შემიყვარე თავიდან! {თავი 2}
მოგონებებმა საღერღელი აუშალა და ქალის კონტურების გახსენებაზე მოწოლილმა ვნებამ სხეულში ამოხეთქა. დაგროვილ ბრაზსა და სიყვარულს ერთმანეთში ხელჩართული ბრძოლა გაემართა და ბაბლუანის გონებაში სრული ქაოსი სუფევდა. -შენთან ლაპარაკი მინდა. ბნელი ოთახის სიმყუდროვე დათამ დაარღვია. -მარტო ყოფნა მინდა. -ჩემი ხათრით დიმა თაიას ნუ ექცევი ასე საშინლად.. -არავინ გაბედოს ჩვენს ურთიერთობაში ჩარევა. -შვილს ართმევ? შენ წასული იყავი, ის უვლიდა, ის ზრუნავდა, გესმის? -და რა? ვხედავ, როგორც უვლიდა და როგორც ზრუნავდა. ბავშვი მომაკვდავი იყო და ფლირტაობდა. -კარგი რაა დიმა, კარგი რაა. შენ გარდა მისთვის ვინმეს უარსებია საერთოდ? -არსებობს, აშკარაა რომ არსებობს და მე ვგიჟდები. -რა გჭირს? -ვგიჟდები დათა, ჭკუა მეკეტება იმის წარმოდგენაზე, რომ სხვამ შეიძლება შეიყვაროს. -შენთან ყოფნის შანსს არ აძლევ. არ იბრძვი მის გამო. -მიღალატა. დათა მიღალატა გესმის? საკუთარ ოჯახს გადასცა მამაჩემის აქციები. დედაც მოსტ*ვნია ყველაფერ მატერიალურს, ჩემთვის ყველაზე მაღლა იდგა. ყველას ვაპტიებდი, თაიას ვერ. -დაკარგავ. გგონია ვინმე დაგიტოვებს თაიას? არმია დგას დიმა მის წინ. დემეტრაძესაც კი სიგიჟემდე უყვარს. ჯანდაბა გინდა, რომ ლილემ სხვა კაცს დაუძახოს მამა? მაშინ მიდი. დაკარგე სამუდამოდ. -რას მთავაზობ? ძალით მოვკიდო ხელი და სახლში დავისვა? დამნაშავეა, მაგრამ არ აღიარებს. იმდენად ჯიუტია შეუძლია ჩემს გასაგიჟებლად ეგეც გააკეთოს და მერე მართლა მოვკლავ. -თუნდაც. გგონია ახლა რამე უფრო ლოიალურს აკეთებ? დაანახე, რომ შენია. ყოველგვარი საზღვრების დაცვით გესმის? ყველას ანახე, რომ თაია ნაკაშიძის ერთადერთი კაცი შენ ხარ. -ჯანდაბა, შენ და ელენა ბოლოს მიღებთ. არ მინდა იფიქროს, რომ მიყვარს. -მაგრამ გიყვარს. -მინდა იტანჯებოდეს. -გინდა ბედნიერი იყოს... -დათა -დიმა გეყოს, ან დააბრუნებ სახლში ან დაკარგავ. მობეზრდება დესპოტი ყოფილი ქმრის გამოხტომები. ისევ მარტო დარჩა. დათას ნათქვამს მარცვალ-მარცვალ იაზრებდა. სუსტი არ იყო ბაბლუანი, თავის კონტროლი კარგად გამოსდიოდა. იცოდა, თაიას სულაც მის სახლში რომ ეცხოვრა, არაფერს ზედმეტს არ გააკეთებდა. საკუთარ პრინციპებს ვერ უღალატებდა. ყველა თაიას მხარეს იყო. ყველას სჯეროდა იმ ქალის. ეს კიდევ უფრო აცოფებდა. არ იცოდა რას ითხოვდა ან სხვებისგან არ ნაკაშიძისგან, მაგრამ ფაქტი იყო, დიმა ბაბლუანს თაიას გვერდით სხვა კაცის წარმოდგენა აგიჟებდა. --- ბნელ ოთახში მჯდომს წინ დაკიდულ სურათზე ჰქონდა გაყინული მზერა. თაიას ნაჩუქარი იყო, უცნაური ფიგურების კომბინაცია, სრული ქაოსი, მაგრამ დიმასთვის სიმშვიდის საწყისი. ხელში ვისკის ჭიქა ეჭირა. მერამდენეს ცლიდა არ ახსოვდა, მაგრამ საკმაოდ შემთვრალიყო უკვე. გონებითაც და გულითაც ლილესთან იყო. ბავშვის სიტყვებსა და რეაქციებზე ეღიმებოდა. მისი ნათქვამი ,,ძამიკო მინდა" გულს უჩქარებდა. თაიას რეაქცია ამაზე კიდევ მოწმობდა იმას, რომ ქალის გულში კვლავ ეჭირა ადგილი დიმა ბაბლუანს. მტანჯველი წამები საშინლად იწელებოდნენ და გათენებამდე დარჩენილ დროს ითვლიდა. ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. თაია ლილეს გარეშე ვერ ისუნთქებდა. შვილის გამო იმ სახლშიც დაბრუნდებოდა. არ იცოდა რატომ უნდოდა ქალის იქ დაბრუნება, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, აზროვნების უნარი ერთმეოდა მის ოთახში წარმოდგენილ თაიაზე. მობილურის ზარმა დააფრთხო და მოღუშულმა დახედა ნაცნობ ციფრთა კომბინაციას. -მოდი სწრაფად დიმა, ქართლოსს ლილე მიჰყავს. განგაშის ზარებმა ჩამორეკეს. სისხლმა ტვინში აასხა ბაბლუანს და გიჟივით წამომხტარმა მაისური ძლივს მოირგო. სწრაფად დატოვა სახლი და ნაცნობი მიმართულებით საავადმყოფოსკენ გაეშურა. მხეცს ემსგავსებოდა, როდესაც საქმე ნაკაშიძეებს ეხებოდა. იმის წარმოდგენაზე, რომ ქართლოსს შეეძლო რამე ევნო ლილესთვის და მეტიც საერთოდ შეხებოდა გულს უღრღნიდა. ყურადღება არ მიუქცევია, რა მდგომარეობაში დატოვა ავტომობილი გიჟივით შეიჭრა შენობაში და უგონოდ მყოფ დედის დანახვაზე ფერი ეცვალა. -რა ხდება? ენა ძლივს მოუბრუნდა. -წაიყვანა. ელენას ნათქვამმა გამოაფხიზლა. არც ლილე იყო და არც თაია. -სად წაიყვანა? ტონს აუწია. -დამშვიდდი. -სად წაიყვანა? -არ ვიცით, დათა გასული იყო. მხოლოდ ჩვენ ვიყავით. მოვიდა და.. -და? -თაიას დაარტყა. არ მიყვებოდა, მაგრამ წაიყვანეს. -დაცვა სად ტრა*შია ამ დროს? -დამშვიდდი, მოვაგვარებთ. -კიდევ იმ აზრზე ხართ, რომ უნდა იცოცხლოს მაგ ბებერმა ნაბი*ვარმა? -დიმა სისულელეების დრო არ გვაქვს. -როგორ ბედავს აქ მოსვლას და ჩემი ცოლ-შვილის წაყვანას? უნებურად წამომცდარ სიტყვას მისი მთელი გონება ჩაებღაუჭა და იმის გადახარშვამ, რომ რაღაც სტკიოდათ მათ და ვერ შველოდა ჭკუიდან შეშალა. -გეგის დაურეკეთ. ეცოდინება. თუ არ თქვა ათქმევინეთ. მე გავდივარ. თაზო აქ დარჩი და ესენი სახლში წაიყვანე. -დიმა დედიკო. გონს ახლად მოსული ეკატერინე შვილს ეძახდა. -დე ლილეკო მოგვიყვანე. -შენთავს გეფიცები მოვიყვან. სახლში დამელოდეთ. -იმედია თაიასაც გამოაყოლებ. ელენას ნათქვამზე, ოდნავ გაეღიმა და სირბილით დატოვა ტერიტორია. --- მიტოვებულ შენობის ბოლო სართულზე მყოფი ბოლო ხმაზე კიოდა და საკუთარი უსუსურობა ყელში უჭერდა. -თაია. ნაცნობმა ხმამ სამყარო ერთ წამში ამოაბრუნა და შვებისგან წამსკდარი ოხვრა მალამოდ მოედო მის სულს. -აქ ვარ. არც კი ფიქრობდა, რომ დიმა მივიდოდა. იცოდა ლილეს ყველაფრის ფასად იპოვნიდა, მაგრამ საკუთარი თავი არც კი განუხილავს. -ჯანდაბა რა დღეში ხარ? თოკისგან ნატკენ იარეს თითები ჩამოაყოლა და საკუთარი თავი აიძულა ცოტახანს დაევიწყებინა ყველაფერი. -შემეშინდა. გულწრფელი იყო. შეშინებაც კი ვერ გამოხატავდა იმ ემოციებს, რომლებიც იმ წამს მის გულში ტრიალებდა. -ლილე. სადაა ლილე? დიმა იპოვე ხო? -კი. თმებზე მიეფერა. -გთხოვ არაფერი დაუშავო მათ, ძალიან გთხოვ. -არ გამაფრენინო გთხოვ. სახლში წავიდეთ. მათზე ლაპარაკი არ მინდა, არც შენ იტყვი რამეს. ყოველგვარი პროტესტის გარეშე იცხოვრებ ჩემს სახლში, ჩემს ოთახში. -არ მინდა. -არ მიკითხვას რა გინდა და რა არა. წავედით. კაცის მხრებს მოხვეული თავს დაცულად გრძნობდა და ახლა თუნდაც მეორედ მოსვლა დაწყებულიყო, ის იქნებოდა ყველაზე დაცულად ბაბლუანთან ერთად. მანქანაში სანატრელი სურნელი შეისუნთქა. ისევ იმ სუნამოს იყენებდა დიმა. ყველაფერი იდეალურად იყო ავტომობილში. ნაცნობ ჰანგებზე გაეღიმა.. დაღლამ და კაცის გვერდით ყოფნამ მალევე მოადუნა და სულ ცოტახანში ძილმა წაართვა თავი. -თაია მოვედით. ყურთან ახლოს დიმას ცხელი სუნთქვა იგრძნო და დამფრთხალმა გაახილა თვალები. -მე, მაპტიე ჩამძინებია. ძლივს ლაპარაკობდა. -ისე იქცევი თითქოს უცხოს მანქანაში იყო. -ჩვენ უცხოები ვართ. საკუთარ ფიქრებს ეწინააღმდეგებოდა. სხვას ფიქრობდა და სხვას ამბობდა... -რა გინდა? ამის დედაც რა გინდა? ძლიერად საჭეზე დარტყმულ ხელზე თაია შეხტა და მისი ცრემლები ყურდღების მიღმა არც დიმას დარჩენია. -მეუბნებოდი არ გინდა, მათ არაფერი დაუშავოო? რა გაგიკეთეს? რამე მოხდა და მე არ ვიცი? -დიმა... -ჩემი არ გეშინოდა. არც მაშინ, როდესაც აქედან მიდიოდი. რა გააკეთეს რაც მე უნდა ვიცოდე. -არაფერი გაუკეთებიათ. -თუ გავიგე, რომ ისევ მიმალავ რაღაცას არ ვიცი რას ვიზამ. არ გაბედო მათი დაცვა. მათთან დაკონტაკტებაც კი. -პატიმარივით მელაპრაკები, ხვდები? -დღეიდან პატიმარი ხარ, თუ ასე თვლი მაშინ მასე იყოს. გაცოფებული გადავიდა მანქანიდან და აღარ დალოდებია ქალს, სწრაფი ნაბიჯით შეაღო სახლის კარი. ლილეს სუსტი ხმა ისმოდა და არ გასჭირვებია იმის გამოცნობა, თუ სად იყო პატარა ქალბატონი. -მამას პრინცესა, მოვედით. ყველას მზერა მასზე გადავიდა და მერე მის უკან მდგარ სილიეტზე. თავდახრილი იდგა... ეკატერინეს თვალებში ვერ უყურებდა.. -თაია, ჩემო კარგო გოგოვ. ფეხზე წამომდგარ დედას დაუბღვირა და ქალმაც მაშინვე მოიშორა ღიმილი სახიდან. -კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბიცოლა. ელენა მოწოდების სიმაღლეზე იყო და ლილეს ეჩურჩულებოდა რაღაცებს. -ელ, მესმის ვერ გადაეჩვიე, მაგრამ ბიცოლას ნუღარ დაუძახებ. არ მინდა თუნდაც სტატუსით ამ ადამინთან რამე საერთო მქონდეს ლილეს გარდა. შვილს გაუღიმა და ხელში აიტაცა. -უჟმური ხარ ბიძიკო. თანაც ჯვარი დაწერილი გაქვთ ამიტომ, როგორც ძალიან მორწმუნე გოგო, მას ვაღიარებ ჩემს რძლად. სიცილს ძლივს იკავებდა დიმას სახეზე. -დედიკო. მისკენ გაიწია ლილემ. -ვერ აგიყვანს, ხელი სტკივა. თაიას ნაცვლად პასუხი დიმამ დაუბრუნა. -შემიძლია. ბავშვი გამორთვა. -სირცხვილი დიმა. ელენა უბღვერდა. -დაჯექით აქ. ოთახს მოვამზადებთ. -არაა საჭირო, ჩემს ოთახში დაიძინებენ. გამჭოლ მზერას არ აშორებდა თაიას, მის თითოეულ რეაქციას იზეპირებდა. თვალები აემღვრა ქალს. -იქნებ საჭირო არ არის... ხმა აღარ ჰქონდა. -საჭიროა. სიგარეტს მოუკოდა. აქ გაჩერებაც აღარ შეეძლო. ყველაფერი ისე იყო, როგორც ოთხი წლის უკან. გიჟდებოდა... აივანზე გასულმა ღრმად შეისუნთქა თამბაქოს კვამლი. სამარისებური სიჩუმე სუფევდა ირგვლივ. მობილური მოიმარჯვა. -ქართლოსის სახლს წაუკიდეთ. მხოლოდ მაშინ, როდესაც სახლში არ იქნებიან. ომი იწყებოდა. თავიდან იწყებოდა ომი, რომელსაც თავიდან სიყვარული გადაარჩენდა. --- შეგიძლით გამლანძღოთ. :დდ კარგ დღეს გისურვებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.