შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

..♡..


4-04-2021, 03:03
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 920

დღე პირველი.

საწოლიდან ავდექი და როგორც ყოველთვის, წყალი დავლიე. წერილიც დამხვდა: "ამელია, რომ გაიღვიძებ, ბაღში გელოდები"-მწერდა ჩემი ზედმეტად სიმპათიური ექიმი.
გინდა გითხრათ როგორია? ჩემზე ერთი თავით მაღალია. შავი, ყორნისებრი თვალები აქვს. წვერს მუდამ დაბალზე ატარებს. დიდი ალბათობით, ვარჯიშობს კიდევაც. საიდან ვიცი? ხალათის შიგნიდან, ურცხვად მიმზერენ ხოლმე მისი კუნთები. მთხოვენ, რომ შევეხო, მაგრამ ისე ზედაც არ შემომხედავს. რატომ? უბრალოდ...უბრალოდ არ შემომხედავს.
ჩავედი დაბლა და ეწევა. ერთ ადგილას გავშეშდი. ვერ ვიძვროდი, სანამ...
-ამელია,-მომესმა მისი დაბალი და ხავერდოვანი ბარიტონი-მოდი.
მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი. მაბ დაიწყო...
-ვიცი, საერთოდ არ გაინტერესებს, მაგრამ მოგიყვები, კარგი?-მკრთალად გამიღიმა და მეც დასტურის სახით, ღიმილი შევაგებე.-21 წლის ვიყავი ანინე რომ სამუდამო თანამგზავრად ავირჩიე. ჩემზე ორი წლით უმცროსი იყო, მაგრამ უკვე სრულყოფილი ქალი...-ვამჩნევ როგორ უტყდება ხმა. მინდა რამე ვუთხრა, მაგრამ იოგები მეხლიჩება და სიტყვა რომ ვთქვა, ხავილი უფრო იქნება.-მინდოდა, გესმის? ჩემი ყველა უჯრედი მას უკავშირდებოდა. უხილავი ძაფები გასდევდა ჩვენს ცხოვრებას და გვაიძულებდა ერთად ყოფნას. იცი, მოვიტაცე,-იღიმის-ვერც წარმოიდგენდა, რომ ამას ვიზამდი, მაგრამ სიყვარული...ყველა სიგიჟის სათავე და ბოლოც, სიყვარულია. ერთი ბედნიერი წელი გავატარეთ ერთად. ერთი წელი, მხოლოდ ერთმანეთს დავუთმეთ. შემდეგ გვინდოდა ბავშვები...ძალიან ბევრი. ამბობდა ხოლმე, იმდენი ბავშვი მინდა, რომ საკუთარი გუნდი შევქმნა რაგბისო. რაგბზე გიჟდებოდა. უხეში სპორტიაო, კი ამბობდა, მაგრამ მაინც ყველა თამაშზე დადიოდა. შემდეგ უკვე ერთად დავდიოდით. ერთი წლის მერე, წამართვეს...მისი თავი წამართვეს და ანგელოზად აქციეს. ის ისედაც ჩემი ანგელოზი იყო, მაგრამ სხვისი გახდა.
მოვკვდი. ჩემი სულიც იმ დღეს დავმარხე, როდესაც ანინე ცივ და სველ მიწას მივაბარე. მენანებოდა მისი უმშვენიერი სხეული ყველაფერ ამისთვის. მინდოდა კიდევ შევხებოდი მის გაყინულ სხეულს, მაგრამ...-ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავს. უჭირს...ძალიან უჭირს საუბარი, მაგრამ სჭირდება. მეც ვუსმენ.-მაგრამ ისევ წამართვეს. ვერ დავიცავი, გესმის?!-მზერას მისწორებს და მე უნებურად კანკალი მიპყრობს.-მიყვარდა, მაგრამ
ამ სიყვარულისთვის არ მიბრძოლია. ლაჩარი ვარ. უუნარო და...-უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ გაჩუმდა.
ცოტა ხანს უსასრულო სივრცეს უყურებდა, შემდგ მომიბრუნდა და მითხრა:
-მიყვარდა, მიყვარს და ყოველთვის მეყვარება.
ზლაზვნით წამოდგა სკამიდან და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მითხრა...
-მადლობა.-მინდოდა მეც მეთქვა საპასუხოდ უბრალოდ "არაფრის" მაინც, თუმცა ხმა გამიწყდა.
ღმერთო! არა, მეჩვენება. მის გვერდით...მის გვერდით, ქალია? ანინე? ჩუმად აღმომხდა მისი სახელი. საჩვენებელი თითი ტუჩთან მიაქვს და თითქოს მანიშნებს, რომ გავჩუმდე. ვიყინები. ერთ ადგილას ვიყენები. სისხლიც მეყინება.
უეცრად, სიცივე მელამუნება სახეზე და მესმის ჩურჩული:
-ამელია, უთხარი, რომ მეც ყოველთვის მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება. უთხარი, რომ...-გაჩუმდა. ღმერთო! რატომ? რა გავაკეთო?
ძალას ვიკრებ და ჩემგან სულ რამდენიმე ნაბიჯით დაშორებულ ექიმს ვეუბნები:
-მასაც ყოველთვის უყვარდით, უყვარხართ, და ეყვარებით...-
ჩემი ხმა ვერ ვიცანი. ჩემი გულის ცემაც ვერ ვიცანი, როდესაც ექიმი შემოტრიალდა და თვალებში დაჟინებით ჩამაცქერდა.
-ამელია...-მომიახლოვდა.
-...
-ნახე?
-ის მუდამ თქვენს გვერდით არის. გიცავთ და გეხმარებათ. აი, მას ახლაც ვხედავ.
-მართლა?-სახეზე ღიმილი დასთამაშებს.
-დიახ.
-რას აკეთებს?
-მხარზე ხელს გადებთ და ცდილობს, თქვენი სურნელი შეისუნთქოს, რომ უფრო დიდ ხანს გაჩერდეს თქვენთან.
-ამელია...-მადლიერების ნიშნად, თვაალები ცრემლით ევსება. მიღიმის და მიდის.
პალატაში ავდივარ და ემბრიონის ფორმაში მყოფს, მეძინება.


დღე მეორე.

თეთრი ფანჯრებიდან, სიანცით შემოპარული მზის სხივების შეჩერებას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ. ჩემი ექთანი შემოდის.
-ამელია,-იწყებს მხიარულად-არ გინდა გავისეირნოთ? ნახე როგორი თბილი და მზიანი ამინდია.-ფანჯარას აღებს და გაზაფხულის ცივი, მაგრამ
ამავე დროს თბილი ჰაერი იჭრება საზეიმო ფერხულით ოთახში და ივლის ყველა კუნჭულს.
-ნინელი, როგორ არ გეზარება?
-შენ კიდევ როგორ გეზარება?
კი, ამ გოგომ აშკარად იცის, თუ როგორ უნდა მომიგოს ლაპარაკში.
-კარგი, წავიდეთ, მაგრამ ცოტა ხნით.
-მიდი, გაემზადე და ჩამოვუაროთ ალუბლებს.
ალუბლების ხსენებაზე, სახე მინათდება. სწრაფად ვემზადები და დერეფანში გავდივარ.
ცოტა ხანში, მე და ნინელი ალუბლების ხეებისგან გაკეთებულ ხეივანში მივაბიჯებთ და "აფეთქებული" ალუბლების სურნელს, ხარბად ვისუნთქავთ.
-ნინელი...
-დიახ.
-დედაშენი ბოლოს როდის ნახე?-შეკრთა. მივხვდი, რომ ეს არ უნდა მეკითხა, მაგრამ მე ხომ სულ ვხედავ იმ ქალს?! ის ახლაც ჩვენთან არის? ჰალუცინაციებია, ალბათ, მე მას ცხადად ვხედავ. მთელი სიცხადით. სუნსაც კი ვგრძნობ.
გვირილა? არა, ჟასმინი. დიახ, მას ჟასმინის სუნი ასდის.
-პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა,-ვუყურებ ნინელის, მაგრამ ასევე ვხედავ იმ ქალს, რომელის მის გვერდით დგას და ცხარე ცრემლით ტირის.-არ მახსოვს მისი სახე, მისი ღიმილი, მაგრამ მახსოვს სურნელი...
-ჟასმინის სურნელი,-ვაწყვეტინებ.
-დიახ, ჟას...ამელია,-თვალის გუგები უფართოვდება-საიდან იცი?-შიშიც იპყრობს. აბა მე მკითხოს როგორ მეშინია...სიცივისგან, სულ მეხორკლება ხოლმე ტანი. ასე მგონია, ვგიჟდები.
-მე...მე მას ვხედავ,-ვცდილობ გავიღიმო, მაგრამ პირველივე მცდელობა, კრახით სრულდება.
-ხედავ?
-დიახ.
-ის...შენ...ანუ, გესაუბრება?
-არა, ის მხოლოდ შენ გიცავს და საჭირო მომენტში, ალბათ გეტყვის კიდეც რამეს.
-ამელია...-თვალები მარილიანი სითხით ევსება. თავს ხელებში რგავს და უხმოდ ტირილს იწყებს. ვუყურებ როგორ უთრთის მხრები და ვუყურებ, თუ როგორ ძლიერ იკრავს ნინელის სხეულს ქალი...გული მეკუმშება. სუნთქვა მიხშირდება და ჰაერი აღარ მყოფნის.
აღარ ველოდენი ნინელის და პალატისკენ მივრბივარ. გულამოვარდნილი შევდივარ ოთახში, ვემხობი საწოლზე და ვცდილობ დავიმშვიდო სუნთქვა. ბოლოს თვალები მიმძიმდება და...დიდი ალბათობით, მეძინება.


დღე მესამე.

კედელზე ჩამოკიდებული საათი, დილის ექვს საათს აჩვენებს. ალბათ როგორ ძალიან ცივა გარეთ.
თბილად ვიცვამ და გარეთ გავდივარ. ალბათ იკითხავთ, ასე თავისუფლად პარპაშის ნება ვინ მოგცაო, თუმცა თქვენთვის, ისიც საკმარისია, რომ
მე შემიძლია ჩემს ნებაზე ვიარო.
პარკში შევდივარ და სკამზე ვჯდები. ჯერ ჩემს წიმ არსებული სიტუაცია დავზვერე. შემდეგ გვერდებზე და ბოლოს უკან...ვხედავ ქალს, რომელსაც "ჰეინეკენის" ბოთლი უჭირავს, ეწევა და რაღაცაზე გაცხარებით მსჯელობს.
მინდა მივუახლოვდე, მაგრამ მეშინია. იქნებ მანიაკია? არა, სისულელეა.
მე...უნდა მივიდე მასთან.
ვდგები და მივდივარ.
ის ისევ გაცხარებულ პოლემიკაშია და არ მინდა შევაწყვეტინო.
დამინახა...
-მოდი, დაჯექი,-მეუბნება.
-უცნაურია...
-რომ ვერავის ხედავ ჩემ გვერდზე?
-დიახ,-მხოლოდ ახლა ვაანალიზებ რას მეუბნება,-მოიცადეთ, თქვენც?
-დიახ, ჩემო გოგონა. მეც ისევე შემეძლო ყველაფერი არარეალურის დანახვა, როგორც შენ. გაინტერესებს, რატომ ვერ ხედავ ახლა ვერავის?-თავი დავუკარი თანხმობის ნიშნად.-მარტო ვარ...-ტკვილინარევი ღიმილი გამოდის სააშკარაოზე-ჩემზე არავინ ღელავს, არავის ვადარდებ და მითუმეტეს-არც ვუყვარვარ. იცი რატომ? არ დავაფასე. როცა ისინი ჩემთან იყვნენ, ხელი ვკარი ყველას და...-ისედაც დამჭკნარი და სინათლეჩამქრალი თვალები, უფრო ქრება და შავი ნისლი ეფარება თვალთახედვას.-მე არ ვიყავი ღირსი, ამიტომ ახლა მარტო ვარ. სრულიად მარტო...ამას შენც ხედავ,-მიღიმის.
-ადამიანი, როდესაც მარტოა და არავის ადარდებს, თქვენნაირად არის?-ვცდილობდი სიტყვები ისე შემერჩია, რომ არ სწყენოდა.
-სწორად მიხვდი. ვერ ვაფასებთ სიცოცხლეში არსებულს. იცი უბედურება რა არის? ზოგი ვერც სიკვდილის შემდეგაც ვერ იაზრებს დანაკარგს. საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, ისე გაიმეტებენ ყველაზე ძვირფასს სამუდამო ტანჯვისთვის, არც დაფიქრდებიან. მეც ასეთ ადამიანებს მივეკუთვნები.-ხანდახან, როგორი უძლურია სიტყვები. ხომ თითქოს ბევრის მთქმელია?! თუმცა არაფერი შეუძლიათ. ადამიანის ჭრილობების მოშუშება არ ძალუძთ. არა და როგორ მინდოდა...როგორ მინდოდა დავხმარებოდი ამ კეთილ ქალს.
-რა გქვია?-მის ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან.
-ამელია...-ენის ბორძიკით ვპასუხობ.
-ნინა,-ისე თბილად მიღიმის, მინდა ჩავეხუტო, მოვეფერო და ვუთხრა, რომ
ამ სამყაროში, მარტო არ არის. მინდა იცოდეს, რომ შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს...თუმცა...სიტყვები! რამდენია და თან როგორი ცოტა.-შეიძლება?
-რა, ჩემო გოგონა?
-მინდა...ჩაგეხუტოთ.
ეღიმება. გულწრფელად ეღიმება და ეულ ცრემლსაც ვამჩნევ დამჭკნარ, მაგრამ ჯერ კიდევ ვარდისფერ ღაწვებზე.
ხელს შლის და გულში ისე მიკრავს, თითქოს უკანასკნელი იყოს. თითქოს სურს, რომ გავაცილო...
სითბო თან წაიღოს და მაშინ, როდესაც ყინულებით მოცულ ადგილას წავა, ეს სითბო გულიდან ამოიღოს, გათბეს და ისევ აღივსოს სიცოცხლის ხალისით.
საოცარი სურნელი ასდის. კალენდულას და ჟოლოს სუნი, ერთმანეთში ირევა. ძალიან მძაფრი, მაგრამ ამავე დროს ძალიან სასიამოვნოა.
ხმები მესმის...ღიღინებს. მიმღერის. მე მიმღერის...მიმღერის ისე, როგორც შვილისშვილს უმღერებდა.
ფილტვები ენერგიით მევსება და გულში სითბო ისადგურებს...


დღე მეოთხე.

ელით რამე საოცარს, არა?
მე ისევ ვწევარ. ისევ ფანჯრიდან შემომავალ სხივებს ვხედავ, მაგრამ ჩემს სხეულსაც ვხედავ.
ზემოდან დავყურებ.
რატომ?
ვცდილობ გავიხსენო მომხდარი, მაგრამ არაფერი არ მახსენდება. ჯანდაბა!
-ექიმო...-ნინელის ხმა მესმის.
-ჩაწერეთ, რომ გული გაუჩერდა.

გული გამიჩერდა? რა თქმა უნდა! ახლა
გამახსენდა! ჩემი უბადრუკი მშობლები, რომლებსაც მხოლოდ ახლა გავხსენდი. სასაცილოა...
ნელ-ნელა, კადრებად ჩნდებიან კამათის სცენები, ჩემი პანიკაში ჩავარდნილი გული, გონება და სული და ბოლოს...უღონო სხეული და სიცივე. მცივა.
არ მინდა. არ მომწონს.
-ამელია...-ბოლო დროს, ხშირად მესმის ჩემი სახელი. მალე შემძულდება კიდეც. სითეთრეს ვხედავ....თეთრ კაცს, თეთრ და გრძელ ანაფორაში.-წამომყევი,-მეუბნება. მინდა გაყოლა? რატომ არ მეკითხება?
-სად მიგყავართ?-მხოლოდ ამას ვეკითხები და პასუხის მოლოდინში-ვირინდები.
-შორს, სადაც ზღვა და ცა ერთმანეთს ერწყმის.

პოეტურად ჟღერს.
მის გამოწვდილ ხელს, ჩემი ხელი შევაგებე და წავედით...





სალამი, მეგობრებო. როგორ ხართოო???)))) ვიმედოვნებ, რომ არა გიშავთ მაინც...
არ ვიცი რატომ დავწერე მსგავსი, მაგრამ შემომეწერა))) აი, მართლა უცბად შემომეწერა. უბრალოდ ვუსმენდი მელოდიას “Amelie”(ვგიჟდები, ისე მიყვარს)და ესე დაიწერა...
წარმოდგენა არ მაქვს, მოგეწონებათ თუ არა. ჩემი სტილი დიდად არ არის, მაგრამ რაღაც სევდიანი, მეც უნდა მქონოდა:დდდ
შესაძლოა, ჩემი სათქმელი გაიგოთ კიდეც...) დიდი იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში.
მოკლედსთ, გელით...
პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1  offline წევრი Life is beautiful

ჩემო შოკოლადო ეს რა დაგემართა.
შენ და ეს.. ეს...
იცი, არ ამჩუყებია გული არ დავდარდიანებლვარს. ამელიამ სიკვდილი იგრძნო მაგრამ სიმშვიდე მოიპოვა..
განსხვავებული შუალედური გრძნობა დამიტოვა რომელსაც სიტყვებით ვერ ვთარგმნი.
შენი ალუბლები უკვე იმდენად შევისისხლხორცე რომ სუნსაც ვგრძნობ. ჟრუანტელი მივლის ამის წარმოდგენისას. ისე ტკბილია თან მჟავე, ისეთი შეგრძნება მაქვს ახლა, აი ახლა ჩავკბიჩავ და ვისიამოვნებ. ნერწყვით ვიხრჩობი უკვე.

თან რა გემრიელი და ტკბილია და თან რამლაშე და მჟავე♥️❤️
მსიამოვნებს სულ შენი კითხვა და იმისი შეგრძნრბა რომ ალუბალი გიყვარს<3(^_-)

 


№2 სტუმარი რია

ალუბლებიო..
ჩემო ალუბალო
კაი...მე ვერ გეტყვი ვერაფერ ღირებულს და შენ იცი ეს,უბრალოდ ახლა ავალ
დავდგები
და ახლიდან წავიკითხავ...მერე ისევ თავიდან,ისევ,ისევ და ისევ

რიას უყვარხარ,ანესაც,ბებია მარისაც,ქოქოსაც და წავედი..

ალუბლებიო..
ჩემო ალუბალო
კაი...მე ვერ გეტყვი ვერაფერ ღირებულს და შენ იცი ეს,უბრალოდ ახლა ავალ
დავდგები
და ახლიდან წავიკითხავ...მერე ისევ თავიდან,ისევ,ისევ და ისევ

რიას უყვარხარ,ანესაც,ბებია მარისაც,ქოქოსაც და წავედი..

 


№3  offline წევრი Chocolate from White Hell

Life is beautiful
ჩემო შოკოლადო ეს რა დაგემართა.
შენ და ეს.. ეს...
იცი, არ ამჩუყებია გული არ დავდარდიანებლვარს. ამელიამ სიკვდილი იგრძნო მაგრამ სიმშვიდე მოიპოვა..
განსხვავებული შუალედური გრძნობა დამიტოვა რომელსაც სიტყვებით ვერ ვთარგმნი.
შენი ალუბლები უკვე იმდენად შევისისხლხორცე რომ სუნსაც ვგრძნობ. ჟრუანტელი მივლის ამის წარმოდგენისას. ისე ტკბილია თან მჟავე, ისეთი შეგრძნება მაქვს ახლა, აი ახლა ჩავკბიჩავ და ვისიამოვნებ. ნერწყვით ვიხრჩობი უკვე.

თან რა გემრიელი და ტკბილია და თან რამლაშე და მჟავე♥️❤️
მსიამოვნებს სულ შენი კითხვა და იმისი შეგრძნრბა რომ ალუბალი გიყვარს<3(^_-)

blush იცი რა? ეგოისტურად მსიამოვნებს ის, რომ შენ გსიამოვნებს და სულ ჩემთან ხარ.
მეც ვრგრძნობ აფეთქებული ალუბლების სუნს და შენც თუ გრძნობ, ანუ ზედმეტად კარგი მოსავალია წელს..)) მართლა, გულით მიხარია და უდიდეს პოზიტივს მაძლევს შენი თითოეული სიტყვას. ყოველთვის კი არ გაგანებივრებს ცხოვრება მსგავსი ეპითეტებით)))
მადლობა...მადლობა თითოეული სიტყვისთვის და ზოგადად-არსებობით!❤️

რია
ალუბლებიო..
ჩემო ალუბალო
კაი...მე ვერ გეტყვი ვერაფერ ღირებულს და შენ იცი ეს,უბრალოდ ახლა ავალ
დავდგები
და ახლიდან წავიკითხავ...მერე ისევ თავიდან,ისევ,ისევ და ისევ

რიას უყვარხარ,ანესაც,ბებია მარისაც,ქოქოსაც და წავედი..

ალუბლებიო..
ჩემო ალუბალო
კაი...მე ვერ გეტყვი ვერაფერ ღირებულს და შენ იცი ეს,უბრალოდ ახლა ავალ
დავდგები
და ახლიდან წავიკითხავ...მერე ისევ თავიდან,ისევ,ისევ და ისევ

რიას უყვარხარ,ანესაც,ბებია მარისაც,ქოქოსაც და წავედი..

ქოქო, შენც ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ...ალუბალის დიდო და ბუთქუნა ნაყოფო...ჩემი რიაჩკა...

 


№4 სტუმარი ფიონა

მოვედი ჩიტო ❤️
მეც აქ ვარ ჩემი გაფართხალებებით..)))))
ოქეი. დ
კარგიიიიი დავიწყებ :დდ
მოკლედ თუ გრძელად (გრძლად ზუსტად არ ვიცი როგორაა ეს. )



მოვიდა!
დამიარა!
გავშრი!
ჩამქოლა!
ჩამჟანგა!
ჩამაგდო კომაში.
და შენ ძვირფასო გული რატო მომიკალი და რატომ დადარდიანდი ასე?
აი როგორ მინდოდა ახლა. გიჟივით მეცინა და ან.... ♥️... სიყვარულზე ყოფილიყო და თურმე" ხაზი გასწორდა"
"გულმა ფეთქვა შეწყვიტა"
"სიცოცხლე მორჩა"... (((((
თავიდან ვერ მივხვდი სად იყო რატო რა დააშავა მაგრამ.. თურმე...


მაგრამ ჩემს პოზიტიურ ქიმიურ ნაკადს მაინც არ მოვაკლებ❤️
ელისია მელისია თეთრი შოკო ფიო(ნა) სია♥️

 


№5  offline წევრი Chocolate from White Hell

ფიონა
მოვედი ჩიტო ❤️
მეც აქ ვარ ჩემი გაფართხალებებით..)))))
ოქეი. დ
კარგიიიიი დავიწყებ :დდ
მოკლედ თუ გრძელად (გრძლად ზუსტად არ ვიცი როგორაა ეს. )



მოვიდა!
დამიარა!
გავშრი!
ჩამქოლა!
ჩამჟანგა!
ჩამაგდო კომაში.
და შენ ძვირფასო გული რატო მომიკალი და რატომ დადარდიანდი ასე?
აი როგორ მინდოდა ახლა. გიჟივით მეცინა და ან.... ♥️... სიყვარულზე ყოფილიყო და თურმე" ხაზი გასწორდა"
"გულმა ფეთქვა შეწყვიტა"
"სიცოცხლე მორჩა"... (((((
თავიდან ვერ მივხვდი სად იყო რატო რა დააშავა მაგრამ.. თურმე...


მაგრამ ჩემს პოზიტიურ ქიმიურ ნაკადს მაინც არ მოვაკლებ❤️
ელისია მელისია თეთრი შოკო ფიო(ნა) სია♥️

როგორ მიხარიხარ შენი ყველა ამ გაფართხალებებით, შენ ხომ არ იცი!!
იცი, ხანდახან შოკოსაც უტევს სხვანაირი ემოციები და უნდა ისროლოს ხოლმე, რომ კვლავინდებურ მდგომარეობას დაუბრუნდეს.
ეს ჩემი გასროლა იყო. შესაბამისად, ისევ ახალი პოზიტივებით მოვალ, ჩემი ფიო)))
მიხარია, თუ ყველა ის გრძნობა განიცადე, რასაც განვიცდიდი წერის მომენტში.
მოვბრწყინდები ისევ სულ მალე, ჩემეული ამბებით:დდდდ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent