შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი. თავი 5.


16-03-2021, 15:55
ავტორი zia-maria
ნანახია 1 636

   სიცივე და ცივი ქარი, ლილია კი სახლიდან  ძალიან თხლად ჩაცმული გავიდა. გაზაფხულის მანათობელ მზესთან მაინც ურევს სიცივე და თავის თავზე გაბრაზებული ბუტბუტებდა.
-არ მქონდა რომ ჩამეცვა თუ რატომ წამოვედი ასეთი ჩაცმული, ღირსი ხარ ჩემო თავო ფილტვების ანთება აიკიდო სწორედ რომ ეს გინდა ახლა, როცა დედაც ავად მყავს. ტელეფონი ჩანთაში მოიძია და უხალისოდ უპასუხა.
-გისმენ ქეთი.
-ლილია დღეს ერთად ვიკრიბებით.
-ქეთი ხომ იცი რომ მე ვერ წამოვალ.
-რაო რა გითხრა, არ მოვდივარო? მოესმა ლილიას ანანოს ხმა.
-რით ვერ აღწევ შენს ციხე-სიმაგრეს თავს, ვიცით რომ მარიამ დეიდა ავად არის, მაგრამ ცოტა შენს თავსაც შეხედე, ლილია საკუთარი ცხოვრებაც არ გაქვს, მხოლოდ სახლი და სამსახური და გამომწყვდეული ხარ სახლში უსუსურივით ოთხ კედელ შუა. ვის არიდებ თავს, გარეთ გამოდი და ხალხში გაერიე სანამ არ დაგვიწყებია ვინ ხარ.
-რატომ უყვირი ან როგორ ელაპარაკბი, ზედმეტები მოგდის ანანო. უსაყვედურა ქეთამ ანანოს და ტელეფონი გათიშა.
-ვიცი რომ ზედმეტი მომივიდა განა მე მინდოდა ასე დავლაპარაკებოდი, გუშინ მარიამ დეიდამ დამირეკა და მითხრა რომ რამოდენიმე საათით ლილია გაიყვანეთ სახლიდან მეგობარი უნდა მოვიდეს და სალაპარაკო გვაქვსო.
-მერე მე რატომ არ მითხარი, ლამის გცემე ისე გამაბრაზე.
-შეხედე, ჩემმა სიმკაცრემ შედეგი გამოიღო ლილია მოდის ქეთა.
-სად,  მართლა მოდის ალბად აქ სადმე ახლოში იყო.
-სამსახურში მიდიოდა და აქ წამოვიდა, ეს კი კარგის ნიშანია. უეცრად ჩამოღამდა და წვიმის შხეფი დაეცა ლილიას მან ცას ახედა და თქვა.
-მზე იყო და ახლა წვიმს, თქვენ კი რა მოგივიდათ და რა ბზიკმა გიკბინათ დღეს ასეთ ამინდში.
-თვეზე მეტია ცხვირი გარეთ არ გამოგიყვია, არ მოგბეზრდა სახლში ჯდომა?
-მომბეზრდა, ორი დღეა მზე გამოანათებს დაიმალება თითქოს ჩემს ნერვებზე თამაშობს. ყოველ ჯერზე როცა წვიმისათვის არის ცა გამზადებული მგონია რომ წვიმაში რაღაც მნიშვნელოვანი დამრჩა და მას ვერასოდეს ვიპოვი.
-შენ იმ ღამის დავიწყება ვერ შეძელი ლილია.
-იმ ღამით, მე იმ წვიმიან ღამეს გავატანე ჩემი ცისარტყელას ფერები და ჩემი ფერადი სული, სამაგიეროდ დამრჩა  სევდიანი ფერი  ნაცრისფერი და უსახური. გულზე მეწვის ის ყოველი წუთი და წამი, ჯერ გული გაიბზარა და შემდეგ იქ დიდი ნაპრალი გაჩნდა.
-ყველაფერი წარმავალია და გაივლის ლილია.
-როდის, ანანო როდის გაივლის ამ ნაპრალს რომელიც გულში დარჩა ძალიან დიდი დრო უნდა შესახორცებლად. დედამ მითხრა გუშინ მე მალე მოვკვდები და მინდა თეთრ კაბაში  გნახოო, მინდა საქორწილო კაბა სანამ კიდევ შემწევს ძალა ჩემი ხელით შეგიკეროო.
-შეუძლებელია.
-დედას ვერ ვატკენ გულს, არადა სულის სამყარო ჩემი დაცარიელებულია და ასეთი ცარიელი, ასეთი ყინული ვის რაში ვჭირდები, ჩემმა მზემ მხოლოდ ერთხელ გამოანათა და ახლა შორეული მთების მიღმა არის ჩაფერფლილი. ის ღამე მხოლოდ მე მახსოვს, მხოლოდ ჩემია და მარტო ჩემი.
-თავი აიყვანე ხელში და დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.
-მკვლელი იპოვეს ის დაისაჯა, სამუდამოდ ინვალიდი დარჩა.
-უფალი სამართლიანია მან დასაჯა ის.
-დამასწრო, მე მინდოდა მისი დასჯა.
-შენ არც უფალი ხარ და არც მსაჯული, მან მიიღო ის რაც დაიმსახურა.
-კარგი გოგოებო მე წავალ დღეს ძალიან მნიშვნელოვან საბუთებს უნდა გადავხედო.
-მარიამი ვისთან დატოვე, მარტო დარჩა?
-მეგობარს ველოდებიო მითხრა და მშვიდად წამოვედი. ტაქსით წავიდა და კომპანიაში შეუმჩნევლად შევიდა, ჩანთა მაგიდაზე დადო და  ფანჯარასთან მივიდა, მაგრამ მდივანი გოგონა მიუახლოვდა და უთხრა.
-დილა მშვიდობის ქალბატო...........................
-მაგდა დილა მშვიდობის, მაგრამ როცა მარტო მე და შენ ვიქნებით გთხოვ უბრალოდ ლილია ვარ.
-კარგი ჩაის დალევ?
-ლიმონი გვაქვს?
-გვაქვს.
-ლიმონიანი ჩაი თუ ძალიან არ შეგაწუხებ მაგდა. რამდენიმე წუთში დაბრუნდა მაგდა და ლილიას ლიმონიანი ჩაი მიართვა.
-კარგია, ცოტა ხნით იყავი ჩემთან. მაგდა მიუახლოვდა ლილიას და ლილიამ მას შეხედა.
-ხედავ წვიმა როგორ შლის ყველაფერს.
-ლილია კარგად ხარ?
-ჩემს გულშიც წაიშლება ნელა ნელა ყველაფერი და სიცივე იკეთებს ბუდეს, ძალიან აუტანელია ტკივილი. გულიც გაცივდა, ჯერ დაიმსხვრა და ჩემს დაუკითხავად გადაანაწილა ნამსხვრევები სხეულის ყველა ნაწილში. მცივა, ის ნამსხვრევები მტკივა თითქოს უმნიშვნელოა ისინი, მაგრამ უზარმაზარი ტკივილის გამოწვევა შეუძლიათ. ჩემში გამეფებულ დარდს, სევდას, ტკივილს ყველა გრძნობას ერთად მოენატრა ის. მაგდას ცრემლი მოერია და ლილია გულში ჩაიკრა.
-თავს უნდა მოერიო, მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ყველა ამბობს რომ ის საუკეთესო მამა და მეუღლე იყო, ასევე მეგობარიც. ლილიამ გაოცებულმა შეხედა მაგდას და გვიან გაანალიზა რომ მაგდამ სხვაგვარად იფიქრა ის რაც დაინახა და გაიგონა, მან ხომ არ იცოდა ლილია წვიმას რატომ ვერ იტანდა ან ვინ და რა  აგონდებოდა წვიმიან დღეებში. ლილიამ თვალები შეიმშრალა და მაგდას მკრთალად გაუღიმა.
-დროა ვიმუშაოთ, შემომიტანე ის ქაღალდები რომლებზეც საჭიროა ხელის მოწერა.
-ახლავეს შემოვიტან. მაგდა საქალდეები მაგიდაზე დააწყო და გავიდა, ლილია მუშაობდა, მარიამი კი ჯოხზე დაყრდნობილი შეხვდა მარინას და ყავა შესთავაზა.
-მე მოვადუღებ, შენ აქ დამელოდე. უთხრა მარინამ და დრო თავის სასარგებლოდ გამოიყენა, ყავაში მცირე დოზით გაურია თავისი მომწავლელი წვეთები და მარიამს ღიმილით დაუდგა მაგიდაზე ფინჯანი.
-გისმენ მარიამ მითხარი შენთან სალაპარაკო მაქვსო და მოვედი.
-მარინა ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ დახმარება მინდა.
-ეკონომიურად თუ.................
-არა, არა ეკონომიური არც მიფიქრია.
-გისმენ მეგობარო.
-მინდა ლილია გათხოვდეს და მის ქორწილს დავესწრო, ვიცი რომ უცხოეთში ძმიშვილი გყავს რას იტყვი, დამეხმარები?
-გინდა ჩემს ძმიშვილს გავაცნო ლილია და დაქორწინდნენ?
-წინააღმდეგი ხარ, ალბად ლილია არ მოგწონს რძლად.
-როგორ არა ნასწავლი და განათლებული გოგონაა, უბრალოდ დავიბენი რადგან ჩემი ძმიშვილი აქ არ არის, ის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა მალე უნდა ჩამოვიდეს და ყველა ველოდებით როდის დაბრუნდება.
-მარინა დამეხმარე და რაც გინდა მთხოვე. მარინა ჩაფიქრდა და თითქოს რაღაც გაახსენდა გაღიმებულმა შეხედა მარიამს.
-რა კარგად მოიფიქრე, მარიამ მომწონს ეს აზრი აუცილებლად გავაცნოთ ბავშვებს ერთმანეთი და აქედან დაქორწინებულები გაუშვათ, ჩვენ კი კომპანიას მივხედავთ. 
-რა კარგია რომ დაგელაპარაკე. მარიამმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მარინამ მოეხმარა და საწოლამდე მიიყვანა თავად კი თვითკმაყოფილმა წავიდა სხვა საქმეების მოსაგვარებლად. რამდენიმე დღის განმავლობაში გაღიმებული დადიოდა და ყველას უკვირდა მისი ეს იშვიათი ღიმილი ახლა რომ ჩუქნიდა ყველას უანგაროდ, მირანდაც კი გააოცა დედის უეცარმა გარდაქმნამ და რამდენჯერმე დააპირა ეკითხა თუ რა ახარებდა ასე ძალიან, მაგრამ ხელი ჩაიქნია და თავის ოთახში ჩაიკეტა. უკვე საღამო იყო რომ გაახსენდა ბანკში იყო მისასვლელი და  საჩქაროდ გავიდა ბინიდან 6 სთ-ი სრულდებოდა ბანკში რომ შევიდა და არავინ იყო, ეგონა დამაგვიანდაო და საათს შეხედა, მაგრამ მას სათნო ღიმილით მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი ლამაზად გაპარსული დაბალი წვერით და მირანდამ მის თვალებში ბედნიერება ამოიკითხა, მკერდზე მიკრული  ბეიჯი დაინახა და  მამაკაცს სახელით მიმართა.
-ბაკო ...........
-დიახ, მე ვარ ბაკური შარია ანუ ბაკო.  თითით ანიშნა მკერდზე მიმაგრებულ ბეიჯზე და დაუნანებლად აჩუქა მირანდას მისი სათნო ღიმილი.
-მე თქვენ გიცნობთ.
-მიცნობთ? ააააა, გამახსენდა თქვენ მირანდა ხართ.
-დიახ, დიახ, გიორგის შეყვარებული. ბაკომ ჩაახველა და  ოდნავ დაბალი და მკაცრი ხმით უთხრა მირანდას.
-შეყვარებული ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რადგან სულ რამდენიმე წუთში უნდა დავიკეტოთ მითხარი რით შემიძლია თქვენი დახმარება.
-კარტა დამებლოკა და ბლოკის მოხსნა მინდა.
-დიახ, რამდენიმე წუთი დამელოდეთ. ბაკომ შეეცადა, მაგრამ შეწუხებული სახით მიუბრუნდა მირანდას და უთხრა.
-შეუძლებელია თქვენს კარტაზე ბლოკის მოხსნა, კარტა თვით კომპანიიდან არის დაბლოკილი. მირანდა გაბრაზდა და კომპანიაში წავიდა, ბაკომ უკვე საათს შეხედა და თქვა.
-დასრულდა ეს დღეც. მაგრამ კარი გაიღო და ორი მამაკაცი მიუახლოვდა.
-სამუშაო საათები დასრულდა, დააგვიანეთ მეგობრებო უკვე ვიკეტებით, ყველაფერი გათიშულია. გულდაწყვეტილი წავიდნენ, მაგრამ ბაკოს მაღალი გრძელი ქერა თმით გოგონა მიუახლოვდა და უთხრა.
-გთხოვთ დამეხმარეთ.
-დააგვიანე გოგონა.
-მაგრამ აქ ხართ.
-შესრულდა 7 საათი, რა ვქნა.
-გთხოვ დამეხმარე, ფულის მოხსნა მინდა.
-გარეთ ბაკნომატდან ვერ მოხსნი?
-ეს დიდი თანხაა, აუცილებლად უნდა მოვხსნა.
-კარგი, კარგი ნუ ნერვიულობ. ბაკომ გოგონას პირადობას დახედა და ჩაეცინა.
-ვიკა დადიანი. გოგონა ისეთი ლამაზი იყო ვერ შეძლო  მისი გაცნობის შანსი ხელიდან გაეშვა და გოგონას დაეხმარა, მაგრამ იცოდა უსიამოვნება არ ასცდებოდა. ყველაფერს მორჩა და გიორგის ზარს უპასუხა.
-გისმენ გიორგი.
-დაასრულე მუშაობა ბანკირო, გამოგიარო?
-უკვე გამოვდივარ დღევანდელი დღეც დასრულდა.
-კარგია მეც მალე მოვალ და გარეთ დამხვდი. ბაკომ სისტემა გათიშა და ბანკიდან გავიდა, მაგრამ იქვე დახვდა ორი მამაკაცი და მოულოდნელად სახეში მოხვდა მძიმე ხელი
-იქნებ მეც მიჭირდა, ის გოგო რომ იყო იმიტომ დაეხმარე? ბაკოს მარცხენა ლოყა აეწვა, მარჯვენა თვალი გაახილა მარცხენასი გაუჭირდა, გამოსახულება ნელა-ნელა მკვეთრი გახდა და მასში მხეცმა გაიღვიძა მეორედ მოქნეული ხელი აიცილა და თავად დაარტყა მოწინააღმდეგეს. გიორგი მივიდა და ბაკოს ათვალიერებფდა, მაგრამ ვერ შეხედა გაოცებული უყურებდა მამაკაცების ჩხუბს და კარგად დაკვირვების შემდეგ გვიან ამოიცნო ბაკო.
-აქ რა ხდება, ბაკოს ცემს ორი ერთად? მივარდა ბაკოს და ისიც ჩაერთო ჩხუბში რამოდენიმეჯერ მასაც მოხვდა მძიმე ხელი სახეში, მაგრამ ისინიც კარგად წავიდნენ. იდგა და ბაკოს უყურებდა, რომელსაც თეთრი პერანგი ეცვა მაგრამ ის თეთრი აღარ იყო.
-მეგონს ყველაზე წყნარი იყავი ჩვენს შორის, მაგრამ თვალებს არ დაუჯერე რომ ეს შენ ხარ, ახლოს რომ მოვედი მაშინ დავრწმუნდო რომ ის მხეცი რომელიც მე დავინახე ნამდვილად შენ იყავი.
-გაჩუმდი ყბა მტკივა.
-წამოდი შორენას ვესტუმროთ და შეგვილამაზებს სახეს.
-ასე ცუდად გამოვიყურები?
-ყბა რომ გტკივა ნახოს რა იცი რა ხდება, მაგრამ სიწითლე გიხდება მორცხვი გოგონასავით ხარ.
-ნუ დამცინი, ვერ ვლაპარაკობ გიო.
-სახე მიუშვირე იმ ახვრებს აქ დამარტყიო?
-მოულოდნელი დარტყმა იყო მე მაგათი......................... საავადმყოფოში შორენა იპოვეს, იდგა ხალათის ჯიბეებში ხელბჩაწყობილი და ორივეს ცალ ცალკე ათვალიერებდა.
-რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, რამდენ კაციან ბრძოლაში მოყევით.
-მე კარგად ვარ, ეს არის ცუდ დღეში.
-ნუ მიყურებ ასე ცივად რა ისედაც ცუდად ვარ.
-ცუდად ხარ?
-შორენა დაიკო წარბი გაასწორე და მომეშველე, მტკივააააა.
-მე ასეთი ვარ ყოველ დღე, ყველა ავადმყოფზე თუ პანიკა დამემართა აქეთ გავხდები მისახედი. ნერვებს ვერ ავიშლი ყველა ავადმყოფზე მით უფრო თქვენ ორზე რადგან თქვენ ტვინით ავადმყოფები ხართ და ეს არ იკურნება, რადგან განკურნების ერთადერთი გზა ფსიხიატრიული არის იქ უნდა გადაგიყვანოთ ორივე. შორენა მართლა ბრაზობდა და ხელი წაავლო ბაკოს ნიკაპში რომელმაც სიბრაზისგან და ტკივილისგან თვალები მაგრად დახუჭა.
-ნელა შემეხე, მტკივა.
-წამომყევი, ფეხზე ხომ შეგიძლია სიარული გადავიღოთ რა ხდება. ბაკო რედგენზე შეიყვანა და ცოტა ხანში უხეშად უთხრა.
-გარეთ დამელოდე კართან.
-მოვკვდები?
-დღესვე აუსრულდება ოცნება იმას ვინც ეს გააკეთა.
-შორენა მე სერიოზულად გეკითხები.
-მეტყობა რომ არასერიოზული ვარ? ბაკოს შეეშინდა და უხმოდ ელოდებოდა პასუხს, შორენა კი მეგობართან ერთად იცინოდა ბაკოს რექციაზე, რამდენიმე წუთი ალოდინა და სახე დასერიუზულებული მიუახლოვდა ბაკოს.
-აღარ იტყვი რა ხდება?
-ყბის ძვალი გაქვს გატეხილი.
-მერე?
-ჩაგისვამთ, მაგრამ რამდენიმე დღე აქ უნდა იყო.
-მერე?
-მერე ვნახოთ თუ ყბა გვერძე არ დარჩა მოქცეული კარგია და თუ ეს არ იქნება ისე როგორც ჩვენ გვინდა მკურნალობას მხოლოდ უცხოეთში თუ შეძლებ და ამისთვის ძალიან დიდი თანხებია საჭირო.
-შორე მითხარი რომ მაბრაზებ.
-მთელი დღე და ღამე აქ ვარ და როგორ ფიქრობ ვარ ღადაობის ხასიატზე? არა, ნამდვილად არა. გიორგი არაფერს ამბობდა მხოლოდ შორენას აკვირდებოდა და უნდოდა ამოეცნო ხუმრობდა თუ სერიოზული იყო ბაკოს მდგომარეობა, მაგრამ ვერაფერი შეამჩნია და ჩათვალა რომ ბაკოს მდგომარეობა სერიოზულ თანხებთან იყო დაკავშირებული. შორენა სერიოზულად ლაპარაკობდა, გიორგი საგონებელში ჩავარდა, ბაკოს ლუქი პალატა მოუმზადეს და გიორგიმ თქვა.
-მე წავალ.
-სად მიდიხარ, აქ მარტო უნდა დამტოვო?
-საავადმყოფოპში ხარ აქ არავინ შემოგიხტება გავალ და მალე მოვალ, რაღაცეები გჭირდება და ვიყიდი.
-რა უცნაურია, თითქოს დავმძიმდი.
-ყბის ჩამოვარდნამ დაგამძიმა ალბად. უთხრა გიორგიმ და გაეცინა, ბაკოსაც უნდოდა გაცინება, მაგრამ არ შეეძლო და შეუბღვირა გიორგის.
-წამოვწვები თორემ მგონია იატაკი მეცლება ფეხებიდან და ტრიალობს ყველაფერი.
-შენაირმა ხელოსნებმა ააშენეს ეს საავადმყოფო. თქვა გიორგიმ და  კარებისკენ შებრუნდა.
-43 ზომა ფეხი მაქვს და მიფრთხილდი არ მოგხვდეს.
-ნუ შემაშინებ, ვიცი რომ ჩხუბი შეგიძლია დღეს ვნახე. ბაკოს ჩაეძინა, გიორგიმ მის ძილში წავიდა და თავი მოიწესრიგა, ბაკოს უყიდა საჭირო ნივთები და ისევ მასთან დაბრუნდა. ისევ ეძინა და თავადაც  დაწვა იქვე სავარძელზე, დილით კი შორენა ექიმთან ერთად ესტუმრა მეგობრებს.
-როგორ ხარ მეგობარო, ტკივილი გაქვს?
-ყრუდ მტკივა ექიმო.
-დამამშვიდებელი გაგიკეთეთ და ტკივილს ამიტომ ვერ გრძნობ, ანალიზების პასუხებს ველოდებით და ოპერაციის დღეს პასუხების მიხედვით დავნიშნავთ.
-ექიმო ბაკო ჩემი მეგობარია და მინდა სიმართლე თავიდან იცოდეს, შემდეგ რომ რამე.................. ექიმი დაიბნა და შორენას შეხედა, შორენამ კი თვალი ჩაუკრა ექიმს და უთხრა.
-ნება მომეცი სათქმელი მე უთხრა.
-რა ხდება, შორე ცუდი რამ არის ანალიზებში?
-კარგად მომისმინე, ანალიზების პასუხები წუთი წუთზე იქნება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით გატეხილი ძვალი როგორ დარჩება ოპერაციის შემდეგ, ამიტომ მეორე ვარიანტია რომ ყბა გაუსწორდეს მარჯვენა ყბას მარცხენა ძვალიც უნდა ამოვიღოთ და ჩავსვათ  პლასმასი, პლასმასს კი კბილები არ ექნება, თანახმა ხარ?
-შორენა რას ბოდავ. უთხრა გიორგიმ და ბაკოს გადახედა.
-ჩუმად არის, ვხედავ არ მოეწონა იდეა, მაგრამ სხვა ვარიანტი თუ გაქვთ თქვით.
-ასე ხომ.........................
-რა ასე ხომ, ვის გადაეყარე გზაზე აი შედეგიც სახეზე გაქვს და ახლა ხმა არ ამოიღო, მთავარია ცოცხალი დარჩი. შორენა ექიმთან ერთად გავიდა და ექიმმა გაოცებულმა შეხედა........................
-ნუ მიყურებ გაოცებული, გული გამიხმეს და ახლა ჩემი ჯერია ამ შანს ხელიდან ვერ გაუშვებდი.
-არ გეცოდება, ლამის მოკვდა კაცი.
-სულაც არ შემცოდებია, სხვა დროს თავს გაუფრთხილდება.
-როგორ გამაშეშე გეთქვა მაინც რას ფიქრობდი. კართან გიორგი იდგა და შორენასთან გაბრაზებულმა მივიდა.
-მოგკლავ.............................
-გიორგი მომისმინე.........................
-ახალგაზრდავ აქ ასე უხეშად როგორ ბედავ შემოსვლას. შორენას ექიმი ზაზა აეფარა და გიორგის წინ დადგა
-ჩემი საუკეთესო მეგობარია ექიმო, ჩემი და არის, მაგრამ ეთქვა რას ფიქრობდა გუშინს მერე გული ხელით მიკავია.
-გეთანხმები, ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო დღეს..................
-არაფერი უთხრა, სიმართლე არ უნდა გაიგოს თორემ ცხოვრებაში ხმას არ გაგცემ. 
-მადლობა ექიმს გადაუხადე ცოტა დამაკლდა ფანჯრიდან გისროდი, უაზრო. გაბრაზდა გიორგი, მაგრამ ბაკოსთან ერთად წუხდა და ითმენდა მის საშინელ ტკივილებს, ბაკოს კი სერიოზულად ეშინოდა. ოპერაციის დღეც დაინიშნა და იმ ღამით ჩაეძინა გიორგის რამოდენიმე დღის უძილოს და ღამით ქუჩაში მიმავალს მკრთალ შუქზე გოგონას ლანდი დალანდა და ფეხაკრებით მიუახლოვდა, მაგრამ ის ქანდაკება იყო. იმ ქალის ქანდაკება ვისაც სიზმარში  და ცხადშიც ეძებდა, მიუახლოვდა ხელით მოეფერა სახეზე და ყინულივით ცივ ბაგეებს შეეხო. თითქოს მას ელოდა და მისმა შეხებამ ქანდაკებას სული ჩაუთქვა და ნელა- ნელა ის ხორც შესხმულ არსებად გადაიქცა, იდგა და უყურებდა ქალს რომლის სილამაზით ვერ ძღებოდა. ვერ შეამჩნია როგორ დაფარა ცაზე ღრუბლებმა ვარსკვლავები, ქარი კი ღმუოდა და დანავარდობდა ცარიელ ქუჩებში. თვალები გაახილა და შორენა დაინახა ბაკოს სიცხეს უსინჯავდა.
-სიცხე შენ გაქვს ტვინში, არა საიდან და როგორ მოიფიქრე ადამიანს გული ლამის გაუსკდა.
-ნუ ბურდღუნებ არ გააღვიძო, იძინოს. გიორგი ადგა და პალატა დატოვა, მოუნდა სიგარეტი მოეწია და თან საღამოს გრილი ჰაერიც ესიამოვნა.
-უკვე გაიღვიძე ეს იყო შენი ძილი? წადი სახლი და ადამიანურად დაიძინე.
-შენ როგორ უძლებ ამდენ უძილობას.
-მივეჩვიე, ცხოვრებამ მიმაჩვია ყველაფერს  შევეგუო. გიორგიმ ხელი მოხვია შორენას და მკერდზე მიიკრა, თავზე აკოცა და უთხრა.
-ძალიან მემაყები და ბედნიერი ვარ რომ შენ მყავხარ. შორენას გაეცინა და გიორგის ახედა.
-რა გაცინებს, თუმცა ვიცი ბაკო. ხვალ რომ გაიღვიძებს ვიცი ერთი სული ექნება სარკეში ჩაიხედოს.
-მისი რექცია უნდა დავაფიქსირო ყბა და სახე რომ ჩვეულებრივად ექნება. არა, მიკვირს ასეთი სისულელე რამ მოგაფიქრა მეც რომ დამაჯერე.
-შემიძლია სერიოზული სახის დაჭერა.
-ხომ იცი სამაგიეროს რომ გადაგიხდის და ვალში არ დაგრჩება.
-კარგი გამიხადოს, შევიდეთ არ გაიღვიძოს. ბაკოს ეძინა მშვიდად, გიორგიმ სახლში წასვლაც მოასწრო თავი მოიწესრიგა მამაც ნახა და რომ დაბრუნდა ბაკოს ისევ ეძინა.
-ისევ ძინავს?
-კარგია რომ ძინავს, დილით ნემსი უწევს და მე თვითონ გავაღვიძებ. შორენამ სხვა პაციენტები ინახულა, გიორგი ჩაფიქრებული იჯდა შორენა რომ დაადგა თავზე და გიორგის უხრა.
-დღეს გიო და თეო მოვლიან, ისიც ყოველ დღე მუშაობს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს  რამდენიმე დღეა.
-როგორაა მათი საქმე, იცი რამე?
-არაფერი, მაგრამ გიოს ძალიან ეტყობა რომ თეოზე ჭკუას კარგავს.
-ეს უგრძნობი კი არც იმჩნევს.
-მომაშორეთ  ეს რაც მაქვს ყბაზე. შორენამ გიორგის შეხედა და ორივეს გაეცინა.
-მოქცეული ყბით ბანკში აღარ მიმიღებენ არც სხვა სამსახურში და დავრჩი სამუდამოდ უმუშევარი.
-პენსიას დაინიშნავ, რაც გაქვს ხელფასი იმის ნახევარი პენსია გექნება.
-პენსიონერს კი ჩემთან ვამუშავებ ფერმაში. ბაკომ ფეხზე ადგომა მოისურვა და სარკეში ჩაიხედა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და სარკიდან ათვალიერებდა მეგობრებს.
-შორე ყბა ისევ ისე მაქვს, ხედავ?
-მე შედეგი თავიდანვე ვიცოდი.
-ვხდები რომ მომატყულეთ და როგორ შეგეძლოთ, მიყურებდით როგორ ვინერვიულე და თქვენ ორნი იცინოდით. ისე კარგად გამოგივიდათ, ტაში უნდა დაგიკრათ ორივეს. გიორგიმ შორენას გახედა, ბაკო კი გაბრაზებული არავის ელაპარაკებოდა, თუმცა დიდხანს არ იცოდა გაბრაზება, მაგრამ ახლა თავად უნდოდა მათ ნერვებზე ეთამაშა. რამდენიმე დღეში გაეწერა, არც დაემშვიდობა შორენას მხოლოდ ექიმ ზაზას ჩამოართვა ხელი მადლობა მოუხადა და წავიდა, შორენას კი არც შეხედა.
-ნახე როგორ გააბრაზე მეგობარი? უთხრა ექიმმა შორენას და ბაკოს გააყოლა თვალი. ბაკომ ბანკში გააგრძელა მუშაობა, ენატრებოდა გიორგი მაგრამ არ ურეკავდა, ერთ საღამოს რესტორანში იყო ბანკის თანამშრომლებთან ერთად, რომ მოულოდნელად გოგონა დაინახა და უნდოდა მას გამოლაპარაკებოდა.
-ეს ვიკა არის, მაგრამ აშკარად ჩანს რომ ვერ მიცნო. ჩაილაპარაკა და მომენტს ეძებდა რომ გამოლაპარაკებოდა. აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად, სიგარეტის ნამწვავი სანაგვეში ჩააგდო და შებრუნდა, უეცრად გოგონას დაეტაკა და გაშეშდა.
-უ, უ, უკაცრავად
-ღმერთო რა სილამაზეა, ბნელი ღამეც კი გაანათე. გოგონამ შეხედა მის წინ მდგარ გაღიმებულ მამაკაცს და იფიქრა ავადმყოფი არისო და მხოლოდ ბოდიშის მოხდით უნდოდა გაშორებოდა, მაგრამ წასვლა ვერ შეძლო.
-არ წახვიდე, არ მიმატოვო სული მაქვს დამძიმებული და ადგილს ვერ ვპოულობ.
-შუძლოდ ხართ? ხელი მკლავში გამოსდო ბაკოს და შეშინებული უყურებდა.
-ვიღაცას ვეძებ, ვიღაცის მოლოდინში ვარ და ვის, იქნებ შენ?
-რას ბოდავ. ხელი შეუშვა გოგონამ და წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ ბაკომ ხელი მოკიდა და მისკენ მიაბრუნა.
-დიახ ველოდებოდი პატარა ბეღურას, პატარა ბარტყს და ნუ წახვალ, ნუ მიმატოვებ დრო გადის და წლები ძალიან სწრაფად გარბიან.
-ავადმყოფი ხართ, მეგონა მართლა შეუძლოდ იყავით.
-ბაკო, მე ბაკო ვარ შარია შენ კი ჩემი ბეღურა ხარ ან ვიკა, ვიკა დადიანი. ვიკამ ხელი კრა ბაკოს და წავიდა, მაგრამ ბაკო მის აჩერდილად გადაიქცა და რამდენიმე  თვე დასჭირდა ვიკას რომ დაახლოვებოდა. ახლა კი როცა ხელი-ხელ ჩაკიდებული მიუყვებოდნენ  დაცარიელებულ ქუჩას და იხსენებდნენ იმ ღამეს ორივე იცინოდა, მოულოდნელად ბაკო გაჩერდა და ვიკას უთხრა.
-არ გინდა ერთად მოვიაროთ ეს პატარა დედამიწა?
-მე კი გეტყვი რომ უბრალოდ დავჯდეთ ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთის თვალებში ჩავიხედოთ, იქ აღმოვაჩენთ ჩვენს კუთვნილ სამყაროს, რომ ვიყოთ გულახდილები, გულწრფელები და  ცრემლებივით წმინდა, უბრალოდ გავულამაზოთ ერთმანეთს ეს ხანმოკლე წუთისოფელი.
-ყველაფერი გამოგვივა, ვიკა მე მჯერა ჩვენი სიყვარული ერთ გზაზე გვატარებს და ჩვენც გავყვებით იმ გზას რომელიც არასოდეს მთავრდება და არც არსად იყოფა.
-დარწმუნებული ხარ ვიქნებით სულ ერთად, ერთმანეთის იმედად?
-სულ ერთად, ყველგან ერთად და ერთმანეთის იმედად.
-მეგობრებს როდის გამაცნობ და როდის ეტყვი რომ ჩვენ ერთმანეთის სურნელით ვართ შეპყრობილი?
-მაგის დროც მოვა,ჯერ გაბრაზებული ვარ მათზე. ის დღე გახსოვს ბანკში რომ მოდი დიდი თანხის მოხსნა გინდოდა.
-კი მახსოვს და შენ როგორ ვერ გიცანი ჩემს თავზე ვბრაზდები.
-მეც კარგად დამამახსოვრდა ის დღე და გაბრაზებული ყველგან შენს თვალებს ვეძებდი.
-ჩემზე გაბრაზდი?
-იმ დღეს ვინც ვნახე ყველაზე ვიყავი გაბრაზებული, დღეს სად მივდივართ?
-დღეს სახლში მივდივარ, ჩემს ახლობელს ცოლი მოჰყავს და უხასიათოდ არის.
-ცოლი მოჰყავს და უხასიათოდ არის?
-უხასიაობის მიზეზია რომ გოგონას არ იცნობს, არ იცის ვინ არის ან როგორი გოგონაა და ნერვიულობს.
-სასწაულია, დღეს კიდევ ხდება ასეთები?
-წარმოიდგინე და ხდება, ის გოგონაც მეცოდება, ისინი ხომ ერთმანეთისთვის სულ უცხოები არიან.
-კარგი რადგან ასეა წადი, მინდოდა დღეს წამეყვანე მეგობრებთან, მაგრამ სხვა დროს იყოს.
-სხვა დროს, ეს საქმე ჩამთავრდეს და მერე წავიდეთ.
-კარგი საყვარელო. ვიკა დაემშვიდობა ბაკოს და წავიდა, ის ფეხაკრებით შევიდა სახლში და თავის საძინებელში შეიპარა, ლილიას კი დიდის კალთაში ჩაედო თავი და ჩუმად უსმენდა.
-ძალიან მინდა საქორწილო კაბაში გნახო, მინდა ჩემი სიცოცხლის ბოლო დღეები ბედნიერებით სავსემ გავატარო შენთან ერთად.
-კარგი დედა, შენ მყავდე ბედნიერი და იყო ჩემს გვერდით მე ყველაფერზე თანახმა ვარ, ხომ ხედავ მე უარს არ ვამბობ, მაგრამ ბევრს არ ვითხოვ და უნდა გავიცნო ის მამაკაცი ვინ არის, ეს ხომ შემიძლია გავაკეთო.
-შვილო გეთანხმები, უნდა გაიცნოთ ერთმანეთი და ერთადაც გაიაროთ. მარიამმა მარინას დაურეკა და ლილიას თანხმობის შესახებ უთხრა, რამაც მარინა ძალიან გაახარა და მეორე დღესვე დაგეგმა  ახალგაზრდების გაცნობის გეგმა.
-მაშ ასე, ნახევრად საქმე მოგვარებულია პირდაპირ კომპანიაში მიხვალ და გაეცნობი როგორც მისი საქმრო.
-დარწმუნებული ხარ? იკითხა გაოცებულმა მამაკაცმა და მარინას ხელში თეთრ კონვერტს თვალი დაადგა.
-ეს ავანსია, ქორწილის წინა დღეს აიღებ სრულ თანხას.
-კარგია, ქორწილის დილას ჩამორიცხავ სრულ თანხას, რადგან ჩვენ საღამოს წავალთ და თქვენთვის დრო აღარ დამრჩება.
-კარგი შევთანხმდით, მხოლოდ იცოდე ყველაფერს ისე გააკეთებ როგორც მე გეტყვი და უნდა დაიმახსოვრო რომ შენ ჩემი ძმის-შვილი ხარ და შენი მშობლები ქორწილისთვის ვერ ჩამოვიდნენ, ბიზნესი ვერ დატოვეს.
-ყველაფერს იდეალურად გავაკეთებ, მაგრამ შემომხედე ეშმაკობას და გადაგდებას არ გაპატიებ.
-კომპანიის მმართველი დირექტორი მე გავხდები, სხვა მე არაფერი არ მაინტერესებს.
-მამაკაცი ფეხზე ადგა მარინას შეხედა და უთხრა.
-ძალიან ბინძური სულია შენში და ძალიან საშიში ქალი ხარ იმათთვის ვინც არ გიცნობს.
-რაც გინდა მითხარი ახლა ხასიათს ვერ გამიფუჭებ. 
-ძალიან ცოდვა დარჩები, ბოლოს როცა გაანალიზებ რა გააკეთე მიხვდები რომ მარტო ხარ და შენს გვერდით არავინ არ იქნება.
-შვილი მყავს გვერდით.
-ის შვილიც მიხვდება ერთ დღეს რომ უარგისი დედა ხარ. მარინა გააბრაზა მამაკაცის სიტყვებმა, მაგრამ ის წავიდა თუ არა საყვარელი კოფე შეუკვეთა და დიდხანს იყო ემოციების ქვეშ ლილია კი სამსახურში მიიჩქაროდა, მარიამმა შეაჩერა ლილია და სერიოზული ხმით უთხრა.
-ლილია.
-გისმენ დედა.
-ჩემი დიდი თხოვნაა, რადგან კომპანიის მართვა შენ დაგეკისრა გთხოვ კარგად დაუკვირდე ყველა იმ ქაღალს თუნდაც უმნიშველოდ მოგეჩვენოს რაზედაც ხელს აწერ.
-რა ხდება, დედა რამეზე მიმანიშნებ?
-არა, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეს რომ შენს გარშემო მტრები არიან.
-ყველას გაუმკლავდები დედა შენ არ ინერვიულო. კომპანიაში შესული მაგდას ღიმილიანი მისალმება აძლევდა ძალას და თავადაც ღიმილით უბრუნებდა სალამს, მაგრამ კაბინეტში შესული ისევ სიცარიელე დგებოდა მის გარშემო. ყველაფერი ქრებოდა იმ სივრცეში და ეს სივრცე ისეთი ღრმა და უსასრულო ხდებოდა მისთვის ვერ გებულობდა სად იყო დასაწყისი და სად იყო დასასრული..
-ლილია შენი ჩაი მოგიტანე ლიმონით.
-მაგდა დაკეტე კარი და მოდი აქ დამიჯექი, შენი რჩევა მჭირდება.
-რა გჭირს ლილია.
-დახმარება მინდა და არ ვიცი ვის დაველაპარაკო, მაგდა არავინ მყავს ვისაც გულს გადაუშლი.
-რა მოგდის ძვირფასო ვხედავ და ვგრძნობ რომ რაღაც გიჭირს, მითხარი იქნებ შევძლო შენი დახმარება. მაგდას ყველაფერი მოუყვა და ბოლოს დაღლილი ხმით უთხრა.
-ვიღაც ჩუმად მოქმედებს ჩემს სიახლოვეს, ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საბუთი კარგად შეამოწმე ჩემთან მოტანამდე და შენს გარდა, მირიანის და ლაშას გარდა ამ კაბინეტში არავინ არ უნდა შემოვიდეს. მე თუ წავალ თუნდაც რამოდენიმე საათით გავიდე, კარები დაიკეტება და გასაღები მხოლოდ შენ გექნება.
-კარგი მაგრამ, რას იტყვის მირიანი და ლაშა.
-მათ მე დაველაპააკები, მათმა უნდა იცოდეს რომ აქ ამ კომპანიაში ჩვენ უხილავი მტერი გვყავს და ერთად უნდა ვიპოვოთ.
-ლილია იქნებ მამაშენიც მან მოკლა და ის ბურჯანაძე სულ უდანაშაულო არის.
-არც ესაა გამორიცხული, მაგრამ სანამ სიმართლე არ დამტკიცდება ერთადერთი დამნაშავე ჩემთვის ის ადამიანი არის.
-შეიძლება შემოვიდე? კარი ახალგაზრდა უცნობმა მამაკაცმა შემოაღო და ორი ლამაზი ქალი შეათვალიერა, რადგან უნდოდა თავად ამოეცნო რომელი იყო ლილია.
-მაგდა დაუბრუნდი შენს ადგილს, მაგრამ გასვლამდე სტუმარს ვკითხოთ რას მიირთმევს.
-აქ ვისაუბროთ, არ გავიდეთ ცოტა ამ კედლებიდან შორს.
-ამ კედლების შიგნით ჩემი სამყაროა და აქ უფრო კარგად ვსუნთავ, მოგიწევს შეეგუო ამ ყველაფერს.
-კარგი, არ მოვსულვარ იმიტომ რომ ვიკამათოთ, მინდოდა ახლოს გაგვეცნო ერთმანეთი.
-ლილია ტაბატაძე.
-ლევან კოხია. ლევანი მაგდას მიუბრუნდა და თავისი მომნუსხავი ღიმილით უთხრა.
-ყავა თუ შეიძლება.
-როგორი ყავა გნებავთ, ნალექით თუ უნალექოდ.
-უნალექო, საშუალოდ ტკბილი.
-გასაგებია. თქვა მაგდამ და გავიდა, ლილია კი დაძაბული იჯდა და ლევანს უსმენდა, რომელიც მხოლოდ თავის თავზე და მის წარმატებებზე საუბრობდა. ლევანის ხმა ლილიას როგორც ჭახანის და მსხვრევის ხმა ისე ჩაესმოდა, ეგონა ეს ხმები მის გარშემო დაძრწოდა და გაქცევა უნდოდა მისგან, მაგრამ ის ხომ მის წინ იჯდა და როგორი ახლოს იყო თან როგორ შორს ადამიანი ვისთანაც მისი ცხოვრება უნდა დააკავშიროს.
-დრო კურნავს ტკივილებს და არა უშავს, დღეს ვიტორებ, ხვალ, ზეგ ვიტირებ და ალბად ჩემს ტკივილიან მოგონებებს მტვერიც დაედება. ლევანის მოეწონა ლილია და შეეცოდა, შეეცადა კიდეც სიმართლე ეთქვა, მაგრამ ის ხომ ძალიან დიდ თანხას კარგავდა და მის თავში გეგმა შეიმუშავა, მხოლოდ დროს და მომენტს დაელოდა, გადაწყვიტა ლილიას გაეგო სიმართლე.

მეგობარი განა ის ადამიანი არ არის, რომელთანაც დიდი ნდობა და სიყვარული გვაკავშირებს. მეგობარია ორი სული ერთ სხეულში, როდესაც არ გეშინია იყო მასთან ის რაც ხარ, როდესაც მძიმე მომენტებში შენთანაა და ცდილობს გაგამხიარულოს. ბაკოს სიბრაზემ გადაუარა და ვიკასთან ერთად ესტუმრა მეგობრებს, გიორგიმ შეხედა და მხიარულად შესძახა.
-ოჰო, საკლავი დაკალით და მწვადები ააშიშხინეთ.
-რა ხდება გიორგი.
-დღეს სავსე მთვარეა ბიჭიც მთვარეს გამოყვა, დაგვიბრუნდა, სიბრაზესაც გადაუვლია.
-მომენატრეთ და მოვედი, თქვენსავით უგულო და უსულო გგონიათ ვარ?
-ჩვენ რატომ გვიკბინე, ჩვენ რას გვერჩი. ბაკომ თეონას შეუბღვირა და ვიკა ყველას გააცნო. იმხიარულეს, მართლა აშიშხინდა მწვანდები და კარგი დროც გაატარეს ბუნებაში, დაღლილებმა კი  ყველამ ერთად მოისურვა დაწოლა და როცა ბესო მათთან მივიდა უკვე ყველას ეძინებოდა დაღლილობისგან.
-უჩემოდ როგორ შეძელით და იქეიფეთ, არ შეგრცხვათ?
-რატომ არ დარეკე, ვიფიქრეთ არ მოდისო და ჩვენც...................
-არა უშავს, მეც რესტორნიდან მოვდივარ ბიჭებმა დღეს შევიკრიბეთ და კარგად მოულხინეთ.
-მართლა არაფერი გინდა?
-როგორ არ მინდა, დავწვე და დავისვენო ჩემი ადგილიც დაკავებულია?
-პოლზე წევს ყველა, მეც მათთან ერთად უნდა დავწვე.
-კარგი, მეც წავალ და მათთან ერთად გავგორდები. თქვა ბესომ და ისიც მეგობრების გვერდით დაწვა, ვერ მოისვენა გიორგაძეს ორი ბალიში ჰქონდა და ერთი აართვა.
-აქ ყველაფერი წართმევაზეა მეგობარო, არ გადმობრუნდე მაინც ვერ დაიბრუნებ.
-ოხ ჩოჩია მოდი და მონასტერიც აირია.
-დილით აირევა, ახლა ჩაწყნარებულია ყველა და შენც დაიძინე. არ ეძინებოდა ბესოს მაგრამ სრულ სიწყნარეში თავადაც ჩუმად იყო, ამიტომ თავადაც შეეცადა დაეძინა და თვალები დახუჭა, ალბად ერთი საათიც არ იყო გასული ჩურჩული მოესმა, ეს ბაკოს ხმა იყო.
-ვიკა, ვიკა გაიღვიძე რა გთხოვ.
-რა გჭირს, დაიძინე ბაკო.
-პუდელო ფეხი არ გაანძრიო დარჩი ისე როგორც ხარ, კარგი?
-რატომ, ჩემს ფეხთან რა გინდა.
-არ გაინძრე გოგო, გთხოვ ცუდად ვარ.
-რატომ?
-გოგო ფეხი გააჩერე კაცობა არ დამაკარგინო.
-ნუ გეშინია ნელა-ნელა გამოვწევ ფეხს
-არა, არა შენს გახარებას ცუდად ვარ.
-ნელა........
-არა მეთქი............
-ძალიან ნელა.................
-არა, შენ გესმის რას ნიშნავს სიტყვა, არა? ამ დროს გიორგაძის ხმამ ყველა ფეხზე წამოყარა შიშისგან.
-არ გაანძრიო გოგო შენც ეს დედა მოტ...ი ფეხი და დაიძინეთ, დილამდე მოთმენა არ შეგიძლიათ? სიჩუმე ერთიანმა  ხარხარმა დაარღვია და გიორგაძეს თავში მოხვდა  ბალიში რომელიც ბაკომ ესროლა, ბესომ კი ბაკოს გადახედა და უთხრა.
-აქ ვერ დაგნებდები ხირხაააააალ.
-ჩოჩია....................
-აქ ვარ მე გიპოვე გულით, გონებით, სულით და კიდევ იმით რომ ამ მოღალატეებმა შეიძლება მოგატყუონ, მე კი არასოდეს მოგატყუებ. მზეში, ბნელეთში, ღიმილში, ცრემლში, ხმაურში, ტკივილში,  დუმილში, სიმშვიდეშიც შენთან ერთად ვარ ჩემო პუდელო.
-დაეგდე და დაიძინე, ყველამ იცის რომ თქვენ დიდი ხნის წინ დაშორდით ერთმანეთს და ახლა რა ეჭვიანობ? უთხრა ბესოს გიორგიმ და თვალი ჩაუკრა.
-ბაკო შენ, შენ................
-რა მე, მე, დაიჯერე რაც თქვა იმ იდიოტებმა?
-აბა რატომ თქვა.
-რატომ უყვირი გოგოს აინტერესებს ვიკას რატომ ვთქვი, ხომ არ ვიტყოდი რომ არაფერი ყოფილიყო. ბაკომ სიგარეტს მოუკიდა, გიორგაძეც წამოჯდა ხელი წაავლო ბაკოს ანთებულ სიგარეტს და თავად გააგრძელა, გიორგაზეს კი ბესო შეუზიარდა და ერთი ღერი სიგარეტი ძმურად გაიყვეს, შემდეგ კი ისევ ახმაურდნენ.
-საკმარისია უკვე, რა არ გაძინებთ. დამიფრთხეთ გოგო შეხედეთ რა შეშინებული გიყურებთ.
-ეჰ არადა რა ლამაზი ცა არის ვარსკვლავებით მოჭედილი მე და შენ ხომ სულ ასეთი ცის ქვეშ ვსეირნობდით  სკვინჩა.
-ჩოჩია დადუმდი, ვიკამ სერიოზულად მიიღო ეს ყველაფერი.
-უკვე აღარ, მივხვდი რომ ერთმანეთს აქეზებთ და მეტი არაფერიც არ მომხდარა.
-მოდი ჩემო გოგო გულზე დამადე თავი ჩემმა გულის ხმამ რომ დაგაძინოს.
-შარია სამუდამოდ დაგაძინებ, დაიძინე უკვე.
-ნუ ბუტბუტებ თვალები დახუჭე და სიზმრებს ნახავ იქნებ საინტერესოც კი იყოს ვინმე ან რამე.
-არ მეძინება.
-ჩოჩია რაღაც უნდა გითხრა.
-რა უნდა მითხრა, სერიოზულად?
-მოგწერ და წაიკითხე.
-კარგი, მიდი აბა გამოუშვი.
-,,გიორგის დეიდაშვილს იცნობ'' ? ჩოჩიამ გახედა ბაკოს და უთხრა.
-არა, რატომ მეკითხები.
-გინდა ფოტო გამოგოგზავნო?
-,,გამოუშვი''. ბაკომ ფოტო გადაუგზავნა და ჩოჩიამ ისე შეხედა ბაკოს.
-,,ღადაობ'' ?
-,,არა გეფიცები''.
-,,ვიღაც დაისჯება დუმილისთვის''.
-,,ნამდვილად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ბოლოს ყველა ხვდება მის დანაშაულს და იქნებ ისიც მიხვდეს, გამოასწორებს''.
-,,გულს შეეხო როგორც მიწას წყლის შხეფები, სადაც არ ელოდები სწორედ იქ გხვდება  კაცს სიყვარული''. ბესოს მოეწონა ფოტოზე გამოსახული გოგონას სახე და მის ძარღვბში ჭიანჭველები ჭეიპარნენ, სადღაც შორს იყო კითხვის ნიშანი, მგრამ გულში გაიფიქრა. ,, მშვენიერი ხარ, შენი თვალებიდან სიცოცხლე მოდის.არ ვიცით რა იქნება მომავალში რადგან სიყვარული მოძრავია და მას ისეთი სიცოცხლე უხარია რომელსაც ვხედავ შენს თვალებში. შეტყობინება მოუვიდა და შეკრთა, წაიკითხა და გაეღიმა.
-,,რა მოგივიდა ჩოჩია ღრუბლებში დაფრინავ, ვფიქრობ ელენეს ფოტო გულზე უნდა გაგაკრათ''.
-,,ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვი, მაგრამ რაც ვიგრძენი სწორედ ისაა რომ მშვენიერებისაკენ ვისწრაფი''. ალბად ზღაპრების უსიერი ტყიდან გამოვალ საბოლოოდ და რეალობა რაც იქნება იმას მივიღებ. ლევანი ყოველ დღე ნახულობდა ლილიას და მისი მეგობრები ქეთი და ანანოც კი გაიცნო რომლებიც არც თუ ისე აღფრთოვანებულები დარჩნენ, მაგრამ ეს ლილიას არჩევანი იყო. მარინა თვეში ერთხელ თუ გამოჩნდებოდა კომპანიაში, ახლა თითქმის ყოველ დღე იქ იყო და ცდილობდა კომპანიის საქმეები მასთან ერთად არ განეხილა, რაც ხშირ შემთხვევაში არ გამოსდიოდა. მარინამ თავისი ადვოკატის დახმარებით შეადგინა საბუთები რაც იმას ნიშნავდა თუ ამ ქაღალდებზე ლილია ხელს მოაწერდა კომპანია ავტომატურად გადავიდოდა მარინას ხელში, მაგრამ ლილია ძალიან ფრთხილად იყო.
-ლილია დასვენება გჭირდება, წამოდი ცოტა გავიაროთ.
-ძალიან დიდი ბოდიში ლევან, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ლევანიმ მარინას შეხედა და ლილიასთან მივიდა, იცოდა მარინას რა მცდელობა ჰქონდა და ლილია ძალით გაიყვანა კომპანიიდან.
-სად მიგყავარ ასე საჩქაროდ
-დღეს საქორწილო კაბა უნდა შევარჩიოთ, დაგავიწყდა?
-ეს სულ ამომივარდა თავიდან, მაგრამ კაბას ხომ დედა კერავს რატომ უნდა ვიყიდო? ლევანი და ლილია წავიდნენ, მარინამ კი თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ჩაილაპარაკა.
-ხვალ ისევ აქ მოვალ და გაიძულებ ამ საბუთებს ხელი მოაწერო. ეს ლევანიმ გაიგონა და ლილიას მიუბრუნდა.
-არ მოაწერო იმ ქაღალდებს ხელი რასაც მარინა მოგცემს, დამიჯერე შენთვის ცუდი არ მინდა, მარინას არ ენდო.
-რას ამბობ, ის დედას მეგობარია და მერე მამიდაშენია.
-მე გაგაფრთხილე, ლილია ხელი არაფერს მოაწერო მანამ მაინც სანამ მე არ მოგცემ ნიშანს, რაღაც უნდა დავაზუსტო და შენც გეტყვი.
-რამე ხდება და მე არ ვიცი?
-შენ იმის ნახევარიც არ იცი რასაც მარინა ფიქრობს და აკეთებს, დაელოდე ჩემს ნიშანს.
-მითხარი რას უნდა ველოდო  ლევან.
-ჯერ უნდა დავაზუსტო და შემდეგ გეტყვი, მენდობი? ლილიამ თვალებში ჩახედა ლევანს და დუმილის რამდენიმე წუთიანი პაუზა გააკეთა, შემდეგ კი ჩაახველა და უთხრა.
-ლევან გენდობი, თუმცა არ ვიცი ვინ ხარ და რა გამოძრავებს, მივხვდი რომ მარინას ძმიშვილი არ ხარ, მაგრამ მაინც გენდობი თუმცა არ ვიცი რატომ.
-ლილია დამიჯერე შენთვის გეუბნები, ჯერ-ჯერობით ასე დავტოვოთ სიმართლე არავინ არ უნდა გაიგოს, შენ მართალი ხარ გამოიცანი რომ მე მარინას ძმიშვილობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ ქორწილი არ გადაიდება შედგება და სწორედ იმ დღეს გაიგებ სიმართლეს. ლილია დაფიქრებული მივიდა სახლში და ჯერ მარიამს მოეფერა, გამოიცვალა და მსუბუქი ვახშამიც მოამზადა შემდეგ კი მარიამს უთხრა.
-დედა მარინას კარგად იცნობ?
-ამირანი რომ დაიღუპა ყველას გვეწყინა, გულის უეცარი შეტევით და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, თუმცა ხალხი იმასაც ამბობდა რომ ცოლმა მოკლა საწყალი ამირანიო მე კი ვერ დავიჯერებ, რომ მარინას ვინმეს მოკვლა შეუძლია ის ისეთი წყნარი და მეგობრულია. ამირანის ადგილზე მარინა დატოვა ვახომ, რადგან მათ პატარა გოგონა ყავდათ და მისი აღზრდა ვახომ ითავა საუკეთესო ბაღში და სკოლაში ატარებდა, გადასახადს კი კომპანია იხდიდა. მუშაობდა, მაგრამ არ იყო ძალიან დატვირთული როცა უნდოდა მოდიოდა, როცა უნდოდა მიდიოდა ხელფას კი იგივეს ღებულობდა რა ხელფასიც ამირანს ჰქონდა და არა მარტო ეს  ისინი დღემდე კომპანიის ბარათებით სარგებლობენ.
-მაპატიე დედა, მაგრამ უკვე აღარ. ყველას ბარათი დაიბლოკა ვინც კომპანიას უამრავი წლებია კისერზე აზის, კეთილი ინებონ და ჩამობრძანდნენ ჩვენი კისრიდან და ხელფასებით ირჩინონ თავი, როგორც სხვა მუშები.
-ეს კარგია თანხა დაიზოგება, მაგრამ უკმაყოფილო დაგრჩება თანამშრომლბი.
-შეეჩვევიან ხელფასზე ცხოვრებას, მის ქალიშვილს იცნობ?
-არა, ის არასოდეს მინახავს საზღვარგარეთ სწავლობდა. მარინა დარწმუნებული იყო რომ მარიამი სულ მალე აღარ იარსებებდა და მეტი ყურადღება ემზარისთვის უნდა დაეთმო, რადგან მისი ჯამრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდიოდა, როგორმე ემზარიც უნდა ჩამოიშოროს გზიდან და ლილიაზე გაბრაზებული ემზარის მოსანახულებლად წავიდა.
-მობრძანდი, როგორ ხარ  მარინა დიდი დრო გავიდა არ მოსულხარ.
-მე კარგად ვარ, ემზარის ჯამრთელობა როგორ მიდის გვაქვს სასიხარულო რამე ექიმიდან?
-უკეთესობისაკენ ჩემო მარინა და ეს ყველას გვახარებს, თითქოს ცდილობს რაღაც თქვას და ლოკოპედიც მოვიყვანეთ რომ აალაპარაკოს. მარინას არ ესიამოვნა და იმ საღამოს მოახერხა წვეთების ჩამატება წყალში რომელიც ემზარის თავისივე ხელით შეასვა, ამ ყველაფერს თვალი შეასწრო ნინომ და დაფიქრებული დადიოდა ვერაფერი თქვა გიორგის მოსვლამდე.
-გიორგი შეიძლება დაგელაპარაკო?
-გისმენ ნინო მოხდა რამე?
-მოხდა, დედაშენს ვერ ვეუბნები არ დამიჯერებს და არც მინდა ვანერვიულო.
-რა მოხდა, მითხარი.
-ის ქალი მარინა იყო მოსული და მან რაღაც წვეთები დაალევინა მამაშენს, წუთიერად ისარგებლა მომენტით.
-გასაგებია, არავის არაფერი უთხრა და შეეცადე ამიერიდან უფრო ფრთხილად იყო, სხვას მე მოვაგვარებ.
-ის ცუდი ადამიანია, სულ ამცირებს მამაშენს და სულ ცდილობს რაღაც ცუდი გააკეთოს.
-გითხარი მოვაგვარებ, იმ კუთხეში კამერას დავდგამ და რომ მოვა ყველაფერს დააფიქსირებს. ნინო ჩუმად იყო, გიორგიმ სწორედ ისე გააკეთა როგორც თქვა და შიში ცოტა გაუნელდა, მაგრამ მარინას ყოველ მოსვლაზე იძაბებოდა და ემზარის მარტო არ ტოვებდა. მარინა მიხვდა ნინომ რაღაც რომ იეჭვა და დროებით გაერიდა მათ, მაგრამ ერთ დღეს როცა მათთან მივიდა  საუბარში დააღამდა და როცა წასვლას აპირებდა გრეთ გასულმა საშინელი კივილი მორთო
-მიშველეეეეეეეეთ. ყველა გარეთ გავიდა და მარინა სახლის კუთხეში იყო მიმალული ატირებული და შიშისაგან დასტრესილი
-რა მოხდა, ვინმემ შეგაშინა?
-ის იყო, ის აქ იყო. თქვა მარინამ და გიორგის შეხედა.
-ვინ, ვინ იყო სახეზე შეხედე?
-არ ვიცი ვინ არის, ვიკივლე თუ არა გაიქცა.
-რატომ იკივლე თუ არაფერი დაუშავებია, სხვა დროსაც დაგხვდა ასე გზაში?
-არ ვიცი ვინ არის, მაგრამ მან ძალიან საინტერესო რამ მითხრა
-რა გითხრა, შეგაშინა ან დაგემუქრა? უკვე გიორგის ნერვები პიკზე იყო, მაგრამ მისმა ნათქვამა გააშეშა.
-მითხრა ვახო მოვკალი და ემზარის დრო დადგა, შემდეგ კი შენიო. გიორგი დაიბნა და მახოს დაურეკა.
-გისმენ გიორგი.
-მახო უნდა მოხვიდე რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.
-მოვდივარ, არაფერს არ შეეხოთ. მახოს არ დაგვიანებია და მის ბიჭებთან ერთად ყურადღებით მოუსმინა მარინას და  ზოგჯერ გიორგის გადახედავდა.
-არ იცი ვინ არის, არც სახეზე შეგიხედია აქამდე?
-ვფიქრობ უცხო არ არის ის ნაცნობია და ჩვენ ყველას კარგად გვიცნობს.
-რატომ ხარ დარწმუნებული რომ კარგად გიცნობთ ყველას.
-უცნობი და სრულიად უცხო სახეს არ დამალავს უფროსო, მას კი სახეზე ნიღაბი ჰქონდა, ხელები კი შავი ხელთათმანებით ჰქონდა დაფარული, ერთიანად შეფუთული იდგა ჩემს წინ.
-საინტერესოა, რამდენიმე დღე არ გამოხვიდეთ სახლიდან და ჩვენ გარედან დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას, არ გათიშოთ ტელეფონი და კონტაქტზე იყავით. გიორგი მახოს დაემშვიდობა და მარინა თავად წაიყვანა სახლში. მარინამ იფიქრა დამტოვებს წავაო, მაგრამ გიორგიმ მათ გასაოცრად თქვა დივანზე დავისვენებო, გიორგისთან ერთად თედო იყო და შუაღამით როცა მათ მშვიდად ეძინათ ჯრ მსხვრევის ხმა გაიგონეს და შემდეგ მარინას ხმა რომელიც შველას ითხოვდა. ორივე გაოგნებული იყო და ორივე ერთად დაიძრა მარინას ოთახისკენ, თედომ ხელში აიყვანა იატაკზე მწოლიარე გულშეღონებული მარინა და საწოლზე დააწვინა, მაგრამ ამჯერად მეორე ოთახიდან მირანდას საშინელი კივილის ხმა გაიგონეს და გიორგი მასთან გაიქცა, მაგრამ ოთახის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.
-მირანდა, მირანდა ჩემი გესმის?
-შეამტვრიე, გიორგი კარი შეამტვრიე ის ჩემს შვილთან შევიდა. გიორგიმ კარი რამდენიმე ძლიერი მიწოლით შეამტვრია და მირანდა შეშინებული საწოლის უკან იყო ჩაცუცქული, შეხედა თუ არა გიორგის თქვა.
-დავინახე, მე ის დავინახე.
-შემომხედე, მირანდა იცანი ვინც იყო?
-აქ შემოვიდა, გესმის აქ შემოვიდა და ჩემს საწოლთან იდგა.
-შეუძლებელია, კარი დაკეტილი იყო ვერავინ შეძლებდა აქ შემოსვლას.
-ვიღაცას ჩემი მოკვლა უნდა, გთხოვ არ დამტოვო მარტო.
-კარგი აქ ვარ, შენ მარტო არ იქნები. მარინას ჩაეცინა და მირანდას თვალი ჩაუკრა, დამშვიდებული გულით კი საუზმე მოამზადა. მირანდას ჩაეძინა, თედო და გიორგი ერთმანეთს უყურებდა და თედომ მორიდებულად უთხრა გიორგის.
-აქ რაღაც უცნაური ხდება, არ მომწონს დედა-შვილის უცნაური გადახედვები.
-მეც შევამჩნიე და უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. გიორგი აივანზე იყო გასული სიგარეტის მოსაწევად და უნებურად დედა-შვილის საუბარს შეესწრო, ის გაოცებული დარჩა მოსმენილით. თედო გასული იყო და ზიზღისგან ღებინების შეგრძნება ჰქონდა.
-დედა გიორგი სად არის.
-აივანზეა გასული, ეწევა.
-როდემდე გაგრძელდება ეს თამაში.
-თავისი დრო აქვს ყველაფერს, მთავარი ისაა გიორგი დავაჯერეთ და ის ჩვენს ხელშია, სულ მალე ყველაფერი ჩვენს ხელში გადმოვა. დაიბნა, ვერაფერს გრძნობდა თითქოს ადგილზე გაიყინა, მარინამ კი შვილს შუბლზე აკოცა და  სახლიდან გავიდა, მირანდა შებრუნდა და ვერანდაზე გასავლელ კართან გიორგი დაინახა და მის თვალებში იმოდენა ზიზღი ამოიკითხა დაპატარავდა სირცხვილისგან.
-გიორგი? გაიგონე ჩვენი საუბარი, გთხოვ არ გამიბრაზდე  მე არ ვარ დამნაშავე.
-ვერ მოგექცევი უხეშად და ვერც ისე გავბრაზდები როგორც იმსახურებ, მხოლოდ ადამიანობის თუ რამე შეგრჩენია მომისმინე.
-გიორგი გთხოვ დამშვიდდე და მომისმინო.
-მე მშვიდად ვარ და შენ მომისმინე. ხმას აუწია გიორგიმ და მირანდამ უკან დაიხია.
-მაგრამ მე...............................
-დედაშენის ბინძურმა გეგმებმა და მისმა ავადმყოფურმა აზრებმა დაგიმახინჯა სული, მაგრამ ბოლომდე არ ხარ სულით დაცემული, გაქვს კიდევ უნარი ცხოვრების და დიდი იმედი მაქვს შეხვდები ცხოვრებაში მამაკაცს ვინც შეგიყვარებს ისეთს როგორიც ხარ სინამდვილეში.
-მომისმინე გთხოვ.........................
-გარეგნული სილამაზის ნახევარი თუ გაქვს გულში შინაგანად, ერთ დღეს სიყვარულიც იპოვის შენს გულს.
-მე უდანაშაულო ვარ.
-ყველაფერი ისე არ ხდება მირანდა ცხოვრებაში როგორც ფილმებშია და საერთოდ შეიძლება გარყვნილი სულის და გონების ბოლომდე გაწმენდა თუ შენ გინდა მოინდომო. აღარ გაბედო გზაზე წინ გადამიდგე, არც იქ მოხვიდე სადაც ვიქნები მეგობრებთნ ერთად, აღარასოდეს მინდა შენი დანახვა, ამაზრზენია ჩემთვის ის ფაქტიც რომ თქვენ ორივე დედას და შვილს გიცნობთ.
-გიორგი...........................გიორგიმ ატირებული დატოვა მირანდა და არ უნდოდა მარტო ყოფილიყო, ამიტომ ჩოჩიას დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა ისიც რამდენიმე წუთში გიორგის გვერდით იდგა ქალაქიდან შორს და ორივე ტკბებოდა სუფთა გარემოთი.
-მომიყვები რა მოხდა? გიორგიმ შეხედა ბესოს და ყველაფერი მოუყვა ისიც გაოცებული უსმენდა, უნდოდა ბოლომდე დაცლილიყო გულს მოწოლილი ემოციებისგან და ბოლოს როცა გიორგი დაიცალა ბოღმისგან და გაჩუმდა თქვა.
-ვიცოდი და ყველა ვხდებოდით მირანდას შენ შენი სახელის და შენი სიმდიდრის გამო უნდოდი. ლამაზი სიტყვები,  კეკლუცობა შენს წინ და ამით ფიქრობდა ბოლომდე მისი იყავი, ეგონა და დაწმუნებული იყო შენი სახით დიდი განძი დაითრია, მაგრამ  მას მის ნაპოვნ განძის ოთახში დიდი მარტო რქა შერჩა და საიდუმლოც თავად გამომაჟღავნა.
-ის გულუბრყვილოა და ძალიან მიმდომი, ის დედამისმა აიძულა თამაშში აყოლოდა და არ გამოუვიდათ შევამჩნიე თამაში, დღეს კი ყველაფერს წერტილი დაუსვი.
-შეიძლება მიხვდეს თავის შეცდომას და მოინდომოს რომ სხვანაირი იყოს,მოინდომოს ბოლომდე შეიცვალოს, მაგრამ სურვილი ერთია მეგობარო და გამბედაობა მეორე...................
-ის არ შეიცვლება და ვერც შეძლებს, სამწუხაროდ არა კი არა, ვერ შეძლებს
-ის რომ გამოჩნდეს რას იზამ.
-ნეტავ გამოჩნდეს, მაგრამ გამოჩნდება? მთელი ღამეები მასზე ფიქრში ვატარებ, გონება ამერია, გავიფიქრებ თუ არა მასზე მთელი სხეული მიბუჟდება. რამდენიმე დღის წინ ნასვამი ვიყავი და მომეჩვენა თითქოს ჩემს საწოლთან მოვიდა, თვალები გავახილე ხელით უნდა შევხებოდი და იქ აღარ იყო.
-რა იგრძენი.
-გული მეტკინა, ძალიან მეტკინა და თითქოს დავცარიელდი.
-რა გიყო, გული ამიჩუყე და ჩემს თვალებს ცისფერი ცრემლი მოაწვა. გიორგიმ შეხედა ბესოს და ორივეს გაეცინა, შემდეგ კი მეგობარს ხელი გადახვია და უთხრა.
-იდიოტი მეგობარი მყავხარ, მაგრამ შენთან ყოველთვის გულახდილი ვარ.
-ჰე, ჰე, ჰეეე, ნუ ჩავარდები დეპრესიაში, გესმის? ყოველთვის, როდესაც ცუდად ვიყავი, როდესაც ასე ძალიან მჭირდებოდა მეგობრების გვერდში დგომა, პრობლემის წინაშე მარტო ვიდექი და არ ვტიროდი, მაგრამ ჩემს თავზე ვბრაზდებოდი იმის გამო კი არა, რომ მძიმე სიტუაციაში ვიყავი, არამედ იმის გამო, რომ ამ რთულ მომენტში მარტო ვრჩებოდი და ყველა, ვისაც მეგობარს ვეძახდი ყველა გაქრა უკვლოდ და იცი როდის გამოჩნდნენ? მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც ჩემს ცხოვრებაში უზარმაზარი ცისარტყელა გაიშალა თავისი შვიდივე ფერით, მაგრამ უთხარი რომ პრობლემები გადავლახე და ისინი ჩემთვის აღარ არსებობდნენ. გიორგი ჩვენ მეგობრები იმიტომ ვართ ერთმანეთს ტკივილი და სიხარული გაუზიაროთ, მეც თითზე ჩამოსათვლელად მყავს მეგობრები, რადგან ყველასთან მეგობრობა არ შეიძლება და არც გამომდის.
-მადლობა მეგობარო, წავიდეთ დღეს ექიმი უნდა მოვიდეს ემზარის სანახავად.
-წავიდეთ. ორივე თავ-თავის მანქანებში ჩასხდნენ და ორივე დაფიქრებული მიუყვებოდა გზას, ნელი წვიმა კი მათი მეგზური იყო.
-იმ ადგილებში დავდივარ სადაც არასოდეს არ ვყოფილვარ და მინდა სადმე შეგხვდე შემთხვევით როგორც მაშინ, მაგრამ  უკან იმედგაცრუებული ვბრუნდები. ერთმანეთთან მხოლოდ ერთი ღამე გვაკავშირებს და იმ ღამის მოგონებები დარწმუნებული ვარ შენც ისე გაწუხებს როგორც მე. ღამე  რომელმაც ერთი ღამით შემავსო, მაგრამ წახვედი და დამიტოვე სიცარიელე, მასთან ერთად კი ტკივილიც. ნელმა და წვრლმა წვიმამ მოუმატა ტემპს და მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, ორივემ გააჩერა მანქანები გზის კიდეზე და ორივე გაოცებული უყურებდა როგორ გიჟივით დანავარდობდა ქარი მათ სიახლოვეს. რამდენიმე წუთი ასე ინავარდა და როგორც იქნა ჩაწყნარდა ჩადგა ქარიშხალი და ხმაურიც უცებ ჩაკვდა. ისევ დაიძრა ორივე და ბოლოს ქალაქში შესულებმა ერთმანეთს სიგნალით დაემშვიდობნენ, გიორგიმ ექიმსაც მიუსწრო და მასთან ხანგრძლივი საუბარიც ჰქონდა. ექიმის წასვლიდან რამოდენიმე წუთში ტელეფონზე მახოს ზარი დაფიქსირდა.
-გისმენ მახო.
-გიორგი სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ.
-სად, მომწერე და მოვალ.
-სად მიდიხარ შვილო ეს ბოლო დროა სახლში აღარაფერს ჭამ საერთოდ აღარ ჩერდები ჩვენთან ერთად, იქნებ რა გვჭირდება არ უნდა იკითხო? 
-დედა ხომ იცი რომ მამას საქმე ჯერ კიდევ ძიებაშია, ისიც იცი რომ გარდაცვლილი ტაბატაძის სივდილში მამას სდებენ ბრალს, როგორ გგონია გვაქვს დაჯდომის დრო?
-მართალი ხარ, მაგრამ სულ ჩამოხმი ბოლოს როდის ჭამე ნორმალურად ან როდის გეძინა შვილო.
-ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როცა ამ საქმეებს მოვაგვარებენ და მამას ამ ლაქას ჩამოვრეცხავ.
-მამაშენს არავინის მოკვლა არ შეუძლია შვილო.
-ვიცი დედა, განა არ ვიცი? გიორგიმ დედას მოეფერა და სახლიდან გავიდა, დეტექტივთან შეხვედრის ადგილი ხალხმრავალი კაფე იყო, მახომ მოიხსნა სათვალე და ახლად მოსულ გიორგის ყვითლი კონვერტი დაუდო წინ.
-რა ხდება, ეს რა არის.
-გახსენი და ნახე. გიორგიმ კონვერტი გახსნა სადაც ფოტოები იყო მარინა უცნობ მამაკაცთან ერთად და ძნელი მიხვედრა არ იყო საჭირო, რომ ამ ორს შორის სასიყვარულო რომანი იყო.
-მარინაა და ეს მამაკაცი არ მეცნობა, მაგრამ მათ .........................
-ასეა, მათ რომანი აქვთ და მამაკაცი იტალიელი ბიზნესმენი და მაფიოზია ვისთანაც შეკრული არის ეს ქალბატონი.
-ხუმრობ ალბად.
-სრულებით არ ვარ ხუმრობის ხასიათზე გიორგი.
-რას ფიქრობ, რა გეგმები გაქვს.
-სამხილები გვაქვს მარინა რომ დავაკავოთ, მაგრამ ვფიქრობ მის თამაშს უნდა მივყვეთ.
-მე გამომთიშე ამ თამაშიდან.
-ნიკას და თედოს იცნობს, სხვები მყავს მარინას სათვალთვალოდ და ყველაფერს სულ მალე გავარკვევთ.
-რამეს ეჭვობ?
-რაღაც არ მომწონს მათ ისტორიაში და მინდა ბოლომდე მივყვე მისი თამაშის წესებს.
-ფიქრობ ეს ყველაფეტი დადგმული სცენაა?
-გიორგი დაფიქრდი, ყველაფერი ვახო ტაბატაძის გარდაცვალებიდან დაიწყო, ვახოს შემდეგ მამაშენის სიკვდილის მცდელობა, ასევე მოწამლეს და  სასიკვდილოდ გაიმეტეს ვახოს მეუღლე მარიამი.
-ფიქრობ რომ ერთი ადამიანის დაგეგმილია ეს ყველაფერი?
-შეგნებულად დაგეგმილი გეგმაა, რომელსაც ალბად წლებია გეგმავდა და ნელა-ნელა  სისრულეში მოყავს თავისი ჩანაფიქრი.
-რაღაც მინდა გითხრა, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული.
-გისმენ გიორგი ყველაფერი უნდა ითქვას ჩვენს შორის, ყველა წვრილმანი გასათვალისწინებელია.
-არ მომწონს მარინა და არ მომწონს მისი ხშირი სტუმრობა ჩემს ოჯახში.
-ეს რას ნიშნავს, მარინა ხშირად გსტუმრობს?
-ძალიან ხშირად და მამას მომვლელმა რომელიც დღე და ღამ მამას საწოლთან ზის შეამჩნია რომ ცდილობს მამასთან ძალიან ახლოს მივიდეს და რაღაც წვეთები უნდა მისცეს. მოვა თუ არა მამასთან შედის და ნინომ შეამჩნია რომ მამას ეშინია მარინასი, ცდილობს რაღაც თქვას მაგრამ ვერ ამბობს, არ შეუძლია.
-მოიცადე, გახსოვს რომ გვითხრა მამაშენმა მკვლელი ქალი არისო.
-მახსოვს და ვფიქრობ ეს ქალი მარინა არის მახო.
-იგივე მითხრა ანზორიმ ამ ქალს უფრთხილდით ყველას მოკვლა აქვს დაგეგმილიო.
-მახო რამე გააკეთე, რამე იღონე. მახოს ტელეფონზე მირიანის ზარი დაფიქსირდა და უპასუხა.
-გისმენ მირიან.
-მახო უნდა შეგხვდე და არა ოფისში.
-კარგი მე გარეთ ვარ მისამართს მოგწერ და მოდი.
-როგორც ვხედავ კიდევ ერთი შეხვედრა გაქვს და მე წავალ.
-წადი გიორგი და ისევ შევეხმიანებით ერთმანეთს. გიორგი წავიდა რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ მირიანიც მოვიდა და ის აფორიაქებული იყო, ეს მახომ შეამჩნია და კითხა.
-რა მოხდა მირიან აფორიაქებული ხარ.
-მაგდა..........................
-ვინ არის მაგდა ან რა დაემართა მას.
-მომისმინე ყირადღებით, მაგდა ლილიას მდივანია.
-ლილია ტაბატაძეს ამბობ, მერე?
-გუშინ მაგდა გვიან გავიდა ოფისიდან ეს ვიდეო კამერებმაც დააფიქსირა, მაგრამ მაგდას წასვლის შემდეგ ოფისში უცხო პიროვნება მოვიდა და ლილია იკითხა, უკვე სამუშაო საათები დასრულებული იყო და მეც წასვლას ვაპირებდი. დამაინტერესა ერთმა ფაქტმა, რომ უცნობმა ლილიას კაბინეტის კართან მივიდა და კარის გაღებას შეეცადა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა, ამოიღო ტელეფონი და საკეტს ფოტოები გადაუღო ეგონა არავინ იყო ოფისში, მაგრამ მე ვიყავი და ამ ყველაფერს ჩემი თვალით უყურებდი.
-რატომ შეუშვა უცხო პიროვნება დაცვამ, როცა სამუშაო საათები დასრულებული იყო და ყველა წასული იყო.
-ლილია და მაგდა იყო წასული, აქა იქ იყო ჯერ კიდევ იქ მომუშავე პერსონალი და ალბად იფიქრა რომელიმესთან მიდისო და არ გააჩერა დაცვამ.
-პირველი, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ იქ უცხო აღარ უნდა შედიოდეს, დაცვაც ამიტომ ჰყავს კომპანიას ეს საკითხი უნდა მოაგვაროთ და მეორე, რატომ არ დამირეკე მირიან.
-დრო არ იყო მახო და მე საკეტი გამოვცვალე, ლილიას კი დაურეკე და უთხარი რამოდენიმე დღე არ მოვიდეს სამსახურში.
-მერე რა მოხდა, როგორ გავიგოთ უცნობი მოვიდა თუ არა ისევ.
-წარმოიდგინე მოვიდა, მე იქ ვიყავი დაცვას დაველაპარაკე და ისიც არ გააჩერეს, მან ეწვალა და კარი ვერ გააღო ხელში რაღაც ქაღალდები ჰქონდა და მაგდას მაგიდაზე დააწყო ისინი, დილით ისევ მოვიდა და მაგდას რაღაცას უხსნიდა ხმამაღალი ხმით
-რა ხდება, მაგდა რა უნდა ბატონს.
-ქალბატონ ლილიასთან შეხვედრა უნდა ბატონო მირიან.
-ქალბატონი ლილია არ იქნება რამდენიმე დღე.
-რატომ არ იქნება ან სად შეიძლება ის ვნახო.
-პირადი მიზეზების გამო, მაგრამ ვფიქრობ მისი პოვნა არ გაგიჭირდებათ თუ მართლა მისი პოვნა გინდათ.
-რა გითხრა.
-დაიბნა, თითქოს სიტყვები დაეკარგა და ვერაფერი თქვა, მაგიდაზე დადებული საქაღალდე წაიღო და წავიდა.
-რა იყო საქაღალდეში არ ვიცით.
-ვიცი, წინაღამით მე ვნახე ის საქაღალდე რაღაც შემოთავაზებები ისთი რომელიც ჩვენს კომპანიას არ აინტერესებს, მაგრამ მას კიდევ ჰქონდა რაღაც ხელში რომელსაც ხელს არ უშვებდა რა ეწერა იმ ქაღალდზე არ ვიცი.
-მირიან დაუკვირდი ამ ფოტოს, იქნებ ეს მამაკაცი იყო წუხელ კომპანიაში. მირიანს ფოტო აჩვენა და მირიანმა დაეთანხმა მახოს.
-ეს იყო წუხელ მოსული და დილით ამას უნდოდა ლილიას ნახვა.
-გასაგებია, მირიან ეს მმამაკაცი იტალიელი არის ქართულად როგორ საუბრობს.
-უაქცენტოდ, ძალიან კარგად და ვერც შევამჩნიე რომ ის უცხოელია.
-გასაგებია, მადლობა მირიან. მირიანი წავიდა და მახომ ისევ გიორგის დაურეკა.
-გისმენ მახო.
-ძალიან ყურადღებით იყავით სახლში, მარინა არ მიუახლოვდეს ემზარის.
-გასაგებია, მაგრამ დედას ამას ვერ ვეტყვი.
-როგორმე თავად უნდა მიხედო ამ საქმეს. მახომ კაფე დატოვა და მანქანასთან იყო მისული მარინა რომ დაინახა აცრემლებული და ანერვიულებული, ისე გაუარა მახოს გვერდი ვერც შეამჩნია და გადაწყვიტა უკან გაყოლოდა შეუმჩნევლად, მაგრამ  მარინა ერთ-ერთი კლინიკის ეზოში შევიდა, მახომ კი აღარ ჩათვალა საჭიროდ უკან გაყოლოდა და დაბრუნდა მანქანასთან, მარინამ კი პაციენტის სახელი და გვარი იკითხა და პალატამდე ის ექთანმა მიაცილა. 
-მე თავად შვალ, მადლობა. ექთანი წავიდა და მარინამ როგორც იქნა გაბედა პალატაში შესულიყო, მამაკაცმა დაღლილი თვალებით შეხედა უცხო ქალბატონს რომელსაც ეტყობოდა რომ მდიდარი ოჯახიდან იყო.
-ვინ ხართ, ვერ გიცანით. კითხა სვენებ- სვენებით მარინას, მარინამ კი მიუახლოვდა და მშვიდი ხმით უთხრა.
-წლებია გეძებ, წლებია თქვენს ძიებაში ვარ და როგორც იქნა გიპოვეთ, მაგრამ ვხედავ უკიდურესად გიჭირთ.
-რა გინდათ ჩემგან.
-მოვედი რომ სიმართლე გათქმევინოთ, მაგრამ არა ძალით და მუქარით, არამედ თხოვნით.
-რომელი სიმართლე, რას გულისხმობთ.
-გთხოვთ მითხარით საიდუმლო რომლის გასაღებიც თქვენ იცით სად არის.
-რა საიდუმლო, რა სიმართლე ვერაფერს ვხვდები.
-წლების წინ ალბად 27-28 წელია გასული მას შემდეგ თქვენ იყავით ჩემი გენოკოლოგი და თქვენ მამშობიარეთ, მაგრამ ბავშვი არ მაჩვენეთ, არც ის ვიცი გოგო იყო თუ ბიჭი. მინდა ვიცოდე სად არის და როგორ მდგომარეობაშია, მინდა ვნახო.
-გვიან ხომ არ გაგახსენდათ  შვილის პოვნა მდიდარო ქალბატონო.
-გთხოვთ მითხარით, პირველ რიგში ადამიანი ვარ, ქალი და დედა, გთხოვთ მითხრათ სიმართლე. თქვენ ერთადერთი ხართ ვინც სიმართლეს მეტყვის, სხვა ვერავინ ვიპოვე ვინც იმ დღეს უკავშირდებოდა.
-როგორც ხედავ ჩემი დღეები დათვლილია, მე უკურნებელი სენით ვარ დაავადებული, იარაღით და მუქარით ვერაფერს გახდები არცაა საჭირო მუქარა მე ვიცი ვინც ხარ და გეტყვით სიმართლეს. ადამიანი ვინც ის წლები ჯოჯოხეთში გაცხოვრათ იმ დროს გარდაიცვალა, არ ვიცი სად წაიყვანა თქვენი შვილი, მხოლოდ ის ვიცი რომ ბავშვს ხელზე ცერა თითთან დიდი ხალი აქვს. მე მეტის თქმა არ შემიძლია მხოლოდ ეს ვიცი, ბავშვის გასხვისება კი თქვენი მშობლების გადაწყვეტილება იყო. მამაკაცი გაჭირვებით და სვენებ-სვენებით ამბობდა თითო თითო სიტყვას და გაჩუმდა, აპარატიც აწრიპინდა, ეს უკვე ნიშანი იყო რომ მისი ბოლო წუთებიც დასრულდა. მარინა თვალცრემლიანი წავიდა, მას თვალწინ დაუდგა ის საშინელი დღეები რომლებიც წლების წინ გამოიარა და ის გამოექცა ჯოჯოხეთს, მაგრამ განვლილმა ტკივილიანმა ცხოვრებამ ის გააბოროტა და საშინელი ადამიანი გახადა.
-რა დაგემართა მარინა შენ ხომ ასეთი არ იყავი, იპოვე შენში ის მარინა ყველას რომ უყვარდა, ყველა რომ უღიმოდა და ეალერსებოდა. მინდა, მინდა ვიპოვო, მაგრამ ვერ ვპოულობ, დამეხმარე ღმერთო ჩემი თავის პოვნაში. ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და ბოღმით სავსემ თქვა.
-რადგან მე არ დამინდო თვით უფალმაც, მეც არავის დავინდობ და ჩემს გეგმას ბოლომდე მივიყვან, ყველას გაგისტუმრებთ ჯოჯოხეთში. მარინამ ერთხელ მიუხედა კლინიკას და გაბრაზებული ემზარის მოსანახულებლად წავიდა. იმ დღეს მის წისქვილზე ასხამდა წყალს ბედის ბორბალი, ნინო და ემზარი მარტო იყვნენ სახლში. ნინოს არ ესიამოვნა მარინას დანახვა ისე როგორც ემზარის, მაგრამ რა ექნა და მათთან ერთად იყო, მარინას კი ერთი სული ჰქონდა ნინო გასულიყო და უთხრა.
-ეს წვენები არის მაცივარში შეაწყვე და ესიამოვნება ემზარის ყელს ჩაუტკბობს, მე კი ყავა გამიკეთე ჩემო გოგო. ნინომ ემზარის შეხედა და მანაც თვალებით ანიშნა რომ გასულიყო, ნინომ ჩქარა-ჩქარა გააკეთა ყველაფერი, მარინა ემზარის მიუახლოვდა და სახეზე ხელით მოეფერა, მაგრამ უეცრად ორივე ხელები კისერში წაუჭირა და უთხრა.
-აიძულებ შენს იდიოტ შვილს ჩემს შვილზე დაქორწინდეს თორემ გეფიცები შენი აღსასრული სულ მალე დადგება. მარინამ ხელი შეუშვა ემზარის და ემზარი შიშისგან ჩქარა სუნთქავდა, ნინომ ყავა მიართვა მარინას და ემზარის გაწითლებულ სახეს შეხედა, არც მისი თვალები მოეწონა რადგან ემზარის თვალებში უზარმაზარი შიში დაინახა. ემზარი ნინოს სთხოვდა აღარ წასუიყო, არ დაეტოვა ის მარტო მარინასთან, ნინომ თვალებით შეეკითხა თუ რა მოხდა, მაგრამ ემზარიმ ვერ უპასუხა მის მიერ დასმულ კითხვას. მარინა  რამდენიმე წუთი გაჩერდა და როცა წასასვლელად ფეხზე წამოდგა ნინოს უთხრა.
-თქვენის ნებართვით ორიოდ სიტყვას ვეტყვი ემზარის, მარტო დამტოვე მასთან.
-თქვენ უკვე იყავით მარტო მასთან და ვფიქრობ სათქმელი უთხარით უკვე.
-შენ მოსამსახურე ხარ, მე კი სტუმარი და საპატიო სტუმარი, მარტო დამტოვე ემზარისთან. ისეთი ხმით უთხრა და ისეთი თვალებით შეხედა მარინამ ნინოს ნინოს შეეშინდა და ოთახიდან გავიდა, მარინა კი ემზარის მიუბრუნდა.
-რაო, სულ გაწითლდი ძვირფასო ჩემმა შეხებამ დაგწვა როგორც ანთებული სიგარეტი, რატომ? ხომ ოცნებობდი ყოველთვის შემხებოდი, რამდენჯერ მოგიხვდა ხელი ხან მკერდზე და ხან უკან საჯდომზე ხედავ ახლა რა მდგომარეობაში ხარ საწოლთან ახლოს არის ფანჯარა და ღამით ვარსკვლავებს ითვლი ალბად მეტი არაფერი აღარ შეგიძლია, შენი ცოლისთვისაც უვარგისი ხარ არადა როგორი აღგზნებული მიყურებდი მე კი შარვალზე გაკვირდებოდი და მეცინებოდა შენს უხერხულ მდგომარეობაზე. რაო გაოცდი? დიახ ეს სიმართლეა მე შენ შარვალს ვაკვირდებოდი მოურიდებლად, მაგრამ შენ ვერც კი შეამჩნიე. რაო რაც დრო გავიდა შენი ჩაწოლიდან რა გითხრეს, რამდენჯერ კვდება ადამიანი თავის სიცოცხლის მანძილზეო? აააა, არ გახსოვს არა უშავს მე გეტყვი, უამრავჯერ და შენ განიცდი ყველაზე მძიმედ ყოველ ჯერზე როცა სივდილი გიახლოვდება.
-წა......., წა........., წადი........................
-რაო, რაო რისი თქმა გინდა, წავიდე? ჯერ კითხვაზე მიპასუხე გაუძლებ ამდენჯერ სიკვდილს?
-ნი...................., ნინ............................
-როგორ ცოცხლობ ხედავ სადამდე მიხვედი შენი გული მუშაობს შენ კი ვერ დგები, ვერ ლაპარაკობ,  კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეგიძლია და რა გამოვიდა, შენს სხეულში მხოლოდ სისხლი მოძრაობს სხეულის ყველა ორგანო კი პარალიზებბულია და ეს ჩემით მოხდა. მარინამ საბანი ასწია და ემზარის უთხრა
-აქაც დუმილია, ესეც მკვდარია და შენ უკვე უსარგებლო ნივთი ხარ რომელსაც მალე მოგისროლიან და უპატრონოდ დაგაგდებენ, მაგრამ მე აქ ვარ სანამ ეს მოხდება მე დაგეხმარები მე ვარ შენი მფარველი ანგელოზი და შენი დაღუპვის მიზეზი, მეზიზღები. არ იცი და ვერც წარმოიდგენ რა დონეზე მეზიზღები, რა დიდი ზიზღია ჩემს გულში შენს მიმართ. ვერ გიტან, მაგრამ ყოველთვის მაგიჟებდი, რაც უფრო უყურადღებო იყავი ჩემს მიმართ მით უფრო მინდოდა შენთან ყოფნა, შენთან სიახლოვე და შენთან შეხება. ჩემს ოცნებებში  მე მხოლოდ შენთან მინდოდა სექსი, გიჟური ვნება თავშეუკავებელი მგზნებარე ვნებით სავსე ღამეები ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემს ოცნებებში იყო, ჩემს ოცნებებში გეხებოდი ასე თავისუფლად და გიჟურად რადგან იქ იყავი მხოლოდ ჩემი, მარტო ჩემი, მაგრამ უკვე მკვდარი ხარ და აღარ მჭირდები არც რეალობაში და არც ოცნებებში, შენზე ოცნება დიდი ხნის წინ დავასრულე.  სამყარო სასტიკია, ჩვენ ამ სამყაროს წუთიერი სტუმრები ვართ და ერთ მშვენიერ დღეს ყველა დავტოვებთ აქაურ ცხოვრებას, დავტოვებთ ჩვენს საყვარელ ადგილს და გადავსახლდებით იქ სადაც სულ ზაფხულია. მარინამ კიდევ მოეფერა სახეზე ემზარის და ტუჩის კუთხეში კოცნა დაუტოვა, როცა წელში გასწორდა თვალებში ჩახედა და თვალი ჩაუკრა, სათვალე გაიკეთა და უკან მოუხედავად წავიდა კარში გასვლამდე კი ტელეფონს უპასუხა.
-გისმენ ლევან.
-დაჩენილი თანხა უნდა გადმოგერიცხა, რატომ დააგვიანე.
-უკვე მინდივარ ბანკში და რამდენიმე წუთში თანხა შენს ხელთ იქნება. მარინამ ნინოს მიუბრუნდა და უთხრა.
-ფრთხილად იყავი, ვისაც მე არ მოვწონვარ ისინი დიდი ხნით ვერ ცოცხლობენ. ნინო გაოგნებული იდგა და მიმავალ მარინას უყურებდა, როცა უკვე სახლიდან შორს იყო ემზარისთან შევიდა და დაინახა როგორ ცდილობდა ემზარი ხელის აწევას, თვალებში ცრემლი ჩადგომოდა და ალბად სიკვდილსაც კი ნატრობდა.



№1 სტუმარი სტუმარი Mziko

Carmatebebi

 


№2  offline მოდერი zia-maria

სტუმარი Mziko
Carmatebebi

kissing_heart მადლობა.

 


№3 სტუმარი სტუმარი Eteri

Momewona mzia warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent