხასითი, თუმცა ბავშვს მამის წინააღმდეგ არასოდეს გამაწყობდა და პირიქით სიხარულით გაამზადა ბაღში წასასვლელად და თან გაახარა რომ დღეს ნამდვილად მამიკო წაიყვანდა ბაღში. სანდრო მანქანის წინა ცხვირზე მიყრდნობილი მოუთმენლად ელოდა მარიანას გამოჩენას რომელიც როგორც კი ქუჩაში გავარდა სანდროსკენ გახარებული გაექანა, მანაც მაშინვე ხელში აიტაცა შვილის გახარებული გოგონა, გულში ძლიერად ჩაიკრა და ცხვირი მის ყელში ჩარგო -მამიკო როგორ მომენატრე-დაუჩურჩულა სანდრომ და მოცინარი სახე დაუკოცნა შვილს, მარიანამ ძლიერად შემოხვია კისერზე ხელები და თავი მხარზე დაადო -მეც ძალიან მომენატრე მამიკო-უთხრა მოწყენილი ხმით და კიდევ უფრო ძლიერად მიეხუტა მამას, ნათია სადარბაზოდან გაუსვლელეად ატრიალდა სახლში ისე რომ სანდროს ის არ დაუნახია, თუმცა თვალებით მაინც მოძებნა შვილჩახუტებულმა ყოფილი ცოლი. ლალი დივანზე იჯდა ალეწილი სახით და წნევას იზომავდა -დედა კარგი რა-გვერდით მიუჯდა ნიკა -დაწყნარდი ახლა საცაა მია და ლაშა მოვლენ და ისინიც ტყუილად უნდა ააფორიაქო -სანამ ის არანორმალური თბილისში არ ჩამოვა ვერ დავმშვიდდები ნიკა-მოღუშული სახით მიაჩერდა ლალი შვილს -დედა ასე ნუ იქცევი გთხოვ, პირველად ხომ არ წავიდა? -სწორედ მაგიტომ ვნერვიულობ ასე, რომ პირველად არ ხდება ეს -არაფერი არ მოხდება, მართლა -ნიკა ნუ მამშვიდებ!-გაუბრაზდა ლალი -დედა სანდრომ უკვᲔ ათასჯერ თქვა რომ ის რაც წარსულში მოდა აღარ განმეორდება, რა მოხდება რომ უბრალოდ ენდო? უბრალოდ დაუჯერო? -იმ გოგოსთან მისი ახლოს ყოფნა არ შეიძლება... Მეშინია ისევ არ დაკარგოს თავი... ხომ იცი რომ ისევ ისე გიჟივით უყვარს... -ენდე-უთხრა ნიკამ მკაცრი ტონით და ფეხზე წამოდგა, სწორედ ამ დროს ოთახიდან ფეხშიშველი ლილე გამოვიდა და ნიკას დანახვისას აღფრთოვანებულმა წამოიყვირა -მამიკო-ხელებ გაშლილი გაექანა ნიკასკენ, ბიჭმაც მაშინვე აიყვამა ხელში პატარა და გულში ჩაიკრა, ანი მორიდებით გავიდა მისაღებში და დედამთილს მიაჩერდა დამფრთხალი, საშინლად დაიძაბა, მაგრამ მაშინვე მოეშვა როცა ლალიმ გაუღიმა მათ და სამზარეულოში შევიდა, იმის მისუხედავად რომ დღემდე ვერ შეეგუა იმას რომ მის ბიჭს სხვა კაცის შვილი მამას ეძახდა, მაინც არ იღებდა ხმას იყო ჩუმად და ყველანაირად ხელს უწყობდა მათ რომ სიმშვიდე შეენარჩუნებიᲜათ ოჯახში, რადგან არ უნდოდა პატარა ლილე რომელმაც მისდა უნებურად მის გულში დიდი ადგილი დაიკავა, სანდროსავით დატანჯულიყო, უბედური ბავშვი ყოფილიყო მხოლოდ იმიტომ რომ სხვა კაცის სისხლი ჩქეფდა მის ძარღვებში. ნათია მთელი დღე ნერვიულობდა იმის გამო რომ სანდროს პასუხი დაუბრუნა, მითუმეტეს რომ ნანამ სამსახურიდან დაურეკა და საშინლად ეჩხუბა, მაგრამ ყველანაირი ფიქრი და აზრი გაწყდა როცა სანდრომ საღამოს მისწერა ,, ნათია მარიანას მე მივაკითხავ ბაღში და საღამოს მოვიყვან სახლში" ნათია ყოველ მისგან მიღებულ შეტყობინებას სუნთქვა არეული და პულსაცია აჩქარებული კითხულობდა, ძალიან ბრაზობდა კასუთარ თავზე რომ შიში და მოლოდინი ერთმანეთში ისე აერია და შეესისხლხორცა რომ ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ გრძნობებს. მთელი ეს დრო რომ უმტკიცებდა საკუთარ თავს სანდრო მისთვის აღარაფერს ნიშნავდა და მითუმეტეს მისი არ ეშინოდა მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება იყო... რადგან როცა სანდრო ისევ რაღაც გზით შემოიჭრა მის გონებაში და ცხოვრებაში ყველა გრძნობა და ემოცია ერთმანეთში აერია ნათიას... ისევ იმ საშინელ, მტანჯველ მდგომარეობას დაუბრუნდა როცა დაკარგული იყო... როცა არეული იყო... როცა შეშინებული იყო და გამოსავალს ვერ პოულობდა ცხოვრების გასაგრძელებლად. ახლაც იგივე მეორდებოდა, სანდროს შემოჭრა მის გონებაში უკვე იმას ნიშნავდა რომ ნათია მხოლოდ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა. საღამოს აღფრთოვანებული დაბრუნდა მარიანა შინ, დედას მოუყვა მამამ რამდენი ასეირნა და რა კარგი დრო გაატარეს სწრაფი კვების ობიექტში სადაც ყველაფერი შეუკვეთა სანდრომ მარიანას სურვილის შესაბამისად -იცოდე გასუქდები-გაეცინა ნათიას როცა მოისმინა თუ რამდენი სახეობის საჭმელი ჭამა მარიანამ -მამამ მითხრა ერთი-ორჯერ თუ შევჭამთ რაფერი მოხდებაო -თბილისშიც ხომ უნდა წახვიდე? იქაც ასე თუ გააგრძელეთ მამა-შვილმა ჭამა-სმა უეჭველი გაგასუქდები-იცინოდა ნათია -მამამ მითხრა დედა რომ გავიცანი პუტკუნა იყო და მაინც შემიყვარდაო-უთხრა ნᲘშნის მოგებით მარიანამ -ანუ მე მჭორავდით?-გაუბრაზდა ნათია თან ეცინებოდა. -დედიკო მამამ მითხრა რომ ძაან პუტკუნა და საყვარელი იყავი-კისკისებდა მარიანა -ჯერეგაც ერთი ოდნავ პუტკუნა ვიყავი და საყვარელი საერთოდაც არ ვიყავი-წარბები შეკრა ნათიამ -ჯობია არ გასუქდე -უთხრა სიცილით მოფუმფულებულ მარიანას. მეორე დღეს იგივე განმეორდა და ნათიას საერთოდ აღარ ჰქონია რეაქცია სანდროს მონაწერებზე, თუმცა პასუხებზე დიდხანს ფიქრობდა ხოლმე რომელიც მაქსიმუმ ორი სიყვით შემოიფარგლებოდა, ნანა ძალიან ბრაზობდა და ოცდაოთხ საათიანი მუშაობის მერე სახლში დაბრუნებულს მაინც ეყო ძალა ორ საათიანი ლექცია წაეკითხა შვილისთვის თუ რა საფრთხეს შეიცავდა მათი მიმოწერა, მაგრამ ნათია საგანგაშოს ვერაფერ ხედავდა ამაში და თავი დაამება შვილს რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა რომ ასე მხოლოდ იმიტომ მოიქცა რომ სანდრო მიახვედროს მისი აღარ ეშინია და მის ცხოვრებაშო სრულიად უმნიშვნელოა მისი გამოჩენა და გაქრობაც. თუმცა ნანას არ ეჯერა ეს და არც აპირებდა ასე მარტივად შეგუებოდა ამ ყველაფერს, ამიტომ ლალისთან დარეკა და კარგა ხანს ილაპარაკეს იმაზე თუ რას და რატო აკეთებდნენ ეს ორნი და როგორ შეწინააღმდეგებოდნენ სანდროს სურვილს. ლალი აივანზე იჯდა და მიას უყურებდა პირდაპირ თვალებში -დედა ტყუილად ღელავთ შენ და ნანა, ნათია სანდროს თავის ცხობრებაში დაბრუნების უფლებას აღარ მისცემს -გგონია რომ ნათას ძალა ეყოფა რომ სანდროს სურვილს შეეწინაადეგოს?-გაბრაზდა ლალი -დედა ნათიამ სანდრო მიატოვა და გაეყარა, კიდევ რას ითხოვთ მისგან? ისევ მას რატომ ადანაშაულებთ შენც და ნანაც? -არაფერში ვადანაშაულებთ შვილო... უბრალოდ გვეშინია ისევ წარსულშინ არ დავბრუნდეთ... ამას ვᲔღარ გადავიტანთ... -წარსულში არ დავბრუნდებით ნუ გეშინია, სანდრომ გააცნობიერა რომ შეცდომა დაუშვა... ასე რომ არ ყოფილიყო შენსავით მეც შემეშინდებოდა... -მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ ის ისევ ნათიაზე ფიქრობს! -დედა ძალიან გთხოვ მშვიდად იყავით და თქვენინზედმეტი ჩარევით უფრო მეტად ნუ უბიძგებთ ერთმანეთისკენ -ანუ შენც ფიქრობ რომ შეიძლება ნათიამ აპატიოს არა?-გაბრაზდა ლალი -ასე არ ვფიქრობ-მაშინვე უარყო მიამ თავისი ნათქვამი -უბრალოდ რაც მეტად შეეწინააღმდეგებით მით მეტად უბიძგებთ ერთმანეთისკე-მეთქი, თორემ ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ რაც სანდრომ ჩაიდინა... იმის პატიება ოდესმე შეძლოს ნათიამ... -მია ძალიან მეშინია, არ მინდა კიდევ რამე მოხდეს... გთხოვ სანდრო რომ ჩამოვა დაელაპარაკე... ერთადერთი ადამიანი შენ ხარ ვისაც უსმენს და ამ საკითხზე ელაპარაკება... -კარგი დაველაპარკები მაგრამ არ ვიცი რა უნდა ვუთხრა... ეს ხომ მისთვის ძალიან მტკივნეული თემაა... -უბრალოდ გაარკვიე რატომ იქცევა ასე...რატომ ჩადის მარტო ბათუმში და რატომ მისწერა Ნათიას -კარგი დედა ვეცდები დაველაპარაკო-უთხრა საცოდავად მიამ. სანდროს და მარიანა თბილისში ჩამოვისვლას მოუთმენლად ელოდა ყველა, განსაკუთრებით კი მია, როგორც კი სახლის კარი შეაღო სანდრომ მარიანა მაშინვე მიასკენ გაექანა და კალთაში ჩაუჯდა, როცა ყველამ მოისიყვარულა მონატრებული მარიანა და გვიან ღამით ლილესთან თამაშში ჩაეძინა, სანდრომ თავის ოთახში დააძინა, რომ დარწმუნდა მშვიდად ეძინა აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად და ფიქრმა წაიღო...ვერც კი შენიშნა როგორ მიუახლოვდა დაძაბული მია ეტლით -სანდრო შიძლება დაგელაპარაკო?-ჰკითხა არეული ხმᲘთ ძმას და მზერა აარიდა მის ამღვრეულ თვალებს -რაზე?-გაეცინა სანდროს და მიას მიაჩერდა -იცი რაზეც-Უთხრა აღელვებულმა გოგონამ და ხმა ჩაუწყდა -ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა -უთხრა ბრაზნარევი ტონით სანდრომ და სიგარეტის ჩამწვარი ღერი საფერფლეში ჩააჭყლიტა -სანდრო ყველა ძალიან ვნერვიულობთ შენზე-დაიწყო მიამ -სანერვიულო არაფერია, უკვე მეათასეჯერ გიმეორებთ-დაუღრინა დას -ნათია ნახე?-ჰკითხა მოულოდნელად დაძაბულმა გოგონამ და თვალებში ჩააცქერდა ძმას -არა-უთხრა სანდრომ ბრაზნარევი ტონით -სანდროო-აბუზღუნდა მია და მის რეაქციაზე გაეცინა გაღიზიანებულ ბიჭს -ესე იგი ნახე -თქვა მაიმ დარწმუნებით -დაგელაპარაკა?-ჩაეძია მია -არ მინახია-გაბრაზდა ისევ სანდრო -ანუ შორიდან დაინახე...-ახალი დასკვნები გააკეთა მიამ და როცა ლაშა მიუახლოვდათ მათ სანდროს გაუხარდა -ძმაო შენი ცოლი ტვინს მიბურღავს-უთხრა მომღიმარი სახით -შენ არ იცი მე როგორ მიბურღავს -უთხრა ლაშამ სერიოზული ტონით და მიამ წარბები რომ შეჰყარა და ისე ახედა ქმარს ორივეს სიცილი აუტყდათ -გაძლებას გისურვებ ძმაო-ლაშას მხარზე ხელი დაარტყა სანდრომ და სახლში შესვლა დააპირა -სანდრო იცოდე ლაპარაკი ჯერ არ დაგვიმთავრებია -სიტყვა დააწია მიამ -დედაშენს გადაეცი რომ ტვინს თუ გაბურღავს სახლიდან წავალ!-გაავდა სანდრო -ანუ მართალია ის რომ ნათიას დაბრუნება გინდა?-გაცეცხლდა მია და სანდრო მაშინვე მისკენ მოტრიალდა -ეს მხოლოდ მე და მას გვეხება!-დაუღრინა მიას და სახლში შევარდა -მია შეეშვით რა...-გაბრაზდა ლაშა -თქვენი საქმე არაა ყოფილ ცოლთან მისი ურთიერთობა -შენ საერთოდ ხმას ნუ იღებ-დაუღრინა მიამ -სულ მის მხარეს Იჭერ... დაგავიწყდა რა გადაიტანეს? -მია ეს შენ მე და საერთოდ არავის არ გვეხება, თავად გაერკვევიან...-უთხრა ლაშამ და დაიხარა, ცოლს თვალებში ჩააცქერდა -ჩვენ რომ არ გვრევდა ამ საქმეში იმიტომ მივიდნენ აქამდე!-გაუბრაზდა მია ქმარს -ანუ დედაშენის აზრს იზიარებ? ამ საქმეში უნდა ჩაერიო? თან სანდროს საწინააღმდეგოდ? -ლაშა ერთადერთი რაც მინდა ისაა რომ სანდრო მშვიდად იყოს და ბედნიერი... მაგრამ არცერთი არ ეღირსება ნათიას დევნაში... -მია მათ ურთიერთობაში არ ჩაერიო, გთხოვ... სანდროს წინაადეგ არ წახვიდე... -მე უბრალოდ არ მინდა რომ ისევ დაიტანჯოს! რადგან ზუსტად ვიცი, რომ ნათია არასოდეს აპატიებს იმას რაც სანდრომ გაუკეთა მას... -მია თუ გინდა სანდრო ბედნიერი იყო მხარი დაუჭორე... მან უნდა იგრძნოს რომ ვიღაცასა მისი სჯერა... ასე უფრო გამოუვა ის რომ შეიცვალოს, აქამდე ხომ გჯეროდა მისი... აქამდე ხომ ენდობოდი ძმას? შენი დიდი მონდომებით არ შეიცვალა იის?მან ხომ გააცნობიერა შეცდომა და ცდილობს რაღაც გამოასწოროს? -ჰო მაგრამ არ მინდა დაიტანჯოს... არ მინდა ნათიას ისევ გული ატკინოს და ორივე უარესად დაიტანჯოს... ვიცი რომ ამას ვეღარ გაუძლებენ... ვიცი რომ ერთერთს უეჭველი გაანადგურებს ეს გიჟური გრძნობა... -ენდე... ის ხომ შენი ძმაა... უბრალოდ ენდე... მას ახლა ყველაზე მეტად შენგან ნდობა სჭირდება მია, დამინერე ეს მეტ შედეგს მოიიტანს ვიდრე ჯიუტი წინააღმდეგობა -ვიცი ლაშა დედას სწორედ ეს ვუთხრი მეც... მაგრამ მასსავით რაც მეტს ვფიქრობ რომ სანდრო ნათიას ცხოვრებაში შეჭრას ცდილობს მით მეტად მეშინია მიღებული შედეგების, რომწლიც ზუსტად ვიცი ისეთიბარ იქნება როგორიც სანდროს სურს ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.