შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გენეზისი - თავი 1 [გაუმჯობესებული]


21-03-2021, 14:32
ავტორი dimitrikvirik
ნანახია 575

თავი 1 - საწყისი წერტილი.
დღეს,დიდი ხნის შემდეგ, პირველად ავიღე კალამი ხელში, რათა ცარიელ ფურცელს გავუზიარო გულის ნადები. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ასე. ალბათ, თავის დამშვიდება განვიძრახე.
დილით წვიმიანი ამინდი იყო. ბავშვები უდარდელად დახტოდნენ,ტალახში ამოსვრას აინუნშიც არ აგდებდნენ,რასაც გაკაპასებული დედების შეძახილები მოსდევდა. ზრდასრულები ქოლგით ცდილობდნენ წვიმისგან თავის დაღწევას,იძახებდნენ ტაქსის, სამსახურში მიიჩქაროდნენ .კარგია, რომ არ ვმუშაობ, გალუმპვას გადავურჩი, თუმცა მთლად უსაქმოდ არ მინდა ვიყო. შეიძლება, მაგიტომაც დავიწყე წერა, რომ თითები რაღაცით დავაკავო და მოწყენილი არ ვიყო. ახლა ღამის ორი საათია. ირგვლივ წყვდიადია გამეფებული,ღამის სიბნელეზე მეტი,ადამიანების არარაობით გამოკვებილი უკუნეთი,ჩემი სულის მსგავსი. ბუნება,წვიმის მთელი დიდებულებით თითქოს ცდილობს სამყაროს საუკუნეების ცოდვები ჩამორეცხოს და მასიურ წყლის ნაკადს შეუერთოს,რაღაც დიადს,ამოუხსნელს,რასაც ჩვენი,კაცთა მოდგმის, ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. ნეტავ ჩემს დანაშაულს თუ მოერევა? შავი ღრუბლის უზარმაზარი შვილები ასფალტის სიმტკიცეს ეწირებიან. ქარი ცდილობს გათოშილი,ეულად მდგარი ხე წელში გატეხოს. საბრალო,თავი მიწამდე აქვს დახრილი და დიდხანს ვეღარ შეებრძოლება.ფანჯარა გამოვაღე და ოთახში წვიმის პირველყოფილი,ველური და ამავდროულა ნაზი სუნი შემოვუშვი. როგორც ჩანს, ამინდი ჩემს გრძნობებს იზიარებს.
მე... მე აღარ შემიძლია, ნამდვილად აღარ შემიძლია...ჩვეულებრივად ვიცხოვრო და არ ვიფიქრო იმაზე,რაც სინამდვილეში მოხდა. მე ჩემს შეყვარებულს ვუღალატე, იმედი გავუცრუე,მეგობრებს, ადამიანებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ რამის გაკეთება შემეძლო და ამის შემდეგ როგორ მაძლევენ სიცოცხლის საშუალებას?! ეს ისტორია არავინ იცის. ეს არის ჩემი სასჯელი, ვიცოდე ეს ყველაფერი და ვერ შევძლო მისი გამოსწორება. ეს დილეგია,რომლიდანაც თავის დაღწევის გზა სიკვდილთან მიდის. მე საკუთარი გონების,სინდისის ტყვეობაში ვარ. სუნთქვა მიჭირს,თითქოს ფილტვებში რაღაც ბლანტი მასა ჩამასხეს. ვგრძნობ გულში ვიღაც გამეტებით როგორ მიყრის დანას, შეუსვენებლად,მუდმივად. ჯანდაბა,როგორ არ იღლება. მინდა შიშველი ხელებით ამოვიგლიჯო,მხოლოდ ასე შეიძლება მისგან განთავისუფლება. ნებისმიერ დამტყვევებელს შეიძლება გაექცე,გარდა საკუთარი თავისა.
რამდენჯერ ვცადე ყველაფრის დასრულება, ერთი წამი, უკანასკნელი ტკივილი, უკანასკნელად ამოტყორცნილი ჰაერი ფილტვებიდან. მაგრამ რაღაც ყოველთვის უკან მექაჩებოდა. არ ვიცი ეს რა იყო. ინსტიქტები?ცხოვრების სიყვარული? ეგოიზმი?ან იქნებ იმედი ყველაფრის გამოსწორებისა. რატომ? ასე რატომ დამსაჯეს? ადამიანებს თვალებში ვიყურებ და ჩემი საქციელის მრცხვენია, რომელიც არც კი იციან, რომ ოდესღაც მოხდა. „ბოდიშიც“ ვერაფერს შეცვლის,თუმც გულწრფელად ვწუხვარ.
გვერდით დატენილი რევოლვერი მიდევს, ჟამთა სრბოლით გაცვეთილი,ცივი. ხელში ვიღებ და თითებზე მტვრის ნაწილაკებს ვგრძნობ. როგორ მინდა გავისროლო, რადგან ცხოვრების ღირსი არ ვარ. ჩემი თითოეული ამოსუნთქვა დანაშაულია მთელი კაცობრიობის წინაშე. მაგრამ რა იქნება თუ ამას გავაკეთებ? შეცვლის ეს რამეს? მეზობელი გასროლის ხმას გაიგებს, პოლიციას გამოიძახებს. პირველი რასაც კარის შემომტვრევის შემდეგ შეამჩნევენ წითელი ლაქა იქნება კედელზე,შემდეგ ჯერ კიდევ თბილი სხეული სულ პატარა ნახვრეტით თავში და უზარმაზარი ხვრელით გულში. თუმცა არა,ვტყუი, ამ უკანასკნელს ვერ დაინახავენ. ვფიქრობ კარის ღია დატოვება სჯობს, საქმე რომ გაუმარტივდეთ. წარმოვიდგენ სხეულის პოვნისას როგორ შეძრწუნდებიან..იმედი მაქვს სიკვდილი უკანასკნელი რამ იქნება,რითიც ადამიანებს ზიანს მივაყენებ.იარაღს შუბლზე ვიდებ. უცნაურია, რა ძალამ გააცხელა ასე?არ მინდა, რომ ასე დავნებდე, მაგრამ ვერაფერს ვერ გაკეთებ! ჯანდაბა! ვიგუდები, დანაშაულის გრძნობა მახრჩობს. აზრი არ აქვს, რაღაც უნდა შევცვალო, უნდა გამოვისყიდო. იარაღს ვუშვებ,საფეთქელზე მისგან დატოვებულ კვალს ვგრძნობ,თითქოს შანთით დამდაღეს. ძველ ბუდეში ვაბრუნებ.
ფურცელს აკანკალებული ხელით, უშნო ასოებით ვავსებ,რადგან იმედი მაქვს,ვიღაც დამიჯერებს,თუნდაც ერთი ადამიანი გაიგებს იმას, რაც გადამხდა და რაც ასე მაწვალებს,არ მაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას. ვფიქრობდი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი და ტყუილუბრალოდ არ ვხარჯავდი დროს, ოღონდ არ მეგონა, რომ ასე დასრულდებოდა,უფრო ზუსტად,ასეთი ცუდი დასასრული ექნებოდა და აი, აქ აღმოვჩნდი,ამ დაწყევლილ ადგილას.
არ ვიცი რა ვქნა...დავივიწყო წარსული? არ შემიძლია.ასეც რომ მოვიქცე,შინაგანი ხმა უფრო მეტად გამაწვალებს და საბოლოოდ ფსიქიატრიულის კარს მიღმა აღმოვჩნდები. მომიწევს ყველაფერი გავიხსენო,ყოველი დეტალი,ყოველი წამი ჩემი წარსულიდან. ეს კი ჩემთვის რთული იქნება, მაგრამ შესაძლოა მივხვდე თუ სად დავუშვი შეცდომა.
და,აი,ახლა,ჩემი გონების ყველაზე შორეულ,ბნელ კუნჭულებში გამოგზაურებთ. ადგილებში, რომლებსაც დიდი ხანია ხავსი მოეკიდა,მაგრამ მათკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ მახსოვს.ჩემი ისტორია ძალიან დიდი იქნება, რამდენიმე წიგნი დასჭირდება. რა შეიძლება ამ წიგნს დავარქვა? “პირველწყარო”?“საწყისი”? „გენეზისი“? ჰმ… ბოლო კარგად ჟღერს. კარგით, მკითხველებო, ჩემს დრამატულ საუბარს აღარ განვაგრძობ და მოგიყვებით, თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ჩვენი მოგზაურობის პირველი წერტილი გაბრიელის წერილი იქნება, რომელსაც დაწვრილებით გადმოგცემთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent