შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (ნაწილი 2) თავი 21

7-04-2021, 14:25
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 278

სანდრო და ნათია დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს ამღვრეულ თვალებში, უხერხული სიჩუმე ჩამოწვა ოთხში, ყველა დაიძაბა მათი არეული სახეებისს შემხედვარე
-ჩემგან მოლოცვას ნუ ელოდები-უთხრა ბრაზნარევი ტონით სანდრომ, მარიანა დივანზე დასვა და გარეთ გავარდა, კარი კი ისეთი გამეტებით გაიჯახუნა რომ მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტნენ ყველანი
-ისევ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს შენი სამსახურის გამო?-მოესმა ზურგს უკნიდან ლალის ბუზღუნი ნათიას
-როგორმე ჩვენ თვითონ მოვგვარდებით-მიბრუნდა ძალიან გაბრაზებული ნათია ლალისკენ და მზერა გაუსწორა
-ისე როგორც ადრე?-დაუღრინა გაღიზიანებული ტონით ქალმა
-ეს მხოლოდ მე და ჩემს ქმარს გვეხება...
-მართლა?-შეიცხადა ქალმა -თუ ვერ ხვდები აგიხსნი, რომ თქვენი სიგიჟეები ჩვენც გვირღვევს სიმშვიდეს
-ამასაც მალე მოვაგვარებთ მე და ჩემი ქმარი-მიახალა ნათიამ და მაღლა ავიდა.
სამდრო გვიან ღამით ნასვამი დაბრუნდა სახლში, ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა ნათია აივანზე რომ იჯდა ყავის ჭიქით ხელში და ელოდებოდა
-არ გძინავს?-ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის მერე და თვალი გაუშტერა მის წითელ ტუჩებს
-გელოდებოდი-უთხრა მშვიდი ტონით და ყავა მოსვა
-მარიანამ დაიძინა?
-ჰო თავის ოთახში დაიძინა
-მეც წავალ დავწვები-უთხრა ბრაზნარევი ტონით და სახლში შესვლა დააპირა, მაგრამ ნათია ფეხზე წამოდგა და გზა გადაუღობა
-კიდევ რამდენ ხანს უნდა იყო ასე?-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით
-ასე როგორ?-წარბი აწკიპა სანდრომ და თვალებში ჩააცქერდა მომღიმარი სახით ცოლს
-ასე-უთხრა ნაწყენი ტონით გოგონამ
-იქმადე სანამ მუშაობაზე უარს არ იტყვი-ნელ-ნელა ღიმილი გაუქრა სახიდან ბიჭს
-სამდრო-ნათია ზედმეტად მიუახლოვდა ქმარს და პერანგის ქვეშ შეუცურა ხელი -გთხოვ ასე ნუ იქცევი
-ტყუილად ცდილობ ჩემს დარწმუნებას-უთხრა ჩანქრალი თვალებით და სახლში შევიდა, კიბეები სწრაფი ნაბიჯით აირა და ოთახში გაბრაზებული შევიდა ნათიაც უკან მიჰყვა გაცეცხლებულ ქმარს
-მუშაობაძე უარის თქმა არ ვაპირებ-მოესმა ზურგს უკნიდან ცოლის ხმა -ამის გამო მთელი ცხოვრება გაბუტული უნდა იყო?
-ნათია ნუ მიწვევ საჩხუბრად-სანდრომ ღრმად ჩაისუნთქა ოთახის მძიმე ჰაერი რომ როგორმე თავი შეეკავებინა და არ აჰყოლოდა მოწოლილ ბრაზს
-გთხოვ-შეეხვეწა ნათია და იმდენად მიუახლოვდა ქმარს რომ ცხელი სუნთქვა სახეზე შეაფრქვია
-რის მიღწევას ცდილობ ვერ ვხვდები-ჰკითხა მისი სიახლოვით თავგზააბნეულმა ბიჭმა, როცა ნათიამ კისერზე შემოაჭდო ხელები, სხეულზე მიეკრო და ტუჩის კუთხეში აკოცა
-თავად მიხვდი-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან გოგონამ და გამომწვევად გაუღიმა
-ჩემი გაგიჟება თუ გინდა... მინდა გითხრა რომ კარგად გამოგდის-დაუღრინა და მისი კისერზე შემოჭდობილი ხელები მოიშორა
-ისედაც გიჟი ხარ-გაუღიმა ნათიამ და პარანგის ქვეშ შსუცურა ორივე ხელი და მის ზურგს ააყოლა
-ნათია-გაბრაზდა სანდრო, მაშინვე მაჯებში ჩაავლო ხელი ცოლს, კედელთან მიიმწყვდია და თავს ზემოთ დაუჭირა, თან განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში, ცდილობდა მის სახეზე აღბეჭდილი ემოციები ზუსტად დაენახა, რომელზეც მისდა გასაოცრად არავითარი შიშის და ზიზღის კვალი არ კრთებოდა
-მიყვარხრ-დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და რომ გააცნობიერა, როგორ გამოიყვანა სანდრო იმავე წამს წყობრიდან, როგორ არია, როგორ აუბნია თავგზა, თვალები აუციმციმდა და გაეღიმა სანდროს ალეწილი სახის შემხედვარეს, რომელმაც მაშინვე გაუთავისუფლა ხელები, წელზე შემოაჭდო და საყვარელი გოგონას სიფროფანა სხეული ძლიერად მიიკრო
-მაგიჟებ-უთხრა სუნთქვა არეულმა ბიჭმა და ყელზე მიაწება ცხელი ტუჩები
-ვიცი-დაუჩურჩულა ნათიამ და თმებში შეუცურა თლილი თითები
-Ნათია -აღმოხდა თავგზააბნეულ ბიჭს და საწოლისკენ წაიყვანა მომღიმარი გოგონა, ფრთხილა გადააწვინა და ზემოდან მოქცა -რატომ ვერ გეწინააღმდეგები?-ჰკითხა სერიოზული ტონით ცოლს და თვალებში ჩააცქერდა, ნათია ცოტა დააბნია მისმა კითხვამ, მაგრამ მერე, როცა გააცნობიერა თუ რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა სანდროზე, მის გრძნობებზე, მის ფიქრებზე, ოცნებებზე რომლებიც მხოლოდ თავად ნათიას უკავშირდებლდა, მის ცხოვრებაზე...შეხედულებებზე რომელსაც ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ როგორღაც ცვლიდა მოთმინებით და მშვიდი ქცევით, ბედნიერების და კმაყოფილების გიჟურმა ტალღამ გადაუარა და გაეღიმა
-იმიტომ რომ შენც ისევ ძლიერ გიყვარვარ როგორც მე-უთხრა მშვიდი ტონით და სანამ სანდრო აზრზე მოვიდოდა ოდნავ წამოიწია, ხელები კისერზე შემოაჭდო და მის ტუჩებს დააცხრა, როგორც კი მოწოლილი ვნებები სულ ოდნა დააცხრო აᲛ გიჟურმა კოცნამ და ერთმნეთს მოაშორეს სახეები სანდრომ ყურში დაუჩურჩულა
-სიცოცხელეზე მეტად მიყვარხარ ნათია
-ვიცი-უპასუხა გოგონამ კმაყოფილი ტონით და მისი პერანგის ღილებს მიწვედა, მისი ქცევით და სიახლოვით გაგიჟებულმა ბიჭმა მაშინვე კაბის ქვეშ შეუცურა ხელი და ნელ-ნელა ზემოთ ააყოლა, თან კაბის კიდეც ააყოლა ცივ თითებს.
რეზის ვაჩეს ქცევაზე ეცინებოდა, რომელიც ნასვამი, მოღუშული სახით იჯდა მანქანში და ტელეფონის დაბლოკი ეკრანზე დაყენებულ თათის სურთს დაჰყურებდა არეული თვალებით
-მე რომ მიმიყვან სახლში, უკან ტაქსით არ წამოხვიდე, მანქანით წამოდი ისევ-შეხედა საჭესთან მჯდომ მომღიარ ბიჭს
-არ მინდა -იუარა რეზიმ
-გინდა, სახლში მიგყავარ და უკან ფეხით და ტაქსით ვერ გამოგიშვებ ძმა-მხარზე ხელი დაარტა და თათიას სახლს გახედა რომლის წინაც ძალიან ნელა ჩაიარა რეზიმ
-კაი როგორც შენ გინდა ეგრე იყოს-დაეთანხმა ბიჭი და როცა ჩაუარეს სახლს სიჩქარეს მოუმატა, თუმცა როგორც კი ქუჩაში თათის თვალი ჰკიდა ვაჩემ დაფეთებულმა დაუყვირა მეგობარს
-გააჩერე, გააჩერე მიდი დროზე-რეზიმაც მაშინვე გვერდზე გადააყენა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მანქანა, ვაჩე გიჟივით გადავიდა და თათიას გაეკიდა, რომელიც სწრაფი ნაბიჯით მიმავალი მალევე დაშორდა მათ მანქანას
-თათია-დაუძახა როცა მოუახლოვდა, გოგონა გაჩერდა და მისკენ მიტრიალდა
უემოციო სახით -როგორ ხარ?-ჰკითხა მომღიმარი სახით და თვალი გაუშტერა მის ნაცრისფერი ჩამქრალ სფეროებს
-კარგად შენ?- მშვიდი ტონით უპასუხა გოგონამ და ბიჭის სასმლისგან ჩაწითლებულ თვალებს გაექცა, რომლის დაჟინებული და გამომწვევი მზერა სწვავდა
-კარგად
-უნდა წავიდე-უთხრა გოგონამ და მიტრიალდა
-თათია-აღმოხდა ვაჩეს და მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა კარგა ხნის ფიქრის მერე გოგონა მისკენ მიტრიალდა და მზერა გაუსწორა- მინდა რომ შენთან ახლოს ყოფნის უფლება მომეცი-უთხრა ჩავარდნილი ხმით და დაძაბულობისგან აკანკალებული თითები მომუშტა
-ჩემი პასუხი უკვე იცი-უთხრა Მშვიდი ტონით გოგონამ
-ჰო ვიცი-დაეთანხმა ბიჭი, მოულოდნელად მისკენ გადადგა ნაბიჯები და მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა, წინ აესვეტა დაბნეულ გოგონას რომელმაც ინსტიქტურად თავი ასწია და მზერა გაუსწორა ვაჩეს ამღვრეულ თვალებს -მაგრამ შენი თვალები სხვა რამეს მეუბნება -დაუჩურჩულა ზედ ტუჩებთან და ძლივ მოთოკა თავი რომ მის ტუჩებს არ შეხებოდა
-გთხოვ არ გინდა-ამოილუღლუღა მისი სიახლოვით თვგზააბნეულმა გოგონამ და თავი დახარა
-ვერ ვხვდები რატომ მეწინაადეგები?-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით ბიჭმა და სუნთქვა შეეკრა როცა თათიამ ნაცრისფერი სფეროები მოულოდნელად შეანათა
-უნდა წავიდე-უთხრა უცნაური ტონით და როცა ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში საშინლად გაბრაზდა ვაჩე
-მხოლოდ შენი უკეთ გაცნობა მინდა... მეტი
არაფერი, საერთოდ არაფერი
-მოდი ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის
-თათია-აღმოხდა ვაჩეს როცა გოგონამ გვერდი არქცია და წასვლა დააპირა -შენზე უარის თქმას არ ვაპირებ
-როგორც გონდა ისე მოიქეცი-უთხრა ბრაზნარევი ტონით გოგონამ და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა. ვაჩე მამქანში გაცოფებული ჩაჯდა
-ამის დედასაც შ.ვეცი-უყვირა მოულოდნელად
-ასე რამ გაგაგიჟა?-გაოცდა რეზი და მანქანა დაქოქა
-მინდა რომ დავუახლოვდე და უფლებას არ მაძლევს, არადა ვგრძნობ... ვგრძნობ რომ რაღაცას ისიც გრძნობზ
-შენ ყველა გოგოზე ეგრე იძახდი ძმა-შეეწინააღმდეგა რეზი
-თათია ყველა არაა, ის... ის სხვანაირია... ყველასგან გამორჩეული
-ჰო ასეა სხვანაირი გოგოა
-მაგიტომაც დამაკარგვინა მოსვენება მასზე ფიქრმა, მაგრამ ის უფლებას არ მაძლევს რომ უკეთ გავიცნო... პირველად რომ გავიცანი ძაან გავაბრაზე და არასწორი წარმოდგენა შეექმნა ალბათ ჩემზე
-რაღაცას გეტყვი და არ ავარდე და გაგიჟდე-შეხედა რეზიმ მომღიმარი სახით და დასერიოზულდა მაშინვე
-მითხარი აბა-დაინტერესდა ვაჩე
-ის ტიპი, დათამ რომ თქვა... თათიას ვიღაც აკითხავსო
-მერე?
-მოკლედ ის ტიპი გასაქანას არ აძლევსო თათიასო, მოსვენენა დააკარგვინაო, სულ უბანში იჩითება და აწუხებსო...
-ნაბ.ჭვარი-გაცეცხლდა ვაჩე
-დიდი ალბათობით შენც მასავით შეუგნებელი ჰგონიხარ-გაეცინა რეზის - ალბათ ამიტომ გარიდებს თავს, მითუმეტეს რომ ზუსტად იმ ს.რივით იქცევი ამ ატაპზე... მოკლედ იმის თქმას ვცდილობ რომ შეშინებულია, ხომ იცი ბებოსთან ერთად ცხოვრობს მარტო, დედა ემიგრაციაში ჰყავს და...
-მოვკლავ იმ ნაბიჭვ.რს-ღრინავდა ვაჩე
-მე რას გეუბნები და შენ რას მპასუხობ-გაბრაზდა რეზი
-კარგი კარგი, ვეცდები რომ თავს ძალა დავატანო და აზრზე მოვიდე.
ლაშას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა მია დაითანხმა და კლასის შეკრებაზე გაჰყვა, მართლია თავს ძალიან ზედმეტად და უხერხულად გრძნობდა ამ ადამინაბთან, მაგრამ იმის გამო რომ ლაშას ძალიან სურდა რომ ცოლი გვერდით ყოლოდა ვეღარ შეეწინაადეგა მის სურვილს, ყველაზე მტკივნეული მომენტი მიასთვის ის წუთები აღმოჩნდა როცა რესტორანში შევიდნენ ის და ლაშა, ამ დროს ჯერ კიდევ ფეხზე იდგა ყველა და დაგვიანებულ რამდენიმე კლასელს ელოდებოდნენ ამ დროს გაჩნდა რაღაც ზღვარი მასსა და დანარჩენ სამყაროს შორის, თითქოს მია დაბლა იყო, ძალიან დაბლა, დანარჩენი ადამიანები კი მაღლა, მასზე ბევრად მაღლა, თითქოს ისინი სხვა თავისუფალ სამყაროს ეკუთვნოდნენ, თავად კი რაღაც პატარა ჩაკეტილ სამყაროს, გული ეტკინა საშინლად ეტკინა მიას და ცრემლებიც კი მოაწვა რაღაც მომენტში მაგრამ მთელი ძალით შეეწინააღმდეგა საკუთარ გრძნობებს და ყალბი ღიმილით მიიღო მასზე მიჩერებული უცხო ადამიანებსი სიბრალურით სავსე მზერა, თუმცა როგორც კი მაგიდას მიუხდნენ ყველანი და მიას გაუთანაბრდნენ გოგონს ის ზღვარი რაც თავისდაუნებურად დააწესა ამ ადამიანებისთვის, ნელ-ნელა წაიშალა და გაქრა, რადგან მას დიდ და განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევდა, შესაბამისად მშვიდად იყო და თავს მათ თანასწორად თვლიდა, მია ძალიან გაახალისა ლაშას სკოლის ამბებმა რომელსაც ზოგიერთი ძალიან სასაცილოდ ყვებოდა, თუმცა მაშინვე მიეყინა სახეზე ღიმილი როცა რესტორნის დარბაზში შესასვლელი ცენტრალური კარი რამდენიმე ბიჭმა ხმაურით გააღო და ამ ბიჭებს შორია მიამ თვალი ჰკიდა დემეტრეს, რომწლმაც თითქოს იმ წამსვე იგრძნო გოგონას იქ ყოფნა, მისი მზერა და ზუსტად მისი მიმართულებით გაიხედა, მოას სუნთქვა შეეკრა როცა მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა, გოგონა საშინლად დაძაბა მისმა დაჟინებულმა მზერამ და მაშინვე გაექცა მის თვალებს და ქმარს შეხედა რომელსაც დიდი ყირადღება არ მიუქცევია ხმაურიანი ბიჭებისთვის და შესაბამისად დემეტრეც ვერ შეამჩნია რომელიც მიას საუბედუროდ ისე დაჯდა არჩეულ მაგიდასთან რომ პირდაპირ მას უყურებდა, რამდენჯერმე ისე დაწვა მისმა მზერამ მია, რომ უნებურად მისკენ გაექცა ცისფერი ჩამქრალი შფეროები, თუმცა ყოველ ჯერზე იმავე წამს გაექცეოდა ხოლმე ბიჭის გამომწვევ და არეულ თვალებს, რომელიც გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღების გამო უფრო და უფრო ემღვრეოდა, მისმა ნახვამ საშინლად იმოქმედა მიაზე, წარსულში გადავარდა უნებურად, იმ დროში როცა თავს ყველაზე სასურელ გოგონად გრძნობდა, იმ დროს როცა ოცნებებით იყო სავსე მისი გული, მისი სული და გონება, იმ დროში როცა ლაშაზე შეყვარებული მეცრე ცაზე დაფრინავდა და თავი ყველაზე ბედნიერი გოგო ეგონა ამ ქვეყნად... ცრემლები მოეძალა და იმდენად ცუდად გახდა რომ ხელები აუკანკალდა, მისდა საბედნიეროდ დემეტრე მეგობრებთან ერთად აივანზე მოსაწევად გავიდა, მიამაც ისარგებლა ამ მომენტით და საპირფარეშოში გასვლის მიზეზით სუფრა დატოვა
-გამოგყვები-შესთავაზა ლაშამ
-არ მინდა დახმარება-იუარა მაიმ, ახლა მარტო დარჩენა და ფიქრი სჭირდებოდა, ამიტომ , მარტო წავიდა, თუმცა საპირფარეშოს ნაცვლად ჰოლს გაუყვა და უკანა კარით ეზოში გავიდა, რომელიც მისდა საბედნიეროდ ამის საშუალებას აძლევდა მას, როგორც კი გარეთ გავიდა და ცივი ჰაერი ჩაისუნთქა ოდნავ დამშვიდდა, თუმცა მოწოლილ ცრემლებს ვერ შეეწინააღმდეგა და მაინც გადმოაცვივდა, ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე იყო ეზოში რომ ეს კიდევ უფრო უმძიმებდა სულს, თუმცა განმარტივება ახლა მისთვის ყველაზე საუკეთესო წამალი იყო
-მია-მოესმა დემეტრეს ჩავარდნილი ხმა ზურგს უკნიდან და გააჟრჟოლა, თავი კიდევ უფრო საშინლად იგრძნო -შენი ამ მდგომარეობაში ნახვა მანადგურებს-უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე და ზურგით მყოფ გოგონას ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა
-რატომ? ამ ეტლით ასე ძალიან
საცოდავი ვარ?-უთხრა მიამ და ბურთი ყელში გაეჩხირა
-არა-უპასუხა დემეტრემ და ხმა ჩაუწყდა -უბრალოდ შენ ამას არ იმსახურებდი... ეს შენ არ უნდა დაგმართნოდა-თქვა მშვიდი ტონით და მიას თმას აკანკალებული თითები ჩამოაყოლა
-აე გაბედო-უთხრა მიამ და წინ გაიწია -არ გაბედო და არ შემეხო-თან ოდნავ მიიხედა მისკენ თუმცა მისი სახე ვერ დაინახა
-იცი რა ლამაზი ხარ?-უთხრა დემეტრემ არეული ხმით-ასეთიც ძალიან ლამაზი ხარ მია, ძალიან ლამაზი
-გეყოფა-უყვირა მიამ და მისკენ
მიტრიალდა, მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა-გთხოვ წადი
-ყველაფერი მისი ბრალია, მან გაიძულა ამ ტკივილის გადატანა, შენი ქმარი არაკაცი ნაბიჭვ.არია-უთხრა ზიზღით დემეტრემ -არასწორი არჩევანი გააკეთე მია, მე შენ ისევ ისე სიგიჟემდე მიყვარხ...
-არ გაბედო არ გაბედო-უყვირა მიამ -არ გაბედო ამის თქმა
-მია -აღმოხდა დემეტრეს და მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა, ოდნავ დაიხარა და მიას თვალებში ჩააცქერდა -მე შენ ისევ ისე ძლიერ მიყვარხარ როგორც მაშინ, შენი დავიწყება ვერ შევძელი-უთხრა არეული ხმით და მის თმას ჩამოაყოლა ისევ ცივი თითები
-შე ნაბიჭვ.რო-გაისმა ლაშას ხმა მის ზურგს უკნიდან რომელიც გიჟივით მივარდა დემეტრეს ცალი ხელით მიას მოაშორა, მეორე კი მომუშტა და სახეში ძლიერად დაარტყა თან უღრიალა-ჩემი ცოლის თმის ღერს კიდევ რომ შეეხები ჯერ ყველა თითს სათითაოდ დაგამტვრევ მერე კი მოგკლავ-და კიდევ ერთხელ დაარტყა სახეში, მერე კი შეეშვა
-შენ მას ცხოვრება დაუნგრიე-უთხრა დამეტრემ ზიზღით როცა ლაშა მიასკენ მიბრუნდა, გაცოფებული ბიჭი ისევ მისკენ შეტრიალდა რა დროსაც დემეტრეს მოულოდნელი მუშტი მოხვდა სახეში -შენ მია გაანადგურე და ახლა დანაშაულის გამოსყიდვას იმით ცდილობ რომ ის შენი ცოლია-უთხრა გამაღიზიანებელი ტონით დემეტრემ, აქ ლაშამ საბოლოოდ დაკარგა აზროვნების უნარი, გაგიჟებულიდაეტაკა დემეტრეს და წააქცია, ზემოდან მოექცა და სახეში მუშტი გამეტებით დაარტყა
-ლაშა გთხოვ-იკივლა მიამ როცა აზრზე მოსვლა შეძლო და დაინახა როგორ დაუნდობლად ურტყავდა ლაშა თითქმის უკვე უგონოდ მყოფ ბიჭს სახეში -შეწყვიტე, გაჩერდი, გთხოვ ლაშა, შეწყვიტე გეყოფა-კიოდა მია და იქამდე გაგრძელდა ეს ყველაფერი სანამ მოვარდნილმა ხალხმა არ მოაშორეს დემეტრეს გაციფებული ბიჭი, რომელიც მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა ტირილისგან თვალებდასიებულ ცოლის თვალებს შეეფეთა მისი ამღვრეული თვალები, ლაშა მისკენ წავიდა და ადგილზე გაიყინა როცა მიამ ზიზღით უთხრა
-არ გაბედი და არ მომეკარო
-მია?-კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა ლაშა ცოლს
-არ გაბედო-დაიჩურჩულა მიამ და უკან დაიხია, თან ლაშას ხელს მიაჩერდე რომელზეც აშკარად შეიმჩნეოდა დემეტრეს სისხლის
კვალი -ღმერთო -აღმოხდა მიას და ცრემლები მოეძალა.
სანდრო და ნათია ტელეფონი რეკვის ხმამ გააღვიძათ, ინსტიქტურად საათს გახედეს რომელივ შუაღამის სამს უჩვენებდა, დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და ტელეფონზე უცხო ნომერს უპასუხა
-სანდრო გთხოვ აქედან წამიყვანე-გაისმა მიას ტირილ ნარევი ხმა
-მია რა ხდება? რესტორანში მოგიხდათ რამე?
-გთხოვ მალე მოდი სანდრო-შეეხვეწა მია
-ნუ გეშინია მოვდივარ უკვე-უთხრა აღელვებულმა, საწოლიდან წამოვარდა გიჟივით და ჩაცმა დაიწყო
-სანდრო რომ მიხვალ გამაგებინე რა ხდება იქ-უთხრა აღელვებულმა ნათიამ
-კარგი- მანქანის გასაღებს წამოავლო ხელი და გიჟივით ჩაირბინა კიბეები, ნიკაც გააღვიძა და თან წაიყვანა, რესტორნის ეზოში შევიდნენ თუ არა მიხვდნენ რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და თვალებით მიას ძებნა დაიწყეს რომელიც გარს შემოხვეულ გოგონეშორის იყო და შეშინებული უყურებდა ლაშას, რომელიც კიბეებზე იჯდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა თან ისე რომ წამით თვალს არ აშორებდა დამფრთხალ ცოლს
-მია რა ხდება აქ?-სანდრო აღელვებული მიუახლოვდა დას და მისკენ დაიხარა
-დემეტრესთან იჩხუბა-ამოილუღლუღა მიამ და ცრემლები გადმოაცვივდა -ლამის მოკლა, გთხოვ აქედან წამიყვანე-შეეხვეწა მია
-კარგი კარგი, ნუ გეშინია ჩემო პატარა-ჩაეხუტა სანდრო და ლაშას გახედა რომელიც მისი დანახვისთანავე ფეხზე წამოვარდა მათთან მივიდა
-არ გაბედო მისი წაყვანა-უთხრა ბრაზნარევი ტონით სანდროს და მიას მიაჩერდა ამღვრეული თვალებით
-ლაშა ახლა მე და მია წავალთ, შენ კი რომ დამშვიდდები და აზრზე მოხვალ მერე დაელაპარაკები-უთხრა მაქსიმალურად მშვიდი ტონით
-უფლებას არ მოგცემ რომ ჩემი ცოლი წაიყვანო-არ ცხრებოდა ლაშა
-ნუ გიჟდები-დაუღრინა სანდრომ- ვერ ხვდები რომ უფრო აშინებ ასეთი ქცევით?
-მიას ვერსად ვერ წაიყვან-მეთქი-გაცცხლდა ლაშა
-მომისმინე არანორმალურო-წინ დაუდგა
სანდრო- ვიცი რომ მია შენი ცოლია და გიყვარს, ეჭვიც არ მეპარება იმაში რომ რაც მოხდა დემწტრესგან იყო ოროვოცირებული... და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მან დამსახურებულად მიიღო ის რაც დამართე-უთხრა აღელვებული ტონით -მაგრამ ახლა მია შეშინებულია და უნდა წავიყვანო
-არა-არ ნებდებოდა ლაშა-გთხოვ ეს არ გააკეთო
-ამი დედასაც შევ.ცი-გაცეცხლდა სანდრო -შენი მესმის, მაგრამ მისიც მესმის-მიას მიაჩერდა-უნდა წავიყვანო და არ გაბედო შეწინააღმდეგება-ლაშას მიაჩერდა ისევ
-მია გთხოვ-მისკენ გაიწია ლაშა, მაგრამ სანდრომ მკლავზე ხელი წაავლო და უფლება არ მისცა მიახლოვებოდა
-სანდრო გთხოვ აქედან წამიყვანე-ამოილუღლუღა მიამ და ცრემლები გადმოსცვივდა
-ნიკა ამ არანორმალურს შენ მიხედე-უთხრა ლაშაზე და მია წაიყვანა, გაგიჟებულმა ლაშამ მათკენ გაიწია მაგრამ ნიკამ და იქ მყოფებმა უფლება არ მისცეს.
მია მთელი გზა ცრემლებად დაიღვარა, სანდროც არაფერს ეუბნებოდა, იცოდა რომ ახლა არაფერის ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, რადგან მია შეშინებული და არეული იყო
-გთხოვ სახლში არ წამიყვანო-შეეხვეწა მია-ლაშას ნახვა კია არა საერთოდ არავის ნახვა არ მინდა ახლა
-კარგი ჩემო პატარა-გაუღიმა სანდრომ ბევრი ფიქრის და გადარეკვების მერე, ვაჩეს ბიძის აგარაკზე, ტაბახმელაში წაიყვანა, სადაც უკვე ელოდათ ვაჩე, სახლის კარი გააღო აუხსნა სანდროს რა და როგორ და მალევე წავიდა რომ მშვიდად ესაუბრა და-ძმას, მაგრამ მია ისე ცუდად იყო რომ სანდრო აზრს ვერ ხედავდა მასთან ლაპარაკის, ამიტომ როცა დაღლილ-დაქანცულ მიას თვალები მიელულა , ხელში ფრთხილად აიყვანა , დივანზე დააწვინა, პლედი დააფარა და რომ გასწორდა მიამ ხელი ჩაკიდა და ძლიერად მოუჭირა ცივი თითები
-გთხოვ არ წახვიდე, მარტო არ დამტოვო-შეეხვეწა და როცა სანდრომ გაუღიმა თავზე აკოცა და დივანზე ჩამოჯდა, მშვიდად დახუჭა თვალები, რომ დარწმუნდა რომ მიამ დაიძინა ჯერ ნათიას დაურეკა, აუხსნა რა და როგორ, მერე კი ნიკას დაურეკა
-რა ხდება დააწყნარე ეგ შეშლილი?
-ვერა
-სად ხართ?
-უბანში ჩვენთან... სვაამს... ალბათ მალე უგონო მდგომარეობაში მომიწევს ამის წაყვანა, უკვე გათიშულია ფაქტიურად, აზრზე აღარაა არაფრის...მია როგორაა?
-ჩაეძინა მთელი გზა ტიროდა, ის ნაბიჭვ.არი რატო ვცემეო გითხრა?
-მიას თმაზე შეეხოო-ეგ მითხრა მარტო
-ნაბიჭვ.რი, ისედაც დარწმუნებული ვიყავი რომ თავად მან გამოიწვია ეს ყველაფერი, რამე გაიგე მასზე?
-ძმაკაცებს წაუყვანით, ლაშას კლასელი კი რესტორნის მფლობელის მეგობარი ყოფილა და პოლიციაში არ დაარეკინეს თურმე
-კარგი მიდი დილით მიას დაველაპარაკები, შენ მაგას მიხედე
-კარგი-უთხრა ნიკამ და გაუთიშა.
მეორე დღეს მიამ ლაპარაკის უფლება არ მისცა სანდროს და არც სახლში გაჰყვა, იცოდა რომ ლაშა მივიდოდა და არ უნდოდა მისი დანახვა, სანდრო კი გაბრაზდა მიას ჭირვეულობაზე მაგრამ როგორღაც ახერხებდა რომ თავი მოეთოკა, ნერვებს აჰყოლოდა გაეგო მისთვის, თუმცა მეორე დღეს უკვე ვეღარ შეძლო მიას ცრემელნთან გამკავება და მასთან ლაპარაკი გადაწყვიტა
-მია როდემდე აპირებ აქ დამალვას?-ჰკითხა ბრაზნარევი ტონით
-მისი ნახვა არ მინდა, გესმის? არ მინდა, არ მინდა
-ოდესმე ხომ მოგიწევს მისი ნახვა? თუ მთელი ცხოვრება აპირებ რომ ქმარს დაემალო?
-ჩემი არ გესმის, არავის გესმით,
საერთოდ არავის-ატირდა მია
-მია გინდა რაღაც გითხრა? ნათიას...ოდესმე ვინემ რომ გაბედოს და თმაზე შეახოს თითები მეც ზუსტად იგივეს ვიზამ იმ ნაბიჭვ.არს ან უარეს კიდევ, ასე რომ ნუ გაშინებს მისი გაგიჟება...
-ვთხოვდი, ვეხვეწებოდი შეეწყვიტა... ის კი არ ჩერდებოდა...გესმის? არ ჩერდებოდა? ეს საშინელება იყო, სცემა, დაუნდობლად სცემა, მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ იმიტომ რომ მისნაირი დაუნდობელი და არაორმალური ხარ!-გაბრაზდა მია
-მესმის, შენი მართლა მესმის მია, ვიცი რომ შეგეშინდა... მაგრამ დემეტრემ ის ზღავრი გადმოკვეთა რომლის გადაკვეთის უფლება დიდი ხანია აღარ აქვს, გესმის რა გეუბნები? უფლება არ ჰქონდა რომ შეგხებოდა, შენ ლაშას ცოლი ხარ, მისი საკუთრება ხარ, მისი გოგო ხარ, დემეტრემ დაიმსახურა ასე მოქცევა, როგორ გგონია პოლიცია რატომნარ ჩარიეს ამ საქმეში? იმიტომ რომ ყველამ იცოდა , ლაშა რეალურად მართალი იყო ამ ამბავში, უნდა გაუგო და აპატიო
-არ შემიძლია ასე მარტივად იმ ყველაფერს დავიწყება რაც მოხდა
-კარგი... კარგი... დავალაპარაკები ავუხსნი და
გპირდები რომ სანამ მზად არ იქნები ლაშას უფლებას არ მივცემ რომ გნახოს და მითუმეტეს დაგელაპარაკოს
-მპირდები?-ჰკითხა მიამ დაძაბული ტონით
-გპირდები-უთხრა სანდრომ დარწმუნებით და როგორღაც დაითანხმა სახლში წაყვანაზე.
ლაშას დარწმუნება ძალიან გაუჭირდა სანდროს და რამდენჯერმე წყობრიდანაც გამოვიდა იმის გამო რომ ლაშა მიას ნახვის უფლებას დაჟინებით ითხოვდა
-მიყვარს გესმის?-უთხრა არეული ხმით ლაშამ
-ვიცი რომ გიყვარს და ვიცი რომ მისი ნახვა ძალიან გინდა, მაგრამ მასაც უნდა გაუგო... უბრალოდ დრო სჭირდება რომ ეს ყველაფერი გაიაზროს
-სანდრო ჩემი რატომ არ გესმის?
-ამის დედაც-გაცეცხლდა სანდრო-შენი ყველაზე კარგად მე მესმის, ვიცი რომ შენი ცილი გიყვარს, ვიცი რომ გინდა დაელაპარაკო და შეეხო, მაგრამ მია ძალიან გულნატკენი და შეშინებულია, რაც მეტად დააძალებ შენთან ურთიერთობას მით მეტად აირევა და მეტი აგრესია გაუჩნდება შენს მიმართ მაჰრამ სინამდვილეში საკუთარი თავის მიმართ... იმ ჩხუბში ძალიან უსუსური იყო, არ შეეძლო რომ შეეჩერებინე და აქ კიდევ ერთხელ შეეჯახა იმ მწარე რეალობას რაცას შეზღუდული შესაძლებლობა ჰქვია... დრო მომეცი და გპორდები რომ მე თავად მოვიყვან შენთან -მხარზე ხელი დაარტყა მეგობარს და გაუღიმა

№1 სტუმარი სტუმარი ელა

მაგარი იყო ნეაკო როგორც ყოველთვის.რაც შეეხება მიას და ლაშას ვიცი რო ყველაფერი კარგად ექნებათ უბრალოდ დრო სჭირდებათ.ლაშასიც მესმის იეჭვიანა მაგრამ ასე ცენა ზედმეტი იყო რაც შეეხება სანდროს ყოჩახ ეტყობა რო გამოსწორების გზაზეა და ცდილობს რო იგივე შეცდობა ლაშამ არ დაუშვას რაც მან დაუშვა თავის დროზე .მიასიც მესმის თავს უსუსურად გრძნობს გონია რო ყველას ებრალება და ამიტომ არის ასე.დაველოდები ამ ისტორიის განვითარებას უფრო საინტერესო ხდება და სულ მინდა რო ვკითხულობდე ამ ისტორიას .❤❤

№2 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმე რომ არ ვთქვა არ შემიძლია smile heart_eyes ამ თავს რომ ვკითხულობდი (რამდენი სიგიჟე გააკეთეს), თან ყურსასმენებში Aviccii - The nights ვუსმენდი და ეს ადრენალინი რომ მომაწვა ლამის ცუდად გავხდი. ამის იმის თქმა მინდა რომ ძალიან მაგარი იყო. სიგიჟე იყო, საოცრება იყო! flushed smile heart_eyes ლალიმ კი მომიშალა ნერვები მაგრამ ნათიამ რომ მიასვა ცოტათი მაინც, გულზე მომეშვა. მეთქი ვსო აღარაფერი გვიჭირსთქო სანდრო/ნათია რომ შერიგდა, მაგრამ მერე მია/ლაშა კი არა მია/მია რომ დაიწყო ლამის ავყირავდი. მართლა, გულწრფელაფ ვცდილობ რომ გავუგო. მაგრამ მე ვერ ვუგებ და ვგებულობ თუ ეგ გოგო ამეტებს არ ვიცი. ნერვები ძაან მომიშალა. ბოლობოლო ხომბუნდა შეეგუოს, მაგრამ ოდნავ მაინც რომ წარმომიფგენია რა საშინელი გრძნობაა თავს ვანებებ მის გაკიცხვას. ლაშას სიველურეზე რეაქციაც არ მქონია, გენში აქვთ თუ არ ვიცი რა არი მაგრამ ფაქტია ფსიქოპატების საძმო აქვთ ამათ D:D: მოკლედ მაგარი გოგო ხარ! ❤❤❤ წარმატებები!❤❤❤

№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელა
მაგარი იყო ნეაკო როგორც ყოველთვის.რაც შეეხება მიას და ლაშას ვიცი რო ყველაფერი კარგად ექნებათ უბრალოდ დრო სჭირდებათ.ლაშასიც მესმის იეჭვიანა მაგრამ ასე ცენა ზედმეტი იყო რაც შეეხება სანდროს ყოჩახ ეტყობა რო გამოსწორების გზაზეა და ცდილობს რო იგივე შეცდობა ლაშამ არ დაუშვას რაც მან დაუშვა თავის დროზე .მიასიც მესმის თავს უსუსურად გრძნობს გონია რო ყველას ებრალება და ამიტომ არის ასე.დაველოდები ამ ისტორიის განვითარებას უფრო საინტერესო ხდება და სულ მინდა რო ვკითხულობდე ამ ისტორიას .❤❤

მადლობა ასეთი შეფასებისთვის, სიმართლე გითხრა ბვერი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ეს თავი, რადგან კრიტიკას ველი ამ თავზე, თუმცა მაინც გავბედე დამეწერა, მანტერესებს რა რექციებს გამოიწვევს , მიხარია რომ შენ მოგეწონა და ინტერეს არ კარგავ ამ ისტორიის ❤❤❤❤

№4 სტუმარი სტუმარი Alice

მთელი ისტორია გადახტომებით წავიკითხე რომ სადმე სანდრო/ნათიას ეპიზოდი ამომეჩიჩქნა.
ვაჩეს და თათიას ისტორია საინტერესოა, იმიტომ რომ ახალია. მაგრამ ვერ ვიგებ ლაშას და მიას რატომ ეთმობა ამხელა ადგილი.გავიგეთ უკვე მაგათი ამბავი და ამოვწურეთ. არც ისეთი ეშხი აქვს როგორიც მაგალითად სანდროს, რომ დაუსრულებლად განდომებდეს იკითხო მასზე. იმიტოა სანდრო განსაკუთრებული და გამორჩეული ყველა სხვა პერსონაჟისგან განსხვავებით, რომ ვერ ამოიწურა და ვერ მოძველდა.
არ მიწყინო ძალიან გთხოვ, კიდევ ვიმეორებ თათია და ვაჩე გასაგებია, ახალი წყვილია და ამ მხრივ საინტერესო. თანაც თათია სხვა მხრიდანაც გვაინტერესებს მკითხველს, მაგრამ მია და ლაშა უკვე ზედმეტია რა, მითუმეტეს სანდროს და ნათიას ხარჯზე.

№5  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თიკო
ვაიმე რომ არ ვთქვა არ შემიძლია smile heart_eyes ამ თავს რომ ვკითხულობდი (რამდენი სიგიჟე გააკეთეს), თან ყურსასმენებში Aviccii - The nights ვუსმენდი და ეს ადრენალინი რომ მომაწვა ლამის ცუდად გავხდი. ამის იმის თქმა მინდა რომ ძალიან მაგარი იყო. სიგიჟე იყო, საოცრება იყო! flushed smile heart_eyes ლალიმ კი მომიშალა ნერვები მაგრამ ნათიამ რომ მიასვა ცოტათი მაინც, გულზე მომეშვა. მეთქი ვსო აღარაფერი გვიჭირსთქო სანდრო/ნათია რომ შერიგდა, მაგრამ მერე მია/ლაშა კი არა მია/მია რომ დაიწყო ლამის ავყირავდი. მართლა, გულწრფელაფ ვცდილობ რომ გავუგო. მაგრამ მე ვერ ვუგებ და ვგებულობ თუ ეგ გოგო ამეტებს არ ვიცი. ნერვები ძაან მომიშალა. ბოლობოლო ხომბუნდა შეეგუოს, მაგრამ ოდნავ მაინც რომ წარმომიფგენია რა საშინელი გრძნობაა თავს ვანებებ მის გაკიცხვას. ლაშას სიველურეზე რეაქციაც არ მქონია, გენში აქვთ თუ არ ვიცი რა არი მაგრამ ფაქტია ფსიქოპატების საძმო აქვთ ამათ D:D: მოკლედ მაგარი გოგო ხარ! ❤❤❤ წარმატებები!❤❤❤

მადლობა რომ გამიზიარე შენი გულწრფელი ემოციები, მიხარია რომ მოგეწონა ეს თავი, ცოტა კი დავიძაბე წერისას მაგრამ მაინც გავბედე და ავტვირთე❤❤❤მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის, ყველაფერი ნელ ნელა დალაგდება

№6 სტუმარი სტუმარი Alice

დამავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან კარგი თავი იყო. ????

№7  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი Alice
მთელი ისტორია გადახტომებით წავიკითხე რომ სადმე სანდრო/ნათიას ეპიზოდი ამომეჩიჩქნა.
ვაჩეს და თათიას ისტორია საინტერესოა, იმიტომ რომ ახალია. მაგრამ ვერ ვიგებ ლაშას და მიას რატომ ეთმობა ამხელა ადგილი.გავიგეთ უკვე მაგათი ამბავი და ამოვწურეთ. არც ისეთი ეშხი აქვს როგორიც მაგალითად სანდროს, რომ დაუსრულებლად განდომებდეს იკითხო მასზე. იმიტოა სანდრო განსაკუთრებული და გამორჩეული ყველა სხვა პერსონაჟისგან განსხვავებით, რომ ვერ ამოიწურა და ვერ მოძველდა.
არ მიწყინო ძალიან გთხოვ, კიდევ ვიმეორებ თათია და ვაჩე გასაგებია, ახალი წყვილია და ამ მხრივ საინტერესო. თანაც თათია სხვა მხრიდანაც გვაინტერესებს მკითხველს, მაგრამ მია და ლაშა უკვე ზედმეტია რა, მითუმეტეს სანდროს და ნათიას ხარჯზე.

არ მწყინს, პირიქით მიხარია რომ სანდროს ისტორია მოსაწყენი მაინც არ ხდება ამდენი თავის დაწერის მერე და ისევ ისე ინტერს იწვევს მისი ქცევები როგორც თავიდან ❤❤❤ ლაშა მიას ამბავს შემდეგ თავში საბოლოოდ ამოვწურავ და აღარ გავშლი, რადგან სანდრო ნათიას ურთიერთობა უნდა დავალაგო თავიდან ბოლომდე და მერე უკვე თქვენი ( მკითხველის) სურვილის შესაბამისად შევწყვიტო ეს ისტორია

სტუმარი Alice
დამავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან კარგი თავი იყო. ????

მადლობა, გპირდები შემდეგი თავი ტირანს მიეძღვნება ფაქტიურად მთლიანად ❤❤❤

№8 სტუმარი სტუმარი nazi

კარგი იყო მაგრამ ცოტა სევდიანი ისტორია ნათია და სანდრო დამეკარგნენ რატომღაც მარა მაინც კარგია წარმატებები ❤

№9  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი nazi
კარგი იყო მაგრამ ცოტა სევდიანი ისტორია ნათია და სანდრო დამეკარგნენ რატომღაც მარა მაინც კარგია წარმატებები ❤

მადლობა, შემდეგ თავში აუცილებლად ნათია/ სანდროს ისტორია იქნება მთავარი ❤

№10 სტუმარი სტუმარი მარი

რა საჭიროა ეს მიას დრამები თუ ვერაფერი გამოსწორდება მასთან? რთქმაუნდა წუხს მისი მდგომარეობის გამო და რაცარუნდა ყველამ უმტკიცოს რომ Მისი მდგომარეობის გამო არაა ლაშა მასთან მას ეს ყოველთვის ასე ეგონება და ვერც ვერავინ დაარწმუნებს საწინააღმდეგოში.
წუხს რომ არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მისი ოცნებების ასრულება, ელემენტარული სიარული, რათქმაუნდა ცუდადაა და ცუდად იქნება და აქ მარტო "ლაშას არ ვუყვარვარ"-ზეც არაა ლაპარაკი.
უბრალოდ აზრს ვეღარ ვხვდები მიას მდგომარეობის ახსნის.

სანდრო ამ თავში ყველაზე მეტად მომეწონააა, აი ასეთი გაწონასწორებული და მშვიდი რომ იყოს თავის ურთიერთობაშიც ნათიასთან ალბათ გავაღმერთებდით :დ

№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარი

შემდეგი თავით მია/ ლაშას ისტორია საბოლოოდ უნდა დავხუროო და ამიტომ დავუთმე ეს 21 თავი მათ, რადგან მერე ნათია / სანდროს ურთეირეთობა უნდა ჩაᲛოვაყალიბო საბოლოოდ და ისტორია დასასრულისკენ უნდა წავიყვანო შიგადაშიგ ვაჩე-თათიას ურთიერთობაც იქნება, მაგრამ მცირე დოზით.
მადლობა გამოხმაურებისთვის დ აზრის გაზიარებისთვის❤

№12 სტუმარი სტუმარი mkitxveli

ძალიან კარგი ხარ.საინტერესო თავი იყო.ერთი თხოვნა მაქვს გაწამებული სიუჟეტები არ იყოს ბევრი.პანდემიამ ისედაც დაგვაგლიჯა ნერვული სისტემა..ჩემი აზრით სანდროს რთული ხასიათი აქვს მაგრამ ძალიან ვაჟკაცურია და საიმედო ძმაა,ქმარი,მამა,მეგობარიაა.ასეთი ქმრის პატრონს ბანკის სალაროში სამსახური არც უნდა დაეწყო.როცა ფინანსურათ არ უჭირთ და მთელი დღე იქ გამოკეტვისთვის არ მემეტება არც ნათია არც სანდრო.მიაც ფეხზე უნდა დადგეს რაა.იმდენათ დიდი და მაინც მოყვარული ოჯახია დაეხმარე ამ ტკივილის მოგვარებაში.❤️

№13  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი mkitxveli

შემდეგი თავიდან არ იქნება არავითარი მძიმე სიუჟეტები, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დალაგდება, მიას ამბავზეც რადგან ასე ძალიან შეგტკივათ გული და გიყვართ ეს პერსონაჟი რაღაც გამოსავალს ვიპოვი ( შენი და სხვა მკითხველის დიდი სურვილის გამო)❤❤❤ყველაზე მეტად ის მახარებს რომ სანდრომ შეძლო და დაიმსახურა მკითხველის სიყვარული. შენმა კომენტარმა ძალიან გამამხნევა და გული სითბოთი ამივსო, მადლობა შენ რომ გამომეხმაურე და გამიზაირე შენი ემოციები ❤❤❤

№14  offline წევრი ირო

არც კი ვიცი რა დავწერო,ისეთი კარგია,ისეთი ემოციური რომელი ერთი ავღნიშნო.სანდროს შეცვლა მომწონს,ასევე ის რომ უცებ ერთ თავში არშეცვალე მისი ხასიათი,ნათიაც რომ გააძლიერე და თავის თავის დაცვა დიწყო.

№15 სტუმარი ანუ

ნეაკო

"საბოლოოდ დახურვაში" რა იგულისხმე? O.O

№16 სტუმარი სტუმარი ელენე

სერიალივითაა ეს ისტორია, მეჩვიდმეტე სეზონზე რომ იგებ იხურებაო და მაინც ნაგლად იძახი ცრემლების ღვარღვარით, არ მეყოო. joy
ამ თავის შეფასება გამიჭირდება. მიას და ლაშას წყვილზე მე ჯერ კიდევ როდის ვთქვი ჩემი აზრი და მანდ დავამთავრე.
სანდროს რაც შეეხება, ახლა რაღაცას ვიტყვი და უმორჩილესად გთხოვთ ყველას ზუსტად ისე გაიგეთ როგორც ვიტყვი joy ხასიათის შენარჩუნებას მე ვითხოვდი და ვიცი, რომ სამსახურზე გაჭედვაც გარკვეულწილად ამ მიზანს ემსახურება, მაგრამ გამახსენდა ნანას სიტყვები, სანდროსთან ნათქვამი - ნათიას თავისუფლება ჭირდებაო. ხოდა ცოტა გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ სანდროს ეს არ გაახსენდა და ამდენი დავიდარაბის მერე სამსახურზე ამხელა ამბავი ატეხა. მით უფრო, რომ ნათია ისედაც მუშაობდა, რაც მას დაშორდა. ბანკი ისე მეზიზღება ვერაფრით ვერ წარმომიდგენია მანდ რატომ უნდა დათანხმდე მუშაობას როცა ფულის პრობლემა არ გაქვს, მაგრამ "ენივეი" რადგან თვითონ უნდა ამით სანდროს რა უშავდება ეგ ვერ გავიგე. ნუ ფაქტიურად იგივეს გეკითხები რაც ნენემ იკითხა. ოღონდ ხაზს ვუსვამ, რომ მე არ ვითხოვ არც სიუჟეტის და მითუმეტეს არც სანდროს ცვლილებას. უბრალოდ გაგება მინდა იმის რაც ვერ გავიგე, თორე მოვლენები ზედმეტად საინტერესოდაც კი ვითარდება და ცვლილებას არ საჭიროებს.

№17 სტუმარი სტუმარი თეო

სანდროს ცხოველურ საქციელს აპრავებ ეხლა ლაშაც დაუმატე თან თურმე სიყვარულის სახელით და ხშირად იმეორებ რომ ჩემი გოგო ხარ ჩემი საკუთრება, საშინელებაა ეს ნორმაა? უფრო საშინელება ბრავოს ძახილია კომენტარებში

№18 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი თეო
სანდროს ცხოველურ საქციელს აპრავებ ეხლა ლაშაც დაუმატე თან თურმე სიყვარულის სახელით და ხშირად იმეორებ რომ ჩემი გოგო ხარ ჩემი საკუთრება, საშინელებაა ეს ნორმაა? უფრო საშინელება ბრავოს ძახილია კომენტარებში

შეგიძლიათ გაეშვათ ამ ისტორიას თუ არ მოგწონთ, არ ვართ თქვენი ყურადღების ღირსები innocent

№19 სტუმარი Mkitveli

ნეაკო
სტუმარი mkitxveli
ძალიან კარგი ხარ.საინტერესო თავი იყო.ერთი თხოვნა მაქვს გაწამებული სიუჟეტები არ იყოს ბევრი.პანდემიამ ისედაც დაგვაგლიჯა ნერვული სისტემა..ჩემი აზრით სანდროს რთული ხასიათი აქვს მაგრამ ძალიან ვაჟკაცურია და საიმედო ძმაა,ქმარი,მამა,მეგობარიაა.ასეთი ქმრის პატრონს ბანკის სალაროში სამსახური არც უნდა დაეწყო.როცა ფინანსურათ არ უჭირთ და მთელი დღე იქ გამოკეტვისთვის არ მემეტება არც ნათია არც სანდრო.მიაც ფეხზე უნდა დადგეს რაა.იმდენათ დიდი და მაინც მოყვარული ოჯახია დაეხმარე ამ ტკივილის მოგვარებაში.❤️

შემდეგი თავიდან არ იქნება არავითარი მძიმე სიუჟეტები, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დალაგდება, მიას ამბავზეც რადგან ასე ძალიან შეგტკივათ გული და გიყვართ ეს პერსონაჟი რაღაც გამოსავალს ვიპოვი ( შენი და სხვა მკითხველის დიდი სურვილის გამო)❤❤❤ყველაზე მეტად ის მახარებს რომ სანდრომ შეძლო და დაიმსახურა მკითხველის სიყვარული. შენმა კომენტარმა ძალიან გამამხნევა და გული სითბოთი ამივსო, მადლობა შენ რომ გამომეხმაურე და გამიზაირე შენი ემოციები ❤❤❤

პასუხიც კი უსაყვარლესი გაქვს შენი შესაფერისი❤არ ღიზიანდები თხოვნაზე და შენიშვნაზე,მოკლეთ განსხვავებული ხარ❤❤❤

№20 სტუმარი სტუმარი მარიამი

გოგოოო????????რასგვიკეთებ ჰაა?ცოტა დაგვინდე რააა????????ეს თავი რაღაც ძაან ქაჯობა და ფსიხი იყო მაგრამ,მგონი ამთავში იაევ ვაჩეს და თათიას დიალოგის დეფიციტი იყო????აი ძაალიან გთხოვ ნახევარუ თავი მაგათ დაუთმე რაა????❤️

№21  offline მოდერი ნეაკო

მოკლეთ გადავწყვიტე რომ ისევ ახსნა-განმარტებები გავაკეთო ჩემს ნაწერზე.

,,ჩემი კასუთრება ხარ " -მე როგორც მწერალს მიყვარს ამ ფრაზის დაწერა.

,,ჩემი გოგო ხარ" -ამ ფრაზის დაწერა-გამოყენებაც მიყვარს

ზოგადა მიყვარს როცა ვწერ თუ როგორ ცდილობს ბიჭი გოგონას ,,შებმას"

ასევე მიყვარს წერა თუ როგორ აწვალებს ეს გოგო ამ ბიჭს.

მე მიყვარს უბრალოდ ასე, ამგვარად წერა და ეს იმას არ ნიშნავს მკითხველს თავს გახვევთ ჩემს შეხედულებას ამ საკითხზე.

ახლა სიტყვა ,,საკუთრების" ჩემეულ მნიშვნელობას ავხსნი / ჩემი აზრით რეალურად ცოლი სწორედ ქმრის საკუთრებაა და ქმარი ცოლის! განმარტება-ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთმა მეორეს თავისუფლება უნდა შეუზღუდოს, დაუწესოს აკრძალვები და წესები!!! უბრალოდ ვფიქრობ რომ ცოლ-ქმარი ერთი მეორის საკუთრებაა და ამაში საშინელებას ვერაფერს ვხედავ. ის რომ ვოღაც მესამე მეუღლეებშორის არ უნდა ჩადგეს სწორად მიმაჩნია.
საკუთრების სხვანაირი მახინჯი მხარე წარმოვაჩინე ისტორიის პირველ ნაწილში სანდრო/ ნათიას ურთიერთობაში (როცა სანდრო ყველანაირად ზღუდავდა ნათიას -ეს უბრალოდ საშინელებაა ) მაგრამ წერის დროს არ ვგულისხმობ რომ სწორია ერთმა მეორე დაჩაგროს კუთვნილების მოტივით!!!

კიდევ იყო შენიშვნა სიტყვა ბიჭი/ გოგოს ხმარებაზე 29 წლის ასაკის ადამიანებზე.
მე უბრალოდ არ მიყვარს სიტყვა ქალი/ კაცის გამოყენება წყვილზე, როგორც მწერალს და მხოლოდ ამიტომ.

კიდე თათია/ ვაჩეზე-ძალიან გთხოვთ ნუ მიბრაზდებით ამ წყვილზე ( ის რომ გოგო თავს იფასებს და ბიჭი მაინც ძალდატანებულად ცდილობს მასთან ურთიერთობას) ამას თავისი ახსნა აქვს და ნელ- ნელა გაგაცნობთ მიზეზებს თუ რა და რატომ.
ამ წყვილში მე ვერაფერს ვხედავ ვერც აგრესიულს და ძალადობას მითუმეტეს.

მოკლეთ ბევრი რომ არ გავაგრძელო მე ასე მესმის, ასეთი შეხედულება და დამოკიდებულება მაქვს წერის სამყაროზე სადაც შეგიძლია ყველაფერი ისე ააწყო და დაალაგო როგორც შენ გსურს. ასე მომწონს წერა სულ ესაა

№22 სტუმარი სტუმარი ნეაკო

ანუ
ნეაკო
სტუმარი მარი
რა საჭიროა ეს მიას დრამები თუ ვერაფერი გამოსწორდება მასთან? რთქმაუნდა წუხს მისი მდგომარეობის გამო და რაცარუნდა ყველამ უმტკიცოს რომ Მისი მდგომარეობის გამო არაა ლაშა მასთან მას ეს ყოველთვის ასე ეგონება და ვერც ვერავინ დაარწმუნებს საწინააღმდეგოში.
წუხს რომ არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მისი ოცნებების ასრულება, ელემენტარული სიარული, რათქმაუნდა ცუდადაა და ცუდად იქნება და აქ მარტო "ლაშას არ ვუყვარვარ"-ზეც არაა ლაპარაკი.
უბრალოდ აზრს ვეღარ ვხვდები მიას მდგომარეობის ახსნის.

სანდრო ამ თავში ყველაზე მეტად მომეწონააა, აი ასეთი გაწონასწორებული და მშვიდი რომ იყოს თავის ურთიერთობაშიც ნათიასთან ალბათ გავაღმერთებდით :დ

შემდეგი თავით მია/ ლაშას ისტორია საბოლოოდ უნდა დავხუროო და ამიტომ დავუთმე ეს 21 თავი მათ, რადგან მერე ნათია / სანდროს ურთეირეთობა უნდა ჩაᲛოვაყალიბო საბოლოოდ და ისტორია დასასრულისკენ უნდა წავიყვანო შიგადაშიგ ვაჩე-თათიას ურთიერთობაც იქნება, მაგრამ მცირე დოზით.
მადლობა გამოხმაურებისთვის დ აზრის გაზიარებისთვის❤

"საბოლოოდ დახურვაში" რა იგულისხმე? O.O

ის ვიგულისხმე ჩემო კარგო რომ 22 თავში გაარკევევნ საბოლოოდ ურთიერთობას და დასრულდება მათი ამბავი, რომელასც აღარ მივუბრუნდები და გამოჩნდებიᲜ ხოლმე 2/3 სიტყვით. ისტორია დაიწერება მხოლოდ ნათია/ სანდრო და თათია/ ვაჩეზე

Mkitveli
ნეაკო
სტუმარი mkitxveli
ძალიან კარგი ხარ.საინტერესო თავი იყო.ერთი თხოვნა მაქვს გაწამებული სიუჟეტები არ იყოს ბევრი.პანდემიამ ისედაც დაგვაგლიჯა ნერვული სისტემა..ჩემი აზრით სანდროს რთული ხასიათი აქვს მაგრამ ძალიან ვაჟკაცურია და საიმედო ძმაა,ქმარი,მამა,მეგობარიაა.ასეთი ქმრის პატრონს ბანკის სალაროში სამსახური არც უნდა დაეწყო.როცა ფინანსურათ არ უჭირთ და მთელი დღე იქ გამოკეტვისთვის არ მემეტება არც ნათია არც სანდრო.მიაც ფეხზე უნდა დადგეს რაა.იმდენათ დიდი და მაინც მოყვარული ოჯახია დაეხმარე ამ ტკივილის მოგვარებაში.❤️

შემდეგი თავიდან არ იქნება არავითარი მძიმე სიუჟეტები, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დალაგდება, მიას ამბავზეც რადგან ასე ძალიან შეგტკივათ გული და გიყვართ ეს პერსონაჟი რაღაც გამოსავალს ვიპოვი ( შენი და სხვა მკითხველის დიდი სურვილის გამო)❤❤❤ყველაზე მეტად ის მახარებს რომ სანდრომ შეძლო და დაიმსახურა მკითხველის სიყვარული. შენმა კომენტარმა ძალიან გამამხნევა და გული სითბოთი ამივსო, მადლობა შენ რომ გამომეხმაურე და გამიზაირე შენი ემოციები ❤❤❤

პასუხიც კი უსაყვარლესი გაქვს შენი შესაფერისი❤არ ღიზიანდები თხოვნაზე და შენიშვნაზე,მოკლეთ განსხვავებული ხარ❤❤❤

მადლობა ასეთი შეფასებისთვის ❤ყველანაირად ვცდილობ რომ გავითვალისწინო შენიშვნები

№23  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარიამი
გოგოოო????????რასგვიკეთებ ჰაა?ცოტა დაგვინდე რააა????????ეს თავი რაღაც ძაან ქაჯობა და ფსიხი იყო მაგრამ,მგონი ამთავში იაევ ვაჩეს და თათიას დიალოგის დეფიციტი იყო????აი ძაალიან გთხოვ ნახევარუ თავი მაგათ დაუთმე რაა????❤️

შემდეგ თავებში ნათია/სანდრო და თათია/ვაჩეს წყვილი იქბნეა მხოლოდ, მიხარია რომ მოგეწონა ეს თავი ❤❤❤

სტუმარი თეო
სანდროს ცხოველურ საქციელს აპრავებ ეხლა ლაშაც დაუმატე თან თურმე სიყვარულის სახელით და ხშირად იმეორებ რომ ჩემი გოგო ხარ ჩემი საკუთრება, საშინელებაა ეს ნორმაა? უფრო საშინელება ბრავოს ძახილია კომენტარებში

ჩემო კარგო ფსიქოლოგად კი არ ვმუშაობ ამ საიტზე, მე უბრალოდ მომწონს ეს სიტყვები და ხშირად ვიყენებ და კიდევაც გამოვიყენებ, ამით არ მგონია რომ ვინემს ზიანს ვაყენებდე, მომწონს იმის წერა რასაც ვწერ სულ ესაა, არავის ჩემი ისტორიებით ცხოვრებუსეულ გაკვეთილებს არ ვუტარებ ... მადლობა გამოხმაურებისთვის

სტუმარი ელენე
სტუმარი თეო
სანდროს ცხოველურ საქციელს აპრავებ ეხლა ლაშაც დაუმატე თან თურმე სიყვარულის სახელით და ხშირად იმეორებ რომ ჩემი გოგო ხარ ჩემი საკუთრება, საშინელებაა ეს ნორმაა? უფრო საშინელება ბრავოს ძახილია კომენტარებში

შეგიძლიათ გაეშვათ ამ ისტორიას თუ არ მოგწონთ, არ ვართ თქვენი ყურადღების ღირსები innocent

ადრე დავუწერე ერთერთ მკითხველს თუ არ მოგწონთ ნუ წაიკითხავთ-მეთქი და ლამის გადამიარეს ამის გამო, არადა თუ არ მოგწონს მწერლის შეხედულებები, დამოკიდებულებებ ამათუ იმ საკითხზე და გაღიზიანებს კიდეც მისი ნაწერი, ვერ ვხვდები რატომ უნდა იკითხო ის და თან განრაზდე ამაზე ❤

nene gelovani
ვერ ვხდები რატომ არ უნდა, რომ იმუშაოს. რიტორიკულად არ ვკითხულობ, მართლა ვერ ვიგებ სანდროს რეალურ მოტივს ამ შემთხვევაში. ლალისი მესმის, ძველი თაობის გაუნათლებელი, უკულტურო ქალია, რომელსაც ქალი მარტო ბავშვის გაზრდისთვის დაბადებულად მიაჩნია. ისიც მესმის რომ დაღალა ამ წყვილის პრობლემებმა და ნერვები ეშლება როცა მის შვილს ეწინააღმდეგება, თითქოს ეშინია ისევ იგივე არ დაიწყოს, მაგრამ სანდრო? სანდრო არც უკულტუროა, არც გაუნათლებელი და არც უსაფუძვლოდ ეჭვიანი(აქამდე არც ერთხელ გამოუმჟღავნებია), რომ ამის გამო ეშინოდეს ცოლის სამსახური. ამიტომ გულწრფელად მაინტერესებს შენი თვალით დანახული ეს საკითხი.

22 თავში ავხსნი, თუ მოვახერხე რატომ ჭედავს სამდრო ამ საკითხეზე, მაგრამ მერე ამასაც ეშველება და ყველაფერი დალაგდება ❤❤❤

სტუმარი ელენე
სერიალივითაა ეს ისტორია, მეჩვიდმეტე სეზონზე რომ იგებ იხურებაო და მაინც ნაგლად იძახი ცრემლების ღვარღვარით, არ მეყოო. joy
ამ თავის შეფასება გამიჭირდება. მიას და ლაშას წყვილზე მე ჯერ კიდევ როდის ვთქვი ჩემი აზრი და მანდ დავამთავრე.
სანდროს რაც შეეხება, ახლა რაღაცას ვიტყვი და უმორჩილესად გთხოვთ ყველას ზუსტად ისე გაიგეთ როგორც ვიტყვი joy ხასიათის შენარჩუნებას მე ვითხოვდი და ვიცი, რომ სამსახურზე გაჭედვაც გარკვეულწილად ამ მიზანს ემსახურება, მაგრამ გამახსენდა ნანას სიტყვები, სანდროსთან ნათქვამი - ნათიას თავისუფლება ჭირდებაო. ხოდა ცოტა გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ სანდროს ეს არ გაახსენდა და ამდენი დავიდარაბის მერე სამსახურზე ამხელა ამბავი ატეხა. მით უფრო, რომ ნათია ისედაც მუშაობდა, რაც მას დაშორდა. ბანკი ისე მეზიზღება ვერაფრით ვერ წარმომიდგენია მანდ რატომ უნდა დათანხმდე მუშაობას როცა ფულის პრობლემა არ გაქვს, მაგრამ "ენივეი" რადგან თვითონ უნდა ამით სანდროს რა უშავდება ეგ ვერ გავიგე. ნუ ფაქტიურად იგივეს გეკითხები რაც ნენემ იკითხა. ოღონდ ხაზს ვუსვამ, რომ მე არ ვითხოვ არც სიუჟეტის და მითუმეტეს არც სანდროს ცვლილებას. უბრალოდ გაგება მინდა იმის რაც ვერ გავიგე, თორე მოვლენები ზედმეტად საინტერესოდაც კი ვითარდება და ცვლილებას არ საჭიროებს.

ვეცდები 22 თავში ავხსნა რატო უნდა ერთ ასე და მეორის ისე...
23 თავში ყველაფერი დალაგდება და მერე თქვენი აზრის გათვალისწინებით ვიფოქრებ როდის დასრულდეს ისტორია ❤❤❤

ირო
არც კი ვიცი რა დავწერო,ისეთი კარგია,ისეთი ემოციური რომელი ერთი ავღნიშნო.სანდროს შეცვლა მომწონს,ასევე ის რომ უცებ ერთ თავში არშეცვალე მისი ხასიათი,ნათიაც რომ გააძლიერე და თავის თავის დაცვა დიწყო.

მიხარია რომ მოგწონს ეს ისტორია და მოვლენების ასე განვითარება ❤❤❤

№24 სტუმარი სტუმარი ელენე

ყურადღება არ მიაქციო თითო-ოროლა ცუდ გამოხმაურებას, გაცილებით ცოტანი არაიან იმათთან შედარებით ვინც ამ ისტორიით აღფრთოვანებულია.
პ.ს. შენმა კომენტარმა დამაინტრიგა და მოუთმენლად ველოდები 22-ე თავს. blush

№25  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
ყურადღება არ მიაქციო თითო-ოროლა ცუდ გამოხმაურებას, გაცილებით ცოტანი არაიან იმათთან შედარებით ვინც ამ ისტორიით აღფრთოვანებულია.
პ.ს. შენმა კომენტარმა დამაინტრიგა და მოუთმენლად ველოდები 22-ე თავს. blush

ვაიმე რა საყვარელი ხარ❤❤❤ მაინც ძალიან მოქმედებს ეს ყველაფერი ჩემზე და ვცდილობ ავხსნა რა და რატომ❤❤❤ამ ისტორიის გაგრძელებაც იმიტომ გავბედე რომ ბევრად მეტ ადამიანს შეგიყვარდათ ტირანი და მათ ვიᲜც შეიძულეს ❤❤❤❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent