შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე - შენ


4-04-2021, 00:41
ავტორი კატრინა
ნანახია 997

გელოდებოდი... ისე გიცდიდი, როგორც დედა ომში წასულ შვილს.
მენატრებოდი... ისე გნატრობდი, თითქოს სუნთქვისათვის ჰაერი მაკლდა.
ჩემს ოცნებებში იყავი... ოცნებაში, რომელში ჩაძირულს ხშირად დაბრუნება არ მინდებოდა.
მინდოდი... ისე მსურდი, როგორც ორსულ ქალს საზამთრო ზამთრის მყინვარე დღეს.
გიცინოდი... შენს სურათს შევღიმოდი მაშინ, როდესაც სურვილი მკლავდა შენს მკლავებში ჩაკარგვის, ჩაცურების.
წერილებს გწერდი... ვწერდი ისე, თითქოს ცოლი ვყოფილიყავი ჯარში წასული მამაკაცის, მაგრამ მისგან განსხვავებით ჩემი წერილები შენამდე არასოდეს მოფრინავდნენ. ჩვენს კედელს ეკროდნენ და გაჩენილი სიმარტოვის დაფარვას ცდილობდნენ.
დამესიზმრე... არაერთხელ გიცქერდი ღამის საუფლოში. იქ მუდამ ჩემთან ახლოს იყავი, მაგრამ თვალებში არასდროს შემოგიხედავს. არასოდეს აგიწევია თავი, შენი ჭრელების ანარეკლში ჩემი ცრემლიანი სფეროები რომ მეცნო.
მძულდი... ზოგჯერ ვერ გიტანდი ხოლმე. ზუსტად ისე, როგორც მოძალადეს იზიზღებენ, რადგან შენ ჩემს ემოციებსა და გრძნობებზე მოთამაშე აღმოჩნდი.
აღარაფერი იყო... იყო დღეები, როდესაც საერთოდ არაფერი მრჩებოდა შენგან. გეფიცები იყო... წყენაც კი გაქრებოდა და მტოვებდა ყველაფრის გარეშე, ცარიელს...
და იყო ყველაფერი ერთად: სიძულვილი, ლოდინი, ოცნებები, სურვილი, სიცილი, წერილები, სიზმრები, ყველაფერი... გესმის?! ჩემთან იყო ჩემი თავი, მაგრამ შენ მაინც არსაიდან ჩანდი...
ახლა სადღა ხარ? რატომ ვერ გხედავ?! ვიღლები... გეფიცები ძალას ვკარგავ, აღარ შემრჩა მოთმინების უნარი... აღარც სუნთქვა მახსენდება ზოგჯერ. არ მინდა შენ გარეშე მოვიდეს შავი ფერი. ვიცი მიყურებ, ვიცი ახლოს ხარ, ვიცი სულ ჩემს გვერდით გიდევს ბინა...
გთხოვ გამოჩნდი, სანამ წავუყვანივარ იმას, ვინც ადამიანებს უკან აღარასოდეს აბრუნებს...
მანამ მოდი სანამ გავმქრალვარ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent