იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 11
სანდრო სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებდა, მაგრამ ნათიას რეაქცია არ ჰქონია ამ ყველაფერზე, ჩუმად მშვიდად და უემოციო სახით იჯდა ერთ ადგილზე მიყინულივით და დროდადრო სანდროსკენ იხედებოდა რომლის სახეზე აღბეჭდილი ემოციები მასში შიშს კი არა სიბრალურს უფრო იწვევდა. სანდრო გრძნობდა ნათიას მზერას და განზრახ ჯიუტად არ იხედებოდა მისკენ, რადგან ძალა არ ჰყოფნიდა დაპირისპირებოდა მისგან მომავალ გრძნობათა იმ სიმძაფრეს რომელშიც დანამდვილებით იცოდა რომ სიყვარულის გარდა ყველაფერი ერთად იქნებოდა. ნათიამ მაშინ დაკარგა სიმშვიდე და წონასწორობა როცა სანდრომ მთავარი გზიდან მცხეთისკენ გადაუხვია, დაბნეული მიაჩერდა ყოფილ ქმარს აღელვებული გოგონა, სანდრომ ამ ჯერად ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა ნათიას მწვანე სფეროებისთვის და თავადაც მიიხედა მისკენ, მათი დაძაბული მზერა ერთმანეთს შეეფეთა, სულ რამდენიმე წამს გაუძლეს ერთმანეთის თვალებიდან მომავალ ზიზღს და ერთდრიულად გაექცნენ ერთმანეთის ცივ, უსუცოცხლო, ჩამქრალ, თვალებს, ნათიას სუნთქვა შეეკრა როცა სანდრომ იმ ქუჩისკენ გადაუხვია სადაც ის სახლი იდგა რომლიდანაც გაექცა მას. წარსულში დაბრუნებამ იმაზე მეტად ატკინა გული ვიდრე წარმოედგინა, მაგრამ მაინც არ იღებდა ხმას, არ ეწინააღმდეგებოდა ყოფილ ქმარს, არც შიშს გრძნობდა თავისდა გასაკვირად, მხოლოდ აუტანელ ტკივილს გრძნობდა გულში რადგან ხვდებოდა სანდრო ასე რატომაც იქცეოდა, ხვდებოდა რომ მას წარსულთან დაპირისპირება და მისგან განთავისუფლება უნდოდა, ამიტომაც მოწოლილი ცრემლები და სათქმელი სიტყვები უკან გააბრუნა სადღაც გულის სიღრმეში და დაელოდა სანდროს მოქმედებაზე გადასვლას, ხვდებოდა რომ ეს თავადაც სჭირდებოდა, საბოლოოდ უნდა დაესვათ წერტილი წარსულისთვის სხვაგვარად ცხოვრების გაგრძელებას უბრალოდ ვერ შეძლებდნენ არა თუ ერთად ყოფნას, ამიტომ მშვიდი უემოციო სახით მიაჩერდა ყოფილ ქმარს როცა მან ეზოში შეაყენა მანქანა და გააჩერა, სანდრომ ისე რომ ნათიასთვის არ შეუხედია მბრაძანებლური ტონით უთხრა -გადადი-ნათია ძალიან გაღიზიანადა, მაგრამ არაფერი უპასუხა, ღვედი მოიხსნა, მანქანიდან პირველი გადავიდა და კარი გამეტებით მიაჯახუნა, რამდენიმე ნაბიჯი წადგა წინ და მანქანის ფარების ფონზე განათებულ სახლს მიაჩერდა რომელიც ამის გამო კიდევ უფრო საზარლად გამოიყურებოდა, გააჟრჟოლა, ამ სახლიდან მომავალმა სიცივემ გული თითქოს გაუყინა, ვერ შეძლო, ვერ გაუძლო წარსულის მოგონებების ძლიერ ტალღას, რომელიც მთელი ძალით შეეხეთქა მის სულს, გონებას და გულს, ამიტომ მზერა აარიდა ამ საშინელ სახლს და მწვანე ჩამქრალი თვალებით ყოფილს ქმარს მიაჩერდა რომელიც მთელი ეს დრო მანქანაში იჯდა და წამით თვალს არ აშორებდა მის წაშლილ სახეს, საზარელი სიჩუმე ჩამოწვა, იმდენად იმოქმედა ორივეზე უკან, წარსულის მახინჯ მოგონებაში დაბრუნებამ რომ თითქოს ადგილზე გააქვავა ორივე, სანდრომ იგრძნო ნელ-ნელა როგორ შეეპარა მის სხეულს შიშის და ზიზღის მჟავე გრძნობა, რომელმაც წამში მოიარა მისი სხეულის თითოეული უჯრედი და ადგილზე გაყინა ცხელი სისხლი, დიდხანს ძალიან დიდხანს ვერ მოახერხა მანქანიდან გადასვლა რადგან გრძნობდა რომ სხეული უბრალოდ არ ემორჩილებოდა, ძალა გამოცლილი იყო და ვერ ახერხებდა რომ რაღაც მაინც გაეკეთებინა, უარესი დაემართა როცა ნათიამ კიბეები აიარა და სახლის კარის წინ დადგა, ამ დროს თითქოს გაყინული სიხლი წამში აუდუღდა, უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს განთავისუფლდა იმ საშინელი ზიზღის გრძნობისგან რაც ბოჭავდა და მანქანის ფარები ჩააქრო, მშვიდად გადავიდა, კიბეები აიარა, ნათიას უკან დადგა და ისე მოარგო რკინის კარს გასაღები, ნელ-ნელა გადაატრიალა და კარის სახელური ისე დაქაჩა რომ მისი ცხელი სუᲜთქვა ნათიას ყელზე მიეფრქვია, გოგონამ თვალები დახუჭა რამდენიმე წამის განმავლობაში და წარსულიდან მივარდნილ გიჟურ დამღლელ და მტანჯველ ემოციებს უფლება მისცა მის გულში, გონებაში, სულში Ნელ-ნელა შეეღწიათ, სანდრო მიხვდა რომ ნათიას მასზე მეტად გაუჭირდა წარსულში დაბრუნება ამიტომ კარი შეაღო და შესვლა გადაწყვიტა, მაგრამ ნათია პირველი შევიდა, როცა შუქი აანთო სანდრომ, გოგონამ ზიზღით მოათვალიერა სახლი რომელსაც ეტყობოდა რომ აქ უკვე დიდხანია არავინ ყოფილა, თუმცა სანდროს ხელი აშკარად ეტყობოდა, რადგან ჭუჭყიან იატაკზე ყველგან დამტვრეული ნივთები ეყარა, მტვრიან მაგიდაზე რამდენიმე აკლოჰოლის ცარიელი თავღია ბოთლები ელაგა, დამჭკნარ გამხმარ ყვავილებთან ერთად და წითელ ჰაერ დალეულ ბუშტებთან ერთად -გახსოვს ის ღამე?-დაუჩურჩულა სანდრომ ფიქრებში წასულ გოგონას, ზურგს უკნიდან, რომელიც მისმა ჩავარდნილმა ხმამ შეაკრთო -იმ ღამეს... შენ წახვედი... მიმატოვე... გამექეცი... -ნათიამ თვალები ძლიერად დახუჭა და როგორმე გაექრო ის საშინელი მოგონებები -ვიცი რომ გძულვარ და ალბათ, ეს სახლიც გძულს... -უთხრა არეული ხმით და იმდენად მიუახლოვდა ყოფილი ცოლის აკანკალებულ სხეულს რომ ერთმანეთის შეხება იგრძენეს -მაგრამ მე ეს სახლი მიყვარს... რადგან ამ სახლში თეთრი კაბით მოგიყვანე და პირველად აქ გახდი ჩემი... -სანდრო გთხოვ...-უთხრა ნათიამ ჩამწყდარი ხმით და გაჩუმდა ძალა აღარ ეყო რამე რომ ეთქვა -პირველად ამ სახლში შეგეხე, აქ მიგისაკუთრე, აქ გახდი ჩემო გოგო -დაუჩურჩულა ყურში და ცივი თითები მის შიშველ მხრებს ჩააყოლა -მაშინ... იმ ღამეს... როცა მე შენ მიგისაკუთრე ვფიქრობდი რომ სამუდამოდ ჩემი იქნებოდი, მაშინ ოცნებებით სავსე ვიყავი, მაგრამ... შენ ამავე სახლიდან გამექეცი, მიმატოვე, უთქმელად წახვედი... და ყველფერი დაანგრიე ნათია -შენ მაიძულე -უთხრა გოგონამ ჩურჩულით და მოწოლილ ცრემლებს ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა -მე შენ მიყვარდი, ძალიან მიყვარდი, ახლაც მიყვარხარ, გაგიჟებით მიყვარხარ ნათია, მაგრამ შენ არ გესმის ჩემი სიყვარულის-უთხრა სანდრომ ბრაზნარევი ტონით და თავისკენ შეატრიალა ატირებული გოგონა -ჩემი არასდროს გესმოდა, არავის ესმოდა, მაგრამ სხვა ყველა უმნიშვნელოა ჩემთვის-სანდრომ ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა ატირებულ გოგონას -ერთადერთი ადამიანი ვინც მე მჭირდებოდა და მჭირდება შენ ხარ ნათია... -უთხრა ბრაზნარევი ტონით და ცრემლიან თვალებში ჩააცქერდა სასმლისგან არეული ჩაწითლებული ნაცრისფერი სფეროებით -ვცდილობდი გამეგო, მაგრამ ვერ შევძელი... -და ამიტომაც გაიქეცი-დაასრულა ნათიას გაწყვეტილი წინადადება სანდრომ და მზერა აარიდა მის სახეს -ჰო გავიქეცი იმიტომ რომ სხვა გზა არ დამიტოვე -მაგრამ უკან მაინც დაბრუნდი -ჰო დავბრუნდი-დაეთანხმა ნათია და მზერა მის ტუჩებს გაუშტერა -რატომ?-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით აღელვებულმა ბიჭმა და თვალებში ჩააცქერდა ყოფილ ცოლს -იმიტომ რომ შეიცვალე-დაუფიქრებლად უპასუხა გოგონამ -ეს რამეს ცვლის?-ჩეკითხა სანდრო და ნათიამ რომ არაფერი უპასუხა მისი სახე ხელებში მოიქცია და კითხვა დამარცვლით ხმამაღლა და მკაფიოდ გაუმეორა -ეს რა მეს ცვლის? -ამჯერადაც რომ ვერ გაბედა ნათიამ ხმის ამოღება მისი ამღვრეული თვალების შემხედვარემ მოულოდნელად დაუღრიალა -კითხვაზე მიპასუხე, ეს რამეს ცვლიის-მეთქი?-და ხელები გაუშვა -არ ვიცი-უთხრა გულწრფელად ნათიამ და თავი დახარა -ესე იგი ჩემთან იმიტომ დაბრუნდი რომ შეგეცოდე და არა იმიტომ რომ გიყვარვარ-თქვა არეული ხმით სანდრომ და ბრაზისა და მრისხᲜებისგან კანკალებული ხელები ძლიერად მომუშტა, რომ როგორმე მოწოლილი აგრესია დაეცხრო-წადი!-უღრიალა ბოლო ხმაზე და ზურგი აქცია -გთხოვ ასე ნუ იქცევი-აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას ნელ-ნელა მიუახლოვდა ზურგით მდგომ ბიჭს და ათრთოლებული თითები შეახო მის მომუშტულ ხელებს, სანდრომ უნებურად გაშალა შეკრული ხელები და ნათიამ მაშინვე მის თითებში ახლართა თავისი აკანკალებული თითები, ისე საშინლად იმოქმედა მასზე ნათიას შეხებამ რომ მაშინვე თავი დაკარგა, მისკენ შეტრიალდა მოულოდნელად, მკავებში მოიმწყვდია ყოფილი ცოლი და ცხელი ტუჩები მიაწება მის ვნებიანს წითელ მთრთოლარე ტუჩებს, ნათიას მაშინვე სუნთქვა შეეკრა და თავალები დახუჭა, ნელ-ნელა იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში და სიცივისგან გააჟრჟოლა, იმდენად მოულოდნელი იყო ეს კოცნა მისთვის იმდენად გაუაზრებელი და მტკივნეული რომ ვერაფერი გააკეთა, ვერც შეეწინააღმდეგა სანდეოს და ვერც კოცნით უპასუხა, იდგა გაქვავებულივით და ცდილობდა როგორმე აზროვნების უნარი დაებრუნებინა, რომ იმის აღქმა მაინც ჰქონოდა მისმა კოცნამ და შეხებამ ატკინა თუ გააბედნიერა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა ახლა ამ წამებში საერთოდ ვერაფერს და ამ ფიქრებში არეულმა გონს მოსვლა მხოლოდ მაშინ შეძლო როცა სანდრო მის ტუჩებს მოწყდა -წადი -უთხრა ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია ყოფილი ცოლისთვის და ხელები გაუშვა, რადგან ნათია ისევ ისეთი ცივი, უემოციო უგრძნობი და ურეაქციაო იყო როგორც იმ ბოლო ღაᲛეს ამ სახლში, როცა ბოლოჯერ შეეხო, რაღაც საშინელი სიცარეიელის განცდა დაეუფლა სანდროს, უფრო სწორად იმედ გაცრუების და ძალიან გაᲑრაზდა ჯერ საკუთარ თავზე მერე ნათიაზე -წადი-მეთქი-ჩაყვირა ყურში და ამღვრეული თავალებით ჩააცქერდა ტირილისგან დაწითლებულ თვალებში, ნათია დიდხანს იდგა ურეაქციოთ და როცა გააცნობიერა რომ ეს ღამე და ეს სახლი მისი და სანდროს ბედს და მომავლს წყვეტდა, თავს მოერია, ძალა მოიკრიბა, სანდროს ალეწილი სახე ხელბში მოიქცია, ნელ-ნელა თითის წვერებზე აიწია და ათრთოლებული ტუჩები მიაწება მის ცივ ტუჩებს, სანდრომ თვალები დახუჭა და სუᲜთქვა შეკრული დაელოდა ნათიას შემდეგ ქმედებას, ძალიან უნდოდა მკავებში მოემწყვდია ისევ და უფრო მეტი გრძნობით შეხებოდა მის ტუჩებს თუმცა თავი როგორღაც მოთოკა, გრძნობებიც დაიოკა რამდენიმე წამით და უფლება მისცა ნათიას მისი სურვილით წარმართულიყო შემდეგი ქმედება, ხელები კიდევ უფრო აუკანკალდ როცა გააცნობიერა, რომ ნათიას კოცნა ამ მომენტში გრძნობით იყო გამოწვეული და არა ვალდებულებით, ამიტომ სანდრომ იმავე წამს თავი დაკარგა, ნათიას ტუჩებს კიდევ უფრო მეტად მიაწება ცხელი ტუჩები, ხელები წელზე შემოაჭდო და სხეულზე ძლიერად მიიკრო სიფრიფანა მონატრებული და ათრთოლებული გოგონას სხეული, როცა სულ რამდენიმე წამის განმავლობაში მოეწყდნენ ერთმანეთის ტუჩებს და ღრმად ჩაისუნთქა ორივემ ოთახის მძიმე, ჩახუთული და მათი სიგიჟით გაჯერებული ჰაერი, სანდრო გიჟივით დააცხრა მის ტუჩებს და აზრზე მოსვლის უფლება აღარ მისცა ყოფილს ცოლს რომელიც მისი ისახლოვით გაბრუებული და სუნთქვა შეკრული ვეღარ ახერხებდა გონს მოსვლას, მარგამ როცა სანდრომ მის წითელ ტუჩებს მოწყდა და ნელ-ნელა ყელს ჩაუყვა და სველი კოცნის კვალი დაუყოვა ნათია საშინლად დაიძაბა, გააჟრჟოლა როცა სანდროს ცივი თითების შეხება იგრძნო მაისურის ქვეშ რომელიც ნელ-ნელა ააყოლა მის ზურგს, ნათია ვეღარ გაუძლო მის შეხებას და დაუჩურჩულა -სანდრო გთხოვ-უთხრა ჩავარდნილი ხმით და თვალები დახუჭა, სანდრო ვერ შეელია მის სხეულს, ამიტომ ძლიერად შემოაჭდო ხელები წელზე, მაქსიმალურად მიიკრო სიფრიფანა სხეული და მწვანე ჩამოქებულ ფეროებში ჩააცქერდა ჩაწითლებული ამღვრეული თვალებით, დიდხანს ძალიან დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, ნათიას დაძაბულობა იგრძნო სანდრომ თუმცა უკან დახევა არც უფიქრია -ნათია მინდა რომ ჩემი გახდე-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ცხვირის წვერით შეეხო მის შუბლს -მინდა რომ გამიშვა-უთხრა ჩავარდნილი ხმით გოგონამ და მზერა მის ყელს გაუშტერა -არ მინდა რომ გაგიშვა, შენი დაკარგვის მეშინია-უთხრა ჩურჩულით -არ დამკარგავ-უთხრა ნათიამ და როცა სანდრომ საფეთქელზე აკოცა ჟრუალნტელმა დაურბინა მთელს სხეულში -მინდა რომ შეგეხო -გთხოვ არ გინდა-თვალებში ჩააცქერდა ნათია-გთხოვ იქ ნუ დამაბრუნებ საიდანაც დავიწყეთ... ძალიან გთხოვ წასვლის უფლება მომეცი...მინდა რომ გამიშვა...-აღმოხდა თვალებ აწყლიანებულ გოგონას და ცრემლები მოეძალა, ნელ-ნელა კი აკანკალდა -გეშინია, ჩემი ისევ გეშინია-დაუჩურჩულა ყურთან ახლოს და ხელები ცივად გაუშვა -ისევ რატომ გეშინია? რატომ? -უყვირა ბოლო ხმაზე და ზურგი აქცია ატირებულ გოგონას -შენი ბრალია, ყველაფერი შენი ბრალია-უთხრა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ და სანდრომ ბოლო მთელ სკამს რომ ფეხი დაარტყა გააჟრჟოლა შიშისგან -ვიცი... ვიცი რომ ჩემი ბრალია-უთხრა ბრაზნარევი ტონით და მისკენ მიტრიალდა -ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, ვიცი რომ გატკინე... ვიცი რომ საშინელება ჩავიდინე... ვიცი რომ იმედები გაგიცრუე, ვიცი... ვიცი გესმის?-არეული -მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ შენ გამექეცი...მე კი თავი დავკარგე -ახლაც იგივე მოხდება რომ გაგექცე?-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით გოგონამ და თვალებში ჩააცქერდა ყოფილ ქმარს -გგონია არ ვნანობ?-გაბრაზდა სანდრო -გგონია ვერ ვაცნობიერებ იმას რომ შეცდომა დავუშვი? გგონია ვერ ვხვდები რომ მამაჩემს დავემსგავსე? ჩემთვის ყველაზე საძულველ კაცს და ეს ყველაფერი გულს არ მირევს? გგონია ვერ ვაცნობიერებ რომ გული საშინლად გატკინე? ვხვდდბი და ძალიან კარგად ვაცნობიერებ... მაგრამ შენ, შენ მე მაგიჟებ ნათია, შენზე უარის თქმა იმ ყველაფრის მიუხედავად მაინც არ შემიძლია იმიტომ, რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ ნათია -მეც მიყვარხარ-უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე ნათია და სანდრო ადგილზე გაიყინა, ეს იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის რომ საშინლად დაიბნა, აზრები დაეფანტა და ვერ გააცნობიერა ზუსტად რა უთარხა-მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი გაპატიე, დავივიწყე და შემიძლია ასე მარტივად შენთან ერთად ახალი ცხოვრება დავიწყო, რადგან შენ მე ყველანაირი ტივილი განმაცდევინე და არ თქვა რომ ეს გაუაზრებლად გააკეთე... რადგან შენ ეს ყველაფერი გამიზნულად ჩემს დასასჯელად გააკეთე, სასმელს და წამლებს ნუ დააბრალებ... -არასოდეს მაპატიებ ხომ ასეა?-ზედმეტად მიუახლოვდა სანდრო ყოფილ ცოლს და თვალებში ჩააცქერდა -ვეცდები, თუ შენც ეცდები რომ შეიცვალო -მაშინ... სასაფლაოზე მითხარი შემიძლია რომ გაპატიოო, მაგრამ არ გაპატიებო! გასხოვს? -დაიმსახურე და ასე იმიტომ გითხარი-უთხრა გაღიზიანებული ტონით და გვერდზე წადგა ნაბიჯი რომ სანდროსთვის გვერდი აევლო, მაგრამ მისი სიახლოვით თავგზააბნეულმა ბიჭმა მაწინვე მკლავებში მოიმწყვდია დამფრთხალი გოგონა და მის ტუჩებს მიაწება ცხელი ტუჩები, ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა მისი კოცნა ნათიამ და იმედგაცრუებული ბიჭი მალევე მოწყდა მის ტუჩებს -დალევ?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე სანდრომ ყოფილ ცილს და ხელები გაუშვა, კარადიდან ღვინის ბოთლი გამოიღო ჭიქებთან ერთად და მჟავე სითხით შეავსო -გამუდმებით რატომ ცდილობ წარსულში დამაბრუნო და ტკივილი მომაყენი?-გაბრაზდა ნათია და გამოწვდილი ჭიქა გამოართვა, მაგიდაზე ხმაურით დადო და ყოფილ ქმარს მიუახლოვდა, მის მომღიმარ სახეს თვალი გაუშტერა და მოულოდნელად ხელიდან ჭიქა ააცალა და ისიც მაგიდაზე დადო -ნუ ცდილობ რომ გული მატკინო -არ ვცდილობ-გაეცინა სანდროს და ჭიქას წამოავლო ხელი-ამ ქვეყნად ყველაზე ნაკლებად ის მინდა რომ შენ გატკინო-უთხრა მშვიდი ტონით თან ჭიქა ტუჩებთან მიიტანა, მოიყუდა და ისე ჩაცალა წამით თვალი არ მოუშორებია ყოფილი ცოლისთვის -აქ, ამ სახლში რატომ მომიყვანე? -მინდა რომ ჩემი აღარ გეშინოდეს, მინდა დაიჯერო რომ მე შენ არასდროს აღარ გატკენ, მინდა დარწმუნდე იმაში რომ შენი ნების საწინააღმდეგოდ არასოდეს შეგეხები... -რატომ ცდილობ ჩემს დარწმუმებას? -ნათია ზედმეტად მიუახლოვდა სახე ალეწილ ბიჭს და თვალებში ჩააცქერდა -მინდა რომ დაგიბრუნო-უთხრა გულწრფელად და როცა ნათიამ თლილი თითები მის ყელს შეახო და ნელ-ნელა პარანგის კიდემდე ჩაატარა დაიძაბა -არ მინდა ეს დროებითი ცვლილება იყოს, მინდა ეს შენი ხასიათის ცვლილება იყოს-უთხრა ნათიამ გამომწვევი ტონით, თითები ყელს ააყოლა და ტუჩებთან შეაჩერა, მეორე ხელი კი შარვლის კიდეს გააყოლა -ნათია ნუ მეთამაშები-წარბი აწკიპა სანდრომ და მისი თითები ხელში მოიქცია, უხეშად ჩამოაწევინა და ისე შემოაჭდო წელზე ხელები, რომ მისი თითები ისევ მუჭში ჰქონდა მოქცეული, ნათიამ გააღიზიანა ამ შებორკვამ და შეეწინააღმდეგა მაგრამ სანდრომ მეორე ხელიც დაუჭირა და მისი ორივე ხელი ერთი ხელით დაიჭირა მის ზურგს უკან, ნათია საშინლად დაძაბა მისმა ქცევამ და სუნთქვა აუჩქარდა, როცა თავისუფალი ხელი სანდრომ მაისურის ქვეშ შეუცურა გააჟრჟოლა -გამიშვი-აღმოხდა თავგზააბნეულ გოგონას -მაშინ გაგიშვებ როცა მე მომინდება -უთხრა მომღიმარი სახით და ცხელი ტუჩები ყელზე მიაწება -გეყოფა-შეეწინააღმდეგა ნათია -არ მეყოფა-უთხრა არეული ხმით და კედელთან მიიმწყვდია აფართხალებული გოგონა რომელიც ძალიან დაძაბა მისმა თავშეუკაველობლამ და მთელი ძალით შეეწინააღმდეგა -სანდრო გთხოვ შეწყვიტე-აღმოხდა ხმა აკანკალებულ გოგონას როცა სანდრომ კოცნით ყელიდან ლავიწის ძვალზე გადაინაცვლა, ბიჭი მაშინვე გასწორდა, თვალებში ჩააცქერდა ყოფილს ცოლს და ხელები გაუთავისუფლა -არანორმალურო-უყვირა სუნთქვა არეულმა გოგონამ და ძალიან გაბრაზდა როცა სანდროს სახეზე ღიმილი შეეპარა -ჩემთან თამაში აღარ გაბედო-უთხრა გამაფრთხილებელი ტონით სანდრომ და კედელს მიანჯინა ხელები და ხელებშორის მოიმწყვდია დაფეთებული ყოფილო ცოლი -ჩემს მოთმინებას ნუ ცდი ნათია! ხომ იცი რომ მოთმინების უნარი საერთოდ არ გამაჩნია? მითუმეტეს როცა საქმე შენ გეხება!-უთხრა ღიმილით და როცა ხელები ჩამოსწია და ნათია ადგილიდან არ დაიძრა დაუჩურჩულა -წადი სანამ გადავიფიქრე -არასდროს შეიცვლები არა?-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ რომწლიც უნებურად მთი სხეულით ცახცახებდა -წადი თორემ აღარ გაგიშვებ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან -არანორმალური -უთხრა სუნთქვა არეულმა გოგონამ და გიჟივით რომ გავარდა სახლიდან სანდროს გაეცინა, ღვინის ბოთლს დაწვდა, ცოტა მოსვა და გარეთ გავიდა, ნათია მოძებნა თვალებით რომელიც აკანკალებული იდგა მანქანასთან შორი-ახლოს -მანქანაში ჩაჯექი-უთხრა სანდრომ და საჭს მიუჯდა -არ ჩავჯდები გასაგები?-უყვირა წყობრიდან გამოსულმა გოგონამ, სანდრომ გვერდითა სავარძლის მხარეს, კარის მინა ჩასწია და ნათიას მიაჩერდა მომღიმარი სახით -დაჯექი -შენი წაყვანა არ მჭირდება თან მთვრალი ხარ -მთვრალმა მოგიყვანე აქ! -გაბრაზდა სანდრო-დაჯექი, ნინისთან მიგიყვან ნუ გეშინია -ტაქსით წავალ -ხომ იცი რომ ვერ წახვალ?-გაცეცხლდა სანდრო და მანქანიდან გადავიდა -ჩაჯექი-მეთქი -დაუღრინა ყოფილს ცოლს და როგორც კი ნათია მანქნაში ჩაჯდა და კარი გამეტებიათ მიაჯახუნა სანდროს გაეცინა -ფრთხილად-უთხრა მომღიმარი სახით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.