იდეალური მკვლელობა (სრულად)
თხუთმეტსაათიანი დამქანცველი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ავტობუსმა მიაღწია დანიშნულების ადგილს. მეგიმ ნერვიულად გაიქნია თავი, ურჩი შავი კულულები მოხერხებულად გადაიყარა თვალებიდან და მოუთმენლად დაელოდა თავის რიგს. მერე, ჯდომით დაბუჟებული გარუჯული სხეული ფრთხილად წამოზიდა სავარძლიდან და ავტობუსიდან დაფარული მღელვარებით ჩამოვიდა. შორიდანვე შენიშნა უფროსი ძმა, მაღალ სიმპატიურ ქერა მამაკაცს რომ უსმენდა გულისყურით, რომელიც ძალიან სერიოზული სახით საუბრობდა ტელეფონზე. წამით შეყოვნდა, ინტერესით შეათვალიერა მომხიბვლელი უცნობი და მერე კი ძმისკენ გაქანდა. კისერზე ჩამოეკიდა როგორც პატარაობისას სჩვეოდა. _ცოტა ფრთხილად._ღიმილით გაუწყრა თორნიკე და მანაც სიყვარულით მოხვია ნახევარდას ხელები._როგორ იმგზავრე, არ დაიღალე? არ გერჩივნა თვითმფრინავით ჩამოსულიყავი? _ხომ იცი რომ სიმაღლის და ფრენის შიში მაქვს?_ცოტა დაიმორცხვა გოგომ._შენ როგორ ხარ? ეკა და ბავშვები როგორ არიან? _კარგად, რა უჭირთ, უცნობ მამიდას ელოდებიან მოუთმენლად. _ხო და ჩვენც დროზე წავიდეთ, ნუ ვალოდინებთ... აბა, შენი მანქანა სად არის? _ჩემი მანქანა სახელოსნოშია, რაღაც აურია ამ ბოლო დროს._ დასერიოზულდა თორნიკე._აი, ბექა წაგვიყვანს. გაიცანი, ჩემი თანამშრომელია. ბექას მოემთავრებინა ტელეფონზე საუბარი და ისე, რომ მუქი მზის სათვალე არ მოუხსნია ისე ათვალიერებდა უკვე მეგის დიდი ინტერესით. თორნიკეს ნათქვამზე ხელი გაუწოდა და ღონივრად ჩამოართვა, თან ხავერდოვანი ბასით ჩაილაპარაკა, სასიამოვნოაო. შავი თხელი მაისური მჭიდროდ შემოჰკვროდა ნავარჯიშებელ და დაკუნთულ სხეულზე. ქერა თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. წვერი ოდნავ მოშვებული. კისერზე მოზრდილი ოქროს ჯაჭვი ეკიდა._სანამ მეგი ბექას ათვალიერებდა მალულად, თორნიკემ მისი სამგზავრო ჩემოდნები ჩამოიღო ავტობუსის საბარგულიდან და იქვე ახლოს მდგარ შავ ბეემვეში ჩააწყო. _ახლა კი წავიდეთ._უთხრა დას და თან სიყვარულით შეჰღიმა. მოხდენილად ჩაჯდა მეგი უკანა სალონში, მოხერხებულად მოეწყო ტყავის თეთრ სავარძელში და მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ფანჯრიდან ათვალიერებდა მისთვის ნაცნობ გარემოს, რომელიც ძალიან შეცვლილიყო ამ ათი წლის მანძილზე. ლუქიდან მონაბერი სიო ურჩად უწეწავდა თმას, თუმცა არ ცდილობდა მის გასწორებას. ჩაფიქრებული წარსულის მოგონებებში ჩაძირულიყო.. თორმეტი წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალათ. ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ, ამიტომ დედამ თურქეთში გადაწყვიტა წასვლა სამუშაოდ და მეგიც თან წაიყვანა. მოგვიანებით იქ ვიღაც ქართველი კაცი გაიცნო, რომელსაც კრიმინალური წარსული ქონდა და ცოლად გაჰყვა. მეგის ძალიან არ მოსწონდა მამინაცვალი, მაგრამ მის კითხულზე არავინ იყო. ცოტა რომ წამოიზარდა, საქართველოში დარჩენილი თავისზე თხუთმეტი წლით უფროსი ძმა ინტერნეტით იპოვა და მას შემდეგ ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. ახლა კი, მოახერხა და სტუმრად ეწვია ერთი თვით... ბექას რატომღაც ძალიან სწრაფად მიყავდა მანქანა, თან ჩაფიქრებულ მეგის მალულად უმზერდა სარკეში. _ამ მანქანას ნელა სიარული არ შეუძლია?_უსაყვედურა თორნიკემ._სად გეჩქარება? მშვიდობიანად მიგვიყვანე სახლში. _საჭესთან გამოცდილი მძღოლი ზის ალექსეევიჩ, ნუ გეშინია._თავი მოიწონა ბექამ. მეგის კმაყოფილი ღიმილი გაუკრთა ბაგეზე. მართალია, მუქი სათვალის მიღმა ვერ ხედავდა ვაჟის თვალებს, მაგრამ გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას და ეს სიამოვნებდა. საერთოდ, ნაჩვევი იყო საპირისპირო სქესის მხრიდან დიდ ყურადღებას. ბექას ფარული ინტერესი მის მიმართ კი სხვანაირად უფორიაქებდა ახლა გულს. _მე ამ მისამართზე მიმიყვანეთ._მოულოდნელად განაცხადა მეგიმ და თორნიკეს პატარა ფურცელი გადასცა. _აქ რა გინდა?_გაოცებული შემოუტრიალდა დას. _ვიცი, წინააღმდეგი წახვიდოდი და ამიტომ ინტერნეტით დავჯავშნე სასტუმრო. _უკვე მაბრაზებ._ მართლაც სიბრაზე შეერია ხმაში._ ვითომ, ჩვენთან ვერ მოგათავსებდით? _კარგი რა, არ მინდა რომ შეგაწუხოთ, თან ასე მირჩევნია. ნუ ღელავ, მთელ დღეს სულ თქვენთან ვიქნები და მხოლოდ დასაძინებლად წამოვალ. _მე ამით უფრო მაწუხებ. _ეწყინა თორნიკეს. თუმცა, იცოდა რომ ვეღარ გადაათქმევინებდა ჯიუტ დას ვერაფერს და ბექას მიუბრუნდა უკმოყოფილო სახით._მე სამსახურში ჩამომსვი და ეს კიდევ მიიყვანე თავის სასტუმროში. _მთლად სასტუმრო არ არის, ორ ოთახიანი ბინა ვიქირავე. თქვენთან ახლოს არის და ფეხითაც გამოვალ._გადაიწია მეგი და გაბრაზებულ ძმას სიყვარულით მოუჩეჩა თმა._არ გამიბრაზდე, მართლა ასე მირჩევნია რა. ნაწყენი თორნიკე უთქმელად გადავიდა მანქანიდან. დროებითო, ზერელედ დაემშვიდობა მეგის და განზრახ მკვლელობათა განყოფილებისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაეშურა. ბექამ გოგო ცხრასართულიან კორპუსთან მიიყვანა, ჩემოდნები მესამე სართულზე აუტანა და კართან დაუწყო. _არ შემოხვალ?_მოულოდნელად შესთავაზა მეგიმ და თან რაღაც ეშმაკურად გაუღიმა. ბექამ სათვალე მოიხსნა, ცნობისმოყვარეობითა და გაოცებით შეხედა თავისი მწვანე მომნუსხველი თვალებით. "რა მშვენიერი თვალები ჰქონია."_გაიფიქრა მეგიმ და კვლავ შეჰღიმა ბექას._თურქული ყავა ჩამოვიტანე და დაგველია. _მადლობა, მეჩქარება._ზრდილობიანად იუარა და ისე, რომ ლიფტს არ დალოდებია, სულ სირბილით ჩაიარა კიბის ორ-ორი საფეხური. კმაყოფილი მზერით გააცილა ცოტა დამფრთხალი მამაკაცი მეგიმ. მერე მოპირდაპირე კარზე დარეკა მელოდიური ზარი, დიასახლისს გასაღები გამოართვა და თავის ბინაში შევიდა. ბარგი იქვე შესასვლელშივე დატოვა. აბანოს ტილო ამოაძვრინა მხოლოდ, აბაზანაში შევიდა და სიცხით გათანგული სხეული ცივი შხაპით გაიგრილა. იქიდან უკვე დასვენებული გამოვიდა და ტილოშემოხვეულმა დაათვალიერა ოთახები. ფოტოები კი ქონდა ინტერნეტით ნანახი, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. კმაყოფილი ჩამოჯდა სავარძელზე, გრძელი ლამაზი ფეხები მინის მაგიდაზე შემოაწყო და სიგარეტს გაუკიდა. დედისთვის არ დაურეკია რომ ჩამოვიდა. არც აპირებდა. მერაბი თავისი კავშირებით მაინც გაიგებდა და ეცოდინებოდათ უკვე, რომ საქართველოში იყო. ****************** სადარბაზოდან გასული ბექა მანქანასთან წამით შეყოვნდა. დანახვისთანავე მოეწონა მეგი, მისი თვალშისაცემი გარუჯული და მოლაპლაპე სხეული მაგნიტივით იზიდავდა რატომღაც. ეშინოდა მასთან მარტო დარჩენის, იცოდა რომ თავს ვერ გააკონტროლებდა, მითუმეტეს რომ მეგიც დაუფარავი ვნებით უღიმოდა. მესამე სართულის ფანჯრებს გაუაზრებლად ახედა, მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით მოსწყვიტა ადგილს. სანამ თორნიკესთან სამსახურში წავიდოდა, სახლში შეირბინა. თავისი თვრამეტი წლის დიშვილი ხატია კომპიუტერთან მიმჯდარიყო და რღაცას მონდომებით წერდა. მიეპარა და გვარიანად შეაშინა. _ვაიმე ბიძია, რა გული გამიხეთქე?_იმხელაზე ახტა დამფრთხალი გოგონა, ბექამ თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად ახარხარდა. _იქნებ, ქურდი შემოიპარა სახლში, მასე უნდა იჯდე გართული რომ ვერ გაიგო? _მარტო შენ იცი მასე ქურდივით მოპარვა. მთლიანად მიკანკალებს ხელ-ფეხი._თავი მოისაწყლა გოგომ._ასე როგორ შეიძლება? _კარგი ხო, დედაშენს არ უთხრა ოღონდ._ჩაიხუტა შეშინებული გოგონა და თმები მოუჩეჩა._ამ საღამოს გაგასეირნებ, არ გინდა? _ვაუ, რა კარგია._შიში მთლად გადაავიწყდა ხატიას და აღტაცებულმა აკოცა ბიძას გაუპარსავ ლოყაზე._სად წავალთ? _და ჩამოუვიდა თორნიკეს თურქეთიდან და პატარა წვეულებას აწყობს. _მაგარია, და სად აწყობს, სახლში თუ რესტორანში, როგორ ჩავიცვა?_დაინტერესდა გახარებული გოგონა. _სახლში, ბევრი არავინ ეყოლება, ასე რომ ძალიანაც ნუ ეცდები გამოპრანჭვას._კიდევ მოუჩეჩა თმა და აბაზანაში შევიდა შხაპის მისაღებად. იქიდან გამოსულმა სარკის წინ კარგა ხანს იტრიალა, მერე ხატიას სთხოვა ტანსაცმელი დამირეცხეო და მეგობრის დასახედად წავიდა. ******************** თორნიკე თავის კაბინეტში ფანჯარასთან დაფიქრებული იდგა და ზურგზე ხელებშემოწყობილი მოჭმუხნული შუბლით გაჰყურებდა ლაჟვარდოვან ცას. დის ჩამოსვლა ძალიან გაუხარდა, თუმცა არ მოეწონა მისი თამამი და გამომწვევი ჩაცმულობა. გუმანით ხვდებოდა, რომ ის პატარა მეგი, რომელიც წლების წინ ახსოვდა, სადღაც გამქრალიყო._დედამისის ალიკვალია._სიმწრით ჩაილაპარაკა თავისთვის და შემობრუნდა. ის იყო თავის სამუშაო მაგიდას მიუჯდა, რომ ბექამაც შემოხსნა კარები. _რა ყურები ჩამოგიყრია ალექსეევიჩ?_მის წინ სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტს გაუკიდა. _აკი, გადააგდე შენ ეგ სიგარეტი?_გაუკვირდა თორნიკეს._ნეტა რა თავს იწამლავ, ან მე რას მწამლავ?_უკმაყოფილომ გამოაღო ფანჯარა. _ეს ისე, როცა ვნერვიულობ, ხანდახან წამძლევს ხოლმე სული._დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ბექამ. _და რაზე ნერვიულობ ახლა? _სანერვიულო არაფერია ვითომ?_ეშმაკურად მოჭუტა თვალები._აი, მაგალითად შენ, რას ჯავრობ და რას გაჰყურებ მაგ ფანჯარას? _მე??? მე დამღალა უკვე ამ ყველაფერმა. ერთს დავიჭერთ, მეორე ჩნდება, მეორეს მესამე მოყვება და ასე გრძელდება უწყვეტ ჯაჭვად. როდის უნდა მოეღოს ბოლო ამ კრიმინალს? ბექა განაგრძობდა სიგარეტის მოწევას და თან უხმოდ შეჰყურებდა დამწუხრებულ მეგობარს. თორნიკე მართალი იყო, გულში ეთანხმებოდა კიდეც მეგობარს. მართლაც, მალევე გამოჩნდებოდა ვინმე ეჭვიანი მოძალადე ქმარი, შურით დაბრმავებული მეგობარი ან ფსიქიკაშერყეული მანიაკი. ზოგს გამოიძიებდნენ, ზოგს ვერა და ასე გაგრძელდებოდა ვინ იცის კიდევ როდემდე... _ბატონო თორნიკე, ახლახან დარეკეს, შელაპარაკების დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაუჭრიათ ცივი იარაღით. ოპერატიული ჯგუფი გზაშია._სათვალეებიანმა შუახნის ქალმა შემოყო კაბინეტში თავი. _მადლობა მერიკო, ჩვენც ახლავე გავალთ._ისეთი ტონით ჩაილაპარაკა თორნიკემ, თითქოს ბექას ეუბნებოდა, აი, ხომ გეუბნებოდიო. უსიტყვოდ გამოვიდნენ შენობიდან და მანქანაში ჩასხდნენ. ადგილზე მისულებს დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანილი დახვდათ. ტროტუარზე სისხლის მოზრდილი გუბე იდგა. დამნაშავეს ადგილზე მიმალვა მოესწრო. ცნობისმოყვარე ბრბო იქვე შორიახლოს ზუზუნებდა. თორნიკემ გულდასმით დაათვალიერა დანაშაულის ადგილი და მხოლოდ ამის შემდეგ მოიკითხა თვითმხილველი. თვითმხილველი ორმოცდაათიოდე წლის ქალბატონი აღმოჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ შოკში იყო მომხდარით. _ზუსტად ჩემს თვალწინ მოხდა ყველაფერი._გაფართოებულ თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით._ის საცოდავი ჩემს წინ მიდიოდა წყნარად თავისთვის. უცებ, საიდანღაც გამოუხტა ის არაკაცი და ვიღაც ნინის თავის დანებება მოსთხოვა უწმაწური სიტყვებით. ამან, ვერ დავანებებო და იმან კიდევ რამდენჯერმე დაარტყა დანა მუცელში. მერე იქით გაიქცა და მიიმალა._ხელი გზის მეორე მხარეს გაიშვირა. _სახეზე თუ დაინახეთ, ან რა ეცვა?_ბექა დაინტერესდა ახლა. _წითელი პერანგი და შავი შარვალი. თეთრი კეპიანი ქუდი ეფარა. წვერი ქონდა მოშვებული. სხვა ისეთი ვერაფერი. ისე მოულოდნელად მოხდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი._შეწუხდა ქალი. _სხვა არავის არაფერი დაუნახავს?_შორიახლოს მდგარ ბრბოს მიმართა თორნიკემ. _არაფერი უფროსო._მხრები აიჩეჩა დაბალმა მელოტმა მამაკაცმა. იქიდან საავადმყოფოში წავიდნენ. _პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ოპერაცია უკეთდება. ექიმს დაელოდეთ._მიმღებში ახალგაზრდა გოგონამ გულგრილად მოახსენათ. ფოიეში ჩამოსხდნენ, მოუთმენლად დაელოდნენ ოპერაციის დასრულებას, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა. ექიმი გამოვიდა თუ არა საოპერაციოდან, კაბინეტში შეყვნენ. _რა ხდება ექიმო, როგორ არის?_შეეკითხა ცოტა შეშფოთებული თორნიკე. _შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებული. ბევრი სისხლი დაკარგა. რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. ჯერჯერობით რეანიმაციაში იწვება. _დაკითხვას როდის შევძლებთ? _დღეს ეგ შეუძლებელია, ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ არის ისევ. _კარგით, ეს ჩემი ნომერია და თუ რამეა დამიკავშირდით._სავიზიტო ბარათი გაუწოდა ბექამ ექიმს და თორნიკესთან ერთად კაბინეტიდან გამოვიდა. ******************** მეგიმ ცოტა დაისვენა. შემდეგ ტანსაცმელი ჩაიცვა და ეზოში ჩავიდა. მოხდენილი ჩქარი ნაბიჯებით ჩაუარა ყვავილების ბაზრობას და ძმის კორპუსისკენ გადაუხვია. რამდენი ურბენია და უთამაშია ამ ტერიტორიაზე... რამდენჯერ უჩხუბია ბიჭებთან... ზედმეტსახელად ქაჯანას ეძახდნენ. არავის არაფერს პატიობდა ადვილად და ყველა ჩხუბის თავი და თავი ეს იყო. ისე შეცვლილიყო ყველაფერი, ცნობა უჭირდა. პატარა სკვერი გადაჭრა და ის კორპუსიც გამოჩნდა, სადაც ბავშვობა გაატარა. ისევ ისეთი იყო, არაფერი შეეცვალათ ამ ათი წლის მანძილზე. სადარბაზოს პირველი საფეხური ისევ ისე იყო ქიმჩატეხილი. ცოტა აღელდა. სწრაფად აიარა კიბის საფეხურები და ხელმარჯვნივ კარზე ზარი დარეკა. კარი ძმის ცოლმა გაუღო. ფოტოებით იცნობდა ეკას და მოსწონდა კიდეც ძმის არჩევანი. თუმცა რეალობაში უკეთესი აღმოჩნდა. _მეგი?_სიხარულით გაუცისკროვნდა ქალს თვალები._ვიფიქრე, თორნიკე მოგიყვანდა სამსახურის მერე. ფეხით მოხვედი?_თან გადაეხვია უცნობ მულს და გულიანად გადაკოცნა. გულწრფელი ეჩვენა მეგის რძალი და გული აუთრთოლდა. რამდენი ხანია ასე გულთბილად არავინ დახვედრია. მისგან ყოველთვის რაღაცას მოელოდნენ.. _მეც რა მაგარი ვარ, კარებში დაგაყენე._გონზე რომ მოეგო, შეიცხადა ეკამ და სტუმარი ბინაში შეიპატიჟა. აქ კი ყველაფერი სხვაგვარად იყო, ავეჯიც გამოეცვალათ და რემონტიც. თვალის შევლება წესიერად ვერც კი მოასწრო მეგიმ, რომ 8-9 წლის გოგო და ბიჭი გამოვიდნენ მეორე ოთახიდან და სტუმარს მორიდებით დაუწყეს ყურება. _ეს მამიდათქვენია ბავშვებო, გაიცანით._მერე მეგის მიუბრუნდა._ლოლიტა და ალექსანდრე. გაუხარდა მეგის მამის სახელი რომ დაურქმევია თორნიკეს შვილისთვის. გულში ჩაიკრა ბავშვები და კარგა ხანს ასე იყვნენ ჩახუტებულები. მერე მათთვის საჩუქრები ამოაძვრინა ჩანთიდან და გახარებულ ბავშვებს გადასცა. _ვაიმე, მგონი კატლეტი დამეწვა._შეიცხადა ეკამ და ბოდიშის მოხდით გავიდა სამზარეულოში. მეგიმ ძმიშვილებთან გამონახა საერთო ენა. მერე ეკასთან შევიდა სამზარეულოში. _დახმარება ხომ არ გინდა რამე?_შეეკითხა რძალს. _რას ლაპარაკობ, შენ დღეს ჩვენი საპატიო სტუმარი ხარ და რამეს დაგავალებ?_გაუცინა ეკამ._ყავას დავდგამ ახლა და დავლიოთ._აფუსფუსდა. _იყოს, მე გავაკეთებ._არ დაანება მეგიმ თავი._სხვა თუ არაფერი, ყავა მაინც გამომდის კარგი._უთხრა და თან გაუღიმა. _თორნიკე ძალიან გახარებულია შენი სტუმრობით. მეც ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა. ინტერნეტით კი ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ პირისპირ შეხვედრა სულ სხვაა. _რამდენი ხანია მინდოდა მეც ჩამოსვლა და ვერ ვახერხებდი._მოიბოდიშასავით მეგიმ._ახლა გამომიჩნდა თავისუფალი დრო და როგორც იქნა ავისრულე წადილი. _თორნიკესაც ამ თვის ბოლოს აქვს შვებულება, მაგრამ არაუშავს, შენს ჩამოსვლას ორი კვირით მაინც დაამთხვია._ლამაზად და გულწრფელად გაიღიმა ეკამ. მეგიმ ყავა მოადუღა, ფინჯნებში ჩამოასხა და სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო. ორივენი მიუსხდნენ. _ბავშვები რას შვრებიან, ხომ არ გაბრაზებენ? _ნეტა როგორც ესენი არ მაბრაზებენ... _თორნიკე გაბრაზებს?_სახეც და ხმაც შეეცვალა მეგის. _არა, ისე სიტყვის მასალად ვთქვი._გაეცინა ეკას._უბრალოდ, გვიანობამდე მუშაობს, დასვენება მაგან არ იცის და მაგაზე ვდარდობ... მართლა გემრიელი ყავაა._მოუწონა მულს ნახელავი. მეგის გაეღიმა. ყავის დალევა დასრულებული არ ქონდათ, რომ ეკას დედა, ქალბატონი ეთერიც მოვიდა. მეგი ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა და კმაყოფილი სახით გადაეხვია. _შენზე ბევრს მიყვებოდა ეკა, ჯერ ისევ ბავშვი ყოფილხარ შვილო. მართალია, ქალს წლოვანებას არ ეკითხებიან, მაგრამ რამდენი წლის ხარ?_ეშმაკურად შეჰღიმა თან. _ოცდაორის._არ დაუმალია მეგის ასაკი. _ჩემი ვატოს ტოლი ყოფილხარ. _ვატო ჩემი უფროსი ძმის შვილია._დაუზუსტა ეკამ. მერე ბავშვებს გასძახა._ლოლი და ალექსანდრე, მამიდას მიხედეთ და არ მოაწყინოთ სანამ მე და ბებია სამზარეულოში ვიტრიალებთ. _დიდად ნუ წუხდებით ჩემს გამო._იუხერხულა მეგიმ._თქვენი ნახვის და ჩახუტების გარდა მე არაფერი მინდა. _ახლა არ გამაბრაზო._მოჩვენებითი სიბრაზით დატუქსა პატარა მული ეკამ და ლამის ძალით გააყოლა გახარებულ ბავშვებს სასტუმრო ოთახში. ******************** საღამოს თორნიკე, ბექა და ხატია ერთად მოვიდნენ. ხატიას ძალიან მოეწონა მეგი, აღტაცებულ მზერას ვერ აშორებდა ცოტა დაბნეულ გოგოს. თორნიკეც კმაყოფილი დარჩა ამჯერად დის ჩაცმულობით, გამომწვევად აღარ ეცვა და ესიამოვნა. ეკას უმცროსი ძმა და მისი მეუღლეც მოვიდნენ მეგის გასაცნობად. თორნიკეს დეიდაშვილი გიგა ბავშვობაში ახსოვდა მეგის. ყოველთვის ჩხუბობდნენ, ერთმანეთს ვერ უგებდნენ და ყოველთვის თორნიკე აშველებდათ. შეხედეს თუ არა ერთმანეთს, ორივეს სიცილი აუტყდა. _ისევ ისეთი ქაჯანა ხარ?_უთხრა გიგამ და გადაეხვია მონატრებულ ბავშვობის მეგობარს. _ამას შეცვლიდა ვითომ რამე?_გაიკვირვა თორნიკემ._ ყოველ დღე ორ-სამ ბიჭთან ჩხუბი რომ არ მოსვლოდა, იმ დღეს ვშიშობდი, ცუდად ხომ არ იყო. მეგი ღიმილმორეული უყურებდა ძმას. თორნიკე მართალი იყო, არ აჭარბებდა, უბანში შიშის ზარს სცემდა ბიჭებს. _გოგია გახსოვს?_გახალისდა გიგა._სახელის გამო რომ დასცინოდი, შენებს არ უყვარხარ, თორემ გოგია რამ დაარქმევინათ შენთვისო? თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მეგიმ. _ხო და იმ გოგიას მოსწონდა ჩვენი მეგი._ყველას გასაგონად განაცხადა გიგამ._მაგრამ შიშით ვერაფერს ეუბნებოდა. საცოდავი, წუნკალი ძაღლივით დასდევდა უკან. ეს კიდე სულ ეჩხუბებოდა, სილაში აშენებულ გვირაბებს უნგრევდა, საქანელაზე არ სვამდა. ველოსიპედს წაართმევდა და მთელი დღე დააქროლებდა. ის საცოდავი გოგია კიდე ცრემლების ყლაპვით ითმენდა ამ ყველაფერს. _ის რატო არ გახსოვს, სხვა უბნის ბიჭებთან რომ დავიცავი?_ვითომ გაიბუტა მეგი. _ხო და ზუსტად იმ დღის მერე ჩაუვარდი ბიჭს გულში._გაეცინა გიგას. სუსტი, მაღალი, ცისფერთვალა ქერა გოგია მეგისაც მოსწონდა, მაგრამ რატომღაც არ აღიარებდა ამას და სულ დასცინოდა, სულ ამცირებდა და აბრაზებდა... _ახლა ის დროა სუფრასთან გადავინაცვლოთ და დანარჩენი იქ გავიხსენოთ._სიტყვით გამოვიდა თორნიკე და სტუმრები მაგიდასთან მიიპატიჟა. ხატია აღფრთოვანებული იყო მეგის პიროვნებით. გვერდიდან არ შორდებოდა და მის ყოველ მოძრაობასა თუ მიმიკას გულისყურით აკვირდებოდა. სუფრასთანაც მის გვერდით დაჯდა. ქართულ სამზარეულოს მონატრებული მეგი ყველა კერძს უსინჯავდა გემოს და რძალს ნახელავს უქებდა. ეკაც ზრდილობიანად სთავაზობდა სტუმარს ყველაფერს. _რამდენი ხნით ხარ ჩამოსული?_მოულოდნელად დაინტერესდა გიგა და მეგის უჩვეულო ღიმილით შეხედა. _ერთი თვით. _ამ ერთ თვეში კი მოასწრებ ჯეროვნად შენი სამშობლოს დათვალიერებას, არ გინდა? _რატომაც არა?_გაუხარდა. _პირველი ტური კახეთიდან რომ დაიწყო არ გინდა?_ ახლა ხატია მიუბრუნდა მეგის._ამ შაბათს რთველი გვაქვს. _შუა აგვისტოშო რა რთველი გაქვთ ნეტა?_გაოცება ვერ დამალა ბექამ დიშვილის ნათქვამზე. _სახლის წინ ადრეული ყურძენი რომ გვიდგას, ქალის თითებს რომ ვეძახით, აი იმის. ხომ წამოხვალ ჩვენთან?_ლამის მუდარაზე გადავიდა გოგო. _ისე მთხოვ, უარი როგორ შემოგბედო?_გაეღიმა მეგის და ხატიას მეგობრულად მიეხუტა. _ზეგ შუადღის მერე ხომ წაგვიყვან ბიძია?_ახლა ბექას მიუბრუნდა აღტაცებული ხატია. _არ ვიცი, ვნახოთ._დაიბნა ბექა. _კარგი რაა, ხომ შვებულებაში ხარ მაინც და რაღატო არ იცი?_საყვარლად გაბუშტა ტუჩები. _კარგი, ხო._არ მოეწონა გოგონას გაბუტვა ბექას და მალევე დასთანხმდა. ბევრი ილაპარაკეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, რომ ეკა და ბავშვებიც წაეყვანათ კახეთში. დიდი ხანია ეკასაც უნდოდა კახეთის მონახულება და უარი არ უთქვია. ბავშვებსაც კარგი ექსკურსია გამოუვიდოდათ. აღტაცებული ბავშვები ხომ ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდნენ, უკვრ, ერთი სული ქონდათ პარასკევი როდის გათენდებოდა. მეგიმ კარგად მოილხინა ძმის ოჯახში. ბარის ჩაციებული ლუდიც სიამოვნებით მიირთვა. საღამოს კი, ეკას დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიეხმარა რძალს სუფრის ალაგებაში. ცოტა ხანს კიდევ დარჩა მათთან და მერე თავის ნაქირავებ ბინაში წავიდა. ღამის სიბნელე სულაც არ აფრთხობდა, პირიქით, რაღაც სიმშვიდეს გვრიდა. სკვერს რომ ჩაუარა, ვიღაც ორი ტიპი აეკიდა. ფეხისთვის არ აუჩქარებია, არც შეშინებია. განათებულ ლამპიონთან წამოეწივნენ ბიჭები და წინ გადაუდგნენ. 18-19 წლისები თუ იქნებოდნენ. სიგარეტს ეწეოდნენ და თან ძალიან ამაზრზენად იპურჭყებოდნენ. არ უყვარდა მეგის ასეთი ტიპები. _არ გინდა სახელი გვითხრა ლამაზო?_ერთ ერთმა აგდებულად ჰკითხა მეგის და თან თავიდან ფეხებამდე გამომწვევად აათვალიერ-ჩაათვალიერა. _შენ წარმოიდგინე ოდნავი სურვილიც კი არ მაქვს._მშვიდად მიუგო მეგიმ. _რა ნაგლია?_გაბრაზდა მეორე._შენი თავი მომცა ერთი საწოლში, რას აგაკვნესებდი და გასწავლიდი ჭკვას?_დაექადნა თან. მოულოდნელად მოიქნია მეგიმ მუშტი და პირდაპირ ცხვირპირში აჯახა უზრდელ ვაჟს. _ამის დედაც, ცხვირი გამიტეხა ტოო._აღრიალდა ბიჭი._მე შენ გიჩვენებ სეირს._დაემუქრა და მეგისკენ გაიწია. მეგიმ უმალ ამოსცხო გამეტებით საზარდულში მუხლი და იქვე წააქცია. მეორე ბიჭს მიუბრუნდა ახლა და იმასაც გაშლილი წიხლი უთავაზა ცხვირ-პირში. აღმოსავლური ორთაბრძოლების მოყვარულს ორი ლაწირაკის ცემა სულაც არ გასჭირვებია. მერე კი ძალიან მშვიდად, ისე თითქოს არაფერი მომხდარიყოს, განაგრძო გზა. ბიჭები აღარ გაჰკიდებიან. **************************** თორნიკე თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა და დაჭრილი ავადმყოფის ჩვენებას გულდასმით კითხულობდა. დაზარალებულის თქმით თავდამსხმელს არ იცნობდა და პირველად ნახა. თუმცა, ქალის ჩვენებიდან ირკვეოდა, რომ თავდამსხმელი იცნობდა დაზარალებულს, რადგან ნინის თავის დანებებას სთხოვდა. რაში აწყობდა დაზარალებულს დამნაშავის დაფარვა, მაგას ვერ ხვდებოდა თორნიკე. აქედან ორი ვარიანტი იკვეთებოდა, ან არ უნდოდა რომ ჩამშვები ყოფილიყო, ან თვითონ აპირებდა სამაგიეროს გადახდას. _ბატონო თორნიკე._ოთახში მორიდებით შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი._ შორიახლოს კაზინოს კამერამ დააფიქსირა ის თავდასხმა და ახლა მონაცემთა ბაზაში თავდამსხმელის იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. _ძალიან კარგი._ფიქრებიდან გამოერკვია თორნიკე და ახალბედას კმაყოფილმა შეხედა._პასუხი როდისთვის გვეცოდინებაო გიორგი? _არ ვიცი ბატონო თორნიკე, გარკვეული დრო დასჭირდებაო._დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ბიჭმა. _ყველაფერი დროის საკითხია. არაუშავს, ჩვენც დაველოდოთ._კვლავ შეჰღიმა თორნიკემ._შეგიძლია მერიკოს უთხრა, ყავა გამიკეთოს? _დიახ ბატონო თორნიკე._მკვირცხლად გატრიალდა ბიჭი. თორნიკე ისევ თავის სამუშაო მაგიდას მიუბრუნდა და დოკუმენტებს ჩახედა. მერიკომ მალევე შემოუტანა. _მადლობა მერიკო, ერთი წლის სიცოცხლე შემმატე ახლა შენ._მადლიერი თვალებით ახედა ქალს. _რის მადლობა?_დაიმორცხვა ქალმა._გემრიელად მიირთვით._უთხრა და ოთახიდან გავიდა. უმალ მოწრუპა თორნიკემ ცხელ-ცხელი სურნელოვანი სითხე და სიამოვნებისგან თვალები მინაბა. _მაინც რა არის ეს დალოცვილი, მკვდარსაც კი გააცოცხლებს._თავისთვის ჩაილაპარაკა კმაყოფილმა. ყავის დალევა ახალი მომთავრებული ქონდა, რომ სახელოსნოდან დაურეკეს, თქვენი მანქანა გაკეთებულია და შეგიძლიათ წაიყვანოთო. ოთხი დღე მანქანის გარეშე ძლივს გასძლო და ამ ამბავმა ახლა პატარა ბავშვივით გაახარა. მერიკოს დაუბარა, ცოტა ხნით გავდივარ და ახლავე მოვალო და ლამის სირბილით გასწია სახელოსნოში. ********************* ბექამ კარგა ხანს იტრიალა სარკესთან. ხან რომელი პერანგი მოისინჯა და ხან რომელი. ხატიაც ერთ ამბავში იყო და დიდად არ მიუქცევია ყურადღება ბიძის ესოდენ მზადებისთვის. თუმცა, გუმანით ხვდებოდა, რომ მეგის უკავშირდებოდა ამ ბოლო დროს სარკესთან მომეტებული ტრიალი და უხაროდა კიდეც. მეგი ძალიან მოსწონდა და წინააღმდეგი სულაც არ იყო მომავალში ბიცოლა დაეძახა მისთვის. ბიძა და დიშვილი მზადებას რომ მორჩნენ, მეგის მიაკითხეს. მანქანა წესიერად გაჩერებული არც იყო, რომ ხატია ხალისით გადახტა და სადარბაზოში გაუჩინარდა. ბექამ სიგარეტს გაუკიდა და ისიც გადავიდა მანქანიდან, თუმცა მაღლა არ ასულა. მანქანას ზურგით მიეყრდნო და მოუთმენლად დაელოდა მეგის გამოჩენას. თავს არ უტყდებოდა, მაგრამ, გრძნობდა რომ მისმა ჩამოსვლამ გვარიანად ააფორიაქა ეს დონჟუანი ბიჭი. თორნიკესაც ვეღარ უსწორებდა წესიერად თვალს, მისი დის მიმართ ფარული ვნებები და ინტერესი რომ ამოძრავებდა. ის-ის იყო სიგარეტის მოწევას მორჩა და ნამწვი ურნაში ჩააგდო, რომ სადარბაზოდან ხატიას სიცილი შემოესმა. ხატიაც მალე გამოჩნდა პატარა სამგზავრო ჩემოდნით ხელში, რომელსაც უკან მეგი მოყვებოდა. შავი მბზინავი თმა გაშლილი ქონდა და ლამის წელამდე სწვდებოდა მსხვილი კულულები. თეთრი, ზედმეტად გულამოღებული მაისურიდან მუქი რუჯი თვალსაჩინოდ მოუჩანდა. ნამეტანი მოკლე ჯინსის შორტები ძალიან უხდებოდა. ამაყად მოაბიჯებდა სწორი ლამაზი ფეხებით. მართალია მუქი მზის სათვალე ეკეთა, მაგრამ ბექამ მაინც იგრძნო მისი მზერა და ცოტა არ იყოს დაიბნა. თან, ისეთი მაცდური ღიმილით მიესალმა დაბნეულ ვაჟს, რომ ამ უკანასკნელმა ძლივს მოახერხა საბარგულის ახდა და ჩემოდნის ჩადება. _ეკა ბიცოლა და ბავშვებიც მზად არიან და გველოდებიან._სხაპასხუპით მიაყარა ხატიამ და მეგის გვერდით უკან სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა. უხმოდ მიუჯდა ბექა საჭეს და მანქანა ფრთხილად დაძრა ადგილიდან. ეკა და ბავშვები მართლაც მზად იყვნენ და მათ ელოდნენ. დიდი დრო არ დასჭირვებიათ და მალევე დაადგნენ სოფლის გზას. მთელი ის ერთი საათი, სანამ ადგილზე ჩავიდოდნენ, ხატიას პირი არ გაუჩერებია, მხიარულად ყვებოდა რაღაც ისტორიებს და მეგის გულიანად აცინებდა. მეგიმაც კარგად მოილხინა, თან მალულად ბექას უმზერდა სარკეში. ისე ჩავიდნენ კახეთში, ვერც კი გაიგეს. ბექამ პირდაპირ ეზოში შეიყვანა მანქანა, რათა ცნობისმოყვარე მეზობლების მზერისთვის აერიდებინა თავი. ბექას სტუმრობა დის ოჯახში ყოველთვის იწვევდა გასათხოვარი გოგონების დიდ ინტერესს და ახლა უცხო სტუმრებიც რომ დაინახეს, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შექუჩებულიყვნენ შორიახლოს. _ეს თორნიკე ბიძიას და არის._მანქანიდან გადასვლიათანავე გააცნო ხატიამ დედ-მამას მეგი._ეს კი, მისი მეუღლე და შვილები. ბელამ, ხატიას დედამ, მუშტრის თვალით შეათვალიერა მეგი და შინაურულად გადაეხვია და გადაკოცნა. _ეს რა კარგი და ყოლია თორნიკეს._მერე ეკას და ბავშვებს მიუბრუნდა._თქვენზე ბევრს მიყვება ჩემი ძმა, მართლაც არაჩვეულებრივი ქალბატონი ბრძანდებით._მასაც გადაეხვია და გადაკოცნა. მეზობლები ცოტა შურით ათვალიერებდნენ მეგის, რომელიც ფოტომოდელს უფრო გავდა. ხატიამ უმალ ამოაბარგა მანქანის საბარგულიდან ჩემოდნები და სტუმრებს სახლში შეუძღვა. ალექსანდრე და ლოლიტა ინტერესით ათვალიერებდნენ მათთვის უჩვეულო გარემოს და კმაყოფილი ღიმილი არ შორდებოდათ სახიდან. _მოგწონთ?_ჩურჩულით კითხათ ძმიშვილებს მეგიმ. _სუპერია._ცერა თითი აწია ალექსანდრემ და თვალი ჩაუკრა მამიდას. _მართლაც რა კარგია._აღტაცებას ვერ მალავდა ლოლიტა._დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში. _რა მშვენიერი ეზო და სახლი გქონიათ._აშკარად კმაყოფილი იყო ეკაც. _ახლა ცოტა დაისვენეთ, პური ვჭამოთ და მერე ჯეროვნად დაგათვალიერებთ ჩემს კარ-მიდამოს._ომახიანად განაცხადა ხატიამ და დედას სამზარეულოში შეყვა. სახელდახელოდ გააწყვეს კახური სუფრა და ნამგზავრი სტუმრები ხალისით შემოუსხდნენ მაგიდას. ბელა ყურადღებას არ აკლებდა საპატიო სტუმრებს. ისე ცქრიალებდა და ამატებდა სუფრას ახალ-ახალ კერძებს, მეგი გაოცებულიც კი იყო მისი სიმარდით. ბექას საერთოდ არ გავდა, შავგვრემანი, ოდნავ სრული და საშუალო სიმაღლის იყო. ვერავინ იფიქრებდა იმას, რომ ესენი და-ძმანი იყვნენ. _აქ თუ ასე გაგრძელდა, სანამ თურქეთში დავბრუნდები, 20 კილო გარანტირებული მექნება.-ღიმილით წასჩურჩულა მეგიმ ხატიას და ბელას შემოტანილი მადისაღმძვრელი ყაურმა დააგემოვნა. _მეც ამიტომ გავრბივარ ყოველთვის ბიძიასთან რომ არ გავძროხდე._გულიანად გადაიკისკისა გოგომ._შევატყობ, რომ აქ მოვიმატე და იქით გავრბივარ. იქ გავხდები და ისევ აქ მოვრბივარ. წასვლა-წამოსვლაში ვარ სულ. _ დილაობით კარგი იქნებოდა აქ სირბილი. შენ არ დარბიხარ? _არა, მაგრამ რა პრობლემაა, გავიდეთ, მაგაზე კარგი რა იქნება?