შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა - 14


15-03-2021, 01:45
ავტორი ემილიანე
ნანახია 2 418

კაბინეტში სიჩუმე და უდიდესი დაძაბულობა იდგა. არ მინდოდა ჩემი საყვარელი ადამიანის მშობელი ასეთ ვითარებაში მენახა პირველად. დაზაფრული მივჩერებოდი ხან ირაკლის, ხან მამამისს.
- გამარჯობა. - თქვა მჭექარე ხმით. ირაკლისაც საკმაოდ ბოხი ხმა ჰქონდა, მაგრამ მამამისს ვერ შეედრებოდა.
- მამა - დაიწყო ირაკლიმ საუბარი - პირველ რიგში, ემილიანე მინდა წარგიდგინო. ჩემი ახალი თანაშემწე. - ეს კაცი, მამაჩემია, ვასო ვიბლიანი.
- გამარჯობა - ვუთხარი მე. ზრდილობიანად თავი დამიქნია და მთელი ყურადღება მისვენებულ თომა ნაკაშიძეზე გადაიტანა.
- ირაკლი, რა ხდება ? - მკაცრი მზერა მიაპყრო შვილს. მიხვდა, ვინც იქნებოდა მისი „შემლამაზებელი“.
- ღირსი იყო, მამა. - ირაკლის მეტი სიტყვა არ უთქვამს. ვასომ თავი დააქნია და ახლა თომას ჰკითხა.
- რა დააშავე ?
- არ მინდა ამ თემაზე საუბარი. - ამოილუღლუღა ნაკაშიძემ.
- ესე იგი, გისწავლია ჭკუა და ჩემმა მუშტმა მოგიყვანა გონს. ისე არ დაიწყე ჭორაობა და ენის მიტანა, როგორც ბავშვობაში. - ირონიული ღიმილით დაადგა თავზე ირაკლი უსუსურ ნაკაშიძეს. თომამ ხმა ვერ ამოიღო. მეორედ გაიღო კარი და საშუალო სიმაღლის, მელოტი კაცი შემოვიდა.
- შვილო, რა მოგივიდა ? - გააფთრებული ეცა თომას. - ეს ვინ გაგიკეთა?
- მე - ამაყად გამოაცხადა ირაკლიმ. კაცმა ჯერ ალეწილი სახით გამოხედა, მაგრამ რამდენიმე წამში მზერა შეცვალა და მშვიდად ჰკითხა.
- ირაკლი, რა მოხდა ასეთი ?
- არ მინდოდა თქვენს ყურამდე მოსულიყო, მაგრამ ახლა სხვა გზას არ მიტოვებს. უბრალოდ იცოდეთ ნაკაშიძეებო, რომ ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ. სოსო, პატივს ვცემ შენი და მამაჩემის მეგობრობას, მაგრამ შენი შვილი უკვე ყელში მყავს და არ მინდა უარესი დავმართო. უბრალოდ, მე თავი დამანებეთ და გზაზე ნუ გადამეყრებით.
- ირაკლი, შვილო. ასე რატომ ლაპარაკობ ? ხომ იცი, შვილივით მიყვარხარ.
- რახან შენი შვილი ახლა ასეთ მდგომარეობაში წევს, ესე იგი, მაქვს მიზეზი და ძალიან გთხოვ მეტად ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ.
- მე გიცნობ და ვიცი როგორიც ხარ. არ ვამართლებ თომას. უბრალოდ, შენი ასეთი განრისხების მიზეზი მაინტერესებს.
- პირადი და ჩემი საყვარელი ადამიანის შეურაცხყოფა. საკმარისია ? პროფესიონალიზმი მხოლოდ იმას არ გულისხმობს, რომ შენი საქმე აკეთო. არსებობს კულტურა, რომელიც მინიმუმ თანამშრომლების მიმართ უნდა გამოიჩინო. და როგორი მეგობარიც ყოფილა დღეს საბოლოოდ დაამტკიცა. მკვლელს ნუ გამხდით, ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ. აიყვანე ეხლა ეგ შენი შვილი და თვალსაწიერიდან მომშორდით. - ასეთი ირაკლის შემეშინდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ახლობლები იყვნენ მისი ოჯახისთვის, ასე ელაპარაკა. სოსოს რაღას ერჩოდა? ვერაფერი გავიგე. თომა მამამისმა გიორგის დახმარებით წამოაყენა. გასვლისას უმცროსმა ნაკაშიძემ ირაკლის მიმართა.
- იმედია, ოდესმე მაპატიებ. - ირაკლი ფანჯრისკენ იყო შებრუნებული ზურგით, არც შემოტრიალებულა და არც ხმა ამოუღია. კაბინეტში მხოლოდ ჩვენ სამნი დავრჩით.
- ირაკლი, ფიქრობ რომ ჩემი და სოსოს ურთიერთობაც უნდა გაწყდეს ?
- ჩემი აზრი ყოველთვის იცოდი მაგ ხალხთან დაკავშირებით, მამა. არასდროს მომწონდნენ ისინი. სოსო არაა კარგ საქმეებში. მაგრამ შენი ბავშვობის მეგობარია და ვიცი გიყვარს. როგორც შენ გინდა ისე მოიქეცი. უბრალოდ, არ გეწყინოს ის ფაქტი რომ მე დიდი პატივისცემით ვერ მოვექცევი.
- მესმის. - თავი დაუქნია. - მე წავალ. თუ მოგინდება, ამ თემაზე სხვა დროს კიდევ ვილაპარაკოთ. - მე თავი დამიქნია და კაბინეტი დატოვა. გაოცებული ვიყავი ამ მამა-შვილის ურთიერთობით. რამხელა ნდობა და პატივისცემა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ.
- სად გინდა რომ წავიდეთ ? - მომიტრიალდა ირაკლი.
- ბინაში.
- მეც ეგრე ვფიქრობდი - ოფისიდან გავედით. ჩუმად ვმგზავრობდით. სახლში რომ მივედით, დივანში ჩავესვენე. ისეთი დაღლილი ვიყავი ემოციურად, არაფრის თავი არ მქონდა. ირაკლი წამოწვა და თავი ჩემს კალთაში ჩარგო. დაჟინებით მიყურებდა.
- არაფერს მეტყვი ?
- რისი თქმაც მინდოდა უკვე გითხარი. თავს უნდა მოერიო ირაკლი. მეც ძალიან გავბრაზდი იქ და გულიც მომეფხანა რომ დაარტყი, მაგრამ შენ გამეტებით სცემე. შემეშინდა კიდეც შენი.
- ვაღიარებ, ხანდახან კონტროლი მიჭირს. შენ ადრე უნდა გენახე - ჩაიცინა.
- მგონი ავდგე ახლავე და გაგექცე ჯობია - მეც გამეცინა. წამოფრინდა და მთელი სხეულით მიმიკრო.
- ეგ ხუმრობითაც კი არ თქვა. შენს დაკარგვას ვერ გადავიტან.
- გგონია დაგტოვებ ? - ყელში ვაკოცე. ისევ ჟრუანტელმა დაუარა.
- არასდროს მიმატოვო.
- შენ ისე ჩაიბეჭდე ჩემს გულში ირაკლი, საკაცეთი რომ სცემო მაინც მეყვარები. - გაეღიმა.
- მამაშენი ძალიან მომეწონა. კარგი კაცია. თავისებური ადამიანი რომაა ეტყობა.
- ბევრად უკეთესია, ვიდრე რასაც აჩენს. ეს წლები ყოველთვის ვგრძნობდი მის მფარველობას, მაგრამ შორიდან. ბევრჯერ მინდოდა მამასთან მივსულიყავი როცა მტკიოდა, მეტირებოდა, პრობლემა მქონდა თუ ა.შ. თუმცა ამ სიახლოვის ინიციატივას მამა არასდროს იჩენდა. თუმცა, ყოველთვის ყოველი ჩემი გადადგმული ნაბიჯი იცოდა. რამეს რომ მივაღწევდი არასდროს შემაქებდა, მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედავდა ხოლმე ყველაფრად მიღირდა. ვცდილობ რომ გავუგო. მივეჩვიე ასე ცხოვრებას. თუმცა, მე სხვანაირი მიდგომა მჭირდებოდა. მე დედაც დავკარგე და ფაქტობრივად მამაც. ახლა იმის მეასედი აღარაა, რაც აქამდე იყო. ვეჭვობ რომ წიგნი აქვს დაწერილი. ვკითხე კიდეც, მაგრამ იუარა. რომ დავუჩოქო არ წამაკითხებს.
- ძალიან ღრმა ადამიანია. საოცრად ჰგავხარ. გარეგნულადაც და ხასიათითაც. ბევრი საინტერესო დეტალის აღმოჩენა შეიძლება შენში.
- ხასიათით ამიამი ჰგავს. რეალური ხასიათი რაც აქვს, ერთნაირები არიან. დედას გარდაცვალების შემდეგ ჩამოყალიბებული ხასიათი, კი ჩემია.
- შენ არ ხარ ძალიან მკაცრი და დაბღვერილი. ან აღარ. - ჩემს ნათქვამზე მე თვითონ გამეცინა.
- აღარ. შენს გვერდით როგორ უნდა ვიყო ეგეთი, ჩემო პატარა - ბავშვივით ჩამიკოცნა ლოყები. - ჰე, ადექი. თორემ ასე მგონია ფსიქოლოგის კაბინეტში ვარ. რამე გავაკეთოთ, მშია. ენერგია მაქვს დახარჯული დღეს, თან ფრანგულზე ვარ წასასვლელი. მშიერს გამიშვებ ? - საწყლად შემომხედა.
-შენ ნორმალური ხარ ადამიანო ? რა დროს ფრანგულია, გადაგლეჯილი გაქვს ხელები.
- მიზეზი მომაფიქრებინე ჩემს საყვარელ მასწავლებელ-სიდედრს რა ვუთხრა.
- ირაკლი, ნუ მაიმუნობ !
- რა იყო ? რა ვთქვი არასწორი ? ნუთუ არ აპირებ ჩემს ცოლობას ? - ეჭვის თვალით გამომხედა.
- ჯერ არავის ცოლობას არ ვაპირებ.
- არავის ? რატომ არ დააკონკრეტე რომ შენს ცოლობასო. - გაიბუსა.
- კარგი რა, ნუ ბავშვობ ახლა. - გამეცინა, მაგრამ წარბი არაფრით არ გამიხსნა,
- კარგი, გასაგებია. აღარ მშია. - გაბუტული ჩაჯდა სავარძელში და პულტი მოიმარჯვა. ტელევიზორს უგონოდ მიაჩერდა. აქ მივხვდი, რომ მაგარ შარში ვიყავი.
- ირაკლი, გეყოს. მოდი ეხლა და გავაკეთოთ რამე. - ხმა არ გამცა.
- კარგი, ნუ მოხვალ. მე გავაკეთებ, ოღონდ მითხარი რა. - არც მეორე მცდელობამ გაჭრა. სხვა გზა აღარ მქონდა. ახლოს მივედი და ლოყაზე ვაკოცე.
- ვუყურებ, მეფარები - მითხრა უხეშად. პულტი წავართვი და გამოვრთე. კალთაში ჩავუჯექი და მივეხუტე. ასე თუ „მივეგლასუნებოდი“ თორემ არ მირიგდებოდა, მგონი.
- გგონია, რომ შენ გარდა ვინმეს შეყვარებას შევძლებ ? - თვალებში ჩავხედე. ოდნავ მოლბა, სულ ოდნავ.
- ვერ შეძლებ ? - თითქოს დაუტკბა ხმა.
- ვერა. გთხოვ, ასე ნუღარ გაიბუტები და ნუ ხარ ეჭვიანი.
- გიყვარვარ ? - მკითხა კრავის თვალებით. სიცილი ამიტყდა. პატარა ბავშვს ჰგავდა, დედის მოთაფვლას რომ ცდილობს, სასურველი ტკბილეული რომ უყიდოს.
- არა - ვუთხარი სიცილით. - კი არ მიყვარხარ, პირდაპირ ვგიჟდები შენზე. საკმარისია ?
- ნუ მითვლი გოგო თბილ სიტყვებს. იქნებ წამოგაცდენინო რამე - მითხრა გაბუსულმა.
- აი რა მეშველება შენს ხელში მთელი ცხოვრება - ვთქვი და ყელში ვაკოცე.
- დაბოლოება ამჯერად მომეწონა. ასე ჯობია - თქვა განაბული ხმით. - ემმილიანე, რამდენჯერ გითხრა ნუ აკეთებ ასე. ფიქრებს ნუ მირევ.
- აბა მაგ ფიქრებში რომ დაგტოვო, ამდენი ხანი გაბუსული ირაკლის ატანა არ შემიძლია.
- ეჰ, როგორ ვერ გეწინააღმდეგები. ასე მალე ვერც ერთი ქალი ვერ მიბრუნებს გულს.
- ბატონო ? ახლა შენი ქალების გახსენებაღა მაკლდა. ახლა არ მინდა რომ ეს დაძაბულობა კიდევ გავაგრძელო, მაგრამ ვიმახსოვრებ - თან საჩვენებელი თითით ვემუქრებოდი. - ამისთვის სამაგიეროდ მიიღებ. - თან ბალიშს დავავლე ხელი და თავში ვესროლე. სიცილით ჩაბჟირდა.
- ღმერთო, რა ეჭვიანია ! უნდა გაგხარებოდა მე ყველაზე მაღლა ვდგავარო.
- სადაც მე ვარ, იქ სხვებთან შესადარებელიც კი არაფერია. - ვუთხარი თავმომწონედ და სამზარეულოში გავედი.
- ჩემი ნარცისი - ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა. პიცა მოგვინდა და გამოძახებას გაკეთება ვამჯობინეთ. ნერვები დამაგლიჯა ისე სიმეტრიულად და მთელი სიზუსტით ჭრიდა ფიგურებს. 7 საათი მოუნდა. დანა გამოვგლიჯე და სწრაფად დავჭერი.
- რატომ არ ვარ ახლა შენი უფროსი, სამსახურიდან გაშვებით დაგემუქრებოდი ასე უწესრიგოდ დაჭრისთვის - თან იცინოდა.
- სამსახურიდან კი, მაგრამ აი აქედან როგორ გამიშვებ ერთი ? - ვუთხარი და თან დანის წვერი გულზე მივადე.
- შიგნიდან ხომ დაჭერი ჩემი გული და ახლა გარედანაც დააზიანე ბარემ. გაწიე ეგ დანა.
- ირაკლი, ვგიჟდები შენს რომანტიკულობაზე. - თან სიცილით ვიგუდებოდი. ბუზღუნ-ბუზღუნით გავაკეთეთ, მაგრამ შედეგი საოცარი იყო. ძალიან გემრიელი გამოვიდა.
- ჩემ გვერდით ვიბლიანო მიეჩვევი გემრიელი საჭმელების ჭამას. ის უგემური სალათები უნდა დაგავიწყებინო.
- არა, უნდა დავიწყო ისევ სწორი კვება, თორემ გეყოლება მერე მახინჯი შეყვარებული.
- მე არაფერს ვუწუნებ ჩემს შეყვარებულს.
- რამდენჯერ დაგპირდი მე შენ, ჩემი ბავშვობის ფოტოები უნდა განახო-თქო. მოიცა, მგონი ნაწილი ამ ბინაშიც მაქვს, დავძებნი. - თავის ოთახში გავიდა და მთელი კარადა გადმოატრიალა. იმდენნაირი პერანგი, ჰალსტუხი, ფეხსაცმელი და სხვა აქსესუარები ეწყო თვალები მეტკინა. ბოლოს, როგორც იქნა მიაგნო. ისე გაუხარდა, გეგონებოდა თამარ მეფის საფლავს მიაგნოო.
- ვიპოვე - წამოიძახა მხიარულად.
- აბა, დავიწყოთ - დივანზე მოვკალათდით, თან პლედი გადავიფარეთ. მოსაღამოვდა და ცოტა აცივდა.
- პირობა დადე, რომ ძალიანაც არ დამცინებ.
- კარგი რა. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ასეთი მახინჯი ბავშვი იყავი როგორსაც ამბობ. გადაშალა და პირველივე ფოტოზე ნერწყვი გადამცდა, ისეთი სიცილი ავტეხე. დიდი, მოგოზილი ბავშვი იყო. უდიდესი ღიპით და ლოყებით, თვალები ლამის აღარ უჩანდა. შავი თმა თითქმის გადაპარსული ჰქონდა და ეს ყურებიც იმხელა უჩანდა, შოკში ვიყავი.
- ირაკლი, ეს შენ არ ხარ - ძლივს ვთქვი სიცილისგან.
- აი, ხომ ვთქვი დამცინებ-თქო. რომ არ მიჯერებდი. - ერთ ფოტოს კიდევ ბევრი მოჰყვა. ცრემლებს ვიწმენდდი სიცილისგან. ეს იყო რომ ძალიან მსუქანი იყო, თორემ ლამაზ ნაკვთებს რა შეუცვლიდა. „კაი საახალწლო გოჭივით ხარ“, „გეტყობა რომ მშობლები კარგად გივლიდნენ“, „დასაკლავად გასუქებდნენ თუ რა არის ეს?“ და მსგავსი ფრაზებით კარგად ვითამაშე ვიბლიანის ნერვებზე.
- კარგი რა. აღარ გაჩვენებ მეტს. ცუდო - შემომხედა დაბღვერით, თან თვითონაც ეცინებოდა ჩემს ხუმრობებზე.
- არა, ჩვილობაში საყვარელი ხარ, მერე ამობრუნდი ტომარასავით - ისევ სიცილი ამიტყდა, ძლივს დამშვიდებულზე. - არა, ისე ლიზასი გამკვირვებია ცოტა ხანს მაინც რომ იყო შენი შეყვარებული.
- ჰო მაშინ რომ დამეკლო წონაში ახლა ჩემი ცოლი იქნებოდა. - არ დამაკლო თვითონაც.
- დადუმდი ახლა - სახე დავასერიოზულე.
- ოჰ, იკადრეთ გაჩუმება ?
- დღეიდან ყურშა რომ დაგიძახო გეწყინება ?
- რას ერჩი ჩემს ყურებს ?
- ახლა არაფერს, მაგრამ ეს ფოტოები სხვას ამბობს. ისე მითხარი რა გაუკეთე. პლასტიკური გაიკეთე, თუ რატომ აღარ გაქვს დიდი ყურები ?
- მე რავიცი, აღარ გაიზარდა ალბათ.
- არა, მორჩა. აწი მე ვიზრუნებ შენს კვებაზე. ასე რომ გასუქდე კიდე რაღა ვქნა მერე. - წამოდგა და მაისური გადაიძრო. ვაღიარებ, კი ამირია ფიქრები უცებ. ისეთი უზადო სხეული ჰქონდა, ვის არ აუბნევდა გონებას. ირაკლი წელს ზემოთ შიშველი კაბინეტშიც მყავდა ნანახი, მაგრამ მაშინ თვალი ავარიდე და ვერ დავაკვირდი. ახლა კი იდიოტივით მივაჩერდი.
- სანამ არ წავალთ, ასე ვივლი. კარგად მიყურე და შენი სიტყვები უკან წაიღე, ქალბატონო.
- რამდენი წელი ვარჯიშობდი ამ შედეგის მისაღებად ? - ვეცადე საუბრით გამანეიტრალებინა ჩემი არეული სახე.
- წელიწადი დაახლოებით. გიჟივით ვვარჯიშობდი. 16 წლიდან ამხელა აღარ ვიყავი, ნელ-ნელა დიეტით დავიკელი. 18 წლიდან კი უკვე ასეთი სხეული მაქვს და ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. შენ გამაფუჭე თორემ ცომეული საუკუნეა არ მიმიღია მგონი.
- არაუშავს, კუბიკების გარეშეც მეყვარები. არ მინდა ისე უინტერესოდ იცხოვრო, რომ გემრიელად ვერ ჭამდე.
- მხოლოდ სხეულის გამო არა. ჯანმრთელობის გამო არ ვჭამ არაჯანსაღ საკვებს.
- მოიცა რა, ერთხელ ვცხოვრობთ.
- შენ კაი მოქეიფე გოგო მყავხარ და შენ როგორ ინარჩუნებ სხეულის ფორმებს ?
- გენეტიკა. დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ. ვერ უყურებ როგორი აშოლტილი დედა მყავს ?
- ჩემი საყვარელი ნესტან მასწავლებელი, მართლაც ლამაზი ქალია.
- რა შეგაყვარა დედაჩემმა ასე თავი, უკვე ეგრე რომ მოიხსენიებ ? თან არა ერთხელ.
- უსაყვარლესი ქალია. ძალიან თბილი და განათლებული. ერთ საათში კი უნდა ვიყოთ უკვე შენთან. არ მინდა დავაგვიანოთ.
- კარგი, მივალაგოთ აქაურობა და წავიდეთ. თან ჩაიცვი, გაცივდები. - მაისური ვესროლე. ისევ უკან დააბრუნა.
- გითხარი მე შენ, სანამ წავალთ ასე ვიქნები. კარგად რომ ინანო შენი დღევანდელი სიტყვები.
- ვნანობ უკვე, რომ დაგცინე. გეყოს, ჩაიცვი ეხლა. მე ჩაგაცვა ?
- არა-მეთქი.
- ჯიუტი ! - სამზარეულოში გავედი და ყველაფრის მილაგება დავიწყე. ირაკლი ოთახში შევიდა და გადმოყრილი კარადის დალაგებას შეუდგა. გაბადრული სახით ვმოძრაობდი. უზომოდ ბედნიერი ვიყავი ირაკლის გვერდით. თითქოს თავიდან დავიბადე. ჩემ გვერდით რომ მეგულებოდა, ყველაზე დაცულად და მშვიდად ვგრძნობდი თავს. მე უფრო მალე მოვრჩი საქმეს და შევაკითხე. რაღაცას კითხულობდა ჩამუხლული. ზურგიდან მივეპარე და ხელები შიშველ სხეულზე შემოვხვიე. მეც დავიწყე კითხვა.
„ დედა გილოცავ 8 მარტს. შენ ყველაზე ლამაზი ქალი ხარ. მიყვარხარ. გპირდები საუკეთესო ბიჭი ვიქნები და ვეცდები სულ გაგახარო. “
ქვევით ყვავილები და გულები ჰქონდა მიხატული. თვალები ცრემლებით ამევსო. რამდენიმე ჩამომიგორდა კიდეც და პირდაპირ ირაკლის დაეცა. მიხვდა რომ ვტიროდი. ეგრევე გაუშვა ხელი წერილს და ჩამეხუტა.
- კარგი რა. არ იტირო გთხოვ.
- გული ამიჩუყდა. შენ მართლა საუკეთესო შვილი ხარ. დედას გაუმართლე დანაპირები. - ირაკლის გაეღიმა. ტკივილით სავსე თვალები ჰქონდა, მაგრამ მაინც იღიმოდა.
- მართლა ასე ფიქრობ ?
- მაგას კითხვა უნდა ? - ლოყაზე ვაკოცე და გავუღიმე.
- ძალიან გამიხარდა ამ წერილის ნახვა. წლებია აღარ მინახავს. ამ დღეს მამამ წამიყვანა და ვარდები მაყიდინა. წერილთან ერთად მივართვი დედას. წითელი ვარდები ძალიან უყვარდა. ყვავილებისთვის მგონი არც შეუხედავს, წერილზე სიხარულისგან იტირა. ახალი ნასწავლი მქონდა ამ დროს წერა, ნაწერსაც ეტყობა - კიდევ ერთხელ დახედა ირაკლიმ და გაეცინა.
- ჩემი თბილი ბიჭი - გულზე მივეხუტე და ხელები მძლავრად შემოვხვიე.
- ემილიანე, ბოდიში მინდა მოგიხადო.
- რისთვის ? - გაოცებული სახით ავხედე.
- დღეს მამაჩემისთვის რომ არ მითქვამს ვინ იყავი ჩემთვის. როგორც თანამშრომელი ისე გავაცანი შენი თავი. არ მინდოდა ასეთ სიტუაციაში გაგეცნოთ ერთმანეთი, ამიტომ დღეს თავი შევიკავე.
- არა, არ მწყენია. მეც ეგრე მირჩევნია, სხვა დროს იყოს. ვერც მივხვდი ბოდიშს რატომ მიხდიდი.
- ძალიან მიხარია, რომ ჩემი გესმის. - თავი ამაწევინა, ხელები ყელში შემიცურა და მთელი გრძნობით მაკოცა. ასე მეგონა სანთელივით ვიწვოდი. საოცრებას მმართებდა ირაკლის კოცნა და შეხება. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩემ გვერდით იყო, დიდი ენერგიით და მუხტით მავსებდა.
- აქ სამუდამოდ დავრჩებოდი, მაგრამ პასუხისმგებლობები გვიხმობს - მითხრა ირაკლიმ.
- წავიდეთ. იმედია ახლა მაინც ჩაიცვამ.
- კი. ამარჩევინე ამ პერანგებიდან რომელი ჩავიცვა.
- რაც გეცვა ის რომ ჩაიცვა ისევ, არა ?
- არა ! სოლიდურად უნდა მივიდე.
- ვაიმე, ძალიან იპრანჭები ფრანგულის მასწავლებლისთვის.
- სასიდედროს ვეპრანჭები მე, მასწავლებელს კი არა. - სიცილი ამივარდა. მისი კარადა გადავქექე და მწვანე პერანგი ავარჩიე.
- ეს მომწონს. შენს თვალებს მოუხდება ძალიან.
- კარგი ამას ჩავიცმევ. - მოემზადა და გავედით. მანქანაში რომ ჩავჯექით დააცემინა და სიხარულისგან ცას ვეწიე.
- ვაიმე, ნეტავ შენ გაცივდებოდე, რას ვიცინებ. რომ არ დამიჯერებ მეტი მოგივა.
- ეგეთი სუსტი იმუნიტეტიც არ მაქვს. არ გაგახარებ. - გზაში გავაჩერებინე აფთიაქთან და ლეიკოპლასტირი ვიყიდე. არ მინდოდა დედაჩემთან ასე ასულიყო და ხელებზე გადავაკარი. მტევნის მოსახრელში კანი გადატყაული ჰქონდა. რაღაცას მაინც დაფარავდა. თვითონ მაღაზიაში შევიდა და შოკოლადები იყიდა. რვეულებიც მოაყოლა.
- ესენი რად გინდოდა ?
- ნესტან მასწავლებელთან ხელცარიელი არ ავალ.
- შენი ჯენტლმენობა მაოცებს - ლოყაზე ხელი მოვუთათუნე - შენ ამდენი შოკოლადი თუ ამოიტანე ყოველ ამოსვლაზე მე გავსუქდები.
- მე ყველანაირი მეყვარები, დაწყნარდი.
- რვეულებით ხელში ძალიან სასაცილო ხარ. დედაჩემი რომ დაგტუქსავს, რატომ არ იმეცადინეო მაგაზე ალბათ სიცილით მოვკვდები.
- აბა გეგონოს. უსწავლელი არასდროს მივალ.
- სად გცალია გენაცვალე ? ხან მუშაობ, ხან მუშტი-კრივი გაქვს, უნივერსიტეტი, ოფისი. ძნელია.
- მე ყველაფერს ვასწრებ - გაიბღინძა ამაყად. სახლში ერთად ავედით. დედას ვუთხარი ოფისიდან წამომიყვანა-თქო. ეჭვი არ გამომიწვევია. სამეცადინოდ ოთახში გავიდნენ. კარი კი მიკეტილი იყო, მაგრამ როგორც ცოდვილობდა შიგნით ვიბლიანი მესმოდა. საკმაოდ რთულია ფრანგული ბგერების წარმოთქმა. თან ამან პირდაპირ ლაპარაკის სწავლა მინდაო, ამიტომ შრომაც მეტი მოუწევდა. მარის მივწერე.
„ გამოდი სასწრაფოდ. სიურპრიზი მაქვს“- ანუ ესემესის გაგზავნა არ მაცადა. ზუსტად 1 წუთში უკვე ხმა მომესმა.
- რა სიურპრიზი გოგო ? - თან აქეთ-იქით ყურება დაიწყო.
- ნუ დღლოფინებ - თითით ვანიშნე ხმას დაუწიეთქო. - აბა გამოიცანი ვინ არის აქ ? - თან ხმა მოესმა.
- ირაკლიიიი ? - სიხარულისგან ლამის ხტუნვა დაიწყო. უფლება რომ მიმეცა კარსაც მიაყურადებდა.
- გოგო, დაეგდე აქ და წყნარად იყავი. დალიე ეს ყავა. - ძალით დავსვი სამზარეულოს სკამზე. ცალი ყური თან მეც იქეთ მქონდა. გასუსულები ვისმენდით მათ დიალოგს.
- ვაიმე, რა ბოხი ხმა აქვს. უკვე მომწონხარ სიძე.
- გაჩუმდი, იქაც შედის ჩვენი ხმა. მოყევი, ლუკა რას შვება ?
- ლუკაა - უცებ გადაავიწყდა ირაკლი, მზერით სადღაც გაიხედა და საყვარლად გაიღიმა. - ძალიან მიყვარს.
- ოჰოო, აღიარებას ვისმენ.
- უკვე კურსელებიც გვატყობენ და ყველა იმას გვეუბნება, რახან თქვენ აღირსეთო.
- აჰა, ანუ ყველა ხვდებოდა მაგას თქვენს გარდა, რაჭველებო.
- სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო ხომ გაგიგია ?
- დღეს ნაკაშიძე ისევ სცემა ირაკლიმ - ლამის შეიკივლა, სახეზე ხელი ავაფარე.
- მაგან კიდევ როგორ გაბედა მოსვლა ? რა ჯანდაბა უნდა ?
- ირაკლის მამაც გავიცანი. - ამდენი შოკი ინფორმაცია ერთად არ უნდა მიმეყარა, ჩემს ოთახში გავედით თორემ ამის ემოციები ვატყობ ირაკლისთან თავს მომჭრიდა. ყველაფერი წვრილად განვიხილეთ.
- ვგიჟდები ამ ბიჭზე, დაილოცოს ამის მარჯვენა. - ამაყობდა მარი.
- დაილოცოს კი არა მთელი დღეა ლექციას ვუკითხავ როგორ უნდა იყოს უფრო მეტად მშვიდი.
- ღირსი იყო და მიიღო, ძალიანაც კარგი. 2 კვირა ფეხზე რომ ვერ დადგება მოვა გონს.
- გოგო შენ ირაკლისკენ ხარ ? თუ ჩემსკენ. ისეთი ბრაზიანი ყოფილა, მგონი ჯობია დავშორდე - ვიცინოდი.
- კაცი ბრგე უნდა იყოს, მგელი. აბა დედალი რა ჯანდაბად გინდა ?
- ცემა-ტყეპის გარეშეც შესაძლებელია ეგ.
- ნაკაშიძისნაირ შეუგნებელთან აშკარად არა.
- გავიდეთ უკვე. გამოუშვებს ირაკლის მალე. ხომ გინდა ახლოდან ნახვა ?
- კი აბა აქ შენს სანახავად კი არ მოვსულვარ გენაცვალე. სიძე მაინტერესებს. - სამზარეულოში დავსხედით. გასუსულები ველოდით როდის გამოვიდოდა ირაკლი. როგორც იქნა გამოაღწიეს. მარის მიესალმა, ამანაც ყურებამდე გაუღიმა. თან თვალებს ვუქაჩავდი, დედაჩემმა არაფერი შეგატყოს-თქო.
- გამარჯობა ბატონო ირაკლი, მსმენია თქვენზე.
- ალბათ ძალიან მკაცრი უფროსი და ლექტორი მყავსო, არა ? - გაუღიმა.
- ვერ წარმომიდგენიხართ მკაცრი, ირაკლი. - საუბარში დედაჩემი ჩაერთო.
- ცოტათი ვარ - გამოტყდა.
- ვერ ვიტყოდი რომ ცოტათი - ჩავილაპარაკე მე. დედაჩემმა თვალები დამიბრიალა, სიცილი ძლივს შევიკავე. ახლა მას ჰგონია, რომ მე ამის გამო საყვედური მომხვდება.
- ჩაიზე გეპატიჟებით - განმუხტა დედამ სიტუაცია.
- არ შეგაწუხებთ, ქალბატონო ნესტან.
- რას ამბობთ, ძალიან გამიხარდება.
- ემილიანე თუ წინააღმდეგი არ იქნება, მაშინ დავრჩები. - ნიშნისმოგებით გადმომხედა. მარი სიხარულისგან ცას ეწია, უკეთესად შევათვალიერებო. მეც ოღონდ ირაკლისთვის მეცქირა, უარს როგორ ვიტყოდი. უბრალოდ, ეს მსახიობობა მძაბავდა.
- რას ამბობთ, ბატონო ირაკლი. ჩემთვის დიდი პატივი იქნება - საკუთარ ფამილიარობაზე, მე თვითონ ვიხრჩობოდი გულში სიცილით. მისაღებში გავაწყვეთ მაგიდა. დედას თავისი საოცარი რეცეპტით ნამცხვარიც გამოეცხო.
- ბატონო ირაკლი, ჩაი უშაქროდ ხომ ? ოფისში ყავას სვამთ და არ ვიცი თქვენი გემოვნება.
- დიახ, უშაქროდ. - ისეთი ოფიციალური დიალოგი გვქონდა, უკვე მისი გაგდება მინდოდა. ვერ ვეგუებოდი ასეთ ირაკლის, ჩემი ირაკლი მინდოდა. სასიამოვნოდ ვსაუბრობდით. ძირითადად დედაჩემი და ირაკლი ლაპარაკობდნენ. დედაჩემმა დეტალურად გამოკითხა როგორ მიაღწია ამდენს და ა.შ. შიგადაშიგ ხუმრობდნენ კიდეც. ეს ორი აშკარად კარგად უგებდა ერთმანეთს.
- ძალიან გემრიელი ხელი გქონიათ ქალბატონო ნესტან. მე ნამცხვრები არ მიყვარს, მაგრამ ეს ძალიან მომეწონა.
- მიხარია თუ მოგეწონათ.
- ემილიანეს რეცეპტი გაუზიარეთ და ოფისში გავაკეთებინებ. დიდი სიამოვნებით მივირთმევ ხოლმე. - ისეთი თვალებით გადავხედე, მზერით ვეუბნებოდი ნეტა მაცემინა შენი თავი-თქო.
- დედა, მგონი ეგ ნამცხვარი არ უნდა გამოგეტანა - ვითომ იუმორით და სიცილით ვთქვი.
- უფროსის წინ მაინც ნუ ამბობ მაგას - თვალების ქაჩვით მიცინოდა დედა. უკვე ვხვდებოდი, რომ ირაკლის წასვლის მერე კარგი დღე არ მელოდა.
- ზოგადად არც ერთი ჩემი დამხმარისთვის არ მითხოვია დესერტის გაკეთება, არც ვიღებ ხოლმე ტკბილს, მაგრამ თქვენი შვილი ისეთ რამეებს უკვეთავს ოფისში, სწორ კვებას მარღვევინებს. თუ ხვალ ძალიან ბევრი საქმე არ გვექნება, ჩემი თხოვნა იქნება გამიკეთო.
- ისე თავაზიანად მთხოვთ, აუცილებლად - ნაგლად გავუღიმე. კონდიტერადაც მაქცია ახლა. სულაც არ მეხალისებოდა მიქსერის ჯოხებით სირბილი.
- დიდი მადლობა. - სიცილს ძლივს ვიკავებდი. უცებ სადარბაზოში ყვირილი გაისმა.
„ მიშველეთ “ - ხმა მაშინვე ვიცანით, ჩვენი მეზობლის, ნიას ხმა იყო. ეგრევე გარეთ გავვარდით. ჩვენი სართულის მეზობელი იყო, კარი ღია ჰქონდა და ნახევრად გაშავებული დათუჩა ეჭირა ხელში. ბავშვი რომ დავინახე ლამის ჩავიკეცე. არ ვიცი, რა როგორ და რანაირად მოხდა ასე წამებში. ის მახსოვს, რომ ბავშვს ირაკლი ეცა და ფეხებით დაკიდა, ზურგში ხელი მძლავრად ჩაარტყა და უცებ პატარამ ტირილი დაიწყო. ნელ-ნელა ფერიც დაუბრუნდა.
- ისუნთქე, ნუ გეშინია - ბავშვს აწყნარებდა ირაკლი. გულზე მიიკრა და დაამშვიდა. დათუჩამ მალევე ტირილი შეწყვიტა. გაშეშებულები ვუყურებდით. ნია გაფითრებული იყო. ხმას ვერ იღებდა. შიშისგან თითქოს 10 წლით დაბერდა, საშინლად გამოიყურებოდა. ბავშვი რომ საბოლოოდ დაწყნარდა, დედა მოუნდა და ხელებით მისკენ წაიწია.
- ჩემო პატარავ, როგორ შემაშინე, დედიკო - ხმით ტიროდა ნია. დათუჩა ისეთი უცოდველი თვალებით უყურებდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. - ჩხირებს ჭამდა, უცებ გადასცდა, ვეღარ სუნთქავდა. ვერაფერი ვუშველე. - ტიროდა ნია. დედაჩემი მივიდა და მოეხვია.
- დაწყნარდი, ნია. მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა და ბავშვი კარგადაა.
- თქვენ რომ არ ყოფილიყავით, არ ვიცი რა უნდა მექნა. არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. - გახედა ირაკლის. მეც ვიცი ამ დროს ბავშვს რაც უნდა გაუკეთო, მაგრამ შიშისგან ადგილზე გავიყინეთ ყველა. ირაკლის სწრაფი რეაგირება რომ არა, არ ვიცი რა მოხდებოდა.
- რას ამბობთ, სამადლობელი არაფერია.
- ღმერთად გამომიჩნდით აქ. მთელი ცხოვრება თქვენთვის ვილოცებ. - ირაკლიმ გაუღიმა. ბავშვს მიეფერა. დათუჩამ წყრომით გახედა.
- ცუდი ძია - ყველას გაგვეცინა ბავშვის ნათქვამზე, ნიასაც კი.
- რომ დაარტყით გაბრაზდა. დე, ამ ძიამ გადაგარჩინა. - თავი გააქნია და დედას ჩაეხუტა. მოსმენა არ უნდოდა.
- მოდი ჩემთან ვაჟკაცო - ირაკლიმ მაინც მიიხუტა. მანქანის გასაღებით გაართო. ბოლოს დედამისთან აღარ მიდიოდა.
- შიგნით შემოდით, გთხოვთ. - შეგვიპატიჟა ნიამ. არ გვინდოდა შეწუხება, მაგრამ დათუჩა ვეღარ ელეოდა ირაკლის და მარტო ხომ არ შევუშვებდი, ამიტომ ყველა შევედით. თითქოს თვითონაც 3 წლის გახდა. პატარამ ყველა მისი სათამაშო აჩვენა. ავტომატებით დასდევდნენ ერთმანეთს. ჩუმად ვიდეოებს ვუღებდი. ამასობაში ნიას მეუღლეც მოვიდა. ამდენი ადამიანი რომ დაგვინახა გონს ვერ მოვიდა რა ხდებოდა. ნიამ ყველაფერი მოუყვა რაც მოხდა. ბავშვთან ჩაიმუხლა და გულში ჩაიკრა. ამხელა კაცი ხმით ატირდა, მოყოლილზეც კი. ირაკლის ხელი ჩამოართვა.
- დღეიდან თქვენ ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლო ადამიანი ხართ. შვილი გადამირჩინეთ. დათუჩას უახლოს 2-3 დღეში მოვნათლავ და ძალიან დიდ პატივს დამდებთ, თუ მისი ნათლია გახდებით.
- პირიქით, ძალიან გამახარებთ. დიდი სიამოვნებით. - კარგა ხანს ვიყავით იქ. ირაკლიმ და ბექამ დიდხანს ილაპარაკეს. მთელი საღამო დათუჩა ნათლიას აღარ შორდებოდა. ირაკლის ვუყურებდი და უზომოდ ამაყი ვიყავი. ასეთი ადამიანი ჩემი იყო. ვხედავდი რა საოცრად ეპყრობოდა ბავშვს, როგორ უცებ გამონახა საერთო ენა სასოწარკვეთილ მამასთან. ბევრი ვილაპარაკეთ. მეც ჩავერთე საუბარში, გაიგეს ჩემი უფროსი რომ იყო. ნომრები გაცვალეს და ბექამ უახლოეს მომავალში დაგიკავშირდებითო. პატარა გამოგვეტირა კიდეც, არ უნდოდა ჩვენი გაშვება.
ირაკლის ყველა თავისი ნივთი ჩემთან ჰქონდა. აქეთ გამოვედით, სანამ წავიდოდა.
- ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა. საოცარი ადამიანი ხართ - უთხრა დამშვიდობებისას დედაჩემმა.
- კარგით რა. ნუ გამაწითლებთ - დაიმორცხვა ირაკლიმ. - ნახვამდის. -დაემშვიდობა მარის და დედას.
- კარგად. ზეგ გელოდებით. - უთხრა დედამ. მარიმაც თავი დაუკრა და გაუღიმა.
- გავაცილებ ბატონ ირაკლის და დავბრუნდები - ვუთხარი დედას. თავი დამიქნია. კიბეებზე უხმოდ ჩავედით. მანქანა იქვე, სადარბაზოსთან ჰყავდა გაჩერებული.
- უზომოდ ბედნიერი ვარ, შენ რომ მყავხარ - ვუთხარი და თვალებში ჩავხედე.
- მიხარია შენგან ამ სიტყვების მოსმენა. - თვალისმომჭრელად გამიღიმა.
- ახლა ძალიან მინდა ჩაგეხუტო, მაგრამ ჩემს კორპუსში უკვე ბევრი გიცნობს. არ გამოვა. - ორივეს გაგვეცინა.
- ხვალ რომ გნახავ, მაშინ დამიმტკიცე როგორც გიყვარვარ.
- მგონი თვალებშიც მეტყობა ეგ.
- ვიცი, ვგრძნობ ჩემო პატარა. ცივა, ადი სახლში. ხვალ გნახავ. ჩათვალე რომ გეხუტები ახლა - გამეცინა. სანამ მანქანა თვალს არ მოეფარა, მანამდე ვუყურებდი. იმის გააზრება, რომ ჩემთვის განგებამ ასეთი ადამიანი გაიმეტა, ბედნიერებით მავსებდა. ყველა სიკეთისთვის ღმერთმა ირაკლით გადამიხადა. მის გვერდით თავს ყველაზე მშვიდად, დაცულად და რაც მთავარია შეყვარებულად ვგრძნობდი...



№1  offline წევრი OKI ME

აუუ, როგორ გამახარეე heart_eyes heart_eyes წავედი წავიკითხო heart_eyes heart_eyes

უჰ, კარგი ბიჭია ირაკლი heart_eyes heart_eyes ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე heart_eyes heart_eyes ისე, ნეტა როდემდე გააგრძელებენ ნესტანისთვის დამალვას? stuck_out_tongue_closed_eyes yum stuck_out_tongue

ნაკაშიძემ მიიღო საკადრისი მაგრამ ბოლოს კი შემეცოდა ისე გქონდა აღწერილი smile laughing laughing

მოკლედ, იმედი მაქვს ახალი თავის დადებას უახლოეს მომავალში შეძლებ. მოუთმენლად ველოდები heart_eyes heart_eyes heart_eyes დღეს ძალიან გამახარა ახალი თავის დანახვამ. heart_eyes heart_eyes რომ არ მოველოდი და უცებ ვხედავ "ბედისწერა - 14", თვალებს ვერ ვუჯერებდი laughing laughing წარმატებები. heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი ემილიანე

Megioki
აუუ, როგორ გამახარეე heart_eyes heart_eyes წავედი წავიკითხო heart_eyes heart_eyes

უჰ, კარგი ბიჭია ირაკლი heart_eyes heart_eyes ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე heart_eyes heart_eyes ისე, ნეტა როდემდე გააგრძელებენ ნესტანისთვის დამალვას? stuck_out_tongue_closed_eyes yum stuck_out_tongue

ნაკაშიძემ მიიღო საკადრისი მაგრამ ბოლოს კი შემეცოდა ისე გქონდა აღწერილი smile laughing laughing

მოკლედ, იმედი მაქვს ახალი თავის დადებას უახლოეს მომავალში შეძლებ. მოუთმენლად ველოდები heart_eyes heart_eyes heart_eyes დღეს ძალიან გამახარა ახალი თავის დანახვამ. heart_eyes heart_eyes რომ არ მოველოდი და უცებ ვხედავ "ბედისწერა - 14", თვალებს ვერ ვუჯერებდი laughing laughing წარმატებები. heart_eyes heart_eyes

დიდი მადლობა საყვარელო. მიხარია, რომ გაგახარე ❤️
ვეცდები მალე დავდო

 


№3 სტუმარი ანუ

ძალიან აგვიანებ, დამავიწყდა ლამის ყველაფერი

 


№4  offline წევრი Marikagogolqdze

ძლივს. მადლობა რომ დადეთ
თუ ასე გვიან დადებთ ხოლმე მკითხველი დაგაკლდებათ:(

 


№5  offline წევრი მ.თ

თვალებს არ ვუჯერებდი ბედისწერა რომ წავიკითხე.მიყვარს,არა ვგიჟდები ვიბლიანზე????????????.მადლობა,საოცრად წერთ.ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ხოლმე????????

რატომღაც ჩემი სმაილუკები კითხვის ნიშნებად გადაიქცა

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარია მომეწონა საინტერესო სასიამოვნო წასაკითხი ვიხალისე კიდეც გამიხარდა რომ დავინახე ბედისწერა 14 რომ იდო მადლობა

 


№7 სტუმარი ინა

საოცრება იყო ❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი stumari

შემდეგი თავი როდის დაიდება?

 


№9  offline წევრი Marikagogolqdze

ოთარ აგრძელებთ?

 


№10  offline წევრი Marikagogolqdze

რატო აღარ აგრძელებთ??¿????????

 


№11  offline წევრი Mariam Khutsishvili

როდის დადებთ ან საერთოდ თუ დადებთ იქნებ გვითხრათ?

 


№12  offline წევრი Mariam Khutsishvili

ემილიანე აღარ აგრძელებთ?

 


№13  offline წევრი Marikagogolqdze

აღარ აგრძელებთ?

 


№14  offline წევრი Marikagogolqdze

რატო აღარ ამთავრებთ???¿

 


№15 სტუმარი სტუმარი მარიკა

ამ გოგოს რამე დაემართა??¿?

 


№16 სტუმარი სტუმარი ნენე

აღარ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent