შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 9

24-03-2021, 16:08
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 751

სანდრო აივანზე ჩაფიქრებული იდგა და ვერც კი შენიშნა როგორ მიუახლოვდა მია, რომელმაც ცივი, თლილი თითები შეახო მის აკანკალებულს ხელს, დაბნეული ბიჭი ოდნავ შეკრთა და მიმღიმარ დას არეული თვალებით დააცქერდა
-ისევ გაათეᲜე არა?-ჰკითხა მიამ დანანებით
-ჰო ვერ დავიძინე-დაეთანხმა სანდრო დაიხარა და მიას ხელზე აკოცა
-სანდრო გთხოვ ისევ რამე სისულელე არ
გააკეთო -შეეხვეწა აღელვებული გოგონა და ძლიერად მოუჭირა თითები მის ხელს
-ამას რატომ მეუბნები?-გაბრაზდა სანდრო და ცისფერ არეულ თვალებში ჩააცქერდა დას
-ნათიას ისევ უყვარხარ-დაიწყო მიამ და ხმა ჩაიწუდა
-ასე ფიქრობ?-ჰკითხა სანდრომ ჩავარდნილი ხმით და მია მის თვალებს რომ გაექცა დაიბნა
-შენ რა ეჭვი გეპარება?-გაეღიმა მიას და ძმას
ახედა არეული თვალებით-მაგრამ მეშინია-აღმოხდა აღელვებულ გოგონას და ცრემლები მოეძალა
-მია ასე რატომ მეუბნები?-საშინლად დაძაბა მისმა ცრემლებმა სანდრო, მაშინვე წყობრიდან გამოვიდა და ეტლის სახელურიებს ძლიერად მოიჭირა თითები და დამფრთხალ დას თვალებში ჩააცქერდა-მია შემომხედე-დაუღრინა როცა გოგონამ თავი დახარა
-სანდრო არ მინდა რომ ისევ ატკინო-ახედა აწყლიანებული თვალებით მიამ
-არ ვატკენ-დაუღრინა დას და კიდევ უფრო მეტად მოუჭირა აკანკალებული თითები სახელურებს
-ვიცი რომ არ გინდა ისევ ატკონო... -აღმოხდა მიას და ხმა ჩაუწყდა -მაგრამ რამდენად შეძლებ რომ მართლა აღარ ატკინო? -თვალი გაუწორა ძმას და სუნთქვა შეეკრა როცა სანდროს ნელ-ნელა სახე წაეშალა
-მია მინდა რომ ჩემი გჯეროდეს-უთხრა სანდრომ ჩავარდნილი ხმით და მისი სახე ხელებში
მოიქცია
-მჯერა-უთხრა მიამ და მის აკანკალებულ ხელებს შეახო თავისი თლილი თითები -მაგრამ მეშინია ამ გიჟურმა სიყვარულმა ისევ არ აგრიოს... მეშინია რომ ვერ გაუმკლავდები გრძნობებს, მითუმეტეს ახლა როცა ნათიასთან ასე ახლოს ხარ
-გპირდები რომ არასდროს არაფერს
დავუშავებ -უთხრა სანდრომ გაღიზიანებული ტონით და გასწორდა, მაგრამ მიამ მისი ხელი ხელებში მოიქცია ძლიერად მოუჭირა თითები და მიტრიალების საშუალება არ მისცა, სანდროს გაეღიმა დაიხარა და თავზე აკოცა -მენდე გთხოვ მე ეს ძალიან მჭირდება ახლა-დაუჩურჩულა ყურში და საფეთქელზე მიაწება გაცრეცილი ტუჩები
-თუ შეძლებ რომ მისი სიახლოვით არ გაგიჟდე, თუ შეძლებ რომ მართო საკუთარი გრძნობები მაშინ როცა ის შენთან ასე ახლოსაა, თუ მას დროს მისცემ რომ აზრზე მოვიდეს, დაფიქრდეს და გააცნობიეროს რომ უშენოდ უბრალოდ არ შეუძლია... ნათია თავისი სურვილით მოვა შენთან... და ძალიან ბედნიერები იქნებით სანდრო, გთხოვ ეს გაიაზრე...
-მია-გაეღიმა სანდროს -დაველოდები... იმდენხანს დაველოდები რამდენიც საჭირო იქნება მისთვის, მეორედ ვეღარ დავკარგავ
-ვიცი რომ ასე ფიქრობ და ასე გინდა -უთხრა მიამ არეული ხმით -მაგრამ ვიცი რა გიჟიც ხარ სანდრო... კარგად გიცნობ... ნათიაც გიცნობს... ამიტომ გვეშინია... გიჭირს საკუთარი თავის გრძნობების და ემოციებსი მართვა, ამიტომ გაგირბის ისევ ნათია, ამიტომ გარიდებს თავს, ეშინია რომ დააჩქარებ, შენთან დაბრუნებას დააძალებ, ამიტომ გთხოვ სანამ რამეს გააკეთებ კარგად დაფიქრდი, გაიაზრე...რადგან ყველა ქმედებას მოჰყვება შედეგი
-ვეცდები-უთხრა სანდრომ და მიას გაეღიმა, ეს ყველაზე სწორი და ლოგიკური პასუხი იყო მისი მხრიდან
-ძალიან მიყვარხარ
-მე უფრო-გაუცინა და ცხვირზე აკოცა სანდრომ
-რა კარგია რომ ჩემი ძმა ხარ-აღმოხდა თვალებაცრემლიანებულ გოგონას და ჩაეხუტა
-და ჩემი ძმაკაცი-ლაშა მოუახლოვდა და მხარზე ხელი დაარყა
-ნუ დაიწყეთ-გაეღიმა სანდროს
-აბა მე მკითხეთ-გაისმა ნიკას სიცილნარევი ხმა და სანამ რამეს ეტყოდნენ მისი ტელეფონი აწკრიალდა, ცოტა უსიამოდ გაჰკენწლა სამივეს გულში და დაძაბულები მიაჩერდნენ ნიკას რომელმაც სწრაფად უპასუხა ცოლს
-ანი როგორ ხართ?
-ნიკა-აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას
-მოხდა რამე? რა ხმა გაქვს? კარგად ხართ? -დაიძაბა ნიკა
-ლალი დეიდა შეუძლოთ გახდა და...-დაიწყო გოგონამ
-დედას რა დაემართა?-დაფეთდა ნიკა და შეშინებული მიაჩერდა დანარჩენებს
-მაღალი წნევა ჰქონდა და სასწრაფომ საავადმყოფოში წაიყვანა, მე ტაქსით მივყვები
-რაა?-ლამის იყვირა ნიკამ -ამის დედაც -აღმოხდა ხმა აკანკალებულ ბიჭს -მისმინე ახლავე წამოვალთ, არ შეგეშნიდეს კარგი? უკვე გამოვდივართ, არ ინერვიულო
-მალე მოდით ძალიან მეშინია-ამოიტირა ანიმ
-ნუ გეშინია რამდენიმე საათში მანდ ვიქნებით-უთხრა და ტელეფონი გათიშა
სანდრომ ცოლთან საუბარი მშვიდად აცადა ძმას და როცა ანიმ გაუთიშა, დაძაბული მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა ძმას
-დედას რა დაემართა? კარგადაა?
-ანიმ მითხრა საავადმყოფოში წაიყვანაო სასწრაფომ, წნევა ჰქონია
-წავედით-თავით ანიშნა მასზე მიჩერებულებს
-ნიკა დედას რამე საშინელება ხომ არ დაემართა? მართლა მხოლოდ წნევამ აუწია?-ატირდა მია
-ანიმ რაც მითხრა ის გითხარით-მხრები აიჩეჩა ნიკამ
-თქვენ წადით მე ბავშვს და ნათიას ვნახავ და ეგრევე წამოვალ-უთხრა აღელვებული ტონით სანდრომ ლაშას და ნიკას მანქანაის გასაღები ხელში შეაჩეჩა -საჭესთან შენ დაჯექი, ეს არ დასვა იცოდე-უთხრა მკაცრი ტონით და ნიკაზე მიანიშნა
-სანდრო შენც გიჟივით არ იარო იცოდე-ახედა საცოდავად მიამ -ნათიას და მარიანას ჩვენგან აკოცე -სევდიანად გაუღიმა მიმავალ ძმას
-კარგი-მიაძახა სანდრომ და კიბეები ჩაირბინა.
ნათიასთან არ დაურეკია ისე მივიდა სახლში, იცოდა ნანა მორიგე იყო, მისი ყოფილი ცოლი და ბავშვი კი სახლში იქნებოდნენ
-სანდრო?-გაოცდა ნათია როცა კარი გააღო
-თბილისში მივდივარ... წასვლამდე მინდოდა მენახეთ-უთხრა დაძაბული ტონით ბიჭმა და თვალებში ჩააცქერდა დაბნეულ გოგონას , ეს სიტყვები ისე საშინლად მოხვდა ნათიას გულზე რომ ცხვირი აეწვა და ცრემლები მოეძალა, ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს ვიღაც, რაღაც ძვირფას გლეჯდა ხილიდან, თითქოს რაღაც გამსაკუთრებულს კარგავდა სანდროს სახით, ამ წამებში თავი ძალიან დაუცველად იგრძნო, თითქოს ძალა დაკარგა, თუმცა თავს მოერია, უკან გააბრუნა ცრემლები და სანდრო სახლში შეატარა, ის სწრაფად შევიდა შვილის ოთახში, მძინარე მარიანას სახე დაუკოცნა და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოიპარა, ნათიას მიაჩერდა რომელიც დაძაბული იდგა გასასვლელ კართან
-რატომ მიდიხარ?-ჰკითხა კარგახნის ფიქრის მერე არეული ხმით დაძაბულმა გოგონამ
-გადაუდებელი საქმე მაქვს-უთხრა სანდრომ მშვიდი ტონით და თვალებში ჩააცქერდა ყოფილ ცოლს
-ლიკა ხომ არ ჰქვია მაგ შენს გადაუდებელ
საქმეს?-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით და როცა გააცნობიერა რა ჰკითხა საშინლად გაბრაზდა საკუთარ დაუფიქრებელ სიტყვებზე
-ლალი ჰქვია-აუხსნა სანდრომ და
მოუახლოვდა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი არეული სახისთვის -ცუდადაა და აუცილებლად უნდა წავიდე თორემ ხომ იცი რომ არაფრის ფასად მარტოს არ დაგტოვებდით-წელზე შეუცურა ხელები მისი სიახლოვით გაბრუებილ გოგონას და სხეულზე მიიკრო -როგორც კი შევძლებ ჩამოვალ, თუ რამე დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები-დაუჩურჩულა ყურში და მოულოდნელად ცხვირზე აკოცა -იცოდე ჭკვიანად -უთხრა გამაფრთხილებელი ტონით და სწრაფად მოშორდა ჯერ კიდევ გაბრუებულ გოგონას, კარი გააღო და სწრაფად დაეშვა კიბეზე.
საავადმყოფოში სანდრო ლაშაზე ბევრად ადრე მივიდა, Მიმღებში გაარკვია სად იწვა ლალი და რა მდგომარეობაში იყო, მოსმენილმა მასზე საშინლად იმოქმედა და კარგა ხანს აზრზე მოსვლა ვერ შეძლო, გული საშინლად ატკინა ამ ამბავმა და უბრალოდ გაიყინა, როცა პირველი შიშის და მღელვარებია ტალღამ გადაუარა, კიბეები გიჟივით აიარა და თვალებით ანი მოძებნა რომელიც საცოდავად იჯდა სკამზე მარტო, ხელში მძინარე ლილე ეჭირა და ტიროდა
-ანი-დაძაბული მიუახლოვდა რძალს და თავზე წამოადგა
-სანდრო-აღმოხდა გახარებულ გოგონას და უარესად ატირდა
-დამშვიდდი გთხოვ ნუ გეშინია მე აქ ვარ-უთხრა ჩურჩულით და თავზე აკოცა
-სანდრო ლალი დეიდა-აღმოხდა ანის
-ვიცი...-უთხრა სანდრომ და მძინარე ლილე გამოართვა
-გზაში რომ იყავით ვერ გითხარით-აღმოხდა ანის და დაძაბული მიაჩერდა გვერდით მჯდომ მაზლს
-სწორად მოიქეცი-უთხრა სამდრომ მშვიდი ტონით და პატარა ლილეს დააცქერდა
-ხომ კარგად იქმება-დაიჩურჩულა ანიმ
-კარგად იქმება-უთხრა დარწმუნებით სანდრომ ისე რომ მძინარე პატარასთვის თვალი და უფრო მეტად მიიკრო გულზე პატარა ლილე, რაღაც უცნაურს განიცდიდა მის მიმართ, მასზე მიჯაჭვულობას გრძნობდა... მაგრამ ეს კიარ სტკენდა პირიქით ძალას მატებდა, ეს პატარა სრულიად უცხო ბავშვი მისთვის იარების მოშუშების მიზედად იქცა და ალბათ ამიტომ
-ნიკა გამიბრაზდება?-ჰკითხა სანდროს კარგა ხნის სიჩუმის მერე ანიმ და მორიდებით მის ვიც პროფილს გაუშტერა მზერა, იმის მიუახედავად რომ სანდრო კარგად ექცეოდა მას და მის შვილს, მაინც რაღაცნაირად ეშინოდა მისი
-ნუ ღელავ -გაუღიმა სანდერომ და მომღიმარი სახით მიაჩერდა -ბავშვზე იფიქრე-მუცელზე ანიშნა და ისევ ლილეს მიაჩერდა, როგორც კი საავადმყოფოში მივიდნენ მია, ნიკა და ლაშა მაშინვე დაირღვა სიჩუმე და წონასწორობა, რადგან ლალის ინფარქტისა და უგონო მდგომარეობაში ჩავარდნის გამო მია ისტერიულად აკივლდა და ვერაფრით დააწყნარა ლაშამ, მისი შემხედვარე ანიც ისევ ატირდა
-ლაშა მია სახლში წაიყვანე -უთხრა სანდრომ ბრაზნარევი ტონით დაბნეულ სიძეს
-არა-აყვირდა მია- აქ უნდა ვიყო დედაჩემის გვერდზე
-ლაშა წაიყვანე-თვალები დაუბრიალა სიძეს სანდრომ
-აქ მინდა ყოფნა გასაგებია? -ახდედა ტირილისგან დასიებული თვალებით მიამ ჯერ ძმას მერე
ქმარს -თქვენ ვერ გადაწყვეტ ჩემს აქ ყოფნა არ ყოფნას
-მია ცუდად ხარ...-ლაშა ეტლის სახელურებს დაეყრდნო და თვალებში ჩააცქერდა ცოლს
-დედასთან ახლოს ყოფნა მინდა, ასე ძნელია თქვენთვის ამის გაგება?-ამოიტირა მიამ და თავი დახარა
-აქ ყოფნით და ცრემელბით ვერ დაეხმარები, ხომ იცი -დაუჩურჩულა ლაშამ და თავზე აკოცა
-სახლში წასვლა არ მინდა გასაგებია?-ახედა მიამ ქმარს
-მესმის... მია მაგრამ ძალიან ცუდად ხარ... კანკალებ... რომ დამშვიდდები და აზრზე მოხვალ მერე მოვიდეთ
-ჩემი რატომ არ გესმის? ჩემი რატომ არასდროს გესმის?-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ და თვალებში ჩააცქერდა ქმარს -რადგან ვერ დავდივარ ვალდებული ვარ, რომ მუდამ ის ვაკეთო რაც შენ გსურთ?
-მია ამას რატომ მეუბნები?-სახე წაეშალა ლაშას და გასწორდა -შენ რა მთელი ეს დრო ჩემზე მართლა ამას ფიქრობდი?
-გეყოფათ-ჩაერია ნიკა-ახლა ჩხუბის დრო არაა
-ასე არ ვფიქრობ-დაიჩურჩულა მიამ- ასეა! ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც შენ გინდა -უყვირა
გაღიზიანებულ ბიჭს ატირებულმა გოგონამ
-მია გეყოფა-გაბრაზდა სანდრო -ასე იმიტომ გითხარით რომ ცუდად ხარ
-თავი დამანებთ, ჩემს მაგივრად ნუ წყეტთ ჩემთვის რა ჯობია! დავიღალე! ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი! საკმარისია გეყოფათ გესმით? -უთხრა არეული ხმით ძმას და ლაშას გახედა -თქვენ ორნი მუდამ, ჩემს ნაცლად იღებთ გადაწყვეტილებებს... საკმარისია!
-მია-დაუღრინა სანდრომ და სანამ რამეს ეტყოდა ნიკამ გვერდზე მიატრიალა
-შეეშვით... თავი დაანებეთ, გეყოფათ მის მაგივარად გადაწყვეტილებების მიღება
-შენ ნუ ერევი!-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი სანდრომ ძმას და ანიზე ანიშნა -შენი ცოლ-შვილი წაიყვანე და სახლში წადი, დაიტანჯენენ აქ
- ჩემს მაგივრადაც რომ იღებ გადაწყვეტილებებს თუ ხვდები?-თვალებში ჩააცქერდა ნიკა ძმას მიას გახედა
-სისულელეებს ნუ ბოდავ-თვალები დააწვრილა სანდრომ და ძმას ჩააცქერდა დანისლულ სფეროებში
-ორივე გაჩუმდით გთხოვთ-შეეხვეწა მია და სამარისებური ისჩუმე ჩამოწვა.
ნათიაზე საშინლად იმოქმედა ამ ამბავმა, არ ეგონა ასეთ მძიმე მდგომარეობაში თუ აღმოჩნდებოდა ოდესმე ლალი, ქალი რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით უემოციობის განსახიერება იყო და ვერადროს ამოიკითხავდით მის სახეზე ვარავითარ გრძნობას და განცდას,ვერ წარმოიდგენდა რომ ახლა ის ძალიან უმწეო მდგომარეონაში იყო და სიცოცხლისთვის იბრძოდა.
სანდროსთვის იმაზე რთული გადასატანი აღმოჩნდა ლალის ამ მდგომარეობაში ნახვა ვიდრე ამის წარმოდგენა შეეძლო, საშინელი სიცარიელის და სიცივის განცდა დაეუფლა, უყურებდა სახე გაფითრებულ ქალს რომელიც მხოლოდ აპარატის ძალით ცოცხლობდა და ისეთი განცდა დაეუფლა თითქოს აქ დედამისი კი არა ვიღაც სხვა ქალი იწვა, სხვა უმწეო სუსტი ქალი რომელსაც საერთო არაფერი არ ჰქონდა დედამისთან, იმ ცივ უსახურ უემოციო ქალთან რომელიც დღემდე მისი ცხოვრების მთავრი ადამიანი იყო. სევდიანი თვალებით უყურებდა სანდრო დედამის, უემოციო, იღონო და უგონობ ქალს და ვერაფერით აიგივებდა ლალისთან, იმ ქალთან რომელმაც მისი ცხოვრება დაანგრია, ახლაც კიბგრძნობდა მის სიცივეს და გააჟრჟოლა, ლალიმ თავისი სიცივით თითქოს წარსულში დაბრუნდა, თითქოს ხელახლა გაეხსნა წარსულის იარები სანდროს რომლებსაც დღემდე იშუშებდა... სანდროს ისიც სტკენდა რომ დედამისის გულს, ფეთქვას მხოლოდ აპარატი აიძულებდა... თავი დამნაშავედ იგრძნო, რადგან ლალის ცხოვრება იმდენად არ სურდა, იმდენად დაიღალა რომ აპარატის ძალით აგრძელებდა სიცოცხლეს.
სანდრომ ბევრი ფიქრის მერე გაბედა მასთან მიახლოება და აკანკებული ხელი შეახო დედას ცივ გაყინულ ხელს და გააჟრჟოლა, მისი სხეულიდან წამოსულმა სიცივემ და ზიზღმა ერთიანად დაურბინა სხეულში, გაირა ყველა უჯრედი, კიდევ უფრო გაიფანტა და ღრმად გაუჯდა მის გაყინულ სხეულს
-დედა რატომ ვერ შეძელი ჩემი შეყვარება?-ხელი გაუშვა და უკან დაიხია -მე რატომ მადანაშაულებ?რატომ გინდა წასვლა? დედა ასე რატომ მექცევი? საკმარისი არაა ის რაც
გადავიტანეთ? -დაიჩურჩულა და ისე
მიუახლოვდა-არ მინდა რომ წახვიდე... მე შენ ძალიან მიყვარდი, სულ გელოდი მაგრამ
შენ... -აღმოხდა სანდროს და რეანიმაციის ოთახიდან გიჟივით გავარდა.
ლალი რამდენიმე დღე უგონოდ იყო, ეს კიდევ უფრო აგიჟებდა მის შვილებს, რომლებსაც მის გარეშე უბრალოდ ვერ წარმოედგინათ ცხოვრება იმის მისუხედავად რომ მისი სიცივე და უემოციობა დღემდე სულს უწამლავდათ. ნათიას ძალიან უნდოდა თბილისში ჩამოსვლა მაგრამ ამრიანას ვერ ტოვებდა, ჯერ კიდევ წოლითი რეჟიმის გამო უფრო მიეჯაჭვა დედას მის გარეშე არაფერს აკეთებდა, არადა სანდრო ძალიან ეცოდებოდა იცოდა რომ ეს ამბავი ყველაზე მეტად მას ატკენდა გულს, მას გაანადგურებდა და დაანგრევდა.
ყველაფერი ერთფეროვანი და უსახური გახდა, თითქოს უსასრულოდ იწელებოდა საავადმყოფოში გატარებული დღეები... რაც მეტი დრო გადიოდა და ლალის მდგომარეობა უცვლელი რჩებოდა უფრო მეტად იძაბებოდა მის შვილებშორის ურთიერთობა.
მია ლაშას და სანდროს აღარ ელაპარაკებოდა, ზედ არ უყურებდა არცერთს, ადანაშაულებდა რომ მათ მისი არ ესმოდათ და მუდამ იმას ცდილობდნენ მიას ის ეკეთებინა რაც მათ სურდათ, ამის გამო ნიკაც დაუპირისპირდა ძმას და სიძეს, სრული ქაოსი იყო მათ გონებაში, გულსა და ურთიერთობაში, მაგრამ ამ ყველაფერს ერთმა უწყინარმა ფრაზამ წერტილი საბოლოოდ დაუსვა, მოხდა ის რისიც ასე ეშინოდა ყველას... სანდროს გაგიჟება, თავის დაკარგვა, არანორმური გრძნობების აფეთქება... და ყველას ყურადღების მასზე გადატანა, მაშინ როცა ლალი ისევ უგონო მდგოარეობაში იწვა რეანიმაციაში მაგრამ ამჯერად დადებითი მაჩვენებლებით რაც ექიმებს იმის თქმის საფუძველს აძლევდა რომ შესაძლოა ლალი გონს მოსულიყო უახლოეს დღეებში ან საათებში.
სანდროს გაგიჟების მიზეზი კი გახდა ლალის სკოლის დირექტორი კოტე, რომელიც ორჯერ უკვე იყო ლალის ამბის გასაგებად მისული, მეუღლესთან ერთად კი პირველად მივიდა საავადმყოფოში, ლაპარაკს შეჰყვენენ ისინი და სიტყვას მოაყოლა მიამ
-უკაცრავად ბატონო კოტე სულ ვფიქრობდი მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე მეკითხა, ანიმ თქვა რომ სკოლიდან დროზე ადრე გამოგიშვიათ დედა, ცუდად ყოფილა და მერე სახლში ძალიან აუწია წნევამო
-ჰო შვილო ცუდად რომ იგრძნო თავი მაშინვე ვუთხარი სახლში წასულიყო
-რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა სკოლაში?-იკითხა მიამ ინტერესით
-არა რას ამბობ შვილო-შეიცხადა
კოტემ -არაჩვეულებრივი მასწავლებელია და როგორც ვიცი კოლეგებთანაც პრობლემები არ ჰქონია აქამდე ხომ თამარ?-ცოლს ჩაეკითხᲐ
-არა ნამდვილად არა-თქვა ქალმა
დარწმუნებით -მია შვილო იცი...-დაიწყო ქალმა და გაჩუმდა -მე ვფიქრობ რომ ლალი იმ გოგოს ნახვამ აანერვიულა-თქვა დაძაბული ხმით
-აბა რას ამბობ თამარ? -შეიცხადა კოტემ
-ვინ გოგოს?-შორი-ახლოს მდგომი სანდრო მოუახლოვდა მათ და თვალებში ჩააცქერდა კოტეს
-სკოლის უკანა კართან ელაპარაკებოდა ლალი ვიღაც პატარა გოგოს -თქვა კოტემ დაძაბული ხმით და სანდროს ამღვრეულ თვალებს გაექცა
-გოგოს?-გაუკვირდა მიას -ვინ გოგოს?
-არვიცი-მხრები აიჩეჩა კოტემ -მე და თამარი რომ მივედით სკოლაში და მანქანა გავაჩერეთ უკანა ეზოსთან დავინახეთ რომ იმ გოგონას აღელვებული ელაპარაკებოდა, ეზოში რომ შევედით და მივესალეთ ყურადღება არც კი მოგვაქცია ლალიმ
-ისე იყო დაძაბული და გაფითრებული რას შეგვამჩნევდა-დაამატა თამარმა
-ღმერთო ჩემო-აღმოხდა მიას -ნეტა ვინ იყო და რა უნდოდა?-ჩაილაპარაკა თავისთვის
-აშკარად მისი ნახვის მერე გახდა ცუდად-თქვა თამარმა -სამასწავლებლოში სახე წაშლილი შემოვიდა, ისე იყო გაფითრებული რომ შეგვეშინდა ყველას
-ჰო მაგრამ რა იცი რომ იმ გოგოს გამო?-გაბრაზდა კოტე
-კარგი რა კოტე, ქალი ისე იყო არეული, შეშინებული და აღელვებული...
-ის გოგონა -დაიწყო სანდრომ და ხმა ჩაუწყდა, იმსტიქტურად ყველამ მას გახედა და უარესად დაიძაბა -როგორ გამოიყურებოდა?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე მათ და მიას მიაჩერდა
-პატარა გოგონა იყო ჩვიდმეტ თვრამეტი წლის იქნებოდა ალბათ-თქვა თამარმა და სანდეოს მიაჩერდა -ძალიან ლამაზი გოგონა იყო... თქვენ გგავდათ - და ამ სიტყვებზე სანდროს სუნთქვა შეეკრა -თქვენი ფერის თმა ჰქონდა მუქი და თვალები...-თქვა თამარმა და გაჩუმდა შესაბამის ფერს ეძებდა გონებაში
-ცისფერი თვალები-დაამატა კოტემ
-არა ნაცრისფერი-შეუსწორა თამარმა და სანდროს ჩააცქერდა თვალებში -ზუსტად თქვენნაირი თვალები ჰქონდა -თქვა და მის სიტყვებზე სანდროს სახე რომ წაეშალა საშინლად დაიძაბა ყველა, სანდროს ხელები აუკანკალდა ისე ძლიერად რომ მია შეშინდა
-სანდრო რა ხდება?-ჰკითხა ტირილნარევი ხმით, მაგრამ სანდრომ არაფერი უპასუხა, ვერ უპასუხა, ძალა არ ეყო ხმის ამოსაღებად...შეშინებული მიაჩერდა დას, მერე იქ მყოფთ და მიტრიალდა, გიჟივით გაიქცა, კიბეები კისრისტეხვით ჩაირბინა და ქუჩაში გავარდა, მირბოდა, სად? თავადაც არ იცოდა, მაგრამ უნდა გაქცეულიყო, უნდა გაჰქცეოდა დედას, წარსულს, მამას, ყველას და ყველაფერს, რომ არ გაგიჟებულიყო... უნდა წასულიყო შორს, რაც შეიძლება შორს...მაგრამ საკუთარ თავს ვერ გაექცა... ვერ შეძლო... გაჩერდა, გაიყინა, თვალები დახუჭა და იგრძნო ყველა გრძნობა და ემოცია ერთად როგორ მოაწვა, ყველაფერი ერთმანეთში აირია, იგრძნო ნელ-ნელა როგორ ჩაეფლო ისევ იმ საზიზღარ წარსულში რომლიდანაც ამოსვლას დღემდე ცდილობდა, იგრძნო ნელ-ნელა როგორ შეეპარა შიში, ზიზღი, მრისხანება და სიძულვილი გულში, როგორ დაეუფლა მისი სხეულის ყველა ნაწილს და მერე როგორ დაშალა და გაფანტა ათას ნაწილად.
მია საშინლად ნერვიულობდა სანდროზე, რადგან ვერაფრით მიაგნეს მის კვალს ნიკამ და ლაშამ, სად აღარ ეძებეს, ვისთან არ ეძებეს მაგრამ ვეაფრით გაიგეს სად იყო და რა ხდებოდა მის თავს, ვერც ის გაიგეს რატომ გაგიჟდა იმ პატარა გოგონას ამბავზე, რატომ აირია და შეიშალა. ძალიან ააღელვა იმ გოგონას ამბავმა ყველა, ვერაფრით ხვდებოდნენ ვინ იყო ის და რა აკავშირებდა სანდროსთან და ლალისთან.
-ღმერთო ახლა გავგიჟდები-ტიროდა მია -ვინაა ეს გოგო, რატომ იმოქმედა მისმა გამოჩენამ ასე საშინლად სანდროზე და დედაზე?
-აზრზე არ ვარ ვინაა-უთხრა ნიკამ -ვერაფერი გავარკვიე, ყველა მასწავლებელმა ის მითხრა რომ ადრე არ უნახავთ დედასთან
-ღმერთო ლალი დეიდას არაფერი უთქვამს მასზე, სკოლიდან სახლში რომ დაბრუნდა-თქვა ანიმ მოწყენით -არადა შევატყვე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო
-ნეტა ვინაა და რა უნდოდა დედასგან-თქვა გაბრაზებით მიამ -ფაქტია ვიღაც მათი წარსულიდან... რადგან მისმა გამოჩენამ დედა ლამის სიკვდილამდე მიიყვანა, სანდრო კი გააგიჟა
-გგონია რომ ეს შეიძლება სანდროს მამას უკავშირდებოდეს?-შეიცხადა ნიკამ
-კი არ მგონია დარწმუნებული ვარ-გახედა ძმას არეული თვალებით მიამ
-მეც მასე ვფიქრობ-დაეთანხმა ლაშა გაბუტულ ცოლს -სხვა უბრალოდ, ასე ვერ იმოქმედებდა მათზე
-ნეტა ვინაა და რა უნდოდა?-იკითხა მიამ თავისთვის და ფიქრი ტელეფონის რეკვის ხმამ შეაწყვეტინა
-ნათია
-მია როგორ ხართ? სანდრო სადაა როგორაა? ვურეკავ და არ მპასუხობს
-არვიცით სადაა-აღმოხდა მიას და ცრემლები მოეძალა
-მოხდა რამე დედაშენი ხომ კარგადაა?-დაიძაბა ნათია
-ისევ ისეა, მაგრამ -დაიწყო და ხმა ჩაუწყდა ატირებულ გოგონას
-მია მაშინებ... გთხოვ მითხარი რა ხდება -შეეხვეწა დაფეთებული ნათია, ამიტომ თავს ძალა დაატანა მიამ დამშვიდდა და სიტყვა სიტყვით აუხსნა მომხდარი ყოფილ რძალს, ნათია საშინლად დაძაბა ამ ამბავმა, მიხვდა სანდროს გაგიჟების მიზეზს და გული საშინლად ეტკინა, რადგან მიხვდა რომ ის ახლა ძალიან ცუდად იყო, ყველაზე სუსტი დაუცველი და შეშინებული იყო ახლა ამ წამებში, თავისდა უნებურად მთელი არსებით შეიგრძნო ის ტკივილი რომელსაც სანდრო კიდევ უფრო მძაფრად განიცდიდა, გული შეეკუმშა იმაზე ფიქრში რომ სანდრო ახლა სადღაც გაგიჟებული და სრულიად მარტო ებრძოდა საკუთარ ზიზღს, სიძულვილს, შიშს და მრისხანებას, რომელიც წარსულის დაბრუნებამ გამოიწვია მასში! ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში რომ სანდრო ახლა არეული გაგიჟებული და დაბნეული რაღაც სიგიჟეს ჩადიოდა... ძალიან შეეშინდა ნათიას რომ სანდრო ისევ იქ, იმ ჭაობში არ ჩაფლულიყო, რომლიდანაც ამოსვლას მათი ოჯახი შეეწირა მსხვერპლად, ძალიან ეშინოდა იგივე არ განმეორებულიყო, სადროს ისევ არ დაეკარგა საკუთარი თავი და საბოლოოდ არ გაენადგურებინა მათი სიყვარული.
ნათიას ფიქრისგან თავი ასტკივდა ,ვეღარ იღებდა გადაწყვეტილებას, ვერ ხვდებოდა როგორ მოქცეულიყო, რა გაეკეთებინა, მაგრამ ერთი რამ იცოდა ზუსტად, სანდროს ახლა ყველაზე მეტად მისი დახმარება სჭირდებოდა, მისი გვერდში დგომა და სიყვარული... ხვდებოდა თუ სანდრო მარტო დარჩებოდა წარსულთან ისევ იქ დაბრუნდებოდა საიდანაც ყველაფერი დაიწყო, იმ ზიზღში და სიძულვილში ჩაეფლობოდა რომლიდან ამოსვლასაც მათი სიყვარი შეეწირა, ეშინოდა ძალიან ეშინოდა წარსული ისევ იქ იმ ზიზღში არ დაებრუნებინა რომლიდანაც თავის დასაღწევად ორივე ერთად იწყებდნენ ბრძოლას, გრძნობდა რომ თუ ახლა სანდროს მარტო დატოვებდა მამამისის და წარსულის ზიზღი ისევ აურევდა თავგზას, ისევ დაიკარგებოდა საკუთარ მრისხანებაში და სიძულვილში, ისევ მოეწმლებოდა სული, ისევ აერეოდა თავგზა, ისევ დაიკარგებოდა Მ ცივ და სატიკ სამყაროში.
ნათია მთელი ღამე ურეკავდა სანდროს რომელიც ჯიუტად არ იღებდა ყურმილს,მაგრამ იმის იმედით რომ სანდრო გატყდებოდა იმედს არ კარგავდა გოგონა, არადა თავგზააბნეულ ბიჭს ძალა არ ჰყოფნიდა რომ მისთვის ეპასუხა, მისთვის სათქმელი სიტყვები უბრალოდ არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან უნდოდა მისი ხმის გაგონება, ბოლოს ვეღარა გაუძლო მონატრებას და ბოლოსდაბოლოს უპასუხა
-სანდრო ძალიან ვნერვიულობ შენზე, ხომ კარგად ხარ?აქამდე რატომ არ მიპასუხე-ჰკითხა ჩამწყდარი ხმით გოგონამ
-კარგად არ ვარ ნათია -უთხრა სანდრომ და ღვინის გასხნილი ბოთლი ტუჩებთან მიიტანა
-სვაამ?-ჰკითხა ნათიამ ბრაზნარევი ტონით და თითები აუკანკალდა
-მარიანა როგორაა? ხვალიდან შეუძლია რომ იაროს?-სიტყვა ბანზე აუგდო სანდრომ და ღვინო მოსვა
-Ჰო ექიმმა ნება დართო რომ ხვალიდან გაიაროს
-მიყვარს-თქვა არეული ხმით სანდრომ და კიდევ მოსვა -შენც მიყვარხარ ნათია, ძალიან მიყვარხარ...
-სანდრო გთხოვ არ გინდა თავს ნუ იტანჯვ
-ისევ იქ დავბრუნდით საიდანაც დავიწყეთ არა?-ჰკითხა ჩავარდნილი ხმით ყოფილ ცოლს და ხმა ჩაუწყდა
-უფლებას არ მოგცემ, რომ ისევ იქ
დავბრუნდეთ-უთხრა ბრაზნარევი ტონით გოგონამ
-წარსული თავს არ მანებებს ნათია -მწარედ გაეცინა სანდროს და კიდევ მოსვა მჟავე სითხე -დავიღალე, გესმის?
-არ გინდა, ძალიან გთხოვ არ გინდა-შეეხვეწა ნათია
-არ შემიძლია-უთხრა გაღიაზიანებული ტონით სანდრომ
-ის გოგონა...სანდრო ისიც ხომ შენსავით უდანაშაულოა? მისმა გამოჩენამ ასე ძალიან რატომ გატკინა?
-არ გაბედო არ გაბედო-დაუღრუალა მოულოდნელად სანდრომ და შეშინებული ნათია ადგილზე შეხტა
-სანდრო მას ხომ შენსავით რაფერი დაუშავებია? ნუთუ მას უნდა მოსთხოვო პასუხი მამაშენის დაშვებული შეცდომებისთვის? გინდა რომ მასაც შენსავით ეტკინოს? ის ხომ ყველაზე უდანაშალო ამ ამბავში ისევე როგორც შენ?
-ის გოგონა... ის გოგონა ჩემთვის არავინაა... ის გოგონა ჩემი მახინჯი წარსულის უსახური ნაწილია და მეტი არაფერი
-გთხოვ არ გინდა... გთხოვ ასე ნუ მოექცევი მასაც და საკუთარ თავსაც...
-იმ გოგონაზე ლაპარაკს კი არა ფიქრსაც გიკრძალავ ნათია! ამისი ხსენება აღარ გაბედო... არ გაბედო თორემ გეფიცები გულს გატკენ
-ჰო ეგ ყველაზე კარგად შეგიძლია!- უყვირა
ნათიამ-მხოლოდ გაქცევა, ყვირილი, დაშინება ტკივილის მოყენება, ბრძანებების გაცემა, მუქარა და ძალადობა შეგიძლია-უთხრა თავგზააბნეულმა გოგონამ
-ვიცოდი რომ ვერასოდეს დაივიწყებდი-უთხრა სანდრომ ჩავარდნილი ხმით -ვიცოდი რომ ვერასოდეს მაპატიებდი ჩვენს ბოლო ღამეს
-არ გაბედო, არ გაბედო ამაზე ლაპარაკი-უთხრ სუნთქვა არეულმა გოგონამ
-რატომ?-გაეცინა სამდეოს და ბოთლი მოიყუდა იქამდე სვამდა მჟავე სითხეს სანამ ყელი არ დაეწვა -თვალებში ყურებისას ვერ ვბედავთ ლაპარაკს მოდი ახლა ვილაპარაკოთ, ახლა როცა ერთმანეთთან სამასორმოცდაათი კილომეტრი გვაშორებს -უთხრა ბრაზნარევი ტონით -მიდი სიმართლე მითხარი ნათია რას გრძნობ როცა ისევ გეხები?
-გინდა რომ უფრო მეტად გეტკინოს გული? -მიხვდა მის მიზანს ნათია -გინდა რომ კიდევ უფრო შეგზიზღდეს საკუთარი თავი? გინდა რომ კიდევ უფრო მეტად დაიტანჯო? გინდა რომ საკუთარი თავი წარსულს მსხვერპლად შესწირო?
-გიყვარვარ ნათია?-ჰკითხა სრულიად მოულოდნელად სამდრომ და ერთ წერტილს გაუშტერა თვალი
-ამ კითხვაზე მაშინ გიპასუხებ როცა მზად იქნები
-ეს ჰოს ნიშნავს თუ არას-გაღიზიანდა სანდრო
-მგონი ზედმეტად ბევრი დალიე-უთხრა ბრაზნარევი ტონით გოგონამ, სანდრო საშინლად გაბრაზდა მის ნათქვამზე ამიტომ გაუთიშ, ნათიამ ისევ გადაურეკა მაგრამ აღარ უპასუხა, იმის გამო რომ გოგონა გაუჩერებლად რეკავდა გაღიზიანებული ბიჭი ფეხზე წამოვარდა ღვინის ბოთლით და ტელეფონით ხელში და დიდხანს დაჰყურებდა ორივეს, ვერ იღებდა გადაწყვეტილებას რომელზე შეეჩერებინა არჩევანი ბოლოს ისევ ტელეფონი შეახეთქა კედელს და ღვინის ბოთლი მოიყუდა.
დილით სასიხარულო ამბავი დახვდათ საავადმყოფოში მისულებს, ლალი გონს მოვიდა, მია სიხარულისგან ცრემლებად დაიღვარა, ვერ იჯერებდა რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდა, გარდა ამისა ნათიასგან იცოდა სანდრო რომ კარგად იყო და ბოლომდე მთელი გულით შეიგრძნო ბედნიერების სიხარული, ანიც ძალიან გაახარა ამ ამ ამბავმა და ქმარს ეხუტებოდა აცრემლიანებული თვალებით, თუმცა მალე ყველაფერი აირია, რადგან სადრო გამოჩნდა საავადმყოფოში
-სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი?-დაეტაკა ნიკა ძმას -იცი როგორ ვინერვიულეთ შენზე? დედა გონს მოვიდა... იქნებ არც გაინტერესებს-მაგრამ სანდეომ ძმა დააიგნორა და პირდაპირ შეიჭრა პალატაში , ლალი შეშინებული მიაჩერდა სახე ეწილ ბიჭს
-სანდრო გთხოვ-დაიძაბა მია მისი სახის შემხედვარე
-ის იყო არა?-ჰკითხა სანდეომ ჩავარდნილი ხმით და ლალის ცრემლები რომ გადმოსცვივდა გიჟივით მაოვარდა პალატიდან, ძალა აღარ ეყო ლალის ცრემლებისთვის ეცქირა და ადგილზე გაიყინა ნათიას რომ ჰკიდა თვალი,რომელიც მისკენ მოდიოდა, რამდენიმე წამის განმავლობაში ეგონა რომ ეჩვენებოდა, ამიტომ თვალები მახუჭა და ნელ-ნელა გაახილა, რომ დარწმუნდა მისკენ მომავალი გოგონა ნამდვილად ნათია იყო გაავებული მისკენ წავიდა მკლავში ხელი წაავლო და კიბეები ჩაარბენინა

№1  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო არ ვიცი რამდენად სწორად მიმყავს ისტორია და ძალიან მინდა თქვენი აზრი გულწფელად გამიზიაროთ, ის ისტორია განსაკუთრებულია, რადგან მარტო ჩემი არაა, ჩვენია❤

№2 სტუმარი სტუმარი ქეთა

არაპროგნიზირებადიისტორიაა, ეს შენი დამსახურებაა ნეაკო. ზუსტად ისე გადმოცემ განცდებს, რომ პერსონაჟის ადგილზე საკუთარ თავს წარმოვიდგენ. ძალიან მომწონს ასეთი განვითარება. ახლა ყველაფერი ნათიაზეა დამკმიდებული. სიმართლე გითხრა, პირველ ნაწილში ნათიას უუნარობა ნერვებს მიშლიდა. სანდროს გაგიჟება მეტწილად ცოლის დამსახურება იყო. მას სრულიად არაფერი გაუკეთებია ურთიერთობის დასალაგებლად, პირიქით ქაოსი გამოიწვია. ახლა კი ნათიას ეკუთვნის იმ პასუცისმგებლობის აღება, რაც სანდროს გადაარჩენს და დაიცავს წარსულში ჩაძირვისგან.
მომწონხარ უზომოოოდ. ეს ისტორია კი ფავორიტი გამოვიდა შენს ისტორიებს შორის.

№3 სტუმარი 123

ოო აქ რა ამბები დაატრიალე??ქარიშხალი,ტორნადო ყოჩაღ❤️

№4 სტუმარი სტუმარი ანა

პირველად ვწერ ამ საიტზე კომენტარს , მაგრამ ისე მნიშვნელოვანია თქვენთვის მკითხველის აზრი თავი ვერ შევიკავე ???? მეც ვფიქრობდი სხვათაშორის ლალის ავადმყოფობაზე, მსჯელობა რომ გქონდათ კომენტარებში როგორ განვითარდებოდა მოვლენები , ეს ვერსია განვიხილე ერთ ვარიანტად და გამეხარდა რომ ერთ აზრზე ვყოფილვართ, ვისურვებდი რომ ნათია დაუდგეს სანდროს გვერდით და მისმა თანადგომამ არ მისცეს სანდროს წარსულში დაბრუნების საშუალება, რაღაც ნავსაყუდელად უნდა ეგულებოდა ნათია თითქოს, ასე წარმომიდგენია რატომღაც, თუმცა თქვენ გენდობით და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად

№5 სტუმარი სტუმარი nazi

საუკეთესოა კიდე მინდა არ მეყო ????
ველოდები ახალ თავს უმაგრესი გოგო ხარ წარმატებები ❤❤❤

№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ქეთა
არაპროგნიზირებადიისტორიაა, ეს შენი დამსახურებაა ნეაკო. ზუსტად ისე გადმოცემ განცდებს, რომ პერსონაჟის ადგილზე საკუთარ თავს წარმოვიდგენ. ძალიან მომწონს ასეთი განვითარება. ახლა ყველაფერი ნათიაზეა დამკმიდებული. სიმართლე გითხრა, პირველ ნაწილში ნათიას უუნარობა ნერვებს მიშლიდა. სანდროს გაგიჟება მეტწილად ცოლის დამსახურება იყო. მას სრულიად არაფერი გაუკეთებია ურთიერთობის დასალაგებლად, პირიქით ქაოსი გამოიწვია. ახლა კი ნათიას ეკუთვნის იმ პასუცისმგებლობის აღება, რაც სანდროს გადაარჩენს და დაიცავს წარსულში ჩაძირვისგან.
მომწონხარ უზომოოოდ. ეს ისტორია კი ფავორიტი გამოვიდა შენს ისტორიებს შორის.

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, უზომოდ გამახარე, ისტორიის წყვეტა სწორედ ამიტომ მქონდა, გამოსავალს ვეძებდი ამ ჩიხიდან გამოსასვლელად, ნათიას შეცვლა და მოქმედებაზე გადასვლა მივიჩნიე ამ შემთხვეაში სწორად რაც მეტ წილად მკითხველის სურვილია, რადგან შენსავით ბევრი ფიქრობდა რომ პირველ ნაწილში მან უფრო მეტი შეცდომა დაუშვა ვიდრე სანდრომ...
იმედია მოგეწონებათ ისტორიაში მოვლენების ამგვარი განვითარება და ბოლომდე გავამართლებ მოლოდინებს ❤კიდევ ერთხელ დიდი მადლობა

№7 სტუმარი ანუ

ჩვენ რა მართლა უკან დავბრუნდით?
ეს რა იყო.... ისევ დალია... ღმერთო -_-
"არ შეცვლაში" მაინც და მაინც ეს პუნქტი რატომ შევიდა?!
საშინლაააად საშინლად დავიძაბე -_-
ბოლოს მეგონა რომ ნათია დანახვა მაინც მოალბობდა... მაგრამ.... ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით? მართლა?! ნათია კიარა მე ვეღარ გადავიტან ამას :/

№8 სტუმარი სტუმარი Alice

ანუ

ასეთ კომენტარებზე მაგრად ვემოციურობ. ისევ დალია რას ნიშნავს, მე ვსვამ ხოლმე რო მინდება სანდროსთვის ვინ აკრძალა... სანდრო იქ აღარ დაბრუნდება დარწმუნებული ვარ ამაში. სისუსტეებს ყველანი ვამჟღავმებთ და ასე შემთხვევა იყო ახლაც. მიეხმარება ნათია ამ სტრესის დაძლევაში. ამ თავში საბედნიეროდ ნათია სულ სხვა თვალით დავინახე, უფრო გათამამებულია სანდროსთან და ეს მომწონს. იბრძვის მისთვის. ის ეჭვიანობაც ლიკა რომ ახსენა სასიამოვნო წასაკიტხი იყო. ვისურვებდი რომ ასეთი სცენები მომავალშიც იყოს, სასაცილოდ ეჭვიანოს და უზომდ საყვარელია ხოლმე <3
ნეაკო, ძალიან მონატრებული მყავხარ!. ჩაგეხუტებოდი, ონლაინ შესაძლებელი რომ იყოს :დ

№9 სტუმარი Ლილე

Სულ არ მოველოდი ასეთ გაგრძელებას. Საოცრად წერ ყოველ თავში ახალი ემოციები. Წარმატებები

№10  offline წევრი gogincha

ჩემი აზრით ადამიამებო არ იცვლებიან, მხოლოდ დასწავლილ ქცევებს ცვლიან, მგონია რომ სანდრო ვერ დაიწყებს ცხოვრებას თავიდსნ თუ წარსულს არ გაარკვევს ბოლომდე, მეორე იგივე აზრი მაქვს ნათიასთან მიმრთებაშიც, მემგონი სჯობს რომ ისაუბრონ და ამით დაასრულონ ყველაფერი ან გააგრძელონ იქიდან ააიდანაც შეწყვიტეს ურთიერთობა. წარმატებები ♥♥

№11  offline წევრი likuu_s

ვაუ, ერთადერთი ვარაუდი ის მაქვს, რომ შეიძლება ის გოგო მიდი და იყოს. სხვა, ვერაფერს ვფიქრობ ახლა. ვახ, მაგარი ინტრიგა ჩააგდე :დდდ საიტერესოდ ვითარდება მოვლენები. ველი შემდეგს, წარმატებები!<3

№12  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
გულს გამიხეთქავს ერთ დღესაც ეს ისტორია sweat
ზოგადად მე გიჟივით ეჭვიანი ვარ და ერთგული ადამიანების მიმართ, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს კიდევ უფრო ეჭვიანი ვხდები. ხოდა ეს ვიღაც გოგო რომ გამოჩნდა ეგრევე სანდროს შვილად მოვნათლე. ისე გადამებინდა გონება, პირველი კლასის მათემატიკაც დამავიწყდა, რომ 27 წლის კაცს 18 წლის შვილი ვერ ეყოლებოდა. ხოდა ეს რომ გავაცნობიერე როგორც იქნა, იმხელაზე ამოვისუნთქე ყველაფერი სულერთი გახდა.
მძიმე, დამაინტრიგებელი და საშიში თავი იყო. მართლა საშიში! ხომ სულ გთხოვდი ნამდვილი სანდრო არ დაკარგო-მეთქი, აი ამ თავში უნამდვილესი სანდრო იყო. ზუსტად, ზედმიწევნით გქონდა აღწერილი ყველა კუთხე-კუნჭული მისი გონების და დამაჟრიალა შიშისგან. ფაქტიურად სახეში "შემოგვიტყლაშუნე" ამ კაცის მძიმე ხასიათი და მიდრეკილებები.
აი ამიტომ ვამბობდი ორი-სამი დღე დაისვენე-მეთქი. კონკრეტულად ამ თავით უზომოდ და უნორმოდ კმაყოფილი ვარ. არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, იმდენი ინტრიგა დამიტოვა წაკითხულმა და ისე დამაფრთხო სანდროს ქცევამ, ცოტა შიშით ველოდები ახალ თავს.
ისე ეს ჩემი ეჭვიანი ბუნება მაინც არ მასვენებს და რო მომეშვას, გეხვეწები დამიდასტურე, რომ 9 წლის ბიჭს შვილი არ გაუჩნდებოდა... joy joy

ვაიმე რამდენი ვიცინე შენს კომენტარზე, განსაკუთრებული ბოლო ორი ხაზი იყო... ნუ აი არ ვიცი რა გითხრა, გარდა იმისა რომ ამ კომენტარით უზომოდ გამახარე, ნეტა იცოდე როგორ შიშით ვკითხულობ ხოლმე თითოეულ წინადადებას და რასაც ჰქვია ჟრუანტელი მივლის ხოლმე შეფასებებზე.
როგორც ჩანს მართლა ძალიან ეჭვიანი ხარ შენ :D
აქ სხვა ინტრიგაა, მეგონა მარტივად გასაშიფრი იქნებოდა ის გოგო და როგორ მიხარია რომ შევძელი და დაგაბნიე.
ძალიან გამაბედნიერა შენმა შეფასებამ და მინდა გითხრა რომ ეს თავი 9 შენი და ელენეს დამსახურებაა, ასე რომ ვთქვათ გამომაფხიზლეთ თუ გინდა ( შემოლაწუნება) დავარქვათ :D მოკლეთ მადლობა თქვენ მიყვარხართ ❤ ათასი მადლობა თქვენ რომ ასეთ გიჟურ ამბავში წამომყევით და არ იზარებთ შეფასებებს ❤❤❤❤❤

ნეაკო

დამავიწყდა მეთქვა რომ სანდროსთვის ნათია ერთადერთია და ამ მხრივ იმედებს არ გაგიცრუებთ ეგ ტირანი გპირდებით

№13 სტუმარი სტუმარი ნათია

ნუ ხმარობ ასე ხშირად დაუღრინას და ხმაჩავარდნილმა უთხრას, სიგარეტს ნუ აწევინებ ამ ხალხს ასეთი ოდენობით და ოქრო ხარ. იცი როგორ გელოდები ხოლმე? ❤️

№14 სტუმარი სტუმარი ნეაკო

123
ოო აქ რა ამბები დაატრიალე??ქარიშხალი,ტორნადო ყოჩაღ❤️

ძალიან გამახარა შენმა შეფასებამ ❤ მიხარია რომ მოგეწონა

სტუმარი nazi
საუკეთესოა კიდე მინდა არ მეყო ????
ველოდები ახალ თავს უმაგრესი გოგო ხარ წარმატებები ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ნეტა იცოდე როგორ მაბედნიერებ ამ სიტყვებით ❤

№15 სტუმარი სტუმარი ნათია

და მიაწება გაცრეცილი ტუჩები აღარ დაწერო, თორემ გავაფრენ, აკოცა-თქო რაა, ყველას ერთნაირად ყოველთვის ხომ არ გაეცრიცება ეს ტუჩები? აუ მალე დადე შემდეგი, არ დაგვლიო რაა

დაუღრინა და ხმაჩავარდნილმა უთხრა, აღარც ეს, ძალიან ხშირად იმეორებ

№16  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ანა
პირველად ვწერ ამ საიტზე კომენტარს , მაგრამ ისე მნიშვნელოვანია თქვენთვის მკითხველის აზრი თავი ვერ შევიკავე ???? მეც ვფიქრობდი სხვათაშორის ლალის ავადმყოფობაზე, მსჯელობა რომ გქონდათ კომენტარებში როგორ განვითარდებოდა მოვლენები , ეს ვერსია განვიხილე ერთ ვარიანტად და გამეხარდა რომ ერთ აზრზე ვყოფილვართ, ვისურვებდი რომ ნათია დაუდგეს სანდროს გვერდით და მისმა თანადგომამ არ მისცეს სანდროს წარსულში დაბრუნების საშუალება, რაღაც ნავსაყუდელად უნდა ეგულებოდა ნათია თითქოს, ასე წარმომიდგენია რატომღაც, თუმცა თქვენ გენდობით და ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად

ძალიან დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს თითოეული კომენტარი და ემოცია ჩემთვის.
წინა თავზე რასაც ჰქვია ჩიხში მოვექეცი და ცოტა დავიძაბე, მიხარია რომ ამ თავმა გაამართლა მოლოდინები და მოგეწონა.
აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას❤ მადლობა კიდევ ერთხელ გამოხმაურებისთვის

№17 სტუმარი სტუმარი ნათია

და ამდენ სიგარეტს ნუ აწევინებ, დაიხოცა ხალხი. დანარჩენი ოქრო ხარ❤️

№18  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნათია
ნუ ხმარობ ასე ხშირად დაუღრინას და ხმაჩავარდნილმა უთხრას, სიგარეტს ნუ აწევინებ ამ ხალხს ასეთი ოდენობით და ოქრო ხარ. იცი როგორ გელოდები ხოლმე? ❤️

ვეცდები გადავეჩვიო, ყველა რჩევა და შენიშვნა მისაღებია ჩემთვის, მადლობა გამოხმაურებისთვის❤ მაგრამ ეგ სამი რომ ძაან მომწონს? მაგრამ ვეცდები მოვუკლო :D

№19 სტუმარი სტუმარი მარი

სტუმარი ნათია
ნუ ხმარობ ასე ხშირად დაუღრინას და ხმაჩავარდნილმა უთხრას, სიგარეტს ნუ აწევინებ ამ ხალხს ასეთი ოდენობით და ოქრო ხარ. იცი როგორ გელოდები ხოლმე? ❤️

აი ზუსტად.. ამ "დაუღრინას" რო ვკითხულობ ხოლმე ძაან ვიძაბები არადა მეორეწამში თითქოს ჩეულებრივი მომენტია, უბრალოდ ეს არასწორად შერჩეული სიტყვა სულ სხვანაირად წარმოადგენს ხოლმე მომენტებს.

№20  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ნათია
და ამდენ სიგარეტს ნუ აწევინებ, დაიხოცა ხალხი. დანარჩენი ოქრო ხარ❤️

ნუ ეწევიან და რა გავაკეთო? :D ვეცდები რომ გავითვალისწინო შენი რჩევა მადლობა გამოხმაურებისთვის ❤

სტუმარი ნათია
და მიაწება გაცრეცილი ტუჩები აღარ დაწერო, თორემ გავაფრენ, აკოცა-თქო რაა, ყველას ერთნაირად ყოველთვის ხომ არ გაეცრიცება ეს ტუჩები? აუ მალე დადე შემდეგი, არ დაგვლიო რაა

დაუღრინა და ხმაჩავარდნილმა უთხრა, აღარც ეს, ძალიან ხშირად იმეორებ

ვეცდები რომ ღამე დავდო ახალი თავი ან ხვალ ❤შენს ყველა შენიშვნას გავითვალისწინებ გპირდები

№21 სტუმარი სტუმარი ნათია

არად ეგ სამივე მეც მომწონს ნეაკო იცი? ჰა, ჰა, ჰა... დედას გეფიცები; ვახ, რა კარგად წერ, გავოცდი. არ მოგვაკლო რაა გეხვეწები შენი შემოქმედება. ❤️❤️❤️

აკი გითხარი ოქრო ხარ მეთქი, ჩვენი ყველას შედევრი და ნაპოვნი❤️

№22  offline მოდერი ნეაკო

ანუ
ჩვენ რა მართლა უკან დავბრუნდით?
ეს რა იყო.... ისევ დალია... ღმერთო -_-
"არ შეცვლაში" მაინც და მაინც ეს პუნქტი რატომ შევიდა?!
საშინლაააად საშინლად დავიძაბე -_-
ბოლოს მეგონა რომ ნათია დანახვა მაინც მოალბობდა... მაგრამ.... ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით? მართლა?! ნათია კიარა მე ვეღარ გადავიტან ამას :/

ისევ იქ არ დაბრუნდებიან საიდანაც დაიწყეს გპირდები❤ მაგრამ მათი დაახლოება მოხდება რთულად, მტკივნეულ ეტაპებს გაივლიან, იმისთვის რომ უფრო მეტად შეიცნონ ერთმანეთი და საბოლოოდ გაარკვიონ ურთიერთობა ამისთვის შევცვალე ცოტა ისტორიის მსვლელობა, თუმცა არანაირი ძალადობა და აგრესია, სხვაგვარად მტკივნეულად წარიმართთება მათი ისტორია ❤❤❤

№23 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი Alice
ანუ
ჩვენ რა მართლა უკან დავბრუნდით?
ეს რა იყო.... ისევ დალია... ღმერთო -_-
"არ შეცვლაში" მაინც და მაინც ეს პუნქტი რატომ შევიდა?!
საშინლაააად საშინლად დავიძაბე -_-
ბოლოს მეგონა რომ ნათია დანახვა მაინც მოალბობდა... მაგრამ.... ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით? მართლა?! ნათია კიარა მე ვეღარ გადავიტან ამას :/

ასეთ კომენტარებზე მაგრად ვემოციურობ. ისევ დალია რას ნიშნავს, მე ვსვამ ხოლმე რო მინდება სანდროსთვის ვინ აკრძალა... სანდრო იქ აღარ დაბრუნდება დარწმუნებული ვარ ამაში. სისუსტეებს ყველანი ვამჟღავმებთ და ასე შემთხვევა იყო ახლაც. მიეხმარება ნათია ამ სტრესის დაძლევაში. ამ თავში საბედნიეროდ ნათია სულ სხვა თვალით დავინახე, უფრო გათამამებულია სანდროსთან და ეს მომწონს. იბრძვის მისთვის. ის ეჭვიანობაც ლიკა რომ ახსენა სასიამოვნო წასაკიტხი იყო. ვისურვებდი რომ ასეთი სცენები მომავალშიც იყოს, სასაცილოდ ეჭვიანოს და უზომდ საყვარელია ხოლმე <3
ნეაკო, ძალიან მონატრებული მყავხარ!. ჩაგეხუტებოდი, ონლაინ შესაძლებელი რომ იყოს :დ

ვაიმე ნეტა იცოდე როგორ მახარებ შენი კომენტარებით, მეც ჩაგეხუტებოდი შესაძლებელი რომ იყოს ❤
სწორად აღნიშნე, წარსულში აღარ დაბრუნდებიან რადგან ამჯერად ნათია არ მისცემს უფლებას რომ ისევ იმ ჭაობში ჩაიძიროს, ცოტა უფრო თამამი, აქტიური და მებრძოლი გახდება ნათია. მეტს აღარ დავწერ თორემ სულ გავიშიფრები ❤❤❤
სმას რაც შეეხება...რეალურად ვფიქრობ ეს საგანგაშო არაა, ყველა ადამინს ჰქონია მომენტი რომ უბრალოდ დალევა და საკუთარ უსუსურობაში დაკარგვა უნდა... მთავარია არავის არაფერი ავნოს... სანდროც არ ავნებს ❤

№24 სტუმარი სტუმარი თიკო

ცეცხლი, ნავთი, ტორნადო, ქარიშხალი - აი, ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში ამ თავმა. რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს, მხიარულ ხასიათზე ვარ, რადგან როგორ ვთქვა, მე ის სანდრო შემებრალა პირველად ამ თავში რომ გამოჩნდა ამდენი ხნის შემდეგ და რაც არ უნდა მოხდეს, პირვანდელი სახე მაინც უნდა შეინარჩუნოს. მართალია ოდნავ რაღაცეები აირია, სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ ეს ისტორია ხომ ასეთი ხასიათისაა? ეს ხომ ასეთი გიჟური და ემოციების ქარიშხალია? ამიტომაც როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე ეს თავი ძალიან მომეწონა. რადგან ვფიქრობ, ნათიაც უფრო დაუდგება გვერდში სანდროს და ერთად იპოვნიან მომავლისკენ მიმავალ ბედნიერების გზასაც! თან ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ნათიამ და სანდრომ პოზიციები გაცვალეს და ახლა უფრო გამყარდებიან, თუ რა თქმა უნდა სანდრომ არ აურია ისევ D: რაღაცნაირი ნოსტალგიური თავი იყო D: თითქოს ,,ადრინდელ" დროში დავბრუნდით, მაგრამ თან ვერ დავბრუნდით. აი, ისეთი ფრაზა რომ გიჩნდება გონებაში ,,ეჰ, კაი ხანია ეს დრო გავიარეთ და რა დრო იყოო". D:D: შეიძლება ცოტა არაადეკვატური აზრი მაქვს და განსხვავებულიც ალბათ, მაგრამ რა ვქნა, სიგიჟემდე მომეწონა ეს თავი. ნუ მიამ კი მომიშალა ნერვები, მაგრამ ვუგებ რაღაცნაირად. აბა, შენ იცი! წარმატებები!❤❤❤

№25 სტუმარი სტუმარი nazi

ისეთია გულს რომ ათბობს და ახარბს სულ სულ რომ გინდა იკითხო და არასდროს დასრულდეს უსასრულოთ გაგძელდეს გიჟური ისტორიაა მოსვენება დამაკარგვინე ერთ ერთი საუკეთესო ისტორია ჩემთვის კიდევ დავწერე მადლობა კიდევ ერთხელ ამ უმაგრესი ისტორისთვის შენ ❤

№26 სტუმარი სტუმარი ნეაკო

პირიქით, მადლობა შენ ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგწონს ეს ისტორია თავისი სიგიჟეებით, მიხარი რომ შენს გულამდე მოვიტანე ის ემოციები რაც მინდოდა გადმომეცა ზოგადად ამ ისტორიით ❤მადლობა გამოხმაურებისთვის ❤

№27  offline მოდერი ნეაკო

თითოეულ კომენტარს 2-3 ჯერ ვკითხულობ და ვფიქრობ მართლა მე დავიმსახურე თუ არა ასეთი თბილი სიტყვები, მართლა მე მიწერთ თუ მეჩვენება... არ მჯერა რომ შევძელი და თქვენს გულამდე მოვიტანე ყველა ის ემოცია რაც გრძნობა რაც მე თავად მაკავშირებს ამ ისტორიასთან, ყველაზე მეტად ის მახარებს რომ პირველი ნაწილოდან მოყოლებული სანდრომ მაინც შეძლო და დაიმსახურა ჯერ თქვენი სიბრალური, მერე სიმპათია და ბოლოს სიყვარული...
პირველი მაწილის წერა რთული იყო, ძალიან მძიმე ემოციურად, მაგრამ ეს ამად ღირდა... მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მაბედნიერებთ, მახარებთ, არვიცი რა გითხრათ კიდევ❤❤❤❤მიყვარხართ მე თქვენ, მადლობა მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ❤❤❤❤ და მადლობა აი იმ გოგოს მეორე ნაწილის წერა რომ მაიძლა ფაქტიურად და მერე იმ ორ გოგონას ძალიან რომ მგულშემატკივრობდნენ ( მე რა სანდროს) :D ❤❤❤ მიყვარხართ მე თქვენ

№28 სტუმარი სტუმარი ნეაკო

Ლილე
Სულ არ მოველოდი ასეთ გაგრძელებას. Საოცრად წერ ყოველ თავში ახალი ემოციები. Წარმატებები

მიხარია რომ მოგეწონათ ❤❤❤

სტუმარი ნათია
არად ეგ სამივე მეც მომწონს ნეაკო იცი? ჰა, ჰა, ჰა... დედას გეფიცები; ვახ, რა კარგად წერ, გავოცდი. არ მოგვაკლო რაა გეხვეწები შენი შემოქმედება. ❤️❤️❤️

აკი გითხარი ოქრო ხარ მეთქი, ჩვენი ყველას შედევრი და ნაპოვნი❤️

ძალიან დიდი მქდლობა ასეთი სიტყვებისთვის, შენს რჩევებს გავითვალისწინებ ❤

სტუმარი ნათია
და მიაწება გაცრეცილი ტუჩები აღარ დაწერო, თორემ გავაფრენ, აკოცა-თქო რაა, ყველას ერთნაირად ყოველთვის ხომ არ გაეცრიცება ეს ტუჩები? აუ მალე დადე შემდეგი, არ დაგვლიო რაა

დაუღრინა და ხმაჩავარდნილმა უთხრა, აღარც ეს, ძალიან ხშირად იმეორებ

კარგი აკოცა-თქო ასე დავწერ აწი თუ ჩემებური წამოვურიე არ იფიქრო რომ ვითვალისწინებ შენს რჩევას❤

gogincha
ჩემი აზრით ადამიამებო არ იცვლებიან, მხოლოდ დასწავლილ ქცევებს ცვლიან, მგონია რომ სანდრო ვერ დაიწყებს ცხოვრებას თავიდსნ თუ წარსულს არ გაარკვევს ბოლომდე, მეორე იგივე აზრი მაქვს ნათიასთან მიმრთებაშიც, მემგონი სჯობს რომ ისაუბრონ და ამით დაასრულონ ყველაფერი ან გააგრძელონ იქიდან ააიდანაც შეწყვიტეს ურთიერთობა. წარმატებები ♥♥

მადლობა გამოხმაურებისთვის, სწორედ წარსულია რაც სანდროს ტვინს ურევს და ნელ-ნელა საბოლოოდ დავალაგებ მის წარსულს და შესაბამისად მომავალიც გასწორდება, ნათია კი საკუთარ თავში და გრძნობებში გაერკვევა

№29  offline წევრი gogincha

nene gelovani
gogincha
ჩემი აზრით ადამიამებო არ იცვლებიან, მხოლოდ დასწავლილ ქცევებს ცვლიან, მგონია რომ სანდრო ვერ დაიწყებს ცხოვრებას თავიდსნ თუ წარსულს არ გაარკვევს ბოლომდე, მეორე იგივე აზრი მაქვს ნათიასთან მიმრთებაშიც, მემგონი სჯობს რომ ისაუბრონ და ამით დაასრულონ ყველაფერი ან გააგრძელონ იქიდან ააიდანაც შეწყვიტეს ურთიერთობა. წარმატებები ♥♥

რას ნიშნავს ისაუბრონ და დაასრულონ? ამისთვის იწვალა და წერა რო ესენი ისევ თავიანთ გზაზე წავიდნენ?
მშვენივრად ვითარდება მოვლენები. სანდროს ქცევა საშიშად გამოიყურება, მაგრამ აი ამ თავიდანაც კი ჩანდა რომ მარტივად დაძლევადია ის პრობლემები რომელსაც ახლა ებრძვიან. მოიქოქება ეს ნათია და ჩასვამს კალაპოტში :დ

Alice ისე ნათიას ეჭვიანობებზე მეც ვგიჟდები. სანდროს რეაქცია ველოდები ხოლმე მაგ დროს, მაგრამ რათ გინდა დგას ხესავით და უყურებს joy

იმას ნიშნავს რომ თუ რაღაც არ დაასრულე ანუ ამ შემთხვევაში სანდროს წარსულს ან ნათიას და სანდროს წარსულის ცუდ მოგონებებს ვგულისხმობ არ დასრულდა შეუძლებელია რამის თავიდან დაწყება, ამიტომ ან უნდა გარკვიოს ან უნდა შეწყდეს ეს ყველაფერი :))

№30 სტუმარი სტუმარი ნეაკო

მე ვფიქრობ მთავარი სანდროს წარსულია, თუ შეძლებს ის ამ ყველაფერში გარკვევას მერე ნათიასთანაც მოუგვარდება პრობლემა მუთუმეტეს რომ ნათიას გარდახასვა მეორე ნაწილში უფრო თვალსაჩნო იქნება ვიდრე სანდროსი, იმედია სწორად წარვმართავ სიყუაციას და მოგეწონებათ ისტორიის ამგვარი განვითარება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent