შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თავიდან! {თავი 6}


11-04-2021, 09:07
ავტორი ქეთათო4
ნანახია 3 286

გაგიჟებული, ცხოვრების უსამართლობით გაბოროტებული სწრაფად მიაქროლებდა მანქანას ბნელ ქუჩაზე. რამდენიმე გამოცლილი ბოთლი იქვე ეგდო. ერთიც ხელში ეჭირა და თითქმის უგონოდ მთვრამლა ნავსაყუდელი ხორცისფერ კართან ნახა. არ უფიქრია შედეგებზე, არ დაფიქრებულა რას უკეთებდა საკუთარ თავს ან თაიას. დაუფიქრებლად გადავიდა ავტომობილიდან და ზარი დარეკა. ერთი წამით რომ დაფიქრებულიყო, არ იზამდა. საკუთარ თავს არ გაიმეტებდა ამისთვის. ნამძინარებმა გაუღო კარი. მოკლე პენუარში გამოწყობილი იმდენად მიმზიდველი ეჩვენა, რომ მაშინვე მოიმწყვდია ქალის სხეული.
-დიმა. სოფიას ხმამ მოიყვანა გონს.
-ჯანდაბა. ირონიულად გაიღიმა და ლეპტოპს გახედა, საიდანაც საკუთარი ფოტო უმზერდა.
-ძველი ფოტოებია, ვშლიდი. თავი იმართლა,მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
-მართალი იყო ნაკაშიძე. გიყვარვარ სოფია? ერთი თავით დაბალს ზემოდან დაჰყურებდა. მის განცდებს, ემოციებს, საერთოდ ყველაფერს სახეზე მოეყარათ თავი.
-არ გინდა დიმა. ცრემლი შეიმშრალა და კიდევ უფრო მჭიდროდ შეიკრა თხელი ხალათი
-ერთხელ გნახა, ერთხელ და საკმარისი იყო იმის სათქმელდ, რომ გიყვარვარ. ამდენი წელია ერთად ვმუშაობთ. თაიამდე შენ გიცნობდი და მე ვერ გავიაზრე, ვერ მივხვდი...
-მნიშვნელობა არ აქვს. არ გყვარებივარ და მაგიტომ.
-გგონია ახლა შემიყვარდები? თაიას მსგავსი სუნამოთი თავს ამირევ? ერ დაემსგავსები. ჩემგან შვილი ჰყავს, ჩვენი შვილია. როგორ დაემსგავსები სოფია?
-გთხოვ. კანკალებდა... თვითონაც ცუდად იყო და ბაბლუანის ნათქვამი სიტყვები ბოლომდე ანადგურებდა.
-მიყურებდი, უბედურს, გულმოკლულს, საცოდავს და ერთხელაც არ გიცდია მომხვეოდი. არ გიცდია თაია ჩაგენაცვლებინა. რატომ?
-დიმა...
-მიპასუხე რატომ? გგონია არ შეგეძლო? ის ჩემი წყევლაა, იქნებ გამოგსვლოდა..
-დამშვიდდი. თაიას ვერავინ მოერევა დიმა. სწორად აღნიშნე თქვენ ლილე გყავთ, რომელმაც მთელი ცხოვრებით დაგაკავშირა თაიასთან. მე კი არა ვერც ერთი ქალი შეძლებს მოერიოს თაიას შენში.
-მეზიზღება. სასმელის ბოთლი ფანჯრის მიმართულებით გაგზავნა.
-მეზიზღება ასე ძალიან, რომ მიყვარს. ჩაიკეცა და თან გაიყოლა ქალის სუსტი სხეული, რომლის მკლავებიც მაშინვე მოეხვივნენ, მაგრამ სიმშვიდე ვერ იპოვა.
-დედაჩემი მოკლეს. გუშინ შევრიგდით, მეგონა ყველაფერი ლაგდებოდა, მაგრამ... ამის დედაც...
-დამშვიდდი დიმა. გაივლის. თაია არაფერ შუაშია.
-როგორ შეძელი? მის მკლავებში მისვენებული ქვემოდან შეჰყურებდა ქალს, სიძლიერის ეტალონს.
-შენგან მცირედი ყურადღება, რომ დამენახა ვიბრძოლებდი დიმა. ოთხი წელი არ გყავდა ნანახი თაია, მაგრამ მის გარდა სხვა ქალით არასდროს დაინტერესებულხარ. უთავმოყვარეო არ ვარ, ვიბრძოლო იმისთვის, რაც ჩემი არაა. შენ თაიასი ხარ. მისი ხარ დიმა...
აქაც გიჟდებოდა. ყველგან იყო ნაკაშიძე. ქალი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და უფრო მეტად სძულდა ახლა.
-გავაგდე... ლოდი მოიხსნა. სოფიასთან სიმძიმე ჩამოიხსნა.
-დააბრუნებ. თქვენ ერთმანეთისთვის ხართ გაჩენილი.
-წავალ. ფეხზე ძლივს წამოდგა. ბარბაცით გაუყვა დერეფანს და კართან გაჩერდა. შეტრიალდა და სოფიას გახედა, რომელიც უყურებდა.
-ჩემზე ბევრად კარგს იმსახურებ სოფია. გაუღიმა და წავიდა. რაღაც ნაწილს დარჩენა უნდოდა, მაგრამ წავიდა. წავიდა იქ, სადაც შვილი ელოდა. ფრთხილად აიარა კიბის საფეხურები. თითო საფეხური კიდევ უფრო დიდ ტკივილს იტევდა. აღარ დახვდა მისაღებში მჯდომი დედა, რომელიც მოეხვეოდა. მხოლოდ სამარისებრი სიჩუმე და ანთებული სანთელი ეკატერინეს ფოტოსთან. ისე შეზიზღდა იმ წამს ცხოვრება, რომ კარგს ვეღარაფერს ხედავდა. ნელა აიარა კიბე. ცრემლები ახრჩობდა, მაგრამ იცოდა დერეფნის ბოლოს დატოვებული იმედი გამოაცოცხლებდა. ლილე მისცემდა ძალას. ფრთხილად გაიარა დერეფანიც და კარი შეაღო. გაშრა. ცარიელ ოთახს თვალი კარგად მოავლო და შემდეგ იქვე დადებულ სიფრიფანა ფურცელს მოჰკრა თვალი, რომელსაც სიო აფარფატებდა. მძიმე ნაბიჯებით მივიდა მაგიდასთან და თაიას ნაწერი იცნო.
-,, ვიცი ახლა მოხვედი და ბრაზობ ჩემზე. ბრაზობ და გძულვარ, რომ წაგართვი სიმშვიდე. წაგართვი დედაც და მამაც. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ დამნაშავე დიმა, მაინც ვიდანაშაულებ თავს. მეორედ მივეცი მათ ჩემი გამოყენების უფლება. ეკატერინე ჩემთვის სამაგალითო ქალი და დედა იყო. მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ჩვენ დიმა? ჩვენ კიდევ იქნება? არ ვიცი. მაპატიე ულიელობა. ვერ დავტოვებდი. შენგან ეს ერთი რამ დამრჩა და ვერ დაგიტოვებდი. მიყვარხარ ბაბლუნო"-არ უნდოდა ცრემლი, აღარ უნდოდა ტკივილი, მაგრამ ახლა ულილეობა კი არა უთაიაობა უჭერდა კლანჭებს. ქალს ცხადად ხედავდა, როგორ წერდა. ორ ადგილას თაიას დაცემულ ცრემლსაც კი ხედავდა და სხეულში დავლილ გაურკვევლობას ვერაფერს უხერხებდა.
სიბრაზე, ბოღმა, სიგიჟე ერთდროულად მოიაწვა და არც დაფიქრებულა ისე გაიხურა კარი. მიდიოდა, თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ მიდიოდა. ლილეს წამოსაყვანად? ეგ ბოლო ვარიანტად განიხილებოდა. დაღლილი იყო, ემოციები ახრჩობდნენ. სიმთვრალე მართავდა. გიჟივით მიჰყავდა მანქანა ნაცნობი კორპუსის მიმართულებით. მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოსჭვიოდა სინათლე. დაინახა და ბარბაცით აიარა კიბე. ზარი დარეკა და კედელს მიეყრდნო. ელოდებოდა... მძიმე კარის იქიდანაც კი იგრძნო თაიას მაუბუქი ნაბიჯები. გული აღარ ემორჩილებოდა. საკეტის ხმამ მოიყვანა გონს და კარს იქით მდგარმა სუსტმა სხეულმა.
-შენ როგორ გაბედე? მისკენ წავიდა.
-დიმა. ზურგით შეტრიალდა და გზა განაგრძო. მისაღებში აღმოჩნდნენ.
-ლილე არ ნახოთქო ხომ ვთქვი? ხომ გითხარი ნაკაშიძე? ფეხზე ძლივს იდგა
-ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არაა. შეგიძლია ოთახში შეხვიდე და დაწვე. ლეპტოპი ისევ მუხლებზე დაიდო და დიმა აღარ შეიმჩნია.
-თაია. უკვე იღრინებოდა ბაბლუანი.
-ჯანდაბა ლილეს გამიღვიძებ. პირზე ხელი ააფარა და საკუთარი სიახლოვით გააბრუა კაცი.
-ან დამშვიდდები ან წახვალ დიმა.
-რის მიღწევას ცდილობ? გგონია გამოგივა ჩემთან მაგარი გოგო იყო?
-თუ ლილეთი მანიპულირებას დაიწყებ, თუ მისით გადაწყვეტ, რომ მატკინო მეც იგივეს ვიზამ. ჯერ კიდევ გუშინ, იმ სახლის ეზოში, რომელშიც ჩვენი ისტორია დაიწერა შევრიგდით. მე და შენ გამოვუტყდით საკუთარ თავებს, რომ ერთმანეთი გვჭირდებოდა. და მერე? მე დამადანაშაულე დიმა? მხოლოდ იმიტომ, რომ დიახ არჩევნის უფლება არ მაქვს და ნაკაშიძე ვარ. გინდა არ გინდა ასეა. მაშინაც ხომ იცოდი?
-სახლში, რომ ვყოფილიყავი გადავარჩენდი გესმიის? გადავარჩენდი. ყელზე შემოხვია თითები. იმდენად სჭირდებოდა ეს ქალი, რამდენადაც ვერ იაზრებდა.
-ეკატერინეს მაინც მოკლავდნენ. ეს ომი განაახლე დიმა და ახლა მზად იყავი მსხვერპლისთვის. სხვას ნუ ადანაშაულებ...
-ესეიგი მე ვარ დამნაშავე? მიდი ბოლომდე გამანადგურე და მითხარი, რომ მე ვარ დამნაშავე.
-დიახ. თაიას სიტყვებმა გაანადგურა. საკუთარი თავი სხვისი თვალით დაანახა. განა მან არ განაახლა ყველაფერი? სახლის დაწვას რომ არ შეარჩენდნენ ხომ იცოდა? იცოდა, მაგრამ გააკეთა.
-გიყურებ და მინდა დაგახრჩო, დაგასახიჩრო გესმის?
-ჩემთან ძალის დემონსტრირებით ვერაფერს იზამ.
-ლილეს წავიყვან.
-არ გაბედო.
-ვეღარ ნახავ, არ მინდა ჩემს შვილს რომელიმე ნაკაშიძესთან კავშირი ჰქონდეს.
-მის ძარღვებშიცაა ქართლოსის სისხლი ბაბლუანო. გინდა არ გინდა მთელი ცხოვრება დაკავშირებული ხარ.
-ნუ მაგიჟებ. მისკენ მიიწია. საყვარელ სხეულს უყურებდა. თვალებს, რომლებიც უთანაგრძნობდნენ, ამხნევებდნენ. მხოლოდ თაიას თვალებში კითხულობდა სათქმელს. გადაშლილ წიგნს ჰგავდა დიმასთან ნაკაშიძე.
-მიეჩვიე, რომ შენს ოჯახს მიწასთან გავასწორებ. არ დავინდობ არც ქართლოსას და არც გოგას. ჩემთან შენ არ გაბედო ლილეთი მანიპულირება და არ მთხოვო რამე. ზღვარს გასცდნენ, რომლის იქითაც დანდობა აღარ არსებობს.
გოგას ხსენებაზე ცრემლი მოაწვა ქალს. სხეული უნებურად აუტოკდა.
-თქვენ წამოხვალთ სახლში. ბოდიშის მოხდას თუ ელოდები, არ ვაპირებ.
-არ წამოვალ.
-ჩემს გაგიჟებას ცდილობ? ხმას ვერ იმორჩილებდა. მაშინ მოეგო გონს ლილეს ტირილი, რომ გაიგონა და დაფეთებული წამოდგა. ოთახისკენ მიმავალ ქალს უკან გაჰყვა.
-აქ ვარ ლილე. ქალის მკლავები მოეხვია ბავშვს. გაინაბა. დედა იყო წამალი. ისევ განაგრძო ძილი პატარა ბაბლუანმა.
-თაია. მაინც არ ტყდებოდა ბაბლუანი.
-არჩევანი უნდა გააკეთო, ან შურისძიება და ან ჩვენ დიმა. კანკალებდა. კაცის მზერა აშინებდა კიდევ უფრო მეტად ვიდრე ოდესმე.
-არჩევანი გავაკეთო? ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ღრმად შეისუნთქა ჰაერი. თავადაც უჭირდა თაიას ამ მდგომარეობაში ნახვა.
-ვერ ხედავ რა გვიყავი? ღრიალებდა.. ცრემლებმა ჯებირები გადმოკვეთეს. ქალს სულის ტკივილი ნიაღვარებად სდიოდა ღაწვებზე.
-ან ჩვენ ან შურისძიება.
-თაია.
-აირჩიე. ოთახის კარი დახურა. საკეტის გადატრიალების ხმაზე მიხვდა ბაბლუანი, რომ ახლა არაფერს ჰქონდა აზრი. სახლი სწრაფი ნაბიჯით დატოვა და დაჭრილი მხეცივით გავარდა გარეთ. თავსხმა იყო. ნაბიჯები წინ გადადგა და წვიმას შეერწყა. სწრაფი წვეთები ღრიალით ეცემოდნენ სახეზე. ცა იქცეოდა. ფიქრები აშლოდა. წარმოსახვაში მომღიმარი ლილე ჰყავდა, რომელიც ეძახდა, რომელსაც სჭირდებოდა. გულისა და გონების ჭიდილი ჰქონდა იმ წამს და ერთ გარდამტეხ წამს საკუთარი თავი დაიჭირა, რომ შურისძიების შემდეგ არაფერი შეიცვლებოდა. გაუშვებდა თაიას, სამუდამოდ დაკარგავდა. შურისძიება შვებას არ მიჰგვრიდა, პირიქით, კიდევ უფრო მეტად დაამძიმებდა. ვერ დააბრუნებდა ვერც დედას ვერც მამას. ნაკაშიძეების სიკვდილი შვებას არ მოუტანდა. ხვდებოდა ბაბლუანი, რომ მათთვის სიკვდილი შვებულებაში წასვლას ჰგავდა. მობილური მოიმარჯვა. დაზეპირებული ციფრთა კომბინაცია აკრიფა და დაელოდა.
-ხვალ შეახსენეთ ბატონ ნაკაშიძეს, ვისია მათი ჰოლდინგის 55%. მათ მიერ გადაწყვეტილი ყველა საქმე ჩაშალე, ყველა ინვესტიციაზე უარი თქვი.
ბოროტმა ღიმილმა გადაირბინა სახეზე და კუთვნილ ავტომობილში მოთავსდა.
--
დილით თვალი, რომ გაახილა თავის საშინელი ტკივილი იგრძნო. ფეხზე ზლაზვნით წამოდგა და მხოლოდ მაშინ გაარჩია ოთახი, რომელშიც ეძინა. ეკატერინესი იყო. ქალოს სუნამოს სუნი ისევ ტრიალებდა ოთახში. სავარცხელი, რომელიც ჯერ კიდევ ისე იდო, როგორც ქალმა დადო. ყველაფერი ისევ ისე იყო ერთი განახვავებით. თვითონ აღარ იყო. რა უცნაურია. ვყოდულობთ მივთებს, ვამბობთ, რომ დროებითია, მაგრამ თურმე დროებითენი ჩვენ ვართ. არ ვიცით, როდისაა ჩვენი ბოლო. ეს ის ნივთები იყო, რომლებიც დროებით ჰქონდა ბაბლუანების ქალბატონს, მაგრამ ნივთები დარჩა.
-მენატრები უკვე. ქალის პორტრეტს დააკვირდა. უზადო გარეგნობას. თვალებს, რომლებიც ფოტოდანაც კი დიდი სიყვარულით იმზირებოდნენ. მოულოდნელად წამოდგა, სწრაფი ნაბიჯით გაიარა ოთახი და ქვემოთ ჩავიდა. ყველა იქ, რომ ნახა ამოისუნთქა.
-ბიძია. ელენა შავებში ისეთი უცნაური იყო.
-ელ. ოდნავ გააპო ბაგე და მათკენ წავიდა.
-თაია არ არის.
-ვიცი.
-ისევ მას ნუ დაადანაშაულებ.
-არავის ვადანაშაულებ საკუთარი თავის გარდა.
-მაშინ რატომ არ არის აქ? მას შეუძლოა გიშველოს დიმა. სხვა ვერ შეძლებს მოგერიოთ შენ და შენს ტკივილს.
-ნუ ფსიქოლოგობ ელენა. დედის რეპლიკას ყურადღება არ მიაქცია მხოლოდ დიმას უყურებდა.
-კიდევ ერთხელ თუ დააბრალებ მას ეკატერინეს სიკვდილს ამ სახლიდან მეც წავალ. იცი რატომ? აღარ იქნები ჩემთვის სამაგალითო კაცი, რომელმაც იცის შავის და თეთრის გარჩევა.
მიმავალს უყურებდა. ბოღმა ყელში ეჩხირებოდა. თაიას დანაკლისს კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნობდა.
-ნუ მიაქცევ ყურადღებას.
-არ გინდა ნია, არ გინდა. პირთან თითი მიიტანა გაჩუმდის სანიშნებლად და თავადაც აირბინა კიბეები.
---
ეს თავი მე მჭირდება. მე მჭირდება, რომ გავერკვე რაღაცებში. ძალიან პატარაა, ვიცი. ვიცი, მაგრამ დრო მინდა განვავითარო სწორი ხაზით ამ ორის ურთიერთობა. ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მათზე, ვინც, ფიქრობს, რომ დიმა არაა სიყვარულის ღირსი ან თაიაა სუსტი. მე ეტაპობრივად ვეცდები, დაგანახვოთ, რომ ორივე იმსახურებს სიყვარულს და ბედნიერებას. თაია არ არის სუსტი. უბრალოდ თვალს ხუჭავს მაშინ, როდესაც სიტუაციის გამწვავებას აზრი არ აქვს. მადლობა. კიდევ ერთხელ მაპატიეთ ეს თავი და მისი სიმცირე.



№1  offline წევრი 《Sunshine》

მჯერა რომ თაიას და დაიმას ყველაფერი გამოუვათ ნელნელა მათი ურთიერთობა ეწყობა

 


№2  offline წევრი OKI ME

ოჰ, ოჰ, ოჰ უკვე დაგიდია. გამიხარდა ახალი თავის დანახვა. ❤️ როგორი ოპერატიულობაა :დდ წავედი წავიკითხო, რა ამბები დაატრიალე აქ, ვნახოთ ერთი :დდ

და მეც მოვედიი :დდ ვაჰ, ცოტა მძიმე თავი იყო. აი, ორივესი რომ მესმის და ვერც ერთ ვამტყუნებ.

რთულია ყველაფრის შემდეგ არ იფიქრო შურისძიებაზე. მესმის დიმასი. ისე დიმას და თაიას შერიგებას შედეგად, დავიჯერო პატარა ბაბლუანი არ მოყვება? :დდ

თაიასიც მესმის და არ ვთვლი რომ სუსტი ქალია. საერთოდ არ ვთვლი ამას. ძალიან არა ბუნებრივი იქნება ახლა უცებ თაიას ზედმეტად ძლიერ ქალად წარმოჩენა. ისედაც ჩანს რომ ძლიერია. პირველივე თავიდან ჩანდა სიძლიერე. ყველსგან დამპუკიდებლად ზრდიდა შვილს და როგორც იყო შესაძლებელი უწევდა წინააღმდეგობას ოჯახს. არც მთლად უსუსურია დიმასთან. გრძობებთან რთულია იყო ძლიერი, როცა გიყვარს თან ისე როგორც მათ უყვართ.

აი, ერთი იმას ვერ ვხვდები ნაკაშიძეები რის მიღწევას ცდილობენ. ამ ყველაფრით თავის შვილს რომ აზიანებენ რატომ ვერ ხვდებიან? თან იმას ამბობენ თაია შენი ცოლიაო და თან ისე აკეთებენ ყველაფერს რომ თაიას და დიმას ურთიერთობაზე აისახოს ცუდათ.

მე, მომწონს როგორც ანვითარებ სიუჟეტს. ჩენთვის საკმაოდ ლოგიკურად ვითარდება ყველაფერი. ორივეს ხასიათი ზუსტად გაქვს გადმოცემული. წარმატებები ❤️❤️ ველი ახალ თავს ❤️❤️ ერთი სული მაქვს წავიკითხო ❤️❤️

 


№3 სტუმარი Ana-maria

მინდა რომ ბოლომდე ასე იყოს: დიმა და თაია, თაია და დიმა .ვიცი სიყვარული ამოძრავებს დედამიწას.ახლა

 


№4 სტუმარი სტუმარი nano

mis ert nawils sofiastan darchena surda ras fulisxmob am sityvebshi?

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

იცი როგორია ეს ისტორია? თითქოს ჯერ წყნარად არის ყველაფერი, სიმშვიდეა... მაგრამ უცებ საშინელება ხდება... წამი ცვლის ყველაფერს ამ ისტორიაში. რა თქმა უნდა ასეც არის სინამდვილეში, მაგრამ ეს ყველაფერი ნათლად არის გადმოცემული. თითოეულ გადაწყვეტილებასა თუ თავიანთ ბედს წამში წყვეტენ და არ ფიქრობენ შედეგზე. ან უბრალოდ ძალიან ცოტას ფიქრობენ. მე მაგალითად დიმაში ზუსტად ეს დავინახე. თაია კი ჯერაც ვერ ხვდება რა უნდა... კი ცდილობს დაეხმაროს საყვარელ მამაკაცს, მაგრამ... აი მართლა ვერ ვხვდები რა დავწერო. ერთი შეხედვით სულ სხვანაირები არიან. რომ ჩავუღრმავდე მაინც ვერ მიხვდები რადგან ორ და მრავალ სხვა მოსაზრებებს შორის ვიჭედები და არ ვიცი როგორ შევაფასო, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს. ასე თუ ისე თითქოს ისევ წყნარდება ყველაფერი, თან ძალიან ავისმომასწავებლად. გამიხარდა დიმამ შურისძიება ,,სხვანაირად" რომ გადაწყვიტა ან საერთოდ იღებს ხელს, მაგრამ... ნუ დაველოდები შემსეგ თავს. წარმატებები!❤❤❤
P.S და რა თქმა უნდა ახლაც ვერ დავწერე ის, რაც მინდოდა და ვერ გამოვთქვი საკუთარი მოსაზრება სწორად ამ ისტორიასა თუ მის პერსონაჟებთან დაკავშირებით :(((

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

დასაწყისში, ღმერთოოოო.... ლამის... მეგონა კინაღამ... დავიღუპეთთქო... ძლივს ამოვისუნთქე.

 


№7  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თიკო
იცი როგორია ეს ისტორია? თითქოს ჯერ წყნარად არის ყველაფერი, სიმშვიდეა... მაგრამ უცებ საშინელება ხდება... წამი ცვლის ყველაფერს ამ ისტორიაში. რა თქმა უნდა ასეც არის სინამდვილეში, მაგრამ ეს ყველაფერი ნათლად არის გადმოცემული. თითოეულ გადაწყვეტილებასა თუ თავიანთ ბედს წამში წყვეტენ და არ ფიქრობენ შედეგზე. ან უბრალოდ ძალიან ცოტას ფიქრობენ. მე მაგალითად დიმაში ზუსტად ეს დავინახე. თაია კი ჯერაც ვერ ხვდება რა უნდა... კი ცდილობს დაეხმაროს საყვარელ მამაკაცს, მაგრამ... აი მართლა ვერ ვხვდები რა დავწერო. ერთი შეხედვით სულ სხვანაირები არიან. რომ ჩავუღრმავდე მაინც ვერ მიხვდები რადგან ორ და მრავალ სხვა მოსაზრებებს შორის ვიჭედები და არ ვიცი როგორ შევაფასო, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს. ასე თუ ისე თითქოს ისევ წყნარდება ყველაფერი, თან ძალიან ავისმომასწავებლად. გამიხარდა დიმამ შურისძიება ,,სხვანაირად" რომ გადაწყვიტა ან საერთოდ იღებს ხელს, მაგრამ... ნუ დაველოდები შემსეგ თავს. წარმატებები!❤❤❤
P.S და რა თქმა უნდა ახლაც ვერ დავწერე ის, რაც მინდოდა და ვერ გამოვთქვი საკუთარი მოსაზრება სწორად ამ ისტორიასა თუ მის პერსონაჟებთან დაკავშირებით :(((


ჩემთვის აბსოლიტურად სწორად არის გადმოცემული შენი მოსაზრება. ძალიან მიხარია, რომ მითმობ დროს. ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება სიუჟეტი.

სტუმარი მარი
დასაწყისში, ღმერთოოოო.... ლამის... მეგონა კინაღამ... დავიღუპეთთქო... ძლივს ამოვისუნთქე.


ოთხი წელი არ უღალატია და რავი რა შეიცვლებოდა? :დდდ მეც ეგ მინდა, რომ სუნთქვა სწკრულნი კითხულობდეთ❤️

Megioki
ოჰ, ოჰ, ოჰ უკვე დაგიდია. გამიხარდა ახალი თავის დანახვა. ❤️ როგორი ოპერატიულობაა :დდ წავედი წავიკითხო, რა ამბები დაატრიალე აქ, ვნახოთ ერთი :დდ

და მეც მოვედიი :დდ ვაჰ, ცოტა მძიმე თავი იყო. აი, ორივესი რომ მესმის და ვერც ერთ ვამტყუნებ.

რთულია ყველაფრის შემდეგ არ იფიქრო შურისძიებაზე. მესმის დიმასი. ისე დიმას და თაიას შერიგებას შედეგად, დავიჯერო პატარა ბაბლუანი არ მოყვება? :დდ

თაიასიც მესმის და არ ვთვლი რომ სუსტი ქალია. საერთოდ არ ვთვლი ამას. ძალიან არა ბუნებრივი იქნება ახლა უცებ თაიას ზედმეტად ძლიერ ქალად წარმოჩენა. ისედაც ჩანს რომ ძლიერია. პირველივე თავიდან ჩანდა სიძლიერე. ყველსგან დამპუკიდებლად ზრდიდა შვილს და როგორც იყო შესაძლებელი უწევდა წინააღმდეგობას ოჯახს. არც მთლად უსუსურია დიმასთან. გრძობებთან რთულია იყო ძლიერი, როცა გიყვარს თან ისე როგორც მათ უყვართ.

აი, ერთი იმას ვერ ვხვდები ნაკაშიძეები რის მიღწევას ცდილობენ. ამ ყველაფრით თავის შვილს რომ აზიანებენ რატომ ვერ ხვდებიან? თან იმას ამბობენ თაია შენი ცოლიაო და თან ისე აკეთებენ ყველაფერს რომ თაიას და დიმას ურთიერთობაზე აისახოს ცუდათ.

მე, მომწონს როგორც ანვითარებ სიუჟეტს. ჩენთვის საკმაოდ ლოგიკურად ვითარდება ყველაფერი. ორივეს ხასიათი ზუსტად გაქვს გადმოცემული. წარმატებები ❤️❤️ ველი ახალ თავს ❤️❤️ ერთი სული მაქვს წავიკითხო ❤️❤️


მადლიერი ვარ მართლა, რომ აქ ხარ. არ ვიცი ვის რა უნდა, მინდა, რომ ვიცოდე, მაგრამ არ ვიცი. :( იმედია სწორი ხაზით წავიყვან ყველაფერს.

სტუმარი nano
mis ert nawils sofiastan darchena surda ras fulisxmob am sityvebshi?

სოფია დიმას მეგობარია. სიმშვიდე იყო ამ ქალთან. მაგიტომ სირდა დარჩენა, ცოტახანს პრობლემებისგან შორს ყოფნა.

 


№8 სტუმარი სტუმარი ლია

ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია.საუკეთესო ხარ.

 


№9 სტუმარი სტუმარი ლოლა

ძალიან კარგია, მომწონს. ❤️❤️❤️მაგარი ხარ????????

 


№10  offline წევრი თათუ♡

მალე დადე რა

 


№11 სტუმარი სტუმარი მაკა

აუ რა კაია მაგრამ გული მტკივა ესე რომ იტანჯება ორივე ველოდები ახალ თავს♥️♥️♥️♥️

 


№12 სტუმარი ატბ

როდის დადებ?

 


№13  offline წევრი ქეთათო4

ატბ
როდის დადებ?

დღეს kissing_heart

 


№14  offline წევრი ირო

თითქქოს სუსტი თაია საკმაოდ ძლიერი ქალია.სიყვარულსა და შურისძიებას შორის არჩევანის გაკეთებას რომ თხოვ საყვარელ ადამიანს,იმიტომ რომ სიმშვიდეში იცხოვრო.არავინ იცის რით დააშანტაჟეს თაია ოჯახის წევრება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent