იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 10
ნათია წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გაჰყვა სანდროს საავადმყოფოს ეზოს გარეთ და როგორც კი თვალს მოეფარნენ მკლავი გაითავისუფლა -ნათია აქ რას აკეთებ?!-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით გაცეცხლებულმა ბიჭმა და ამღვრეული ნაცრისფერი სფეროები მის მაწვანე ჩამუქებულ თვალებს გაუშტერა -ახლა მარიანა გვერდით უნდა იყო! ახლა მას ყველაზე მეტად სჭირდები-უთხრა არეული ხმით და ზედმეტად მიუახლოვდა უემოციო სახით მდგომ გოგონას -შენც გჭირდები-თქვა მშვიდი ტონით ნათიამ და სანდროს არეული თვალებიდან მზერა მის აკანკალებულ ხელზე გადაიტანა -დღესვე ბათუმში დაბრუნდები!-ლამის უყვირა, მისი სიმშვიდით წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -მე გადავწყევტ უკან როდის დავბრუნდე!-გაღიზიანდა ნათია -ან შენი ნებით დაბრუნდები უკან ან მე წაგიყვან ჩემი მანქანით! წინააღმდეგობაა თუ გამოწევ იცი რაც მოხდება -თავი ვინ გგონია?-კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა ნათია სახე ალეწილ ბიჭს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ჩაწითლებულ თვალებში -შენ მე ვარაფრის გაკეთებას ვერ მაიძულებ! ამას ვერ შეძლებ -დარწმუნებული ხარ რომ ვერ შევძლებ?-გაეცინა სანდროს და ნათიას არეული თვალებიდან დაძაბული მზერა მის წითელ ტუჩებზე გადაიტანა -სანდრო მე და შენ ერთმანეთისთვის ჯერ კიდევ არავინ ვართ! მგონი ეს გავიწყდება-გაბრაზდა ნათია -ხომ იცი, რომ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ნათია?!-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან ირონია ნარევი ხმით და ოდნავ უკან დაიწია რომ ნათიას სახეზე აღბეჭდილი ემოციები კარგად დაენახა -აქ ვრჩები გასაგებია? და შენ ამაში ხელს ვერ შემიშლი!-უთხრა აღელვებულმა გოგონამ და მიტრიალდა -ნათია-დაუღრინა სანდრომ მიმავალ გოგონას, მოულოდნელად მაჯაში ხელი წაავლო და თავისკენ შეატრიალა, მათი ამღცერეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა-ჩემს მოთმინებას ცდი?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე სანდრომ და ოდნავ მოუჭირა თითები ნათიას მაჯას რადგან გოგონამ ხელის დახსნა სცადა -ხელი გამიშვი-უთხრა აღელვებული ხმით გოგონამ და სანდროს ნაცრისფერი სფეროებიდან მზერა მის ხელზე გადაიტანა -ბათუმში მივდივართ ახლავე-დაუყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და თავისი მანქანისკენ წაიყვანა ნათია, რომელიც კვლავ წინაადეგობის გაწევის გარეშე გაჰყვა, როცა მანქანის კარი გაუღო გაღიზიანებულმა ბიჭმა ხელი გაუშვა ნათიას მაჯას და ფაქტიურად უბრძანა -დაჯექი!-ნათია ძალიან მშვიდი სახით მიტრიალდა და მანქანის კარი ისეთი ძალით მიაჯახუნა დასაკეტათ რომ ხმაურმა თავადვე შეაკრთო -მე გადავწყვეტ როდის დავბრუნდე უკან გასაგებია? -დაჯექი თორემ ძალით ჩაგტენი!-დაუღრინა გაღიზიანებულმა ბიჭმა ყოფილ ცოლს და მზერა მისი სახიდან მანქნააზე გადაიტანა რადგან ნათიას სიმშვიდე და უემოციობა კიდევ უფრო აღიზიანებდა -გეშინია არა?-ჰკითხა ნათიამ ირონია ნარევი ხმით და ცოტა შეეშინდა, როცა სანდრომ ამღვრეული ჩამქრალი, ცივი ნაცრისფერო სფეროები მას მიანათა -იმ პატარა გოგოსი გეშინია -არ გაბედო არ გაბედო მასზე ლაპარაკი!-დაუღრიალა ბოლო ხმაზე სახე წაშლილმა ბიჭმა და ხელები მანქანას ისე დააბჯინა, რომ ხელებ შორის მოიმწყვდია ყოფილი ცოლი რომელიც ისე შეაშინა მისმა ყვირილმა რომ კარგა ხანს ვერ გაბედა სახეში შეეხედა მისთვის -ნათია ვიცი, რომ მის გამო ჩამოხვედი-დაუჩურჩულა ყურში სანდრომ -ვიცი რომ აქ მხოლოდ იმიტომ ხარ რომ შეგეცოდე -უთხრა სუნთქვა არეულმა და თვალებში ჩააცქერდა დამფრთხალ გოგონას -შენი სიბრალური არ მჭირდება ნათია! გესმის? მე მხოლოდ შენი სიყვარული მჭირდება! ახვა არაფერი! საერთოდ არაფერი -აქ სიბრალურის გამო არ ვარ სანდრო-გაბედა ხმის ამოღება ნათიამ და შიშისგან ადგილზე შეხტა როცა გაცეცხლებულმა ბიჭმა მანქანის სახურავს ხელი გამეტებით დაარტყა -ხაარ! აქ მხოლოდ ჩემი სიბრალურის გამო ხარ! მე კი შენი სიბრალური არ მჭირდება! არავის სიბრალური არ მჭირდება გესმის?-დაუღრიალა ბოლო ხმაზე და ხელები ჩამოსწია -არ მჭირდება, არ მჭირდება -გაიმეორა ჩურჩულით უფრო თავისთვის ვიდრე ნათიას მისამართით -სანდრო ასე ნუ იქცევი გთხოვ ის გოგო ხომ შენი... -დაიწყო ნათიამ და ხმა ჩაუწყდა როცა სანდრომ აკანკალებული თითები ლოყებზე უხეშად მოუჭირა -არ გაბედი ამის თქმა-თვალები დაუბრიალა და ხელი ცივად მოაშორა ნათიას გაფითრებულ სახეს, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, ისე დაიძაბა ნათია მისი უხეში ქცევის გამო რომ მეტად ხმის ამოღება ვეღარ გაბედა -ამის დედასაც შევ.ცი-იყვირა სანდრომ როცა გააცნობიერა რომ ნათიას უხეშად მოექცა და შეაშინა -ამის დედაც-თქვა არეული ხმით, მანქანას შემიუარა საჭეს მიუჯდა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა. ნათია დიდხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და მომხდარის გამო ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა გონს, არ ეგონა სანდროზე ასე საშინლად თუ იმოქმედებდა თათიას გამოჩენა, არ ეგონა ასე თუ გააგიჟებდა და გულს ატკენდა სანდროს წარსულთან შეხება, არ ეგონა ასეთი უსუსური და შეშინებული თუ იქნებოდა წარსულის გამო სანდრო. მიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩაძინებული ლალის პალატიდან გასულმა ნათია დაინახა -როგორ გამახარე ნათია, მართლა შენ ხარ თუ მეჩვენები?-ჰკითხა მომღიმარი სახით და ძლიერად ჩაეხუტა რძალს -არ გეჩვენები-გაუღიმა ნათიამ თავზე აკოცა -მია ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ-სახეზე მოეფერა და მისი ხელები ხელში მოიქცია-მაპატიე აქამდე რომ ვერ ჩამოვედი, მითხარი ლალი დეიდა როგორაა, ხომ უკეთაა? -ჰო, მაგრამ წეღან სანდრო შემივარდა გიჟივით პალატაში და ძალიან აანერვიულა დედა, ამიტომ დამაშვიდებელი გაუკეთეს, ახლა სძინავს -ძალიან მიხარია რომ უკეთაა, ნეტავ აქამდეც შემძლებოდა ჩამოსვლა -რას ამბობ ნათია-შეიცხადა მიამ -ჩემს პრინცესას დედიკო სჭირდებოდა, ახლაც როგორ შეგელია მიკვირს -ცოტა იტირა მაგრამ... -მაშინ რატომ ჩამოხვედი ნათია? ცოდოა მემიდას პატარა ანგელოზი-შეიცხადა მიამ -სხვა გზა არ მქონდა...-გაუღიმა ნათიამ -სანდროს გამო ჩამოხვედი...? ასეა?-სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა მიას -იცი არა ვინაა ის გოგონა?...-ინტერესით ჰკითხა ყოფილ რძალს -ვიცი-უთხრა ნათიამ სევდიანი ღიმილით -სანდროს მამას უკავშირდება არა? ასე იმიტომ იმოქმედა მისმა გამოჩენამ დედაზე და სანდროზე ხომ ასეა?-ჩაეკითხა მია ინტერესით, ნათიამ თავი დაუქნია თანხმობის Ნიშნად და სანამ რამეს ჰკითხავდა მია ნათიას, ლაშას ტუჩების შეხებამ შეაკრთო რომელმაც მხარზე აკოცა -ლალი დეიდა როგორაა?-ჰკითხა მომღიმარი სახით ლაშამ ცოლს -სძინავს-არ შეუხედია ისე უპასუხა გაბუტულმა გოგონამ -მია-გაბრაზდა ლაშა -რა ხდება?-დაიძაბა მათი შემხედვარე ნათია, რომელიც , ვერაფრს მიხვდა -არაფერი ნათია-გაუღიმა სევდიანად მიამ -არაფერი?-იყვირა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა, გოგონები კი მოულოდნელობისგან ადგილზე რომ შეხტნენ, საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე-ამის დედაც -იყვირა ისევ და მიას ეტლის სახელურებს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა -მია თვალებში შემომხედე-უთხრა გაღიზიანებული ტონით ცოლს და სახე ისე მიუახლოვა რომ სუნთქვა შეეკრა მისი სურნელით Გაბრუებულ გოგონას -ლაშა გთხოვ თავი დამანებე-აღმოხდა მიას და ცრემლები მოეძალა -დედაშენი უკეთაა... ამიტომ დროა ვილაპარაკოთ! -ლაშა-ფეხზე წამოდგა ნათია და მხარზე ხელი დაადო -დამშვიდდი, გთხოვ, უარესად ნუ გააღიზიანებთ ერთმანეთს -უბრალოდ მასთან ლაპარაკი მინდა -ცოტა დრო მიეცი-გაუღიმა ნათიამ და როგორც კი ლაშა ეტლს მოშორდა მიასკენ დაიხარა -გინდა გარეთ გავიდეთ?-ჰკითხა ატირებულ გოგონას და მიამ რომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად ნათიამ მაშინვე ეზოში გაიყვანა -რა ხდება მია? ასე რატომ იქცევით? -ვიჩხუბეთ-ამოიტირა მიამ და ნათიას მიანათა ცისფერი ჩამქრალი სფეროები -ტელეფონით რატომ არაფერი მითხარი? -მარიანა ცუდად იყო, დედაც, სანდრო საერთოდ გაგიჟდა... აღარ მინდოდა ჩემი პრობლემები დამემატებინა შენთვის-უთხრა ჩავარდნილი ხმით -მია ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ? ისიც ხომ იცი რომ შენი პრობლემა და ბედნიერება ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია? ისიც ხომ იცი რომ შეგიძლია მენდო და გულწრფელად გამიზიარო შენი ყველა პრობლემა? -ვიცი-უთხრა ხელახლა ატირებულმა გოგონამ -მაშინ მომიყევი რა ხდება თქვენ ორ შორის რა პრობლემა გაქვთ-შეეხვეწა ნათია და მისი აკანკალები ხელები ხელში მოიქცია -ნათია ძალიან ცუდად ვარ-აღმოხდა მიას და ხმა ჩაუწყდა -ამას რატომ ამბობ?-დაიძაბა ნათია -თავს საშინლად ვგრძნობ-უთხრა ხმა აკანკალებულმა -მგონია რომ შეცდომა დავუშვი... -რა შეცდომაზე ლაპარაკობ მია-სულ დაიბნა ნათია -მას ცოლად არ უნდა გავყოლოდი-გაიხედა მიამ იმ ფანჯრისკენ საიდანაც ლაშა უყირებდა მათკენ, ინსტიქტურად ნათიამაც იქეთ გაიხედა და კიდევ უფრო დაიძაბა -აღარ გიყვარს?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე თვალცრემლიან გოგონას -მიყვარს, ძალიან მიყვარს, მაგრამ... -არავითარი მაგრამ მია! -დამშვიდდა ნათია -იმას არ გკითხავ ლაშას ისევ თუ უყვარხარ-მეთქი, რადგან მის თაველბში იკითხება ისევ ისე გაგიჟებით რომ უყვარხარ!-უთხრა მომღიმარი სახით და ძლიერად მოუჭირა თითებია მიას აკანკალებულ ხელს -ჰო მაგრამ მგონია რომ ძალიან დავღალე... გესმის ნათია? მე... მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი მიკავია... მაგრამ ეს ვალედბულების გამოა... ის ვალდებულია რომ ყველაფერში დამეხმაროს... მის გარეშე ნაბიჯის გადადგმა...-სიტყვა ნაბიჯზე მიას მწარედ გაეცინა გაჩუმდა და ცრემლები გადმოსცვივდა -ანუ არაფრის კეთება არ შემიძლია გესმის? მაღაზიაშიც კი არ შემიძლია წასვლა... ნათია ძალიან დავიღალე და ლაშაც დავღალე... მგონია რომ ვტანჯავ...ჩემი უსუსურობით და ეტლით მგონია რომ ცხოვრებას ვუმახინჯებ... -მია რას ამბობ-შეიცხადა ნათიამ -როგორ შეგიძლია ამაზე ფიქრი მაშინ როცა ასე ძალიან გიყვართ ერთმანეთი -ნათია თავს დამნაშავედ ვგრძნობ... მგონია რომ ვაიძულებ ჩემთან ყოფნას ჩემი უსუსურობის გამო -მია გთხოვ სისულელეებზე ფიქრი შეწყვიტე!-გაბრაზდა ნათია-ლაშას უყვარხარ მია, ძალიან უყვარხარ, გთხოვ ეს გააცნობიერე... მის თვალებში საკუთარ თავს ვერ ხედავ მია? როგორ გგონია თუ მას ხელს კრავ და მიატოვებ მხოლოდ იმიტომ რომ შენი უსუსურობა გაშინებს... ამით მას თავისუფლებას და ბედნიერებას მიანიჭებ? როგორ გგონია საყვარელი ქალი თუ მასზე უარს იტყვის ლაშა რა მდგომარეობაში აღმოჩნდება? გგონია იმას იფიქრებს რომ შენგან გათავისუფლდა და ეს გაანედნიერებს? არა მია! არა! გესმის? ა რ ა! -სამყარო-დაიწყო მიამ და თვალებში ჩააცქერდა ყოფილ რძალს -ის ჩემთვის ისეთი აღაარა როგორც ადრე იყო... ახლა მე მას ბორბლებით შევიგრძნობ... იცი ეს რა რთულია? ახლა მე ვალდებული ვარ ის გავაკეთო რაც სხვებს სურთ... იქ წავიდე სადაც მათ სურთ... მაშინ წავიდე როცა მათ სურთ...ოცნებები ნათია... ოცენებიც კი შეზღუდული მაქვს... რადგან აზრი არ აქვს ოცნებას ბორბლებით... სახლში ვერაფერს ვაკეთებ... საერთოდ არაფერი არ შემიძლია, საჭმელიც კი არ მომიმზადებია არცერთხელ რადგან შეზღუდული ვარ ნათია... ყველაფერს ქეთი აკეთებს, საერთოდ ყველაფერს... სულ მიღიმის მაგრამ ვგრძნობ როგორ სტკივა გული... ლაშა... მის თვალებში ყოველდღე ვხედავ შიშს, ტკივილს, იმედგაცრუებას და ყველაზე მეტად სინანულის განცდას... ეს გულს ძალიან მტკენს ნათია, ეს ყველაფერი ძალიან რთულია... ბავშვი... ექიმმა მითხრა რომ მეყოლება მაგრამ როგორ გავზრდი მას მე? როგორ მოვუვლი? როგორ შევძლებ მისთვის რამის გაკეთებას როცა საკუთარი თავის მოვლაც კი მიჭირს... -შენი კარგად მესმის მია, ვხვდები რასაც განიცდი... ის ბედნიერი აღფრთოვანების დღეები დასრულდა, პრობლემებს დაეჯახე და გამოსავალს ვერ პოულობ, Უსუსურობის განცდა დაგეუფლა ამან კი გული გატკინა...მაგრამ ასე მარტივად არ უნდა დანებდე ცხოვრებას... მითუმეტეს მაშინ როცა გვერდით საყვარელი ადამინი გყავს მია... სასოწარკვეთაში ნუ ჩავარდები პირველივე სირთულის დროს! მთავარია რომ ერთმანეთი ისევ ისე ძლიერად გიყვართ, სხვა ყველა პრობლემა მოგვარებადია, მითუმეტეს მაში როცა გვერდით ის მამაკაცი გყავს რომელსაც შემი უსიტყვოდ ესმის მია... ვფიქრობ ამ შემთხვევაში ლაშას უსამართლოდ ექცევი, შენი სიშორე მას თავისუფლებას და სიმშვიდებს კი არ მიანიჭებს გაანადგურებ მია... გააცნობიერე ის, რომ მას შენ სჭირდები, ასე რომ არ იყოს პირველივე შესაძლებლობისთანავე ხელს გკარვდა, შენგან წავიდოდა, ცდები თუ გგონია რომ კაცს სინანულის ან სხვა გრძნობის გამო შეუძლია ქალთან ყოფნა, მითუმეტეს როცა ეს ქალი მისი ცოლია! კაცს მხოლოდ მაში შეუძლია ქალთან ყოფნა როცა ის ძალიან უყვარს მია! ეს გააცნობიერე, გაიაზრე და შეისისხლხორცე -ნათია მართლა ასე ფიქრობ?-გაეღიმა მიას -კი არ ვფიქრობ ასეა მია, შენს არანორმალურ ძმებს შეხედე-გაეცინა ნათიას -მე წავედი, სანდრო მივატოვე... რამდენი დრო გავიდა მაგრამ მის გულამდე მისვლა ვერავინ შეძლო... არ მგონია მთელი ეს დრო, ჩემს ერთგულებაში ამოხდომოდა სული, მაგრამ მის გერდით არავინაა, იმიტომ რომ სხვა ვერ შეიყვარა. ნიკას შეხედე, ანი გათხოვილი იყო, მაგრამ მის გულამდე მაინც ვერავინ ვერ შეძლო მისვლა და შესაბამისად არც უფიქრია სხვაზე დაოჯახება... ლაშაც ასეა, უყვარდი, ძალიან უყვარდი და მაგიტომაც გახდი მისი ცოლი მია და არა იმიტომ რომ ებრალებოდი... სიყვარულის გარდა სხვა გრძნობით ოჯახის შექმნას სისულელეა მითუმეტეს კაცი ამას არასოდეს იზამს როცა საქმე მისი ძმაკაცის დას ეხება! სიბრალურის გამო ხომ საერთოდ მია, გთხოვ ლაშას უბრალოდ დაელაპარაკე, აუხსენი, გულწრფელად გაუზიარე შენი გრძნობები და ყველაფერი მარტივად მოგვარდება -ახლა არ შემიძლია მასთან ლაპარაკი ძალიან ცუდად ვარ -მე დაველაპარაკები ვეტყვი რომ დრო მოგცეს დასაფიქრებლად, დასამშვიდებლად კარგი?-გაუღიმა ნათიამ და როცა მია ნიკას გაჰყვა სახლში მოსაწესრიგებლად ნათიამ ლაშას დაურეკა და საავადმყოფოს გასასვლელთან შეხვდა -ნათია რამე გითხრა?-დაინტერესდა ლაშა-ვერ ხვდები რა დაემართა -ნუ ღელავ გაუვლის, დედამისის ამბავმა ცოტა არია -სახლში არ მომყვება, არ მელაპარაკება, ჩემი დამახვაც კი აღიზიანებს -ცოტა დაბნეული და შეშინებულია, გაუვლის -რატომ ვერ ვხვდები, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა ჩვენს შორის, დედამისის ამბის მერე აირია...ვცდილობ არფერი ვაწყენინო, სულ იმას ვცდილობ საკუთარი ემოციები და სიტყვები ვაკონტროლო რომ უნებურად გული არ ვატკინო, დედაჩემი ხომ საერთოდ -ლაშა ასე განსაკუთრებულად ნუ ექცევი, ისე მოექეცი როგორც ჩვეულებრივ მოექცეოდი, ასე უფრო ძაბავ, აბნევ, აღელვებ, არ უნდა რომ განსაკუთრებულად ექცეოდეთ, უნდა რომ თავი საჭირო, მნიშვნელოვან და ჩვეულებრივ ადამიანად იგრძნოს, გესმის რას გეუბნები? ჰგონია რომ გეცოდება... ასეთ შთაბეჭდილებას ნუ შეუქმნი გთხოვ, ხომ გიყვარს? მასაც ხომ უყვარხარ? ჰოდა ნუ ეცდები რომ აკონტროლო გრძნობები და ემოციები გესმის რას გეუბნები? -ძალიან დავიბენი ნათია -ვიცი მეც დამაბნია მიას სიტყვებმა, მაგრამ ასეა, განიცდის ამ ყველაფერს და ეცადე სხვაგვარად მოიქცე მასთან, კიდევ დაველაპარაკები. -კარგია რომ ჩამოხვედი, ერთადერთი ადამინი ხარ ვისაც ასე გულწრფელად დაელაპარაკა თავის გრძნობებზე, მე არაფერს მიყვება -ქმარი ხარ და უჭირს ბოლომდე გულწრფელობა, ხომ ხვდები-გაუღიმა ნათიმ -ჰო მართლა სანდროს ვურეკავ და გუშინდელიდან გათიშული აქვს ხომ არ იცი რა სჭირს მის ტელეფონს? -დაამტვრია-უთხრა ლაშამ -სანამ აქ მოვიდოდა, დედამის და შენ გნახავდათ, ვიღაცის ნომრით დამირეკა დედამისზე როგორ იყო და მკითხა მაშინ მითხრა -გაეცინა ბიჭს -ნეტავ რატომ არ მიკვირს?-გაეცინა ნათიას-გთხოვ კიდევ თუ დაგირეკავს გამაგებინე -აუცილებლად, ისე აქ რჩები ხომ ? -ჰო ნინისთან ვიქნები... ცოტა ხანს აქ ვიქნები -მიხარია-გაუღიმა ლაშამ და საავადმყოფოში შევიდა, ნათია კი ნინისთან მივიდა რომელიც აშკარადგ გააოცა დის სტიმრობამ და ძალიან გაახარა. მეორე დღეს საავადმყოფოში მისულ ნათიას უსიამოვნო ამბავი დახვდა, ლალის პალატის წინ მიაღთან ერთად ვიღაც ორი, მისთვის უცნობი გოგონები იდგნენ და რᲐღაცაზე გულიანად იცინოდნენ, ნათიას მიახლოებისთანავე გაჩუმდნენ და სამივე მას მიაჩერდა, ცოტა დაძაბა ნათია უცნობი გოგონების მზერამ და უსიამოდ შეეკუმშა გული -გოგონებო გაიცანით ეს ნათიაა ჩემი რძალი, ნუ ამ ტეაპზე სანდროს ყოფილი მეუღლე-თქვა მიამ მომღიმარი სახით -ნათია ეს კი ნინოა-მიუთითა მისი ასაკის გოგონაზე, ეს კი ლიკაა მისი და-ამ სიტყვებზე ნათია საშინლად დაიძაბა და მზერა ნინოდან თავისი ასაკის გოგონაზე გადაიტანა -და სანდროს მენეჯერი-დაამატა მიამ, აქ კი საბოლოოდ გამოვიდა წყობრიდან ნათია და ამღვრეული თვალები გაუშტერა გოგონას მომღიმარ სახეს, თავისდა უნებურად მისი სახის თითოეული ნაკვთი შეისწავლა და თვალი ჩააყოლა მის უზადო სხეულს -სასიამოვნოა-გაუღიმეს დაბმა და მიას მიაჩერდნენ -აუ სანდრო არ მოვა?-იკითხა ლიკამ -ძალიან მიდა მისი ნახვა-ეს ბოლო იყო, ნათიამ საბოლოოდ დაკარგა წონასწორობა და დაუფიქრებლად უთხრა -არ მოვა-ამ სიტყვებზე სამივემ მისკენ გაიხედეს, ნათია საშინლად დაიძაბა, მია მიხვდა ნათიას გაღიზიანების მიზეზს და ეშმაკურად გაეღიმა -მემგონი მოვა-შეეწინაადეგა რძლის სიტყვებს და მის რეაქციას დაელოდა -არ მოვა ზუსტად ვიცი-თქვა დარწმუნებით და მიას თვალები დაუბრიალა, რომელიც თავს ვეღარ იკავებდა ისე უნდოდა ახლა გულიანად ეცინა ამ ამბავზე -აუ რა ცუდია-ტუჩები უკმაყოფილო სახით დაბრიცა ლიკამ-ტელეფონიც გათიშული აქვს -დაამტვრია-მიახალა ნათიამ და ლიკას შავ თვალებს გაუშტერა მწვანე ამღვრეული სფეროები -მართლა როგორ? არადა მე შევურჩიე ქეისი, წესით მარტივად არ უნდა გატეხილიყო-უთხრა ლიკამ გამომწვევი ტონით ნათიას, აი აქ მიამ ვეღარ შეიკავა თავი და გაეცინა -თვითონ დაამტვრია-უთხრა ნათიამ ბრაზნარევი ტონით და მზერა მისი ალეწილი სახიდან მიაზე გადაიტანა -სამწუხაროა-თაქვა ლიკამ და მიას მიაჩერდა -თუ მოვა უთხრი დამირეკოს-გაუღიმა აკოცა და გრაციოზულად ჩაუარა ნათიას, როგორც კი თვალს მიეფარნენ დები მიას სიცილი აუტყდა -ამას რას მოვეწარი არ მჯერა-გიჟივით იცინოდა -მია იცოდე წავალ-გაებუტა ნათია -კარგი კარგი რძალო-მიამ ხელი ჩაკიდა და სცადა როგორმე დაწყნარებულიყო. ლალის რომ გაეღვიძა და მია შევიდა მასთან მაშინვე დაიძაბა -მია სანდრო არ მოვიდა არა?-ჰკითხა ჩავარდნილი ხმით -არა არ მოსულა -არც დაურეკია? -არა -სადაა არც ის იცით არა?-ცრემლები მოეძალა ქალს -არა -ნათია მოვიდა? -ჰო დედა დღესაც მოვიდა -შეგიძლია დაუძახო? -დედა არ მინდა ინერვიულო -გთხოვ დაუძახე უნდა დაველაპარაკო -დედა გთხოვ მშვიდად იყავი, ვიცი იმ გოგონაზე გინდა ლაპარაკი -მია დაუძახე გთხოვ-შეეხვეწა ლალი -კარგი-მია პალატიდან გავიდა და მალევე ნათია შევიდა -მიხარია რომ ჩამხვედი-უთხრა ლალიმ არეული ხმით -სხვაგვარად არ შემეძლო-უთხრა ნათიამ მშვიდი ტონით და ლალის გაფითრებულ სახეს დააკვირდა -ნათია შენ იცი ის გოგონა ვინცაა ხომ ასეა?-ჰკითხა ლალიმ შიშით -ვიცი -თვითონ სანდრო მოგიყვა ადრე მის შესახებ არა?-ჩაეკითხა ლალი-სხვა გვარად ვერ გეცოდინებოდა და ვერ მიხვდებოდი ვინაა ის გოგონა და რატომ დაგვემართა მისი გამოჩენის გამო ასეთი რამ მე და მას, ხომ ასეა? -დიახ, წლების წინ მთვრალმა მომიყვა... -შეგიძლია მითხრა რა მოგიყვა?-დაიძაბა ლალი -მითხრა რომ მამამისი იპოვა-თქვა ნათიამ ჩურჩულით და საშინლად აღელდა როცა ლალის სახე წაეშალა -ცუდად გამოიყურებით, იქნებ სხვა დროს ვილაპარაკოთ? -არა ახლა, ახლა ნათია-შეეხვეწა ლალი -მითხრა რომ თქვენზე ჰკითხა და თქვენთან ნაცნობობა უარყო -ესე იგი მამაისი ნახა, პირისპირ შეხვდა და მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი-ატირდა ლალი და სახეზე ხელები აიფარა -ლალი დედიდა-შეეშინდა ნათიას ისევ რამე არ დანართნოდა -მომიყევი, გთხოვ მომიყევი ეს უნდა ვიცოდე-უთხრა ლალიმ და ცრემლები მოიწმინდა -მითხრა რომ მამამის წარსულზე რაღაცეები ჰკითხა, მაგრამ მან ყველაფერი უარყო, საერთოდ ყველაფერი, მითხრა რომ შვილზეც ჰკითხა, თუ გყავს ბიჭიო, იმ კაცმა კი მიახალა მე ერთი შვილი მყავს, გოგონა და მას თათია ჰქოვიაო, ეს იყო მათი პირველი და ბოლო შეხვედრა, სანდრო წამოსულა ისე რომ თავის ვინაობაზე არაფერი უთქვამს იმ კაცისთვის...ერთხელ კი თათიასთან ერთად უნახია, ეს მაშინ მითხრა როცა უგონოდ მთვრალი მოვიდა... კარგად ვერც გავიგე რა მოყვა მაგრამ მივხვდი რომ ის კაცი და თათია ნახა ... -ღმერთო და მთელი ეს წლები გულში ინახავდა ამ ამბავს-ატირდა ისევ ლალი-მე კი ერთხელაც არ მიკითხია მისთვის ამაზე რამე... ღემრთო მე ძალიან ცუდი დედავ არ, ცუდი ადამინი ვარ ნათია...ძალიან ცუდი -ასე არაა-ნათია მიუახლოვდა ატირებულ ქალს და მისი ხელი ხელში მოიქცია -უბრალოდ გეშინოდათ -მე სანდროს ზიზღში გავზარდე ნათია... მთელი ჩემი გადატანილი შიშის, ზიზღის, სიძულვილის და აგრესისს სამიზნედ ვაქციე, ჩემი უდანაშაულო შვილი დამნაშავედ ვაქციე ნათია-ლალი თვალებში ჩააცქერდა რძალს -მე მას ვსჯიდი , მამამისის ცოდვებისთვის ნათია, მე მას ცხოვრება მოვუწამლე ჩემში არსებული ზიზღით, ახლა კი იტანჯება ,საშინლად იტანჯება ჩემი შვილი, ჩემი დაშვებული შეცდომების გამო, მე მას ვაიძულე იგვეს გადატანა რაც მე გადავიტანე, მთელი სიმძაფრით განვაცდევინე ის ტკივილი რასაც მე ამდენი წელი დავატარებდი, ჩემი სიცივით მისი გული ყინულად ვაქციე, მე გავანადგურე მისი ოცნებები... მე დავუშვი საშინელი შეცდომა და ახლა როცა მეგონა თავი დააღწია წარსულს თათია შემიჭრა ჩვენს ცხოვრებაში... თათია ის გოგონა, რომელმაც თავისდა უნებურად ისვე იმ ჯოჯოხეთში დაგვაბრუნა საიდანაც მეგონა გამოვაღწიეთ, მეშინია ძალიან მეშინია რომ სანდრო ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს ნათია -ნე გეშინიათ, უფლებას არ მივცემ რომ ისევ იქ დავბრუნდეთ საიდანაც დავიწყეთ -ახლა უფრო მტკივნეული იქნება მისთვის წარსულთან დაჯახება, გთხოვ მარტო არ დატოვო... შენ ართადერთი ადამინი ხარ ვისაც შეუძლია რომ მას გაუგოს, მოუსმინოს და დაეხმაროს... ჩვენ ყველას ხელს გვკრავს ვიცი...არავის მოგვცემს უფლებას რომ დავეხმაროთ... მე ამას ვიმსახურებ კიდევც... მაგრამ შენ... ნათია შენ ხელს ვერ გკრავს, ძალიან უყვარხარ, შენ ერთადერთი ხარ ვინც მის დახარებას შეძლებს -ვიცი და აქ სწორედ მაგიტომ ვარ, მივხვდი რომ თათიას ნახვამ მიგიყვანათ ამ მდგომარეობამდე და ვიცოდი რომ სანდრო ისევ გაგიჟდებოდა ამ ამბის გაგების მერე -არც კი ვიცოდი რომ იმ ... იმ კაცს შვილი ჰყავდა, გეფიცები მე ახლა გავიგე... რომ მცოდნოდა ვეცდებოდი რომ სანდრო როგორმე დამეცვა წარსულისგან... -ვიცი რომ არ იცოდით, სანდრომაც იცის ეს -ნათია წარმოდგენაც კი მიჭირს თუ ახლა რა მდგომარეობაშია ის -ნუ გეშინიათ, გაუვლის, ამასაც გადაიტანს, ის ხომ მისი დაა, მას ხომ არაფერი დაუშავებია -ჰო მაგრამ ის იმ კაცის შვილია რომლისგან მოყენებულმა ტკივილმა მეც და ისიც ბოლომდე გაგვანადგურა, დაგვანგრია... ძლივს როგორღაც ცხოვრების გასაგრძელებლად გზა ვიპოვეთ და ახლა ის გოგონა ხელახლა გვაბრუნებს იმ ჭაობში... მეშინია უფრო იმაზე ღრმად არ ჩავიძიროთ ვიდრე ვიყავით, მითუმეტეს ახლა როცა სანდროს დაშორდი... ვიცი ეცდები დაეხმარო, მაგრამ ისიც ვიცი რა რთულია შენთვის მის გვერდით ყოფნა, რადგან ის საშინლად მოგექცა... ეს თავადაც იცის, იცის რომ საშინლად გატკინა, იცის რომ გაგანადგურა, ახლა ასმაგად მტკივნეული იქნება იმის აღქმა მისთვის რომ ის ერთხელ უკვე ძალით შეგეხო, მეორეთაც იგივეს ცდილობდა... ახლა უფრო მეტად გააცნობიერებს თავის დანაშაულს, ახლა უფრო მძაფრად შეიგრძნობს დანაშაულის სიმწარეს და მეშინია რამე სისულელე არ ჩაიდინოს... ვიცი რომ საკუთარი თავი შეზიზღდება კიდევ უფრო მეტად -ნუ გეშინიათ, მე მას უფლებას არ მივცემ რომ ცხოვრება გაინადგუროს და ჩვენც გაგვანადგუროს -გგონია რომ შეძლებ მის დახმარებას? -ახლა უფრო რთული იქნება მისთვის შენთან ახლოს ყოფნა... ახლა მატად გააცნობიერებს როგორ გატკინა და შეიძლება უფლება აღარ მოგცეს რომ მასთან ახლოს იყო -ვიცი... ვიცი რომ ეს რთული იქნება, მაგრამ პირობას გაძევთ რომ მე მას უფლებას არ მივცემ ისევ იმ ჭაობში ჩაეფლოს. მთელი დღე არ გამოჩნდა ისევ სანდრო და საშინლად ღელავდა ყველა მასზე, მხოლოდ ერთხელ დაურეკა ლაშას და ჰკითხა ლალი როგორ იყო, ლაშამაც მაშინვე ნათიას დაურეკა -სანდეოს ველაპარაკე მითხრა კარგად ვარო -რა თქმა უმდა არ გითხრა სად იყო არა? -არა მაგრამ მითხრა რომ იმ ადგილასაა საიდანაც კარგად ხედავს როგორ ზედმეტია ამ სამყაროსთვის -მთვრალი იყო? -ჰო... თან სვამდა რომ მელაპარაკებოდა -ვიცი სადაცაა-უთხრა ნათიამ მშვიდი ტონით -მართლა? -გაუხარდა ლაშა -წავალ, ან წავიდეთ თუ გამომყვები -არა მარტო წავალ -დარწმუნებული ხარ? -ჰო, მიას დაურეკე და უთხარი არ ინერვიულოს... სანდრო ცივ მიწაზე იჯდა, ვისკის ბოთლით ხელში და უყურებდა ღამის თბილისის ულამაზს ხედს, აქ უყვარდა მოსვლა, აქედან ხელის გულზე იშლებოდა მთელი თბილისი, ნელ-ნელა წრუპავდა მჟავე სითხეს ნახევრად დაცლილი ბოთლიდან და გრძნობდა როგორ უდუღდებოდა ალკოჰოლით გაჯერებული სისხლი ძარღვებში, როგორ ებინდებოდა გონება და ეკვრებოდა თვალებს ბინდი, თუმცა კარგად ხედავდა თორმეტი წლის გოგონას ყავისფერი დათუნიათი ხელში რომელასც მამა ეხმარებოდა მანქანმდე მიტანაში...ეს კადრი უწყეტად და გაუჩერებლად ტრიალებდა მის გონებაში, თვალები მაგრად დახუჭა მაგრამ ის პატარა გოგონა და მამაისი თავს არ ანებებდნენ... არ შორდებოდა მათი მომღიმარი სახეები მის ნაცრისფერ ჩამქრალ ცივ თვალებს -საკმარისია, გეყოფათ-იღრიალა ბოლო ხმაზე გაავებული ფეხზე წამოვარდა და ვისკის ბოთლი ქვიან გზაზე დაახეთქა რომლის ნამსხვრევები ვიღაცას მიეყარა ფეხებზე, სამდრომ არეული თვალები ააყოლა შიშველ ფეხებს და მოკლე კაბის კიდეზე შეაჩერა, მერე უფრო ნელა ააყოლა თვალი გოგონას სხეულს და თვალი გაუშტერა მის მწვანე ჩამქრალ სფეროებს -ნათია?-აღმოხდა სანდროს და გიჟივით გაეცინა ეგონა ეჩვენებოდა, ამიტომ არეული თვალები მისიდან თავის ფარებ ანთებულ მანქნაზე გადაიტანა, ორივე ხელი მიაბჯინა და თავი დახარა, ეგონა საბოლოოდ შეიშალა, მოულოდნელად თავი ასწია და ისევ რომ ვერ მოიშორა თვალებიდან თათიას და მამისის სახეები ხელები დაარტყა მანქაის სახურავს და დაიღრიალა -გეყოფა!-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ და სანდროს მიუახლოვდა, თავისკენ მიატრიალა და Მისი სახე ხელებში მოიქცია -მეჩვენები არა?-ჰკითხა სანდრომ და მის ხელებს შეახო თავისი აკანკებული ხელები -აქ ვარ.. შენთან...-უთხრა ნათიამ და სასმლისგან ჩაწითლებულ თვალებში ჩააცქერდა -გესმის? მე აქ ვარ შენთან -ნათია-აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს და თვალები დახუჭა, მის შუბლს მიაბჯინა ცივი შუბლი და დაიჩურჩულ -შენ მოხვედი...ჩემთან მოხვედი -ჰო მოვედი-ხმა აუკანკალდა გოგონას -რატომ?-ჰკითხა მოულოდნელად სამდრომ და მისი ხელები ცივად მოიშორა სახიდან, ნათია ადგილზე გაიყინა -მიპასუხე-უთხრაა ბრაზნარევი ტინით სბიჭმა -მეე-ძალიან დაძაბა მისმა აგრესიულმა ტონმა გოგონა -ვიცი რატომაც მოხვედი-უთხრა ბიჭმა და მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა -სანდრო-შეეხვეწა ნათია რაღაცას და ხმა ჩაუწყდა -იმიტომ მოხვედი რომ გეცოდები და არა იმიტომ რომ გიყვარვარ -იმიტომ მოვედი რომ დახმარება გჭირდება და მინდა დაგეხმარო-ძალა მოიკრიბა ნათიამ და მკაცრად უთხრა -რატომ გიმდა, რომ დამეხმარო, სწორედ ეგ მაინტერესებს-უღრიალა წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა, შეშინებული ნათია ადგილზე შეხტა და თვლები დახუჭა რამდენიმე წამით, რომ აზრზე მოსვლა შესძლებოდა -მიპასუხე -უყვირა ისევ და ნიკაპზე უხეშად წაავლო ხელი -თვალებში მიყურე -უთხრა ბრაზნარევი ტონით და თავი ააწევინა, ნათიას უნებურად ცრემლები გადმოუცურდა თვალებიდან და ამან კიდევ უფრო გააგიჟა ისედაც გადარეული ბიჭი -ამის დედას შევ.ცი ამის დედაც -იღრიალა ბოლო ხმაზე სანდრომ, ნათიას ხელი გაუშვა და მანქანის კარის მინას დარტყა ბრაზისა და მრისხანებისგან შეკრული მუშტი, ნათიამ შიშისგან შეკივლა როცა სამდროს სისხლიანი ხელი დაინახა მინა კი ბზარებ გაჩენილი ურყევად იყო თავის ადგილზე -საკმარისია გეყოფა თავის წამება - მივარდა სანდროს და თაველბში ჩააცქერდა -გეყოფა შეწყვიტე -აქ, ჩემთან ერთად რატომ ხარ?-ჰკითხა ჩამწყდარი ხმით და წელზე შემოაჭდო აკანკალებული ხელები გაბრაზებულმა ბიჭმა, ნათიას მაშინვე სუნთქვა შეეკრა შიშისგან და უნებურად მკერდზე მიაბჯინა ხელები -წადი-აღმოხდა მისი ქცევით გაღიზიანებულ ბიჭს და ხელები გაუშვა -ვერ წავალ მარტოს ვერ დაგტოვებ-უთხრა ხმა აკანკებულმა გოგონამ და მზერა მისი ამღვრეული თვალებიდან, მის სისხლიან ხელზე გადაიტანა -მინდა რომ წახვიდე!-უთხრა მშვიდი ტონით სანდრომ და მამქანისკენ მიტრიალდა ხელები დაბჯინა ისევ და მიწას დააჩერდა -აქ იმიტომ არ ვარ რომ მეცოდები-უთხრა ნათიამ ისე რომ მისი პროფილისთვის თვალი არ მოუშორებია -მაშინ რატომ ხარ?-გახედა სანდრომ -არ მითხრა რომ ჩემი აღარ გეშინია, ვიცი რომ ისევ გეშინია ამას ვგრძნობ როცა გეხები -გინდა სიმართლე გითხრა? გეტყვი-უთხრა თირებულმა გოგონამ და მოსაცმელის მაჯებით მოიწმიმდა გაფითრებულ ღაწვებზე გადმოცურებული ცრემლები -შენი, მეშინია! ძალიან მეშინია, გესმის? ამ ქვეყნად ყველაზე მეტად შენი მეშინია-სანდრომ მზერა აარიდა ყოფილი ცოლის წაშლილ სახეს და ისევ მიწას დააცქერდა -გაინტერესებს მეცოდები თუ არა? მეცოდები,ძალიან მეცოდები! რადგან შენ ზიზღში გაგზარდეს, პასუხი გაგებისნეს იმ შეცდომებისთვის რაც მამაშენმა დაუშვა! გაპატიე თუ არა წარსულის შეცდომები? არვიცი, რეალურად მართლა არ ვიცი რას განვიცდი ახლა შენს მიმართ, მაგრამ ერთი რამ რაც ზუსტად ვიცი არის ის რომ აქ ჩემი სურვილით ვარ იმიტომ რომ მინდა თავი მარტოდ არ იგრძნო, მინდა გააცნობიერო რომ მჭირდები არ მინდა უკან დაბრუნდე იმ ჭაობში საიდანაც ამოსვლას ჩვენი სიყვარული შესწირე მსხვერპლად, მინდა მიხვდე რომ შენს მიმართ არსებული განსაკუთრებული გრძნობა მაიძულებს დღეს აქ ყოფნას რომელიც შიშზე და სიბრალურზე ბევრად უფრო ძლიერია, წინაადეგ შემთხვევაში მე ბერ შევძლებდი აქ მოსვლას -გრძნობა?-უთხრა სანდრომ არეული ხმით და ნათიას მიუახლოვდა -გრძნობა -დაეთანხმა ნათია და სანდრომ მკლავში რომ წაავლო ხელი საშინლად დაიძაბა -წამოდი-უთხრა მშვიდი ტონით და მანქანსთან მიიყვანა, ნათია მიჰყვა, სამდეომ კარი გააღო -მიდი დაჯექი ნათია -სანდრო-აღელდა ნათია -შენი გრძნობა ხომ შიშზე და სიბრალურზე ძლიერია?-თვებში ჩააცქერდა სანდრო თვალებაწყლიანებულ გოგონას და ნათიამ არაფერი რომ უპასუხა დაუღრინა -დაჯექი მივდივართ -საად?-ჰკითხა საცოდავა გოგონამ -მენდე, გრძნობებით იმოქმედე და არა გონებით -სანდრო მაშინებ -დაიძაბა ნათია -რატომ? შენ ხომ აქ განსაკუთრებულმა გრძნობამ მოგიყვანა?-დაუღრინა ისევ და სავარძელზე მიუთითა -დაჯექი თორემ ძალით ჩაგტენი-ნათია მიხვდა რომ სანდრო გამოცდას უწტობდა მასაც და საკუთარბთაბსაც ამიტომ მანქნაში ჩაჯდა, ღვედი შეიკრა სანდროსს კარი ცხვირ წინ გამეტებით მიიკახუნა და როცა საჭეს მიუჯდა გაავებული ბიჭი ურეაქციოთ მიაშტერდა საქარე მინას, სანდრომ მანქანა ადგილს მოწყვიტა და გიჟივით ააგდო გზატკეცილზე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.