შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე , როგორც მე მინდა ! (თავი მეშვიდე)


24-08-2020, 15:35
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 200

ლევანი სახლში შემოვიდა და უჩვეულოდ მშვიდად მიესალმა ირაკლის.
- მე უკვე გავდიოდი , წამოილაპარაკა ირაკლიმ და გასასვლელისკენ დაბნეული გავიდა. ანას არც კი გაუცილებია, ისე მიუბრუნდა ლევანს ამღვრეული თვალებით და ახსნა სცადა
- არ მინდოდა რომ ირაკლი გენახა, ვიცი ალბათ ახლა რასაც ფიქრობ, მაგრამ მინდა იცოდე რომ ეგრე არ არის
- რატომ მიხსნი ანა? მშვიდად შეხედა ლევანმა, თან ეღიმებოდა და არ სურდა ეს შეემჩნია.
- მე თვითონაც არ ვიცი, არეული დაეშვა სავარძელზე ანა და ხელები თავში ჩარგო
- ან იქნებ იცი და აღიარება არ გინდა... ანამ დაკვირვებით გახედა ლევანს
- წავალ დავიძინებ, წამოდგა გოგო . ლევანმა მკლავებით დაიჭირა და თითქმის მუდარით სთხოვა
- დარჩი ... გთხოოვ... თვალებში მიაცქერდა გოგო, და ლევანის გვერდით სავარძელზე მოკალათდა, ბიჭმა ნაზად მოუსვა ანას მკლავებზე ხელი და შემდეგ ცხელი ტუჩებით შეეხო კისერზე. ანა დაიბნა, გაინაბა, გული აუჩქარდა, ლევანი კი მოსწყდა მის სხეულს და სამზარეულოსკენ ვისკის დასალევად გავიდა.
- ხვალ მინდა რომ კატო ერთად წავიყვანოთ ატრაქციონებზე ღიმილით უთხრა ანას, სწორედ ამ დროს ოთახში კატომ შემოირბინა, ჩემი სათამაშო აქ დამრჩაო, ანამ ბავშვი აიტაცა, ლევანი კი ორივეს მიუახლოვდა და კატოს აკოცა, ისე ახლოს იყო ანასთან ერთმანეთის სუნთქვა ესმოდათ და ორივე ბედნიერები ბავშვს ეფერებოდნენ, კატომ რაღაც უცნაური სითბო იგრძნო მშობლებს შორის და გაუხარდა, ორივეს კისერზე მოკიდა ხელი და მულთფილმების ყურება სთხოვა, საღამო ერთად და მშვიდად გაატარეს, ბავშვიც ერთად დააძინეს და ფეხაკრეფით გამოვიდნენ ოთახიდან.
დრო გადიოდა ანა კი შაბათს უნდა გადასულიყო თავის ბინაში საცხოვრებლად , არ უნდოდა ლევანისგან შორს და ედარდებოდა, ლევანსაც უჭირდა იმის წარმოდგენა რომ ამ სახლში ანას გარეშე იქნებოდა, მაგრამ ასე ერჩივნა, სურდა ანა მიმხვდარიყო რეალურად რა სურდა ცხოვრებაში. შაბათი მალე მოვიდა, ანამ და კატომ თავისი ნივთები ჩაალაგეს და ლევანის დახმარებით ანას ბინაში გადავიდნენ. კატო მიუხედავად იმისა რომ პატარა იყო, ბევრ რამეს ხვდებოდა და იაზრებდა, კითხვას კი არ სვამდა. ძალიან უყვარდა კატოს ლევანი და სხვა მამა არ სურდა, ბოლოს კი ლევანსაც ასე დაემშვიდობა
- ჩემი მამიკო მხოლოდ შენ იქნები, ყოველთვის, ირაკლი ბიძია მე არ მომწონს- ჩურჩულით სევდიანად უთხრა ბავშვმა, რაზეც ლევანს გაეღიმა და ბავშვი გულიანად ჩაკოცნა. შემდეგ კი ანასთან დამშვიდობება გადაწყვიტა
- მე წავალ, თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია ნებისმიერ დროს დამირეკო
- იქნებ ყავა დაგველია, თუ არ გეჩქარება მშვიდად უთხრა ანამ , ლევანს გაეღიმა
- კარგი, სავარძელზე ჩამოჯდა და კატოსთან თამაში განაგრძო, ანამ ყავა და ფენქეიქები მოიტანა, და ორივეს გვერდით მიუჯდა.
კატომ ახლა ანის კალთაში გადაინაცვლა, და მამას სთოვა შენც ახლოს მოიწიეო, ლევანმა კი ნაზად შემოხვია ცალი ხელი ანას წელზე და მის რეაქციებს დააკვირდა, კატოს კი მეორე ხელით ლოყაზე ეთამაშებოდა, ანას სუნთქვა აუჩქარდა, თუმცა თვითონ უფრო ახლოს აეკრა ლევანს და თავი მხარზე მიაყრდნო, საოცრად გრძნობდა მასთან თავს და წარმოდგენაც არ სურდა რომ დილით ლევანს ვერ დაინახავდა.
ყავა დალიეს, ცოტა ილაპარაკეს და ლევანი სამსახურში წავიდა. მთელი დღე ერთმანეთზზე ეფიქრებოდათ.
ანამ ვეღარ გაძლო და ყველაფერი დაქალს მოუყვა, ქეთიმ კი კატოს თავისთან წაყვანა და ანასთვის საფიქრალად დროის მიცემა გადაწყვიტა.
სიცარიელეს გრძნობდა ანა, არც ბავშვი იყო ამ საღამოს გვერდით და არც ლევანი, დაძინებას აპირებდა რომ კარზე ზარის ხმა იყო, ლევანი ეგონა გაუხარდა, თუმცა შეცდა ისევ ირაკლი იყო, კარი გააღო და შემოუშვა
- ხომ ვილაპარაკეთ არა
- ასე ვერ დაგანებებ თავს, მგონია რომ ფიქრები არეული გაქვს
- ირაკლი გეყოს,ერთადერთი ვისთანაც მინდა ლევანია, გთხოვ შეიგნე და პრობლემებს ნუღარ მიქმნი,
ისევ ზარი გაისმა კარზე, ეს კი ნამდვილად ლევანი იყო, ანა საშინლად დაიძაბა და კარი გააღო, სახლში შემოსულ ლევანს ირაკლის დანახვაზე ღიმილი შეეყინა.
ბავშვთან მოვედი... ჩაილაპარაკა ლევანმა
- ბავშვი არ არის პასუხის გაცემა დასწრო ირაკლიმ, დღეს ქეთისთან რჩება,
- გასაგებია, გაბრუნება დააპირა ლევანმა, თან ძარღვები დაეჭიმა
- რა არის ლევან გასაგები, რა გაბრაზებით წამოიყვირა ანამ, როცა გასასვლელისკენ მიმართული ლევანი და გაღიმებული ირაკლი დაინახა .
- ყველაფერი... შემობრუნდა ლევანი...
- ლევან ირაკლი უკვე მიდიოდა, სულ ორი წუთია რაც მოვიდა, სათქმელი ვუთხარი და მიდიოდა, ირაკლის თანდასწრებითვე ალაპარაკდა ანა, უკვე ვუთხარი რომ მხოლოდ შენთან მინდა, დავიღალე გაურკვევლობით, დავიღალე მუდმივად ახსნით, ორივეს გეუბნებით, შენთან მინდა ... რთული გასაგებია ? რთული მისახვედრია ? ცრემლები წასკდა ანას?
- რაღას უცდი, ხომ გასაგებია რომ უნდა დაგვტოვო... მშვიდად მიუბრუნდა ლევანი ირაკლის, ირაკლიმაც გაბრაზებულმა დატოვა ოთახი.
ლევანი ანას მიუახლოვდა და ხელები მოხვია ...
- დამშვიდდი... ჩაიცვი და ჩემთან წავიდეთ
- არსად მინდა წასვლა, რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნებით
- ჩემთვის აქვს, იქ ჩემს სახლში მინდა ჩემადვე დაგიგულო.
ანა ლევანს მოეხვია, მერე მოსაცმელი მოიცვა და გაყვა.
ღამე ერთად ჩახუტებულებს ეძინათ. ღამე ანას გამოეღვიძა და ლევანს დააცქერდა, ლევანმა ძილშიც კი იგრძნო მზერა და გაეღვიძა
- ვერ იძინებ ?
- ვერა ?
ლევანი ნაზად მიუახლოვდა გოგოს და ტუჩები შეახლო, ანასგან რომ სიმხურვალე იგრძნო ნელბელა მისი ტუჩები მისი მკერდისკენ გადაანაცვლა, ნაზად აუსვა ხელები ფეხებზე და მისი სხვეული მოაშიშვლა...ანაც უფრო და უფრო მიენდო და მთელი სხეულით შეეერწყო მას...



№1 სტუმარი N.kh.

Shen tu gadamiyvan me chkuidan tore sxva vin xo ganviteve suli ise amtavreb yvela tavs tan sul ptara tavebs ro deb mere lodinshi sertod chkuidan gadvdivar. Martla ise kargad aris dawerili es istoria ro ai siamovnebit vkitxulob

 


№2 სტუმარი სტუმარი ლია

ძალიან ზედაპირულად გაქვს გადმოცემული ლევანის, ანას და ლიზას ურთიერთობა.

ჩადე რაღაც შინაარსი, განავრცე მოვლენები, ნუ წერ ასე მშრალად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent