შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 5

17-03-2021, 18:31
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 535

სანდრო ერთ ადგილზე მიყინივით იდგა და უყურებდა მიმავალ ნათიას, რომელიც ნერვიულობისა და მღელვარებისგან აკანკალებულ ხელ-ფეხს ძლივს იმორჩილებდა.
ნათია დიდხანს აკაკუნებდა თიკას სახლის კარზე და რომ არ გამოეხმაურა, კიბეზე დაჯდა, ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და დაურეკა, დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა ნათიას, რამდენიმე წუთში გამოჩნდა თიკა სადარბაზოში და მოღუშული სახით მიაჩერდა კიბის თავში მჯდომ გოგონას, კარგა ხანს უყურებდა სახეში ტირილისგან თვალებ დასიებულ ნათიას რომელმაც ვერ აიტანა მისი ეს მზერა და თავი ხელებში ჩამალა, თიკამ უკმაყიფილო სახით სწრაფად აიარა კიბეები და ფეხზე წამომდგარ ხელახლა ატირებულ ნათიას ჩაეხუტა
-არაფერი მითხრა საერთოდ არაფერი-დაუჩურჩულა ნათიამ და უფრო მეტად ჩაეხუტა მეგობარს, სახლში რომ შევიდნენ თიკამ დივანზე დასვა თავგზააბნეული გოგონა, წყალი მიუტანა და ფაქტიურად ძალით დაალევინა რომ როგორმე ოდნავ მაინც დამშვიდებულიყო, მაგრამ ნათია რაც მეტს ფიქრობდა მომხდარზე მით უფრო მეტად განიცდიდა სანდროსთან მომხდარს, თიკამ ითმინა ითმინა და ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ჰკითხა
-ასე სანდროს გამო ხარ ხომ ასე?-თან თვალები დააწვრილა, ნათიამ ცრემლიანი თვალებით ახედა მეგობარს და ვერაფერი ვერ უპასუხა -კარგი ოღონდ შენ ახლა დამშვიდდი, აზრზე მოდი და საერთოდ არაფერს არ გკითხავ
-თიკა ძალიან ცუდად ვარ-ახედა საცოდავად ნათიამ და ისევ რომ გადმოუცურდა ცრემლები სახეზე, ვეღარ მოითმინა თიკამ, მის გვერდზე დაჯდა და ჩაეხუტა
-ხომ გეუბნებოდი რომ ასე
მოხდებოდა -დაიჩურჩულა დაძაბული ტონით თიკამ
-ახლა თავიდან არ დაიწყო-თავლები აატრიალა ნათიამ და ღრმად ჩაისუნთქა მძიმე ჰაერი
-კარგი კარგი... -გაუღიმა თიკამ -ახლა დამშვიდდი დაწყანრდი, აზრზე მოდი და მერე დავილაპარაკოთ
-სანდროზე ლაპარაკი არ მინდა-გაბრაზდა ნათია და მაჯებით მოიწმინდა ცრემლები
-ნათია მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ და გულწრფელად მიპასუხე და პირობას გაძლევ რომ დღეს თავს დაგანებებ, ხვალ დაგკითხავ
-კარგი-გაეცინა ნათიას მისი სახის შემხედვარეს
-თუ შენთვის შენი ყოფილი Ქმარი არაფერს ნიშნავს საერთოდ არაფერს... მის გამო ცრემლებს რატომ ღვრი?... რა გააკეთა ისეთი რომ ამ მდგომარობამდე მიგიყვანა თან მაინცდამაინც შენს დაბადების დღეზე?...თუმცა იმაში ღრმად ვარ დარწმუნებული რომ არაფერი დაუშავებია შენთვის
-დილით ყელსაბამი ჩამიდო ხელში მარიანამ, სანრომ გამოატანა მივხვდი... ეტყობა დილითვე ნახა ბავშვი... ხოდა მე წავედი და დავუბრუნე
-მერე?-ვერაფერი გაიგო თიკამ
-არაფერი-მხრები აიჩეჩა ნათიამ
-და ამის გამო იტირე იმდენი რომ თვალები დაგისვდა? -გაოგნდა თიკა -მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე...
-უბრალოდ ძალიან გამიჭირდა მასთან პირისპირ შეხვედრა, მის თვალებში ჩახედვა, მასთან ლაპარაკი
-რატომ ნათია რატომ?-გაეცინა თიკას -ხომ მიმტკიცებდი რომ ის ჩემთვის აღარაფერს ნიშნავსო? თუ მართლა ასეა რატომ ღვრი ცრემლებს იმ ადამინის გამო ვინც საერთოდ აღარაფერს წარმოადგენს შენთვის?
-თიკა გთხოვ თავიდან ნუ იწყებ-გაუბრაზდა ნათია
-გიყვარს, ისევ გიყვარს და უარყოფა არ გაბედო
-არ მიყვარს, შეუძლებელია იმის მერე რაც მან გადამატანინა რომ ისევ მიყვარდეს... ვერ მეყვარება -თქვა უფრო თავისთვის ვიდრე თიკას მისამართით
-ნათია ამას მე მიმტკიცებ თუ საკუთარ თავს?-გაეცინა თიკას და ფეხზე წამოდგა, ნათიამ ინსტიქტურად ახედა მეგობარს და თვალებში ჩააცქერდა
-ძალიან მეშინია მისი-დაიჩირჩულა ნათიამ და სახეზე ხელები აიფარა
-ნათია შენი კარგად მესმის დაბნეული ხარ და ვერ ხვდები ახლა რეალურად რას გრძნობ მის მიმართ გგონია რომ მხოლოდ შიშს განიცდი მაგრამ დამიჯერე ასე არაა...
-დამიჯერე ასე თიკა, ერთადერთი გრძნობა რომელიც მის მიმართ განვიცადე შეხვდერისას და ახლაც განვიცდი შიშია
-ნათია მისმინე ადრეც გითხარი და კიდევ გეუბნები რომ სანდრო არ გაჩერდება, უკან არ დაიხევს და რადგან გაბედა და ნაბიჯი გადმოდგა შენსკენ ახლა მეტად ეცდება რომ დაგიბრუნოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი მხოლოდ ისაა თუ შენ რა გინდა მისგან...
-არაფერი არ მინდა არავისგან, მითუმეტეს სანდროსგან
-ნათია მოდი ეს ყველაფერი პირადად მას Უთხარი, დაელაპარაკე, აუხსენი, რადგან ჩემთან ლაპარაკით სანდროს ვერ დაარწმუნებ
-მასთან შეხვედრა და ლაპარაკი არ მინდა, არ შემიძლია მისი სიახლოვის ატანა, მისი მეშინია, ჩემი რატომ არავის გჯერათ-გაცეცხლდა ნათია და ფეხზე წამოდგა
-ნათია ეს ყველაფერი სანდროს უნდა უთხრა
-აზრი?-მწარედ გაეცინა ნათიას-გგონია მომისმენს? გგონია გაიგებს? გგონია თუ ვეტყვი წადი ჩემიცხოვრებიდან მეთქი წავა?-ეჩხუბებოდა თიკას აღელვები გოგონა
-ნათია რა საყვარელი ხარ-სიცილი აუტყდა მოულოდნელად თიკას და მის გიჟურ სიცილზე ნათიასაც გაეცინა მაგრამ ვერაფრით ახსნა თიკას ამ სიგიჟის მიზეზი და დივანზე დაჯდა ისევ გაოგნებული -ნათია შენ თუ მის პირისპირ დადგები, აი ასე თვალებში ჩააცქერდები-თიკა ნათიას თავზე წამოდაგა და Მზერა მის ნწვანე სფეროებს
გაუშტერა -და ეტყვი სანდრო მინდა რომ წახვიდე! მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდე! მაგრამ შენი თვალები სხვა რამეს ეტყვის რა თქმა უნდა არ წავა ნათია! რა თქმა უნდა თავს არ დაგანებებს, შენზე უარას არ იტყვის
-გინდა რომ გამაგიჟო არა? გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო-გაუბრაზდა ნათია და თან გაეცინა თიკას შემხედვარეს
-მეე?-გაოცდა თიკა -მე ყველაზე ნაკლებად მინდა შენი გაგიჟება მერე ისევ ჩემი მისახედი ხარ... -და რაღარცის თქმა აპირებდა რომ მისი ტელეფონი აწკრიალდა
-გისმენთ ნამა დეიდა-თვალები აატრიალა და ნათიას მიაჩერდა
-ნათია შენთან ხომარაა შვილო? ვურეკავთ და არ გვპასუხობს
-კი ჩემთანაა, ზაზა მომივარდა ვიჩხუბეთ და ვთხოვე მოსულიყო-დაიწყო სლუკუნი თიკამ
-მართლა? რას მეუბნები-შეიცხდა ნანამ-ხომ კარგად ხარ შვილო?
-კი ნანა დეიდა, მალე წავიდა ის იდიოტი, მაგრამ ძალიან ვინერვიულე, ნათიას საღამოს დაგიბრუნებთ თუ წინააღმდეგი არ იქნებით-შეეზვეწა თიკა და ისე გაართო ნანა ლაპარაკში ნათია სულ დაავიწყდა ქალს.
-შენ თუ ზაზას ყვავილებით მოსვლას და ხვეწნა მუდარას შესარიგებლად მოვარდნას ეძახი-აკისკისდა ნათია -წარმომიდგენია რა ფანტაზიის უნარი გაქვს
-ახლა ჩემი ფანტაზიის უნარი რომ არა დედაშენთან მოგიწევდა სლუკუნით ლაპარაკი და ასხნა-განმარტებების გაკეთება!-უთხრა მაკაცრი ტონით თიკამ და გააჩუმა ნათია თან ტელეფონს დაწვდა გაბრაზებული და უცხო ნომრიდან შემოსული ზარი რომ დაინახა გაღიზიანებულა უპასუხა ეგონა ისევ ზაზა ურეკავდა სხვა ნომრიდან
-დიახ?-მაინც გაინაზა ხმა და ნათიას გაეცინა
-თიკა?-გაისმა უცნობის დაძაბული ხმა
-დიახ მე ვარ-უპასუხა გოგონამ ინტერესით -ვინ ბრძანდებით? -ჯერ-ჯერობით თავაზიანობას იჩენდა გოგონა უცნობის მიმართ
-მე... სანდრო ვარ... -დაიწყო მან და ცოტა ხნის სიჩუმის მერე გააგრძელა -ნათია შენთანაა?-თიკას სახეზე აშკარა გაოცება გამოესახა და ნათიას მიაჩერდა რომელიც ინტერესით შეჰყურებდა მას
-დიახ-უთხრა მომღიმარი სახით და მზერა აარიდა ნათიას
-კარგადაა?-ჩაეკითხა სანდრო
-ნორმალურად
-ვერ ვუკავშირდებოდი და ვღელავდი მასზე, ამიტომ დაგირეკე, უკაცრავად რომ შეგაწუხე-უთხრა სანდრომ და გაუთიშა, თიკამ ძალიან ეცადა რომ თავი მოეთოკა და სიმშვიდე შეენარჩუნებინა რომ ნათია ვერაფერს მიმხვდარიყო მაგრამ ვერაᲤრით შეძლო მოწილილი ემოციების დაფარვა
-მოხდა რამე? ვინ იყო?-ჰკითხა ნათიამ დაძაბულ გოგონას
-ზაზას მეგობარი-უთხრა თიკამ და სამზარეულოში გავიდა ყავის მოსამზადებლად
-ასე ოფიციალურად რატომ ელაპარაკე?-რᲐღაც ეჭვები გაუჩინა მათიას თიკას ქცევამ
-ეგ ზაზასავით იდიოტი არაა და მაგიტომ-უთხრა დამაჯერებელი ტონით და შეეცოდა ზაზა უკვე მარამდენედ ლაᲜძრავდა სრულიად უმიზეზოდო უდანაშაულო ბიჭს.
-როგორ მეცოდება ზაზა შენს ხელში -გაეცინა ნათიას და სამზარეულოდან ყავის ჭიქით ხელში გავიდა.
სანდრო დიდხანს დაჰყურებდა ყელსაბამს და ფიქრობდა, ძალიან ბვერს ფიქრობდა ნათიაზე, იმაზე თუ როგორ მოქცეულიყო, უკან დაეხია თუ კიდევ გადაედგა მისკენ ნაბიჯი, რა უფრო სწორი იყო ამ შემთხვევაში, თავგზა აებნა ამაზე ფიქრში და გაბრაზებულმა ყელსაბამი მუჭში მოიქცია, ძლიერად მოუჭირა აკანკალებული თითები და ფეხზე წამოდგა, მუჭა გაშალა და ყელსაბამს დააცქერდა ისევ, უნდოდა ძალიან უნდოდა რომ ეს ყელსანამი ნათიას საკუთრება გამხდარიყო მისივე სურვილით და ნებით, ძალიან გაღიზიანდა იმაზე ფიქრში რომ რაც მეტად ცდილობდა მასთან დაახლოებას, მით მეტად შორდებოდა ნათია... მით მეტად გაურბოდა, გაბრაზებულმა ჯიბეში ჩაიდო ყელსაბამი და სიგარეტი ამოიღო, ნერვიულად მოუკიდა და აქეთ-იქით დაიყო სიარული, რაც მეტს ფიქრობდა ნათიაზე და იმაზე თუ რა და როგორ გაეკეთებინა მით მეტა უჭირდა გადაწყვეტილებების მიღება, მით მეტად ექცეოდა ჩიხში და გამოსავალს ვეღარ პოულობდა, ამიტომ სპონტანურად მიᲘღო რაღარც გადაწყვეტილება და გიჟივით გავარდა სახლიდან, რადგან იცოდა კიდევ თუ იფიქრებდა ამ გადაწყვეტილების სისწორეზე უკან დაიხევდა...უკან დახევა კი იმას ნიშნავდა რომ მათი ურთიერთობა მუდამ ასე, ერთ ადგილას იქნებოდა გაყინული, Ისიც იცოდა თუ ამ საზღვარს თავად ვერ გადალახავდა ნათია არასდროს გადმოკვეთდა რადგან საამისოდ ათასი ლოგიკური მიზეზი ჰქონდა, ამიტომ თავის თავზე აიღო სანდროს ყველაზე რთული და ის ზღვარი რომელიც უნებურად გაჩნდა მათ ურთიერთობაში თავად უნდა გაერღვია დაუფიქრებლად, რომ მომავლის და ნათიას რეაქციით შეშინწბულს უკან არ დაეხია.
თიკა საშინლად დაიბნა როცა კარზე ზარის ხმა გაისმა
-ვინემს ელოდები?-ფეხზე წამოდგა ნათია
-არა არა იყავი-თიკამ დივანზე დასვა გოგონა და კარისკენ წავიდა დაძაბული, არც უკითხია ვინ იყო მაშინვე გააღო და გაოცებული მიაჩერდა უცნობ ბიჭს რომლიც მოღუშული სახით მიაჩერდა დაძაბულ გოგონას რომელიც გუმანით მიხვდა ვინც იყო უჟმურ სახიანი, მაგრამ ზედმეტად სიმპათიური ბიჭი, რატომღაც არ გაუკვირდა მისი სტუმრობა, მეტიც ელოდა კიდეც მის გამოჩენას
-ნათია აქაა?-ჰკითხა დაძაბული ტონით ბიჭმა
-კი აქაა-გაუღიმა გოგონამ და საერათოდ არ გაუკვირდა სანდრომ მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი რომ იცოდა
-შეიძელება დაველაპარაკო?-ჰკითხა ისევ დაძაბული ტონით ბიჭმა
-შემოდი-თიკამ ისე რომ არც კი დაფიქრებულა გაუღიმა, ფართოდ გააღო კარი და სანდრო სახლში შეიყვანა.
ნათია რომელიც ყავის ჭიქას უყურებდა არეული თვალებით შენიშნა რომ კარში ორი სილუეტი გამოჩნდა და ინსტიქტირად იქით გაექცა თვალი, დანბეულმა სულ ერთი წამით შეხედა კართან მდგომ თიკას და სანდროს, მაგრამ ვერ გაიაზრა რომ სანდრო იდგა იქ და მაშინვე მზერა აარიდა მათ და ისევ ყავის ჭიქას გაუშტარა თვალი, იფიქრა რომ ვიღაც უცხო ბიჭო მას მიამსგავსა და როცა მიხვდა რომ კართან მდგომნი ადგილიდან არ იძვროდნენ ისევ იქით გაიხედა და რომ გააცნობიერა რომ მის წინ სანდროს მსგავსი ვიღაც კი არა თავად სანდრო იდგა დაფეთებული ფეხზე წამოვარდა
-მე დაგტოვეᲑთ-თქვა აღელვებულმა თიკამ და ნათიას მიაჩერდა არეული თვალებით -აქვე
ვიქნები -უთხრა მომღიმარი სახით და მისაღები ოთახიდან გავიდა თან კარი ფრთხილად გაიხურა, ნათიას და სანდროს დაძაბული მზერა ერთმანეთს შეეფეთა და დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, ნათიაზე ისე იმოქმედა სანდროს დანახვამ რომ ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონს და მოჯადოებულივით უყურებდა მის ალეწილ სახეს, სანდროზეც იგივე გავლენა მოახდინა ნათიას ნახვამ, აზრები დაეფანტა და კარგა ხანს ვეღარ ახერხებდა ვერც რამის თქმას და ვერც რამის გაკეთებას, ბოლოს როცა სანდრომ შეძლო და თავს მოერია, დამშვიდდა და დაფანტულ აზრებს თავი მოუყარა სუნთქვა აჩქარებულმა დამფრთხალი ნათიასკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შესაბამისად მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზეც დაბნეული გოგონა და შეშინებულა ლამის უყვირა
-არ გაბედო და არ მომიახლოვდე- სანდრო მაშინვე ადგილზე გაშეშდა და ამღვრეული ნაცრისფერი სფეროები მიანათა ნათიას მწვანე ჩამუქებულ სფეროებს -თავს არასდროს დამანებებ? ჩემგან რა გინდა სანდრო?-ჰკითხა ჩავარდნი ხმით და თვალი აარიდა მის ნაცრისფერ სფეროებს
-უბრალოდ მინდა რომ მომისმინო-უთხრა სანდრომ მაქსიმალურად მშვიდი ტონით და ნათიას არეული თვალებიდან მზერა მის ათრთოლებულ ტუჩებზე გადაიტანა
-რატომ? რატომ უნდა მოგისმინო? -ლამის უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ -რა გაქვს სათქმელი? იმის მერე რისი გადატანაც მაიძულე კიდევ დაგრჩა სათქმელი სიტყვები ჩემთვის?
-ნათია ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ მაპატიო, იმისთვის რომ დაგავიწყო ის ტკივილი...-უთხრა სანდრომ ბრაზნარევი ტონით და ხმა ჩაუწყდა
-რომლის გადატანაც მაიძულე?-უყვირა
ნათიამ- გგონია ასე მარტივია იმის დავიწყება რისი გადატანაც შენ...შენი ზიზღის და სიძულვილის გამო მაიძულე? გგონია ოდესმე გაპატიებ იმას რაც დამიშავე?
-ვიცი რომ გატკინე... ვიცი რომ ძალიან
გატკინე-დაიჩურჩულა სანდრომ და ინსტიქტირად კიდევ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი
ნათიასკენ -მაგრამ ყველაფერს გამოვასწორებ
-არ მინდა რომ რამის გამოსწორება სცადო, არ მინდა რომ რამე გააკეთო, მინდა რომ უბრალოდ წაზვიდე ჩემი ცხოვრებიდან-უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა გოგონამ
-შენი არ მჯერა-უთხრა სანდრომ და მზერა მისი ტუჩებიდან ნათიას ცრემლიან თვალებზე გადაიტანა და გული შეეკუმშა
-გთხოვ თავი დამანებე, უბრალოდ წადი ჩემი ცხოვრებიდან-უთხრა ნათიამ ჩავარდნილი ხმით და ცრემლები გადმოუცირდა გაფითრებულ ღაწვებზე, თან ჩანთას დაავლო ხელი რომელიც იქვე სავარძელზე იდო და მაგიდას შემოუარა რომ სანდროსთვის გვერდი აექცია და გასასვლელ კართან მიეღწია, მაგრამ სანდრომ გზა გადაუჭრა და წინ აესვეტა ატირებულ გოგონას, ნათია საშინლად დაძაბა მისმა სიახლოვემ და მაშინვე გაბრუვდა, იგრძნო ნელ-ნელა როგორ დაიწყო ცხელმა სისხლმა გიჟური დენა ძარღვებში, როგორ გახშირდა გულის ცემა და როგორ აჩქარდა პულსაცია, სუნთქვა აჩქარებულს ცხვირი კვლავს სანდეოს სურნელმა აუწვა და უნებურად ახედა სახე ალეწილ ბიჭს და ნაცრისფერ სფეროებში ჩააცქერდა ამღვრეული სფეროებით, სანდრომ ვერ გაუძლო ნათიას ცრემლიანი თვალების ცივ მზერას, ამიტომ თვალი აარიდა მის დანისლულ სფეროებს და მის ტუჩებზე მიეყინა ამღვრეული თვალები, გამაყრუწბელი სიჩუმე კარგა ხანს გაგრძელდა და ვერცერთი ვეღარ პოულობდა ძალას საკუთარ თავში რომ რამე ეთქვა, მაგრამ როგორც კი ნათიას კვლავ ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ ღაწვებზე და სანდრომ ინსტიქტურად ხელის ზურგი ჩამოუსვა ნაზად და მოაშორა მის სახეს ცრემლები ნათიამ ინსტიქტურად უკან დაიხია და სანდროს ჰაეში გაშეშებულ ხელს მიაჩერდა
-არ გაბედო და აღარ შემხო-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით და კიდევ უკან დაიხია რადგან სანდროც მის ნაბიჯებს მიჰყავა, როცა კედელს დაეჯახა ბეჭებით საშინლად დაიძაბა ნათია რადგან სანდრო ისე მიუახლოვდა რომ ცხელი სუნთავ სახეზე შეაფრქვია, იმდენად აირია რომ ადგილზე გაიყინა
-ნათია წარსულში აღარასოდეს
დავბრუნდებით გპირდები-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან სუნთქვა არეულმა ბიჭმა თავგაზააბნეულ გოგონას რომელმაც მისი სიახლოვით გაბრუებული ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა გონს მოსვლას -მხოლოდ იმას გთხოვ რომ შენთან ახლოს ყოფნის უფლება
მომეცი-დაუჩურჩულა ისევ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ყოფილ ცოლს ტირილისგან დასიებულ თვალებში და ინსტიქტურად მის თმებში ახლართა აკანკალებული თითები და ისე ჩამოაყოლა რომ თან მის სგაფითრებულ სახეს შეეხო ცივი თითებით, ნათიას ამ შეხებაზე სუნთქვა შეუწყდა და გული გაუჩერდა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თᲘთქოს დენმა დაარტყა და გააჟრჟოლა
-შეწყვიტე-უთხრა როცა აზრზე მოსვლა შეძლო ნათიამ და ნაბიჯი გვერდზე წადგა, მაგრამ სანდრომ მომენტალურად კელედს მიაბჯინა აკანკალები ხელები და ხელბშორის მოიმწყდია ყოფილი ცოლი
-მინდა რომ დარჩე და მომისმინო-უთხრა გაღიზიანები ტონით სანდრომ და რამდენიმე წამის განმავლობაში თვალები დახუჭა მოწლილი ბრაზის დასაოკებლად
-აქ დარჩენა და შენი მოსმენა არ მინდა -გაღიზიანდა ნათიაც და მკერდზე მიაბჯინა ხელები
-უნდა მომისმინო!-დაუღრინა გაღიზიანები ტონით სანდრომ და თვალებში ჩააცქერდა ცოლს
-გამიშვი-არ ჩერდებოდა ნათია და რაც მეტად ცდილობდა თავის დახსნას მით მეტად გამოჰყავდა წყობრიდან სანდორო
-შეგიძლია ისტერიკებსი გარეშე რამდენიმე წუთით მომისმინო?-დაუღრინა აფართხალებულ გოგონას და კიდევ უფრო მეტად მიეკრო სხეულზე
-მომშორდი-აღმოხდა თავგზააბნეულ გოგონას რომელიც ვეღარ უძლებდა სანდროს ასეთ სიახლოვეს
-მხოლოდ იმ შემთზევაში თუ დარჩები და მომისმენ
-ისევ ისეთი ხარ-მიახალა ნათიამ ნრაზნარევი ტონით და როგორც კი სანდრომ ხელები მოაშორა კედელს მაშინვე გვერდზე წადგა ნაბიჯი მაგრამ მიტრიალებულ გოგონას სანდრომ მაჯაში ხელი წაავლო და თავისკენ შეატრიალა, ეს იმდენად მიულოდნელად გააკეთა რომ ნათიამ წონასწორობა დაკდარგა და მკალვებში ჩაუვარდა ყოფილ ქმარს, სანდრომ მაშინვე წელზე შეუცურა ხელები და ნაზად მიიკრო სხეულზე
-თვალებში შემომხედე-უთხრა სანდრომ და უფრო მეტად მიიკრო სხეულზე აკანკალებული გოგონა, მაგრამ ნათიას ძალა აღარ ჰყოფნიდა სანდროსთან და საკუთარ გრძნობებთან დასაპირისპირებლად და განზრახ ჯიუტად არ სწევდა თავს -ნათია-დაუჩურჩულა სანდრომ და ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა ხელი და თავი ააწევინა, მეორე ხელი კი უფრო მჭიდროდ შემოაჭდო წელზე -თვალებში
შემომხედე-უთხრა გაღიზიანებული ტონით და ნათიამაც გაბედა და მის დანისლულ სფეროებს მიაყინა თავისი ჩამქრალი ცრემლიანი თვალები
-მითხარი რომ გძულვარ, მითხრი რომ გეზიზღები, მითხარი რომ ჩემი შეხება ისევ ისე გულს გირევს როგორც მაშინ, მითხარი რომ შენთვის არაფერს არ ვნიშნავ და მარიანას თავს ვფიცავარ რომ სამუდამოდ წავალ შენი ცხოვრებიდან! უსუტყვოდ-უთხრა სუნთქვა არეულმა ბიჭმა ბრაზნარევი ტონით და ნათიას ცრემლები რომ გადმოუცურდა საშინლად დაიძაბა-ოღონდ ისე მითხარი რომ წამით არ მომაშორო თვალი, ისე რომ დავიჯერო, ისე რომ ვიწამო ჩევი სიყვარულის დასარული... თორემ გეფიქცები ერთი წამითაც რომ შემეპაროს ეჭვი შენი გრძნობების გულწრფელობაში თავს აღარასოდეს დაგაბნებებ, თუნდაც მთელი ცხოვრება ვერ შევძლო შენი დაბრუნება!-თქვა და გაჩუმდა, რა თქმა უნდა ეშინოდა, ძალიან ეშინოდა ნათიას მართლა არ ეთქვა ეს სიტვები ისეთი ზიზღით რომ სამუდამოდ დარწმუნებულიყო მის ზიზღში, მაგრამ თან გრძნობდა რომ ნათია ამას ვერ გააკეთებდა, ვერ შეძლებდა, რადგან მის თვალებში ისევ ხედავდა იმ სიყვარულის პატარა სულ პატარა ნასხვრევებს რომელიც თავად წაგლიჯა გულიდან, ნათია იმდენად ცუდად გახადა სანდეოს ულტიმატუმმა რომ თვალთ დაუბნელდა რამდენიმე წამის განმავლობაში და გონება დაებინდა, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა საბდროს ხმა ჩაემა -ნათია შენს პასუხს ველოდები-დაუღრინა და ხელი გაუშვა, ნათია ინსტიქტურად მიაჩერდა ყოფილ ქმარს ალეწილ სახეში და ფიქრი დაიწყო იმაზე თუ როგორ მოქცეულიყო და რა ეთქვა, მაგრამ მის თავლებში უსაზღვრო ტკივილი და შიში რომ დაინახა უნებურად ფიქრი შეწყვიტა, რადგან იცოდა აზრი არ ჰქონდა, ვერ ეტყოდა იმას რისი თქმის სურვილიც ჰქონდა მაგრამ არა გულის ნებართვით, არამედ იმ ტკივილის სანაცვლოდ რაც მან წარსულში მიაყენა, ამიტომ უსიტყვოდ უთქმელად აუქცია გვერდი ქმარს და სახლიდან გავარდა

№1 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ მიხარია ხოლმე ახალი თავების დანახვა ვერც კი წარმოიდგენ. ძაალიან ძალიაან კარგია, მომწონს, არ მყოფნის ეს თავები, შემიძლია ვიჯდე და უსასრულოდ ვიკითხო.
პ.ს. 10 ჯერ წავიკითხე

№2  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნინო
როგორ მიხარია ხოლმე ახალი თავების დანახვა ვერც კი წარმოიდგენ. ძაალიან ძალიაან კარგია, მომწონს, არ მყოფნის ეს თავები, შემიძლია ვიჯდე და უსასრულოდ ვიკითხო.
პ.ს. 10 ჯერ წავიკითხე

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ეს ისტორია ❤

№3 სტუმარი სტუმარი სოფო

კიდევ მინდააა... ძაან საყვარლები არიან!! კიდევ მალე დადე რაა!!❤️❤️❤️????????????????????????????

№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი სოფო
კიდევ მინდააა... ძაან საყვარლები არიან!! კიდევ მალე დადე რაა!!❤️❤️❤️????????????????????????????

ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ❤❤❤თუ მოვახერხე ხვალ დავდებ ახალ თავს

nene gelovani
ეს გოგო ვინ არის? ნათია?

და ნათიაც რომ ცაგიგდო მესენჯერში ძაან ხო არ მოვინდომებ? joy

რადგან სანდრო იპოვე შენ, მეთქი ბარემ ნათიაც მოვძებნ-თქო და ძაან ხომ არ მოვინდომე ? :D

№5  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
და ნათიაც რომ ცაგიგდო მესენჯერში ძაან ხო არ მოვინდომებ? joy

ჩამიგდე შენი ნათია იქნება უფრო კაი გოგოა :D

№6 სტუმარი სტუმარი ელენე

როგორ არ მიყვარს რამეზე დამოკიდებული რომ ხვდები weary ამ ისტორიაზე აშკარად დამოკიდებული გავხდი. რამდენიც არ უნდა ვწერო ვერ ვძღები კითხვით.

ნათია იქნებ იპოვოთ რა და დადოთ სურათი. ვერ წარმოვიდგინე როგორია. ეს გოგო რაღაც არ მგონია ნათიას პროტოტიპი.

№7 სტუმარი ანუ

ვაიმეეეეე, თვალის ექიმთან ყოფნის მერე ძლივს ვიყურები თვალში მაგრამ ისე გამიხარდა ახალი თავის დანახვა სულ წამებით წავიკითხე :დ
ძალიააააან ძალიააააან კარგიაააა აი ძალიაააან ^-^
აი ასეეეეეეე, ძალიან კარგი.. აბა ახლა ნათიამ იცის ^-^
გელი მოოუთმენლად, ვერ წაემოიდგენ როგორ მახარებ ხოლმე ახალი თავის დადებით ^-^

№8  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
ნეაკო
nene gelovani
და ნათიაც რომ ცაგიგდო მესენჯერში ძაან ხო არ მოვინდომებ? joy

ჩამიგდე შენი ნათია იქნება უფრო კაი გოგოა :D

ჩაგიყარე და გადაამოწმე

ვნახავ აუცილებლად

სტუმარი ელენე
როგორ არ მიყვარს რამეზე დამოკიდებული რომ ხვდები weary ამ ისტორიაზე აშკარად დამოკიდებული გავხდი. რამდენიც არ უნდა ვწერო ვერ ვძღები კითხვით.

ნათია იქნებ იპოვოთ რა და დადოთ სურათი. ვერ წარმოვიდგინე როგორია. ეს გოგო რაღაც არ მგონია ნათიას პროტოტიპი.

ნენემ გადმომიგზავნა ფოტოები და ვნახავ, სიმართლე გითხრა დიდად არ ვეძებ ხოლმე ზოგადად პროტიტიპებს, სხვა გოგოს ავარჩევთ ❤

არ მჯერა რომ ეს ისტორია ასე ძალიან მოგწონს, ვერ ვიჯერებ რომ ასე შეგაყვარე ეს ტირანი ❤ :D

ანუ
ვაიმეეეეე, თვალის ექიმთან ყოფნის მერე ძლივს ვიყურები თვალში მაგრამ ისე გამიხარდა ახალი თავის დანახვა სულ წამებით წავიკითხე :დ
ძალიააააან ძალიააააან კარგიაააა აი ძალიაააან ^-^
აი ასეეეეეეე, ძალიან კარგი.. აბა ახლა ნათიამ იცის ^-^
გელი მოოუთმენლად, ვერ წაემოიდგენ როგორ მახარებ ხოლმე ახალი თავის დადებით ^-^

ვაიმე როგორ მიხარია ასეთ კომენტარებს რომ მიწერ ხილმე, მეც ერთი სული მაქვს ხოლმე რომ დავწერო და გამოვაქვეყნო ❤❤❤მადლობა შენ ასეთი შეფასებისთვის

№9 სტუმარი nuka

სანდრო ნამდვილად არ შეცვლილა ისევ ისეთია, ნათიას ამ უაზრობებმაა დამღალა

№10 სტუმარი სტუმარი ელენე

nuka
სანდრო ნამდვილად არ შეცვლილა ისევ ისეთია, ნათიას ამ უაზრობებმაა დამღალა

ისევ ისეთში რას გულისხმობთ, ისევ სანდრო ჰქვია, ისევ ორი ფეხი აქვს და ისევ ერთი ცხვირი?
დაინახა თავისი შეცდომები და იმის გამოსწორებას ცდილობს. ყველას აქვს უფლება ახალი ცხოვრება დაიწყოს. სანდროს შემთხვევაში ხასიათის რადიკალური ცვლილება ისედაც არ იქნებოდა დამაჯერებელი. ისეთია როგორიც არის, თავისი ცხოვრებიდან და წარსულიდან გამომდინარე.

№11  offline მოდერი ნეაკო

nuka
სანდრო ნამდვილად არ შეცვლილა ისევ ისეთია, ნათიას ამ უაზრობებმაა დამღალა

სანდროსგან ახალ ჭკვიან დამჯერ ბიჭს ვერ შევქმნიდი, ასეთი გარდაქმნა არარეალურია, ნათიასგან კი მოსიყვარულე და დამჯერ გოგონას :D

თუ ისეთ გარდაქმნას მოვახდენდი რომ სანდრო გახდებოდა ძალიან თბილი, მშვიდი და აუღელვებელი, ნათია კი ძალიან მოსიყვარულე და Დამჯერი გოგონა რაღა აზრი ექნებოდა ამ ისტორიის გაგრძელებას და წერას? მაშინ ახალ ისტორიას შევქმნიდი ახალი უფრო მშვიდი და ქარიზმატული პერსონაჟებით.
ეს ისტორია ამიტომაა ასეთი რთული რომ ასეთი პერსონაჟები ჰყავს... ნუ მე ასე მგონია და რადგან ასე მხარს მიჭერ ელენე შენც ასე ფიქრობ როგორც ჩანს და ეს იმას ნიშნავს რომ მარტო მე არ ვარ ამ აზრზე და ეს ძალიან მახარებს... თუმცა სირთულეები ნელ-ნელა დაიწყება დიდი ალბათობით

№12 სტუმარი სტუმარი ელენე

აბსოლუტურად გეთანხმები. წინა კომენტარითაც ამის თქმა მინდოდა.
ერთადერთი ნათიასთან მიმართებაში მაქვს განსხვავებული აზრი. როგორც სანდრო ცდილობს გამოასწოროს მისი ხასიათი და დათრგუნოს მასში მოძალადე, ასევე უნდა ცდილობდეს ნათია ისწავლოს სხვების მიმართ სიყვარულის გამოხატვა. თუმცა საინტერესო ისაა, რომ თავისიანებთან ასე თუ ისე ახერხებს კიდეც სითბოს ჩვენებას, თუნდაც მარიანასთან. სანდრო ყავს ამოთვალწუნებული. ერთი თბილი სიტყვა არ მაქვს მოსმენილი მაგ გოგოსგან. გასაგებია რატომაც, მაგრამ თუ დალაგდა ურთიერთობა ვისურვებდი რომ მოსიყვარულე ნათიაზეც წამეკითხა.

№13  offline მოდერი ნეაკო

როცა სანდრო ყველას დაარწმუნებს იმაში რომ შეიცვალა და განსაკუთრებით ნათიას, მერე ეს უჟმური გოგოც გამოისწორებს ხასიათს გპირდები ❤❤❤

№14 სტუმარი სტუმარი Alice

დაველოდოთ ხვალისთვის ახალ თავს? heart_eyes blush

№15  offline აქტიური მკითხველი La-Na

სანდროს სიბრაზეს მიხედე და სუპერ.მიყვარს ეს ბიჭი და მინდა გამოსწორდეს
--------------------
ლანა

№16 სტუმარი სტუმარი ელა

არ მესმის რატო ჯიუტიბს ასე ნათია აქედანვე ჩანს რო სანდრო უყვარს და არ მესმის ეს სიჯიუტე.იცი რა ციტა უნდა აეჭვიანო ნათია რო მიხვდეს რო შეიძლება დაკარგოს სანდრო სამუდამოდ.????????ეს ჩემი აზრია თუმცა ისტორია შენია და შენ უნდა გადაწვიტო.❤❤

№17  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Alice
დაველოდოთ ხვალისთვის ახალ თავს? heart_eyes blush

დღეს იქნება აუცილებლად ახალი თავი ❤

La-Na
სანდროს სიბრაზეს მიხედე და სუპერ.მიყვარს ეს ბიჭი და მინდა გამოსწორდეს

აუცილებლად დავაშოშმინებ, მიხარია რომ მოგწონთ ეს პარსონაჟი :)

სტუმარი ელა
არ მესმის რატო ჯიუტიბს ასე ნათია აქედანვე ჩანს რო სანდრო უყვარს და არ მესმის ეს სიჯიუტე.იცი რა ციტა უნდა აეჭვიანო ნათია რო მიხვდეს რო შეიძლება დაკარგოს სანდრო სამუდამოდ.????????ეს ჩემი აზრია თუმცა ისტორია შენია და შენ უნდა გადაწვიტო.❤❤

ნელ-ნელა შეიცვლება ნათიას დამოკიდებულებაც სანდროს მიმართ, რადგან დარწმუნდება მის გულწრფელობაში ❤

№18 სტუმარი სტუმარი Lali

Amis meti ravi agar devs?

Auu ase ar mindoda?megon asrul istorias vkitxulobdi da ase ra ebs ra moucdiss a rti suli maqvs ertnairad wavikitxo.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent