შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 4

17-03-2021, 02:31
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 417

ნათია ისე დაიძაბა სანდროს ხმის გაგონებაზე რომ რეალობის აღქმა დაკარგა რამდენიმე წამის განმავლობაში და ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს თავად კი არა სხვა ისმენდა მისმიერ ნათქვამ სიტყვებს, სხვა შეშინებული, დამფრთხალი გოგონა
-ნათია მარიანა მომყავს-თქვა კარგახნის სიჩუმის მერე სანდრომ ჩავარდნილი ხმით
-იტირა?-ჰკითხა ისეთი უცნაური ხმით ნათიამ, რომ თავადაც გაუკვირდა ასეთი ხმა საიდან ჰქონდა
-ჰო-უთხრა სანდრომ და ისევ გაჩუმდა, ვეღარც ნათიამ მოახერხა ხმის ამოღება და უსასრულოდ გაიწელა ეს გამაყრუებელი სიჩუმე -იმიტომ დაგირეკე რომ...-დაიწყო სუნთქვა აჩქარებულმა სანდრომ -ყურადღებით იყო ტელეფონთან სადღაც ერთ საათში ვიქნებით ალბათ მანდ...
-კარგი -უთხრა ნათიამ და გაუთიშა, რადგან ძალა აღარ ეყო კიდევ მოესმინა მისი ხმა და რამე ეთქვა, ტელეფონს აკანკალებული თითები ძლიერად მოუჭირა და გაირინდა, მისი გონება ფიქრმა წაიღო, სანდროზე ფიქრმა, რომ ახლა გარდაუვლად მოუწევდა მასთან პირისპირ შეხვედრა, მის თვალებში ჩახედვა... გააჟრჟოლა, იმაზე ფიქრიც კი აშინებდა ხოლმე, რომ შეიძლებოდა ოდესმე სადმე ქუჩაში შეიძლებოდა შემთხვევით შეხვედროდა, ახლა კი თავისი ნებით უნდა მისულიყო მასთან, დალაპარაკებოდა და თვალებში ჩაეხედა... ფეხზე წამოდგა და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული, თიკას სიტყვები გაახსენდა და მწარედ გაეცინა, მიხვდა რომ ის მართალი იყო და სანდრო მოქმედებაზე გადავიდა და უკან არ დაიხევდა, ეს ყველაფერი ერთმანეთს ისე ლოგიკურად მიწყო რომ შეუძლებელი იყო უბრალო დამთხვევა ყოფილიყო ამდენი რამე, ნანაც მართალი იყო, სანდროს სურდა და მის სურვილებს ნათია წინააღმეგობას ვერ უწევდა, რადგან ყოველთვის ისე ხდებოდა რომ ნათია ვალდებული ხდებოდა ეკეთებინა ის რაც სანდროს სურდა, არადა სინამდვილეში ეს ვალდებულება კიარ იყო სანდროს სურვილების დამორჩილება იყო და მეტი არაფერი, საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე, საშინლად ბრაზობდა რომ უფლება მისცა ასე მარტივად და უმტკივნეულოდ შემოსულიყო ისევ მის ცხოვრებაში... ნანას ყოველი სიტყვა ყურში ჩაესმოდა და უფრო მეტად ერეოდა თავგზა... ვერც კი მიხვდა როდის და როგორ გაექცა დრო და როცა ისევ აწკრიალდა ისევ მისი ტელეფონი განრაზებული დაწვდა და სწრაფად უპასუხა
-ნათია მოვედით და გელოდებით-უთხრა სანდრომ და მაშინვე გაუთიშა, ნათიას სუნთქვა შეეკრა, იმაზე ფიქრი რომ ისევ უნდა ენახა ყოფილი ქმარი რომელსაც დიდი ზიზღით, შიშით და აგერესიით დაშორდა სულს უწამლავდა. მაშინვე ჩაიცვა კაბა, მოიცვა ჟაკეტი და ბევრი ფიქრის გარეშე გავარდა გარეთ, კიბეები ჩაირბინა და როცა გასასვლელ მიუახლოვდა აი აქ მაინც იგრძნო ნელ-ნელა როგორ შეეპარა შიში სხეულში, როგორ გაიარა ყველა უჯრედი და მოიცვა მთელი სხეული, ეს იმდენად მძაფრად და მკაფიოთ იგრძნო რომ საკუთარი შეგრძნებებისაც კი შეეშინდა, თავლები დახუჭა რამდენიმე წამის განმავლობაში სუნთქვა შეკრულმა და ნელ-ნელა გაახილა, ისე დაიბნა რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ეგონა ხომ არ მელანდება ეს ყველაფერიო, Ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს დაიკარგა, თითქოს აქ კი არა სადღაც სხვაგან იყო, თავი გააქნია თვალი რომ მიაჩვია სიბნელეს და გასასვლელისკენ წავიდა პულსაცია აჩქარებული,
სანდრო რომელიც მანქანის წინა ცხვირზე მიყრდნობილი ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს თვალს არ აშორებდა სადარბაზოს და სუნთქვა აჩაქრებული ელოდებოდა ყოფილი ცოლის გამოჩენას, რაც დრო გადიოდა მით მეტად უჩქრდებოდა გულის ცემა, სუნთქვა და პულსაცია
და როცა ნათიამ საბოლოოდ მოიკრიბა ძალა, გამბედაობა და გარეთ გავიდა ინსტიქტირად მაშინვე ყოფილ ქმარს მიაჩერდა, მათი არეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა და დიდხანს, ძალიან დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთას ამღვრეულ თვალებში, აწორედ ამ დროს ორივეს ერთდროულად გაეყინა სისხლი ძარღვებში და ადგილზე გაიყინა ორივე, იმის მიუხედავად დრომ ქუჩის სუსტი განათება მათ სახეებს კარგად ვერ წვდებოდა მაინც შეძლეს ერთმანეთის საᲮეზე აღბეჭდილი მძიმე ემოციების გარჩევა, ნათია იქამდე ვერ მოვიდა აზრზე სანამ ცივმა ქარმა არ დაუბერა და თმა არ აუწეწა, მხოლოდ მᲐშინ მოვიდა გონს მაშინვე აარიდა მზერა სანდროს არეულ თვალება და კიბეებზე ჩავიდა და მანქანას მიუახლოვდა, სანდრომ ღრმად ჩაისუნთქა ბათუმის ნესტიანი ცივი ჰაერი და თვალები დახუჭა რომ დამშვიდებულიყო და აზრზე მოსვლა შესძლებოდა, გაუჭირდა, ძალიან გაუჭირდა, საკუათარი გრძნობების და ემოციების მართავა, რადგან ამდენი ხმის შემდეგ მის პირისპირ დგომა, მის თვალებში ჩახედვა და მის სახეზე აღბეჭდილი ემოციების გადატან იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა, მაგრამ თავს მოერია, ძალა დაატანა და მაინც შეძლო დამშვიდება გარკვეულ წილად, თავადაც მიუახლოვდა უკანა კარს და ნათიას ზურგს მიაჩერდა, გოგონამ იგრძნო მისი ცივი და მწველი მზერა და დაიძაბა, იმდენად დაიძაბა რომ მოძრაობის უნარიც კი დაკარგა და ადგილზე გაიყინა, ახლა მიხვდა ვის მზერას გრძნობდა ხომე დროდადრო ქუჩაში, ვისი მზერა სწვავდა და აიძულებდა ადრესატის ძებნას, ნათია ფიქრმა წაიღო და აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა საცნობმა სურნელმა, სანდროს სუნამოს და სინარეტის მზარფრმა ნაზავმა ცხვირი აუწვა, ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი და მანქანის კარი გამოაღო რომ რაც შეიძლება მალე გაჰქცეოდა ამ დაძაბულობას
-გავაღვიძო?-ჩაესმა სანდროს ხმა ზურგს უკნიდან
-ასე წავიყვან-უთხრა ისე რომ მისთვის არ შეუხედია, მარიანა სავარძლიდან მძინარე აიყვანა ხელში და მოტრიალდა, საშინლად დაიბნა როცა სანდროს და კარს შორის მოემწყვდია, სანდრომ აშინვე უკან დაიხია და ნათიაც სწრაფი ნაბიჯით წავიდა წინ
-ნათია-მოესმა სანდროს ხმა და საშინლად დაიძაბა, ადგილზე გაშეშდა, გაიყინა, როცა სანდრო მიუახლოვდა კიდევ უარესი
დაემართა -შესცივდება -უთხრა სანდრომ და თავისი ქურთუკი მოახურა მარიანას მხებზე, ნათიამ ინსტიქტურად ახედა ყოფილ ქმარს და როგორც კი სანდროს არეულ თვალებს შეეფᲔთა მისი დაძაბული მზერა მაშინვე გაექცა მის თვალებს, გვერდი აუქცია და სწრაფი ნაბიჯებᲘთ გაუჩინარდა ბნელ სადარბაზოში, სანდროზე ისე იმოქმედა ნათიას სიახლოვემ რომ კარგა ხანს ვერ შეძლო აზრზე მოსვლა და საჭესთან დაჯდომა.
ნათიამ მარიანა საწილში ფრთხილად დააწვინა, გვერდზე მიუწვა და თვალები დახუჭა, თუმცა ვერაფრით შეძლო დაძინება, სანდროზე ფიქრს ვერ იშორებდა თავიდან, ისევ იგივეს განიცდიდა რასაც მასთან შეხვედრის დროს, ისევ ისეთი დაძაბული, დათრგულული და გაყინული იყო მისი სხეული.
თიკა მომღიმარი სახით უყურებდა მეგობარს და წამით თვალს არ აშორებდა ნათიას სახეს
-ხედავ? რას გეუბნებოდი? არ გითხარი აღარ გაჩერდება-მეთქი?
-კარგი რა თიკა-ეწყინა ნათიას -გეუბნები ისე ვინერვიულე ახლაც ხელ-ფეხი მიკანკალებს-მეთქი და შენ რას მეუბნები
-ნათია გეუბნები რომ ეგ ბიჭო შენი ცხოვრებიდან აღარ წავა, მორჩა!
-მხოლოდ იმიტომ რომ ატირებული ბავშვი სახლში წამოიყვანა?
-თბილისიდან ბათუმში? ღამის ოთხ საათზე? თან მაინცდამაინც იმ დღეს როცა ნანა სახლში არ იყო?
-კარგი რა ყველაფერში რაღარც განსაკუთრებულს ნუ ეძებ ძალიან გთხოვ თიკა
-კარგი-გაჩუმდა თიკა -ვნახოთ... დაველოდოთ... როგორც მახსოვს მითხარი რომ დიდი მოთმინების უნარით სანდრო არ გამოირჩევაო
-საერთოდ არ აქვს ეგ თვისება -შეუსწორა ნათქვამი ნათიამ და აკანკალებული ხელით დაწვდა ყავის ჭიქას და ცოტა მოსვა
-ჰოდა მითუმეტეს...-მხრები აიჩეჩა თიკამ -ნახავ ცოტა ხანში სერიოზულ ნაბიჯს თუ არ გადმოდგამს შენსკენ... მითუმეტეს შენი დაბადების დღე მოდის
-უბრალოდ ყველაფერი ასე ერთმანეთზე აეწყო მეტი არაფერი, საერთოდ არაფერი
-კარგი ნათია მე არ ვარ წინააღმდეგი რომ ყვლაფერი ასე უბრალოდ და ზედმიწევნად ლოგიკურად აეწყოს ერთმანეთს... რა პრობლემაა... მაგრამ როცა ის შენი სანდრო სერიოზულ ნაბიჯს გადმოდგამს შენსკენ იცოდე ატირებული არ მომადგე სახლის კართან
-რა ბოროტი ხარ თიკა-გაეცინა
ნათიას -კარდიოლოგი და ასეთი უგულო?
-ოცდაექვსი წლის ქალი და ასეთი გულუბრყვილო?
-ღმერთო რა აუტანელი ხარ-აკისკისდა ნათია
-ღმერთო დღემდე ვერ გავივე რატომ ვმეგობრობ საავადმყოფოს მიმღების რეგისტრატორთან თან ყველაზე უჟმურთან მთელს საავადმყოფოში
-უკაცრავად რა ქალბატონო ექიმო-უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტიჩები ნათიამ -ჩვენ უბრალო მიკვდავები რას მოვალთ თქვენთან, მაგრამ რომ იცოდეთ სხვა ადამინებიც საქმეს ვაკეთებთ თან ძალიან საჭირო და ზოგჯერ მნიშვნელოვანს ისევე როგორც თქვენ
-ჩემი უჟმური გოგო-გაეცინა თიკას და მარიანას მიაჩერდა რომელიც ფეხშიშველი და გაწეწილი თმით გავიდა მისაღებში -ვაიმე ჩემი ბუშტი-შეყვირა თიკამ და მარიანას ჩაუკოცნა ფუმფულა ლოყები.
ნანასთვის ეს მეტისმეტი აღმოჩნდა და საერთოდ გაჩუმება არჩია, რადგან შვილთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდა მითუმეტეს რომ ნათია დამნაშავე არ იყო იმაში რომ სანდრო ზედმეტად და უცნაურად გააქტიურდა, თუმცა რაც მარიანა სახლში მიუყვანა ნათიას მას მერე აღარ დაკავშორებია ნათიას, გამონაკლისების გარდა როცა მარიანა მიჰყავდა სადმე გასართობად და უკან მოჰყავდა სახლში ისიც მხოლოდ შეტყობინებების გზავნით შემოფარგლებოდა, ჰოდა ნანა ნელ-ნელა მიეჩვია ამ ამბავს და დაწყნარდა რომ სანდროს ურთიერთობა ნათიასთან ერთ ან ორ სიტყვიან შეტყობინებას არ სცდებოდა, ნათიაც მშვიდად იყო, ისე პირველი შიშის და მღელვარების ტალღა ნელ-ნელა გაქრა და მიეჩვია სანდროსთან მიმოწერას, თუმცა ეს სიმშვიდე ქარიშᲮლის დაწყების ნიშნად მიაჩნდა ნანას და მაინც სულ დაძაბული იყო, სულ რაღაც ცუდის მოლოდინი ჰქონდა, ნანას შფოთი და მოუსვენრობა ნათიასაც გადაედო, რადგან მარიანას ჩამოყვანის მერე სანდრო თბილისში აღარ დაბრუნდა, ბათუმში დარჩა და მარიანას Ყოველდღე ნახულობდა, აქეთ-იქით დაატარებდა და ნათიას უფრო ხშირად სწრადა თუ სად იყვნენ და რას აკეთებდნენ. ამას ვეღარ შეეგუა ნანა, და ბოლოს მაინც აფეთქდა, მაგრამ ნათია მშვიდად შეხვდა ნანას გაგიჟებას რადგან Ვერ ხვდებოდა რაში იყო დამნაშავე თავად
-დედა ვერ ვხვდები მე რატომ მეჩხუბები
-უთხარი რომ აღარ მოგწეროს და არ დაგირეკოს
-კარგი ვეტყვი-დაეთანხმა ნათია
-მე რომ არ მეთქვა შენით ვერ უნდა მიმხვდარიყავი ამას?-გაცეცხლდა ნანა
-საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ იმაში თუ ორ სიტყვას მომწერს დღის განმავლობაში
-ხედავ? ნელ-ნელა მიეჩვიე მის მოწერებს, მერე ალბათ დაგირეკავს ხოლმე და მოგიყვება როგორ ერთობიან მამა-შვილი, იქნებ მერე შენც გაჰყვე ხოლმე?
-დედა აჭარბებ-გაბრაზდა ნათია
-ნათია ვერ ხვდები რომ ამ რამდენიმე კვირაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა შენსა და მის ურთიერთობაში?
-რომელ ურთიერთობაში დედა?-გაოცდა ნათია -იმ ღამის მერე სანდრო თავალით არ მინახია
-ნუ ღელავ მალე ნახავ ხოლმე-უყვროა წყობრიდან გამოსულმა ქალმა და ისე გავიდა მისაღებიდან რომ კარი გამეტებით გაიჯახუნა.
მეორე დღეს სამსახურში სართოდ არ გაუჭირდა ღამისნგათენება ნათიას რადგან ხან საქმე არ აძინებდა ხან სამდროზე ფიქრი, ნამას სიტყვებმა მოსვენება დაუკარგეს ,, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ შემოვა შენს ცხოვრება თან ისე რომ ვერც გააცნობიერებ ნათია" ცალკე თიკა ურევდა
თავგზას ,, მითმინება ნათია ამ თვისებას მიზნამდე მიჰყავხარ" როგორ შეესისხლხორცა ეს საზიზღარი ფრაზა მის გონებას და თავიდან ვეღარ იშორებდა მითუმეტეს რომ სანდროსთან მიმართებაში უთხრა ეს თიკამ. მთელი ღამის უძილო და დაღლილი დაბრუნდა სახლში ნათია, წყალი გადაივლო და მაშინვე დაწვა, საღამოს ხმაუმა გააღვიძა და გაბრუებული ადგა საწოლიდან და მისაღებში გავიდა გახარებული ჩაეხუტა ნინის და აკაკის, პატარა მაშინვე გამოართვა ნინის და ხელები დაუკოცნა
-დეიდას პრინცესა გოგოა ეს-ეფერებოდა სახე გაბრწყინებული -ვაიმე რა კარგია რომ
ჩამოხვედით-ჩაეხუტა ნინის და თავის ოთახში შეიყვანა -ნანა მალე მომკლავს გულის შეტევით-დაუჩურჩულა დას და სიცილი აუტუდა -ისე აჯახუნებს ხოლმე კარებს რომ შეიძლება ერთ დღეს მართლა მოვკვდე შიშისგან გულის შეტევით
-ნათია ნუ გამიგიჟე ეს ბუნჩულა და საყვარელი ქალი
-ვაიმე მე რა შუაში ვარ?-შეიცხადა ნათიამ და ნიცას დააცქერდა -ყველა მე რატომ მეჩხებება დეიდას დახატულო?-ნიცამ რომ შესცინა ნათიას გული გაუთბა და გაეცინა
-ნათია შენი კარგად მესმის და შენსავით ვერც მე ვარაფერ განსაკუთრებულა ვერ ვხედავ იმაში რომ ის არანორმალური გწერს, მართლა ვერ ვხვდები რაა ამაში ასეთი უცნაური? მთელი ცხობრება ისე ხომ არ იურთიერთებდი მასთან როგორც ადრე? მია გირეკავდა შენ, შენ ნანას... ნანა მიას... მია სანდროს და ასე არკვევდით საქმეებს...
-ისეთს არაფერს მწერს, მხოლოდ იმას რაც მარიანას ეხება
-დაწყნარდება...რომ ნახავს არაფერი არ ხდება შენსა და სანდროს შორის, ნელ-ნელა დაშოშმინდება, ხომ იცი როგორ ეშინია რომ ისევ არ დაგიახლოვდეს...ფიქრობს რომ სანდრო ასე განზრახ იქცევა, ჰგონია მოთმინებით და ნელ-ნელა ცდილობს, რომ შენს ცხოვრებაში ისევ დაიკავოს ადგილი, ახლა ყველაფერი საეჭვო და უცნაური ჰგონია რადგან დაძაბულია და შეშინებულია
-ჰგონია... მაგრამ მე ხომ ვეუბნები რომ არაფერი არ ხდება? მისთვის როდის აქეთაა ჩემი სიტყვა არაფერს არ ნიშნავს?-აღელდა ნათია და ნიცა მიიხუტა გულზე -მაშინ, უსუტყვოდ უკითხავად თბილისიდან აქ გადმოვედით საცხოვრებლად... და ახლა... ახლა ისე მექცევა თითქოს უცხო ადამინი ვიყო-ცრემლები მოეძალა ნათიას -ვერ ვხვდები რატო მექცევა ასე დედა, თავის თვალით არ ნახა რისი გადატანა მომიწია? როგორ უშვებს იმას, რომ მე ოდესმე შევძლებ და ვაპატიებ სანდროს იმას რაც გამიკეთა? როგორ შეუძლია ამაზე ფიქრი? ჰგონია ოდესმე დავივიწყებ იმას რომ მან მე შვილი წამართვა? ჰგონია რომ ოდესმე სანდროს ამას ვაპატიებ? შეიძᲚება ის ღამეც კი ვაპატიო, მაგრამ იმას არასოდეს ვაპატიებ რომ მარიანა წამგლიჯა ხელიდან, მე მისნარი სასტიკი არ ვარ და მარიანას მამასთან ურთიერთობას არ დავუშლი და არც მის თავს ვაძულებ და ამის გამო შეიძლება დედამ ის იფიქროს რომ მე ის ისევ მიყვარს და მასთან ყოფნა მინდა? -ხმა ჩაუწყდა ნათიას და ცრემლები მოეძალა
-ნათია გთხოვ მასაც გაუგე-სცადა სიტუაციის განმუხტვა ნინიმ -უბრალოდ ეშინია რომ ის თავს არ დაგანებებს და შენ მის სურვილს ვერ შეეწინააღნდეგები ... იცი რა? მოდი ცოტა ხანს ამაზე ფიქრს და ლაპარაკს შეეშვით ორივე და დამშვიდდით, წინასწარ ნუ ღელავთ იმაზე თუ რა უნდა სანდროს... როცა საბოლოოდ გაიგებ რა უნდა შენგან მერე გადაწყვიტე თავად შენ რა გინდა მისგან
-ანუ შენც თიკას აზრს აწვები?-გაცეცხლდა
ნათია-ნინი გგონია რომ ამ ყველაფერს სანდრო ჩემს გამო აკეთებს? გგონია რომ ასე ნელ-ნელა ცდილობს ჩემს ცხოვრებაში შემოსვლას? მოწერილი სულელური შეტყობინებების გამო? და უფრო უარესი თიკასავით ფიქრობ რომ მე საკუთარ გრძნობენში გარკვევა მჭირდება სანდროსთან მიმართებაში?-ბრაზს ვერ მალავდა ნათია -რატომ? ასე რატომ ფიქრობ? რა გაძლევთ ამის მიზეზს? მისი სულელური შეტყობიმებები და ჩემი დაბნეულობა?
-ნათია გთხოვ დამშვიდდი-შეეხვეწა ნინი დას თმაზე ჩამოუსვა ხელი-მისმინე ჩემო ლამზო, არავინ არაფერში არ გადანნაშაულებს... არც იმას ვფიქრობთ რომ შენ მის მიმართ აუცილებლად გრძნობების უნდა გქონდეს და მითუმეტეს გარკვევა უნდა დაგჭირდეს საკუთარ თავში თუ სანდრო შენს ცხოვრებაში შემოსვლას ეცდება, მაგრამ... არის ერთი მაგრამ... სანდრო უმიზეზოდ და უმიზნოდ არაფერს აკეთებს... და შენ ყველაზე უკეთ იცნობ მის ხასიათს ნათია და იცი რომ მის ყველა ქმედებას აქვს მიზანი...
-და მისი მიზანი ჩემი დაბრუნებაა? -მწარედ გაეცინა ნათიას
-არვიცი-მხრები აიჩეჩა ნინიმ -ამას დრო გვიჩვენებს, მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ხვალ ჩემი გადარეული და ოცდაშვიდი წლის ხდება და ჯერ კიდევ ვერ დაჭკვიანდა ჩემსავით.
მია მოუთმენლად ელოდა როდის გახდებოდა თორმეტი საათი რომ ნათიასთვის დაერეკა და როგორც კი თორმეტი გახდა მაშინვე დაურეკა ვიდეო ზარით
-დაბადების დღეს გილოცავ რძალო-უთხრა სიცილით მომღიმარ ნათიას
-მადლობა მულო-სიცილი აუტუდა ნათიას
-ნუ რავქნა ვერ მივეჩვიე რომ ყოფილი რძალი ხარ... ხომ იცი როგორ მიყვარხარ-უთხრა მიამ და ტელეფონი ძმას გადაულოცა
-გილოცავ ყოფილო და ჩემთვის მაინც რძალო დაბადების დღეს ძაან მიყვარხარ-გაუღიმა ნიკამ
-მეც გილოცავ ნათი-ხილი დაუქნია ანიმ
-მეც ნათი -ტელეფონი წაართავ ხელიდან ლაშამ ნიკას ,ნათიას რაღაც ეტკინა გულში, მათმა ზარმა და მილოცვამ თან ძალიან გაახარა და თან გული ძალიან ატკინა, უყვარდა, ძალიან უყვარდა ეს ადამინები, ერთ დროს ეს ხომ მისი ოჯახი იყო და ახლა ძალიან სტკიოდა გული რომ თითქმის უცხოებად იქცნენ მისთვის და მათთან მხოლოდ საშინელი, ტკივილით სავსე მოგონებები აკავშირებდა.
სანდრო აივანზე იჯდა და სუნთქვა არეული დაჰყურებდა ნათიას სურათს, მიას ზარმა შეაკრთო და სანამ არ დამშვიდდა იქამდე არ უპასუხა
-სანდრო როგორ ხარ ჩემო ყველაზე
გადარეულო?-გაისმა მიას მხიარული ხმა
-კარგად ვარ ჩემო ალქაჯო ნუ ღელავ... თქვენ როგორ ხართ?
-ნათიას მივულოცეთ... ახლახანს ველაპარაკეთ... ლამის იტირა-მიასაც ხმა აერია
-რატო?-დაიძაბა სანდრო
-რავი განიცადა...
-ისე კარგადაა?
-ჰო კარგადაა ... და შენ არ მიულოცავ?-ჰკითხა კარგანხნის სიჩუმის მერე მიამ ძმას
-არვიცი-უთხრა სანდრომ ჩავარდნილი ხმით
-დაურეკე
-არ მიპასუხებს
-საიდან იცი?-დაიძაბა მია
-ვიცი-უთხრა სანდრომ გაღიზიანებული ტონით
-უკვე დაურეკე და არ გიპასუხა?-სუნთქვა აერია მიას დაძაბულობისგან
-გიკვირს? -მწარედ გაეცინა სანდროს
-მისწრე
-არ ღირს
-პასუხს არ მოგწერს მაგრამ ხომ ნახავს რომ მისწერე
-კაი მიდი დაიძინე-უთხრა გაღიზიანებული ტონით სანდრომ და გაუთიშა, მთელი ღამე თეთრად გაათენა ვერაფრით ვერ შეძლო დაძინება, ფიქრობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა, რა და როგორ გაეკეთებინა, როგორ მოქცეულიყო, რა იყო ახლა ყველაზე სწორი და რა არასწორი, რამდენად მართებული იყო მისთვის საჩუქრის გაგზავნა...
ნათია დილით მარიანას ჩახუტებამ გააღვიძა, თვალებ გაუხელლად შემხვია ხელები შვილს და თავი მის თმაში ჩარგო
-ვაიმე დე რა კარგი სურნელი გაქვს-დაუჩურჩულა ყურში და საფეთქელზე აკოცა -რა კარგია რომ არსებობ-მარიანამაც აკოცა დედას ლოყაზე და დედას მოშორდა და მისი ხელი ხელში მოიქცია, რაღაც დაუდო ხელის გულზე და ოთახიდან გავარდა, ნათიამ მომენტალურად გაახილა თვალები და გაოცებული მიაჩერდა საკუთარ ხელისგულს რომელზეც ოქროს ყელსაბამი ედო რომელსაც სამი კესანეს ყვავილო ჰქონდა დატანილი, ისეთი ლამაზი და ნაზი იყო რომ გაოგნებული ნათია კარგა ხანს ვერ აშორებდა თვალს ამ სილამაზეს, მაგრამ როცა გააცნობიერა ეს სილამაზე როგორ აღმოჩნდა მის ხელში საშინლად დაიძაბა, რამდენიმე წამის განმავლობაში სუნთქვა შეეკრა...გონება დაებინდა, აზრები დაეფანტა, სხეული დაეჭიმა და გაუშეშდა, მერე ნელ-ნელა ცხელმა სისხლმა რომ დაიწყო გიჟური დენა ძარღვებში და გულმა გამალებული ცემა აზრზე მოვიდა თითქოს, თვალი ისევ საკუთარ ხელისგულზე დადებულ ყელსაბამს გაუშტერა და ცხვირი აეწვა
-ნათია დედა გაიღვიძე?-ნანა შევიდა მის ოთახში და დამფრთხალმა ნათიამ ყელსაბამი მაშინვე მუჭში მოიქცია და ხელი საბნის ქვეშ ჩამალა -რა გჭირს შენ ფერი არ გადევს სახეზე, ისევ დაგირეკა იმ ვაჟბატონმა?-თავზე წამოადგა შვილს -ნათია შენ გეკითხები -დაიძაბა ნანა
-რაა?-ახედა თავზე წამომდგარ დედას ნათიამ, არეული თვალებით
-რა გჭირს-თქო -შეცვალა კითხვა ნანამ
-მე... არაფერი-უთხრა მაქსიმალურად მშვიდი ტონით ნათიამ და საწოლზე დაწვა -მეძინება
-ნათია დედა მართლა კარგად ხარ?-ნანამ შუბლზე ხელი დაადო შვილს
-გუშინ რომ დავლიე ალბათ მაგიტომ ვარ ასე
-რა დალიე ორი ჭიქა?-შეიცხადა ნანამ
-დედა მართლა კარგად ვარ-ახედა ნათიამ მომღიმარი სახით დედას
-კარგი კარგი, გავალ თუ რამე დამიძახე-ნანა გავიდა თუ არა ნათია საწოლზე წამოჯდა და ისევ ყელსაბამს მიაჩერდა, საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ნაწილებად დაიშალა, თᲘთქოს დაიკარგა... ყველა გრძნობა და ემოცია ერთად მოაწვა, ყველაფერი ერთად განიცადა რაც ამ წელიწად ნახევარში გულში დამარხა, ღრმად... ძალიან ღრმად... კარგა ხანს იჯდა ასე გაბრუებული, შეშინებული, დაძაბული და ფიქრობა, ძალიან ბევრს ფიქრობდა სანდროზე... თიკას სიტყვები ნელ-ნელა აღდგა გონებაში და ახლა გააცნობიერა მისი თითოეული ნაქვამი სიტყვის სირთულე, ჭეშმარიტება და ტკივილი... არ ეგონა, მართლა არ ეგონა ასე თუ ეტკინებოდა სანდროსგან მისკენ გადმოდგმული ნაბიჯი... ჯერ ის არ ეგონა საერთოდ ის ასეთ რამეს თუ გააკეთებდა, იმ ყველაფრის მერე რაც ჩაიდინა მაინც თუ გაბედავდა და მასთან დაახლოებას ეცდებოდა, მერე ასეთი ფორმით, პირდაპირი დაუფარავი აშკარა გამოწვევით და ბოლოს რაც მთავარია არ ეგონა თავად ასე თუ ეტკინებოდა ეს ყველაფერი, მართალა არ ეგონა ასე ძალიან თუ იმოქმედებდა სანდროს ეს ნაბიჯი მის გულზე, სულზე და სხეულზეც კი, რომელსაც ამ დრომდე ვერ იმორჩილებდა გამოწვეული შიშის და დაბნეულობის გამო, ნათია ვერ იღებდა გადაწყვეტილებას როგორ მოქცეულიყო, მაგრამ ბოლოს ...ფეხზე წამოდგა და კარადას ეცა, რაც ხელში მოხვდა პირველი ის ჩაიცვა, კედები, ტეფონს და ჩანთას ხელი დასტაცა და მისაღებში გავარდა არეული სახით, ყველა მას მიაჩერსა გაოცებული
-ნათია დედა მოხდა რამე?-დაიძაბა ნანა
-მე... გავალ და მალე დავბრუნდები-თქვა ისეთი ხმით რომ თავადაც შეეშინდა
-ნათია მართლა კარგად ხარ?-ფეხზე წამოდგა ნინი და დას მიუახლივდა -ფერი არ გადევს
-მალე დავბრუნდები-თქვა არეული ხმით ნათიამ და სახლიდან გიჟივით გავარდა, ქუჩაში გავიდა და მოწოლილ ცრემლებს უფლება მისცა რომ გადმოდენილიყვნენ, როცა თაბს მოერია და აზრზე მოსვლა შეძლო ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და სამდროს ნომერი აკრიფა კარგა ხნის ფიქრის მერე ზარი გაშვა და სუნთქვა აჩქარებული დაელოდა მის პასუხს
-ნათია-გასმა სანდროს ჩავარსნილი ხმა
-უნდა გნახო ახლავე-დაუღრინა გოგონამ
-კარგი
- ბულვარის შესასვლელთან გელოდები
ახლავე-უთხრა ჩამწყდარი ხმით და გაუთიშა, ძალიან ეცადა რომ თავს მორეოდა და ცრემლები არ გადმოაცვენოდა მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა, მაგრამ ისიც არ შეეძლო რომ სანდრო არ ენახა.
სამდრომ მანქანა დააპარკინგა და დანიშნულების ადგილისაკენ აღელვებულმა გასწია და ნათია რომ შენიშნა საშინლად დაიძაბა, რამდენიმე წამის განმავლობაში ადგილზე გაიყინა და ვერ შეძლო ნაბიჯის წინ წადგმა, როცა ნათიამ მისკენ მოიხედა თითქოს აზრზე მოვიდა მისკენ გაემართა სუნთქვა არეული, ნათია განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ყოფილ ქმარს თვალებში და წამით არ მოუშორებია მწვანე ჩამუქებული სფეროები მისი ნაცრისფერი სფეროებისთვის
-ეს-ნათიამ ყელასაბამი გაუწოდა და ხმა ჩაუწყდა
-ნათია გთხოვ -დაიწყო სანდრომ და ვეღარ გააგრძელა ლაპარაკი
-სანდრო -აღმოხდა ნათიას და მზერა აარიდა მის ამღვრეულ თვალებს -გამომართვი
-გთხოვ დაიტოვე-უთხრა სანდრომ ჩავარდნილი ხმით და ნათიას რომ სიცი აუტყდა და თან ცრემლები გადმოსცვივდა გული შეეკუმშა
-მინდა რომ გამომართვა-უთხრა ხმა აკანკალებულმა გოგონამ და კიდევ უფრო მიუახლოვდა ყოფილი ქმარს
-ნათია არ გინდა გთხოვ-შეეხვეწა სანდრო
-გეყოფა, გთხოვ შეწყვიტე ჩემი წვალება-გაბრაზდა ნათია მისი ხელს ხელი მოკიდა და მეორე ხელით ნელ-ნელა ყელსაბამი მის ხელის გულზე დაუშვა
-ეს უბრალოდ დაბადების დღის საჩუქარია-ჩაილაპარაკა სანდრომ და ყელსაბამს დააჩერდა შემდეგ კი ყელსაბამი მიჭში მოიქცია და ძლიერად მოუჭირა აკანკალებული თითები
-მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან წახვიდე-შეხედა ნათიამ ნაცრისფერ ცარიელ სფეროებში მწვანე ჩამუქებული სფეროებით
-შენზე უარის თქმა არ შემიძლია ნათია -უთხრა სანდრომ არეული ხმით და ბრაზისგან ტუჩები დაბრიცა
-აქამდე ხომ წასული იყავი ჩემი ცხოვრებიდან? გთხოვ ახლაც წადი-შეეხვეწა ნათია ხა ცრემლები მოეძალა
-არ ვიყავი!-გაბრაზდა სანდრო-შენი ცხოვრებიდან არასდროს წავსულვარ...უბრალოდ შენ გეგონა რომ წავედი
-მე მეგონა?-გაეცინა ნათიას და ცრემლები მოეძალა
-სინამდვილეში მე სულ აქ... შენათან ძალიან ახლოს ვიყავი ნათია-უთხრა ჩამწყდარი ხმით სანდრომ
-მაშინ ახლა წადი... უბრალოდ წადი გთხოვ
-ვერ წავალ-უთხრა გაღიზიანებული ტონით ბიჭმა
-რატომ რატომ?-ხელები გაშალა ნათიამ
-იმიტომ რომ ისევ ისე მიყვარხარ ნათია-აღმოხდა სანდროს და ხმა ჩაუწყდა მღელვარებისგან
-არ გინდ აგთხოვ არ გინდა-შეეხვეწა ნათია და მის რეაქციაზე სუნთვა შეეკრა ბᲘჭს
-გთხოვ შენთან ახლოს ყოფნის უფლება მომეცი-შეეხვეწა სანდრო ატირებულ გოგონას
-არ შემიძლია-აღმოდა ნათიას და ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე
-რატომ?-დაუღრინა სანდრომ-მე ხომ ხმოლოდ შენთან ახლოს ყოფნას Გთხოვ, სხვას არაფერს, საერთოდ არაფერს ნათია...
-იმიტომ რომ არ მინდა შენთან ახლოს ყოფნა-უთხრა გოგონამ და ატირებული მიტრიალდა
-ნათია გთხოვ არ წახვიდე-აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს და მათ შორის არებბული მანძილი წამებში დაფარა და ზურგით მდგომ გოგონას თმას შეეხო აკანკალებული თითებით
-გთხოვ არ გინდა სანდრო, ძალიან გთხოვ-შეეხვეწა ნათია ისე რომ მისკენ არ მიტრიალებულა და არეული ნაბიჯით წავიდა წინ

№1  offline მოდერი ნეაკო

არ ვიცი რამდენად კარგია და სწორად გადმოგცემთ იმ ემოციებს რასაც მე განვიცდი წერისას მაგრამ პირველად ხდება რომ გული გამალებით მიცემს დაძაბულობისგან და წერა შევწვიტე მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ ძალა აღარ მეყო რომ დამეწერა კიდევ რამე, მადლობა რომ ამ გიჟურ ისტორიაში მომყვებით ❤❤❤

№2  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ნეაკო
არ ვიცი რამდენად კარგია და სწორად გადმოგცემთ იმ ემოციებს რასაც მე განვიცდი წერისას მაგრამ პირველად ხდება რომ გული გამალებით მიცემს დაძაბულობისგან და წერა შევწვიტე მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ ძალა აღარ მეყო რომ დამეწერა კიდევ რამე, მადლობა რომ ამ გიჟურ ისტორიაში მომყვებით ❤❤❤

ეს ღამისთევა ისტორიის გამო ჩემთვისაც პირველია :დ ისიც პირველია სიტყვები რომ არ მყოფნის და რა ვთქვა არ ვიცი. არადა ჩემი გაჩუმება რა ძნელია.
მოკლედ, წავალ დავიძინებ. თუ მომცა დაძინების საშუალება ამ ემოციებმა.

ყველაზე კარგი შეფასებააა რომელიც დღემდე წამიკითხი, ძალიან მიხარი რომ მე ეს შევძელი❤ვეცდები ბოლომდე ასე მივიყვანო ისტორია, მადლოაბა შენ ასეთი სიტყვებისთვის

№3 სტუმარი ანუ

ვაიმე ლამის ამეტირა :( :(
მგონი ახლა დროა სანდრო გაჩერდეს, ძალიან მაინტერესებს რას იზამს ნათია, როცა სანდრო მასთან კონტაქტს შეწყვეტს?!

გელი მოუთმენლააად ^-^

№4  offline წევრი likuu_s

კი, მესმის, რომ სანდრომ ბევრი ცუდი რამ გააკეთა და დასრულა, მაგრამ ხომ ბავშვის გამო, მაინც ხომ უნდა შეეცადოს ნათია და ნორმალური ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. ნანაც, შერიგებას რომ სულ თავი დავანებოთ ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ ბავშვის მშობლებმა ერთმანეთთან რაღაც ნეიტრალირი ურთიერთობა ყნდა ჩამოაყალიბონ. ამიტომ მიშლის ნერვებს, რომ ამას ვერ ხვდება. არ ვიცი, რას გავაკეთებდი ეს რომ მე გადამხდომოდა, ასე რომ არაა შეილება ამიტომ ვუყურებ ასე მარტივად ყველაფერს, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ ბავშვის გამო მაინც უნდა შეეცადნონ რაღაცას. ამ შემთხვევაში ალბათ, შერიგება ჯერ-ჯერობით მეორე პლანზეა. წარმატებები!<3

№5  offline მოდერი ნეაკო

ანუ
ვაიმე ლამის ამეტირა :( :(
მგონი ახლა დროა სანდრო გაჩერდეს, ძალიან მაინტერესებს რას იზამს ნათია, როცა სანდრო მასთან კონტაქტს შეწყვეტს?!

გელი მოუთმენლააად ^-^

ნათიაზე დამიკიდებული ხლა მათი ურთიერთობის განვითარება ან შეწყვეტა და ვეცდები რომ სწორად და ლოგიკურად ავაწყო ეს ურთიერთობა ❤

likuu_s
კი, მესმის, რომ სანდრომ ბევრი ცუდი რამ გააკეთა და დასრულა, მაგრამ ხომ ბავშვის გამო, მაინც ხომ უნდა შეეცადოს ნათია და ნორმალური ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. ნანაც, შერიგებას რომ სულ თავი დავანებოთ ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ ბავშვის მშობლებმა ერთმანეთთან რაღაც ნეიტრალირი ურთიერთობა ყნდა ჩამოაყალიბონ. ამიტომ მიშლის ნერვებს, რომ ამას ვერ ხვდება. არ ვიცი, რას გავაკეთებდი ეს რომ მე გადამხდომოდა, ასე რომ არაა შეილება ამიტომ ვუყურებ ასე მარტივად ყველაფერს, მაგრამ ვფიქრობ ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ ბავშვის გამო მაინც უნდა შეეცადნონ რაღაცას. ამ შემთხვევაში ალბათ, შერიგება ჯერ-ჯერობით მეორე პლანზეა. წარმატებები!<3

ამ ყველაფერს ნანა გვიან გაიაზრებს, როცა დარწმუნდება რომ სანდრო ნამდვილად შეიცვალა,მისი დამოკიდებულებაც შესაბამისად შეიცვლება ყოფილი სიძის მიმართ.
ყველაფერი მაინც სანდროზეა დამოკიდებული, მოუწევს გაუმკლავდეს ამდენი ადამინის წინააღმდეგობას, რადგან თავად გამოიწვია ეს აგრესის და უნდობლობა.
ნათიას რაც შეეხება მისსა და სანდროს ურთიერთობაში გადამწყვეტი იქნება მისი ქმედებები და სურვილები და არა სანდროსი❤ მადლობა აზრის გაზიარებისთვის

Dali Bendianishvili -სიმართლე გითხრათ ნამდვილად ვერ ვხვდები ნანას დამოკიდებულება რატომაა არა რეალური, არ მგონია რომელიმე დედას სურდეს რომ მისი შვილი დაბრუნდეს იმ კაცთან ვინც მას ერთხელ უკვე გული ატკინა.
მადლობა გამოხმაურებისთვის

№6 სტუმარი სტუმარი Mariamo

როდის დადებ ახალ თავს

№7 სტუმარი სტუმარი Alice

ნათიას ემოციები გვჭირდება. ძალიან გთხოვ, ყურადღება გაამახვილე რომ დიალოგებში ერთი და იმავე ფრაზები არ იმეორონ პერსონაჟებმა. მაგალითად, სანდროს მიერ ყოველი

წინადადების შემდეგ ნათიამ "არ გინდა, გთხოვ", რომ არ იძახოს.

სხვა მხრივ არაჩვეულებრივია. მოვლენები ძალიან ლოგიკუეად ვითარდება. ნანას დამოკიდებულება, რომ არ უნდა შვილის მოძალადე ქმართან დაბრუნება არამარტო ბუნებრივი, ჯანსაღი პოზიციაცაა.

ამ ისტორიაში მუდმივად სანდრო იხვეწება ნათიასთან ურთიერთობას. ვისურვებდი, რომ ნათიამაც გადადგას ნაბიჯი, გამოაჩინოს თავისი სურვილები. ნათია არაა სუსტი პერსონაჟი, ბევრგან გამოჩნდა. მაგრამ ძალიან სუსტია როცა საქმე სიყავრულს და მის გამომჟღავნებას ეხება.

№8  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Mariamo
როდის დადებ ახალ თავს

სავარეუდოდ ხვალ მოვახერხებ რომ დავდო ახალი თავი

სტუმარი Alice

გასაგებია შენი შენიშვნები, ყურადღებას გავამახვილებ აუცილებლად ამ საკითხზე.
სანდრო და ნათიას ურთიერთობას რაც შეეხება ასე ნელა იმიტომ ვავითარებ ამ ორ შორის მოვლენებს, რომ არ მინდა არა ლოგიკურად მოხდეს მათი დაახლოება, უცბათ რომ გავარკვიო მათ შორის ურთიერთობა არ მგონია სწორი იყოს...ასე ერთი ხელის მოსმით რომ დაივიწყოს ნათიამ ყველაფერი, წარსული აპატიოს მოძალადე ქმარს და Უპრობლემოდ შეურიგდეს, რეალობისგან ძალიან შორს იქნება( ასე მგონია მე).ნათიაც გადადგავს ნაბიჯს მისკენ მხოლოდ მაშინ როცა დარწმუნდება რომ სანდრო ნამდვილად შეიცვალა ❤
მადლობა გამოხმაურებისთვის და ასეთი შეფასებისთვის ❤

№9 სტუმარი სტუმარი Alice

არა, გეთანხმები. უცბათ რომ გაირკვეს ყველაფერი უცბათ დასრულდება ისტორიაც. ეგ სულაც არ მინდა :დ უბრალოდ ცალ კარში თამაშს გავს. ნათიას გამრავალფეროვნება უკეთესი იქნებოდა. ბოლობოლო მართლა გამოჩნდეს მაშინ ვინმე სხვა და იქნებ მაშინ მაინც აეჭვიანდეს ეს გოგო :დ
საერთოდ შეიძლება ძალიანაც ვცდები და სინამდვილეში ყველაფერი იმის ბრალია რომ ახალი თავები ცოტა დაგვიანებით იდება.ასეთ დროს უკვე მოთხოვნა გიჩნდება რომ ყველა თავში ისეთი სიახლე და ემოცია იდოს მომდევნო თავის დადებამდე გაგიძლოს.
ამიტომ არ ვამტკიცებ რომ მართალი ვარ. ვიცი რომ დაკავებული ხარ ძალიან მაგრამ შეძლებისდაგვარად მალმალე თუ დადებ ხოლმე უკეთესი იქნება, რომ ჩვენც მაქსიმალურად ჩართულები ვიყოთ და თავიდან თავამდე ამ ემოციებს არ ვკარგავდეთ.

№10  offline მოდერი ნეაკო

მესმის შენი მაგრამ უფრო ხშირად ვერ მიხერხდება სამწუხაროდ :( რომ შემეძლოს სულ დავწერდი :D
ისტორიაში სწრაფად ვერ გავავითარებ მოვლებეს, არ მინდა რომ ზერელეთ დავწერო, მინდა რომ ნელ-ნელა დავაახლოვო ერთმანეთთან, ნათიამ კიდევ ცოტა რომ აწვალოს ტირანი, არ იქნება ურიგო დამიჯერეთ :D

№11  offline წევრი gogincha

ძალიან მომეწონა, შენს სხვა ისტორიაზე რა შენიშვნებიც დავეწერე ამ ისტორიაში აშკარად გათვალისწინებულია, შერტყო კიდეც პერსონაჟებს, ემოცია ურთირთობები, დიალოგები, არიყო ცუდი, წარმატებები

№12  offline მოდერი ნეაკო

gogincha
ძალიან მომეწონა, შენს სხვა ისტორიაზე რა შენიშვნებიც დავეწერე ამ ისტორიაში აშკარად გათვალისწინებულია, შერტყო კიდეც პერსონაჟებს, ემოცია ურთირთობები, დიალოგები, არიყო ცუდი, წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა, ვცდილობ ხოლმე რომ მაქსიმალურად გავითვალისწინო შენიშვნები

№13 სტუმარი სტუმარი ელენე

სანამ დასაწყისია ისტორიის და აზრი აქვს ამ რჩევას, დავწერ.
დავაკვირდი, რომ შენს ისტორებში ბოლო წუთამდე არ გავრდება პრობლემები და ბოლო თავში ცდილობ ხოლმე ყველაფრის "მოკვარახჭინებას". ბოლო ერთი თავი ფიზიკურად არაა საკმარისი ამისათვის. ამ ისტორიის შემთხვევაში გაცილებით კარგადაა საქმე, რადგან გათვალისწინებულია რჩევა და არ გყავს ბევრი პერსონაჟი. ფოკუსში მხოლოდ ერთი წყვილი და ერთი პრობლემაა, მაგრამ მაინც კარგი იქნება თუ ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება და მხოლოდ ბოლო თავისთვის არ შემოინახავ მათ შერიგებას. მითუმეტეს, ამ კონკრეტული წყვილის შემთხვევაში შერიგების შემდგომი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესო წასაკითხი იქნება. ნუ რატომ ამას ალბათ ყველანი ვხვდებით.
რა ვიცი, ეს ჩემი მოსაზრებაა. უბრალოდ მომინდა გამეზიარებინა.
ეს თავი არაჩვეულებრივი იყო, ზღვაა ემოციების. ბრავო!

№14 სტუმარი Xato

Dzalian miyvarxar niako sheni personajebi .sandrom axla didi siyvaruli daimsaxura chem tvalshi.is uzomod sheyvarebulia da ashkarad sheicvala.male dade axali tavi

№15  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე

მადლობა რჩევისთვისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ, ამ ისტორიაშიც და სხვა ისტორიებში ❤
რაც შეეხება სანდრო/ნათიას იმდენი პრობლემა აქვთ სხვა წყვილებისთვის დროს არ მიტოვებენ:D ამ ორის ურთიერთობას ძალიან ნელა და ეტაპობრივად აღვადგენ, შენს შეფასებებს რჩევებ და შენიშვნებს მაქსიმალურად გავითვალისწიმებ ყველა თავში.
მიხარია რომ ამ თავმა მოწონება დაიმსახურა ❤❤❤

Xato
Dzalian miyvarxar niako sheni personajebi .sandrom axla didi siyvaruli daimsaxura chem tvalshi.is uzomod sheyvarebulia da ashkarad sheicvala.male dade axali tavi

მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია და სანდრომ რომ დაიმსახურა თქვენი Მოწონება ❤

№16 სტუმარი სტუმარი ანასტასია

იცი რაა ნეაკო? ძაააალიან დიდი წინსვლა გაქვს და შენი მკითხველიც იმატებს იცი რის ხარჯზე? ნუ წერა რომ შეგიძლია და პრინცებსა და პრინცესებზე არ გვიყვები და რეალურ, ცხოვრებისეულ ისტორიებს მისდევ, ეგ თავისთავად, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ავტორი ხარ და აი რატომ: ყოველთვის ითვალისწინებ მკითხველის შენიშვნებს, რჩევებსა და სურვილებს, ისმენ და იტან მოთმინებით კრიტიკას, მიჰყვები მშვიდად შენს არჩეულ გზას და ამ ყველაფრის ფონზე დღითიდღე იხვეწები, იზრდები და ვითარდები. წარმატებები შენ, გონიერო გოგო❤️

№17  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანასტასია

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, მაქსიმალურად ვცდილობ რომ გავითვალისწინო მკითხველის შენიშვნები და სურვილები, კრიტიკას რაც შეეხება საკმაოდ რთულია საპირისპირო აზრის მქონე ადამინს უმტკიცო რაღარც მაგრამ ესეც წერის ნაწილია და ვცდილობ გავუმკლავდე... ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის ❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent