შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის ქურდები


25-03-2021, 20:06
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 1 336

-არიქა, დეიჭირეთ ე ქურდი, ღორმუცელა ბაღნები,-ეზოდან ყვიროდა ციალა ბებია და თან ქოთქოთით გარბოდა.
-ჩქარა, დაგვეწია,-ქოშინებდა ნინია.
-თემო, გაინძერი, ბიჭო,-ვასიკომ გადაუსწრო.
-დამელოდეთ, რა,-ლამის ატირდა სესილი.
-თუ დაგიჭირეთ, სულ ბროწეულის წკნელით აგიწითლებთ ტაკოებს,-წიწკინებდა ციალა ბებო.
-ვაი მე, ცოტა ხანი გავჩერდეთ. ამომივარდა თირკმელები.
-ოი, სულ როგორ წუწუნებ, ნინია,-ეს უთხრა თემომ და ზურგზე მოიგდო ტომარასავით.
-ე, თემო, დამსვი.
-ვა, ნუ კაპასობ. მივალთ ჩვენს ადგილამდე და დადებ შენს სათაყვანებელ ადგილს.
მუჯლუგუნი გაჰკრა ნინიამ.
-ოხ, ნინია...-სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგეები.

-ე მაღვალაკი ბაღნები. არა, ხედავთ რამდენს ბედავენ?! სა დაპორწიალებენ, არ იციან და მეეხეტებიანნ აქანე. ამ ჩემ სიმწრით გამოზრდილ ალუბლებს, რაფერ ახრამუნებენ.
ჩემო ხასხასებო,-ეფერებოდა ციალა-ჩემო გაბარდღალებულო და სახარზე ტკბილო, ალუბლებო. აქანა რო ავჩარკას დევიყენებ და გამოაჭამს იმ ბაღნებს ყოლიფერს, კი არ იციან. მერე ვეღარ შეგეხებიან თქვენ.
-ციალა ბებია,-შემოსძახა მეზობელმა ბიჭმა.
-ნუკრი, ბებია, შემოი.
-რა მოხდა, კი მაგრამ? მშვიდობა გაქვთ?
-რა უნდა ბებია მშვიდობას ჩემთან? ის სამგლე ბოვშები ვერ მოვპირე, ვერა. აქანა ათენებენ და აქანა აღამებენ. დღეს ახა გამოუვარდი და გევეკიდე. აი, ე ჩემი დაჟანგული ძვლები რო არა, ქე დევიჭერდი ოთხთავეს.
-ვინები იყვნენ?-სიცილს ვერ იკავებდა ნუკრი.
-თემო, ვასიკო, სესილი და ის თხაპუწელა ნინია...-თბილად გაიღიმა ბებიამ.
-დაველაპარაკები, თუ გინდათ.
-არა ბებია. ქე გედევირიე, მარა ბოვშები არიან და გეისველონ პირი. მადლია.
-მაშ მე დაგტოვებთ, თუ ყველაფერი რიგზეა. ყანებში საქმეები მაქვს.
-კაი ბებია, ღმერთი შენკენ.
-მადლობა, ციალა ბებია.

-იფ, რა გემრიელია,-ილუკმებოდა ნინია-ღირდა ამად.
-ჰო...-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა სესილიმ, რადგან ისიც გემრიელად შეექცეოდა ნადავლს.
-თქვენ რა გიჭირთ, მე და თემო დავრბივართ ხეებზე.
-მამაკაცები ხართ და აბა რაფერ გინდა?
-გოგო, შენ სულ გადამრიე. როცა გინდა, პირუტყვები ვართ, როცა გინდა მამაკაცები. ვეღარ გევიგე, ჩვენ აქანა მაჩოები ვართ თუ ხბოჩოლები?!
ნინიამ ერთ ხანს უყურა ვანიკოს სერიოზულ სახეს და იმხელაზე მორთო ხარხარი, ვეღარ გაჩერდა.
-დედა, დააფრთხო ინდოურები.-ვასიკოც აჰყვა სიცილში.
-თემო, რაია, ბიჭო? სახე ჩამოგტირის. გეიღიმე და დაგვანახვე შენი მარგალიტის კიჭები.
-ვასო...-მშვიდი იყო მისი ხმა.
-რაია?-ცქმუტავდა ისევ ბიჭი.
-საცხოვრებლად, თბილისში გადავდივარ.
-რაო?-ერთდროულად წამოიძახა ვასომ და სესილიმ. მხოლოდ ნინია იყო ჩუმად და ალუბალი მძიმედ ჩაყლაპა.
-ერთ კვირაში მივდივარ.
-ამას ახლა რატომ გვეუბნები?-ლამის ატირდა სესო.
-შესაფერის დროს ველოდი.
-და...ჩვენ?-მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა ნინიამ.
-ისედაც ხომ თბილისში წავიდოდით ყველანი?!-ნაძალადევად გაიღიმა თემომ.
-კი, წავიდოდით, მაგრამ ჩვენ ვთქვით...ერთი ბალის ყუნწი, ოთხმა შტერმა გაიყო.ო! დაგავიწყდა რას ნიშნავს?
-ნიშნავს, რომ ყველა ერთსა და იმავე ბედს გავიზიარებდით,-თქვა სესილიმ.
-ბავშვებო...-რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ნინია ადგა და წავიდა.
სხვებმაც იმავე გაიმეორეს და დატოვეს თემო უამრავ ბალთან ერთად.

-რაია ბაღნებო, რა სახე ჩამოგტირით?-უთხრა ციალა ბებიამ, როდესაც გზაზე მიმავალი, პაწაწინა იხვის ჭუკებივით ჩამწკრივებული ბავშვები დაინახა.
-თემო თბილისში მიდის,-ამოისლუკუნა სესომ.
-მერე ბებია, მაგიზა ბღავით ურქო ხბოჩოლებივითა?
-ციალა ბებო, მერე თქვენს ხეზე მარტო მე ვეღარ ამოვალ.
-ვასიკო, ბებია, მამხედე აქეთ. იქანა კი არ დარჩება სულ. მოვა ხოლმე აქეთაც. მაგის გულობიზა რაფერ იბლაზებით ამხელა ხალხი.-მწარე ენა ჰქონდა ციალა ბებიას, მაგრამ გული იმაზე კეთილი და თბილი ჰქონდა, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.-ნინია, ბებია, რაია? ენა გადაყლაპე?
-არა...-ჩაქინდრა თავი გოგონამ.
-ა, ამას არ მოვსწრებოდი და არ მინდოდა მეტი არაფერი. რავა თლა ჩამოხმით თქვე სამგლეებო? წევიდა და წევიდეს. რავა, ვეღარ ჩამოვა აქანა თუ რა?! მოით აგერ, ჭამეთ ალუბალი.
-არ გვინდა, მადლობა,-ერთხმად უთხრეს ბავშვებმა.
-აგენი კერკეტი კაკლები მეგონა და თლა ჩვრები ყოფილან. გეეხიკეთ ახა და მაგნაირი მოჟამული სახით არ დემენახვოთ, თუ არა აგერ, ა...ამ ბროწეულის წკნელს ჰო ხედავთ?!
-ვხედავთ.
-ჰო და გააყოლეთ თვალი და იმ მინუტში, თქვენ დუნდულებზე მოხვდება. დემეკარგეთ ახა,-წამოიმართა ეს კალაბოკივით ფუნთუშა ქალი და გამოეკიდა ბავშვებს. ბავშვებიც კისკისით გავარდნენ.-სულელი ბალღები. რავალი გული ჰქონიათ, ვერა ხედავთ?! ან იმის ფინთიკრუშკა მშობლებმა რაის თბილისი და კოფეწრუპიობა ეიტეხეს?! რაფერ შეილება ამათი ასე დაცილება...? სა აქვთ ამ ახალგაზრდება ჭკუა, ნეტაი მაცოდინა.

***
ერთი კვირა ისე გავიდა, ბავშვებს თემო არ უნახავთ. დადიოდნენ ყველგან, ერთობოდნენ, მხიარულად გაჰყავდათ დღე, მაგრამ მათი "სასტავი" დაიშალა და ისეთი ხიბლი აღარ ჰქონდა ყოველივეს.
მდინარის ნაპირთან ისხდნენ და ქვებს ისროდნენ უმისამართოდ.
-დღეს მიდის, ხომ?-იკითხა სესილიმ.
-ჰო.-უპასუხა ვასომ.
-არა ვნახოთ?-ცრემლები მოადგა სესოს.
-მე არ მინდა მისი ნახვა,-გატეხილი ხმით თქვა ნინიამ.-თქვენ წადით.
-აქ დაგტოვოთ?
-ჰო, სესი და მერე მეც სახლში წავალ.
-კარგი. დიდ ხანს არ გაჩერდე, კარგი?
-ხარაშო,-გადაეხვია მეგობრებს და მზერით გააცილა.

***
თემოს და მისი ოჯახის გასაცილებლად, მთელი სოფელი შეიკრიბა. არ ელოდა თემო, რომ ბავშვებს ნახავდა მათ შორის, მაგრამ...
-სესი, ვასიკო...-თბილად გაუღიმა მეგობრებს.
-მოგვენატრები,-გულში ჩაიკრა გოგონამ.
-მეც...
-არ მოვიდა,-ჯერ აქამდე ჩუმად მყოფმა ვასიკომ უთხრა, როდესაც თემოს თვალებს წააწყდა.
-გამატარეთ,-ატყდა ჩოჩქოლი ხალხში-ბოვში უნდა მევისიყვარულო. გეიწით უბადრუკო ბატებო,-ხალხში გზა გაიკვლია ციალა ბებიამ და კურტუმოს ქნევით მივიდა თემომდე.
-ციალა ბებო...-თითქოს მიხვდა თემო, რაც უნდა ეთქვა და დამნაშავესავით თვალები დახარა.
-თეიმურაზ, მამხედე აქეთკენ. ხედავ ჰო ვინცხა აკლია თქვენს კვარტეტს?
-ვხედავ.
-დეიმახსოვრე, აქაურობა რო დეივიწყო და მითუმეტეს ე ბაღნები, ალუბლის მთლიან ხეს დავკრეფ, ყველა კურკას შევაგროვებ, ჩავტენი იარაღში და იმით დაგაწითლებ, გეიგე?-წარბი სასაცილოდ აწკიპა.
-გევიგე, ბებია,-გაუღიმა ბიჭმა.
-მოი ახა, ჩეგეხუტო და წაი, მარა ისევლე უნდა მოხვიდე. ალუბლები მოიწყენენ, უთქვენოდ.
-გპირდებით, აუცილებლად ჩამოვალ ყოველს გაზაფხულს და ისევ მოვიპარავთ თქვენს სახარზე ტკბილ ალუბლებს.
-ვიმახსოვრებ, იცოდე,-ქოჩორი საყვარლად აუჩეჩა და უკან გაბრუნდა. ხის უკან, ნინია დალანდა და ისე, ვითომ არ შეუმჩნევია, გზა განაგრძო.

უყურებდა ნინია და ლამაზ, თაფლისფერ ბრიალა თვალებში, ოკეანე ისადგურებდა. ცოტაც და ოკეანე, გზას გაიკვლევდა მზისგან აწითლებულ მიწაზე და აი...ობოლი ცრემლიც ჩამოუვარდა გოგონას.
უყურებდა და თვალებით ეფერებოდა. უყვარდა? კი, ყველას უყვარდა თემო, მაგრამ ნინია ვერ იაზრებდა, რომ ეს სიყვარული, იმაზე მეტი იყო, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.

***
-გავაცილეთ,-უხალისოდ ჩამოჯდა ვასიკო და სესო, ნინიას გვერდით, რომელიც ციალა ბებოს ალუბლებს შეექცეოდა.
-არაფერი უთქვამს?
-არა.-უპასუხა სესომ.

ამ დღის შემდეგ, ერთი სრული წელიც მიილია. ყველა ელოდებოდა თემოს, მაგრამ ის არ ჩანდა...

კვირები ერთმანეთს მისდევდნენ. შემდეგ იყო თვეები...წლები.
თემომ რომ ბავშვები დატოვა, მაშინ მხოლოდ 14-15 წლისანი იყვნენ. ახლა უკვე 20-21 წლის და სოფელში ისევ ბრუნდებიან. მართალია, თემომ დაარღვია პირობა და ბავშვებთან აღარ კონტაქტობდა, მაგრამ ნინიამ, სესომ და ვასიკომ ერთმანეთი იმაზე მეტად შეიყვარეს, ვიდრე ოდესმე.
სამივე ერთად ციალა ბებოსთან მიდიოდნენ.
მათთვის უსაყვარლესი ციალა ბებია, აღარ იყო...
ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ეს ამბავი. თითქოს გულზე უმძიმესი ლოდი, პირდაპირ ზეციდან ჩამოვიდა და მათ დაეცა.
სამივე მატარებელში ისხდნენ და გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდნენ.
სამივე იხსენებდა ბავშვობის ყველაზე ტკბილ მოგონებებს, რომელიც თემოს გარეშე არ იყო.
სამივეს ენატრებოდა თემო და ერთად ჩადენილი "საქმენი საგმირონი".
სამივეს ენატრებოდა ის "ქურდობები", რომელსაც შემდეგ ციალა ბებოს გაბმული ქოთქოთი მოჰყვებოდა...სიჩუმე სესომ დაარღვია:
-ვასო, როგორ ფიქრობ, მოვა?
-არ ვიცი,-მზერა ნინიას მიაპყრო.

მეტად ხმა აღარ გაუღიათ. სოფლამდეც მალე ჩააღწიეს. მაშინვე ციალა ბებოს სახლისკენ გაემართა სამივე.
ეზოს წინ, შავი ჯიპი შენიშნეს. ერთმანეთს კითხვით სავსე მზერა მიაპყრეს და გზა განაგრძეს.
შევიდნენ თუ არა, გაშეშდა...
-შენ..!-აღმოხდა სესილის.
-თემო?-გაოცებისგან პირი დააღო ვასომ-ვერ გადამირჩები,-მისკენ წასვლას აპირებდა, მაგრამ ნინიამ გააჩერა.
-რატომ მოხვედი?-აწყლიანებული თვალები შეანათა.
-გავიგე...გავიგე რომ გარდაიცვალა ციალა ბებია და...
-მოხვედი?-ცინიკური მზერა მიაპყრო ნინიამ.
-გთხოვ, ნინია.
-რას?
-ნუ მომექცევი ასე.
-შენ როგორ მოგვექეცი, თემო? იცი როგორ გელოდებოდით ყოველ წელს? საერთოდ, იცი მაინც?!
-ვიცი, მაგრამ ვერ ვბედავდი.
-მშიშარა ხარ!-ეს უთხრა და უკანმოუხედავად წავიდა.
-ჩვენ შესაძლოა შემოგვირიგო, მაგრამ ნინია ვერა,-უთხრა თემომ-თუმცა კი მანამდე სულ ალუბლის კურკებით აგიწითლებ ტაკოებს.
-მე ბროწეულის წკნელით, კოჭებს...-გაწითლდა სესილია.
გაეღიმა, თემოს. მიხვდა თუ რა აკლდა ამდენ ხანს. ეს იყვნენ მეგობრები, რომლებიც ვერავინ ჩაანაცვლა და ნინია, რომელიც უყვარდა...დიახ, თემოსაც უყვარდა ნინია, მაგრამ ამ გრძნობას, ორივე გულში ინახავდა და უფრთხილდებოდა.

გადაეხვია ბავშვებს და წავიდა. იცოდა, რომ რა დროც არ უნდა გასულიყო, გაბუტული ნინია, ყოველთვის მდინარესთან მივიდოდა. არც შემცდარა.
იჯდა გოგონა და უხმოდ ტიროდა.
მიუახლოვდა და ათრთოლებულ მხრებზე ხელი შეახო.
-ნინია...
-აქ რა გინდა?-ცრემლები მოიწმინდა.
-მინდა...
-რა გინდა?
-მინდა...დაგიბრუნო.
ტანში ისეთმა საოცარმა ტალღამ დაუარა, ლამის იქვე განუტევა სული.
-დამიბრუნო?
-ჰო. მომენატრე. შენი ღიმილი მომენატრა. შენ მომენატრე, ნინია.

გული მოულბა. უნდოდა, ძალიან უნდოდა მკაცრი და შეუვალი ყოფილიყო, მაგრამ იმდენად დიდი იყო მონატრება და ამასთანავე სიყვარული, ვერ შეძლო...
-თემო, მე...
-არ გინდა. ახლა არა,-ამის თქმა იყო და ისე დაეწაფა ნინიას ბაგეებს, როგორც მწყურვალე ადამიანი, რომელსაც სულის მოსათქმელად უდიდესი ენერგია ესაჭიროება. ეს ენერგია, სწორედ რომ ნინია იყო.
-ალუბალი...ალუბლის ტკბილი გემო გაქვს,-უთხრა თემომ, როდესაც მის ტუჩებს მოშორდა.
-მენატრებოდი...
-ვიცი და მაპატიე, რომ ამისთვის გაგიმეტე.
გულში ჩაიკრა სიფრიფანა სხეული...

***
ციალა ბებიას გასვენების დღეც დადგა.
არავის ემეტებოდა ეს სიცოცხლით სავსე და ტკბილი ქალი ცივი სამარისთვის, მაგრამ ღმერთის ნება იყო და ვერ შეეწინააღმდეგა ვერც ერთი სულიერი.

***
ეზოში ისხდნენ.
ისევ ოთხივე.
ისევ ანთებული, ლაღი და ბავშვური, სიანცეშეპარული მზერით აჯილდოებდნენ წითლად შეღებილ ხილს.
-არც იფიქრო, ვასო!-თვალები დააკვესა თემომ.
-კარგი რა. ნუ გაჯიქდები, გთხოვ.
-მიდი, თეიმურაზ, არ მოგენატრა?-გაუღიმა ნინიამ.
-სა ვიპორწიალოთ ამხელა კაცებმა?
-შე ამას,-სიცილი მორთო ვასიკომ-კიდო სცოდნია ამფერი ლაპარაკი.
-რა დამავიწყებდა, შე სასიქვტილე?-შეუბღვირა სასაცილოდ.
-ერიჰა, ევრიკა!-ტაში შემოკრა სესომ-ალუბლის ქურდები, ისევ ასპარეზზე გამოდიან. დეიშალეთ ყველა. მევიდნენ, ვოლკები!-ოთხივეს სიცილი აუვარდა. იცინოდნენ და უხაროდათ.
ისევ ერთად იყვნენ და ერთმანეთი ჰყავდათ.
ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება გააცოცხლეს და ბედნიერები იყვნენ.
წამით, ციალა ბებოსაც ელოდნენ, რომელიც ისევ გამოკუსკუსდებოდა ქოთქოთით, გაეკიდებოდა მათ და სანამ ბოლომდე არ გაეცლებოდნენ ეზოს, იქამდე არ გაჩერდებოდა. მერე ერთს კარგა გვარიანად მიათათხავდა და უკან დაბრუნდებოდა...

მხოლოდ მოგონებებიღა შემორჩათ, მაგრამ იმდენად საოცარი იყო ყოველივე, გამორიცხულია, ღიმილი რომ არ გამოეწვია გახსენებისას.

-გავიქცეთ? ისე, როგორც ადრე...-თქვა ნინიამ.
გადახედეს ერთმანეთს, გაუღიმეს და ისე გაიქცნენ, როგორც ბავშვობაში, როდესაც ციალა ბებოსგან ცდილობდნენ თავის დაღწევას...


სალმებიიი.....ისევ მოვედი....როგორ ხაართ?? იმედი მაქვს კარგად:დდდდდ
ცოტა მოსევდიანო ისტორიით კი მოვედი, მაგრამ მაპატიეთ, რა....უბრალოდ ესე გამოვიდა. იმედი მაქვს, მოგეწონებათ და მცირე სევდის გამო, ეშაფოტზე არ გავალ:დდდდს(ეს ხუმრობით, ოფ ქორსულად...)
მოკლედსთ, ესე:დდდ
პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1  offline წევრი Chocolate from White Hell

რია როსი
შოკოლადოოოოო
ალუბლის ხე მინდააა(არ ვიცი ალუბლის ემოჯები თუ გამოჩნდება,ხო და იგულისხმე)
ააუუუ,როდისმე სოფელში ჩემს და შენს ალუბლის ხეს დავრგავ..
აი ზედ საქანელათი და..
ვერაფერს ვწერ დდდ
ჯანდაბა..
ყველასგან გამორჩეული,და ყველაზე ჩემია...ალბათ იმიტო რო ალუბლებზეა? რავიცი დდ
ალუბლები,შენ და ის ჩვენი ხე მიყვარს❤️
ხოდა წავედი..

)))) ვაიმე, ჩემო რიაკო....ესე დამუნჯდი ქალიოო?;დდდდ
აუცილებლად! ოდესმე აუცილებლად გვექნება ჩვენი ალუბლის ხე, პაწაწინა საქანელითურთ და გულის ამოვარდნამდე ვიფრენთ ზეცამდე)))))
მეც მიყვარხარ❤️ალუბლებიც და ხეც))))❤️

 


№2  offline წევრი gabi du

აი, ამ საღამოს ისეთ ,,როკაპ" ხასიათზე ვარ რამე თუ ,,მომაბრუნებდა" არ მეგონა. რომ იტყვიან - გულლი გამითბო და სული ამივსოო ეგაა ზუსტად. წარმატებები საყვარელო :*

 


№3  offline წევრი Chocolate from White Hell

gabi du
აი, ამ საღამოს ისეთ ,,როკაპ" ხასიათზე ვარ რამე თუ ,,მომაბრუნებდა" არ მეგონა. რომ იტყვიან - გულლი გამითბო და სული ამივსოო ეგაა ზუსტად. წარმატებები საყვარელო :*

ვაიმე)) გავიბადრე. ისე მიხარია ხოლმე ვიღაცის ხასიათი რომ უმჯობესდება ჩემი "პაწაწუნებით", ვერც კი აგიღწერ. მართლა, გულწრფელად ვბედნიერდები, თუ მცირე წვლილი მაინც შემაქვს ვინმესთვის პოზიტივის შექმნაში.
ვაი, დავიბენი და აღარ ვიცი რას, ან როგორ ვამბობ...:დდდ
შენც წარმატებები, ჩემო კარგო❤️

 


№4  offline წევრი Life is beautiful

ვაიმე ❤️
ახლა წავიკითხე ჩემო შოკოლადო.
"იმერული ესკიზები" გამახსენდა. ♥️
კარგადვიცინე და ვისიამოვნე❤️
სამწუხაროდ ასეთი ბავშვობა არ მქონია. არადა ვვიცნებობდი. ♥️ სკოლაშიც მანდატურს ვეხვეწებოდი ოქმი დამიწერეთ ჩარჩოში ჩავსვამთქო და არაო... (((((:
ძალიან. ვისიამოვნე❤️
კარგია ასეთი პოზიტიური რომ ხარ და თან სხვებსაც უზიარებ♥️

 


№5  offline წევრი Chocolate from White Hell

Life is beautiful
ვაიმე ❤️
ახლა წავიკითხე ჩემო შოკოლადო.
"იმერული ესკიზები" გამახსენდა. ♥️
კარგადვიცინე და ვისიამოვნე❤️
სამწუხაროდ ასეთი ბავშვობა არ მქონია. არადა ვვიცნებობდი. ♥️ სკოლაშიც მანდატურს ვეხვეწებოდი ოქმი დამიწერეთ ჩარჩოში ჩავსვამთქო და არაო... (((((:
ძალიან. ვისიამოვნე❤️
კარგია ასეთი პოზიტიური რომ ხარ და თან სხვებსაც უზიარებ♥️

მთლად ასეთი არც მე მქონია, მაგრამ რაღაც მიახლოებული მქონდა))) იქიდან გამომდინარე კიდევ, ეს შევქმენი.
გულით მიხარია, თუ ჩემი ნაწერი პაწაწინა ღიმილს გგვრის მაინც❤️
ეგ არის სწორედ ჩემი მიზანიც, რომ ისედაც დამძიმებულ ცხოვრებას, რაღაც შევმატო❤️❤️
შეიძლება ვიყო პოზიტიური, შეიძლება არც, თუმცა პოზიტივის გარეშე, ცხოვრება ვერ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
კიდევ ისიც მახარებს, რომ აქ ხარ)))❤️
გული უდიდესი სითბოთი და ბედნიერებით მევსება❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent