შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Him and I ( თავი 18)


6-04-2021, 00:17
ავტორი Mziako mziako...
ნანახია 1 138

-იკააა-დაიყვირა ანამ
-ხომ გითხარი ანას ახლოს არ გაეკაროთქო-ღრიალებდა ირაკლი
-იკაა გთხოოვ-აწყლიანებული თვალებით ემუდარებოდა ანა
-ანა ხვდები მაინც რას ცდილობს? ან შენ მთლად დაკარგე ჭკუა???-უკვე ანას მიუბრუნდა და მისკენ წავიდა, ანა კი უკან იხევდა ნელ-ნელა ირაკლი კი აგრძელებდა-ხომიცი რაც ჩაიდინა და ამის შემდეგ არაფერს აკეთებ დგახარ და კოცნი???
-გეყოოს! გაჩუმდიი!!!-ყელში ამოუვიდა ანას და უკვე ვეღარ აკონტროლებდა რას ამბობდა-ვიცი რაც ჩაიდინა არ ვამართლეებ, მაგრამ შენც კარგად იცი რომ მიზეზი ჰქონდა, ისიც ძალიან კარგად იცი, რომ მიყვარს.... ჯანდაბააა.... ხო მიყვარს და სიყვარულს ვერ დამიშლიიი, ეს უკვე ჩემი საქმეა, ვერც მე ვეწინააღმდეგები ამ გრძნობას იკაა-უკვე ტიროდაა და ნელ-ნელა ჩაიკეცა ირაკლი მიხვდა რომ ზედმეტი მოსდიოდა და ახლა იქეთ ამშვიდებდა
-ანა-სანდრომ დააპირა მისვლა,მაგრამ ირაკლიმ ხელით ანიშნა რომ გაჩერებულიყო
-ანა-დაიწყო ირაკლიმ, მაგრამ ანამ გააჩერა
-არ გინდააა ისევ ლექციები იკა
-არც ვაპირებ-ირაკლიც ჩაიმუხლა მის წინ და ხმაც დაურბილდა-როგორც სწორად ჩათვლი ისე მოიქეცი, ამიერიდან ყველა შენს გადაგმულ ნაბიჯზე შენ აგებ პასუხს,ანა უბრალოდ ისეთ რამეს ნუ გააკეთებ, რომ შემდეგ ინანო, თუ არ ენდობი მაშინ არაფერს აქვს აზრი, ოდნავ ეჭვიც რომ გექნება მანდ სრულდება ყველაფერი, მაგრამ შენ თუ მისი ნდობა უკვე დაიბრუნე და ისევ ენდობი, მაშინ აღარ ვერევი არაფერში და უბრალოდ მხარს გიჭერ,შენს გვერთით ვარ ჩემო პატარა... მხოლოდ შენ დამრჩი და მინდა ბედნიერი იყო-ლოყაზე ჩამოსული ცრემლები მოსწმინდა
-მიყვარხარ იკა-ამოისლუკუნა ანამ
-მეც უზომოდ ჩემო ერთადერთო-თქვა და გულში ჩაიკრა და, შემდეგ წამოდგა,ანაც წამოაყენა და კარისკენ დააპირა წასვლა როცა სანდროსთან გაჩერდა
-ბოლო შანსი გაქვს, გამოიყენე, ანას თუ ისევ უღალატებ და იმედებს გაუცრუებ, აი მაშინ უკვე ვეღარაფერი გიშველის- დაემუქრა ირაკლი და ოთახიდან გავიდა, სანდრო ამის მოსმენამ ძალიან გაახარა, იცოდა რომ ანას უყვარდა, მაგრამ მისგან რომ მოისმინა მეცხრე ცაზე იყო... როდესაც გამოერკვა ფიქრებიდან მას მიუბრუნდა
-ანა
-გთხოვ მარტო დამტოვე, დავიღალე მერე ვისაუბროთ მაგაზე
-კარგი-უთხრა და ოთახიდან გავიდა, ანა მართლაც დაღლილი იყო დაწვა და დაიძინა...

***
-ჰეი სანდრო მოდი აქ-დაუძახა დივანზე წამოლილმა ქეთიმ რომელიც ფილმს უყურებდა, კარგად რომ დააკვირდა შეიცხადა და წამოდგა-რა გჭირს სახეზე?-მასთან მივიდა
-არაფერი ქეთ ცოტა მომხვდა ირაკლისგან-თქვა და გაიცინა
-რა გაცინებს იდიოტო წამოდი ყუნულს დაგადებ
-არ მინდა მოდი ვუყუროთ რასაც უყურებდი
-წამოეთრიე-უბრძანა და ძალით წაიყვანა
-ყველანი ჯიუტები როგორ ხართ, რა ბედი მერგო-წუწუნებდა სანდრო
-სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი-შემოვიდა იოანე ფრაზით და წინ დაუჯდა
-მაგ ფეხი უნდა მოეჭრათ თავის დროზე და ვერ მოხვიდოდი აქ-შეუბღვირა ქეთიმ და ყინული დაადო სანდროს სახეზე
-ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო-განაგრძო იოანემ
-მე მუშტი მომხვდა და ამას წიგნი მოხვდა თავში თუ რა ანდაზებით გვესაუბრება-თქვა სანდრომ და გაეცინა
-ძველი კაცის ნათქვამი ხშირად არის მართალი-არ ჩერდებოდა იოანე
-ხოდა ეგ ძველი კაცი იქნება ამ ყინულს რო გამოგიქანებს-დაემუქრა სანდრო
-ვინც მოითმენს ის მოიგებსო-ეს თქვა თუ არა მართლა მოიმარჯვა სანდრომ ყინული, რომ ესროლა
-კარგი ბოლო იყო-დანებების ნიშნად ხელი აწია იოანემ
-ყოჩაღ სანდრო-შეაქო ქეთიმ
-უყურე ამას-წარბი აუწია იოანემ
-წავედი ფილმს ვუყურებდი და გავაგრძელო უნდა-თქვა და ოთახდიდან გასვლა დააპირა, როცა სანდრომ ყინული მოიშორა და ქეთიც გაჩერდა-გედოსთქო ცოტახანს-ხელი მკაცრად გაუშვირა
-კარგი ჰო
-ასე ჩემზე არ ზრუნავ, ნუ მაეჭვიანებ ქეთუს-გაუღიმა და თვალი ჩაუკრა
-ნუ ღლაბუცობ იოანე-თქვა და მისაღებში გავიდა, როცა კარზე ზარის ხმა შემოესმათ, ქეთი ადგა გასაღებად, მაგრამ იოანემ გააჩერა
-რას აკეთებ, გადი სამზარეულოში, მე გავაღებ-ქეთიც გავიდა, იოანე კარისკენ წავიდა, გააღო და ლევანი შეეფეთა
-ლევან...
-შენც გაგიმარჯოს იოანე- თქვა და სახლში ისე შეაჭრა ვითომც არაფერი
-აქ რას აკეთებ-მისი ხმის გაგონებაზე გამოვიდა ირაკლიც
-ქეთის სანახავად მოვედი...-თქვა და ყველა დადუმდა......



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა მეგონა მიატოვეთ ეს ნაწარმოები დავიწყებული მქონდა უკვე გამიხარდა რომ ვნახე მადლობა წარმატებები

მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი მეგონა მიატოვეთბეს ნაწარმოები გამიხარდა რომ ვნახე იმედია დამთავრებთ მადლობა წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი Xxxx

ძალიან კარგია მოულოდნელად ველოდები შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent