შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თავიდან! {თავი 4}


8-04-2021, 10:03
ავტორი ქეთათო4
ნანახია 3 647

თვალის გახელისთანავე სხეულზე აკრული თაია შეამჩნია და სასიამუვნოდ გასცრა. ქალის თანაბარი სუნთქვა ყელზე ეფრქვეოდა და რეალობას სწყვეტდა. არ გატოკებულა, თაიას მშვიდ ძილს დარაჯობდა. თითოეულ სუნთქვას და მათ შორის გამოტოვებულ ინტერვალს ითვლიდა. მობილურის მოულოდნელმა წკრიალმა ქალიც გააღვიძა და ლილეც.
-ჯანდაბა. სასწრაფოდ წამოდგა საწოლიდან და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა.
-ხო სოფია. მეორე ოთახში გასულს ეჭვნარევი მზერა გააყოლა ნაკაშიძემ და ფეხზე წამოდგა. კართან ახლოს დადგა, უნდოდა, გაეგო რას საუბრობდა ბაბლუანი, მაგრამ არ ესმოდა.
-ხო სოფიაა. გამოაჯავრა და ლილესკენ წავიდა, რომელიც გაოცებული უყურებდა.
-რას შეჭამს დედიკოს სიყვარული? თმებზე მიეფერა და ჩაიხუტა.
-ბურგერი. ტაში შემოჰკრა და იმ წამს შემოსულ დიმას შეაფრინდა.
-მამიკო წავიდეთ ბურგერებზე. თვალებით ჭამდა თაია კაცს.
-კარგი წავიდეთ. ტუჩები მიაწება და დაბღვერილ ნაკაშიძეს მიანათა მზერა.
-პრობლემა იქნება ჩემი მდივანი, რომ იქ მოვიდეს? სხვათაშორისად შეეკითხა ქალს და ლილე მკლავებიდან გაათავისუფლა.
-არანაირი. მხრები აიჩეჩა, ვითომ არაფერი ხდებოდა. ვერ ხსნიდა, რატომ უდუღდა სისხლი სხვა ქალის ხსენებაზე, მაგრამ აშკარა იყო ეს სოფია დიდ როლს თამაშობდა ბაბლუანის ცხოვრებაში.
-მოემზადეთ და გავიდეთ.
-ვერ გიტან. ჩუმად ჩაილაპარაკა და დიმას მკვლელ გამოხედვაზე ჯიქურად გაუსწორა თვალი. რა თქმა უნდა, არ აპირებდა სახლში დარჩენას. წავიდოდა, ნახავდა ქალს, დააკვირდებოდა და ამის შემდეგ გამოიტანდა დასკვნას. ერთი გაფიქრება კი გაიფიქრა სახლში დავრჩებიო, მაგრამ საბოლოოდ კართან იდგა გამზადებული და მამა-შვილს ელოდა.
-დედა, რა ლამაზი ხარ. ლილესგან კომპლიმენტი ესიამუვნა, მაგრამ ის უფრო დიმამ ცერად რომ აათვალიერა და მკერდთან ჭრილზე თვალები მოჭუტა.
-სითამამე შეგიტანია ჩაცმულობაში. მანქანისკენ დაიძრა.
ჩათვალა, რომ პასუხი არ უნდა გაეცა ბაბლუანისთვის. ჯიუტად დაჯდა უკან და ლილე მიიხუტა.
-წინ ვიკბინები? სარკიდან უყურებდა ქალს, მის მაღალ ყელს, ყელზე მოცეკვავე სამ ხალს...
-შესაძლოა. მხრები აიჩეჩა და თავი ფანჯრისკენ გააბრუნა.
ავტომობილი ღმუილით დაიძრა და სულ მალე დიდი სიჩქარით მიჰქროდა წყნეთის გზაზე. ხანდახან თუ გადააწყდებოდა ქალისა და კაცის თვალები ერთმანეთს და მაშინვე სხვა მხარეს იხედებოდა ნაკაშიძე. ტელეფონის ზარმა გააფუჭა ყველაფერი..
-შენს სახლთან ვარ. მიხვდა ვისზეც იყო საუბარი და სისხლმა ტვინში აასხა. იცოდა სოფიას სახლი. რამდენიმე სცენა დაუდგა თვალწინ. ყველა ერთმანეთზე უარესი იყო. ნერწყვი მძიმედ გადაუშვა საყლაპავში. დაჟინებული მზერა ჰქონდა ხორცისფრად შეღებილ კარზე მიპყრობილი. გამოვიდა... ენა ვერ მოატრიალა რამე ეთქვა. იმდენად დახვეწილი იყო ქალი, სიარულის მანერაც კი აღაფრთოვანებდა ადამიანს. მოზომილი ნაბიჯებით მოიწევდა წინ. უნაკლო სახეზე მზის სხივები ეცემოდნენ. სათვალე მოირგო და ღიმილით წამოვიდა ნაცნობი მანქანისკენ. კარის დაკეტვის შემდეგ მოვიდა გონს. ხმა ჰქონდა საოცარი.
-გამარჯობა. დიმა გადაკოცნა და ყურადღება უკან გადმოიტანა.
-შენ ლილე ხომ? თითქოსდა არც კი შეუმჩნევია იქ თაიაც, რომ იყო.
-კი. თავი დაუქნია და დედას კიდევ უფრო აეკრა.
-მამიკო შენზე ბევრს ყვება.
-მართლა? ენაზე იკბინა მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. ფრჩილები დააჭირა ხელის გულზე და მწვავე ტკივილზე თვალებიდან ცრემლი გადმოვარდა.
-უკაცრავად, დიმა შეგიძლია აქ გამიჩერო? აქ ვერ იქნებოდა. ქალი ყველაზე კარგად ხვდება, მეორე ქალის მზერის შინაარს. მიხვდა... სოფია დიდი სიყვარულით უმზერდა დიმას.
-რატომ? სარკიდან უყურებდა.
-საქმე მაქვს, უბრალოდ გამიჩერე და თქვენ წადით. მხრები აიჩეჩა. ცოტაც და ბავშვივით აღრიალდებოდა.
-კარგი. ეწყინა... უნდოდა არ გაეჩერებინა, მაგრამ გააჩერა. ლილეს აკოცა, ჩანთა აიღო და მანქანიდან გადახტა. არაფერი უკითხავს ბაბლუანს სწრაფად მოსწყვიტა ავტომობილი ადგილს. გული შეეკუმშა ქალს.
-ხეპრე. ცრემლებმა უკვე თამამად გადმოკვეთეს საზღვრები. გულში დატრიალებული ქარიშხალი ძალას ართმევდა. ძალა არ ჰქონდა ევლო. იქვე ჩამოჯდა და დაფიქრდა. საკუთარ თავზე. რა არ ჰქონდა, რაც შეიძლება სოფიაში ეპოვნა დიმას? საკუთარ თავს გამუდმებით ამას უმეორებდა და საბოლოოდ პასუხი იყო ერთი. მტკივნეული, მაგრამ ცალსახა. ნდობა. კიდევ უფრო მეტად ატკინა ამ ყველაფერმა გული. წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაუყვა ნაცნობ ქუჩას, რომელზეც გაზაფხული დამდგარიყო. ტყემლის ხეები თეთრად აფეთქებულიყვნენ და მშვენიერ პეიზაჟს ქმნიდნენ. საბოლოოდ მაინც საკუთარი სახლის წინ იდგა, რომლისგანაც მხოლოდ ფერფლიღა იყო დარჩენილი. რატომ იტანჯავდა თავს, თვითონაც არ იცოდა. რკინის კარი ხმაურით შეაღო და დაფერფლილ წარსულში გაიარა. მიაბიჯებდა საკუთარ ბავშვობაში, თინეიჯერობასა და დიდობაში.. საუკეთესო წლებში მიაბიჯებდა და თითოეული ნაბიჯი გულს უსერავდა. ერთადერთი რკინის სკამი ეგდო იქ. თვალწინ დაუდგა, როგორ დაატარებდა ამ სკამს ბავშვობაში. ტკივილებს შორის ყველაზე მძაფრი იყო ეს. თავისმა საყვარელმა ადამიანმა ჩაიდინა ეს ყველაფერი და ეს კიდევ უფრო მეტად სტკენდა. კონტრასტი იყო ეზოში, აყვავებული ატმის ხეები და ფერფლად ქცეული ნაკაშიძეების ბუდე. ბუდე, რომელშიც თაია არ ყოფილა ბედნიერი, მაგრამ მაინც თვლიდა, რომ საუკეთესო წლებს ფრაგმენტებად სწორედ ეს კედლები ინახავდნენ.
გვიანიბამდე შემორჩა იქ. ელენას ზარებს არ პასუხობდა, იცოდა, რატომაც რეკავდა ბაბლუანი. ნელა წამოდგა ფეხზე. გასასვლელისკენ წავიდა, უკან ტოვებდა ტკივილს, ცრემლს, მაგრამ ბედნიერებასაც. კარი ისევ ხმაურით მოიხურა და დამძიმებული ჩაუყვა ქუჩას. ტაქსი გააჩერა, მისამართი უკარნახა. მინაზე თავმიდებული ებრძოდა სულის ტკივილს. არ უნდოდა ეტირა. უნდოდა ძლიერი ყოფილიყო. ახლა მხოლოდ სიძლიერე უშველიდა. მხოლოდ ძლიერი თაია შეძლებდა დიმა ბაბლუანის ცხოვრებიდან სხვა ქალის ამოშლას. წელში გამართულმა შეაბიჯა სასტუმრო ოთახში. ყველა იქ იყო. მისი შესვლისთანავე ყველა გაჩუმდა და დიმას მიაჩერდნენ. სისხლისფერი თვალები ჰქონდა ბაბლუანს.
-დედა. ლილემ ოდნავ გაანეიტრალა სიტუაცია და ქალს საკუთარი პაწაწინა მკლავები მოჰხვია.
-როგორ გაერთე დე? მოყაზე აკოცა და ბავშვის სურნელთან ერთად, საყვარელი მამაკაცის სურნელიც ღრმად შეისუნთქა, რომელიც ლილესას კარგად ერწყმოდა.
-კარგად. მერე იმ ქალმა თავისთან დაგვპატიჟა და როიალზე დაუკრა. შეტორტმანდა. დიმას გახედა. ცრემლები უკუაგდო და გაიღიმა.
-შენც ხომ იცი დაკვრა დე? ძლივს შეიმაგრა თავი.
-მე ვთქვი, რომ შენ უკეთესად გამოგდის. ლილემ უშველა. მაშინვე მოეხვია და ობოლი ცრემლი შვილის საყელოს დაეცა.
-ოთახში გელოდები. ორი სიტყვა გადაუგდო ბაბლუანმა და კიბეები აიარა.
დაიძაბა, მაგრამ უკან დახევას აღარ აპირებდა. მშიშარა არ იყო. აღარ იქნებოდა მშიშარა და საცოდავი. მოსაცმელი იქვე დადო, ელენას გახედა და თავადაც აითვალა კიბეები. შავად შეღებილი კარი შეაღო და ფანჯრის რაფასთან მდგარ ბაბლუანს გაუსწორდა. არაფრის თქმა არ იყო საჭირო, უთქმელად იცოდა, რომ გაავებული იყო ამ წამს დიმა.
-სად იყავი? ძარღვები დასჭიმვოდა.
-საქმე მქონდა. მხრები აიჩეჩა და საწოლზე ჩამოჯდა.
-არ მინდა ძლიერი გოგოს იმიჯი. მიპასუხე სად იყავი.
-არ ვარ ვალდებული გითხრა. თვალებში უყურებდა და ახლა თავადაც ბრაზს გრძნობდა.
-არ გამაგიჟო თაია, თორემ ხომ იცი,რომ ცუდი ვხდები? მისკენ წაიწია.
-შეგიძლია გახდე.
-თაია.
-დიმა შემეშვი კარგი? ვერ ვხდები, რა გინდა? შენთან ვცოვრობ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეგიძლია ჩაერიო ჩემს ცხოვრებაში. აქ მხოლოდ ლილეს გამო ვარ.
-არ შემიძლია? შენი აზრით არ შემიძლია ჩავერიო? დაგავიწყდა ვის ელაპარაკები?
-ნუ ყვირი. ფეხზე წამოდგა. უსუსურობა აგიჟებდა.
-მიპასუხე სად იყავი. ლარნაკი სარკის მიმართულებით გაისროლა.
-ჩემს სახლში. ამოიღრიალა და უმწეოდ ჩამოყარა ხელები.
-ჩემს სახლში, რომელიც ნაფერფლებად აქციე. იქ ვიყავი. დამშვიდდი ახლა? მეორედ აღარ გაბედო, ჩაერიო ჩემს ცხოვრებაში.
-აღარ წახვალ.
-შენ ვერ დამიშლი. რას იზამ გამომკეტავ? მე და შენ დავსრულდით. ახლა მე თავისუფალი ქალი ვარ, შენც ასევე.
-ვინ გიჭედავს მაგ სისულელეებით თავს? თავისუფალი ქალი არ ხარ. აქედან დავიწყოთ.
-მე დავასრულე საუბარი. გვერდის ავლა სცადა, მტივნეულად ჩაფრენილმა ხელმა რომ შეაჩერა და კედელს ააკრა.
-ჩემთან ლაპარაკი დაგავიწყდა ნაკაშიძე? მილიმეტრებიც კი გააქრო მათ შორის.
-უნდა მახსოვდეს? ირონია გაურია ხმაში. აგიჟებდა... იცოდა, რომ ამით აგიჟებდა, მაგრამ მოსწონდა. ძველი თაია ისევ ბრუნდებოდა მასში.
-მაშინაც ასეთი იყავი. მუდმივად მეურჩებოდი და შემშალე. ახლა აღარ გამოგივა. ღრმად შეისუნთქა ქალის სურნელი.
-არც ვცდილობ. იცრუა
-არც ეცადო, წაგებული შენ დარჩები და შესაძლოა მეორე ბავშვით.
ფრაგმენტებად ამოუტივტივდა ქალს წარსული და დიმას სიტყვების გაანალიზების შემდეგ კაცი იქ აღარ დახვადა. ტუჩზე იკბინა...
-ჯანდაბა. დაგროვილი ჰაერი ფილტვებიდან გამოუშვა და საწოლზე წამოჯდა. ახსოვდა ბაბლუანს ყველაფერი. ის დღე, რომელმაც შეცვალა ორივეს ცხოვრება კარგად ახსოვდა. ამ ფაქტმა გაახარა თაია. უნებურად დაისვა თითები ყელზე და რბილ საწოლს შეერწყა.
----
ვერ მიხვდა, როგორ ჩაეძინა მაგრამ მობილურის გულის გამაწვრილებელმა წკრიალმა მოიყვანა გონს. ზლაზვნით წამოდგა ფეხზე და ბაბლუანის ტელეფონს დააშტერდა. მისთვის ზედმეტად უსიამუვნო ადამიანი რეკავდა. არ უპასუხებდა, მაგრამ სულმა წასძლია და სანამ რამეს იტყოდა ქალმა დაასწრო.
-გელოდები დიმა, შენი საყვარელი თეთრი ღვინოც აქაა. საძირკველი მოერყა და საყრდენის გარეშე დარჩა ნაკაშიძე. სასწრაფოდ გათიშა მობილირი და უმისამართოდ მოისროლა.
-ასე გინდა დიმა? თეთრი ღვინო ხომ? მე შენ გიჩვენებ. კიბეები ჩაირბინა და სასადილო ოთახში მყოფებს მოავლო თვალი.
-მე მივდივარ, ლილე დედი, ელმა დაგაძინოს. დიმასთვის არც კი გაუხედავს, შვილს მოეხვია და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი. უკნიდან ადევნებულ ხმას ყურადღება არ მიაქცია. ეზოში გავიდა და ეცადა სწრაფად ჩაერბინა დაღმართი. უშედეგოდ. მაინც დაეწია კაცი.
-მოდი აქ. ისე დაითრია ქალის ხელი, რომ მასზე აწებებული აღმოჩნდა ნაკაშიძე.
-გამიშვი. უშედეგოდ გაიბრძოლა.
-დღეს რამე ხდება და არ ვიცი? კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა ხელი.
-გამიშვი ახლავე. ხელზე დაეჯაჯგურა კაცს, მაგრამ ძვრა ვერ უყო.
-დღეს ჩემთან ერთად მოდიხარ, ასე რომ შენი საქმე შემდეგისთვის გადადე.
-არ ვაპირებ. ხელი ძლივს გამოჰგლიჯა და ზურგი აქცია.
-გითხარი გასაგებად ხო? დიმას მაღალი ტემბრი მაინც აშინებდა ნაკაშიძეს.
-სად უნდა წავიდეთ?
-საქმიანი ვახშამია სოფიასთან.
-მართლა? საქმიან ვახშამზეც მხოლოდ შენს სურვილებს ითვალისწინებს ეგ ქალი? როდის აქეთაა შენი საყვარელი ღვინო თეთრი? ბრაზისგან მთელი სხეული უთრთოდა.
-ეჭვიანობ თაია? ამ ფაქტმა გაამხიარულა ბაბლუანი.
-ვეჭვიანობ? სასაცილო ხარ. ამის შემდეგ მეცოდინება, რომ მაქვს უფლება სხვა მამაკაცს გავანდო რა მიყვარს.
-მოდი აქ. მეორედ დაითრია ქალის სხეული და ხეზე მიკრულს ზემოდან დააჩერდა.
-მსგავსს სისულელეს კიდევ ერთხელ იტყვი და...
-და?
-აი ეს. საზღვარს გასცდა ბაბლუანი. მოწყურებული დაეწაფა ქალის ბაგეებს. გულის ფეთქვა ყურებში ესმოდა, სისხლის მოძრაობას გრძნობდა. სიმშვიდეს, სიყვარულს და ვნებას იტევდა ეს კოცნა. ქალის მონატრებამ ტალღებად დაუარა. მთელი სხეულით გრძნობდა, რომ სჭირდებოდა, რომ საშინლად უნდოდა ამ წამს. ვერ მიხვდა, როგორ გამოეცალა ხელიდან თაია.
-მეორედ აღარ გაბედო. ტუჩებზე ხელის გული გადაისვა და ცრემლიანი შევიდა სახლში.
-თაია. ელენა მიჰყვებოდა უკან.
-არ მინდა ლაპარაკი ელ.
-რატომ ტირი?
-ბიძაშენი ისეთი მხეცია, ღმერთო იმდენად...
-რა გააკეთა?
-მაკოცა. ისე საუბრობდა თითქოს რაღაც არაამქვეყნიური გაეკეთებინოს ბაბლუანს.
-არ მოგეწონა.
-მომეწონა. იმდენად მოულოდნელად წამოიყვირა, რომ აზრზე მხოლოდ ელენას მომღიმარი სახის დანახვისას მოვიდა.
-ჯანდაბა.. სახეზე ხელები ჩამოისვა და შეტრიალდა. ამ წამს საკუთარ თავს თვითონაც გამოუტყდა, რომ ყოფილი ქმარი ძალიან ენატრებოდა. ჩვევად ექცა ტირილი დიმას გამო. თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ ტიროდა.
-თათა, სახლში ხარ?
-კი, რა ხდება თაი?
-შენთან დავრჩები რა დღეს.
-მოდი.
ახლა ყველაზე მეტად მარტო ყოფნა სჭირდებოდა. რას და რატომ აკეთებდა არ იცოდა. დიმას გვერდით სხვა ქალი აგიჟებდა. დიმა, რომ ეხებოდა მაგაზე ბრაზდებოდა. ვერ იაზრბდა რას და რატომ აკეთებდა. ფრთხილად ჩაიარა კიბეები, ეზო გაიებინა და დაცვის დანახვისას ფერები გადაუვიდა.
-ქალბატონო.
-ქალბატონოს გარეშე. აფთიაქში გავდივარ ორ წუთში აქ ვარ.
-ბატონი დიმა გაბრაზდება.
-იცის. ტყუილს ვერ იტანდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. კარის გაღებისთანავე გიჟივით გაიჭრა და სირბილით გაიარა გზა.
---
-არ არის ოთახში. ბაბლუანისთვის იმდენად შემზარავი იყო ეს ფრაზა, რომ მაშინვე წამოდგა ფეხზე.
-ლილე დააძინე დედა. ბავშვისკენ მიუთითა, რომელიც ცრემლებად იღვრებოდა.
-ასეთი უპასუხისმგებლო როგორ არის? შვილზე არ დარდობს საერთოდ.
-დიმა, მარტო უნდა ყოფნა. სჭირდება.
-რა სჭირდება ელ, რა? დავიღალე. ლილეს მიხედოს, წინ და უკან სირბილს.
-გგონია მისი მოვლა მხოლოდ მისი მოვალეობაა?
-რა გინდა, რომ გავაკეთო?
-დაიბრუნე თაია. არასწორ დროს სწორ სიტყვებს ამბობდა ელენა. რეალურად რთული იყო იმის გააზრება, რაც ახლა მათ თავს ხდებოდა. ერთ მხრივ ნაკაშიძეები, მეორე მხრივ თაია. ხანდახან წარსულში მომხდარიც კი უკანა ფლანგზე ინაცვლებდა და წინ ისევ ქალი იყო.
ნაცნობი ციფრთა კომბინაცია აკრიფა, გათიშული ჰქონდა. მანქანის გასაღებს დასწვდა და თავადაც სწრაფად დატოვა სახლი.
-რევაზ მე ვარ. პოლიციის განტოფილების უფროსს ესაუბრებოდა.
-ნომერს გამოგიგზავნი და როგორმე გამირკვიე ბოლოს ვის დაურეკა. სწრაფად მოქმედებდა... სწრაფადვე მიიღო პასუხი და თათა გიორგობიანია სახლთან იყო მალევე. მოგონებები აეშალა. გაახსენდა თაია, იმ კარიდან რომ გამორბოდა და ეხუტებოდა. თვალწინ დაუდგა ყველა ის მოგონება, რომელიც ამ სახლთან აკავშირებდა. გაეღიმა. აწყმოსგან განახვავებით, წარსული ძალიან ლამაზი იყო. რამდენ ჩხუბს, ეჭვიანობას და სიყვარულს შესწრებია კედელთან ამოსული წითელი ვარდი. თაიას ცრემლებს და დიმას გაგიჟებას. ხუთ წუთიან გაბუტვას და მაშინვე შერიგებას. მანქანა დატოვა. ის მანძილი, მანქანიდან კარამდე, იყო საოცრად ემოციური. ზარი დარეკა... ნეტავ ყველაფერი ისევ ისე ყოფილიყო, მაგრამ არ იყო... კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი ნაცნობი სილუეტის დანახვამ იმდენად გააგიჟა, რომ ნერვები ძლივს მოთოკა.
-ოჰოო, ბატონო დიმა. ცივად გაუღიმა.
-რატი... ხმა ჩაეხრინწა. ბრაზი ახრჩობდა.
-როგორ ხარ მეგობარო?
-თაია სად არის? პასუხი არც დაუბრუნებია. მაშინვე ოთახს მოავლო თვალი.
-არ ეხხუბო, არ იცოდა აქ თუ ვიყავი.
-არაფერი მიკითხავს მგონი. ხელით გასწია და სახლში შეაბიჯა. დივანზე მჯდარ ქალს გახედა. მობუზული იჯდა, თავდახრილი.
-დიმა. თათას ხმაზე ნაკაშიძემაც ასწია თავი.
-გამარჯობა. შესამჩნევად გაუღიმა გიორგობიანს და თაიასკენ წავიდა.
-გვიანია უკვე, სახლში წავიდეთ.
-არ მინდა. გვერდით გაატრიალა თავი.
-ლილე ვერ იძინებს. იცრუა. არ უნდოდა გარშემომყოფებისთვის რეალური მიზეზი გაემხილა, რატომ იყო აქ. სიბრაზე ძარღვებში დასდიოდა. რატის დაჟინებულ მზერას თაიასადმი გრძნობდა.
-კარგი. ფეხზე წამოდგა. მეგობარს გადაეხვია და ისე გავიდა რატისთვის არ შეუხედავს.
-არ ეკამათო დიმა, რატის აქ ყოფნა არ იცოდა.
-ნახვამდის თათა. ნაძალადევად გაუღიმა და სწრაფად დატოვა იქაურობა.
უკან იჯდა. მობუზული, ისევ სუსტი და უმწეო. არაფრის თავი არ ჰქონდა. სარკიდან უყურებდა, თვალებით ჭამდა მას კი ერთხელაც არ შეუხედავს.
-სადამდე ვიტანო შენი ბავშვური ქცევები? საბოლოოდ ისევ კაცმა დაარღვია მანქანის სალონში გამეფებული სიჩუმე.
-არ გთხოვ, რომ აიტანო. მხრები აიჩეჩა.
-ნუ გამაგიჟებ უარესად.
-რა გაგიჟებს დიმა? რა არის ისეთი, რამაც შეიძლება შენ გაგაგიჟოს? მე ვფიჟდები. იმის წარმოდგენაზე, რომ ის ქალი შენთვის უკრავს როიალზე მაგიჟებს. შენ? რა გაგიჟებს? რატის ისევ ნახვა? დამიჯერე, ისე ვერ გაგიჟდები, როგორც მე.
-ჯანდაბა, სოფიაზე ეჭვიანობ.
-ვერ მიხვდები. იცი რატომ? იმ ქალის მზერას ვერ გრძნობ. მე ვიგრძენი, შენს გამო ყველაფერს გააკეთებს.
-გააკეთოს.
-შენ ეს მოგწონს. ისევ ისე თავხედურად მოგწონს ეს ყველაფერი, როგორც მაშინ.
-სულელობ. ბრაზისა და სიხარულის ტალღები უცლიდნენ ბაბლუანს.
წინ წასულს უკან მისდევდა. სულისშეხუთვამდე უხდებოდა ქალს კლასიკური სამოსი. ოთახში შევიდა და კაციც შეჰყვა. სკამზე ჩამოჯდა, სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებს შორის მოიქცია და ქალს შეხედა.
-რაო იმ სი*მა? სხვათაშორისად ამოილაპარაკა.
-ხვალ შემხვდიო. მოსაცმელი გაიხადა.
-ვეღარ შეხვდები. ქალის წინ იჯდა, გაღიზიანებული ღერს ღერზე ეწეოდა და თვალებით ჭამდა შავ ქვედაბოლოსა და თეთრ პერანგში გამოწყობილს.
-ვერ ამიკრძალავ. წყალი მოსვა ნერვიულობა, რომ არ შეემჩნია.
-შემიძლია გავაქრო. ხომ იცი, რომ გავაკეთებ? არავის მისცე უფლება თუნდაც შენი სუნამოს სურნელი შეისუნთქოს თორემ გავაქრობ. ფეხზე წამოდგა. ოთახის სახელურს დასწვდა, გაჩერდა და უკან მობრუნდა.
-ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც მავიწყდება. თავზე ხელი გადაიტარა და ქალისკენ წავიდა. რეაგირებაც კი ვერ მოახერხა ნაკაშიძემ ისე მიიმწყვდია კაცმა.
-მიეჩვიე, რომ მხოლოდ ეს მამშვიდებს. უხეშად დასწვდა ქალის ბაგეს. ნელ-ნელა სიუხეშე სინაზემ ჩაანაცვლა. ამ კოცნაში ატევდა ყველაფერს ბაბლუანი.
-ვერავინ ვერასდროს შემიცვლის შენს ტუჩებს... ქალის ტუჩებთან ამოილაპარაკა და გახევებული დატოვა საძინებელში..
---
არეულია? ვიცი. მეც ვირევი ამ ორის შემხედვარე. მგონია, რომ ორივეში ჩავსახლდი და ვერც ერთს ვამტყუნებ, ვერც-მეორეს. არ ვიცი, თუ გაქვთ სურვილი ისევ, რომ წაიკითხოთ მიხარია. მე დავასრულებ აუცილებლად, საბოლოოდ რა შედეგიც არ უნდა იყოს. მიხარია, რომ ელოდებით ხოლმე ახალ თავს.



№1 სტუმარი თიკა

ამათი ქიმია. კარგია, მეტი ემოცია, მეტიიი. ველოდები შემდეგს!

 


№2  offline წევრი ნენეე

არეულია ძალიან თაია. რეალირად რა უნდა მგონი ვერ ხვდება. ჩიჩიაც უნდა და ბაბაც, ეგრე არაა ძმაო. ბოლოს შენი მინაწერი ზუსტადაა გადმოცემული მოთხრობაშიც. შენი არეულობა კარგად ჩანს. დალაგდი... უნდა წერო, ერთი ეს იცოდე. რა უნდა თაიას ან დიმას თავადვე გიკარნახებენ. წარმატებები. იცოდე, რომ მიყვარხარ და გკითხულობ. ❤️
--------------------
ნენე გასვიანი

 


№3  offline წევრი OKI ME

უჰ, როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა ❤️❤️ მომწონს ეს ისტორია და არ მინდოდა ეს თავი დასასრულისკენ წასულიყო :დდდ

ჰოო, ორივე ძალიან არეულები არიან. უყვართ ერთმანეთი, თან მზად არიან წარსულში დაშვებული ყველა შეცდომა აპატიონ ერთმანეთს და თან არ პატიობენ. საინტერესო წყვილია ძალიან. :დდ

აი, სოფიაზე რა გითხრა აბა? დაველოდები ჯერ მოვლენების განვითარებას და შემდეგ დავწერ მასზეც ერთი ორ სიტყვას. :დდ

რომ იცოდე როგორ მაინტერესებს ისტორიის შემდეგი განვითარებაა. ❤️ იმედიბმაქვს მალე დაბრუნდები ახალი თავით ❤️❤️ წარმატებები. ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

ვერ გავუგე რა უნდა დიმას, მიხედოს თბითონ ბავშვს დდდ მომეწონა თაიამ რაც უთხრა სოფიასთან დაკავშირებით, არიან ასეთი ადამიანები სხვისი ყურადღება ყველაფრის მიუხედავად მაინც რომჭირდებათ. ცოტა არეული თავი იყო მაგრამ საინტერესო. წარმატებები❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი თეო

მომწონს ეს ცეცხლოვანი წყვილი, გელ9დებით

 


№6  offline წევრი 《Sunshine》

კარგი თავი იყო წარმატებები

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკა

ველი ახალ თავს მოუთმენლად♥️♥️♥️

 


№8  offline წევრი gogincha

იმაზე ძლიერი ქალია ვიდრე ჩანს, ვგიჟდები თაიაზე, მინდა რომ ნელნელა ბედნიერებისკენ გადადგან ნაბიჯი. წარმატებები ♥ველი გაგრძელებას

 


№9 სტუმარი სტუმარი მარია

პირველი ნაწილიც აქვს?

 


№10  offline წევრი ქეთათო4

gogincha
იმაზე ძლიერი ქალია ვიდრე ჩანს, ვგიჟდები თაიაზე, მინდა რომ ნელნელა ბედნიერებისკენ გადადგან ნაბიჯი. წარმატებები ♥ველი გაგრძელებას

ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ იმედია, ბედნიერი იქნება ჩემი ტანჯული გოგო. მადლობა, რომ კითხულობ. ❤️

Megioki
უჰ, როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა ❤️❤️ მომწონს ეს ისტორია და არ მინდოდა ეს თავი დასასრულისკენ წასულიყო :დდდ

ჰოო, ორივე ძალიან არეულები არიან. უყვართ ერთმანეთი, თან მზად არიან წარსულში დაშვებული ყველა შეცდომა აპატიონ ერთმანეთს და თან არ პატიობენ. საინტერესო წყვილია ძალიან. :დდ

აი, სოფიაზე რა გითხრა აბა? დაველოდები ჯერ მოვლენების განვითარებას და შემდეგ დავწერ მასზეც ერთი ორ სიტყვას. :დდ

რომ იცოდე როგორ მაინტერესებს ისტორიის შემდეგი განვითარებაა. ❤️ იმედიბმაქვს მალე დაბრუნდები ახალი თავით ❤️❤️ წარმატებები. ❤️


პირველ როგში მიხარია, რომ აქ ხარ. მე ვარ არეული და იმედია, მაპატიებთ ჩემს არევას. შემდეგი თავი მზად არის და სულ მალე იქნება.

《Sunshine》
კარგი თავი იყო წარმატებები


მადლობა❤️

სტუმარი ნინა
ვერ გავუგე რა უნდა დიმას, მიხედოს თბითონ ბავშვს დდდ მომეწონა თაიამ რაც უთხრა სოფიასთან დაკავშირებით, არიან ასეთი ადამიანები სხვისი ყურადღება ყველაფრის მიუხედავად მაინც რომჭირდებათ. ცოტა არეული თავი იყო მაგრამ საინტერესო. წარმატებები❤️❤️❤️

დიმას მოუწევს ლილეს მიხედვა :დდდ მადლობა თქვენ, რომ აქ ხართ.

 


№11 სტუმარი სტუმარი ხატია

Kargia momwons imedia male dadeb shemdeg tavs warmatebebi❤️❤️❤️

 


№12  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი ხატია
Kargia momwons imedia male dadeb shemdeg tavs warmatebebi❤️❤️❤️

დევს უკვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent