შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასჯელი. თავი 6.


20-03-2021, 04:03
ავტორი zia-maria
ნანახია 1 556

გაძარცვული ფიქრები და უგზოუკვლოდ ოცნებებში მოხეტიალე, საშინლად ციოდა, მის გარშემო სიცარიელე და სიცივე დაძრწოდა. ციოდა მის გულშიც და ციოდა მის ფიქრებშიც, მის წინ მაგიდაზე საქორწიმო მოსაწვევი დევს და ფიქრობს, მაგრამ გვიან მიხვდა რომ საქორწილო მოსაწვევს ზემოდან მისი ცრემლის კამკამა წვეთი ეცემა. ფიქრობდა ყველაფერზე, ფიქრობდა მის აუხდენელ ოცნებაზე, ზღვისფერ თვალებზე, სიყვარულზე და სიცოცხლეზე, სიცოცხლეზე რომელიც აღარაფრად უღირდა. რა შეიძლება აინტერესებდეს იმ ადამიანს, რომელიც დათანხმდება სრულიად უცხო და უცნობ ქალზე სასწრაფოდ დაქორწინდეს.
-ყველაფერი დასრულდა, უკვე აღარაფლის იმედი მაქვს და ვიცი რომ სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში შეიძლება მოხდეს და არა რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ ერთმანეთის პოვნის იმედი სამუდამოდ დავკარგეთ და მე დავივიწყე ყველა ის წუთი რაც იმ წვიმიან ღამესთან მაკავშირებს. მე სულ რაღაც რამდენიმე დღეში სხვისი ცოლი ვიქნები, მაგრამ რატომ გეძებს ისევ ჩემი თვალები, რატომ მინდა რომ გიპოვო თუნდაც ამ მცირე დროში, მაგრამ მე ხომ ვიცი  ვერ გიპოვი ან როგორ გიპოვო როცა არასდროს არ ყოფილხარ რეალური ჩემთვის. ის რაც მოხდა, ის რაც იყო ჩვენს შორის მხოლოდ ლამაზი სიზმარი იყო, მაგრამ ბოლო წუთამდე გელოდები და კიდევ უამრავი წლები დაგელოდები რომ ვიცოდე ჩვენ ერთად გადავლახავთ დარდის ტრამალებს. ჩვენ მხოლოდ სიმშვიდის და  სიყვარულის ოკეანესთან  შევჩერდებით და იქ დავსახლდებით, ჩვენთვის მზე არასოდეს ჩავა. შენ რომ მოგეძებნე და გეპოვე ყველაფერი მართლა ასე იქნებოდა როგორც ვოცნებობ, მაგრამ მე მხოლოდ შენზე ფიქრებში მათენდება და შენ არსად ხარ, ამიტომ დავრწმუნდი რომ მე შენ სიზმარში გნახე და ის სიზმარი ამეკვიატა წლებია. როგორ უნდა შემყვარებოდა წვიმა, როცა  მას მხილოდ სიცივე და სიცარიელე მოაქვს, სული მეხუთება უკვე და ჰაერიც აღარ მყოფნის, სასაცილოა რომ არ შეგიძლია გაექცე საკუთარ თავს.
-შვილო ისევ არ გძინავს, ისევ ფიქრობ.
-ვფიქრობ დედა, მე 18 წლის გოგონა არ ვარ გავიზარდე და ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ.
-უნდა დაისვენო შვილო რამდენიმე დღეში ქორწილი გაქვს, ჩემი ერთადერთი შვილი გამიფრინდა ბუდიდან და ეს დღეც დადგა.
-შენ დაისვენე სუსტად ხარ და უფრო მეტი დრო უნდა დაისვენო.
-მე კარგად ვარ, ხვალ კომპანიაშიც შენთან ერთად წამოვალ და ლილია მინდა ჩემი ექიმი ვნახო.
-ხვალ ვნახავთ,  მე გუშინ დაურეკე და  მითხრა  ხვალ გელოდებით სალაპარაკო მაქვსო.
-ნეტავ რა მოხდა, ალბად ანალიზების პასუხებში არის რაღაც ცვლილება.
-კარგი რა დედა რას არ იტყვი ხოლმე, წამოდი დავიძინოთ. დაძაბული ნერვებით დაწვა და შეეცადა დაძინებას, მაგრამ  ვერ შეძლო სისხლი ამაოდ აწყდება ლოდად ქცეულ გულს. გაუჭირდა დამძიმებული ჰაერის სუნთქვა და ფრთხილად ადგა რომ მარიამი არ გაეღვიძა, ახლა მხოლოდ დედაზე ფიქრობდა რა უნდა უთხრას ექიმმა, რატომ უნდა სასწრაფოდ მათი ნახვა და გამოუძინებელს, თვალებდასიებულს მოუწია კომპანიაში წასვლა. მარიამს მშვიდად ეძინა და აღარ გააღვიძა, საუზმე მოუმზადა და მაგიდაზე წერილიც დაუტოვა.
-არ გაგაღვიძე ისე მშვიდად და ტკბილად გეძინა, გამოიძინე კარგად, საუზმეც მიირთვი მე მოვალ და ექიმთან ერთად წავიდეთ. ლილია რამდენიმე დღე არ ყოფილა კომპანიაში და მისი ნახვა ყველას გაუხარდა, ყველაზე მეტად მაგდას.
-ლილია რა კარგია რომ დაბრუნდი.
-ძვირფასო როგორ მადლობელი ვარ აქ რომ შენ მყავხარ, მადლობა მაგდა უამრავი საქმე მარტო დაგიტოვე.
-მთავარია რომ კარგად ხართ, ჩაი თუ ყავა დღეს რა მოგართვა.
-მოდი ყავა იყოს რძით და ერთად მივირთვათ, ცოტა ვისაუბროთ აქაურ................ ხელით ანიშნა ლილიამ და მაგდამ გაუღიმა.
-ათ წუთში შენთან ვარ. მაგდამ ცხელი ყავა მიართვა ლილიას და ტკბილად საუბრობდნენ უცხო სტუმარი რომ ეწვია მარინასთან ერთად.
-გამარჯობათ, მიხარია რომ როგორც იქნა შეგხვდით. ლილიამ გაოცებულმა შეხედა სტუმარს, შემდეგ მარინას და ბოლოს მირიანს რომელიც ის იყო კაბინეტში შევიდა და ლილიას გვერდით დადგა.
-გისმენთ.
-Cianluca pe mattia. იტალიელი ბიზნესმენი. ლილია გააოცა სტუმარის სითამამემ და მკაცრი საქმიანი სახე მიიღო.
-რით შეგვიძია ვემსახუროთ იტალიიდან მობრძანევბულ ბიზნესმენს.
-თამამად და პირდაპირ გეტყვით, ქალბატონო ლილია მინდა პარტნიორები გავხდეთ და დიდი იმედი მაქვს უარით არ გამისტუმრებთ.
-გინდათ დავეთანხმო თქვენს სიტყვას, რომ თანახმა ვარ ვითანამშრომლოთ, მაგრამ მე არც ვიცი რა ბიზნეს ფლობთ და არის თუ არა თქვენი საქმიანობა ჩვენთვის მისაღები, ამიტომ თქვენი შემოთავაზება ჩემს ნდობით აღჭურვილ პირს აუხსენით, ჩვენ კი ერთად დავილაპარაკებთ, განვიხილავთ ყველა წვრილმანს და თუ თქვენი წინადადება ჩვენთვის მისაღები იქნება ჩვენ შეგეხმიანებით.
-მაგრამ მე პირადად თქვენთან მინდა ყველაფრის განხილვა.
-მაპატიეთ, მე დრო არ მაქვს რადგან ერთი თვე კომპანიაში არ ვიქნები, ბატონო მირიან მიხედეთ სტუმარს. ლილიას ტელეფონმა რამდენჯერმე დაურეკა, რადგან ზარი მარიამისგან იყო ბოლოს ბოდიშის მოხდით აღელვებულმა უპასუხა.
-გისმენ დედა, რამდენჯერმე დარეკე მოხდა რამე?
-შვილო წყლის მილი გასკდა სააბაზანოში და ყველაფერი დაიტბორა
-კარგი დამშვიდდი არ ინერვიულო,  გამოვიძახებ ხელოსანს შეძლებ კარი რომ გაუღო?
-შევძლებ, კართან ნელა-ნელა მივალ და გავაღებ.
-მხოლოდ ფრთხილად, დედა ფეხი არ აგისრიალდეს და არ დაეცე.
-შენ მალე მოხვალ?
-მეც უკვე გამოვდივარ და მალე შენთან ვიქნები. ლილიამ ყველას ბოდიშის მოხდით დაემშვიდობა.
-მაპატიეთ..........................
-ლილია რა მოხდა შვილო.
-ძია მირიან ხელოსანი მჭირდება წყლის მილი გასკდა და სახლში ყველგან წყალი დგას, მეშინია დედა არ დაეცეს.
-ახლავეს გაუშვებ ჩვენს ხელოსანს.
-მაგდა შენ დამლაგებელი მომიძებნე, მისამართი უთხარი და შენც წამოყევი.
-ყველაფერს მოვაგვარებ, ჩვენს დალი დეიდას ვეტყვი და წამოვიყვან.
-კარგი იქნება, მეც იმედიანად ვიქნები.
-დამშვიდდი ახლავე დაურეკავ ხელოსანს მითხარით მისამართი თქვენს მისვლამდე ის ყველაფერს მიხედავს.
-არ არის აუცილებელი, ჩვენ გვყავს ხელოსანი. ლილიამ მირიანს გადახედა და მისი გამოხედვით მიხვდა, რომ არ უნდა დათანხმებულიყო, მაგრამ უცნობი უკვე ტელეფონზე საუბრობდა და მაგდას ნაკარნახებ მისამართზე გაუშვა ხელოსანი, ბოლოს კი იტალიურად უთხრა. (Una donna dave morle ქალი უნდა მოკვდეს). მირიანს უცნაურად მოეჩვენა უცნობის ანთებული თვალები და მახოს დაურეკა, მოკლედ აუხსნა რაც მოხდა და რამაც შეაშინა, მახოც თავის ბიჭებთან ერთად დაუფიქრებლად წავიდა ლილიას ბინაში, იქ მისულს კი კარი დაკეტილი დახვდა და სპეციალური გასაღებით გააღეს, სახლში შესულებს კი უცნაური სურათი დახვდათ.
-სასწრაფო გამოიძახეთ. იყვირა მახომ და ძირს უგონოდ მძოლიარე მარიამი ხელში აიყვანა, თედოს დახმარებით  შეიყვანა საძინებელში და საწოლზე ფრთხილად დააწვინა. ნიკამ და რამდენიმე პოლიციელმა სახლში მყოფი უცხო მამაკაცი დააკავეს, მამაკაცი დაჟინებით იმეორებდა რომ ის მილების შესაკეთებლად იყო მისული და მარიამის წაქცევასთან არაფერი საერთო აკავშირებდა, მაგრამ მამაკაცმა თავისუფლება იგრძნო თუ არა გაქცევა სცადა, მან რამდენიმე ნაბიჯი გადაადგა და  კარში გასვლამდე დააკავეს რადგან იქ მირიანი იდგა და სიბრაზისგან  თვალებიდან ცეცხლის ალებს აფრქვევდა.
-ვინ ხარ და რა მზნით ხარ ამ სახლში, ვინ გამოგაგზავნა.
-დედაააა, დედიკო შემომხედე გთხოვ. ლილიას განწირული ხმა მოედო კედლებს და ექოდ გაისმა.
-რატომ იგვიანებს სასწრაფო, დაურეკეთ გთხოვთ.
-მოვიდა, უკვე აქ არიან. მარიამი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ლილიამ ექიმს დაურეკა და ტირილით აუხსნა რაც მოხდა და ისიც ელოდა მათ მისვლას, მაგრამ იქ მისული ლილია დედასთან ერთად არ შეუშვეს და კართან ელოდა ექიმის გამოსვლას, მაგდაც მის გვერდით იყო ისე როგორც მირიანი და ლაშა.
-წამოდი სახეზე ცივი წყალი შეისხი და ცოტა გონზე მოხვალ. მაგდამ გაიყვანა ლილია და ლილიამ ვეღარ გაუძლო სიჩუმეს და გულიდან ამოხეთქა მისმა ცრემლებმა, ხმით ატირდა, მაგდამ კი თავის ხელით მობანა პირი და ცივი წყალი ესიამოვნა ცოტა დამშვიდდა.
-ლილია როგორ ხართ, როგორც კი გავიგეთ წამოვედით.
-ჯერ არაფერი ვიცი, არავინ გამოსულა და არაფერს მეუბნებიან არ ვიცი რას ველოდები, რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღე. დედა მეცლება ხელიდან და ვერ ვშველი, ანანო არ ვარ კარგი შვილი, მე როგორი შვილი ვარ დედას ვერ ვშველი.
-შუუუუ დაწყნარდი, შენ საუკეთესო შვილი ხარ ლილია. უთხრა მირიანმა და ლილია გულში ჩაიკრა რომელიც ვერ წყნარდებოდა, მირიანი იძულებული გახდა ექიმისთვის მიემართა და მისთვის დამამშვიდებელი გაეკეთებინა, ლილიაც დამშვიდდა და ნელა- ნელა ჩაეძინა, როცა თვალი გაახილა უკვე საღამო იყო მის საწოლთან კი ანანოსაც ჩასძინებოდა, ლილიას გაეღიმა თავზე ხელი დაადო და ანანოს გაეღვიძა.
-როგორ ხარ ლილია საყვარელო.
-დედა, ანანო დედა როგორ არის.
-კარგად არის, უკვე ვნახე და შენ გელოდება.
-უნდა ვნახო, მასთან უნდა მივიდე.
-წახვალ და ნახავ დედას,ჯერ ექიმთან უნდა შეხვიდე ის გელოდება ლილია. ანანომ მოეხმარა, ლილიამ თავი მოიწესრიგა და ექიმის სანახავად წავიდა, კარზე ფრთხილად დააკაკუნა და გაიგონა თუ არა ექიმის ხმა კარი შეაღო.
-ლილია როგორ ხარ, ძალიან შეგვაშინე საყვარელო.
-დედა როგორ არის, მეც ძალიან ვინერვიულე მასზე.
-პირველ რიგში ჩვენ ვთქვით რომ მეგობრები ვართ და მინდა სერიოზულდ ვისაუბროთ არა როგორც ექიმმა და პაციენტმა, არამედ როგორც მეგობრებმა, რადგან წინ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს.
-რა, რა ხდება თეონა.
-გყავს ისეთი ადამიანი ვისაც ენდობი და ვინც ყოვლთვის შენს გვერდით არის?
-კი მყავს, მაგრამ.......................
-აქ თუ არის შეგიძლია დაუძახო. ლილიამ მირიანს დაუძახა და ორივე გაოცებული უსმენდა ექიმს.
-ექიმო დარწმუნებული ხართ?
-ლილია როდესაც მარიამი საავადმყოფოდან გაეწერა ეს მაშინდელი ანალიზების პასუხებია, როცა პირველად აქ მოიყვანეს ეს კი მაშინდელი პასუხებია და დააკვირდი მათ შორის სხვაობა რამდენად დიდია. მარიამი აქ მოყვანის დღეს თითქმის მკვდარი იყო და ამას ანალიზების პასუხებიც ამტკიცებს, მაგრამ ჩვენ მას მკურნალობა ჩაუტარეთ და ყველაფერი კარგად იყო.
-ვხედავ და პასუხებიც ამტკიცებს თქვენს სიტყვებს, მაგრამ ახლა რა ხდება.
-კარგია რომ ჩემი გესმით, მე სახლშიც მოვედი რამდენჯერმე და სისხლის საერთო ანალიზს დრო და დრო ვაკეთებდით ეს ყოველი შემთხვევისთვის, რამაც კარგი პასუხები მოგვცა და მეც მიხაროდა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ სისხლში ისევ გაჩნდა იგივე მომწავლელი ნივთიერება და მდგომარეობა ადრინდელს დაუბრუნდა და ამით იმის თქმა მინდა, რომ ვიღაც გყავთ ახლობელი თქვენთან ძალიან ახლოს ვინც დედაშენს ნელა ნელა წამლავს და უნდა მარიამი მოკლას.
-მოკლას? დედაჩემის სიკვდილი უნდათ ეს დაუჯერებელია, შეუძლებელია.
-სამწუხაროდ ასეა, შენ პანიკაში ხარ მაგრამ მარიამი იგივე საწამლავით არის მოწამლული რომელი საწამლავით მოწამლეს მამა და ასევე მოწამლეს ბიზნესმენი ემზარი ბურჯანაძე რომელიც სრულიად პარალიზებულია, საბედნიეროდ დედაშენისთვის ასეთი დიდი დოზა არ მიუცია, ალბად ნელა ნელა მოყავდა თავისი გეგმა სისრულეში.
-შეუძლებელია, ვინ არის ეს ადამიანი და ვინ ტრიალებს ჩვენს სიახლოვეს.
-ეს მახომ უნდა გაიგოს, ის თუ ასეთი ახლობელია შესაძლებელია აქაც მოვიდეს. მირიანი დაბნეული იყო, ეს მახომ შეამჩნია და მასთან მივიდა.
-რა მოხდა, რამე არის რაც საშიშროებას წარმოადგენს?
-ვფიქრობ რომ კი და ძალიან გათავხედდა ჩვენი უჩინარი მკვლელი, დროა ის გამოვააშკარავოთ.
-თეონა შეიძლება დედა ვნახო?
-შეიძლება და ნახავ დედას, მაგრამ მასთან უცხოები არ შევლიან, მხოლოდ თქვენ სამი იკონტაქტებთ ქალბატონ მარიამთან. ლილია თვალცრემლიანი მიდიოდა მარიამის პალატისკენ თავისი სახელი რომ გაიგონა და შებრუნდა, მისკენ მარინა მიდიოდა.
-ლილია როგორ არის დედა, ძალიან ვინერვიულე.
-უკეთესად არის და სულ მალე ძალიან კარგად იქნება. მახომ მარინა დაინახა და მირიანს  უთხრა.
-როგორ მომაბეზრა ამ ქალმა თავი.
-გეთანხმები, მაგრამ.......................
-მაგრამ უნდა მოვითმინოთ.
-შეიძლება ვნახო მარიამი? იკითხა მარინამ და მირიანს შეხედა, მაგრამ მას ექიმმა გასცა პასუხი.
-არა, არ შეიძლება მასთან მხოლოდ  შვილს შეუძლია შესვლა.
-ეს როგორ, მე მისი საუკეთესო მეგობარი ვარ.
-მეგობარი და არა ოჯახის წევრი. უთხრა ექიმმა უხეშად და წავიდა.
-გაუზრდელი, რა უზრდელი და უხეში თაობა მოდის. თეონამ მირიანს და მახოს მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა.
-ჩემი წასვლის შემდეგ ეს ქალი შეუშვით მარიამთან, მაგრამ არა დღეს.
-რამეს ეჭვობ?
-შევამჩნიე რაღაც, მაგრამ არ მინდა გადაუმოწმებლად რამე ვთქვა, უნდა დავრწმუნდე.
-გასაგებია, მეც მაგ აზრზე ვარ ექიმო. ლილია ფეხაკრებით და აკანკალებული მუხლებით მიუახლოვდა მარიამის საწოლს და მუხლებზე დაეცა, დედას ხელები თავის ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა მარიამს.
-ძალიან, ძალიან შემაშინე დე.
-ვიცი და მეც ძალიან შემეშინდა, შემეშინდა რომ მარტო დაგტოვებდი და ვეღარასოდეს გნახავდი, ვეღარასოდეს შეგეხებოდი, შენს ხმას ვეღარასოდეს გავიგონებდი.
-აღარაფერი არ იქნება ყველაფერს ვაუქმებ, არ მინდა ქორწილი მინდა შენ მყავდე და იყო ჩემს გვერდით.
-ლილია მირიანი და ჩვენი დეტექტივი მინდა ვნახო, მათთან სალაპარაკო მაქვს.
-მე არ მეტყვი რაც მათ უნდა უთხრა?
-შენც გეტყვიან, მაგრამ ჯერ არა შვილო ჯერ მათმა უნდა იცოდეს.
-კარგი დაუძახებ ორივე აქ არიან. ლილია გავიდა და მირიანს გადასცა მარიამის სიტყვები, მირიანმა მახოს უთხრა და სამივე დაიძრა მარიამის პალატისკენ, მაგრამ პალატაში შესულებს მარიამმა ლილია თხოვნით გაუშვა გარეთ.
-როცა დრო მოვა ყველაფერს გაიგებ შვილო, ახლა კი ამ ორს მინდა დაველაპარაკო.  ლილია გარეთ გავიდა, მარიამმა კი ღრმად ამოისუნთქა და ჩუმად თქვა.
-ოდესმე გინახავთ დედის თვალები შვილის სიყვარულით გაგიჟებული, მზრუნველი, თბილი, მეოცნებე, ამაყი, მკაცრი. გინახავთ ამ ყველაფერთან ერთად დედის თვალებში უზარმაზარი სიყვარული,  ეს ის თვალებია  შვილის გამო რომ  შეუძლია დავხუჭო მირიან.
-რა მოხდა მარიამ, შენს თვალებში უზარმაზარი სევდას ვხედავ, ვიცი რომ ლილიაზე ფიქრობ, მაგრამ ლილიას ჩვენ ვყავართ ჩემო დაო.
-მირიან ვიცი და ახლაც რომ წავიდე არ მეშინია, რადგან თქვენ ყოველთვის მის სიახლოვეს იქნებით, მაგრამ მინდა იცოდეთ ვინ შეეცადა ჩემს მოწამვლას.
-შენ იცი ვინ მოგწამლა? კითხა გაოცებულმა მირიანმა.
-ვიცი მირიან და შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ჩემი მოწამვლა მარინამ სცადა ჩემს სახლში და მე მას შევხედე, ამიტომ დაგიძახეთ მინდა ეს თქვენც იცოდეთ.
-ეს როგორ გაიგე. კითხა ექიმმა რომელიც ისე შემოვიდა ვერც კი გაიგო მირიანმა რომელიც გაოგნებული იყო მარიამის ნათქვამით.
-იმ დღეს სტუმრად რომ გვეწვიე ხომ გახსოვს ექიმო.
-მახსოვს, იმ დღეს სისხლიც ავიღეთ და საუკეთესო შედეგი გვაჩვენა.
-სწორედ თქვენი წასვლის შემდეგ ისე გავაკეთე რომ თითქოს ცუდად ვიყავი, მარინამ წყალი მომიტანა, მაგრამ შევხედე რომ რაღაც წვეთები გაურია წყალში თავად ტუალტში გავიდა, მე ეს წყალი იქვე ყვავილს დავასხი ის რომ გამოვიდა იფიქრა დავლიე, რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მოვიდა და მითხრა აბებს ხომ ვსვამდი, ვიღებდი კიდეც აბებს, მაგრამ დავეჭვდი და ლილიას მეგობარს დაუძახე ახალი მოვატანინე ის წამალი შევადარე ძველ წამალს და განსხვავებაა აბებში. ასევე სიროფი დამინიშნე ძალების აღსადგენად, რამოენიმე დღე ვსვამდი და ძილად მიმაგდო, თავბრუს ხვევები მქონდა, ისიც გამოვცვალე და მას შემდეგ კარგად ვიყავი, მაგრამ ზოგჯერ მაინც ცუდად ვხებოდი ეს მაშინ როცა მარინა მოდიოდა და წავიდოდა თუ არა თავს ცუდად ვგრძნობდი. ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიხარული ჰქონდა თვალებში როცა მასთან ერთად წამლებს მივიღებდი, უბედნიერესი ქალი იყო მგონი სამყაროში.
-ამიტომ არის თქვენს სისხლში ცვლილებები ქალბატონო მარიამ და მე ვეჭვობდი რომ ასე იქნებოდა.
-რატომ გქონდა ეჭვი? იკითხა მახომ და ექიმს გაოცებულმა შეხედა.
-არ მომეწონა ეს ქალი, მის თვალებში ზიზღი ჩანდა ზიზღი მარიამის და ლილიას მიმართ.
-რის მიღწევას ცდილობს ეს ქალი, რა უნდა. თქვა მახომ დაფიქრებულმა და მირიანს შეხედა.
-ალბად რამე მოხდა წარსულში ან ეს მის პირადულს ეხება.
-არ ვიცი რა უნდა, მაგრამ ვიცი რომ მას ჩემი მოკვლა უნდა და არაა გამორიცხული ვახოც მან მოკლა.
-მეუღლის გარდაცვალებამდე როგორი ურთიერთობა გქონდათ, ასე ხშირი იყო თქვენთან მისი სტუმრობა?
-მარინას არც ვიცნობდი, ვიცოდი რომ ჩვენთან მუშაობდა და ერთი ქალიშვილი ყავდა. ავად გავხდი და მოულოდნელად ჩემთან დაიწყო მეგობრობა, ასევე დაიწყო ჩემს სახლში სიარული და ვიცი, ვგრძნობ რომ მას რაღაც დიდი ჩანაფიქრი აქვს, მაგრამ რა.
-კომპანის მართვა უნდა თუ უნდა თქვენი ბიზნესი მიისაკუთროს, მე სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. თქვა მახომ და მარიამს შეხედა, მარინა უკვე ადგილს ვერ პოულობდა და მისმა ცნობისმოყვარეობამ კართან ახლოს მიიყვანა მას უნდოდა მოესმინა რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ლილიამ შეხედა და უთხრა.
-თქვენ რა გადაწყვიტთ მოუსმინოთ ჩუმად თუ რაზე საუბრობენ?
-ვერ გამიგია რა აქვთ საიდუმლოდ სალაპარაკო, ჩემთან არ ითქმება, მაგრამ შენ ხომ შვილი ხარ.
-ვიცი რაზეც საუბრობენ, ეს ის თემაა მისი გახსენება რომ სულ გულს მტკენს.
-იცი რზე საუბრობენ? გაუკვირდა მარინას და ლილიას თვალებში შეხედა.
-დიახ ვიცი და არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, უჩინარმა მკვლელმა მამა მისი მახინაციებით სასიკვდილოდ მოწამლა თავად კი თავისუფლად დანავარდობს  დღემდე.
-ეს მეც კარგად მახსოვს, მაგრამ მარიამის ავადმყოფობასთან რა საერთო აქვს ვახოს სიკვდილს.
-დედაც მოწამლეს ისე როგორც მამა, მაგრამ ვერ აისრულა საწადელი მკვლელმა დედა გადარჩა. მარინა დაიბნა, ლილიას პასუხი ვერ დაუბრუნა, ლილიამ კი გვერდი აუარა და ნელი ნაბიჯებით ჩაიარა კიბეები, საავადმყოფოს ეზოში სიგარეტს ეწეოდა ლევანი და ლილია დაინახა თუ არა მისკენ წავიდა, ლილიას კი გაეღიმა ლევანის დანახვაზე.
-რადგან გეღიმება, გამოდის რომ კარგი ამბავი არის, როგორ არის დედა.
-ლევან ოდესმე გილოცია ისე გულმხურვალედ, რომ ლოცვისას გიტირია და ეს ვერ გიგრძვნია. მითხარი, მითხარი რომ ხელში გჭერია შენი ცოდვების სიმძიმით ატირებული სანთელი. ლევანი დუმდა და ლილიას უცქერდა, მაგრამ არ შეეძლო მისთვის თვალებში შეეხედა.
-უკეთესად არის, კიდევ ერთხელ დაამარცხა დედამ კართან მოსული სიკვდილი და უკან გააბრუნა.
-ეს კარგია და შესანიშნავი ამბავია. გარინდული იდგა ორივე და მკრთალი  მთვარე ზემოდან დაჰყურებდათ  ჭაღარამორეულ დედამიწას და მყუდრო, ბნელი ღამე გულიდან წამოსულმა სითბობ გაალღო.
-მადლობა ლევან აქ რომ ხარ, მაგრამ წადი.
-ლილია...........................
-წადი ლევან და ჩვენ ზეგ შევხვდებით ერთმანეთს. ლევანი წავიდა, ლილია კი კიდევ რამოდენიმე წუთი იდგა ღამეში თავის ფიქრებთან ერთან, შეუყვარდა ღამე და ღამე ცის ყურება რადგან ღამე  ამძაფრებდა მარტოობის შეგრძნებას. ცას ახედა და სუსტად მონარნარე ვარსკვლავებს გაუღიმა, შესცივდა და დედასთან დაბრუნდა.

    ოთახის ღია ფანჯრებიდან ღამემ შემოანათა და უამრავი ქაღალდების დასტა გვერძე გადადო, საათს შეხედა და გაეღიმა 12 სთ-ი სრულდებოდა, მთელი დღეს კომპიუტერთან დამჯდარმა სათვალე მოიხსნა და სახეზე მასაჯები გაიკეთა, შემდეგ ცივი წყალი შეისხა, კომპიუტერი და შუქები გამორთო და წავიდა. მაღაზიები დაკეტილი იყო და თავის თავზე გაბრაზდა, ბედად ყვვილების მაღაზია დაინახა ღია და გააჩერა. ღიმილით ათვალიერებდა ყვავილებს და ყველა ყვავილი მოეწონა, ყველა ყვავილს უცინოდა, მაგრამ არჩევანი წითელ ვარდებზე შეაჩერა და 32 ცალი ვარდი იყიდა, გოგონამ უზარმაზარი თაიგული შეუკრა და ღიმილით გადაუხადა ფული, ყვავილებს დაყნოსა და მანქანაში თავის გვერდით დადო. კარი მიხურა და შებრუნებულს მის წინ ჩოჩია დახვდა.
-სიურპრიზი?
-სიურპრიზი შენ ხარ, აქ რა გინდა.
-გავიარე და შემთხვევით დაგინახე, ვის უყიდე ყვავილები რამე საიდუმლო ხდება?
-არა, რას ამბობ. აი შენ გასაღები, ბავშვები არიან დღეს ჩემთან გაიარე მაღაზიაში და ტორტი წაიღე უთხარი გიორგის ტორტი უნდა წავიღოთქო და მოგცემენ, იქ ელენე დაგხვდება და დამელოდეთ.
-ელენე? რა ხდება გიორგი.
-ყველაფერს სულ რაღაც ერთ საათში გაიგებ, ახლა კი გავიქეცი.
-ისევ ღამე და ისევ შენი საიდუმლოებები რომლებიც სულ ღამეს ეხება. თქვა ჩოჩიამ და შეხედა როგორ დაუსევდიანდა სახე გიორგის.
-რატო მიყურებ, ისევ იმ გოგოს მისტირი?
-არ მივტირი ვიცი რომ ვეღარასდროს ვიპოვი მას, მაგრამ მენატრება.
-შეცდი, ძალიან შეცდი გიორგი.
-მეც ვიცი რომ შევცდი და ძალიან ვნანობ.
-არ უნდა გაგესრისა ლამაზი ყვავილი ფეხით.
-შემთხვევით მოხდა, მე მას შემთხვევით დავადგი ფეხი ჩოჩია. ერთი ღრმა ნაპასი დაარტყა და ცაც უფრო მოიქუფრა, ერთი ძლიერად დაიქუხა და გაწვიმდა. გიორგიმ ცას ახედა, შემდეგ ჩოჩიას შეხედა და თქვა.
-მოდი და ნუ იფიქრებ იმ ღამეზე, თითქოს თვით ბუნებას არ უნდა დამავიწყდეს  ის ღამე.
-კარგი მე წავედი, რაც მითხარი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ არაფერი დაიწუნო ჩემი ხასიათი იცი.
-წადი, წადი. გაეცინა გიორგის, მაგრამ ჩოჩია მიუბრუნდა და უთხრა.
-ცეკვერე ტორტი შოკოლადის არის?
-არ უნდა მიმეცა შეკვეთა შოკოლადის ტორტზე და ვერც შეჭამდი.
-ესე იგი ჩემზე იფიქრე, მადლობა ცეკვერეეეე. ჩოჩია წავიდა, გიორგიც ღიმილით გაუდგა გზას და რესტორანი საძმო-ს ეზოში დააყენა მანქანა, ვარდების თაიგული ხელში აიღო და წავიდა. დარბაზი სავსეა, წყნარი მუსიკის ხმაც კი ვერ ახშობს დანა-ჩანგლის წკრიალს, მთავარი შემოსასვლელი კარი გაიღო და ყვავილებით ხელში სახე დაფარული შევიდა. შუა დარბაზში დგას, მუსიკაც გაჩერდა, დანა-ჩანგლის ხმაც შეწყდა და უამრავი წყვილი თვალი გიორგის შესცქერის, მაგრამ გიორგიმ სახე გამოაჩინა და მხოლოდ ერთ ქალს უყურებს რომელიც გაოცებული უყურებს გარინდულ ხალხს და ისიც შებრუნდა, შებრუნდა და გაოცებისგან პირი დააღო, შემდეგ გაეცინა, მაგრამ სიცილი ცრემლებმა შეცვალა ეს ხომ სიხარულის და ბედნიერების ცრემლები იყო, მაგიდებს შორის კი ჩურჩული გაისმა.
-შეყვარებულია, რა საოცრად კარგი წყვილია.
-როგორ უხდებიან ერთმანეთს.
-ბეჭედი, ბეჭედი მიეცი ის თანახმაა.
-თანახმაა, სიხარულისგან ატირდა პატარძალი. იყვირა ერთმა მამაკაცმა და დაუსტვინა. გოგონამ ხალხს გადახედა სიამაყით და ყველა გააჩუმა.
-ეს მამაკაცი ჩემი ბედნიერებაა, ჩემი სულია, ჩემი გულია და ვამაყობ მისი არსებობით, ეს მამაკაცი ჩემი ძმა არის, ჩემი ნაწილი.
-და-ძმა ხართ?
-დიახ, ჩვენ და-ძმა ვართ გიორგი და ნათია ბურჯანაძეები.
-დაბადების დღეს გილოცავ დაო.
-დიდი, დიდი მადლობა ძმაო. ორივე ერთმანეთს მოეხვია და გიორგიმ იმ ძველი სიმღერის შეკვეთა მისცა მუსიკოსებს რომელსაც მამა ნათიას დაბადების დღიდან დღემდე ამღერებს ყველგან.
-წავიდეთ სახლში?
-ხალხი გყავს, ჯერ არ შემიძლია წამოვიდე.
-წადი შვილო, დღეს შენი დღეა და გიშვებ შენი ძმით კი უნდა იამაყო შენ საუკეთესო ძმა გყავს. უთხრა ნათიას ძია თენგიზმა და გიორგისთან ერთად დატოვა დარბაზი. გიორგი ღიმილით გადახედავდა ნათიას და ნათია ჯერ კიდევ სიურპრიზის აგონიაში მყოფი ღიმილით გაჰყურებდა გზას, მათ მოლოდინში კი ელენე როგორც ცოფიანი ძაღლი ისე უღრენდა ჩოჩიას, გულში სიბრაზე დუღდა და ასაფეთქებლად გამზადებული ბომბივით იყო. კარზე საკეტის ხმა გაიგონა და ყველა კართან დადგა ტორტით ხელში, ნათიას სახლში შემოსვლა და სიმღერის დაწყება ერთი იყო.
-რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა,
 იმიტომ რომ დღეს დედიკოს დაბადების დღეა.
 გილოცავ, გილოცავ, გილოცავ.
-სიურპრიზები დღეს აქ სრულდება, ეს ბოლო იყო. უთხრა ნათიას გიორგიმ და იქვე მდგარ ელენეს შეხედა.
-რა გჭირს, ეს რა გამოხედვა გაქვს გინდა ვინმე მოკლა?
-თუ ვინმეს მოკვლა გადავწყვიტე, პირველ რიგში შენ მოგკლავ და მერე სხვას მოგაყოლებ.
-გინდა ერთად გავგუდოთ?
-ვერ მოვერევით, ორივეს გაგვიმკლავდება.
-ვიცი, ძალიან დიდი მუტრუკია.
-რას ჩურჩულებთ თქვენ მანდ?
-არაფერს, ელენეს ვეუბნები ტორტი დავჭრათქო. გვიან ღამემდე ისმოდა მხიარული შეძახილები, ბავშვები ჟრიამული. ზოგან სიმხიარულე იყო, ზოგან სევდა, ზოგან სიბრაზე და ბნელი ღამის კიდევ უფრო ჩაბნელებულ უბანში ორი პიროვნება ხვდება ერთმანეთს.

-გამოგიშვეს ეს კარგია, მაგრამ აქ არ უნდა იყო.
-სად გინდა წავიდე ან სად უნდა წავიდე, ჩემი ქვეყნიდან მეუბნები წადიო?
-სადაც გინდა წადი, მაგრამ ამ ქალაქიდან გაქრი.
-გინდა დავიმალო ბნელ და ნესტიან სოროში ვირთხასავით?
-როგორც გინდა ისე გაიგე.
-მირეკავ ტელეფონზე და სხვის სახლში მიშვებ ქალის მოსაკლავად და არც იცნობ ამ ადამიანს და ახლა როცა ფული უნდა გადამიხადო გინდა წავიდე, ასე უბრალოდ ავდგე და წავიდე?
-ფული გინდა, ალბად ფულის გამო სულსაც გაყიდი.
-მე? მე არ ვყიდი სულს და არც ადამიანობას, იმ დღეს ის ქალი მართლა თავად წაიქცა და დავიბენი, ჩემი ანაბეჭდები არსად იყო და ამიტომ გამანთავისუფლეს, ახლა კი წავალ და აღარ მინდა შენთან საერთო მქონდეს.
-ფული?
-ფული? ჩემი საქმიანობა ესაა ფული ვიშოვო, 15 წლიდან ამ საქმეზე ვმუშაობ და არცერთი ჩავარდნა არ მქონია, მაგრამ შენთან.........................
-კარგად მომისმინე , აქედან გაქრი თორემ.....................
-თორემ რა.
-თორემ მეორედ არ ვიქნები ასეთი მომთმენი
-არც მე მაქვს მოთმენის დიდი  ნებისყოფა იგორ თუ ალექსამდრე..
-რას გულისხმობ ან რის თქმას ცდილობ.
-გაგიგებენ ვინც ხარ, გგონია ყველგან გაასაღებ თავს იტალიელ ბიზნესმენად?
-გაიგებენ? მოგკლავ, იცოდე რომ ხუმრობა არ მიყვარს ეს არაა ჩემი სტილი.
-გგონია ფულით იყიდი ყველაფერს? არა,  ფულით შეიძლება ყველაფრის ყიდვა, მაგრამ არა ადამიანობის, არა სიყვარულის, არა ერთგულების და ეს სამი გრძნობა არც შენ და არც შენს უფროს არ გაგაჩნიათ. დაიმახსოვრე, არაფერია მუდმივი არ არის არც ტკივილი და არც ბედნიერება ყველაფერი წარმავალია, მხოლოდ ერთი რამ რჩება მუდმივად და წაუშლელად, ადამიანობა. როცა ის დღე დადგება რომ იმ ქალის წინ დადგები და მას თვალებში ჩახედავ საკუთარი ცხოვრების არ შეგრცხვეს, რადგან მიხვდები როგორი ადამიანის მოკვლა მიბრძანე და მე ეს ბრძანება არ შევასრულე, რატომ? მის თვალებში არც შიში და არც ქედმაღლობა არ დამინახავს, იქ უბრალოება დავინახე და მეშინია რომ ერთ დღეს ფულის გამო მეც შენნაირ მონსტრად არ გადავიქცე.
-შიში რა შუაშია, რატომ გეშინია.
-ადამიანს ყოველთვის ეკითხებიან ,, მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შემო'' სწორედ ამის მეშინია, რომ შენთან სიახლოვემ მეც ჩირქი მომცხოს და შენსავით უსახელოდ ვიარო. 
-ტატო............................
-მხოლოდ ერთი ვიცი დანამდვილებით, რომ ჩვენი გზები აღარასოდეს გადაიკვეთება, აღარ დამირეკო.
-შენ კარგი ადამიანი ხარ ტატო და ნუ ჩაიძირები სიბინძურეში.
-იგივეს გეტყოდი შენც, თავს მიხედე. ტატომ შებრუნდა და წავიდა, ალექსანდრემ  კი ტელეფონი ამოიღო და გადარეკა.
-გისმენ. გაიგონა ქალის ხმა და თავისი ჩვეული ხმით უთხრა.
-ტატო გარეთ არის, ის თავისუფალია.
-რაააააა, როდის ან როგორ გაანთავისუფლეს ის ხომ მკვლელობის მცდელობაზე დაიჭირეს.
-მომწონდი როგორც ქალი, მაგრამ არა როგორც ჯადოქარი და მე უსაშველოდ მეტკინა შენი ადამიანური სისუსტე, არც არაფერს აკეთებ რომ შეეწინააღმდეგო შენს უარყოფით თვისებებს, ამიტომ ერთ დღეს თავსაც დაკარგავ.
-რა იქნება, შენ წახვალ?
-გაგიკვირდა რომ წავალ?
-ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, სამი დღე მომეცი და რასაც დაგპირდი ყველაფერი გექნება.
-როგორ, მარინა როგორ შეძლებ შეასრულო შენი სიტყვა.
-შენ დრო მომეცი და სხვას ნუ კითხულობ.
-სამი დღე, არც მეტი არც ნაკლები. მარინა გაბრაზდა ტატოზე, გაბრაზდა ალექსანდრეზე და საერთოდ არ უნდოდა ლილიასკენ გაეხედა, ალბად ნება რომ მიეცათ იქვე მოკლავდა მასაც და მარიამსაც. რამდენიმე დღე დატოვეს მარიამი საავადმყოფოში და მასთან ვერავინ შედიოდა ექთანისა და ექიმის გარდა, მარინას კი სწორედ ეს აგიჟებდა, ლილიამ კი მტკიცე გაფრთხილება მიიღო მირიანისა და ლაშასგან რომ ხელი არაფერზე მათ გარეშე არ მოეწერა.
-ამიხსენით რა ხდება, მეც რომ ვიცოდე.
-ყველაფერს გაიგებ მალე, უკვე ფინალს უახლოვდებით. მარიამმა არ მოისურვა ქორწილის გადადება და დანიშნულ დღეს საპატარლო კაბაში გამოწყობილ ლილიას თვალცრემლიანი შესცქეროდა.

  ძილში ჩაესმოდა წვიმის ხმა და ბედნიერი იყო არ უნდოდა გაღვიძებოდა, უნდოდა წვიმის ხმა დაუსრულებლად მოესმინა და ამ წვიმის ხმაში ძველი ლამაზი მოგონებებით ყოფილიყო მთელი დღე თვალებდახუჭული, მაგრამ საათის ისრები ძალიან ჩქარა მოძრაობენ და წუთები ძალიან სწრაფად გადიოდა მას კი თვალების გახელის ეშინოდა, რადგან არ უნდოდა დაენახა ის რაც სიმართლე იყო, მაინც მოუწია ადგომა და თავის მოწესრიგება. კარი მარიამმა გააღო და თვალცრემლიანი შეჰყურებს შვილს, ლილიამ სარკიდან შეასწრო თვალი მარიამს და თითქოს ნაწყენმა უთხრა.
-დედა გთხოვ ნუ ტირი, შენი ცრემლები მე გულს მიკლავს.
-შვილო ეს ცრემლები სიხარულის ცრემლებია, დღეს რომ ვიცოდე მე მოვკვდები შენს გულს გავუფრთხილდები და არ გატკენ დედას ერთადერთო. ჩვენ ძალიან რთული წლები გვქონდა ვახოს გარდაცვალების შემდეგ და დღეს კი ჩემს გულსაც და თვალსაც უხარია ასეთს რომ გხედავს.
-ჩვენც აქ ვართ, ლილია ზღაპრულად ლამაზი ხარ. უთხრა ანანომ და ლილიას ფოტოც კი გადაუღო.
-სიძეს უნდა აჯობო ჩემო ანგელოზო. მარიამმა ღიმილით შეხედა ანანოს და კითხა.
-როგორ ფიქრობ უხდებიან ერთმანეთს? 
-დღეს ყველაფერი დასრულდება და ვინ ვის აჯობებს ეს საღამოს გაარკვიეთ. თქვა ლილიამ და ანანოს თვალები დაუბრიალა.
-გამარჯობათ, მეც მოვედი ერთადერთი წარმომადგენელი სიძის მხრიდან, მიმიღებთ?
-მობრძანდი შვილო, მე გავალ და გოგოებს მარტო დაგტოვებთ.
-დედა, გთხოვ არავის მოწოდებული არაფერი აიღო.
-ვიცი, ვიცი ექიმი ჩემს გვერდით არის და ჩემზე არ ინერვიულო.
-ლილია მე ვარ დედასთან და არ ინერვიულო. უთხრა თეონამ და მარიამის გვერდიდად არ შორდებოდა.
-მადლობა თეო. უთხრა ლილიამ და გაუღიმა, მისი ტელეფონი კი თავგამოდებით მღეროდა და მისი ხმა არავის ესმოდა.
-ტელეფონი რეკავს, ვინმემ უპასუხეთ. თქვა ქეთიმ და ლილიას კაბა შეუსწორა.
-ეს ჩემი ტელეფონია, ვიკა მომაწოდე. ვიკამ ტელეფონი მიაწოდა და ღიმილით თქვა.
-ლევანი გირეკავს, ალბად უკვე მოდის. ლილიამ ტელეფონს უპასუხა და მისმა სახის გამომეტყველებამ გოგოებს სახიდან ღიმილი გაუქრო, რადგან ლილია სულ ცოტაც და წაიქცეოდა. ტელეფონი გათიშა და ორივე ხელებით კედელს მიეყრდნო, შემდეგ ტელეფონს დახედა და გაბრაზებულმა ჩიცინა, ტელეფონი კი სიბრაზისგან კედელს შეანარცხა.
-რა მოხდა ლილია.
-ქორწილი ჩაიშალა ყველაფერი ტყუილი იყო, ისედაც მალე დასრულდებოდა ჩვენი ურთიერთობა.
-რას ამბობ, როგორ თუ ქორწილი არ იქნება.
-ასე უბრალოდ, ქორწილი აღარ იქნება გადით და ყველას გააგებინეთ.
-ლევანი სად არის, რატომ ჩაშალა ქორწილი.
-ლევანი? ლილიამ ჩაიცინა სივრცეს გაუსწორა თვალი და თქვა.
-ლევანმა დღეს სხვასთან ერთად დაიწერა ჯვარი და ის უკვე დაქორწინებული მამაკაცია.
-როგორ შეეძლო ასე გაეკეთებინა, ეს ხომ უპატივცემულობაა.
-ვიკა შენ იცოდი ლევანი რასაც ფიქრობდა?
-არა, არაფერი არ ვიცოდი დედას გეფიცები ლილია.
-წამოსვლს წინ რა გითხრა.
-უკვე გამზადებული იყო, მითხრა შენ წადი და მეც მალე მოვალ მეჯვარეს ველოდებიო.
-მითხრა ვიკა გადმოგცემს ჩემს სათქმელსო.............................
-ააააა, ხო ალბად ეს კონვერტია წამოსვლის დროს კართან გამაჩერა და მითხრა პირადად შენთვის გადმომეცა. ვიკამ კონვერტი ამოიღო და ლილიას გაუწოდა ლილიამ ხელის კანკალით გახსნა კონვერტი და წაიკითხა.
        ,,ლილია ამ წერილის წაკითხვამდე გაიხსენე ჩვენ ერთხელ ვისაუბრეთ და გითხარი ყველაფერ სიმართლეს გაიგებ ჯერ მე დავაზუსტებ ყველაფერსმეთქი, გაგახსენდა ხომ? მომისმინე ამ წერილის რომ წაიკითხავ და სიმართლეს გაიგებ იმედი მაქვს ჩემს შეცდომას მაპატიებ, მაგრამ მეც პირადად ვთვლი ჩემს თავს არარაობად. არ შემეძლო ეს ფარსი კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო და პირიქით  კარგია რომ აქ ვწყვიტავ ჩემს როლს ამ თამაშში. შენ ძალიან სუფთა ხარ და გულუბრყვილო, გთხოვ მარინას უფრთხილდი მას შენი და დედაშენის მოშორება უნდა რომ კომპანიის მმართველობა თავად დარჩეს. გიგზავნი სიდს სადაც მარინას საუბარი მაქვს ჩაწერილი ვიცი ერთ დღეს ეს სიდი დაგჭირდება და გამოგადგება და თუ ოდესმე დაგჭირდი ვიკამ იცის სად ვიქნები. მარინამ უზარმაზარი თანხა გადამიხადა რომ შენზე დავქორწინებულიყავი, ვაღიარებ რომ ფული ავიღე მაპატიე, მაგრამ ჩემს შეყვარებულზე ვიქორწინე ჩვენ სულ მალე შვილიც შეგვეძინება. მაპატიე ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ფულიც მჭირდებოდა ლილია.''   იჯდა და ვერც ტიროდა, უხაროდა ლევანისგან ნათქვამი სიმართლე თუმცა თავადაც გრძნობდა, რომ მარინა რაღაცას ხლართავდა, მაგრამ ახლა მარიამი იყო დიდი პრობლემა.
-რა ვქნათ, ეს როგორ უნდა აუხსნათ მარიამ დეიდას.
-ვერ ვეტყვი, დედას ვერ ვეტყვი ქორწილი ჩაიშალათქო ის ხომ ბედნიერი არის დღევანდელი დღით.
-ვნახოთ ვინმე და ქორწილი არ ჩავშალოთ.
-რას ამბობ ანანო ასე საჩქაროდ ვინ უნდა ვნახო.
-მოიცადეთ, მოიცადეთ მე გადავრეკავ და ვნახავ რას გავარკვევ. ვიკამ ტელეფონი აიღო და გადარეკა.
-გისმენ პუფსი.
-სად ხარ, სერიოზული პრობლემა არის და შენი დახმარება მჭირდება.
-რა მოხდა, კარგად ხარ?
-მე კარგად ვარ, მჭირდება ადამიანი ვინც ითანმაშებს სიძის როლს რამოდენიმე თვე ან კვირა, უნდა დამეხმარო.
-რა მოხდა ვიკა სიძეს რატომ ეძებ, ვერაფერი ვერ გავიგე.
-შენ მომიძებნე ადამიანი ვინც დროებით სიძე იქნება, ჩემი მეგობრისთვის მჭირდება, გთხოვ ბაკო დამეხმარე.
-მოიცადე, მოიცადე ასეთი შეუხედავი მეგობარი გყავს, რომ სიძემ ქორწილში მოსვლაზე თქვა უარი? ვიკამ ლილიას ფოტო გადაუღო და გადაუგზავნა, შემდეგ კი უთხრა.
-ეს ლილია არის მართლაც რომ ლილიასავით ნაზი და ლამაზია, ბაკო გთხოვ დამეხმარე.
-რა ჰქვია ამ გოგონას, ლილიაო მითხარი?
-კი ლილია და ჩემი მეგობარია.
-ვიკა.......................
-დაფიქრდი რას მეტყვი უარს არ მივიღებ.
-შენ მგონი სერიოზულად მთხოვ დახმარებას და არ ხუმრობ.
-არ ვხუმრობ, სადაცაა ხალხი მოვა სიძე არ გვყავს, პატარძალის დედამ რომ გაიგოს გული გაუსკდება.
-როგორ რთულ მდგომარეობაში მაგდებ ვიკა.
-გთხოვ ახსნის გარეშე დამეხმარე და გპირდები ყველაფერს აგიხსნი. მე მისამართს მოგწერ და შენი მეგობარი მოიყვანე სიძედ. ბაკო გაჩუმდა და არ იცოდა რა ექნა ან ვისთვის ეთქვა დროებით სიძედ თუ იქორწინებო.

 -გიორგი სად ხარ შვილო.
-რა მოხდა დედა, მამას...................
-არა, არა მამა კარგად არის. გიორგი კოხტად ჩაცმული და მოწესრიგებული გამოვიდა ოთახიდან და დედას ეშმაკურად მოელვარე თვალებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, გვერდი აუარა და მამა ინახულა, თუმცა უკვირდა დედას ასეთი სიხარულის მიზეზი რა იყო.
-რა მოხდა დედა, დილიდან რაღაც გიხარია და რა ხდება არ გვეტვი ჩვენ შენი სიხარულის მიზეზი რა არის?
-სტუმრებს ველოდები და მინდოდა საუზმეზე შენც ჩვენთან ერთად ყოფილიყავი.
-სტუმრებს? როდის მერე არ იღებ სტუმრებს უჩემოდ დედა.
-დღევანდელ საპატიო სტუმრებს შენ უნდა შეხვდე.
-მე? ასეთი მნიშვნელობას რატომ ანიჭებ დღევანდელ სტუმრებს, ვინ არიან. გიორგი დედასგან პასუხს ელოდა, მაგრამ კარზე ზარი იყო და დედამ ღიმილით უთხრა.
-წადი კარი გააღე და სტუმრები სახლში შემოიპატიჟე. გიორგის არ მოეწონა დედის უცნაური თვალების ციმციმი, უეცრად თვალი მოკრა მარინას ფანჯრიდან და დედას გაბრაზებულმა შეხედა.
-გინდა შენი ჩანაფიქრი დღეს სისრულეში მოიყვანო და გგონია ამას შეძლებ?
-შვილო მე შენს მომავალზე ვფიქრობ, მამაშენის სურვილიც ეს იყო, რომ შენ და მირანდა დაქორწინდეთ. ბიზნესში ყველაფერი ხდება, ეს უნდა გაიგო.
-ეს არ მოხდება, რადგან შეუძლებელია მე იმ ქალზე დავქორწინდე.
-მე უკვე ყველაფერი ვთქვი.
-შენ გგონია ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა?
-სწორად მიმიხვდი, მე როგორც ვიტყვი ყველაფერი ისე იქნება.
-ერთ დღეს შენს ამ სიტყვებზე ბოდიშს მომიხდი და პატიებას მთხოვ.
-გიორგი თქვენ საუკეთესო წლები ერთად გაატარეთ ერთად გაიზარდეთ და რა მოხდება დიდიბაშიც რომ სულ ერთად იყოთ.
-როგორ დედა, უსიყვარულოდ?
-სიყვარულიც გეწვევათ დროთა განმავლობაში.
-მე მივდივარ, შენ გინდა მარინა დაისვი რძლად და გინდა მისი შვილი, მე სახლში მოსულს ვეღარ მნახავ.
-გიორგი წასვლა არც კი გაბედო.
-მერე როგორ გავბედავ, უკვე სახლში მოსვლაც შემაზიზღე. გიორგიმ კარი გააღო და მარინა ღიმილით შევიდა სახლში, მირანდას ხელი მოკიდა მკლავში და ზიზღნარევი ხმით უთხრა.
-არანაირი საუბარი არ გადის შენთან, ვინ ხარ ასეთი შეუგნებელი ნუთუ არ გეცოდება შენი თავი ასე რომ იმცირებ ჩემს წინაშე და ყოველ ჯერზე ზიზღს ზიზღით ზრდი?
-მე შენი საცოლე ვარ, ყველა თანახმაა შეს გარდა.
-ჰოდა ვინც მიგიღო რძლად მიდი და მას დაუჯექი, ვხედავ ძალიან შეგიყვარდა აქ მოსვლა მე წავალ ამ სახლიდან და შენ იცხოვრე დედაჩემთან ერთად.
-რა გჭირს, რატომ ვერ შემიყვარე.
-შენ თავად დაუსვი შენს თავს ეს შეკითხვა და პასუხიც შენს გულში ეძებე.
-შენ ვალდებული ხარ ჩემს გვერდით იყო...........................
-მე არ ვგრძნობ თავს დავალებულად შენს გვერდით ვიყო, ჩემს სახლშიც არ მასვენებთ დედა-შვილი ვინ ხართ რომ ვერ მოგიშორეთ. ქორწილზე არც იოცნებო, უკეთესია ვიღაც უცხოზე დავქორწინდე შენზე არასოდეს არ დავქორწინდები.
გიორგიმ გაბრაზებულმა დატოვა სახლი.
-ოცნებებმა ცაში აგისროლა ქალბატონო მარინა და იქ მოეჭიდე ღრუბელს, რადგან არ გინდოდა ოცნებებიდან გამოსვლა. ტელეფონი ამოიღო და ბაკოს დაურეკა.
-სად ხარ, რესტორანში მიდი დამელოდე დღეს უნდა დავლიო.
-რა გჭირს, რა მოგივიდა.
-მირანდა მჭირს და მარინა მჭირს დილიდან მომიშხამეს ნერვები.
-გიორგი ბანკთან გელოდები შენი დახმარება მჭირდება.
-ჩემი დახმარება რაში გჭირდება.
-უარს მეუბნები?
-ჯერ არ ვიცი რა დახმარება უნდა გაგიწიო, მითხარი რაში დაგეხმარო.
-მჭირდები ერთი მეგობრისთვის რამოდენიმე კვირით.
-რაააა, ვერ გავიგე კონკრეტულად რას მთხოვ.
-სიძეობას გთხოვ, მეგობრის  უფრო სწორად ნაცნობის ქორწილში სიძედ რომ მიხვიდე, დროებით სიძედ.
-ვის გაექცა სიძე, ბაკო მაინც გამაცინე დღეს.
-მე გთხოვ დახმარებას რამოდენიმე კვირა, ჩემს გამო გიორგი.
-ხელს რომ გავაწერ წილსაც მივიღებ?
-მომისმინე გოგონას ლილია ჰქვია........................................
-თანახმა ვარ.
-თანახმა ხარ ისე არ მეკითხები ვინ არის და რატომ?
-გითხარი თანახმა ვარ, მისამართი იცი?
-ვიცი, მაგრამ ყვავილი....................
-ყვავილი ვიყიდოთ და საჩუქარიც ვიყიდოთ, ისეთ ხასიათზე ვარ არ აქვს მნიშვნელობა ვისზე დავქორწინდები ბაკო.
-გიორგი დაფირდი მაინც, მერე...............
-აზრზე ხარ? სახლიდან გამოვექეცი ამ თემას და აქ კი სრულიად უცნობ ქალზე მინდა დავქორწინდე, ჩოჩია?
-მეჯვარედ ჩოჩია გყავს?
-დაურეკე მოვიდეს, ყველას დაურეკე სიძის მხრიდან ხომ უნდა იყოს ვინმე ჰოდა ჩემი სამეგობრო მყავდეს მინდა გვერდით.
-ნათია, არ უთხრათ ნათიას?
-დაურეკე და მოვიდეს, შორენასაც დაურეკეთ მე თავს მოვიწესრიგებ და საჩუქარს ვიყიდი. ყველა შეიკრიბა, მაგრამ არცერთმა არ იცოდა სად მიდიოდნენ.
-გიორგი რა ხდება, ისე მივდივართ თითქოს მაყრები ვართ, არ ამიხსნი ამ ყველაფერს?
-აგიხსნი მოგვიანებით, ახლა კი წამოდი და ეს ნაბიჯი იცოდე რომ დედაშენმა გადამადგმევინა.
-დედაჩემი შენი დედა არ არის?
-არა, დღეიდან არა, რადგან მან ჩემზე წინ სხვა დააყენა.
-რას აკეთებ, ასე უეცარი ნაბიჯი რა შედეგს მოგიტანს იცი?
-ვიცი, მაგრამ უკვე აღარ მაინტერესებს, მირანდაზე დაქორწინებას უკეთესია სხვაზე სულ უცხოზე დავქორწინდე. უკვე ბინასთან იყვნენ მისულები რომ გიორგი შეჩერდა, ბაკო მივიდა და უთხრა.
-რატომ გაჩერდი, გიორგი არ მითხრა რომ აქ მოსულმა გადაიფიქრე და აქ მოსული გინდა უკან გაბრუნდე.
-დედაზე ვნერვიულობ ვიცი რომ გულს ვატკენ, მაგრამ...................
-ყველაფერი მოგვარდება, გაიგებს ისიც რომ ეს დროებითი და ფიქტიური ქორწილია. შუბლზე ოფლი ასხამდა და ოფლის წვეთები საფეთქლებისკენ იკვლევდნენ გზას. ტელეფონის ხმამ შეაკრთო, ნომერს დახედა და ხმა გაუთიშა.
-ვინ არის, მნიშვნელოვანი ზარი არის?
-არა, მირანდა არის.
-წავიდეთ, გველოდებიან. გიორგიმ მის გვერდით მდგარ სამეგობროს გადახედა და მათ თვალებში სითბო, სიყვარული და თანადგომა დაინახა.
-ყველა აქ ხართ მარის გარდა.
-დღეს მნიშვნელოვანი ჩაწერა აქვს, სხვაგვარად ისიც ჩვენთან ერთად იქნებოდა.
-აქ ვარ, მეც თქვენთან ერთად ვარ. გაუღიმა მარის და ბაკოს თავი დაუქნია, ეს კი ნიშანი იყო გზის გაგრძელების. სიგარეტი გადააგდო, მაგრამ კართან მისვლამდე ისევ მოუკიდა ახალ ღერს და როცა ნაპასი დაარტყა ხალხში ჩურჩული გაისმა.
-სიძე მოვიდა, გზა გაანთავისუფლეთ. მარიამი ღიმილით გამოვიდა კართან, რამდენიმე წუთი ისევ ლოდინი მოუხდა და პატარძალიც გამოჩნდა. წუთიერად გაჩერდა სამყარო და მკერდში ტკივილი იგრძნო, ორივე ერთმანეთს უყურებს თვალებში და ორივეში მიმალულმა გრძნობამ გაიღვიძა. სიხარულით და ბედნიერებით აინთო ლილიას თვალები, ისე როგორც გიორგის თვალები, მაგრამ გაოცება იმდენად დიდია რომ ვერცერთი ვეღარ აზროვნებდა. ბაკოს მკლავზე ჩაეჭიდა და ძლიერად მოუჭირა, ბაკო ვერ მიხვდა რა მოხდა და ჩოჩიას უჩურჩულა.
-მგონი ცუდად არის, მკლავი მომგლიჯა.
-მე დავდგები მის გვერდით.
-რა მოხდა, თვალები სხვაგვარად უელავს, მგონი მასში რაღაც შეიცვალა ბესო. ბაკო დაფიქრდა და გაეღიმა.
-ლილია, მან ხომ თქვა გოგონას ლილია ჰქვიაო, ნუთუ...................
-ჩოჩია, ბაკო თქვენ ვერც წარმოიდგენთ რა ხდება ჩემს თავს დღეს.
-რა ხდება, გიორგი პატარძალს იცნობ?
-წვიმაში ნაპოვნი ქალი ან რომ ვთქვათ, წვიმაში ნაპოვნი ანგელოზი დგას ჩემს წინ.
-ასეც ვიცოდი, მივხვდი ინტუიციით როცა პატარძლის სახელი მითხრეს და იმედია აიტან დღევანდელ დღეს და სიმშვიდეც გეღირსება.
-ჩოჩია ნუ იგესლები და მასაც უთხარი გაჩუმდეს.
-დასარულს უახლოვდება მარტოობის ღამეები და საათობით ვარსკვლავების ყურება. ძაფზე ჩამოკიდებული გული კიდევ დიდხანს იბობოქრებს, ის ხომ ეგოისტურად ებრძვის ტკივილს და ბრძოლობს სიცოცხლისთვის.  შორენამ ხელი კრა უკნიდან გიორგის და წინ წასწია, თან უჩურჩულა.
-რა გაშტერებს წინ წაიწიე, პატარძალს მიახლოვდი შორიდან რომ ათვალიერებ. გიორგმ წინ წაიწია და პატარძალს მიუახლოვდა, ლილიას აცახცახებული ხელი თავის ხელში მოიქცია, მილოცვების შემდეგ კი დრო იხელთა და  ყურში უჩურჩულა.
-ოდესმე ავარდნილხარ ვარსკვლავებთან და მთვარეზე გითამაშია სამყაროს ციცინათელებთან ერთად დამალობანა? სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარ ახლა, რადგან წლებია შენს ძებნაში ვარ. წუთები, წამები, დღეები და წლები ყველგან შენ დაგეძებ, არ მინდოდა ჩემს გულს შენი ნახვის გარეშე შეეწყვიტა არსებობა. სახეზე ორივეს ღიმილი გვაქვს გამოსახული, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ეს სხვების დასანახად არის, თუმცა შენც და მეც ყველაზე კარგად ვიცით როგორ ვართ და რას ვგრძნობთ ლილია.
-მე შენი სახელიც არ ვიცი. დარცხვენილმა უთხრა ლილიამ და გიორგის თვალებში ჩახედა.
-იმ ღამით ტყუილი მისამართზე რომ არ მიმეყვვანე და მცოდნოდა სად ცხოვრობდი აქამდე გეცოდინებოდა ჩემი სახელიც და გვარიც, მაგრამ არა უშავს, მთავარია გიპოვე და ვეღარსად დამემალები. გიორგი მქვია, სხვა მნიშვნელოვანი საუბარი შემდეგისთვის გადავდოთ და ნუ მიყურებ ასეთი გაოცებული ის ვარ იმ ღამის კაცი თუ წვიმის კაცი რაც გინდა დაარქვი, მაგრამ ახლა თავი აიყვანე ხელში.
-მე ხომ მხოლოდ ერთხელ გნახე, შენზე არაფერი არ ვიცი.
-ერთხელ და სწორედ იმ ერთი ნახვით ჩვენ ერთმანეთს შევერწყმეთ და ერთმანეთს ვნება ვაჩუქეთ, შეუძლებელი აღმოჩნდა იმ ღამის და იმ წუთების დავიწყება. არავის ემეტება ღვთისაგან ნაბოძები წყალობა სხვისთვის, დაუწერელს დავწერ, დაუკანონებელს დავაკანონებ, სამყაროს ამბოხს გამოვუცხადებ და შენს თავს მაინც არავის დავუთმობ. ამდენი ხანი ველოდი შენს გამოჩენას ჩემი ცხოვრების ჰორიზონტზე. სათუთად ვეფერებოდი შენს ხატებას ყოველ ღამით და როცა ყოველივე ეს რეალობად მექცა, შენს თავს ვფიცავარ, ჩვენს შორის არ იარსებებს არანაირი გაურკვევლობა. ლილიას უნდოდა ეთქვა იგივეს თქმა შემიძლია მეცო, მაგრამ გაჩუმდა და გიორგის თვალს არ აცილებდა.
-მომენდე და ჩემი გჯეროდეს არასოდეს შეეჭვდე ჩემში. წარმოუდგენელია, ჩვენ უერთმანეთოდ არასოდეს მოგვიწევს ცხოვრების გზებზე ხეტიალი. ის ვინც მთელ სამყაროდ მიმაჩნია ჩემს გვერდით მყავს და ასე იქნება მანამ სანამ მოგონების ყვითელი ფერები შენს ცხოვრებას უკითხავად არ ესტუმრება.

დამიგვიანდა თქვენამდე მოსვლა, მაგრამ საპატიო მიზეზით ჩემო ტკბილებო. შემდეგი თავი სამშაბათს დაიდება.



№1 სტუმარი Marimari

Imedia ertad iqnebian da liliana ar dashordeba ro gaigebs visi shvilicaa giorgi da ertadac sheebrdzolebian saerto mters:-) warmatebebi

 


№2 სტუმარი სტუმარი gvantsa

ძალიან მომწონს ეს ისტორია გიორგი და ლილია , ინტერესით ველოდები მარინას აღსარებას ,მიზეზს მისი სიბოროტის ,ძალიან მაინტერესებს რამ აქცია ეს ქალი მკვლელად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent