შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თანახმა ხარ?(19)


21-03-2021, 16:38
ავტორი sati
ნანახია 2 531

-ა..კი-ეს ის მომენტი იყო, როდესაც ტვინი ერთს ფიქრობდა და გული მეორეს. თუმცა როდესაც დიმიტრის მიყვებოდა ისე საერთოდ არ უყვარდა, როგორც ახლა დაჩი. რა თქმა უნდა ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ ზუსტად ამიტომ ხვდებოდა, რომ სწორ არჩევანს აკეთებდა. ადრე 4 წლის განმავლობაში ბოლომდე დარწმუნებული იყო გადაწყვეტილებაში და ბოლოს ყველამ დავინახეთ როგორც დასრულდა მისი წინა ურთიერთობა. იმავე შეცდომის დაშვება არ უნდოდა, მაგრამ სადაც 4 წლის განმავლობაში ვერ გაიცნობ ადამიანს, უკვე დროის ფაქტორი მნიშვნელობას კარგავს. დროზე მეტად ადამიანობა ფასობს ურთიერთობაში. ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა ადას რატომაც დათანხმდა ასე მალე. მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ ერთმანეთს ავსებდნენ. ერთის პრობლემა მეორეს პრობლემაც იყო. ყველაფერი საზიარო ჰქონდათ. არ არსებობდა ისეთი რამ, რასაც ადა დაჩისთვის არ გააკეთებდა. მზად იყო დიმიტრის სახესთვის ეყურებინა ყოველდღე, თუ ეს დაჩის ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა პრობლემების ჩამონათვალს. ადა თავს დიდი ხნის განმავლობაში ეგოისტად მიიჩნევდა, მაგრამ მასთან შეხვედრის შემდეგ მიხვდა, რომ უბრალოდ მასზე არავინ ფიქრობდა და თვითონ უწევდა.
-კი-დაჩის სახე გაუნათდა, ბეჭედი ხელის კანკალით ამოიღო ყუთიდან, ადას ხელი მოკიდა და თითზე გაუკეთა.
-ბეჭდის ზომა დიმიტრის გამოართვი?-ადას გაეცინა, მაგრამ დაჩიმ არ მიაქცია ყურადღება, სახეზე მოკიდა ხელი, მისკენ მიიზდა და აკოცა.
-უკვე მზად ვიყავი იატაკზე მეხოხა და ტირილით მეთხოვა რო გამომყოლოდი-დაჩის გაეღიმა, მაგრამ რაღაც სიმართლის ნატამალი მაინც ჩანდა ნათქვამში.
-არადა პირიქით, ცოტაც და მე მოგთხოვდი იატაკზე ხოხვით რომ ცოლად მოგეყვანე.
-რას ელოდებოდი მერე? ოცდამეერთე საუკუნეა, ქალბატონო აბელაშვილო.
-ვინ გითხრა რომ გვარს ვიცვლი?-ადამ კისერზე შემოხვია ხელები და გამომწვევად გახედა.
-აქამდე ცოლადაც არ მომყვებოდი, მაგრამ ვხედავთ როგორც დასრულდა ყველაფერი.
-ჰმ, ჯერ ქორწილი არ ყოფილა, ცოტა ფრთხილად ილაპარაკე. დრო მაქვს რომ გადავიფიქრო.
-ხო და დრო რო არ მოგცე გადასაფიქრებლად ორ დღეში გვექნება ქორწილი.
-ვერ გავიგე? -ადას გაუკვირდა, ეგონა დაჩი ეხუმრებოდა, მაგრამ არაფერი ეტყობოდა ღადაობის.
-არ მინდა დიდი ხანი ცდა. შენ გინდა?
-დაჩი, ორ დღეში? რა უნდა მოვასწროთ? პრინციპში, დიდი ქორწილი არც მინდოდა. მარტო ოჯახის წევრები და მეგობრები მირჩევნოდა. მაგრამ.. ხო არ ვიცი.
-კარგი, ვხუმრობ. ორი კვირა.
-ორი წელი.
-რა?!-დაჩიმ ხელი გაუშვა და ოდნავ უკან დაიხია შეშინებული ლეკვივით.
-ვხუმრობ-ადამ კისკისი დაიწყო-რა არ შეილება?
-უკვე მატყუებ. ჯერ ცოლ-ქმარიც არ ვართ და უკვე მატყუებ. მგონი მე გადავიფიქრებ.
-არაა-ადა ჩასახუტებლად მივიდა, მაგრამ დაჩიმ ხელები დაუკავა და უკან დახევას აიძულებდა.
-არა, არ მინდა შენნაირი ცოლი-თან ორივეს ეცინებოდა-გაიწიე. საშინელი ადამიანი ხარ. დამცინე ხო.
-არა, მართლა-ადა სიცილს ვერ იკავებდა, დაჩიც ცდილობდა სერიოზული და ნაწყენი სახე ჰქონოდა-მართლა ძალიან ძალიან მინდა შენი ცოლი რო ვიყო. აი სიგიჟემდე.
-არა, არც გიყვარვარ.
-როგორ არა. სიგიჟემდე მიყვარხარ.
-იმიტომ ამბობ მაგას, რო ცოლად მოგიყვანო.
-რა? -ადა უკვე ისტერიულად იცინოდა-კარგი, ვსო გეყოფა-ხელები გააშვებინა, სწრაფად მივიდა და აკოცა. დაჩიმაც წელზე შემოხვია ხელები და ახლოს მიიზიდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
-არ აიღო-დაჩიმ ტელეფონი მაგიდაზე დადო და კოცნა განაგრძო.
-არა, მოიცადე, ნინი იქნ-დაჩიმ არ დააცადა და ისევ გაჩუმება სცადა კოცნით-დაჩი. მოიცადე-ხელით დაიწყო ტელეფონის ძებნა მაგიდაზე, რადგან ვერაფერს ხედავდა, დაჩის სახე ეფარებოდა. როგორც იქნა იპოვა და აიღო.
-აბა ცადე და ესე ილაპარაკე მაშინ-დაჩი თავს არ ანებებდა და თან კოცნიდა.
-ნ-ნინ.. ხო..გეყოფა დაჩი.
-უკაცრავად?-ნინიც უკვე საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო, სიცილ-კისკისით პასუხობდა-კიდე დიდხანს გელოდო? არ მოდიხარ?
-სახლში? კ...-დაჩი არ ეშვებოდა, მაშინ ადამ ზურგი შეაქცია.
-არ არის პრობლემა-და დაჩიმ კისერში აკოცა, ადას მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
-მალე ვიქნებით-ადამ ტელეფონი გათიშა, მაგიდაზე დადო და ისევ მისკენ შებრუნდა-შეუძლებელი ადამიანი ხარ.
-კიდე გინდა რომ წავიდეთ?-გამომწვევად შეხედა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
-კ..-ადა წამით დაფიქრდა, მაგრამ მაშინვე გამოფხიზლდა-გეყოფა. უნდა წავიდეთ, ვიცი რო დიდიხანია უნდა ამის მოწყობა.
-ვუთხრათ შენ მეგობრებს?
-რატომაც არა. ალექსანდრე და ნინი, რომ არა მგონი მე და შენ დღეს აქ არ ვიქნებოდით.
-კარგი წავედით.
***
ადა მთელი გზა დაჩის უყურებდა, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო. ყოველ მომენტში ადარებდა ემოციებს, რომლებსაც დიმიტრისთან ნიშნობის შემდეგ განიცდიდა და ოდნავ ახლოსაც არ იყო, იმ სიხარულთან რასაც ახლა განიცდიდა. არც ბეჭედი, საქორწილო კაბა და უაზრო წვრილმანები, როგორიც მოსაწვევები იყო , ისე არ ადარდებდა, როგორც თვითონ ის დღე. ორი კვირა მართლაც დიდ დროდ ეჩვენებოდა, მაგრამ სიჩქარეც არ უნდოდა.
-ადა, ცოტა უცნაურად მაშტერდები-დაჩი თან გზას უყურებდა და მომენტებში ადასკენ იხედებოდა-ქრიფი.
-მოგიწევს ატანა. ისე ნახე გვარი რომ შეიცვალო უკეთ ჟღერს. დაჩი აბაშიძე.
-ადა აბელაშვილი უფრო მომწონს.
-რა ჯიუტი ხარ.
-მე?-დაჩიმ გადაიხარხარა.
-აბა მე?
-არა, არ ხარ. ჩუმად ვარ. კარგად არ დამთავრდება.
-კი, ეხლა შენი ცოლი რო ვიყო, დაიძინებდი იატაკზე.
-გეგონება აქამდე არ დამიძინია. მივეჩვიე.
-ეხლა რა არი, ანუ რამეზე რო გავბრაზდები რითი დაგსაჯო?
-ზედ არ შემომხედო და არ მელაპარაკო.
-ეგ დასჯაა?
-ჩემთვის კი-დაჩიმ მართლა სერიოზული ხმით უთხრა-დღე, როდესაც შენ თვალებს ვერ შევხედავ, ან შენ ხმას ვერ გავიგებ, ყველაზე საშინელი დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში.
-მეღადავები?-ადა არ იყო მიჩვეული სითბოს და გულწრფელ საუბრებს და უკვირდა დაჩის ასეთი გულღიაობა. რაღაც მომენტში ეგონა კიდეც, რომ დაცინოდა.
-არა. არც ერთი წამით.
-გიფიქრა რამდენად განსხვავებულები ვართ?
-ადა, ჩემნაირი მეორე რო მნდომებოდა, ცოლს რატო მოვიყვანდი?-დაჩიმ ორი წამით გადაიხარა ადასკენ უცებ აკოცა და ისევ მიუბრუნდა საჭეს. ნინის სახლთან ალბათ 15 მანქანა მაინც იდგებოდა. ადა ამდენი ადამიანიდან ახლოს მარტო 5 ს თუ იცნობდა. მაგრამ როდესაც საქმე ნინის და ალექსანდრეს ეხებოდა, ფართიზე 100 კაცზე ნაკლებს არ უნდა დალოდებულიყავით. სწორედ ამიტომ იყო, რომ ალექსანდრეს ივენთ კომპანია ჰქონდა, კარგად ერკვეოდა მსგავს საკითხებში. ადას ეცინებოდა, რადგან იდეაში სურპრიზი უნდა მოეწყოთ მისთვის, მაგრამ დაავიწყდათ მანქანების ცოტა ქვემოთ დაყენება ადას რამე რომ არ ეეჭვა. მანქანიდან ერთად გადმოვიდნენ და სახლში შევიდნენ, შუქები ჩამქვრალი იყო და უცებ გამოხტა ყველამ და ტრადიციულად გილოცავ იყვირეს.
-ვააუ-ადა საშინელი მსახიობი იყო, იქ რომ ყოფილიყავით მიხვდებოდით, რომ ადას საერთოდ არ გაკვირვებია. მაგრამ ისეთი გალეწილი ნასვამები იყვნენ ვერაფერს ვერ მიხვდნენ. პირველი ნინი მივარდა ადას და კისერზე ჩამოეკიდა.
-გილოცაავ ადიიი-ლოყაზე აკოცა და კიდევ უფრო მაგრა ჩაეხუტა.
-გილოცავ პატარა-ალექსანდრემ გადაკოცნა და მაშინვე შეამჩნია ბეჭედი-ხალხო, მარტო დაბადების დღე არ გვაქ აქ აღსანიშნავი.
-შენ ხო არაფერი გამოგეპარება-დაჩის გაეცინა.
-არაფერი, აბელ, დაიმახსოვრე!-თითი გაიშვირა დაჩისკენ და მერე ბეჭედისკენ-ადა გაგვითხოვდა ბავშვებოო!-ოთახში მთელი ამბავი ატყდა, დაიწყო შამპანურების გახსნა, წივილ-კივილი და ორმაგი მილოცვები. ადა თავს მართლა ბედნიერად გრძნობდა. შეიძლება ამ საზოგადოებას ვერ იტანდა, მაგრამ მეგობრები მართლაც საოცარი ჰყავდა. ნუ რა თქმა უნდა ნასვამებზე ადას გიტარა რო ეყიდა ეგეც მაგრა გაუხარდებოდათ და მაინც გახსნიდნენ შამპანურს, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა ბედნიერად გრძნობდა თავს და არ აპირებდა ხასიათის გაფუჭებას. ამავდროულად იმაზეც ფიქრობდა, რომ დაჩი მათთვის უცხო იყო და ისე მიიღეს როგორც თავისიანი.
-მოუტანეთ ახალ-დაქოწინებულებს რამე დასალევი დროზე!!-ალექსანდრე სამზარეულოში გავიდა და ცოტახანში ორი ჭიქით დაბრუნდა და ადას და დაჩის შეაჩეჩა, არ მოეშვა სანამ არ დაალევინა ძალით. ზუსტად 15 წუთში ორივე დათვრა.
-ადააა!!-ადამ მისკენ მიმავალი ლაშა,ნიკა და სანდრო დაინახა-ჩვენი იუბილარიი!
-ეე, შენებიც აქ არიაან?-ადამ დაჩის გახედა.
-ხო ვუთხარი მოსულიყვნენ. რამე პრო...
-ღადაობ? მაგრა მომენატრნენ. ეიიი-ადამ ყველა სათითაოდ გადაკოცნა, მათაც დაალევინა და მთელი ღამე ცეკვაში გაატარეს. დილით ადამ ნინის ოთახში გაიღვიძა. თავი უსკდებოდა, როგორც ხდება ხოლმე პახმელიის შემდეგ. მაგრამ ასეთი დაბადების დღე მართლა პირველად ჰქონდა. ქვემოთ მაინც ისეთივე აურზაური ისმოდა, თუმცა რაღაც საჭმლის სუნი ამოდიოდა. ადამ ნინის კარადიდან ზედა აიღო, ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა. სამზარეულოში დაჩი, ალექსანდრე, ლაშა, ნიკა და სანდრო ტრიალებდნენ. ადამ ამ დროს ნაცნობი სახე შეამჩნია და სიხარულისგან გადაირია.
-კესო?!-მისი ბავშვობის მეგობარი, რომელიც უცხოეთში სწავლობდა-გუშინაც აქ იყავი?
-კიი, მარა უკვე გათიშულიი. ბიჭებმა დამათვრეს. გილოცაავ!-კესო წამოხტა და მაშინვე ჩაეხუტა.
-აუ როგორ მომენატრეეე.. რომლის ნახელავია ეს?!-ადამ ნინის და ალექსანდრეს გახედა. რა თქმა უნდა ნინიმ დაპატიჟა-აუუუ არ მჯერა, რო ისევ ერთად ვართ სამივეე.
-ადა, აი ამას ქვია საქმრო. დილით აყარა ბიჭები და საუზმეს გვიკეთებენ.
-ნახშირიანს-ალექსანდრე სამზარეულოდან გამოვიდა და წინსაფარი მოიხსნა.
-ვაიმეე-ადამ სიცილი დაიწყო ალექსანდრეს დანახვაზე წინსაფრით-ყველას გიკეთიათ?-სამზარეულოში გავიდა და ლამის ძირს დაიწყო ხოხვა ხარხარისგან.დაჩისაც წინსაფარი ეკეთა.
-აი რო დაგტოვებ მშიერს-დაჩიმ ჩანგალი ადასკენ გაიშვირა-მერე დამცინე-და ამაყად შეიკრა უკან წინსაფარი, რაზეც გოგოებმა მთელი ამბავი ატეხეს.
-არა, მართალია ხალხო, მე ვერ ვაკეთებ საჭმელს და დაჩის მაინც გამოდიოდეს-ადა მივიდა და უნდოდა წელზე შემოეხვია ხელები, მაგრამ დაჩიმ გაწია.-
-გადი. იქით დაჯექი მშიერი და იცინე.
-ეხლა, ცოტა აზრზე რო მოვედი-ალექსანდრემ ყავა მოსვა-თქვენ რა მართლა დაინიშნეთ თუ ეს გუშინ გვეღადავეთ რამე?
-კაი მოდი ვუთხრათ-დაჩიმ გაზი გამორთო, წინსაფარი მოიხსნა და ადასკენ მიტრიალდა. ადა შეშინებული უყურებდა, ცოტა რამ ახსოვდა წინა ღამისგან და ეგონა მართლა ეღადავა დაჩი.
-რაი?-ნინიმ თავი აწია მაგიდიდან-გვეღადავეთ?
-ხალხო, ბეჭედს დახედეთ. ყველაფერი რო გაყიდოს ტიპმა, მაშინაც ძლივს იყიდიდა-ალექსანდრეს გაეცინა-ვიხუმრე.
-სულელო-დაჩის შეეცოდა ადა და აღარ განაგრძო ღადაობა, შუბლზე აკოცა და ჩაეხუტა.
-რა საზიზღარი ქმარი მყავს. გავცვლი გემრიელ საუზმეში.
-და კომპლექტში რომ მომყვება? ჰე ეხა დამეხმარე თეფშები მაინც დაალაგე მაგიდაზე.
-უკვე კუხნაშიც მაგდებს.
მაგიდის გაშლა დაიწყეს და წინა დღის საჭმელებიც დაამატეს. ერთად მიუსხდნენ და ჭამა დაიწყეს. ცოტახანში ყველამ დაჩისკენ გაიხედა.
-მე ვთქვა თუ თქვენ იტყვით. ეს კაცი ხალხო, შეფი უნდა იყოს რესტორნებში, რა გინდა ბიჭო ფირმაში-ალექსანდრე ისევე , როგორც დანარჩენები ჭკუაზე არ იყო ისე მოეწონა დაჩის გაკეთებული ომლეტი და სალათი-ადა თუ კიდე გინდა გაცვლა, მე გავყვები.
-ეიი-ნინიმ გაბრაზებულმა გახედა-და იქნებ მე მინდა რო გავყვე?
-ე, წესიერად-ალექსანდრე მართლა გაღიზიანდა, თვითონ ცოტა მოფლირტავე ადამიანი იყო, მაგრამ როდესაც ნინი იქცეოდა მსგავსად ჭკუიდან იშლებოდა. რა თქმა უნდა ეჭვიანი იყო.
-მე არ მეკითხებით რომელი მომყავხართ ერთი?
-დაჩი, იმდენი ფული მაქ, მაგრა გაცხოვრებ, შენ პროსტა საჭმელი მიკეთე-ალექსანდრე არ მოეშვა, თან იცინოდა და თან ჭამდა. ცოტახანში დაიხრჩობოდა. ამასობაში ადას ტელეფონი აზუზუნდა. მშობლები ურეკავდნენ. შეუმჩნევლად გავიდა სამზარეულოდან და აიღო.
-გისმენ?-ეკატერინე ურეკავდა.
-ადა, შეგილია სახლში მოხვიდე.. მე და მამაშენს სალაპარაკო გვაქვს შენთან.
-კარგი, გამოვდივარ-ადამ გათიშა და გადაწყვიტა უკანა კარიდან გასულიყო, ისე რომ ვერავის დაენახა. ნინის და ადას სახლები ახლოს იყო ერთმანეთთან და იფიქრა შეუმჩნევლად წავალ და მალე დავბრუნდბეიო,მაგრამ უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა.
-სად მიდიხარ?-დაჩი იყო.
-დედაჩემმა დამირეკა. მე და მამაშენს სალაპარაკო გვაქვსო.
-მეც წამოვალ.
-დაჩი...
-რა? ვინ იყო მე და დიმიტრის შესარიგებელი ვახშამი რო მოაწყო ვაჟასთან? შენ ხო იყავი იქ?
-იქნებ რამე პირადული უნდა მითხრან? ჯერ ხო არ ვიცით რას მეუბნებიან.
-და ბეჭედს რომ დაინახავენ?
-ჯერ უნდა გავიგო.. რა უნდათ-ადამ ბეჭედი მოიხსნა-და მერე ყველაფერს ვეტყვი.
-კარგი.
-არ გეწყინოს-ადა მასთან მივიდა და აკოცა-დაგირეკავ რო დაველაპარაკები.
დაჩის პასუხი აღარ გაუცია, რაღაც მომენტში ეწყინა. იცოდა ოჯახი ადასთვის რასაც ნიშნავდა და, როდესაც იხსენებდა რა ახლოს იყო დიმიტრი მათთან, გული წყდებოდა, მათი დამოკიდებულება რო არ იცვლებოდა მის მიმართ. ადაც არ აძლევდა საშუალებას, რომ დალაპარაკებოდა. მაგრამ ესე ადვილად დანებებას არ აპირებდა, საკუთარ მამას 10 წელი სდია ყველგან, ოღონდ შერიგებოდა. საკმაოდ მომთმენი ადამიანი იყო. ეცადა გულთან ახლოს არ მიეტანა, მაგრამ რთულია , როდესაც ფულის და სახელის გამო გიწუნებენ. უსამართლო იქნებოდა ეფიქრა, რომ დიმიტრის გამო არ იქცეოდნენ ასე. მართალია ცუდად გამოდიოდა, ძმის ყოფილ საცოლესთან ოჯახის შექმნა. მით უმეტეს , როდესაც საზოგადოებამ არ იცოდა მათი დაშორების მიზეზი, ყველაფერი ცუდად გამოჩნდებოდა. შესაძლოა თვითონ არ ადარდებდა ეს, მაგრამ თუ ადასთან მომავალი სურდა, მოუწევდა მსგავს საკითებზეც ფიქრი. მარტო ადა არ იყო ვალდებული დათმობებზე წასულიყო და მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ თვითონაც მოუწევდა საკუთარი პრინციპების გადახედვა. ადა სახლში შესვლისას კანკალებდა, მაგრამ ცდილობდა მტკიცედ დაეცვა საკუთარი პოზიციები. ეკატერინე და დავითი მისაღებში იჯდნენ და ყავას მიირთმევდნენ.
-ადა, რა გაცვია-ეკატერინემ გაკვირვებულმა გახედა. ადას ნინის რომელიღაც სტაფილოსფერი ჩვეულებრივი ზედა ეცვა ჯინსებთან ერთად. გუშინდელის მერე თმაც ოდნავ აჩეჩილი ჰქონდა და თვალები ჩაშავებული. პახმელია სახეზე ეწერა-რას გავხარ?
-დაბადების დღე მქონდა. რა ხდება მეტყვით, თუ გავბრუნდე უკან?
-რანაირად გველაპარაკები!-ეკატერინე სავარძლიდან წამოდგა გაბრაზებული.
-ეკატერინე დაჯექი. ადა შენც-დავითმა ღრმად ამოისუნთქა და სალაპარაკოდ მოემზადა. ადა და ეკატერინე დასხდნენ და დავითს მიაჩერდნენ.
-ვინმე მეტყვის რა ხდება?
-ადა, ჩვენი ფირმა გაკოტრების ზღვარზეა. ცოტა დარჩა და მალე აღარაფერი დაგვრჩება-საუბარი ეკატერინემ დაიწყო, რადგან დავითს უჭირდა შვილისთვის თვალებში ჩახედვა-ლეონს და შენ თუ ისევ მოგწონთ ერთმანეთი, კარგი იდეა იქნებოდა დაქორწინება.
-ვერ... გავიგე?-ადას გაეცინა-კარგად იცით რო მე და დაჩი ერთად ვართ.
-ამ შემთხვეაში ოჯახზე უნდა ვიფიქროთ ადა-ისევ ეკატერინე საუბრობდა.
-ანუ ფულის გამო უნდა გავთხოვდე? დაჩი ახლა აბელაშვილების ფირმის დიდ ნაწილს ფლობს, მეტი რა გინდათ ვერ გავიგე?
-დროებით-დავითმა თქვა-დიმიტრიმ ყოველთვიური ბიზნეს შეხვედრა ჩაატარა გუშინ. შენ არ იყავი. იქ ყველას დაჩის წინააღმდეგ ამხედრებს, მაგათი ფირმის საბჭოც ესწრებოდა და დაჩი.. არ ყოფილა გუშინ.
-იმიტო რო ჩემ დაბადების დღეზე იყო. ეგ შეხვედრა 3 დღეში უნდა გამართულიყო.
-გადმოიტანეს-დავითი წამოდგა და ნერვულად გახედა ადას-ადა, ახლა მარტო შენი იმედი მაქვს.
-დაჩის სასტუმროც აქვს, საერთოდაც, რა პრობლემები გვაქვს? იქნებ მოვ...
-ადა, შენ ვერ მოაგვარებ.
-მყავს ნაცნობები მამა. ალექსანდრეს საკმაოდ შეძლებული ივენთ კომპანია აქვს, შეგვიძლია რამე საქველმოქმედო საღამო მოვაწყოთ, ან ინვესტორები მოვიწვიოთ, ათასი რამის გაკეთება შეიძლება. ლეონსაც ბევრი ნაცნობები ჰყავს აქ.
-ადა, დრო არ გვაქვს-ეკატერინეც წამოდგა.
-მე ფულის გამო არ გავთხოვდები. გესმით?
-და იმ ერთოთახიან ბინაში ამოლპები მთელი ცხოვრება და ჩვენც თან წაგვიყოლებ?!-ეკატერინემ ვეღარ მოითმინდა და შვილს ბოლო ხმაზე უკივლა.
-იმ ერთოთახიან ბინაში უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ამ სასახლეში ოდესმე ვყოფილვარ. გითხარით მოვაგვარებ, ყველანაირი ქორწინების გარეშე. მაგრამ თუ ამას შევძლებ უნდა დამპირდეთ , რომ დაჩისთან ურთიერთობას აღარ დამიშლით.
-ადა, აქ მარტო ფულზე არ არის. ა..
-კარგი-დავითმა შეაწყვეტინა ეკატერინეს. როგორც ჩანდა განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეტყობოდა, რომ ეს ყველაფერი ეკატერინეს იდეა იყო. მას სურდა ორივე პრობლემების ერთი გასროლით მოგვარება. ადას მიათხოვებდა გერმანელი ბიზნესმენის შვილს და ამავდროულად ფირმასაც დაეხმარებოდა.
-ხვალისთვის მოვაწყობ საღამოს.
-ადა-დავითმა მანქანის გასაღები გაუწოდა ბარათთან ერთად.
-არ მინდა-ადამ არ გამოართვა და ნინისთან დაბრუნდა სახლში. გაუკვირდა, მაგრამ დაჩიც იქ დახვდა, დანარჩენებთან ერთად მიირთმევდა საუზმეს.
-რა მოხდა?-ნინიმ ჰკითხა-რა სახე გაქ?
-ალექს, შეიძლება დავილაპარაკოთ? საქმე მაქ შენთან.
-ოხ, პახმელიაზე რა საქმეები ადა კარგი რაა-ალექსანდრე ოხვრით წამოდგა და ადა მეორე ოთახში გაიყვანა. დაჩი წამოდგა და მათ გაყვა. ადამ საყვედურით გახედა, მაგრამ ოთახი მაინც არ დაუტოვებია. ხელებგადაჯვარედინებული ჯიუტად იდგა და წარბებშეკრული უყურებდა ადას.
-მოკლედ ივენთი მინდა რო მოვაწყოთ ხვალ. ჩემი ფირმისთვის. უჭირს ცოტა ფინანსურად. საქველმოქმედოსავით იქნება, ინვესტორების მოსაზიდად. პრეზენტაციას და რაღაცეებს მე მოვამზადებ. რაც შეეხება ივენთს, რადგან ..
-ხმა არ ამოიღო ეხლა. ყველაფრის გარეშე გავაკეთებთ აი ზე ივენთს გპირდები.
-კი, მაგის იმედი მქონდა-ადას გაეცინა-და .. თუ შეგილია რო არავის უთხრა ჯერ არაფერი? არც ნინის. არ მინდა ვინმემ იცოდეს, რო გვიჭირს.
-რა პრობლემაა ადა. არ გრცხვენია. წავალ ეხა ყავას დავლევ,ცოტა გამოვფხიზლდები და ხვალისთვის ყველაფერი მზად მექნება. არ იდარდო-ალექსანდრე ოთახიდან გავიდა. ოთახში ისეთი დაძაბულობა იგრძნობოდა, დანარჩენებიც კი გრძნობდნენ სამზარეულოდან.
-გაბრაზებული ხარ?
-შეგეძლო ჩემთვისაც გეთხოვა დახმარება. მგონი შემილია, არა?
-მომისმინე ჯერ. შენი ძმა საბჭოსთან აწყობს შეხვედრებს ისე, რო შენ არ გაიგო. გუშინ ჩაატარა ერთი ეგეთი, სამი დღით ადრე. ცდილობს, რო ის 60% წაგართვას. მეგონა როგორც იქნა შერიგდებოდით.
-ადა-დაჩის გაეღიმა, უნდოდა ახლოს მისულიყო და წელზე ხელი შემოეხვია, მაგრამ ჯერ მაინც ნაწყენი იყო-გადასარევად ვიცნობ დიმიტრის და წამით არ დამიჯერებია, რო შემირიგდა. ისიც კარგად ვიცი, რო კიდე უყვარხარ. მაგიტო გთხოვე, რომ მარტო მაგ სახლში აღარ წასულიყავი.
-რა.. რა? ვუყვარვარ?
-რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, ეგეც ვიცოდი. დღეს ჩემ შეხვედრას ჩავატარებ და ყველაფერს გამოვასწორებ. უბრალოდ მინდა ეგონოს, რომ არაფრის აზრზე არ ვარ. ინავარდოს სადამდეც შეძლებს. როგორც კი დავიმტკიცებ კომპანიის ნახევარზე მეტს, მერე დავუბრუნებ ვალს.
-რა ვალს?
-არ იდარდო შენ მაგაზე. რითიც შემილია მეც დაგეხმარები ხვალ.
-და კიდე.. ჩემებმა მთხოვეს ლეონს გავყოლოდი ცოლად, რა თქმა უნდა იმწამსვე უარი ვუთხარი
-და უთხარი, რო უკვე ჩემი ცოლი ხარ?
-არ..ა. მაგრამ დამთანხმდნენ, რომ თუ ყველაფერს მოვაგვარებდი ხვალ, აღარ დამიშლიდნენ შენთან ურთიერთობას.
-ვერ გავიგე, ვაჭრობთ ჩვენ ურთიერთობაზე? ძალიან მაინტერესებს რა ფასი დაადეთ? ხვალ რამდენი უნდა შეგროვდეს, რო მე და შენ ერთად ვიყოთ?
-დაჩი..
-სამსახურში მეჩქარება. შეგიძლია ბეჭედიც არ გეკეთოს, ვინმემ არ დაგინახოს ფრთხილად იყავი-დაჩიმ ინსტინქტურად შუბლზე აკოცა და წავიდა. ცოტაც და ადას ნაწილებად გახლიჩავდნენ. ყველა სხვადასხვა მხრიდან ექაჩებოდა და თავისი სურვილის ასრულებას თხოვდა. ერთი მხრიდან აბელაშვილები, მეორე მხრიდან საკუთარი მშობლები. ოცნებობდა ისევ შეძლებოდა წასვლა და ყველაფრის დატოვება, უბრალოდ ახლა დაჩის ვეღარ დატოვებდა. უნდოდა ყველაფერი გამოსულიყო, ამიტომ ცოტაც უნდა აეტანა. სულ ამით ინუგეშებდა თავს. რომ ცოტაც და ეს ჯოჯოხეთი დამთავრდებოდა. ნინისთან დარჩა და მთელი დღე პრეზენტაციაზე მუშაობდა.
***
დაჩი სამსახურში წავიდა, მიუხედავად პახმელიისა, ცდილობდა თავი ხელში აეყვანა. ამას ადასთან კამათიც ემატებოდა, პირველად იჩხუბეს. ცოლ-ქმარი უნდა გამხდარიყვნენ და უკვე ჩხუბობდნენ. ოფისში იჯდა და პრეზენტაციას ასწორებდა, რასაც წარუდგენდა საბჭოს. ამ დროს დიმიტრი შემოვიდა.
-დილა მშვიდობის ძამიკო. ადა არ მოდის?
-არა, ხვალ რაღაც ივენთი აქვს მამამისის ფირმისთვის და ემზადება. ზეგიდან ივლის.
-შესანიშნავია. აღარ შეგიშლი ხელს მაშინ-დიმიტრის ადას ნახვა უნდოდა და რეალურად მაგიტომ შევიდა ძმასთან ოფისში. ორივემ კარგად იცოდა შერიგება, რომ ფარსი იყო. თუმცა დაჩიმ გადაწყვიტა დიმიტრის წესებით ეთამაშა. ასე უფრო ადვილი იქნებოდა.
-დიმიტრი, დღეს საღამოს არ გინდა დავლიოთ სადმე?
-შენ კიდე დალევაზე ფიქრობ? გუშინ არ გეყო? ხვალ სამუშაო დღეა.
-გეგონება პახმელიაზე არასდროს მოსულხარ ოფისში. საიდანმე ხო უნდა დავიწყოთ.
-კარგი. ოღონდ რამე წესიერ ადგილას და სადმე პადვალში არა გთხოვ.
-საბილიარდეში. ოფისთან რომ არის.
-პაემანს მინიშნავ ძამიკო?-დიმიტრიმ გაკვირვებულმა გახედა, არ ეგონა თუ ესე ადვილად გააცურებდა უმცროს ძმას.
-კი. მოხვალ თუ არა?-უფრო რაზბორკას.
-აბა რას ვიზამ. 7ზე.
ისე უყურებდნენ ერთმანეთს, ვერც იფიქრებდით რომ მოსისხლე მტრები საუბრობდნენ. ორივე ყურებამდე იღიმოდა, თითქოს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო თავაზიანად დაელაპარაკებოდა მეორეს, ან რომელი შეარჩევდა, უფრო თბილ სიტყვებს.
სანამ ადა მთელი დღე პრეზენტაციის და ივენთის საკითხებს აგვარებდა, დიმიტრი და დაჩი საბილიარდეში ატარებდნენ დროს. თუმცა ეს დაჩისთვის მაინც და მაინც გართობა არ იყო. კარგად ჰქონდა ყველაფერი ჩაფიქრებული. ჯერ ნელ-ნელა გამოაცლიდა ხელიდან ფირმას, ისე რომ ვერც მიხვდებოდა. მერე ადასთან ნიშნობასაც შეატყობინებდა და საბოლოოდ დაანახებდა, რომ მარტო დარჩა. დარწმუნებული არ იყო შედეგად იმას მიიღებდა რაც უნდოდა თუ არა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ დიმიტრისთან სიტყვები არ ჭრიდა. შეიძლებოდა უფრო გაბოროტებულიყო, ან თუ გაუმართლებდა, პირიქით. საბილიარდეშიც კი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ვინ მოიგებდა.
-როგორ მოგწონს სამსახური?
-ძალიან კარგი თანამშრომლები გყავთ-დაჩიმ ადასთან ურთიერთობის შემდეგ შეისწავლა დიმიტრისნაირ ცარიელ ადამიანებთან უაზრო დიალოგის გაბმა. საუკეთესო საშუალება მოკლე პასუხები იყო. რაც შეიძლება თავაზიანად უნდა გეკბინა მოწყინააღმდეგისთვს.
-და სასტუმროს საქმეები როგორ მიდის?
-დასრულდა მშენებლობა. მოვაწყობთ და სავარაუდოდ 2-3 კვირაში სატესტო რეჟიმში გავხსნით.
-ესე მალე?-დიმიტრის გაუკვირდა, თითქოს ოდნავ კონკურენციაც კი იგრძნო.
-რაღა მალე, 1 წელია მიდის მშენებლობა.
-ზოგს წლები ჭირდება.
-კარგი ინვესტორები მყავდა, მალევე მომათავრებინეს. თუმცა უცნაურია, დღეს ორმა მაინც დამირეკა და მითხრა, რომ უარს ამბობდა პროექტში მონაწილეობაზე-დაჩიმ კია მაგიდაზე დადო და თამაში შეწყვიტა.
-რა მიზეზით?-დიმიტრიმ უცნაური გამომეტყველებით გახედა, ხვდებოდა, რომ დაჩიმ რაღაც იცოდა.
-მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. დღეს საბჭოსთან მქონდა შეხვედრა.
-როდის?
-15 წუთის წინ.
-მაგიტო დააგვიანე?
-ხო.
-მე არ მითხარი?-დიმიტრი უკვე გაღიზიანებული იყო.
-ბოლო წუთას გადაწყდა და შენ აქ იყავი. დამშვიდდი ისეთი არაფერი არ გადაგვიწყვიტავს. უბრალოდ ფირმა დაინტერესდა სასტუმროს პროექტით და დაფინანსება შემომთავაზეს. იმ ორმა ინვესტორმაც დამირეკა და თვიდან ჩადეს თანხა. როგორც ჩანს დღეს ჩემი დღეა.
-როგორც ჩანს-დიმიტრი სიბრაზისგან კბილებს აკრაჭუნებდა.
-თქვენ აქ ტრიპაჩობთ თუ თამაშობთ? ხალხი გელოდებათ-ვიღაც ზორბა კაცი მოადგა.
-ვტრიპაჩობთ-დაჩიც არ იყო მაინც დამაინც კარგ ხასიათზე-რამე პრობლემაა?
-დაჩი-დიმიტრის ნერვულად გაეცინა-დაწყნარდი. დიახ, მალე მოვრჩებით.
-რა დიახ, 10 საბილიარდეა ქალაქში. რამე არ სიამოვნებს და გაა...
დიმიტრიმ აღარ დაამთავრებინა და ხელით ანიშნა გაჩუმდიო.
-პატარა ბიჭი რა დიდ გულზე ხარ?-ზორბა კაცის ძმაკაციც მოადგათ. დიმიტრიმ ამოიოხრა, იცოდა უკვე რაც ელოდებოდა და მზად იყო დაჩის ცემაში დახმარებოდა კიდეც.
-ჩემი ძმა დღეს შეყვარებულს დაშორდა და ცოტა ცუდ ხასიათზეა. აპატიეთ.
-ხოდა სხვაგან იბღავლოს.
-ვერ გავიგე?-დაჩი ახლოს მივიდა და ის იყო უნდა დაერტყა, იმ კაცმა დაასწრო და სახეში მუშტი ისე გაუქანა დაჩი ძირს დავარდა.
-ხო გითხარი გაჩუმდი თქო-დიმიტრიმ ღრმად ამოისუნთქა მერე იმ ორ კაცს გახედა-აი ეგ არ უნდა გექნა-მკლავები აიწია, მივარდა, ჯერ მუშტი აიცილა და მუცელში ამოარტყა ფეხი და ძირს დააგდო. მერე მეორეს მიადგა, ამასობასი დაჩიც წამოდგა და მიეხმარა. თურმე ის ორი მარტო არ იყო და მთელი საძმაკაცოთი იყო წამოსული.
-ადექი-დიმიტრიმ წამოაყენა დაჩი და ხელით გააჩერა ვინც მოდიოდა-ვსო მივდივართ. მარა ათი ორზე ცოტა უსამართლობა ხო არაა-ცხვირიდან სისხლი მოდიოდა დაჩის თქრიალით.
-შენი შეყვარებული დაგვიტოვე და წადი-დიმიტრის მიუტრიალდა ის ზორბა.
-ძმა მეთქი. თქვენ შ*გ ხო არ გა..
-ვსო გვეყო-დაჩიმ გააჩერა და გარეთ გაიყვანა.
-გვეყო? შენ დაიწყე-დიმიტრის გაეცინა-რას გიგავს სახე.
-შენ კიდე ნაკლები მოგხვდა.
-წაგიყვანო აქიმთან? -დიმიტრი ეღადავებოდა, მანქანასთან მივიდნენ, იქიდან წყლის ბოთლი ამოიღო და დაჩის მიაწოდა. ხელსახოცების ძებნა დაიწყო რო ცხვირიდან სისხლი მოეწმინდა.
-ვახ..-დაჩი ბორდიურზე ჩამოჯდა, როგორც ჩანს საკმაოდ ძლიერად ეცემათ.
-კაია, გრძელი ენა გაქ. ისწავლი დამოკლებას-დიმიტრის ცუდად არ უნდოდა გამოსვლოდა, რეალურად ნერვიულობდა, რადგან დაჩის მარჯვენა თვალი სულ ჩასისხლიანებული ჰქონდა. თან პირველი დარტყმისას 2 წამით გაითიშა კიდეც-ჰა-ხელსახოცი მიაწოდა, მაგრამ დაჩიმ არ გამოართვა . თვალებში უბნელდებოდა-კარგი. ადექი. საავადმყოფოში მივდივართ.
-გატეხილ ცხვირზე ვინ მიდის მანდ, თქვენი ქალაქის დასაცინად უნდა გამხადო?
-ადექი რო გეუბნები, თორე დაგიმატებ მე და მერე წადი საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით. ჩაიხედე სარკეში სახეზე ადგილი არ დაგრჩა სისხლი რო არ გქონდეს.
-შენც ჩაიხედე.
-ხოდა ორივე წავალთ. ადექი-დიმიტრიმ წამოაყენა და მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში წავიდნენ. საბედნიეროდ სერიოზული არაფერი მოსვლია, მსუბუქი ტვინის შერყევა და გატეხილი ცხვირით გამოძვრა.
-ელისაბედს დავურეკავ-დიმიტრი პალატაში შევიდა დაჩისთან-ადას დავურეკე უკვე.
-რა.. რატო დაურეკე? ელისაბედს არ დაურეკო. გული გაუსკდება. ტაქსს გამოვიძახებ ეხლა და წავალ-დაჩი წამოდგომას აპირებდა, მაგრმა დიმიტრიმ შუბლზე თითი მიადო და ისევ დააბრუნა საწოლში.
-ჯერ ტვალეტამდე მიდი გათიშვის გარეშე-გაეცინა და იქვე ჩამოჯდა.
-შეგილია წახვიდე.
-ექთანსაც რო აცემინო თავი? ძაან მაინტერესებს იმხელა კაცს რო ედიდგულებოდი, რას ელოდებოდი?
-შემეშვი დიმიტრი რა..
ამ დროს კაკუნის ხმა გაისმა, ადა მორბოდა თავისი მაღალქუსლიანებით ჰოლში და ოთახში გიჟივით შემოვარდა.
-არა, შენ თავში ტვინი გაქვს?-დაჩის დანახვაზე გული კინაღამ გაუსკდა-ეს რა არის?
-ადა ნუ ყვირი.. თავი მისკდება.
დიმიტრიმ ადას თითზე ბეჭედი შეამჩნია და გამომეტყველება შეეცვალა.
-მარტო დაგტოვებთ..-ოთახიდან სწრაფად გავიდა, ისე რომ არაფერი არ უთქვამს. მაგრამ საავადმყოფო მაინც არ დაუტოვებია.
-ნორმალური ხარ? დაჩი!-ადას თვალები აუცრემლიანდა-რა არ ვიფიქრე რო მოვდიოდი. რა გინდოდა იმ კაცისგან ვერ გავიგე?
-მე რა მინდოდა? ეგ კაცი წევს ეხა საავადმყოფოში?
-ღმერთო რა დავაშავე-ადა გვერდით ჩამოუჯდა-როგორ მინდა რო ჩაგარტყა.
-ჩამარტყი, მაინც საავადმყოფოში ვართ.
-დეგენერატო-ადამ ცრემლები მოიწმინდა თვალებიდან.
-არ მითქვამს რო დაერეკა, ვიცი რო ბევრი საქმე გაქ.
-მოკეტე.
-ბეჭედი გაგიკეთებია-დაჩიმ ადას ხელი მოკიდა და სახესთან ახლოს მიიტანა, რო დაენახა. მეორე თვალი ჯერ კდიევ ჩასისხლიანებული ჰქონდა.
-დიმიტრისთან ერთად რა გინდოდა საბილიარდეში?
-ადა, ეხა არ მომაყოლო არაფერი . ძაან გთხოვ. მიდი ტანსაცმელი იქ მიდევს, მომაწოდე და წავედით.
-პოლიციაში არ განაცხადეთ?
-არა, ვთქვით რო ერთმანეთში ვიჩხუბეთ.
-დებილებო . დიმიტრიც გაესინჯა?
-ეგ ხო რობოტია, არაფერი დაემართება. კი გაესინჯა.
ამ დროს ისევ დიმიტრიც შემოვიდა ექიმთან ერთად.
-დაჩი, ყველაფერი წესრიგშია. დღეს ღამე კიდევ ერთხელ შემოვალ, შემოწმებისას და ხვალ უკვე გაგწერთ. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ტომოგრაფიას გაიკეთებთ მაინც.
-დღეს რო გამწეროთ? ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.
-ნუ უსმენთ-დიმიტრი ჩაეჭრა საუბარში-ტვინის შერყევა აქვს ექიმო, ეხა ეს საღ გონებაზე მყოფ ადამიანს გავს?
-ხვალ ჩვეულებრივად შეძლებთ წასვლას.
-დღეს მსურს, რას მოვაწერო ხელი?-დაჩი წამოჯდა.
-ტანსაცმელს მოგიტან-ადა სავარძელთან მივიდა.
-ადა-დიმიტრიმ დაუძახა-დაანებე თავი, ექიმმა უკეთ იცის. ტომოგრაფიასაც გაიკეთებს და ფაფასაც შეჭამს, თუ იოგურტს. რაც არის. მადლობა.
-მალე გამოჯანმრთელდით-ექიმი გაკვირვებული გავიდა ოთახიდან, ყველაზე უცნაური საუბარი ჰქონდა მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში.
-ოღონდ სადმე გამომკეტო-დაჩის გაეღიმა.
-ხო, აი ესეთი გულჩათხრობილი და ბოროტი ვარ.
-აუ, რა ვქნა.. კაი ლეპტოპს მოვატანინებ ალექსანდრეს და ნინის და აქ ვიმუშავებ.
-ადა, დავიძინებ რათ მინდა შენი დარჩენა.
-წადი შენ მე დავრჩები-დიმიტრი სავარძელზე ჩამოჯდა.
-მართლა?-ადამ გაოცებულმა გახედა-რატო რომ ბალიშით გაგუდო?
-შეილება. გაგაცილებ. თუ საქმრო წინააღმდეგი არ იქნება.
-ს..-ადა სახეზე გაწითლდა, თითქოს თავს დამნაშავედ გრძნობდა. არ უნდოდა დიმიტრის ასეთი გზით გაეგო და მაშინვე ინსტინქტურად ბეჭედზე მოიკიდა ხელი. გაბრუნდა და ოთახიდან გავიდა.
-დიმიტრი.. როგროც გინდა მიდი და ბოდიში მოუხადე-გაღიზიანებულმა უთხრა დაჩიმ-თუ არ გინდა რო გადაგატეხო თავზე ეხა ეგ სავარძელი.
-ვის რას გადაატეხავ, შეხედე რა დღეში ვარ. იწექი, მოვალ-დიმიტრი ადას გაყვა, უკნიდან მკლავზე მოკიდა ხელი და მისკენ შემოაბრუნა-კარგი, რა დაგემართა, მაპატიე. ვიხუმრე.
-ვიცი რო არანაირად არ ვარ ვალდებული ანგარიში ჩაგაბარო-ადა აცრემლებული თვალებით უყურებდა-მაგრამ ისიც ვიცი, რომ შენს ადგილზე როგორც არ უნდა ყოფილიყო გული დამწყდებოდა.
-ადა, არ გამაგიჟო ეხა ამის გამო არ იტირო. გილოცავ.. -დიმიტრი თავს უხერხულად გრძნობდა და ვერ უყურებდა ადას თვალებსი-არ გვინდა ეს.. სენტიმენტალობები. ვიცი რა აუტანელი ადამიანიც ვარ და წამით არ გადანაშაულებ. ვაღიარებ, მეცხრე ცაზე არ ვარ ცოლად რო გაყევი, მაგრამ.. ეს ბევრს ცვლის.
-რას?
-გეცოდინება უკვე, საბჭო რო მოვიწვიე, მინდოდა დაჩის არ შეხვედროდა ეს სამოცი პროცენტი, მაგრამ ეხლა უკვე-მცირე პაუზა გააკეთა და ძლივს შეხედა ადას თვალებში-ცოლ-ქმარი ხართ, დაჩის ოჯახი ჰყავს და თან მამაშენის კომპანიის გაკოტრების მერე, ნამდვილად გჭირდებათ ფირმა.
-და რატომ უნდა დაგიჯერო ამჯერად?
-არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ კიდე გამაჩნია შენ მიმართ გრძნობები. შეიძლება ისეთივე ძლიერი აღარ, მაგრამ არ მინდა რო უბედური იყო.
-ამიტომ უთხარი მამაჩემს ჩვენზე?
-ვიცი ანგელოზი არ ვარ-ისევ აარიდა თვალები-მაგრამ ვცდილობ..
-დიმიტრი, მალე მამა გახდები და დროა გაიზარდო.
-არ გავხდები-ახლა დიმიტრის ჩაუდგა თვალებში ცრემლები, მაგრამ მაშინვე შეიმშრალა.
-რა? ბავშვს რამე დაემართა?
-არა, ბავშვი და ირმა კარგად არიან. ბავშვი არ არის ჩემი-დიმიტრის ირონიულად გაეღიმა-როგორც ჩანს კარგი გაკვეთილი მივიღე ცხოვრებისგან. მე შენ გიღალატე, ირმამ კი მე. რა უცნაურია არა სამყარო.
-დიმიტრი... არ ვიცოდი-ადა ახლოს მივიდა და ჩაეხუტა.დიმიტრიმ კი მალე დაიხია უკან, არ უნდოდა ძმას დაენახა ან რამე ზედმეტი დაძაბულობა გამოეწვია. ამ ამბის შემდეგ სულ ცუდ ხასიათზე იყო-უნდა გაშორდე?
-ალბათ. მოკლედ.. თუ ბოდიში აქამდე არ მომიხდია..
-არა. არ მინდა-ადამ შეაჩერა-არ გვინდა. ბოდიში და ასე შემდეგ. დავივიწყოთ ძალიან გთხოვ, ისევ შენი ძმისთვის.
-კარგი.
-ეხლა კიდე სიმართლე მითხარი, შენ ცემე?-ამაზე ორივეს გაეცინათ.
-წადი სახლში ადა. გვიანია.
***
ბოდიში დაგვიანებისთვიის. ამის შემდეგ ბოლო თავს დავდებ და დავასრულებ ისტორიას. <3



№1 სტუმარი სტუმარი მარი

რაღაც უცნაური თავი იყო, დაულაგებელი.
ვერაფერი გავივე ნორმალურად :/

 


№2 სტუმარი Mariami

Au ada da dimitri????

 


შენ გვიან ატვირთე და მე გვიან ვნახე :)
ეს ძმათა ჩხუბი ვითომ სასიკეთოდ შემოუბრუნდება ამ ორ ჯიუტ არსრბას და დიმა აზრზე მოვა? იმედია მოვა :)
არ მომწონს ადას მშობლების საქციელი, გახსნან ბოლოსდაბოლოს კარტები და თქვან სიმართლე აღარაა დრო?
იმედია ბოლო თავის დადება ასე არ დაგიგვიანდება.

 


№4 სტუმარი სტუმარი ....

როდი დადებ შემდეგ თავს?

 


№5 სტუმარი ()))

როდის დადებ შემდეეგს??

 


№6 სტუმარი teo

dasasruli?

 


№7  offline წევრი sati

ეს ისტორია ბოლოს სულ გადამავიწყდა, ახლა ახალს ვიწყებ თუმცა არც ეს დამვიწყებია და დასასრულს აუცილებლად დავდებ მალე <3

 


№8  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან საინტერესო ისტორიაა და სრ გაგრძელდებააა?/

 


№9 სტუმარი დადე ტავი მაიტერესებს როგორ დამთავრდება

სტუმარი ....
როდი დადებ შემდეგ თავს?

 


№10 სტუმარი mari

daasrule maiteresebs rogor damrtavrdeba tanaxmavar marto 19 tavia dawere bulomde
სტუმარი მარი
რაღაც უცნაური თავი იყო, დაულაგებელი.
ვერაფერი გავივე ნორმალურად :/


რატომ არ დებბოლომდე

რატომ არ დებ ბოლომდე თანახმა ვერ 19 თავია ბოლომდე დადე

რა დადე რა ბოლომდე

 


№11 სტუმარი სტუმარი ...

ამ სტორიის დასასრლი დადეთ... მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent