შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების სურნელი #7


6-04-2021, 01:58
ავტორი Hilalli
ნანახია 1 986

არასდროს მენახა ნანუ ისეთი დაკარგული და თავგზა არეული როგორიც იმდღეს. იცოდა არავისთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. უნივერსიტეტიდან სახლამდე მისასვლელ გზას ფეხით გაუყვა. არცისე შორი იყო თუმცა საკმარისი დრო ჰქონდა თავის გრძნობებში გასარკვევად. საკმარისი ყველა ნორმალური ქალისთვის, მაგრამ ნანუ ანჯაფარიძე ამ ქალების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა.
ისეთივე დაბნეული მივიდა სახლში, როგრიც სასწავლებლიდან გამოვიდა. ოჯახის წევრებს არ გაესაუბრა, გამარჯობაზევ კი არ გაუცია პასუხი. პირდაპირ ოთახში შევიდა და რბილ საწოლში ჩაეშვა. რამდენიმე წუთს ბალერინებიან შპალერს უყურებდა, ვერაფრით მიმხვდაროყო ამდენიწლის მანძინზე, რატომ არც კი უფიქრია მის გამოცვლაზე. 8 წლის ხომ აღარ იყო, და არ სურდა საძინებლის კედლებზე ვარდისფეეი ბალერინები. უბრალოდ არასდროს მოსცლია ამის დასკვირვებლად. ახლა კი ამას დიდი მნიშვნრლობა არ ჰქონდა, რადგან მის წინ ბევრად უფრო დიდი პრობლემები იყო . სცადა კონცენტრირებულიყო, და ბექოსა და ვეკოს მიმართ არსებული გრძნობების დაელაგბინა, მაგრამ ამაოდ. წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდოდა. ასეთი შეშლილი და თავგზარეული გაცილებით საყვარელი იყო. გადაწყვიტა გათამაშება მოეწყო და იფიქრა, რომელიც პირველი მომწერს იმასთან დავრჩებიო თუმცა მალევე გააცნობიერა, რომ სისულელე იყო ასეთი შემთხვევითობისთვის მიენდო თავისი მომავალი. ხვდებოდა ბექოსთან შერიგება რეალურად კიდევ, რომ სდომებოდა ვეკო აღარ ენდომებოდა მაგრამ მაინც ბავშური გატაცება ჰქონდა ბექოზე. ის ბავშობის სიყვარული იყო და ფიქრობდა შეცდომას დაუშვებდა მისი საბოლოოდ გაშვებით. ხვდებოდა ვეკოსთან კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმით სამუდამოდ დაკარგავდა ბექოს. გასაკვირი კი ის იყო, რომ იმ ღამეს არც ერთს მიუწერია. ამაზე ცოტა მეცინებოდა. ახლა როცა ასე ძალინ იყო ბრძოლა საჭირო თითქოს ორივემ აცადა არჩევანი თავისით გაეკეთებინა.
გამთენიისას ჩაეძინა და საკმაოდ გვიან ადგა თუმცა მისი "დილა" საოცრად კარგად დაიწყო. თხელი პიჟამას ამარა ოთახიდან გამოსულს, სსახლში სტუმარი დახვდა. რომლის დანახვაზეც სახე ერთიანად გაუბრწყინდა. სამზარეულს მაგიდასთან, ნიკას გვერდით ჩამომჯდარი მომღიმარი სტუმარი - დემე ქავთარაძე იყო კიდევ ერთი სიმპატიური შავგვრემანი ყმაწვილი ნანუს ცხოვრებაში. თუმცა დემეტრე ბავშობის მეგობარი იყო, მათი მამები მეგიბრიბდნენ, თითქმის ოჯახის წევრი, ნიკასთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა თუმცა მაინც ნანუს მეგობარი უფრო იყო. ცოტახნის წინ სასწავლებლად ლონდონში წასულა და საერთოდ არელოდა ნანუ მის გამოჩენას სწავლის პერიოდში.
- აქ რას აკეთებ? - გახარებული გოგონა თბილად გადეხვია ვაჟს - როდის ჩამოხვედი?
- ამდილით... საქმე მაქვს თბილისში, და შეილება გამეწელოს ძაან რა. მერე მოგიყვები - თბილად ჩამოუსვა გრძელ თმაზე ხელი, მგზნებარე, ვნებიანი ხმა ჰქონდა და წყლისფერი თვალები, დიდი წითელი და მომღიმარი ბაგეები, - მომენატრე.
- მეც მომენატრე - თბილად უპასუხა გოგონამ და ხელები წელზე შემოხვია. - თუ ჩამოდიოდი, რატომ არ მითხარი აქამდე?
- კაი ამომასუნთქე ნანუ ეხლა ჩამოვედი. არ ვაპირებდი მართლა.
- რატომ არ გამაღვიძე? როდის მოხვედი?
- არაა დიდიხანი... ნიკას ველაპარაკებოდი.
- აუ ყავა გააკეთე რა - სთხოვა ძმამ ნანუს
- მარტო ვართ? - იკითხა გოგონამ
- ხო... სამსახურში არიან... მიდი და უნდა წავიდე საქმე მაქ.
გოგონა სწრაფად დატრიალდა სამზარეულოში რათა ძმისათვის ყავა მიერთმია და მალე გაეშვა სახლიდან. ერთი სული ჰქონდა როდის მოუყვებოდა ყველაფერს მეგობარს. რაც საკმაოდ მალე მოხდა. როგორც კი ნიკამ კარები მიიხურა დემემ მაშინვე ჰკითხა.
- ერთიანად ცქმუტავ... ვინმე ახალია შენს ცხოვრებაში?
- ახალიც და ბექოც დაბრუნდა.
- რთული სიტუაცია გაქვს!
- ვერ წარმოიდგენ რამდენად - გოგონამ თავი გააქნია
- ვინ არის ახალი ბიჭი?
- ვეკო აბაშიძე! - ამაყად წარმოთქვა
- კარგი სახელი და გვარია - გაეცინა დემეს - მაგრამ რამეს უნდა მეუბნებოდეს?
- ნიკას ძმაკაცია.
- არარსებობს!
- ხოო....
- და რაურთიერთობა გაქვთ? მე რატომ არაფერი ვიცი ამ ბიჭზე
- მძიმე ამბავია ხომ ხედავ შეტყობინებებით მოყოლა არ მინდოდა. მარტო კიდევ არასდროს ვიყავი რომ დამერეკა.
- გააგრძელე! მოყევი!
- რაურთიერთობა გვაქვს და... ვხვდებით ერთმანეთს, ვკოცნით ნიკასგან მალულად რათქმაუნდა მაგრამ მგონი რაღაცას ეჭვობს.
- მარტო კოცნით? მეტი არაფერი უნდა?
- ჩემთან დაწოლა უნდა რათქმაუნდა.
- შენ? - სარკაზმული ღიმილით ჰკითხა ვაჟმა
- მეც საოცრად მინდა.
- ნანუ! - შიშმუხნა დემეტრე - ნიკას ძმაკაცია. შენი ძმის, ფუ... კარგი რა, ჩემს რომელიმე ძმაკაცთან, რომ დაწვე ოდესმე ძაან მეწყინება.
- მეგონა გამიგებდი - წყენით მიუგო ნანუმ.
- რას გაგიგებდი გოგო? - გაუკვირდა - თავიდან, რომ დაიწყე მოყოლა მეგონა რომეო და ჯულიეტას ისტორიას მოვისმენდი, კაი შენ შტერი გოგო ხარ იმას რაჭირს? ქალი დაილია ძმაკაცის დას რო არ მიახტეს?
- არ გესმის რას ვგრძნობ და მეჩხუბები!
- არ გეჩხუბები ნანუ, და მესმის ვნება რაცაა... დამიჯერე ძააან კარგად მესმის და მეც მქონია ძლიერი ვნება... ვიღაც საოცრად რო მდომებია. მაგრამ საზღვარი აქვს ყველაფერს გესმის? სწორედ მაშინ ვართ ადამიანები როცა ფასეულობებს ცხოვრლურ ვნებებზე მაღლა დავაყენებთ. და რამდენიმე სექსზე მნიშვნელოვანია შენი ძმა ხომ ასეა? სანამ რამეს იზავ გაიაზრე კარგი?
- კარგი... - უპასუხა ნანუმ თუმცა დემეტრეც ხვდებოდა რომ სულ ტყუილად წაუკითხა ეს ლექცია და მაინც იმას გააკეთებდა საბოლოოთ რაც თავად სურდა. მის პატარა ქვის გულში თავისი გრძნობების გარდა არავისთვის იყო ადგილი.
მთელი დღის მათთან გატარების შემდეგ ვიფიქრე, რომ დემეტრეს ჩამოსვლას ნანუს ცხოვრება უნდა დაელაგებინა მაგრამ საღამოხანს მივხვდი რომ ვერც ეს ბიჭი შეძლებდა ბევრი რამის შეცვლას. ბექომ ისევ ცადა ნანუსთან შერიგება, მაგრამ ზუსტად იმ წამს როდესაც ნანუმ გადაწყვიტა კიდევ ერთი შანსი მიეცა მისთვის ბექომ აქეთ იუარა. მანაც საოცრად დამაბნია, საერთოდ ვერ მივხვდი რაგააკეთა. თითქოს მხოლოდ იმიტომ სურდა ნანუსთან შერიგება, რომ ისევ უარი ეთქვა მასზე. ამან გოგონა კიდევ უფრო გააბრაზა. ვხვდებიდი ეს ბრაზი მალე არ გადაუვლიდა და თან გამოუსწორებელ შეცდომას ჩაადენინებდა. ამიტომ ოდნავადაც არგამკვირვებია რაც შემდეგ მოხდა...
მთელი ღამე თეთრათ გაათენა ნანუმ, გეგმებს აწყობდა თუ რითი შეიძლებოდა დაემსხვირა ბექო იოსელიანის გული. მეც მთელი ღამის ფიქრის შემდეგ თითქოს გავიზარე ბექოს გადწყვეტილების მოტივი. ნანუმ მკაფიოდ იგრძნო ვაჟის სისუსტე. მხოლოდ იმის მერე თუ შეურიგდებოდა თუ ხვეწნას მიიღებდა მისგან. ბექომ კი სიამაყეს ვერ გადააბიჯა. ჩათვალა, რომ ნანუს გარეშე უფრო გაუმარტივდებოდ ცხოვრება ვიდრე თავის ასე დამცირება. იმდროს ვფიქრობდი, რომ მართალიც იყო...
როგორც უკვე ავღნიშნე ვეკო აბაშიძე არ შედიოდა იმ კაცების კატეგორიაში რომელებიც უკან იხევენ, ან ნებდებოდნებ მიზნისაკენ მიმავალ გზაზე. თუ რამის "მუღამში" ჩავადებოდა უკან დამხევი რიყო სანმ თავისას არ მიიღებდა. ორდღიანი უყურადღებობის შემდეგ კი განაწყენებული ქალის ცხოვრებაში ხელხალა გამოჩნდა, ნანუ კი იმ გოგოების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა, რომელიც უყურადღებოდ დარჩენას მკაფიოდ გამოხატავდა. ისე კარგად შეხვდა მის მინაწერდს თითქოსდა ვერც კი შენიშნა ორიდღე, რომ არ მოუკითხავსო. იმ დილით ვეკომ გადაფარა ეს აურზაური თვისი ქარიზმითა და მომხიბალაობით. თბილდ მოიკითხა და ფლირტი გაუბა, პაემანზე დაპატიჟებაც სცადა:
"- მშია... სადმე გავიდეთ ლექციებს, რომ მორჩები "
"- ჩვენ ერთად? წარმოგიდგენია რამდენმა ადამიანმა შეიძლება დაგვინახოს?"
"- მაშინ იქნებ სახლში გამიკეთო საჭმელი" - რთქმაუნდა თანხმობას არ ელოდებოდა.
"- ეგ კიდევ შეიძლება..." - უპასუხა ნანუმ, მოულოდნელი იყო არა? მე ნამდვილად გამაკვირვა მისმა პასუხმა. მიუხედავად იმისა, რომ ველოდი რაღაც დიდი საშინელების ჩადრნას ნანუსგან. თითქოს და გუშინ მზად იყო ისევ ბექოსი გამხდარიყო დღეს კი აშკარად ვეკოს მკლავებში აპირებდა მოხვედრას. ეს საქციელი მის მსუბუქ ყოფაქცევაზე არ მეტყველებდა, უბრალოდ სულიერად დაკარგული იყო.
"- რომელზე ამთავრებ უნივერსიტეტს?"
"- 5 ზე"
"- კარგი... მანამდე მოვითმენ. - რამდენიმე წუთის დაგვიანებით უპასუხა ვეკომ, - გამოგივლი, და პეკინზე გავიდეთ."
"- ნუთუ ბარნოვზე არ ცხოვრობ? " - იროონიით ჰკითხა ნანუმ
"- ნუთუ საჭმლის გასაკეთებლად მოდიხარ?"
მე საერთოდ ყველაფერი მეუცნაურებოდა, რაც ამ სულელი ბავშვების თავს ხდებოდა, მაგრამ ის არაფერი როგორც ეს დიალოგი და ნანუ ანჯაფარიძეს გაყინული სახე როდესაც 5 საათი შეასრულდა. ისე ამაყად და უემოციოდ გავიდა აუდიტორიიდან თითქოს, არაფერი განსაკუთრებული ხდებოდა იმ დღეს მის ცხოვრებაშიო...



№1 სტუმარი ფიონა

"რაურთიერთობა გვაქვს და... ვხვდებით ერთმანეთს, ვკოცნით ნიკასგან მალულად"
შე ამას რა ცუღლიტი გოგოა(-:
ისე მარლა რთული სიტუაციაა. აი ჩემჲ ძმა რომელიმე ჩემს დაქალზე რო ფიქრობდეს ალბათ ტყავს გავაძრობ მარა პრინციპში რას ვერჩი სიყვარულს❤️❤️
ხოდა აი ქამე ბაბე და. მაგიტო მალე დადე❤️♥️

 


№2  offline წევრი Hilalli

ფიონა
"რაურთიერთობა გვაქვს და... ვხვდებით ერთმანეთს, ვკოცნით ნიკასგან მალულად"
შე ამას რა ცუღლიტი გოგოა(-:
ისე მარლა რთული სიტუაციაა. აი ჩემჲ ძმა რომელიმე ჩემს დაქალზე რო ფიქრობდეს ალბათ ტყავს გავაძრობ მარა პრინციპში რას ვერჩი სიყვარულს❤️❤️
ხოდა აი ქამე ბაბე და. მაგიტო მალე დადე❤️♥️

მადლობა რომ კითხულობ <3

 


№3  offline წევრი Nobodyelse

ათასი წლის დაგვიანებით იდება, მაგრამ მაინც მაინტერესებს რა მოხდება საბოლოოდ laughing

 


№4  offline წევრი Hilalli

Nobodyelse
ათასი წლის დაგვიანებით იდება, მაგრამ მაინც მაინტერესებს რა მოხდება საბოლოოდ laughing

მადლობა რომ კითხულობ დავდე შემდეგი თავი ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent