90's. 90 - იანელი (8)
**** " მალოისთან " მნახველების ნაკადი არ წყდებოდა , ყავის ჭიქით ხელში ყველა დერეფანი დავტკეპნე. ახსნას არ ვეძებდი საკუთარ თავში, არ მაინტერესებდა რატომ განვიცდიდი... იქნებ უბრალოდ ადამიანურად.... რამოდენიმეჯერ პალატას ჩავუარე , იმის იმედად რომ მარტო დატოვებდნენ, როდესაც დავრწმუნდი რომ არავინ წასვლას არ აპირებდა , ოთახში კედელს მივეყუდე და უძილო თვალებით დაჟინებული მზერა გავუგზავნე.... არ გამოპარვია .... ორი კვირის შემდეგ როგორც იქნა გამოწერეს, არ გამომდიოდა , ძალიან უძლური იყო ,ჩემი ნერვების მოშლის ასატანად. **** მოსაღამოვდა , სამსახურიდან გამოვედი, ბევრი არ მიფიქრია , პირდაპირ გიორგისთან წავედი, მთელი გზა ვნერვიულობდი... მასთან შესახვედრად.... ნელი ნაბიჯებით შევედი , გავჩერდი მისაღებში ... ყველა ნერვიულად ეწეოდნენ, რამოდენიმეს მეუღლე სამზარეულოში შეკუჭულიყო და ფუსფუსებდნენ.... ფანჯარასთან იდგა "მალოი " , რაფაზე ცალი ხელით დაყრდნობილი , თავი ოდნავ ასწია , მაისურის გარეშე იდგა .... სრულიად სხვანაირი ჩანდა, ან მე ვეღარ ვხედავდი ისეთს როგორსაც ადრე , არ ვიცი ,რამდენად ადრე... გულის ფრიალით , დავაკვდი თვალებით მის სხეულს , - დაჭრილიც კი ისეთი.... ისეთი მიმზიდველია.... გონს მოვეგე, იქამდე სანამ შესამჩნევი გახდებოდა ჩემი დაშტერება.... "მალოის" არ გამორჩენია... სამზარეულოში , გოგოები გაფაციცებით კეცავდნენ ხელსახოცებს, ყველას მივესალმე... - ქეთი ეს ჩემი დეიდაშვილია სალომე . - მომახარა დათოს ცოლმა. - სასიამოვნოა ... - სწრაფად გადავკოცნე. ვერც მის ნევრებზე თამაში ვერ მოვასწარი , ხანდახან თუ გავხედავდით ერთმანეთს... სალომეს ცანცარიც არ გამომპარვია.... არა კი არ ვეჭვიანობ... არ ვარ საერთოდ ეჭვიანი, ან რა მაქვს საეჭვიანო... თუმცა არა ! ნერვებს მიშლის ეს გოგო ! ათასჯერ აუარა - ჩაუარა! რაღაცნაირად უყურებს.... რა მემართება?! რატომ ვეჭვიანობ! თავში ქვა უხლიათ ორივეს..... სწრაფად გამოვეცალე იქაურობას .... ***** რამოდენიმე გამოტოვებული ზარის შემდეგ , ბოლო შეტყობინებამ საფიქრალში ჩამაგდო : " პასუხის გაცემის ვადა გეწურება " -ჯანდაბა ! რას გულისხმობს! ზარს დაველოდე , ისე ვუპასუხე თითქოს მისი ზარი ყველაზე უმნიშვნელოა , იმდენჯერ დარეკა "GALA FARAWAY " - ის რომელიც ზარზე მქონდა დაყენებული, სამჯერ თავიდან ბოლომდე მოვუსმინე. - ორი დღეა ვრეკავ ! ნაწყენი ხარ? - საიდან მოიტანე? სამსახურში ვიყავი და ვერ მოვიცალე... - არ ვიცი გეკითხები ... ყურადღება ვერ მოგაქციე წესივრად , რაც გამოვედი და უკვე აღარ მპასუხობ. - განაწყენდა გიო. - არც აქამდე ვიკლავდი თავს.. - დაიწყე ხო ისევ.... მე კი ვიფიქრე... - რა იფიქრე ? - სად ხარ რა ხმაურია?! - სამსახურში ვარ და ვერ დაგელაპარაკები... - დამირეკე სახლში რომ მიხვალ.... - დღეს გვიან მივალ ,ბევრი ხალხია, ხვალ დაგირეკავ თუ გინდა... - მე საერთოდ შენი ნახვა მირჩევნია , მაგრამ სიარული მიჭირს , ჯერ საჭესთან ვერ დავჯდები. - თუ მოვახერხე მე გამოვალ , ხვალ. - სახლში ვინ მიგიყვანს... ტრანსპორტი აღარ იქნება გვიან. - თანამშრომელი გამიყვანს... - სახელი! - რა სახელი... - თანამშრომლის სახელი! - დაიძაბა. - ჰუგო... - მძიმედ ამოვისუნთქე . - ეგ ქალი არ არის ! - თანამშრომელი მარტო ქალია? - ზომიერად გამეცინა. - მე გამოვალ, დამელოდე! - სად გამოხვალ ძლივს დაფორთხავ! არც ისე კარგათ გამომდიოდა სიცილის შეკავება. - მოვალ და განახებ ვინ დაფორთხავს... - ხმა ჩაეხლიჩა. - არაა! უკვე შევუთანხმდი... დამშვიდდი სახლში არ ავიპატიჟებ! - არა! გაბედე ! .... არ გაბედო! აღარ მეხუმრება მორჩა ! - სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი. - ხო კარგი რა გჭირს ! გეხუმრე! - არ მაინტერესებს დღესვე მოდიხარ სამსახურიდან ! მოვდივარ და გაემზადე! - შენ რატომ უნდა გადამიწყვიტო! - აბა ვინ გინდა რომ გადაგიწყვიტოს?! - ყოველ შემთხვევაში შენ არა! - ცივად გავუთიშე და საქმეს დავუბრუნდი. - სალომე ... - ჩავილაპარაკე ჩემთვის, მისი ბრალია ყველაფერი! საერთოდ არ იყო ჩემს გეგმაში მალოის ეჭვიანობა! მაგრამ ის გოგო ! ისე იქცეოდა, აშკარად მოსწონს " მალოი " და განაჩენი ამის გამო "მალოის" გამოვუტანე , მისი ნერვების წეწვას ეჭვიანობა დავამატე ,სხვასთან არა , მაგრამ საკუთარ თავთან ხომ ვაღიარებ.... რისი მეშინია ზუსტად არ ვიცი... არა ! კი, ვიცი , როგორ არ ვიცი, მაგრამ ხომ გინდა გადააბიჯო სიამაყეს და აღიარო რომ შეგეშინდა.... შეგეშინდა იმის რომ სალომე , თავისი საქციელით მიიქცევს "მალოის " ყურადღებას.... და რომ მოეწონოს "მალოის" ?... მოეწონოს და მოეწონოს! დარდი! საკუთარ დასმულ კითხვას ვუპასუხე და ჩემივე მოფიქრებულ პასუხზე გავცეცხლდი! დიდხანს არ გაგრძელდა საკუთარ თავთან კამათი, ბარს მივუახლოვდი, ერთი ქოქოსის კოქტეილი გამოვძალე ჰუგოს, მთელი ემოციები ჩახლართა, ხან ჰაერში აისროლა , ხან შეანჯღრია, იბზრიალა, იტრიალა , ცოტაც და ისედაც გავბრდღვნიდი... - დაასხი შენი ჭირიმე! შევწუხდი! - შეუბღვირე ჰუგოს... - ღმერთო რა უხეში ხარ! - ეწყინა და ტუჩები საყვარლად მოკუმშა. ურეაქციოდ გამოვგლიჯე ფართე პირიანი ჭიქა, ისე დავლიე თითქოს ვინმე წართმევას აპირებდეს... - ნელა აქვს " მუღამი" კოქტეილის დალევას! - წაიბუზღუნა ჰუგომ. - მოგცლია რა! - ხელი უკმაყოფილოდ ჩავიქნიე , ჭიქა ერთი ხელის მოძრაობით გავუცურე ბარის მაგიდაზე... სანამ გამოსაცვლელიდან გამოვედი, თუ უფრო გამოვზოზინდი როგორც მჩვევია ხოლმე, ნაცნობი ხმა შემომესმა, ყრუდ..... ხმა რა ! უფრო ღრიალი! სწრაფად ვსტაცე ჩემს ნივთებს ხელი და შესასვლელთან გავვარდი, გული გამოგლეჯვას მქონდა... ისეთი განწირული ყვიროდა ... ვიფიქრე ისევ რამე შეემთხვა. დაცვას კარებში გაკავებული ჰყავდა , ნელი - ნაბიჯებით მივუახლოვდი, იქამდე სანამ ხელს გაუშვებდნენ, მოვასწარი და კიდევ ერთხელ ვეზიარე მისი კავკასიური გამომეტყველების ხილვის ბედნიერებას. - რა დღეში ხარ გიო! ნორმალური ხარ?! გინდა სამსახურიდან გამაგდონ?! - არანაკლებ ავყვირდი.... - გამოდი ეხლავე გარეთ ! - მაჯაში ხელი ჩამავლო, არც დაცვამ დააგვიანა რეაგირება , შევეცადე სიტუაცია განმემუხტა და ვუთხარი რომ წავყვებოდი, მთავარი იყო იქიდან " მალოის " გაყვანა , არანაირი სურვილი არ მქონდა სამსახურის დაკარგვის! სანამ მანქანამდე მივედით, მე უკვე აწყვეტილი! გამწარებული ვიყავი ! მინდოდა გამეგლიჯა ! იმდენად ჩქარა მივდიოდი რომ მალოისაც გადავასწარი... - რომ ვეცე და გავბრდღვნა ხომ არის ღირსი! ჯერ არაფერი არ ხდება ჩვენს შორის და რა დღეშია ! მერე რას იზავს! წამიერად შევჩერდი და გავხედე... " მალოის " " გაბარიტების " მიხედვით გაბრდღვნის საშვალება ნამდვილად არ მექნებოდა... წელში უცნაურად მოიხარა... მანქანასთან მისული კარებს ავეყუდე და კმაყოფილება არ დავმალე.... რამოდენიმე ნაბიჯი გვაშორებდა, წამით გაჩერდა მაისური აიწია, სავარაუდოდ ჭრილობა შეამოწმა , არც ისე კარგათ ვხედავდი ნაწილობრივ განათებულ ქუჩაზე.... ხელი მუცელზე მიიჭირა , მოხრილი, ფეხის ათრევით მომიახლოვდა და გასაღები გამომიწოდა.... აღარ ვიცოდი გზისთვის მეყურებინა თუ " მალოისთვის ", უკანა სავარძელზე დაიკეცა... სარკიდან თვალს არ ვაშორებდი... - გიო ! ცუდად ხარ ? საავადმყოფოში წავიდეთ? გიო ? გესმის? - კითხვები მივაყარე. - არა სახლში წადი... კარგად ვარ ! ავნერვიულდი , აკანკალებულმა ვიარე მთელი გზა, პერიოდულად საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი! მეცოდებოდა ჩემს გამო... არ იმსახურებდა ესეთ მოქცევას, მე უფრო ვიმსახურებდი ვიდრე "მალოი " .... ძლივს ავიარეთ კიბეები, მისაღებში შესვლისთანავე მაისური გადაიძრო , იქვე ოთახში მოისროლა და დივანზე დაესვენა, ისეთი სახით შემომხედა შემრცხვა, ყველაფრის შემრცხვა, ჩემი საქციელის, მის მიმართ ესეთი მოქცევის.... ხო... გიო აღარ მიყურებდა ისეთი თვალებით როგორც ყოველთვის , მისი გამომეტყველება უფრო სხვა რამეს ამბობდა... დაიღალა .... მე დავღალე.... თვალს არ მაშორებდა , მისმა თვალებმა თავისი სათქმელი მაინც თქვა, სათქმელი სიტყვების გარეშე... ოთახს თვალი მოვავლე.... თითქოს პასუხებს კედლებზე ვეძებდი, მივხვდი ან თამაშს დავასრულებ! ან ის დაასრულებს.... რატომღაც არ მინდა .... არ მინდა რომ ესე დავასრულო... სამზარეულოდან ჭიქით წყალი გამოვიტანე , დივანთან მივედი ისე თითქოს არ ვჩქარობდი.... სიჩქარე არაფერ შუაშია , უბრალოდ არ მყოფნიდა გამბედაობა , " ღადაობ-იდან" სერიოზულობაში გადასასვლელად. - ჩემი მანქანით წადი სახლში... - ხედავ ... რის გამო მოვარდი... მაინც მე თვითონ გავხდი წასასვლელი... - სიტყვა მოვუჭერი. - რის გამო? ვერ ხვდები? რას არ ვაკეთებ საკმარისს რომ მიხვდე? - ხელებით დაიწყო საუბარი, რასაც მხოლოდ ძალიან გაბრაზებულზე აკეთებდა. - არ ვიცი ... მართლა... - დივანთან ჩავიმუხლე, თავი ყავისფერ ბუნდღლიან ბალიშს ჩამოვადე... - მითხარი ... არ მეწყინება... - ამოიხვნეშა და მოწყენით ამარიდა თვალი. - გაბრაზებული ვიყავი შენზე... - ძლივს ამოვღერღე. - ეს დღეები ყურადღება რომ ვერ მოგაქციე? - უკვე დამშვიდებულად მომეჩვენა თავი. - დაახლოებით.... - არ იცოდი რომ ვიეჭვიანებდი?! იცოდი რომ მოვიდოდი! არ დაიწყო ეხლა გთხოვ ... როგორც იცი ხოლმე. - არაფერს არ ვიწყებ... აღარ ... - თვალი ძლივს გავუსწორე. - აღარ? როგორ გავიგო? - თავი ოდნავ წამოსწია. - როგორ და ესე ... - ათრთოლებული ხელი ფრთხილად გავაცურე მის მკერდზე... გულთან ხელი შევაჩერე ...დაჟინებული მზერას გულის ცემა აუყოლა, ვგრძნობდი როგორ გამალებით უცემდა გული... თითქოს ყველაფრის შეგრძნება შემეძლო რასაც მისი გული იტევდა... - ანუ დაასრულე ჩემი წამება? - ვნება ჩააქსოვა სიტყვებში. - ხო, დავასრულე გიო... - თვალს ვეღარ ვუსწორებდი , მოულოდნელად შემრცხვა... მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა , ხელიც ვეღარ მოვაშორე მის გულის ფეთქვას, დრო რომ ეხლა , და აქ გაჩერდეს! საერთოდ არ ვიქნები წინააღმდეგი! მის ბაგეებს ვებრძოდი თვალებით, იმის იმედად რომ გამივლიდა მისი კოცნის სურვილი, გული საშინლად ამიჩქარდა, ყურებში ბაგა-ბუგით ფეთქავდა ... ადგომა სცადა " მალოიმ " , შევაჩერე... რამდენჯერაც კოცნას ცდილობდა , იმდენჯერ ვიცილებდი მის ბაგეებს, შეჩერდა ,ხელი ნიკაპზე ჩამავლო... მარტო თვალებით გამანადგურა... აღარ უცდია ... უბრალოდ ესე უგულმოწყალოდ მიყურებდა... დაუნდობლად... იცოდა დიდხანს ვერ გაუძლებდი მის დაჟინებულ მზერას... ეხლა დარწმუნებით იცოდა რომ დავნებდი... დავმარცხდით საბოლოოდ მეც და ჩემი მე-ც! მის ბაგეებს ძალა გამოცლილი დავაკვდი, მალოის გაშმაგებული ,თან ბედნიერი გამოხედვა დავიჭირე... გაჩერების სურვილიც კი დავკარგე, სუნთქვის შეკვრამდე... ჩასუნთქვიდან - ამოსუნთქვამდე მის მკლავებში აღმოვჩნდი, ხელები წელზე შემომხვია და სიმწრისგან ამოიგმინა... - რაგჭირს! - დავიკივლე შეშინებულმა. - შენი ქამარი ... ჭრილობაზე ...- სანამ ამოღერღა , მე ჩემი დამემართა, შეშინებული წამოვფრინდი. - მაპატიე! ვაიმე ... ძალიან გეტკინა? - ხან მის სახეს და ხან ჭრილობას ვუყურებდი დაბნეული . მიხვდა რომ შევშინდი და სიცილი ატეხა! - ვერც ვიცინივარ... - ყავას დავლევ და წავალ ! სანამ რამე დაგმართე... სამზარეულოსკენ წავედი. **** ბედნიერი და გაბრწყინებული დავბრუნდი სახლში. დილით მანქანა უკან უნდა მიმეყვანა , მისი ნახვის სურვილი არ მაძლევდა დაძინების საშვალებას, ერთი სული მქონდა ცხრა საათი გამხდარიყო და ვნახავდი..... ეხლა უკვე ჩემს " მალოი " - ს. გათენებამდე ღრუბლებში ვიფრინე, ათჯერ ჩავიცვი და გავიხადე, ბოლოს როგორც იქნა შევაჩერე არჩევანი.... მივდივარ და გული გაგლეჯვას მაქვს, თითქოს პირველად უნდა მენახა გიო, პირველად ალბათ ამ ამპულაში, ზუსტად არ ვიცი , მეშინია იმ თავის შავბნელი ცხოვრების თუ , თვითონ " მალოის ". ნახევარი გზაც არ მქონდა გავლილი რომ " მალოიმ " მიმართულება შემაცვლევინა და ლიკას გავუარე, ლიკასთან კიდევ რამოდენიმე მეგობარი დამხვდა, იკა და ბიჭები უკვე " მალოი-სთან " გველოდებოდნენ. - სად ხარ ამდენ ხანს? - მისაყვედურა ლიკამ. - რა სად ვარ გოგო! გზაში ვიყავი , მანქანა მათხოვა გუშინ " მალოიმ " და ხომ უნდა მიმეყვანა. - არ გითხრა ? გუშინ შევთანხმდით რომ დილით მასთან უნდა შევიკრიბოთ. - არა ... დაავიწყდა ალბათ... - გამახსენდა გუშინდელი საღამო... ნამდვილად დაავიწყდებოდა. - ქეთ ! რაღა დარჩა და არაფერი არაა მზად დარბაზისთვის... ამდენი ხალხი იქნება და " ტეხავს " თავი რომ ვერ მოვაბათ! - ხო , რა პრობლემაა! მაგრამ ... ამდენი... რამდენი ? - გაკვირვებულმა ყველას გადავხედე და აცუნდრუკებული სალომე - ც მომხვდა თვალში! - საფრანგეთიდან და ესპანეთიდანაც ელოდება სტუმრებს, დედამისიც ჩამოვა , სხვათაშორის ნიკუშაც.... - აუ ნიკა ! მაგარია ! მაგრამ ,ვერ გავიგე რა არის ამდენი ხალხი... - ნუ , გიორგობაა თან... - ქორწილს უფრო ჰგავს.... - ჩვენ მარტო , სამეგობრო ოცნი ვართ, სხვა ქალაქებიდანაც ჩამოვლენ ... ოო... რას მახსნევინებ, დალიე მალე ეგ ყავა და წავედით... - ესე უნდა გრანდიოზულად... - თავი წამოყო ნათიამ... - კაი წავედით! - დავიძახე და პირველი გავიჭერი გასასვლელისკენ... სახლში ტევა არ იყო, ერთად ლაპარაკობდა ყველა... ღერი - ღერზე ეწეოდნენ, ერთდროულად. შესვლისთანავე , წამში შევამჩნიე " მალოის" თვალები , თითქოს მელოდებოდა... თითქოს თვალებით მეძებდა... ჩვენ ცალკე ოთახში გავედით, სალომეს გარდა .... დივანზე ჩამოუსკუპდა ბიჭებს, დიალოგში ჩაერთო, დათომ ყველას შესამჩნევად ნათიას გადაუბრიალა თვალები... ის კი , განაგრძობდა, არა ! ნამდვილად არ მეჩვენება ! ნამდვილად " მალოის " " კერავს" ! ლიკას ვანიშნე აივანზე გამოსულიყო... გიოს არ გამოეპარა ჩემი აფორიაქება... გაოცებულმა გამაყოლა თვალი.... - ლიკა ... ეხლა რაღაცას გეტყვი... სიგარეტს მოვუკიდე. - ხო და იკას არ ვუთხრა? - თვალები გადაატრიალა. - არა , არ აქვს მნიშვნელობა, ისედაც გაიგებს! - რას ? აბა მითხარი, ნუ დამაინტრიგე! - მე და ის.... - "მალოიზე" ვანიშნე თვალებით. - ის , "მალოი"? - ღიმილი დაეფინა სახეზე. - ხო ჩვენ... ხომ ხვდები .. - კაი ნუ წვალობ... ისედაც ვხვდებოდი... - კუდიანი ხარ! მე ვერ ვხვდებოდი და შენ როგორ მიხვდი ჩემზე ადრე. - ალქაჯი ვარ! - გადაიკისკისა ლიკამ . - ალქაჯზე გამახსენდა...გოგო შეიძლება მეჩვენება ... მაგრამ , ეს სალომე ... - შენც ?... - თავი ზიზღით გადააქნია ლიკამ. - ც? კიდე ვინ იფიქრა ეგ? - წამოვენთე. - ქეთ ,მეც შევამჩნიე , მალოის "ეჩალიჩება" , თავიდან ვიფიქრე, მეჩვენებათქო, მაგრამ მერე ნათიამ მითხრა ! - რა! რა გითხრა?! - თმები ყალყზე დამიდგა! - რა და უთქვია მომწონსო.... ნათიამ უთხრა რომ უყვარს ერთი გოგოვო. - მერე არ იყო საკმარისი? - როგორც სჩანს არა, უკითხავს შეყვარებული თუ ყავსო , ხომ ხვდები რა! სანერვიულო რა გაქვს შენ ? - მე არაფერი ! - ნეტა თუ შეამჩნია " მალოიმ"? - " მალოის " შენ უყვარხარ! მგონი ძლივს შეგაგნებინა... და ეხლა ვიღაც სალომემ როგორ უნდა განერვიულოს ! - ხო , მართალი ხარ ! უბრალოდ ,მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ მარტო მე არ მეჩვენებოდა. - შევიდეთ შიგნით .... არ შეიმჩნიო იცოდე... სასჯელად მერგო მთელი დღე ამეტანა სალომეს ბზრიალი " მალოის " გარშემო, ალბათ ეს იმის საფასურია " მალოის რომ ვამწარებდი.... - " მალოი " ყავა ხომ არ გაგიკეთო? " მალოი " ის ხომ არა?! ეს ხომ არა?! ცოტაც და გავბრდღვნიდი... არც დათოს ესიამოვნა მისი ესეთი აშკარა " ჩალიჩი " და ნათიას რამოდენიმეჯერ შეუბღვირა. ზოგი სად რეკავდა, ზოგიც სად... ლიკამ საყიდლების სია შეადგინა და ეხლა საქმეების გადანაწილებაზე გადავიდნენ... - ქეთი ! იტყვი რამეს თუ იდგები ესე! ჩუმად! - არ მაცადა ლიკამ ჩემს ოცნებებში სალომეს გაბრდღვნა! ან იქნებ მიხვდა ჩემი გაფანტულობის მიზეზს... - თითქმის ყველაფერი გაკეთებულია ... ტორტს დალი დეიდა გააკეთებს ,საუკეთესოა დალის ტორტები! - სიტყვა ჩავაკვეხე! - ტორტს ერთს ანუ? არა სამი მაინც ... ბევრი ხალხი იქნება... ყველა დაეთანხმა... მე კი , მაინც და მაინც ვერ ვხვდებოდი რა საჭირო იყო ამხელა სუფრა... ცოტა ხანში " მალოის " ხმაც გაისმა... - გოგოებო აქეთ გამოდით.... გამოვლაგდით სათითაოდ .... - შეთანხმდით ყველაფერზე? - იკითხა იკამ. - დეკორაციას მე გავაკეთებ ! - წამოიყვირა სალომემ , დათოს და "მალოის " შუაში ჩაუხტა და დივანზე დასკუპდა. დათომ ისეთი სახით შეხედა ! ვიფიქრე , ჩემს მაგივრად გაგლეჯდა. " მალოი" წამოდგა , ნელა... ძალიან ნელა ... კოჭლობით საძინებელში გავიდა... ცოტა ხანში კონვერტით გამოვიდა , მე და ლიკას მოგვიახლოვდა... - სასმელებს ჩვენ მივხედავთ... დანარჩენს თქვენ მიხედეთ, - გაბერილი კონვერტი გამომიწოდა ... და მაგიდას ჩამოეყრდნო... გაოცებული სახით გადავხედე ლიკას... რაღაცის თქმა მინდოდა ,მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი... - გიო იქნებ ჯობია ლიკამ მიხედოს? - იკას გახედა... მერე მე და ლიკას... უკმაყოფილოდ მოპრუწა ტუჩები და თავი გააქნია... - რატომ ? - მომიახლოვდა... - ლიკაც მოგეხმარება და გოგოებიც მოგეხმარებიან! - იკა ჩაერთო საუბარში. - უმანქანოდ სად რა გავაკეთო.... - ჩავიბურდღუნე. - სულ ესაა??? - გაიკვირვა გიომ... თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე. - ქეთი ! ბუშტები , ყვავილები და პეპლები არ დამანახოთ... - გადაიხარხარა და დანარჩენებიც აჰყვნენ. საღამომდე ჩვენ ოთხნი შემოვრჩით... ლიკა და ჩემი ძმა წასვლას აპირებდნენ... - იკა არ წახვიდეთ ! საქმე მაქვს! - სახეზე ცხელმა ალმა გადამირბინა... იკა დივანზე დაჯდა ... სათქმელის მოლოდინში... - კიდევ არის რამე ? მშვიდობაა? ლიკა! დაგვტოვეთ ცოტა ხნით! - დაიძაბა იკა. - არა იყვნენ... ჩვენ გვეხება! - მე ვიფიქრე იმ თემაზე ! - მაგას ჩაივლის ყველაფერი და მივხედავთ... " მალოი " იკას გვერდით გადაჯდა , ისეთი სერიოზული იყო , ესეთი არ მახსოვს, წამებში შეიცვალა, სხვა გამომეტყველება, სხვა ხმის ტემბრი... - იკა , იმედი მაქვს რომ არ იქნები წინააღმდეგი ... თუ ხარ მაგასაც გავიგებ , თუ უარს მეტყვი ... პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას... - რა ხდება " მალოი" ! ძმაო ! რაში უნდა ვიყო წინააღმდეგი! - იცი შენ რომ ქეთის მიმართ არ ვარ გულცივი... - გამომხედეს ორივემ, დასჯილი ბავშვივით ავეტმასნე ლიკას და თავბედს ვიწყევლიდი ჩემი საქციელის გამო... - ყოველთვის ვიცოდი... - მხარზე ხელი დაადო თანაგრძნობის ნიშნად, თითქოს ურჩხული ვიყო! - მიყვარს და მინდა გითხრა რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ , არასოდეს ვატკენ, არასოდეს მივატოვებ, ქეთი ჩემი ცოლი გახდება ! - შემომანათა ბრდღვიალა თვალები, პასუხს რატომღაც ყველასგან ელოდა! - ქეთი ... შენ რას იტყვი? გიყვარს ? - იკამ თავი დახარა, ალბათ მასაც ჩემსავით ეუხერხულებოდა. - იკა ... მე არ ვიცი რა გითხრა... - მოვკვდი და ჩემი დამემართა. - პასუხი მითხარი... კი არ გეჩხუბები ქეთ! სერიოზულად ,მე გამიხარდებოდა შენი და მალოის ერთად ყოფნა... - მე გათხოვება არ მინდა! - ამ პასუხს ალბათ არც ერთი არ ელოდა და აჭიხვინდნენ! - რა გაცინებთ, მართალს ვამბობ, მე სამსახური და სწავლა მინდა ... - გექნება ყველაფერი , ჩაიცინა " მალოიმ" . - არა სერიოზულად ადრეა მაგაზე ლაპარაკი! გაგიჟდით ხო?! - კაი დამშვიდდი ქეთ! იკა ... ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს ... იქამდე სანამ ქეთი მზად არ იქნება ჩემი ცოლობისთვის დაველოდები. მე მინდოდა გცოდნოდა .... იკა ბედნიერი იყო რომ " მალოიმ" არ დაუმალა და ესე უთხრა, სანამ რამე ურთიერთობას დავიწყებდით, თვითონ ლიკაც აღფრთოვანებული იყო .... მე ჯერ კიდევ ემოციებში ვიყავი ... სანამ აზრზე მოვიდოდი ლიკამ ყავა მოგვაშველა.... ცოტახანი კიდევ ისაუბრეს , მე ხმას ვეღარ ვიღებდი თითქოს ენა ამომაგლიჯეს, ასე უცბად , მოულოდნელად, " მალოის" შეყვარებული გავხდი.... არ მქონია სურვილი ესე მალე ურთიერთობის აფიშირების, იქნებ .... ჯერ არც დაწყებულა და უკვე იკა ჩააყენა საქმის კურსში... საერთოდ არ ვიაზრებდი იმას რომ სხვანაირად " არ მოსულა " . გიომ გამოგვაცილა ... მოულოდნელად გასაღები გამომიწოდა... - ეს რა არის ? - ვიკითხე გაოცებულმა! - ჩემი მანქანის გასაღები ... ფეხით ხომ არ ივლით... თან იკასაც სჭირდება თავისი ... **** ძალა გამოცლილი , გამთენიისას ჩამეძინა. დილიდან მობილური არ გაჩერდა... ყველა წვრილმანებზე რეკავდნენ მორიგეობით... ბოლოს მივხვდი დილით არავინ გამომაძინებდა... ნახევრად გამოღვიძებულმა ყავით ხელში ვიბოდიალე ოთახიდან ოთახში.... - ქეთი! სად ხარ დილიდან გირეკავ! - აწივლდა ლიკა ყურმილში... - რა გაკივლებს! ეხლა გავიღვიძე! - დალის დაურეკე ? ტორტზე! - გოგო ეხლა გავიღვიძე! რა იყო ხანძარია?! დამაცადე და მივალ დალისთან! თან საღამოს ვმუშაობ! ხომ უთხარი არა რომ შენთვის მოებარებინა... - მუშაობ?! სერიოზულად! - ხო რა იყო? პირველად გაიგე? - " მალოი" " ჭედავს " მანდ რომ მუშაობ! - ეგ ყველაფერზე "ჭედავს " ! - გავიდეთ დღეს... - კარგი ოთხამდე მცალია , გამოგივლი ნახევარ საათში ,მზად იყავი ... **** დრომ ისე გაირბინა , ვიფიქრე ვერაფერს ვეღარ მოვასწრებთქო... ბოლო წვრილმანები დილისთვის გადავდეთ და მოწყვეტილი, დაქანცული დავესვენე საწოლზე... " მალოის" ხვეწნის მიუხედავად დრო ვერ გამოვნახე რომ მენახა... არც ის ყოფილა მარტო ... ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი , მომენატრა კიდეც.... უცნაური შეგრძნებაა? გვერდით გყავს და ვერ ამჩნევ, გესაუბრება და არ გესმის, გულს უტეხ და არ გადარდებს! მერე უცბად აღმოაჩენ რომ გენატრება... თვალებს დახუჭავ , მას წარმოიდგენ .... და ტანში ჟრუანტელი გივლის... უცნაურად კარგ ხასიათზე გამოეღვიძა, ემოციებს ვერ ვმალავდი... მუსიკები ჩავრთე ბოლო ხმაზე და ცეკვა-ცეკვით და სიმღერით სარკის წინ ვითელებოდი. ზედმეტად ბედიერმა გიოს ნომერი მეხუთედ ავკრიფე... - გიო ! არ გესმის რომ გირკავ? - არ გამიგია ამ გადი-მოდი-ში ... დახმარება ხომ არ გჭირდება? გამოუშვა ვინმე? - არა ... მაგაზე არ გირეკავ ყველაფერი კარგად არის იკამ გამოუშვა უკვე ბიჭები და წაიღეს თითქმის ყველასგან , მზადაა ყველაფერი! - ჩემი ყოჩაღი გოგო ხარ შენ... მადლობა ქეთ... შენ რომ არა... - ხო ... არ დაიწყო გიო ! თავში ამივარდება! - მადლობა რომ შემახსენე... - ჩაეცინა.. - მისმინე მე უნდა წავიდე უკვე დარბაზში... გოგოები იქ არიან .. - შენ რატომ ხარ ისევ სახლში? - რავიცი მოვრჩი ყველაფერს... მე ვერ წამოვალ მეზარება! - რა?! - ხო , რა იყო ! ხვალ გნახავ! - უფრო დავსერიოზულდი . - დღეს მინდა ჩემს გვერდით რომ იყო.! ქეთ რა ხდება?! - გაბუტული ხმის ტემბრი მოირგო. - ხო კაი გეხუმრები.... - სიცილი ვეღარ შევიკავე. - შენ ჭკუიდან გადამიყვან! - მანქანა არ გჭირდება? მაგაზე ვრეკავდი .. - არა , გყავდეს იქ მოდი პირდაპირ! მე მეორე მანქანით წამოვალ ... - ექვსზე იქ იყავით... - კარგი " კურნოს " იქ შევხვდებით... - " კურნოს " ? რა მოიგონე.... წავედი ..... სუფრის გაშლა უკვე დაეწყოთ, აქეთ-იქით დარბოდა ყველა... წამით გავჩერდი , გადავხედე იქაურ გარემოს და საკმაოდ კარგად შედგა ჩვენი გეგმა.... ყველაფერი ისე კარგად მიდიოდა ... მაგრამ მაინც დაძაბულობა იგრძნობოდა. იკა ყველაზე ადრე მოვიდა ,ისეთი ნაბიჯებით გამოიარა საცეკვაო მოედანი , ვიფიქრე საჩხუბრად მოდის, - ვიფიქრე დღეს მაინც ჩაიცვამ სხვა ... ცოტა სხვა ... ფერს! ... - დავნაღვლიანდი. - რა გინდა ! რას ერჩი ჩემს ჩაცმულიბას?! - თავის ტანისამოს გაკვირვებულმა დახედა ... - შავებს ვგულისხმობ! - არ დაიწყო ეხლა! - აზრი?! ...- გავცეცხლდი... - გეყოფა ქეთი რა! მისმინე , იქეთ , ბოლოში სუფრას რომ გაშლი ... ისე გააკეთე გოგოები არ დასვა იქ... - რატომ ?! ჩეჩნები ხომ არ ვართ! - ესეა საჭირო ! და კიდევ ბევრი უცხო ხალხი იქნება ... - აუ... ნუ დაიწყე! - მაცადე! - ლიკა ალბათ იმიტომ დადის ესე ! ცხვირპირი რომ ჩამოსტირის, ლექცია ჩაუტარე! ხო! კაბა გაისწორე! მაკიაჟი მოიშორე!ნუ სუნთქავ! და ეხლა მე მომადექი?! - თუ იცი რაღას მალაპარაკებ! საერთოდ წავალ თუ ტვინს გამიბურღავ ! - სად წახვალ! წავედი სტუმრები მოვლენ! აბა თქვენ იცით... თავი ამტკივდა ხმაურში , მოსაწევად გამოვედი, იმდენი იდგნენ გარეთ ნემსს ვერ ჩააგდებდი... იკას თვალების ბრიალით მივხვდი, მანქანაში უნდა მომეწია! სავარძელი გადავწიე , მინა ჩამოვწიე... - აქ რას აკეთებ ?! - სიბნელეში გიო დავლანდე. - თავი მტკივა ... ძალიან ხმაურია... - გავსწორდი. - შემოდი, გთხოვ... ნანას უნდა შენი უკეთესად გაცნობა... რა გჭირს... - კარგი ხო... მოვდივარ ! - ნაბიჯებს მძიმედ ვდგავდი... მინდა ვიკივლო... ვიყვირო... ვიწივლო.... როგორ გააკეთა ესე რომ ყველაფერი ელვის სისწრაფით დააჩქარა ! თითქოს ომში მივდივარ... ეხლა ნანა დეიდა , უკეთესად შემათვალიერებს, ყველაფერს დააკვირდება ,მე კიდევ ზუსტად ესეთ დროს ათას სისულელეს დავახეთქებ... ან , მუდმივ ღიმილს თუ დავიჭერ, არც " მალოის " არ ვაწყენინებ ... და ... იკაც არ გამბდღვნის.... ისე კი გამაფრთხილა! - ქ -ე - თ - ი ! იცოდე ! როგორც იცი ხოლმე ! " ღადაობა " არ დაუწყო " მალოის " ნანას თანდასწრებით! " დაგბრიდავ "! - გავიგე ! ნუ შემჭამე! გავცდით იკას და გიო წინ წავიდა, შეძლებისდაგვარად პატარ - პატარა ნაბიჯებს ვდგავდი, იმის იმედად რომ ან გიოს ჩამოვრჩებოდი ან ნანას დავავიწყდებოდი. მაგრამ, არა! ვის დაავიწყდები?! დაძაბულობის მწვერვალზე ვიყავი, უფრო მეტი ეფექტისთვის , სალომეც ამეხლართა არეალში.... ეხლა ნანას გვერდით ჩამოსკუპებულიყო და უცნაურად იხრებოდა... სავარაუდოდ თავს აწონებს... უკვე სასაცილოდ მეჩვენება და არც თუ ისე მაღიზიანებს ეს ცანცარა გოგო. გიო დედამისის გვერდით ჩამოჯდა , მხარზე ხელი მოჰხვია, შავი თავსაბურავის კუთხიდან ჩემსავით ხვეული ,მაგრამ შავი თმა ჩამოუვარდა, - დედა ....წამით გაჩუმდა, გვერდიდან ამომხედა. - ეს ჩემი ქეთია! - ნასვამიც იყო მაგრამ ძალიან დარდიანი ამავდროულად. გავიყინე ერთ ადგილზე! ყველანარ წინადადებას ველოდებოდი! ეს ჩემი რა იყო ეხლა?! სახეზე სავარაუდოდ გავფითრდი. ნანამ მანიშნა მის გვერდით დავმჯდარიყავი, მორიდებულად , მხოლოდ სკამის კიდე დავიკავე და დავმუნჯდი . - ქეთი , შვილო რამდენი წლის ხარ? - გამიღიმა ნანამ. - ოცის ... - ძლივს ამოვღერღე. - ღმერთმა დაგლოცოთ შვილო... - ხელი მომკიდა ხელზე და გიოს მიუბრუნდა, - ქორწილს როდის აპირებთ? - არა ! ჩვენ ქორწილი არა! - განცვიფრებული წამოვხტი , ჩემი ჩამოუყალიბებელი წინადადების წამოსროლის შემდეგ, გიოს მუდარით შევხედე , თითქოს მისგან ველოდებოდი რომ იტყოდა რამეს ჩემს სასარგებლოდ. - მალე , ნანა , მალე ! - ღიმილით გადმოგვხედა და იმ სუფრაზე დაბრუნდა სადაც უცნაური გამომეტყველების " ტიპები " იჯდნენ. შემატოვა ესე ნანას, მილიონი კითხვა დამისვა, აღუ -დან დღემდე! ვეღარც ვდგებოდი, საბედნიეროდ ლიკამ დახმარება ითხოვა და დრო ვიხელთე... სალომე უკვე სცენაზე იდგა და ეხლა იქიდან მიშლიდა ნერვებს... შუა ღამისას სტუმრებმა ნელ-ნელა დაიწყეს წასვლა. ერთი სუფრა დავტოვეთ გაშლილი, ბიჭები ჯერ კიდევ დაშლას არ აპირებდნენ, ხან იცინოდნენ, ხან კამათობდნენ, სერიოზულად საუბარი რომ დაიწყეს მივხვდი რომ მალე დაიშლებოდნენ , გოგოები გავაფრთხილე რომ მე დავკეტავდი და ცოტას მივალაგებდი , მეორე დღეს ნაკლები საქმე გვექნებოდა. სანამ ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, დრო ვიხელთე და გიოს გამოვეცხადე... - გიო , ხომ გახსოვს , შენი მანქანა მე რომ მყავს? - ჩავჩურჩულე. - ქეთი ნასვამი ვარ , სკლეროზი კი არ მაქ... - იმიტომ გეუბნები რომ ყველა მიდის ? - ჯერ არ მივდივარ მე , თუ ძალიან დაიღალე იკას გაყევი, ხვალ ხომ აქ მოვალთ... - თავი მხარზე ჩამომადო. - რას აკეთებ! გიო ! - თავი შეუნჯღრიე. - კაი გოგო რა გჭირს! რა სულ ფართხალებ! - ოო.. მოკლედ მითხარი ! გინდა დაგელოდო და მე წაგიყვან... - კარგი დამელოდე, თუ არ გეზარება, პატარა სალაპარაკო გვაქვს , მერე წავიდეთ კაი.. - თავისკენ მომქაჩა და შუბლზე მაკოცა. - რას აკეთებ! შენთვის დალევა არ შეიძლება! სწრაფად გამოვეცალე , სუფრის ბოლოში , ცარიელ ადგილზე მოვკალათდი , თეფშები და ჭიქები ერთი ხელით გავაცურე , ხელები მაგიდაზე დავალაგე და დაღლილი და ძალა გამოცდილი , მაგიდაზე ჩამოძინებას ვცდილობდი . - ქეთ... გესმის ქეთი... - რა ხდება? - ძლივს გავახილე თვალი... - მეგონა წახვედი იკასთან ერთად.... - ცოტა ნასვამი იყო და თვალები სხვანაირად უციმციმებდა ან უჟუჟუნებდა "მალოის ". - არა ... ვალაგებდი დანარჩენ მაგიდებს... - ხვალ მაინც უნდა გამოვიდეთ.. - ხო მაგრამ , ესე ხომ არ დავტოვებდით... - წამოდი წავიდეთ... - ნანა დეიდა სად არის? ნასვამმა წაიყვანე? - დარბაზს თვალი მომავლე. - არა ... ლიკა ძალიან დაიღალა და იკამ წაიყვანა ორივე იქ დარჩება.... - და შენ ვერ დავჯდები საჭესთან ... - რატომ ვითომ! ფხიზელი ვარ! - ოდნავ შეაქანა! - მე წაგიყვან მაშინ სახლში , მანქანა აქ დავტოვოთ , ხვალ მაინც უნდა მოვბრუნდეთ... ძლივს წამოვდექი ... გასასვლელისკენ წავედი , სიგარეტს მოვუკიდე ... ბოლო ორი მანქანაც გავაცილეთ და კარები დავკეტე. მთელი გზა ორივე დაძაბულობის პიკს ვიყავით, არც ისეთი ნასვამი იყო , ჩემი დაბნეულობა რომ გამოპარვოდა. ქურთუკი გაიხადა... შესასვლელში ვითომ დაკიდა საკიდზე... ააცილა და იატაკზე დააგდო... გვერდი აუარა ,სავარძელში ჩაესვენა... - წავალ მე ... - ჩავილაპარაკე მოგუდულად... - დაღლილი ხარ ,მარტო სად გაგიშვა...- მკაცრი ხმით წარმოსთქვა. - გამიარა დაღლამ... - დარჩი... - თვალი ამარიდა და ქვედა ტუჩი ჩაკვნიტა. ხმა ვერ ამოვიღე გასუსული ვიდექი ერთ ადგილას . შემათვალიერა, უცბად, წამოდგა ფეხზე, ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა ,იმდენად მომეკრო ,სუნთქვა შემეკრა ,ხელის გული სახესთან ახლოს მოიტანა, თითები აატრიალა და ლოყაზე ფრთხილად ჩამომატარა, თვალს არ მაშორებდა, მე კი თვალს ვერ ვუსწორებდი. - დარჩი დღეს ჩემთან... - მისი ტუჩების მოძრაობა, კისერთან ვიგრძენი... - არ შემიძლია ... უნდა წავიდე... - ისეთი ვნებიანი ხმით აღმომხდა, წასვლის არაფერი არ მეტყობოდა... - გეშინია ჩემი? - სახე მიმატრიალებინა თავისკენ. - აღარ ... - ჩავიჩურჩულე. ხელი წელზე შემომხვია, უფრო ძლიერად მიმიზიდა თავისკენ, მისი გახშირებული სუნთქვა უფრო და უფრო მართმევდა ძალას, გრძნობებს და სურვილებს ვნებდებოდი, ვეღარ გავუძელი ცდუნებას და ტუჩებს მოძრაობაში ავყევი... - გიო ... - ერთ ამოსუნთქვაში ვთქვი. - გავჩერდე? - იმდენად ვნებიანი ხმით წარმოსთქვა ტანში ჟრუანტელმა დამიარა. აღარ ვიგერიებდი მის კოცნას, შეხებას, ხელები უსირცხვილოდ მოძრაობდნენ ჩემს სხეულზე , ცალი ხელით ნაზად მომეფერა ზურგზე, კაბის ელვა ერთი ხელის მოძრაობით ჩამიხსნა, თვალი გამისწორა... წამით შეჩერდა... და ტუჩებზე დამაკვდა... მხრიდან კაბის მკლავი ჩამოსწია და წამში გაშიშვლებული შევრჩი. იმდენად ახლოს იდგა , უკან - უკან ვდგავდი ნაბიჯებს, მისი ბაგეები არ შორდებოდნენ ჩემსას... გონზე მოუსვლელად მის საძინებელში აღმოვჩნდით. წამში მოვათვალიერე ოთახი, ხელში ამიტაცა და საწოლზე ფრთხილად დამაწვინა... ვნების მორევში გადავეშვით ... ბედნიერებასაც, ვგრძნობდი და სიხარულსაც, ამავდროულად შიშსაც... ვგრძნობდი ყველაზე უცნაურ რამეს, რაც არასოდეს მიგრძვნია... თითქოს მე ის ყოველთვის მიყვარდა... ჩვენმა, ერთმანეთზე შეყვარებულმა თვალებმა ერთმანეთს შეანათეს , თვალები დავხუჭე , და უბრალოდ დავნებდი ჩემს სიყვარულს... ერთი საათიც არ მომიხუჭია თვალი, დილიდან ტელეფონი წრიალებდა , თორმეტ საათამდე არავისთვის მიპასუხია, პირველზე უნდა ვყოფილიყავით დარბაზში, ლიკას ვუთხარი რომ ცოტა დამაგვიანდებოდა... ფანჯარასთან ყავით ხელში ვიდექი, ვუყურებდი ცარიელ ეზოს და ლამაზ ქუჩებს... რა უცნაურია , საქართველოში ამ დროს ბავშვები იქნებოდნენ გარეთ გამოფენილი, წრეში ბურთი, დახუჭობანა, დაჭერობანა, წითელი , ყვითელი, შავი.... ამათ რაღა ჭირთ, რატომ არ თამაშობენ გარეთ ბავშვები... ალბათ ერთ - ერთი მიზეზი იყო საქართველოს მონატრების... ჟრიამული არ გესმის! ჟრიამული ბავშვების! ფიქრებიდან " მალოიმ " გამომიყვანა, ფრთხილად მომიახლოვდა , წელზე ხელები შემომხვია , ნიკაპი მხარზე ჩამომადო... - როგორ გეძინა? - მეძინა? მეხუმრები?! - შემოტრიალება ვცადე. - ნუ ფრთხიალებ! იყავი ცოტახანი ესე... - სუნთქვაში ხომ არ გიშლი ხელს? - არა... - მე ხო, მოვიგუდე... - ხელები მოადუნა, უკან დავიხიე და ფანჯრის რაფას ავეტმასნე, მთელი სხეულით გადამეფარა... - მიყვარხარ! - ვნებიანად მაკოცა და გასასვლელისკენ წავიდა. - ვიცი ! - მივაძახე... - მაგის გაგონება რომ მინდოდეს გეტყოდი... ცოტათი ნაწყენი... და უცნაურად დაბნეული ჩაჯდა მანქანაში, მზის სათვალეები გაიკეთა და სიგარეტს მოუკიდა. - რა გჭირს? ! - ვერ მოვითმინე. - რაზე ? არაფერი არ მჭირს! - სახეზე გაწერია!!! - გაბრაზებული მზერა ვესროლე. - მე , მეგონა ... - რა ! იტყვი? - დავიძაბე! - ვიფიქრე რომ , შენ .. ხომ ხვდები... - თვალი ამარიდა. - გასაგებია, გეგონა მე და გაგას შორის რამე მოხდა? - დავამუხრუჭე და გზიდან გადავედი. - მითხარი რომ ამაში პრობლემას არ ხედავ! წესით პირიქით არის ! - არა ქეთ! სულელო! რა პრობლემა , უბრალოდ არც ჰქონდა მნიშვნელობა... მიყვარხარ... - მთელი ძალით ჩამეხუტა. - აბა რა ?! ვერ გავიგე! - ცრემლნარევი თვალები დავხარე პასუხის მოლოდინში. - არაფერი ,მერე არაფერი ... უბრალოდ ჩემი შეყვარებული აღარ ხარ ... - რატომ ! არ მესმის! - მიწა გამომეცალა, თავს მეხი დამეცა. ხმა არ ამოუღია , გზა ჩუმად გავაგრძელეთ, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ჩემს ფიქრებში უკვე ისტერიკაში ვარ, მხოლოდ იმას ვფიქრობ მალე გადავიდეს რომ სახლში წავიდე. ამასობაში დარბაზის ავტოსადგომს მივუახლოვდი, "მალოიმ " კარები გამოაღო, ნერვების მომშლელად ნელა გადავიდა... დაბნეული საკუთარ თავში მომხდარზე, შესაფერისს სიტყვებს ვეძებდი. - გიო... - მანქანიდან გადმოვედი . გზა გააგრძელა ... ერთ ადგილზე ვბუქსაობდი, ერთადერთი ყველაზე რთული სიტყვის სათქმელად ,ყველა ძალა მოვიკრიბე, - მიყვარხარ .... - ხელები თვალებზე ავიფარე ცრემლების დასამალად. მე და ცა ერთად ვტიროდით... არ შემოტრიალდა , ისე გაჩერდა.... წამში მის უკან გავჩნდი, ზურგიდან შემოვეხვიე ... - მიყვარხარ გიო... - მეც მიყვარხარ ჩემო პატარა... - ჩამეხუტა. - მაშინ რატომ მითხარი შეყვარებული აღარ ხარ-ო ? - იმიტომ რომ ჩემი საცოლე ხარ! - რამ გადაგრია... გარეთ გამოვა ვინმე ... კაი რა! - ჩემი ხარ ! რისი გეშინია! - გიო ! სულ შენი ბრალია შენი საჩუქარი გადამავიწყე! - მანქანასთან მივირბინე. - ამაზე კარგია? - ეშმაკურად გამომხედა. - არ ვიცი, იცი ? თუ არ მოგეწონება არაუშავს... - შენი ყველაფერი მომწონს... ჩანთიდან კონვერტი ამოვაცურე და აცქმუტებულმა გავუწოდე... - ეს რა არის? - გახსენი და ნახავ! - ქაღალდები მაჩუქე? - სიცილი დაიწყო... - რა ქაღალდები , წესიერად ნახე! - შენ საიდან ესენი?! - ღმერთო ჩემო გიო, არ შეიძლება ? რომ ყველაფერზე არ ცოფდებოდე! - რითი იყიდე, სად გაქვს სამაგისო ... მე ვიყიდდი... - კარგი მართლა რა... მქონდა და მორჩა... თან ყოველთვის მინდოდა ბიარიცაში ჩასვლა და მარტო მაინც ხომ ხვდები.... - ქეთი... ქეთი... მოდი აქ! - ცალი ხელით მიმიხუტა, სული ამომაძრო ისე მაკოცა... - კარგი რას აკეთებ! - კარგი... ბოდიში აღარ ვიზავ! - ერთკვირიანია, თვის ბოლოს წავალთ... - კარგი რა ქეთი... - ნუ განიცდი და ხასიათს ნუ გამიფუჭებ... პირველი ხელფასი ავიღე , ჩემი თავი მინდოდა მესიამოვნებინა და შენც... - კარგი ! სამაგიეროს გადაგიხდი... დღეს მუსიკების ხმა უფრო კარგად ისმოდა. შინაურები დავრჩით მეტწილად, სალომე უკვე კარგად ნასვამი იყო... საშინლად მეძინებოდა, ხან სად ჩამოვდებდი თავს, ხან სად. ერთ მომენტში მგონი ჩამეძინა კიდეც , გარეთ მოსაწევად გავედი, ისევ წვიმდა , შენობის კუთხეში პატარა გადაფარებული შევამჩნიე და თავი შევაფარე. ნახევარიც არ მქონდა მოწეული, შესასვლელთან სალომეს მოვკარი თვალი , ნათია ტუქსავდა... მთელი საღამო სალომეს გამოხტომებით იყო შეჯერებული. მხოლოდ სახლში წასვლაზე და გამოძინებაზე ვფიქრობდი. როგორც იქნა საბოლოოდ დავამთავრეთ დაუსრულებელი ქეიფი... ჩქარ-ჩქარა ავალაგეთ მაგიდები და საბოლოოდ დავიშალეთ სახლებში. იმ ღამით გამოძინება მოვასწარი..... მაგრამ , გიოს ალბათ მთელი ღამე არ ეძინა, მთელი ღამე შეტყობინებებს მიგზავნიდა... როგორც იქნა ბალიშს თავი დავახწიე და აუჩქარებლად დავიწყე მოწესრიგება, - გიო რეკავდი? ეხლა ვნახე ! - რატომ არ მიპასუხე? - მეძინა ... ძალიან დავიღალე. - ამოვიკნავლე. - გამოგივლი... - კითხვა არ დაუსვამს! მოჭრით მითხრა. - სამსახურში ვარ გასასვლელი ოთხისთვის გიო. - მე არ გთხოვე ? არ უნდა წამოსულიყავი? - მართლა მინდა გიო მუშაობა.... - მე წაგიყვან! - და ეს მანქანა? აქ დავტოვებ და იქნებ წაიყვანო.... - გყავდეს შენ ... მაინც გჭირდება ხოლმე . - არა რა მყავდეს... ნუ ნერვიულობ , გიო, მე მინდა რომ ჩემით .... ხომ ხვდები... - კარგი , გავიგე! ცოტახანში მოვალ და მერე მე დაგტოვებ სამსახურში. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე , სარკესთან ცოტაც ვიწრიალე და გიომაც არ დააყოვნა... - ჩამოვიღე კარები! ვიფიქრე წახვედი ! - შემოდი, არ მესმოდა.... - დაუწიე მუსიკებს მერე! მიკვირს ეს შენი მეზობლები რომ არ გიჩივიან... თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა. - მოვიჩვიე.... - წამოდი სადმე წავიდეთ ... - ხომ გითხარი გიო ... ოთხამდე! - ოთხამდე წავიდეთ მერე! - თავზე ხელი გადამისვა და თმები მუჭში მოიქცია, მთელი ძალით მიმეწება ტუჩებზე. - გავიგუდე გიო! - ძლივს ამოვისუნთქე. მობილური აწრიალდა , ჩემი არა ... არ იყო ეს ჩვეულებრივი ზარი, ცოტა დაიბნა... გაკვირვებით შემომხედა... - გისმენ , გისმენ !.... - ცოტა მოგვიანებით! - საღამოს? - კარგი... ყურები დამეწელა... არც თუ დადებითი შეგრძნება დამეუფლა. - რა ხდება მშვიდობაა? - ხო , ალბათ, ნათიას ნათესავი იყო, სალომე , საქმე მაქვსო... - ჩაფიქრდა. - რა უნდა? - გავცეცხლდი! - აზრზე არ ვარ ! - მოდი ჩემთან... - არ დაიწყო... თუ მივდივართ წავიდეთ... - მთელი გზა სალომე მიტრიალებდა თავში, ამ გოგომ ჩემი ყველა ნერვიული სისტემა მოიცვა... რობოტივით ვმოძრაობდი, ათასი კითხვა მიტრიალებდა, გული ვერ დავაყოლე გიოსთან ერთად სეირნობას... ისიც მიხვდა... ყურადღების გადატანას ცდილობდა, ხან ჩემს გამხიარულებას, უშედეგოდ... ჩამომაღამდა სამსახურში, როგორც იქნა დრო ჩამივარდა და გიოსთან რამოდენიმეჯერ უშედეგოდ ვცადე დარეკვა, არა და არ მპასუხობდა, ტვინში სისხლი ამივარდა... მასზე არა ნაკლები კავკასიელი ვარ! იქამდე სანამ საერთოდ შევიშლებოდი დროზე ადრე გავენთავისუფლე... რამოდენიმე წუთი ჩავფიქრდი... გადავხარშე, შედეგების მოსალოდნელობა... არც თუ ისე კარგი წინათგრძნობა მქონდა სალომესთან დაკავშირებით... ვარაუდით ვიარე გიოს სახლამდე, ეზოში ცოტახანს გავჩერდი... დაბლიდან ავხედე სახლის ფანჯრებს, შუქი ჯერ კიდევ ენთო... თერთმეტს ათი აკლდა, საკმაოდ ჩამობნელდა... სწრაფად ავირბინე... გულ-ამოვარდნილი ავისვეტე... ერთ ადგილას ვბორგავდი... ერთი ორჯერ უკან გამობრუნებაც ვცადე... საბოლოოდ ეჭვებმა მძლია და ზარი დავრეკე! - აქ რას აკეთებ? - გაიკვირვა გიომ. - წავიდე?! - სად უნდა წახვიდე ! - მაჯაში ჩამავლო . - მარტო ხარ? - არა შემოდი... - ფერი დაკარგა. მისაღებში შესულს , დივანზე წამოსკუპებული სალომე დამხვდა, გაკვირვებით გავხედე გიოს... ახსნის მოლოდინში... - გამარჯობა.... - როგორც იქნა ამოვთქვი! - "პრივეტ " ! - ცინიკურად გამიღიმა . დაძაბული გარემო შეიქმნა, სიჩუმემ დაისადგურა ... ხმის ამოღებას არავინ ცდილობდა.... საბოლოოდ გიომ დაარღვია სიჩუმე... - მშვიდობა გაქვს სალომე? არ გითქვამს რაზე გინდოდა საუბარი... მომთხოვნი ხმის ტემბრი მოირგო... - სხვა დროს იყოს... - გაბრაზებული მზერა მესროლა... - ხელს ხომ არ გიშლით ,მე აქ? - არანაკლებ ცინიკურად შევათვალიერე ორივე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.