შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 14

30-03-2021, 16:21
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 533

ბევრი ფიქრის მერე ,ნანამ სანდროსთან მისვლა და მასთან ლაპარაკი გადაწყვიტა, ნათიას გარეშე ამიტომ სახლიდან ისე გავიდა რომ მისთვის უთქვამს ვისთან და სად მიდიოდა ან რა მიზეზით,
კარის აღწბის მერე სანდრო ისეთი გაოცებული მიაჩერდა დაძაბულ ქალს რომ კარგა ხანს აზრზე მოსვლა ვერშეძლო და მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს როცა ნანა შეეხმიანა
-შეიძლება შემოვიდე?-ჰკითხა ქალმა სახე ალეწილ ბიჭს
-რა... რა თქმა უნდა-უთხრა დაბნეულმა ბიჭმა და კარი ფართოდ გააღო, ნანა სახლში შევიდა და მითითებულ სავარძელზე დაჯდა,სანდრო მის წინ დივანზე დაჯდა და დაძაბული მიაჩერდა
-მინდა რომ ნათიაზე დაგელაპარაკო-დაიწყო ნანამ ყოყმანით
-დიახ, ყურადღებით გისმენთ-უთხრ აღელვებულმა ბიჭმა და ქალის დაძაბულ მზერას გაექცა
-ვხვდები რომ... თქვენს შორის რაღაც ხდება... მე არ ვაპირებ თქვება ურთიერთობაში ჩავერიო... შენ იცი რომ არც მაშინ ჩავრეულვარ როცა აირით დ სანამ ნათიამ თავად არ მიიღო შენთან დაშორების გადაწყვეტილება მე არანაირად არ ჩავერიე
-დიახ ასე იყო-დაუდასტურა სანდრომ და უხერხული სიჩუმე გაფანტა
-არც ახლა ვაპირებ ჩარევას, არ მინდა ჩემმა სიტყვამ ან ქმედებამ ნათია არიოს, ჩემას გამო არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, მირჩევნია გავჩუმდე და დაველოდი მის გადაწყვეტილება რომელიც დარწმუნებულივარ ზუსტად ისეთი იქნება როგორიც შენ გინდა სანდრო!-უთხრა მკაცრი ტონით და იმდენად დაჟინებით მიაჩერდა ყოფილ სიძეს რომ სანდროს ინსტიქტურად ნანას არეული თვალებისაკენ გაექცა მზერა -მე თავიდანვე ვიცოდი, რომ შენი გამოჩენა მის ცხოვრებაში და მიზანმიმართუ იყო, შენ მისი დაბრუნება გინდოდა და ისიც დარწმუნებით ვიცოდი რომ ნათია შენს სურვილს ვერ შეეწინაადეგოებოდა იმიტომ, რომ იმ ყველაფერის მიუხედავად რაც გადაატანინე მაინც უყვარდი! ჰოდა მოხდა ის რასაც ვფიქრობდი, შენს სურვილს ვერ შეეწინაადეგა და დაგიბრუნდა... რამდენად ღრმად შეტიპეთ არ ვიცი, ამას არც გკითხავთ, ეს მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ და თქვენი გადასაწყვეტია ...მაგრამ ძალიან მეშინია რომ ისევ იგივე არ განმეორდეს... რადგან ზუსტად ვიცი რომ ამ შემთხვევაში ორივე განადგურდეით და რაც მთავარია მარიანას ბავშვობას დაუმახინჯებთ!
-ვიცი რომ ჩემი არ გჯერათ, მაგრამ გპირდებით რომ ნათიას გულს არ ვატკენ... მითუმეტეს მარიანას არ გავიმეტებ იმ ტკივილითვის რისი გადატანაც ერთხელ უკვე ვაიძულე-უთხრა მშვიდი ტონით სანდრომ და მაშინვე გაექცა ქალის სევდიან თვალებს
-შენი მჯერა-უთხრა ნანამ და სანდროს გაოცებულ მზერას რომ გადააწყდა მისი სევდიანი თ ალები გაეღიმა-იმიტომ მჯერა რომ ვხედავ მართლა შეიცვალე, ის რომ წამალს და სასმელს შეეშვი ჩემთვის ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ რაღაცის უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობ! და რომ ცდილობ ეს უკვე იმას Ნიშნავს რომ შეიცვალე...
-მიხარია თქვენგან ამის მოსმენა-უთხრა გულწრფელად სანდრომ
-ნათიას ახლა რაც შენგან ჭირდება თავისუფლება! გესმის სანდრო? მას მხოლოდ ეს სჭირდება შენგან მინდა რომ ეს გაიაზრო, მინდა რომ ენდო, მას შენ საკუთარ თავზე მატად უყვარხარ სანდრო... ასე რომ არ იყოს გგონია შეძლებდა იმის პატიებას რისი გადატანაც აიძულე? ვერ შეძლებდა, ან უბრალოდ არ გაპატიებდა... იცი რა ბედნიერია ახლა? -გაეღიმა სევდიანად ნანას-და მხოლოდ იმიტომ რომ შენ მის გბერდით ხარ! მას მხოლოდ შენ სჭირდები, მხოლოდ შენ უყვარხარ! ენდე და მიეცი თავისუფლება... რომ თავი საჭირო შემდგარ და ნორმალურ ქალად იგრძნოს... იგივეს ნუ გადაატანინებ, გთხოვ იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ვეღარ გავჩუმდები განზე ვერ გავდგები და ვერ ვუყურებ როგორ ტანჯავთ ერთმანეთს...
-ამის ნუ გეშინიათ, დამიჯერეთ შევძლებ რომ შევიცვალო... -უთხრა სანდრომ ბრაზნარევი
ტონით -ვიცი რომ იმის გამო რისი გადატანაც გაიძულეთ, ისევ ეჭვი გეპარებათ ისევ გეშინიათ მაგრამ არ დავუშვებ რომ ნათია დავკარგო
-მე უბრალოდ მინდა რომ ნათია ბედნიერი იყოს და ერთადერთი ადამინი ვისაც მისი გაბედნიერება შეუძლია შენ ხარ სანდრო, უფლება მიეცი რომ უბრალოდ უყვარდე, შენც გოგონა გყავს და ვიცი გამიგებ... მაშინ უფრო გამიგებ როცა გაიზრდება, როცა მის ცხოვრებაში სხვა მამაკაცი შემოვა, მაშინ მიხვდები რა გრძნობაა როცა შენს შვილს, შენს გოგონას, მის ბედს, გულს გონებას, სიცოცხლეს ღირსებას სხვა... უცხო მამაკაცი ისაკუთრებს...
-მესმის-უთხრ სანდრომ მᲐქსიმალურად მშვიდი ტონით და მზერა ნანას აკანკებულ ხელებს გაუშტერა
-მინდა რომ ის გააბედნიერო, მხოლოდ ეს მინდა შენგან, გთხოვ მისი და მარიანას გამო წარსულში დაბრუნება აღარ გაბედო, ეს ყველას გაგვანადგირებს
-ვიცი
-მე წავალ...-თქვა ნანა და ფეხზე წამოდგა, თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია ყოფილი სიძისთვია რომელიც მაშინვე მასავით ფეხზე წამოდგა - Მგონია რომ... ნათიას და მარიანას... აქ ბათუმში აღარ ჩამოიყვან... მგონია რომ ვეღარ შეელევი მათ-გაეღიმა ნანას სანდროს ალეწილი სახის შემხედვარეს -მგონია რომ ნათიაც ვეღარ შეძლებს შეგეწინაღმედგოს... ამიტომ მინდა იცოდე რომ მე მხოლოდ თქვენი ბედნიერება მინდა და არ შეგეწინაადეგებით, თუ ასე მოიქცევით.
თათიამ ფრთხილად დააკაკუნა კარზე და სახელური ფრთხილად დაქაჩა, ლალიმ თვალები გაახილა და სუსტად დაიძახა
-შემოდით
-შეიძლება? ექიმმა მითხრა რომ ჩემი ნახვა გსურდათ? -იკითხა მორიდებით გოგონამ და კარი ოდნავ შეაღო
-შემოდი შვილო, ჰო მინდოდა შენი ნახვა-უთხრა ლალიმ და როცა თათია პალატაში შევიდა სუნთქვა შეეკრა
-ქალბატონო ლალი ძალიან ვწუხვარ-აღმოხდა გოგონას და ცრემელბი მოეძალა -არ მინდოდა ასე რომ მომხდარიყო... გეფიცებით არ მეგონა ასე თუ იმოქმედებდა თქვენზე ჩემი სიტყვები
-შენი ბრალი არაა ის რაც მე დამემართა-უთხრა ლალიმ მშვიდი ტონით და გოგონას ცრემლიან თვალებს გაუშტერა ამღვრეული თაფლისფერი სფეროები
-ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია-ატირდა თათია -ძალიან გთხოვთ მაპტიეთ
-გთხოვ ნუ ტირი-უთხრა ძალდატანები მშვიდი ტონით ქალმა
-მე... მე მეგონა ასე თუ... გატკენდათ გულს ჩემი გამოჩენა თქვენ და სანდროს...
-მე ხომ გითხრა რომ სანდროს ცხოვრებაში ჯერ არ გამოჩენიყავი...-უთხრა ჩავარდნი ხმით ლალიმ
-მე არ დაგიჯერეთ და ლამის ჩემს სიტყვებს და სურვილებს შეეწირეთ-დაასრულა მისი სიტყვები თათიამ
-მისმინე შვილო-დაიწყო ლალიმ -შენ ყველაფერი იცი ჩვენზე... იცი რისი გადატანა გვაიძულა მამაშენმა... შენი გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში იმას ნიშნავს რომ ისევ წარსულში უნდა დავბრუნდეთ, ისევ იგივე უნდა გადავიტანოთ... ისევ უნდა გვეტკინოს წარსული... მხოლოდ ამიტომ გითხარი რომ სანდროსთან არ მისულიყავი... ვიცოდი ასეთი რეაქცია რომ ექნებოდა... ვიცოდი რომ გული ძალია ეტკინებოდა... რადგან მე ის ზიზღში გაბზარდე... მამაშენის ზიზღსა და სიძულვილში... მე მას ვსჯიდი იმის გამო რაც მამაშენმა გამიკეთა...
-ვიცი ვიცი და ძალიან ვწუხვარ ამის გამო-ატირდა თათია -სკოლის ეზოში რომ მთხოვდით სანდროსთან არ მივსულიყავი და ამისი გაცნობა არ მეცადა მეგონა უბრალოდ თქვენ არ გინდოდათ რომ ერთმანეთი გაგვეცნო... მეგონა ეს თქვენი სურვილი იყო... მეგონა რომ ეს ყველაფერი არც ისეთი რთული გადასატანი იყო როგორც მიხსნიდით... და ძალიან ვწუხვარ იმის გამო რომ არ დაგიჯერეთ
-არაუშავს-აღმოხდა ლალის -უბრალოდ გთხოვ ამ ჯერად მაინც დამიჯერე
-ნუ ღელავთ სანდროს ცხოვრებაში აღარასოდეს გამოვჩნდები, არც თქვენ გაიძულებთ წარსულში დაბრუნებას და იმ ტკივილის ხელახლა განცდას რაც დღემედე გაწამებთ
-არა...-უთხრა ლალიმ და თვალები დახუჭა -მე არ გთხოვ რომ სამუდამოდ წახვიდე ჩვენი ცხოვრებიდან... უბრალოდ გთხოვ რომ დრო მოგვცე, მეც და მასაც... ჩემი ეს მდგომარეობა შენი ბრალი არაა და თავი არ დაიდანაშაულო ამაში, არც სანდროს ზიზღის და სიძულვილის მიზეზი შენ არ ხარ... ყველაფერი ჩემი ბრალია... მე დავუშვი შეცდომა... მაგრამ ახლა ძალიან გვიანია რამის გამოსწორება... ამიტომ დრო უნდა მოგვცე რომ შევეგუოთ წარსულს და თვალი გავუსწოროთ იმას რასაც ამდენი წელი გავურბოდით... სანდრო აუცილებლად მიგიღებს, ოდესმე მეც შევძლებ რომ ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვა ის ადამინი ვინც ყოველ ჯერზე წარსულში დამაბრუნებს... მითუმეტეს როცა ეს ადამინი ყველაზე სუფთა მართალი და უდანაშაულოა იმაში რაც მოხდა... შეიძლება შენმა გამოჩენამ უფრო მოგვიშუშოს იარები...მეც და სანდროსაც... მხოლოდ დრო მოგვეცი რომ შევეგუოთ ახალ რეალობას...
-სანდროს ვძულვარ ვიცი-ატირდა ისევ თათია და საწოლის ბოლოში ჩამოჯდა
-როგორ შეიძლება სძულდეს საკუთარი და? მითუმეტეს ასეთი პატარა და საყვარელი? თან მაშინ როცა არაფერში, საერთოს არაფერში არ ხარ დამნაშავე...
-ბებომ მითხრა სიკვდილის წინ რომ ძმა მყავდა... ვერც კი წარმოიდგენთ ამ სიტყვებლა როგორ გამაბედნიერა... მაგრამ როცა სიმართლე მომიყვა... გული საშინლად მეტკინა, გეფიცებით მეც ისევე გავნადგურდი როგორც თქვენ... მაგრამ ვერ შევძელი მასზე უარის თქმა... ამიტომ მოგძებნეთ თქვენ და გთხოვეთ რომ სანდრო ჩემთვის გაგეცნოთ... უარი რომ მითხარით მეწყინა... იცით ისე ვიყავი სანდროთი აღტაცებული... რომ მასზე უარის თქმა ვერ შევძელი და ვერ გავაცნობიერე ის რომ წარსულში განცდილი ტკივილი, ჩემი თქვენს ცხოვრებაში გამოჩენით გაგიასმაგეთ... მაპატიეთ ძალიან გთხოვთ-უთხრა თათიამ და სანამ რამეს ეტყოდა დაბნეული ლალი პალატიდან გავარდა ატირებული.
სანდრომ ნათიას სურვილის შესაბამისად თბილისში ჩამოსვლის და ლალის ნახვის მერე ის და მარიანა ნინისთან დატოვა, სახლში კი ძალიან ბედნიერი დაბრუნდა, რადგან გრძნობდა რომ ნათიასაც აღარ ეთმობოდა ის, თუმცა ვერ ბედავდა რადიკალური ნაბიჯის გადადგმას მისკენ, ამიტომ თავად სანდროსც არ აჩქარებდა, ცოტა ფიქრის დროს აძლევდა, ყველაზე მეტად ის რა უნდოდა რომ ნათიას თვალებში ოდესმე სინანული დაენახა, ამიტომ მოთმინებით იცდიდა და ელოდა შესაფერის დროს როცა ნათიას აღარ გაუშვებდა.
ყველაფე იდეალურად მშვიდად და ერთფეროვნად მიდიოდა იქმადე სანამ ლალის გაწერის დღე არ მოვიდა, ამ დღეს ისვე გაგიჟდა სანდრო, ისევ აიარია და დაიკარგა რადგან წარსულსის ტკივილებს იარებს და ჭრილობებს პირდაპირ დაეჯახა.
ლალის გაწერის დღეს დილაადრიან მივიდა თათია საავადმყოფოში რომ გამომშვიდობებოდა და როგორც კი ინახულა ქალი, დერეფანში აღელვებული გავიდა, მიას და ლაშას რომ ჰკიდა თავლი დერეფნის ბოლოში დაიძაბა, რაღაც ეტკინა გულში, იმის გააზრება რომ ის სანდოროს საყვარელი და იყო, თავად კი საძულველი და სული ატკინა, თავდახრილმა ჩაურა მათ და კიბეები სწრაფად ჩაირბინა, ეზოში გავიდა და სუნთქვა შეეკრა სანდროს და ნათიას რომ ჰკიდა თვალი, საშინლად დაიძაბა და მაშინვე თავი დახარა, მაგრამ სანდრომ შეამჩნია ის და დაჟინებით მიაჩერდა მისკენ წამოსულ უკვე აკანკებულ გოგონას რომელსაც განზრახ ჯიუტად აკვირდებოდა, უცნაური შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ეცნო ეს სახე და როცა გოგონას მოიახლოვდა, რომელმაც მათთვის გვერდის აქცევა სცადა მკალვზე ხელი უხეშად წაავლო და მის პროფილს მიაჩერდა, ნათია საშინლად დაძაბა სანდროს უხეშმა და უცნაურმა ქცევამ და მის მიერ დაჭერ დამფრთხალ გოგონას გაოცებული მიაჩერდა რომელმაც ცრემლიანი თვლებით ახედა ძმას, ნათია მაშინვე მიხვდა ვინც იყოს ეს გოგონა და სუნთქვა შეეკრა, სანდრო სახე წაშლილი დააჩერდა პატარა გოგონას და დაუღრინა
-შენ აქ რას აკეთებ?

№1 სტუმარი სტუმარი nazi

რა კარგია რომ ასე ხშირად დებ თავებს ❤ რაც შეხება ისტორიას კარგია მომწნს თბება ისტორია და უფრო საინტერესო ხდება წაკითხვა გულით და სულით ვკითხულობ ისეთი სითბოთი და სიყვარულით გაქ გადმოცემული რომ სხვანაირათ ვერც ვკითხულობ გელი დიდი ინტერესით ❤❤❤❤❤❤

№2  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
რა კარგია რომ ასე ხშირად დებ თავებს ❤ რაც შეხება ისტორიას კარგია მომწნს თბება ისტორია და უფრო საინტერესო ხდება წაკითხვა გულით და სულით ვკითხულობ ისეთი სითბოთი და სიყვარულით გაქ გადმოცემული რომ სხვანაირათ ვერც ვკითხულობ გელი დიდი ინტერესით ❤❤❤❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვია ❤❤❤ მიხარია რომ მოგწონს ეს ისტორია და ყოველთვის მიზარებ შენს აზრს და გულწრფელ ემოციებს ❤❤❤

№3 სტუმარი სტუმარი თიკო

მეორედ ვწერ დღეს უკვე კომენტარს შენს ისტორიაზე. ვერ ვჩერდები ორი სიტყვა რომ არ ვთქვა და არ გაგიზიარო. მართლა ამატირე. აღარ გავაგრძელებ. კიდევ ერთხელ წარმატებები!❤❤

№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
მეორედ ვწერ დღეს უკვე კომენტარს შენს ისტორიაზე. ვერ ვჩერდები ორი სიტყვა რომ არ ვთქვა და არ გაგიზიარო. მართლა ამატირე. აღარ გავაგრძელებ. კიდევ ერთხელ წარმატებები!❤❤

ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის❤❤❤❤

№5 სტუმარი nik

შეუგნებელია სანდრო, ნათია იმედიაა სახლში არ ჩაჯდებაა ისევ

№6  offline მოდერი ნეაკო

nik
შეუგნებელია სანდრო, ნათია იმედიაა სახლში არ ჩაჯდებაა ისევ

სანდროს სანდროა ,დიდად ამიტომ არ ვცვლი

№7  offline წევრი ირო

საინტერესოა სანდროს პერსონაჟი,ადამიანებს ტკივილი ზრდის,ზოგი ერევა,ზოგი ვერა თან თუ ტკივილს ზიზიღიც ახლავს რთულია ადამიანი განსაჯო,სანდრო ხომ ბავშვობა დაკარგულია,მთელი ცხოცპვრება მოძალადეს ხედავდეს საკუთარი დედა შენს თვალებში გადანაშაულებდეს უდანაშაულოს,მძიმეა არადა რამდენი ადამიანი,რამდენი ოჯახია ასეთი ზუსტად ჩვენს გარშემო.

№8 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ირო

მადლობა ასეთი შეფასებისთვის, მიხარია რომ სწორად ხედავ სანდროს პერსონაჟს❤❤❤ ვცდილობ სწორად გადმოვცე ის ემოციები რაც სანდროს პერსონაჟით მინდა რომ მკითველამდე მოვიტანო.მადლობა აზრის გაზიარებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს

№9 სტუმარი სტუმარი ელენე

ამ პატარა თავში ამდენი ინფორმაცია, ემოცია, ინტრიგა რანაირად ჩაატიე? smile
ნანას და სანროს დიალოგი იყო ძალიან ადამიანური. ნანას მხრიდან ამხელა კულტურის, ემპათიისა და შემწყნარებლობის გამომჟღავნება დიდ პატივისცემას იმსახურებს. ყველას არ შეუძლია პატიება და იმის დაჯერება, რომ ადამიანს სასიკეთო ცვლილება შეუძლია.

თათია ამ თავში გავიცანით ყველამ და ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი დაიჭირე, როცა დერეფანში მიასთან შეახვედრე. პატარა, საყვარელი გოგო, რომელსაც დიდი ძმის არსებობა უხარია და რომელიც ამ ძმამ უარყო, უცბათ ხედავს მისნაირ გოგოს, რომელმაც რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება დაიმსახურა მისი ძმისგან. საშინელი და ბუნებრივად ეგოისტური განცდაა ალბათ როცა ფიქრობ, რომ შენი ადგილი სხვას უკავია, რომ მის ადგილას შენ უნდა იყო და ამის ნაცვლად გრიყავენ და წარსულიდან გამოყოლილ ურჩხულად გაგრძნობინებენ თავს (გეგონება თვითონ იყო ამ წარსულის შემოქმედი).
თათიას ასაკზე მინდა კიდე ყურადღების გამახვილება. ეს ასაკი თუ მიზანმიმართულად გაქვს არჩეული, კიდე უფრო რომ გაგებუქებინა და გაგემძაფრებინა ემოციები მაშინ, ჩვეულებრივი გენია ხარ joy როგორი ასაკია იცი? ყველაზე მეტად რომ გეძვირფასება უფროსი, გამოცდილი, სიმპატიური, "ყოვლისშემძლე" ძმა და "სუპერმენი" რომ გგონია. მით უფრო როცა კარგად არ იცნობ და გონებაში მის შესაძლებლობებს აზვიადებ. თან სანდრო უცხო თვალით მართლა ეგეთი ჩანს და ერთ მომენტში თვითონვე იძახის, ისე ვიყავი სანდროთი აღფრთოვანებულიო... თათიას ისტორია არ ვიცით, ვინ გაზარდა ან როგორ, მამას მასთან რა დამოკიდებულება ჰქონდა. თანაც ახლა ბებოც და მამაც გარდაცვლილები არიან (დედა საერთოდ სადაა ვერ გავიგე). თუ ისიც სანდროსავით მარტოსულად გრძნობდა თავს და უცბათ გაიგო ასეთი ძმის არსებობა, მაშინ გასაგებია მისი სენტიმენტები. როგორც მფარველი ალბათ ისე აღიქვა თავიდან და მართლა შეიყვარა მთელი გულით. ამიტომ მის იმედგაცრუებასაც აბსოლუტურად ვიზიარებ.
დიდად არ მადარდებდა ამ გოგოს ბედი წინა თავებში, მაგრამ ახლა როცა ახლოდან შეგვახედე, დამასევდიანა. ბოლო სცენა უხეშად რო დაეტაკება ხელზე, ნუ აი როგორ გითხრა, რომ არა ჩემი ქვასავით გული, ავტირდებოდი joy ვხუმრობ :დ
ველოდები ამ ნაწილის გაგრძელებას და რატომღაც მგონია რომ საბოლოოდ, როგორი განსაკუთრებული ადგილიც ნინის შვილმა, ლილემ დაიკავა სანდროს ცხოვრებაში,გარკვეული მიზეზების გამო, ისევე გამოარჩევს თათიასაც და დიდი ალბათობით ზომაზე მეტადაც შეუყვარდება.
ტირანი კაცი ეგ blush

№10 სტუმარი Mkitxveli xati

ძალიან ლამაზი და საინტერესო ისტორიაა????❤

№11 სტუმარი ანუ

როდის დადებ შემდეგს?

№12 სტუმარი სტუმარი ნეაკო

სტუმარი ელენე

ძალიან გამახარა შენმა ასეთმა შეფასებამ, მოუთმენლად გელი ყოველ ჯერზე ხომ იცი ❤მინდა რომ სანდროს და თათიას დამოკიდებულება უფრო მძაფრად გადმოვცე და რამდენად გამომივა არ ვიცი, საბოლოოდ რა თქმა უნდა სანდრო მასაც მიიღებს და შეიყვარებს თუმცა მანამდე ცოტას კიდევ აწვალებს ამ პატარა გოგოს რომელიც მისით მართლა აღფრთოვანებული იყო...
შემდეგი თავით ფაქტიურად ფინალში გავიყვან ისტორიას და გავაგრძელებ მხოლოდ შენი და მკითხველის სურვილის შესაბამისად. ( არ მინდა ამ ისტორიამ დაგღალოთ) ვიცი რომ ტირანმა დაიმსახურა შენი და სხვა მკითხველის დიდი სიყვარული და ეს მე ძალიან მახარებს, მაგრამ მაინც... მადლობა კიდევ ერთხელ რომ არ იზარებ და ყოველ ჯერზე მიზიარებ შენს ემოციებს და შეხედულებებს ❤❤❤

Mkitxveli xati
ძალიან ლამაზი და საინტერესო ისტორიაა????❤

ძალიან მიხარია რომ მოვწონთ ეს ისტორია

ანუ
როდის დადებ შემდეგს?

ხვალ 3/ 4 საათისთვის ავტვირთავ ახალ თავს ❤❤❤

№13  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
აუ ჯერ არ დაასრულო რა. disappointed
მინდა კიდე. რამდენი რამის მოფიქრება შეიძლება. თათას თემა გაწელე. ან ნუ გაწელავ და ისე აღწერე მათი ცხოვრება. <3 ვერ ველევი და რა ვქნა.

ვაიმე როგორ გამახარე ნეტა იცოდე ❤ დავწერ იქამდე სანამ არ მოგწყინდებათ გპირდები ❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent