შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა


21-03-2021, 21:49
ავტორი ელეო ნორა
ნანახია 10 054

ბავშვობიდან ყოველთვის იმას შთამაგონებდნენ, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და რომ გავიზრდებოდი გოგოები უეჭველი მომიტაცებდნენ. ეს ისე, ხუმრობით, მაგრამ მართლაც ჩასაყლაპი ბავშვი ვიყავი: ქერა კულულები, ბუთხუზა ლოყები და მშვენიერი ცისფერი თვალები. სკოლაში მართლაც ყველა გოგოს მოვწონდი. თავიდან, თითქოს მეუხერხულებოდა ყველა მე რომ მომჩერებოდა, მაგრამ მერე და მერე მივეჩვიე და ასე ვთქვათ, თავშიც კი ამივარდა. პირველი ქალი თექვსმეტი წლის ასაკში მყავდა ჩვენი ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელი. მისი მოხიბვლა დიდად არ გამჭირვებია, იმიტომ რომ სკოლაში მოსვლის დღიდან ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას და ეშმაკურ და მაცდურ ღიმილს. სალომე მასწავლებელს, მეთორმეტე კლასელი შორენა მოყვა. იმას ნანიკა... ნუცა... თიკა... მოკლეთ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დონჟუანად ვიქეცი და სათვალავიც კი ამერია, რამდენი ქალი მყავდა. ასე ვთქვათ, სადაც აფრიალებულ კაბას დავინახავდი, მაშინვე იქით გავრბოდი. მრავალი გატეხილი გული იყო ჩემს სინდისზე. წუთიერი სიამოვნების გულისთვის უამრავ ტყუილს ვიგონებდი და ათას სისულელეს ჩავდიოდი, ოღონდაც ის გოგო, ვისაც თვალს დავადგამდი, ლოგინში შემეტყუებინა. სერიოზულად არავისზე ვფიქრობდი. ოცდაათ წელს რომ გადავცდი, მაშინ კი ატეხეს განგაშის ზარები ჩემმა მშობლებმა და ახლობლებმა, რომ ვინმე "მოეხვივნათ ჩემთვის კისერზე", მაგრამ მე თავისუფალი ცხოვრება მომწონდა, მხიბლავდა ჩემი თავის ბატონ-პატრონი რომ ვიყავი და სულაც არ მჭირდებოდა ცოლი მისი კაპრიზებითა და უაზრო ბუტიაობებით.
ჩემი და ჩემსავით ლამაზი ვერ იყო, მაგრამ მდიდარი მშობლების შთამომავალი იყო და არც მას ეკლდნენ ფულს დახარბებული თაყვანისმცემლები. სკოლა დაამთავრა თუ არა, გათხოვდა კიდეც, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანა მათმა ქორწინებამ. ჩემმა დამ ღალატში გამოიჭირა ქმარი, ჩაავლო თავის ერთი წლის შვილს ხელი და სახლში დაბრუნდა. ერთი ცემა კი მივჟეჟე ჩემი სიძე და ერთი ღამით საკანშიც კი ამოვყავი თავი, მაგრამ რას ვერჩოდი იმ საწყალს, არ ვიცი. მე თვითონ არ ვუშვებდი არც ერთ ლამაზ ქალს, ლოგინში რომ არ ჩამეგორებინა და მას რას ვემართლებოდი ნეტა?
ჩემმა დამ მუშაობა გადაწყვიტა. კურსები გაიარა და რომელიღაც ფირმაში მენეჯერად დაიწყო მუშაობა. მთლად მისი ნიჭის დამსახურება არ ყოფილა მისი სამსახურის დაწყება, მამაჩემის ფულებს უნდა უმადლოდეს, როგორც მე, მაგრამ მაინც... შვილის მისახედად დრო რომ აღარ რჩებოდა, ძიძა აიყვანა. ძიძა რომ ლამაზი და ტანადი გოგო იყო, მე ეს არ გამომრჩენია, ხო და მალევე შევაბი. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ჩემს დას ძიძა გაექცა. ახლა სხვა ძიძა იშოვა და იმასაც გასაქცევად დაუდგა ჩემს გამო საქმე. ხუთი თუ ექვსი ძიძა მაინც გამოიცვალა. ბოლოს, ხერხს მიმართა, ისეთი უშნო გოგო აიყვანა ძიძად, ბავშვი სანამ მიეჩვეოდა, სულ ტიროდა. ასე მომიჭრა ჩემმა დამ ძიძებისკენ სავალი გზა. მე, მართალია, ცალკე ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც ხომ ვახერხებდი მშობლების სახლში მისვლას, მითუმეტეს რომ იქ მშვენიერი ძიძა მეგულებოდა? ცისიას მოყვანის დღიდან კი, მოვუკელი მათთან მისვლას. ათაში ერთხელ, როცა სახარჯო ფული შემომელეოდა, მაშინ თუ შევირბენდი, ისიც ცოტა ხნით, რომ მამაჩემი დამეყაჩაღებინა და ისევ მალევე გამოვრბოდი. ცისია ან ბავშვთან იყო ოთახში ან, ეზოში ასეირნებდა. სულ ორჯერ თუ სამჯერ მყავდა ეს უშნო გოგო ნანახი.
იმ საღამოსაც, ფულისთვის გავეშურე მამაჩემისკენ, რადგან ჩემი მორიგი შებმული ქალი ბათუმში უნდა წამეყვანა. ვერცხლისფერი ბეემვე გიჟივით შევაქროლე უბანში, სადაც მეზობლები დავაფეთე და მათგან წყრომაც კი დავიმსახურე, მაგრამ უდარდელად შევირბინე სადარბაზოში და მეორე სართულზე შეუსვენებლივ ავირბინე სულ ორ-ორი საფეხური. ჯიბეები რომ მოვიქექე, გასაღები ჩემს ბინაში დამრჩენოდა, ამიტომ გაბმით დავრეკე ზარი. კარგა ხანს მეჭირა ზარის ღილაკზე თითი, მაგრამ კარი არავინ გამიღო. მერე უკვე ბრახუნზე გადავედი. როგორც იქნა კეთილი ინებეს და გამიღეს.
ცისია იყო.
_ძლივს დავაძინე ლუკა და წყნარად არ შეგიძლიათ?_უკმაყოფილო ტონი რომ ვიგრძენი მის ხმაში, გაკვირვებულმა შევხედე.
შავი სქელჩარჩოიანი სათვალის მიღმიდან ისეთი გაბრაზებული თვალებით მიმზერდა, ცოტა შევკრთი კიდეც.
_მერე და კიდე დააძინე, მეტი რა საქმე გაქვს?_აგდებულად მივუგდე, გვერდი ავუქციე და ბინაში შევედი._მამაჩემი სახლშია?
ცისიამ სანამ ფრთხილად არ მიხურა რკინის კარი და არ შემობრუნდა, მანამდე არ გამხადა პასუხის ღირსი.
_მნიშვნელოვან შეხვედრაზე წავიდა და შემაგვიანდებაო.
_რაო?_უფრო გამებრაზა, ვიდრე გამიკვირდა, რომ ბანკიორი სახლში არ დამიხვდა._დედაჩემი?
_ისიც მასთან ერთად წავიდა._ისე მომიგდო ცისიამ, თითქოს ძაღლი ვყოფილიყავი და ლუკმით გამაჩუმა.
ნერვიულად მოვიქექე კეფა. არა და ფული მჭირდებოდა და რა მექნა? მშობლების საძინებელში შევედი. ძვირფასეულობის ზარდახშას თავი ავხადე და ჩავიჭყიტე. კარგა ხანს ვათვალიერე ძვირადღირებული ბეჭდები თუ საყურეები. მერე ალალბედზე ერთ-ერთი ამოვარჩიე, ჯიბეში ჩავიცურე და გამოვედი. ლუკას მართლაც გაეღვიძა და სამზარეულოში პამპერსისამარა დატანტალებდა. ცისია მშვიდი სახით იდგა და მოთმინებით ელოდა, როდის მოისურვებდა ჩემი გიჟი დიშვილი დაძინებას, ან სულაც მშვიდად დაჯდომას. შემეცოდა, სინდისის ქენჯნაც კი ვიგრძენი მისი გაღვიძების გამო, მაგრამ ფულს ხომ ამ ბავშვის მოვლაში იღებდა? ლუკამ მე რომ მომკრა თვალი, ჩემსკენ გამოექანა აღტაცებული ყვირილით:
_ბაჩო ბიძია... ბაჩო ბიძია...
_მეჩქარება, შენთვის არ მცალია._სწრაფად მოვიშორე ატატებული ბავშვი და გარეთ გავვარდი.
კიბეები კისრისტეხით ჩავირბინე, თითქოს უკან მომდევდა ვინმე. ეზოში გამოშლილ გოგოებს პროფესიული მუშტრის თვალი შევავლე. საჩემკბილო ვერავინ რომ ვერ ვნახე, საჭეს მივუჯექი, თავმომწონედ ავაბღუვლე ჩემი მერანი და გიჟივით მოვწყვიტე ადგილს. უკანა ხედვის სარკეში ნათლად დავინახე, როგორი კორიანტელიც დავაყენე და კმაყოფილს გამეღიმა. მერე ინდირას დავურეკე.
_რას შვრები ლამაზო, ხომ არ გადაიფიქრე ბათუმში წამოსვლა?_ხმა თაფლივით დავიტკბე.
_ვითომ რატომ უნდა გადამეფიქრებინა?_კეკლუცად გადაიკისკისა._ვემზადები. ახლა არ მცალია შენთან სალაპარაკოდ, დილით გამომიარე და წავიდეთ._ყურმილში ჩამიპრუწუნა, ვითომ მაკოცა და ისევ გადაიკისკისა.
_კარგი, მაშინ დროებით._ის იყო გავუთიშე ტელეფონი და შუქნიშანთან შევჩერდი კიდეც.
გვერდით ტაქსი ამომიდგა. უკან მშვენიერ მგზავრს მოვკარი თვალი და გადავწყვიტე მის შებმაზე მეჩალიჩა. აბა, ამაღამ ინდირას არ ეცალა ჩემთვის დილამდე და ისე ხომ არ მოვცდებოდი? ტაქსი წინ გავუშვი და უკან მივყევი. ქალაქიდან რომ გავიდნენ და კახეთის გზატკეცილს დაადგნენ, გადავიფიქრე რატომღაც მისი დევნა, ვარკეთილის ხიდებთან მოვაბრუნე მანქანა და ოქროს ბირჟაზე გავწიე სახლიდან წამოღებული ბეჭდის გასაყიდად. ბოლო წუთს გაყიდვა გადავიფიქრე და ისევ ლომბარდში ჩავაბარე. დედაჩემი დანაკარგს რომ მოინაკლისებდა, ერთ ამბავს ატეხდა და უკან დაბრუნება ხომ უნდა შემძლებოდა? იქიდან ნიკას გამოვუარე, ღამის ბარში წავსულიყავით და გოგოები აგვეგდო, მაგრამ, ნიკას ცოლი ერთი კვირით ადრე დაბრუნებულიყო აგარაკიდან და ნიკა შეწუხებულიც კი მეჩვენა. (აი, ზუსტად ამიტომაც არ ვფიქრობ ცოლის მოყვანაზე).
დათოს შევეხმიანე და არც მას ეცალა, ქალაქიდან იყო გასული. სანდრომ, რაღაც ვერ ვარ კარგად და არც დალევის სურვილი მაქვს და არც ჟიმაობის თავიო. ასე რომ, საღამოს გეგმები მეც ჩამეშალა... ის იყო უკმაყოფილო სახით შემოვაბრუნე მანქანა და ბინაში ვაპირებდი დაბრუნებას, რომ ჩემმა დამ დამირეკა.
_რას უნდა ვუმადლოდე, რომ გაგახსენდი?_ირონია გავურიე ხმაში. რადგან მასზე ნაწყენი ვიყავი ბოლო ძიძის გამო.
_სად ხარ, შეგიძლია მომაკითხო და სახლში წამიყვანო?
_შენ რა, მანქანით არ ხარ?_გამიკვირდა.
_ავარიაში მოვყევი...
_რაა?_ისე გამიკვირდა, მოულოდნელად დავამუხრუჭე და უკნიდან ლამის შავი ჯიპი შემასკდა.
გაბმული სიგნალი დავიმსახურე. ეს უკვე გინებას ნიშნავდა და არც მე ჩამოვრჩი, ვუსიგნალე და ვუსიგნალე, ხელიც კი გავყავი ჩაწეული მინიდან და შუა თითი დავანახე.
_გაიარე, ვერ ეტევი?_მივაძახე კიდეც გაგულისებულმა.
_სად ხარ?_ისევ ანჩოს დავუბრუნდი._რამე დაგიშავდა?
_ისეთი არაფერი... თემქაზე ვარ. შეგიძლია მოხვიდე?
_მანდ რა გინდა?_ცოტა უკმაყოფილო ტონი გავურიე ხმაში.
_საქმე მქონდა. შენ ის მითხარი, შეგიძლია თუ არა მოხვიდე და წამიყვანო?_არც ანჩოს დაუფარია უკმაყოფილება ჩემი ინტერესის გამო.
_მაშ რა ჯანდაბას ვიზავ, მანდ ხომ არ დაგტოვებ?_ეს ვთქვი და მისკენ გავემართე.
ადვილად მივაგენი ჩემს დას. ჯერ ის შევამოწმე გულდასმით, რამე ხომ არ სჭირდა და გული დავიმშვიდე მხოლოდ ტუჩი რომ ჰქონდა გახეთქილი. როგორც თვითონ მითხრა, საჭესთვის დაერტყა. მერე მანქანა შევამოწმე. უკანიდან ისე იყო მანქანა დაჯახებული, საბარგული მთლიანად იყო შეჭეჭყილი. ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ დამტვრეული გოლფის მძღოლი იყო, განათების ბოძს იყო მიყუდებული და ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს. მე რომ დამინახა ანჩოს ველაპარაკებოდი. სიგარეტის ნამწვი მოისროლა და ჩვენთან მოვიდა.
_ძმურში, გამიგე, მართლა არ იყო ჩემი ბრალი, ისე დამიტორმუზა წინ, გაჩერება ვეღარ მოვასწარი და შევასკდი.
უნდობელი მზერით კი შევხედე ახალგაზრდა ბიჭს, აქა-იქ ღინღლი რომ ქონდა ამოსული, მაგრამ ჩემი დის მართვის მანერები ზეპირად ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი, ასეც იქნებოდა.
_მერე და დისტანცია არ უნდა დაიცვა ბიჭო, კუდში რომ მიყვები?_რატომღაც მაინც ეს საცოდავი ბიჭი გავამტყუნე.
_ჩემ დედას შევ..ი თუ ძალიან ახლოს მივყვებოდი. უბრალოდ, რესკად წამიტორმუზა და ვეღარ მოვასწარი გაჩერება... აუ, ჩემი... რა ვუთხრა ახლა მამაჩემს? მომკლავს._იქვე ჩაიცუცქა და თავზე შემოიწყო ხელები.
ერთხანს თანაგრძნობით ვუყურებდი ამ საცოდავ ბიჭს. გამახსენდა ჩემი პირველი ავარია და გული მომილბა რატომღაც.
_კარგი, მაშინ და შენ შენი მანქანა გააკეთე და ჩვენ ჩვენსას მივხედავთ. არანაირი პოლიცია და არანაირი ქურდები. შევთანხმდით?
ბიჭმა გაოცებით ამომხედა. მერე ფეხზე წამოდგა და მალევე ჩამირტყა თანხმობის ნიშნად მარჯვენა, ალბათ, არ გადაიფიქროსო იფიქრა. მერე გიოს დავურეკე, ევაკუატორი მოვაყვანინე და ჩემი დის თეთრი აუდი სახელოსნოში წავაღებინე.
_სანამ ნორმალურად არ ისწავლი მანქანის მართვას, აღარ დაგინახო რომ საჭეს მიუჯდე._ჩემს მანქანაში ჩავსხედით თუ არა, მაშინვე გამოვუცხადე ანჩოს._შენისთანა ძალათ მძღოლები აფუჭებენ ყველგან საქმეს... რა დაჯდება ახლა ამ მანქანის გაკეთება იცი? კიდევ კარგი, რომ არაფერი მოგივიდათ ან ერთს და ან მეორეს.
_ოჰ, ნეტა ეს ვინ მარიგებს ჭკუას?_გაცეცხლდა ჩემი და._შენი ოინები შენ თუ დაგავიწყდა, მე არ დამვიწყნია._ისეთი მედიდური იერით გადმომხედა, თითქოს მართლაც მე ვტყუოდი ყველაფერში._დედას ან მამას თუ ეტყვი, ბევრი შენი საიდუმლო ვიცი იცოდე და იმას გავთქვამ.
_მაშანტაჟებ?_სიბრაზე მომერია._თემქაზე რა ჯანდაბა გინდოდა?_ხმა გავიმკაცრე უფრო.
_საქმე მქონდა. გასაგებია?_ისე მითხრა, არც კი შემოუხედია ჩემთვის. გახეთქილი ტუჩის გარშემო რაღაც ფერადი მაზები წაისვა, რომ შეწითლება დაეფარა. მერე პომადაც გადაისვა და მართლაც აღარ ემჩნეოდა ისე ძალიან დაზიანება.
ჩვენს კორპუსთან რომ შევაჩერე მანქანა, სადარბაზოდან გამომავალი ცისია შევნიშნე.
_ერთი წუთი მოიცადე და ბარემ ცისია გააყოლე სახლში, ჩემს გამო შეაგვიანდა წასვლა._მიბრძანა ანჩომ და მანქანიდან ისე გადავიდა, ჩემს პასუხს არც კი დალოდებია.
_ბოდიში, რაღაც მოხდა და მაგიტო შემაგვიანდა. ჩემი ძმა გაგიყვანს სახლში.
ცისიამ ერთი კი გამომხედა მორიდებით და იუარა.
_არ არის საჭირო, ტაქსით წავალ.
თავიდან ანჩოზე გავბრაზდი, მისი წაყვანა რომ მიბრძანა, თითქოს მისი პირადი მძღოლი ვყოფილიყავი. ახლა კი ცისიაზე გამებრაზა, ცივი უარი რომ მტკიცა. თავიდან ფეხებამდე ავათვალიერ-ჩავათვალიერე ეს უშნო გოგო, თითქოს ისეთი ლამაზი ყოფილიყოს, მაშინვე ზედ მივაფრინდებოდი.
_ტაქსით რატო უნდა წახვიდე?_გაუკვირდა ანჩოს და ჩემს მხარეს უკანა კარი გამოაღო. რომ იტყვიან ძალით ჩასვა ძიძა ჩემს მანქანაში და მიუხურა კარი._დროებით, ორშაბათს ისევ გელოდები ჩვეულებრივად._ღიმილით დაუქნია ანჩომ ხელი და სადარბაზოში შევიდა.
ერთხანს ლამპიონით განათებულ მანქანის სალონში უკანა ხედვის სარკით მივჩერებოდი ცისიას, რომელმაც როგორც იქნა გაბედა და გაოცებით გამომხედა.
_მისამართს ველოდები, სად მიგაბრძანოთ._ვეღარ მოვითმინე და წყრომა გავურიე ხმაში.
_ზემო პლატოზე, მესამე მიკროში._რატომღაც მორიდებით მითხრა და გამიკვირდა. ერთხელ კიდევ გავხედე სარკეში და გიჟივით მოვწყვიტე მანქანა ადგილიდან.
უხმოდ ვიმგზავრეთ. მაღიზიანებდა მისი ეს სიჩუმე, მორიდება და თავდაჭერილობა. ნათქვამ მისამართზე რომ მივიყვანე, მანქანიდან გადავიდა თუ არა, ზრდილობიანად მითხრა მადლობა, კარი ფრთხილად მომიხურა და სადარბაზოში უკანმოუხედავად შევიდა ამაყი ნაბიჯებით. მთელ სალონში მისი სუნამოს ტკბილი სურნელი ტრიალებდა თითქოს ვანილის არომატით. წამიერად გავაყოლე მზერა და სიბნელეში რომ გაუჩინარდა, ისევ გიჟივით დავძარი მანქანა ადგილიდან.
დღევანდელი ქალის თემა გამემაზა და ისევ სახლში წასვლა ვარჩიე. პატარა ჩემოდანი ჩავილაგე სახვალიოდ ზღვაზე წასასვლელად და საწოლზე პირქვე დავემხე. რომ მეგონა ვერ დავიძინებდი ქალის ალერსის გარეშე, მშვენივრად გამოვიძინე. დილაადრიან მაღვიძარამ რომ გამაღვიძა, ფეთიანივით წამოვხტი. შხაპი მივიღე, წვერიც სუფთად მოვიპარსე, გამოვიპრანჭე. იმდენი ოდეკოლონი მივისხი, გვარიანად ავყროლდი და ინდირას სახლისკენ გავწიე.
_ორი დღით მივდივართ გოგო, ამდენი რა მოგაქვს?_გამიკვირდა, როცა ორი მოზრდილი ჩემოდანი გამოაგორა სადარბაზოდან.
_მე ხომ არ ვიცი იქ რა ამინდი დამხვდება?_კეკლუცად შემომღიმა და ტუჩებზე მეძგერა._ქალი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს რომ იცოდე.
კარგა გვარიანად მძიმე ჩემოდნები საბარგულში ჩავაწყე და საჭეს მივუჯექი.
_წავედით?_ფორმალობისთვის ვკითხე გადაპრანჭულ ინდირას, თორემ მეც ძალიან კარგად ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავით.
_რა ვიცი, შენ თუ სხვა საქმე არ გაქვს, მაშინ წავიდეთ.
ეს "სხვა საქმე" ისეთი ეშმაკური ღიმილით მითხრა, მივხვდი რასაც გულისხმობდა, მაგრამ წასვლა ვამჯობინე. მაგის დროც მექნებოდა ზღვაზე ჩასულს.
ზუსტად ოთხი საათი მოვანდომეთ ბათუმამდე ჩასვლას. ეს ოთხი საათი ენა არ გაუჩერებია ინდირას. რას ყვებოდა, სიმართლე რომ ვთქვა, ნახევარზე მეტი არ მესმოდა. მშვენიერი შესახედაობის ქალი იყო: ტუჩი, მკერდი, თეძო, , ფეხი... თავში არ ეყარა უბრალოდ არაფერი და თავის ენას ხომ აწვალებდა და ღლიდა, მეც ტვინს მიღლიდა. სამაგიეროდ, საწოლში იყო უმაღლესი და მიტომაც ვითმენდი მის სულელურ ლაქლაქს. წინდაწინ დაჯავშნილ სასტუმროში რომ მივედით. ინდირა მაშინვე აბაზანაში შევარდა, მგზავრობის მტვერი უნდა ჩამოვირეცხოვო. მე საწოლზე ჩამოვჯექი და მოთმინებით დაველოდე როდის გამოვიდოდა იქიდან, რომ ახლა მე შევსულიყავი. თან ტელეფონი მოვიმარჯვე და სოციალურ ქსელში ახალ ამბებს გადავავლე თვალი. ინდირა როდის გამოვიდა, რატომღაც ვერ გავიგე. ტელეფონი ხელიდან რომ გამომგლიჯა და მსუბუქად მოისროლა საწოლზე, გაკვირვებულმა ავხედე. შიშველ უზადო სხეულზე პირსაწმენდი ქონდა შემოხვეული. კალთაში ჩამიჯდა ჩვეული კისკისით და ქოჩორში შემიცურა თითები. ამ ცდუნებას მართლაც რომ ვერ გავუძელი, მითუმეტეს რომ მთელი გზა მის ნახევრად მოშიშვლებულ მკერდს შევყურებდი და ნერწყვს ვყლაპავდი. ხელის ერთი მოსმით შემოვფცქვენი პირსაწმენდი, საწოლზე გადავაწვინე და მაშინვე მის შიშველ მკერდში ჩავრგე თავი...
ერთობ ნასიამოვნები და კმაყოფილი შევედი აბაზანაში. იქიდან გამოსულს ინდირა უკვე შავ ბიკინში დამხვდა, რომელზეც გამჭვირვალე ყვითელი შარფი ქონდა შემოხვეული და პლიეჟზე წასასვლელად მზად იყო.
_არ გვესადილა, არ გშია?_გამიკვირდა, რადგან მე მგელივით მშიოდა და კუჭი მგონი დედასაც მაგინებდა უკვე.
_ბუნგალოში მოვსხდეთ და იქ მივირთვათ რამე._წითელი პომადის ნაკვალევი დამატყო ყელზე და კისკისით გავიდა ნომრიდან.
_ოხ, ეს ქალები._წავიდუდუნე და მეც უკან მივყევი.
ბუნგალოში მართლაც შევჩერდით და ცოტა დავნაყრდი. მერე კი პლიაჟზე გავედით. შარფი რომ მოიძრო და შეზლონგზე დააგდო, გაკვირვებული მომიბრუნდა, შენ არ ჩამოხვალ?
_მიდი და მეც მოვალ._შეზლონგზე ჩამოვჯექი და სიგარეტს გავუკიდე.
თვალი გავაყოლე ზღვაში შემავალ ინდირას მადისაღმძვრელ ფორმებს და მისკენ მიმართული მზერა რომ დავიჭირე კაცებისა, სიამაყით ავივსე, რომ ეს ქალი ჩემთან იყო. სიგარეტის მოწევა რომ დავასრულე, მეც გავიძრე ტანსაცმელი და ჩემი ნავარჯიშებელი სხეული გამოვამზეურე. ინდირამ ცურვა არ იცოდა და წელამდე წყალში ძლივს შევიდა. ჯერ მეც მასთან გავჩერდი. მერე მომწყინდა ბაყაყივით გუბეში ჭყუმპალაობა და ძლიერად მოვუსვი მკლავები. ისე შორს შევედი ზღვაში, სანაპირო აღარც კი ჩანდა. მერე ზურგზე დავწექი და ასე ნებიერად ვილივლივე კარგა ხანს. მერე ისევ სანაპიროსკენ მოვუსვი მკლავური. ინდირა შეზლონგზე პირქვე იწვა და ირუჯებოდა. შორიდანვე შევნიშნე მის გარშემო მოწრიალე ვნებამორეული კაცები, კმაყოფილი ღიმილით რომ მისჩერებოდნენ. მივხვდი, რომ დიდ თავსატეხს გამიჩენდა ეს მშვენიერი ქალი. ზღვიდან ამოვედი თუ არა, მასთან მივძუნძულდი. ფეხები განზე გავაწევინე, შეზლონგის კიდეზე ჩამოვჯექი და მის ფუმფულა დუნდულებზე ზურგით კმაყოფილი გადავწექი. ეს ჟესტი უფრო იმ კაცებისთვის იყო განკუთვნილი, მის გარშემო რომ წრიალებდნენ რაღაცის იმედად. დავანახე და ნათლად ვაგრძნობინე, რომ ეს ქალი დაკავებული იყო.
ჩვენს დანახვაზე გოგოებმა კისკისით რომ ჩაგვიარეს, ინტერესით გავაყოლე მზერა. მჯობნზე მჯობნი არ დაილევაო ნათქვამია. თუ, უბრალოდ, ნახევრად შიშველ ქალებს რომ ვხედავდი, ვეღარ ვაზროვნებდი და ამიტომ ყველა ლამაზი მეჩვენებოდა. ასეთი გაუმაძღარი რატო ვიყავი ვერ ვხვდებოდი. რაღაც თითქოს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა. მშვენიერი ქალი იყო ჩემს გვერდით. კაცების უმრავლესობა პირღია მისჩერებოდა მის უზადო სხეულს და მე მაინც სხვებისკენ გამირბოდა თვალი. ღირსი ვიყავი წამომხტარიყო ინდირა და თავისი გრძელი მოვლილი ფრჩხილებით ამოეკორტნა ჩემთვის თვალები, მაგრამ...
ჩვენს გარშემო საეჭვოდ მოყიალე კაცები რომ მიცოტავდნენ, შეველიე ინდირას დუნდულების სავარძელს და წამოვდექი.
_მე ისევ ზღვაში უნდა შევიდე. შენ არ შემოხვალ?_ცალყბად ვკითხე, თორემ სულაც არ მინდოდა რომ შემომყოლოდა.
ლამაზი გოგონა დავინახე ლამის წელამდე მუქი წაბლისფერი თმით და მისთვის თავის მოსაწონებლად შევდიოდი.
_არ მინდა, იყოს, შენ შედი._ისე მითხრა, არც კი მოუხედია ჩემსკენ.
მეც ეს არ მინდოდა? სიხარულით გავწიე უცნობისკენ, რომელიც ფარულად მიმზერდა თავისი შავი ბრიალა თვალებით და ეს მისი მზერა თავდაჯერებულობას მმატებდა უფრო.
მედიდური ნაბიჯებით მივუახლოვდი სიფრიფანა გოგოს და ის იყო უნდა გამოვლაპარაკებოდი, რომ ზღვიდნ ამოსულმა საკმაოდ დაკუნთულმა ბიჭმა მოულოდნელად ზურგზე მოიგდო და ზღვაში გააქანა. კოვზი ნაცარში ჩამივარდა. ეს მშვენიერი გოგონა დაკავებული დამხვდა. ნირწამხდარმა შევცურე ზღვაში. ისევ შორს გავედი და ისევ ზურგზე ვილივლივე კარგა ხანს. სანაპიროზე რომ დავბრუნდი, ინდირა იქ აღარ დამიხვდა. დიდად არ გამკვირვებია. მზის სათვალე მოვირგე და გულაღმა გადავწექი შეზლონგზე. მალევე შემომესმა გოგონების ნაცნობი კისკისი. თვალი რომ გავახილე და მათკენ გავაპარე მუქი მზის სათვალის მიღმიდან მზერა, ის გოგონა იყო, წეღან დაკუნთული პატრონი რომ გამოუჩნდა. მისი კუნთების კი არ მეშინოდა, უბრალოდ მასთან რომ იყო, მერიდებოდა. პატრონიან ქალებზე არასდროს ვიწევდი. (ერთი კარგი თვისება მაინც მქონდა არაუშავს)...
_აუ, შენ ძმას რამე უთხარი რაა._აწუწუნდა ერთ-ერთი გოგონა._ისევ ჩვენთან მოდის. წეღან ლამის დამახრჩო. არა და ხომ იცის რომ ცურვა არ ვიცი?
რატომღაც დამაინტერესა ვინ ვისი ძმა იყო და წამოვჯექი.
_აუ, ციაკო, გთხოვ, რააა.
ციაკოდ წოდებული ჩემი მოწონებული გოგონა აღმოჩნდა, რომელიც დაკუნთულ ბიჭს მიუახლოვდა და დაბალი ხმით რაღაც უთხრა. კმაყოფილმა მოვიძრე სათვალე და ისე გავხედე. გამოდის, პატრონი კი არა, ძმა ყოფილა ეს ბიჭი და კმაყოფილს გამეღიმა. ციაკომ ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო, მორცხვად გამომხედა. შავი ბრიალა თვალებით ისე მიმზერდა, დამატყვევა. მოულოდნელად, ერთი ხელი მკერდზე და მეორეც წელზე რომ შემომეხვია, ცოტა შევკრთი. ინდირა იყო, რომელმაც კისერთან მაკოცა. ციაკომ მაშინვე მომარიდა ღიმილიანი მზერა და ძმასთან ერთად ბუნგალოებისკენ გაეშურა.
_რაო, ტკბები შიშველი ქალების ყურებით?_ინდირამ ახლა ლოყაზე მაკოცა და მივხვდი, რომ წითელი პომადის კვალი დამატყო.
_მასე შენც ტკბები შიშველი კაცების ყურებით და მე გეუბნები რამეს?_რატომღაც მეწყინა და გამაბრაზა მისმა ნათქვამმა. შარვალს გადავწვდი და ამოვიცვი. პერანგიც გადავიცვი, თუმცა ღილები არ შემიბნევია._ბუნგალოში წავალ, ცივ სასმელს ავიღებ რამეს.
_კარგი, მეც ცოტახანში მოვალ._ახლა მეორე ლოყაზე მაკოცა კისკისით და თვითონ კი ზღვას მიაშურა.
გაფაციცებით ვათვალიერებდი ციაკოს ბუნგალოებში. რაღაც ანდამატივით მიზიდავდა თითქოს მისი მორიდებული ღიმილი და ფარული მზერა. შორიდანვე შევნიშნე და მეც ზუსტად იმ ბუნგალოში მივედი. ბარმენს ცივი და რაც შეიძლება ძლიერი სასმელი შევუკვეთე და ციაკოს მოპირდაპირედ ჩამოვჯექი. ერთი კი შემომხედა და ჩაეღიმა. ქალის ღიმილი, ასე ვთქვათ, მთლად თანხმობადაც არ უნდა მივიღოთ კაცებმა, მაგრამ მოწონებით რომ მოვწონვართ, ეს უდავოა. აშკარა იყო, ციაკოს მოვწონდი. ერთი ჭიქა ცივი რომი რომ გადავკარი, ავჭიკჭიკდი:
_ასეთი ლამაზი გოგონა მარტო რატომ ხარ?_ვკითხე და ჩემი საფირმო ღიმილით შევღიმე, რომელიც არც ერთ ქალს არ ტოვებდა გულგრილს.
_მარტო არ ვარ._მანაც შემომღიმა მორიდებით და რომ იტყვიან მომნუსხა თავისი ღიმილით._აგერ, ალექსიც მოდის.
გავიხედე და ის დაკუნთული ბიჭი დავინახე, წეღან ციაკო რომ მოიგდო ზურგზე და ზღვაში შეიყვანა. ბიჭი სკამზე ჩამოჯდა და ინტერესით შემათვალიერა. ეტყობოდა, რომ სტეროიდებით ქონდა კუნთები დაყენებული, თორემ რაც მე სპორტდარბაზებში დავდიოდი, იმის ნახევარი გარშემოწერილობა არ მქონდა.
_იცნობთ ერთმანეთს? ხომ არ გაწუხებს?_ციაკოს მიუბრუნდა ბიჭი.
_ანჩოს ძმაა. სულაც არა._ჩურჩულით კი უთხრა, მაგრამ მე მაინც გავიგონე.
ყურები ვცქვიტე. გამოდის მიცნობდა. ანჩოს ძმად მომიხსენია, ესე იგი, ანჩოს მეგობარია, მაგრამ რომ ვერ ვიხსენებ? არ არსებობს, სადმე გამეცნო და დამვიწყებოდა მისი თვალები ან ეს მომნუსხველი ღიმილი. ტვინი სრული დატვირთვით ავამუშავე, შორეულ წარსულშიც კი გადავიჭყიტე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ციაკო ჩემი დის გვერდით. კითხვა ნამდვილად მომერიდა. თბილისში რომ დავბრუნდებოდი, ანჩოს ყველა მეგობარს გამოვიკვლევდი და მივაგნებდი ამ ციაკოსაც. ქალების უკმარისობას ნამდვილად არ განვიცდიდი, მაგრამ იყო ამ გოგოში რაღაც ისეთი, მის სურვილს რომ მიორმაგებდა. ვერ ვიტყვი, რომ მადისაღმძვრელი ფორმები ქონდა, როგორც ინდირას, ყველა კაცს რომ მის მკერდზე და თეძოზე რჩებოდა თვალი. არც მაღალი მკერდი ქონდა და არც განიერი თეძოები. გამხდარი, სიფრიფანა გოგო იყო. ნარინჯისფერ საცურაო კოსტუმში საშუალო ზომის მკვრივი მკერდი მოუჩანდა. ძუძუს თავები ლამაზად ეტყობოდა. ჩემს დამპლურ და გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია ის, რომ ხელშეუხებელი იყო. რომელ ხელის შეხებაზე იყო საუბარი, ალბათ ნაკოცნიც კი არ ქონდა არავისთვის. ასე, დაახლოებით ოცი წლის თუ იქნებოდა. მისი ღიმილიანი ფარული მზერა რომ დავიჭირე, ღაწვები აუვარდისფრდა და მზერა მომარიდა. ჩემს უკან გაიხედა. ვიღაცას დაჟინებით მიაშტერდა. მივხვდი, ინდირა იქნებოდა და არც შევმცდარვარ. გამომწვევად მოგვიახლოვდა, გვერდით მომიჯდა და მომეხუტა.
_ნომერში არ ავიდეთ საყვარელო?_თავისკენ მიმაბრუნა და ტუჩებში მადიანად მაკოცა.
ასე შეგნებულად იქცეოდა. ინტერესი შემატყო სხვა ქალის მიმართ და იმ სხვას უღობავდა ჩემსკენ მოსასვლელ გზას.
დიდი ჩალიჩი არ დამიწყია ციაკოსთვის, გავიგე რომ ანჩოს იცნობდა, მის სამეგობრო წრეში იტრიალებდა და იქ მოვძებნიდი ადვილად. აქ კი, ინდირას ისტერიკების მოწყობას მოვერიდე. უწადინოდ წამოვდექი. თვითონაც ამყვა. სუროსავით შემომხვია წელზე ხელები და ასე წავედით სასტუმროში. ციაკოს სურვილი და ჟინი ინდირაში ჩავიკალი. მერე რესტორანში მოვსხედით და გემრიელად ვივახშმეთ. რატომღაც თვალებით მაინც ციაკოს დავეძებდი ყველგან, ასე, ერთი ნახვით რომ დამიპყრო და დამიმონა. ღამით ბულვარში გასეირნება მოვიწადინე. იმედი მქონდა სადღაც მაინც გადავეყრებოდი, მაგრამ სულ ტყუილა ვიწანწალე. მე თორემ, ინდირა კარგად გაერთო. სასტუმროში დაბრუნება აღარ უნდოდა. გვიან ავედით ნომერში. ვნებამორეული ქალისთვის უარი არც მაშინ მითქვია, გამომწვევად რომ კისკისებდა და აშკარად მაგრძნობინებდა რომ ვუნდოდი. თუმცა , შევატყე ჩემს თავს, რომ ძველებური ჟინი აღარ მქონია მის მიმართ. ეს ყველაფერი კი ციაკოს ბრალი იყო. თვალებს ვხუჭავდი თუ არა, მისი შავი ბრიალა თვალები მელანდებოდა. სხვა ქალებისგან განსხვავებით ჩემს ფიქრებში მას ვერ ვაშიშვლებდი. დღისით დანახულ მის ძუძუსთავებზეც კი არ ვფიქრობდი რატომღაც. მისი თვალები და მისი ლამაზი ღიმილი მედგა თვალწინ. მისი მორიდებული გამოხედვა და ამ დონჟუან კაცს პატარა ბიჭივით მაფორიაქებდა.
ღამე ვერ მოვისვენე. ვერა და ვერ მოვხუჭე თვალი. ფრთხილად ავდექი. მაისური და შორტები ამოვაძვრინე ჩემი ჩემოდნიდან, გადავიცვი და ფეხაკრებით გამოვიპარე ნომრიდან. ალიონზე ბულვარში ვისეირნე უაზროდ. მერე ზღვის სანაპიროზე გავედი და ახლა იქ ვიწანწალე. რომ მომწყინდა, სასტუმროში დავბრუნდი. ჰოლში ციაკოს გადავაწყდი. გამიკვირდა ერთ სასტუმროში რომ ვიყავით და არ ვიცოდი. ის გამოდიოდა, მე კი შევდიოდი.
_დილამშვიდობისა._დაბნეულმა შემომღიმა._გეტყობათ, მზის ამოსვლით ტკბებოდით სანაპიროზე, მე კი სამწუხაროდ დამეძინა.
მისი თვალების შემონათებამ გული გამიჩერა თითქოს. არ ვიცი, რაღაც ნარკოტიკივით მოქმედებდა ეს გოგო ჩემზე და მაბრუებდა მისი სიახლოვე.
_თუ გინდა, საღამოს, მზის ჩასვლა ვნახოთ ერთად._თითქოს ვიღაც იჯდა ჩემში და ის ლაპარაკობდა ჩემს მაგივრად.
_მართლა? შეძლებთ?_გაკვირვებულმა შემომანათა თავისი შავი თვალები და უკვე მეორედ გამიჩერა გული.
_კი, რა პრობლემაა._ვუთხარი და გავუღიმე._მითხარი რომელ ნომერში ხარ და მოგაკითხავ.
_ჰოლში დამელოდეთ და მე თვითონ ჩამოვალ._ეშმაკურად მოწკურა თვალები და გარეთ გავიდა. გაყოლვას ვაპირებდი წუნკალი ძაღლივით, მაგრამ კიბეზე ჩამომავალი ინდირა რომ შევნიშნე, გადავიფიქრე.
_სად იყავი საყვარელო?_კისერზე მომხვია ხელები და ხალხის თვალწინ მადიანად მაკოცა.
_სანაპიროზე გავისეირნე. ცოტა ვირბინე კიდეც. დავიღალე. წავალ, შხაპს მივიღებ, ცოტას დავისვენებ და ჩამოვალ. შენ საით?_ხალათით რომ იყო, გამიკვირდა.
_აუზზე ვიქნები თუ მალე ჩამოხვალ.
_კარგი._ახლა მე ვაკოცე და თან დუნდულაზე წამოვარტყი მსუბუქად ხელი, რომ ძველებური ბაჩო ეცნო და ეჭვიანობის სცენები არ გაემართა ჩემთვის..
გამომწვევად აკისკისდა და ისე წავიდა აუზისკენ.
ნომერში ასვლისთანავე აბაზანაში შევედი. რამდენ ხანს დავყავი იქ არ ვიცი. კარგა ხანს რომ ვიდექი შხაპის ქვეშ და ციაკოს ღიმილზე ვფიქრობდი, ეს კი ვიცი. ასე, ერთი ნახვით როგორ მომაჯადოვა ამ გოგომ, მიკვირდა. ჩემთვის უცნობი განცდებით და გრძნობებით ვიყავი სავსე. ასეთი რამ ცხოვრებაში არ გამომეცადა ნამდვილად. დღე როგორღაც გადავაგორე ინდირასთან ერთად. საღამოს კი ძველი მეგობრის მონახულება მოვიმიზეზე, ინდირა ნომერში დავტოვე და უკანმოუხედავად გამოვვარდი ოთახიდან. ჰოლში დიდხანს მომიწია ლოდინი სანამ ციაკო გამოჩნდებოდა. დამინახა თუ არა, შორიდანვე შემომღიმა მორიდებით.
_ბევრი ხომ არ გალოდინეთ?_ისეთი ღიმილით მკითხა, სულ გადამავიწყდა მტანჯველი ლოდინი.
არა-მეთქი, მეც ჩემებურად შევღიმე და სანაპიროზე მზის ჩასვლის საყურებლად გავეშურეთ. ნიავი თმას უწეწავდა. ინდირასავით სცენებს არ აწყობდა, ვაიმე, არიქა და თმა ჩამომეშალაო. დინჯი, ამაყი ნაბიჯებით მოაბიჯებდა ჩემს გვერდით და არაფრად აგდებდა აწეწილ თმას, საოცრად რომ უხდებოდა. აშკარად ხვდებოდა, რომ გამოჭერილი ვყავდი ყურებით. ჩემს თავზე ვბრაზობდი, ასეთი უსუსური რომ ვიყავი მის გვერდით, მაგრამ მისი ერთი შემოხედვა და მართლაც მიჩერდებოდა გული.
ხალხის თვალისგან მოფარებულ სანაპიროზე გავიყვანე და იქ ჩამოვსხედით საყურებლად. ციაკო მართლაც მოჯადოებულივით შეჰყურებდა მზის ჩასვლას ზღვაში. მე კი მას შევყურებდი მოჯადოებული. ასე უსუსურად არასდროს მიგრძვნია თავი. ვერ ვიტყვი, რომ მის შემხედვარეს ვნება მერეოდა და მისი დაპყრობა მსურდა, მაგისთვის ხომ ინდირა მყავდა? რაღაც ამაღელვებელს და ამათრთოლებელს ვგრძნობდი მის მიმართ. დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩამეხუტებინა, ოღონდ მარტო ჩამეხუტებინა და სხვა არაფერი.
მზის სხივები ჯერ ისევ ალისფრად აფერადება ზღვას, მოულოდნელად რომ წამოდგა და ტანსაცმლიანი მუხლამდე შევიდა ზღვაში. მეც ღიმილით მივყევი და დგაფუნით მივედი მასთან. რომ დამინახა ღიმილით ვუახლოვდებოდი, ოდნავ შეშფოთებულმა ნელ-ნელა დაიხია უკან და თითქმის წელამდე შევიდა. მეც მივყევი ღიმილით. ისეთი საოცარი სანახავი იყო, თავი ვერ შევიკავე, ინსტიქტურად გადავიხარე და ფრთხილად ვაკოცე. ადგილიდან არ დაძრულა. წამიერად გარინდული იდგა და მელოდებოდა, როდის მოვრჩებოდი მის კოცნას. რაღაც მოტკბო გემო ქონდა მის ტუჩებს და მესიამოვნა. როგორც სხვა ქალებისგან ვიყავი ნაჩვევი, მას კოცნაზე კოცნით არ უპასუხია, მაგრამ მაინც ამათრთოლა ამ კოცნამ. გული გამიჩერდა. ასეთი სიამოვნება არც ერთი ქალისგან არ მიმიღია. შევატყე, როგორ შეეკრა თვითონაც სუნთქვა და როგორ ააღელვა ჩემი მთრთოლვარე ტუჩების შეხებამ. მერე ფრთხილად მომიშორა და მორცხვად ამომხედა თავდახრილმა. რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, ის იყო, რომ ნაწყენი ან უკმაყოფილო არ ყოფილა ჩემი კოცნის გამო. თავისი შავი თვალებით ერთხანს ჩუმად მომჩერებოდა. სუნთქვაშეკრული ვიდექი მეც მის წინაშე და ველოდი როდის მეტყოდა რამეს, სულაც საყვედურს.
_ყველა ქალს, ვისაც კი დაინახავ, მაშინვე მის საწოლში შეტყუებას რატო ცდილობ?_სინანული ვიგრძენი მის ხმაში._არასდროს გაგჩენია სურვილი საწოლის გარეთაც გაგეცნო ვინმე?
დავიბენი. მართლაც რომ ასე იყო. დამნაშავის იერით შევყურებდი როგორ გადიოდა ზღვიდან და როგორ მშორდებოდა. აწყობილი საქმე გავიფუჭე, დავაფრთხე. მართლაც და რა ჯანდაბა დამეტაკა? ერთი დღის გაცნობილ გოგოს პირდაპირ ტუჩებში რატო ვეძგერე? მაგრამ, იმ მომენტში კოცნის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობდი. მისი ლამაზი ხალი ტუჩის სიახლოვეს ძალიან მიზიდავდა. მართლა არ მიტრიალებდა ბინძური ფიქრები და ზრახვები ამ ჩემს უტვინო თავში. ისეთი საყვარელი იყო, კოცნისგან თავი ვერ შევიკავე. როგორც ჩანს, თვითონ კარგად მიცნობდა, მაგრამ მე რომ ვერ ვცნობდი? გადავწყვიტე, ჩავიდოდი თუ არა თბილისში, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მოვძებნიდი. ანჩოსთან სულ მუხლის ჩოქებზე დგომაც რომ დამჭირვებოდა, დავდგებოდი, ოღონდაც მეპოვა...
სანაპიროდან მალე რომ დავბრუნდი, თანაც სველი, ინდირამ ისე შეიცხადა, თითქოს მკვდარი ედო წინ.
_ვაიმე, რა მოხდა?
_ისეთი არაფერი. გაემზადე, მივდივართ.
_რატო?_გაუკვირდა._აკი დილით უნდა წავსულიყავით?
_ამაღამ წავალთ თუ დილაზე, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?_წყრომით შევხედე.
_გზაში არ ჩაგეძინოს...
_დამშვიდდი, არ ჩამეძინება._სველი ტანსაცმელი ერთი ხელის მოსმით გავიძრე და მშრალი გადავიცვი.
ინდირა აშკარად უკმაყოფილო სახით ალაგებდა თავის ჩემოდნებს, თუმცა შედავებას და პროტესტის გამოთქმას მაინც ვერ მიბედავდა. უკვე კარგად ბნელოდა, მანქანაში რომ ჩავსხედით და თბილისისკენ გამოვეშურეთ. ბათუმიდან რომ გამოვედით, შედარებით თავისუფალი იყო ტრასა და რაც შემეძლო სწრაფად მოვდიოდი. თითქოს ციაკოს საყვედურს გამოვურბოდი ასე. ინდირა ხმას არ იღებდა. არ ვიცი, ეშინოდა თუ სწყინდა ასე მოულოდნელად და ყველაფრის ახსნის გარეშე რომ მოვდიოდით უკან. ჩუმად ვმგზავრობდით, მაგრამ ციაკოს სიტყვები არ მანებებდა თავს, ყველა ქალის საწოლში შეტყუებას რატო ცდილობ, საწოლის გარეთაც გაიცანიო. ჩემს თავზე ვბრაზობდი, მართლა და მართლა რა გავხდი ამისთანა, რომ სექსის გარეშე არ შემეძლო ცხოვრება? ყველა ქალს მხოლოდ საწოლში რატო ვხედავდი ჩემს გვერდით? მაგრამ... ციაკო სხვა იყო. იქნებ, დაღვინების პროცესი დამდგომოდა მეც, როგორც ამას ბაბუაჩემი მიწინასწარმეტყველებდა? ციაკო მართლაც ვერანაირად ვერ წარმოვიდგინე შიშველი ჩემს ფიქრებში. მაგრამ თავი მაინც რომ ვერ შევიკავე და ერთი დღის გაცნობილ გოგოს ვაკოცე, ამაზე ვბრაზობდი. თუმცა, ერთი დღე ჩემთვის იყო, თორემ ციაკო ძალიან კარგად მიცნობდა როგორც შევატყე. ჩემს გვერდით ჩრდილში ტრიალებდა და მაკვირდებოდა. დავიჯერო, ნახევრად შიშველი რომ ვნახე მიტომ მივაქციე ყურადღება და ტანსაცმლიანს ვერც კი ვამჩნევდი?
ბენზინგასამართ სადგურზე რომ შევჩერდით და იქიდან გამოვედით, მაშინ კი გაბედა ინდირამ და მომეხუტა. რატომღაც არ მესიამოვნა. მერე კი მუხლზე დამადო ხელი და ნელ-ნელა დამიწყო მოფერება. ზემოთ და ზემოთ რომ აასრიალა ხელი, მაშინ კი ამიჩუხჩუხდა სისხლი ძარღვებში. გზის სავალი ნაწილიდან გადავედი, რომელიღაც ჩიხში შევაყენე მანქანა და ძრავა ჩავაქრე. ინდირას სავარძელი მოხერხებულად გადავწიე და დამშეულივით ვეძგერე. თვალისდახამხამებაში მოხდა ყველაფერი. მივხვდი, უკმაყოფილო დავტოვე, მაგრამ დიდად არ განმიცდია ეს ამბავი. ჩემი სურვილი დავიკმაყოფილე და ისევ გზას დავადექით. სიბრაზის გრძნობა ისევ ამეკვიატა და აღარ მშორდებოდა. დილის ოთხი საათი იყო ჩემს ბინაში რომ შევაბიჯე. ჩემოდანი შემოსასვლელში დავტოვე, გასაღებებიც იქვე მივყარე, ტელეფონი დაუდევრად მოვისროლე და ტანსაცმლიანი წავპირქვავდი საწოლზე. დაძინება გამიჭირდა. სულ ციაკოს თვალებზე და ღიმილზე ვფიქრობდი. ტუჩის სიახლოვეს ხალი ხომ თავგზას მირევდა. მისი საყვედურიც ნათლად ჩამესმოდა ყურებში და ეს უფრო მაცოფებდა. ფანჯარაში რიჟრაჟს რომ მოვკარი თვალი, მას მერე ჩამეძინა. მკვდარივით მეძინა. რომ გავიღვიძე, ოფლში ვცურავდი. ორის ნახევარი იყო უკვე. შხაპი მივიღე. მაცივარში შევიჭყიტე, ისეთი არაფერი მქონდა, რომ ამომევსო მუცელი და ჩვენებთან გადავწყვიტე შევლა.
დედაჩემი სახლში იყო და როგორც თვითონ ამბობდა, ლუკა სისხლს უშრობდა უკვე. დაუკითხავად ავარახრახე ჯამ-ჭურჭელი, მაცივარშიც შევძვერი, სუფრა გავიწყე და მადიანად ვისადილე. მუცელი რომ ამოვიყორე, ყავის დალევის სურვილიც გამიჩნდა, მაგრამ დედაჩემმა, ვერ მოგიდუღებ, ეს გიჟი არ მაცდისო. მხოლოდ ახლა მოვინაკლისე ცისია.
_ის ჯოჯოხეთის მაშხალა სად გყავთ, ისიც გაიქცა სამსახურიდან?_გამეცინა.
_ხვალ მოვა, დღეს დათხოვილია._"დამამშვიდა" დედაჩემმა._თუ ყავას დაადგავ, ჩემთვისაც დადგი.
_მოდი მე მივხედავ მაგ ბავშვს და შენი სასწაული ხელებით მოამზადე გემრიელი ყავა._წავუაფერისტე, რადგან მეზარებოდა, უფრო სწორად, მეთაკილებოდა ყავის მოდუღება. აჭყიპინებულ ლუკას მკლავში მოვჭიდე ხელი და ჰაერში შემოვატრიალე._თუ არ დაჯდები და არ მოისვენებ ახლა, ფანჯრიდან გისვრი იცოდე!
წამიერად შიში გაკრთა მის თვალებში. მერე ენა გამომიყო და მაგიდის ქვეშ შეძვრა. გავბრაზდი. ფეხში ვწვდი და გამოვათრიე.
_შენ რა ზედმეტები მოგდის ბიჭო!_მკაცრად დავუბრიალე თვალები._დედაილა, ჩემი ნერვების მოშლას ადვილად ახერხებ არა? გითხარი, მოისვენე, თორემ ფანჯრიდან გისვრი._სავარძელში კი არ ჩავსვი, ჩავახეთქე და მეც მის წინ ჩამოვჯექი. გაბუტული და გაბუსხული შემომყურებდა ლუკა ანჩოს თვალებით.
დედაჩემმა ყავა და ტკბილეული რომ შემოიტანა, მაშინვე დავწვდი ფინჯანს და ცხელ-ცხელი მოვხვრიპე სიამოვნებით.
_არ ვიცი სად აქვს ამ ბავშვს ამდენი ენერგია, დამღალა უკვე._საცოდავად მისავათებული მიესვენა დივანზე._საწყალი ცისია, მგონი როგორ აგიჟებს და აცეტებს...
_ფულს ხომ ამ ბავშვის აღზრდაში და მოვლაში იღებს და საწყალი რაღატოა?_გამიკვირდა.
_ბევრი ბევრი ნახევარი საათით ნახულობ ამ ბავშვს და ის ვერ აგიტანია, ის საცოდავი გოგო კიდევ დილიდან დაღამებამდე ამას უძლებს._თანაგრძნობა გამოთქვა მის მიმართ.
მე მაინც იმ აზრზე ვიყავი, რომ ფულს ხომ იღებდა და ცოდო რაღატო იყო? ყავა გემრიელად მივირთვი. შოკოლადებიც ჩავიყარე პირში. დედაჩემს ჯიბის ფულიც წავუმათხოვრე, რომელმაც ცოტა უკმაყოფილო სახით, მაგრამ მაინც დამაფინანსა და სანდროს სანახავად წავედი, ორი დღის წინ ცუდად რომ იყო და არაფრის თავი აღარ ქონდა.
_რა გჭირს ?_კარი გამიღო თუ არა, მაშინვე ის ვკითხე, რადგან მოჟამული სახე ქონდა.
_მგონი კუჭი მიტრაკებს ამდენი დალევისგან.
_და გადაწყვიტე გამოსწორდე?_ირონია გავურიე ხმაში.
_მინდა არ მინდა, გამოსწორება მიწევს. ისეთი დედამოტ....ი ტკივილი სცოდნია, წუხელ სულ კედლებზე მატარა ლამის.
_მართლა?_ცოტა შემაფიქრიანა მისმა ნათქვამმა._მერე და , მიდი ექიმთან, რა თავს იკლავ?
_რომ გითხრა, პატარა ბავშვივით მეშინია თეთრხალათიანების-მეთქი, დამიჯერებ?
გამეცინა, იმიტომ რომ მეც მასე სასწაულად მეშინოდა ექიმების.
ცოტა ხანს კიდევ დავრჩი სანდროსთან. მისი ბრძნული რჩევები მოვისმინე დალევასთან და ქალებთან დაკავშირებით, ორივე საფრთხეს რომ უქმნის თურმე ჩვენს ჯანმრთელობას და ღიმილით დავტოვე მისი ბინა. იქიდან სახელოსნოში გამოვიარე, ანჩოს მანქანის გაკეთება დაეწყოთ უკვე. საბარგული ისე ოსტატურად ქონდათ ჩაჭრილი და გამოკერებული, რომ შეიღებებოდა, საერთოდ არაფერიც არ შეეტყობოდა.
_გაშპაკვლას და გაშკურკვას მალე მოვრჩებით და ხვალ თუ ქარი არ იყო, შევღებავთ._დამაიმედა თაზომ და შპაკლიანი ხელები ტილოზე შეიწმინდა.
_ჯიგარი ხარ ბრატ._მეგობრულად მოვუთათუნე მხარზე ხელი._მზად რომ იქნება, შემეხმიანე. თან, დაიანგარიშე ყველაფერი რა დაჯდება რომ თანხა გადმოგირიცხო. აბა ჰე, წავედი და შენ იცი.
სახელოსნოდან გამოსულმა უაზროდ ვიწრიალე, სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მერე, გავბედე და ანჩოს მივაკითხე სამსახურში. ციაკოს ამბის გაგება მინდოდა. ანჩომ რომ დამინახა, გაუკვირდა. არასდროს ვაკითხავდი და ცოტა არ იყოს, შეშფოთდა.
_ლუკა კარგადაა?_მაშინვე ეს მკითხა.
_დაწყნარდი, შენი ქაჯი კარგადაა. აქეთ არავის დაუშაოს რამე, თორემ თვითონ არაფერი მოუვა._ნაძალადევად გავუღიმე._შენი მანქანა ვნახე, ხვალ საღამოს მზად იქნება. ფული გაამზადე, რომ გადაუხადო, მე კაპიკიანი არ მაქვს ჯიბეში._მრავალმნიშვნელოვნად ვუთხარი და სკამზე ამაყად ჩამოვჯექი. თან თვალი მის თანამშრომლებს მოვავლე იმ იმედით, სადმე ციაკოს დავლანდავდი._ორიათას ლარამდე დაგიჯდება ალბათ._ჩურჩულით დავამატე.
_არ არის პრობლემა, ვისესხებ. დედამ ან მამამ ხომ არ გაიგო?
_შენ რომ ფეხით დადიხარ, ეჭვი არ გასჩენიათ ვითომ?_გამიკვირდა.
_ცოტა აურია და ხელოსანს მივუყვანე-მეთქი, ავარიის შესახებ არაფერი იციან... რა გიჟივით აცეცებ მაგ თვალებს, რა გჭირს?_ეტყობა მაინც შემატყო ვიღაცას რომ ვეძებდი და შემიბღვირა._თავს ნუ მჭრი თანამშრომლებთან, ნორმალურად მოიქეცი.
გამეცინა, რადგან შევატყე როგორ კმაყოფილი ღიმილით მიმზერდნენ გოგოები. ციაკოზე რამის კითხვა ვერ გავუბედე. ჯერ ერთი, არ მეტყოდა არაფერს და მეორე, მისი ირონიული ღიმილნარევი მზერის ატანა არ მქონდა. გადავწყვიტე, სოციალურ ქსელში შემემოწმებინა მისი მეგობრების სია და ცოტა დაიმედებული ავდექი. საკუთარ თავში დარწმუნებულმა ამაყი მზერა მოვავლე იქვე მოფუსფუსე და მოჩურჩულე გოგოებს და შენობა ღიღინით დავტოვე. მოზღვავებული ენერგიის დასახარჯად სპორტდარბაზს მივაშურე.
დიტო ღიმილით შემხვდა.
_გამოჩნდი დაკარგულო? მუცელს გადაყევი თუ ქალებს?_თან მეგობრულად მომარტყა მხარზე მუშტი.
_არც ერთი და არც მეორე, ზღვაზე ვირუჯებოდი.
_მერე და მარტო?_ეშმაკურად მოწკურა თვალები.
წავუყრუე, ვითომც ვერ გავიგე. ჯიბიდან ტელეფონი და ყურსასმენები დავაძრე, ბოლო ხმაზე ჩავირთე მუსიკები და სარბენ ბილიკზე შევდექი. ნახევარი საათი შეუსვენებლივ ვირბინე tumaniYO-ს მელოდიებზე. მერე ტრენაჟორებზე გადავინაცვლე. მუცლის პრესი წავავარჯიშე, მკლავის კუნთებიც. დიტოს ჩემთვის აღარ ეცალა, ქერა გოგოს უხსნიდა ტრენაჟორების მოხმარების წესს. ერთი კი შევხედე ხელოვნურად ტუჩდაბერილ და მკერდგადიდებულ გოგოს და ჩემდა გასაოცრად, არანაირი ინტერესი არ გამჩენია მის მიმართ. მერე შხაპი მივიღე და ის იყო სპორტდარბაზიდან გამოვედი, რომ ნიკამ დამირეკა, სალო და ბავშვები სიდედრთან გამაყვანინე, ჩემი მანქანა დათოს ვათხოვე და ქალაქში არ არისო. გამიხარდა, სალო თუ დედამისთან დარჩებოდა, მე და ნიკა ბარში მოვსხდებოდით, მერე ქალებსაც დავითრევდით და მშვენივრად გავერთობოდით.
კარი სალომ გამიღო. ნამტირალევი და მოწყენილი ჩანდა. გამიკვირდა. კითხვით სავსე მზერა მივაპყარი ნიკას, რომელიც საძინებლიდან გამოვიდა და პერანგის ღილებს ნერვიულად იკრავდა.
_სიდედრია ცუდად, საავადმყოფოში წაუყვანიათ.
_სერიოზულადაა საქმე?_სალოს ნამტირალევ სახეს რომ შევხედე, შეშფოთებულმა ვიკითხე.
_არც ისე, ანევრიზმაა თუ რაღაც ჩანდაბა, იმის ოპერაციას უკეთებენ._ეს კი მითხრა, მაგრამ თვალებით მანიშნა, რომ უიმედო მდგომარეობააო და არასწორად შეკრული ღილები გინებით გაიხსნა და თავიდან შეიკრა.
ბავშვები ნიკას დას ავუყვანეთ და ჩვენ კი საავადმყოფოში წავედით. მართლაც ცუდი მდგომარეობა ქონდა ქალბატონ ეთერის. ოპერაციას კი უკეთებდნენ, მაგრამ გადარჩენის შანსი ნული იყო. გვიანობამდე შემოვრჩი საავადმყოფოში. ძმაკაცს გასაჭირში ხომ ვერ მივატოვებდი? ათი ხდებოდა ბინაში რომ შევედი. ის იყო საპირფარეშოდან გამოვედი, რომ ინდირამ დამირეკა, ჩვენები ამაღამ სახლში არ არიან და გელოდებიო. მაცდური შემოთავაზება იყო, მაგრამ რატომღაც უარი ვუთხარი, ნიკას სიდედრი საავადმყოფოში წევს და მეც აქ ვარ-მეთქი. უკმაყოფილოდ რომ აწუწუნდა, ერთი პირობა მასთან გაქცევაც კი დავაპირე, მაგრამ ციაკოს სიტყვები გამახსენდა, სულ საწოლში რატო იტყუებ ქალებსო და მალევე გადავიფიქრე.
დილით ისევ ნიკა გავიყვანე საავადმყოფოში. ისევ ისეთი უიმედო მდგომარეობა იყო. უკვე იმაზეც კი საუბრობდნენ სად დაეკრძალათ და ქელეხი რომელ რესტორანში გადაეხადათ. დათოც მოვიდა და მოუყვანა მანქანა. რახან მანქანა ყავდა უკვე, მე იმდენად საჭიროდ აღარ ჩავთვალე თავი და შუადღის მერე მე და დათო წამოვედით საავადმყოფოდან.
_წამო, სადმე დავსხდეთ ბარში და ქალებიც ვიჩალიჩოთ, არ გინდა?
დათოს წინადადება მომეწონა და პრესტიჟულ ბარშიც მოვსხედით. გვარიანად გამოვთვერით. ქალებიც ვიჩალიჩეთ და ის ღამე სასტუმროში გავატარეთ. დილით საშინელი ნაბახუსევი ვიყავი. თავი ისე მტკიოდა, გატოკება არ მინდოდა. ოქსანას, ჩემი ღამის თავგადასავალს, ფული რომ გადავუხადე და ტაქსით გავაცილე, ჯიბეში კაპიკიანი აღარ დამრჩა. ისევ ჩვენებთან გადავწყვიტე მისვლა და წამათხოვრება. ჩვეული სისწრაფით და ბღუილით რომ არ შევედი უბანში, მეზობლების გაოცებული სახეები დავლანდე მანქანიდან გადასვლისთანავე. აუჩქარებლად შევედი სადარბაზოში, რადგან თავი მასკდებოდა. კიბეზე სწრაფი ნაბიჯებით ჩამომავალ ცისიას შევეფეთე. ერთი თვალის შევლებით შევატყე, რომ ნამტირალევი იყო. ალბათ ლუკამ გააბრაზა ეს რკინის ლედი, გავიფიქრე და წინ გამომწვევად დავუდექი, არ მოვერიდე.
მორიდებით შემომხედა და გვერდის აქცევას შეეცადა. გზა ისევ გადავუღობე და დაჟინებით მივაშტერდი დიდჩარჩოიან სათვალის მიღმა აცრემლებულ თვალებში.
_გამატარეთ, გთხოვთ._აკანკალებული ხმით მუდარით მთხოვა და ისევ გვერდის აქცევას შეეცადა.
ისეთი საწყალობელი ხმა ქონდა, ცხოვრებაში პირველად ჩამწვდა გულში ვიღაცის მუდარა. მკლავზე წავატანე ხელი და ქვემოდან შევხედე, რატომღაც თვალს ვერ მისწორებდა.
_რა მოხდა, ლუკამ გაგაბრაზა?_თანაგრძნობით ვკითხე.
უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.
_აბა რა ხდება?
_დედათქვენმა ოქროს ბეჭედი დაკარგა და გონია, რომ მე ავიღე._გაბედა და ტირილისგან აწითლებული შავი თვალები შემომანათა._შეიძლება ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ ქურდი არ ვარ._მტკიცედ მითხრა, ხელი გამაშვებინა და კიბეზე ჩასვლა შეძლო.
ერთ ადგილზე გავშეშდი. ჩემი აღებული ბეჭედი მას ბრალდებოდა. მართალია, არ მომწონდა ეს გოგო თავისი დიდი სათვალით, კეხიანი ცხვირით და ტუჩთან საშინელი მეჭეჭით, მაგრამ მისმა ცრემლიანმა თვალებმა რატომღაც შემაკრთო. აკანკალებულმა ხმამ, რომ შეიძლება ბევრი ნაკლი ქონდა, მაგრამ ქურდი არ იყო, სული ამიფორიაქა. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი და თვალი გავაყოლე სადარბაზოდან უკანმოუხედავად გამავალ გოგოს. ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი. თითქოს მაწყობდა მისი წასვლა, იქნებ სხვა ძიძა მოეყვანა ანჩოს, მგრამ რას მიშავებდა ეს ალალი გოგო ასე რომ გამეწირა? თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა, ჩემს დამთხვეულ დიშვილს ვაჟკაცურად უთმენდა ყველაფერს, ჩემს დამცინავ გამოხედვასაც კი იტანდა. მერე რა თუ არ იყო ისეთი, ყველა რომ მიაშტერდებოდა და ქუჩაში მიმავალს გააყოლებდა თვალს? გულწრფელად შემეცოდა. გულდამძიმებული შევბრუნდი და გავაგრძელე კიბეზე ასვლა.
კარი დედაჩემმა გამიღო. გაბრაზებული იყო. გაბრაზებული კი არა, გაცოფებული. ვითომ არ ვიცოდი არაფერი და ნაძალადევი გაოცებით ვიკითხე:
_რა მოხდა?
_ოქროს ბეჭედი დავკარგე.
_მერე?
_რა მერე? ცისიას გარდა აქ ვინ არის, ვინ აიღებდა? ისე დამაჯერებლად კი სლუკუნებდა და იფიცებოდა, მე არაფერი ამიღიაო, ლამის დავუჯერე კიდეც.
_იქნებ მართლა არ აუღია?_მისი დაცვა მომინდა რატომღაც.
_აბა, მაშ ვინ აიღო?_არ ცხრებოდა დედაჩემი და თავის ცისფერ თვალებს, რომელიც მე მისგან მქონდა მემკვიდრეობით, სიბრაზისგან აბრიალებდა._შემთხვევით მოვინაკლისე. ვინ იცის როდის აიღო...
_ლალისთვლიანი ბეჭედი იყო?_მშვიდად შევაპარე.
_ხო, შენ რა იცი?_გაუკვირდა.
_ფული მჭირდებოდა და მე დავალომბარდე.
გაოგნებული ჩაესვენა სავარძელში.
_სახლში არ იყავით არც შენ, არც მამა, ფული კი მჭირდებოდა და მე ავიღე. გპირდები, დავიხსნი და ისევ მოგიტან.
წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც საშინლად აუტანელი მეჩვენა.
_უკვე აღარ ვიცი რაზე გავუბრაზდე საკუთარ თავს, იმაზე რომ ქურდი შვილი მყავს, თუ იმაზე რომ ალალ-მართალი გოგო გამოვლანძღე და გავაპანღურე სახლიდან? ღმერთო, რა დავაშავე ამისთანა?_ჭერში აღაპყრო თვალები და ამოიგმინა._ეს რა ჩამადენინე შე ქურდბაცაცა?_ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა._არ ვიცი, როგორღაც უნდა გამოასწორო ეს საქმე. ბოდიშიც რომ მოვუხადო, ისეა ის გოგო გულმოკლული ჩემი სიტყვებით, დარწმუნებული ვარ აქ აღარ დაბრუნდება, არა და ამ გიჟს მაგაზე უკეთესად ვერავინ უვლის და ვერავინ უთმენს.
ნერვიულად მოჰყვა ბოლთას.
_ეს რა გამაკეთებინე შე უვარგისო? დაგერეკა მაინც და გეთქვა. როგორ შევხედო ახლა იმ გოგოს თვალებში? ვითომ მაპატიებს და დაბრუნდება?
უაზროდ ავიჩეჩე მხრები.
_შენი გაფუჭებული საქმე შენვე უნდა გამოასწორო, არ ვიცი მე. დღესვე გაიგე იმ გოგოს მისამართი და წადი. არ ვიცი, როგორც გინდა ისე დააბრუნე.
ეს ძალიან რთული მისია დამაკისრა დედაჩემმა... მაგრამ ცისიას ცრემლიანი თვალები რომ მახსენდებოდა და მისი აკანკალებული ხმა, გულწრფელად მეცოდებოდა. დამნაშავე ხომ მე ვიყავი? ხო და დედაჩემი მართალი იყო, მე უნდა მომეგვარებინა ეს საქმე.
იმ ღამეს, მე რომ წამაყვანინა ანჩომ ცისია, მისამართი მახსოვდა. მართალია, მარტო სადარბაზო ვიცოდი, მაგრამ იქ მისული მეზობლებს ვკითხავდი და ადვილად ვიპოვიდი. სიმხნევისთვის ერთი ძლიერი ყავა გავაკეთებინე გაბრაზებულ დედაჩემს, "დავცეცხლე" მისივე ლექსიკონით რომ ვთქვა, გზის ფულიც "წავცინცლე" და ცისიასთან ბოდიშის მოსახდელად გავეშურე. ნაცნობ კორპუსთან რომ შევაჩერე მანქანა, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ვისთვის მეკითხა არ ვიცოდი. ერთხანს მანქანას მიყუდებული ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი. მერე, შემთხვევით მოშორებით საბავშვო მოედანზე საქანელაზე მჯდარი გოგონა დავინახე. მზე პირდაპირ თვალებში მირტყავდა და ვერ ვხედავდი ვინ იყო. მაინც გადავწყვიტე მასთან მისვლა. ცოტა რომ მივუახლოვდი, ცისია ამოვიცანი. თავჩაქინდრული იჯდა. სქელჩარჩოიან სათვალეს ხელში აწვალებდა. მართალია არ სლუკუნებდა, მაგრამ მივხვდი, რომ ისევ ტიროდა. ერთხანს ასე ვუყურე. რატომღაც გულწრფელად შემეცოდა. მერე ყურადღების მისაქცევად ჩავახველე. გაოცებულმა ამომხედა ცრემლიანი თვალებით. რაღაც ნაცნობი მზერა ქონდა თითქოს. მაშინვე შეიმშრალა თვალები და სათვალე მოირგო. უხმოდ წამოდგა ფეხზე.
_შემიძლია ავანაზღაურო დედათქვენის ბეჭედი, თუმცა მე ქურდი არ ვარ._მითხრა და წასვლა დააპირა.
_ვიცი.
ეს რომ ვთქვი, გაოცებულმა მომხედა ოდნავშეფერილი მინების მიღმიდან.
_ვიცი დამნაშავე არ ხარ, გაუგებრობა მოხდა... ბოდიშის მოსახდელად მოვედი._გავბედე და ვაღიარე.
_რაა?_გაოცებისგან უფრო გაუფართოვდა დიდრონი შავი თვალები.
_ის ბეჭედი მე ავიღე... ფული მჭირდებოდა და დავალომბარდე. დედაჩემმა არ იცოდა არაფერი. თუ შეგიძლია, დაბრუნდი სამსახურში. ჩემი ბრალია ყველაფერი. დედაჩემზე ნუ გაბრაზდები, მან მართლა არ იცოდა არაფერი.
ერთხანს გაოცებით მომჩერებოდა. თვალს რომ ვერასდროს მისწორებდა და მორცხვად შემომყურებდა ყოველთვის, ახლა მე დამაბნია მისმა დაჟინებულმა მზერამ.
_ყველას არ შეუძლია დანაშაულის აღიარება._რაღაცნაირად კმაყოფილმა ჩაიჩურჩულა და წასასვლელად მოემზადა. გადადგა კიდეც ერთი ნაბიჯი, მაგრამ გზა გადავუღობე.
_გამოდის, არც თუ ისე ცუდი და გადასაგდები ვყოფილვარ არა?_გამეღიმა.
ღაწვები აუვარდისფრდა და მორცხვად გაეღიმა. ამ უშნო გოგოს ისეთი მშვენიერი ღიმილი ქონდა, წამიერად გამოვშტერდი.
_შეგიძლია სამსახურში დაბრუნდე?_მკლავზე წავატანე ხელი, რადგან შევატყე რომ ისევ წასვლას აპირებდა.
პასუხი რომ არ დამიბრუნა, კითხვა გავუმეორე.
_დღეს რომ დავისვენო და ხვალ მოვიდე, შეიძლება?_ისე მკითხა, სახეში არ შემოუხედია ჩემთვის.
_რა პრობლემაა?_ გამიხარდა ადვილად რომ დამთანხმდა და ლოყაზეც კი მოვუთათუნე მეგობრულად ხელი.
შეკრთა. უარესად აუწითლდა ღაწვები და თვალი ვერ გამისწორა. ნერვიულად შეისწორა სათვალე.
_ნახვამდის._მხოლოდ ეს მითხრა და წავიდა.
_ერთი გზა გვაქვს. ჩემი მანქანა შენი კორპუსის წინ აყენია._მალევე წამოვეწიე და გვერდი-გვერდ გავნაგრძეთ გზა.
უხმოდ მივუყვებოდით ტროტუარს. რამდენჯერმე გადავხედე და მალულად შევათვალიერე კიდეც ეს სიფრიფანა გოგო, ნიკაპამდე რომ მწვდებოდა ძლივს. შეხედულებისა რა ვთქვა, მაგრამ მორცხვი, მორიდებული, ზრდილობიანი და თავდაჭერილი კი იყო. სხვათაშორის, თავისებური სიამაყეც ემჩნეოდა. ვნებას ნამდვილად არ აღუძრავდა კაცს, მაგრამ რაღაცნაირად მაინც საყვარელი იყო.
_ესე იგი, შევთანხმდით, ხვალიდან ისევ გამოხვალ სამსახურში ხომ?_დასაზუსტებლად ჩავეკითხე და ხელი გავუწოდე.
მორიდებით ჩამირტყა თანხმობის ნიშნად, ერთი კიდევ გამიღიმა და სადარბაზოში შევიდა. კმაყოფილმა ჩამოვისვი სახეზე ხელი, ასე ადვილად რომ მოვაგვარე საქმე. ჩემს ხელს ცისიას ვანილის მოტკბო სურნელი რომ ასდიოდა, რატომღაც მესიამოვნა. ასეთი კმაყოფილი და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. ჯერ ერთი, შვება მომგვარა იმან, რომ დანაშაული ვაღიარე და ჩემს გამო სხვა არ დაისაჯა ტყუილუბრალოდ... და მეორე, "ყველას არ შეუძლია დანაშაულის აღიარებაო" ეს რომ მითხრა, სიამაყით მავსებდა. მართლაც რომ მთლად გადასაგდები არ ვყოფილვარ. რაღაც-რაღაც კარგი თვისებები მეც მქონია თურმე. ინსტიქტურად კორპუსის ფანჯრებს ავაყოლე მზერა და მეორე სართულზე ფარდა რომ შეირხა, მივხვდი ცისია იყო, რომელიც მალულად მიმზერდა. აშკარად მოვწონდი ამ გოგოს და გამეღიმა. კმაყოფილი მივუჯექი საჭეს. დედაჩემთან დარეკვა მოვასწარი და ვუთხარი, რომ ცისია ხვალიდან ისევ გამოვიდოდა სამსახურში. მერე კი ნიკამ დამირეკა და მითხრა, რომ სიდედრი დამეღუპაო. მთელი ხუთი დღე მასთან ვიყავით ბიჭები. ყველანაირად გვერდში ვედექით და ვეხმარებოდით როგორც შეგვეძლო. წვეთი არ დაგვილევია. დაკრძალვის მეორე დღეს კი იცოცხლე, იმდენი დავლიე, საჭესთან ჯდომა ვერ შევძელი და ტაქსით მივედი სახლში. ისიც, ჩემი ბინის მისამართი კი არა, მშობლების მისამართი მითქვია და იქ მიმიყვანა. ტაქსი თვალს რომ მიეფარა, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, მაგრამ რაღას ვიზავდი?
_ჯანდაბას, ერთი ღამე დავრჩები დედიკოს და მამიკოს სახლში. ანჩოს კაპრიზებსაც ავიტან როგორმე._ხელი ჩავიქნიე და კიბეს ვაივაგლახით ავუყევი.
ორ საფეხურს რომ ავივლიდი, ერთით უკან ვვარდებოდი. ბანცალ-ბანცალით მივაღწიე როგორც იქნა კარამდე. მოკლე ზარი დავრეკე. ან მე მეგონა ასე. კარი ცისიამ გამიღო. იმ დღის მერე ნანახი არ მყავდა ბოდიში რომ მოვუხადე და რატომღაც გამიხარდა მისი ნახვა.
_პირობა შეასრულე და დაბრუნდი სამსახურში ხომ?_უშნოდ გავიღრიჭე._კარგი გოგო ხარ.
გაკვირვებულმა გზა დამითმო, რომ ბინაში შევსულიყავი. ეშმაკქაჯურად ნოხს წამოვკარი ფეხსაცმლის ჭვინტი და წავბარგანავდი. ცისიამ მაშინვე შემაშველა ხელი, მხარში ამომიდგა და ისე წამიყვანა ჩემს ყოფილ საძინებელში. ამ სიფრიფანა გოგომ როგორ შეძლო ჩემი დაჭერა და საწოლამდე მიყვანა, გამიკვირდა. საწოლზე რომ ჩამომსვა, მერე კი მოწყვეტით გადავვარდი. მესმოდა როგორ მხდიდა ფეხსაცმელებს, მაგრამ ასე ვთქვათ, მე განძრევის ც კი არ მქონდა უკვე. მსიამოვნებდა ვიღაც რომ ზრუნავდა ჩემზე. შეძლო და ფეხებიც ამაწევინა და საწოლზე გამასწორა. მერე გავიგე ფანჯარა რომ გამოაღო და ოთახიდან გავიდა. მართალია, უშნო გოგო იყო, მაგრამ ძალიან მზრუნველი. ჩაცმის სტილი ძალიან მკაცრი ქონდა, არასდროს უჩანდა გულისპირი, მხრები და მუხლები. ზედმეტად კონსერვატიული იყო. თმა ყოველთვის შუბლზე ქონდა გადაწეული და კეფაზე დახვეული. შავი ხშირი წარბები ერთმანეთზე ქონდა ლამის გადაბმული. თვალები კი ლამაზი უჩანდა, მაგრამ სქელჩარჩოიანი სათვალე აუშნოვებდა. ცხვირიც ზედმეტად კახიანი და უშნო ქონდა. ტუჩები ქონდა ლამაზი, მაგრამ ტუჩთან მოზრდილი და არასასიამოვნო დიდი მეჭეჭი ქონდა. მის სახეზე ღიმილი მაშინ შევნიშნე, ბოდიში რომ მოვუხადე ბეჭდის გამო და ისე მომეწონა, გამომაშტერა, ძალიან ლამაზი ღიმილი ქონდა. ყველაზე მეტად კი მაინც მისი სურნელი მომწონდა რაღაცნაირად ტკბილი და ვანილის არომატით, მსუნაგი ბავშვობის წლებს რომ მახსენებდა.
ძილბურანში მესმოდა, რომ ჩემი ტელეფონი გამუდმებით რეკდა, მაგრამ ისე ტრიალებდა ყველაფერი, გადაბრუნ-გადმობრუნების შნო არ მქონდა, ტელეფონი საიდან მიჩხაოდა ვერ ვიგებდი, ხო და თავიც არ გამიცხელებია რომ მომეძებნა და მეპასუხა. იავნანასავითაც კი ჩამესმოდა regard-ის ride it. მერე კი ღრმად ჩამეძინა და აღარაფერი მახსოვს.
დილით ისევ ტრიალებდა ყველაფერი. ლუკა რომ შემობანცალდა ჩემთან და გაკვირვებული თვალებით მიმზერდა, თითქოს შემრცხვა. ძლივს წამოვჯექი საწოლზე. აბურძგნილ თმაზე ხელი გადავისვი და როგორც შევძელი ისე გადავისწორე. ფეხშიშველი გავტუნდული ჯერ საპირფარეშოში, მერე კი სამზარეულოში. მაცივარში შევიჭყიტე. კიტრის მარინადი რომ დავინახე მინის ქილით, ისე გამიხარდა, მგონი კოლუმბს არ გახარებია ასე ამერიკის აღმოჩენა. გამოვიღე, გავხსენი და ცივ-ცივი წვენი გემრიელად მოვხვრიპე. მერე ქორფა კიტრებიც ავახრამუნე. ცოტა მიშველა თითქოს. მისაღებში გავედი. დედაჩემი სავარძელში იჯდა და ახალ ამბებს უსმენდა. ზღურბლზევე გამაშეშა მისმა გამყინავმა მზერამ.
_არ გრცხვენია, ახალგაზრდა ბიჭი მასე უნდა გაილეშო, რომ ტანსაცმლის გახდის შნოც აღარ გქონდეს?
_სირცხვილი ის იქნებოდა, ტანსაცმელი გამეძრო და შიშველს მერბინა. რა გინდა, მორიდებული ბიჭი ვარ, მაგდენი მესმის._გავუცინე და ბოლო კიტრიც შევახრამუნე._იფ, რა გემრიელი იყო. კიდევ გაიმეორებდა კაცი, მაგრამ..._სინანულით ამოვიოხრე.
_დღეს რა გეგმები გაქვს?_ტელევიზორს ხმა ჩაუწია და ინტერესით მომხედა.
_ჯერ არ ვიცი დედაჩემო. რა ხდება?_გვერდით მივუჯექი და ხელი გადავხვიე.
_ფუჰ, ყარხარ ისევ... რა დაცეცხლე ამისთანა?
_ცეცხლი და ნავთი!_ხელი რომ ამაღებინა მისი მხრიდან, მეწყინა და ავდექი ისევ._ჩემთან წავალ, გამოვიძინებ, თორემ რაღაც ვერ ვარ კარგად._საძინებელში ჩემს ფეხსაცმელებს შევაკითხე. საწოლის ბოლოში მწყობრისად ელაგა. გამახსენდა, ცისიამ რომ დამხადა და კმაყოფილს ჩამეღიმა რატომღაც. ჩავიცვი და ისევ დედაჩემთან გამოვბრუნდი.
_გეტყობა, რაღაცის თხოვნა გინდა და ვერ მიბედავ არა?_გაეღიმა._ჩემი მორიდებული ბიჭი._ენა მომიჩლიქა პატარა ბავშვივით.
_ჩემი მიხვედრილი დედიკო._სავარძლის საზურგეზე ჩამოვუჯექი და შუბლზე ვაკოცე._ასი ლარი მასესხე და ხელფასს რომ ავიღებ ჩაგასესხებ.
_ეეჰ, შვილო. ასეთი ქარაფშუტა და უქნარა როდემდე უნდა იყო?_სინანულით ჩაიქნია ხელი. სავარძლიდან წამომაგდო და თვითონაც წამოდგა.
_ეს იმიტომ გაძლევ ფულს, რომ ქურდობა არ დაიწყო. და მგონი დიდ შეცდომასაც ვუშვებ. მიგაჩვიე უშრომლ-უწვალებლად ფულის ხარჯვას და მგონი არც კი შეიცვლები. ოჯახს მაინც მოეკიდე. რით ვეღარ დაღვინდი?
_მაგის დროც მოვა დედაჩემო, მაგის დროც._ფული გამოვართვი და შუბლზე მადიანად ვაკოცე.
აბაზანაში შევედი, შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე თავი. ეგ არის, დაკუჭულ ტანსაცმელს ვერ მოვუხერხე ვერაფერი. დახდა და ხელახლა ჩაცმა დამეზარა, რომ დედაჩემისთვის მიმეცა და დაეუთოვებინა.
_მასე მიხვალ?_მაინც შემნიშნა დედაჩემმა და წყრომითაც კი მკითხა._კამეჩის ნაღეჭს რომ გიგავს ტანსაცმელი. დაიხადე დაგიუთოვო, ხალხი რას იტყვის?
მაინც არ ამცდა დახდა და ისევ ხელახლა ჩაცმა. ზრდილობის ეტალონად კი ვიქეცი, დედაჩემს მადლობა გადავუხადე და კიბეზე დავეშვი. პირველ სართულზე ცისიას შევეჩეხე. შევატყე, ჩემი დანახვა გაუხარდა, რადგან ოდნავშესამჩნევად გაეღიმა, მორიდებით მომესალმა და გზა განაგრძო. ვანილის სურნელი რომ აატარა, მესიამოვნა. თუმცა, ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის, რადგან იმ მომენტში გამახსენდა, რომ გუშინ ტაქსით მოვედი და მანქანა აქ არ მყავდა.
_ფუ, შენი._გუნებაში მადიანად დავუკურთხე საკუთარ თავს და ისევ მაღლა ავბრუნდი. მძინარე ანჩოს შევუვარდი საძინებელში.
_შენი მანქანა მინდა.
_ოჰ, ვითომ რატომ?_გაუკვირდა და უკმაყოფილოდ მოისრისა თვალები.
_იმიტომ რომ ჩემი რესტორნის წინ დამრჩა.
_მერე, მე ფეხით წავიდე სამსახურში?_აღშფოთდა.
_აირჩიე, ან მარტო დღეს წახვალ ფეხით, ან სულ ფეხით ივლი.
ერთხანს გაავებულმა მიყურა. მერე გაახსენდა, რომ მასზე ბევრი მაკომპრომინტებელი მასალა მქონდა და სახე სასაცილოდ დაემანჭა.
_ოო, რა საზიზღარი ხარ._პერანგისამარა წამოდგა, ჩანთიდან გასაღები ამოიღო და მესროლა._საღამოს წამოსვლისას მაინც მომოყვანე სამსახურში._საწყალობელი მზერით შემომხედა.
_კარგი, ხო._შევპირდი და ფეთიანივით გავვარდი ოთახიდან.
შემოსასვლელში ცისიას შევეფეთე. უცბად ვერ შევნიშნე და შლეგივით რომ მივრბოდი, მხარი გავკარი. ისეთი ინერციით შევეჯახე, საწყალი გოგო შებარბაცდა. ხელი შევაშველე რომ არ წაქცეულიყო. წყრომით ამომხედა. ისეთი მზერა ქონდა, შემრცხვა. ეს გრძნობა ჩემთვის იშვიათობა იყო. დავიბენი კიდეც.
_ბოდიში. რამე ხომ არ გატკინე?_ამოვილუღლუღე და პასუხის ღირსი რომ არ გამხადა, გარეთ გავვარდი.
კისრისტეხით ჩავირბინე კიბის ორ-ორი საფეხური. კარგა ხანს ვიჩალიჩე სანამ სარკეები და სავარძელი ჩემს ზომაზე მოვირგე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავრთე ძრავა. რესტორანში ვაპირებდი წასვლას ჩემი მანქანის წამოსაყვანად, მაგრამ გზაში ინდირამ დამირეკა.
_რას დაიკარგე? მოგბეზრდი უკვე?_წყენა ვიგრძენი მის ხმაში.
_არა საყვარელო, რა სისულელეა, უბრალოდ საქმეები მქონდა.
_მაშინ დღე ერთად გავატაროთ. მოდი და ერთად დავგეგმოთ რამე.
_რომ არ მცალია?_წავუწუწუნე.
_თუ არ მოგბეზრებივარ, მოიცლი. მარტო ვარ... შიშველ სხეულზე გამჭვირვალე პერანგი მაცვია, მთელი სხეული მიხურს, გელოდები...
დღეს სულ სხვა გეგმები მქონდა, მაგრამ ინდირას ვნებიანი ჩურჩული რომ ჩამესმა და მაცდური წინადადება შემომთავაზა, ჩემმა პატარა მეგობარმა აღარ მომასვენა. გონება ამირია. ხუმრობა ხომ არ იყო, რამოდენიმე დღე ქალთან არ ვწოლილვარ და ახლაც უარი მეთქვა? გიჟივით მოვაბრუნე მანქანა და მისი სახლისკენ გავფრინდი. კარი გამიღო თუ არა, ქალის უნახავივით ვეძგერე, ხელში ავიტაცე და საძინებელში გავაქანე შიშველ სხეულზე გამჭვირვალე პერანგმოცმული ინდირა. ამბობენ, ან გონება უნდა მუშაობდეს, ან გულიო. ამ შემთხვევაში მე ინსტიქტები მამოძრავებდა. ქალთან ყოფნის დაუოკებელი სურვილი მქონდა. დიდი მნიშვნელობა არ ქონდა ვინ იქნებოდა. ამ შემთხვევაში კი ინდირა აღმოჩნდა. მისი ვნებიანი კვნესა რომ მესმოდა, უფრო მაგიჟებდა. ყურის ბიბილოზე მსუბუქად მკბენდა და უარესად მახელებდა...
საქმეს რომ მოვრჩით, გულაღმა გადავწექი და სიგარეტს გავუკიდე.
_ამ ბოლო დროს ძალიან მიეჩვიე სიგარეტს, ხომ იცი?_კეკლუცად შემომღიმა ინდირამ.
მადროვა სანამ ორი ნაფაზი დავარტყი და ღრმად გავუშვი ფილტვებში კვამლი. მერე ოსტატურად ამართვა სიგარეტი და თვითონ განაგრძო მოწევა.
_მივეჩვევი მაშ რა იქნება, ქალები ეწევით და მე ისე გიყუროთ?_გადავბრუნდი და შეშველ სხეულზე ავუსრიალე ხელი.
ესიამოვნა და აკრუტუნდა. სიგარეტის მოწევას რომ მორჩა, საფერფლეში ჩააჭყლიტა და წამოდგა. მოურიდებლად გამიარ-გამომიარა შიშველმა, აშკარად რაღაცას ეძებდა. მართლაც უზადო სხეული ქონდა, აი ისეთი, სულ მისი მოფერება და კოცნა რომ ენდომებოდა კაცს. დიდი ინტერესით ვათვიერებდი მის ყოველ ნაწილს. ვინ იცის, რამდენს ხარჯავდა ეპილაციებზე და მასაჟებზე ასეთი არაჩვეულებრივი კანი რომ ქონოდა... აბაზანაში რომ შევიდა, მეც ავდექი. ტანსაცმელი რომ ჩავიცვი, შევნიშნე, რომ პერანგზე მეორე ღილი ამწყვეტოდა. ალბათ, წეღან გიჟივით რომ მხდიდა ინდირა, მაშინ ამწყდა. მოვათვალიერე და საწოლის ფეხთან აღმოვაჩინე. დავწვდი და ჯიბეში ჩავიდე. მოულოდნელად ნახევრად გასაპნული ინდირა გამოვარდა აბაზანიდან. შეშფოთებული და შეშინებული ჩანდა.
_დედაჩემმა დამირეკა, რაღაც საბუთები დარჩენია და სახლში ბრუნდება. ჩქარა, სადმე დაიმალე.
_ის კაცი მნახე, კარადაში შევძვრე და თაგვივით დავიმალო?_მეწყინა. ტუმბოზე დადებული გასაღები ავიღე, ფეხსაცმელებიც ჩავიცვი და ინდირას ბინა ნაწყენმა დავტოვე.
სადარბაზოდან რომ გავედი და ანჩოს მანქანაში ჩავჯექი, მართლაც დავინახე ინდირას დედა საქმიანი იერით და მაღალი ქუსლების კაკუნით რომ შევიდა სადარბაზოში. ვიცოდი, საბუთებს აიღებდა და ისევ მალე წავიდოდა, მაგრამ ინდირასთან ასვლა გადავიფიქრე. ასე შიშისფეთებაში ყოფნა რაღაც არ მომეწონა. მე არავისთან დამალვას არ ვაპირებდი. უნდოდა? ღიად ყოფიყო ჩემთან, არა და აი დარდი, ქალები დალეულა დედამიწაზე? გიჟივით მოვწყვიტე ანჩოს მანქანა ადგილს და დათოსთან გავეშურე. იქიდან მერე რესტორანში. მე ჩემს მანქანაში გადავჯექი და ანჩოს მანქანა დათოს გავატანე მის სამსახურში. მეც უკან მივყევი, რომ იქიდან ისევ სახლში წამომეყვანა. დათომ გასაღები რომ აუტანა და უკან დაბრუნდა, ჩემი დაც უკან მოჰყვა.
_ხომ იცი, არ მიყვარს შენთვის რამის თხოვნა?_ჩემ მხარეს ჩაწეულ მინაში შემოყო თავი და ნაძალადევად გამიღიმა ჩემმა დამ.
მზის სათვალე შევისწორე და ისე შევხედე.
_მე არ მცალია. ექიმმა დამირეკა, ლუკას გეგმიური აცრა უწევს, ცისია და ლუკა ამბულატორიაში გაიყვანე რა, გთხოვ.
_დიდხანს მომიწევს ლოდინი?_აშკარად არ მომეწონა მისი დავალება.
_აცრას გაუკეთებენ და წამოხვალთ, რა იყო?
დათოს გავხედე, უნდა მეთქვა ანჩოს მანქანით შენ გაიყვანე, მე არ მცალია მეთქი, მაგრამ ჩემმა დამ ამის თქმა აღარ მაცალა.
_ეს თხოვნა შემისრულე და რასაც მთხოვ, უპრობლემოდ შეგისრულებ.
მაცდური წინადადება იყო. ციაკოს წარმომავლობა დღემდე არ მქონდა დადგენილი და ამიტომ ლუკას წაყვანა გადავწყვიტე, რათა მისი ასავალ-დასავალი გამეგო. დათო სახლში მივიყვანე და ჩვენების კორპუსის წინ გიჟივით შევვარდი. შეუსვენებლივ ავირბინე კიბეზე და ჩვეული სიგიჟით დავრეკე ზარი. ცისიამ მალევე გამიღო კარი.
_ლუკას ვაცმევ და ხუთ წუთში გავიდეთ._ეს მითხრა და ისევ ბავშვთან შებრუნდა.
კარი მე მივხურე. კი არ მივხურე, ისე მივაჯახუნე გაგულისებულმა, ლამის ანჯამებიდან ჩამოვაგდე. სამზარეულოში გავედი და მაცივარში შევძვერი. მამაჩემს ყოველთვი ქონდა გადანახული კოლა. ჯანმრთელობისთვის საზიანოაო ამბობენ, მაგრამ მე მაინც დიდი სიამოვნებით გადავიყუდე ბოთლი ხახაში და თითქმის ნახევრად ჩამოვცალე. უზრდელურად ამოვაბოყინე მადიანად და მისაღებში გავედი, სავარძელში მოვკალათდი და მოუთმენლად დაველოდე, როდის გამოიპრანჭებოდნენ ძიძა და ჩემი დიშვილი ექიმთან წასასვლელად. ხუთი წუთიო მითხრა ცისიამ და მართლაც ხუთი წუთი მოანდომა. ასეთი პუნქტუალური გოგო პირველად აღმოვაჩინე და გამიკვირდა. ფეხზე რომ წამოვდექი, ჩემი გადაღეღილი მკერდი შენიშნა და მორიდებით შემომხედა.
_ღილი აგწყვეტიათ, მასე ხომ არ წამოხვალთ?
ჩემთვის უჩვეულო იყო ეს და ცოტა არ იყოს დავიბენი. მერე ჯიბეში ჩავიყავი ხელი და ღილი ამოვიღე.
_მომეცით, დაგიკერებთ._მორიდებით გამომიწოდა ხელი.
_ვითომ, რამე დაშავდება ასე რომ წამოვიდე?_დამეზარა გახდა. არა და სხვა შემთხვევაში სიამოვნებით ვიხდი ხოლმე ქალების წინაშე ტანსაცმელს.
ცისია მიმიხვდა ალბათ და გაეღიმა.
_იყოს, ზედვე დაგიკერებთ.
ნემსი და ძაფი მოიტანა და ღილის დაკერებას შეუდგა. მისი თლილი თითები რამდენჯერმე შემეხო მკერდზე და სასიამოვნოდ შემიღიტინა. ასეთი განცდა არასდროს მქონია. ქალებში გათქვეფილი ვარ ასე ვთქვათ, მაგრამ ეს მისი წამიერი შეხება რაღაც სულ სხვა იყო. რომ ვთქვა ვნებას მიღვიძებდა-მეთქი, მოვიტყუები. სიამოვნებას კი ვგრძნობდი, მაგრამ სულ სხვა სიამოვნება იყო ეს. მისი ტკბილი სურნელიც თავბრუს მახვევდა. ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო, მორიდებით ამომხედა. რატომღაც გული გამიჩერდა მისი თვალების შემონათებაზე. უხერხულად შევიშმუშნე და გვერდით გავიხედე. მალევე მორჩა ღილის მიკერებას. ძაფი ოსტატურად შეაწყვიტა და მოვრჩიო მითხრა, თუმცა უთქმელადაც ვიცოდი, რომ მორჩა.
_წავიდეთ?_ისე ვკითხე, არ შემიხედია მისთვის და თან ღილის შეკვრას შევუდექი, რომელიც რატომღაც გამიძალიანდა და ძლივს ამოვუყარე ჭრილში.
_ჩვენ მზად ვართ._მითხრა და ლუკას დასწვდა, ხელში აიყვანა.
ბავშვი არ გასძალიანებია. რატომღაც მოსწონდა უკვე თავისი უშნო ძიძა და დიდად აღარ კაპრიზობდა მასთან. ბინიდან გასულებმა კარი საგულდაგულოდ ჩავრაზე და რატომღაც ლიფტი გამოვიძახე. კაბინაში გვერდიგვერდ რომ დავდექით და მხრებით ერთმანეთს შევეხეთ, უხერხულობა ვიგრძენი. უხერხულობა კი არა, რაღაც უჩვეულო და ჯერ კიდევ გამოუცდელი გრძნობა დამეუფლა.
მისი სურნელი ცხვირში მიღიტინებდა და თავბრუს მახვევდა. მომეჩვენა, რომ მეორე სართულიდან პირველ სართულამდე ჩასვლას რატომღაც დიდი დრო მოანდომა ლიფტმა. კარი რომ გაიღო, გზა დავუთმე, ზრდილობიანად გავატარე და მეც უკან მივყევი. გამართული მხრებით და ამაყი ნაბიჯებით მიაბიჯებდა ჩემს წინ. რაღაც ნაცნობი სიარულის მანერა ქონდა თითქოს, აშკარად ვიღაცას მაგონებდა, მაგრამ ვის, ვერაფრით ვერ ვიხსენებდი.
მანქანაში რომ ჩაჯდა, კარი მე მივუხურე ზრდილობიანად. ამ უშნო და შეუხედავი გოგოს გვერდით ამ ბოლო დროს რაღაც მემართებოდა და სიმართლე ვთქვა, არ მომწონდა. მაგრამ გულმა მაინც არ მომითმინა და რამდენჯერმე გავხედე უკანა ხედვის სარკეში. ჩემი მზერა რომ დაიჭირა, შევატყე, აუვარდისფრდა ღაწვები. მე კი საკუთარ თავზე გავბრაზდი. რა თავს ვაფასებინებდი ამ მახინჯს? მაგრამ... ისეთი მომხიბვლელი ღიმილი ქონდა, ერთი სული მქონდა ისევ გაეღიმა.
უხმოდ ვიმგზავრეთ. ამბულატორიის წინ რომ შევაჩერე მანქანა, მოხდენილად გადავიდა და ლუკაც გადაიყვანა. მე მანქანაში დავრჩი და ველოდებოდი როდის გამოვიდოდნენ. საკმაოდ რომ შეაგვიანდათ, გაბრაზებული შევედი, მაინტერესებდა რას აკეთებდნენ ამისთანას. შუა დერეფანში ატირებულ ლუკას წინ ჩაცუცქულიყო ცისია და მშვიდი ხმით ცდილობდა მის დაწყნარებას. მე მის ადგილზე ერთს გემოზე შემოვულაწუნებდი ამ თავხედ და გათამამებულ ბავშვს, რას ქვია არ უნდოდა აცრის გაკეთება? რომ მივუახლოვდი, ყური მოვკარი ცისიას ლაპარაკს.
_შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ უკვე? რომ იცოდე, ბიჭები არ ტირიან. გოგოები ვტირივართ ყველაფერზე, შენ ხომ გოგო არ ხარ? კოღოს ნაკბენივით გეტკინება, მეტი არა. შეიძლება ეგეც ვერ გაიგო. გპირდები, მეც შენს გვერდით ვიქნები. ხელი ძალიან მომკიდე და შენი ტკივილი ჩემთან გადმოვა. აქედან რომ გავალთ, ზოოპარკში გავიაროთ და სპილოებს გაჩვენებ. შენ ხომ გიყვარს სპილოები?_ხელსახოცით ცრემლები მოუმშრალა. ცინგლებიც სუფთად მოწმინდა და ლოყაზე აკოცა._შევიდეთ და გავიკეთოთ აცრა?
ლუკამ თანხმობის ნიშნად თავი რომ დაუქნია, გამიკვირდა. ცისია მოხდენილად წამოიმართა ფეხზე და ისე, რომ ჩემთვის არც კი შემოუხედია, შევიდნენ ექიმის კაბინეტში. ხუთ წუთში ისევ გამოვიდნენ. ლუკა აღარ ტიროდა. ცისია იღიმოდა და მისმა ღიმილმა გული ამიჩქარა. რომ დამინახა დაჟინებით მივჩერებოდი, თითქოს ღიმილი შეეყინა სახეზე.
_თუ შეგიძლიათ აქედან ზოოპარკში გაგვიყვანეთ, იქიდან კი ჩვენ თვითონ დავბრუნდებით სახლში._ჩემთვის სახეში არ შემოუხედია ისე მითხრა.
უარის თქმა დავაპირე, რადგან ამ გოგოს სიახლოვეს ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი აშკარად, მაგრამ ჩემში ჩაბუდებულმა მეორე მემ თანხმობა უთხრა. მომინდა ვინმეს გემოზე შემოელაწუნებინა ჩემთვის სახეში. რა ჯანდაბა მჭირდა ვერ ვხვდებოდი. ეს კი არა და, ზოოპარკში მისულებმა დალოდებაც კი შევთავაზე, ერთ საათში ხომ მოიწყენს და ბარემ მე წაგიყვანთ-მეთქი. მართალია, მათთვის დევნა არ დამიწყია, მაგრამ ისეთი ადგილი შევარჩიე, ჩემი თვალთახედვის არეში რომ ყოფილიყვნენ და შორიდან ვუმზერდი. ლუკასთან ერთად ისეთი ბედნიერი ჩანდა, მის ღიმილს თვალს ვეღარ ვწყვეტდი. ამ გოგოზე ხომ ვბრაზობდი, რას მეპრანჭებოდა ასე და ჩემს თავზე უარესად ვბრაზობდი, რომ დორბლმორეული შევყურებდი მის ღიმილს.
ცხოველების დათვალიერებას რომ მორჩნენ, მერე ატრაქციონებზე გადაინაცვლეს და მათი კისკისი არემარეს იკლებდა. ბოლოს, როგორც იქნა დაიღალა ლუკა და სახლში წასვლა გადავწყვიტეთ. გზაში მის ხელში ჩაეძინა. სადარბაზოს წინ რომ შევაჩერე მანქანა, ვეღარ ვინამუსე, რომ ამ სიფრიფანა გოგოსთვის გამეტანებინა მძინარე ბავშვი. მანქანის კარი რომ გამოვუღე, დავიხარე და ლუკა მე ავიყვანე ხელში. დახრისას ტუჩები მის შუბლზე მომიხვდა და ისე ამითრთოლა გული, გვარიანად შევკრთი. კიბეებზე შეუსვენებლივ ავირბინე და ცისიას დაველოდე, რომ ამოსულიყო და კარი გაეღო. გასაღები მე მედო ჯიბეში და ვანიშნე რომ ამოეღო. შემოტკეცილ ჯინსის შარვლის ჯიბეში თითები მორიდებით რომ ჩამიცურა, რაღაც სასიამოვნო ღიტინის შეგრძნება დამეუფლა. ვნება ნამდვილად არ ყოფილა, რაღაც ფაქიზი გრძნობა იყო. უარესად გავბრაზდი ჩემს თავზე ასეთ სულელურ რაღაცეებზე რომ ვამახვილებდი ყურადღებას. გასაღები რომ ამოიღო და კარი გააღო, სწრაფად შევედი, საწოლზე ფრთხილად დავაწვინე ლუკა და უკანმოუხედავად გამოვვარდი გარეთ. საით წავსულიყავი არ ვიცოდი, რითი დამემშვიდებინა ეს უაზროდ აფორიაქებული გული ვერ ვხვდებოდი. ინდირას დავურეკე და, სახლში არ ვარო. ჩემს მუდმივ კახპას მივაკითხე. ოქსანას კი ნამდვილად ეცალა ჩემთვის. ერთი ღამით ოთახი ვიქირავე და იქ წავედით. ვნებების ჩაცხრომამაც არ მიშველა, თვალს ვხუჭავდი თუ არა, უშნო ძიძის მშვენიერი ღიმილი მელანდებოდა. დაძინება აღარ მინდოდა იმის გამო, რომ თვალები არ დამეხუჭა. მერე, ზღვაზე გაცნობილი ციაკო გამახსენდა. მასზე რომ დავიწყე ფიქრი, ცოტა მეშველა. დილით ოქსანა გავაცილე და მე ჩვენებთან გავქანდი. ანჩო ჯერ არ იყო სამსახურში წასული, ემზადებოდა. საძინებელში შევუვარდი.
_შენს პირობაზე როგორ ხარ?
_რა პირობა?_გაუკვირდა.
_გუშინ მთელ დღეს შენს გათამამებულ ლაწირაკს დავდევდი. ხომ შემპირდი, რასაც მთხოვ შეგისრულებო?_მის საწოლზე ჩამოვჯექი და სარკეში შევხედე ჩემს დას.
_აჰა, გასაგებია._პომადა დადო და შემომიბრუნდა. თან, გულხელი დაიკრიფა._გისმენ, რა უნდა მთხოვო.
_ციაკოს ტელეფონის ნომერი მინდა.
თითქოს შეკრთა. გაოცებულმა შემომხედა.
_ეგ ციაკო ვინღაა?_ზედმეტად გაოცებულმაც კი მკითხა.
მე უარესად გავვოცდი.
_წინა კვირას ზღვაზე გავიცანი. შენ გიცნობს...
_მე მიცნობს?_დაფიქრდა._რაღაც არავინ მახსენდება მაგისთანა._მერე ირონიულად გაეღიმა._მერე და რად გინდა ის ვიღაც ციაკო?
_მინდა._ისე ვუთხარი, თვალი არ მომიშორებია მისთვის.
_მორიგი გასართობია?_ინტერესით მკითხა.
_არამგონია._თითქოს ამოვიოხრე._გაფიცებ ყველაფერს, მითხარი...
_მართლა ვერ ვცნობ ვერავის ციაკოდ წოდებულად. თვითონ გითხრა რომ მიცნობს? როგორი გოგოა?
_არაჩვეულებრივი.
_არ მითხრა ახლა, რომ შეგიყვარდა._გულიანად გადაიკისკისა._დავიჯერო, იმ ვიღაც ციაკომ შეძლო და ლაგამი ამოგდო?.. არა, მართლა შეგიყვარდა ვიღაც უცნობი?_კიდევ გადაიკისკისა გულიანად._ჩვენი დონჟუანი ბიჭი უიმედო მდგომარეობაშია?
_კაი, ხო, დაივიწყე._გაგულისებული წამოვდექი და მისი საძინებლიდან გამოვედი.
კარი ღია იყო. იქვე ცისია და ლუკა თამაშობდნენ. უეჭველი გაიგებდა ჩვენს ლაპარაკს. ერთი კი ამომხედა ღაწვებაწითლებულმა მორცხვად და ისევ ლუკასთან თამაში განაგრძო. ამ გოგოზე ცალკე მომეშალა ნერვები. გაბრაზებული ახლა მას დავეტაკე.
_მასეთი თვალებით ნუ მიყურებ, გაიგე?_ჩურჩულით, მაგრამ საკმაოდ მკაცრად ვუთხარი და გარეთ გამოვვარდი ფეთიანივით. სიბრაზის დასაძლევად, მოზღვავებული ენერგიის და უაზრო ფიქრების მოსაშორებლად სპორტდარბაზში წავედი. როგორც ყოველთვის ყურსასმენები მოვირგე, ბოლო ხმაზე ჩავირთე ტელეფონში მუსიკები და სარბენ ბილიკზე მთელი სისწრაფით დავიწყე სირბილი. თითქმის ყველა ტრენაჟორი მოვიარე. საბოლოოდ რომ გამძვრა ქანცი, შხაპი მივიღე და ახალი შებინდებული იყო დარბაზიდან რომ გამოვედი. შედარებით დამშვიდებული და დაწყნარებული ვჩანდი. სახლში ვაპირებდი წასვლას. არანაირი სურვილი არ მქონდა ქალი დამეკერა და მთელი ღამე მის ხვევნა-ალერსში გამეტარებინა დრო. შუქნიშანთან რომ შევჩერდი, სალომე მასწავლებელს მოვკარი გაჩერებაზე თვალი. მართალია, წუთის წინ სურვილი არ მქონდა ქალისა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. ეს ჩემი პირველი ქალი იყო და გამეღიმა. ძველებურ პეწზე ვეღარ იყო, დაუნდობელ წლებს თავისი კვალი დაეტყო. თუმცა ისევ სასურველი ქალი იყო ნებისმიერი მამაკაცისთვის. შუქნიშანზე რომ გადავედი და ჩემი ვერცხლისფერი ბეემვე წინ შევუჩერე, გაკვირვებულმა შემომხედა სალონში.
_სალომე მასწავლებელო, დაბრძანდით, მიგიყვანთ, სად მიბრძანდებით?_გადავწვდი და ჩემს წინ კარი გავუღე.
ეს ქალი მართლაც რომ ჩემი მასწავლებელი იყო, ინგლისურისა რა ვთქვა, მაგრამ ქალებში კი ამან გამიკვალა გზა. არ ვიცი, მართლა ვერ მიცნო თუ წარსულის გამო დაიმორცხვა, უნდობლად მკითხა.
_ვიცნობთ ერთმანეთს?
გამეღიმა.
_ბაჩო ვარ მასწავლებელო, თქვენი მოწაფე.
_აა, ბაჩო?_ინება და ჩამიჯდა მანქანაში._როგორ ხარ?_უჩვეულო ღიმილით მკითხა და ჩემს დაჟინებულ მზერაზე გვერდით გაიხედა._დავაჟკაცებულხარ, გამიჭირდა შენი ცნობა.
თითზე ქორწინების ბეჭედი შევნიშნე. გათხოვილა. მშვენიერი ქალი იყო, რატომაც არ გათხოვდებოდა? ინტერესით შევათვალიერე. თვალის უპეებთან და ტუჩის კუთხესთან პატარა ნაოჭები გასჩენოდა. ის ეშმაკური ღიმილი, მე რომ მიმზერდა ბავშვობაში, ახლაც გაუკრთა სახეზე, ოღონდ წამიერად. სურვილი გამიჩნდა, ჩემს მკლავზე ახლაც გადამეგორებინა და მეჩვენებინა როგორი ვაჟკაციც დავდექი. მაშინ რომ გამოუცდელი ვიყავი და პირველ ჯერზე არაფერი გამომივიდა.
არც კი მიკითხავს სად მიდიოდა. მაშინვე მოვაბრუნე მანქანა და შორიახლო კაფეს მივაშორე. ცოტა ხნით კი დადმომყვა, სიამოვნებით მივირთვით კაპუჩინო და ტკბილეული. მერე კი, მეჩქარებაო, ღიმილით მითხრა და ფეხზე წამოდგა.
_შენი ნახვა მართლა ძალიან გამიხარდა._გადმოიხარა და ლოყაზე ნაზად მაკოცა._ქმარი და შვილები მელოდებიან. მე ჩემით წავალ, შენ ნუ შეწუხდები. მართლა კარგი ვაჟკაცი დამდგარხარ._ლოყაზე მომითათუნა ხელი და სანამ მე ანგარიშს გავასწორებდი, გარეთ გავიდა, ტაქსი გააჩერა და წავიდა.
გული დამწყდა ჩემი ვაჟიშვილობის ქალი ასე მოულოდნელად რომ გამექცა. სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებდა მასთან. დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი იმ ძველ დროს უკვე გამოცდილი კაცი. ანგარიში გავასწორე თუ არა, მაშინვე გავვარდი გარეთ, მანქანაში წესიერად ჩამჯდარი არ ვიყავი, რომ ძრავა ავამუშავე და ტაქსს შორი დისტანციით მივყევი, სალომე მასწავლებელს რომ არ შევემჩნიე. ავლაბარში გავედით. სამების საკათედრო ტაძრისკენ რომ აუხვია, მეც უკან მივყევი. შესასვლელში მართლაც ელოდებოდა კაცი და ორი გოგონა. არ გავჩერებულვარ, გაჩერებულ ტაქსს გვერდით ავუარე და ნელი სვლით ავედი ზემოთ. სარკიდან დავინახე როგორ აკოცა კაცს და ხელგადახვეულები როგორ შევიდნენ ეზოში. გული დამწყდა გათხოვილი რომ აღმოჩნდა. არა და მართლა კარგი ქალი იყო. ქვემოთ აღარ დავბრუნებულვარ, გზა გადავჭერი და სხვა ქუჩით წავედი. კარგად ბნელოდა ჩემი ბინისკენ რომ გადავუხვიე. სადარბაზოსთან დათო იდგა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა. გამიკვირდა, ასეთ დროს ჩემთან იშვიათად მოდიოდა, როცა რამე უჭირდა. შემნიშნა თუ არა, ნახევრად მოუწეველი სიგარეტი წკიპურტით მოისროლა და ჩემსკენ გამოემართა. მანქანა ჯერ წესიერად შეჩერებული არ მქონდა, რომ მაშინვე ჩამიჯდა. აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა.
_მოხდა რამე?_ინტერესით შევათვალიერე. თვალი მკრთალად, მაგრამ მაინც ჩალურჯებული ქონდა.
_გატრაკებული მაქვს._მხოლოდ ეს მითხრა და გაჩუმდა.
აღარაფერი მიკითხავს. ვიცოდი, რომ ცოტახანში თვითონვე დაწვრილებით ჩამოფქვავდა ყველაფერს და მოთმინებით დაველოდე.
_გაბერილთან შელაპარაკება მომიხდა. იმან კიდევ ჩემი საიდუმლო იცის და გაგთქვამო მემუქრება.
ნერვიულოდ მოვიქექე კეფა. ალბათ, რამე სერიოზული საიდუმლო ქონდა, თორემ დათო წვრილმან აფიორაზე, რომლითაც დაკავებული იყო და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ლუკმა-პურს მაგით შოულობდა, ასე არ აღელდებოდა.
_ვერ გავაჩუმებთ ვითომ?_ეჭვით შევხედე.
_ეგ შენ უნდა სცადო, ჩემი დანახვა არ უნდა.
_ერთობ რთული მისია რომ დამაკისრე, ხვდები?_ისევ მოვიქექე კეფა._მაინც რა საიდუმლოა ამისთანა არ იტყვი?
შევატყე, თქმა არ უნდოდა. ერთხანს უხმოდ მივჩერებოდი. მერე გავბრაზდი.
_გინდა, რომ გაბერილს მოველაპარაკო, რათა შენი საიდუმლო არ გასცეს. იმის თქმა კი არ გინდა, რა საიდუმლოზეა ბაზარი?_წყენაც და სიბრაზეც ორივე ერთად გამოვხატე.
_იასთან წამასწრო._ამოიჩურჩულა.
_რაა?_სალონში შუქი ავანთე და გაოცებულმა შევხედე. რატომღაც დაჯერება არ მინდოდა._ზურას ცოლთან?
თავი დამიქნია.
_მერე, შე ყლ.ო, მეგობრის ცოლთან სიარულს მოგიწონებ?_კეფაზე გამეტებით წამოვარტყი._იასთან დროს ატარებ და ზურას თვალებში რა ნამუსით უყურებ? შენ შიგ ხო არა გაქ?
დათომ ხმა აღარ გამცა. იცოდა, რომ ასეთი საქციელი პირადად მე, არაკაცურად მიმაჩნდა და არაფრის დიდებით არ გავამართლებდი . მართალია, პირადად მე მექალთანე ვიყავი, ყველა ქალის საწოლში შეტყუებაზე ვჩალიჩობდი, მაგრამ მეგობრის ან ახლობლის ცოლი? მის მხარეზე ამ სიტუაციაში რომ არასდროს დავდგებოდი, ეს კარგად იცოდა, მაგრამ რახან მე მომაკითხა, მართლაც სერიოზულად ექნებოდა გატრაკებული.
_კარგი, ის ქალია და უჭკუო, აუჩუჩუნდა ფეხებშუა ერთი ადგილი და მოგკითხა. შენ რამ გამოგაყ...ა ამხელა ვირი? იას გარდა ქალები დალეულა შე სირო?_ისევ წამოვარტყი კეფაზე._ და რას მთხოვ ახლა, იმ გაბერილთან მივიდე და ვთხოვო, რომ შეცდა ჩვენი დათუნა, ვაპატიოთ, მეორედ აღარ ჩაიდენს ასეთ სისულელესო?_სიბრაზისგან ანთებული თვალებით გადავხედე.
_არ მინდა ზურამ გაიგოს და იას პრობლემები შეუქმნას... ან შეაშინე, ან სთხოვე, ან სულაც ფული შესთავაზე, როგორღაც უნდა მოვაგვაროთ ეს საქმე და გპირდები, ჩემთვის ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება.
_რომელი დევ-გმირი მე ვარ შევაშინო?
_მახსოვს, ერთხელ მთვრალს წამოგცდა, ისეთი რაღაც გავიგე გაბერილზე, თმები ყალყზე დამიდგაო. არ გკითხავ რა იცი, უბრალოდ ის შეაშინე მაგ საიდუმლოს გამხელით.
ახლა კი მართლა დავმუნჯდი. ჩემთვის მიუღებელ და არაკაცულ საქციელს მთხოვდა ჩემი ძმაკაცი.
_ჩემი თავი სულ არ მეცოდება, ღირსი ვარ ღორივით დამკლას ზურამ. ის ადგილიც რომ მომაჭრას და პირში ჩამთხაროს, მაგის ღირსიც ვარ. იაზე ვდარდობ, რამე არ დაუშაოს. ნაწილობრივ , შენს სინდისზეც იქნება ყველაფერი, შეგეძლო საქმის გამოსწორება და არ გამოასწორე.
სურვილი გამიჩნდა მადიანი მუშტი მეთავაზებინა ძმაკაცისთვის. თავი როგორ შევიკავე, ახლაც კი მიკვირს. ჯერ ერთი, მეგობრის ცოლთან წოლა ჩემთვის მართლაც რომ მიუღებელია. სულ რომ უქალობით ვგიჟდებოდე, მისკენ ზედმეტად არ გავიხედავ. და მეორე, პროჭობა და ბა მგონია სხვისი საიდუმლოს გათქმა. ამ საქციელს მე არავის ვუწონებ და დათოს გამო გადამედგა ეს ნაბიჯი?
_მოკლავს იმ საცოდავს._საწყალობელი თვალებით გამომხედა._შენი უაზრო პრინციპების და წესების გამო დაუშვებ, რომ ის საცოდავი ქალი მოკლას?
_უაზრო პრინციპები?_უარესად გავცეცხლდი._შენც რომ დაგეცვა ეს უაზრო პრინციპები, ახლა ამ სიტუაციაში ხომ არ იქნებოდი? ყ.ე ხარ და მეტი არაფერი. ფუ, შენი!
_გთხოვ, ამ ერთხელაც ამომათრიე და გპირდები, მეტჯერ აღარ შევცდები. გამოვსწორდები.
რთულ რაღაცას მთხოვდა მართლაც ჩემი ძმაკაცი. არა და გაწირვაც არ მინდოდა. ისე კი იმსახურებდა, ყველაფრის ღირსი იყო მართლა...
_რაზე შელაპარაკდით, რა მოხდა, იქნებ ის მაინც მოვაგვაროთ?_ამ საქმის სხვა კუთხიდან გამოსწორება ვცადე.
_იმ საღამოს შევპირდი მანქანას მოგიხოდავ-მეთქი, მერე იამ დამირეკა, ზურა ქალაქიდან გავიდაო და იქ წავედი. ის ნაგავი კიდე ამედევნა თურმე და გამოგვიჭირა.
_ ვიყო თუ ორივეს შიგ არ გქონდეთ. მანქანის არმოხოდვის გამო ატყდა ამხელა აყალმაყალი?
სიგარეტს გავუკიდე და ნერვიულად გავაბოლე. ყველაზე მეტად ის მაბრაზებდა და მაცოფებდა, რომ ეს გამოშტერებული მეგობრის ცოლთან ჟიმაობდა და მერე მეგობარს თვალებში უყურებდა მშვიდად.
_რას იზავ, დამეხმარები?_თითქოს შორიდან ჩამესმა დათოს ხმა.
უაზროდ შევხედე. ერთხანს ხმისამოუღებლად შევყურებდი. ზურა თუ გაიგებდა ამ ამბავს შეიძლება ია გამოეხრჩო. ეს სულელი კი ღირსი იყო ყველაფრისა, მაგრამ ბავშვებს დედა ხომ უნდოდათ? ან რამ გაასულელა ის იაც, რომ ამას ჩაუგორდა ლოგინში.
_ჰა, მქონდეს შენი იმედი, თუ წავიდე უკვე და გავითხარო საფლავი?
_კარგი, დაველაპარაკები გაბერილს და შევეცდები რამე მოვახერხო. მაგრამ დაიმახსოვრე, შენ ჩემი ძმაკაცი აღარ ხარ. სულ დამეკარგა შენზე წარმოდგენა რომ იცოდე. ახლა კი გადადი მანქანიდან, შენი სიფათის დანახვა აღარ მინდა!
_მადლობა._ეს მითხრა მხოლოდ და მართლაც გადავიდა.
ისე საცოდავად მობუზული წავიდა, შემეცოდა კი, მაგრამ მაინც გაბრაზებული ვიყავი მასზე. მანქანიდან მოგვიანებით გადავედი. მართლა გაოგნებული ვიყავი. მანქანა დავკეტე და ბინაში ავედი. გაბერილის სანახავად დილით გავიდოდი და იქნებ ისევ მანქანის მოხოდვაზე შევთანხმებულიყავით. მასზე მეც კი მაკომპრომინტებელი ამბავი ვიცოდი, მეზობლის ქვრივ მარინესთან დადიოდა, მაგრამ ამ ამბავს მართლა არ გამოვიყენებდი. მე ჩემი პრინციპები მქონდა მართლა და ვერ გადავუხვევდი.
დილით ისევ მომაკითხა დათომ, გაბერილის სანახავად ერთად წავიდეთო. არ მესიამოვნა მისი დამგზავრება, მაგრამ რას ვიზავდი? გოდერძა, ანუ გაბერილი, ფარეხში დაგვხვდა და თავის ლურჯ ოპელს შესტრიალებდა. დათოსთან ერთად მისული რომ დამინახა, უეჭველი მიხვდა რა საქმეზეც ვიყავით მისულები, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია, ახდილ კაპოტში ისე გადაეყუდა, თითქოს ბევრი რამე ესმოდა.
_რა სჭირს შენს მანქანას?_შორიდან მოვუარე და მეც ახდილ კაპოტში გადავეყუდე.
_ვისაც შეუძლია და შემპირდა ის არ აკეთებს და შენ რა გითხრა აბა?_თავი არ ამოუწევია ისე მითხრა.
_მერე და აქ არ არის, ვერ გაგიკეთებს?_გავიკვირვე.
_როცა ვუთხარი გადამაგდო და...
_იქნებ მაშინ არ ეცალა ძმაო, ამის გამო მუშტი-კრივის გამართვა ღირდა?
_თითსაც აღარ დავაკარებ და სხვანაირად მივხედავ._ინება გოდერძამ და ამომხედა._რაც ვუთმინე და ვყლაპე მაგისგან აფიორები, მეყო.
_კაცი მოსულია, გავუკეთებო და მორჩი ახლა ბავშვივით ბუტიაობას და მიუშვი.
_ამ სგან არაფერი მჭირდება, მე თვითონ მივხედავ და რაც ვუთხარი იმას კი ავუსრულებ!_ისე შემომხედა, მივხვდი, მართლა იყო ყველაფრის გამკეთებელი.
_მასე ძმაო, ყველამ ყველას საიდუმლო ვიცით._სიტყვით გამოვიდა დათო.
თვალები კი დავუბრიალე, მაგრამ მაინც მომიბრუნდა.
_რას გაჩუმებულხარ და უფრთხილდები ამის პატიოსნებას, თქვი რომ შენც იცი მასზე ყველაფერი.
მაზუთიანი ტილო, რომელზეც ხელებს იწმენდდა გოდერძა, ხელში შეეყინა და ცოტა შიშითაც კი შემომხედა.
_ჩემს ამბავს იტყვი და მეც ვიტყვი და დაგიმტკიცებ კიდეც._აქაოდა შეშფოთება და შიში შეატყო დათომ, უფრო გათამამდა.
_მაშანტაჟებთ თქვე უნამუსოებო?_გაცეცხლდა.
_პირველად შენ დაიწყე და მე დებილი მნახე გავჩუმდე?
_მორჩით ეხლა ამ პროჭულ ბაზარს. რა ყლ.....ით იქცევით, არავინ არაფერს იტყვის. შეპირდი, გაუკეთე ეს დედააფეთქებული მანქანა._დათოს მივუბრუნდი გაბრაზებული._თუ არ გქონდა, რაღას პირდებოდი? არავინ არაფერს არ იტყვის, პირველკლასელები ხართ ერთმანეთი აბიზღოთ?
დათო გაბერილთან დავტოვე და წამოვედი. გულს მირევდა მათი საქციელი. ის რომ ყველაფრის ღირსი იყო, ვიცოდი, მაგრამ არც გოდერძა იყო სწორი სულისა. ანგელოზი ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ რასაც ესენი კადრულობდნენ, ჩემთვის მართლა მიუღებელი იყო.
გაცოფებული დავეხეტებოდი თბილისის ქუჩებში უაზროდ. ისევ და ისევ დათოზე ვბრაზობდი. როგორ გაბედა და როგორ ჩაიწვინა მეგობრის ცოლი ლოგინში? სულ დამეკარგა მასზე წარმოდგენა. ეჭვი გამიჩნდა, ანჩოსთანაც ხომ არ მაიმუნობდა რამეს? მე კი ვენდობოდი, მაგრამ სანდო იყო? თემქაზე ნაქირავები ბინა ქონდა ვიცოდი და ავარიაც ხომ იქ მოუხდა ჩემს დას? გადავწყვიტე თვალი არ მომეშორებინა მათთვის და თუ რამეში გამოვიჭერდი, მერე კი ვაი მათი ბრალი...
ქუჩაში ხეტიალით რომ დავიღალე, მამაჩემის სამშენებლო კომპანიაში გადავწყვიტე მისვლა. იქ რაღაც თანამდებობა მეც მეკავა, ფორმალურად ვიყავი გაფორმებული და ხელფასსაც ვიღებდი, მაგრამ ორ კვირაში ერთხელ ან მივიდოდი და ან არა. რა მევალებოდა ისიც კი არ ვიცოდი. მამაჩემის ხათრით ვერავინ ვერაფერს მეუბნებოდა და ჩემს გასაკეთებელს თვითონ აკეთებდნენ ისევ. არასდროს დავინტერესებულვარ ჩემი სამსახურით. ხელფასის აღების დღე ახლოვდებოდა და მთლად უნამუსოც რომ არ ვყოფილიყავი, უნდა გამოვჩენილიყავი თანამშრომლებთან. ალბათ, ახალგაზრდა და ლამაზი გოგოები რომ არ მუშაობდნენ იქ, იმიტომაც არ ვჩერდებოდი. აბა, ყოფილიყო ვინმე გულმისასვლელი, კეტითაც რომ ეცემათ ჩემი თავი, ვერ გამომაგდებდნენ იქიდან. მანქანა პარკინგზე გავაჩერე და შემინულ შენობაში ღიღინით შევედი. ჩემს კაბინეტში ისე შევედი, არავის შევუნიშნივარ. რბილ ტყავის სავარძელში მოხერხებულად მოვეწყვე და კომპიუტერი ჩავრთე. ისეთი გასართობი საიტები, როგორიცაა ინსტაგრამი და ოდნოკლასნიკები, დაბლოკილი ქონდა მამაჩემს და ფეისბუქზე შევქანდი. ამის დაბლოკვაც კი უნდოდა, მაგრამ ზოგიერთ კლიენტს პირად გვერდზე უკავშირდებოდნენ და ამის გამო ერთადერთი გასართობი დაგვიტოვა თანამშრომლებს. სახალისო ვიდეოკოლაჟების ყურებით შევიქციე თავი. მერე, ორმოც წელს გადაცილებული ქალი შემოვიდა და ხელმოსაწერად რაღაც საბუთები შემოიტანა. კაბინეტში რომ აღმომაჩინა, გაუკვირდა.
_თქვენ აქ ხართ ბატონო ბაჩო?
დამინახა და ეს სულელური კითხვა რაღა საჭირო იყო, ვერ მივხვდი.
_თუ შეგიძლიათ, ამ საბუთებზე ხელი რომ მოაწეროთ?
კომპიუტერის მონიტორიდან "საქმიანი" იერი მის ხელში შერჩენილ საქაღალდეებზე გადავიტანე მზერა.
_თქვენ თუ არ გცალიათ, მამათქვენს შევუტან._უხერხულად შეიშმუშნა.
_დააწყე, გადავხედავ._ვთქვი და ისევ კომპიუტერს მივუბრუნდი.
დოდომ საბუთები მოწიწებით დამიწყო მაგიდაზე და ჩემი კაბინეტიდან გავიდა. რატომღაც თვალი რომ არ გავაყოლე ქალს, გამეღიმა. ბოლო დროს რაღაც ცვლილებები ხდებოდა ჩემში. ალბათ ვღვინდებოდი. საბუთების გადაკითხვა-გაცნობაზე დრო არ დამიკარგავს, ისე მოვაწერე სათითაოდ ყველას ხელი. მერე, დერეფანში გამოვედი და საქმიანი იერით გავწიე მამაჩემისკენ. კაბინეტის კარი მოურიდებლად რომ შევაღე და შევედი, ისე გაუკვირდა, თითქოს მოჩვენება ვყოფილიყავი. მერე ირონიული ღიმილი აღებეჭდა სახეზე.
_რას მივაწერო თქვენი გამოჩენა სამსახურში?_სათვალე შეისწორა და თავიდან-ფეხებამდე ინტერესით ამათვალიერ ჩამათვალიერა როგორც ქსეროქსის აპარატმა.
წავუყრუე. რა უნდა მეთქვა, ეს კაცი მართალი იყო. ჩემს ნებაზე დავქროდი და დავჭენაობდი იორღა ცხენივით. თვეში ოთხჯერ არ ვკადრულობდი სამსახურში გამოჩენას. ჩემს გასაკეთებელს სხვები აკეთებდნენ და მე კი ორიათას ლარს უშრომლ-უწვალებლად ვიდებდი ჯიბეში.
_ისე, კარგ დროს გამოჩნდი ხომ იცი, ხუთ წუთში თათბირი გვაქვს. იქნებ დაგვდო პატივი და დაგვესწრო?
ეს იდეა მართლაც რომ არ მომეწონა, მაგრამ მამაჩემის მზერას რომ წავაწყდი, უარის თქმა ვერ გავბედე. ჯანდაბას ის ერთი თათბირი, ავიტან როგორმე. ხო და სათათბირო კაბინეტში რომ წავიდა, მეც უკან მივყევი ძალიან "საქმიანი" იერით. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლების ნახევარზე მეტს სახეზეც კი ვერ ვცნობდი. ვითომ და დიდი ინტერესით ვუსმენდი ახალი იდეების დანერგვას კომპანიაში. მამაჩემმა კარგა ხანს ისაუბრა. მისი ხმა იავნანასავით ჩამესმოდა და რამდენჯერმე წავყვინთე კიდეც. კიდევ კარგი ვერავინ შემნიშნა.
ფაბლაბის განყოფილებაში მომუშავე ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც იქიდან ვიცნობდი, რომ რამდენჯერმე პატარა ბრელოკები დავამზადებინე გოგოებისთვის სუვენირებად, შენობის მოდულები წარმოგვიდგინა და მის მნიშვნელობებზეც ილაპარაკა. ბოლოს, დაღლილ-დაქანცული გამოვედი თათბირიდან. მამაჩემმა, ისე არ გაიპარო მნახეო და უკან მივყევი, უკვე წასვლას ვაპირებ-მეთქი. სინანულით კი შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვია. თავისი მაგიდის უჯრიდან რაღაც საქაღალდე ამოიღო და გამომიწოდა.
_დედაშენს წაუღე, იქნებ მოიცალოს და საღამომდე გადახედოს.
ძალიანაც არ მინდოდა გზის გამრუდება და სახლში მისვლა, მაგრამ მაინც გამოვართვი საქაღალდე და მაშინვე დავტოვე შენობა.
ბინის კართან წამიერად შევყოვნდი. ზარის დარეკვა მინდოდა, მაგრამ ის დრო იყო უკვე, ცისია ლუკას დააძინებდა ალბათ და მის გაღვიძებას მოვერიდე რატომღაც. ჯიბეში ჩემი გასაღები მოვიძიე და ფრთხილად შევიპარე. უჩვეულო სიჩუმე სუფევდა. დედაჩემი ვერსად ვნახე. "ალბათ სალონშია,_"გავიფიქრე და საქაღალდე მის საძინებელში შევიტანე. იქიდან გამობრუნებულმა ლუკას ოთახს ჩავუარე გვერდით. კარი ნახევრად ღია იყო და ქურდივით შევიჭყიტე. ლუკას ეძინა. მის გვერდით ცისიაც მიწოლილიყო და მასაც მშვიდად ეძინა. წამიერად გავშეშდი, კმაყოფილი ღიმილით მივჩერებოდი საყვარლად მოკუნტულ გოგოს. გვერდულად იწვა. ერთი ხელი თავქვეშ ქონდა ამოდებული, მეორე კი ლუკას წელზე ედო. გრძელი კაბიდან მხოლოდ კოჭს ქვემოთ მოუჩანდა გარუჯული ფეხები. ერთი ციცქნა ფეხის გულები ქონდა. როგორც ქალს, რომელიც ვნების ჩასაცხრობად იყო ჩვენთვის შექმნილი, ისე ვერ აღვიქვავდი. მართალია, უშნო იყო, მაგრამ რაღაცნაირად საყვარელი...
მოულოდნელად ტელეფონი რომ ამიმღერდა ჯიბეში, შევკრთი. დავინახე ცისიაც რომ შეიშმუშნა. სასწრაფოდ გამოვტრიალდი იქიდან და სამზარეულოში შევედი. სანდრო იყო, ამ საღამოს მნახეო. ძმაკაცთან რომ მოვრჩი ლაპარაკს და შემოვბრუნდი, ცისიაც შემოვიდა სამზარეულოში. ჩემთვის არც კი შემოუხედია ისე მომესალმა მორცხვად და ლუკასთვის ვახშმის მზადებას შეუდგა. რატომღაც მეწყინა, რომ არ შემომხედა. ჩემს გამო გოგოები ერთმანეთს თავპირს აჭამდნენ და ეს ვინ იყო ვითომ, რომ ზედაც არ მიყურებდა?
_შეგიძლია ყავა მომიდუღო?_ვკითხე კი, მაგრამ პასუხს არ დავლოდებივარ, მაგიდასთან გამომწვევად მოვკალათდი აშკარად ყავის მორთმევის მოლოდინში.
უსიტყვოდ მომიდუღა ყავა და ისე დამიდგა ფინჯანი, კიდევ არ შემოუხედია ჩემთვის.
_დედაჩემი სად არის?_ ვიცოდი კი, რომ სალონში იქნებოდა, მაგრამ მაინც ვკითხე.
_სალონში წავიდა, ცოტა შემაგვიანდება, იქიდან ლეილას უნდა გავუაროვო._ისე მითხრა კიდევ არ შემოუხედია ჩემთვის. უფრო მეტიც, ზურგიც კი შემაქცია და ისე განაგრძო ლუკას ვახშმის მზადება.
_რა გჭირს, რატო არ მიყურებ?_ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი გაგულისები. ალბათ ნაჩვევი რომ ვიყავი ქალებისგან ყურადღებას, იმიტომაც მაცოფებდა ამ უშნო ძიძის უყურადღებობა.
_თქვენ თვითონ მითხარით, მასეთი თვალებით ნუ მიყურებო. მე კიდევ ასეთი თვალები მაქვს, სხვანაირი ყურება არ შემიძლია და ჯობია საერთოდ არ შემოგხედოთ._ისე მითხრა, კიდევ არ შემოუხედია ჩემთვის.
უარესად გამაბრაზა მისმა სიტყვებმა. მკლავში მოვკიდე ხელი და ჩემსკენ მოვაბრუნე. გაოცებულმა შემომხედა სქელჩარჩოიანი სათვალის მიღმიდან. მისმა შემოხედვამ გული გამიჩერა წამიერად. იყო ამ გოგოში რაღაც, რაც მაგნიტივით მიზიდავდა, თუმცა საკუთარ თავთანაც კი არ მინდოდა გამოტყდომა. ხელი გავუშვი და ისევ ყავას მივუბრუნდი გაგულისებული. უცბად დავლიე და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი იქიდან. საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ქალები ბურნასავით მესეოდნენ და მე, სულელი კიდე, ამ უშნო ძიძის ღიმილზე და თვალებზე ვფიქრობდი ნელ-ნელა მოსვენებას რომ მიკარგავდნენ უკვე. სანდრო არც კი გამხსენებია, პირდაპირ ინდირასთან მივედი. ლამის ერთი საათი მალოდინა სანამ გამოიპრანჭებოდა და უარესად მომიშხამა ნერვები. როგორც იქნა წავედით რესტორანში. იქიდან კი სასტუმროში და ღამეც ერთად გავატარეთ.
მართალია, მომწონდა ინდირა, მასთან სიახლოვე და ფიზიკური კონტაქტი ყოველთვის მინდოდა, მაგრამ რომ ვუკვირდებოდი ცისიას გამოხედვაზე და ღიმილზე როგორ მიჩერდებოდა გული, ასე არასდროს დამმართნია მასთან, და არა მარტო მასთან. ერთადერთი, ზღვაზე გაცნობილი ციაკოს კოცნამ გამიჩერა გული, მაგრამ რომ ვერსად მივაგენი და ვერ ვიპივე, თითქოს დავიწყებას ეცემოდა მისი მოგონება. უფრო სწორად, რაც ცისიას ღიმილი ვნახე, თითქოს აღარც კი ვფიქრობდი ციაკოზე. მშვენიერი ღიმილი და თვალები ქონდა. აქამდე ქალში მხოლოდ მკერდს და თეძოებს რომ ვაფასებდი და მის იქით აღარ ვიყურებოდი, ცისიას ტანი სულ არ მადარდებდა და არც დავკვირვებულვარ, ერთი სული მქონდა მისი ღიმილი დამენახა ან და მისი მორიდებული მზერა დამეჭირა. ყველაზე მეტად კი ის მახელებდა, რომ თვითონ არაფრად მაგდებდა. საკუთარ თავში ისე იყო დარწმუნებული ეს უშნო გოგო, რომ ვგიჟდებოდი. თითქოს გრძნობდა, რომ ყურებით ვყავდი გამოჭერილი და შეგნებულად მაწამებდა. არა და, აშკარად ვატყობდი, რომ ჩემი სიახლოვე მასაც აბნევდა და აფორიაქებდა, მაგრამ თავს იკავებდა. მისი თავდაჭერილობა მართალია, მაღიზიანებდა, მაგრამ ამავდროულად მომწონდა კიდეც. მოჯადოებულივით ვიყავი: არ მომწონდა მისი ჩაცმის სტილი, მისი ვარცხნილობა, მისი ჩემდამი დამოკიდებულება, მისი სათვალე, კეხიანი ცხვირი და საშინელი მეჭეჭი, მაგრამ ამავდროულად მიზიდავდა მისი თვალები, მისი ღიმილი, მისი სურნელი, მისი მზრუნველობა ყველას მიმართ, მისი მორიდებულობა და მისი თავდაჭერილობა. მოკლეთ, ეს გოგო მაგიჟებდა და ჭკუიდან გადავყავდი უკვე. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი და ეს უარესად მაგიჟებდა.
********************
მას მერე ყველანაირად ვცდილობდი, რომ ჩვენების სახლში აღარ მივსულიყავი. ან, თუ მივიდოდი, დილით მივსულიყავი ადრე, ან გვიან ღამით, რათა ცისია იქ არ დამხვედროდა. რა ჯანდაბა მჭირდა თვითონაც ვერ ვხვდებოდი. მის გამო ინდირასაც კი ვეჩხუბე უმიზეზოდ და დროებითაც დავშორდით. ცოფიან ძაღლს ვგავდი, რომელსაც დაბმა სჭირდებოდა. ამის ფონზე სამსახურში მოვუხშირე სიარულს. მამაჩემი გაკვირვებული კი იყო, მაგრამ შიშით ხმას ვერ იღებდა. დათოსი და ანჩოს ამბავიც გადამავიწყდა მანამ, სანამ ჩემი დის საიდუმლო საუბარს არ მოვკარი ყური.
_ხო, ორშაბათს წავიდეთ... აქედან ჩვეულებრივ და იქ კი აღარ დაგვჭირდება თავის მოჩვენება. ის ერთი კვირა მაინც იქნები თავისუფლად...
ყურები ვცქვიტე, თუმცა მაშინვე არ მითქვია არაფერი. ორ დღეში ჩემმა დამ ურეკში გადაწყვიტა ერთი კვირით წასვლა. ბავშვთან ერთად და ძიძის წაყვანაც განიზრახა, მე იქ დასასვენებლად მივდივარ და ლუკას მიმხედი ხომ უნდაო. გამახსენდა, მისი საიდუმლო საუბარი ტელეფონზე და მაშინვე მივხვდი, რომ დათოც ურეკში წავიდოდა. აქედან ცალ-ცალკე წავიდოდნენ და იქ კი დამალვა აღარ დასჭირდებოდათ. სანამ ანჩო ზღვაზე წასასვლელად ემზადებოდა, მე დათოსთან მოვუხშირე სიარულს, იქნებ რამე დასცდენოდა სადმე გამგზავრებაზე, მაგრამ კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ვერაფრით ვერ გავტეხე და ვერ დავაცდევინე ვერაფერი. იმ დღეს კი, როცა ანჩო, ცისია და ლუკა ზღვაზე გაეშურნენ, მე დათოსთან ვიყავი და გვერდიდან არ მოვშორებივარ. სახელოსნოში ხან რომელი მანქანის ქვეშ გორაობდა და ხან რომელი. თითქოს გამიქარწყლა კიდეც ეჭვები, მაგრამ მეორე დღეს სვანეთში მივდივარო რომ თქვა, მაშინ კი ავტეხე განგაშის ზარები. უკან არ გავყოლილვარ. არ მინდოდა შემთხვევით შევემჩნიე და სიფრთხილის ზომები მიეღოთ. ვადროვე, წავიდა და შუაღამით მეც დავადექი ურეკისკენ გზას. დილაუთენია დავადექი ჩემს დას თავზე. რომელ სასტუმროშიც იყო, ზუსტად იმ სასტუმროში დავბინავდი. მართალია, ნომერი არ ვიცოდი, მაგრამ ეგ არ იყო პრობლემა. ცისიასთან და ლუკასთან ერთად ერთ ნომერში ნამდვილად არ იქნებოდნენ. დათოს მანქანაც რომ არ იდგა სასტუმროს სიახლოვეს, მივხვდი რომ ამ სასტუმროში არ ბრძანდებოდა. ამიტომ ჰოლში სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი ისე, რომ შემოსასვლელს კარგად ვხედავდი. როდის შემობრაცუნდებოდა ვაჟბატონი, იმას დავუწყე ლოდინი. გვარიანად რომ დავიღალე და ფეხზე წამოვდექი, ზურგიდან მოახლოებული ანჩო დავინახე. აშკარად გაკვირვებული და როგორც შევატყე, შეშფოთებული იყო. რომ იტყვიან, ჩემს დანახვაზე ბუდიდან ამოუცვივდა თვალები.
_შენ აქ რას აკეთებ?_ძლივს ამოღერღა.
_რასაც შენ, ვისვენებ._მშვიდად ვუთხარი და მის ყოველ მოძრაობას თუ მიმიკას გულდასმით დავაკვირდი.
მივხვდი, რომ გამოვიჭირე. სხვა შემთხვევაში ასე რატო აღელდებოდა?
_უი, ტელეფონი დამრჩა ნომერში._ასვლა განიზრახა, მაგრამ არ გავუშვი.
_დარეკვა გინდა, დაგარეკინებ._ჩემი გავუწოდე.
_არა._მღელვარედ ააფახულა თვალები._არავინ დამირეკოს.
ხელი მოვკიდე და ჩემს წინ სავარძელში ჩავსვი, თან დაჟინებით მივაშტერდი.
_ამ დილაადრიანად ვინ უნდა დაგირეკოს?
აღელდა და აფორიაქდა. გულში მეამა. მე ისევ შემოსასვლელს ვდარაჯობდი, თვითონ კი ზურგით იჯდა. აშკარად ღელავდა. სიმართლე ვთქვა, მიხაროდა სწორ კვალს რომ ვადექი. ისე ღელავდა, აშკარად ემჩნეოდა უკვე. მე ხან შემოსასვლელს ვაკვირდებოდი, ხანაც ანჩოს. მოულოდნელად დავინახე გაფართოებული თვალებით ჩემს ზურგს უკან რომ იყურებოდა. წამიერად ვერ მივხვდი რა მოუვიდა, მაგრამ როცა მივხვდი, ვიღაცას თვალებით ელაპარაკებოდა, მოულოდნელად წამოვდექი და შევბრუნდი. ვერავინ დავინახე. მხოლოდ კიბეზე ამავალ შიშველ ფეხებს მოვკარი თვალი, სავარაუდოდ ბავშვისას.
ანჩოც წამოდგა, ხელკავი გამომდო და სამზარეულოსკენ გამიყვანა.
_სადილი უნდა შემეკვეთა და შენს დანახვაზე სულ გადამავიწყდა. წამო, შევუკვეთოთ და ერთად ვისადილოთ.
დამყოლი ბავშვივით გავყევი. თან, გულში მიხაროდა, რომ დათოს სწორ მისამართზე მოვაგენი და წინ და წინ ვილესავდი კბილებს. ისე მივამჟავებდი, ქალისკენ გახედვის სურვილი აღარ ექნებოდა. სამზარეულოში კი გავყევი, მაგრამ ისე დავდექი, რომ გასასვლელისკენ ვიყურებოდი, რათა კაზანოვა არ გამპარვოდა.
ანჩო მღელვარებისგან ძლივს უკვეთავდა სადილს სამ კაცზე და პლიუს ბავშვზე.
ისევ ჰოლში დავბრუნდით. მე ადგილი შევიცვალე და ახლა შემოსასვლელისკენ დავჯექი ზურგით, რათა კიბეზე ჩამომავალი დათო არ გამომპარვოდა. ანჩო აშკარად ნერვიულობდა და წრიალებდა ერთ ადგილზე.
_თუ კი წამოსვლას აპირებდი, ჩვენთან ერთად ვერ წამოხვედი? ამხელა მანძილზე გამიჭირდა მართვა.
_რომ გეუბნები, ძალათ მძღოლი ხარ მეთქი, რატო არ გჯერა? ექსცესების გარეშე რომ ჩამოაღწიე აქამდე, ეგეც მიკვირს.
_მე კიდევ ის მიკვირს, ასე ჯაშუშივით რომ დამყვები. ვინმეს ეძებ?_ჯიქურ შემომხედა. ვითომ ძალიან მშვიდად იყო, მაგრამ ჩემს თვალს არ გამოჰპარვია მისი მღელვარება.
_რამეს აკეთებ ისეთსას, ჯაშუშივით დევნა რომ გჭირდებოდეს?_მეც არანაკლებ ჯიქურ შევხედე._თუმცა, შენს გადაფითრებულ სახეს რომ ვუყურებ, ვრწმუნდები, ასეც იქნება.
_მეცოდები ასე ეჭვებით დაავადებული რომ ხარ._ისევ ფეხზე წამოდგა და ნომერში ასვლა დააპირა.
_მე ყველაფერი ვიცი._წამოვდექი და წინ დავუდექი, ნომერში ასვლა არ ვაცადე.
_რა იცი?_მღელვარებისგან ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
_თავს ნუ ისულელებ. მოვკლავ იცოდე!_ვიყვირე და მეორე სართულზე ასვლა დავაპირე.
_ვის მოკლავ?_წამოხტა და წინ გადამეღობა._რის გამო მოკლავ, სრულ ჭკუაზე ხარ შენ?
_ვის და დათოს!_ხელი გავაშვებინე და კიბეზე გიჟივით ავვარდი.
_ვინ დათო? შენ ხომ არ გაგიჟებულხარ?_წამომეწია და წინ გადამეღობა აშკარად გაოცებული იყო.
_ვინ დათო და ის ნაგავი, ჩემს ძმაკაცად რომ მოაქვს თავი და ჩემს დასთან კი კოტრიალობს.
გამეტებით მომხვდა სახეში გაშლილი ხელისგული.
_ვერ ხარ შენ შენს მატორზე?_ავად დამიბრიალა თვალები._მართლა გაგიჟებულხარ და ეგ არის.
უარესად გავგიჟდი მის გაწნულ სილაზე. ხელი ვკარი და მეორე სართულის დერეფანში გიჟივით შევვარდი.
_სად მალავ იმ ნაგავს მითხარი, თორემ შენც ახლავე აგიგებ წერას...
_გიჟი ხარ!.. გრცხვენოდეს, რა სცენებს აწყობ?_აკივლდა ანჩო._უფიქრდები რა სისულელეებს როშავ?
ხმაურზე ლუქსის კარი გაიღო და შეშფოთებულმა ცისიამ გამოყო თავი.
_შენ ხელს უწყობ არა?_ახლა მას მივვარდი.
ანჩომ ხელი მკრა და ნომერში ისე შემაგდო, თავი ვეღარ შევიკავე და ცისიას შევასკდი. საწყალი გოგო შებარბაცდა და რომ არ წაქცეულიყო, ისევ მე შევაშველე ხელი.
_რა ხდება?_გაოცებულიც და შეშინებულიც იყო ცისია.
_ჩემი ძმა გაგიჟდა, გონია საყვარელი მყავს და აქ ვმალავ.
ცისიას წამიერად გაუკრთა ოდნავშესამჩნევი ღიმილი.
_ის შენი დათო თუ ისეთი ნაგავია, არ იცის რომელ ქალთან დაწვეს, მე მასეთი არ ვარ! შენი აზროვნება გულს მირევს უკვე. ან არა და, თუ დათოსთან დაწოლა მომინდება, უნდა დავმალო და საიდუმლოდ შევინახო?...
_თემქაზე რა გინდოდა ავარიის დღეს თუ დათოს არ ხვდები?_უკვე ისე ვიყავი გაგიჟებული, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და მგონი ბოლო ხმაზე ვღრიალებდი დაჭრილი დათვივით.
_ლუკას ჯერ ისევ სძინავს._მორიდებით შემომბედა ცისიამ._ბავშვი ცოდოა, ნუ შეაშინებთ.
ისეთი თვალებით მიმზერდა, წამიერად დავიბენი. იყო ამ გოგოში რაღაც ნაცნობი და ამავდროულად უცნობი. ჩემს დაჟინებულ მზერაზე დაიბნა და ბავშვის ოთახში შევიდა.
_უფიქრდები რას მაბრალებ?_შედარებით დაბალი ხმით მკითხა ანჩომ.
ნერვიულად გავუკიდე სიგარეტს და დივანზე მივესვენე. მაინც ადრე მომივიდა თავის გამჟღავნება. ერთად უნდა მენახა, რომ ერთიმეორეზე დამეკლა ორივე.
_ლუკას გეფიცები, დათოსთან მართლა არაფერი მაქვს._გვერდით მომიჯდა ანჩოც._ეგ შენი პრობლემაა დამიჯერებ თუ არა, მაგრამ სიმართლეს გეუბნები. დათოსნაირი ბიჭები მართლა არ მომწონს, ჯერ ერთი და მეორეც, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და ძმასავით ვუყურებ. რაც შეეხებაა თემქას კი, გლდანის ციხეში ვიყავი და იქ გავიარე.
_რაა?_ყურებს არ დავუჯერე._ციხეზე რა გინდოდა?
_კობა ზის და ის მოვინახულე._დამნაშავის იერით ამომხედა თავდახრილმა.
კობა ჩემი დის ყოფილი ქმარი იყო.
_კობას სანახავად იყავი?_ამას მართლა არ ველოდი და კვამლი გადამცდა. ისეთი ხველა ამიტყდა, ლამის სული განვუტევე.
_რა გჭირს?_შეშფითებულმა ანჩომ "სნო" მომირბენინა ბოთლით.
_შერიგებას აპირებ?_სული რომ მოვითქვი გაოცებულმა ვკითხე.
_არვიცი... ერთი ხმა მეუბნება, რომ შევრიგდე, მეორე უარზეა. ვერ გადამიწყვეტია. რაღაც გაუგებრობისთვის ზის ციხეში ექვსი თვით. ერთ თვეში გამოვა. მართლა არ ვიცი რა ვქნა._გულიანად ამოიოხრა._ბავშვს დედაც უნდა და მამაც. ცუდი მამა მართლა არ ყოფილა, მაგრამ... რომ მახსენდება მისი ღალატი, ეგ მაცოფებს...
ისეთი ამბავი გამანდო ჩემმა დამ, ხმას ვეღარ ვიღებდი. სულ გადამავიწყდა დათოც და მასზე წაყენებული ცრუ ბრალდებაც, როგორც ამას ანჩო მეუბნებოდა. კობა, სიმართლე ვთქვა, ცუდი სიძე არ ყოფილა, მაგრამ... მე ვერ ჩავერეოდი ჩემი დის გადაწყვეტილებაში. თუ კი უყვარდა, საყვარელ ადამიანს არ უნდა აპატიო ვითომ წუთიერი სისუსტე? ცხოვრებაში ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას და პატიება ხომ ყველას გვჭირდება?
ჯერ ისევ გაოგნებული ვიჯექი ანჩოს გვერდით, რომ ცისიამ ლუკა გამოიყვანა საძინებლიდან.
_ბაჩო ბიძია?_გაკვირვებული და ამავე დროს აღტაცებული ბავშვი მაშინვე ჩემთან გამოქანდა და მუხლებზე შემომაბობღდა._ძიძა შემპირდა, ზღვაზე გაგიყვანო, მაგრამ ცურვა არ სცოდნია და შენ ხომ წამიყვან?
_ჯერ ვისადილოთ და მერე ყველანი ერთად წავიდეთ._ანჩო წამოდგა და ლუკა ხელში აიყვანა._არ წამოხვალ? შენთვისაც შევუკვეთე სადილი._კითხვით სავსე თვალები მომანათა.
ცოტა არ იყოს, ჩემი საქციელის გამო მრცხვენოდა. ცისიასი მრცხვენოდა უფრო, თავი რომ გავიგიჟე... მაგრამ თუ არაფერს მიმალავდა ჩემი და, ჩემს დანახვაზე რატო აღელდა და აფორიაქდა? ეჭვები საბოლოოდ გაქარწ....ბული მაინც არ მქონდა. რაღაცას რომ მიმალავდა, მაგას გუმანით ვხვდებოდი. ნახევრად მოუწეველი სიგარეტი საფერფლეს გამწარებულმა ჩავაჭყლიტე და წამოვდექი. მგელივით მშიოდა და სადილად გაყოლა გადავწყვიტე. ანჩო და ლუკა გავატარე, მერე ცისია და უკან კი მე მივყევი. მხოლოდ ახლა შევნიშნე ცისიას მოკლე შორტები და წვრილბრეტელებიანი შავი მაისური რომ ეცვა. მშვენიერი რუჯი ქონდა. თმა უკან ქონდა შეკრული, ოღონდ ძველებურად დახვეული არა. ჩემს წინ აუჩქარებელი ნაბიჯებით მიდიოდა და ალბათ გრძნობდა, რომ მე თვალს არ ვაშორებდი. ასე ჩაცმული ეს გოგო ცხოვრებაში არ მენახა. ვფიქრობდი, რომ რამე წუნი ქონდა და გრძელ კაბაში ან დახურულ გულისპირში შეგნებულად მალავდა. გაოგნებული და კმაყოფილი მივაცილებდი. ოდნავადაც კი არ იხრებოდა ზედმეტად და გამომწვევად არ იქნევდა სხვა ქალებივით თეძოებს. მართლა იყო ამ გოგოში რაღაც, რაც მაგიჟებდა. აცუნდრუკებული ბავშვივით მივყვებოდი უკან.
სასადილო ოთახში რომ შევედით, შეგნებულად მის მოპირდაპირედ დავჯექი, რომ მისთვის თვალებში მეყურნა და თუ გაიღიმებდა, არ გამომრჩენოდა ეს სილამაზე. მე რომ მადიანად ვილუკმებოდი, თვითონ ლუკას აჭმევდა, რომელიც ცოტა ჭირვეულობდა და საკვებს იწუნებდა. არ ვიცი, სად ქონდა ამ გოგოს ამდენი ნებისყოფა. სურვილი მქონდა ჩემი ჭირვეული დიშვილი გემოზე გამელახა, მაგრამ თავს ვიკავებდი.
მე და ანჩო სადილს რომ მოვრჩით, ცისია ისევ ლუკას ასადილებდა.
_ამასობაში შენ კი დარჩი მშიერი._სინანულით ავღნიშნე.
ერთი კი შემომხედა და ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა.
_თუმცა, ფერ-ხორცზე კი გეტყობა რა მჭამელიც ხარ... ადვილი შესანახი ყოფილხარ.
ამის თქმაზე მადიანად გაეღიმა. მე კი სუნთქვა შემიკრა მისმა მომხიბვლელმა ღიმილმა.
_წავალ, მე ტკბილეულს შევუკვეთავ, მერე კი სანაპიროზე გავიდეთ, კარგი?_ავდექი და შეგნებულად დავიხარე ლუკას საკოცნელად, რომ ცისიას სურნელი შემესუნთქა.
მერე სასადილოში შევედი და ხილის ასორტი, ნაყინი და ცივი ყავა შევუკვეთე. მალევე არ დავბრუნებულვარ, რათა ცისიას ჭამა მოესწრო, თორემ ვატყობდი, რომ ჩემი დაჟინებული მზერა ძალიან აფრთხობდა. ტკბილეული რომ მიიტანეს ჩვენს მაგიდასთან, ცოტა კიდევ ვიდროვე და მერე მივედი.
_შენ დღეს აქ რჩები თუ სახლში ბრუნდები?_ანჩომ ქარვისფერ ყურძენს კუფხალი შეაცალა და მადიანად გაკენკა.
_აქ ვრჩები, რა არის?_ინტერესით შევხედე.
_არაფერი, ისე... აქვე ვართ და ბარემ დენდროლოგიური პარკი გვენახა ყველას ერთად._ეს რომ თქვა და ჩემი მოჭმუხნილი სახე შენიშნა, ყურძნის მარცვალი მესროლა._ნებისმიერი კუთხიდან მოდიან მის სანახავად მშვენიერი ქალები, შანსს ხელიდან გაუშვებ, რომ არავინ გაიცნო? დავიჯერო, ვიღაც ზღვაზე გაცნობილმა ციაკომ ისე მოგხიბლა, რომ სხვა ქალების ინტერესი საერთოდ დაგაკარგვინა?
ინსტიქტურად ცისიასკენ გავაპარე მზერა, რომელიც ყურებამდე გაწითლდა და უხერხულობის დასაფარავად წამოდგა, ლუკა გაიყვანა სავარაუდოდ საპირფარეშოში.
_ვაი, შე საცოდაო, არ მითხრა ახლა, რომ ამ უშნო გოგოს საწოლში შეტყუებაზეც ფიქრობ._ალბათ დამინახა მზერა რომ გავაყოლე ცისიას და მოურიდებლად მკითხა ანჩომ.
_რა სისულელეა?_გავბრაზდი უფრო საკუთარ თავზე, რომ თვალებს ვერ ვაჩერებდი და ფეხზე წამოვდექი._სანაპიროზე მარტოებს მოგიწევთ წასვლა, მე არანაირი სურვილი არ მაქვს ზღვაზე გასვლისა. წუხელ არ მძინებია, წავალ და დავიძინებ ცოტას._ზედაც არ შემიხედია ჩემი დისთვის ისე ვუთხარი და მართლაც ჩემს ნომერს მივაშურე დასასვენებლად.
სიმართლე ვთქვა, ვერ დავისვენე. ჯერ ისევ დათოზე და ანჩოზე მქონდა ეჭვი და მაგათზე ვბრაზობდი... მერე კი, ცისიას ღიმილი დამიდგა რატომღაც თვალწინ და სასიამოვნოდ ამიფრთხიალდა გული. საწოლში კოტრიალით უფრო რომ დავიღალე, შხაპი მივიღე და მეც ქვიშიან სანაპიროზე გავწიე. არ ვიცი, რა მიმარბენინებდა იქით, მაგრამ ცისიას რომ მოვკარი შირიდანვე თვალი, რატომღაც გამიხარდა. ლუკა და ის სილაში გვირაბებს და რაღაც რთულ კონსტრუქციებს აშენებდნენ. ჯერ შორიდან ვუყურე. მერე, ისე მივუახლოვდი, ვითომც არაფერი. მათ სიახლოვესვე გავიძრე მაისური. ჩემი ნავარჯიშებელი სხეული ტრიპაჩივით გამოვამზეურე მის თვალწინ, ნებისმიერი ქალი რომ გულგრილად ვერ მიმზერდა. შორტებიც იქვე შეზლონგზე მივაგდე და ზღვაში მედიდური ნაბიჯებით შევედი. უკან არ მომიხედია, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ცისია მალულად და რაღა თქმა უნდა, კმაყოფილი ღიმილით მიმზერდა. კარგა ღრმათ შევედი ზღვაში და გემოზე ვილივლივე მის ზედაპირზე. არასდროს მბეზრდებოდა ცურვა. მართალია, ჰოროსკოპით ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ვბრძანდები მისი აღმატებულესობა მშვილდოსანი, მაგრამ წყალში, როგორც თევზი, ისე ვგრძნობდი ყოველთვის თავს. ჩემი სტიქია წყალი უფრო მგონია რატომღაც.
ზღვიდან რომ ამოვედი, შეზლონგზე პირქვე ისე დავწექი, რომ ცისიასთვის მეთვალთვალა. დავიჯერო, ასე აშკარად მეტყობოდა უკვე, რომ ეს გოგო თავგზას მირევდა? ანჩომაც კი შემატყო, რომ ამ უშნო გოგომ ამაფორიაქა და ამაღელვა. დარწმუნებული ვიყავი, ცისიაც გრძნობდა ჩემს მისადმი დამოკიდებულებას. ეს ცალკე მაფორიაქებდა და ასე ვთქვათ მაცოფებდა კიდეც. ისე ხომ არ იფასებდა თავს და ახლა ინტერესს რომ შემატყობდა, რაღას იზავდა?
ისევ გულაღმა გავიშოტე, მზის სათვალე მოვირგე და რატომღაც ყურები მაინც ძიძისკენ და დიშვილისკენ მქონდა, მხიარულად რომ საუბრობდნენ და ერთობოდნენ ქვიშაში. გოგოების კეკლუც ღიმილზეც კი არ გამიხელია თვალები, აშკარად გამომწვევად რომ კისკისებდნენ იმის გამო, ყურადღება რომ მიმექცია მათთვის. ეს გოგო მართლაც რომ ნარკოტიკივით მოქმედებდა ჩემზე. არ მინდოდა მასზე მეფიქრა და მის სიახლოვეს ვყოფილიყავი, მაგრამ უამისოდ მაინც ვერ ვძლებდი.
არვიცი რამდენ ხანს ვიწექი გაშოტილი. მერე ლუკა რომ ზღვაში შევიდა, გავიგე რომ ცისიაც გაყვა. ძიძამ ცურვა არ იცისო, ლუკას სიტყვები გამახსენდა და შეზლონგზე წამოვჯექი. შორიდან ვუმზერდი ზღვის ტალღებით როგორ ერთობოდნენ.
_რა გჭირს ვერ გავიგე, ამ უშნო ძიძაზე დაგიდგა საქმე?_ანჩომ დამცინავად მკითხა და ჩემს გვერდით შეზლონგზე გაწვა.
_რას სულელობ?_გამებრაზა._რას მატყობ რომ მასზე მაქვს საქმე დამდგარი?
_თვალს კი ვეღარ აშორებ და...
_ხედავ, ზღვა როგორ ღელავს? არ გეშინია, შენი შვილი ტალღამ გაიტაცოს?
_ცისია იქ არ არის?_გაუკვირდა.
_ცურვა არ იცისო არ თქვა ლუკამ? ძიძა ჯანდაბას, მე შენს შვილზე ვდარდობ. არ გინდა და ნუ გინდა._გაგულისებულმა ჩავიცვი ტანსაცმელი და სანაპირო ბუტბუტით დავტოვე.
სასტუმროში საბილიარდოს მივაკითხე და იქ დავიწყე თამაში. ვერ ვიტყვი, რომ მაღალი რანგის მოთამაშე ვარ-მეთქი, მაგრამ დღეს აშკარად მიმართლებდა. სწორი პოზიცია მქონდა შერჩეული და სამივე ხელი მე მოვიგე. მაყურებლებიდან ერთ-ერთი თამამი ქალი აშკარად მეკეკლუცებოდა და ასე ვთქვათ, თავსაც კი მთავაზობდა ღიად და დაფარვის გარეშე. თავის შეკავება არც კი მიცდია სისხლი რომ ამიჩუხჩუხდა ძარღვებში. რაც მთავარია საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა თითზე და რაზე მეთქვა სიამოვნებაზე უარი? ბუნებას თავისი მოთხოვნილებები აქვს და ამ მოთხოვნილებებს კიდევ დაკმაყოფილება ხომ უნდა? დიდი შებმა არ დამიწყია, ჩავავლე ხელი და ჩემს ნომერში ავიყვანე...
ვნებათაღელვის ქარიშხალი რომ ჩაცხრა და შხაპიც მივიღე, კარზე მოგვიკაკუნეს. ნომრის მომსახურება მეგონა და პირსაწმენდშემოხვეულმა გავაღე კარი. ცისია იყო. ასე უხერხულად არასდროს მიგვრძვნია თავი. ჩემს ნომერში ნახევრად შიშველი ქალი რომ დაინახა მოღიავებულ კარში, შევატყე დაიბნა და გაწითლდა კიდეც.
_ბოდიშით, მეგონა მარტო იყავით._ძლივს ამოილუღლუღა და გატრიალდა.
ერთი ხმა მეუბნებოდა, რომ გავკიდებოდი, შემეჩერებინა და ბოდიში მომეხადა ასეთი უხერხულობისთვის, მაგრამ მეორე ხმას სულ ცალ ფეხზე ეკიდა ყველაფერი. ბოლოში მაინც მეორე მემ გაიმარჯვა და გაგულისებულმა მივხურე კარები. ნატალიმ აუჩქარებლად ჩაიცვა ტანსაცმელი. მადიანად მაკოცა.
_არაჩვეულებრივი იყავი ძვირფასო._შემაქო და ნომერში მარტო დამტოვა.
დანაშაულის შეგრძნების გრძნობა მქონდა რატომღაც ცისიას მისამართით. რატო ვიდანაშაულებდი ამ გოგოს წინაშე თავს, მართლა ვერ ვხვდებოდი. თავისუფალი კაცი ვიყავი და ნებისმიერ ქალთან შემეძლო დაწოლა, მაგრამ... ეს დანაშაულის შეგრძნება არ მანებებდა თავს. ტანსაცმელი ჩავიცვი და ისევ სანაპიროზე გავედი. არ მიკითხია ანჩო სად იყო, ან ცისიას რა უნდოდა ნომერში რომ მომაკითხა.
საღამომდე დავეხეტებოდი სანაპიროზე. მინდოდა თავიდან ამომეგდო ცისია, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. რაც უფრო მეტს ვუკრძალავდი თავს მასზე არ მეფიქრა, უფრო არ გამომდიოდა არაფერი და მისი ღიმილი მედგა რატომღაც თვალწინ. სხვა ქალებისგან განსხვავებით მისი მკერდის ზომით არ დავინტერესებულვარ. ჩემს წინ როცა იდგა, სახეში ვუყურებდი, რომ მისი ღიმილი არ გამომრჩენოდა. დღეს მოკლე შორტებშიც კი დავინახე, მაგრამ როგორი ფეხები ქონდა არც იმისთვის მიმიქცევია ყურადღება. ერთადერთი, რაც შევნიშნე ის იყო, რომ მშვენიერი რუჯი ქონდა და ლავიწის ძვლები ქონდა ამომჯდარი. უნდა ვაღიარო, რომ საოცრად უხდებოდა. მისი კეხიანი ცხვირი და საშინელი მეჭეჭიც კი საზიზღრად აღარ მეჩვენებოდა. მეჩვენებოდა კი არა, საერთოდ ვეღარც კი ვამჩნევდი უკვე.
მზე ახალი ჩასული იყო, სასტუმროსკენ რომ გავეშურე. სანაპიროზე შემთხვევით მოვკარი თვალი. მასზე ფიქრს გავურბოდი და ეს კიდევ ჩემს ჯინაზე ყველგან წინ მხვდებოდა. თვითონ ვერ შემნიშნა, ფეხშიშველი დასეირნობდა სილაში. ნელი და ჩუმი ნაბიჯებით მივყვებოდი უკან. არ მინდოდა შევემჩნიე, რადგან ვატყობდი რომ ჩემს სიახლოვეს რაღაც დაძაბული და სხვანაირი იყო. ახლა კი ისეთი ლაღი და საყვარელი იყო, ჩაყლაპვა მინდოდა. ხან ზღვას უმზერდა, ხან ზღვაში ჩამალულ მზეს... მოკლეთ, ბედნიერი იყო. მე კი მისი ხილვით ვიყავი ბედნიერი. მოულოდნელად ფეხი რაღაცას დააბიჯა და შეჩერდა. მივხვდი, რომ ძალიან ეტკინა. შეიძლება სასაცილოდაც კი ჟღერდეს, მაგრამ იმ მომენტში ტკივილი თითქოს მეც ვიგრძენი. სილაში ჩაჯდა და ფეხი შეიმოწმა. ალბათ სილაში ჩამალულ მინის ნამსხვრევს დაადგა. შემეცოდა. შორიდან ყურებას ახლოს მისვლა ვარჩიე. რომ მივუახლოვდი, გაოცებით ამომხედა.
_რა დაგემართა?_შეშფოთებულმა ვკითხე და მის წინ ჩავიცუცქე.
_მინაზე გამეჭრა ფეხი._არ ტიროდა, მაგრამ შევატყე, როგორ უკანკალებდა ხმა.
მაშინვე გავიხადე პერანგი, ხელის ერთი გაკვრით გავხიე და ფეხისგული მჭიდროდ შევუკარი, ბევრი სისხლი რომ არ დაეკარგა. მერე, ფრთხილად წამოვაყენე, წელზე მოვხვიე ხელი და კოჭლობით წამოვიყვანე. ისეთი წელი ქონდა, ხელისგულში მოვიმწყვდიე ლამის. რაღაც საოცარი განცდა დამეუფლა მის შეხებაზე. ვნება ნამდვილად არ ყოფილა. რაღაც იყო, თითქოს უფრო ამაღელვებელი და სასწაული. სიარული უჭირდა, ამიტომ მოულოდნელად დავწვდი და ხელში ბუმბულივით მსუბუქად ავიტაცე დაბნეული გოგო.
_ნუ წუხდებით, დამსვით, მე თვითონ წამოვალ._ალბათ ეუხერხულებოდა შიშველ სხეულზე რომ მეკვროდა.
მე კი მსიამოვნებდა. ზუსტად ისეთი შეგრძნება მქონდა, პატარა ბავშვს რომ ჩაიხუტებ და მისი გაშვება აღარ გინდა. მიმყავდა და გული გამალებით მიცემდა. დარცხვენილი და ღაწვებშეფაკლული თვალს ვერ მისწორებდა.
გზად გამვლელებს სამედიცინო დაწესებულება ვკითხე. მიმასწავლეს, ახლო იყო, ასე, ორმოცდაათ მეტრში და ჰაერივით მსუბუქი ცისია ხელში აყვანილი გავაქანე იქით. ასეთი მსუბუქი რომც არ ყოფილიყო, წესით მაინც არ უნდა გამჭირვებოდა მისი ხელით ტარება, აბა ტყუილა ვიკლავდი თავს ტრენაჟორებზე?
ექიმმა ჭრილობა გაუსუფთავა, დაუმუშავა და ხუთი ნაკერიც დაადო. რომ ვუყურებდი როგორ ითმენდა ტკივილს და მხოლოდ შუბლს ჭმუხნიდა სულ ცოტათი, მეცოდებოდა. ექიმს მომსახურების თანხა მე გადავუხადე, კიდევ კარგი მქონდა ჯიბეზე და სასტუმროში წამოვიყვანე. კი მეწინააღმდეგებოდა მორიდებით, დამსვით, მე თვითონ წამოვალო, მაგრამ ექიმმა ფეხზე დგომა აუკრძალა, ნაკერები არ გაგეხსნასო და მისი თხოვნა არ ჭრიდა ჩემზე. ნომრის კარზე რომ მივუკაკუნე და ჩემმა დამ გააღო, გაოცებისგან თვალები შუბლზე აუცვივდა. წელს ზემოთ შიშველს ხელში მეჭირა მისი შვილის ძიძა და კარგს რომ არაფერს გაიფიქრებდა, აშკარა იყო. ნომერში რომ შევიყვანე და საწოლზე ფრთხილად დავაწვინე, ანჩოს მაინც არ მოუთმინა გულმა და მისაყვედურა.
_რა ტარზანივით შიშველი დატანტალებ?
_ჩემი პერანგის დახევა მომიწია, რათა ფეხი შემეხვივნა მისთვის სანამ ექიმთან მივიყვანდი.
_რა მოგივიდა?_გაოცებული ახლა ცისიას მიუბრუნდა ანჩო.
_მინაზე გამეჭრა და ნაკერები დამადეს. არაფერია, მალე გამივლის._გაღიმებაც კი სცადა.
დიდხანს არ გავჩერებულვარ იქ. ჩემს ნომერში რომ შევედი და საწოლზე გადავიშხლართე, თითოეული წვრილმანის გახსება-აღდგენას შევეცადე. მართლაც რომ მაგიჟებდა ეს გოგო. მისი სურნელი ხომ ნარკოტიკივით მაბრუებდა და მასზე დამოკიდებულიც კი ვიყავი უკვე. ჩემს ხელებს ისევ ასდიოდა მისი მოტკბო სურნელი და ხარბად ვიყნოსავდი. რომ მახსენდებოდა, როგორ მორიდებით და მორცხვად მეხებოდა შიშველ სხეულზე, რაღაც სინაზით მავსებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყოს და გაფრთხილება სჭირდებოდა, რომ არ დამსხვრეულიყო. ხელში მეკავა და ოდნავადაც არ გამჩენია იმის სურვილი, რომ ვნევამორეულს დამეპყრო.
დღეს, ნომერში ქალთან ერთად რომ მნახა თითქმის შიშველი, ახლა გამებრაზა საკუთარ თავზე. იმის დამტკიცებას ვცდილობ მის თვალწინ რატომღაც, რომ ბევრი ქალი მყავს და მაგარი კაცი ვარ, მაგრამ ამ წუთში საკუთარი თავის ცემა მინდოდა. თან მინდოდა რომ მასზე არ მეფიქრა და საკუთარ თავს ათას სისულელეს ვაკეთებინებდი მის დასავიწყებლად და თან მასზე ფიქრი მინდოდა და ყველგან მას დავეძებდი. მოკლეთ, გვარიანად მქონდა დარხეული...
ცისიას ფეხის გამო, ორი დღით ადრე მოგვიწია თბილისში დაბრუნება. ის დღეები, სანამ ფეხი არ მოურჩებოდა, ანჩომ დაითხოვა სმსახურიდან. თუმცა, ხშირად აკითხავდა და მის მდგომარეობას კითხულობდა. როგორ გავძელი ის დღეები მისი ნახვის გარეშე, მართლა არ ვიცი. არც ინდირასთან წავსულვარ და არც ოქსანასთან მიძებნია ნუგეში. ეგ კი არა და ქუჩაში გამვლელებს რომ ვათვალიერებდი დიდი ინტერესით, ეს სულელური ჩვევაც კი მოვიშორე თავიდან. ერთი სული მქონდა როდის მოურჩებოდა ფეხი და გამოვიდოდა სამსახურში, რომ მეც მაშინვე ჩვენებთან დავრჭმულიყავი ვითომ საქმეზე, მაგრამ ცისიას სანახავად. ამ მცირე დროში შეძლო და ისე შემცვალა ამ უშნო ძიძამ, რომ საკუთარ თავს მართლა ვეღარ ვცნობდი.
სამსახურში გამოსვლამდე, სანამ ფეხი სრულად მოურჩებოდა, ანჩომ დამირეკა, მე არ მცალია და ცისია ექიმთან შენ რომ გაიყვანო ნაკერების ასახსნელად, გცალიაო? სიხარულისგან თუ ხტუნაობას არ დავიწყებდი პატარა ბავშვივით, არ მეგონა. თუმცა ჩემს დას გზები დავუპრანჭე.
_რავი, ვნახოთ, თუ მოვიცალე გაგაგებინებ._ეს კი ვუთხარი, მაგრამ ღმერთს ვევედრებოდი, რომ მეორედაც ეთხოვა.
_შენ ხომ არავის არაფერში გამოადგები რაა._უკმაყოფილომ მისაყვედურა.
შემეშინდა, სხვა მძღოლი არ ენახა და ამიტომ მალევე დავთანხმდი.
_კარგი ხო, წავიყვან.
ასე საგულდაგულოდ მანქანა არ ამომისუფთავებია და გამირეცხია. მეც კარგა ხანს დავყავი აბაზანაში. წვერიც სუფთად მოვიპარსე. სარკის წინ სამი ხელი ტანსაცმელი მაინც გამოვიცვალე. ჩემს პრანჭია დასავით ერთი საათი ვიტრიალე და ვათვალიერე ჩემი ორეული. მერე მანქანაში ჩავჯექი და მისი ბინისკენ მღელვარედ გავწიე. გზაში ათასი შესაძლო ვარიანტი წარმოვიდგინე თვალწინ როგორ მივესალმებოდი და როგორ გამოველაპარაკებოდი ჯერ ჯანმრთელობაზე, მერე ამინდზე, მერე ათას სისულელეზე, ოღონდ გამეღიმებინა, მაგრამ მის გაღებულ კართან ოროსანი ბავშვივით დავიბენი.
_მე თვითონაც წავიდოდი, თქვენ რატო წუხდებით?_გაუკვირდა.
_სულაც არ ვწუხდები._მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და თვალი მისი მშვენიერი წარბებისკენ გამექცა, გაფრენილ ორბის ფრთებს რომ გავდა.
_ერთი წუთით შეგიძლიათ დამელოდოთ?_მორიდებით მკითხა და გამიღიმა.
მინდოდა მეთქვა, ერთი წუთი კი არა, მთელი ცხოვრება შემიძლია გელოდო-მეთქი, მაგრამ ენა ვერ მოვატრიალე პირში.
ბინაში არ შეუპატიჟივარ, კოჭლობით შებრუნდა და მართლაც ერთ წუთში გამოვიდა. კიბეზე ფრთხილად ჩამოვიდა. მე უკან მოვყვებოდი და ერთი სული მქონდა ისევ ხელში ამეყვანა და ისე ჩამერბენინებინა კიბეზე. ჩემს მანქანას რომ მივუახლოვდით და უკანა კარს წაატანა ხელი, გამეღიმა. ასეც ვიცოდი, რომ წინ არ ჩამიჯდებოდა. სად იყვნენ სხვა გოგოები?
ფრთხილად ჩაჯდა და მოხერხებულად მოკალათდა. კარი მე მივუხურე და მერე საჭეს მივუჯექი. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. არ მინდოდა თავი გამეცა, მაგრამ თვალებს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს, უკანა ხედვის სარკეში რომ დაჟინებით ვუმზერდი. წარბების კორექცია თუ ასე შეცვლიდა, მართლა არ მეგონა. სულ სხვა ცისია იყო ჩემს წინ.
საავადმყოფოში რომ შევედით, თითქოს შიში შევატყე, მაგრამ მაინც გაბედულად შევიდა საორდინატოროში. მე არ შევყოლილვარ. ჯერ ერთი, რომ თეთრხალათიანების დანახვა შიშის ზარს მცემს და მეორე, იქნებ უნდა ეტირა და ჩემთან თავს იკავებდა? ის ნახევარი საათი, სანამ დერეფანში ველოდებოდი, მტანჯველი აღმოჩნდა ჩემთვის. სიგარეტს დერეფანში არავინ მომაწევინებდა. გარეთ კი შეგნებულად არ გავდიოდი, არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა.
როგორც იქნა კარი რომ გაიღო და კოჭლობით გამოვიდა, შვებით ამოვისუნთქე. სათვალე არ ეკეთა და მისი თვალების შემონათებამ გული ჯერ გამიჩერა, მერე კი ამიფორიაქა. რაღაც ნაცნობი მზერა ქონდა თითქოს... არ ვიცი, გულში ჩამწვდომად კი მიმზერდა და ოდნავშესამჩნევად მიღიმოდა. მერე, თითქოს შეკრთა და სათვალე მოირგო. გარეთ უხმოდ გამოვედით. სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, მორიდებით მთხოვა საქართველოს ბანკში მიყვანა.
_რა პრობლემაა, იქით არ უნდა გავიაროთ მაინც?_გამიხარდა, მასთან ყოფნის დრო რომ გამეწელა ისევ.
გახარებული მივუჯექი საჭეს და რატომღაც ჩვეული სისწრაფით არ მივლია, ძალიან ნელა მივიყვანე დანიშნულების ადგილამდე.
_ალბათ, ცოტა ლოდინი მომიწევს._მანქანიდან გადასვლისას მორიდებით მითხრა.
_ლოდინი შემიძლია, არაუშავს._ისე გავუღიმე, მივხვდი გული ავუჩქარე და მე ეს ძალიან მესიამოვნა. თუმცა, დიდხანს არ დამჭირვებია ლოდინი.
რა საქმე ქონდა ბანკში არ ვიცი და არც მიკითხავს. უხმოდ მივიყვანე სახლამდე.
_დიდი მადლობა._მანქანიდან გადასვლისთანავე მითხრა._ბოდიშით, რომ ცოტა მოგაცდინეთ._ მორიდებით დაამატა.
_საბოდიშო არაფერია._ისევ გავუღიმე.
_თუ დრო გაქვთ ან სურვილი, შემიძლია ყავაზე დაგპატიჟოთ.
სურვილი კი მქონდა, თანაც დიდზე დიდი, მაგრამ რატომღაც ვიუარე და მადლობა გადავუხადე, ვაჩვენე რომ დაკავებული ბიჭი ვიყავი და დღევანდელი დღე მაინც მას დავუთმე. ამ ხრიკმა გაჭრა. უხერხულად შეიშმუშნა, კიდევ ერთხელ მომიხადა მორიდებით მადლობა, ღიმილით დამემშვიდობა და სადარბაზოში კოჭლობით მიიმალა.
საკუთარი თავი გვარიანად გამოვლანძღე მისი შეთავაზება რომ არ მივიღე. ერთი პირობა, ისიც კი გადავწყვიტე, გადავსულიყავი და ფეხდაფეხ ავყოლოდი, გადავიფიქრე-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. გიჟივით მოვწყდი ადგილს და უაზროდ გავიჭერი მანქანებით გადატვირთულ ქუჩაში. კიდევ კარგი სანდრომ დამირეკა და მაშინდელივით არ გადამაგდო, მნახეო, მითხრა. ხო და, მეც გულის გადასაყოლებლად მაშინვე მასთან გავქანდი.
_რა დამივიწყეთ შენ და დათომ? აქაოდა ცუდად ვარ და ვეღარ გიწყობთ ფეხს, აღარ გინდივართ?_მისვლისთანავე საყვედური ავიკარი.
_ისეთი გადატვირთული დღეები მქონდა ეს კვირა, თავის მოსაფხანად არ მეცალა._თავი ვიმართლე და საქმიანი იერით მის წინ სავარძელზე გავიშხლართე._შენ რას შვრები, დაგიამდა კუჭი?
_კუჭი კი ჩაწყნარდა, მაგრამ შემიკლეს ჩვენებმა ხელში. რაც კარგია და მიყვარს, არ მეჭმევა. ბალღივით ფაფა-ფუფებს მტენიან. დავიღალე უკვე. ერთი სული მაქვს რესტორანში მოვჯდე, ღორის მწვადი, ქაბაბი და ცხვრის ხინკალი ვცეცხლო. ცივ ლუდზეც არ ვიტყოდი უარს.
_მერე? დაგავიწყდა შენი კუჭის ტკივილი?
_მაინც მიტრაკებს და სიამოვნება რაღატო მოვიკლო?_ეშმაკურად მოჭუტა თვალები._ძმურში, წამო სადმე და მერე ქალებიც მოვხსნათ.
მისი იდეა არ მომეწონა. დალევის მერე კუჭი ისევ შეახსენებდა თავს და ერთი თვე ისევ მკურნალობა დასჭირდებოდა... ქალების ვარიანტიც არ მომეწონა რატომღაც.
_დღეს სამსახურში მნიშვნელოვანი თათბირი გვაქვს და ვერ გამოვაკლდები._ექსპრომტად მოგონილი ჩემივე ტყუილი მე თვითონ დამეჯერა თითქოს.
_რაღაც ვეღარ გცნობ._ეჭვით შემათვალიერა._სად გაქრა ძველი ბაჩო, ქალების ხსენებაზე, მკვდარიც რომ ყოფილიყო, სიხარულით დგებოდა?
_ძმურში, მართლა არ მცალია დღეს და სხვა დროს იყოს._ფეხზე საქმიანი იერით წამოვდექი._თუ დალევისა და ქალების შებმის მეტი საქმე არ გაქვს, მე წავალ, თორემ წუთი წუთზე თათბირი დაგვეწყება და არ მინდა მამაჩემის წყრომა დავიმსახურო.
სანდრომ ხმა აღარ გამცა, უბრალოდ გაოცებულმა და ნაწყენმა გამომაცილა. გეზი მართლაც ჩემი სამსახურისკენ ავიღე. გაოცებას ვიყავი მე თვითონვე, რომ გამოსწორების გზაზე ვიდექი. ჩემს მაგიდაზე დაწყობილ საბუთებს დიდი სიხარულით ვერა, მაგრამ მაინც გულდასმით გავეცანი. ხელიც მოვაწერე რამოდენიმეს. მამაჩემის კაბინეტშიც შევიჭყიტე, რომელსაც გაუკვირდა და თან გაუხარდა ჩემი გამოჩენა.
_ობიექტზე გავდივარ და სურვილი ხომ არ გაქვს ახალი მშენებლობის დაწყება შენც დაგეთვალიერებინა?_უიმედოდ მკითხა, მაგრამ რომ დავთანხმდი, აშკარად გაუხარდა.
ლამის ნახევარი დღე მშენებარე კორპუსთან დავყავით. მუშები დიდი მონდომებით და უფროსობის თავის მოსაწონებლად გულდასმით მუშაობდნენ. ვერ ვიტყვი, არ დავიღალე და არ მომბეზრდა, მაგრამ მაინც კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი დღით. ალბათ, ცისიას უნდა ვუმადლოდე ჩემს ამ სასიკეთოთ ცვლილებებს. ალბათ კი არა, დარწმუნებული ვარ ასეც იყო.
მეორე დღეს ისევ დამირეკა სანდრომ. თავიდან არ ვაპირებდი მეპასუხა, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე. სვანეთიდან მომავალი დათო ხრამში გადაჩეხილა და მძიმედ არისო. თავიდან თითქოს არ დავუჯერე, მაგრამ ისეთი შეწუხებული იყო, ამას მართლა ვერ გაითამაშებდა.
_თბილისში გადმოუყვანიათ. გამომიარე, სანახავად წავიდეთ.
ბოლო ამბებიდან გამომდინარე ნაწყენი ვიყავი დათოზე, მაგრამ ამ ამბავმა მაშინვე მომიბრუნა მისკენ გული. ხუმრობა ხომ არ იყო ერთად გატარებული ბავშვობის წლები და და თითქმის მთელი ცხოვრების ძმაკაცობა? სანდროსთან გიჟივით მივქანდი და ერთად წავედით საავადმყოფოში. მართლაც რომ სავალალო მდგომარეობა ქონდა. გვარიანად იყო დამტვრეული, მაგრამ გადარჩებაო ექიმმა დაგვაიმედა. მის პალატაში შესულებს საშინელი სურათი დაგვხვდა: თაბაშირიანი ხელ-ფეხით და დალურჯებული თავ-პირით იწვა ჩვენი ძმაკაცი. დაგვინახა თუ არა, გაუხარდა და გაღიმებაც სცადა.
_კარგია, ცოცხალს რომ მომისწარით, ანდერძის დატოვებას ვაპირებდი უკვე...
_ნეტა არ ატრაკებდე._სანდრომ თაბაშირზე დაუკაკუნა თითები._როდემდე უნდა გეცვას ახლა ეს?
_მე რავი, თავიაანთი ნება არ არის, როცა უნდა მაშინ მომხსნიან.
_რა დაგეტაკა ამისთანა?_ინტერესით ჩამოვჯექი მის წინ.
_იმ ქაჯებმა გემოზე გამომათვრეს და აი შედეგიც სახეზეა.
_მთვრალი იჯექი საჭესთან?_სანდროც ჩემს გვერდით დაჯდა._მერე, მთვრალს აღარ დაგიჯერა შენმა მანქანამ?
_დამიფრთხა._გაცინება სცადა, მაგრამ ნეკნებზე მიიჭირა ხელი._ვაიი, რა საშინელი ტკივილი სცოდნია ამ დედააფეთქებულს.
_მადლობა მოიხადე ცოცხალი რომ გადარჩი. ტკივილს ჩივის ეს._მე გადმომხედა სანდრომ მრავლისმთქმელი თვალებით.
_ასეთ სიცოცხლეს კი მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ჩემს გემოზეც კი ვეღარ ვფსამ.
სანდრომ მადიანად გადაიხარხარა.
_გამოდის, ქალებსაც ვეღარ გაჟიმავ? ვაი შენი ბრალი.
დათომ საცოდავი თვალებით გადმომხედა.
_უთხარი გაჩუმდეს, ნუ მაცინებს რაა...
მეცოდებოდა ძმაკაცი, მაგრამ თითქოს მიხაროდა კიდეც, რომ სვანეთში აღმოჩნდა მართლა და ანჩოსთან არ დაძვრებოდა ჩუმჩუმად.
ექთანი რომ შემოვიდა, გარეთ გამოსვლა გვთხოვა. ექთანს სანიტარი შემოყვა და წამიერად გავშეშდი. ის გოგო იყო, ზღვაზე ციაკოსთან ერთად რომ ვნახე. ეტყობა თვითონაც მიცნო, რადგან გვერდით რომ ჩამიარა, გამიღიმა. პალატიდან გამოსულები დერეფანში გავჩერდი.
_არ წავიდეთ სახლში?_სანდრომ გაკვირვებით შემომხედა.
_რაღაც საქმე მაქვს და შენ რომ ტაქსით წახვიდე, არ გინდა?
_სანიტარი უნდა დაკერო?_ღიმილით შემომხედა.
_რა სისულელეა?_ვითაკილე._წამო, ტაქსის გაგიჩერებ, მე ალბათ შემაგვიანდება.
დამყოლი ბავშვივით ამედევნა უკან. ტაქსი მართლაც გავუჩერე და რომ გავაცილე, ისევ საავადმყოფოში დავბრუნდი. ის იყო დათოს პალატას მივუახლოვდი, რომ სანიტარიც გამოვიდა. რომ დამინახა, კიდევ შემომღიმა და გვერდი ამიქცია.
_ერთი წუთით, თქვენი სახელი?_უკან ავედევნე ჩქარი ნაბიჯებით.
_მადონა._ისევ გამიღიმა.
_ამ საღამოს გცალია მადონა?_ჩემი საფირმო ღიმილი გამოვიყენე.
_ამ საღამოს მორიგე ვარ._თვითონაც შემომღიმა.
_ცუდია. ვიფიქრე ერთად ვივახშმებდით._კეფა მოვიქექე.
_მართლა არ მცალია._ისევ შემომღიმა.
_დილით რომელ საათზე დაამთავრებ სამსახურს?
_ამაღამ რომ გავათენებ, ხვალ დასვენება მინდა მთელი დღე._ეშმაკურად მოჭუტა თვალები.
_მოგაკითხავ, სახლში წაგიყვან, რომ ფეხით არ იარო.
_ფეხით არც ისე დავდივარ._ისევ შემომღიმა._საკუთარი მძღოლი მყავს. აგერ ისიც.
შევბრუნდი და ციაკოს დაკუნთული ძმა დავინახე, რომელიც ეჭვიანი იერით გვიახლოვდებოდა.
რახან ციაკოს ძმა ალექსი და მისი მეგობარი გოგო აქ იყვნენ, გამოდის, ისიც აქვე ახლოს იქნებოდა სადმე. ხელახლა განმიახლდა მისი ნახვის სურვილი.
_რა ხდება?_მკაცრი იერით გადმომხედა უკვე მოახლოებულმა ალექსიმ.
_ძმაკაცის მდგომარეობას მეკითხებოდა, ჩვენთან წევს._მადონამ რატომღაც იცრუა, წელზე მოხვია ბიჭს ხელი და წაიყვანა.
დავრჩი ერთ ადგილზე მილურსმულივით. გადავწყვიტე, დილით მოვსულიყავი და ალექსისთვის მეთვალთვალა. სად ცხოვრობდა იმის დადგენა მინდოდა, რომ ციაკოსთვის მიმეგნო. ბედნიერმა დავტოვე საავადმყოფოს შენობა. დილით მართლაც მივედი და შესასვლელთან გავჩერდი ჩემი მანქანით, რომ იქიდან გამოსული მადონა და ალექსი არ გამომპარვოდნენ თვალთახედვის არედან. თერთმეტი საათისთვის მართლაც გამოვიდა მადონა, ოღონდ მარტო და გაჩერებისკენ წავიდა. შეუმჩნევლად ავედევნე. მარშუტკაში რომ ჩაჯდა, კარგა ხანს ვდიე. სად დავკარგე ვერ გავიგე ოღონდ. გული დამწყდა დღევანდელი დღე ისე რომ ჩავაგდე, ციაკოს შესახებ ვერაფერი გავიგე. სამაგიეროდ, დათოსთან მოვუხშირე სიარულს იმ იმედით, მადონას ასავალ-დასავალი რომ გამეგო. დათოს ეგონა, რომ მისი მდგომარეობით ვიყავი დაინტერესებული და ჭკუაზე აღარ იყო ბიჭი. მესამე დღეს ისევ შემოვიდა მადონა დათოსთან და მე რომ დამინახა ჯერ გაუკვირდა, მერე კი გამიღიმა. აქამდე მეგონა, რომ ზღვიდან ვახსოვდი, მაგრამ როგორც მივხვდი ვცდებოდი.
დათოს ჭრილობების დამუშავება რომ დაიწყეს ექთანმა და მადონამ, მე გარეთ გამომიშვეს. გამოვედი კი, მაგრამ შორს არსად წავსულვარ. დერეფანში დათოს პალატის წინ მოვყევი ნერვიულად ბოლთის ცემას.
საშინლად გაიწელა დრო. აუტანელი მეჩვენა ლოდინი. ბოლოს, მადონა რომ გამოვიდა და იქვე დავხვდი, მომეჩვენა რომ არ გაჰკვირვებია.
_არც ამ საღამოს გცალია?_ისეთი საცოდავი ხმით ვკითხე, საკუთარი თავი თვითონვე შემეცოდა.
_შეიძლება მცალია, მერე შენ რა? სახლში ქმარი მელოდება.
ცოტა დამაბნია პასუხმა.
_სიმართლე გითხრა, ბათუმში ზღვაზე შენთან ერთად გოგო რომ იყო, იმას ვეძებ.
_ბათუმში? რისთვის?_გაკვირვებულმა შემომხედა.
_როგორ თუ რისთვის?_მე საჩემოდ გამიკვირდა._მომეწონა და გაცნობა მინდა.
_იმ გოგოს რომ საქმრო ყავს და მალე გათხოვდება იცი?
_საქმრო ყავს?_გულში მწარე ტკივილმა გამკრა და თითქოს წავბარბაცდი.
_ხო, რატო გაგიკვირდა?
კი არ გამიკვირდა, მეწყინა, თანაც ძალიან.
_ვინ არის და სად ცხოვრობს?_წყალწაღებული ხავსს ჩავეჭიდე მაინც.
ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე მართლა არ ავურევდი ცხოვრებას თუ საქმრო ყავდა და გათხოვებას აპირებდა, მაგრამ მართლა მაინტერესებდა ვინ იყო. თვითონ აშკარად მიცნობდა და საიდან, ეს მინდოდა გამეგო.
_ჩემი მულია და ჩემთან ერთად ცხოვრობს. შეკითხვები კიდევ გაქვს?_ცოტა სიმკაცრე და სიცივე გაურია მადონამ ხმაში.
_არა, მადლობა._ნირწამხდარმა ვუთხარი და საავადმყოფო მაშინვე დავტოვე.
არა და აქამდე აღარც კი მეფიქრებოდა მასზე და ახლა მადონა რომ დავინახე, რატომღაც იმედი მომეცა ისევ მისი ნახვისა. მაგრამ... საქმრო ყავსო? რატო საქმროსთან ერთად არ იყო ზღვაზე? საქმრო რომ ყოლოდა ვითომ, მზის ჩასვლას ჩემთან ერთად ნახავდა? მე რომ საცოლე მყავდეს, მარტოს გავუშვებ ზღვაზე? იმიტომ კი არა, რომ არ ვენდობი, უბრალოდ მასე მიმაჩნია სწორად, რომ ახლად შეუღლებულები ან შეყვარებულები ერთად უნდა ატარებდნენ დროის უმეტეს ნაწილს. მერე შვილები, ვალდებულებები და ძალიანაც რომ უნდოდეთ ვეღარ გამონახავენ საკუთარი თავისთვის დროს. ქმარს თუ ეცლება, ცოლს არ ეცლება... თუ ორივეს ეცლებათ, ბავშვები არ დააცდიან. მოკლეთ, ოჯახის შექმნამდე თუ გაატარებ დროს და გაერთობი, თორემ მერე თავის მოსაფხანადაც აღარ გეცლება უკვე.
გაგულისებულმა სპორტდარბაზს მივაშურე როგორც ყოველთვის. ახლაც ბოლომდე დავიხარჯე. გამოწურულ ლიმონს ვგავდი უკვე. აღარაფრის აღარ მქონდა იქიდან რომ გამოვედი და პირდაპირ ჩემი ბინისკენ ავიღე გეზი.
********************
ის დღეები, სანამ დათო საავადმყოფოში იწვა, მასთან სიარულს მოვუხშირე. იმედი მქონდა ციაკო ერთხელ მაინც მოაკითხავდა რძალს და შორიდან მაინც დავინახავდი. უკვე აღარ ვიცოდი რა მჭირდა. აქეთ ციაკოს კოცნაზე ვფიქრობდი, მაგრამ არც ცისიას ღიმილი მტოვებდა გულგრილს. გაურკვევლობაში ვიყავი. უშნო ძიძის თვალები მომწონდა, მისი ღიმილი მაჯადოვებდა. სურნელი ხომ ნარკოტიკივით მაბრუებდა და სწორი განსჯის უნარს მაკარგვინებდა. რომ მახსენდებოდა ხელში აყვანილს როგორ დავარბენინებდი ბათუმის ქუჩებში, მეღიმებოდა და სიამოვნებით მიცემდა გული.
ფეხი რომ მოურჩა და სამსახურში დაბრუნდა, შეგნებულად არ მივსულვარ ჩვენებთან, რომ არ მენახა. იმას აშკარად ვხვდებოდი, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი უკვე. ორი ქალის ერთნაირი და ერთდროული სიყვარული მაფიქრებდა რატომღაც. თუმცა, მაინც მომიწია დედაჩემთან მისვლა. ხელფასი რომ ავიღე, ბეჭედი დავიხსენი ლომბარდიდან და მის მისატანად მივედი. გვიანი იყო. მეგონა ცისია წასული იქნებოდა უკვე, მაგრამ ზარი რომ დავრეკე და კარი მან გამიღო, დავიბენი. ერთხანს ხმა ვეღარ ამოვიღე. იმან უარესად დამაბნია, რომ წარბები ისევ ისეთი სქელი და ერთმანეთზე გადაბმული ქონდა...
_საღამომშვიდობის. როგორ ხარ?_ნაძალადევად გავუღიმე რომ ჩემი დაბნეულობა არ შეემჩნია და ბინაში შევედი._დედაჩემი სახლშია?
_არა, მამათქვენთან ერთად კინოში წავიდა._მითხრა, კარი მიხურა და უკან მომყვა.
სამზარეულოში შევედი, სადაც ლუკა მაგიდას მისჯდომოდა და სავარაუდოდ ძიძა ავახშმებდა.
_ბებერი შეყვარებულები დროს არ კარგავენ უქმად._მშობლებზე გამეღიმა.
_სიყვარულმა არც დრო იცის და არც ასაკი._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ცისიამ, მაგრამ მე მაინც გავიგონე.
გამეღიმა. გამოცდილი ექსპერტივით ლაპარაკობდა. დროისა და ასაკისა რა ვთქვა, მაგრამ ფიზიკურობას რომ არ სცნობდა ეს მას შემდეგ მივხვდი, რაც ნელ-ნელა ცისია ჩამივარდა გულში.
_ბაჩო ბიძია!_გახარებული ბავშვი სკამიდან ჩამოსვლას შეეცადა, მაგრამ გადმოუყირავდა და გადმოვარდა.
ინსტიქტურად მე და ცისია ერთად მივვარდით ლუკას მისაშველებლად, რომელიც არც კი ტიროდა. დახრისას ერთმანეთს შუბლებით რომ შევეჯახეთ, შემრცხვა. ცისიამ დამასწრო მაინც და ლუკა მან აიყვანა ხელში.
_შენ რა მაგარი ბიჭი ყოფილხარ რომ არაფერი გეტკინა._გაუღიმა ცისიამ და შუბლზე აკოცა.
_მეტკინა, მაგრამ ბიჭები ხომ არ ტირიან? ხო და მეც იმიტომ არ ვიტირე.
გამეცინა. გამახსენდა, აცრაზე რომ მივიყვანე და ცისია როგორ აწყნარებდა.მოკლეთ, ამ გოგოს ყველაფრის უნარი ქონდა. მშიშარა ბავშვს შიში დააძლევინა. ჭირვეული მოათვინიერა და მოარჯულა. მექალთანე კაცი თითქმის გამომასწორა და თავი შემაყვარა. სიყვარული იყო, მაშ რა იყო რასაც მე მის მიმართ ვგრძნობდი? აქამდე თუ ის მეგონა ვაჟკაცობა, რამდენ ქალთან გავატარებდი ღამეს, ახლა იმას ვფიქრობდი, რამდენ ვეტყოდი უარს იმ ერთის გამო.
ერთხანს თვალმოუშორებლად შევყურებდი ღიმილით რომ ეფერებოდა ლუკას. ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო და შემომხედა, ისევ გამიჩერდა გული. მისი სქელჩარჩოიანი სათვალეც კი ვეღარ აუშნოვებდა ჩემს თვალში მის მშვენიერ თვალებს.
_ჩემი და ჯერ არ დაბრუნებულა სამსახურიდან?_უხერხულობის დასაფარავად ვიკითხე.
_როგორ არა. მოვიდა და ისევ წავიდა. ასე თქვა, მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარო.
_დააგვიანდება?_ვითომ ძალიან მაინტერესებდა მისი ამბავი.
_როგორც ვიცი, ამაღამ სახლში არ მოვა.
_რაა?_ახლა კი მართლა დამაინტერესა მისმა ამბავმა._მაინც სად წავიდა, არ უთქვია?
_რომელიღაც რაიონში წავიდა სამსახურიდან. ჩამოსვლას ვეღარ ასწრებენ და ამაღამ იქ რჩებიან... რამე გინდოდათ?
_იყოს, ხვალ გამოვუვლი... დედაჩემსაც დააგვიანდება ალბათ და ჯობია წავიდე.
თითქოს წყენა გაკრთა მის თვალებში წასვლა რომ ვახსენე. დედაჩემის საძინებელში შევედი, ოქროს ბეჭედი, რომელიც ლომბარდიდან დავიხსენი, თავის პარკიანად ჩავდე მის ზარდახშაში და ისევ გამოვედი.
_მე უნდა გავიდე და კარი ჩაკეტე._ისე მივაძახე ცისიას, სამზარეულოში აღარ შევსულვარ.
_რამე ხომ არ გადავცე თქვენებს?_კართან მისულს მომწვდა მისი ხმა.
ცოტა შევყოვნდი და შემოსასვლელში გამოვიდა კიდეც, ლუკა ისევ ხელში ეჭირა.
_არა, ისეთი არაფერი, რომ ვერ მოიცადოს. ძილი ნებისა ვაჟკაც._დავიხარე და ლუკას ლოყაზე ვაკოცე. თან ხარბად შევისუნთქე ცისიას მოტკბო ვანილის სურნელი.
_ღამე მშვიდობისა ბაჩო ბიძია._ლუკაც გადმოიხარა და სუფთად გაპარსულ ლოყაზე მაკოცა.
ცისიასთვის აღარ შემიხედია ისე გავედი გარეთ და კისრისტეხით დავეშვი კიბეზე. ვხვდებოდი, რომ ასე თავქუდმოგლეჯილი ცისიას და მის მშვენიერ ღიმილს გავურბოდი. ვხვდებოდი, რომ მასაც მოვწონდი, მაგრამ მისი ხანდახან ზერელე დამოკიდებულება ჩემდამი უფრო მაგიჟებდა. ალბათ, დონჟუანის ტიტულით დაჯილდოებულს ჩემი ნდობა უჭირდა. დარწმუნებული ვარ იმას ფიქრობდა, საწოლში შევიტყუებდი, გავერთობოდი და მივატოვებდი. ყველაზე სასწაული კი ის იყო, რომ მის საწოლში შეტყუებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ჩემს ღამის ფიქრებში მას მხოლოდ რომანტიკულ შეხვედრებზე ვხედავდი. მინდოდა, რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა მასთან. ერთად გვესეირნა სადმე... ერთად გვევლო დაუსრულებლად... ერთად გვესაუბრა თუნდაც ათას სისულელეზე... მისი გაღიმებული სახე დამენახა ოღონდაც, მხოლოდ მეკოცნა მის ლამაზ ტუჩებში, მეტი მართლა არაფერი მინდოდა. არც მის ჩახუტებაზე ვიტყოდი უარს. საწოლში მისი შეტყუება კი არასდროს მიფიქრია. მეშინოდა პაემანზე დამეპატიჟა, რომ უარი არ ეთქვა ჩემთვის. მე ხომ უარს ნაჩვევი არ ვიყავი? ცისია კი სულ სხვა იყო. არაფრის დიდებით არ გადადგავდა იმ ნაბიჯს, რაც შემდეგში სანანებელი გაუხდებოდა. არ დამიჯერებდა, რომ სერიოზულად ვფიქრობდი მასზე და ჩემს გასართობად არ ვაქცევდი. მე ის მართლა მიყვარდა. სიყვარული კი უჩვეულო რამ ყოფილა. დროის უმეტესი ნაწილის საწოლის გარეთ გატარება მსურდა მასთან ერთად. მისი ბედნიერი სახის და მისი ღიმილის დანახვა მსურდა. მისი არსებობა კი ყველაზე დიდი მოტივატორი იყო, რომ უკეთესობისაკენ შევცვლილიყავი.
ერთ პარასკევის საღამოს კი, სანამ სახლში წავიდოდა, ჩვენებთან შევლა გადავწყვიტე. მინდოდა მე გამეყვანა სახლში. არ კი მქონდა იმის იმედი, რომ თბილისში სახელგანთქმულ მექალთანეს ჩამიჯდებოდა მანქანაში, მაგრამ ცდად ღირდა. ლუკას თავისი საყვარელი კანფეტები ვუყიდე და გულისფანცქალით გავწიე. დედაჩემი სახლში იყო და ცისია კი წასასვლელად ემზადებოდა უკვე. ლუკას გაუხარდა ჩემი მიტანილი ძღვენი და კისერზე ჩამომეკიდა აღტაცებული ტიკტიკით. ამ გასულელებულ და გატუტუცებულ ბავშვს რომ არასდროს მოვფერებივარ, ახლა ვეფერებოდი. შევატყე, რომ დედაჩემსაც კი გაუკვირდა ჩემი საქციელი, არა თუ ცისიას. ცოტა ხანს დავრჩი. ვადროვე სანამ ცისია წავიდოდა და უკვე რომ ვივარაუდე კიბეზე ჩავიდოდა, ფეთიანივით გავვარდი გარეთ და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი. სადარბაზოდან გასულ ცისიას რომ მოვკარი თვალი, გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. ცოტა დავანელავე და ისე გავედი მეც სადარბაზოდან. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი თამამი ნაბიჯის გადადგმა მასთან ურთიერთობაში, ძალიან მინდოდა სახლში მე წამეყვანა.
აფორიაქებული გული ცოტა ჩავიწყნარე და ჩემს მანქანას რომ გაუსწორდა, გავბედე და დავუძახე.
_ცისია.
ხმაზე რომ მიცნო, გაკვირვებული შემობრუნდა.
_ერთი გზა გვაქვს, იქით მოვდივარ და მე წაგიყვან.
შევატყე როგორ დააბნია ჩემმა შეთავაზებამ. ყოყმანი რომ შევნიშნე, ღიმილით მივუახლოვდი მანქანას და უკანა კარი გამოვუღე, რომ უარესად არ დამეფრთხო. ჩემმა ამ მოულოდნელად მოფიქრებულმა ხრიკმა გაჭრა. მართალია უნდობლად, მაგრამ მაინც ჩამიჯდა მანქანაში. მგონი ლუკას არ გახარებია ასე ჩემი წეღანდელი კანფეტები, როგორც მე ცისიას ჩაჯდომა გამიხარდა. ფრთხილად დავძარი მანქანა ადგილიდან და მანქანებით გადატვირთულ ქუჩაში გავედი. ის იყო, ლაპარაკი უნდა წამომეწყო, რომ ტელეფონმა დაურეკა.
_ხო... უკვე გზაში ვარ, მოვდივარ... ალბათ ათ წუთში ვიქნები... კარგი, ნუ ნერვიულობ._შევატყე ცოტა აფორიაქდა, ამიტომ სიჩქარეს ვუმატე.
მისი კორპუსის წინ რომ შევუხვიე და გავაჩერე მანქანა, მაშინვე გადავიდა.
_რა ხდება, ხომ მშვიდობაა?_მეც გადავედი მანქანიდან.
_ჩემი რძალია ცოტა შეუძლოდ.
_ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ, ექიმთან ხომ არ უნდა წაყვანა?_გულწრფელად შევთავაზე.
_არა, მადლობა, ისეთი არაფერია. უბრალოდ, მომავალი დედაა და..._მორცხვად დახარა თავი, რადგან ჩემს დაჟინებულ მზერას ვერ გაუძლო.
_ააა._უაზროდ ამოვუშვი ბგერები პირიდან. მართლა არ მეთმობოდა ეს გოგო და მისი გაშვება არ მინდოდა._მაშინდელი შეთავაზება ყავის თაობაზე თუ ისევ ძალაშია, დიდი სიამოვნებით გესტუმრებოდი. ახლა ვიცი მაგის დრო არ გექნება და ხვალ იყოს... სულაც, სადმე გავიდეთ და კაფეში დავსხდეთ._ძლივს გავბედე ამის თქმა. გული ისე მიცემდა, თითქოს სასიკვდილო განაჩენს ველოდებოდი.
მისი პასუხი კი მართლაც ჩემი განაჩენი იყო. სანამ რამეს მეტყოდა, ერთი სიკვდილი გავათავე.
_ხვალ საღამოს მეცლება და გამომიარეთ._გამიღიმა._სახლში ვერ შეგპირდებით, ჩემს რძალს ყავის სუნიც კი აღიზიანებს...
მისმა ღიმილმა ახლაც გამიჩერა გული. თანხმობამ კი დამაბნია. დარწმუნებული ვიყავი უარს მეტყოდა და თითქოს ვერ ვიჯერებდი. წამიერად დავიბენი.
_კარგი. შვიდი საათისთვის რომ გამოგიარო ხვალ, კარგი დროა?
_კი._ერთხელ კიდევ გამიღიმა, დამემშვიდობა და სადარბაზოში გაუჩინარდა.
სიხარულისგან მთაში გაჭრა და ხმამაღალი ყვირილი მინდოდა. ასე ძალიან მგონი არაფერი გამხარებია ცხოვრებაში. სახეზეც კი შემოვილაწუნე მადიანი სილა იმის დასაზუსტებლად, ცხადში ვიყავი თუ არა.
მთელი ღამე ვეღარ დავიძინე. მომავალი პაემნით ვიყავი აჟიტირებული და მალმალე საათს დავყურებდი, რომელიც ჩემს ჩინაზე ძალიან ნელა მიიწევდა წინ. დღისით კი დრო რომ გამეყვანა როგორმე, ჯერ სამსახურში წავედი, იქიდან კი სპორტდარბაზს მივაშურე. ექვსი საათი იყო სახლში რომ მივედი. პატარძალივით გამოვიპრანჭე და ცისიასთან გავწიე. გზაში ცოტა კიდევ ვიბოდიალე, რომ ადრე არ მივსულიყავი და შვიდი ხდებოდა ზუსტად, რომ მის კორპუსთან შევჩერდი. მანქანიდან გადავედი და სადარბაზიში შესვლა დავაპირე, რომ ცისიაც გამოვიდა. მის დანახვაზე დამფრთხალი ჩიტივით ამიფრთხიალდა გული საგულეში. ისეთი ლამაზი მეჩვენა უბრალო სადა კაბაში, თან გაშლილი გრძელი თმით, რომ თვალი ვეღარ მოვწყვიტე. დამინახა და გამიღიმა. მეც ყურებამდე გადამეხსნა პირი მის ღიმილზე.
_გამარჯობათ._ მორიდებით მომესალმა და შუბლზე ჩამოშლილი ურჩი თმა მოხდენილად გადაიწია უკან.
რაღაც ღვთაებრივად ლამაზი მომეჩვენა იმ წამს. მისი გულში ჩაკვრა მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე. არ მინდოდა დამეფრთხო.
_როგორ ხარ? რძალი როგორ გრძნობს თავს?_ძლივს მოვახერხე რამის კითხვა.
_მადლობა, შედარებით კარგად არის. უბრალოდ, ჭირვეულობს პატარა ბავშვივით._ისევ გამიღიმა.
მართლაც რომ მაჯადოვებდა მისი ეს ღიმილი. ლამაზად ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები თვალს მჭრიდა. ისეთი სისუსტე ვიგრძენი მუხლებში, მანქანას ზურგით რომ არ მივყრდნობოდი, ალბათ წავიქცეოდი. მერე კი ისევ უკანა კარი გამოვუღე და იქ დავსვი. მასთან სხვა ქალებისგან განსხვავებით თამამი ნაბიჯების გადადგმა არ მინდოდა. სხვა ქალებს არ გავდა არაფრით და ამიტომაც. მოხდენილად ჩაჯდა მანქანაში და ფრთხილად მივუხურე კარი.
_ქალაქგარეთ გასვლაზე რას იტყვი?_ჩავჯექი თუ არა, მაშინვე მივუტრიალდი._მცხეთაში კარგი ადგილი ვიცი, სადაც გემრიელი საჭმელები აქვთ...
_ქალაქგარეთ?_ცოტა დაფიქრდა, მერე გამიღიმა._თუ ძალიან არ დაგვაგვიანდება, იყოს. ჩემი ძმა დღეს სახლში არ მოვა და ჩემს რძალს მარტო დარჩენის ეშინია.
_გპირდები, არ დავიგვიანებთ._დავაიმედე და მეც გავუღიმე.
უსიტყვოდ დავადექით გზას. მზის სათვალე მეკეთა, რადგან ჩამავალი მზე პირდაპირ სახეში მირტყავდა და ამიტომ სარკიდან გაბედულად ვუმზერდი. ჩაწეული მინიდან შემოსული ქარი ურჩად უწეწავდა თმას და ძალიან საყვარელი იყო. არც კი ცდილობდა მის გასწორებას. მშვიდად იჯდა და ინტერესით ათვალიერებდა გარემოს.
რატომღაც მომეჩვენა, რომ ძალიან მალე მივედით რესტორანში. მანქანა სადგომზე გავაჩერე და ვერანდაზე შევუკვეთე მაგიდა ორი კაცისთვის. სანამ შეკვეთას მოგვიტანდნენ ერთმანეთის პირისპირ უხმოდ ვისხედით. ასე არასდროს გამჭირვებია გოგოსთან ერთად ყოფნა. სიტყვებს ვერ ვპოულობდი რა მეთქვა ან რაზე მესაუბრა მასთან. არა და იმდენი რამ მქონდა სათქმელი, ვერ მოვთვლი. ჩქაროსნულმა მატარებელმა ჩვენს სიახლოვეს რომ ჩაიარა, შევატყე როგორ შეკრთა. მერე უხერხულად შეიშმუშნა, მორცხვად ამომხედა და გამიღიმა.
_ცოტა არ იყოს, შემეშინდა.
_პირველად რომ აქ მოვხვდი, მეც შემეშინდა. გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა. თან, უფრო ზემოთ ვისხედით ბიჭები._დავამშვიდე, რომ უარესად არ დაემორცხვა._პატარა რომ ვიყავი, მატარებლის მემანქანე მინდოდა რომ გამოვსულიყავი. ყველაზე მეტად მატარებლები მიყვარდა. ყოველთვის, სადაც მივდიოდით, მატარებლით მინდოდა წასვლა. კუპეში ზემო კოიკაზე წამოვწვებოდი ხოლმე და სიამოვნებით ვმგზავრობდი._ჩემი ბავშვობის ოცნება გავუმხილე.
_მე, კი ნავით სეირნობა მინდოდა._მოულოდნელად თვითონაც გამენდო._სამწუხაროდ, ეს ოცნება დღემდე ვერ ავისრულე რატომღაც..._ისეთი სინანულით თქვა, გულში რაღაც ჩამწყდა.
_მერე და, რა გული გაგიტეხია?_გამეღიმა,_ კიდევაც მოასწრებ.
_მეც მაგის იმედი მაქვს._მორიდებით შემომხედა და ისევ გამიღიმა.
შეკვეთა მალე მოგვიტანეს. ყველაფერს რომ მართლაც თავისი კულტურა და ლაზათი აქვს, ისე მოხდენილად ხმარობდა დანა-ჩანგალს და ისე მოხდენილად ჭამდა, არ მინდოდა დებილი ბავშვივით მეყურა მისთვის, მაგრამ ისე ვიყავი მისით მოხიბლული, თვალს ვერ ვაშორებდი. რამდენჯერმე მორიდებით კი შემომხედა და აუწითლდა ღაწვები, მაგრამ ჩემს თვალებს მართლა ვერ ვუხერხებდი ვერაფერს. ღიმილით ვუმზერდი ოდნავ დარცხვენილს და ამასობაში კი დავრჩი მშიერი.
_მართლაც კარგი ადგილი ყოფილა აქ._ლაპარაკის წამოწყება ისევ მან სცადა, რადგან მე დამუნჯებული შევყურებდი._ყველაფერი მართლაც უგემრიელესია. ხშირად გიწევთ აქეთ წამოსვლა?
_არც ისე. ერთხელ შემთხვევით შემოვიარეთ ბიჭებმა და მოგვეწონა. მას მერე, როცა კი აქეთ გვიწევს წამოსვლა, ყოველთვის მოვდივართ. სპეციალურად არასდროს წამოვსულვარ. დღეს გამონაკლისია.
გაეღიმა. მკრთალი შუქის მიუხედავად მაინც გაიელვეს მისმა კბილებმა თეთრად ჩემს თვალწინ და გული უარესად ამიფორიაქეს.
ისევ დუმილი რომ ჩამოწვა, ახლა მე შევეცადე ლაპარაკს.
_შენი რძალი პირველ შვილს ელოდება?
_კი... ასე თუ შეიცვლებოდა , არ მეგონა, ძალიან მშიშარა გახდა და თან ბუტიაც._გაეცინა.
მე კი მის სიცილზე გამეცინა.
_მახსოვს, ჩემი და რომ იყო ორსულად, შუა იანვარში ქმარს აუტყდა, ნაყინი მინდაო. ხო და, ეს ჩემი საცოდავი სიძეც, რაიონში რომ ვერსად იშოვა ნაყინი, თბილისში ჩამოვიდა, აქაც ძლივს მიაგნო ერთგან და თერმოსით ჩაუტანა, მაგრამ ამან აღარ მინდა, ახლა მარწყვი მინდაო რომ უთხრა, გაგიჟებულმა ჩაისვა და შუაღამეზე მოგვაყენა, თუ ასეთი უცნაური ორსულობა ექნება მთელი ცხრა თვე, ჯობია დაიბრუნოთო.
გულიანად გადაიკისკისა ცისიამ.
_მასეთები ჯერ არ იცის ჩემმა რძალმა, მაგრამ ძალიან მშიშარა კი გახდა. სიბნელეში მეზობელ ოთახშიც კი ვერ გადის მარტო. ყავის სუნი შეეჯავრა. მისი შიშით სახლში ყავას ვეღარ ვსვამთ.
_ჩემი და პირიქით, ყავის მარცვლებს აკნატუნებდა თაგვივით. ერთხელ, არაყი მოუნდა და ექიმს დაურეკა. თურმე ექიმი გადარეულა, ამ ხნის კაცი ვარ და ასეთი შემთხვევა არ მქონია, ორსულს დაერეკოს ჩემთვის და ეკითხოს, არყის დალევა შეიძლება თუ არაო.
სალაპარაკო თემა რომ გაგვიჩნდა, აღარც კი გავჩუმებულვარ. რა აღარ გავიხსენე ჩემი დის ოინებიდან. ჩემი ბავშვობის მაიმუნობებიც მივაყოლე. ცისია კი გულდასმით მისმენდა და გულიანად იცინოდა. ასეთი ხალისიანი და ბედნიერი რომ იყო, მე ის მიხაროდა. ასე გემრიელად მგონი ჩემს ცხოვრებაში არ მივახშმია. დროც ისე შეუმჩნევლად გაიპარა, საათს რომ დავხედე და თერთმეტის ნახევარი იყო უკვე, გული დამწყდა. ბოლოს, ნაყინიც რომ მოგვიტანეს, ისიც გემრიელად მივირთვით და თბილისში დავბრუნდით.
მცხეთიდან თბილისამდე კვლავ უხმოდ ვიმგზავრეთ. ცისია უკან იჯდა ისევ. სასიამოვნო მელოდიები მქონდა დაბალ ხმაზე ჩართული. ჩვეული სისწრაფით არ მივლია. მინდოდა რაც შეიძლებოდა დიდხანს გამეტარებინა დრო მის გვერდით. მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს და დასრულდა ჩვენი გზაც. მის სადარბაზოსთან რომ შევაჩერე მანქანა და გადავიდა, ღიმილით მომიხადა მადლობა არაჩვეულებრივი ვახშმისთვის და დამემშვიდობა. სანამ სადარბაზოში არ გაუჩინარდა, მანამ არ დვძრულვარ ადგილიდან.
ჩემთვისაც არაჩვეულებრივი იყო დღევანდელი საღამო. ჩემს გვერდით ასე თავისუფალი და ხალისიანი არასდროს ყოფილა. ის ბედნიერი წუთები, რაც მის ღიმილს და თვალებს შევცქეროდი, მთელი ცხოვრება გამყვებოდა დარწმუნებული ვიყავი. მიყვარდა და ამ სიყვარულზე მთელი ხმით მინდოდა ყვირილი, რომ ქვეყანას გაეგო. არც თვითონ იყო ჩემს მიმართ გულგრილი ვატყობდი და ეს უფრო მაბედნიერებდა.
მისი გაცნობის მერე ჩემი ცხოვრება რომ საგრძნობლად შეიცვალა, მარტო მე კი არა, ახლობლები და მეგობრებიც კი ამჩნევდნენ. მამაჩემი გახარებულიც იყო და გაოცებულიც, ლამის ყოველ დღე რომ დავდიოდი სამსახურში. საღამოიბით კი ჩვენებთან მივდიოდი , რომ "შემთხვევით" ცისია მენახა. მცხეთის მერე ერთმანეთს ასე თუ ვხვდებოდით. ალბათ, ჩემი მშობლების ერიდებოდა და ისევ თავდაჭერილი და მორიდებული იყო ჩემთან. უბრალოდ მისი შემოხედვა და ღიმილიც კი მაკმაყოფილებდა...
რამდენჯერმე ინდირამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარი, არ მცალია-მეთქი. ძალიან ეწყინა. იმ დღეს კი სამსახურშიც მომაკითხა. აინტერისებდა ვის გამო დავდიოდი ყოველ დღე ხალისით. ისეთი რომ ვერავინ ნახა, მაინც ვერ დაიმშვიდა გული. მისგან სცენების მოწყობას მოვერიდე. ამიტომ, მალევე დავტოვე სამსახური და ეჭვიანობით დაბრმავებული ქალი სახლში წავიყვანე.
_სხვა გაიჩინე და იმიტომ აღარ გინდივარ არა?_მის სადარბაზოსთან რომ შევაჩერე მანქანა გულმა მაინც არ მოუთმინა და ისტერიკა ამიშალა._მე მოგბეზრდი უკვე? ჩემზე კარგი მაინც არის, რომ თავმოყვარეობა არ შემელახოს?
_არავის არ ვხვდები, დაწყნარდი. უბრალოდ სამსახურში რაღაც პრობლემები გამიჩნდა და რომ არ გამანთავისუფლონ, ყოველდღე სიარული მიწევს ჯერჯერობით.
_ვის აბოლებ? ოჯახის კომპანიიდან მამაშენის გარდა ვინმე დაგითხოვს?
_ზუსტად მამაჩემი მითხოვდა, უქნარა და არაფრის მაქნისი ხარო.
_აქამდე არ გითხოვდა და ახლა გახდი უქნარა?_ასლუკუნდა._უბრალოდ, მოგბეზრდი და მიზეზებს ეძებ. ეს თვალის ასახვევად დარბიხარ ვითომ და სამსახურში... მოდი, სადმე წავიდეთ. ჩვენებმა იციან რომ ნინიკოსთან ვრჩები ამაღამ._მოულოდნელად დაწყნარდა და ქოჩორში შემიცურა თითები.
_რატო არ გჯერა რომ არ მცალია?_ცოტა გავიმკაცრე ხმა._მე ხომ ჩემი პასუხისმგებლობა მაკისრია სამსახურში?
_ამაღამ სამსახურში აპირებ დარჩენას?_ეჭვით შემომხედა.
_დარჩენას არა, მაგრამ გვიანობამდე მომიწევს მუშაობა. მერე დასვენება აღარ მინდა?
_აშკარად ვიღაც გყავს.
_ჯერ ერთი, არ მყავს და მეორე, რომც მყავდეს შენ რა? ცოლი ხარ და მიკრძალავ? მგონი ჩვენი ურთიერთობა მომავლის გარეშე იყო. არაფერს დაგპირებივარ. მოგწონდა ჩემთან ყოფნა და იყავი...
უარესად ასლუკუნდა.
_მართალია, არაფერს დამპირებიხარ, მაგრამ... მე რომ მიყვარხარ? თანაც... შვილი გვეყოლება.
_რა თქვი?_გაოცებისგან სიგარეტი გამივარდა ხელიდან._გაიმეორე რა თქვი?
_შვილი გვეყოლება...
_ტყუი, შანსი არ არის!_სასოწარკვეთილმა ვუღრიალე._ ამით გინდა დამაბა?
_რატო გაბრაზდი, ან რატო გიკვირს? შეუძლებელი რატოა ვითომ?_ახლა მან გაიმკაცრა ხმა._შენს გარდა არავის ვხვდებოდი და ეს ბავშვიც შენი გაკეთებულია.
მამობისთვის მართლა არ ვიყავი მზად და მითუმეტეს, ინდირასგან არ მინდოდა შვილი. დაჯერება მიჭირდა მისი ორსულობისა და ამიტომ მეგონა რომ მატყუებდა.
_შენ ხომ თქვი, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებდი?
_მერე რა, თურმე მაინც შეიძლება...
_სისულელეებს ნუ ამბობ. მე არ მინდა ეგ ბავშვი და არც შენ მინდიხარ._მთელი სერიოზულობით გამოვუცხადე._ჩვენი ურთიერთობა წუთიერ სიამოვნებაზე იყო აგებული. მგონი არაფერს დაგპირებივარ.
_ნაძირალა ხარ და მეტი არაფერი._მანქანიდან გადავიდა და გაგულისებულმა მომიჯახუნა კარი._დაიმშვიდე სინდისი, მართლა კი არ ვარ ორსულად. შენი რეაქცია მაინტერესებდა უბრალოდ. გავიგე რა ვაჟკაციც ბრძანდები. მშვიდობით. აღარ მომაკითხო არასდროს რაც არ უნდა გაგიჭირდეს._გატრიალდა და წავიდა.
შვებით ამოვისუნთქე მისი ორსულობის ამბავი სიმართლე რომ არ აღმოჩნდა. კიდევ კარგი, თორემ რამდენ პრობლემას გამიჩენდა? გამოდის, თუ დამაჯერებდა და ბავშვის გამო მოვიყვანდი ცოლად, მერე მოაგვარებდა მაგ საკითხს?
ჯერ ისევ შოკში ვიყავი, ჩემს ბინაში რომ მივედი. ხომ შეიძლებოდა რომ მართლა დარჩენილიყო ჩემგან ორსულად? მართალია, ვუყვირე და ვუთხარი, რომ არ მინდოდა ბავშვი, მაგრამ ასე უპასუხისმგებლოდაც არ მოვექცეოდი. ცოლად მართლა არ მოვიყვანდი, მაგრამ ბავშვს არ მოვაშორებინებდი, არც მასეთი ურჩხული ვიყავი. დეენემის ტესტს ჩავუტარებდი და თუ მართლა ჩემი აღმოჩნდებოდა, გვარსაც მივცემდი და ვიზრუნებდი კიდეც მასზე. უარს მართლა არ ვიტყოდი ჩემს შვილზე.
საღამოს, ცოტა რომ დავწყნარდი და უსაფუძვლო ელდამაც გადამიარა, ჩვენებთან წავედი. თუმცა, სახლში არ მივსულვარ, უბრალოდ შორიახლოს გავაჩერე მანქანა, სადაც ცისიას უნდა გამოევლო. დიდხანს მომიწია ლოდინი. ალბათ, ანჩომ დაიგვიანა და გვიანობამდე მიტომ მოუწია ლუკასთან დარჩენა. ჩემი მშობლები კი რომანტიკულ ვახშამზე იქნებოდნენ სადმე წასულები. ისევ მოვაბრუნე მანქანა და სახლში ავედი. ცისია მართლაც მარტო იყო და ლუკას აძინებდა. ისე ფრთხილად შევიპარე ბინაში, არც კი გაუგია. მისაღებში სავარძელში ჩავჯექი და სოციალურ ქსელში შევძვერი დროის გასაყვანად. სანდროს მარტვილის კანიონის ფოტოები ქონდა გაზიარებული და იმას ვათვალიერებდი დიდი ინტერესით. მომეწონა, დიდებული სანახავი იყო. მაგრამ ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ნავით შეიძლებოდა ამ კანიონში გასეირნება.
_უი, თქვენ აქ ხართ? როდის მოხვედით ვერ გავიგე._ცისიას დაბნეულმა და გაოცებულმა ხმამ გამაწყვეტინა ფიქრის ძაფი.
ღიმილით ავხედე.
_ამ შაბათ-კვირას გცალია, ერთი დღე რომ დამითმო?
ყოყმანი რომ შევატყე, ფეხზე წამოვდექი და მივუახლოვდი. მხრებზე მოვკიდე ხელები.
_გპირდები არ ინანებ.
_წინასწარ მართლა არ ვიცი._მორცხვად მომარიდა სახე.
_იქნებ, ისე დაგეგმო ან შაბათს ან კვირას მოიცალო მთელი დღით. მართლა არ ინანებ...
_ვნახოთ.
მართალია დაზუსტებული პასუხი არ უთქვია, მაგრამ ღიმილით ნათქვამი "ვნახოთ" მე თანხმობად მივიღე.
_ჩემი მშობლები ისევ პაემანზე არიან?_გამეცინა.
_მნიშვნელოვან შეხვედრაზე.
_ანჩო?_ახლა ჩემი დის ასავალ-დასავალით დავინტერესდი.
_მასაჟებზე სამსახურის მერე იყო ჩაწერილი. სადაცაა მოვა ალბათ.
ეს რომ თქვა, მართლაც გაიღო კარი და ანჩოც შემოვიდა. რატომღაც ეჭვით შემათვალიერა. აშკარად არ მოეწონა, რომ მის ძიძასთან ერთად მარტო ვიყავი ბინაში. ცისია რომ მოემზადა და წავიდა, ერთი სული მქონდა უკან გავყოლოდი, მაგრამ ანჩომ არ გამიშვა.
_რა გინდა, რას უტრიალებ მაგ უშნო გოგოს გარშემო? ქალები დალეულა? ეგეც გინდა გამიქციო? ძლივს ლუკა მომითვინიერა.
_რას მატყობ, რომ უნდა გაგიქციო?_მეწყინა.
_ისეთი თვალებით უყურებ, აშკარაა რაღაც გაქვს ჩაფიქრებული. მაგ უშნო გოგოზე დაგიდგა საქმე?
_სულაც არ არის უშნო. შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ მე მასზე სერიოზულად ვფიქრობ. სულიერად არის ლამაზი და მე ის მომწონს.
ჩემმა დამ გულიანად გადაიკისკისა.
_გვერდით რომ გამოგყვება პირველ რიგში მისი შეხედულება მოხვდება ხალხს თვალში. არ იტყვიან, სად ქონდა თვალებიო?
_მაგ გოგოს რას უწუნებ? მშვენიერი თვალები აქვს. მომაჯადოებელი ღიმილი. პატიოსანია. დაუზარელი. ზრდილობიანი და მორიდებული. რა არ მოგწონს მისი?
_ჯერ ერთი, უბრალო ძიძაა და მეორეც, უშნოა, მე არ მომწონს. თან, რატომღაც არ მჯერა შენი. დარწმუნებული ვარ მისი საწოლში შეტყუება გინდა და სხვა არაფერი. გაფრთხილებ იცოდე, მისგან თავი შორს დაიჭირე, თორემ მისი ძმა თუ გაიგებს, ვაი შენი ბრალი.
_ჯერ ერთი, ჩვენს შორის არაფერია. და მეორეც, უარი რატომ უნდა თქვას ჩემისთანა კაცის სიძეობაზე.
ანჩომ ისევ გადაიკისკისა.
_შენი ფანტაზიის წრე კარგად გაგიფართოვებია. აქამდე ქალებს საწოლის იქით ვერ ხედავდი. ახლა ამ უშნო ძიძას შენი ცოლის რანგში ხედავ? გაგიჟებულხარ და ეგ არის. დავიჯერო, დედა ან მამა იმის უფლებას მოგცემენ, უბრალო ძიძა მოიყვანო ცოლად?
_უბრალო გლეხს რომ გაყევი შენ ცოლად, დაგიშალეს? ახლა კი ციხეშიც აკითხავ თურმე.
ამის გაგონებაზე ანჩო მიტკალივით გაფითრდა.
_დედას ან მამას ხომ არ უთხარი ეგ ამბავი?_ჩურჩულით მკითხა.
_შენი საიდუმლოა ეგ და შენ თვითონ უთხარი. რომელი ენატანია და მაბეზღარა მე მნახე?_ვითაკილე მისი შეკითხვა._უბრალოდ, სიტყვამ მოიტანა და გითხარი.
_აუცილებლად ვეტყვი, ოღონდ ჯერ არა... შენ კი, ცისიას ნუ გამიქცევ აქედან, გთხოვ. მშვენიერი ძიძაა. უმაღლესად უვლის ბავშვს და შენ თუ ვერ ატყობ, გეტყვი, რომ აღზრდაც მშვენივრად გამოსდის. ეს თავნება და გათამამებული ბავშვი რომ ასე მოათვინიერა, არ გიხარია?
_ზუსტად მაგიტომაც მომწონს შენი ძიძა. დაწყნარდი, მის საწოლში შეტყუებაზე მართლა არ ვჩალიჩობ. შენ საცინლად არ გყოფნის, მაგრამ მე ეგ გოგო მართლა მიყვარს და ცოლად მინდა. მისთვის თითიც კი არ დამიკარებია და დარწმუნებული ვარ, არც მომცემს მაგის უფლებას.
_მერე და, ზღვაზე გაცნობილი ციაკო აღარ გინდა?_ინტერესით შემომხედა.
_მართლა არ მინდა. გავიგე რომ საქმრო ყოლია. ცხოვრებას არ დავუნგრევ.
_საქმრო ყოლია?_გაუკვირდა._ვინ გითხრა?
_მისი რძალი გავიცანი შემთხვევით და იმან მითხრა.
_რძალი?_უარესად გაუკვირდა.
_ხო, დათო რომელ საავადმყოფოშიც იწვა, იქ მუშაობს სანიტრად. ზღვაზე ერთად იყვნენ და დავინახე თუ არა, ვიცანი. გამოველაპარაკე და მითხრა, რომ საქმრო ყავს და მალე გათხოვდებაო. მე კი ის კაცი არ ვარ, ვინმეს ცხვირწინ ავაცალო ქალი. თან, სიმართლე გითხრა, ცისიას გამო აღარ მაინტერისებს აღარავინ. მართლა მიყვარს. ამ შაბათ-კვირას არაფერი გამოუჩინო გთხოვ, ბავშვობის ოცნება მინდა რომ ავუსრულო.
_რა ბავშვობის ოცნება უნდა აუსრულო?_გაუკვირდა._შენ რა იცი რაზე ოცნებობდა ბავშვობაში?
_ვიცი და ძალიან გთხოვ, რიგგარეშედ არ დაასაქმო. ერთი დღე თავისუფალი ქონდეს. გეფიცები, ზედმეტად არ შევეხები. უბრალოდ სადღაც წავიყვან, რაღაცას ვაჩვენებ და საღამოს ისევ დავბრუნდებით.
ერთხანს გაოგნებულმა მიყურა. მერე გვერდით მომიჯდა და მომეხუტა.
_მართლაც რომ ძალიან შეუცვლილხარ ამ უშნო ძიძას. უნდა ვაღიარო, რომ ყოჩაღ იმის ქალობას. გპირდები, ამ შაბათ-კვირას თავისუფალი იქნება ჩემგან. ოღონდ, თუ რამეს დაუშავებ და აწყენინებ...
_სულელი გგონივარ? გითხარი, მიყვარს-მეთქი და რა უნდა დავუშავო?
_გაფიცებ ყველაფერს, მართლა გიყვარს?_რატომღაც არ დამიჯერა.
_ხო. რატო გიკვირს?
_როგორ ხვდები რომ გიყვარს? რას გრძნობ მის მიმართ? იქნებ უბრალო გატაცებაა?_უფრო ძლიერად მომეხუტა ანჩო და ინტერესით ამომხედა.
_იცი, მართლა არ შემიძლია ამის ახსნა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ და განვიცდი. როდესაც თვალებში მიყურებს, თითქოს გული მიჩერდება. მისი სურნელი თვბრუს მახვევს და ნარკომანივით ვარ მასზე დამოკიდებული. მისი ღიმილი მომწონს და ერთი სული მაქვს როდის გაიღიმებს. მის ღიმილზე კი გული გამალებით მიცემს. მის შეხებაზე თითქოს ტანში ჭიანჭველები დამდიან. მის გამო ბევრ ქალზე ვთქვი უარი. მისი ხმის გაგონებაც კი საკმარისია, რომ მთელი დღე ბედნიერი ვიყო. იცი, ზღვაზე ფეხი რომ გაეჭრა, უკან მივყვებოდი ჩუმად და დავინახე. თითქოს, მეც ვიგრძენი მისი ტკივილი. არ ვიცი, ასეთი რამ არავისთან განმიცდია. სულ მინდა რომ მის სიახლოვეს ვიტრიალო და ვუყურო. ერთი სული მაქვს გულში ჩავიკრა და ასე მყავდეს ჩახუტებული. იმ დღეს, როცა მას ვერ ვნახულობ, ცუდად ვარ. ზედმეტად თითის დაკარებისაც კი მეშინია. სხვა ქალებისგან განსხვავებით როცა მას ვხედავ, თვალებში ვუყურებ. მინდა რომ გაიღიმოს და როცა იღიმის, მისი ღიმილი სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. შეიძლება გიჟად ჩამთვალო, მაგრამ საკუთარ სიცოცხლეზე მეტადაც კი მიყვარს.
ანჩო ხმისამოუღებლად მომჩერებოდა და გულისყურით მისმენდა. ვერ ვიტყვი, ასი პროცენტით სჯეროდა ჩემი, მაგრამ თანაგრძნობით კი მომჩერებოდა. მერე, ქოჩორი მომიჩეჩა და ლოყაზე მაკოცა.
_ჩემი შეყვარებული ძამიკო. როგორი დამწვარი ყოფილხარ. არაჩვეულებრივად კი გადმოეცი სიყვარულის ფსიქოლოგია. მოკლეთ, მალადეც ცისიას ასე რომ გამოგიჭირა და მოგარჯულა აღვირახსნილი მექალთანე კაცი._მერე ფეხზე წამოდგა._ამ შაბათ-კვირას მართლა არაფერს დავავალებ შენი ხათრით. არა და სიმართლე რომ გითხრა, ვაპირებდი. ლუკას დაბადების დღე მინდა რომ ავღნიშნო ბავშვთა გასართობ ცენტრში და ერთი-ორი დღით რიგგარეშე მართლა მჭირდებოდა...
ალბათ, საცოდავი თვალებით შევხედე, რადგან გაეღიმა.
_დაწყნარდი, ერთი დღე შენ დაგითმობ.
მეც წამოვდექი, მადლობა მოვუხადე, დავემშვიდობე და ჩემს ბინაში წავედი. რაღაც უფრო მსუბუქად ვგრძნობდი თავს. ალბათ, ანჩოს რომ გავანდე ჩემი საიდუმლო და გული გადავუშალე. არა და, ასეთი რამ არასოდეს მახსოვდა. თხა და მგლებივით ვიყავით მე და ჩემი და, მაგრამ გულში კი მიყვარდა ჩემებურად. ასე ახლოს, არასდროს ვყოფილვარ მასთან. ჩემს საიდუმლოს, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გასცემდა. მასაც ქონდა თავისი ფასეულობები...
პარასკევის საღამოს სადარბაზოსთან შეგნებულად დავხვდი ცისიას. შევატყე ჩემი დანახვა როგორ გაუხარდა.
_აბა რას იტყვი, მოიცლი ხვალ, რომ ერთი დღე დამითმო? დილით წაგიყვან და საღამოს ისევ დაგაბრუნებ.
უხმოდ ამომხედა. კარგა ხანს იყოყმანა. შევატყე, რომ უნდოდა ჩემთან ერთად წამოსვლა, მაგრამ თითქოს ეშინოდა. არც ვამტყუნებდი. მის გაცნობამდე ხომ საშინელი მექალთანე ვიყავი?
_გპირდები, მოგეწონება... დილით შვიდ საათზე გამოგივლი.
მისი უსიტყვო ღიმილი თანხმობად ჩავთვალე.
_არ ინანებ. დამიჯერე, ძალიან მოგეწონება._მეც გავუღიმე.
_კარგი, წამოგყვები._ძლივს მიიღო გადაწყვეტილება და გამიღიმა.
ისე გამიხარდა, მისი გულში ჩახუტება მინდოდა, მაგრამ თავი ძლივს შევიკავე. ვიცოდი, არ მაპატიებდა ამ საქციელს. არა და მხოლოდ ჩახუტება მინდოდა, სხვა არაფერი.
_კარგი, დილით გამოგივლი._გავუღიმე, დავემშვიდობე და ჩვენებთან ავედი.
სახლში წაყვანა არ შემითავაზებია, რადგან უარს მეტყოდა. მას თავისი პრინციპები ქონდა. მერე რა რომ წამოსვლაზე დამთანხმდა, ან მცხეთაში მყავდა, მაინც შორი დისტანცია ქონდა ჩემთან. ასე უცბად და ხელაღებით არ დამიახლოვდებოდა. არც თავისუფალ ურთიერთობაზე დამთანხმდებოდა არასდროს.
ის ღამე ძლივს გადავაგორე. ასე არასდროს გამჭირცებია გათენება. ინათა თუ არა, წამოვფრინდი საწოლიდან და გამზადებას შევუდექი. ჩემს დასავით დიდი დრო მოვანდომე გამოპრანჭვას. მანქანა სამრეცხაოშიც გავიყვანე და მერე ცისიას მივაკითხე. ალბათ, ფანჯრიდან მიყურებდა და მის სადარბაზოსთან შევჩერდი თუ არა, მალევე გამოვიდა. არ დავიწყებ იმის აღწერას, როგორ ამიფორიაქა გული მისმა დანახვამ. წინა კარი რომ გავუღე და ჩემს გვერდით ადგილი შევთავაზე, ცოტა დაიბნა.
_დიდი მანძილი გვაქვს გასავლელი და არ მინდა მოიწყინო, ჩემს გვერდით ცოტას მაინც ვისაუბრებთ.
_ძალიან შორს მივდივართ?_გაუკვირდა.
_არც ისე. ასე, ოთხი საათის სავალი გვექნება.
მორიდებით ჩამიჯდა.
ასეთი ბედნიერი ჩემი თავი მართლა არ მახსოვდა. წინდაწინ მახარებდა ცისიას ბედნიერი სახის დანახვა სადაც ვუპირებდი წაყვანას. საჭეს ხალისით მივუჯექი და ფრთხილად დავიძარი ადგილიდან. გზაში მართლა არ მოგვიწყენია. ათასი სისულელე მოვუყევი და გულიანად ვაცინე. არც დაღლა მიგრძვნია. ცისიასაც არ უკითხავს სად მივდიოდით. მენდობოდა და ეს ნდობა არ მინდოდა რომ დამეკარგა მის თვალში. თერთმეტი საათი იყო ადგილზე რომ მივედით. მანქანა სადგომზე რომ გავაჩერე, ცოტა ფეხით მოგვიწია გავლა. ნავი მხოლოდ ჩვენ ორისთვის დავიქირავე და იქით რომ გავეშურეთ, მის სახეზე ბედნიერების ღიმილს თვალს ვეღარ ვწყვეტდი. გაჩერებულ ნავში რომ ჩავედი და ხელი გავუწოდე, წამიერად შეყოვნდა. გაოცებული და ამავე დროს ბედნიერი შემომყურებდა. ასეთი ლამაზი არასდროს მომჩვენებია. მორიდებით მომკიდა ხელი და ნავში ფრთხილად ჩამოვიდა. წყლის ზედაპირზე მოტივტივე ნავი შეტორტმანდა და რომ არ გადავარდნილიყო ინსტიქტურად მომხვია წელზე ხელები. მისმა ამ მოულოდნელმა ჩახუტებამ გული გამიჩერა. თითქოს სამყარო გაჩერდა და ჩვენ ორის გარდა აღარავინ არსებობდა. მის სუნთქვას ვგრძნობდი, მის სასიამოვნო სურნელს ვიყნოსავდი და მისი აჩქარებული გულის ცემა რომ მესმოდა, ბედნიერი ვიყავი.
_ბიდიშით._ისე მითხრა დარცხვენილმა, თვალი ვერ გამისწორა და ნავის კიჩოსთან მოშორებით ჩამოჯდა.
მე მის პირისპირ ჩამოვჯექი. მენავემ ნავი რომ გააცურა წმინდა და კამკამა წყალში, მისთვის თვალი აღარ მომიშორებია. აღტაცებული შეჰყურებდა ირგვლივ ყველაფერს და ბედნიერი ღიმილი უთამაშებდა სახეზე. გარშემო რა ხდებოდა არ ვიცი და არც მაინტერესებდა. ღვთაებრივად ლამაზი მეჩვენებოდა. მისი ოდნავი ღიმილიც კი მიჩქარებდა გულს. მე მისი სიხარული მიხაროდა. უდიდესი დადებითი ემოციებით ვიყავი სავსე. სადღაცას მქონდა გაგონილი, გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებასო. მართალი ყოფილა, ამ შემთხვევაში მე გამცემი ვიყავი და მართლაც უზომოდ ბედნიერი ვიყავი მისი ბედნიერებით. ენდორფინების გამომუშავებას ვგრძნობდი. მუცელში სასიამოვნო პეპლების არსებობა მითი რომ მეგონა, მის რეალობაშიც დავრწმუნდი. მრავალ ქალთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ასეთი რამ არავისთან განმეცადა. სიყვარული ბრმა არისო. ესეც მართალი ყოფილა. ერთი შეხედვითვე არ მომეწონა ცისია პირველად რომ დავინახე. და არა მარტო მე, ვატყობდი არავის მოსწონდა. მაგრამ მისი აცრემლებული თვალები რომ ვნახე იმ დღეს, ქურდობას რომ აბრალებდა დედაჩემი, გულში ჩამწვდა. მისი ღიმილიც მაშინ ვნახე პირველად და თანდათანობით ვგრძნობდი რომ მიყვარდებოდა...
ისე იყო ბუნების სილამაზის ცქერით გართული, რომ ჩემს დაჟინებულ მზერასაც კი ვერ გრძნობდა. ან, არ უნდოდა რომ ეგრძნო. ერთხელ შემომხედა მხოლოდ მადლიერი თვალებით და კარგა ხანს მიყურა გაბედულად. მისი თვალების დაკოცვნის სურვილი მქონდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. არ მინდოდა გამენაწყენებინა. თუმცა, შინაგანი ხმა მკარნახობდა, რომ სულაც არ ეწყინებოდა.
ნავი რომ გაჩერდა, პირველი მე ავედი. მერე წელზე მოვხვიე ხელები და მსუბუქად ამოვიყვანე. ღიმილმორეულმა მორცხვად ამომხედა ქვემოდან.
_დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი სიურპრიზისთვის._ხელები მორიდებით გამაშვებინა, ისევ ძლიერად რომ მქონდა მის ვიწრო წელზე შემოხვეული და საცალფეხო ბილიკს ფრთხილი ნაბიჯებით გაუყვა._იცი, წუხელ მთელი ღამე ვფიქრობდი სად მოგყავდით, მაგრამ ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე... დღევანდელი ბედნიერი წუთები მთელი ცხოვრება გამყვება.
მე გვერდით მივყვებოდი და თვალს არ ვაშორებდი მის ბედნიერ სახეს. დადიანების ისტორიულ ბილიკზე ისე გავედით, არც კი შემიმჩნევია. ხიდზე რომ გადავედით და შემდეგ გადასახედს მივადექით, შევჩერდით. გადასახედიდან მომეტებულად გადაიწია და ისე გადაიხედა აღტაცებულმა. ოდნავ შეტორტმანდა. მაშინვე მოვხვიე მკლავები რომ არ გადავარდნილიყო და გულში ჩავიკარი შეშინებულმა. ღიმილით ამომხედა. მისმა ამ ღიმილმა თავი დამაკარგვინა. ამდენ ხანს ვიკავე თავი, ბოლოს კი მაინც ვეღარ გავუმკლავდი მოზღვავებულ გრძნობას, დავიხარე და მის ბაგეებს მწყურვალივით დავეწაფე. ვიგრძენი როგორ გაუჩერდა მასაც ჩემსავით გული, მერე კი თითქოს ერთმანეთს შეერწყაო, ერთ რიტმში ამუშავდა აჩქარებით. თითქოს ჰაერში დავფრინავდი. მისი სურნელი უარესად მახვევდა თავბრუს და მისი ტუჩები, რაღაც მოტკბო გემო რომ ქონდა, მაგიჟებდა...
მის ტუჩებს რომ მოვწყდი და ხარბად ამოვისუნთქე, მისგან სილის გაწვნას დაველოდე. დარწმუნებული ვიყავი, მადიან სილას გამაწნავდა და ღირსიც ვიყავი, მაგრამ შევცდი. თვალები რომ გაახილა, წამიერად შემომხედა, მერე მორცხვი ღიმილით გაინთავისუფლა ჩემგან თავი და უკანმოუხედავად განაგრძო გზა. მე კი ერთ ადგილზე მილურსმულივით ვიდექი და ისე შევყურებდი როგორი მოხდენილი ნაბიჯებით მშორდებოდა და ვრწმუნდებოდი, რომ მასაც ვუყვარდი. თუ არ ვუყვარდი, მოვწონდი მაინც. თუმცა, ზღვარს ყოველთვის დაიცავდა ჩვენს შორის. სილა თუ არ გამაწნა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ საწოლშიც თავისუფლად ჩამიწვებოდა. ვიდექი და მოჯადოებულივით შევყურებდი. გვარიანად რომ გამცდა, გაოცებულმა გამომხედა, ალბათ აინტერესებდა რატო არ მივყვებოდი. რაღაც იყო ამ გოგოში, რაც მაღელვებდა და მაფორიაქებდა. გვიან გავიაზრე, რომ უკან უნდა გავყოლოდი და ისე მივუახლოვდი, თვალი არ მომიშორებია მისთვის. ნაწყენი არ იყო. პირიქით, ბედნიერიც კი მეჩვენა. ან, იქნებ, ასე მაწყობდა რომ ყოფილიყო და მიტომაც მეჩვენებოდა ბედნიერი.
უხმოდ მივუყვებოდით ერთმანეთის გვერდიგვერდ ბილიკს. ცისია არაფერს მეუბნებოდა. მე კი დამუნჯებული ვიყავი. ასე უსუსურად არასდროს მიგრძვნია ქალთან თავი. ალბათ, უაზრო კომპლიმენტების თქმა გაცილებით ადვილია, ვიდრე უდიდესი გრძნობის სიტყვებით გადმოცემა და წრფელი სიყვარულის ახსნა. მართლა არ შემეძლო არაფრის თქმა.
ნახევარ კილომეტრზე მეტი ვიარეთ ფეხით. დაღლა არ მიგრძვნია. მანქანასთან რომ მივედით, შორიდანვე გავხსენი კარებები მართვის პულტით და წინ გავუშვი, მაინტერესებდა სად დაჯდებოდა. დილანდელივით წინ რომ ჩაჯდა, პატარა ბავშვივით გამიხარდა და ლუკასავით "yes" შევძახე გულში. თურმე რა ცოტა რამ მყოფნის სიხარულისთვის. გაბედულად მივუჯექი საჭეს და თბილისისკენ ავიღე გეზი. ლაპარაკის დაწყება მიჭირდა. დილანდელივით ვეღარ ვჭიკჭიკებდი. უხერხულად ვგრძნობდი მის წინაშე თავს, სურვილმა თუ ვნებამ მაინც რომ წამძლია და ვეღარ შევიკავე თავი. რიკოთამდე უხმოდ ვიმგზავრეთ. მერე კი, გვირაბში შესვლისას გამოვუტყდი, რომ კლაუსტროფობია მჭირდა და ბავშვობიდან ძალიან მეშინოდა გვირაბების. გაოცებულმა შემომხედა.
_მართლა? რაღაც ძნელი დასაჯერებელია, რომ რისამე ფობია გჭირდეთ._გამიღიმა.
ერთი რახან გავბედე და ავლაპარაკდი, მცხეთამდე აღარც გავჩუმებულვარ. ლამის ზურგიც კი მოვიფხანე ენით. ათასი სისულელე მოვუყევი. თუმცა, გულიანად კი ვაცინე.
წასახემსებლად ისევ იმ რესტორანში გავჩერდით, ერთი კვირის წინ რომ მყავდა. არ გაჰკვირვებია. ალბათ ქალური ინტუიციით გრძნობდა, რომ ასეც მოვიქცეოდი. გემრიელად მივირთვით იქაური საჭმელები. კარგა ხანს დავყავით და უკვე მზე ჩადიოდა, თბილისისკენ რომ გამოვეშურეთ.
_თვალი გვაქვს ადამიანს ყველაფერზე მიჩვეული, თორემ სასწაულია მზის ჩასვლა._აღტაცებულმა ჩამავალი მზის სხივებს გაუსწორა თვალი.
ისეთი ადგილი შევარჩიე, საიდანაც კარგად დავინახავდით ამ დიდებულ მოვლენას და მანქანა შევაჩერე. მანქანიდან რომ გადავედი და მასაც გამოვუღე კარი, ცოტა კი გაუკვირდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მზის ჩასვლის საყურებლად გავაჩერე.
_რა სილამაზეა?!_აღტაცება არ დაუფარია. გაღიმებული შეჰყურებდა ჩამავალი მზის უზარმაზარ დისკოს. მე კი მას შევყურებდი აღტაცებული.
ზღვაზე ციაკოსთან ერთად მზის ჩასვლის ყურება გამახსენდა რატომღაც და შევკრთი. ასე მომეჩვენა, თითქოს ერთი და იგივე პიროვნება იდგა ჩემს წინ. ალბათ, იგივე სიუჟეტი და განცდები რომ იყო, მიტომაც მეჩვენებოდა ასე. ნაცნობ სიტუაციაში ყველაფერი მართლაც რომ ნაცნობად მეჩვენებოდა.
არა და მართლაც რომ დიდებული სანახავი იყო ყველაფერი. თვით მეც კი მომხიბლა და დამამუნჯა ამ საოცარმა სანახაობამ. ხან ცისიას შევყურებდი, ხანაც მზის ჩასვლას. რომანტიკას მხოლოდ მაშინ მივმართავდი, როცა ქალის შებმა მინდოდა, ახლა კი თვითონ მე ვიყავი ამ რომანტიკაში ჩაფლული და ჩაძირული.
სანამ უკანასკნელი სხივიც არ მიიმალა, მანამ არ დავძრეულვართ ადგილიდან. თბილისში კი ისე ჩამოვედით, ხმა აღარ ამოგვიღია. ან, რა საჭირო იყო სიტყვები, როცა თვალებით ველაპარაკებოდით ერთმანეთს?
_დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. მართლაც არაჩვეულებრივი იყო... მიხარია, რომ გენდე და სულაც არ ვნანობ._ეს მითხრა და მანქანიდან გადავიდა.
თქვენობით რომ აღარ მომმართა ოფიციალურად, გული შემიფრთხიალდა. კმაყოფილმა გავაყოლე მზერა სანამ სადარბაზოში გაუჩინარდებოდა. მერე კი, ბედნიერი გამოვტრიალდი. "მიხარია, რომ გენდე,"_ მისი ეს სიტყვები მკაფიოდ და ნათლად ჩამესმოდა ყურში. იმის გაფიქრება, რომ ჩემი ნდობა შეეძლო და მენდობოდა, მაბედნიერებდა.
მარტვილიდან დაბრუნების შემდეგ ორი დღე ვეღარ ვნახე და გიჟს ვგავდი უკვე. სამსახურში მნიშვნელოვანი თათბირი და შეხვედრები გვქონდა და ვერ მოვიცალე. როცა მე მოვიცალე, მას აღარ ეცალა. ლუკას დაბადების დღე ახლოვდებოდა და ანჩოსთან ერთად რაღაც საქმეების მოსაგვარებლად დადიოდა. მოკლეთ, ეს ორი საშინელი და აუტანელი დღე ძლივს გადავიტანე. არა და ერთი სული მქონდა მენახა. მისი სურნელი შემეგრძნო, მის თვალებში ჩამეხედა, მისი ღიმილი დამენახა და მისი ხმა გამეგო... არც მის ჩახუტებაზე და კოცნაზე ვიტყოდი უარს. როგორი ტკბილი ტუჩები ქონდა... გამახსენდა, ციაკოსაც ზუსტად ასეთი ტკბილი ტუჩები რომ ქონდა და შევკრთი. რატომ ვადარებდი ყოველთვის ერთმანეთს, ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ბოლო დროს რომ შედარებებს ხშირად ვაკეთებდი, არ მომწონდა. თითქოს გაორება მჭირდა. მზის ჩასვლა ორივესთან ერთად ვნახე. კოცნითაც ორივეს მოულოსნელად ვაკოცე და ორივეს კოცნა მომეწონა, გამორჩევა მიჭირდა, რომელი უფრო ჯობდა. თითქოს ორივე ერთიც კი იყო...
საღამოს, ლუკას ღონისძიება რომ დამთავრდა და გასართობ ცენტრში მივაკითხე ჩემს დას, ისიც მაშინ ვნახე. დამინახა თუ არა, გაწითლდა. თან, ღიმილი გაუკრთა ბაგეზე. ანჩომ, ცისია შენ წაიყვანე სახლშიო. "კატას ფილტვი ესროლესო" ზუსტად ისე მომივიდა, მეც ეგ არ მინდოდა? ალბათ ანჩოს დასანახად უკან ჩამიჯდა და მეწყინა. მინდოდა ჩემს გვერდით დამჯდარიყო, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. სარკე ისე გავასწორე, რომ მისთვის მეთვალთვალა და ნაცნობ მისამართზე წავედი. თუმცა, ბოლო წუთს გადავიფიქრე და სახლში მიყვანის მაგიერ კაფეში გადავუხვიე. მაშინვე შენიშნა გზის შეცვლა.
_მე მაინთ არ ვცხოვრობ.
_ვიცი._ვუთხარი და სიჩქარეს უფრო ვუმატე. სარკიდან რომ გავხედე, თვითონაც იქიდან მიმზერდა.
თითქოს გაბრაზებული ჩანდა. ყველაზე ახლომდებარე კაფეში მივიყვანე. მანქანა რომ შევაჩერე და გადავედი, ზრდილობიანად გამოვუღე კარი.
_შენთან განმარტოება მინდოდა. იმედია მაპატიებ ამ გატაცებას.
თითქოს წყრომით ამომხედა. ყოყმანობდა, გადმოსულიყო თუ არა ვერ გადაეწყვიტა. საბოლოოდ რომ გადამეწურა იმედი და ნირწამხდარს მუხლებში ძალა წამერთვა, გადმოვიდა. ძველებური ღიმილი არ უთამაშებდა სახეზე და ამან უარესად გამაწბილა. შენობაში რომ შევედით, ხალხისგან მოფარებული მაგიდა შეარჩია და იქ დაჯდა.
_ნავით გასეირნებაზე დიდი მადლობელი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენთან ურთიერთობას გავაბამ.
თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ღიმილი შემეყინა სახეზე. იხტიბარი მაინც არ გავიხეხე. მაგიდაზე დაწყობილ მის ხელებს მივწვდი და მუჭში მოვიმწყვდიე.
_ვიცი.
_მაინც რა იცი?_დაჟინებით მომაშტერდა თვალებში.
_შენ განსაკუთრებული ხარ. სხვა ქალებს არ გავხარ და არც იმ სხვა ქალებივით მოგექცევი.
_ეს ერთგვარი მიღწევაა შენი მხრიდან?_ხელები გამაშვებინა და კალთაზე დაიწყო თავდახრილმა.
ასეც ვფიქრობდი, რომ ჩემთან ფრთხილი იქნებოდა და რომანს არ გააბამდა. თუმცა, თქვენობით რომ აღარ მომმართავდა, ეს მიხაროდა. ვგრძნობდი, რომ გულგრილი არ იყო ჩემს მიმართ. უბრალოდ, თავს იკავებდა. შიშობდა, ჩემი მორიგი მსხვერპლი არ გამხდარიყო. არც ვამტყუნებდი. მან ხომ არ იცოდა რა ქარცეცხლი ტრიალებდა ჩემს გულში?
_შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ მე სერიოზული ურთიერთობა მინდა შენთან.
შევატყე შეკრთა. უნდობლად გამომხედა. გაოცება და სიხარულიც კი გაკრთა მის ამ მზერაში, მაგრამ წამიერად.
_ვიცი, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ასეა. მგონი მიყვარხარ._გამბედაობა მოვიკრიფე და ვაღიარე.
უარესად გაოცდა. ისეთი თვალებით მიმზერდა, თითქოს ჩემს სულში შემოღწევას და ჩემი ფიქრების წაკითხვას ცდილობდა.
_ჩემი მორიგი გასართობი არ ხარ!_მთელი სერიოზულობით ვუთხარი და დაჟინებით მივაშტერდი თვალებში._ შენთან შეხვედრამდე მართლაც გამოუსწორებელი მექალთანე ვიყავი... ნუთუ ვერ მატყობ, რომ შენ შემცვალე?
_სამსახურში რეგულარულად სიარული იმას არ ნიშნავს, რომ ქალებზე უარს ამბობ და მექალთანე აღარ ხარ. რამდენი გატეხილი გულია შენს სინდისზე იცი? რამდენი ქალი გამოიყენე და მიატოვე?
_მათ არაფერს დავპირებივარ. თავიდანვე იცოდნენ, რომ ჩვენი ურთიერთობა შორს არ წავიდოდა. თვითონვე თანახმანი იყვნენ ამ ურთიერთობისა.
_ახლა რა შეიცვალა ვითომ?
_შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენე.
_მე?_ირონიულად ჩაეცინა._გინდა დამაჯერო, რომ მართლა სერიოზულად ფიქრობ ჩემზე? კალმით ნახატ ქალებს ჩემისთანა უშნო გოგო გირჩევნია?
რა დამემართა არ ვიცი. საკუთარი თავი უშნოდ რომ მოიხსენია, მეწყინა. ფეხზე წამოვდექი და მის წინ ჩავიცუცქე. სულაც არ იყო უშნო. სული ქონდა ლამაზი, თვალები და ღიმილი. მეტი სხვა არც არაფერი მაინტერისებდა. მისი ხელი ისევ მოვიმწყვდიე ჩემს ხელებში. ერთხანს ვეფერე და მერე ნაზად ვაკოცე. შევატყე როგორ აღელდა და აფორიაქდა. რაღაცის თქმაც დავაპირე კიდევ, მაგრამ ცისიას უკან ინდირას გაოცებულ მზერას რომ წავაწყდი, შევკრთი.
ისეთი თვალებით გვიმზერდა, მივხვდი, რაღაცას მეტყოდა მწარისას და არც შევმცდარვარ. ირონიული ღიმილით მოგვიახლოვდა.
_შენს ურთიერთობაში მრავალფეროვნების შეტანა მოგინდა? მახინჯებსაც გინდა მოუსინჯო გემო?
ისევ ცისიას წინ ვიყავი ჩაცუცქული. გაბრაზებულმა ავხედე.
_გაიარე და თავი დაგვანებე._მკაცრად ვუბრძანე.
ინდირამ ყურიც კი არ მათხოვა. ცისიას მიუბრუნდა.
_მახინჯაურო, ცრუ ილუზიებში ნუ იცხოვრებ. შემომხედე, რამე დამეწუნება? მე მიმატოვა და შენ გგონია მთელი ცხოვრება შენს გვერდით იქნება. რაც უნდა იმას რომ მიიღებს, მერე სულ დაიკარგება. რჩევას მოგცემ, თუ არ გინდა რომ გული გატკინოს, ახლოს ნუ გაიკარებ.
ცისიას რომ შევხედე, ნაწყენი და იმედგაცრუებული სახე ქონდა. ფეხზე წამოვდექი რომ ინდირა გარეთ გამეყვანა. წავატანე კიდეც ხელი, მაგრამ ამიკივლდა.
_ხელი არ მახლო. შენ ჩემთვის აღარ არსებობ. უბრალოდ მეცოდები ამასთან რომ იმცირებ თავს._ცისიაზე მანიშნა._თავი გთხოვა უკვე?_ახლა ცისიას მიუბრუნდა._ისეთი რომანტიკულია, თავბრუს დაგახვევს, შენგან რაც უნდა იმას მიიღებს და მერე მიგაგდებს ისე, ვითომც არაფერი.
ცისია წამოდგა და წასვლა დააპირა. მკლავზე წავატანე ხელი, არ მინდოდა გამეშვა, მაგრამ ნაწყენმა და თავმოყვარეობაშელახულმა შემომხედა.
_გამიშვი... გთხოვ._ეს გთხოვ ისე საცოდავად მითხრა, ვეღარ გავბედე მისი შეკავება.
_მეგონა, ვინმე ისეთი გაიჩინე, მე რომ მჯობდა. მართლა მეცოდები ამ მახინჯს რომ უტრიალებ. თუმცა, მეტის ღირსიც მაინც არ ხარ.
მართალია უკანმოუხედავად წავიდა ცისია, მაგრამ აშკარად გაიგონა ინდირას სიტყვები. ერთი სული მქონდა გავყოლოდი და სულ რომ მუხლის ჩოქებზე დამჭირებოდა დადგომა, დავუდგებოდი და შევევედრებოდი, რომ არ წასულიყო, მაგრამ ინდირამ გადამიღობა გზა.
_გულს მირევ შენი საცოდაობით. ქალები დაილია დედამიწის ზურგზე იმ მახინჯთან რომ არ იწიო? მე რომც მეხვეწო, არ დაგიბრუნდები. უბრალოდ მეცოდები.
_ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის და ჩემი გადასაწყვეტია ვისთან ვიქნები. ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახო._ხელი ვკარი და გარეთ გიჟივით გავვარდი. ცისია ვეღარსად ვიპოვე. ალბათ ტაქსი გააჩერა და იმით წავიდა. მაშინვე მანქანაში ჩავჯექი და მისი სახლისკენ გავეშურე. ყველა ტაქსი, რომელსაც გადავასწარი, საგულდაგულოდ შევათვალიერე, მაგრამ ვერსად დავინახე. გიჟივით მივვარდი მის კორპუსთან და სადარბაზოს წინ შევჩერდი. იქ დაველოდე როდის მოვიდოდა. ათი თუ თხუთმეტი წუთი ველოდე და დავინახე თუ არა, მაშინვე გადავედი მანქანიდან და მასთან კი არ მივედი, მივირბინე. შევატყე, ნამტირალევი თვალები ქონდა. შემეცოდა. მისი გულში ჩაკვრა მომინდა, რომ დამეწყნარებინა.
_ბოდიში, რომ მცოდნოდა იქ იქნებოდა, არ მიგიყვანდი.
_სხვაგან სხვა იქნებოდა._მკაცრად შემომხედა._შენი მორიგი გასართობი მე არ ვიქნები, ტყუილად გაქვს მაგის იმედი. თუ გინდა, მეგობრები ვიყოთ, არ მაქვს მაგის პრობლემა, მაგრამ...
_გასართობად არ მინდიხარ, რატო არ გჯერა?
_შენი კოლექციის მრავალფეროვნებისთვის ცდილობ ჩემთან დაახლოებას? იმედები უნდა გაგიცრუო, შენთან ურთიერთობას არ ვაპირებ.
ეს რომ მითხრა, გავბრაზდი. მოულოდნელად მკლავებში მოვიმწყვდიე და მის ტუჩებს დავეწაფე გაგულისებული. დაიბნა, წამიერად გაირინდა. შევატყე როგორ აუჩქარდა გული, მაგრამ მალევე გაინთავისუფლა თავი ჩემი მკლავებიდან და მადიანი სილაც მითავაზა.
_რამდენს ბედავ?_ხმა აუკანკალდა. შევატყე, ცოტაღა ეკლდა და საცაა ატირდებოდა._რას გადამეკიდე, ჩემგან რა გინდა? ქალების მეტი რა არის, ვინც სიამოვნებით დაგთანხმდება?
_მე შენ მინდიხარ, იმიტომ რომ მჭირდები. რატო არ გჯერა?
_შენი ნდობა შეიძლება?
ძალიან მეწყინა მისი უნდობლობა.
_იმხელა მანძილზე მყავდი. რამე რომ მდომოდა, თავისუფლად შევძლებდი. ზედმეტად თითი არ დამიკარებია შენთვის...
_ისიც შენი გეგმის ნაწილი იყო და იმიტომ... ინდირას რატო დაშორდი, მოგბეზრდა?
გამიკვირდა, მისი სახელი რომ იცოდა, მაგრამ დიდად არ მიმიქცევია ყურადღება. ისევ წავატანე ხელი, მაგრამ მკაცრად გამაფრთხილა:
_არ მომეკარო... და საერთოდ, შემეშვი. მეცი პატივი და უკან არ გამომყვე, მეზობლები არ ამილაპარაკო.
ეს რომ მითხრა, ერთ ადგილზე გავშეშდი. ვუყურებდი როგორ მშორდებოდა და ჩემი გულიც თან მიქონდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, მაგრამ ეს უშნო გოგო მართლაც ძიან მიყვარდა და მის გარეშე სიცოცხლე არ მინდოდა, მაგრამ პატივს ვცემდი და ამიტომ არ გავყევი უკან. სადარბაზოში რომ გაუჩინარდა, მხოლოდ მაშინ გავემართე ჩემი მანქანისკენ. ჩავჯექი და ნერვიულად დავუშინე საჭეს მუშტები. ჯავრი რაზე მეყარა არ ვიცოდი. სილაგაწნული ლოყა ისე არ მტკიოდა, როგორც გული. გულის ის კუნჭული მტკიოდა, სადაც ცისიას ადგილი იყო. მის ფანჯრებს რომ შევხედე, მივხვდი რომ მალულად მიმზერდა. გაგულისებულმა გიჟივით მოვწყვიტე მანქანა ადგილს და უმისამართოდ გავიჭერი ქუჩაში.
დიდხანს ვიარე წინ და უკან უაზროდ. ინდირაზე მეშლებოდა ნერვები. რამდენჯერ მოიხსენია მახინჯად და ატკინა გული. ცისიაზე სულ არ ვბრაზობდი, ძნელი იყო ჩემი ნდობა, მაგრამ გულწრფელად რომ მიყვარდა და არ მიჯერებდა, ძნელი ასატანი იყო ჩემთვის.
ქუჩაში ხეტიალმა რომ არ მიშველა, ბარში წავედი და გვარიანად გამოვთვერი. გაბრაზებულ გულზე მალე მომეკიდა სასმელი და უგონოდ დავთვერი. დებოშიც კი მოვაწყე. ვის რას ვემართლებოდი ოღონდ არ ვიციოდი. ხო და ერთი ღამით გამოსაფხიზლებელში გამომამწყვდიეს.
დილით მამაჩემმა მომაკითხა.
_დაიწყე უკვე შენებურები?_საყვედური მთხლიშა პირდაპირ._მეგონა მართლა გამოსწორდი... უდიპლომო სასიძოსი არ იყოს, ბიჭიკოს მუშაობა ვის გაუგია, ვის?
ასე არასდროს შემრცხვენია და არ მინანია ჩემი საქციელის გამო. იქიდან პირდაპირ ჩემს ბინაში წავედი და პირქვე გავიშხლართე საწოლზე. ცისიას ცრემლიანი და წყენით სავსე თვალები მელანდებოდა და მოსვენებას მიკარგავდა. რომ მეგონა, ყველა ქალი ჩემს ფეხქვეშ გაეგებოდა, მწარედ ვცდებოდი. ზუსტად ის ერთადერთი გამირბოდა, ვინც ყველაზე მეტად მინდოდა რომ ჩემი ყოფილიყო. შუადღემდე როგორღაც გავძელი სახლში და მერე ჩემი მანქანის წამოსაყვანად წავედი ბარის სადგომიდან. საღამოს კი ისევ ცისიას ჩავუსაფრდი თავისი კორპუსის მოშორებით საბავშვო მოედანთან. დავინახე თუ არა, მაშინვე გზა გადავუღობე და შევაჩერე.
_ისევ შენ ხარ? რატო თავს არ დამანებებ?_სიმკაცრე არა მაგრამ მუდარა კი ვიგრძენი მის ხმაში?
_იმიტომ, რომ მე შენ მჭირდები._მკლავები მოვხვიე და გულში ჩავიხუტე.
არ გამძალიანებია. იდგა და მელოდებოდა როდის გავუშვებდი ხელს.
_სანაძლეო გაქვს დადებული, რომ ჩემისთანა უშნო გოგოს შეაბამ?_რაღაც გულსაკლავად მითხრა._ჩათვალე რომ მოგებული გაქვს... მე, სულელმა, კი თითქოს დავიჯერე, რომ მართლა...
_მართლა მიყვარხარ, არ გატყუებ._უფრო მჭიდროდ მოვხვიე მკლავები._ ვიცი, გიჭირს ჩემი დაჯერება, არც გამტყუნებ, მაგრამ გთხოვ დამიჯერე, შენს გარდა არავინ მინდა. შენი თვალები მომწონს და შენი ღიმილი...
_და ზღვაზე გაცნობილი ციაკო?
ეს რომ მკითხა გაკვირვებულმა გავუშვი ხელები და თვალებში ჩავხედე.
_შენ რა იცი ციაკოს შესახებ?
_ანჩოს რომ ელაპარაკებოდი, გავიგონე.
_არ დავმალავ და გეტყვი, რომ მართლაც ჩამივარდა ის გოგო გულში, მაგრამ მისი ასავალ-დასავალი ვერ გავიგე, როცა მივაკვლიე, გავიგე რომ საქმრო ყოლია და გათხოვებას აპირებსო. ის კაცი არ ვარ, ვინმეს ცხვირწინ ავაცალო ქალი...
_საქმრო ყავსო?_ცისიასაც გაუკვირდა._და გათხოვებას აპირებსო?
_ხო, მისმა რძალმა მითხრა...
_ვინ, მადონამ?_ეს კი თქვა, მაგრამ მაშინვე ტუჩზე იკმინა.
უარესად გაკვირვებულმა შევხედე.
_შენ საიდან იცი?
დაიბნა. ვერაფერი ვეღარ მითხრა.
_ციაკოს იცნობ?
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. გაოგნებული ხმისამოუღებლად შევყურებდი. რა იცოდა, საიდან იცოდა, ან საიდან იცნობდა, ყველაფერი მაინტერისებდა, მაგრამ რა აზრი ქონდა რამის ცოდნას? მასზე ხომ აღარც კი ვფიქრობდი? ჩემი საფიქრალი ცისია იყო ახლა და რაღაში მაინტერისებდა ვიღაც ციაკო და მისი რძალი მადონა?
_გეფიცები, ის ციაკო სულ აღარ მაინტერესებს. მე შენ მჭირდები. დამიჯერე, გთხოვ, შენით გართობას და მიტოვებას არ ვაპირებ._ხელი დავუჭირე და მკერდზე მივიჭირე._გესმის, როგორ მიცემს გული?
_ცოცხალ ადამიანს ყველას უცემს გული, რა გასაკვირია?_მითხრა და ხელის გაშვებას შეეცადა.
არ გავუშვი. უფრო მეტიც, ისევ გულში ჩავიკარი და ასე მყავდა კარგა ხანს ჩახუტებული. მერე თავი ავაწევინე და მის ტუჩებს დავეწაფე. სულ არ მედარდებოდა ხალხი გვხედავდა თუ არა. რაღაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა მისი მთრთოლვარე ტუჩები თავისი მოტკბო გემოთი. გულს მიჩქარებდა მისი სურნელი და მისი გულის ფეთქვა თითქოს ჩემსას ერწყმოდა. დროის შეგრძნება მართლაც დავკარგე. რაღაც სიმსუბუქეს ვგრძნობდი. თითქოს ჰაერში დავფრინავდი. ცისია არ შემწინააღმდეგებია. წამიერად საპასუხო კოცნაც კი დამიბრუნა. მერე კი ვიგრძენი ვიღაცამ რომ მომკიდა ქეჩოში ხელი და ამაგლიჯა მის ტუჩებს. სანამ აზრზე მოსვლას მოვასწრებდი, ცხვირპირში ისეთი მადიანი მუშტი მითავაზა, თვალთ დამიბნელდა. შევბარბაცდი. თუმცა, წონასწორობის შენარჩუნება შევძელი და თვალებიდან ბინდი რომ გადამივიდა, დავინახე რომ საკმაოდ დაკუნთული ბიჭი იდგა ჩემს წინ და ცისია აკავებდა. გაოგნებული შევყურებდი, ეს ხომ ის ბიჭი იყო, ზღვაზე რომ ვნახე, ციაკოს ძმა?
გაოცება ვერ მოვასწარი, რომ მეორე მუშტი თვალში დამეჯახა.
_შე ნაგავო, თავი შორს დაიჭირე ჩემი დისგან!_ხმამაღლა მიყვირა.
_შენი დისგან?_გაოცებულმა ჯერ ალექსის შევხედე, მერე კი ცისიას.
_გთხოვ, შეეშვი რა._ცისიამ გაბრაზებულ ბიჭს მკლავზე მოკიდა ხელი და სახლისკენ წაყვანა დაუპირა, მაგრამ ბიჭი გაუძალიანდა.
_მეორედ ცოცხალი ვერ გადამირჩები იცოდე!
ცხვირიდან თქრიალით რომ წამსკდა სისხლი, ცისიამ თავისი ხელსახოცი გამომიწოდა
_ამიხსნი რა ხდება?_მკაცრად ვკითხე.
_ახლა არა, სხვა დროს იყოს._მუდარით სავსე თვალებით გადმომხედა.
აღარ დამიძალებია. ხელსახოცი გამოვართვი და ცხვირზე მივიჭირე. უკვე მივხვდი, რომ ჩემი დის წყალობით ცისია და ციაკო ერთი და იგივე პიროვნება იყო. რას ვგრძნობდი იმ მომენტში არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ არც გამხარებია და არც მწყენია. ცისია და მისი ძმა რომ წავიდნენ სახლში, მეც მაშინვე გამოვქანდი ჩვენებთან ანჩოს სანახავად. კარი ჩემ ბედზე მან გამიღო. დასისხლიანებული რომ დამინახა, შეიცხადა:
_რა გჭირს, რა მოგივიდა?
_ჩუმად, დედამ და მამამ არ გაიგონ._წავჩურჩულე და პირდაპირ მის საძინებელს მივაშურე._წამოდი, შენთან საქმე მაქვს.
_რა მოხდა ადამიანო?_ოთახში შევედით თუ არა და კარი საგულდაგულოს მივხურე, მაშინვე ცხვირი შემიმოწმა._გატეხილი გაქვს?
_შეეშვი, არაფერია, გამივლის. შენ ის მითხარი, როდემდე უნდა შეგენიღბა ცისია მახინჯ გოგოდ და მასხრად აგეგდე?
გაოგნებულმა ხმა ვერ ამოიღო.
_შენი იდეა იყო თუ თვითონ მისი?
_ რა თქმა უნდა ჩემი და თვითონაც მოეწონა. ძიძებზე მონადირეს სახელი გქონდა გატეხილი და ასე დაიცვა შენგან თავი. რამეში გვადანაშაულებ? შენს წინ ქალს ვერ ჩაევლო, რომ მაშინვე საწოლში არ შეგეტყუებინა. ამ ხრიკმა კი გაამართლა.
_შენთან რომ მოვედი და ზღვაზე გაცნობილი ციაკოს ნომერი გთხოვე, რატო მომატყუე არ ვიციო?
_მაშ რა მეთქვა, ციაკო და ცისია ერთი და იგივე პიროვნებაა-მეთქი?_გაუკვირდა.
_ჩემი სიყვარულის შესახებ ყველაფერი რომ გითხარი, რატო მაშინ მაინც არ მითხარი? აქეთ დამცინე, უშნო ძიძაზე დაგიდგა საქმეო?
_რა სპროსებს მთხოვ ერთი ვერ გავიგე?_გაწიწმატდა ანჩო,_ რამდენი ძიძა გამიგდე სახლიდან? ღირსი არ იყავი ვითომ რომ ასე მოგქცეოდი?
ერთხანს ჩუმად შევყურებდით ერთმანეთს. მერე ისევ ანჩოს შევეცოდე.
_წავალ, ყინულს მოგიტან, თორემ ხვალ კარტოფილივით გედება ცხვირი._ეს თქვა და ოთახიდან გაიძურწა.
მალევე დაბრუნდა ყინულებით ხელში. ტილოში გადაახვია და გამომიწოდა.
_წამოწექი და დაიდე ცოტა ხნით მაინც.
არ გავძალიანებივარ, მასეც მოვიქეცი. მესიამოვნა ცივის დადება.
_ამაღამ აქ დარჩი არ გინდა?_მზრუნველად მკითხა.
ანჩოსთვის მზრუნველობა უჩვეულო რამ იყო და გამიკვირდა. გაოცებულმა შევხედე.
_ძალიან გტკივა?
_არც ისე. ამაზე უარესებიც გადამიტანია. დედა და მამა სად არიან? ვერ გაართობ, რომ გავიპარო?
_დარჩი, მაგ ცხვირით სად უნდა წახვიდე?
_ცხვირი რას მიშლის წასვლაში?_გამიკვირდა._ჩემთან მირჩევნია. წავალ, აქ არავინ მნახოს.
_კარგი, შევეცდები._მითხრა და ისევ გავიდა ოთახიდან.
ცოტა ხანი ვიდროვე და მეც გავიპარე. ჩვენები სამზარეულოში იყვნენ. შეუმჩნევლად გავცდი და გარეთ ქურდივით გავიძურწე. კიბეებზე კისრისტეხით დავეშვი, რომ შემთხვევით მეზობლებს არ გადავწყდომოდი. ჩემს ბედზე არავინ შემხვედრია. მანქანაში ჩავჯექი და გიჟივით მოვწყდი ადგილს. ბინაში მისულმა სისხლით დასვრილი მაისური გავიძრე და ზერელედ მივაგდე იქვე. სარკეში შევიმოწმე ცხვირი, ბუკივით რომ მეჯდა. საშინლად მტკიოდა, თუმცა ყურადღებას სულ არ ვაქცევდი. ჯერ ისევ იმ ამბის შოკში ვიყავი, ცისია და ციაკო ერთი და იგივე პიროვნება რომ აღმოჩნდა.
შხაპი მივიღე. მერე მაცივარში ყინულები მოვიძიე და ნატკენ ცხვირზე დავიდე.
_ხვალ უეჭველი ვნახავ და პასუხს მოვთხოვ ამ სულელური ტყუილისთვის... როგორ გამასულელა ამხელა კაცი... არა და, რაღაც მსგავსებას კი ვხედავდი მათ შორის, მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ ასე დაუნდობლად მომექცეოდნენ.
დილით თვალი კარგად მქონდა ჩალურჯებული და ცხვირიც უარესად დასიებული. სარკის წინ კარგა ხანს ვიტრიალე, მაგრამ ვერანაირად ვერ შევინიღბე. აშკარად მეტყობოდა ცემის კვალი. მაისურის ჩაცმა ვერ შევძელი. თავი ვერ გავატიე ჭრილში. ისევ პერანგი შემოვიცვი და ბინა დავტოვე. კიბეზე მეზობლის ქალი შემხვდა.
_უი, ბაჩო, ეგ რა მოგსვლია?_შეიცხადა.
_ისეთი არაფერი, ნასვამი კარს დავეჯახე._ისე, რომ არ გავჩერებულვარ, სხაპასხუპით მივაყარე.
ჩემს მანქანას სანამ მივუახლოვდებოდი, იქაც დამხვდნენ ბიჭები.
_ეგ რა მოგსვლია ძმაო?_იმათ ცალკე შეიცხადეს._მუშტი დაგეჯახა, თუ შენ დაეჯახე?
_არც ერთი და არც მეორე, ნასვამს კარი არ მომერიდა და..._უშნოდ გავიღრიჭე და მაშინვე მანქანაში ჩავჯექი, რომ ლაპარაკი აღარ გაებათ.
ცისიასი თუ ციაკოს სახლისკენ გავწიე და მისი კორპუსის შორიახლოს ჩავუსაფრდი. კარგა ხანს მომიწია ლოდინი. ნერვიულობისგან ლამის მთლიანი კოლოფი სიგარეტიც მოვწიე. მერე ანჩოს დავურეკე.
_დღეს ცისია სამსახურში არ მოდის?
_მაგის გულიზე გამაღვიძე შე დებილო?_გამიწყრა.
_მოვა თუ არ მოვა დღეს?_მე საჩემოდ გავიმკაცრე ხმა.
_ალბათ მოვა. არ დაურეკია და არ უთქვია არაფერი._მთქნარებით მითხრა
_მისი ნომერი გადმომიგზავნე.
_რად გინდა?
_მჭირდება. რასაც გეუბნები შენ ის გააკეთე.
_კარგი, ხო._მცირეოდენი პაუზის შემდეგ დამთანხმდა და მაშინვე გამითიშა ტელეფონი.
ცოტახანში შეტყობინებაც მომივიდა. თუმცა იმ მომენტში ცისიას ძმა და რძალი დავინახე სადარბაზოდან რომ გამოდიოდნენ და ვადროვე, თვალს მიეფარნენ თუ არა, მაშინვე გადავედი მანქანიდან და სადარბაზოში შევვარდი. მის კარებს რომ მივადექი, აფორიაქებული გულის ჩაწყნარებას შევეცადე. მერე კი, გაუბედავად დავუკაკუნე.
ღიმილით გამიღო კარი.
_ახლა რაღა დაგავიწყდათ?_მაგრამ მე რომ დამინახა, დაიბნა, ღიმილი შეეყინა სახეზე. კარის ცხვირწინ მოხურვა დამიპირა, მაგრამ ფეხი დავუხვედრე.
სათვალე არ ეკეთა. აღარც გადაბმული წარბები ქონდა. მეჭეჭის ნაცვლად კი ლამაზი ხალი ქონდა. ცხვირიც პაჭუა და საყვარელი ქონდა. გული უარესად ამიფორიაქდა. ვიდექი და და პირღია შევყურებდი მშვენიერ გოგოს. მერე ლამის ძალით შევეჭერი სახლში.
_როდემდე აპირებდი ჩემს გასულელებას?
_ნუ სულელობ. ჩემი ძმა მოგკლავს იცოდე._კარი მიხურა და უკან ამედევნა.
ვარაუდით სამზარეულოში აღმოვჩნდი. მაგიდიდან სკამი გამოვდგი და გამომწვევად ჩამოვჯექი.
_რატო გამასულელე?
_ჩემმა ძმამ აქ რომ გნახოს, წარმოდგენაც კი არ მინდა რას გიზავს._შეშფოთებულმა შემომანათა თავისი ლამაზი თვალები.
_არ მეშინია. შენ ის მითხარი, როდემდე აპირებდი ჩემს გასულელებას? რატო მომექეცი ასე?
_ანჩოს იდეა იყო.
_შენც რომ წინააღმდეგი არ წასულხარ?..
_ქალაქში სახელგანთქმულ მექალთანეს ასე რომ დაგემალე, მამტყუნებ?_გაუკვირდა.
_ის შენიღბულიც რომ შემიყვარდი, მერე? არ შეგეძლო გაგემჟღავნებინა თავი?
_მაინტერესებდა, მართლა შეგეძლო თუ არა სიყვარული._მორცხვად დახარა თავი.
_მერე, გავიარე შენი ტესტდრაივი?_ირონიულად გამეღიმა.
უარესად შერცხვა და თვალი ვეღარ გამისწორა. ფეხზე წამოვდექი და გამომწვევად დავუდექი წინ.
_ძალიან გტკივა?_ცხვირზე მანიშნა._ჩემი ძმის მაგივრად გიხდი ბოდიშს.
_ამაზე უარესებიც ამიტანია, ეგ არაფერია._მხრებზე მოვკიდე ხელი._მე უბრალოდ ის მეწყინა, ამხელა კაცს რომ მასულელებდი. რა აზრი ქონდა მასე შენიღბვას, მე ხომ მაინც მოგაქციე ყურადღება და მაინც შენს სიახლოვეს ვტრიალებდი?
_იმაში მინდოდა დარწმუნება, მართლა შეგეძლო თუ არა სიყვარული. თუ, უბრალოდ ლამაზი ქალები მოგწონდა._გაბედულად შემომხედა თვალებში.
არ ვიცი რა დამემართა. აქამდე თუ მიყვარდა ცისია, ახლა მომწონდა კიდეც. მისი თვალების შემონათებაზე თითქოს გული გამიჩერდა. ერთხანს ასე ვუყურე. მერე თავი ვეღარ შევიკავე, დავიხარე და ვაკოცე. იგივე გრძნობები და იგივე განცდები მქონდა, რაც მის პირველ კოცნაზე. მართლა მიყვარდა ეს გოგო და მაგიჟებდა.
მადროვა, სანამ ვკოცნიდი მთელი გრძნობით. ადგილიდან არ დაძრულა და არც წინააღმდეგობა გაუწევია. მერე კი, დამისხლტა ხელებიდან.
_ჩემმა ძმამ არ მოგისწროს, თორემ მოგკლავს.
_რატო, შინაბერად უნდა დაგტოვოს?
გაოცებულმა შემომხედა.
_ყველა ბიჭს ასე მუშტიკრივით გაშორებს?
_ყველას არა. შენზე აქვს გართულება.
_მართლა?_გამეცინა._და მე რას ვუშავებ?
_ქალების კოლექციონერი ხარ, როგორ თუ რას უშავებ? შენ მოგეწონება შენ დას სახელგანთქმული მექალთანე რომ აეკიდოს?
გამეცინა.
_ჩემი ძმა მალე დაბრუნდება და არ მინდა, რომ აქ გნახოს. წადი... გთხოვ.
_გეცოდები?_ინტერესით შევხედე.
ღაწვები აუვარდისფრდა და თვალი ვეღარ გამისწორა.
_რახან ღელავ ჩემზე, გამოდის გულგრილი არ ხარ._გათამამებულმა ისევ მკლავებში მოვიქციე და მჭიდროდ ჩავიხუტე გულში.
სიამოვნებით მყავდა გულში ჩაკრული. უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და ცოცხალი თავით არ დავთმობდი არასდროს. იმ წუთას მისი გადარეული ძმაც რომ მოვარდნილიყო და სულ გადაემტვრია ჩემთვის სათითაო ძვალი, თვალსაც კი არ დავახამხამებდი. მისი გულისფეთქვა მესმოდა. მის სურნელს ვგრძნობდი და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. თვითონაც გატრუნული იდგა ჩემს მკლავებში და ვატყობდი, რომ სიამოვნებდა.
_გთხოვ, ჩემი ძმა მალე მოვა და არ მინდა რომ აქ გნახოს._მუდარით გამიმეორა.
ერთხელ კიდევ ვაკოცე და მისი ბინიდან გამოვედი. თითქოს, გაორმაგებულად მიყვარდა ეს გოგო. სიყვარულით ხომ მიყვარდა და მიყვარდა და ახლა მომწონდა კიდეც. იღბლიანი კაცი ვყოფილვარ, რადგან ასეთი ქალი აღმოვაჩინე. ის იყო, მანქანაში ჩავჯექი და ძრავა ავამუშავე, რომ ალექსიც გამოჩნდა ჩქარი ნაბიჯებით მომავალი. უკანა სვლით გავედი ქუჩაზე, ექსტრემალურად შემოვაბრუნე და მერე კი გიჟივით გავვარდი. მე რომ მიყვარდა ეს ხომ ვიცოდი და მასაც რომ ვუყვარდი ეს მაბედნიერებდა.
ერთი კვირა დამჭირდა, რომ გატეხილი ცხვირი და ჩალურჯებული თვალი მომრჩენოდა. მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, რომ გარეთ არ გავსულიყავი და ხალხს არ ვენახე ნაცემი კაზანოვა. ჩვენებთანაც აღარ მივდიოდი. დედაჩემის შეცხადების და მამაჩემის სინანულნარევი მზერის თავი არ მქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძმასთან ცოტა შელაპარაკება მოუვიდა ცისიას, მაინც ლუკას ძიძად მუშაობდა უკვე გრიმის გარეშე. თუმცა მე აღარ ვნახულობდი. თითქოს მრცხვენოდა დალილავებული თავ-პირით მასთან გამოჩენა. პირველად რომ დავურეკე, არ მიპასუხა. მეორე ჯერზე კი ლამის დავცალე ზარი და როგორც იქნა გავიგონე მისი ნაზი და მშვიდი ხმა.
_გისმენთ.
_როგორ ხარ?... მომენატრე, შენი ხმის გაგონება მინდოდა.
პასუხი არ დამიბრუნა, მაგრამ მივხვდი, რომ ხმაზე მიცნო და გაუხარდა.
_გარკვეული მიზეზების გამო შენთან შეხვედრა არ შემიძლია. არა და როგორ მენატრები... ხმა მაინც გამეცი. მითხარი რამე.
ხმას მაინც არ იღებდა. უბრალოდ, მისი სუნთქვა მესმოდა და ესეც მაბედნიერებდა.
_დავიჯერო, ოდნავადაც არ გაინტერისებს როგორ ვარ შენი ძმის მუშტების მერე?
_ისევ გტკივა?_მორიდებით მკითხა.
მისი ხმის გაგონებაზე გული ამიჩქარდა.
_შენი ხმა რომ გავიგე, უკვე აღარ.
გაეცინა.
_მასეთი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს?
_შენ ვერც კი წარმოიდგენ რას ნიშნავ ჩემთვის. ჩემი ყველაფერი ხარ... ერთი სული მაქვს როდის გნახავ...
_თუ თავში არ აგივარდება, შემიძლია მოგინახულო, ოღონდ როგორც ჩემი ძმის მსხვერპლი და როგორც ავადმყოფი...
ამ შოკისმომგვრელმა ამბავმა წამიერად დამამუნჯა. მუხლიც მომეკვეთა და საწოლზე ჩამოვჯექი. სხვა ყველაფერს ველოდი, ოღონდ ამას ნამდვილად არა. დავიბენი, ვეღარაფერი ვუთხარი. სხვანაირად მართლა არ ვფიქრობდი, მაგრამ გულს მიხარებდა ის, რომ ჩემი მონახულება უნდოდა, თუნდაც როგორც დაზარალებულის მისი ძმის მხრიდან.
_დიდად გამახარებ თუ კი მაგ სიკეთეს იზავ._როგორც იქნა გავბედე ხმის ამოღება._მისამართს მოგწერ._დავფაცურდი.
_არ მინდა... ვიცი._მორიდებით მითხრა და დამემშვიდობა, დროებითო.
ერთხანს გაოგნებული ვიჯექი. არ მეჯერა, რომ ჩემს სანახავად მოვიდოდა. მერე სარკეში შევათვალიერე ჩემი სიფათი. დალურჯებული თვალი და ჯერ ისევ დასიებული ცხვირი ასე არასდროს გამხარებია. მიზეზი ხომ ეს იყო ცისიას მოსვლისა? ჩემი ბინის მისამართი იცოდა? ნეტავ საიდან? საწოლიდან გიჟივით წამოვხტი და დავფაცურდი. უწესრიგოდ მიყრილი ჩემი ტანსაცმელი წამოვკრიფე და აბაზანაში გავიტანე დასარეცხად. საწოლი გულდასმით გადავასწორე. ცოცხით და აქანდაზით ხელში ყველა ოთახი დავირბინე. მერე ჭურჭელსაც მივხედე და დავრეცხე. მოკლეთ, გემოზე ვიდიასახლისე. რაც არ უნდა მეხვეწა, სავახშმოდ არ დარჩებოდა ვიცოდი და ამიტომ ტკბილეული შევუკვეთე მაღაზიიდან. ის იყო, ყველა საქმე მოვაგვარე, რომ კარზე ფრთხილად მომიკაკუნეს. მივხვდი, ცისია იყო და გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. მუხლების კანკალით მივუახლოვდი კარს და საჭვრეტში არც კი გამიხედია ისე გავაღე. პარმაღზე მართლაც ცისია იდგა, ჩემი მშვენიერი ცისია გრიმის გარეშე. გაშლილი თმა მზის სათვალით ქონდა უკან გადაწეული. დალურჯებული თავ-პირით რომ დამინახა, აშკარად შეწუხდა.
_გამარჯობა._ეს რომ მითხრა, გაწითლდა.
_გამარჯობა... შემოდი._გზა დავუთმე და ბინაში შემოვიპატიჟე.
უხერხულად შეიშმუშნა. რაღაცამ კი აიძულა ჩემთან მოსულიყო, მაგრამ ბინაში შემოსვლას მაინც ვერ ბედავდა.
გამეღიმა.
_შემოდი. ნუ გეშინია, მხეცი არ ვარ.
_ბაზარში გამოვიარე და ხილი გიყიდე._სავსე პარკი გამომიწოდა.
შევატყე, შემოსვლას რომ არ აპირებდა, კარიდანვე გაბრუნდებოდა. პარკთან ერთად მისი ხელიც დავიჭირე, მოვქაჩე და შიგნით ძალით შემოვიყვანე. მოულოდნელობისგან დაიბნა. სანამ აზრზე მოვიდოდა, გულში ჩავიკარი და კარი გამეტებით მივხურე.
გამიძალიანდა. ხელიდან დამისხლტა და შიშით შემომხედა.
_მხეცი მართლა არ ვარ, ნუ გეშინია, თითს არ დაგაკარებ. უბრალოდ, არ მინდა რომ მალე წახვიდე. შემოდი._მისაღებისკენ წავუძეხი._კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ბინაში.
შიშჩამდგარი თვალებით შემომხედა.
_გეფიცები რაც რამ წმინდა გამაჩნია, თითს არ დაგაკარებ. არ წახვიდე, გთხოვ. უბრალოდ, მინდა რომ გიყურო. მართალია, მე საყურებელი არ ვარ._გამეცინა._მაგრამ შენ ნუ შემომხედავ. მარტო მე გიყურებ.
მცირე ყოყმანის შემდეგ გაუბედავად შემოვიდა ოთახში და სავარძელში მორიდებით ჩაჯდა. დივანზე რომ დამჯდარიყო, იცოდა, უეჭველი გვერდით მივუჯდებოდი და ხერხს მიმართა. მის მოპირდაპირედ ჩამოვჯექი. შევატყე, რომ ჩემი დაჟინებული მზერა აფრთხობდა და უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი, წამოვდექი.
_შემიძლია ყავა შემოგთავაზო.
_არ იფიქრო, რომ შენს მოდუღებულს არ ვკადრულობ, თუ შეიძლება მე მოვადუღებ.
წინააღმდეგი არ წავსულვარ. ან რატომ უნდა წავსულიყავი? ჩემი საყვარელი ქალი ჩემს სამზარეულოში აპირებდა ფუსფუსს და დავუშლიდი? გიჟი ვიყავი?
_არანაირი პრობლემა არაა, შეგიძლია მოადუღო. წამოდი, გაჩვენო სად რა არის.
მაშინვე წამოდგა და სამზარეულოში გამომყვა. ჩემი სწავლება არც დასჭირვებია, ადვილად მიაგნო გუმანით ყველაფერს. მე ფანჯრის რაფას მივეყუდე და სიამოვნებით და სიხარულით ვაკვირდებოდი მის ყოველ მოძრაობას. რამდენჯერმე შემომხედა მორიდებით და გაეღიმა.
_მართლაც ძალიან დაუმშვენებიხარ ჩემს ძმას. რაც მამა გარდაგვეცვალა, ეგ არის ჩემი პატრონი და არავის პატიობს ჩემს წყენინებას.
_არ გაემტყუნება, მეც მყავს და._გამეცინა._თუმცა, შენი ძმასავით მუშტებზე არ ვიყურები.
მასაც გაეცინა და თვალი მომჭრა მისმა ღიმილმა. უშნო რომ იყო მაშინაც კი მიყვარდა, მაგრამ ახლა ვგიჟდებოდი უკვე. არაფრის დიდებით არ დავუთმობდი არავის.
მოულოდნელად გამახსენდა მადონამ რომ მითხრა, საქმრო ყავს და გათხოვებას აპირებსო და გუნება წამიხდა.
_რაღაც მინდა გკითხო..._ძლივს გავუბედე._ საქმრო მართლა გყავს და გათხოვებას აპირებ?
გაეცინა.
_შენ ეს ამბავი რატო გადარდებს?
_მადარდებს კი არა, სიცოცხლეს მიმწარებს. შენმა რძალმა მითხრა...
_სერიოზული არაფერია. თავის ახლობელი გამაცნო და ძალიან უნდა, რომ მას გამაყოლოს.
_თუ, სახლიდან უნდა რომ მოგიშოროს?_ეშმაკურად მოვჭუტე თვალები.
გულიანად გადაიკისკისა და გული გამიჩერა მისმა ლაღმა და ბუნებრივმა სიცილმა.
ყავა რომ მოადუღა და ფინჯნებში ჩამოასხა, იქვე, სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო.
_იქ გასვლას, აქ ჯობია მქონი... მე, პირადად, სამზარეულო ძალიან მიყვარს. სამზარეულოში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.
_ჩემთვის კი მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები, მთავარია შენ გხედავდე.
ისევ გაწითლდა და მორცხვად მიუჯდა მაგიდას. მაღაზიიდან მოტანილი ტკბილეული გამოვიღე კარადიდან და მეც მის მოპირდაპირედ ჩამოვჯექი.
_ერთი კითხვა მაქვს კიდევ, თუ შეიძლება? მერე კი, შენ მკითხე რაც გინდა.
_კარგი, გისმენ._ღიმილით შემომხედა.
_ზღვაზე ციაკოს რატო გეძახდნენ და ჩვენთან ცისია რატო გქვია?
_ციაკოს შინაურები მეძახიან, ცისია კი პირადობაში მქვია.
_მე ცისიათი გაგიცანი და ასეც მოგმართავ, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
_წინააღმდეგი არ ვარ, ნეკრესივით ორივე სახელს ვიღებ._ისე მომაჯადოებლად შემომღიმა, თვალი ვეღარ მოვწყვიტე მის მშვენიერ ღიმილს. მართლაც რომ სიგიჟემდე მიყვარდა ეს გოგო.
_ახლა შენი ჯერია. შეგიძლია რაც გინდა ის მკითხო. გეფიცები, გულახდილი ვიქნები.
_ზღვაზე შემთხვევით რომ შევხვდით ერთმანეთს, მართლა ვერ მიცანი?
_არ ვიცი დამიჯერებ თუ არა, მაგრამ მართლა ვერ გიცანი. ბოლო დროს კი, როცა თქვენს შორის მსგავსება აღმოვაჩინე, კი მომხვდა შენი ძმის მადიანი მუშტი._გამეღიმა.
ყავის ფინჯანი მოხდენილად მოიმწყვდია ხელებში და სიამოვნებით მოწრუპა. ყავის დიდად მოყვარული არ ვიყავი, მაგრამ ცისიას მოდუღებულ ყავას როგორ არ დავლევდი. მარტო ყავას კი არა, შხამსაც კი დავლევდი მისი ხელით მოწვდილს.
_შენი ძმა ისევ გაბრაზებულია ჩემზე?_მეც გადავწვდი ყავის ფინჯანს და სიამოვნებით მოვსვი მისი მოდუღებული სითხე.
უსიტყვოდ გაეცინა.
_სადაც დამინახავს ყველგან მიმჟეჟავს, თუ მარტო შენს სიახლოვეს?
_სამსახურში აღარ დადიხარ?_კითხვა ბანზე ამიგდო.
_ასეთი დალურჯებული სიფათით სამსახურში როგორ გამოვჩნდე?_გამიკვირდა._საშინელი შესახედი ვარ ხომ?
თანხმობის ნიშნად ღიმილით დამიქნია თავი. თან ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ამ გოგოსაც ქონდა ჩემს მიმართ გრძნობები და ეს უარესად მახარებდა და მაბედნიერებდა.
_კომბოსტო თუ გაქვს, შემიძლია ბებიას რეცეპტით გიმკურნალო._მორცხვად შემომღიმა._მის ფოთოლს დავჩეჩქვავ, მარლაში გადავახვევ და დალურჯებულ ადგილზე დაიდებ.
_სამწუხაროდ არ მაქვს. მარტოხელა კაცს კომბოსტო რად მინდა ვითომ?_გავიკვირვე._ მეორე ჯერზე რომ მოხვალ, გამომიყოლო არ გინდა?
გაეცინა. მე მის სიცილზე გამეცინა და გულიანად ვიცინეთ.
კიდევ კარგა ხანს დარჩა ჩემთან. ძალიან კი მინდოდა ჩამეხუტებინა და დამეკოცნა მისი სახე, მაგრამ თავს ვიკავებდი. შევპირდი, რომ თითს არ დავაკარებდი და ასეც მოვიქეცი. მინდოდა, რომ ჩემი ნდობა ქონოდა და არც არასდროს გემეცრუებინა მისთვის იმედები.
ერთი კვირის შემდეგ კი, ცემის კვალი რომ აღარ მეტყობოდა, სამსახურში გამოვცხადდი. ისევ გამოსწორების გზას დავადექი. ცისიას გარდა ქალი აღარ მაინტერესებდა და მათკენ საერთოდ აღარც კი ვიხედებოდი. რამდენჯერმე ინდირას მოვკარი თვალი ვიღაც უცნობი კაცის მანქანაში. ალბათ, სხვა გაიჩინა და მე აღარ ვუნდოდი. სამსახურიდან პირდაპირ ჩვენებთან გავრბოდი, რომ ჩემი მშვენიერი ცისია მენახა და საღამოს ერთად გვესეირნა. ჩვენი ურთიერთობა კოცნის იქით არ წასულა. კოცნასაც ძლივს ვუბედავდი. ისიც მაშინ, როცა ვატყობდი, რომ თვითონაც არ იყო წინააღმდეგი. მის სურვილს პატივს ვცემდი. არ უნდოდა სხვა ქალებივით ჩემი ხარჭა გამხდარიყო. რომანტიკული შეხვედრები სექსზე სასიამოვნოც კი ყოფილა თურმე. მოჯადოებულივით შევყურებდი. ხანდახან გულში ვიკრავდი და ვკოცნიდი. მის სურნელს ვგრძნობდი და ესეც მაკმაყოფილებდა. თვითონაც ვატყობდი, რომ კმაყოფილი იყო ჩვენი შეხვედრებით და ნელ-ნელა ჩემთან ურთიერთობაში თამამდებოდა კიდეც. თუმცა არც ისე გამთამამებია, რომ ჩემს შეხედვაზე არ გაწითლებულიყო და მორიდებით არ დაეხარა თავი. მართლა მაგიჟებდა და დღითიდღე უფრო მაყვარებდა თავს.
ერთ საღამოს, მასთან წასასვლელად რომ ვემზადებოდი, დათო და სანდრო მესტუმრნენ მოულოდნელად. აშკარად არ მესიამოვნა მათი გამოჩენა, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული ვმეგობრობდით და სახლიდან როგორ გავყრიდი? არა და, ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდნენთან. სვანეთის ამბების მერე დათო მთლად გამოკეთებული ვერ იყო და გამართულად სიარულიც უჭირდა, მაგრამ დაფეხვილი მაინც დადიოდა.
_რა იშოვე მაგისთანა, ძმები რომ დაგვივიწყე?_მოსვლისთანავე მისაყვედურა._თუმცა, შენ წერომ პირდაპირ ფულით სავსე ორმოში ჩაგაგდო.
გულში ავად გამკრა მისმა ფულზე შეფარვით საუბარმა. როგორც ყოველთვის, ალბათ ახლაც ფული სჭირდებოდა და მიტომაც მომადგა. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, მეც მყავდა მიჩვეული. დასჭირდებოდა სესხობით თუ არა, ვაძლევდი და უკან აღარ ვთხოვდი. ასე მეგონა ძმა-ბიჭობა. გასაჭირში თუ არ დაუდგებოდი გვერდით, ლხინში ხომ ყველა მისი მეგობარი იყო? მაგრამ იმას კი აღარ ვფიქრობდი, რომ თვითონ არასდროს მედგა გვერდით. იას ამბის მერე კი, მთლად დამეკარგა მასზე წარმოდგენა. კიდევ კარგი, ანჩოსთანაც არ დაძვრებოდა, თორემ შემომაკვდებოდა ალბათ.
სიგარეტს გაუკიდა და სავარძელში გაიშხლართა, ფეხები კი ჟურნალ-გაზეთების მაგიდაზე შემოაწყო. სანდრო ცოტა მორიდებით ჩაჯდა მეორე სავარძელში, მაგრამ მანაც გაუკიდა სიგარეტს. მე კი, თითქოს ნარის ეკლებზე ვიჯექი. ველოდებოდი, როდის ამოთქვამდნენ სათქმელს და როდის წავიდოდნენ, რომ მე ჩემს ცისიასთან გავქცეულიყავი.
_იცი, მაგარი გოგოები გავიცანით. წყნეთში ავსულიყავით, საშენო გოგოც ავაგდეთ._მითხრა სანდრომ და კვამლი რგოლებად გამოუშვა._დათოსი არ იყოს, ძალიან დაგვივიწყე.
_გოგოები მართლა კარგია, მაგრამ რომ არ მცალია?_ვითომ შევწუხდი.
_რა საქმე გაქვს ამისთანა, ჩვენთვის რომ ვერ იცლი?_ჩემი უარი დათოს ძალიან ეწყინა._სად გაქრა ძველი ბაჩო? ვეღარ გცნობ. არც ძმაკაცები, არც დალევა, არც ქალები...
_ახლა მართლა არ მცალია ბიჭებო და სხვა დროს იყოს რა.
_აგარაკის გასაღები მაინც მოგვეცი, ჩვენ გავერთობით.
ოღონდაც წასულიყვნენ და რას დავეძებდი? გასაღებების აცმიდან ერთ ერთი შევარჩიე და სანდროს მივაჩეჩე.
_ამ დაფეხვილს მაგდენი შეუძლია, რომ ქალებისკენ იწევს?_დათოზე ვკითხე თან.
_რა გითხრა აბა? მეც კი მეეჭვება, მაგრამ..._გულიანად გადაიხარხარა.
ბიჭები მალევე გავისტუმრე და მეც ცისიასკენ გავქანდი. სკვერში იჯდა და მელოდებოდა. ზურგიდან მივეპარე და თვალებზე ავაფარე ხელი.
_ცოტა დაგაგვიანდა... წასვლას ვაპირებდი უკვე.
_ძველი მეგობრები შემომხვდნენ და ძლივს დავაღწიე თავი._მოვუბოდიშე. მის გვერდით ჩამოვჯექი სკამზე, ხელი მოვხვიე და მივიხუტე, თან შუბლზე ვაკოცე._ბოდიში.
_ნუ მებოდიშები. წინდაწინ ვერ გათვლი შენს ნაბიჯებს. მოულოდნელობები ყოველ ნაბიჯზეა ჩასაფრებული და არავინ ვიცით როდის რას გადავაწყდებით._ფეხზე წამოდგა და მეც წამომაყენა._ჯობია სახლში წავიდე, არ მინდა ჩემი ძმა რამეს მიხვდეს და გამიბრაზდეს.
მკლავებში მოვიმწყვდიე და აღარ გავუშვი, დიდი სიყვარულით ვაკოცე. არ მბეზრდებოდა ასეთი ურთიერთობა. მისი ნაზი ტუჩების შეხებაც კი მაკმაყოფილებდა. ქალთან ურთიერთობაში ასე თუ შევიცვლებოდი, მართლა არ მეგონა. მერე ხელგადახვეულმა წამოვიყვანე ჩემი მანქანისკენ.
_იყოს, ფეხით წავალ. არ მინდა ჩემმა ძმამ გაიგოს._გამიძალიანდა.
თუმცა არ გავუშვი და მაინც ჩავსვი ჩემს მანქანაში.
_მოშორებით გაგიჩერებ. არც მე მაწყობს შენი ძმის მადიანი მუშტები, ძლივს დავიბრუნე ადამიანური სახე._გამეცინა.
სასიამოვნო მელოდია ჩავრთე და მისი სახლისკენ ავიღე გეზი. გზაჯვარედინზე შუქნიშანთან გადასვლა მოვასწარი, სანამ წითელი აინთებოდა. ერთი გახედვა მოვასწარი მისკენ და გავუღიმე. მერე კი ყველაფერი წამებში მოხდა. ჩემი მხრიდან მომავალი ტრაილერი შეგვასკდა. მომეჩვენა თითქოს დრო დანელავდა კინოკადრებივით. გონება არ დამიკარგავს. მახსოვს შეშინებული შევყურებდი ცისიას და მხოლოდ მის სახელს ვყვიროდი. ორი ბრუნი გავაკეთეთ. ჩემი მანქანა ზურგზე გაჩერდა. მხარი საშინლად მტკიოდა. მაგრამ იმხელა ძალა მაინც მოვიკრიბე, რომ ღვედი შევიხსენი, წვალებით გამოვძვერი მანქანიდან და ციციას მხარეს მივვარდი. უგონოდ ეკიდა თავდაყირა. სახე მთლიანად სისხლში ჰქონდა მოსვრილი.
_მიშველეთ!_ერთი ეს ვიღრიალე სასოწარკვეთილმა და მისი ღვედის შეხსნას შევეცადე.
დასახმარებლად მოსულმა ერთმა გაბედულმა ახალგაზრდა ბიჭმა მე გამომწია, თვითონ შეძლო ცისიას ღვედის შეხსნა და მისი ფრთხილად გამოყვანა. მარცხენა მხარი საშინლად მტკიოდა და მთლიან მკლავს მიჭერდა. მოძრაობას მიშლიდა, მაგრამ მაინც მივვარდი ასფალტზე უგონოდ მწოლიარე ცისიას, რომელსაც სავარაუდოდ ჩამსხვრეული მინით ქონდა სახე დასერილი. სასწრაფო მე არ გამომიძახებია მახსოვს. ეტყობა თვითმხილველებიდან რომელიმემ დარეკა ას თორმეტში. პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟიც მოგვადგა. დავინახე ცისიას პულსი რომ შეუმოწმეს. თვალის გუგებიც. მერე ჟანგბადის ბალიში მოარგეს, საკაცეზე დააწვინეს და მანქანაში შეაცურეს. მე სხვა ექიმი მსინჯავდა.
_ბატონო, თქვენც სასწრაფოდ გადასაყვანი ხართ, სავარაუდოდ ლავიწის ძვალი გაქვთ გატეხილი.
_მე მასთან მინდა._ცისიასკენ გავიწიე._როგორ არის, გადარჩება?
_თქვენ მეორე სასწრაფო დახმარების ბრიგადა წაგიყვანთ. ოპერაცია გესაჭიროებათ._წინ გადამეღობა ექიმი და არ გამიშვა.
_როგორ არის ის მაინც მითხარით, ან რომელ საავადმყოფოში მიყავთ._სასოწარკვეთილმა ლამის ბოლო ხმაზე ვიბღავლე.
_დამშვიდდით ბატონო, ცოცხალია. თქვენზე უკეთ არის. გამოგვყევით, რომ რენტგენი გადაგიღოთ და ოპერაცია დავნიშნოთ.
ექიმების დახმარებით ძლივს ავედი მანქანაში. საკაცეზე ფრთხილად დამაწვინეს და მერე კი ვეღარც გავტოკდი ადგილიდან. ანჩოს დავურეკე.
_ახლა მე მოვყევი ავარიაში და შეგიძლია მომაკითხო?_გაღიმებას შევეცადე.
ისე შეიცხადა, მისთვის რომ არ მეთქვა ის სჯობდა.
_დედას იმიტომ არ დავურეკე, რომ არ მინდოდა ასეთი რეაქცია ქონოდა. რა იყო? დაწყნარდი, საშიში არაფერი მჭირს._მერე ერთ ერთ ექიმს მივუბრუნდი,_რომელ საავადმყოფოში მივდივართ, რომ ჩვენებმა მომაკითხონ?
_თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში.
_გაიგე?_ახლა ანჩოს მივუბრუნდი._დედას და მამას არ გააგებინო, არ შეაშინო ტყუილად, კარგად ვარ.
საავადმყოფოში მისვლისთანავე რენტგენი გადამიღეს. მართლაც სამ ადგილზე მქონდა ლავიწის ძვალი გატეხილი და სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა. მარცხენა ხელს საერთოდ ვეღარ ვამოძრავებდი. მარტო ხელი კი არა, საერთოდ მიჭირდა გატოკება. ცისიას ამბავს რომ ვკითხულობდი, კარგად არისო მაიმედებდნენ.
საოპერაციოდ მამზადებდნენ უკვე, აცრემლებული ანჩო რომ მოვარდა.
_რა გჭირს, რა მოგივიდა.
_მე ისეთი არაფერი. გეხვეწები, ცისია იკითხე როგორ არის.
_ცისია? იმას რაღა მოუვიდა?_შიშისგან გაუფართოვდა თვალები.
_არ ვიცი, მანქანიდან რომ გადმოიყვანეს უგონოდ იყო. გთხოვ, გამიგე როგორ არის სანამ საოპერაციოდ შემიყვანენ._წამოწევა ვცადე, მაგრამ ვერ წამოვიწიე.
ვინ თქვა კაცები არ ტირიანო? ტყუილია, იმის გაფიქრებამ, რომ შეიძლებოდა ცისია დამეკარგა, ცრემლი ჩამიგუბა თვალებში . შეშფოთებულ ანჩოს გავაყოლე უმწეო მზერა, ცისიას ამბის გასაგებად რომ გაიქცა. რატომღაც, შეაგვიანდა და უარესად ავნერვიულდი. ტირილი კი არა, ბღავილი მინდოდა უკვე. საოპერაციოდ ისე შემიყვანეს, მისი ამბავი არ გამიგია. ლამის გავგიჟდი. მაგრამ ანესთეზიამ თავისი ქნა, თავისთავად დამეხუჭა თვალები. თავიდან, თითქოს ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში ვიყავი. ექიმების ხმა და მათი ინტრუმენტების ჩხარუნი ნათლად ჩამესმოდა. მერე კი, თითქოს სასიამოვნო ბურუსში გავეხვიე და გონებაც გამეთიშა.
ოპერაცია რომ დასრულდა და გონზე მოსულმა თვალები გავახილე, პირველი, რაც დავინახე, დედაჩემი იყო ჩემს სასთუმალთან რომ ტიროდა.
_ცისია როგორ არის?_მაშინვე ის ვიკითხე.
_გონზე მოხვედი შვილო?_გაუხარდა, წამოდგა და ფრთხილად ჩამეხუტა.
_ცისია როგორ არის?_ვატყობდი რომ ნერვები მღალატობდა უკვე. წამოდგომა მინდოდა, მაგრამ იქვე მყოფმა ექთანმა თუ ექიმმა არ გამიშვა.
_ჯერ არ შეიძლება. დღეს უნდა იწვეთ.
_ცისია როგორ არის?_ხმას ავუწიე.
_ის გოგონა, თქვენთან ერთად რომ შემოიყვანეს, კარგადაა, ოპერაცია გაუკეთეს. ღია ჭრილობები ქონდა და ნაკერები დაადეს, თქვენზე კარგადაა. თქვენ ხელოვნური იმპლანტის და ხრახნების ჩადგმა მოგიწიათ, რადგან ძვალი მთლიანად გქონდათ ჩამტვრეული. თქვენიც და იმ გოგონას მდგომარეობა ამჟამად სტაბილურადაა.
თითქოს არ მეჯერა. მაინც გავჯიუტდი და წამოდგომას შევეცადე.
_დამშვიდდით ბატონო._ახალგაზრდა ექიმი ჩემს შეკავებას შეეცადა._ თქვენთან ერთად შემოსული გოგონა თქვენზე უკეთაა, ნუ ნერვიულობთ. თქვენგან განსხვავებით, საღამოს შეძლებს ფეხზე ადგომას და მოგინახულებთ.
_მართალია?_დედაჩემს შევხედე საწყალობელი მზერით._მისმა ძმამ გაიგო?
თანხმობის ნიშნად თავი რომ დამიქნია, გული შემიქანდა. წარმოვიდგინე, როგორი გაბრაზებული და გაცეცხლებული იქნებოდა ჩემზე. მართლაც რომ ჩემი ბრალი იყო ცისიას ამბავი. თითქოს, გული უგრძნობდა, არ უნდოდა რომ მანქანაში ჩამჯდომოდა და მე კი ძლით ჩავსვი. ჩემს თავზე მომეშალა ნერვები.
_ანჩო სად არის?_დედაჩემს მივუბრუნდი ისევ.
_ახლახანს გავიდა გარეთ._მგონი იმ გოგოს სანახავად წავიდა.
_ჩემი ტელეფონი სად არის? მომაწოდე.
დედაჩემმა ჩემი ბალიშის ქვეშიდან გამოაძვრინა ნაფრონტალი ტელეფონი და გამომიწოდა. მაშინვე ანჩოს დავურეკე.
_სად ხარ, ცისიასთან?
_ეხლა ვაპირებ მის პალატაში შესვლას. რა ხდება?
_გთხოვ, დამალაპარაკე. მისი ხმა მინდა გავიგო რომ დავრწმუნდე კარგად არის.
_დაწყნარდი, კარგად არის. თუ ღვიძავს, დაგალაპარაკებ. აი, შევედი უკვე. ღვიძავს და აჰა, დაელაპარაკე... ჩემი ძმაა, შენთან ლაპარაკი უნდა.
_ბაჩო?.._მისი ხმა რომ გავიგონე, გული ამიფრთხიალდა.
_როგორ ხარ?
_ მე კარგად ვარ. შენ?_შევატყე ხმა აუკანკალდა.
_მე არაფერი მიჭირს, მთავარია შენ იყო კარგად. ხვალ მგონი შევძლებ და მოგინახულებ... ხომ კარგად ხარ, ხომ არ მატყუებ?_მაინც ჩავეკითხე.
_კი, ისეთი არაფერია.
_მიყვარხარ და შენ რომ რამე მოგივიდეს, თავს არ ვიცოცხლებ.
ცოტა ხანს მისი სუნთქვის ხმა მესმოდა. მერე კი ანჩო დამელაპარაკა ისევ.
_დარწმუნდი რომ ცოცხალია და კარგად არის? ახლა ექიმი შემოვიდა და ვეღარ დაგელაპარაკება. დამშვიდდი?
_ცოტა. სანამ არ ვნახავ მაინც ვერ დავმშვიდდები... რამე დაუშავდა?
_ტელეფონზე ლაპარაკს, მოვალ და მანდ დავილაპარაკოთ, დამშვიდდი. _ცოტა შემიტია და გაბრაზებულმა გამითიშა ტელეფონი.
ცისიას ხმა რომ გავიგონე, ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ მაინც ვნერვიულობდი, საკუთარი თვალით მინდოდა მენახა. დღეს, ლამის სიკვდილს ჩავხედე თვალებში, მაგრამ სულ არ ვდარდობდი, მასზე ვფიქრობდი მხოლოდ, რომ არაფერი მოსვლოდა. მართლა სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და მის ცუდს ვერ გადავიტანდი.
ანჩომ კარგად მალოდინა სანამ ჩემთან დაბრუნდებოდა. ან მე მეგონა, რომ მალოდინა, გიჟს ვგავდი უკვე. პალატაში შემოვიდა თუ არა, ვეძგერე.
_სად ხარ ამდენ ხანს, მე ხომ ვნერვიულობ? სად დაიკარგე, როგორ არის, რა მოუვიდა?
_მის ძმას შევხვდი და იმას ველაპარაკებოდი.
მისი ძმის ხსენებაზე ცივმა ოფლმა დამასხა.
_ისიც განიცდის და ნერვიულობს დის ამბავს, არ გავჩერებულიყავი ცოტა ხნით მაინც?_აქეთ შემომიტია._ხომ გალაპარაკე და გაიგე, რომ ცოცხალია და კარგად არის? რაღა გინდა, რატო ვერ ისვენებ?
_არაფერი დაშავებია? სისხლში ცურავდა და რა მოუვიდა?_ვერ ვიმშვიდებდი აფორიაქებულ გულს.
_დამსხვრეულ მინაზე ცოტა გაეჭრა და გაუკერეს. დამშვიდდი რაა, შენზე კარგად ის არის. უბრალო ტვინის შერყევა და ნაკერები აქვს, მსუბუქად გადარჩა. შენ იდარდე, რომ ძვლები ჩაგეფშვნა სულ და რკინებით და შურუფებით აგაწყეს._გაგულისებულმა დამყვირა._ახლა სძინავს და ხვალ შემოგივლის სანახავად. რანაირადღა გითხრა, რომ დამიჯერო?
ცოტა თითქოს მართლა დავმშვიდდი, მაგრამ ჩემი თვალებიდან მაინც არ ამოდიოდა სისხლში მოსვრილი ცისიას სახე...
მთელი ღამე ტკივილმა შემაწუხა და ვეღარ დავიძინე. ისე მტკიოდა მხარი, მკლავი და წელიც კი, რომ საწოლში გადაბრუნებას მიშლიდა. ცალკე ცისიას დარდი მქონდა. რატომღაც ვერ ვიჯერებდი, რომ კარგად იყო. ცოცხალი რომ იყო, მაგაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ მის კარგად ყოფნობას რატომღაც ვერ ვიჯერებდი. მეორე დღეს კი, როგორც მპირდებოდნენ, ჩემს სანახავად არ შემოვიდა. უფრო ავღელდი და ავნერვიულდი. მის ამბავს რომ ვკითხულობდი, ისევ იმას მიმტკიცებდნენ, რომ კარგად იყო და უნდა დავწყნარებულიყავი, რომ ჩემი ნერვიულობა არ შეიძლებოდა. ერთ-ერთი ექთნისგან როგორც იქნა გავიგე სადაც იწვა. ანჩოს დიდი ჩხუბისა და დავიდარაბის მერე შარვალი ამოვაცმევინე და წამოდგომაში დავიხმარიე. უნდა ვაღიარო, რომ საშინლად მტკიოდა ყველაფერი, მაგრამ მაინც შევძელი ადგომა. პერანგის სახელოში მარჯვენა ხელი გავყავი მხოლოდ და მარცხენა მხარზე შემოვიხურე.
_რას შვრები, რატო არ ისვენებ?_წინ მეღობებოდა ანჩო, მაგრამ ფეხშიშველი და წელს ზემოთ ნახევრად შიშველი მკლავჩამოკიდებული გავედი ჩემი პალატიდან. წინააღმდეგობის გაწევასაც ვერ ბედავდა, რომ ნაოპერაციებელი მკლავი არ მტკენოდა._გაგიჟდი? არ შეიძლება ჯერ ფეხზე დგომა... გიჟი ხარ რა...
დერეფანში რომ გამოვედი, იმ მხარეს გავეშურე, სადაც ექთანმა მითხრა. როგორც შევძელი ისეთი სისწრაფით გავიარე, დერეფნის ბოლოს კი გადავუხვიე და შორიდანვე მოვკარი თვალი ცისიას ძმას. არ შემშინებია. პირიქით, გამიხარდა კიდეც მისი დანახვა, რომ სწორედ მივდიოდი. დამინახა თუ არა, მაშინვე წამოდგა ფეხზე გაგულისებული, მაგრამ ფეხშიშველი და ნაოპერაციებელი მხრით რომ დამინახა, ამან შეაყოყმანა.
_ცისია როგორ არის?_გაბედულად მივუახლოვდი და ისე ვკითხე.
_რატო თავს არ დაანებებ ჩემს დას, რა გინდა?_ავად გამოსცრა კბილებში._შენ რომ არა, არც არაფერი მოუვიდოდა, შე ნაგავო._თითქოს დასარტყმელადაც კი გამოიწია, მაგრამ მალევე შეჩერდა._გაეთრიე აქედან, აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა. წადი, საერთოდ შეეშვი... შენს გამო დაიმახინჯა ცხოვრება!_ბოლო ხმაზე მიყვირა ლამის.
_არსადაც არ წავალ და არც თავს დავანებებ, იმიტომ რომ მიყვარს! გამიშვი, უნდა ვნახო!
_შენი ნახვა აღარ უნდა! წადი აქედან!
_ცისია!_ხმამაღლა დავიყვირე.
_ხელი როგორ დაგარტყა შე საცოდაო? წადი აქედან, თორემ საკუთარ თავზე პასუხს აღარ ვაგებ.
ჩვენს ყვირილზე ექიმები გამოვიდნენ და ჩვენს დაშოშმინებას შეეცადნენ.
_სანამ ცისიას არ ვნახავ, აქედან არ წავალ!_მტკიცედ გამოვუცხადე ყველას._არავინ მომეკაროს და ხელი არავინ წამავლოს. უბრალოდ ვნახავ, მეტი არაფერი.
ჩემმა დამ პალატის კარი შემიღო და მანიშნა რომ შევსულიყავი. ალექსი არ გადამღობია წინ. გულის ფანცქალით შევედი პალატაში. ცისია ზურგით იდგა ფანჯარასთან და ჩემსკენ არც კი შემობრუნებულა. შევატყე, მხრები უცახცახებდა. ტიროდა. ფრთხილად მივუახლოვდი. მარჯვენა ხელი მხრებზე მოვხვიე და ჩემსკენ შემოვაბრუნე. არ გამძალიანებია. პირველი, რაც თვალში მომხვდა, ტირილისგან დასიებული თვალის უპეები და ჩაწითლებული თვალები ქონდა. გვიან შევამჩნიე მარჯვენა ლოყაზე თითქმის მთლიანად რომ ედო სახვევი, სადაც სისხლს გამოეჟონა.
_როგორ ხარ?_ეს ვკითხე და ტკივილის მიუხედავად მაინც ჩავიხუტე მკერდში.
_შენს გამო ნახევარი სახე მთლად დაესერა. შეძლებისდაგვარად შეძლეს ექიმებმა მისი გაკერვა. დაისვენე ახლა?_გაბრაზებულმა მიყვირა ალექსიმ.
_არ ინერვიულო, მე შენს გვერდით ვარ და ყველაფერი კარგად იქნება._შუბლზე ვაკოცე._მე შენ მიყვარხარ და არასდროს მიგატოვებ.
_შენ როგორ ხარ? შეიძლებოდა რომ ადექი და აქ მოხვედი?_ტირილნარევი ხმით მიჩურჩულა.
_შენი ნახვის გარეშე ვერ გავძლებდი...
_ხომ ნახე? ახლა წადი, თორემ მართლა გცემ და ვერავინ გამაგდებინებს შენს თავს. ჩემი დისგან თავი შორს დაიჭირე იცოდე.
_მაგას ვერ შეგპირდები, იმიტომ რომ შენი და მიყვარს და მის გარეშე ცხოვრებას არ ვაპირებ._ეს ვთქვი, დავიხარე, ცისიას ათრთოლებულ ბაგეზე ნაზად ვაკოცე და პალატა მხოლოდ ამის მერე დავტოვე.
*********************
ჩემთან შედარებით ცისია ადრე გაწერეს საავადმყოფოდან. ალბათ, ძმამ არ მისცა უფლება, რომ ჩემთან შემოსულიყო. ისე წავიდა, არ დამმშვიდობებია. გული კი დამწყდა, მაგრამ უკეთესად რომ იყო, ის მიხარებდა გულს.
ერთ კვირაში მეც გამწერეს სახლში. დედაჩემმა ჩემს ბინაში არ გამიშვა, იქ ვინ უნდა მოგხედოსო და ჩვენებთან გადმოვიბარგე ისევ. ყურადღებას არ მაკლებდა. ცალკე მისი დამსახურებით, ცალკე ჩემი ჯანმრთელი სხეულის დამსახურებით, ნელ-ნელა გამოვედი მდგომარეობიდან. მართალია, სიმძიმის აწევა არ შემეძლო, მაგრამ მკლავს უმტკივნეულოდ ვამოძრავებდი უკვე. ერთ მშვენიერ დღეს კი, დედ-მამა მნიშვნელოვან შეხვედრაზე რომ გავიცილე, ანჩოს ვთხოვე ცისიასთან გავეყვანე.
_შენ ხომ არ გაგიჟდი? მისი ძმა მოგკლავს._შიშისგან გადმოკარკლა თვალები
_ნუ გეშინია, არ მომკლავს... წამიყვანე, გთხოვ, უნდა ვნახო._მუდარაზეც კი გადავედი.
_ვაიმე, რა გაუგებარი და ხისთავიანი ხარ! გაიგე, რომ იმ ბიჭს შენი დანახვა არ უნდა.
_მე იმ ბიჭთან არ მივდივარ. მე ცისია მინდა ვნახო და დარწმუნებული ვარ, მასაც უნდა ჩემი ნახვა.
_ლუკას გეფიცები, იმ ბიჭმა რომ ცემა დაგიწყოს, იქ გტოვებ და მე სახლში მოვდივარ.
_არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მასე იყოს. წამიყვანე, თორემ მე თვითონ წავალ.
ალბათ, ჩემმა დამ იფიქრა, ეს გადარეული მართლა მარტო წავაო და ბოლოს დამთანხმდა. ტანსაცმლის გამოცვლაზე დრო არ დამიკარგავს, ისევე წავედი ოთახის ჩუსტებით. მეშინოდა, ანჩოს არ გადაეფიქრებინა ჩემი წაყვანა. მის კორპუსთან რომ შემიჩერა მანქანა, მარდად გადავედი და მეორე სართულზე ფეხით ავირბინე. გაბედულად დავრეკე ზარი. კარი მადონამ გამიღო.
_შეენ?_გაოცებისგან თვალები ლამის შუბლზე აუცვივდა._ალექსი საცაა მოვა, ჯობია აქ არ გნახოს.
_შანსი არ არის, მე ადგილიდან ფეხს არ მოვიცვლი სანამ ცისიას არ ვნახავ.
_ცისიას დეპრესია დაეწყო, წამლებს სვამს და მეტწილად სძინავს. ახლახანს ჩაეძინა.
_არაუშავს, მე მისი ნახვის გარეშე აქედან არ წავალ.
ალბათ ისე დამაჯერებლად ვთქვი, რომ ქალს გული მოულბა.
_კარგი ხო, მოდი, ოღონდ მალე წადი.
ბინაში შემიძღვა და მეც მაშინვე მივყევი უკან. დერეფანი გავიარეთ და მის ბოლოში კარზე მანიშნა, იქ არისო. თვითონ არ შემომყოლია. ფრთხილად შევხსენი კარები და შევედი. ცისია მართლაც იწვა კარისკენ ზურგით. არ ეძინა. უბრალოდ, ყურსასმენები ეკეთა და თვალდახუჭული უსმენდა. ჩემი შესვლა არ გაუგია. მღელვარედ მივუახლოვდი. ცრემლი უბრწყინავდა თვალზე. ლოყაზე სახვევი აღარ ედო. ნაკერებიც ახსნილი ქონდა და ჭრილობაც კარგად ჰქონდა შეხორცებული. ერთი მოზრდილი ნაიარევი ქონდა და ორიც პატარა. საშინლად ქონდა ლოყა დამახინჯებული, მაგრამ... მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა სულ არ ქონდა მის ნაიარევებს.
ისე ჩამოვუჯექი საწოლის კიდეზე, თვალი არ გაუხელია. ალბათ, მადონა ვეგონე. ერთხანს ასე ვუყურე, თვალცრემლიანს. მერე დავიხარე და იარებზე ფრთხილად ვაკოცე. თვალები რომ გაახილა და შემომხედა, გაუკვირდა.
_შენ?.. აქ რას აკეთებ?_საწოლზე წამოჯდა. ყურსასმენები მოიძრო და გვერდით მიყარა.
_შენს სანახავად მოვედი... როგორ ხარ?
_როგორც უშნო ცისიას შეეფერება._რაღაცნაირად გულსაკლავად მითხრა.
_შენ ჩემთვის ყველაზე ლამაზი ცისია ხარ._ვუთხარი, მჭიდროდ მოვხვიე მკლავები და გულში ჩავიხუტე.
_თუ გეცოდები და სიბრალულის გამო მოხვედი, წადი. შენი სიბრალული არ მჭირდება.
_სიბრალულის გამო არ მოვსულვარ.
_თუ თავს იდანაშაულებ და მაგის გამო მოდიხარ, წადი, მე არაფერში გადანაშაულებ._ხელიდან დამისხლტა, საწოლიდან წამოხტა და კუთხეში მიიყუჟა.
გაოცებულმა შევხედე.
_მიყვარხარ და იმიტომ მოვედი...
_კარგი რაა._ხმა აუკანკალდა.
ისე მივუახლოვდი, თვალი არ მომიშორებია მისთვის.
_რატო გიკვირს? მე შენ საშინელ გრიმში შემიყვარდი...
_გრიმი სხვა რამე იყო, ეს სულ სხვაა... ეს საშინელი რეალობაა._ლამაზი თვალები უარესად აუცრემლდა.
გავბედე, მივუახლოვდი და გულში ჩავიკარი. არ გამძალიანებია. გული აუჩუყდა და ხმადაბლა ატირდა. დავაცადე, სანამ გული არ იჯერა და თავი ავაწევინე.
_მიყვარხარ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს შენს იარებს, დამიჯერე... პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაც შესაძლებელია. რატო ნერვიულობ და განიცდი ასე?
_გარკვეული პერიოდი უნდა, სანამ ეს იარები კარგად მორჩება. ნახევარი წელი მაინც დამჭირდება ალბათ, სანამ ოპერაციას დამიგეგმავენ. მერე, თანხაც ძვირი ჯდება...
_ჩემთვის თანხას მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ დასახელებულ თანხას გადავიხდი...
_შენ? შენ რატო?
_იმიტომ, რომ შენს ტკივილს გულგრილად ვერ ვუყურებ. დამიჯერე, შენს გამო ყველაფერზე ვარ წამსვლი._თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე. მერე ნელ-ნელა დავიხარე და მის ტუჩებს დავეწაფე.
იყო ან გოგოში რაღაც, რასაც თავდავიწყებამდე მივყავდი და მაფორიაქებდა. მართლა არ ქონდა ჩემთვის იმას დიდი მნიშვნელობა, როგორი სახე ექნებოდა. თანახმა თუ იქნებოდა, დღესვე მოვკიდებდი ხელს და ცოლად წავიყვანდი. მის გარდა ქალი არ მინდოდა...
მოულოდნელად ვიღაცამ კარები შემოხსნა და შემოვიდა.
მადონა იყო. ამ სიტუაციაში რომ დაგვინახა, ცოტა დაიბნა.
_ალექსი მოდის. სანამ აქ უნახიხარ, წადი._შეშფოთებულმა მითხრა.
ცისიას შევხედე. ის რასაც მეტყოდა, იმას გავაკეთებდი.
_ეხლა წადი. არ მინდა აქ გნახოს. მერე კი დაველაპარაკები.
_ტელეფონზე მიპასუხე როცა დაგირეკავ, გთხოვ. ერთხელ კიდევ ვაკოცე მის ტკბილ ტუჩებს და წამოვედი.
მას მერე მართლაც მპასუხობდა ყოველთვის. შეტყობინებებსაც მიგზავნიდა. ჩვენი ურთიერთობა ისევ თავიდან დაიწყო ნელ-ნელა და კალაპოტს უბრუნდებოდა. პაემანზეც კი დამთანხმდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ აღვწერ. გადავწყვიტე, რესტორანში წაყვანას და ხალხში გამოჩენას, წყნეთში ავსულიყავით. დილიდან სამი დამლაგებელი ავიყვანე და საგულდაგულოდ დავალაგებინე ჩვენი აგარაკი. მას მერე, რაც სანდროს და დათოს დავუთმე ერთი ღამით, საღორეს გავდა იქაურობა. მათი ნასუფრალიც კი ისევ ისე იყო გაშლილი და დაობებული.
მაინც ადვილად დაალაგეს ქალებმა. მერე ისევ თბილისში დავბრუნდი. რესტორნიდან შეკვეთა ავიტანე. ორგანიზატორიც დავიქირავე, რომ არაჩვეულებრივი საღამო გამოგვსვლოდა. ერთი მიმტანი ბიჭიც, ეზოში ლამაზად მოწყობილ მაგიდასთან რომ მოგვმსახურებოდა. დიჯეიც არ დამვიწყნია. ცისია თავისი საშინელი ნაიარევით ხალხს მაქსიმალურად ერიდებოდა და ამიტომ გადავწყვიტე ასე. საღამოსთვის ყველაფერი მზად რომ მქონდა, მასთან გავეშურე. კარზე რომ დავაკაკუნე მღელვარედ, მისმა ძმამ გამიღო.
_იცოდე, გულს თუ ატკენ, ცოცხალი ვერ გადამირჩები._პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მკაცრად გამაფრთხილა.
_არ ვაპირებ მისთვის გულის ტკენას. ვიცი, ჩემი წარსულის გამო გეშინია და არც გამტყუნებ, მაგრამ შენი დის ჩემს ცხოვრებაში გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. მართლა მიყვარს და არაფრის და არავის გამო არ ვაპირებ მის დათმობას. თვითონ თუ თანახმა იქნება, მინდა რომ ჩემი ცოლი გახდეს და სიცოცხლის ბოლომდე ვიზრუნო მასზე.
ალექსი თითქოს დააბნია ჩემმა აღიარებამ. კარგა ხანს მიყურა გაოცებულმა. მერე კი მის ზურგს უკან მომავალი ცისია დავინახე და მე დავიბენი. ლამაზი კაბა ეცვა, უბრალო და სადა, მაგრამ ძალიან უხდებოდა. თმის ვარცხნილობა ქონდა შეცვლილი. შემოკლებული ქონდა და ცალ მხარეზე ჩამოწეული, რომ ნაიარევი ლოყა დაეფარა. ისეთი მშვენიერი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე. ჩემი დაბნეულობა რომ შენიშნა, მისთვის დამახასიათებელი მომაჯადოებელი ღიმილით მორცხვად შემომღიმა. რამდენი ხანი იყო გასული, რაც ძველი ცისია აღარ მენახა და გული საამოდ ამიძგერა მისმა ხილვამ.
_დაგაგვიანდებათ?_ალექსის მკაცრმა ტონმა გამომარკვია სასიამოვნო ბურუსიდან.
_ერთად ვივახშმებთ და მოვიყვან.
_რაც გითხარი, გაითვალისწინე იცოდე.
ცისია ბინიდან რომ გამოვიდა, თავისი სურნელი გამოიტანა. არა, მართლა მაგიჟებდა ეს გოგო. ისე ავღელდი, თითქოს პირველად მივდიოდით პაემანზე. კიბეზე წინ გავატარე და მღელვარედ მივყევი უკან. სადარბაზოს წინ შეჩერებულ ჩემს ახალ შავ ბეემვეს რომ მივუახლოვდით, ზრდილობიანად გამოვუღე კარი. ჩაჯდა თუ არა, ფრთხილად მივუხურე. პატარა ბავშვივით ვიყავი გახარებული. საჭეს რომ მივუჯექი, ღიმილით შევხედე.
_არ გკითხავ სად მივდივართ. დარწმუნებული ვარ კარგი იქნება. ყოველთვის გამოგდის ჩემი გაოცება._მანაც შემომღიმა ძველებურად და გული გამიჩერა.
თავიდან თქმას კი ვაპირებდი სადაც მიმყავდა, მაგრამ ამ სიტყვების მერე გადავიფიქრე და ისევ სიურპრიზად შენახვა ვამჯობინე. ფრთხილად გავიყვანე მანქანა ქუჩაში და წყნეთისკენ გავეშურეთ. სწრაფად არ მივლია. წინანდელი ავარიის შიში მაინც მქონდა და ცოტა დაძაბულიც კი ვმართავდი საჭეს. ათაში ერთხელ თუ გადავხედავდი კმაყოფილი ღიმილით მომზირალ ცისიას, დიდი ინტერესით რომ ათვალიერებდა გზას. ამინდი თითქოს ცოტა ირეოდა და ეს არ მომწონდა მარტო. ძალიან მინდოდა, რომ ეზოში, ღია ცის ქვეშ გვევახშმა. არ მინდოდა წვიმის გამო ყველაფერი ჩამშლოდა.
ჩვენს აგარაკს რომ მივუახლოვდით და მანქანა ჭიშკართან შევაჩერე, ცისიამ გაოცებით შემომხედა. თქმით მართლა არაფერი უთქვია. მანქანიდან გადასულმა სიგრილე ვიგრძენი. ცისიას უეჭველი შესცივდებოდა სიფრიფანა კაბაში. სანამ ღვედს იხსნიდა, მე მარდად შემოვუარე მანქანას მის მხარეს და კარები ზრდილობიანად გამოვუღე. კმაყოფილმა შემომღიმა. ეზოში რომ შევედით და ღია ცის ქვეშ გაწყობილი მაგიდა დაინახა ორ კაცზე ფერადი ნათურებით მორთული, გაოცებულმა შემომხედა. ირგვლივ სასიამოვნო მელოდიაც იღვრებოდა. მხრებზე მოვხვიე ხელი, შუბლზე ვაკოცე და მისკენ წავიყვანე.
_ხალხში გამოჩენის გერიდება. ამიტომ აქ მოვაწყე მყუდროდ. იმედია მოგეწონება.
მაგიდას რომ მივუსხედით და ოფიციანტის ფორმაში გამოწყობილმა ბიჭმა მენიუები დაგვირიგა, გულწრფელად გაეღიმა. ბიჭს მენიუ ჩამოართვა და ღიმილით გადაავლო თვალი. შეკვეთაც ღიმილით მისცა. მე კი მას მივჩერებოდი თვალმოუშორებლად და მიხაროდა, რომ ცოტათი მაინც გავახისე.
მის პირისპირ ვიჯექი და მის ყოველ მოძრაობას თუ მიმიკას ხარბად შევცქეროდი და ვაკვირდებოდი. მართლა მიყვარდა ეს გოგო ყველა თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. მზად ვიყავი სიცოცხლეც კი დამეთმო მისთვის.
შამპანური ხმაურით რომ გავხსენი, ცოტა შეკრთა და გულიანად გადაიკისკისა. ისეთი მშვენიერი იყო, თვალს ვეღარ ვწყვეტდი.
გემრიელად ვივახშმეთ. ერთმანეთს ჩახუტებულებმა ვალსიც კი ვიცეკვეთ. ეგ იყო, წვიმამ შეგვიშალა ხელი და ნაადრევად აგვშალა სუფრიდან. აივანზე შეყუჟულები შევყურებდით, როდის გადაიღებდა. ვატყობდი, რომ სციოდა და ამიტომ მჭიდროდ ვიკრავდი გულში, რომ ცოტა გამეთბო.
_მართლა არ მეგონა ასეთი არაჩვეულებრივი ბიჭი თუ იყავი._ჩურჩულით მითხრა._მეგონა, ყველა ქალს მხოლოდ საწოლში ხედავდი. შეიძლება ვცდები კიდეც და ნაადრევად გიცხადებ ნდობას, მაგრამ სრული გულწრფელობით ვაღიარებ, რომ მე შენ გენდობი.
ამ სიტყვების გაგონებამ სიამოვნება მომგვარა და უფრო მჭიდროდ მივიკარი გულზე. მიხაროდა რომ მენდობოდა და ამ ნდობას არასოდეს ვუღალატებდი. ბედნიერი იყო ჩემს გვერდით და მე კიდევ მისი ბედნიერება მაბედნიერებდა. მის საწოლში ჩაწოლას არ ვჩქარობდი, არ მინდოდა ჩემი სიყვარული გამეფერმკრთალებინა. სექსზე გაცილებით ძვირად ფასობდა ჩემთვის მისი ნდობა, მისი ღიმილი, გულწრფელი სიყვარული და მხოლოდ ჩახუტება და კოცნა. თუ ასე რადიკალურად შევიცვლებოდი, მართლა არ მეგონა. ცხოვრებას სულ სხვა თვალით ვუყურებდი და სულ სხვა კრიტერიუმებით ვაფასებდი უკვე...
წვიმამ ცოტა რომ გადაიღო, თბილისში დავბრუნდით. მისი ძმის თვალში ნდობა რომ დავიმსახურე, ეს ცალკე მახარებდა. იმ დღის მერე კი ხშირად ვაკითხავდი და დავდიოდით პაემნებზე. ხალხში გამოჩენაც ისე აღარ ერიდებოდა და თამამად დამყვებოდა ყველგან. ისეთი ვარცხნილობა ქონდა, მთლიან ლოყას რომ უფარავდა. უფრო უხდებოდა კიდეც. შეყვარებული თვალებით ვუმზერდით ერთმანეთს. სექტემბრის დასაწყისში კი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გადავწყვიტე. ჩვენებს რომ გამოვუცხადე, ცოლის მოყვანა გადავწყვიტე-მეთქი, ერთხანს გაოგნებულები მომჩერებოდნენ. მისი ვინაობაც რომ ვაღიარე, ამაზე უარესად გაოგნდნენ და გაოცდნენ. სიმართლე ვთქვა, მეგონა რატომღაც უარს მეტყოდნენ და წინააღმდეგობას გამიწევდნენ, ჩემი მონოლოგიც კი მქონდა მომზადებული, როგორ უნდა დამეცვა თავი. "თუ მას მოვიყვან ცოლად, მოვიყვან, თუ არა და დაოჯახებას ნურავინ მიხსენებთ". მოკლეთ, აქეთ გაოგნებული დავრჩი, წინააღმდეგები რომ არ წასულან. მართალია, არც აღფრთოვანებით შეხვედრიან ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ უარი ნამდვილად არ ყოფილა მათი მხრიდან. გადავწყვიტე, ქალაქგარეთ გავსულიყავით სადმე და იქ მეთხოვნა მისთვის ხელი. წინდაწინ მოვემზადე. სასაცილოა, მაგრამ სიტყვაც კი მოვამზადე და მორიგ პაემანზე წასასვლელად გავუარე. ჩვეული ღიმილით და ხალისით ჩამიჯდა მანქანაში. კახეთისკენ რომ ავიღე გეზი, არ გაჰკვირვებია. გარდაბნის მუნიციპალიტეტში მრავალწყაროს ფერადი მთებისა და უდაბნოს სანახავად მიმყავდა. მეც არ მქონდა ნანახი. უბრალოდ, ინტერნეტში ვნახე და ძალიან მომეწონა, რომანტიკულიც კი მეჩვენა და ამიტომ გადავწყვიტე იქ წასვლა.
ორი საათი გზაში დაღლა საერთოდ არ მიგრძვნია. მართლაც არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ყველა სეზონზე არაჩვეულებრივი სანახავიაო და უფრო მიტომაც გადავწყვიტე აქეთ წამოსვლა. სხვადასხვა ფერის დანალექი ქანების გამო დაზოლილი და აფერადებული მთები საოცრად შთამბეჭდავი და ეგზოტიკური სანახავი იყო. მეც უზომოდ აღტაცებული დავრჩი ამ ტურით. ხან საოცარ ბუნებას შევყურებდი, ხანაც ამ სილამაზით მოჯადოვებულ ცისიას.
ფეხით დიდი მანძილი ვიარეთ და დაღლა რომ შევატყე, გზად ახლომდებარე რესტორანი შევნიშნე და იქ მივედით წასახემსებლად. მგელივით მშიოდა და მადიანად მოვულხინე. კიდევ კარგი დათვალიერება მოვასწარით, თორემ ამინდი აირია, ქარი ამოვარდა და გაწვიმდა კიდეც. ისეთი ძლიერი წვიმა იყო, იქ გაჩერება მოგვიწია. მერე კი, ღამე სიარულს, თანაც წვიმაში, სასტუმროში დარჩენა ვამჯობინეთ. ახლო-მახლო საოჯახო სასტუმროები იყო და ერთ-ერთში დავბინავდით. შევატყე, ერიდებოდა ჩემთან ერთად ერთ ოთახში ერთ საწოლზე დაწოლა, მაგრამ მეტი თავისუფალი ნომერი არ ქონდათ და ვერაფერი გავაწყე.
_მე მანქანაში გავათევ ღამეს, არ ინერვიულო._დავიხარე და ნაზად ვაკოცე. დავაპირე კიდეც ნომრიდან გასვლა, მაგრამ წელზე მომხვია ხელები.
_ არ წახვიდე, მარტო დარჩენის მეშინია.
_კარგი, არ წავალ, იატაკზე დავწვები._დავამშვიდე.
დავამშვიდე თუ უფრო ავაფორიაქე არ ვიცი. პლედი იატაკზე ორკეცად გავშალე, ბალიშიც მოვიწყე და ტანსაცმლიანივე გავიშოტე. ცისიამ შუქი რომ ჩააქრო, გავიგე სიფრთხილით რომ მიუახლოვდა საწოლს და ჩამოჯდა. თვალდახუჭული ვიწექი და მთელი გულის ყური მისკენ მქონდა, რას მოიმოქმედებდა მაინტერესებდა. თვალდახუჭი თითქოს უფრო ვამახვილებდი ყურადღებას. მაგრამ როგორ ადგა და როგორ მომიახლოვდა, ხმა მაინც არ გამიგია. გვერდით რომ მომიწვა და ჩამეხუტა, გული გამიჩერდა. ძლივს მოვახერხე და თავქვეშ ამოვუდე ხელი.
_მიყვარხარ._ჩურჩულით მითხრა და მკერდზე დამადო თავი. თან ჩამეხუტა.
ამას მართლა არ მოველოდი მისგან. გული ჯერ გამიჩერდა, მერე კი გამალებით დამიწყო ფეთქვა. ასე მეგონა საგულედან ამომიხტებოდა. მორცხვი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა ისე გამიჭირდა მის გვერდით ყოფნა, თითქოს ქალთან პირველად ვიყავი. ვგრძნობდი როგორ გამალებით უცემდა მასაც გული. ჩემზე მეტად მას სრცხვენოდა ჩემი, მაგრამ ვატყობდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში ჩემსკენ დგამდა გაბედულ ნაბიჯს. მისი თმა ცხვირში მეღიტინებოდა. მოტკბო ვანილის სურნელი თავბრუს მახვევდა. არ ვიცი რამდენ ხანს შევყოვნდი სანამ მისი გრძნობების საპასუხოდ რამეს მოვიმოქმედებდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი იმას, რომ ცისია თავის მორიდებულობას და სიმორცხვეს დაძლევდა და თავისი სურვილით მომიწვებოდა გვერდით. გაოცებამ რომ გამიარა, თავი ავაწევინე და ღამის სიბნელეში მისი ტუჩები მოვძებნე. კოცნაზე კოცნითვე რომ მიპასუხა, მაშინ კი დამიარა მთელ სხეულში სიამოვნების ჟრუანტელმა. მერე წამოვიწიე, ფრთხილად წამოვდექი და ცისიაც წამოვაყენე. მისი კაბის ელვა შესაკრავი, რომელიც დღეს ნათლად მომხვდა რატომღაც თვალში, ფრთხილად გავუხსენი ზურგზე და მხრებიდან გადავუწიე. უკვე ვნებამორეულმა დავუკოცნე შიშველი მხრები და სხეულის თითქმის ყველა ნაწილი. მერე კი ისე ფრთხილად გადავაწვინე საწოლზე, თითქოს ადვილად მსხვრევადი ყოფილიყოს და მეშინოდა, რომ არ დამსხვრეულიყო. ასეთი სიამოვნება ჯერ არც ერთი ქალისგან არ მიმიღია. პირველი ვიყავი მისთვის და ეს უფრო მიმატებდა მისადმი უზომო სიყვარულს და პატივისცემას.
********************
დილით რომ გავახილე თვალები, ჩემს მკერდზე ედო თავი და მშვიდად ეძინა. მაბედნიერებდა მისი თბილი სუნთქვა მკერდზე რომ მელამუნებოდა. გუშინ ცოლობა უნდა მეთხოვა და შესაფერისი დრო რატომღაც ვერ შევარჩიე. გამახსენდა, ჯიბეში ოქროს ბეჭედი რომ მქონდა. ფრთხილად გადავწვდი იქვე მიგდებულ შარვალს, ყველანაირად ვცდილობდი, რომ არ გამეღვიძებინა ცისია, მაგრამ შევატყე, არ გამოჰპარვია ჩემი მოძრაობები და მაინც გაეღვიძა. თვალები რომ ააფახულა, მისი ხშირი და გრძელი წამწამები სასიამოვნოდ მომეღიტინა მკერდზე. გამეცინა. თავი ავაწევინე და ტუჩებში ვაკოცე.
_დილა მშვიდობისა ძვირფასო, როგორ გეძინა?
_მშვენივრად._ნამძინარევმა მთქნარებით მითხრა და თან საყვარლად გაიზმორა._შენ?_ისევ მკერდზე დამადო თავი. ეტყობოდა, რომ ჩემთვის სახეში შემოხედვა უჭირდა.
_ასე კარგად არასდროს მძინებია._ვუთხარი და ისევ ვაკოცე. ცალი ხელით კი ისევ ბეჭედს დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერ მივაგენი და შევეშვი.
გარეთ ისევ წვიმდა. მისი წკაპუნი სასიამოვნო მელოდიასავით ჩამესმოდა ყურში. გვერდით ცისია მეწვა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ცოტა ხანს ჩუმად ვიწექით და თითებით ვეფერებოდი ზურგზე. ვატყობდი, რომ სიამოვნებდა. მეც მსიამოვნებდა მისი შიშველი სხეულის შეხება. ვინც გულს უნდა ის რომ გვერდით გყავს, მაგაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს თურმე. რა მნიშვნელობა აქვს თვალს ვინ მოეწონება, მთავარია გულს მოსწონდეს და გულს უნდოდეს.
_არ ავდგეთ?_ჩურჩულით და ამავდროულად მორიდებით მკითხა.
მართალია, წუხელ, ვნების და სიამოვნების ქარცეცხლში გავატარე და თამამიც კი იყო, მაგრამ ახლა ისევ დაბრუნებოდა თავისი მორიდება და სიმორცხვე. რაც ძალიან უხდებოდა ჩემის აზრით და მატყვევებდა.
_სახლში გეჩქარება?_გამეღიმა და ისევ ავაწევინე თავი.
შევატყე, როგორ გაწითლდა. არ მინდოდა დიდად დაემორცხვა და უხერხულად ეგრძნო თავი. ერთხელ კიდევ ვაკოცე გულის გაჩერებამდე და ავდექი. სანამ ჩემს ტანსაცმელს ვეძებდი და ვიცმევდი, მისი ფარული მზერა დავიჭირე შემთხვევით და მესიამოვნა. რამდენი ქალი მიმზერდა ყოველთვის კმაყოფილი, მაგრამ მისი მზერა სულ სხვა იყო. ღიმილით მივუახლოვდი, თმაში ჩამალული სახე გამოვუჩინე და ნაიარევ ლოყაზე ფაქიზად ვაკოცე. მერე, ტუჩებისკენ გადავინაცვლე.
_ვერ წარმოიდგენ როგორ მაგიჟებს შენი ტკბილი ტუჩები.
ცოტახანს მაცადა, სანამ ვკოცნიდი, მერე კი კეკლუცად მომიშორა და თვალებამდე აიფარა საბანი. ისეთი საყვარელი იყო, თავი ვეღარ შევიკავე, ხელის ერთი მოქნევით გადავხადე საგულდაგულოდ აფარებული საბანი და ისევ გვერდით მივუწექი.
_ასე ადვილად რომ ვერ მომიშორებ თავიდან არ იცი?
მისმა გულღია და გულწრფელმა კისკისმა უარესად დამატყვევა. მართლა წრფელი გულით მიყვარდა ეს გოგო. გოგო კი არა უკვე ქალი და არაფრის დიდებით არ დავთმობდი მას.
რომ ავდექი და ტანსაცმელი ჩავიცვი, საგულდაგულოდ მოვიძიე ჯიბეში ბეჭედი. ადვილად მივაგენი და ძალიან გამიხარდა. ისევ რესტორანში წავედით და გადავწყვიტე იქ მეთხოვა მისთვის ხელი. გზადაგზა ათას სავარაუდო ვარიანტსაც კი ვაყალიბებდი, მაგრამ არც ერთი არ მომწონდა. ძნელი ყოფილა თურმე ქალისთვის ხელის თხოვნა. ასეთი აღელვებილი და განცდებში მყოფი არასდროს ვყოფილვარ. მაგიდას რომ მივუსხედით, მალ-მალლე ვამოწმებდი ჯიბეში ბეჭედს, რომელიც ხელს მიწვავდა თითქოს. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, ასეთი უსუსური რომ ვიყავი. არასდროს დამიმორცხვია ქალთან ურთიერთობაში და ახლა რა ჯანდაბა მჭირდა, ვერ ვხვდებოდი.
ცისიაც მორიდებით და დარცხვენით შემომყურებდა. მისი ფარული მზერა რომ დავიჭირე, გავუღიმე, მაშინვე გაწითლდა. ალბათ, წუხანდი ღამის გამო. მეც თვალწინ დამიდგა ჩვენი ვნებიანი და სიყვარულით სავსე ღამე და სასიამოვნოდ გამცრა ტანში.
_აქედან კიდევ სადმე ხომ არ გავსულიყავით?_მოულოდნელად ახალი მარშრუტი შევადგინე და იქ გადავწყვიტე ხელის თხოვნა.
_ისედაც ნერვიულობენ ჩემები._მორიდებით ამომხედა._სხვა დროს რომ იყოს?
_კარგი, იყოს სხვა დროს._მეტი რა გზა მქონდა? ისევ აქ და ახლავე უნდა მეთხოვა მისთვის ხელი.
შეკვეთა რომ მოგვიტანეს და შუა ნადიმში ვიყავით, მოულოდნელად წამოვდექი და მის წინ ჩავიმუხლე. გაოცებულმა შემომხედა. ჯიბიდან ბეჭედი ამოვიღე და საწყალობელი მზერით შევხედე.
_გახდები ჩემი ცოლი?
ცისია ჯერ დაიბნა. მერე გაწითლდა. წამიერი მზერა რომ მოვავლე გარემოს, ყველა ჩვენ შემოგვყურებდა. გულისფანცქალით ველოდი მის პასუხს. მეგონა სამყარო გაჩერდა და მხოლოდ საკუთარი გულისცემა მესმოდა. ჩემს გულს ასე ფეთქვა რომ შეეძლო, მეორედ გამოვცადე. ერთი მაშინ, ავარიაში რომ მოვყევით და მისი დაკარგვის საშიშროების წინაშე ვიდექი და მეორეც ახლა. თუ უარს მეტყოდა, ესეც კი მის დაკარგვას ნიშნავდა ჩემთვის. ცისია უარესად გაწითლდა და სახეზე აიფარა ხელები. სუნთქვაშეკრული შევყურებდი მის ყოველ მოქმედებას. არ ვიცი რა დრო გავიდა, დროის შეგრძნება დაკარგული მქონდა. სახიდან რომ მოვაშორე ხელები, თვალები ცრემლიანი ქონდა. არ ვიცი რას განიცდიდა იმ წუთში, მე კი გული გახეთქვაზე მქონდა.
_ძალიან მინდა ჩემი ცოლი გერქვას და ჩემი შვილების დედა იყო. როგორც იქნა ოცდაცამეტი წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ შენს გარდა არავინ მჭირდება გვერდით._ამის თქმა ძლივს მოვახერხე და ისევ სუნთქვაშეკრულმა შევხედე ცრემლით ნამიან ლამაზ თვალებში.
_სერიოზულად მეკითხები?_ჩურჩულით მკითხა.
_არასერიოზულობისა მეტყობა რამე?_ცოტა ვითაკილე._გამომყვები თუ არა ცოლად?_ცოტა უფრო ომახიანად ვკითხე.
თანხმობის ნიშნად ღიმილით რომ დამიქნია თავი, ოდნავ წამოვიწიე და გულში ჩავიკარი ბედნიერმა. აქამდე გასუსული ხალხი რომ ახმაურდა და ტაშით დაგვაჯილდოვა, გამახსენდა, რომ ყველა ჩვენ გვგულშემატკივრობდა.
ბედნიერების საზომი ყველას თავისი აქვს და ყველა თავისი საზომით ზომავს. ერთ დროს, მეც სხვა თვალით ვუყურებდი ამ ცხოვრებას. ცისიამ კი შეძლო და დამანახა, რას ნიშნავს ნამდვილი ბედნიერება. იმაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს თურმე, როცა აცნობიერებ რომ ვიღაცას უყვარხარ, ვიღაცას სჭირდები და ვიღაცას უფერადებ ცხოვრებას. ბედნიერი ხარ, როცა არავის ბაძავ, არავისი გშურს და არავის პარავ სიცოცხლის ფერებს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ცისიას ვუყვარდი, ვჭირდებოდი და ჩემი გვერდში დგომა უეჭველი გააბედნიერებდა.
სახლში დაბრუნებულებმა ჩვენი ნიშნობის ამბავი რომ გავასაჯაროეთ, მომეჩვენა რომ არავის გაჰკვირვებია, მითუმეტეს ალექსის. ქორწილის გადახდა ცისიამ არ მოისურვა. არც დამიძალებია. მივხვდი, რომ საპატარძლო კაბაში ნაიარევი სახით არ უნდოდა ყოფილი. თაფლობისთვე პარიზში გავატარეთ. ასეთი ბედნიერი და კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ.
სახეზე ნაიარევები კარგად რომ მოურჩა და ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტეთ, საპატიო მიზეზის გამო ცხრა თვით გადაგვედო ოპერაცია. თუმცა ჩემთვის მის იარებს მნიშვნელობა საერთოდ არ ქონდა, მაგრამ თვითონ გრძნობდა თავს უხერხულად. მე კი, მის გამო, მთებსაც კი შევძრავდი. მისი ორსულობის ამბავი რომ გავიგე, დავიბენი. ხუმრობა ხომ არ იყო მამა ვხდებოდი. კაცთა უმრავლესობისგან განსხვავებით პირველი შვილი გოგო მინდოდა რატომღაც, მაგრამ ეს სურვილი არ ამისრულდა. ივნისის ბოლოს ცისიამ თავისნაირი თვალებბრიალა ბიჭი მაჩუქა. დიდად საპასუხისმგებლო ყოფილა მამობა. ღამეებს ცისიასთან ერთად მეც ვათენებდი. როგორც დედაჩემი მეუბნებოდა, ჩვენი საბა თურმე მე მგავდა. მეც მასეთი ჭირვეული ვიყავი და ხშირად მხვდებოდა კიდეც ტაკუცუნებში. მაგრამ ცისია რის ცისია იყო მშვიდად და აუღელვებლად რომ არ მოევლო ბავშვისთვის და დიდი სიყვარულით არ ეზრუნა მასზე?..
ჩემი და თავის ყოფილ ქმარს შეურიგდა. რაიონში აღარ წასულან, თბილისში იყიდეს ბინა და იქ მოიწყვეს მეორე შანსით სიყვარულის ბუნაგი. მალე ისიც გავიგეთ, რომ ორსულად იყო და გოგოს ელოდებოდა.
რაც შემეხება მე, სამსახურს მართლა დავუდე გული. მამაჩემმა თავისი თანამდებობა მე გადმომაბარა და დიდი პასუხისმგებლობა მევალებოდა უკვე. ინდირამ, როგორც შემთხვევით გავიგე დათოსგან, ახალი ქერის ორმო იპოვა და იმასთან გააბა თავისუფალი ურთიერთობაო. სანდრომ ისევ გააგრძელა დალევა და უარესად დაიავადმყოფა კუჭი. ერთ დღეს თუ მოულხენდა და გემოზე გამოთვრებოდა, ერთი თვე კუჭის წყლულს მკურნალობდა. დათომ ისევ გააგრძელა თავისი საქმიანობა. იას, როგორც მიმტკიცებდა, შეეშვა და ახალი საყვარელიც გაიჩინა. მოკლეთ, მე რომ გამიმართლა ცისიას გაცნობით, ამას აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი.
საბა სამი თვის გვყავდა უკვე, რომ ოპერაციის დღეც დავთქვით. ისე ვღელავდი, თითქოს სასიკვდილო ეშაფოტზე გაყავდათ ჩემი ცოლი. ქალაქში ყველაზე საუკეთესო პლასტიკური ქირურგი ბატონი გიორგი მამშვიდებდა, რომ ამაზე გაცილებით რთული ოპერაციები ქონდა ჩატარებული და საშიში არაფერი იყო. მთელი ის დრო, სანამ საოპერაციოდან გამოიყვანდნენ ცისიას, ნერვიულობისგან გავსკდი. სხვაზე ნერვიულობა უფრო საშინელი ყოფილა, ვიდრე საკუთარ თავზე. ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს ფეხებზე დაიკიდებ და არ ინერვიულებ. საყვარელ ადამიანზე ნერვიულობა სიკვდილის ტოლფასი ყოფილა. საოპერაციოდან ექიმი რომ გამოვიდა და მახარა, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარაო, შვებით ამოვისუნთქე.
თავიდან პატარა ნაწიბურები მაინც ეტყობოდა. მერე და მერე უკვე ისინიც გაუქრა და ჩემი მშვენიერი ცისია ისევ ისეთი იყო, როგორც ავარიამდე. ცხოვრებამ თითქოს გამოცდა მომიწყო, შემეძლო თუ არა სიყვარული. მე დავრწმუნდი, რომ მართლა შემძლებია. და არა მარტო მე, ცისია საკუთარ თავზე მეტად მე მენდობოდა. მართლაც რომ არაჩვეულებრივი ქალი იყო. ჩემს მშობლებს ყოველთვის პატივისცემით და მოწიწებით ეპყრობოდა. ჩემს გადარეულ დასთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ქონდა. ასეთი იდეალური ქალი ალბათ დედამიწის ზურგზე რამოდენიმე იყო და ერთ-ერთი მე მეკუთვნოდა. მისი სიყვარული ხომ არ გამნელებია. პირიქით, უფრო და უფრო მიყვარდებოდა. მისი კოცნა დღემდე მიჩერებს გულს და დღემდე სუნთქვაშეკრული ვუსმენ სანამ რამეს მეტყვის. საბა სამი წლის რომ გაგვიხდა, მაშინ კი ამისრულდა ნატვრა, თანაც ორმაგად და ტყუპი გოგონები შეგვეძინა ტასო და მაშო. სახელების დარქმევაში არც ერთხელ არ მიმიღია მონაწილეობა, მე მარტო მთავარი მისია მეკისრა. (ეს ისე, ხუმრობით). საბასგან განსხვავებით, ესენი დედას გავდნენ ხასიათით და ისეთი გასაზრდელ-აღსაზრდელები იყვნენ, ყველას უკვირდა. შეხედულებით კი მე მგავდნენ და ახლობლები რომ მიწინასწარმეტყველებდნენ, რომ გაიზრდებიან უეჭველი მოგტაცებენო, ვგიჟდებოდი. მეც მასე მიწინასწარმეტყველებდნენ ბავშვობაში და ქალების მუსუსი კი დავდექი. თან ისეთი მუსუსი, რომ ლამის არც ერთი თავისუფალი ქალი არ მყავდა ხელიდან გაშვებული. ახლა? ახლა დილით სამსახურში გაცილებისას კარების ზღურბლთან მორიდებით რომ მკოცნის ცისია, საღამომდე მყოფნის მისი ეს გულისგაჩერებამდე კოცნა. მართლა ვერაფრის დიდებით ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ასე შევიცვლებოდი. სხვა ქალებისკენ გახედვა მართლა აღარ მინდა. სანდროს თუ დავუჯერებთ, დავდე უკვე კვერცხი. ასეა თუ ისეა, ბაბნიკი კაცი ოჯახის კაცად გარდავიქმენი და ეს სიახლე მეც კი მიხარებდა გულს.
********************
ამ წუთას კი, სამსახურში ვზივარ. კიდევ კარგი საქმე თავზესაყრელად მაქვს და დრო ასე უფრო შეუმჩნევლად და სწრაფად გადის. ვიცი, სახლში მისულს ზღურბლთანვე დამხვდება ჩემი საყვარელი ცოლი. ერთს მადიანად ვაკოცებ, მერე მის მიერ მწყობრისად დაწყობილ ჩუსტებში წავყობ ფეხებს და აბაზანაში წავფრატუნდები ხელების დასაბანად. იქიდან ბავშვების ოთახში გამოვივლი, მძინარე ტყუპებს ფრთხილად დავკოცნი. ჩემს გვარის გამგრძელებელსაც არ დავტოვებ უყურადღებოდ. თუ ეძინება, მასაც ვაკოცებ, თუ არა და მანქანებით ვითამაშებთ ერთად. ჩემი მშვენიერი ცისია ვახშამს რომ გამიმზადებს, მადიანად ვივახშმებთ ერთად. თან დღის ამბებს გავცვლით ერთმანეთში. მერე, მაგიდას რომ აალაგებს და ჭურჭელსაც დარეცხავს ჩემი გამრჯე ცოლი, ხელს დავავლებ და საძინებელში შევარბენინებ. როგორც ყოველთვის, ჯერ შემეწინააღმდეგება სუსტად. მერე, ჩემს ალერსს და კოცნას რომ ვეღარ გაუმკლავდება და თვითონაც ვნებამორეული მაკოცებს მორიდებით, თითქოს პიეველი ღამე ყოფილიყოს ჩვენთვის, ისევ ისეთი განცხრომით და ბედნიერების შეგრძნებით გავეხვევით ვნებისა და დიდი სიყვარულის მორევში.
P.S. მე სამომავლოდ მეოთხე შვილსაც ვგეგმავ. მართალია, ცისია უარზეა ჯერჯერობით, მაგრამ სასტიკ უარზეც არ არის. მე ჩვენი შვილების უზრუნველყოფა, მას კი აღზრდა არ გაუჭირდება დარწმუნებული ვარ და ვნახოთ როგორ მოვრიგდებით.
(დასასრული)



№1  offline წევრი tamuna.s

ზუსტად გუშინ ვფიქრობდი როდის გააგრძელებს ძიძასთქო და დღეს რომ ვნახე ისე გამიხარდა. სათაურთან “სრულად“ რომ მიაწერო უკეთესი იქნება, უფრო მეტი ნახვა ექნება, მიხვდება მკითხველი რომ სრულად დევს ისტორია. ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, მოკლედ ჩემი სახით ერთი მუდმივი მკითხველი გყავს რომელიც მოუთმენლად გელოდება.

 


№2  offline წევრი დუ სია

ძალიან ვისიამოვნე! ასე უზადოდ დაწერილი მამაკაცის პირველ პირში ნათხრობი ისტორია, დამეფიცება აქ არ წამიკითხავს! ყოჩაღ!!!
ველოდები ახალ-ახალ ისტორიებს მოუთმენლად!

 


№3 სტუმარი ეკა

ძალიან კარგი იყო,მადლობა❤

 


№4  offline წევრი OKI ME

აი, როგორ გამეხარდა ამ ისტორიის დანახვა შენ არ იცი ❤️

ოო, ბაჩოო, თავიდან კი ვიყავი შენს მიმართ არც თუ ისე დადებითად განწყობილი მაგრამ საბოლოოდ რომ შეიცვლებოდი, კი მიგრძნობდა გული. :დდ აღარ ჩანხარ ცუდი ბიჭი შენ :დდ

ციაკიზე რა ვთქვა არ ვიცი ❤️❤️ შეუძლებელი შეძლო და ბაჩო გამოასწორა. ❤️❤️

უჰ, სასიამოვნო წასაკითხია ნამდვილად. იცი შენს ისტორიებში რა მომწონს? კოთხულობ და ვერ წყდები, ამათანავე ზუსტად გაქვს ყველაფერი. არც ზედმეტად არ ნაკლებად. ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს უაზროდ გაწელილი დაშორების და შერიგების სცენები, რომელიც აქ არ იყო. შენს ისტორიებში ეს ერთ-ერთი რამ არის რაც მომწონს.

წარმატებებს გისურვებ და იმედი მაქვს უახლოეს მომავალშო დაბრუნდები, ახალი შენებული უკარგესი ისტორიებით ❤️❤️

 


№5  offline წევრი თეოფილე

ძალიან საინტერესო და უცხო შინაარსის ისტორიაა ❤️

 


№6 სტუმარი ცისია

ძალიან კარგი იყო. გული გამითბა :)

 


№7  offline წევრი ელეო ნორა

tamuna.s
ზუსტად გუშინ ვფიქრობდი როდის გააგრძელებს ძიძასთქო და დღეს რომ ვნახე ისე გამიხარდა. სათაურთან “სრულად“ რომ მიაწერო უკეთესი იქნება, უფრო მეტი ნახვა ექნება, მიხვდება მკითხველი რომ სრულად დევს ისტორია. ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, მოკლედ ჩემი სახით ერთი მუდმივი მკითხველი გყავს რომელიც მოუთმენლად გელოდება.

დიდი მადლობა, გაიხარეთ

დუ სია
ძალიან ვისიამოვნე! ასე უზადოდ დაწერილი მამაკაცის პირველ პირში ნათხრობი ისტორია, დამეფიცება აქ არ წამიკითხავს! ყოჩაღ!!!
ველოდები ახალ-ახალ ისტორიებს მოუთმენლად!

უღრმესი მადლობა

Megioki
აი, როგორ გამეხარდა ამ ისტორიის დანახვა შენ არ იცი ❤️

ოო, ბაჩოო, თავიდან კი ვიყავი შენს მიმართ არც თუ ისე დადებითად განწყობილი მაგრამ საბოლოოდ რომ შეიცვლებოდი, კი მიგრძნობდა გული. :დდ აღარ ჩანხარ ცუდი ბიჭი შენ :დდ

ციაკიზე რა ვთქვა არ ვიცი ❤️❤️ შეუძლებელი შეძლო და ბაჩო გამოასწორა. ❤️❤️

უჰ, სასიამოვნო წასაკითხია ნამდვილად. იცი შენს ისტორიებში რა მომწონს? კოთხულობ და ვერ წყდები, ამათანავე ზუსტად გაქვს ყველაფერი. არც ზედმეტად არ ნაკლებად. ყველაზე მეტად რაც არ მიყვარს უაზროდ გაწელილი დაშორების და შერიგების სცენები, რომელიც აქ არ იყო. შენს ისტორიებში ეს ერთ-ერთი რამ არის რაც მომწონს.

წარმატებებს გისურვებ და იმედი მაქვს უახლოეს მომავალშო დაბრუნდები, ახალი შენებული უკარგესი ისტორიებით ❤️❤️

დიდი მადლობა შეფასებისთვის, გაიხარეთ
--------------------
მშვილდოსანი

 


№8  offline წევრი ელეო ნორა

tamuna.s
ზუსტად გუშინ ვფიქრობდი როდის გააგრძელებს ძიძასთქო და დღეს რომ ვნახე ისე გამიხარდა. სათაურთან “სრულად“ რომ მიაწერო უკეთესი იქნება, უფრო მეტი ნახვა ექნება, მიხვდება მკითხველი რომ სრულად დევს ისტორია. ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, მოკლედ ჩემი სახით ერთი მუდმივი მკითხველი გყავს რომელიც მოუთმენლად გელოდება.

მადლობა, გაიხარეთ. რედაქტირებას ვეღარ ვუკეთებ რომ მივაწერო.
--------------------
მშვილდოსანი

 


№9 სტუმარი manana

sasiamovno wasakitxi iyo, madlobaaa

 


№10  offline წევრი ელეო ნორა

manana
sasiamovno wasakitxi iyo, madlobaaa

მადლობა თქვენ შეფასებისთვის
--------------------
მშვილდოსანი

 


№11 სტუმარი ციური თურმანიძე

ისე წავიკითცხე ვერ შევძელი შეჩერება და ვერცერთი სიტყვის გამოტოვება. ასეთ უანგარო, თბილ ურთიერთობას და დიდ სიყვარულს ვუსურვებ ჩვენს შვილებს. მადლობა რომ გვიჩვენე ასეთი გარდაქმნაც შეძლებულა უკვე გამოუსწორებელ ადამიანში

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent