90's. 90- იანელი (10) დასასრული
**** ჩემი ცრემლიანი , მოგუდული მუდარა არავის ესმოდა , უკვე წარმოვიდგინე რაც მოხდებოდა ამ ჩანაწერს რომ ნახავდა, სავარაუდოდ სჯობს მოვკვდე! - სად ხარ ღმერთო! რატომ არ წამიყვან ეხლა! მოულოდნელად , ვიღაცამ შემოანგრია პადვლის კარები, ჩეჩნები იარაღს დასწვდნენ! - ჩვენია ! - დაიძახა მახინჯმა . - რა ხდება აქ ! - დაიღრიალა ახმახმა მამაკაცმა. - ვერ ხედავ?! - მოტვლეპილ თავზე ოფლი მოიწმინდა. - ბიჭო თქვენ ხომ არ გაუბერეთ! ეს რა კაცური საქციელია! ნაკანი ცოცხლად დაგმარხავთ მოტაცებისთვის ! და რასაც აპირებთ მაგისთვის მოდგმას გაგიწყვიტავთ! - ფეხები არავის მოჭამოს! შენ ვინ გითხრა ეს ამბავი! - წინ გაეჭიმა და ქამარი შეიკრა. - გავიგე და მორჩა! ხელი არავინ დააკაროთ! თვალები გადაუბრიალა ყველას. - აბა რააა! შევარჩინო! - გამოსცრა კბილებში. - რა უნდა შეარჩინო ათმა ქურდმა ერთხმად გაგაჩერა! ისედაც ჩა*მულ საქმეში ... ეს რა *ლეობა გააკეთეთ! - მაინც გაუსკდება გული სანამ იპოვის! - კმაყოფილმა გადმომხეხა. - რას გულისხმობ! ღმერთი არ გაგიწყრეს! - ხმის ტემბრი დახვეწილად დაძაბა. - ვიდეო გადაუღე სანამ მოხვიდოდი ! - რა ვიდეო ! რას ნახავს მაგ ვიდეოზე ნაკანი! გეკითხები?! - ისეთი ხმით დაიღრიალა ყურებში გამიწუილა. - რას ნახავს და! თავის საცოლეს როგორ უპირებს ათი კაცი გაპარტახებას!- გიჟივით გაიცინა. - შეეხეთ ვინმე! - გაისმა ისევ მამაკაცის ბოხი ხმა! გიჟივით მომვარდა , უფრო შევშინდი... ხელების გახსნას შეუდგა... - მიმყავს! - დაიძახა და არ დააყოვნა იარაღის დამიზნება, ყველას მიმართულებით, ქართველებმაც არ დააყოვნეს.... უცხო მამაკაცის ზურგს უკან კანკალით ვდგავდი უძლურ ნაბიჯებს, ის ჩეჩენი რომელიც დაცვას ცდილობდა რაღაც გადაულაპარაკა დანარჩენებს, გასასვლელ კარებამდე ჩეჩნების კორიდორის დახმარებით გავედით. გამოგლიჯა მანქანის კარები... - უკანა სავარძელზე დაწექი! რაც არ უნდა გაიგო, რაც არ უნდა მოხდეს თავი არ ასწიო! - მომაძახა და ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს. კითხვის დასმას ვერ ვბედავდი , ვინ იყო , საიდან გამომეცხადა ეს კეთილი ადამიანი... - მადლობა ... - უხერხულად ამოვილუღლუღე... - ჯერ ადრეა მადლობა! მისმინე ვიცი დაბნეული და ანერვიულებული ხარ ! გაგამწარეს ნაბი*ვრებმა! მთელი გზა სადღაც რეკავდა... - გათიშული აქვს ამის დედას შევე*ი. - სახლში წამიყვანთ? - ძლივს გავბედე სიტყვის თქმა... - მიგიყვან თუ იმედია ტარასამ ვიდეო არ მიიტანა უკვე! **** - ტარას ! სად ჯანდაბაში ხარ! მითხარი რომ ჩანაწერი შენ გაქვს!!! - არა ძმაო , მე არ მაქვს გამგლიჯა ლუკამ ხელიდან! - აბა სად ხარ ! როგორ დაუშვი ეგ შეცდომა! სამი წლის საქმე წყალში ჩაყარე მაგ სი*ების გამო! ნაკანი უნდა ჩაგვბარებოდა და არა ახალი ომი წამოგვეწყო! და ეს გოგო ! საერთოდ ! სად გება თავი ! ბოლო წუთებში რომ დამირეკე! სად მიდიოდი რომ დამეგვიანა! - გაუჩერებლად ტუქსავდა ტარასას. - ნაკანთან მივდივარ! გოგო შენ გყავს? - ხო აბა იმ მხეცებს ხომ არ დავუტოვებდი! მგლის ხახაში მიდიხარ! ***** სავარაუდოდ სამი საათის გზა იყო სახლამდე , მთელი გზა ვუსმინე მათ დიალოგს, ვიფიქრე ამაზე მეტი რა უნდა დამემართოს... - ჩაგბარდებოდათ რას ნიშნავს ?! - ძლივს გავბედე კითხვის დასმა. - ქეთი , მისმინე ... შემომხედე შენხელა შვილი მყავს! არაფერს დაგიშავებ... რაღაც პატარა ბარათი მომაწოდა სადაც წოდების მაგვარი ინფორმაცია და მისი სურათი იყო აღბეჭდილი. - ეს რა არის? - წარბი შევკარი. - სამი წელია ნაკანის კვალს მივაგენით, მას შემდეგ მე და ჩემი კოლეგა გამოგვიშვეს, მასთან მიახლოებას ვცდილობდით... მათ კი ყველაფერი გააფუჭეს! - " ძაღლი " ხართ?! - დაუფიქრებლად წამოვროშე! - მაპატიეთ არ მიმდოდა... - სარკით გადმომხედა.... მგონი რომ გადაარჩინე, ვიმსახურებ " ძაღლის " წოდების მოხსნას! - ბოდიში! - მართლა ალალად ვუთხარი... - აწი რაღას ჩამბარდება! ჩანაწერს ნახავს და ეხლა აქ გაგანია გერმანიაში მოაწყობს მასკარადს.... - რატომ ხართ აქ ! ის კარგი ადამიანია გეფიცებით! - ვიცი რასაც გულისხმობ! შენზე უკეთ ვიცი რის გამო ამოხოცა ის ა*ვრები... ჩვენში დარჩეს და ღირსები იყვნენ!- ნამდვილად არ ხუმრობდა . -მაშინ აქ რატომ ხართ? - სამსახური ჩემო კარგო .... ს ა მ ს ა ხ უ რ ი... - ამოიხვნეშა. - შეიძლება დავრეკო ? - მოდი ჯერ გავარკვიოთ შენი ფსიხი საქმრო რა ჭკუაზეა! დამიჯერე არანაკლებ ცოფებს დაყრის ჩემს დანახვაზე... ხვდები ალბათ... - მე დაველაპარაკები... გეფიცებით არაფერს დაგიშავებთ! ვეტყვი რომ გადამარჩინეთ!!! - ცუდად იცნობ ნაკანს შენ... მე კი არა , ჩემს ოჯახს არ მინდა ზიანი მიაყენოს.... თორემ მე... ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული დღესვე წავიდოდი ჩემს ოჯახთან... - იმაზეა დამოკიდებული ნახა თუ არა? - სწორად მიხვდი! მაგრამ რომც არ ნახოს მაინც გაიგებს, რომ ვერ გაიგოს მოტაცებისთვის მაინც..... ხომ ხვდები განაჩენი თავის თავს თვითონ გამოუტანეს.... - და ისინი ... იმათ რატომ არ ერჩით.... - იმათ? ... - წამით საათს დახედა... თხუთმეტ წუთში აიყვანენ... - გასაგებია.... მაგრამ , მაინც მიკვირს .... თუ ასაყვანად ჩამოხვედით ხელი რამ შეგიშალათ?იცით ერთი აზრი მაქვს... აკანკალებული ხმა დავძაბე... - აბა გისმენ... ეწევი? - სიგარეტი გამომიწოდა. სიგარეტს მოვუკიდე ... ღრმა ნაფაზი დავარტყი... - მე არასოდეს არ დაგივიწყებთ რაც გააკეთეთ... მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები ... ვატყობ გიოსთან თქვენი გამოჩენა კარგი აზრი არ არის ... მე თქვენ გადამარჩინეთ ,მე კი თქვენ გადაგარჩენთ... და ბარი - ბარში ვართ... - საინტერესოა ... ნაცნობი პირობაა... მე ომი არ მინდა , არც ნაკანი არ არის ჩემი პრიორიტეტი , როგორც კაცს არ ვამტყუნებ, როგორ ფიქრობ სამი წლის განმავლობაში მომენტი არ ჩამივარდა რომ ამეყვანა? მაგალითად მაშინ როდესაც ერთი წელი საავადმყოფოში დადიოდა თავისი დამქაშების გარეშე... - ეგეც იცით? - გავიკვირვე... - რა თქმა უნდა.. არაფერში არ მჭირდება ნაკანის გამოკეტვა... მაგრამ ვადა გვეწურება მე წავალ და სხვას გამოუშვებენ... - მოდი ესე შევთანხმდეთ... ქალაქში რომ შეხვალ, მანქანა გააჩერე და ჩავალ, დამტოვე და წადი... - მარტო ვერ გაგიშვებ ... ჩანაწერის შემდეგ უნდა დარწმუნდეს რომ თმის ღერიც კი არ გაკლია! ვერ გავრისკავ... - მაშინ წამომყევი ... და საერთოდ ვერ ვხვდები ! რასაც არ უნდა წარმოადგენდეთ , ვინც არ უნდა იყოთ, ჩემი გადარჩენისათვის , დაბრუნებისათვის არც გიო დაგიშავებთ რამეს და მითუმეტეს ჩემი ძმა... ვფიქრობ ისინი უნდა ნერვიულობდნენ! თუ რა თქმა უნდა.... ჩემთან სახლში სავარაუდოდ არავინ იქნება , იქიდან დავრეკავ , დაგმალავ... ვეტყვი ყველაფერს და რომ დამშვიდდება გამოხვალ, გპირდები თითს არავინ დაგაკარებს! მაგრამ მომეცი პირობა რომ არავინ დაიჭერს... ისე კი ერთი ძველი მეგობარი სულ მეუბნებოდა რომ არასოდეს დაუჯერო პოლიციელის დაპირებას და ბო*ის ცრემლებსო. - კარგი რამ უსწავლებია! - ჩაეცინა. - რას იტყვი? - კარგი , მაშინ მე ფორას მოგცემთ... - და ესე ვირბენთ ? - როგორც თქვი წეღან მე " ძაღლი " ვარ, ის ქურდია... შენ თქვი , თუ რა თქმა უნდა-ო , ზუსტად მაგაშია საქმე, ნაკანიც ესე იფიქრებს რომ გარეულები ვართ და შემდეგ მისთვის სულ ერთი იქნება ვინ იდგება მის წინ. სინამდვილეში კი ორივეს გვყავს ვიღაც ძვირფასი ... ვისთვისაც სიცოცხლეს დავთმობთ... ეს ჩემი და ნაკანის სარბენი ბილიკია... და აქ ვერავინ სხვა ვერ დაიშვება! - იმის თქმა გინდა რომ " მუღამში " შეხვედი? - გავოცდი. - მე იმის თქმა მინდა რომ , ამასობაში შევისწავლე საქმე , პირადად დავაკვირდი და არანაირი სურვილი არ მაქვს დაჭერის... ცხოვრებამ მოიტანა ესე... თანაც , დამიჯერე მე მისი დაჭერა სრულებითაც არ მინდა.... მაქვს ჩემი მიზეზი.... - უცნაური თანამშრომელი ხართ... ვერ ვხვდები მაინც აქამდე ჩამოხვედით რა შეიცვალა რატომ აძლევთ ფორას? - ნამდვილად... არასტანდარტული თანამშრომელი ვარ.... თუ არ მიწყენ ეს ჩემი და ნაკანის პირადი თემაა... ცოტახანში ტარასამ დაურეკა . - რახდება ტარას! - ნაკანთან ვარ , გოგო აქ მოიყვანე... - გზაში ვართ... უთხარი რომ კარგადაა... - ეხლა საუბრის პრივილეგია არ მაქვს... მობილური გაითიშა... - რახდება?! - სიჩქარეს მოუმატა... - მიმართულება შეიცვალა , ნაკანთან მივდივართ ... - უკაცრავად თქვენი სახელი მგონი არ გითქვამთ... - თამაზი დამიძახე! - თამაზ , პირობა ძალაშია ! - იმედია... **** საშინელმა სიცივიმ ამიტანა ... ნერვიულობის ფონზე მუშტებს ვკრავდი ხელების კანკალი შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო... მესიკვდილებოდა ზღურბლზე ფეხის დადგმა... იქ სადაც სავარაუდოდ ყველანი იქნებოდნენ... იმის მიუხედავად რომ თამაზიმ ბეწვზე მომისწრო ... მაინც შერცხვენილად ვგრძნობდი თავს... კოშმარული კადრები მიტრიალებდა თვალწინ... სიკვდილის ტოლფასი იყო იკას თვალებში ჩახედვა.... არც კი ვიცი რა უფრო გააცოფებთ მე რომ ვუთხრა თუ უკვე ნანახი რომ ჰქონდეთ... თავი ვერაფრით ვანუგეშე... სავარაუდოდ ნახეს და სანამ საღსალამათს დამინახავენ , ნამდვილ ცხოველებთან მომიწევს შეხვედრა... მოაჯირის ორივე ხელი ჩავჭიდე ... ღრმად ჩავისუნთქე .... თამაზის ქურთუკი გავუწოდე... - იცი ... მგონი სჯობს გეცვას.... - უხერხულად ამარიდა თვალი.... - მადლობა... დაგიბრუნებ.... ბოლომდე შევიკარი ღილები , რადგან ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო , შემოხეული მაისური. - თამაზ , ისინი თუ უკვე აიყვანეს ! აქაც მოვლენ? - უცბად გადავხარშე. - ჭკვიანი გოგო ხარ! აქ მოვლენ როგორც კი ზარს გავუშვებ... ხომ დაგპირდი ფორას მოგცემთ... - ვინ ხართ ! რატომ აკეთებთ ამას ესე .. მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ტოლი შვილი გყავთ?! - ეხლა ამის დრო არ არის ... - თქვენთან ვალში ვარ... აუცილებლად გადაგიხდით... მისაღებში , ოთახის კუთხეში ტარასა იდგა აყუდებული , იკას იარაღი მის საფეთქელთან ედო, დასისხლიანებული ტარასა ხმის ამოღებას არც აპირებდა, კამერა ჯერ კიდევ შეერთებული იყო ტელევიზორში , სადაც ჩემი წაშლილი და არა ადამიანური სახე მიყინულიყო... თავდაყირა იდგა მთელი ავეჯი, გიოს დასისხლიანებულ ხელებზე მივხვდი რა დღეშიც იყო, საერთოდ არ გავდა საკუთარ თავს ... იკას გააფთრებული სახე დავიჭირე ჩემს დანახვაზე როგორ გამოიქცა ჩემსკენ პატარა ბავშვივით, ხელში ამიტაცა.... - ქეთი , ხომ კარგათ ხარ ! აკანკალებულ ხელებს სახეზე ისტერიულად მისმევდა იკა , რამე დაგიშავეს იმ ბო*ებმა... ნიკამ ერთხელ კიდევ დაარტყა ტარასას , გიომ თავზე ხელები შემოილაგა .. მუხლებზე დაეცა და დაჭრილი დათვივით აღმუვლდა. - გიო... გიო აქ ვარ! კარგად ვარ შემომხედე! - მის წინ ჩავიმუხლე და საერთოდ არ მაინტერესებდა ვინ გვიყურებდა ... მთელი ძალით ჩავეხუტე... სისხლიანი მუშტების ნაკვალევი ალაგ- ალაგ კედლებს ეტყობოდა... ხელის კანკალით დავუკოცნე სისხლიანი ხელები... იკა ნერვიულად მოძრაობდა ოთახში... - დავბრიდავ ! სათითაოდ ამოვხოცავ! - დაიღრიალა იკამ. - გავდივართ დაიძახა გიომ, უცბად გონს მოეგო... ცალი ხელით იარაღი ჩაიდო შარვლის უკან , ცალი ხელით მომეხვია... - დღეს აქ არ დარჩები ... ჩემს მოსვლამდე იქ იქნები სადაც მიგიყვან... - გიო მოიცადე რაღაც უნდა გითხრა ... მისმინე ... უნდა დაჯდე ... გესმის? ... დრო ცოტა გვაქვს... - ეხლა არ დაიწყო ქეთი მაგის დრო არ არის ... გასასვლელისკენ წავიდა იკა... თამაზმა შემოაბიჯა დინჯად , თავდახრილმა, ტარასას საცოდავი სახით გახედა... - ეს აქ რას აკეთებს! - დაიღრიალა გიომ... - ეს ... ეს თამაზია გიო ... ის ... ის - დავიბენი. - ვიცი ვინც არის... ეს ტარასა შენთანაა? იღრიალა გიომ. - ხო ! მე გამოუშვი... გიორგიმ იარაღი გადატენა დაუმიზნა ... ეხლავე მიმიყვან იმ ბო*ებთან... - გიო არა ! იკა უთხარი რამე ! გთხოვ!- ლამის მუხლებში ჩაუვარდი. - გაიწიე! ქეთი გამოდი - მეთქი... თამაზიმ იმედგაცრუებული მზერით მანიშნა გავწეულიყავი.. - გიო ! მან მე გადამარჩინა გესმის?! იკა გეფიცები! წამით რომ დაეგვიანა... - ისტერიული ტირილი ამივარდა... - არ მოგცემთ ამის საშვალებას... - ფარად ავეფარე თამაზის! - იქ არავინ აღარაა ყველა აიყვანეს გეფიცები ... - სად მიჰყავთ! - შეუღრინა იკამ თამაზს. - უნდა წავიდეთ გიო ... ამათ გთხოვ არაფერი დაუშაოთ... - მთელი ტანით ვცახცახებდი. - რახდება იტყვი?! - გამოსცრა კბილებში იკამ ... - მართალს გეუბნება , იქ ყველა აიყვანეს, ეხლა სავარაუდოდ გზაში არიან, შემდეგ ჩემს ზარს დაელოდებიან და აქ მოვლენ შენს ასაყვანად... .. - ამისთვის მოხვედი? რომ ჩაგბარდე?! - არა ჩვენ ამ საქმესთან არაფერი კავშირი არ გვაქვს, შენ გაკვირდებოდით, ტარასა იმათ... მე დასაჭერად არ მოვსულვარ ... გასაფრთხილებლად მოვედი... და იცი რატომაც... - როდის მოვლენ! ... - გააფთრებულ თვალებს ისე აბრიალებდა გიორგი, რომ მეც შემეშინდა მისი. - როგორც კი ზარს გავუშვებ ! - მისამართი დამიწერე სად მიჰყავთ ის ბო*ები. დაუფიქრებლად მოიმარჯვა თამაზიმ კალამი და პატარა ფურცელზე დაწერილი მისამართი გაუწოდა გიოს. მჭიდროდ მიმიხუტა, ლოყაზე ისე ძლიერად მაკოცა , ტკივილისგან კბილი-კბილზე დავადე, ჯერ ისევ მწარედ ვგრძნიბდი მახინჯის მოქნეულ ხელს... არ შევიმჩნიე.... - შენ თავს გეფიცები სათითაოდ ამოვხოცავ! - ყურში ჩამჩურჩულა. - გიო გთხოვ წავიდეთ... კარგად ვარ ხედავ? - შეჩერება ვცადე. - არ მოვალ სანამ არ დავრწმუნდები რომ ყველა ჩაძაღლდა! - დაიჭექა და წამში აორთქლდა. **** ნიკამ და მიშკამ ქალაქგარეთ აგარაკზე წაგვიყვანეს, ლიკა უკვე იქ იყო... სახეზე ფერი არ ედო ... - ღმერთო ჩემო გავგიჟდი ნერვიულობით... - გიჟივით მკოცნიდა ,ისეთი შეხვედრა გვქონდა რძალ-მულის რომ არ შეეფერება. ღამე თეთრად გავათენეთ.... ლიკა ყურებს არ უჯერებდა, გაოცებული და შოკირებული იჯდა ერთ ადგილზე და ხმას ვერ იღებდა... - რაც შენ ინერვიულე .... - მუცელზე მივანიშნე. - კარგად ვარ მე არ ინერვიულო.... - თავი უკმაყოფილოდ გააქნია. - ვფიქრობ და ვერ ვხვდები ესეთი ბოროტი ადამიანები როგორ არსებობენ, სპობენ! ანადგურებენ ადამიანებს და მერე დაპარპაშებენ ისე თითქოს არაფერი... - ხო ... მაგაზე რა გითხრა ... გიჟებივით გავარდნენ .... კარგს არაფერს უპირებენ.... - მე თუ მკითხავ, ეგენიც კარგი ავადმყოფები არიან... - ღიმილი შემოეპარა სახეზე. - ეს თამაზი თუ გსმენია? ის რომ არა.... ღმერთო ფიქრიც კი არ მინდა... - ხო .... წარმოდგენა არ მაქვს .... მაგრამ რაუნდა მაგის გარკვევას... - გიოს იცნობს აშკარად.... გეფიცები ... რაღაც აკავშირებთ... ვერ გავიგე თან პოლიციელს გავს თან არ უნდა დაჭერა! ვერ მივხვდი... - შენ რაღაც ალეწილი ხარ სახეზე.... დასვენება გჭირდება... კორიდორის ბოლოში " მალოის" ოთახია და იქ შედი... გამოიძინე ცოტა... რაც გამოიარე კიდევ კარგ ჭკუაზე ხარ... - ხო მართალი ხარ... მაგრამ რა მომასვენებს სანამ არ მოვლენ.... თვალს ვერ მოვხუჭავ.... - ნიკა აქაა ... ნუ ნერვიულობ ... ისინიც მოვლენ სად წავლენ... - იმედის ნაპერწკალიც არ ეტყობოდა. - იცი ... ვფიქრობ რომ ჩემს გარეშე უკეთ იყო , ბევრად ძლიერი იყო .... - ხუმრობ ქეთ? რას ელოდებოდი რომ ყურებს ჩამოყრიდნენ და არაფერს არ მოიმოქმედებდნენ? არ შეარჩენენ... მეც ვნერვიულობ ძალიან მაგრამ მათ ვერც შენ და ვერც მე ვერ შევაჩერებთ... იკა ისეთ დღეში იყო ლეწავდა ყველაფერს, გიოზე აღარაფერს ვამბობ.... რაღაც მომენტში... როგორ გითხრა... - იმაზე უარესი რა უნდა მითხრა რაც შეიძლებოდა მომხდარიყო? შენც ნახე ჩანაწერი? თამაზი მართლა ანგელოზივით მომევლინა... - თვალზე ცრემლი მომადგა და განადგურებული ამოსუნთქვა თავისით აღმომხდა. - არა არ მინახია , აქ წამომიყვანეს, გაგიჟებას ვიყავი , გიოს გამომეტყველებას რომ შევხედე გულში გამცრა ..... თითქოს ცოცხალს აღარ გეძებდა.... მტერიც მტერია რა! - ხო ნამდვილად საშიში ხალხი მტრობს... და სავარაუდოდ არც შემთხვევით ჰყავს გაჩენილი მტრები.... ლიკა იცი ეხლა დაზუსტებით ვიცი რომ მე მისი სუსტი წერტილი ვარ .... ხანდახან სიყვარული აძლიერებს და ხან ასუსტებს ადამიანს... ჩემს გამო ის....- ქვედა ტუჩი ნერვიულად ჩავტეხე. - იმედია მაგას არ ეტყვი ისედაც გაგიჟებულია... - არა ... ჯერ არ ვაპირებ მაგის თქმას მაგრამ .... რაც ერთად ვართ ვამჩნევ ფრთხილობს, ჩემთან არ საუბრობს ესეთ თენებზე... ალბათ გამართლდა ხედავ? - რას გულისხმობ?! - ვატყობდი დაძაბულობას ... იცი ერთხელ ... ადრე სანამ აქ ჩამოვიდოდი ხშირად მესმოდა რომ ესეთ კაცებს ცოლები არ უნდა ჰყავდეთ ... ვერ ვხვდებიდი რატომ ... მათაც ხომ აქვთ სიყვარულის უფლება... ეხლა კი ვხვდები რატომაც. - აღარ გიყვარს? - ცრემლი ვითომ და მე არ შემემჩნია ჩუმად მოიწმინდა. - მიყვარს .... ვერ წარმოვიდგენდი თუ ესე შემიყვარდებოდა... ვერც კი ვეუბნები რომ სიგიჟემდე მიყვარს... რომ ვნახე ... მისი სახე , მისი თვალები ღმერთო ჩემო რომ დამინახა... ვერ გიხსნი... - ვიცი ეგ გრძნობა .... იკას მიმართ .... - გთხოვ შენი და ჩემი ძმის ინტიმური კავშირები არ მომიყვე...- უხერხულად გავაწყვეტინე სიტყვა. - კარგი რა ! ასეთ დროს " სწერვობისგან " რომ შეიკავო თავი? - წადი დაიძინე ცოდო ხარ ... ამ ღამეს არ გააჩინო გთხოვ... - გაგაღვიძებ რომ მოვლენ. - მიდი დაურეკე აბა გიოს ... ვნერვიულობ... კარგს არაფერს იზავენ. გიოს საწოლზე მორცხვად ჩამოვჯექი, - რატომ არ ვიცოდი ამ სახლის არსებობა.... მისი საძინებელი აქვს აქ ... სავარაუდოდ ხშირად დადის ... იმაზე ბევრად კომფორტულია ვიდრე სადაც ცხოვრობს... საწოლზე მოწყვეტით გადავწექი ... კრემისფერ ბალიშებს და თეთრეულს ჯერ კიდევ " მალოის" მამაკაცური სურნელი სდის... თავი ჩავრგე ზეწარში და ღრმად ჩავისუნთქე საყვარელი " Hugo Boss " ის არომატი... წამში გიოს სახე დამიდგა თვალწინ... შემდეგ ის სასოწარკვეთილი .... ჩემი სასოწარკვეთილი სახე გამახსენდა ეკრანზე მიყინული... გიოს გაავებული თვალები... ის სახე მკვდარს რომ ელოდები და ცოცხალი ნაწამები რომ შემოაბიჯებს.... მის თვალებში ის სიყვარული იკითხებოდა რომელსაც ცდილობდა დაემალა... სუსტი და განადგურებული გამოიყურებოდა ....წამის მეასედში გამიელვა თუ რა მოხდებოდა თუ თამაზი დააგვიანებდა.... იმის მიუხედავად რომ იმ ბოროტებს გამომგლიჯა ხელიდან.... მაინც შერცხვენილი და განადგურებული ვიყავი... და გიო ! ის როგორ იქნება მას ეს გაუბედეს! მე რომ არა მის ცხოვრებაში, მე ვერ გამომიყენებდნენ შურისსაძიებლად, მე რომ არა ის სხვანაირად იმოქმედებდა , და იკა ! იკა ხომ საერთოდ ჩემს გამო სულ პრობლემებშია... გულიდან წამოსული ტკივილი ყელში ბურთივით გამეჭედა, თითქოს სადღაც შიგნით ცრემლების ბუდე შეიქნა.... გულამოვარდნილი ჩავეხუტე ბალიშს და ცრემლები გავანთავისუფლე. მხოლოდ ნიკას იმედად დარჩენილი , წამებს და წუთებს ვითვლიდი.... არც ლიკა იყო მთლად კარგად... ის როგორ დამემშვიდებინა .... მე ქეთი არაბული ვზივარ და ველოდები ძმის და საქმროს დაბრუნებას , როდესაც შემიძლია ფეხით შემოვიარო მთელი დედამიწა და ქვესკნელიდან ამოვიღო ორივე! მაგრამ როგორ! შეუძლებელია აღარ მაქვს ბრძოლის უნარი.... აღარ მინდა.... მიზეზი აღარ მაქვს საბრძოლველი... შერცხვენილი ! როგორ ჩავხედო თვალებში გიოს .... რა უთხრა იკას .... იმით დავიმშვიდო რომ თამაზი თავის დროზე მოვიდა? იმით რომ ბეწვზე მომისწრო " გაფარჩაკებამდე ". ღმერთო რა სირცხვილია. გამთენიისას ჩოჩქოლმა გამაღვიძა... სწრაფად ჩავიცვი და შეშინებული გამოვარდი ოთახიდან, წინ და უკან ისტერიულად დარბოდნენ ბიჭები .... ერთი შეხედვით ვერ მივხვდი რა ხდებოდა... დაბნეული ვაცეცებდი თვალებს და ვცდილობდი ვინმეს თვალში მოვდებოდი. - რა ხდება ნიკა! - დავიკივლე შეშინებული ხმით. - ქეთი ! ლიკა გაღვიძე! მალე! - მომაძახა და ხან აქეთ ეცა ხან იქით, რაღაცას ეძებდა. - ნიკა რა ხდება მეთქი! იკა და გიო სადაა?! -.მაჯაში ხელი ჩავავლე და დაჟინებული მზერით ვეძგერე! - მოვლენ ! გზაში დაგვეწევიან სახლში გაიარეს და მოვლენ ! დრო გადის მალე! - უკვე მკაცრი დაიჭირა. მივხვდი არ ხუმრობდა , ლიკას ოთახის კარებთან მივიჭერი... წამით შევყოვნდი.... - ღმერთო ოღონდ ეხლა არ გააჩენდეს... პირჯვარი გადავიწერე და კარები ფრთხილად შევაღე... **** ოცნებები ფრთხილად უნდა ჩავიფიქროთ რადგან ისინი აუცილებლად ხდებიან.... ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძებ და ახდება შენი რომელიმე ოცნება.... აუცილებლად ახდება.... ჩემს შემთხვევაში უადგილო დროს ამიხდა ოცნება... საერთოდ სულ ერთი რომ იყო სად და რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებდი, ჩემი ბავშობის ოცნება ამიხდა და საფრანგეთში მივემგზავრებით... საერთოდ შეიძლება ამას ახდენა ვუწოდო ოცნების, ან გამგზავრება.... სტრასბურგში შევედით თუ არა ბენზინ გასამართის ავტოსადგომზე მთელი აპარატების ყავა ჩამოვცალე, ოთხ საათში ერთი კოლოფი სიგარეტი ავაორთქლე, მაგისტრალის გადმოსახვევისკენ თვალები დაგვაწყდა სამივეს , ნაცნობი ავტომობილის მოლოდინში. - ნიკა , ნომერი მაინც ჰქონდეთ, რა გავიგოთ ესე ჰა?! არ ფიქრობ იქნებ რამე მოხდა ! და საერთოდ რა მოხდა იქ! ესე რატომ გამოგვაქციე, ტანსაცმელიც არ წამოგვიღია... - ლიკას უიმედოდ გადავხედე. - არაა საჭირო დარეკვა მოვლენ! ნუ ნერვიულობ! - ღრმა ნაფაზი ამოქაჩა. - რატომ იყრუებ ! რა მოხდა მეთქი! - ნიკასთან ახლოს მივიწიე ლიკას რომ არ გაეგო. - საშენო არაფერი.... ყველაფერი უნდა იცოდე?! - ჩუმად ჩამჩურჩულა. - გამაგიჟებთ თქვენ! ამას რომ აქ მშობიარობა დაეწყოს ვინ ამშობიარებს ხომ არ იცი?! - ნერვიული ტონით ჩავიჩურჩულე . - აჰა გითხარი მოვლენ მეთქი! გადააგდე ეგ სიგარეტი რამენაირად! - ღერი ხელიდან გამგლიჯა. ****** სერიოზულად დავჯექი ანტიდეპრესანტებზე , ოცდაოთხსაათიან ტირილის რეჟიმზე გადართულს, ფიზიკურად ძალა აღარ მყოფნიდა არსებობისათვის . თვალწინ გულის ამრევი კადრები მიტრიალებდა, ვეღარ ვუსწორებდი თვალს გიოს. საერთოდ არ მამშვიდებდა მარსელის ულამაზესი პლიაჟები ... საერთოდ არ მახარებდა საფრანგეთის ქუჩებში ბოდიალი... სიყვარულის ქვეყანა! ჩემნაირი დეპრესიული ადამიანისთვის ხმამაღალი ნათქვამია! - რა გჭირს ქეთი ! - იკამ გამომიყვანა საკუთარ თავთან საუბრიდან. - რა უნდა მჭირდეს! რაც ჩამოვედით სდუმხართ! ხმას არ იღებთ! ვინმე მეტყვის რა ჩაიდინეთ! კარგს რომ არაფერს იზავდით ვხვდები! - ქეთი მთავარია პრობლემა მოგვარდა დანარჩენი რა საჭიროა იცოდე! - რა გააკეთეთ მეთქი! არ უნდა ვიცოდე ?! მეც მეხება ! გინდა არ გინდა მეხება და მორჩა ! - რა ხდება იკა! - გიო გაოცებული სახით მოგვიახლოვდა. - რა ხდება ვერ ხვდები ცხვირწინ გავეჭიმე. **** სანაპიროზე , ქვიშაში გავიშოტე გიოს გვერდით... საშინელი სიცხე იყო, ღამით ნიავიც კი ძლივს ძლიობით აგრილებდა ქვიშას, - რატომ არ მითხარი თავიდანვე? - გაბრაზებული წამოვჯექი. - არ კი არა ვერ გითხარი... არაა ადვილი მოსაყოლი... - ანუ მაშინ რომ მითხარი პირველი სიყვარული ვის არ ყოლიაო ამაზე თქვი? - ჩავაცივდი. - ხო , პატარები ვიყავით ... მართლა გინდა იცოდე? - ალმაცერად გადმომხედა. - შენ არ გენდომებოდა რომ გცოდნოდა? თავიდან მომიყევი ყველაფერი ... სად გვეჩქარება! - ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი... მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მიყვარდა ... თამაზისთვისაც სასურველი სიძე ვიყავი... მერე გავიპარეთ და დავშორდით... - თვალი ინტრიგანივით ჩამიკრა. - რა? არა ! ესე ვერ დაასრულებ! წესივრად მომიყევი ! მინდა ვიცოდე ! შენ ჩემზე ყველაფერი იცი! - კარგი ხო! თუ არ მაკოცებ არაფერსაც არ მოგიყვები! - კარგი , ხო... - ტუჩები მივუშვირე. - არ მინდა ამაზე ლაპარაკი... - გიო მე თამაზიმ გადამარჩინა... ის რომ არაა.... მინდა ვიცოდე რატომ?! გთხოვ... - ხმა ამიკანკალდა. - ცხრამეტის ვიყავი რომ გავიპარეთ... - მე რომ გენახე მაშინ ანუ არ შეგიყვარდებოდი? - გაბუტული მზერა ავარიდე. - გოგო ნუ გამაგიჟე! როგორ უნდა შემყვარებოდი.... ალბათ სადღაც ცხრა წლის იყავი! - უი ხო მაპატიე... - შემრცხვა და თავი დავხარე. - შენ რა ვეჭვიანობ? სულ ტყუილად! ეს დიდი ხნის უკან იყო და მე მხოლოდ შენ მიყვარხარ... - მთელი ძალით მაკოცა. - და რატომ დაშორდით... - ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა დამალვა... გაქცევა... თამაზი მაშინ უბრალო პოლიციელი იყო და არავინ იცოდა მაშინ ჩემს შესახებ.... რას ვიზამდი შეყვარებული ვიყავი პოლიციელის შვილზე , ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული საით მექაჩებოდა ცხოვრება.... მაგრამ როგორც ხდება ხოლმე რა... - რა მოხდა... - მოვიღუშე... - თამაზის უფროსის შვილს მოეწონა.... მე ხალხში ვერ ვჩნდებოდი, ძებნაში ვიყავი და ვერ ამბობდა ხმამაღლა რომ ერთად ვიყავით... გადაეკიდა..... ... არ შეეშვა ! ნაბი*ვარი... ხოდა დავანგრიე! ღამით მივდიოდი ხოლმე... ერთხელ ვერ მოვისვენე .... ამომივიდა ყელში დამალვა.... ცოტა დავლიე და ადრე მივედი... სახლში არ იყო, საქმეზე მივდიოდი და ვეღარ დაველოდე , ერთი კვირის მერე ჩამოვედი... ამბავი დამახვედრეს რომ თამაზის უფროსის შვილს ხვდება... დავრწმუნდი და ის გავაკეთე რაც გავაკეთე! - თავი უხერხულად გადაატრიალა... - რა გააკეთე ! - დავიზაფრე. - ვიტალი ერქვა... გზიდან ჩამივიშორე... ერთი კვირის მანძილზე ლალი ისე იქცეოდა თითქოს ერთადერთი ვიყო მისთვის... დამალვას არ ვაპირებდი. .. ვუთხარი რაც გავაკეთე, თამაზი იძულებული გახდა დავეკავებინე... იმ წუთას სულ ერთი იყო ჩემთვის , საყვარელმა ქალმა მიღალატა ... აზრი აღარ ჰქონდა დამიჭერდნენ თუ მომკლავდნენ. ერთადერთი მიზეზი რომ ლალი დავინდე... - ღრმად ჩაისუნთქა. - დანა ყელზე მივაბჯინე... დაბნული თვალებით მემუდარებოდა... დამინდე-ო და ბოლოს ძლივს აღმოხდა რომ ფეხმძიმედ არის.... იმ სი*რისგან .... თამაზი შემოვარდა ... მეხვეწა -არ მომიკლა შვილი .... ბავშვი მაინც დაინდეო... მანაც იცოდა... თამაზიმ დამატოვებინა საზღვარი და იცოდა რომ ვალში იყო ჩემთან, სიცოცხლე რომ შევუნარჩუნე ლალის... - გიო... რაღაც უნდა გკითხო და არ გაბრაზდე... - გამახსენდა ყველაფერი და ძალიან გთხოვ ქეთი რამე ისეთი არ მკითხო! - და რამდენია იმის შესაძლებლობა რომ შენი იყოს... - რა უნდა იყოს ჩემი ! თვითონ უკეთ არ იცის?! - ბრაზი მოერია ხმაში. - ანუ ბოლოს ორივესთან ჰქონდა ურთიერთობა და რავიცი ისე ვიფიქრე... - ჩავილაპარაკე ... - გამორიცხულია! - მოჭრით მიპასუხა და გაღიზიანებული თვალები შემომანათა, ხმის ტემბრი აემღვრა... ფეხზე სწრაფად წამოდგა .. - წავიდეთ - ხელი გამომიწოდა... ოკეანის ტალღები ისტერიულად ბობოქრობდნენ და მონაცვლეობით ეხეთქებოდნენ ერთმანეთს... ჩაფიქრებული , გაურკვევლობაში მივაბიჯებდით სანაპიროზე... ჩემმა შეკითხვებმა როგორც სჩანს გიოც ჩააფიქრა, მაინც ვერ ამოვხსენი რატომ ჩაიციკლა თამაზი გიოზე... ან რატომ არ ეშინოდა მისი .... - ქეთ ... რატომ დანაღვლიანდი , ხომ იცი ეს დიდი ხნის უკან იყო .... მე მხოლოდ შენ მიყვარხარ! - თითები თმებში შეაცურა და თავისკენ მომქაჩა. - ხო , ჩავფიქრდი უბრალოდ.... ვიფიქრე იქნებ ცდები და შენია ... რა იცი ? ..... ხომ გაგიხარდებოდა?- წყლიანი თვალები დავმალე. - რა გამიხარდებოდა ქეთი ... გაგიჟდი? მიღალატა! ჩამიშვა და რა ბავშვი ! ფიქრობ მენდომებოდა ასეთ ქალთან შვილი?! - ხმა ჩაეხლიჩა. - ბავშვი , ბავშვია.... რა დააშავა ... შეეშინდა ალბათ და იმიტომ გითხრა რომ მისია.... - ეხლა ნერვებს ნუ მომიშლი... ჩემი რომ ყოფილიყო არც მაგას დავინდობდი და ზედ დავაკლავდი! მაგრამ ესე არ მოხდა ის...- მძიმედ ამოისუნთქა, თითქოს ბოლო ამოსუნთქვა იყო. მივხვდი უნდა გავჩერებულიყავი, მისი არამიწიერი , მხეცური გამომეტყველება იმაზე მიმანიშნებდა რომ ბევრს ვლაპარაკობდი . - ის რა? დაასრულე... - ლალი მშობიარობას გადაყვა ... - თავი სევდიანად გააქნია. ტალღების ალიაქოთში გავირინდე, უსასრულობაში არ არსებულ წერტილს მივაშტერდი, ერთ ადგილას მივიყინე... სიცარიელის და სიმარტოვის , სასოწარკვეთილი შეგრძნება დამეუფლა. უკნიდან ვიგრძენი ფრთხილი ნაბიჯებით მომიახლოვდა, წელზე შემომეხვია ... ნიკაპი მხარზე ჩამომადო... - ქეთ... იცი რამდენ პატარას არ ჰყავს მშობლები... ავიყვანოთ ... ჩვენც შევიყვარებთ და ისიც... რომ გავზრდით და ამაგი გვექნება იმაზე მეტად შეიყვარებ ვიდრე წარმოგიდგენია... - ვიცი გიო... ვიფიქრებ ამაზე... - უარესად დავნაღვლიანდი ახლა უკვე ლალიზეც... - მაპატიე ჩემო პატარა , რომ ვერ გაბედნიერებ... ყველაფერი უბედურება თავს მოგახვიე... შენ კი ყველაფერზე თანახმა ხარ!- თავი დარცხვენით დახარა... - რას ვიზავთ ... რამდენი წყვილია არ ჰყავთ შვილი... ჩემი ბრალია შენ რა შუაში ხარ ... როგორც ექიმი ამბობს შენ არაფერ შუაში ხარ ... ვერ ვხვდები თავს რატომ იდანაშაულებ... მე ვერ გაბედნიერებ... ჩემი სისულელის გამო მოხდა ეს ! იცი შენც და ნუ იქცევი ისე თითქოს ესეც შენი ბრალი იყოს! - საკუთარ თავს ვებრძოდი შინაგანად რომ ზედმეტი არაფერი მეთქვა. - ქეთ, ექიმს გადაჭრით არაფერი უთქვია... ავარიის შემდეგ სტრესული მდგომარეობა ისევ არსებობს, მაგრამ ხომ თქვა რომ შეიძლება გამოსწორდეს ყველაფერი... ფსიქოლოგიური მომენტია... - კარგი გეყოფა ნუ მამშვიდებ ! შენ თუ გეყოლებოდა მაინც....... ჩემს გამო რატომ უნდა დაიტანჯო! - ნუ სულელობ... გაგახსენებ ამ სიტყვებს! ჩვენ გვეყოლება შვილი ! გპირდები ! მთელი მსოფლიოს მედიცინა რომ შეგვეწინააღნდეგოს! - იცი ხანდახან ვფიქრობ .... - რამე სასწაული არ თქვა... - იცი რომ შვილს ვერ გაგიჩენ და მაინც გიყვარვარ... მე კი განვიცდი რომ ვერ გაბედნიერებ... იქნებ ... - ქეთი სერიოზულად ! გეყოფა ამდენი გოდება! მე უკვე ვარ ბედნიერი! სხვათაშორის შენით! თუ არ გვეყოლება , ავიყვანთ! - აღარ მინდა გიო დავიღალე ნემსებით , ექიმებით, წამლებით! გულს მირევს საავადმყოფოს სუნი! ხომ ხედავ არ გამოდის გიყურებ ბედნიერს პირველი თვე და შემდეგ ყველაფერი ნადგურდება რაც ჩემს გარშემოა! მეტი აღარ შემიძლია...- მკერდზე თავი მივადე და გული ამომივარდა ტირილისგან. - უნდა გეთქვა! გოგო! შემომხედე! დავანებოთ თავი ყველაფერს ცოტახნით .... ვცადოთ შემდეგ ერთხელაც და თუ არ გამოვიდა ავიყვანთ ... კარგი? ...- დაჟინებულ მზერას ვეღარ გავუძელი და მის ბაგეებს დავაკვდი ცრემლმორეული. **** ყველა დღე კოშმარს დაემსგავა... უაზროდ დავტიროდი ჩემს თავს, ცხოვრების ხალისი დავკარგე... ვერასოდეს გავხდები დედა... ვერასოდეს ვატარებ მუცლით ჩვენი სიყვარულის ნაყოფს , ვერ შევიგრძნობ მის პირველ გამოძრავებას, ვერ დავითვლი მშობიარობამდე დარჩენილ თვეებს, არ დააწვენენ ჩემს მკერდზე ახალშობილს, ვერ იგრძნობენ ჩვენი გულები ერთმანეთის ფეთქვას.... ვერ შევეხები მის პაწაწინა თითებს... არავინ ..... არასოდეს არ დამიძახებს დედას.... არავის აღარ ესმის ჩემი ტკივილის... ყველა მამშვიდებს... ყველა მეუბნება ერთხელაც სცადეთ... როგორი რთული ასახსნელია მისთვის ვინც უკვე ბედნიერი დედაა .... აუხსნა რა რთულია იმედგაცრუების შემდეგ განაგრძო ცხოვრება თითქოს ისეთი არაფერი არ მომხდარა.... უყურებდე საყვარელ მამაკაცს... უყურებდე როგორ ეთამაშება პატარებს... როგორ უყვართ ბავშვებს და ისიც პატარა ბავშვივით ხდება მათთან... მე კი , შორიდან ვუყურებ მის ბედნიერ თვალებს და ვიაზრებ რომ ვერასოდეს ვაჩუქებ ამ ბედნიერ წუთებს .... ცრემლმორეული მარტოობაში ვატარებ მეტწილად... ისე რომ მან არ შეამჩნიოს... ბედნიერი ქალის ამპულიდან , იმედგაცრუებაში გადავინაცვლე... აზრების მოზღვავებას ვეღარ ვუმკლავდებოდი , ყოველი საღამო ჩემი წამოწყებული კამათით მთავრდებოდა... დრო და დრო გაუსაძლისი გახდა ჩვენი თანაცხოვრება... უიმედოდ დარჩენილი ხავსს ვეჭიდებოდი... იქამდე სანამ ჩვენ სიყვარულს საკუთარი ხელით გავანადგურებდი... უკიდურეს ზომებს მივმართე... ****** საძინებელში პაწაწინა ცოტნე, პაწაწინა საწოლში გაბადრული იწვა, თვალებს ტკბილად ლულავდა და თითქოს ძალიან შორს , სხვა სამყაროში ართობდნენ ანგელოზები ჩემს ძმისშვილს, ხანდახან ტკბილად იღიმოდა .... ყველა თითებზე სათითაოდ მოვეფერე, ლიკას ისე დავემშვიდობე თითქოს უკანასკნელად ვნახე... წვიმაში უაზროდ ვიბოდიალე, ბევრი არ მიფიქრია ... პატარა ფურცელზე მიწერილი ნომერი ავკრიფე... - გისმენთ... - გაისმა თამაზის ბოხი ხმა. - გამარჯობა ... ქეთი ვარ... - ძლივს ამოვღერღე... - როგორ ხარ ქეთი ? მშვიდობა გაქვს? - სხაპასხუპით მომაყარა. - დიახ , ყველაფერი კარგად არის ... უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ვიცი ყველაფერი და ეს ნომერი რომ მომეცი ხომ მითხარი თუ რამე გაგიჭირდეს დამირეკეო... - რა გაგჭირვებია? იცის ვინმემ რომ მირეკავ? - დაიძაბა. - არა არავინ იცის! ისევ გერმანიაში ხარ? - ხო, ... მე არ გკითხავ სად ხარ... - ვიცი ... თამაზ რაღაც მინდა გკითხო ... მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი ... - გისმენ მითხარი... - ხმა ჩაეხლიჩა... თითქოს ხვდებოდა ჩემი გამოჩენის მიზეზს. - ლალიზე მინდოდა მეკითხა... - ანუ , მოგიყვა? - დარდნარევი ხმა აღმოხდა. - მომიყვა... მე კი რაღაც ვიფიქრე ... იქნებ ვცდები მაგრამ ... ვიფიქრე თუ მეტყოდი .... - ქეთი მაპატიე ... მაგრამ ლალი ჩემი დიდი ტკივილია .... - ვიცი , ვხვდები .... მაგრამ გპირდები .... სიტყვა გამაწყვეტინა. - ქეთი ჩემო კარგო, რომ გაიგოს მე რომ მირეკავ .... - თამაზ , გთხოვ ეს ნომერი რომ გავთიშავ აღარ მექნება... ხვდები ალბათ, დაგირეკავ ერთ საათში და გთხოვ პასუხი მითხარი , არ ვეტყვი მე გპირდები! ხომ იცი პირობას ვასრულებ, შენ მე დამეხმარე მე კი შენთან ვალში ვარ .... რატომღაც გული მიგრძნობს ... რომ არ ვცდები , კი .... მითხრა რომ არ არსებობსო მაგრამ ვერ ვხვდები მე , როგორ არ დაეჭვდა .... კითხვა იცი თამაზ.... უბრალოდ მითხარი ხო თუ არა... მე არ ვეტყვი თუ შენ არ იტყვი .... ყველანაირად დაგიდგები გვერდში რა პასუხიც არ უნდა მითხრა... - კარგი , მაგრამ არაფერს გპირდები... მოვიფიქრებ... ***** სავარაუდოდ გიომ რომ გაიგოს გაგიჟდება ... ვერც მიხვდება რატომ ვაკეთებ ამას ... მაგრამ თუ როდესმე გაიგო ვიცი შეგნებული ადამიანია და გაიგებს . ფეხაკრეფით გავიარე გრძელი კორიდორი, თეთრი კედლები საერთოდ არ მგვრიდა სიმშვიდეს , მოუსვენრად მოვათვალიერე მდიდრულად მოწყობილი საძინებელი, აივნიდან ულამაზესი ხედი გადაშლილიყო... ოკეანეს ტალღები მოაპობდა შორიახლოს, ის კი როგორც ყოველთვის აქაც აგვიანებს... ატლასის ხალათი იატაკზე მივაგდე ... საწოლზე მოვკალათდი. არ ვიცი როდის ჩამეძინა.... გამთენიისას სასიამოვნო შეგრძნებამ გამომიყვანა ღრმა ძილიდან... გიოს ხელები ფაქიზად დასრიალებდბენ ჩემს სხეულზე... - შენ ქეთი კი არა კატა უნდა გერქვას,-ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა. - ყელში ნუ მკოცნი მეღუტუნება... - სიცილნარევი ტონი ვერ გავაკონტროლე... დიდხანს ვერ ვუძლებდი მის თვალებს, მის გამოხედვას ან თუნდაც შეხებას, ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს პირველად მეხება, პირველად მკოცნის... პირველად მეუბნება რომ ვუყვარვარ. მისი სახე ისე ახლოს არის ჩემს სახესთან, მის წამწამების ვგრძნობ როგორ ფართხალებენ სახის კანზე.... ვუყურებ და ვერ ვუყრი თავს სიტყვებს.... ვერ ვკოცნი.... და ვერც ვეხები ... თითქოს ცეცხლი მიკიდია და ვიწვი... ვუყურებ და მხოლოდ იმას ვფიქრობ რას ელოდება! რატომ არ მკოცნის, რატომ მათვალიერებს ესე გაფაციცებით, თვალებით მბრდღვნის და ვეღარ ვუძლებ მის გაშმაგებულ მზერას... **** გაზაფხულის სურნელი იფრქვეოდა .... სახლის ეზოში ყვავილები სადედოფლოდ ემზადებოდბენ... ხალათის ჯიბიდან ორსულობის ტესტი ამოვაცურე და კიდევ ერთხელ გადავამოწმე უარყოფითი პასუხი... კიდევ ერთხელ გავნადგურდი.... ესეც ის ერთი მცდელობა , - მორჩა დამთავრდა მეტს აღარ ვცდი... - რა გჭირს ქეთი რა სახე გაქვს ცუდად ხარ? - გიო გამოვიდა ნელი ნაბიჯებით აბაზანიდან, ჯერ კიდევ მაისურის გარეშე დაბოდიალობდა ოთახიდან ოთახში. - კარგად ვარ... სადმე მიდიხარ დღეს? - ცრემლი ჩუმად მოვიწმინდე, თვალი ავარიდე და ყავის გაკეთებას შევუდექი. - ხო იკას ველოდები მოვა სადაცაა დათო უკვე ჩამოვიდა , ბინაზე მივიყვანთ... - დაღლილები იქნებიან... - ხო.... იქნებ მაკდონალცში გაგევლო ბავშვებისთვის რამე წამოგეღო ... - ხო , ისედაც ვაპირებდი.... ისიც წამოიყვანეს? - ინტრიგანივით გადავხედე. - ის ვინ? - ვერ ხვდები ვითომ ! სალომე! - მოგცლია რა ქეთი! - აქ გამოვდიდნენ ისინიც და იქ ხომ არ დატოვებდნენ? - რაღა გვიჭირს! - ბოროტი მზერა ვესროლე. - ეჭვიანობ... ჩემი ეჭვიანი გოგო.... - მთელი ძალით ჩამეხუტა... - უზრდელია... - გაბუტული ტუჩები მოვკუმე. - თავხედი ეგ! - ირონია არ დამალა. ***** მთელი საღამო ვფიქრობდი გიოსთვის როგორ მეთქვა რომ ისევ არ გაამართლა ხელოვნურმა განაყოფიერებამ. გაურკვეველი თემების კორიანტელი დააყენეს ბიჭებმა, - ნათი , ყავა ხომ არ დაგველია , და წავალ მერე თორემ გვიანია თქვენც დაღლილები ხართ და დასვენება გინდათ... - ყავა? - დაბნეული წამოხტა და შედგა - სამზარეულოში დავდე... - გაიხარე ჩემო გოგო... როგორ მოგიმარაგებია ყველაფერი... სანამ ნათია ყავას ადუღებდა , კედელს მობუზული ავეყუდე... სალომე ისევ უაზროდ ცანცარებდა... მისთვის არაფერი არ შეცვლილა... - ღმერთო რატო გადამკიდე ეს ალქაჯი! რა დავაშავე! - გავიფიქრე და ერთი ღერი ნერვიულად ამოვაცურე კოლოფიდან ... - ქეთი რახდება შემოგევლე ბავშვზე? - ნაღვლიანი ხმით შემაპარა ნათიამ. - არაფერი ჯერ -ჯერობით. - თავი გულგატეხილმა დავხარე, ისე არა რომ სალომეს კმაყოფილი მზერა არ შემემჩნია.. - არაფერია სიხარულო ცხოვრება წინ გაქვთ... აი მე ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ მეყოლა... - მხარზე ხელი მომითათუნა და მისაღებში გავიდა ,პირისპირ ამ ალქაჯთან დარჩენის სურვილი საერთოდ არ მქონდა და მეც გავყევი ნათიას. ცოტა დალიეს ბიჭებმაც, გიო ,დათო და ნიკა აივანზე გავიდნენ საკაპარაკოდ... მე და იკა კი ცოტნეს მწვანე , ხასხასა თვალებზე ვმსჯელობდით... არ გამომრჩენია სალომეს აივანზე გასვლა, უცნაურად ჩამოეყუდა მოაჯირზე და თვალი ეშმაკურად ჩემსკენ გამოაპარა.... ისევ დაიწყო ... ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის , მძიმედ წამოვდექი და აივანზე გავედი... - გიო არ წავიდეთ? **** სალომეს ჩამოსვლამ კიდევ უფრო დაძაბა ჩემი მდგომარეობა , ტვინი გადაწვის პიკზე მქონდა და სრულიად ვათვიცნობიერებდი იმ ფაქტს რომ გიო არ იმსახურებდა ესეთ განსაცდელს, იმ ყველაფრის შემდეგ რაც ჩემს გამო გამოიარა.... რაც მე გამოვატარე.... ეს უკვე ნამეტანზე მეტი იყო , არ მემეტებოდა ჩემი ეგოისტობისთვის, მას ხომ ჰქონდა შანსი შეეგრძნო.... გამხდარიყო მამა... ის რასაც ვერასოდეს მივცემდი .... და ესე იმედებში და ოცნებებში გაილეოდა ცხოვრება... თავს ამის უფლებას ვერ მივცემდი... უსაზღვრო სიყვარული არ მაძლევდა ნაბიჯის გადადგმის საშვალებას, გამბედაობა რომ არ გყოფნის... ერთხელ ატკენ გულს, ერთხელაც გაანადგურებ და მორჩა! მორჩება მისი ტანჯვა! იქნებ სჯობდეს სამუდამო იმედგაცრუებას.... იქნებ სჯობდეს მისთვის... სიყვარული არ მაძლევს იქნებ საშვალებას ყველაფრს რეალურად შევხედო... ვუყურებ და მენანება.... მენანება დათმობა... ძალა არ მყოფნის, არა და მე ვარ მიზეზი უშვილობის, არ არსებობს ნუგეში ... არ არსებობს არცერთი მოსაზრება რომ მას მთელი ცხოვრება არ გაუჩნდება სურვილი თავისი სისხლი და ხორცი ჰყავდეს.... **** არ დამაკლო ცხოვრებამ წამება ... არ შემარჩინა არცერთი ცოდვა... არცერთი არასწორი გადადგმული ნაბიჯი არ მაპატია... შუადღის მზე საერთოდ არ მითბობდა აცახცახებულ სხეულს, დეკორატიულს უფრო გავდა მზე ვიდრე რეალურს... არ იყო ჩვეულებრივი დილა.... დილიდანვე უცნაური შეგრძნებით გამეღვიძა... აი ისეთი რაღაც ცუდის მოლოდინში რომ ხარ.... მთელი დღე გადავაგორე როგორც იქნა.... როგორც იქნა დასრულდა ეს მახინჯი დღე და საშინლად მესიკვდილებოდა იკას დაბადების დღეზე წასვლა... სანაპიროზე რამოდენიმე ძმაკაცი უკვე ალკოჰოლით გაჟღენთილები ბაასობდნენ. გიომ ხელი გადამხვია - დღეს საჭესთან შენ ხარ... - გადამილაპარაკა. - ლიკა ბავშვი რა უყავი?! -გავიკვირვე ცოტნეს არ ყოფნა. - ანამ დაიტოვა ,ვერ წამოვიდა და მეც მომენტი არ გავუშვი... - გადაღლილი ხმა აღმოხდა. - კარგია , მიხარია აქ რომ ხარ! - თვალი უკვე საკმაოდ შეზარხოშებულ სალომესკენ გამეპარა... - ეს ნასვამია? - ჩავჩურჩულე ლიკას. - ამას თუ ნასვამი ჰქვია! გალეწილია! დათო ეხვეწა სახლში წაგიყვანო... - მოიცა გამოვიცნობ! არა-ო ხო ? თავი უკმაყოფილოდ გააქნია და ნათიაც შემოგვიერთდა. ბიჭებისგან მოშორებით ვისხედით ქვიშაზე , გვიანობამდე ვსაუბრობდით.... სალომე შორიახლოს უცნაურად იკლაკნებოდა... სავარაუდოდ ცეკვას ცდილობდა... გიოს მიუახლოვდა ტუჩებში გაჩრილი სიგარეტი მიუშვირა... - არ მომიკიდებ?- ვნებიანი და ნასვამი ხმით წარმოთქვა ... - ეს ჯანსაღად არის? -ლიკამ ნათიას მისამართით გააქნია უკმაყოფილოდ თავი. - სალო მოდი! - მომთხოვნი ტონი დაიჭირა ნათიამ. - რა გაყვირებს! - ბრაზი მოერია სალომეს. - რანაირად იქცევი! - ნათია ფეხზე წამოდგა და რამოდენიმე ნაბიჯით ჩამოგვშორდა. - რა არ მოგწონს?! როგორც მინდა ისე ვიქცევი! - ირონიულად გადმომხედა. - ვერ ხედავ ?! ცოლიან კაცთან როგორ იქცევი! ნასვამი ხარ წავედით ! - ხელი ჩაკიდა. - ცოლიანი... მაგანაც ეხლა შვილები არ დაუჩინოს! - უაზროდ გადაიხარხარა, იმდენად ხმამაღლა სთქვა რომ ჩვენამდე მოვიდა ხმა სავარაუდოდ ჩემს გასაგონად... ნათიამ ისეთი სილა გააწნა , ტკაცანის ხმამ ყურებში გამიწუილა... ბიჭებს არ გაუგიათ რა მოხდა ... მხოლოდ ხელის გარტყმის სცენა დაინახეს შორიდან. - დღესვე ჩაალაგებ და წახვალ საიდანაც ჩამოხვედი! უნამუსო ხარ! - კბილებში გამოსცრა ნათიამ და მკლავში ჩააფრინდა. - ღმერთო ჩემო რა თქვა ეხლა ამ " ნაბოზარმა " გოგომ. - ფეხზე წამოფრინდა ლიკა... - დაჯექი... - შერცხვენილი ხმის ტემბრი ვერ დავმალე. თავზე ლაფ დასხმული, გაუნძრევლად ვიჯექი, თითქოს ადუღებული წყალი გადამავლეს, თითქოს ცოცხლად დავიმარხე... შემრცხვა გიოს გამო , რომ ესეთი გამოვდექი ჩემი წინდაუხედაობის გამო... ავარია რომ არა ეს ხომ არასოდეს მოხდებოდა ... - რა ხდება აქ ! სწრაფად მიიჭრა დათო ნათიასთან , რომელიც სალომეს მანქანისკენ მიათრევდა მკლავში ჩაბღაუჯებული. **** არ ვიცი როდის ჩამეძინა , ყურებში სალომეს სიტყვები მეხის გავარდნასავით ჩამესმოდა.... თავზე საბანი გადავიფარე , თავი ბალიშში ჩავრგე და ჩუმად... მოგუდული ხმით გიოს რომ არ გაეგო ღაპაღუპით გადმოვღვარე ყველა ემოცია. ცრემლიანი თვალებით გიოსკენ გადავბრუნდი მკერდზე მივეკარი, მისი გულის ფეთქვა სასიამოვნოდ ჩამესმოდა და სრულფასოვნების ჰარმონიას მიქმნიდა, სათითაოდ დავუკოცნე სახის ყველა ნაკვთი, გულის ფიცარზე ფრთხილად ვაკოცე , რამოდენიმე ცრემლი მის გულზე მივასამარე... მთელი ძალა მოვიკრიბე რაც კი გამაჩნდა ... ქვედა ტუჩი ნერვიულად ჩვეულებისამებრ გავკვნიტე, ხმამაღალი ტირილისგან თავი ყველანაირად შევიკავე.... მის ბაგეებს წყალ მოწყურებულივით დავეწაფე, მძინარე ამყვა ნეტარებაში... ხელებს მივეცი თავისუფლება რომლებიც სათითაოდ იმახსოვრებდნენ მისი სხეულის ნაწილებს... - ჩემი დახატული გოგო... როგორ მიყვარხარ... - ნამძინარევი და ვნებიანი ხმა აღმოხდა , იმდენად ვნებიანად წარმოსთქვა ტანში ჟრუანტელმა დამიარა.... - არა ... შენ არაა... არ გაინძრე იყავი ესე... - არანაკლებ ვნებიანად ვთქვი და წამის მეასედში ზემოდან აღმოვჩნდი. **** ადრიანად ავდექი... ფეხაკრებით გავედი სამზარეულოში... სპორტულ ჩანთაში სწრაფად ჩავალაგე რამოდენიმე ხელი ტანისამოსი... ყავა მოვადუღე... გადავამოწმე რომ გიოს ნამდვილად ღრმად ეძინა.... სავარაუდოდ ნაბახუსევზე გვიან გაიღვიძებდა და ძალიანაც არ ვჩქარობდი... სამზარეულოს მაგიდას მივუჯექი , კალამი და თაბახის ფურცელი მოვიმარჯვე... " გიო... - დავწერე და წამით ჩავფიქრდი... ფურცელი ნერვიულად მოვჭმუჭნე მუშტში... მაგიდაზე მივაგდე ... თამაზის ნომერი ავკრიფე ნაღვლიანმა. - გისმენთ! - გაისმა თამაზის ბოხი ხმა. - მე ვარ ... - ჩავიჩურჩულე ყურმილში. - როგორ ხარ ქეთი? აღარ დარეკე იმ დღეს... მშვიდობა გაქვთ? - რავიცი რა გითხრა ... პასუხი მოიფიქრე? მართლა მჭირდება ვიცოდე გთხოვ თამაზ ... ძალიან გთხოვ...- ცრემლი ვერ შევიკავე. - გეტყვი , მაგრამ უნდა ვიცოდე , მიზეზი.... არ გამოვა სხვანაირად... - ისედაც ვხვდები უკვე ... ვხვდები რომ ტყუილად არ დაიცავდი გიოს... ასე ამდენს არ იფიქრებდი პასუხზე... უბრალოდ მინდა შენი პირიდან გავიგო . - მე მიზეზი მინდა ვიცოდე რატომ დაინტერესდი... თვითონ არასოდეს დაინტერესებულა ან გრძნობდა და არ აღიარებს... ქეთი მან დედა ისე დაკარგა არც იცნობდა ... ვიფიქრე დაინტერესდებოდა როდესმე და არ მინდოდა მამაც დაეკარგა , ამიტომ ვუწყობ ხელს... მესმის მისი ცხოვრების და არ ვუშლი ხელს, ხომ ხედავ შენც. - ანუ მისი შვილია.. ესეგი მართალია.. ღმერთო ჩემო თამაზ ხვდები რას ამბობ? - პასუხი ვიცოდი მაგრამ ხმა მაინც ამიკანკალდა. - ხო თიკა მისი შვილია... ლალის არ უნდოდა რომ გაეგო გიორგის ... პირობა მივეცი ხომ გესმის? - ხო , მესმის მაგრამ რატომ ვერ ვხვდები... რატომ არ გაკრა ერთხელ მაინც გულში... იმ ბიჭის გამო? დღესაც ის ჰგონია მამა... - ხო ... ესეა ... ლალი ერთი თვის იყო , ფეხმძიმედ იყო იმ ბიჭს რომ ხვდებოდა... ვიცი არაა კარგი რაც გააკეთა , შვილია რას იზავ ! რა მექნა ჰა , გეკითხები?! - ხმა აუკანკალდა. - არ გამტყუნებ თამაზ... რა უფლება მაქვს... - ეშინოდა გიორგის რომ გაეგო რომ ფეხმძიმე სხვას ხვდებოდა, ხომ ხვდები მის შვილს ატარებდა და ბოლოს მითხრა სიმართლე რომ მომკლავდაო. შენ არ იცნობდი მაშინ და არც ეხლა იცნობ რისი გამკეთებელია... - ვიცი უკვე დამიჯერე... მაგრამ მიყვარს მაინც.. - იმედი მაქვს ამჯერადაც არ გატეხავ პირობას და არ ეტყვი... - ვფიცავ ვერ გაიგებს ჩემგან სანამ შენ არ გექნება ამის სურვილი. - მეტყვი ეხლა ,მიზეზს ,რატომ გამოიჩინე ესეთი ინტერესი, კი ვიცოდი რომ კარგი ადამიანი ხარ და ცუდი განზრახვა არ გაქვს, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები... - თამაზ , მისმინე შენ, შენი საიდუმლო მითხარი , მე ჩემსას გეტყვი ... იქნებ ... გთხოვ დამიჯერე მხოლოდ კეთილი განზრახვით ... - გისმენ ყურადღებით... - მე მივდივარ ... მე და გიო ... ხომ გესმის? - დაშორდით? - არა არ იცის ჯერ! - რას ამბობ! როგორც უფროსი მეგობარი გეტყვი არც კი გაბედო ! მიწიდან ამოგიღებს ! - თამაზ მისმინე გთხოვ... - სიტყვა გავაწყვეტინე, - ავარიაში რომ მოვყევი ხომ იცი ... მას შემდეგ სტრესული მდგომარეობა შემექმნა... მოკლედ რომ გითხრა შვილი აღარ მეყოლება... გიოს ვერ გავუკეთებ ამას... ის ჩემთან უბედური იქნება.. არც ჩემს სიცოცხლეს აღარ აქვს აზრი ... დასრულდა ჩემი ცხოვრება ... უბრალოდ ესე ვერ დავასრულებ, არ მინდა ... გესმის ... არ მაქვს იმდენი გამბედაობა, თორემ , არაფერი არ მაკავებს სიცოცხლე რომ დავასრულო, ხელმოსაჭიდიც არ მაქვს , რამე , რაც შემაჩერებს , არ მქონდა უფრო სწორად... - ღმერთო ჩემო ქეთი ... მართლა ძალიან ვწუხვარ ... არც კი ვიცი რა გითხრა... რითი დაგეხმარო... - კიდევ ერთხელ დამეხმარე გთხოვ... მაპატიე რომ უკვე მეორედ მეხმარები... მაგრამ ამჯერად მინდა ერთმანეთს დავეხმაროთ... მხოლოდ შენ შეგიძლია აზრი მომცე სიცოცხლის.... იმედი გესმის? რაღაცას რომ ჩავებღაუჭო. - რას გულისხმობ ვერ ვხვდები? - სადა თიკა? გერმანიაშია? - არა , საქართველოშია ჩემს დასთან , აქ ხომ არ წამოვიყვანდი, ბავშვია , სად ვატარო... - წასვლას აპირებ ? - სად საქართველოში? რას ამბობ ფეხი რომ დავდგა იქ ამაორთქლებენ ,ნაკანის გარეშე იქ გამორიცხულია ჩემი დაბრუნება...- ამოიოხრა , - და შენ ამას არ იზავ ხომ ასეა? - რა თქმა უნდა ქეთი ! თუ გახსოვს მეც მოგეცი პირობა... - თამაზ რომ გითხრა რომ თიკა ჩამოიყვანე ... ჩამოიყვან? - როგორ ფიქრობ არ ვიფიქრე? არ მაქვს საშვალება , ვერ მივხედავ თერთმეტი წლისაა, ჩემი დაც ბუზღუნებს უკვე... მაგრამ არ ვიცი რამეს მოვიფიქრებ... - ხოდა მაგაზე გირეკავ... - მე დაგეხმარებით... გთხოვ მომეცი უფლება დაგეხმარო... თიკა ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია... ამ წუთას გეუბნები და ეხლავე... თუ მომცემ უფლებას... ყველაფერს რასაც გავაკეთებ, რამდენ დროსაც მომცემს უფალი რომ ვიცოცხლო ბოლო წუთამდე მისთვის ვიარსებებ... - შენ მართლა ესე ძალიან გიყვარს გიორგი? სასწაულია და მაინც .... ვერ ვიგებ რატომ არ ეუბნები. - გთხოვ თამაზ ეს უკვე გადაწყვეტილია!- უარყოფით ტესტს დავხედე და წერილს ზემოდან დავადე რომ გიოსთვის შესამჩნევი ყოფილიყო. - მისმინე მაქვს დანაზოგი... დაიწყე თიკას საბუთების გაკეთება, ორ დღეში გამოგიგზავნი თანხას... მხოლოდ შენ გეცოდინება ჩემი ადგილსამყოფელი.... ესპანეთში მივდივარ, ბარსელონაში... ბინას დაგახვედრებ შენთვის და თიკასთვის... მეც ახლო-მახლოს ვიქირავებ... ყველაფერში შენს გვერდით ვიქნები... თიკას არაფერს მოვაკლებ... შენ შვილიშვილი გეყოლება გვერდით მე კი გიოს შვილი და ცხოვრების აზრი... გპირდები გულს და სულს ამოვიგლეჯ მისთვის... მხოლოდ თიკა მრჩება გიოსგან ... მომეცი უფლება გთხოვ... - მთელი მსოფლიოს მუდარა ჩავაქსოვე. - უარი როგორ გითხრა როდესაც ესე გულწრფელ შემოთავაზებას ვიღებ... ლალი ბედნიერი იქნებოდა , შენნაირი ადამიანი თუ იქნებოდა თიკას გვერდით... მეც ჩემი სამსახურიდან გამომდინარე რა მელის ვინ იცის... ჩემები არ დაგიმალავ და ცივად ექცევიან ... მამა რომ არ ყავს ხომ ხვდები... - ვერავინ გაბედავს ცივად მოექცეს კი არა ცივი წყალი რომც მიაწოდოს ვინმემ , ერთ ლუკმად არ მეყოფა ნებისმიერი... სიტყვებით როგორ დაგიმტკიცო ... თუ მომეცემა საშვალება შენით ნახავ!... რას ფიქრობ? - მე თიკა მყავდეს გვერდით და ეშმაკს დავუდებ პაქტს! - მე რომ ეშმაკი არ ვარ?! - სიცილი ვერ შევიკავე... - ეშმაკის ცოლი ხომ ხარ.... - უადგილოდ გადაიხარხარა. - ასე გამოდის.... ორ დღეში ჩემს ზარს დაელოდე... მოკლე შეტყობინებით გავაგებინე იკას ჩემი წასვლა, პირობა მივეცი რომ მზად რომ ვიქნებოდი აუცილებლად დავუკავშირდებოდი. ისევ მაგიდას მივუჯექი... ტესტი წინ დავიდე... გაფაციცებული და ცრემლიანი თვალებით მივაშტერდი... მეორე ხაზი ვერა და ვერ გაწითლდა ... თვალებში, ბოლო ნაპერწკალ ჩამქრალმა მოვიმარჯვე კალამი ... " გიო ვიცი ამ წერილს რომ წაიკითხავ უკვე ძალიან შორს ვიქნები, მაპატიე გულისტკენა, დამიჯერე ვიცი ეხლა რასაც ფიქრობ და გრძნობ , მეც მტკივა, ვწერ და უსაშველოდ მეფლითება გული და სული ნაწილებად, არ მაქვს სხვა გზა , დავიღალე ექიმებით, დავიღალე ნემსებით, ექიმებში და საავადმყოფოებში სიარულით, დავიღალე ტესტების კეთებით, მოლოდინით, იმედგაცრუებით, აღარ მაქვს ძალა , მაპატიე რომ არ მაქვს საშვალება სრულყოფილად გაგრძნობინო თავი, არ იმსახურებ ესეთ სასჯელს, არ ხარ ამის ღისი! არ მაქვს უფლება გაიძულო ბედთან შეგუება , არ მაქვს უფლება გაიძულო როდესაც გაქვს ნებაც და საშვალებაც გყავდეს შვილი, რაში გჭირდები... არ გიმსახურებ... ან რათ გინდივარ... გამიგე გთხოვ... ვერ გიყურებ მთელი ცხოვრება და ვერ დავაჯერებ თავს რომ ბედნიერი ხარ... არაა საკმარისი ბედნიერებისთვის, დღეს შეიძლება ვერ ... მაგრამ მოვა დრო , დაიჭერ შენს ანგელოზს ხელში და იქნები ბედნიერი... ვერ დაგპირდები რომ ეს გამაბედნიერებს... მაგრამ ასეა ეს... არ მაქვს უფლება უშვილოდ გაცხოვრო... ხანდახან ხდება ესეც ალბათ ვიღაც უნდა გაიწიროს ვიღაცისთვის... იქნებ შენ იყო ბედნიერი.... რადგან ორივე ერთად არ გამოდის, შენ კი გაქვს შანსი, კიდევ ერთხელ სცადო... ხანდახან დარჩენას წასვლა სჯობს... მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად... მიყვარხარ ყველაფერზე მეტად... მიყვარხარ უაზროდ და უკიდეგანოდ, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ... ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები ... არ მეძებო... შენი ცხოვრება განაგრძე რომ მე შევძლო სიცოცხლის გაგრძელება " ქეთი . ***** - რა გატირებს დეიდა... - არაფერი ძვირფასო ... - ცრემლიანი თვალები სწრაფად მოვიწმინდე. - კარგი რა სულ ცოტახნით მივდივარ... სულ სულ ცოტახნით... - უკნიდან შემომეხვია და ნიკაპი მხარზე ჩამომადო... უარესად ავქვითინდი.. - ერთი თვე ვერ გაძლებ? - ვერც ერთი წამი ვერ გავძლებ... მაგრამ უნდა წახვიდე ცოდოა ბაბუა ენატრები ძალიან...- სწრაფად დავწყნარდი. - მომენატრა ძალიან ... ვეღარც მიცნობს ხომ ალბათ დეი... - ცრემლი მოერია. - ხუთი წელში არც ისე შეცვლილხარ .. ისევ ისეთი პატარა ხარ ... ჩემი დახატული გოგო... - ჩემი ტოლი რომ იყავი ... როგორი იყავი ... როგორ მაინტერესებს... - ეჰ , ჩემო გოგო ეგ თერთმეტი წლის უკან იყო .... უფრო ახალგაზრდა ვიყავი ... ჩახვალ სახლში და ნახავ სურათებს... მაშინ არც თუ ისე დინჯი ვიყავი... - შენ? დინჯი არ იყავი ? არ მჯერა! - ბედნიერი სახით გადაიკისკისა. - ხო! ზუსტადაც! მაგრამ შენ არ გამოგივა! - ვიცი არ დაიწყო დარიგება! ვიცი უნდა გავაგრძელო კარგად სწავლა... - ხო , და წარმატებული ექიმი გახდები... ჩემი თეთრ ხალათიანი გოგო... - კალთაში ჩამიხტა. - ადექი არ დაგაგვიანდეს სამზეა ფრენა... - ჩამოვალ საქართველოდან ! ბაბუას ვნახავ ... ჩავეხუტები და მერე შენც მოგხედავ! - საძინებლიდან სამგზავრო ჩემოდანი ფეხის ბორძიკით გამოათრია. - რა მიხედვა მინდა მე ! გამაგიჟებ... - თვალები თეატრალურად გადავატრიალე. - რა და ! ჩამოვალ და ერთ კარგ ვინმე ესპანელ ჰუგოს გიპოვი და მიგათხოვებ! - დაიკივლა , ჩანთას და საბუთებს ხელი სტაცა და სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა გასასვლელისკენ. - აჰა , ესე ხო! ჰუგო არა! თან ესპანელი ... არც იოცნებო ..... - კარგი ხო დეი , რა გჭირს ... ნუ მებუტები გაგეხუმრე... მონაკოს პრინციც რომ მოვიდეს მე დაგიტოვებ... - ჩაიცინა , ჩამეხუტა მთელი ძალით და ლიფტში შევიდა. ბედნიერი და ცრემლიანი თვალებით გავაცილე ჩემი ცქრიალა გოგო... - მიყვარხარ თიკა... - აღმომხდა დარდიანი ხმა... ქვედა ტუჩი ნერვიულად , ნაცნობი მანერით ჩატეხა... - მეც მიყვარხარ დეი! - დაკეტილი კარებიდან გამოიძახა . კედელთან ავიტუზე , ბედნიერების ცრემლი ღიმილით შევიშრე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.