შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული და ღალატი


5-04-2021, 23:53
ავტორი -nastia-18
ნანახია 3 382

მთელი არსებით, მთელი გულით და სულით მენატრება, მაგრამ როცა ასე ძალიან მიჭირს აპატიო ის რაც გამიკეთა ლამის გული გამიჩერდეს.
კარებს ვშორდები და ტელეფონს ვიღებ ნუცისთან დაკავშირებას ვცდილობ, არპასუხობს!
-ნუცი მიპასუხე! ვიცი რო ნიკა შეგხვდა გზაში და მის მერე არ ჩანხარ.
გადის წუთები,ჯანდაბა! სად წავიდა ეს გოგო ვფიქრობ ჩემთვის და ნერვები ლამის დამაწყდეს ნუცისს რო ვერ ვუკავშირდები,ვიღებ ჯინსის პერანგის სტილში მოსასხამს და სახლიდან გავდივარ,ნუცის სახლისკენ ავიღე გეზი,მალევე მივედი, სულ რამდენიმე სახლის დაშორებით ცხოვრობს ჩემგან.
კარებზე ზარს ვრეკავ და ველოდები, არაფერია! ისევ ტელეფონს ვუბრუნდები და ვრეკავ ისევ უშედეგოდ ვცდილობ ნუცისთან დაკავშირებას,
-სერიოზულად ვნერვიულობ,აღარ ვიცი სად არის ასე არასდროს მოქცეულა პირველი შემთხვევა ნიკას ნახვის შემდეგ ნუცი თითქოს აორთქლდა არმინდა ცუდ ფიქრებს მივცე უფლება შემომიძვრეს თავში.
-სასწრაფოდ ნიკას ნომერს ვკრეფ და ვჩერდები,ვფიქრობ დავურეკო თუ არა მაგრამ ჩემი ცოდნით ნუცი ბოლოს მან ნახა. ვრეკავ! მალევე მპასუხობს თითქოს და ელოდებოდა რომ დავურეკავდი.
-ანა! რახდება? რამეზე აზრი შეიცვალე და ლაპარაკი გინდა?
-მორჩი სისულელეს ეხლა! ნუცი შენ ნახე ბოლოს და ვერ ვუკავშირდები არც სახლში არ არის?
-მერე რას ითხოვ ჩემგან?
-იქნებ იცოდე სად არის?
-არვიცი! მაგრამ შემიძლია გავარკვიო!მაგრამ...
-შენი მაგრამ.. მე ვიცი! არა იყოს თვითონ გავარკვევ წავედი.
-მოიცადე არ გათიშო რაღაცას გეტყვი და მერე წადი!.
-რაგინდა? დღეს სათქმელი თქვი მგონი და საკმარისია
-მომისმინე ეხლა! პირველი იმას გეტყვი რო ნუცის ესეთ მოულოდნელ გაქრობასთან მე არაფერ შუაში არ ვარ! როცა ვნახე უბრალოდ ვუთხარი რო სახლში დაბრუნებულიყო და მერე თვითონ დაურეკავდი. დააა მეორე დღეს შეიძლება ზედმეტი მომივიდა მაპატიე და გთხოვ დაფიქრდე კარგად და ერთელ შევხვდეთ და ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე.
-კარგი დავფიქრდები.ვეუბნები და ტელეფონს ვუთიშავ ეგრევე რომ აღარ გამიგრძელოს ლაპარაკი და ისევ ნუცის ვურეკავ, უშედეგო ზარის შემდეგ ვთიშავ ტელეფონს ჯიბეში უნდა ჩავიდო და ზარი შემოდის ნუცი რეკავს ეგრევე ვპასუხობ.
-ალო? ნუცი სად ხარ რომ გირეკავ და არ მპასუხობ? შენთან ვარ სასწრაფოდ მოდი შენთან ვარ.
-თუ მაცდი ლაპარაკს გაიგებ რო არ ვარ ნუცი!
მესმის უცხო ბიჭის ხმა და ადგილზე ვიყინები ისეთი საშინელი და ბოროტული ხმა აქვს.
-რომელი ხარ? სად არის ნუცი?
-პირველი დაგარწმუნებ რო შენი დაქალი კარგადა. მეუბნება და ნუცის აწვდის ტელეფონს მაგრამ ლაპარაკის მაგივრად მესმის ტირილის ხმა და ვერაფერს ამბობს ვხვდებიი რო პირი აქვს აკრული.
-ვინ ხარ თქო და რაგინდა ნუცისგან გაუშვი ახლავე!
-აქ ბრძანებას მე ვიძლევი ასე რო მოკეტე და მომისმინე ეხლა კარგად მოკლედ აგიხსნი ყველაფერს! შენი დაქალი არაფრად მჭირდება მე შენ მჭირდები
-რა? რას ბოდავ ვინ ხარ საერთოდ?
-არ დამისრულებია და არც გაბედო სიტყვა გამაწყვეტინო!. არ გაბედო პოლიციაში დარეკო თუ გინდა შენი ნუცი კარგად იყოს, მეორე გეტყვი სადაც უნდა მოხვიდე მოხვალ და უბრალოდ იქნები ჩემი გასაგებია?
-ეს რა რამე ხუმრობა? სასწრაფოდ მითხარი სად უნდა მოვიდე მაგრამ მანამდე უნდა დავრწმუნდე რო ნუცის არაფერს დაუშავებ?!.
-სიტყვას ყოველთვის ვასრულებ და თუ არ მოხვალ იმ დროს რასაც გეტყვი დამიჯერე შენს დაქალს არ ნახავ კარგ მდგომარეობაში.
-გასაგებია. ტელეფონს მითიშავს და ადგილმდებარეობას და დროს მწერს.
სასოწარკვეთილივარ არვიცი ვინ არის ეს ადამიანი ვისაც ველაპარაკე,არ ვიცი როგორ მდგომარეობაშია ნუცი, ერთს ვხვდები რო ძალიან შეშინებულია და მის ასეთ მდგომარეობაში ყოფნაზე მე ვარ პასუხის მგებელი, პოლიცია გამორიცხე ანა ვერ გავრისკავ და ვერც მარტო წავალ! რაგავაკეთო? კახას რო დავურეკო გაჭედავს მაგრამ რომ დავუმალო და მერე გაიგოს ეს უარესია კარგი სასწრაფოდ უნდა წავიდე სახლში გამოვიცვალო და სხვა გზა არ მაქვს ნიკას და კახას უნდა დავურეკო და ავუხსნა სიტუაცია მარტო ვერაფერს გავხდები. მალევე მივედი სახლში გამოვიცვალე და ნიკას დავურეკე და ასევე კახაც ჩავრთე.
-ალო.
-ალო.
მესმის ორივეს ხმა და ტავგზა მერევა აღ ვიცი როგორ ვუთხრა აჯობებს მხოლოდ ჩემთან დავიბარო ორივე ჯერჯერობით და მერე ავუხსნა.ნიკას ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან
-ანა რახდება რატო გვირეკავ ორივეს?
-ჰო ანა ასე არიქცევი ხოლმე მოგენატრეთ?
-არ ვარ ხუმრობის ხასიათზე და ვერც ტელეფონში აგიხსნით ამ ყველაფერს სასწრაფოდ ორივე ჩემთან უნდა მოხვიდეთ მხოლოდ ერთს ვიტყვი თემა ნუცის ეხება.
ნუცის გაგონებაზე კახა ეგრევე თიშავს ტელეფონს და ვხვდები რო წამებში ჩემთან გაჩნდება.
-ანა რახდება? მეკითხება ნიკა
-მომისმინე ყველაზე მეტად არ მინდოდა შენთვის დამერეკა მაგრამ მომიწია ვერაფერს აგიხსნი ტელეფონში მოდი მალე ორივეს უნდა დაგელაპარაკოთ!
-გზაში ვარ ხუთი წუთი არ მჭირდება შენთან ვარ.
-კარგი. როგორც ვატყობ კახა უკვე აქ არის გიჟივით ატარებს მანქანას.
კარგი მეუბნება და ტელეფონს თიშავს.
კარებზე კაკუნია, სასწრაფოდ ვაღებ კარებს და გაცოფებულ კახას ვხედავ ჩემს წინ რომელიც აქამდე ასეთი არასდროს მინახავს.
-ანა რახდება სად არის ჩემი და?
-კახა გთოვ მიდი წყალი დალიე დამშვიდდი ნიკაც მალე მოვა და აგიხსნით მეც არ ვიცი რახდება საერთოდ.
-ჭკუიდან არ გადამიყვანო ძალიან გთხოვ ნიკას რატო უნდა დაველოდოთ ჩემ დას ეხება ნიკა რა შუაშია?
-მხოლოდ ნუცის არ ეხება მეც მეხება.
ისევ მესმის მანქანის ხმა გიჟივით შემოვარდა უბანში.კარების გასაღებად მივდივარ და მალევე ნიკაც კარებთანა.
-კარგით რადგან ორივე აქ ხართ დაჟექით და დავიწყებ ახსნას მაგრამ არ არის ბევრი დრო და გიჟივით მოქცევა არ დაიწყოთ საღგონებაზე მჭირდებით ორივე.მოკლედ ნიკა შენ რო დაგირეკე ნუციზე გკითხე გახსოვს? თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. როცა გაგითიშე ისევ ნუცის ვურეკავდი მაგრამ არ მიპასუხა და უკვე იქიდან წამოსვლას ვაპირებდი რო ნუციმ დამირეკა მაგრამ მის მაგივრად სხვამ დამელაპარაკა და არ ვიცი ვინ არის ვიღაც ბიჭმა დამელაპარაკა.
-ანა რას ბოდავ მოკლედ ახსენი სად არის ჩემი და ნუ გამაგიჟე?
-მაცადე კახა ახსნა ძალიან გთხოვ.
მოკლედ აუხსნა ყველაფერი ბიჭებს და კახას პატიება თხოვა იმისთვის რო მის გამო ნუცი ასეთ მდგომარეობაში მოხდა და ნიკას მაინც მრისხანე მზერა ესროლა.
ნიკა- კარგი ადგილმდებარეობა გადმომიგზავნე ჩვენ წავალთ შენ აქ დარჩები!
-არა გამორიცხულია არავითარ შემთხვევაში მეც მოვდივარ.
კახა-ნიკა მართალია არ ვიცითვინ არიის და რას გააკეთებს ამიტომ დარჩები და პატიება არ არის საჭირო ეს შენი სურვილით არ ხდება!.
-მადლობა კახა მაგრამ ის მე მითხოვს და აჯობებს მე დამინახოს თქვენი იქ ყოფნა არუნდა იცოდეს.
ნიკა-მოვკლავ აგ ნაბი*ვარს
-მე საღგონებაზე მჭირდები და არა გამწარებული.
კახა-კარგით დრო გადის ეხლა აგიხსნით როგორ მოვიქცევით გეგმა ასეთია...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent