მე, გავთხოვდი 6 დასასრულის დასაწყისი
ისევ უსიტყვოდ ჩავკიდე ხელი და ასევე ხმის ამოუღებლად მივუწექი გვერდით. მკერდზე თავი დავადე და ყური მივუგდე მის აჩქარებულ გულისცემას, რომელიც მე არ მეკუთვნოდა. თვალი ვერ მოვხუჭე. ვაანალიზებდი ირაკლის ყოველ სიტყვას. უკან დახევა უკვე გვიან იყო, ან რას დავიხევდი სანამ იოტისოდენა იმედი მექნებოდა. მაგრამ წინ ნამდვილად რთული გზა მელოდა. ჩემს თუნდაც ერთგაუაზრებელ, არასწორ ნაბიჯს შესაძლოა სამუდამოდ დაესამარებინა ჩემი ოცნება. ლანაზე კითხვების დასმაას აღარ ვაპირებდი. გადავწყვიტე ეს თემა დამეხურა. ვეღარ გავუძლებდი ირაკლის ანთებულ თვალებს მასზე საუბრისას. ინათა თუ არა, მალევე შეფხიზლდა ირაკლი. თავი მოვიმძინარე. არ მინდოდა შეემჩნია ჩემი უძილო, ამოღამებული თვალები. გადავწყვიტე დამეცადა სანამ ოთახიდან გავიდოდა და მერე მაკიაჟით დამეფარა. სუნთქვა გამიჩერდა ცხვირის ძირში, ტუჩის კუთხესთან რომ მაკოცა და თმებზე მომეფერა. - მოკლედ, შენთვის კომფორტული არცერთი მდგომარეობა გამოდგა ხომ? - აშკარად მიხვდა, რომ არ მეძინა. დამალვას აზრი არ ჰქონდა. ნელა გავახილე თვალები. - რას გულისხმობ? - ვკითხე დაბნეულმა. - უჩემოდ იყავი და ღამეები არ გეძინა, სად გეცალა ძილისთვის ჩემს ფოტოებს დასტიროდი. ახლა ჩემთანახარ და მაინც არ გძინავს. - ვითომ გამეხუმრა და ცალყბად გამიცინა. თან არ შეუწყვიტავს ცალ მკლავზე იდაყვდაყრდნობილს ჩემს თმაში ხელების ფათური. სახეზე ფერებმა გადამირბინა. - ტატას მოვკლავ და მოგიწევს ფრენის გადადება. ვუთხარი სერიოზულად. რაზეც ახარხარდა. თვალები დამიკოცნა და დილამშვიდობისა მისურვა. მომდენო სამმა დღემ მხიარულად ჩაიარა. მხოლოდ ახლო მეგობრების გარემოცვაში. არავის უხსენებია ლანა და მეც შედარებით დავმშვიდდი. მიუხედავად იმის, რომ ირაკლიმ ფრენა 2 დღით გადაგდო ჩემს ვიზას არ დაადგა საშველი. გულისფანცქალით ველოდი ზარს ბოლო წუთამდე საელჩოდან. თუმცა რტელეფონი ჯიუტად დუმდა. ირაკლის გამგზავრებამდე 4 საათით ადრე დარეკა ირაკლის ტელეფონმა. არ ვიცი ვინ ელაპაარაკა. - მეხსი (მადლობა ფრანგ.). -მხოლოდ ეს უთხრა. შემდეგ მე ჩამკიდა ხელი და საძინებელში გამიყვანა მისაღებიდან. - ნინა... ვწუხვარ... ძალიან მინდოდა ერთად გვეგზავრა მაგრამ... - ისეთი სევდიანი სახე ჰქონდა უფრო ამომიჯდა გული. ვინიცის მერამდენედ ვწყევლიდი ჩემს ბედს. წარმოდგენაც არ მქონდა როგორ უნდა გამეწძლო ირაკლის გარეშე. - როდის მექნება ნებართვა? - საკუთარ თავს შევეწინააღმდეგე, რომ მებღავლა. - 2 კვირის შემდეგ. - თითქოს მეხი დამეცა. იქვე დავმიწდი. მაგრამ ხმა არ ამომიღია. მხოლოდ თავი დავუქნიე. ირაკლის წასვლამდე მხოლოდ 4 საათი რჩემოდა და არ მინდოდა ამხელა გზაზე ანერვიულებული გამეშვა. - არაუშავს. დრო მალე გავა. - ვთქვი, თითქოს მართლა მჯეროდა ამ სიტყვების და ეს ორი კვირა ორ საუკუნედ არ გადამექცეოდა. - ხომ გამაცილებ? - რომ არ წამოვიდე გეწყინება? - ვერ გავუძელი მის მზერას. - ძალიან. - მიპასუხა დაუფიქრებლად. - რა თქმა უნდა გაგაცილებ. - თუკი ეს მას გააბედნიერებდა უარს როგორ ვეტყოდი თუნდაც გული გამგლეჯვოდა დარდით. მაგრად ჩავეხუტე და შემდეგ გავტრიალდი. - სად მიდიხარ? - მაჟა დამიჭირა. - არ წავიდეთ? დაგაგვიანდება. - ეს მაღლები გაიხადე. ბოტასები ან კედდები ჩაიცვი უფრო კომფორტულად იქნები. - კარგი. - დავეთანხმე უხალისოდ და გარდერობის ოთახში შევედი. მე, ნიკო და ტატა ვაცილებდით. მანიკა სახლში დარჩა. ისე მეხვეოდა და მკოცნიდა თითქოს შინ არ მოვიდოდი. აეროპორტამდე გზა თითქოს ოთხჯერ შეამოკლეს. ცოტახანს მოსაცდელში დავყავით. ყველა ხალისობდა... ჩემს გარდა. ატირებას არაფერი მერჩია მაგრამ... რეგისტრაცა, რომ გამოცხადდა ირაკლი ჩემიანად წავიდა რეგისტრატორისკენ, პასპორტები და ბილეთები მიაწოდა. მანაც ბეჭედი დასვა და მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთო. აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი თვითმფრინავის ტრაპზე. შუა კიბეებზე გავაანალიზე სადაც ვიყავი და რასაც ვაკეთებდი. ირაკლის შევხედე, ბედნიერი მიღიმოდა ჭინკებჩამსხდარი მზერით, რომელიც ასე მიყვრდა. აქ კი თავი ვეღარ შევიკავე და მართლა გულამოსკვნით ავტირდი. ალბათ, ბორტზე მყოფი Yველა მგზავრი მე მომჩერებოდა და ფიქრობდნენ ფრენის მეშინოდა. ან ვინ იცის კიდევ რას. მე კი, ცხოვრებაში პირველად არ მადარდებდა სხვა რას იფიქრებდა. ბედნიერი ვიყავი და მინდოდა მეფრინა. ჰოდა ავფრინდით კიდეც. მერე გამახსენდა, რომ თან არაფერი მქონდა. არცერთი პირადი ნივთი. არც ტანსაცმელი. - ირაკლი, ჩემი ნივთები? - მაინც არ დაგჭირდებოდა და არ წამოვიღე. - რატომ? თითველმა უნდა ვიტანტალო? - თვალები დავუქაჩე. - მალე მაგის დროს მოვა. - ხმით გაიცინა მე, კი, გავწითლდი. - რომ ჩავალთ ყველაფერს ვიყიდით რაც დაგვჭირდება. ახლა კი თვინს ნუ დაიღლი ზედმეტი ფიქრებით. შეეცადე დაიძინო. ნაკლებად დაიღლები. - ჩემი თავი თავის მკლავქვეშ, გულთან მოიქცია და მიბრძანა გავჩუმებულიყავი. ეიფორიამ, რომ გადამიარა ახალი საფიქრალი გამიჩნდა. მითხრა აქ ლანასთან ერთად ვცხოვრობდიო. ახლა კი, იმ სახლში მე უნდა მეცხოვრა. მათ საძინებელში მომიწევდა დაფუძნება. ჩემი ეჭვიანი ტვვინის ამბავი, რომ ვიცი ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცეოდა. მაგრამ როგორ დაივიწყებდა მას ირაკლი თუ მე არ დამავიწყდებოდა, თუკი ჩემს ყოველ გამოხედავაში ლანას აჩრდილის შიშს დაინახავდა. არა. შიშს ვერ მივცემდი უფლებას ისტერიკაში ჩავეგდე. საკუთარე თავს, ვერასოდეს ვაპატიებდი ამის გამო ირაკლისთვის დისკომფორტი შემექმნა. აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში მივედით. - ცოტახანს დაისვენე. 25 წუთში შეხვედრაზე უნდა ვიყო, მაგრამ 2 საათში მოვბრუნდები. შემდეგი ორი დღე თავისუფალი მექნება და ყველაფერს მოვაგვარებთ. - მითხრა ჩემმა ქმარმა და ნომერში ჩემოდნები რასაც ჰქვია შეყარა, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დაეკკარგა. სიმართლე გითხრათ ისე მეხუჭებოდა თვალი ხელი არაფრისთვის მიხლია. ეგრევე დავწექი და დავიძინე. - შენ, მთელი ორი კვირის გარღვევა ერთად აინაზღაურე ხომ? - თავი ირაკლის კალთაში მედო და თმებზე მეფერებოდა. უცებ ვერ მივხვდი სად ვიყავით. მერე იმას, როდის დაბრუნდა ან, ჩემი თავი მის კალთაში როგორ აღმოჩნდა და საერთოდ რამდენ ხანს მეძინა. - უკვე დაბრუნდი? - წამოვიწიე. - კი, სულ რაღაც 4 საათის წინ. - გაიცინა მან. - ახლა რომ არ გაგეღვიძა, მიტინგის მოწყობას ვაპირებდი. - ბოდიში. ვერც კი მივხვდი დრო როგორ გავიდა. - დამშვიდდი. მიხარია, რომ როგორც იქნა დაისვენა შენმა ნერვულმა სისტემამ. ნუ ეხლა სიმპათიური კი ვარ, მაგრამ არც ისეთი ვინმემ ჩემი თავი წაგართვას. - ისევ გამიცინა. მე კი, სულ არ მეცინებოდა. - ჰო, კარგი ნუ მიბღვერ. ვინც არ უნდა იყოს შენზე ლამაზი მაინც არ იქნება. მე კი, კარგი გემოვნება მაქვს. - ტუჩებში მაკოცა. ლამის გონება დამაკარგვინა. ასე ვნებით არასოდეს უკოცნია ჩემთვის და მეუცხოვა. - არ მჯერა, რომ აქ ვარ, შენთან... - შენი ადგილი აქ არის, ჩემთან. შესაბამისად, შენ მუდამ იქ იქნები სადაც მე ვარ. - დარწმუნებით მითხრა ისე, რომ ჩემთვის თვალი არ მოუცილებია. ყურებამდე გამეღიმა. ვერ დავმალე კმაყოფილება. წამოვდექი და ოთახში გავიარე. - უკვე ბნელა? რა დროა? - გამიკვირდდა. - უკვე გვიანაა. რახან სადილობა ჩაგვივარდა ვივახშმოთმაინც თორემ მგელივით მშია. - მგონი მეც მომშივდა. - მგონი? - დამცინა ბატონმა ქმარმა. - შენ დარწმუნებით მხოლოდ ის იცი, რომ გიყვარვარ? - მეწყინა. მინდოდა, რამე მწარე მეთქვა, მაგრამ აბა ირაკლის როგორ ვაწყენინებდი. - ჰო. - ეს ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე. საშინლად მაინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა. - ასეთი სუფთა და გულწრფელი, რომ ხარ სწორედ ამიტომ არ გაგცვლი არასდროს არავისში. აქ შევუკვეთოთ თუ რესტორანში ჩავიდეთ? - სწრაფად შეცვალა თემა. მეც არაფერი შევიმჩნიე. - ჯობია აქ შევუკვეთოთ. - ტანზე დავიხედე იმის მისანიშნებლად, რომ ,,სარესტორანოდ" არ გამოვდგებოდი. მეორე დღეს პარიზის გარეუბანში, საშუალო ზომის, ერთსართულიან, კოხტა სახლში მიმიყვანა. სახლი სამი საძინებლის, ერთი მისაღების, სამზარეულოსა და ვერანდისგან შედგებოდა. ყველა საძინებელს საკუთარი აბაზანა ჰქონდა. მაგრამ არცერთ ოთახში არ იყო საჭირო ავეჯი. სრულიად ცარიელი სივრცე დაგვხვდა. - აბა, ცოლო, როგორც ხედავ ბევრი საქმე გაქვს. მოახერხებ? - რას გულისხმობ? - ვერ მივხვდი რა საქმე იგულისხმა. - სულ სასტუმროში ხომ არ ვიცხოვრებთ? მე კი დრო არ მაქვს. აქაურობას შენ უნდა მიხედო. - გინდა ჩვენი სახლი მე, მოვაწყო? - გავოცდი. - სწორად აღნიშნე - ჩვენი. მინდა ყველაფერი ისე იყოს შენ, რომ მოგეწონება. სადაც თავს კომფორტულად იგრძნობ და რაც მთავარია ყველაფერი მხოლოდ ჩვენი იქნება. - თვალი ცრემლით ამევსო. ამჯერად აღარ მიცდია დამალვა. გულში ჩავეკარი და დიდხანს, დიდხანს მყავდა ასე ჩაკრული. როგორც აღმოჩნდა ირაკლის ერთი დამხმარე ქალბატონი დორა ჰყავდა და მძღოლი ფილიპი. რომლებსაც ჩემი დახმარება დაავალა. ორივე გამრჯე და დაუზარებელი ადამიანი აღმოჩნდა. ზუსტად 1 კვირაში ყველაფერი ისე იყო, როგორც მინდოდა. სახლი სადად მოვაწყვე და მხოლოდ აუცილებელი ნივთები შევიძინე. ერთადერთი, რაშიც თავი გავინებივრე და ბევრი შევიძინე ქოთნის მცენარეები იყო, რომლითაც ვერანდა მოვრთე. ნამდვილ სამოთხეს დაემსგავსა აქაურობა. ირაკლისაც ძალიან მოეწონა. - გადაპრანჭული, რომ არ არის ძალიან მომწონს. მადლობა, რომ იმედები გამიმართლე. - საფეთქელზე მაკოცა. გავინაბე, მესიამოვნა საყვარელი კაცისგან კომპლიმენტი. - შენ და დორა როგორ შეეწყვეთ? - ძალიან კარგად. რა გვაქვს გასაყოფი? - გამიკვირდა. - მასთან მხოლოდ ერტი თხოვნა მაქვს, ჩვენს ტანსაცმელს და საძინებელს მე მოვაწესრიგებ. სამზარეულოს რაც შეეხება, დღეები გავინაწილეთ მე ქართულ სამზარეულოს მივხედდავ დორა ფრანგულს. სულ ესაა. - მხრები ავიჩეჩე. - ლანამ ვერაფრით შეიჩვია. სულ უბღვერდა. - გაუაზრებლად თქვა ირაკლიმ და ალბათ ვერასდროს მიხვდება ამ სამი სიტყვით, როგორ მატკინა. არაფერი მითქვამს. მშვიდად შევუდექი ხილის დაჭრაას. მეორე იმედგაცრუება წინ მელოდა, როცა დილით სამსახურში წასასვლელად საწოლზე გამზადებული ტანსაცმელი დახვდა. - ლანა ასე არ მანებივრებდა. მადლობა ნინა... - ისევ გდავყლაპე წყენა და არაფერი ვუთხარი. ცხოვრება თითქოს კალაპოტში ჩადგა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თანაცხოვრებიდან 4 თვის თავზე ისევ ,,თითდაუკარებელი" ვიყავი და არც კი ვგრძნობდი ჩემი ქმრისგან ვნებიან მზერას. ჩემზე ზრუნავდა, მეფერებოდა, პატივს მცემდა მაგრამ ზღვარს არასოდეს კვეთდა. ერთ საღამოს სამსახურიდან დამირეკა. შინ არაფერი მოამზადოთ რესტორანში შევუკვეთე და წამოვიღებო. გული ლამის წამივიდა მიდიები, რომ მოიტანა. ღიმილი სახეზე რომ შემაშრა დაბნეულმა მითხრა. - ლანას ძალიან უყვარს. სულ ამას ვუკვეთავდით. - არაუშავს. მე, მაინც არ მშიოდა. რაღაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად. სუფრასთან ვიჯდები და წვენს დავლევ, შენ კი მიირთვი. - ვუთხარი ძლივსგადაყლაპული ცრემლების ფონზე. ისევ ლანა. როგორც ჩანს ტყუილად მქონდა იმედი და ჩემს ქმარს სხვა ქალს ვერასოდეს დავავიწყებდი. ქორწინებიდან ექვსი თვის თავზე, მივლინებით წავიდა ბორდოში. ეტიკეტი მკაცვრად იყო განსაზღვრული და თან ვერ წამიყვანდა. თან სულ ორი დღით მიდიოდა, გული მწყდებოდა, მაგრამ ხომ არ გავეტირებოდი. დილით ადრე წავიდა. იომ დღეს არ დაურეკავს. ვინერვიულე. წესით უყურადღებობა არ სჩვეოდა. გვიან ღამით მისი მესენჯერი მწვანედ, რომ აციმციმდა გავბედე და დავურეკე. მალევე მიპასუხა. - ნინა, მაპატიე ვერ მოვიცალე, რომ დამერეკა. - სანამ ვუპასუხაბდი მის ზურგს უკან დედიშობილა გოგონას სილუეტი შეირხა და წამოდგა. მე, იმ დღეს უკვე მოვკვდი. სხვა სიკვდილი აღარ მექნება. - ცუდ დროს დაგირეკე. ბოდიში. - ვუთხარი და გავუთიშე. ხმის წართმევამდე ვღრიალებდი იმ ღამეს ჩემს საძინებელში... ჩემს საძინებელში უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში და უცხო სახლში. ჩემს საძინებელში... ქმარიც კი არ იყო ჩემი, არათუ საძინებელი. სადამირეკა? არ ვიცი. შეიძლება დამირეკა კიდეც. მაგრამ მე არაფერი გამიგონია. ჩემს გონებას არცერთი ადამიანური ხმა არ ესმოდა. დილით არც კი ავმდგარვარ. ალბათ შუადღე იქნებოდა დორამ რომ მომიკაკუნა. - დორა, არ მშია, არც მწყურია. ბოდიში, მაგრამ თავს შეწუძლოდ ვგრძნობ და მირჩევნია ოთახში დავრჩე. - გავძახე ბალიშიდან თავის აუღებლად. - მე ვარ. - გავიგე მისი ხმა, ვინც სიცოცხლეს მერჩია და ვისაც ცალ ფეხზე ვეკიდე სრულიად. - უკვე დაბრუნდი? ჯერ არ გელოდებოდი. - ვუთხარი სრულიად უემოციოდ. ახლა მართლა არ ვიკავებდი თავს. უბრალოდ მართლა აღარ ჰქონდა არაფერს მნიშვნელობა და სწორედ ამას გამოხატავდა ჩემი უემოციობაც. - ალბათ გეშიება. დორას ვეტყვი მაგიდა გაშალოს. - ნინა... მომაძახა უკვე კართან მისულს, მაგრამ არ გავჩერებულვარ. ახლა არ შემეძლო მისი მოსმენა. რა უნდა ეთქვა ისეთი, რომ მე ტკივილი გამყუჩებოდა. შესაძლოა მის საქციელს გამართლება ჰქონოდა, მაგრამ რა უნდა ეთქვა, მე რომ შვება მეგრძნო. -ნინა, მომისმინე გთხოვ. - დერეფანში დამიჭირა. - ეს არაფერს ნიშნავს... - კიდევ აპირებდა რაღაც ეთქვა, მაგრამ გავაჩერე. - ირაკლი, გთხოვ. თუკი ოდნავ მცემ პატივს არაფერი მითხრა. არ მინდა ვიცოდე. არაფრის ახსნა არ გჭირდება. - მჭირდება. ჩემი ცოლი ხარ და ვალდებული ვარ აგიხსნა. - არ გჭირდება. სინამდვილეში, ხომ არც ვარ შენი ცოლი. ასე, რომ არაფერში გადანაშაულებ. მესმის, ის გიყვარს და ვერ დაივიწყე. რა შენი ბრალია. - გაფითრდა. - ნინა ის ლანა არ ყოფილა. - ისე მითხრა, თითქოს ამ სიტყვებით შეურაწყოფა მიმეყენებინოს. - ის, რომ ყოფილიყო უფრო ექნებოდა აზრი შენს აღსარებას. - მხოლოდ ეს ვუთხარი. კიდევ აპირებდა რაღაც ეთქვა, მაგრამ გავაჩერე. - ცხოვრებაში ვეღარ მნახავ თუკი ამ თემას ოდესმე შეეხები. - ლამის ვიყვირე და ოთახიდან გავიქეცი. უმისამართოდ ვიხეტიალე სახლის შემოგარენში. მივხვდი, ამას მარტო ვერ გადავიტანდი, ვინმესთან უნდა გამეხსნა გული მაგრამ ამას ვერ ვიზამდი. ვერ დავუშვებდი ვინმეს ირაკლი დაეძრახა. არ დავუშვებდი ვინმეს მისკენ თითი გაეშვირა და რამე გადაკრული ეთქვა. ყველაზე ახლოს ჩემს გულთან ტატა იყო, მაგრამ ტატას მითუმეტეს ვერაფერს ვეტყოდი ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა. ფურცელებს შეენახათ ჩემი საიდუმოლო. რომელსაც ერთ დღეს ისევე დავწვავდი, როგორც ახლა დული და სხეული ერთროულად მეწვოდა. სახლში დავბრუნდი. უარესსაც გეტყვით, ჩემს საძინებელში, ჩემს ქმარს მივუწექი. რომელსაც ჩემს თავს ვიღაც შემთხვევითი ღამის პარტნიორიც ერჩია. ჰო, ერჩია არ ვაჭარბებ. ის ხომ მოუნდა? მე კი, არასოდეს ვუნდებოდი. ჩემი ქმარი ერქვა, თითქოს მე მქონდა ყველაფრის უფლება, ამ დროს ყველას ჰქონდა მასზე უფლება ჩემს გარდა. ალბათ იმ დღეს დავკარგე მის თვალში ფასი ჩემი უთავმოყვარეობის გამო. თორემ ნორმალურ ქალს, როგორ შეეძლო ქმრის ალერსი სხვისთვის შეერჩინა? მე დავივიწყე... თავი დავაჯერე, რომ დავივიწყე. ძველებურად გავაგრძელეთ ცხოვრება. ამ ამბიდან ორიოდე კვირაში ირაკლი შეშლილი სახით დაბრუნდა სახლში. არაფერს იმჩნევდა, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცაზე ღელავდა. ხან ყავა გადაისხა, ხან სიგარეტს ფინჯანში აფერფლავდდა. - ირაკლი, მოხდა რამე? - ვერ მოვითმინე. - მოხდა. - მითხრა ყოყმანის შემდეგ. - ლანა ჩამოვიდა. დრეს ჩემთან იყო. ავად არის და საავადმყოფოში დაწოლამდე მომინახულა. - მკვდრის ფერი დამედო. მძიმედ გადავყლაპე ნერწყვი. - რა დაემართა? გულის გადანერგვა სჭირდება. დღეს იყო საბოლოო პასუხები და კლინიკაში დააწვინეს, რომ თავიდან აიცილონ გართულებები და საჭიროების შემთხვევაში იქვე იყოს. - რაც არ უნდა იყოს ადამიანის სიკვდილის პირას ყოფნა არ გამიხარდებოდა, მაგრამ ჩემი ქმრის განადგურებულმა სახემ ათმაგად მე გამანადგურა. - მერე? არსებობს დონორის პოვნის ალბათობა? - შევეცადე მშვიდი ვყოფილიყავი. - ღმერთმა ნუ ჰქნას არ იყოს. - მის თვალებშიიმხელა შიში დავინახე შემზარა. რამდენიმე დღე, სასახურიდან შინ წამოსვლამდე გამოუვლიდა კლინიკაში და გებულობდა მის ამბებს. ნახულობდა კიდეც. შემდეგ სახლში განერვიულებული ბრუნდებოდა. უმიზეზოდ ყვიროდა და სიტყვის თქმას ვერ ვუბედავდი. მოგვიანებით, საერთოდ შვებულება აიღო. დღე და ღამე ლანას პალატასთან იჯდა და ღმერთს ევედრებოდა დონორის გამოჩენას. მის ტანჯვას ვერ გავუძელი და მისგან უჩუმრად ანალიზები ჩავაბარე. ჰო, არ მოგესმათ. თუკი ანალიზები შესაბამისი იქნებოდა მზად ვიყავი ჩემი გული ლანასთვის დამეთმო. ირაკლის ბედნიერებისთვის. რად მინდოდა სიცოცხლე თუკი მას ვერ გავაბედნიერებდი. ვისი სიცოცხლე უფრო ღირებული იყო ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა ლანასი. ჩემი გული კი? ის ხომ ისედაც ირაკლის ეკუთვნოდა. პასუხები დადებითი, რომ მოვიდა ექიმს დრო დავათქმევინე. იქამდე კი ირაკლისგან უნდა წავსულიყავი, რომ თავი დამნაშავედ არ ეგრძნო. კლინიკას ანონიმურობის დაცვა ვთხოვე დსა სამ დღეში ოპერაციაც დაინიშნა. ნოტარიუსს დავუკავშირდი თბილისში და ჩემი თბილისის ბინა და ბებიის დანატოვარი აგარაკი ბორჯომში ტატას დავუტოვე ანდერძად. სხვა არც არაფერი გამაჩნდა. იმ დღეს ირაკლი, ბედნიერი დაბრუნდა. მითხრა, დონორი გამოჩნდაო. მასზე მიხაროდა მისი ღიმილით გაპობილი ბაგეები. იმ ღამით, თვითონ გამოვიჩინე ინიციატივა. თვითონ ვაკოცე და მოვეფერე. ერთხანს ამყვაკიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც შეიკავა თავი. საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. თუმცა მინდოდა კი, უკანასკნელად მისი სითბო მეგრძნო. იმ დღეს სახლიდან წავედი. ირაკლის მაგიდაზე მხოლოდ ერთი სიტყვისგან შემდგარი წერილი დავუტოვე. - ,,გშორდები" ხომ დამპირდა, თუ ამ სიტყვას მეტყვი 24 საათში გაგეყრებიო. ჰოდა ვათავისუფლებ. პალატაში შემიყვანეს. პირადი ნივთები იქვე მყოფ სანიტრებსა და ექთნებს გავუნაწილე. ცივ სამარესი მაინც არაფერი დამჭირდებოდა. საოპერაციოზე დამაწვინეს და სანამ ინექციას შემიყვნადნენ ექიმმა მითხრა. - იქნებ გადაიფიქრო შვილო. ცოდვა ხარ. - არა ექიმე, მე უკვე მზად ვარ. უბრალოდ... უბრალოდ ერთი სურვილი შემისრუელეთ. - მითხარი რა გინდა? - ნომერს გეტყვით და დარეკეთ. მინდა სიკვდილის წინ, ბოლოს რასაც გავიგონებ მისი ხმა იყოს. - ნომერი ვუტხარი. მან უსიტყვოდ აკრიფა ციფრები და ზარის ხმას დაელოდა. მე მედდას მივუბრუნდი. - როგორც კი უპასუხებს ინექცია გაუშვი. - დაზაფრულები მიყურებდნენ ყველანი. ყველას ვებრალებოდი, მხოლოდ მე ვერ შევიბრალე საკუთარი თავი. სამჯერ დარეკა, მაგრამ ყურმილის მეორე მხარიდან არავინ შეხმიანებია. ორივე თვალიდან თითო კურცხალი მომწყდა და ექთანს თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ისეთი უბედო აღმოვჩნდი, რომ სიკვდილის წინ ირაკლის ხმის გაგებაც კი სანატრელი გამიხდა. თუმცა, მისი ბედნიერებისთვის ყველაფერი მიღირდა. მედდამ წინასწარ დამაგრებულ კათეტერში ინექცია გაუშვა. აგონიაში ვიყავი ირაკლის ღრიალი და რაღაცის ნგრევის ხმა, რომ შემომესმა. იმდენად ვნატრობდი, რომ ალბათ, მომესმა. ირგვლივ წყვდიადმა დაისადგურა. დასასრულის დასაწყისი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.