შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თავიდან! {თავი 1}


30-03-2021, 21:29
ავტორი ქეთათო4
ნანახია 5 793

აეროპორტში არეულ ჟურნალისტებს ბრაზნარევი მზერა მოავლო და დაცვის მეშვეობით გაიკვლია გზა. დიმა ბაბლუანის დაბრუნება სამშობლოში ,ასე მოულოდნელად, რაღაც ცუდს უქადნიდა თბილისს. წლების წინ ჩამქრალი ომის განახლება მოხდებოდა და ამაზე უკვე წერდნენ პრესის წარმომადგენლები. მოღუშული სახით შეაღო სახლის კარი და შემოგებებულ დედას ძლიერად ჩაეხუტა.
-დიმა ჩამოვიდა. კიბეებიდან მისი დიშვილი მორბოდა კივილით.
-ბიძიააა. ელენას ყვირილმა გააყრუა ყველაფერი.
-ასე თუ იყვირებ წავალ ისევ. მთელი ოჯახი ხარხარებდა. ბედნიერი იყო ეკატერინე ჯუღელი შვილისა და მთლიანი ოჯახის ბედნიერებით. წლების წინ დატოვებული სახლი ეუცხოვა. თითქოს ყველაფერი შეიცვალა, თუმცა ეჩვენებოდა. ერთადერთი რაც შეიცვალა ის იყო, რომ თაია აქ აღარ ცხოვრობდა. გულში მტანჯველი ტკივილი იგრძნო ქალის გახსენებაზე. ბოლოს ამ სახლში მომხდარს დამატებული თაიას კივილი ,,დიმა გშორდები" ახლაც მკაფიოდ ჩაესმოდა.
-მასზე ფიქრობ? ელენას მოახლოვება ვერ შენიშნა.
-ვისზე? ეცადა დაემალა თავისი განცდები, მაგრამ ვერ მოახერხა
-კარგადაა, მარტო ცხოვრობს. დათა იყო ჩვენთან, მასზე ყვებოდა არავის იკარებს ახლოს, მარტოა და პირნათლად ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობასო.
-არ მაინტერესებს ელ.
-შენ ხომ იცი, რომ გაინტერესებს. ხო იცი, რომ მიხვალ მასთან. ის შენი ცოლია, შენი შვილის დედაა დიმა. ყველაფერს თავი დაანებე არ განაახლო ის ომი. შვილის გამო მაინც.
-მივალ მაგრამ მხოლოდ ლილეს გამო, ის დიდიხანია მკვდარია ჩემთვის.
-იმას ნუ ამბობ, რისიც თავადაც არ გწამს. თაია ერთადერთი ქალია, რომელმაც ამოაბრუნა შენი ცხოვრება და ახლაც რომ მოინდომოს, იგივეს შეძლებს.
-მან მიღალატა.
-ძმის გამო დიმა. ძმის გამო. დედმამიშვილის გამო. განა დედაჩემი შენგამო იგივეს არ გააკეთებს? მე იკას გამო კლდიდან გადავხტები. ყველას წინ დავდგები.
-მე ქმარი ვიყავი.
-ქმარი იყავი, რომელმაც ვერ გაუგო. ვერ გაუგე, როგორ სტკიოდა შენთვის თვალებში ეყურა და მოეტყუებინე. მიუხედავად იმისა, რომ ის ქართლოსის შვილიშვილია შენ აგირჩია. მათაც წინ დაუდგა. შენი ცოლი საუკეთესოდ ასრულებდა ყველაფერს. არასდროს დაუმცირებიხარ არავის თვალში და ახლაც, როდესაც განქორწინებულები ხართ თაია თავის სიმაღლეზეა. იცი რატომ? გგონია ადვილია მარტო ბავშვით ცხოვრება? როდესაც არც ოჯახი გიმაგრებს ზურგს და არც ყოფილი ქმრის შემოთავაზებას იღებ? იცის, რომ ამით შენ დაგაზარალებს. ოთხი წელია რაც წასულია და ჭორის დონეზეც კი ვერავინ ბედავს იმის თქმას თაიას სხვა უყვარსო.
-ალბათ არავინ უყვარს.
-რასაც ამბობ არ გჯერა. მიხარია ძია, რომ ჩამოხვედი მაგრამ თაიას მოკლავ. შენი სიცივით გაანადგურებ. ლილე ნახე, გაუხარდება მამამისის ეკრანს მიღმა ხილვა.
-მისამართი მითხარი.
-თავს ნუ ისულელებ. ის ახმახი, რომ მიუჩინე შეიძლება ის ვერა, მაგრამ მე ვხვდები.
-ბაბლუანი ხარ. ძლიერად მოეხვია დიშვილს და ამღერებულ ტელეფონს დახედა.
-გისმენ
-ქართლოსა გაგიჟებულია, საავადმყოფოშია. თაიაც აქაა ბავშვით. ცუდადაა ლილე დიმა, სჯობს მოხვიდე.
-მისამართი ჩამიგდე.
-რა ხდება? დაფეთებული გაეკიდა კაცს.
-ელ სახლში დარჩი, ბებიას მიხედე.
მთელი სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას და მხოლოდ ორი სახელი ტრიალებდა მის გონებაში. თაია და ლილე. როგორ მივიდა იქამდე არ ახსოვს, არაფერზე ფიქრობდა მხოლოდ შვილის ნახვა უნდოდა. გიჟივით აირბინა საფეხურები და მოსაცდელში მჯდარი ქალის დანახვისას გული შეეკუმშა. თაია ადამიანს აღარ ჰგავდა. გვერდით ძმა ედგა მხოლოდ, სხვა არავინ. ხელში ლილეს შარფი ეჭირა. ემოციების ზღვა იგრძნო და ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა და-ძმას. გოგამ რომ ამოხედა და მერე თავი დახარა გულში რაღაცამ გაჰკრა.
-ლილე სადაა? ასეთი ჩავარდნილი ხმა პირველად ჰქონდა. პასუხი არ იყო.
-გეკითხები ლილე სადაა? ქალის მაჯას მტკივნეულად ჩააფრინდა და მისკენ გაწეული გოგა ხელით გააჩერა.
-თაია.
-გაუშვი დიმა. ხელზე ხელი დააჭირა გოგამ.
-სადაა ჩემი შვილი?
-კვდება. ქალის გაყინულმა ხმამ მთლიანად გაანადგურა.
-შენი შვილი კვდება. ზიზღით სავსე იყო მისი პირიდან წამოსული თითოეული სიტყვა. საკუთარი თავი სძულდა თაია ბურდულს.
-გააფრინე? ბაბლუანის ღრიალზე იქ გაჩნდა ყველა. ვერავინ ბედავდა მიახლოვებას.
-ლილე ბაბლუანის მშობლები. ხელი უშვა ქალს და თავად წავიდა ექიმისკენ.
-მე ვარ. ხმა ძლივს დაიმორჩილა.
-კრიტიკული მდგომარეობა გადავლახეთ. ლილეს ფილტვში პნევმონია ფიქსირდება. ცუდი კვებაც სახეზეა. თითქმის არაფერი აქვს ნაჭამი ბოლო 48 საათში.
-ნახვა მინდა.
-ჯერ არ შეიძლება. ბაქტერიები მისთვის საშიშია. ცოტახანში თავად დაგრთავთ ნებას.
გაშეშებული იდგა. ეს ყველაფერი ისე ხდებოდა თავად არაფერი იცოდა. თაიას გახედა და ახლა ბრაზის მეტი ვერაფერი იგრძნო. გიჟივით მიეჭრა და თითქმის სირბილით გაათრია. საავადმყოფოს უკანა კედელთან მიიმწყვდია. ვერ სუნთქავდა ისე ახრჩობდა ბრაზი.
-მე რატომ არაფერი ვიცი?
-ეგ კითხვები საკუთარ თავს დაუსვი.
-დედის ტ*ვნააა აბა რა არის? ჩემი შვილი ცუდადაა და დედამისი არც კი მატყობინებს. მამამისი ვარ გესმის? რომ არ ჩამოვსულიყავი ვერ გავიგებდი ხო? ვერ გავიგებდი, რომ ჩემი შვილი ცუდადაა და მე ამ დროს სადღაც ტრაკში მშვიდად მძინავს.
-არ მეცალა შენი შეტყობინებისთვის.
-მოგკლავ იცოდე. გეფიცები ლილეს, რომ რამე დაემართოს მოგკლავ.
-ისედაც არ ვიცოცხლებ თავს.
-ბავშვი, რომ გადარდებდეს დამირეკავდი. მეტყოდი, რომ ფული გჭირდება. დედას შევე*ი მაგიჟებ თუ რას შვრები?
-ფულისთვის დაგირეკავდი? ლილეს შენი ფული კი არა შენ სჭირდებოდი. ორი დღეა იმას ითხოვს, რომ თუ ჩვენს სახლში არ იცხოვრებ მოკვდება. რა ვუთხრა? ოთხი წლის ბავშვს რა ვუთხრა? რა მოვატყუო?
-თაია
-ვუთხრა მამაშენმა არ დაიჯერა, რომ არ მიღალატია მისთვისთქო? ეს ვუთხრააა? მიპასუხე რა ვუთხრა.
-ნიანგის ცრემლები არ გვინდა.
-ყველაზე დიდი შეცდომა ხარ ჩემს ცხოვრებაში დიმა ბაბლუანო.
-ასევე. ლილეს თვალით არ დაგანახებ. აქედან მე წავიყვან
-არც გაბედო
-თორემ?
-გეფიცები გაგანადგურებ. ჩემს შვილს ვერ წაიყვან.
-რატომ? მათ შორის არსებული მანძილი მაშინვე შეამცირა და კედელზე აკრულს ზედ მიეკრა.
-გაიწიე. სუნთქვა გაუხშირდა ქალს
-მარტო შენი შვილი არა, ჩემიცაა. შეგიძლია მასთან ერთად წამოხვიდე.
-დიმა ნუ მეთამაშები.
-თამაში შენი მოგონილია. უხეშად უშვა ხელი და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ტერიტორია.
ყველა წამს ითვლიდა. ულილეოდ ცხოვრებას მიჩვეული იყო, რადგან იცოდა მისი შვილი კარგად იქნებოდა, მაგრამ ახლა როდესაც აანალიზებდა, რომ ლილე ცუდად იყო, თავადაც კვდებოდა. საავადმყოფოს სუნი გულს ურევდა. მხოლოდ ლილესთან ჩახუტება უნდოდა. ამხელა კაცი შვილის გამო ღვრიდა
ცრემლებს. გვერდით მდგარ საბას არ იმჩნევდა. საკუთარ ტკივილთან მარტო იყო. ვერ ხვდებოდა, ვერ აანალიზებდა, რომ ყველაზე ცუდად თაია იყო. გულის სიღრმეში ულილეობა ყველაზე მეტად მას სტკიოდა. დედა იყო. შვილთან ყველაზე მჭიდრო ნასკვით დაკავშირებული და სისხლი ეყინებოდა, იმის წარმოდგენაზე რომ ლილე ცუდად იყო.
-ვერ ვცნობ ვერც იმას და ვერც შენ. გვერდით მჯდარი ელენა ახლა შეამჩნია და მონატრების შეგრძნებამ სწრაფად მოირბინა სხეულის კუთხე-კუნჭული.
-ელ.
-როგორ მომენატრე. ძლიერად გადაეხვია ბიცოლას.
-ცუდად ვარ.
-გაუგე გთხოვ, ლილეს გარეშე ვერც ის იცოცხლებს. თქვენი ნაწილია, ლამაზი და ბედნიერი დღეების სიმბოლოა, გადავაგორებთ. დიმა ექიმებს ელაპრაკა, ჩამოვლენ. ლილე ძლიერია თაია, გაუძლებს.
-ვკვდები.
-გთხოვ გაძლიერდი. გაუძელი მის სიმხეცეს. აპატიე გთხოვ იმიტომ, რომ ეს ბრაზი საკუთარი თავისადმი აქვს, რომელსაც შენზე ანთხევს.
-ლილე ბაბლუანის მშობლები. მეორედ იდგა თეთრხალათიანი მათ წინ. ორივეს აუკანკალდა გული.
-გამოვძვერით. ყველაზე დიდი შვება იყო. ამოისუნთქეს...
-ბავშვი სუსტადაა, მაგრამ გარანტიას გაძლევთ 48საათიანი დაკვირვების შემდეგ, როდესაც მის კარგად ყოფნაში ასი პროცენტით დავრწმუნდებით, გავწერთ.
-თაია, შენთან მინდა ლაპარაკი. მკლავზე მოკიდებული ხელი არავის გამორჩენია. არც ბაბლუანს.
-ამას ეხლა..
-ეეეეე. ძლივს გააჩერა საბამ და სკამისკენ უბიძგა.
-შვილი ცუდად ჰყავს და ფლირტაობს.
-დიმაა. ხელი ჰკრა დათამ და ტუჩის მოძრაობით ანიშნა: ,,აზრზე მოდიო"
-ხო დიმა ფლირტაობს. რატომ არ უნდა იფლირტაოს? თაია ახლაგაზრდა ქალია და საერთოდაც ლილესაც უნდა დედმამიშვილი.
-ელ.
-შეუშვი, რომ ის შენი ცოლი აღარაა.
-ეეელ. მხრებზე ჩააფრინდა დათა.
-გაიგოს უკვე. ახლა იმ ქალს საკუთარი ცხოვრება აქვს. ხომ გაუშვა? ხომ არ იბრძოლა ახლა ნუ უწესებს უაზრო წესებს. საერთოდაც ლილეს მამინაცვალი თუ ექიმი იქნება კარგია.
-ელ რა გინდა მოგკლა? თუ ის მოვკლა?
-რა გაბრაზებს ასე? ეჭვიანობ ძია?
-ელენა. გეყოს უკვე. დათამ გაიყვანა ელენა და მარტოდ დარჩენილმა დერეფნის ბოლოს მომღმარი თაია რომ დალანდა გააფრინა. იცოდა სხვა იყო ამ ღიმილის გამომწვევი.
იქ გაჩერება აღარ შეეძლო, ლილეს ნახავდა და წავიდოდა აქედან. აქ ამისთვის არ იყო, თაიას გამო არ იყო. საკუთარ თავს ყოველ წამს ამას უმეორებდა, მაგრამ ექიმთან მოსაუბრეს რომ ხედავდა, სახეზე ღიმილით აფრენდა.
-ეს ძაღლის ლეკვიც აქ ყოფილა. ყველაზე საძულველი ხმა ჩაესმა და მაშინვე გაატრიალა თავი მისკენ. თვალები ჩაუწითლდა ქართლოსისა და არჩილ ნაკაშიძის დანახვაზე. სიძულვილის ტალღამ მთლიანად დაფარა მისი არსება.
-ძაღლის ხმა მესმის. ფეხზე წამოდგა და მისკენ წასული დათა ხელით გააჩერა.
-როგორ გაბედე აქ მოსვლა?
-ხმა არ ამოიღო შენ. გაჩუმდი. ჩემ წინ დგახართ, ამაყად გიჭირავთ თავი, ამ დროს ვინ ხართ? ადამიანები, რომლებმაც შვილიშვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს? მორალს მიკითხავთ მე? ზემოდან ყურების არანაირი მიზეზი არ გაქვთ.
-შენ ისიც გყოფნის, რომ რევაზ ბაბლუანის შვილი ხარ.
-მამაჩემის სახელს თუ კიდევ ერთხელ ახსენებ, საკუთარ ენას დაგაჭერინებ ხელში. ჩემი ოჯახისგან თავი შორს გეჭიროთ.
-მაგას ჩვენ უნდა გეუბნებოდეთ.
-ლილეს წავიყვან. შეგიძლიათ თქვენი შვილი თქვენ წაიყვანოთ.
-შერცხვენილ და გამოშირებულ ქალს არ დავაბრუნებთ. შენ მისი ქმარი ხარ, ვალდებული ხარ შენ იზრუნო მის სახელზე.
-მეცოდება თქვენ ხელში. მძულს და მეცოდება. ზიზღნარევი მზერა მოავლო ორივეს და პალატისკენ აიღო გეზი. მინის ფანჯრიდან დანახულმა პატარა სხეულმა გულისცემა აუჩქარა. ლილეში დიდი დოზით იყო დიმა ბაბლუანი. ყველაფრით მამას ჰგავდა პატარა ქალბატონი. უყურებდა და გული სითბოთი ევსებოდა. ახლა იგრძნო, როგორ ენატრებოდა შვილი.
-მამა მოვა. კარის გაღებისთანავე გაგებულმა ორმა სიტყვამ, თავი არარაობად აგრძნობინა. ცუდად მყოფი ლილე მხოლოდ მამას ამბავს კითხულობდა.
-მამა მოვიდა ჩემო პრინცესა. საკუთარი ხმა ვეღარ იცნო. ლილეს მზერა დაიჭირა და რამდენიმე წამი გამოტოვა. გაშეშებული იდგა და უყურებდა მის მსგავს პატარა არსებას.
-მამიკო. წამოიწია, მაგრამ მალევე დაბრუნდა უკან.
-დაბრუნდი?
-დავბრუნდი.
-ესეიგი მე, დედა და შენ ერთად ვიცხოვრებთ, როგორც გიგას მშიბლები.
-ლილე ამაზე ვილაპარაკეთ. ცრემლი მოიწმინდა თაიამ.
-ვიცხოვრებთ მამ, მე შენ და დედიკო. ჯიქური მზერა გაუსწორა ქალს. თითოეული ემოციის წაკითხვა სურდა.
-მენატრებოდი მამა. პატარა თითების შეხებამ სული გაუთბო.
-მეც მენატრებოდი მამას სიყვარულო.
სულ სხვა იყო შვილთან დიმა. ასეთი უყვარდა თაიასაც. ასეთი იყო მასთანაც იმ დღემდე, სანამ წამოვიდოდა.
-დე, ახლა შევჭამ. მამა მოვიდა და უჭმელობის მიზეზი აღარ მაქვს.
-გაბრაზებული ვარ
-გთხოვ არ იყვირო. ყურებზე აიფარა ხელი
-როცა დედიკოს ბაბუა მოდის სულ ყვირის. მე რაღაც სიტყვებს მეძახის, ვერ ვიგებ. წინაზე დედას დაარტყა, სილურჯე ჰქონდა. უნებურად ახედა ქალს. როგორ უნდოდა სულერთი ყოფილიყო მისთვის თაია, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც ფიზიკურად ეხებოდა და სტკენდა გულს უღრღნიდა.
-შენ ხომ დაიცავ დედას?
-კი. ხმა ჩაუვარდა. საკუთარი შვილი უსვამდა იმ კითხვებს, რომლებსაც თავად ვერ სვამდა.
-შეეშინდება იმ ბოროტ კაცსაც. მე ვიცი, რომ შენ ძლიერი ხარ. დათა მეუბნებოდა, დაბრუნდება და დაგიცავთო.
-კიდე რას გეუბნებოდა დათა.
-იმას, რომ ძამიკო მოგთხოვოთ.
თაიას წყალი გადასცდა. დიმას შეპარული ღიმილი კიდევ უფრო გაფართოვდა.
-დედას ვუთხარი, მაგრამ არ მინდა იმ თეთრხალათიანისგან ჰყავდეს. ამაზე სულ გაგიჟდა. თვითონაც იეჭვა რაღაც, მაგრამ ახლა შვილის ნათქვამმა გააცოფა.
-ლილე ხომ ვისაუბრეთ, რომ...
-ისაუბრეთ, რომ შვილი აღარ გეყოლება. თვალებით ჭამდა.
-ვუთხარი, მაგრამ ბავშვია, არ იცის რას ამბობს..
-მოელანდა? იმ სი*ს მოსწონხარ და ჩემს შვილს იყენებს შენთან საკონტაქტოდ.
-გეყოს
-არ გაბედო რაიმე სახის ურთიერთობა თორემ გავაქრობ. ბავშვს უნდა უვლიდე და არა ფლირტაობდე.
-მამაჩემი არ ხარ, რომ მიმითითო. თავად გადავწყვეტ როგორმე.
-თაია არ გამაგიჟო. უეცრად ფეხზე წამოდგა და ლილეს შეშინებულ მზერას რომ წააწყდა მეორედ შესძულდა საკუთარი თავი.
-ჩემთან მიმყავს ლილე, ყველას მოენატრა. აღმოჩნდა, რომ მათთან არ რჩებოდა. ხვალ მე წავიყვან, საერთოდ მინდა იქ იყოს, იზრუნებენ მის კვებაზე და ჯანმრთელობაზე.
-როგორმე მივხედავ.
-მიმყავსთქო გასაგებად ვთქვი. ხო მართლა შეგიძლია წამოხვიდე.
-არ მინდა.
-ნება შენია, ლილე იმ სახლში არ დაბრუნდება.
-ნუ იქცევი ასე.
-საჭიროა.
ვეღარ უძლებდა თაიას ტკივილიან მზერას. ფეხზე წამოდგა ლილეს მოეხვია და გავიდა. სიგიჟემდე უნდოდა ორივე ჩაეკრა და არსად გაეშვა, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებოდა საკუთარ პრინციპებს. ვერ უგებდა ქალს. აანალიზებდა, რომ ძმის გამო იყო ყველაფერი, მაგრამ ეგოისტურად უნდოდა ყველაზე წინ ის დაეყენებინა ნაკაშიძეს.
-მე მივდივარ. ელ წაგიყვანო?
-სად მიდიხარ?
-მარტო მინდა დარჩენა. გთხოვ არ დაიწყო იქ შენი შვილია და ეგეთები. ხვალ ჩვენთან მომყავს, გააფრთხილე ჩემს ოთახში დადგან საწოლი. ყველა გზას უჭრიდა თაიას. თუ იქ იქნებოდა ბავშვის საწოლი, მასაც იქ მოუწევდა ყოფნა. კანი აუწვა ქალზე ფიქრებმა. ვერავინ უგებდა ბალუანს ვერც ახლა და ვერც მაშინ... მაშინ ოთხი წლის უკან...

<წარსული>
გარეთ დაწყებულ ქარიშხალს ბაბლუანების სახლშიც შემოეღწია და ყველაფერს ამსხვრევდა. გაგიჟებულ დიმა ბაბლუანს ძლივს აწყნარებდნენ. კუთხეში ჩაკეცილი თაია ადამიანს არ ჰგავდა.
-ყველა გადით. ხმა ჩახლეჩიდა კაცს და მოწოლილ ბოღმას ვერაფერს უხერხებდა.
-დიმა დედიკო გთხოვ.
-გადით ყველანი. კარისკენ მიუთითა და გამჭოლი მზერა სტყორცნა ცოლს. არავინ შეწინააღმდეგებია, ყველამ დატოვა ოთახი. დიმა, თაია და ქარიშხალი დარჩა...
-შენთან ყველაფერი სხვანაირი იყო. მთელს სამყაროს მერჩივნე. შენმა სიყვარულმა შემცვალა, უკეთესი გამხადა.. მე და შენ დავიწყეთ აკრძალულის კეთება მაგრამ საბოლოოდ დაგვირგვინდა. ლილე გვყავს. შვილი გვყავს და შენ რა ქენი? რა ქენი თაია? რა გაგვიკეთე ჩვენ?
-დიმა.
-ხმა არ ამოიღო. ამის დედაც ხმას ნუ იღებ თორემ შემომაკვდები. ბოლო მთელი სურათი კედელს გაუქანა.
-გეყოს გთხოვ.
-შენთავს რატომ არ უთხარი ეგ? რატომ არ თქვი ამით დიმას ვკლავ და მეყოსო? რატომ?
-გთხოვ...
-დედამოტ*ნულ ფულში არაა საქმე, აქ ნდობასა და სიყვარულშია ყველაფერი. გენდობოდით. ყველა გენდობოდა. შვილივით მიგიღეს. ჩემთვის ამ დამპალ სამყაროში ყველაზე კარგი იყავი.
-გეფიცები მხოლოდ ჩემი ძმის გამო გავაკეთე.
-გეთქვა. გეთქვა და ყველაფერს გავაკეთებდი. შენი ძმის გამო კი არა შენ გამო თაია. ლილეს ვფიცავარ გავაკეთებდი იმიტომ, რომ გაღმერთებ. ამ წამამდე გაღმერთებ.- ბღაოდა ბაბლუანი და ვერავინ ბედავდა კარს იქით მყოფებთან შესვლას. კიდევ რაღაც გატყდა, მერე ამას უფრო დიდი ხმა მოჰყვა და საბოლოოდ თაიას კივილი. ,,გშორდები დიმა"
---

ხო, მეც არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ასე, მაგრამ თავებად დავდებ. ოფიციალურად დავბრუნდი ახალი ისტორიით. მომენატრეთ.



№1 სტუმარი სტუმარი თიკო

ეს რა იყო?? ჭკუიდან გადავედი. ღმერთო, ცუდად ვარ. რა ქარიშხალი იყო ბოლო ნაწილი. მოუუთმენლად გელი. ერთი სული და გული მაქვს როდის წავიკითხავ შემდეგ თავს. წარმატებები!❤❤❤
P.S ბოლოში დაარტყა? sob ვერ გავიგე sleepy

 


№2  offline წევრი OKI ME

ეე, რა საინტერესო და კარგი ისტორია ჩანს stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები და რა მოხდა რეალურად წარსულში.

წარმატებები და ახალ თავს იმედი მაქვს უახლოეს მომავალში დადებ heart_eyes heart_eyes მანამდე კი შენს სხვა ისტორიებს წავიკითხავ. stuck_out_tongue stuck_out_tongue

 


№3 სტუმარი maco maco

კარგია მართლ კარგია, მაგრამ ცოტა ყურადღებაა თავიდან თაია ბურდულია მერე ნაკაშიძე არ გეკადრება :(

 


№4  offline წევრი ქეთათო4

maco maco
კარგია მართლ კარგია, მაგრამ ცოტა ყურადღებაა თავიდან თაია ბურდულია მერე ნაკაშიძე არ გეკადრება :(

გონება გამექცა სავარაუდოდ, ჩემს წინა პერსონაჟთან. მაპატიეთ, მართალიხართ❤️

Megioki
ეე, რა საინტერესო და კარგი ისტორია ჩანს stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები და რა მოხდა რეალურად წარსულში.

წარმატებები და ახალ თავს იმედი მაქვს უახლოეს მომავალში დადებ heart_eyes heart_eyes მანამდე კი შენს სხვა ისტორიებს წავიკითხავ. stuck_out_tongue stuck_out_tongue

მიხარია, თუ მოგეწონა. მალე იქნება სავარაუდოდ შემდეგი თავი.

 


№5 სტუმარი სტუმარი ხატია

Dzalin kargi istoria male dade shemdegi tavi ditxans ar gvalodino❤️❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

[ძალიან მაგარი იყო მომეწონა საინტერესო და ემოციებით სავსე თავი იყო ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№7 სტუმარი სტუმარი მაშო

საინტერესო და ემოციური სიუჟეტია ნამდვილად. მომწონს დიმა და თაია. გაგრძელებას ველი.

 


№8  offline წევრი gogincha

ემოციები, შეგრძნებები,ბრაზი სიყვარული ვნება, სიძულვილი ბევრი ემოციის ჩანოთვლა შემიძლია ძალიან კარგი იყოოო.მადლობა

 


№9  offline წევრი ქეთათო4

gogincha
ემოციები, შეგრძნებები,ბრაზი სიყვარული ვნება, სიძულვილი ბევრი ემოციის ჩანოთვლა შემიძლია ძალიან კარგი იყოოო.მადლობა

მადლობა თქვენ რომ კითხულობთ

 


№10 სტუმარი ნ.ლ.

დამიწყნარე ეგ ველური ბაბლუანი რაა :დ
ხომ არ დააგვიანებ? ფლიიზ <3 <3

 


№11 სტუმარი სტუმარი ნათია

არ მეყო????ძალიან კარგია წარმატებები

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინა

აუ ბოლოოს რა მოხდა? დდ

 


№13 სტუმარი Ana-maria

ისტორია ძალიან კარგი როა, ეს ფაქტია. მოუთმენლად ველი განახლებული სიყვარულის ქარიშხალს. იმედია მალე იქნება მომდევნო თავი. (სრული ისტორია ძალიან გამიხარდებოდა )

 


№14  offline წევრი ქეთათო4

Ana-maria
ისტორია ძალიან კარგი როა, ეს ფაქტია. მოუთმენლად ველი განახლებული სიყვარულის ქარიშხალს. იმედია მალე იქნება მომდევნო თავი. (სრული ისტორია ძალიან გამიხარდებოდა )

მესმის, ვისურვებდი, რომ სრული ისტორია მქონდეს უკვე. სამწუხაროდ, წერის პროცესში ვარ. ვეცდები არ გალოდინოთ <3

სტუმარი ნინა
აუ ბოლოოს რა მოხდა? დდ

არ დაურტყამს დიმას ერთი ეგ შემიძლია ვთქვა. მეორე ის, რომ თაია არ არის ძალიან დამნაშავე, გარემოებების მსხვერპლია <3 დანარჩენი შემდეგ თავებში <3

სტუმარი ნათია
არ მეყო????ძალიან კარგია წარმატებები

მიხარია, რომ კითხულობთ. შემდეგი თვი იმედია ,,სამყოფი'' იქნება <3 <3 :დდდ

ნ.ლ.
დამიწყნარე ეგ ველური ბაბლუანი რაა :დ
ხომ არ დააგვიანებ? ფლიიზ <3 <3

ვეცდები მალე დავდო. დაააწყნარებს თაია იმედია :დდდ <3 მადლობა, რომ კითხულობ

 


№15 სტუმარი სტუმარი თეკლა

ძალიან მომწონს. მალე დადე. ❤️

 


№16  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თეკლა
ძალიან მომწონს. მალე დადე. ❤️

მალე დაიდება მეორე თავიც <3

 


№17  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან ძალიან მაგარია მალე დადე გთზოვ და წარმატებებიიი

 


№18 სტუმარი სტუმარი ნანა

მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent