სწორი არჩევანი (6-თავი)
უკვე ერთი კვირაა სახლიდან არ გავსულვარ, მხოლოდ მძინავს, ვჭამ და აივანზე სიგარეტს ვეწევი. საღამოობით ნიკა და გოგოები მოდიან, ერთად ბევრს ვიცინივართ და ვერთობით, მაგრამ მგონია რომ სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ. იმ ყველაფერმა რაც მოხდა მთელი ცხოვრება ამირია. სუსტი ადამიანი არ ვარ, ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება კიდევ უფრო ძლიერს მხდის. ბავშვობიდანვე გავიგე, რომ ამ სამყაროში ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება და თუ მინდა რომ ამ ყველაფერს გავუძლო, ძლიერი უნდა ვიყო. ხოდა მეც ჩემებურად გავძლიერდი. ჩვეულებრივ ნებისმიერ პრობლემას გვერდს ვუვლი და გავრბივარ, მაგრამ ხანდახან ისეთი პრობლემებიც მხვდება, რომელთაც გვერძე ვერ გაწევ და უბრალოდ უნდა მოაგვარო, ახლაც ასეა, ეს პრობლემა უნდა მოვაგვარო, თუმცა მოსაგვარებელი ბევრი არაფერია, უბრალოდ პოლიციისგან თავი შორს უნდა მეჭიროს და ყველაფერი კარგად იქნება. სიგარეტის მორიგი მომწამლავი კვამლი ამოვუშვი ფილტვებიდან და ჩამავალ მზეს გავუსწორე ჩამქრალი თვალები. აივნის ცივ იატაკზე მოკეცილი ვზივარ და ვფიქრობ. კარების ანარეკლში მზერას ახლა უკვე საკუთარ თავს ვუსწორებ და საშინლად არმომწონს. შეშინებული და დაზაფრული ვზივარ. გარეთ გასვლა არ, რადგან იქ ვიღაც მელოდება, ცინც ჩემი ყველა ნაბიჯი უნდა აკონტროლოს და ამაზე უბრალოდ ფიქრიც ჭკუიდან მშლის. ანგარიში არავისთვის ჩამიბარებია. ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი, ზედმეტად დამოუკიდებელიც კი ახლა კი ამ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას მიზღუდავენ და ეს მაცოფებს, უფრო კი ის ფაქტი მაბრაზებს, რომ ამის საწინააღმდეგოდ მე ვერაფერს ვაკეთებ და მიწევს მათ უბრალოდ დავემორჩილო. ეს გოგო არ მომწონს, მის შეშინებულ და დანებებულ თვალებს ვერ ვიტან. მზერა ისევ ჩასული მზისკენ გადამაქვს და მოაჯირის დახმარებით ვდგები, მეყოფა ასე საცოდავად ყოფნა ვფიქრობ და ჩემს ოთახში გავდივარ. ზურგ ჩანთაში ჩემი რამდენიმე ნივთ ჩავდე, მათ შორის ის მოსაცმელი, რომელიც მათ მომცეს და სისხლიანი ნაჭერი. ჩალაგებული ჩანთა კარების გვერდით დავდე და სამზარეულოში ლალისთან და ნინისთან გავედი - სახლში ვბრუნდები - ვუთხარი შესვლისთანავე და სკამზე ჩამოვჯექი. ორივემ არეული და შეშინებული თვალებით შემომხედეს - ხო მაგრამ... იქნებ აქ იყო... კიდეც ცოტახანს რომ დარჩე? - მითხრა დედამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ - რა მაგრამ, რა იქნებ არსად არ წახვალ - თქვა ლალიმ - შვილო ახლა მარტო ცხოვრება კარგი იდეა არ არის, რა იცი რა მოხდეს - არაფერი მოხდება ლალიკო, უნდა წავიდე, უკვე ისედაც დიდი ხანია რაც სახლშივარ, აღარც უნივერსიტეტში დავდივარ და სამსახურიც გაფრთხილების გარეშე მივატოვე, ხო ცუდი რაღაც მოხდა, მაგრამ ამის გამო ცხოვრებას ვერ შევწყვეტ - ვუთხარი და თითები ავათამაშე - რა თქმა უნდა, არ შეწყვეტ. ყველაფერი ისევ ისე იქნება უბრალოდ, აქ იცხოვრებ როგორც ადრე - მითხრა ლალიმ - შვილო იქნებ მართლა დარჩენილიყავი დაფიქრდი, იქ თუ მარტო იქნები მე აქ რა დამაძინებს? - მითხრა ნინიმ და სევდიანი თვალებით შემომხედა. ვიცი რომ მართლა ძალიან ინერვიულებს მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია, ჩემი ცხოვრება უნდა დავიბრუნო, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად სახლიდან მაინც წავედი. უკვე ბნელოდა, გარეთ გამოსვლისას უცნაური შეგრძნება დამეუფლა, იმდენიხანია გარეთ არ გავსულვა ყველაფერი მეუცხოვება. გარემოს შეთვალიერების შემდეგ გზას გავუყევი გაჩერებამდე, უამრამ ხალხს შორის გავძვერი და მყარად დავდექი ავტობუსში. სახლი უცაურად ცარიელი მომეჩვენა ჩანთა კუთხეში მივაგდე, და საწოლზე სახით დავემხე. ამ ერთმა პატარა გასეირნებამ საშინლად დამძაბა და დამღალა. ნოუთბუქი ავიღე დეაჩემს მივწერე, რომ მივედი და მალევე ჩამეძინა. მეორე დღეს პირველი რაც გავაკეთე სისხლიანი ნაჭრის დაწვა იყო, არ მგომნია ვინმემ ჩემს ნაგავში დაიწყოს ქექვა, მაგრამ როგორც ამბობენ სიფრთხილეს თავი არ ტკივა. უნივერსიტეტში სიარული გავაგრძელე და სამსახურის საქმეებიც მოვაგვარე. უფროსი გაბრაზდა რომ ასე უკითხავად უთქმელად და გაფრთხილების გარეშე შევწყვიტე სიარული, მაგრამ ვუთხარი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა ტელეფონი კი დავკარგე, არ უნდოდა მაგრამ იმდენი ვქენი ბოლოს მაინც დამაბრუნა. ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდებოდა და ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა. ჯერ კიდევ არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს იმის გამო, რომ მუდმივად ვიღაც მითვალთვალებდა და ჩემს ქმედებებს დღის ბოლოს ალბათ იმ გიჟებს უყვებოდა, არ მინოდა ამას შევჩვეოდი და უკვე ჩვეულებრივ ამბად მიმეღო, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. - დავიღალე რაა ამ სამსახურს უნდა შევეშვა - აწუწუნდა თიკა მე კი სიცილი ამიტყდა - რა გაცინებს? - მკითხა და თავადაც გაეცინა - დღეში ათჯერ მაინც ამბობ მაგას, თუმცა ჯერ კიდევ აქ ხარ - ვუთხარი და მის გვერდით ჩამოვჯექი - ეგ სულ იმ სულელი დაცვის ბრალია, არ იყოს ასეთი სიმპატიური და წავიდოდი - ეგრე ძალიან თუ მოგწონს მიდი და შენ დაელეპარაკე - რა გინდა პირველი ნაბიჯი მე გადავდგა? - მითხრა გაოცებულმა - ხო რა მოხდა მერე? - ვუთხარი ნახევრად სიცილით - მე ჩემი პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგი - ჰოო? - ვკითხე გაკვირვებულმა - ჰოო, რო ვეპრანჭები და ვეფლირტავები ვერ ხედავ, მარა ეგ მგონი მართლა იდიოტია და ვერ ხვდება - თქვა სიცილით და სიგარეტი ჩააქრო - რას ერჩი ძალინ საყვარელი ბიჭია, გარედან ფოლადისაა ტიპო შიგნით კიდე ბულკივითაა - ვაიმე ჩემი ფოლადის კაცი - თქვა სიცილით - წამოდი დამთავრდა შესვენება - ვუთხარი და სამუშაოს დავუბრუნდით. თვალები ბრაზისგან ავატრიალე მენიუს კითხვით დაკავებული გიორგი რომ დავინახე, იმედი მაქვს აქ ჩემს გამო არ მოსულა. მის მაგიდას მივუახლოვდი და კალამი ხელში ავათამაშე - რას შეუკვეთავთ? - მენიუდან აციმციმებული თვალები ჩემზე გადმოიტანა - ნუთ შენ აქ მუშაობ? - მკითხა და უკვე დარწმუნებული ვარ რომ აქ ჩემს გამოა - დიახ და თქვეს ეს, რა თქმა უნდა, არ იცოდით და აქ სპეციალურად არ მოსულხართ - დიახ ზუსტად ეგრეა - ამბობს ცინიკური ხმით - ხო და რას ინებებთ? - მასთან საუბრის გაგრძელება აღარ მსურდა - მის სახელს და გვარს ვინც ის კაცი მოკლა - იცით, ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ მენიუში ჯერ-ჯერობით მსგავსი რამ არ გვაქვს - ჰოო? და როდის გექნებათ - სახეზე ნაძალადევ ღიმილს ვიკრავ და ისე ვპასუხობ - არც არასდროს - სამწუხაროა, არადა ძალიან გემრიელი კერძია იქნებ დამატებაზე გეფიქრათ - არ მგონია ასე, რომ თუ სხვა არაფერი გინდათ... - ვუთხარი და კარისკენ ვანიშნე - რას ელოდები? შენი გვამი იმ კაცის გვამის გვერდით მორგში როდის აღმოჩნედება? - მის ნათქვამზე სახე უსიამოვნოდ შევჭმუხნე - წადით, სათქმელი მართლა არაფერი მაქვს, რომც მქონდეს თქვენც კარგად იცით რომ ვერ გეტყოდით - ვიცი რომ რაღაც მაინც იცი - რამე რომ ვიცოდე ახლა მკვდარი ვიქნებოდი ან ისე შეშინებული, რომ მაინც ვერფარეს გეტყოდით, ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემთან დროს ტყუილად კარგავთ - ვუთხარი და გამოვბრუნდი, მაგრამ გამაჩერა და ხელში ჩემი დამტვრეული ტელეფონი ჩამიდო - დამიჯერე ვეღარაფერს დაგიშავებენ, უნდა მენდო - მითხრა ჩუმად და კაფიდან გავიდა. ამ ამბავში ყველაზე ცუდი ისაა, რომ საღამოს მათ ზარს უნდა დაველოდო ან ახლავე, თუმცა ტელეფონი ჯერ კიდევ არ მაქვს, ამიტომ მე ვერ დამირეკავენ და იმედია ისევ დედაჩემს არ დაურეკავენ. ამ ფიქრებში გართულს თიკას ხმა მესმის, რომელიც მე მეძახის და მისკენ ვბრუნდები - ვიღაცას შენთან უნდა ლაპარაკი - ამბობს და სამსახურის ტელეფონზე მანიშნებს. ხო, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ უბრალოდ სამსახურში დამირეკონ. ტელეფონთან მივდივარ და როდესაც აღარავინაა ისეთ ვინც ჩემს საუბარს გაიგონებს, მაშინვე ლაპარაკს ვიწყებ - ძალიან სწრაფები ხართ, აღფრთოვანებულიც კი ვარ თქვენი სისწრაფით - რა უნდოდა? - ამჯერად მიშოს ხმა სწვდება ჩემს სმენას - ისევ ხმა მაღალზე გაქვთ ჩრთული? მინდა ჩემი ძვირფასი მეგობრები მოვიკითხო - ვამბობ ირონიულად - კითხვა არ გამამეორებინო! - მისი ბრაზიანი ხმა ფანტავს ჩემს თავდაჯერებულობას - არაფერი, ისევ იგევე, არფაერი მითქვამს - ვამბობ სწრაფად - რა მოგცა? - ოქროს კვერცხი - ნუთ! - კარგი ხო ნუ გრგვინავ, ტელეფონი დამიბრუნა - ვუთხარი გაბრაზებულმა, წარბებ შეჭმუხნული ვლაპარაკობდი და ცალ ფეხს იატაკზე ვათამაშებდი - გადააგდე - როგორც მიბრძანებ... მაინც ვერაფერში გამოვიყენებ - ვუთხარი და დალეწილი ტელეფონი ხელში ავათამაშე - ხელი როგორ გაქვს? - თვალები იატაკიდან ზევით ავწიე და ფანჯრიდან ქუჩს დავუწყე ყურება - ნუთუ ჩემი ამბით ინტერესდებით - ვეუბნები გაკვირვებული და ირონიული ხმით - ერთადერთი რაც უნდა გააკეთო ის არის, რომ ჩემს კითხვებს ზედმეტი სიტყვების გარეშე უპასუხო - მშვენივრად, ახალივით ვერაა, მაგრამ ერთი შრამი ყველას ხო უნდა ქონდეს არა - ვუთხარი დამცინავად - შენი აზრით ეგ ზედმეტი სიტყვების გარეშე იყო - მოთმინებას აშკარად კარგავდა - შემდეგში რეზის ზარს ველოდო? - ვუთხარი სიცილით, რომ თემა სხვა რამეზე გადამეტანა და მალე გამეთიშა - მოგკლავ - მესმის რეზის გაბრაზებული ხმა - და სამოთხეში მშვიდად ვიცხოვრებ? იცი ცუდი იდეა არ არი, მაგრამ ჯერ აქაც მომწონს - გეყოთ, ზედმეტი არაფერი ქნა - მითხრა მიშომ და გამითიშა. - ვინ იყო? - მკითხა თიკამ როცა მივუახლოვდი - არვინ - არავის ამდენხანს არ ელაპარაკებინ, შეყვარებული იყო? საშინლად სასიამოვნო ხმა აქვს - ნუ უბერავ გოგო რა შეყვარებული - ვუთხარი გაბრაზებულმა და საქმეს დავუბრუნდი. საღამოს სახლში დაღლილი დავბრუნი და ძალიან გამიხარდა ნიკა და გოგოები იქ რომ დამხვდნენ - გასაღები უნდა წაგართვათ - ვითხარი სიცილით - სახლი რას დამიმგვანეთ - გვშივაააა - აყვირდა მეგი - საჭმლი არ მაქვს, ვწუხვარ - ვუთხარი სიცილით -ვიცით, პიცა შევუკვეთეთ მაგრამ ეს ვეღარ ითმენს - სიცილით თქვა მაშომ და მეგის სახეზე მოეფერა - ნიკა შენ რა ჩუმათ ხარ არ მოგშვივდა? - ფეხზე გავიხადე და მის გვერდით დავჯექი - რო მშივა იმიტომ ვარ ჩუმად - შეკვეთა მალევე მოიტანეს და სანამ ჭამას არ მოვრჩით ხმა არ ამოგვიღია, ყველას საშინლად გვშიოდა - ეს მოგიტანე - ამბობს მაშო და ტელოფონს მაწოდებს - ეს რა არის? - ვეკითხები გაკვირვებული - ჩემი ძველი ტელეფონია - ამბობს და მხრებს იჩეჩავს - სანამ ახლას იყიდი გქონდეს ან თუ გინდა სულ გქონდეს - მადლობა - ვეუბნები და ტელეფონს ვართმევ - თუმცა ალბათ აღარ დაგიბრუნებ - ვეუბნები სიცილით და ისევ კინოს ყურებას ვაგრძელებთ, რომელიც არცერთს არ გვაინტერესებს. გოგონებს ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაეძინათ, მეგის მაშო მკლავებში ყავს მოქცეული და ტკბილად ძინავს, ნიკა კი აივანზე ეწევა, ფეხზე ვდგები და მასთან მივდივარ - ნიკა რა გჭირს? - ვეკითხები ფიქრებში გართულ ბიჭს. რაც დავბრუნდი ნიკა უცნაურად იქცევა თითქოს სულ დაძაბულია და არ ვიცი რა ჭირს. - არაფერი - ამბობს მაშინვე და ჰორიზონტს თვალს არ აშორებს - როგორ არაფერი, სულ უხასიათოდ ხარ, რამე მოხდა? - ისე შემომხედა, თითქოს ისეთი რამ ვკითხე, რაზე პასუხიც ისედაც აშკარა იყო და თითქოს გაუკვირდა საერთოდ ეს კითხვა რომ დავსვი - ნიკა - თითქმის დავუყუვირე იმით გაღიძიანებულმა რომ ხმას არ იღებდა - უძლურება - მხოლოდ ამ ერთ სიტყვას ამბობს, როგორც კი თავს ატრიალებს და სიგარეტს ტუჩებ შორის იქცევს - სწორედ ამას ვგრძნობდი სანამ არ ჩანდი. არაფრის გაკეთება არ შემეძლო, შენ სადღაც საშინლად გიჭირდა მე კი უბრალოდ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ასე საშინლად და უსარგებლოდ თავი არასდროს მიგვრძნია, შენს დასახმარებლად ვერაფერს ვაკეთებდი, შეიძლებოდა მომკვდარიყავი მაგრამ, მე მაინც არაფრის გაკეთება არ შემეძლო - მისმა სიტყვებმა გული საშინლად მატკინა, არც მიფიქრია რომ ის ამ ყველაფერს ამ კუთხით შეხედავდა და თავს ასე ცუდად იგრძნობდა - ნიკა ეს შენი ბრალი არ არის თავს რაში იდანაშაულებ ვერ გავიგე? - ვეუბნები აცრემლიანებული თვალებით - იმაში რომ ძალა არ მაქვს თქვენს დასაცავად -მითხრა და თვალებში ჩამაშტერდა - ასე არ არის - ვამბობ და მოწოლილ ცრემლებს ვეღარ ვაკავებ - ასეა ნუთ მე ვერაფერი ვქენი - და რა გინდოდა რომ გექნა?... ამაში არავინ გადანაშაულებს, პოლიციამ ვერ ქნა ნიკა ვერაფერი - ვამბობ გაბრაზებული, არ მომწონს რომ ნიკა ასე ფიქრობს და ასე განიცდის იმას, რაც მისი ბრალი საერთოდ არ არის - მაგას აზრი არ აქვს ნუთ - თავს ხრის და სახეს ხელებში იქცევს - მე უბრალოდ ყველაფრისგან თქვენს დაცვას ვერ მოვახერხებ და ეს მაგიჟებს - ნიკა არ ხარ ვალდებული რომ ყველაფრისგან დაგვიცვა, პატარები არ ვართ, თავის დაცვას როგორმე ჩვენც მოვახერხებთ, შენ უბრალოდ ჩვენს გვერდით უნდა იყო სულ ესაა - ვეუბნები და წელზე გაყინულ თითებს ვხვევ - ძალიან გთხოვ თავს ამ სისულელეებზე ფიქრით ნუ იღლი, ეს არავის არფერ კარგს არ მიცემს - თავზე მკოცნის და თავადაც ხელებს მხვევს - უბრალოდ არ შემიძლია რომ რომელიმე დაგკარგოთ - ასე ჩახუტებულები ვიდექით და ჩაბნელებულ ქალაქს ვუყურებდით, რომელიც მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გავდა. მეორე დღეს საშინლად მეზარებოდა უნივერსიტეტში წასვლა, მაგრამ როგორღაც მოვახერხე ადგომა. დღე კიდევ უფრო დამძიმდა, სადარბაზოდან გასულს ბატონი გიორგი მანქანაზე აყუდებული რომ დამხვდა - მანიაკი ხართ? - ვეკითხები სრული სერიოზულობით. ჯერ დედაჩემთან, მერე სამსახურში ახლა სახლის წინ, მგონი ესეც გიჟია - არა უბრალოდ შენ ერთადერთი თევზი ხარ, რომელიც ჩემს ანკეს წამოეგო და შენს გაშვებას არ ვაპირებ - შენ სულ გარეკე ხო რა თევზი? - უკვე მართლა დამღალა მისმა საქცილმა - სათქმელი არაფერი მაქვს, შემეშვი - ვთქვი და მაშინვე წავედი - უნივერსიტეტამდე მიგაცილებ - მეუბნება და მანქანისკენ მითითებს - არა ნახვამდის - ეს კაცი მართლა შეშლილია. თითქმის გაჩრებამდე ვიყავით მისულები ის კი მანქანით ნელა მომყვებოდა გვერდით - იცოდე ავტობუსში არ აგიშვებ, ვიტყვი რომ... ჯიბის ქურდიხარ - გავჩერდი და გაკვირვებული მივაჩერდი - რაა? - ხო ვიცი სისულელეა, მაგრამ მართლა ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე, გპირდები არაფერს გკითხავ და არც რამის თქმას მოგთხოვ უბრალოდ უნივერსიტეტამდე მიგიყვან - მელოდება სანამ რამეს ვეტყვი მას საერთოდ არ ვენდობი და ვცდილობ მზერით ეს ვაგრძნობინო - მართლა არ აგიშვებ ავტობუსში - მემუქრები? - როგორც გინდა ისე ჩათვალე, მაგრამ მირჩევნია უბრალოდ გაფრთხილებად მიიღო - ანუ მემუქრები - კიდევ რამდენიმე წამი ვაშტერდები და ბოლოს მანქანის კარებს ვაღებ. მთელი გზა სულელივით იღიმის, მაგრამ ხმას მართლა არ იღებს და არაფერს მეკითხება - კარგი და ამ ყველაფრისგან შენ რა სარგებელი ნახე? - ვეკითხები როდესაც უნივერსიტეტის წინ აჩერებს - უბრალოდ ვცდილობ შენი ნდობა მოვიპოვო - თავს ვაქნევ და მანქანიდან გადავდივარ. ლექცია. სემინარი. მერე ისევ ლექცია და სამსახური. ერთიშეხედვით არც ისე მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს, თუმცა უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, ყოველ შემთხვევაში ადრე არ ვიყავი. ახლაც სამსახურს ვტოვებ და განათებულ ქუჩას წყნარად მივუყვები. No Doubt – don’t speak-ს ვუსმენ და ვფიქრობ რა ვქნა, რომ ამ აშკარად არაჯანსაღ სიტვაციას თავი დავაღწიო. მთავარია გიორგი მომშორდეს და დროთა განმავლობაში ისინიც მიხვდებიან, რომ არაფერს ვიტყვი და ჩემს თვალთვალს შეწყვეტენ. ამ ფიქრებში გართულმა გვიან შევამჩნიე მანქანა, რომელიც უკან მომყვებოდა. ვიფიქრე რომ მათი გამოგზავნილი იყო, ისედაც სულ დამყვებოდა, ამიტომ ვცადე უბრალოდ დამეიგნორირებინა, მაგრამ მალევე მანქანა გაჩერდა იქიდან კი ორი კაცი ჩემი მიმართულებით წამოვიდა. უკვე იმას ვფიქრობ რომ გაქცევის დროა, საშინლად დავიძაბე და როდესაც კიდევ უფრო მომიახლოვდნენ შეშინებული მაშინვე გავიქეცი, მაგრამ ვიღაც წინ შემეჩეხა და დამიჭირა. შეშინებული თვალები შევანათე უცნობს და როდესაც გაქცევას ვცდილობდი სახეში ძლიერად დამარტყა, ჩავიკეცე. ირგვლივ ყველაფერმა ტრიალი დაიწყო, ვცდილობ არ გავითიშო, მაგრამ გული საშინლად მიცემს, უკვე ვეღარ ვიაზრებ რა ხდება ირგვლივ და საბოლოოდ ვითიშები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.