_გაუხარდა ხატიას. _გავიდეთ, ოღონდ თუ გამეღვიძა._რატომღაც მოისაწყლა თავი მეგიმ. _შენი გაღვიძება მე მომანდე და თუ არ გაგეღვიძება მაგასაც ვნახავ._დაექადნა გახარებული ხატია. **************************** ჯერ ისევ დილის ბინდი იყო, მეგის ოთახში ქურდივით რომ შეიპარა ხატია. მეგის არ გამოჰპარვია მისი შესვლა. მოულოდნელად წამოუხტა და შეახტუნა. _შენ და ბიძიას ხომ ვერ შეგაშინებთ კაცი, აქეთ უხეთქავთ ადამიანს გულს._ცოტა ნაწყენი დარჩა შეშინებული გოგო. მეგი სიცილით წამოხტა საწოლიდან, სპორტული ფორმა ჩაიცვა და ორივენი ჩუმი სიცილ-კისკისით გავიდნენ სახლიდან. ორღობეში გასულებს მეზობლის ძაღლი გამოეკიდათ. დაფეთებულები გარბოდნენ მთელი ძალით და თან უკან იხედებოდნენ, ძაღლი ხომ არ გვეწევაო. სამშვიდობოს დაიგულეს თუ არა თავი, შეჩერდნენ. გიჟური სიცილი აუტყდათ მაშინვე. თან სულს ძლივს ითქვამდნენ. _თუ დაგვეწეოდა და გამოგვაჭამდა ბარკლებს, მერე გენახა შენ._გულიანად იცინოდა მეგი. _ყოველთვის დაბმული ყავთ ეს ოხერი და ახლა რა ჯანდაბა დაეტაკათ? კიდევ კარგი გამოვასწარით._ქაქანებდა ხატია. _აბა, აბა._სულს ძლივს ითქვამდა გადაბჟირებული მეგი. ცოტა რომ შეისვენეს და დაწყნარდნენ, მერე მინდვრისკენ გადაუხვიეს და კარგა ხანს ირბინეს იქ. მეგის ვარაუდით, ოთხი კილომეტრი მაინც გამოუვიდათ. ხატია ძლივსღა მისდევდა ენერგიულ გოგოს და დასვენებას სთხოვდა ცოტა ხნით. _შენ ვინ ყოფილხარ?.. საერთოდ დაღლა იცი რა არის?.. ამომვარდა გული... მეორედ შენთან ერთად აღარ წამოვალ... დედა, ეს რა შარში გავყავი თავი..._ბუზღუნებდა ხატია. მზე ახალი ამოწვერილი იყო, დაღლი-დაქანცული გოგონები ეზოში რომ შევიდნენ. ბექა მანქანაზე მიყრდნობილიყო და სიგარეტს ეწეოდა. მათი დანახვა გაუკვირდა, ეგონა რომ ჯერ ისევ ეძინათ. _სად იყავით? _სად ვიქნებოდით?_კითხვა შეუბრუნა დიშვილმა. _რომ ვიცოდე ხომ აღარ შეგეკითხებოდი?_არ მოეწონა დიშვილის სითამამე. _სად ვიყავით და სარბენად. _სად?_რატომღაც ყურებს არ დაუჯერა ბექამ. _ვირბინეთ, ვირბინეთ._გაიცინა ხატიამ და მეგის აბაზანისკენ წაუძღვა. უსიტყვოდ გააყოლა ბექამ თვალი მომხიბვლელად მიმავალ მეგის. სპორტული გოგოები ყოველთვის იზიდავდა და მეგიც ერთ-ერთი მათგანი იყო. ერთი შეხედვითვე ეტყობოდა, რომ ტანი ვარჯიშით ქონდა დაყენებული და არა რაღაც სულელური დიეტებით. ნახევრად მოწეული სიგარეტის ნამწვი ძირს დააგდო და ფეხით მოსრისა. "ჯანსაღ ცხოვრებას არაფერი ჯობია და რა თავს ვიკლავ ნეტა?"_სინანულით გაიფიქრა და ოთახში შევიდა. ბელა სუფრის სამზადისში იყო უკვე. _ნოდარი ჯერ არ ამდგარა?_გაკვირვებულმა მოიკითხა სიძე. _რაღა დროსია?_შეჰღიმა ბელამ._ბინაზეა წასული, ცხვარი უნდა დაკლან. _რატო არ გამაღვიძა, შველა არ უნდოდა? _ქალაქელი კაცია და ცოდოაო._სიყვარულით შეხედა უმცროს ძმას. _რა ტიპია რა._მოჩვენებითი სიბრაზით გაბრაზდა სიძეზე. მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და პირდაპირ ბოთლიდან მოსვა. _შენ ეგ ჩვევა ვერ მოგაშლევინე._გაუწყრა ქალი._ჭიქა მანდვე არ დევს? ხომ შეიძლება დაისხა და ისე დალიო? _არაფერი მჭირს, ნუ გეშინია... _არ არის ლამაზი! მაინც და მაინც რამე კი არ უნდა გჭირდეს? _დეე, ჩემი შორტები სადაა?_გამოსძახა მეორე ოთახიდან ხატიამ. _ეს გოგო ცალკე გადამრევს. მამაილა, წინ რომ ედოს მაინც ვერ ხედავს. _მესმის._ისევ გამოსძახა ხატიამ. _დიდი ამბავი თუ გესმის._გაეცინა ბელას. _უი, მართლა აქ ყოფილა... არა და წუთის წინ აქ არ იყო._აკისკისდა ხატია. და-ძმამ ერთმანეთს უსიტყვოდ შეხედა და სიცილი აუტყდა. ლოლიტამ და ალექსანდრემ ეზოში ჩამოკიდებულ ჰამაკს მხიარულად მიაშურეს. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, გოგონამ იმარჯვა და პირველი ის ჩაწვა. ალექლსანდრეს არც კი გაუპროტესტებია უფროსი დის პირველობა და მონდომებით დაელოდა თავის რიგს. მეგისაც მოემთავრებინა აბაზანა და ძმიშვილებს მიაკითხათ ჰამაკთან. ბელას დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ეკამ მაინც მოირგო წინსაფარი და დიასახლისს სამზარეულო საქმიანობაში წაახმარა ხელი. ხატიაც ხალისით ეხმარებოდა დედას სუფრის გაწყობაში. მერე, მეზობლებთან გაგზავნა, მუშა ხელი დაგვჭირდებაო და ოთხი მკრეფავი ქალი და ორი მზიდავი ბიჭიც მოაყვანინა. მეგი მხიარულად ერთობოდა ძმიშვილებთან მუშები რომ შემოვიდნენ ეზოში. ბიჭებმა დაინახეს თუ არა, თვალი ვეღარ მოაშორეს გულიანად გაცინებულ უცხო სტუმარს. გოგოებმა ცოტა შურითაც კი შეხედეს უზადო აღნაგობის მეგის. გოგოებს ბექას დანახვა უფრო გაუხარდათ, რომელიც სახლიდან ღიმილით გამოვიდა. ერთ-ერთმა ხელიც კი ჩამოართვა თამამად და გულიანად მოიკითხა. მეგიმ მალულად გააპარა მათკენ მზერა. დაბალი, შავგვრემანი გოგო, რომელსაც შავად შეღებილი თმა მხრებამდე სწვდებოდა, აშკარად ბექას ეპრანჭებოდა. _მოდი პური ვჭამოთ ჯერ და მერე შევუდგეთ საქმეს._მუშებს სიხარულით გამოეგებათ ბელა. მუშებს დიდი თავპატიჟი არ დაუწყვიათ და ოთახში შეყვნენ ოჯახის დიასახლისს. მალევე მოამთავრეს ნადიმი, ჯერ საქმეო და ვენახში გავიდნენ. მეგიც გაყვა ხატიას ინტერესის გამო. ვედრო და დანა მოიმარჯვა, ხატიას ჩალის ქუდი დაიხურა და ყურძნის კრეფას შეუდგა ხალისით. ბიჭები აშკარად ცდილობდნენ მეგის ყურადღების მიქცევას და თავმომწონედ ეზიდებოდნენ ყურძნით სავსე ვედროებს. ხატია ხან ფოტოებს იღებდა, ხან ვიდეოს, ვითომ ინტერვიუს იღებდა მეგისგან და მხიარულად მუშაობდნენ. ბექა მეგისგან მოშორებით იდგა, სადაც შავთმიანი გოგონა მუშაობდა. _როგორ არ მიყვარს ეს მეტიჩარა ლელა._წასჩურჩულა ხატიამ მეგის და იმ გოგონაზე ანიშნა. _რას გიშავებს?_გაუკვირდა მეგის. _ბიძაჩემს ეპრანჭება. _მერე რა? მშვენიერი გოგოა._გულწრფელად აღიარა მეგიმ. _არ მომწონს. დედაჩემს კი ძალიან მოსწონს._უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ცხვირი._ბიძიაც ხათრს ვერ უტეხავს, თორემ ვატყობ რომ გულზე ძალიანაც არ ეხატება. მეგის გაეცინა. ისევ მათკენ გააპარა მზერა. ლელა რაღაცას ყვებოდა მონდომებით და ბექაც ზრდილობის გულისთვის უსმენდა. ხატიასი არ იყოს, აშკარად ეწერა სახეზე, რომ სულაც არ ეპიტნავებოდა ეს გოგო. პირველი რიადის დაკრეფას რომ მორჩნენ, ხატია დედამ დაიბარა და მეგი და ლელა ერთად მოხვდნენ. მეგის გვერდით თითქოს დაკარგა ლელამ სიხალისე. ხმისამოუღებლად კრეფდა ყურძენს და თან შურით უმზერდა მეგის. მოულოდნელად საიდანღაც ხოკერა გამოძვრა. ერთი წიოკით ჩამოეკიდა ლელა ბექას კისერზე. ბექა კი გაოცებული შეჰყურებდა მეგის, რომელიც ადგილიდან არც კი დანძრულა და მშვიდად და აუღელვებლად უყურებდა ქვეწარმავალს როგორ მიძვრებოდა სოროში. შიშის ნატამალიც კი არ ეტყობოდა სახეზე. _შენ არ გეშინია?_ლელასაც გაუკვირდა მეგის საქციელი. _რისი უნდა მეშინოდეს?_გაუკვირდა მეგის._თუ არაფერი დაუშავე თვითონაც არაფერს გერჩის, მიდის თავისთვის. _მე კი გული გამისკდა და..._როგორც იქნა გაუშვა ხელები ბექას. მეგიმ განაგრძო ყურძნის კრეფა. ლელა კი შეშინებული აცეცებდა აქეთ-იქით შიშისგან გაფართოებულ თვალებს. შუადღისით, მზემ რომ კარგად დააჭირა, ხატიაც შემოვიდა ვენახში. მეგის მიუახლოვდა და წასჩურჩულა: _მანქანის მართვა იცი? მეგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _კაი, მაშინ და წამოდი, მამაჩემს ცივი წყალი უნდა წავუღოთ ბინაზე._ჩურჩულით უთხრა ისე, რომ ბექას არ გაეგო. _ასე გასაიდუმლოება რა საჭიროა?_გაეცინა მეგის. _წამო, წამო და გეტყვი. ეზოში გამოსულები ბექას მანქანაში ჩასხდნენ და მინდორში ბინაზე წავიდნენ. _ველოსიპედით უნდა წამეღო ახლა და არ მეზარება?_აკისკისდა ხატია._ბიძია ვერც კი გაიგებს მანქანა რომ მოვპარეთ. ერთი პირობა შეანელა მეგიმ სვლა და ეჭვით შეხედა ხატიას. _არ გაგვიბრაზდება ბიძაშენი? _არა, არა, ვიხუმრე._აკისკისდა გოგო._ერთი ვნახოთ რა სიმღერებს უსმენს ბიძია._თქვა და ფლეშმეხსიერების ბარათი შეაერთა._icy narco? frozeen?_ვაუ, რა მაგარია._ხმას ბოლომდე აუწია და სავარძელზე აცეკვდა. მეგიმ ბექას მზის სათვალე მოირგო და ტრასაზე ფრთხილად გაიყვანა მანქანა. ხატიას ცეკვა არ შეუწყვეტია. თან სიმღერას ღიღინებდა მხიარულად და გამვლელ-გამომვლელების ყურადღებას აშკარად იქცევდა. მალევე მოექცნენ მათ უკან მიმავალი ბიჭების ყურადღების ცენტრში. ნაცრისფერი მერსედესი გვერდით ამოუყენეს გოგოებს და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნეს. ხატიამ ცოტა დაიმორცხვა. მეგიმ ურეაქციოდ შეხედა აღტაცებულ ბიჭებს და სვლა ძალიან მშვიდად განაგრძო. ბიჭებმა კარგა ხანს სდიეს გვერდით, თან უცინოდნენ, თან უსიგნალებდნენ და ჰაეროვან კოცნას უგზავნიდნენ. მერე კი, წინ შემხვედრი მანქანა რომ გამოჩნდა, უცბად გადაუსწრეს. ხატია ბევრს ეხვეწა მეგის შენც გადაასწარიო, მაგრამ ამაოდ. მშვიდი და სერიოზული გამომეტყველებით მართავდა მეგი მანქანას საშუალო სიჩქარით და ისე მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე. ნოდარს გაუკვირდა მარტო გოგოები რომ დაინახა. _ბიძიას არ ეცალა და ჩვენ წამოვედით._დაამშვიდა ხატიამ. მეგი მანქანიდან გადავიდა და შორიახლოს ხეზე მიბმულ ცხენს ფრთხილად მიუახლოვდა. ცხენები მისი სტიქია იყო და ამ შავმა ბედაურმა უმალ მიიპყრო მისი ყურადღება. სიყვარულით მოეფერა ჭკვიან ცხოველს. _შეიძლება დავჯდე?_ისე იკითხა, აშკარა იყო უარს არ მიიღებდა. _თუ კი შეგიძლია, რატომაც არა._ცოტა დაბნევით უპასუხა ნოდარმა. ხატიამ მაშინვე ტელეფონი დააძრო ჯიბიდან და კამერა ჩართა სანახაობის გადასაღებად. მეგიმ ცხენი აუშვა, უზანგში ფეხი გაყო და მოხდენილად გადაევლო ზედ. ცხენმა თითქოს იუცხოვა მხედარი, ცოტა გაჯიუტდა კიდეც, მაგრამ მეგის არ გასჭირვებია მისი დამორჩილება. მოხერხებულად დააყენა ყალყზე. მერე მსუბუქი ნაბიჯებით ატარა ცოტა მანძილი, შემდეგ მოხდენილი ჩორთით და ბოლოს ქუსლი ჰკრა ფერდში. ცხენი ისარივით გაიჭრა წინ. შორიახლოს მდგარი მწყემსები გაოცებულები შეჰყურებდნენ ცხენზე ამორძალივით ამხედრებულ ქალს, რომელიც მართლაც მშვენიერი სანახავი იყო. აღფრთოვანებული ხატია მამას მივარდა: _მანქანით გავეკიდოთ რაა, უნდა გადავიღო. ნოდარსაც არ დაუყოვნებია, შეეშინდა, თავნება ცხენს სტუმარი არ გადმოეგდო და მაშინვე მანქანაში ჩაჯდა. ხატია ფანჯრიდან ნახევრად გადაძვრა და ვიდეოს გადაღება განაგრძო. ლამის ნახევარი საათი იჭენავა მეგიმ უკიდეგანო ტრიალ მინდორში. გრძელ თმას ნიავი ურჩად უწეწავდა. წელში გამართული ამაყად მიაჭენებდა შავად მოლაპლაპე ბედაურს. რაღაც არაამქვეყნიურად მშვენიერი სანახავი იყო. _შენ ვინ ყოფილხარ!_მანქანიდან გადახტა თუ არა, აღტაცებული მივარდა ხატია._დღითიდღე მაოცებ და მაკვირვებ. მწყემსებიც გაოგნებულები შეჰყურებდნენ ცხენიდან ჩამოსულ კმაყოფილ მეგის. _ჩემს მეგობარს ყავს იპოდრომის ცხენები და პატარაობიდან ვზივარ._ნოდარის გაკვირვებულ მზერას რომ წააწყდა, თითქოს თავი იმართლაო გოგომ. _ყოჩაღ შენ, კაი ვაჟკაცი შემირცხვენია შენთან._აღფრთოვანებულმა კაცმა მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი ცოტა დამორცხვებულ მეგის._ამ ჩემს ქაჯს ვერ ვსვამ ვერაფრის დიდებით, ეშინია. _კი არ მეშინია, არ მიყვარს._წყენით შეუბღვირა ხატიამ._ეს ერთი და იგივე არ არის. ახლა კი, თქვენის ნებართვით წავალთ, სანამ სახლიდან მოვუკითხივართ. _კარგი მაშინ და ბარემ ხორციც წაიღეთ._ბინაში შევიდა და მალევე დაბრუნდა ცხვრის ხორცით ხელში._ ბიძაშენს უთხარი, ჩაქაფული დამახვედროს ბლომად ტარხუნაში._საბარგულში ცელოფნები გაშალა და მწყემსი ბიჭის დახმარებით გატყავებულ-გამოშიგნული ცხვარი შიგ ჩადო. მინდვრიდან ტრასაზე გამოსულ გოგონებს ისევ ის ნაცრისფერი მერსედესი აედევნათ. უკანა ხედვის სარკეში მალევე შენიშნა მეგიმ, თუმცა აცეკვებული ხატიასთვის არაფერი უთქვია. ბიჭებმა მალევე გადაასწრეს გოგონებს და იქიდან დაუწყეს არშიყი. _შენი ვიყო, ამათ ვაბლატავებდი ახლა?_სინანულით ჩაილაპარაკა ხატიამ. მეორედ თქმა აღარ დასჭირვებია მეგის, ბოლომდე მიაჭირა სიჩქარის სატერფულს ფეხი, შეშფოთებულ ბიჭებს უმალ გადაასწრო და წინ შემხვედრ მანქანას სულ რაღაც ორ მეტრში შეასწრო თავის სავალ ნაწილში. ხატიას რომ გადახედა, ფერი აღარ ედო, გაფართოებული თვალებით უაზროდ იყურებოდა და ხმას ვეღარ იღებდა. უკანა ხედვის სარკეში ნაცრისფერ მერსედესს რომ ვეღარ მოჰკრა თვალი, სვლა შეანელა. _კარგი იყო?_ნიშნისმოგებით შეეკითხა ჯერ ისევ შოკირებულ გოგოს და გაუღიმა. _არა რა, ტყუილად კი არ ვიძახი, რომ შენ არაჩვეულებრივი ხარ._ როგორც იქნა ამოილუღლუღა ხატიამ._კიდევ რა შესაძლებლობები იმალება შენში? _მეტი აღარაფერი._დაამშვიდა სიცილით და უბნის ორღობეში ფრთხილად შეუხვია. ეზოში მოხერხებულად შეიყვანა მანქანა და ზუსტად ისე გააჩერა, როგორც ბექას ჰქონდა აქამდე გაჩერებული. მანქანიდან გადმოვიდნენ თუ არა, ბელა გამოუვარდა ხატიას. _შენ ხომ არ გაგიჟდი გოგო? რატო ბიძაშენს არ უთხარი? _მეგიმ იცოდა მართვა და ბიძია რაღატო უნდა მომეცდინა?_მიამიტურად ააფახულა თვალები._ ცუდი რა გავაკეთე ვითომ?_საბარგული ახადა და ხორცი დაანახა დედას._მამამ ჩაქაფული დადგითო. _ბიძაშენი რომ გაიგებს მის დაუკითხავად გაიტანე მანქანა რას გეტყვის?_არ მშვიდდებოდა ბელა. _მოდი შენ მიშველე, რომ ეს ხორცი ამოვიღოთ და მამას მოსვლამდე მოვასწროთ მოხარშვა. ამ ლაპარაკში იყვნენ, რომ ბექაც გამოვიდა ვენახიდან. სანამ რამეს იტყოდა, ხატია მივარდა აღტაცებული. _იცი, ბიძია, მეგის რა კარგად დაყავს მანქანა? შენზე კარგადაც კი... ბექას ხმა არ ამოუღია. მეგისი მოერიდა, თორემ ერთი სული ქონდა თავნება დიშვილისთვის ჭკუა ესწავლებინა, რომ შემდეგში მის დაუკითხავად ასე აღარ მოქცეულიყო. ხორცი ამოაღებინა დას და მჭრელი დანა მოიკითხა. მერე ხატიას მიუბრუნდა: _შენ, კი, ქალბატონო, ამოასუფთავებ მაგ საბარგულს და კარგად მოხეხავ, რომ სუნი არ იდგეს. _რა პრობლემაა?_გაუხარდა ხატიას ასე მსუბუქად და ადვილად რომ გადაურჩა ბიძის რისხვას. ონკანზე შლანგი შეაერთა და ღიღინით შეუდგა საქმეს. მეგი და ბელა ოთახში შევიდნენ. ეკა სამზარეულოში ეხმარებოდა დიასახლისს. მეგიმ ბავშვები მოიკითხა. _ვენახში არიან, ძალიან მოეწონათ ყურძნის კრეფის პროცესი და ვეღარ გამომყავს იქიდან._გაეცინა ეკას. მეგიმ ცივი წყალი დალია, ჩალის ქუდი დაიფარა და თვითონაც ვენახში გავიდა. საქმე მორჩენისკენ მიეყვანათ მუშებს. თვალი მოავლო და სადაც ცოტა უკან იყვნენ ჩამორჩენილები, იქით შევიდა დასახმარებლად. ისევ ლელას გვერდით აღმოჩნდა. _ბექამ მიგვატოვა და ჩამოვრჩით._რატომღაც თავის მართლებას მოყვა ლელა. მეგის ხმა არ გაუცია. ჩაფიქრებული დინჯად შეუდგა საქმიანობას. ფრთხილად კრეფდა დიდრონ მტევნებს და ასევე დიდი სიფრთხილით ალაგებდა ვედროში. ისე მოსწონდა ეს საქმიანობა, რომ მორჩნენ, ცოტა ეწყინა კიდეც. ბექასაც მოემთავრებინა ხორცის დაჭრა. ეზოში შუა ცეცხლი დაენთო და დიდი ქვაბით შემოედგა უკვე. ხატიაც მორჩენილიყო მანქანის რეცხვას, ჰამაკში ნებიერად გადაწოლილიყო და ღიღინებდა. მეგიმ ხელები დაიბანა და გვერდით ჩამოუჯდა. _რა უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდე, დაუკითხავად რატო გამატანინე მანქანა._ჩურჩულით უსაყვედურა რაღაცნაირად საყვარელ გოგონას. _მოგცლია ერთი რა..._ფერდში შეუღუტუნა._კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ დედამისმა გამოსძახა სამზარეულოდან და ისიც უმალ გაიქცა. მეგი მოხერხებულად მოკალათდა ჰამაკში და ნელა გაქანდა. მუშები ჩრდილში სკამზე ჩამომსხდარიყვნენ და დაღლის მიუხედავად მაინც მხიარულად საუბრობდნენ. მეგი თან ქანაობდა და თან ცეცხლთან მოტრიალე ბექას უმზერდა მუშტრის თვალით. საქმეში გართულ ვაჟს პერანგის ღილები ბოლომდე შეეხსნა. კარგად ნავარჯიშებელი მუცლის პრესი და ფერდზე ირიბი წარწერები მოუჩანდა. დანახვისთანავე მის მიმართ ძლიერ ლტოლვას განიცდიდა და ახლა, ნახევრად მოშიშვლებული ტატუირებული უნაკლო სხეული რომ დაუნახა, სურვილი უფრო გაუმძაფრდა. ასეთი სურვილი დიდიხანია არავის მიმართ არ ქონია. ბექამაც იგრძნო მისი დაჟინებული მზერა. არც თვითონ იყო გულგრილი, მაგრამ ასე თამამმა და დაუფარავმა მზერამ დააბნა. მეგის ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა. ჰამაკიდან წამოდგა და თავდაჯერებული ნაბიჯებით გაემართა სამზარეულოსკენ. ლელამ შურით გააყოლა თვალი. ეკას, ბელას და ხატიას მოემთავრებინათ უკვე მაგიდის გაწყობა და მუშები სუფრასთან მიიპატიჟეს. _ბიძიას გვერდით დაჯექი რა._ჩურჩულით სთხოვა ხატიამ. მეგიმ გაოცებით შეხედა. _ლელას ვუთხარი, რომ ბიძიას შეყვარებული ხარ. უარესად გაოცდა მეგი, თუმცა გულში ესიამოვნა. _არ მომწონს ეგ გოგო და რა ვქნა? არც ბიძიას მოსწონს და ორ ადამიანს კეთილ სამსახურს გაუწევ. ბინიდან დაბრუნებული ნოდარი და ბექა მოგვიანებით შემოუერთდნენ სუფრას. ბექას მართლაც მეგის გვერდით მოუწია ცარიელ სკამზე დაჯდომა. დაჯდომისთანავე კვამლის და ცხვრის სუნი ეცა მეგის. სხვა ქალებისგან განსხვავებით არ შეუზიზღია, პირიქით, ესიამოვნა კიდეც. თითქოს, ამ ორი სუნის ნაზავი უფრო ვაჟკაცურს ხდიდა მამაკაცს. _ნოდარი მომიყვა შენს დღევანდელ ამბავს._კმაყოფილმა შეხედა გოგოს._მართლა ვერ წარმოვიდგენდი ჯირითი თუ შეგეძლო. შენ ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვერ წარმოიდგენ ჩემზეო, გუნებაში გაიფიქრა მეგიმ და უსიტყვოდ შეჰღიმა სასურველ მამაკაცს. ლელა შორიახლოს იჯდა და შურით უმზერდა მომღიმარ ქალ-ვაჟს. ხვდებოდა, რომ ამ მშვენიერი გოგოს ფონზე თვითონ დიდი არაფერი იყო და ბექასთან შანსები ნაკლებად ჰქონდა. თუმცა, ფარ-ხმალის დაყრას მაინც არ აპირებდა. ნოდარი ღვინის დაძალების დარგში იყო. ქალსაც და კაცსაც ერთნაირად ასმევდა საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ სამი წლის ღვინოს. მეგი გამონაკლისი იყო, მას თავისი სურვილით რამდენიც უნდოდა იმდენი უნდა დაელია. ძალიან კი მოეწონა არომატული და რბილი დასალევი საფერავი, მაგრამ რომ შეატყო ითვრებოდა, შეწყვიტა დალევა. არ უნდოდა საღი აზროვნება დაეკარგა. _მე რომ ეს დღეს ცხენზე ამხედრებული ვნახე, ჩემი თვალებიდან არასდოს წავა._მეგობრულად გადახვია ნოდარმა ხელი და მისი სადღეგრძელოს სათქმელად მოზრდილი ყანწი მოიმარჯვა._შემირცხვენია ნებისმიერი ვაჟკაცი... არ ვიცი, მე რომ ცხენის ჭენება გამიკვირდება, ხომ წარმოგიდგენიათ რა სანახავი იქნებოდა? ომის ქალღმერთს გავდა... შენ ხომ გადაიღე შვილო?_ხატიას მიუბრუნდა მოულოდნელად. _გადავიღე ხო._ტელეფონიდან თავი არ აუწევია ხატიას._ ნაწყვეტებია. დამუშავების პროცესში ვარ ახლა, ყველას ერთად შევკრებავ და გაჩვენებთ. _მალე იქნება?_დაინტერესდა ბექა. _მზად რომ მექნება, ყველას გაჩვენებთ._დაამშვიდა ხატიამ. _ხო და, ჩემო დაიკო._მეგის სადღეგრძელოს მიუბრუნდა ნოდარი._სულ ასეთი მშვენიერი, ასეთი ლაღი და ენერგიული ყოფილიყავი... ცხოვრებაში წინსვლა და წარმატება არ მოგკლებოდეს. ბუნებისგან და უფლისგან ყოფილიყავი დალოცვილი._სასმისი ბოლომდე გამოცალა და ალავერდი ეკასთან გადავიდა._აბა, ჩემო ძვირფასო, დალოცე შენი მული. ეკას დალევაზე უარი არ უთქვია, უბრალოდ ყანწმა შეაშინა, ამას ვერ დავლევო. ნოდარიც დათმობაზე წავიდა და ჭიქით დაალოცინა მული. სუფრის თითოეულმა წევრმა დალოცა მეგი. ბოლოს, თვითონაც ცოტა უხერხულობაში მყოფმა, მოიხადა სამადლობელი და სასმისი ბოლომდე გამოცალა. გვიანობამდე არ გაუშვა სახლში სუფრის წევრები კარგად შემთვრალმა მასპინძელმა. მშვენიერი დრო გაატარეს. კახური პურ-მარილის და სტუმარ-მასპინძლის ამბები მეგის გაზვიადებული ეგონა და დღევანდელმა დღემ რადიკალურად შეუცვალა წარმოდგენა. ****************************** სახლში მარტო დარჩენილი თორნიკე მოწყენილი სახით წამოწოლილიყო დივანზე და ტელევიზორს უაზროდ მისჩერებოდა. მიჩვეული არ იყო ცოლ-შვილის გარეშე ყოფნას. ზუსტად ასეთი შეგრძნება ქონდა წლების წინ, როცა დედინაცვალმა მეგი თურქეთში წაიყვანა. სიცარიელის, მონატრების და რაღაც ტკივილის შეგრძნება ჰქონდა. არ უვახშმია. ეკას ეზრუნა ქმარზე და მაცივარი სავსე იყო საჭმელებით. თუმცა, ჭამის სურვილი ნამდვილად არ ქონდა. ეკამ რომ უთხრა, კახეთში მეც სიამოვნებით წავიდოდიო, ხათრი ვერ გაუტეხა და დასთანხმდა, თორემ საერთოდ არ უნდოდა მათი გაშვება. მართალია, გვიან, მაგრამ სიყვარულით მოიყვანა ცოლი. ეკასაც ძალიან უყვარდა მეუღლე და დიდ პატივს სცემდა. ერთმანეთის პატივისცემის, სიყვარულის და ნდობის ხარჯზე გადალახეს უამრავი ფინანსური პრობლემა და დაბრკოლება და დღევანდლამდე ისე მოვიდნენ. მეუღლისა და ბავშვების გარეშე გამოცარიელებულ სახლში ადგილს ვერ პოულობდა. საქმესაც ვეღარ უდებდა გულს. სამსახურიდან წამოღებული დოკუმენტები ჟურნალ-გაზეთების მაგიდაზე დაუდევრად ეყარა და მისკენ გახედვაც კი არ უნდოდა. კარებზე ზარის ხმამ გამოაცოცხლა. მაშინვე წამოხტა და ხალისით გაეშურა. ცოტა შეცბა ახალგაზრდა თანამშრომელი გიორგი რომ შერჩა ხელთ. თუმცა სტუმრისთვის არაფერი უგრძნობინებია და ბინაში შემოიპატიჟა. _ბატონო თორნიკე, პირადად მინდოდა რომ თქვენთვის მეცნობებინა._ ცოტა მორიდებით და გაუბედავად დაიწყო ახალბედამ._აღმოჩნდა, რომ დამნაშავე დაზარალებულის ალალი ბიძაშვილი ლერი გველესიანია. გამოძიებიდან ისიც გაირკვა, რომ მათ ერთი და იგივე ქალი უყვართ და მის გამო მოუხდათ შელაპარაკება. _ასეც ვიცოდი, რომ უბრალო სასიყვარულო სამკუთხედთან გვქონდა საქმე._ჩაილაპარაკა თორნიკემ._მერე დაზარალებულმა რაო? _ჩვენება შეცვალა. ეს მართლა ახალი ამბავი იყო თორნიკესთვის. _როგორ თუ შეცვალა?_გაკვირვებულმა შეხედა ბიჭს. _ ქუჩაში მივდიოდი, წავიქეცი და რაღაც სამშენებლო ინსტრუმენტებზე დავშავდიო. _რას ლაპარაკობ? ექიმის დასკვნა მერე, იქ ხომ გარკვევით წერია, რომ ცივი იარაღით აქვს მიყენებული რამოდენიმე ჭრილობა? ან ის ვიდეოჩანაწერი? _იცით რა არის ბატონო თორნიკე? ეს ლერი წარსულში ძალადობაში და ხულიგნობაშია ეჭვმიტანილი, თუმცა კარგი ადვოკატის წყალობით პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს. სავარაუდოა, რომ იძულებით შეაცვლევინა დაზარალებულს ჩვენება. თორნიკე ჩაფიქრდა. ნერვიულად მოიქექა შუბლი. _შეგიძლია არქივში მაგ ლერის საქმეები მინახო? _შევეცდები ბატონო თორნიკე._ცოტა უიმედოდ ჩაილაპარაკა ბიჭმა. მერე თორნიკეს დაემშვიდობა და სახლში წავიდა. უარესად აფორიაქდა და აწრიალდა თორნიკე. სამზარეულოში გავიდა, ყავა მოიდუღა და სამსახურიდან წამოღებულ საქმის მასალებს მონდომებით ჩაუჯდა. ******************** სანამ სუფრას აალაგებდნენ ეკა და ბელა, მეგი ეზოში გავიდა და ჰამაკში ჩაწვა. ღამის სიგრილე ესიამოვნა. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეხედა და გაირინდა. ყოველთვის აინტერესებდა ასტრონომია. თუმცა, მისი ცხოვრება ისე არ წარიმართა, როგორც გეგმავდა. ფეხის ხმა გაიგო. გუმანით მიხვდა ბექა იყო და არც შემცდარა. _მართლა კარგად გიჯირითია, მაჩვენა ხატიამ შენი ვიდეო._მისვლისთანავე კმაყოფილი ღიმილით უთხრა._ყოჩაღ შენ, სიძეს არ გადაუჭარბებია, მართლაც არაჩვეულებრივი მხედარი ხარ. მეგის პატარა ბავშვივით გაუხარდა შექება. _შენნაირი მხედარი არ ვარ, თუმცა მეც ვახერხებ რაღაცას. სურვილი თუ გაქვს, დილით გავისეირნოთ. მეორე ცხენიც მოიყვანა ნოდომ და თავლაში აბიან. ერთხანს უსიტყვოდ უყურა მეგიმ, პასუხის გაცემას აჭიანურებდა. უარის თქმასაც კი აპირებდა, მაგრამ მაცდურ შეთავაზებას ვერ გაუძლო და ბოლოს სიხარულით დასთანხმდა. _მეგი, სად ხარ?_ეზოში გამოვიდა ხატია. _აქეთ ვარ, ჰამაკში._გაეპასუხა მეგი და წამოჯდა. _ნახე რა პოპულარული გახდი ამ ორ საათში. იუთუბზე ავტვირთე შენი ვიდეო და მილიონზე მეტი ნახვა აქვს უკვე. _სად ატვირთე?_რატომღაც აღელდა მეგი. _იუთუბზე, ინტერნეტში._ დაიბნა ხატია._ცუდი გავაკეთე?_მისი აღელვება მასაც გადაედო. _კარგი, დაწყნარდი, არა._ნაძალადევად გაუღიმა და ტელეფონი გამოართვა ვიდეოს სანახავად. ხატიას კარგად დაემუშავებინა ვიდეო. ნაწყვეტები ეფექტებით გადაება ერთიმეორეზე და თან მუსიკით გაეფორმებინა. მართლაც არაჩვეულებრივი სანახავი იყო. იუთუბზე კომენტარების ნაკადი არ წყდებოდა. ატვირთვიდან სულ რაღაც ორ საათში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. გამთენიისას საჯირითოდ გავიდნენ ბექა და მეგი. ცხოვრებაში პირველად დასწყდა გული ხატიას ცხენზე ჯდომა რომ არ შეეძლო და სამომავლო მიზნად დაისახა სწავლა. ლაღად და ხალისიანად იჯირითეს ტრიალ მინდორში. ხან ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ხან წყნარად მისეირნობდნენ. დროის შეგრძნება ორივეს დაეკარგათ. ბექა აღტაცებული შეჰყურებდა მშვენიერ ქალს, რომელსაც იმ მომენტში ცხენის გარდა არავინ და აღარაფერი ახსოვდა. მეგისაც მოსწონდა ცხენზე ვაჟკაცურად ამხედრებული თორნიკე და უფრო და უფრო უძლიერდებოდა მასთან ყოფნის სურვილი. კმაყოფილები და ხალისიანები დაბრუნდნენ სახლში. პირველი ბექა ჩამოხტა მარდად ცხენიდან და მეგის მიეხმარა ჩამოსვლაში. თუმცა, გოგო სულაც არ საჭიროებდა არავის დახმარებას. მაინც ესიამოვნა ვიღაც რომ ზრუნავდა მასზე და ცხოვრებაში პირველად იგრძნო სუსტ არსებად თავი, რომელსაც დახმარება სიამოვნებას ანიჭებდა. _ეგ ცხენის სუნი რომ ჩამოირეცხო ურიგო არ იქნება._ოთახში შესვლისთანავე ცხვირმოჭმუხნით უთხრა ხატიამ. მეგიმ თმა მოუჩეჩა გოგოს, ლოყაზე აკოცა და აბაზანას მიაშურა. იქიდან რომ გამოვიდა, ეზოდან სიცილ-კისკისის ხმა შემოესმა და ხალათისამარა გავიდა. ბექა ლოლიტას და ალექსანდრეს ასეირნებდა ცხენით. ხატია როგორც ყოველთვის ფოტოებს იღებდა. ბავშვები ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყვნენ და გულიანად ხითხითებდნენ. კარგახანს ტკბებოდა მათი ცქერით, მერე კი ოთახში ავიდა. ის იყო ტანსაცმელი ჩაიცვა და ისევ დაბლა აპირებდა ჩასვლას, რომ მესენჯერში შეტყობინება მოუვიდა. ხატიას მიერ ატვირთული ვიდეო იყო წარწერით: "შენ მანდ გასართობად ხარ ჩასული თუ სამუშაოდ?" _ორი დღეც მაცალე._მიწერა მეგიმ. _დრო არ იცდის._იყო პასუხი. შემდეგ ისევ რაღაც ფაილი გამოუგზავნეს. გახსნა და ელდა ეცა. სამი წლის გოგონას ფოტო იყო, რომელსაც თვალები ახვეული ქონდა. _იცოდე, თითი არ დააკარო, თორემ მოგკლავ. _საქმეს მიხედე, თუ გინდა რომ ხელი არ ვახლო. _ნაგავო! ღორივით გამოგჭრი ყელს! _საქმეს მიხედე. _ორი დღეც მაცალე. _ორი დღე, არც მეტი არც ნაკლები. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ტასოს ნაწილებს ამანათით გამოგიგზავნი. სიბრაზისგან ისე ძლიერად მომუჭა მუშტები, ფრჩხილები ხელის გულში შეესო. _ნაძირალა!_გამეტებით მიარტყა კედელს მუშტი._როცა იქნება გამოგიყვან წირვას. გეფიცები, ღორივით გამოგჭრი ყელს._სიმწრით გამოსცრა კბილებში. ირგვლივ ყველაფრის დალეწვის სურვილი ქონდა. საკუთარ სახლში რომ ყოფილიყო, ალბათ დალეწავდა კიდეც. ყოველთვის ახერხებდა სიბრაზის მართვას, მაგრამ ამჯერად გაუჭირდა. მამინაცვალი ყოველივე ზღვარს გადასულიყო. იცოდა გერის სუსტი წერტილი და ახლა ასე ცდილობდა აეძულებინა იმი გაკეთება, რასაც თავისი ნებით არასდროს გააკეთებდა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა ცოტათი რომ დამშვიდებულიყო და ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, გასულიყო ეზოში. ბექას გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია მისი მღელვარება. ინტუიციით მიხვდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ცივი და არაფრისმთქმელი გახდომოდა გოგოს თვალები, ზუსტად ისეთი, კაცის მკვლელებს რომ ქონდათ. ამის გაფიქრებაზე გააჟრჟოლა. შეეცადა გაეგო რა ხდებოდა მის თავს, თუმცა მეგიმ გულგრილად მოიშორა, არაფერია, უბრალოდ თავი მტკივაო. ნაშუადღევს, სადილის მერე, თბილისში გასამგზავრებლად დაიწყეს მზადება. ბექამ რატომღაც მაცივრიდან ჩაციებული ლუდი გამოიღო და პირდაპირ ბოთლიდან მოსვა. ხატიას გაუკვირდა: _ბიძია შენ ხომ საჭესთან ხარ? _რა ვიცი, გუშინ ისე მიქე მძღოლი, სურვილი გამიჩნდა გამომეცადა._გაუღიმა და თან მეგის გადახედა, რომელიც ისევ მოღუშული იყო. ხატია სოფელში დარჩა, დედას მიხმარება სჭირდება და ორ დღეში მეც თქვენთან ვიქნებიო, დააიმედა ბიძა. მეგი უსიტყვოდ მიუჯდა საჭეს. მთელი გზაც არ ამოუღია ხმა. მის გვერდით მჯდარი ბექა კი მონდომებით ცდილობდა მის გამხიარულებას და ხან სასაცილო ანეგდოტებს და ხანაც საინტერესო ამბებს ყვებოდა, თუმცა ამაოდ, მის სახეზე ოდნავი ღიმილიც კი არ შეუმჩნევია. _ჯერ ეკა და ბავშვები მიიყვანე, მერე მე გამიყვანე და მანქანა შეგიძლია წაიყვანო._ მოულოდნელად შესთავაზა ბექამ. _არა, იყოს, მიგიყვან და ფეხით გავალ._იუარა მეგიმ. _რატო უნდა იწვალო? დილამდე მაინც არ მჭირდება, თუ არა და, საღამოს გამოვალ და წამოვიყვან. _კარგი, მასე იყოს._უხალისოდ დასთანხმდა მეგი. სანამ ბექა მანქანიდან ბარგს იღებდა, მეგი ჩუმად იჯდა. მერე კი გაუბედა კითხვა: _თუ დამჭირდა, შეიძლება ქალაქში გავიდე? _კი, რატომაც არა._არც კი დაფიქრებულა ისე უპასუხა. _ნაღდად რაღაც მოხდა._ხმამაღლა გაიფიქრა ბექამ და მანამ გაჰყურებდა გზას, სანამ მეგი მოსახვევში არ გაუჩინარდა. _როგორ გავიგო რა ხდება?_განაგრძობდა ფიქრს კიბეებზე მძიმედ ამავალი ბექა._არა და რა ბედნიერი და ლაღი იყო და უცბად შეიცვალა...რა გაიგო ამისთანა?_ჯიბეში გასაღები მოიძია, კარი ძლივს გააღო და ბინაში შევიდა._ უეჭველი ვიღაცამ დაურეკა ან შეტყობინება მისწერა, ნეტავ რა მოხდა?.. ******************* მანქანის თაობაზე თანხმობა რომ მიიღო მეგიმ, სახლში აღარც კი მისულა, ბენზინგასამართ სადგურში საწვავი ჩაამატა და უაზროდ იხეტიალა ქალაქის ქუჩებში. მუსიკა მაღალ ხმაზე ქონდა ჩართული. თითქოს ასე უფრო მშვიდდებოდა და საღად აზროვნებდა. საღამოს გაწვიმდა. სუპერმარკეტში გადავიდა ლუდის და სიგარეტის საყიდლად. სალაროსთან ბევრი ხალხი იდგა. დაეზარა რიგში დგომა და ტკბილეულის სექციაში შებრუნდა. შოკოლადების რამოდენიმე შეკვრა შეარჩია. შემთხვევით სამიოდე წლის ლამაზ გოგონას მოჰკრა თვალი მარტო რომ დაფარფატებდა საყვარლად. მოეწონა ცისფერთვალება ქერა ბავშვი. მასთან მივიდა, ჩაიცუცქა და შოკოლადის ერთი შეკვრა მისცა. _მეგი!_ზურგიდან მამაკაცის დაძახება შემოესმა და დაიბნა. _აქ ვარ მამიკო!_ენის ჩლიქინით გაეპასუხა გოგონა და მამისკენ გაიქცა. მეგიც წამოდგა და შემოტრიალდა. _ქაჯან?_მოულოდნელად ჩურჩულით წარმოთქვა მამაკაცმა. მხოლოდ ახლა მიხედა მეგიმ და გაშრა. მის წინ მისი ბავშვობის მეგობარი გოგია იდგა. მაღალი, სუსტი ცისფერთვალა გოგია სულაც აღარ იყო ისეთი სუსტი, როგორიც ბავშვობაში ახსოვდა მეგის. ბოდიბილდერის აღნაგობის უშველებელი კუნთებით მთასავით წამომართულიყო მის წინ. დავაჟკაცებულიყო, საფერთქლებზე ჭაღარაც შერეოდა. პატარა გოგონას დასწვდა და ხელში ბუმბულივით მსუბუქად აიტაცა. _გოგია?_მეგიმაც ჩურჩულით წარმოთქვა მისი სახელი და დაბნეულმა გაუღიმა._როგორ შეცვლილხარ, ძლივს გიცანი. _შენ კი ისევ ისეთი ხარ._მღელვარება ეტყობოდა ვაჟს ხმაში._დიდი ხანია საქართველოში ხარ? _ორი-სამი დღის წინ ჩამოვედი..._რატომღაც ისევ ჩურჩულებდა მეგი. _აქ აპირებ დარჩენას? _არა, ერთ თვეში ვბრუნდები._თავი ჩაღუნა, რადგან ვეღარ გაუძლო ვაჟის დაჟინებულ მზერას. _თორნიკესთან ხარ?.. გნახავ... _არა, ბინა ვიქირავე. _თუ მოახერხებ, შეგიძლია სპორტდარბაზში შემომიარო, მწვრთნელი ვარ._ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და გაუწოდა. მეგი წამიერად შეყოვნდა. ვერ გადაეწყვიტა გამოერთმია თუ არა. ბიჭს ცოლ-შვილი ყავდა, ღირდა კი მის ცხოვრებაში ისევ გამოჩენილიყო და აერ-დაერია ყველაფერი? თუმცა, ბოლო წამს მაინც გამოართვა და შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო. _ჩვენ წავედით._ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გოგიამ._გამიხარდება თუ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს სანამ აქ ხარ. ბავშვმა საყვარლად დაუქნია მეგის ხელი, კარგად იყავიო და წავიდნენ. _შვილს ჩემი სახელი დაარქვა?_თავისთვის ჩაილაპარაკა მეგიმ და გულის კუთხეში რაღაც ჩასწყდა. სალაროსთან ხალხი აღარ იყო. გავიდა, ფული გადაიხადა და მანქანას მიაშურა. თან გოგიასა და მის შვილს დაუწყო თვალიერება. ვერსად იპოვა. უარესად აღელდა. ისევ წვიმდა. ცოტახანს ქუჩაში ფეხით გაიარა. მერე საჭეს მიუჯდა და გიჟივით მოსწყვიტა ადგილს. ნაცნობ სადარბაზოსთან შეაჩერა. კიბეზე შეუჩერებლად აირბინა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა. სანამ გაუღებდნენ, წუთები საუკუნედ ეჩვენა. ბოლო წუთს გამობრუნებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ ზუსტად მაშინ გაიღო კარი. _მეგი?_გაოცება ვერ დამალა ბექამ?_აქ რას აკეთებ, მოხდა რამე? _არაფერი... ვიფიქრე ლუდს დავლევდით?_ნაძალადევად გაუღიმა შეშფოთებულ ვაჟს და შეპატიჟებას არ დალოდებია, ისე შევიდა შიგნით. ბექაც უკან მიყვა. მეგიმ ლუდის ქილები მაგიდაზე დააწყო. _რა მოხდა?_ეჭვით შეათვალიერა ბექამ წიწილასავით აბუზული გოგო. მეგი უსიტყვოდ მიუახლოვდა და ეშმაკური ღიმილით პერანგის ღილების შეხსნა დაუწყო. დაბნეული ვაჟი გაშეშებული იდგა და ხმას ვერ იღებდა. ღილები რომ შეუხსნა და ქამარს მისწვდა, მხოლოდ მაშინ დაუჭირა ხელები. _რას აკეთებ?_აღელვებულმა წასჩურჩულსა _ისეთსას არაფერს რაზეც უარს იტყვი._ხელები გაინთავისუფლა და შარვალზე ელვა შესაკრავი გაუხსნა. ბექას თავის შეკავება აღარ უცდია, გახელებულმა გახადა ვნებამორეულ გოგოს ტანსაცმელი და იქვე დივანზე მიაწვინა. ********************* გამთენიისას, ბექას რომ ღრმად ეძინა, ისე გაიპარა მეგი, ვაჟმა ვერაფერი გაიგო. იმ ამბიდან ორი დღე საერთოდ აღარ გამოჩენილა. ტელეფონზეც იშვიათად პასუხობდა ძმას: კარგად ვარ, არ მცალია, მოგვიანებით გნახავთო. თორნიკე ხომ ღელავდა დის გაუჩინარებაზე და არანაკლებ ბექაც. გრძნობდა, რომ გოგოს რაღაც სჭირდა, რაღაც აწუხებდა, თუმცა არავის არაფერს ეუბნებოდა. გადაწყვიტა, თვითონ გაერკვია ყველაფერი. მანქანაში შემთხვევით იპოვა სავიზიტო ბარათი, რომელიც სავარაუდოდ მეგის დაუვარდა და იქ მითითებულ მისამართზე მივიდა. ვინმეს ეჭვი რომ არაფერზე მიეტანა, ვარჯიში დაიწყო. ყველა იქ მომუშავე პერსონალზე და მათ მუდმივ კლიენტებზე ფარულად მასალები მოიძია, თუმცა საეჭვო ვერავისთან ვერაფერი აღმოაჩინა. მესამე დღეს, როგორც იქნა გამოჩნდა მეგი. ძველებური არა, მაგრამ მაინც ლაღი და ბედნიერი იყო. სხივი ჩასდგომოდა თვალებში. თორნიკემ პროფესიიდან გამომდინარე დააყარა კითხვები. _ნუ ღელავ, არაფერი მომხდარა, ცოტა გადავიღალე და განტვირთვა მჭირდებოდა._ ღიმილით უთხრა ძმას. _მე კი შემეშინდა და ძალიან ვინერვიულე._გულწრფელი იყო თორნიკე. მეგი ძმას ჩაეხუტა. _მე არაფერი მომივა... უბრალოდ, სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა ფიქრი მჭირდებოდა. _ცუდი ხომ არაფერია?_ვერ წყნარდებოდა თორნიკე. _ცუდი არაფერია, დაწყნარდი._ძმას ლოყაზე აკოცა და სამზარეულოში გავიდა რძალთან. ცოტა ხანში ხატია და ბექაც მოვიდნენ. ხატიას ძალიან გაუხარდა მეგის ნახვა. ბექასაც, თუმცა მეგი ისე იქცეოდა, თითქოს მათ შორის არაფერი მომხდარიყოს. საწყალი ბიჭი თორნიკესაც ვეღარ უსწორებდა თვალს. ასე ეგონა, იცოდა მათ შესახებ ყველაფერი. ხატიამ გადაწყვიტა ბაზალეთზე წასულიყვნენ და ახლა იქ მოეწყოთ დასვენებისა და გასეირნების ტური. მეგის უარი არ უთქვამს. პირიქით, გაუხარდა კიდეც. სამაგიეროდ ეკამ თქვა უარი, არ მინდა წამოსვლაო. ცალკე ხატია და ცალკე მეგი ეხვეწნენ, მაგრამ ვერ გადაათქმევინეს. ბოლოს, ასე გადაწყვიტეს: ორ დღეში ხატიას, მეგის და ბავშვებს ბექა წაიყვანდათ ბაზალეთის ტბაზე. **************************** დილაადრიანად გამოიძახეს თორნიკე, სავარაუდოდ თვითმკვლელობა მოხდაო. ადგილზე მისულს საშინელი სურათი დახვდა: ორმოციოდე წლის მამაკაცი თავის კაბინეტში საწერ მაგიდასთან სავარძელში იჯდა. მარჯვენა ხელში მაყუჩიანი ცეცხლსასროლი პისტოლეტი ეჭირა. მარჯვენა მხარესვე საფერთქელთან ღია ჭრილობიდან წამოსული სისხლი ჯერ მაგიდაზე გუბდებოდა და მერე იატაკზე წვეთავდა. პირველადი დათვალიერებით თვითმკვლელობა ისახებოდა, თუმცა მოტივი არ ჩანდა, წერილიც კი არ ქონდა თვითმკვლელს დაწერილი. თორნიკემ გულდასმით დაათვალიერა ირგვლივ ყველაფერი. საეჭვო ვერაფერი შენიშნა. მეორე ადამიანის კვალი ნამდვილად არ ჩანდა. უდაოა, თვითმკვლელობა იყო, თუმცა თორნიკე მოტივს ეძებდა, რის გამო შეეძლო ქალაქში ერთ-ერთ აღიარებულ ფსიქოლოგს . ექსპერტებისთვის ხელი რომ არ შეეშალა, კაბინეტიდან გამოვიდა და მდივანი მოიკითხა, რომელმაც ცხედარი აღმოაჩინა. შეშინებული ახალგაზრდა გოგონა ჯერ ისევ შოკში იყო, თუმცა გამომძიებლისთვის უარი არ უთქვია დაკითხვაზე. თორნიკემ დამშვიდება და ყველაფრის დაწვრილებით გახსენება სთხოვა. _სამსახურის მერე პაციენტებს სახლშიც იღებს. მართალია, ბევრი არ ყავს, მაგრამ მაინც აკითხავენ ხოლმე. _გუშინ რამდენი პაციენტი ყავდა? _ ცოლ-ქმარი და ერთი ქალიც. მეტი არავინ ყოფილა. _ რომელიმე პაციენტთან ცუდი დამოკიდებულება ხომ არ ჰქონია? _არა, ბატონო თორნიკე, უაღრესად კეთილშობილი ადამიანი იყო._ცრემლები წამოსცვივდა გოგონას და აქვითინდა. თორნიკემ ჯიბიდან ერთჯერადი ხელსახოცი ამოიღო და გაუწოდა. _ვინმე ხომ არ ემუქრებოდა, ან აშანტაჟებდა? _არა ბატონო._ცრემლიანი თვალებით შეხედა გოგონამ._ისეთი კეთილი იყო, ცუდი არავისთვის არ უნდოდა. არც არანაირი პრობლემა არ ქონია არავისთან. ასეთი ნაბიჯი რატო გადადგა მართლა არ მესმის._ისევ აქვითინდა გოგონა. თორნიკე მოთმინებით დაელოდა როდის დამშვიდდებოდა გოგო. _შეგიძლია დაწვრილებით გაიხსენო გუშინ რა და როგორ მოხდა? _სანამ სამსახურიდან მოვიდოდა ბატონი ზურაბი, ის ცოლ-ქმარი მისაღებში ელოდებოდა. ერთი თვე იქნება, რაც მასთან დადიან. ძალიან კარგი ადამიანები არიან. ბატონი ზურაბი რომ მოვიდა სამსახურიდან, პირდაპირ კაბინეტში შეუძღვათ. _საეჭვო ხომ არაფერი შეგინიშნავთ ან მათთვის, ან ზურაბისთვის? _ღმერთმანი, არაფერი... მერე ის ქალიც მოვიდა. მგონი მესამედ იყო გუშინ. დიდხანს გაუგრძელდა ვიზიტი. ვერც კი გავიგე როდის წავიდა... უკანასკნელმა მან ნახა ცოცხალი._გოგონა ისევ ატირდა. _იმ ქალისთვის საეჭვო ხომ არაფერი შეგინიშნავთ? _ისეთი არაფერი... ნახევარი სახე დამწვარი ქონდა და შარფი ქონდა მოხვეული. ფსიქოლოგის კონსულტაცია იმისთვის სჭირდებოდა, რომ კომპლექსები მოეხსნა და საკუთარი თავის რწმენა დაბრუნებოდა. მაგ პაციენტს განსაკუთრებით დიდ დროს უთმობდა. წუხელაც გვიანობამდე მესმოდა მათი საუბარი. _ხომ არ ჩხუბობდნენ? _არა. ბატონი ზურაბის ჩხუბი ნეტა ვის გაუგია? კარგა ხანს ლაპარაკობდნენ და არ შემიწუხებია. ისედაც არ შევდივარ მის კაბინეტში, როცა პაციენტი ყავს. _რა თქვი, რატო ვერ დაინახე ქალი როდის გამოვიდაო?_დაინტერესდა თორნიკე. გოგო გაწითლდა, ცოტა ენაც დაება. _ ვინმეს ხვდები და არ გინდა რომ გაგიგონ?_მიუხვდა თორნიკე. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია დარცხვენილმა. _ნახევარი საათით ვიყავი გასული, მეტით არა, გეფიცებით. შეგიძლია ქალი აღმიწერო? _საშუალოზე იდნავ მაღალი, გამხდარი, მშვენიერი აღნაგობის. ქერა, გრძელი თმით. ზედმეტად გარუჯულიც კი მეჩვენა. _უცნაური არაფერი შეგიმჩნევიათ მისთვის? _არ ვიცი, საქმესთან რამე კავშირში არის თუ არა, მაგრამ უცნაურად მართლაც მომეჩვენა მისი ჩაცმულობა. _მაინც რა?_დაინტერესდა თორნიკე. _რამდენჯერაც ვნახე, იმდენჯერ ელეგანტურად ეცვა. გუშინაც, მაგრამ ფეხსაცმელები ეცვა რატომღაც შეუსაბამოდ. _რას ნიშნავს შეუსაბამოდ? _უეჭველი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა სცმოდა იმ კაბაზე და რატომღაც ბალეტკები ეცვა. _ეგ ბალეტკები რაღაა?_გაუკვირდა თორნიკეს. _უფრო სპორტული და მოსახერხებელი ფეხსაცმელია. ყოველთვის გემოვნებით იცვამს და გუშინ ასე შეუფერებლად რატო ეცვა არ ვიცი. თორნიკე ვერ მიხვდა, რა იყო იმაში ცუდი, ქალს ეგრედ წოდებული ბალეტკები რომ ეცვა და გუნებაში გაეღიმა. _კარგი, ეს ჩემი ნომერია, თუ კიდევ გაგახსენდება რამე, დამირეკე, იქნებ გამოძიებაში დაგვეხმაროს._დაემშვიდობა გოგონას და მეცხრე სართულიდან ლიფტს არ დალოდებია, ახალგაზრდული სიმარდით დაეშვა კიბეზე. **************************** დილაუთენია გაუდგნენ გზას ბაზალეთისკენ ექსკურსიანტები. ხატია როგორც ყოველთვის კარგ გუნება-განწყობაზე იყო. ალექსანდრე და ლოლიტაც მხიარულობდნენ მის ხუმრობებზე. ბექა სარკიდან უმზერდა მეგის, რომელიც ვნებიანი ღამის შემდეგ თითქოს გაურბოდა და თავს არიდებდა ვაჟს. იმ სპორტდარბაზის მწვრთნელის ვინაობაც დაადგინა და მიხვდა, რომ იმ ღამით მეგის წუთიერი სისუსტე გოგიას უკავშირდებოდა. სწყინდა ეს ამბავი. თუმცა მაინც კმაყოფილი იყო, რომ მასთან გამოიქცა. _ბიძია, სადმე გააჩერე, ნაყინი ვიყიდოთ რა._შეეხვეწა ხატია. ბექამაც გააჩერა და მარკეტში გადავიდა. მალევე დაბრუნდა ნაყინით და ლიმონათით ხელში. მეგისთვის ზედაზენის ლუდიც ეყიდა და ღიმილით გაუწოდა ჩაფიქრებულ გოგოს. მეგის თავპატიჟი არ დაუწყია, გამოართვა, მოხერხებულად გახსნა ქილა და მწყურვალივით დაეწაფა. კმაყოფილმა შეჰღიმა ბექას. _მადლობა, მართლაც რომ დროული იყო. ისევ განაგრძეს გზა. როგორც იქნა მგზავრობით შეწუხებულმა ბავშვებმა თვალი მოჰკრეს ტბას და სიხარულის ყიჟინა ატეხეს. მანქანის გასაჩერებელი ადგილი ძლივს მონახა ბექამ. იმდენი ხალხი იყო, ძლივს შეარჩიეს სანაპიროც. ლოლიტა და ალექსანდრე სიცილ-კისკისით შეცვივდნენ ტბაში. _ბავშვებო, ღრმაში არ შეხვიდეთ._გასძახათ მეგიმ და იქვე შეზლონგზე ჩამოჩდა. _შენ არ შემოხვალ?_გაუკვირდა ხატიას. რატომღაც ხასიათზე არ იყო და იცრუა, რომ ცურვა არ იცოდა. _არ მჯერა!_გადაიკისკისა ხატიამ. ტანსაცმელი გაიძრო და სტაფილოსფერ ზღვის კოსტიუმში გამოწყობილი ქვიან სანაპიროზე ფრთხილი ნაბიჯებით გაეშურა. მეგი შორიდან აკვირდებოდა ძმიშვილებს. ხატიაც ახლო-მახლო ცურავდა და იმედიანად იყო. მაშველებიც ტრიალებდნენ შორიახლოს. შეზლონგზე გულაღმა გადაწვა და თვალები დახუჭა. ცოტა ხანში ჩრდილი წამოადგა. კარგა ხნის მერე გაახილა თვალები. ბექა იყო, კმაყოფილი მზერით უმზერდა მშვენიერ ქალს. ლუდი და არაქისი მოეტანა, ბავშვებისთვის კი პოპკორნი. _შენ ცურვა არ იცი, რატო არ შედიხარ?_გაუკვირდა და ჩაციებული ლუდი ღიმილით გაუწოდა. უსიტყვოდ წამოჯდა მეგი და სასმელი გამოართვა. _რამე ხდება შენს თავს?_ეჭვით შეხედა ვაჟმა. _ისეთი არაფერი, რასაც ვერ გავუმკლავდები. _აი, ეს ჩემს მანქანაში დაგივარდა._გოგიას მიცემული სავიზიტო ბარათი გაუწოდა ბექამ, რომელიც აღარც კი ახსოვდა მეგის. _არ ვაპირებ იქ მისვლას და ვარჯიშს._თავდაჯერებულმა უთხრა და წამოდგა. ლუდის ქილა ბოლომდე გამოცალა, ფეხზე დაიხადა და ტბისკენ გაეშურა. ხატიას გაუხარდა მათკენ მიმავალი მეგი რომ დაინახა. თუმცა მეგი მხოლოდ მუხლამდე შევიდა წყალში და ტელეფონით სურათებს უღებდათ ბავშვებს. კარგად მოილხინეს. ცოტა რომ შესცივდათ, ამოვიდნენ წყლიდან. _ბიძია, ზემოთ კვადროები ქირავდება და გვაკატავებ?_შეეკითხა ხატია. _ჯერ წყლის ველოსიპედებზე წავიდეთ, დავჯავშნე უკვე. ბექას შეთავაზება უკეთესი ვარიანტი აღმოჩნდა ბავშვებისთვის და სიხარულით წავიდნენ. მეგიც გაყვათ. ლოლიტა და ალექსანდრე პედლებთან დასხდნენ. ბექაც წინ კიჩოზე დადგა და ბავშვებს მონდომებით უხსნიდა როგორ უნდა ემართად. ხატია როგორც ყოველთვის ტელეფონით ვიდეოებს იღებდა. მეგი უკან იდგა და ტბის ცქერით ტკბებოდა. მართალია, ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან ვერ მოვიდოდა, მაგრამ მაინც თვალი მოსტაცა მისმა თავისებურმა სილამაზემ. ნაპირთან შედარებით შუა ტბაში წმინდა იყო წყალი. თევზებსაც კი ხედავდა, რომლებიც დინჯად დაცურავდნენ ზედაპირზე. მოულოდნელად მათ უკან მოცურავე კატერმა მიიპყრო მეგის ყურადღება. სავარაუდოდ დედა ფოტოებს უღებდა ექვსიოდე წლის ბიჭს. მოულოდნელად ბავშვს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. _მიშველეთ, ცურვა არ იცის!!!_განწირული ხმით აყვირდა ქალი. მეგიმ წამში გაანალიზა საფრთხე, მაშველები მოშორებით იყვნენ და მოსვლას ვერ მოასწრებდნენ. სანამ ბექა მიხვდებოდა რა ხდებოდა, მეგიმ ტელეფონი იქვე მიაგდო და დაუფიქრებლად გადაეშვა თავით წყალში. სწრაფად მიცურა აფართხალებულ ბავშვთან და უკვე წაყურყუმელავებულს წაატანა ხელი. აკივლებული დედაც მიეხმარა და ბავშვი კატერზე აიყვანეს. მეგიც კატერზე ავიდა, ბავშვს გულის მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა. რამოდენიმე მცდელობის მერე ბავშვმა როგორც იქნა წამოღვარა წყალი და ხველება აუტყდა. _მადლობა გენაცვალე._მუხლებზე დაეცა დედა. _რას შვრებით?_მეგიმ მხრებში ჩაავლო ქალს ხელი და წამოაყენა._ის გავაკეთე რაც საჭიროდ ჩავთვალე. ნებისმიერი მოიქცეოდა ასე. _რით გადაგიხადოთ მადლობა?_არ ისვენებდა ქალი. _არ არის საჭირო._მხოლოდ ესღა უთხრა მეგიმ და ისევ წყალში გადაეშვა თავით. მაშველები რომ მოვიდნენ, ბავშვი უკვე უსაფრთხოდ იყო. ბექა აღტაცებული უყურებდა მეგის, რომელიც ზურგზე გადაწოლილიყო და ნებიერად ტივტივებდა წყლის ზედაპირზე. _ასეც ვიცოდი, რომ მომატყუა ცურვა არ ვიციო._გაუხარდა ხატიას, ბიძას მიაძახა, ჩვენ ნაპირზე დაგხვდებითო და ისიც წყალში გადაეშვა. კარგა ხანს იცურეს გოგონებმა წყალში. მერე კი, რომ დაიღალნენ, სანაპიროზე გავიდნენ. ბექა და ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ იქ. წყლიდან ამოვიდა თუ არა, მეგიმ სველი ტანსაცმელი გაიძრო, გაწურა და გასაშრობად შეზლონგზე მიფინა. ხატია თვალს ვერ აშორებდა შავ ღრმა ბიკინში გამოწყობილ მეგის უნაკლო, ნავარჯიშებელ სხეულს. ჭიპზე ლამაზი პირსინგი ეკეთა. მარჯვენა ბეჭზე სამი პეპელა ქონდა ამოსვირინგებული. მარჯვენა თეძოზეც წითელი ვარდი... სანაპიროზე მყოფი ბიჭების ყურადღებაც უმალ მიიქცია მეგიმ. თუმცა, თვითონ აინუნშიც არ აგდებდა არავის, ამაყად და აუღელვებლად იწურავდა სველ თმას. _რატო მომატყუე ცურვა არ ვიციო?_გაახსენდა ხატიას და საყვედურით კითხა, თან პოპკორნი ჩაიყარა პირში. მეგიმ ღიმილით შეხედა. თქმით კი არაფერი უთქვამს. შეზლონგზე პირქვე გაწვა და მალულად ბექას გახედა, რომელიც ტანსაცმელს იხდიდა. შორიახლოს მდგარი გოგონებიც აღტაცებით შეჰყურებდნენ სიმპატიურ და მშვენიერი აღნაგობის ვაჟს. ბექა რომ ტბაში შევიდა, ისინიც უკან მიყვნენ სიცილ-კისკისით. აშკარა იყო, მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ. ბექამ მკლაური მოუსვა და ენერგიულად გაცურა წყალში. აკისკისებულმა გოგოებმა ცოტა ხანს კი სდიეს ვაჟს, მაგრამ შორს წასულს ვეღარ დაეწივნენ და მალევე გამობრუნდნენ უკან. _ბავშვებს მიხედავ მე წყალში რომ შევიდე?_მოულოდნელად წამოდგა მეგი და ხატიას ინტერესით მიაჩერდა. _რა პრობლემაა?_გაუღიმა ხატიამ._ოღონდ ერთი პირობით, მერე კვადროებზე დავსხდებით. _მოსულა._თვალი ჩაუკრა მეგიმ და მუშტი მიუშვირა. _მოსულა და მოსულა._გაუხარდა ხატიას და მის მუშტს თავისი მუშტი მიარტყა. მეგიმ შორიდანვე მოძებნა ბექა, რომელიც სანაპიროს კარგა მანძილით მოშორებოდა და თვითონაც იქით აიღო გეზი. როგორც იქნა დაეწია. ბექას ღიმილი გაუკრთა სახეზე მეგის დანახვაზე. _მეორე ნაპირზე ხომ არ გაგვეცურა?_ეშმაკურად შეჰღიმა და წინ გაიჭრა. ბექაც უკან მიჰყვა. დიდხანს იცურეს. ხან ერთი იყო წინ და ხან მეორე. სანაპიროს კარგა მანძილით რომ გასცდნენ და აღარავინ ჩანდა, მეგი მიუახლოვდა, წელზე მჭიდროდ მოხვია ხელები და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. ვაჟმა საპასუხო კოცნა რომ არ დაუბრუნა, გაკვირვებულმა შეხედა. _შენი სათადარიგო ვარიანტი ვარ?_აშკარა წყენა იგრძნობოდა მის ხმაში. მეგიმ ხელები გაუშვა და გაოცებულმა შეხედა. _გოგიას ამბავი ვიცი. _მაინც რა იცი?_ჯიქურ შეხედა ვაჟს თვალებში, რომელიც ზუსტად ამ ტბის ფერი იყო. _წლების წინ გიყვარდათ ერთმანეთი... ახლა კი, გაიგე, რომ დაინიშნა და შემცვლელს ეძებ... _ცდები._მხოლოდ ეს უთხრა მეგიმ და გაბრაზებული და ნაწყენი გამობრუნდა სანაპიროსკენ. ბექა მოგვიანებით გამოვიდა. სანაპიროზე არც ხატია, არც მეგი და არც ბავშვები აღარ დახვდნენ. სწრაფად ამოიცვა შარვალი და მათ მოსაძებნად გაეშურა. გაახსენდა, ხატია კვადროების გაქირავებაზე რომ ელაპარაკებოდა და გეზი პირდაპირ იქით აიღო. არც შემცდარა, ყველანი იქ იყვნენ. ხატიას ლოლიტა შემოესვა კვადროზე უკან, მეგის კი ალექსანდრე და ერთ ამბავში იყვნენ. მათი მხიარული სიცილი არემარეს იკლებდა. ************************* ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ფსიქოლოგ ზურაბ წერეთელს თავი არ მოუკლავს, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ არც იარაღი ეკუთვნოდა მას. მოსაცდელში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერებიდან ისიც გაირკვა, რომ ქერათმიანი ქალი, რომელიც მის პაციენტად ასაღებდა თავს, კაბინეტიდან აღარ გამოსულა. სავარაუდო ეჭვმიტანილი ზუსტად ის ქალი იყო. მისი მონაცემებიდან ისიც გაირკვა, რომ ყალბი პირადობა ქონდა. ჩანაწერზეც არ ჩანდა სახით. _უეჭველი იცოდა კამერის არსებობა._დაასკვნა თორნიკემ._ამიტომ არიდებდა თავს და სულ ზურგით ჩანს მარტო. _ჩანაწერში გარკვევით ჩანს, რომ ეს ფოტო ხელში აიღო, მაგრამ ზედ თითის ანაბეჭდები არ არის._უთხრა გიორგიმ თორნიკეს._დამლაგებელი ამტკიცებს, რომ დღეს არ გაუწმენდია არაფერი. თვითონ გაწმინდა ვითომ? _შესაძლოა რეზინის უხილავი ხელთათმანები ეცვა. საკვირველი უფრო ის არის, რომ კაბინეტიდან არ გამოსულა. მეცხრე სართულიდან სად უნდა გამქრალიყო?_შუბლი მოისრისა თორნიკემ._გადახტა ვითომ? _პარაშუტით გადახტებოდა._თავისი წარმოთქმული აზრის თვითონვე გაუხარდა ახალბედას. _მერე, იმხელა პარაშუტს ქუჩაში ვერავინ შენიშნავდა როგორ ფიქრობ?_ფანჯრიდან გადაახედა ბიჭი. თორნიკე სიმართლეს ამბობდა: კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგად განათებული ხალხმრავალი სკვერი და ვრცელი საპარკინგე ადგილი იყო. ვიღაც მაინც შენიშნავდა პარაშუტით გადამხტარ ქალს. _მაშ ხომ არ გაფრინდებოდა?_მიამიტურად იკითხა ბიჭმა. თორნიკემ ისევ ფანჯრიდან გადაიხედა, ლამის მთლიანად გადაეყუდა და მაღლა აიხედა. უცებ გონება გაუნათდა და კაბინეტიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა. ახალბედაც უკან მიყვა. კორპუსის ზემოთ ავიდნენ და ახლა იქ დაათვალიერეს გულდასმით ყოველი კუთხე-კუნჭული. _აი, ჩვენი დამნაშავე საიდან გაიპარა._ხელით ანიშნა გიორგის რკინის ძელზე._ამაზე ქონდა თოკი მობმული და ფანჯარასთან ჩაშვებული. კაბინეტში საქმე რომ მოამთავრა, ფანჯრიდან გადმოძვრა და მაღლა ამოცოცდა. ეხლა კი ვხვდები, რატომ სჭირდებოდა ბალეტკები._ჩაეცინა თორნიკეს._მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ნამდვილად ხელს შეუშლიდა. გიორგიმ გაოცებით შეხედა უფროსს. _ექსპერტი გამოიძახე, ეს ტერიტორია გულდასმით შეისწავლონ._უბრძანა თანაშემწეს. _ახლავე._დაფაცურდა გიორგი. თორნიკე ისევ ექიმის ბინაში დაბრუნდა. ყველაზე მეტად ის აინტერისებდა, ვინ იყო ის სახედამწვარი ქალი და რა აკავშირებდა მოკლულთან. რა მიზეზით გაუსწორდა ასე სასტიკად. _პროფესიონალის ჩადენილს გავს._გაიფიქრა თორნიკემ._არანაირი შეცდომა და არანაირი კვალი. ********************* ბაზალეთიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი დღით გაუჩინარდა მეგი. ამჯერად დიდი ყურადღება აღარ მიუქცევია თორნიკეს დისთვის. ჯერ ერთი, მისთვის არ ეცალა და მეორეც, უკვე ხვდებოდა, რომ განმარტოება მისი დის ერთ-ერთი ჰობი გამხდარიყო. ბექას კი ეჭვები ღრღნიდა. არ მოსწონდა მისი ეს გაუჩინარებები. გოგიას დაუწყო ფარულად თვალთვალი, მაგრამ მეგის მასთან ნამდვილად არ ქონდა კავშირი. _სად დადის ნეტა ეს გოგო, რა საქმეებს ხლართავს?_ ეკითხებოდა საკუთარ თავს და ვერ ისვენებდა მის შესახებ ვერაფერს რომ ვერ იგებდა. გადაწყვიტა, სახლში სტუმრებოდა. კარგა ხანს აკაკუნა კარზე. ეტყობა სახლში არ არისო, გაიფიქრა და გამობრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ზუსტად მაშინ გაუღო მეგიმ კარი. აბანოს ხალათი ეცვა და პირსაწმენდი თავზე ქონდა მოხვეული. _ბოდიში, აბაზანაში ვიყავი._მოუბოდიშა ვაჟს და სახლში შეიპატიჟა. ბექაც უსიტყვოდ შეყვა. _ჩავიცმევ და ახლავე მოვალ._ღიმილით უთხრა და საძინებელში შევიდა. მარტო დარჩენილმა ბექამ პროფესიული მზერა მოავლო ოთახს. საეჭვო ვერაფერი ნახა და სავარძელში ჩაჯდა. მეგის დიდი დრო არ დასჭირვებია ჩაცმაში, მალევე გამობრუნდა უკან. _ყავას დალევ?_ღიმილით შესთავაზა სტუმარს. ბექამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თვალი გააყოლა სამზარეულში მიმავალს. ეჭვით შეხედა მის მშრალ თმას, ასე მალე ვერ გაუშრებოდა თუ მართლა აბაზანაში იყო. ესე იგი, მოიტყუა. რაში აწყობდა ეს ტყუილი? ადგა და საძინებელში შეიჭყიტა, შიშველი დამხვდა და იქნებ ვინმეს მალავსო. იქ რომ არავინ დახვდა, ცოტა დამშვიდდა, თვითონაც სამზარეულოში გავიდა. მეგის მოემთავრებინა ყავის მოდუღება და სამზარეულოშივე დასხდნენ. _ვინერვიულე, მთელ დღეს რომ არ ჩანდი._თვალებში ჩახედა მართლაც შეშფოთებულმა ბექამ. _ქალების ამბავი არ იცი?_გაეღიმა გოგოს._სპასალონი, მაკიაჟი, შოპინგი... ისე გარბის დრო, ვერ აკონტროლებ. ბექა მაინც ეჭვით უმზერდა გოგოს თავისი მომნუსხველი მწვანე თვალებით. მეგიც გრძნობდა მის უნდობლობას და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელი სახეზე ნაზად მიიდო რამდენჯერმე. _სასწაულებს ახდენენ ამ სპასალონებში, ასე მგონია თოთო ბავშვის კანი მაქვს. ბექამ ნაძალადევად გაუღიმა. მისი ფიქრები მაინც მშრალ თმას დასტრიალებდა, არ ეჯერა, რომ გოგო აბაზანაში იყო. რაში აწყობდა ტყუილი, ამას ვერ ხვდებოდა და ზუსტად მაგის გარკვევა უნდოდა. _ ბორჯომ-ბაკურიანის დათვალიერება გადავწყვიტე და თუ გეცლება, ზეგ წავიდეთ, ბავშვებიც წავიყვანოთ, გაერთობიან. ბექას არც უარი უთქვია და არც დასთანხმებია. უხმოდ შეჰყურებდა მეგის, რომელიც ღიმილმორეული აწყობდა სამომავლო გეგმებს. _ვიცი, ხატიასაც ძალიან გაუხარდება. სამი დღით დავჯავშნე სასტუმრო. თუ არ გეცლება ტაქსით წავალთ. _შვებულება ამ თვის ბოლოს მიმთავრდება, მცალია და მე წაგიყვანთ._როგორც იქნა ხმა ამოიღო ბექამ და მეგი გაახარა. _ამ საღამოს იოგაზე ვარ წასასვლელი. _მერე?_გაოცებით შეხედა ბექამ. _მერე ის, რომ შენ და ჩემმა ძმამ არ ინერვიულოთ ჩემი გაქრობით. მოულოდნელად წამოდგა ბექა, მეგის მადლობა მოუხადა ყავაზე, დაემშვიდობა და წავიდა. იდეალური მკვლელობა 9. მაშველები რომ მოვიდნენ, ბავშვი უკვე უსაფრთხოდ იყო. ბექა აღტაცებული უყურებდა მეგის, რომელიც ზურგზე გადაწოლილიყო და ნებიერად ტივტივებდა წყლის ზედაპირზე. _ასეც ვიცოდი, რომ მომატყუა ცურვა არ ვიციო._გაუხარდა ხატიას, ბიძას მიაძახა, ჩვენ ნაპირზე დაგხვდებითო და ისიც წყალში გადაეშვა. კარგა ხანს იცურავეს გოგონებმა წყალში. მერე კი, რომ დაიღალნენ, სანაპიროზე გავიდნენ. ბექა და ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ იქ. წყლიდან ამოვიდა თუ არა, მეგიმ სველი ტანსაცმელი გაიძრო, გაწურა და გასაშრობად შეზლონგზე მიფინა. ხატია თვალს ვერ აშორებდა შავ ღრმა ბიკინში გამოწყობილ მეგის უნაკლო, ნავარჯიშებელ სხეულს. ჭიპზე ლამაზი პირსინგი ეკეთა. მარჯვენა ბეჭზე სამი პეპელა ქონდა ამოსვირინგებული. მარჯვენა თეძოზეც წითელი ვარდი... სანაპიროზე მყოფი ბიჭების ყურადღებაც უმალ მიიქცია მეგიმ. თუმცა, თვითონ აინუნშიც არ აგდებდა არავის, ამაყად და აუღელვებლად იწურავდა სველ თმას. _რატო მომატყუე ცურვა არ ვიციო?_გაახსენდა ხატიას და საყვედურით კითხა, თან პოპკორნი ჩაიყარა პირში. მეგიმ ღიმილით შეხედა. თქმით კი არაფერი უთქვამს. შეზლონგზე პირქვე გაწვა და მალულად ბექას გახედა, რომელიც ტანსაცმელს იხდიდა. შორიახლოს მდგარი გოგონებიც აღტაცებით შეჰყურებდნენ სიმპატიურ და მშვენიერი აღნაგობის ვაჟს. ბექა რომ ტბაში შევიდა, ისინიც უკან მიყვნენ სიცილ-კისკისით. აშკარა იყო, მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ. ბექამ მკლაური მოუსვა და ენერგიულად გაცურა წყალში. აკისკისებულმა გოგოებმა ცოტა ხანს კი სდიეს ვაჟს, მაგრამ შორს წასულს ვეღარ დაეწივნენ და მალევე გამობრუნდნენ უკან. _ბავშვებს მიხედავ მე წყალში რომ შევიდე?_მოულოდნელად წამოდგა მეგი და ხატიას ინტერესით მიაჩერდა. _რა პრობლემაა?_გაუღიმა ხატიამ._ოღონდ ერთი პირობით, მერე კვადროებზე დავსხდებით. _მოსულა,_თვალი ჩაუკრა მეგიმ და მუშტი მიუშვირა. _მოსულა და მოსულა._გაუხარდა ხატიას და მის მუშტს თავისი მუშტი მიარტყა. მეგიმ შორიდანვე მოძებნა ბექა, რომელიც სანაპიროს კარგა მანძილით მოშორებოდა და თვითონაც იქით აიღო გეზი. როგორც იქნა დაეწია. ბექას ღიმილი გაუკრთა სახეზე მეგის დანახვაზე. _მეორე ნაპირზე ხომ არ გაგვეცურა?_ეშმაკურად შეჰღიმა და წინ გაიჭრა. ბექაც უკან მიჰყვა. დიდხანს იცურეს. ხან ერთი იყო წინ და ხან მეორე. სანაპიროს კარგა მანძილით რომ გასცდნენ და აღარავინ ჩანდა, მეგი მიუახლოვდა, წელზე მჭიდროდ მოხვია ხელები და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. ვაჟმა საპასუხო კოცნა რომ არ დაუბრუნა, გაკვირვებულმა შეხედა. _შენი სათადარიგო ვარიანტი ვარ?_აშკარა წყენა იგრძნობოდა მის ხმაში. მეგიმ ხელები გაუშვა და გაოცებულმა შეხედა. _გოგიას ამბავი ვიცი. _მაინც რა იცი?_ჯიქურ შეხედა ვაჟს თვალებში, რომელიც ზუსტად ამ ტბის ფერი იყო. _წლების წინ გიყვარდათ ერთმანეთი... ახლა კი, გაიგე,რომ დაინიშნა და შემცვლელს ეძებ... _ცდები._მხოლოდ ეს უთხრა მეგიმ და გაბრაზებული და ნაწყენი გამობრუნდა სანაპიროსკენ. ბექა მოგვიანებით გამოვიდა. სანაპიროზე არც ხატია, არც მეგი და არც ბავშვები აღარ დახვდნენ. სწრაფად ამოიცვა შარვალი და მათ მოსაძებნად გაეშურა. გაახსენდა, ხატია კვადროების გაქირავებაზე რომ ელაპარაკებოდა და გეზი პირდაპირ იქით აიღო. არც შემცდარა, ყველანი იქ იყვნენ. ხატიას ლოლიტა შემოესვა კვადროზე უკან, მეგის კი ალექსანდრე და ერთ ამბავში იყვნენ. მათი მხიარული სიცილი არემარეს იკლებდა. ************************* ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ფსიქოლოგ ზურაბ წერეთელს თავი არ მოუკლავს, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ არც იარაღი ეკუთვნოდა მას. მოსაცდელში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერებიდან ისიც გაირკვა, რომ ქერათმიანი ქალი, რომელიც მის პაციენტად ასაღებდა თავს, კაბინეტიდან აღარ გამოსულა. სავარაუდო ეჭვმიტანილი ზუსტად ის ქალი იყო. მისი მონაცემებიდან ისიც გაირკვა, რომ ყალბი პირადობა ქონდა. ჩანაწერზეც არ ჩანდა სახით. _უეჭველი იცოდა კამერის არსებობა._დაასკვნა თორნიკემ,_ამიტომ არიდებდა თავს და სულ ზურგით ჩანს მარტო. _ჩანაწერში გარკვევით ჩანს, რომ ეს ფოტო ხელში აიღო, მაგრამ ზედ თითის ანაბეჭდები არ არის._უთხრა გიორგიმ თორნიკეს._დამლაგებელი ამტკიცებს, რომ დღეს არ გაუწმენდია არაფერი. თვითონ გაწმინდა ვითომ? _შესაძლოა რეზინის უხილავი ხელთათმანები ეცვა. საკვირველი უფრო ის არის, რომ კაბინეტიდან არ გამოსულა. მეცხრე სართულიდან სად უნდა გამქრალიყო?_შუბლი მოისრისა თორნიკემ._გადახტა ვითომ? _პარაშუტით გადახტებოდა._თავისი წარმოთქმული აზრის თვითონვე გაუხარდა ახალბედას. _მერე, იმხელა პარაშუტს ქუჩაში ვერავინ შენიშნავდა როგორ ფიქრობ?_ფანჯრიდან გადაახედა ბიჭი. თორნიკე სიმართლეს ამბობდა: კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე კარგად განათებული ხალხმრავალი სკვერი და ვრცელი საპარკინგე ადგილი იყო. ვიღაც მაინც შენიშნავდა პარაშუტით გადამხტარ ქალს. _მაშ ხომ არ გაფრინდებოდა?_მიამიტურად იკითხა ბიჭმა. თორნიკემ ისევ ფანჯრიდან გადაიხედა, რამის მთლიანად გადაეყუდა და მაღლა აიხედა. უცებ გონება გაუნათდა და კაბინეტიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა. ახალბედაც უკან მიყვა. კორპუსის ზემოთ ავიდნენ და ახლა იქ დაათვალიერეს გულდასმით ყოველი კუთხე-კუნჭული. _აი, ჩვენი დამნაშავე საიდან გაიპარა._ხელით ანიშნა გიორგის რკინის ძელზე,_ამაზე ქონდა თოკი მობმული და ფანჯარასთან ჩაშვებული. კაბინეტში საქმე რომ მოამთავრა, ფანჯრიდან გადმოძვრა და მაღლა ამოცოცდა. ეხლა კი ვხვდები, რატომ სჭირდებოდა ბალეტკები._ჩაეცინა თორნიკეს,_მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ნამდვილად ხელს შეუშლიდა. გიორგიმ გაოცებით შეხედა უფროსს. _ექსპერტი გამოიძახე, ეს ტერიტორია გულდასმით შეისწავლონ._უბრძანა თანაშემწეს. _ახლავე._დაფაცურდა გიორგი. თორნიკე ისევ ექიმის ბინაში დაბრუნდა. ყველაზე მეტად ის აინტერისებდა, ვინ იყო ის სახედამწვარი ქალი და რა აკავშირებდა მოკლულთან. რა მიზეზით გაუსწორდა ასე სასტიკად. _პროფესიონალის ჩადენილს გავს._გაიფიქრა თორნიკემ,_არანაირი შეცდომა და არანაირი კვალი. ********************* ბაზალეთიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ ერთი დღით გაუჩინარდა მეგი. ამჯერად დიდი ყურადღება აღარ მიუქცევია თორნიკეს დისთვის. ჯერ ერთი, მისთვის არ ეცალა და მეორეც, უკვე ხვდებოდა, რომ განმარტოება მისი დის ერთ-ერთი ჰობი გამხდარიყო. ბექას კი ეჭვები ღრღნიდა. არ მოსწონდა მისი ეს გაუჩინარებები. გოგიას დაუწყო ფარულად თვალთვალი, მაგრამ მეგის მასთან ნამდვილად არ ქონდა კავშირი. _სად დადის ნეტა ეს გოგო, რა საქმეებს ხლართავს?_ ეკითხებოდა საკუთარ თავს და ვერ ისვენებდა მის შესახებ ვერაფერს რომ ვერ იგებდა. გადაწყვიტა, სახლში სტუმრებოდა. კარგა ხანს აკაკუნა კარზე. ეტყობა სახლში არ არისო, გაიფიქრა და გამობრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ზუსტად მაშინ გაუღო მეგიმ კარი. აბანოს ხალათი ეცვა და პირსაწმენდი თავზე ქონდა მოხვეული. _ბოდიში, აბაზანაში ვიყავი._მოუბოდიშა ვაჟს და სახლში შეიპატიჟა. ბექაც უსიტყვოდ შეყვა. _ჩავიცმევ და ახლავე მოვალ._ღიმილით უთხრა და საძინებელში შევიდა. მარტო დარჩენილმა ბექამ პროფესიული მზერა მოავლო ოთახს. საეჭვო ვერაფერი ნახა და სავარძელში ჩაჯდა. მეგის დიდი დრო არ დასჭირვებია ჩაცმაში, მალევე გამობრუნდა უკან. _ყავას დალევ?_ღიმილით შესთავაზა სტუმარს. ბექამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თვალი გააყოლა სამზარეულში მიმავალს. ეჭვით შეხედა მის მშრალ თმას, ასე მალე ვერ გაუშრებოდა თუ მართლა აბაზანაში იყო. ესე იგი, მოიტყუა. რაში აწყობდა ეს ტყუილი? ადგა და საძინებელში შეიჭყიტა, შიშველი დამხვდა და იქნებ ვინმეს მალავსო. იქ რომ არავინ დახვდა, ცოტა დამშვიდდა, თვითონაც სამზარეულოში გავიდა. მეგის მოემთავრებინა ყავის მოდუღება და სამზარეულოშივე დასხდნენ. _ვინერვიულე, მთელ დღეს რომ არ ჩანდი._თვალებში ჩახედა მართლაც შეშფოთებულმა ბექამ. _ქალების ამბავი არ იცი?_გაეღიმა გოგოს._სპასალონი, მაკიაჟი, შოპინგი... ისე გარბის დრო, ვერ აკონტროლებ. ბექა მაინც ეჭვით უმზერდა გოგოს თავისი მომნუსხველი მწვანე თვალებით. მეგიც გრძნობდა მის უნდობლობას და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელი სახეზე ნაზად მიიდო რამდენჯერმე. _სასწაულებს ახდენენ ამ სპასალონებში, ასე მგონია თოთო ბავშვის კანი მაქვს. ბექამ ნაძალადევად გაუღიმა. მისი ფიქრები მაინც მშრალ თმას დასტრიალებდა, არ ეჯერა, რომ გოგო აბაზანაში იყო. რაში აწყობდა ტყუილი, ამას ვერ ხვდებოდა და ზუსტად მაგის გარკვევა უნდოდა. _ ბორჯომ-ბაკურიანის დათვალიერება გადავწყვიტე და თუ გეცლება, ზეგ წავიდეთ, ბავშვებიც წავიყვანოთ, გაერთობიან. ბექას არც უარი უთქვია და არც დასთანხმებია. უხმოდ შეჰყურებდა მეგის, რომელიც ღიმილმორეული აწყობდა სამომავლო გეგმებს. _ვიცი, ხატიასაც ძალიან გაუხარდება. სამი დღით დავჯავშნე სასტუმრო. თუ არ გეცლება ტაქსით წავალთ. _შვებულება ამ თვის ბოლოს მიმთავრდება, მცალია და მე წაგიყვანთ._როგორც იქნა ხმა ამოიღო ბექამ და მეგი გაახარა. _ამ საღამოს იოგაზე ვარ წასასვლელი. _მერე?_გაოცებით შეხედა ბექამ. _მერე ის, რომ შენ და ჩემმა ძმამ არ ინერვიულოთ ჩემი გაქრობით. მოულოდნელად წამოდგა ბექა, მეგის მადლობა მოუხადა ყავაზე, დაემშვიდობა და წავიდა. ********************* თორნიკეს ვარაუდი გამართლდა: ექსპერტმა რკინის ძელზეც და ფანჯრის ზემოთ მოაჯირზე თოკის კვალი აღმოაჩინა. უდაო იყო, მკვლელი ფანჯრიდან აძვრა მაღლა, ტანსაცმელი გამოიცვალა და მეორე სადარბაზოდან შეუმჩნევლად გავიდა. კორპუსში თითქმის ყველა მაცხოვრებელი დაკითხეს, თუმცა უშედეგოდ, უცხო არავის არავინ დაენახა და არც საეჭვო შეემჩნია რამე. ეს თავსატეხი ამოხსნილი არ ქონდათ, რომ მეორეც დაემატათ. დღისით, მზისით, ცნობილი ბიზნესმენი საკუთარ ოფისში თათბირის დროს ათამდე თვითმხილველის თვალწინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. _შუა თათბირზე მობილურმა დაურეკა. ბოდიში მოგვიხადა, გადაუდებელი საქმეა და უნდა ვუპასუხოვო. ფანჯარასთან მივიდა, იქ ლაპარაკობდა. მოულოდნელად მინის ჩამსხვრევის ხმა გაისმა და ბატონი ლევანიც მაშინვე დაეცა ძირს. დანარჩენი თქვენც იცით._ათივე თვითმხილველს ერთი და იგივე ჩვენება ქონდა. _ერთ კვირაში ორი მკვლელობა._ნერვიულად მოისრისა თორნიკემ შუბლი და კაბინეტში შემოსულ გიორგის იმედიანად შეხედა._რას მეტყვი ახალს და კარგს? _ბალისტიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გასროლა 338 კალიბრის სნაიპერული შაშხანით სატევარი 2-ით განხორციელდა. _გამოდის, რომ 1800 მეტრის რადიუსში ნებისმიერი მაღალი შენობიდან შეიძლებოდა ესროლათ._ისევ მოისრისა თორნიკემ შუბლი._სავარაუდოდ, მკვლელი ყველაზე შორ წერტილს აირჩევდა. _მასე რატომ ფიქრობთ ბატონო თორნიკე?_გაუკვირდა ახალბედას. _ასეთი შაშხანის შოვნაზე დროს არ დაკარგავდა თუ კი ახლოდან აპირებდა სროლას. _გამოდის, გამოცდილ სნაიპერთან გვქონია საქმე. _ ყველანაირი ინფორმაცია შემიგროვე გარდაცვლილებზე. ეჭვი მაქვს, ორივე მკვლელობა ერთმანეთთანაა კავშირში. _ახლავე ბატონო თორნიკე._მკვირცხლად გავიდა გიორგი კაბინეტიდან. თორნიკე კომპიუტერს მიუჯდა და ქალაქის გეგმის შესწავლას შეუდგა. დანაშაულის ადგილიდან 1800 მეტრის რადიუსში ყველა საეჭვო მაღალი შენობა მონიშნა. ყველას მისამართები შავ წიგნაკში ჩაიწერა და მათ დასათვალიერებლად წავიდა. ******************** _რა კარგია, ბორჯომში მივდივართ._უხაროდა ხატიას და პატარა ბავშვივით საწოლზე ხტუნაობდა. _კარგი ახლა, შენებურად კი ნუ გადაირევი._გაუწყრა ბექა დიშვილს, მაგრამ გახარებულ გოგოს ვერაფერს აგებინებდა. _ყოველთვის ვოცნებობდი ბორჯომიდან ბაკურიანში კუკუშკით ასვლაზე. ვენაცვალე მეგის ეს ოცნება რომ ამიხდინა._საწოლიდან ჩამოხტა და ახლა ბიძას ჩამოეკიდა კისერზე._ხომ კარგი გოგოა ბიძია მეგი? ბექამ პასუხი არ გასცა, ხატიას ხელები მოიშორა და თავის ოთახში შევიდა. სამგზავრო ჩანთა გადმოიღო. რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი შეარჩია. მერე ლამაზად დაკეცა და ჩააწყო. დიშვილი მართალი იყო, მეგი კარგი გოგო იყო და ძალიან მოსწონდა ბექას. თუმცა, მისი საიდუმლოებებით მოცული ცხოვრება მოსვენებას არ აძლევდა. გოგიაზეც საშინლად ეჭვიანობდა. მეგისიც ვერ გაეგო ვერაფერი, ხან ვნებიანი და მხურვალე იყო, ხანაც ყინულივით ცივი. ერთს კი ხვდებოდა, რომ ვაჟი ვნებას უღძრავდა და ეს მაინც ამშვიდებდა ცოტათი. დილით, გამთენიისას გაუდგნენ გზას ბორჯომისკენ. სამი საათი ბავშვებისთვის შემაწუხებელი რომ არ ყოფილიყო, მცხეთას გასცდნენ თუ არა, ბექამ სახინკლესთან შეაჩერა მანქანა და მოშიებული მგზავრები ხინკალზე დაპატიჟა. გემრიელად რომ დანაყრდნენ, ისევ განაგრძეს გზა. ბაკურიანის მიხვეულ-მოხვეულ გზაზე ლოლიტა ცუდად გახდა და ისევ გაჩერება მოუწიათ. ნახევარი საათი მაინც იყვნენ გაჩერებულები სანამ ბავშვს თავბრუსხვევა და ღებინების შეგრძნება გადაუვლიდა. შუა დღე იყო, სასტუმროში რომ დაბინავდნენ. ერთ ნომერში ბექა და ალექსანდრე მოთავსდნენ, მათ მოპირდაპირეთ კი მეგი, ხატია და ლოლიტა. მყუდრო გარემო სუფევდა სასტუმროში. ალექსანდრეს ყველაზე მეტად ტენისის მაგიდა მოეწონა და ბექას სთხოვა, მეთამაშეო. ბექასაც უარი არ უთქვია და კარგა ხანს ეთამაშებოდა აღტაცებულ ბიჭს. გოგოები კი სასეირნოდ გავიდნენ ტყეში. გვარიანად მოილხინა ლოლიტამ. გვირილების ფონზე უამრავი ფოტო გადააღებინა ხატიას. მეგიც ძალიან კმაყოფილი იყო ლამაზი ბუნებით. უამრავ უცხოელ ტურისტსაც გადააწყდნენ და ხატია გამოელაპარაკათ. რამოდენიმე ზანგთან ფოტოებიც კი გადაიღო. შებინდებისას დაღლილები, მაგრამ მაინც კმაყოფილები დაბრუნდნენ სასტუმროში. ბექა და ალექსანდრე ფოიეში ისხდნენ და მათ მოლოდინში. _სად ხართ აქამდე? მომშივდა_შეწუხებული სახე ქონდა ალექსანდრეს. მეგის გაეცინა. ლოყები მადიანად მოუჩქმიტა და სასადილოში გავიდა ვახშმის შესაკვეთად. დანარჩენებმა კი ცარიელი მაგიდა მონახეს და შემოუსხდნენ. გემრიელად ივახშმეს. დაღლილ-დაქანცულ ბავშვებს ძილი მალე მოერიათ და ნომერში ავიდნენ. დააწვინა თუ არა მეგიმ ლოლიტა, მაშინვე დაეძინა. ხატიაც დაწვა. ალექსანდრეს ამბის გასაგებად გავიდა ბექას ნომერში და კარზე მიუკაკუნა. კარი ალექსანდრემ გაუღო. _მარტო ხარ?_გაუკვირდა მეგის. _ბექა ბიძია აბაზანაშია. მე ახლა ვაპირებ დაწოლას. _კარგი, ძილინებისა._ძმიშვილს შუბლზე აკოცა და ფოიეში ჩავიდა. _სასტუმრო თოვლის ბაბუა საით არის ხომ ვერ მეტყვით._ახალგაზრდა მენეჯერ ბიჭს ჰკითხა მეგიმ. _აქედან ორას მეტრშია, ჩანს კიდეც, აგერ._გარეთ გაიყვანა და დაანახა ბიჭმა. მეგიმ მადლობა გადაუხადა და ისევ ნომერში დააპირა ასვლა, კიბეზე ბექას რომ შეეჩეხა. _ბავშვებს სძინავთ, ხატიას ჩავაბარე ორივე და ჩვენ ცოტა ხომ არ გაგვესეირნა?_მაცდურად შეხედა ბექამ. მეგი წამიერად შეყოყმანდა, ბოლოს დასთანხმდა და სასტუმროდან ხალისით გამოვიდნენ. თბილისისგან განსხვავებით აქ კარგად გრილოდა. მეგის გააკანკალა. ბექამ უმალ იგრძნო გოგოს რომ შესცივდა და მხრებზე მოხვია ხელი. მჭიდროდ ჩახუტებულებმა განაგრძეს გზა. ხმას არც ერთი იღებდა და არც მეორე. ბექა სათქმელს ვერ აბავდა თავს, მეგის კი ასეთი სიჩუმე ერჩია. სკვერში სულ განაპირა მხარეს, სადაც ლამპიონის შუქი ვერ აღწევდა, სკამზე ჩამოსხდნენ. ბექას ისევ ხელი ქონდა გადახვეული და მეგიც მჭიდროდ ეკროდა გახურებულ სხეულზე. _ვერ გავთვალე აქ თუ ასე ეციებოდა._მოუბოდიშასავით ვაჟს და უფრო მჭიდროდ მიეკრა. ბექას მღელვარებისგან გული გამალებით უცემდა. თან ისე ძლიერად, რომ მეგი სიამოვნებით ითვლიდა მის პულსაციას. კარგა ხანს ისხდნენ ასე ხმისამოუღებლად. მერე გოგო წამოდგა, სასტუმროში დააპირა დაბრუნება, მაგრამ ვაჟმა ძლიერად მოკიდა ხელზე ხელი, მოქაჩა და კალთაში ჩაისვა. მაისურის შიგნიდან შეუცურა მთრთოლვარე ხელები და მის სხეულზე აასრიალა. მეგის სიამოვნებისგან გააჟრჟოლა. ვნებააშლილ ვაჟს შუბლზე თმა გადაუწია და ბაგეზე მწყურვალივით დაეწაფა. იგრძნო, რომ ცოტახანში ორივეს გაუჭირდებოდათ თავის შეკავება, ამიტომ ვაჟს ვნებიანად წასჩურჩულა, აქ ამის ადგილი არ არისო, წამოდგა და ტყის სიღრმისკენ გაეშურა. ვნებააშლილი ვაჟიც უკან მიყვა. ********************* დილით სადგურში მისვლა ლამის დააგვიანდათ. ერთი ფეხით მიასწრეს კუკუშკას. მეგი, ხატია და ბავშვები მატარებლით წავიდნენ ბორჯომში. ბექა მოგვიანებით ჩავიდოდა იქ და მანქანით დააბრუნებდათ უკან. მატარებლით მგზავრობამ სამ საათს გასტანა. თუმცა, დაღლა სულაც არ უგრძვნიათ. ვაგონში ახალგაზრდა ბიჭები გიტარას უკრავდნენ და სასიამოვნო სიმღერებს მღეროდნენ. ხან მათ უსმენდნენ და ხანაც ფანჯრიდან ათვალიერებდნენ ბაკურიანის თვალწარმტაც ბუნებას. ბორჯომში ჩასულებმა ბორჯომის პარკის დათვალიერებაც გადაწყვიტეს. საღამოს კი, სასტუმროში რომ დაბრუნდნენ, ისეთი დაღლილები იყვნენ, ჭამის თავიც კი აღარ ქონდათ. ბავშვები დაწვნენ თუ არა, მაშინვე დაეძინათ. მეგი ბექას დაწოლასაც დაელოდა და მერე სასტუმრო თოვლის ბაბუას მიაშურა. შორიახლოს გაჩერდა, ტელეფონი მოიმარჯვა და ვიღაცას დაურეკა. _აქ ვარ, გელოდები._უთხრა და გაუთიშა. ცოტა ხანში ქერა გოგონა გამოვიდა სასტუმროდან და მეგის გადაეხვია. _ტასო როგორ არის?_მაშინვე ის კითხა მეგიმ. _კარგად არის, სძინავს_უპასუხა გოგონამ._არ ამოხვალ სანახავად? _არა, ბევრი დრო არ მაქვს._ჩანთიდან სქელი კონვერტი ამოიღო და გადასცა._გარკვეული დრო გეყოფა. ეცადე ზედმეტად არავის მოხვდე თვალში. მერაბს ყველგან აქვს თავის კავშირები, შესაძლოა აქაც, ამიტომ სასტუმროში დიდხანს ნუ გაჩერდები. გაცოფებული იქნება თქვენი გაუჩინარებით და ყველაფერზეა წამსვლელი. _ყველაფერზე ისედაც იყო წამსვლელი... ისეთი დღეები გამოგვატარა, მტერს არ ვუსურვებ. მადლობა შენ, რომ შეძელი ჩვენი დახმარება._ისევ გადაეხვია გოგონა. _ჩემი მადლობა ის იქნება, ტასოს საკუთარი შვილივით თუ მოუფრთხილდები. ნანას სიკვდილის წინ პირობა მივეცი, რომ მის შვილზე ყოველთვის ვიზრუნებდი. ფული არ მოგაკლდებათ. შენ მარტო ის ეცადე, არ მოგაგნოთ იმ ნაგავმა. _შენ? _მე არაფერი მიჭირს ნუ ღელავ. ვაჟბატონმა ჯერ არ იცის, რომ თქვენი გაუჩინარება ჩემი დამსახურებაა. არც მიმხელს თქვენი გაქცევის ამბავს, ისევ ძველ ფოტოებს მიგზავნის. ამით გარკვეულ დროს მოვიგებთ._დაემშვიდობა გოგონას და სასტუმროში თავის ნომერში დაბრუნდა. ფრთხილად შეიპარა ოთახში, არავის რომ არ გაეგო. ტანსაცმლიანი მიწვა საწოლზე და ისე დაიძინა უკვე დამშვიდებულმა. ******************"" მეგი გაიცილა თუ არა, გოგონამ კონვერტი ზურგს უკან შარვლის სალტეში ჩაიდო, მაისური ჩამოიწია და ისევ სასტუმროში შებრუნდა. შორიახლოს ხეს ამოფარებული მამაკაცის ლანდიც გამოეყო სიბნელეს და ქურდულად მიყვა უკან. გოგონა სამზარეულოში შევიდა, ვახშამი შეუკვეთა, მერე კი თავის ნომერს მიაშურა ჩქარი ნაბიჯებით. მამაკაციც დიდი სიფრთხილით მიყვა მოშორებით, რომ არ შეემჩნია. პატარა ტასოს მშვიდად ეძინა. ცოტახანს მისი ცქერით ტკბებოდა, მერე მეგის მიცემული კონვერტი გახსნა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, 100 ლარიანი ტკიცინა კუპიურები ელაგა. დათვლას აპირებდა მოულოდნელად კარზე რომ დაუკაკუნეს. შეშფოთებულმა კონვერტი ლეიბის ქვეშ ამოდო და კართან შეშინებული მივიდა. _ ვინ არის?_დაბალი ხმით იკითხა. _ნომრის მომსახურება._ უპასუხა ქალის ხმამ. დამშვიდებულმა გააღო კარი. უცნობი ცივი გამომეტყველების ქალი, ნომერში შევიდა თუ არა, მოულოდნელად დაესხა თავს, გოგონა მოხერხებულად გათიშა, ხელ-ფეხი მჭიდროდ გაუკრა და პირიც საგულდაგულოდ აუკრა. პატარა ტასოს ისევ მშვიდად ეძინა. თუმცა ქალმა შპრიცი მაინც მოამზადა და ბავშვს რაღაც ნემსი გაუკეთა. ტასო ცოტა კი შეიშმუშნა, მაგრამ ისევ განაგრძო ძილი. ქალი ახლა გაკოჭილ გოგოს მიუბრუნდა, რის ვაი-ვაგლახით შეათრია საპირფარეშოში. მოულოდნელად კარზე კაკუნის ხმა გაისმა რომ გაისმა, თავი მოიწესრიგა და კარს მიაყურადა. კაკუნი განმეორდა. _ვინ არის?_შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. _თქვენი ვახშამი._მამაკაცის სასიამოვნო ბასმა ცოტა დაამშვიდა და კარი ღიმილით გაუღო. ქერა, ათლეტური აღნაგობის მამაკაცმა ნომერში ოთხთვალა შეაგორა და ვახშმის მაგიდაზე გადალაგება დაიწყო. თან ნომერს ინტერესით ათვალიერებდა მალულად. მძინარე ბავშვს ეჭვით გახედა. _ის ქერათმიანი გოგონა სად არის, ვახშამი ვინც შეუკვეთა?_სხვათაშორის იკითხა მამაკაცმა და ქალს დაჟინებით მიაშტერდა. _სასეირნოდ გავიდა, მე ძიძა ვარ._არ დაიბნა ქალი და მამაკაცს კარისკენ გაუძღვა._გასამრჯელო რამდენი უნდა მოგართვათ? _თქვენი ნებაა._უპასუხა მამაკაცმა და საპირფარეშოს ოდნავშეღებულ კარს ეჭვით შეხედა, საიდანაც რაღაც ფაჩუნი შემოესმა. ქალმა სასწრაფოდ მოიქექა ჯიბეები, 10 ლარიანი ძლივს იპოვა, მიმტანს გადაუხადა და სასწრაფოდ გაუღო კარი. საპირფარეშოდან ისევ გაისმა საეჭვო ფაჩუნი, რასაც გოგონას მოგუდული ხმა მოყვა, რომელიც შველას ითხოვდა. მამაკაცმა მაშინვე მის კარს წაატანა ხელი. მოულოდნელად გააფთრებული ქალი ზურგიდან დაესხა თავს. ხელჩართული ბრძოლა გაიმართა ქალსა და კაცს შორის. ბოლოს ისევ მამაკაცმა სძლია და მოხერხებულად მოიგერია თავდამსხმელი. ხელები ზურგს უკან გადაუგრიხა და გააკავა. თან საპირფარეშოს კარი შეხსნა. გაკოჭილი გოგონა გონზე მოსულიყო და გათავისუფლებას ცდილობდა. მამაკაცმა ცალი ხელით ქალი გააკავა, მეორეთი დანა მოიძია ჯიბეში, გოგონას ხელები გაუნთავისუფლა და დანა გადასცა, ფეხები შენ გაიხსენიო. შეშინებულმა გოგონამ უმალ გაჭრა თოკები, პირიც გაინთავისუფლა და ეჭვით შეხედა მოულოდნელ მშველელს. _ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ._შეშფოთებულ გოგონას რომ შეხედა, დაამშვიდა მამაკაცმა. გოგონა მაშინვე ბავშვს მივარდა. გონში ვერ ჩააგდო. იქვე დაგდებულ შპრიცს მოჰკრა თვალი და ქალს მიუბრუნდა. _რა გაუკეთე დამპალო!_იღრიალა და მადიანი სილა გააწნა. ქალმა ირონიული ღიმილით შეხედა და თავის გასათავისუფლებლად გაიბრძოლა, თუმცა სულ ტყუილად, მამაკაცს ძლიერად ყავდა გაკავებული. _112 დარეკე._გოგონას უბრძანა მამაკაცმა. გოგო დაიბნა, ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა. _თუ ტელეფონი არ გაქვს ჩემით დარეკე, ჯიბეში მიდევს._აფორიაქდა მამაკაცი._ ბავშვს არაფერი მოუვიდეს! დრო მართლა არ იცდიდა. ბავშვს გადახედა გოგომ და სასწრაფოში ცოტა უნდობლად დარეკა. ******************* შუა ღამით ტელეფონის ზარმა გააღვიძა მეგი. ნომერს შეშფოთებულმა დახედა. _ლონდა? რა მოხდა?_პასუხის მოლოდინში დაიძაბა. _მოგვაგნეს._ჩურჩულით უთხრა გოგომ. _მერე?_უმალ წამოჯდა საწოლზე. _მიმტანმა გვიშველა. თუმცა რაღაც ნემსის გაკეთება მაინც მოასწრო იმ ბოზმა. ახლა სავადმყოფოში ვართ. _ტასო როგორ არის?_საკუთარი გულის ცემა ესმოდა მეგის. _სტაბილურად. გამოვა მდგომარეობიდან. პოლიციაც მოვიდა და დამკითხავენ. რა ვუთხრა? _სად ხარ? _ბორჯომის საავადმყოფოში. _ახლავე მოვდივარ. მეგიმ ფრთხილად დატოვა ნომერი, კიბეზე ელვის სისწრაფით ჩაირბინა. ფოიეში ახალგაზრდა ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ. სავარაუდოდ სასტუმროს პერსონალი იყო. მეგი მათ მიუახლოვდათ. _ახლობელი ცუდად გახდა, საავადმყოფოში უნდა ჩავაკითხო. კარს ვერ გამიღებთ? ერთ ერთი ბიჭი ზანტად წამოდგა, მეგის პირადობა მოსთხოვა. ჟურნალში რაღაც ჩაინიშნა და სასტუმროს კარი გაუღო. _ტაქსი სად შეიძლება ვნახო?_გარეთ გასული მეგი ისევ მიუბრუნდა ბიჭს. _პირდაპირ წახვალთ და დაახლოებით 50 მეტრშია გაჩერება. მეგიმ მადლობა გადაუხადა. გარეთ გამოვიდა და სირბილით მივიდა ტაქსებთან. ერთ-ერთი შეარჩია, მძღოლს საავადმყოფოს მისამართი გადასცა და მანქანაში კი არ ჩაჯდა ჩახტა.მთელი გზა იმას ნატრობდა, ტასოს არაფერი მოსვლოდა. ნახევარი საათი ნახევარ საუკუნედ ეჩვენა. მივიდნენ თუ არა დანიშნულების ადგილზე, მძღოლს საჭიროზე მეტი გადაუხადა, ხურდა დაიტოვეო მიაძახა და გიჟივით შევარდა შენობაში. დერეფანში ატირებული ლონდა ძლივს იპოვა და გადაეხვია. _რამე რომ მოუვიდეს, ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს._სლუკუნებდა გოგო. _კარგი, დაწყნარდი, მომიყევი რა მოხდა? _შენ რომ წახვედი, ვახშამი შევუკვეთე და ნომერში ავედი.კარზე რომ დააკაკუნეს, მეგონა ვახშამი მოიტანეს და თამამად გავუღე. მაშინვე მეტაკა ეგ დამპალი, გამკოჭა, საპირფარეშოში შემათრია. ტასოს საძილე საშუალება გაუკეთა. მერე იმ ბიჭმა, ვახშამი რომ ამომიტანა, იეჭვა რაღაც და გვიშველა. _ვინ ბიჭია, ან სად არის?_დაეჭვდა მეგი. _მგონი ბექა ქვია. _ბექა?_გაუკვირდა მეგის._ახლა სად არის? _პოლიციელებს ჩვენებას აძლევს, ექიმის კაბინეტში არიან... მე რა ვთქვა?_ჩურჩულზე გადავიდა გოგო. _გაძარცვის მცდელობა იყო. ბავშვი ატირდა და ნემსით გააჩუმა._დაარიგა მეგიმ. ექიმის კაბინეტის კარებიც გაიღო და ბექა გამოვიდა. მეგის თითქოს ცივი წყალი გადაასხესო მის დანახვაზე. ბექას კი რატომღაც არ გაჰკვირვებია მისი დანახვა. ახლა ლონდა შეიყვანეს დასაკითხად. მეგიმ თვალი გააყოლა დამფრთხალ გოგოს. თვალით ანიშნა, ნუ გეშინიაო და სკამზე ჩამოჯდა. ბექაც გვერდით მიუჯდა. _რა ხდება არ მეტყვი? მეგიმ უხმოდ შეხედა ვაჟს, რომელიც დაჟინებით მისჩერებოდა. _ეს ბავშვი ვინ არის?_პალატისკენ გაიშვირა ბექამ ხელი._ან, ამ გოგოს საიდან იცნობ? საერთოდ რა ხდება არ მეტყვი? _ძველი ნაცნობია. როგორც ჩანს უბრალო დაყაჩაღების მცდელობა იყო._ჩაილაპარაკა მეგიმ და თავი ჩაღუნა. _იცი, უბრალო დაყაჩაღებასა და შურისძიებას ადვილად ვცნობ. რა გაკავშირებს ამ გოგოსთან, ან ამ ბავშვთან? _ძველი ნაცნობია. _მერე ძველ ნაცნობს გვიან ღამით ყველასგან მალულად რატომ ხვდები? _შენ რა, მითვალთვალებ?_ჯიქურ შეხედა მეგიმ მწვანე, მომნუსხველ თვალებში. _სხვა გზა დამიტოვე? შენი საიდუმლო გაქრობები და ტყუილები ყელში ამომივიდა უკვე. მაგ გოგოსთან შესახვედრად რომ გამოიპარე, ჩუმად აგედევნე... მერაბი ვინ არის? რატო ყავდა გატაცებული? რისთვის ემალება?_მკაცრი და მომთხოვნი გამომეტყველება ქონდა ბექას._ან შენთან რა კავშირშია ეს ყველაფერი? მეგი უსიტყვოდ შეჰყურებდა და გონებაში აანალიზებდა რა ტყუილი მოეფიქრებინა. _პასუხს ველოდები._მკაცრი და შეუვალი იყო ბექა. _მაგის ყოფილია... სულ ეჭვიანობდა და სცემდა. სიცოცხლეს უმწარებდა. ვერ შეეგუა რომ დაშორდნენ... _მერე ეს ყველაფერი შენთან რა კავშირშია?_უნდობლად შეხედა ბექამ. _დახმარება მე მთხოვა. არ დავხმარებოდი ასეთ დღეში რომ ვხედავდი?_ახლა მეგის გაუმკაცრდა ხმა._რა უფლებით იძიებ ჩემი ცხოვრების დეტალებს? რა გინდა საერთოდ? _შენი კარგად ყოფნა, მეტი არაფერი._ცოტა დაურბილდა ბექას ხმა._ რაღაც შარში ხარ გახვეული და არავის ენდობი. გინდა თვითონ მოაგვარო საქმე, მაგრამ არ გამოგდის არაფერი. _არავის დახმარება არ მჭირდება, ყველაფერს ვაკონტროლებ. არც შენთვის მითხოვია მგონი დახმარება. ამიტომ ნუ შეიწუხებ თავს._მეგი ნერვიულად წამოდგა და დერეფანში ბოლთის ცემას მოყვა. ბექაც წამოდგა. მიუახლოვდა, აღელვებული გოგო შეაჩერა და ჩაიხუტა. _დაწყნარდი. არ მინდა რომ რამე შეგემთხვეს ცუდი... ჩემთვის სულერთი არ ხარ. ამიტომ ვნერვიულობ და ვღელავ შენზე. მეგის ხმა არ ამოუღია. იდგა თვალებდახუჭული და ცრემლების შეკავებას ცდილობდა. ბექას გვერდში დგომა სიამოვნებდა, თუმცა არ უნდოდა ამის აღიარება. კაბინეტიდან გამოსული ლონდა დააბნია ნანახმა. კარგა ხანს უსიტყვოდ უყურა ჩახუტებულ ქალ-ვაჟს. ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა. მეგიმ გვიან მოჰკრა გაოცებულ ლონდას თვალი. ბექას მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა და გოგოსთან მივიდა.თვალებით ანიშნა, რა ხდებაო? ლონდამაც თვალებით დაამშვიდა, ყველაფერი კარგადააო. ლონდა და მეგი საავადმყოფოში დარჩნენ პატარა ტასოსთან. ბექასაც უნდოდა დარჩენა, მაგრამ მეგიმ ძალით გააგდო სასტუმროში. _ბავშვებს ახედე, რამე არ დასჭირდეთ. აქ ჩვენც ვეყოფით. ხომ ხედავ მდგომარეობაც საგრძნობლად გაუმჯობესდაო. ბექასაც ედარდებოდა ხატიას ანაბარა დარჩენილი ბავშვები, ამიტომ მანქანა მეგის დაუტოვა, იქნებ დაგჭირდეთო და თვითონ ტაქსით წავიდა. სამივეს მშვიდად ეძინა, არც კი გაუგიათ მათი გაუჩინარება. ბექა ფრთხილად შეიპარა ნომერში და ტანსაცმლიანივე მიწვა საწოლზე. ეჭვები არ ასვენებდა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. აინტერესებდა ვინ იყვნენ ლონდა და ტასო. ან რა აკავშირებდათ მეგისთან. ვის გაურბოდნენ ასე შეშინებულები. ვინ იყო ის ქალი, რომელიც ოსტატურად ებრძოდა ბექას. უბრალო ყოფილი თავისი ხუშტურების დასაკმაყოფილებლად ასეთ პროფესიონალს არ დაიქირავებდა. ალღო კარნახობდა, რომ რაღაც მაფიოზურ დაჯგუფებასთან ქონდა კავშირი. ხვდებოდა, რომ მეგი ყელამდე იყო ჩაფლული ამ ამბავში და მისი დახმარების სურვილი უფრო და უფრო უძლიერდებოდა. ხატიამ გაიღვიძა თუ არა, ლოლიტა და ალექსანდრე მას ჩააბარა და ისევ საავადმყოფოში დაბრუნდა. მეგი და ლონდა იქ აღარ დახვდნენ. არც ტასო იყო პალატაში. ამბის გასაგებად რეგისტრატურას მიაშურა. _გოგონა უკეთ გახდა და დედის დაჟინებული სურვილით გავწერეთ._მიუგო ახალგაზრდა წითურმა გოგონამ, რომელიც ბექას დანახვაზე სიხარულით გაიბადრა. _სად წავიდნენ ხომ არ იცით? _ნამდვილად არ ვიცი._ალალად შეწუხდა გოგო და ჭორფლიანი ცხვირი საყვარლად მოიჭმუხნა. ბექა მაშინვე გამოვიდა საავადმყოფოდან და მეგის დაურეკა, მაგრამ გოგომ არ უპასუხა. რამოდენიმე უშედეგო მცდელობის მერე თავისი მანქანის ჯიპიეს მონაცემები გადაამოწმა. გაოცდა, მისი მანქანა თბილისისკენ მიემართებოდა, ამჟამად კი ხაშურის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ტაქსი გააჩერა და რაც შეიძლება სწრაფად იარეო, მოსთხოვა მძღოლს. ტაქსისტი გამოცდილი მძღოლი გამოდგა, სწრაფად და მოხერხებულად მართავდა მანქანას. მალევე დაეწივნენ გოგოებს. _გადაუსწარი და ანიშნე რომ გააჩერონ._უბრძანა მძღოლს. ტაქსისტი ასეც მოიქცა. ბექას დანახვაზე მეგიმ მაშინვე შეაჩერა მანქანა. _საით გაგიწევიათ?_მძღოლის გვერდით სავარძელში ჩაჯდა გაბრაზებული და ეჭვით შეხედა გოგოებს._რაღაც რომ ვერ გაქვთ კარგად ამას ვხვდები, მაგრამ დახმარება რატომ არ გინდათ ამას ვერ ვხვდები. გოგოებს ხმა არ ამოუღიათ. _ახლავე მოაბრუნე მანქანა და ბაკურიანში დაბრუნდი._მკაცრი და შეუვალი იყო ბექა. მეგი უსიტყვოდ დაემორჩილა. ბორჯომამდე ისე იმგზავრეს, ხმა არც ერთს ამოუღია. _ისინი ვინ არიან უკან რომ მოგვყვებიან?_ უკან მომყოლ შავ აუდზე ანიშნა გოგოებს._დიდი ხნის წინ შევამჩნიე რომ მოგვდევენ. _ჩემი ყოფილი ქმრის გამოგზავნილი იქნება, ჩვენი დაბრუნება უნდა._დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ლონდამ. _მაგ სისულელეების მოსმენა აღარ მინდა!_ხმას აუწია ბექამ. მერე მეგის მიუბრუნდა._მანქანა გააჩერე და გადმოდი, მე დავჯდები საჭესთან. მეგი ამჯერადაც უსიტყვოდ დაემორჩილა. სანამ მეგი და ბექა ადგილებს ცვლიდნენ, შავმა აუდმა გადაასწროთ. წინ წასული შეჩერდა, ცოტა ხანს დაიცადა და მერე მობრუნდა. _არ მეტყვით რა ხდება? გოგოებს ისევ არ ამოუღიათ ხმა. _იქნებ იმათთან მივიდე და ვკითხო რა ხდება?_მანქანაში მსხდარ მამაკაცებისკენ გაიშვირა ხელი_დარწმუნებული ვარ ისინი მაინც მეტყვიან სიმართლეს._თქვა და მანქანიდან გადასვლა დააპირა. _ოღონდ ახლა არა, წავიდეთ და გპირდები, ყველაფერს მოგიყვები._შეეხვეწა მეგი. გულწრფელი ეჩვენა ბექას მისი სიტყვები და ამიტომ უსიტყვოდ დაძრა მანქანა ადგილიდან. რაც შეეძლო სწრაფად შეუყვა ბაკურიანის აღმართს. ნახევარ საათში უკვე სასტუმროს ნომერში იყვნენ და ბექა მოთმინებით ელოდა, როდის დაიწყებდნენ გოგონები ამბის მოყოლას. _რატო არ გჯერა, რომ ჩემს ყოფილს უნდა ჩვენი დაბრუნება?_ლონდა ცდილობდა ბექასთვის დაეჯერებინა პირველად ნათქვამი ტყუილი. _შემომხედე, ბავშვს ვგავარ, რომელსაც ზღაპრებით მოატყუებ?_ არ ეჯერა ბექას მისი არც ერთი სიტყვის._ჩემი სამსახურიდან გამომდინარე ათასნაირ ხალხთან მაქვს ურთიერთობა. არ მჯერა რომ შენმა ყოფილმა პროფესიონალი მკვლელი იმისთვის დაიქირავა, რომ ცოლ-შვილი დაიბრუნოს. _მკვლელი?_ვითომ ძალიან გაიკვირვა ლონდამ. _დიახ მკვლე-ლი._გარკვევით დამარცვლა ბექამ._ის ალქაჯი ისე ოსტატურად იბრძოდა, ძლივს მოვერიე. შენი მოკვლა და ბავშვის გატაცება უნდოდა. ლონდა დაიბნა. _ეგ იმან აღიარა?_შეშფოთება დაეტყო მეგის ხმაში. _არა, მაგრამ ფაქტია. ვინ არის ეს ბავშვი? გოგოები ისევ ჩუმად იყვნენ და ხმის ამოღებას არ აპირებდნენ. _ვერ გაიგეთ რა გკითხეთ?_ხმას აუწია ბექამ._თქვენ თავსაც საფრთხეში იგდებთ და თქვენს გარშემომყოფებსაც. ბოლოს და ბოლოს, რატომ არ გინდათ მითხრათ ვინ არის ამისთანა ეს ბავშვი, ასე საგულდაგულოდ რომ მალავთ? _ჩემი დობილის შვილია... სიკვდილის წინ პირობა მივეცი, რომ დავიცავდი._როგორც იქნა აღიარა მეგიმ. ლონდამ წყენით შეხედა მეგობარს. _ვისგან იცავ ასე მონდომებით?_დაინტერესდა ბექა. _ჩემი მამინაცვლისგან._აშკარად არ უნდოდა მეგის აღიარება, მაგრამ მეტი გზა აღარ ქონდა. _მამამისია? მეგის ბექას მიწოდებული იდეა მოეწონა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _მერე, რა უფლებით უმალავთ მამას შვილს?_უფრო აღშფოთდა ბექა. _ნანას არ უნდოდა, რომ მერაბისთან გაზრდილიყო. სიკვდილის წინ პირობა დამადებინა, რომ მისგან დავიცავდი. _თქვენ მე გადამრევთ, რა უფლებით უმალავთ მამას შვილს? _მისი შვილი არ არის._სახელდახელოდ მოფიქრებული ტყუილი უფრო დამაჯერებელი ეჩვენა ლონდას და დამაჯერებლად განაცხადა._ნანაც ეჭვიანობის გამო შემოაკვდა. არც ამ ბავშვს აქცევს ყურადღებას. უბრალოდ თავმოყვარეობაშელახული კაცია და ჯავრი ამ ბავშვზე უნდა რომ იყაროს. თორნიკე ერთხანს გაჩუმდა, გონებაში აანალიზებდა ნათქვამს. _იცოდა რომ საქართველოში იყავით, როგორ მოგაგნოთ? _არ ვიცი._მხრები აიჩეჩა ლონდამ._ საზღვარი ყალბი პასპორტით და გრიმით გადმოვკვეთე, შანსი არაა სცოდნოდა. _მაშ როგორ მოგაგნოთ?_დაეჭვდა ბექა. ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, მერე კი გონება გაუნათდა. _უეჭველი, ჯიპიეს გადამცემი გაქვთ და სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან მოგაგნებენ. _ეგ რაღაა?_ვითომ არ იცოდა ლონდამ და ცოტა არ იყოს ეწყინა, თვითონ რომ ვერ მიხვდა აქამდე. _სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც ზუსტ ადგილმდებარეობას გადასცემს სმარტფონში. შეიძლება ტელეფონში გაქვს ჩამონტაჟებული. ან რაიმე საგანში, მაგალითად სამაჯურში, კულონში... მოკლეთ რაც კი რამ საეჭვო გეჩვენება, უნდა მოიშოროთ. სავარაუდოდ ბავშვს ექნება, იმიტომ რომ მას ეძებს. ლონდა მაშინვე წამოხტა და ტასოს მივარდა. მაჯიდან მოზრდილი წითელი საბავშვო საათი მოხსნა და ბექას დაანახა. კმაყოფილმა ბექამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. საათი გამოართვა. _ამას მე მივხედავ, თქვენ მანამდე გაემზადეთ, თბილისში ვბრუნდებით. ლონდა და ტასოც ჩვენთან წამოვლენ. იქ მოვიფიქროთ მერე როგორ მოვიქცეთ. მთავარია კვალი ავურიოთ. ********************* ერთ-ერთი მაღალი მშენებარე კორპუსი თორნიკემ საეჭვოდ მიიჩნია. _უეჭველი აქედან ისროლა მკვლელმა._დარწმუნებულმა უთხრა გიორგის._აქედან ხელისგულივით ჩანს ყველაფერი._მერე დურბინდი მოიმარჯვა და გარემო მოათვალიერა._ჭერიდან არ ესროდა, მოულოდნელად გადაფრენილ თვითმფრინავს რომ არ შეემჩნია. ბოლო სართულის ოთახები ამ მხარეს ყველა გულდასმით უნდა შევამოწმოთ. ყოველი კუთხე-კუნჭული უნდა დავათვალიეროთ. უმნიშვნელო დეტალიც კი არ უნდა გამოგვრჩეს. ახალბედა გიორგი დაფაცურდა და საქმეს შეუდგა. რამოდენიმესაათიანი უშედეგო დათვალიერების ბოლოს როგორც იქნა რაღაც კვალს მიაგნო და თორნიკეს აჩვენა. _ყოჩაღ გიორგი._შეაქო უფროსმა._ეს შაშხანის სადგამის კვალია. აქ კი, მკვლელი იწვა._ხელით ანიშნა მტვერზე აღბეჭდილ უფორმო კვალზე. _კი მაგრამ, ბატონო თორნიკე, აქ ფეხსაცმლის კვალიცაა, მაგრამ პატარაა, ბავშვის ნაკვალევს უფრო გავს._გაოცებით ჩაილაპარაკა გიორგიმ._იქნებ უბრალოდ ბავშვები თამაშობდნენ და არასწორ კვალს ვადგავართ? _ნუ დაგავიწყდება, რომ ზურაბის მკვლელი ქალია და შეიძლება აქაც ქალი იყოს დამნაშავე. ქალებს კი, კაცებთან შედარებით პატარა ფეხები აქვთ. _ეგ ვეღარ მოვტვინე ბატონო თორნიკე._დაიმორცხვა ბიჭმა. _არაფერია გიორგი._მხარზე მეგობრულად დაარტყა ხელი._ ჯობია ექსპერტს დავურეკოთ და ყველაფერი შევამოწმებინოთ, იქნებ რამე აღმოვაჩინოთ. ********************** ბექამ ტასოს საათი ქუთაისისკენ მიმავალ სატვირთოზე შეაგდო, თვითონ კი თბილისისკენ განაგრძეს გზა. ცოტა მჭიდროდ ისხდნენ მანქანაში და ბავშვები წუხდებოდნენ, ამიტომაც ხშირად უწევდათ გაჩერება. ბექა მათ შორიახლოს შეჩერებულ ყოველ მანქანას ეჭვის თვალით უყურებდა. მეგიც ძალიან ფრთხილობდა. ლონდა და ტასო იშვიათად გადმოდიოდნენ მანქანიდან, რომ შემთხვევით მერაბის ხალხს არ გადასწყდომოდნენ. ამ სიფრთხილე-სიფრთხილეში როგორც იქნა მოაღწიეს თბილისამდე. ლონდა და ტასო მეგიმ თავის ბინაში წაიყვანა დროებით, სანამ მათთვის რამეს გამონახავდა. ბექამ ლოლიტა და ალექსანდრე ეკას მიუყვანა, დიდი ხვეწნის მიუხედავად მაინც არ გაჩერდა მათთან დიდხანს და დიშვილთან ერთად სახლში წავიდა. მართალია, ლონდამ და მეგიმ თითქოს სიმართლე უთხრეს, მაგრამ მაინც ეჭვები ღრღნიდა, პროფესიული ალღო კარნახობდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც გოგოები უმტკიცებდნენ. გადაწყვიტა, თვითონ გაერკვია ყველაფერი. პირველ რიგში მეგის მამინაცვლის პიროვნების დადგენას შეუდგა. სამსახურებრივი უფლებები თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ჩუმად მოიძია მასალები. ძალიანაც არ გაჰკვირვებია მერაბ გეგეშიძე კრიმინალი რომ აღმოჩნდა. კაზინოებისა და საბარდელოების მფლობელი შიშის ზარს სცემდა კონკურენტებს. ახალგაზრდა გოგოებს იტაცებდა და იძულებით ამუშავებდა მეძავებად. შავ ბაზარზე ნარკოტიკებითაც კი ვაჭრობდა. ბექა დარწმუნებული იყო, რომ კაცის კვლაც არ გაუჭირდებოდა. მიხვდა, რომ მეგი და ლონდა გზაზე გადაეღობნენ და მათი მოშორება ამიტომაც უნდოდა. მაგრამ ტასოს რა როლი ეკავა, ამას ვერ ხვდებოდა მარტო. მთელი ღამე თეთრად გაათენა. გულმა არ მოუსვენა და ირიჟრაჟა თუ არა, მეგის ესტუმრა. მეგის არ გაჰკვირვებია ბექას სტუმრობა. პირიქით, გაუხარდა კიდეც. _მოდი, ოღონდ ჩუმად, ლონდას და ტასოს სძინავთ ისევ._აშკარად უძილო თვალები ქონდა გოგოს. ბექა უსიტყვოდ შეყვა ბინაში. დერეფანი ფრთხილად გაიარეს და სამზარეულოში შევიდნენ. _ყავას დალევ? ბექამ უსიტყვოდ დაუქნია თავი და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა. სანამ მეგი ყავას ადუღებდა, ოთახი მოათვალიერა. ფანჯრის რაფაზე საფერფლე იდო და სიგარეტის ნამწვებით იყო სავსე. _ღამე არ გეძინა? _რას მატყობ?_ნაძალადევად გაუღიმა გოგომ. _იცი? გეგეშიძეზე ყველაფერი გავარკვიე... მოულოდნელად მეგის ფინჯანი გაუვარდა ხელიდან და შეშფოთებული შემოტრიალდა. _თორნიკეს არაფერი უთხრა!_მკაცრად გამოსცრა კბილებში._შენც გირჩევ ნუ ერევი ამ საქმეში! _თორნიკეს ჯერჯერობით არაფერს ვეტყვი, მაგრამ უფლება აქვს იცოდეს... _არა! არაფერს ეტყვი! ბექამ გაოცებით შეხედა განრისხებულ გოგოს. ვერ მიმხვდარიყო ასე წინააღმდეგი რატომ იყო. _გეგეშიძეს მარტო შენ ვერ დაამარცხებ. ჯობია პოლიციას გადავცეთ. _პოლიციაში ხალხი ყავს. _აბა, სიკვდილის ბოლომდე უნდა ემალებოდეთ? _მე არავის ვემალები!_სიბრაზისგან უელავდა უკვე მეგის თვალები. ბექა ადგა, მიუახლოვდა და ჩაიხუტა. _დაწყნარდი. მითხარი რას აპირებ და ერთად დავამარცხოდ. _არაფერსაც არ ვაპირებ! ორ კვირაში დავბრუნდები და გავაგრძელებ ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას. ტასოს და ლონდას ამბავს მალე მიივიწყებს. შენ კი გირჩევ, შეეშვა მაგ საქმეს. ბექამ თვალებზე ჩამოშლილი თმა გადაუწია გაბრაზებულ მეგის. ცოტა ხანს ასე უყურა, მერე კი დაიხარა და ნაზად აკოცა. გოგო წამიერად გაირინდა. რაღაც სასიამოვნო გრძნობა ეუფლებოდა და ამ გრძნობას სახელს ვერ უძებნიდა. ხვდებოდა, რომ ეს ვნება არ იყო. რაღაც ამაღელვებელი და ამათრთოლებელი იყო. _არ მინდა, რომ ცუდი შეგემთხვეს რამე._წასჩურჩულა ბექამ და მჭიდროდ მიიკრა გულზე. მისი ძლიერი გულის ცემა ესმოდა და სიამოვნებდა. გრძნობდა, რომ ვაჟი სულერთი არ იყო მისთვის და თვითონაც ღელავდა. არ უნდოდა გეგეშიძეს რამე დაეშავებინა მისთვის. ტასოს, ლონდას, თორნიკესა და მისი ცოლ-შვილის სიას ბექაც შემატებოდა უკვე. ძალიან ღელავდა მათზე და ხვდებოდა, რომ მათ გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. _ყავა დაგვავიწყდა._გამოერკვა ბოლოს და გაინთავისუფლა ვაჟის მკლავებიდან თავი._ტკბილეულზე ბოდიში. _ყავას ყავის გემო უნდა ქონდეს, მაინც არ მიყვარს არაფრის მიტანება._ დაამშვიდა ბექამ და გაუღიმა. მოულოდნელად მაისურის ამარა ლონდა შემოვიდა სამზარეულოში მთქნარებით და თვალების ფშვნეტით. ბექა რომ დაინახა, შერცხვა, უმალ გატრიალდა, ხალათი მოიცვა და ისე დაბრუნდა უკან. _არ ვიცოდი სტუმარი თუ გვყავდა._მოიბოდიშა. ბექას გაეღიმა. _როგორ გეძინა?_მზრუნველად ჰკითხა მეგიმ. _ასე კარგად კარგა ხანია არ მძინებია._კმაყოფილი მზერით შეხედა მეგობარს._მკვდარივით მეძინა, ფეხი არ გამიქნევია. მადლობა._ლოყაზე აკოცა და თავისთვის ყავის მოდუღებას შეუდგა. _ტასოს სძინავს ისევ?_დაინტერესდა მეგი. _კი. საერთოდ ადრე იღვიძებს, მაგრამ ახლა გადაიღალა ალბათ. _ეგეც, და თან, იმ ქალმა საძილე საშუალება გაუკეთა არ დაგავიწყდეთ._თქვა ბექამ და წამოდგა._მე წავალ, საქმე მაქვს, საღამოს კიდევ შემოგივლით, თავს გაუფრთხილდით იცოდეთ. მეგიმ კარამდე მიაცილა ვაჟი. _თორნიკეს არ უთხრა არაფერი. შენც გთხოვ, შეეშვი ამ საქმის გამოძიებას._წელზე მოხვია ხელები და მიეხუტა. ბექამაც მოხვია გოგოს ხელები, აკოცა, დაემშვიდობა და ისე წავიდა სახლში, პირობა არ მიუცია. სახლში მისულმა ხატია ჩააბარგა. ეშინოდა, გეგეშიძის ხალხს მისთვისაც არ დაეშავებინა რამე და ყოველგვარი მიზეზის გარეშე სოფელში ჩაიყვანა ცოტა განაწყენებული გოგო. თვითონ კი საღამოს დაბრუნდა უკან. **************************** ბექას წასვლის შემდეგ მეგმაც გადაწყვიდა გასვლა. _სად მიდიხარ, არ გეძინება? წუხელ ჩვენს გამო იფხიზლე. რიგრიგობით ვიძინოთ. _ნუ ღელავ, არ მეძინება. ერთი კვირაც რომ გადავაბა, არაფერი მომივა._შუბლზე აკოცა გოგოს._ კარი არავის გაუღო. გარეთაც არ გამოხვიდე, თვალში არავის მოხვდე. მე ჩემი გასაღები მაქვს და თვითონ გავაღებ, როცა მოვალ. არ მინდა მეზობლებმა შეგამჩნიონ. _კარგი, არ ინერვიულო._ლონდა გადაეხვია და გადაკოცნა._მადლობა რომ ზრუნავ ჩვენზე. მეგიმაც აკოცა გოგოს. ბინიდან გავიდა და კარი გარედან ჩაკეტა. ქუჩაში გასულმა ტაქსი გააჩერა, მძღოლს მისამართი მისცა, თვითონ კი სავარძელში მიესვენა. მალევე მივიდნენ ადგილზე. ხნიერ მძღოლს საჭიროზე მეტი გადაუხადა, ხურდა დაიტოვეო გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. თამამად შევიდა მაღაზიაში. გამყიდველს პაროლი უთხრა, რომელმაც საიდუმლო ოთახის კარი გაუღო და ანიშნა შედიო. მეგიც გაბედულად შევიდა იარაღებით გადაჭედილ ოთახში. სიმპატიური მამაკაცი უმალ გამოცოცხლდა ლამაზი გოგოს დანახვაზე. თუმცა ცოტა ეჭვით შეხედა. _ერდოღანს არ გავუფრთხილებივარ ბავშვს თუ აგზავნიდა. მეგიმ ირონიული ღიმილით გადახედა ახალ თანამშრომელს, თქმით კი არაფერი უთქვია, მშვიდად დაიწყო იარაღების თვალიერება. _მე გიზო ვარ, ეს AMD 65 უნგრული წარმოების საიერიშო შაშხანაა._ხელში შეათამაშა იარაღი ვაჟმა და თავი მოიწონა ცოდნით._ AKM-ზე ბევრად მოკლე და კომპაქტურია. გამოსადეგია ბრძოლის პირობებში... _მაგრამ გააჩნია პრობლემები გადახურებასთან დაკავშირებით._ნიშნისმოგებით მიუგო მეგიმ._ რამოდენიმე მჭიდის მიყოლებით გასროლის შემდეგ ხელის მოსაჭიდი ხურდება და შაშხანას თითქმის გამოუყენებელს ხდის. ავტომატის ხელში დაჭერა შეუძლებელი ხდება. გიზომ გაოცებით შეხედა. არ ეგონა გოგო ასე კარგად თუ ერკვეოდა იარაღებში. _ ეს franchi SPAS-12._შეჩერდა მეგი ერთ-ერთთან და მისი ყიდვა გადაწყვიტა. _კარგი არჩევანია._მოუწონა კაცმა._ორ რეჟიმიანი საფანტი, რეგულირებადია როგორც ნახევრად-ავტომატური და ჩატუმბვის რეჟიმით. _ვიცი._თქვა მეგიმ და იარაღი ხელში აიღო, გულდასმით შეამოწმა._ერთი ეს მინდა._აუღელვებლად თქვა და განაგრძო დათვალიერება. _ეგ გლოკ 17-ია._ისევ თავის მოწონება სცადა გიზომ._ავსტრიული წარმოების დამბაჩა. მეგიმ გაბედულად აიღო და ხელში შეათამაშა. _შეუძლია 400 ათასი გასროლა განახორციელოს და ამის შემდეგაც იყოს ძალიან კარგ მუშა მდგომარეობაში. მეგიმ ისევ ისეთი მზერით გახედა, აგრძნობინა, რომ მასზე კარგად ერკვეოდა იარაღებში. _ესეც მინდა. გიზომ ისიც ცალკე გადაუდო. _TT 30, ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, ამასაც ავიღებ. ერთი ხელყუმბარაც მინდა. _ომი იწყება სადმე და არ ვიცი?_გახუმრება სცადა გიზომ, თუმცა მეგის ცივ მზერას რომ წააწყდა, მალევე დასერიოზულდა._ გვაქვს რუსული წარმოების "რგო". მიზნამდე მხოლოდ ჯარისკაცის ხელით გატყორცნით აღწევს. მისი ნამსხვრევებით დაზიანების რადიუსი 50 მეტრია, შესაძლო დაზიანების კი 100. ჩამოუშვებ დამცავ ბერკეტს და ისვრი, მისი დაყოვნება 1,3-1,8 წამი შეიძლება მხოლოდ. _მაწყობს._ახლა ცივი იარაღებისკენ გადაინაცვლა მეგიმ._ნავაჰა, ესპანური დანა, რომელიც შურისძიების სიმბოლოა._ხელში კმაყოფილმა შეათამაშა. თუმცა მალევე დადო და მეორე აიღო._კვაიკენი. ეს მირჩევნია. _მისი მჭრელი პირი ბრიტვის მჭრელ პირს შეესაბამება._ცოტა შეშფოთება იგრძნობოდა გიზოს ხმაში. _მოხერხებულია ფარული თავდაცვისთვის._კმაყოფილმა მეგიმ თავის ხის ქარქაშში ჩააგო ბასრი დანა._ეს ყველაფერი კურიერს გამოატანეთ ამ მისამართზე._პატარა ფურცელი გაუწოდა და ოთახიდან გამოვიდა. თვალის ასახვევად მოწყობილ სასურსათო მაღაზიაში ტასოსთვის ტკბილეული იყიდა და ქუჩაში აუღელვებლად გამოვიდა. ტაქსი არ გაუჩერებია, ფეხით გაიარა კარგა მანძილი. მერე მეტროში ჩავიდა. ფიქრობდა, ვინმე თუ უთვალთვალებდა, გზას აუბნევდა. კარგა ხნის სიარულის შემდეგ, როცა დარწმუნდა რომ კუდი არ ყავდა, ტაქსი გააჩერა და სახლში დაბრუნდა. ******************* თორნიკეს იმედები გაუცრუვდა, ექსპერტიზამ ვერანაირი დეენემის კვალი ვერ აღმოაჩინა სნაიპერის სავარაუდო ადგილსამყოფელზე. არა და, აშკარა იყო, იქ უსაფრდებოდა მსხვერპლს. _პროფესიონალია, არანაირ კვალს არ ტოვებს დანაშაულის ადგილზე._უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და როგორც ყოველთვის, ახლაც ნერვიულად მოისრისა შუბლი._არ არსებობს სადმე შეცდომა არ ქონდეს დაშვებული, უბრალოდ, თვალები უნდა გავახილო კარგად. იქნებ, სულაც, იქ არ ვეძებ, სადაც სინამდვილეში უნდა ვეძებდე?_წამოდგა და კაბინეტში ნერვიულად გაიარ-გამოიარა._იმხელა შაშხანას იქამდე მიტანა ხომ უნდოდა?_ახლა გიორგის მიუბრუნდა მოულოდნელად, რომელიც ხმისამოუღებლად შეჰყურებდა უფროსს და ხელს არ უშლიდა აზრების დალაგებაში._რითიც გინდა მიეტანა, ნაწილ-ნაწილ დაშლილიც კი დიდ ფართობს დაიკავებდა, დავიჯერო ვერავინ დაინახა? არავინ დაეჭვდა მშენებარე კორპუსში დიდი ჩემოდნით ხელში შემავალი საეჭვო პიროვნება? ისევ მაგიდას მიუჯდა. მოკლული ფსიქოლოგის და ბიზნესმენის ისტორიებს მერამდენედ გადაავლო თვალი. ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ქონდათ. ერთადერთი, რაც მათ აკავშირებდათ, საზღვრის გადაკვეთა და თურქეთში მოგზაურობა იყო. _თურქეთში მოხდა ისეთი რამ, რის გამოც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ორივეს... რა მოხდა ამისთანა?.. _არ ვიცი ბატონო თორნიკე, მაგრამ ორივე დანაშაული სუფთად რომ არის შესრულებული, ეს ცხადია._გაუბედავად წამოიწყო ახალბედამ._ასე მგონია, ვერ გამოვიძიებთ. მკვლელი გამოცდილია და არანაირ კვალს არ ტოვებს დანაშაულის ადგილზე. არც მოტივი ვიცით, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი მაინც გვყავდეს. არ მინდა ვაღიარო, მაგრამ ორივე იდეალურად შესრულებული მკვლელობაა. თქვენი დამსახურებით მივხვდით ზურაბის მკვლელი სახურავზე რომ აძვრა თოკით, თორემ სხვა მაგასაც ვერ მიხვდებოდა და ახლაც საგონებელში ვიქნებოდით, სად გაქრა დამნაშავე მეცხრე სართულიდანო. თორნიკეს ხმა არ ამოუღია, ფიქრებით ისევ თურქეთში იყო. მოკლული ფსიქოლოგი კოლეგების შეხვედრაზე იყო, ბიზნესმენი კი ბიზნესპარტნიორებთან სხვადასხვა ქალაქში. სად გადაიკვეთა მათი გზები და რა მოხდა ისეთი, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს?_ეს კითხვა არ ასვენებდა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია. ეკა იყო. ღელავდა მეუღლეზე, ასე რომ იგვიანებდა. ეკასთან ლაპარაკი რომ დაასრულა, საათს დახედა, რა დრო გასულაო, გაუკვირდა, მაგიდიდან დოკუმენტები წამოკრიფა, პორტფელში ჩაიწყო და გიორგისთან ერთად დატოვა თავისი კაბინეტი. ეზოში ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. ეკა ღიმილით და სიყვარულით შეეგება დაღლილ მეუღლეს და ვახშმის მზადება განაგრძო. _მეგი არ გამოჩენილა?_სხვათაშორის იკითხა თორნიკემ და პასუხის მოლოდინში დაიძაბა. _დარეკა, არ მცალია და დღეს ვერ გნახავთ, დილაზე მოგინახულებთო._უთხრა ეკამ. _წლებია აქ არ ყოფილა და რა საქმეები აქვს ამისთანა, რომ ვერ იცლის?_ხმამაღლა გაიფიქრა თორნიკემ. _არ ვიცი, ხვალ მოვა და გავიგებთ._გაუღიმა ეკამ. _დღეს ძალიან დავიღალე და თუ არ გეწყინება ადრე დავწვები._ თორნიკემ მეუღლეს მხარზე დაადო ხელი._რაღაც მადაც არ მაქვს, უჩემოდ ივახშმეთ. _კარგი ძვირფასო._არ გაჰკვირვებია ეკას მეუღლის უარი._მე მოგვიანებით დავწვები. თორნიკემ ლოყაზე აკოცა ცოლს და საძინებელში შევიდა. დიდი ხანია ეჭვები ღრღნიდა და არ ასვენებდა. ზურაბის მკვლელი, როგორც მდივანმა აღწერა, ზედმეტად გარუჯული იყოვო, ისე ალბათ, როგორც მეგია. მისი ჩამოსვლის დღიდან აირია ყველაფერი. რამდენჯერ დაიკარგა კიდეც და ტელეფონზეც არ პასუხობდა, საქმეები მაქვსო, გაუჩინარებას ასე ხსნიდა. ბავშვობაში ჩხუბისთავი იყო, არ უჭირდა ორი-სამი ბიჭის ერთად ცემა, სულ მუშტებზე იყურებოდა და ახლა შეიცვლებოდა ვითომ რამე? მართალია, ამ მკვლელობების გამოძიება ძალიან უნდოდა, მაგრამ ეშინოდა კიდეც სიმართლის გაგების. გუმანით გრძნობდა, რომ უმცროსი დის ხელი ერია ამ ყველაფერში. ******************** გამთენიისას, ჯერ ისევ ბნელოდა, მეგი რომ გამოვიდა სადარბაზოდან და ჩქარი ნაბიჯით გაუყვა ტროტუარს. შორიახლოს მდგარი მამაკაცი დიდი სიფრთხილით აედევნა უკან. მეგის ყურადღება არ მიუქცევია მისთვის, ყურსასმენები მოირგო, ქუჩა გადაჭრა და სირბილით გაეშურა ნაკლებად დასახლებული ადგილისკენ. მამაკაცმაც აუჩქარა ფეხს და მალევე დაეწია გოგოს. გვერდით ამოუდგა და ღიმილით მიესალმა. მეგიმ მშვიდად შეხედა, ხმისამოუღებლად თავის დაქნევით მიესალმა ისიც. _კარგა ხანია დავრბივარ აქ და არ შემხვედრიხარ, ალბათ ახალი ხარ._გამოელაპარაკა მამაკაცი. მეგიმ ამჯერადაც უსიტყვოდ შეხედა და უკვე ეჭვით შეათვალიერა უცნობი. _მე რომა მქვია._ხელი გაუწოდა მამაკაცმა ისე, რომ სირბილი არ შეუწყვედია. _მეგი._დაუბრუნა პასუხი, თუმცა ხელი არ ჩამოურთმევია გოგოს. _დიდი ხანია მარტო დავრბივარ. გამიხარდა შენი დანახვა. მეგიმ მიყრუებულ ადგილზე გადაუხვია. რომაც უკამ მიყვა. მოულოდნელად დანა დააძრო ჯიბიდან და დაბნეულ მამაკაცს ყელზე მიაბჯინა, თან ოსტატურად გააკავა. _ვინ ხარ, რატო მითვალთვალებ? _არ გითვალთვალებ, უბრალოდ დავრბივარ._საცოდავად ამოილუღლუღა რომამ. _ეს დღეებია გხედავ, უკან დამყვები, გატყობ მერაბის ლაქია არ ხარ, თორემ ასე უნიჭოდ არ დამიწყებდი თვალთვალს. ვინ დაგიქირავა?_უფრო მჭიდროდ მიადო ბასრი დანა და სისხლმაც გამოჟონა ცოტათი. _რას გულისხმობ არ ვიცი._შეეშინდა რომას._უბრალოდ მომეწონე და გაცნობა მინდოდა. _ვინ დაგავალა მეთქი ჩემი თვალთვალი._ავად გამოსცრა კბილებში. _არავინ. ჩემით დაგდევ, მართლა მომეწონე... _ჩემს თვალთვალს შეეშვი, თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია._მკაცრად გააფრთხილა მეგიმ და გაუშვა. რომამ მაშინვე ხელსახოცი მოიძია ჯიბეში და ოდნავ გაჭრილი ჭრილობა მოიწმინდა. _რომ მცოდნოდა ასეთი ფიცხი იყავი, ახლოს არ გაგეკარებოდი._ინანა მამაკაცმა. _ამის მერე გაითვალისწინე, თვალი არ მოგკრა არსად, თორემ არ დაგინდობ._მრისხანე გამომეტყველება არ მოუშორებია მეგის სახიდან. რომა დამფრთხალი წავიდა. მეგიმ კი ცოტა მოიცადა და უკან აედევნა შეუმჩნევლად. მამაკაცი იქვე ახლოს ცხრასართულიან შენობაში შევიდა. გოგო მოთმინებით დაელოდა შორიახლოს. ზუსტად ორმოცდახუთი წუთი ელოდა. ბოლოს, ტანსაცმელგამოცვლილი გამოვიდა, ლურჯ გოლფში ჩაჯდა და წავიდა. სასწრაფოდ გააჩერა მეგიმ ტაქსი და შორიახლოს მიყვა. ცოტა ხანში რომამ მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა და ფეხით განაგრძო გზა. მეგიც უკან მიჰყვა. მამაკაცი სპორტდარბაზში შევიდა. _გოგია?_გაუკვირდა მეგის. მართლა არ მოელოდა თუ გოგია დაუწყებდა თვალთვალს. გამობრუნება დააპირა, მაგრამ ზურგიდან გოგიაც წამოადგა ღიმილით. _როგორც იქნა გადაწყვიტე და მოხვედი სავარჯიშოდ? მეგიმ უსიტყვოდ გაუღიმა. გოგიაც ღიმილით შეუძღვა ტრენაჟორებით გადაჭედილ დარბაზში, სადაც რამოდენიმე გოგო ვარჯიშობდა. მალევე გამოჩნდა რომაც. მეგის დანახვაზე შეშფოთება აღებეჭდა სახეზე. მეგის კი გაეღიმა. სპორტული ზედა უმალ გაიძრო და სარბენ ბილიკზე შედგა. ჯერ ნელა დაიწყო სიარული, მერე სიჩქარეს უმატა და ენერგიულად დაიწყო სირბილი. მთელი ნახევარი საათი დარბოდა. რომა და გოგია კმაყოფილი სახით მისჩერებოდნენ შავ ტოპში გამოწყობილ გოგოს, რომელსაც ცელულიტის ნასახიც კი არ ქონდა. მშვენიერი მუცლის პრესი და ჭიპზე ლამაზი პირსინგი თვალს სტაცებდა მამაკაცებს. სირბილს რომ მორჩა, ახლა განტელებით დაიწყო ვარჯიში. ინსტრუქტორი არც კი დასჭირვებია, აშკარად ეტყობოდა, რომ სპორტდარბაზის ხშირი სტუმარი იყო. საათნახევარი დაჰყო მეგიმ გოგიასთან დარბაზში. წამოსვლისას საღამოს რესტორანში წასვლა შესთავაზა ბიჭმა, მაგრამ მეგიმ მტკიცე უარი უთხრა. _არ მცალია, მალე ვბრუნდები თურქეთში და მინდა ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და ჩემს ძმიშვილებთან გავატარო. _ერთი საღამო გიწყვეტავს რამეს?_არ ეშვებოდა გოგია._ნომერი მაინც მომეცი, დაგირეკავ. _თუ ჩემი თვალთვალი დაავალე._რომაზე ანიშნა._ჩემი ნომრის გაგება გაგიჭირდა? მშვიდობით. _მშვიდობით?_გაუკვირდა გოგიას._აღარ შევხვდებით? _არა, დღესაც შენს შიკრიკს მოვყევი უკან და შემთხვევით აღმოვჩნდი, თორემ არც ვაპირებდი მოსვლას. _რატო გამირბიხარ და თავს რატო მარიდებ?_აღელდა ვაჟი. _როდის აღარ გაგირბოდი?_გაიკვირვა მეგიმ და ჯიქურ შეხედა თავისი თაფლისფერი თვალებით. გოგია დაიბნა. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისგან განებივრებულს ეწყინა გოგოს უარი. გასასვლელში წინ გადაუდგა, მჭიდროდ მოხვია ხელები და მოულოდნელობისგან დაბნეულს ტუჩებში აკოცა. ოდნავადაც არ აჩქარებია მეგის გული. არანაირი გრძნობა არ გამოუწვევია მის კოცნას. ცოტა ხანს აცადა, სანამ მთრთოლვარე ვაჟი გულს იჯერებდა, მერე კი ხელი ჰკრა და გაბრაზებულმა შეხედა. _შემეშვი, წარსულს ნუ ეპოტინები. ცოლ-შვილი გყავს და იმათ მიხედე. არანაირი სურვილი არ მაქვს შენთან ყოფნის._მკაცრად უთხრა და ამაყი ნაბიჯებით დატოვა დარბაზი. გოგია ერთ ადგილზე გაშეშებულიყო და უკვე მეორედ აცილებდა სევდიანი მზერით საოცნებო ქალს. გულის სიღრმეში იმედი ქონდა, რომ მეგი არ ეტყოდა უარს და ცოტა ხნით მაინც იქნებოდა მისი. ბავშვობის სიყვარულის დავიწყებას ნებისმიერ ქალში უშედეგოდ ცდილობდა. სპორტდარბაზიდან გამოსული მეგი ტაქსიში ჩაჯდა, მძღოლს თავისი მისამართი მისცა და სავარძელში თვალებმინაბული მიესვენა. გაოცებული იყო, გოგიას კოცნამ არანაირი გრძნობა რომ არ გააღვიძა მასში. არა და, ბავშვობაში მოსწონდა, სუპერმარკეტშიც შემთხვევით შეხვედრამ მღელვარების გარეშე არ ჩაიარა. ახლა კი, ოდნავი ლტოლვაც კი არ გასჩენია მის მიმართ. დაწუნებით მართლაც არ დაიწუნებოდა, ნებისმიერი ქალი დათანხმდებოდა მასთან ურთიერთობას, მაგრამ მეგი არა. ხვდებოდა, რომ უდიდესი წვლილი ამ ყველაფერში ბექას მიუძღოდა. მასთან ურთიერთობა უბრალო მოწონებით დაიწყო, რომელსაც გიჟური ვნება ახლდა თან და ახლა რაღაც ძვირფასს და ამაღელვებელს გრძნობდა მის მიმართ. მასზე ფიქრიც კი სიამოვნებით ავსებდა. მის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი... ტაქსმა მითითებულ მისამართზე რომ დაამუხრუჭა, მეგი მაშინ გამოერკვია სასიამოვნო ფიქრებიდან. მძღოლს ფული გადაუხადა და სადარბაზოში უკანმოუხედავად შევიდა. კიბეზე ენერგიულად აირბინა და ბინის კარი ღიღინით შეაღო. ლონდა და ტასო ტელევიზორს მისხდომოდნენ და მულტფილმს უყურებდნენ. მეგის დანახვაზე ტასო სიხარულით წამოხტა და მისკენ გაექანა. მეგიმაც ჩაიმუხლა, ბავშვი დიდი სიყვარულით ჩაიხუტა გულში. _აქედან წასვლა გადავწყვიტე._გაუბედავად წამოიწყო ლონდამ. მეგიმ გაოცებით შეხედა მეგობარს. _დავიღალე მალვაში და შიშში ცხოვრებით. _ცოტაც მაცალე და ყველაფერი დამთავრდება, გპირდები. ლონდამ უსიტყვოდ შეხედა. _დღეს მთელ დღეს თორნიკესთან ერთად გავატარებ, თორემ ეჭვები უჩნდება. არ მინდა რამე გაიგოს. საღამოს ბაჩოს ვხვდები. გპირდები ორ-სამ დღეში დასრულდება ყველაფერი. აღარც მალვა მოგიწევთ მერე და აღარც შიშში ცხოვრება. _სახიფათოა. არ მინდა შენც ნანასავით დაასრულო სიცოცხლე. მერაბს მაინც ვერ დავამარცხებთ. ჯობია ისევ დავბრუნდეთ და მის ბრძანებებს დავემორჩილოთ. _ნუ სულელობ._მკაცრად შეაწყვეტინა მეგიმ._მას შემდეგ, რაც გამოგვატარა, დანებებაზე ფიქრს და მასთან დაბრუნებაზე როგორ ფიქრობ? _მეშინია, მართლა მეშინია... ყოველ გაფაჩუნებაზე გული მისკდება. სულ დაძაბული ვარ. ყველას ეჭვის თვალით ვუყურებ. მეგი ადგა და დაჟინებით მიაშტერდა გოგოს. _რა ჩაიფიქრე? ლონდამ ხმა არ გასცა. _შენ გეკითხები, რა ჩაიფიქრე?_გაუმკაცრდა ხმა. _არაფერი. უბრალოდ დავიღალე. მეგიმ ხელი მოხვია და ჩაიხუტა. _გპირდები, ყველაფერს მალე დავასრულებ. შენც დამპირდი, რომ რამე სისულელეს არ ჩაიდენ. _დაწყნარდი, არანაირი სისულელის ჩადენას არ ვაპირებ._ხელი გააშვებინა ლონდამ და სამზარეულოში გავიდა. მეგიმ ეჭვით გააყოლა თვალი. თუმცა აღარაფერი უთქვია. აბაზანაში შევიდა, გრილი შხაპი მიიღო, თავი მოიწესრიგა და საჩუქრებით დატვირთულმა ძმის სახლისკენ გასწია. თორნიკე სამსახურში მიდიოდა და კარებში შეეჩეხა დას. გულგრილად მოიკითხა, მოვალეობის მოხდის მიზნით გადაკოცნა და ბოდიშისმოხდით გავიდა ბინიდან. მამიდის სტუმრობა ძალიან გსუხარდათ ლოლიტას და ალექსანდრეს. მეუღლისგან განსხვავებით გულწრფელი ღიმილით შეეგება ეკაც. _მამიდა, დღეს ზოოპარკში წავიდეთ?_კალთაში ჩაუჯდა და ძლიერად მიეხუტა ლოლიტა. _ზოოპარკში?_ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა მეგის ბავშვების სახლიდან გარეთ გასვლა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. _ხო, ზოოპარკში._ალექსანდრეც ამოუდგა გვერდში._დედამ თქვა, მე არ მცალია და თუ მამიდა წაგიყვანთ, წადითო. გთხოვ, წავიდეთ რა._მუდარით სავსე თვალები შეანათა ბიჭმა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მეგი ღიმილით დასთანხმდა ბავშვებს. _ოღონდ შემპირდით, რომ კარუსელებზე მეც თქვენთან ერთად დავჯდები. _აბა რაა._გაუხარდა ლოლიტას და მამიდას უფრო მჭიდროდ მიეხუტა. _ვაშაა!!! ზოოპარკში მივდივართ!!!_ ტაში შემოჰკრა ალექსანდრემ და თავის ოთახში შევარდა ტანსაცმლის გამოსაცვლელად. მეგიმ ღიმილით შეხედა ბედნიერი ღიმილით გაცისკროვნებულ ეკას. _რამდენი ხანია აღარსად წაგვიყვანია მე და თორნიკეს ეს ბავშვები. იმას არ სცალია თავისი სამსახურის გადამკიდე. მეც ვეღარ ვაღწევ თავს ამ საოჯახო საქმეებს... _არა და ყველაფერი უნდა გადადოს ადამიანმა და საყვარელ ადამიანებთან გაატაროს დრო..._სინანული გაურია მეგიმ ხმაში._რამდენ რამეს ვნანობ რომ იცოდე. საქმე ყოველთვის არი. მოუცლელობით ბევრ რამეს ვკარგავთ... ეკა უსიტყვოდ შეყურებდა მულს და გუნებაში ეთანხმებოდა. ******************** ზოოპარკის ყოველი კუთხე კუნჭული მოიარეს მამიდამ და ძმიშვილებმა. ჯერ ცხოველები და ფრინველები დაათვალიერეს, შიშის მიუხედავად ქვეწარმავლებიც ნახეს. მერე კი, არც ერთი კარუსელი არ დარჩათ ისე, რომ არ დამსხდარიყვნენ. თავიდან დაძაბული დაჰყვებოდა მეგი ბავშვებს. შიშობდა, მერაბის ხალხი არ გვითვალთვალებდესო, მაგრამ რომ დარწმუნდა, უსაფრთხოდ იყვნენ, თვითონაც კარგად მოილხინა. კარუსელებზეც კი იჯდა დიდი სიამოვნებით. ასე ბავშვობის მერე აღარც კი უხალისია. უამრავი ფოტო და ვიდეო გადაიღეს. კაფეშიც ჩამოსხდნენ და ცოტა წაიხემსეს. ზოოპარკიდან გამოსულებმა სპორტულ მაღაზიაში შეიარეს. მეგიმ ალექსანდრეს დიდი ხნის ოცნება აუსრულა და სიჩქარეებიანი ველოსიპედი უყიდა. ლოლიტას კი ჰოვერბორდი. დაღლილები, მაგრამ უზომოდ ბედნიერები დაბრუნდნენ სახლში. მეგის უარის მიუხედავად, ეკამ მაინც გააწყო სახელდახელოდ სუფრა და მული ისე არ გაუშვა სახლში, სანამ არ ავახშმა. _თორნიკე ყოველთვის ასე იგვიანებს?_გაუკვირდა მეგის, გვიანობამდე რომ არ გამოჩნდა ძმა. _არც ისე, მაგრამ დღეს მანქანა გაუფუჭდა და სახელოსნოშია._ამის თქმა მოასწრო ეკამ, რომ თორნიკე და ბექაც შემოვიდნენ ოთახში. ბექას დანახვაზე სასიამოვნოდ აუძგერდა მეგის გული. ბექასაც შეეტყო გოგოს ხილვით გამოწვეული სიხარული. თორნიკე აშკარად ნერვებმოშლილი და გაბრაზებული იყო. გულგრილად ისმენდა შვილების მონაყოლს, მთელი დღის შთაბეჭდილებებს რომ უზიარებდნენ სიხარულით. _კარგით, მამას ეტყობა რომ დაღლილია._დატუქსა ეკამ ბავშვები._თქვენს ოთახში გადით და ხვალ მოუყევით დანარჩენი. ლოლიტა მამიდას ჩამოეკიდა კისერზე და აკოცა. ალექსანდრემაც მას მიბაძა. მერე ყველას დაემშვიდობნენ და საკუთარ ოთახებში გავიდნენ. _კარგად გაგირთია ბავშვები._ნაძალადევად გაუღიმა ძმამ._კარგია რომ დღეს გეცალა და გამონახე მათთვის დრო. მეგის გულზე მოხვდა მისი სიტყვები, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. _მანქანას რა მოუვიდა?_ბანზე აუგდო სიტყვა. _ჩაილურის წყალი დალია._ისე ამოიოხრა, თითქოს გულიც თან ამოაყოლაო. _უი, რატო?_გაუკვირდა მეგის. _აღარ ედროვებოდა?_ეკამაც ამოიოხრა და მაგიდასთან მოწყენით მჯდარ მეუღლეს მხარზე ჩამოადო თავი._ჩვენ ვიყოთ კარგად და ჩვენი ჭირიც წაუღია. _კახეთში ახლობელი მყავს, იმას ჩავუტანოთ და ნაწილებად გავაყიდინოთ._ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მჯდარმა ბექამ._ ცოტასაც დაუმატებ და ახალი იყიდე, მართლაც რომ შემოგაბერდა ეგ საცოდავი. _მეტი რა გზა მაქვს?_ მხრები აიჩეჩა თორნიკემ და ეკას გამომცხვარი ხაჭაპური მადიანად ჩაკბიჩა. _მაინც რომელი მოდელი მოგწონს, რომლის ყიდვას აპირებ?_რატომღაც დაინტერესდა მეგი. _მოწონებით მერსედესი მომწონს, მაგრამ მაგას როგორ შევწვდები? ისევ ოპელს ვიყიდი ან გოლფს, იაფია. მეგის აღარაფერი უთქვია, მხოლოდ ის ჩაინიშნა, რომ მერსედესი მოსწონდა მის ძმას. აღარ ჩარეულა კაცების საუბარში, რომლებიც საგულდაგულოდ არჩევდნენ თანხის შესაფერის მანქანას ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის საიტზე. გვიანობამდე შემორჩა იქ. მერე გაახსენდა, რომ ბაჩოს უნდა შეხვედროდა. გულთბილად დაემშვიდობა ყველას და კიბეზე სირბილით დაეშვა. სადარბაზოდან გასულს ბექაც წამოეწია. არ გაჰკვირვებია. _ჩაჯექი, მიგიყვან._მანქანის კარი ზრდილობიანად გაუღო ვაჟმა და ჩაჯდომაში მიეხმარა. უხმოდ იმგზავრეს. მეგის ბინას რომ გასცდნენ, არც მაშინ ამოუღია გოგოს ხმა. ბექამ თავისთან აიყვანა. _მომენატრე._ოთახში შესვლისთანავე რაღაც იდუმალი ხმით წასჩურჩულა ბექამ. შუქი არ აუნთია, ფანჯრიდან შემოსულ მთვარის შუქზე ადვილად მოძებნა გოგო, წელზე მოხვია ხელები და გულზე მიიხუტა. _მეც._მღელვარედ წასჩურჩულა მეგიმ. გადაღეღილ მკერდზე ტუჩები ნაზად დაადო და წამიერად გაირინდა. მერე ნელ-ნელა აუყვა ზემოთ: ყელზე, ნიკაპზე და ბოლოს მხურვალედ შეერთდა მათი ტუჩები. ორივე თავდავიწყების მორევში გადაეშვა. ******************** გამთენიისას სახლში დაბრუნებულ მეგის ლონდა და ტასო იქ აღარ დახვდნენ. ელდა ეცა. მაშინვე ტელეფონს დასწვდა და დაურეკა, მაგრამ ამაოდ, ნომერი გამორთული იყო. ნერვიულად მოისროლა აპარატი დივანზე და თვითონაც იქ ჩამოჯდა. ცოტა ხანს ასე იყო, სიბრაზისგან ტუჩებს იკვნეტდა. მერე გულდასმით დაათვალიერა ბინა. ბრძოლის კვალი არ შეინიშნებოდა. მიხვდა, რომ ლონდა თავისი სურვილით წასულიყო, ოღონდ სად ეგ არ იცოდა. _ეს რა გააკეთე?_ხმამაღლა გაიფიქრა გამწარებულმა და კედელს გამეტებით მიარტყა მუშტი._ხომ გითხარი, ყველაფერი მალე დასრულდება მეთქი? რატო არასდროს მისმენ და მიჯერებ?_მეორედაც გაარტყა კედელს მუშტი. მერე ბაჩოს მიერ მიცემული მეხსიერების ბარათი, რომელზეც გეგეშიძის შავ-ბნელი საქმიანობის დამადასტურებელი მასალები იყო აღბეჭდილი, ჯიბიდან ამოიღო, ხელში რამდენჯერმე შეათამაშა უაზროდ და საგულდაგულოდ შეინახა. სამზარეულოში გავიდა, ძლიერი ყავა მოიდუღა და ცხელივე დალია. მერე საჩქაროდ გამოიცვალა ტანსაცმელი, ქუჩაში გასვლისთანავე გააჩერა ტაქსი და ავტომობილების ბაზრობაზე წავიდა. ბევრი ფიქრის მერე, ვერცხლისფერი მერსედესი შეარჩია. გამყიდველს ფული მიუთვალა და საჭეს მიუჯდა. გასატესტად ქალაქგარეთ გავიდა. კარგა მანძილი იარა. ხან ნელა, ხანაც მთელი სისწრაფით. მუხრუჭები ადგილზე აქვავებდა მანქანას. მოეწონა. საბურავებიც კარგი ქონდა. სალონიც ლამაზი და კომფორტული. ძრავა ხომ საათივით მუშაობდა. კმაყოფილი დაბრუნდა ქალაქში. ნაქირავებ ბინას მიაშურა, იქნებ ლონდა დაბრუნდაო. მანქანა სადარბაზოს წინ შეაჩერა, კიბეებზე შეუსვენებლივ აირბინა და ბინის კარებს წაატანა ხელი. მიხვდა, რომ ვიღაცას გაეღო, ისე აღარ იყო, როგორც ნიშანი ქონდა დადებული. ფრთხილად გააღო კარი. ქურდივით შეიპარა. დერეფანში მდგარი კარადის უჯრა გამოაღო, თეთრეულის ქვეშიდან მაკაროვის სისტემის პისტოლეტი გამოაძვრინა და ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა მისაღებში იარაღმომარჯვებული. გულდასმით მოათვალიერა იქაურობა. არავინ იყო. ახლა საძინებლისკენ აიღო გეზი. ერთ ადგილზე, სადაც იცოდა რომ პარკეტი ჭრაჭუნობდა, აერიდა, ქურდულად შეიჭყიტა ოთახში, მაგრამ არც იქ იყო არავინ. არც სამზარეულოში და აბაზანაში დახვედრია ვინმე. არც ძებნის კვალი შეიმჩნეოდა. მაინც შეშფოთებულმა მონახა სამალავი და ბაჩოს მიერ მიცემული ფლეშმეხსიერების ბარათი გადაამოწმა. ადგილზე რომ დახვდა, ცოტა შვებით ამოისუნთქა. მაგრამ იქ აღარ დაუბრუნებია, შარვლის ჯიბეში ჩაიდო, იარაღი სალტეში დაიმაგრა და ისევ გარეთ გავიდა. მაშინვე გაიღო მოპირდაპირე ბინის კარი და დიასახლისმა გამოიხედა. მეგი რომ დაინახა, გაუხარდა. _ზუსტად შენ გეძებდი. _მოხდა რამე?_გაუკვირდა მეგის. ქირა წინასწარ ქონდა გადახდილი, მაგრამ მაინც შეფიქრიანდა. _მეზობლებმა მითხრეს, რომ ბავშვიან ქალს მალავ. მოულოდნელობისგან თითქოს სისხლი გაეყინა ძარღვებში. _ამ დილით ვიყავი შენთან და დავათვალიერე. არანაირი ბავშვის კვალი არ ჩანს. ბოდიში, ეჭვი რომ შემეპარა შენში._მორცხვად დახარა დიასახლისმა თავი. მეგიმ შვებით ამოისუნთქა და გაიღიმა _არაფერია, რა ბოდიში. თქვენ თქვენი ბინის გამო ღელავთ, არ გამტყუნებთ. არც მეზობლებს გაუწყრეთ, სტუმრად მართლაც მყავდნენ ჩემი და დიშვილი, მაგრამ მალევე წავიდნენ. ალბათ ეს დაინახეს და ამიტომ გითხრეს. _ალბათ. კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს._აშკარად შეწუხებული იყო დიასახლისი. მეგი ღიმილით დაემშვიდობა ქალს და ქუჩაში გავიდა. უკმაყოფილო სახით აიხედა მაღლა. ამინდი ირეოდა. შავი ღრუბლებით იფარებოდა ცა. ავისმომასწავებლად ელავდა და საშინლად ჭექდა კიდეც. ქარიც მძლავრობდა. პირველი წვეთები რომ დაეცა, გააკანკალა. _როგორ არ მიყვარს ასეთი ამინდი._უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და მანქანაში ჩაჯდა._ ეს დღეები მე მექნება, მერე ვაჩუქებ თორნიკეს._სასიამოვნო მელოდია მაღალ ხმაზე ჩართა, ღვედი გადაიჭირა, ძრავა ჩართა და ფრთხილად დაიძრა ადგილიდან. ქუჩაში გასული უმალ შეერია სხვა მანქანების ნაკადს. ******************** მეგის უჩუმრად რამდენჯერმე დაურეკა ლონდამ ბადრის, მერაბის დიშვილს. მეგი ყოველთვის უშლიდა მასთან ურთიერთობას. არ ეჯერა, რომ ბადრის მართლა გულწრფელად უყვარდა ლონდა. რაც ბიძაა, ის დიშვილიაო, ეუბნებოდა. აფრთხილებდა, თავი მისგან შორს დაეჭირა, მაგრამ ამაოდ, ლონდა დარწმუნებული იყო ბადრის პატიოსნებაში. იმ საღამოსაც, მეგიმ ძმიშვილები რომ წაიყვანა ზოოპარკში და კარგახანს შემორჩა ძმის ოჯახში, დაურეკა, მისამართი მისცა და ბარგის ჩალაგება დაიწყო. ტასოს მშვიდად ეძინა. ნახევარსაათში მოაკითხა ბიჭმა. მძინარე ბავშვი პლედში გადაახვიეს და ისე, რომ მეზობლებს არ დაენახათ, ლიფტით ჩავიდნენ. ხმისამოუღებლად ჩასხდნენ შორიახლოს მდგარ მანქანაში. _სად მივდივართ?_ღვედი შეიკრა და მხოლოდ ამის შემდეგ იკითხა ლონდამ. _კოჯორში ავიდეთ. იქ ვერავინ მოგვაგნებს._შუბლზე თმა გადაუწია ბადრიმ და ნაზად აკოცა._მენატრებოდი. _მეც._გოგომაც კოცნით უპასუხა._წავიდეთ, სანამ ვინმეს დავუნახივართ. თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით მიხვეულ-მოხვეულ აღმართზე მთელი სისწრაფით მიყავდა ბადრის თავისი შავი ფოლცვაგენი. უმალ ჩამოიტოვეს უკან ოქროყანა, შინდისი და ტაბახმელა. _შორს არის? როდის მივალთ?_დაინტერესდა ლონდა და ვაჟს მხარზე მიაყრდნო თავი. _თბილისიდან 16 კილომეტრია, მალე მივალთ, ნუ ღელავ._თბილად გაუღიმა ბადრიმ და ხელი მოხვია. ზუსტად ნახევარ საათში ავიდნენ მთის კლიმატურ კურორტზე. ბადრიმ ერთ-ერთი კოტეჯის წინ შეაჩერა მანქანა და ლონდას გაუღიმა. _აი, მოვედით. _აქ ვერ მოგვაგნებენ ვითომ?_ეჭვი შეეპარა გოგოს. _ვერა._დარწმუნებით უთხრა ბიჭმა._ ჩემი ახლობლის კოტეჯია. ახლახან იყიდა, არავინ იცის, ნუ გეშინია. მანქანიდან გადასულ ლონდას გვარიანად შესცივდა. საცოდავად მობუზული აკანკალდა. აწუწუნდა კიდეც: _აქ როგორ ციებულა? _მაშ რა იქნება? 1340 მეტრით მაღლა ვართ ზღვის დონიდან._მანქანიდან თავისი ქურთუკი გადმოიღო ბადრიმ, მხრებზე მოახურა შეციებულ გოგოს და თან ცხვირზე მსუბუქი წკიპურტი წაარტყა._ცოტა მოსაწესრიგებელია აქაურობა, ხელის შევლება უნდა, მაგრამ რას დავეძებთ? _მთავარია არ მოგვაგნონ. ბადრიმ ფრთხილად გადმოიყვანა მძინარე ტასო მანქანიდან და კოტეჯში შეიყვანა. ლონდაც მსუბუქი ჩემოდნებით მიყვა უკან. მერე ჩამრთველი ააჩხაკუნა და ოთახი გაანათდა. კმაყოფილი მზერა მოავლო ყველაფერს. არც ისეთი მოუწესრიგებელი იყო, როგორც ეგონა. _ცუდი არ არის, იცხოვრება._გაუხარდა. ბადრიმ ტასო საწოლზე მიაწვინა და ისევ გარეთ გავიდა. მანქანიდან ბარგი გადმოალაგა და მანქანა ძველ ფარეხში შეაყენა, რომ არავის შეემჩნია. _მაცივარი პროდუქტითაა სავსე._გაოცებული ლონდა სამზარეულოდან ბანანის ჭამით გამოვიდა. _ხო, გუშინ დავიმარაგე ყველაფერი._სიყვარულით მოხვია ბადრიმ ხელი და მიიხუტა._ჩემი ფერია მშიერი ხომ არ მეყოლება? ლონდაც ტკიპასავით მიეკრა საყვარელ მამაკაცს. ******************** ორი დღე არაფერი იცოდა მეგიმ ლონდაზე და ტასოზე. გიჟს გავდა უკვე. სად აღარ ეძება, ვისთან აღარ მოიკითხა, მაგრამ ამაოდ, თითქოს ცამ ჩაყლაპაო, ვერავითარ კვალს ვერ მიაგნო. მესამე დღეს დილაუთენია ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ლონდა იყო. _სად ხარ?_მაშინვე ის ჰკითხა მკაცრად. _საიმედო ადგილზე. ტასოც კარგადაა, ჩვენზე ნუ ინერვიულებ..._მშვიდი ხმა ქონდა ლონდას. _რატო წახვედი? _არ მინდა ჩვენს გამო თავს დავალებულად გრძნობდე. _სისულელეებს შეეშვი და მითხარი სად ხარ, დაგაბრუნებთ. _არა. მისმინე, როგორც გავიგე მერაბი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას, როდის ოღონდ არ ვიცი. ვიღაცას მოუძიებია მის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია და მის კვალზე გასულა. გაცოფებულია. სავარაუდოდ პირადად გაუსწორდება. არ მინდა ჩვენს გამო რამე სისულელე ჩაგადენინოს. ამიტომაც წავედი. ჩვენზე ნუ იდარდებ. მიყვარხარ. თავს გაუფრთხილდი. მეგი რაღაცის თქმას აპირებდა კიდევ, მაგრამ ლონდამ გაუთიშა. მაშინვე იმ ნომერზე გადარეკა, მაგრამ გამორთული დახვდა. _რა სულელი ხარ!_გაბრაზებულმა მოისროლა ტელეფონი საწოლზე._ერთად თუ ვიქნებით უფრო ვერ მოგვერევა. სად ხარ, სად იმალები ვითომ ასე საიმედოდ?_გონება დაძაბა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა ისეთი, რაც მის კვალზე გაიყვანდა. ადგა, საპირფარეშოში შევიდა. ძლივს გამოუსწრო ტელეფონს რომელიც მოგუდული ხმით რეკავდა საწოლზე მიგდებული. ეკა იყო. გულმა რეჩხი უყო. ასე დილაადრიან არასდროს დაურეკია და ნამდვილად რაღაც მოხდაო, გაუელვა გუნებაში. შიშით უპასუხა. _ხომ არ გაგაღვიძე?_ცოტა შეშფოთებული ხმა ქონდა ეკას. _არა, აბაზანაში ვიყავი. მოხდა რამე?_პასუხის მოლოდინში მეგი დაიძაბა და საკუთარ გულისცემას უსმენდა. _ისეთი არაფერი. წუხელ მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი. _რატო, რა მოხდა? _შენი ძმის დაბადების დღე აღარ გახსოვს?_ეშმაკურად გაიცინა ეკამ. _ააა, უცბად ცუდზე ვიფიქრე... როგორ არა._შვებით ამოისუნთქა მეგიმ. _სიურპრიზი მინდა მოვუმზადო და შენი დახმარება მჭირდება. შეგიძლია დამეხმარო? _კი, რა პრობლემაა. _კაია. მაშინ გელოდები. წუხელ მორიგე იყო, თერთმეტისთვის მოვა ალბათ სახლში და მანამდე ხომ მოხვალ. _რა თქმა უნდა. მეც მაქვს პატარა სიურპრიზი. _მართლა?_გაუკვირდა ეკას. _აბა რა, ჩემი ძმის 37 წლის იუბილე როგორ დამავიწყდებოდა? _სიმართლე ვთქვა, მეგონა არ გახსოვდა. მეგის გულღიად გაეცინა. _მოვალ და მანდ ვილაპარაკოთ. _კარგი, დროებით. ლონდას გაუჩინარების მერე მართლა არ ქონდა არაფრის თავი, მაგრამ არც იქ წაუსვლელობა ივარგებდა. მითუმეტეს რომ შეპირდა რძალს. გამოიპრანჭა და ძმის სახლისკენ გასწია. ეკამ სიხარულით გაუღო კარი. ბავშვებს ისევ ეძინათ. _აბა, რა სიურპრიზია, რაში გჭირდება ჩემი დახმარება?_სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა მეგი და მაშინვე საქმეზე გადავიდა, თან ფარული ინტერესით შეხედა რძალს. _სიმართლე გითხრა, სიურპრიზი მოგვარებულია. სხვა რაღაცაში მჭირდება შენი რჩევა._დაიმორცხვა ეკამ._ვერ გადამიწყვეტია როგორ მოვიქცე. _რა ხდება?_ცოტა არ იყოს აღელდა მეგი. _იცი, თორნიკესთვის არ მითქვამს... ორსულად ვარ და ვერ გადამიწყვეტია, მოვიშორო თუ... _არა, არც იფიქრო!_მკვირცხლად წამოხტა გოგო სავარძლიდან. ეკამ გაოცებით შეხედა. _მოშორებაზე არ იფიქრო! შვილზე კარგი არაფერია._მის წინ ჩაიმუხლა და თვალებში შეხედა._თორნიკეს რატო არ ეუბნები, არ უნდა? _როგორ არა, მაგრამ... _რაღა მაგრამ? _მეშინია, სამი შვილის გაზრდა გაგვიჭირდება... _რატო უნდა გაგიჭირდეთ? სტაბილური სამსახური, ხელფასსაც არაუშავს. რისი გეშინია? _არ ვიცი. მეგი რძალს გვერდით მიუჯდა და ჩაეხუტა. _ასეთი კარგი ამბავი დიდი ხანია არ მსმენია, მართლა უნდა ავღნიშნოთ. რა ხნის ხარ, სქესი გამოჩნდება? _სამი თვის ვარ, ალბათ... _მაშინ გაემზადე, ექოსკოპიაზე მივდივართ. მცირე ყოყმანის შემდეგ მეგიმ დაითანხმა ეკა და წაიყვანა საავადმყოფოში. ექიმთან თვითონაც შეჰყვა. საკუთარი თვალით ნახა მომავალი გოგონა. მისი გულის ცემაც რომ მოისმინა, სიხარულის ცრემლები წამოსცვივდა. ისეთი ბედნიერი იყო, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ექოსკოპიის სურათები დიდი ფორმატით ამოაბეჭდინა. _თქვენი ვინ არის?_მეგის სიხარული გადასდებოდა ექთანს. _ძმიშვილია. _პირველია? _არა, მესამე... მაგრამ ჩემთვის პირველია ეს განცდა. მის გვერდით არ ვყოფილვარ. _ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ._გულწრფელად დალოცა შუახნის ქალმა. სახლში დაბრუნებულებმა მაშინვე თორნიკეს სამუშაო ოთახის კედელზე გააკრა ექოსკოპიის სურათები. ვარდისფერი ბუშტები დაბერა და ოთახში მიმოფანტა. ეკას ხელს არ დასკარებინა არაფერზე. მალმალე მუცელზე ეფერებოდა. მერე ფარეხში შეიყვანა მანქანა და წითელი ბაფთა გაუკეთა. მოკლეთ, ძმის მოსვლამდე ყველაფერი მოასწრო. მხიარული ყიჟინით დახვდნენ გაოცებულ თორნიკეს, რომელსაც გაღიმებული ბექა მოყვებოდა უკან. ეკამ ქმარს შავი პატარა ყუთით მაჯის საათი გადასცა. _გილოცავ ძვირფასო. _ის არის, მე რომ მომეწონა?_აღტაცებულმა თორნიკემ თვალებს არ დაუჯერა. საათი ამოიღო და მაჯაზე მოირგო. _მადლობა საყვარელო._მეუღლეს მორცხვად აკოცა. ბავშვებმა ტორტი გამოუტანეს. გაოგნებული და გაოცებული თორნიკე ხმას ვეღარ იღებდა უკვე. ბოლოს, როგორც იქნა მოახერხა სანთლების ჩაქრობა და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. მეგიმ ხელკავი გამოსდო და თავის კაბინეტისკენ წაიყვანა. _სერიოზული რაღაც მოხდა და არ ვიცი როგორ გითხრა, მეშინია._ნაძალადევი სერიოზულობით უთხრა მეგიმ და კაბინეტში შეიყვანა. თორნიკეს მაშინვე თვალში მოხვდა კედელზე გაკრული სურათები. უარესად დაიბნა. გაოცებული კარგახანს ხმისამოუღებლად შეჰყურებდა, თითქოს არ ეჯერა. მერე მოშორებით მდგარ დამორცხვებულ ეკას მიუახლოვდა და სიყვარულით ჩაიკრა გულში. _მეც არ ვთქვი ამ ბოლო დროს რატომ იყავი ასე ხშირად უგუნებოდ? ამას მიმალავდი? მეგი სიხარულის ცრემლებს ვერ მალავდა. იდგა და ბედნიერი ღიმილით შეჰყურებდა ძმასა და რძალს. ბექა კი მეგის ვერ სწყვეტდა თვალს. რაღაც არაამქვეყნიურად ლამაზი ეჩვენებოდა სიხარულის ცრემლებით თვალებდასველებული გოგო. _ერთი საჩუქარი კიდევ მაქვს და თუ შეიძლება დამითმეთ._თორნიკეს წელზე ხელი მოხვია და ეზოში ჩაიყვანა მეგიმ. ფარეხის წინ დააყენა, თან მერსედესის გასაღები ჩაუდო ხელში. თორნიკე მართლაც რომ გაოგნებული შეჰყურებდა საოცნებო მანქანას. _არა, ამას ვერ ავიღებ._გააპროტესტა და გასაღების უკან დაბრუნება გადაწყვიტა. _ვითომ რატომ, არ მოგწონს?_ეწყინა მეგის. _მოწონებით ძალიან მომწონს, მაგრამ... ასეთ ძვირფას საჩუქარს ვერ ავიღებ. მეგიმ ბექას გადახედა, დამეხმარეო. ბექაც მოულოდნელობისგან გაოგნებული იდგა და ხან და-ძმას მისჩერებოდა, ხანაც ფარეხში მდგარ ვერცხლისფერ მრგვალფარებიან მერსედესს. _არ ვიცი, მე უარს არ მივიღებ და შენ რაც გინდა ის ქენი._ ნაწყენი გამობრუნდა მეგი და სახლში ავიდა. ფანჯრიდან უყურებდა როგორ ლაპარაკობდნენ ბექა და თორნიკე. ეტყობოდა, რომ თორნიკე ისევ უარზე იყო და ბექა მის დაყოლიებას ცდილობდა. როდის როდის ისინიც ამოვიდნენ. მეგიმ ბექას შეხედა, რა ხდებაო. ვაჟმა სიხარულით დაამშვიდა, ყველაფერი რიგზეაო. მეგი გვიანობამდე დარჩა ძმასთან. კარგად გაერთო. ცოტაოდენი სასმელიც დალია. მოილხინა. სულ გადაავიწყდა ლონდაც და პატარა ტასოც. სუფრაც მან გააწყო და აალაგა კიდეც. სანამ ჭურჭელი არ დარეცხა, მანამ არ დაანებათ თავი. როგორც ყოველთვის, ახლაც ბექამ გააცილა თორნიკესგან მალულად. ორივე ნასვამი იყო და ამიტომ ფეხით გავლა ამჯობინეს. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ. თავისთვის ჩაფიქრებულიები მიუყვებოდნენ ლამპიონებით განათებულ ქუჩას. კორპუსთან მისულმა მეგიმ ფეხი აითრია, არ უნდოდა ვაჟთან დამშვიდობება. თუმცა, არც აღიარებდა. სხვა დროს ყოყმანის გარეშე მოჰკიდებდა ხელს და თავისთან აიყვანდა, მაგრამ ახლა თითქოს სრცხვენოდა და ერიდებოდა ინიციატივის გამოჩენის. მორიდებით დაემშვიდობა ვაჟს და სადარბაზოში ნელი ნაბიჯით შევიდა. ბექაც მალევე მიყვა უკან. მისი ნაბიჯების ხმა რომ შემოესმა, გული სიამით აუძგერდა, მაგრამ მაინც არ შემობრუნებულა. ლიფტშიც უსიტყვოდ შევიდნენ. დაიძრა თუ არა კაბინა, ბექამ წელზე მოხვია ხელები და თავისკენ მიიზიდა. _მგონი მიყვარდები._ეშმაკური ღიმილით წასჩურჩულა, დაიხარა და გაღიმებულ გოგოს ნაზად აკოცა._უშენოდ ვეღარ ვძლებ. აღარ მინდა თორნიკესგან მალულად გხვდებოდე... იცი, დღეს შემშურდა მათი. მეგიმ გაოცებით შეხედა. _მაინც რა შეგშურდა ამისთანა? _ვერ ხვდები?_თავისი მწვანე მომნუსხველი თვალები მომხიბვლელად მოჭუტა და ისე მიაშტერდა. _ნუ სულელობ ერთი რაღაცას._დაბნეულმა მოძალებული ვაჟი მოიგერია და ლიფტიდან გამოვიდა. ბექაც უკან მიყვა. ოთახში შესვლისთანავე ისევ დაიჭირა, მჭიდროდ მოხვია ძლიერი მკლავები და განძრევის საშუალება აღარ მისცა აფართხალებულ გოგოს. ********************* დილით რაღაც ხმაურმა გააღვიძა მეგი. თვალები გაახილა თუ არა, უცბადვე გაიაზრა ყველაფერი. გაახსენდა წუხანდელი ღამე. ბექა სახლში არ წასულა და მასთან დარჩა. სიამოვნებისგან გაიზმორა. შიშველ სხეულზე ზეწარი შემოიხვია და საძინებლიდან ჩუმად გამოიძურწა. სამზარეულოდან უცნაური ხმები გამოდიოდა. გეზი პირდაპირ იქით აიღო. ბექა ერბოკვერცხს წვავდა და არ გაუგია მეგის შესვლა. გოგო ფრთხილად მიუახლოვდა ზურგიდან, წელზე მოხვია ხელები და მიეხუტა. ბიჭი მოულოდნელობისაგან შეკრთა, მაგრამ ესიამოვნა და წამიერად გაირინდა. _რას წვალობ, შეგვეკვეთა რამე. _არ ვწვალობ, ნუ ღელავ._შემობრუნდა და მჭიდროდ მოხვია თვითონაც ხელები._ წლებია მარტო ვცხოვრობ, ასე თუ ისე, თავის გატანა შემიძლია. _მეც მარტო ვარ, მაგრამ მე და სამზარეულო ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. ყოველთვის მზა საჭმელებს ვყიდულობ ან ვუკვეთავ. მართლა არაფერი ვიცი. არაფერი ქალი მე არ ვარ. ბექამ უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე. _ფრთხილად, ძვლებში არ დამამტვრიო._გულიანად გადაიკისკისა მეგიმ. _ასეთი სუსტი ხარ ვითომ? გოგომ თავი გაინთავისუფლა ვაჟის მკლავებიდან და ერბოკვერცხს დახედა. ცოტა გემოც გაუსინჯა. _გემრიელია._მოუწონა ნახელავი და თითები საყვარლად გაილოკა. ბექა მოჯადოებულივით შეყურებდა ნახევრად შიშველ ქალს, ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთს რომ გავდა. მოულოდნელად კარზე დააკაკუნეს. მეგი შეკრთა. არავის ელოდა. ბექამ ეჭვით შეხედა შეშფოთებულ გოგოს. _ვინმეს ელოდები? _არა._თავი გაიქნია მეგიმ. აღელვებული გავიდა და სათვალთვალოში გაიჭყიტა._მეზობლის ბავშვია._ ჩურჩულით უთხრა ბექას. თან საძინებელში გავიდა ხალათის მოსაცმელად. _ეს თქვენთან გამომატანეს._წითელი ვარდები გადასცა ბიჭმა. _ვინ გამოგატანა?_გაუკვირდა მეგის. _არ ვიცი, მაღალი კაცი იყო და ცისფერი თვალები ქონდა. "გოგიაა უეჭველი."_მწარედ გაჰკრა მეგის გულში, მაგრამ ბექასთან არაფერი შეიმჩნია. _მასეთსას რომ არავის ვიცნობ? იქნებ შეგეშალა? _არა, ასე მითხრა ახალი მეზობელი მეგი რომ გყავთ, იმას გადაეციო. _კარგი, მადლობა._თმა მოუჩეჩა ბიჭს და ოთახში შემობრუნდა. ბექამ უსიტყვოდ შეხედაა. მიხვდა, რომ გოგიას ხელი ერია ამ საქმეში, მაგრამ მეგის არაფერი აგრძნობინა. _როდის იყო მეგის გულს ყვავილებით იგებდნენ?_ გაიღიმა გოგომ და ვარდები დაუდევრად მიყარა სამზარეულოს კარადაზე._საუზმე გაგვციებია._ნაძალადევი სინანულით ჩაილაპარაკა და სუფრის გაშლას შეუდგა. _ესეც ასე._სახელდახელო სუფრის გაწყობას რომ მორჩა, ხელები მოიფშვნიტა და მაგიდას ხალისით მიუჯდა.__შენ რატო არ ჯდები?_ეჭვით შეხედა ბექას, რომელიც ერთადგილზე გაშეშებული ეჭვიანობით დაბრმავებული ხმას არ იღებდა. მცირე ყოყმანის შემდეგ ისიც მიუჯდა მაგიდას. ხმისამოუღებლად ისადილეს. აშკარა იყო, ვარდებმა წაუხდინა ორივეს განწყობა, თუმცა არც ერთი არ აღიარებდა ამას. _საღამოს რას აპირებ?_წასვლის წინ მოულოდნელად შემოუბრუნდა ბექა მეგის და თავისი მწვანე თვალებით დაჟინებით მიაშტერდა. _არ ვიცი, ჯერ არ დამიგეგმავს._დაიბნა მეგი._რა არის რომ? _რესტორანში წავიდეთ. მეგი უარესად დაიბნა. _საღამოს გამოგივლი._პასუხს არც დალოდებია, ისე გავიდა გარეთ და კიბეებზე ჩაირბინა. სასიამოვნოდ აფორიაქებული მეგი კარგა ხანს იდგა ღია კარში და კიბეზე სირბილით ჩამავალ ბექას ნაბიჯების ხმას უსმენდა. უცნაური იყო, მაგრამ ამ მცირე დროში, რაც მასთან ურთიერთობდა, უდიდესი გრძნობა გასჩენოდა მის მიმართ. პირველი დანახვისთანავე მოეწონა მწვანეთვალება სიმპატიური მამაკაცი, დანახვისთანავე გაუჩნდა მის მიმართ ლტოლვა და ვნება, მაგრამ ახლა ვნების გარდა რაღაც დიდ და ამოუცნობს განიცდიდა მის მიმართ. რაღაც უხილავი ჯაჭვი ექაჩებოდა მისკენ. ბევრჯერ ყოფილა პაემანზე და ბევრ კაცთანაც წოლილა, მაგრამ ასეთი განცდა არასდროს ქონია. სასიამოვნოდ აძგერებულ გულზე ხელი მიიდო, თითქოს მის დამშვიდებას ცდილობდა და ოთახში შემობრუნდა. მაგიდიდან წამოკრეფილი დასარეცხი ჭურჭელი დაუდევრად ჩაალაგა ნიჟარაში და საძინებელში გავიდა. საწოლზე წამოწვა. ბალიშს დაყნოსა, ბექას სურნელი ასდიოდა და თვალებმინაბულმა ჩაიხუტა გულში. ****************** ლონდა მარტო იჯდა ოთახში სარწეველა სკამზე და თვალებმინაბული ღიღინებდა. ტასოს მშვიდად ეძინა. ბადრი თბილისში იყო წასული და საღამოს არ დაბრუნდებოდა. ბედნიერი იყო საყვარელი მამაკაცის გვერდით. მართალია, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ზედმეტად რომ არ მოხვედროდა ვინმეს თვალში, მაგრამ საწუწუნო ნამდვილად არაფერი ქონდა. ძილბურანში წასულს საეჭვო ფაჩუნი შემოესმა. დაფეთებულმა გაახილა თვალები. მეგის ბინიდან წამოღებულ დამბაჩას წაატანა ხელი და სულგანაბულმა მიაყურადა. ხმაური აღარ განმეორებულა. ცოტა დამშვიდდა, მაგრამ მაინც ფრთხილად წამოდგა დასაზვერად. იარაღი მოიმარჯვა და კატასავით უხმაუროდ დაიარა ოთახები. ვერსად ვერავინ ნახა და ცოტა დამშვიდდა. ტასოს დახედა. მას ისევ მშვიდად ეძინა. პლედი მზრუნველად ამოუგო და ჩაბნელებულ აივანზე გავიდა. ლამპიონით განათებული ეზო გულდასმით მოათვალიერა. ვერც იქ შენიშნა საეჭვო ვერაფერი და ისევ ოთახში დაბრუნდა. ძილი აღარ მიჰკარებია. მთელი ღამე თეთრად გაათენა. გამთენიისას ჩაეძინა მაგიდაზე დაყრდნობილს და მაშინაც ძლიერი დარტყმა იგრძნო ზურგიდან. მალევე გაითიშა. გონზე რომ მოვიდა ხელ-ფეხი მჭიდროდ ქონდა შეკრული და პირზეც წებოვანი ლენტი ეკრა. გონს მოსულმა გაიბრძოლა, მაგრამ უშედეგოდ. მის წინ თავად გეგეშიძე იჯდა შემობრუნებულ სკამზე, საზურგეზე დაყრდნობილი ირონიული ღიმილით მისჩერებოდა გოგოს. _გეგონა თავს დამაღწევდი?._ღიმილი უმალ მოიშორა სახიდან და მკაცრად ჰკითხა. გოგო ისევ საცოდავად აფართხალდა. პირზე მჭიდროდ აკრული წებოვანი ლენტი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა და მხოლოდ ღმუოდა. _რაო, ბოდიშის მოხდას აპირებ?_ისევ ირონიული ღიმილი აუთამაშდა გეგეშიძეს და ლონდას უკან მდგარ ახმახ ბიჭს ანიშნა, პირი გაეხსნა მისთვის. ბიჭმა მაშინვე ააგლიჯა წებოვანი ლენტი, ლონდამ დრო იხელთა, მოულოდნელად სწვდა ხელზე და ძლიერად უკბინა. ბიჭი ტკივილისგან დაიმანჭა. გამეტებით დაარტყა გოგოს სახეში, რომელსაც ტუჩი გაუსკდა და სისხლი თქრიალით წამოუვიდა. _ნაძირალა, ტასო სად არის?_გეგეშიძეს მიუბრუნდა დასისხლიანებული გოგო. _ტასოს ბედ-იღბალი შენს ხელშია._გეგეშიძე წამოდგა და ძირს დაგდებულ ლონდას მიუახლოვდა._თუ გინდა, რომ ტასო კარგად იყოს, მეგის დაურეკე და აქ ამოსვლა სთხოვე, ოღონდ ისე, რომ არაფერი იეჭვოს. _ჯერ ერთი, ნომერი ზეპირად არ ვიცი, მეორე: რომც ვიცოდე არ დავურეკავ!_ზიზღით შეხედა და მიაფურთხა. გეგეშიძემ ძლიერი წიხლი უთავაზა მუცელში. _მეგი მაინც მოგძებნის და წერას აგიგებს, დამპალო! _როგორ შემეშინდა._ვითომ შიშისგან აკანკალდა მერაბი. _ დროზე ჩაგაძაღლოს ერთი, რომ ყველამ დაისვენოს! კაცმა ისევ გამეტებით ამოსცხო წიხლი. მერე ახმახს ანიშნა და სკამზე დაასმევინა დასისხლიანებული ლონდა. _ჯიუტობ ხომ? იმ ალქაჯმა გადაგიყვანა თავის ყაიდაზე? კარგი, მაშინ ვნახოთ, როგორ გაუძლებ წამებას. ახმახმა ხელი დაუჭირა გოგოს და გეგეშიძემ მაშით წააძრო ცერა თითზე ფრჩხილი. _ღორო!_ განწირული ხმით იყვირა ლონდამ._თითებიც რომ დამაჭრა, მაინც არ დავურეკავ მეგის. _მაგასაც ვნახავთ. ცერა თითის მერე მეორე თითზეც წააძრო ფრჩხილი. სიმწრისგან საცოდავად იკივლა გამწარებულმა ლონდამ. _შეიძლება მე ვერ ვნახო, მაგრამ დარწმუნებული იყავი, მეგი მოგწვდება. საახალწლო ღორივით გამოგჭრის ყელს! _მაგის იმედად იყავით შენ და შენი ჩათლახი დაქალი. ნანასაც მაგან გადაუბრუნა ტვინი და ხომ ნახე რითი დასრულდა ყველაფერი? შენც ეგ ბედი გიწერია იცოდე. _ქალების კვლაში ყოჩაღი ხარ._ირონიულად შეხედა ლონდამ._აბა, სხვებს ვერ ერევი და... თუმცა, მეგი რომ აგიგებს ანდერძს, ამაში დარწმუნებული ვარ. _მომაშორე აქედან!_ახმახ ბიჭს უბრძანა გეგეშიძემ. ბიჭმაც უმალ წაავლო გოგოს თმებში ხელი და სარდაფის კარამდე გაათრია, იქ კი წიხლი ჰკრა და კიბეებზე დააგორა. ******************** მეგი მთელ დღეს სახლიდან არ გასულა. საღამოს მოლოდინში თავისი გარდერობი მთლიანად გადმოაქოთა და რესტორანში ჩასაცმელი ვერაფერი შეარჩია. თან უნდოდა ბექასთან ერთად რესტორანში წასვლა, თან არა. ორი მეგი ებრძოდა ერთმანეთს. ბოლოს, მაინც რომანტიკულმა ქალმა სძლია და ახლომდებარე ტანსაცმლის მაღაზიაში პატარა ბავშვივით აღტკინებული გავარდა. დიდი შერჩევა არ დაუწყია, წითელი, დახვეწილი კაბა, რომელიც ზუსტად მოერგო, ის იყიდა და მალევე დაბრუნდა სახლში. ზუსტად ჩაეტია დროში: ჩაიცვა, გამოიპრანჭა და ბექამაც დააკაკუნა კარზე. მეგის დანახვაზე პირი ღია დარჩა ვაჟს. კარგა ხანს გაშტერებული უყურებდა. მერე მეგიმ ამოსდო ნიკაპზე ხელი და პირი დაახურინა. _მშვენიერი ხარ, თვალს ვერ გაშორებ. მეშინია გზიდან არ გამტაცოს ვინმემ შენი თავი. _ნუ მაკომპლექსებ._გაიცინა გოგომ და ბინიდან გავიდა. დაელოდა სანამ ბექაც გავიდოდა და კარი საგულდაგულოდ ჩარაზა._აბა, სად მივდივართ? _ორთაჭალაში ახალი რესტორანი ვიცი. საერთოდ, ახლად ყველაფერი კარგია. იმედი მაქვს შენც მოგეწონება. მეგი ღიმილით შევიდა ლიფტში. ბექაც კმაყოფილი მიყვა უკან. მანქანის კარი ზრდილობიანად გაუღო, ჩაჯდომაში მიეხმარა და მერე თვითონაც მიუჯდა საჭეს. რესტორნის კიბეზე ხელკავი გამოსდო ბექამ და ისე აიყვანა, ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში ღიმილით შევიდნენ. უმშვენიერესი მეგი მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში. დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ყველა მას მისჩერებოდა. ბექა კი ამაყად მიაბიჯებდა მის გვერდით და სახეზე აშკარად ეწერა, ეს ქალი ჩემიაო. დაჯავშნილ მაგიდასთან რომ მივიდნენ, ვაჟმა სკამი ზრდილობიანად გამოუდგა, დასვა და თვითონაც პირისპირ დაუჯდა. მენიუ შეუკვეთეს. სანამ შეკვეთას მოიტანდნენ, ბექამ მოხერხებულად გახსნა შამპანური და ჭიქებში ოსტატურად ჩამოასხა. _იცი, სიმართლე გითხრა, არ მეგონა თუ წამომყვებოდი._ჭიქა მსუბუქად მიურტყა და მომაჯადოებლად გაუღიმა._შენ გაგიმარჯოს, ასე სასიამოვნოდ რომ შემცვალე და ამაფორიაქე. მეგიმ დაიმორცხვა და შუშხუნა შამპანური პირუჩუმრად მოწრუპა. _ამ დილით, ვარდები რომ გამოგიგზავნეს, გამოგიტყდები და საშინლად ვიეჭვიანე. მეგი ეშმაკური ღიმილით შეყურებდა ბექას და თან შამპანურს წრუპავდა ისევ. _არ ვიცი, შეიძლება გიჟი გგონივარ, მაგრამ შენი დათმობა არ მინდა. ბოლო დროს სამომავლო გეგმებზეც კი დავიწყე ფიქრი. _რომელ სამომავლო გეგმებზე?_ეშმაკური ღიმილი სახიდან არ მოუშორებია მეგის. _შვილებს რომ გამიჩენ... _რაა?_ყელში სითხე გადასცდა და ხველა აუტყდა გაოცებულს. _მინდა, რომ ჩემი შვილების დედა იყო. გაოცებული მეგი კარგა ხანს უხმოდ შეყურებდა ბექას. თავში ათასი სულელური აზრი უტრიალებდა. დედის ამპლუაში ვერ წარმოედგინა საკუთარი თავი. კაცის ცემის და მოკვლის გარდა არაფერი ეხერხებოდა. ტყუილად კი არ ამტკიცებდა, არაფერი ქალი მე არ ვარო. მართლაც რომ არასდროს უფიქრია გათხოვებაზე და მითუმეტეს შვილების გაჩენაზე. _არ მითხრა ახლა, რომ არ მოგწონვარ, მაინც არ დაგიჯერებ. _მოწონებით მართლაც მომწონხარ, მაგრამ... _რა მაგრამ?_ხელზე ხელი ფრთხილად დაადო ბექამ და თვალებში ჩახედა. _ცოლად არ გამოგადგები, არც შვილების დედად... _ვითომ რატომ?_გაოცდა ბექა. _მაგისთვის არ ვარ გაჩენილი. ბექამ გაოცებით შეხედა უკვე დასერიოზულებულ გოგოს. _მე სერიოზულად გეუბნები. გულით მინდა ჩემი ცოლი გახდე. _მეც სერიოზულად გეუბნები: არ ვაპირებ გათხოვებას და შვილების გაჩენას. ბექას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. _დაკმაყოფილდი იმით, რა ურთიერთობაც გვაქვს. მეტი საჭირო არ არის, დამიჯერე. მართლა არ გამოგადგები. სამზარეულოში არ ვვარგივარ. ოჯახის საქმე მე არ ვიცი. ქმარს ვერ მოვუვლი. შვილებს ვერ გავაჩენ და ვერ გავზრდი. მე თავისუფალი ქალი ვარ და ასე მირჩევნია ცხოვრება. ბექას ღიმილი შეეყინა სახეზე. მიმტანმა შეკვეთა მოიტანა და მაგიდის გაშლას შეუდგა. თავისი საქმის პროფესიონალმა სწრაფად მოამთავრა ყველაფერი და ქალ-ვაჟი ისევ მარტო დატოვა. ბექა გაოგნებული შეყურებდა უმშვენიერეს ქალს. მართლა არ მოელოდა მისგან ასეთ ცივ უარს. დასაფიქრებლად დროც კი არ უთხოვია, გარკვევით გამოუცხადა, რომ გათხოვება არ უნდოდა. _დარწმუნებული ვარ ბევრი ქალი ოცნებობს შენს ცოლობაზე, ხო და შენც იქიდან ამოარჩიე რომელიმე და ის მოიყვანე ცოლად. ჩემთან მიმართებაში ფუჭ იმედებს ნუ დაისახავ._შამპანურის ჭიქა ბოლომდე გამოსცალა და ბექას გაუწოდა, კიდევ დამისხიო._არ მიცნობ... _არ გიცნობ და დრო საკმარისზე მეტიც კი გვაქვს, რომ კარგად გავიცნოთ ერთმანეთი._წყენით თქვა ბექამ და შუშხუნა სითხე ნელა ჩამოუსხა ჭიქაში. _მთელი საღამო თუ ამაზე უნდა მელაპარაკო, ჯობია წავიდე. მე აზრს მაინც არ შევიცვლი და ტყუილად ნუ ეცდები._შამპანური დაცალა და ფეხზე წამოდგა. შეშინებულმა ბექამ ხელზე წაატანა ხელი, ისევ დასვა. _კარგი, გპირდები ხმას აღარ ამოვიღებ ამის შესახებ. მეგიც დაყვა ვაჟის ნებას და ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს. _ერთს გეტყვი მარტო._ჯიბიდან რაღაც კოლოფი ამოიღო._ვარდებით მეგის გულს ვერ იგებენ და ამიტომ მე სულ სხვანაირი საჩუქარი მინდა გაგიკეთო. შენ არც ბეჭდებს ხმარობ, არც საყურეს და არც სამაჯურს. ამიტომ ვიფიქრე ეს მოგეწონებოდა._ყუთი გახსნა და ოქროს ჯაჭვი ამოაძვრინა იქიდან, რომელზეც ლამაზი პეპელა ეკიდა._ამაზე მართლა არ მივიღებ უარს._ადგა, მეგის მიუახლოვდა, კისრიდან თმა გადაუწია და ყელსაბამი შეაბა._პეპლის ტატუ გაქვს გაკეთებული, ალბათ გიყვარს. ამიტომაც გადავწყვიტე ეს. მეგის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მართლაც მოეწონა საჩუქარი. _სწორად აღნიშნე, პეპლები ძალიან მიყვარს. გრძელი ჯაჭვი გრილად ჩაუსრიალდა მეგის ღრმა დეკოლტეში და პეპელამ სასიამოვნოდ მოუღუტუნა მკერდის ღარში. _მიჩვევა გამიჭირდება, მაგრამ გპირდები, ყოველთვის ვატარებ._გულწრფელად გაუღიმა ვაჟს. ბექას გაუხარდა, საჩუქარი რომ მოეწონა გოგოს და ბედნიერი დაუბრუნდა თავის სკამს. რესტორანში მყუდრო გარემო სუფევდა. დარბაზის ერთ კუთხეში მელოტი კაცი მთელი გრძნობით მღეროდა სიყვარულზე. ბექა ღიმილით შეყურებდა კმაყოფილ მეგის, რომელიც სხვა ქალებისგან განსხვავებით არც ჭამაზე განაზებულა და არც სასმელზე უთქვია უარი. ამაყი, თავდაჯერებული და დახვეწილი მანერებით გამოირჩეოდა მთელს რესტორანში. თვალშისაცემი წითელი კაბაც უმალ იქცევდა ყველას ყურადღებას. ბექა მოჯადოებულივით შეყურებდა გალაღებულ გოგოს და ამ წამების საუკუნო გსგრძელებას ნატრობდა. _ცოტა ხნით დაგტოვებ._ვაჟი წამოდგა და საპირფარეშოსკენ გაეშურა. მეგიმ კმაყოფილი მზერით გააცილა მოხდენილი ნაბიჯებით მიმავალი და გუნებაში აღიარა, რომ უკვე სერიოზულად ურევდა თავგზას მწვანეთვალება სიმპატიური. ბექა თვალს მიეფარა თუ არა, ტელეფონმა დაურეკა. ნომერი არ ეცნო, ამიტომ არ აპირებდა ეპასუხა, მაგრამ ბოლო წამს მაინც გადაიფიქრა. _მეგი, მე ვარ._ლონდას უცნაური ხმა ქონდა. _ლონდა?... როგორ ხართ?.. ტასო როგორ არის?... _მაპატიე, რომ არ დაგიჯერე და გამოვიპარე. _არაუშავს, მითხარი სად ხარ, მოვალ და დაგაბრუნებთ. _ძალიან გთხოვ, მაპატიე._სინანული იგრძნობოდა ლონდას ხმაში. _გპატიობ, მითხარი სად ხარ. _ტასო კარგადაა... კოჯორში ერთ-ერთ კოტეჯში ვართ და არ ამოხვიდე, გეგეშიძე ჩასაფრებულია, შენი მოკვლა უნდა._უცბად მიაყარა ლონდამ და იარაღის გასროლის ხმაც გაისმა უმალ. მეგი შეკრთა. წამიერად გაიყინა. მოახლოებულმა ბექამ უმალ შენიშნა ნაცნობი ცივი მზერა. წამიერი დუმილის შემდეგ ტელეფონში გეგეშიძის ხმაც გაისმა. _გამარჯობა ... მოღალატეებს ასე ვსჯი, ხომ იცი? შეგიძლია ამ პატარა ს სიცოცხლე იხსნა. ტასოს ტირილის ხმა შემოესმა მეგის და უარესად გაეყინა მზერა. _რა გინდა?_დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მშვიდად ეპასუხა და ბექა არ მიმხვდარიყო არაფერს. _ეს უკვე მომწონს._კმაყოფილი სიცილით უთხრა გეგეშიძემ._შენი ბოიფრენდი ძალიან იქექება ჩემს საქმეებში, ხელს მიშლის, და ამიტომ მისი სიცოცხლე ტასოს სიცოცხლის სანაცვლოდ. მეგის წამები დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. ბექას შეხედა, რომელიც ინტერესით უმზერდა. _კარგი, შევთანხმდით._მშვიდად უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. _რა ხდება?_ცოტა შეშფოთდა ბექა. _ისეთი არაფერი._მომხიბვლელად გაუღიმა მეგიმ._დედაჩემი იყო. ღელავს, მალე ჩამოდიო._ოსტატურად იცრუა._ახლა მე დაგტოვებ ცოტა ხნით._წამოდგა და საპირფარეშოსკენ გაეშურა. ტელეფონი მაგიდაზე დატოვა, არ წამოუღია, რომ ბექას ეჭვები არ გასჩენოდა. საპირფარეშოში შესულმა ცივი წყლით მოიბანა სიბრაზისგან აწითლებული სახე. სარკეში კარგა ხანს უყურა თავის ორეულს. ასე უმწეოდ არასდროს უგრძვნია თავი. ტასოს გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. ბექასაც კი გაიმეტებდა სიკვდილისთვის. კარგა ხანი დაყო საპირფარეშოში. ბოლოს, დამშვიდებული დაბრუნდა ბექასთან. ბექა ტელეფონით ლაპარაკობდა. მეგის დანახვაზე საჩქაროდ მოამთავრა საუბარი: _კარგი, ხო. რომ გაარკვევ შემატყობინე უეჭველი._ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო._ხომ არ გვეცეკვა?_ღიმილით შეხედა გოგოს. _თუ არ გეწყინება, აქედან წავიდეთ. ცოტა უჩვეულოა ეს გარემო ჩემთვის... _კარგი._უპრობლემოდ დასთანხმდა ბექა._სად წავიდეთ? _თუნდაც შენთან._ვნებიანად თვალებმინაბულმა გაუღიმა. ბექამ ანგარიში გაასწორა და რესტორნიდან ხელკავით გავიდნენ. ბექას ბინაში რომ მივიდნენ, აბაზანაში შესვლა მოისურვა მეგიმ. ბექა მოგვიანებით შეუერთდა თბილი შხაპის ქვეშ გარინდულ გოგოს. ***************** შუაღამეზე, როცა დაიგულა რომ ბექას ღრმად ეძინა, საწოლიდან ფრთხილად წამოდგა. თავისი ტანსაცმელი ძლივს მოიძია აქეთ-იქით მიმოფანტული, სწრაფად ჩაიცვა და სამზარეულოში გავიდა. სიბნელეში მაინც ადვილად მოიძია ბასრპირიანი მოზრდილი დანა და საძინებელში დაბრუნდა. ის იყო საწოლს მიუახლოვდა, რომ მოულოდნელად ზურგიდან მოხერხებულად გააკავა და დანა წაართვა ბექამ. მეგიმ გაიბრძოლა, მაგრამ ძლიერ ვაჟს ვერ გაუმკლავდა, ისე ოსტატურად ყავდა ზურგიდან გაკავებული, თავის დაღწევა ვერ მოახერხა. _დაწყნარდი და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი._ხელბორკილები დაადო და საწოლზე მიაგდო. _დედაშენს არ დაურეკია, ნომერი გადავამოწმე. _რა უფლებით?_ცივად გამოსცრა მეგიმ კბილებში. _დიდი ხანია ეჭვები გამიჩნდა და გითვალთვალებ._მკაცრად უთხრა ბექამ. თვითონაც საწოლზე ჩამოჯდა._ლონდას გაუჩინარების მერე შენი ნომერი მოსმენაზე ავიყვანე. რესტორანში ვინ დაგირეკა არ ვიცი, მაგრამ რისთვის დაგირეკა ეგ კი ვიცი. წუთიერი დუმილის მერე ისევ ბექამ განაგრძო. _დაგეხმარები ტასოს გადარჩენაში, ოღონდ იმ პირობით, თუ ყველაფერს მომიყვები. _მაინც რა გაინტერისებს?_მწარედ ჩაეცინა მეგის._ჯობია არ იცოდე არაფერი... _ეგ შენი გადასაწყვეტი არ არის მე რა უნდა ვიცოდე და რა არა. გაგიხსნი ხელებს, ოღონდ თუ რამე სისულელეს დააპირებ, გპირდები არ დაგინდობ._ხელბორკილის გასაღები შეათამაშა ხელში._ მართალია, ქალის ცემა არ მსიამოვნებს, მაგრამ როგორც გატყობ შენ ქალი არ ხარ. მეგის ხმა არ გაუცია. ბექამ ხელბორკილი მოხსნა და ხელში დაიტოვა ყოველიშემთხვევისთვის. _რა შარში ხარ გახვეული? ან ტასო ვინ არის? საერთოდ რა ხდება შენს თავს? ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი. _გრძელი ამბავია._სინანული იგრძნო ბექამ მის ხმაში. _დრო საკმარისად გვაქვს. გისმენ. _თხუთმეტი წლის ვიყავი, პირველად რომ მაიძულა ჩემმა მამინაცვალმა კაცის მოკვლა. _როგორ თუ გაიძულა?_გაუკვირდა ბექას. _პატარაობიდან ჩხუბისთავი ვიყავი. თურქეთშიც ხშირად ვჩხუბობდი. ჩემმა მამინაცვალმა ჩემში პოტენციური მკვლელი დაინახა ალბათ და აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე შემიყვანა. მიზანში სროლასაც მასწავლიდა, ჯირითსაც... მოკლეთ, სათავისოდ მწვრთნიდა. მერე დედაჩემით დამემუქრა, მოვკლავ თუ ჩემს ბრძანებებს არ შეასრულებო. თავიდან ვუჯერებდი. არ ვიცოდი თუ დედაჩემიც მასთან იყო შეკრული და მის წამებას თამაშობდნენ. პირველად ვიღაც ბიზნესმენი მომაკვლევინა სნაიპერული შაშხანით. არ დავიწყებ იმის მტკიცებას რომ გამიჭირდა და მთელი ღამე სინდისი არ მაძინებდა... მერე დედაჩემის საიდუმლო გავიგე და მამინაცვალს ავუჯანყდი, შესაშინებლად პირადი მცველი მოვუკალი. ნანა ჩემი მეგობარი იყო, ტასო მისი შვილია. ბავშვს მამა რომ მოუკლა გეგეშიძემ, ერთად დავიწყეთ მე და ნანამ მოქმედება. მაგრამ გეგეშიძემ ნანაც მოკლა და ტასო მძევლად ყავდა აყვანილი. მისი სიცოცხლის სანაცვლოდ უამრავი ადამიანის მოკვლა მომიხდა. მეგი გაჩუმდა და საწოლიდან წამოდგა. ბექა დაძაბული უყურებდა მის ყოველ მოძრაობას. _ნუ გეშინია, წყალს დავლევ._ღიმილით უთხრა და სამზარეულოში გავიდა. ბექაც უკან მიყვა. _აქ ჩამოსულმა პირველი შეკვეთა ჩემს დასთან მიიღე არა? მეგიმ უხმოდ დაუქნია თავი და წყალი მოსვა. _ზუსტად მაშინ გამიჩნდა პირველი ეჭვი. მაშინ გადავწყვიტე შენი თვალთვალიც. _ხო და შარში გაყავი თავი. გეგეშიძე შენს მოკვლას მთხოვს ტასოს სანაცვლოდ. _ვიცი და რომ არ მემარჯვა მომკლავდი კიდეც._მშვიდად უთხრა ბექამ._დაგეხმარები, ჩემს სიკვდილს გავითამაშებთ და გეგეშიძეს დავიჭერთ. მეგიმ ეჭვით შეხედა. _მასე ადვილად არ ტყუვდება ვაჟბატონი. _ ორ-სამ სანდო პიროვნების გარდა არავის ეცოდინება სიმართლე. ინტერნეტს ავაჭრელებთ ჩემი მკვლელობის ინფორმაციით. მოუწევს დაჯერება. შენ როცა წახვალ შესახვედრად, ოპერატიულ ჯგუფს გამოგაყოლებ ფარულად და დავიჭერთ მაგ ნაგავს. _არ მინდა რომ თორნიკემ გაიგოს ყველაფერი. ბექა წუთით გაჩუმდა. _კარგი, გპირდები არაფერს ვეტყვი. ოღონდ დამპირდი, რომ ჩემს მითითებებს შეასრულებ და დამემორჩილები. _გპირდები._უნდილად დაეთანხმა მეგი. _დღესვე შევუდგეთ ამ საქმეს._გაუხრდა ბექას და ტელეფონი მოიმარჯვა._ახლავე დავურეკავ სანდო ხალხს და დაგვეხმარებიან. ******************** დილიდანვე გავრცელდა ტელევიზიით ინფორმაცია, რომ 33 წლის სამართალდამცავი ბექა ბექაური საკუთარ ბინაში სასტიკად მოკლული იპოვეს. ინტერნეტიც გადაჭედილი იყო ყელგამოჭრილი ბექას ფოტოებით. _მგონი ჩემები არ მაპატიებენ ამ საშინელ ტყუილს._ჩაილაპარაკა ბექამ და მეგის გადახედა._მაგრამ ღირს იმ ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად და ლეგენდარული გეგეშიძის დასაჭერად. _მე გავალ ხატიას და შენი დის სანახავად. თორნიკეც გიჟს გავს. საღამოს დავბრუნდები. არ იხმაურო და ყურადღება არ მიიქციო._გააფრთხილა მეგიმ._საჭმელი მაცივარშია, მონახავ რამეს. საღამოს მოვალ. გეგეშიძეს შევუთანხმდები შეხვედრაზე და ტასოს დავაბრუნებ. ყოველი შემთხვევისთვის ამას შენ გაბარებ._ფლეშმეხსიერების ბარათი გადასცა ბექას._აქ მისი შავბნელი საქმიანობის დამადასტურებელი მასალებია. ბექამ გაოცებით შეხედა. _ეს ხელთ გაქვს და მაინც შიშობ, რომ სამართალი ვერ იზეიმებს? _იმდენი ხალხი ყავს ყველგან, საეჭვოა ეს რამედ ღირდეს._დივანზე წამოწოლილ ბექას ვნებიანად აკოცა და სახლიდან გავიდა. გაუჭირდა დარდისგან განადგურებული დედა-შვილის ნახვა. თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ეთქვა, ყველაფერი ეს დადგმული სპექტაკლიაო. ბელას ძლივს აკავებდნენ ახლობლები, რომელიც გამწარებული სახეს იხოკავდა. ნოდოსაც აღარ ქონდა ადამიანის სახე. მეგის სრცხვენოდა მათი ყურება. თვალს ვერ უსწორებდა აცრემლებულ ხატიას, რომელიც საცოდავად მოკუნტულიყო და ხალიჩაზე დაღვრილ ბექას სისხლს მისჩერებოდა. _ვინ გაიმეტა ასე სასტიკად ჩემი ძმა?... _ტიროდა ბელა, რომელსაც ხმა საგრძნობლად წართმეოდა უკვე და რაღაც შემაძრწუნებლად ხაოდა._ვის რა დაუშავა ამისთანა, ასე რომ გაიმეტეს?... მეგის გული მოუკვდა, მაგრამ საქმეს ასე სჭირდებოდა და სპეცოპერაციას საფრთხეში ვერ ჩააგდებდა საიდუმლოს გამხელით. თორნიკესთან მივიდა. _ახალი ხომ არაფერია?_ჩურჩულით კითხა. თორნიკემ ეჭვით შეხედა დას. ხმა არ გაუცია. აცრემლებული თვალები ხელსახოცით მოიმშრალა და ზურგი აქცია. _რა ხდება?_მეგიმ ხელი მოკიდა და შეაჩერა ძმა. _გუშინ შვებულებაში გავედი. ეს საქმე მე არ მეხება. მართლა არაფერი ვიცი._საცოდავად აზლუქუნდა კაცი. მეგი ძმას ჩაეხუტა და კარგა ხანს ასე იდგნენ უხმოდ. მოულოდნელად ბელას გული წაუვიდა. ხალხი აჩოჩქოლდა. სასწრაფოს გამოუძახეს და ავადმყოფი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეგი სასწრაფოს თორნიკეს მანქანით გაყვა უკან ამბის გასაგებად. _ნერვიული შეტევის ფონზე მსუბუქი ინფარქტია._ექიმმა ბელას მდგომარეობა აუხსნა შეშფოთებულ მეგის._დამამშვიდებლები გავუკეთეთ. ასე აჯობებს. შესაძლოა გაუმეოროს და უფრო ძლიერადაც. მძინარე მდგომარეობაში ვამყოფებთ. მეგის მოეწონა ექიმის გადაწყვეტილება. _საჭირო ხომ არაფერია? _არაფერი, ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ნომერი დატოვეთ და თუ რამეა შეგატყობინებთ. მეგიმ მიმღებში თავისი ნომერი დატოვა და საავადმყოფდან გულდამძიმებული გამოვიდა. მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, ამ ამბავში ბექა აღარ გაერია. ჭირისუფლებთან აღარ დაბრუნებულა, გეზი პირდაპირ თავის ბინისკენ აიღო. ******************** _ბატონო თორნიკე, კოჯრის ტყეში ახალგაზრდა გოგონას გვამი იპოვეს._ჩურჩულით უთხრა გიორგიმ. თორნიკემ გაოცებით შეხედა. _წამებით არის მოკლული. ხელზე ფრჩხილები აქვს დამძვრალი. ისეა ნაცემი და დალურჯებული, ამოცნობა ჯერ ვერ ხერხდება. _ვითომ ამ საქმესთან რამე კავშირშია?_დაეჭვდა თორნიკე. _ამ საქმესთან არ ვიცი, მაგრამ წინა საქმეებთან უეჭველი იქნება. თორნიკემ გაოცებულმა შეხედა. _ქერა, ზედმეტად გარუჯული გოგოა, როგორც ზურაბის სავარაუდო მკვლელი აღწერა მდივანმა. _რა თქვი?_მხრებზე ხელები ჩაავლო თორნიკემ ახალბედას. _ქერა, ზედმეტად გარუჯული გოგოა. უბრალო მკვლელობას არ გავს, სასტიკადაა ნაწამები. _გვამი სადაა ახლა? _პროზექტურაში. გაკვეთა ალბათ დასრულებული იქნება უკვე. _შეგიძლია შემიყვანო და მაჩვენო?.._მუდარით სავსე თვალები შეანათა თორნიკემ. _გამიჭირდება... მაგრამ შევეცდები. თორნიკემ მადლიერი თვალებით გადახედა ახალბედას. მერე ხატიასთან მივიდა, რომელიც საცოდავად ზლუქუნებდა. _რატომ ბიძია თორნიკე, რატომ მოკლეს, ვის რას უშავებდა?_უარესად ატირდა თორნიკეს დანახვაზე ხატია. _გამაგრდი შვილო. გპირდები დამნაშავეს აუცილებლად ვიპივით და საკადრისად დაისჯება. _ეგ დააბრუნებს მერე ბიძიას?_უარესად აღრიალდა ხატია. _თორნიკემ გულში ჩაიკრა ატირებული გოგო და თვითონაც აზლუქუნდა. ******************* _სად ხარ?_ოთახში შესული მეგი ბექას შეეხმიანა, რომელიც საძინებელში არ ჩანდა. ცოტა არ იყოს, შეშფოთდა, ვაი თუ სადმე გაიპარაო. მალევე გაიღო აბაზანის კარი და ბექაც გამოჩნდა. _რა ადრე მოხვედი?_გაუკვირდა ვაჟს, გოგოს წელზე მოხვია ხელები, თავისკენ მიიზიდა და აკოცა. მეგი არ გაძალიანებია. _რა ხდება ჩვენებთან?_კოცნით გული რომ იჯერა, მხოლოდ მაშინღა იკითხა. _ნუ მკითხავ, საშინელებაა. ვეღარ გავუძელი და ცოტა ხნით გამოვერიდე. _გეგეშიძე ხომ არ შეგხმიანებია? _ჯერ არა._თავი გაიქნია მეგიმ._დღისით ეგ არაფერს აკეთებს. დაღამებას დაელოდება._მაცივრიდან ლუდი გამოიღო და მოწრუპა._მხნეობისთვის მჭირდება, თორემ ვეღარ ვუძლებ შენი დის და ხატიას უბედურებას. შენც ხომ არ დალევ?_თან ბექას შესთავაზა. _არა. შენც გირჩევ რომ არ დალიო, ამ საღამოს ოპერაცია გვაქვს ჩასატარებელი. _უი, სულ დამავიწყდა._ბოთლი მაგიდაზე დადო მეგიმ._მაშინ ყავას გავაკეთებ. _ყავა კარგია. სიამოვნებით დავლევ. _კარგი, საძინებელში გადი, მოულოდნელად არავინ დაგვადგეს თავზე. ახლავე მოვადუღებ და შემოგიტან. ბექამ კიდევ აკოცა გოგოს და უსიტყვოდ დაემორჩილა. მეგიმ ყავა მოადუღა და ფინჯნებში ჩამოასხა. ერთ ერთ ფინჯანში რაღაც ფხვნილი ჩაყარა, კოვზით მოურია, რომ კარგად გახსნილიყო და საძინებელში გავიდა. ბექა საწოლზე იწვა, ლეპტოპი მუცელზე დაედო და ახალ ინფორმაციას უსმენდა მისი მკვლელობის შესახებ. მეგიმ ტუმბოზე დაუდგა ფინჯანი და თვითონაც საწოლზე ჩამოჯდა. _დაგირეკავს თუ არა გეგეშიძე, მაშინვე შემატყობინე, ოპერატიული ჯგუფი მზადყოფნაშია და ჩემს ბრძანებას ელოდება. მეგიმ უსიტყვოდ დაუქნია თავი, თან თვალმოუშორებლად უყურებდა, როგორ სვავდა ბექა ყავას. _ცოტა უცნაური გემო აქვს, არა?_მეგის შეხედა გაკვირვებულმა. _ხო, ახალი ყავაა. გავბრიყვდი და ვიყიდე. დიდი არაფერია, როგორც რეკლამას უკეთებენ._ღიმილით უთხრა მეგიმ. ბექამ ბოლომდე დალია და ცარიელი ფინჯანი ისევ ტუმბოზე დადო. ცოტა ხანში მოუსვენრობა დაეტყო. თვალებს გამეტებით ისრესავდა. ვერ მიმხვდარიყო რა სჭირდა. საწოლიდან წამოდგომა დააპირა, მაგრამ ისე დამძიმებოდა სხეული, ვერ შეძლო. _რა ჩამიყარე?_ენის ბორძიკით ძლივს უთხრა მეგის. _დამშვიდდი, ისეთი არაფერი. ოთხი-ხუთი საათი უგონოდ გეძინება. არ მინდა ხელი შემიშალო. მე მარტო წავალ გეგეშიძესთან. ლონდას სიკვდილიც საკმარისია, მეტი აღარავის დაკარგვა აღარ მინდა. ბექა მალევე გაითიშა. მეგიმ საწოლზე ნორმალურად დააწვინა, ზეწარი გადააფარა და ბაგეზე ნაზად ეამბორა. _მაპატიე, მაგრამ ვერავის ვეღარ დავკარგავ. მირჩევნია მე მოვკვდე, ვიდრე რომელიმე ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ტანსაცმელი გამოიცვალა. დანა წვივზე მიიმაგრა საიმედოდ და შარვლის ტოტი ჩამოიწია. საქამრეში მაკაროვის სისტემის პისტოლეტი გაირჭო. საგულდაგულოდ გადამალული დანარჩენი იარაღი ზურგჩანთაში ჩააწყო და ბინა უხმაუროდ დატოვა. თორნიკეს მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა. იქიდან მოპარულ მანქანაში გადაჯდა და გეგეშიძესთან შესახვედრად სამცხე-ჯავახეთისკენ აიღო გეზი. სამი საათი იმგზავრა ზუსტად, სანამ დანიშნულების ადგილს მიუახლოვდებოდა. შორიახლოს შემაღლებული ადგილიდან დაზვერა იქაურობა. ჩასაფრებული სნაიპერების აღმოჩენა ცოტა გაუჭირდა, მაგრამ მაინც სამივე აღმოაჩინა. იარაღებით სავსე ზურგჩანთა მძიმედ გადმოიღო მანქანიდან. სნაიპერული შაშხანა სწრაფად ააწყო და მოთმინებით დაელოდა სამივეს, სანამ რაციებით ინფორმაციას გაცვლიდნენ. მერე რიგრიგობით სამივეს აუღელვებლად ესროლა თავში. შემდეგ იარაღი აისხა, ხელყუმბარაც გაიყოლა და შორიახლოს მდგარ ფიცრული ქოხისკენ ძუნძულით გაეშურა. ფრთხილად მიუახლოვდა. ფანჯრიდან შეიჭყიდა და ტასოს მოჰკრა თვალი, რომელიც მშვიდად იჯდა სკამზე. მის უკან ზორბა კაცი იდგა. სხვა არავინ ჩანდა ოთახში. კარების ფრთხილად გაღება ვერ მოახერხა, იმხელა ხმაზე აჭრიალდა, ტასომაც და ზორბამაც ერთდროულად გამოიხედეს. კაცი უმალ ბავშვს მივარდა და იარაღი მიადო. _ზედმეტი შენი მოძრაობა და ტვინს გავასხმევინებ იცოდე. _კარგი, დაწყნარდი, აი ძირს ვდებ იარაღს, ბავშვს არაფერი დაუშავო._მეგიმ იარაღი იატაკზე ფრთხილად დადო და ფეხით მისკენ მიაცურა კაცმა წამიერად მოადუნა ყურადღება, იარაღის ასაღებად დაიხარა. მეგისთვის ეს წამებიც საკმარისი აღმოჩნდა, უმალ დააძრო საქამრიდან მეორე პისტოლეტი და ახმახი მხარში დაჭრა. კაცი წაბარბაცდა. სიმწრისგან სახე დაემანჭა. მეგი მივარდა და კონდახის დარტყმით გათიშა. სახლიდან წამოღებული ბექას ბორკილები დაადო და მხოლოდ ამის მერე მიუბრუნდა ტასოს, რომელსაც ყურებზე აეფარებინა ხელები და შეშინებული გაფართოებული თვალებით იყურებოდა. _მე აქ ვარ, საყვარელო, ნუ გეშინია._გულში ჩაიხუტა ბავშვი._ყველაფერი დამთავრდა, სახლში წავიდეთ. ბავშვმა მჭიდროდ მოხვია მეგის კისერზე მკლავები და აღარ უშვებდა. _ცოტა ხანს გამიშვი, ამ ძიასთან საქმე მაქვს და მერე მართლა წავიდეთ სახლში._ბავშვის ხელები ძლივს მოიშორა მეგიმ და ახმახთან მივიდა. მაგიდაზე მდგარი ტოლჩით წყალი დაასხა და გონზე მოიყვანა. კაცმა გაიბრძოლა, მაგრამ ხელბორკილებს ვერაფერი დააკლო, მეგიმ გვარიანი წიხლი უთავაზა თირკმელებში. _შენი მშიშარა ბოსი სად არის? კაცმა ხმა არ გასცა. _მშიშარა ქათამი, მემალება? სწორადაც იქცევა, სადაც ვნახავ წერას ავუგებ._კაცს მიუახლოვდა და იარაღი შუბლზე დაადო._სად არი მითხარი და ცოცხალს დაგტოვებ. კაცმა ზიზღით შეაფურთხა. _არ გინდა სიცოცხლე და ნუ გინდა, შენი ნებაა._პირდაპირ შუბლში დააჭედა ტყვია აუღელვებლად. მერე ტასოს მიუბრუნდა, ხელში აიყვანა და ქოხი უკანმოუხედავად დატოვა. მანქანამდე ცოტაღა რჩებოდა, კისერში წვა რომ იგრძნო. ხელი მოისვა. ნემსივით წვრილი ისარი ამოიძრო და დახედა. _გეგეშიძე?_სინანულით ჩაილაპარაკა და იგრძნო, როგორ ნელ-ნელა ეთიშებოდა ყველა კუნთი. იმდენი კი მოახერხა, რომ წაქცევის დროს ტასოს არ დასცემოდა ზედ. წაქცეულმა, სანამ გონებას დაკარგავდა, მისკენ მომავალი ფეხები რომ დაინახა, მის პატრონსაც ახედა და გეგეშიძის ღიმილიან სახეს წასწყდა. _ესეც ასე, გაები ჩიტო მახეში?_კმაყოფილი მისი მზერა ჩარჩა მეგის მეხსიერებაში და გონებაც დაებინდა. ******************** ბექა მოგვიანებით მოვიდა გონზე. მალევე გაახსენდა ყველაფერი. ნერვიულად მოისრისა თვალები და მაშინვე მეგის ყელსაბამში ჩამონტაჟებული ჯიპიეს მოწყობილობის მონაცემები გადაამოწმა. გოგო საბადურის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სასწრაფოდ დაუკავშირდა ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც მზადყოფნაში იყო და მის ბრძანებას ელოდებოდა. მაშინვე იქით გასწიეს. თორნიკესთვის არაფერი უთქვია. საქმეს რომ მოამთავრებდნენ მერე მოუყვებოდა ყველაფერს. მთელი გზა ნერვიულად იკვნეტდა ტუჩებს. არ უნდოდა მეგის რამე დაშავებოდა. თან თავის თავზე ბრაზობდა, რომ გოგომ მაინც შეძლო მისი მოტყუება. ჯიპიესის მონაცემებით შუაგულ ტყეში მიაგნეს მეგის, რომელიც ხეზე ხელებით იყო ჩამოკიდებული. შორიახლოს სამი მამაკაციც ტრიალებდა. ტასოც იქვე ჩანდა. სპეცდანიშნულების რაზმმა დამნაშავეები ალყაში მოიქცეს, მოულოდნელად დაესხნენ თავს და წარმატებულად ჩაატარეს ოპერაცია. მსხვერპლის გარეშე დააკავეს სალმივე მამაკაცი. ბექამ დანა დააძრო, მეგის გაუჭრა თოკი და ფრთხილად ჩამოხსნა ხიდან. მეგიმ გაიხსნა თუ არა ხელები, მოულოდნელად ბექას ბუდიდან რევოლვერი ამოაცალა და ელვისსისწრაფით გაიქცა. _სად მიხვალ?_გაეკიდა გაოცებული ბექა. _დარჩი, ტასოს მიხედე._მკაცრად გამოსძახა მეგიმ და სირბილი განაგრძო. მალევე წამოეწია გაქცეულ გეგეშიძეს. დაუმიზმა და ფეხში ესროლა. კაცი წაიქცა, მაგრამ მაინც წამოდგა და კოჭლობით განაგრძო გზა. თან მეგის ესროდა იარაღს. მეგიმ ახლა მეორე ფეხში ესროლა. ამჯერად კი წაქცეული კაცი კუნძივით გაგორდა. გოგო სირბილით მივარდა. იარაღი წაართვა და მოშორებით მოისროლა. გეგეშიძე შეშფოთებული თვალებით უმზერდა გაავებულ გოგოს. _ახლა რას იტყვი. დადგა ჩემი შურისძიების ჯერიც?_ავად უელავდა გოგოს თვალები. _არ მომკლა და გპირდები შეგეშვები._თავის გადარჩენას ცდილობდა კაცი. _დაგინდო?_მწარედ ჩაეცინა მეგის. _ხო და ფულში გაბანავებ._იმედი გაუჩნდა გეგეშიძეს. _ესე იგი, დაგინდო?.._ავად გამოსცრა კბილებში._ და შენ დაინდე ნანა?.. ნანას ქმარი?.. ლონდა?.. რამდენი უდანაშაულო ადამიანი გამოასალმე სიცოცხლეს? _ჩემი სიკვდილით იმათ გააცოცხლებ? _არა მაგრამ, სხვებს ხომ მაინც ვეღარ მოკლავ?_გულში დაუმიზნა და ჩახმახს გამოჰკრა. ბედად ტყვიები აღარ იყო. გეგეშიძეს გესლიანად გაეცინა. _ხედავ, ღმერთიც ჩემს მხარეზეა. _ცდები._წვივზე დამაგრებული დანა დააძრო მეგიმ._იცი ეს რა არის?_თან თვალწინ აუთამაშა._ნავაჰა, ესპანური დანა, რომელიც შურისძიების სიმბოლოა._თვალწინ გაუხსნა და ხელში შეათამაშა._იცი, ლონდას დავპირდი, რომ ღორივით გამოგჭრიდი ყელს. კაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ორივე ფეხში დაჭრილმა ვერ შეძლო, საცოდავად აფართხალდა განწირული. მეგიმ ჩაიმუხლა და მუხლი მკერდზე დაადო. ცალი ხელით თმაში ჩაებღაუჭა და თავი გაუკავა. მეორე ხელით დანა მიადო ყელზე. _მეგი!_შორიდან დაუყვირა ბექამ და მისკენ გამოიქცა._არ გაბედო იცოდე. მეგის არც გაუხედია ბექასკენ, ცივი გამომეტყველებით უმზერდა შეშინებულ გეგეშიძეს, რომელსაც ბექას დანახვაზე ცოტა იმედი მისცემოდა. _ხელები მაღლა. არ მაიძულო გესროლო._იარაღი მოიმარჯვა ბექამ._გაუშვი, პოლიციას ჩააბარე. _გავუშვა?_მეგიმ ცივი გამომეტყველება ახლა ბექაზე შეაჩერა._ნანას და ლონდას პირობა რომ მივეცი?_ ეს თქვა და ისე გამოუსვა კაცს ყელში დანა, რომ ბექასთვის მზერა არ მოუშორებია. კაცმა ხრიალი დაიწყო და ძლიერად აფართხალდა სანამ სულს დალევდა. მეგიმ ძალიან მშვიდად დააგდო დანა და ხელები თავზე შემოიწყო. ერთ-ერთმა სპეცრაზმმელმა მეგის ხელბორკილი დაადო, თავისი უფლებები გააცნო და მანქანაში ჩასვა. ბექა ერთ ადგილზე გაშეშებული სინანულით უყურებდა ამ ყველაფერს. ******************** ხატიამ ყურებს არ დაუჯერა, თორნიკემ რომ უთხრა, ბიძაშენი ცოცხალია და მალე სახლში იქნებაო. _რაო? ცოცხალია, გადარჩა?_გიჟივით დარბოდა აქეთ-იქით. _გადასარჩენი არც არაფერი სჭირდა. თურმე დამნაშავის დასაჭერად დასჭირდათ ცრუ ინფორმაცის გავრცელება. სპეცოპერაცია წარმატებით ჩაატარეს და სახლში ბრუნდებიან. _თქვენ იცოდით?_ნაწყენმა შეანათა ცრემლიანი თვალები. _არა, მეც თქვენსავით დამაჯერეს ამ ტყუილში. _ჩვენ მაინც ვერ გვითხრეს სიმართლე? ლამის გავყევი ამ ამბავს. _ვერ გეტყოდნენ, იმიტომ რომ ჯაშუშები ტრიალებდნენ ყველგან._მორცხვად უთხრა გიორგიმ._თქვენი განცდა რეალური უნდა ყოფილიყო, რომ დარწმუნებულიყვნენ მის სიკვდილში. _თუ კარგად არის და არაფერი სჭირს, ეს ვიღას სისხლია?_ხალიჩაზე მიუთითა გოგომ. _როგორც ანალიზმა აჩვენა, მართლა ბატონი ბექას სისხლია, მაგრამ გარწმუნებ, მას არაფერი სჭირს. მოვა და თვითონ მოგვიყვება ყველაფერს._მორიდებით უთხრა გიორგიმ და თავი მორცხვად დახარა, ვერ გაუძლო ხატიას დაჟინებულ მზერას. მტანჯველი ერთსაათიანი ლოდინის მერე, როგორც იქნა შემოხსნა ბექამ კარი და შემოვიდა. ხატია მაშინვე გაქანდა და კისერზე ჩამოეკიდა ტირილით. _მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ._ეხვეოდა და კოცნიდა. მერე კი მოულოდნელად მუშტები დაუშინა._როგორ გვანერვიულე დამპალო. დედას ინფარქტმა დაარტყა. ბექა გაშეშდა. _მართლა? როგორ არის? _საავადმყოფოშია. დაძინებული ყავთ, რომ არ ენერვიულა და არ გაემეორებინა ინფარქტს. კარგად არის ნუ გეშინია._დაამშვიდა თორნიკემ. _მართლა კარგად არის, ხომ არ მატყუებთ?_არ ეჯერა ბექას თორნიკეს ნათქვამი. _კი, კარგად არის_დააწყნარა ნოდომ._ შენ ის თქვი, რა სპეცოპერაცია ჩაატარეთ ამისთანა, ან ვინ დაიჭირეთ? მართლა ძალიან შეგვეშინდა და ვინერვიულეთ. _დაწყნარდი სიძევ,_მეგობრულად მოხვია ხელი._ ასე იყო საჭირო, მე ვერაფერს შევცვლიდი. მართლა ვწუხვარ. _დაჯდები ახლა და ყველაფერს დაწვრილებით მოგვიყვები._ხატიამ დივანზე დასვა დაღლილი თორნიკე და თვითონაც გვერდით მიუჯდა. _დაწვრილებით ბევრს ვერაფერს მოგიყვებით გამოძიებიდან გამომდინარე. ერთს კი გეტყვით, რომ ჩემი სიკვდილის გათამაშებით სამი წლის გოგონა ვიხსენი სიკვდილისგან. ოთახში მყოფები ყველანი გაჩუმდნენ, წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. _ნეტა მეგი სად არის? დილის მერე აღარ გამოჩენილა._მოულოდნელად გაახსენდა ხატიას. თორნიკესაც ახლა გაახსენდა და. სინდისის ქენჯნაც კი იგრძნო იმის გამო, აქამდე რომ არ გახსენებია. _მეგი წინასწარ დაკავების იზოლატორშია._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ბექამ. _სად?_ ხატიამ გაოცებით შეჰყვირა. _მეგი დააკავეს._ისევ თითქოს თავისთვის გაიმეორა ბექამ. _ბრალად რა ედება?_შიშით იკითხა თორნიკემ. _გეგეშიძის მკვლელობა. _რაა???_უარესად გაოცდა ხატია. _თავისი მამინაცვლის მკვლელობა._დააზუსტა ბექამ._ ზუსტად მაგ კაცის გამო დავდგით ეს სპექტაკლი. თორნიკე წაბარბაცდა და რომ არ წაქცეულიყო კედელს მიეყუდა. გიორგიმ შენიშნა და ხელი წააშველა. _ბატონო თორნიკე, ცუდად ხართ?_მხარში ამოუდგა და დივანთან მიიყვანა. მადლიერი თვალებით შეხედა ახალბედა თანამშრომელს თორნიკემ. ხატიამ მაშინვე ცივი წყალი გამოურბენინა სამზარეულოდან. მოსვა და ბექას შეხედა. _მომიყევი ყველაფერი. _ გეგეშიძე წარსულში ჩადენილი ყაჩაღობის გამო თურქეთში გადაიხვეწა. იქ თავისი ბიზნესი გააფართოვა. იარაღით ვაჭრობდა. რამოდენიმე საბარდელოს მფლობელიც იყო. გოგოებს იტაცებდა და იძულებით ამუშავებდა მეძავებად. შავ ბაზარზე ნარკოტიკებითაც ვაჭრობდა. სამი წლის გოგონა და ახალგაზრდა ძიძა ყავდა გატაცებული. მეგის ემუქრებოდა, ამათ მოვკლავ თუ ჩემს ბრძანებებს არ შეასრულებო. ის გოგო წამებით მოკლა კოჯრის ტყეში. მერე მეგის ჩემი მოკვლა დაავალა, თუ არა და ბავშვს მოვკლავო. ამიტომ გავითამაშეთ ჩემი სიკვდილი. გეგეშიძის ცოცხლად დაჭერა გვინდოდა, მაგრამ..._ბექა გაჩუმდა. _ვენაცვალე მეგის, მაგისთანა კაცი საცოცხლებელია?_ მოულოდნელად წამოხტა ხატია და ბიძას მიუჯდა გვერდით._მერე? _მერე მეგიმ დანით გამოჭრა ყელი. ოთახში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, ყველას საკუთარი გულის ცემა ესმოდა. _თავს იცავდა ალბათ და შემოაკვდა._თავისი აზრი გამოთქვა ნოდომ. არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ მეგი გამიზნულად ჩაიდენდა მკვლელობას. თორნიკე უსიტყვოდ შეჰყურებდა ბექას, რომელიც არ ადასტურებდა ნოდოს ვერსიას. ოთახში ისევ სამარისებული სიჩიმე იდგა. მართალია, თორნიკე ეჭვობდა დის საქმიანობაზე, მაგრამ ახლა მწარე რეალობას დაემუნჯებინა. _ბავშვობიდან მოყოლებული მის ტყვეობაშია. ათასი სისულელე ჩაადენინა თურმე... _ახლა რა მოხდება?_შიშით იკითხა ხატიამ. _თუ სხვა საქმეებიც არ ამოტივტივდა და მარტო გეგეშიძის მკვლელობა დაუმტკიცეს, სულ მცირე 15 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან. _თქვენ ვერაფერს უშველით თორნიკე ბიძია?_ახლა თორნიკეს მიუბრუნდა შეშინებული ხატია. თორნიკე გაჩუმებულიყო და გარინდული ერთ ადგილს მისჩერებოდა. _ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამ შეგვიძლია._მორიდებით წამოიწყო გიორგიმ._განთავისუფლება მოვითხოვოთ გირაოს სანაცვლოდ. _არ მგონია, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილონ._თავისთვის ჩაილაპარაკა თორნიკემ. _რატომაც არა? წინასწარი პატიმრობა ხომ სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობას და უდანაშაულობის პრეზუმფციას აკნინებს. იგი წამებითა და არასათანადო მოპყრობით იძულებითი აღიარების ან ჩვენების რისკს ზრდის. ეჭვმიტანილის დაცვის შესაძლებლობასაც ამცირებს. ზედამხედველებისა და ასევე სხვა პატიმრების მხრიდან ზოგადად ძალადობის რისკიც არსებობს. _ყოჩაღ შენ. ხვალვე მოვითხოვოთ გირაოს სანაცვლოდ მისი განთავისუფლება. მართალია ეს ბიჭი._მხარზე მეგობრულად დაარტყა ბექამ ხელი დამორცხვებულ ბიჭს, რომელიც უხერხულად იშმუშნებოდა და ხატიას დაჟინებულ მზერას თვალს ვერ უსწორებდა. _კი, მაგრამ წინასწარი პატიმრობა ლეგიტიმურია, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა. მეგის შემთხვევაში ორი მოწმეა, ბექა და ერთ-ერთი სპეცრაზმმელი._სინანულით ჩაილაპარაკა თორნიკემ._ასევე, მისი მიმალვის ან დანაშაულის ხელმეორე მცდელობის საშიშროებაც თუ არის... _შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტები ჩამოართვან._არ ნებდებოდა მორიდებული გიორგი._შეუძლიათ შინაპატიმრობაც მიუსაჯონ გამოძიების დასრულებამდე... _ბევრი არაფერი მესმის თქვენი ლაპარაკიდან, მაგრამ გენაცვალე შენ, რომ მეგის მხარეს ხარ._წამოხტა ხატია და გიორგის ლოყაზე აკოცა. გიორგი უარესად დაიბნა. სახეზე ალმურმა აჰკრა და მთლიანად გაწითლდა. ესიამოვნა გოგოს ამბორი. ********************** ბელა რომ გამოაღვიძეს ექიმებმა, ხატია მის გვერდით იყო. გაახილა საწყალმა ქალმა თუ არა თვალები, მაშინვე ძმა გაახსენდა. თვალები ცრემლებით აევსო და ამოიგმინა: _ბექა... _გარეთ ილოდება, დავუძახო?_ღიმილით უთხრა ხატიამ და დედას ხელზე ხელი ჩაავლო. ბელამ გაოცებით შეხედა შვილს. _ხო, დე, ბიძია დერეფანში იცდის. ცოცხალია და კარგად არის. ტყუილი იყო ის ინფორმაცია, ტელევიზიით რომ გადმოსცეს. ბელა ისევ გაოცებული თვალებით უყურებდა შვილს და ხმას ვერ იღებდა. ხატიამ ფრთხილად გაუშვა ხელი, დერეფანში გავიდა და ბექას დაუძახა. გაოგნებული შეყურებდა ღია კარს, სადაც მალევე გამოჩნდა საღ-სალამათი მისი ძმა. თვალებს არ უჯერებდა. შეშინებული გაფართოებული თვალებით უმზერდა ძმას, რომელიც ღიმილით მიუახლოვდა მას და ხელზე მოკიდა ხელები. _ბექა??? _ხო..._ღიმილი არ მოუშორებია ბექას სახიდან, დაიხარა და შუბლზე აკოცა. _ცოცხალი ხარ ძმაო?_ ბელა წამოჯდა და ძმა გულში ჩაიკრა._მადლობა ღმერთს, ცუდი სიზმარი იყო ყველაფერი. _მართლა მადლობა ღმერთს._მათი შემხედვარე აცრემლებული ხატია მიუახლოვდა და ორივეს ერთდროულად გადაეხვია. ******************** გირაოს სანაცვლოდ მეგის განთავისუფლება არ მოხერხდა. მისი საქმის გამოძიება ახალბედა გიორგის ხვდა წილად. თავიდანვე გაუჩნდა ტასოს მიმართ ეჭვები, ასე მონდომებით რატომ იცავდა მეგი. დეენემის ტესტი ჩაატარა და პასუხი არ გაჰკვირვებია, დედობის ალბათობა 98,80% იყო. _ტასო მეგის შვილია?_გაუკვირდა ბექას და კიდევ ერთხელ გადაიკითხა დასკვნა. _კი, და ამიტომაც იყო, რომ მის გამო ყველაფერზე მიდიოდა. _რატო მალავდა ამ ამბავს? ნანას შვილიაო ამტკიცებდა... _არ ვიცი, მაგრამ ამას მის სასიკეთოდ გამოვიყენებთ. ბექამ გაოცებით შეხედა. _ოცამდე თვითმხილველი არსებობს და ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ დედაც და შვილიც გატაცებული ყავდა კრიმინალ გეგეშიძეს. ქალი ნაცემი და ხეზე ხელებით დაკიდებული ყავდა. დედა თავისი შვილის დაცვას ნებისმიერი ხერხით ცდილობდა... _კი, მაგრამ სხვისი სიცოცხლის ხელყოფა სასტიკი დანაშაულია, მას გამართლება არა აქვს. _აფექტის შესახებ არაფერი გსმენიათ?_ცოტა გაოცებულმა შეხედა ბექას გიორგიმ._საზოგადოდ აღიარებულია, რომ აფექტის დროს ირღვევა წონასწორობა სუბიექტსა და გარემოს შორის. ადამიანი ობიექტურად ვერ აფასებს შექმნილ მდგომარეობას და რეაგირებს მიზანშეუწონლად და არაადეკვატურად. აფექტს ახასიათებს დიდი ინტენსიობა და მწვავე ხასიათი. აფექტი მთლიანად მოიცავს ადამიანის ცნობიერებას და ეს ცნობიერება საგრძნობლად ვიწროვდება. ცნობიერების შევიწროვებულ ველში კი აღარ შემოდის სხვა შინაარსები. სწორედ ამიტომ ადამიანს აღარ ესმის მისკენ მიმართული რჩევა დარიგებები. ბექა გაოცებული უყურებდა გიორგის. ეს ჩუმი და მორიდებული ბიჭი ნამდვილად არ ეგონა ასეთი გონების და ცოდნის პატრონი. _აფექტის დროს ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად მსჯელობა, მოცემული პირობებისა და საკუთარი ქცევის შეფასება-ანალიზი. ძლიერი აფექტი ადამიანის ქცევის დეზორგანიზებას იწვევს. კარგავს ქცევის შეგნებული რეგულაციის უნარს. ეს მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდება. როგორც წესი, აფექტი მცირე ხანგრძლივობით ხასიათდება. მას "ფეთქებად" ემოციას უწოდებენ. ამ დროს ძლიერი რისხვა იპყრობს ადამიანს და შეიძლება ისეთი რამ ჩაადენინოს, რასაც ის შეგნებულად არასდროს ჩაიდენდა. _მაგას როგორ დავამტკიცებთ, რომ იმ მომენტში მეგი აფექტის მდგომარეობაში იყო? _მსხვერპლის მიერ მაპროვოცირებელი ქმედების განხორციელება არა უშუალოდ დამნაშავის, არამედ მისი ახლო ნათესავის მიმართ. გეგეშიძე კი როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად ძალადობდა ტასოზე. ტასო კი მეგის შვილია. რა თქმა უნდა ითვლება მის ახლო ნათესავად. შვილის წინააღმდეგ მიმართულმა დანაშაულებრივმა ქმედებამ კი ქალში მძაფრი განცდა გამოიწვია და ამიტომ გაუსწორდა დამნაშავეს ასე სასტიკად. _სიმართლე გითხრა, ამდენი არ ვიცოდი._გულწრფელად აღიარა ბექამ და თან მეგობრულად დაარტყა გიორგის მხარზე ხელი. გიორგიმ როგორც ყოველთვის, ახლაც დაიმორცხვა. ცოტა ხანს უხმოდ უყურა ბექას, მერე კი ისევ გაუბედავად წამოიწყო. _უნდა დავამტკიცოთ, რომ მეგი პათოლოგიურ აფექტში იყო. _ეგ რაღაა?_გაუკვირდა ბექას._შენს ფონზე ისეთი უცოდინარი ვჩანვარ, მრცხვენია. _პათოლოგიური აფექტის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მთლიანად ეკარგება უნარი, გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების მნიშვნელობა, გაითვალისწინოს შედეგი, რომელიც მის ნამოქმედარს შეიძლება მოყვეს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირი განიხილება როგორც შეურაცხადი... _შეურაცხადი?_ეჭვით შეხედა ბექამ. _დიახ შეურაცხადი, რომელიც კანონის თანახმად, თავის ნამოქმედარზე პასუხს არ აგებს. _ესე იგი, თუ დავამტკიცეთ მეგის შეურაცხადობა, კანონის თანახმად, გეგეშიძის მკვლელობისთვის პასუხს არ აგებინებენ? სწორად გავიგე? _დიახ ბატონო ბექა. _მერე, ფსიქიატრიულში დააწვენენ?_შიშით შეხედა თანამშრომელს. _დროებით, ფსიქოლოგის კონსულტაციაც წაადგება. წლებია მის ტყვეობაში იყო, ათასი სისაძაგლე და სისულელე ჩაადენინა. შვილის გამო ყველაფერზე მიდიოდა. საქმე ის არის, სხვა მკვლელობები არ ამოტივტივდეს, ან თვითონ არ მოუნდეს ყველაფრის აღიარება. გეგეშიძე დამნაშავე იყო, მის შვილს საფრთხეს უქმნიდა და აფექტში მყოფმა გამოჭრა ყელი. სასამართლო მოსმენა 22 სექტემბერსაა დანიშნული. ადვოკატის მეშვეობით უნდა დავარწმუნოთ, რომ სხვა არაფერი აღიაროს. _რაღაც თავისებური გოგოა, არ ვიცი დავითანხმებთ თუ არა._სინანულით ჩაილაპარაკა ბექამ. _უნდა ვცადოთ. ალბათ ისევ ტასოს გამოყენებით. დავარწმუნოთ, რომ ტასოს დედა გვერდით სჭირდება და არა ციხეში. ******************* ადვოკატთან შესახვედრად გამოსულ მეგის ბექაც რომ იქ დახვდა, გაუკვირდა. ერთხანს უხმოდ უყურა, მერე მშვიდად ჩამოჯდა სკამზე და ხელები მაგიდაზე დააწყო. ისევ ისეთი ცივი და არაფრისმთქმელი გამოხედვა ქონდა. ოდნავ ფერმკრთალს თვალის გარშემო უპეები ჩაშავებოდა. ბექას გული მოუკვდა მის ასეთ მდგომარეობაში ხილვით. _ცოტაც მოითმინე და პირველ მოსმენაზევე თუ არა, მეორეზე მაინც გაგანთავისუფლებენ._ბექამ მეგის ბორკილიან ხელებზე შეხება განიხრახა, მაგრამ მეგიმ სასწრაფოდ გაწია უკან. _მკვლელს გამამართლებენ?_ირონიულად ჩაიღიმა. _გეგეშიძე დამნაშავე იყო და ის დაიმსახურა რაც ეკუთვნოდა. _სხვებმა?_ირონიული ღიმილი არ მოუშორებია მეგის სახიდან. _სხვები შენ არ გეხება, ისინი ლონდამ მოკლა._ჩუმად უთხრა ბექამ. _არ გაბედო მისი ამ საქმეში გარევა._სიბრაზის ნაპერწკალი აუკიაფდა გოგოს თვალებში. _მან თავისი არჩევანი თვითონ გააკეთა. შენ კი ტასოს გამო უნდა მოიქცე ასე. ვიცი, რომ ტასო შენი შვილია... მეგის ისევ გაეყინა მზერა. _არ გკითხავ, რატომ დამალე ეს ამბავი. ალბათ ასე თვლიდი საჭიროდ. ნაძირალა გეგეშიძე ამით სარგებლობდა. ახლა კი, შენი შვილი ბავშვთა სახლშია. ცოტა ხანში ალბათ გააშვილებენ კიდეც. გინდა, რომ შენი შვილი შენს გარეშე იზრდებოდეს? მეგიმ ძლიერად მოხუჭა თვალები და ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. _მის გამო ამდენი მსხვერპლი გაიღე და დაუშვებ იმას, რომ ვიღაც უცხომ იშვილოს და შენგან შორს გაზარდოს? _ჯობია არ იცოდეს, რომ მკვლელი დედამისი ვარ. _პირიქით, უნდა იცოდეს რომ დედამისმა ნაძირალა კაცისგან იხსნა... დედამისი მის თვალში გმირი უნდა იყოს, რომელიც შვილს ნებისმიერ სიტუაციაში დაიცავს. მეგი უხმოდ შეყურებდა ბექას, რომელიც მთელი სერიოზულობით უხსნიდა მდგომარეობას. სადღაც, გულის კუთხეში, ეთანხმებოდა კიდეც, თუმცა არ უნდოდა, რომ ლონდასთვის დაებრალებინა ფსიქოლოგის და ბიზნესმენის მკვლელობა. არც ის უნდოდა, ტასოს მის გარეშე ეცხოვრა. ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო. ისე დაშორდნენ ერთმანეთს, არფერს შეპირებია. თუმცაღა, ტასოს გვერდით ცხოვრება ქვეყანას ერჩია. ბექამ ნაღვლიანი მზერით გააცილა და ეს მზერა მეხსიერებაში ჩარჩა მეგის. ******************** პირველმა მოსმენამ აურზაურისა და აყალმაყალის გარეშე არ ჩაიარა. სასამართლო დარბაზი გადაჭედილი იყო ცნობისმოყვარეებითა და ჟურნალისტებით. ხალხის აზრი ორად გაიყო: ზოგი მეგის ემხრობოდა და ამართლებდა მის დანაშაულს, ზოგიც მისი წინააღმდეგ მიდიოდა. შელაპარაკებაც კი მოხდა მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, რომელთაც უმალ დაატოვებინეს სასამართლო დარბაზი. თვითონ მეგი კი ხმისამოუღებლად იჯდა და გაყინული მზერით მისჩერებოდა სივრცეს. არანაირი გრძნობა, არანაირი განცდა და არანაირი ფიქრიც კი არ უტრიალებდა თავში. იჯდა და მოთმინებით ელოდებოდა განაჩენის გამოტანას. ადვოკატმა მოსამართლეს აუხსნა მეგის მდგომარეობა. გააცნო ტასოს დეენემის პასუხი, მისი გატაცებით და საფრთხეში ჩაგდებით დედამ აფექტის მდგომარეობაში შვილის დასაცავად ჩაიდინა ის დანაშაული. ასევე გამოიყენა მეგის ფლეშმეხსიერების ბარათი, სადაც გეგეშიძის შავბნელი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები იყო შენახული. მოულოდნელად ახალი მოწმე გამოჩნდა და დარბაზი აჩოჩქოლდა. ბექას და თორნიკეს აშკარა მღელვარება დაეტყოთ. ადვოკატიც აღელდა, არავითარი ცნობა არ ქონდა ახალ მოწმეზე. ერთადერთი, ვინც მშვიდად იჯდა, ეს მეგი იყო. მისთვის სულ ერთი იყო ყველაფერი. სულ არ ფიქრობდა მოულოდნელად გამოჩენილ მოწმეზე. ელეგანტურად ჩაცმული დახვეწილი ქალბატონი ამაყი ნაბიჯებით გაემართა მოწმეთათვის განკუთვნილ ტრიბუნისკენ. ფიცი რომ დადო, მხოლოდ მაშინ შეხედა მეგიმ და ოდნავშესამჩნევად შეკრთა. თორნიკემაც გვიან იცნო ყოფილი დედინაცვალი და უარესად აღელდა. _მე, სიდონია გეგეშიძე, მერაბ გეგეშიძის მეუღლე ვარ. ვაღიარებ, რომ მერაბი მოძალადე მეუღლე და მამინაცვალი იყო. სასტიკად გვეპყრობოდა მეც და ჩემს შვილსაც. მეგი მათურელი ჩემი შვილია._ცოტა ხანს გაჩუმდა და მეგისკენ გააპარა ცრემლიანი მზერა._დამნაშავე მე ვარ, მეგი რომ ახლა ამ მდგომარეობაშია. არ ვიცი, რატო ვითმენდი მერაბისგან ამდენ დამცირებას თუ ძალადობას. ჩემი შვილის ფსიქიკა იმ არამზადამ შეარყია._პერანგის ღილები შეიხსნა და ნახევრად შიშველმა ქალმა იარებით დასერილი სხეული დაანახა ყველას._ეს ჩემი დესპოტი ქმრის ნამოქმედარია._თავი ჩაღუნა და აქვითინდა. დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. ხალხის დამშვიდება ვეღარ მოხერხდა და მოსამართლე იძულებული გახდა შემდეგი მოსმენა ოქტომბრის შუარიცხვებისთვის დაენიშნა. ******************** გიორგის, ბექას, თორნიკეს და ადვოკატის ძალისხმევას ფუჭად არ ჩაუვლია, მოსამართლემ შეურაცხადად სცნო მეგი და სასამართლო დარბაზიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესა. ბექა ლამის ყოველდღე სტუმრობდა საყვარელ გოგოს, რომელიც მის ნახვაზე უარს აცხადებდა. მოთმინებით ელოდა, როდის მოუბრუნდებოდა მისკენ გული. ფსიქოლოგის კონსულტაციამაც თავისი ქნა და მეგის ნელ-ნელა დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი და საყვარელი ადამიანების მიმართ ინტერესი. ერთ დღეს კი, როცა მართლა არ ელოდა არავის, ბექა ტასოსთან ერთად ესტუმრა. ბავშვმა დაინახა თუ არა, მაშინვე ღიმილით გაქანდა მისკენ. მეგიმ ცრემლმორეულმა ჩაიმუხლა და გულში ჩაიკრა. დიდხანს კოცნიდა მონატრებულ შვილს. ბექა მოშორებით იდგა და ბედნიერი ღიმილით უყურებდა ორივეს. სამთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, როდესაც ჩათვალეს, რომ მეგი საშიშროებას აღარ წარმოადგენდა, კლინიკიდან გამოწერეს. თორნიკე მეგის ნაჩუქარი მანქანით დახვდა, ოღონდ მძღოლი ბექა იყო. მეგი ღიმილით ჩამოეკიდა ძმას კისერზე. მათ შემხედვარე ბექას ისეთი შეგრძნება ქონდა, თითქოს ძველ დროში დაბრუნებულიყვნენ. _კარგი, გვეყოფა, წავიდეთ სახლში._ერთსა და იმავეს იმეორებდა თორნიკე, თუმცა დას ვერ უშვებდა ხელებს. არ ეთმობოდა. ბოლოს, როგორც იქნა ჩასხდნენ მანქანაში. თორნიკე ამჯერად მეგის გვერდით დაჯდა უკან და ხელი გადახვია. მის მხარზე თვალმინაბული იჯდა მეგი და ოდნავჩაწრული ფანჯრიდან მონაბერი სიო ურჩად უწეწავდა შავ კულულებს. ბექა ბედნიერი ღიმილით უმზერდა სარკიდან. _მამიდა მოვიდა!_ატაცებული ყიჟინით გამოვარდა ლოლიტა თავისი ოთახიდან. მას ალექსანდრე და ტასოც გამოყვნენ. მეგიმ შუა ოთახში ჩაიმუხლა და სამივე ბავშვს ერთდროულად გადაეხვია. ეკა მოშორებით იდგა და ღიმილმორეული უყურებდა მათ. მუცელი კარგად წამოზრდოდა. უფრო დამშვენებულიყო. მეგიმ ბავშვების კოცნით და ჩახუტებით რომ იჯერა გული, მხოლოდ ამის შემდეგ წამოდგა და რძალს მიუახლოვდა. _ბოდიში, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერც სასამართლო სხდომაზე ვიყავი და ვერც კლინიკაში მოგინახულე._დამნაშავესავით ჩაილაპარაკა და მულს გადაეხვია. _რას მებოდიშები, მესმის. მეც არ მინდოდა რომ მოსულიყავი._მეგის ცრემლების შეკავება არ უცდია. გადაეხვია რძალს და კარგა ხანს ასე იყვნენ ჩახუტებულები. _მეც რომ დამითმოთ არ შეიძლება?_გახარებული ხატია ორივეს გადაეხვია. _კარგით ეხლა, ცოტა მოასვენეთ._ხატიას მისამართით თქვა ბექამ. _სულ მოსვენებული არ ვარ ეს ხუთი თვე._გაეცინა მეგის. ეზოდან რაღაც ხმაური შემოესმათ და ეკამ ფანჯრიდან გადაიხედა. აღშფოთებული მეზობლები შეკრებილიყვნენ და რაღაცას ბჭობდნენ. ეკას მოჰკრეს თუ არა თვალი, უფრო აჩოჩქოლდნენ. ერთ ერთმა ხმამაღლაც კი დაუყვირა: _ამ კაცის მკვლელს როგორი დახვედრა მოუწყეს, თითქოს ალალ-მართალი ყოფილიყოს. შიშით გარეთ ვეღარ უნდა გამოვიდეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც არ გამოგვჭრას ყელი? ეს სიტყვები ოთახსი მყოფებმაც გაიგონეს. მეგის გულზე მოხვდა მწარედ. ხატია მაშინვე გავარდა გარეთ და კიბეებზე თავპირისმტვრევით ჩაირბინა. გაავებული მივარდა მეზობლებს. _შიშით მაშინ უნდა გშინებოდათ, ის არაკაცი ცოცხალი რომ ყოფილიყო, როდის გამოგასალმებდათ სიცოცხლეს არ გეცოდინებოდათ. მადლობა მოიხადეთ აქეთ, რომ ის არამზადა ახლა მიწაში დევს! ბექა მაშინვე უკან მიყვა დიშვილს, ხელი მოკიდა და გამოყვანა სცადა, თუმცა ხატიამ მაინც დაიძვრინა თავი და ისევ ბრბოში შეიჭრა. _ერთი თქვენი შვილები გაეტაცებინა და დამუქრებოდა, მერე ვნახავდი როგორ არ გამოჭრიდით იმ ვაჟბატონს ყელს, იქნებ ნაწილ-ნაწილ აგეკუწათ კიდეც! არც კი გრცხვენიათ ისე ადანაშაულებთ ადამიანს, მის მდგომარეობას რომ არ ითვალისწინებთ. თქვენ ხართ ხალხი? ბექამ ხელში აიყვანა უკვე ჭკუიდან გადასული გოგო და ძალით შეიყვანა სადარბაზოში. _კარგი, დაწყნარდი, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება._ლიფტთან დასვა და უბიძგა შესულიყო. _ხო და მეც მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი აზრი._ ისევ გაუსხლტა ხელიდან და ისევ გავარდა გარეთ. _თქვენი შვილების დასაცავად როგორ მოიქცეოდით??? დავიჯერო, იგივეს არ გააკეთებდით??? რატო არ მპასუხობთ??? მეგის მადლობა უნდა მოუხადოთ, რომ თქვენს შვილებს საფრთხე აღარ ემუქრებათ. ამ გოგომ შვილის დასაცავად გააკეთა ის, რაც გააკეთა. ვითომ მოსამართლეზე მეტი გესმით? მან გაამართლა დედა, რომელსაც თვალწინ შვილს უწამებდნენ და თქვენ ვითომ ვინ ხართ ამისთანები, რომ არ გესმით ადამიანის? ბექამ ამჯერად მხარზე ტომარასავით გადაიგდო აფართხალებული დიშვილი და კიბეებზე შეუსვენებლივ აარბენინა. _რას გაგიჟდი?_მკაცრად დატუქსა ოთახში შეყვანისთანავე._რას ასდევ მაგათ, არ იცი რომ ყველა ვერ იქნება მეგის მხარეზე. ზოგი გააქილიკებს, ზოგი ხოტბას შეასხავს. არ უნდა გეწყინდოს და უნდა შეგეძლოს ცხოვრებას გაუსწორო თვალი. _გამაცოფა მაგათმა აზროვნებამ. ნებისმიერის შვილი რომ გაეტაცებინა გეგეშიძეს ან ნებისმიერ სხვა არამზადას, დავიჯერო გულხელდაკრეფილები დაელოდებოდნენ თავისით როდის მოგვარდებოდა ყველაფერი?_არ ცხრებოდა ხატია. _მე არ მწყინს, დაწყნარდი. შეგუებული ვარ იმას, რომ ასიდან ორმოცდაათს თუ მოვეწონები, ორმოცდაათს არ მოვეწონები. ყველას თავისი აზრი გააჩნია და ვერავის მოედავები. ძალიან მეწყინება, თუ კიდევ ასეთ სკანდალს მოაწყობ._მეგიმ ხელი მოხვია გოგოს და ჩაეხუტა. _შენი ხათრით შევეცდები აღარ განმეორდეს ასეთი სიტუაცია._ხატიაც მიეხუტა მეგის და ასე იდგნენ კარგა ხანს. მოულოდნელად ეკას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ყველას გადაავიწყდა მეზობლების "მიტინგი". ბავშვები ხატიას და ეკას დედას ჩააბარეს და დანარჩენები მშობიარეს გაყვნენ ჩაჩავას კლინიკაში. ეკას მშობიარობა გაუჭირდა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. _მამა რომელია?_იკითხა ბლოკიდან გამოსულმა სანიტარმა. თორნიკე მღელვარედ წამოდგა. _ჯანმრთელი გოგონა შეგეძინათ. დედაც და შვილიც კარგად გრძნობენ თავს. გახარებულმა თორნიკემ ორმოცდაათლარიანი დააძრო და მახარობელს ჯიბეში ჩაუდო. მახარობელმა ნაძალადევად დაიმორცხვა, არ იყო საჭიროვო, თუმცა ძალიან ესიამოვნა საჩუქარი. ეკას ნახვა მოგვიანებით შეძლეს. შავთმიანი თვალებბრიალა გოგონა დედის გვერდით მშვიდად იწვა. ბექამ შეხედა თუ არა, გაეღიმა: _მამიდას გავს. მეგიმაც შენიშნა მსგავსება. გული საამოდ აუძგერდა. საკუთარი შვილი არ გავდა ასე, როგორც ნახევარძმის შვილი. _რა გადაწყვიტეთ, სახელს რას არქმევთ?_დაინტერესდა ბექა. თორნიკემ ეკას შეხედა იმის დასადასტურებლად, რომ შენ გააჩინე და სახელიც შენ დაარქვიო. _ელენეს დავარქმევ, თორნიკეს დედის სახელს. თორნიკე წამიერად დაიბნა, არ მოელოდა ასეთ ამბავს და მერე კმაყოფილი მიუახლოვდა ცოლს. _მადლობა ძვირფასო._დაიხარა და აკოცა. _ნახვის საათები ამოიწურა._პალატაში შემოსვლისთანავე მკაცრად გააფრთხილა ექთანმა ყველანი._წაბრძანდით ახლა სახლში და ხვალ ინახულეთ. მნახველებმა მაშინვე მიიღეს გაფრთხილება და პალატა უსიტყვოდ დატოვეს. ბექამ თორნიკეს რაღაც წასჩურჩულა. იმანაც, არ არის პრობლემაო და თავისი მანქანისკენ გაეშურა. _შენ ჩემთან წამოდი._თავისი მწვანე თვალები შეანათა ბექამ გაოცებულ მეგის, რომელიც ძმას მიყვებოდა უკან და მან კი არ დაუცადა. _სად მივდივართ?_უინტერესოდ იკითხა და მანქანაში ჩაჯდა. _მენდე, არ ინანებ. ქალაქში თოვას იწყებდა. პირველი ფიფქები ნიავს ფარფატით მოქონდა დასავლეთის მხრიდან და საქარე მინას ახეთქებდა ულმობლად. მანქანებით გადაჭედილ ქალაქში მოძტაობა ჭირდა. ბექა ცოტა დაძაბული მართავდა საჭეს. ბოლოს, როგორც იქნა, ქალაქგარეთ გავიდა და მანქანების ნაკადმაც საგრძნობლად იკლო. მეგის გზა ეცნო, თუმცა არაფერი უთქვამს. მონდომებით უსმენდა სიმღერას, რომელსაც მომღერალი მთელი გრძნობით მღეროდა: "დღეები მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან"... და უკვე ბინდშერეულ გარემოს უაზროდ გაჰყურებდა. ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ბექამ თავისი დის ჭიშკართან შეაჩერა მანქანა. _ძალიან უნდა შენი ნახვა და არ მაპატიებს რომ არ ვანახო შენი თავი. ცოტახანს დავრჩეთ, მერე კი წავიდეთ, კარგი?_ღიმილით უთხრა ბექამ._მანქანას არ შევიტან ეზოში, რომ მალე დავაღწიოთ თავი. მეგი უსიტყვოდ გადავიდა მანქანიდან და ნაცნობ ეზოში მშვიდად შეაბიჯა. ნოდარი ეზოში ტრიალებდა და მეგის დანახვაზე მაშინვე მისკენ გამოემართა სიხარულით. _ეს ვინ გვესტუმრა?!_ხელი ძლიერად ჩამოართვა გოგოს და ლოყაზე აკოცა. ხმაურზე ბელაც გამოვიდა. _უი, როგორ გამახარე._გადაეხვია და გულიანად გადაკოცნა._შემოდი სახლში, რა გარეთ დააყენე შენც._წყენით მიუბრუნდა მეუღლეს. ბექაც შემოვიდა ეზოში და ყველანი ღუმელით გამთბარ ოთახში შევიდნენ. ლაპარაკს ისე შეყვნენ, ვერც კი გაიგეს დრო როგორ გაეპარათ. _დარჩით და დილით წადით._თავისი აზრი გამოთქვა ნოდომ. _ხატიას დავურეკავ. ბავშვები თუ არ აბრაზებენ დავრჩებით._თქვა მეგიმ და ოთახიდან გავიდა. მოულოდნელობისაგან ბექა დაიბნა, არ ეგონა მეგი ასე ადვილად თუ დარჩებოდა და გაუხარდა. გოგო მალევე შემობრუნდა ღიმილით, _ყველაფერი რიგზეა, ვრჩებით. ბელა ოთახების მოამზადებას შეუდგა მაშინვე. მეგიმ დახმარება შესთავაზა, მაგრამ ქალმა სასტიკად იუარა. მთელი ღამე ძილი არ მიჰკარებია მეგის. დიდხანს იწრიალა საწოლში. თეთრეულს იის სურნელი ასდიოდა და სიამოვნებდა. მას შემდეგ, რაც გეგეშიძის ამბები მოხდა, ბექასთან შეხვედრას გაურბოდა. ახლა კი, იმის გაფიქრება, რომ გვერდით ოთახში ეძინა, სულს უფორიაქებდა. ბევრი ყოყმანის შემდეგ ადგა და ფრთხილად გავიდა ნახევრად განათებულ დერეფანში. ბექას ოთახის კარი ფრთხილად შეაღო. ბექას არ ეძინა. ღია კარში მეგის სილუეტს რომ მოჰკრა თვალი, შეკრთა. ხმისამოუღებლად დაელოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები. გოგო მიუახლოვდა, კარგა ხანს უყურა და შემდეგ გატრიალდა. ბექა მაშინვე წამოჯდა, ხელზე მოკიდა ხელი, მოქაჩა და საწოლზე ჩამოისვა. _როგორ მომენატრე, შენ ხომ ვერც წარმოიდგენ. მეგი უხმოდ შეყურებდა საყვარელ მამაკაცს და სიბნელის მიუხედავად მაინც გრძნობდა მის დაჟინებულ მზერას. ბექამ თავისი ათრთოლებული ტუჩებით მისი ტუჩები მოძებნა ღამის სიბნელეში და გოგოს სუნთქვა შეუგუბა. მეგი არ შეწინააღმდეგებია. კოცნას კოცნითვე უპასუხა. ბექაც ნელ-ნელა გადაიწია და გადაწვა. გოგო მკერდზე დაიწვინა. _მიყვარხარ... უშენოდ ვერ გავძლებ... მინდა, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იღვიძებდე... შენი ცოლად შერთვა არ გადამიფიქრებია... გპირდები, ბედნიერ ქალად გაქცევ..._თან კოცნიდა და თან ეჩურჩულებოდა ბექა. _ჩემი ცოლად შერთვა რა აუცილებელია?_შეეწინააღმდეგა მეგი. _აუცილებელია, იმიტომ რომ მიყვარხარ. _კაცის მკვლელი და შვილიანი რომ ვარ?_გოგომ ადგომა დააპირა, მაგრამ ვაჟმა მჭიდროდ მოხვია ხელები. _არ გაგიშვებ. შენ ჩემი ხარ... _ხალხი რას იტყვის, ჩემნაირ ქალს რომ მოიყვან ცოლად? _ვინც რა უნდა ის თქვას, მე არავის ვეკითხები აზრს. _შენი ნათესავები რას იტყვიან? _არ მაინტერისებს. მე შენთან ერთად მინდა ცხოვრება. ძალიან გთხოვ, უარი არ მითხრა... უშენოდ გამიჭირდება._გულწრფელი იყო ბექა._შენც ხომ კარგად ხარ ჩემს გვერდით? მეგი ხმას არ იღებდა. მართლა მოსწონდა ბექა, უფრო მეტიც_ უყვარდა კიდეც, მაგრამ არ უნდოდა, მის გამო ნათესავებს და ახლო მეგობრებს დაშორებოდა. ყველა არ იქნებოდა ბექას არჩევნით კმაყოფილი... _ხატიას ძალიან უყვარხარ. ბელაც არ არის წინააღმდეგი შენი რძლობით. ნოდოსაც მოსწონხარ. დანარჩენი კი ვინ რას იტყვის, ბოდიში და . _არ მინდა ჩემს გამო ცხოვრება გაირთულო. _უშენოდ ცხოვრებაა ჩემთვის რთული._ბექამ ისევ მოხვია გოგოს ხელები და საწოლში ჩაიწვინა._უი, როგორ გაყინულხარ. _არ მკითხავ, ტასო ვისგან მყავს?_მოულოდნელად კითხა მეგიმ და პასუხის მოლოდინში დაიძაბა. _არა._დაუფიქრებლად უპასუხა ბექამ. უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე._ეგ შენი საიდუმლოა და არ დაგაძალებ რამის თქმას. _17 წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა... ჩემი მამინაცვალი მისით მემუქრებოდა. ბევრი სისულელე ჩამადენინა, მერე მაინც მოკლა... ბექას ხმა არ ამოუღია. _მთელი ექვსი თვე ვუმალავდი ყველას ჩემი ორსულობას. ნანასთან და მის ქმართან ვიმალებოდი. შვიდთვიანი დაიბადა ტასო. არავის ეგონა თუ გადარჩებოდა. ჩემი ნებით ვთქვი მასზე უარი, ნანას მივაშვილე. ასე მის დასაცავად მოვიქეცი, არ მინდოდა იმ არამზადას რამე დაეშავებინა მისთვისაც._მეგი გაჩუმდა და თვალზე მომდგარი ცრემლების შეკავებას შეეცადა._ბევრჯერ მოგატყუე, მაგრამ ამჯერად სიმართლეს ვამბობ. _მჯერა._ბექამ თავქვეშ ამოუდო ხელი. მეგიც მიეხუტა ვაჟს და ასე ჩახუტებულებს კარგა ხნის მერე ჩაეძინათ ტკბილად. დილით მადიანად თოვდა. ისეთი თვალისმომჭრელი სითეთრე სუფევდა, მეგი მოჯადოებულივით შეყურებდა მთა-გორებს. მერე ეზოში შავ ბედაურს მოჰკრა თვალი, რომელიც ნოდოს გამოეყვანა თავლიდან. თითქოს ცხენმაც იცნო მაშინდელი მხედარი, მეგის რომ შეხედა შეიხვიხვინა. აღტაცებული მეგი ცხენთან სწრაფად მივიდა და მოეფერა. _ეტყობა გიცნო._გაეღიმა ნოდოს._დაჯდები, უნაგირი დავადგა? მეგიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ნოდომაც მაშინვე გადაჰკიდა უნაგირი, ლაგამი ამოსდო და აღვირი გოგოს მიაწოდა. მეგიმ არ დააყოვნა, უზანგში ფეხი გაყო და მოხდენილად გადაევლო ცხენს. ეზოში გაატარ-გამოატარა. მერე ბაღჩაში შევიდა და იქ ატარა მოხდენილი ჩორთით. ბექა მონუსხულივით შეყურებდა საყვარელ ქალს, რომელიც კარგა ხანია ასე ბედნიერი აღარ ენახა. თუმცა მალევე ჩამოხტა მეგი ცხენიდან, ცხენი ძელზე გამოაბა და: _წავიდეთ, თორემ ტასო თუ აუტირდა ხატიას, ვეღარ გააჩუმებს._ღიმილით უთხრა ბექას. ბელამ სოფლის ძღვენის გარეშე არ გამოუშვა სტუმრები. ******************** კახეთში სტუმრობიდან სამი დღის გასვლის შემდეგ ბელა, ხატია, ნოდარი და ბექა თორნიკეს ესტუმრნენ. მოკითხვების მერე ბელა პირდაპირ საქმეზე გადავიდა. _დაიტანჯა ეს ბიჭი შენი დის სიყვარულით._თორნიკეს ბექაზე ანიშნა ღიმილით._ აქ იმიტომ მოვედით, რომ ოფიციალურად გთხოვოთ მისი ხელი. თუ შენც თანახმა იქნები, დავლოცოთ ეს ახალგაზრდები თავიაანთი კერის შესაქმნელად. მეგი ასე ოფიციალურობას არ მოელოდა და დააბნია ბელას პირდაპირობამ. ბექას გახედა, რომელიც მორცხვად იჯდა და მოუთმენლად ელოდა თორნიკეს პასუხს. _მე რა მეთქმის?_ღიმილით გაიოცა თორნიკემ._აგერ ჩემი და და თვითონ ამას კითხეთ. ბექა წამოდგა, მეგის მორცხვად მიუახლოვდა, რომელიც ზღურბლთან იდგა და ხმას ვერ იღებდა. ჯიბიგან წითელი კოლოფი ამოიღო, თავი ახადა, სადაც ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი იდო, ჩაიმუხლა და მღელვარედ უთხრა: _მე არ მაინტერესებს რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში ჩემამდე. იმისთვის არ გამოვჩენილვარ შენს ცხოვრებაში, რომ რამე გისაყვედურო ან დაგადანაშაულო რამეში. მე ასეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ. მინდა მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით მყავდე... გამომყვები ცოლად? დაბნეულმა და მასზე არანაკლებ დამორცხვებულმა მეგიმ ერთხანს ჩუმად უყურა ვაჟს, მერე წამოაყენა და თანხმობის ნიშნად უხმოდ დაუქნია თავი ღიმილით. ბექამ მაშინვე თითზე წამოაცვა ბეჭედი ბედნიერების ცრემლებით თვალებდანამულ გოგოს და ნაზად აკოცა. ისე შეუქანდა მეგის გული, თითქოს პირველად კოცნიდა ბექა. იქ მყოფთაგან ტაშით დააჯილდოვეს შეყვარებულები. თორნიკე ბედნიერი ღიმილით უყურებდა დას. ბელაც ბედნიერი იყო ძმის ბედნიერებით. ხატია გადაეხვია მეგის და კარგა ხანი კოცნა. _ცოტა კი გამიჭირდება ბიცოლას დაძახება, მაგრამ გპირდები შევეჩვევი._წასჩურჩულა ყურში. მეგის გულიანად გაეცინა. _ახლა ქორწილის დღეც დავთქვათ. ბარემ._ხმა ამოიღო ნოდომ. _ქორწილი?_გაუკვირდა მეგის და ბექას შეხედა. _ქორწილის გარეშე შეიძლება?_მეგის გაკვირვება გაუკვირდა ბელას. _მსოფლიოში ულამაზესი პატარძალი იქნები._თან ეხუტებოდა და თან ეჩურჩულებოდა ხატია. _რა საჭიროა ქვეყანა ავალაპარაკოთ?_გაუბედავად იკითხა მეგიმ. _ქვეყანა მაინც ლაპარაკობს. რაც გინდა გააკეთო, მაინც ილაპარაკებენ. რისთვის უნდა თქვა უარი შენს ბედნიერებაზე?_ხატია უფრო მიეხუტა მომავალ ბიცოლას. _მე დასამალი არაფერი მაქვს._ამაყად თქვა ბექამ._რაც უნდათ ის თქვან, არავის ვუსმენ. ******************** ქორწილი მარტის დასაწყისში გადაიხადეს. მეგი მართლაც რომ ძალიან ლამაზი პატარძალი იყო. კაბა მოკრძალებული და არაჩვეულებრივი ეცვა. გრძელი შლეიფი ლამაზად მისთრევდა ძირს. სკანდალური ქალის ქორწილი ჟურნალისტებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. თითქმის ყველა არხი მის ქორწილს აშუქებდა. ზოგი კაცის მკვლელად და შეურაცხადად მოიხსენიებდა ისევ. უმრავლესობა კი მის თვალისმომჭრელ სილამაზეზე საუბრობდა. ბექამ სამების ტაძრის კიბეზე ხელში აყვანა მეგი და ტაძრის შესასვლელამდე ისე მიიყვანა, ძირს არ დაუსვია და არ შეუსვენია. თან, ისეთი სიყვარულით უმზერდა დამორცხვებულ და ბედნიერ პატარძალს, შეუმჩნეველი არავის დარჩენია. ჟურნალისტები ყველანაირად ცდილობდნენ მიახლოვებას, რომ მათთვისაც დაესვათ უხერხული კითხვები, მაგრამ დაცვის ბიჭები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ყველაფერმა ისე მშვიდობიანად და კარგად ჩაიარა, თორნიკე და ნოდოც კი რომ ვერ ინატრებდნენ. მესამე დღეს ახლადდაქორწინებულები სამოგზაუროდ ეგვიპტეში გაემგზავრნენ. პატარა ტასო კი ეკამ ჩაიბარა. ******************** მეგის არ გასჭირვებია ახალი ცხოვრებით ცხოვრება, როგორც თვითონ შიშობდა. უზომოდ ბედნიერი დიდი სიყვარულით ზრუნავდა მეუღლეზე. რეცხავდა, ალაგებდა, საოჯახო საქმიანობა სიხარულის განცდას უღვიძებდა. ეკას მონდომებულ მცდელობასაც უკვალოდ არ ჩაუვლია, მშვენიერი მზარეული დადგა ერთ დროს კაცისმკვლელი ქალი. მთელ დღეს ტასოსთან ყოფნამ და მასზე ზრუნვამ ბავშვზეც იმოქმედა და ერთ მშვენიერ დღეს დედა დაუძახა მეგის. ისე ეამა ეს ერთი სიტყვა, კარგა ხანს გულში ყავდა ბავშვი ჩაკრული და კოცნიდა. დედობის განცდამ ერთხელ კიდე აუფორიაქა გული, როცა გაიგო, რომ ბექასგან ორსულად იყო. მოგვიანებით ისიც გაარკვიეს, რომ ბიჭს ელოდებოდა და ბექაც უზომოდ გახარებული გვარის გამგრძელებლის მოლოდინში საყვარელ ქალს ცივ ნიავს არ აკარებდა. ამბობენ, ადამიანი არ იცვლებაო, მაგრამ ტყუილია... მთავარია სურვილი, მონდომება, რწმენა და დიდი სიყვარული. წარსულში ჩადენილი ცოდვებისთვის ადამიანის გაკიცხვაც რთულია. არავინ იცის იმ ადამიანმა რამდენი რამ გადაიტანა იმ დანაშაულის ჩადენამდე, ვინ ან რამ აიძულა და უბიძგა ამ დანაშაულის ჩადენა. უმიზეზოდ არაფერი ხდება და ამ მიზეზის ჯეროვნად შეფასებაა საჭირო. დასასრული |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.