შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ადამიანს ცვლის?!(სრულად)


24-03-2021, 00:38
ავტორი Natalo
ნანახია 5 733

-ეგეთი ვიწრო კაბა ვერ გიშველის. -სიცილით გადმომხედა ნანკამ.
-შენ თავს მიხედე!
-გეუბნები, თათა! ეგ ბიჭი ძალიან სხვანაირია.
-როგორი ,,სხვანაირი"?
-აი, როგორ აღგიწერო, სერიოზული ბიჭია, მაგარი განათლებული და საერთოდაც ეგეთი კაბის გამო არ შემოგხედავს, მარტო ვიზუალი ხო არაა,არა?-მეუბნებოდა ნანკა, თან ვერცხლიფერ კაბას წვალებით იცვამდა.
-მაგას შენ ამბობ, ნან?-გამეცინა.
-ხო, რა იყო?მე ვიზუალით ვაფასებ ხალხს?
-კი.
-რა გელაპარაკო!
-რადა, გიგაზე უფრო ბევრი რამ მომიყევი, ხომ უნდა ვიცოდე ჩემი მომავალი ქმრის შესახებ რაღაც-რაღაცები?
-თათი, ძაანაც ნუ წახვალ ოცნებებში,- ტუჩსაცხს ჩანთაში იტენიდა და თავაუღებლად მესაუბრებოდა ნანკა.
-კაი, ეგ ხუმრობით ვთქვი, მაგრამ ხო იცი, თუ მოვისურვე, ჩათვალე, ასრულებულია უკვე!-გავიცინე და ნანკას ხელკავი გამოვდე.
-გითხარი, სხვანაირია ეგ ბიჭი!
-როგორიც არ უნდა იყოს, თავს ვერ ამარიდებს, აბა, შემომხედე! -დავტრიალდი და მეგობარს ვეჩვენე.
-ლამაზი ხარ, თათა, ლამაზი, მაგრამ გიგა მარტო მაგის ხარჯზე არ შემოგხედავს.-თმა უკან გადამიწია მან და ჩემთან ერთად მანქანაში ჩაჯდა.
-ეგრე იყოს!-დავნებდი მას, გონებაში კი სულ სხვა რამ გავიფიქრე. არ ვაპირებდი ისეთი შანსი ხელიდან გამეშვა, როგორიც ძალიან ცნობილი ქართველი ბიზნესმენის რამაზ ლომოურის უფროსი შვილის, მისი მემკვიდრის- გიგა ლომოურის ხელში ჩაგდება იყო. გასულ კვირას გიგა ლომოური იტალიიდან ჩამოვიდა, იგი სკოლის დამთავრების შემდეგ იტალიაში ცხოვრობდა, სწორედ მანდ მიიღო უმაღლესი განათლება, წინა კვირას კი თბილისში დაბრუნდა, დღეს ამის აღსანიშნავად რამაზ ლომოურის უზარმაზარ აგარაკზე წვეულება იმართებოდა, მამაჩემი- ნუგზარ ლიკლიკაძე გამოჩენილი მომღერალია, მის შესახებ მთელმა საქართველომ იცის, დედაჩემი- მარიკა თაბაგარი კი ცნობილი კინო-მსახიობი, ამ წვეულებაზე ქართული ელიტა იყრიდა თავს, ჩემი ოჯახიც, როგორც ელიტარული საზოგადოების ღირსეული წევრი, დაპატიჟებული იყო, თუმცა ისინი მალდივებზე ისვენებდნენ, მათი ქორწინების 25 წლის აღსანიშნავად, ამიტომაც წვეულებაზე მხოლოდ მე მიწევდა წასვლა. ნანკას მამა, დიმიტრი სოკოლევი, ლომოურის მეწილე გახლდათ, ამიტომაც ნანკა ახლოს იყო ლომოურების ოჯახთან, მათ შესახებ ბევრი რამ იცოდა. ახლა კი ერთად ვისხედით ნანკას მამის მანქანაში. ერთი სული მქონდა როდის მივიდოდით. ფოტოებს თუ დავუჯერებდი, გიგა ნამდვილად არ იყო უსიმპათიურო ვინმე, პირიქით, ძალიან მომეწონა და უფრო და უფრო გამიმყარდა სურვილი მასთან დაახლოებისა. როგორც იქნა მივადექით ლომოურების სამეფო სასახლეს, ყველაფერი დეტალებში სრულყოფილი იყო. სასახლის ეზოში ქართველი შოუ-ბიზნესის ცნობილ ვარსკვლავებს იხილავდით, არა მარტო მათ, ცნობილი ბიზნესმენების ოჯახებსაც. მორთულობებით ეზო არც ზედმეტად გადატვირთული იყო და არც მის სიმცირეს უჩიოდა. გირლანდები ხეებს შორის იყო გაბმული და ღამის სიბნელესთან მისი სინათლე საოცარ კონტრასტს ქმნიდა. ნანკა სასახლისკენ მექაჩებოდა, კართან მაღალი, ჩაფსკვნილი ტიპი სტუმრებს აღრიცხავდა. ყველგან აპარატის ჩხაკუნის ხმა ისმოდა. ეზო სავსე იყო ჟურნალისტებით. უცებ რამდენიმე მიკროფონი მე და ნანკას მოგვიბრუნდა. პირველი შეკითხვა ასეთი იყო:
-ქალბატონო თათა, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ ბრძანდებით დღეს მშობლების გარეშე.
-მოგესალმებით! ისინი მალდივებზე ისვენებენ ქორწინების 25 წლის თავის აღსანიშნავად, -ღიმილით გადავხედე ჩემკენ მობრუნებულ კამერებს.
-ქალბატონო ნანკა, თქვენ ახლოს იცნობთ ლომოურების ოჯახს. როგორი ურთიერთობა გაქვთ გიგა ლომოურთან?-ახლა ნანკას კენ მიბრუნდა მიკროფონები.
-მე და გიგა ახლო მეგობრები ვართ,-ნანკამაც ღიმილით დააჯილდოვა ჟურნალისტები,-თუ შეიძლება ახლა დაგტოვებთ,-ხელკავი გამომიდო მან და მისაღებისკენ მიბიძგა.
სასახლე სავსე იყო ხალხით. მისაღებ-ოთახს ალბათ ვერ ვუწოდებთ, მისაღებ-დარბაზში მაგიდები იყო გაწყობილი და მათ გარშემო ბუზებივით ირეოდა დამხმარე პერსონალი.მეორე სართულიდან ორ მხარეს მოჰყვებოდა კიბეები, რომლებიც შემდეგ ერთმანეთს უერთდებოდა და პირველ სართულზე ერთბაშად ეშვებოდა. დარბაზში იხილავდით ერთმანეთზე უფრო გაპრანჭულ საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი იმიჯისათვის: ვარცხნილობის, სამოსისა და მაკიაჟისთვის უამრავი ფული ჰქონდათ გადაყრილი. ნაცნობი სახეები აქეთ-იქით ირეოდნენ. წუთში დაახლოებით 99 ადამიანის გადაკოცვნა მიწევდა, ის ერთი კი ხელის ჩამორთმევით მასაჩუქრებდა. მე და ნანკას, თბილისის სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორის, დავით კაკულიას შვილი- ანინო მოგვიახლოვდა. ანინო მამაჩემის ნათლული გახლდათ, თუმცა მასთან გადასარევი ურთიერთობით არ გამოვირჩეოდი, ის სულ რაღაც 2 წლით პატარა იყო ჩემზე, მაგრამ მაინც ვერასდროს ვუგებდი.ანინომ მე და ნანკა გადაგვკოცნა.
-თათა, ულამაზესი ხარ. ასე ძალიან ვისთვის გამოიპრანჭე?-თვალი ჩამიკრა მან და ჩაიცინა. -მე სულ ასე გამოვიყურები, ჩემო საყვარელო,-თვალი ჩავუკარი მეც.
-შენ არ იცვლები!-გაეცინა მას და მოგვცილდა.
-იდიოტკა!-ჩაილაპარაკა ნანკამ.
ამასობაში უკვე 8 საათი გახდა. ძალიან მოვიწყინე სტუმრების თვალიერებით, ჩვენი თავშეყრის მიზეზი და სამეფოს მემკვიდრე კი არ ჩანდა.
-მალე ფეხზე დამეძინება!-გულახდილად ვუთხარი ნანკას.
-სუ, სუ, რამაზი მოდის, აიხედე!-ხელი მიჯიკა აღელვებულმა ნანკამ. უზარმაზარი კიბიდან შუახნის ღიმილიანი მამაკაცი ჩამოდიოდა, ყველა გასუსულიყო. როგორც კი ბოლო საფეხურს მოუახლოვდა, ხელში მიკროფონი აიღო და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა. დარბაზმა იქუხა.
-ყველამ კარგად იცის რატომ გაიმართა დღეს ეს წვეულება, ყველამ კარგად იცის, თუ რა არის ჩვენი შეყრის მიზეზი, მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, მინდა თითოეულ ადამიანს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ აქ მოსვლისთვის და თქვენი კუთვნილი დროის დათმობისთვის. ჩემთვის უბედნიერესი დღეა იმ მხრივ, რომ ჩემი უფროსი ვაჟის, გიგა ლომოურის საქართველოში დაბრუნებას აღვნიშნავთ! იგი ის ადამიანია, რომელსაც თვალდახუჭული გადავაბარებ ჩემს ყველა საქმეს. იგი ის ადამიანია, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობი და ეს იმიტომ ნამდვილად არა, რომ იგი ჩემი შვილია, ან იმიტომ რომ ძალიან გარკვეულია ბიზნესში და ძალიან განათლებულია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის ნამდვილი კაცია! ის ადამიანია, რომელზეც კარგის თქმა არ მრცხვენია, არ მრცხვენია, როცა საზოგადოებაში მასზე საუბრობენ, რადგან ჩემს ბიჭზე დასაძრახს ვერავინ ვერასდროს იტყვის! გიგა პიროვნებაა, რომელიც ამ ქვეყნისთვის საჭიროა, მე დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო მოვა და იგი ჩემს საქმეებს ჩაიბარებს, საუკეთესოდ გაუძღვება მას, მე ვიცი, რომ ასე იქნება! - დარბაზმა კიდევ ერთხელ იქუხა.-ახლა კი, მინდა მოვუხმო დღევანდელი დღის მთავარ გმირს, ჩემს ვაჟს, გიგა ლომოურს!-ცრემლები ხელით მოიშორა რამაზმა. დარბაზმა კვლავაც და კვლავაც იხუვლა!
-ვაიმე, ახლა გამოვა!- ნანკას გადავულაპარაკე და სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა მეორე სართულიდან ჩამომავალი გიგა ლომოური. ხელები ამიკანკალდა. ორი დღე მხოლოდ მასზე ვსაუბრობდი, დღეს კი საბოლოოდ შევძელი მისი ნახვა, აღელვებული ვიყავი. ამ უკანასკნელმა დამატყვევებელი ღიმილით დაგვასაჩუქრა. იგი გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე ფოტოებში ჩანდა. ახლა კი ნამდვილად ვიცოდი, რომ ჩემი სურვილის ხორცშესხმა უნდა დამეწყო. ამ წამიდან!
უმცროსმა ლომოურმა მამას მიკროფონი გამოართვა და აუდენციას თვალი მოავლო.
-როგორც მამამ თქვა, თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით, გულწრფელად, არა აქვს მნიშვნელობა აქ კეთილი გულით მოხვედით, თუ პირიქით. ყველაზე დიდი მადლობა კი მინდა რამაზ ლომოურს გადავუხადო, რომელიც ჩემთვის კაცის და ზოგადად ადამიანის იდეალია. ეს ყველაფერი აქ, პირველ რიგში, მისი დამსახურებით ხდება,-დარბაზში აპლოდისმენტების ხმა გაისმა,-მინდა მადლობა გადავუხადო იმ უზღვავი სიყვარულისთვის, რასაც ჩემ მიმართ გრძნობს და იმ მზრუნველი გარემოსთვის, რაც მან შემიქმნა. ბოლოს, ჩემი სიტყვა იმით მინდა დავასრულო, რომ რამე თუ ვარ და ადამიანად ჩამოყალიბება თუ შევძელი, ეს მხოლოდ ჩემი ოჯახის დამსახურებაა, ჩემი უსასრულო სიყვარული მინდა ვუძღვნა ჩემს მშობლებსა და ჩემს უმცროს და-ძმას- ნენეს და ათულოს. ახლა კი, ისიამოვნეთ საღამოთი!- გიგამ მიკროფონი გადადო და ღიმილით შეერია ხალხს. შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი ბიჭი ასე, დამეფიცება, არასდროს მომწონებია!
საღამო ძალიან მონოტონურად გაგრძელდა.
გიგა მოწვეულ სტუმრებს სათითაოდ ესალმებოდა. ბოლოს ნანკამ მიბიძგა, მამაჩემთან ერთად მივესალმოთო. მეც მეტი რა მინდოდა? ტუჩსაცხი შეუმჩნევლად გადავისვი და პატარა სარკეში საკუთარ თავს თვალი შევავლე. არაფერი დამეწუნებოდა! ბატონმა დიმიტრიმ მე და ნანკას ხელკავი გამოგვიდო. გიგას მივუახლოვდით. მან დიმიტრის ხელი ჩამოართვა, ჩვენ მის უკან ვიდექით.
-გიგა, მე ვაჟი არა მყავს, მაგრამ იცი, შენი სახით ნამდვილად გამომიჩნდა ვაჟიშვილი, მეც სწორედ ისე ვამყარებ შენზე იმედებს, როგორც რამაზი, ეს შენ იცი!-თბილად დაადო გიგას ხელი მხარზე.
-ვიცი, ვიცი, და ვეცდები არავის გაგიცრუოთ იმედები,-ეს თქვა თუ არა მე გამომხედა. გამიხარდა რომ დამაფიქსირა, ვიგრძენი -მოვეწონე.
დიმიტრიმ მე და ნანკა გვერდში ამოგვიყენა.
-ეს ნანკაა, ჩემი ქალიშვილი, ხომ იცანი?
-როგორ არა!-გიგამ ნანკას ხელი ჩამოართვა და კვლავ ჩემზე გადმოიტანა მზერა.
-ეს კი თათა ლიკლიკაძეა, ნუგზარ ლიკლიკაძის შვილი და ნანკას უახლოესი მეგობარი!-ღიმილით გააცნო ჩემი თავი. გიგამ ხელი ჩამომართვა და შთამბეჭდავად გამიღიმა.
-ძალიან კარგად გამოიყურებით ორივე,-გაიღიმა კვლავ და დიმიტრისთან ერთად ჩამოგვშორდა.
-მალე მოვალ!-ნანკას შეუთვალა მამამ. ჩვენ კვლავ იმ ადგილს დავუბრუნდით.
-აბა, როგორი ბიჭია?-მომიბრუმდა ნანკა.
-და ცე მა!-ვუპასუხე აღელვებულმა, -თან რა ხმა აქვს? ჩემია ეგ ბიჭი!
-რამდენი შენნაირი ათვალიერებს გიგას, რომ იცოდე, გაგიჭირდება!
-რომელია ჩემნაირი, მითხარი უბრალოდ! -ვიწყინე მე.
-კაი არ გაბრაზდე, უბრალოდ მინდა იცოდე, ეგრე იოლი არაა! შენი დებილი კლასელები და მეზობლები რომ ,,დააბოლე", იმას არ ნიშნავს, რომ გიგა მაშინვე ფეხქვეშ გაგეგება.-აღელდა ნანკა.
-რა იყო, შენ ხომ არ ,,დაგევასა"?-თვალები შუბლზე ამივიდა.
-არა,არა!-ნანკამ თავი ძალიან ძლიერად გააქნია.
-კაი, თავს ნუ მოიძრობ! ძაან მშვენიერი, თუ არ მოგწონს!-გავუღიმე მას და მზერა კვლავ უმცროსი ლომოურისკენ გადავიტანე, რომელიც 3 ბიჭთან ერთად იდგა და მხიარულად იცინოდა. ერთი საათი მე და ნანკამ დამსწრე საზოგადოების თვალიერებაში გავლიეთ, ამასობაში ნანკას ერთ-ერთი ახლო მეგობარი -ეკაკო მოგვიახლოვდა.
-აბა, როგორ მოგეწონათ მასპინძელი? მაგარი ვინმეა, არა?
-კი ,ძალიან! -დაეთანხმა ნანკა.
-ახლა ნახევარი თბილისი ამ ბიჭზე დაიწყებს ნადირობას. ნეტა, ვინმე მოწონს? იქნებ ვინმე ჰყავს კიდევაც?-თმებზე ხელი მოისვა ეკაკომ და წარბაწევით გადმოგვხედა.
-არავინ ჰყავს, რომ ჰყავდეს ნახევარ საქართველოს მოედებოდა.-გავეცი პასუხი შეფიქრიანებულ გოგოს.
-ხო, ეგეც მართალია.-დამეთანხმა ეკაკო და გიგას გადახედა. -ერთი ამის რჩეული მანახა, ეგ იღბლიანი! -სევდით ჩაილაპარაკა ეკაკომ, მე კი გულში ჩამეცინა. -მთელი საღამოა ამ ბიჭებთან ერთად დგას, ვინ არიან ნეტა? -სევდანარევი ტონიდან კვლავ გამომძიებლურ ტონზე გადავიდა ის.
-მეგობრები, ალბათ.-უპასუხა ნანკამ.
-არც ერთი რომ არ მეცნობა?-საჩვენებელი და ცერა თითით ქვედა ტუჩის წვალება დაიწყო ეკაკომ, -არა, როგორ არა! აი, ის ბიჭი, მაღალი,-ხელით გვანიშნა ლომოურის გვერდით მდგარ მომცინარ ბიჭზე, -ეს ბესიკ წილოსანის ბიჭია, ხო,ეგაა!-ტაში შემოკრა მან.
-ბესიკ წილოსანი ვინაა?-ვიკითხე მე.
-ყოფილი ბიზნესმენი. -მიპასუხა მან.
-ყოფილი რატომ? მოკვდა?
-არა, თათა, 5 წლის წინ გაკოტრდა, ფული ვერ ამოუღია თუ რაღაც მსგავსი, ეგეთებში ვერ ვერკვევი, ჰოდა გაკოტრდა, გაყიდა თუ რამე ებადა, სამოთახიანი ბინა შემორჩა მარტო საბურთალოზე, მერე, ამ ამბისგან ნანერვიულებს, ინსულტი დაემართა,უცხოეთშია, იქ მკურნალობს.
-საცოდავი, -ჩავილაპარაკე ჩუმად და კვლავ ბიჭებს გადავხედე. ისინი გულიანად იცინოდნენ რაღაცაზე. ძალიან მინდოდა მათთან მივსულიყავი და მეკითხა, რაზე იცინოდნენ ასე. უცებ გოგონებს გადავხედე ძალიან პროვოკაციული მიმიკით .
-მივიდეთ მათთან,რა!
-აი, რა გოგო ხარ! ეგ მიტრიალებს თავში და ვერაფრით გითხარით! -გამიცინა ეკაკომ.
-კაი?!გაგიჟდით ? სირცხვილია! -ხელები გააქნია ნანკამ.
-რატო ვითომ?-მივუბრუნდი მას.
-აუ, ნუ გვაწყენინებ! -კისერს წაეპოტინა ეკაკო.
-ოხ, როგორ გაკლიათ! -შუბლზე თითები მიიდო მან,-მაშინ ისე ვქნათ, რომ გამიზნული რომ იყო არ ჩანდეს.
-კარგი! მივიწიოთ მაგათკენ, მერე ამ სასმელებს რომ დაატარებენ, ერთ ჭიქას ავიღებ და ვითომ დამივარდა, შანსი არაა, ყურადღება რომ არ მოგვაქციონ! -გავუღიმე გოგოებს, ეკაკომ წიკიანივით დაიწყო თავის ქნევა, ნანკამ მხრები აიჩეჩა დანებების ნიშნად. გეგმის შესრულებას შევუდექით.
მე და ეკაკო მათკენ მივიწევდით, გაბუტული ნანკა კი უკან მოგვყვებოდა. თითქმის მათ გვერდით ვიდექით, როცა სასმლით დახუნძლულმა მიმტანმა გვერდით ჩაგვიარა.
-ერთი წუთით! -დავუძახე მიმტანს და შამპანურით სავსე ფუჟერი გამოვართვი. ნაზად მოვსვი და შეუმჩნევლად ძირს დავაგდე. გაისმა მსხვრევის ხმა, მუსიკის ფონზე ნაკლებად ისმოდა, თუმცა ჩვენ გვერდით მდგომებმა მაინც გარკვევით გაიგეს. ბინგო! სწორედ ეს იყო, რაც მსურდა. გიგამ ნამსხვრევების ასაკრეფად მიმტანს უხმო. სიტუაციის გასამძაფრებლად მეც დავიხარე და ნამსხვრევების აკრეფა დავიწყე, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი, უბრალოდ გიგას ყურადღების მიქცევა მსურდა. ნამსხვრევი რაც შემეძლო ძალით გამოვკარი თითს და გავიჭერი.
-აუ! გავიჭერი! -დავიწუწუნე და გაჭრილი თითი გოგონებისკენ მივაბრუნე. გიგას მეგობრებიდან ერთ-ერთი გამოეყო და მომიახლოვდა. ეს ის ბიჭი იყო, ეკაკო რომ ყვებოდა. -გაიჭერი? -ხელი დამითვალიერა მან, როცა სულ პატარა ნაკაწრი შეამჩნია გაეცინა და სალფეთქი მომაწოდა. -დაცლილხარ, კაცო, სისხლისგან!-ჩაიცინა და კვლავ ბიჭებისკენ გადაინაცვლა.
-ამან დამცინა ახლა? -ბრაზით ავიქნიე ხელი.
-მგონი,-წარბაწევით გადახედა ნანკამ ბიჭს.
-ხეპრე! -ჩავილაპარაკე ჩუმად და თავი კვლავ მისკენ მივაბრუნე. მაინცდამაინც მაშინ გავხედე, როცა თავადაც მიყურებდა. მან გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-ფუ, რა გომბიო ვინმეა, გიგას გვერდით როგორ დგას საერთოდ? -ამრეზით დავიწუწუნე გოგონებთან.
-აუ, თათ, თუ არ მეშლება გიგას კლასელი იყო, ბავშვობიდან ერთად მოდიან, თან ხო იცი, მამამისიც საკმაოდ ძლიერი ბიზნესმენი იყო და როგორც ჩანს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
-გიგასგან მიკვირს ,,ასეთ " ტიპს რომ ემეგობრება.
-თუ დააკვირდი, შენმა გეგმამ ვერ გაამართლა, -შემომხედა ნანკამ და თემა შეცვალა.
-არა უშავს, საღამო წინაა!-ჩავილაპარაკე მედიდური ღიმილით და გოგონებს საცეკვაოდ ვუბიძგე. ძირითადად კლასიკური მუსიკა ჟღერდა. ბოლოს მაკარტნის my valentine ჩართეს. დარბაზს წყვილები გამოეყვნენ. ახლა კი, მართლა რაღაც უნდა მომემოქმედა. გიგას მარტო მივუახლოვდი. იგი იმ ხეპრესთან იდგა.
-თქვენ არ ცეკვავთ, რატომ?-შევეკითხე მას და მოცეკვავე წყვილებისკენ თავით ვანიშნე.
-არც თქვენ ცეკვავთ, რატომ?-ღიმილით შემომხედა მან.
-იქნებ ისეთ ადამიანს ვეძებ, ვისთან ერთადაც ცეკვას მოვისურვებდი? -მიმზიდველი ღიმილით მომეცვა სახე.
-მაშინ სწორ ადგილას მოსულხართ, -ხელი ჩამავლო მან. დამაჟრიალა, მეგონა მიზანს მიღწეული მქონდა, როცა მან ჩემი ხელი იმ გომბიოს უბოძა. -მასზე უკეთეს კავალერს ამ დარბაზში ვერ ნახავთ! -თვალი ჩამიკრა და ჩამოგვშორდა.
-პრინცესამ მიზანს ვერ მიაღწია! -გადაიხარხარა მან.
-ხეპრე ხარ!-ხელი გამოვგლიჯე და ლამის ბრაზისგან გაწითლებულმა სასახლე დავტოვე. გარეთ გამოვვარდი. მხოლოდ შემდეგ გავიაზრე, რომ ეზო სავსე იყო ხალხით, ამიტომ კვლავ შიგნით დავბრუნდი. კარებთან ის გომბიო შემეჩეხა.
-რა იყო, გეხუმრე, როგორი გაბრაზება გცოდნია,- კვლავ სიცილით დამასაჩუქრა.
-გაიარე, რა!-ვუთხარი მისით მობეზრებულმა და ხელი ვკარი.
-ნება შენია! -თქვა მან და სწრაფად ჩამომშორდა.
" ვინ მიგდია? როგორ მესაუბრება? ვიღაც გაკოტრებული კაცის შვილია, გაუნათლებელი იქნება, თავი სამეგობროთი რომ მოაქვს! ნეტა გიგა რას ფიქრობს? ასეთს გვერდით როგორ გავიჩერებ? ან გიგას რა უნდა? რატომ დამამცირა ამ ხეპრესთან? ცუდად მოიქცა! თუ არ ვანანო! სულ კაპიკ-კაპიკ გადავუხდი სამაგიეროს! აქ მყოფ ჩერჩეტ გოგონებში არ შევეშალო! " ვფიქრობდი და სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდი ეკაკოსა და ნანკას. ხასიათი ისე მომეშხამა, აქ ერთი წამითაც არ მსურდა გაჩერება!
-ნანკა, წავედით, დავიღალე!
-მოხდა რამე?-შემომხედა გაკვირვებულმა.
-რა უნდა მომხდარიყო? უბრალოდ დავიღალე, არ შეიძლება? -შევუღრინე მას.
-როგორ არ შეიძლება, მაგრამ...
-აუ, თუ არ მოდიხარ, წავედი მე. პაკა! -გავაწყვეტინე ნანკას საუბარი და ეკაკო აგრესიულად გადავკოცნე.
-მოიცადე, გოგო, მეც მოვდივარ! -დამიყვირა ნანკამ და გამომედევნა.
მე და ის მანქანაში ჩავსხედით.
-ჯერ თათასთან ავიდეთ, გუჯა,-მიმართა მძღოლს ნანკამ.
-ეგრე იყოს!-გაიღიმა ულვაშებიანმა და მანქანა დაქოქა.
მგზავრობამ უსიტყვოდ ჩაიარა. არც ერთი სიტყვა არ დამიძრავს. მხოლოდ დამშვიდობებისას ამოვიღე ხმა.
-ხვალ გნახავ, ნან. წავედი! -გადავკოცნე დაქალი და მანქანიდან გადმოვედი. დღევანდელმა დღემ ფიზიკურად და მორალურად ძალიან დამქანცა, ამიტომ მივედი თუ არა სახლში, გამოვიცვალე, მაკიაჟი მოვიშორე, შემდეგ კი ღრმად ჩამეძინა.
დილას უხასიათოდ გამეღვიძა. უკვე 12 იყო, სარბენადაც არ ღირდა წასვლა. ტელეფონი მოვიმარჯვე და სოციალურ ქსელში შევედი. გუშინ დადებულ ფოტოებზე უკვე უამრავი კომენტარი დაეწერათ. წაკითხვა დამეზარა. ისე კი, ყველა გუშინდელ ფოტოებს დებდა. ლომოურების წვეულებამ სერიოზული რეზონანსი გამოიწვია. აბეზარ ჟურნალისტებს უკვე მოესწროთ უამრავი უაზრო სტატიის დადღაბვნა:
"როგორ გამოიყურებოდა ელი პაპასკირი ცნობილი ბიზნესმენის რამაზ ლომოურის წვეულებაზე და ვინ უწევდა მას კავალერობას? ფოტოები იხილეთ ლინკზე"-იუწყებოდა ერთ-ერთის სათაური.
„ რა პასუხი გაგვცა კითხვაზე,ცნობილი ბიზნესმენის დიმიტრი სოკოლევის შვილმა, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა გიგა ლომოურთან? პასუხი გაგაკვირვებთ! "
"რამ გააბრაზა ქართული ესტრადის უცვლელი ვარსკვლავის -ნუგზარ ლიკლიკაძის გოგონა? "
სტატიის სათაურმა კინაღამ შემშალა. მასში იუწყებოდნენ, რომ მე სავარაუდოდ ურთიერთობა უნდა მქონოდა ყოფილი ბიზნესმენის -ბესიკ წილოსანის შვილთან, ალექსანდრე წილოსანთან, წვეულებაზე კი მასთან გარკვეული უთანხმოების გამო გაბრაზებულმა დავტოვე საღამო. თან სტატიას დართული ჰქონდა ის ფოტო, სადაც მე იმ საძაგელ წურბელას ხელს ვკრავდი! ასე ძალიან არასდროს გავბრაზებულვარ. ვლოცულობდი, რომ ეს ფოტოები ჟურნალში არ დაებეჭდათ, თან იმ ხეპრე არსებას ვწყევლიდი. სასწრაფოდ ჩავედი მისაღებ ოთახში.
-ლელა, დღევანდელი ჟურნალი ხომ არ გაქვს?
-აგერ, ჩემო გოგო.-ლელამ მომაწოდა ჟურნალ ,,იცნობე-აცნობეს" ახალი ნომერი. ხელები მიკანკალებდა.
-წაიკითხე?
-არა ჯერ, თათი, ყავა მოგიმზადო?
-ჯერ მოვწესრიგდები! -ვუპასუხე და სასწრაფოდ ჩემს ოთახში ავვარდი.
ჟურნალის პირველ გვერდზე, რა თქმა უნდა, გუშინდელი წვეულების ფოტო იყო გამოჭიმული. თითქმის მთელი ჟურნალი გუშინდელი საღამოს განხილვა იყო. ჟურნალი გადავათვალიერე. იმ ფურცელზე თვალი გამიშტერდა, სადაც სწორედ იმ ხეპრესთან ერთად ვიყავი გამოსახული. ჟურნალშიც სწორედ იგივე სტატია იყო დაბეჭდილი, რაც მე ინტერნეტში წავიკითხე.
-ჯანდაბა შენი! -ვიყვირე ხმამაღლა. ახლა მხოლოდ ცხელი შხაპი თუ მიშველიდა. აბაზანიდან გამოსული მოვწესრიგდი და ლელას მომზადებული ყავა დავლიე. ვერ გავიგე, რა მექნა, ერთ ადგილზეც ვერ ვჩერდებოდი. საღამოს უეჭველია ,,ჭორიკანაში" წვეულების განხილვას დაიწყებენ, ჩვენი ფოტოც აუცილებლად გამოჩნდება, ამიტომაც სანამ სხვები დაიწყებენ ამ ამბის განხილვას, მანამ მე მოვასწრებ მათ! სასწრაფოდ სახლიდან უნდა გავსულიყავი, ასიანია, დღეს ჟურნალისტები აუცილებლად გამომიჭერდნენ და ამ თემასთან დაკავშირებით მკითხავდნენ.მე კი თუ არ დავიმალებოდი და მათ წინ უპრობლემოდ გამოვჩნდებოდი, ეს ჩემს ამ ამბავთან არანაირ კავშირს გაუსვამდა ხაზს.
ჩემს დედამიწაზე ყველაზე ჭორიკანა სტილისტს ვაცნობე, რომ მასთან ვაპირებდი მისვლას და თმების შესწორებას. მაშკა რა მაშკაა, თუ ნახევარ საქარველოს არ მოსდო ეს ამბავი, მით უმეტეს მომხდარის შემდეგ.
მაშკასთან 15 წუთში ვიყავი. მან გადამკოცნა და მომიკითხა.
-შევასწოროთ, ხო?
-კი, მაშკა, შევასწოროთ!
პირველი 5 წუთი ჩვეულებრივ აკეთებდა თავის საქმეს, შემდეგ კი ჩუმად მკითხა.
-თათა, ხომ იცი, ჩემთან რამის თქმა იგივეა, კედელს უთხრა, ძალიან გთხოვ, მითხარი, ალექსანდრე წილოსანთან მართლა გაქვს ურთიერთობა? -აჰა, ესეც მაშკა!
-გაგიჟდი, გოგო?! ვინ იყო, ყველა მომიკვდეს, თუ მცოდნოდა! დღეს გავიგე ამ არსების სახელი. გუშინ ძაან შემჭამა, ვიღაც ბანძია! ეგეთებს ხო იცი, ჩემამდე არ ვუშვებ! -ვუპასუხე სმენადქცეულ მაშკას.
-აუ, რავი,თათ, ისე გააჟღერეს ეს ამბავი, მეთქი რამე სერიოზულია!
-კაი,რა, მაშკა! არ იცი ჟურნალისტები ყველაფერს როგორ აჭარბებენ? ბუზს სპილოდ აქცევენ.
-სწორი ხარ!-უკმაყოფილოდ აიჩეჩა მან მხრები. ეჭვგარეშეა, ეწყინა, ასეთი სკანდალური ამბავი ტყუილი რომ აღმოჩნდა.
-ისე, რო რამე, პირველი მე მითხარი, ხო იცი , ბოლო ამოსუნთქვამდე შეგინახავ საიდუმლოს! -კი,როგორ არა! დააყოლა მაშკამ და თავის საქმეს დაუბრუნდა.
თმის შესწორება რომ დაამთავრა, დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. გამოვედი თუ არა შევამჩნიე, როგორ მიახლოვდებოდა ტელეარხი "88-ის", "ტფილისის" და "მთვარის" ჟურნალისტები. ესეც ასე, როგორც მოსალოდნელი იყო.
-ქალბატონო თათა, მართალია თუ არა გავრცელებული ამბები თქვენ შესახებ? -შემეკითხა "88-ის " ჟურნალისტი.
-რა ამბების? -გავიშტერე თავი.
-გუშინ გავრცელებული ფოტოების მიხედვით დაიწერა სტატია, რომ თქვენ და ყოფილი ბიზნესმენის - ბესიკ წილოსანის ვაჟიშვილი ალექსანდრე ერთად ხართ. ადასტურებთ თუ არა ამ სიახლეს? !
-რა თქმა უნდა, არა! გუშინ პირველად ვნახე ეგ პიროვნება, ჩვენ შორის არაფერი ხდება.-ვთქვი მტკიცედ და უკმაყოფილო ჟურნალისტებს ჩამოვშორდი. ღიმილით ჩავჯექი მანქანაში. ტელეფონს დავხედე: 5 ზარი ნანკასგან, 8 ეკაკოსგან დარჩენილი 4 დედაჩემისგან. თავდაპირველად დედას დავურეკე.
-ვინაა, გოგო ალექსანდრე წილოსანი, გააფრინე? -ჩამყვირა ყურმილში.
-დედა, მშვიდად, ყველაფერი სიცრუეა!
-რას ნიშნავს, გოგო, სიცრუე? მთელი საქართველო მაგაზე ლაპარაკობს! -ყვიროდა მარიკა. -მომისმენ? !-არც მე დავაკელი,-ალექსანდრეა, თუ ვინცაა, პირველად ვნახე გუშინ. ფოტოზე რაც ჩანს, მაგას სულ სხვა ახსნა აქვს და მგონი სიტყვაზე, ამდენი ახსნების გარეშე, უნდა მენდობოდე!
-რა ახსნა აქვს, არ მეტყვი?
-თუ საჭიროდ ჩავთვალე, კი! ახლა კი წავედი, საჭესთან ვარ.- ყურმილი დავუკიდე და ნერვებმოშლილმა გავაგრძელე გზა.
ეკაკოს და ნანკას არ დავურეკე, ახლა უბრალოდ სიმშვიდე მჭირდებოდა. გავიაზრე, რომ ამ ყველაფერს გიგაც გაიგებდა, რა თქმა უნდა, ეცოდინება, რომ ერთად არა ვართ, მაგრამ, ვაიდა, ამ ამბების მერე ჩემთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონოდა? ახლა ახალი სადარდებელი დამემატა, თუმცა გიგას ასე მარტივად არ დავთმობდი!
საღამოს 10 საათამდე დრო უაზროდ გავიყვანე. 10-ზე კი ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი გადაცემა ,,ჭორიკანა " დაიწყო, რომელიც კვირის ყველაზე ცხელ ამბებს აშუქებდა, დღეს ყველაზე განხილვადი თემა კი, ეჭვგარეშეა, ლომოურის წვეულება იქნებოდა.
-სალამი, ჩვენს ძვირფას მაყურებლებს,-,,ჭორიკანა " დაიწყო, - ეს გახლავთ ყველაზე ცხელი შოუ ,,ჭორიკანა ", მე კი მისი წამყვანი ნინუცა ტუღუში და ძიმკა კარანაძე გახლავართ!-მიყოლებით შეენაცვლა ორი გაბღენძილი ჟურნალისტი ერთმანეთს.
-დღეს განვიხილავთ კვირის სხვადასხვა სიახლეს...- ისმოდა ნინუცას მომაბეზრებელი ხმა, დასაწყისში წვეულებაზე არ უსაუბრიათ, შემდეგ კი მიადგნენ კვირის ყველაზე განხილვად მოვლენას.
თავდაპირველად, ლომოურის სასახლის მოწყობილობებზე საუბრობდნენ, შემდეგ ჩაცმულობებზე, ბოლოს უფროსი და უმცროსი ლომოურების სიტყვაც გააჟღერეს და შემდეგ უკვე მოწვეული სტუმრების კერძო თემებზე გადავიდნენ. აჩვენეს ჩემი და ნანკას ინტერვიუც, შემდეგ კი...
-გუშინ განვითარებული მოვლენებიდან საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა ქართული ესტრადის ვარსკვლავის ნუგზარ ლიკლიკაძის და კინო-მსახიობის მარიკა თაბაგარის შვილის, ულამაზესი თათას ამბით, გავრცელებული სტატიების და ფოტო-სურათების მიხედვით, მას ურთიერთობა აქვს ყოფილი ბიზნესმენის ბესიკ წილოსანის შვილთან -ალექსანდრე წილოსანთან. ეს ფაქტი კი უარყო თავად თათა ლიკლიკაძემ დღევანდელ ინტერვიუში, მისი თქმით მან ალექსანდრე წილოსანი პირველად , სწორედ რამაზ ლომოურის წვეულებაზე ნახა! -დაასრულა ნინუცამ, ამის შემდეგ ეკრანზე ჯერ გავრცელებული ფოტო, შემდეგ კი ჩემი ინტერვიუ გამოჩნდა.

ტელეფონზე ესემესი მომივიდა უცნობი ნომრიდან:
"ე, ტელევიზორში დაგინახე, ჩემთან ერთად „-როგორც ჩანს, ეს ის წურბელა იყო, რომლის გამოც ჩავვარდი ასეთ გოიმურ მდგომარეობაში. ძალიან მინდოდა გამელანძღა! საკვირველია, ნომერი საიდან გაიგო! ნეტავ ვინ ეგონა საკუთარი თავი?! მესიჯს პასუხი არ გავეცი რა თქმა უნდა! ახლა მთავარი იყო ეს საძაგელი ამბები მშვიდობიანად ჩამთავრებულიყო და ყველას მალე დაევიწყებინა! მერე კი ვიცოდი, როგორც მოვიქცეოდი. ტელევიზორი გამოვრთე, სასტიკად მაღიზიანებდა ეს გადაცემა! საერთოდ სულ მქონდა ამის მიმართ პრეტენზია, რა ხალხის საქმეა მე სად დავდივარ ან ვისთან ვურთიერთობ? ცნობილ ადამიანებს მუდამ ასე უხურებენ საქმეს! ამ გადაცემაზე უფრო დიდი მარაზმი ქართულ ტელესივრცეში არ გადიოდა!
ამ ყველაფრით მოშხამულმა დავიძინე.
დილასაც სწორედ ისეთივე ხასიათზე გამეღვიძა. სოციალურ ქსელებში მშვიდობა იყო, არც ,,იცნობე-აცნობეს " ახალ ნომერში ეწერა უაზრო სტატიები, მოკლედ რომ ვთქვათ, დილა მშვიდობიანად დაიწყო და ვიმედოვნებდი, რომ გაგრძელებაც ასეთივე ექნებოდა! მოვწესრიგდი თუ არა, ნანკასთან დარეკვა გადავწყვიტე, შეიძლება ნაწყენიც კი იყო, გუშინდელი ზარები უპასუხოდ რომ დავუტოვე.
-გაგახსენდი? -ბრაზით ჩამყვირა ყურში ყურმილის აღებისთანავე.
-კაი, არ გამიბრაზდე. ამ ცრუ სტატიებმა ჭკუაზე ამშალეს და არავის ხასიათზე ვიყავი!
-რა იყო ეს , რაები მოჩორთეს?
-რა ვიცი! ნერვებზე კი ამჭრესდა!
-აღარ იჯავრო, დიმას დავარეკინე და ყველაფერი მოგვარდა, შენზე და წილოსანზე კაციშვილი კრინტს ვერ დაძრავს!
-ხუმრობ! -არ დავიჯერე მე.
-შენ თავს ვფიცავარ!
-აუ, რა გოგო ხარ! როგორ გამახარე, აზრზე არა ხარ! შევხვდეთ სადმე, გუშინ ვერ გნახე.
-კარგი, სად?
-"ჩვენთან"!
-მასე იყოს! 1 საათში მანდ ვარ!-ხმაში ღიმილი შეერია ნანკას და ყურმილი დაკიდა. მეგობარიც ასეთი უნდა! გარდერობში ტანსაცმლის თვალიერება დავიწყე, ბოლოს როგორც იქნა შევიმოსე და მანქანაში ჩავჯექი. მე და ნანკა "ჩვენს " ადგილს ვუწოდებთ ერთ ძალიან კომფორტულ და უსაფრთხო კაფეს, სადაც არავინ , ჟურნალისტის ან ამგვარი "ჯიშის" ადამიანის მსგავსი არ გამოგეჩხირება! იქ ყოველთვის მშვიდად ვსვამთ ყავას.

მე უკვე კაფეში, ჩვენს საყვარელ ადგილას ვიჯექი, როცა ნანკა მომიახლოვდა. მაგრად გადავკოცნე და ერთად დავსხედით.
ოფიციანტმა, რომელიც ძალიან შეჩვეული იყო ჩვენგან ერთსა და იმავე შეკვეთის მიცემას, პირდაპირ მოგვიტანა ლატე და ამერიკანო.
-ხასიათზე მომიყვანე, ნანკა! გუშინ ისე გავბრაზდი, სათითაოდ ყველას მოგუდვა მინდოდა, ვინც ეს სისულელე გაავრცელა! აი, დიმას უდიდესი მადლობა გადაეცი, როგორ გადაგიხადოთ, არ ვიცი. მაგრამ ერთი ძალიან მაფიქრებს, ამ ამბის მერე გიგა ხომ არ მომერიდება?
-ეგ უკვე არ ვიცი! მოდი, ასე ვქნათ : მე და ჩემი ოჯახი რამაზ ლომოურმა ვახშამზე დაგვპატიჟა, ნუ ამ ვახშმის მთავარი ფიგურა გიგა არაა,თუმცა ისიც დაესწრება უეჭველად! შენც წამომყევი !-აღფრთოვანებით მითხრა ნანკამ.
-ვაიმე! ეგ რა იდეა მომაწოდე! მაგრამ ჩემი წამოყოლა არ "ტეხავს "?
-არ "ტეხავს"! მე დიმას ვუთხარი უკვე და დამთანხმდა, თათას თუ წამოიყვან უკეთესიაო! -მითხრა მან.
-აუ! როდის მივდივართ?
-ზეგ!
-ეს რა ამბავი მითხარი! დღესვე უნდა მოვიფიქრო რას ჩავიცვამ, -გამეცინა მე.
-მოდი ,გავიაროთ სადმე და იქნებ საჩვენოსაც მოვავლოთ თვალი? -პლასტიკური ბარათი ამოიღო ნანკამ. -გუშინ დამირიცხა კეთილმა მამიკომ ფული.
-რამდენი?-გამომწვევად გადავხედე მე.
-ბევრი!-ნანკამ სიცილი დაიწყო და მეც ამიყოლია.
-მეც არ ვუჩივი ფულის უქონლობას,-ჩავიცინე, -აბა, წავედით!
მე და ნანკამ მაღაზიებში უაზროდ ვიტრიალეთ, ლომოურების საღამოსთვის სამოსიც შევიძინეთ და დავიშალეთ. სახლში ბედნიერი მივედი. სულ რაღაც ორ დღეში სუფრასთან ლომოურის პირდაპირ ვიჯდებოდი, არა მილიონი კაცის გარემოცვაში, არამედ მშვიდ გარემოში რამდენიმე ადამიანთან ერთად. საღამოსკენ სავარჯიშო დარბაზში გადავწყვიტე წასვლა. 2 დღის განმავლობაში ძალიან ვიზარმაცე, ჩემი სხეულისათვის კი ეს ნამდვილად არ იყო სანაქებო საქციელი.
დარბაზში დაახლოებით 2 საათი დავყავი და გარეთ გამოვედი. ძალიან გრილოდა, მზეც თითქმის ჩასულიყო. მანქანა იქვე მყავდა დაპარკინგებული. ვუახლოვდებოდი მანქანას და გარკვევით მესმოდა ვიღაცის ჩხუბი! ჩემი მანქანის გვერდით ვიღაც, როგორც ჩანს, მანქანის დაძვრას ცდილობდა. მაგრამ ამაოდ, მანქანა არ იძვროდა.
-ფუ ამის...-იძახდა გამწარებული მძღოლი. აი, ახლა სწორედ ვიღაც მძღოლის დრამის მოსმენა გამაბედნიერებდა! სწრაფად მივუახლოვდი მანქანას და ის იყო უნდა ჩავმჯდარიყავი, რომ მძღოლი გადმოვიდა და მასში არც მეტი-არც ნაკლები, ალექსანდრე წილოსანი ვიცანი. ფანტასტიურია! ახლა მართლაც მჭირდებოდა მძღოლის ლანძღვის მოსმენა, თან მაშინ როცა მძღოლი ერთი გაზულუქებული ხეპრეა! საუბედუროდ მანაც შემამჩნია და სახე შეეცვალა.
-ვაჰ, ეს ვინ დავინახე?-გაიღიმა მან.
-მოდი, შენს ჯართს მიხედე და მე თავი დამანებე!-ვუთხარი მკაცრად და მანქანაში ჩავჯექი. წამში ჩემ გვერდით აღმოჩნდა ის.
-გადადი მანქანიდან!
-არა.
-გადადი -მეთქი! -დავუყვირე მას.
-კი გადავიდოდი, მაგრამ მანქანა გამიფუჭდა, ამიტომ, ვიფიქრე, შენ ხომ არ გამომიწვდიდი დახმარების ხელს და მიმიყვანდი სახლამდე? -ღიმილაკრულმა გამომხედა მან .
-რას ნიშნავს, ,მიმიყვან "? ეს ტაქსი არაა!
-ვიცი რომ არაა, მაგრამ ,,ახლობლობაში" მაინც მიმუყვანე სახლამდე. ბოლობოლო ნახევარ საქარველოს ერთად ვგონივართ.
-შენ რა, მე დამცინი?
-არ დაგცინი, უბრალოდ დაძარი მანქანა და 5 წუთში დაგეხსნები
-კიდევ რა გინდა?-გავძალიანდი მე.
-ვახ, ეს ვინ არის, ერთი წუთი ვერ გაგაჩერე.
-მისმინე, პირდაპირ გეტყვი, ტყუილად ცდილობ!
-რას ვცდილობ? -გაიღიმა მან.
-რას და ძალიან გინდა შენი უაზრო ხერხებით თავი მომაწონო, ისე კი მაგ შენი ხერხებით უარესად იმდაბლებ თავს. ეგეც რომ არ იყოს, შენნაირი ხეპრეებით არ ვინტერესდები, სამეგობროთი რომ იწონებენ თავს და თავად არაფერს წარმოადგენენ. -თავი ყველაზე სერიოზული ორატორი მეგონა, ისე ვსაუბრობდი. მას კი თანდათან სახე ეცვლებოდა.
-ძალიანაც ნუ გაუტიე! რას მერჩი ვერ ვხვდები, ან ხეპრე რომ ვარ საიდან დაასკვენი? ეს შენ ხარ ზედმეტად თავმომწონე, რომელიც რეალურად იმის ნახევარსაც არ წარმოადგენს, რაც ჰგონია!-ბრაზმა სახეში ამასხა, ასე როგორ დამელაპარაკა?
-შენ ვისზე რას ამბობ? ეგეთი ტონით როგორ მესაუბრები? შენი ადგილი იცოდე, რა ! თუ იცი საერთოდ ვის ესაუბრები? ან კი საერთოდ გაქვს ხმის ამოღების უფლება? შენს ადგილას დავიმალებოდი ან ქალაქიდან გავიქცეოდი, ერთი გაკოტრებული ვითომ ბიზნესმენის შვილი ხარ, რომელსაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი ბინა აბადია, სხვა არაფერი! -ავყვირდი ნერვებმოშლილი. მას კი სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა და მონაცვლეობით სხვადასხვა ფერმა გადაუარა. შევატყე, ძალიან გაბრაზდა, სიტყვა დავასრულე თუ არა, სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან და კარი ისე მიაჯახუნა, ლამის ჩამოამტვრია. საზიზღარი გომბიო! კიდევ ერთხელ ასე გზაზე თუ გადამეღობება, შიშველი ხელებით დავახრჩობ!
გადავიდა თუ არა, მანქანა სასწრაფოდ დავქოქე, ამ საცოდაობის ატანა აღარ შემეძლო! "რამდენჯერაც ვხედავ, იმდენი მდგომარეობიდან გამოვდივარ! ეს კი საერთოდ არ არის კარგი, ეგეთი პიროვნებები არაფრად არ უნდა ჩავაგდო, მათი სიტყვა, შეურაცხყოფა თუ საუბარი ყველაფერი უნდა დავაიგნორო და უნდა ვაგრძნობინო რომ იმდენად არაფერს წარმოადგენენ, ჩემში ბრაზსაც კი ვერ იწვევენ ! სწორედ ასე უნდა მოვიქცე! " საჭეს ნერვიულად ჩავფრენოდი და მსგავსი ფიქრებისგან ვერ ვისვენებდი.
-თათა, გონს მოდი, შენ მის სიტყვებზე როგორ უნდა ავარდე? სისულელე!-დავუყვირე საკუთარ თავს. სახლამდე დავმშვიდდი, მაგრამ იმ შეურაცხყოფას, რაც მან მომაყენა, ვერადავერ ვივიწყებდი!
მეორე დღემ მშვიდად ჩაიარა, ფსიქოლოგიიურად ვემზადებოდი მომავალი საღამოსათვის. ვფიქრობდი, რა და როგორ უნდა მეთქვა გიგასთვის, რომ ჩემით მოხიბლულიყო. ბოლოს დავასკვენი, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ნაკლებად გამოვიჩენდი ინიციატივას, ამით მეტად მივიქცევდი მის ყურადღებას, ეს ხომ გოგონებისთვის დაუწერელი კანონია. გარდა ამისა, ვახშმის მერე შესაძლებელი იყო, გიგა ლიკა მეტონიძის მიერ გაკეთებულ, ,ფართიზე" წაგვეყვანა. ლიკას წვეულებები ხომ საქვეყნოდაა ცნობილი, მით უმეტეს 23 ივლისს, ის ყოველთვის მართავდა ფართის, რატომ მაინცდამაინც მაგ დღეს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ყოველ 23 ივლისს ლიკას ,,ფართიზე" ვერთობოდი!
დილას ნანკამ გამაღვიძა, არ დაგავიწყდეს დღეს 7 ზე ლომოურებთან მივდივართო. ამას რა დამავიწყებდა? საწოლიდან ისე წამოვფრინდი თავბრუ დამეხვა. დილიდან შევუდექი მზადებას, თან დაახლოებით წარმოვიდგენდი, როგორ წარიმართებოდა ვახშამი, როგორ გავესაუბრებოდი გიგას და როგორ მოიხიბლებოდა იგი ჩემით. ისეთი გეგმები დავაწყე, მოუთმენლობამ შემიპყრო, როდის მოვიდოდა 7 საათი.
6 -ზე ნანკას მძღოლმა გამომიარა. გზაში დედამ დამირეკა. დავარწმუნე, რომ პრესა ჩემსა და იმ გომბიოს ურთიერთობაზე სიტყვას არ დაძრავდა, დედასაც მეტი რა უნდოდა? ბედნიერი დამემშვიდობა.

7-ის 15 წუთზე უკვე ნანკასთან ვიყავი, თითქმის 100ჯერ ვკითხე, ლამაზად გამოვიყურებოდი თუ-არა.
-2 წუთის წინ გითხარი უკვე, რომ ძალიან ლამაზი ხარ და ასე უცებ რა შეიცვლებოდა? -მიპასუხა მობეზრებით.
მალე დიმიტრი სოკოლევიც გამოჩნდა და ლომოურების სახლისკენ დავიძარით. ისინი ძალიან მყუდრო 2 სართულიან სახლში ცხოვრობდნენ, ულამაზესი ეზოთი. სახლის ინტერიერი და ფერთა შეხამება აუცილებლად მოგხიბლავდათ. ეზოს შესასვლელში სწორედ ის მამაკაცი იდგა, ვინც წვეულებაზე სტუმრებს აღრიცხავდა. ღიმილით მოგვესალმა და სახლში შეგვიძღვა. კართან თავად რამაზ ლომოური და მისი ცოლი-ელზა ლომოური იდგნენ. სათითაოდ ყველა მოგვიკითხეს, ხელი ჩამოგვართვეს და სუფრაზე მიგვიპატიჟეს. გიგა ჯერჯერობით არ ჩანდა.
-რამაზ, გიგა სად არის?-შეეკითხა სოკოლევი უფროს ლომოურს, აშკარად ჩემს აზრებს კითხულობს.
-გიგა მალე მოვა, მოდი, სანამ გიგა მოვა და საქმეზე ვისაუბრებთ, მანამ მინდა აი, ეს ლამაზი ქალიშვილი გამაცნოთ, ნამდვილად ვისურვებდი გიგას მისნაირი მზეთუნახავი შეერთოს, -გაიღიმა მან. სახეზე ალმური მომედო. ,,მეც ნამდვილად ვისურვებდი "ვუპასუხე გულში, ისე კი ვთქვი :
-დიდი მადლობა.
-ეს ნუგზარ ლიკლიკაძის გოგოა, ნანკასთან ბავშვობიდან მეგობრობს, ნანკაც მის გარეშე არსად დადის, განუყრელები არიან.-უპასუხა სოკოლევმა.
-შეყვარებული ხომ არა გყავს? -ეშმაკურად ჩაიცინა რამაზმა.
-არა,არა,-ვიუარე სასწრაფოდ.
-მშვენიერი! -გამიღიმა მან და ეს იყო ბოლო სიტყვა, მანამ სანამ გიგა მოვიდოდა. შემოვიდა თუ არა პირველი მე დამინახა და წარბაწევით ჩაიცინა. ნეტავ, რას ნიშნავდა ეს რეპლიკა? ყველას მოგვესალმა და კუთვნილი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ დაიწყო საქმიანი საუბარი ბიზნესპარტნიორებს შორის, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა. როცა მათ შორის 1 საათიანი საუბარი შეწყდა, ნანკამ გიგას მიმართა.
-გიგა, საქართველოში ახალი დაბრუნებული ხარ და ვიცი, დროის უმეტესი ნაწილის გატარებას მონატრებულ ოჯახთან ერთად აპირებ, მაგრამ თუ სურვილი გაქვს, დღეს 9 ზე ლიკა მეტონიძე თავის ,,საზაფხულო წვეულებას " მართავს და იქნებ წამოხვიდე? შენი იქ მისვლა ყველას გაუხარდება. რაც მთავარია, არ იქნება ჟურნალისტების მომაბეზრებელი ხროვა და იქნება მხიარული, ახალგაზრდული გარემო. -ჩამოარაკრაკა ნანკამ, გული მიცემდა პასუხის მოლოდინში.
გიგა ჩაფიქრდა. რაზე ფიქრობდა ამდენ ხანს და რატომ ყოყმანობდა ვერ გეტყვით, მაგრამ ბოლოს, როგორც მას სჩვევია მშვიდი, გაწონასწორებული ტონით თქვა :
-კეთილი , რაკი ასეა, წამოვალ, -ხელები ერთმანეთს გაუსვა მან,-ოღონდ ჩემი რამდენიმე მეგობარიც უნდა წამოვიდეს. -თქვა და თან უაღრესად გამახარა, მაგრამ დამამწუხრა კიდევაც, მის რამდენიმე მეგობარში ის ხეპრე პიროვნებაც მოიხსენიებოდა -ეჭვგარეშეა, თუმცა ახლა სწორედ ისე მოვიქცეოდი, როგორც მაშინ დავგეგმე. -თუ არ გეწყინებათ დაგტოვებთ მაშინ ჩვენ, -თქვა გიგამ და სუფრაზე მსხდომებს გადახედა.
-რას ამბობ, პირიქით, უკეთესია, აკაკის უთხარით და ახლავე წაგიყვანთ.-უპასუხა რამაზმა.
-მაშ, დაგემშვიდობებით, -გაიღიმა გიგამ და სოკოლევს ხელი ჩამოართვა, -მე ვიცი, ყველაფერი ისე წავა, როგორც ჩვენ გვინდა.-დაურთო მან თან.
მე, ნანკა და გიგა ერთად უკან დავსხედით.
-აკაკი, ჯერ ალექსის გავუვლით, შემდეგ ლაშას და ბოლოს თემოს.
გიგას გვერდით ვიჯექი და არ ვიცოდი რა მეთქვა. წინა დღეს რაც ჩავიფიქრე, თითქოს ყველაფერი გამებნა. ასეთ შანსს ხელიდან ვუშვებდი, თუმცა იმის იმედს ვიტოვებდი, რომ ლომოური თავად გამომელაპარაკებოდა. გზაში გიგამ მეგობრებს გადაურეკა. თემო ვერ ახერხებდა წამოსვლას, თუმცა "ალექსი " და ლაშა კი. რატომ მაინცდამაინც ალექსი? რატომ ის წურბელა? რახან გიგამ მათ გარეშე წვეულებაზე წასვლა არ ინება, როგორც ჩანს მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. თავისთავად არც იმას ისურვებდა, მის საყვარელ ქალს ცუდი დამოკიდებულება ჰქონოდა მეგობრების მიმართ , ამიტომ ნამდვილად არ მაწყობდა "ალექსისთან " ცუდი ურთიერთობა. მაგრამ მასთან არც სიტუაციის გამოსწორებას ვაპირებდი, ეს გამორიცხული იყო!
მანქანა საბურთალოზე, 9 სართულიან კორპუსთან გაჩერდა. უკვე მივხვდი ვინც გამოვიდოდა ამ სადარბაზოდან და წინასწარ მომეშალა ნერვები . დაახლოებით 2 წუთში გამოჩნდა ჰორიზონტზე ის გომბიო. მანქანის წინა სავარძელზე დაიკავა ადგილი და უკან მსხდომებს მოგვესალმა. ჩემს დანახვაზე სახე მოეღრიცა, როგორც ჩანს ჩემი ნათქვამი სიტყვები ახლაც კარგად ახსოვდა. მშვენიერია! ბოლოს ვინმე ლაშასაც გავუარეთ და გეზი ლიკა მეტონიძის აგარაკისკენ ავიღეთ.

ლაშა მე და ნანკას თბილად გაგვეცნო, იმ გომბიომ კი უბრალოდ თავი დაგვიკრა. გზაში ხმა არ ამომიღია. ძირითადად საუბარი ლაშასა და გიგას შორის მიმდინარეობდა. მივედით თუ არა დანიშნულების ადგილას, გადმოვედით მანქანიდან და ხუთნი მეტონიძის წვეულებას შევუერთდით. აქ იყო ბევრი სასმელი და ძალიან მაღალ ხმაზე აწეული მუსიკა. აუზის გარშემო შემოკრებილი ხალხით და ბევრი ნაცნობი სახით. ნაცნობებს მივესალმე და აუზთან ახლოს დავდექი ნანკასთან ერთად. გიგას დანახვა სრულიად დამსწრე საზოგადოებამ შეიცხადა. ყველა მას მიესია. ხამები! ლიკა მეტონიძემ კი მის დანახვისას ისეთი ხმა ამოუშვა, ოპერის მომღერალს შეშურდებოდა. ამ სიტუაციის დანახვისას ალექსად წოდებულმა ვირთხამ პანიკური სიცილი ატეხა.
-აი, შენნაირები! -გადმომილაპარაკა მან და თვალი ჩამიკრა. აჰა, ის კვლავ აგრძელებს.
-ორი დღის წინ გაუგებრად აგიხსენი, რომ შენნაირ ხეპრეებთან ურთიერთობას არ ვიწყებ?
-მეც არ მაქვს სურვილი ისეთ ამპარტავენ, თავკერძა კუდაბზიკასთან ურთიერთობისა როგორიც შენ ხარ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, აქ ბევრი შენნაირი ფულზე დახამებული ადამიანია, რომელიც გონის დაკარგვამდე ცდილობს გიგას მოხიბვლას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გიგა რამაზ ლომოურის შვილია.-გაიღიმა მან. ეს უკვე მეტისმეტი იყო!
-ოჰო, რა საუბარი გცოდნია! და რა იყო, გშურს რომ შენ არა ხარ მის ადგილას? აღიარე, ხომ გშურს? გშურს, რომ შენ არა ხარ რამაზ ლომოურის შვილი. მეტიც, შენ გაკოტრებული ბიზნესმენის შვილი ხარ და ეს ისე გაკომპლექსებს, ყველანაირად ცდილობ ,შენზე მაღლა მდგომი ადამიანი მოშხამო.
-მომისმინე, მეორედ კიდევ მსგავს რამეს მეტყვი, კიდევ მოვისმენ ჩემი ოჯახისადმი წამოსვრილ სიტყვებს და უკან არ დავიხევ, მაშინ რომ არაფერი ვთქვი, იმას უმადლოდე რომ საკუთარი თავის ხელში აყვანა შემიძლია, თორემ შენნაირი ადამიანები სქესის განურჩევლად მოკვლას და მერე ხევში გადაგდებას იმსახურებენ! -დაიყვირა მან და ალბათ მუსიკა რომ არ ყოფილიყო მაღალ ხმაზე, ჩვენ საუბარს ყველა გაიგებდა .
-ყველაფერთან ერთად ფსიქოფატიც ყოფილხარ, სადისტი!- გაცხარებული ჩამომშორდა. ნანკამ გაკვირვებით შემომხედა.
-ეს რა იყო?
-დაივიწყე, რა! -მაინც ვერ გავიგე რა მოხდა.
-არცაა საჭირო! -ვთქვი მე და ჩვენკენ მომავალ ანინო კაკულიას გავხედე. მგონი "დეჟა ვუ" მაქვს!
-ვაიმე, თათა, რომ არ მეკითხა, არ შემეძლო. ახლა დაგინახეთ შენ და ალექსი წილოსანი, მართლა ერთად ხართ? -მკითხა ეშმაკური ღიმილით.
-მომისმინე, საყვარელო, ის, რომ ორი ადამიანი გვერდიგვერდ დგას, იმას არ ნიშნავს, რომ ერთად არიან, 2 კვირის წინ შენ და კახი კაკაურიძე ერთად მისეირნობდით, მაგრამ ხომ ვერ ვიფიქრებ, რომ სამშვილიანი მამაკაცი შენი საყვარელია? ჰა?-გავუღიმე მიტკლისფრადქცეულ ანინოს.
-ხო, ხო ,მართალი ხარ, -ამოიბურდღუნა მან,-ისა, მე და კახი,-თან თმას ნერვიულად ათამაშებდა, -ახლო მეგობრები ვართ, ხო იცი, მე და აკო კლასელები ვიყავით და,ისა,-იგი იყო სახე წაშლილი.
-კარგი, ანინო, ვიცი,რად მინდა ახსნა,-თვალი ჩავუკარი მას, ამ უკანასკნელმა კი მოჩვენებითი ღიმილით ტერიტორია დატოვა. -ეკაკოს ჩემგან მადლობა შეუთვალე, ეს კოზირი ჭკვიანურად გამოვიყენე. -ჩავიქირქილე მე.
-არ იტყვი რა ხდება შენსა და ალექსის შორის?
-ნანკა, რას ჩააბჟირდი ამ ბიჭს? არ იცი, რომ ჩემი ერთადერთი ინტერესის ობიექტი ახლა გიგაა? რა მე-ალექსება? ან როგორ ფიქრობ, ეგეთ პიროვნებასთან რაიმე სახის კავშირს დავიჭერ? ეს ყველაფერი მხოლოდ მისგან გამომდინარე ხდება, შურიანი ბიჭია და ყველანაირად ცდილობს, სხვებზე გადაანთხიოს. ამ თემას შევეშვათ და მეორედ მსგავსი კითხვა შენი პირიდან არ გავიგონო. ისედაც, რაღაც აბნეული ვარ და გიგას ნორმალურად ვერც ველაპარაკები!

-კარგი, ბატონო! უბრალოდ გკითხე , რაც ხდება, უცნაურია.
-მოდი , მოვეშვათ. შენ ახლა ის მითხარი, როგორ ფიქრობ, გიგას მოვწონვარ?
-არ ვიცი, რა გითხრა. აი, განსხვავებული ბიჭია, ხომ გითხარი. ეგრე მარტივად ვერ მოეწონები. -მითხრა მან.
-ნანკა, სულ მაგას რატომ მეუბნები?!
-მკითხე და გიპასუხე.
-მე ვიცი რაც უნდა ვქნა. -ჩავილაპარაკე ჩუმად და სასწრაფოდ წავედი იმ ადგილისკენ, სადაც გიგა და ლაშა ვიღაც მეტრიან ქალს ელაპარაკებოდნენ.
-გიგა, ცოტა ხანს დამითმობთ? -ვუთხარი მას. იგი ამ ქმედებით აღტაცებულიც კი იყო.
-იცით, -თქვა მან და ლაშას გადახედა. სიტყვის გაგრძელება არ ვაცადე.
-ახლა კავალერი არ მესაჭიროება, არც არავის ვეძებ, ახლა კონკრეტულად თქვენთან მინდა საუბარი.-ვაჯახე მკაცრად, თუმცა ძალიან შთამბეჭდავად.
-ოჰო, რაკი ასე დაიჟინეთ, -გაეცინა მას. ლაშას რაღაც გადაულაპარაკა და გვერდში ამომიდგა. ჩვენ სახლის უკანა მხარეს გადავინაცველთ, სადაც არ იყო ისეთი ხმაური, წამოსვლისას შევამჩნიე ნანკას ბრაზით სავსე თვალები, თუმცა დანებებას არ ვაპირებდი!
-აბა, გისმენთ! -გაიღიმა მან და თავი გვერდზე გადახარა.
-მოდი, ჯერ ჯობს შენობითზე გადავიდეთ.
-კარგი, იყოს ასე, სახელი გამახსენე ოღონდ? -მან ჩემი სახელი არ იცოდა ,თუ სპეციალურად თქვა ეს?! თითქმის გავცოფდი.
-თათა, მაგრამ მგონი იცოდი?
-არა, არ ვიცოდი, ახლა კი ვიცი!-კვლავ გაიღიმა მან.-რახან შენი თხოვნა შევასრულე იქნებ დაიწყო საუბარი, ბევრი დრო არა მაქვს, უნდა წავიდე. ეს მართლა პიკი იყო. გიგა ლომოური თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევდა.
-მომისმინე, გიგა, ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა ვინმე ცდილობს თავი ჩემზე მეტად წარმოაჩინოს. შენ არა მგონია ჩემზე მეტი იყო რამით და ამიტომ, თუ შეიძლება ნორმალურად, ყველანაირი უხეშობის გარეშე მესაუბრე! -სახეში სისხლმა ამასხა, ალბათ წითელი ვიყავი.
-კარგი, სწორი შენიშვნაა, მაგრამ ის, რომ საუბარი შენი თხოვნა იყო და ის, რომ ჩემს, უხეშად ვთქვათ :მოზიდვას ცდილობ, იმას ნიშნავს, რომ მე შენზე რაღაცით მეტი ვარ, სხვა შემთხვევაში, მეც უნდა ვცდილობდე იმავეს! -გაიღიმა მან კვლავ და მე ახლა მივხვდი, რომ მისი არც ერთი ღიმილი ჩემკენ მომართული არ ყოფილა გულწრფელი, ყველა იყო სარკაზმით და ირონიით სავსე. ამ სიტყვებმა აბსოლუტურად წყობიდან გამომიყვანეს.
-როცა ფასეულებებით ჩემზე მეტი იქნები და არა მხოლოდ ჩემზე მეტად იგრძნობ თავს, მაშინაც არ გექნება ამის თქმის უფლება. მარტო იმიტომ არ ვაწყობ აქ სკანდალს, რომ ლიკა მეტონიძის მერიდება, თორემ შენნაირი პიროვნებები ყველაფერს იმსახურებენ!-დავუყვირე ხმამაღლა და ძალიან სწრაფად გავიქეცი. არც ნანკა მომიკითხავს, არც არავინ, ცრემლები გადმომცვივდა, ის პიროვნება, რომელიც თითქმის იდეალური იყო ჩემს თვალში, ასე მომექცა! აგარაკის გზას სირბილით ჩავუყევი, ქუჩის კუთხეში ტაქსმა ჩაიარა, დაუკითხავად ჩავჯექი ლამის გაუჩერებელ მანქანაში.
-შვილო, გამომიძახეს უკვე, უნდა მივაკითხო. -მომიბრუნდა მძღოლი.
-ჯერ ის დატოვეთ თავის ადგილას და მერე მე. ახლა აქედან გადასვლას არ ვაპირებ. -როცა მძღოლმა ჩემი ნამტირალევი ხმა გაიგონა, უარი არც უთქვამს. თავი ძირს ჩავღუნე და თვალები დავხუჭე. საშინელ ხასიათზე ვიყავი. თავი ასე დამცირებულად არასდროს მიგრძვნია. თავი არც მაშინ ამიწევია ზემოთ, როცა მანქანა გაჩერდა და წინა კარი გაიღო. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა ჩემ მიმართ მომართული სიტყვები გავიგე .
-მოიცა,შენ აქ რა გინდა? -ამბობდა წინ მჯდომი, საკმაოდ ნაცნობი ხმა. თავი ავწიე და მასში გიგას უნამუსო მეგობარი აღმოვაჩინე. -რა გატირებს? -მითხრა მან, როცა ჩემი დაწითლებული თვალები შეამჩნია.
-თუ შეიძლება, გამიჩერეთ სადმე, მე ჩავალ! -ვუთხარი მძღოლს, არ ვაპირებდი ამ არსებასთან ერთად ჯდომას, მით უმეტეს, ამ მდგომარეობაში!

-კარგი, ნება თქვენია, -თქვა მძღოლმა და მანქანა გააჩერა.
-სად მიდიხარ ასეთ მდგომარეობაში, დარჩი და უთხარი მისამართი, -მომიბრუნდა წინმჯდომი.
-არ ვაპირებ შენთან ერთად ყოფნას, -ვთქვი მე და მანქანიდან გადავედი. ისედაც საძაგელ ხასიათზე ვიყავი, ნამდვილად არ ვაპირებდი ახლა მის ატანას. მანქანის კარის გაღების ხმა გაისმა, მივიხედე, სამწუხაროდ იქიდან გადმოსული ხეპრე მე მიახლოვდებოდა.
-რა გინდა?-ვუთხარი ხმამაღლა და მკაცრი ტონით.
-რა უნდა მინდოდეს? არაფრის ღირსი არა ხარ, მაგრამ აქ ასეთ მდგომარეობაში რომ დამეტოვებინე, საკუთარ თავთან არ ვიქნებოდი მართალი, -თქვა მან.
-ეგ რას ნიშნავს? იქნებოდი თუ არა არ მანაღვლებს, უბრალოდ წადი, დაბრუნდი, ტაქსი გიცდის.
-შენც წამოდი, არ ხარ კარგად, გეტყობა.
-შენთან ერთად? გამორიცხულია!
-ჩაჯექი, ადამიანო, მე სხვას გამოვიძახებ!
-არ მჭირდება შენი მოწყალება! -ვუთხარი მკაცრად.
-რა მოწყალება, გოგო! ფულს კი არ გიხდი! სანამ მეორე ტაქსი მოვა, დაგინახავს ვინმე ასე მტირალს, ეს კი არა მგონია გაწყობდეს!
-შენს ჭკუაზე უნდა გავიარო? !
-ნუ ამბობ სისულელეებს! მაგას ვინ გთხოვს? არა ხარ ნორმალური შენ! -გაბრაზდა ის.-მოკლედ, მე სხვას ვიძახებ და შენ გინდა ჩაჯექი და გინდა ფეხით მიდი სახლამდე! ჩემი მოვალეობა შევასრულე! -მან ტელეფონით ახალი ტაქსი გამოიძახა, ვერ გავიგე, რა მექნა. ბოლოს უბრალოდ ავდექი და ჩავჯექი პირვანდელ მანქანაში, ამდენ ხანში მართლაც დამინახავდა ვინმე. ყველანაირად წაშლილი ვიყავი. დამცირებული, გაკვირვებული, ატირებული, გაბრაზებული. სახლამდე ცრემლების ღვრით მივედი. სახლში შესულმა კი ისეთი ისტერიული ტირილი ავტეხე, თვითონაც შემეშინდა! ის, რაც დღეს მოხდა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდ მოგონებად დამრჩება. ვტიროდი გულამოსკვნით, იმიტომ, რომ ძალიან დამამცირეს, იმიტომ, რომ გიგასთან წარმოდგენილი მომავალი წამში გაქრა და იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად ვერ მივაღწიე მიზანს. ცრემლების ტბასთან ერთად ჩამეძინა. დილას საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე. სარკეში ჩახედვამ კი უარესად ამატკია თავი, დასიებული თვალები და წითელი სახე. ამას გარდა, სახეზე გადადღაბნილი გუშინდელი მაკიაჟი და ნიკაპამდე ჩამოსული ტუში. ნამდვილად ურჩხულს ვგავდი! სასწრაფოდ შევვარდი სააბაზანოში და სახე ჩამოვიბანე, თავი მოვიწესრიგე. გუშინდელმა დღემ არა მარტო ჩემს ხასიათზე, არამედ გარეგნობაზეც იმოქმედა, დღეს ნამდვილად ვერ გამოვიყურებოდი ისე, როგორც წესია. საწოლზე ჩამოვჯექი და ფიქრებში გადავეშვი. ნამდვილად არ ღირდა გიგას გამო ასეთი ისტერიკების ქონა. იგი ერთი თავში ავარდნილი პიროვნება გახლდათ, რომელსაც ვიღაც ერთხელ უეჭველად მოიყვანდა.თუმცა, ერთხელ აუცილებლად ისე მოვაქცევდი საქმეს, რომ თითოეული შეურაცხყოფის გულისთვის მიეღო სამაგიერო! ჩემს ჩაფიქრებულს დღეს ან ხვალ არ განვახორციელებდი, დროთა განმავლობაში მოვახდენდი ამის ხორცშესხმას! იდეით გახალისებულმა გადავწყვიტე ნანკასთვის დამერეკა. -სად წახვედი, გოგო, გუშინ?-ჩამყვირა ყურმილში.
-ჰეი, ნუ დამიქვეითებ სმენას! მომწყინდა და წავედი, -ვუპასუხე უდარდელად, არ ვაპირებდი გუშინდელი მომეყოლა.
-როგორ ვინერვიულე? ! გიგასთანაც მივედი, შენ რომ გესაუბრებოდა, სად გაქრა მერე-მეთქი?
-მერე რაო?-არ ვაცალე დასრულება.
-უი, როდის წავიდა, არც შემიმჩნევიაო, -იყო პასუხი.
-მაგ ბიჭი მაგრად უფრენს! აღარ ვაპირებ რაიმე შეხება მქონდეს მასთან! დამითმია სრულიად თბილისისთვის, გინდ საქართველოსთვის, სულ ერთია!
-რამე გითხრა ისეთი? -მის ხმაში იყო საოცარი გაკვირვება და თითქოს სიხარულიც?
-არაფერი, უბრალოდ უჟმური ვინმეა, არ მაქვს მაგის დევნის თავი! -ვუპასუხე მე.
-უჟმურია? როგორ გეკადრება! -მომეჩვენა თუ დაიცვა?
-შენ ძალიან უცნაურად ახსენებ ამ ბიჭს, ნანკა! არ გამაფრენინო და არ თქვა მომწონსო!-ვიყვირე ლამის, ეს აზრი საერთოდ არ მაწყობდა!
-უი, არა! ხო გითხარი უკვე?-იუარა ნანკამ.
-ხოდა, ძალიან კარგი! საერთოდ თუ არ გვექნება რაიმე სახის ურთიერთობა მასთან, უკეთესია. -შენ მაგან უეჭველად რაღაც ცუდი გითხრა, ერთ დღეში ასე გადაისხვაფერე აზრი? ლამის თქვენი ქორწილის დეტალების განხილვა დავიწყეთ, ისე იყავი მონდომებული! -თქვა მან ეჭვით სავსე ხმით.
-არაფერი უთქვამს-მეთქი, ნანკა, რატომ მამეორებინებ? -ავვარდი მე.
-კარგი, ნუ ბრაზობ. არ უთქვამს და ნუ უთქვამს, უბრალოდ გამიკვირდა.
-ნუ გიკვირს, მერე! ახლა ჩემი თხოვნაა, სამარადისოდ დაედოს ტაბუ ამ თემას. არანაირი გაგა ლომოური!
-გიგა, თათა!
-ხო, ვინცაა, ხედავ ,უკვე აღარც მახსოვს! -გამეცინა მე.
-ეჰ, თათა, შენსას ვერასდროს გავიგებ.-ჩაილაპარაკა მან და ჩაეცინა. -მაგრამ რახან ცოცხალი და უვნებელი ხარ, არაფერს ვამბობ!-ჩვენი საუბარი მალევე დამთავრდა.

***
2 კვირის განმავლობაში არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, დედა და მამა ჩამოვიდნენ და ჭკუის დარიგებებით გამაბრუეს, თუ როგორ უნდა ვიყო ფრთხილად, როცა ცნობილი პიროვნებების შვილი ვარ, როგორ უნდა ვეცადო, რომ სკანდალში არ გავეხვე და საკუთარი ოჯახი ხალხის საჭორაო არ გავხადო! ჩამოსულმა მშობლებმა 2 დღე სახლიდან ცხვირი არ გამაყოფინეს, ამდენი ხნის უნახავ მშობლებს სად ტოვებ და სად მიდიხარო. მესამე დღეს ,გალიიდან გამოფრენილი ჩიტივით, სასწრაფოდ დავტოვე სახლი და დავიბარე, რომ გვიანობამდე არც ვაპირებდი დაბრუნებას.
ნანკას და ეკაკოს შევხვდი და ერთად წავედით აუზზე. უკვე კარგა ხანი იყო, რაც რუჯი ნორმალურად არ მიმიღია, ამიტომ სასწრაფოდ მესაჭიროებოდა მზის სხივი.
ბევრი ადამიანი იყო გასარუჯად თუ საბანაოდ მოსული. თავდაპირველად შევცურე და სხეული დავასველე, შემდეგ კი გოგონებთან ერთად წამოვწექი შეზლონგზე.
-თქვენ ხომ არ იცით, რა მოხდა! -თქვა აღტაცებით ეკაკომ და ფორთოხლის წვენი მოსვა.
-რა მოხდა? -წამოვიძახეთ ერთდროულად მე და ნანკამ.
-კახი კაკაურიძე და ანინო კაკულია გამოიჭირეს, -ჩაიხითხითა ეკაკომ.
-კაი?!-აღმომხდა გაკვირვებულს.
-ძმას ვფიცავარ, აგერ ნახავთ დღეს სოციალური ქსელები და ჟურნალები გადაივსებიან მაგათი ამბით! -თქვა ეკაკომ დარწმუნებით.
-სად?როგორ?-იკითხა ნანკამ.
-"პეკინზე" ჰქონიათ სახლი ნაქირავები, ღამის 4 საათზე გათიშული მთვრალები გამოსულან სახლიდან, ვიღაცამ დააფიქსირა და ვიდეო გადაუღო.
-ანჩო ღანიაშვილი ალბათ პანიკაშია!
-არც ანინო იქნება ნაკლებ დღეში, -ჩავიცინე მე.
-ისე, კახის ერთნაირი ტიპაჟის გოგოები მოსწონს, მეტრანახევრიანები და შავტუხები, სახელებიც კი ემთხვევა, ან -ჩო და ან -ინო .-თქვა ნანკამ.
-ეგეც მართალია! -გაეცინა ეკაკოს.
-დავითი გააფრენს, ვაიმე! -თვალები გამიფართოვდა ანინოს საშინლად ემოციური მამის გახსენებაზე.
-ადრე მოეტვინა, რა, ამ გოგოს ასე რომ ათამამებდა, თორემ ახლა აფრინოს და იყოს! -მიპასუხა ეკაკომ.
-აუ, ახლა ეს ამბავი შეძრავს ქვეყანას! გადაბრუნდება ჟურნალები, გადაცემები და სოციალური ქსელები, მაგრად მეზარება! -ამოვთქვი შეწუხებით და მზეს ზურგი მივაფიცხე.
-ამ ბოლო დროს საჭორაო მაკლდა, პირიქით, უკეთესია! -გაიცინა ეკაკომ,ლურჯი შეფერილობის სათვალე მოიხსნა და აუზში ჩახტა, მას მიჰყვა ნანკაც.
-ჩამოდი შენც! -მე უარის ნიშნად ხელი ავუქნიე და აუზის ნაცვლად ბარისკენ ავუხვიე.
-2 მანგოს წვენი და ერთი წყალი, თუ შეიძლება! -ვთხოვე ბარმენს და ბარის შემაღლებულ სკამზე ჩამოვჯექი.
-ამას ვის ვხედავ! -მომიჯდა ვიღაც გვერდით.
-შენ! -ვთქვი ამრეზით და თვალები გადავატრიალე ჩემ გვერდით მჯდომი ხეპრეს დანახვისას.
-უიმე, აღარ ტირი?!-თვალები გააფართოვა მან. მე გავცეცხლდი და ხურდა დავუბრუნე.
-ისე, აქ მოსასველად ფული სად იშოვე? თუ ძმაკაცებმა გაგიწიეს სამსახური, როგორც ყოველთვის? -ვუთხარი დამცინავად.

მას ხმა არ ამოუღია, თუმცა აშკარა იყო საშინლად იმოქმედა მასზე ჩემმა სიტყვებმა. სახე ბრაზისგან ბოლოკისფერი გაუხდა. თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. კმაყოფილი ვიყავი ჩემი სიტყვებით, მანამ სანამ... მანამ სანამ ხელში ძლიერად არ მტაცა ხელი უპარდონოდ. გაკვირვებისგან ხმაც ვერ ამოვიღე, სანამ სიტუაციაში გავერკვეოდი, მან გარეთ გამომათრია
-გაგიჟდი?! რას აკეთებ?!- აღშფოთებულმა ერთი მაგრად ვკარი ხელი.
-ვცდილობ, არ შემომაკვდე!-დაიყვირა მან და მანქანაში ჩამტენა.
-შენ თავი რამეზე ხომ არ მიგირტყამს? ! არ გაღირსებ მშვიდად ყოფნას, შე საცოდაო, ახლა მანქანას თუ არ გააჩერებ! - დავიყვირე განწირულმა! მას ხმა არ ამოუღია, ნერვიულად ჩაჰფრენოდა საჭეს.
- რა ჯანდაბა გინდა, გოგო, გინდა, რომ ძალიან ცუდად მოგექცე? ! რატომ მესაუბრები ეგრე?! შენ რა გგონია, მაგ დამცირებით რამე დაგეწერება?! ან ბოდიშს მომიხდი, ან დაგამტვრევ, უნამუსო ვიყო,-ღრიალებდა ის და სიჩქარეს უმატებდა. სპიდომეტრის დანახვისას გამაკანკალა და ყვირილი მოვრთე.
-გააჩერე, დროზე, გააჩერე,-ვკიოდი მე და თვალებდახუჭული ჩავფრენოდი ღვედს.
-თქვი ბოდიში!-დაიყვირა მან და უფრო დააჩქარა.
ბოდიში?! ბოდიში როგორ მომეხადა მისთვის! გაგიჟებული ვიჯექი, ცალი თვალი გავაღე და ჩვენკენ მომავალი სატვირთოს დანახვისას უარესად ავყვირდი.
-ბოდიში, ბოდიში, ბოდიში-მეთქი!-ვღნაოდი ცრემლებამდე მისული. ალექსანდრემ შეანელა და მკვეთრი მოძრაობით მანქანა გზიდან გადაააყენა.
-ბოლოს და ბოლოს მაიძულე, ასე მოვქცეულიყავი! უნამუსო გოგო ხარ! ამპარტავანი! ისეთი პრიმიტიული აზროვნება გაქვს, შენთვის პიროვნულობა მარტო ბინების და ფულის რაოდენობაზე გადის! ადამიანი არა ხარ, შენ!-აღელვებული საუბრობდა ის, თვალებში ცეცხლი უკიაფებდა. მე კი თითქოს ენა ჩამივარდა. -მაინცდამაინც ასე უნდა მოვქეულიყავი? -ამოთქვა რამდენიმე წუთის შემდეგ მან.-ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა საკუთარი თავის ხელში აყვანა არ შემიძლია,მაგრამ ალალია შენთვის, აწი გეცოდინება, რომ ენა არ უნდა აჭარტალო, სხვა შემთხვევაში სხვა ადამიანი თავზე დაგამხობდა ყველაფერს, ჩემზე მადლობები გაქვს სახდელი!-საჭეს მაგრად უჭერდა ხელს.
მე ისევ გაოცებული ვიჯექი, განცდილისგან გაცამტვერებული და ცრემლებს ვყლაპავდი. თავის მხრივ შევცბი მის სიტყვებზე, ბრაზიც ვიგრძენი, მაგრამ მისმა ტონმა და სიტყვებმა ისე მომაქციეს, არ მქონდა ყვირილის სურვილი.
-მგონი, ყველაფერი შენ დაიწყე! ჩემით არ მოვსულვარ ასე სასაუბროდ! აკი გითხარი, შენთან ურთიერთობას არ ვაპირებ-მეთქი? და შენ მაგარი ტიპი ხარ?! წეღან სული გამაფრთხობინე კინაღამ, ავადმყოფო შენ!-ცრემლები მუშტით მოვიწმინდე მე. არა, გეკითხები, ერთი, შენ უკეთესი ადამიანი ხარ?! მე არ ვიცი როგორი ვარ, კარგი თუ ცუდი, შეიძლება საშინელიც ვარ, მაგრამ დამერწმუნე ის კი ნამდვილად ვიცი, რომ როგორი ცუდიც არ უნდა ვიყო, შენ არ ჩამომრჩები! - ვბღაოდი მე და ხელებს უმისამართოდ ვიშვერდი.
-გადადი! -გამოსცრა მან.
გაშტერებული სახით გადავხედე მას, შუა ტრასაზე სად ჯანდაბაში მიშვებდა?! ალექსანდრეს სახეზე ბრაზი ეწერა. სიმართლე გითხრათ, არც მიკვირდა. იმ წამს მომაგონდა, როგორ ძალიან მატკინა გული გიგას დამცირებამ და თითქოს ალექსის საქციელს გავუგე, დავეთანხმე, გულის სიღრმეში.
აღშფოთებით მივაჯახუნე კარი და შურდულივით გაქანებულ მანქანას ბრაზიანი მზერა მივანათე.
ახლა ქუჩაში ვიყავი, საცურაო კოსტუმის ამარა, უტელეფონო და უფულო, არ ვიცოდი სად ვიყავი, რა გზას უნდა დავდგომოდი, ვარჩიე გარკვეული დრო ბრმად მეარა და იქნებ მერე მაინც აღმომეჩინა რაიმე ნაცნობი. 10-15 წუთი აუღელვებლად მივდიოდი, მანქანები თითქმის არ დადიოდნენ. შუადღე იყო, სადღაც 2 საათი. მე კი ნახევრად შიშველი მივდიოდი ქუჩაში. რამდენიმე მანქანამ ჩამოიარა. უკლებლივ ყველა მე მიყურებდა. ერთ-ერთმა გააჩერა. მძღოლმა ფანჯარა ჩამოწია და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- სად მიდიხარ, გაგიყვან! - სიგარეტის ბოლი შემომაფრქვია მან და თავიდან ბოლომდე შემათვალიერა. ხმა არ გავიღე, თითქოს არც გამიგონია ისე განვაგრძე გზა.
-რა იყო, არ ვიკბინები! შევატყე დანებებას არ აპირებდა, ამიტომ მთელი სიმკაცრით ვუთხარი: -არ მინდა !
-ასეთ მდგომარეობაში აქ სეირნობას არ გირჩევ, ათასი შერეკილი დადის, არ გადაგეკიდოს ვინმე! -მითხრა მან.
-და შენ რომ აღმოჩნდე ერთ-ერთი?
-შერეკილი? - გაეცინა მას და სიგარეტის ნამწვი მოისროლა, - შეიძლება, მაგრამ არ აღმოვჩნდები! რატომღაც ვიფიქრე, რომ ეს პიროვნება ნდობას იმსახურებდა , ამიტომ ჩავჯექი, სხვა გზა მაინც არ მქონდა. მისამართი ვუთხარი.
-ასეთ მდგომარეობაში რანაირად აღმოჩნდი? -ღიმილშეპარული ხმით შემეკითხა ის და რიგით მეორე სიგარეტი პირში გაიჩარა.
-გრძელი ამბავია. - ვუპასუხე მას.
-გასაგებია!
-რა გქვია? - განაგრძო გარკვეული დროის შემდეგ.
-თათა.
-მე დათო, სასიამოვნოა! - თქვა მან და რიგით მესამე ნამწვი მოისროლა. ბოლოს და ბოლოს მივაღწიეთ სახლამდე.
-შენ რომ არ ყოფილიყავი, ალბათ ფეხით მომიწევდა სახლამდე მისვლა!-ვთქვი სიცილით და მანქანიდან გადავედი. -უღრმესი მადლობა! -დავურთე თან.
-მე ეგ მადლობა არ მეკუთვნის! -გადაიხარხარა მან და მანქანა დაძრა. "აბა ვის ეკუთვნის? ! ვერ არის მგონი! " ჩავილაპარაკე ჩუმად მისი უადგილო ხარხარის გახსენებისას და სახლში შევედი.

***
საიდანღაც ყრუდ ჩამესმოდა ხმა, ზუზუნი. გაურკვეველი ჟღერადობის უკუგდებას ვცდილობდი, თუმცა მან მალევე მოიცვა ჩემი გონება და გამოვფხიზლდი. გულგახეთქილი წამოვიწიე საწოლიდან და შუბლზე ხელი მოვისვი, ახლა მივხვდი, საიდანაც მოდიოდა ხმა . გვერდითა ოთხიდან, ჩემი მშობლების ოთახიდან ტელეფონის ხმა ისმოდა. "ამ დროს რომელი ნორმალური რეკავს?" გავიფიქრე გაღიზიანებულმა და ჯერ კიდევ ჩაბნელებულ ოთახს მოვავლე თვალი. ძალიან ფხიზელი ძილი მაქვს, ყველანაირი ხმაური მესმის, რაც უნდა შორიდან მოდიოდეს. ფეხზე წამოვდექი და მშობლების ოთახისაკენ გავემართე. ტელეფონი ახლა უკვე აღარ რეკავდა. ღრმად ჩაძინებული მამას გაღვიძება გადავწყვიტე. ასე გვიან რახან რეკავდნენ, როგორც ჩანს, რაღაც მნიშვნელოვანი იყო. მამაჩემი წვალებით გავაღვიძე.
-რა ხდება?-მითხრა მან და ამასობაში ტელეფონი კვლავ ახმაურდა. თავით ტელეფონისკენ ვანიშნე და საძინებელში შევედი. თენდებოდა. ფანჯარა გამოვაღე. დილის სუსხმა შემაცია და სასწრაფოდ საწოლში ჩავწექი. ძილი გამიკრთა, ახლა ვეღარ დავიძინებდი. მეორე ოთახიდან მამაჩემის გაკვირვებული და თანაც შიშნარევი ტონი გაისმა:
-მართლა?! ახლავე მოვდივარ!
ოთახიდან გავედი, მაინტერესებდა, რა მოხდა ასეთი.
-რა მოხდა?
-დავითი ავარიაში მოხვდა, ძალიან ცუდად არისო, საავადმყოფოში ჰყავთ ახლა. -თქვა მან ნერვიულად.
-მე მივდივარ და დედაშენს უთხარი, დღეს ავთოსთან ვერ წავალთ და გადაურეკოს!
-კარგი.-ვთქვი ახალი ამბით შეცბუნებულმა. "ნეტავ რა მოუვიდა საცოდავ კაცს?!" ვფიქრობდი და ვხვდებოდი, რომ ამ ამბავში სავარაუდოდ დიდი წილი დამსახურება ანინოს სკანდალს ჰქონდა. ახლა 6 -ს აკლდა წუთები, ამიტომაც არ ღირდა ვინმესთან გადარეკვა, გადავწყვიტე, დილამდე მომეცადა.
მამა უკვე 1 საათის წასული იყო, როცა გტელევიზორი ჩავრთე, იქნებ იქ გამეგო რამე ახალი. ჯერ დილის გამოშვება დაწყებული არ იქნებოდა, თუმცა ასეთ საშინელ ამბებს ხშირად აშუქებდნენ „სპეციალურ გამოშვებაში“. გადავათვალიერე თითქმის ყველა ცნობილი არხი, თუმცა არც ერთის მაუწყებლობა არ იყო დაწყებული. 8-ის ნახევრამდე უნდა მომეცადა. ოთახიდან-ოთახში დავიწყე სიარული. ბოლოს და ბოლოს დაიწყო დილის გადაცემა: „ახალი დღე“. დღევანდელ შემთხვევაზე არაფერს ამბობდნენ, ტელევიზორი გამოვრთე და მამაჩემს გადავურეკე, ვიკითხე სად იყო დავითი დაწვენილი და სასწრაფოდ გავეშურე საავადმყოფოსკენ.
გზად ნანკას „ესემესი“ მივიღე:
„გაიგე, რაც მოხდა?“
„კი, ახლა მოვდივარ საავადმყოფოში.“
„მე უკვე მანდ ვარ, გიცდი.“
„როსტომ ახალაიას“ სახელობის კლინიკაში მალევე მივედი.
-რა თქმა უნდა!-ჩავილაპარაკე ბრაზით, როცა შესასვლელ კართან არსებულ ჟურნალისტების ჯგუფს თვალი მოვკარი. შიგნით წვალებით შევედი, არ ვაპირებდი რამის თქმას, თუმცა რაც არ ვიცოდი, იმას ისედაც ვერ ვიტყოდი. როგორც აღმოჩნდა, დავითი რეამინაციაში იწვა, შიგნით, რა თქმა უნდა, არავის უშვებდნენ, რეამინაციის კართან იდგა თვალცრემლიანი ელენე კაკულია-დავითის ცოლი, რომელსაც ირგვლივ სხვა ნათესავები და მეგობრები შემოხვეოდნენ. იქვე ჩამომჯდარი ნანკა მალევე შევამჩნიე და მასთან მივედი.
-რა მოხდა, გოგო? როგორ მოხდა?-გადავკოცნე ის და მის გვერდით დავიკავე ადგილი.
-თურმე, ეს ამბები რომ გაირკვა, ანინოს ეჩხუბა მაგრად, ხელიც კი დაურტყამს,-გადმომჩურჩულა ჩუმად, შემცბარმა,-ხოდა მერე სახლიდან წამოსულა, ვინ იცის, სად აპირებდა წასვლას, დილის ოთხისნახევარზე დაფიქსირდა ავარია. სიჩქარის გადაჭარბებაა მიზეზი, ხომ იცი ,დავითი როგორია, ძალიან აღელვებული იყო და არც იცოდა რას აკეთებდა.-თქვა თვალცრემლიანმა ნანკამ,-უხ, როგორ მეცოდება, ნეტა გამოძვრეს!
-თვითონ ანინო სადაა?
-არ ვიცი, მამამისის წასვლის მერე ეგეც წასულა სახლიდან, საერთოდ ეს ამბავი თუ იცის, ისიც კი უცნობია!
-რაები ხდება! ექიმებმა რა თქვეს, გადარჩენის შანსი არისო?
-არის, კი, არის, გააჩნია, ორგანიზმი როგორ გაუძლებსო. დავითი ჯანმრთელი კაცია, ჯანსაღად ცხოვრობს, 45 წლისაა მხოლოდ და მე მაინც მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
-ნეტავ, ნეტავ!-ჩავილაპარაკე ჩუმად და ნანკასთან ერთად ელენე კაკულიას მივუახლოვდი გასამხნევებლად. შუადღემდე საავადმყოფოშის ვიყავი, მამას დავპირდი, რომ საღამოს დავბრუნდებოდი და სახლში წავედი. მხოლოდ დედაჩემი დამხვდა.
-რაც მოხდა, მართალია?-მკითხა მან.
-კი, მართალია.-ვუპასუხე ჩუმად და სავარძელში ჩავესვენე.
-ვაიმე, დავით!-ცრემლები გადმოაყარა მან.
-დამშვიდდი, ცოცხალია.-ვუპასუხე ნახევრად მძინარემ.
-„ახალაიაში“ არიან, ხო?-მკითხა მან.
-კი, დედა.-ვუპასუხე მას და თითები თვალებზე მივიჭირე, საშინლად მეწვოდა.
-წავედი მე, შენ ჭკვიანად იყავი!-დედას სიტყვებმა გამომაფხიზლა, როგორც ჩანს ჩამთვლიმა. მარიკამ კარი გაიხურა, ჩემს ოთახში შევედი და დილას მოკლებული ძილის ასანაზღაურებლად საწოლზე გავწექი. თავის დადებისთანავე წამართვა ძილმა თავი. 9-ის ნახევარზე გამეღვიძა, საავადმყოფოში წასვლას აზრი არ ჰქონდა. 1 საათი ინტერნეტში დავბორიალებდი.

ბოლოს მოწყენილმა გარეთ გასვლა გადავწყვიტე. ბევრი ვისეირნე, ნანკა არ გახლდათ სახლში და ამიტომ უკომპანიონოდ მიწევდა სიარული. დავდიოდი ქალაქის ქუჩებში, ვათვალიერებდი მაღაზიებს, იქნებ რამე მომწონებოდა, ბოლოს ერთ-ერთ კაფეში შევედი. მიმტანს ცხელი შოკოლადი შევუკვეთე. რამდენიმე წუთში შეკვეთაც მოიტანეს. ვათვალიერებდი აქაურობას, პირველად ვიყავი მაგრამ მყუდრო გარემო იყო. დაბალი მაგიდები და სავარძლები. რძისფერი ფარდები და აქა-იქ შოკოლადისფერი ნახატები. ბარისკენ გავიხედე. არ დაიჯერებთ, მაღალ სკამზე გიგა ლომოურის უსაიმოვნო მეგობარი იჯდა, აი, იმ ბიჭთან ერთად, ნახევრადშიშველი სახლში რომ მიმიყვანა. მგონი დათო. ერთს მეორესთან რა ესაქმებოდა? როგორც ჩანს, მეგობრები არიან. "რა ბედის ირონიაა. სადაც მივდივარ, ყველგან ეს შეუგნებელი როგორ უნდა მხვდებოდეს?" გავიფიქრე მე.
გადავწყვიტე, აქაურობა შეუმჩნევლად დამეტოვებინა. სასწრაფოდ მოვითხოვე ანგარიში, ის იყო, უნდა ავმდგარიყავი, როცა დათომ შემამჩნია.
-ვაა! შენ ის არა ხარ? -სიცილით მომიახლოვდა ეს.-ქვეითი "კუპალნიკებით".
-კი, ეგ ვარ!-ნაძალადევად გავუღიმე მე.
-მოდი, დაჯექი აქ, მეგობართან ერთად ვარ.-თვალი ჩამიკრა მან.
-არა, მადლობა, მივდივარ უკვე.
-კარგი, რა, თათა, ხომ მითხარი, მადლობა როგორ გადაგიხადო, არ ვიციო, ხოდა მე გეუბნები, ცოტა ხნით დარჩი და ვალი აღარ გექნება.
-როგორ მინდოდა მისთვის რამე ჩამერტყა, როცა "ალექსანდრემ"ჩემკენ გამოიხედა და ფეთიანივით თვალი ამარიდა. საერთოდ არ მინდოდა მათთან დარჩენა, მაგრამ იმ შეუგნებლის საქციელი საერთოდაც არ მომეწონა, ამიტომ ისევ დარჩენა ვარჩიე.
-კარგი, ოღონდ ცოტა ხნით! -გავაფრთხილე დათო.
ბართან დავსხედით, ალექსანდრეც მანდ იჯდა. დავინახე, როგორ ანიშნა დათოს რაღაც, რაც სავარაუდოდ: "ხომ არ გაგიჟდის "ნიშნავდა.
-უი, ახლა გამახსენდა, თქვენ წესით ერთმანეთს უნდა იცნობდეთ. -საუბარი წამოიწყო დათომ, -გიგას წვეულებიდან.
-კი, სამწუხაროდ. -ჩავილაპარაკე ჩემთვის. ალექსანდრე დაძაბული იჯდა და ხმას არ იღებდა, როგორც ჩანს, საერთოდ არ სიამოვნებდა ჩემ გვერდით ჯდომა, თუმცა არც მე ვიწვოდი ამის სურვილით. ძირითადად დათო ლაპარაკობდა და ხანდახან მეც თუ ჩავურთავდი რამეს. ცუდი ბიჭი არ აღმოჩნდა ეს დათო, საკმაოდ შეძლებულიც გახლდათ, რასაც ხაზს უსვამდა მისი უმაღლესი დონის მანქანა და ასევე ჩაცმულობაც. ის ძალიან მიკვირდა, ალექსანდრესთან ასეთი ხალხი როგორ მეგობრობდნენ, მაგრამ ამის თქმას აღარ ვაპირებდი, ჩემი დანაშაულის უკვე ვიწვნიე და მის გამოწვევას აღარ ვაპირებდი. დათო სხვადასხვა თემაზე საუბრობდა.

-გიყვარს ლაპარაკი, როგორც ჩანს. -ვუთხარი დათოს.
-უჰ, კი! ძალიან.-გაიცინა მან. -შენ?
-ნუ, გააჩნია რაზე ვსაუბრობთ!
-მაშინ ისეთი თემა ჩამოაგდე, რაზეც საუბარი მოგინდება.
-ვინმე გაალანძღინე, ან დაამცირებინე, ისე ალაპარაკდება, გაგიჟდები! -ეს იყო შეუგნებელი პიროვნების-ალექსანდრეს ნათქვამი, რომელმაც დუმილის ფიცი გატეხა.
-ჰაჰაჰა! -გადაიხარხარა დათომ.
-შეიძლება მართალი ხარ. ისე, მაგ ამბებში არც შენ მოიკოჭლებ, თუნდაც აი, ეს კონკრეტული შემთხვევა. რაც აქ ვსხედვართ, ხმა არ ამოგიღია, მაგრამ ჩემზე ცუდის თქმის შანსი ხელიდან არ გაგიშვია. -ვუთხარი მას ღიმილაკრულმა.
-ოჰო, აი პასუხი! -უარესად ახარხარდა დათო.
-მე შენზე ცუდი არ მითქვამს, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, რაც ჩემთვის უკვე კარგა ხანია ცხადი გახდა.-მიპასუხა მან ისე, რომ არც გამოუხედავს. სიმართლე გითხრათ, არანაირი სურვილი მქონდა მასთან ლაპარაკის, ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა, თითქოს ამით თავს ვიმდაბლებდი, ამიტომ, უბრალოდ გავჩუმდი.
-თათა, შეუკვეთე რამე, მარტო მე ხომ არ შევჭამ, -შემომთავაზა დათომ. მეც ნაყინი შევუკვეთე. სწორედ ამ დროს დათოს ტელეფონმა დარეკა.
-სერიოზულად? ! მოვდივარ! -იყო პასუხი. -სასწრაფო საქმე მაქვს უნდა წავიდე, ბოდიში თათა შენთან. სახლამდე ალექსი მიგიყვანს.
-ალექსი? მასთან რა მინდა. -ვუპასუხე მას,თუმცა ისე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ჩემი ნათქვამი, ვგონებ, ვერ დაეწია. ასე და ამგვარად მომიწია "ალექსისთან " ერთად ჯდომა. უთქმელად ავიღე ჩანთა და სასწრაფოდ დავტოვე კაფე. თქვენ წარმოიდგინეთ, ალექსანდრე არც გამოსულა და არც წაყვანით შეუწუხებია თავი. ამაზე ცოტა არ იყოს გავბრაზდი, თუმცა იმას ნამდვილად არ დავუშვებდი, მასთან ერთად სახლში მივსულიყავი.
მეორე დილას კვლავ გადავწყვიტე საავადმყოფოში წასვლა, მამაჩემი ისევ იქ გახლდათ. " ახალაიაში " რია-რია იყო, ჟურნალისტებს მედგრად შეეკრათ ცოცხალი გალავანი შესასვლის ირგვლივ და მანამ არ იტყოდი რამეს, შესვლის საშუალებას არ გაძლევდნენ. ძლივს რომ შევედი, გარედან უცნაური ხმაური მოისმა, ჟურნალისტები განსაკუთრებით ახმაურდნენ.
- რა იყო, პრეზიდენტი მოდის? - ამოვთქვი გაკვირვებულმა, თუმცა შენობაში შემოსული პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ ხალხში პრეზიდენტზე ნაკლები გავლენა არც მას ჰქონდა. შენობაში რამაზ ლომოური შემოიჭრა, გვერდით ცოლი ედგა, უკან კი გიგა მოდიოდა. უმცროს ლომოურს არ შევუმჩნევივარ, მაგრამ უფროსმა მალევე დამინახა და თავი ღიმილით დამიკრა, ამის შემდეგ გიგას ღიმილიც დავიმსახურე. სულ მეფიქრება, რომ ეს ბიჭი ძალიან უცნაურია, არასდროს არაფერს იმახსოვრებს, არც ჩვენი წინა საუბარი ახსოვს, თითქოს არაფერი მომხდარა. ან კიდევ, იმიტომ არ ამახსოვრდება, რომ გულამდე და გონებამდე არ უშვებს. თითქოს საკუთარი თავის მიღმა საუბრობს. იმ ადამიანებთან, ვისაც მნიშვნელოვნად არ თვლის. ამის გაფიქრებაზე უარესად მომეშალა ნერვები. როგორ მინდოდა, რაღაცით სამაგიერო გადამეხადა. მაგრამ , რითი?!

***
გიგა ლომოურმა დავითი კიდევ ერთხელ ინახულა, ოღონდ მაშინ, საუბედუროდ, ოჯახთან ერთად არ იმყოფებოდა. იმ დღეს გვერდს არც მეტი, არც ნაკლები ალექსანდრე წილოსანი უმშვენებდა. მარჯვნივ ლაშა ამოსდგომოდა. იმ დროს ნამტირალევ ელენე კაკულიას ესაუბრებოდნენ, როცა... როცა დერეფანში ანინო კაკულია შემოიჭრა. უკან კახი კაკაურიძე მოყვებოდა. ყველა, ვინც დერეფანში იდგა, იყო გა-ო-გნე-ბუ-ლი! ელენეს სახე მრისხანებამ დაუმანჭა.
-აქ როგორ გაბედე მოსვლა!-დაიყვირა მან.-მასთან ერთად, როგორ?! -ღრიალებდა საცოდავი დედა. ანინო კი თვალცრემლიანი აწურულიყო კედელთან. ელენეს გვერდით მდგომი მამაკაცი, ანუ დავითის ძმა მომენტალურად წაბარბაცდა.
-შენი!-დაიყვირა მან და კახისთან მიიჭრა, მუშტი მაგრად უთავაზა, არც კახი ჩამორჩენია, პირდაპირ ცხვირისკენ გაუქანა მარჯვენა. მამაჩემი და იქ მყოფი ბიჭები გასაშველებლად მისცვივდნენ. ვერ გეტყვით, როგორ ,ან რანაირად მოხდა, მაგრამ კახიმ ცივი იარაღი, პატარა ჯიბის დანა დააძრო და დავითის ძმისკენ მოქნეული მამაჩემს მოხვდა მხარში. ბოლოს მხოლოდ ის მახსოვს, რომ საშინელი ყვირილი მოვრთე, მერე გონი დავკარგე, როცა დავინახე, როგორ დაეშვა მამაჩემი უგონოდ ძირს.

ვიგრძენი ყრუ ტკივილი, თითქოს ვიღაც სარკის მეორე მხრიდან მირტყამდა. თვალები რომ გავახილე, ზუსტად იმავე სიტუაციაში ვიყავი, როგორც ბოლოს. ალბათ, მხოლოდ წამებით ვიყავი გათიშული, მე კი მეგონა, საათები გავატარე ამ მდგომარეობაში. მამაჩემი ვიღაც თეთრხალათიანმა საკაცეზე დააწვინა და რომელიღაც ოთახისკენ წაიყვანა, იმის მიუხედავად, რომ თვალებზე თითქოს ლიბრი მქონდა გადაკრული, ვხედავდი, რომ მამა გონზე იყო. სისუსტეს ვგრძნობდი, ფეხებსა და ხელებში თითქოს ძალა დამეკარგა. გვერდიდან ვიღაც წყალს მასხამდა. შემდეგ წამომწია და რომელიღაც პალატისაკენ დაიძრა.
-მამა,-ამოვიხრიალე და ვიგრძენი, როგორ დამისველა თვალის კუთხეებიდან გადმოსულმა სითხემ ღაწვები.

არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი გათიშული, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რა სიტუაციაც დამხვდა, ალბათ მხოლოდ წუთები. დავინახე სახეს როგორ მიგრილებდა საწოლთან მდგარი ალექსანდრე წილოსანი. ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა, ასეთ მდგომარეობაში მას ვენახე, მაგრამ ისე ვიყავი მამაჩემის მდგომარეობით შეძრული, ბევრი არ მიფიქრია. გავახილე თუ არა თვალები, მისი ხმა მომესმა.
-კარგად ხარ? რამე ჰო არ გტკივა? ექთანია გასული დამამშვიდებლის მოსატანად.-მეუბნებოდა და თან დაბნეული ხან სახეზე მეხებოდა, ხან ხელებზე.
-კარგად ვარ.-სასწრაფოდ მოვიშორე მისი ხელები და წამოდგომა ვცადე. კვლავ ალექსანდრეს ხელებმა შემაკავეს.
-არ ადგე, გთხოვ. არა ხარ კარგად.
-ჰო არ გაგიჟდი, მამა დამიჭრეს წუთების უკან და ასე ვიწვე უდარდელად?-ანერვიულებული თვალები შევანათე, ალექსანდრეს დაძაბულ ხელებს ჩავაფრინდი და მოშორება ვცადე, რისი ძალაც კი არ მყოფნიდა.
-კარგი, მაშინ მოდი, მე დამეყრდენი, მე წაგიყვან.-წამომწია მან და ხელები მომხვია. იმდენად დამეხვა თავბრუ და სულიერადაც ისეთ ფორიაქს მივცემოდი, შეწინააღმდეგება არ შემეძლო. პალატიდან გავედით და გზა დერეფნისკენ გავიკვლიეთ. იქ უკვე პოლიცია მდგარიყო და კახი გარეთ გაჰყავდათ. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, როცა აფორიაქებული დედაჩემი დავინახე, რომელიც სასწრაფოდ ჩემკენ გამოექანა. ჩამეხუტა და ლოყაზე მაკოცა.
-ჩემო ლამაზო, კარგად ხომ ხარ?-მეუბნებოდა თვალცრემლიანი. -მე კი ვარ, დედა, კარგად, მამა როგორ არის, ის მითხარი.-ნერვიულობისგან ფრჩხილებს ვიკვნეტდი.
-კარგადაა, ყველაფერი, შვილო, არ იყო ღრმა , დაუმუშავებენ, გაუკერავენ და მორჩა, შენ არ ინერვიულო.-გამიღიმა მან და თმებზე მომეფერა. სიხარულისგან ვერაფერი ვთქვი, უბრალოდ ცრემლები წამსკდა და ძირს ჩავიკეცე. ალექსანდრემ წამომაყენა და სკამზე დამსვა.
-დედი, გთხოვ, წადი რა სახლში, დაისვენე, აქაურობა, ჰო ხედავ, უფრო გძაბავს, მამაშენს გაუკერავენ ჭრილობას და წამოვალთ ჩვენც.
-რა წამიყვანს ახლა სახლში, ჰო არ გაგიჟდი.-ვთქვი და წარბები შევკარი.
-გთხოვ, თუ გიყვარვარ, წადი სახლში და დაისვენე, ჰო გითხარი, ყველაფერი კარგადაა.
ბევრი ხვეწნის შემდეგ დავთანხმდი, ალექსანდრეს ხელი გავაშვებინე და წამოვედი. დერეფნის ბოლოს პოლიციელი წინ დამიდგა.
-თვითმხილველი ხართ?-წარბაწევით გადმომხედა მან.
-დიახ.
-ჰოდა, ყველასგან ჩვენებას ვიღებთ, ჩვენება უნდა მოგვცეთ.-ცივად მიპასუხა მან.
-რა დროს ჩვენებაა, ვერ ხედავ გოგო რა დღეშია?-უპასუხა მას ხმამ, რომელიც თურმე უკან გამომყოლოდა და რომელიც ალექსანდრეს ეკუთვნოდა. ხელი სასწრაფოდ ჩამავლო და საავადმყოფოდან გამომიყვანა. საკუთარ მანქანასთან მიმიყვანა და კარი გამიღო.
-ჩაჯექი.-თანაგრძნობით გამიღიმა მან.
-არ ჩავჯდები მე აქ.-ვუთხარი ნერვებმოშლილმა, რატომ მექცეოდა კარგად?!
-არ გავბრაზდები ახლა შენზე ისეთ მდგომარეობაში ხარ, მარტო არ გაგიშვებ ტყუილად, არა ხარ კარგად. ნუ გაჯიუტდები რა.-წარბები შეკრა მან და მანქანაში თავადვე ჩამსვა. ღვედი გადამიკრა და მანქანა დაძრა. გზაში ხმა არ გაუღია, რითაც დიდი მადლი ქნა, არც საუბარი მინდოდა და არც მისი ხმის მოსმენა. ხელები მუხლებზე მედო, თავი კი ხელებში მქონდა ჩარგული. მომენტალურად ნერვებმა მიმტყუნა და ტირილი ამიტყდა. საავადმყოფოები, ექიმები მსგავსი სიტუაციები ძალიან მძაბავს, ამას მამას მდგომარეობაც დაემატა და თავი ვერ შევიკავე. ალექსანდრემ მანქანა გააჩერა, ცოტა ხანი არაფერი უთქვამს, თითქოს გულის მოოხება მაცადა შემდეგ კი, ცოტა რომ დავმშვიდდი, ხელები ჩამომაწევინა და ცალი ხელით ხელზე მომიჭირა, მერე თითქოს მიხვდა, რაც გააკეთა, ჩემი გაკვირვებული თვალები დააფიქსირა და ციებიანივით მომაცილა ხელი.
-შემიძლია რამით დაგეხმარო?-ჩაილაპარაკა ჩუმად.
-შენ რითი უნდა დამეხმარო?-გავხედე მას მობეზრებით.
-მე ვიცი, რასაც ნიშნავს მამა და მამის დაკარგვის შეგრძნებაც, ვყოფილვარ ეგეთ სიტუაციაში.-ამოიხვნეშა მან და საქარე მინას თვალი გაუშტერა. ეკაკოს სიტყვები ამომიტივტივდა თავში და გამაცია, მივხვდი, რაზეც საუბრობდა. გული შემეკუმშა და მომენტალურად გავიაზრე, როგორი მტყუანი ვიყავი ამ ბიჭის წინაშე. წამიერად დუმილი ჩამოვარდა, სიტყვებს ვეძებდი.
-უბრალოდ ძალიან დავიძაბე.-ბოლოს ამოვღერღე მე,- პატარა რომ ვიყავი, 11-ის, ბებიაჩემი, ჩემი გამზრდელი ბებია სწორედ საავადმყოფოს სარეცელზე გარდაიცვალა, მაგის მერე საავადმყოფოები ძალიან ნეგატიურად მმუხტავს, იმაზე მეტად ვიდრე შეიძლება, თან მამას მდგომარეობაც. ძალიან ვინერვიულე.-ვთქვი მე და კვლავ მომეძალა ტირილი. ალექსანდრემ სალფეთქი მომაწოდა.
-ყველაფრის დაძლევა შეიძლება.-გამომხედა მან.- რამდენიმე წლის უკან, ხელებში კინაღამ ჩამაკვდა მამა, გადავარჩინეთ, მაგრამ არც ვიცი, რანაირად გავექეცი სიზმრებს და საშინელ ფიქრებს. დღეს ყველაფერი ნორმაშია.-გაშტერებული მზერით გამომხედა მან, მერე კი თანდათან ეს უცნაური მზერა ჩამოერეცხა და გამიღიმა, მე კი ისე შემძრა ამ ამბავმა რომ ინსტიქტურად სახეზე თანამმგრძნობი მზერა გამომესახა. მაგრამ მალევე მივხვდი შეცდომას და მოვიღუშე. ალექსანდრემ გზა ჩუმად გააგრძელა. სახლთან გამიჩერა, კარი თავადვე გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა.
-აღარაა საჭირო დახმარება, მოვედით უკვე,-ვუთხარი ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს და უსიტყვოდ შევედი სახლში.

***
მამა მართლაც იმ დღესვე გამოწერეს, თავს მშვენივრად გრძნობდა და მეც მშვიდად ვიყავი, კახი დაიჭირეს, დავითის მდგომარეობა კი არ იცვლებოდა, ექიმები იმედს ვერ იძლეოდნენ. ისე ცუდად ვიყავი, ბოლო დღეები ვერანაირად მოვდიოდი გუნებაზე. დაძაბული და ანერვიულებული ვფიქრობდი იმაზე,თუ ყველაფერი დედამიწაზე რამდენად არასტაბილურია, რომ გარდა ამ წამისა არაფერში შეიძლება იყო დარწმუნებული. მომენტებში ალექსანდრეს დახმარება მახსენდებოდა და ეგ უარესად მიწამლავდა ხასიათს, ყველაზე მეტად ვალში ყოფნა არ მიყვარდა, ახლა სწორედაც რომ მასთან ვალში ვიყავი, მადლობის გადახდა კი მისთვის ისე მიჭირდა. მის მიმართ ნეგატივის და ამრეზის გარდა არასდროს არაფერი მიგრძვნია, ახლა კი ამ მადლიერების გრძნობისთვის რა უნდა მექნა, არ ვიცოდი. პირისპირ მადლობის გადახდა გაცილებით მეძნელებოდა,ამიტომ ოდესღაც მისმიერ მონაწერი მესიჯი დავძებნე და მოკლედ და კონკრეტულად გავუგზავნე: "მადლობა". პასუხი არ მიმიღია. ერთ დღეს მამამ ასეთი იდეა შემომთავაზა. საავადმყოფოში დავითის გასაჩერებლად ოჯახს უკვე სახსრები აღარ ჰყოფნიდა, ამიტომ მას მოაფიქრდა, მოგვეწყო საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზება, რომლის მთელი შემოსავალი კაკულიებს გადაეცემოდათ. მამაჩემის აზრით, ყველა თავისი ნაცნობი მომღერალი, და ზოგადად ქართული ესტრადის წარმომადგენლები უსასყიდლოდ დათანხმდებოდნენ ამ ინიციატივას. ამიტომაც მთხოვა კონცერტის ორგანიზება მე მეთავა, რა თქმა უნდა, ამაში ბოლომდე ჩართული იქნებოდა ჩვენი სანაცნობო: ნანკა, ეკაკო და ყველა შეძლებული ოჯახის შვილი. თეატრის სცენა უსასყიდლოდ დაგვითმეს, კონცერტი 16 აგვისტოს დავთქვით. პლაკატების და აფიშების ფული თავად ავკრიბეთ, ქუჩებში გაკვრაც თავადვე ვიტვირთეთ. ჩვენთან ერთად გიგა ლომოურიც გახლდათ. ერთად ვიყავით შეკრებილები მის სახლში და ვმსჯელობდით ყველაფერზე, გიგას ამ ყველაფრისადმი დიდი ინტერესი არ ემჩნეოდა, გულცივად იჯდა, თუმცა რამაზმა დაიჟინა, რომ ის მთელი ოჯახით უნდა ჩართულიყო ამ საქმეში.
-პლაკატები გვაქვს, რაღად უნდა ახლა ბევრი ფიქრი, დაინაწილეთ ქუჩები და გააკარით.-ფეხზე წამოდგა ეკაკო და წყალი მოსვა.
-მე ვაჟას მოვივლი, იცოდეთ, სხვაგან არ ვაპირებ წასვლას, თან ახლავე უნდა წავიდე იმიტომ, რომ საქმე მაქვს მერე.-წამოვდექი და რამდენიმე პლაკატს ხელი მოვხვიე.-წამომყევი, ნანკა.-გადავულაპარაკე ჩემ გვერდით მჯდომ, განაბულ ნანკას, რომელიც მე საერთოდ არ მისმენდა და მზერა ტელეფონზე მოსაუბრე გიგასკენ მიებრუნებინა.-ჰეი, წამომყევი-მეთქი.-შევანჯღრიე მე. ნანკამაც, თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, უცნაურად გამომხედა, მერე გიგას გახედა. -იცი, რას გეტყვი? საერთოდ არ მინდა რომ გამომყვე.-წარბი ავწიე მე და კარისკენ წავედი. ნერვები მომეშალა მის საქციელზე და იმაზე უფრო მეტად, რაც მასში ხდებოდა. მაღიზიანებდა ეს ყველაფერი.
-ჰე, მომყვება ვინმე?-ვთქვი კარში გასვლამდე. გიგამ მობეზრებით გამომხედა და ტუჩი აიბზუა, რა უნდოდა, ვერ გავიგე.
-ალექსი გამოგყვება, აი,-თქვა მან და უაზროდ გაიღიმა კარებში შემოსული ბიჭის დანახვისას.
-სად მივყვები?-გაიკვირვა მან.
-გეტყვის თვითონ.
მე და ის კარიდან გამოვედით. იმ დღის მერე პირველად ვნახე, ამიტომ დაბნეული ვიყავი და სადღაც ნაწყენიც, პასუხი რომ არ გამცა. ამიტომ უბრალოდ გავხედე და ვუთხარი.
-არ მჭირდება შენი გამოყოლა.
-გამარჯობა.-მიპასუხა მან და წარბი გაკვირვებით აწია. ჩემი ნათქვამი კი თითქოს საერთოდ არ გაუგია, ისე მომიჯდა მანქანაში გვერდით.
-სად მივდივართ?-გამომხედა მან.
-ვაჟაზე.-ვუპასუხე და გაზს ფეხი დავადგი.
ვაჟა ფშაველას ქუჩას ჩუმად ავუყევით. რამდენიმე ადგილას პლაკატი გავაკარით. ალბათ საათი იყო, რაც ასე მივდიოდით. ხმა კი ისევ არც ერთს ამოგვიღია.
-რატომ ხარ ჩუმად?-უცბად ნერვები მომეშალა და შუბლშეკრული მივუბრუნდი მას.
-რა ვიცი, უნდა ვამბობდე რამეს?-მხრების აჩეჩვით გამომხედა მან და სადღაც ვიგრძენი, რომ სახეზე ღიმილი შეეპარა.-არ ვიცი , რა ვთქვა.
-რატო არ მიპასუხე მაშინ?-ვკითხე მკაცრად და მაშინვე ვინანე. არ ვიცი რა მემართებოდა, რატომ ვესაუბრებოდი ასე ამ ხეპრეს, შეუგნებელს, გომბიოს...
-არ ვიცი.-გაიმეორა კვლავ იგივე.
-მეტი არაფერი იცი?-გავბრაზდი მე და ვგრძნობდი როგორ მიელავდა თვალები.
-არ ვიცი.-თქვა მან და გადაიხარხარა. ლოყებზე დავინახე როგორ გაუჩნდა ფოსოები. ამდენი ხნის მანძილზე მართლა პირველად შევამჩნიე.
-შენ რა იყო, დამცინი თუ როგორაა საქმე?-ავწითლდი უარესად.
-არა, რა შუაშია, უბრალოდ უცნაურად ვგრძნობ თავს, რაღაც ისეთი არ მეჩვენები, ადრე რომ გიცნობდი. აღარც ხეპრეს მეძახი. პასუხი კი არ გაგეცი, ვერ გაგეცი ისე გავოცდი, მართლა ოღონდ, თან ისე უცნაურად ჟღერდა შენგან მადლობა, ისე არარეალურად, ვერ მოგწერე ვერაფერი. მშვიდობა ხო გაქვს?ან სიცხე ჰო არ?-გაიღიმა მან და მომიახლოვდა, მარჯვენა ხელის გული შუბლზე მომადო, მერე ორივე ლოყაზე, მერე თმებზე ჩამომისვა. დავიბენი და წუთით გავშეშდი.
-შენი გაზულუქებული ხელები გაწიე, თორემ მშვიდობა მალე შენ აღარ გექნება!-დავიყვირე მე და მისი ხელები მოვიცილე.
-მეც არ ვიფიქრე, რა ჭირს ამ გოგოს-თქო, არც არაფერი გჭირს, იგივე ხარ ისევ.-წარბი აწია მან და ამოიხვნეშა.
-აი, შენ რომ ნება დაგრთე გამომყოლოდი, იდიოტი ვარ!-სიმწრით გამეცინა მე და სასწრაფოდ იქვე მიმავალ ტაქსს ხელი დავუქნიე. ისე ჩავჯექი უკანაც არ მომიხედავს. საკუთარი მანქანაც არ გამხსენებია, ისეთი აწითლებული და გაბრაზებული ვიყავი. პირველ რიგში, საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ნელ-ნელა .მგონი, საკუთარ თავს ვკარგავდი. აბა, მითხარით რატომ ვეღარ ვგრძნობდი ისეთი ხეპრეს მიმართ იმავე ზიზღს, როგორიც ალექსანდრეა?! ასე რა მადლიერებამ აღმავსო, ალექსანდრეს საქციელები რომ დავივიწყე?! რა ჯანდაბად აღარ ვლანძღავდი, მაღიზიანებდა, მაწუხებდა მისი ჩემ ახლომახლოში ყოფნა?!
საკუთარ ოთახში ისე შევედი, არც მიგრძვნია როგორ მივეცი ტაქსისტს ფული, როგორ გადმოვედი მანქანიდან, როგორ გავაღე სახლის კარი. ყველაფერი ინსტიქტურად მოხდა. საწოლზე წამოვწექი და წინა დღეებს გადავხედე. ყველაფერი არაბუნებრივად ჩანდა, ძალიან უცნაურად, მაგრამ ფაქტია, საუკუნე რომ სიზმარი არ მინახავს, ახლა ვნახე, როგორ მეფერებოდა ალექსანდრე თმებზე.
გამოვიღვიძე თუ არა, კინაღამ ტირილი ავტეხე, ასეთი საშინელი სიზმარი როგორ დამესიზმრა. სასწრაფოდ სააბაზანოში შევედი და ერთი საათი წყლის ჭავლის ქვეშ დავყავი, თითქოს მინდოდა წყალს ჩამოერეცხა ჩემი უცნაური მდგომარეობა. დღეს რეპეტიცია იყო დაგეგმილი, მე და ნანკა კი წამყვანობას ვითავსებდით, ამიტომ დღეს ისევ უნდა შევკრებილიყავით და ტექსტი შეგვემუშავებინა. ღმერთს ვთხოვდი, ალექსანდრე არ მენახა.
ბავშვობაში ასეთი რაღაც შემემთხვა. ჩვენს კლასში დამრიგებლის გაზულუქებული შვილი სწავლობდა.ყოველთვის მაღიზიანებდა, რადგან საკუთარი მდგომარეობით ძალიან სარგებლობდა. დამრიგებლის შვილი რომ , მაგას ვგულისხმობ. ვიზუალურადაც ძალიან გამაღიზიანებელი გახლდათ. აი, ჰომ გინახავთ ისეთი ადამიანები, დანახვისთანავე რომ ზიზღს გიძრავთ, სწორედ ისეთი იყო ისიც. სულ პატარაობიდან "კარგტიპობდა", ვერ ვიტანდი! თუმცა, ერთ დღეს, მეხუთე კლასში,მახსოვს სკოლაში, შუა დერეფანში წავიქეცი, იქვე გასაკეთებლად მიდგმულ მერხს შევეჯახე, კაბა კი გადამეხა. მთელი სკოლა დამცინოდა, ბრაზისა და თავმოყვარეობის შელახვისგან მთელი სხეული მიკანკალებდა, ერთადერთი ადამიანი, ვინამაც წამომაყენა და დამსწრე საზოგადოებას ჩხუბი დაუწყო ასეთი საქციელისთვის, სწორედ მაგ ადამიანი გახლდათ. ვიცი, რომ ამ საქციელში ჩემს დახმარებაზე მეტი, საკუთარი ავტორიტეტის უფრო გაზრდა იყო მიზეზი, თუმცა მაშინ მაგას არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა, ამიტომ მახსოვს ეს ჩემს თვალში ბოლომდე გასაზიზღრებული პიროვნება, უცებ კარგ ადამიანად როგორ ჩაენაცვლა და პირველად მეხუთე კლასში გამიჩნდა "გრძნობები".
რა თქმა უნდა, იმ ასაკისთვის შესაფერისი, ძალიან ბავშვური და ხანმოკლე, მაგრამ ის ერთი კვირა ძალიან ვიტანჯე, რომ წარმოვიდგენდი, როგორი გაზულუქებული და გამაღიზიანებელი ადამიანი მომწონდა, სასოწარკვეთილებას მივეცი, მეშინოდა, მთელი ცხოვრება არ გამყოლოდა ეს გრძნობა. ახლა ძალიან, ძალიან მეცინება მაშინდელ ჩემს თავზე, როგორ ვიყავი სავარძელზე გაწოლილი და ღმერთს ვევედრებოდი, აღარ მომწონებოდა. მოკლედ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ახლაც მეშინოდა, ჩემში იგივე გარდატეხა არ მომხდარიყო...

***
რეპეტიციაზე ოდნავ დამაგვიანდა, ამიტომ ნანკა უკვე სცენაზე იდგა და საკუთარ შემუშავებულ ტექსტს გიგასთან ერთად კითხულობდა. გამოვშტერდი. რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი. გიგას სიტყვას ძლივს გაიგონებდით მსგავსი შეკრებების დროს, ყოველთვის მინიმალურად იყო ნებისმიერ რაიმეში ჩართული, ახლა კი ნანკას გვერდით იდგა და ტექსტს ღიმილით კითხულობდა. ნერვები მომეშალა. ნანკას რომ გიგა მოსწონდა მაგას დიდი ხანია ვხვდებოდი და მაგის გამო ნანკასთან მაქსიმალურად ვციდლობდი თავი შორს დამეჭირა, გიგასაც რომ რაიმე გრძნობები გასჩენოდა მის მიმართ, ალბათ გავგიჟდებოდი! რაც მე ვერ შევძელი, იმას ნანკა შეძლებდა? იმაზეც მეშლებოდა ნერვები, რომ ნანკა იმდენად იყო გიგაზე გადართული, მე ყოველთვის ვავიწყდებოდი. ეს არის მეგობრობა? ისე გავღიზიანდი, კარგა ხანი აღარც ალექსანდრე გამხსენებია და აღარც ის, რაზეც იდეურად ვდარდობდი.
გიგა ჩავანაცვლე, ჩვენი სიტყვების დასრულების შემდეგ კი კულისებში გავედი ნანკასთან ერთად.
-გიგა როგორ დაითანხმე ტექსტის წაკითხვაზე?-ვკითხე მას ისეთი ტონით, თითქოს დიდად არ მანაღვლებდა.
-არც მითხოვია, თვითონ შემომთავაზა!-გაინაბა ნანკა და ღიმილი ყურებამდე გაეხა.
-ნუთუ..-ირონიულად ჩავიცინე მე.
-რას ფიქრობ?-გამომხედა მან და თმები გადამიწია. ხელები უხეშად მოვაშორებინე.
-შენ გიგა მოგწონს, აი, რას ვფიქრობ.-კვლავ ირონიულად გავუღიმე მას და თვალი ჩავუკარი.
-არა, არა.. რა სისულელეა!-ხელები გაასავსავა მან.
-კაი, რა. რომც არ გიცნობდე, უცხოც მივხვდებოდი. სახეზე გაწერია.
-მართლა არა, აი, როგორ უნდა მომეწონოს.-ჩაიბურტყუნა ნანკამ.
-კაი, აღარ ჩაგეძიები.-ხელები ავწიე დანებების ნიშნად და გარეთ გავიხედე, დარბაზი შევათვალიერე და ისევ გამოვბრუნდი.
-ეძებ ვინმეს?-გაკვირვებით გამომხედა ნანკამ.
-რა სისულელეა.-შევიშმუშნე მე.
-რა ვიცი, აქეთ-იქით იყურები სულ.-მხრები აიჩეჩა მან.
-ცდები.-გავუღიმე მას და ტექსტის გადასწორებას შევუდექი.

***
16 აგვისტომდე ყველა ბილეთი ბოლომდე ამოიყიდა. დილიდან ყველანი დაძაბულები ვიყავით. თეატრში სცენაზე მოსართავებს ვდგამდით. ვცდილობდით, ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც გავთვალეთ, იდეალურად. ამ საქმეში ყველანი ჩართული ვიყავით, თითქმის. ტანზე რძისფერი, ოდნავ მომდგარი, ძალიან ნაზი კაბა მეცვა. თმა კი დაწნილი მქონდა. ღონისძიებაში თითქმის ყველა ცნობილი მომღერალი იღებდა მონაწილეობას, ამიტომ დარბაზი მსმენელებით გადაჭედილი იყო. კონცერტი, რა თქმა უნდა, მე და ნანკამ გავხსენით სიტყვით. მიკროფონი ხელში მეჭირა და ნანკას სიტყვის დროს ღიმილით ვიხედებოდი. მაშინ დავინახე სულ პირველ რიგში მესამე სკამზე როგორ მოთავსდა ალექსანდრე წილოსანი და მზერა მოგვაპყრო. დავიბენი, რადგან მისი დანახვისას ავტომატურად სიზმარი ამომიტივტივდა თავში. იმ დღის მერე ხომ ის არ მინახავს. რამდენიმე წამის შემდეგ ვიგრძენი, როგორ მკრავდა მუჯლუგუნს ნანკა შეუმჩნევლად, მას სიტყვა დაესრულებინა და დარბაზი მე მიცდიდა, საწყალი მე კი ამ დროს ალექსანდრეს უყურებდა, რომელიც მე საერთოდ არ მიცქერდა და ისე გავღიზიანდი ყველა სიტყვა გადამავიწყდა. ძლივს წავიბურტყუნე რაღაც ტვინის ზედაპირზე ამოტივტივებული სიტყვები და კულისებში გავედი.
-რა გჭირს, გოგო, რა დაგემართა?-მკლავში ხელი მომავლო ნანკამ.
-მჭირს რამე?-გაოცებული შევუტრიალდი მას და წარბები შევკარი.
-კი, ძალიანაც რომ გჭირს, ვეღარ გცნობ რაღაც!
-და რა მჭირს, ეგეც მითხარი.-ხელები გადავაჯვარედინე და ცალყბად გავიღიმე.
-მაგ არ ვიცი, აი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რაღაც რომ ვერ არის, ფაქტია.-მხრები აიჩეჩა ნანკამ და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-ხანდახან მეგობრები მეგობრებისას ვერ იგებენ, ნანკა, აი ისე, როგორც მე შევცდი შენს გრძნობებში გიგას მიმართ.-ვუთხარი მას და როცა დავინახე, როგორ შეცბა, მივხვდი, მეორედ აღარაფრის მთქმელი აღარ იყო.
კონცერტმა ძალიან მაგრად ჩაიარა, ხალხმა კმაყოფილმა დატოვა აუდიტორია, აღებული თანხა მთლიანად დავითის ოჯახს გადავუგზავნეთ. დარბაზი მალევე დაიცალა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დავრჩით, რომელთაც თეატრის მოწესრიგება გვევალებოდა. ამისთვის გიგას რამდენიმე მეგობარი იყო დარჩენილი, გოგონებს ხელი არაფერზე მოგვაკიდებინეს, ამიტომ პირდაპირ გასახდელში შევედი, გამოვიცვალე და მოხერხებულად ჩაცმული კვლავ დარბაზში დავბრუნდი, იქნებ რამე სჭირდებოდათ, ბევრი უკვე არც არაფერი იყო დარჩენილი. სცენაზე რომ ავედი, გიგას მეგობარი მომიახლოვდა და წინ დამიდგა.
-გამარჯობა, მე ზურა ვარ.-გამიღიმა მან და ხელი გამომიწოდა.
-თათა.-ხელი ჩამოვართვი მას და კითხვით გავხედე.
-ძალიან მინდოდა თქვენი გაცნობა, დღეს ისეთი ლამაზი იყავით, ახლაც.-კვლავ გაიღიმა მან. დავინახე იქვე კუთხეში მდგარი ალექსანდრე როგორ შეეშვა თავის საქმეს და თავი ჩვენკენ როგორ მოაბრუნა.
-მადლობა.-გამეცინა მე ალექსანდრეს მზერის დაჭერისას.
-იმედია ცუდად არ მიიღებთ თუ დღეს სადმე დაგპატიჟებთ.
-დღეს?-გავიკვირვე მე, რადგან უკვე ათი ხდებოდა, მაგრამ ძალიან მინდოდა დავთანხმებულიყავი ალექსანდრეს გასაბრაზებლად.
-რა წესია ახლა, დაღლილია ადამიანი, ასე გვიან ვინ ვის პატიჟებს?-სიცილით გამოგვხედა ალექსანდრემ და მეგობარს ხელი კრა.
-ჰო, მართალია, მთელი დღე ფეხზე დგახარ, იქნებ, სხვა დროს?-გამიღიმა ზურამ.
-კი ბატონო.-თავი დავუქნიე და ნომრები გავცვალეთ.
თეატრიდან გავედი. ჩემი მანქანა სამრეცხაოში მყავდა დატოვებული, ამიტომ სამრეცხაომდე ორი გაჩერება ფეხით მქონდა გასავლელი. გზად ვიღაცის ნაბიჯები წამომეწია. უკან მივტრიალდი და ალექსანდრე დავინახე, რომელიც მიახლოვდებოდა და ცალყბად იღიმოდა.
-რა ხდება?-გავხედე მას მობეზრებით და ზედის კაპიუშონი თავზე ჩამოვიფხატე.
-უიმე, არა გიშავდა დღეს, მაგის თქმა მინდოდა. მე სიბრაზისგან თვალები დამიწვრილდა.
-ა, მიყურებდი კიდეც?-ჩავიცინე.
-კი, მხვდებოდი ხოლმე თვალში.-თავი დამიქნია მან.
-და, ასე როდემდე უნდა მომყვებოდე, დაღლილი ვარ ადამიანი, მაწუხებ, ვერ ხედავ?
-არაფერი გეტყობა დაღლილის, ენაზე ხარ ისევ გამობმული.-გაიცინა მან.
-რა ვიცი, შენი ძმაკაცისთვის დაღლილი ვიყავი და,-ნიშნისმოგებით გადავხედე მას.
-ჰმ, ეგ ეთიკის ამბავია, ახალ გაცნობილი ამ დროს სადმე დაპატიჟო, არ ჟღერს კარგად.-თავი დაიცვა მან.
-შე კომპელქსიანო, რა ტვინდახურული ხარ.-დავიფრუტუნე მე.
-არანაირი კომპლექსები, მე თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი ვარ, აზროვნების ლიმიტს, შენ უფრო უჩივი, ხშირად იცი, ადამიანების სხვადასხვა ნიშნით გამორჩევა და იარლიყების აკვრა,-წამკბინა მან.
-რა ტუტუცი ხარ, სულ შენ გადმოდიხარ თავდასხმაზე და მერე მე მრიცხავ პროვოკატორად.-გავბრაზდი მე და მხარზე მივარტყი.
-ასე რომ მივდივართ, საბოლოო დანიშნულება რა არის?-აუყრუა ჩემს ნათქვამს და ინტერესით გადმომხედა.
-აქვე სამრეცხაოში მყავს მანქანა დატოვებული, თუ გეზარება, რას იკლავ თავს, რას მომყვები.-ცხვირი ავიბზუე მე.
-შენ ვინ მოგყვება მერე, ჯანსაღ ცხოვრებაზე გსმენია რამე? ფეხით სიარული იდეალური აქტივობაა,-დარწმუნებით მომიგო მან.
-მეტი შენ რა გითხარი.-გამეცინა და ისიც ავიყოლიე.-წეღან რომ მითხარი, ახალგაცნობილი გვიან არ უნდა შეაწუხოო, მე და შენ რომელი თავგადაკლული ძმაკაცები ვართ?-გავუხსენე ნათქვამი მე, მინდოდა კიდევ და კიდევ გველაპარაკა.
ალექსანდრემ ხმამაღლა გაიცინა გაურკვეველი მიზეზით, მერე კი გამომხედა და მომიგო:
-ძმაკაცების რა გითხრა, მაგრამ თავგადაკლული მტრები ხომ ვიყავით? თქვი ახლა, ნაცნობი მტერი უფრო სანდოა, თუ სულ უცხო ადამიანი.
-შენ ბევრ ბრაზილიურ სერიალს უყურებ, გეტყობა, მოეშვი.-ირონიულად გავუღიმე მას.
-აჰ, ბრაზილიურები არა, მე უფრო თურქული,-თვალი ჩამიკრა მან.
-გემჩნევა, ფანტასტიური ხერხები გაქვს სამაგიეროს გადახდის, მანქანით დამტვრევის მუქარა აბა, რომელ დაწყობილს მოუვა თავში,-გავახსენე ძველი ცოდვა.
-აი, სულ უნდა გააფუჭო რა, ყველაფერი,-მოიღუშა ის.
-კარგი, არ იტირო, მიპატიებია,-ხელი ვკარი მას და გავუცინე.
-აბა, სამადლოდ ცხვარს დავკლავ ხვალ!-ხელები მაღლა აღაპყრო მან.
-რა ვანდალიზმია,-წარბები შევკარი მე.
სამრეცხაომდე გზა გაუჩერებელ საუბარში გავლიეთ, უცნაური იყო, მაგრამ მცირე კინკლაობის გარდა, ჩვენი საუბარი არც რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, არც დაპირისპირებას მოიცავდა. მშვიდად მივუყვებოდით გზას და ვიცინოდით. მანქანა რომ გამოვიყვანე, ხელის აწევით დამემშვიდობა და თავის გზას გაუყვა.
სახლამდე გული ხელით მეკავა, დროდადრო ჩვენი დიალოგის მონაკვეთები მახსენდებოდა და გიჟივით ვიწყებდი ხარხარს. მანქანის სარკეში წამიერად თვალი მოვკარი ჩემს გაბადრულ სახეს და გამაცია, რა ჯანდაბა ხდებოდა?
სახლში მივედი, ბალიში სახეზე ავიფარე და ბოლო ხმაზე დავიყვირე, ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან არ მომწონდა.

***
იმ დღეს აგვისტოსთვის შეუფერებელი სიცივე დაჰკრავდა. შემოდგომის ნოტები უკვე ნათლად იგრძნობოდა ამინდში. სახლიდან გასვლას არც ერთი წამით არ ვაპირებდი. გაყინული ფეხები პლედში გავახვიე და ჩემი საყვარელი ფილმების მარათონი მოვაწყე. დამჯდარი ტელეფონი სადღაც მქონდა მიგდებული და ძალიან მშვიდად ვგრძნობდი თავს ზარებისა და მესიჯების გარეშე, მხოლოდ ჩემს თავთან, ჩემს ლამაზ ოთახში, თვალებით "ეშმაკს აცვია პრადისკენ."
დღეს ყველანაირი დარდისგან და საზრუნავისგან თავს ვიტვირთავდი. ფილმების ყურებაში რა მომენტში ჩამეძინა არ ვიცი, მაგრამ კარზე შეუწყვეტელმა ზარმა გამომაფხიზლა.
„ სადაა ნეტა ლელა“-გავიფიქრე ჩემთვის და ზარმაცად წამოვიზლაზნე. უმაკიაჟოდ და მოუწესრიგებლად კარი ვინმესთვის როგორ უნდა გამეღო-არ ვიცი. ჩემთვის შეუფერებელი, ფართხუნა შარვლითა და დიდი მაისურით კარი შევაღე და ალექსანდრეს დანახვისას თვალები დავაელამე.
-შენ დალაგებულად თუ ხარ, სახლში რას მაკითხავ, გადაირიე?-ნერვები მომეშალა მე და თმები უკან გადავიყარე.-ვინ მოგცა ერთი უფლება, მეტყვი?
-რანაირი სტუმარმასპინძლობაა, ქართველი არა ხარ?-გაეცინა მას,-მაგარ "ვიდზე" ხარ, ისე,-თვალი ჩამიკრა მან და ამათვალიერა. -კარის გვერდით მოთავსებული სარკისკენ თვალი გავაპარე და აჩეჩილი თმის დანახვაზე გულმა დამარტყა. სასწრაფოდ გადავატარე ათივე თითი თავში და ვინატრე.
-ტელეფონზე გირეკავდი და გათიშული გქონდა, თორემ შენს სახლში მოსვლას, ჯოჯოხეთის კარის შეღება მერჩივნა.-წამკბინა მან და ამოიხვნეშა.
-იუმორიც რა იაფფასიანი გაქვს.-გავუღიმე მას.
-როგორი აუტანელი ხარ, მაცოფებ.-სახე მოეღუშა მას.-შენი გამოსწორების იმედი ჩემს მტერს ექნა.-უთქმელად გაბრუნდა იგი ეზოსკენ.
-მოიცა, სად მიდიხარ,-მაშინვე გავყევი მას და მოვაბრუნე.
-კაი, ბავშვი ხარ? რა იყო? მითხარი, რა გინდოდა.-ხმა დამირბილდა მე. მას კი სახე არ შეცვლია.
-დღეს თეატრიდან დამირეკეს, გასახდელში იყო ეს დავარდნილი,-ჯიბიდან ჩემი ღვთისმშობლის კულონი ამოაცურა მან, მე კი მაშინვე ყელისკენ წავიღე ხელი და გამაჟრიალა,-ვიცანი, შენ გიკეთია სულ, ამის გადმოცემა მინდოდა, მაგრამ შენ ხომ შხამს ატარებ თან და ამის ტარებასაც მაგასთან ერთად როგორ იმსახურებ, ვერ ვხვდები.-წაისისინა მან. მე კი გული შემეკუმშა. ჯერ იმაზე გავბრაზდი, რომ ვერ შევამჩნიე მისი დაკარგვა, მერე კი ალექსანდრეზე, რომელმაც ასეთი ლამაზი სიტყვებით შემამკო .
-ზედმეტი არ მოგივიდეს, ეს კულონი ბებიაჩემის ნაჩუქარია და შენი გადასაწყვეტი არ არის, ვიმსახურებ ტარებას თუ-არა.-სასწრაფოდ დავსტაცე მის ხელის გულში მოქცეულ კულონს ხელი და ბრაზით და თითქმის ცრემლებით მოკიაფე თვალები შევანათე. ალექსანდრეს მზერა შეეცვალა და სინანული დაეტყო.
-აუ, ბოდიში, რა, უბრალოდ ჰო იცი, მაბრაზებ ძალიან!-ჩემი ხელები თავისაში მოიქცია. კულონი გამომართვა და თმა გადამიწია. ისე მომარგო ის კისერზე, ვერც გავიაზრე რა ხდებოდა.
-არ იყო საჭირო.-უხერხულად შევიშმუშნე მე, სიტუაციიდან ძლივს გამორკვეულმა და უკან გადავდგი ნაბიჯი.
-მე წავალ ახლა.-ასევე უხერხულად გამცა პასუხი ალექსანდრემ და უკანმოუხედავად მიაწყდა მანქანას. მეც მაშინვე ავედი სახლში. კარები მივხურე და მუხლებში მოვიკეცე. ასე ძალიან, ძალიან დიდ ხანს ვიჯექი...

***
სექტემბერი ისე მოახლოვდა, მე თვითონ მიკვირდა. უნივერსიტეტი 17-ში მეწყებოდა და წარმოუდგენლად მეზარებოდა. მე და ნანკა უკვე მეოთხე კურსზე ვიყავით და ორივენი პიარის ფაკულტეტზე ვსწავლობდით.
პირველ დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტი დახურულ წვეულებას მართავდა თბილისის ყველაზე ცნობილ ბარში, რომელიც მოულოდნელი არ უნდა იყოს, ლომოურებს ეკუთვნოდათ . ძალიან მეზარებოდა, მაგრამ წვეულებები ხომ ჩემი სტიქია გახლდათ. ბოლო დღეები ხასიათზე ვერ ვიყავი ხოლმე. ნანკა უთავბოლოდ დამატარებდა მაღაზიაში, თვითონ არაბუნებრივად გახარებული ჩანდა, ასე რა უხაროდა, ვერ გავიგე, ჩემს უხასიათობაზე კი წუწუნებდა.
-შენ არ გგავს ის გოგო, რომელსაც "შოპინგი" ეზარება!-პარკები სავარძელში მოათავსა მან და გვერდით ჩამომიჯდა.
-ო, მოიცა, რა.-ხელი ავიქნიე მე.-მოდი მაკში ვჭამოთ, შევისვენოთ საყიდლებისგან, ავიდეთ მეოთხე საურთულზე და ჩამოვიდეთ მერე ისევ, გავაგრძელოთ სიარული.-თვალები გამინათდა მე.
-კაი?! თათა, მაკში ჭამას პირველად მთავაზობ, რა გჭირს?-თვალები გაუფართოვდა ნანკას.
-ე! მერე რა, ხანდახან შეიძლება "healthy life” დან ახვევა, არაფერი უჭირს.-თვალი ჩავუკარი მას.
-უი, არა, მე ვერაფრით, "ფართიზე" ფორმაში უნდა ვიყო.-ხელები გაასავსავა ნანკამ.
-რა იყო, გოგო, ერთი ჭამა რა ლოგიკით ამოგაგდებს ფორმიდან?-ვიწყინე მე.
-ჰო, მაგრამ,-შეიშმუშნა ის,-ორი კილო მაქვს მოსაკლები და, ვერ...
-კარგი, უიმე!-შევაწყვეტინე მას.-ღმერთო მაღალო! მე შევჭამ, შენ მიყურე.-ნერვები მომეშალა მე და გეზი ესკალატორისკენ ავიღე. ასე ვაყლაპინე ნერწყვები ნანკას, მეტის ღირსიცაა.

***
წვეულების ხასიათზე, როგორც მოგახსენეთ, დიდად არ ვიყავი, მაგრამ 17 სექტემბერს, 8 ის ნახევარზე ნანკას მანქანას მაინც გადაპრანჭული ვუცდიდი . ხაკისფერი, მოკლე, ატლასის კაბით, რომელიც ღრმა დეკოლტით მშვენდებოდა და ოქროსფერი, ულამაზესი მაღალქუსლიანით მოსილი.
ნანკამ ჩემი დანახვისთანავე აღფრთოვანებით დაიყვირა.
-ხასიათზე არ ვარო, რაღაც ეგრე ამბობდი ჰო? ახლა ხო ხარ ღირსი, ეს თავზე გადაგასხა?-წყლით სავსე ბოთლი ამიფრიალა მან.-რა უნამუსოდ ლამაზად ხარ, თვალი არ გეცეს!-აღფრთოვანდა ის.
-ნუ მებოდიალები, რა თვალი, ნანკა.-გამეცინა მე და ნანკას სიტყვების გადასამოწმებლად პატარა სარკეში შევათვალიერე თავი.-მადლობა.
-ვახ, შენგან კომპლიმენტის თქმის დროს "მადლობა" პირველად მესმის, კალენდარში წითელი რკალით მოვნიშნავ ამ დღეს!-გადაიხარხარა მან და თითით რკალი მოხაზა.
-შენ საჭეს მიაქციო ყურადღება, გირჩევნია,-ხელი ავუქნიე მას.-რაღაც ძაან ცანცარებ.
-კაი, ბოდიში, ბოდიში, უჟმურ!
წვეულებაზე ჩვენთვის ჩვეული სიტუაცია დაგვხვდა. ბრჭყვიალა ნათურები უკვე თავს მატკიებდნენ. ჩემი კურსელი ზაზა შესვლისთანავე მოგვეჭრა.
-ვა, რა გოგონები, ზემოდან რომ ჩამოვარდით, ფრთები არ გეტკინათ, ტო?!-შემოგვაფრქვია მან ალკოჰოლნარევი სუნი და გადაიხარხარა.
-ვაი, შენს პატრონს,-თითები შუბლზე მივიდე მე.
-რა 13 წლის გიოკოსავით ხუმრობ, რა უბედურებაა.-შუბლი შეკრა ნანკამ.
-აუ, რა ბრჭყალები დამასვით, რა არის, ტო, მოდუნდით ცოტა,-თვალი ჩაგვიკრა მან, ჩვენ კი მაშინვე მოვშორდით.
-რა დღეშია, ასე გალეშვა როდის მოასწრო, უიმე.-აღვშფოთდი მე.
-ჩექმით ჩაასხეს ეტყობა არაყი, რა ვიცი მე!
ამასობაში კვასკვასა წითელ კაბაში გამოწყობილი ეკაკო მოგვიახლოვდა და ორივე გადაგვკოცნა.
-აბა, დღეს ვსვამთ?-თვალები აუციმციმდა მას.
-უი, არა, არ მაქვს მუღამი, თან ნარცისო მასხია, მაგას არყის სუნით როგორ გავაფუჭებ.-გაიღიმა ნანკამ.
-ოოპ, ეს უკვე თემაა, ნანკამ არ იცის ხოლმე სასმელზე უარის თქმა .-შეფიქრიანდა ეკაკო.-მაგას, კონკრეტულად ნარცისოს გამო ამბობ?
-ჰო, რა იყო?! არ შეიძლება?! მითავდება, ბოლო რამდენიმე დასხმაღაა.-თავი შეგვაცოდა ნანკამ.
-ქალო! მამაშენს რომ უთხრა, მაგ სუნამოს ქსელში რაცაა, ყველას ოთახში მოგიწყობს, რას გვაშტერებ?-აღშფოთდა ეკაკო.
-მე მაინც მგონია, რომ სახელი ეშლება და ნარცისოს კი არა, სხვა "ვინმეს" გამო არ სვამს დღეს.-თვალი ჩავუკარი ორივეს.
-რას, რას, ბოდიალობ,-ანერვიულდა ნანკა.
-აი, ამას,-გავუღიმე მას და თავით კარებში შემომავალი გიგა ლომოურისკენ ვანიშნე. ნანკამ რაღაცის თქმა ცადა, მაგრამ გაჩუმდა, როცა შეატყო გიგა ჩვენკენ ინაცვლებდა.
-გარეკე, ნანკა?! ლომოურის მტარვალ შვილს დაადგი თვალი?! ორი თვეა ჩამოვიდა და ყველას მოაძულა უკვე თავი.-ჩურჩულით ახრიალდა ეკაკო.
-კაი, სუ, მოდის.-ხელი კრა ნანკამ და ხელები შუბლზე გადაისვა. გიგას ნახვა უსაშველოდ მესიკვდილებოდა, მაგრამ ვიცოდი, მასთან აცდენის შანსი არ მქონდა.
-სალამი, გოგონებო,-თავი დაგვიკრა მან, ჩვენ ერთხმად მივესალმეთ.-როგორ მოგწონთ სიტუაცია? მთელი "სტაფი" მაქსიმალურად ჩავრთე, პირადად მე ვუხელმძღვანელე დღევანდელი დღის ორგანიზებას.-გაიღიმა მან.
„კი, როგორ არა“-გავიფიქრე მე, მაგრამ თქმით როგორ ვიტყოდი.
-კი, გადასარევი სიტუაციაა,-თავი დააქნია ეკაკომ, როცა მიხვდა, რომ ჩვენ არც ერთი ხმის ამომღებები არ ვიყავით,-მაგრამ თქვენი ფულის პატრონს, უკეთესიც შეეძლო.-დაიჩურჩულა უფრო თავისთვის. მე ჩამეცინა.
-ბატონო?-ვერ გაიგო გიგამ.
-ა, არაფერი, უკეთესი ვერც წარმომიდგენია, როგორი შეიძლება იყოს-მეთქი.-გადაასწორა ეკაკომ.
-უი, ძალიან მშვენიერი! მიხარია, თუ მოგწონთ, კარგი გართობა, აქ ვიქნები მეც მთელი საღამო.-კვლავ მისი უაზრო, მაგრამ მომხიბლავი ღიმილით დაგვემშვიდობა და გაგვშორდა.
-ჰე,ნანკა, ამოიღე ახლა ხმა, ჰო არ გგონია, დამავიწყდა თათას ნათქვამი. ეს რაც აქ იყო, სუნთქავდი საერთოდ? აე, მოფხიზლდი!-აენთო ეკაკო.
-ვაიმე! ან ერთმა ნუ შემჭამეთ, ან მეორემ! რა უბედურებაა! არავინაც არ მომწონს. დამანებენთ, ვა.-ნანკას სუნთქვა გაუხშირდა.
-გოგო, სიმართლისთვის კი არ დაგკლავთ, რატო უარყოფ ასე ისტერიულად ,არ მესმის, მტრები ჰო არ ვართ შენი, რა არის დასამალი?!შენც ამოიღე, თათა, ხმა, ეს ისეთი გაჯიუტებულია, საერთო ძალებით თუ დავიყოლიებთ, თორემ ისე შეხედე, რა მყარად დგას, არაფერს იტყვის!-გაწიწმატდა აფორიაქებული ეკაკო.
-მე არანაირად ვერევი ამ საქმეში, ასჯერ ვუთხარი და ასე კატეგორიულად არის უარზე, მეც ვერ შევეხვეწები, ასეც და ისეც, გიგა ამის მომწონებელი მაინც არ არის და. დამალოს, თუ უნდა.-მხრები ავიჩეჩე მე და ნანკას გადაწითლებულ სახეს და აგრესიულ თვალებს შევეჩეხე.
-და, რატომ?! შენ რომ არ მოგიწონა, მაგაზე გიხურს ჰო ლოყა?! მე როგორ მომიწონებს ჰო?! სადაც შენ არ! მასე ფიქრობ, არა?!!-აფორიაქდა ნანკა.
-ზედმეტებს ამბობ, გესმის?! ახლა მით უმეტეს, ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე აღიარე შენი გრძნობები.
ნანკა უკანმოუხედავად ადგა და წავიდა.
-აუ, რა ვქნათ, გავყვეთ?-დაფეთდა ეკაკო.
-შენ რაც გინდა-ის ქენი. მე არაფერ გაყოლას არ ვაპირებ. რაზე ავარდა უბრალოდ. არა, რა ვთქვი არასწორი, მაგ ბიჭი ადამიანი არ არის, რაღაც სხვა არსებაა, უგულო და ცივსისხლიანი, შეიძლება ახლა მაგან ვინმე დედამიწელი მოიწონოს?!-ხელები გავშალე მე.
-არა, ასპროცენტიანი ხარ,-თავი დააკანტურა ეკაკომ,-როგორ შეგედავები, უბრალოდ ამ ჩურჩუტს ძალიან მოწონს მგონი, მაგ რომ უთხარი, ძალიან იმოქმედა.-მოიღუშა ის.
-ჰო, სიმართლე მწარეა, რა ვიცი.-წარბი ავწიე მე.
-არა, გავყვები მე, დამშვიდება უნდა ახლა მაგას, მოსმენა, დარიგება. ცოდვაა ეგრე. ეს "ფართი" რამეფრად ამუშავდება ჩემ გარეშეც, წავედი.-გადამკოცნა მან.
-ნება შენია.-თვალი ჩავუკარი და ფრჩხილებზე დავიხედე.
-შენ რას იზამ?
-მოვიფიქრებ რამეს.-დავემშვიდომე მას და ბარისკენ წავედი. უკვე სრულიად მტკიოდა თავი, ყველა წერტილი მეწვოდა. ძალიან მჭირდებოდა მოდუნება. ერთი ჭიქა ვისკი აჩქარებით ჩავისხი კუჭში. მაგრად ამწვა, თვალებში სისხლის მოწოლა ვიგრძენი. მეორე უფრო ფრთხილად.
-არ მოკვდე ეგრე, მიყოლებით ჭიქები არ "გაასწორებს".-თვალი ჩამიკრა ბარმენმა.-თან რამის გარეშე, გინდა საჭმელს მოგიტან, ან "ფანტას" დაგისხამ, მაგრად წავა ერთად.-გაიღიმა მან და იდაყვები ბარს ჩამოაყრდნო.
-არა, რა საჭმელი,-ვიუარე მე. სწრაფად მინდოდა სასმელს ემოქმედა.
-"ფანტა" მაშინ.-ოპერატიულად დადო ფანტის მინის ბოთლი ჩემ წინ. -აჰა, დალიე და მერე ფანტა "სრაზუ"გადაკარი, "ვაფშე" ვერ იგრძნობ წვას.-დამარიგა მან და ვისკის ჭიქა გამომიცურა.
-არ ვსვამ პირველად, მადლობა.-ვისკის და ფანტის ჭიქა ხელში მოვიქციე და ნათქვამი შევასრულე.
-უი, მომიტევე უმეცრება.-გაიცინა მან. მეოთხე ჭიქას ხელი დავსტაცე თუ არა, ვიგრძენი, ერთდროულად როგორ მოვითენთე და ავმჩატდი. სხეულში ნაზი სითბო ჩამიდგა და სისხლმა სახეში ამასხა. თავმა გაბჟუება დაიწყო. მშვენიერი, დავთვერი. მომენტალურად ღიმილმა გადამირბინა სახეზე და მეოთხე ჭიქა შეთამამებულად გადავკარი.
-ახლა, როგორც ამ ამბებში გამოცდილ გოგოს, ამ ამბებში ოდნავ უფრო გამოცდილი ბიჭი დატორმუზებას გირჩევ.-თვალების ქვეშიდან ამომხედა ბარმენმა.
-ჰო? ახლა ყველაზე მეტად რომ მიჭირს ტორმუზი?-გამეცინა მე.-როგორც კი ალკოჰოლი გონებას მიბინდავს, აბსოლუტური რაოდენობის სასმლის შთანთქმა შემიძლია.-უადგილოდ გადავიხარხარე მე და ჩემს ფრჩხილებზე მოციმციმე ნეონის მწვანე ხაზებს თვალი გავუშტერე.
-ძაან თავდაჭერილი გოგო რომ ჩანხარ? გეკადრება ეგ?-გაიცინა მან და ვისკის ბოთლი აკურატულად ჩააცურა ბარის ქვემოთ.
-ძალიან აუტანელი გოგო ვარ, მაგ არ მეკადრება ზუსტად, თორემ თავდაუჭერლობას აიტანს კიდევ კაცი.-ჩავიბურდღუნე მე და ბარზე დასვენებულ ხელებზე თავი ჩამოვდე.
-ჰაჰა, ვგიჟდები სიმთვრალეში აღსარებებს რომ მიყვებიან, თან ხომ წარმოგიდგენია, ყოველდღიურად რამდენ მსგავს სიტუაციას ვაწყდები. და აუტანელი რატომ ხარ? უაღრესად საყვარელი რომ ჩანხარ?-გაიცინა მან და წყალი შემაშხურა.
-აუტანელი ადამიანი ვარ. უფრო სწორად, ამ ბოლო დროს ვაცნობიერებ ამას, მაგრამ შველა არ ძალმიძს. ეს, ეს,-შესაბამის სიტყვას ვეძებდი,-შხამი,-ამ სიტყვის თქმისას სიმწრისგან გამეცინა,-სრულიად ჩემს სხეულს არის მოდებული.-ამოვიქშინე მე და მომენტალურად ვიგრძენი როგორ მეტირებოდა.
-ჰმ, რთული საქმეა.-ჭიქების დაწყობას თავი დაანება და ახლოს მოიწია ჩემთან.-გეცოდინება, თავისთავად, ადამიანი როცა იშხამება, პირდაპირი გაგებით,-ღიმილით ამომხედა მან.-ანტიდოტი შეყავთ მის ორგანიზმში, ეგ კი მთლიანად აღმოფხვრის შხამის ტოქსიკურ ზეგავლენას, მაგის გარეშე ორგანიზმს მაგარი "დანძრეული" აქვს, ხვდები, რას ვამბობ?-თავი ამაწევინა ბარმენმა.
-თითქმის..-თავი დავუქნიე მას, არადა ვერაფერს ვხვდებოდი, მთელი სხეული სასიამოვნოდ მიბჟუოდა.
-ჰოდა იმას გეუბნები, შენც უნდა შეუშვა ანტიდოტი ორგანიზმში, თუ მართლა გრძნობ მოწამვლას. ოღონდ უნდა იცოდე, რა არის შესაბამისი ანტიდოტი. იქნებ გაქვს რამე იდეა?-მხოლოდ ბოთლების ჯანჯღარის ხმა მესმოდა. თავის ტკივილი განმიახლდა. გული მწიწკნიდა. ბარმენისთვის არაფერი მითქვამს, ისე ავდექი. მთელი სხეულით ვცდილობდი, არ წავქცეულიყავი. ცხოვრებაში ასეთი კონცენტრაცია სიარულზე ალბათ მაშინ მოვახდინე, წლინახევრისამ პირველად რომ გავიარე, რაც ჩემს ცნობიერში ნამდვილად აღარ იყო. მეორედ კი დღეს მომიწია. სრულიად დაძაბული ჩავაფრინდი კარის სახელურს. უნდა გამომეღო, როცა ვიღაცამ მთელი ძალით შეაღო კარი და ისედაც გაბრუებულს შუბლში მომხვდა. მთელი სხეულით ვიღაცას ჩავაფრინდი კალთაში. ამ მომენტისთვის უკვე სიზმარში მეგონა თავი. ცხვირი თამბაქოს და გრილმა, კაცის სუნამოს სურნელმა ამიწვა. ხელები შუბლზე მაგრად მივიჭირე. ვიგრძენი, როგორ შემომხვიეს ხელები და გარეთ გამომიყვანეს. უკვე სრულიად აღარ ვეკუთვნოდი ჩემს თავს, ალკოჰოლის კონცეტრაციამ მაქსიმუმს მიაღწია ჩემში. ვიგრძენი, როგორ ჩამომსვეს ძელსკამზე და წყალი შემაშხურეს. სიამოვნებისგან გამეღიმა.
-თათა, კარგად ხარ? თათა?! მომხედე.-ნიკაპში მწვდა ვიღაც და თავი ამაწევინა.
-ალექს..ანდრე ხარ?-დავიჩურჩულე მე, როცა ნაცნობი სახე დამხვდა წინ.
-თათა, კარგად ხარ? მითხარი.-თვალებში ჩამხედა მან და დამათვალიერა.
-ყველაფერი ბჭყვიალებს. მეზიზღება.-ცხვირი ავიბზუე მე.
-მთვრალი ხარ, გოგო? თავი ჰო არ გატკინე, მიპასუხე, რა.
-არაფერი მტკივა, რა გადაირიე, უბრალოდ თავიდან ბოლომდე ვბჟუი.-თავი მას მივაყრდენი მე.-ვერ ვიტან სინათლეს, სიბნელეში წამიყვანე, გთხოვ.
-წამო, წამო, შე ლოთო, ჯერ 9-ის ნახევარია, ასე რამ დაგათრო.-გაეცინა მას და ხელები მომხვია.
-სულ ვბჟუი, თვალები მეხუჭება.-ავწუწუნდი ისევ. ალექსანდრემ მანქანაში ჩამსვა და დაძრა.
-უჰ, ჰაერი რა კარგია.-ამოვთქვი მე ფანჯრიდან შემომავალი ცივი ჰაერის შეგრძნების შემდეგ.
10-15 წუთი ჩუმად მივდიოდით, ალექსანდრემ მანქანა გადააყენა და გადმომსვა. თბილისი ხელის გულივით ჩანდა. იქვე ძელსკამზე ჩამომსვა და თავისი ჯინსის ჟაკეტი მომხვია.
-ისევ ბჟუი?-მითხრა მან და ფეხებთან ჩამუხლული ჩამომიჯდა.
-არა, ჰაერი მომიხდა, მომწონს გრილი ნიავი. თვალები თითქმის აღარ მეხუჭება.
-ძალიან კარგია. ასე რატომ დათვერი, მარტივად მოქმედებს შენზე?-ინტერესით გამომხედა მან.
-არა ხოლმე, რა ვიცი, მე მგონი არა,-ვბლუყუნებდი მე,-მაგრამ დღეს მშიერ კუჭზე, თან ზედიზედ ოთხი ჭიქა ვისკი, მარტო "ფანტა" მივაყოლე, თან რა "ფანტა" ფუ! მე ეგეთ რაღაცებს არ ვსვამ. ასუქებს. არა, ისე კოკაკოლა კი მიყვარს.-ჩავიხითხითე მე.
-მშიერ კუჭზე და ზედიზედ? არ შეიძლება ეგრე, თათა, რაღაცას მოიწევ.-თავი გადააქნია ალექსიმ.-ასე რაზე იყავი გამწარებული?
-რა ვიცი, ჩემს თავზე? მე მგონი ჰო.-მხრები ავიჩეჩე მე.
-კი "შენს თავზე" მეც ვმწარდები ხოლმე, ჩვეულებრივი მოვლენაა.-თვალი ჩამიკრა მან და გაიღიმა.
-ა, აღვიდგინე, ჰო,-თვალები გავაფართოვე მე და საჩვენებელი თითი ჰაერში ავიქნიე.-რაღაც შხამზე და ანტიდოტზე ვლაპარაკობდით მე და ბარმენი.
-რა საინტერესოა, თემატური მეტად.-ჩაეცინა ალექსის.
-თემატური?-სიტყვას ჩავუკვირდი მე,-ჰო, ბარმენმა მითხრა, რომ ანტიდოტი უნდა შემეყვანა ორგანიზმში ინტოქსიკაციის შესაჩერებლად. იცი, ლამაზად მესაუბრა და როგორ იცი?-გახსენებისას ღიმილმა გადამკრა მე. ალექსი მისმენდა. ცალი ხელი ნიკაპქვეშ მოექცია, მეორე ჩემს მუხლებზე მოეთავსებინა.-მეტაფორულად! მაშინ ვერ მივხვდი, ახლა ვხვდები, ჰაერზე ყველაფერი ნათელია,-ტაში შემოვკარი მე,-უხ, თავი ამატკია. მკითხა ანტიდოტისთვის იდეა თუ მქონდა. იქნებ შენ გაქვს იდეა? რა შეიძლება ჩემი ანტიდოტი იყოს?-ჰაერში ყურება შევწყვიტე და თვალები პირდაპირ ალექსის თვალებს გავუშტერე, რომელიც სიბნელეში ნაკლებად ჩანდა.
-მე ვფიქრობ, რომ შენი ანტიდოტი შენ თვითონვე უნდა იპოვნო, თათა.-თანაგრძნობით გამიღიმა ალექსიმ.-ძალიან გასაგებად მესაუბრე-თქო ვერაფრით ვიტყვი, მაგრამ მე მაინც მგონია, სამართლიანი და შესაბამისი პასუხი გაგეცი.
-ახლა როგორ ხარ?-პაუზის შემდეგ შემეკითხა ის.
-მშვიდად.-გავეცი პასუხი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა ჩემს სიტუაციას. -მიხარია.
- მე უნდა ვიპოვნო ანტიდოტი, შენ მართალი ხარ. სულში გავრცელებული შხამი სწორედ მაგიტომ არის უფრო რთული, ვიდრე ორგანიზმში, მაგ დროს კონკრეტული, სამედიცინო დასკვნით გაწერილი და შემუშავებული ანტიდოტი არ არსებობს. სწორედ შენ უნდა შექმნა.-გვიან გავეცი ალექსანდრეს პასუხი.
თავში სრული ფეიერვერკი მქონდა, ჩემი ფიქრები ობობის ქსელებივით იწელებოდნენ და ყველაფერს წვდებოდნენ. მომენტალურად ყველაფერი ჩაწყნარდა, აღარაფერზე ვფიქრობდი. ყველაფერი რა მარტივი ყოფილა...
ცოტა ვისკი...
ცოტაც ემოცია..
ცოტაც აგრესია...
სწორედ რომ, სიმარტივეშია გენიალურობა, ბევრი ფიქრის გარეშე, მარტივად, ძალიან მარტივად..მივხვდი...
-კარგი,რა, რა სიგიჟეა!-სიცილი წამსკდა მე,-სიგიჟეა, არა?!-გადასამოწმებლად ჩავაცქერდი ალექსის თვალებში, ის კი დაბნეული მიცქერდა.-ზუსტადაც.-უფრო გავუხშირე სიცილს. ალექსის მზერა უფრო და უფრო დაბნეული ხდებოდა. მალე დავწყნარდი, თვალები მიღიმოდნენ, ხელებში ალექსის სახე მოვიქცია და ისე, როგორც არაფერი ტუჩებზე მივეკარი. ისე, როგორც არაფერი...

***
მთელი სხეულით სიცივეს ვყავდი ატანილი, სხეულში მტეხდა. საწოლის გვერდით გადაბრუნებაც მეზარებოდა, მაგრამ არასასიამოვნო შეგრძნებების მიუხედავად, მხიარულად ვიყავი. უცებ, თითქოს, ტვინში დადებული ნაღმი გასკდა. ციებინივით წამოვენთე და ხელები თავზე მოვიჭირე.
-გადავირიე?!-წამოვიყვირე.
წინა ღამის კადრებითვალწინ მირბენდნენ. რა სიამოვნებით მოვიგუდავდი ახლა თავს! ასეთი სისულელე, ასეთი სირცხვილი! რა ჯანდაბა დამემართა. და მერე, მერე რა მოხდა?! იმ უსაშინლესი მომენტის მერე. არ მახსოვს.. რა მოხდა მერე?!
სახლში რანაირად მოვედი, მაღალო ღმერთო?! მაგ მომენტის მერე აღარაფერი მახსოვდა.
-რა ანტიდოტი, რამ გამომაშტერა, ვაიმე!-ვერ ვმშვიდდებოდი.-ნანკა! სადმე არ შემხვდე, იცოდე, შენ გამო მოხდა ყველაფერი!
სარკის წინ ვიდექი და თავს პერიოდულად მინას ვურტყამდი. ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. უცხო ნომერი იყო, ყურზე მივიწებე და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გალეული ხმით ვთქვი:
-ალო.
-ცოცხალი ხარ? მიხარია,-ღიმილიანი ტონით წარმოთქვა იმ ხმამ, რომლის გაგონებაც ახლა ყველაზე მეტად არ მინდოდა. ვერ გავიგე ტელეფონი გამეთიშა თუ საუბარი გამეგრძელებინა.
-ნეტავ არ ვიყო!-ვთქვი ბოლოს.
-რატომ? რამე ხომ არ გტკივა? მაინც "პახმელია" და ამბები. წამო მოგაკითხავ და მაგარ ხაშს გაჭმევ თუ გინდა?-გადაიხარხარა მან.
-გადაირიე? ხაში მართლა შემომთავაზე?
-კიი, რატომ არა?! იფ, ბევრი ნივრით ამოტენილი, მთელი კვირა სუნს რომ ვერ მოიშორებ. რა, არა??-არ წყვეტდა ის.
-რა ცანცარის ხასიათზე ხარ, რა უბედურებაა!
-რატომ არ უნდა ვიყო? ათასი მიზეზი მაქვს კარგი ხასიათისთვის. გინდა გითხრა?
-არ მაინტერესებს, მადლობა.-ვუთხარი აკანკალებული ხმით.
-ო! როგორ არაა, ვიცი გაინტერესებს, გეტყვი, დაიცა, ჰოდა გუშინ ვიღაც...-მხიარულად ყვებოდა ის, მე კი სასწრაფოდ გავთიშე ტელეფონი და დივნის უკან მოვისროლე. ვკვდები! ახლა რა უნდა მექნა! ამ ადამიანის დაცინვას რა გაუძლებდა. ადრე მე თვითონ დავცინოდი, ახლა სასაცილო მე გავხდი!
მთელი დღე ვერ ვისვენებდი, ვერც წესიერად გამოვიძინე, ვერც დავისვენე, ვერც ფილმს დავუდე გული, სულ გასული ღამე მიტრიალებდა თავში და სირცხვილისგან ვიკრუნჩხებოდი.
შუადღის სამი სრულდებოდა, როცა ლელამ ამომძახა, კარებზე შენთან არიანო. სარკესთან შევათვალიერე თავი, წარმოუდგენლად საზიზღრად გამოვიყურებდი. ახლა ვინმეს ნახვა იქნებოდა?
ჩავედი და ნეტავ არ ჩავსულიყავი. გარეთ მომღიმარი ალექსანდრე დამხვდა. სასწრაფოდ სახლში გასაქცევად მოვემზადე, მაგრამ ის ხელში მწვდა და მომაბრუნა.
-კაი, სად მირბიხარ??-იცინოდა ის.-სულ როგორი არასტუმართმოყვარე დახვედრები გაქვს, რა არის??
-აუ, ნუ მეღადავები რა. ვის აქვს შენი ნერვები და დრო. რომ მოდიხარ უნდა გააფრთხილო ადამიანი, ეგრე მიდგომა კართან რა არის??
-ჰო, არა?? გაგიხეთქე ტელეფონი, თუ მოიძევ ნახავ.-თვალი ჩამიკრა მან.
-ისედაც რას მოდიხარ, გაფრთხილებითაც. რა საქმე გაქვს ერთი ჩემთან?-ავიფოფრე მე. -მაგ შენ უნდა მითხრა.-ქვედა ტუჩი დაწია მან.
-აი, მე რატო?? ჩემი სათქმელი ნათლად არ ჩანს?? არანაირი საქმე გაქვს ჩემთან. პაკა!!-ხელი ავიქნიე და წასასვლელად მოვემზადე.
-რა ვიცი, გუშინ კარგად..-სიცილით ყვებოდა ის. შესაშური სისწრაფით ვეცი და ორივე ხელი პირზე მივაკარი.
-ცხოვრებას მოგაბეზრებ იცოდე, არ გაიმეორო ეგ. არასდროს. გუშინ მთვრალი ვიყავი. მე რა ვიცი, შენ იმოქმედე იქნებ ჩემ გონებაზე.
-კი, ნამდვილად ეგრე გამოდის, მე ვიმოქმედე.-დამეთანხმა ის.
-არა, ეგრე კი არა, უიმეე! შენი ბრალია-თქო, ანუ მაგას ვამბობ.
-მიღებულია!-ისევ თავი დამიკრა მან.
-საერთოდაც!!!-ნერვები მომეშალა მე,-რატომ მოხვედი ერთი??
-ა, ეგ სულ გადამავიწყე!-გაიცინა მან,-მაგარი რამე მოგიტანე. წვნიანია, ბებიაჩემის ხელით გაკეთებული. ჯერ კიდევ ცხელი და ისეთი გემრიელია!! ნაბახუსევზეა მისწრება. რომ არ ჭამო, ყველას მოვუყვები გუშინდელზე.-თვალი ჩამიკრა მან და პატარა ქვაბი ჩანთიდან ამოიღო.
-რას ბოდიალობ, იცოდე არ გადაირიო და მაგ არ ქნა.-ვუთხარი მე და ქვაბი გამოვართვი.
-წავალ მაშინ.-მითხრა მან და გაბრუნება დააპირა.
-მოიცა, აქ მთელი ქვაბი წვნიანია, ყველას ხომ ვერ შევჭამ, გავიყოთ.-ვთქვი მე და ეგრევე ტუჩზე ვიკბინე. რამ გამომაჩერჩეტა, ამას სახლში როგორ ვუშვებ.
-აუ, მართლა გინდა რომ გავიყოთ?-თვალები გაუნათდა მას.
-რაც არ მინდა, იმას შენზე რა შემომათავაზებინებდა.-უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა.
-დაიცა მაშინ.-ის მანქანისკენ გაბრუნდა და იქიდან დიდი თერმოსი გადმოიტანა.-ეს ცხელი შოკოლადია, ჩემთვის გამომატანა, მაგრამ აქაც ასხია საკმაოდ და გავიყოთ.-გაიღიმა მან და სახლში შემომყვა.

***
-ანუ. შენ მართლა არ ხარ გიგას კლასელი?-თვალებგაფართოებულმა ვკითხე მას.
-ჰო, რა იყო, გიგა ოთხი წლით უფროსია ჩემზე, გიგას კლასელი მე კი არა, ჩემი ძმა იყო.-თქვა მან და ორცხობილის დიდი ნაჭერი პირში გადაიგდო.
-ბოდიში, რამდენი წლის ხარ??-ხმა ავიმაღლე მე.
-20,-მოკლედ მოჭრა მან.
-კაი, რას ამბობ, შენზე ორი წლით უფროსი ვარ!!
-რა უჭირს, პრობლემაა?-გაიცინა მან.
-რა ვიცი, არა, გამიკვირდა უბრალოდ. ძმა თუ გყავდა არ ვიცოდი.
-ჰო, არ ცხოვრობს აქ.
-სად არის, თუ საიდუმლო არაა,-გამეცინა მე.
-ოჰ, ეგ დიდი ხანია უკვე თბილ ქვეყნებში გაფრინდა, ფლორიდაში ცხოვრობს უკვე წლებია. გაგაცნობ მერე.-თქვა მან და შოკოლადი მოსვა.
-შენ ბავშვი ყოფილხარ, მეგობარო,-თვალი ჩავუკარი მას.
-20 წელი ბავშვია? თუ შენზე უმცროსობა ასოცირდება ბავშვობასთან?
-არა, ნუ რა ვიცი, ბავშვი ხარ ჩემთან შედარებით.
-კაი, ვთქვათ ვარ, რა უჭირს მერე რამეში გვიშლის ეგ ხელს?-ალმაცერად გადმომხედა მან.
-არა, რა შუაშია..
-ანუ, იმას გეუბნები, არანაირი კავშირი არაა ჩვენ შორის და ასე რატომ დაიხვიე ხელზე ჩემი ასაკი-თქო?
-უიმე, არაფერი, გამიკვირდა უბრალოდ, რა ისტერიაა.-ავიფოფრე მე.
-გასაგებია,-გაიცინა მან.-მე მგონი, დადგა უკვე ჩემი წასვლის დრო.-მაჯაზე დაიხედა და პირდაპირ თვალებში შემომხედა. სხეულში გამაცია უცებ და ნათლად გამიარა თავში იმან, რომ ალექსანდრე წარმოუდგენლად სიმპათიური იყო. გამოყვანილი, ლამაზი ყბები. ოდნავ კეხიანი, ძალიან ეშხიანი ცხვირი და საოცრად მეტყველი თვალები. ამ ყველაფერს ემატებოდა შავი, შუაზე გაყოფილი ულამაზესი თმები. ძალიან მინდოდა თმაზე მოვფერებოდი. დააფიქსირა, როგორ მოიარა ჩემმა მზერამ მისი სახე და ცალყბად გაეღიმა. ვერ გეტყვით როგორ, მაგრამ ამ ადამიანის სახით უკვე კაცს ვხედავდი და არა იმ ხეპრეს, რომელიც ოდესღაც ასე მაბრაზებდა. ვერ გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მაშინებდა. იყო რაღაც ნაპერწკალი, რომელიც ჩემს გულსა და გონებაში გაღვივდა და ალექსანდრეს მიმართ ჩემი გრძნობები უცებ ლამაზ, მიმზიდველ და შეიძლება ოდნავ აკრძალულ მოვლენად იქცა.
-ჰელოუ, ჩემთან ხარ?-იკითხა ალექსანდრემ.
-ჰო, კი, კი,-ამოვიბლუყუნე მე, როცა მივხვდი, რომ დიდი პაუზა გამომივიდა.
-წავალ მეთქი, ვამბობდი,-თქვა მან.
-ჰო, გასაგებია. ალექსანდრე წამოდგა,მეც უკან გავყევი. კარამდე ორივე ძალიან უხერხულად მივჩლაჩუნებდით. კარებში რომ გავიდა მომიბრუნდა და მითხრა:
-მე თბილისიდან მივდივარ ხვალ, ეს დღეები არ ვიქნები, ისე მაინც, რომ იცოდე.
-მაგას მე რატომ მეუბნები, რაში მაინტერესებს.-ბრაზი შემეპარა მე. ძლივს ვაღიარე, რომ ალექსანდრე მომწონდა, ეს კიდევ ახლა მიდიოდა, ვინ იცის სად.
-არა, უბრალოდ, რა ვიცი.-გაწითლდა ის, მე კი კარი ნაჩქარევად მივხურე და საკუთარი ოთახისკენ ავვარდი. ხასიათი მთლიანად მომეშხამა. ათასი ფიქრი მიტრიალებდა თავში. ახლა, როცა აშკარად რაღაც გაღვივდა ჩვენ შორის, ზუსტად ახლა აპირებდა გადაკარგვას, ეს იმას ნიშნავდა, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა ამ ნაპერწკალს. ეს მახინჯი და ისტერიული აზრი მთელი დღე ჩამებეჭდა თავში. ცალმხრივად არავის მოწონებას არ ვაპირებდი, რაც გიგასთან ვჭამე, საკმარისად მეყო. ტელეფონი მოვიძიე და სოციალურ ქსელებში ალექსანდრეს მოძებნა დავიწყე. ძალიან უბრალო ფიდი ჰქონდა, 6 ფოტო მხოლოდ, ძირითადად არც ერთში ჩანდა, ყურადღება მუდამ ლანდშაფტზე იყო გამახვილებული.
სამზარეულოში ჩამოვედი და მწვანე ჩაი მოვიმზადე. ვერ ვიტანდი ვერც საკუთარ თავს და ვერც ჩემს საშინელ აკვიატებებს. ბოლოს მე და ჩემი დამთრგუნავი ალტერ-ეგო შევთანხმდით, რომ ალექსის უბრალოდ გადაუდებელი საქმე ჰქონდა და ეს ფაქტი არანაირად არ მოქმედებდა ჩვენს ურთიერთობაზე.
ერთი კვირა ისე გავიდა, ჩემი ყოველდღიური რუტინა წამითაც არ დაურღვევია ალექსანდრეს არსებობას. სადმე რომ მის შესახებ მეკითხა, არ იქნებოდა ბუნებრივი, ამიტომ ვცდილობდი, მასზე არ მეფიქრა.
ნანკა მთელი კვირა თავს მარიდებდა, ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო, რამდენჯერმე საუბარი ვცადე, თუმცა უშედეგოდ, ცივად მიშორებდა იგი.
უნივერსიტეტიდან მარტო გამოვდიოდი, როცა მანქანამ ჩემს ფეხებთან გააჩერა. ფანჯარა ჩამოიწია და იქიდან უფროსმა ლომოურმა გადმოიჭყიტა.
-ლიკლიკაძის გოგონა! როგორ ხარ, შვილო?-თბილად მომიკითხა მან.
-მადლობა, კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით?-სულ არ ვიყავი მასთან საუბრის ხასიათზე. სახლში მინდოდა წასვლა და დაძინება.
-გადასარევად!-გაიცინა მან და ღიმილის დროს ოქროს კბილმა გაუელვა.-რამდენი ხანია არ გვსტუმრებიხართ, თქვენს ოჯახს ვუცდი შაბათს, აუცილებლად, სოკოლევებთან ერთად.-თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა მან, გამაცია მის მზერაზე. -ვეცდებით, გეწვიოთ.-ვუპასუხე თავაზიანად.
-აჰ, არანაირი მცდელობა, გადაწყვეტილია ეს ამბავი, დეტალებზე ნუგზარს თავად შევეხმიანები.-თავი დამიკრა მან, ფანჯარა ასწია და ყველანაირი დამშვიდობების გარეშე წავიდა.
-ღმერთო, ესღა მაკლდა, ლომოურებთან ვახშამი,-ჩავილაპარაკე ღვარძლიანად და მანქანაში ჩავჯექი. ეს ნამდვილად არ იყო სასურველი სიტუაცია. ნანკაც იქ იქნებოდა, გიგაც, მეც...
ყველანაირად მინდოდა, ეს უხერხული ვიზიტი თავიდან ამერიდებინა, მაგრამ უფროსი ლომოურის დაჟინებულ თხოვნას არავინ გაისტუმრებდა უარით, მე ის მიკვირდა, რა იყო ამ ყველაფრის მიღმა, რის გამო იყო მოწადინებული ასე?
სახლში ჩაფიქრებული მივედი, ჩემებმა უკვე ყველაფერი იცოდნენ მოსალოდნელი შეკრების შესახებ და მსჯელობდნენ ჩაცმულობასა და საჩუქარზე, ხელცარიელი ხომ არ მივიდოდნენ. მოღუშული მივესალმე მათ და საკუთარ ოთახში ავედი. საღამურებით შევიმოსე და საწოლში გავეხვიე. ყველა თავის გაბრუნებაზე ალექსი მედგა თვალწინ, ჩამესმოდა მისი ხმა და წარმოვიდგენდი, როგორ ვეხებოდი ლამაზ თმებზე.
ტელეფონი ავიღე და გადავწყვიტე დამერეკა, რას დავკარგავდი. მოვძებნე თუ არა მისი ნომერი, აზრი შემეცვალა და ტელეფონი გამოვრთე. ბალიშს პერიოდულად სახეზე ვიკრავდი და ვხაოდი. მეზიზღებოდა მოცემული სიტუაცია, უალექსობა, ნანკას და ჩემი ურთიერთობა, ლომოურის ამ პლანეტაზე არსებობა და მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა.
მიმეძინა. საღამომდე მხარიც კი არ მიცვლია. ძილისგან თვალები მქონდა დასიებული. ამ ბოლო დროს თავს ვატყობდი, რომ მუდმივად მეძინა, ან თუ არ მეძინა, საბანშიგადახვეული უწყვეტად ვფიქრობდი.
ტელეფონი აწკრიალდა, ნანკა მირეკავდა, გამიკვირდა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე. -რა ხდება, როგორ მოხდა რომ მირეკავ?-ვთქვი მე.
-ლაპარაკი მინდოდა შენთან, მივხვდი, ზედმეტი მომივიდა, გამოხვალ ჩვენს კაფეში? მართლა მინდა, რომ სიტუაცია დავალაგოთ, მომენატრე.-ჩაიბუტბუტა მან.
მივხვდი, გულწრფელი იყო, მეც მენატრებოდა ნანკასთან ერთად გატარებული დრო, ვიგრძენი, რომ ძალიან დამაკლდა.
-გამომვალ ახლავე, მეც მომენატრე.-ვუთხარი მე ღიმილიანმა და ამოვისუნთქე ამ დღეების განმავლობაში, რაღაც მაინც რომ მოხდა წესიერი.
სწრაფად მოვემზადე, ხელში რაც მომხვდა ტანზე მოვირგე და გავეშურე ნანკასკენ. კაფეში შესვლისას, მაშინვე მომხვდა თვალში ჩვენს საყვარელ მაგიდასთან მიმჯდარი ნანკა. მივუახლოვდი და გადავეხვიე.
-ბოდიში, ასე რომ გაწვებოდი გიგას ამბის გამო, შენი საქმეა ეგ, არ უნდა ჩაგციებოდი,-ვუთხარი დარცხვენით და მიმტანის ნათქვამ "როგორც ყოველთვის?" თავი დავუქნიე. -კაი,რა, მეც მაქვს ბოდიში მოსახდელი, ძალიან ისტერიულად ვუარობდი ყველაფერს, დაქალი ხარ ჩემი, უნდა მეთქვა, თავს იმიტომ ვიკავებდი, მეგონა შენ ისევ ცდილობდი რაღაცას. თან გიგაზე აშკარად არ გიჟდები, მაგრამ რა ვქნა, ნუ, მართლა მომწონს. ბავშვობაშიც სულ მომწონდა და მოკლედ, არ მგონია ასე მარტივად შემეცვალოს მის მიმართ დამოკიდებულება.-ამოილაპარაკა მან, თავდახრილი და შეცბუნებული იყო, ეძნელებოდა საუბარი, შევატყე.
-მომისმინე, შენ არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნა, გასაგებია ყველაფერი, გიცნობ და ვიცი, ტყუილუბრალოდ არ იქნება ეს შენი..დამოკიდებულება.. ასეთი მყარი. დარწმუნებული ვარ უმიზეზოდ არ მოგწონს ეს, ეს, უხ, საშინელი ადამიანი, მაგრამ არა უშავს, ხდება ხოლმე, სულ მოსალოდნელი პიროვნებები არ მოგვეწონება, მისაღებია.-ამოვიბლუყუნე მე, თან ჩემს სიტუაციაზეც მეფიქრებოდა, რა მოხდებოდა, თუ ამაზე ნანკა გაიგებდა, რას იფიქრებდა, იფიქრებდა რომ გადავირიე? ნეტავ რა რეაქცია ექნებოდათ სხვებს?
-მართლა ასე ფიქრობ?-სითბოჩამდგარი თვალებით ამომხედა ნანკამ.
-ნამდვილად, ღმერთმა იცის, ვის რა გველის,-გავიცინე მე. ნანკამაც ამყვა, მცირე ხანს ხმა არც ერთს ამოგივიღია, მშვიდად შევექცეოდით ყავას.
-მისმინე, და რას ფიქრობ, გიგას რა დამოკიდებულება აქვს შენდამი?-შევეკითხე მე და ყავის ცარიელი ჭიქა გვერდით გავწიე.
-წარმოდგენა არ მაქვს, ერთი წამითაც ვერ მოვდივარ აზრზე, გიგას ვერ ვხედავ, ასე მგონია მისი ფასადის მიღმა არაფერი ჩანს, გულწრფელად გაურკვევლობაში ვარ, ადამიანი ასე არაფერს იმჩნევდეს, პირველად ვხედავ, მართლა.-დანანებით ჩაილაპარაკა მან და თვალები აემღვრა.
-მესმის, რასაც ამბობ, მართლა ძალიან გაურკვეველი ადამიანია, ვერ გაშიფრავ.-ვთქვი მეც ჩემი აზრი.
-ძალიან დამთრგუნავია ეს სიტუაცია, არ ვიცი რას უნდა ველოდო, ან თუ უნდა ველოდო რამეს, საერთოდ, წამით ისეთი საყვარელია ხოლმე, თუმცა ყოველთვის მიჩენს ეჭვს, რომ ეს რეალობა არ არის და სინამდვილეში ამას მხოლოდ იმიჯის გამო აკეთებს.
-კარგი, რა, მაგის ზედმეტი თავაზიანობის ბრალია, აღარავის რომ არ ეხატება გულზე, რობოტივითაა ეგ ადამიანი, ნამდვილი რობოტივით.-ჩავილაპარაკე მე და ნანკას ხელები ხელში მოვიქციე თანაგრძნობის ნიშნად. მინდოდა მიმეხვედრებინა, რომ მთელი გულით მხარს ვუჭერდი და ვცდილობდი გამეგო მისთვის. საკუთარი დაქალის, თანაშეზრდილი პიროვნების ახლა ისე მესმოდა, როგორც არასდროს. დქა მართლაც, ნანკა, საშინელებაა, როცა არ იცი რას უნდა ელოდო, ან საერთოდ, თუ უნდა ელოდო რამეს...
სახლში რომ მივედი, როგორც ყოველთვის, საკუთარ ოთახს მივადექი და გულაღმა გავიშოტე საწოლზე. ვფიქრობდი ჩემზე, ნანკაზე, გიგაზე, ალექსიზე. ვფიქრობდი, რომ ნანკა ძალიან დიდ კრახსა და სისულელეს ეპოტინებოდა, გიგას სახით, რომ ეს აუცილებლად დაასვამდა დაღს და გატეხდა. ვფიქრობდი ალექსიზეც, რომ უნდა დაერეკა და მოვეკითხე, მაბრაზებდა ეს, მთრგუნავდა და ათასი საშინელი ფიქრის საღერღელს მიშლიდა. რატომ არ დამირეკა, ნუთუ, თავად ვერ შეამჩნია ის ნაპერწკალი, რაც ჩვენ შორის გაღვივდა, ნუთუ თავად ისე არ აღმიქვავდა, როგორც მე მას. პერიოდულად თვალწინ ჩვენი კოცნის სცენა მირბენდა ხოლმე და მთელ ტანში ჟრუანტელი მივლიდა. თითებით საკუთარ ბაგეებს ვეხებოდი და სიმთვრალეში, ბუნდოვნად განცდილის მთელი სიმძაფრით აღქმა მსურდა. ტელეფონს ყოველ ათ წუთში მოვხვევდი ხოლმე ხელს, ალექსის უკვე დაზეპირებულ ნომერს ხელის კანკალით ვკრეფდი, მერე ტვინში უცებ დამკრავდა და დაუნანებლად ვისროდი ტელეფონს. მოკლედ ვიტანჯებოდი. მტანჯავდა საკუთარი თავი და ემოციები. შაბათამდე დღეებმა ისე ჩაიარეს, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ჩემები გამოწკეპილები ემზადებოდნენ გაურკვეველი დანიშნულების მქონე ვახშამზე წასასვლელად.
მეც საკმარისად შევავლე საკუთარ თავს ხელი და მოვემზადე არასასურველი საღამოს გასატარებლად.
-ეჭვი მაქვს, ჩვენი ლამაზი თათა, სარძლოდ მოწონს რამაზს.-ჩაიფხუკუნა მამაჩემმა და ლოყაზე მიჩქმიტა. მე დავიძაბე და მუცელში ცუდად გამკრა რაღაცამ.
-რა სისულელეა,-ამოვიბლაყუნე დაბნეულმა.
-რა არის, გოგო, სისულელე, აბა რატომ გვიწვევს შენი აზრით, რა ინტერესი აქვს?-დამიცაცხანა მარიკამ და თვალები გაუბრწყინდა.
-ნანკასიანებსაც იწვევს, ეგრე, და რას ფიქრობ, მრავალცოლიანობას უმიზნებს გიგა??-ამოვიხავლე ბრაზიანმა. არ მომწონდა ეს დიალოგი.
-ეგ ახლა, თავიდან, იცის ნანკასთან რომ მეგობრობ და სურს ყველაფერი ბუნებრივად განვითარდეს, არ უნდა რომ დაიმორცხვო.-ყურებამდე ჩაეხა ღიმილი მამას.
-არა, არა, არა, გეშლებათ რაღაც, ტყუილად ფანტაზიებში ხართ წასულები.-ნერვიულობა დამეტყო მე.
-შენ მასე გეგონოს, შვილო, სიმართლეს დაინახავ მალე, ძალიან მალე.-თვალი ჩამიკრა დედამ და მამას ეშმაკურად გაჰკრა მხარი. ყველანაირად ვცდილობდი, ეს ფაქტი უარმეყო, ეს უბრალოდ სისულელე იყო, რომელოც ჩემი ფულზე დახამებული მშობლების ტვინში აკიაფდა და სანერვიულო არაფერი მქონდა. ისედაც არეული ცხოვრება, უფრო არ ამერეოდა, ნამდვილად არა.-ვარწმუნებდი საკუთარ თავს.

ხასიათი იმაზე მეტად მომეშხამა, ვიდრე აქამდე. გიგას მშობლები სახლის კართან შეგვეგებნენ.სოკოლოვებიც აქ იყვნენ უკვე. თბილად მიესალმნენ ერთმანეთს და მასპინძელმა ყველა შეგვიპატიჟა.
დავსხედით თუ არა, გიგა სამზარეულოდან გამოვიდა და ყველას თავის დაკვრით მიესალმა, რამაზმა გიგას სუფრის სათავისკენ მიუთითა და გაუღიმა. როგორც ყოველთვის, საუბარი მეტად უინტერესო თემებზე გაიმართა. მოწყენით აღარ ვიცოდი რა მექნა. თეფშზე ნახევრადმირთმეულ საქონლის სტეიკს ჩანგლით ვჯიჯგნიდი და სიმინდის მარცვლებს ვჭ....ტდი. გონებით ყველგან ვიყავი, გარდა ლომოურების მისაღები ოთახისა. თითქმის არც მესმოდა რას საუბრობდნენ, მე და ნანკა პერიოდულად თუ გადავულაპარაკებდით ერთმანეთს მხოლოდ.
-თათა!-ფიქრებიდან გამომარკვია რამაზ ლომოურის მჭახე ხმამ.
-დიახ?-თავი ავწიე და გაკვირვებული თვალები მივანათე.
-მოგვიყევი შენ შესახებ, რას სწავლობ, რას აპირებ, რას უკავშირებ შენს მომავალს?-დამთბარი და ინტერესიანი ხმით ალაპარაკდა ის.
დავიბენი. ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და ნანკას გადავხედე, რომელიც გაკვირვებული მიყურებდა, არც ის გამომრჩენია, როგორ უბწკინა დედამ მამას და თვალები აუელდა.
-პიარზე ვსწავლობ, სანამ უნივერსიტეტს არ დავამთავრებ, არ ვგეგმავ მუშაობას,-ამოვთქვი მე.
-ძალიან კარგი, მოგწონს შენი პროფესია?
-ჰმ, კი, მიყვარს კომუნიკაცია, ექსტრავერტი ვარ და საზოგადოებაში გარევა არასდროს მიჭირს, მოკლედ, მე მგონი, ვფლობ კარგი პიარ სპეციალისტის უნარ-ჩვევებს.-ნაწილ-ნაწილ ამოვთქვი მე, მინდოდა დროულად შეცვლილიყო თემა და ჩემზე აღარ ესაუბრათ.
-მაგარია! მიხარია, რომ შრომისმოყვარე და განათლებული შვილი გყავთ.-ღიმილით გადახედა მან ჩემს მშობლებს, მათაც მადლობები არ დაიშურეს, დედას ლოყებიც კი შეფაკლოდა.
-აბა, თათა, როგორც მახსოვს, შეყვარებული არ გყავს, თუ ვცდები?-თვალები კვლავ მე მომაბჯინა რამაზმა.
-არა, არ ჰყავს, ძალიან პრეტენზიულია,-ჩემ მაგივრად გასცა პასუხი მარიკამ და გაიცინა.
-უი, ასეთი გოგო ნამდვილად უნდა იყოს,-თავი დაუკრა რამაზმა.
უკვე აღარ შემეძლო აქ ყოფნა, ნანკა პერიოდულად ფეხზე მბწკენდა ხოლმე, გაურკვევლობაში იყო ისიც.
-ნანკა, შენ რას გვეტყვი?-ახლა ნანკას მიუბრუნდა უფროსი ლომოური და ამოვისუნთქე ვახშმის ეპიცენტრი მე რომ აღარ ვიყავი. ნანკაც ანალოგიურ თემებზე ალაპარაკა და ცნობისმოყვარეობა ძლივს რომ დაიკმაყოფილა, კვლავ სხვა თემებს მიუბრუნდა.
-მარიკა, ბატონი დავით კაკულიას მდგომარეობა როგორია?-წარბები შეკრა რამაზმა.
-გაცილებით უკეთესი, ბავშვების მოგროვებული ფული ძალიან წაადგათ. როგორც ამბობენ, მალე საავადმყოფოდან გამოწერენ კიდეც.
-მთავარია გამოწერონ და ერთ დიდ წვეულებას მე ვპირდები კაკულიებს.-გულღიად გაიღიმა რამაზმა.
-რა კეთილი ადამიანი ხართ, საამაყო,-აღფრთოვანდა მარიკა.
-ასეა, ერთმანეთს უნდა გავუწიოთ დახმარება, აბა, რა ვართ ერთმანეთის გარეშე?-შეიფერა უფროსმა ლომოურმა კომპლიმენტი.
-ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა დაგტოვოთ, მეგობარი ჩამომივიდა და აქ მოდის, საქმე აქვს ჩემთან.-მოწყენით თქვა გიგამ და ფეხზე წამოდგა.
-ვინ ჩამოდის, შვილო?-გაკვირვებით გადახედა რამაზმა შვილს.
-ალექსი დაბრუნდა თბილისში, რაღაც მეც მქონდა დავალებული და მაგისთვის მოდის.-ამ სახელის გაგონებისას გამაჟრჟოლა. მთელი სხეულით ავხურდი. სახეში სისხლმა ამასხა. ნუთუ ჩამოვიდა და ნუთუ ახლა აქ ვიხილავდი. ინსტინქტურად თმაში გადავისვი ხელი და შევისწორე. მოელვარე კოვზში საკუთარ სახეს ჩავაჩერდი, ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურებოდი.
-კი ბატონო, მობრძანდეს, მასაც გავუმასპინძლდებით,-ფიქრებიდან უფროსი ლომოურის ხმამ გამომაფხიზლა.
-გადავცემ,-თქვა თუ არა, კარზე ზარი გაისმა. გიგა მისაღები ოთახიდან გავიდა. მოუსვენრობამ შემიპყრო.სმენა დაძაბული მქონდა, მაგრამ არაფერი მესმოდა, არ ვიცოდი ალექსანდრეს ახლა აქ ნახვა მინდოდა- თუ არა, სახე მეწვოდა. არ , რამდენი წუთით იყო გიგა გასული, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკან, რომელსაც მომღიმარი ალექსანდრე მოჰყვა. მუცელი ამომიბრუნდა მის დანახვისას. იგი თავაზიანად მიესალმა ყველას და მოიკითხა. წუთით ჩვენი მზერა კიდევაც შეხვდა ერთმანეთს.
-დაგვეწვიე, ალექსანდრე,.-ალაპარაკდა რამაზი, მე კი ყველანაირად ვცდილობდი მშვიდი სახე შემენარჩუნებია.
-ძალიან დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ სახლში მელოდებიან.-თქვა მან.მე კი ერთიანად ჩამწყდა გულში რაღაც, ჩვენი მზერა კი კვლავ შეხვდა ერთმანეთს. -აპ, ასე არ გამოვა, ცოტა ხანი მაინც უნდა მიუჯდე სუფრას.-მხრები აიჩეჩა რამაზმა და მოულოდნელ სტუმარს გაუღიმა.
-კარგი, მაშინ, რა გაეწყობა.-გაიცინა ალექსიმ.
მალევე მოუტანეს სკამი და თეფშები.
სკამი ჩემ გვერდით მოათავსეს. დაბნეული ალექსი ჩამოჯდა. უფროსებმა კვლავ ბიზნესზე დაიწყეს საუბარი.
-მომენატრე.-ჩუმად გადმომილაპარაკა მან. სული კინაღამ განვუტევე. ასეთი განერვიულებული, გაბრაზებული და ბედნიერი ჩემი თავი არ მახსოვს. ცრემლები კინაღამ მომადგა თვალებზე. სიამაყე იმწამინდელმა ემოციებმა გადამავიწყეს და ალექსანდრეს ხელი საკუთარში მოვიქციე. თვალის კუთხიდან დავინახე როგორ შეეპარა ღიმილი სახეზე. ხელზე ხელი მომიჭირა და მანამ არ გაგვიშვია, სანამ არ დავიშალეთ. მთელ სხეულში ფეიერვერკები ფეთქდებოდნენ. ძალიან ბედნიერი ვიყავი და ღიმილს ვერ ვიკავებდი. ალექსანდრე პერიოდულად გამომხედავდა და მთელი გულით მიღიმოდა. ასეთი კარგი საღამო ბოლოს არც მახსოვს, როდის მქონდა. როცა საბოლოოდ წამოვიშალეთ, ალექსიმ ხელი გამიშვა და გული მეტკინა. ერთმანეთს ფორმალურად დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავსხედით.
სახლში როგორც კი მივედით, ოთახში ავვარდი, რადგან არ მინდოდა ჩემი მშობლების უაზრო პროგნოზების მოსმენა ჩემსა და გიგას ურთიერთობასთან დაკავშირებით.
ავედი თუ არა ტელეფონი აწკრიალდა. ვიცანი ალექსანდრეს ნომერი და წამის მეასედში ავიღე.
-არ მჯერა, წეღან მე და შენ ვისხედით ხელიხელჩაკიდებულები, ჰო?-სიცილით თქვა მან.
-შენ წარმოიდგინე.-გამეცინა მეც.
-რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია,-ჩაილაპარაკა ბრძნული ტონით და კიდევ ახარხარდა,
-იდიოტი ხარ,-ვერც მე ვიკავებდი თავს.
-არ გამიბრაზდი, რომ არ შეგეხმიანე?-იკითხა მან.
-ძალიან.-წყენა გამახსენდა მე.-ყველაფერს მომიყვები იცოდე. რა საქმე გქონდა, სად წაბრძანდი!
-მამასთან და ძმასთან ვიყავი, მამაჩემის დაბადების დღეს სულ ერთად ვხვდებით,-მიპასუხა მან თბილი ხმით.
-ნეტავი, მცოდნოდა! რა არ ვიფიქრე! და დარეკვას რა უშლიდა ხელს, უნამუსო!რით გაიმართლებ თავს?
-იმით, რომ მინდოდა, საბოლოოდ ჩამოყალიბებულიყავი, რა გინდოდა ჩემგან.-ღიმილშეპარული ხმით თქვა მან.
-შენი ექსპერიმენტის გამო ვეწამე ერთი კვირა?!-დავიფრუტუნე მე და მივხვდი, ზედმეტს ვსაუბრობდი.
-ასე იმოქმედა, კაცო, ჩემმა წასვლამ? რომ მცოდნოდა, დავრჩებოდი კიდევ,-ჩაიქირქილა-მიხარია!!-ჩამყვირა ყურში.-მე შენზე უფრო მეტად ვნერვიულობდი, არ მინდოდა ჩემი იმედები გაქარწ....ბულიყო, აქეთ ჩამოსვლა ასე იმიტომ გავწელე, მეშინოდა შენი პასუხის.
-არ მჯერა ეს დიალოგი!!-სიცილი წამსკდა.-მე და შენ, რა მომენტში მოხდა საერთოდ?-წარბები ავზიდე ინტერესით.
-მე თავიდანვე მომეწონე, მაგრამ ისე მამწარებდი, დანახვა აღარ მინდოდა შენი!-გულწრფელად თქვა ალექსიმ.-შენ როდის მიხვდი?
-მიხვედრით ცოტა გვიან, მაგრამ მაშინ დაიწყო ყველაფერი, მამაჩემი რომ დაჭრეს.-ვთქვი სევდიანად.
-როგორ მაბეზრებდი თავს!გახსენებაც არ მინდა!-ჩაილაპარაკა ალექსიმ.
-გეხვეწები, დაივიწყე ყველაფერი, ჰო იცი, საზიზღარი გოგო ვარ!
-დავიწყებული რომ არ მქონდეს, იქნებოდა ახლა ეს დიალოგი, როგორ ფიქრობ?-ღიმილი შეეპარა მას ხმაში.-როგორ მინდა რომ გხედავდე. ავადმყოფურად ლამაზი ხარ, გაქვს ეგ ინფორმაცია?
-ახლა მოვკვდები!არ მითხრა ეგეთები!-სიხარულისგან გული ხელზე მოვიჭირე და სუნთქვა შემეკრა. წამითაც ვერ ვცნობდი საკუთარ თავს, რევოლუცია მიმდინარეობდა ჩემს გულსა და გონებაში.
-მართლა ხარ. მე მასეთი ლამაზი სახე არ მინახავს, შენ რომ გაქვს, არასდროს დავკვირვებივარ არავის ნაკვთს ცალ-ცალკე, ერთიანად აღვიქვამდი ყოველთვის. მაგრამ შენი თითოეული წერტილი ლამაზია!-აღფრთოვანებით საუბრობდა ის , მე კი სული მიკიოდა სიხარულით.
-არც მე მინახავს შენნაირი თმები, ეგეთი ნაზი და ფაფუკი, სულ მინდოდა თმაზე მოგფერებოდი.-აღელვებისგან ორგანოები ყირამალაზე იდგნენ, ყვეკაფერი მეწვოდა.
-რა ჯანდაბაა! 4 წლის ბიჭივით აღტყინებული ვარ, ასეთი ლაღი და ბავშვური ბედნიერება არასდროს მიგრძვნია. ახლა რომ არ გნახო, არ შემიძლია, დედას ვფიცავარ!
თურმე ესაა ნამდვილი სიხარული და აფორიაქება, ესაა ყველაზე კეთილი, სასიამოვნო და ნათელი გრძნობა. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი.
-გამოვალ, სადაც გინდა, შევხვდეთ.-ვუპასუხე მე.
-სერიოზულად?-ვიგრძენი, როგორ გაეღიმა,-მართლა გამოხვალ?!-აღფრთოვანება იგრძნობოდა მის საუბარში.
-ჩემს საყვარელ კაფეში წავიდეთ, ჩაგიგდებ მისამართს.-გული მიფრთხიალებდა. ხელის კანკალით გადავუგზავნე მონაცემები. კანი მეწვოდა, სიხარულისგან სუნთქვაც არასტაბილური გამიხდა. ვერ დავწყნარდი. ტანსაცმელი გამოვიცვალე და ძირს ჩავიპარე. ჩემი მშობლები ისევ ქაქანებდნენ, მე მეგობართან წასვლა მოვიმიზეზე, მათი გაკვირვებული სახეები დავაიგნორე და სახლიდან გამოვედი. ახლა წამითაც ვერ მომიშხამავდა ხასიათს დედისა და მამის უსაფუძვლოდ აკვიატებული აზრი. არც ლომოურებით ვინტერესდებოდი და ერთადერთი, რაზეც მეფიქრებოდა, ალექსანდრეს მომღიმარე სახე და ლამაზი, გრძელი თითების ჩემს ხელებზე შეხება იყო.
კაფეს წინ ალექსის მანქანა რომ ვნახე დაპარკინგებული, გულში გამკენწლა და მთელ სხეულში არანორმალურად ძლიერმა მუხტმა დამიარა.
მანქანის სარკეში თავს თვალი შევავლე და აჩქარებით გადმოვედი. ალექსანდრე ფანჯარასთან იჯდა და დამინახა თუ არა, ფეხზე წამოფრინდა. ღიმილი ყურებამდე ჩაეხა და თბილად დამიქნია ხელი. ვგიჟდებოდი ალექსის ბავშვურობასა და სისაყვარლეზე. მივედი თუ არა გულში ჩამიკრა. გამაკანკალა, თავი ზემოთ ავაბრუნე და თვალებში ჩავხედე. მან ბაგეები მომაკრა შუბლზე და კიდევ ერთხელ ვიგრძენი რა უზომოდ დიდ და დადებით ენერგიას მიწილადებდა ეს ბიჭი.
ჩამოვსხედით. არც ის ამბობდა რამეს, არც-მე. უბრალოდ ვივსებოდით ერთმანეთით და ვტკბებოდით ცქერით.
-გულის შეტევას მივიღებ მალე, არაბუნებრივად ბედნიერი ვარ.-ავკისიკისდი მე, დედამიწაზე თუ ვიყავი, მეეჭვებოდა.
-მოგყვები უკან!-გაეცინა მასაც და ჩემი ხელები თავისაში მოიქცია.
-ვერ გავიგე, ასე რა მახარებს,-ჩავიფრუტუნე მე.
-ანგელოზივით ბიჭი ჩამიგდე ხელში, რა უნდა გახარებდეს ნეტა?-გამომწვევად გამიღიმა მან და ხელზე მაკოცა.
-უჰ, უჰ, ეს ფრაზები ბევრ გოგოსთან გაქვს დაცდილი?-ვიღიმოდი მე.
-მეტ-ნაკლებად?-თვალი მოჭუტა მან.
-კაი, რა, ჰო გახსოვს, რომ ცუდი ხასიათები მაქვს!-სიცილით გავკარი მხარზე ხელი.
-შენც ბევრი გეყოლება მაგ ლამაზი ღიმილით განამწარები.-ლოყაზე მიჩქმიტა მან და ინტერესიანი თვალებით შემომხედა.
-საკმარისად ბევრი. მაგრამ, შეყვარებული ერთადერთხელ მყავდა,-ვუპასუხე მე.
-რას მეუბნები, ალბათ ვერ გაგიძლო და ქვეყნიდან გაიქცა.-აფხუკუნდა ის.
-რატომ? შენც მასე აპირებ?-ვიცინოდი მე.
-არა, მაგის იმედი არ გქონდეს.-თბილად გამიღიმა ალექსანდრემ.-ისე მახარებს ეს ყველაფერი, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ზოგადად ასეთი უტყვი და დებილი არ ვარ, მართლა, ახლა უბრალოდ ისეთი დიდი ემოცია მაქვს, ჩემი ტვინი საუბარზე ვერ კონცენტრირდება.-ჩემს ხელებზე თავჩამოდებული მეჩურჩულებოდა და ყველა სიტყვა მუცელს მიბრუნებდა.
-რანაირად მოხდა ეს ყველაფერი, ეიფორიაში ვარ!-ვფრუტუნებდი მე.
-ძალიან არაბუნებრივად, არაამქვეყნიურად, ჯადო გამიკეთე ნამდვილად!-სიცილი ატეხა ალექსიმ და ის საყვარელი ფოსოები გაუჩნდა ლოყებზე. ხელები მაგრად მოვუჭირე სახეზე.
-მე პირიქით მეგონა და ეს აქეთ მაბრალებს!-ავყევი მეც და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე.-ხომ მპატიობ ყველაფერს, რაც აქამდე მითქვამს?-სევდით ჩავხედე თვალებში.
-არა უშავს, ვიცი რა საზიზღარიც ხარ, კიდევ ბევრჯერ მომიწევს შენი სიმწარის გაძლება, მაგრამ ახლა და ამ წამს რაც ხდება, ვერაფერი ჩამინაცვლებს,-სითბოთი ჩამდგარი თვალები მომაკრო მან და ცრემლები მომერია, ალექსანდრე საოცარი ადამიანი იყო, ისეთი, მე რომ წამითაც არ ვიმსახურებდი.
-თავიდანვე მასეთი გრძნობები მომეძალა, ეგრევე შეტევაზე გადმოვდიოდი, არაბუნებრივად მაღიზიანებდი, რა მინდოდა, მეც არ ვიცოდი, ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ჩვენს ახლანდელ ურთიერთობას ჰქონდა ასეთი პრელუდია. ძალიან მწყინს.-თავი ჩავხარე მე.
-ძალიან საყვარელი გახდი, რა გიყო?-ღიმილით შემომხედა ალექსიმ და ლოყები დამიწელა.
-ჰო, არა? მეც ვერ ვცნობ ჩემს თავს, ვერანაირად, მაგრამ მგონია, რომ ზუსტად ისეთი ვარ, როგორიც უნდა ვყოფილიყავი.
საათნახევარი გაუჩერებლად ვსაუბრობდით, ყველაფერი რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, მოვისმინე და ჩემი ამბავიც გავუზიარე. შემეძლო გათენებამდე მემზირა ალექსანდრეს ლამაზი სახისთვის, თვალწარმტაცი, მიმზიდველი ღიმილისთვის. თვალის ქვეშ უპეები რომ ებერებოდა და მთელი გულით იღიმოდა.
დამშვიდობება ყველაზე მეტად არ მინდოდა, მით უმეტეს დღეს, მაგრამ გარეთ როდემდე ვიქნებოდით. ჩემს მანქანასთან ვიდექით, ხელი მომხვია და მაგრად ჩამეხუტა. საძილე არტერიასთან ნაზად ვაკოცე და მის ფაქიზ თმებში ხელები ავხლართე. ალექსი ჩამომეხსნა და სხეულში გამაცია. დედამიწაზე ყველაზე დამატკბობელი მზერით მომაჩერდა და ხელებზე მაკოცა. მანქანის კარი გამიღო.
-შეხვედრამდე,-ამოვილუღლუღე დაბნეულმა და აფორიაქებულმა. მოწყვეტით ვაკოცე ლოყაზე და მანქანაში ჩავჯექი.
სახლში მივედი თუ არა, ყველა მძინარე დამხვდა. პირდაპირ ოთახში ავაჭერი და საწოლზე დავეშვი. სიხარულისა და ბედნიერების ტალღა მაწვებოდა და მინდოდა მეყვირა. გულში ვეღარ ვიტევდი აღფრთოვანებას და ღიმილს ვერ ვიშორებდი. არ მესმოდა არც ჩემი თავისა და არც ჩემი გრძნობების. თითქოს აღარაფერი აღარ იყო ჩემ კონტროლქვეშ და ჩემზე სულ სხვა, რაღაც გაცილებით დიდი და ძლიერი გაბატონდა. მოზღვავებულმა ემოციამ ყველანაირი ძაფი გაწყვიტა ჩემს ძველ მესთან, ჩემში რაღაც ახალი, სადღაც ქვეცნობიერში მიმალული პიროვნება ამოიწვერა და ისეთი შეგრძნება გამიჩინა, თითქოს გავთავისუფლდი, რისგან და ვისგან ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც ძლიერ უარყოფითისაგან, რაც შიგნიდან მჭამდა და არასრულფასოვნების კომპლექსს მიღვივებდა. ფეხზე წამოვდექი და აქეთ-იქით გაუჩერებელი სიარული დავიწყე. დაუშრეტელი ენერგია მქონდა და სად წამეღო, ვერ ვხვდებოდი. ბოლოს საწოლზე მოწყვეტით დავეცი, ალექსის მოწერილ "ძილინებისას" ანალოგიურით ვუპასუხე, სიხარულისგან გაჭყეპილი გავეხვიე საბანში და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.


***
მომდევნო ერთი თვე ჩემი გასული ცხოვრების ყველაზე არაორდინალური და ბედნიერი ხანა იყო. მე და ალექსის შესახებ არავინ იცოდა, თუმცა მაინც ვახერხებდით ლამის მთელი დღის ერთად გატარებას. უნივერსიტეტიდან ადრე გამოვრბოდი და ალექსისთან ერთად სად და სად არ დავდიოდი. ოქტომბრის თბილი ამინდები ხელს გვიწყობდა და ხშირად ბუნებაში გავდიოდით, მარტოდმარტო, სადაც არავინ შეგვაწუხებდა, ალექსის თავისი ხელით დამზადებული სენდვიჩები მოჰქონდა და გემრიელად შევექცეოდით ხოლმე. მზის გამჭოლი სხივები, ლამაზად რომ გვეპარებოდა ხის ტოტებს შორის, ალექსის თვალებს უნათებდა და მის მზერაში ვიკარგებოდი. თავს კალთაში ჩამიდებდა ხოლმე და ბავშვობის ამბებს მაყოლებდა. ჩემს თმებს ხელში მოიქცევდა და მზეზე აფრიალებდა. მისი აზრით, უფრო ლამაზი ყავისფერის ტონალობა არ არსებობდა. მე კი ვუმტკიცებდი, რომ თუ ვინმეს თმა იყო აღსაფრთოვანებელი, ეს სწორედ მისი იყო და მერწმუნეთ, წამითაც არ ვცრუობდი. ალექსის შუაზე გადაყოფილი, ნაზი, სრიალა თმები უსაზღვროდ მიყვარდა. ვგიჟდებოდი მის მკვეთრად გამოყოფილ ყბებზეც და ამის პარადოქსულად ბავშვურ მზერაზე.
ერთად მშრალ, ხასხასა ბალახზე გავწვებოდით ხოლმე და ღრუბლების ფორმებს ვარჩევდით.
-ბაჭიას გავს ეს, გოგო, როგორ ვერ ხედავ, აი ნახე ყურები, ღიპუცა და ფეხები.-თითებს იშვერდა ცისკენ და სერიოზული სახით მიყურებდა.
-სად დაინახე ბაჭია, ნუ მიშლი ნერვებს, ოკულისტთან მიდი!-სიცილით ვუპწკინე მხარზე მას.
-თათა, დაგაკლავ!-ღიმილით მოექცეოდა ჩემ ზემოთ და მთელ სახეს მიკოცნიდა. ნელა და ნაზად მაკრობდა ბაგეებს და მერე გულში მაგრად მიხუტებდა. არასდროს გამიჟღერებია, თუმცა ასეთ დროს მთელი სხეული გამოსცემდა იმ უთქმელ, მაგრამ ცხად სიტყვებს, რომელიც ჩვენ შორის ურყევად იყო გადებული და მთლიანად გვიპყრობდა.

***
დავით კაკულია საავადმყოფოდან გამოწერეს. ექიმები ამას ღვთის სასწაულს უწოდებდნენ და ერთმანეთსა და ოჯახს გულმხურვალედ ულოცავდნენ. რამაზ ლომოურმა საკუთარი დანაპირები მართლაც აასრულა და წვეულება გამართა ამის აღსანიშნავად, კაკულიების ოჯახი სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ ელენეს აზრით, არ იქნებოდა ცუდი იდეა, თუ მედია მათ ბედნიერ, უზრუნველ მდგომარეობას გააშუქებდა და დაანახებდა, რომ მომხდარს მათი გატეხა არ შეეძლო. წვეულებაზე მე და ნანკაც ვიყავით დაპატიჟებულები. ნანკა მთელი თვე საეჭვოდ მიყურებდა და მუდმივად თითს მიქნევდა, გავიგებ მე რას მალავო. მე ღიმილით ავუჩეჩავდი თმას და ვეუბნებოდი, რომ ტყუილად დამსდევდა დაგეშილი ძაღლივით და არაფერი ხდებოდა. არ ეჯერა, რომ ფრანგულის გაკვეთილებზე დავდიოდი და რამდენჯერმე ჩამისაფრდა კიდეც. არ შემეძლო, ან ვერ შემეძლო მისთვის სიმართლის გამხელა. სული მეწვოდა, უახლოეს მეგობარს, თანაშეზრდილს რომ ვერ ვუზიარებდი ჩემს სიხარულს, მაგრამ ამ ეტაპისთვის მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი არსებული სიტუაციის დაფარვა, რადგან ეს როგორც ჩემთვის, ისე ალექსისთვის უკეთესი ალტერნატივა იყო. ყველას რომ ყველაფერი გაეგო, ერთი ორომტრიალი აიწეოდა და ვერ შევძლებდით ისე ტკბილად ყოფნას, როგორც ვიყავით. მეშინოდა ყოველი წამის. ჩემი მშობლების რეაქციის, მარიკა ფანჯრიდან იფრენდა უეჭველად, ისტერიკა დაეწყებოდა და მეც მომინელებდა. ყველაზე საშინელება კი ის გახლდათ, რომ ჩემი საყვარელი მშობლები უფრო და უფრო ღრმად რწმუნდებოდნენ იმაში, რომ რამაზს სარძლოდ მოვწონდი. დამისვამდნენ და მიხსნიდნენ, რომ უფრო სასურველ მომავალს მე ვერავინ დამპირდებოდა. სხეულში დამივლიდა, სახეც მიხურდა და კუჭი მეწვოდა, დროდადრო ცრემლებიც მიტევდნენ ხოლმე, მათ საუბარს დიდხანს ყურს არ ვუგდებდი და ჩემს ოთახში ავრბოდი. ისინი კი გაოცებული რჩებოდნენ, ვერ პოულობდნენ ჩემი ასეთი საქციელოს მიზეზს. მე ალექსის გარეშე არ შემეძლო. წამის გავლაც მენანებოდა უმისოდ. წყალივითა და ჟანგბადივით აუცილებლობა გახდა ის ჩემთვის, ჰაერსაც დავთმობდი, ოღონდ მას ვერა. ალექსანდრეს არსებობამ სრულიად შემცვალა, ასე მშვიდი, ლაღი, თავისუფალი და კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ, მიყვარდა ჩემი თავი ასეთი, ჩემი ცხოვრებაც ასეთი მომწონდა.
წვეულების წინა დღეს ნანკამ გამომიარა, საყიდლებზე უნდა გაგვევლო და დავითისთვის საჩუქარი შეგვერჩია. ეკაკოც წამოგვყვა და მთელი გზა ხმა არ გაუჩერებია.
-არა, მონასტერში ვერ გავიგე ერთი, ხსნას ელის?-ჩაიფხუკუნა ეკაკომ.-მონაზვნებთან კი არა მამამისთან მისულიყო და მოეხადა ბოდიში, ჰო, და კახის ცოლთან მით უმეტეს, რა მეტიჩრობა იყო ახლა იქ წასვლა.-წარბები შეკრა მან.
-ნუ, რა გინდა შენ, ასე სურდა ალბათ, სინანულისთვის ყველას თავისი გზა აქვს, მან ასეთი აირჩია, მშვიდად იქნება, მოინელებს ამ ყველაფერს, ილოცებს და დაბრუნდება.-სეროზულად ჩაილაპარაკა ნანკამ, რომელსაც ანინო ძალიან ეცოდებოდა.
-შენ რას იტყვი?-ნანკა რომ ვერ აიყოლია სალანძღავად, ახლა მე მომდგა ეკაკო.
-რა გითხრა, აბა, თავისი გასჭირვებია, რაც უნდა, ის უქნია.-მხრები ავიჩეჩე მე.
-რა იყოთ თქვენ,ანინო კაკულიას საიდუმლო ფან-კლუბი გახსენით?!-აღშფოთდა ეკაკო.
-რაებს იტყვი ხოლმე, ეკაკო, რა ფან-კლუბი, უბრალოდ ისედაც რამხელა ტრავმა გადაიტანა, მამა შეიწირა ლამის თავისი საქციელით, ცოდვაა.-გულწრფელად თქვა ნანკამ.
-თქვენ რაღაცას გიყრიან საჭმელში, აშკარად!-გაეცინა ეკაკოს და ვიტრინიდან მომზირალი ლურჯი კაბის დანახვისას შეიცხადა. დღის ბოლოს, სამივემ მივაღწიეთ წარმატებას და სასურველი სამოსი შევიძინეთ, არც დავითისთვის გამოგვრჩენია საჩუქარი და სახლებში დავნაწილდით. მიმიყვანა თუ არა ნანკამ სახლამდე, ალექსის დავურეკე და მისი ხმის მოსმენისთანავე გავიჭყიპე ენდორფინებით.
-მორჩი შოპინგს?-მკითხა მხოლოდ ალექსისთვის დამახასითებელი, უაზროდ თბილი ხმით.
-კი, შევასრულეთ დღის გეგმა, მაგრამ შენ თუ ვერ გნახე, ეგ რანაირი დღე გამოვიდა.-დავიწუწუნე მე და შუბლი შევკარი.
-ჩემო სიცოცხლე!-ვიგრძენი რომ ღიმილი ყურებამდე ჩაეხა.-გინდა, მაგარ ადგილას წაგიყვანო?-მკითხა მან.
-შენ ყველგან წამოგყვები!-გამეცინა მე.
-მაშინ იცოდე, რომ სახლში ვერ მიხვალ.-გამომწვევად ალაპარაკდა ის.
-არ არის ეგ პრობლემა.-ავფორიაქდი მე.
-გადასარევია!-გაუხარდა მას.-ათ წუთში შენი ქუჩის ბოლოში დაგიცდი.-ასე, ქუჩის ბოლოში ვხვდებოდით ხოლმე, მავანნს თვალი რომ ვერ შეევლო.
აღტყინებისგან გონი დამებინდა, სასწრაფოდ შევვარდი სახლში და საჭირო ნივთებს ხელი მოვხვიე.თან თითებზე ვითვლიდი, რამე ხომ არ მრჩებოდა. ბოლოს, გატენილი ზურგჩანთა ხელში ჩავიბღუჯე და მისაღებ ოთახში ნერვიულად გავაჭერი.
-ნატუკასთან მივდივარ მე, წვეულებაზე გნახავთ.-გავუღიმე მათ.
-ნატუკა რომელია, ნეტა.-ჩაილაპარაკა მობეზრებულმა დედაჩემმა და ყავა მოსვა,-ხვალ კარგად გამოიპრანჭე, რა ხალხი იქნებიან, ხომ იცი,-თვალი ჩამიკრა მარიკამ და ეშმაკურად გამიღიმა.
ნერვები მომეშალა და უკამყოფილო გამოვედი. ეს სიტუაცია სრულიად მფიტავდა, დედაჩემისა და მამაჩემის ამოჩემება, ვგრძნობდი, სადღაც ცუდად დამხვდებოდა და წინასწარ მეშინოდა. ქუჩის ბოლოში ალექსის მანქანა რომ დავინახე, სტრესი მომეხსნა და არასასურველი ფიქრები სრულიად ჩამოსცილდნენ ჩემს გონებას. მანქანაში ჩავჯექი და მომღიმარ ალექსის ძლიერად მოვხვიე მკლავები. მან თმებზე მაკოცა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. ვერ აღგიწერთ, რა მემართებოდა მის თითოეულ შეხებაზე. არამიწიერი სითბო დამივლიდა ხოლმე სხეულში და ქვეყანა ჩემი მეგონა.
-რა ლამაზი ხარ, ნეტავი იცოდე,-გაუნათდა ალექსის სახე და მეც გამანათა.
-მომენატრე.-ვუთხარი გულწრფელად და მხარზე თავი ჩამოვადე.
-მე უფრო, დღეს წამებს ვითვლიდი,-გაიცინა მან.
-სად მიგყავარ, გამაოცე, მიდი!
-წყნეთში, ჩემს ძველ სახლში, რომელიც თურქ ბიზნესმენებს ჰქონდათ დროებით შესყიდული, ჩემმა ძმამ კი ბოლო ერთი თვეა გამოისყიდა. ლამის მთელი ზაფხული მანდ ვჩერდებოდით. ჩემი ბავშვობაა, მაქაურობაზე მეტად არც ერთი ადგილი მიყვარს.-ლაპარაკობდა ის და მთელ სხეულში სითბოს მიღვრიდა. ყველაზე მეტად მომწონდა და მსიამოვნენდა, როცა ის საუბრობდა, მხოლოდ ის, მე კი ვუსმენდი.
-რა მაგარია! შენი ბავშვობის მოზიარე მეც გავხდები.-გულწრფელად მიხაროდა მე და ვუღიმოდი.-მომიყევი კიდევ რამე!
-დედა და მამა რომ გაიპარნენ, აქ მოვიდნენ პირველად, ყველაზე დიდი სიყვარულის და სითბოს კერაა ეგ სახლი, მართლა, რომ შეხვალ, თავად მიხვდები. არის რაღაც, ამოუხსნელი მუხტი და სურნელი რაც მანდ ტრიალებს და მხოლოდ მანდ, მე სხვაგან ეგეთი არაფერი მიგრძვნია. ყველაზე მეტად გაგვიჭირდა მისი დათმობა, მაგრამ ცხოვრებაში რა არ გიწევს.-მხრები აიჩეჩა ალექსიმ, მე კი ცრემლები მომერია.-ჩემი ძმა
კონკრეტულად მაგ მიზეზით წავიდა, სანამ სახლს არ დავიხსნით, არ ვაპირებ დაბრუნებასო და შეასრულა კიდევაც. მამას გავს დათა, ყველაზე მაგარი კაცია!-სიამაყით თქვა ალექსიმ და გადმომხედა.-მალე გაგაცნობ.-თვალი ჩამიკრა მან. მცირეხნიანი მგზავრობის შემდეგ, ალექსის სახლს მივუახლოვდით.დამეფიცება, ჭიშკრის დანახვისთანავე ვიგრძენი ის, რასაც ალექსანდრე მიხსნიდა მგზავრობისას. ის სიძველისა და სითბოს ნოტები ყველგან ირეკლებოდა. ეზო იყო ფართე და ლამაზი. სახლი ხით ნაშენი, მშვენიერი და მყუდრო. მაშინვე რომ უშინაურდები, გულში ამოუხსნელ გრძნობას რომ გაგიჩენს. ყველას ბავშვობას რომ აერთიანებს-ისეთი. მიჯრით მდგარ ტყემლის ხეებს შორის ჰამაკი იყო გაბმული. სახლის აივანზე სარწეველა ძელსკამი იდგა. წარმოვიდგინე, როგორ ერთობოდა აქ ალექსი და მოუსვენრად დარბოდა. გამეღიმა და ღამის სუსხის მიუხედავად გავთბი. ალექსი სახლში შემიძღვა. ძალიან გახარებული და აღტყინებული იყო. ინტერიერის დანახვაზე უფრო გამითბა გული. მთლიანად ყავისფერი იატაკი და კედლები, შუაში სავარძლები და ბუხარი. შიდა კიბეები და უზომოდ ძველი დეკორაციები.
-ჭკუაზე არ ვარ, აქ რომ მოგიყვანე!-სახეზე ბედნიერად მომიჭირა ხელები.
-შენ მე მკითხე?!-ხმას ვერ ვიმორჩილებდი სიხარულით და ხის სასიამოვნო სურნელს ვისუნთქავდი.
-დაიცა,ახლავე გაგათბობ.-ლოყაზე მაკოცა მან და შეშა შემოიტანა. ბუხარი მალევე აგიზგიზდა. ცეცხლის წინ ფეხმორთხმით ხალიჩაზე ჩამოვჯექი. უფრო ბედნიერი როდის ვიყავი, ვერც ვიხსენებ. ალექსი იქით რაღაცას ჩხირკედელაობდა, მე კი სტაფილოსფრად მოკიაფე ალს ვუცქერდი.
-ჰა, დალევ ღვინოს?-ეშმაკურად გამომხედა მან და შავი ღვინის ბოთლი დამიდგა ცხვირწინ.-ბევრი წლის დაძველებითაა. თან შენ ძალიან უხდები სიმთვრალეს.-ჩაიფხუკუნა მან.
-ალექსი, ტუტუცი ხარ!-ღიმილით ვუთხარი და ბოთლს საცობი მოვხსენი.-დავლევ, აბა, რას ვიზამ.-კოცნა გავუგზავნე და ჩემ გვერდით ხალიჩას ხელი დავარტყი.-მოდი ახლა.
-რა არაბი ხალიფასავით ზიხარ, ადექი, რა ფუმფულა სავარძლებია, არ იცი.-მხრებში მომხვია ხელი და ზემოთ ამწია.
-ორი წუთით, ჰო არ გაშიმშილებ,-დამაბინავა ფართე დივანზე თუ არა, წამოდგა და ბუხრის წინ, მომცრო მაგიდაზე წამოღებული საკვები გადაანაწილა.
-რა რომანტიული ბიჭი გყავს, ნუ! ყველა ღამე ღმერთს სანთელს უნდა უნთებდე.-სიამაყით გადაათვალიერა ყველაფერი, გვერდით მომიჯდა და მაგრად ჩამეხუტა.
-რა საყვარელი ხარ.-ალექსის ყველა ქმედებაზე, ეს ფრაზა მირბენდა ტვინში.
-ჰო, არა?-შეიფერა მან და თმები ამიჩეჩა.
-გამამელოტებ ერთ დღეს.-მის ხელებზე ვანიშნე თავით.
-შენ მელოტიც ლამაზი იქნები.-დარწმუნებით ჩაილაპარაკა მან. -თითო ჭიქა არ დავლიოთ? დაილოცე, მიდი.-ჩაიხითხითა ალექსიმ.
-გეხვეწები, რაა!-გავიპრანჭე მე და მეც ავხარხარდი.
–ჰე, მე და შენ გაგვიმარჯოს.-ჭიქა მომიჭახუნა მან.
-ჩვენ გაგვიმარჯოს, ჩვენ.-შევუსწორე მომღიმარს და ჩემი ჭიქა ცხვირზე მივუკაკუნე. დავლიეთ და გავისუსეთ. მარწუხებივით მეხვეოდნენ მისი მკლავები. უზომოდ თბილი ვიყავი, როგორც შიგნიდან, ისე გარედანაც. ალექსის არომატს ვისუნთქავდი და სხვა ყველა შეგრძნება დაკარგული მქონდა.
-ალექსანდრე, დედა უფრო გიყვარს თუ მამა?-რამდენიმეხნიანი სიჩუმე გავკვეთე მე. სერიოზულად ვკითხე, მას კი ისტერიკული სიცილი აუვარდა.
-რა, გოგო?-ფხუკუნებდა ის.
-რა იყო, კითხვაა ასეთი, არ გაგიგია?-წარბები შევკარი მე.
-ძალიან მოულოდნელი იყო,-ცხვირზე დამკრა ხელი მან.-მამა.-მომიგო პასუხი.-მამაჩემი უფრო, სულ ცოტათი ოღონდ, დედა ცოტა სხვა გაქანებისაა, უაზროდ მიყვარს, მაგრამ არის რაღაც ისეთი, უთქმელი და ზედასაფასებელი მამაჩემში, ყველაზე პატიოსანი, ღირსეული და ძლიერი ადამიანია. იმიტომაც ვერ იმარჯვა ბიზნესში, რადგან ის შუბლის ძარღვს არასდროს გაიწყვეტს!-ჩაამთავრა საუბარი ალექსანდრემ, მე კი გული მომეწურა და თავ-ბედი ვიწყევლე, ამის გამო ასე რომ ვამცირებდი მას. დღე არ გავიდოდა ჩემი საქციელების გაუხსენებლად. ახლაც სახე შემეფაკლა და ღაწვებზე თბილი სითხე ვიგრძენი.
-ალექსანდრე?-ვუთხარი ხმაგაპარულმა, მეც ვერ ვიცანი ჩემი ტემბრი.
-ჰო?-უცნაურად გადმომხედა მან.
-ძალიან მიყვარხარ.-ამოვთქვი გალეული ხმით, ცხოვრებაში პირველად, ერთადერთხელ და უსაშველოდ გულწრფელად.
ალექსანდრეს ხველა აუტყდა. სახეზე შემომხედა, ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს მერვე საოცრება იხილა.
-მომისმინე, არაა აუცილებელი რამე მიპასუხო.-შევიშმუშნე მე და დავიძაბე, სიტუაციაც დავძაბე.-მე უბრალოდ, რასაც ვგრძნობდი, ის ვთქვი.-მესიკვდილებოდა საუბარი.
-მოგკლავ, თათა, რას მებოდიალები.-ხელი მაგრად მომხვია მან და გაოცებული თვალებით ჩამაშტერდა.-შენგან ამის მოსმენა იყო სრული სასწაული, თორემ, რანაირად არ იცი, არანორმალურად რომ მიყვარხარ?-გაიცინა მან. ვგრძნობდი როგორ ნერვიულობდა, მეც გული ზეაჩქარებით მიცემდა. თავი სწრაფად შევაბრუნე მისკენ.
-მართლა გიყვარვარ?-სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი, ენა არ მიბრუნდებოდა პირში.
-აქამდე უცნობი იყო ეს შენთვის?-ალექსისაც ეტყობოდა, დაბნეული იყო.-თათა, წამებს ვითვლი ხოლმე შენს ნახვამდე, მე ვფიქრობ, პათეტიკურობის ზღვარზეც ვარ, ლამის შენი ფოტო დავაყენო ტელეფონზე, დილას ვიღვიძებ, შენ გხედავ, ვიძინებ, იქაც შენ მეჩვენები მხოლოდ. ტელეფონზე, შენ თავს ვფიცავარ, ცხოვრებაში პირველად მაქვს ხმა ჩართული, შენი არცერთი ზარი რომ არ დამრჩეს უნახავი, ან შეტყობინება. უნივერსიტეტში რომ ხარ, თუ მცალია, ასჯერ ჩავივლი მის წინ, შენთან მეტი სიახლოვე რომ ვიგრძნო, ხანდახან მეფიქრება, ხომ არ გავურეკე მთლად, მაგრამ მერე შენ გხედავ და ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურია, ისეთი მაგარი გოგო ხარ..-საუბრობდა ის მე კი ცრემლად ვიღვრებოდი, გული ამომიჯდა და მაგრად ვებღაუჭებოდი ალექსის ხელებს. -გეხვეწები, არ იტირო, და აწი სიყვარულს სულ აღარ აგიხსნი.-გაიცინა მან და დანამული სახე ხელებით შემიშრო. თვალებზე ცერები გადამისვა და სახის ყველა წერტილი დამიკოცნა.
-გაგგუდავ, ალექსი, აღარ ამიხსნა კი არა, დილა-საღამოს ეს ტექსტი შეამზადე, დღე არ ჩააგდო, იცოდე!-ძლივს დავმშვიდდი და თითი დავუქნიე. ორივე ავხარხარდით. უბრალოდ, სიტყვებიც არ მეყოფა იმ მდგომარეობის აღსაწერად. მე ვიყავი სიყვარულისა და ბედნიერების ზენიტში. დადებითი ემოციებით აღვსილი, მიყვარდა ალექსი და ვუყვარდი მასაც. შეგიძლიათ, ბედნიერების უფრო უზენაესი ფორმულის შემუშავება? მე ვფიქრობ, რომ არა. ეს იყო არანორმალური ძალა, რომელიც მთელს ჩემს სხეულს ჩაჰფრენოდა. ყოველი წამის მეასედი მენანებოდა, მინდოდა წამი გაჩერებულიყო, და მე და ალექსი ჩავეყლაპეთ. დავრჩენილიყავით უსასრულობაში ერთად, ამ სახლში, ამ ემოციით. პირველად ცხოვრებაში, ჩემი გულიცა და გონებაც ერთ ჭეშმარიტებას აღიარებდა და ეს ჩვენი მართალი, ამოუხსნელი და აღუწერელი სიყვარული იყო.
დილა ყველაზე ლამაზი გაგვითენდა. მზემ შემოაჭყიტა დარაბებიდან და ალექსის მძინარე სახეს დაანათა. პირი გაპობოდა და მე მგონი, რომ იღიმოდა. თვალები რამდენჯეფმე მაგრად დავხუჭე და გავახილე, მართლა რეალობაში ვიყავი თუ არა, ვამოწმებდი. სახეზე ალექსის ოდნავ წამოზრდილი წვერი მიღიტინებდა და ცხვირში მისი სასიამოვნო სურნელი მიტრიალებდა. ხარბად ვისუნთქავდი მას. ალექსის გამოზომილი სუნთქვა არღვევდა მხოლოდ სიჩუმეს და მერწმუნეთ, უფრო იდეალური მელოდია ჩემთვის არც არსებობდა. მინდოდა ეს მომენტი ყველა შესაძლო შეგრძნებით დამემახსოვრებინა. მინდოდა ჩემს თვალსაც, ყურსაც და ცხვირსაც ერთდროულად ხსომებოდათ, რა ბედნიერი ვიყავი მაშინ და არასდროს, არასდროს დამვიწყნოდა ეს.
იქიდან რომ წამოვედით. ალექსის დავაფიცე, რომ ძალიან მალე მომიყვანდა ისევ აქ. გული მელეოდა და ვერ მეთმობოდა ეს სახლი. ის ჯადოსნური გარემო, რაც გუშინ შეიქმნა და რასაც იმდენად ღრმად გაედგა ჩემში ფესვები, აგონიიდან ვერ გამოვდიოდი.
თბილისმა ყველაფერი გაანაცრისფრა, სახლში რომ შევედი, ისტერიკული ტირილი ამიტყდა. მეც ვერ ვხვდებოდი, რა მატირებდა, მაგრამ ცრემლები მახრჩობდა. გულსა და სულს მიჭამდა ყველაფერი, რასაც მომავალი მიქადდა.
წვეულებისთვის ცოცხალ-მკვდარი ვემზადებოდი, მარტო ალექსის ნახვა მახარებდა. ნამტირალევი სახე წვალებით დავიფარე მაკიაჟით. რა პარადოქსი მჭირდა, ყველაზე ბედნიერი ღამისა და დილის შედეგი დეპრესიული შემოტევა რატომ აღმოჩნდა. ტელეფონი გავხსენი და დილას ალექსისთვის გადაღებულ სურათს ჩავაშტერდი. გული მტკიოდა და ჩემი გონება ვერ ხვდებოდა, რა იწვევდა ამას.
ძირს რომ ჩავედი, დედა შემომეფეთა, რა გჭირს, სახე რას გიგავსო.
-ასე უნდა დაენახვო საზოგადოებას?!-კუშტად შემომხედა და მამასაც მიუთითა ჩემზე. -საზოგადოებას თუ ლომოურებს, კონკრეტულად?!-აღარ შემეძლო გაძლება, ავიშალე.-დედა, ნორმალურად თუ ხარ შენ! ამხელა ქალი გეგმებს აწყობ შვილის სარფიანად "გასაღებაზე", სინდის-ნამუსი სულ დაკარგე?! მე რატომ არ მეკითხები, მინდა თუ არა გიგასა და რამაზს ვუგორო კაკალი და ვეპრანჭო, ცხვარი ვარ თუ შენი შვილი, გეკითხები!-ვკიოდი ბოლო ხმაზე, მარიკამ ხმაურით გამომიქანა მარჯვენა და თვალებში აქამდე არნახული ემოცია გაუკრთა.
-სულ გადაირიე, გოგო?! რას ქვია, როგორ მესაუბრები, რა ამბავია ეს, დავმუნჯდი, თათა, ეს რას ვხედავ?!-არ ჩამომრჩა ის, მამა მივარდა მას და დამშვიდება დაუწყო.
-ა, შენ გადაირიე, ხო? შენ დამუნჯდი, არა?! დედა, ნუთუ ვერ იაზრებ, რას აკეთებ, ნუთუ ოდნავადაც არ ატან ტვინს სიტუაციას, დედა, ვერ ხვდები, რომ შენი ისტერიული აკვიატება უკვე ზღვარს გასცდა?!-ცრემლებმა სულ ჩამომირეცხა მაკიაჟი. ყელი უსაშველოდ მტკიოდა და გამწარებით ვყლაპავდი ნერწყვს.
-თათა, გავაფრენ, გეფიცები, რა არის ზღვარს გასცდომა, რომ მინდა კარგ ოჯახში მოხვდე და უზრუნველი მომავალი გქონდეს?! რომ მინდა, რომ სანიმუშო ქმარი გყავდეს და შენს შვილს საოცარი მემკვიდრეობა?! რა ამბავი შექმენი, როგორ მესაუბრე, რომელ დედას არ უნდა შვილის გაბედნიერება, გამეცი პასუხი, შე უმადურო!-ტიროდა დედა, მამა უშედეგოდ ცდილონდა მის დამშვიდებას.
-არ მინდა დედა, გაიგე, არ მინდა არაფერი, რაც ლომოურებს უკავშირდებათ, მაგათთან არც ბედნიერება მინდა და არც მწუხარება, გთხოვ, პატივი ეცი ჩემს გადაწყვეტილენას და დაიხუროს ეს თემა!-დავასრულე საუბარი და ზემოთ ავვარდი. კარებთან ჩავიკეცე. გულამოსკვნით ავტირდი, მეგონა თავი გამისკდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კარებთან დედას ხმა გაისმა.
-დღეს წვეულებაზე თუ ვერ გნახავ, ჩათვალე, დედა აღარ გყავს.-შეუვალი იყო მისი ხმა.-ჩვენ მივდივართ. კარის მკვეთრი გაჯახუნება გაისმა.
ვიფიტებოდი და ვშრებოდი შიგნიდან, მეგონა სხეულში საჰარას უდაბნო ჩამიდგეს და სასიცოცხლოდ აუცილებელი წყლის გარეშე დავრჩი. ფეხზე წამოვდექი და მეორედ დავიწყე ჩემი სახის რაღაცად დამსგავსება. ბოლოს ბანცალით გავედი ოთახიდან და ტაქსში მოვთავსდი. მანქანის მართვის არც თავი მქონდა, არც ნერვები. ნანკას შეტყობინებები დამხვდა, როდის მოხვალო და ალექსანდრეს ორი ზარი. ვერ გადავურეკე, ხელები მიკანკალებდა. წვეულებაზე მისული მხრებში მოვიბუზე და სახე დავმალე, ჟურნალისტების ხროვას მეორე დღეს ჩემი დაოსებული თვალებით რომ არ აეჭრელებინა ინტერნეტი. ნანკას ზურგიდან მოვკარი თვალი და მივუახლოვდი. გამომხედა თუ არა სახე მოერყა.
-რა გჭირს, თათა, რა დღეში გაქვს სახე.-ახლოს მოიწია და ანერვიულდა.
-ალერგიაა რაღაც, არაფერი ისეთი, წამალი დავლიე უკვე.-ვიცრუე მე და ნანკას არაფრის თქვა არ დავაცადე, ისე დავამატე,-წამოდი, ვნახოთ ახლა ელენე, მივულოცოთ, მაგისთვის ვართ ბოლობოლო.-ხელკავი გამოვუდე და მომღიმარე ელენესკენ ვანიშნე თავით. ელენესაც დაეტყო, რომ ჩემი სახე არ იყო ჩვეულ მდგომარეობაში, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და გულღიად გადამეხვია. ჭიშკარზე მქონდა თვალები მიბჯენილი და ალექსის ვეძებდი მზერით. შორიდან დედა და მამა დავლანდე, რომლებიც გაქაფებული რამაზ ლომოურს ესაუბრებოდნენ. მალე ინფარქტს მივიღებდი ან დარდი დამამუნჯებდა.
დრო მიიზლაზვნებოდა. ნანკა ისევ მაცივდებოდა, მითხარი, ნამტირალევი ხომ არ ხარო, მაგრამ ბოლოს რომ არაფერი ვუთხარი, ხისთავიანი ხარ, ნეტა რას გეკითხებიო და თავი მიმანება.
ძლივს მოხვდა ალექსის ლამაზი აღნაგობა ჩემს მზერას. მასაც პირდაპირ მე მოვხვდი თვალში და შორიდანაც შევატყე როგორ გამოესახა ღიმილი. ალექსი გიგასთან და მის რამდენიმე მეგობართან ერთად მოვიდა და ჩვენი მიმართულებით დაიძვრნენ. სახე სად მიმეჩურთა, აღარ ვიცოდი, არ მინდოდა ალექსანდრეს ნერვიულობა. ახლოს მოვიდნენ თუ არა, ალექსის სახეზე შეეყინა ღიმილი და თვალები ჩაუქრა, გადაკოცვნის დროს ყურში მხოლოდ ჩემს გასაგონად თქვა:
-რა მოხდა?-და ხელზე მაგრად მომიჭირა. მე შეუმჩნევლად ავიჩეჩე მხრები და ბიჭების ხორხოცს დავუგდე ყური.მალე ეკაკოც მოგვიახლოვდა და უწყვეტი საუბარი გააბეს. ალექსიმ ტელეფონზე მომწერა, სახლის უკან გამოდი ხუთ წუთშიო და ბიჭებს უთხრა მანქანაში დამრჩა რაღაც და მოვალო.
მე ძლივს დავეხსენი ნანკას და ალექსის მიმართულებით წავედი. როგორ მესიკვდილებოდა მასთან რამის ახსნა. ალექსი ბოლთას სცემდა და დამინახა თუ არა შვებით ამოისუნთქა, მოვიდა და ხელები მომხვია.
-რა გჭირს, თათა, რატომ ხარ ნამტირალევი?-თვალები აემღვრა მასაც.
-არაფერი ისეთი, რაღაც ფილმი გადიოდა დილას,-უჭკუოდ ვიცრუე მე.
-გეხვეწები მითხარი, რა გაწუხებს?-ხმა უკანკალებდა ალექსის, მე კი ცრემლის ნიაღვარს ძლივს ვაკავებდი.
-არაფერი მკითხო, ალექსი, გთხოვ?-ხმა გამებზარა მე. ალექსანდრე უსიტყვოდ მომიახლობდა და ჩამეხუტა. მთელი გრძნობა ჩააქსოვა ამაში და თმაზე ბევრჯერ მაკოცა.
-მე ხო არ გაეწყენინე რამე, პირველად გხედავ ასეთს, რა ხდება?-აფორიაქებული იყო ის.
-მიყვარხარ ყველაფერზე მეტად, შენთვის ამის ცოდნაა საკმარისი და დანარჩენს თანდათან აგიხსნი, ჰო?-მუდარით სავსე თვალებით გავხედე მას. ალექსის ცრემლი ჩამოუგორდა ობლად და ძალით გამიღიმა.
-კაცობრიობა გადამირჩენია წინა ცხოვრებაში, ზედიზედ ორჯერ რომ ვისმენ ამ სიტყვებს.-ეცადა ეხუმრა.
-არა, ალექსი, ამ ცხოვრებაში გადაარჩინე, ოღონდ კაცობრიობა არა, მე გადამარჩინე.-გულზე მივადე თავი და ტკივილმა დამიარა. ალექსი შეუწყვეტლივ თმაზე მეფერებოდა.
-მითხარი, რა, ყველაფერი, რაზე ნერვიულობ, მე ყველაფერში დაგეხმარები, ხომ იცი ეგ?-ჩურჩულებდა ჩემს ყურთან.
-ასეც მეხმარები.-მძლავრად ვხვევდი მკლავებს მხრებზე.-წავედით ახლა, იეჭვებენ რამეს.-ამოვყავი ცხვირი მისი ყელიდან და გაბრუებით ამოვთქვი. ალექსი უხმოდ დამეთანხმა და ცალ-ცალკე გავემართეთ ბავშვებისკენ.
-სად ხარ ამდენ ხანს?-გადმომიჩურჩულა ნანკამ. -ჩემები ვნახე,-ვიცრუე მე. ეკაკომ ორჯერ მომქაჩა ხელით, რა გჭირსო, თვალებით მანიშნა. მე არაფერი ვუპასუხე.
მალე დედა მომიახლოვდა.
-წამოდი, თათა, საქმე მაქვს შენთან.-მოჩვენებითი ღიმილით მომხვია ხელი და რამაზთან მიმიყვანა. უკვე აღარაფერი შემეძლო, ძალდაუტანებლად მივყვებოდი უკან და ზურგიდანაც ვგრძნობდი ალექსანდრეს დაძაბულ მზერას. რამაზი დიდი აღტაცებით გადამეხვია და კარგი ახლობელივით მომიკითხა.
-როგორ ხარ, თათა, როგორ მიდის საქმეები?-იღიმოდა ის და შამპანურს წრუპავდა.
-ნორმალურად.-ვუპასუხე უემოციოდ. ვიგრძენი მარიკას უხეში პწკენა ხელზე და გავაგრძელე,-თქვენ როგორ ბრძანდებით?
-გადასარევად,-თავი დამიკრა რამაზმა და სწავლის ამბები მომკითხა.
წესიერად ორ სიტყვასაც ვერ ვაბამდი და აქედან აორთქლება მინდოდა. ბოლოს საპირფარეშო მოვიმიზეზე და ძლივს მოვშორდი ამ დამთრგუნველ სიტუაციას. წყალი შევისხი და სარკეს თვალი გავუშტერე. აღარ ვაპირებდი აქ დარჩენას, ეზოს უკანა კარიდან გავაჭერი და სწრაფად დავტოვე წვეულება. არავინ გამიფრთხილებია, არც ალექსი. სახლში დაღლილ-დაქანცული მივლასლასდი და საწოლზე დანარცხებისას შვებით ამოვისუნთქე. სქელ საბანში გავეხვიე, ტელეფონი გამოვრთე და ქუთუთოები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. ვიცოდი, რაშიც მქონდა თავი გაყოფილი, მე და ალექსის ურთიერთობას ჩემი ოჯახი გამორიცხულია, არ აღიარებდა. მათი პატივმოყვარე, რეპუტაციასა და იმიჯზე თავგადაკლული პიროვნება ამ ფაქტს ვერ შეეგუებოდა. გამამწარებდნენ მეც და ალექსისაც. რა უნდა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი, ალექსანდრეს სახეს როგორ გავქცეოდი, თვალებში როგორ ჩამეხედა, როგორ ამეხსნა, რომ ჩვენს ურთიერთობას უამრავი გადასალახავი ელოდა წინ. ლომოურების არსებობა კიდევ უფრო ართულებდა არსებულ მდგომარეობას, პირმოთნე, გაურკვეველი სულის პატრონი გიგა და, მე თუ მკითხავ, კიდევ უფრო გაიძვერა რამაზი, რას ითხოვდნენ, რას ხლართავდნენ, ეს ჩემთვის გაუგებარი იყო. გამწყრალი ვიყავი ყველასა და ყველაფერზე. ფიქრისა და ანალიზის საშუალებას არ მაძლევდა მოძალებული ემოციები. ტკივილი მახრჩობდა და ცრემლები მიკვალავდნენ სახეს სვეტებად. რეტდასხმულს ჩამთვლიმა.
გამოფხიზლებულმა ვერ გავარკვიე, დღე-ღამის რომელი მონაკვთი იყო. ტელეფონი ჩავრთე და განათებულმა ეკრანმა თვალები მომჭრა. ისევ გამოტოვებული ზარები და შეტყობინებები, მარიკასგან, ალექსისა და ნანკასგან. უკვე დილის სამის წუთები იყო. ალექსის ოცამდე ზარი ჰქონდა შემოშვებული და უამრავი მესიჯი დაგზავნილი. გული მომეწურა. მაშინვე გაისმა ალექსის ზარი ტელეფონზე და გამცრა.
-ალო?-ვუთხარი ხმის კანკალით.
-თათა.-მინავლებული ხმით წარმოთქვა მან.-თათა?!გული კინაღამ გამისკდა, სად წახვედი ან ტელეფონი რატომ გამორთე,-ტონს აუწია მან და ეტყობოდა, უსაზღვროდ ინერვიულა.
-ბოდიში, რა, თავი ამტკივდა და სახლში დავბრუნდი, ტელეფონი დამიჯდა.
-გეხვეწები, მეორედ ეგრე აღარ ქნა, გული ხელით მეკავა, როგორ არ გამაფრთხილე!!-ქშინავდა ის.
-გამოვალ სახლიდან, მნახავ?-ვკითხე მას, რადგან ახლა ჩვენ შორის დაძაბულობას მხოლოდ შეხვედრა გაანეიტრალებდა.
-15 წუთში გამოდი.-მიპასუხა მოკლედ და გამითიშა. ვიგრძენი, როგორი ნაწყენი იყო და გულზე ლოდი დამაწვა.
სახლიდან ფეხაკრეფით გავედი და ჭიშკარს გავცდი თუ არა, ამოვისუნთქე. ალექსის მანქანის დანახვისას თავიდან ამერია გონება და ქვედა ტუჩზე მაგრად ვიკბინე. ჩავჯექი თუ არა, გადამეხვია.
-რა მოხდა, ახლა მაინც მითხარი, რა დაგემართა დღეს?-ხელები ჩემსას შეაგება და დაძაბული მზერა ამატარა სახეზე.
-ნაწყენი ხარ?-ვკითხე მას და ნაღვლიანი თვალებით ჩავაშტერდი ნაცრისფერ თვალებში.
-ჩემს წყენას რას დავეძებ,-გამიღიმა დარდიანმა,-შენზე ვნერვიულობდი და ვნერვიულობ ახლაც, რომ იცოდე. ჯერ კიდევ არაფერი ვიცი, კი მითხარი, დროდადრო აგიხსნიო, მაგრამ, თათა, ასე არ შემიძლია, რა პრობლემაა, უნდა ვიცოდე.-მზერა დაუსერიოზულდა მას.
-ალექსანდრე, რომ გითხრა, არაფერი კონკრეტული ხდება და უბრალოდ მე ვარ გაურკვევლობაში-მეთქი?-ქვედა ტუჩი საგრძნობლად მიკანკალებდა. ნერვიულად თმებს ვიხვევდი თითებზე.
-რასთან დაკავშირები-ით?-ხმა გაუწყდა ალექსის.
-ზოგადად, დღეს სახლში როგორც კი მოვედი, ტირილი ამიტყდა, ალექსი, ვდარდობ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს.-თვალები ამემღვრა მე. ალექსანდრეს ყბა ჩამოუვარდა. მაგრად ჩამეხუტა, გული შემეკუმშა. სახეში ჩამაშტერდა.
-მაგაზე წამითაც არ იფიქრო, სინდის-ნამუსს ვფიცავარ, თუ ოდესმე დაგტოვო, შენ თუ ჩემთან იქნები, მე სულ მოგაბეზერებ თავს.-ცხვირზე მაკოცა და თვალები დაებინდა.
-საერთოდ, როგორ იფიქრე მაგაზე?
-შიში მაქვს, ალექსი, ბედნიერების გამოცლის, დამპალი ცხოვრების მოულოდნელობისა და უშენობის, ეს არაპროგნოზირებადობა მიშლის ფიქრებს, ასეთი ლამაზი აწმყო რაღაცით ხო უნდა ჩანაცვლდეს?-უკვე ვტიროდი.
-გეხვეწები, მეორედ მაგაზე არც კი დაფიქრდე. მტკიცებასაც რა ფასი აქვს, არ ხარ ჩვენში დარწმუნებული? ჩემი გრძნობები ჩემია, ვერანაირი სტიქიური მოვლენა და წარღვნა ვერ შეცვლის მაგას, შენს თავში ვხედავ ჩემს მომავალსაც და იმედსაც. შენს გრძნობებშიც არ შემაქვს ეჭვის ნატამალი, მიყვარხარ და გიყვარვარ, აქსიომაა ეს, ცუდზე როგორ ვიფიქრო? მისმინე, ნუ ტირი, უბრალოდ კარგად მისმინე. ჩვენი ურთიერთობა მე და შენ შორისაა, ჩვენი ორი ვაგებთ მას და ჩვენზეა მისი წარმართვაც დამოკიდებული.შენ ახლა, ჩემი სიკვდილის თუ გეშინია, ეგეც თქვი, მაგისგან იცი, არავინაა დაზღვეული და დანარჩენი, აბა, მითხარი, რა გარემო პირობა შეცვლის ამას, მე და შენ გარდა ვერაფერი, ჰო ასეა?! მე მჯერა შენი, ჩემი თავისიც, შენ რომელ ჩვენგანში შეგაქვს ეჭვი, აბა?-გამომცდელად ჩამხედა მან თვალებში.გულში მწარედ გამკრა.
-გეფიცები, ჩვენი სიყვარულის რომ მჯერა, ეგრე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ორჯერ ორი-ოთხია!არასოდეს ვყოფილვარ შეყვარებული, ახლა კიდევ მთელი სამყაროს საპირწონე სიყვარულო ჩემს გულში ბუდობს-თქო, მგონია! საკმარისია,წამით ჩაგხედო თვალებში, სითბოს ტალღები მიტევს შენგან წამოსული. უბრალოდ? ახსნა არ შემიძლია, ვერ აგიხსნი რატომ და რაზე ვნერვიულობ ასე!-ხელებით ვსაუბრობდი და გულის ბათქაბუთქი გარკვევით მესმოსა.
-ჩემო ლამაზო,-თვალებზე მომაკრა ტუჩები მან,-ამ სამყაროში ყველანაირ მოვლენას აქვს არასასურველი ალტერნატივა, რაც შეიძლება მოხდეს, ან არ მოხდეს, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ აუცილებლობას წარმოადგენს? მიპასუხე, შენ ყოველდღიურად ფიქრობ ხოლმე სიკვდილზე? არა, ჰო ასეა? სხვა შემთხვევაში იმაზე ჩაკირკიტება, რომ ერთ დღესაც აღარ ვიქნებით, სრულად ზღუდავს ადამიანის სიცოცხლისუნარიანობასა და ინტერესს, გთრგუნავს და აზრს უკარგავს ყველაფერს. სიკვდილის შიშით ცხოვრება ვის მოუძულებია და ვინ ჩამომჯდარა სკამზე მის მოლოდინში? სხვანაირად როგორ აგიხსნა, არ ვიცი,-მხრები აიწურა მან.-მე ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, ყოველი დღე შენით მიხარია და მეორე დღის გათენებაც შენთვის მინდა, ჩათვალე, ზუსტად ანალოგიურად მეწვის მეც გული, როგორც შენ, არ მინდა თავს ცუდად გრძნობდე, მინდა სულ კარგად იყო და სულ მიღიმოდე მაგ დახატული ტუჩ-კბილით.
-როგორ მიყვარხა-არ?-გამეცინა მე და მისი ხელები მოვიკარი ლოყაზე.-ალექსანდრე, რით დაგიმსახურე, ნეტა? ასეთი მგრძნობიარე, გამგებიანი და თბილი, რა გავაკეთე, შენი სიყვარული მე რომ მიწილადე?-როგორი გატეხილიც არ უნდა ვყოფილიყავი, ალექსის ყოველთვის შეეძლო ჩემი ნაწილების შეგროვება და ნაზად, სათუთად აკინძვა.
-რაიმე კონკრეტული აქტი ან ქმედება რომ იწვევდეს სიყვარულს,-გაიცინა მან,-რაღაც არის რა, მიზიდულობა, ინტერესი, ხანდახან არსაიდან მოსულიც კი, მაგრამ მერე დაგინახე, ისეთი, როგორიც ხარ, დაგინახე ისეთი, როგორიც ჩემთან ხარ და ვიგრძენი, შენგან მიღებული ენერგია, ემოცია, ზუსტად, ზუსტად ავსებდა ჩემგან გაცემულს. მეორე ნახევარი ხარ ჩემი, თუ რაღაც ეგეთი.-გაიცინა ალექსიმ და ისე ჩამეხუტა, როგორც მხოლოდ მას შეუძლია. მხოლოდ მას.
სახლში დილის 7-ის წუთებზე მივედი, იმ წამსვე მიმეძინა და საშინელი სიზმარი ვნახე, მე და ალექსი მოპირდაპირე ქუჩებზე ვიდექით, ვეძახდი მას და ვუყვიროდი, ის კი არ ირხეოდა, გადაადგილებაც არ შემეძლო.
მოკლედ გავწამდი, დილას კი დედაჩემის ყვირილმა გამაღვიძა. უძილარსა და ტირილით დაოსებულს მთლიანად დამიარა მისმა ხმამ და თავი ამატკია. ჩემს ოთახში შემოვარდნილს ძლივს აღვიქვამდი, თვალები ისე მეწვოდა.
-თათა, გინდა გამიხეთქო გული და მომკლა ხო?!-მიყვიროდა ბოლო ხმაზე. რა ხდებოდა ჯერაც ვერ ვიაზრებდი.
-რა ჯანდაბაა?!-ამოვთქვი დაბნეულმა.
-ამ ბიჭს დასდევ გოგო?! ამის გამო გამიმართე გუშიმ სცენები???-ღნაოდა ის და თვალწინ მე და ალექსის ფოტოს მიფრიალებდა.
თავში დამიარა. დიაფრაგმა შემეკუმშა. გაოგნებული შევჩერებოდი ინტერნეტში ახლადგამომცხვარ სტატიას და მომეჩვენა, რომ ქართული ასოები ჩინურ იეროგლიფებს მიემსაგვსნენ. ერთადერთი, რასაც ჩემი გონება აღიქვამდა, ეს მე და ალექსის ჩახუტებული სხეულები იყო ლომოურის წვეულებაზე. ენა პირში არ მიბრუნდენოდა, წესიერად ხმაც არ მესმოდა,დედაჩემის ყვირილიც კი ვერ მოდიოდა ჩემამდე.
-გამეცი-მეთქი ხმა, გამეცი, შე ტუტუცო, თავხედო, თავგამოდებით კი მიმტკიცებდი, რას ლაპარაკობ, სულ არ ვიცნობ ამ ბიჭსო და დაგიჭირეს თუ არა კიდევ?!-სახეაშლილი მარიკა აქეთ-იქით დადიოდა და ხმას ვერ იმორჩილებდა,-ხომ გარიგებდი, ცნობადი ადამიანს შვილი ფრთხილი უნდა იყოს-მეთქი, რა ალექსანდრე წილოსანი, გოგო, გაგიჟდი?! მასე გამოგზარდეთ მე და მამაშენმა? მაგისთვის დაგახარჯეთ ამდენი ფული, მერე გაღატაკებული ქმარი რომ გყოლოდა?!-ჭკუიდან გადავდიოდი მის საუბარზე და ერთადერთი რაც მინდოდა, გაქცევა იყო.
-დედა, თავი დამანებე, გაჩერდი, გაჩერდი!-ვიყვირე ნერვებაშლილმა და ფეხზე წამოვფრინდი, ოთახი დავტოვე და მარიკას ყვირილიც დავაიგნორე.
-სად მიდიხარ, გოგო, სად მიეთრევი, იმ ბიჭთან, ჰო? მოდი აქ! დროზე-მეთქი, გახვალ ამ კარიდან და მერე სულაც ნუ მობრუნდები!-კიბეებზე ჩამოირბინა მან და მკლავი დამიჭირა. -თათა, გასაგებია შენთვის?-თვალებში ცივად ჩამაშტერდა ის.-გახვალ აქედან და დაემშვიდობეა ყველაფერს, მე პირადად უზრუნველვყოფ, შენი ყველა ბარათის დაბლოკვას, კაპიკს ვეღარ დაინახავ ჩვენგან, სახლ-კარიც აღარ გექნება, იცოდე კატეგორიული ვარ და ნუ გამომცდი, დედის სულს გეფიცები, გესმის, თათა?! დედის სულს ვფიცავარ, თუ არ ავასრულო ყველაფერი!
სული მეწვოდა, კარის ზღურბლსა და ჩემ შორის ზუსტად ნახევარი მეტრის დაშორება იყო. გავიდოდი და ვემშვიდობებოდი ყველაფერს, ვრჩებოდი და ალექსის ვკარგავდი. ალექსანდრეს ხორბლისფერი კანი და ნაცრისფერი თვალები დამიდგა თვალწინ, მისი მოსქო, ვარდისფერი ტუჩები და ხშირი წარბები. დედას მკლავი გამოვაცალე და კარისკენ ავიღე გეზი, ალექსანდრეს დაკარგვა არ შემეძლო.
-თათა, არ ქნა ეგ.-გამოსცრა დედაჩემმა გამყინავი ხმით.
ჩემი თითები კარის სახელურს მოეპოტინა, მთელი ტანი უძრავი გამიხდა, რყევა არ შემეძლო და ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი. თითქოს ჩემმა გონებამ ჩემ ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება და გამაქვავა. ხელის საკიდზე შემხმარი ჩემი ხელები კანკალს აჰყვნენ, სხეულზე მეგონა ჭიები მკბენდნენ, ძირს ჩავიხარე და ტირილი ამიტყდა, ვერ ველეოდი, ვერ ვტოვებდი ჩემს სახლს და გული მისკდებოდა.
ალექსანდრესთან ურთიერთობის დაწყების პირველი წამიდან ქვეცნობიერულად მქონდა გააზრებული, რომ ამ არჩევნის წინაშე ერთხელ აუცილებლად დავდგებოდი, თუმცა ამას გონების ზედაპირზე არაფრით ვუშვებდი, ეს ჩემი მშობლების, უფრო მეტად კი მარიკას უდრეკი ხასიათისა და სნობობის ბრალი გახლდათ, რაც მუდამ მემჩნეოდა მე, როგორც მის შვილსა და გამოზრდილს, ამპარტავნება და მატერიალისტობა სისხლში მქონდა გამჯდარი და ამგვარადაც ვაგრძელებდი ცხოვრებას. მეტიც, ჩემ გარშემო ყველა ასეთი გახლდათ. ეს სკოლა იყო, ბაღი თუ უნივერსიტეტი, ყველა გარემო, სადაც მცირე ხნით მაინც ვყოფილვარ, სწორედ ასეთ ხალხს მოიცავდა და მეც ამაში პრობლემას ვერ ვხდავდი.
ერთადერთი ადამიანი, ვინც განსხვავებული პრინციპებით იყო აღზრდილი და სხვაგვარ ღირებულებებს იზიარებდა, ალექსანდრე იყო. სრულიად სხვა აღქმა ჰქონდა ცხოვრებისა და ადამიანების. ამიტომაც იწვევდა ჩემში ბრაზს თავდაპირველად, რადგან ის იყო სიახლე, მძლავრად ჩამოშორებული ჩემი კომფორტის ზონიდან, მიჭირდა მისი აღქმა, მე კიდევ ისე ვიყავი აღზრდილი, რომ ნებისმიერი რამის მიუღებლობას, თუნდაც ადამიანისას, რადიკალურ ფორმებში გამოვხატავდი და არასდროს ვიშურებდი ჩემი უპირატესობის გამოხატვას. მდიდარ ფენაში ადამიანების უმეტესობა ასეთი იგნორანტია, საზოგადოების დარჩენილ ნაწილს უმნიშვნელო ფენად მიიჩნევენ და თვლიან, რომ რამდენიმე ნულიანი ბიუჯეტი ქვეყნის ბატონ-პატრონად აქცევენ. ფული ცვლის ადამიანს. უცვლის მსოფლმხედველობას და ხშრად სულიერ მხარეზეც მოქმედებს. გიცვლის ფასეულებებს, ინტერესის სფეროს, საფიქრალს, სრულიად ასხვაფერებს ინდივიდს, და, აბა, მითხარით, ადამიანი, რომელიც მსგავს საზოგადოებაშია აღზრდილი, შეიძლება მარტივად ჩამოშორდეს ძველ ჩვეულებებს?
მიჭირდა იმის წარმოდგენა, რომ უზრუველი ცხოვრება რამეში უნდა გადამეცვალა, რამით უნდა ჩამენაცვლებინა. მეორე მხრივ კი, გულში მყვირალი, მომკივანი გრძნობები მაწამებდნენ და მანადგურებდნენ. ყველა წუთი, ყველა წამი, რაც ალექსისთან მაკავშირებდა, თვალწინ მირბენდა და სუნთქვას მიკრავდა. გეფიცებით, ისეთი მწარე იყო გულის ტკივლი, ფიზიკურ ტკივლიშიც აისახა. ფეხზე წამოვდექი, იმ იმედით, რომ ეს სულაც არ იყო ჩვენი ურთიერთობის საბოლოო განაჩენი. ძლიერი უნდა ვყოფილიყავი ჩვენი ურთიერთობისთვის, ალექსისათვის და პირველ რიგში-ჩემთვის, რადგან მე მხოლოდ ალექსანდრესგან ვსწავლობდი, როგორია, იყო ადამიანი. მარიკა დივანზე ჩამომჯდარი მიცქერდა ჩუმად, ან იქნებ ლაპარაკობდა კიდეც, თუმცა ჩემთვის ყველაფერი ბურუსით იყო მოცული. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ის სიყვარული, რაც ჩვენ შორის იყო, მხოლოდ მშობლების კაპრიზებით ვერ დასრულდებოდა. ეს ფიქრი მამხნევებდა.
ოთახში ასულმა ყველგან დავძებნე ტელეფონი, თუმცა არსად იყო, მივხვდი, მარიკა იქნებოდა ამაში დამნაშავე და სწრაფად ჩავირბინე კიბეები.
-ხედავ, დავრჩი სახლში, ავასრულე შენი სურვილი, ახლა მომეცი ტელეფონი, ეგ ჩვენს შეთანხმებაში არ შედიოდა,-ცივად გამოვცერი მე და ხელი გავიშვირე.
-ჩვენ არავითარი შეთანხმება არ გვქონია, მშობელი ვარ შენი და ყველანაირი კონტრაქტის გარეშე შემიძლია ტელეფონის ჩამორთმევა.-მკაცრად საუბრობდა მარიკა და წარბაწეული მიცქერდა.
-დედა, იმედია, გახსოვს ჩემი ასაკი, რა მშობელი, რა ტელეფონის ჩამორთმევა, რომელ საუკუნეში ვართ??-გავიოცე მე. ნერვები და ხმა აღარ მემორჩილებოდა.
-ეს ტელეფონი ჩემი ფულით ხომ იყიდე? ჰოდა, მე თვითონვე გართმევ, დასრულებულია აქ საუბარი! აბრძანდი შენს ოთახში და თვალით ნუ დამენახვები! უარეს ამბავს რომ არ ვწევ, მადლობები უნდა მიხადო!
-ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებ, იცოდე!-ავყვირდი მე და კიბეები ავირბინე. ლოგინზე გავწექი და თვალები მაგრად დავხუჭე. სასწრაფოდ მჭირდებოდა ალექსანდრესთან საუბარი. ნეტა რას შვრება, რა იფიქრა სტატიის წაკითხვისას. ან ნანკამ თუ ნახა, ეწყინა, რომ არ ვუთხარი? ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში და დედაჩემის დამსახურებით, პასუხს ვერ ვიღებდი.
ტუჩები დავიჭამე ნერვიულობისაგან და პირში ჟანგის არასასიამოვნო გემომ რომ დამიარა, მერე ფრჩხილებზე გადავედი. ისე მოსაღამოვდა, ფანჯარიდანაც კი არ გამიხედავს, რა ხდებოდა სამყაროში, არ ვიცოდი, ტვინი მეწვოდა ფიქრისგან და გახევებული, გაუნძრევლად ვიწექი. სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა, ვერ ვხვდებოდი, მარტო ვიყავი, თუ დედაჩემმა მდუმარების ფიცი დადო. ეს გაურკვევლობა ჭკუიდან მშლიდა, თუმცა ჩასვლას მაინც არ ვაპირებდი. ამ ხნის განმავლობაში პირველად გავიგე კარის ხმა, ფეხზე წამოვიჭერი და კარებს მივეყრდენი. დაგუდული ხმები მესმოდა, სიტყვებს ვერ ვარჩევდი, ხმა ზემოთ მოიწევდა და მივხვდი, ჩემი ოთახის მიმართულებით მოდიოდა. კარებზე კაკუნის ხმა გაგიგე და გამცრა, კარი ფრთხილად შევაღე და მის უკან სახეწაშლილი ნანკა დამხვდა.
-ფრანგულის გაკვეთილები, ხო?-ამოიქშინა მან და ოთახში შემოვიდა. საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.-შოკში ვარ, თათა, გაოგნებული ვარ, ეს რა ხდება.-მილეული ხმით საუბრობდა ის.-როგორ არ მითხარი, მე და სამყაროს ერთად უნდა გაგვეგო?-თავი წამოწია და თვალებში ჩამაშტერდა. მე ხმას ვერ ვიღებდი.-შენ და წილოსანი? გაუგებარია! ვერ იტანდი მაგ ტიპს, რა სიტყვებით ამკობდი, სპექტაკლი იყო? ამოიღე, თათა, ხმა, გავგიჟდი ადამიანი!
-კი, თავიდან მართლა ვერ ვიტანდი,-ჩემი ხმა მეუცნაურა მე,-მოკლედ, რაღაცნაირად მოხდა, ბოლო ერთი თვეა ერთად ვართ. ვართ? ვიყავით?-ცრემლები წამსკდა მე. ნანკა მომიახლოვდა და მაგრად მომეხვია.
-გიყვარს?-მკითხა ნაღვლიანი ხმით. თავი უხმოდ დავუქნიე და ცრემლები მოვიწმინდე.-მარიკამ მოგიწყო ისტერიკები?-საწოლზე ჩამომსვა მან და თმები გადამიწია.
-მომიწყო რომელია, არჩევნის წინაშე დამაყენა, როგორც სჩვევია, ან ჩვენ, ან ისო.-სიმწრით ჩამეცინა მე და ფანჯრიდან შემომავალ მთვარის შუქს თვალი გავუშტერე.-ტელეფონიც შეიწერა, ვითომ მაგით ტელევპორტირდებოდი, ლაპარაკის საშუალებასაც არ მაძლევს, ხედავ, რა ნაგლია?!
-რა უნდა ქნა ახლა?-გამაცია ამ სიტყვებზე.
-წარმოდგენა არ მაქვს. ალექსანდრე ჭკუიდან გადავა, მე ცალკე გავრეკავ, არ მინდა მაგ ადამიანის გარეშე, როგორ ავუხსნა დედაჩემს, დავიჯერო, ასე რთული გასააზრებელია რომ ეს საჯანდაბე ფული არაა ამ ცხოვრების არსი და მნიშნელობა? იმიტომ არ დაგვიხარჯავს შენზე ამდენი ფული, ღატაკი ქმარი რომ გყოლოდაო.-ვბრაზობდი მე და ტუჩები მითრთოდა.
–იქნებ, გაგიგოს? დედაშენია, თათა, სიყვარულს დაგიშლის?-თმებზე მეფერებოდა ნანკა.
-ისე დამიშლის! შეუვალია მარიკა და ასეთი იყო ყოველთვის, არასდროს მიიღებს ალექსის.-მხრები ავიწურე მე და კიდევ მომერია ცრემლები.
-კაი, ნუ ტირი ამდენს, დაგემართება რამე, მაგას ჯობს გამოსავალზე იფიქრო.
-მაგაზე ფიქრი უფრო მაგიჟებს, იმიტომ რომ არაფერი მაფიქრდება. ა-რა-ფე-რი!-სახე ხელებში ჩავრგე და მაგრად მოვიჭირე.
-ხალხი შოკშია, სტატიას სტატიაზე აცხობენ, მიეცათ გასართობი! კრეტინები!-გესლიანად წარმოთქვა ნანკამ.
-აუ,მაგათმაც რა ჯანდაბად დაგვინახეს, რა ჯანდაბად, რატომ, რა უნდოდათ, რა ვერ ასვენებთ, რამ არ დაღალათ?
-დამშვიდდი, გეხვეწები, ძალიან ნუ ინერვიულებ, ხომ იცი, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. იდიოტი მედია სადარდებელი ნამდვილად არ არის, ახალი ნიუსი გავარდება და თქვენ აღარავის გაახსენდებით, მთავარი ისაა, მარიკასთან და ნუგზართან დაალაგო სიტუაცია, მაგ არის პრიორიტეტი, თორემ ხალხი, ბრბოა, ასე არაა?-ძალით გამიღიმა მან და ლოყაზე მაკოცა.-და ისე, რომ იცოდე, სულ მომწონდა ალექსი, ძალიან საყვარელია და ზუსტად ვიცი, რომ საოცრად აისახა შენზე, არ იფიქრო, რომ ოდნავ მაინც არ მომწონს თქვენი ურთიერთობა, შენგან იყო მოულოდნელი უბრალოდ. ახლა არ გსაყვედურობ , რომ არ გამაგებინე, მაგრამ მერე, კარგად რომ იქნები, აუცილებლად მოგთხოვ პასუხს!-ღიმილით დამიქნია თითი და მივხვდი, რომ ნანკა საოცარი მეგობარი იყო. ნანკა პირველის წუთებზე წავიდა, თავის ძაღლს მიმის ღამე მარტო ვერ ტოვებდა და ჩემთან ვერ დარჩა, მებოდიშებოდა, მარტო არ მინდა დაგტოვოო და ძლივს გავაგდე სახლიდან.
ზემოთ ამოსვლისას მისაღებისკენ არც გამიხედავს, ეძინათ თუ ეღვიძათ, არ ვიცოდი. ფეხაკრეფით გადანივაცვლე ჩემს ოთახში და საწოლზე ჩამოვჯექი. რული არ მეკარებოდა, ერთ ადგილზეც ვერ ვისვენებდი, ჩემი კედლის საათი სამს უჩვენებდა ხმა რომ მომესმა, ვიღაც ჩემს ფანჯრებს კენჭებს უშენდა. ოპერატიულად წამოვიმართე და ფარდა გადავწიე. ძირს ალექსის სხეული რომ დავლანდე, რეტი დამესხა, წნევა ამივარდა მაშინვე. ჩამოდიო, მანიშნა.
-შანსი არ მაქვს.-გავძახე ხმის კანკალით,-გაიგონებენ. ალექსანდრემ არც აცია, არც აცხელა და უკან გაბრუნდა. სხეულში გამაცია და ფანჯარასთან ჩავიხარე. ახლა უკვე ყველაფერი მართლაც მიემსგავსა დასასრულს, ალექსიმაც დამტოვა, თუმცა არ ვამტყუნებდი, მე მისთვის ვერაფრის დათმობა ვერ შევძელი, არ მოვინდომე და საკუთარ თავს ვერ გადავახტი, ვერ შეველიე ვერაფერს, მას კი გული ვატკინე, ადამიანს, რომელსაც უსაზღვროდ ვუყვარდი. მოკუნტულმა და ორი დღის განმავლობაში, ვინ იცის, მერამდენედ აბღავლებულმა ფანჯარაზე კაკუნის ხმა გავიგონე. სახტად დავრჩი, როცა ფანჯარასთან ატუზული ალექსი დავინახე. თვალები მოვიფშვნიტე და დაუფიქრებლად გავაღე ფანჯარა, იქიდან ალექსანდრე გადმოძვრა და მთელი გრძნობითა და სიყვარულით მომეკრო აკანკალებულ, გაყინულ სხეულზე. მის მხარზე უარესად ავქვითინდი, ის კი უთქმელად მეფერებოდა თმაზე და ურხევად იდგა.
ერთხანს ასე დავყავით, სიჩუმეს მხოლოდ ჩემი უკვე მიჩუმებული სრუტუნის ხმა არღვევდა. ფიქრის საშუალება არ მქონდა, ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა, რომ ალექსის ვყავდი მაგრად მიხუტებული. მის კანის სურნელს, სხეულის სითბოს ნირვანაში გადავყავდი და არ მაძლევდა რაციონალურად ფიქრის საშუალებას, ერთადერთი, რაზეც გამალებით მეფიქრებოდა, იყო ის, რომ არასდროს მინდოდა ეს შეგრძნებები გამქრალიყო. არც კი ვიცი, რამდენხანს ვიდექით ასე ურყევად, მაგრამ საბოლოოდ ალექსიმ ძლივს მოუყარა სათქმელს თავი და თვალებში ჩამაჩერდა.
-ვხვდები და წარმომიდგენია დღეს რისი გადატანაც მოგიხდა, ვიცი, რომ ვერ დაგიკავშირდი, ნანკას ვესაუბრე და ამიხსნა სიტუაცია, გასაგებია, რომ მაგრად გაგამწარებდა დედაშენი და აგიკრძალავდა ჩემთან ურთიერთობას. ისიც ვიცი, რომ ამიერიდან უარესის გაძლება მოგვიწევს, მაგრამ მე შენი დათმობა არ მინდა, თუმცა არც იმას ვაპირებ არჩევნის წინაშე დაგაყენო და მდგომარეობა გაგირთულო, მე მხოლოდ შენს გადაწყვეტილებას ვუცდი.-მითხრა მან.
მე გავხევდი, ცხოვრებაში პირველად არ ვიცოდი, რა მეპასუხა, რა უნდა მეთქვა, როგორ დამელაგებინა წინადადება, როგორ გადმომეცა აზრი, საუბრის უნარი წამერთვა და საწოლზე მოწყვეტით დავეცი.
-ამის გეშინოდა, ხო?-ჩაეცინა ალექსის.
-ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა, ალექსანდრე, ვიცოდი და როგორ ჩამეხედა შენთვის თვალებში, ვერ ვხვდებოდი, როგორ ამეხსნა, არაადეკვატური მშობლები რომ მყავს და ფიზიკურად შეუძლებელია, მაგათ გადაახტე. ალექს, მე შენთან მინდა, მარტო შენთან. არ მაინტერესებს დედაჩემის პოზიცია, რომ გხედავ, ეგ არის ჩემი ექსტაზი, ძალიან მიყვარხარ.-ვუთხარი მას. ის უძრავად იჯდა, ჩაფიქრებული, ხელები ჩამკიდა და წამომაყენა.
-თათა, მე ავუხსნი შენს მშობლებს ყველაფერს, არ მინდა ოჯახს ჩამოგაშორო ან ურთიერთობა დავძაბო, მერე ეს ჩვენზე იმოქმედებს ძალიან უხეშად, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი.
-შენ არა, შენ არა, მე ავუხსნი ყველაფერს, გთხოვ, თუ გიყვარვარ და პატივს მცემ, არც კი ცადო მათთან მისვლა, სახლში დიდი ხნით ვერ ამომკეტავენ, უნივერსიტეტში ვინ ივლის მერე, ისევ ერთად ვიქნებით, როგორც ადრე, ყველაფერი იქნება კარგად.-ვუთხარი და მივეხუტე.
-თათა, ყველანაირად ვცდილობ მშვიდად საუბარს, არ მინდა დაგძაბო, ისედაც ბევრი ინერვიულე, მაგრამ, ხომ იცი, არაფერი იქნება იგივენაირად, ახლა უკვე იციან, რომ ერთად ვართ და შენს ყველა ნაბიჯს გააკონტროლებენ, ისედაც, დამალვის არანაირი სურვილი არ მაქვს, იმიტომ, რომ არაფერი გვჭირს დასამალი. იცი, რომ ძალიან მიყვარხარ, ამაზე „თუ“ არც კი უნდა დაისმოდეს, მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია ამ სიტუაციას შორიდან ვუყურო, შენ გეძნელება გადაწყვეტილების მიღება, მე მაინც მომეცი მათთან საუბრის საშუალება.-მთვარის შუქზეც გარკვევით ჩანდა ალექსის დაღლილი და გამოფიტული თვალები, მეზიზღებოდა ის ფაქტი, რომ მისი ბავშვური, სიცოცხლით სავსე მზერა ჩემ გამო იყო ჩამქრალი და დარდიანი. მეზიზღებოდა ისიც, რომ არ ვდგებოდი და ალექსანდრესთან ერთად ამაყად არ ვტოვებდი ამ ტოქსიკურ გარემოს, მეზიზღებოდა ჩემი თავი, მეზიზღებოდა, რომ საკუთარი სიყვარულისთვის ვერაფერს ვაკეთებდი და უმწეო ვუცქერდი ალექსანდრეს სახეს.
-აზრი არ აქვს,-ჩავილაპარაკე მილეული ხმით და მზერა ავარიდე.
-და ეგ როგორ გავიგო, ანუ რაში ხედავ გამოსავალს, თათა, გისმენ, აბა?-ხმის ტონი შეეცვალა მას და ბრაზი გაუკრთა თვალებში.
-ალექსანდრე, რატომ არ გესმის, მარიკა შეუვალია, მამაჩემი კიდევ დედას ყველა საფეხურს მიყვება, მეუხერხულება ამაზე საუბარი, გამიგე, შეუგნებელია, არ ესმის. მრცხვენია მათ მაგივრად, მე რომ მათი შვილი ვარ, ესეც მეთაკილება.-ვსაუბრობდი მე და თითებს ვიტეხდი, მესმოდა ალექსის ხშირი სუნთქვა, მთელი სხეულით დაჭიმული ვიყავი, ოთახში დაძაბულობა ჩამოწოლილიყო.
-ცოლად გამომყევი.-ხელები დამიკავა და აგზნებული მზერით ჩამაჩერდა თვალებში. -რას, რას..-ავბლუყუნდი მე, გონი კინაღამ დავკარგე.
-მე მხოლოდ ამ გამოსავალს ვხედავ,-ხმა უკანკალებდა მას.
-და ეს როგორ ამსუბუქებს სიტუაციას?-ჩავიჩურჩულე მე, თავზარდაცემული ვიყავი.
-თათა, მუდამ მალვა მოგვიწევს, სულ დაძაბულობა, ასე ერთად როგორ უნდა ვიყოთ, ვიცი, ძალიან ადრეა, ორივე ახალგაზრდა ვართ, მაგრამ თუ მშობლებთან ვერ გვარდები და ასეთი კატეგორიულები არიან, გადავიდეთ ერთად, ბოლოს და ბოლოს ისინიც შეეგუებიან, ყველაფერს ვიზამ შენთვის, არაფერს მოგაკლებ, რაც შემეძლება უკან არაფერზე დავიხევ, თათა, მითხარი რამე..-თვალებშჯ ცეცხლი უკიაფებდა და მთლიანად თრთოდა. გამაკანკალა, ოფლმაც კი დამასხა, მციოდა თუ მცხელოდა, ვერ ვხვდებოდი, მტკიოდა თუ მიხაროდა, ვერც ამას ვიაზრებდი, ერთადერთი, რასაც მკაფიოდ შევიგრძნობდი, ალექსანდრეს შემოთავაზების შეუძლებლობა იყო, ნონსენსი, ვერ დავთანხმდებოდი, ჯერ არ ვიყავი ამისთვის მზად, ეს ნაბიჯი უარეს გავლენას მოახდენდა ჩემს ოჯახზე, უფრო დაამძიმებდა მათ თვალში ჩემს დანაშაულს. გაქვავებული, პირღია ვიჯექი და ალექსის მღვრიე თვალებს მზერას ვარიდებდი. -თათა, გამეცი ხმა, ვიცი, მოულოდნელი იყო, პირველი ეს მომაფიქრდა, ნუ იბნევი, რაღაც მითხარი..-მის ხმაში ვედრება კრთოდა, თვალებში შიში.
-ალექსანდრე, წარმოდგენა არ მაქვს, რა გიპასუხო, აზრზე არ ვარ, გესმის?-ვუთხარი აკანკალებულო ხმით, ხელები მოვაშორე და ფეხზე წამოვდექი, ბოლთას ვცემდი და სიტყვებს ვკერეფდი.
-ეს გააუარესებს სიტუაციას, ალექსი, ვერ ხვდები?-შუბლზე მაგრად მივიჭირე ორივე ხელი.
-თათა, ერთად ვიქნებით,ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ, თუ ცოლის სტატუსი გაწუხებს, ფორმალური სახეც არ მივცეთ, როგორც შენ მოგესურვება, ისე იქნება ყველაფერი.-ფეხზე წამოიჭრა ისიც.
-და სად ცხოვრებას მთავაზობ, შენს ოჯახთან?-ხმა გამიქვავდა მე და თვალები გამიცივდა, ალექსისაც გადაუარა სახეზე ფერებმა.-ეს ძალიან უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, ამ საკითხს უფრო აზრიანად, დაკვირვებულად უნდა მოეკიდო, ასე უბრალოდ, ღმერთო..-ცრემლები მახრჩობდა მე.
-ჩვენ იქ ვიცხოვრებთ, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, თათა, გითხარი უკვე, არაფერს მოგაკლებ, უბრალოდ არ მესმის, მაშინ რას მთავაზობ, გეხვეწები, მითხარი და შენთვის ნებისმიერ რამეზე წავალ. მესმის, სულელი ვარ, ეს შემოთავაზება ასე არ უნდა მომეხალებინა, დაგაფრთხე, მართალი ხარ, ასე არაორგანიზებულად არ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, მე ვიჩქარე, მაგრამ ახლა შენ პოზიციას ვუცდი, მთხარი რამე, რა გინდა რომ ვქნათ, დამალვას არ ვაპირებ, სისულელეა, შემომთავაზე, ამიხსენი, მინდა შენი სურვილო დავინახო, მინდა დავინახო, რომ ეს ურთიერთობა ფეხებზე არ გკიდია!-თვალები ანთებოდა ალექსის და ნერვიულა ხელებზე მიჭერდა.
-მაგას როგორ მეუბნები? როგორ ამბობ, რომ ეს ურთიერთობა არაფრად მიღირს!-ალექსანდრეს სიტყვებზე ჭკუიდან გადავდიოდი, პასუხი არ მქონდა, არ მქონდა პასუხი მის არც ერთ კითხვაზე, არ ვიცოდი, რით მეშველა ამ მდგომარეობისთვის.
-მე მსგავსი არაფერი მითქვამს, მე შენგან ველი სათქმელს, რა უნდა ვქნათ, გამეცი თათა კითხვაზე პასუხი, გისმენ გულის ყურით!-სახეაშლილი მიცქერდა ის და გამწარებით ელოდა პასუხს.
-არ ვიცი, ჯანდაბა, ალექსანდრე, არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი!-ტირილით ჩავიკეცე კედელთან და მუხლებზე ხელი მოვიხვიე.
-გასაგებია, აბა, რახან უსაშველოა ეს სიტუაცია და ვერ გამოვუძებნეთ გამოსავალი, კარგად ბრძანდებოდე, მე სხვას ვერაფერს შემოგთავაზებ!-მითხრა მან ცივად და ფანჯარა გააღო, ახლა კი მართლა დამტოვა, საბოლოოდ.

***
ერთი კვირა საწოლიდან თავი არ წამომიწევია. დაავადებული სული ორგანიზმსაც მისწვდა და ტემპერატურამ ამიწია. მარიკაც კი შეშფოთდა და ექიმთან ვიზიტი შემომთავაზა, მე ხმასაც არ ვცემდი, მასთან საუბრის არანაირი სურვილი არ მქონდა და ასე ვიყავი მთელი დღეები მდუმარეებაში, ხმას მხოლოდ ნანკას მობრძანების დროს ამოვიღებდი ხოლმე, საღამოობით.
ალექსანდრესგან იმ დღის მერე არაფერი მსმენოდა. ნანკაც ცდილობდა რამე გაეგო მასზე, მაგრამ ვერც ვერაფერი გავიგეთ. ოცდაოთხსაათიანი ტირილისა და მოთქმისგან ჩემს ფიზიონომიასაც ვეღარ ვცნობდი, სახე დამსიებოდა და თვალები ჩამშავებოდა. თავიდან ვიმეორებდი იმ უბედურ დღეს, გონებაში მუდმივი ფირი იყო ჩართული და იმ სცენას ახვევდა, ალექსანდრემ როგორ დამტოვა. ვლანძღავდი საკუთარ თავს, საკუთარ უსუსურობას და უნებისყოფობას, ასე არასდროს შემზიზღებია ჩემი თავი, ასე არასდროს მინანია საქციელი, რა მოხდებოდა იმ დღეს, საკუთარ თავზე გადაბიჯება რომ შემძლებოდა, რა მოხდებოდა, რომ ალექსანდრეთვის ხელი არ გამეშვა, რა მოხდებოდა, რომ ალექსანდრეს სიყვარული დამეფასებინა, მიღირდა კი ასეთი ყოფა ალექსანდრეს დაკარგვად? რატომ, რატომ, რატომ ვერ ვებრძოდი საკუთარ თავს, რატომ იყო ჩემი სიყვარული ასეთი უძლური, და თუ ასეთი უძლური იყო, მაშინ რატომ მტკენდა ასე მწარედ გულს? ნეტავ, ალექსი რას ფიქრობდა, ნეტავ როგორ მდგომარეობაში იყო, როგორ გრძნობდა თავს. როგორ ვატკინე, როგორ გავაწბილე, როგორ გავუცრუე იმედები. ალბათ როგორ შემიზიზღა, შემიძულა, ამის გააზრება კი მარილს უარესად მაყრიდა ჭრილობაზე და მთლიანად მცელდა. ერთადერთი გვერდში მდგომი, ახლა ნანკა მყავდა, ყველაფერს ცდილობდა, ოღონდ ამ მდგომარეობიდან გამოვეძვრინე, ოღონდ როგორმე გამეცინა, გამეღიმა და ყურადღება გადამეტანა, ძალას არ იშურებდა, ახლაც თავთან მეჯდა და გატაცებით მიყვებოდა როგორი უშვერი სიტყვებით გალანძღა ჩვენი ტუტუცი კურსელი, პაატა მანჯავიძე დეკანმა და შიგადაშიგ ხითხითებდა.
-როგორ მომეფონა გულზე, ნეტავი იცოდე, იფ, რა სახით იდგა, მე მგონი, ყვითელი იყო სახეზე!-აკისკისდა ის,-მართლა, მართლა, ნამდვილად ყვითელი ფერი ჰქონდა მიღებული და თვალებში ცრემლები უპრიალებდა, პაატას, გოგო, მანჯავიძეს, აზრზე ხარ?!-ხელებით შემარყია მან და ლოყები გამიწელა.
-ძალიან კარგია, აქამდეც უნდა ექნათ ეგ, მოუხდება,-მოჩვენებითი ღიმილი ავიკარი სახეზე. ნანკას ჩემი სევდიანი ხმის მოსმენისას სახე მოექუფრა და წარბები შეკრა.
-როდემდე, თათა, როდემდე იქნები ასე?-თავი გააქნია მან და თმებზე მომეფერა.
-ძალიან საშინლად მოვექეცი ალექსის, თვალებიდან არ ამომდის მისი სახე, რა გავაკეთო?! არადა, ძალიან მიყვარს, გეფიცები ძალიან!-ცრემლები გადმოვყარე მე ვინ იცის მერამდენედ.
-თათა, ვერ გიგებ, იცი? ყველაფერზე თანახმა იყო ალექსანდრე, ასეთი დამჯერი და ოჯახის უბესამოკერებული როდიდან ხარ, დედაშენის სიტყვას რომ ვერ გადახვედი?-ინტერესით შემომხედა მან და ამ კითხვამ გულში სევდის ახალი ტალღები მომგვარა. -არ მაქვს შენს კითხვაზე პასუხი, ნან, არა..-ობოლი ცრემლი ჩამომიცურდა ლოყაზე და ამოვიოხრე.
დღეები დღეებს მისდევდნენ, ჩემი მდგომარეობა კი გამოსწორების ნაცვლად მძიმდებოდა, ტემპერატურა აღარ მაწუხებდა, მაგრამ ისე დავსუსტდი, ფეხზე წესიერად დგომაც აღარ შემეძლო, ლუკმა ძლივს გადამდიოდა ყელში, თავის ტკივილები განმიახლდა, შაკიკის შემოტევა მაწუხებდა, ყველანაირმა უბედურებამ ერთად მოიყარა ჩემში თავი და უკვე მეთორმეტე დღეს ვითვლიდი, რაც საკუთარი ოთახის არეალი არ დამეტოვებინა. ალბათ, იკითხავთ, თუ ასე ვიტანჯებოდი და ალექსის გარეშე ყოფნა ამგვარ ზეგავლენას ახდენდა ჩემზე, რატომ არ ვცდილობდი მასთან დაკავშირებას და მისი პატიების მოპოვებას. ვიცოდი, ალექსანდრეს თვალს ვერ გავუსწორებდი. მისი არანორმალურად მრცხვენოდა, მრცხვენოდა ჩემ გამო, დედაჩემისა და მამაჩემის გამო. იმის გამო, რომ ალექსის სიყვარულს გულმხურვალედ ვეფიცებოდი და მერე თავადვე შეესწრო ჩემს უმოქმედობას.
იმ დღეს განსაკუთრებით ცუდად ვგრძნობდი თავს. დილიდან მზის ჭყეტელა სხივებმა გამომაფხიზლეს და ისეთი დღეების ნოსტალგია მომგვარეს, რასაც ვერასდროს დავიბრუნდებდი. მზე და მზის თბილი სხივები ჩემთვის ალექსანდრესთან ასოცირდებოდა. იმ პიკნიკებთან, შუა ტყეში მარტოდმარტო რომ ვაწყობდით. რა ლამაზი იყო მაშინ მზე.
ფეხზე ძლივსძლივობით წამოვდექი და ფანჯარას მივუახლოვდი. მუქი შეფერილობის ფარდები გადავწიე და ხედს თვალი მოვავლე. მივეცი მზეს ჩემი ოთახის ბოლომდე დასაკუთრების უფლება. ხელებზე მეამა მისი უჩვეულოდ სასიამოვნო სითბო და იმის მიუხედავად, რომ შემოდგომის მიწურული იყო, სუსხი წამითაც არ მიგრძვნია. თითები ავიტარე მკლავებზე და პირველად გასული დღეების განმავლობაში, გულწრფელად გავიღიმე. თვალწინ დამიდგა ალექსანდრეს თვალები, მზის შუქი მის ნაცრისფერ ირისებს გამჭვირვალედ აქცევდა, წყლისფრად უელავდა მზერა და მუქი ფერის კანთან იდეალურ კონტრასტს ქმნიდა. იმ წამს, მართლაც ალექსის წინ ვიდექი, ხის ჩრდილობს მოფარებული, ლორიანი პურით ხელში და წარბშეკრული ვაკვირდებოდი, როგორ მაშორებდა ლოყებიდან პურის ნამცეცებს.
ვერ გეტყვით, ასე ურყევად რამდენ ხანს შევჩერებოდი გადაწმენდილ ცას და აქაიქ ბამბის ნაყინივით ფუმფულა, ქათქათა ღრუბლებს. რამდენ ხანს ვტკბებოდი ოთახში ჩამომდგარი ულამაზესი ოქროსფერი ტონით, მის ფონზე მტვრის თითოეული ნაწილაკი რომ ხილვადი ხდებოდა, ვერ გეტყვით, რადგან იმ მომენტში დროის შეგრძნება სრულიად დამეკარგა. რეალობის არასასურველ ორომტრიალში მხოლოდ კარზე კაკუნმა დამაბრუნა. გამაკანკალა, ფარდები გადავწიე და საწოლზე წამოვწექი. მარიკამ შემოაღო კარი და თვალები დამიქაჩა.
-სტუმარი გვყავს, თათა, ჭკუიდან არ გადამიყვანო, ადგები, მოწესრიგდები და ჩამოხვალ!-გასცა ბრძანება და ჩემი გარდერობიდან წითელი, დათბილული სვიტერი და შავი ჯინსის შარვალი გამოიღო. –
ვინ სტუმრები, ვერ ხედავ, რა დღეში ვარ?-ვუთხარი მინავლებული ხმით და გამოფიტული მზერა მივანათე.
-მაგ დღეში რომ ხარ, ზუსტად მაგიტომ მოგაკითხეს, რამაზ ლომოურია, დიმიტრისგან გაუგია შენი ჯანმრთელობის ამბავი და მოსაკითხად მოვიდა, დროზე-მეთქი.-თქვა და კარი გაიხურა. არც კი მაცალა პასუხის გაცემა.
ფერები გადამივიდა. რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ახლა რა გამოცდა უნდა გამეარა. რისთვის, რის გამო გავდიოდი ამ ყველაფერს. ნუთუ, მართალი იყვნენ ჩემი მშობლები, ნუთუ მართლაც რაღაც კონკრეტული მოტივი ამოძრავებდა უფროს ლომოურს. ტვინი მისკდებოდა. აღარც ნერვიულობის თავი მქონდა, აღარც ფიქრის. ალექსანდრე გვერდით აღარ მყავდა, ამიტომ თითოეული ჩემი ქმედება უმნიშვნელო იყო, აზრს მოკლებული. ზედმეტი ტვინის ჭ....ტვის გარეშე წამოვდექი ფეხზე და სააბაზანოში შევედი. სარკეში მოვავლე თვალი ჩემს გაუბედურებულ სახეს. ჩაშავებულ უპეებს. უსიცოცხლო, მიტკლისფერ ტუჩებს, ჩავარდნილ ლოყებსა და ჩამქრალ თვალებს. როგორც შემეძლო ადამიანს მივემსგავსე და ძირს წვალებით ჩავლასლასდი. მოდუნებული კუნთები მტკიოდა და გულზე მჭვალავდა. მისაღებ ოთახში განაბული ნუგზარი და მარიკა ისხდნენ და შეფაკლულები უსმენდნენ მოსაუბრე ლომოურს. დამინახეს თუ არა, ფეხზე წამოიჭრნენ, წამით დედაჩემმა თვალების დაბრიალებაც კი მოასწრო. ყურებამდე მომღიმარმა რამაზმა ყვავილები მომაწოდა და სევდა ჩაუდგა თვალებში.
-როგორ დასუსტებულხარ, თათა, გამოჯანმრთელებას გისურვებ, არის რამე, რაშიც როგორმე შემიძლია დაგეხმარო?-სავარძელში დაბრუნდა იგი და გადმომხედა.
-მადლობა, არაფერია საჭირო.-ვუთხარი დაბალ ხმაზე და დივნის ზურგს მივესვენე.
-ამ აბეზარი ჟურნალისტების ბრალია ყველაფერი, ტყუილად დაგადარდიანეს, შენი მშობლებისგან ყველაფერი გავიგე, თურმე ალექსანდრესთან მეგობრობ და ასეთი უმსგავსო სტატია ტყუილად გამოაფინეს.-ჩაიფრუტუნა უფროსმა ლომოურმა. ბრაზით გადავხედე მარიკას. უკვე ესეც მოუხერხებიათ, რა თქმა უნდა, დროს როგორ დაკარგავდნენ. როგორ მინდოდა დრო გადამეხვია და აწმყოს რამდენიმე წლით ჩამოვშორებოდი.
-რახან მოგინახულე, მე დიდხანს თავს არ შეგაწყენთ, თათა, მალე გამოჯანმრთელდი.-კვლავ გამიღიმა მან და ფეხზე წამოდგა. მარიკა მონდომებით არწმუნებდა კიდევ ცოტა ხნით დარჩენას, მაგრამ რამაზი დაგვემშვიდობა და ჩვენი სახლი დატოვა. დედა შოკირებული ჩამოჯდა სკამზე და ნუგზართან ქაქანი გააბა. კიბეზე ვაპირებდი ასვლას, მეც რომ მიწილადა სიტყვა.
-ხედავ, გოგონი, როგორი ოჯახის უფროსია შენით დაინტერესებული, ეს კიდევ ვიღაც ვიგინდარას დასდევდა, უჰ, არც მინდა გახსენება.-ხელები აწია მარიკამ და წარბები შეკრა,-ჰოდა, მოდი, შვილო ჭკუაზე, მე რომ შენთვის ნება მომეცა, ასე ლამაზად დაინგრევდი ცხოვრებას და მერე შენი სოლარიუმებისა და სალონების ფული კი არა, ბავშვისთვის პამპერსის ყიდვას რომ შეალევდი ბოლო კაპიკს, მე მომდგებოდი ნიანგის ცრემლებით და დააფჩენდი პირს, ახლა კიდევ, დედიკო, მე მგონი, კარგადაც ჩანს როგორ იმზირება შენი მომავალი!-ტაში შემოჰკრა მარიკამ და ყურებამდე ჩაეხა ღიმილი. პასუხიც არ გამიცია ისე ავვარდი ჩემს ოთახში. მზე უკვე მიმალულიყო და დაისი ავისმომასწავლებლად მოსჩანდა დარაბებიდან. საწოლზე მივწექი და დავიძინე, ეს ერთადერთი გზა იყო გაქრობის, მომენტალურად მაინც.

***
დილის 8-ის ნახევრაზე ვინ იცის, რამდენი ხნის გამოუყენებელი მაღვიძარა აყვირდა და ფეხზე წამომაგდო. დღეს პირველად მივდიოდი უნივერსიტეტში განვითარებული ამბების შემდეგ. ფინალური გამოცდები მქონდა და გაცდენის არანაირი შანსი იყო. ბოლო ერთი კვირა წვალებით ჩავკირკიტებდი წიგნებს და ძლივს ვახერხებდი წაკითხულის გააზრებას. იმდენდად იყო ყველაფერი გაუფასურებული, აღარც მოტივაცია მქონდა და მეტადრე პასუხისმგებლობბის ნიშანწყალი.
27 დეკემბერს მიწევდა ბოლო გამოცდის დაწერა, უკვე ერთი სული მქონდა კალენდარზე 28-ს როდის მოვხაზავდი. არ ვიყავი მზად უნივერსიტეტში წასასვლელად, არ მქონდა ხალხის ნახვის სურვილი და მით უმეტეს-გამოცდებზე ჯდომის. უღიმღამოდ მოვემზადე, პირველად ცხოვრებაში სახლი თვალის ჩრდილებისა და ტუჩსაცხის გარეშე დავტოვე. სახლის წინ ნანკას მანქანა მიცდიდა. დამინახა თუ არა, გადმოხტა მძღოლის ადგილიდან და მაგრად ჩამიხუტა.
-დიდება, შენს გამოჩენას, რახან შენ აღსდექი! ღმერთო, რა გვეღირსა.-მთელი გულით მიღიმოდა.
-აბა, რას ფიქრობ, განდეგილო,როგორია გარეთ ყოფნა, ხალხის დანახვა, ჰა?-საუბრობდა ის.
-სიმართლე ვთქვა?-გამომცდელად გადავხედე მას.
-კი ბატონო!
-მწარეც რომ იყოს?-გავუღიმე მეც.
-ავიტანთ, ავიტანთ, შენ კომუნიკაციაზე გამოდი და.-ხელები მაღლა აღაპყრო ნანკამ.
-საჭეს მიხედე შენ. და გარეთ გამოსვლაზე რა უნდა მეთქვა, ჰო, ძალიან არასასიამოვნოა, წერტილი.-თვალი ჩავუკარი მას და თეორიებით გატენილი რვეული მუხლებზე დავიდე.
-შეეგუები, ჩემო ლამაზო, ქალი ექსტრავერტი ხარ, ხმაურისა და ადამიანების მოყვარული, მოგიყვანთ ჭკუაზე, არ იდარდო შენ.-გულღიად გამიღიმა მან.
-იმაზე ხომ არ გაგიგია რამე?-გაპარული ხმით ვთქვი მე.
-გამიგია, არ იყო თბილისში ეს დღეები, წყნეთში ყოფილა თავის აგარაკზე, გიგამ თქვა, სხვათა შორის.-ამ სიტყვებმა გულზე ლახვარი დამასო. ძალიან ვეცადე, ცრემლები არ გადმომეყარა და ღვედს ჩავაფრინდი ხელებით. როგორი გულნაკტენი იქნება, როგორი განადგურებული, მიკიოდა გული.
-ჰო კარგად ხარ?-არც ნანკას გამოპარვია ჩემი რეაქცია და შიშნარევი მზერით გადმომხედა.
-კი.-დავიფრუტუნე მე,-ახლაც მანდაა?
-არა, სამი დღის უკან ვნახე გიგას ბარში.
-მერე?-გამინათდა სახე.
-არაფერი, მომესალმა უბრალოდ, ძალიან მობუზული კი იყო, არ იცინოდა თავისებურად.-სევდიანად გადმომხედა მან.
მთელი სხეული მითრთოდა ამის მოსმენისას, ახლა არა მარტო ჩემი, არამედ ალექსის წილი ტკივილიც მტკიოდა.
-შენ რაღაც ხშირად ახსენებ გიგას და მაგის ბარს, რამე ხდება?-წარბაწევით გადავხედე, არ მინდოდა რამე დამტყობოდა, არ მინდოდა მეტირა.
-არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ საღამოობით ხშირად ვსტუმრობთ ხოლმე, გიგას გაქნეულ წიხლზე ვკიდივარ!-ღიმილით თქვა ნანკამ, მაგრამ წამით გარკვევით დავინახე, როგორ გაუკრთა თვალებში სევდა.
-გასაგებია.-ვუთხარი ჩუმად და უნივერსიტეტამდე გზა თეორიის უაზროდ კითხვაში გავლიე.
ჩემი აუდიტორიაში შესვლა და 30 წყვილი თვალის ჩემზე მოშტერება ერთი იყო. ყველამ ურცხვად ამათვალიერა და ინტერესიანი თვალები კარგა ხნიანი დაკვირვების შემდეგ ჩამომაცილა.
გამოცდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ცუდად დავწერე და უხასიათოდ გამოვაბიჯე შენობიდან. სახლში მინდოდა ძალიან, დეკემბრის სუსხი არასასიამოვნოდ მევლებოდა. ყავისფერი მანტო მაგრად შემოვიჭრე სხეულზე და პირიდან გამოშვებულ ორთქლადქცეულ ჰაერს თვალი გავუშტერე. რამდენიმე ხანში უნივერსიტეტიდან მომღიმარმა ეკაკომ და ნანკამ გამოაჭრეს. ეკაკომ მაგრად ჩამიხუტა და ღიმილით მითხრა:
-ეგ შენი წილოსანი მაგარი სიმპათიურია.-თვალი ჩამიკრა და მაკოცა. ნანკამ ბრაზით უჩქმიტა მხარზე.
-ეკაკო!! რა გითხარი მე?!
-რა გინდა? მეგობარს არჩევანს ვუწონებ, შენ არაფერზე ინერვიულო, ჩემო ლამაზო, აი, ასე იქნება ყველაფერი.-ცერა თითი ამიფრიალა თვალწინ და ხელკავი გამომიდო. გული ამიჩუყდა, ეკაკოსაც კი ვეცოდებოდი.
-ახლა არანაირი სენტიმენტები!-ხელის გულები აღმართა მან.-მივდივართ ბარში და პირველ მისიკვდილებულ გამოცდას ვასველებთ!
-რა „ბირჟავიკივით“ საუბრობ, რა უბედურებაა?-თვალები აატრიალა ნანკამ.
-მე სახლში წავალ.-ძლივს ამოვიდგი ენა.
-არანაირად, ვაიმე, მეორედ არ გაიმეორო ეგ, თათა, სახლში ყოფნის იმხელა მარაგი დაგიგროვდა, ღამეც ქუჩაში გტოვებთ, სუსი!-თითები პირზე მომაჭირა და მანქანაში ჩამტენა.
-აღსანიშნიც არაფერი მაქვს, ცუდად დავწერე.-მაინც გავიბრძოლე მე.
-ჰმ! კარგად მისიკვდილება ვახსენე სადმე? არ გამოვა ახლა აქ პრანჭიაობები, არ გიშვებ-მეთქი სახლში!
და ასე, მაინც მიმათრიეს გიგას ბარში. თითები დავიმტვრიე, ყველა წამს ალექსანდრეს გამოჩენას ველოდი და საკუთარ თავში ისიც ვერ გავარკვიე, მინდოდა თუ არა ეს. სადღაც, გულის სიღრმეში ალბათ მინდოდა კიდეც, მაგრამ მთელი ცნობიერი იაზრებდა, რომ ალექსანდრეს ნახვა არ შემეძლო, არც მინდოდა. საკვირველია,მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ადამიანი, რომელიც ყველას გირჩევნია, ბოლოა, ვისი ნახვის სურვილიც გაქვს.
ეკაკომ მარტინი შემომაჩეჩა ხელში. ორი ჭიქა ძალით ჩამაცალა კუჭში და მერე კმაყოფილმა აჩქარებით დაიწყო იმ სიახლეებზე საუბარი, რაც მე გამოვტოვე. ვუსმენდი? რა თქმა უნდა, არა, იმ ამბებს, ადრე მთელი ინტერესით რომ ვუგდებდი ყურს, ახლა აინუნშიაც არ ვაგდებდი და უაზროდ შევშტერებოდი ეკაკოს მოყვითალო თვალებს.
-მისმენ საერთოდ??-დაიფრუტუნა მან და ლოყაზე მიჩქმიტა.
-კი.-ვუპასუხე ოპერატიულად და გონება დავძაბე.
-ნანკა, რა ვუყოთ ამას?-გადახედა გვერდით მჯდომს და ხელები გადაიჯვარედინა.
-დრო უნდა მივცეთ და თავზე არ დავაცხრეთ!-წამოენთო ნანკა.
-შეხედე, ესეც რომ არ მიბამს მხარს!-თავი გადააქნია ეკაკომ.-თათ, გინდა ვისაუბროთ? თუ გინდა, თავზე დავახურავ შენს წილოსანს, ასე მაგის გამო თუ ხარ!-ბრაზით გამოსცრა მან და თვალები დაუწვრილდა.
-ასე ჩემი თავის გამო ვარ, სხვა არაფერ შუაშია!-ცხვირი ამეწვა მე და თვალები დავხარე.
-ჩემი აზრით, კიდევ უნდა დალიო!-დააკანტურა თავი და მესამე ჭიქაც მომიცურა.-მიდი, ცოტაც და სასიამოვნო ბჟუალის გარდა აღარაფერი გემახსოვრება.
-მოასვენე ადამიანი, ეკაკო,-თვალები დაუბრიალა ნანკამ. მათ ჩვეული კინკლაობა დაიწყეს და აყაყანდნენ.
მომენტალურად ვიგრძენი, როგორ შეიცვალა ატმოსფერო. კარის წკრიალის მკაფიო ხმა მისწვდა თუ არა ჩემს სმენას, გულმა გამალებით დამიწყო ძგერა, კარისგან ზურგშექცევით ვიჯექი, თუმცა მთელი არსებით ვიგრძენი მისი შემოსვლა. საოცარია, უამრავი დაშორებული მეტრიდანაც კი მიწვავდა მისი სურნელი ყნოსვის ორგანოს. მაგიდის გაპრიალებულ ზედაპირს შევშტერებოდი და დაძაბული სმენით ველოდი როდის ამოიღებდა ხმას, როგორ მინდოდა გამეგონა მისი ტემბრი, ან სიცილის ჟღერადობა. ფრჩხილებთან კანი სისხლის წამოსლამდე დავიტყავე. ნანკამ და ეკაკომ საუბარი შეწყვიტეს. მაგიდის გამჭვირვალე სარკიდან ირეკლებოდა , როგორ შეეცვალათ სახეები. ნანკამ ხმადაბლა გამოსცრა ჩემი სახელი და წარბები მაღლა აზიდა. ჩუმად ამოვღერღე "ვიცი" და მარტინით სავსე ჭიქა მოვიყუდე. ზურგს ალექსანდრეს მზერა მიწვდავდა. სახეზე ღიმილშემხმარმა ეკაკომ სიტუაციის გასანეიტრალებლად ქაქანი დაიწყო, თან თვალებამღვრეული მაგრად მიჭერდა ხელზე ხელს. რა ძალით არ ვიცი, მაგრამ შემართებით წამოვიჭერი ფეხზე და ბარის მიმართულებით ავიღე გეზი. მთელ სხეულში სითბო ჩამეღვარა ალექსანდრეს თხელი სილუეტის დანახვისას. თმა აბურდული ჰქონდა და შუბლზე ეყარა. ლამაზ ხელებს კუბის ფორმის ჭიქას ხვევდა. შემამჩნია თუ არა მისკენ მიმავალი, თვალები დააკვესა და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. მთელი სხეული მთხოვდა უკან დაბრუნებას, თუმცა ახლა გვიანი იყო. არეული ნაბიჯებით ავესვეტე მის პირდაპირ და სევდიან თვალებში გავუყარე მზერა.
-ვილაპარაკოთ!-ამოვღერღე რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ.
-არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო.-ამოთქვა მან და ინდიფერენტული მზერა აიკრა.
-კითხვა არ ყოფილა!-გამოვცერი ნერვებმოშლილმა. ხელი მაგრად ვკიდე მკლავში და ბარიდან გავიყვანე. უსაშველოდ ციოდა. ყინვამ ძვალრბილში გაატანა, თუმცა გაცეცხლებულს ამის შეგრძნებაც დამკარგვოდა.
-აბა, რა ხდება?-მითხრა მან და კედელს აეკრო.
-მაპატიე.-ვუთხარი გაპარული ხმით. არ ვიცი, ეს სიტყვა საიდან წამოვიდა, რამ მათქმევინა, მაგრამ ფაქტი იყო, ალექსანდრეს პატიებას ვთხოვდი და აცრემლებული ვეჯაჯგურებოდი ხელზე. მან მაშინვე გაითავისუფლა ხელი, ჯიბეებში ჩაიწყო და პირქუში მზერით მომაშტერდა.
-ჩემი სიყვარულის წართმევას არავის ვაპატიებ.-ხმადაბლა ამოთქვა მან.
როგორ მტკიოდა, როგორ მეწვოდა შიგნეულობა. მთელი ძალით ვცდილობდი სხეულში დაგროვილი მოზღვავებული ემოციების დაოკებას და ცრემლების უკუგდებას.
-იდიოტი ვარ, იმედები გაგიცრუე, ჩემს თავსაც გავუცრუე.-ამოვიხრიალე მე და მიწას დავაშტერდი.
-შენგან მეტის მოლოდინი არც უნდა მქონოდა!-ნიშანი მომიგო მან და წასვლა დააპირა. ბრაზი მომეძალა და ხელი მხარში ჩავავლე.
-რისი თქმა გინდა მაგით?
-რისი და იმის, რომ თავიდანვე ვიცოდი, რაც იყავი, მაგრამ კაი გამოქლიავებული მოზარდივით დავკარგე შენზე ჭკუა. სულელი აქ მხოლოდ მე ვარ!-აყვირდა ის,-შევხვდით თუ არა დაბრკოლებას, უკან დაიხიე და სიყვარული მაგრად დაიკიდე! ოღონდაც ჩემზე უარი არ გეთქვა, როგორ მეგონა, რომ ასე უბრალოდ არ გამწირავდი.-თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა ის და კისერზე მკაფიოდ ებერებოდა ძარღვები.
-გეხვეწები, მაპატიე, უთავმოყვარეო გოგო ვარ, უღირსი..მაპატიე..-ახლა უკვე გვარიანად აბღავლებული ვემუდარებოდი მას და მთელი სხეულით მაკანკალებდა.
-რითი დაიმსაუხრე, თვითონ ამბობ უღირსი ვარო, რითი, გეკითხები, იმისთვის გაპატიო რომ მერე კიდე გემოზე დამადო?? მერე უარესად რომ გამტეხო, მაგისთვის?!-მხრებში ჩამავლო ორივე ხელი. მე სიცივისგნ მოვიბუზე და მანტო ძლიერად მოვიხვიე.
-შედი შიგნით.-გამოსცრა მან და ხელი შემიშვა.
-არა,არსად შევდივარ!-ვუთხარი აკანკალებული ხმით და ცრემლები თითებით შევიშრე.
-შედი-მეთქი და თუ ღმერთი გწამს, ადამიანურად იკვებე,-თქვა მან და ჩაცვენილ ლოყებზე მიმითითა.
ალექსანდრე ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს და შემატოვა მრავალი ვერთქმული სიტყვა, ვერგამუხატავი ემოცია და იმაზე დიდი სიცივე დამიტოვა, ვიდრე ეს ამ დეკემრბის სუსხიან, პირქუშ ამინდს შეეძლო.

***
რა შეცვალა მე და ალექსის დიალოგმა? ალბათ ის, რომ ახლა თავს იმაზე უფრო ცუდად ვგრძნობდი, ვიდრე ადრე. ახლა რეალობა მთელი სიმძაფრით შემეჩეხა და უარესად მომსდო სახეში, უფრო მწარედ, უფრო გამალებით. დავინახე ალექსანდრეს ტკივილი, მისი აგრესია და სევდა თვალებში. იმედგაცრუება, რაც ყველაზე ძნელი მოსანელებელი იყო. წყენა, მწუხარება, ბრაზი, რომელსაც მისი ნაცრისფერი თვალები მკაფიოდ ჩაემუქებინა და სიხალვათე დაეკარგა. მოჩვენებასავით დავდიოდი სახლში, წიგნებს აქეთ-იქით უმისამართოდ დავათრევდი და თითოეული სტრიქონის ამოკითხვის შემდეგ ისევ ალექსანდრეს გაცეცხლებული მზერა დამიდგებოდა თვალწინ. ნანკას გამალებული თხოვნით სასწორზე დავდექი და ცხოვრებაში პირველად შემაშფოთა ამოკითხულმა რიცხვმა სიმცირის გამო. სარკესთან დავდექი და კატასტროფულად დათხელებულ ბარძაყებს ხელი ავაყოლე. მენჯის ძვლები ასე მკვეთრად არასდროს მაჩნდა. ხერხემალზე თითოეულ მალას დაითვლიდით. მერე სახე მივუახლოვე ჩემს ანარეკლს და ახლა გამოკვეთილ ყბის ხაზს შევავლე თვალი. ხელის მტევნებზეც გადავიტარე თითები და მაგრად მოვუჭირე.
-რამე არ დაიმართო, თათა, ძირს ჩავდივარ და რასაც ამოგიტან, დაუყოვნებლივ მიირთმევ, გასაგებია?!-მარიგებდა გააფთრებული ნანკა.
არც მე მომწონდა ჩემი მდგომარეობა, მაგრამ მადა არ მქონდა, გული საჭმლისკენ სულ არ მიმიწევდა, წყლის დალევაც კი ათასში ერთხელ გამკრავდა გონებაში. ნანკა მომდევნო დღეებში მთელი მონდომებით მატენიდა საკვებს და თავადვე მამეცადინებდა. პერიოდულად ჩემთან ერთად ცრემლადაც იღვრებოდა კიდეც. მეხუთე დღეს ღიმილით შემაქო, ფერზე ხარ მოსულიო და ბულიონით სავსე ღრმა თეფში ცხვირწინ დამიდო.
27 დეკემბერს ბოლო გამოცდა დავწერე თუ არა, გარეთ სიხარულით გავვარდი, ნანკასთვის უნდა მეხარებინა შენმა შემეცნებითმა საღამოებმა გამოიღო შედეგი-მეთქი. გავაღე თუ არა შესასვლელი კარი, თვალში მაშინვე მომხვდა ძელსკამთან მდგარი ალექსანდრე რამდენიმე მეგობართან ერთად, მათ შორის ლომოურიც ერია. მანაც მაშინვე მომაბჯინა თვალები და გაღიმებული რომ დამინახა, უცნაურად აზიდა წარბები. ნანკამ მხარში ძლიერად ჩამავლო ხელი და ყურებში ჩამყვირა:
-რა ქენი?
-დავყრუვდი!-ვუთხარი ბორძიკით,-კარგად დავწერე. ამათ აქ რა უნდათ?-ამოვიხრიალე საწყლად.
-გიგას ბარში ჩვენი უნივერსიტეტი მართავს საახალწლო ფართის და მაგასთან დაკავშირებითაა მოსული. შენი პრინციც წამოყვა ეტყობა, მე მგონი, შენი ნახვა უნდოდა.-ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
-გაჩერდი, თუ ღმერთი გწამს.-ავუქნიე ხელი და დაცვარული შუბლი მოვიწმინდე.
-მყარად იდექი, ჰო არ ნერვიულობ?
-რა არა, ვკვდები, ნანკა, როგორ არ უნდა ვნერვიულობდე!-თითების ტეხვა დავიწყე მე
და ქურდულად გავაპარე მზერა ალექსისკენ, რაც აშკარად არ გამომივიდა, ისიც მე მიყურებდა.
-წამოდი, წავიდეთ, ეგრე რახანაა, ეკაკო მოგვაგნებს ისედაც,-ხელი მომკიდა ნანკამ და თბილად გამიღიმა.
-არა, მე წავალ, კარგი? არ მაქვს დღეს სადმე გავლის თავი, გთხოვ,-ლოყაზე ვაკოცე ნანკას.
-კარგი, მალე მაშინ, თორემ ეკაკომ თუ დაგიჭირა, დამთავრებული ამბავია.-გაიცინა მან.-და ჰო, 28-ში ჩვენი ხარ. „არა“ და „ვერა“ არ მიიღება, აქამდე ხომ არაფერი დამიძალებია შენთვის, მაგრამ წვეულებაზე უნდა წამოხვიდე, მაგრად გაგულავებ!-ცხვირზე მიჩქმიტა მან.
-საჭმლის ჭამას მაძალებ ხოლმე!-ვუთხარი დარწმუნებით.
-მაგ საჭიროა, წადი, წადი, ახლა, გამოვა მალე აფთარი, გაკოცე!
სახლში დაღლილი მივლასლადი და საწოლზე მოწყვეტით დავეშვი. მუცელში სასიამოვნოდ გამკენწლა, როცა ალექსანდრეს სითბონარევი მზერა დამიდგა თვალწინ და მაგრად მოვეხვიე ბალიშს. ვიცოდი, რომ ხვალ აუცილებლად ვნახავდი.

***
დილიდან სამზადისში ვიყავი. არ ვუტყდებოდი თავს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი, კარგად გამოვსულიყავი. თმები მაღლა ავიწიე და მუქი ყავისფერი ჩრდილებით თვალები დავიფარე, ამავე შეფერილობის ტუჩსაცხი წავისვი და შავი გამოყვანილი კაბა მოვირგე. სარკეში კარგად შევათვალიერე თავი, სქელი შოკოლადისფერი პალტო მოვიცვი და გარეთ გამოვედი.
-მაკიაჟით კიდევ თუ გნახავდი, აღარ მეგონა, ლამაზო!-გადამეხვია ბედნიერი ნანკა და ჩაცმულობაც მომიწონა.
-ჰო, მომინდა დღეს ტიტყნაობა.-გავუცინე მეც და მანქანის საზურგეს მივესვენე.
-აბა, დღეს ვსვამთ ბოლომდე!-გაიბადრა ნანკა.
-მაგაზე ვიფიქრებ.-ეშმაკურად გადავხედე მას და თვალი ჩავუკარი.
შენობის დიდ დერეფანში შევედით და დაბალი შუქის ფონზე ძლივს მივაღწიეთ მთავარ შესასვლელამდე, სადაც face კონტროლი გავიარეთ, ჩასუქებულმა დაცვამ ამრეზით შეგვათვალიერა, დაიქშინა და აღგვრიცხა სიაში, ნანკას ხელკავი გამოედო ჩემთვის. მთელი დარბაზი ჭყეტელა ნათურებით და წვიმებით იყო მორთული. კლუბური მუსიკა ყურისწამღებად მოისმოდა და ბარი სავსე იყო ახალგაზრდობით. ალაფურშეტი გაეწყოთ, ბავშვების ნაწილი პიცასა და ბუტერბროდებს შეექცეოდა. ნანკა აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
-სად დადის ეს გოგო.-უკმაყოფილოდ მოავლო თვალი დარბაზს და ტელეფონი მოიმარჯვა.
-ეკაკო, სად ხარ?-ჩაყვირა მან,-არ მესმის შენი, მუსიკაა ხმამაღალზე, დაიცა, დაიცა.. ორი წუთით გავალ გავარკვევ, სად არის და მოვალ, ხო?-მომიბრუნდა ნანკა. მე მშვიდად დავუკარი თავი და საკვებით დახუნძლულ გრძელ მაგიდას მივუახლოვდი. მთელი დღის უჭმელმა მიჯრით დაწყობილი თეფშებიდან მომზირალი ნამცხვარი ავიღე და მადიანად ვუკბიჩე. ჯერ კიდევ ლუკმის ღეჭვით ვიყავი გართული, გვერდით ადამიანი რომ დამიდგა.
-გამარჯობა.-მშვიდად მომესალმა ალექსანდრე და ერთი ნაჭერი პიცა მოიქცია ხელში. მის დანახვაზე გვარიანად დავიბენი და ლუკმა გადამცდა, ხველება ამიტყდა და სახეზე ჭარხლისფერი მივიღე. ალექსანდრემ ზურგზე ორჯერ მაგრად მომარტყა ხელი.
-მშვიდად, მშვიდად.-უემოციოდ მომიგო და წყლიანი ბოთლი მომაწოდა.
-მადლობა.-ამოვიხრიალე გამწარებულმა და გახურებულ სახეზე ხელები გადავისვი. ალექსანდრემ თავი დამიკრა. ურხევად იდგა და სივრცეს უყურებდა, მე კი ნერვიულად ვილუკმებოდი და დროდადრო სახეში ვაშტერდებოდი.
-ალექსანდრე..-სწრაფად მოვტრიალდი მისკენ. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, დაუფიქრებლად გაისმა ჩემი ხმა.
-გისმენ?-ხელები გადაიჯვარედინა მან.
-ეს ნამცხვარი კარამელისაა, შენ რომ გიყვარს ისეთი, ჭამე.-ხელებში შევაჩეჩე თეფში და ენაზე მაგრად ვიკბინე. ასეთი სულელური წინადადება ცხოვრებაში არ მითქვამს. არც კი დავფიქრებულვარ, პირველივე თავში მოვლილი წამოვაყრანტალე და ახლა თვალებდაქაჩული ვუყურებდი გაოცებულ ალექსის, რომელსაც გაკვირვებული მზერა ცალყბა ღიმილში გადაეზარდა.
კაიო, თავი დამიქნია, მე კი აჩქარებით გავემართე კარში სამადლოდ გამოჩენილი ნანკასა და ეკაკოს მიმართულებით და გულში მაგრად გამოვთათხე ჩემი გასულელებული თავი.
-რა ლამაზი ხარ, გოგონიი!-შემომეხვია ეკაკო და თმებზე მომეფერა.
-მადლობა, ეკ, შენც მაგრად ხარ.-დაბნეულმა გავიღიმე, ჯერ კიდევ მომყვებოდა ალექსანდრეს მზერა.
-წეღან წილოსანთან იდექი, თუ მე მომეჩვენა,-თვალები დაუწვრილდა ნანკას და წარბები მაღლა აზიდა.
-ვიდექი.-ვთქვი ხმაგაპარულმა.
-მერე, მერე??-ჩაერთო ეკაკოც და ინტერესიანი თვალები მომაბჯინა.
-დავლიოთ ერთი, თქვენი ჭირიმე!-ხელები მოვხვიე ორივეს და ბარის მიმართულებით წავედი.
-შენ როგორც გაგიხარდეს!-ღიმილი შეეპარა ეკაკოს და ბარმენს გახარებულმა მისცა შეკვეთა.
ალკოჰოლის საწყისი რაოდენობა მივიღეთ და შევატყეთ თუ არა საკუთარ თავს მისი ზემოქმედება, საცეკვაოდ გავედით. დარბაზის შუაგულში თავი მოეყარა უამრავ სტუდენტს, გალეშილები და ოფლიანები ეკვროდნენ ერთმანეთს და ბოლო ხმაზე კიოდნენ. რამდენიმე ბიჭს მთლიანად შემოეძარცვა ზედატანი. სრული განუკითხაობა იყო. ამ ზედახორაში ძლივს გავიკვლიეთ გზა და ყველაზე თავისუფალ ადგილას მთელი ენერგიით დავიწყეთ ხტუნვა, მუსიკის რიტმს ვყვებოდით და გიჟებივით ვიცინოდით. ეკაკომ ორივეს თვალი ჩაგვიკრა და ბარისკენ გვანიშნა. კიდევ დავლიეთ და საცეკვაო ადგილს დავუბრუნდით. ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, რადგან ძლივს ჩემს გონებაში ალექსანდრე წუთით გამქრალიყო და მთლიანად მივსცემოდი თავისამატკიებლად ხმამაღალ, მაგრამ ჩემთვის, როგორც მთვრალისთვის, საკმაოდ სასიამოვნო ჟღერადობას.
ორი საათი შეუჩერებლივ ვცეკვავდით, სრულიად გაოფლილი და გაწითლებული ვათავისუფლებდი იმ დაგროვილ ნეგატიურ ენერგიას, რაც ასე უსამართლოდ შემომიჩნდა გასული დღეების განმავლობაში. მთელი ემოციით მუსიკაში გადართულმა , წამიერად ალექსანდრეს გამჭოლი მზერა დავაფიქსირე , რომელიც კედელზე მიყუდებული მომჩერებოდა და გარშემო მოხვეულ მეგობრებს საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ვიგრძენი, რომ ერთადერთი, რაც ახლა მაკლდა, ალექსანდრე იყო, მინდოდა მასთან ერთად მეცეკვა, გიჟივით ავყოლოდით რიტმს და კოცნით დამეხრჩო. უდრტვინველი მზერით, შუბლზე თმაჩამოყრილი, ოდნავ სევდაშერეული რომ მიცქერდა, ვნატრობდი, ჩემთან მოსულიყო, ჩამხუტებოდა და არ გავეშვი. ურცხვად გავუსწორე მეც თვალი და მზერითი კონტაქტი დავამყარე, მე ვცეკვავდი, ალექსანდრე კი არეული თვალებით მიცქერდა. დაგროვილი მუხტით შეთამამებული დაუფიქრებლად გავიჭერი მისკენ, ხელი მოვკიდე და საცეკვაო სივრცისკენ მივათრიე. არ შემწინააღმდეგებია, თვალები დაუსევდიანდა და წამით ისიც დავინახე, როგორ აუპრიალდა თვალის გუგები.
-დაივიწყე ყველაფერი, უბრალოდ მეცეკვე.-ვუთხარი ყურებამდე გახეულმა, მფეთქავ არტერიასთან ვაკოცე და მაგრად მივეკარი. ალექსის მცდელობა, ავერიდებინე, კრახით დასრულდა და ისიც ჩემსავით ალკოჰოლის არომატიანი მაგრად მომეხვია და ძალიან მწარედ მომიჭირა ხელები, მერე გამათავისუფლა, ხმამაღლა ამოიქშინა და ამყვა. ჭკუისდაკარგვამდე ბედნიერი ვიყავი და, მთვრალი. გონება გათავისუფლებული მქონდა ყველა "არა" და "ვერასგან". უბრალოდ ვცეკვავდი, მთელი ემოციით, მთელი სიყვარულით და ალექსანდრეს ლამაზ,ხორბლისფერ ხელებში მოქცეული ვიკლავდი იმ მონატრებას, რაც ასე მწარედ მქონდა სხეულში გამჯდარი. არაფერი მახსოვდა, გარშემო ვერაფერს ვამჩნევდი და არც ვინტერესდებოდი, მაშინ მხოლოდ მე ვიყავი, ქვეყანაც ჩემი მეგონა.
მანამ ვიცეკვეთ, სანამ ფეხები არ მომეკვეთა, მე და ალექსი მოცეკვავეთა რიგს გამოვეყავით და ჩახუტებულები დავდექით კუთხეში. მთელი ძალით მხვევდა ხელებს და ჩემს კისერში თავჩარგული ისუნთქავდა ჩემს, დარწმუნებული ვარ, არასასიამოვნო სურნელს. თითქოს უნდოდა მოვეჭყლიტე, მე უმისამართოდ დავაცოცებდი ტუჩებს მის მხრებთან და მონატრებულ სხეულს ვეკროდი.
-წამიყვანე სადმე.-ვუთხარი ჩუმად. ალექსანდრემ უხმოდ დამიკრა თავი და ჩემი ხელები მისაში მოიქცია, არც არავინ მომიკითხავს ისე გავყევი მას და გარეთ გასულს ერთიანად შემომეჩეხა სიცივე. პალტო მაგრად მოვიხვიე, ალექსანდრემ გულში ჩამიკრა, ტაქსშიც ასე ვისხედით. ხმადაბლა გაუგებრად ვებუტბუტებოდი ყურში, უამრავჯერ ავუხსენი სიყვარული და უამრავჯერ ვთხოვე პატიება. ალექსი ხმას არ მცემდა, უბრალოდ თითებით ეხებოდა ჩემს მტევნებს. ჭკუა დავკარგე, როცა ოც წუთიანი მგზავრობის შემდეგ თავი იმ სახლში ამოვყავი, რომელიც ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზ მოგონებას უკავშირდებოდა და ეს ალექსის სახლი იყო. ცრემლებამდე მისული ვეხუტებოდი მას და ისევ მრავალჯერ ვუმეორებდი, რომ მიყვარდა. სახლში შევედით თუ არა, ალექსიმ მაშინდელივით ცეცხლი დაანთო და ფეხებს შორის მომიქცია.
-აქ კიდევ თუ მოვხვდებოდი, არც მეგონა,-ვუთხარი ცრემლიანმა და ხელებით სახეზე მოვეფერე. ალექსი თბილად მიეკრო ჩემს ხელის გულს.
-არც მე მეგონა, შენთან ერთად აქ ისევ თუ აღმოვჩნდებოდი.-დამთბარი ტემბრით მომიგო და მთელი მტევანი დამიკოცნა.
-ძალიან მიყვარხარ,-ვინ იცის, მერამდენედ გავუმეორე და ტუჩებზე მივეკარი. ალექსანდრემ ხელები მაგრად შემომხვია და წელზე შემომისვა.
-გული მტკივა, რომ მიყვარხარ,-მითხრა ალალად, გატეხილი ხმით და შუბლი შუბლზე მომაწეპა.
იმ წამს შეუძლებლად მეჩვენებოდა ალექსის გარეშე ყოფნა, შეუძლებლად მეჩვენებოდა ყველა ღამე და დღე მის გარეშე, მიყვარდა ეგოისტურად, ტუტუცურად, დაუმსახურებლად ვეტანებოდი იმ ტკბილ-მწარე გრძნობას, რასაც მისი სიყვარული ერქვა. მტკიოდა ჩემი თავი, ის რომ რაღაც მომენტში გამოვფხიზლდებოდი და ყველა პრობლემა დაბრუნდებოდა. მტკიოდა სხეულის ყველა ნაწილი, რომელზეც ალექსის შეხებას ვერ შევიგრძნობდი. მტკიოდა ჩემი ცხოვრება და მაინც თავდავიწყებით, გაუცნობიერებლად და გიჟივით ბედნიერი ვეკროდი ერთადერთ სხეულს, რომელიც ჩემი ნახევარი, ჩემი მტკივნეული ნახევარი იყო.
მთელი ღამე არ მიძინია, ალექსის წამოზრდილ წვერს, სქელ ბაგეებს, გამოკვეთილ ყბებს ვეფერებოდი და მინდოდა ჩემს თითებს მუდამ დარჩენოდა მათი კვალი. ალექსი მშვიდად ფშვინავდა. თავი ჩემკენ მოეტრიალებინა და ლოყით თავზე მეხებოდა. უკვე გამოფხიზლებულს, რეალობაში დაბრუნებულს უსაშველოდ მტკიოდა გული. ყელი დაჭიმული მქონდა, მთელი ძალით ვცდილობდი ტირილის შეკავებას. კისერზე მეგონა ჯაჭვი მედო. თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ არ მინდოდა დაძინება, მინდოდა ალექსისთვის დაუსრულებლად მეცქირა. მაგრამ ქვასავით დამძიმებულმა ქუთუთოებმა მაინც თავისი ქნეს და მიმეძინა.
დილას რომ გამოვფხიზლდი, ალექსანდრეს უკვე ეღვიძა და სერიოზული მზერით იჯდა საწოლზე, ჩემზე მოშტერებული. წამოვიწიე და მხარზე მივეხუტე. მან აბურდულ თმებში თითები გადამიტარა და თავზე მაკოცა. უხმოდ ვისხედით ასე, უთქმელად ვეფერებოდით ერთმანეთს.
-ახლა?-ვკითხე მინავლებული ხმით. ალექსიმ მხრები აიჩეჩა.
-შენ იცი ჩემი პოზიცია, ყველაფერს ვიზამ შენთვის, დანარჩენი, შენი გადასაწყვეტია.-მომიგო მშრალად და ფეხზე წამოდგა.
-ალექს, გამოგყვები ცოლად..-ვუთხარი აღელვებულმა. ალექსანდრე წამის მეასედში მობრუნდა, შეშლილი თვალებით მიცქერდა და ნელ-ნელა მიახლოვდებოდა.
-გაიმეორე?-მითხრა შეცვლილი ხმით.
-ცოლად..გამოგყვები..-ვუთხარი გაწელილად. საკუთარი გულის ცემას კბილებში ვგრძნობდი.
-რას იზამ?-ხელში ამიტაცა მან და ბაგეები მომაკრო.
-ცოლად გამოგყვები!-ვუთხარი სიცილით და ალექსის თმებში ხელები გადავატარე.
-ცოლად გამომყვები.-დაიჩურჩულა მან ჩემს ნიკაპთან და ყბაზე მაკოცა.-ცოლად გამომყვები.-გაიმეორა მან კიდევ და ტუჩები კისერზე ჩააცურა. მე გაბრუებული ვეხვეოდი და ყურში მიგუგუნებდა ჩემი ნათქვამი, მისი ნათქვამი, ის სიგიჟე, რაც დღეს პირიდან დამცდა, ის ფაქტი, რომ საკუთარ თავს ვაჯობე, ის ფაქტი, რომ ჩემი სიყვარული გადავარჩინე უკიდეგანოდ მახარებდა, მაგრამ იყო ამ სიხარულში რაღაც უსიამოვნოც, ჩემში ფესვგადგმული პრინციპები? ინტუიცია? ცუდი წინათგრძნობა? რაღაც ცუდი, რაც იმ განცდილ ბედნიერებას მწარედ მადენდა ცხვირში.

***
საკუთარი სახლის წინ ვიდექი და გაშეშებული შევჩერებოდი ნაცრისფერ კარებს. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა. იქნებ შევცდი, იქნებ ვიჩქარე და ეს არ უნდა მექნა. მაგრამ მე ხომ არ შემეძლო ალექსის გარეშე, ხომ მინდოდა ეს, ამიტომაც მსხვერპლის გაღებასაც უნდა დავთანხმებულიყავი. ფეხები მიკანკალებდა, ტაქსიდან გადმოსვლისა და ალექსისთან ჩახუტების მომენტში ამ უძლურობას ვერ ვგრძნობდი. გონებაში სიტყვებს ვალაგებდი, როგორმე დედა გადამერწმუნებინა, იქნებ გაეგო ჩემთვის. კარი გაუბედავად შევაღე და პირდაპირ მისაღებისკენ გავიჭერი, სადაც დედ-მამა მეგულებოდა. ისინი დივანზე ისხდნენ და ტელევიზორს შეშჩერებოდნენ.
-გუშინ ნანკასთან რომ არ დარჩენილიყავი, რა მოხდებოდა ვითომ.-დაიწუწუნა დედაჩემმა და ტელევიზორს დაუწია.-ეგეთ მდგომარეობაში სახლში უნდა წახვიდე და მოწესრიგდე, შვილო.-ამრეზით ამათვალიერა მან.
-არ ვყოფილვარ ნანკასთან..-ამოვიჩურჩულე მე და ტელევიზორის გვერდით ჩამოვჯექი. ხელები ფეხებზე შემოვიხვიე და თავი ჩავხარე.
-რას ნიშნავს?-წამოდგა მარიკა.
-ალექსანდრესთან ვიყავი და ახლაც ანალოგიურს ვაპირებ, სახლში ტანსაცმლის წასაღებად მოვედი და ჰო, თქვენთვის სათქმელად..-ამოვთქვი გაწითლებულმა.
-შენ ჰო არ გადარეულხარ?!!-წამში აღმოჩნდა მარიკა ჩემ წინაშე.
-რას ქვია, თათა, მომესმა ეს ყველაფერი?!-თვალები დაქაჩა ნუგზარმა და ხელში მაგრად მომქაჩა.
-მიყვარს, რატომ არ გესმით?! რა არის პრობლემა ამაში?! რა არ მოგწონთ ალექსანდრეში, მითხარით!!-ამომიჯდა გული მე.
-კიდევ ეს დიალოგია ჩვენ შორის?!-ისტერიკულად ყვიროდა მარიკა,
-რას ნიშნავს, ვინ ალექსანდრე, რას წარმოიაგდენს საერთოდ, რა გინდა, გოგო, ამ ცხოვრებისგან?? გინდა გამწარებული, გაღატაკებული, სახეაშლილი ქალი დადგე?? აი, მაგ იცის მატერიალურად გაუმართავობამ.-მხარში ხელებჩაფრებილი მარყევდა ის.
-რა ამოიჩემე ეს ფული, ფული, ფული! ისე საუბრობ, თითქოს ადამიანი ან მილიონერია, ან შიმშილობს. რა ჯანდაბა გინდა, ვერ გავიგე, უფიქრდები საერთოდ საკუთარ სიტყვებს? რახან ლომოურის შვილზე არ მინდა გათხოვება, ანუ ავტომატურად უბედურება და გაღატაკება მაწერია?? გასაგებია, რომ შეიძლება ალექსის ოჯახი იმდენს არ გამოიმუშავებს, რასაც თქვენ და არ ულხინთ მატერიალურად, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ან მე, ან ალექსი უნარშეზღუდულები ვართ და ვერ ვიმუშავებთ, ფულსაც გამოვიმუშავებთ და როგორმე ბავშვებსაც აღვზრდით, როცა საჭირო იქნება!!-ვყვიროდი მე.
-არა, შენ თუ გჯერა შენი სიტყვების!-პანიკური სიცილი დაეწყო დედაჩემს,-ნუგზარ, გესმის ამის ნაბოდვარი?! რაო, გოგო?! იმუშავებ და ფულს გამოიმუშავებ?! იცი,შენს მშობელ ქვეყანაში საშუალო ხელფასი რამდენია?? მაგდენს ერთ კაბაში ხარჯავ, თათა, თუ იაზრებ ამდენს?! ხაზგასმით ვამბობ, მე და ნუგზარისგან კაპიკს არ ელოდე, ამიტომ თავად განსაჯე, შენი და იმ ვაჟბატონის გამომუშავებულით რამდენად უზრუნველად იცხოვრებ! შენ, თათა, სხვაგვარად ხარ აღზრდილი, სხვანაირ ცხოვრებას ხარ შეჩვეული. ბავშვობიდან თავზე გევლებიან, თითი არ გაგინძრევია ისე მიაღწიე 22 წელს, ყველაფერს დამლაგებელი აკეთებს, რომელიც შენი და წილოსანის თანაცხოვრების ნაწილი ,მეეჭვება, გახდეს. გესმის, რომ ყველაფრის გაკეთება შენ მოგიწევს?! ჯანდაბა! ჩაისაც ვერ ადუღებ! მზად ხარ, სრულიად განსხვავებულ ყოფაში აღმოჩნდე?! თათა, აქ რადიკალურ სხვაობაზეა საუბარი, როგორ არ გესმის, როგორ! აი, რაც შეეხება ლომოურებს, ასე დამცინავად რომ მოიხსენიებ, ზუსტად ის აქვთ, რაც შენ გჭირდება, რატომ არ გინდა გაიგო?! კაი, რა, ნუ გამაცინებ, რომელ სიყვარულზეა საუბარი, სიყვარული დაგილაგებს? გაჭმევს? გასმევს? ჩაგაცვამს?ვაიმე, გული ხელით მიკავია, ეს უნამუსო გოგო, რა წინადადებით აგვესვეტა წინ, ნუგზარ თქვი რამე, მე დავიცალე ენერგიისგან!-გულწასულივით მიესვენა დივანზე და ხელით სახე მოიგრილა.
თავზარდაცემული ვუსმენდი დედაჩემს და ყველაფერი გულზე მხვდებოდა, ყველაზე მწარე გასააზრებელი კი მაინც ის იყო, რომ ის მართალს ამბობდა, მაგრამ ალექსანდრე?! მე ხომ მიყვარდა ჩემი ალექსი, მისი საუბარი და ის თუ როგორი გავლენა ჰქონდა ჩემზე, თუ როგორ ზემოქმედებდა. რატომ უნდა გამჭირვებოდა ცხოვრება პრადას კაბის გარეშე, როცა სახლში ალექსანდრე მეგულებოდა. რატომ მეფიქრებოდა ნივთებზე, როცა საუბარი ადამიანზე, ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანზე იყო. რა მემართებოდა?!
-თათა, სისულელეს ნუ გააკეთებ, ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ცივ გონებაზე შეიძლება, შენ ახლა აღელვებული ხარ, ვერ აზროვნებ სწორად, მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებ ყველაფერს, იმ მხრიდან, რომლითაც ეგ ბიჭი გიყვარს, შეხედე დედაშენის თვალითაც ყველაფერს, კარგად დაუფიქრდი. აწონ-დაწონე, როგორ ფიქრობ, დედას შეიძლება შენთვის ცუდი უნდოდეს? პირიქით, მან შენზე უკეთ იცის რა არის უკეთესი შენთვის, როგორ ვერ ხვდები?-დანანებით მიცქერდა მამაჩემი.
-მე გული მტკივა, რომ მშობლებისგან ისეთ რაღაცაში ვერ ვგრძნობ მხარდაჭერას, რაშიც ყველაზე მეტად ველი. რა მნიშნელობა აქვს დედააფეთქებულ ფულს, თუ იმ ადამიანთან არ ხარ, ვინც გიყვარს, და გეფიცებით, მე მართლა მიყვარს ალექსანდრე,-ვსლუკუნებდი მე.-მართლა მეგონა, რომ ასეთი რაღაც ცხოვრებაში არ დამემართებოდა, მაგრამ უბრალოდ ვერ ხვდებით, რამდენად სრიოზულია ეს ყველაფერი ჩემთვის, მე მინდა გამიგოთ, არც თქვენი კაპიკი მინდა, თუ ამით გამოხატავთ პროტესტს, ეგრეც იყოს, მე უბრალოდ მინდა გამიგოთ, ასე რთულია?! -მუხლებში ჩავიკეცე მე და ხელები თავზე შემოვიჭირე.
-წადი, თათა,-გაისმა დედაჩემის ხმა,-წადი და თავად გაიაზრე, რაშიც ყოფ თავს, ამ ეტაპზე მეეჭვება, ჩემი რომლიმე სიტყვა ან მუქარა შეისმინო, ჰოდა-წადი, თავში ქვა გიხლია, კარგად გაიაზრებ, კარგად დაინახავ ყველაფერს, ჩემი თითოეული ნათქვამი დაგიხვდება წინ, ჰოდა მერე, დარწმუნებული ვარ, ამ კართან ატუზულს გიხილავთ, ბოდიშებით რომ მოიძურწები და მართალი ყოფილხარო, რომ აღიარებ, არ იცი, როგორი დარწმუნებული ვარ ამაში, იცი, რატომ, თათა? იმიტომ, რომ მე გაგაჩინე და ჩემზე უკეთ არავინ გიცნობს, მათ შორის, შენი თავიც, შვილო, ჰოდა ამიტომ ეჭვის გარეშე გეუბნები, წადი და გამოცადე თავად!-თქვა ხმაგაყინულმა და ფეხზე წამოდგა, უკანმოუხედავად დატოვა სახლი.
-გრცხვენოდეს!-ცხვირი აიბზუა ნუგზარმა და ცოლს გაეკიდა.
განადგურებული ვიჯექი და ბოლო ხმაზე ვბღაოდი. გატეხილი და გაუბედურებული ფეხზე წამოვდექი და ჩემს ოთახში არეული ნაბიჯებით ავედი. გარდერობი გამოვაღე და თვალი შევავლე უამრავ ტანსაცმელს, 50-მდე ჯინსს, რომლის ყიდვაც, როდის მოვასწარი, ვერ გეტყვით, უამრავ ზედას, ქვედაბოლოს, მთლიან კაბას, მათ შორის დიდ ნაწაილს ჯერაც კი არ ჰქონდა მარკები მოშორებული, ჩაუცმელები მეწყო და ზოგიერთის წარმომავლობას ვერც კი ვიხსენებდი. თვალში მომხვდა სპილოსძვლისფერი მანტო, რომლის ყიდვაც ისტერიკულად დავიჟინე და 4 ათასი ამერიკული დოლარი ისე მივახარჯე, როგორც არაფერი. და რამდენჯერ მეცვა, თუ გამოიცნობთ? ორჯერ! მას შემდეგ ჩემი უზარმაზარი გარდერობის მუდმივი ნაწილი გახდა და ახლა რომ არ დამენახა, ალბათ ვერც გავიხსენებდი მის არსებობას. ამდენი რამ, სად უნდა დამეტია? თავი გასკდომაზე მქონდა, არც ერთი მეთმობოდა დასატოვებლად, მაგრამ რამდენი ჩემოდანიც არ უნდა მქონოდა, შეუძლებელი იყო მთელი ოთახი გარდერობის ჩატევა. ნერვები მომეშალა და კარი გაცხარებულმა მივხურე. მაკიაჟის მაგიდასთან მივტრიალდი და თვალები დავაელამე. ნუთუ, მაინცდამაინც ორი სატვირთო უნდა მექირავა, ამდენ ნივთს რა გადაიტანდა?! საგონებელში ჩავვარდი. ოთახის შუაგულში მდგარ სამეფო ზომის ტახტზე გავწექი და ჩემი გემოვნებით მოწყობილ ოთახს მოვავლე თვალი. მე აქ აღარ ვიცხოვრებდი. სწრაფად წამოვდექი და ფანჯარა გამოვაღე, კუთხის თაროდან საუკუნის შენახული სიგარეტის კოლოფი გამოვაძვრინე და ნერვიულად მოვქაჩე. ხელები მიკანკალებდა და ვერ ვწყნარდებოდი. დილით, ალექსის სიყვარულით სავსემ, მის გარეშე ცხოვრების შიშით შეპყრობილმა, გაუცნობიერებლად ვთქვი, ის, რაც მე მგონი, რომ არ უნდა მეთქვა. ალექსანდრესთან ყოფნის დროს კი ამის გააზრება მიჭირდა, იმდენად ვიყავი მისით აღვსილი. ახლაც უსაზღვროდ მიყვარდა, მხოლოდ ის ფაქტი მაბედნიერებდა, რომ საღამოს ვნახავდი და ძლიერად მოვეხვეოდი. მაგრამ , გარდა მისი სიყვარულისა, სხვა არასასიამოვნო გრძნობებიც მიკრთებოდა გულში. მიჭირდა საკუთარ ცხოვრებას დავმშვიდობებოდი. მეორე ღერსაც მოვუკიდე კანკალით ტელეფონი მოვიმარჯვე და ალექსანდრეს დავურეკე, იქნებ, ასე მაინც დამშვიდებულიყავი.
-რა იყო, თათ,-მითხრა სიყვარულით სავსე ხმით.-ელაპარაკე შენებს? მომიყევი.
-ალექს...-თბილად დამიარა მისმა ხმამ.-ვესაუბრე, როგორც ველოდით, ისე მოხდა, დაიძაბნენ ძალიან. მაგრამ არა უშავს, ხო? მოვლენ ჭკუაზე, ახალი ამბავია და უჭირთ შეგუება.-ვუთხარი ხმაგატეხილმა.
-მე დაველაპარაკები ხვალ, არა არ მითხრა, მაინც დაველაპარაკები,-მიპასუხა სევდიანად,-შენ როგორ ხარ? როგორ გრძნობ თავს? არ გაქვს კარგი ხმა.
-ნორმალურად, მეც მომშალეს უბრალოდ, მაგრამ შენი ხმა რომ მესმის, კარგად ვარ!-ვუთხარი დარწმუნებით და ცრემლიანმა შევავლე თვალი ჩემი სახლის ეზოს.
-მიყვარხარ, თათა, ყველაფერს ვიზამ შენი ბედნიერებისთვის.-მითხრა მან. სხეულში სითბო ჩამეღვარა, დავემშვიდობე და ტელეფონი საწოლზე მივაგდე. სწრაფად ჩავყარე ჩემოდანში საჭირო ნივთები და ისტერიკული ტირილით ჩავირბინე კიბეები.

***
იყო და ყოველთვის იქნება სოციალური უთანასწორობა საზოგადოების პრობლემა. ეს ის პრობლემაა, რომლის შესახებ ყველამ იცის, ყველა იაზრებს, მაგრამ შეცვლას არავინ ლამობს და ვერც ვერავინ შეძლებს, რადგან დისბალანსი ამ სამყაროს მახასიათებელია. მთავარი პრობლემა აქ ფენებს შორის არსებული აგრესია და მიუღებლობაა, რატომ უარყოფდა დედაჩემი ჩემს გრძნობებს ალექსის მიმართ, რატომ არ უნდოდა გაგება, მიღება ამ ურთიერთობის? რატომ თვლიდა, რომ მაინცამაინც ლომოურისნაირ შეძლებულს უნდა დავკავშირებოდი. რატომ აზროვნებდა ასე ვიწროდ, შეზღუდულად. ვეკითხებოდი საკუთარ თავს და ჩემი გონება თითოეულს ახვედრებდა პასუხს. იმიტომ, რომ მან იცის რა რთულია ადაპტირება რადიკალურ ფორმებში, რა რთულია დაემშვიდობო წარსულ ცხოვრებას, რა რთულია უარი თქვა ყველაფერ შენეულზე, რა რთულია ისეთ პრობლემებს გაუხსნა კარი, რომლებიც აქამდე არ გქონია, ისეთ თემებზე დაფიქრდე, ადრე თავს რომ არ შეიწუხებდი. ყველაფერი, რაც გაბდნიერებდა და გსიამოვნებდა უკან მოიტოვო.
მაგრამ-ალექსი? ეს ჩემი გული იყო, რომელიც ყველა კონტრარგუმენტის მერე ალექსანდრეს ალალ, ლამაზ თვალებს დამიყენებდა წინ და დანაშაულის გრძნობით მავსებდა, მერე რა, თუ სხვა ტიპის ცხოვრებას უნდა შევგუებოდი, მერე რა, თუ სახლში სავსე გარდერობი დავტოვე, მერე რა, თუ ახლა თითოეული კაპიკი უნდა დამეთვალა, მერე რა, მერე-რა?!

***
ნანკას ჩვენს კაფეში შევხვდი და ასეთი რომ მიხილა, ფერი დაკარგა.
-რა გჭირს, თათა, რა სახით ხარ?-ხელები ჩამჭიდა მან.
-ალექსანდრეს ცოლობაზე დავთანხმდი.-გავეცი პასუხი ისე, თითქოს სასჯელზე ვსაუბრობდი. ნანკა უარესად გაფითრდა და ხმა ვერ ამოიღო.
-მერე, ასე უბედური რატომ ამბობ ამას??-ძლივს ამოთქვა.-ნანობ, მითხარი?
-არ ვნანობ, ხო იცი, უსაზღვროდ მიყვარს, უბრალოდ მარიკამ ერთი ამბავი შექმნა.
-შექმნიდა,კი, ასე მოულოდნელად, არ ვიცი.-შუბლზე გადაისვა ხელები მან.-მოიცა, ანუ მორჩა, თხოვდები?
-არა, ასე მალე, არა, ნუ მასთან გადავდივარ.
-სად, იმ სამოთახიან ბინაში?-თვალები გაუფართოვდა მას და უხერხულად მომიგო.
-არა, წყნეთის სახლში, იქ ვიცხოვრებთ ცოტა ხნით, მერე ვიქირავებთ რამეს.-ვუთხარი დარცხვენილმა და გამაკანკალა. რა ჯანდაბას ვაკეთებდი?!
-არ ვიცი, რა გითხრა, მოგილოცო, თუ რა ვქნა, ისეთი სახით ხარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ!
-უკვე მეც აღარაფერი ვიცი.-ამოვთქვი თავჩახრილმა და გაყინული თვალები მივანათე.-ნანკა, შევცდი?-ვუთხარი გაბზარული ხმით.
-საყვარელ ადამიანთან გინდა ცხოვრება, არაფერია ამაში ცუდი,-ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა მან.
-კი, მაგრამ, მე არ ვარ ასეთ ცხოვრებას შეჩვეული.-ამოვისლუკუნე მე.
-და რანაირია ეგ ცხოვრება?-გაიღიმა მან,-შეყვარებული ხარ, იმ ადამიანთან ხარ, ვინც გიყვარს, ყოველ დილით მას ნახავ, ძილისწინაც ერთად იქნებით, შეიძლება მატერიალური თვალსაზრისით ისე აღარ იყო, მაგრამ რა მერე, ეგრე ცხოვრობს ყველა, უბრალოდ და მოკრძალებულად.
-კაი, რა, მე და მოკრძალებული ცხოვრება!-ხელი ავიქნიე მე.
-ჰოდა, თუ გგონია, რომ გაგიჭირდება შეგუება, დროზე უთხარი უარი, საქმეს ნუ გააჭიანურებ.
-არ შემიძლია, კიდევ ვერ ვატკენ გულს.-ვთქვი საცოდავად.
-პირველ რიგში, შენს თავზე იფიქრე, ეგ არ დაგავიწყდეს!-მირჩია მან და ძალიან, ძალიან ცუდად გამკრა გულში.
***
ტაქსი გაჩერდა. ღიმილიანი ალექსანდრე გალავნის წინ დამხვდა და საბარგულიდან ორი ჩემოდანი გადმოიტანა, მძღოლს ფული ჩაუთვალა და ლოყაზე მაგრად მაკოცა.
-რა სევდიანი ჩანხარ?-მითხრა სავარძელზე მიყუდებულმა და ჩემზე ჩახუტებულმა.
-დღეს დავიცალე, ხო ხვდები?-ვუთხარი ხმაგატეხილმა.
-თათა, ნანობ ამ ყველაფერს, მითხარი?-სერიოზულად ჩამაშტერდა თვალებში.
-შენთან ერთად ყოფნას არასდროს ვინანებ,-გავუღიმე მოჩვენებითად და ტუჩებზე მივეკარი.
-არ გინდა ეგეთები, მინდა გულწრფელი იყო.
-ალექს, გულწრფელი ვარ, უბრალოდ მოვიქანცე დღეს, ძალიან გადავიტვირთე ემოციურად.-ხელები მოვხვიე კეფაზე.
-არ მომწონს, რომ მშობლებთან ჩემ გამო იჩხუბე, ხვალ ყველაფერს ავუხსნი, არც ერთი წამით არ მინდა მე რაღაც არასასურველის მიზეზი გავხდე შენს ცხოვრებაში, გამიგე?!-მითხრა გულწრფელად და თმაზე მაკოცა.
-გაუვლით,-ამოვილაპარაკე მე,-შენები როგორ შეხვდნენ ამ ყველაფერს?
-ისედაც იცოდნენ, რომ შენ მყავდი და ძალიან მიყვარდი, დანარჩენი გასაგები იყო მათთვის, ძალიან მინდოდა მამაჩემსა და ჩემს ძმას შეხვედროდი, მაგრამ არ გამოდის ეგ ჯერ,-ამოთქვა ნაღვლიანმა და ჭერს თვალები გაუშტერა. დედას ხვალვე გაგაცნობ.-გამიღიმა მან. მე უხმოდ დავუკარი თავი და გულზე მივეკარი. გადაღლილს მიმეძინა. დილას საწოლში გავიღვიძე. ალექსანდრე ჩემს პირდაპირ სავარძელზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, პირველად ვნახე მის ხელში სიგარეტი, დაბნევით გავხედე და მის განადგურებულ სახეზე გამაცია.
-რა ხდება?-ვუთხარი შეცვლილი ხმით.
-გუშინ დათამ დამირეკა, მამას მეორედ მოუვიდა ინსულტი, კომატოზურ მდგომარეობაშია.-ჩუმად თქვა და ფეხზე წამოდგა, ფანჯარა გამოაღო და გარემოს მოავლო თვალი. გავქვავდი, ეს რა ტანჯვა მომევლინა, ახლა რა უნდა მეთქვა, რა უნდა მექნა?!
-რას ამბობ...
-თათა, მაპატიე, გთხოვ, მაგრამ მე უნდა წავიდე ამერიკაში, აქ ასე ვერ დავრჩები.სანამ მამა არ გამოფხიზლდება, აქ ვერ ვიქნები, თათა, მაპატიე, გევედრები, ასეთ სიტუაციაში რომ მიწევს შენი დატოვება, წამოყოლას არ გთხოვ, მაგრამ იცოდე, რომ ყველაზე მეტად ეგ მინდა.-რამდენიმეხნიანი დუმილის შემდეგ მომიბრუნდა ის და ტკივილიანი ხმით მომიგო. საწოლზე ჩამომიჯდა და ხელები ჩამჭიდა.
-რა?!-ვუპასუხე გაოგნებულმა,-მე აქ მტოვებ? ალექსანდრე, ხვდები რას ამბობ?!-ავიმაღლე ხმა. ცხოვრება რა დონეზე დამცინოდა, ღმერთო!
-წამოდი შენც, თათა,-წყლიანი თვალებით ჩამხედა მან.
-როგორ წამოვიდე, თუ ხვდები შენ გამო გუშინ რა გამოვიარე, საკუთარი მშობლები ავიმხედრე, მარიკა ალბათ არასდროს მაპატიებს, ყველაფერზე უარი ვთქვი, საკუთარ სახლზე, უზრუნველ ცხოვრებაზე შენთან ერთად ყოფნის გამო და შენ მეორე დღესვე მტოვებ? ალექსანდრე, რას მიკეთებ?-სასოწარკვეთაში ჩავვარდი მე და მთელი საბანი გამწარებით ხელში ჩავიბღუჯე.
-რა გავაკეთო, თათა, სიკვდილის სარეცელზე მყოფი მამა დავტოვო? რას მთავაზობ?!-ყვირილი დაიწყო მან და ხელებში ჩამაფრინდა,-ან რა უზრუნველი ცხოვრება, მაგას როგორ ამბობ?! ეგ გიტრიალებდა თავში?! ნანობდი, არა?!
-და შენ როგორ ფიქრობ?! ყველაფერზე უარი ვთქვი, მცირე სინანული როგორ არ უნდა მქონოდა.-ავიფოფრე მე და სიბრაზისგან აკიაფებულ თვალებში ჩავხედე.
-არ მჯერა, რომ ამ ყველაფერს ვისმენ, თათა, მამა მყავს ცუდად, ხვდები, რაზეა საუბარი?! ამ სიტყვებისთვის როგორ მიმეტებ?!-სახე მოაახლოვა და განადგურებული თვალები მომაპყრო.
-მესმის, ალექსი, და როგორ მტკივა არ იცი, როგორ მტკივა შენი ტკივილი, მაგრამ ვინ იცის, როდის დაბრუნდები, მარტოობისთვის მიმეტებ, მაშინ?!-ამოვიკნავლე მე.
-წამოდი-მეთქი, ხომ გითხარი უკვე, გთხოვ?-ხელებზე მომიჭირა მან.
-არ შემიძლია, უარესად ვერ გავამწარებ ჩემებს..-ამოვთქვი მე და ხელები შევუშვი.
-დედა მოვ***-პირველად მოვისმინე მისი ბილწსიტყვაობა, ფეხი მაგრად კრა ტუმბოს.-სულ რატომ მიკეთებ ასე?! სულ შუა გზაში მტოვებ, რომ მგონია, რომ ჩემთან ხარ, მორჩა, მაშინ აკეთებ რაღაც სასწაულს, ყოველთვის პრობლემის მოგვარების გზად ჩემს დაკიდებას პოულობ, ხოდა მეც აღარ ვიქნები ყ**. ადამიანი არა ხარ?! როგორ ვერ ხვდები, რომ როგორადაც არ უნდა მიჭირდეს, აქ ვერ დავრჩები, ძალიან შევმცდარვარ შენში!-დაიყვირა მან და რაც ხელში მოხვდა ყველაფერი დალეწა.
-შენ არც ის გინდა ჩემი მდგომარეობის გაიგო!-ავღრიალდი მე,-არ იცი, როგორ ცუდად ვარ, როგორი განადგურებული ვარ, ერთადერთი შენ მყავხარ და ახლა საკუთარ თავსაც მართმევ!-ვყვიროდი ბოლო ხმაზე.
-თათა, წადი, არ მინდა გაწყენინო.-მშვიდად გამოსცრა მან და ოთახი დატოვა.
ვერ გეტყვით, როგორ წამოვდექი, ფსიქოლოგიურად გატეხილი, გაბრაზებული და გულნატკენი ვიყავი, მეგონა ცხოვრება თავზე დამენგრა. მეგონა კი არა, მართლაც ასე მოხდა, ხელის კანკალით ჩავიცვი ტანზე და ამოულაგებელ ჩემოდნებს გავხედე. ელვა შესაკრავიც კი არ მქონდა გახსნილი, ისე წამიერად გაქრა ეს ყველაფერი, როგორც დაიწყო, წამიერად დავრჩი ალექსანდრეს გარეშე, წამიერად ჩამომენგრა თავზე ყველაფერი, წამიერად გავნადგურდი, ცხოვრებამ მომცელა, გამტეხა, ერთი ორად ჩამომაკლდა სიცოცხლისუნარიანობა, სულიერი ტკივილი მთლიანად იყო ფიზიკურშიც გასული, ყველა ძვალი მტკიოდა, თავი მისკდებოდა და თვალები უსაშველოდ მეწვოდა. ეს რა დამემართა, ეს რა მოხდა?! კოშმარში მეგონა თავი. ღმერთო, როგორ ვნატრობდი სხვა რეალობაში გაღვიძებას. რა დავაშავე ნეტა ამ უბედურების ფასი?! რატომ დავრჩი ალექსის გარეშე, რისთვის?!
ორი ჩემოდანი გარეთ გავათრიე, ალექსი არსად არ დამიხვდა, კარი ჩავკეტე და ტკივილით გავიხურე იმ სახლის ჭიშკარი, რომელმაც ერთ დროს ყველაზე დიდი ბედნიერებით დამმუხტა. რა მარტივად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს?!
ტაქსის ფანჯრიდან მომზირალს, საერთოდ არ მეჩვენა ეს სახლი ლამაზი, მეტიც, არ მომეწონა კიდეც, გულში მწარედ დამიარა რაღაცამ და მინაზე ჩამოსრიალებულ წვიმის წვეთებს თითები გადავატარე.

***
გუშინდელი დღესავით სახლის წინ გაშეშებით დავდექი.
გუშინდელი დღესავით? მართლა გუშინ მოხდა ეს ყველაფერი?! მართლა გუშინ ვეჩხუბე დედ-მამას?! გუშინ გამოვიხურე საკუთარი სახლის კარი?! მაშინ რატომ მქონდა ის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი წლების უკან მოხდა, რომ მაგ დღის მერე მთელი მარადისობა გავიდა, ტკივილიანი მარადისობა.ვფიქრობდი მე და თხლეშა წვიმაში ვიდექი, სულ დასველებული, გაწუწული, გაყინული. კარს მივუახლოვდი და დავაკაკუნე. კარი მარიკამ გამიღო, ჯერ წარბები მაღლა აზიდა, სახე შეეცვალა, მერე ჩემოდნებს რომ მოავლო თვალი, უსიტყვოდ შემიშვა. პირდაპირ საკუთარ ოთახში ავაჭერი, საწოლში სულ სველი შევწექი და დავიძინე.

***
მომდევნო სამი თვე იყო ჯოჯოხეთი. მდგომარეობიდან ვერ გამოვედი, ისევ გაღვიძებას ველოდი და ამგვარ რეალობას კატეგორიულად უარვყოფდი. მთელი დღე მეძინა, თუ არ მეძინა უხმოდ ვიჯექი და ჭერს შევჩერებოდი. არავინ და არაფერი მაინტერესებდა, ნანკა მიმეორებდა, რომ ფსიქოლოგთან უნდა წავსულიყავი, მე კი ფსიქოლოგთან კი არა, მასთან საუბრითაც ვღიზიანდებოდი, ამას ისიც ატყობდა და იშვიათად მესაუბრებოდა. დედაჩემი გადარეული იყო, კონტაქტზე მასთან არ გავდიოდი და ზოგადად, მხოლოდ ნანკას ვცემდი ხმას. ჩემი ცხოვრების უფრო საზარელი მონაკვეთი არც მახსენდება. არაფერზე ვფიქრობდი, აპრილის შუა რიცხვები რომ დადგა მუქი, სქელი ფარდები ჩამოვაფარე ფანჯრებს, რადგან მზის სხივის დანახვას ვეღარ ვიტანდი. მოჩვენებას დავემსგავსე.საკუთარ თავს უფლებას არ ვაძლევდი ალექსანდრეზე მეფიქრა, რადგან ჩვენ ერთად აღარასდროს ვიქნებოდით.
მე ალექსანდრემ დამტოვა, იმ დღეს საბოლოოდ მიმატოვა და არც კი გაიაზრა ჩემი მდგომარეობა. არც კი დაფიქრდა, რამდენად მიჭირდა, მე ხომ ყველაფერზე უარი ვთქვი მისთვის, მან კი უბოდიშოდ გაიხურა კარი და ათასი პრობლემა და განადგურებული ფსიქიკა შემატოვა. მისი სახელის გონებაში გავლაც ცუდად მხდიდა. მასზე არც ავი მომისმენია, არც კარგი. სამი თვე ინფორმაციულ ვაკუუმში ვიცხოვრე, გარეთ რა ხდებოდა არ ვიცოდი. სარკეშიც კი არ ვიხედებოდი. არც სხვისი დანახვა მინდოდა და მით უმტეს-საკუთარი თავის.
სახლში ყოფნის მეოთხე თვეს ვითვლიდი, როცა პირველად მივხვდი, რომ მინდოდა გარეთ გასვლა. თხელი ჟაკეტი მოვიცვი და სახლის ეზოში გავედი. ბალახზე ფეხმორთხმით დავჯექი და თვალები დავხუჭე. მარიკა და ნუგზარი ჭკუიდან გადავიდნენ. ნახევარი საათი ვისუნთქავდი გაზაფხულის ჰაერს, მერე ისევ დავსევსიანდი და ოთახში ავვარდი.
ამის შემდეგ რიტუალად მექცა კვირაში ორჯერ ეზოში გასვლა და ბალახზე გაწოლა. თბილი ჰაერი მსიამოვნებდა და სიცოცხლის სურვილს მიბრუნებდა. მარიკას პირველად მაშინ დაველაპარაკე, როცა ნერგების მოტანა ვთხოვე, მინდოდა სახლის უკან რამდენიმე ყვავილი დამერგო. აცრემლებულმა მარიკამ მაშინვე შემისრულა თხოვნა და ნერგები მომიტანა. მთელი დღეები მცენარეებს ველოლიავებოდი და ვეფერებოდი. მეტ სასარგებლოს და სასიხარულს ვერაფერს ვპოულობდი.
ივლისის შუა რიცხვები იყო, ნიუსებმა საოცარი ამბავი რომ გააშუქეს, რამაზ ლომოურს უკანონო შვილი ყავს რუსი ქალბატონისგანო. ყველგან ეს ამბავი ისმოდა, ყველა საინფორმაციო წყარო ამას აშუქებდა. ყველანი გაოგნებულები იყვნენ, მე, რა თქმა უნდა, საერთოდ არ მანაღვლებდა. სწორედ მაგ დღეებში მარიკამ ამოაჭრა ჩემს ოთახში.
-თათა, როგორ ხარ?-მკითხა მან და ტუმბოზე ჩამოჯდა.
-ნორმალურად, კანი მეწვის უბრალოდ,-მივუგე მას, მართლაც მეწვოდა კანი, წინა დღეს აუზზე ყოფნას შედეგი გამოეღო და არასამყოფად წასმული მზისდამცავი ახლა მაწამებდა.
-დღეს რამაზ ლომოური იყო ჩვენთან.-ჩაილაპარაკა მან.
-მერე?-გადავხედე უემოციოდ.
-შენი ხელი ითხოვა გიგასთვის.-ჩაახველა მან. მე ხმამაღლა გადავიხარხარე.
-არავითარ შემთხვევაში.-ხელები მაღლა ავაპყრე მე.
-ასე თქვა, რომ თავიდანვე მოსწონდი სარძლოდ, მაგრამ ახლა ამ ამბის ჩაწყნარების მიზნით ადრე მიიღო ეს გადაწყვეტილება. გიგა უარზე არ არის.-თვალები დახარა მან. -აჰა, ახალი ნიუსის გავარდნა უნდა, ჰო?-ვთქვი ღვარძლიანმა.-მე ვარ უარზე, სამაგიეროდ. -კარგად დაფიქრდი, მე არ ვაპირებ რამე დაგაძალო, უბრალოდ კარგად დაფიქრდი.-ფეხზე წამოდგა ის.
-ვერც დამაძალებ!-თვალი ჩავუკარი და საუბრის დასრულების ნიშნად ხელი ავუქნიე.
გულში გადავიხარხარე და ფეხზე წამოვიჭერი, გამახსენდა შარშან ამ დროს გიგამ როგორ დამამცირა და ახლა თურმე მე გავხდი საჭირო. აქეთ-იქით დავდიოდი და მეცინებოდა.
მეორე დღიდან დაიწყო ათასი საჩუქრის სახლის კართან დატოვება, გიგას ხშირი სტუმრობები, მესაუბრებოდა გაუჩერებლივ და მომხიბლავად მიღიმოდა ხოლმე. ბევრჯერ მიფიქრია, ნუთუ არ იცოდა მის უახლოეს ძმაკაცთან რა ურთიერთობაც მქონდა, ამას რა გულით, რა ნამუსით აკეთებდა. მაგრამ მაინც სიამოვნებით ვიღებდი მის საჩუქრებს.
სასაცილო იყო, ერთი წლის წინ რას არ მივცემდი, ოღონდ გიგას ჩემთვის თუნდაც შემიოეხედა, ახლა კი მთელი ძალით ცდილობდა ჩემს მოხიბვლას. ბაღში ჩამომიჯდებოდა და ინტერესით აკვირდებოდა ჩემს საქმიანობას.
ტიტების ფერებაში ვიყავი გართული, უკნიდან რომ მომიახლოვდა და ზურგზე შემომეხვია. მხრებზე ნაზად ამატარა ხელები და ყურთან მაკოცა. გამეცინა, შებრუნებას ვაპირებდი, არ მომცა საშუალება, დამაკავა და კისერზე რაღაც გრილი შემაბა. გულმკერდზე დავიხედე და სვაროვსკის თვლებით მოჭედილი ყელსაბამი რომ დავინახე, კივილი მოვრთე.
-ღმერთო, რა სილამაზეა?-გაოცებული ვუყურებდი მბზინავ ობიექტს და ვიღიმოდი.
-შენ გექნება მხოლოდ ეგეთი, სპეცშეკვეთაა.-თვალი ჩამიკრა და ამაყად დაიფერთხა ჰალსტუხი.
-რას მეუბნები?-თვალები გამიფართოვდა მე.
-ეგ არაფერი, ჯერ სად ხარ!-მაცდურად აზიდა მან წარბი და სახლის მიმართულებით გაემართა.
და დიახ, ის მართლაც ასრულებდა თავის პირობას და მეტად და მეტად მაკვირვებდა. ჩანთა, პარფიუმერია, საყურეები, კაბა და ბოლოს, ვერ წარმოიდგენთ-ბოლო მოდელის მანქანა!
გარეთ მდგარი საოცნებო ობიექტის დანახვის შემდეგ, სიხარულით ჩამოვეკიდე კისერზე და ამით, თითქოს ყველაფერი ნათქვამი იყო.
გიგა ყველაზე იდუმალი ადამიანი იყო, ვინც კი ცხოვრებაში მინახავს, ბევრს არაფერს საუბრობდა, მაგრამ თუ ხმას ამოიღებდა, აუცილებლად მოგაქცევდათ მისი ქარიზმის ტყვეობაში. იყო რაღაც, რაც არაამქვეყნიურად მიზიდავდა მასში. ყველანაირად ვცდილობდი წარსული ტრავმის დავიწყებას, ალექსანდრეს თავიდან ამოგდებას, ალექსანდრეს, რომელმაც შუა გზაზე მიმატოვა და გამანადგურა. ძლივს უკან დაბრუნებული ცხოვრება კი გიგას არსებობით ხალისდებოდა. არ მაკლდა არაფერი. ერთადერთი, რაც შიგნიდან მღრღნიდა ნანკას დამოკიდებულება იყო გიგას მიმართ, მაგრამ ხშირად გავიფიქრებდი ხოლმე, მან ძალიან კარგად იცოდა, გიგასთან ურთიერთობა გაცილებით ადრე მინდოდა, სანამ თავად გამომიტყდებოდა ამაში, ამიტომ ჩემი საქციელი ავტომატურად მართლდებოდა.
ერთი თვის თავზე ყველაფერს დავთანხმდი. დედას საყვარელ ფრაზას „უზრუნველ ცხოვრებას“ დავჰყაბულდი, გიგას ქარიზმა არ უკუვაგდე და არათითზე ბრილიანტის დიდი ბეჭედიც წამოვიცვი.
21 აგვისტოს დავქორწინდით. ამინდის პროგნოზის მიუხედავად, მოულოდნელი წვიმა დაიწყო და გარეთ მოწყობილი წვეულება ადრიანად დაშალა. ამიტომ, თანაცხოვრების პირველივე დღე ტირილით დავიწყე. ფანტასტიურია!
მე და გიგა საკმაოდ ვეწყობოდით. ბევრს არც ის საუბრობდა, არც მე, საჩუქრებით ხშირად მანებივრებდა.
ახალ წელს პარიზში დავისვენეთ, ძალიან სიმპათიური იყო, ძალიან მომწონდა. მუდამ მოწესრიგებული იყო და საოცარი სურნელი ასდიოდა, სისუფთავის და კაცის დამატყვევებელი სუნამოს.
ჩემი ცხოვრება საკმაოდ სასიამოვნოდ მიემართებოდა. თითქოს, საკუთარი რეალური მე დავიბრუნე, ამით კი ყველაფერი იოლი გახდა. იოლად გამოვედი მდგომარეობიდან, ბევრს არ ვფიქრობდი და ისე გამყავდა დღეები, ნებისმიერი ადამიანი რომ ინატრებს. თავს ვუვლიდი, ვვარჯიშობდი, სწორად ვიკვებებოდი, შაბათ-კვირას რელაქსაციის სხვადასხვა გზას მივმართავდი. მოკლედ, ყველაფერი იდეალურად იყო, მხოლოდ ძილი. ძილი მქონდა დამფრთხალი.
საშინელ სიზმრებს ვნახულობდი. უმეტესად, ალექსანდრეს და ტირილით მეღვიძებოდა. გიგას არასდროს უკითხავს რატომ. ჩემს იდილიას მხოლოდ ღამის საათები არღვევდა, მაგრამ ამაზე ვცდილობდი, არ მეფიქრა, ღიმილაკრული ვიფერებდი ლომოურის ცოლის სტატუსს.
ჩემი მოჩვენებითი ბედნიერება ერთ უბრალო დღეს დასრულდა, ერთ უბრალო დღეს დავინახე ჩემი რეალური სახე მთელი სიმძაფრით. გიგა აღელვებული მოვიდა სახლში და ცხოვრებაში პირველად შევატყე, რომ წონასწორობა ჰქონდა დაკარგული.
-ალექსანდრე წილოსანის მამა გარდაიცვალა, დღეს ჩამოასვენეს.-მითხრა გაბზარული ხმით და ჰალსტუხი შეიხსნა.
ეს სახელი და გვარი, ხმამაღლა გაჟღერებული, მოვისმინე თუ არა, ფეხები მომეკვეთა და დივანზე მოწყვეტით დავეცი. თავი ხელებში ჩავრგე და მთელი სხეული ამტკივდა. -ბესიკ წილოსანი მამაჩემის პარტნიორი იყო, ხვალ მთელი ოჯახი მივალთ პანაშვიდზე.-განაჩენივით გაისმა მისი ხმა.
-მე არსად მოვდივარ!-წამოვვარდი უცებ და დაწითლებული თვალები შევანათე.
-აუცილებლად წამოხვალ, რომ არ იქნები რას იფიქრებენ ჟურნალისტები, გინდა თქვენზე გავრცელებული ჭორები სიმართლედ შეირაცხოს?!-წამოხტა ისიც და ბრაზით დააკვესა თვალები.
-გიგა სულ იმიჯზე და მედიაზე ნუ ფიქრობ, ადამიანური გრძნობებიც გამოამჟღავნე.
-და შენ არ ფიქრობ?! კარგად ვიცი ყველაფერი შენზე, ისიც კარგად ვიცი რა ურთიერთობა გქონდათ თქვენ, მაგრამ შენ ზუსტად ჩემნაირი ხარ. ზუსტად! ამიტომ არ უნდა გიკვირდეს ჩემი პოზიცია,-მხარში მკიდა ხელი.
-გიგა, მე არ შემიძლია წამოსვლა.-ვთქვი გატეხილი ხმით და იატაკს გავუშტერე თვალი.
-ბევრი უნამუსობა უყავი მაგ ბიჭს, პლუს ერთი არაფერს შეცვლის!-მხრები აიჩეჩა მან და გაცეცხლებული შევარდა სააბაზონოში.
კედლის წინ დავდექი და თავი რამდენჯერმე მაგრად მივარტყი. ამდენი თვის განმავლობაში მოხვეჭილი თავდაჯერება, სიამაყე, თვითკმაყოფილება ერთიანად ჩამომეშალა. ერთი ადამიანის სახელი და გვარის მოსმენამ, საკუთარი თავი შემაზიზღა. კედელთან ჩავიხარე და ვიგრძენი, რომ სუნთქვა მიჭირდა.
ალექსანდრეს მამა გარდაიცვალა, მამა, რომელსაც ასე აღმერთებდა, მამა, რომელსაც ასე პატივს სცემდა და მპირდებოდა, რომ აუცილებლად გამაცნობდა. ალექსანდრეს მამა მოუკვდა, ალბათ, რა დღეში იქნებოდა, როგორი განადგურებული, როგორი უნუგეშო, მე კი, ზუსტად მაშინ მივატოვე, როცა ამ ტრაგედიის პირისპირ აღმოჩნდა. დიახ, ალექსანდრე მე მივატოვე, მე მივაგდე, ამდენი ხანი კი ამაში მას ვადანაშაულებდი, მე მივაფურთხე, მე გავწირე, მე მოვინელე.
საკუთარ თავს სარკეში თვალი გავუსწორე .
შემეზიზღა.
დღეს დილასაც ხომ ამ ქალს ვუმზერდი ამავე მინიდან, ხომ მომწონდა, ხომ ვამაყობდი? ახლაც იმავეს ვხედავდი? ეს იყო ის საამაყო თათა, მთელი ცხოვრება განდიდების მანიით რომ იყო შეპყრობილი?
ეს იყო ის იდეალური სახე და სხეული, რითიც ასე მომქონდა თავი?
და ახლა, რამდენიმე საათის შუალედით რატომ აღარ მომწონდა, რატომ მთრგუნავდა და სურვილს მიჩენდა, აღარასდროს დამენახა იგი?
მთელი ღამე ვკანკალებდი. თვალი ვერ მოვხუჭე. უსაშველოდ მციოდა. სხეული ვერ გავითბე, გვამივით ვიყავი გაქვავებული, უამრავ საბანში გახვეულს სითბო არ მეკარებოდა, კბილები მიკაწკაწებდა. მეგონა ვკვდებოდი და რატომღაც, მახარებდა ეს ფაქტი. მეორე დღეს არ წამომდგარვარ, შუა დღე იყო გადასული გიგა რომ მოვიდა, ფეხზე წამომაყენა და სააბაზანოში შემაგდო. მანქანაში ცოცხალ-მკვდარივით ჩავჯექი. მეგონა სიკვდილის შესახვედრად მივდიოდი. ლომოურების ოჯახთან ერთად ჩამოვქვეითდი ჯიპიდან და ხალხით გადატენილ ეზოს მოვავლე თვალი. ღმერთო, ისე მინდოდა გაქრობა, ვნატრობდი იქ ალექსანდრე არ მენახა, ნეტა გასული ყოფილიყო, ნეტავ იქ არ მდგარიყო, ნეტავ მისი მზერა არ დამეჭირა. მთლიანად ვკანკალებდი. ტუჩები და ფრჩხილები გამლურჯებოდა. სირცხვილის ტალღები მიტევდნენ. სინდისის ხმა, მე რომ მეგონა ჩემში აღარ სუფევდა, დამაყრუებლად ჩამესმოდა და უარესად მხდიდა. ოღონდ ალექსი არ მენახა, ოღონდ ალექსი არ მენახა, ოღონდ ალექსი არ მენახა. გიჟს ვგავდი. სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, მკლავში ჩაფრენილი გიგა ძლივს მიმათრევდა. სუნთქვაგახშირებული, თვალებდახუჭული ვიდექი ლიფტში. ახლა გავიდოდი, ახლა ლიფტი გაჩერდებოდა, ახლა ალექსანდრეს დავინახავდი, მისი განადგურებული სახე თვალებში მომხვდებოდა და მეც დავლევდი სულს. ახლა ალექსანდრეს ვნახავდი, ყველა ცოდვას თვალს გავუსწორებდი, ალექსანდრეს ვნახავდი და საკუთარ ნამუსსაც შევხვდებოდი პირისპირ, კუთხეში მიჩქმალული ადამიანური მხარე სულში მეტასტაზებივით გაავრცელებდა საკუთარი თავის ზიზღს და გავნადგურდებოდი.
ვკანკალებდი, მციოდა, მეშინოდა, ცივი ოფლი მასხამდა. ვკანკალებდი, ვიყინებოდი, სუნთქვა მიჭირდა. ცრემლები მახრჩობდა.
ლიფტის კარი გაიღო.
გაუბედავად გადავდგი ნაბიჯი და თვალები მაგრად დავხუჭე. გული სწრაფად მიცემდა. ყურებში ქალის განწირული ხმა მომესმა.
-ღმერთო, გევედრები, მიშველე.-ვჩურჩულებდი სასოწარკვეთით. კარის ზღურბლს მივუახლოვდით თუ არა, ალექსანდრეს გაქვავებულ მზერას გადავაწყდი. თვალები იატაკს გავუსწორე. შემაბარბაცა და მთელი ძალით ვეცი გიგას დედას ხელებში. მე ალექსანდრე ვნახე, გაუბედურებული, ჩემი ალექსანდრე თვალცრემლიანი, სულგაბზარული, სახეარეული, თვალებჩამქვრალი, ღიმილჩამორეცხილი, ის ალექსანდრე ვნახე, თმებში აურაცხელი რაოდენობის ბალახის ღეროებს რომ მარჭობდა, მერე კი ხარხარებდა, ის ალექსანდრე ვნახე, ცრემლებს კოცნით რომ მიშრობდა, ის ალექსანდრე ვნახე, მუდამ ალალ-მართალი თვალებით რომ იმზირებოდა და შენც მოგანდომებდა, ყოფილიყავი თუნდაც მისი მსგავსი, მისნაირი თუ არა, ის ალექსანდრე ვნახე, ახლა მე რომ უნდა ვმდგარიყავი გვერდში. მე კი უნამუსოდ, სხვა კაცის გვერდით მყოფი გამოვხატავდი სამძიმარს.
წამითაც არ მინდოდა გამეგო, რას ფიქრობდა ახლა ის. რა უტრიალებდა თავში ჩემი დანახვისას. რა ბრაზი გაუკრთებოდა, როგორი ზიზღი, როგორი აუტანლობა.
რა არაამქვეყნიურად მაწუხებდა მომყივანი სინდისი, რა არაამქვეყნიურად მიკიოდა სული, რა არაამქვეყნიურად მტკიოდა სხეული. რატომ ვიყავი ცოცხალ-მკვდარი და სხვაც რატომ ვაქციე ასეთად?!
-მიშველე,მიშველე, ღმერთო..-ვჩურჩულებდი და ცრემლებს ვყლაპავდი.
ალექსანდრემ გაშმაგებული მზერით გამოიხედა, ეს სიტუაცია რომ არა, ალბათ ყველას დაგვხოცავდა. შემეშინდა, პირველად შემეშინდა მისი მზერის, პირველად ვკითხულობდი მის თვალებში დაუფარავ ზიზღს. ეს თვალები, ეს ზიზღი, იმის ნიშანი იყო, რომ ჩემში იმედი აღარ არსებობდა, ერთადერთმა დადებითმა მხარემ საბოლოოდ გაიხურა კარი და დავრჩი შხამითა და საკუთარი სიძულვილით სავსე.იმას ნიშნავდა, რომ ჩემში საბოლოოდ მოკვდა ღმერთი.
შევედით თუ არა, ყველა გაისუსა. მხოლოდ ქალის ხმა არღვევდა სიჩუმეს. ალექსანდრეს თავდახრილმა ჩავუარე და არც ვიცი, როგორ შევიკავე თავი და გონი არ დავკარგე. კუბოს ორივე მხარში ჩაფრენილი გიგას დედის დამსახურებით შემოვუარე და გაუბედურებულმა დავტოვე სახლი. მანქანაში ჩაჯდომამდე თავი არ ამიწევია, ვერ გავუძლებდი ალექსანდრეს ასეთი მზერის მეორედ ხილვას, ვერ ჩავხედავდი მეორედ თვალებში ჩემს რეალურ მეს,იმ სიმახინჯეს, ესთეტიკური ფასადის საშუალებით რომ ნიღბავდა თავს და რომელიც მთელი სიმძაფრით ჩანდა ახლა ალექსანდრეს თვალებში.
მანქანაში ჩამჯდარმა ისტერიკული ტირილი მოვრთე. ბოლო ხმაზე ვტიროდი. საკუთარ ოთახამდე ძლივს მივედი.
-ზედმეტი მოგდის.-ცივად ჩაილაპარაკა გიგამ. მე არეული ნაბიჯებით შევედი სააბაზანოში და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი. ისტერიულად ვიხეხავდი სხეულს და კანის დაწითლებამდე არ ვისვენებდი. გულამოსკვნით ვტიროდი. ორი საათი ვიდექი წყლის ჭავლის ქვეშ. სანამ მთლიანად არ დამილბა კანი, გარეთ არ გამოვედი. ვცდილობდი ის აუტანელი სიცივის გრძნობა რამით ჩამენაცვლებინა. საწოლში ჩავწექი და სააბაზანოსკენ მიმავალ გიგას თვალი გავაყოლე. თვალწინ დამიდგა ალექსანდრეს გულმოკლული მზერა, ალექსანდრეს, ვისი თავიც ყველას მირჩევნოდა, ალექსანდრეს, რომელსაც ასეთი აუტანელი შევუყვარდი და ყველაფერზე მიდიოდა ჩემ გამო. ერთი წლის წინანდელი სცენა ამომიტივტივდა თავში, ის დღე, როცა საბოლოოდ დავშორდით. მაშინ მსხვერპლი ჩემი თავი მეგონა. რვაკვადრატიანი გარდერობის და ბრენდული ტანსაცმლების მიტოვების გამო. მრავალი პლასტიკური ბარათის, დაუფიქრებლად ფულის ყრის საშუალების გაქრობის გამო. იმის გამო, რომ საზიზღარმა დედიკომ და მამიკომ ისტერიკა მომიწყვეს. იმის გამო, რომ მე "განადგურებულსა" და "გაუბედურებულს" ალექსიმ კაკალი არ გადამიგორა და მომაკვდავი მამა არ დატოვა. მაშინ ალექსანდრეზე ვბრაზობდი. რა ნამუსით? ეს როგორ გავუკეთე? ასეთი არაადამიანობა როგორ გამოვიჩინე გამწარებული ადამიანის მიმართ, მით უმეტეს ჩემი ალექსის მიმართ. ეს არ ვიკმარე და რამდენიმე თვეში მის ფულიან ძმაკაცს გავყევი ცოლად. ძმაკაცს, რომელიც ჩემს ერთადერთ მეგობარს უყვარდა და ეს ფაქტიც ფეხებზე დავიკიდე.
ყოველთვის ეგოისტურ ნაბიჯებს ვდგამდი და ყველანაირ ცუდს სხვას ვაბრალებდი. არ მქონდა არავის პატივისცემა და სიყვარული, მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის ვზრუნავდი და ათას საშინელებას ვაკეთებდი. ყველა ბედნიერებასთან ერთად, უმადურიც ვიყავი და მართლა დასაფასებელ ადამიანებს ზურგი ისე ვაქციე, აქეთ ველოდი ხვეწნა-მუდარას.
ისე ვიცხოვრე, არასდროს შემიტანია ეჭვი საკუთარ საქციელებში, როგორც მომეპრიანებოდა, ისე ვეპყრობოდი ყველას. ცხოვრებაში ერთადერთხელ შევძელი, ვყოფილიყავი კარგი მეგობარი, შეყვარებული, მეზობელი, მოქალაქე და-ადამიანი. ერთადერთხელ შევძელი, ჩემში კარგისა და დადებითის წარმოჩინებისთვის მეზრუნა, რადგან მაშინ ალექსი მყავდა გვერდით. ალექსანდრე აღვივებდა ჩემში ყველაფერს ჰუმანურს, სასურველსა და დასაფასებელს. მისი სიყვარულით სავსე ვხდებოდი დამთმობი, მიმღები, ლოიალური. წამით ისიც ვიფიქრე, რომ შევიცვალე, რომ საკუთარ თავზე გამარჯვება შევძელი.
იმ დღეს, ალექსამდრეს ცოლობაზე რომ დავთანხმდი, თვითკმაყოფილების გრძნობა გამიჩნდა, მიხაროდა, რომ ალექსანდრესთვის შევიცვალე, რომ სიყვარულისთვის შეცვლა მოვახერხე და ასეთი დიდი "მსხვერპლი" გავიღე ერთადერთი ადამიანისთვის, ვისაც მართლა ვუყვარდი. მაგრამ მოვლენები როგორც განვითარდა, თავადაც იხილეთ.
ჩემში არსებული, სამარადისოდ ჩაბუდებული რეალური სახე, ის გენეტიკური მემკვიდრეობა, რაც ფანტასტიური მშობლებისგან მერგო, ვერ შევცვალე, ვერც ძლიერმა სიყვარულმა შემარხია და ის ერთადერთი დადებითიც ჩავკალი ჩემში, ალექსანდრეს სახით.
მე ბრმა ვიყავი, სულით ბრმა, მხოლოდ მაშინ ვახელდი თვალებს, როცა მაწყობდა, მხოლოდ მაშინ ვარხევდი ყურებს, როცა სიტუაციას სჭირდებოდა, ამიტომ ყოველთვის იდეალურად შემეძლო, ავმცდარიყავი სინდისთან შეხვედრას. მე, ალბათ ხვალ გამოვიღვიძებდი და დღევანდელ დღესაც დავივიწყებდი, ჩემი გაშიშვლებული სულის სახიერებასაც დავივიწყებდი და ცხოვრებას ისევ ისე გავაგრძელებდი, როგორც აქამდე, რადგან ადამიანის შესაცვლელად ამხელა ემოციაც არასაკმარისია, რადგან საკვანძო მომენტში მაინც ჭეშმარიტი სახე გამოდის ასპარეზზე, ისე, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა. შხამი, რითაც დიდი ხნის უკან მოვიწამლე, ვერაფრით ნეიტრალდებოდა.
გიგა სააბაზანოდან გამოვიდა და ჩემზე შემოუხედავად დაწვა, თვალები მილულა და საპირისპირო მხარეს გადაბრუნდა.
ტელეფონზე შეტყობინების ხმა გაისმა, დასიებული სახე ტელეფონისკენ გავაბრუნე და ჩემი ახლადშეძენილი რუსი მეგობრის-ტანიას მესიჯი გავხსენი, ხვალ აუზზე მეპატიჟებოდა. ცრემლით დასველებული აკანკალებული თითებით ძლივს ავკრიფე:
„ოქეი!!“
და თვალები დავხუჭე.
რადგან ადამიანს ამქვეყნად არაფერი ცვლის, მათ შორის-სიყვარულიც.

დასასრული

--------
გამარჯობა, მეგობრებო, არ ვიცი, ვინმე წაიკითხავთ, თუ არა, მაგრამ, ამ მოთხრობას ათასი წლის უკან ვწერდი და ვაქვეყნებდი კიდეც, მე კიდევ საზიზღარი თვისება მაქვს, არასდროს მიმყავს არაფერი ბოლომდე, ხოდა ამ წამოწყებასაც ანალოგიური ბედი აღმოაჩნდა ;დ ამ აბიტურიონტობის ჟამს რა მეტაკა არ ვიცი მაგრამ, შემომეწერა ბოლომდე, ავად თუ კარგად არ ვიცი, მაგრამ ცხოვრებაში პირველად რაღაც, ჩემი ინიციატივით დაწყებული ბოლომდე მივიყვანე, ხოდა მიხარია, არ ვიცი, იმედია ვინმე წაიკითხავთ და მოიწონებთ, ძალიან ვმერყეობდი გამოქვეყნებისას,მაგრამ როცა შენი ვინაობა უცნობია, ყველაფერი იოლი ხდება, ჰოდა გამოვაქვეყნე, დანარჩენი თქვენთვუის მომინდვია :დ



№1 სტუმარი Qeti qimucadze

მე ვკითხულობდი და კარგად დაასრულე. ასეთ ანგარწბიან გოგოს ალექსისნაირი არ ეკუთვნოდა . ზედმეტად კარგი იყო მისთვის. თუმცა გარემოცვაც იაეთი ჰყავდა. თუმცა რაც დაიმსახურა ის მიიღო. სიმდიდრეზე დახარბებულს შერჩა არააადამიანი საკუტარი თავი. იმედია ალექსი შეხვდება თავის ღირსეულს. დიდი სიამოვნებით ვნახავდი გაგრძწლწბად მის ისტორიას

 


№2  offline წევრი Natalo

Qeti qimucadze
მე ვკითხულობდი და კარგად დაასრულე. ასეთ ანგარწბიან გოგოს ალექსისნაირი არ ეკუთვნოდა . ზედმეტად კარგი იყო მისთვის. თუმცა გარემოცვაც იაეთი ჰყავდა. თუმცა რაც დაიმსახურა ის მიიღო. სიმდიდრეზე დახარბებულს შერჩა არააადამიანი საკუტარი თავი. იმედია ალექსი შეხვდება თავის ღირსეულს. დიდი სიამოვნებით ვნახავდი გაგრძწლწბად მის ისტორიას

დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ, თავიდანვე ასე მქონდა განსაზღვრული და ასევე დავასრულე, ალექსანდრე გაცილებით უკეთესს იმსაუხრებს და დარქმუნებულო ვარ მიიღებს კიდეც, ამ ქვეყანაზე უპასუხოდ არაფერი რჩება.

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

ძალიან ცხოვრებისეული იყოო, ისე მომხვდა გულზეე ჩემი სული ამიწიოკაა, აი ადამიანიი სიხარბით და ეგოიზმით როგორ უნდა იყო დაბრმავებული, რომ სიყვარული არაფრად არ ჩააგდოო, საყვარელი ადამიანიი ყველაზე მძიმე დროს მიატოვოო და მარტო საკუთარ თავზე იფიქრეე, მეზიზღება თათას და გიგას ნაირი ადამიანებიი, რომლებსაც გულის და წოდების გარდა არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ, თათა ხომ თავიდანვე ასეთი იყო ამბიციური ამპარტავანიი და საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს რომ ვერ ხედავდაა, მაგრამ გიგა მასზე უარესი აღმოჩნდაა სიმართლე ცოდნია მაგრამ მიუხედავად იმისა იცოდა მეგობარს უყვარდა ადგა და ცად მოიყვანაა, ჩემთვის ნეგობრობა უფრო წმინდაა, ამიტომ ორი ამაზრზენი ადამიანი ერთმანეთს იმსახურებდა რომ მერე მთელი ცხოვრება უბედურები ყოფილიყვნენ, აი ისტორიის გაგრძელებას დიდი სიამოვნებით ვნახავდიი, ალექსანდრეს წარმატებას მერეე აი ისეთი ადამიანის პოვნას ვინც მის სიყვარულს გულწრფელად დააფასებდაა და ამ ორის გიგას და თათას დაცემას, საკუთარი საქციელის ბიმერანგივით მოტრიალებას, აი ესეთი გაგრძელების ნახვა მინდა, რადგან ისე უსამართლობისგან ბოღმამ დამახრჩოო, იქნებ დაფიქრდე გაგრძელებაზეე და ალექსანდრეს ისტორია შემოგვთავაზოო, ისტორია უდავოდ კარგი იყოო დღევანდელ რეალობას რომ ასახავდა ისეთიი, წარმატებებიი მინდა გისურვო გამოცდებშიც და იმედია წერასაც არ დაივიწყებ.

 


№4  offline წევრი Natalo

სტუმარი დარინა
ძალიან ცხოვრებისეული იყოო, ისე მომხვდა გულზეე ჩემი სული ამიწიოკაა, აი ადამიანიი სიხარბით და ეგოიზმით როგორ უნდა იყო დაბრმავებული, რომ სიყვარული არაფრად არ ჩააგდოო, საყვარელი ადამიანიი ყველაზე მძიმე დროს მიატოვოო და მარტო საკუთარ თავზე იფიქრეე, მეზიზღება თათას და გიგას ნაირი ადამიანებიი, რომლებსაც გულის და წოდების გარდა არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ, თათა ხომ თავიდანვე ასეთი იყო ამბიციური ამპარტავანიი და საკუთარი ცხვირის იქეთ ვერაფერს რომ ვერ ხედავდაა, მაგრამ გიგა მასზე უარესი აღმოჩნდაა სიმართლე ცოდნია მაგრამ მიუხედავად იმისა იცოდა მეგობარს უყვარდა ადგა და ცად მოიყვანაა, ჩემთვის ნეგობრობა უფრო წმინდაა, ამიტომ ორი ამაზრზენი ადამიანი ერთმანეთს იმსახურებდა რომ მერე მთელი ცხოვრება უბედურები ყოფილიყვნენ, აი ისტორიის გაგრძელებას დიდი სიამოვნებით ვნახავდიი, ალექსანდრეს წარმატებას მერეე აი ისეთი ადამიანის პოვნას ვინც მის სიყვარულს გულწრფელად დააფასებდაა და ამ ორის გიგას და თათას დაცემას, საკუთარი საქციელის ბიმერანგივით მოტრიალებას, აი ესეთი გაგრძელების ნახვა მინდა, რადგან ისე უსამართლობისგან ბოღმამ დამახრჩოო, იქნებ დაფიქრდე გაგრძელებაზეე და ალექსანდრეს ისტორია შემოგვთავაზოო, ისტორია უდავოდ კარგი იყოო დღევანდელ რეალობას რომ ასახავდა ისეთიი, წარმატებებიი მინდა გისურვო გამოცდებშიც და იმედია წერასაც არ დაივიწყებ.

ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ. გაგრძელებაზე არ ვფიქრობ, ჩემი აზრით, თათას განვლილის აღწერითაც ვთქვი რისი თქმაც მინდოდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შეფასებისთვის

 


№5 სტუმარი ინა

შესაბამისი დასასრული ქონდა ყოჩაღ ❤️❤️❤️ წარმატებები

 


№6  offline წევრი Natalo

ინა
შესაბამისი დასასრული ქონდა ყოჩაღ ❤️❤️❤️ წარმატებები

დიდი მადლობა ❤️

 


№7 სტუმარი kati

ძალიან კარგი იყო.ცხოვრებისეული და ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი.წარმატებები.ველოდები სიახლეებს.

 


№8  offline წევრი Natalo

kati
ძალიან კარგი იყო.ცხოვრებისეული და ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი.წარმატებები.ველოდები სიახლეებს.

ძალიან დიდი მადლობა ❤️

 


№9  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სამწუხაროა მაგრამ ბევრი ადამიანის სახეა თათაში, მეცოდება ასეთი ხალხი არაფერი ღირებული არ რჩებათ ბოლოს :/. ალექსანდრეც მეცოდება არ იყოამისღირსი,თუმცა მისთვის უკეთესია თათასნაირი ადამიანის გვერდითმაინც ვერ იცოხვრებდა დიდთხანს...

 


№10  offline წევრი Natalo

ablabudaa
სამწუხაროა მაგრამ ბევრი ადამიანის სახეა თათაში, მეცოდება ასეთი ხალხი არაფერი ღირებული არ რჩებათ ბოლოს :/. ალექსანდრეც მეცოდება არ იყოამისღირსი,თუმცა მისთვის უკეთესია თათასნაირი ადამიანის გვერდითმაინც ვერ იცოხვრებდა დიდთხანს...

დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მე სხვანაირად დავამთავრებდი დასასრული არ მომეწონა სათაური ხომ ისეთი აქვს სიყვარული ცვლის ადამიანშია და უნდა შეგცვალათ თათას და ალექსის მიმავალი არ იყო ურიგო ნაწარმოები მაგრამ მაინც არ ვარ ყმაყოფილი მადლობა წარმატებები

 


№12  offline წევრი Natalo

სტუმარი ნესტანი
მე სხვანაირად დავამთავრებდი დასასრული არ მომეწონა სათაური ხომ ისეთი აქვს სიყვარული ცვლის ადამიანშია და უნდა შეგცვალათ თათას და ალექსის მიმავალი არ იყო ურიგო ნაწარმოები მაგრამ მაინც არ ვარ ყმაყოფილი მადლობა წარმატებები

დიდი მადლობა შეფასებისთვის ❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინი

ისტორია მომეწონა.❣ კარგად დაამთავრე ბოლოს,რასაც იმსახურებდა თათა ის მიიღო. წარმატებებიი❣❣

 


№14  offline წევრი Natalo

სტუმარი ნინი
ისტორია მომეწონა.❣ კარგად დაამთავრე ბოლოს,რასაც იმსახურებდა თათა ის მიიღო. წარმატებებიი❣❣

დიდი მადლობა ❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი რუსკა

ძნელი წასაკითხი იყო მაგრამ მწარე რეალობაა ასახული.

 


№16  offline წევრი Тамуна тамуна

გომბიო ითქმის გოგოზე და არა ბიჭზე,ისიც კუთხურად,რაც შეეხება ისტორიას საერთო ჯამში არ იყო ცუდი,არსებობენ ეგეთი გაურკვეველი ხალხი,რომლისთვიც მარტო ქონებაა მთავარი

 


№17  offline წევრი Natalo

სტუმარი რუსკა
ძნელი წასაკითხი იყო მაგრამ მწარე რეალობაა ასახული.

მადლობა რომ შეაფასეთ ????????

Тамуна тамуна
გომბიო ითქმის გოგოზე და არა ბიჭზე,ისიც კუთხურად,რაც შეეხება ისტორიას საერთო ჯამში არ იყო ცუდი,არსებობენ ეგეთი გაურკვეველი ხალხი,რომლისთვიც მარტო ქონებაა მთავარი

მადლობა შენიშვნისა და შეფასებისთვის❤️

 


№18 სტუმარი ხათუნა ცქიტიშვილი

ძნელი წასაკითხი იყო მაგრამ წმარე რეალობა იყო. კარგი იქნება თუ ასეთ რამეს კიდე დაწერთ

ძნელი წასაკითხი იყო მაგრამ წმარე რეალობა იყო. კარგი იქნება თუ ასეთ რამეს კიდე დაწერთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent