მაწანწალა
კიდევ ერთი დამღლელი და დეპრესიული დღე მიილია. გამოვედი სამსახურიდან და ვხედავ ისეთივე მჟავე და უფერულ ცას, როგორიც ახლა მე ვარ. ვაკიდან, ავტობუსით ჩამოვედი ჭავჭავაძემდე. იქიდან კი ფეხით ჩავუყევი რუსთაველამდე. წყეული კომენდანტი! ამის გამო ხალხი ბუზებივით ირევა და რთულია ნელა და მშვიდად სიარული. ვიგრძენი სისველე, წამწამებზე. შემდეგ ნელ-ნელა იმატა და ბოლოს მთელი სახე დამისველა. წვიმს...როგორ არ მიყვარს წვიმა. ხასიათს მიფუჭებს და კიდევ ეს მინდა?! მთელი სამყარო მძულს-ამ დროს. როგორც იქნა, მეტროს შევაფარე თავი. მთელი დღის ნერვების შეკავებულობა, ახლაღა ამოვანთხიე და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოვყარე, როდესაც ვიღაცამ წინ გადამიჭრა და ლამის კალაბოკივით დავგორდი ექსკალატორზე. -იქნებ, თავზე გადამიაროთ!-ვუყვირე ჩემზე მაღალ პიროვნებას. პირბადის გამო ხომ ადამიანს ვერ გაარჩევ წესიერად. -მაპატიეთ. რამე ხომ არ იტკინეთ?-მკითხა მზრუნველი ტონით, თუმცა იმდენად გავღიზიანდი, უხეშად მივუგე: -არ მჭირდება თქვენი ვითომ ბოდიში. გმადლობთ, რომ ბოლომდე არ გადამიარეთ.-ეს ვუთხარი და ექსკალატორზე ფეხით ჩავედი. ვცდილობდი როგორც კდემამოსილ ქალს შეეფერებოდა, ისე ჩავსულიყავი, მაგრამ ფეხი გადამიბრუნდა ამდენ გრეხვაში და ჰოპ, ვიღაცამ იმარჯვა... -ფრთხილად,-ხელი შემაშველა. ნეტავ დაფრინავს, თუ როგორ აღმოჩნდა ასე მალე ჩემთან?! ჯანდაბა..!-დღეს თქვენი დღე არ უნდა იყოს,-მითხრა უცნობმა-ნაცნობმა და დავინახე, როგორ გაიკრიჭა. პირბადე ხელს მიშლიდა, თუმცა თვალთან არსებული ნაოჭების საშუალებით მივხვდი. -შავმა კატამ გადამირბინა, ალბათ...-დავეხსენი მას და სასურველი მხარე ავირჩიე. ისიც გამომყვა. "მანიაკია!"-უეცრად შემომესმა ალტერ ეგოს ხმა. "მანიაკი...-ტანში გამცრა-ნუთუ ასეთი სიმპათიური მანიაკები არსებობენ?"-შევეკითხე ჩემს ეგოს. "უტვინო ქალო! შენი აზრით, მახინჯ მანიაკს ვინ გაჰყვება? მანიაკი ლამაზი უნდა იყოს, რომ მონუსხოს თავისი მსხვერპლი და საუკეთესო მომენტში, თავი წააცალოს." "სისულელეა. მანიაკი არ არის და შენ საქმე არ გაქვს? წადი, დაიძინე! ტვინს მატკიებ. ისედაც საშინელი დღე მაქვს." "საშინელი დღე კი არა, ხასიათი გაქვს. ნეტავ შემეძლოს...ამოგიკერავდი მაგ პირს მახათით და ძაფით." "ღმერთმანი! რამდენს ლაქლაქებს." "ნეტავ რა უკვირს?!" "მოკეტე!"-და ჩემი ალტერაც გაჩუმდა. საუბარი რომ დავასრულე, ახლაღა მოვიცალე ჩემი ნაცნობი-უცნობისთვის და გავხედე...ჩვენი თვალები ერთმანეთს ისე ურცხვად შეეფეთა, როგორც ცივი სიო ეფეთება ხოლმე ჩვენს სახეს და გვყინავს. შავი, გიშერივით შავი თვალები უელავდა და იღიმოდა...დანაოჭებული ჰქონდა თვალის ირგვლივ მიდამო. მიყურებდა დაჟინებით. მეც არ ვაკლებდი, მაგრამ გაუსაძლისი იყო ყოველივე. განა კი შემეძლო ამდენის ატანა, ამ ერთ ფარფატა და ფრიალა გოგოს?! არ შემეძლო. თვალი ავარიდე. უეცრად ისევ ალტერა ჩამერთო: "ვაიმე, მოდის!"-აწიკვინდა. "რა? ვინ? სად?"-დავიბენი. "შტერო, რა? სად? როდის? არის ეგ..." "ხუმრობის ხასიათზე ხარ?"-შევუღრინე. "ჰა, ახლა...ჩვენი გაჩერებაა."-მესმის როგორ აცხადებს ის წიწკინა ქალი, შემდეგი გაჩერება ვარკეთილი.ო... ეს კარიც რომ არ გაიღო. ღმერთო, რა დღეა დღეს...! ორი ნაბიჯიც და ჩემთან აღმოჩნდებოდა, მაგრამ ბედად გაიღო და უცბად გავვარდი. უჰ, ამოვისუნთქე. პირბადე ჩამოვიხსენი და მისკენ გავიხედე. "ვაიმე! მიყურებს!"-ვუკივი ალტერას. "გაგისკდა ეგ თავი. გული გამისკდა. ნუ კივი." მიყურებდა, სანამ თვალს არ მიეფარა და იღიმოდა. ნეტავ რატომ ეღიმებოდა?! ალბათ როგორ უხდება ღიმილი. "ქალო, მართლა ვერ ხვდები რატომ იღიმოდა?"-ადამიანი რომ ყოფილიყო, ერთს კარგად მითავაზებდა დიპლიპიტო თავში ჩემი ალტერა. "ვერა..."-გულწრფელად ვუპასუხე. "შენი სახე დაინახა!"-ჩამყვირა და მთელ ტანში დამაჟრიალა. "ვაიმე!"-ცოტა ძალიან ხმამაღლა მომივიდა და ყველას ყურადღება მივიქციე. "თავი დაიწვი, ჩემო ძმაო." "ახლა რა იქნება?"-ისე ვკითხე, თითქოს ნათელმხილველი ჟენია ყოფილიყო(ჩემს მეზობლად ცხოვრობს. კარგი ქალია, თუმცა ცოტა ვერ არის). "მე რა ვიცი? ალბათ, გიპოვის, ტუდა, სუდა და კაი პურსაც შევჭამთ!"-დემონსტრაციულად წამოროშა. "კაი პურს, რომ გაგასვენებ, მერე შევჭამთ!" "კარგი, ჩემით გავალ..."-და დამტოვა. როგორი სტაჟიანი საქონელია. ადგა და დამტოვა. ისე, რა მისი ბრალია?! მე გავაგდე. ჩავქინდრე თავი და ისევ ექსკალატორი... გამოვედი როგორც იქნა და ცივი ჰაერი, სახეზე მომელამუნა. აღარ წვიმდა. კიდევ კარგი, ერთი სასიხარულო ფაქტი მაინც მოხდა დღეს. მეტროსთან ახლოს ვცხოვრობ და მალევე მივედი სახლამდე. ხელები გამეყინა. ამის ფონზე, გასაღები ძლივს მოვარგე საკეტს. ეს არის ცხოვრება? ერთი ამოვიოხრე და ფეხსაცმელებიანად შევაჭერი ოთახში. ცხელი შხაპი და ეგ არის. რამდენ ხანს დავყავი აბაზანაში არ ვიცი, მაგრამ რომ გამოვედი, მსუბუქად ვგრძნობდი თავს. მოვწესრიგდი, "ხერკულესა" გავიგდე ყბაში და ფეისბუქს მივაშურე. დამხვდა დედაჩემის მილიონტრისტა გამოტოვებულო ზარი, შეტყობინება და რა ვიცი...მაშინვე დავურეკე. -სად დაწანწალებ, ლილე? -სად აღარ, ის იკითხე თორემ... -რა იყო? რა გჭირს, დე? -საშინელი დღე მქონდა...-ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ჩემი ბიჭის ჩათვლით. ჩემი ბიჭიო? მე ახლა ჩემი ვუწოდე? ჯანდაბა ჩემ თავს! -დე, სიმპო იყო? -დედა, პირბადის იქეთ მხედველობა არ მიშვებს და რა გითხრა? -როგორი უფხო ხარ! -შენ რა გაწუხებს? -დაბერდი შვილო და ჯერ შეყვარებულიც არ გყავს. მეტი რა უნდა მაწუხებდეს? -ცელულიტები...-აი, ახლა ვიცოდი, რომ სანამ ანბანის მიხედვით მომიკითხავდა ჩემს ჯიშსა და ჯილაგს, უნდა გავცლოდი.-დე, წავედი ახლა-სწრაფად გავუთიშე, მაგრამ მომწერა: -ჩემს ქონებს გავადნობ შვილო და იმ ქონებში ჩაგახრჩობ, დედას კოკროჭინა! გამეცინა. გულიანად გამეცინა. -დე, უძალიანესად მიყვარხარ. -მეც, დედაკო და დაისვენე. ტკბილი ძილი. -შენც, დე. გულში სითბო ჩამეღვარა. ხშირად ვერ ვახერხებდი დედასთან საუბარს, მაგრამ როცა კი ვსაუბრობდით, მისი ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, რომ დავმშვიდებულიყავი. უკვე დაწოლას ვაპირებდი, როდესაც შეტყობინება მომივიდა, ვინმე ანდრია მეტრეველისგან. -ლილე მესხი...ლამაზი სახელი და გვარია,-მწერდა იგი. არ გავეცი პასუხი. ტელეფონი ტუმბოზე გადავდე და მორფეოსს ვუთხარი, ჩაი გაემზადებინა. ეგ უტიფარი ეგა. მთელი დღეა არ მოსულა და იქნებ ახლა მაინც ენება და მოსულიყო. აი, მე ვხედავ სინათლეს-გვირაბის ბოლოს, მაგრამ რად გინდა?! თურმე ტელეფონი ყოფილა. დასწყევლოს დიადმა ლუციმ. იქნებ ცივ მიწაშიც არ მომასვენოთ!-ვყვირი ისე, თითქოს ვინმეს ესმოდეს, რა. "მე მესმის."-შემომძახა ალტერამ. "შენ ჰო ერთი დიდი წურბელა ხარ, სულ დამავიწყდა." "მიდი ახლა, ნახე ვინ არ გვაძინებს. თავი უნდა გავუჩეჩქვო." ვნახე და... "არ არსებობს!-კივის-ისევ ის ანდრია!" "ვაიმე, როგორ დავიღალე. ეს მინდოდა?!" ვხსნი შეტყობინებას და რას ვხედავ...ჩემი შარფი! ღმერთო, ალალო, მაღალო! თუ აქა ხარ, რად მტანჯავ? ამევსო ფიალა და მივწერე: -საიდან გაქვთ ჩემი შარფი? -რომ მოგეცადათ და შურდულივით არ გავარდნილიყავით, მოგცემდით. "დედიკო!-ისევ ალტერა.-ეს...ეს...ყორანი ბიჭია!" გადავედი მის გვერდზე და გულმა დამისტუკა. შავი...შავი...შავი თვალები. ვაიმე, საიდან მომაგნო? როგორ? რანაირად? მგონი მართლა მანიაკია!-შევიცხადე. "აბა მე რას ვამბობდი?-დამტუქსა ალტერამ-მიდი ახლა და გაესაუბრე." "რაო? არ არსებული ფაქტია!" "მიდი, თორემ ჩაგანათე თირკმელებში." "შემეშინდა!"-არ დავიშურე ცინიზმი. წუთში თირკმელები ისე ამტკივდა, გველივით დავიწყე კლაკვნა. წამით სუნთქვაც შემეკრა და ვაი, დამხობილო სამშობლო! როგორ ვერ მოგისიყვარულე. ობოლი ცრემლიც ჩამომიგორდა ღაწვებზე. "მალე, თორემ მოვიდა შემდეგი ვირის წიხლი კუჭის თავში." "შენ გაგასწორა და მოგკაკვა დიადმა ზევსმა, აჰა!"-მივალანძღე და მას მივუბრუნდი. -საიდან გაიგეთ ჩემი ვინაობა? -რა არსებითი მნიშვნელობა აქვს?-შემიძლია დავიფიცო, რომ ვიგრძენი როგორ გაეღიმა. -მანიაკი ხართ?-საიდან ამდენი გამბედაობა, ქალო? განცვიფრებული ვარ. -მანიაკი?-დამაყარა უამრავი სიცილის ემოცია-ხუმრობთ, არა? -თქვენი აზრით, მეხუმრება? -კარგი, კარგი. დამშვიდდით. მანიაკი არ ვარ, მისი დამხმარე ვარ. აი, ისევ ჟრუანტელი. ღმერთო, ფეხებიც მიმეყინა. ნეტავ რატომ ვარ ასეთი გულუბრყვილო?! "დებილი ხარ და რა გიყო?"-შემომიცაცხანა ალტერამ. ერთი დღე იქნება, ჩავგუდავ თავის შხამში ამ ალტერას! -მეხუმრებით? არა, სახუმაროდ გცხელათ? -იცით, მე სულაც არ მცხელა. პირიქით, ძალიან მცივა და სიამოვნებით შევიგრძნობდი თქვენს თბილ სურნელს კვლავ... დამიარა. დამეხორკლა მთელი სხეული. შემცივდა. არა, დამცხა! დახსენით დარაბები. მგონი სული მეხუთება. აი, ისევ სინათლეს ვხედავ. ოღონდაც მიწა გამისკდეს და მშთანთქოს, მაგრამ ჩემი ბედი რომ ვიცი, ახლა მომინდება ყვავის ასაკამდე სიცოცხლე! მაფხიზლებს შეტყობინების ხმა. -ლილე... -დიახ,-გული ლამის ამომიხტეს საგულედან და წავაკონწიალო ხელით. -შევხვდეთ ხვალ, ისევ მეტროსთან. -არ მცალია,-მოვიმიზეზე უაზროდ. არა და ხვალ მთელი დღე თავისუფალი მაქვს და ნაყინის ჭამას და გრინჩის ყურებას ვგეგმავდი დილით. შუადღით ძილს ვაპირებდი, საღამოს კიდევ ცხელი შოკოლადი და ლუციფერი მელოდა. გეგმების ჩაშლა უნდა? და ისევ ალტერა... "ქალო, არ გადამრიო და წაჰყევი, თორემ რაღა შენ და რაღა ჟენია. ქალი რომ ატყდა 90-იანებში მარტის კატასავით, ახლაც ატეხილია და არ გამიკვირდება, ძალადობის გამო თუ დააკავებენ. წაეთრიე და წყობიდან არ გამომიყვანა. კუჭის თავი მაქვს მიზანში!"-გამაფრთხილა და მართლა შემაშინა. ატეხილი დარჩენა არ მინდოდა. ჰა? რაზე ვფიქრობ? რა შუაშია? სულ ალტერას ბრალია. კუდიანი დედაბერია სუფთა! -ლილე, იქნებ მოიცალოთ, თან შარფსაც დაგიბრუნებდით. ჩემს საკონტაქტოს დაგიტოვებთ. დაგელოდებით. რაღა დამაძინებდა იმ ღამეს? ჭოტივით ვიყავი და ვხვანცალებდი ლოგინში. წარმოდგენა არ მაქვს, როდის ჩამეძინა, თუმცა მზის სხივებმა რომ შემომციცინს თვალებში, კეთილი ვინებე და წამოვდექი საწოლიდან. დილის პროცედურები ჩავიტარე და ვისაუზმე. ახლაღა გამახსენდა ჩემი დაქალი ნენე, რომელთან კვირაზე მეტია არ მისაუბრია. მომკლავს. -ლილე!-გაისმა კივილის ხმა, როგორც კი მიპასუხა-შე მიწიდან ამოსაგდებო და ჩასაგდებო! სად ჯანდაბში ხარ? -აუ, ნენე, შენ თავს გეფიცები, იმდენო საქმე მაქვს, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში დავეხეტები ხოლმე. დღის ბოლოს კიდევ ნერვები ბუმბულის ხიდს გადიან და ვკვდები. -რა მაწანწალა გახდი, რა იყო? ამ წანწალში, ვინმეს მაინც გაიცნობდე-დავისვენებ. -...-ხმა არ გავეცი. -ახლა სანამ ხორხი ტვინამდე ამივიდა, მალე დაფქვი!-ოხ, ეს კრუელა. ყველაფერს როგორ ხვდება?! მეც ახლა დიდის ამბით დავიწყე სულ თავიდან ყველა წერტილ-მძიმე ჩავურაკრაკე. საბოლოოდ კი მივიღე ენაჩაგდებული ნენე, თუმცა სულ ცოტა ხნით. -არ გამაგიჟო და არ მითხრა, რომ არ აპირებ წასვლას. აქედან თუ შემოვხტი, სულს ამოგგლეჯ. -მწვანე ლობიო მინდა,-ავუყრუე, თითქოს ვერც გამეგო. -რა მიზეზობაა, ლილე?-თვალები დამიბრიალა. -მომინდა, ქალო. -ჰო და წადი მასთან ერთად და ხეთქე. -წავიდე? -ახლავე დაურეკე და უთხარი. -გამითიშე და ვეტყვი. -არა, შენ გათიშე. -არა, შენ. -ე, მიდი ახლა. -ხომ იცი, არ მიყვარს რომ გითიშავ. -ეგრე არც მე,-გავიბუსე. -მაშინ როგორც ყოველთვის. -დავიწყო? -შობე! -3... -2... და ბოლო თვლაზე ერთდროულად გავთიშეთ. როგორი სულელი დაქალი მყავს, მაგრამ ჩემი ნაწილია. რა დროს ეს არის? შარში ვარ! ამას ჯობდა ცხენს გადავეთელე ფლოქვებით. მორჩა, ვურეკავ. -გისმენთ,-არ დააყოვნა პასუხმა. ახლა არ დავდნე სანთელივითა. რა ხმა აქვს, ღმერთო ჩემო! მხოლოდ ახლა დავაკვირდი. აბა აქამდე ვეჩხუბებოდი და სად მეცალა ხმისთვის?! ლილე, ჰა, შეფხიზლდი გოგო. -მე...-მაგარია, ენასაც ვეღარ ვაბრუნებ. -ვიცი, უკვე გიცანი. მიცნო? ამას ხომ არ აჟრიალებს? საიდან მიცნო ასე მალე? რა მნიშვნელობა აქვს..? რაც არის-არის! -დიახ. რა მინდოდა რომ...-არც კი დამაცად და თავად დაასრულა. -პაემანზე მეპატიჟები? მომესმა? მე ვეპატიჟები ამ გატუტუცებულ ვირს? მოვკლავ! -ბატონო?-გავიმკაცრე ტონი. -კარგი, ვიხუმრე. ნუ გამიბრაზდები. -ჰო, არა? გვიანია!-გავუთიშე ტელეფონი. არა, ეს რა მაკადრა ამ ვირმა. არ ვაპატიებ! იყო რამდენიმე მცდელობა დაკავშირებისა, მაგრამ ყოველ ჯერზე ვუთიშავდი. აბა რა ეგონა? კისერზე ჩამოვეკიდებოდი? "რაღა დაგიმალო და სუფთა თხა ხარ."-დიახ, ისევ ეს მეტიჩარა ალტერა. "შენ ვინ გელაპარაკება საერთოდ?" "რომ არ მელაპარაკები, საქმეც მაგაშია. იქნებ მეშველა..." "შემეშვი. ახლა მხოლოდ გასეირნება მიშველის." "ჰო, იწანწალე ყველა არასაჭირო ადგილას და სადაც საჭიროა, იქ სხვა დაგასწრებს და მერე ელოდე ხოლმე მარტს შფოთვით და დამწყნარებელს." აღარაფერი ვუპასუხე. ავდექი, ქურთუკი მოვიხურე და გარეთ გავედი. ბევრი ვიარე. ყველაფერზე ვიფიქრე, ყველაფერ ავწონ-დავწონე. ამდენი ბოლოს როდის ვიფიქრე, აღარც კი მახსოვს. ბევრი ბოდიალის შემდეგ, როგორც ყველაზე მარცხიან ადამიანს შვენის, ვიღაცის ქვასავით მკერდს შევეხეთქე. ავხედე და ისევ შავი თვალები მიმზერდნენ და ისევ ღიმილით. -ლილე...-ბედნიერი ხმით შემომძახა. -უკაცრავად,-სვლის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ გაყინულ ხელებზე, სითბო ვიგრძენი. ტანში ჟრუანტელმა ისე სწრაფად იწყო მოძრაობა, ჩემი მეზობელი ჟენია გამახსენა და მარტი...ჩემი ცოდვა. ლოყების ახურება ვიგრძენი. ღმერთო, თუ ახლა მიყურებ, იქნებ ესროლო ამას ჩაქუჩი, გათიშო და სანამ არ გავიქცევი, არ გამოფხიზლდეს... -ლილე, მოიცადე, რა. სულ ნუ გარბიხარ. თან ნახე, როგორ გაიყინე. სიცივემ ლოყებიც კი აგიწითლა.- რაღა ახლა არ მიკეთია ეს ოხერი პირბადე? ვერაფერში ვერ გამოიყენებ! -რა გინდათ? -პირველ რიგში, არ არის საჭირო თქვენობით მიმართვა. მეორე კიდევ, მინდა რომ დავსხდეთ და ისე ვისაუბროთ. განა ცუდია რამე? -მე...მეჩქარება. "ყოჩაღ, ქალო! ნეტავ სად გეჩქარება? ისევ უნდა იწანწალო და ყარო ცოფები?" "გადაშენდი, თორემ გათრიე მაგ უჯიშო ენით!"-შემოვუძახე ალტერას. ეს ჰო საერთოდ მაშინ მოდის, როცა არ მინდა. სუფთა სტუპიდო! -სად ლილე, სად გეჩქარება? მთელი დღეა უმისამართოდ დადიხარ. -რაო? მითვალთვალებდი? ვაიმე, მართლა მანიაკი ხარ?-უკან გავხტისავით, მაგრამ ვინ მაცადა?! -ისევ თუ უნდა გამექცე, შანსი არ გაქვს,-თავის დიდ ტორებში მომიქცია, წელზე ხელები შემომხვია და ახლოს მიმიზიდა. მაშინ მოუნდა ნიავსაც ცუღლუტი და მისი სურნელი, მთლიანად მომაწყდა სახეში. გრილი, ზამთარივით ცივი და ზაფხულივით თბილი სურნელი ჰქონდა, რომელიც ცხვირში მიღიტინებდა... ვაი, ვაი...ოღონდ ახლა არა. ღმერთო, ხშირად გაწუხებ ეს ბოლო პერიოდია, მაგრამ ახლა გადამარჩინე და...ვეღარ დავასრულე სიტყვა რომ... -აფცხი!-ამომიგჯა გული, ისე დავაცემინე. -ჯანმრთელობა.-გადაიხარხარა. -როგორი უხერხულია...-ახლა კი მართლა სააღდგომოდ, კარგა შეღებილი კვერცხივით ავწითლდი. თვალებშიც მომაწვა მხურვალება და ვინატრე-პოტერას უჩინმაჩინის მოსასხამი. ეჰ, ჩემ ბედს რა ვუთხარ. -არა უშავს,-ცხვირზე დამკრა პატა ბავშვით-შეგცივდა და მაგის ბრალია. -იმის ბრალია, რომ ასეთი სურნელი გაქვს და თან ძალიან მძაფრია. ამიტომ რეცეპტორები გამიღიზიანდა. ისე ვყავდი შებოჭილი, სუნთქვაც მიჭირდა. თან ისე ახლოს იყო...გული წამივა და ეგ იქნება. -შენ კიდევ ტკბილი სურნელი გაქვს. შოკოლადის სურნელი...-დაიხარა უფრო ახლოს. იმდენად ახლოს, რომ ლამის ჩამებურჯგნა ტუჩებშიც კი და თავს გავუხეთქავდი, ჩემი პირველი კოცნა რომ მოეპარა. ასეთი იდიოტის ხელში, ჩემს პირველ ემოციებს ვერ ჩავაგდებდი. მის ცხელ და გახშირებულ სუნთქვას, ყურთან ძალიან ახლოს ვგრძნობდი. აი, დაღუპულო სიმკაცრევ, სად დაიღვენთე... მის მკლავებში რომ არ ვყოფილიყავი, უთუოდ სულს განვუტევებდი იქვე. თვალები მიმელულა. ვაღიარებ, იმდენად სასიამოვნო იყო, არ მინდოდა დასრულება და აი, შედეგიც! ეს რა ჯანდაბაა? ნუთუ...? არ არსებობს! "არსებობს!-ეს სასიკვდილე ალტერა.-ლილე, გაკოცა, ქალო!" მაკოცა? დედა, მაკოცა! ვაი, ეს რა არის? რატომ არ ვეწინააღმდეგები? ვითომ...? არა, არ მომწონს, მაგრამ ვის ვატყუებ. გამაშეშა და დამადუმა. ვანილის გემო აქვს...რა ტკბილია! მთლიანად ვგრძნობ. არიქა, პეპლები...! დააკავეთ, არ გაუშვათ! "გვიანია! ლილე და ანდრია! ლილე და ანდრია!"-ყვავით ჩხაოდა ალტერა. ინებ როგორც იქნა და მომშორდა. მე ისევ გაშეშებული და თვალებდახუჭული ვიდექი. -ლილე,-შეგიძლია შემომხედო. -ვერ გიყურებ,-ხელებში ჩავრგე თავი და ბღავილისთვის მოვემზადე. იტყვით, რა გატირებდაო, რა ბიჭი მოაყუჩეო, მაგრამ შემრცხვა...როგორია აკოცო ბიჭის, თან მაშინ, როდესაც კოცნის აზრზე არ ხარ. ახლა ტირილი არ იქნება, თუმცა არა...სისველეს ვგრძნობ. ოღონდ ახლა ნიანგის ცრემლები არ ვღვარო და არ მინდა არაფერი. -როგორი ბავშვური ხარ,-მითხრა და ჩამიკრა გულში. დამამშვიდა. მისმა გულის აჩქარებულმა რიტმმა დამამშვიდა. ნუთუ ეს იყოს მუცელში პეპლები და გონების ბნედა? "ეგ არის, ეგ!"-გადაიხარხარა ნაძირალა ალტერამ. ოხ, ეს ხომ მომენტებს ვერ არჩევს... -დავლიოთ ჩაი?-თბილად მითხრა და სახეზე მომეფერა. აი, ისევ ტაო, ხორკლები, პეპლები. სულ გადამრია ამ უღმერთოდ პრანჭიკელა ბიჭუნკულამ. -დავლიოთ,-ენის ბორძიკით და კუდზე ფეხდადგმული ლეკვივით დავიწკმუტუნე. ერთი გამიღიმა, თავზე მაკოცა, თავისი თბილი ხელი ჩემს ახურებულ ხელს შეახო და წამიყვანა იქ, სადაც უსასრულო წანწალი გველოდა. მაწანწალა და პრინცი-დაუჯერებელია, არა?! არც მე მჯერა. შოკირებულიც კი ვარ, რომ ჩემი მარტოდ წანწალისთვის გაწერილ ყოფაში, ისიც შემომეჭრა. გაგდება დავუპირე, მაგრამ აქაო და სიყვარულიო, ესაო, ისაო და მეც ვიფიქრე-რატომაც არა?! თან მინდოდა ახლა ჟენიჩკობა? მართალია, არა... ჰელოოუუთ;დდდ ხომ ხართ სასწაულად?? ისევ გაგეჩხირებით თვალებში:დდ ვოტს:დდდ უცბად შემომეწერა და ბევრიც აღარ გავაჭიანურე:დდ ზოგადად, მიყვარს ასეთი პაწაწინა ისტორიები, კარგი დასასრულით... და როგორც ყოველთვის, თქვენ გიტოვებთ გასაგრძელებლად. აი, ესე, უნამუსოდ:დდმეც ვიცი, რომ გადამრიე არ არის, მაგრამ მესაყვარლება და რა ვიღონოო??:დდდ პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.